You are on page 1of 1

თუ სამოქალაქო განათლების ლექსიკონს დავუჯერებთ, პოპულიზმი ხალხის

ინტერესების დაცვას გულისხმობს, თუმცა ეს ტერმინი საკმაოდ ნეგატიურ


დატვირთვას ატარებს. პოპულისტური მიდგომები და კონტექსტი, ძირითადად,
ყველა ქვეყანაში გავს ერთმანეთს. თუ ორ დომინანტურ ინტერპრეტაციას
განვიხილავთ, ერთის მიხედვით პოპულიზმი მიემართება ისეთ თემებს,
როგორებიცაა: ნაციონალიზმი, უბრალო ადამიანების ყოფის დაცვა, სოციალური
ცვლილებები, ტრადიციების შენარჩუნება და ა.შ. შესაბამისად მოიცავს იმ
აქტუალურ თუ მწვავე საკითხებს, რომლებიც ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია,
ემოციური და შეიძლება მრავალმხრივი ინტერპრეტირებების მიცემა პოლიტიკურ
სპექტრში. საინტერესოა ტერმინის მეორენაირი გააზრებაც, რომ პოპულისტური
ტალღა ძალებს ძირითადად წინასაარჩევნო პერიოდში იკრებს, როცა მისი
მთავარი მიზანი ხალხის მხარდაჭერისა და ხმების მოპოვებაა დროის მცირე
მონაკვეთში. ამ დროს მნიშვნელოვანი ხდება, რომ პოლიტიკოსებმა მხარდაჭერა
მოიპოვონ არა რაციონალურ აზროვნებაზე დაყრდნობით, არამედ უბრალოდ
მოიხიბლონ იმით, რა დაპირებებსაც სთავაზობენ. ამის მაგალითად შეგვიძლია
მივიჩნიოთ არჩევნებამდე პენსიის მომატების დაანონსება, მაგრამ ჩნდება ერთი
მნიშვნელოვანი შეკითხვა, ვინ წყვეტს რომელი განცდახებაა პოპოლისტური ან
ოპორტუნისტული და არა მაგალითად გულწრფელი.
რალფ დაჰენდორფს ეკუთვნის ფრაზა, რომლის მიხედვითაც ერთისთვის
პოპულიზმი შეიძლება სხვისთვის დემოკრატია იყოს და პირიქით. ეს ორი მიდგომა
რეალურადაც ძალიან გავს ერთმანეთს. ჯერ უბრალოდ ტერმინების დეფინიციით
რომ დავიწყოთ, ბერძნულ ენაზე “დემოსი”, ხოლო ლათინურად “პოპულუსი”
სწორედ ხალხს აღნიშნავს. თვალშისაცემია მხოლოდ ერთი, იდეური განსხვავება.
პოპულიზმის შემთხვევაში საზოგადოება ორ ნაწილად კლასიფიცირდება,
გვხვდება “ელიტა” და “ხალხი” ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ ორ ფენომენს
შორის მიმართებაა.
როცა ამ ფენომენზე ვსაუბრობთ, რჩება ერთი საკმაოდ ბუნდოვანი ნაწილი - უფრო
კონკრეტულად რას წარმოადგენს პოპულიზმი, იდეოლოგიია, სინდრომი,
პოლიტიკური თეორია თუ უბრალოდ სტილი. საკმაოდ ბევრი მკვლევარი მას
იდეოლოგიად განმარტავს, რომლის კომბინაციაც ძალიან მარტივია სხვა
იდეოლოგიებთან, როგორებიცაა კომუნიზმი, ეკოლოგიზმი, ნაციონალიზმი ან
სოციალიზმი.

You might also like