You are on page 1of 1

გაკვეთილი 20) გრამატიკა.

დღევანდელ გაკვეთილში ვისწავლით არსებით სახელს ( das


Substantiv).
არსებითი სახელი მეტყველების დამოუკიდებელი ნაწილია და აღნიშნავს საგანს.
პასუხობს კითხვაზე Wer?-ვინ? Was?-რა? .
არსებითი სახელები დიდი ასოთი იწერება.
არსებით სახელს აქვს სქესი ( მამრობითი- maskulinum; მდედრობითი- femininum;
საშუალო-neutrum), ორი რიცხვი ( მხოლობითი- Singular; მრავლობითი-Plural) და ოთხი
ბრუნვა.
არსებითი სახელი წინადადებაში ქვემდებარის, შემასმენლის, დამატების, განსაზღვრების
ან გარემოების როლს ასრულებს.
ყურადღება!არსებითი სახელის სქესი მხოლობით რიცხვში გამოიხატება სქესის
შესაბამისი არტიკლით. მრავლობით რიცხვში სქესი არ ჩანს.
Singular
Der Mann-კაცი; die Frau-ქალი; das Kind-ბავშვი
Plural
Die Männer-კაცები; die Frauen-ქალები; die Kinder-ბავშვები
არსებითი სახელის სქესი ( das Geschlecht des Substantiv)
მამრობითი სქესის არსებით სახელებს განეკუთვნება:
1. მამრობითი სქესის ადამიანის და ცხოველების სახელები.
der Vater-მამა; der Löwe-ლომი...
2.დღე-ღამის ნაწილების, კვირის დღეების, თვეების, წელიწადის დროების სახელები.
Der Morgen-დილა, der Montag-ორშაბათი, der Januar-იანვარი, der Frühling-გაზაფხული
3.ჰორიზინტის მხარეების სახელწოდებანი.
Der Süden-სამხრეთი
4.- er,- el, - ler,- ner, - ling, - e, -en, -rich სუფიქსიანი არსებითი სახელები.
Der Lehrer-მასწავლებელი კაცი, der Vogel-ჩიტი, der Kanzler-კანცლერი, der Partner-
პარტნიორი, der Lehrling-შეგირდი, der Junge-ბიჭი, der Garten-ბაღი
5. არსებითი სახელები უცხოური წარმოშობის სუფიქსებთ - et, - at, - ent, - ant, - ist, - soph, -
log,- nom, -or, - är, - ier, - is, - ismus, -eur.
Der Kandidat-კანდიდატი,
der Präsident-პრეზიდენტი,
der Professor-პროფესორი ,
der Polizist-პოლიციელი ,
der Philosoph-ფილოსოფოსი
P.s. მდედრობით და საშუალო სქესის არსებითი სახელების გარჩევის წესს
შემოგთავაზებთ შემდეგ გაკვეთილში.

You might also like