You are on page 1of 7

მითი და მითოლოგია

მითი მოგვითხრობს საკრალურ ამბავს. იგი აღწერს დასაბამიერი, „საწყისთა“ საარაკო


დროის მოვლენას. სხვანაირად რომ ვთქვათ, მითი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ
ზებუნებრივ არსებათა საგმირო საქმეების წყალობით როგორ იქცა რეალობა
არსებობად, იქნება ეს კოსმოსი თუ მისი რომელიმე ერთი ფრაგმენტი: კუნძული,
მცენარის ჯიში, ადამიანთა ქცევა თუ ინსტიტუტი; მაშასადამე, თხრობა ყოველთვის
რაღაცის „შექმნას“ ეხება: მოთხრობილია, თუ როგორ წარმოიშვა რაღაცა და როგორ
დაიწყო მისი ყოფნა. მითი გვიყვება იმას, რაც ნამდვილად მოხდა, სრულად
გაცხადდა. მითების პერსონაჟები ზებუნებრივი არსებები არიან. ისინი ცნობილნი
გახდნენ იმით, რაც გააკეთეს „საწყისთა“ საარაკო დროში. მაშასადამე, მითები
წარმოაჩენენ ამ არსებათა შემოქმედებით აქტივობას და მათი საქციელის
საკრალურობას. მითები აღწერენ საკრალურის დრამატულ შემოჭრას სამყაროში.
სწორედ საკრალურის ეს შემოჭრაა, სამყაროს რეალურად რომ აფუძნებს და მას აქცევს
იმად, რაც დღეს არის. სწორედ ზებუნებრივ არსებათა ჩარევის წყალობით ადამიანი
იქცა იმად, რაც დღეს არის: მოკვდავ, სქესის მქონე და კულტურულ არსებად.
იმის გამო, რომ მითი ზებუნებრივ არსებათა საგმირო საქმეებსა და მათ საკრალურ
ძლიერებას წარმოაჩენს, იგი ყველა უმნიშვნელოვანესი ადამიანური ქცევის სანიმუშო
მოდელად გვევლინება („წინაპრებმა ასე გადმოგვცეს“; „ასე იქცეოდნენ წინაპრები“).
ამ მოდელის შენარჩუნება კოსმოსის შენარჩუნების პირობაა. რიტუალური
ქმედებების გარდა, ადამიანები ყოველდღიურ ყოფაში, მის ყველა გამოვლინებაში
იმეორებენ მოდელით ნაკარნახევ ქმედებებს, რომ არ დაირღვეს ხაზი,
მემკვიდრეობითობა და სამყარომ იარსებოს იმ სახით, როგორც ის გადაეცათ
ადამიანებს.
მითი ყოველთვის მოგვითხრობს ერთ ფენომენალურ ამბავზე, რომელიც შემდეგ
ხდება გლობალური. მაგალითად, მოთხრობილია, რომ ბურუნდუკი (ზოლიანი
ციყვი) იმიტომ არის ზოლიანი, რომ მას დათვმა გადაუსვა თათი. დათვმა მხოლოდ
ერთს გადაუსვა თათი, მაგრამ ამის შემდეგ ყველა ბურუნდუკი ზოლიანია. ასევე,
ერთი სავარცხლიანი ქალი გადაიქცა ოფოფად და ამის შემდეგ ყველა ოფოფს აქვს
თავზე „სავარცხელი“. პირველი ადამიანებიც არიან წინაპრები ყველა დანარჩენი
თაობებისა. რაც შეეხება ზნეობრივ მხარეს, მითოსში იგი თავისებურადაა
მოწოდებული. ინცესტი (სისხლის აღრევა) პირველი წყვილისთვის აუცილებელია
(როგორც წესი, ეს და–ძმაა), რომ გამრავლდნენ ადამიანები (ღვთაებებიც).
მითოლოგია ადამიანის მხატვრული აზროვნების ერთ-ერთი პირველი ნაყოფია,
თუმცა ძველ დროში მას არ თვლიდნენ გამონაგონად, არამედ მიაჩნდათ, რომ მითში
მოთხრობილი ამბავი ნამდვილად მოხდა. მითოლოგია არის ადამიანის მიერ
აღქმული სამყაროს სურათი, რომელმაც შემდგომში, თავის მხრივ, ხელი შეუწყო
პოეტური აზროვნების განვითარებას. იგი კოლექტიური შემოქმედების პროდუქტია
და ჩვენ ვერასდროს დავადგენთ მის ავტორს.
მითი (მითოს) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს მოთხრობას, გადმოცემას, თქმულებას.
ბერძნული ზმნა (მითეო) კარგად ასახავს ამ ამბებისადმი ხალხის დამოკიდებულებას.
Mმისი მნიშვნელობა თხრობას გულისხმობს, მაგრამ ისეთ თხრობას, რომელიც
სხვათა ნათქვამის გადმოცემაა, მართლაც, მითი, როგორც ხალხური შემოქმედების
სხვა ძეგლები, საუკუნეების განმავლობაში გადაეცემოდა თაობიდან თაობას.
მითოსში მოთხრობილია სამყაროს შექმნაზე, ღმერთების გაჩენასა და მათ
მოღვაწეობაზე, ადამიანის დაბადებასა და საგნების შექმნაზე. ერთი სიტყვით,
ყველაფერზე, რაც კი არსებობს. სწორედ ეს არსებობა, ცოცხალი სინამდვილე იყო
მითის ჭეშმარიტების დასტური. მითოსი მოგვითხრობს საგნებისა და მოვლენების
პირველად შექმნისა და გამოყენების შესახებ. მასში ისეთი ამბავია მოთხრობილი,
რომლის შედეგს თვალსაჩინოდ ხედავს ადამიანი, რადგან მის თვალწინაა
ყველაფერი, რის შექმნაზეც მითოსშია საუბარი (ტყე, მთა, მდინარე, მთელი ბუნება,
შრომის იარაღები და სხვა) და ამდენად, დამაჯერებლობას მატებს მას.
მითის არსებობის ფორმებია: სიუჟეტი (ვერბალური, სიტყვიერად მოთხრობილი),
რიტუალი (მოქმედებით გამოხატული) და გამოსახულება (არტეფაქტებზე, საკულტო
საგნებზე...). წმინდა სახით „მითოსური აზროვნება“ აბსტრაქციაა, იგი არ არსებობს
გამოცალკევებულად, ადამიანის აზროვნებისგან გამოყოფილად. ფაქტობრივად, ეს
არის ძველი ადამიანის ცნობიერება, რომლისთვისაც დამახასიათებელია იმ ტიპის
აზროვნება, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ მითოსურს. მისი მთავარი ნიშანია
„საკუთარისა“ და „უცხოს“ დაპირისპირება. „თავისი“ არის კარგი, სოციალურად და
რელიგიურად მოწესრიგებული, რომელიც ეფუძნება კანონებს (კოსმოსი). რაც
„უცხოა“, ის ამოუცნობია, საშიშია, რადგან მდებარეობს ამა თუ იმ ტომის
საცხოვრებელი ტერიტორიის გარეთ. მითოსური ცნობიერებისთვის
დამახასიათებელია დაპირისპირებულთა ერთიანობა.
მითოსური აზროვნება არის სახეებით აზროვნება, მისი თვისებაა მუდმივი ძიება,
კითხვებზე პასუხის გაცემა და მაგიური მოთხრობით (სიტყვით) სამყაროს
მოდელირება. მითიური აზროვნების თავისებურებები გაპირობებულია იმით, რომ
ძველი ადამიანი („პირველყოფილი“) ჯერ კიდევ მკვეთრად არ გამოყოფდა თავის
თავს გარემომცველი სამყაროსგან და ბუნებრივ ობიექტებზე გადაჰქონდა თავისი
თვისებები.
მითის სპეციფიკა იმაშია, რომ სამყაროს ცალკეული ელემენტების წარმოშობაზე
მოგვითხრობს და ამით ქმნის სამყაროს. მითის კარდინალური თვისებაა, რომ საგნის
არსებობას აიგივებს მის წარმოშობასთან. მაგალითად, გარემომცველი სამყაროს
აღწერა იგივეა, რაც მოთხრობა მისი წარმოშობის შესახებ. ცოცხალ მითებში არც
გვხვდება კოსმოგრაფია (სამყაროს აღწერა პირდაპირი მნიშვნელობით). მითს აქვს
თავისი განსაკუთრებული ქრონოტოპი – მითიური დრო–სივრცე. მითიურ დროს არ
აქვს მდინარება, იგი ან მარადიული აწმყოა ან პირველქმნადობის ეპოქა ანუ
პერიოდი, როცა დრო არ არსებობდა. ამიტომაც მითიური პერსონაჟის ასაკი არ
იცვლება (მარადიული ახალგაზრდობა, მარადიული სიბერე). სამყაროს ახლანდელი
მდგომარეობა – რელიეფი, ციური მნათობები, ცხოველთა და მცენარეთა სახეობები,
სოციალური და რელიგიური მოცემულობები, ყველა ბუნებრივი და კულტურული
ობიექტი არის დიდი ხნის წინ მომხდარი მოვლენებისა და მითიური გმირების
მოქმედების შედეგი. მითიური წარსული არის არა მარტო წინარე დრო, არამედ
პირველქმნადობის ეპოქა, მითიური დრო, რომელიც წინ უსწრებდა ემპირიულ
დროს. მხოლოდ ადამიანი, როგორც homo istoricus აწესრიგებს წარსულს და
გარემომცველ არეს, იწყებს დროის ათვლას და ანიჭებს მას მნიშვნელობას.
დიქოტომიაში საწყისი, საკრალური დრო და ემპირიული დრო, პირველი
აღნიშნულია, როგორც გასაკუთრებული“დრო“, რადგან ამ დროს იქმნება ყველაფერი:
პირველი ცეცხლი, პირველი იარაღი, პირველი სახლი, პირველი რიტუალური
ქმედება... და რადგან პირველია, ამიტომაც პარადიგმულია (პარადიგმა = მაგალითი,
ნიმუში). მიტოსური ცნობიერებით, საგნის არსი გაიგივებულია მის წარმოსობასთან,
ეს არის მისი გამოყენების გასაღები. თუ ვიცით საგნის წარმოშობა, ვიცით, როგორ
გამოვიყენოთ იგი. წარსულის ცოდნა გაიგივებულია სიბრძნესთან. მაგალითად, თუ
ვიცით გველის, ცეცხლის, სამკურნალი ბალახების წარმოშობა, შეგვიძლია ნაკბენის,
დამწვრობის თუ სხვა ზიანის განკურნება.
მითიური სივრცე გამოხატავს წარმოდგენას „თავის“ სამყაროზე, როგორც ცენტრზე,
რომელიც გარემოცულია სხვა სამყაროებით. ადამიანმა მთელი სამყარო გამოხატა
ოთხი მხარის სახით (ჯვრის სახით +) და საკუთარი თავი მათი გადაკვეთის ცენტრში
მოათავსა. ვერტიკალურად წარმოსახული სამყარო სამგანზომილებიანია (ზესკნელი,
შუასკნელი, ქვესკნელი) და აქაც ადამიანი ცენტრში აღმოჩნდა (შუა სკნელში). ამ
სივრცობრივ ზონებს დროის პარამეტრებიც შეესაბამება – წარსული, აწმყო,
მომავალი.
მითოსში მოთხრობილი მოვლენების დრო განუსაზღვრელია. მართალია, ყველაფერი
შეიქმნა შორეულ წარსულში, წინარე დროში, “სიზმრების ხანაში”, მაგრამ არსებობს
ახლაც და იარსებებს მომავალში. Aამიტომ მითი ერთნაირად მოიცავს წარსულს,
აწმყოსა და მომავალს. სამაგიეროდ, განსაზღვრულია მისი გეოგრაფიული სივრცე.
მითოსის ამბავი ხდება კონკრეტულ ქვეყანაში (გარდა კოსმოგონიური ამბებისა).
საუბარია კონკრეტული მთის, ტბის, მდინარის. . . წარმოშობაზე. Aამიტომ არსებობს
ბერძნული, ქართული, ირანული და ა.შ. მითოლოგიები, რომლებიც, გარდა იმისა,
რომ ამ ხალხების მიერაა შექმნილი, მათ გეოგრაფიულ სივრცესაც მოიცავს.
მითოლოგია მითების (მოთხრობების) ერთობლიობაა, მაგრამ არა მექანიკურად
შეერთებული. მითოლოგია სისტემაა, ე.ი. მითებს შორის არსებობს შინაგანი კავშირი,
ერთმანეთისადმი ლოგიკური დამოკიდებულება, რადგან ისინი ერთი მთელის
შემადგენელი ნაწილები არიან. Eეს მთელი კი სამყაროა. Aადამიანის წარმოდგენა
სამყაროზე ფართოვდებოდა მისი ცოდნის შესაბამისად. აქედან გამომდინარე,
მითოლოგიაც იცვლიდა სახეს, ე.ი. არა მარტო სხვადასხვა ხალხის მითოლოგიაა
განსხვავებული, არამედ ერთი და იმავე ხალხის მითოლოგია იცვლებოდა დროთა
განმავლობაში. რასაკვირველია, თავდაპირველად ადამიანის მიერ აღქმული სამყარო
იმ გარემოს მოიცავდა, რომელთანაც მას უშუალოდ ჰქონდა შეხება. Kკოსმიური
სივრცეებისკენ მან გაცილებით გვიან მიმართა გონების თვალი. Aამას ძლიერი ბიძგი
მიწათმოქმედებამ მისცა. მიწასთან სიახლოვემ მიახვედრა ადამიანი, რომ სამყარო
ერთიანი და განუყოფელია. მითოლოგიის წარმოშობა უმთავრესად ადამიანის
ცნობისმოყვარეობამ განაპირობა.
მითოლოგიურ ცნობიერებას საფუძვლად უდევს უძველესი რელიგიური
წარმოდგენები – ანიმიზმი, ტოტემიზმი, მაგიზმი. . . მათგან უძველესი და ყველაზე
მნიშვნელოვანია ანიმიზმი, რაც გასულიერებას ნიშნავს (ანიმა = სული). ძველი
ადამიანის წარმოდგენით, ბუნებაში ყველაფერი ცოცხალია და გააჩნია თავისი სული.
Aამიტომ ისევე მოქმედებს, როგორც ადამიანი. ასეთმა წარმოდგენებმა უბიძგა
ადამიანს, შეეთხზა მოთხრობები, რომლებმაც მითოსის სახელწოდება მიიღეს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძველ საზოგადოებაში მითი ცოცხალი
სინამდვილე იყო, ნამდვილად მომხდარი ამბავი, რომელიც წინაპრებმა გადმოსცეს
თავიანთ შთამომავლებს და რომელიც მათ გარემომცველ სამყაროში აგრძელებდა
თავის ყოფიერებას.
ძველ საზოგადოებაში მითოსსა და მითოლოგიას მნიშვნელოვანი ფუნქცია
ეკისრებოდა: იგი იყო ზეპირი ისტორია (მართალია, გამონაგონი, მაგრამ მასში
გარკვეულწილად სიმართლეც ირეკლებოდა) და ამავე დროს მოდელი, რომელიც
განსაზღვრავდა საზოგადოების სტრუქტურასა და ცხოვრების წესს. Aარ არსებობს
ხალხი, რომელსაც არ ჰქონოდა მითოლოგია. თუ არსებობს ენა, არსებობს მითებიც.
როგორც აღინიშნა, მითოლოგია მოიცავს ყველაფერს, რასაც ხედავს და აღიქვამს
ადამიანი, ამიტომ მრავალრიცხოვანი მითების შინაარსიც მრავალფეროვანია.
მითების შედარებითმა კვლევამ ცხადყო, რომ სხვადასხვა ხალხის მითოლოგიებში
ძირითადი თემები და მოტივები მეორდება. ძალიან ძველია მითები მზის, მთვარისა
და ვარსკვლავების წარმოშობაზე. ზოგიერთ მითში ისინი ადამიანებად არიან
წარმოდგენილნი, რომლებიც ადრე მიწაზე ცხოვრობდნენ და რაღაც მიზეზით
ავიდნენ ზეცაში (ეს მოტივი გვხვდება კავკასიურ მითოლოგიაშიც ).
Mმიუხედავად სიმრავლისა, შესაძლებელი გახდა მითების დაჯგუფება შინაარსის
მიხედვით და იმ ძირითადი ელემენტების გამოკვეთა, რომლებიც მითოლოგიური
სისტემის ღერძს წარმოადგენენ. Gგამოიყოფა ოთხი ძირითადი ჯგუფი (თუმცა, თუ
უფრო მცირე ნაწილებად დავაქუცმაცებთ, ბევრად მეტი ჯგუფიც შედგება),
რომლებიც საზოგადოდ მითოლოგიის მთავარ ელემენტებს წარმოადგენენ და ამ
ოთხი ელემენტის გადამუშავებით იქმნება მითოლოგიური მოზაიკა. თითოეული
ჯგუფის გამაერთიანებელია ძირითადი თემა და არა თემის გადმოცემის
საშუალებები. Eეს ჯგუფებია: კოსმოგონიური მითები, ეტიოლოგიური მითები,
მითები კულტურული გმირების შესახებ, მითები გარდაცვლილ და მკვდრეთით
აღმდგარ ღვთაებებზე.
Kკოსმოგონიური მითები. სიტყვა “კოსმოგონია” (ბერძნ.) ნიშნავს სამყაროს
წარმოშობას და ბუნებრივია, ამ ჯგუფში შედის მოთხრობები სამყაროს შექმნა-
გაჩენაზე. სხვადასხვა ხალხის მითოსში განსხვავებულად არის გადმოცემული ეს
პროცესი (თუმცა ხშირია მგავსებაც), მაგრამ ისინი ერთ ჯგუფში თავსდებიან, რადგან
ყოველ მათგანში სამყაროს შექმნაზეა საუბარი. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით,
თავდაპირველად იყო ქაოსი, რომლისგანაც შეიქმნა კოსმოსი – მოწესრიგებული
სამყარო (მაგრამ არ არის მინიშნებული, რატომ და როგორ მოხდა ეს). Pპირველი
ღვთაებები იყვნენ გეა (მიწა) და ურანოსი (ცა) – ცოლ-ქმარი, რომლებმაც წარმოშვეს
ღმერთები და სხვა არსებები. ურანოსს ძალაუფლება ჩამოართვა შვილმა – კრონოსმა,
რომელმაც ფალოსი მოჰკვეთა მამას და განაყოფიერების უნარი წაართვა. Kკრონოსის
ცოლი იყო რეა. მათ წარმოშვეს ღმერთების ახალი თაობა, მაგრამ კრონოსმა იცოდა
წინასწარმეტყველება, რომ მას შვილი წაართმევდა სამყაროს გამგებლობას და
ახლადგაჩენილ შვილებს ყლაპავდა. რეამ მოახერხა ზევსის გადამალვა კუნძულ
კრეტაზე. როცა გაიზარდა და ძალა მოიკრიბა, ზევსმა წაართვა ტახტი კრონოსს და
მამის ადგილი დაიკავა. Mმან აიძულა კრონოსი, ამოენთხია გადაყლაპული შვილები,
რომლებიც ზევსის მეთაურობით გახდნენ ოლიმპოზე მოსახლე ახალი თაობის
ღმერთები. Aამიტომ მათ ოლიმპოს ღმერთებსაც უწოდებდნენ. შუამდინარულ
მითოლოგიაში სამყაროს შექმნამდე არსებობდნენ ურჩხულებრივი არსებები, ასევე
ცოლ-ქმარი. მარდუქის ხელმძღვანელობით შვილები აუჯანყდნენ ქაოსის
წარმომადგენელ მშობლებს და მოკლეს ისინი. თიამათის სხეული დაანაწევრეს და ამ
ნაწილებისგან შექმნეს სამყარო. სხვა ხალხთა მითოლოგიებში სამყაროს შექმნის სხვა
სურათია წარმოდგენილი, მაგრამ, როგორც ითქვა, ისინი კოსმოგონიურ მითებს
განეკუთვნებიან.
ღმერთების თაობათა შორის ბრძოლა საკმაოდ გავრცელებული თემაა ძველი
ხალხების მითოლოგიებში. Aამ თემის სახესხვაობასა და ტრანსფორმაციას
წარმოადგენს დაპირისპირებულთა ბრძოლის ამსახველი ამბავი, რომელიც
მითოლოგიის წამყვანი თემაა ( თავის მხრივ, მან სათავე დაუდო ბევრ მითოლოგიურ
მოთხრობას) და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რელიგიურ სისტემებში.
Kკოსმოგონიური მითები (სამყაროული მასშტაბით) შედარებით გვიანდელი
წარმოშობისაა, რადგან ასეთ მოთხრობებს ქმნის უკვე განვითარებული საზოგადოება.
Aამ მითებში ორი ძირითადი იდეა იკვეთება – ქმნადობისა და განვითარების იდეები.
Kკოსმოგონიურ მითებში, როგორც მისი სახესხვაობა, შედის დუალისტური
მითები, რომლებშიც სამყაროს შექმნაში ორი ღვთაება მონაწილეობს. ხშირად ისინი
ერთმანეთს უპირისპირდებიან სამყაროს მბრძანებლობისთვის. როგორც წესი,
დაპირისპირებულ-თაგან ერთი სიკეთეს (სინათლეს, კოსმოსს) განასახიერებს, მეორე
– ბოროტებას (სიბნელეს, ქაოსს). ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ხან ერთი იმარჯვებს,
ხან – მეორე. ზოგი ხალხის წარმოდგენით, ამ ბრძოლის შედეგია დღისა და ღამის
მონაცვლეობა, მაგ., ეგვიპტურ მითოლოგიაში მზის ღმერთისა (რა) და გველის
(აპოპი) ბრძოლა. Mმაგრამ თუ უარყოფითმა არსებამ გაიმარჯვა, მაშინ სამყარო
დაინგრევა და კვლავ უკუნი და ქაოსი დაისადგურებს.
Dდუალიზმი შესამჩნევია ყველა ხალხის მითოლოგიაში, რადგან იგი უდევს
საფუძვლად დაპირისპირებულთა ბრძოლის მოტივს. Eეს მოტივი კი ერთ-ერთი
ძირითადი მარცვალია სიუჟეტის განვითარებისთვის. Yყველაზე უფრო მკვეთრად
გამოხატულ დაპირისპირებას ბოროტსა და კეთილს შორის ადგილი აქვს ირანულ
მითოლოგიაში (აჰურამაზდასა და აჰრიმანის დასები).
ქართულ მითოლოგიაში კოსმოგონიური მითი იმეორებს ბიბლიურ მოთხრობას,
ოღონდ გარკვეული სახეცვლილებით: ღმერთმა შექმნა სამყარო. Mმას ეჯიბრებოდა
ეშმაკი, მაგრამ ყველაფერი მახინჯი გამოსდიოდა. Aაქედან გამომდინარე, რაც
ლამაზი და კარგია, ღმერთის შექმნილია, რაც მახინჯი, ის _ ეშმაკის.
Kკავკასიის ხალხთა მითოლოგიაში ძველი კოსმოგონია ანუ სამყაროს შექმნის
პროცესი აღარ ჩანს. Aამ მოთხრობებში ადამიანი უკვე სახლობს მიწაზე და
ღმერთებსაც განაწილებული აქვთ ფუნქციები. თუმცა ერთ გადმოცემაში ახსნილია,
თუ რატომ არის დედამიწის ზედაპირი უსწორმასწორო: ღმერთმა დედამიწა რომ
შექმნა, მერე ცა გააკეთა, რათა დედამიწისთვის დაეხურა, მაგრამ არ მოერგო, რადგან
მიწა უფრო დიდი აღმოჩნდა. ცის ზომაზე რომ დაეყენებინა, ღმერთმა დედამიწას
ხელი მოუჭირა. ასე გაჩნდა მთები და ხევები, ამიტომ არის დედამიწის ზედაპირი
უსწორმასწორო. Eეს გადმოცემა კოსმოგონიური მითების რიგს უნდა მივაკუთვნოთ.
Kკოსმოგონიის გამოძახილი ჩანს აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა
მითოლოგიური სისტემის უმაღლესი ღვთაების სახელში – მორიგე ღმერთი ანუ
სამყაროული წესისა და რიგის დამამყარებელი.
Mმეორე ჯგუფი მითებისა არის ეტიოლოგიური მითები, რომლებსაც
ნატურალურსაც უწოდებენ. Eეტიოლოგია ნიშნავს მიზეზთა ახსნას. Aაიტია (ბერძნ.)
= მიზეზი. ამ მოთხრობებში გადმოცემულია მზის, მთვარის, მეტეოროლოგიური
მოვლენების ან ცხოველების, მცენარეების წარმოშობაზე და რადგანაც აქ საუბარია
ბუნების შესახებ, ამიტომ ამ მითებს ნატურალურსაც უწოდებენ. თავისი აღნაგობითა
და შინაარსით ეს მითები მოკლეა და მარტივი, ზოგ შემთხვევაში პრიმიტიულიც.
ასეთი მითების რიგს მიეკუთვნება, მაგ., ბერძნული მითი აპოლონისა და დაფნას
შესახებ, ნარცისის შესახებ და სხვა. Kკავკასიურ მითოლოგიაშიც გვხვდება
ეტიოლოგიური მითები, მაგ., “რატომ აქვს კურდღელს გრძელი ყურები”, “ოფოფის
წარმოშობა”, “პალიასტომის ტბის გაჩენა” და სხვა. Eეტიოლოგიური მითების
უმრავლესობა დაცლილია იმ ამაღლებულობისა და ღრმა შინაარსისაგან, რაც
კოსმოგონიური მითების დიდ ნაწილს ახასიათებს. რასაკვირველია, ის ,რაც
მოთხრობილია ეტიოლოგიურ მითებში, ხალხის გამონაგონია და არ შეესაბამება
რეალობას, მაგრამ ძველი საზოგადოებისთვის ისინი სარწმუნო ამბებს
წარმოადგენდნენ.
ჩვენ ვსაუბრობთ მითების ერთ-ერთი ჯგუფის შესახებ, მასში შემავალ მითებზე,
რომელთა ძირითადი თემაა რაიმე კონკრეტული მოვლენის ან საგნის წარმოშობა. რაც
შეეხება ზოგადად ეტიოლოგიას (ანუ მიზეზთა ახსნას), თავისი არსით ყველა მითი
ეტიოლოგიურია, რადგან ის შეიცავს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ არის სამყარო
მაინცადამაინც ამ სახით შექმნილი. Aამ თვალსაზრისით ღრმა შინაარსით ასევე
კოსმოგონიურია ყველა მითი, რადგან მათში სამყაროს შექმნაზეა საუბარი არა მარტო
კოსმიური, არამედ მცირე მასშტაბითაც. Nნებისმიერი საგნის ან მოვლენის წარმოშობა
კოსმოგონიური პროცესის გაგრძელებაა.
Mმესამე ჯგუფს ქმნიან მითები კულტურული გმირების შესახებ, რომლებსაც
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ბევრი ხალხის მითოლოგიაში. მათში
მოთხრობილია ისეთი საგნების მოპოვებაზე ან ისეთი წეს-ჩვეულებების
დამკვიდრებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ჩამოყალიბებასა და
განვითარებას ანუ კულტურასთან მის ზიარებას. როგორც წესი, კულტურის
ელემენტებს საზოგადოებაში ამკვიდრებს რომელიმე პერსონაჟი (ღვთაება, ადამიანი,
ცხოველი ან ფრინველი), ამიტომ ეწოდება მას კულტურული გმირი, მაგრამ ეს
მეცნიერული ტერმინია და არა ხალხური. Kკულტურული გმირები ასწავლიან
ადამიანებს მიწათმოქმედებას, სხვადასხვა ხელობას, მოაქვთ ცეცხლი, ასევე
აყალიბებენ გარკვეულ სოციალურ ინსტიტუტებს, ადგენენ ქორწინების წესებს და
სხვა. აღსანიშნავია, რომ თუ კულტურული გმირი გადასცემს ადამიანებს ცოდნას, ის
თავად არის ამ ცოდნის მატარებელი, მაგრამ თუ მოაქვს საგანი (მაგ., ცეცხლი, შრომის
იარაღი და სხვ.), ეს არ არის მისი კუთვნილება და, როგორც წესი, სხვას სტაცებს მას.
Kკულტურულ გმირთა გალერეა მეტად მრავალფეროვანია. Mმათგან პირველ რიგში
გვახსენდება პრომეთე, რომელმაც ოლიმპოს მბრძანებლებს ცეცხლი მოჰპარა და
ადამიანებს მოუტანა. ინდიელთა ტომებში ციდან ცეცხლის მომტანი ყორანია,
რომელიც ნაკვერჩხალმა შეტრუსა და ამიტომ არის შავი ( აქ, როგორც ვხედავთ,
ეტიოლოგიური ელემენტიც ფიგურირებს). Mმსგავსი პერსონაჟები კავკასიურ
მითებშიც გვხვდება. რაჭაში ჩაწერილი ერთი თქმულების თანახმად, ციდან
ჩამოვიდა ღვთაებრივი მჭედელი, რომელმაც მუხლზე დაიდო რკინა და მუშტით
გამოკვერა. ასე ასწავლა მან ადამიანებს ჭედვა, მათ კი გრდემლი და ურო ისე
გააკეთეს, რომ მიამსგავსეს მუხლსა და მუშტს.
Kკავკასიურ მითოლოგიაში საინტერესო სახეებს ქმნიან ღვთისშვილები, რომლებსაც
ღმერთი აგზავნის დედამიწაზე. Dდევების დამარცხების შემდეგ ღვთისშვილები
აფუძნებენ კულტს და აყალიბებენ სოციუმს _ საყმოს, რომელსაც განუსაზღვრავენ
ცხოვრების წესს. ამ თვალსაზრისით ღვთისშვილები კულტურულ გმირებადაც
გვევლინებიან.
მეოთხე ჯგუფს შეადგენს მითები გარდაცვლილი და მკვდრეთით აღმდგარი
ღვთაებების შესახებ. წარმოშობით ეს მითები ძალიან ძველია, თუმცა დროთა
განმავლობაში მათი შინაარსი და სიმბოლური გააზრება დაიხვეწა და გართულდა.
Gგარდაცვლილი და აღმდგარი ღვთაებები განასახიერებდნენ ბუნების ძალებს და
წელიწადის დროთა მონაცვლეობა მათი კვდომა-გაცოცხლებით იყო გაპირობებული.
Aამ მითებს ზოგჯერ აგრარულსაც უწოდებენ, რადგან მათ უკავშირდებოდა
სამეურნეო საქმიანობათა კალენდარული ციკლი. აღორძინებადი ღვთაებებიდან
შეიძლება დავასახელოთ ოსირისი (ეგვიპტ.), ადონისი (ფინიკია), ატისი (მცირე აზია),
დიონისე (თრაკია, საბერძნეთი). განსაკუთრებული გავრცელება და განვითარება ამ
მითმა მიიღო მცირე აზიაში. თავდაპირველად ბუნების მაცოცხლებელ ძალას
განასახიერებდა ქალღმერთი და კვდომა-აღდგომაც მის სახელს უკავშირდებოდა.
როცა კვდებოდა, უფრო სწორედ, სხვა სამყაროში გადადიოდა, მიწაზე
უსიცოცხლობა- ზამთარი ისადგურებდა. Mმის დაბრუნებას მოსდევდა სიცოცხლის
განახლება მთელ სამყაროში. Aაქედან იწყებოდა წლიური ციკლი, ამიტომ უძველეს
ხანაში ახალ წელს გაზაფხულზე ზეიმობდნენ. Nნაყოფიერების ქალღმერთს უხვი
ძღვენით ხვდებოდნენ, რათა მისგანაც იგივე მიეღოთ. ერთად აღნიშნავდნენ პირველი
ხნულის (კვალის) გატანას (ეს რიტუალი ჩრდ.კავკასიაში XX საუკუნის დასაწყისშიც
ტარდებოდა). როგორც ჩანს, ეს ღვთაებასთან შეხვედრის ზეიმის ნაწილი იყო.
დროთა განმავლობაში, როცა ქალრმერთმა თავისი პრიორიტეტი დაკარგა, მისი
ადგილი მამაკაცმა ღვთაებამ დაიკავა, მაგრამ ქალღმერთი, როგორც მისი დედა ან
სატრფო მაინც დარჩა მითში. საინტერესო ტრანსფორმაციას ვხედავთ ბერძნულ
მითში დემეტრასა და პერსეფონას შესახებ.
მითის ქმნადობა კაცობრიობის კულტურული ისტორიის უმნიშვნელოვანესი
მოვლენაა. Pპირველყოფილ საზოგადოებაში მითოლოგია წარმოადგენდა სამყაროს
გააზრების ძირითად საშუალებას. მითი გამოხატავს მისი შემქმნელი საზოგადოებისა
და თანადროული ეპოქის მსოფლშეგრძნებასა და მსოფლგაგებას. G

You might also like