You are on page 1of 4

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

გამოცდა: შუალედური

საგანი: ქართული სამართლის ისტორია

ლექტორი: დავით ჩიკვაიძე

დავალებათა ტიპი და შეფასების მეთოდები (მონიშნეთ და მიაწერეთ თითოეული კომპონენტის


რაოდენობა და ქულა):

ტესტი
თეორიული საკითხი
ღია კითხვა
პრაქტიკული დავალება
კაზუსი
სხვა

მაქსიმალური ჯამური ქულა: 28


1. გთხოვთ, მოცემული ანალიტიკური დავალებებიდან აირჩიოთ ორი:

 „ხელმწიფის კარის გარიგება“ და „დასტურლამალი“

ხელმწიფის კარის გარიგება დაღუპვას გადაარჩინა და გამოსცა (1920წ) ექვთიმე დაყაიშვილმა ,


იგი წერს რომ : ხელნაწერი რომელშიდაც დაცულია გარიგება ხელმწიფის კარისა ჩვენ ვიპოვეთ ქართლში
მოგზაურობის დროს ერთ გაპარტახებულ სახლში და ამოვიღეთ ნაგავიდან, რომელიც ჩვენს თვალწინ
გამოგავეს ოთახიდან.
„ხელმწიფის კარგის გარიგების“ ერთადერთი ნუსხა მოთავსებული იყო გიორგი ბრწყინვალეს „ძეგლის’’
ნუსხასთან ერთად ერთ ხელნაწერ კრებულში, ხენლაწერი 18 ს-ეს განეკუთვნება.
„ხელმწიფის კარის გარიგების“ შედგენის დროის შესახებ არავითარი პირდაპირი ცნობა არ არსებობს. ძეგლი
შედგენილი უნდა იყოს 13 საუკუნის დასასრულს და 15 საუკნის მე 2 -ე ნახევარში. ამ მოსაზრებას ისიც
ამყარებს რომ ხელნაწერი გიორგი ბრწყინვალის ძეგლის დადების ხელნაწერთან ერთად იქნა აღმოჩენილი.
ე.თაყაიშვილის აზრით - ავტორი უსათუოდ ჯარისკაცია , მას პირდაპირი დამოკიდებულება აქვს მეფესთან,
ის მოხელეა და ზოგჯერ აღმასრულებელიც, ძეგლის ენა ლაკონურია,აზრი ყოველთვის მოკლედ მოჭრილი.
ეს ძეგლი ოფიციალური ხასიათისაა და კანონმდებლობის შედეგი არ არის, არამედ მოქმედი სახელმწიფო
სამართ₾ისა და წერის აღნუსხვაა.
ძეგლი შეიცავს ცნობებს დარბაზობისა და პურობის, აგრეთვე ვაზირობის , მეფისა და მოხელეთა უფლება-
მოვალეობათა შესახებ. ცნობები დაულაგებელი არაეული და ნაკლულია.
ე.თაყაიშვილის ანგარიშით სულ უნდა ყოფილიყო 12 რვეყლი თუ ბოლოში მხოლოდ ერთ რვეულს
მივიჩენვთ ნაკლულად ამათგან დაკარგულია; - 1,6,7,10,12 სრულია : - 2,4,7,9 ხოლო ნაკლულია 3,5,11
რვეულები.
„დასტურლამალი“ შედგენილია ვახტანგ ბატონიშვილის მიერ, როცა ის განაგებდა ქართლს თავის
ბიძის, გიორგი XI-ის ნაცვლად, რომელიც შეურიგდა ირანს და იქ თანამდებობა მიიღო ხოლო ქართლში
თავისი ძმისშვილი, მომავალი მეფე - ვახტანგ VI განაწესა გამგებლად 1703 წელს.
„დასტურლამალი“ ქართული სახელმწიფო სამართლის ძეგლია. დასტურლამალი მოქმედებდა ქართლის
სამეფოში მისი შედგენის პერიოდიდან 1801 წლამდე ანუ ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთებამდე
ძეგლი შედგება ორი ნაწილისაგან: სადედოფლო და სამეფო დასტურლამალებისგან.
„სამეფო დასტურლამალი“ 222 მუხლისაგან შედგება, ხოლო სადედოფლო - 22 მუხლს მოიცავს.
ძეგლში შესულია აგრეთვე სხვადასხვა დროის საკანონმდებლო აქტები. მაგალითად, ძეგლში ვხდებით
ვახტანგის მამის, ლევანის მიერ შედგენილ მდივანბეგობის გარიგებასა და ბოქაულთუხუცესის სარგოს.
აგრეთვე როსტომ მეფის მიერ შედგენილი მურდის გარიგება.
ძეგლი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან ცნობებს ქართლის სახელმწიფო წყობილების შესახებ. მასში აღწერილია
სასახლეში მეფის მოქმედების, მისი მომსახურებისა თუ დასვენებისთვის მოხელეთა საქმიანობის წესები.
ძეგლში მოცემულია ასევე ადგილობრივი მმართველობის მოხელეთა უფლებამოსილება. დიდი ადგილი
ეთმობა საგადასახადო სისტემის საკითხებსაც.
ამრიგად, „დასტურლამალი“ იმ სახით, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, შედგენილია ვახტანგ ბატონიშვილის მიერ
1707-1709 წლებში. ძეგლში შემავალი აქტების უმრავლესობა ვახტანგმა შეკრიბა, მოიყვანა ისინი სისტემაში
და მისცა მათ ერთიანი საკანონმდებლო აქტის ფორმა.

მეფე ვახტანგ VI-ის კანონშემოქმედებითი საქმიანობა


განსაკუთრებით დიდი და ნაყოფიერი შრომა გასწია ვახტანგმა ქართული სამართლის გამართვაში
მმართველობის პირველივე წლებში მან დიდი საკანონმდებლო საქმიანობა გააჩაღა. 1705-1708 წწ–ში მისი
ბრძანებით დაარსებულმა საკოდიფიკაციო კომისიამ შექმნა სამართლის წიგნთა კრებული, რომელიც თვით
ქართლის ჯანიშინის მიერ იყო რედაქტირებული. თავად კი ჯინიანის ანუ მეფის მოადგილის თანამდებობა
ეკავა , მან შეკრიბა ძველი ქართული და უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები,
ერთ კრებულად შეკრა და თან დაურთო სამეფო დარბაზის მონაწილეობით შედგენილი საკუთარი
სამართლის წიგნი, და დააფუძნა ქართულ სინამდვილეში.
ვახტანგის ნაშრომი არათუ უტოლდებოდა მის დროინდელ ევროპის იურიდიული მეცნიერების
განვითარების დონეს, არამედ, ზოგჯერ წინაც უსწრებდა მას.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კრებულის ძირითად ნაწილს სახელწოდებით _"სამართალი
ბატონიშვილის ვახტანგისა". ეს კანონთა წიგნი ვახტანგმა ქართლისათვის შეადგინა, მაგრამ მალე ის მთელ
საქართველოში მოქმედ კანონმდებლობად იქცა, რის გამოც ვახტანგს "რჯულმდებელი" შეარქვეს
ვახტანგის მოღვაწეობის იმავე ხანას ეკუთვნის მისი მეორე საკანონმდებლო ძეგლი – “დასტურლამალი”,
რომელიც სახელმწიფოს ძირითადი კანონის – კონსტიტუციის მთავარ იურიდიულ ძეგლს წარმოადგენდა.

2. გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:


1. საიდან მომდინარეობს ტერმინები „კანონი“ და „სამართალი“?
საერთაშორისო სამართლის ცნება პირველად ჯერემი ბენტჯემმა 1780 წელს წიგნში „შესავალი მორალისა და
წარმომადგენლობის პრინციპებში“ გამოიყენა. დაახლოებით 1840 წლიდან ამ ცნებამ ინგლისურ და რომანულ
ენებში ძველი ტერმინი ხალხთა სამართალით ჩაანაცვლა. ცნება ხალხთა სამართალი ძალიან ძველია და
რომაულ ეპოქას უკავშირდება.
რაც შეეხება კანონს. კანონი ლეგიტიმური სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლბითი ორგანოს მიერ
განსაკუთრებული წესით მიღებული აქტია, რომელიც არეგულირებს უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ
ურთიერთობებს. მე 4-ე საკუნედან ეს ტერმინი გამიყენებოდა საეკლესიო კრებათა დადგენილების
აღმნიშვნელად.
2. რომელი სამართლის ძეგლის შემადგენელ ნაწილად მიიჩნეოდა ბაგრატ კურაპალატის
სამართალი 1909 წლამდე?
ბაგრატ კურაპალატის სამართალი საქართველოს გაერთიანების ხანის სჯულდებაა. მასში ასახულია
განვითარებული ფეოდალური საზოგადოების ურთიერთობები, ბაგრატ კურაპალატის სამართალი —
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ნუსხებშია შეტანილი, ბექასა და აღბულას სამართლის წიგნს
დართული კანონები. მისი შემდგენლის ვინაობა, შედგენის დრო და შედგენილობა საბოლოოდ გარკვეული
არ არის.

3. რა ეწოდებოდა გაერთიანებული საქართველოს მეფის პირად დროშას?


მას ეწოდება „სეფე დროშა“, „გორგასლიანური“ ანდა „გორგასლიანი“ დროშა, ”ბაგრატოანური“ დროშა,
„დავითიანი” დროშა. იგი ასევე იხსენიება, როგორც „დიდი დროშა“
სეფე დროშა მოხსენეიებულია როგორც სამეფო დროშა,
„გორგასლიანი“ აღნიშნავს იმას, რომ ეს არის წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის დროშა.
„ბაგრატოანური ბაგრატოანური“, ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, აღნიშნავს იმას, რომ ეს დროშა
სინამდვილეში ეკუთვნოდა საქართველოს გამაერთიანებელ მეფე ბაგრატ მესამეს.
„დავითიანი“დავითიანი დავითიანი» ვახტანგ გორგასლის დროშას ეწოდა წმ. მეფე დავით აღმაშენებლის
შემდგომ.

4. დარბაზის გარდა, რა ეწოდება ქართლის სამეფოს სახელმწიფო საბჭოს „დასტურლამალის“


მიხედვით?
დარბაზი ეწოდებოდა როგორც სამეფო სასახლეს, ისე სამეფო საბჭოს, დარბაზის წევრებს — "დარბაზის ერნი",
დარბაზის სხდომას — "დარბაზობა".
დარბაზი ერისთავთა და ადგილობრივ გამგებელ მოხელეთა დაწესებულება იყო

3. შუალედური გამოცდის მომზადებული საკითხები (2 თემა; 4 კითხვაზე პასუხი) უნდა იქნეს გაგზავნილი
ლექტორის ელექტრონულ ფოსტაზე, არა უგვიანეს 17 ნოემბრის დილის 9:00 საათისა:
d.chikvaidze@sabauni.edu.ge

You might also like