You are on page 1of 1

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტი:

სერგო ლორთქიფანიძე

კაზუსი

ბრალდებულმა გამოკითხვის დროს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა პროკურორს


ჩადენილი დანაშაულის შესახებ და აღიარა ბრალდების ყველა ეპიზოდი. გამოკითხვის დროს,
ბრალდებულის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება, საპროცესო წესით დამაგრდა აუდიო-
ვიდეო ჩანაწერით. ბრალდების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები გამოძიების მიერ
მოპოვებული იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად. საქმია არსებითი
განხილვის დროს, ბრალდებულმა უარი განაცხადა გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციის
საჯაროდ წაკითხვაზე და ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოძიების მიერ
მოპოვებული ინფორმაციის გამოქვეყმებაზე,რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. საქმის
არსებით განხილვამდე, ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის
საჯარო გამოქვეყნებით და ფარული საგამოიებო მოქმედებების შედეგად მიღებულ
ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიქმნა უტყუარი მტკიცებულებები ბრალეულობის
დასადასადასტურებლად და მოსამართლემაც დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.

შეაფასეთ მოსამართლის მოქმედება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის თანახმად თუ ბრალდებული


წინააღმდეგია , სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს
მოწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ
ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული
ინფორმაციის მტკიცებულად გამოყენება დაუშვებელია. ასევე, მიწოდებული ინფორმაციის
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო-ან ვიდეოჩანაწერის
მოსმენაზე (დემონსტირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი
ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აქედან გამომდინარე მოსამართლის უარი
ბრალდებულის მიერ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვაზე და ამის
საფუძველზე მის მიერ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენი არ შეიძლება შეფასდეს
კანონიერად.

You might also like