You are on page 1of 5

ანგელიკი ზიაკა

14 მაისი 2021

ისლამი, ევროპა და დემოკრატია: გამოწვევები და პერსპექტივები

რომელია ისლამის კავშირი ევროპასა და დემოკრატიასთან? თანამედროვე


ეპოქაში ეს შეკითხვა ისმება, როგორც განსახილველი საკითხი და წარმოაჩენს
წინააღმდეგობას ორ, ნაწილობრივ ხელოვნურად შექმნილ, სამყაროს შორის: ევროპის
დემოკრატიულ და სეკულარულ სამყაროსა და ისლამის რელიგიურ და ავტორიტარულ
სამყაროს შორის. ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისას მოვიშველიებთ რამდენიმე
ისტორიულ და პოლიტიკურ-რელიგიურ მაგალითს, საკითხის სირთულის საჩვენებლად,
კომუნიკაციის ისტორიული და საზოგადოებრივი მრავალფეროვნების დასამტკიცებლად
და ამ „ორ სამყაროს“ შორის არსებული წინააღმდეგობის წარმოსაჩენად. ამგვარი
განხილვით შესაძლებელი გახდება საკითხის ვრცლად გაცნობა და იმის აღმოჩენა, რომ
ევროპაც და ე.წ. „ისლამური სამყაროც“ არაერთგვაროვანია. დაისმება ისეთი საკითხები,
რომლებიც ტერმინების – „ისლამი“, „ევროპა“ და „დემოკრატია“ – კონცეპტუალური
გამოყენებით წარმოიქმნება, რომელიც ხაზს უსვამს პოლიტიკურ, კულტურულ და
რელიგიურ სხვადასხვაობებს და წარმოქმნის პოლიტიკური და რელიგიური
კონფლიქტების მოდელებს, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე გზას კი ვერ
გვთავაზობს.

პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ არსებით განსხვავებებს


ისეთ საკითხებში, როგორებიცაა კანონმდებლობა, პოლიტიკური სისტემა და რელიგიის
გამოყენება. ეს განსხვავებები სხვადასხვა საბაბით შესამჩნევია ევროპის შიგნით,
რომელიც თავის დღევანდელ სახელმწიფოებში თავს უყრის ცალკეულ ისტორიულ და
რელიგიურ წარმომავლობებს. ეს განსხვავებები ასევე შესამჩნევია ისლამის არსებობით
უკვე IX საუკუნიდან მოყოლებული ანდალუსიასა და სიცილიაზე, შემდეგ ბალკანეთსა და
ყველა თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში. ჩვენი პოზიცია არის კრიტიკული იმ
თეზასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია ევროპის მუსულმანების, როგორც
ისლამის მიმდევრების, ჰარმონიული ინტეგრირება ევროპულ საზოგადოებებში, იმ
მიზეზით, რომ ისლამი ვერ ერგება დემოკრატიასა და სეკულარულ სახელმწიფოს.

„რომელია ისლამის კავშირი ევროპასა და დემოკრატიასთან?


თანამედროვე ეპოქაში ეს შეკითხვა ისმება როგორც
განსახილველი საკითხი და წარმოაჩენს წინააღმდეგობას ორ,
ნაწილობრივ ხელოვნურად შექმნილ, სამყაროს შორის:
ევროპის დემოკრატიულ და სეკულარულ სამყაროსა და
ისლამის რელიგიურ და ავტორიტარულ სამყაროს შორის.“

ევროპის ქვეყნებში გამუდმებით მიმდინარეობს დიდი განხილვა საჯარო


სკოლებში რელიგიის გაკვეთილების სწავლებასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები
არ ვართ, მოიძებნა თუ არა დამაკმაყოფილებელი პასუხები იმისათვის, რომ
მოსწავლეებმა შეძლონ, განურჩევლად თავიანთი რელიგიური იდენტობისა, მიიღონ
ზოგადი განათლება რელიგიასთან დაკავშირებით — რელიგიური განსხვავებულობების
მიმართ პატივისცემისა და თითოეული მოსწავლის პირადი რელიგიური იდენტობის
მიმართ ტოლერანტობის გათვალისწინებით; ასევე იმ ევროპული ღირებულებების
დაფასებით, რომლებიც გამოხატულების თავისუფლებასა და რელიგიური, კულტურული
და ეროვნული განსხვავებულობის პატივისცემას ითვალისწინებს. ბოლო დროს დიდი
ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო სკოლებში ისლამური
განათლების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის [საბერძნეთის] ჩათვლით. საუბარია
მოვლენათა დადებით განვითარებაზე, რომელიც კვლავაც რჩება მოსწავლეთა
„უსაფრთხო“ ბიპოლარულ სეგრეგაციად, ერთი მხრივ, სხვადასხვა რელიგიური
თემისადმი პატივისცემის გამო და, მეორე მხრივ, საჯარო სკოლისა და, ზოგადად,
საზოგადოების შიგნით რელიგიის სფეროში მიდგომების სწავლებისა და განათლების
გადაცემის გზების პოვნის სირთულეების გამო.

„დღეს ყოველ ევროპულ ქვეყანას ჰყავს მუსულმანების


მეტი ან ნაკლები რაოდენობა, ქვეყნის მოქალაქეები ან
ემიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც
მრავალფეროვანი ენობრივი და კულტურული
წარმომავლობისა არიან. პოლიტიკური საკითხების გარდა,
რომლებიც იბადება და ხშირად რელიგიური კუთხითაც
ხდება გარჩევის საგანი, არსებობს მთელი რიგი საკითხები,
რომლებიც მუდმივად მოსაგვარებელია. მაგალითად,
საკითხები, როგორებიცაა სიმბოლოებისა და რელიგიური
ტანსაცმლის გამოყენება, ებრაელებისა და მუსულმანების
წინადაცვეთა, ცხოველების ებრაული და მუსლიმანური
წესით კვლა, შერეული ქორწინებები, ბავშვების მეურვეობა
და შარიათის გამოყენება, ჰომოსექსუალიზმი ან
თავისუფალი ურთიერთობები ქორწინების გარეშე, რასიზმი
და ქსენოფობია... ეს მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა,
რომელთა მოსაგვარებლად ყველა ევროპული ქვეყანა იღებს
ან არ იღებს ზომებს, ხოლო მათი ფრონტალური და
კონფლიქტური გამკლავების მაგალითები მრავლადაა.“
დღეს ყოველ ევროპულ ქვეყანას ჰყავს მუსულმანების მეტი ან ნაკლები
რაოდენობა, ქვეყნის მოქალაქეები ან ემიგრანტები და ლტოლვილები, რომლებიც
მრავალფეროვანი ენობრივი და კულტურული წარმომავლობისა არიან. პოლიტიკური
საკითხების გარდა, რომლებიც იბადება და ხშირად რელიგიური კუთხითაც ხდება
გარჩევის საგანი, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც მუდმივად
მოსაგვარებელია. მაგალითად, საკითხები, როგორებიცაა სიმბოლოებისა და
რელიგიური ტანსაცმლის გამოყენება, ებრაელებისა და მუსულმანების წინადაცვეთა,
ცხოველების ებრაული და მუსლიმანური წესით კვლა, შერეული ქორწინებები, ბავშვების
მეურვეობა და შარიათის გამოყენება, ჰომოსექსუალიზმი ან თავისუფალი
ურთიერთობები ქორწინების გარეშე, რასიზმი და ქსენოფობია... ეს მცირე
ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელთა მოსაგვარებლად ყველა ევროპული ქვეყანა
იღებს ან არ იღებს ზომებს, ხოლო მათი ფრონტალური და კონფლიქტური გამკლავების
მაგალითები მრავლადაა. თუმცა, ბოლო წლებში უფრო და უფრო გააქტიურდნენ
თვითონ რელიგიური თემების წარმომადგენლები, რათა გადაჭრან პირდაპირ
პოლიტიკური და სოციალური პარამეტრების პრობლემები. თავად მუსულმანების ან
სხვა რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენელთა ხმის ამაღლება თავიდან
აგვაცილებს [მათი სწავლებებების] დამახინჯებებს და ხელს უწყობს მათ არსებით
ინტეგრაციას პოლიტიკურ დაგეგმარებაში რეალისტური, ინკლუზიური გზით. ეს კი
ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქცევს თანაპასუხისმგებელს მის წინსვლაში.

„ისლამი, როგორც რელიგია, წარმოადგენს მუსულმანთა


იდენტობის ნაწილს, მაგრამ ის არ არის
ერთგანზომილებიანი და სტატიკური იდენტობა, ვინაიდან
ის მრავალფეროვნებს წარმოშობის, ენისა და სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, ასევე იმ
განათლებისა და ინტეგრაციის დონის მიხედვითაც,
რომლითაც სარგებლობენ მუსულმანები ევროპის
ქვეყნებში.“
ევროპაში ისლამის მრავალფეროვნების რეალისტური გაგება, გადაჯაჭვული ევროპული
სამართლებრივი და საგანმანათლებლო სისტემის გამოცდილებასთან, სხვადასხვა
რელიგიური თემების, მათ შორის, მუსულმანური თემების, მყოფობის შედეგად
წარმოქმნილი პრობლემების გადასაჭრელად და მოსაგვარებლად, უნდა იყოს უწყვეტი
და სისტემატური ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, როგორც ინდივიდუალურად,
ასევე კოლექტიურად. ისლამი, როგორც რელიგია, წარმოადგენს მუსულმანთა
იდენტობის ნაწილს, მაგრამ ის არ არის ერთგანზომილებიანი და სტატიკური იდენტობა,
ვინაიდან ის მრავალფეროვნებს წარმოშობის, ენისა და სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის მიხედვით, ასევე იმ განათლებისა და ინტეგრაციის დონის მიხედვითაც,
რომლითაც სარგებლობენ მუსულმანები ევროპის ქვეყნებში.

ანგელიკი ზიაკა არის თესალონიკის უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრის ასოცირებული


პროფესორი, სამეცნიერო ფარგლებში მუსლიმური მიმართულების პასუხისმგებელი პირი და
ვოლოსის საღვთისმეტყველო აკადემიის საბჭოს წევრი.

ეს არის შემაჯამებელი ტექსტი იმ სიტყვისა, რომელიც წარმოთქმულ იქნა ვოლოსის


საღვთისმეტყველო აკადემიის ელექტრონული ლექციების ციკლის — „პოეზიის დრო“ —
ფარგლებში, 2021 წლის 12 მაისს.

სურათი აღებულია სპარსული მინიატურიდან, ნიზამის ნაწარმოებების ხელნაწერიდან „შვიდი


პრინცესა“ და „ლეილა და მეცნუნი“, შირაზი, დაახლოებით 1590 წ.

You might also like