You are on page 1of 1

ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი კვლევისთვის „კოკა-კოლის“ კომპანია და სანამ თვით კვლევის

განხილვაზე გადავალთ, გვინდა წარმოგიდგინოთ კოკა-კოლის კომპანიის მოკლე,


მაგრამ საინტერესო ისტორიას და ზოგად მიმოხილვას.

კომპანია „კოკა-კოლა“ არის უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მწარმოებელი


ამერიკული კომპანია; კომპანიას შექმნის საკმაოდ საინტერესო ისტორია გააჩნია - მისი
ისტორია იწყება 1886 წლის 8 მაისს, ატლანტაში - როდესაც მოყვარულმა ქიმიკოსმა ჯონ
პემბერტონმა შექმნა კოკა კოლის სასმელი საკუთარი სახლის ეზოში. თავიდან ეს სასმელი
იყო შექმნილი სიროფის სახით, კოკას ფოთლისა და ტროპიკული ხის - კოლის
ნაყოფისგან. ეს სიროფი თავდაპირველად იყიდებოდა ჩვენთვის ერთი მხრივ
წარმოუდგენელ ადგილას - აფთიაქში, როგორც სამკურნალო პრეპარატი „ყველა სახის
ნერვიული აშლილობისთვის“ და აფთიაქში სიროფს შეურიეს გაზიანი წყალი .

სამწუხაროდ, გამომგონებელმაა ვერ განსაზღვრა კოკა-კოლის სასმელის ნამდვილი


პოტენციალი და გარდაცვალებამდა მიჰყიდა საქმე რამდენიმე პარტნიორს . შემდგომ ,
ატლანტაში აღმოჩნდა ირლანდიელი ღარიბი ემიგრანტი, აზა კენდლერი , რომელმაც
მოახერხა თანხის მოგროვება და კოკა-კოლის რეცეპტი შეისყიდა 2300 დოლარად; რის
შემდეგ კი 1983 წლის 31 იანვარს ჯორჯიაში დააფუძნა „The Coca-cola Company” და
ოფიციალურად დაარეგისტრირა კოკა-კოლის სავაჭრო ნიშანი, რომელიც გამოიყენება
უკვე 1886 წლიდან. ამ პერიოდიდან კომპანიას ბევრი აღმავლობა და რთული პერიოდი
გამოიარა და დღეს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობად კომპანიას წარმოადგენს. კოკა-კოლის
კომპანია არის უალკოჰოლური სასმელების, კონცენტრატებისა და სიროპების ყველაზე
მსხვილი მწარმოებელი, რომლის პროდუქტი დღესდღეისობით ყველა ქვეყანაში
იმპორტირდება, გარდა კუბისა და ჩრდილოეთ კორიისა.

ამ კომპანიას არა მხოლოდ „კოკა-კოლის“ სასმელი ეკუთვნის. ექვსი ყველაზე გაყიდვად


უალკოჰოლო სასმელიდან, მას ეკუთვნის 5 : Coca-Cola, Diet Coke, Fanta,
Schweppes(შვეიცარული გამაგრილებელი სასმელი) და Sprite. გარდა ამისა, მის
ნაწილობრივ ან სრულ საკუთრებაში შედის 350 სავაჭრო მარკა.

რაც შეეხება ჩვენს კვლევას, ჩვენ გამოკვლევა ჩავატარეთ ონლაინ კითხვარის


შექმნით(Google Forms) და ის შედგებოდა 13 კითხვისგან, საიდანაც 3 - ღია კითხვაა და
დანარჩენი - დახურული. ჩვენ კითხვარის შექმნის დროს ორიენტირდებულნი ვიყავით
ჩვენს სალექციო მასალაში წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე და ჩვენი
კითხვარის ძირითად პრინციპებს წარმოადგენს სისწრაფე (რესპოდენტებს მინიმალური
დრო დასჭირდეთ, ჩვენი კითხვარის შექმნისთვის), კონკრეტულობა (კითხვები არ იყო
ბუნდოვანი და მოითხოვდა კონკრეტულ ინფორმაციას რესპოდენტისგან ) და რაც
მთავარია, მოქნილობა (კითხვარი აძლევდა რესპოდენტს საშუალებას, აირჩიონ უამრავი
ვარიანტისგან პასუხები, ან ჩაწერონ მათთვის სასურველი პასუხები)

You might also like