You are on page 1of 1

ქართული მითები

ზადენი-ქართულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ღვთაება,


რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე.
ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით ზადენის კულტი
მეფე ფარნაჯომმა შემოიღო ძვ. წ. II საუკუნის პირველ
ნახევარში. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს
ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერული
ტრადიციის თანახმად, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ
yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს
(არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის
მომყვან ღმერთს და სამყაროს
ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის
კულტი გაუქმდა. ზადენი სოფლის სახელად გვხვდება სამხრეთ
საქართველოში (მესხეთი).

ამბრი-ქართულ მითოლოგიაში გმირი, რომელიც


გამოირჩევა უზარმაზარი ძალით, სიმაღლით და
მასით. ამირანის შესახებ თქმულებათა ციკლში ამბრის
უკავშირდება „ცოცხლად დამარხვის“ მოტივი: ჯერ კიდევ
ცოცხალი ამბრი დაკრძალვის ადგილისკენ თორმეტ წყვილ
ხარს მიყავს, გზაში ურმიდან ჩამოვარდნილი მისი ფეხი
გუთანივით ხნავს მიწას. ეს უკანასკნელი საშუალებას
იძლევა ვივარაუდოთ, რომ ამბრის სახე მიწათმოქმედ
მოსახლეობაშია წარმოშობილი. ამ ეპიზოდიდან შეიძლება
ვივარაუდოთ, რომ 12 ხარი წელიდადის 12 თვეს
განასახიერებდა.

You might also like