You are on page 1of 1

ქუთაისის შს სამმართველოს

მოქალაქე თამარ აბესაძის

მცხ. ქუთაისი, რიონჰესის 3

ტ: 579 195103.

გაცნობებთ, რომ საკუთრებაში მაქვს ორი ავტომობილი, კერძოდ, FORD TAURUS,


სახ. ნომერია და სერია AF628FA და MAZDA DEMIO სახ. ნომერი და სერია PP349FF .
აღნიშნული ავტომანქანები ჩემი ნების საწინააღმდეგოდ წაყვანილი აქვს ჩემი მეუღლის ( ჩემი
მეუღლე, დიდიმო ფორჩხიძე არის გასამართლებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე და
სასჯელს იხდის რუსთავის მე-12 საპატიმროში) მშობლებს და მიუხედავად ჩემი არაერთგზის
მოთხოვნისა, მანქანებს არ მაძლევენ.

ამასთან, მანქანები არის ბანკის უზრუნველყოფის საგანი და მაქვს ვალდებულება ბანკებთან,


ასევე, ჩემს სახელზე მოდის ავტო ჯარიმები, ეს მაშინ, როდესაც მანქანები ჩემს
მფლობელობაში არ არის და მიუხედავად, არაერთგზის მოთხოვნისა, მანქანებს არ მაძლევენ.

აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ აღმომიჩინოთ დახმარება მანქანების მოძიებასა და


დაბრუნებაში.

დანართი: ტექპასპორტის ასლები

პატივისცემით,

თამარ აბესაძე

You might also like