You are on page 1of 3

გიორგი მეთორმეტე

1798 წელს გარდაიცვალა ერეკლე II .მისი გარდაცვალების შემდგომ ქართლ-კახეთის


ტახტზე ავიდა მისი უფროსი ვაჟი გიორგიXII.

მისი გამეფება არ სურდათ მის დედინაცვალს დარეჯანს და ნახევარძმებს .გიორგი ტახტზე


მყარად ვერ გრძნიბდა თავს, ამიტომ გადაწყვიტა, საქართველოს გარეთ მოეძებნა
მოკავშირე. გიორგის ნახევარძმები ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი
იყვნენ და არ ეთანხმებოდნენ განსხვავებული მამის საგარეო პოლიტიკას.

გიორგი II რუსეთთან ურთიერთობის გარკვევა სცადა და რუსეთის იმპერატორ პავლე I -ს


რუსეთ-ქართლ-კახეთის ხელშეკრულების ახალი პროექტი გაუგზავნა .

1799 წლის ნოემბერში აღმისავლეთ საქართველოში რუსთა პოლკი შემოვიდა. რომელსაც


გენერალი ივანე ლაზარევი მეთაურობდა . ლოგინად ჩავარდნილი გიორგი XII -ის
მთავარი საზრუნევი ძმებისა და დარეჯან დედოფლის მხრიდან მომდინარე საფრთხის
თავიდან აცილება იყო. ერეკლე II-ის ქვრივი დარეჯანი და მისი შვილები ( გიორგი მეფის
ნახევარძმები ) აქტიურად მოქმედებდნენ გიორგი II-ის წინააღმდეგ.

ისინი ქართლ-კახეთის სხვადასხვა კუთხეში თავადებს იბარებდნენ და აზერბაიჯანის


სახანოებისა და ახალციხის ფაშას დახმარებით აპირებდნენ სამეფო ტახტის ხელში
ჩაგდებას. 1800 წელს 19 ნოემბერს ქართლ -კახეთის სამეფოს “სათხოვარი პუნქტების "
ყველა პირობაზე პავლე I- მა ქართველ ელჩებს დადებითი პასუხი გასცა. პავლე I გენერალ
კრონინგს საიდუმლო წერილში სწერდა : “ მეფის ავადმყოფობა საფუძველს გვაძლევს,
რომ მალე მოველოდოთ მის გარდაცვალებას. ამიტომ, როგორც კი ეს მოხდება
დაუყოვნებლივ გაგზავნეთ იქ ჩვენი სახელით განცხადება,

რუსეთის იმოერატორს მეფის გარდაცვალების შემდეგ ქართ-კახეთში მეფობის გაუქნება


და რუსეთთან შეერთება სურდა.

1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I არც კი დაელოდა გიორგის გარდაცვალებას და


ხელივმოაწერა მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შესახებ .
პავლე I ის მიერ ხელმოწერილი მანიფესტი საიდუმლოდ გაუგზავნეს გენერალ კრონინგს
სათანადო მითითებებით : გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე მანიფესტი არ უნდა
გამოეცხადებინათ.

გიორგი XII დაიბადა 1746 წლის 10 ნოემბერს. საქართველოს ისტორიამ გიორგის


სახელით 12 მეფე იცის, მაგრამ გიორგი XI, შაჰ-ნავაზის შვილი, ორჯერ გამეფდა 1676 წელს
და 1703 წლებში და ამ გარემოების გათვალისწინებით, გიორგი XII ერეკლეს ძე, ხშირად
მოიხსენიება გიორგი XIII-ის სახელით.

გიორგი XII აღიზარდა სამეფო კარზე. მისი აღმზრდელები იყვნენ კახეთის თავადი
სვიმონ მაყაშვილი და ქართლის თავადი როინ ბარათაშვილი. ქართულ ენას ასწავლიდა
დეკანოზი იოანე მოძღვრიშვილი, შესწავლილი ჰქონდა ასევე თურქული, სომხურ და
ბერძნულ ენებს
XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან გიორგი უკვე მონაწიელეობას იღებდა სახელმწიფო
საქმეებში და სამხედრო ოპერაციებში.

გიორგი XII მონაწილეობდა 1770 წელს ახალციხეზე მოწყობილ ლაშქრობაში,


რომლის დროსაც ცხარე კამათი მოსვლია ტოტლებენთან, როცა ამ უკანასკნელმა
გადამწყვეტ მომენტში ბრძოლის ველი მიატოვა. 1779 წელს მას თავი გამოუჩენია ერევნის
ბრძოლაში (დავით ბატონიშვილი). ერეკლე II-ის განჯაზე ლაშქრობისას სამეფოს გიორგი
ბატონიშვილი განაგებდა.

ცოტა უცნაურად ჩანს გიორგის საქციელი კრწანისის ბრძოლისას. იგი ამ დროს კახეთში
იმყოფებოდა და მინდობილი ჰქონდა ქიზიყში ჯარის შეგროვება . რადგან მას არ ჰქონდა
მიღებული მეფისაგან ბრძანება რომ თბილისში წამოსულიყო, ამიტომ გიორგი და რევაზ
ანდრონიკაშვილი კახეთში დარჩენილან იქ შეუტყვიათ თბილისის აღების ამბავი .
ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ მეფე გიორგი ძალიან წუხდა, რომ მას აბრლებდნენ
მოღალატეობას, მაშინ როცა მამის ბრძანების გარეშე მას არ ჰქონდა უფლება
თბილისისაკენ წამოსულიყო

როგორც ცნობილია, გიორგიმ მხარი არ დაუჭირა პაატა ბატნიშვილის მომხრეთა სასტიკ


დასჯას და სწორედ ეს გამხდარა მამა-შვილის უთანხმოების საფუძველი . ცნობილია
აგრეთვე, რომ მას საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედინაცვალთან, დიდად
გავლენიან დარეჯან დედოფალთან.

1798 წელს, ქართლ-კახეთის ტახტზე ასვლისას, გიორგი XII უკვე მძიმე ავადმყოფი იყო,
მისი გადაჭარბებული ღვთისმოსაობა, უენერგიო მმართველობა და კაპიტულანტური
საგარეო პოლიტიკა მის სიცოცხლეშივე ხელს უწყობდა შიდა დინასტიური შუღლის
გაღვივებას ტახტის შესაძლო პრეტენდენტებს შორის. დაპირისპირება არსებობდა იულონ
(ერეკლეს ძის) ბატონიშვილის და დავით ბატონიშვილის (გიორგის ძის) მომხრეთა შორის.

გიორგი XII შიშობდა, რომ მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს


წაართმევდნენ და ამიტომ დაარღვია ადრე დადებული პირობა , რომ ტახტის მემკვიდრედ
იულონს სცნობდა და რუსეთის იმპერატორ პავლეს ტახტზე საკუთარი შვილის, დავით
ბატონიშვილის დამტკიცება გამოსთხოვა. იმპერატორმა გიორგის თხოვნა
დააკმაყოფილა.

გიორგი მეფე ტახტზე ასვლისას თავის პირველ ამოცანად დანგრეული თბილისი


აღდგენას მიიჩნევდა. მისი განსაკუთებული ყურადღების საგანი ყოფილა თბილისის
განადგურებული სტამბის ხელახლა გამართვა. მისი ბრძანებით ჩატარდა ხალხის აღწერა
და შემოიღეს ფულადი გადასახადი სამეფო სასახლის ასაგებად , მაგრამ საბოლოოდ
შეკრებილი თანხა ეკლესიების აღდგენას მოხმარდა.

გიორგი XII-ის ჩანაფიქრთაგან ცნობილია ერეკლეს დროინდელი მორიგე ჯარის


განახლება, ადგილობრივ სომხებში მართლმადიდებლობის დანერგვა , ქვეყანაში
შემოჭრილი ირანულ წეს-ჩვეულებების აღმოფხვრა, მაგრამ არცერთი ამ ამოცანათაგანის
გადასაწყვეტად მეფეს შესაფერისი ნაბიჯები არ გადაუდგამს .
799 წ. 26 ნოემბერს თბილისში შემოვიდა რუსეთის ჯარის ერთი პოლკი გენერალ
ლაზარევის მეთაურობით. გიორგი მეფე საზეიმო ვითარებაში შეეგება ჯარს ქალაქგარეთ .
1800 წლის ნოემბერში ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა სასტიკად
დაამარცხა ავარიის მმართველი ომარ-ხანი.

საგარეო ურთიერთობაში გიორგი XII იცავდა რუსეთთან ურთიერთობის ხაზს. გიორგი


მეფე უზომო ნდობით ეკიდებოდა რუსეთს. მისი ბიოგრაფი პლატონ იოსელიანი
გადმოგვცემს, რომ, გიორგის, მიუხედავად იმისა, რომ ხვდებოდა, რაოდენ საზიანო
იქნებოდა ქვეყნისათვის უცხო სახელმწიფოს ქვეშევრდომობა , მაინც სასარგებლოდ
ეჩვენებოდა მისი შედეგები

“გიორგის სურდა მეფობის ყველა უპირატესობის შენარჩუნება , მხოლოდ რუსული


იარაღით და რუსული ფულით” (დუბროვინი რუსი ისტორიკოსი)

უკვე ბევრი ქართველი პოლიტიკოსი მოითხოვდა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის


გადახედვას. ზოგიერთი კი მეფეს სამშობლოს ღალატსა და რუსეთთან ფარულ
გარიგებაში ადანაშაულებდა.

რუსული დიპლომატია კარგად სარგებლობდა გიორგი მეფის “შეცდომებით ” და მის


განცხადებებს განიხილავდნენ, როგორც ნებაყოფლობით უარს დამოუკიდებლობაზე . ეს
განცხადებები ზუსტად ეხმიანებოდა რუსეთის ისედაც მკვეთრად გამოხატულ
ექსპანსიონისტურ პოლიტიკას სამხრეთისაკენ. გიორგი მეფე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო,
როდესაც 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე იმპერატორის კარზე შემუშავდა ცნობილი
მანიფესტი საქართველოს შემოერთების შესახებ

მიუხედავად ამ დოკუმენტის დამტკიცებისა, რუსეთის მთავრობამ საქართველოში


გამოსტუმრებულ ქართველ ელჩებს თვალის ასახვევად გამოატანა სულ სხვა დოკუმენტი _
იმპერატორ პავლეს მიერ დამტკიცებული გიორგი მეფის “სათხოვართა პუნქტები ”,
რომლებიც არსებითად 1783 წლის ტრაქტატის პირობებს ეყრდნობოდა

იმავდროულად რუსეთის მთავრობამ მანიფესტის ტექსტი გაუგზავნა კავაკასიის ჯარების


სარდალს გენერალ კნორინგს. მასვე ჰქონდა ნაბრძანები, რომ გიორგის გარდაცვალების
უმალ ქართლ-კახეთში მეფის ხელისუფლება გაეუქმებინა

ამისათვის რუს გენერალს მეფისა და წარჩინებულ თავადთაგან “თანხმობა “ უნდა


მოეპოვებინა. არავინ იცის, მისცემდა თუ არა გიორგი XII რუსეთს ამგვარ “თანხმობას”,
რადგან სანამ მას ასეთ მოთხოვნას წაუყენებდნენ, 1800 წლის 28 დეკემბერს იგი
გარაიცვალა.

გიორგი XII დაკრძალულია სვეტიცხოველში

You might also like