You are on page 1of 4

Მცენარეებზე,ფრინველებზე,

Ცხოველებზე მოქმედი
დედამიწის გრავიტაციული ველი

თანამედროვე მეცნიერების შეხედულების თანახმად, დედამიწის


მაგნეტიზმის წარმშობის მიზეზი დედამიწის ბირთვში მიმდინარე
პროცესებია. დედამიწის ბირთვი გავარვარებული თხევადი
ელექტროგამტარი ნივთიერებისგან შედგება. (თანამედროვე
წარმოდგენებით, დედამიწის თხევადი ბირთვის 90% გამდნარი
რკინისა და ნიკელისგან შედგება, დანარჩენი 10% კი შედარებით
მსუბუქ ელემენტებზე მოდის – გოგირდი, სილიციუმი, ნახშირბადი,
წყალბადი და სხვა.) ბირთვში წრიული დენები ცირკულირებენ.
სწორედ ისინი ქმნიან დედამიწის მაგნიტურ ველს.

სურათი

დედამიწის მაგნიტური ველი პლანეტაზე სიცოცხლისთვის


აუცილებელია. სწორედ ის ეხმარება ცხოველებს ორიენტირებაში
და გვიცავს კოსმოსური გამოსხივებისგან. ამიტომ, მეცნიერები
თვლიან, რომ მაგნიტური ველი დედამიწაზე სიცოცხლის
წარმოქმნისთვის მნიშვნელოვანი პირობა იყო, თუმცა აქამდე
არავინ იცოდა როდის გაჩნდა ეს დამცავი ფარი.
აღმოჩნდა რომ მაგნიტურ ველზე რეაგირებს, ძუძუმწოვარ
ცხოველთა ყველა ორგანო და ქსოვილი, მაგრამ ყველაზე მეტად
მარეგულირებელი ფუნქციების შემსრულებელი სისტემებია:
ნერვოლოგიური, ენდოკრინული, სისხლძარღვოვანი;
განსაკუთრებით მგრძნობიარეა ემბრიონული ქსოვილები და
ზრდასრული ცხოველების მოქმედი ორგანოები.აგრეთვე,
ძლიერი მაგნიტური ველი აფერხებს მცენარის ფესვთა ზრდას,
ამცირებს ინტენსიურობას, ცვლის ჟანგვით პროცესებს.

Სურათი

მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ახსნან თუ როგორ ახერხებენ


ფრინველები შორ მანძილებზე ნავიგაციას. კვლევის ფარგლებში
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჩიტებს თვალის ბადურაზე
სპეციალური ცილა აქვთ, რომელიც მათ დედამიწის მაგნიტური
ველის "დანახვაში" ეხმარება.

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ჩიტების ორი სხვადასხვა


სახეობა შეისწავლეს და მათ თვალებში სპეციალური ცილა Cry4
აღმოაჩინეს. ცილა კრიპტოქრომების კლასს მიეკუთვნება,
რომელშიც ლურჯი სინათლის მიმართ მგრძნობიარე
რეცეპტორები შედის. კრიპტოქრომის კლასის ცილები როლს
ცირკადული რიტმების რეგულირებაშიც თამაშობს.

ბოლო წლებში გაჩნდა კვლევები, რომლებიც მიუთითებს, რომ


ფრინველებს მაგნიტური ველების აღქმა მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეუძლიათ, თუ მათ გარშემო გარკვეული სიხშირის
სინათლის ტალღებია - ფრინველებში მაგნიტური ველების
დანახვის უნარი ლურჯი სინათლის აღქმასთანაა დაკავშირებული.

ეს ნიშნავს იმას, რომ მაგნიტური ველის აღქმის პროცესი


ვიზუალურია და როგორც აღმოჩნდა, მასში გარკვეული კვანტური
პროცესები თამაშობს როლს.

შვედეთისა და გერმანიის უნივერსიტეტების ბიოლოგებმა


გადაწყვიტეს, რომ მაგნიტური ველების აღქმის უნარი ორ
სხვადასხვა სახეობაში შეესწავლათ. შვედეთში ბიოლოგებმა
სკვინჩების კვლევა დაიწყეს, ხოლო გერმანიაში კი
გულწითელების.

სკვინჩების შესწავლისას მეცნიერებმა მათში სამი სხვადასხვა


კრიპტოქრომის, Cry1, Cry2 და Cry4-ის ექსპრესია შეისწავლეს.
მათ წინასწარ ივარაუდეს, რომ ცილების Cry1-ისა და Cry2-ის
ექსპრესია, რომლებიც უფრო მეტად ცირკადული რიტმის
რეგულირებაში თამაშობს როლს, დღის განმავლობაში
შეიცვლებოდა, ხოლო Cry4-ის, რომლის ფუნქციაც მაგნიტური
ველების აღქმაა, მთელი დღის განმავლობაში სტაბილური
იქნებოდა.

როგორც სავარაუდო იყო, მეცნიერების ორივე ჯგუფმა ზუსტად


მსგავსი შედეგები დააფიქსირა. უფრო მეტიც, მათ ნახეს, რომ
მიგრაციის დროს ფრინველებში Cry4-ის ექპსრესია უფრო
იმატებდა. ეს ყველაფერი კი მიუთითებს იმაზე, რომ Cry4
მართლაც ის ცილაა, რომელიც მაგნიტური ველების აღქმაზეა
პასუხისმგებელი. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ ამის
დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

2
სურათი

ერთ-ერთი შესაძლო მექანიზმი, რომლითაც ცხოველები


შესაძლოა მაგნიტურ ველებს აღიქვამდნენ, ე.წ. კვანტური
კომპასია. აღნიშნული მექანიზმი გაუწყვილებელი ელექტრონების
მქონე მოლეკულებზეა დაფუძნებული, რომლებიც მაგნიტური
ველის ცვლილებაზე რეაგირებენ. ამ მექანიზმით ცხოველს უნდა
შეეძლოს იმის დადგენა, ეკვატორისაკენ გადაადგილდება ის, თუ
პოლუსისაკენ, თუმცა ეს მეთოდი პოლუსების ერთმანეთისგან
გარჩევის საშუალებას არ იძლევა.

ელექტრომაგნიტური რეცეპტორები ამჩნევენ


ელექტრომაგნიტური ენერგიის სხვადასხვა ფორმას, მაგალითად
როგორიც
არის ხილული სხივები, ელექტროობა და მაგნეტიზმი.
ფოტორეცეპტორები არის ელექტრომაგნიტური რეცეპტორები,
რომლებიც
ამჩნევენ ხილული სხივების სახელით ცნობილ გამოსხივებას.
ხშირად ეს რეცეპტორები ორგანიზებულია თვალში. ზოგ გველს
აქვს
ძალიან მგრძნობიარე ინფრაწითელი რეცეპტორები, რომლებიც
მსხვერპლის სხეულის სითბოს ცივ ფონთან მიმართებაში
ამჩნევენ
(სურათი 49.5 ა). ზოგი თევზი წარმოქმნის ელექტრულ დენს და
იყენებს ელექტრორეცეპტორებს ობიექტის, მაგალითად
როგორიცაა მსხვერპლი, ადგილმდებარეობის დასადგენად. ეს
ობიექტი
აღნიშნულ დენს წინაღობას უქმნის. იხვნისკარტას თავის
ნისკარტზე ელექტრორეცეპტორი აქვს, რომელიც ამჩნევს
კიბოსნაირების,
ბაყაყების, პატარა თევზების და სხვა მსხვერპლის ელექტრულ
ველს. ბევრი ცხოველი მიგრაციის დროს საორიენტაციოდ
დედამიწის მაგნიტური ველის ხაზებს იყენებს (სურათი 49.5 ბ).
რკინის

3
შემცველი მინერალი მაგნეტიტი ნაპოვნია ბევრი ხერხემლიანის
ქალაში (მათ შორის ორაგულში, მტრედ ში, ზღვის კუსა და
ადამიანში), ფუტკრების მუცელში, და განსაზღვრულ
უმარტივესებსა და
პროკარიოტებში, რომლებიც ორიენტაციას დედამიწის
მაგნიტური
ველით ახდენენ. ოდესღაც მეზღვაურების მიერ კომპასად
გამოიყენებული მაგნიტი შესაძლოა ბევრი ცხოველის
საორიენტაციო მექანიზმი იყოს.

ადამიანის სხეულს აქვს უნარი, იგრძნოს მაგნიტური ველი,


რომელიც ადამიანმა მემკვიდრეობით ცხოველთა სამყაროსგან
მიიღო- ამბობენ მეცნიერები. აღნიშნულ უნარს ნავიგაციისათვის,
მტრედებით დაწყებული, კუებით დამთავრებული, უამრავი
ცხოველი იყენებს. დაფიქსირებულია ისიც, რომ რქოსანი
პირუტყვი მინდორში ყოფნისას მაგნიტური ველის
მიმართულებით სწორდება. მსგავსი რამ შემჩნეულია ძაღლებშიც.
ამ უნარის უკან მდგომ მექანიზმებზე დებატები მუდმივად
მიმდინარეობს.

ახალ ზელანდიაში აღმოჩენილი ნამარხი ხის რგოლებში


დედამიწის მაგნიტური ველის რევერსიის (შემობრუნება) ეპოქა
იკითხება. შიშველთესლოვანი მცენარის, არაუკარიას ნათესავი ხე
– Agathis australis, ანუ, მაორის ენაზე – კაური, ჩრდილოეთ
კუნძულზე ამოთხარეს, როდესაც იქაური გეოთერმული
ელექტროსადგურის მშნენებლობა დაიწყეს. ხე 8 მეტრის
სიღრმიდან ამოიღეს, მისი დიამეტრი 3 მეტრია, სიგრძე – 20
მეტრი. ნახშირბადის მეთოდით მისი ასაკი 1500 წელია, და ის
სადღაც 41-43 ათასი წლის წინათ ხარობდა.კაურის სახეობის ხის
სიცოცხლე იმ ეპოქას დაემთხვა, როდესაც დედამიწის მაგნიტური
ველი თითქმის მთლიანად მობრუნდა – სამხრეთ პოლუსი
არქტიკას მიუახლოვდა და ჩრდილოეთის პოლუსი –
ანტარქტიკას, შემდეგ კი – უკან დაბრუნდა.

სურათი ხის

You might also like