You are on page 1of 2

საჯარო მომსახურების გამწევი ინსტიტუტები, როგორცაა სასამართლოები , ტიპური

მომსახურების ახალი ფორმით შეთავაზებასაც ახდენენ. მაგალითად , ძალიან ბევრ


იურისდიქციაში ე.წ. „ელექტრონული სასამართლოები“ (e-Courts) ჩვეულებრივ
ყოველდღიურობად იქცა, ისევე როგორც ელექტრონულად სარჩელების (საჩივრების)
შევსებისა და გადაგზავნის პროცესი. ტექნოლოგიებში მოიაზრება აუდიო-ვიზუალური
ჩართვები სასამართლოში მიმდინარე სამოქალაქო საქმეებზე, რაც ხელს უწყობს
სხდომაზე დასწრების ხარჯების შემცირებას ზოგიერთი სახის
სამართალწარმოებებისთვის.

იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე პირს აქვს ორი შესაძლებლობა ,


პირველი - დამოუკიდებლად გააკონტროლოს იურიდიული დოკუმენტაციის შედგენის
პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რითაც იგივე სამუშაოს შესასრულებლად ზოგავს
იურისტისთვის გადასახდელ თანხას, და მეორე - მხოლოდ აუცილებელი საჭიროებისას
გამოიყენოს წარმომადგენლობა სამოქალაქო საქმეზე.

ტექნოლოგიების გამოყენების მიზნობრიობა ტრადიციულად გამოიხატება


სასამართლოს პრეცედენტების და ზოგადად იურიდიულ ინფორმაციის
ავტომატიზირებულ მოძიებაზე და დამუშავებაზე.

შშმ პირებთან მიმართებით შეგვიძლია შემდეგი მსჯელობის განვითარება ,


კომპანია “Microsoft-ი” მუშაობს პროექტზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ვიზუალური
მონაცემები გარდაქმნას აუდიო ფაილად, რითაც უსინათლო ადამიანებს საშუალება
მიეცემათ. „მოუსმინონ“ სასამართლო პროცესებზე წარდგენილ ფოტო მასალას. გარდა
ამისა, კომპანია “Amazon-ი“ იკავებს საკმაოდ მოწინავე პოზიციას ჟესტების ენაში-
სპეციალური კამერა პასუხისმგებელია ყრუ ან სმენადაქვეითებული პირების ჟესტების
ინტერპრეტირებისთვის, სადაც ე.წ. „ჭკვიანი ასისტენტს“ შესწევს უნარი გამოხატოს
აღქმული ჟესტების ენა ვერბალურად ან მოახდინოს წერილობითი ფორმულირება .
მოცემული ტექნოლოგიების ინტეგრირებით, შშმ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა
დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახამრების გარეშე იყვნენ უშუალოდ ჩართულნი
სასამართლო პროცესებში.

მე-5 სლაიდი

სამოქალაქო სამართალწარმოებაში ჩართულ ხელოვნურ ინტელექტს გააჩნია


უნარი ხელი შეუწყოს სამართალწარმოების პროცესის მსვლელობის გამარტივებას და
დაჩქარებას, იძლევა შესაძლებლობას დაამუშავოს მონაცემები და გადაამოწმობს
ინფორმაცია უფრო სწრაფად და ეფექტურად.

უახლესი ტექნოლოგიების ჩართვის ბენეფიტური მხარე გამოიხატება იმაშიც , რომ


სამოქალაქო საქმეებზე ხელოვნური ინტელექტი უზრუნველყოფს მონაცემთა
გადამოწმებას, სადაც უზრუნველყოფილია უსაფრთხოება. ერთ-ერთი გზა რითაც ამის
გადამოწმება ხდება არის გარკვეული მოცულობის მონაცემთა სკანირება , მათი
„წაკითხვა“ და ვალიდურობის გადამოწმება, შესაძლო გაყალბებულ დოკუმენტებზე
მითითება და მათი გამოყენების რისკების შესახებ ანგარიშის მომზადება .
ხელოვნური ინტელექტი, ერთის მხრივ უზრუნველყოფნს ყველა პროცედურული
საკითხის ციფრულ დამუშავებას, სადაც პირებს ინფორმაციაზე წვდომის მეტი
შესაძლებლობა.

მთელი ეს პროცესი დაწყებული სარჩელის სასამართლოში შეტანით,


დასაშვებობის შემოწმებით და წარმოებაში მიღების/არ მიღების საკითხით
დასრულებული, შესაძლებელია წარიმართოს თანამედროვე ტექნოლოგიების
გამოყენების მეშვეობით, სასამართლოს რესურსის საგრძნობი დაზოგვით.

You might also like