You are on page 1of 5

ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსი

ხშირად დასმული კითხვები

1. შესაძლებელია თუ არა „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსში“


ორგანიზაციებმა მონაწილეობა მიიღონ კოალიციურად?

√ დიახ, შესაძლებელია.

2. რა ენებზე ივსება „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ განაცხადი?

√ ქართულ, ინგლისურ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე.

3. სავალდებულოა თუ არა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ვიდეოს გამოგზავნა?

√ არ არის სავალდებულო.

4. ენიჭება თუ არა პრიორიტეტი წერილობით ან ვიდეოს სახით წარდგენილ განაცხადებს?

√ განაცხადის წარდგენის რომელიმე ფორმას შეფასების პროცესში პრიორიტეტი არ


მიენიჭება.

5. რამდენად შესაძლებელია „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო“ კონკურსთან


დაკავშირებული შეკითხვების სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე გამოგზავნა?

√ შესაძლებელია.

6. როდის არის „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსთან“ დაკავშირებული


შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა?

√ 2022 წლის 30 მაისი. სასურველია, კითხვები დროულად გამოგზავნოთ, რომ მათზე


პასუხების გაცემისთვის გვქონდეს საკმარისი დრო.

7. შესაძლებელია თუ არა „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსში“


მონაწილეობა მიიღოს ახლადდაარსებულმა ორგანიზაციამ?

√ დიახ, შესაძლებელია. საგრანტო კონკურსი ამ მხრივ რაიმე შეზღუდვას არ


ითვალისწინებს.

8. უპირატესობა მიენიჭებათ თუ არარეგისტრირებულ ორგანიზაციებს?

√ საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეფასება არ ხდება იმის მიხედვით,


რეგისტრირებულია თუ არა განმცხადებელი.
9. შესაძლებელია თუ არა ერთმა და იმავე განმცხადებელმა რამდენიმე განაცხადი
წარადგინოს?

√ დიახ, შესაძლებელია.

10. შესაძლებელია თუ არა ერთმა და იმავე განმცხადებელმა მონაწილეობა მიიღოს EWMI-ის


მიერ გამოცხადებულ რამდენიმე კონკურსში?

√ დიახ, შესაძლებელია.

11. რამდენი ადამიანისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განაცხადის წარდგენა


„ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსში“?

√ საინიციატივო ჯგუფის წევრების რაოდენობა უნდა აღემატებოდეს ერთს.

12. დაფინანსდება თუ არა ადვოკატირების კამპანიები „ინოვაციებისა და გამოწვევების


საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში?

√ დიახ.

13. რამდენად პრიორიტეტულია ახალგაზრდების განვითარების კუთხით პროექტები?

√ „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსისთვის“ პრიორიტეტულია


აქტუალური პრობლემის გარშემო მოქალაქეების, მათ შორის, ახალგაზრდების
მობილიზების ხელშეწყობა.

14. პრიორიტეტი არის თუ არა სოფლებში მუშაობა?

√ როგორც საგრანტო პროგრამის აღწერაშია აღნიშნული, პრირიტეტულია ისეთი


თემები (რეგიონები, ქალაქები, სოფლები), სადაც სამოქალაქო ჩრთულობის კუთხით
ყველაზე მეტი გამოწვევაა.

15. რამდენად შესაძლებელია მედიასაშუალებების დაფინანსება „ინოვაციებისა და


გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში?
√ შესაძლებელია, თუმცა, სასურველია, რომ მედიასთან თანამშრომლობა და
პროექტის აქტივობების მედიაგაშუქება მხოლოდ დაფინანსებული გადაცემებით,
სიუჟეტებითა და სტატიებით არ შემოიფარგლოს.

16. ენიჭება თუ არა „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში


რომელიმე რეგიონს პრიორიტეტი?

√ არა.
17. რამდენი გრანტი გაიცემა თითოეულ რეგიონში?

√ საგრანტო კომისია დაფინანსების გაცემის პროცესში რეგიონული განაწილების


პრინციპით არ იხელმძღვანელებს.

18. რამდენად შესაძლებელია აქტივობების ნაწილის აფხაზეთში განხორციელება?

√ შესაძლებელია.

19. შესაძლებელია თუ არა თბილისში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა საგრანტო


დაფინანსების ფარგლებში რეგიონებში იმუშაონ?

√ დიახ, შესაძლებელია.

20. დაფინანსდება თუ არა „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“


ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობისთვის დანადგარების/აღჭურვილობის შესყიდვა?

√ არა, „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში


ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო დანადგარების შეძნება არ
დაფინანსდება.

21. დასაშვებია თუ არა ბიუჯეტში ისეთი ხარჯის გაწევა, რომელიც განაცხადზე თანდართულ
ფორმაში არ არის წარმოდგენილი?

√ დიახ. განაცხადზე თანდართული ბიუჯეტის ფორმა მხოლოდ საილუსტრაციო


ხასიათისაა, შესაბამისად, მისი საჭიროებისამებრ მოდიფიცირება დაშვებულია.

22. დასაშვებია თუ არა პროექტის ბიუჯეტში საკონსულტაციო მომსახურების


გათვალისწინება?

√ დიახ, დასაშვებია.

23. დასაშვებია თუ არა პროექტის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ხარჯის


გაწევა?

√ გააჩნია, რა იგულისხმება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში და რამდენად


მასშტაბურია შესასრულებელი სამუშაო.

24. დასაშვებია თუ არა პროექტის ბიუჯეტში სამშენებლო ხარჯის გაწერა?

√ არა, სამშენებლო ხარჯები „ინოვაციებისა და გამოწვევების საგრანტო კონკურსის“


ფარგლებში არ დაფინანსდება.

25. ბიუჯეტის რა პროცენტს უნდა მოიცავდეს ადმინისტრაციული ხარჯები?

√ ბიუჯეტის პუნქტებს შორის ხარჯების განაწილების პროცენტული შეზღუდვა არ


არსებობს.
26. დასაშვებია თუ არა პროექტის ბიუჯეტიდან ტექნიკის შეძენა?

√ დიახ, დასაშვებია.

27. შესაძლებელია ბიუჯეტში მცირე გრანტების გაცემის კომპონენტის გათვალისწინება?

√ არა.

28. დასაშვებია თუ არა სერვის კონტრაქტის დადება კონკრეტული მომსახურების შესყიდვის


მიზნით?

√ დიახ, დასაშვებია.

29. საინიციატივო ჯგუფის დაფინანსების სქემის შემთხვევაში ვინ ახორციელებს


მოლაპარაკებებს საქონლისა და მომსახურების კონკრეტულ მომწოდებლებთან?

√ მოლაპარაკებებს აწარმოებს საინიციატივო ჯგუფი, ხოლო გადარიცხვას


ახორციელებს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი“.

30. საინიციატივო ჯგუფის დაფინანსების შემთხვევაში როგორ იქნება მოგვარებული


ფინანსური მენეჯმენტის საკითები?

√ საინიციატივო ჯგუფის დაფინანსების შემთხვევაში ყველა საჭირო შესყიდვას


(თანხების გადარიცხვას ინვოისებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე)
„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ საგრანტო განყოფილება
განახორციელებს.

31. ორგანიზაციის დაფინანსების მიღების შემთხვევაში თანხის გადმორიცხვა როგორ ხდება?

√ ტრანშების სახით, შესაბამისი ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

32. შესაძლებელია თუ არა პროექტის ბიუჯეტში ტრენეტად საჯარო მოხელეს მოწვევა?

√ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია საჯარო მოხელისთვის ჰონორარის


გაცემა, თუ პროექტის ფარგლებში შერულებული სამუშაო არ ემთხვევა მის ფუნქციებსა და
პასუხისმგებლობებს საჯარო სამსახურში. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი
საქმიანობა (მაგ: ტრენინგი) არ უნდა განხორციელდეს მისი ოფიციალური სამუშაო საათების
პერიოდში.

33. დასაშვებია თუ არა საჯარო მოხელისთვის გაწეული საექსპერტო მომსახურების ხარჯის


ანაზღაურება?

√ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია საჯარო მოხელისთვის ჰონორარის


გაცემა, თუ პროექტის ფარგლებში შერულებული სამუშაო არ ემთხვევა მის ფუნქციებსა და
პასუხისმგებლობებს საჯარო სამსახურში. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი
საქმიანობა (საექსპერტო მომსახურება) არ უნდა განხორციელდეს მისი ოფიციალური
სამუშაო საათების პერიოდში.

34. რა შემთხვევაში შეუძლია საჯარო მოხელეს პროექტის ფარგლებში ანაზღაურების აღება?

√ საჯარო მოხელესთვის ხელფასის გადახდა აკრძალულია მოცემული საგრანტო კონკურსის


ფარგლებში. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია საჯარო მოხელის დაქირავება
გარკვეული ექსპერტული საქმის შესასრულებლად დადგენილი პირობებით (იხ. პასუხი
ზედა კითხვაზე).

35. შესაძლებელია თუ არა პროექტის აქტივობებში არასრულწლოვანი მოხალისეების


ჩართვა?

√ შესაძლებელია, მეურვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.

You might also like