You are on page 1of 21

აკადემიური წერა

ფინალური შეფასება

საკითხი 1: უპასუხეთ შეკითხვებს (თითოეული შეკითხვის პასუხი ფასდება 1


ქულით, ჯამში იქნება 10 ქულა)

1. რა არის კრიტიკა და რაში გვეხმარება კრიტიკული აზროვნება?

2. რას ნიშნავს ციტირება და პარაფრაზი?

1
3. რა არის პლაგიატი და როგორ უნდა დავიცვათ თავი პლაგიატისაგან?

4. რა არის საკვანძო დებულება? ესეს რა ნაწილში უნდა განთავსდეს თქვენი


დებულება?

5. რა ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისგან შედგება არგუმენტირებული ესე


და რა სახის ინფორმაცია იწერება თითოეულ მათგანში?

2
6. რა და რა სახის ინფორმაცია შეიძლება ჩაიწეროს სქოლიოში?

7. რა არის რეფერატი და რა სტრუქტურულ ერთეულებს მოიცავს?

3
8. რას გულისხმობს რეზიუმე და რა არის რეზიუმეს ძირითადი მახასიათებლები?

9. წყაროების დამოწმების რამდენი ფორმატია ჩიკაგოს სტილში? დაასახელეთ ეს


ფორმატები და მოკლედ განმარტეთ რას გულისხმობს თითოეული მათგანი?

10. რა აუცილებელი ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული პრეზენტაციის


სატიტულო სლაიდზე?

4
საკითხი 2: (1 ქულა) ქვემოთ მოცემულია პარაფრაზისა და ციტირების რამდენიმე
ვარიანტი. შეადარეთ თითოეული მათგანი საწყის ნაწყვეტს. განსაზღვრეთ და მიუწერეთ
რომელია პლაგიატორობის მაგალითი, რომელია არაზუსტი პარაფრაზირება და რომელია
სწორი ვარიანტი?

ორიგინალური ტექსტი:

ვებერი ახდენს მსოფლიო რელიგიების კლასიფიკაციას. მისი აზრით


ინდოეთი არის თეორიულად და პრაქტიკულად სამყაროსადმი ყველაზე მტრულად
განწყობილი რელიგიური ეთიკის აკვანი. კონფუციანელობა პირიქით სამყაროს
მიმღებლობით ხასიათდება. ისეთი რელიგიები როგორებიცაა ისლამი და
ქრისტიანობა სამყაროს იღებენ მისი გაუმჯობესების პირობით.

ვარიანტები:

1. რელიგიების ვებერისეული კლასიფიკაციის მიხედვით, ინდოეთში სამყაროსადმი


ყველაზე მტრული რელიგიური ხედვა წარმოიშვა. რაც შეეხება კონფუციანელობას, ის

5
სამყაროსადმი ბევრად გახსნილია. ისლამი და ქრისტიანობა კი სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის იდეას ატარებს.

2. ვებერის აზრით, ინდოეთი არის თეორიულად და პრაქტიკულად სამყაროსადმი


ყველაზე მტრულად განწყობილი რელიგიური ეთიკის ადგილი. კონფუციანელობა
კი სამყაროს მიღებას ემხრობა. ისეთი რელიგიები როგორებიცაა ისლამი და
ქრისტიანობა, სამყაროს გაუმჯობესებას ცდილობენ.

3. ვებერის რელიგიების კლასიფიკაცია ინდოეთის რელიგიურ ხედვას სამყაროსადმი


გახსნილობით ახასიათებს, ისლამსა და ქრისტიანობას კი სამყაროს გაუმჯობესების
პირობით მიმღებებად მიიჩნევს.

საკითხი 3: (2 ქულა)

მოცემულია ორი ტექსტი. წაიკითხეთ ყურადღებით და გააკეთეთ მათი


რეზიუმირება. გაითვალისწინეთ, რომ უნდა გადმოსცეთ ტექსტის ძირითადი აზრი
მოკლედ.

ტექსტი 1:

მასობრივ ინფორმაციულ საშუალებათა შეფასება წინააღმდეგობრივია. ერთნი


მას განიხილავენ საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და გაბატონებული
ფენის ხელისუფლების განმტკიცების ინსტრუმენტად. თანამედროვე მსოფლიოში,
მკაცრი კონკურენციის პირობებში, გამოიკვეთა მასობრივი ინფორმაციის
საშუალებათა კონცენტრაციის ტენდენცია, რაც ძალზე სახიფათოა
დემოკრატიისათვის. მეორენი ამტკიცებენ, რომ მასმედია ხელს უწყობს
საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში რეალურ ჩართვასა და გადაწყვეტილების
მიღების პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მონაწილეობას, რაც აუცილებელია
ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის. მანიპულაციის
შედეგად ხალხის ცნობიერებაში ინერგება ილუზიური წარმოდგენები პოლიტიკურ
ცხოვრებაზე (Smalley R.L, Ruetten M. K & Kozirev J.R, 2000)

6
ტექსტი 2

როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჩნდება, ადამიანთა უმეტესობა ნაცნობ


წრეებში ეძებს არაფორმალურ კონსულტანტებს. მორწმუნეთათვის ეს შეიძლება იყოს
სასულიერო პირი. ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, უახლოესი მეგობარი, პირადი
ექიმი, ადვოკატი, საყვარელი მასწავლებელი, ხელმძღვანელობა ან საბჭო.
საზოგადოებაში არსებული არაფორმალური თერაპევტების მხრებზე მრავალი
ფრუსტრაცია და კონფლიქტი გადადის. სხვები რჩევისთვის მიმართავენ და
ესაუბრებიან ბარმენებს, გამყიდველებს, ტაქსის მძღოლებსა და, ნებისმიერს, ვინც
მოუსმენს მათ. როდესაც პრობლემათა დიაპაზონი შემოსაზღვრულია,
არაპროფესიონალთა დახმარება საკმაოდ დიდია.

საკითხი 4: (2 ქულა)

7
მოცემულია წიგნის ბიბლიოგრაფიული მონაცემები არასტანდარტული
თანმიმდევრობით და რომელიმე სტილის მოთხოვნების დაცვის გარეშე. თქვენ
დაწერეთ მოცემული მონაცემები ჩიკაგოს სტილის მიხედვით როგორც შენიშვნებში
მითითების ფორმატისთვის, ისე ტექსტში ჩართული მითითების ფორმატისთვის.

ავტორები: Kai Bird and Martin J. Sherwin

სათაური: American Prometheus: The triumph and tragedy of J. Robert Oppenheimer

გამოცემის ადგილი: New York

გამომცემლობა:  Alfred A. Knopf

გამოცემის წელი: 2005.

შენიშვნების მითითების ფორმატი:

შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ტექსტში ჩართული მითითების ფორმატი:

8
ტექსტში ჩართული მითითება

ბიბლიოგრაფია

საკითხი 5: (2 ქულა)

მოცემულია სამეცნიერო ჟურნალის სტატიის ბიბლიოგრაფიული მონაცემები


არასტანდარტული თანმიმდევრობით და რომელიმე სტილის მოთხოვნების დაცვის
გარეშე. თქვენ დაწერეთ მოცემული მონაცემები ჩიკაგოს სტილის მიხედვით როგორც
შენიშვნებში მითითების ფორმატისთვის, ისე ტექსტში ჩართული მითითების
ფორმატისთვის.

ავტორი: Sarah Burns

სტატიის სათაური: Ordering the artist’s body: Thomas Eakins’s acts of self-portrayal

ჟურნალის სათაური: American Art

ჟურნალის ნომერი: 19, no. 1 (Spring 2005)

გვერდები: 82-107

შენიშვნების მითითების ფორმატი:

9
შენიშვნა:

ბიბლიოგრაფია:

ტექსტში ჩართული მითითების ფორმატი:

ტექსტში ჩართული მითითება

ბიბლიოგრაფია

საკითხი 6: (1 ქულა)

მოცემულია სამეცნიერო წყაროების ბიბლიოგრაფია. აქედან ნაწილი წარმოდგენილია


ჩიკაგოს სტილის შენიშვნების ფორმატის ბიბლიოგრაფიის ფორმით და ნაწილი
ჩიკაგოს სტილის ტექსტში ჩართული მითითების ფორმატის ბიბლიოგრაფიის
ფორმით, რამდენიმე მათგანი კი სხვა სტილით. თქვენ უნდა აღნიშნოთ ჩიკაგოს
სტილის შენიშვნების ფორმატის ბიბლიოგრაფიის ფორმით მოცემული წყარო
აბრევიატურით შ.ბ., ჩიკაგოს სტილის ტექსტში ჩართული მითითების ფორმატის
ბიბლიოგრაფიის ფორმით მოცემული წყარო აბრევიატურით ტ.ბ., ხოლო სხვა
სტილით მოცემული წყაროების წინ დაწერეთ ტირე (-).

Elizabeth I. Collected Works. Edited by Leah S. Marcus, Janel Mueller, and Mary Beth Rose. Chicago:
University of Chicago Press, 2000.

10
Jenkins, J. Craig, David Jacobs, and Jon Agnone. Political Opportunities and African-American
Protest, 1948-1997. American Journal of Sociology 109, no. 2 (September 2003): 277-303.

გეგეჭკორი, არნოლდ. კავკასია - ბუნების საგანძური. თბილისი: მერიდიანი, 2007.

Ball, Philip, Bright earth: Art and the invention of color, New York, Farrar, Straus and Giroux, 2001.

Jenkins, J. Craig, David Jacobs, and Jon Agnone. 2003. Political opportunities and African-American
protest, 1948-1997. American Journal of Sociology 109, no. 2 (September): 277-303.

მეტრეველი, ე., რედ. 1973. ქართული წერის ნიმუშები: პალეოგრაფიული ალბომი. მე-2 შევს.
გამოც. თბილისი: მეცნიერება.

საკითხი 7: (12 ქულა)

ესეს თემაა „ძველი თბილისის რეკონსტრუქცია“. ამ თემასთან დაკავშირებით


მოცემულია ამონარიდები სხვადასხვა წყაროებიდან. გულდასმით წაიკითხეთ
მოცემული მასალა, შემდეგ ჩამოაყალიბეთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან
დაკავშირებით და დაწერეთ არგუმენტირებული ესე. თქვენ შეგიძლიათ
დაეთანხმოთ წყაროებიდან მოტანილ მასალას ან არ დაეთანხმოთ. გაითვალისწინეთ,
რომ მსჯელობა კონკრეტული საკითხის გარშემო ააგოთ. დაიცავით
არგუმენტირებული ესეს სტრუქტურა. ცხადად ჩამოაყალიბეთ თქვენი დებულება,
თქვენი პოზიცია და ეცადეთ, ის დაასაბუთოთ არგუმენტებით, შეგიძლიათ
გამოიყენოთ კონტრარგუმენტებიც. ესეში გამოიყენეთ მოცემული ინფორმაცია (არ
არის სავალდებული ყველა მათგანის გამოყენება, თუმცა 2 მაინც უნდა გამოიყენოთ)
და მიუთითეთ გამოყენებული წყაროები ჩიკაგოს სტილის ტექსტში ჩართული
მითითებების ფორმატით (ავტორი და თარიღი). ესეს დაურთეთ ბიბლიოგრაფიაც
ამავე ფორმატის წესების დაცვით. ესე საშუალო ზომა არის ერთი ან ორი გვერდი.
დაიცავით მინდვრები, აბზაცები და ა.შ.

11
წასაკითხი მასალა:
ახალი - ძველი თბილისი

აღმაშენებლის 93 ნომერში, მეცხრამეტე საუკუნის სახლს უკვე  ახალი კარი  აქვს.


ძველი ჯერ კიდევ  იქვეა მიყუდებული, სადარბაზოს კიბეზე და ადვილი შესამჩნევია 
თითოეული დეტალის განსხვავება ახალსა და ძველს შორის. ეს კარი სიმბოლური და
ტიპური მაგალითია  თბილისში დაწყებული რესტავრაციის მთელი პროცესისა.

ძველი თბილისის უბნების  განახლების პროცესი თბილსის მერიამ ოთხი წლის წინ, 
ისტორიული მემკვიდრეობის გადასარჩენად წამოიწყო, თუმცა ხელოვნებათმცოდნეები
ამბობენ, რომ სინამდვილეში, საპირისპირო ხდება. თბილსის ძველი უბნების ყველაზე
ღირებული ელემენტები მექანიკურად იცვლება ახლით.

„მიდიხარ აღმაშენებლის პროსპექტზე და რას ხედავ?!  ფერად სახლებს, ქარხნული 


წესით ჩამოსხმულ პროფილებს, სადაც ხაზები ზუსტია და პარალელური, მაგრამ
უსიცოცხლო. თბილისელი ოსტატების მიერ ტრადიციული მასალით შესრულებული
საფასადო დეკორის ინდივიდუალურობა დაკარგულია,  ყველაფერი ერთმანეთს დაემსგავსა.
სუფთაა, ახალია, მაგრამ ცოტა აქვს  საერთო  იმასთან რაც იყო" - ამბობს  ხელოვნებათმცოდნე
მანანა სურამელაშვილი.

აღმაშენებლის გამზირზე სარესტავრაციო სამუშაოები 2010 წელს დაიწყო და 24


შენობის რესტავრაცია უკვე დასრულებულია. ამჟამად ხარაჩოებშია თამარ მეფის გამზირი
მარჯანიშვილის მოედნამდე.

მიუხედავად არაერთი მაგალითისა,  როგორ ნადგურდება ის დეტალები, რომლებიც


სახლებს ისტორიულ ღირებულებებს ანიჭებდა თბილისის განვითარების ფონდი, რომელსაც
პროცესზე ზედამხედველობა ევალება ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებს.

„როცა შენობაზე შენარჩუნებულია მხატვრული დეტალი, ხდება მისი რესტავრაცია,


თუ ნაკეთობა დაზიანებულია და შემორჩენილია მხოლოდ მისი ფრაგმენტი, მას  ავთენტურ
მასალაში აღვადგენთ" - მოგვწერა ფონდის დირექტორმა გიორგი საბანაძემ.

ავტორები: სოფიო მგალობლიშვილი და მარიამ ჯაჭვაძე


ჟურნალის სათაური: ლიბერალი

ჟურნალის ნომერი/ გამოსვლის თარიღი: 27 ივლისი, 2011

ლინკი და წვდომის თარიღი: http://liberali.ge/akhali-dzveli-tbilisi (2.02.2012)

12
რა წყალს მიაქვს ძველი და ახალი თბილისი?

თბილისის თითქმის ყველა უბანში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას


მიწისქვეშა წყლები წარმოადგენს. გრუნტის წყლები, ამორტიზირებული
საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა შენობა-ნაგებობებს დიდ საფრთხეს უქმნის.

მიწისქვეშა წყლები თანამედროვე ნაგებობებსაც დიდი რისკის ქვეშ აყენებს.


ამიტომ მშენებლობის დაწყების წინ მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იქნას, თუ
რა მდგომარეობაა ამ ტერიტორიაზე გრუნტის წყლების არსებობის მხრივ. ამ საკითხს
კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, თუკი
მაღალსართულიანი შენობის აშენება იგეგმება, რადგან ასეთი ნაგებობისთვის
საძირკვლის ღრმად გაჭრაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში კი უფრო დიდია ალბათობა,
რომ გრუნტის წყლებმა შემდგომში საძირკვლის დაზიანება გამოიწვიოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გრუნტის წყლები პრობლემურია როგორც ძველი,


ასევე ახალი უბნებისთვის. თუმცა, უდავოა, რომ მიწისქვეშა წყლები დამანგრეველ
გავლენას ძველ შენობებზე უფრო ახდენს. როგორც ამბობენ, თბილისის ისტორიული
სახლების უმრავლესობა წყალზე დგას. ხშირ შემთხვევაში სარდაფებში წყლის დონე
იმდენად მაღალია, რომ იქ ჩასვლა შეუძლებელია.

როგორც სპეციალისტები შენიშნავენ, თბილისში გრუნტის წყლების ნიშნულის


დონის აწევა მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქში მტკვრის სანაპიროებს ბეტონის
ჯებირები გაუკეთდა. მანამდე მტკვარში წყალი თავისუფლად ჩაედინებოდა.
ბეტონის კონსტრუქციამ წყლის ნაკადი აღარ გაატარა და გრუნტის წყლების
ნიშნულმა ყველგან აიწია.

თუმცა, კვლევებით დადასტურებულია, რომ ძველ უბნებში გრუნტის წყლებზე


მეტ პრობლემას ამორტიზირებული საკანალიზაციო ჭები, მწყობრიდან გამოსული
სანიაღვრე სისტემები და სრულიად მოძველებული წყალგაყვანილობა ქმნის. გარდა
იმისა, რომ ეს სისტემები გამტარუნარიანობის თვალსაზრისით აღარ არის საკმარისი,
მათი ტექნიკური მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, რომ დაუყოვნებლივ
რეაბილიტაციას საჭიროებს. თანაც ძველ უბნებში შენობათა ძირითადი ნაწილის
საძირკვლები ნაყარ (ტექტოგენურ) გრუნტზეა დაფუძნებული და ამორტიზებული
სველი კომუნიკაციებიდან წყლების ინფილტრაცია მკვეთრად აუარესებს მათ
მდგომარეობას, ზოგ შემთხვევაში კი ნგრევასაც იწვევს.

ავტორი: ნინო ლოლაძე

ჟურნალის სათაური: ამბიონი: საზოგადოებრივ-რელიგიური ინტერნეტ ჟურნალი

13
ჟურნალის ნომერი/ გამოსვლის თარიღი: 31 იანვარი, 2010

ლინკი და წვდომის თარიღი: http://www.ambioni.ge/ra-wyals-miaqvs-zveli-da-axali-tbilisi/


(2.02.2012)

აღმაშენებლის განახლებული გამზირი კოლორიტული უბნის ახალი სიცოცხლე

აღმაშენებლის გამზირი ისტორიულ ფუნქციას იბრუნებს. დღეს ის, ისევე რო-


გორც საუკუნეების წინათ, თბილისში ევროპული კულტურის არქიტექტურული ცე-
ნტრია. უძველესი გამზირი არის სიმბოლო და დასტური იმისა, რომ საქართველოს
დედაქალაქი ყოველთვის იყო და რჩება ევროპული კულტურის ერთ-ერთ განუყო-
ფელ ნაწილად.
მე-19 საუკუნიდან დღემდე საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა ამ გა-
მზირმა დღემდე შემოინახა და რელიკვიად აქცია ევროპული დიზაინის ძეგლები,
რომლებიც დღეს უკვე რესტავრირებულია და პირვანდელი სახით გვხვდება. თანამე-
დროვე ეპოქაში თბილისის უძველესი უბანი მე-19 საუკუნეს აცოცხლებს, თავისი ინ-
ფრასტრუქტურით, დიზაინითა და დატვირთვით. სწორედ ეს იყო პრეზიდენტის მთ-
ავარი გზავნილიც, როდესაც მან განახლებული აღმაშენებელი გახსნა. მიხეილ სააკაშ-
ვილმა რამდენიმე დღით ადრეც დაათვალიერა სარეაბილიტაციო სამუშაოები, 23 ნო-
ემბერს კი რესტავრირებული ქუჩის ყველა შენობა მოსახლეობასთან ერთად მოინახ-
ულა. ისტორიული გამზირი
დღევანდელი აღმაშენებელი მე-19 საუკუნის დასაწყისში გაშენდა. ამ პერიოდ-
ში თბილისში რამდენიმე დასახლება ჩნდება, დიდუბე და  გერმანელთა კოლონია,
რომელიც დღევანდელ ზაარბრიუკენის მოედნიდან მარჯანიშვილამდე მდებარეო-
ბდა. ერთ-ერთი პირველი მიხაილის (ახლანდელი აღმაშენებელი) ქუჩა და მის გარშ-
ემო არსებული უბანი იყო. გერმანელები თანდათან ხვეწდნენ ამ ტერიტორიის განა-
შენიანებას. რაკი ეს ევროპელების შექმნილი უბანი იყო, თავიდანვე ევროპული სტ-
ილით აშენდა. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული შე-
ნობები დღემდე შემორჩენილია თავისი ფასადებითა და მოდერნის სტილით.
ისტორიულმა უბანმა საბჭოთა კავშირის დროს ტრანსფორმაცია რამდენჯერმე
განიცადა, როდესაც აქ კომუნალური საბჭოთა რეალობა გაჩნდა. ამ უბნის ერთ-ერთი
მთავარი მახასიათებელი სახლებისა და ეზო-ბაღების უნიკალური შერწყმა იყო. ის
თბილისში ყველაზე მწვანე უბნად ითვლებოდა, ვერის ხიდის აშენების შემდეგ კი ძვ-
ელი პლეხანოვი თბილისის ერთ-ერთ ცენტრად იქცა.
აღმაშენებლის გამზირზე 1868 წელს აშენებული ორსართულიანი შენობა ერთ-
ერთი პირველი მუნიციპალური ნაგებობაა ამ ქუჩაზე. აქ განთავსებული იყო მეტეორ-

14
ოლოგიური ბიურო, რომელიც 13 შენობისგან შემდგარი დიდი კომპლექსის ნაწილი
გახლდათ. ამ შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის პროექტი არქიტექტორ ქეთე-
ვან ფხაკაძეს ეკუთვნის, ხოლო სარესტავრაციო  სამუშაოები შპს „ქებაიმ“ შეასრულა.
ქეთევან ფხაკაძე, პროექტის ავტორი და არქიტექტორი: „როცა ამ შენობის რე-
კონსტრუქციაზე დავიწყეთ მუშაობა, ჯერ მისი ისტორია გამოვიკვლიეთ ქალაქის მე-
რიისა და ურბანიზაციის სამსახურის მოთხოვნით. ჩავატარეთ ისტორიულ-არქიტე-
ქტურული კვლევა-ძიება და აზომვითი სამუშაოები. ამ მასალების  ანალიზით დავა-
დგინეთ, რომ ეს შენობა იმდროინდელი კლასიკური გეგმარების ნიმუში იყო და შე-
სრულებული გახლდათ ნეოკლასიციზმის სტილში, რამაც მოგვცა საშუალება, რომა-
ულ-კორინთული ორდერი გამოგვეყენებინა, მისთვის დამახასიათებელი კაზმულობ-
ითა და დეკორის ელემენტებით. ჩვენი იდეის წარმოსაჩენად ბედნიერი აღმოჩენა იყო
ის თეთრი ქვა, რომლითაც ფასადი მოვაპირკეთეთ და ხორცი შევასხით ჩვენს იდეას.
რაც შეეხება ამ შენობის საინჟინრო-სარესტავრაციო სამუშაოებს, შესრულებ-
ულია გლობალური რეკონსტრუქცია. ყველა დონის გადახურვა რკინა-ბეტონის ფი-
ლებით გაკეთდა, დამოუკიდებელ საყრდენებზე. გამაგრებულია საძირკველი და კე-
დლები, შეცვლილია გადახურვა. ახლა შენობა მრავალფუნქციურია და მომავალში აქ
საოფისე ფართები განთავსდება.
ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, პატივი მივაგოთ შენობის არქიტექტ-
ორს, ბატონ ბიფელდს, რომელიც წარმოშობით ავსტრიელი იყო. კლასიკური განათლ-
ება ჰქონდა მიღებული ავსტრიასა და ბელგიაში, საქართველოში მოღვაწეობდა. მას
ჰყავდა ქართველი ცოლი და ჰქონდა ტრადიციული ქართული ოჯახი. ბიფელდი  სა-
ქართველოში ბევრი შენობის პროექტის ავტორია. ამ ადამიანის ღვაწლი თბილისის
განაშენიანებაში ნამდვილად იმსახურებს უფრო საფუძვლიან კვლევასა და პოპულა-
რიზაციას.
ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჟურნალის სათაური: Prime Time

ჟურნალის ნომერი/ გამოსვლის თარიღი: 28 ნოემბერი, 2011

ლინკი და წვდომის თარიღი: http://www.ptpress.ge/index.php?


option=com_content&view=article&id=3439:gamziri&catid=3:0103sazogadoeba&Itemid=3
(2.02.2012)

15
ძველი თბილისის რთული აწმყო და ბუნდოვანი მომავალი

ძველი თბილისის მძიმე მდგომარეობას ჩამონგრეული სახლები და უსახლკა-


როდ დარჩენილი ოჯახები დროდადრო გვახსენებს. წელს უკვე რამდენიმე ასეთი
შემთხვევა მოხდა. მერიის ინფორმაციით, ძველი თბილისის რაიონის სახლების 60%
ავარიულია. სიტუაციის გამოსწორებას მერია პროექტ „ძველი თბილისის ახალი სი-
ცოცხლით” ცდილობს. არასამთავრობო ორგანიზაციებში კი გრძელვადიანი ხედვის
არარსებობასა და ისტორიული ძეგლების მიმართ ზერელე დამოკიდებულებაზე სა-
უბრობენ.
„თბილისის ახალი სიცოცხლე” 2009 წელს დაიგეგმა და 2010 წლის დასაწყისიდან
მოქმედებს. პროექტის მიხედვით, ავარიული სახლის მცხოვრებლები თანამშრომლო-
ბაზე სამშენებლო კომპანიას უნდა შეუთანხმდნენ. კომპანია მათ ახალი ბინებით უზ-
რუნველყოფს, რისთვისაც ბანკისგან კრედიტს იღებს. ძველი სახლისგან გათავისუფ-
ლებული მიწა სახელმწიფო საკუთრებაში გადადის და მასზე ახალი შენობის ასაგე-
ბად კონკურსი ცხადდება. გამარჯვებული კომპანია მშენებლობისთვის სახელმწიფო
გრანტს იღებს, პროექტს კი მერიის არქიტექტურის სამსახური ამტკიცებს. 

„ICOMOS საქართველოს” თავმჯდომარის, ნატო ცინცაბაძის აზრით, მთავარი


პრობლემა მარეგულირებელი დოკუმენტების არარსებობაა. ცალკეული შენობების
პროექტებს არქიტექტორთა საბჭო ამტკიცებს. მაგრამ პროფესიონალური საბჭოს გა-
დაწყვეტილებაც შეიძლება აცდეს ქალაქის მოთხოვნილებებს, თუ არ არსებობს ერთი-
ანი ხედვა, რისი დანგრევა ან აშენება შეიძლება და რატომ. 

ცინცაბაძე განმარტავს, რომ ისტორიულ ქალაქს ცალკე მდგომი ძეგლისგან გან-


სხვავებული მოთხოვნილებები აქვს. დასაცავია არა მარტო კონკრეტული შენობები,
არამედ ხედი, გარემო და პერსპექტივა. „საჭიროა მრავალკომპონენტიანი გეგმა. წინას-
წარ უნდა იყოს განსაზღვრული, რას, როგორ და რატომ ვინარჩუნებთ. დღეს კი, მო-
სახლეობის გასახლების შემდეგ, ძველ თბილისში დარჩენილი სახლის ბედი გაურ-
კვეველია,” - აცხადებს ცინცაბაძე. მისივე თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობისას
გადაიდგა ნაბიჯი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებისკენ - შეიქმნა „ძველი თბილისის
საყრდენი გეგმა”. დოკუმენტი მოიცავდა ფაქტებს ქალაქის ისტორიული ნაწილის შე-
სახებ. მის საფუძველზე შეიძლებოდა განვითარების სტრატეგიის შემუშავება. მაგრამ,
საქმის წინ წაწევის ნაცვლად, საყრდენი გეგმა გვერდზე გადადეს.

მერიის პრესცენტრში მიაჩნიათ, რომ არქიტექტორთა საბჭოს მონაწილეობა გა-


დაწყვეტილებების მიღებაში ძველი ქალაქის სწორი განვითარებისთვის საკმარისი
პირობაა; საბჭოს წევრებს, ცალკეული ნაგებობების ღირებულებასთან ერთად, გარე-

16
მოსა და სხვა ფაქტორებიც გაითვალისწინებაც შეუძლიათ. ამასთანავე, წინასწარ გან-
საზღვრულია ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების სრული სია. ძველი თბილისის
გამგებლის, დავით ავალიანის თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწო-
რედ კულტურული ღირებულების მქონე შენობების დაცვაა.

„თბილისის ჰამქრის” უსტაბაშს, ალეკო ელისაშვილს, ძველი თბილისის ძეგ-


ლთა დაცულობაში ეჭვი შეაქვს. ელისაშვილი იხსენებს, რომ წინა წლებში მერიამ ძეგ-
ლის სტატუსი მოუხსნა იმელის შენობასა და ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ
საცხოვრებელ სახლს. მერიის პრესცენტრში ამბობენ, რომ ორივე გადაწყვეტილება არ-
ქიტექტორთა საბჭომ მიიღო. თუმცა, დასახელებულ შემთხვევებს „ძველი თბილისის
ახალ სიცოცხლესთან” კავშირი არ აქვს.  ელისაშვილი პროექტს „ბნელსა და დახუ-
რულს” უწოდებს. „აქ საქმე გვაქვს პროტექციონიზმთან, რადგან, ჩემი ინფორმაციით,
უგულავა კრედიტებს აძლევს მასთან დაახლოებულ გაკოტრებულ ბიზნესმენებს,” -
აცხადებს უსტაბაში. ამის საპასუხოდ მერიაში ამტკიცებენ, რომ სამშენებლო კომპანი-
ები მათი გამოცდილების მიხედვით შეირჩა. თანაც, პროცესში სამშენებლო ბიზნესის
ყველა ძირითადი წარმომადგენელია ჩართული და გაუგებარია, რაში ვლინდება პრო-
ტექციონიზმი.
ამჟამად კომპანიები წინასწარ მოლაპარაკებებს მართავენ მოსახლეობასთან, რათა წა-
რადგინონ წინადადებები „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის” მეორე ეტაპში მონა-
წილეობისთვის. მეორე ეტაპისთვის კომპანიების შესარჩევი კონკურსი 20 მაისს დას-
რულდება. პროექტის პირველ ეტაპში ათმა სამშენებლო კომპანიამ და ოთხმა ბანკმა
მიიღო მონაწილეობა. მის ფარგლებში კომპანიებმა 320 ოჯახთან მიაღწიეს შეთანხმე-
ბას. ამ ოჯახებისთვის ახალი ბინები ორ წელიწადში აშენდება. ამხანაგობებთან კონ-
ტრაქტების გაფორმების შემდეგ, არქიტექტურულმა კომპანიებმა ბანკებისგან ჯამში
53 მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი მიიღეს. 

ავტორი: ირაკლი კიკნაველიძე

ჟურნალის სათაური: ტაბულა

რუბრიკა: საზოგადოება

ჟურნალის ნომერი/ გამოსვლის თარიღი: 26 აპრილი, 2010

ლინკი და წვდომის თარიღი: http://www.tabula.ge/article-1860.html (2.02.2012)

17
SOS ძველი თბილისი

თბილისის ისტორიული ნაწილი ჩვენს თვალწინ, ყოველდღიურად იცვლება.


ბევრი რამ ნამდვილად მოგვწონს - აღდგენილი და ფუნქცია მოძებნილი
აბანოთუბანი თუ ერეკლესა და შარდენის ქუჩები, სადაც მშვენივრად ვისვენებთ,
ვატარებთ დროს და უცხოელი სტუმრებიც ამაყად მიგვყავს. მაგრამ ნამდვილად ვერ
ვიტყვით, რომ ძველი თბილისი მთლიანად ლამაზდება, თუნდაც იმიტომ, რომ რაც
ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის. ჩვენი ქალაქის მთავარი, თავისუფლების
მოედანი, რომელიც ჯერ წერეთლის უნიჭო, ოქროცურვილმა კიჩმა "დაამშვენა" და
შემდეგ, ქორთიარდ მარიოტის მძიმე და მოედნის პროპორციებისათვის სრულიად
შეუფერებელმა შენობამ, დღეს ისევ იცვლება - ლეონიძის ქუჩის კუთხეში მდგარ
სახლს ბულდოზერები მიაყენეს და ანგრევენ, მაშინ, როცა სპეციალისტების
დასკვნები არსებობს - შენობა ექვემდებარებოდა რესტავრაციას. საზოგადოების
მხრიდან ზეწოლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ხელოვნებათმცოდნეებმა
ოფიციალურად მიმართეს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ, საერთაშორისო
ორგანიზაციებსაც, მას შემდეგ, რაც "თბილისის ამქარმაც" გააპროტესტა ეს ნგრევა და
შენობასთან მოქალაქეთა აქციებიც რამდენჯერმე გაიმართა, ინვესტორმა, ბატონმა
ლადო პაპაშვილმა განაცხადა, რომ შენობას ანგრევს, ოღონდ, ზუსტად ისეთივეს
აშენებას აპირებს. ეს პატარა, მაგრამ მაინც მიღწევაა, რადგანაც, თავიდან, როგორც
ამბობენ, შვიდსართულიანი ბიზნესცენტრის მშენებლობა ყოფილა დაგეგმილი.
სამწუხაროა, რომ პროფესიულმა საზოგადოებამ და უბრალო მოქალაქეებმა,
მიუხედავად სურვილისა და მცდელობისა, ამ სახლის გადარჩენა ვერ მოახერხეს,
ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ ვერ შევძელით ის, რომ ზურაბ წერეთლის
წმინდა გიორგი არ წამოეჭიმათ ქალაქის ცენტრში. სხვათა შორის, სხვა ქალაქებში ეს
შეძლეს - ნიუ-იორკში არ დადგეს წერეთლის კოლუმბის, მოსკოვში კი - იოსიფ
ბროდსკის ქანდაკებები.
ამ დღეებში პარლამენტში განსახილველად შედის ცვლილებები და დამატებები
კანონში "კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", რომლებიც დეპუტატმა არჩილ
გეგენავამ მოამზადა. სპეციალისტების აზრით, ეს ცვლილებები სწორედ ძველ ქალაქს
შეუქმნის სერიოზულ საფრთხეს. ცნობილია, რომ ძველი თბილისი  კულტურული,
ურბანული თუ სოციალური ხასიათის საკმაოდ ბევრი და მწვავე პრობლემის წინაშე
დგას. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სპეციალისტები. დისკუსიაში
მონაწილეობენ: ლადო ვადოსანიძე - არქიტექტორ-ურბანისტი, ნატო ცინცაბაძე -
არქიტექტორი, ICOMOS საქართველო, ნესტან თათარაშვილი - არქიტექტორ-
რესტავრატორი, ნინო კორძახია – არქიტექტორი,  ICOMOS საქართველო, ნანა

18
ყიფიანი - ხელოვნებათმცოდნე და რუსუდან მირზიკაშვილი -  არქიტექტორი,
კონსერვაციის სპეციალისტი.  UNESCO-ს სტიპენდიანტი, University College Dublin.

ნატო ცინცაბაძე: ყოველთვის მირჩევნია, ძველი თბილისის ფასეულობაზე


პროფესიონალმა ხელოვნებათმცოდნემ ისაუბროს. თანაც შეუძლებელია ამის ორი
სიტყვით განსაზღვრა, ამიტომ, მხოლოდ მცირედს შევეხები: თბილისის ურბანული
მემკვიდრეობა გამორჩეულად თვითმყოფადია. მასში თავმოყრილი და
გამოვლენილია ეროვნული შემოქმედებითი გენის საოცარი მრავალფეროვნება და
უნარი თამამად გადაამუშაოს, გაითავისოს ნებისმიერი გარედან შემოსული
ინფორმაცია. ძველი თბილისი ფასეულობათა კომპლექსია, სადაც განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს თბილისურ საცხოვრისს. სწორედ ამ ტიპოლოგიის უნიკალურობა
და მნიშვნელობა შეირჩა ერთ-ერთ კრიტერიუმად ძველი თბილისის მსოფლიო
მემკვიდრეობის ნუსხაში (UNESCO-ს სია) შესატანად წარდგენისას, რაც უსიტყვოდ
აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა. "ადრე-ხალხური" ტიპი თბილისური
სახლისა, მისი სივრცულ-გეგმარებითი ხასიათითა და სპეციფიკურად თბილისური
მხატვრული გადაწყვეტით მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას დაფუძნებული
ქალაქური ხალხური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუშია. რაც შეეხება XIX საუკუნეში
განვითარებული თბილისის საცხოვრებელს, ისიც გამორჩეული ფენომენია. ე.წ.
"ევროპული" სტილების შემოსვლა თბილისში საოცარ შემოქმედებით პროცესად იქცა.
ტიპური ევროპული ხუროთმოძღვრების ნაცვლად, სინთეზი მივიღეთ: ფასადებით
ევროპული, ხოლო ეზოს სივრცით-გეგმარებითი გადაწყვეტითა და მხატვრული
დამუშავებით - ტრადიციული, თბილისური ნაგებობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს
სინთეზი ორგანულია და არა მექანიკური. ეროვნული იდენტობის ასეთი
სიცოცხლისუნარიანობის სხვა გამოვლინება ძნელად წარმოსადგენია. ისტორიული
თბილისი მრავალ ქალაქს გაგახსენებთ, მაგრამ არც ერთს არ ჰგავს - ერთადერთია.
ამიტომაც აღიარა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა მისი "გამორჩეული
უნივერსალური ღირებულება".

ავტორი: ნინო ბექიშვილი


ჟურნალის სათაური: ცხელი შოკოლადი

ჟურნალის ნომერი/ გამოსვლის თარიღი: 1 აგვისტო, 2008

ლინკი და წვდომის თარიღი: http://shokoladi.ge/content/sos-zveli-tbilisi (2.02.2012)

19
არგუმენტირებული ესე

სათაური:

20
21

You might also like