You are on page 1of 2

საერთაშორისო სამართლის პირველი შუალედური

მახარაძე ანა
ჯგუფის ნომერი 132

ამოხსენით კაზუსი
საქართველომ დადო ხელშეკრულება, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებებს. ხელშკრულებას
ხელი მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა ბოსტონში 2018 წელს. 2020 წელს საქართველოს
პარლამენტმა გადაწყვიტა ხელშეკრულების რატიფიცირება. პარლამენტართა ერთი ჯგუფი
აპროტესტებს ხელშეკრულების რატიფიცირებას და მიუთითებს იმაზე, რომ ხელშკრულებაზე ხელი
უნდა მოეწერა პრემიერ-მინისტრს. კითხვა: ქონდა თუ არა პრეზიდენტს ხელშკრულების
დადების უფლება?
საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ მე4 მუხლის 1ლი
ნაწილის ა ქვეპუნქტის მიხედვით: . საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება უცხო
სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან იდება:
ა) საქართველოს სახელით – სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება.
ამ მუხლის შესაბამისად,საქართველოს სახელით დადებული ხელშეკრულებები ატარებენ
სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების ხასიათს.
საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ მე4 მუხლის მე2
ნაწილის ბ პუნქტის მიხედვით:. საქართველოს სახელით იდება საერთაშორისო ხელშეკრულება,
რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ენიჭება სახელმწიფოთაშორისი ხასიათი, აგრეთვე
ხელშეკრულება რომელიც ეხება:ბ) ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
ამ შემთხვევაში,კაზუსიდან ჩანს,რომ ხელშეკრულება დადებულია სწორედ რომ ადამიანის
უფლებების შესახებ,ანუ,ხელშეკრულება დადებულია საქართველოს სახელით,შესაბამისად ეს
ხელშეკრულება არის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება.
საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ მე4 მუხლის
მე2 პრიმას პირველი წინადადების მიხედვით: საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს
საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. საქართველოს სახელით სახელმწიფოთაშორის
ხელშეკრულებებს დებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
უკვე ვთქვით,რომ ამ შემთხვევაში დადებულია სახელმწიფოთაშორისი
ხელშეკრულება,რომელსაც ხელი მოეწერა ბოსტონში,შესაბამისად,ხელი უნდა მოეწერა
საქართველოს პრემიერ მინისტრს და არა საქართველოს პრეზიდენტს,რადგან სწორედ პრემიერ
მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და საქართველოს სახლეით
საერთაშორისო ხელშეკრულებებსაც საქართველოს პრემიერ მინისტრი დებს.
აღნიშნული მუხლის ბოლო ნაწილის მიხედვით საქართველოს მთავრობის თანხმობით,
აღნიშნული მოქმედებები ან მათი ნაწილი შეიძლება განახორციელოს საქართველოს
პრეზიდენტმა.
ამ წინადადების მიხედვით ჩანს,რომ საქართველოს პრეზიდენტს კი ჰქონდა ხელმოწერის
უფლება,თუმცა,ამისთვის სჭირდება მტავრობის თანხმობა,რაც კაზუსიდან არ
იკვეთება,ამიტომ,საბოლოო ჯამში,შეგვიძლია ვთქვათ,რომ ხელი უნდა მოეწერა პრემიერ
მინისტრს.
დასკვნა:საქართველოს კანონი საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების შესახებ მე4 მუხლის მე2 პრიმას პირველი წინადადების მიხედვით ხელი უნდა
მოწერა პრემიერ მინისტრს და არა პრეზიდენტს.

კაზუსი 2
სახელმწიფო ვარლავია მარინიის სახელმწიფოს მიმართ სისტემატიურად ახორციელებს
სიტყვიერ მუქარას. 2021 წლის 30 ოქტომბერს ვარლავიას სახელმწიფომ ჯარები განალაგა
მარინიას სახელმწიფო საზღვრებთან და სამხედრო ტექნიკაც მოამზადა. მარინიას
სახელმწიფომ აღნიშნული ფაქტის შესახებ აცნობა გაეროს და მეზობელ სახელმწიფოებს.
საერთაშორისო სამართლის რომელ ძირითად პრინციპების დარღვევაზე მიუთითებდა მარინიის
სახელმწიფო?
ამ შემთხვევაში,უნდა ვიმსჯელოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის
წესდებაზე,რომელიც შეიცავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს,რომელთაგანც ერთ ერთია
ძალის გამოყენებასა ან ძალით დამუქრებაზე უარის თქმა. ამ პრინციპის
მიხედვით,თანამედროვე საერთაშორისო სამართალი კანონგარეშედ ცნობს აგრესიულ ომს და არა
მარტო,ასევე კანონგარეშედ არის გამოცხადებული მუქარის გამოყენება ერთი სახელმწიფოს
მიერ მეორე სახელმწიფოს მიმართ,ასევე,ყოველი სახელმწიფო ვალდებულია თავი შეიკავოს
მუქარისა ძალადობისგან იმ მიზნით,რომ დაარღვიოს მეორე სახელმწიფოს საზღვრები,ამ
შემთხვევაში კი აშკარაა,რომ ვალერდიის სახელმწიფო ემზადებოდა მარინისს სახემწიფოს
საზღვრების დასარღვევად,რადგან იქ განალაგა ჯარები და მათ შორის სამხედრო
ტექნიკაც,ასევე აშკარაა მუქარაც,რადგან როგორც კაზუსიდან ჩანს მუქარას ჰქონდა
სისტემატიური ხასიათი,შესაბამისად დარღვეულია ეს პრიცნციპი.
ამასთან ერთად,ვალერდიის მიერ განხორციელებლი ქმედებების მიხედვით,რახან ჯარები
განალაგა საზღვართან,ირღვევა საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის
ხელშეუხებლობის პრინციპები,რადგან არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება დარღვიოს სხვა
სახელმწიფოს საზღვრები ძალისმიერი მეთოდებით.
ასევე იზღუდება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის
პრინციპიც,რადგან ზალის გამოყენებით ვალერდია მარინიის სახელმწიფოს მცხოვრებლებს
ართმევს უსაფრთხო სახელმწიფოში ცხოვრების უფლებას და ასევე თავისუფლად ცხოვრების
უფლებასაც,რადგან სამხედრო ტექნიკის მობილიზება და ჯარების განლაგება მარინიის
სახელმწიფოს საზღვრებთანნ მოსახლეობაში გამოიწვევდა შიშსა და დაუცველობის განცდას.
დასკვნა: მარინიის სახელმწიფო მიუთითებდა ძალის გამოყენებისა და ძალით
დამუქრებაზე უარის თქმის,საზღვრის უღღვევობის,ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის
და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპების დარღვევაზე.

You might also like