You are on page 1of 1

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი

ფრთხილად, დეზინფორმაციაა!

მოგესალმებით,

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრი პროექტის ფარგლებში მართავს


საინფორმაციო ხასიათის ვებინარს თემაზე - „ფრთხილად, დეზინფორმაციაა!“

ვებინარი მოიცავს 15-20 წუთიან პრეზენტაციას დეზინფორმაციის შესახებ. მისი შინაარსი


დაფარავს დეზინფორმაციის ცნების განმარტებას, მის გამომწვევ მიზეზებსა და ხელშემწყობ
ფაქტორებს, დეზინფორმაციის გამოვლენის ფორმებს, მისი განხორციელების მიზნებსა და
შედეგებს, ასევე დეზინფორმაციასთან ბრძოლოს მექანიზმებს, ინდიკატორებს, რომლებიც ყველა
მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკმაოდ ეფექტიანად გაფილტროს დეზინფორმაციული
ნარატივი.

შეხვედრის მეორე ნაწილში წარიმართება დისკუსია აუდიტორიასთან. დისკუსიის შემდეგ


გაიმართება ერთგვარი სახალისო ქვიზი, „Kahoot-ის“ პლატფორმის გამოყენებით, რაც შეხვედრის
მონაწილეებს დაეხმარება მოსმენილი ინფორმაციის უკეთ გააზრებასა და დამახსოვრებაში.

დასწრება თავისუფალია. მონაწილეობისთვის გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი.

You might also like