You are on page 1of 1

ძველი ეგვიპტური კოსმოგონია

ძველი ეგვიპტური შექმნის მითი სამყაროს გაჩენამდე დაიწყო,


არაფერი იყო გარდა გაუთავებელი სიბნელის და სრული ქაოსისა.
სიბნელეში იყო პირველყოფილი ბორცვი, რომელსაც ერქვა ბენ-ბენი,
რომელზეც ატუმ-რა ცხოვრობდა. ატუმი იდგა სრულ მარტოობაში.
ჯადოსნური "ჰეკას" გამოყენებით მან შეძლო სიცოცხლის ჩაბერვა ორ
ბავშვში: შუ "ჰაერის ღმერთი" და ტეფნუტი "ტენიანობის
ქალღმერთი".ორივემ სწრაფად დაიწყო სამყაროს შექმნა პრინციპებზე
დაყრდნობით. ატუმმა თავისი თვალი გაგზავნა შვილების მოსაძებნად.
როცა შუ და ტეფნუტი თვალით დაბრუნდნენ, იგი ცნობილი
გახდა,როგორც ყოვლისმხედველი თვალი,რაას თვალი ან უჯატის
თვალი. მათი მამა ისეთი ბედნიერი იყო მათი დაბრუნებით, რომ მან
დაღვარა სიხარულის ცრემლები ბენ-ბენის ბნელ ნაყოფიერ
დედამიწაზე და გააჩინა კაცები და ქალები.

კაცობრიობის შექმნისთანავე შუმ და ტეფნუტმა შვა გები „დედამიწის


ღმერთი“ და ნუტი „ცის ქალღმერთი“. გებს და ნუტს სიგიჟემდე
შეუყვარდათ ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ და-ძმა იყვნენ. ატუმი
მათმა საქციელმა გააბრაზა, ამიტომ უბრძანა ორივეს
დაშორება,მაგრამ ნუტი უკვე ორსულად იყო გების შვილებზე, რამაც
ატუმი კიდევ უფრო გააბრაზა და ბრძანა, ბრძანა,რომ ნუტი წელიწადის
არცერთ თვეში არ იმშობიარებდა. სწორედ ამიტომ, ცოდნისა და
სიბრძნის ღმერთმა „ტოთმა“ ითამაშა მთვარესთან აზარტული თამაში
და შეძლო მთვარის შუქის 5 სრული დღის მოგება და დღეების რიცხვის
გაზრდა 360-დან 365 დღემდე, რამაც საშუალება მისცა ნუტს გაეჩინა
ოსირისი, ისისი, სეტი ჰორუსი და ნეფთისი.

ოსირისი აირჩიეს მსოფლიოს სამართავად მისი ღირსეული და


მოაზროვნე ხასიათის გამო. შექმნის ბოლოს რა გაანადგურებს
სამყაროს და დაბრუნდება პირველყოფილ ბორცვზე და მოსპობს
მთელ სამყაროს და მასში არსებულ თითოეულ სულს, გარდა
ოსირისისა და შექმნის ახალ სამყაროს. .

You might also like