You are on page 1of 6

სასამართლოს მრავალფეროვანი ფორმების არსებობის მიუხედავად, ცხადია, მისი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის

დამკვიდრებას საფუძველი 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტით ჩაეყარა.

ამავე წლის 24 სექტემბრის კანონით, ქალაქებსა და ოლქებში მომრიგებელ მოსამართლეთა თანამდებობა დაწესდა, გაუქმდა
სოფლის სასამართლოები. 1919 წლის 17 იანვრის კანონით შემოღებულ იქნა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, 1919 წლის 29
ივლისს კი საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ მიიღეს სენატის დებულება,
რომლითაც განისაზღვრა, რომ სენატი არის უზენაესი სასამართლო, რომელიც თვალყურს ადევნებს მთავრობის ყოველი
დაწესებულების, თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონის დაცვასა და
სისწორით აღსრულებას

ხსენებულმა აქტებმა, გარკვეულწილად, საფუძველი შეუქმნა საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში
სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელი ნორმების განმტკიცებას. 1921 წლის კონსტიტუციის VI თავში სასამართლო
ხელისუფლება მართლმსაჯულების ფორმით არის წარმოდგენილი და გათვალისწინებულია სასამართლო ორგანოების
შექმნა სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციულ საქმეთა საწარმოებლად.

საბოლოოდ, სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელმა ნორმებმა 1995 წლის 24 აგვისტოს კონსტიტუციის მეხუთე
თავში დაიმკვიდრა ადგილი

1997 წლის 13 ივნისს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მიღებით, საქართველოს ისტორიაში
პირველად დაიწყო სასამართლოს სისტემური რეფორმა. ორგანულმა კანონმა განსაზღვრა სასამართლო სისტემის
ორგანიზაციული მოწყობა. საერთო სასამართლოების სისტემა იმ პერიოდში მოიცავდა რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს,
საოლქო სასამართლოს, სააპელაციო სასამართლოს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს
სასამართლოებსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს. საომარ პირობებში, კონსტიტუცია საერთო სასამართლოების
სისტემაში უშვებდა სამხედრო სასამართლოს შემოღებასაც

ვარდების რევოლუციის შემდეგ, დღის წესრიგში კვლავ დადგა სასამართლოს რეფორმა, რომლის ძირითადი მიმარულებაც
სასამართლოს ინსტიტუციური რეორგანიზაცია გახდა. 2005 წლიდან ახლებურად ჩამოყალიბდა პირველი ინსტანციის
სასამართლოს სტრუქტურა – 17 რაიონული (საქალაქო) და 30 მაგისტრატი მოსამართლით. ეს უკანასკნელი რაიონული
(საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა და სამოსამართლო უფლებამოსილებას ასრულებდა იმ
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებდა გამსხვილებული რაიონული (საქალაქო)
სასამართლო. ძირეულად შეიცვალა არსებული საოლქო სასამართლოების მოდელი და ამოქმედდა სააპელაციო
სასამართლო ინსტანცია. წმინდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოდ ჩამოყალიბდა უზენაესი სასამართლოც.

2010 წელს. საერთო სასამართლოების სისტემაში ამოქმედდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი და განისაზღვრა გარკვეული
კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა ნაფიც მსაჯულთა მიერ.

საერთო სასამართლოების სისტემა

 მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. სპეციალიზებული


სასამართლოები შეიძლება შეიქმნას მხოლოდ საერთო სასამართლოების სისტემაში.
სამხედრო სასამართლოს შემოღება შეიძლება საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ
საერთო სასამართლოების სისტემაში. საგანგებო სასამართლოების შექმნა დაუშვებელია.
საერთო სასამართლოებში საქმეებს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ კანონით
განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. საერთო სასამართლოების სისტემა,
უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში საერთო სასამართლოების სამსაფეხურიანი


სისტემაა შექმნილი და ის მოიცავს:

1. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებს;

რაიონული (საქალაქო) სასამართლო არის პირველი ინსტანციის სასამართლო,


რომელიც მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ საქმეს განიხილავს
ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, –
კოლეგიურად, სამი მოსამართლის შემადგენლობით.
რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში (მუნიციპალიტეტებში),

ხოლო საქალაქო სასამართლო – თვითმმართველ ქალაქში. საქართველოს


მასშტაბით, დღეის მდგომარეობით, სულ 26 სასამართლოა შექმნილი - 5
საქალაქო (თბილისის, რუსთავის, ფოთის, ბათუმის და ქუთაისის საქალაქო
სასამართლოები) და 21 რაიონული.
რაიონული (საქალაქო) სასამართლო არანაკლებ ორი მოსამართლისგან შედგება,

პირველი ინსტანციის სასამართლოებში, კანონმდებლობით გათვალისწინებულ


შემთხვევებში, სისხლის სამართლის საქმე განიხილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.
ამჟამად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შექმნილია ოთხ საქალაქო (თბილისის,
ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის) და სამ რაიონულ (ზუგდიდის, თელავისა და გორის)
სასამართლოში.

2. სააპელაციო სასამართლოებს

კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს სააპელაციო


საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე
საქართველოში ორი სააპელაციო სასამართლო მოქმედებს – თბილისსა და
ქუთაისში
დასავლეთ საქართველოში მოქმედ პირველი ინსტანციის სასამართლოთა
გადაწყვეტილებებზე სააპელაციო საჩივრებს განიხილავს ქუთაისის
სააპელაციო სასამართლო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მოქმედ
სასამართლოთა გადაწყვეტილებებზე საჩივრებს – თბილისის სააპელაციო
სასამართლო.
(სააპელაციო სასამართლოში იქმნება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და
სისხლის სამართლის საქმეთა პალატები, ასევე, საგამოძიებო კოლეგია.)

3. უზენაეს სასამართლო.(საკასაციო სასამართლო)


უზენაესი სასამართლოს პალატა (სადისციპლინო და საკვალიფიკაციო
პალატების გარდა) საკასაციო ინსტანციის სასამართლოა, რომელიც
განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციო სასამართლოების
გადაწყვეტილებებზე, ასევე, მისი განსჯადობისთვის მიკუთვნებულ სხვა
საქმეებსა და საჩივრებს.

უზენაესი სასასამართლოს თავმჯდომარე აირჩევა პარლამენტის წევრთა


უმრავლესობით 10 წლის ვადით, ერთი და იგივე არჩევა დაუშვებელია,
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების
უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა,
რომელიც ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას საერთო
სასამართლოებში.
უზენაეს სასამართლოში შექმილია: სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და
სისხლის სამართლის საქმეთა პალატები,
დიდი პალატა, პლენუმი, სადისციპლინო პალატა და საკვალიფიკაციო
პალატა.

დიდი პალატა არის საკასაციო ინსტანციის სასამართლო, რომელიც


განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.
უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას საქმე განსახილველად გადაეცემა, თუ
საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას ან
საკასაციო პალატა არ იზიარებს სხვა საკასაციო პალატის მიერ ადრე
ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (ნორმის განმარტებას). დიდი
პალატის შემადგენლობაში არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სხვა
პალატების თავმჯდომარეები და პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს
პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12
მოსამართლე. დიდი პალატა საქმეს 9 მოსამართლის შემადგენლობით
განიხილავს.
უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის
განმარტება) ყველა ინსტანციის სასამართლოსთვის სავალდებულოა
პლენუმის შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,
მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, უზენაესი სასამართ₾ოს წევრები
და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები.

პლენუმის შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე,


მისი პირველი მოადგილე და მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს წევრები
და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეები. უზენაესი სასამართლოს
პლენუმის ფუნქციები მოიცავს როგორც დიდი პალატის, ასევე პალატების
შემადგენლობებისა და თავმჯდომარეების არჩევას, საკონსტიტუციო
სასამართლოს 3 წევრის დანიშვნას, საკონსტიტუციო სასამართლოში
წარდგინების შეტანას ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის
საკითხზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.

უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა განიხილავს საჩივარს


საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის
გადაწყვეტილებებსა და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის
გადაწყვეტილებებზე. სადისციპლინო პალატა შედგება 3 წევრისგან,
რომლებსაც 3 წლის ვადით ირჩევს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით ან უვადოდ განწესებაზე უარის


შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებზე საჩივრების
განხილვის მიზნით არის შექმნილი უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო
პალატა. სადისციპლინო პალატის მსგავსად, საკვალიფიკაციო პალატაც
პლენუმის მიერ 3 წლის ვადით დანიშნული 3 წევრით არის
დაკომპლექტებული.
აირჩევიან 5 წლის ვადით, პალატების თავმჯფოარეები აირჩევიან, უზენაესი
სასამართლოს პლენუმის მიერ,
სადიციპლინო და საკვალიკაციო 3 წლის ვადით თავმჯდომარეები.
საქალაქო ადმ, ამავდროულად არიან უზეაესი სამსართლოს თავმჯდომარის
მოადგილეები ითავსებენ ორ უფლებამოსილებას, უფლემოსილების

საერთო სასამართლოს მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30


წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საერთო სასამართლოს
მოსამართლის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება
ორგანული კანონით. საერთო სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე
განწესდება უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
მოსამართლე შეირჩევა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის ნიშნით.
გადაწყვეტილებას მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ იუსტიციის
უმაღლესი საბჭო იღებს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის
უმრავლესობით. მოსამართლის თანამდებობაზე განწესებისა და თანამდებობიდან
გათავისუფლების წესი განისაზღვრება ორგანული კანონით.

მოსამართლეს დამოუკიდებლობა

გულისხმობს დამოუკიდებლბოას ნორმის განმარტების პროცესში,


ნორმა განსხვავებულად შეიძ₾ება იქნას განხილული ყოველი საქმის
განხილვისას მართმსაჯულება უნდა იყოს ერთიანი, მოსამამრთლეები
არიარიან კანონ შემოქმმედნი ისინი არიან კანონშემფარდებლენი. კონტრა
ლეგენდ ინტრეპრეტაცია მოსამართლე ჰერკულესი როდესაც მოსამართლე რა
დროსაც ქმნის ახალ პრეცედენტს ქმნის რომელიც კანონსაწინააღმდეგო
გადაწყვეტილება გამოაქვს .
საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლი ადგენს: „მოსამართლე თავის
საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა
და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში
გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება
კანონით.
ბათილია ყველა აქტი, რომელიც ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს მოსამართლის
დამოუკიდებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას – თანამდებობაზე
უვადოდ განწესებას, რაც მას საკუთარი საქმიანობის თავისუფლად
წარმართვის საშუალებას აძლევს. როგორც ევროპის მოსამართლეთა
საკონსულტაციო საბჭო განმარტავს, მოსამართლეთა დამოუკიდებლობა
გულისხმობს მათ სრულ მიუკერძოებლობას. ამ პრინციპის
უზრუნველსაყოფად, საერთო სასამართლოების მოსამართლე თავისუფალი
უნდა იყოს ყოველგვარი წინასწარ შექმნილი აზრის ან შეხედულებისგან და
მოერიდოს ისეთ ქცევას, რომელსაც პროცესის მონაწილენი ან საზოგადოება
აღიქვამს წინასწარ შექმნილ შეხედულებად
საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან მასზე გამოტანილი
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, სამოსამართლო ეთიკის
კოდექსი მოსამართლეს უკრძალავს პროცესის მონაწილეთა ან/და საქმით
დაინტერესებული პირების მიღებას ან მათთან კომუნიკაციას როგორც
სასამართლოში, ისე მის გარეთ.
ძირითადი კანონი დაუშვებლად აცხადებს მოსამართლის სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემას, დაკავებას ან დაპატიმრებას,
საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად გაჩხრეკას იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისის სახით კონსტიტუცია
ადგენს დანაშაულის წასწრების შემთხვევას, რაც დაუყოვნებლივ უნდა
ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. საბჭოს მიერ თანხმობის მიუცემლობის
შემთხვევაში, თავისუფლებაშეზღუდული მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურა თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება


მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს.
2. პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი, რომელსაც 6 წლის
ვადით საპროკურორო საბჭოს წარდგინებით ორგანული კანონით დადგენილი წესით
სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.
3. პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად იქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც შედგება ორგანული
კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისაგან. საპროკურორო საბჭოს
თავმჯდომარეს 2 წლის ვადით ირჩევს საპროკურორო საბჭო.
4. პროკურატურა ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს თავისი საქმიანობის
ანგარიშს.
5. პროკურატურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი
განისაზღვრება ორგანული კანონით.

საქართველოს პროკურატურის დამოუკიდებლობა გარანტირებულია,


კონსტიტუციით, იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება
მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. „პროკურატურის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონი აზუსტებს პროკურატურის
დამოუკიდებლობის ფარგლებს: დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში
ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი
დამოუკიდებლობა. საქართველოს პარლამენტისა და საპროკურორო საბჭოს
გარდა, ყველა სხვა ორგანოსა თუ დაწესებულებას ეკრძალება პროკურატურის
საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა. კონსტიტუციით არ
განისაზღვრება პროკურატურის ფუნქციები. კონსტიტუციის 65- ე მუხლის მე-
5 პუნქტის მიხედვით, პროკურატურის უფლებამოსილება და საქმიანობის
წესი, აგრეთვე, მისი სტრუქტურა განისაზღვრება ორგანული კანონით.
პროკურატურის საქმიანობის სფერო და ამოცანები საკმაოდ ფართო და
მრავალფეროვანია:
 უპირველეს ყოვლისა, პროკურატურა ახორციელებს
სისხლისსამართლებრივ დევნას, რაც შეიძლება განიმარტოს, როგორც
სახელმწიფოს უფლება – კანონის შესაბამისად დასაჯოს დამნაშავე პირი
ჩადენილი დანაშაულის გამო;
 სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველყოფის მიზნით პროკურატურა
ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას, თუმცა კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილია თავადაც ჩაატაროს
გამოძიება;
 კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და მოცულობით
ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობას, აგრეთვე
თავადაც ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი.


გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე,
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე,
რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი
ავტორიტეტით
სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება
ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება
და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული
სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო
საზოგადოების ორგანიზაციიდან. გენერალური პროკურორობის კანდიდატს
შეარჩევს და პარლამენტს წარუდგენს საპროკურორო საბჭო. გენერალურ
პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს პარლამენტი სრული შემადგენლობის
უმრავლესობით.

You might also like