You are on page 1of 3

1

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი

ტესტი

1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ


კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები:

ა) მხოლოდ ამ მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეებისათვის


ბ) მხოლოდ ამ სახელმწიფოს მოქალაქეებისა და მუდმივად მცხოვრები პირებისათვის
გ) ამ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირისათვის
დ) ამ სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი ყველა პირისათვის, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აქვთ ორმაგი
მოქალაქეობა

2. ადამიაის უფლებათა ევროპული კონვენცის მიღებულია:

ა) 1966 წელს
ბ) 1948 წელს
გ) 1950 წელს
დ) 1945 წელს

3. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით შექმნილია

ა) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი


ბ) ადამიანის უფლებათა კომიტეტი
გ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
დ) ადამიანის უფლებატა საბჭო

4. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოქმები აწესრიგებენ

ა) მხოლოდ არსებით უფლებებს


ბ) არსებით უფლებებსა და სასამართლოს ფუნქციონირების პროცედურულ საკითხებს
გ) სასამართლოს ფუნქციონირების მხოლოდ პროცედურულ საკითხებს
დ) მხოლოდ მოსამართლეთა არჩევის პროცედურას

5. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცის არის:

ა) სარეკომენდაციო საერთაშორისო ხელშეკრულება


ბ) სარეკომენდაციო რეზოლუცია
გ) იურიდიულად სავალდებულო რეზოლუცია
დ) საერთაშორისო ხელშეკრულება

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კომპეტენციაში შედის

ა) სახელმწიფოთა პერიოდული ანგარიშების განხილვა


ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საჩივრების განხილვა
გ) სახელმწიფოთაშორისი და ინდივიდუალური საჩივრების განხილვა
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებების მიღება

7. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეიძლება მიმართოს

ა) სახელმწიფომ ინდივიდის წინააღმდეგ


ბ) სახელმწიფომ პირთა ჯგუფის წინააღმდეგ
გ) ინდივიდმა ინდივიდის წინააღმდეგ
დ) ინდივიდმა სახელმწიფომ წინააღმდეგ

8. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ძალაში შევიდა


2
ა) 1976 წელს
ბ) 1950 წელს
გ) 1953 წელს
დ) 1983 წელს

9. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ძალაში შევიდა საქართველოსათვის

ა) 1991 წელს
ბ) 1998 წელს
გ) 1999 წელს
დ) 2000 წელს

10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შედგება

ა) 18 მოსამართლისაგან
ბ) მოსამართლეთა იმ რაოდენობისაგან, რაც თანაბარია კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობისა
გ) 15 მოსამართლისაგან
დ) მოსამართლეთა იმ რაოდენობისაგან, რაც თანაბარია ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოთა რაოდენობისა

11. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ინდივიდუალური საჩივრით შეიძლება მიმართოს

ა) სახელმწიფომ
ბ) არასამთავრობო ორგანიზაციამ
გ) საერთაშორისო სამთავრობათაშორისმა ორგანიზაციამ
დ) ადგილობრივმა თვითმმართველობის ორგანომ

12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის ინდივიდუალური საჩივნით მიმართვის უფლება აქვს

ა) პირს მხოლოდ იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომლიც მოქალაქეს ის არის


ბ) ნებისმიერ პირს ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც დაარღვია მისი უფლებები
გ) პირს ნებისმიერი მონაწილე სახელწიფოს წინააღმდეგ, რომელშიც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები
დ) პირს ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელმაც დაარღვია მისი უფლებები

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსათვის ინდივიდუალური საჩივნით შეიძლება მიემართოს, თუ

ა) საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას, რომელიც მოხდა კონკრეტული
სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ
ბ) საჩივარი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას რომელიც მოხდა კონკრეტული
სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლამდე
გ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას, რომელის მოხდა კონკრეტული სახელმწიფოს ევროპის
საბჭოში გაწევრიანებამდე
დ) ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევას, რომელის მოხდა კონკრეტული სახელმწიფოს მიერ
კონვენციის რატიფიციარებამდე

14. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფუნქციაა:

ა) ზედამხედველობა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე


ბ) არსებითად საქმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
გ) საქმეზე დასაშვებობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
დ) ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს არ ეკისრება ფუნქცია ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებით

15. საქართველოს სასამართლოში ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი

ა) უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ევროპული კონვენციის განმარტების საშუალება


ბ) არ უნდა იყოს გამოყენებული, თუ ადვოკატი თავის არგუმენტს არ ასაბუთებს ევროპული კონვენციის პრეცედენტულ
სამართალზე დაყრდნობით
3
გ) არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან საქართველო არ არის პრეცედენტული სამართლის ქვეყანა
დ) უნდა იყოს გამოყენებული, თუ იგი ადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო დაბალ სტანდარტს, ვიდრე
საქართველოს კანონმდებლობა

16. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეიძლება მიემართოს, თუ:

ა) უმაღლესი სასამართლო ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გასულია 4 თვე


ბ) უმაღლესი სასამართლო ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან არ არის გასული 6 თვე
გ) უმაღლესი სასამართლო ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გასულია 6 თვე
დ) უმაღლესმა სასამართლოს ინსტანციამ არ აკრძალა ევროპული სასამართლოსათვის მიმართვა

17. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ა) აუქმებს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას


ბ) არის მეოთხე ინსტანცია
გ) არის კვაზიიურიდიული ორგანო
დ) არის ორგანო, რომლიც გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულოა მოპასუხე სახელმწიფოსათვის

18. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეიძლება მიემართოს, თუ:

ა) ამოწურულია ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი დაცვის ყველა საშუალება


ბ) სახელმწიფო, რომლიც წინააღმდეგ იგზავნება საჩივარი ხელშეკრულების მონაწილე არ არის
გ) საჩივარი ეხება სახელწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ უფლებას
დ) უმაღლესი სასამართლო ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გასულია 6 თვე

19. ადამიანის უფლებათა ეფვროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

ა) იურიდიულად სავალდებულოა კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოსათვის, რომელიც კონკრეტული სასამართლო


დავის მხარეა
ბ) სარეკომენდაციოა კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოსათვის, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს სახელმწიფო
კონკრეტული სასამართლო დავის მხარე
გ) სარეკომენდაციოა კონვენციის მონაწილე ყველა სახელმწიფოსათვის, რომელიც კონკრეტული სასამართლო დავის მხარეა
დ) იურიდიულად სავალდებულოა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყველა მონაწილე სახელმწიფოსათვის,
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ეს სახელმწიფო კონკრეტული სასამართლოს დავის მხარე

20. სახელმწიფოთაშორისი საჩივრით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შეიძლება მიმართოს:

ა) ინდივიდთა ჯგუფმა
ბ) ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელიც თვლის, რომ კონვენციის მონაწილე სახელმწიფო არღვევს კონვენციით
გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს
გ) კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ, რომელიც თვლის, რომ კონვენციის მონაწილე სხვა სახელმწიფო არღვევს
კონვენციით გათვალისწინებული უფლებებსა და თავისუფლებებს
დ) კონვენციის მონაწილე სახელმწიფომ ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც არღვევს კონვენციით
გათვალისწინებულ უფლებებსა და თავისუფლებებს

You might also like