You are on page 1of 5

ორგანიზაცია არის სოციალური ერთეული, რომელიც იქმნება გარკვეული მიზნით, გააჩნია

სტრუქტურა, სტრატეგია, რესურსები, კოორდინაციას უწევს აქტივობების სისტემას და


დაკავშირებულია გარემოსთან: მომხმარებელთან, მომწოდებელთან, კონკურენტებთან,
პოლიტიკურ გარემოსთან და სხვა. ის შედგება ტოპ მენეჯმენტისგან, საშუალო
მენეჯმენტისგან, ადმინისტრაციული(უზრუნველყოფს იურიდიულ მიმართულებას)და
ტექნიკური პერსონალისგან(უზრუნველყოფენ ტექნიკურად გამართულ ფუნქციონირებას)
და სტაფისგან ანუ თანამშრომლებისგან.

ორგანიზაცია წარმატებას აღწევს, როცა თითოეული რგოლი თავის საქმეს


პროფესიონალურად ასრულებს. შემდეგ ხდება Performance management, ანუ შეფასება. კარგ
თანამშრომელს აწინაურებენ, ხოლო ცუდს-კომპანიიდან რიცხავენ.

1 სლაიდი:

მენეჯმენტი ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს მართვას; ასევე არის ბიზნესის ფილოსოფია.

მენეჯმენტი ნიშნავს დასახული მიზნების მიღწევის უნარს სხვა ადამიანების ინტელექტის და


ქცევის მოტივების გამოყენების საფუძველზე;

მენეჯმენტი მოიცავს რაღაც მოკლევადიანი მიზნისთვის შესაბამისი ორგანიზაციული


რესურსების დაგეგმვას, მართვას და კონტროლს.

2 სლაიდი:

პროექტი არის მიზნების და აქტივობების ერთობლიობა, რომლის ეფექტური მართვისთვის


საჭიროა განსაზღვრულობა, კონკრეტულობა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. მას
აქვს:

1. განსაზღვრული დასაწყისი და დასასრული, ანუ ხანგრძლივობა. ის შეიძლება იყოს


ერთთვიანი, ერთწლიანი, ათწლიანი და ა.შ.
2. განსაზღვრული უნდა იყოს ფინანსური ლიმიტები. თუ ჩვენ არ გვაქვს ფინანსური
რესურსი, უნდა მოვიპოვოთ დონორის დაფინანსება: ან ბანკის ან ფინანსური
ინსტიტუტის. საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც არის ძალიან ბევრი
ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს start upებს, ანუ დამწყებ ბიზნესმენებს. ამიტომ
ფინანსური ლიმიტები არ უნდა იყოს არც ძალიან დიდი(არ დაგიფინანსებენ) და არც
ძალიან პატარა(მიზნების მიღწევაში ვერ დაგეხმარება). ანუ ფინანსური ლიმიტები
უნდა იყოს რეალური და უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა ხარჯი ხელფასებით
დაწყებული, მასალის შესყიდვით დამთავრებული.
3. მოითხოვს ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს - ანუ მაღალკვალიფიციურ კადრებს
და ინფრასტრუქტურას, ფულს, მასალას, ტექნიკას და ა.შ
4. აღწევს სპეციფიკურ და ორგანიზაციულ მიზნებს - მიზნები უნდა იყოს
ჭკვიანური(SMART): სპეციფიკური, გაზომვადი, მიღწევადი, რეალური და
განსაზღვრული.
5. არის მულტიფუნქციური - პროექტების მენეჯერი უნდა მართავდეს ფუნქციურ
მიმართულებებს: ადამიანური რესურსების მართვას, ბუღალტერიას და ფინანსურ
მენეჯმენტს, შესყიდვებს და ლოჯისტიკას, მანუფაქტურინგს, მარკეტინგს და
გაყიდვებს და საინფორმაციო ტექნოლოგიებს.

3 სლაიდი:

სპეციფიკური უნდა იყოს, რადგან თუ არ გვექნება განსაზღვრული რა ხარჯებს და დროს


მოითხოვს, რა ადამიანური რესურსი სჭირდება, პროექტი წარმატებული ვერ იქნება.

რეალური უნდა იყოს, რადგან თუ არ გყავს ნორმალური კადრები, არ გაქვს გამოცდილება, არ


გაქვს ინფრასტრუქტურა და ფინანსები, შეუძლებელია პროექტმა მიზანს მიაღწიოს.

6 სლაიდი:

21ე საუკუნეში გლობალურ და მულტინაციონალურ კომპანიებში სავალდებულოა


მენეჯმენტის პრინციპების გამოყენება.

მე20 საუკუნის 50იან წლებში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ჩაერთო ცივ ომში.
ამერიკის სხვადასხვა დეპარტამენტი მუშაობდა ინტერკონტინენტალური ბალისტიკური
რაკეტის პროექტზე, რომლის მიზანი იყო რუსეთის შემოტევის შემთხვევაში კონტინენტის
დაცვა. მილიონობით დოლარი იხარჯებოდა მსგავს პროექტებზე, ათასობით ადამიანი
მუშაობდა და შედეგად რაკეტები მაინც უხარისხო იყო. დრო, ფული და სამუშაო ძალა
იხარჯებოდა ამაოდ, ამიტომ ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს კონცეფცია, რომელიც
მოიცავდა პროექტის მენეჯერს, ფუნქციონალურ მენეჯერს და პროფესიონალ გუნდს.
პროექტის განხორციელება მოიცავდა ხუთ ეტაპს, ოთხ ორგანიზაციულ სტრუქტურას და
ექვს რესურსს. მალევე NASA მაც მოითხოვა მენეჯმენტის კონცეფციის გამოყენება
კოსმოსური ხომალდების უსაფრთოების, მაღალი ხარისხის, ბიუჯეტის და დროის
უზრუნველსაყოფად.

მალევე აღმასრულებლები მიხვდნენ რომ პროექტის მენეჯმენტს შეუძლია ისეთი


პრობლემების დაძლევა, როგორიცაა არასტაბილური ეკონომიკა, რესურსების სიმცირე,
გაზრდილი ხარჯები, პრობლემების კომპლექსურობა, არაჯანსაღი კონკურენცია, ტექნიკური
ცვლილებები, სოციალური მოთხოვნები, ეკოლოგია და სამუშაოს ხარისხი.
7 სლაიდი:

პროექტის მენეჯერს შეადგენენ დამფუძნებელი დირექტორები და მათი მოადგილეები.


პროექტის მენეჯერის მოვალეობაა აქტივობების კოორდინირება, ინტეგრირება და
კონტროლი:

პროექტის მომხმარებლისა და ფონდის მოძიება,

პროექტის დაგეგმვა და მიმდინარეობის მართვა,

პროექტის მონიტორინგი, კონტროლი და რეპორტინგი.

ანუ ისინი ღებულობენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, მათი მართვის უნარებს და


პროფესიონალიზმს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

8 სლაიდი:

ფუნქციონალურ მენეჯერებს შეადგენენ ფინანსური მენეჯერები, IT მენეჯერები,


ადამიანური რესურსების მენეჯერები, მარკეტინგის მენეჯერები და ა.შ

მათი მოვალეობაა:

განსაზღვროს სად, როდის და როგორ მოხდება პროექტის მიზნების მიღწევა, მოიძიოს


შესაბამისი რესურსები, მოახდინოს შუალედური, მატერიალური და არამატერიალური
შედეგების დროული რეპორტინგი პროექტების მენეჯერთან.

9 სლაიდი:

გუნდის მახასიათებელია: ინოვაციურობა; მაღალი პროდუქტიულობა; გუნდური მუშაობა;


შედეგებზე ორიენტაცია; ენერგიულობა; ენთუზიაზმი და ინტერესი; მაღალი მორალი და
კორპორატიული კულტურა.

10 სლაიდი:

 პროექტების მართვის კონცეფციის გამოყენება;

 TOP Management-ის კრეატიულობა და ინოვაციურობა, ეთიკურობა და


შრომისმოყვარეობა, კონკურენტების მოგერიების და მეგობრების გაჩენის უნარი.

საშუალო მენეჯმენტის და გუნდის წევრების მიერ თავიანთი მიმართულების კარგად ცოდნა.


ასეთი ორგანიზაციები ვითარდებიან, ხსნიან ახალ ფილიალებს და იზრდება მოტივაცია.
მოტივაციას ჰქმნის: ფინანსური მოგება, პრემიები, ბონუსები, ჯილდოები და დაწინაურების
პერსპექტივა.

11 სლაიდი:

 რეალური მიზნების დასახვა;

 სწორი სტრატეგიის შერჩევა;

 სწორი რაოდენობით მაღალი ხარისხის კადრების და რესურსების შერჩევა;

 ახალი ტექნოლოგიების გამოყენება;

 გარე ფაქტორების გათვალისწინება

13 სლაიდი:

პროექტის ხუთი ეტაპი:

1. პროექტის ინიცირება - ყველაფერი იწყება ერთი ან რამდენიმე ადამიანის იდეით;


პირველ ეტაპზე ხდება ხარჯების და ბენეფიტების ანალიზი. ბენეფიტი არის ყველა ის
უპირატესობა, რასაც ჩვენ მოვიპოვებთ პროექტის განხორციელებისას: გუნდის
ფართო მასშტაბზე გაყვანა; მათი კვალიფიკაციის გაზრდა და ა.შ. ბენეფიტი უნდა
იყოს ხარჯზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში პროექტი წარუმატებელია. ინვესტორის
დაფინანსების მოძიება დღეს უკვე ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს: არიან
უამრავი უცხოელი და ქართველი ინვესტორები რომლებიც აფინანსებენ კარგ ბიზნეს
იდეას.საუკეთესო რესურსების შერჩევა - ეს გულისხმობს რომ უნდა შეარჩიო
პროფესიონალი, ვინც კონკრეტული ვიწრო სპეციალიზაციით გჭირდება. ცუდი
თანამშრომელი ხელს შეუშლის არამარტო პროექტების მიზნების მიღწევას, არამედ
მთლიანი გუნდის ეფექტურობას. უნდა შევარჩიოთ კარგი HR მენეჯერი,
პროფესიონალი IT მენეჯერი, მარკეტინგის სპეციალისტი, თანამშრომელი, რომელიც
ფინანსური რისკების და ანალიზის სპეციალისტია და ა.შ

2. პროექტის დაგეგმვა - რა უნდა გაკეთდეს მიზნის მისაღწევად; პროექტის


დოკუმენტების შეგროვება: Statement of works, statement of objectives, work breakdown
structure(დოკუმენტები, რომლებიც უნდა შეიქმნას პროექტის დაწყებამდე). პროექტის
გრაფიკის და ბიუჯეტის შექმნა, რისკების შეფასება, დროის და ხარჯების განსაზღვრა,
პროდუქტის ხარისხის, რესურსების რაოდენობრივი და ფუნქციონალური
მახასიათებლების შეფასება.
3. პროექტის განხორციელება - ამის პარალელურად ხდება კონტროლი.ანუ იმისთვის
რომ იდეა იდეად არ დარჩეს, აუცილებელია გუნდის წევრების შერჩევა,
კონტრაქტების გაფორმება, კრიზისების მართვა, რესურსების შესყიდვა, ტენდერებში
მონაწილეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების შერჩევა და ა.შ
4. პროექტის მონიტორინგი და კონტროლი-ბიუჯეტისა და რესურსების კონტროლი,
დაგეგმილი შედეგების შედარება რეალურთან. გრაფიკის კონტროლი, რისკების
კონტროლი, ცდომილების ანალიზი და შექმნილი პროდუქციის ხარისხი(ის უნდა
შეესაბამებოდეს მომხმარებლის მოთხოვნებს. ამისთვის ძალიან კარგად უნდა
შევისწავლოთ მომხმარებლის მოთხოვნები -you attitude, ანუ მომხმარებელს მისი
სურვილისამებრ უნდა შევთავაზოთ პროდუქცია და არა ჩვენი ფინანსური
მოგებისთვის.
5. პროექტის დასრულება/ რეპორტინგი - რეპორტინგი არის ყველა პროექტის
დასკვნითი ნაწილი. ყველა პროექტი იწყება იდეით და მთავრდება რეპორტით.
რეპორტი არის არამარტო ფინანსური რეპორტინგი, დასკვნითი ანგარიში ან
მომხმარებლის კმაყოფილების შესწავლა, არამედ იმის შეფასება თუ როგორ წავიდა
კომპანია წინ.

სლაიდი 19:
 კონცეპტუალური ეტაპი: Start up, იდეა, ინვესტიციის მოძიება;
 დაგეგმვის პერიოდი: ფუნქციონალური კვლევა, ინვესტიცია;
 ტესტირების ეტაპი: მომხმარებლის და ბაზრის წილის მოპოვება;
 დაფუძნების ზრდის ეტაპი: სტაბილური მოგება, ინვესტირებული კაპიტალის
დაბრუნება, ინოვაციის შესაძლებლობები, პროდუქტების/სერვისების
გამრავალფეროვნება, დიფერენციაცია ;
 დასკვნითი ეტაპი: შესაძლებლობების შემცირება, ფინანსური მოგების შემცირება,
სხვა უფრო მომგებიანი ინდუსტრიის მოძიება, სხვა ინდუსტრიაზე გადასვლა.

You might also like