You are on page 1of 3

სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის

საგრანტო პროგრამა
ხშირად დასმული კითხვები

1. კითხვა: საგრანტო განაცხადის შემოტანა გვინდა ორ ორგანიზაციას კოალიციურად.


აუცილებელია, რომ ერთ-ერთი იყოს წამყვანი და მეორე პარტნიორი? გრანტის მიღება
მხოლოდ ერთ ორგანიზაციას შეუძლია თუ ორივეს? ასევე, შეიძლება თუ არა,
დანართის სახით დამატებით დოკუმენატაციის წარმოდგენა (მაგალითად რეზიუმე).

პასუხი: ორმა ორგანიზაციამ შეგიძლიათ შემოიტანოთ კოალიციური პროექტი.


აქედან ერთი ორგანიზაცია იქნება გრანტის მიმღები („წამყვანი ორგანიზაცია“), ხოლო
მეორე ორგანიზაცია უნდა იყოს მითითებული პარტნიორად. პროექტის აქტივობებში
უნდა ჩანდეს ორივე ორგანიზაციის როლი. გრანტის თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ
წამყვანი ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერებისთვის, ან კოალიციის
ინსტიტუციური გაძლიერებისთვის და ბიუჯეტი გაიხარჯოს ორივე ორგანიზაციის
მიერ განსახორციელებელი აქტივობებისთვის. რაც შეეხება რეზიუმეებს, დიახ,
სასურველია განაცხადს თან ახლდეს პროექტში ჩართული ძირითადი გუნდის და
მკლევრების რეზიუმეები.

2. კითხვა: უნივერსიტეტებს თუ შეუძლიათ Strategic Support and Policy Grant Program-ზე


განაცხადის გაკეთება?

პასუხი: "სტრატეგიული მხარდაჭერის და პოლიტიკის კვლევის გრანტის" მიმღები


შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული სამოქალაქო
საზოგადოების/არასამთავრობო ორგანიზაციები, ან კოალიციები. აკადემიური
დაწესებულება/უნივერსიტეტი შესაძლებელია იყოს აპლიკანტი არასამთავრობო
ორგანიზაციის პარტნიორი და ჩართული იყოს პროექტის სხვადასხვა აქტივობის
განხორციელებაში. აქტივობების მაგალითები მოყვანილია საგრანტო კონკურსის
შესახებ ინფორმაციასა (RfA) და მის დანართებში.

3. კითხვა: ჩვენ ვართ კახეთში მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია.


2009 წლიდან ვმუშაობთ ადგილზე, ძირითადად პანკისის ხეობაში არაერთი
მიმართულებით. გვაქვს ასევე გამოცდილება ადვოკატირების პროექტების
განხორციელებაში, თუმცა არ გვაქვს რაიმე სახის კვლევები განხორციელებული.
კითხვა: გვსურს განაცხადის გაკეთება სტრატეგიული მხარდაჭერის და პოლიტიკის
კვლევის საგრანტო კონკურსზე.  აუცილებელია რომ ჩვენ დავიპარტნიოროთ
კვლევითი ორგანიზაცია, თუ შესაძლებელია რომ ჩვენი შიდა რესურსი გავაძლიეროთ
ამ მხრივ და ეს გამოვიყენოთ? 

პასუხი: სტრატეგიული მხარდაჭერის და პოლიტიკის კვლევის საგრანტო კონკურსი


გათვლილია ჯანდაცვის, განათლების და სოციალური პოლიტიკის სფეროში
მომუშავე ან კვლევითი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
გრანტის მიმღებმა აუცილებლად უნდა განახორციელოს კვლევები. სხვა ტიპის
ორგანიზაციები, მათ შორის რეგიონული ორგანიზაციები, რომლებიც არ მუშაობენ
უშუალოდ ამ თემებზე, შეიძლება იყვნენ მათი პარტნიორები. დამატებითი
ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ზუმის შეხვედრის ვიდეოში, რომელიც
განთავსებულია ჩვენს ფეისბუკის გვერდზე.

4. კითხვა: ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს შშმ პირთა, მათ შორის შშმ ბავშვების
უფლებების დაცვასა და ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე. ვართ სოციალური
სერვისების  მომწოდებელი. ასევე, ორგანიზაციაში ფუნქციონირებს ახალგაზრდული
მიმართულება სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით. განვიხილეთ გამოცხადებული
საგრანტო პროგრამის შესახებ ინფომაცია და ვფიქრობთ შემოვიტანოთ პროექტი.
თუმცა კონკრეტულად განათლების, ჯანდაცვის სფეროში არ ვმუშაობთ. თუ
შეიძლება გვაცნობეთ შესაძლებელია თუ არა ჩვენი ორგანიზაციისათვის კონკურსში
მონაწილეობა

პასუხი: კონკრეტული საკითხები, რომელზეც განაცხადები მიიღება, შეგიძლიათ


იხილოთ საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციის პირველ და მეორე დანართებში,
სადაც მოცემულია მოქალაქეებთან ფოკუსჯგუფების, ასევე ექსპერტებთან და საჯარო
მოხელეებთან გამართული კონსულტაციების დროს გამოვლენილი პრიორიტეტების
შესახებ ინფორმაცია. ჯანდაცვის და განათლების გარდა, პრიორიტეტული სფეროა
ასევე სოციალური დაცვა, მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

5. კითხვა: მოიაზრება თუ არა პროფესიული სასწავლო კურსის დაფინანსება


სამედიცინო სფეროში, ასევე უცხოელი ექსპერტის ჩართვა ამ სასწავლო კურსში?
პასუხი: სტრატეგიული მხარდაჭერის და პოლიტიკის კვლევის გრანტი
გათვალისწინებულია ჯანდაცვის პოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო
ორგანიზაციების განვითარებისთვის, ასევე შესაბამისი კვლევების, ადვოკატირების
და კომუნიკაციის აქტივობებისთვის. გრანტით ვერ დაფინანსდება ჰუმანიტარული
საქმიანობა ან ტრენინგი, როგორც ძირითადი კომპონენტი, და მასთან
დაკავშირებული აქტივობები ან მგზავრობა/მივლინება.

6. Question: Does the program have to include research activities?  Our team considers applying
to get funding for the creation of educational videos, concerning English language education. 
Answer: Yes, policy research and/or analysis is required as a key component of any proposal
submitted under the SSPG program.

7. Question: We note that Strategic Support & Policy Grants (SSPG) Program invites Georgian
civil society organizations to submit their grant applications. Is this RFA open to local entities
only or will USAID consider locally established partners as well?
Answer: This RfA is open to Local Entities only.

You might also like