You are on page 1of 2

აქტივობა 1.

   გონებრივი იერიში-  2 წთ.


მოსწავლეები ჩამოთვლიან ძალადობის
სახეებს და ფორმებს, რაც ხელს
შეუწყობს წინარე ცოდნის დადგენას.

აქტივობა 2.ფილმის ჩვენება-4 წთ.


ეს იქნება პატარა ფილმი ბულინგის
თემაზე.

აქტივობა 3.კითხვა-პასუხი- 3წთ.


კითხვები:
1) რა გრძნობები გამოიწვია ფილმმა
თქვენში?
2) რა ისწავლეთ ფილმიდან?   
3)დაწერეთ კითხვები, რომელის
ფილმის ნახვის შემდეგ გაგიჩნდათ.

გაკვეთილის B ფაზა-
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 4) მინილექცია- 6 წთ
    ვატარებ მინი
ლექციას ბულინგის შესახებ,
აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს იმ
ფაქტზე, რომ ბულინგი  მრავალჯერადი
ქმედებითაა გამოწვეული, რაც კანონით
არ ისჯება. ბულინგი დაშინებისა და
დამორჩილების მიზნით არის
გამოწვეული. ნებისმიერი ასაკის ბავშვი
შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი
ან ინიციატორი.
     მინი ლექციის ბოლოს პასუხს ვცემ იმ
კითხვებს, რომელიც ფილმის ნახვის
შემდეგ გაუჩნდათ მოსწავლეებს.

აქტივობა 5) ჯგუფური მუშაობა-7 წთ.


კლასი იყოფა 3 ჯგუფად.
დავალებები ჯგუფისათვის
შემდეგნაირია:
დაწერონ თავიანთი მოსაზრებები
მიწოდებული თემების შესახებ.
1 ჯგუფი: რატომ ძალადობენ?..
2 ჯგუფი: როგორი თვისებების მქონე
მოზარდი შეიძლება გახდეს მოძალადე?
3 ჯგუფი: როგორი თვისებების
შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი?

აქტივობა 6) პრეზენტაცია-5 წთ.


   ჯგუფური მუშაობის შემდეგ ჯგუფის
ხელმძღვანელები გააკეთებენ
პრეზენტაციას მიწოდებული
დავალებების საკითხებზე.

აქტივობა 8)  დისკუსია-8 წთ.


     დისკუსიაზე განიხილება თემა:
როგორ შეიძლება დავიცვათ თავი
ძალადობისაგან.

გაკვეთილის C ფაზა-
რეფლექსია
აქტივობა 9) სქემის შედგენა--3 წთ.
 ვიცოდი-  გავიგე  -  მინდა ვიცოდე.
მასწავლებელი მოსწავლეების კარნახით
ავსებს სქემას: თუ რა იცოდნენ, რა
გაიგეს და რა უნდათ იცოდნენ.

აქტივობა  10 ) საშინაო დავალება - 2 წთ.


მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ
ინფორმაცია და დაწერონ თემა: შიძლება
თუ არა ძალადობა იყოს  აღზრდის
მეთოდი?

აქტივობა 10 ) შეფასება -3 წთ

მოსწავლეებს ვაფასებ განმსაზღვრელი


და განმავითარებელი შეფასებით.
Email ThisBlogThis!Share to TwitterShare to FacebookShare to Pinterest

You might also like