Professional Documents
Culture Documents
სააბონენტო ხელშეკრულება - 2022Geo
სააბონენტო ხელშეკრულება - 2022Geo
ტერმინთა განმარტება
1. ძირითადი პირობები
1.1 ოპერატორი გაუწევს აბონენტს მობილურ საკომუნიკაციო მომსახურებას, წინამდებარე ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობებით;
1.2. ოპერატორი გადასცემს აბონენტს სარგებლობაში სიმ-ბარათს (ან მოახდენს ელექტრონული ბარათის - ESIM
რეგისტრაციას) და სააბონენტო ნომერს, აბონენტი ირჩევს მისთვის სასურველ, სტანდარტულ შეთავაზებას, იხდის
მომსახურების შესაბამის საფასურს და ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ერთვება საერთო სარგებლობის
მობილურ საკომუნიკაციო ქსელში;
1.3. ინფორმაცია ოპერატორის სატარიფო გეგმების, პაკეტების, შეთავაზებების, ასევე იმ ნომრების შესახებ,
რომლებზეც სპეციალური სატარიფო პირობები ვრცელდება, განთავსებულია ოპერატორის ვებ-გვერდზე.
1
აღნიშნული ინფორმაცია, აბონენტისთვის ხელმისაწვდომია ასევე ოპერატორის სატელეფონო ცენტრსა და
მომსახურების ოფისებში;
1.4. ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის ინფორმირებას, მისი სიახლეებისა და შეთავაზებების შესახებ;
1.5. აბონენტს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ახალი სატარიფო გეგმა/პაკეტი/შეთავაზება, ასევე დამატებითი
მომსახურება ოპერატორის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ფორმით;
1.6. დამატებით მომსახურებებს ოპერატორი სთავაზობს აბონენტს როგორც პირადად, ასევე შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე, მესამე პირების მეშვეობით;
2
2.2.7. მომსახურების მიღებისას, ან სიმ-ბარათით, არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს
ოპერატორს, აბონენტებს, ან მესამე პირებს, ასევე ქმედება, რომელიც თავის შინაარსით წარმოადგენს პირადი
ცხოვრების შემლახავ, მუქარის შემცველ, ცილისმწამებლურ ან/და შეურაცხმყოფელს;
2.2.8. დაფაროს მიღებულ მომსახურებებზე არსებული დავალიანება, ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, ან მისი
შეწყვეტიდან -15 დღის ვადაში;
2.2.9. აუნაზღაუროს ოპერატორს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად
მიყენებული ზიანი.
3
„ლურჯი მაქსი“ - ღირებულება 10 ₾, ვადა - 30 დღე: ულიმიტო წუთები ბილაინის ქსელში, 300 წუთი სხვა
მობილურ ოპერატორებთან, ულიმიტო SMS, 1,5 GB.
„წითელი მაქსი“ - ღირებულება 25 ₾, ვადა - 30 დღე: ულიმიტო წუთები ყველა ოპერატორთან, ულიმიტო
SMS, 3 GB.
ტარიფი „საერთაშორისო“ - ღირებულება 1 ₾, ვადა-30 დღე: 1 წუთის ღირებულება - სომხეთი, ბელარუსი,
რუსეთი, მოლდოვა და ცენტრ. აზიის რიგი ქვეყნები*-0,20 ₾; აზერბაიჯანი -0,25 ₾; ევროპა, აზია -0,25 ₾; აშშ,
კანადა - 0,05 ₾.
*ცენტრალური აზიის ქვეყნები: თურქმენეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.
სატარიფო პაკეტებზე მოქმედებს ავტომატური გაგრძელების ფუნქცია, 30-ე დღეს ბალანსზე საკმარისი
თანხის არსებობის შემთხვევაში, პაკეტის ვადა გაგრძელდება ავტომატურად, სხვა შემთხვევაში,
ტარიფიცირება მოხდება სტანდარტული ტარიფებით;
4.3. მომსახურების ტარიფები მოცემულია კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით,
ეროვნულ ვალუტაში;
4.4. აბონენტისთვის მიწოდებულ მომსახურებაზე, საფასურის დარიცხვა ხდება შემდეგი წესით: - წუთობრივი
მომსახურების საფასური გამოიანგარიშება - გაწეული მომსახურების წამობრივი სიზუსტით, მოკლე ტექსტური
შეტყობინებით მომსახურება -ერთეულის მიხედვით, ხოლო მობილური ინტერნეტ მომსახურება - მეგაბაიტების
რაოდენობით;
4.5. ერთიანი უწყვეტი ზარის მაქსიმალური ხანგრძლივობა - 30 წუთი;
4.6. ინტერნეტ მომსახურების დაყოვნება - <300 მილიწამი;
4.7. სურვილის შემთხვევაში, სხვა სატარიფო გეგმებს/პაკეტებს/შეთავაზებებს, ისევე როგორც დამატებით
მომსახურებებს აბონენტი შეიძენს/გაიაქტიურებს/, შეცვლის/დაამატებს/ ან/და გააუქმებს ისეთი საშუალებების
გამოყენებით, როგორიცაა ციფრების კომბინაციის აკრეფა, USSD კომბინაცია, ან/და ოპერატორის მიერ
განსაზღვრული სხვა საშუალებებით. აღნიშნული ქმედებით აბონენტი ადასტურებს, რომ დეტალურად გაეცნო
სატარიფო გეგმების/პაკეტების/შეთავაზებების, ასევე დამატებითი მომსახურებების პირობებს და ეთანხმება მათ
მიღებას;
4.8. ანგარიშსწორება ხორციელდება წინასწარი გადახდით;
4.9. აბონენტისთვის 112-ის მომსახურების საფასურის დარიცხვა წარმოებს 2019 წლის 30 დეკემბრის საქართველოს
მთავრობის #660 დადგენილებით გათვალისწინებული წესით;
4.10. 90 დღის მანძილზე, სააბონენტო ნომრის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 91-ე დღიდან აბონენტს ჩამოეჭრება
სააბონენტო გადასახადი, დღეში - 0.50 ლარის ოდენობით, სააბონენტო გადასახადის დარიცხვასა და ჩამოჭრას
აჩერებს გამავალი/შემომავალი ზარი ან/და მომსახურების შეძენა;
4.11. აბონენტი ვალდებულია დაფაროს მიღებულ მომსახურებებზე არსებული დავალიანება, ხელშეკრულების
შეწყვეტისთანავე, ან მისი შეწყვეტიდან 15 დღის ვადაში (პორტირების შემდეგ ოპერატორთან არსებული
დავალიანება). ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის, დავალიანების დაფარვის შემდგომ, სააბონენტო
ანგარიშზე დარჩენილი, გამოუყენებელი ავანსი დაუბრუნდება აბონენტს, მისი მიმართვიდან არაუგვიანეს 10 დღეში.
აღნიშნული მოთხოვნის უფლება აბონენტს აქვს ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 3 წლის განმავლობაში.
5. მომსახურების ხარისხი
5.1. ოპერატორი გაუწევს აბონენტს ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ხარისხის
მომსახურებას;
5.2. უზრუნველყოფს მომსახურების ხელმისაწვდომობას მისი ქსელის დაფარვის ზონის მოქმედების ტერიტორიაზე;
ოპერატორის ვებგვერდზე განთავსებულია დაფარვის რუკა, რომელიც აჩვენებს ქსელის დაფარვის საორიენტაციო
სურათს. რუკა არ წარმოადგენს ტერიტორიის ქსელით დაფარვის, ფაქტობრივი სიგნალის გარანტს (რუკა შესაძლოა
პერიოდულად განახლდეს);
5.3. მომსახურება აბონენტს მიეწოდება 24 საათის განმავლობაში, უწყვეტად, თუმცა იგი ვერ იქნება სრულად
უხარვეზო და ყველგან ხელმისაწვდომი, ხარისხი შესაძლოა გაუარესდეს, შეწყდეს, ან ჰქონდეს დაბრკოლებები
აბონენტის გადაადგილებისას, შენობების მახლობლად, გვირაბებში, სარდაფებსა და სხვა მიწისქვეშა ნაგებობებში,
4
რელიეფის ლოკალური თავისებურებების, განაშენიანების, მეტეოროლოგიური პირობების და სხვა მსგავსი
მიზეზების გამო, აღნიშნული შემთხვევები არ ჩაითვლება მომსახურების ხარისხის გაუარესებად;
5.4. ხარისხის გაუარესებად ასევე არ ჩაითვლება მომსახურების შეფერხება, ან შეწყვეტა, რომელიც გამოწვეულია
შემდეგი მიზეზებით:
5.4.1. გადაუდებელი სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოები;
5.4.2. ფორს-მაჟორი;
5.4.3.აბონენტის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი სარგებლობის წესების დარღვევა;
5.4.4. აბონენტის მიერ მომსახურების შეფერხების, ან შეწყვეტის შესახებ ოპერატორის შეუტყობინებლობა;
5.4.5. სხვა შემთხვევები, რომლებიც გონივრული განსჯის შედეგად, არ შეიძლება ჩაითვალოს ოპერატორის
ბრალეული ქმედებით გამოწვეულ, მომსახურების ხარისხის გაუარესებად;
5.5. ოპერატორი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება კანონმდებლობით დადგენილ (თუ ასეთი ვადა
განსაზღვრულია), ან გონივრულ ვადაში;
5.6. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი ვერ უზრუნველყოფს დაზიანების აღმოფხვრას 5.5. პუნქტში მითითებულ ვადაში,
იგი ვალდებულია გადაუხადოს აბონენტს კომპენსაცია, შემდეგი სქემით: აბონენტისთვის მომსახურების შეწყვეტის
ფაქტის დადგომამდე, წინა 3 კალენდარულ თვეში მის მიერ გახარჯული თანხის გათვალისწინებით, საშუალო
საათობრივი განახარჯი გამრავლებული იმ საათების რაოდენობაზე, რა დროსაც აბონენტმა ვერ შეძლო
მომსახურებით სარგებლობა;
5
6.7. ხელშეკრულების ხელმოწერით აბონენტი ეთანხმება ოპერატორის და მისი პარტნიორი კომპანიებისა
საქმიანობის, ტარიფებისა და მომსახურებების შესახებ, ასევე მესამე პირთა პროდუქტებისა და მომსახურებების
შესახებ სარეკლამო/საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებას;
6.8. აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი მონაცემების
დამუშავებაზე მოკლე ტექსტური შეტყობინების შესაბამისი ნომრის კომბინაციაზე გაგზავნით;
6.9. აბონენტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების შესახებ, საჭიროების
შემთხვევაში მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება.
8. ფორს-მაჟორი
8.1. ფორს-მაჟორული გარემოება მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება შემდეგი მოვლენებით:
8.1.1. სტიქიური უბედურებები, წყალდიდობა, მიწისძვრა, ზვავი, ხანძარი, სეტყვა, დიდთოვლობა, გაფიცვა,
სამოქალაქო არეულობა, ომი (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული
მოქმედებები, ბლოკადა, ეპიდემია ან პანდემია, მესამე პირების მიერ ოპერატორის მიმართ ვალდებულებების
შეუსრულებლობა, ელექტროენერგიის წყვეტა, მაშტაბური ავარია, კიბერ დანაშაული, მესამე პირების მხრიდან
ოპერატორის საქმიანობისთვის ხელის შეშლა, მომსახურების წყვეტა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
ორგანოს, ან მესამე პირის კანონისმიერი მოთხოვნის საფუძველზე, მომსახურების შეფერხება ან წყვეტა
რომელიც მხოლოდ მესამე პირების ბრალეული ქმედებით არის გამოწვეული და აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა
დამოკიდებული არ არის ოპერატორის ქმედებაზე.
6
9.5. მხარეებს შორის კომუნიკაცია ხორციელდება წერილობითი, მათ შორის ელექტრონული ფორმით (აბონენტის
მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე), ასევე აბონენტისთვის SMS შეტყობინების გაგზავნით. აბონენტსა და ოპერატორს
შორის კომუნიკაციის ეფექტური საშუალებაა სატელეფონო ცენტრი, მომსახურების ოფისები, ვებგვერდი და სხვა
„online“ დახმარების არხები;
9.6. ოპერატორის მიერ აბონენტისთვის ელ.ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინება, ასევე სააბონენტო ნომერზე
გაგზავნილი SMS შეტყობინება მიღებულად ითვლება, ოპერატორის მიერ შეტყობინების გაგზავნის ფაქტის
დადასტურების მომენტიდან;
9.7. საფოსტო/საკურიერო მომსახურების საშუალებით, აბონენტის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნილი
შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება, აბონენტის მიერ მისი შესაბამისი ფორმით დადასტურების (ხელმოწერის)
მომენტიდან, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ჩაბარება არ ხერხდება სხვა მიზეზებით და აღნიშნულის გამო შეტყობინება
ოპერატორს უკან დაუბრუნდა;
9.8. აბონენტის მიერ შეტყობინების არმიღება არ ათავისუფლებს მას ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ვალდებულებების შესრულებისაგან, ასევე არ ანიჭებს მას რაიმე უფლებას.
10. პორტირება
10.1. აბონენტს უფლებას აქვს შეცვალოს ოპერატორი სხვა ოპერატორით (მიმღები ოპერატორი) სააბონენტო
ნომრის/ინდექსის შენარჩუნებით;
10.2.პორტირების განსახორციელებლად აბონენტი განცხადებით მიმართავს მიმღებ ოპერატორს;
10.3.განცხადების წარდგენის მომენტიდან პორტირების განხორციელებამდე, აბონენტი ვერ შეძლებს სააბონენტო
ნომრის გადაფორმებას სხვა პირზე, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტას ოპერატორთან;
10.4.ინფორმაციას პორტირების ზუსტი თარიღის და დროის შესახებ აბონენტს გააცნობს მიმღები ოპერატორი;
10.5. სააბონენტო ნომრის პორტირება ვერ განხორციელდება თუ:
10.5.1. სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს განმცხადებელი ეკუთვნის სხვა პირს, ან განაცხადი
წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, ან სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
10.5.2. აბონენტს უკვე წარდგენილი აქვს განცხადება იგივე სააბონენტო ნომრის სხვა მიმღებ ოპერატორთან
პორტირების თაობაზე;
10.5.3. სააბონენტო ნომრის შეძენიდან, ან სააბონენტო ნომრის ბოლო პორტირებიდან არ გასულა 30 დღე;
10.5.4. აბონენტს, იმ სააბონენტო ნომერზე, რომლის პორტირებასაც ითხოვს, ოპერატორისგან მიღებულ
მომსახურებაზე აქვს დავალიანება, ან/და დავალიანების გამო შეზღუდული აქვს მომსახურების მიწოდება;
10.6. აბონენტი უფლებამოსილია სააბონენტო ნომრის ფიზიკური პორტირებისთვის განსაზღვრულ დრომდე, 1
საათით ადრე უარი განაცხადოს პორტირებაზე, მიმღებ ოპერატორთან შესაბამისი განცხადების წარდგენით, ამ
შემთხვევაში მიმღები ოპერატორი ვალდებულია მონაცემთა ცენტრალური ბაზის მეშვეობით აცნობოს ოპერატორს
აბონენტის მიერ პორტირებაზე უარის თქმის შესახებ;
10.7. მიმღებ ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურების მიწოდებაზე გაფორმებული ხელშეკრულება ძალაში
შედის პორტირების განხორციელების მომენტიდან, აბონენტის მიერ მომსახურების მიწოდებაზე ოპერატორთან
გაფორმებული ხელშეკრულება კი შეწყდება;
10.8. იმ შემთხვევაში, თუ პორტირების შემდგომ აღმოჩნდა, რომ აბონენტს აქვს დავალიანება ოპერატორთან,
აღნიშნული დავალიანების დაფარვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოპერატორის მომსახურების ოფისებში.
დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში პორტირებულ ნომერზე მომსახურება შეიზღუდება;
10.9.პორტირების მომენტში სააბონენტო ანგარიშზე არსებული თანხა გადაერიცხება მიმღებ ოპერატორს.
7
11.3. საკითხის განხილვის შემდეგ, ოპერატორი მიიღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიის/საჩივრის დაკმაყოფილების,
ნაწილობრივ დაკმაყოფილების, ან არ დაკმაყოფილების შესახებ და გადაწყვეტილებას აცნობებს აბონენტს, ზეპირი
ან წერილობითი ფორმით;
11.4. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში აბონენტს ეცნობება ზეპირად, თუ აბონენტი არ მოითხოვს მისი
წერილობითი ფორმით მიღებას;
11.5. ოპერატორი განიხილავს აბონენტის პრეტენზიას/ საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას, მისი წარდგენიდან-
15 დღის ვადაში;
11.6. აბონენტს შეუძლია მიმართოს კომუნიკაციების კომისიასთან არსებულ, მომხმარებელთა უფლებების
საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმება ოპერატორის გადაწყვეტილებას.
13. პასუხისმგებლობა
13.1. მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებულ ზიანს:
13.1.1.აბონენტი აუნაზღაურებს ოპერატორს მისი დადასტურებული, ბრალეული ქმედებით მიყენებულ ზიანს,
რომელიც გამოიწვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ, ან
არაჯეროვანმა შესრულებამ;
13.1.2. ოპერატორის პასუხისმგებლობა აბონენტისთვის ზიანის ანაზღაურებაზე შემოიფარგლება ხელშეკრულების
5.6. პუნქტის შესაბამისად, აბონენტისთვის კომპენსაციის გადახდით.
13.1.3.ოპერატორი თავისუფლდება კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან, თუ მომსახურების შეფერხება, ან
წყვეტა განპირობებულია ხელშეკრულების 5.3.;5.4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებით.