You are on page 1of 3

ნიუტონის კანონები

შემაჯამებელი წერა:

ყველა დეტალზე გამახვილება ყურადღების

აქვს თუ არა მნიშვნელობა როგორ ჩამოვაყალიბებთ ნიუტონის კანონებს?

ნიუტონის პირველი კანონი:


1. რა არის მექანიკის ძირითადი ამოცანა? დროის ნებისმიერ მომენტში სხეულის
კოორდინატების პოვნა
2. რისი ცოდნაა აუცილებელი მექანიკის ძირითადი ამოცანის ამოსახსნელად?
აჩქარების
3. რისი ტოლია წრფივი თანაბარაჩქარებული სხეულის აჩქარება? ნულისგან
განსხვავებული რიცხვის
4. რისი ტოლია წრფივი თანაბარი მოძრაობის აჩქარება? ტოლია ნულის
5. საითაა მიმართული წრეწრირზე თანაბრად მოძრავი სხეულის აჩქარება?
წრეწირის ნებისმიერ წერტილში ცენტრისკენაა მიმართული
6. რა კითხვას სცემს პასუხს ნიუტონის პირველი კანონი? როდის, რა შემთხვევაში
ინარჩუნებს სხეული სიჩქარეს?
7. ჩამოაყალიბე ნიუტონის პირველი კანონი: სხეული უძრაობას ინარჩუნებს
(სიჩქარეს ინარჩუნებს), თუ მასზე სხვა სხეულები არ მოქმედებს ან სხვა სხეულების
მოქმედება ერთმანეთს აწონასწორებს
8. რას ამტკიცებდა არისტოტელე? თუ ცხენი აღარ გასწევს საზიდარს, საზიდარი
გაჩერდება
9. რა დაამტკიცა გალილეო გალილეიმ? თუ ცხენი აღარ გასწევს საზიდარს,
საზიდარმა უნდა განაგრძოს მოძრაობა
10. რატომ ჩერდება საზიდარი, როცა მას ცხენი აღარ ეწევა? იმიტომ, რომ მის
მოძრაობას ხელს უშლის დედამიწის ზედაპირი. თუ წინააღმდეგობა არ იქნებოდა
სხვა სხეულების მხრიდან, საზიდარი მუდმივად განაგრძობდა მოძრაობას ცხენის
გარეშეც
11. ვინ ეთანხმებოდა გალილეო გალილეის? ისააკ ნიუტონი
12. რა ეწოდება ნიუტონის პირველ კანონს სხვანაირად? მექანიკის პირველი
კანონი და ინერციის კანონი
13. რას ეწოდება ინერციით მოძრაობა? თუ სხეული განაგრძობს მოძრაობას სხვა
სხეულების ზემოქმედების შეწყვეტის შემდეგ და ინარჩუნებს სიჩქარეს
14. რას ეწოდება ინერტულობა? სხეულის მისწრაფებას შეინარჩუნოს სიჩქარე
15. დაასახელე სხეული, რომელიც დედამიწასთან დაკავშირებულ ათვლის
სისტემაში სიჩქარეს ინარჩუნებს, უძრავია: სახლი, ხე
16. დაასახელე სხეული, რომელიც დედამიწასთან დაკავშირებულ ათვლის
სისტემაში სიჩქარეს ინარჩუნებს, წრფივად და თანაბრად მოძრაობს:
17. წარმოიდგინე, რომ ბურთი მოედანზე უძრავად დევს, რას მივიჩნევთ ათვლის
სხეულად? დედამიწას
18. რა არის საჭირო ბურთის უძრაობის მდგომარეობიდან გამოსაყვანად? რაიმე
ძალა, რომელიც მასზე იმოქმედებს (სიმძიმის ძალა არა, ეს ისედაც მოქმედებს)
19. ბურთულა საკიდზე უძრავად ჰკიდია, რა ძალა მოქმედებს მასზე? სიმძიმის
ძალა
20. წიგნი მაგიდაზე უძრავად დევს, რა მოუვა მას თუ მაგიდას გამოაცლი? იატაკზე
დაეცემა
21. როგორ ფიქრობ, დაირღვეოდა თუ არა წიგნისა და ბურთულის უძრაობა,
მაგიდისა და საკიდის ნაცვლად, დედამიწის გამოცლა რომ შეგვძლებოდა?
22. თუ სხეულის სიჩქარის მოდული უცვლელია და ის წრფივად წინ და უკან
მოძრაობს, სიჩქარეს ინარჩუნებს?
23. მოდულით მუდმივი სიჩქარე ითლება, რომ სხეული სიცქარეს ინარჩუნებს?

მასა - ინერტულობის ზომა

1. შეიძლება თუ არა დედამიწაზე ისეთი პირობა შექმნა, რომ არცერთმა ძალამ


არ იმოქმედოს სხეულზე? არა
2. რა არის საჭირო სხეულის სიჩქარის შესაცვლელად? ძალა და დრო
3. რა არის საჭირო სხეულის სიჩქარის გარკვეული სიდიდით შესაცვლელად?
მოცემული ძალა სხეულზე რარაც დროის განმავლობაში უნდა მოქმედებდეს.
ამასთან, რაც უფრო ინერტულია სხეული, მით მეტია ეს დრო
4. როდისაა სხეული მეტად ინერტული? როცა სხეულთა ურთიერთქმედებისას
სხეულის სიჩქარე მეტად იცვლება
5. რომელ სხეულებს ახასიათებთ ინერტულობა? ყველა სხეულის მახასიათებელი
თვისებაა
6. რა არის ინერტულობის საზომი ერთეული? მასა
7. ორი ურთიერთქმედი სხეულიდან პირველის აჩქარება მეტია მეორის
აჩქარებაზე, მათი აჩქარებები დადებითია, რომელს აქვს მეტი მასა? მეორეს
8. ორი ურთიერთქმედი სხეულიდან პირველის აჩქარება მეტია მეორის
აჩქარებაზე, მათი აჩქარებები უარყოფითია, რომელს აქვს მეტი მასა? მეორეს
9. მეშვიდე ამოცანის მიხედვით ჩამოაყალიბე დებულება: ორი ურთიერთქმედი
სხეულიდან მეტი მასა აქვს იმ სხეულს, რომლის სიჩქარეც ნაკლებად იცვლება
10. რა არის მასის ერთეული SI სისტემაში? კილოგრამი
11. როგორი დამოკიდებულებაა ურთიერთმოქმედი სხეულების მასებსა და
აჩქარების მოდულებს შორის? უკუპროპორციული
12. ჩამოაყალიბე აჩქარების მოდულებისა და სხეულების მასების
დამოკიდებულების დებულება: რამდენჯერაც მეტია ერთი სხეულის მასა
მეორეზე, იმდენჯერ ნაკლებად იცვლება მისი სიცქარის მოდული
ურთიერთქმედებისას
13. ხშირად საწვავის ეკონომიის მიზნით, მძღოლები გამორთული ძრავით
გადაადგილდებიან, შეიძლება თუ არა მთელ გზაზე ასე სსიარული და რითი
ახსნი ასე გადაადგილებას? ინერციით მოძრაობს და მთელ გზაზე ასე ვერ
იმოძრავებს და საბოლოოდ, მანქანა გაჩერდება
14. რატომ იხრებიან მგზავრები წინ, როცა ავტომანქანა ამუხრუჭებს? ინერცია
15. რატომაა აუცილებელი უსაფრთხოების ღვედის კეთება? ინერციით რომ არ
გადავრდე წინ, თუნდაც ძლიერი დამუხრუჭებისას

რაც მეტად ინერტულია სხეული, მეტია მასა, დრო, ძალა, ხოლო ნაკლებია სიჩქარე

რაც ნაკლებად ინერტულია სხეული, ნაკლებია მასა, დრო და ძალა, თუმცა მეტია
სიჩქარე

ნიუტონის მეორე კანონი

1. რა არის სხეულის სიჩქარის შეცვლის მიზეზი? არის ძალა


2. რა არის აჩქარების გამომწვევი მიზეზი? არის ძალა
3. რა ხდება სხეულზე ძალის მოქმედების შედეგად? იცვლება სიჩქარე
4. როდის მოძრაობს სხეული აჩქარებულად? როცა მასზე მოდებულია ძალა და ის
გაწონასწორებული არ არის
5. რა განსაზღვრავს აჩქარების მოდულსა და მიმართულებას? ძალის მოდული და
მიმართულება
6. თუ გაუწონასწორებული ძალა უარყოფითია, როგორი იქნება აჩქარება?
გააჩნია რომელი ძალაა, დადებითიც შეიძლება და უარყოფითიც
7. როგორი დამოკიდებულებაა აჩქარების მოდულსა და მასას შორის? რაც უფრო
მეტია სხეულის აჩქარების მოდული, მით ნაკლებია მისი მასა, ანუ ნაკლებად
ინერტულია
8. რა კითხვას პასუხობს ნიუტონის მეორე კანონი? რა შემთხვევაში მოძრაობს
სხეული აჩქარებულად?
9. რას გამოხატავს ნიუტონის მეორე კანონი? სხეულის აცქარების
დამოკიდებულებას სხეულზე მოქმედ ძალასა და სხეულის მასაზე
10. ჩამოაყალიბე ნიუტონის მეორე კანონი? სხეულის აჩქაება
პირდაპირპროპორციულია აჩქარების გამომწვევი ძალისა და უკუპროპორციულია
სხეულის მასისა
11. რა ფორმულა დგება ნიუტონის მეორე კანონის მიხედვით? a=F/m
12. რა გამომდინარეობს ნიუტონის მეორე კანონიდან? სხეულზე მოქმედი ძალა
ტოლია სხეულის მასისა და აჩქარების ნამრავლის

You might also like