You are on page 1of 3

1.

„ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ ერთ-ერთი უძველესი და


უმნიშვნელოვანესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. ასახავს
სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკის წამების ამბავს, VI საუკუნის ქართლის
საზოგადოებრივ და კულტურულ ყოფას. შეთხზულია ამავე საუკუნის
70-იან წლებში უცნობი ქართველი მწერლის მიერ. სპარსელი მოგვის
შვილი, ქრისტიანთა თანამგძნობი გვირობანდაკი გამოქცევია
სპარსეთში ატეხელ ქრისტიანთა დევნას და 541 წელს ქალაქ
განძაკიდან ქართლში (მცხეთაში) ჩამოსულა. მონათვლის შემდეგ
ეწოდა ევსტათი. სპარსელებმა დაასმინეს ჯერ უსტამ ციხისთავთან,
მერე — მარზპან არვანდ გუშნასპთან, 3 წლის შემდეგ კი ახალ მარზპან
ვეჟან ბუზმირთან, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა.
ევსტათიმ მისი მოთხოვნა უარყო და მბრძანებელს ვრცლად მოუთხრო
ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული
სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. ქრისტიანობის
ერთგულებისათვის მას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 550 წელს.
თხზულების ავტორი მოწამის თანამედროვეა. იგი განსწავლული
მწერალი ჩანს, კარგად იცნობს მოწამეთა აქტებს და ანტიმაზდეანურ
პოლემიკურ ლიტერატურას; ნათლად და ცხოვლად აღწერს VI
საუკუნის ქართლის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას.
თხზულება სანდო პირველწყაროა ამ პერიოდის საქართველოს
ისტორიის შესასწავლად. საქართველო იმ დროს იყო ცუდ
მდგომარეობაში და ნატრობდნებ თავისუფლებას.

2.თემატურად „გეორგიკა“ აშუქებს შემდეგ საკითხებს: ქართველთა


წარმომავლობისა და მათი გაქრისტიანების ისტორია, რიტორიკული
სკოლა კოლხეთში, პეტრე იბერის მოღვაწეობა, ეგრისის დიდ ომს,
ქართველ ბაგრატიონთა წარმომავლობა და მოღვაწეობა, საქართველო-
ბიზანტიის ურთიერთობა, თურქ-სელჩუკთა აგრესია და ბრძოლა მის
წინააღმდეგ, ტრაპიზონის სამეფოს შექმნა და ქართველთა ბრძოლა იქ
გავლენის შენარჩუნებისათვის და ა. შ.

ბიზანტიელ მწერალთა ცნობების ერთი ნაწილი ისეთ მოვლენებს


ეხება საქართველოს ისტორიიდან, რომელთა შესახებ სხვა წყაროებში
არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. მეორე ნაწილს კი მნიშვნელობა
აქვს ქართულ, სომხურ, არაბულ და სხვა წყაროების შესამოწმებლად.
გარკვეული ტენდენციურობის მიუხედავად, ბიზანტიელ ავტორთა
ცნობები წარმოადგენს ძვირფას წყაროს შუა საუკუნეების
საქართველოს ისტორიისათვის.
ეგრისის სახალხო კრება — სახალხო კრება, რომელიც 555 წელს
შეიკრიბა ბიზანტიელი სარდლების მარტინეს, ბესასა და რუსტიკეს
მიერ ეგრისის მეფე გუბაზ II-ის ვერაგულად მოკვლის გამო. კრებაზე
ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი წყდებოდა. ეგრისის
დიდებულთა ერთი ჯგუფი, რომელსაც აიეტი მეთაურობდა,
მოითხოვდა ბიზანტიასთან კავშირის გაწყვეტას და ირანის მხარეზე
გადასვლას; მეორე — ფარტაზის ჯგუფი, ირანთან კავშირის
მოწინააღმდეგე იყო და საჭიროდ თვლიდა იმპერატორ იუსტინიანე I-
ისათვის მოეთხოვათ გუბაზის მკვლელთა სასტიკი დასჯა და ეგრისის
მეფედ გუბაზის უმცროსი ძმის, წათეს, დამტკიცება.

ცხარე კამათის შემდეგ მეორე აზრმა გაიმარჯვა და კრებამ აირჩია


დიდებულთა დეპუტაცია კონსტანტინეპოლში გასაგზავნად.
იუსტინიანე I იძულებული გახდა დაეკმაყოფილებინა ეგრისელთა
მოთხოვნა. ისტორიკოსმა აგათია სქოლასტიკოსმა შემოგვინახა
ეგრისის საერთო კრებაზე აიეტისა და ფარტაზის სიტყვების ტექსტი.

აიეტი ამტკიცებდა, რომ გუბაზის მოკვლა მხოლოდ დასაწყისია და


„რომაელებს ჩვენი მოსპობა აქვთ განზრახულიო, სპარსელები კი
უფრო სანდობნი არიან“.

ვიკიციტატა
„გაქრა კოლხების ძველი ღირსება, - დღეიდან ჩვენ სხვებზე ვეღარ
ვიბატონებთ ... ჩვენ რომ ეს ბოროტმოქმედება უყურადღებოდ
დავტოვოთ , რომაელები უკვე აღარ დაგვეხსნებიან და კიდევ უფრო
გაგვაბახებენ ჩვენი უმოქმედობის წყალობით. რა თმა უნდა
რომაელები იმათ უფრო თავხედურად ექცევიან ვინც ემორჩილება და
ჩვეულებრივად ზევიდან ქვევით უყურებენ იმათ, ვინც მათ
ემსახურება ... მე მინდა რომ კოლხეთის სამეფოს ჰქონდეს თავისი
ძველი დიდება, რომ მას არ სჭირდებოდეს უცხოელების დახმარება
გარედან, რომ როგორც ომის ასევე მშვიდობის დროს ის თავის ძალებს
ეყრდნობოდეს. მაგრამ როცა ჩვენ ჟამთა ვითარების გამო ან ბედის
უკუღმართობის წყალობით ან ორივე მიზეზის წყალობით ისე
დავუძლურდით , რომ სხვისი ხელქვეითი გავხდით, ისევ სჯობია იმის
ხელქვეითი ვიყოთ უფრო კეთილისმსურველის, ვინც დაურღვევლად
იცავს კეთილ განწყობილებას თავისიანებთან და მოკავშირეებთან.“
ფარტაზი ურჩევდა, საქვეყნო საქმის გულისთვის დაევიწყათ ეს
მწუხარება და წყენა და გონების ძალით საუკეთესო გზა აეირჩიათ.

ვიკიციტატა
„გუბაზ მეფის მკვლელობა სტრატეგების საქმეა და აქ კეისრი არაფერ
შუაშია. რომაელები მაინც უფრო მისაღებნი არიან, რადგან
სპარსელები ვერასოდეს ვერ შეეგუებიან რომ ჩვენ სხვადასხვა
სარწმუნოება გვაქვს. სასოწარკვეთილებას და გრძნობების ღელვას კი
არ უნდა ავყვეთ და მონებივით კი არ უნდა გავიქცეთ , არამედ უნდა
გავიმსჭვალოთ კოლხის თავისუფლებსი სურვილით, ვაჟკაცურად
უნდა გადავიტანოთ უბედურება და არ ჩავიდინოთ არავითარი
უღირსი და მამაპაპური წესების შემბღალავი. შევატყობინოთ კეისარს,
რაც მოხდა და ვნახოთ, რა პასუხს მოგვცემს, თუ ჩვენი სამართლიანი
მოთხოვნა უარყოფილი იქნა, მაშინ ვიფიქროთ სპარსელებთან
კავშირზე.“
ეს გამოსვლები ქართული ორატორული ხელოვნების უძველეს
ნიმუშად ითვლება.

You might also like