You are on page 1of 14

მდგრადი განვითარება და გარემოს დაცვა

ძირითადი ტერმინების განმარტებები

შემდგენელი მაია ბლიაძე

თბილისი
2021
ადაპტაცია (Adaptation) - ბუნებრივი ან ანთროპოგენური სისტემების
არსებულ ან მოსალოდნელ ცვლილებებსა ან მათ ზემოქმედებასთან
ადაპტირება ზიანის შესამცირებლად, ან გაჩენილი შესაძლებლობებიდან
სარგებლის მისაღებად.

არაგანახლებადი (იგივე ამოწურვადი) ბუნებრივი რესურსები -


დედამიწის ჩამოყალიბების პროცესში მომხდარი სხვადასხვა
ცვლილების შედეგად ერთჯერადად წარმოქმნილი რესურსები,
რომელთაც განახლება არ ახასიათებს.

არაორგანული ნარჩენი - ნარჩენი, რომელიც არ მიიღება ცოცხალი


ორგანიზმებისგან და რომელიც რთულად იშლება;

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დისპერსიული წყარო -


სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქებითი სამუშაოების
განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის,
ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის, ფხვიერი, აქროლადი და აიროვანი
ნივთიერებებისა და მასალების შენახვის, ტრანსპორტირებისა და
გამოყენების, შხამქიმიკატების, მინერალური სასუქებისა და სასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების სხვა პრეპარატების შენახვის,
ტრანსპორტირებისა და გამოყენების დროს გამოფრქვეული
ნივთიერებები.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მობილური წყარო - ნიშნავს
გაფრქვევებს ყველა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-
მექანიკური საშუალებებიდან.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყარო -
კაპიტალურად, უძრავად დამონტაჟებული დანადგარი ან შენობა-
ნაგებობა, რომელიც აღჭურვილია სპეციალური გასაფრქვევი
მოწყობილობით ან რომელსაც, ტექნოლოგიური პროცესის
თავისებურებებიდან გამომდინარე, არ გააჩნია სპეციალური გასაფრქვევი
მოწყობილობა.
ბიოდეგრადირებადი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება
ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის
საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო;
ბიომრავალფეროვნება - ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთიანობა.
ბიომრავალფეროვნებაში ერთიანდება გენების, სახეობებისა და
ეკოსისტემების მრავალფეროვნება;
ბიოსფერო - დედამიწის თხელი ფენა, სადაც არსებობს და ვითარდება
სიცოცხლე. თანამედროვე ბიოსფერო მოიცავს ლითოსფეროს
ანუ დედამიწის ქერქს; ჰიდროსფეროს ანუ დედამიწის წყლიან გარსს
და ატმოსფეროს ანუ პლანეტის აიროვან გარსს;
ბუნებრივი კატასტროფა - ბუნებრივი მოვლენა, რომელმაც შესაძლოა
გამოიწვიოს ადამიანთა მსხვერპლი და ჯანმრთელობის დაზიანება,
ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალი, სოციალური
ინფრასტრუქტურის მოშლა. ბუნებრივ კატასტროფებს მიეკუთვნება:
მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, გვალვა, ძლიერი ქარი და ა.შ;

ბუნებრივი რესურსი - ის, რაც ბუნებაში ადამიანისაგან


დამოუკიდებლად არსებობს და რასაც ადამიანი თავისი არსებობისა და
საქმიანობისათვის იყენებს.
განათლება - კეთილდღეობის ძირითადი კომპონენტი, რომელიც
გამოიყენება ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების ხარისხის
შესაფასებლად და მთავარი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს არის
თუ არა ქვეყანა განვითარებული ან განვითარებადი.
განათლება მდგრადი განვითარებისათვის - მიზნად ისახავს იმ
კომპეტენციების განვითარებას, რომლებიც საშუალებას მისცემს
ინდივიდუალურ პირებს გააცნობიერონ და გაანალიზონ საკუთარი
ქმედებები, გაითვალისწინონ ის სოციალური, კულტურული,
ეკონომიკური შედეგები, რომლებიც მომავალში შეიძლება მოჰყვეს მათ
ქმედებებს, და ის, თუ რა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს მათ მიერ
გახორციელებულმა ქმედებებმა გარემოზე, როგორც ადგილობრივი,
ასევე გლობალური პერსპექტივით.
განახლებადი ( ამოუწურავი) ბუნებრივი რესურსები - რესურსები,
რომლებიც მუდმივი გამოყენების პირობებშიც კი არ მცირდება ან აქვს
თვითღდგენის უნარი.
განახლებადი ენერგია (Renewable energy) - მიიღება რესურსისგან,
რომელიც მუდმივად ხელმისაწვდომია და აქვს ბუნებრივად შევსების
უნარი (მაგ.: წყალი, მზისა და ქარის ენერგია, ბიომასა).გარდამავალი
ეკონომიკის ქვეყნები (EIT) - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა
და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, რომლებიც საბაზრო
ეკონომიკის მოდელზე გადავიდნენ.

გარემო - ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა. იგი მოიცავს ცოცხალ და


არაცოცხალ ობიექტებს, რომელთანაც ჩვენ შეხება გვაქვს, ასევე მოიცავს ამ
ობიექტებს შორის არსებულ რთულ ურთიერთკავშირებს - იმას, რაც ჩვენ
ყველას ერთმანეთთან და მსოფლიოსთან გვაკავშირებს.
გარემოს დაბინძურება - ბუნებრივ გარემოში იმ ფიზიკური, ქიმიური თუ
ბიოლოგიური ნივთიერებების მოხვედრა ან წარმოქმნა, რომლებიც ამ
გარემოსთვის არ არის დამახასიათებელი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც
დამბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ
მაჩვენებელს აღემატება. გარემოს დაბინძურება ხდება, როგორც
ბუნებრივი ფაქტორებით, ისე ადამიანის სამეურნეო საქმიანობის
შედეგად და საზიანოა როგორც კაცობრიობისათვის, ისე ბუნებისათვის;
დამაბინძურებლები შეიძლება ბუნებრივად მოხვდნენ გარემოში, როგორც
მაგალითად, ვულკანის ამოფრქვევისას, ან ადამიანთა სხვადასხვა
საქმიანობის შედეგად, მაგალითად, როგორიცაა ქვანახშირისა და
ბენზინის წვა, ქიმიური ნივთიერებების მდინარეებსა და ოკეანეში ჩაშვება
და სხვა.

გარემოს დაცვა – სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი


ღონისძიებების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივი
პირობების შენარჩუნებას, აღდგენასა და გაუმჯობესებას. აქ წინა პლანზე
დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა; გარემოს დაცვა
კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული,
საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ
ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის
შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის;.
გაუდაბნოება – მიწის დეგრადაცია არიდულ, სემიარიდულ და მშრალ
სუბჰუმიდურ ტერიტორიებზე, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს,
როგორც კლიმატური და სხვა ბუნებრივი ფაქტორებით, ასევე ადამიანის
საქმიანობით;
გენდერული თანასწორობა - საზოგადოების მიერ ქალებს და კაცებს
შორის მსგავსებების და განსხვავებების და მათი როლების თანაბარი
დაფასება. ის ეფუძნება პრინციპს, რომ ქალები და კაცები არიან
თანასწორი პარტნიორები სახლში, თემში და საზოგადოებაში.
გენდერული თანასწორობა იწყება გოგონების და ბიჭების თანაბრად
დაფასებით.

გლობალური დათბობა -ჰაერის საშუალო ტემპერატურის მატება


დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს.
გლობალური დათბობის პოტენციალი (Global warming potential (GWP)) -
შესაძლებლობას იძლევა, შედარდეს სხვადასხვა სათბურის აირის
ზემოქმედება გლობალურ დათბობაზე. ის ზომავს, თუ რამდენი
ენერგიის შთანთქმა შეუძლია აირს მოცემულ დროში, ნახშირორჟანგის
ერთ ტონასთან შედარებით.

დაზოგვა - ნებისმიერი რესურსის გონივრული, რაციონალური


გამოყენება;
დანართი I-ის ქვეყნები (Annex I Parties ) - - კონვენციის I დანართში
მითითებული ინდუსტრიული ქვეყნები, რომლებმაც აიღეს
ვალდებულება, რომ სათბურის აირების გაფრქვევას 2000 წლისთვის
შეამცირებდნენ 1990 წლის დონეზე, კონვენციის 4.2 (a) და (b) მუხლების
თანახმად. მათ ეს ვალდებულება იკისრეს 2008-2012 წლებისთვისაც,
კიოტოს ოქმის მე-3 მუხლისა და B დანართი შესაბამისად. დანართი
მოიცავს OECD-ის წევრ ქვეყნებს, ევროკავშირს სახელმწიფოებსა და
გარდამავალი ეკონომიკის 14 ქვეყანას.
დანართი II-ის ქვეყნები (Annex II Parties) - კონვენციის II დანართში
ჩამოთვლილ ქვეყნებს აქვთ განსაკუთრებული ვალდებულება, რომ
გაიღონ ფინანსური რესურსები და ხელი შეუწყონ ტექნოლოგიების
გადაცემას განვითარებადი ქვეყნებისთვის. ამ დანართში შედიან OECD-
ის 24 წევრი სახელმწიფო და ევროკავშირის ქვეყნები.

დაცული ტერიტორია - ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი


რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული
ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე
სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა
ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე;
დეგრადაცია - რისამე თვისების თანდათან გაუარესება.

ეკოსახლი - სახლი, სადაც ეკონომიურად იხარჯება ელექტროენერგია


და წყალი, რის შედეგადაც მცირდება გარემოს დაბინძურება და ჰაერში
ნახშირბადის გამოყოფა;

ეკოსისტემა - კონკრეტულ არეალში ყველა ცოცხალი და არაცოცხალი


ობიექტების მაკავშირებელი სისტემა. ეკოლოგიური სისტემები მოიცავენ
ერთზე მეტ კომპონენტს, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულები
არიან კომპლექსური ურთიერთობით. ეკოსისტემები შესაძლებელია,
იყოს სხვადასხვა სახის - მაგალითად, ხმელეთის (ტყის, უდაბნოს, მთის)
ან წყლის (ზღვის, მდინარის);
ენერგოეფექტურობა - 1. ნაკლები ენერგიის და ენერგეტიკული
მომსახურების გამოყენება, რაც საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგიის
რაციონალურად მოხმარების კულტურის ამაღლებით მიიღწევა, ხოლო
ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საწარმოო პროცესების
ოპტიმიზაციით. 2. ენერგოეფექტურობა ძირითადად ადამიანურ
ფაქტორთან არის დაკავშირებული და ენერგომოხმარების ჩვევების,
საქმიანობის სქემების და ოპერატიული რეჟიმების გაუმჯობესებით
მიიღწევა;
ერთობლივი განხორციელების მექანიზმი( Joint implementation (JI))-
კიოტოს ოქმის ფარგლებში შექმნილი მექანიზმი. მისი მეშვეობით
განვითარებულ ქვეყანას შეუძლია, მიიღოს ემისიების შემცირების
ერთეული (emissions reduction units), როცა აფინანსებს პროექტებს,
რომლებიც იწვევს სათბურის აირების შემცირებას სხვა განვითარებულ
ქვეყანაში (მათ შორის, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებშიც).

ეროვნული კომუნიკაცია (National communication) - დოკუმენტი,


რომელსაც ქვეყანა წარუდგენს UNFCCC-ს და კონვენციის სხვა
ხელმომწერ ქვეყნებს აცნობებს გატარებული ღონისძიებების შესახებ.
ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - პარიზის შეთანხმების მე-
4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ხელმომწერმა ქვეყნებმა უნდა
დაადგინონ ეროვნულად განსაზღვრული წვლილი და მოახდინონ მისი
კომუნიკაცია კონვენციასთან. გაცხადებული მიზნის (წვლილის)
მისაღწევად, ქვეყნებმა ეროვნულ დონეზე უნდა გაატარონ შესაბამისი
ღონისძიებები.
ინსინერატორი (ნაგავსაწვავი) - სპეციალური ღუმელი, რომელშიც
ნარჩენს წვავენ;
კატასტროფა - ბუნებრივი და ტექნოგენური (ტექნოლოგიური ან/და
ინდუსტრიული პირობებიდან წარმოშობილი) პროცესებით გამოწვეული
მოვლენა, რომელიც იწვევს თემის ან საზოგადოების ფუნქციონირების
მნიშვნელოვან მოშლას, მოიცავს ფართომასშტაბიან ადამიანურ,
მატერიალურ, ეკონომიკურ ან ეკოლოგიურ დანაკარგებს და რომლის
შედეგები უარყოფითად აისახება ადამიანების ცხოვრების პირობებზე;
კატასტროფის რისკი – განსაზღვრული დროის პერიოდში კატასტროფის
მიერ გამოწვეული პოტენციურად უარყოფითი დანაკარგები,
როგორებიცაა: სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება,
მნიშვნელოვანი ეკონომიკური თუ ეკოლოგიური ზიანი, სოციალური
ინფრასტრუქტურის მოშლა;
კატასტროფის რისკის შემცირება - ღონისძიებების ერთობლიობა,
რომლებიც ქმნიან რისკის შემცირების კონცეფციას და უზრუნველყოფს
უკვე იდენტიფიცირებული და შეფასებული კატასტროფის რისკის
შემცირებას ან/და თავიდან აციცლებას;
კატასტროფის რისკის შეფასება - შესაბამისი მეთოდოლოგიით
საფრთხეების ანალიზისა და მოწყვლადობის პირობების
გათვალისწინებით, შესაძლო ადამიანური, ეკონომიკური, ეკოლოგიური
და პოლიტიკური ზეგავლენისა და ალბათობის დადგენა. ასევე რისკის
შეფასება სავარაუდო განვითარების სცენარების შემუშავებასაც
გულიხმობს;
კეთილდღეობა - მოიცავს ისეთ ზოგად პრინციპებს, რომელიც მისაღებია
და თანაბრად სასარგებლოა საზოგადოებაში არსებული ყველა
წევრისთვის;

კლიმატის ცვლილება - რეგიონულ ან გლობალურ დონეზე კლიმატის


არსებული მახასიათებლების ცვლილება, რაც გამოწვეულია როგორც
ბუნებრივი პროცესებით, ასევე ანთროპოგენური ზემოქმედებით.

კიოტოს ოქმი (Kyoto Protocol) - UNFCCC-სთან დაკავშირებული ოქმი.


სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი განსაზღვრავს სათბურის აირების
შემცირების სავალდებულო მიზნობრივ მაჩვენებლებს
ინდუსტრიალიზებული (განვითარებული) ქვეყნებისთვის.
კომპოსტი - ბუნებრივი სასუქი, რომელიც დამპალი მცენარეებისა და
ცხოველების ნაკელის ნარევს წარმოადგენს და რომლითაც ნიადაგს
ანოყიერებენ;
ლანდშაფტი - ტერიტორიის იერსახე. ბუნებრივ-გეოგრაფიული
კომპლექსი, რომლის ფარგლებში ყველა ძირითადი კომპონენტი -
რელიეფი, ჰავა, წყლები, ნიადაგები, მცენარეულობა და ცხოველთა
სამყარო რთულ ურთიერთკავშირშია, ერთმანეთზე ზემოქმედებს და
ერთიან, განუყოფელ სისტემას ქმნის, რომელიც განვითარების
ერთგვაროვანი პირობებით ხასიათდება;
მდგრადი განვითარება - განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც
საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის
ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის
კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი
თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და
ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი
რესურსებითა და გარემოთი.
მდგრადი განვითარების მიზნები - წარმოადგენენ გაბედული მდგრადი
განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებულნი არიან
მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე:
ეკონომიკური ზრდა, სოციალური ინკლუზია და გარემოს დაცვა.
მიტიგაცია - მზადყოფნის ამაღლებისა და მოწყვლადობის შემცირების
მიზნით ბუნებრივი კატასტროფის შედეგების შემამცირებელი
(შემარბილებელი) წინასწარ გასატარებელი ღონისძიებების კომპლექსია,
რომელიც საკანონმდებლო და მეთოდურ-ინსტრუქციულ
რეგულაციებსაც მოიცავს.
მზადყოფნა - ბუნებრივი კატასტროფების წინმსწრები მოვლენების
მონიტორინგი, შესაძლო საგანგებო ვითარების პროგნოზირება და
სცენარების შემუშავება მეცნიერული კვლევების საფუძველზე,
მოსახლეობის მომზადება (სწავლება ტრენინგები), რეაგირებისა და
მზადყოფნის ღონისძიებების დაგეგმვა

მონიტორინგი - სპეციფიკური მაჩვენებლების მიხედვით მონაცემების


შეგროვების და გაანალიზების სისტემური პროცესი, რომელიც მიზნად
ისახავს მოცემული სიტუაციის/ვითარების შესწავლის და მიღებულ
შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი ჩარევების განხორციელებას.

მოწყვლადობა (Vulnerability) - კლიმატის ცვლილების ან კატასტროფების


შედეგების მიმართ მოსახლეობის, სახეობების, ეკოსისტემის, რეგიონის,
სასოფლო-სამეურნეო და სხვა სისტემების მედეგობის ხარისხი, ან ამ
კატასტროფებთან გამკლავების შეზღუდული შესაძლებლობა.
მწარმოებელი – პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც
თავის თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისი
სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით;
მჟავა წვიმა - ატმოსფეროში წყლის ორთქლთან გოგირდისა და აზოტის
ოქსიდების შეერთებით წარმოქმნილი მჟავების შემცველი წვიმა.

ნაგავსაყრელი - ნარჩენების განთავსების ადგილი, სადაც ნარჩენები


მიწაზე ამ მიწის ქვეშ განთავსდება.

ნაგავსაყრელის აირები - ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენებიდან


გამოყოფილი ყველა სახის აირი (მაგ.: ნახშირორჟანგი, მეთანი);
ნარჩენი - ნივთიერება ან ნივთი, რომელსაც მფლობელი იშორებს,
განზრახული აქვს, მოიშოროს ან ვალდებულია, მოიშოროს.
ნარჩენების შემცირება - ნარჩენების წარმოქმნის შემცირება;

ნარჩენების ხელახალი გამოყენება - მოხმარებული ნივთების მეორეული


გამოყენება იმავე ან სხვა სახით;
ნარჩენების გადამუშავება - გამოყენებული ნივთის ტექნოლოგიურად
გადამუშავება სხვა პროდუქტის მიღების მიზნით;
ნახშირბადის/კარბონის სეკვესტრიზაცია (Carbon sequestration) -
ატმოსფეროდან ნახშირბადის მოშორებისა (ამოღების) და რეზერვუარში
განთავსების პროცესი.
ორგანული ნარჩენი - ნარჩენი, რომელიც მიიღება ცოცხალი
ორგანიზმებისგან და რომელიც ადვილად იშლება;

პესტიციდები - ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა


მავნებლების, მარცვლეულის, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების
პარაზიტების, აგრეთვე ადამიანისა და ცხოველის საშიშ დაავადებათა
გადამტანების წინააღმდეგ საბრძოლველად.
პრევენცია - საფრთხისა და მასთან დაკავშირებული კატასტროფების
უარყოფითი შედეგების სრული აღმოფხვრა და თავიდან აცილება.
რეაგირება - ბუნებრივი კატასტროფების შედეგების ლიკვიდაცია
(დაზვერვას, საავარიო-სამაშველო და საავარიო-აღდგენით სამუშაოებს);
მოსახლეობის დასაცავი ღონისძიებების განხორციელებას; დაზიანების
კერაში სასიცოცხლო უზრუნველყოფა.
3R ინიციატივა - ტერმინი - 3R შესაბამისი სამი სიტყვის (ანუ იმ სამი
ქმედებისა, რომელიც ყველაზე მთავარია ნარჩენების მართვის პროცესში)
პირველი ასოების ერთობლიობას წარმოადგენს. ესენია: Reduce –
შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ
გადამუშავება.
საგანგებო სიტუაცია – ცალკეულ ლოკაციაზე ან ორგანიზაციაში
მომხდარი ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა, რომელიც იწვევს
ადამიანურ მსხვერპლს და ზიანს აყენებს ჯანმრთელობას, იწვევს
მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ზარალს, ასევე, სოციალური
ინფრასტრუქტურის მოშლას;

სათბურის აირები - სხვადასხვა სახის აირთა ნარევი, რომლებიც


შთანთქამენ და ატმოსფეროში აკავებენ მზის ინფრაწითელ გამოსხივებას.
სათბურის აირებია: ნახშირორჟანგი (CO2), ზედაპირული ოზონი (O3),
აზოტის ოქსიდი (N2O), წყლის ორთქლი(H2O) და მეთანი (CH4).
სამედიცინო ნარჩენები – სამედიცინო დაწესებულებების, სამედიცინო
ლაბორატორიების, სამედიცინო კვლევითი ცენტრების, მზრუნველობის
დაწესებულებების, ვეტერინარული კლინიკების, ფარმაცევტული
საწარმოებისა და საწყობების მიერ წარმოქმნილი ნარჩენები;

სამრეწველო ნარჩენები - სახიფათო ტოქსიკური ნივთიერებები,


რომლებიც საწარმოების მუშაობის პროცესში გამოიყოფა;
სახიფათო ნარჩენები - ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის
სახიფათო ნარჩენები; მათ მიეკუთვნება ფეთქებადი, მჟანგავი,
ადვილად აალებადი და აალებადი, მავნე, ტოქსიური, კანცეროგენული,
კოროზიული, ინფექციური, ეკოტოქსიური და სხვ. ნარჩენები.
საყოფაცხოვრებო (საოჯახო) ნარჩენები – საოჯახო მეურნეობის მიერ
წარმოქმნილი ნარჩენები, მაგ.: საკვების ნარჩენები, შესაფუთი მასალა,
მაკულატურა და სხვ.;
სმოგი - შავი სქელი ნისლი, რომელიც დიდ ქალაქებსა და სამრეწველო
ცენტრებში ბოლისა და ჭვარტლისაგან წარმოიქმნება.

სუფთა განვითარების მექანიზმი (Clean Development Mechanism (CDM)) -


კიოტოს ოქმის ფარგლებში ჩამოყალიბებული მექანიზმი, რომლიც
შეიქმნა სათბურის აირების შემცირების პროექტების დასაფინანსებლად
განვითარებად ქვეყნებში, რათა დამფინანსებლებმა ამ პროექტების
მეშვეობით მიაღწიონ სათბურის აირების სავალდებულო შემცირების
მაჩვენებლებს თავიანთ ქვეყნებში.
სათბურის აირები (Greenhouse gases (GHGs)) - გლობალურ დათბობაზე
პასუხისმგებელი სათბურის აირებია: ნახშირორჟანგი (carbon dioxide)
CO2, მეთანი (methane) CH4 და დიაზოტის მონოქსიდი N20 (nitrous oxide).
ნაკლებად წარმოდგენილი, მაგრამ ძლიერი სათბურის აირებია:
ჰიდროფლორკარბონები (hydrofluorocarbons) HFCs, პერფლორკარბონები
(perfluorocarbons) PFCs და გოგირდის ჰექსაფლორიდი (sulphur
hexafluoride) SF6.
შერბილება (Mitigation) - კლიმატის ცვლილების კონტექსტში სათბურის
აირების გაფრქვევის შემცირება და კლიმატის ცვლილების
შესამცირებლად განხორციელებული ქმედებები (მაგ.: წიაღისეული
საწვავის ეფექტიანად გამოყენება ინდუსტრიულ პროცესებში ან
ელექტროენერგიის გენერირებისთვის; მზისა და ქარის ენერგიის
გამოყენებაზე გადასვლა; შენობების თბოიზოლაციის გაუმჯობესება; და
ტყის საფარის გაფართოება, რომელიც ატმოსფეროდან დიდი
რაოდენობით ნახშირორჟანგს შთანთქავს).
Non-Annex I Parties - ქვეყნები, რომლებიც არიან UNFCCC-ის
ხელმომწერები მაგრამ არ შედიან I დანართის სიაში.
REDD - ღონისძიებები, რომლებითაც სათბურის აირების გაფრქვევა
მცირდება განვითარებად ქვეყნებში, ტყეების დეგრადაციისა და გაჩეხვის
შემცირებით.
რიო+20 (Rio+20) - გაეროს კონფერენცია მდგრადი განვითარების შესახებ,
რომელიც რიო დე ჟანეიროში ჩატარდა 2012 წელს. გაეროს პირველი
კონფერენცია მდგრადი განვითარების შესახებ, სახელად „დედამიწის
სამიტი“, ამ ქალაქში 1992 წელს გაიმართა და საფუძველი დაუდო
მნიშვნელოვან გარემოსდაცვით კონვენციებს, როგორიცაა: გაეროს
კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია (UNFCCC), გაეროს
ბიომრავალფეროვნების კონვენცია (UNCBD) და გაეროს კონვენცია
გაუდაბნოებასთან ბრძოლის შესახებ (UNCCD).
ტექნოლოგიის გადაცემა (Technology transfer) - პროცესები, რომლებიც
გულისხმობს გამოცდილების, მოწყობილობა-დანადგარებისა და „ნოუ-
ჰაუს“ გადაცემას კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, ან
ადაპტაციისთვის.
წყლის ნაკვალევი - წყლის წლიური მოხმარების კოეფიციენტი ერთ
ადამიანზე მოცემული ქვეყნის მიხედვით;
წყლის რესურსი - გამოსაყენებლად ვარგისი წყალი, რომელიც
ჰიდროსფეროს ყველა ნაწილს მოიცავს: მდინარეებს, ტბებს, არხებს,
წყალსაცავებს, ზღვებსა და ოკეანეებს, მიწისქვეშა და მყინვარების წყალს
(ყინული), ნიადაგის ტენს, ატმოსფეროს წყლის ორთქლს;
წყლის ეკონომიკური დეფიციტი (Economic water scarcity) - მოსახლეობის
ეკონომიკური შესაძლებლობის ნაკლებობა, შეისყიდოს მოთხოვნილების
შესაბამისი მოცულობის წყალი. სწორედ ამგვარი დეფიციტი წარმოაჩენს
ქვეყნებში და ქვეყნებს შორის უთანასწორობას. მიზეზი სხვადასხვა
შეიძლება იყოს. სიღარიბეს ემატება პოლიტიკური და ეთნიკური
მიზეზებიც.

წყლის ნაკვალევი ანუ „ვირტუალური წყალი“ - მტკნარი წყლის ის


რაოდენობა, რომელიც რეალურად ჩვენი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებაზე იხარჯება და რომელიც უფრო ხშირად ბევრად მეტია
ჩვეულებრივ ციფრებზე.
ჯანმრთელობა - ფსიქიკური, ფიზიკური და სოციალური
კეთილდღეობის ერთობლიობა და არა მხოლოდ დაავადების
არარსებობა. (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტება, 946
წელი);
ჯანსაღი ცხოვრების წესი - ინდივიდების მიერ მიღებული
გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომლებიც გავლენას ახდენს მათ
ჯანმრთელობაზე, რომელზეც სრული კონტროლი აქვთ. ზოგადად
ხასიათდება, როგორც “დაბალანსებული ცხოვრება”, რომელშიც ადამიანი
აკეთებს “გონივრულ არჩევანს”.
ჰაბიტატი - მცენარისა თუ ცხოველის საცხოვრებელი, საარსებო გარემო.
დედამიწის თითქმის ყველა წერტილი – ცხელი უდაბნოებისა და
ყველაზე ცივი, ყინულოვანი ადგილების ჩათვლით, სხვადასხვა სახეობის
ჰაბიტატია.

You might also like