You are on page 1of 11

==================================================

I ორგანიზმის ქიმიური შედგენილობა/არაორგანული ნივთიერებები=


====================================================
ყველა ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს ათასობით სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების
უნიკალურ კომპლექტს. ორგანიზმის არსებობა დამოკიდებულია ამ ნივთიერებების
ნორმალურ შემცველობასა და ქიმიურ გარდაქმნებზე, ქიმიური მსვლელობების დარღვევა
კი ორგანიზმის განადგურებით მთავრდება.

განსხვავება ცოცხალ და არაცოცხალს შორის ქიმიური ელემენტების თვალსაზრისით არ


არის რაც იმას ნიშნავს რომ ცოცხალ ორგანიზმებში არ არის რამე ისეთი ელემენტი
რომელიც არაცოცხალში არ გვხვდება. მაგრამ ელემენტების რაოდენობრივი
შემცველობით ცოცხალ და არაცოცხალ სამყაროს შორის სხხვაობა ძალიან დიდია .

ცოცხალი ორგანიზმები ქიმიური ელემნტებიდან იყენებენ დაახლოებით 25-ს, ამ


ელემენტებს ყოფენ 2 ნაწილად, მაკროელემნტები და მიკროელემენტები

მაკროელემენტი - არის ელემენტები რომლებიც გვხვდება ცოცხალ ორგანიზმებში და


მათი შემცველობა ორგანიზმში 0.1%-ზე მეტია
{{{{jangbadi/naxshirbadi/wyalbadi/azoti/kalciumi/kaliumi/gogirdi/natriumi/fosfori/qlori/magniumi/rkina
}}}}}

მიკროელემენტი - არის ელემენტები რომლებიც გვხვდება ცოცხალ ორგანიზმებში და


მათი შემცველობა ორგანიზმში 0.01$-0.001%მდეა(ისინი უდიდეს გავლენას ახდენენ ჩვენ
ჯანმრთელობაზე)

ულტრამიკროელემენტები - ძალიან მცირე რაოდენობით შედის ორგანიზმში ოქრო,


ვერცხლი და პლატინა, ამ ელემენტს ზოგი მეცნიერი აერთიანებს ცალკე,
ულტრამიკროელემნტების ჯგუფში.

განსხვავება ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის ჩნდება მოლეკულურ დონეზე , ყველა


ცოცხალი ორგანიზმი შეიცავს ორგანულ ნივთიერებებს(ცილებს, ლიპიდებს,
ნახშირწყლებს და ნუკლეინის მჟავებს), ისინი გვხვდება მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებში .
არაორგანული ნივთიერებები გვხვდება ორივე ბუნებაში.

უჯრედში შემავალი ქიმიური ნივთიერებები - ორგანული/არაორგანული

ორგანული - ცილები(10-20%), ნახშირწყლები(0.2-2%), ლიპიდები(1-1.5%), ნუკლეინის


მჟავები(1-2%), ვიტამინები , ატფ და სხვა დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები

არაორგანული - წყალი(70-80%), (მარილები 1-1.5%), მჟავები...

****ზოგიერთი ელემენტების მნიშვნელობა**************************************


ლითიუმი - აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის , ნაკლებობა
იწვევს დეპრესიას
მანგანუმი - მონაწილეობს ცილებისა და ლიპიდების გარდაქმნაში, აუცილებელია ჩონჩხის
ნორმალური განვითარებისთვის
თუთია - აუცილებელია ინსულინის და სასქესო ჰორმონების მოქმედებისთვის,
მონაწილეობს ყნოსვის , მხედველობის, გემოვნების შეგრძნების ჩამმოყალიბებაში
სპილენძი - მონაწილეობს იმუნური სისტემის მოქმედებაში
სელენი - ნაკლებობა იწვევს გულის კუნთის მუშაობის შესუსტებას
ქრომი - მონაწილეობს ლიპიდების გარდაქმნაში
პლატინა - გავლენას ახდენს ნერვული სისტემისა და იმუნური სისტემის მოქმედებაზე
**********************************************************************
წყალი--
-------
წყალი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა დედამიწაზე, არის ერთადერთი
ნივთიერება რომელიც სამივე აგრეგატულ მდგომარეობაში არსებობს.
სხეულის 80% არის წყალი, ის არის როგორც უჯრედში, ასევე მის გარეთ(სისხლში, ნიმფაში ,
ნერწყვში). ბავშვის ორგანიზმში წყალი დიდი რაოდენობითაა ,
ასაკის ზრდასთან ერთად კი იკლებს.ტვინში არის წყლის 90%, ცხიმოვან ქსოვლიში კი 10%.
ადამიანი დღეში იღებს დაახლოებით 2 ლიტრ წყალს და ამდენივეს გამოყოფს . წყლის
გარეშე ადამიანი ძლებს მხოლოდ 3-5 დღე. 6-8% წყლის დაკლების შემდეგ ადამიანს
ეწყება გულის წასვლის, გონების დაკარგვის შეგრძნება , 10%-ის დაკარგვისას
ჰალუცინაცია, 12%ის დაკარგვის შემდეგ კი იღუპება.წყალს აქვს ბევრი უცნაური და
უნიკალური თვისებები. მკვლევარების აზრით სიცოცხლე წყალში ჩაისახა და წყლის
მოლეკულა "მრძანებლად" გადაიქცა.

წყალი არის პოლარული მოლეკულა ( 1 ნაწილი +ად არის დამუხტული , მეორე ნაწილი
-ად)

კოვალენტური ბმა — ორ ატომს შორის ქიმიური ბმის ერთ–ერთი სახე, რომელიც


ხორციელდება მათი საზიარო ელექტრონების ხარჯზე.

წყალბადური ბმა - 1 მოლეკულის უარყოფითად დამუხტული ჟანგბადი იზიდავს წყლის


მეორე მოლეკულის დადებითად დამუხტულ წყალბადს და მათ შორის "წყალბადური "
ბმები წარმოიქმნება (სუსტია კოვალენტურ ბმაზე, სწრაფად წარმოიქმნება და სწრაფად
იშლება)

წყლის თვისებები - მაღალითბოტევადობა, არის უნივერსალური გამხსნელი, წყალი


თხევად მდგომარეობაში უფრო მკვრივია ვიდრე მყარში, ახასიათებს ზედაპირული
დაჭიმულობა.

ზედაპირული დაჭიმულობა - წყლის მოლეკულები ზედაპირზე წყალბადური ბმებით


"ეწებებიან" ერთმანეთს და წარმოქმნიან ერთგვარ აპკს

მაღალი თბოტევადობა - სხვა ნივთიერებებთან შედარებით წყლის გასაცხელებლად


ბევრად მეტი სითბური ენერგიაა საჭირო რადგან ენერგიის ნაწილი წყალბადური ბმების
გახლეჩვას მიაქვს და წყლის ტემპერატურა შედარებით ნაკლებად მატულობს.(ასევე
რთულად ცივდება)
წყლის ადუღებისას ცხელ მოლეკულებს თან მიაქვთ სითბური ენერგიის დიდი ნაილი , ანუ
აორთქლებას სითბური ენერგიის ხარჯი მოყვება, რასთანაც დაკავშირებულია ასევე
ორგანიზმის ტემპერატურის დაწევა ოფლის გამოყოფის დროს.

მეტი სიმკვრივე - წყალს უფრო მეტი სიმკვრივე აქვს თხევად მდგომარეობაში ვიდრე
მყარში. სხვა ნივთიერების გაცივებისას მოლეკულებს შორის მანძილი მცირდება ,
პატარავდება და უფრო მკვრივი ხდება, წყალი კი პირიქითაა , გაცივებისას ცილდებიან
მოლეკულები და წყალბადური ბმებით ისე უკავშირდებიან რომ კრისტალურ მესერს
წარმოქმნიან, ამ მესერში კი მოლეკულებისგან თავისუფალი ადგილი ბევრია .

კარგი გამხსნელი - გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წყლის პოლარობას, ისინი ცალცალკე


ერტყმიან გარს მარილის ნატრიუმის და ქლორის იონებს, ისინი სცილდებიან ერთმანეთს ,
მარილი კი წყალში იხსნება. ხსნარში კი იონები თავისუფლად მოძრაობენ და მარტივად
იღებენ ქიმიურ რეაქციაში მონაწილეობას.

წყლის ფუნქციები - {უჯრედს ანიჭებს მოცულობას, დრეკადობას} {ნივთიერებათა


ტრანსპორტი უჯრედსა და გარემოს შორის ხორციელდება წყალხსნარებით }{წყალი არის
ქიმიური რეაქციების მონაწილე}{წყალი ცილებს ანიჭებს სტრუქტურებს}{წყალი არის
საარსებო გარემო}{წყალი არის ჟანგბადისა და წყალბად იონების წყარო დედამიწაზე }

ჰიდროფილური - წყალში ხსნადი ნივთიერებები


ჰიდროფობური - წყალში უხსნადი ნივთიერებები (მაგ. ცხიმები)

უჯრედში წყლის მოლეკულების უმრავლესობა სტაბილურია თუმცა ზოგი დისოცირდება და


H+, OH- იონს წარმოქმნის (h2o - H +OH)
H+ იონებს - მჟავები იძლევიან
OH- იონებს - ფუძეები იძლევიან

H/OH შეფარდებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არსებობს ამისთვის ph სკალა, იცვლება 1-


14მდე.
7-ის ქვემოთ - H მეტია
რაც უფრო დაბალია ph სკალა მით უფრო მაღალია მჟავიანობა, რაც უფრო მაღალია
მიუთითებს ტუტიანობაზე.
7-ს ტოლია - ნეიტრალურია

ph-ის მუდმივობის შენარჩუნება ხორციელდება ბუფერული ნივთიერებების საშუალებით ,


ისინი იტაცებენ ზედმეტ H+იონებს ან ათავისფლებენ არეში და ამით იცავენ უჯრედებს phის
რყევისგან. მაგალითად ფოსფატური ბუფერული სისტემა NaH2PO4 და Na2HPO4ისგან
შედგება, NaH2PO4 უშვებს უჯრედიდან H+ს, ანუ არის წყალბადის დონორი,Na2HPO4 კი
პირიქით იტაცებს ანუ არის წყალბადის აქცეპტორი.
სისხლს იცავს მძლავრი ბუფერულ სისტემა (7.3-7.4 სისხლის პჰ). 6,8 ან 7.8ზე სიცოცხლე
წყდება. ამ სისტემის კომპონენტი არის ბიკარბონატული ბუფერი, H2Co3 და NaHCO3.
ნახშირმჟავა არის H+ის დონორი, ბიკარბონატი კი აქცეპტორი. სისხლში ბევრი მჟავის
დაგროვებისას H+ უერთდება HCo3-ს და წარმოქმნის H2Co3-ს. იშლება სწრაფად წყლად და
ნახშირორჟანგად, ეს ნივთიერებები კი ტოვებენ ორგანიზმს და სისხლის ph არ იცვლება .
უჯრედში არის სხვა მარილებიც, განსაკუთრებული მნიშვნელობა კი გააჩნია იმ მარილებს
რომლებიც დისოციაციისას Na+, K+,Ca2+, Mg2+ კათიონებსა და
HPO32-, H2PO3-, Ci-, HCO3- ანიონებს იძლევიან.

მარილები -ხსნადი, უხსნადი


ხსნადი - დისოცირდებიან და წარმოქმნიან იონებს, ქმნიან უჯრედსა და მის გარემოს
შორის იონთა გასხნვავებულ კონცრერაციას ; წარმოადგენენ ბუფერებს
უხსნადი - საყრდენი, დამცველობითი

===============================================
2.ორგანული ნივთიერებები, ცილები, ცილების სტრუქტურა=
================================================

ცილა არის პოლიმერი და მისი მონომერი არის ამინომჟავა. ცილის შენებაში


მონაწილეობს 20 სხვადასვა ამინომჟავა. ყველა მათგანი შეიცავს ამინო და კარბოქსილის
ჯგუფს, განსხვავდებიან მხოლოდ რადიკალებით. ზოგი ამინომჟავას რადიკალი
ჰიდროფობურია, ზოგის ჰიდოფილური, ზოგის დადებითად დამუხტული, ზოგის
უარყოფითად.

სტრუქტურები-
ამინომჟავები ერთმანეთს უკავშირდებიან კოვალენტური ბმებით და წარმოქმნიან
ძაფისებრ სტრუქტურას, რასაც ქვია ცილის პირველადი სტრუქტურა.
შემდეგ ძაფი სპირალურად ეხვევა , ხვეულები სუსტი წყალბადური ბმებით ფიქსირდება და
წარმოიქმნება მეორეული სტრუქტურა.
შემდეგ ძაფის გორგალივით ეხვევა და წარმოიქმნება მესამეული სტრუქტურა რის
ფიქსაციაშიც მონაწილეობენ ამინომჟავათა რადიკალები და მიმართული არიან
სპირალის გარეთ.
ზოგჯერ ბევრი გორგალი ერთდება და წარმოქმნის მეოთხეულ სტრუქტურას , სპეციფიკურ
ფუნქციებს კი ცილა მხოლოდ მესამეულ ან მეოთხეულ სტრუქტურაში იძენს.

დენატურაცია - მეორეულ, მესამეულ და მეოთხეულ სტრუქტურას სუსტი ბმები აფიქსირებს ,


ფიზიკური ან ქიმიური რეაქციების შედეგად ისნი მარტივად წყდებიან და პირველად
სტრუქტურას უბრუნდება ცილა.
რენატურაცია - რეაქციის შეწყვეტის შემდეგ ცილა ისევ აღიდგენს მისთვის
დამახასიათებელ ფორმას და თვისებებს. ძლიერი ფაქტორის ზემოქმედებით ცილა კი
რენატურაციის უნარს კარგავს.

ცილის თვისებებს განსაზღვრავს პირველადი სტრუქტურა, ეს თვისბები იმაზეა


დამოკიდებული თუ რამდენ ამინომჟავურ ერთეულს შეიცავს ცილა , რომელია ეს
ამინომჟავები, რა თანმიმდევრობით არიან განლაგებულნი. თუ პოლიპეპტიდური
ჯაჭვიდან რომელიმე ამინომჟავას ადგილს შევუცვლით ან "ამოვაგდებთ " შესაძლოა
შიეცვალოს მთლიანად ცილის თვისებები და ფუნქცია.

ცილებს აშენებს 20 ამინომჟავა, ხოლო მონომერების რიცხვი ზოგიერთ ცილაში 1000ს


აღწევს.
ცილის სტრუქტურები - პირველადი, მეორეული, მესამეული, მეოთხეული

პირველად - (მონაწილე კომპონენტები{ამინოჯგუფი და კარბოქსილის ჯგუფი};


ბმები{კოვალენტურ-პეპტიდური}; უმაღლესი სტრუქტურა{“})
მეორეული - (მონაწილე კომპონენტები{ამინო ჯგუფი და კარბოქსილის ჯგუფი};
ბმები{წყალბადური}; უმარლესი სტრუქტურა{აქტინი, მიოზინი, კერატინი, კოლაგენი})
მესამეული - (მონაწილე კომპონენტები{რადიკალები}; ბმები{ჰიდროფობური ბმები };
უმაღლესი სტრუქტურა{ფერმენტები, ჰორმონები, ანტისხეულები და სხვა})
მეოთხეული - (მონაწილე კომპონენტები{“}; ბმები{“}; უმაღლესი
სტრუქტურა{ჰემოგლობიანი ტრანსფერინი})

========================================
3.ორგანული ნივთიერებები/ცილის ფუნქციები====
========================================

ცილის ფუნქციები - {სტრუქტურული(კერატინი,კოლაგენი,მემბრანული ცილები)}


{კატალიზური(ფერმენტები[ბიოკატალიზატორები])}{სატრანსპორტო(ტრანსფერინი ,
ჰემოგლობინი, ტრანსფერინი)}{დამცველობითი(ქიმიური-ღვიძლის ფერმენტები ; იმუნური
- ანტისხეულები)}{მამოძრავებელი(კუნთის ცილები - ატინი, მიოზინი)}
{რეცეპტორული(ისეთი ცილები რომლებიც რეაგირებენ გარემოს ცვლილებაზე და უჯრედს
აწიან ინფრომაციას ცვლილების შესახებ)}{მარეგულირებელი(ჰორმონები )}
{სამარაგო(კვერცხის,რძის,ზოგიერთი პარკოსანი მცენარის თესლის ცილები )}

ცილების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის უჯრედში ქიმიური რეაქციების


წარმართვა. ცილა-ფერმენტების წყალობით ნივთიერებათა გარდაქმნები ასეულ
მილიონჯერ ჩქარდება ჩვენ ორგანიზმში და თითქმის მყისიერად მიმდინარეობს .
ფერმენტები გამოირჩევიან მოქმედების მაღალი სპეციფიკურობით რაც იმას ნიშნავს რომ
ყოველი ფერმენტი მხოლოდ გარკვეული ნივთიერების გარკვეულ მიმართულებით
გარდაქმნას უწყობს ხელს.
გარდასაქმნელი ნივთიერება - სუბსტრატი უკავშირდება ფერმენტის პატარა უბანს (აქტიურ
ცენტრს). სუბსტრატი ფორმით და ზომით ზუსტად შეესაბამება აქტიურ ცენტრს , მასში ჯდება
და დროებით ფიქსირდება. ფერმენტი სუბსტრატს გარდაქმნის პროდუქტად რომელიც
მყისვე ტოვებს ფერმენტის მოლეკულას. 1 ფერმენტს შეუძლია მილიონობით სუსბტრატის
გარდაქმან ისე რომ თვითონ არ იცვლება, ისინი ბიოკატალიზატორები არიან.

კოფაქტორები - ზოგ ფერმენტს დასაჩქარებლად სჭირდება დამხმარე ნივთიერებები ,


ასეთ ნივთიერებებს კი კოფაქტორები ქვია, ისნი არიან დაბალმოლეკულური
არაცილოვანი მოლეკულები, მაგალითად Zn, Mg, Mc, Cu.

ინჰიბიტორები - ნივთიერებები რომლებიც ხელს უშლიან ფერმენტებს, ბლოკავენ მათ


მოქმედებას.
კონკურენტული ინჰიბიტორები - ინჰიბიტორები რომლებიც სუბსტრატის ფორმას
იმეორებენ და ატყუებენ ფერმენტს.

მიუხედავად იმისა რო ინჰიბიტორები ანტაგონისტურად არიან დამოკიდებული


ფერმენტების მიმართ ისინი ძალიან მნიშვნელოვანი მოლეკულები არიან, ისინი
არეგულირებენ უჯრედში ქიმიური რეაქციების მსვლელობას. როდესაც უჯრედში
ფერმენტის მოქმედეების შემდეგ ჭარბი რაოდენობის პროდუქტი გაომოიყოფა რეაქცია
ინჰიბიტორების მეშვეობით წყდება. რეაქციის პროდუქტის ათვისების /მისი გამოლევის
შემთხვევაში ცილდება ინჰიბიტორი ფერმენტს და ისევ აქტიურდება.

ფერმენტების ინჰიბიტორებს იყენებენ დაავადებების სამკურნალოდ ხშირად , მაგალითად


ფერმენტს ტრიფსინის ინჰიბიტორი გამოიყენება პანკრეასის ანთების პანკრეატიტის
სამკურნალოდ.

სტრუქტურული ცილები - აქვთ სამშენებლო დანიშნულება. კოლაგენი შეადგენს სხეულის


ცილური შედგენილობის 35%-ს, არის შემაერთებელი ქსოვილის მთავარი ცილა. იგი შედის
ხრტილის , ძვლის , იოგების მყესების კანის შედგენილობაში და უზრუნველყოფს მათ
სიმტკიცეს და ელასტიკურობას. კოლაგენის ფუნქციას განაპირობებს მისი აგებულება .
მისი მოლეკულა შედგება 3 სპირალურად დახვეული პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან,
რამდენიმე ასეთი მოლეკულა კი უკავშირდება ერთმანეთს და ერთ მთლიან სტრუქტურას
წარმოქმნის. უკავშირდებიან კოვალენტური ბმებით რის გამოც არის მტკიცე და ჭიმვადი .

კოლაგენი შედის რქოვანასა და ბროლის შედგენილობაში, კერატინთან ერთად


განსაზღვრავს კანის ელასტიკურობას. მას ასევე იყენბენ თანამედროვე
კოსმეტოლოგიაში.
კერატინი - თმის ფრჩხილების რქების ბუმბულის მთავარი სტრუქტურული ცილა.
ელასტინი - აორტის, არტერიების, ფილტვების, შარდის ბუშტის ელასტიკურობას
განაპირობებს.
ფიბროინი - აბრეშუმის ჭიის, ობობის ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ სეკრეტში ,
განსაღვრავს ობობის ქსელის და აბრეშუმის ძაფის სიმტკიცეს.

სატრანსპორტო დანიშნულება - ცილა-ჰემოგლობინი, უზრუნველყოფს ფილტვებიდან


სხვადასხვა ქსოვილებამდე ჟანგბადის ტრანსპორტს; ტრანსფერინი -სისხლის შრატი
რომელიც ნაწლავიდან შეოწვილი რკინით იტვირთება და მიაქვს ყველა უჯრედამდე

სამარაგო ცილა - ფერიტინი, ინახება რკინა. შედგება 24 სუბერთეულისგან რომელიც


წარმოქმნის სფეროს. რკინის იონები სფეროს სიღრუეში არხების გავლით ხვდებიან და იქ
უკავშირდებიან ფოსფატის იონებს. 1 მოლეკულა ფერიტინს შეუძლია 45000მდე რკინის
იონის დატევა.ასროლებს ბუფერის როლს რადგან როდესაც ორგანიზმს რკინა
დასჭირდება ფერიტინი ათავისუფლებს რკინის იონს.

დამცველობითი ფუნქცია - ცილა ანტისხეულები, მათ იმუნური სისტემა იყენებს


ორგანიზმში შეჭრილი ბაქტერიების, ვირუსების / ანტიგენების აღმოჩენის და შებოჭისთვის
იყენებს.ყველა ანტისხეულს ერთნაირი აგებულების გეგმა აქვთ, ყველა ანტისხეული არის
ცილების კომპლექსი , შედგება 2 მძიმე და 2 მსუბუქი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან
რომლებიც ისე ლაგდებიან რომ იებენ Y ის ფორმას.

==================================
4.ორგანული ნივთიერებები, ნახშირწყლები=
==================================

ნახშირწყლების ფუნქციები - {სტრუქტურული(ცელულოზა[მცენარეები]


გლიკოგენი[ცხოველები] ქიტინი[სოკოები და ფეხსახსრიანები])}
{დამცველობითი(ცელულოზა[მცენარეები]ქიტინი[სოკოები და ფეხსახსრიანები ]}
{სამარაგო(სახამებელი[მცენარეები], გლიკოგენი[ცოველები და სოკოები]}
{ენერგეტიკული(გლუკოზა)}

ნახშირწყლები - მონოსაქარიდები, დისაქარიდები, პოლისაქარიდები

მონოსაქარიდი - მარტივად აგებული ნახშირწყლები. ზოგადი ფორმულა - Cn(H2O)n {n-ის


მნიშვნელობა 3-9მდე} დანიშნულება - ორგანიზმის ენერგიით მომარაგება. 1გ გლუკოზის
წვისას მიიღება 9კკალორია სითბო.[გლუკოზა - უნივერსალური საწვავი, ფრუქტოზა,
გალაქტოზა, რიბოზა, დეზოქსირიბოზა] ყველაზე ცნობილი - გლუკოზა, ფრუქტოზა; არიან
წყალში კარგად ხსნადები და დიდი რაოდენობითაა თაფლში და ხილში .

გლუკოზის მოლეკულა წყალში გახსნისას იძლევა 6კუთხა ფორმას. ასერომ წყალხსნარში


არსებობენ როგორც სწორხაზოვანი ასევე ციკლური მოლეკულები.

ოლიგოსაქარიდები - წარმოიქმნებიან მონოსაქარიდების შეერთებით [ოლიგო - ცოტა ,


მცირე]. მონოსაქარიდების რიცხვმა მასში შეიძლება 7ს მიაღწიოს. საკვები შაქარი
(საქაროზა) არის დისაქარიდი რადგან მოლეკულაშ შედის 2 მონოსაქარიდი, გლუკოზა და
ფრუქტოზა
ლაქტოზა(რძის შაქარი) - დისაქარიდი რომელიც რძეს ტკბილ გემოს ანიჭებს

მონოსაქარიდებს და ოლიგოსაქარიდებს უწოდებენ შაქრებს ტკბილი გემოს გამო . თუ


ჭარბად მიღებული შაქარი ორგანიზმზა არ გამოიყენა მაშინვე საწვავად ისნი დიდი ზომის
პოლიმერებად გარდაიქმნებიან და უჯრედში გროვდებიან.

ცხოველური ორგანიზმბის პოლისაქარიდი - გლიკოგენი, გროვდება გრანულების სახით


კუნთებსა და ღვიძლის უჯრდებში.

გლიკოგენი კუნთში ადგილობრივი მოხმარების მარაგს ქმნის. მოზრდილი ადამიანის


ღვიძლში 120 გრამამდე გიკოგენია, ღვიძლის მასის 8%.
მცენარის სამარაგო პოლისაქარიდი სახამებელია, ასინთეზებენ მწვანე მცენარეები . ცხელ
წყალში გახსნისას ხდება ჟელესმაგვარი სტრუქტურა.

სახამებელს უდიდესი საკვები ღრებულება გააჩნია, ჩვენს ორგანიზმში საჭმლის


მომნელენელი ფერმენტებით საბოლოოდ გლუკოზამდე იშლება და ჩვენ ენერგიით
ვმარაგდებით

ცელულოზა - პოლისაქარიდი, გააჩნია სტრუქტურული დანიშნულება, არის ყველაზე


გავრცელებული ორგანული ნივთიერება დედამიწაზე იმის გამო რომ მცენარეული
უჯრედების კედელს აშენებს.
ამ პოლისაქარიდში გლუკოზის 3000მდე მოლეკულაუკავშირდება ერთმანეთს და მრავალ
დაუტოტავ ძაფს წარმოქნის, ძაფები კი ერთმანეთს წყალბადური ბმებით უკავშირდებიან
და კონებს ქმნიან რაც მას მექანიკურ მდგრადობას და ელასტიკურობას ანიჭებს. ის
უძლებს მაღალ ტემპერატურას, არ იხსნება ორგანულ გამხსნელებსა და სუსტ მჟავებში . ის
შეიძ₾ება დაიშალოს მაღალ ტემპერატურაზე ძლიერი მჟავების ზემოქმედებით . ის არის
ჰიდროფილურ ნივთიერება თუმცა დიდი ზომის გამო ვერ იხსნება წყალში რის გამოც
იცავს მცენარეების უჯრედებს სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისგან და
ამავდროულად ატარებს წყალს მარტივად.
ქიტინი - აზოტშემცველი სტრუქტურული პოლისაქარიდი, არის ფეხსახსრიანების და სხვა
უხერხემლოების გარეგანი ჩონჩხის ძირითადი კომპონენტი. ის ასევე შედის ბაქტერიების
და სოკოს უჯრედის კდელის შედგენილობაში. ის არის გამჭვირვალე , პლასტიკური ,
რბილი ნივთიერება, არ იხსნება წყალში , ორგანულ გამხსნელებში. არის მტკიცე და
დრეკადი.

ნახშირწყლების ფუნქციები - 1.სტრუქტურული:ცელულოზა(მცენარეები)


გლიკოგენი(ცხოველები) ქიტინი(სოკოები და ფეხსახსრიანები)
2.დამცველობითი: ცელულოზა(მცენარეები), ქიტინი(სოკოები და ფეხსახსრიანები )
3. სამარაგო: სახამებელი(მცენარეები), გლკოგენი ( ცხოველები და სოკოები)
4. ენერგეტიკული: გლუკოზა

მონოსაქარიდები - გლუკოზა, ფრუქტოზა, გალაქტოზა, რიბოზა, დესოქსირიბოზაა


დისაქარიდები - საქაროზა, მალტოზა, ლაქტოზა
პოლისაქარიდები - ცელულოზა, სახამებელი, გლიკოგენი, ქიტინი

5. ლიპიდები
======================================

ლიპიდები - განსხვავებული აგებულების და ფუნქციის მქონე ორგანული ნივთიერებები


რომლებსაც ერთი საერთო თვისება აქვთ,არიან ჰიდროფობურები და კარგად იხსნებიან
არაპოლარულ გამხსნელებში,აცეტონში,ქოლორფორმში, სპირტში.

ლიპიდები - ცხიმები, ფოსფოლპიდები,ცვილები,სტეროიდები.

ცხიმები - ყველაზე ფართოდ გავრცელებული,{


[შემადგენლობა - გლიცერინი, 3 მოლეკულა ცხიმოვანი მჟავა (ანიჭებენ ჰიდროფობურ
ბუნებას;)]
[კლასიფიკაცია - ნაჯერი-ქონი,უჯერი-ზეთი]
[ფუნქციები - დამცველობითი, თბოიზოლატორი, სამარაგო, წყლის მარაგი(აქლემი),
ენერგეტიკული]
};

უჯერი ცხიმები - შეიცავენ ორმაგ ბმებს


ნაჯერი ცხიმები - არ შეიცავენ ორმაგ ბმებს

ცხოველური ცხიმები -შეიცავენ ძირითადად ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს.

F ვიტამინები - ზოგიერთი უჯერი ცხიმოვანი მჟავა რომელიც ვერ სინთეზდება ორგანიზმში ,


არის საკვებში და აუცილებელია ორგანიზმისთვის.
ცხიმებს ორგანიზმში ძირითადად აქვთ დამცველობითი და ენერგეტიკული ფუნქცია ,მათი
წვისას ნახშირწყელბთან შედარებით ორჯერ მეტი ენერგია თავისუფლდება ამიტომ
ორგანიზმები ლიპიდებს ხშირად იმარაგებენ.

ლიპიდები ასევე თბოიზოლატორები არიან, დიდი რაოდენობით გროვდება ცივ


პირობებში მცხოვრები ორგანიზმების კანქვეშ, ასევე იცავს მექანიკური დაზიანებისგან
მაგალითად 1 ტონა ზღვის ლომს შეუძლია 5 მეტრი სიმაგლიდან ქვიან სანაპიროზე ისე
დახტეს რომ არ დაზიანდეს.

ფოსფოლიპიდები - {
[შედგენილობა - გლიცერინი, 2 ცხიმოვანი მჟავა, ფოსფორმჟავა]
[ფუნქცია - სტრუქტურული]
}

ფოსფოლიპიდები - იმის გამო რომ 1 მოლეკულა ცხიმოვანი მჟავის მაგივრად აქვს


ფოსფორმჟავა, ჩნდება პატარა პოლარული უბანი - თავი,რომელსაც კარგი
დამოკიდებულება აქვს წყალთან, არის ჰიდროფილური, მის დიდ ნაწილს, კუდებს კი
სძულთ წყალი და გაურბიან მას.

სტეროიდები - {
[კლასიფიკაცია - ქოლესტერინი; A და D ვიტამინები; სასქესო ჰორმონები]
[ფუნქციები - სტრუქტურული; ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია და ორგანიზმის ზრდა
განვითარება]
}

სტეროიდები - ლიპიდების განსაკუთრებული ჯგუფი, აგებულებით და ფუნქციებით


განსხვავდება ცხიმებისგან და ფოსფოლიპიდებისგან.
აგებულება - ჩონჩხის ფორმა, რომელიც შედგება 4 ცალკეული რგოლისგან, მათ
უერთდებათ სხვადსხვა სახის ფუნქციური ჯგუფები და წარმოქმნიან სხვადასხვა
სტეროიდს. ყველაზე ცნობილი სტეროიდი - ქოლესტერინი რისგანაც წარმოიქმნება ქალის
და მამაკაცის სასქესო ჰორმონები. მზის სხვიების კანზე ურთიერთქმედებით ქოლესტერინი
გარდაიქმნება D ვიტამინად რომლის ნაკლებობაც რაქიტს იწვევს. თირკმელზედა
ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონები მინერალური და ორგანული ნივთიერებების
ცვლას არეგულირებენ,მაგალითად ერთერთი ჰორმონის ბრძანებით ნატრიუმი და
ქლორი რჩევა ჩვენს ორგანიზმში,კალიუმი კი იდევნება.

ცვილები - {
[ფუნქცია - დამცველობითი]
}

ცვილები - ლღობის ტემპერატურა სხვა ლიპიდებთან შედარებით მაღალია ,ცვილის


თხელი ფენითაა დაფარული ფოთლები, ნაყოფი, იცავს დასველებისგან ცხოველის კანს,
ბეწვს და ბუმბულს.

7.დნმის ქიმიური შედგენილობა


===========================
დნმ-ის მოლეკულა არის პოლიმერი,რომლის მონომერს ნუკლეოტიდი წარმოადგენს , ანუ
დნმ-ის შენებაში მონაწილეობენ ნუკლეოტიდები

ზოგადად ნუკლეოტიდს რთული აგებულებააქ, ანუ მასში შედის სამი


კომპონენტი,რომლებიც არიან: (((აზოტოვანი ფუძე))), (((ხუთნახშირბადიანი მონოსაქარიდ -
დეზოქსირიბოზა))) და (((ფოსფორმჟავა))).

დნმში შემავალი ნუკლეოტიდები განსხვავდებიან მხოლოდ (((აზოტოვანი ფუძით))) და მათ


საერთო აქვთ ფოსფორმჟავას ნაშთი.

დნმი შეიცავს სულ ოთხ (((ნუკლეოტიდს))). ესენი არიან : (((ადენინი))), (((ციტოზინი))),


(((თიმინი))) და (((გუანინი))).

(((ადენინი))) და (((გუანინი))) არიან დიდი მოლეკულები და ისინი მსგავსი აგებულების


არიან და მიეკუთვნებიან (((პურინის ჯგუფს))).
(((თიმინი))) და (((ციტოზინი))) არიან შედარებით მცირე ზომის მოლეკულები და მათ
მიაკუთვნებენ (((პირიმიდინების ჯგუფს))).

1940 წელს ერთ ერთი მეცნიერის მიერ იყო ჩამოყალიბებული ორი (((უმნიშვნელოვანესი)))
კანონზომიერება,რომელსაც შემდეგ ჩარგაფის კანონი ეწოდა.

ჩარგაფის კანონი გვეუბნება , რომ:

1) დნმ-ის ნუკლეოტიდების რაოდენობრივი შემცველობა სხვადასხვა სახის


ორგანიზმში სხვადასხვა არის...

2) ყოველ სახეობაში ადენინის რაოდენობა თიმინის რაოდენობის


ტოლია(((ა=თ))) , ასევე გუანინისა და ციტოზინის რაოდენობაც ტოლია(((გ=ც))).
ამასთან ყველა სახეობის დნმში პურინების ფუძეების რაოდენობა ტოლი უნდა
იყოს პირიმიდინის ფუძეების ჯგუფის რაოდენობის(((ა+გ=თ+ც)))

რჩებოდა ერთი კითხვა თუ როგორ უნდა შეასრულოს დნმ-ის მოლეკულამ ასეთი


ბიოლოგიური დანიშნულებები როგორიც არის მემკვიდრული ინფორმაციის შენახვა და
გადაცემა.ამის შედეგად ჩაატარეს ცდა. ანუ მეცნიერებმა გადაწყვიტეს (((რენტგენული
კრისტალოგრაფიის))) მეთოდით გამოეკვლიათ .

რენტგენული კრისტალოგრაფიის მეთოდი - საკვლევ ნივთიერებაში რეტნეგნის სხივებს


ატარებენ, სხივები ატომების მიერ სხვადასხვა მიმართულებით ირეკლება და
ფოტოფირფიტაზე მოხვედრისას შავ ლაქებს ტოვებს, ლაქების ინტენსივობით და
განლაგების მიხედვით მსჯელობენ ატომების განლაგებაზე.

უილკინსმა და ფრანკილმა წრიულად განლაგებული ძალზე მკვეთრი შავი ლაქების


მიხედვით დააკსვნეს რომ დნმის მოლეკულა სპირალია რომელშიც რაღაც კომპონენტი
მუდმივად მეორდება, ასევე სპირალის სიგანე 2 ნანომეტრი გამოვიდა .
ჩარგაფის ,უილკინსის და ფრანკილინის მოცანემებმა საფუძველი ჩაუყარეს იმ უდიდეს
მოვლენას რომელსაც ბილოგიურ აზროვნებაში მმხდარ რევოლუციასაცკი უწოდებენ.

რევოლუციის ლიდერები უოტსონი და ბიოფიზიკოსი ფრენსის კრიკი იყვნენ. მათ დნმის


სამგანზომილებიანი ჰიპოთეტური მოდელის შექმნის შემდეგ გამოიყვანეს დნმის
მოლეკულის აგებულება- {{{ის არის ორმაგი სპირალი, შედგება სპირალურად დახვეული 2
პოლინუკლეოტიდური ჯაჭვისგან}}} {{{სიგანე არის სულ 2 ნანომატრი}}} {{{თითოეულ ჯაჭვში
ნუკლეოტიდები ერთმანეთს მყარი კოვალენტური ბმებით უკავშირდებიან, რომელიც
წარმოიქმნება მეზობელ ნუკლეოტიდების, ფოსფორმჟავასა და ნახშირწყალს შორის }}}
{{{მოპირდაპირე ჯაჭვები ერთმანეთს სუსტი წყალბადური ბმებით უკავშირდებიან
რომლებიც მათ აზოტოვან ფუძეებს შორის წარმოიქმნება. 1 ჯაჭვის ადენინი ყოველთვის
მეორე ჯაჭვის თიმინთან ხოო გუანინი ციტოზინთან ქმნის ბმას, ანუ ისინი ერთმანეთის
შესაბამისი,კომპლემენტარულები არიან}}}

a-t
g-c

You might also like