You are on page 1of 7

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის

მოამბე

СООБЩЕНИЯ

Академии наук грузинской ССР

BULLETIN

OF THE ACADEMY OF SCIENCES OF THE GEORGIAN SSR

ტომი 91 Том

№2

აგვისტო 1978 Август

თბილისი ● Тбилиси ● Tbilisi

#501#

ბ. ჯორბენაძე

ენობრივი ფორმის შესწავლის საკითხები ქართულში

(წარმოადგინა აკადემიკოსმა შ. ძიძიგურმა 13.6.1978)

1. ენობრივი ფორმის პრობლემის გარკვევა ენათმეცნიერების მრავალმა


მიმდინარეობან სცადა, მაგრამ შედეგი, როგორც წესი, ყოველთვის არადამაკმაყოფილებელი
იყო. მიზეზი ისაა, რომ ვერ დაიძებნა მორფოლოგიური მონაცემის წმინდა მორფოლოგიური
საშუალებებით შეფასების კრიტერიუმი, რაც საფუძვლად დაედებოდა ფორმობრივი კვლევის
მეთოდოლოგიას. ენობრივი ფორმის წარმატებული კვლევისათვის საჭიროა დაიძებნოს
საკუთრივ ენობრივი ფორმის ნიშან-თვისებანი, მისი შენების, წარმოქმნის წესები,
ფორმობრივ ელემენტთა ერთ სტრუქტურად შეერთების კანონები. ამ მხრივ ბევრი და
მნიშვნელოვანი რამ არის გაკეთებული ენათმეცნიერებაში, მაგრამ ამ ხასიათის კვლევა-ძიება
უპირატესად გონებამახვილურ მიგნებებს ემყარება და სისტემური მეთოდოლოგიის სახით
დღემდე არ ჩამოყალიბებულა.
ამჯერად ყურადღებას გავამახვილებთ ქართული ზმნის ზოგიერთ ფორმობრივ ნიშან-
თვისებაზე, ზოგიერთ თავისებურებაზე იმის საჩვენებლად, რომ ენობრივ ფორმას მართლაც
აქვს თავისი კანონები, თავისი წარმოქმნისა და დაშვება-აკრძალვის წესები. იგულისხმება
საკუთრივ მორფოლოგიური და არა ფონეტიკა-ფონოლოგიური ასპექტი.
2. ქართულში ზოგჯერ შეინიშნება ფუძისა და ფორმანტის თავისებური
ურთიერთმიმართება: სრული გახმოვანებით წარმოდგენილი ფუძე შეითავსებს ნულოვანი
გახმოვანებით წარმოდგენილ ფორმანტს და, პირიქით, ფუძის ნულოვანი გახმოვანება
ვარაუდობს სრული გახმოვანების მქონე ფორმანტის არსებობას:
ჰ-გავ-ს → მ-გვ-ან-ი (ფუძე: გვ-ან-).
მაგრამ: ს-დევ-ს → დევ-ნ-ა (ფუძე: დევ-ნ-).
საინტერესოა აღინიშნოს ერთი ფაქტი: მ-გვ-ან-ი და მ-ცივ-ან-ი — ორივე მიმღეობაა,
ორივესგან შეიძლება ვაწარმოოთ ზმნა:
მ-გვ-ან-ი → ა-მ-გვ-ან-ებ-ს
მ-ცივ-ან-ი → ა-მ-ცივ-ნ-ებ-ს
I შემთხვევაში -ებ ფორმანტი ვერ კუმშავს გვ-ან- ფუძეს: დაირღვეოდა ფუძისა და
ფორმანტის შეთავსებულობის ზემოხსენებული სტატუსი.
II შემთხვევაში ფუძე იკუმშება (ცივ-ნ-) და წარმოდგენილია ზემოაღნიშნული
სტატუსით.
მაშასადამე, მორფოლოგია აქტიურად ერევა ფონეტიკურ ცვლილებათა სფეროში.
#502#
ამ მხრივ საყურადღებო მასალას გვაწვდიან დიალექტებიც. იმერულში
დამოწმებულია:
დგ-არ-ან (შდრ. სალიტერატურო: დგ-ან-ან)
წევ-რ-ან (შდრ. წვ-ან-ან)
საყრდენი ფუძისა და ფორმანტის შეთავსებულობის წესი აქაც ზედმიწევნითაა
დაცული.
ანალოგიური სტატუსი აღადგინა ე. ბენვენისტმა ინდოევროპული ენებისათვის,
ხოლო ქართულში იგივე წესი ფუძედრეკად ზმნათა სისტემაში (დრ-ეკ-: დერ-კ-) ივარაუდეს
თ. გამყრელიძემ და გ. მაჭავარიანმა.
3. გვაქვს შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ფორმაში რომელიმე ფორმანტის არსებობა
შეპირობებულია იმით, თუ რა დანიშნულებისად გაიგება მთლიანად ფორმის შემადგენელი
სხვა ელემენტები. ამ თვალსაზრისით ღირსაცნობია ფორმები:
ე-ლოდ-ე-ს
ე-ლოდ-ო-ს
ორივე ფორმა კავშირებითია, მაგრამ აშკარაა, რომ სხვადასხვა სისტემის კავშირებითი:
-ე სუფიქსიანი ფორმა I (აწმყოს) კავშირებითია, -ო სუფიქსიანი — II (ნამყო ძირითადის)
კავშირებითი. სწორედ ეს განაპირობებს ე-ლოდ- მონაცემის ნაირგვარ დანაწევრებას: I
შემთხვევაში იგი წარმოგვიდგება როგორც ე-ლ-ოდ-, II შემთხვევაში — როგორც ე-ლოდ-; I
შემთხვევაში -ოდ უწყვეტლისეული ფორმანტია, II შემთხვევაში — მონოლითური -ლოდ-
ფუძის გამოუნაწევრებელი ელემენტი.
მიზეზი ამისა თვით ამ ენობრივი მონაცემის თავისებურებაა: უწყვეტლის ფუძეს
სიტყვათწარმოებითი ღირებულება მოუპოვებია და ვნებითის ფორმას დასდებია
საფუძვლად:
I სისტემა: II სისტემა:
აწმყო: ე-ლ-ი-ს
უწყვეტელი ე-ლ-ოდ-ა → აწმყო: ე-ლოდ-ებ-ა
I კავშირ.: ე-ლ-ოდ-ე-ს უწყვეტელი: ე-ლოდ-ებ-ოდ-ა
I კავშირ.: ე-ლოდ-ებ-ოდ-ე-ს
ნამყო ძირ.: (და)-ე-ლოდ-ა
II კავშირ.: (და)-ე-ლოდ-ო-ს

სხვაობა ხსენებულ ფორმათა მრავლობითშიც იჩენს თავს:


ე-ლოდ-ო-ს — ე-ლოდ-ო-ნ
ე-ლ-ოდ-ე-ს — ე-ლ-ოდ-ნენ
4. ღირსაცნობ სურათს იძლევა ფორმანტის მიერ ამა თუ იმ ფუძის ამორჩევის
შემთხვევებიც.
ფუძის ამორჩევა ჩვეულებრივ ხდება სემანტიკური პრინციპის მიხედვით: ერთ-ი → ა-
ერთ-ებ-ს, მაგრამ: ერთ-იან-ი → ა-ერთიან-ებ-ს. -ებ ფორმანტს შეუძლია ამოირჩიოს როგორც
ერთ-, ისე ერთ-იან- ფუძე. რაიმე ფორმობრივი დაბრკოლება ამ შემთხვევაში არა გვაქვს.
ამორჩევის ნაირგვარობა განპირობებულია სემანტიკით, ლექსიკური მნიშვნელობით.
მაგრამ იმავდროულად დამოწმებულია შემთხვევები, როცა ამგვარ ამორჩევას წმინდა
ფორმობრივი საფუძველი აქვს.
#503#
ცნობილია, რომ III ტიპის (უნიშნო) ვნებითი თვით არის ამოსავალი შესაბამისი
მოქმედებითი გვარის ფორმებისათვის:
ძვრ-ებ-ა → ა-ძრ-ობ-ს
ძვრ-ებ-ა → ა-ძვრ-ენ-ს
ცთ-ებ-ა → ა-ცთ-ენ-ს და ა.შ.
აშკარაა: ვნებითის ფორმობრივ სისტემაში მარტივ ფუძეს -ებ თემის ნიშანი
თავისუფლად მიერთვის, მოქმედებითის სისტემაში მას ცვლის -ობ და -ენ ფორმანტები.
მაგრამ საკმარისია ამ უკანასკნელ სისტემაში -ობ და -ენ ფორმანტების ადგილი -ებ
ფორმანტმა დაიკავოს, რომ იგი უკვე ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ შეითავსებს მარტივ
ფუძეს: ფუძე აუცილებლად უნდა გართულდეს დამატებითი ფორმანტებით:
ძვრ-ებ-ა → ა-ძვრ-ენ-ს, მაგრამ: ა-ძრ-ომ-ებ-ს
ცთ-ებ-ა → ა-ცთ-ენ-ს, მაგრამ: ა-ცთ-ომ-ებ-ს
ამავე რიგისაა:
ხვდ-ებ-ა, მაგრამ: ა-ხვედ-რ-ებ-ს || ა-ხვდ-ომ-ებ-ს
ასევე: წუხ-ს ტიპის ფორმები უშუალოდ იწარმოებენ მოქმედებითს (გართულებული
ფუძის გარეშე), მაგრამ ჰ-გავ-ს ტიპის ფორმებს აუცილებლად სჭირდებათ შუალედური
საფეხური (მიმღეობური ფუძის სახით): წუხ-ს → ა-წუხ-ებ-ს, მაგრამ: ჰ-გავ-ს → მსგავს-ი → ა-
მსგავს-ებ-ს.
5. ქართულში ფუძეები სხვადასხვა გახმოვანებით შეიძლება იყოს წარმოდგენილი.
ამჯერად ყურადღებას ვამახვილებთ ა- და ე- გახმოვანებულ ფუძეთა ერთ თავისებურებაზე,
კერძოდ, ვგულისხმობთ ამ გახმოვანების მიმართებას აწმყოსეულ -ავ და -ევ ფორმანტებთან.
ღირსაცნობია შემდეგი ფაქტები:
ა) როგორც წესი, ყველა ის ზმნური ფუძე, რომელიც აწმყოში -ავ თემის ნიშნითაა
შეკუმშული, სრულხმოვნობის აღდგენისას უთუოდ ა- გახმოვანებით იქნება წარმოდგენილი:
მო-ვ-კალ → ვ-კლ-ავ, შე-ვ-კარ → ვ-კრ-ავ... ე.ი. -ავ ფორმანტი ვარაუდობს ა- გახმოვანებულ
ზმნურ ფუძეს.
ბ) -ევ ფორმანტიანი ზმნური ფუძეები უმეტესობისათვის ხერხდება ამოსავლად ე-
გახმოვანებული ფუძის დამოწმება: და-ვ-ი-ბენ → ა-ბნ-ევ-ს, წა-ვ-ი-ქეც → ა-ქც-ევ-ს, რებ-ს → ა-
რბ-ევ-ს...
გვაქვს გამონაკლისი (ჭამ-ს→ ა-ჭმ-ევ-ს; ქან- → ა-ქნ-ევ-ს), მაგრამ, მიუხედავად ამისა,
გარკვეულ ფარგლებში -ავ და -ევ ფორმანტთა განაწილება ამოსავალი ფუძის გახმოვანების
მიხედვით რეალურ მოვლენად მოჩანს.
ამ ასპექტში გასათვალისწინებელია ის ფუძეები, რომლებთანაც დამოწმებულია
როგორც -ავ, ისე -ევ ფორმანტები:
უ-ძლ-ავ-ს — ს-ძლ-ევ-ს
ს-თრ-ავ-ს — ა-თრ-ევ-ს
ს-ძრ-ავ-ს — გა-ა-ნ-ძრ-ევ-ს და ა.შ.
ხერხდება ყველა ამ საყრდენი ფუძის გახმოვანების აღდგენა და უთუოდ
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გახმოვანება ამ შემთხვევაში არის როგორც ა-, ასევე ე-
ხმოვნებით წარმოდგენილი:
#504#
ძალ-ა — შე-ვ-ძელ
და-თარ-ა — გა-ე-თერ
და-ს-ძარ — შე-ი-ნ-ძერ
6. ფონეტიკური ცვლილებები, როგორც წესი, ანგარიშს უწევენ მორფოლოგიურ
სტატუსს: ფონეტიკური ცვლილება ხდება მხოლოდ მორფოლოგიის „სანქციით“. ერთი
ნიმუში ამის ნათელსაყოფად:
ს-ტკივ-ა
ჩივ-ი-ს
ჰ-ში-ა (← ჰ-შივ-ა)
რატომ არის, რომ მიუხედავად სავსებით ერთგვაროვანი ფონეტიკური გარემოცვისა,
ჰ-შივ-ა ფორმა კარგავს ვ თანხმოვანს, რაც სავსებით გამორიცხულია დანარჩენ ორ
შემთხვევაში?
მიზეზი ამისა მორფოლოგიურ სტატუსში უნდა ვეძიოთ: -ივ ელემენტი სამივე
შემთხვევაში ნაირგვარი მორფოლოგიური ღირებულებისაა.
ჰ-შივ-ა ფორმაში იგი -ევ სუფიქსის რეფლექსია (ა-მშევ-ს → და-ა-მშივ-ა → და-ა-მში-ა
→ ჰ-მში-ი-ს → ჰ-ში-ა): ამ შემთხვევაში ვ იკარგვის ინტერვოკალურ პოზიციაში, მაგრამ
აღდგება თანხმოვნის უშუალო მეზობლობაში (ჰ-შივ-დ-ებ-ა).
ს-ტკ-ივ-ა (ს-ტკ-ივ-ი-ს) ფორმაში -ივ პირველადი ფორმანტია (შდრ.: ს-ტკ-ენ-ს), ე.ი. არ
არის მიღებული -ევ-ისგან.
ჩივ-ი-ს ფორმაში -ივ მონოლოთური (დაუშლელი) ფუძის ნაწილია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

(შემოვიდა 16.6.1978)

ЯЗЫКОЗНАНИЕ
Б. А. Джорбенадзе

ВОПРОСЫ ИЗУЧЕНИЯ ФОРМАЛЬНЫХ СТРУКТУР

В ГРУЗИНСКОМ ЯЗЫКЕ

Резюме

На основании анализа форм грузинского глагола доказывается следующее: а)


формальные структуры имеют свои имманантные (независимые от семантики) правила
образования и строения; б) фонетические изменения, как правило, зависят от
морфологического статуса языковой формы.

LINGUISTICS

B. A. Jorbenadze

PROBLEMS OF THE STUDY OF FORMAL STRUCTURES IN GEORGIAN

Summary

The formal principle is introduced towards the study of morphological formation systems. An
attempt is made to give some examples of analysis of formal structures of the Georgian verb.

You might also like