You are on page 1of 3

ადამიანით ვაჭრობა ქმედების შემადგენლობის დახასიათება

სსკ-ის 1431-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია


საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის პირადი უფლება და თავისუფლება. განსახილველი
დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება დაიყოს რამდენიმე ჯგუფად: 1.ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა
ხელში ჩაგდება; 2.მათი თავმოყრა; 3.მათი მსვლელობა. ამდენად, სახეზეა რთული შემადგენლობა
ალტერნატიული ქმედებით (ერთიანი დანაშაული). ობიექტური მხრივ იგი შეიძლება ჩადენილ იქნეს
უმეტესწილად მოქმედებით. თუმცა, გამორიცხული არ არის მისი უმოქმედობით ჩადენაც. დანაშაული
დამთავრებულია ნორმაშ ჩამოთვლილი ქმედებებიდან ერთ-ერთის ჩადენისთანავე და არაა სავალდებულო
რაიმე მძიმე შედეგის დადგომა. ამდენად, სახეზეა ფორმალური დანაშაული. ადამიანის ყიდვა შეიძლება
მოხდეს ფულის გადახდით, რაიმე ნივთში გაცვლით, ვალში ჩათლით. ყიდვის შემდეგ ადამიანი გადადის
მყიდველის განკარგულებაში უვადოდ. ადამიანის გაყიდვა შეიძლება განხორციელდეს ფულის მიღებით, რაიმე
ნივთში გაცვლით ანდა ვალის სანაცვლოდ. ამდენად, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
ექვემდებარება როგორც ადამიანის მყიდველი,ისე გამყიდველი. ყიდვა-გაყიდვა დამთავრებულია როცა
მსხვერპლი გადაეცემა მყიდველს. ადამიანის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელებას ადგილის აქვს
მაშინ, როცა ადამიანის შემძენი მის გამსხვისებელს ჰპირდება, რომ ხელს შეუწყობს სამეწარმეო საქმიანობის
წამოწყებაში, ან საკუთარი შემოსავლიდან პერიოდულად გადაუხდის გარკვეულ პროცენტს, მოაწყობს მას
სამუშაოზე, ხელს შეუწყობს საზღვარგარეთ გამგზავრებაში და ა.შ. ამასთან აუცილებელია, რომ უკანონო
გარიგება განხორციელედეს არა თავად მსხვერპლთან არამედ მესამე პირთან. ადამიანით ვაჭრობის ობიექტური
მხარის შემდეგი ნიშანია ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება,
გადაცემა, შეფარება, სხვდასხვა ხერხის გამოყენებით, კერძოდ მუქარით, ძალადობით, ან ძალადობის სხვა
ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების
ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის
მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ანდა მისი მიღება. ამდენად, მუქარა,
ძალადობა და სხვა ხერხის გამოყენება მიმართულია ადამიანის გადაბირების, გადაყვანის, გადამალვის,
დაქირავების, ტრანსპორტირების, გადაცემის ან შეფარებისკენ. კერძოდ, მუქარა ნიშნავს ფსიქიკურ
ზემოქმედებას, რაც გამოიხატება ცემის, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების, სქესობრივი დანაშაულის
ჩადენის, მოტაცების და სხვაგვარი ძალადობის მუქარაში. იგი დამთავრებულია მუქარის განხორციელების
მომენტიდან. ამასთანავე მუქარა არ უნდა იყოს საშიში სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის და ისეთი
ფორმით უნდა იყოს გამოთქმული,რომ ადამიანს გაუჩნდეს მისი განხორციელბის შიში ან ეჭვი მაინც.
ძალადობა ნიშნავს ადამიანზე ფიზიკურ ზემოქმედებას სხვასხვა აგრესიული ქმედებით. დანაშაულის ერთ-
ერთი ხერხია ასევე იძულების სხვა ფორმით მისი ჩადენა. აქ იგულისხმება დაზარალებულის სისტემატური
დამცირება, აბუჩად აგდება, რათა ის იძულებული გახდეს დაემორჩილოს დამნაშავეს ექსპლუატაციის
გაწევაზე. განსახილველი დანაშაულის ერთ-ერთი ხერხია მსხვერპლის მოტაცება. მოტაცებაში იგულისხმება
პირის ნების საწინაარმდეგოდ, დამნაშავისათვის სასურველი მიმართულებით მისი გადაადგილება. შანტაჟში
იგულისხმება სახელის გამტეხი ცნობების გახმაურებსი მუქარა. მნიშვნელობა არ აქვს ეს ცნობები მოგონილია
თუ რეალური. მთავრია, იგი უნდა იყოს ისეთი, რომ სახელს უბღალავდეს პიროვნებას საზოგადოების თვალში.
თაღლითობა ადამიანით ვაჭრობის ხერხია მაშინ, როცა დამნაშავე მოტყუებით ეუფლება სხვის ნივთს და
შემდეგ დაკარგული ქონების დასაბრუნებლად დაზარალებულს აბამს ექსპლუატაციაში. მაგალითად აბამს მას
პროსტიტუციაში და ამ გზით უბრუნებს თაღლითობით დაკარგულ ქონებას. მოტყუების დროს ადგილი აქვს
ადამინის შეცდომაში შეყვანას სხვადასხვა სახის დაპირებით. მაგალითად, მას ჰპირდებიან, რომ წაიყვანენ
საზღვარგარეთ და მოაწყობენ მაღალ ანაზღაურებად სამუშაოზე. სინამდვილეში კი მიჰყავთ იმ პირთან, ვინც
მას ყიდულობს ფულით, ან აბამს პროსტიტუციაში და ა. შ. უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად
გამოყენება. ამ შემთხვევაში უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირი არაა ამ დანაშაულის მსხვერპლი, იგი ამ
დანასაულის ამსრულებელია. უმწეო მდგომარეობაში იმყოფება პირი, რომელსაც ფსიქიკური თუ ფიზიკური
მდგომარეობის გამო არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს ვინმეს ან გააცნობიეროს თუ რა ხდება მის თავს.
სწორედ ამ მდგომარეობას იყენებს დანაშაულის ამსრულებლი ადამინაით ვაჭრობისთვის. უმწეომ
დგომარეობაში მყოფი პირი სპეკულირებს რა თავისი უმწეობით, გადაიბირებს სხვას, რომ იგი ჩაებას
ექსპლუატაციაში და ამას ამართლებს მისი უმწეობის გამო შექმნილი ოჯახური სიდუხჭირით. ძალაუფლებსი
ბოროტად გამოყენებაში იგულისხმება კრიმინალური ავტორიტეტის ძალაუფლება, რომელსაც ის იყენებს
ადამიანით ვაჭრობის განსახორციელებლად. ადამიანით ვაჭრობის კიდევ ერთი ხერხია საზღაურის ანდა
სარგებლის მიცემა ან მიღება იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდება
შეუძლია. საზღაურის მიცემაშ იგულისხმება ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულობის გადაცემა იმ პირზე
ვისაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვა პირზე და აიძულოს იგი ექსპლუატაციაში ჩაბმაზე. საზღაურის ან
სარგებლის მიღებაში კი იგულისხმება ფულის ან სხვა მატერიალური ფასეულბის, ქონებრივი ან არაქონებრივი
სარგებლი აღება. ამით განვიხილე ადამიანით ვაჭრობის ხერხები, ხოლო ახლა განვიხილავ თავად იმ ქმედებებს
რომლის განხორციელებისკენაცაა მიმართული ზემოთხსენებული ხერხები. ეს ქმედებებია: 1.ადამიანის
გადაბირება- პირის დაყოლიება ექსპლოატაციაში, 2.გადაყვანა- პირის წაყვანა თავისი საცხოვრებელი
ადგილიდან სხვა მიმართულებით, რათა მიყვანილ იქნეს იმ ადგილას, სადაც მოხდება მისი ჩბმა
ექსპლუატაციაში; 3.გადამალვა- პირი მალავს ადამიანს ზემოთ მითითებული ხერხების გამოყენებით, რათა
მომავალში მოხდეს მისი ჩაბმა ექსპლუატრაციაში. გადამალვა თავის თავში მოიცავს ადამიანის თავისუფლების
უკანონო აღკვეთასაც და დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს. 4.ადამიანის დაქირავება- საერთოს
დაქირავება ნიშნავს გარკვეული ანაზრაურების პირობით რაიმე სამუშაოს შესრულებას ან მომსახურების
გაწევას ანდა რაიმე ნივთის გამოყენებას გარკვეული ვადით მისი მესაკუთრისათვის ანაზღაურების გადახდის
პირობით. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იგულისხმება პირის დაქირავება გარკვეული სამუშაოს
შესრულებისთვის, არამედ ადამიანი ქირავდება როგორეც ნივთი და საზღაური გადაეცემა არა თავად
დაქირავებულს, არამედ მის ,,მესაკუთრეს“, რომელსაც იგი ნაყიდი ჰყავს, როგორც მონა. 5.ტრასპორტირება- აქ
იგულისხმება მსხვერპლის გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორეში ნებისმიერი სახის ტრანსპორტის
გამოყენებით. აქ ამსრულებელია ის ვინც მარტავს ამ ტრანსპორტს და გაცნობიერებული აქვს საქმის არსი.
6.გადაცემა- ამ დანაშაულის მსხვერპლის ჩაბარებას სხვა პირზე თუნდაც დროებით გადამალვისთვის
მომავალში მისი ექსპლუატაციის მიზნით. ეს ქმედება დამთავრებულია მაშინ, როცა მსხვერპლს ჩააბარებენ სხვა
პირს. გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარის შემდეგი ნიშანია ადამიანის მირება
ექსპლუატაციის მიზნით. აქ იგულისხმება შემთხვევა, როცა პირი სხვის მიერ უკვე გადაბირებულ ადამიანს
მიიღებს ექსპლუატაციის გასაწევად. დანაშაული დამთავრებულია ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქმედების
ჩადენიდან და მნიშვნელობა არ აქვს მოჰყვება თუ არა მას მძიმე შედეგი. არც იმას აქვს მნიშვნელობა მოხდება
თუ არა დაზარალებულის ექსპლუატაციაში ჩაბმა. ჩამოტვლილი ქმედებები შეიძლება შეასრულოს ერთმა
პირმა, ასევე პირთა ჯგუფმა ან წინასწარ შეთანხმებულმა ჯგუფმაც. როდესაც დანასაულის ჩასადენად
გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც პირი ინახავს ან ატარებს მართლსაწინააღმდეგოდ,
ქმედეაბ უნდა დაკვალიფიცირდეს დანასაულტა ერთობლიობით. ასევე დანაშაულთა ერთობლიობით უნდა
დაკვალიფიცირდეს შემთხვევა როცა ადამიანის იძილებისთვის დამნაშავე ჩადის სქესობრივ დანაშაულს.
ადამიანით ვაჭრობის ამსრულებელია 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ ადამიანით
ვაჭრობა განზრახი დანაშაულია. მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. მოტივს დანაშაულის
კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს. იგი შეიძლება იყოს ანგარება, შური და სხვა, ის მხედველობაში
მიირება სასჯელის დანიშვნისას. ადამიანით ვაჭრობა ინდა განვასხვავოთ პროსტიტუციაში ჩაბმისგან. საქმეწ
ისაა, რომ პროსტიტუციაში ჩაბმა ხორციელდება ძალადობით, ძალადობის ან ქობენის განადგურების მუქარით,
შანტაჟით ან მოტყუებით. ხოლო ადამიანით ვაწრობისას ექსპლუატაციის მიზანი გულისხმობს ადამიანის
პროსტიტუციაში ჩაბმასაც.

You might also like