You are on page 1of 9

სიზმარი

სიზმარი და სიზმრის თეორიები

ავტორი: ანა მახარაძე

რეფერატი შესრულებულია

საქართველოს უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის

აკადემიური კურსისთვის

ხელმძღვანელი: ნანა მრევლიშვილი

თბილისი
სიზმარი

2
რა არის სიზმარი? როგორ ჩნდება ის ჩვენს ქვეცნობიერში? როდის და რატომ ვხედავთ მას?
რეალურია თუ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი? ამ კითხვებზე პასუხი ადამიანებს უძველესი
დროიდან აინტერესებდათ და საუკუნეების განმავლობაში მისი “საიდუმლოებების“
ამოხსნას ცდილობდნენ. სიზმარზე უამრავი მოსაზრება არსებობდა. ჯერ კიდევ
პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმიტიული აზრი სიზმრის
ზებუნებრივ ძალებზე. ისინი მას „სულის" თავგადასავლად თვლიდნენ, რომელიც თითქოს
მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. დროთა განმავლობაში შეიცვალა წარმოდგენები
სიზმარზე, მის ზებუნებრივ ბუნებაზე. შემდეგ წლებში გამოთქვა აზრი, რომ სიზმრებში
არაფერი საიდუმლოება არ არის და ის წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას
ძილში.ანუ, სიზმარი რეალობის სუბიექტური აღქმაა, ირაციონალური რეალობაა, რომელიც
ადამიანის არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის
ტრანსცედენტულ გამოვლინებებთან არის დაკავშირებული.

სამშვინველი ეს არის სულისა და სხეულის დამაკავშირებელი, შუალედური შრე,


სუბსტანცია, რომელიც ასე ვთქვათ "სულის ინფორმაციას" გადასცემს ფიზიკურ სხეულს და
პირიქით - სამშვინველის საშუალებით ფიზიკური სხეულის ცვლილებები აირეკლება
სულში. ეს ფიზიკურად რომ წარმოვიდგინოთ ეს არის ორი რგოლი, რომელიც ერთმანეთს
მესამე რგოლით უკავშირდება, ანუ გარკვეულწილად ჯაჭვურ პრინციპთან და რეაქციებთან
გვაქვს საქმე.

იმის თქმა, რომ სიზმარი ცალსახად არაფრის მომტანია და მას არ უნდა დავუჯეროთ,
რასაკვირველია შეცდომაა. ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ არა ერთი მუსიკალური თუ
ლიტერატურული შედევრი, მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმრის მეშვეობით გაცხადდა,
სწორედ სიზმარში იხილა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ის, მიიღო იმ კითხვაზე პასუხი, რასაც
მრავალი წელი ეძებდა. თუმცა არც ყველა სიზმრის დაჯერებაა სასურველი, რადგან ეს
ადამიანის ცხოვრებას მშფოთვარეს გახდის და ადამიანში ცრურწმენებს გააძლიერებს.

სიზმრის ფენომენს შევხვდებით როგორც ძველ და ახალ აღთქმაში,ისე


ისტორიაში,მეცნიერებაში,მუსიკასა და ხელოვნებაშიც.მაგალითად, ისტორიაში საკმაოდ
ბევრი ცნობილი სიზმარია, რომლებიც ცნობილი ადამიანების დაბადებას ან რაიმე
მნიშვნელოვან მოვლენას გვამცნობენ, მაგალითად, ალექსანდრე მაკედონელის დედამაც,
ოლიმპიადამ (ეს სახელი ერქვა სწორედ ალექსანდრეს დედას) და მამამაც ფილიპემ
ქორწილის ღამეს სიზმრები ნახეს, რომლებიც ქურუმებმა მომავალი გავლენიანი
უფლისწულის დაბადებად ახსნეს და ეს მართლაც ასე მოხდა.* ცნობილია აშშ-ს მე-16
პრეზიდენტის აბრამ ლინკოლნის სიზმარი, რომელიც მას პირად დღიურში ჩაწერილიც კი
ჰქონდა. მან ეს სიზმარი ნახა სიკვდილამდე ათი დღით წინ. სიზმარი კი ასეთი იყო, მას
ესიზმრა, რომ თეთრ სახლში ისმოდა ტირილი და მან თეთრი სახლის ერთ-ერთ დარბაზში
დაინახა ხალხის ჯგუფი, რომლებიც კუბოს შემოხვეოდნენ, ხოლო კუბოზე კი ამერიკის
დროშა იყო გადაფარებული. ლინკოლნმა იქვე მდგარ კაცს ჰკითხა:- ვის კრძალავენ?- ნუთუ
არ იცით, პრეზიდენტი მოკლეს, - უპასუხა კაცმა.დილით ლინკოლნმა სიზმარი მეუღლეს
მოუყვა და თან უბის წიგნაკში ჩაიწერა, ათი დღის შემდეგ მას თეატრში ესროლეს და მოკლეს.
სიზმარი

3
მეცნიერება

* ცნობილ ფრანგ მეცნიერს რენე დეკარტს თავისი ერთერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი
თესიზებიც სიზმარში ნახა.* ცნობილია, რომ დმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების
ცხრილის ფორმა ასევე სიზმარში ნახა.* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულე დიდხანს
ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე და ეს ყველაფერი მან
სიზმარში ნახა - ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლინს სწორედ
ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს.* საკერავი მანქანის გამომგონებელს ამერიკელ ელიას
ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა. სხვათა შორის ჰოუვსა და ცნობილ
ზინგერს, რომელიც ასევე ითვლება საკერავი მანქანის შემქმნელად, ერთმანეთის წინააღმდეგ
საკმაოდ ხმაურიანი სასამართლოები ჰქონდათ.* ცნობილ ნოლს ბორს ატომის სტრუქტურა
მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვი და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა
ჰქონდათ.* კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა, თუმცა ამას
ხელი არ შეუშლია, რომ ნობელის პრემია მიეღო.* ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი
სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში
ღმერთმა ნამაგირმა ამცნო.რში ესროლეს და მოკლეს.

ქვემოთ იხილავთ რამდენიმე საინტერესო გამონათქვამ სიზმარზე:

ივანე სეჩენოვმა მას “არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია უწოდა“.

„სიზმრის ახსნა არის უმარტივესი გზა გონების არაცნობიერი ქმედებების შეცნობისკენ“


(Frued,S.1900.dream interpretation)

„დედამიწა სიზმრების გარეშე დამძიმებული და ამოუცნობია“ . (Nin,A.)

ძილისა და სიზმრების შესახებ წარმოდგენებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია


ზიგმუნდ ფროიდის მოსაზრებებმა. ფროიდს XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის
განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს
გამოიცა.მანამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ითვლებოდა ცნობიერება, ფროიდმა
კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის
გაუცნობიერებელი მისწრაფებები და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ჩვენს
ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი,
ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი
ფსიქიკური გამოვლინებები. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული
დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს,
მისწრაფებებს და მოტივებს. თუ სურვილები სიზმარში შენიღბული, დაფარული სახით
გვეძლევა ცენზურა ახორციელებს დაფარული მნიშვნელობის გარდასახვას ხოლულ
შინაარსად, რომელიც დამახინჯების პროცესის შედეგად იმ სახის სიზმრად ყალიბდება,
სიზმარი

რომელსაც ხედავს მძინარე ადამიანი. შინაარსის დამახინჯების ამ პროცესს ფროიდი


სიზმრის მუშაობას უწოდებს. (Freud, S. 1900).
4

ფროიდის მიხედვით, სიზმრის ინტერპრეტაცია უკუმიმართულებით მუშაობს ხილულიდან


ფარული შინაარსისკენ.

ფარული შინაარსი გულისხმობს სიზმრის დაფარულ აზრებს.

ხილული შინაარსი - სიზმრის შინაარსის ზედაპირული მხარე, რომელიც მოწოდებულია


სიზმრის რეალობის შესანიღბად.

სიზმრის მუშაობა - პროცესი, რომელთაც შინაგანი ცენზურა სიზმრის ფარულ შინაარს


ხილულად გარდაქმნის.

თავისი შინაარსით,საინტერესოა კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომი- „ანალიზური


ფსიქოლოგიის საუძლები“,სიზმრები.ფსიქიკური და ფიზიკური - უცნაურად თანხვდება
ერთმანეთს,ამიტომ ჩვენ ისინი ორ სხვადასხვა რამედ გვესახება, ვინაიდან ჩვენი სული
(გონი) უძლურია, ისინი მოიაზროს როგორც ერთი და იგივე რამ. ამ ორთა ასეთი შესაძლო
იგივეობის გამო მოსალოდნელია, რომ ზოგი სიზმარი უფრო ფიზიოლოგიურ მხარეზე
მიუთითებდეს, ვიდრე ფსიქოლოგიურზე. ისევე როგორც დანარჩენები შეიძლება უფრო
ფსიქოლოგიური მხარისაკენ იხრებოდნენ, ვიდრე ფიზოლოგიურისაკენ. ანტიკური ხანისა და
შუა საუკუნეების ექიმები სიზმრებს დიაგნოსტიკური მიზნებით იყენებდნენ. მახსოვს
კუნთების პროგრესული ატროფიის შემთხვევა ახალგაზრდა ქალთან. დიაგნოზის სისწორე
კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მე მას სიზმრები გამოვკითხე; ორი ძალზე ფერადი სიზმარი
ჰქნოდა ნანახი. ერთმა კოლეგამ, რომელსაც მცირე რამ ფსიქოლოგიაში გაეგებოდა, აზრი
გამოთქვა, ისტერია ხომ არ სჭირსო. მართლაც, სიმპტომები ისტერიული ხასიათისა ჩანდა.
ჯერ კიდევ საკითხავი იყო, ნამდვილად სჭირდა თუ არა კუნთების პროგრესული ატროფია.
მაგრამ სიზმრის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქმე ორგანულ დარღვევასთან
უნდა გვქონოდა, და საბოლოოდ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა. ორგანული დარღვევა
ყოფილა, და სიზმრებიც აშკარად მიუთითებდნენ ორგანულ მდგომარეობაზე. ფსიქიკასა და
ცოცხალ სხეულს შორის არსებული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ჩემი
წარმოდგენის მიხედვით ეს ასეც უნდა ყოფილიყო; ასე რომ, ძალიან გამიკვირდებოდა.აქ
მართლაცდა განსაკუთრებულ გამოცდილებასთან გვაქვს საქმე, რომლის გადმოცემაც ძნელია.
ორი სიტყვით ხომ ვერ აგიხსნით, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე ვმსჯელობ ასეთ
სიზმრებზე. ხსენებულ სიზმარში საქმე პატარა მასტოდონტს ეხებოდა. რომ ამეხსნა, რას
ნიშნავს ეს მასტოდონტი ორგანული თვალსაზრისით, და რატომ უნდა ჩავთვალოთ ეს
სიზმარი ორგანულ სიმპტომად, ეს დიდ მღელვარებას გამოიწვევდა და საშინელ
ობსკურანტიზმს დამწამებდით. ეს ნივთები მართლაცდა სიბნელითაა მოცული. უნდა
მესაუბრა მშვინვიერ-სულიერ სამყაროს წამყვანი კანონზომიერების შესახებ, რომელიც
ძირეული არქეტიპული ნიმუშებით აზროვნებს. ძირეული არქეტიპული ნიმუშების შესახებ
რომ ვილაპარაკო, ისინი გამიგებენ, ვინც იცის, საქმე რაშიცაა, მაგრამ ვისთვისაც ყოველივე ეს
სიზმარი

სრულიად უცხოა, იფიქრებს: ,,სულ მთლად შეშლილა ეს კაცი, - დადგა და ლაპარაკობს


მასტოდონტებზე და იმაზე, თუ რითი განსხვავდებიან ისინი გველებისა და ცხენებისაგან”.
5

ადამიანები ძილში უამრავ სიზმარს ვხედავთ, მაგრამ ხშირად გაღვიძების შემდეგ დიდი
მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ მათ გახსენებას. გვემახსოვრება თუ არა სიზმარი ეს
გაღვიძების ტიპზეცაა დამოკიდებული. რადგან სიზმრების დიდ ნაწილს ვერ ვიმახსოვრებთ
ადამიანებს უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, ვაცნობიერებდეთ რომ სიზმარს
ვხედავთ, როდესაც სიზმარს ვხედავთ? არსებობს გააზრებული სიზმარი, რომლის დროსაც
ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ამას ლუციდურ სიზმრებს უწოდებენ. ასეთ
სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე
მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული
სიზმრები საკმაოდ რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს. გააზრებული სიზმარი არის
სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში
ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან
მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ
რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს. გაცნობიერებული სიზმრების დროს თავის
ტვინში ბეტა 1 ტალღების აქტივობაა გამოხატული (13–19 Hz) . აგრეთვე ცნობილია,რომ
გაცნობიერებულ სიზმრებში მონაწილეობას იღებს თავის ტვინის პარიეტალური (თხემის)
წილები. განობიერებული სიზმრები ასევე კავშირშია ცრუ გამოღვიძებასთანაც.

გაცნობიერებული სიზმრები შეიძლება ორი გზით დაიწყოს: 1) როდესაც ადამიანი


აცნობიერებს, რომ სიზმარშია 2 ) ღვიძილის მდგომარეობიდან, პირდაპირ გაცნობიერებულ
სიზმარში გადასვლა.
ნეირომეცნიერი ალენ ჰობსონი მიიჩნევდა, რომ გააზრებული სიზმრის დროს დიდი
მნიშვნელობა ენიჭება ნათელ გონებაზე ყოფნას, პირველ ნაბიჯად გონება ახდენს იმის
გააზრებას, რომ სიზმარშია. ეს პროცესი ხდება დორსოლატერალურ პრეფრონტალურ ქერქში
(თავის ტვინი), ჩვეულებრივ ეს ნაწილი დეაქტივირებულია ძილის, კონკრეტულად კი რემ
(REM) ძილის ფაზაში. ამ დროს ადამიანი სიზმარს „ ნებას აძლევს“ გაგრძელდეს, თუმცა
იაზრებს, რომ სიზმარია. სიზმარი ნაწილობრივ ჰალუცინაციის სახეს იღებს. ამ პროცესებში
მონაწილეობენ ამიგდალა, პარაჰიპოკამპული კორტექსი(ქერქი), ხიდი, პარიეტო
ოქციპიტალური კავშირი.გაცნობიერებული სიზმრების თერაპია შეიძლება იქნეს
გამოყენებული კოშმარებისგან თავის დასაღწევად. ადამიანი თუ გააცნობიერებს, რომ
სიზმარშია, მაშინ ნაკლებ შეწუხებული იქნება კომშმარებისგან.ფსიქოთერაპევტების ნაწილის
აზრით, პაციენტებმა რომელთაც შეძლეს გააზრებული სიზმრების ნახვის შესწავლა, მათ
დიდი გაუმჯობესება ჰქონდათ რეალურ ცხოვრებაშიც (ნაკლები დეპრესია, თვითშეფასების
მომატება და ა.შ. ) მიიჩნევა, რომ გააზრებული სიზმრის დროს ადამიანს აქვს შესაძლებლობა
ნაწილობრივ განსაზღვროს დრო, ხოლო გაღვიძების შემდგომ შეძლოს სიზმრის შინაარსის
ჩაწერა.

არსებობს სიზმრის მართვის რამოდენიმე ვარიანტი. ერთ-ერთის მიხედვით, ადამიანმა,


რომელსაც უნდა, რომ სიზმარი "გააცნობიეროს", ანუ სიზმარში შეიგრძნოს, რომ იგი
სიზმარი

"სიზმარშია" და ამასთან ისწავლოს სიზმრის მართვა, უპირველესად სწორედ რომ სიზმრების


ჩაწერა უნდა დაიწყოს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი, რომელიც
უპირველესად სიზმრების "კლასიფიცირებას" უწყობს ხელს. ხშირად ადამიანი სწორედ
6

სიზმარში იღებს პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც რეალობაში ვერ პოულობს. სიზმრებზე


დაკვირვება, მათზე "კონტროლი" (ჩაწერის სახით) ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო
ასე ვთქვათ "აითვისოს" და მისთვის უფრო გასაგები გახადოს. ამ დროს ადამიანმა შესაძლოა,
გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი
ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).

დაკვირვებადი სიზმრების თეორიის მომხრეების აზრით, ცნობიერების შენარჩუნება


სიზმრის ხედვის პროცესში სწავლებადი და რეგულარული პრაქტიკით გავარჯიშების
უნარია. ეს მძინარეს სიზმრის მიმართულების კონტროლის საშუალებას აძლევს.
დაკვირვებადი სიზმრების გამოწვევის მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, მძინარე
ადამიანებს უკეთებენ სპეციალურ სათვალეს, რომელშიც ძილის დაფიქსირებისას წითელი
სინათლე ინთება. ცდის დაწყებამდე მონაწილეებმა ისწავლეს, რომ წითელი სინათლის
გამოჩენისას უნდა გააცნობიერონ, რომ სიზმარს ხედავენ. როცა აცნობიერებენ რომ სიზმარს
ხედავენ ცდის პირები დაკვირვებადი სიზმრების მდგომარეობაში გადადიან, რომელშიც
შეუძლიათ თავიანთი სიზმრების გაკონტროლება, მათი შინაარსების წარმართვა პიროვნული
მიზნების შესაბამისად და თავიანთი სურვილების შესაბამისად სიზმრის დასრულება.
სიზმრის ნახვის შესაძლებლობა მატულობს, თუ მძინარე ადამიანს სჯერა ასეთი სიზმრების
და რეგულარულად იყენებს მათ გამომწვევ ტექნიკას(Brogaard, 2012)

სიზმრის რამდენიმე კატეგორია არსებობს. ესენია:

1. კომპენსატორული

ეს ის სიზმრებია, რომელშიც გვაქვს და ვაკეთებთ იმას რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ


ვახორციელებთ და მასზე ვოცნებობთ. მაგ: ვამარცხებთ ჩვენს კონკურენტებს, ვხდებით
მსოფლიო ბრძანებლები, ვცხოვრობთ ფეშენებელურ ვილებში, გვაქვს მილიონი დოლარი
თვეში შემოსავალი. ასეთი ტიპის სიზმრის ფუნქციაა დააბალანსოს ადამიანის ფსიქიკური
მდგომარეობა, მისცეს გასაქანი დაუკმაყოფილებელ სურვილებს, აზრებს თუ ემოციებს.
ასეთი ხერხით ნერვული სისტემა ინარჩუნებს წონასწორობის მდგომარეობას. ასევე ხდება
ხშრად ამ ტიპის სიზმარში, მსგავსი შინაარსის გამოვლინება, როდესაც ცხოვრება
ბედნიერებას გვანიჭებს ამ დროს ვნახულობთ დამარცხებას, შიშის ემოცია გვიჩნდება. გარდა
ამისა ხშირ შემთხვევაში ეს ერთგვარი გამოვლინებაა არაცნობიერის მიერ შიშის და
მოლოდინის რაიმე კარგის დასრულების.

2. შემოქმედებითი
სიზმარი

როგორც წესი ხშირად ასეთ სიზმრებს ის ადამიანები ნახულობენ ვისაც უშუალო კავშირი
აქვს ხელოვნებასთან. მაგ: რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მსახიობები. ამ ტიპის
სიზმრებში მათი ცნობიერი ახალი იდეების და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია. ეს პროცესი
ძილშიც გრძელდება იმის გამო, რომ არაცნობიერი მეტად რეალიზდება ძილში, სადაც
7

ნაკლები ცენზორი ყავს ანუ უფრო თავისუფალია ვიდრე ღვიძილის დროს. მაგალითად
როგორ ცნობილია ჩარლზ დიკენსმა ნახა სიზმარშ თავისი ნაწარმოების მრავალი პერსონაჟი.
სიზმარი ერთვარი მუზა იყო სალვადორ დალისთვის. ლეონარდო დავინჩმა მრავალი
გამოგონების იდეა სიზმრიდან წამოიღო.

3. განმეორებადი

იმ შემთხვევაში თუ სიზმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად მეორდება,


წლობითაც კი, ეს არის იმის მანიშნებელი, რომ შენი რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება.
არაცნობიერი ყოველ ჯერზე გაძლევს სიგნალს, რომ რაღაცა დაუმთავრებელია. გადაუჭრელი
სიტუაცია, რომელიც გვაწუხებს, შფოთვას იწვევს, საჭიროა რომ გაცნობიერდეს, რაც
სიზმარში სიმბოლოების სახით თუ პირდაპირი გზით გვეძლევა, რომ შემდეგ რეალობაში
გადაიჭრას ეს პრობლემა. განმეორებადი სიზმარი პრობლემის გადაჭრის შედეგად ქრება.

4. სიტუაციური

ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა. როგორც


წესი ისინი გარემო ზემოქმედების შედეგად გვესიზმრება. მაგ: ეს შეიძლება იყოს საათის
წიკწიკი, ხმაური, კარის გაღების ხმა. ამ სიზმრებს არ გააჩნიათ აზრობრივი დატვირთვა თუ
ისინი არ განეკუთნებიან განმეორებადი სიზმრების კატეგორიას.

5. სიზმარი გაგრძელებით ანუ ,,სერიალი"

იმ შმთხვევაში როდესაც გვესიზმრება სიზმრები, რომელთაც აქვთ გაგრძელებები მომდევნო


სიზმრის ნახვისას, ის უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი სიზმარი, ერთი დიდი
,,ფილმი". რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ამ შემთხვევაში საჭიროა,
რომ მოხდეს ამ ნაწილების კომპლექსური ანალიზი,რომ ნათლად დავინახოთ რაზეა შენი
,,ფილმი", რა კონკრეტულ პრობლემას უკავშრდება ეს სიზმარი და რა არის მისი არსი.
ზოგადად სიზმრები გაგრძელებით თავისი ფორმით დაკავშირებულია განმეორებად
სიზმრებთან.

6. ფიზიოლოგიური

ამ სიზმრების შინაარსი განპირობებულია გარემო პირობებით, რაც იმ მომენტისთვის ძილში


ყოფნის დროს ჩვენზე მოქმედებს. მაგ: სიცივის შეგრძნებას შეუძლია სიზმარში თოვლი
გააჩინოს. შგრძნება იმისა, რომ მაღლიდან ვარდებით სინამდვილეში საწოლიდან
ჩამოვარდნაა. ასევე ეროტიული სიზმრები,როდესაც სექსუალური ქცევა შეკავებულია, ამ
დროს სიზმარში ხდება სექსუალური აქტის ცხადად შეგრძნება და მის შედეგად პოლუცია.

7. გამაფრთხილებელი
სიზმარი

ეს სიზმრები როგორც წესი დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომლის


შეხსენებასაც ჩვენი არაცნობიერი ცდილობს სიზმრის სახით. მაგ: იცი, რომ გაზქურა დიდი
ხანია უშვებს გაზს, მაგრამ გავიწყდება არ აქცევ ყურადღებას, ამ დროს სიზმარში ხდება, რომ
გაზით იწამლები. ნახულობ სიზმარში, რომ მანქანის მუხრუჭი გიფუჭდება. სინამდვილეში
8
შენმა არაცნობიერმა იცოდა, რომ გაზქურა გაზს უშვებს, ხოლო მანქანის მუხრუჭი
გამოსაცვლელი იყო, მაგრამ ყოველდღიური საქმეები არ გაძლევდნენ ამ პრობლემის
გადაჭრის საშუალებას, ამიტომაც ხდებოდა ისე, რომ დევნიდი ამ სიტუაციას არაცნობიერში,
ივიწყებდი.

ყოველივე აქედან გამომდინარე,აშკარაა,რომ სიზმარი საოცრად საინტერესო ფენომენია და


ნამდვილად ღირს მისით დაინტერესება,ისევე როგორც მისი გამოკვლევა,რადგან თუ ღრმად
ვირწმუნებთ და არ დავაიგნორებთ მათ,ჩვენი ცნობიერი სიზმრის სახიტ ბევრ სასარგებლო
სიგნალს გამოგვიგზავნის ცხოვრებაში.
სიზმარი

გამოყენებული ლიტერატურა

,,ალქიმიის ფსიქიკური ბუნება" - ლიტერატურული ალმანახი. - თბ., 2005. გვ.167-189

,,ყოველდღიური ცხოვრების ფსიქოთერაპიის შესახებ" - ზიგმუნდ ფროიდი (1901 წლის


გამოცემა)

,,ფსიქოანალიზის სირთულე" - ზიგმუნდ ფროიდი (1917 წლის გამოცემა)

,,ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძლები" - კარლ გუსტავ იუნგი ( 1995 წლის გამოცემა)

,,სიზმრების ინტერპრეტაცია" - ზ. ფროიდი ; გერმ. თარგმ. მ. ფანჯიკიძემ // საუნჯე. - 1987. -


N1. - გვ.300-303

Brogaard, B. (2012). Lucid Dreaming and Self-Realization.

სასარგებლო ბმულები: https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/dzili-sizmari-da-mati-


psikologia/sizmris-penomeni

https://www.psychologytoday.com/us/blog/the-superhuman-mind/201212/lucid-dreaming-and-self-
realization

ბოლო ნახვა, 3 ივნისი,2021 წელი.

You might also like