You are on page 1of 2

XVI საუკუნუს მიწურულისათვის საქართველოში ოსმალეთი დომინირებდა .

ოსმალეთთან
ომის შედეგად ირანმა დაკარგა არა მხოლოდ მოხარკე ქვეყნები, არამედ დაკარგა
ხელსაყრელი ეკონომიკური პოზიციებიც კავკასიაში. XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის
დასაწყისში საქართველოს ყველა სამეფო-სამთავრო ოსმალების ხელში იყო. ამ
პერიოდისათვის ქართლის მთავარ ციხეებში _ თბილისში , გორში, დმანისში , ლორეში _
ასევე ოსმალთა გარნიზონები იდგა.

სწორედ ამგვარ ვითარებაში 1603 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ომი განაახლა შაჰ-აბას
I-მა. მან ალყა შემოარტყა ერევნის ციხეს. შაჰმა თავისთან დაიბარა ქართლის მეფე
გიორგი X სიმონ I-ის ძე და კახეთის მეფე ალექსანდრე II ლევანის ძე. ქართლისა და
კახეთის ჯარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ერევნის ციხის ალყისას . შაჰმა
ერთგულებისათვის და ომში მონაწილეობისათვის მეფეები "დაასაჩუქრა ". 1604 წელს
ქართლის მეფეს გიორგი X და კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ეს სოფლები აჩუქა ირანში
და ჯამაგირიც დაუნიშნა. შაჰმა ამის სანაცვლოდ, გიორგის მდინარე დებედას ხეობა და
ლორეს მხარე, ხოლო ალექსანდრეს _ კაკ-ენისელი ანუ დღევანდელი საინგილო
მოსთხოვა. მეფეები იძულებულები იყვნენ შაჰისათვის დაეთმოთ . ამ ტერიტორიებზე შაჰ
აბას I-მა თურქმანული ტომები ჩამოასახლება დაიწყო., ხოლო დებედას ხეობაში
"ბორჩალუს" ტომი ჩამოასახლა.

შაჰ აბასმა ოსმალეთთან ომი მოიგო და მიაღწია თავის მიზანს კავკასიაში : ქართლ -
კახეთში აღიდგინა თავისი გავლენა, სამცხე-საათაბაგო კი ოსმალეთის გავლენის
სფეროდ დარჩა. აბას I-მა განაგრძო თავისი წინამორბედების პოლიტიკა , რომელიც
მიმართული იყო სეფიანთა იმპერიაში აღმოსავლეთ საქართველოს სრული
ინტეგრაციისათვის.

1605 წელს შაჰმა ალექსანდრე II კახეთში გამოუშვა და თან მისივე ძე, გამაჰმადიანებული
კონსტანტინე-მირზა გამოაყოლა, რომელიც 7 წლიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა .
ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა შარვანში ელაშქრა და და იქ მმართველად
კონსტანტინე დაესვა. კონსტანტინე-მირზას კი საიდუმლო ბრძანება ჰქონდა შაჰისაგან
მიცემული: ალექსანდრეს ორჭოფობის შემთხვევაში მოეკლა იგი და თავად
გამეფებულიყო.

1605 წლის 12 მარტს ძეგამში გაიმართა თათბირი, რომლის დროსაც კონსტანტინე მირზამ
ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი
კახეთის მეფედ გამოაცხადა. ცხადია მამისა და ძმის მკვლელი კახელებმა მეფედ არ
აღიარეს და მის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ალექსანდრე მეფის რძალმა , ქეთევან
დედოფალმა დახმარება ქართლის მეფე გიორგი X-ეს სთხოვა. გიორგიმ ჯარი
გამოუგზავნა კახელებს დასახმარებლად. კახელებმა დაამარცხეს მტერი , კონსტანტინე -
მირზა კი ბრძოლის ველზე მოკლეს. კახელებმა მეფედ ალექსნდრე II-ის შვილიშვილი,
დავითისა და ქეთევანის ვაჟი თეიმურაზი ითხოვეს. შაჰს ქართველებთან ბრძოლისათვის
ჯერ არ ეცალა და დასთანხმდა თეიმურაზის მეფფედ კურთხევას.

1606 წელს თეიმურაზ I ქრისტიანული წესით მეფედ აკურთხეს. ამავე წელს გარდაიცვალა
ქართლის მეფე გიორგი X და ქართლის მეფე მისი ძე ლუარსაბ II გახდა. 1612 წელს შაჰ
აბასმა, ვითომდა სანადიროდ, თავისთან დაიბარა თეიმურაზ I და ლუარსაბ II. მეფეები
შაჰს არ ეახლნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ .
ამასობაში ირანსა და ოსმალეთს შორის 1612 წელს დაიდო ზავი.

You might also like