You are on page 1of 608

1

არტურ გოლდენი

გეიშას

მემუარები

თარგმნა : ია ქვაჩახიამ

2
წინასიტყვაობა

1936 წლის ერთ საღამოს, როცა თოთხმეტი წლის ვიყავი, მამა-


ჩემმა კიოტოში, საცეკვაო წარმოდგენაზე წამიყვანა. იმ საღამოდან
ორად ორი მოგონება შემომრჩა. პირველი ის არის, რომ მაყურებ-
ლებს შორის ევროპელები მხოლოდ მე და მამა გახლდით. მშობ-
ლიური ნიდერლანდებიდან იაპონიაში სულ რამდენიმე კვირის ჩა-
სულები ვიყავით, ამიტომ ჯერ კიდევ მიჭირდა კულტურულ იზოლა-
ციასთან შეგუება და ამას მწვავედ განვიცდიდი. მეორე მოგონება კი
გახლავთ ჩემი სასიამოვნო აღმოჩენა: იაპონური ენის რამდენიმეთ-
ვიანი ინტენსიური სწავლის შემდეგ, გარშემო მყოფთა შემთხვევით
ყურმოკრული საუბრიდან აზრის გამოტანას ვახერხებდი. რაც შე-
ეხება მოცეკვავე ახალგაზრდა იაპონელ ქალებს, მხოლოდ მათი
ფერადოვანი კიმონოები შემომრჩა ბუნდოვანი მოგონების სახით.
რა ვიცოდი მაშინ, რომ ერთ-ერთი მათგანი ასე დიდი ხნის შემდეგ
და ასეთ შორეულ ადგილას (50 წლის შემდეგ ქალაქ ნიუ იორკში)
შემხვდებოდა, დამიმეგობრებდა და თავის უჩვეულო მოგონებებს
მიკარნახებდა.
როგორც ისტორიკოსი, მემუარებს ყოველთვის წყაროდ განვი-
ხილავ. აქ ვხედავთ არა იმდენად მემუარისტის პორტრეტს, არამედ
უფრო იმ სამყაროს სურათს, რომელშიც მას უცხოვრია. მემუარები
ბიოგრაფიისგან ალბათ იმით განსხვავდება, რომ მათი ავტორი თა-
ვის ცხოვრებას პერსპექტივაში ვერ ხედავს, ბიოგრაფს კი, თავისთა-
ვად ცხადია, უფრო ვრცელ პანორამაზე მიუწვდება თვალი. როცა ავ-
ტობიოგრაფიაზე ვსაუბრობთ, შედარებისთვის წარმოიდგინეთ,
კურდღელს რომ მიმართოთ თხოვნით, გვიამბოს, როგორ გამოიყუ-
რება იმ წუთებში, როცა ხტუნვა-ხტუნვით მიუყვება აბიბინებულ
მინდორს. საიდან უნდა იცოდეს ეს კურდღელმა? ან თუ მინდვრის
აღწერილობით დავინტერესდით, ამ შემთხვევაშიც არანაკლებ გაგ-

3
ვიჭირდება, რადგან სწორედ ის ინფორმაცია გვაკლია, რაც კურ-
დღელს არ შეუმჩნევია. ამას იმ მეცნიერის გადმოსახედიდან ვამ-
ტკიცებ, ვინც სწორედ ამგვარ განსხვავებებსა და თავისებურებებზე
ააგო მთელი თავისი კარიერა. და მაინც, გამოგიტყდებით, რომ ჩემი
საყვარელი მეგობრის, საიური ნიტას მოგონებებმა მაიძულა, ზემოთ
მოყვანილი მოსაზრებისთვის გადამეხედა. დიახ, მან სამზეოზე გა-
მოიტანა ერთობ იდუმალი სამყარო, რომელშიც თავად იცხოვრა.
შეგვიძლია ასეც ვთქვათ: ჩვენ ვიხილეთ კურდღლის თვალით დანა-
ხული მინდორი!
გეიშების უცნაური ცხოვრების ამსახველ ამ მატიანეს, რომელ-
საც საიური გვთავაზობს, შესაძლოა, ბადალიც კი არ მოეპოვებო-
დეს.
გარდა ამისა, მან საკუთარი თავის შესახებ იმაზე გაცილებით უფ-
რო სრულყოფილი, ზუსტი და საინტერესო ინფორმაცია დაგვიტოვა,
ვიდრე მისი ცხოვრებისადმი მიძღვნილ კარგა მოზრდილ და გაჭია-
ნურებულ თავში, წიგნიდან: „იაპონიის მოკაშკაშე თვალ-მარგალი-
ტები“ ან კიდევ, წლების წინ სხვადასხვა ჟურნალში დაბეჭდილ სტა-
ტიებში გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკრეტული, უჩვეუ-
ლო ფიგურანტის შემთხვევაში, მემუარისტს არავინ იცნობს უკეთ,
ვიდრე თავად მემუარისტი.
საიურიმ სახელი შემთხვევით გაითქვა. მსგავსი ცხოვრება სხვა
ქალებმაც გამოიარეს. ცნობილ გეიშას კატო იუკის (მან ჯ. პირპონ-
ტის ძმისწულის, ჯორჯ მორგანის გული დაიპყრო და მეოცე საუკუნის
პირველ ათწლეულში მისი ცოლი გახდა, თუმცა ოჯახმა არ მიიღო),
გარკვეული თვალსაზრისით, იქნებ გაცილებით უჩვეულო ცხოვრე-
ბაც კი ჰქონდა, მაგრამ თავისი ასავალ-დასავალი ასე სრულყოფი-
ლად მხოლოდ საიურიმ აღწერა. კარგა ხნის განმავლობაში მეგონა,
რომ მისი ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერი იყო, თუ არა სასიამოვ-
ნო შემთხვევითობა. იაპონიაში რომ დარჩენილიყო, მისი ცხოვრება
მეტისმეტად დატვირთული იქნებოდა საიმისოდ, რათა მოგონე-
ბების წერაზე ეფიქრა. მაგრამ 1956 წელს გარემოებებმა საიურის

4
შეერთებულ შტატებში ემიგრირება გადააწყვეტინა. დარჩენილი
ორმოცი წლის მანძილზე იგი ნიუ იორკის სასტუმრო „ვოლდორფ
თაუერის“ ბინადარი იყო. იქ, ოცდამეთორმეტე სართულზე მან რამ-
დენიმეოთახიანი ლუქსი იაპონურ სტილში მოხდენილად მოაწყო და
ძველებურად სისხლსავსე ცხოვრებას ეწეოდა. მის აპარტამენტს
სწვევია არაერთი იაპონელი მხატვარი, ერუდიტი, ბიზნესმენი, მი-
ნისტრთა კაბინეტის წევრი და თითო-ოროლა განგსტერიც. საიური
ნანახი არ მყავდა 1985 წლამდე, როცა საერთო ნაცნობმა ერთმა-
ნეთთან წარგვადგინა. როგორც იაპონისტს, მისი სახელი მსმენო-
და, მაგრამ მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. ჩვენი მეგობრო-
ბა დღითი დღე მყარდებოდა, სულ უფრო იზრდებოდა მისი ნდობა
ჩემ მიმართ, და, აი, ერთ დღესაც ვკითხე, თანახმა იქნებოდა თუ არა,
მისი ცხოვრების ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მოეთხრო.
– ჯეიქობ-სან, ალბათ დავთანხმდები, თუ ამ მონათხრობს თქვენ
ჩაიწერთ, – მიპასუხა მან.
საქმეს შევუდექით. საიურიმ იმთავითვე მკაფიოდ გამოთქვა
სურვილი, რომ მოგონებები თავად კი არ დაეწერა, არამედ ჩემთვის
ეკარნახა, რაც შემდეგნაირად ახსნა: ის ისე იყო შეჩვეული პირის-
პირ საუბარს, რომ მსმენელის გარეშე, ცარიელ ოთახში ამბის წა-
მოწყება ვერც კი წარმოედგინა. დავთანხმდი და ტექსტს თვრამეტი
თვის განმავლობაში კარნახით ვიწერდი. საიურის კიოტურმა დი-
ალექტმა (რაც გულისხმობს იმას, რომ გეიშას გეიკო ეწოდება, კი-
მონოს კი ზოგჯერ ობებეთი მოიხსენიებენ) მთელი სიცხადით მაშინ
შემახსენა თავი, როცა ამ ნიუანსების სხვა ენაზე გადატანის სირთუ-
ლეებს ჩავუფიქრდი. მაგრამ როგორც კი თხრობა დაიწყო, მისმა
სამყარომ ისე გამიტაცა, აღარაფერი მახსოვდა.
თითქმის ყოველთვის, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ერ-
თმანეთს საღამოობით ვხვდებოდით, რადგან ხანგრძლივი დროის
მანძილზე გამომუშავებული ჩვევის გამო ეს სწორედ ის მონაკვეთი
იყო, როცა საიურის გონება განსაკუთრებით გამოცოცხლებული
გახლდათ. ჩვეულებრივ, მუშაობას „ვოლდორფში“, თავის ნომერში

5
ამჯობინებდა, მაგრამ დროდადრო პარკ ავენიუზე მდებარე ერთ-ერ-
თი იაპონური რესტორნის განცალკევებულ ოთახში ვისხედით, სად-
აც მას კარგად იცნობდნენ.
ჩვენი სეანსები, როგორც წესი, ორი-სამი საათი გრძელდებოდა.
ყველაფერს ფირზე ვიწერდით, მაგრამ სეანსებს მისი მდივანიც ეს-
წრებოდა, საიურის ნაამბობის ქაღალდზე გადატანის მიზნით, რასაც
ერთგულად და გულმოდგინედ აკეთებდა კიდეც. საუბრისას საიური
არც მაგნიტოფონს უცქერდა და არც თავის მდივანს. ის ყოველთვის
მე მომმართავდა. თუ პაუზების შემდეგ საუბრის განახლება უძნელ-
დებოდა, გეზს მე ვაძლევდი. ჩემს თავს ამ წამოწყების საფუძველთა
საფუძვლად მოვიაზრებდი და დარწმუნებული ვიყავი – მისი ნდობა
რომ არ მომეპოვებინა, ეს მონათხრობი არასდროს გაჟღერდებო-
და. ახლა კი ამგვარი მოსაზრებისკენაც ვიხრები: მან, მართალია,
თავის მდივან-მწიგნობრად მე ამირჩია, მაგრამ არ არის გამორიც-
ხული, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შესაფერისი კანდიდა-
ტის მოლოდინში იყო. ამ აზრს მთავარ კითხვამდე მივყავართ: რა-
ტომ მოისურვა საიურიმ თავისი ცხოვრების ისტორიის გადმოცემა?
მართალია, გეიშები დუმილის აღთქმას საგანგებოდ არ დებენ, მაგ-
რამ მათი ცხოვრება ეფუძნება წმინდა იაპონურ შეხედულებას იმის
შესახებ, რომ დილით სამსახურში მომხდარ ამბებს საერთო არაფე-
რი აქვს იმასთან, რაც საღამოს, დახურულ კარს მიღმა ხდება, და
რომ ეს ორი რამ მკაცრად უნდა იყოს გამიჯნული. გეიშები განცდი-
ლის შესახებ ხმამაღლა არ საუბრობენ.
შედარებით უფრო დაბალი რანგის კოლეგების – მეძავების
მსგავსად, გეიშებიც ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე უჩვეულო სი-
ტუაციებში. მაგალითად, მათ იციან, რომ ამა თუ იმ საჯარო პირმა,
სხვათა მსგავსად, შარვლის ორივე ტოტი ცალ ფეხზე წამოიცვა. ამ
„ღამის პეპლების“ ღირსებაც შესაძლოა, სწორედ ის არის, რომ სა-
ზოგადოების ნდობით სარგებლობენ. თუ გეიშამ ეს ნდობა დაკარგა,
არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება. მაგრამ საიურის

6
ვითარება ამ მხრივ განსხვავდებოდა, რადგან როცა თხრობას იწ-
ყებდა, იაპონიაში მასზე უფლებები აღარავის გააჩნდა და სამშობ-
ლოსთან კავშირები უკვე გაწყვეტილი ჰქონდა.
შესაძლოა ამით აიხსნებოდეს (ყოველ შემთხვევაში, ნაწილობ-
რივ მაინც), თუ რატომ აღარ გრძნობდა თავს შებოჭილად და რატომ
დაარღვია დუმილი. მაგრამ ეს მაინც არ არის პასუხი კითხვაზე: რა-
ტომ გადაწყვიტა ალაპარაკება. ამ საკითხის წამოჭრას კარგა ხანს
ვუფრთხოდი, ვაითუ სინდისს შეეწუხებინა, ზნეობრივი პრინციპე-
ბისთვის გადაეხედა და გადაეფიქრებინა!
ჩაწერის დასრულების შემდეგაც კი ვიკავებდი თავს. მხოლოდ
მაშინ, როცა გამომცემლისგან ავანსი მიიღო, ჩავთვალე, რომ საფ-
რთხე აღარ არსებობდა და ვკითხე: მაინც რატომ მოისურვა თავისი
ცხოვრების დოკუმენტირება?
– დრო რაღაცით ხომ უნდა გამეყვანა? – იყო მისი პასუხი.
მართლაც ასეთი მარტივი მოტივით გადადგა ეს ნაბიჯი თუ არა,
ამის გამოცნობა მკითხველისთვის მიმინდვია.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი ბიოგრაფიის ჩაწერა გულით
სურდა, მან რამდენიმე პირობა წამოაყენა:
ტექსტის გამოქვეყნება მხოლოდ მისი და იმ მამაკაცების გარ-
დაცვალების შემდეგ იყო დასაშვები, რომლებიც მისი ცხოვრების
ეპიცენტრში ტრიალებდნენ. ძალიან წუხდა იმაზე, რომ მისი მხილე-
ბები ვინმეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებდა. მაგრამ მოხდა
ისე, რომ ყველა მათგანი საიურიზე ადრე გარდაიცვალა.
სადაც შესაძლებელი იყო, სახელები უცვლელად დავტოვე, თუმ-
ცა საიურიმ მავან პირთა ვინაობა მეც კი დამიმალა და გეიშებს შო-
რის ფრიად გავრცელებულ, კლიენტების მეტსახელებით მოხსენიე-
ბის ჩვეულებას მიმართა. როცა მკითხველი ეცნობა ისეთ პერსო-
ნაჟს, როგორიცაა, ვთქვათ, ბატონი „თოვლნამქერა“ (რომელმაც
მეტსახელი ქერტლიანობის გამო მიიღო) და ჰგონია, რომ მთხრო-
ბელი ამით მის გახალისებას ცდილობს, საიურის ნამდვილ ზრახვას
ვერ სწვდება.

7
როცა ვთხოვე, ჩემთვის მაგნიტოფონის გამოყენების ნება დაერ-
თო, ეს მხოლოდ სიფრთხილის ზომა გახლდათ იმ შემთხვევისთვის,
თუ მდივანს ჩანაწერში რაიმე შეცდომა გაეპარებოდა. მაგრამ შარ-
შანდლიდან, რაც საიური გარდაიცვალა, ვფიქრობ: სხვა მოტივიც
ხომ არ მამოძრავებდა? მაგალითად, სურვილი, შემენარჩუნებინა
მისი ხმა, რომელსაც ისეთი ექსპრესიულობა ახასიათებდა, იშვია-
თად რომ შემხვედრია. ჩვეულებრივ, რბილი ტონით საუბრობდა,
რაც გასაკვირი არ იყო ქალისგან, რომლის ძირითადი საქმიანობა
მამაკაცების შექცევა გახლდათ. მაგრამ როცა სურდა, ესა თუ ის სცე-
ნა განსაკუთრებულად გაეცოცხლებინა, ისეთი გრძნობა მეუფლე-
ბოდა, თითქოს ოთახში ექვსი ან რვა ადამიანი იმყოფებოდა. საღა-
მოობით ჩემს კაბინეტში დღემდე ვატრიალებ ამ ფირს და მიჭირს
იმის დაჯერება, რომ საიური ცოცხალი აღარ არის.

ჯეიქობ ჰაარჰუის არნოლდ რუსოფი


იაპონური ისტორიის მკვლევარი
ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი

ვუძღვნი ჩემს მეუღლეს – თრუდის,


ჩემს შვილებს – ჰეიზზსა და ტესს.

8
თავი პირველი

წარმოიდგინეთ, რომ მე და თქვენ მყუდრო ოთახში ვსხედვართ,


ბაღს გადავყურებთ, ვმუსაიფობთ და მწვანე ჩაის შევექცევით. სა-
უბარი დიდი ხნის წინ მომხდარ ამბავს ეხება. მე გეუბნებით:
– ის დღე, როცა ესა და ეს კაცი გავიცანი, ჩემს ცხოვრებაში ყვე-
ლაზე უკეთესიც იყო და ყველაზე უარესიც.
ალბათ ფინჯანს მაგიდაზე ჩამოდგამთ და მკითხავთ:
‒ მაინც როგორი იყო? ყველაზე უკეთესი თუ ყველაზე უარესი?
ორივე ერთდროულად ხომ ვერ იქნებოდა?!
წესით, ჩემს ნათქვამზე უნდა გამეცინოს და დაგეთანხმოთ, მაგ-
რამ ის დღე, როცა ბატონ ტანაკა იჩიროს პირველად შევხვდი, ნამ-
დვილად საუკეთესო და, იმავდროულად, ყველაზე უარესი დღე იყო
ჩემს ცხოვრებაში. ამ კაცმა ისე მომხიბლა, რომ თევზის სუნიც კი,
რომელიც ხელებზე ასდიოდა, ნელსურნელებად მომეჩვენა. ეგ რომ
არ გამეცნო, დარწმუნებული ვარ, გეიშაც არასოდეს გავხდებოდი.
მე იმისთვის არ გავჩენილვარ და არც იმისთვის გავუზრდივართ,
რომ კიოტოს გეიშა გავმხდარიყავი. კიოტოში არც კი დავბადებულ-
ვარ. მეთევზის ქალიშვილი გახლავართ, იაპონიის ზღვის პირას
მდებარე პატარა დასახლებიდან,რომელსაც იოროიდო ეწოდება.
ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ რამდენიმე ადამიანს თუ ვუამ-
ბე იოროიდოს შესახებ, ან იმ სახლის შესახებ, რომელშიც გავიზარ-
დე. არც დედ-მამა მიხსენებია ხშირად და არც უფროსი და; იმაზე ხომ
თავისთავად არაფერი მითქვამს, თუ როგორ გავხდი გეიშა, ან გე-
იშობა რა ხილია. ადამიანების უმრავლესობას ალბათ ასე წარმო-
უდგენია, რომ დედაჩემიცა და ბებიაჩემიც გეიშები იყვნენ და ცეკვის
ხელოვნებას ლამის იმ წუთიდან გეზიარე, როგორც კი ძუძუს მომ-
წყვიტეს. დიდი ხნის წინათ, ერთ კაცს საკეს1 რომ ვუსხამდი, სხვათა

1 ბრინჯის არაყი

9
შორის მითხრა, ერთი კვირის წინ იოროიდოში ვიყავიო, საოცარი
გრძნობა დამეუფლა. ამგვარი განცდა შეიპყრობდა ალბათ გადამ-
ფრენ ფრინველს,ოკეანის გაღმა უეცრად ისეთ ვინმეს რომ გადაჰ-
ყროდა, მის ბუდეს რომ კარგად იცნობდა.
– იოროიდოში? მე ხომ იქ გავიზარდე?! – წამოვიძახე გაოგნე-
ბულმა.
საბრალო! მისმა სახემ იმ ერთ წუთში ათასგვარად იცვალა ფე-
რი. როგორ არ ცდილობდა გაღიმებას, მაგრამ გაოცებული გამო-
მეტყველება ვერაფრით ჩამოიშორა. მე კი იმწამსვე მოვირგე წლე-
ბის წინ გამომუშავებული, გავარჯიშებული ღიმილი, რომელსაც
„ნოს ღიმილს2“ ვუწოდებ, რადგან ასეთ დროს მართლაც ნოს გაშე-
შებულ ნიღაბს ვემსგავსები. ამ ღიმილის უპირატესობა ის არის, რომ
მამაკაცები მის ამოკითხვას სხვადასხვანაირად, თავიანთი შეხედუ-
ლებისამებრ ცდილობენ. ალბათ ხვდებით, რა მყარი საყრდენი იყო
ჩემთვის ეს ღიმილი. ახლაც მას მივმართე და მისმა ძალამ, რო-
გორც ყოველთვის, გაჭრა. სტუმარმა ამოიოხრა, ჩემი დასხმული სა-
კე გადაკრა და გულიანად გადაიხარხარა, მე კი ეჭვიც არ შემპარვია,
რომ სიცილი შვებამ მოჰგვარა და არა სხვა განცდამ.
– რას ამბობ?! – განაგრძო მან სიცილით. – წარმოდგენაც კი მი-
ჭირს, რომ ასეთ სანაგვეზე გაიზარდე. ეს იგივეა, ჩაი რომ ვედროში
მოადუღო! ალბათ ამიტომ მამხიარულებ ასე, საიური-სან3 ზოგჯერ
ეჭვი არ მეპარება, რომ შენი მონაყოლი სახალისო ამბები სინამდვი-
ლისგან შორს არ არის!
ვედროში მოდუღებულ ფინჯან ჩაისთან საკუთარი თავის შედა-
რება სულაც არ მეხალისება, მაგრამ რომ ვუფიქრდები, გარკვეული
თვალსაზრისით, ეს სიმართლეა. ვინ არ იცის, რომ იოროიდო ვერა-
ფერი მომხიბლავი ადგილია, იქაურობას იშვიათად თუ სტუმრობს
ვინმე. რაც შეეხება მცხოვრებლებს, მათ სხვაგან წასვლის შესაძლ-
ებლობა არასდროს ჰქონიათ. ალბათ მკითხავთ, მე როგორღა მო-
ვახერხე თავის დაღწევა? ჩემი ამბავიც სწორედ აქ იწყება.

2 იაპონური ტრადიციულიგილია დრამატული თეატრის ერთ-ერთი სახეობა


3 თავაზიანი მიმართვის ფორმა, „სან“ ერთვის საკუთარ სახელებს

10
***
მეთევზეების ამ პატარა დასახლებაში, ჩემივე სიტყვებით რომ
ვთქვათ, ერთ „მთვრალ“ სახლში ვცხოვრობდი. სახლი კლდისპი-
რას იდგა და იქაურობა ქარს მიჰქონდა. ბავშვობაში ასე მეგონა,
ოკეანე სასტიკად იყო გაციებული, იმიტომ, რომ მუდამ მისი ქშენა
მესმოდა; ეგ კი არა, დროდადრო ხმამაღლა აცემინებდა კიდეც –
სწორედ ასეთი შეგრძნება მქონდა, როცა ძლიერი წამოქროლები-
სას ქარი მის შხეფებს ჰაერში აიტაცებდა. ალბათ ნაწყენია ეს ჩვენი
პაწაწინა სახლი, ოკეანე რომ წარამარა სახეში აცხიკვებს, ამიტომაც
იხევს უკან, რომ თავი როგორმე აარიდოს-მეთქი, ვფიქრობდი. ვინ
იცის, იქნებ საბოლოოდ ჩამოშლილიყოკიდეც, მამაჩემს ერთი მინ-
ჯღრეული თევზსაჭერი ნავისთვის ფიცარი რომ არ ჩამოეჭრა და
კარნიზებისთვის საყრდენად არ შეეყენებინა. სწორედ მაშინ დაემ-
სგავსა ჩვენი სახლი ყავარჯენზე დაყრდნობილ, შეზარხოშებულ ბე-
რიკაცს. ამ აცაბაცა, გვერდზე გადახრილ სახლში ცხოვრების დროს
მეც თითქოს მასავით ცალ მხარეს მივიწევდი. ამას იმიტომ ვამბობ,
რომ პატარაობიდანვე დედას დავემსგავსე, მამისა და უფროსი დის
კი სრულებით არაფერი მეცხო. დედაჩემი მეუბნებოდა, მე და შენ
ერთ თარგზე გამოგვჭრესო. მართლაც, ორივეს უცნაური თვალები
გვქონდა, აი, ისეთი, იაპონიაში რომ თითქმის ვერასოდეს შეხვდე-
ბით. სხვებივით მუქი თაფლისფერი კი არა, რაღაც უჩვეულოდ შუქ-
გამტარი, ნაცრისფერი თვალები ჰქონდა და მეც მისი თვალები გა-
მომყვა. ერთხელ, სულ პატარამ ისიც კი ვუთხარი, ასე მგონია, შენი
თვალები ვიღაცამ გახვრიტა და მელნისგან მთლიანად დაცალა-
მეთქი. ჩემმა ნათქვამმა ძალიან გაახალისა. მარჩიელები ეუბნე-
ბოდნენ, ასეთი მკრთალი თვალები იმიტომ გაქვს, რომ შენს არსე-
ბაში წყალი ჭარბობს და სხვა ელემენტებისთვის ადგილი აღარ რჩე-
ბაო. მათივე თქმით, სწორედ ამიტომაც იყო, რომ დედაჩემის სახის
ნაკვთები ასე ცუდად ეხამებოდა ერთმანეთს. ჩვენებურებისგან ხში-
რად გამიგია, რომ დედა ძალიან მიმზიდველი უნდა ყოფილიყო,

11
რადგან ასეთები იყვნენ მისი მშობლები. რა გითხრათ... ატამსაც სა-
ამური გემო აქვს და სოკოსაც, მაგრამ ეს ორი რამ ერთად ძნელი
წარმოსადგენია. სწორედ ასეთი საშინელი ხრიკი მოუწყო დედაჩემს
ბუნებამ: დედისგან პატარა, გაბუტული და სავსე ტუჩები გამოჰყვა,
მამისგან კი ოთხკუთხა ყბები, რაც მას მძიმე, უხეშ ჩარჩოში ჩასმულ
ნატიფ ნახატს ამსგავსებდა. შავი წამწამებით შემოჯარული ლამაზი
ნაცრისფერი თვალები მამამისს, შესაძლოა, ძალიანაც შვენოდა,
თვითონ მას კი რაღაც დამფრთხალ და შეშფოთებულ იერს სძენდა.
დედა ხშირად მეუბნებოდა, მამაშენს ცოლად იმიტომ გავყევი, რომ
მე წყლით ვარ სავსე, მის არსებაში კი ხე მძლავრობსო. ვინც მამა-
ჩემს იცნობდა, ამ სიტყვების მნიშვნელობას უცებ ხვდებოდა. წყალი
ერთი ადგილიდან მეორეში სწრაფად გადადის და, თუნდაც პატარა
ნაპრალის სახით, ყოველთვის პოულობს გამოსავალს. ხე კი მიწას
არის მიჯაჭვული. ეს ამბავი მამას სასიკეთოდ წაადგა, რადგან მე-
თევზე იყო. ვისაც ხასიათში ხე დაჰყვება, ზღვაში იოლად გააქვს თა-
ვი. მართლაც, წყალში გაცილებით უფრო ლაღად გრძნობდა თავს,
ვიდრე სხვაგან. აკი ზღვას შორს არასდროს გასცილებია. ზღვის სუ-
ნი აბაზანის მიღების შემდეგაც კი ასდიოდა. როცა არ თევზაობდა,
ჩვენს ბნელ სასტუმრო ოთახში, იატაკზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და
ბადეს კემსავდა. ძალიან ნელა მუშაობდა. ის ბადე მძინარე ცხოვე-
ლი რომ ყოფილიყო, ალბათ ძილს არ დაუფრთხობდა. რაღაცას
რომ ჩაუფიქრდებოდა, უცებ გაუშეშდებოდა ხოლმე სახე და სანამ
ნაკვთებს კვლავ გაატოკებდა, გარეთ გასვლას და წყლით სავსე
ვარცლის დაცლასაც კი მოასწრებდით. მისი სახე ღრმა ნაოჭებით
იყო დაღარული და თითო ნაოჭში თითო სატკივარი ჩამალულიყო,
თითქოს ეს სახე კი არა, ხე იყო, რომლის თითო ტოტზე თითო ფრინ-
ველს დაებუდებინა. ყველაფერთან გასამკლავებლად დაუსრულე-
ბელი ბრძოლა უწევდა და ამიტომ მუდამ არაქათგამოცლილი ჩან-
და.
ექვსი თუ შვიდი წლის რომ ვიყავი, მამაჩემზე ისეთი რამ შევიტყ-
ვე, რაც მანამდე არ ვიცოდი. ერთხელ ვკითხე:
– მამიკო, ასე მოხუცებულად რატომ გამოიყურები?

12
უცებ აზიდა წარბები, რომლებიც პატარა, ნახევრად გაშლილი,
მოფამფალებული ქოლგებივით გადაეფარა მის თვალებს; მერე
ამოიოხრა, თავი გაიქნია და მომიგო:
– არ ვიცი.
დედაჩემისკენ მივტრიალდი. მზერით მანიშნა, რომ ამ კითხვაზე
სხვა დროს მიპასუხებდა. მეორე დღეს ხმაამოუღებლად გამიძღვა
წინ. დაღმართი ჩავიარეთ, დაბისკენ მიმავალ ბილიკზე გადავუხვი-
ეთ და ტყეში შეყუჟულ სასაფლაოს მივადექით. კუთხეში სამი საფ-
ლავი ჩემზე გაცილებით მაღალი, სამი თეთრი ბოძით იყო მონიშნუ-
ლი. ბოძებს ძირიდან კენწერომდე მიუყვებოდა პირქუში, შავი ასოე-
ბით გამოყვანილი რაღაც წარწერები, მაგრამ რადგან ჩვენს პატარა
სკოლაში სიარული სულ ახალი დაწყებული მქონდა, მათ ვერც თავი
გავუგე და ვერც ბოლო. დედამ ასოებზე მიმითითა და წარწერა წა-
იკითხა:
– ნაცუ, საკამოტო მინორუს ცოლი (საკამოტო მინორუ მამაჩემის
გვარ-სახელი იყო), – გარდაიცვალა ოცდაორი წლის ასაკში, მე-
იძის4 მეცხრამეტე წელს.
შემდეგ მეორე ბოძისკენ გამახედა და წაიკითხა:
– ჯინიშირო. საკამოტო მინორუს ვაჟი, გარდაიცვალა ექვსი
წლის ასაკში, მეიძის მეცხრამეტე წელს.
ბოლოს კიდევ ერთ ბოძს მიადგა, სადაც იგივე ეწერა, გარდაც-
ვლილის სახელისა და ასაკის გარდა. ამჯერად საუბარი იყო სამი
წლის მასაოზე.
მივხვდი, რომ მამა დიდი ხნის წინ, ერთხელ უკვე იყო დაქორწი-
ნებული და მთელი ოჯახი დაეხოცა. ცოტა ხანში იქაურობას ისევ ვეწ-
ვიე და როცა საფლავებთან ვიდექი, პირველად მაშინ გავითავისე
სევდის სიმძიმე. სულ რაღაც ერთ წუთში ჩემმა სხეულმა ორჯერ მეტი
წონა შეიძინა. თითქოს ის საფლავები თავისკენ მექაჩებოდნენ.
აქეთ წყალი, იქით კიდევ – ხე. თითქოს ამ ორ სტიქიას ერთმანე-
თი უნდა გაეწონასწორებინა და, შედეგად, წყვილს ისეთი შვილები

4 ეპოქა იაპონიის ისტორიაში, მოიცავს 1868 - 1912 წწ.

13
გასჩენოდა, რომლებიც ამ ორ შემადგენელს თანაბრად იხვედრებ-
და. დარწმუნებული ვარ, მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო ამ-
გვარი შედეგი – საბოლოოდ თითო შვილს რომ მხოლოდ თითო
ელემენტი ერგო მემკვიდრეობად. მე თუ დედის უცნაური თვალები
გამომყვა, ჩემი და – საცუ მთლად მამას გამოემსგავსა. საცუ ექვსი
წლით იყო ჩემზე უფროსი და, რაღა თქმა უნდა, ბევრი ისეთი რამის
გაკეთება შეეძლო, რასაც მე ვერ ვუმკლავდებოდი. მაგრამ ერთი
განსაკუთრებული თვისება ჰქონდა: რაც არ უნდა გაეკეთებინა, ყვე-
ლაფერი თითქოს უნებლიეთ გამოსდიოდა. მაგალითად, თუ ღუ-
მელზე შემოდგმული ქოთნიდან ჯამში წვნიანის გადმოსხმას სთხოვ-
დი, არ დაგზარდებოდა, მაგრამ ამას ისე გააკეთებდა, თითქოს წვნი-
ანი ჯამში შემთხვევით, ალალბედზე მოხვდა. ერთხელ თევზით და-
იჭრა. არც იფიქროთ, რომ კანი თევზის საჭრელი დანით დაიზიანა.
იმ დღეს სოფლიდან ამოდიოდა და ქაღალდში გახვეული თევზი
მოჰქონდა. უცებ თევზი ხელიდან გაუსხლტა, ფეხზე დაეცა და კანი
წვეტიანი ფარფლით დაუსერა.
ჩვენს მშობლებს, ჩემსა და საცუს გარდა, წესით, სხვა შვილებიც
უნდა ჰყოლოდათ, მით უმეტეს, რომ მამაჩემი ბიჭს ნატრობდა, ერ-
თად ვითევზავებთო. მაგრამ შვიდი წლის რომ გავხდი, დედას რაღაც
სასტიკი სენი შეეყარა. სავარაუდოდ, ძვლის კიბო უნდა ყოფილიყო,
თუმცა იმ დროს წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა მის თავს.
ტანჯვისგან ერთადერთ ხსნას ძილში პოვებდა და მინებდა კიდეც
ძილს. კატასავით, თითქმის მთელი დღე თვლემდა. რამდენიმე თვე
ძილში გაატარა, ოღონდ ბოლო დროს, გაღვიძებისას, კვნესა დას-
ჩემდა. ვხვდებოდი, რომ მასში რაღაც ძალიან სწრაფად იცვლებო-
და, მაგრამ მის არსებაში ისეთი რაოდენობით წყალი იყო, დიდად
არ ვწუხდი. რამდენიმე თვეში ჩამოდნებოდა ხოლმე, თუმცა ძალას
ასეთივე სისწრაფით იკრებდა. მაგრამ ცხრა წლის რომ გავხდი,
ყვრიმალის ძვლები გამოუჩნდა და მას შემდეგ წონა ვეღარ აკრიფა.
მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ სენი თანდათან წრეტდა მის სხეულს.
ნოტიო წყალმცენარე გაშრობისას რომ ხისტი და მტვრევადი ხდება,

14
სწორედ ასე დაემართა. დღითი დღე კარგავდა იმას, რაც მის არსე-
ბაში უმთავრესი იყო.
ერთხელ, ნაშუადღევს, ჩვენი ბნელი სასტუმრო ოთახის ოღრო-
ჩოღრო, დალაქავებულ იატაკზე ვიჯექი და იმ დილით დაჭერილ
ჭრიჭინას ვუმღეროდი. უცებ გარედან ძახილი გაისმა:
– ოი!5 კარი გამიღეთ! ექიმი მიურა ვარ!
ექიმი მიურა ჩვენს დაბას კვირაში ერთხელ სტუმრობდა და მას
შემდეგ, რაც დედა ავად გაგვიხდა, იქაურობას ისე არ დატოვებდა,
ჩვენს ფერდობზე რომ არ ამოერბინა და არ მოეკითხა. რადგან სას-
ტიკი შტორმი ახლოვდებოდა, მამაჩემი იმ დღეს შინ იყო, ჩვეულ ად-
გილას იჯდა და თავისი დიდი, ობობასებრი ხელები სათევზაო ბადე-
ში გაეყარა. მხოლოდ წამით ამომხედა და ცალი თითი ასწია. ეს იმას
ნიშნავდა, რომ კარი მე უნდა გამეღო.
ექიმი მიურა დიდი ვინმე იყო – უფრო სწორად, ჩვენს დაბაში მი-
აჩნდათ ასე. განათლება ტოკიოში ჰქონდა მიღებული და ამბობ-
დნენ, რომ ჩინური იეროგლიფების ცოდნაში ბადალი არ ჰყავდა. ჩე-
მისთანა არსებებს ვერც კი ამჩნევდა. კარი რომ გავუღე, წუღებიდან
ფეხები ამოაცურა, შემოვიდა და გვერდი ამიარა.
– საკამოტო-სან, ნეტავ მეც თქვენსავით ვცხოვრობდე და მთელი
დღე ზღვაში ვთევზაობდე. რა დიდებული რამეა! თან თუ გაავდრდა,
სახლში ისვენებთ... – უთხრა მამაჩემს და ცოტა ხანში დასძინა:
– ვხედავ, თქვენს მეუღლეს ისევ სძინავს. რა სამწუხაროა! მე კი
მეგონა, გავსინჯავდი.
მამა შეწუხდა.
– საქმე ისაა, რომ იმ კვირაში აქ აღარ ვიქნები, – განუმარტა
ექიმმა, – იქნებ გააღვიძოთ? მამას ჩახლართული ბადიდან ხელების
გამოსათავისუფლებლად კარგა ხანი დასჭირდა. ბოლოს, როგორც
იქნა, წამოდგა და მე მომმართა:– ჩიო-ჩან,6 წადი, ექიმს ჩაი მოუტა-
ნე.

5 შორისდებული იაპონურ ენაში, როგორც „ჰეი“


6 ალერსიანი მიმართვის ფორმა, ძირითადად ქალებსა და ბავშვებში

15
იმ დროს სახელად ჩიო მერქვა. ჩემი გეიშობის დროინდელი სა-
ხელი – საიური – მხოლოდ წლების შემდეგ დამანათლეს. მამაჩემი
და ექიმი დედას საძინებელში შევიდნენ. კართან მიყურადება ვცა-
დე, მაგრამ მხოლოდ დედაჩემის კვნესა ჩამესმა, მათი საუბრიდან კი
ვერაფერი გავიგონე. სანამ ჩაის ვაყენებდი, ექიმი ხელების სრესით
გამოვიდა საძინებლიდან.
დაღვრემილი ჩანდა. მამაც გამოჰყვა და სასტუმრო ოთახის შუ-
აგულში მაგიდას მიუსხდნენ.
– მოვიდა დრო. რაღაც უნდა გითხრათ, საკამოტო-სან, –თქვა
ექიმმა მიურამ, – სოფელში ერთ ქალს უნდა დაელაპარაკოთ. თუ არ
ვცდები, ქალბატონი სუჯი ჰქვია. სთხოვეთ, თქვენს ცოლს ლამაზი
კაბა შეუკეროს.
– მე ფული არა მაქვს, ექიმო, – თქვა მამამ.
– მესმის თქვენი. ამ ბოლო დროს სიდუხჭირე ყველას შემოგვე-
პარა. მაგრამ ცოლისთვის ეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ. ჩამო-
ძონძილ კაბაში ხომ არ წავა ამ ქვეყნიდან?
– ესე იგი, მალე მოკვდება?
– სულ რამდენიმე კვირას თუ გაძლებს. საშინელი ტკივილები
აქვს. სიკვდილი მისთვის შვება იქნება.
ამის შემდეგ მათი ხმები აღარ გამიგონია. ყურში რაღაც უცნაური
ხმა ჩამესმოდა, რომელიც ძალიან ჰგავდა დამფრთხალი ჩიტის
ფრთების ფართხუნს. იქნებ ეს ჩემი გული იყო, არ ვიცი... მაგრამ თუ
ოდესმე გინახავთ ტაძრის დარბაზში მომწყვდეული ჩიტი, რომელიც
გასასვლელს ეძებს, სწორედ ასე გამოეხმაურა ჩემი გონება ამ ახალ
ამბავს. დედა რომ დაუსრულებლად ვერ იავადმყოფებდა, აზრად არ
მომსვლია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ არასოდეს გამჩენია კითხვა,რა
მოხდებოდა მისი სიკვდილის შემთხვევაში? დაახლოებით ასე ვფიქ-
რობდი სავარაუდო მიწისძვრაზე, რომელსაც შეეძლო ჩვენი სახლი
ერთიანად ჩაეყლაპა. ამის შემდეგ ცხოვრების გაგრძელება ვერ
წარმომედგინა.
– მეგონა, მე უფრო ადრე მოვკვდებოდი... – ჩაილაპარაკა მამამ.

16
‒ საკამოტო-სან, თქვენ ხანდაზმული კაცი ხართ, მაგრამ ჯან-
მრთელი, – მიუგო ექიმმა, – ოთხი-ხუთი წელი კიდევ იცოცხლებთ
ალბათ. მეუღლისთვის ცოტაოდენ წამალს ამჯერადაც დაგიტოვებთ.
თუ საჭირო გახდა, ორ-ორი აბი მიაღებინეთ.
მცირე ხანს წამლებზე ილაპარაკეს და ექიმი მიურა წავიდა. მამა
ისევ მდუმარედ ჩამოჯდა იატაკზე, ჩემგან ზურგშექცევით. პერანგი
არ ეცვა და სხეულს მხოლოდ მოჩვარული კანი უფარავდა. რაც მეტ-
ხანს ვუყურებდი, მით უფრო უცნაური ფორმებისა და ფაქტურების
ნაკრებად მეჩვენებოდა მისი სხეული. ხერხემალი ღრანტეებიან ბი-
ლიკს მიუგავდა, უფერული ლაქებით დაფარული თავი რომელიღაც
ხილის დაჟეჟილ ნაყოფს, მკლავები კი – დიდ კორძზე მიბმულ, ძველ
ტყავში გამოხვეულ ხელკეტებს. დედა რომ მოკვდეს, ამ კაცთან ერთ
ჭერქვეშ როგორ ვიცხოვრო-მეთქი, ვფიქრობდი. სხვაგან წასვლა
არ მინდოდა, მაგრამ დედა თუ აღარ მეყოლებოდა, მამა იქ იქნებო-
და თუ არა, სახლი მაინც დაცარიელდებოდა.
ბოლოს მამამ ჩურჩულით წარმოთქვა ჩემი სახელი. მივუახლოვ-
დი და მის გვერდით ჩავიმუხლე.
– რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, – თქვა მან. ნაკ-
ვთები უჩვეულოდ დაუმძიმდა, თვალები კი ისე დაურბოდა, თითქოს
ვეღარ იმორჩილებდა. მეგონა, უჭირდა ჩემთვის იმის თქმა, რომ დე-
და მალე მოკვდებოდა, მაგრამ ამის შესახებ სიტყვა არ დაუძრავს.
ესღა მითხრა:
– დაბაში ჩაირბინე და ცოტა საკმეველი ამოიტანე.
ჩვენი პაწაწინა ბუდისტური საკურთხეველი სამზარეულოს შე-
სასვლელთან, ძველ სკივრზე იდგა. ეს იყო ერთადერთი ძვირფასი
ნივთი ჩვენს მთვრალ სახლში. უხეშად გამოჩორკნილი ამიდის და-
სავლეთის სამოთხის7 ბუდას ქანდაკების წინ სულის მოსახსენიებე-
ლი პაწაწინა შავი ფირფიტები იყო ჩამომწკრივებული და ზედ ჩვენი
გარდაცვლილი წინაპრების ბუდისტური სახელები ეწერა
– სხვას არაფერს მეტყვი, მამა?

7 ბუდისტური ცნება, ნეტარების სავანე სუფთა მიწა

17
იმედი მქონდა, რომ მიპასუხებდა, მაგრამ მხოლოდ ხელით მა-
ნიშნა, გამეცალეო.

***
ბილიკი ჩვენი სახლიდან ზღვისპირა ქარაფებს მიუყვებოდა და
შემდეგ კვლავ სიღრმეში, დაბისკენ უხვევდა. ასეთ ამინდში ამ გზის
გავლა იოლი არ იყო, მაგრამ მახსოვს, მადლიერიც კი დავრჩი,
მრისხანე ქარმა დამთრგუნველ ფიქრებს რომ მომწყვიტა. ზღვა
მძვინვარებდა, მისი ზვირთები ქვისგან გამოთლილ და კარგად
ალესილ ცულისპირებს მოგაგონებდათ. ასე მეგონა, იმ წუთებში
სამყაროც იმავე გრძნობებით იყო მოცული, რასაც მე განვიცდიდი.
ნუთუ ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა შტორმი, რომელიც ერთბა-
შად გადარეცხავს ხოლმე ყველაფერს, რაც წუთის წინ ჩვენ თვალ-
წინ იყო, და მის ადგილას ისეთ გაშიშვლებულ და გადასხვაფერე-
ბულ რაღაცას გვიტოვებს, რომ ვეღარც კი ვცნობთ? ასეთი აზრები
ადრე არასოდეს მწვევია. მათ რომ გავქცეოდი, დავკარი ფეხი და
იქამდე ვირბინე, სანამ შორიდან იოროიდო არ გამოჩნდა. ჩვენი პა-
წაწინა დაბა ზედ ზღვის ყურესთან მდებარეობდა. ჩვეულებრივ დღე-
ებში წყალი მებადურების ნავებით იყო აჭრელებული, მაგრამ იმ
დღეს მხოლოდ რამდენიმეს მოვკარი თვალი. ისინი ნაპირს უბრუნ-
დებოდნენ და, როგორც ყოველთვის, ზედაპირზე მოფართხალე
წყლის ხოჭოებად მეჩვენებოდნენ. ქარიშხალი აშკარად ახლოვდე-
ბოდა. უკვე მკაფიოდ ჩამესმოდა ზღვის ღრიალი. წვიმის ფარდის მი-
მა მებადურები თანდათან გაფერმკრთალდნენ და ბოლოს სულაც
თვალს მიეფარნენ. ვხედავდი, ავდარი უკვე აღმართზე მობობღავდა
და ჩემკენ მოიწევდა. ცოტა ხანში კიდეც დამიშინა მწყრის კვერცხი-
სოდენა პირველი წვეთები და რამდენიმე წამში ისე დავსველდი,
ზღვიდან ახალამოსულს დავემსგავსე.იოროიდოსკენ მიმავალი ერ-
თადერთი შარაგზა ზღვის პროდუქტებით მოვაჭრე იაპო ნური კომ-
პანიის სადარბაზოსკენ მიემართებოდა. გზისპირას კერძო სახლები

18
იყო გამწკრივებული. მცხოვრებლებს წინა ოთახები მაღაზიების-
თვის დაეთმოთ. ქუჩა ჩავირბინე და გეზი ოკადას საბაყლოსკენ ავი-
ღე; სწორედ ამ დროს გადამხდა თავს ის ამბავი... ხომ იცით, უმნიშ-
ვნელო რამ რომ შეგემთხვევა და შედეგად კი დიდი ამბები მოჰყვება
ხოლმე. მაგალითად, ფეხი რომ დაგიცდება და პირდაპირ მატარებ-
ლის წინ გაიშოტები.
თემშარა ნაწვიმარზე ისეთი მოლიპული იყო, რომ ფეხებმა უცებ
მიმტყუნა. წავიქეცი და მიწას ლოყით დავენარცხე. ვფიქრობ, წამით
გონებაც დამებინდა, ყოველ შემთხვევაში, შეგრძნების უნარი ნამ-
დვილად დამიქვეითდა. ისღა მახსოვს, რომ პირში დაგუბებული რა-
ღაცის ამოფურთხებას ვცდილობდი. ხმებიც ჩამესმოდა და ისიც ვიგ-
რძენი, პირაღმა როგორ გადმომაბრუნეს; მერე ვიღაცამ ხელში ამი-
ტაცა და წამიყვანა. მივხვდი, რომ თევზით მოვაჭრე კომპანიის შენო-
ბისკენ მივყავდი, რადგან ჩემ ირგვლივ თევზის სუნი დატრიალდა.
უცებ რაღაც ტყაპანის ხმა ჩამესმა. ახალდაჭერილი თევზები ხის
ტაბლიდან იატაკზე ჩამოყარეს და მოლიპულ ზედაპირზე დამაწვი-
ნეს. ვიცოდი, რომ სველი, სისხლიანი, ფეხშიშველი და დასვრილი
ვიყავი, ვიცოდი, რომ გლეხურად მეცვა; ერთი რამ არ ვიცოდი მხო-
ლოდ:ეს ის წუთი იყო, რომელსაც ყველაფერი უნდა შეეცვალა. სწო-
რედ ამ მდგომარეობაში ვიყავი, როცა ბატონ ტანაკა იჩიროს პირვე-
ლად ავხედე.
ბატონი ტანაკა ჩვენს დასახლებაში ადრეც ბევრჯერ მყავდა ნანა-
ხი. ის ახლომდებარე, უფრო დიდ ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ აქ
ყოველდღე დადიოდა, რადგან თევზით მოვაჭრე იაპონურ კომპანი-
ას მისი ოჯახი ფლობდა. ბატონი ტანაკა მებადურივით გლეხურად
არ იყო ჩაცმული, მამაკაცის კიმონო და იმ სამურაებივით შარვალი
ეცვა, ნახატებზე არაერთხელ რომ გინახავთ ალბათ. სახე დოლზე
გადაჭიმული ტყავივით უპრიალებდა, გორაკებივით ამობურცულ
ყვრიმალებზე შებრაწული თევზივით ტკიცინა კანი ჰქონდა გადაკ-
რული. ეს კაცი ყოველთვის მხიბლავდა. როცა ქუჩაში, სხვა ბავშვებ-
თან ერთად, ცერცვის ჩხარუნებით ვთამაშობდი და შენობიდან გა-
მოსულს თვალს მოვკრავვდი, ყველაფერს თავს ვანებებდი, რომ

19
მისთვის შემეხედა. მაგიდაზე გაშოტილს ჯერ ნატკენი ტუჩი მომისინ-
ჯა და რამდენჯერმე თითებით ჩამომიწია, შემდეგ თავში მწვდა და
აქეთ-იქით შემიტრიალა. უცებ მისი სახისკენ მონუსხულივით მიპ-
ყრობილ ჩემს ნაცრისფერ თვალებს ჰკიდა მზერა. მოურიდებლად
მივჩერებოდი, თავის მოკატუნება არც კი მიცდია. მაგრამ სულ ტყუ-
ილად მეგონა, რომ დამცინავად ჩაიღიმებდა და თავხედობისთვის
მისაყვედურებდა, ან კიდევ, თვალს ისე ამარიდებდა, თითქოს მის-
თვის სულერთი იყო, საით ვიხედებოდი ან რას ვფიქრობდი. დიდ-
ხანს ვუყურებდით ერთმანეთს; იმდენად დიდხანს, რომ დახშული
ჰაერის მიუხედავად, ტანში სუსხიანმა ჟრჟოლამ დამიარა.
– მე შენ გიცნობ. ბებერი საკამოტოს გოგო ხარ, – მითხრა ბო-
ლოს.
ბავშვი ვიყავი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ბატონი ტანაკა გარესამ-
ყაროს ისე აღიქვამდა, როგორიც ის სინამდვილეში იყო. მას მამაჩე-
მივით ამღვრეული მზერა არ ჰქონდა. ვატყობდი, რომ ყველაფერს
ხედავდა. ხედავდა, სისხლის მსგავსად, როგორ მიმოდიოდა ფიჭვე-
ბის ტანში მაცოცხლებელი წვენი; ხედავდა ცარგვალზე მოხაზულ
კაშკაშა წრეს, იქ, სადაც მზის შუქს ღრუბლები ახშობდა; მისი სამყა-
რო ხელშესახები და ხილული იყო, თუმცა თვალს ყოველთვის არ
ახარებდა. ვიცოდი, რომ ხეებსაც ამჩნევდა, ტალახსაც და ქუჩაში
მოთამაშე ბავშვებსაც, მაგრამ არაფერი მაძლევდა იმის გაფიქრე-
ბის საფუძველს, რომ სათვალავში მეც მაგდებდა. ალბათ ამიტომაც
მომაყენა მისმა ნათქვამმა თვალზე ნესტარივით ჩხვლეტია, მწარე
ცრემლები. ბატონმა ტანაკამ ხელი შემაშველა და წამომაყენა. მე-
გონა, დამითხოვდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, აი, რა მითხრა:
– სისხლს ნუ ყლაპავ! ხომ არ გინდა, მუცელში ქვა გაგიჩნდეს?!
მე შენს ადგილას სისხლს იატაკზე გადმოვაფურთხებდი!
– თევზის საწყობში ქალის სისხლს რა უნდა, ბატონო?! – ჩაილა-
პარაკა ვიღაცამ.
საქმე ისაა, რომ მეთევზეები საოცრად ცრუმორწმუნეები არიან.
განსაკუთრებით ქალებს ერიდებიან და ახლოსაც არ აკარებენ რა-

20
მეს, რაც თევზაობასთან არის დაკავშირებული. ერთმა იქაურმა კაც-
მა, ბატონმა იამამურამ, საკუთარ ქალიშვილს თევზსაჭერი ნავის სი-
ახლოვეს თამაშის დროს მიუსწრო. ჯერ ჯოხით სცემა, შემდეგ კი ნა-
ვი ბრინჯის არყითა და თუთქით ისე გახეხა, რომ ფიცრებს ალაგ-
ალაგ საღებავიც კი ააცალა. ესეც არ იკმარა. შინტოს8 ბერი მოიყვა-
ნა და ნავი აკურთხებინა. არადა, ბავშვი უბრალოდ თამაშობდა იმ
ადგილას, სადაც თევზს იჭერდნენ...
და აი, ახლა, ბატონი ტანაკა მეუბნებოდა, რომ თევზის გასაწმენ-
დი სათავსის იატაკზე სისხლი უნდა გადმომეფურთხებინა!
– თუ იმის გეშინია, რომ მისი ნერწყვი თევზის შიგნეულს ჩარეც-
ხავს, შეგიძლია, სახლში წაიღო. მე კიდევ ბლომად მაქვს, – უთხრა
იმ კაცს.
– შიგნეულში არ არის საქმე, ბატონო ტანაკა, – მიუგო კაცმა.
– მე თუ მკითხავ, ამ ბავშვის სისხლზე სუფთა ამ იატაკს არაფერი
მოხვედრია, მას შემდეგ, რაც მე და შენ ამქვეყნად გავჩნდით, – მო-
უჭრა ბატონმა ტანაკამ, მომიბრუნდა და გამიმეორა:
– მიდი, ამოაფურთხე.
თავგზააბნეული ვიჯექი გაზინთულ მაგიდაზე. ბატონ ტანაკას ურ-
ჩობას როგორ გავუბედავდი, არადა, არც იმდენად თამამი აღმოვ-
ჩნდი, რომ სისხლი ამომეფურთხებინა. კარგა ხანს გრძელდებოდა
ასე. უცებ ერთმა კაცმა გვერდზე გაიხედა, ცალ ნესტოზე თითი მიიჭი-
რა, ცხვირი ამოიფერთხა და იატაკი მოსვარა. ამის შემდეგ პირში
დიდხანს ვეღარაფერს გავიჩერებდი, გადმოვიხარე და ბატონი ტანა-
კას მითითება შევასრულე. ყველა მამაკაცი ზიზღით გაეცალა იქაუ-
რობას, ბატონი ტანაკას თანაშემწის გარდა, რომელსაც სუჯი ერქვა.
– წადი, ექიმი მიურა მოიყვანე, – უთხრა ბატონმა ტანაკამ.
– არ ვიცი, სად არის, – ასე უპასუხა სუჯიმ. მე კი ახლაც მგონია,
რომ მას, უბრალოდ, ჩემი დახმარების სურვილი არ ჰქონდა.

8შინტოიზმი, სინტოიზმი- ტრადიციული იაპონური რელიგია, რომელიც


სხვადასხვა ღვთაებების და მიცვალებულთა სულების თაყვანისცემას ეფუძნება

21
– ექიმი მიურა რამდენიმე წუთის წინ ჩვენს სახლში იყო! – ვუთ-
ხარი ბატონ ტანაკას. – აი,კლდეზე რომ მთვრალი სახლია, იქ
ვცხოვრობ.
– რას ნიშნავს „მთვრალი“?
– გვერდზე ისეა გადახრილი, თითქოს ბევრი დალია.
ბატონმა ტანაკამ ჩემს ნათქვამს ვერაფერი გაუგო და თქვა:
– კარგი, სუჯი, გასწი საკამოტოს მთვრალი სახლისკენ და ექიმი
მიურა მოიყვანე. მისი პოვნა არ გაგიჭირდება: ყურს თუ მიუგდებ,
უთუოდ გაიგონებ მისი პაციენტების კივილ- წივილს, რომლებსაც
გასინჯვისას ჯიჯგნის ხოლმე!
მეგონა, სუჯის წასვლის შემდეგ ბატონი ტანაკა სამუშაოს მიუბ-
რუნდებოდა, მაგრამ მაგიდას არ შორდებოდა და დიდხანს მიყურებ-
და. ვიგრძენი, როგორ ამეწვა სახე. ბოლოს ისევ ბატონი ტანაკა
ალაპარაკდა და ჩემი აზრით, ძალიან გონებამახვილური რამ მით-
ხრა: – სახეზე ბადრიჯანი ამოგეზარდა, საკამოტოს პატარა ქალო.
ამ სიტყვებით უჯრიდან ჯიბის სარკე ამოიღო და გამომიწოდა. არ
შემცდარა – ტუჩი მართლაც გასივებული და ჩალურჯებული მქონ-
და. – მაგრამ სხვა რამე უფრო მაინტერესებს, – განაგრძო მან, – ეს
ნაცრისფერი თვალები ვისგან გამოგყვა, ან მამაშენს რატომ სულ
არ ჰგავხარ?
– თვალები დედისა მაქვს, – ვუპასუხე, – მამაჩემი კი ისეა დანაო-
ჭებული, რომ არასოდეს ვიცოდი, სინამდვილეში როგორი იყო.
– მოვა დრო და შენც დანაოჭდები.
– დიახ, მაგრამ ეგ ასეთი დაიბადა. ზოგან დამჭკნარია, ზოგან კი
– არა. მაგალითად, კეფაც ხომ ისეთივე ბებერი აქვს, როგორიც სა-
ხე, მაგრამ მისი კეფა კვერცხივით გლუვია...
‒ მამაზე ასე უპატივცემულოდ არ უნდა ილაპარაკო. თუმცა ალ-
ბათ მართალს ამბობ, – თქვა ბატონმა ტანაკამ, მერე კი უცებ ისეთი
რამე მკითხა, სახე ტუჩებზე მეტად გამიწითლდა:
– ისე, ამ დამჭკნარ, კვერცხისთავა ბერიკაცს ასეთი ლამაზი ქა-
ლიშვილი საიდან ჰყავს?

22
აღარც კი მახსოვს, მას შემდეგ რამდენჯერ უთქვამთ ჩემთვის,
ლამაზი ხარო (თუმცა გეიშებს სილამაზეს მაშინაც უქებენ, როცა
ისინი ლამაზები სულაც არ არიან), მაგრამ იმ დროს, როცა ბატონი
ტანაკასგან ეს სიტყვები გავიგონე, ისიც კი არ ვიცოდი, გეიშობა რას
ნიშნავდა, და მისი ნათქვამი თითქმის ვირწმუნე.
როცა ექიმი მიურას ძალისხმევით ტუჩი ოდნავ დამიამდა და მა-
მაჩემს დაბარებული საკმეველი ვუყიდე, შინ უჩვეულოდ აღგზნებუ-
ლი დავბრუნდი. ასეთ შინაგან გამოცოცხლებას ალბათ მაშინაც კი
არ ვიგრძნობდი, ჭიანჭველების ბუდე რომ ვყოფილიყავი. ჩემს ემო-
ციებს რაღაც ერთი მიმართულებით რომ წავეყვანე, ალბათ ასე არ
გამიძნელდებოდა, მაგრამ საქმე არცთუ მარტივად იყო. ქარს აყო-
ლილი ქაღალდის ნაგლეჯივით დავფარფატებდი აქეთ-იქით. ფიქ-
რებით ხან დედაჩემს ვუტრიალებდი, ხან ნატკენი ტუჩი არ მაძლევ-
და მოსვენებას, მაგრამ სადღაც, გონების სიღრმეში ერთი საამური
ფიქრიც ჩაბუდებულიყო და ვცდილობდი, ყურადღება სწორედ მასზე
გადამეტანა. ბატონ ტანაკაზე ვფიქრობდი. ვიდექი კბოდეზე და
ზღვას მივჩერებოდი. მისი ტალღები შტორმის შემდეგაც კი ჩამოჰ-
გავდნენ ალესილ ქვებს. ცას ტალახისფერი გადაჰკვროდა. მივი-
ხედ-მოვიხედე. როცა დავრწმუნდი, რომ არავინ მიყურებდა, ნაყიდი
საკმეველი გულზე მივიკარი და სტვენია ქარს ბატონი ტანაკას სახე-
ლი რამდენჯერმე წავჩურჩულე. კარგა ხანს ვიმეორებდი ამას, სანამ
ყოველი მარცვალი და ყოველი ბგერა მუსიკის ჰანგივით არ ჩამესმა
და გული არ დამიამა. ვიცი, რომ სულელური საქციელი იყო, მაგრამ
აბა, რა ჭკუა მომეკითხებოდა თავგზააბნეულ პატარა გოგოს?
ვახშმობას მოვრჩით თუ არა, მამა დაბაში ჩავიდა, რომ თვალი
ედევნებინა, როგორ თამაშობდნენ მებადურები იაპონურ ჭადრაკს,
მე და საცუმ კი სამზარეულო უხმოდ მივალაგეთ. ვცდილობდი, გა-
მეხსენებინა, რა გრძნობები აღმიძრა ბატონმა ტანაკამ, მაგრამ სახ-
ლის სუსხიან მდუმარებაში ეს მოგონება როგორღაც ხელიდან მის-
ხლტებოდა. სამაგიეროდ, დედაჩემის ავადმყოფობაზე ფიქრით
მოგვრილი აბეზარი, ყინულივით ცივი შიში ვერ მოვიშორე, უნებუ-

23
რად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვებს: რამდენ ხანში დაიკრძალე-
ბოდა დედა თავისი ქმრის პირველი ოჯახის გვერდით, სოფლის სა-
საფლაოზე? მე რა ბედი მეწეოდა ამის შემდეგ? ჩემი ვარაუდით, დე-
დის სიკვდილის შემდეგ საცუ მის როლს მოირგებდა. თვალს ვადევ-
ნებდი ჩემს დას, რომელიც წვნიანის მოსახარშ თუნუქის ქვაბს წმენ-
დდა. ქვაბს თვალს არ აშორებდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ვერ ხე-
დავდა და უკვე გაპრიალებულს კიდევ კარგა ხანს ხეხავდა.
– საცუ-სან, რაღაც ვერა ვარ კარგად, – ვუთხარი ბოლოს.
– გადი აბაზანაში და წყალი გაათბე, – მითხრა და სველი ხელით
ურჩი თმა გაისწორა.
– არ მინდა ბანაობა. საცუ, დედიკო კვდება.
– შეხედე! ეს ქვაბი გაბზარული ყოფილა!
– არ არის გაბზარული. ეს ხაზი ადრეც ეტყობოდა.
– მაშ, წყალი რატომღა გასდის?
– წყალი შენ თვითონ გადაასხი. მე გიყურებდი!
შევატყვე, რაღაც ძლიერ განცდას შეეპყრო და მის თვალებში ახ-
ლა უკიდურესი დაბნეულობა იკითხებოდა. ჩემთვის აღარაფერი უთ-
ქვამს. ქვაბს ხელი დაავლო და მის გადასაგდებად გარეთ გავიდა.

24
თავი მეორე

დილით, დარდი რომ გამექარვებინა, სანაპიროსგან მოშორე-


ბით, ჩვენი სახლის მიმდებარე ფიჭვნარში პატარა ტბორს მივადექი.
კარგ ამინდში ჩვენებური ბავშვები აქ დილაობით ხშირად ბანაობ-
დნენ ხოლმე. ზოგჯერ საცუც მოდიოდა. საბანაო კაბა, რომელიც მა-
მაჩვენის უხეში სათევზაო ჯვალოსგან ჰქონდა გამოკერილი, ვერა-
ფერი სანახავი იყო. როცა იხრებოდა, კაბის მოფლაშული უბიდან
მკერდი უჩანდა ხოლმე. ასეთ დროს რომელიმე ბიჭი აუცილებლად
მიაძახებდა:
– შეხედეთ, თქვენ წინაშეა ფუძიამა!
მაგრამ საცუს ბანაობისას ეს სამოსი მაინც გაუხდელად ეცვა:
ნაშუადღევს წასახემსებლად სახლში წასვლა გადავწყვიტე. საცუ
უფრო ადრე წავიდა, სუჯის ვაჟიშვილთან ერთად; სწორედ იმ სუჯის,
რომელიც ბატონი ტანაკას თანაშემწე იყო. ამ ბიჭის თანდასწრებით
ჩემი და ძაღლივით იქცეოდა. როცა ბიჭი სადმე მიდიოდა, საცუს მხა-
რუკუღმა გამოხედავდა ხოლმე, რაც იმის ნიშანი იყო, რომ საცუ უნ-
და გაჰყოლოდა. და საცუც ყოველთვის მიჰყვებოდა. დის შინ დაბრუ-
ნებას ვახშმამდე არ ველოდი, მაგრამ სახლს რომ მივუახლოვდი,
ბილიკზე მოვკარი თვალი. ხესთან იდგა. თქვენ რომ გენახათ, ალ-
ბათ მიხვდებოდით, რაც ხდებოდა, მაგრამ მე ხომ სულ პატარა ვიყა-
ვი... ის თავისი ჯვალო წამოეხადა და მხრებამდე აეჩეჩა, სუჯის ბიჭი
კი ხელებით ეთამაშებოდა „ფუძიამას“, როგორც ბიჭები საცუს
მკერდს უწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც დედა ავად გაგვიხდა, ჩემი
და, ცოტა არ იყოს, მოსუქდა, ძუძუები კი თმაზე არანაკლებ ურჩი
ჰქონდა. ყველაზე მეტად ის მაოცებდა, რომ სუჯის ბიჭს სწორედ ეს
ურჩობა ხიბლავდა. ძუძუებს ხელით ანჯღრევდა, აქეთ-იქით აბურ-
თავებდა და მერე თვალს ადევნებდა, კვლავ როგორ იკავებდნენ
ისინი კუთვნილ ადგილს გულის ფიცარზე. ვიცოდი, რომ თვალთვა-

25
ლი საკადრისი საქმე არ იყო, მაგრამ ვეღარც ის მოვიფიქრე, გზა
როგორ გამეგრძელებინა.
სწორედ მაშინ გავიგონე ზურგს უკან მამაკაცის ხმა: – ჩიო–ჩან,
აქ რას ჩაცუცქულხარ? ხეს რატომ ეფარები?
თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ცხრა წლის ვიყავი,
საბანაო ადგილიდან მოვდიოდი, ჩემი სხეულის ფორმები და აგებუ-
ლება კი ჯერჯერობით სრულიად ჩამოუყალიბებელი იყო და დასამა-
ლიც არაფერი მქონდა, ადვილი მისახვედრია, რა მეცვა. როცა მოვ-
ტრიალდი, ჯერ კიდევ ბილიკზე ვიყავი ჩაცუცქული და შიშველ სხე-
ულს შეძლებისდაგვარად, ხელებით ვიფარავდი. თავზე ბატონი ტა-
ნაკა წამომდგომოდა. ასე უხერხულად თავი არასოდეს მიგრძნია.
– როგორც ვხვდები, შენი მთვრალი სახლი აი, იქ არის. ხომ
ასეა? – მკითხა მან. – აქ კი ვიღაც დგას... სუჯის ვაჟიშვილს მაგო-
ნებს, თან ძალიან დაკავებული ჩანს. ეს გოგო ვინღაა ნეტავ?
– ეს ჩემი დაა, ბატონო ტანაკა. ველოდები, როდის წავლენ.
ბატონმა ტანაკამ ხელები პირთან მიიტანა და ერთი შეჰყვირა.
მაშინვე გავიგონე, როგორ მოქუსლა სუჯის ბიჭმა. ეტყობა, ჩემი დაც
გაეცალა იქაურობას, რადგან ბატონმა ტანაკამ მითხრა, ახლა კი
სახლში გაიქეცი და ჩაიცვიო.
– შენს დას კი, აი, ეს გადაეცი ჩემგან, – დასძინა და დაახლოებით
თევზის თავის ოდენა ფუთა გამომიწოდა, ბრინჯის ქაღალდში გახვე-
ული.
– ეს ჩინური ბალახეულია. ექიმმა მიურამ თუ არ მოიწონა, ნუ მო-
უსმენ. შენს დას უთხარი, ნაყენი მოუმზადოს და ტკივილის შესამსუ-
ბუქებლად დედას დაალევინოს. ეს ძალიან ძვირფასი ბალახებია.
ტყუილად ნუ გაანიავებთ.
– თუ ასეა, ჯობს ეს მე გავაკეთო, ბატონო ტანაკა. ჩემს დას ჩაის
დაყენება არ ეხერხება.
– ექიმმა მიურამ მითხრა, რომ დედა ავად გყავთ. გამოდის, რომ
შენს დას ჩაის დაყენებასაც კი ვერ ანდობს კაცი? მამა კიდევ ასეთი
მოხუცია... რაღა გეშველებათ, ჩიო-ჩან? ვინ გივლით, თუნდაც ამ
დღეებში?

26
– ჩემს თავს მე თვითონ ვუვლი.
– ერთ კაცს ვიცნობ. ახლა უკვე ასაკშია, მაგრამ შენი ტოლი რომ
იყო, მამა მოუკვდა. ერთ წელიწადში მამას დედაც მიჰყვა, უფროსი
ძმა ოსაკაში გაიქცა და ბიჭი სულ მარტო დატოვა. ცოტა ჩამოჰგავს
შენს ამბავს, არა?
ბატონმა ტანაკამ ისე შემომხედა, თითქოს ამბობდა, შეწინააღ-
მდეგება არც კი გაბედოო.
– რაღა ბევრი გავაგრძელო – ეს კაცი ტანაკა იჩიროა, –განაგ-
რძო მან, – დიახ, მე გახლავარ, თუმცა იმ დროს მორიჰაში იჩირო
მერქვა. ტანაკების ოჯახმა თორმეტი წლის ასაკში შემიხიზნა. რომ
წამოვიზარდე, მათი ქალიშვილი ცოლად შევირთე და შვილობილა-
დაც მიმიღეს. ახლა ოჯახს კომპანიის მართვაში ვეხმარები. მოკ-
ლედ, როგორც ხედავ, ყველაფერი ჩემთვის სასიკეთოდ შემობრუნ-
და. იქნებ მსგავსი რამ შენს ცხოვრებაშიც მოხდეს!
წამით მზერა შევავლე ბატონი ტანაკას ჭაღარა თმას. წარბებს
შორის კანი ხის მერქანივით ჰქონდა დაღარული. იმ წუთებში მასზე
ბრძენი და მცოდნე კაცი დედამიწის ზურგზე არ მეგულებოდა. ჩემი
ღრმა რწმენით, მან ისეთი რამეები იცოდა, რომლებსაც მე ვერასო-
დეს გავიგებდი; ვერც მასავით მოხდენილი გავხდებოდი ოდესმე;
ვერც მისი ლურჯი კიმონოს მსგავსი სამოსის ჩაცმის შესაძლებლობა
გამომიჩნდებოდა. ტალახში ჩაცუცქული, შიშველი ვიჯექი მის წინ,
აწეწილი თმითა და მტვერში ამოგანგლული სახით, სხეულზე კი
ტბორის სუნი ამდიოდა.
– არა მგონია, ვინმეს შვილობილად მოვუნდე, – ვთქვი ბოლოს.
– რატომ? შენ ჭკვიანი გოგო ხარ. თუნდაც ის რად ღირს,შენს
სახლს „მთვრალს“ რომ უწოდებ, მამაშენის თავს კი კვერცხს ადა-
რებ.
– მამაჩემის თავი მართლაც კვერცხს ჰგავს.
– მერე, მაგას მოფიქრება ხომ უნდოდა? ახლა კი გაიქეცი, ჩიო–
ჩან, ალბათ გეშიება. თუ შენი და წვნიანს ჭამს, იატაკზე დაწექი და
რაც თეფშიდან გადმოეღვრება, ახვრიპე.

27
***

იმ წუთიდან თავში სულ ის მიტრიალებდა, როგორ მიშვილებდა


ბატონი ტანაკა. ზოგჯერ მავიწყდება, რა გამოვიარე იმ დღეებში. ახ-
ლა ვფიქრობ, რომ ყველაფერს ვეჭიდებოდი, ოღონდაც შვება მეგ-
რძნო. ხშირად, როცა რამე მაწუხებდა, გონებით უნებურად ვიბრუ-
ნებდი დედის სახეს. ვიგონებდი, როგორი იყო მანამ, სანამ ტკივილი
ააკვნესებდა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი. ჩვენს დაბაში ობონის დღე-
სასწაული გაიმართა. წელიწადის ამ დროს მიცვალებულთა სულე-
ბის დაბრუნებას ვზეიმობთ. სასაფლაოზე ჩატარებული ცერემონიე-
ბი რამდენიმე საღამო გრძელდებოდა, სახლებთან კოცონები ენთო,
რათა სულები საიქიოში გაგვეცილებინა; ბოლო ღამეს შევიკრიბეთ
შინტოს სალოცავთან, რომელიც კლდეზე იდგა და ზღვის ყურეს ზე-
მოდან გადასცქეროდა. სალოცავს გარს ტრიალი მინდორი ერტყა,
რომელიც იმ საღამოს ხეზე ბაწრებით ჩამოკიდებული ქაღალდის
ფარნებით იყო მორთული.
მე და დედა, დოლებისა და სტვირების ჰანგებქვეშ, სხვებთან ერ-
თად ვცეკვავდით; როცა დავიღალე, დედა მინდორში ჩამოჯდა და
კალთაში ჩამიწვინა. უცებ ქარი ამოვარდა, მახლობელ ქარაფებს
მოსწყდა და ერთ-ერთ ფარანს ცეცხლი წაჰკიდა. ვხედავდი, როგორ
გამოჰყვა ცეცხლი ბაწარს. ფარანიც ნელა დაეშვა ხიდან, მაგრამ
ქარმა კვლავ აიტაცა და ჩვენკენ წამოაფარფატა. გზადაგზა კუდივით
მოსდევდა ოქროსფერი მტვრის კვალი, რომელიც ჰაერს ელვასა-
ვით სერავდა. ეს ცეცხლოვანი ბურთი წამით მიწაზე დაეშვა, მაგრამ
ქარმა მიწას მოსწყვიტა და კვლავ ჩვენკენ გამოაქანა. ვიგრძენი,
როგორ გამიშვა დედამ ხელი, მკლავები აიქნია და ცეცხლის ჩაქრო-
ბა სცადა. უეცრად ორივეს წვიმასავით დაგვაცხრა ნაპერწკლები და
ცეცხლის ენები, მაგრამ ამასობაში ფარნის ალმოდებულ ნაფლე-
თებს ქარმა ხის ტოტებში უკრა თავი და ისე ჩაფერფლა, რომ არავინ
დაშავებულა, დედაჩემიც კი.

28
***
გავიდა ერთი კვირა. ამასობაში ჩემს ფანტაზიებს ფრთები შეესხა
და თავი უკვე ბატონი ტანაკას შვილობილად წარმოვიდგინე. ერ-
თხელ, დაბიდან დაბრუნებულს, ბატონი ტანაკა შინ დამხვდა! მამა-
ჩემის პირისპირ იჯდა, პატარა მაგიდასთან. მივხვდი, რომ რაღაც სე-
რიოზულ საკითხზე ბჭობდნენ, რადგან ზღურბლზე რომ გადმოვაბი-
ჯე,ვერც კი შემამჩნიეს.
იქვე გავშეშდი და სმენად ვიქეცი.
– რას ფიქრობ ჩემს შემოთავაზებაზე, საკამოტო?
– არ ვიცი, ბატონო, – უპასუხა მამამ, – ვერ წარმომიდგენია,
რომ ჩემმა გოგოებმა სადღაც სხვაგან უნდა იცხოვრონ.
– მესმის, მაგრამ უკეთ იცხოვრებენ, ისინიც და შენც. ხვალ, ნა-
შუადღევს დაბაში უნდა გამოუშვა.
ამ სიტყვებით ბატონი ტანაკა წამოდგა და წასასვლელად მოემ-
ზადა. თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ სახლში ფეხი იმწამს შევდგი და
კართან შევეჩეხე.
– მამაშენს შენზე ველაპარაკებოდი, ჩიო-ჩან, – მითხრა ბატონმა
ტანაკამ, – მე ქედს გადაღმა, ქალაქ სენძურუში ვცხოვრობ. ეს ქალა-
ქი იოროიდოზე დიდია და ალბათ მოგეწონება. ხომ არ წამომყვებო-
დით შენ და საცუ? ჩემს სახლსაც ნახავთ და ჩემს პატარა გოგოსაც
გაიცნობთ. იქნებ ღამითაც კი დარჩეთ. მხოლოდ ერთი ღამით, რა
თქმა უნდა. მერე კი უკან მოგიყვანთ. რას იტყვი?
მშვენიერი იქნება-მეთქი, ვუპასუხე და თავი ისე დავიჭირე, ვი-
თომ უჩვეულო არაფერი შემოეთავაზებინა. მაგრამ ჩემს გონებაში
თითქოს აფეთქება მოხდა. ნაფლეთებად ქცეულ ფიქრებს თავს
ძლივს ვუყრიდი. ერთი მხრივ, ვნატრობდი, რომ ბატონ ტანაკას დე-
დაჩემის სიკვდილის შემდეგ შვილად ავეყვანე, მაგრამ მეორე
მხრივ, ძალიან მეშინოდა. სასტიკად მრცხვენოდა, თუნდაც იმის გა-
მო, რომ ჩემი მთვრალი სახლის გარდა, სადმე სხვაგან ცხოვრება
აზრად მომივიდა.
როცა ბატონი ტანაკა წავიდა, ვცადე, სამზარეულოში ტრიალით
შემექცია თავი, მაგრამ ერთბაშად საცუს დავემსგავსე: ირგვლივ ვე-

29
ღარაფერს ვხედავდი. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა. უცებ მამაჩე-
მის ქსუტუნი ჩამესმა, ეს ხმა ტირილს მივამსგავსე და სირცხვილით
სახე ამეწვა. როცა ბოლოს და ბოლოს, თავი ვაიძულე, რომ მისკენ
გამეხედა, ხელები უკვე გაყოფილი ჰქონდა მორიგ ბადეში, მაგრამ
ამჯერად იმ ოთახის ზღურბლთან იდგა, სადაც მზით გაჩახჩახებულ
ლოგინში დედაჩემი იწვა და ზეწარი სხეულზე კანივით მიჰკვროდა.

***
მეორე დღეს ბატონ ტანაკასთან წასასვლელად მოვემზადე: ჭუჭ-
ყიანი წვივები გავიხეხე და აბაზანაში კარგა ხანს ვლბებოდი. ეს აბა-
ზანა ოდესღაც ორთქლზე მომუშავე დანადგარის ბოილერი იყო,
რომელიც ერთ-ერთმა მცხოვრებმა გადააგდო. თავსახური ჩამო-
ხერხილი ჰქონდა და ხით იყო მოპირკეთებული. დიდხანს ვიჯექი
ასე, ზღვას გავყურებდი და თავს სრულიად დამოუკიდებელ ადამია-
ნად ვგრძნობდი, რადგან ცოტა ხანში პირველად უნდა მენახა ისეთი
რამ, რაც ჩემი პატარა დაბის ფარგლებს სცდებოდა.
მე და საცუ თევზით მოვაჭრე კომპანიას რომ მივადექით, მებადუ-
რები ნავმისადგომთან თევზს ტვირთავდნენ. მამაჩემიც იქ იყო, გაძ-
ვალტყავებული ხელებით იღებდა ნავიდან თევზს და კალათებში
ყრიდა. ერთხელ ჩვენკენაც გამოიხედა და გაოფლიანებული სახე
სახელოთი ჩამოიწმინდა. მისი ნაკვთები ამჯერად ჩვეულებრივზე
უფრო დამძიმებული მეჩვენა. მებადურები თევზით სავსე კალათებს
ცხენშებმულ ურემთან ეზიდებოდნენ და მის ძარაზე აწყობდნენ.
ბორბალზე ავძვერი, რომ მათი მუშაობისთვის თვალი მედევნებინა.
თევზების უმრავლესობას შუშის თვალები ჰქონდა, მაგრამ ერთი
მათგანი პირს ისე აღებდა, თითქოს ყვიროდა.
მათი დამშვიდება ასე ვცადე:
– პატარა თევზუნებო, ქალაქ სენძურუში მიდიხართ, ყველაფერი
კარგად იქნება!
აბა, სიმართლის თქმას რა ჭკუა ჰქონდა...

30
ამ დროს შენობიდან ბატონი ტანაკა გამოვიდა და ოთხთვალას
ძარაზე აგვიყვანა. მე შუაში დავჯექი და ბატონ ტანაკას ახლოს მივუ-
ჩოჩდი, რათა მისი კიმონოს ქსოვილი ხელით მომესინჯა. სახეზე
ალმური ამდიოდა. საცუ თვალს არ მაშორებდა, მაგრამ აშკარად ვე-
რაფერს ამჩნევდა და მზერა, როგორც ყოველთვის, ამღვრეული
ჰქონდა. მთელი გზა უკან ვიხედებოდი და კალათებში მოსხმარტა-
ლე თევზებს ვუყურებდი. როცა მწვერვალს მივაღწიეთ და იოროი-
დო უკან მოვიტოვეთ, ჩვენი ოთხთვალას ბორბალი ქვას წამოედო
და ოთხთვალა გვერდზე გადაყირავდა. ერთი ფარგა გადმოვარდა
და მიწაზე ისეთი ზღართანი მოადინა, რომ უეცრად გამოცოცხლდა.
სულთმობრძავი, მოფართხალე არსების ცქერას ვეღარ გავუძელი
და თვალები ცრემლით ამევსო. შევბრუნდი, მაგრამ ბატონ ტანაკას
ვერაფერი გამოვაპარე. თევზი კალათში რომ ჩააბრუნა და გზა გა-
ვაგრძელეთ, ტირილის მიზეზი მკითხა.
– საწყალი თევზი!.. – ჩავილაპარაკე.
– შენ ჩემი ცოლივითა ხარ. როცა თევზი შინ მიმაქვს, ხშირ შემ-
თხვევაში უკვე მკვდარია, მაგრამ კიბორჩხალას ან ზღვის სხვა სუ-
ლიერს ცოცხლად რომ ხარშავს, თვალზე ცრემლი ადგება და უმღე-
რის ხოლმე, – თქვა ბატონმა ტანაკამ და ერთი სიმღერა მასწავლა,
რომელიც სინამდვილეში ლოცვას უფრო მოგაგონებდათ. თუმცა
ახლა ვფიქრობ, რომ ის მისი მეუღლის შეთხზული იყო. ქალბატონი
ტანაკა ამ სიმღერას კიბორჩხალებს უმღეროდა, მაგრამ ჩვენ სიტ-
ყვები შევცვალეთ და ტექსტი თევზებს მოვარგეთ:

Suzuki yosuzuki !
Jobutsu hsite kure
ზღვის პატარა ქორჭილავ,
ზღვის პატარა ქორჭილავ,
იჩქარე, ბუდად გადაიქეცი!9

9ბუდიზმის მიხედვით, ყველა სულიერს აქვს ბუდად ქცევის შესაძლებლობა, სხვა


ინტერპრეტაციით, ყველა სულიერში ბუდა ცოცხლობს

31
ამის შემდეგ ბატონმა ტანაკამ კიდევ მასწავლა ერთი სიმღერა.
ეს იყო იავნანა, რომელიც ადრე არასოდეს მსმენოდა. ამჯერად კამ-
ბალას ვუმღერეთ, რომელიც სულ ბოლოს, დაბალ კალათაში იწვა
და ღილებივით თვალებს მოუსვენრად კარკლავდა.

Nemure yo, ii karei yo!


Niwa ya makiba ni
Tori mo hitsuju mo
Minna nemureba
Hoshi wa modo kara
Gin no hikari o
Sosogu, kono yoru!

ტკბილად იძინე, საყვარელო ბრტყელთევზა!


როცა ბაღებსა და ველ-მინდვრებში
ყველაფერს ჩასთვლემს –
ჩიტსაც და ცხვარსაც –
ვარსკვლავები ციდან
გადმოგაფრქვევენ
ვერცხლისფერ შუქს...

რამდენიმე წუთში ქედს ზემოდან მოვექეცით და ჩვენ ქვევით ქა-


ლაქ სენძურუს ხედი გადაიშალა. მოქუფრული დღე იყო, ირგვლივ
ყველაფერს ნაცრისფერი გადაჰკრავდა.
იმ წუთებში იოროიდოს სამანებს პირველად გავცდი და როცა ეს
ახალი, უცნობი სამყარო ვიხილე, გავიფიქრე, რომ ბევრი არაფერი
დამიკარგავს. ვხედავდი უფერულ ბორცვებს შუა მომწყვდეული,
ზღვის ყურესთან გაშენებული ქალაქის ისლით გადახურულ სახ-
ლებს და მათ მიღმა ლითონივით მოლაპლაპე ზღვას, რომელსაც
ალაგ-ალაგ თეთრი ზოლები გასდევდა. ეს ლანდშაფტი ალბათ მიმ-
ზიდველი იქნებოდა, ნაიარევების მსგავსად რომ არ ყოფილიყო და-
სერილი რკინიგზის ლიანდაგებით. მთლიანობაში სენძურუ ერთი
უსუფთაო, აქოთებული ქალაქი იყო. ირგვლივ ოკეანეც კი ისე ყარ-

32
და, თითქოს მის წიაღში ყველა თევზი ერთბაშად დამპალიყო.
ნავმისადგომის ხიმინჯების ირგვლივ ბოსტნეულის ნაკუწები ისე
ტივტივებდნენ, როგორც მედუზები ჩვენს პატარა ყურეში. ნავები ისე
იყო გადატყავებული და დაბზარული, თითქოს სულ ახლახან ერ-
თმანეთთან ომი გაეჩაღებინათ.
მე და საცუ ნავმისადგომთან ვიცდიდით. ბატონი ტანაკა კომპა-
ნიის შენობიდან გამოვიდა, დაგვიძახა და შენობის გრძელ დერე-
ფანში შეგვიძღვა. თევზის შიგნეულის ასეთ სიმყრალეს ალბათ მა-
შინაც კი არ ვიგრძნობდით, თევზის მუცელში რომ ამოგვეყო თავი.
მაგრამ ამ დერეფნის ბოლოში, ჩემდა გასაკვირად, ისეთი კოხტა კა-
ბინეტი მოეწყოთ, ცხრა წლის ბავშვს თვალი ზედ დამრჩა. მე და საცუ
ქვის მოლიპულ იატაკზე ფეხშიშვლები ვიდექით.
ოთახის ცალ მხარეს იატაკი ერთი საფეხურით მაღალი იყო და
ზედ ტატამები10 ეფინა. შესაძლოა, სწორედ ამან იმოქმედა ჩემზე. ამ-
გვარი შემაღლება ხომ ყველაფერს რაღაც დიდებულ იერს სძენს.
ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს იყო ყველაზე ლამაზი ოთახი, რაც
კი ოდესმე მენახა. თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება იმის გამო,
რომ იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა დაბაში თევზით
ბითუმად მოვაჭრის კაბინეტმა ადამიანზე ასეთი შთაბეჭდილება შე-
იძლება მოახდინოს.
ზემოთ, ბალიშზე მოხუცი ქალი იჯდა. რომ დაგვინახა, წამოდგა,
შემაღლების კიდესთან მივიდა და მუხლებზე დაეშვა. ძალიან ბებე-
რი და დაჩაჩანაკებული იყო. არა მგონია, ცხოვრებაში ოდესმე შეგ-
ხვედროდათ ადამიანი, რომელიც ამდენს ცქმუტავდა. ხან კიმონოს
ისწორებდა, ხან თვალებს იფშვნეტდა, ხან ცხვირს იხოცავდა და გა-
მუდმებით ისე ოხრავდა, თითქოს ნანობდა, ამდენი წრიალი რომ
უწევდა.
– ეს ჩიო-სანია, ეს კი მისი და – საცუ-სანი, – მოახსენა ბატონმა
ტანაკამ. ქალბატონ ცქმუტიას თავი ოდნავ დავუკარი და ისიც
ამგვარადვე მომესალმა. მერე კიდევ ერთი, ყველაზე ხმამაღალი

10 ჭილოფის ტრადიციული საგები

33
ოხვრა ამოუშვა და კისერზე ქერქმოკიდებული ტყირპივით რაღაც
მოიქექა. მინდოდა, მზერა ამერიდებინა, მაგრამ თვითონ დაჟინე-
ბით მომჩერებოდა და თავი შევიკავე.
– მაშ, საცუ-სანი ხარ, არა? – მიმართა ჩემს დას ისე, რომ ჩემ-
თვის თვალი არ მოუშორებია.
– საცუ მე გახლავართ, – უთხრა ჩემმა დამ.
– როდის დაიბადე?
საცუ ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო, რომელჩვენგანს მიმართავ-
და, ამიტომ მის ნაცვლად მე ვუპასუხე:
– ხარის წელს არის დაბადებული.
დედაბერმა ჩემს სხეულს თითებით ჩამოუარა, მაგრამ ეს ძალიან
უცნაურად გააკეთა: რამდენჯერმე თითი ყბებშიც კი მაძგერა. მივ-
ხვდი, რომ ეს მოფერების ნიშანი იყო, რადგან სახე ალერსიანი
ჰქონდა.
– ძალიან ლამაზია, არა? რა უჩვეულო თვალები აქვს! თან ჭკვი-
ანიცაა, შუბლზე ეტყობა!
ამ სიტყვებით ჩემი დისკენ მიტრიალდა და თქვა:
– მაშ ასე. ხარის წელი. თხუთმეტი წლის ყოფილხარ. პლანეტა –
ვენერა. ექვსი. თეთრი ფერი. ესეც ასე... აბა, ახლოს მოიწი!
საცუ დაემორჩილა. ქალბატონმა ცქმუტიამ სახე დაუთვალიერა
და თითის წვერებით მოუსინჯა. კარგა ხანს აკვირდებოდა ასე. ცხვი-
რიც სხვადასხვა მხრიდან შეუმოწმა და ყურებიც. ბიბილოებზე რამ-
დენჯერმე მოქაჩა კიდეც. შემდეგ ერთი ჩაიდუდღუნა (რაც იმას ნიშ-
ნავდა, რომ საქმეს მორჩა) და ისევ მე მომიტრიალდა.
– შენ მაიმუნის წელსა ხარ დაბადებული. ამას ერთი შეხედვითაც
ვხვდები. უჰ, რამდენი წყალია შენში! რვა, თეთრი. პლანეტა სატურ-
ნი. ძალიან მიმზიდველი გოგო ხარ. აბა, ახლოს მოიწი!
ამჯერად მე შემისწავლა და დამათვალიერა. ყურებზე მომქაჩა
და ასე შემდეგ... უნებურად სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მოიფ-
ხიკა იმავე ხელით ქერქი იმ თავისი ტყირპიდან. ცოტა ხანში წამოდ-
გა და შემაღლებული ნაწილიდან ქვის იატაკზე გადმოაბიჯა. კარგა

34
ხანს მოუნდა თავისი გამრუდებული ფეხების ძორებში11 გაყოფას,
მერე უცებ ბატონ ტანაკას მოუბრუნდა და თვალი თვალში გაუყარა.
ბატონი ტანაკა იმწამსვე მიხვდა ამ მზერის მნიშვნელობას, ოთახი-
დან გავიდა და კარი გაიხურა. ქალბატონმა ცქმუტიამ საცუს გლეხუ-
რი პერანგი გახადა, ძუძუები ოდნავ შეუნჯღრია, იღლიებქვეშ შეხე-
და, შეატრიალა და ზურგი დაუთვალიერა. ელდა მეცა. ვერა და ვერ
ვაიძულე თავი, რომ ამისთვის მშვიდად მეყურებინა. შიშველი საცუ
ადრეც მენახა, მაგრამ ქალბატონი ცქმუტია მის სხეულს თავის ჭკუ-
აზე რომ ატრიალებდა, ეს უფრო მეჩოთირა, ვიდრე სუჯის ვაჟიშვი-
ლის ქცევა, როცა ჩემმა დამ მის წინ საბანაო კაბა წამოიხადა. თით-
ქოს ეს არ კმაროდა, უცებ საცვალი ბოლომდე ჩამოუწია, იატაკზე
დააგდო; თხემით ტერფამდე ახედ-დახედა და კვლავ თავისკენ შე-
მოაბრუნა.
– აბა, ამოაბიჯე საცვლიდან! – უბრძანა საცუს.
ჩემი და ასეთი შემცბარი არასოდეს მენახა, მაგრამ ბრძანება შე-
ასრულა და საცვალი მოლიპულ იატაკზე დატოვა. ქალბატონი ცქმუ-
ტია მხრებში სწვდა და საფეხურზე ჩამოსვა. საცუ სრულიად შიშველი
იყო. დარწმუნებული ვარ, მასაც ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა
იმის შესახებ, თუ რა მიზეზით იჯდა იქ, მაგრამ ამაზე ფიქრი არ დას-
ცალდა, იმიტომ, რომ რამდენიმე წამში ქალბატონმა ცქმუტიამ მუხ-
ლებში ხელები ჩაავლო, ფეხები გაუშალა და ბევრი ყოყმანის გარე-
შე ფეხებშუა ჩააფრინდა. ამის ყურებას ვეღარ გავუძელი. ალბათ სა-
ცუ შეეწინააღმდეგა, რადგან ქალბატონმა ცქმუტიამ უცებ წამოიყვი-
რა. ტლაშუნის ხმაც გავიგონე, რაც იმას ნიშნავდა, რომ დედაბერმა
ფეხზე ხელი დაჰკრა. აკი მოგვიანებით აწითლებულ კანზეც შევამ-
ჩნიე ხელის ნაკვალევი.
ქალბატონი ცქმუტია საქმეს მორჩა და საცუს ჩაცმა უბრძანა. ჩემ-
მა დამ მთელი ძალით ამოიოხრა. შეიძლება, ტიროდა კიდეც, მაგ-
რამ მე უკვე აღარ ვუყურებდი. შემდეგ დედაბერი პირდაპირ მომიახ-
ლოვდა და ერთ წამში ჩემი საცვალიც მუხლებამდე ჩამოსრიალდა.

11 თითის გასაყრელი ჭილოფის ფლოსტები

35
პერანგიც ისევე უცებ გამხადეს, როგორც საცუს. იმხელა ძუძუები
სად მქონდა, რომ დედაბერს აქეთ-იქით ეტრიალებინა, მაგრამ იღ-
ლიებქვეშ მეც ჩამხედა, ზურგითაც მიმატრიალა და სანამ საფეხურ-
ზე ჩამომსვამდა, საცვალი ბოლომდე ჩამხადა. უზომოდ შევწუხდი,
და როცა ფეხების გაშლა დამიპირა, საცუს მსგავსად მეც მტკიცა ხე-
ლი. შეკავებული ცრემლებისგან ყელი ამეწვა. დედაბერმა ფეხებს
შუა თითი გამიყარა და ასე მომეჩვენა, რომ მწარედ მიბწკინა. ერთი
წამოვიყვირე და როცა კვლავ ჩაცმა მიბრძანა, უკვე იმ კაშხალს
ვგავდი, ადიდებულ მდინარეს რომ რის ვაი-ვაგლახით აკავებს. მაგ-
რამ შიშმა გამაჩერა: ვიცოდი, მე და საცუს ბავშვებივით ქვითინი
რომ დაგვეწყო, ბატონ ტანაკას თვალში აღარ მოვუვიდოდით.
– ჯანმრთელი გოგოები არიან, და ძალიან შესაფერისებიც, –
უთხრა დედაბერმა ოთახში შემობრუნებულ ბატონ ტანაკას, – ორი-
ვე ხელუხლებელია. უფროსში ხე ჭარბობს, უმცროსში კი წყალი. თან
ეს პატარა ძალიან ლამაზია, არა? უფროსი და გლეხის გოგოს ჰგავს
მის გვერდით!
– ორივე თავისებურად მიმზიდველია, – თქვა ბატონმა ტანაკამ,
– მოდით, გარეთ ვისაუბროთ, გოგოები კი აქ დაგველოდებიან.
როცა ბატონმა ტანაკამ კარი გაიხურა, საცუს მივუბრუნდი. ჯერ
კიდევ შემაღლებაზე იჯდა და ჭერს აჰყურებდა. საცუს ისეთი მოყვა-
ნილობის სახე ჰქონდა, რომ თვალებიდან გადმომსკდარი ცრემლე-
ბი ნესტოებთან უგუბდებოდა. ისე იყო დაზაფრული, რომ მეც ცრემ-
ლები წამსკდა, მომხდარის გამო თავი დამნაშავედ ვიგრძენი და სა-
ხე ჩემი გლეხური პერანგით მოვიხოცე.
– ვინ იყო ეს საშინელი ქალი? – მკითხა საცუმ.
– მგონი, მარჩიელია. რა იცი, იქნებ ბატონ ტანაკას უნდა, რომ
ჩვენზე ბევრი რამ გაიგოს!
– კი, მაგრამ ასე უტიფრად რატომ გვიკირკიტებდა?
– საცუ-სან, ნუთუ ვერ ხვდები? ბატონი ტანაკა შვილად აყვანას
გვიპირებს!
ამის გაგონებისას საცუს ქუთუთოები ისე აუთრთოლდა, თითქოს
თვალში რაღაც მწერი შეუძვრა.

36
– რას ამბობ? ბატონმა ტანაკამ როგორ უნდა გვიშვილოს?!
– ხომ ხედავ, მამა როგორ მოხუცდა. ახლა, როცა დედა ასე ავა-
დაა, ვფიქრობ, ბატონ ტანაკას ჩვენი მომავალი აწუხებს. მიმხედავი
ხომ აღარავინ გვეყოლება...
საცუ გაშრა და თვალები დაუწვრილდა. დავინახე, როგორ ცდი-
ლობდა თავის დარწმუნებას, რომ ჩვენი მთვრალი სახლიდან ვერა-
ფერს შეეძლო მისი გამოტყუება. რასაც ვეუბნებოდი, ყველაფერს
ისე ძალისძალად იშორებდა თავიდან, თითქოს წყლით გაჟღენთილ
ღრუბელს წრეტდა. თანდათან სახე დაუმშვიდდა და შემაღლებული
იატაკის კიდეზე კვლავ ჩამოჯდა. წამიც და უკვე ოთახს ათვალიერებ-
და, თითქოს ერთმანეთში არც კი გვესაუბრა.

***
ბატონი ტანაკას სახლი შარაგზის ბოლოს, ქალაქგარეთ მდება-
რეობდა. მის ირგვლივ ფიჭვნარის განაკაფს ისეთივე მძაფრი სურ-
ნელი დასტრიალებდა, როგორც იოროიდოს ქარაფებზე გადმომ-
დგარი ჩვენი სახლის ქვემოთ გადაშლილ ოკეანეს. მივხვდი, ერთი
სურნელი ამიერიდან მეორეზე უნდა გამეცვალა, საშინელი სიცა-
რიელე ვიგრძენი და მისგან თავის დაღწევა ისე მომინდა, რომ მაღა-
ლი კლდის პირას მდგომი, უფსკრულის სიღრმით დამფრთხალი
ადამიანის მსგავსად შევტორტმანდი და უკან დავიხიე. ბატონი ტანა-
კას სახლს, რომელსაც სოფლის ტაძარივით ვეებერთელა ლავგარ-
დანები ჰქონდა, იოროიდოს ვერც ერთი ნაგებობა ვერ შეედრებო-
და. ზღურბლს რომ მივადექით, ფეხსაცმელები გაიხადა, მოახლემ
კი ისინი თაროზე შემოაწყო. მე და საცუ ისედაც ფეხშიშვლები ვიყა-
ვით. როცა სახლში შევდიოდი, ზურგზე რაღაც მსუბუქი ბიძგი ვიგ-
რძენი. ჩემს ფეხებთან, ხის იატაკზე, ფიჭვის გირჩი დაგორდა. უკან
მოვიხედე და მოკლედ თმაგაკრეჭილი, დაახლოებით ჩემი ასაკის
პატარა გოგონა დავინახე. რომ მოვტრიალდი, გაიქცა და ხეს ამოე-
ფარა, შემდეგ თავისი საფარიდან გამომხედა და გამიღიმა. ღიმი-
ლის დროს ნაკლული კბილების ადგილას დარჩენილი სამკუთხა

37
ღრიჭო გამოუჩნდა. ისევ დაჰკრა ფეხი და გაიქცა. თან უკან იხედე-
ბოდა, რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავდა, რომ უნდა გავკიდებოდი.
შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ უცნობ პატარა გოგოებს
ადრე არასოდეს შევხვედრივარ. ჩვენებური გოგოები ჩემთან ერ-
თად იზრდებოდნენ და მათი საგანგებო გაცნობა არაფერში დამჭირ-
ვებია. კუნიკო (ასე ერქვა ბატონი ტანაკას ქალიშვილს) პირველივე
წუთებიდან იმდენად მეგობრულად იყო განწყობილი, რომ ერთი
სამყაროდან მეორეში გადანაცვლება უწინდებურად ძნელ საქმედ
აღარ მეჩვენებოდა. სამოსი ჩემზე გაცილებით უკეთ ჰქონდა მორგე-
ბული, თანაც ფეხზე ძორები ეცვა, მაგრამ სოფლელ გოგოს ფეხშიშ-
ველი სირბილი არ მიჭირდა, გამოვეკიდე და ფიჭვნარში, პატარა სა-
თამაშო სახლთან დავეწიე. სახლი ჩამოხერხილი ტოტებისაგან იყო
აწყობილი, ოთახების კედლების ამოსაყვანად კი კუნიკოს ქვები და
გირჩები გამოეყენებინა. ერთ-ერთ ოთახში გაბზარული ფინჯნით
„ჩაი მომართვა“, მეორეში კი მისი თოჯინა დაგვხვდა, რომელიც
რიგრიგობით დავარწიეთ. ეს იყო მიწით ამოვსებული უბრალო ნაჭ-
რის ტიკინა. ბიჭი გახლდათ და სახელად ტარო ერქვა. უცხოები კი
მოსწონს, მაგრამ მიწის ჭიაყელების ძალიან ეშინიაო, მითხრა კუნი-
კომ. თურმე ნუ იტყვით, იგივე შიში თვითონ კუნიკოსაც აწუხებდა,
ამიტომ როგორც კი ჭიაყელა დაინახა, მაშინვე თადარიგი დაიჭირა:
სანამ ტაროს ტირილი აუტეხია, მოაშორეო, მითხრა და ჭიაყელა გა-
რეთ გამატანინა. ნამდვილი ნეტარება იყო იმაზე ფიქრი, რომ ეს გო-
გო ჩემი და უნდა გამხდარიყო. საუცხოო ხეები და წიწვნარის სურნე-
ლი – თვით ბატონი ტანაკაც კი სრულიად უმნიშვნელოდ მეჩვენებო-
და ამასთან შედარებით.
იოროიდოში ცხოვრებასა და ტანაკების სახლში ცხოვრებას შო-
რის ისეთი განსხვავება იყო, როგორც სადილის სუნსა და უგემრიე-
ლესი კერძის გემოს შორის.
რომ ჩამობნელდა, ჭასთან ხელ-ფეხი დავიბანეთ, სახლში შევე-
დით და იატაკზე ოთხკუთხა ტაბლას შემოვუსხედით. საოცარი სანა-
ხავი იყო სამზარეულოდან გამოსული, ჭერამდე აჭრილი ოხშივარი
და ელექტრონული ნათურები,რომლებიც თავზე დაგვკაშკაშებდა.

38
მთელ ოთახს გამაოგნებელი ელვარება გადასდიოდა. ასეთი რამ
ადრე არასოდეს მენახა. მალე მსახურებმა ვახშამი შემოიტანეს:
შებრაწული ზღვის ფარგა, მწნილეული, წვნიანი და ორთქლზე მო-
ხარშული ბრინჯი. მაგრამ, როგორც კი ჭამას შევუდექით, შუქი ჩაქ-
რა. ბატონ ტანაკას გაეცინა. როგორც ჩანს, ასეთი რამ ხშირად ხდე-
ბოდა. მსახურებმა ხის სამფეხა სადგარებზე ჩამოკიდებული ფარნე-
ბის ანთება დაიწყეს.
ჭამის დროს ბევრს არ ვლაპარაკობდით. ქალბატონი ტანაკა რა-
ღაც საუცხოო ქალად მყავდა წარმოდგენილი, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ საცუს ჰგავდა (ოღონდ მობერებულს) და, ჩემი დისგან განსხვა-
ვებით, სულ იღიმებოდა. ვახშმის შემდეგ ის და საცუ გოს12 თამაშით
გაერთნენ, ბატონი ტანაკა კი წამოდგა, მოახლეს მოკლე კიმონო
მოატანინა და სადღაც წავიდა. კუნიკოს ბევრი არ უფიქრია, ხელით
მანიშნა, გამოდიო, ჭილოფის ძორები ჩაიცვა და ერთი წყვილი მეც
მათხოვა.
– სად მივდივართ? – ვიკითხე მე.
– ჩუმად! მამაჩემს უნდა გავყვეთ. ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა
გარეთ გადის. ეს ჩემი საიდუმლოა, – მიპასუხა გოგონამ.
ბილიკს ავუყევით და ქალაქისკენ გავწიეთ. ბატონ ტანაკას გარ-
კვეულ მანძილზე, ფეხდაფეხ მივყვებოდით. რამდენიმე წუთში უკვე
ქალაქის ქუჩებში მივაბიჯებდით. კუნიკომ ხელი ჩამკიდა და ერთი
მოკირწყლული, ვიწრო ჩიხისკენ გავუხვიეთ. მოშორებით ორი სახ-
ლი იდგა. მივადექით ერთ-ერთ ფანჯარას, რომლის ჩარჩოში, შუშის
ნაცვლად, ოთახის შუქით განათებული ქაღალდი მოჩანდა. ქა-
ღალდს ერთ ადგილას ხვრელი ჰქონდა. კუნიკო იმ ხვრელს მიადგა
და ოთახში შეიჭვრიტა. შიგნიდან სიცილი და ლაპარაკი ისმოდა. ვი-
ღაც შამისენის13 ჰანგებს ხმას აყოლებდა. კუნიკო ფანჯარას მოს-
ცილდა და სათვალთვალო ადგილი მე დამითმო.
ოთახის ნახევარი შირმით იყო დაფარული, მაგრამ ბატონი ტანა-
კა მაშინვე დავინახე. ჭილოფებზე იჯდა, სამ-ოთხ მამაკაცთან ერთად

12 ტრადიციული სამაგიდო თამაში


13 სიმებიანი საკრავი

39
ვიღაც მოხუცი ჰყვებოდა, როგორ დაუჭირა ერთხელ ახალგაზრდა
ქალს კიბე, რათა მისი კაბის ქვეშ შეეხედა. ყველას ეცინებოდა, ბა-
ტონი ტანაკას გარდა. იჯდა და თვალს არ აშორებდა ოთახის იმ ნა-
წილს, რომელსაც მე ვერ ვხედავდი. უცებ ასაკოვანი ქალი გამოჩ-
ნდა. ხელში ჭიქა ეჭირა. ჭიქა ბატონ ტანაკას გაუწოდა და ლუდი ჩა-
მოუსხა. ბატონი ტანაკა უჩვეულო სანახავი იყო, ზღვით გარშემორ-
ტყმულ კუნძულს ჰგავდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოხუცის ნაამ-
ბობმა, ლუდის ჩამომსხმელი მოხუცი ქალის ჩათვლით, ყველა გა-
ახალისა, მის გარდა. იჯდა და კვლავინდებურად მაგიდის მეორე ბო-
ლოს მისჩერებოდა. ხვრელს თვალი მოვაშორე და კუნიკოს ვკითხე:
– სად ვართ?
– ჩაის სახლია, – მიპასუხა გოგონამ, – აქ მამაკაცებს გეიშები
მასპინძლობენ. ჩემი მამიკო აქ თითქმის ყოველ ღამე დადის. არ ვი-
ცი, ასე რატომ მოსწონს აქაურობა. ქალები სასმელებს უსხამენ, მა-
მაკაცები ამბებს ჰყვებიან და ზოგჯერ მღერიან. ბოლოს ყველა
სვამს.
ისევ ნახვრეტში გავიხედე და სწორედ ამ დროს კედელზე ვიღა-
ცის ჩრდილმა გაიელვა. გამოჩნდა ქალი. თმას ტირიფის გრძელი
მორჩი უმშვენებდა, ნაზი ვარდისფერი კიმონო თითქოს სხვა ქსოვი-
ლისგან გამოჭრილი თეთრი ყვავილებით იყო მოჩითული. წელზე
მოყვითალო-ნარინჯისფერი, განიერი ობი14 ჰქონდა შემოხვეული.
ასეთი მოხდენილი სამოსი ადრე არასოდეს მენახა. იოროიდოში
მცხოვრები ქალების „აღკაზმულობა“ ხომ მხოლოდ ლურჯად მოჩი-
თული ბამბის ან მიტკლის ხალათებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ
ტანსაცმლისგან განსხვავებით, თვითონ ქალი სულაც არ იყო სასია-
მოვნო შესახედავი. უშნოდ გამოშვერილ წინა კბილებს ტუჩებით
ვერც კი ფარავდა, თავი კი ისეთი ვიწრო ჰქონდა, უნებურად გავი-
ფიქრე, რომ ბავშვობაში ორ ფიცარს შუა მოქცეულ მის თავს ასეთ
ფორმას საგანგებოდ აძლევდნენ.
როცა მის გარეგნობას ამგვარად აღვწერ, ალბათ ავი ადამიან-

14 კიმონოს სარტყელი

40
ის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ძალიან მეუცნაურა ერთი რამ:
ამ ქალს ლამაზს ვერავინ უწოდებდა, ბატონი ტანაკა კი თვალს ისევე
ვერ სწყვეტდა, როგორც მილურსმული ხალიჩა ვერ სწყდება კე-
დელს. როცა სხვები იცინოდნენ, ბატონი ტანაკა ქალს უმზერდა, ხო-
ლო, როცა ქალმა ლუდის ჩამოსასხმელად მის გვერდით ჩაიმუხლა,
ბატონ ტანაკას ისე ამოხედა, რომ მაშინვე მიხვდებოდით: ისინი ერ-
თმანეთს კარგად იცნობდნენ.
კუნიკოს ჯერი დადგა და ფანჯარასთან სათვალთვალო ადგილი
მას დავუთმე. შემდეგ სახლში დავბრუნდით და ფიჭვნარის პირას,
თბილ აბაზანაში ჩავსხედით. ვხედავდი ვარსკვლავებით ხვავრიე-
ლად მოფენილ ცას, თუმცა ფიჭვის ტოტები მას სანახევროდ ფარავ-
და. აბაზანაში წოლას სიამოვნებით გავაგრძელებდი, განვლილი
დღის მოვლენებში გარკვევას შევეცდებოდი და იმ ცვლილებებსაც
ჩავუფიქრდებოდი, წინ რომ მელოდა, მაგრამ კუნიკოს ცხელ წყალ-
ში ძილი ისე მოერია, რომ მოახლეებმა აბაზანიდან სასწრაფოდ
ამოგვიყვანეს.
საცუ უკვე ხვრინავდა, როცა მე და კუნიკო მის გვერდით დავწე-
ქით, ერთმანეთს მივეკარით და ხელები ჩავჭიდეთ. სიხარულის სა-
ამური, თბილი გრძნობა ერთბაშად დაიძრა ჩემში და კუნიკოს წავ-
ჩურჩულე:
– შენ თუ იცი, რომ საცხოვრებლად თქვენთან გადმოვდივარ?
მეგონა, გაოცებისგან თვალებს დააჭყეტდა და წამოჯდებოდა კი-
დეც, მაგრამ ძილს თავი ვერ წაართვა, ერთი ამოიკვნესა და რამდე-
ნიმე წამში უკვე მომწვდა მისი ნოტიო, თბილი სუნთქვა, რომელსაც
შიგადაშიგ ძილის დროს დამახასიათებელი ხრინწი მოჰყვებოდა.

41
თავი მესამე
შინ რომ დავბრუნდით, დედა უარეს მდგომარეობაში დაგვხვდა.
ჩემს არყოფნაში მთლად წამხდარიყო. თუმცა იქნებ ასე იმიტომ მეჩ-
ვენებოდა, რომ დღის განმავლობაში მისი ავადმყოფობის დავიწყე-
ბას ვცდილობდი. ბატონი ტანაკას სახლში კვამლისა და ფიჭვის სურ-
ნელი ტრიალებდა, ჩვენსას კი ავადმყოფობის ისეთი სიმყრალე იდ-
გა, ვერც აღგიწერთ.
საცუ საღამომდე სოფელში მუშაობდა, ამიტომ დედაჩემის დაბა-
ნაში ქალბატონი სუჯი დამეხმარა. სახლიდან რომ გამოვიყვანეთ,
გულმკერდი მხრებზე უფრო განიერი ჰქონდა. თვალის თეთრონებ-
ზეც კი ლიბრი გადაჰკვროდა. მისი ცქერა მეძნელებოდა და მხო-
ლოდ სასიამოვნო მოგონებები მაძლებინებდა. რა საამური განწყო-
ბით ამოვდიოდი აბაზანიდან მასთან ერთად, როცა თავს ღონივრად
და ჯანსაღად გრძნობდა. ფერმკრთალ კანზე მოხარშული ბოლოკე-
ბის დარად ცხელი ოხშივარი აგვდიოდა. ისიც გამახსენდა, რა ხში-
რად ვუხეხავდი ზურგს აბანოს ქვით. ვერც კი წარმომედგინა, რომ
ქალი, რომლის სხეული ერთ დროს საცუს სხეულზე უფრო ტკიცინა
და გლუვი მეჩვენებოდა, ზაფხულის მიწურულამდე ვერ გაატანდა.
იმ ღამით, როცა ჩემს ფუტონზე15 ვიწექი, ამ თავსატეხს ყოველი
მხრიდან ჩავუფიქრდი და ვცადე, თავი როგორმე დამერწუნებინა,
რომ ყველაფერი როგორღაც მოგვარდებოდა. განსაკუთრებით ერ-
თი კითხვა მაწვალებდა: უდედოდ ცხოვრება როგორ უნდა გაგვეგ-
რძელებინა? რომც გადავრჩენილიყავით და ბატონ ტანაკას შვილად
ავეყვანეთ, ჩვენს ოჯახს არსებობა ხომ არ უნდა შეეწყვიტა? ბოლოს
დავასკვენი, რომ ბატონი ტანაკა არა მხოლოდ მე და ჩემს დას, არა-
მედ მამაჩვენსაც უპირებდა შეფარებას. მაშ, მარტო ხომ არ დატო-
ვებდა ბერიკაცს?
სანამ ამ ვარაუდების სიმართლეში თავს არ დავირწმუნებდი, ძი-
ლი არ მეკარებოდა ხოლმე. ამიტომ ის რამდენიმე კვირა თითქმის

15 ტრადიციული ლეიბი, რომელსაც პირდაპირ იატაკზე აგებენ

42
არ მეძინა და დილაობით თვალზე ბინდი მქონდა გადაკრული.
ცხელი ზაფხულის ერთ დილით ჩაის საყიდლად სოფლისკენ მი-
ვიჩქაროდი. უცებ ზურგს უკან რაღაც ხრაშუნის ხმა ჩამესმა. მოვიხე-
დე და ბატონი ტანაკას თანაშემწე, ბატონი სუჯი დავინახე. ბილიკს
სირბილით მოუყვებოდა. როცა წამომეწია, კარგა ხანს ქოშინებდა
და გვერდებს იზელდა,თითქოს სენძურუდან აქამდე მთელი გზა შე-
უჩერებლად ერბინა.
დილა იყო და ჯერ კიდევ არ ცხელოდა, მაგრამ სახე რიფის ქორ-
ჭილასავით ჰქონდა აწითლებული. ·
– ბატონმა ტანაკამ შემოგითვალათ... რომ შენ და შენი და... და-
ბაში უნდა ჩახვიდეთ... რაც შეიძლება სწრაფად! – მითხრა მან.
გამიკვირდა, იმ დილით მამა სათევზაოდ რომ არ წავიდა. ახლა
კი ვიცი მიზეზი: დადგა გადამწყვეტი დღე! ·
– მამაჩემზე ხომ არაფერი უთქვამს? – ვკითხე ბატონ სუჯის.
– გაიქეცი, ჩიო-სან! გაიქეცი და შენი და წამოიყვანე, – გამიმეო-
რა მან.
არ მომეწონა ეს ამბავი, მაგრამ აღმართი მარდად ავირბინე და
სახლში შევედი. მამა მაგიდასთან იჯდა და ხის ღრმულებიდან
ფრჩხილებით ჭვარტლს ჩიჩქნიდა, საცუ კი ღუმელში ნახშირის ნა-
ტეხებს ყრიდა. ორივეს ეტყობოდა, რომ რაღაც საშინელი ამბის მო-
ლოდინში იყვნენ.
– მამა, ბატონ ტანაკას უნდა, რომ მე და საცუ-სანი დაბაში ჩავი-
დეთ, – ვუთხარი მამას.
საცუმ წინსაფარი მოიხსნა, კაუჭზე ჩამოკიდა და გარეთ გავიდა.
მამაჩემმა არაფერი მიპასუხა. ერთხანს თვალებს ახამხამებდა და იმ
ადგილს მიშტერებოდა, სადაც წუთის წინ საცუ იდგა. მერე მძიმე მზე-
რა იატაკს მიაპყრო და თავი დამიქნია. უკანა ოთახიდან მომესმა,
როგორ წამოიყვირა ძილში დედაჩემმა.
საცუ დაბაში თითქმის ჩასული იყო, როცა დავეწიე. ბოლო რამ-
დენიმე კვირის განმავლობაში წარმოსახვაში სულ ამ დღეს ვატრია-
ლებდი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, მოულოდნელად შიშმა

43
ამიტანა. საცუს კი ისე ეჭირა თავი, თითქოს ჩვეულებრივ საქმეზე მი-
დიოდა. ნახშირით მოსვრილი ხელების გაწმენდითაც კი არ შეუწუ-
ხებია თავი, და, როცა თმას ისწორებდა, სახე მურით მოისვარა. არ
მინდოდა, ბატონ ტანაკას ასეთ მდგომარეობაში ენახა, ამიტომ შე-
ვეცადე, შავი ლაქა მისთვის ხელით ჩამომეწმინდა, როგორც ამას
დედაჩვენი აკეთებდა. საცუმ ჩემი ხელი მოიშორა.
იაპონური თევზით მოვაჭრე კომპანიის შენობას რომ მივუახ-
ლოვდით, ბატონ ტანაკას დილა მშვიდობისა ვუსურვე. მეგონა, ჩვე-
ნი ნახვა გაუხარდებოდა, მაგრამ რაღაც უცნაური სიცივე შევატყვე.
ვფიქრობ, ეს იყო პირველი სიგნალი, რომელიც მიმანიშნებდა, რომ
რეალური მოვლენები ჩემს წარმოდგენებს ყოველთვის არ დაემ-
თხვეოდა. როცა ბატონი ტანაკა ცხენებშებმული ოთხთვალისკენ
გაგვიძღვა, ვიფიქრე, რომ სახლში სურდა ჩვენი წაყვანა, რათა თა-
ვისი მეუღლისა და ქალიშვილის თანდასწრებით ვეშვილებინეთ.
გამგზავრების წინ გამოგვიცხადა:
– ბატონი სუჯი ჩემთან ერთად კოფოზე დაჯდება. შენ და შიძუ-სა-
ნი კი უკან დასხდებით.
ზუსტად ამ სახელით მოიხსენია ჩემი და: მისი სახელის ამგვარი
გადასხვაფერება არ მესიამოვნა, მაგრამ თვითონ საცუს აშკარად
არაფერი შეუმჩნევია. ფორნის ბოლოში, თევზის ცარიელ კალათებს
შორის ჩამოჯდა და ცალი ხელისგული ლორწოიან, მოლიპულ ფი-
ცარზე დადო, შემდეგ იმავე ხელით სახიდან ბუზი ჩამოიშორა და
ლოყა კვლავ მოისვარა.
მისგან განსხვავებით, ლორწოს გულგრილად ვერ ვუყურებდი.
სიმყრალე არ მასვენებდა და სულ იმაზე ვფიქრობდი, რა სიამოვნე-
ბით დავიბანდი ხელებს, როცა ბატონი ტანაკას სახლამდე მივაღწევ-
დი. ეგ კი არა, ტანსაცმლის გარეცხვის იმედიც კი მქონდა.
გზაში მე და საცუს ერთმანეთისთვის ხმა არ გაგვიცია, მაგრამ
როცა სენძურუს თავზე წამომდგარ გორაკზე ავედით, უცებ ჩამილა-
პარაკა:
– მატარებელი.
სივრცეს გავხედე. ქალაქს მატარებელი უახლოვდებოდა. ქარს

44
აყოლილი ორთქლი ისე მისდევდა კუდში, როგორც გველს – ახ-
ლად მოცილებული ტყავი. ეს აზრი მომეწონა და საცუს გავუზიარე,
მაგრამ ჩემი ნათქვამი არად ჩააგდო. „აი, ბატონი ტანაკა კი მომიწო-
ნებდა ამ შედარებას. კუნიკოც მომიწონებდა ალბათ,“ გავიფიქრე
ჩემთვის და გადავწყვიტე, ტანაკების ოჯახში მისვლისთანავე ეს ამ-
ბავი მათთვის მომეთხრო.
ამ ფიქრებში რომ ვიყავი, უეცრად მივხვდი: სულ სხვა გეზი
გვქონდა აღებული. რამდენიმე წუთში ჩვენი ოთხთვალა ქალაქის
გარეუბანში, ერთ მტვრიან ბაქანზე, რკინიგზასთან გაჩერდა. ბაქან-
ზე ყუთებითა და ჩანთებით დატვირთული ხალხი ირეოდა. ოდნავ
მოშორებით ქალბატონი ცქმუტია შევნიშნე. გვერდით რაღაც უცნაუ-
რად წვრილი კაცი ედგა: ტანთ გახამებული კიმონო ეცვა, კატის ბეწ-
ვივით ფაფუკი, შავი თმა ჰქონდა; ხელში თასმით თავმოკრული ტი-
ლოს აბგა ეჭირა. ეს კაცი მეუცხოვა. სენძურუს მკვიდრს ნამდვილად
არ ჰგავდა. აშკარად გამოირჩეოდა ფერმერების, მეთევზეებისა და
მათი ბარგი-ბარხანის გარემოცვაში, კუზიანი დედაბრის გვერდით,
რომელსაც ბატატით სავსე ზურგჩანთა მოეკიდებინა. ქალბატონმა
ცქმუტიამ რაღაც გადაულაპარაკა. კაცმა ჩვენკენ მოიხედა და დაგ-
ვაკვირდა. უცნაურ შიშს მგვრიდა ეს ადამიანი. ბატონმა ტანაკამ მის
წინაშე წარგვადგინა და აღმოჩნდა, რომ სახელად ბეკუ ერქვა. ბა-
ტონ ბეკუს ხმა არ ამოუღია. მე ყურადღებით ამხედ-დამხედა, საცუს
კი დაუფარავი გაკვირვებით მიაშტერა თვალი.
– იოროიდოდან სუჯიც წამოვიყვანე, – უთხრა ბატონმა ტანაკამ,
– თუ გნებავთ, თან გაახლებთ. გოგოებს იცნობს და ერთი-ორი
დღით მეც შემიძლია დავითხოვო.
– არა, არ არის საჭირო! – ხელი აიქნია ბეკუმ.
რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ ველოდი. ვიკითხე, სად მივდი-
ვართ-მეთქი, მაგრამ ყველამ წამიყრუა. ამიტომ ჩემს თავს თვითონ
ვუპასუხე. ჩემი ვარაუდით, ბატონი ტანაკა ქალბატონი ცქმუტიას მი-
ერ მიწოდებული ცნობებით არ დაკმაყოფილდა და ახლა ამ უცნაუ-
რად წაწვრილებულ კაცს სხვაგან მივყავდით, სადაც უკეთ მარჩიე-
ლობდნენ. ამის შემდეგ კი ჩვენს თავს ბატონ ტანაკას ჩააბარებდნენ

45
სანამ ამ ფიქრებით თავის დამშვიდებას ვცდილობდი, ქალბა-
ტონმა ცქმუტიამ ტკბილად გაგვიღიმა და მე და საცუ ჭუჭყიანი ბაქნის
განაპირას გაგვიყვანა. როცა სხვებს კარგა მანძილზე დავშორდით
და დარწმუნდა, რომ ჩვენს საუბარს ვეღარავინ გაიგონებდა, მისი
ღიმილი უცებ სადღაც გაქრა.
– ახლა ყური მიგდეთ. ორივენი უწესო და ოხერი გოგოები ხართ!
ამ სიტყვებით ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედა და ორივეს თავ-
ში წაგვითაქა. მართალია, არ მტკენია, მაგრამ გაოგნებულმა წამო-
ვიყვირე.
– აბა, გაბედეთ და შეგვარცხვინეთ. ძვირი დაგიჯდებათ, იცო-
დეთ! – განაგრძო დედაბერმა. – ბატონი ბეკუ მკაცრი კაცია. ყურად-
ღებით უნდა მოუსმინოთ ხოლმე! მატარებელში სკამებქვეშ შეძრო-
მაც რომ გიბრძანოთ, უნდა დაემორჩილოთ. გაიგეთ?
დედაბრის სახის გამომეტყველებით ვხვდებოდი: რომ არ მეპა-
სუხა, კიდევ ჩამცხებდა, მაგრამ თავზარდაცემულს, ლაპარაკის თა-
ვი არ მქონდა. სწორედ მაშინ გამართლდა ჩემი შიში. ხელი ჩემკენ
გამოიწვდინა და ყელი ისე დამიჩქმიტა, ტკივილი მთელ სხეულს მო-
ედო და ასე მეგონა, რაღაც კბენია მწერებით სავსე კასრში ვიყავი
მომწყვდეული. ზლუქუნი დავიწყე. წამიც და, ბატონი ტანაკა ჩვენ
გვერდით გაჩნდა.
– აქ რა ხდება? – იკითხა მან. – თუ კიდევ რამე გაქვთ მათთვის
სათქმელი, ჩემი თანდასწრებით უთხარით, ასე ნუ მოექცევით, არ
არის საჭირო!
– სალაპარაკო ბევრი გვაქვს, მაგრამ მატარებელი გვიახლოვ-
დება, – უპასუხა ქალბატონმა ცქმუტიამ და არც ტყუოდა: უახლოესი
მოსახვევიდან მართლაც მოიკლაკნებოდა მატარებელი.
ბატონმა ტანაკამ კვლავ ბაქანზე გაგვიყვანა, სადაც ფერმერები
და მოხუცი ქალები უკვე ბარგს აგროვებდნენ. მალე მატარებელი
ჩვენ წინ გაჩერდა. გატკიცინებულ კიმონოში გამოწყობილი ბატონი
ბეკუ მე და ჩემს დას შუაში ჩაგვიდგა, იდაყვებში ხელები ჩაგვავლო
და ვაგონისკენ გაგვაქანა.
მესმოდა, როგორ ჩაილაპარაკა რაღაც, მაგრამ ისე ვიყავი დაბ-

46
ნეული და შეწუხებული, რომ გაგონილს დანამდვილებით ვერ გავი-
მეორებდი.
მგონი ასე თქვა:
“ მატაიო! (ჩვენ კიდევ შევხვდებით!)
ან:
– მატტე იო! (დამელოდეთ!)
ან იქნებ სულაც:
– მაპდეიო! (ესეც ასე. წავედით!)
როცა მატარებლის სარკმლიდან გამოვიხედე, ბატონი ტანაკა
უკვე თავისი ოთხთვალისკენ მიაბიჯებდა, ქალბატონი ცქმუტია კი
კიმონოზე ხელებს იხოცავდა.
რამდენიმე წუთში ჩემმა დამ წამჩურჩულა:
– ჩიო-ჩან...
არაფრის დამატება აღარ სჭირდებოდა, მისი ტონი საკმარისი
აღმოჩნდა ჩემთვის. სახეზე ხელები ავიფარე და რომ შემძლებოდა,
ალბათ მატარებლის იატაკს თავით გავანგრევდი.
– იცი, სად მივდივართ? – მკითხა საცუმ.
ვფიქრობ, მხოლოდ მარტივ პასუხს ითხოვდა. ან ჰო უნდა მეთ-
ქვა, ან არა. ალბათ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩვენი საბო-
ლოო დანიშნულების ადგილს. ვითარებაში ერთი ადამიანი მაინც
თუ ერკვეოდა, მისთვის ისიც საკმარისი იყო, მაგრამ მე არაფერი ვი-
ცოდი. იმ წვრილ კაცს, ბატონ ბეკუს დავეკითხე, მაგრამ ყურადღება
არ მომაქცია. საცუს უწინდებურად ისე მიშტერებოდა, თითქოს მისი
მსგავსი მანამდე არაფერი ენახა. ბოლოს სახე ზიზღით დაეღრიჯა და
წამოიძახა:
– თევზი! როგორ ყარხართ ორივენი!
ამ სიტყვებით, თასმით პირმოკრული აბგიდან სავარცხელი
ამოიღო და საცუს თმაში ჩააფრინდა. დარწმუნებული ვარ, ძალიან
ატკინა, მაგრამ ჩემს დას ვატყობდი – ფანჯრიდან სოფლის ხედების
ცქერა კიდევ უფრო მეტ ტკივილს ჰგვრიდა. უცებ ტუჩები აუთრთოლ-
და, ბავშვივით გაიბუტა და გული ამოუჯდა. რომ ვეცემე ან ეყვირა ჩე-

47
მთვის, ასე არ დავიზაფრებოდი. მთელი სახე უცახცახებდა. ამის შემ-
ხედვარეს გული მომეწურა, მით უმეტეს, რომ ყველაფერს საკუთარ
თავს ვაბრალებდი. ამასობაში საცუს ძაღლივით კბილებდაკრეჭი-
ლი მოხუცი გლეხის ქალი მიუახლოვდა, სტაფილო გაუწოდა და
ჰკითხა, საით გაგიწევიაო.
– კიოტოში! – უპასუხა ბატონმა ბეკუმ.
ამ ერთმა სიტყვამ გული გადამიქანა და მას შემდეგ ჩემს დას ერ-
თხელაც ვერ გავუსწორე თვალი. წარმოიდგინეთ, სენძურუც კი შო-
რეულ ქალაქად მეჩვენებოდა, კიოტოზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი
იყო. ეს ქალაქი ისე მეუცხოებოდა, როგორც ჰონგ კონგი, ან თვით
ნიუ იორკიც კი, რომელიც ერთხელ ექიმმა მიურამ საუბრისას ახსე-
ნა. კიოტოს შესახებ ერთი რამ მსმენოდა მხოლოდ: თითქოს იქ ბავ-
შვებს კეპავდნენ და ძაღლებს აჭმევდნენ...
იმ მატარებელში უჭმელ-უსმელებმა რამდენიმე საათი გავატა-
რეთ. როცა ბატონმა ბეკუმ აბგიდან ლოტოსის დახვეული ფურცელი
ამოიღო, გახსნა და სეზამის თესლმოფრქვეული ბრინჯის ბურთულა
გამოაჩინა, რა თქმა უნდა, არ გამომპარვია, მაგრამ როცა ბურთუ-
ლა გაძვალტყავებული თითებით თავის ბოროტ, პატარა პირში გა-
იქანა (ისე, რომ ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს), ვიგრძენი, რომ ამ
ტანჯვას ვეღარ გავუძლებდი.
როგორც იქნა, ჩვენი მატარებელი ერთ დიდ ქალაქში გაჩერდა.
თავიდან კიოტო მეგონა, მაგრამ ცოტა ხანში სადგურს მეორე მატა-
რებელი მოადგა. აღმოჩნდა, რომ სწორედ მას უნდა წავეყვანეთ კი-
ოტოში. მეორე მატარებელი მგზავრებით გაცილებით გადატვირთუ-
ლი აღმოჩნდა პირველთან შედარებით, რის გამოც ფეხზე დგომამ
მოგვიწია. როცა მიმწუხრისას ქალაქში ჩავედით, გვარიანად დაბეგ-
ვილი ვიყავი. ალბათ ასე იგრძნობდა თავს დიდი ლოდი, რომელსაც
მთელი დღე თავზე თქრიალა ჩანჩქერი ეღვრებოდა.
კიოტოს სადგურს რომ მივუახლოვდით, ქალაქი კარგად არ ჩან-
და, მაგრამ მოგვიანებით, ჩემ თვალწინ უეცრად გადაიშალა მიჯრით
მიწყობილი სახურავების მთელი ზღვა, რომელიც შორეული ბორ-
ცვების ძირამდე აღწევდა. ასეთი ვეებერთელა ქალაქის არსებობა

48
ვერც კი წარმომედგინა. დღესაც კი, როცა მატარებლის ფანჯრიდან
შენობებსა და ქუჩებს ვხედავ, აუტანელი სიცარიელის ის გრძნობა
მახსენდება, მშობლიური სახლის პირველად დატოვებისას იმ საში-
ნელ დღეს რომ განვიცადე.
იმხანად, მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში, კიოტოში ჯერ კი-
დევ უამრავი რიქშა16 მოძრაობდა. სადგურში იმდენი საზიდარი გამ-
წკრივებულიყო, ასე მეგონა, ამ დიდ ქალაქში ფეხით არავინ დადი-
ოდა, რაც სიმართლისგან არცთუ შორს იყო. ხელნებზე ჩამოყრდნო-
ბილი თხუთმეტი თუ ოცი საზიდარი დავითვალე. მათი მძღოლები
იქვე ჩაცუცქულიყვნენ, ეწეოდნენ ან ჭამდნენ. ზოგი იქვე, ქუჩის
მტვერსა და ჭუჭყში მიწოლილიყო და ეძინა. ბატონმა ბეკუმ ხელები
დაგვავლო და ისე წაგვათრია, თითქოს ჭიდან წყლით სავსე ორ ბა-
დიას ეზიდებოდა. ალბათ ეშინოდა, რომ გავექცეოდი, მაგრამ ამას
ნამდვილად ვერ გავაკეთებდი. ყველაფერი მერჩივნა შენობებისა
და ქუჩების ამ უშველებელ მორევში ჩაკარგვას, რომელიც ისევე უც-
ხო იყო ჩემთვის, როგორც ზღვის ფსკერი.
საზიდარზე ავძვერით. ბატონი ბეკუ ჩვენ შორის გაჭირვებით ჩა-
ეჭეჭყა. თითი შეუმჩნევლად მოვუსვი სხეულზე და ვიგრძენი, რომ
გაცილებით უფრო გამხდარი იყო, ვიდრე მეგონა. როცა რიქშამ
ხელნები ასწია, უკან გადავვარდით.
– ტომინაგა-ჩო, გიონი, – გადაულაპარაკა რიქშას ბატონმა ბე-
კუმ.
რიქშამ საზიდარი უხმოდ დაძრა და მოკლე ნაბიჯებით მოწყდა
ადგილიდან. ორიოდე კვარტალი რომ გავიარეთ, სითამამე მოვიკ-
რიბე და ბატონ ბეკუს ვუთხარი:
– ხომ ვერ გვეტყვით, სად მივდივართ?
თავიდან პასუხის გამცემს ნამდვილად არ ჰგავდა, მაგრამ რამ-
დენიმე წამში მომიგო:
– თქვენს ახალ სახლში.
თვალები ცრემლით ამევსო. გავიგონე, როგორ აქვითინდა ბა-

16
ადამიანი, რომელიც საზიდარის ხელნებშია შებმული

49
ტონი ბეკუს გვერდით მჯდომი საცუ. აღრიალებას მეც აღარაფერი
მაკლდა, მაგრამ უცებ ბატონმა ბეკუმ ჩემს დას ხელი სტკიცა. გაოგ-
ნებულ საცუს ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა. მე ტუჩზე ვიკბინე და რომ
არ მეტირა, თავს ისეთი ძალა დავატანე, ჩემს ღაწვებზე ჩამოგორე-
ბული ცრემლები, მგონი, თავისით გაჩერდნენ.
მალე დიდ გამზირზე გავედით, რომელიც სიგანით ალბათ მთელ
იოროიდოს გაუტოლდებოდა. ირგვლივ იმდენი ხალხი, ველოსიპე-
დი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი ირეოდა, რომ გამზირის მე-
ორე მხარეს თითქმის ვერ ვხედავდი. მანქანა მანამდე არასოდეს მე-
ნახა. მახსოვს, პირველად ფოტოზე რომ ვნახე, თვალებს არ ვუჯე-
რებდი. ახლაც, შეშინებულს, მანქანები რაღაც ბოროტ არსებებად
მეჩვენებოდა, რომლებიც ადამიანებისთვის საზიანოდ უფრო გა-
მოეგონებინა ვიღაცას, ვიდრე სასიკეთოდ. ყველაფერი თვალსა და
ყურს მჭრიდა და ყნოსვას მიღიზიანებდა. რამდენიმე სატვირთომ
ისე ახლოს ჩამიხრიგინა, რომ მათ საბურავებს ადევნებული დამწვა-
რი რეზინის სუნი ცხადად ვიგრძენი. მერე საშინელი ღრჭიალი გავი-
გონე და გამზირის შუაგულში რელსებზე შემდგარი ტრამვაიც გა-
მოჩნდა. როცა საღამოს ბინდმა ჩვენ ირგვლივ თავი მოიყარა, ელდა
მეცა, მაგრამ ცხოვრებაში ისე არაფერს გავუკვირვებივარ, როგორც
ქალაქის ლამპიონებს, როცა მათ თვალი პირველად შევავლე. მე
ხომ ელექტრონის შუქიც კი არასოდეს მენახა, ბატონი ტანაკას სახ-
ლში ვახშმობის შემთხვევას თუ არ ჩავთვლით. აქ უკლებლივ ყველა
ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა, ტროტუარებზე კი ადამიანებს
ჩანჩქერივით ეღვრებოდა ყვითელი შუქი. პატარა მანათობელ წერ-
ტილებს გამზირის შორეულ ბოლოშიც კი ვხედავდი. გამზირიდან
სხვა ქუჩაზე გავუხვიეთ და იმ წუთებში პირველად ვნახე ჩვენ წინ,
ხიდს გადაღმა მდებარე მინამიძას თეატრი. კრამიტით დაფარული
მისი სახურავი იმდენად დიდებული იყო, რომ თავიდან სასახლე მე-
გონა.
ბოლოს რიქშამ ვიწრო ქუჩისკენ გადაუხვია, რომლის გასწვრივ
ხის სახლები გამწკრივებულიყო. ერთმანეთზე მიკრულ შენობებს
თითქოს ერთი საზიარო, უსასრულოდ გაგრძელებული ფასადი ჰქო-

50
ნდა. ეს რომ დავინახე, კვლავ წამომიარა ამ ქაოსში ჩაკარგვის პა-
ნიკურმა შიშმა. პატარა ქუჩას ფაციფუცით მიუყვებოდნენ კიმონოში
გამოწყობილი ქალები. მომეჩვენა, რომ ძალიან ელეგანტურები იყ-
ვნენ, თუმცა, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მათი უმრავლესობა
მოახლე იყო. როცა ერთ-ერთი სახლის კარს მივადექით, ბატონმა
ბეკუმ მიბრძანა, საზიდრიდან გადმოვსულიყავი, და თვითონაც გად-
მოცოცდა.
სწორედ აქ მოხდა ყველაზე საშინელი რამ, თითქოს იმ დღის
უსიამოვნებები არ მყოფნიდა. როცა საცუმ ფეხის ჩამოდგმა დააპი-
რა, ბატონმა ბეკუმ ხელი ჰკრა და უბრძანა:
– მანდ იყავი! შენ სხვაგან მიდიხარ.
მე და ჩემმა დამ ერთმანეთს შევხედეთ და ერთმანეთის განცდებს
ალბათ ბოლომდე მხოლოდ მაშინ ჩავწვდით. მაგრამ ეს დიდხანს არ
გაგრძელებულა. წამიც და, თვალები ცრემლით ისე ამევსო, ვეღა-
რაფერს ვხედავდი, მხოლოდ ვიგრძენი, რომ ბატონი ბეკუ სადღაც
ძალისძალად მიმათრევდა. უკვე მზად ვიყავი, ხელიდან გავსხლტო-
მოდი, მაგრამ უცებ კვლავ ჩემი დისკენ გავიხედე. რაღაცას პირღია
მისჩერებოდა და გაოცებას ვერ მალავდა. ჩემ ზურგს უკან, კარის
ზღურბლთან რაღაც ხდებოდა. ვიწრო სადარბაზოსთან აღმოვჩნდი,
რომლის ერთ მხარეს ძველებური ჭა იყო, მეორე მხარეს კი რამდე-
ნიმე მცენარე იზრდებოდა. ბატონმა ბეკუმ პარმაღზე ამათრია და
ფეხზე წამომაყენა. შენობიდან თვალწარმტაცი ქალი გამოვიდა.
ასეთი საუცხოო კიმონო ზმანებაშიც არასოდეს მენახა. ქალმა ჭიქუ-
რით დაფარულ ძორებში ფეხები გაუყარა და ახლა კიბისთავზე იდ-
გა.
იმ დღეს ბატონი ტანაკას მშობლიურ ქალაქ სენძურუში ნანახმა
დიდკბილა გეიშას კიმონომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა,
მაგრამ ამ ქალის კიმონოს ვერც კი შევადარებდი. ღია ცისფერ ფონ-
ზე სპილოსძვლისფერი, ტალღისებური, ხვეული მონახაზებით მჩქე-
ფარე მდინარის ზედაპირი იყო გამოსახული. ამ მორევში ვეცხლის-
ფრად მოლაპლაპე კალმახი დგაფუნებდა. წყალზე აქა-იქ ხის სათუ-
თი ფოთლები დაცურავდა და ის ადგილები ოქროსფრად მოკიაფე

51
რგოლებში იყო მოქცეული. ეჭვი არ შემპარვია, რომ კიმონოც სუფ-
თა აბრეშუმისა იყო და მწვანედ და ყვითლად მოქარგული ობიც.
მაგრამ ამ ქალს მხოლოდ სამოსი არ სძენდა უჩვეულო იერს. სახე
შეღებილი ჰქონდა და ამ საღებავის უჩვეულო ქათქათა ფერი მზით
განათებული ღრუბლის სითეთრეს მოგაგონებდათ. გრუზა ზილფები
მოჭიქულივით, შავად უბზინავდა და ამოტვიფრული, ქარვისგან
დამზადებული თავსამკაულებით ჰქონდა მორთული. ერთ-ერთ
გრძელ სარჭზე პაწაწინა ვერცხლისფერი სირმები ეკიდა, რომლებ-
საც ყოველი შერხევისას ლიცლიცი გაუდიოდათ.
ასე ვიხილე პირველად ჰაცუმომო. იმხანად ყველაზე ცნობილი
გეიშა გიონში სწორედ ის იყო, მაგრამ იმ წუთებში ამის შესახებ, ცხა-
დია, არაფერი ვიცოდი. ჰაცუმომო ტანად ძალიან პატარა იყო. მაღა-
ლი ვარცხნილობის მიუხედავად, ბატონ ბეკუს მხრებამდე სწვდებო-
და. მისმა გამოჩენამ ისე გამაოგნა, რომ საქციელი წამიხდა (დახვე-
წილი მანერებით ვერც ახლა დავიკვეხნი) და პირდაპირ სახეში ჩა-
ვაშტერდი.
ჰაცუმომომ გამიღიმა, მაგრამ არცთუ კეთილად.
– ბატონო ბეკუ, მოაცილეთ აქაურობას ეს ნაგავი და გამატარეთ.
ირგვლივ ნაგავი არსად ჩანდა. მივხვდი, რომ მხედველობაში მე
ვყავდი. ბატონმა ბეკუმ უპასუხა, რომ გზა თავისუფალი იყო და შეეძ-
ლო, მშვიდად გაევლო.
– თქვენ იქნებ არ გეზიზღებათ მასთან ახლოს ყოფნა, მე კი სი-
ბინძურის დანახვისას ქუჩის მეორე მხარეს გადავდივარ, – თქვა ჰა-
ცუმომომ.
უცებ მის ზურგს უკან, ზღურბლზე გამოჩნდა ასაკოვანი ქალი,
რომელიც თავისი უშნოდ ალანძული და დაკორძილი სხეულით ბამ-
ბუკის ჭოკს მოგაგონებდათ.
– არ ვიცი, როგორ გიტანს ხალხი, ჰაცუმომო-სან, – უთხრა
ქალს, მაგრამ ბატონ ბეკუს ხელით მაინც ანიშნა, რომ დროებით
განზე გავეყვანე და კიბეზე ჩამოსვლა დაიწყო. ძალიან ტლანქი იყო.
ცალი თეძო ამოვარდნილი ჰქონდა და მოძრაობაში ხელს უშლიდა.
პატარა თახჩასთან მივიდა და იქიდან კაჟის ნაჭერივით რაღაც ამოი-

52
ღო, მართკუთხა ფორმის ქვასთან ერთად (ასეთ ქვებზე ჩვენში მე-
თევზეები დანებს ლესავდნენ ხოლმე). შემდეგ ჰაცუმომოს უკნიდან
ამოუდგა და კაჟი ქვას გაუსვა. უცებ იელვა, კაჟის ნატეხს ნაპერ-
წკლების კორიანტელი მოსწყდა და ჰაცუმომოს ზურგზე მიეფრქვა.
მაშინ ვერაფერი გავიგე, ახლა კი შემიძლია გითხრათ, რომ გეიშები
მეთევზეებზე უფრო ცრუმორწმუნეები არიან. საღამო ჟამს გეიშა
ფეხს არსად გაადგამს, სანამ ვინმე მის ზურგს უკან კაჟს არ დააკვე-
სებს, იღბლის მოსაზიდად.
ჰაცუმომო ადგილიდან დაიძრა. ისეთ მოკლე ნაბიჯებს დგამდა,
თითქოს ტროტუარზე მისრიალებდა. მხოლოდ მისი კიმონოს ქობა
ირხეოდა ძლივს შესამჩნევად. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, გეიშა
იყო, რადგან რამდენიმე კვირით ადრე სენძურუში ნანახ არსებას
ნამდვილად ასი თავით სჯობდა. პირადად მე მეგონა, რომ ის სცენის
ოსტატი იყო.
რამდენიმე წუთი გავცქეროდით, როგორ მიგოგმანებდა. შემდეგ
ბატონმა ბეკუმ ჩემი თავი იმ ასაკოვან ქალს ჩააბარა, თვითონ საზი-
დარზე აძვრა და ჩემს დას გვერდით მიუჯდა. რიქშამ ხელნები ასწია,
მაგრამ მათი წასვლა აღარ მინახავს, რადგან აცრემლებულს ხელი
დამავლეს და სადარბაზოში მიკრეს თავი. ეტყობა, ხნიერ ქალს შე-
ვებრალე. ამას იმით მივხვდი, რომ კარგა ხანს არავინ გამკარებია.
ჩემთვის ვიწექი და სასოწარკვეთილი ვქვითინებდი. ისიც კი გავიგო-
ნე, როგორ გააჩუმა მოახლე, რომელიც სახლიდან გამოვიდა და
ხმამაღლა გამოელაპარაკა. ბოლოს ფეხზე წამომაყენა, სახე თავისი
სადა, ნაცრისფერი კიმონოს სახელოდან ამოღებული ცხვირსახო-
ცით გამიმშრალა და დამიყვავა:
– კარგი, კარგი, ჩემო პატარავ. ასე ნუ ღელავ. ცოცხლად მოხარ-
შვას არავინ გიპირებს!
ბატონი ბეკუსა და ჰაცუმომოს მსგავსად, საუბრისას ისიც რაღაც
უცნაურად და თავისებურად უქცევდა. მისი იაპონური ჩვენებურის-
გან ისე განსხვავდებოდა, რომ დიდი გაჭირვებით ვუგებდი, მაგრამ
ასე იყო თუ ისე, იმ დღეს ყველაზე ალერსიანად მხოლიდ ეს ადამია-
ნი დამელაპარაკა, ამიტომ გადავწყვიტე, მისი რჩევა ყურად მეღო.

53
დეიდა დამიძახეო, დამარიგა, მერე კარგად დამაკვირდა და თავისი
როხროხა ხმით წამოიძახა:
– ღმერთო! რა საოცარი თვალები გაქვს?! რა საყვარელი გოგო
ხარ! დედა აღფრთოვანდება!
ჩემი ვარაუდით, დედამისი ძალიან მოხუცი ქალი უნდა ყოფილი-
ყო, რადგან თვითონ კეფაზე მჭიდროდ შეკრულ, ერთიანად გაჭაღა-
რავებულ თმაში შავი თმის სულ რამდენიმე ღერი თუ შემორჩენოდა.
„დეიდა“ სახლში შემიძღვა. სოხანიან დერეფანში აღმოვჩნდი,
რომელიც ორ ნაგებობას აერთიანებდა და უკანა ეზოსკენ მიემარ-
თებოდა. ერთი მათგანი ჩემს იოროიდულ პატარა სახლს ჩამოჰგავ-
და. სივრცე ორ ოთახად იყო გაყოფილი. ორივეში მიწის იატაკი და-
ეგოთ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ეს მსახურების სამყოფელი
იყო. მეორე ნაგებობა წარმოადგენდა პატარა, კოხტა სახლს, რომე-
ლიც ქვის ბოძებზე იდგა, მაგრამ მის ქვეშ მხოლოდ კატა თუ გაძვრე-
ბოდა.
ამ ნაგებობების გამყოფი ვიწრო გასასვლელი გადახურული არ
იყო და ზემოდან მოქუფრული ცა დაგვყურებდა. ამიტომ ისეთი
გრძნობა მქონდა, თითეოს სახლში კი არა, პატარა ქალაქში ვიმყო-
ფებოდი, მით უმეტეს, რომ ეზოს ბოლოში ხის კიდევ რამდენიმე შე-
ნობას მოვკარი თვალი. იმ დროს ამის შესახებ არაფერი ვიცოდი,
მაგრამ აღმოჩნდა, რომ კიოტოს ამ უბნისთვის მსგავსი ტიპის საც-
ხოვრებლები დამახასიათებელი გახლდათ. შორიდან ისეთი შთა-
ბეჭდილება შემექმნა, თითქოს ეზო მცირე ზომის სახლებით იყო სავ-
სე, მაგრამ რომ გავედი, იქ არაფერი დამხვდა, საპირფარეშოების-
თვის განკუთვნილი ფარდულისა და ორსართულიანი საწყობის
გარდა, რომელსაც გარედან კიბე ჰქონდა მიდგმული. მთელ ამ კარ-
მიდამოს ბატონი ტანაკას ქალაქგარე საცხოვრებელზე გაცილებით
უფრო მცირე ზომის სივრცე იტევდა და აქ სულ რვა, უფრო სწორად,
ცხრა სული ბინადრობდა, რაკი იმ დღეს მეც დავემატე.
ამ უცნაური პატარა შენობების დათვალიერების შემდეგღა შე-
ვამჩნიე მთავარი სახლის მთელი დიდებულება. იოროიდოში ხის ნა-
გებობებს, ყავისფრის ნაცვლად, მეტწილად რუხი ფერი დაჰკრავდა,

54
თანაც მლაშე ზღვაურისგან ფიცრები ერთთავად გამოხრული იყო.
აქ კი ხის იატაკები და ჭერის კოჭები ელექტრონათურების შუქზე
ყვითლად ელავდა.
ოთახების გამყოფ გასაცურებელ კარებს, მინის ნაცვლად, ქა-
ღალდის ფურცლები ჰქონდა დატანებული. კიბე თითქოს პირდაპირ
ჭერში იჭრებოდა. ერთ-ერთი კარი ღია იყო და ხის ჩარჩოში მოქცეუ-
ლი ბუდისტური საკურთხეველი დავინახე. აღმოჩნდა, რომ ეს კოხტა
ოთახები ოჯახსაც ეკუთვნოდა და ჰაცუმომოსაც, თუმცა ეს უკანას-
კნელი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ამ ოჯახის წევრი სულაც
არ იყო. ეს ადამიანები ეზოში სოხანიანი ქვედა დერეფნით არასო-
დეს გადიოდნენ. მათთვის ცალკე არსებობდა გაპრიალებული ხის
ხიდური, რომელიც სახლს გვერდიდან მიუყვებოდა. საპირფარე-
შოებიც კი განცალკევებული ჰქონდათ. ზემოთა საპირფარეშოთი
ოჯახის წევრები სარგებლობდნენ, პირველი სართულის ფეხსალაგი
კი მსახურების განკარგულებაში იყო. ახალმისულმა ამის შესახებ
არაფერი ვიცოდი და შემდგომშიც არაერთი დღე დამჭირდა, რომ ამ
ყველაფერში გავრკვეულიყავი.
კარგა ხანს ვიდექი დერეფანში, ნეტავ სად მოვხვდი-მეთქი, ვფიქ-
რობდი და შიშით ვძრწოდი. დეიდა სამზარეულოში გაუჩინარდა და
ვიღაცას ხრინწიანი, უხეში ხმით გამოელაპარაკა. ბოლოს ის ვიღა-
ცაც გამოჩნდა. დაახლოებით ჩემი ასაკის გოგონა იყო, ისეთი მძიმე
ბადია მოჰქონდა, რომ წყლის ნახევარი სოხანეზე დაექცა. თხელი
ტანი და თეფშივით მრგვალი, სავსე სახე ჰქონდა, ამიტომაც მივამ-
სგავსე სარზე წამოცმულ გოგრას. ბადიას ძლივძლივობით მოათ-
რევდა და სიმწრით გამოყოფილი ენა გოგრის ყუნწს მიუგავდა. მა-
ლე შევიტყვე, რომ ეს მისი ჩვევა იყო. ენას მაშინაც ყოფდა, როცა
მისოს17 კოვზით ურევდა ან როცა ჯამიდან ბრინჯს იღებდა; თქვენ
წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როცა ხალათს იბნევდა. მართლაც ისე-
თი ფუმფულა სახე ჰქონდა და მისი ენაც ისე მაგონებდა გოგრის
ყუნწს, რომ რამდენიმე დღეში „გოგრა“ შევარქვი და მას აქეთ ყველა

17 ტრადიციული საკმაზი ან წვნიანი

55
ასე ეძახდა. წლების შემდეგ, როცა გიონის გეიშა გახდა, კლიენტე-
ბიც კი ამ მეტსახელით მიმართავდნენ. რომ მომიახლოვდა, ბადია
იატაკზე ჩამოდგა, ენა შესწია, თმის ბღუჯა ყურს უკან გადაიწია და
ამხედ-დამხედა. მეგონა, რამეს იტყოდა, მაგრამ უხმოდ მომჩერე-
ბოდა, თითქოს ფიქრობდა, ჩავეკბიჩე თუ არა. მართლაც დამშეული
ჩანდა. ბოლოს, ჩემკენ გადმოიხარა და წამჩურჩულა: ·
– შენ საიდანღა მოხვედი?
გადავწყვიტე, რომ იოროიდოს ხსენება არ ღირდა, რადგან სხვე-
ბის მსგავსად, მასაც ჩემთვის სრულიად უცხო კილო ჰქონდა და
დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დასახლების სახელწოდებაც კი არა-
სოდეს სმენოდა. ამიტომ უბრალოდ ვუთხარი, რომ ახლახან ჩამო-
ვედი.
– არ მეგონა, თუ ჩემი ასაკის გოგოს როდისმე ვნახავდი, –მით-
ხრა გოგრამ, – თვალებზე რა გჭირს?
ამ დროს დეიდა გამოვიდა, გოგრას დაუცაცხანა და დაითხოვა,
ბადიას და ტილოს ნაგლეჯს ხელი დაავლო და ეზოში გამიყვანა. მო-
მეწონა ლამაზი, ხავსმოდებული ეზო. ფეხის დასადგმელი, ერთმა-
ნეთზე მიწყობილი ქვები საწყობისკენ ბილიკის მსგავსად მიიკლაკ-
ნებოდა, მაგრამ ამ ნაგებობის ერთ კუთხეში მიშენებული, საპირფა-
რეშოებისთვის განკუთვნილი ფარდულის გამო აქ საშინელი სუნი
იდგა. დეიდამ ტანსაცმლის გახდა მიბრძანა. მეშინოდა, იგივე არ გა-
ეკეთებინა, რაც ქალბატონმა ცქმუტიამ დამმართა, მაგრამ
მხოლოდ წყალი შემასხა მხრებზე, ტილოს ნაგლეჯი ჩამომისვა და
ახალი ტანსაცმელიც გადმომცა. მუქლურჯად მოჩითული უხეში ჯვა-
ლო იყო, მაგრამ ჩემს უწინდელ სამოსს ნამდვილად მერჩივნა.
ამ დროს ოთახში სხვა, ასაკოვანი მოახლეების თანხლებით მო-
ხუცი ქალი შემოვიდა. როგორც გავიგე, მზარეული იყო. ისინი ჩემს
სანახავად მოვიდნენ, მაგრამ დეიდამ არ აცალა, ახლავე დაიშა-
ლეთ, ჭვრეტას ხვალაც მოასწრებთო.
როცა მარტო დავრჩით, მომიბრუნდა და მითხრა:
– ახლა კი ყურადღებით მომისმინე, ჩემო პატარავ. ჯერჯერობით
შენი სახელის დამახსოვრებაც არ მინდა. ბოლოს რომ გოგო მოგვი-

56
ყვანეს, დედამ და ბებომ დაიწუნეს და სულ ერთი თვე გვყავდა. მე
უკვე ძალიან მოხუცი ვარ საიმისოდ, რომ ახალი სახელები დავიმახ-
სოვრო. იქამდე მოვიცდი, სანამ შენს დატოვებას გადაწყვეტენ.
– თუ არ დამიტოვებენ, რა მოხდება? – ვკითხე.
– შენთვის აჯობებს, რომ დაგიტოვონ.
– ქალბატონო... შეიძლება გკითხოთ, სადა ვარ?
– ეს ოკიაა, – მიპასუხა მოხუცმა, – აქ გეიშები ცხოვრობენ. თუ
ბევრს იშრომებ, გაიზრდები და შენც გეიშა გახდები. მაგრამ თუ ყუ-
რადღებით არ მომისმენ, აქ ერთ კვირასაც ვერ გაჩერდები, რადგან
ამ წუთში კიბეზე შენს სანახავად დედა და ბებო ჩამოდიან. შენთვის
აჯობებს, რომ კარგი თვალით შემოგხედონ. ახლა მხოლოდ ის გე-
ვალება, რომ თავი რაც შეიძლება დაბლა დაუხარო და თვალებში
არ ჩახედო. უფროს მოხუცს, რომელსაც ბებოს ვეძახით, თავის დღე-
ში არავინ მოსწონებია, ამიტომ მის სიტყვებს ნუ აჰყვები. თუ შეკით-
ხვა დაგისვა, ძალიან გთხოვ, ხმას ნუ ამოიღებ! შენ ნაცვლად მე ვუ-
პასუხებ. მთავარია, დედაზე მოახდინო შთაბეჭდილება. ცუდი ქალი
არ არის, მაგრამ მხოლოდ ერთი რამ აღელვებს...
რა აღელვებდა, დაზუსტება ვეღარ მოვასწარი, რადგან შორიდან
რაღაც ჭრაჭუნი გაისმა და მალე ხიდურს დინჯად, ნარნარით ჩამო-
უყვა ორი ქალი. პირდაპირ შეხედვა ვერ გავბედე, მაგრამ ცალი
თვალი რომ შევავლე, ერთი აზრი მეწვია: თითქოს ნაკადულის ზე-
დაპირზე აბრეშუმის ორი ლამაზი ფუთა მოცურავდა. წამიც და, ჩემ
წინ გაჩნდნენ, ჩაიმუხლეს და კიმონოს კალთები გაისწორეს.
– უმეკო-სან! (ასე ერქვა მზარეულს) – ბებოს ჩაი მოუტანე! – და-
იძახა დეიდამ.
– არ მინდა ჩაი! – გაისმა ბრაზიანი ხმა.
– თუ არ გინდა, ნუ დალევ, ბებო. უბრალოდ, დეიდას უნდა, რომ
თავი მყუდროდ იგრძნო, – შეეპასუხა უმცროსი ქალი ჩახლეჩილი
ხმით.
– რა მყუდროება უნდა ვიგრძნო ჩემი ძვლების პატრონმა? – ჩა-
იბუზღუნა დედაბერმა, შემდეგ ხმამაღლა ამოიხვნეშა და რაღაცის
სათქმელად მოემზადა, მაგრამ დეიდამ გააწყვეტინა:

57
– ახალი გოგო გვყავს, დედა, – თქვა და უკნიდან ოდნავ მიბიძგა.
მივხვდი, რაზეც მიმანიშნებდა: მასპინძლებისთვის თავი უნდა და-
მეკრა. ჩავიმუხლე და თავი ისე დაბლა დავხარე, რომ სახლის აშმო-
რებული საძირკვლის სუნიც კი მეცა. მერე ისევ გავიგონე დედას ხმა:
– წამოდექი და მომიახლოვდი. მინდა, კარგად დაგათვალიერო.
ახლოდან თვალი რომ შემავლო, მეგონა, რამეს იტყოდა, მაგრამ
ობიდან უცებ ბამბუკის გრძელტარიანი, ლითონის სათუთუნიანი ყა-
ლიონი ამოიღო და იატაკზე დადო; შემდეგ სახელოში ჩამალული,
ზონრით პირმოკრული აბრეშეუმის ქისიდან კარგა მოზრდილი
მწიკვი თამბაქო ამოიღო და შებრაწული ბატატივით ნარინჯისფრად
აჭრელებული ნეკა თითით სათუთუნეში შეუკეთა. შემდეგ ყალიონი
პირში ჩაიდო და ლითონის პაწაწინა კოლოფიდან ამოღებული ასან-
თის ღერით მოუკიდა. ახლა კი დამაკვირდა ყურადღებით, თან აბო-
ლებდა. მოხუცი ქალი გვერდით ეჯდა და ოხრავდა. ჯიქურ შეხედვას
კვლავინდებურად ვერ ვუბედავდი, მაგრამ ვხედავდი, მისი სახიდან
კვამლი როგორ მოჟონავდა. ასე ამოდის ხოლმე მიწის ბზარებიდან
ცხელი ოხშივარი. ამ ქალმა ისეთი ცნობისმოყვარეობა აღმიძრა,
რომ თვალები ვეღარ დავიმორჩილე – მათ თითქოს დამოუკიდებე-
ლი ცხოვრება დაიწყეს და აქეთ-იქით აწყდებოდნენ. რაც მეტხანს
ვუყურებდი, მით უფრო მაჯადოებდა. მწვანედ და ფორთოხლის-
ფრად შეფოთლილი ტირიფის შტოებით მოხატული, აბლაბუდასა-
ვით სათუთი ყვითელი აბრეშუმის ბლონდისგან შეკერილი კიმონო
ეცვა. მისმა ქამარმა არანაკლებ გამაოგნა. ისიც ულამაზესი, მაგრამ
უფრო მძიმე ბლონდისგან იყო გამოჭრილი, მოწითალო-ყავისფერი
დაჰკრავდა და ოქროს ძაფები დაჰყვებოდა. რაც მეტხანს ვათვალიე-
რებდი მის სამოსს, მით ნაკლებად ვფიქრობდი იმაზე, რომ ამ ჭუჭყი-
ან დერეფანში ვიდექი, და მით ნაკლებად მედარდებოდა, რა ბედი
ეწია ჩემს დას, დედას ან მამას, ან თავად რა მელოდა. ამ ქალის კი-
მონოს ერთი დეტალიც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ საკუთარი
თავი დამვიწყებოდა. მაგრამ ამ ყველაფერს უცებ მოულოდნელი
შოკი მოჰყვა: მოხდენილი კიმონოს საყელოს ზევიდან საოცრად შე-
უფერებელი სახე აგვირგვინებდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თი-

58
თქოს კატას ვეალერსებოდი და უეცრად აღმოვაჩინე, რომ მას ბულ-
დოგის თავი ჰქონდა. ეს ქალი ამაზრზენი სანახავი იყო, თუმცა, ჩემ-
და გასაკვირად, დეიდაზე ახალგაზრდა აღმოჩნდა. გაირკვა, რომ
დედა დეიდას უმცროსი და იყო, თუმცა ერთმანეთს, ოკიის სხვა ბი-
ნადრების მსგავსად, „დედას“ და „დეიდას“ ეძახდნენ. აქვე აღვნიშ-
ნავ, რომ ისინი, ჩემსა და საცუსგან განსხვავებით, ღვიძლი დები სუ-
ლაც არ იყვნენ და ერთ ოჯახში არ დაბადებულან. ორივე მათგანი
ბებომ იშვილა. ერთბაშად იმდენი ფიქრი დამესია, რომ რეტი დამეს-
ხა და უნებურად მაინც ჩავიდინე ის, რაც დეიდამ ამიკრძალა: დედას
პირდაპირ თვალებში ჩავხედე.
ყალიონი პირიდან გამოიღო და პირი სახურავში გამოჭრილი პა-
ტარა ლუკივით ღია დარჩა. ვიცოდი, რადაც არ უნდა დამჯდომოდა,
თავი კვლავ უნდა დამეხარა, მაგრამ მისი უცნაური თვალების სიმა-
ხინჯემ თავზარი დამცა და მზერა ვერასგზით ავარიდე. თვალის თეთ-
რონებზე ისეთი ამაზრზენი სიყვითლე გადასდიოდა, შარდით სავსე
ფეხსალაგი გამახსენდა. მოჩვარული, დამჭკნარი ქუთუთოები ჩას-
წითლებოდა, მათ შიგნით კი თითქოს მღვრიე წუმპე ჩამდგარიყო.
მზერით მის სახეს დავუარე და მის დაფჩენილ პირზე შევაჩერე. ამ
სახეზე ათასგვარი ფერი ირეოდა: ქუთუთოებზე უმი ხორცის სიწით-
ლე დაჰკრავდა, ღრძილებსა და ენაზე კი – ნაცრისფერი. ყველაზე
საშინელი ის იყო, რომ სათითაოდ ყველა ქვედა კბილს თითქოს ღუ-
ზა ჰქონდა ჩაშვებული ღრძილიდან გამონადენი სისხლის გუბეში.
როგორც მოგვიანებით გავიგე, ამის მიზეზი წარსულში არასრულ-
ფასოვანი კვება იყო. მაგრამ იმ წუთებში, რაც მეტხანს ვაკვირდებო-
დი, მით უფრო მაგონებდა ხეს, რომელსაც ფოთლები სცვიოდა. არც
კი ვიცი, ნანახით შეძრწუნებულმა რა მოვიმოქმედე. ალბათ უკან და-
ვიხიე ან ხმამაღალი ოხვრა აღმომხდა, ან რაიმე სხვა მოძრაობით
ვაგრძნობინე ჩემი შეშფოთება. უცებ თავისი ჩახლეჩილი ხმით
მკითხა:
– რას მისჩერებიხარ?
– დიდ ბოდიშს გიხდით, ქალბატონო. თქვენს კიმონოს ვუყურებ-
დი. მსგავსი რამ არასოდეს მინახავს.

59
როგორც ჩანს, სწორედ ასე უნდა მეპასუხა, თუკი ასეთ ვითარე-
ბაში სწორი სიტყვა-პასუხი შესაძლებელი იყო. რაღაცნაირად ჩა-
იცინა, თუმცა ეს ბგერები ხველებას უფრო ჰგავდა, ვიდრე სიცილს.
– მაშ, მოგწონს, არა? – მკითხა სიცილ-სიცილით, თუ ხველებ-
ხველებით·
– წარმოდგენა თუ გაქვს, რა ღირს ეს კიმონო?
– არა, ქალბატონო.
– შენზე ძვირი ნამდვილად დამიჯდა, გარწმუნებ.
ამ დროს მსახურიც გამოჩნდა ჩაით ხელში. სანამ მოახლე ჩაის
გააწყობდა, დრო ვიხელთე და თვალი ბებოსკენ გავაპარე. დედა
ოდნავ ჩასუქებული იყო, კოტიტა თითები და სქელი კისერი ჰქონდა,
ბებო კი ძალიან მოხუცი და დაჩამიჩებული იყო. მამაჩემის ხნის მა-
ინც იქნებოდა, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, თითქოს სიავის ბლანტ
წვენში წლობით იხარშებოდა. მისმა ჭაღარა თმამ აბრეშუმის ძაფის
აბურდული გორგალი მომაგონა. თხელი ღერები ბოლომდე ვერ
უფარავდა თავის ქალას, რომელიც წითელი და ყავისფერი ასაკობ-
რივი ტალების გამო საკმაოდ უსიამოვნო შესახედავი იყო. თითქოს
კონკრეტულად არავის უბრაზდებოდა, მაგრამ მის დაღრეჯილ პირს
ეს გამომეტყველება უკვე ერთხელ და სამუდამოდ ჰქონდა მიღებუ-
ლი. მოხუცმა რაღაცის თქმა დააპირა, ჰაერი ღრმად შეისუნთქა,
ამოიოხრა და ჩაიდუდღენა:
– ხომ გითხარით, ჩაი არ მინდა-მეთქი?!
შემდეგ თავი უკმაყოფილოდ გაიქნია, კიდევ ერთხელ ამოიოხრა
და მკითხა:
– რამდენი წლის ხარ, გოგონა?
– მაიმუნის წელს არის დაბადებული, – მიუგო დეიდამ ჩემ ნაც-
ვლად.
– ჩვენი შტერი მზარეულიც მაიმუნია, – თქვა ბებომ.
– ცხრა წლისაა, – უთხრა დედამ, – დეიდა, შენ რა აზრის ხარ?
დეიდა წინ დამიდგა, თავი უკან გადამიწია და სახეში შემომხედა.
– წყალი კარგა ბლომად აქვს.
– ლამაზი თვალები აქვს, – თქვა დედამ, – ხედავ მის თვალებს,

60
ბებო?
– სულელს ჰგავს, – თქვა მოხუცმა, – და საერთოდ, აღარ გვჭირ-
დება ეს მაიმუნები!
– ეჭვი არ გვეპარება, რომ აღარ გვჭირდება, მაგრამ ჭკვიანი გო-
გო კი ჩანს, თანაც დამყოლია. ეს თვისება ყურის ფორმაზეც ეტყობა.
– წყალი მისი სტიქიაა, ამიტომ ალბათ ხანძრის გაჩენასაც დრო-
ზე ადრე იგრძნობს, – თქვა დედამ.
– მაგას რა აჯობებს, ბებო?‒ საკუჭნაოები, სადაც ჩვენი კიმო-
ნოები ინახება, ცეცხლისგან დაცული იქნება და ამდენს აღარ ინერ-
ვიულებ!
როგორც შემდგომში შევიტყვე, ბებოს ცეცხლის ისე ეშინოდა,
როგორც ლუდს – მწყურვალი ბერიკაცისა.
– თანაც ძალიან ლამაზია, – დასძინა დედამ, – რას იტყვი?
‒ გიონში ლამაზებს რა გამოლევს! ჩვენ გონიერები გვჭირდება
და არა ლამაზები. ჰაცუმომოს თვალს ვერ მოსწყვეტს კაცი, მაგრამ
ყველანი ხედავთ, რა რეგვენია! – თქვა ბებომ, დეიდას დახმარებით
წამოდგა და ორივენი დერეფანში გავიდნენ.
ერთ რამეს ვიტყოდი: დეიდას ტლანქ ნაბიჯებს რომ ვუყურებდი
(როგორც უკვე ვთქვი, მას ცალი თეძო ამოვარდნილი ჰქონდა), მი-
ჭირდა თქმა, ამ ორი ქალიდან ვინ უფრო მსუბუქად მოძრაობდა. მა-
ლე წინკარის ხმაური გავიგონე, დეიდა უკან დაბრუნდა, დედამ კი
შემდეგი კითხვა დამისვა:
– ტილები ხომ არ გყავს, გოგონა?
– არა, – ვუპასუხე.
– უფრო თავაზიანი ლაპარაკი უნდა ისწავლო. დეიდა, ახლავე
თმა უნდა გაკრიჭო, რომ მშვიდად ვიყოთ.
დეიდამ მოახლეს უხმო და დიდი მაკრატელი მოატანინა.
‒ მაშ ასე, გოგონი, – მომმართა დედამ, – შენ ახლა კიოტოში
ხარ. ან წესიერ ქცევას ისწავლი, ან გაილახები. ცემით აქ ბებოა და-
კავებული, ასე რომ, კარგი დღე არ დაგადგება. ჩემი რჩევაა: შრომას
ნუ დაიზარებ და ოკიას დაუკითხავად ნურასდროს დატოვებ; გააკე-
თე, რასაც გეტყვიან; ზედმეტად ნურავის შეაწუხებ. გეიშას ხელოვნე-

61
ბის დაუფლება ორ-სამ თვეში უნდა დაიწყო. მე აქ მოახლედ არ მო-
მიყვანიხარ. თუ მხოლოდ ამისთვის ივარგებ, გარეთ გაგაგდებ,
იცოდე.
ამ სიტყვებით ყალიონი მოქაჩა და თვალი თვალში გამიყარა. სა-
ნამ ნება არ დამრთო, განძრევა ვერ გავბედე. უნებურად გამიელვა
ფიქრმა: ნეტავ ჩემი დაც ასე თუ იდგა ახლა რომელიმე ბოროტი დე-
დაკაცის წინ, ამ საშინელი ქალაქის რომელიმე სხვა უბანში...
უცებ თვალწინ დამიდგა, როგორ წამოიმართებოდა ცალი იდაყ-
ვით თავის ფუტონზე ჩემი საბრალო, ავადმყოფი დედა და როგორ
მოიკითხავდა თავის გამქრალ შვილებს. არ მინდოდა, ახალ „დე-
დას“ ჩემი ტირილი ენახა, მაგრამ სანამ თავის შეკავებას მოვას-
წრებდი, ცრემლები ნიაღვარივით წამსკდა. ჩემი დაბინდული მზე-
რის ქვეშ მისმა ყვითელმა კიმონომ ჯერ ფერი დაკარგა, შემდეგ კი
ამ ბუნდოვანმა ლაქამ ბზინვა დაიწყო. დედამ კიდევ ერთხელ ამო-
უშვა კვამლი და კიმონო მთლიანად გაუჩინარდა.

62
თავი მეოთხე

ამ უცნაურ სამყოფელში დაბინავების პირველ დღეებში საშინე-


ლი განცდა მქონდა. ოჯახის ნაცვლად ხელ-ფეხი რომ დამეკარგა,
ალბათ ასე ცუდად არ ვიგრძნობდი თავს. ეჭვი აღარ მეპარებოდა,
რომ ჩვეულ ცხოვრებას ვეღარასდროს დავუბრუნდებოდი. მხო-
ლოდ ჩემს გაურკვეველ და სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე შე-
მეძლო ფიქრი. დღე არ გავიდოდა, რომ საცუზე არ მეფიქრა. გვერ-
დით არც დედა მყავდა, არც მამა, ძველი ტანსაცმელიც კი აღარ შე-
მომრჩენოდა. უკვე ორი კვირა გავიდა, და ისღა მაოცებდა, რომ ჯერ
კიდევ ცოცხალი ვიყავი. მახსოვს, ერთ დილით, როცა სამზარეულო-
ში ბრინჯის ჯამებს ვამშრალებდი, უცებ გონება ისე ამებნა, რომ ცო-
ტა ხნით საქმეს თავი მივანებე და საკუთარ ხელებს კარგა ხანს დავ-
ყურებდი. არც კი მჯეროდა, რომ ეს ადამიანი, რომელიც ახლა ჯა-
მებს ამშრალებდა, ნამდვილად მე ვიყავი. დედამ ადრე მითხრა,
რომ თუ ბევრს ვიშრომებდი და კარგად მოვიქცეოდი, რამდენიმე
თვეში ჩემს წვრთნას შეუდგებოდნენ. გოგრასგან შევიტყვე, რასაც
ნიშნავდა წვრთნის დაწყება: გიონის ერთ-ერთ სკოლაში უნდა მევ-
ლო, სადაც მუსიკას, ცეკვას და ჩაის ცერემონიის მოწყობას მასწავ-
ლიდნენ. ყველა გოგონა, ვისაც გეიშობისთვის ამზადებდნენ, ამავე
სკოლაში იყრიდა თავს, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებარ-
თვის მიღების შემთხვევაში საცუს სწორედ იქ შევხვდებოდი. ამ იმე-
დით გადავწყვიტე, საბელგამობმულ ძროხასავით მორჩილი ვყოფი-
ლიყავი. ჩემი დღიური სამუშაო საკმაოდ მარტივი და მონოტონური
იყო. დილაო ბით ფუტონებს განჯინებში ვინახავდი, ოთახებს ვალა-
გებდი ან დერეფნის სოხანეს ვგვიდი. ზოგჯერ აფთიაქშიც მიშვებ-
დნენ მზარეულისთვის მუნის საწინააღმდეგო მალამოს მოსატანად,
ან კიდევ შიჯოს გამზირზე გავრბოდი, დეიდას საყვარელი, ბრინჯის
მშრალი ნამცხვრების საყიდლად. ჩემდა საბედნიეროდ, ყველაზე

63
ბინძური სამუშაო (მაგალითად, საპირფარეშოს გაწმენდა) ერთ ასა-
კოვან მოახლეს ჰქონდა დაკისრებული. მაგრამ რაც არ უნდა მუყაი-
თად მემუშავა, სასურველ შთაბეჭდილებას მაინც ვერ ვტოვებდი,
რადგან ჩემი საქმე არასოდეს ილეოდა. ვითარებას ბევრწილად ბე-
ბოც ამწვავებდა. მისი მომსახურება ჩემს მოვალეობებში არ შედიო-
და (ყოველ შემთხვევაში, დეიდას ასეთი რამ ჩემთვის არ უთქვამს),
მაგრამ როცა ბებო მიხმობდა, წაყრუება ნამდვილად არ შემეძლო,
რადგან ასაკის გამო ის ოკიაში პირველობდა. ერთხელ, როცა დე-
დასთვის მეორე სართულზე ჩაი მიმქონდა, ბებოს ყვირილი შემო-
მესმა:
– სად არის ის გოგო?! ახლავე ჩემთან გამოუშვით!
სხვა გზა არ იყო, დედას ლანგარი ძირს დავდე და გავიქეცი
ოთახში, სადაც მოხუცი სადილობდა.
– ვერ ხედავ, ამ ოთახში როგორ ცხელა?! – შემომიტია,როცა მის
წინ დავიჩოქე. – უნდა შემოსულიყავი და ფანჯარა გაგეღო!
– მაპატიეთ, ბებო. არ ვიცოდი, რომ ასე გცხელოდათ.
– როგორ?! ნუთუ არ მეტყობა?!
ამ საუბრის დროს ბრინჯს ჭამდა და რამდენიმე მარცვალი ქვედა
ტუჩზე ჰქონდა მიკრული. წუნკალი რომ ხარ, ის უფრო გეტყობა-მეთ-
ქი, გავიფიქრე, მაგრამ ფანჯარა უხმოდ გამოვაღე. ღია ფანჯარაში
იმწამსვე ბუზი შემოფრინდა და საჭმელს ბზუილით მიეტანა.
– რა გემართება?! სხვა მოახლეები ფანჯრის გაღებისას ოთახში
ბუზებს არასოდეს უშვებენ! – წამოიძახა და ბუზს ჩხირები აუქნია.
ბოდიში მოვუხადე და ბუზის საკლავის მოტანა დავაპირე.
– მერე რას იზამ? ბუზს ჩემს საჭმელს ზედ დააკლავ, არა? არც გა-
ბედო! სანამ ჭამას არ მოვრჩები, მანდ იდექი და მომიგერიე!
სხვა გზა არ მქონდა, თავზე ვადექი და ვისმენდი, როგორ ჩამო-
ართვა თოთხმეტი წლის ასაკში ხელი კაბუკის18 მსახიობმა, იციმურა
უზაემონ მეთოთხმეტემ, მთვარით ტკბობის ცერემონიის19 დროს.

18 იაპონური ტრადიციული თეატრი


19 ცერემონია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება

64
ამასობაში დედას ჩაი ისე გაცივდა, რომ წაღება ვეღარ გავბედე. შე-
დეგად, მისი რისხვაც დავიმსახურე და მზარეულმაც დამტუქსა. საქ-
მე ის იყო, რომ ბებოს მარტო ყოფნა არ უყვარდა. საპირფარეშოშიც
კი ითხოვდა, რომ დეიდა თავზე დასდგომოდა და მისი ხელი სჭერო-
და, რათა ჩაცუცქულ მდგომარეობაში წონასწორობა არ დაეკარგა.
იქაურობა ისე სასტიკად ყარდა, რომ საბრალო დეიდა კისერმოღ-
რეცილი იდგა, რათა თავი რაც შეიძლება შორს დაეჭირა. მართა-
ლია, ასეთი მძიმე მოვალეობები არ მეკისრებოდა, მაგრამ ბებო
ხშირად მთხოვდა, სანამ ვერცხლის პატარა საჩიჩქნით ყურებს იწ-
მენდდა, მისთვის მასაჟი გამეკეთებინა, ეს კი გაცილებით უსიამოვ-
ნო პროცესი იყო, ვიდრე წარმოგიდგენიათ. პირველად, როცა ხა-
ლათი შეიხსნა და მხრები გაიშიშვლა, ლამის გული ამერია, რადგან
მისი კანი ამ ადგილებში ქათმის კანივით დახორკლილი და ყვითე-
ლი იყო. მიზეზი მოგვიანებით შევიტყვე: თურმე გეიშობის წლებში
ბებო თეთრ უმარილს იყენებდა, რომელსაც „ჩინურ თიხას“ ვუწო-
დებთ და რომელიც ტყვიას შეიცავს. ჩინურ თიხას ტოქსიკური თვი-
სებები აღმოაჩნდა და ბებოს ავი ხასიათიც, გარკვეულწილად, ამით
აიხსნებოდა, თუმცა იყო სხვა მიზეზიც: ახალგაზრდობაში ის კიოტოს
ჩრდილოეთით, ცხელ სამკურნალო წყაროებზე დადიოდა. ხსენე-
ბულ წყლებს მისთვის თავისთავად იქნებ არაფერი დაეშავებინა,
მაგრამ ტყვიის შემცველი უმარილი არც ისე იოლი მოსაშორებელი
იყო. გარდა ამისა, წყალში შემავალი ქიმიური ნივთიერებები უმა-
რილთან რეაქციაში შედიოდა და სწორედ ამ რეაქციის შედეგად მი-
ღებულმა საღებავმა გაუნადგურა კანი. თუმცა ამ სენით მხოლოდ ბე-
ბო როდი იტანჯებოდა; კიოტოს ქუჩებში ჯერ კიდევ მეორე მსოფ-
ლიო ომის პირველ წლებში ნახავდით მოხუც ქალებს, რომლებსაც
ასეთივე ყვითელი, მოჩვარული კისრები ჰქონდათ.

65
***
ერთხელ, ოკიაში ჩემი დასახლების მესამე კვირის თავზე, ჰაცუ-
მომოს ოთახის დასალაგებლად, ცოტა არ იყოს,გვიან ავედი. ჰაცუმ-
ომოსი ძალიან მეშინოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოუცლე-
ლობის გამო თითქმის არასოდეს ვხედავდი. რა მოხდებოდა, მარტო
რომ მოვეხელთებინე?
ეს კითხვა მაწვალებდა და ვცდილობდი, ოთახი იქამდე მიმელა-
გებინა, სანამ ცეკვის გაკვეთილიდან დაბრუნდებოდა. ჩემდა საუბე-
დუროდ, იმ დღეს ბებოს მომსახურებას ლამის შებინდებამდე შევ-
რჩი. ჰაცუმომოს ოთახი ოკიაში ყველაზე დიდი იყო. მისი ფართობი
ჩემი იოროიდული სახლის ფართობს აჭარბებდა. ვერ ვხვდებოდი,
რატომ უნდა ჰქონოდა ამ ქალს სხვებზე დიდი ოთახი, სანამ ერთმა
ასაკოვანმა მოახლემ მიზეზი არ ამიხსნა: დღესდღეობით ჰაცუმომო
ჩვენს ოკიაში ერთადერთი გეიშაა, მაგრამ იყო დრო, როცა აქ სამი
თუ ოთხი გეიშა ცხოვრობდა და ყველა მათგანს ამ ოთახში ეძინაო.
ჰაცუმომო მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ოთხი კაცის სამყოფ ქაოსს
ქმნიდა. როცა იმ დღეს მის ოთახში ავედი, იატაკზე ჩვეულებისამებრ
მიმობნეული ჟურნალებისა და პატარა სარკიანი კომოდის გვერ-
დით, ხალიჩებზე მიყრილი სავარცხლების გარდა, მაგიდაზე ვაშლის
ნაფცქვენი და ვისკის ცარიელი ბოთლიც დამხვდა. ფანჯარა ღია იყო
და ხის საკიდი, რომელზეც ჰაცუმომოს წინაღამით თავისი კიმონო
ჩამოეკიდებინა, წაქცეული დამხვდა. ალბათ ქარმა ააყირავა, ან
მთვრალმა ჰაცუმომომ უნებურად თვითონ გაჰკრა ხელი და ლოგინ-
ში ისე ჩაწვა, მისი გასწორებით თავი აღარ შეუწუხებია. სხვა შემ-
თხვევაში კიმონოს ალბათ დეიდა მოაწესრიგებდა, რადგან ოკიის
ბინადართა ტანსაცმელზე პასუხს სწორედ ის აგებდა, მაგრამ იმ
დღეს რაღაც მიზეზით ეს არ გააკეთა. ის იყო, საკიდი თავის ადგილას
უნდა დამედგა, რომ უცებ კარი გაიღო და ზღურბლზე ჰაცუმომო გა-
მოჩნდა.
– უი, შენა ხარ? მე კი მეგონა, თაგვი ფხაკურობდა. როგორც ვხე-
დავ, ოთახს მილაგებ! აი, თურმე ვინ არ აჩერებს ჩემს კოსმეტიკას
თავის ადგილას. რატომ იქცევი ასე?

66
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო. მტვერი რომ გადავწმინდო,
მხოლოდ ამიტომ ვუცვლი ადგილს.
– გასაგებია, მაგრამ თუ ამ ქილებს ხელით შეეხები, ისინიც შენ-
სავით აყროლდება, მე კი მამაკაცები მეტყვიან: „ჰაცუმომო-სან,
სოფლელი მეთევზის გომბიოსავით რატომ ყარხარ?!“ ხომ გესმის?
ალბათ გესმის, მაგრამ მაინც მინდა, რომ ყოველი შემთხვევისთვის
იგივე გაგამეორებინო. მაშ ასე: რატომ არ უნდა შეეხო ჩემს კოსმე-
ტიკას?
ძალიან მიჭირდა ამის თემა, მაგრამ თავს ძალა დავატანე და ვუ-
პასუხე:
– იმიტომ, რომ ის ჩემსავით აყროლდება.
– ძალიან კარგი! მამაკაცები კი რას იტყვიან?
- ისინი იტყვიან: „ჰაცუმომო-სან, სოფლელი მეთევზის გომბიო-
სავით რატომ ყარხარ?“
– ჰოო... არ მომწონს, როგორ წარმოთქვი, მაგრამ არა უშავს.
მაინც რატომ ყარან ასე სოფლელი მეთევზეების გოგოები? ამას წი-
ნათ ის შენი მახინჯი და იყო აქ და ისიც შენსავით იყო აქოთებული.
მანამდე იატაკს მივჩერებოდი, მაგრამ ამ სიტყვების გაგონები-
სას ჰაცუმომოს სახეში ჩავაშტერდი, რათა გამომეცნო, ტყუოდა თუ
სიმართლეს ამბობდა.
– ასე რატომ გაგიკვირდა? – მკითხა ჰაცუმომომ. – განა არ მით-
ქვამს მისი მოსვლის ამბავი? თავისი მისამართის გადმოცემა უნდო-
და. ალბათ იმედი აქვს, რომ იპოვი და ერთად გაიპარებით.
– ჰაცუმომო-სან...
– გინდა გითხრა, სად ცხოვრობს? ოღონდ ამ ცნობისთვის საფა-
სურის გადახდა მოგიწევს. მოვიფიქრებ და გეტყვი. ახლა კი მომ-
შორდი.
ურჩობა ვეღარ გავუბედე, მაგრამ სანამ ოთახიდან გავიდოდი,
ცოტა ხნით შევჩერდი, იმ იმედით, რომ დავიყოლიებდი.
– ჰაცუმომო-სან, ვიცი, რომ არ გიყვარვართ, მაგრამ იქნებ სიკე-
თე გამოიჩინოთ და მითხრათ, რაც მაინტერესებს, გპირდებით, აღა-
რასოდეს შეგაწუხებთ.

67
ეს სიტყვები ისე ეამა, რომ ბედნიერებისგან სახეგანათებულმა
ჩემკენ გამოსწია. სიმართლე გითხრათ, ასეთი საოცარი მზეთუნახა-
ვი ცხოვრებაში არასოდეს მენახა. ქუჩაში გამვლელი მამაკაცები
ზოგჯერ ჩერდებოდნენ, პირიდან სიგარეტს იღებდნენ და დაჟინებით
უმზერდნენ. მეგონა, სათქმელს ყურში წამჩურჩულებდა, მაგრამ ცო-
ტა ხნით ჩემ წინ გაჩერდა, მერე კი ხელი მოიქნია და სილა გამაწნა.
– არ გითხარი, მომშორდი-მეთქი?!
საქციელი წამიხდა და საპასუხოდ ვერაფერი მოვიფიქრე. ეტყო-
ბა, ოთახიდან ბორძიკ-ბორძიკით გამოვედი, რადგან ფეხი დამიც-
და, რამდენიმე წამში უკვე ვესტიბიულის იატაკზე ვეგდე და სახეს
ვისრესდი. უცებ დედას ოთახის კარი სრიალით გაიღო.
– ჰაცუმომო! – ასძახა დედამ და ადგომაში შემეშველა. –რა უქე-
ნი ჩიოს?!
– გაპარვა მინდაო, ასე მითხრა! ჰოდა, რადგან არ გცალიათ, გა-
დავწყვიტე, თქვენ ნაცვლად მე მიმეტყიპა! – ჩამოსძახა ჰაცუმომომ.
დედამ მოახლე იხმო და დაჭრილი ჯანჯაფილი მოატანინა, შემდეგ
თავის ოთახში შემიყვანა, მაგიდასთან დამსვა და ტელეფონით სა-
უბარი გააგრძელა. ოკიის ერთადერთი ტელეფონი, რომლითაც, გი-
ონის გარდა, სხვა უბნებთან დაკავშირებაც შეიძლებოდა, დედას
ოთახში, კედელზე ეკიდა და მისი გამოყენების უფლება მის გარდა,
არავის ჰქონდა. როცა თაროზე დროებით ჩამოდებულ ყურმილს
კვლავ დასწვდა, თავისი კოტიტა ხელებით ისე მაგრად ჩაბღუჯა, მე-
გონა, წვენს გაადენდა და ხალიჩას დაასველებდა.
– უკაცრავად, – ჩასძახა ვიღაცას ყურმილში თავისი ჩახლეჩილი
ხმით, – ეს ჰაცუმომო მოახლეების ცემა-ტყეპას არ იშლის!
ოკიაში რომ დავსახლდი, თავდაპირველად ამ ქალის მიმართ
რაღაც აუხსნელ სიყვარულს ვგრძნობდი. ალბათ ასე უყვარს თევზს
მეთევზე, რომელიც პირიდან ანკესს აცლის. ეს, სავარაუდოდ, იმით
აიხსნება, რომ დღის განმავლობაში სულ რამდენიმე წუთით ვხვდე-
ბოდი, როცა მის ოთახს ვალაგებდი. ყოველთვის აქ მხვდებოდა, თა-
ვის სამუშაო მაგიდასთან. ცალი ხელით კარადიდან გამოტანილ
დავთარს ფურცლავდა, მეორე ხელით კი საანგარიშოს სპილოს

68
ძვლის მძივებს აჩხაკუნებდა. დავთრები მუდამ წესრიგში ჰქონდა,
მაგრამ სხვა მხრივ ჰაცუმომოზე უარესი ფეთხუმი იყო. პირიდან ყა-
ლიონს რომ გამოიღებდა და მაგიდაზე მიაგდებდა, ნაცარი ზედა-
პირზე იფრქვეოდა და მისი აწმენდით თავს არასდროს იწუხებდა.
თავის ფუტონს არავის აკარებდა, ზეწრის გამოცვლასაც კი არ გვა-
ნებებდა და ამიტომ მის ოთახში მუდამ უსუფთაო თეთრეულის სუნი
ტრიალებდა. ფანჯრის ჩარჩოებში ჩატანებული ქაღალდი თამბაქოს
კვამლისგან ერთთავად დალაქავებული იყო და ამის გამო ოთახში
მუდამ ბინდი იდგა.
სანამ დედა ტელეფონით ლაპარაკობდა, მოახლე შემოვიდა და
ნატკენ ლოყაზე ახალდაჭრილი ჯანჯაფილი დამადო. მოახლის წრი-
ალმა და კარების ჯახუნმა დედას პატარა ძაღლი, ტაქუ გააღვიძა. ეს
ტაქუ ერთი ანჩხლი არსება იყო, მიჭყლეტილი ცხვირ-პირით. სულ
სამი გასართობი ჰქონდა: ყეფა, ხვრინვა და იმ ადამიანების კბენა,
ვინც მის მოფერებას გაბედავდა. როცა მოახლე გავიდა, ტაქუ ახ-
ლოს მომიჩოჩდა და ჩემს ფეხებთან მოიკალათა. ეს მისი ერთ-ერთი
ხრიკი იყო: ისეთ ადგილას დაწვებოდა ხოლმე, რომ მისთვის უნებ-
ლიეთ ფეხი დამებიჯებინა და კბენის საბაბი მიმეცა. ახლად მიხუ-
რულ, სრიალა კარში თაგვი რომ მოემწყვდევა, სწორედ ისე ვიგრძე-
ნი თავი. აქეთ დედა, იქით კიდევ – ტაქუ...
როგორც იქნა, დედა ტელეფონით ლაპარაკს მორჩა და მაგიდას
მიუჯდა. შემდეგ თავისი ყვითელი თვალებით მომაჩერდა და მით-
ხრა:
– ყური დამიგდე, ჩემო პატარავ. ჰაცუმომოს ტყუილები ალბათ
ბევრჯერ გსმენია. მაგრამ მას სიცრუე გასდის, შენ კი არ გაგივა. მა-
ინც მინდა ვიცოდე, რატომ გაგარტყა?
– ოთახიდან გასვლა მიბრძანა, დედა. ძალიან ვწუხვარ.
დედამ იგივე სიტყვები კიოტოური აქცენტით გამამეორებინა,
რაც ჩემთვის იოლი არ იყო. რის ვაი-ვაგლახით ამოვღერღე სათქმე-
ლი, დედამ კი კმაყოფილი სახით განაგრძო:

69
– შენ, ეტყობა, ვერ გაიგე, რა გევალება ამ ჩვენს ოკიაში. აქ ყვე-
ლა ჩვენგანი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს: როგორ შევუწყოთ ხე-
ლი ჰაცუმომოს, რათა ის წარმატებული გეიშა გახდეს. ბებოსაც კი ეს
უტრიალებს თავში. ალბათ გგონია, რომ აუტანელი ადამიანია, მაგ-
რამ დამიჯერე, მთელი დღე იმაზე ზრუნავს, როგორ დაეხმაროს ჰა-
ცუმომოს!
იოტისოდენა წარმოდგენაც კი არ მქონდა, რას მეუბნებოდა. ამ
დედაბრისგან ვის რა ხეირი უნდა ენახა?! სიმართლე გითხრათ, ახ-
ლაც მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამაში თუნდაც იატაკზე მიგდებუ-
ლი, ჭუჭყიანი ჩვრის დარწმუნებას შეძლებდა ვინმე.
– თუკი ამხელა ქალი ჰაცუმომოს დღედაღამ დაუღალავ სამსა-
ხურს უწევს და საქმეს უიოლებს, წარმოიდგინე, შენ რამდენი უნდა
იშრომო!
– დიახ, დედა. ბეჯითად მუშაობას გავაგრძელებ!
– იცოდე, ჰაცუმომოს შეწუხება აღარ გაბედო. მეორე გოგო თუ
ახერხებს, რომ მისგან თავი შორს დაიჭიროს, შენც უნდა შეძლო!
‒ დიახ, დედა. შეიძლება წასვლამდე რაღაც გკითხოთ?‒ იქნებ
ვინმემ იცის, სად არის ჩემი და? მოკითხვას მაინც შევუთვლიდი.
დედას უცნაური პირი ჰქონდა. სახის კვალობაზე ძალიან დიდი
იყო და ხშირად ღიად რჩებოდა. ამჯერად პირი ისე აამოძრავა, რომ
სახტად დავრჩი, რადგან ამ მიმიკას პირველად ვხედავდი. კბილები
დაკრიჭა, თითქოს სურდა, რომ ისინი გულდასმით დამეთვალიერე-
ბინა. თურმე იღიმებოდა, მე კი ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა
ის, თავისი უცნაური, ხველების მსგავსი ხმა ამოუშვა, სიცილი რომ
ერქვა.
– ნეტავ ვიცოდე, რატომ უნდა გითხრა ასეთი რამე? – მკითხა,
კვლავ ხველებ-ხველებით ჩაიცინა და ხელით მანიშნა, ოთახიდან
გავსულიყავი.
დეიდა კიბესთან მელოდებოდა და რომ გამოვედი, ახალი საქმე
გამომიჩინა: ბადია გამომიწოდა და სახურავზე ამიშვა, სადაც წვიმის
წყლის შესაგროვებელი ავზი იდგა ხის ბურჯებზე. იმ დროს წყალგაყ-
ვანილობა სამზარეულოშიც კი არ გვქონდა. ავზი პირთამდე რომ

70
აივსებოდა, მას მეორე სართულზე, დედას საპირფარეშოს ჩასარეც-
ხად იყენებდნენ, მაგრამ ბოლო დროს მშრალი ამინდები იდგა და
საპირფარეშო აყროლდა. ახლა სწორედ ამ ავზის რამდენჯერმე გავ-
სება მევალებოდა.
შუადღე იყო და კრამიტები გახურებულ ტაფებად მეჩვენებოდა.
როცა ბადიას ვცლიდი, უნებურად გამახსენდა ჩემი მშობლიური
ზღვისპირეთი და მისი ტბორის გრილი წყალი. იმ ტბორში სულ რამ-
დენიმე კვირის წინ ვბანაობდი, მაგრამ ახლა, ოკიის სახურავზე, ეს
ყველაფერი შორეულ მოგონებად მეჩვენებოდა. დეიდამ ამომძახა,
სანამ ჩამოხვალ, კრამიტებს ბარემ ბალახიც ჩამოაცალეო. თვალი
გადავავლე ბუღში გახვეულ ქალაქს და გორაკებს, რომლებიც ციხის
კედლებივით გვერტყა გარშემო. სადღაც, ერთ-ერთ სახურავქვეშ,
ალბათ ჩემსავით საქმიანობდა ჩემი და... ამ ფიქრებში რომ ვიყავი,
შემთხვევით ავზს დავეჯახე და წყალი ქუჩაში გადმოიღვარა.

***
ერთი თვის თავზე დედამ მითხრა, რომ მეცადინეობა უნდა და-
მეწყო. დილით გოგრას უნდა გავყოლოდი და მასწავლებლები გა-
მეცნო. შემდეგ ჰაცუმომოს რაღაც სარეგისტრაციო დაწესებულება-
ში უნდა წავეყვანე, რომლის შესახებ ადრე არაფერი მსმენოდა, ნა-
შუადღევს კი თვალი უნდა მედევნებინა, როგორ იცვამდა იგი კიმო-
ნოს და როგორ ატარებდა კოსმეტიკურ პროცედურებს. ეს ოკიის
ტრადიცია იყო: მეცადინეობის პირველ დღეს მოწაფე უფროსი გე-
იშას მოკაზმვის პროცესს უნდა დასწრებოდა.
როცა გოგრამ გაიგო, რომ სკოლაში უნდა წავეყვანე, ძალიან
აღელდა.
– როგორც კი თვალს გაახელ, წასასვლელად უნდა მოემზადო,
– მითხრა მან, – დაგვიანებას სჯობს, ორივემ წუმპეში ჩავიხრჩოთ
თავი.

71
სხვა დროსაც მინახავს, ყოველ დილით როგორი ფაციფუცით გა-
მოდიოდა ოკიიდან. ისე ადრე დგებოდა, რომ თვალებს ვერც კი
ახელდა, მე კი სულ მეგონა, რომ სატირლად ემზადებოდა. როცა
სამზარეულოს ფანჯარას ხის ქოშების ბრახუნით ჩაუვლიდა, მარ-
თლა მეჩვენებოდა, რომ მისი ტირილი ჩამესმოდა. მეცადინეობა
ჯერ მასაც არ ჰქონდა ხეირიანად დაწყებული. საქმე ის იყო, რომ ის
ოკიაში ჩემს გამოჩენამდე ექვსიოდე თვით ადრე დასახლდა, თუმცა
სკოლაში სიარული ჩემი ჩამოსვლის დღიდან სულ რაღაც ერთ კვი-
რაში დაიწყო.
დილით ჩვეულებრივზე ადრე ავდექი და პირველად ჩავიცვი მოს-
წავლის ლურჯ-თეთრი კაბა. სადა, უსარჩულო ბამბის ქსოვილი იყო,
საბავშვო ქსოვილივით უჯრედებით მოხატული. ახლა ვფიქრობ,
რომ ჩემი ტანსაცმელი სასტუმროს ბინადრის სააბაზანო ხალათს
არაფრით სჯობდა, მაგრამ მანამდე ამაზე უკეთესი სხვა არაფერი
მღირსებია.
კართან აფორიაქებული გოგრა მელოდებოდა. ის იყო, ქოშებში
ფეხი უნდა გამეყარა, რომ ბებომ დამიძახა.
– არა!.. – ძლივს გასაგონად წაიჩურჩულა გოგრამ და სახე დამდ-
ნარი ცვილივით ჩამოეღვენთა.
– ისევ დამაგვიანდება.‒ მოდი, წავიდეთ, ვითომ არ გაგვიგონია!
მეც სიამოვნებით ავარიდებდი თავს, მაგრამ ბებო უცებ კარებ-
თან გამოჩნდა, კუთხეში გაჩერდა და იქიდან დამიბრიალა თვალე-
ბი. სულ ათი-თხუთმეტი წუთით შემაყოვნა, მაგრამ გოგრა თვალ-
ცრემლიანი დამხვდა და როცა სახლიდან გავაღწიეთ, ისე მოქუსლა,
ვეღარ ვეწეოდი.
– საზიზღარი დედაბერი! იცოდე, კისერს რომ დაგაზელინებს, ხე-
ლები მარილიან ჯამში უნდა ჩააწყო.
– ეგ რატომ?
– დედაჩემი მეუბნებოდა, ბოროტება ამქვეყნად შეხებით
ვრცელდებაო. ზუსტად ვიცი, რომ ეს სიმართლეა, იმიტომ, რომ თვი-

72
თონ ქუჩაში შემთხვევით კუდიანს შეეჩეხა და ამიტომაც გარდაიცვა-
ლა. ხელები თუ არ გაიწმინდე, ბებოსავით ჩამოჭკნები და მწნილს
დაემსგავსები!
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე და გოგრა თანატოლები ვი-
ყავით და ერთნაირად უჩვეულო ცხოვრებისეულ გარემოებებში აღ-
მოვჩნდით, ალბათ ურთიერთობას და მხიარულ ლაქლაქს მეტ
დროს დავუთმობდით, მაგრამ იმდენი საქმე გვქონდა, ზოგჯერ საჭ-
მელადაც კი არ გვეცალა.
გოგრა ჩემზე ადრე სადილობდა, რადგან, ოკიის იერარქიის თა-
ნახმად, ჩემზე უფროსი იყო. გოგრაზე ბევრი არაფერი ვიცოდი, გარ-
და იმისა, რომ ოკიაში ჩემზე ექვსი თვით ადრე მოიყვანეს. ამიტომ
ვკითხე:
– გოგრა, აქაური ხარ? კილო კიოტოს მცხოვრებლებს მიგიგავს.
– არა, საპოროში დავიბადე, მაგრამ დედა ხუთი წლის ასაკში მო-
მიკვდა და მამამ აქ, ბიძასთან გამომიშვა. შარშან ბიძაჩემს საქმე ცუ-
დად წაუვიდა და აი, ახლა აქა ვარ.
– რატომ ისევ საპოროში არ გაიპარე?
– მამაჩემი დაწყევლილი კაცი იყო და შარშან გარდაიცვალა.
სად უნდა გავპარულიყავი? არსად წამესვლება!
– როცა ჩემს დას ვიპოვი, ჩვენთან წამოდი, ერთად გავიქცეთ!
გაკვეთილებისგან ისე იყო გამწარებული, მეგონა, ჩემს შეთავა-
ზებას სიხარულით მიიღებდა, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამს.
ამასობაში შიჯოს გამზირზე გავუხვიეთ და გზა უხმოდ გავაგრძე-
ლეთ. ეს ხალხმრავალი გამზირი პირველად იმ დღეს ვნახე, როცა
ბატონ ბეკუს მე და საცუ სადგურიდან მოვყავდით. ამ დილაადრიან
მხოლოდ ორიოდე ტრამვაისა და აქა-იქ რამდენიმე ველოსიპედს
მოვკარი თვალი. როცა მეორე მხარეს გადავედით, ვიწრო ქუჩაზე
გავუხვიეთ. რაც ოკიიდან გამოვედით, გოგრა პირველად შეჩერდა
და მითხრა:
– ბიძაჩემი კარგი კაცი იყო. სანამ აქეთ გამომისტუმრებდა, უკა-
ნასკნელად ასე დამარიგა: „ ზოგი გოგო სულელია, ზოგი კი – ჭკვი-
ანი. შენ კარგი გოგო ხარ, მაგრამ წაისულელებ და ამ ცხოვრებაში

73
თავს ვერ გაიტან. ამიტომ გიშვებ ისეთ ადგილას, სადაც ადამიანები
გასწავლიან, რა უნდა გააკეთო. გაუგონე მათ და მზრუნველობა არ
მოგაკლდება.“ასე რომ, ჩიო, თუ შენთვის გინდა იცხოვრო, ნება შე-
ნია. მე კი უკვე ვიპოვე ადგილი, სადაც ცხოვრებას გავატარებ. რომ
არ გამაგდონ, შრომას არ დავიზარებ, და თუ ჰაცუმომოსავით გეიშა
ვერ გავხდი, მირჩევნია, კლდიდან გადავიჩეხო.
გოგრა უცებ გაჩუმდა და ჩემ ზურგს უკან, მიწას დააშტერდა.
– ვაიმე, ჩიო, ამას რომ უყურებ, ნუთუ არ გშივდება?
მოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი ოკიის სადარბაზოს-
თან ვიდექით. შიგნით, თაროზე შინტოს მინიატურული საკურთხევე-
ლი იდგა, ზედ კი, ბრინჯის ტკბილი ნამცხვრის სახით, შესაწირი იდო.
თავიდან ვიფიქრე, რომ გოგრა სწორედ ამ ნამცხვარს გულისხმობ-
და, მაგრამ მიწას თვალს არ აშორებდა. მოკირწყლულ ბილიკს, რო-
მელიც პირდაპირ კარისკენ მიემართებოდა, კიდეზე გვიმრა და ხავ-
სი მიუყვებოდა. თავიდან სხვა არაფერი შემიმჩნევია და ვერ მივ-
ხვდი, რამ მიიპყრო მისი ყურადღება. მოგვიანებით მოვკარი თვალი
ოკიის წინკართან, ტროტუარის კიდეზე მიგდებული ხის შამფურს,
რომელზეც შებრაწული კალმარის ერთი ნაკუწი იყო წამოცმული.
ქუჩის მოვაჭრეები მათ ღამღამობით პირდაპირ ურიკებიდან ჰყიდდ-
ნენ. ტკბილი საწებლის სუნი ნამდვილი ტანჯვა იყო ჩემთვის, რადგან
ოკიის მოახლეებს ძირითადად ბრინჯით, მწნილეულით, დღეში ერ-
თხელ წვნიანითა და თვეში ორჯერ შებოლილი თევზით მოგვისტუმ-
რებდნენ ხოლმე. მაგრამ ნანახმა მადა მაინც არ მომგვარა. იმ ერთ
ბეწო ნაკუწზე ორი ბუზი ისე არხეინად დაცოცავდა, თითქოს პარკში
სასეირნოდ იყვნენ გამოსულნი. რომ მიუშვა, გოგრასნაირი გოგოე-
ბი სწრაფად სუქდებიან. მუცლის ღრუდან შიმშილისგან ზოგჯერ ისე-
თი უცნაური ხმები ამოსდიოდა, გეგონებოდათ, ვიღაც გორგოლაჭე-
ბიან დიდ კარს ხრიგინით აღებდა. მაინც არ მეგონა, რომ მიწიდან
საჭმელს აიღებდა, მაგრამ უცებ ფრთხილად მიიხედ-მოიხედა, და-
იხარა და ლუკმა პირში გაიქანა.
– გოგრა, გეხვეწები, თუ გშია, თაროდან აი, ის ბრინჯის ნამცხვა-
რი ჩამოიღე, ბუზების ლუკმას პირში ნუ ჩაიდებ!

74
– მე მათზე დიდი ვარ, – მიპასუხა გოგრამ, – გარდა ამისა, იმ ნამ-
ცხვრის ჭამა მკრეხელობაა. ის ხომ შესაწირია!
ამ სიტყვებით დაიხარა და შამფურს დასწვდა.
მართალია, ისეთ ადგილას გავიზარდე, სადაც ბავშვები ყველა-
ფერს სინჯავდნენ, რაც კი მოძრაობდა, მაგრამ ვაღიარებ, რომ მხო-
ლოდ ერთხელ მივირთვი ჭრიჭინა. ისიც იმიტომ, რომ მაშინ ოთხი
თუ ხუთი წლის ვიყავი და ვიღაცამ გამაბრიყვა. მაინც ძალიან გამი-
ჭირდა იმის ცქერა, როგორ იდგა გოგრა ქუჩის ჭუჭყში ამოსვრილ
შამფურზე წამოცმული კალმარის ნაჭრით ხელში, რომელზეც ბუზე-
ბი დაბობღავდნენ. გოგრამ მოსაგერიებლად სული შეუბერა, მაგ-
რამ ისინი წონასწორობის შესანარჩუნებლად მხოლოდ უფრო
სწრაფად ამოძრავდნენ.
– გოგრა, ნუ შეჭამ, გთხოვ! ამის ჭამა და ქვაფენილზე ენის გასმა
ერთი და იგივეა! – ვუთხარი მე.
– ქვაფენილში ცუდს რას ხედავ? – გაიკვირვა მან, მერე კი ისეთი
რამ ჩაიდინა, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი: და-
იჩოქა, ენა გამოყო და ქვაფენილს გულმოდგინედ აუსვა. თავზარდა-
ცემულმა პირი დავაღე. როცა ფეხზე წამოდგა, აშკარად თვითონაც
არ სჯეროდა, რაც გააკეთა, მაგრამ ენა ხელისგულით მოიწმინდა,
რამდენჯერმე გადმოანერწყვა, შემდეგ კალმარის ნაჭერი კბილებს
შუა მოიქცია და შამფურიდან ჩამოხსნა. როგორც ჩანს, ხორცი
მკვრივი იყო, რადგან სანამ აღმართზე ავიდოდით და სკოლის ჭიშ-
კარს მივაღწევდით, მთელი გზა ღეჭავდა.
სკოლის ბაღი ისეთი დიდებული მეჩვენა, გული გადამიქანდა.
კობრებით სავსე გუბურა მარადმწვანე ბუჩქებითა და დაგრეხილი
ფიჭვებით იყო გარშემორტყმული, გუბურის ვიწრო ყელთან ქვის დი-
დი ფილა იდო. კიმონოებში გამოწყობილ ორ მოხუც ქალს დილის
მზისგან დასაცავად მოჭიქული ქოლგები ეჭირა. რაც შეეხება ნაგე-
ბობებს, პირველი ნახვით მათი დანიშნულება ვერ გავარკვიე. ახლა
უკვე ვიცი, რომ სკოლას ამ ტერიტორიის მხოლოდ უმცირესი ნაწი-
ლი ეთმობოდა. უკანა მასიური შენობა კაბურენჯოს თეატრი იყო –

75
იქ გიონის გეიშები გაზაფხულობით ძველი დედაქალაქის ცეკვებს20
ასრულებდნენ. გოგრა სწრაფად მიუახლოვდა ხის გრძელ შენობას,
რომელიც მოახლეების საცხოვრებელი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა,
რომ სწორედ ეს იყო სკოლა. როგორც კი სადარბაზოში ფეხი შევ-
დგი, მოხალული ჩაის ფოთლების თავისებური სუნი მეცა. ამ სუნს
როცა ვიგრძნობ, ახლაც გული მეკუმშება და ისეთი განცდა მეუფლე-
ბა, თითქოს ისევ გაკვეთილზე მივდივარ. ფეხსაცმელები გავიხადე
და ის იყო, იქვე მიდგმულ ჭილოფის კალათაში უნდა ჩამედო, რომ
გოგრამ გამაჩერა; თურმე არსებობდა დაუწერელი კანონი იმასთან
დაკავშირებით, თუ ვის რომელი კალათა უნდა გამოეყენებინა. გოგ-
რა გოგოებიდან ყველაზე უმცროსი იყოდა ერთმანეთზე შემოდ-
გმულ კალათებზე, როგორც კიბე ზე, ისე უნდა აცოცებულიყო, რათა
თავისი ფეხსაცმელები სულ ზემოთ მოეთავსებინა. როგორც ახალ-
ბედას, უფროს-უმცროსობის ამ სისტემაში ყველაზე ნაკლები უფლე-
ბები მქონდა და მთლად კენწეროზე შემოდგმული კალათით უნდა
მესარგებლა.
– ძალიან ფრთხილად უნდა იყო, სხვების ფეხსაცმელებს შემ-
თხვევით ფეხი არ დაადგა, – დამარიგა გოგრამ, თუმცა კალათებში
სულ რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი ეწყო, – თუ დააბიჯე და გოგო-
ებმა დაგინახეს, ისეთ ლანძღვას გაიგონებ, ყურებზე წყლულები გა-
გიჩნდება.
შიგნიდან სკოლა მიტოვებული სახლივით ძველი და მტვრიანი
მომეჩვენა. გრძელი დერეფნის ბოლოში ექვსი თუ რვა გოგონა იდ-
გა. ერთ-ერთი საცუს მივამსგავსე და გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ
როცა მოტრიალდნენ და შემოგვხედეს, გაწბილებული დავრჩი. ყვე-
ლას ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდა, რომელსაც ვარესინობუ
ეწოდებოდა. როცა ამ გოგონებს ვუყურებდი, ასე მეგონა, გიონის შე-
სახებ გაცილებით მეტი იცოდნენ, მე და გოგრა კი ამ საიდუმლოე-
ბებს ვერასოდეს ჩავწვდებოდით. შუა დერეფანს რომ მივაღწიეთ,

20გეიშების ცეკვის ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად, 1-30 აპრილის


ჩათვლით.

76
ტრადიციულ იაპონურ სტილში გაწყობილ ერთ დიდ საკლასო ოთახ-
ში შევედით. ცალ მხარეს კედელზე კაუჭებიანი განიერი ფიცარი იყო
მიკრული, კაუჭებზე კი პაწაწინა ხის ფირფიტები ეკიდა. თითოეულ
მათგანზე დიდრონი შავი ასოებით ეწერა სახელები. იმ დროისთვის
წერა-კითხვაში ჯერ კიდევ მოვიკოჭლებდი. იოროიდოში ცხოვრები-
სას დილაობით სკოლაში დავდიოდი, კიოტოში კი ნაშუადღევს დე-
იდა მამეცადინებდა ხოლმე, მაგრამ ამ სახელებიდან მხოლოდ თი-
თო-ოროლა ამოვიკითხე. გოგრა დაფასთან მივიდა, კოლოფიდან
ამოიღო ფირფიტა, რომელზეც მისი სახელი ეწერა, და პირველსავე
თავისუფალ კაუჭზე ჩამოკიდა. ეს დაფა, როგორც ხვდებით, ერთგვა-
რი სარეგისტრაციო ჟურნალის ფუნქციას ასრულებდა. ამის შემდეგ
სხვა საკლასო ოთახებიც დავიარეთ და გოგრა იმავე წესით სხვა გაკ-
ვეთილებზეც ჩაეწერა. იმ დილით ოთხი გაკვეთილი ელოდა: შამი-
სენზე დაკვრა, ცეკვა, ჩაის ცერემონია და ერთგვარი ჟანრის სიმღე-
რა, რომელსაც ნაგაუტას ვუწოდებთ. გოგრა ძალიან დარდობდა,
რომ ამ გაკვეთილებზე ყველა მოსწავლეზე უფრო გვიან მივიდა და
ამ გარემოებით ერთობ შეწუხებული იყო. ისე შფოთავდა, რომ შეს-
ვენების დროს, როცა ოკიაში სასაუზმოდ მივდიოდით, თავის სარ-
ტყელს უცებ ხელი ჩაავლო და თოკივით დაგრიხა. მაგრამ ფეხზე
რომ ვიცვამდით, სკოლის ბაღში ჩვენი ტოლი გოგონა დავინახეთ,
რომელიც თმაგაწეწილი მორბოდა. გოგრამ მისი დანახვისას უფრო
მშვიდად იგრძნო თავი.

***
თითო ჯამი წვნიანი შევხვრიპეთ და სკოლაში, რაც შეიძლებო-
და, სწრაფად დავბრუნდით, რათა გოგრას საკლასო ოთახში მუხ-
ლებზე ჩამოჯდომა და თავისი საკრავის აწყობა მოესწრო.
თუ შამისენი არასოდეს გინახავთ, ძალიან უცნაურ საკრავად მო-
გეჩვენებათ. ზოგიერთი მას იაპონურ გიტარას უწოდებს, მაგრამ სი-
ნამდვილეში გიტარაზე გაცილებით პატარაა და წვრილ ყელზე, ბო-

77
ლოში სამი მოქლონი აქვს მიმაგრებული. საკრავის მთავარი კორ-
პუსი ხის პატარა კოლოფს ჰგავს და ზედ, დოლის მსგავსად, კატის
ტყავია გადაკრული.
ეს საკრავი შეგიძლიათ ნაწილებად დაშალოთ და კოლოფში ან
ჩანთაში მოათავსოთ. სწორედ ასე გადააქვთ იგი ერთი ადგილიდან
მეორეზე.
გოგრამ თავისი შამისენი ააწყო, ჩვეულებისამებრ, ენა გამოყო
და სიმებს ჩამოჰკრა. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ცუდი სმენა
ჰქონდა. ჰანგები ტალღების მიერ ატაცებული ნავივით დახტოდნენ
და თავიანთი კუთვნილი ადგილი ვერა და ვერ ეპოვათ. მალე საკ-
ლასო ოთახი საკრავებიანი გოგონებით გაივსო. ბავშვები ისე კოხ-
ტად და ისეთი ზუსტი ინტერვალებით განლაგდნენ, როგორც კო-
ლოფში შოკოლადის კანფეტები. მე კარს თვალს არ ვაცილებდი იმ
იმედით,რომ საცუ შემოვიდოდა, მაგრამ ამაოდ ვირჯებოდი. რამდე-
ნიმე წამში მასწავლებელიც გამოჩნდა. ერთი ბეწო დედაბერი იყო,
გამყივანი ხმა ჰქონდა. გვარად მიძუმი გახლდათ, მაგრამ მისი გვა-
რი ჟღერადობით ძალიან ჰგავდა სიტყვა ჩეძუმის, რაც იაპონურად
თაგვს ნიშნავს. ჰოდა, ჩვენც ზურგს უკან თაგუნა მასწავლებელს ვუ-
წოდებდით.
თაგუნა მასწავლებელმა კლასისკენ პირშექცევით, ბალიშზე ჩა-
იმუხლა და თავი ოდნავადაც არ შეუწუხებია, რომ კეთილგანწყობი-
ლი ადამიანის იერი მიეღო. როცა მოწაფეებმა ქედი მოუხარეს და
დილა მშვიდობისა უსურვეს, პასუხად ერთი სიტყვაც არ უთქვამს,
მხოლოდ თვალები დააბრიალა. ბოლოს დაფისკენ გაიხედა და პირ-
ველი მოწაფის გვარ-სახელი ამოიკითხა. ამ გოგოს ეტყობოდა, რომ
თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა; გოგმანით გამოვიდა საკ-
ლასო ოთახის შუაგულში, მასწავლებელს წინ დაუდგა და დაკვრა
დაიწყო. ორიოდე წუთში თაგუნა მასწავლებელმა გააჩერა და მისი
დაკვრის შესახებ ათასგვარი უსიამოვნო მოსაზრება გამოთქვა.შემ-
დეგ მარაო ტკაცუნით დაკეცა და გოგონას ცხვირწინ აუქნია, თავი-
სუფალი ხარო. გოგონამ მადლობა გადაუხადა და თავის ადგილს

78
მიუბრუნდა, თაგუნა მასწავლებელმა კი შემდეგი მოწაფე გამოიძა-
ხა. ეს ყველაფერი ერთ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. ბოლოს
გოგრას გვარ-სახელიც გაისმა. ვხედავდი, სანამ გამოიძახებდნენ,
ძალიან ღელავდა. მართლაც, დაიწყო თუ არა დაკვრა, საქმე ცუ-
დად წაუვიდა. მასწავლებელმა საკრავი გამოართვა და თავიდან
აუწყო. გოგრამ ისევ სცადა დაკვრა,მაგრამ რა ნაწარმოებს უკრავ-
და, ვერავინ გაიგო. გაოცებულმა მოწაფეებმა ერთმანეთს გადახე-
დეს, თაგუნა მასწავლებელმა კი მაგიდას ხელი დაჰკრა და გოგო-
ნებს უბრძანა, წინ იყურეთო. შემდეგ დასაკეცი მარაოთი მაგიდაზე
რიტმული კაკუნი დაიწყო, რათა გოგრა ამ რიტმს აჰყოლოდა. როცა
საქმეს არც ამან უშველა, ყურადღება პლექტრზე გადაიტანა და სა-
ნამ ამ ფირფიტის სწორად დაჭერას ასწავლიდა, თითები ლამის სა-
თითაოდ დაამტვრია. ბოლოს ამაზეც ხელი ჩაიქნია და გაგულისე-
ბულმა პლექტრი ხალიჩაზე მოისროლა. გოგრამ პლექტრი აიღო და
აცრემლებული დაუბრუნდა თავის ადგილს.
ჩემთვის გასაგები გახდა, რატომ ნერვიულობდა გოგრა იმის გა-
მო, რომ ყველაზე დაგვიანებული მოწაფე იყო. მის შემდეგ სწორედ
ის თმააწეწილი გოგო გამოიძახეს, ოკიაში სასაუზმოდ მიმავლებმა
ბაღში რომ ვნახეთ. გოგონა ოთახის შუაგულში გამოვიდა და თავი
დახარა.
– დროს ტყუილად კარგავ. შენი თავაზიანობა არაფერშიმჭირდე-
ბა! – დასჭყივლა თაგუნა მასწავლებელმა. – ამ დილით ასე გვიანო-
ბამდე რომ არ გძინებოდა, დროზე მოხვიდოდი და რამეს ისწავლი-
დი!
გოგონამ ბოდიში მოუხადა და დაკვრა დაიწყო, მაგრამ მასწავ-
ლებელმა ზედაც არ შეხედა და მხოლოდ ეს უთხრა:
– როგორ უნდა გასწავლო რამე, როცა დილაობით ძილს ვერ შე-
ლევიხარ და იმითაც კი არ იწუხებ თავს, რომ სხვა გოგოებივით
დროზე მოხვიდე? წადი, დაჯექი, არ მაქვს შენი თავი!
გაკვეთილი ამით დასრულდა. როცა ავიშალეთ, გოგრამ მასწავ-
ლებელთან მიმიყვანა და ორივემ თავი დავუხარეთ.

79
– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩიო, მასწავლებელო, – მი-
მართა გოგრამ, – იქნებ მოიღოთ მოწყალება და რამე ასწავლოთ,
ძალიან სუსტია!
გოგრას ჩემი შეურაცხყოფა სულაც არ სურდა. იმხანად ადამია-
ნები სწორედ ასე საუბრობდნენ, როცა თავაზიანობის გამოვლენას
ცდილობდნენ. დედაჩემი რომ ყოფილიყო, სათქმელს ისიც ზუსტად
ამგვარად გამოხატავდა. თაგუნა მასწავლებელი კარგა ხანს დუმდა
და უსიტყვოდ მომჩერებოდა. ბოლოს თქვა:
– ჭკვიანი გოგო ჩანხარ. ამას ერთი შეხედვითაც გამჩნევ. იქნებ
სწავლაში შენს უფროს დასაც დაეხმარო.
რა თქმა უნდა, გოგრას გულისხმობდა.
‒ შენი სახელი დაფაზე დილაობით რაც შეიძლება ადრე უნდა ჩა-
მოკიდო, – განაგრძო მან, – გაკვეთილზე ჩუმად უნდა იყო. ლაპა-
რაკს საერთოდ ვერ ვიტან! ყოველთვის წინ იყურე. თუ ამ ყველა-
ფერს შეასრულებ, ცდას არ დაგაკლებ.
ამ სიტყვებით ყველანი დაგვითხოვა.
სკოლის დერეფნებში გაფაციცებით ვეძებდი საცუს, მაგრამ
ამაოდ. უცებ მეწვია აზრი, რომ ვერასოდეს ვნახავდი, და ამ აზრმა
ისე დამაღონა, რომ ერთ–ერთმა მასწავლებელმა მორიგი გაკვეთი-
ლის დაწყებამდე ყველანი გააჩუმა და მკითხა:
– აბა, აქეთ გამოიხედე! რა გაწუხებს?
– არაფერი, ქალბატონო. შემთხვევით ტუჩზე ვიკბინე!– ვუპასუხე
და ნათქვამის დასამოწმებლად და თვალებად ქცეული გოგონების
დასანახავად, ტუჩი ისე გამეტებით მოვიკვნიტე, რომ პირში სისხლ-
ის გემო ვიგრძენი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგრა სხვა გაკვეთილებზე არც ისე
უბადრუკად გამოიყურებოდა. ამ აღმოჩენამ შვება მომგვარა. მაგა-
ლითად, ცეკვის გაკვეთილზე ყველა გოგონა ერთად ცეკვავდა, გა-
მორჩეული არავინ იყო და გოგრაც სხვებს არაფრით ჩამოუვარდე-
ბოდა. მეტსაც ვიტყოდი: მის მოძრაობებს ერთგვარი ტლანქი გრა-
ცია ახლდა. ნაშუადღევს სიმღერის გაკვეთილიც დაიწყო. რადგან

80
ცუდი სმენა ჰქონდა, რასაკვირველია, სიმღერა უფრო უძნელდებო-
და, მაგრამ აქაც ყველა ერთხმად მღეროდა და გოგრაც თავისი შეც-
დომების მიჩქმალვას თავისებურად ახერხებდა: მეტწილად პირს ყა-
სიდად აღებდა და მხოლოდ დროდადრო თუ ჩაიღიღინებდა.
ყველა გაკვეთილის შემდეგ გოგრა მორიგ მასწავლებელს მაც-
ნობდა. ერთ-ერთმა მათგანმა მკითხა:
– შენ და გოგრა ერთ ოკიაში ცხოვრობთ?
– დიახ, ქალბატონო, – მივუგე მე, – ნიტას ოკიაში ვცხოვრობ
(ნიტა ბებოს, დედას და დეიდას გვარი იყო)21
– ესე იგი, ჰაცუმომოს თანამობინადრე ხარ.
– დიახ, ქალბატონო. ჰაცუმომო ამჟამად ერთადერთი გეიშაა
ჩვენს ოკიაში.
– ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიმღერის ანაბანაში ბოლომდე
გაგარკვიო. იქამდე გასწავლი, სანამ გაძლებ! – თქვა და ისე გაიცი-
ნა, თითქოს ძალიან გონებამახვილურად იხუმრა. მერე კი ორივენი
დაგვითხოვა.
ნაშუადღევს ჰაცუმომომ გიონის სარეგისტრაციო ბიუროში წა-
მიყვანა. მეგონა, რაღაც გრანდიოზულს ვიხილავდი,მაგრამ, რო-
გორც აღმოჩნდა, დაწესებულება სკოლის მეორე სართულზე, ტატა-
მებით მოფენილი, დავთრებით სავსე სამუშაო მაგიდებით გადაჭე-
დილი და თამბაქოთი აქოთებული რამდენიმე ჩაბნელებული ოთა-
ხისგან შედგებოდა. ერთ-ერთმა მოხელემ კვამლის ბურანში გამოგ-
ვხედა და უკანა ოთახისაკენ თავისი მოძრაობით მიგვითითა.
ქაღალდის ზვინებით სავსე მაგიდასთან იმოდენა კაცი იჯდა,
ცხოვრებაში რომ არასოდეს მენახა. იმ დროს ჯერ კიდევ არ ვიცოდი,
რომ ეს ადამიანი ოდესღაც სუმოს მოჭიდავე იყო. მართლაც, გარეთ
რომ გასულიყო და შენობას დაჯახებოდა, ტატამებით მოფენილი ფი-
ცარნაგიდან ალბათ ყველა მაგიდა ჩამოცვივდებოდა და იატაკზე გა-
გორდებოდა. სუმოში ისეთი წარჩინებული ვერ იყო, რომ სპორტი-

21
ერთ ოკიაში მცხოვრები ადამიანები ერთი გვარის ქვეშ ერთიანდებოდნენ

81
დან წასვლის შემდეგ, ზოგიერთების მსგავსად, მეტსახელი დაემსა-
ხურებინა, მაგრამ მაინც სიამოვნებდა, როცა ასპარეზობის დროინ-
დელი სახელით მოიხსენიებდნენ. ეს სახელი გახლდათ ავაჯიუმი.
ზოგიერთი გეიშა ამ სახელს ამოკლებდა და საალერსოდ ავაჯის
უწოდებდა.
როგორც კი ოთახში შევედით, ჰაცუმომომ მთელ თავის მომხიბ-
ლველობას მოუხმო (ჩემი თანდასწრებით ამას პირველად აკეთებ-
და) და ამ საალერსო სახელით მიმართა, ოღონდ ეს ორი სიტყვა ისე
გაწელა, სუნთქვა რომ შეჰკვროდა და გაგუდულიყო, არ გამიკვირ-
დებოდა:
– ავააა-ჯიიი-საააან!
თან ისეთი კილო ჰქონდა, თითქოს საყვედურობდა. მამაკაცმა
მისი ხმის გაგონებისას საწერ-კალამი გვერდზე გადადო და უცებ
მისმა ვეება ლოყებმა ყურებთან მოიყარა თავი. ეს მისი ღიმილი გახ-
ლდათ.
– ოჰ, ჰაცუმომო-სან! ასე დღითი დღე ნუ მშვენდები, თორემ პირ-
დაპირ აღარ ვიცი, რა ვქნა! – უთხრა ჰაცუმომოს.
მისი საუბარი ხმამაღალი ჩურჩულივით ჟღერდა, რადგან სუმოს
მოჭიდავეებს ხშირად ხორხი უზიანდებათ ხოლმე, იმის გამო, რომ
ჭიდაობისას, წესისამებრ, ერთმანეთს ყელში აფრინდებიან. მიუხე-
დავად იმისა, რომ ბეჰემოტისოდენა იყო, ავაჯიუმი ძალიან მოხდე-
ნილად იცვამდა. საკინძეებით შეკრული მოკლე კიმონო და შესაფე-
რისი შარვალი ეცვა.
მისი მოვალეობა იყო გიონის ფინანსური ნაკადების საჭირო მი-
მართულებით წარმართვა, ერთი პატარა ნაკადული კი პირდაპირ
მის ჯიბეში ჩაედინებოდა. ეს იმას სულაც არ ნიშნავდა, რომ ავაჯიუ-
მი ქურდობდა. უბრალოდ, სისტემა ასე მუშაობდა. ამ კაცის ეგზომ
მნიშვნელოვანი თანამდებობიდან გამომდინარე, მისი გაბედნიერე-
ბა ყველა გეიშასთვის ხელსაყრელი იყო, ამიტომაც ამბობდნენ ავა-
ჯიუმიზე: თავისი მოხდენილი ტანსაცმლის გარეშე უფრო მეტ დროს
ატარებს, ვიდრე ტანსაცმლიანადო.

82
ჰაცუმომომ და ავაჯიუმიმ მცირე ხანს ისაუბრეს, შემდეგ კი ჰაცუ-
მომომ აუხსნა, რომ სკოლაში ჩემს დასარეგისტრირებლად იყო მო-
სული. ავაჯიუმის მანამდე ჩემკენ არ გამოუხედავს, ახლა კი მოატ-
რიალა თავისი გოლიათური თავი. წამიც და, ქაღალდის ერთ-ერთი
დარაბა ძირს ჩამოსრიალდა.
როგორც ჩანს, სურდა, რომ შუქზე უკეთ ვენახე.
– მეგონა, თვალი მატყუებდა, – თქვა ავაჯიუმიმ, – რატომ მაშინ-
ვე არ მითხარი, რომ ასეთი ლამაზი გოგო მოიყვანე? თვალები...
სარკისფერი თვალები აქვს!
– სარკისფერი? – ჩაეკითხა ჰაცუმომო. – კი მაგრამ, სარკეს ხომ
ფერი არა აქვს, ავაჯი-სან!
– როგორ თუ არა აქვს?! მბზინვარე ნაცრისფერია. სარკეში ყუ-
რებისას მხოლოდ შენს თავს ხედავ, მე კი ლამაზი ფერების გარჩევა
ნამდვილად არ მიჭირს!
– მართლა? ჩემთვის ეს ფერი სულაც არ არის ლამაზი.ერთხელ
შევესწარი, როგორ ამოიტანეს მდინარიდან მკვდარი კაცი. ენა ზუს-
ტად ამ თვალების ფერი ჰქონდა.
– იქნებ სილამაზეს სხვაგან იმიტომ ვერ ხედავ, რომ თვითონ ხარ
ძალიან ლამაზი, – უპასუხა ავაჯიუმიმ, დავთარი გადაშალა და კა-
ლამს დასწვდა, – რაღას ვუცდით, ჩავწეროთ ეს გოგო. მაშ, ჩიო
გქვია, არა? გვარი და დაბადების ადგილიც მითხარი, ჩიო.
უცებ დამიდგა თვალწინ ჩემი დის შეშინებული სახე. ვინ იცის, იქ-
ნებ ამ ოთახში სხვა დროს ისიც ჩემსავით იდგა ავაჯიუმის წინ; მასაც
ხომ უნდა გაევლო რეგისტრაციის ეს პროცედურა...
– ჩემი გვარი საკამოტოა. დაბა იოროიდოში დავიბადე. იქნებ ჩე-
მი უფროსი დის, საცუს დარეგისტრირებისას გსმენიათ ამ დაბის და-
სახელება, ბატონო? – ვკითხე ავაჯიუმის.
მეგონა, ჰაცუმომო დამცოფავდა, მაგრამ შევატყვე, ესიამოვნა
კიდეც, ეს შეკითხვა რომ დავსვი.
– თუ შენი და შენზე უფროსია, წესით, უკვე დარეგისტრირებული
უნდა იყოს. არადა, არსად შემხვედრია. ალბათ არც არის გიონში! –
თქვა ავაჯიუმიმ.

83
ახლა კი მივხვდი ჰაცუმომოს ღიმილის მიზეზს. მან წინასწარ
იცოდა, რასაც ავაჯიუმი მეტყოდა. თუკი მანამდე კიდევ მეეჭვებოდა,
რომ ჩემს დას მართლა ელაპარაკა (როგორც თვითონ მიმტკიცებ-
და), ამჯერად ეჭვი საბოლოოდ გამიქარწყლდა. კიოტოში გეიშების
სხვა უბნებიც იყო, თუმცა მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. სა-
ცუ, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მათგანში ცხოვრობდა და მტკიცედ გა-
დავწყვიტე, რომ მომეძებნა.

***
ოკიაში რომ დავბრუნდი, დეიდა უკვე მელოდებოდა. ჩვენი ქუჩის
გაყოლებაზე ერთი აბანო იყო და იქ უნდა წავეყვანე. ამ აბანოში ად-
რეც ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ ჩვენი ასაკოვანი მსახურები მახ-
ლდნენ. ეს ქალები ბანაობისას ხან პატარა პირსახოცს მაწვდიდნენ,
ხან საპნის ნატეხს, შემდეგ კი ფილებიან იატაკზე ჩაცუცქულები თვი-
თონ იწყებდნენ ბანაობას. დეიდა უფრო მზრუნველი აღმოჩნდა. ჩემ
გვერდით ჩაიმუხლა და ზურგი გამიხეხა. გამაკვირვა მისმა მოური-
დებლობამ. წაგრძელებულ ძუძუებს ხელში ბოთლებივით ატრი-
ალებდა და რამდენჯერმე უნებურად ზურგზეც კი გამკრა. შემდეგ
ოკიაში წამიყვანა და ჩამაცვა. იმ დღეს ცხოვრებაში პირველად მე-
ღირსა აბრეშუმის კიმონო. კაშკაშა ლურჯი ფერის სამოსს არშიის
სახით მიუყვებოდა მწვანე ბალახის გამოსახულება, სახელოები და
მკერდი კი ყვითელი ყვავილებით ჰქონდა მოჩითული. შემდეგ დე-
იდამ მეორე სართულზე, ჰაცუმომოს ოთახში ამიყვანა. შესვლამდე
მკაცრად გამაფრთხილა, რომ ჰაცუმომოსთვის ხელი არ უნდა შემე-
შალა და უნებლიეთ არ გამეჯავრებინა. იმ დროს ბევრი არაფერი გა-
მეგებოდა, ახლა კი ძალიან კარგად ვიცი, რა მოსაზრებით უფრთხ-
ილდებოდა ასე ჰაცუმომოს. საქმე ის გახლავთ, რომ დილით ახალ-
გაღვიძებული გეიშა ნებისმიერ სხვა ქალს ჰგავს. ნამძინარევი სახე
ცხიმისგან უპრიალებს და ამონასუნთქიც უსიამოვნო აქვს. რაც მარ-
თალია, მართალია: მისი ვარცხნილობა ყოველთვის თვალს გტა-
ცებს, მაშინაც კი, როცა თვალებს ძლივს ახელს, მაგრამ სხვა მხრივ

84
ჩვეულებრივი ქალია და გეიშასი არაფერი სცხია. ის ნამდვილი გე-
იშა მაშინ ხდება, როცა სარკის წინ ჩამოჯდება და სახეს გულმოდგი-
ნედ მოიხატავს. თანაც მხოლოდ გარეგნულად კი არ ემსგავსება,
არამედ მასავით აზროვნებასაც კი იწყებს!
ოთახში რომ შევედით, მიბრძანეს, ჰაცუმომოს ზურგსუკან, მის-
გან ერთი ხელის გაწვდენაზე დავმჯდარიყავი, საიდანაც შემეძლო
მისი სახე კომოდზე შემოდგმულ პატარა საგრიმიორო სარკეში და-
მენახა. ჰაცუმომო ბალიშზე დაჩოქილიყო, მხრებზე შემოტმასნილი
ბამბის ქსოვილის ხალათი ეცვა და ხელში უამრავი სხვადასხვა
ფორმის ფუნჯი ეჭირა. ზოგი მარაოსავით განიერი იყო, ზოგიც ჩხირს
ჰგავდა და ფაფუკი, წერტილისოდენა ქოჩრით ბოლოვდებოდა.
ჰაცუმომო მოტრიალდა და ფუნჯები მიჩვენა.
– ეს ჩემი ფუნჯებია. აბა, ეს თუ გახსოვს? – მკითხა, უჯრიდან ქათ-
ქათა უმარილით სავსე შუშა ამოიღო და ცხვირწინ დამიტრიალა. –
ეს უმარილია, რომლის ხელის ხლება აგიკრძალე.
– მას შემდეგ არც გავკარებივარ, – ჩავილაპარაკე.
– მეც ასე მგონია, – თქვა ჰაცუმომომ და შუშა რამდენჯერმე დაყ-
ნოსა.
შემდეგ საცხი მაგიდაზე დადო, სამი პიგმენტური ჩხირი აიღო, ხე-
ლისგულზე დაიდო და გამომიწოდა. :
– ეს ჩრდილებისთვისაა. შეგიძლია დაათვალიერო.
ერთი ჩხირი გამოვართვი. პატარა ბავშვის თითისოდენა, მაგრამ
ქვასავით მკვრივი და გლუვი იყო და კანზე ფერის ნასახს არ ტოვებ-
და. ჩხირის ერთი ბოლო ხმარებისგან გაცრეცილ, ნაზ ვერცხლის-
ფერ ფოლგაში იყო გახვეული.
ჰაცუმომომ ჩხირები გამომართვა და ამჯერად ხის მორჩის მსგავ-
სი პატარა ჩხირი გამომიწოდა, რომელსაც ერთი ბოლო მომწვარი
ჰქონდა.
– ეს პაულონიის ფიჩხია, წარბების მოსახატავად ვიყენებ. ეს კი
ცვილია, – დასძინა მან, გამკვრივებული ცვილის ორი ბრიკეტი შე-
საფუთი ქაღალდიდან ამოიღო, დამათვალიერებინა და მკითხა:

85
– როგორ ფიქრობ, რისთვის დაგათვალიერებინე ეს ყველაფე-
რი?
– იმისთვის, რომ გავიგო, როგორ იღებავ სახეს, – ვუპასუხე მე.
– ნურას უკაცრავად! ეს ყველაფერი იმის დასამტკიცებლად გიჩ-
ვენე, რომ მე არ ვჯადოქრობ, რაც შენთვის ძალიან სამწუხაროა,
რადგან ეს თავისთავად ნიშნავს, რომ საბრალო ჩიო მხოლოდ კოს-
მეტიკის წყალობით ადამიანს ვერ დაემსგავსება!
ამ სიტყვებით ჰაცუმომო სარკეს მიუბრუნდა, ბაცი ყვითელი მა-
ლამოთი სავსე მორიგ შუშას თავსახური ჩუმი ღიღინით მოხსნა და
ისევ მე მომმართა:
– ალბათ არ დამიჯერებ, მაგრამ ეს საცხი ბულბულის სკორესგან
არის დამზადებული.
იმხანად ხსენებულ საცხს ბევრი გეიშა იყენებდა, რადგან არსე-
ბობდა მტკიცე მოსაზრება, რომ ის სახის კანისთვის ძალიან მარგე-
ბელი იყო. მაგრამ საცხი იმდენად ძვირი ღირდა, რომ ჰაცუმომომ
მხოლოდ თვალებთან და პირთან, სულ რამდენიმე წერტილისოდე-
ნა წვეთი მიიცხო. შემდეგ ცვილის ბრიკეტი ოდნავ ჩამოტეხა, თითე-
ბით გაათბო და სახის, კისრისა და მკერდის არეში შეიზილა. ხელებს
ჩვრით კარგა ხანს იწმენდდა, შემდეგ ერთ-ერთი ბრტყელი ფუნჯი
წყლით სავსე ჯამში ჩააწო და უმარილს იქამდე აზავებდა, სანამ ცარ-
ცივით თეთრი, პასტისებური მასა არ მიიღო. ამ ნარევით სახე და კი-
სერი შეიღება, მაგრამ თვალებისა და ცხვირ-ტუჩის არეს არ შეხე-
ბია. ალბათ გინახავთ ბავშვების ხელით გაკეთებული ნიღაბი, რო-
მელსაც თვალებისა და ცხვირ-პირის ადგილას ხვრელები აქვს
ამოჭრილი. სწორედ ამ ნიღაბს ჰგავდა ახლა ჰაცუმომოს სახე. ამის
შემდეგ უფრო მცირე ზომის ფუნჯები დაასველა, შეუღებავ ადგილებ-
ზე მოისვა და ამჯერად ისეთი იერი მიიღო, თითქოს დაფქული ბრინ-
ჯით სავსე ჯამში პირქვე ჩამხობილიყო.მართლაც, მთელი სახე მოჩ-
ვენებასავით ჰქონდა გადათეთრებული. ამ წუთებში ნამდვილ დე-
მონს ჰგავდა (აკი იყო კიდევაც), მაგრამ მიუხედავად ამისა, შურისა
და სირცხვილისგან გული მაინც ამემღვრა, იმიტომ, რომ ვიცოდი:

86
რამდენიმე საათში მამაკაცები მის სახეს გაოგნებულები მიაშტერ-
დებოდნენ, მე კი, უსახურსა და ოფლით გაზუზნულს, ოკიაში უნდა
მეყურყუტა.
ამასობაში ჰაცუმომომ პიგმენტური ჩხირები დაასველა და ღაწ-
ვები დაიფერა. ოკიაში ერთი თვის მისული ვიყავი და სახეშეღებილი
ჰაცუმომო არაერთხელ მინახავს; ყოველთვის მორიდებით გავაპა-
რებდი ხოლმე მისკენ მზერას, როცა ამის შესაძლებლობა გამომიჩ-
ნდებოდა.
ისიც შემჩნეული მქონდა, რომ ფერ-უმარილის სხვადასხვა ტო-
ნებს კიმონოს ფერებს უხამებდა. ამაში უჩვეულო არაფერი იყო, მაგ-
რამ მხოლოდ წლების წინ შევიტყვე, რომ ჰაცუმომო წითელი ფერ-
უმარილის უფრო მკვეთრ ტონს იყენებდა, ვიდრე სხვები. ვერ გეტ-
ყვით, ამას რა მიზნით აკეთებდა. იქნებ სურდა, ადამიანებს მისი და-
ნახვისას სისხლზე ეფიქრათ. თუმცა ჭკუა ნამდვილად ჰყოფნიდა და
კარგად იცოდა, როგორ გაესვა ხაზი თავისი ნაკვთების სილამაზის-
თვის.
როცა სახის ფერ-უმარილით დამუშავებას მორჩა, წარბები და
ტუჩები ჯერ კიდევ ფერმკრთალი ჰქონდა, მაგრამ სახეს დროებით
თავი დაანება და დეიდას სთხოვა, მისთვის კეფა მოეხატა.
კეფასთან დაკავშირებით იაპონიაში არსებულ თავისებურებებზე
ცალკე გესაუბრებით, თუკი ამის შესახებ არაფერი იცით. საქმე ის
გახლავთ, რომ იაპონელ მამაკაცებს ქალის კისერი დაახლოებით
ისეთსავე გრძნობებს აღუძრავს, როგორსაც დასავლელ მამაკაცებს
– ქალის ფეხები. ამიტომ გეიშას კიმონოს საყელო უკნიდან ისე
ღრმად არის ამოჭრილი, რომ ქალს ხერხემლის პირველი მალებიც
კი მოუჩანს.
შედარებას თუ მივმართავთ, ალბათ პარიზელი ქალებიც იმავე
მოსაზრებით იცვამენ მოკლე კაბებს. დეიდამ ჰაცუმომოს კეფა ეგ-
რეთ წოდებული სანბონ-აშის ყაიდაზე მოუხატა, რაც იაპონურად სამ
ფეხს ნიშნავს. საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობაა: თითქოს შიშვე-
ლი კანი თეთრი მესრის კონუსისებრ შვერილებს შორის გამოსჭვი-

87
ვის. წლები დამჭირდა იმისათვის, რომ ბოლომდე აღმექვა ეროტი-
კული ეფექტი, რომელსაც ეს გამოსახულება მამაკაცებზე ახდენდა.
ამ ნახატს რომ უყურებთ, ასე გეჩვენებათ, თითქოს ქალი თითებს
შუა იჭვრიტება. მართლაც, გეიშა ასეთ დროს თმის ძირებთან ტო-
ვებს ერთგვარ პატარა არშიას, რის შედეგადაც უმარილით დამუშა-
ვებული მისი სახე კიდევ უფრო ხელოვნურ ეფექტს იძენს და „ნოს“
დრამის ნიღაბს ემსგავსება. ხოლო, როცა მის წინ მჯდომი მამაკაცი
ხედავს, რომ ქალის გრიმი ნიღაბს ჰგავს, კიდევ უფრო მძაფრად
გრძნობს, რომ ამ თეთრი შრის ქვეშ ბუნებრივი, შიშველი კანი იმა-
ლება.
როცა ჰაცუმომო ფუნჯებს რეცხავდა, სარკეში ჩემს ანარეკლს
თვალი რამდენჯერმე შეავლო. ბოლოს მითხრა:
‒ ვიცი, რაზეც ფიქრობ: ასეთი ლამაზი ვერასოდეს გახდები. და
ეს სრული სიმართლეა!
– მე კი მინდა მოგახსენო, რომ ზოგიერთებს ჩიო ძალიან მიმ-
ზიდველ გოგოდ მიაჩნიათ, – თქვა დეიდამ.
– ზოგიერთებს დამპალი თევზის სუნიც იზიდავს, – მოუჭრა ჰაცუ-
მომომ და ოთახიდან გასვლა გვიბრძანა, რადგან კიმონოს ქვედა
ხალათის ჩაცმას აპირებდა.
მე და დეიდა ოთახიდან გამოვედით და აღმოვჩნდით კიბის ბა-
ქანზე, სადაც დიდი სარკის წინ ბატონი ბეკუ იდგა და გველოდა, ზუს-
ტად ისე, როგორც იმ დღეს, როცა მე და საცუ მშობლიური სახლი-
დან წამოგვიყვანა. ოკიაში ყოფნის პირველსავე კვირას შევიტყვე,
რომ ამ კაცის ძირითადი საქმიანობა სულაც არ იყო პატარა გოგო-
ნების გატაცება;
სინამდვილეში ის პროფესიონალი მესამოსე გახლდათ და ოკია-
ში ყოველდღე მხოლოდ იმიტომ დადიოდა, რომ ჰაცუმომოს რთუ-
ლი დეტალებით გადატვირთული კიმონოს ჩაცმაში დახმარებოდა.
კიმონო, რომელიც ჰაცუმომოს იმ ღამით უნდა ჩაეცვა, სარკის გვერ-
დით, სადგარზე ეკიდა. დეიდა სამოსს ხელით დიდხანს ასწორებდა,
სანამ ჰაცუმომო ოთახიდან არ გამოვიდა. ტანთ ქვედა ხალათი ეც-
ვა. ეს იყო მშვენიერი, ჟანგისფერი ქსოვილი, მსუყე ყვითელი ფერის

88
ფოთლებით მოხატული. რაც ამის შემდეგ ვნახე, ჩემთვის იმხანად
სრულიად გაუგებარი გახლდათ, რადგან ეს ურთულესი კოსტუმი შე-
უჩვეველ ადამიანებს თავგზას უბნევს ხოლმე. მაგრამ მისი ტარების
წესები, სათანადო განმარტების შემთხვევაში, სწორედ რომ დიდი
და ღრმა აზრითაა დატვირთული.
დავიწყოთ იმით, რომ დიასახლისი და გეიშა კიმონოს სრულიად
სხვადასხვაგვარად ატარებენ. როცა დიასახლისი კიმონოს იცვამს,
სარჩულად ათასგვარი სახის რბილ მასალას იყენებს, რათა ქსოვი-
ლი წელის არეში უშნოდ არ დანაოჭდეს. შედეგად, ქალის სილუეტი
ტაძრის სვეტის მსგავს, ცილინდრისებურ ფორმას იღებს. რაც შეეხე-
ბა გეიშებს, ისინი კიმონოს ისე ხშირად იცვამენ, რომ სქელი სარჩუ-
ლი აღარაფერში სჭირდებათ და ქსოვილის დანაოჭების პრობლემა
არასოდეს იჩენს თავს. აბრეშუმის საცვალს, რომელსაც კოსიმაკი
ანუ თეძოს სახვევი ეწოდება, ჩვეულებრივი დიასახლისებიც ხმარო-
ბენ და გეიშებიც.
შემდეგ მოდის მოკლესახელოებიანი, კიმონოს ფორმის პერან-
გი, რომელიც წელზე მჭიდროდ იკვრება. რბილი პატარა ბალიშები,
რომლებსაც ზონრები აქვს მიკერებული, რათა ისინი სათანადო ად-
გილას შეიკრას. ჰაცუმომო ამგვარ ბალიშებს არ იყენებდა, რადგან
ტირიფივით მოქნილი, ვიწროთეძოებიანი სხეული და კიმონოს ტა-
რების ხანგრძლივი გამოცდილება ჰქონდა.
როცა გეიშა საბოლოოდ მოიკაზმება, ზემოჩამოთვლილი დეტა-
ლები ზედაპირზე აღარ ჩანს. სამოსის ის ნაწილი, რომელსაც ქვედა
ხალათი ეწოდება, სულაც არ მიეკუთვნება თეთრეულს. ცეკვის და
თუნდაც ქუჩაში გავლის დროს გეიშას კიმონოს კალთა მარცხენა ხე-
ლით უჭირავს, რათა მან მოძრაობაში ხელი არ შეუშალოს. იქმნება
შთაბეჭდილება, რომ ქალი ამ სამოსის მუხლსქვედა ნაწილს საგან-
გებოდ აჩენს. ამიტომ ქვედა ხალათის ნახატიცა და ქსოვილის ფაქ-
ტურაც კიმონოს უნდა ეხამებოდეს. სხვათა შორის, ქვედა ხალათის
საყელოც ისევე ჩანს, როგორც მამაკაცის საქმიანი კოსტუმიდან –
პერანგის საყელო. დეიდას ერთ-ერთი მოვალეობა იყო ხალათისა-

89
თვის საყელოების მიკერება, გამოცვლა და გარეცხვა. შეგირდი გე-
იშები წითელ საყელოებს ატარებენ, მაგრამ ჰაცუმომო შეგირდი
აღარ იყო და თეთრ საყელოს ატარებდა.
როცა ჰაცუმომო ოთახიდან გამოვიდა, სამოსის ჩემ მიერ აღწე-
რილი ყველა დეტალი უკვე მორგებული ჰქონდა, თუმცა წელზე ზონ-
რით მჭიდროდ შემოკრული ქვედა ხალათის გარდა, კიმონოს ქვედა
დეტალებიდან სხვა არაფერი ჩანდა.
ფეხზე ეცვა გვერდებზე ღილებით შეკრული თეთრი წინდები,
რომლებსაც ტაბის ვუწოდებთ. ერთი სიტყვით, ჰაცუმომო მზად იყო
იმისთვის, რომ ბატონ ბეკუს მისი შემოსვა დაეწყო. ამ კაცის მუშაო-
ბისთვის თვალი რომ გედევნებინათ, მყისვე მიხვდებოდით, რატომ
იყო მისი დახმარება საჭირო.
კიმონოს სიგრძე (ვინც არ უნდა ჩაიცვას იგი) არ იცვლება. ამი-
ტომ თუ ქალი ძალიან ტანმაღალი არ არის, ზედმეტი ქსოვილი სარ-
ტყლის ქვეშ იკეცება. ბატონ ბეკუს ორად გაკეცილი ქსოვილის ჩატა-
ნებამ მოუწია, მაგრამ ეს ისე უზადოდ გააკეთა, იოტისოდენა ხარვე-
ზიც კი არსად შეიმჩნეოდა. თუ რამე თვალში ცუდად ხვდებოდა, ხე-
ლის მარჯვე მოძრაობით სწრაფად ასწორებდა. როცა მუშაობას
მორჩებოდა, სამოსი სხეულის კონტურებზე ყოველთვის მშვენივ-
რად იყო მორგებული. ბატონი ბეკუს, როგორც მესამოსის, უმთავ-
რესი ამოცანა კიმონოზე სარტყლის შემოვლება იყო, რაც ნამდვი-
ლად არ არის ისეთი იოლი, როგორც შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს.
ობი, როგორსაც ჰაცუმომო ატარებდა, სიგრძით ადამიანის სიმაღ-
ლეს ორჯერ აღემატება, სიგანით კი ქალის მხრებს უტოლდება. წელ-
ზე შემოხვევისას იგი მოიცავს სხეულის ნაწილს გულმკერდიდან
ჭიპსქვემოთა მონაკვეთამდე.ადამიანების უმრავლესობას, რომ-
ლებსაც კიმონოსი არაფერი გაეგება, ჰგონია, რომ ობი ზურგზე თას-
მის მსგავსად, მარტივად იკვრება, მაგრამ იშვიათად გაიგონებთ მო-
საზრებას, რომელიც სიმართლისგან ასე შორს არის. ამ სარტყლის
სწორად მორგებას ათეულობით ზონარი და საკინძე სჭირდება, გარ-
და ამისა, წელსზედა კვანძისთვის სწორი ფორმის მისაცემად გარ-
კვეული მოცულობის რბილი ჩასაფენებიც ხდება საჭირო.

90
ჰაცუმომოსთვის სარტყლის შემოსახვევად ბატონ ბეკუს კარგა ხანი
დასჭირდა. როცა საქმეს მორჩა, ერთი ნაკეციც კი არსად ჩანდა, მი-
უხედავად იმისა, რომ ქსოვილი საკმაოდ მძიმე და სქელი იყო. იმ
დროს ბევრი არაფერი გამეგებოდა, მხოლოდ ვხედავდი, რომ ბატო-
ნი ბეკუ გაფაციცებით მუშაობდა, ჰაცუმომო კი უქმად, თითქმის გა-
უნძრევლად იდგა, ზოგჯერ ხელს მაღლა სწევდა და სარკეში იხედე-
ბოდა. შურით აღარ ვიყავი მისი შემხედვარე. მისი კიმონო ყავის-
ფრად და ოქროსფრად მოლივლივე ფარჩისგან იყო შეკერილი.
წელსქვემოთა მონაკვეთში ქსოვილზე ორი ირემი იყო გამოსახული.
ცხოველებს სხეულებზე შემოდგომის მსუყე ყავისფერი დაჰკრავ-
დათ. იდგნენ და ერთმანეთს ყნოსავდნენ, მათ გარშემო კი ხმელი
ფოთლების მსგავსი ჟანგისფერი და ოქროსფერი მკრთალი სილუე-
ტები მიმობნეულიყო. ჰაცუმომოს ობი ქლიავისფერი იყო და ვერ-
ცხლის ძაფები გასდევდა. იმ დროს ეს არ ვიცოდი, მაგრამ მსგავსი
ტანსაცმლის ღირებულება დაახლოებით პოლიციელის ან მაღაზიის
მფლობელის წლიურ შემოსავალს აღემატებოდა. თუმცა, ჰაცუმო-
მოსთვის რომ შეგეხედათ, უთუოდ გაიფიქრებდით, რომ ქალს ასეთ
სილამაზეს მხოლოდ ფული ვერ შესძენს.
ჰაცუმომოს ტანსაცმელი მზად იყო. დარჩა მხოლოდ სახის მოხა-
ტულობისთვის რამდენიმე ბოლო შტრიხის დამატება და ვარცხნი-
ლობის თავსამკაულებით მორთვა.
ქალი თავის ოთახში დაბრუნდა. მე და დეიდაც შევყევით. ჰაცუ-
მომომ კომოდთან დაიჩოქა და ტუჩის საცხით სავსე პატარა, მოჭი-
ქული კოლოფი აიღო. ტუჩებზე საცხის დასატანად პატარა ფუნჯს
იყენებდა. იმდროინდელი მოდის თანახმად, ზედა ტუჩი შეუღებავი
უნდა დარჩენილიყო, ამიტომ ქვედა ყოველთვის უფრო სავსე ჩანდა.
საერთოდ, თეთრი უმარილის ფონზე უამრავი უჩვეულო ოპტიკური
ილუზია იქმნება: ორივე ტუჩის შეღებვის შემთხვევაში გეიშას ტუჩ-
პირი ისე გამოიყურება, თითქოს თინუსის ორ მოზრდილ ნაჭერს
უყურებთ. ამიტომ გეიშების უმრავლესობა ფორმით იის კოკრის
მსგავს, გაბუტულ ტუჩ-პირს ანიჭებს უპირატესობას. თუ გეიშას ამ-
გვარი მოყვანილობის ბაგეები ბუნებრივად არა აქვს (ეს მართლაც

91
ძალიან იშვიათად ხდება), ის თავის ტუჩ-პირს ხშირ შემთხვევაში
უფრო მომრგვალებულ ფორმას აძლევს. მაგრამ როგორც უკვე მო-
გახსენეთ, იმდროინდელი მოდა მხოლოდ ქვედა ტუჩის მოხატვას
ითხოვდა და ჰაცუმომოც ასე მოიქცა. შემდეგ აიღო პაულონიის ჩხი-
რი (რომელიც ადრე დამათვალიერებინა) და ასანთის ღერით მო-
უკიდა. რამდენიმე წამში ცეცხლი თითებით ჩააქრო, სარკისკენ მიტ-
რიალდა და მიღებული ნამწვით წარბების შეღებვას შეუდგა. მისმა
წარბებმა სასიამოვნო, რუხი შეფერილობა მიიღო. შემდეგ კარადას-
თან მივიდა და რამდენიმე თავსამკაული შეარჩია. ერთი კუს ბაკნის-
გან იყო დამზადებული, მეორე კი გრძელ ქინძისთავს წარმოადგენ-
და, რომელზეც უჩვეულოდ ლამაზი მარგალიტების მთელი ასხმა
ეკიდა. როცა ეს ნივთები თმაში შეიცურა, მოშიშვლებულ კეფაზე ცო-
ტაოდენი სუნამო მიიპკურა და ყოველი შემთხვევისთვის პატარა
ფლაკონი სარტყელში შეინახა. აქვე ჩაიმაგრა დაკეცილი მარაოც,
მარჯვენა სახელოში კი ცხვირსახოცი შეინახა. შემდეგ მომიბრუნდა
და ზემოდან დამხედა. ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმი დასთამა-
შებდა ბაგეზე. მისი დანახვისას დეიდამაც კი აღტაცებით ამოიხვნე-
შა.

92
თავი მეხუთე

რა აზრისაც არ უნდა ვყოფილიყავით ჰაცუმომოს შესახებ, ჩვენს


ოკიაში ის ქალი იმპერატორივით იყო, რადგან ყველანი სწორედ მი-
სი შემოსავლით ვცხოვრობდით. როგორც ყველა იმპერატორი,
ისიც ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თუკი გვიან ღამით დაბრუ-
ნებული, ჩაბნელებულ და მძინარე მსახურებით სავსე სასახლეში
აღმოჩნდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეტისმეტი სიმთვრა-
ლის გამო წინდებზე ღილების შეხსნას თუ ვერ მოახერხებდა, ვიღა-
ცას ეს მის ნაცვლად უნდა გაეკეთებინა. თუ მოშივდებოდა, არც მა-
შინ აპირებდა სამზარეულოში შესვლას და საყვარელი წასახემსებ-
ლის, მაგალითად, უმებოსი ოშაძუკეს საკუთარი ხელით დამზადე-
ბას (ეს კერძი მორჩენილი ბრინჯისა და ცხელ ჩაიში ჩამბალი, ჩამ-
წნილებული ქლიავისგან მზადდებოდა). ამ მხრივ ჩვენი ოკია რაიმე
უჩვეულო გამონაკლისს არ წარმოადგენდა.
შინ დაბრუნებული გეიშას მოწიწებით მიგებება ყველგან ერ-
თნაირად უწევდათ უმცროს „ჭუპრებს“, როგორც ნორჩ მოწაფეებს
მაშინ გვიწოდებდნენ. როცა გაკვეთილებზე დასწრება დავიწყე,
ჩვენს ოკიაში ყველაზე უმცროსი სწორედ მე გახლდით. გოგრა და
ორი უფროსი მოახლე შუაღამემდე გაცილებით ადრე, სადარბაზოს
კარიდან ორიოდე მეტრში, ხის იატაკზე დაგებულ ფუტონებზე იძი-
ნებდნენ, მე კი მუხლებზე ჩამჯდარი, ზოგჯერ დილის ორ საათამდეც
კი ვფხიზლობდი. ბებოს საძინებელი იქვე, ახლოს იყო. ძილის დროს
მას ყოველთვის სანათური ენთო და კარსაც ოდნავ შეღებულს ტო-
ვებდა. ამ ღრიჭოდან გამოსული სინათლის წვრილი ზოლი ჩემს ფუ-
ტონს ეცემოდა და მაგონებდა იმ დღეს, როცა მე და საცუ მშობლიუ-
რი დაბიდან წამოგვიყვანეს. სანამ სახლიდან გავიდოდით, უკანა
ოთახში შევიჭვრიტე და მძინარე დედას დავხედე. ოთახის ჩასაბნე-
ლებლად მამას ქაღალდის დარაბებზე სათევზაო ბადეები ჩამოეკი-

93
დებინა და ოთახში ისეთი ბინდი იდგა, რომ ერთ-ერთი ფანჯარა გა-
მოვაღე. კაშკაშა მზემ დედაჩემის ფუტონი გაანათა და მკაფიოდ და-
ვინახე მისი ფერმკრთალი, გაძვალტყავებული ხელი. ბებოს ოთახი-
დან გადმოღვრილმა ყვითელი შუქის ნაკადმა უნებურად მომგვარა
ფიქრი: ნეტავ ჯერ კიდევ ცოცხალი თუ იყო დედაჩემი? რადგან ერ-
თმანეთს ასე ვგავდით, დარწმუნებული ვიყავი, რომ მის გარდაცვა-
ლებას ვიგრძნობდი, მაგრამ გუმანი არავითარ ნიშანს არ მაძლევ-
და.
ერთ ღამით, როცა შემოდგომის დღეებს სიგრილე შეეპარა,
სვეტზე მიყრდნობილი ვთვლემდი. უცებ ჩვენი სადარბაზოს კარი
სრიალით გაიღო. ჰაცუმომოს მძინარე რომ ვენახე, უთუოდ გამიბ-
რაზდებოდა, ამიტომ ძალიან შევეცადე,რომ ფხიზლად დავხვედრო-
დი, მაგრამ როცა კარი გაიღო, ჩემდა გასაოცრად, დავინახე უცნობი
მამაკაცი, რომელსაც მუშის ტრადიციული, წელზე მჭიდროდ შეკრუ-
ლი პერანგი და გლეხური შარვალი ეცვა, თუმცა არც მუშას ჰგავდა
და არც გლეხკაცს. თანამედროვე მოდის მიხედვით, თმა საცხით
ჰქონდა უკან გადავარცხნილი; კოხტად გაკრეჭილი წვერიც ინტე-
ლექტუალური ადამიანის იერს სძენდა. რომ მომიახლოვდა, დაიხა-
რა, თავში ხელები წამავლო, პირდაპირ სახეში მომაჩერდა და ხმა-
დაბლა ჩამილაპარაკა:
– ჰოო... მშვენიერი ვინმე ხარ. რა გქვია?
მუშა თუა, ასე გვიან რამ მოიყვანა-მეთქი, გავიფიქრე. პასუხის
გაცემის მეშინოდა, მაგრამ ჩემი სახელი მაინც ამოვთქვი. უცნობმა
თითი დაისველა და ლოყაზე ჩამომისვა, როგორც გაირკვა, წამწა-
მის მოსაშორებლად.
– იოკო აქ არის? – მკითხა უცებ.
იოკო გახლდათ ახალგაზრდა ქალი, რომელიც შუადღის საათე-
ბიდან გვიან ღამემდე საფარეშოში იჯდა. იმხანად ოკიასა და გიონის
ჩაის სახლებს კერძო სატელეფონო ხაზები აკავშირებდა. იოკო ჩვენ
შორის ყველაზე მოუცლელი ადამიანი იყო. სწორედ მას უწევდა ზა-
რებზე პასუხის გაცემა, როცა ჰაცუმომოს ბანკეტებსა თუ სხვა ღო-
ნისძიებებზე უთანხმდებოდნენ; ეს კი ზოგჯერ ექვსი თვით ადრეც

94
ხდებოდა. ხშირად ჰაცუმომოს გრაფიკი დილიდან ჯერ კიდევ არ იყო
შევსებული, ამიტომ მთელი საღამო არ წყდებოდა ზარები. ჩაის სახ-
ლების კლიენტები ითხოვდნენ, რომ თავისუფალი დროის გამონახ-
ვის შემთხვევაში ჰაცუმომო მათაც სწვეოდა, მაგრამ იმ ღამით ტე-
ლეფონი არცთუ ხშირად რეკავდა და იოკოსაც ალბათ ჩემსავით მი-
ეძინა. უცნობმა კაცმა ჩემს პასუხს აღარ მოუცადა, ჟესტით მანიშნა,
ჩუმად იყავიო და საფარეშოებისკენ დერეფანს ჩაუყვა. ცოტა ხანში
იოკოს ხმაც გავიგონე. როგორც ჩანს, ძილი მართლაც მორეოდა და
ახლა სტუმარს ბოდიშს უხდიდა. შემდეგ ოპერატორთან გააბა საკ-
მაოდ ხანგრძლივი საუბარი. არაერთ ჩაის სახლთან მოუხდა დაკავ-
შირება. ბოლოს, როგორც იქნა, გაარკვია ჰაცუმომოს ადგილსამ-
ყოფელი და შეუთვალა, რომ ქალაქს კაბუკის მსახიობი ონოე შიქნი
ეწვია. მაშინ არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ სინამდვილეში
არავითარი ონოე შიქნი არ არსებობდა და ამ სახელის უკან სულ
სხვა პიროვნება იმალებოდა. იოკომ მორიგეობა დაასრულა და წა-
ვიდა. მას სრულებით არ აწუხებდა ის, რომ საფარეშოში მამაკაცი
იცდიდა, ამიტომ მეც გადავწყვიტე, არავისთვის არაფერი გამემხი-
ლა, რაც მხოლოდ სასიკეთოდ წამადგა. როცა ოციოდე წუთში ჰაცუ-
მომო გამოჩნდა, მისაღებში შეჩერდა და მითხრა:
– შენს გაუბედურებას აქამდე ერთხელაც არ ვცდილვარ, მაგრამ
თუ გაბედავ და კრინტს დაძრავ, რომ აქ მამაკაცი იყო, ან თუნდაც
იმას გაამხელ, რომ დროზე ადრე დავბრუნდი, საქმე სხვაგვარად შე-
მოტრიალდება.
ამ საუბრისას თავზე მადგა და როცა სახელოდან რაღაც ნივთი
ამოიღო, მკრთალ შუქზეც კი შევამჩნიე, რომ მკლავები იდაყვიდან
მაჯამდე ერთიანად აღაჟღაჟებული ჰქონდა.
ჰაცუმომო საფარეშოში შევიდა და კარი მიიხურა. ოთახიდან ცო-
ტა ხანს კიდევ აღწევდა მოგუდული საუბარი, შემდეგ კი ოკიაში სი-
ჩუმემ დაისადგურა. ხანგამოშვებით მესმოდა ჩუმი კვნესა და ოხ-
ვრა, მაგრამ ეს ბგერები იმდენად დახშული იყო, რომ დანამდვილე-
ბით ვერაფერს ვიტყოდი. ცხადია,ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდნენ,
მაგრამ სუჯის ვაჟიშვილის წინ ატუზული, კაბაწამოხდილი ჩემი და

95
მაინც გამახსენდა და ამ ყველაფერმა უცებ ისეთი ზიზღნარევი ცნო-
ბისმოყვარეობა აღმიძრა, მიჩენილ ადგილს ალბათ მეტი თავისუფ-
ლების შემთხვევაშიც ვერ დავტოვებდი.

***
დაახლოებით კვირაში ერთხელ ჰაცუმომოს მეგობარი ახალგაზ-
რდა კაცი (რომელიც ატრიის კერძების რესტორნის შეფ-მზარეული
აღმოჩნდა) ოკიას სტუმრობდა და წყვილი საფარეშოში იკეტებოდა.
გარდა ამისა, ისინი სხვა დროს და სხვა ადგილებშიც ხვდებოდნენ.
ეს ზუსტად ვიცოდი, რადგან იოკო ბარათების ტარებას ხშირად
მთხოვდა და მათ საუბარს ყური მოვკარი. ჩვენი ოკიის ყველა მსა-
ხურმა იცოდა, რას სჩადიოდა ჰაცუმომო, მაგრამ ის ფაქტი, რომ დე-
დასთვის, დეიდასთვის ან ბებოსთვის არც ერთ მათგანს ერთი სიტ-
ყვაც არ უთქვამს, მკაფიოდ მიუთითებდა იმაზე, თუ რაოდენ დიდი
გავლენით სარგებლობდა ჩვენზე ჰაცუმომო. საყვარელთან ურთი-
ერთობა და, მით უმეტეს, მისი ოკიაში დაბარება, საშარო საქმე იყო.
საყვარელთან გატარებულ დროს ჰაცუმომოსთვის შემოსავალი არ
მოჰქონდა, მეტიც – ამ მიზეზით იგი აცდენდა ჩაის სახლებსა და სხვა
დაწესებულებებში გამართულ ღონისძიებებს, სადაც წესით, ბევრი
ფული უნდა ეშოვა. გარდა ამისა, მდიდარ მამაკაცს, რომელიც მას-
თან ხანგრძლივი ურთიერთობით იყო დაინტერესებული და ეს საკ-
მაოდ ძვირი უჯდებოდა, ცხადია, მასზე წარმოდგენა დაეკარგებოდა,
როცა გაიგებდა, რომ ის ატრიის კერძების რესტორნის მზარეულს
ჰყვარობდა.
ერთ ღამით, როცა ჭიდან წყალი ამოვიღე და უკან ვბრუნდებოდი,
შემოსასვლელი კარის ძლიერი გაჯახუნების ხმა ჩამესმა.
– ჰაცუმომო-სან, ასე ხომ ყველას გააღვიძებ! – ჩაილაპარაკა ვი-
ღაცამ.
ალბათ ვერასოდეს გავიგებ, რატომ მიდიოდა ჰაცუმომო ასეთ
რისკზე, როცა საყვარელ მამაკაცს ოკიაში კვლავ და კვლავ იბარებ-

96
და. ვფიქრობ, თვითონ რისკი იყო მისთვის მიმზიდველი და ამაღელ-
ვებელი. თუმცა უნდა ითქვას, რომ ასე გაუფრთხილებლად ადრე
არასოდეს მოქცეულა. სასწრაფოდ დავუბრუნდი ჩემს პოზიციას და
დავიჩოქე. წამიც და, მისაღებ ოთახში ჰაცუმომომ შემოაბიჯა ქა-
ღალდის ორი ფუთით ხელში. უკან მეორე გეიშაც მოჰყვებოდა. ისე-
თი ახოვანი ქალი იყო, რომ კარის დაბალ სიოში გასვლისას თავის
დახრამ მოუწია. როცა კვლავ გაიმართა და თავზე წამომადგა, გა-
მაკვირვა მისმა გარეგნობამ. წაგრძელებული სახის ფონზე მისი ტუ-
ჩები არაბუნებრივად დიდი მომეჩვენა. ლამაზს ნამდვილად ვერავინ
უწოდებდა.
– ეს ჩვენი ჩერჩეტი უმცროსი მოახლეა, – უთხრა ჰაცუმომომ, –
მგონი, სახელიც აქვს, მაგრამ ალბათ აჯობებს, „პატარა ქალბატონი
ჩერჩეტა“ ვუწოდოთ.
– მაშ ასე, ქალბატონო ჩერჩეტა, – მომმართა მეორე გეიშამ, –
გაიქეცი და მე და შენს უფროს დას სასმელი მოგვიტანე, კარგი?
აი, თურმე ვინ ელაპარაკებოდა ჰაცუმომოს. აღმოჩნდა,რომ ეს
სულაც არ იყო მისი საყვარელი მამაკაცის ხმა.
ჰაცუმომოს საკეს ნაირსახეობა, ე.წ. ამაკუჩი უყვარდა. რბილი და
ტკბილი სასმელი იყო, მაგრამ მხოლოდ ზამთრობით ხდიდნენ და
რამდენადაც ვიცოდი, მისი მარაგი უკვე გამოლეული გვქონდა. ამი-
ტომ მის ნაცვლად ჭიქებში ლუდი ჩამოვასხი და გამოვუტანე. ჰაცუ-
მომო და მისი მეგობარი ქალი უკვე ღია დერეფანში გასულიყვნენ
და ახლა თავიანთი ხის ქოშებით სოხანეზე იდგნენ. ვხედავდი, რომ
ძალიან მთვრალები იყვნენ. იმასაც ვხედავდი, რომ ჰაცუმომოს მე-
გობარს ჩვენს პატარა ხის ქოშებში ფეხი არ ეტეოდა, ამიტომ ყოვე-
ლი ნაბიჯის გადადგმისას ორივე თავშეუკავებლად ხარხარებდა.
ალბათ ადრეც მითქვამს, რომ ხის გადახურული ხიდური სახლს გა-
რედან მიუყვებოდა. ჰაცუმომომ ფუთები მის ფიცრულ იატაკზე დააწ-
ყო და ერთ-ერთის გახსნას აპირებდა, როცა ლუდი მივართვი.
– ლუდის ხასიათზე არა ვარ, – მითხრა, დაიხარა და ორივე ჭიქა
სახლის საძირკველში ჩაცალა.

97
– მე კი ვარ! ჩემი ლუდი რატომ გადააქციე?! – წამოიძახა მისმა
მეგობარმა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
– კარგი, დაწყნარდი, კორინ! – უთხრა ჰაცუმომომ. – ამდენი და-
ლევა აღარ შეიძლება. მოდი, რა განახო, გაგიჟდები სიხარულისგან!
ამ სიტყვებით ერთ-ერთ ფუთას ზონრები შეხსნა და იატაკზე სა-
უცხოო კიმონო გაშალა. სხვადასხვა ტონის მწვანე ფონზე ფოთლებ-
შეწითლებული ვაზის ორნამენტი გამოესახათ. დიდებული აბრეშუ-
მის ბლონდი თავისი სიმსუბუქით ზაფხულს უფრო შეეფერებოდა,
ვიდრე შემოდგომას. ჰაცუმომოს მეგობარს, კორინს ნანახმა ისეთი
აღტაცება მოჰგვარა, რომ სული შეუგუბდა და ნერწყვი გადასცდა,
რასაც კვლავ მოჰყვა მათი თავაშვებული ხარხარი. გავიფიქრე, რომ
ჩემი წასვლის დრო იყო და გამომშვიდობებაც კი დავაპირე, მაგრამ
ჰაცუმომომ შემაყოვნა:
– არა, ნუ წახვალ, ქალბატონო ჩერჩეტა!
შემდეგ მეგობარს მიუბრუნდა:
– მხიარულება სწორედ ახლა იწყება. კორინ-სან, აბა, თუ გამო-
იცნობ, ვისია ეს კიმონო?
კორინი ჯერ კიდევ ახველებდა, მაგრამ როცა ხმის ამოღება შეძ-
ლო, წამოიძახა:
– ნეტავ ჩემი იყოს!
– ნურას უკაცრავად! ის იმ გეიშას ეკუთვნის, რომელიც მე და შენ
ამქვეყნად ყველაზე მეტად გვძულს.
– ოჰ, ჰაცუმომო, გენიოსი ხარ! ერთი ეს მითხარი, სატოკას კიმო-
ნო ხელში როგორ ჩაიგდე?
– სატოკა არ მიგულისხმია. „ქალბატონი სრულყოფილება“ მყავ-
და მხედველობაში.
– ვინ?!
– ვინ და ქალბატონი „ჩვენზე-ასჯერ-უკეთესი!“ ხომ გაიგე?!
ამ სიტყვებს ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა.
– მამეჰა! – წამოიძახა უცებ კორინმა. – ამას რას ვხედავ! ეს ხომ
მამეჰას კიმონოა! როგორ ვერ ვიცანი! რა გზით ჩაიგდე ხელში?!

98
– რამდენიმე დღის წინ, რეპეტიციის დროს, კაბურენჯოს თეატ-
რში რაღაც დამრჩა, – უპასუხა ჰაცუმომომ, – როცა ნივთის მოსა-
ძებნად უკან შევბრუნდი, სარდაფში ჩასასვლელი კიბეებიდან კვნე-
სის მსგავსი ხმა მომესმა. „დაუჯერებელია! ნუთუ ასეთი სახალისო
სანახაობა მელის?!“ გავიფიქრე, კიბეებს ფეხაკრეფით ჩავუყევი, შუ-
ქი ავანთე და... როგორ ფიქრობ, ვინ დამხვდა იატაკზე, ბრინჯის ორი
მარცვალივით ერთმანეთზე მიტყუპებული?
– არ მითხრა, რომ მამეჰა იყო!
– ნუ სულელობ. ეგ ისეთი კდემამოსილია, მაგას როგორ იკად-
რებდა! მისი პირისფარეში იყო, თეატრის მცველთან ერთად. კარ-
გად ვიცოდი: რომ გავეჩუმებინე, ყველაფერს შემისრულებდა, ამი-
ტომ მოგვიანებით მივაკითხე და ვუთხარი, რომ მამეჰას ეს კიმონო
მჭირდებოდა. როცა აღწერილობით მიხვდა, რომელ კიმონოზე ვე-
ლაპარაკებოდი, ტირილი დაიწყო.
– ეს რაღაა? – ჰკითხა კორინმა და გაუხსნელ ფუთაზე მიუთითა.
– ესეც კიმონოა. იმავე გოგოს თავისი ფულით ვაყიდვინე და ახ-
ლა ჩემი გახლავს, – უპასუხა ჰაცუმომომ.
– თავისი ფულით?! – გაიოცა კორინმა. – კი მაგრამ, მოახლეს
ვინ მისცა კიმონოს საყიდელი ფული?
– თუ მომატყუა და თვითონ არ უყიდია, არც მინდა გავიგო, სა-
იდან მოიტანა. ნებისმიერ შემთხვევაში, ქალბატონი ჩერჩეტა ახლა
ამას წაიღებს და საწყობში შემინახავს.
– ჰაცუმომო-სან, მე საწყობში არავინ შემიშვებს! – წამოვიძახე
შეშინებულმა.
– თუ გინდა, შენი დის ადგილსამყოფელი გაიგო, ამაღამ ბევრი
არ უნდა მალაპარაკო. შენთან დაკავშირებით გარკვეული გეგმები
მაქვს. მოგვიანებით შეგიძლია შეკითხვა დამისვა და აუცილებლად
გიპასუხებ.
ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე დავუჯერე, მაგრამ ჰაცუმომოს უდავოდ
ჰქონდა იმდენი ძალაუფლება, რომ ჩემთვის ცხოვრება გაემწარები-
ნა, როცა ამის სურვილი გაუჩნდებოდა. ამიტომ, დამორჩილების
გარდა, სხვა არჩევანი არ მქონდა.

99
ქაღალდში გამოკრული კიმონო ხელში მომაჩეჩა და ეზოში, საწ-
ყობისკენ გამიძღვა. შემდეგ კარი გააღო და შუქის ჩამრთველს ტკა-
ცანით დააჭირა ხელი. დავინახე თაროები, რომლებზეც ზეწრები და
ბალიშები, ჩაკეტილი სკივრები და რამდენიმე დაკეცილი ფუტონი
ეწყო. ჰაცუმომომ მკლავში ხელი ჩამავლო, შენობის გარეთა კე-
დელზე მიდგმულიკიბისკენ მიმითითა და მითხრა:
– კიმონოები ზევით არის.
კიბით სულ ბოლო სართულზე ავედი და გორგოლაჭებიანი კარი
გავწიე. პირველი სართულისგან განსხვავებით, სხვენზე თაროები
არსად ჩანდა. მათ ნაცვლად კედლის გასწვრივ ერთმანეთზე შემო-
ეწყოთ მოჭიქული კოლოფები, რომლებიც ჭერს სწვდებოდა. ამ ორ
კედელს შორის გამავალი დერეფანი ვენტილაციის მიზნით ჭილო-
ფის დარაბებიანი სარკმლებით ბოლოვდებოდა. ქვედა სართულის
მსგავსად, ეს სივრცეც ცუდად იყო განათებული, თუმცა კოლოფებზე
შავი ასოებით ამოტვიფრული წარწერების ამოკითხვა მაინც არ გა-
მიძნელდა: Kata-Komon Ro (ტრაფარეტული ნახატი, ღია წნული,
აბრეშუმის ბლონდი); Kkuromoncuki avanse (შავ-კამონიანი საგა-
რეო კიმონოები შიდა პირნაკეთობით). ეს და სხვა მსგავსი წარწერე-
ბი ამოვიკითხე კოლოფების თავსახურებზე. სიმართლე რომ გით-
ხრათ, იმ დროისთვის ყველა იეროგლიფს ჯერ კიდევ არ ვიცნობდი,
მაგრამ კოლოფს, რომელსაც ჰაცუმომოს სახელი ეწერა, ბოლო თა-
როზე მაინც მივაგენი. მისი ჩამოღება გამიჭირდა, მაგრამ როგორც
იქნა, მოვახერხე და ახალი კიმონო ასეთსავე ქაღალდში გახვეულ
სხვა კიმონოებს მივამატე, კოლოფი კი თავის ადგილას დავაბრუნე.
ცნობისმოყვარეობამ მძლია და სხვა კოლოფებიც სწრაფად გავხსე-
ნი. ყველა მათგანი პირამდე სავსე იყო და დაახლოებით თხუთმე-
ტამდე კიმონოს იტევდა. ამ გადაჭედილი საწყობის დათვალიერების
შემდეგ საბოლოოდ მივხვდი, ასე რატომ უფრთხოდა ბებო ხან-
ძრებს. კიმონოების ამ კოლექციის ფასი ალბათ იოროიდოსა და
სენძურუს ერთად აღებულ ღირებულებას აჭარბებდა. კარგა ხნის
შემდეგ შევიტყვე, რომ კიდევ უფრო ძვირფასი კიმონოები სხვაგან
ინახებოდა. მათ მხოლოდ შეგირდი-გეიშები იცვამდნენ, და რადგან

100
ჰაცუმომოს მათი ჩაცმა უკვე აღარ შეეძლო, მორიგი მომხმარებლის
გამოჩენამდე ისინი საგანგებოდ დაქირავებულ სეიფებში ჰქონდათ
ჩაკეტილი.
სანამ სხვენზე ვიყავი, ჰაცუმომო თავის ოთახში ასულიყო კა-
ლიგრაფიისთვის საჭირო მელანტერიტის,22 ჩხირებისა და ფუნჯების
ჩამოსატანად. როცა კიმონო გაშალა, მეგონა, ბარათის დაწერას და
ქსოვილის ნაკეცებში მის ჩამალვას აპირებდა. მელანტერიტს ჯერ
ჭიდან ამოღებული წყალი მოაპკურა, შემდეგ ჩამოჯდა და ნაყვა და-
უწყო. როცა ფხვნილის შავმა ფერმა და ხარისხმა დააკმაყოფილა,
ქვის ზედაპირს ფუნჯი გაუსვა. ფუნჯმა მელანი მთლიანად, ისე შე-
იწოვა, რომ ზედმეტი წვეთიც კი არ დაღვრილა. შემდეგ ფუნჯი გამო-
მიწოდა, ხელი დამიჭირა, გაშლილ კიმონოსთან დამსვა და მითხრა:
– აბა, მოდი, კალიგრაფიაში ხელი გაივარჯიშე, პატარა ჩიო.
კიმონო, რომელიც გეიშა მამეჰას ეკუთვნოდა (ეს სახელი იმხა-
ნად ჩემთვის სრულიად უცნობი იყო), ხელოვნების ნიმუში გახ-
ლდათ. ქობიდან წელამდე მოიკლაკნებოდა ულამაზესი ვაზის ლერ-
წი, რომელიც სქელი ჭიქურით საგანგებოდ დამუშავებული და ერ-
თმანეთზე წვრილი მავთულივით გადახვეული ძაფებით იყო ამო-
ქარგული. ნაქარგი ქსოვილს ერწყმოდა, მაგრამ ვაზი იმდენად
ჰგავდა ნამდვილს, რომ ასე მეგონა, სურვილის შემთხვევაში თი-
თებში მოვიმწყვდევდი და მიწიდან სარეველასავით ამოვიღებდი.
მცენარის ფოთლები თითქოს შემოდგომის მზეს გაეცრიცა და მათ-
თვის სიყვითლეც კი შეეპარებინა.
– ამას ვერ გავაკეთებ, ჰაცუმომო-სან! – წამოვიძახე.
– გრცხვენოდეს, საყვარელო, – მითხრა მისმა მეგობარმა,– გა-
ნა არ იცი, რომ დის ნახვა არ გეღირსება, თუ ჰაცუმომოს თხოვნას
კიდევ ერთხელ გაამეორებინებ?
– გაჩუმდი, კორინ! ჩიომ უშენოდაც იცის, რომ ჩემი ნათქვამი უნ-
და შეასრულოს. მიდი, დააწერე რამე ქსოვილს, პატარა ჩერჩეტა.
სულ ერთია, რას დააწერ!

22 მელნის ქვა, ადვილად იხსნება წყალში, იყენებდნენ საწერ საშუალებად

101
როცა ფუნჯი კიმონოს პირველად შეეხო, კორინი ისე აღელდა,
რომ წამოიკივლა და ერთ-ერთი ხანდაზმული მოახლე გააღვიძა.
თავშეხვეულმა, ღამის ფართხუნაპერანგიანმა მოახლემ თავისი
ოთახიდან დერეფანში გამოიხედა, მაგრამ ჰაცუმომომ ფეხი დააბა-
კუნა და რაღაც კატისებრი, უეცარი ნახტომიც კი გააკეთა, რაც საკ-
მარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მოახლეს ისევ ლოგინში ჩაერგო
თავი.
ქსოვილს, რომელსაც მკრთალი მწვანე საღებავი თითქოს ფქვი-
ლივით ჰქონდა მოფრქვეული, ფუნჯი რამდენჯერმე გავუსვ-გამო-
ვუსვი, მაგრამ ამ სუსტი შტრიხებით კორინი არ დაკმაყოფილდა.
საქმეში ჰაცუმომო ჩაერთო და გარკვეული მითითებები მომცა იმის
შესახებ, თუ რა ადგილას რა სახის ნიშნები უნდა დამესვა. ეს არ იყო
რაიმე სიმბოლური აზრის მატარებელი ნიშნები. უბრალოდ, ჰაცუ-
მომო პროცესს შემოქმედებითად მიუდგა. შემდეგ კიმონო დაკეცა,
შეფუთა, ზონრებით შეკრა და კორინთან ერთად, სადარბაზო კ
კენ გასწია. ქალებმა კვლავ გაუყარეს ფეხი თავ-თავიანთ მოჭიქულ
ძორებს, და როცა სადარბაზოს კარისკენ გოგმანით დაიძრნენ, ჰა-
ცუმომომ მიბრძანა, უკან გავყოლოდი:
– ჰაცუმომო-სან, ოკიას უნებართვოდ ვერ დავტოვებ,დედა ძა-
ლიან გამიბრაზდებაI
– ნებართვას მე გაძლევ, – გამაწყვეტინა ჰაცუმომომ,
– ეს კიმონო პატრონს ხომ უნდა დავუბრუნოთ? იმედია, არ მა-
ლოდინებ!
რა გზა მქონდა, ფეხზე ჩავიცვი და გავედევნე. ჩვენი შუკა გავია-
რეთ და გავუხვიეთ ქუჩაზე, რომელიც მდინარე სირაკავას მიუყვე-
ბოდა. იმ დროს გიონის შუკები და ქუჩაბანდები ჯერ კიდევ ლამაზად
იყო მოკირწყლული. მთვარის შუქით განათებული ქუჩის რამდენიმე
კვარტალი უკან მოვიტოვეთ და ჩავუარეთ მტირალა ალუბლის ხე-
ებს, რომლებიც მდინარის შავ წყალს თავჩაქინდრულები წამოს-
დგომოდნენ თავზე; ბოლოს მივადექით ხის მორკალულ ხიდს, რო-
მელიც გიონის იმ უბანს გადაჰყურებდა, ადრე რომ არ ვიცნობდი.

102
ქვის ჯებირს აქა-იქ ბღუჯებად მოსდებოდა ხავსი. ჯებირს გრძელი გა-
ლავანივით მიუყვებოდა ერთმანეთზე მიტყუპებული ჩაის სახლები-
სა და ოკიების უკანა კედლები. ფანჯრებზე ჩამოფარებული, ლერ-
წმისგან მოწნული დარაბები ოთახიდან გამოჟონილ ყვითელ შუქს
ისეთ წვრილ ზოლებად სერავდა, რომ იმ დილით ჩვენი მზარეულის
ხელით დაქუცმაცებული ბოლოკი გამახსენდა. ოთახებიდან მამაკა-
ცებისა და გეიშების სიცილი მოისმოდა. ერთ-ერთ ჩაის სახლში, რო-
გორც ჩანს, რაღაც ძალიან სახალისო ამბავი ტრიალებდა, რადგან
ხარხარი არ წყდებოდა და სულ უფრო ძლიერდებოდა.
ბოლოს ყველაფერი მიწყნარდა და მხოლოდ შამისენის ჟღარუ-
ნის ხმა გამოდიოდა რომელიღაც სხვა წვეულებიდან. გიონს სალა-
ღობოდ და თავშესაქცევად ბევრი ადამიანი სტუმრობდა. ამიტომ გა-
მიჩნდა კითხვა: ერთ-ერთ მსგავს ლხინს ამ წუთებში იქნებ საცუც ეს-
წრებოდა? მერე რა, რომ ავაჯიუმიმ სარეგისტრაციო ოფისში მით-
ხრა, ეს გოგო გიონში არც კი მეგულებაო.
ჰაცუმომო და კორინი ხის კართან შეყოვნდნენ.
– ახლა ამ კიმონოს ზევით აიტან და მოახლეს გადასცემ, – მით-
ხრა ჰაცუმომომ, – თუ „ქალბატონმა სრულყოფილებამ“ კარი თვი-
თონ გაგიღო, შეგიძლია მას გადასცე. ნურაფერს ეტყვი, უხმოდ გა-
უწოდე, ჩვენ კი აქ დაგელოდებით და თვალს გადევნებთ.
ამ სიტყვებით ფუთა ხელში მომაჩეჩა, კორინმა კი კარი გამიღო.
კიბის გალაქული საფეხურები სრულ წყვდიადში მიიწევდნენ ზემოთ.
შიშით ისე ვკანკალებდი, რომ მხოლოდ შუა კიბემდე მივაღწიე და
გავჩერდი.
– ადი, ადი, პატარავ! – სისინით წამაქეზა ქვემოდან კორინმა. –
შეჭმას არავინ გიპირებს! აი, მაგ ფუთით ხელში უკან თუ ჩამოხვალ,
მაშინ შენი შეჭმა მე და ჰაცუმომოს მოგვიწევს, ხომ ასეა, ჰაცუმომო-
სან?
ჰაცუმომომ ამოიოხრა, მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს. კორი-
ნი თვალებმოჭუტული ჩაშტერებოდა წყვდიადს და ცდილობდა, სიბ-
ნელეში როგორმე თვალი მოედევნებინა ჩემთვის. მაგრამ თვითონ

103
ჰაცუმომო ყურადღებას არ მაქცევდა, იდგა მასზე ერთი თავით მაღა-
ლი კორინის გვერდით და ფრჩხილს იკვნეტდა. იმ წუთებშიც კი, რო-
ცა შიშით აღარ ვიყავი, თვალში კიდევ ერთხელ მომხვდა ჰაცუმო-
მოს უჩვეულო მშვენიერება. მორიელივით ავი კი იყო, მაგრამ სილა-
მაზით ფრჩხილის კვნეტის დროსაც კი სჯობდა სხვა გეიშებს, რომ-
ლებიც ფოტოობიექტივების წინ საგანგებოდ იჭერდნენ კეკლუც პო-
ზებს... თავისი მეგობარი კორინისგან ისე კონტრასტულად გან-
სხვავდებოდა, როგორც პატიოსანი თვალი გზისპირას მიგდებული
ლოდისგან. საზეიმო ვარცხნილობა კორინს აშკარად ხელს უშლიდა
და კიმონოც თითქოს მუდამ ფეხებში ედებოდა. ჰაცუმომოს კი ეს სა-
მოსი საკუთარი კანივით ჰქონდა მორგებული.
კიბისთავამდე რომ ავაღწიე, ბნელში ჩავიმუხლე და მასპინ-
ძლებს გავძახე:
– უკაცრავად!
პასუხს დაველოდე, მაგრამ ხმა არავინ გამცა.
– უფრო ხმამაღლა! ისინი ხომ არ გელოდებიან! – ამომძახა კო-
რინმა.
– უკაცრავად! – გავიმეორე კვლავ.
– ახლავე! – მოგუდული ხმით შემეხმიანა ვიღაც და ცოტა ხანში
კარი სრიალით გაიღო. ზღურბლთან გოგონა დაჩოქილიყო. საცუზე
ბევრად უფროსი არ იქნებოდა, მაგრამ ჩიტივით გალეული და მასა-
ვით მოუსვენარი ჩანდა. შეკვრა რომ გავუწოდე, ძალიან გაუკვირდა
და შეშფოთებული, თითქმის სასოწარკვეთილი სახით გამომართვა.
– ვინ არის, ასამი-სან? – გამოსძახა ვიღაცამ ოთახის სიღრმი-
დან.
ახლად გაწყობილი ფუტონის გვერდით, ძველებურ ქვესადგამზე,
ქაღალდის ფარანი ბჟუტავდა. უცებ მივხვდი, რომ ფუტონი მამეჰას
ეკუთვნოდა. ტკიცინა ზეწრებმა და აბრეშუმის ლამაზმა საბანმაც
ამაზე მიმანიშნა და ტაკამაკურად წოდებულმა მაღალმა ბალიშმაც,
რომლის მსგავსს ჰაცუმომოც იყენებდა. სინამდვილეში, ბალიში კი
არა, ხის მაღალ საყრდენზე დამაგრებული მუთაქა იყო, რომელსაც

104
გეიშა ძილის დროს კისრით ეყრდნობოდა. რთული ვარცხნილობის
ხელუხლებლად შენარჩუნების ერთადერთ საშუალებას სწორედ ეს
მოწყობილობა წარმოადგენდა. მოახლეს ხმა არ ამოუღია. კიმო-
ნოს, რაც შეიძლება ფრთხილად შემოაცალა შესაფუთი ქაღალდი
და სამოსი ხელში შეატრიალა, რათა შუქზე უკეთ დაენახა. მელნით
მოთხუპნილი ქსოვილის დანახვისას ხმამაღლა ამოიოხრა, პირზე
ხელი მიიფარა და იმწამსვე ცრემლები გადმოყარა.
– ასამი-სან! ვინ მოვიდა? – კვლავ გამოსძახეს ოთახიდან.
– არავინ, ქალბატონო! – უპასუხა მოახლემ.
სასტიკად შემებრალა, როცა დავინახე, როგორ შეიხოცა ცრემ-
ლები სახელოზე. სანამ კარს მიხურავდა, დიასახლისს მოვკარი
თვალი და იმწამსვე მივხვდი, რატომაც უწოდებდა ჰაცუმომო მამე-
ჰას „ქალბატონ სრულყოფილებას'". მისი ოვალური, თოჯინის სახე-
სავით იდეალურად მოყვანილი სახე კოსმეტიკის გარეშეც კი ჩინუ-
რი ფაიფურივით პრიალა და ნატიფი იყო.
მამეჰა კარს მიუახლოვდა და ჩაბნელებულ კიბეს თვალი ჩააყო-
ლა, მაგრამ მოახლემ კარი სწრაფად მიხურა და ისიც თვალს მიეფა-
რა.

***
მეორე დილით, გაკვეთილების შემდეგ ოკიაში დაბრუნებულს,
ქვედა სართულზე, დარბაზობებისთვის განკუთვნილ ოთახში დედა,
ბებო და დეიდა ერთმანეთის გვერდიგვერდ გამწკრივებულები დამ-
ხვდნენ. ეჭვი არ შემპარვია, რომ სწორედ იმ კიმონოზე საუბრობ-
დნენ. ჰაცუმომოს დაბრუნებისთანავე მოახლემ მისი მოსვლის ამბა-
ვი დედას მიურბენინა.
დედა დერეფანში გამოვიდა, ჰაცუმომო კიბეზე შეაჩერა და უთ-
ხრა:
– ამ დილით მამეჰამ და მისმა პატარა მოახლემ მოგვაკითხეს.
– ვიცი, დედა, რის თქმასაც აპირებ, – ამოიოხრა ჰაცუმომომ, –
საშინლად ვწუხვარ იმ კიმონოს გამო. სანამ დასვრიდა, ვცადე ჩიოს

105
შეჩერება, მაგრამ უკვე გვიანღა იყო. ალბათ ის კიმონო ჩემი ეგონა!
ნეტავ, ასე რატომ ვძულვარ დღიდან აქ მოსვლისა?! ან როგორ გა-
ბედა ასეთი ლამაზი კიმონოს გაოხრება, მხოლოდ იმიტომ, რომ მე
გავემწარებინე!
ამჯერად დერეფანში კოჭლობით დეიდაც გამოვიდა და ჰაცუმო-
მოს შესძახა:
– მატე მასიტა!
მისი სიტყვები მშვენივრად გავიგე. „ჩვენ გელოდით!“ – აი, რას
ნიშნავდა ეს ფრაზა. წარმოდგენა არ მქონდა, ამ შემთხვევაში რისი
თქმა სურდა დეიდას, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს რეპლიკა საკმა-
ოდ მრავლისმთქმელი იყო, რადგან კაბუკის სპექტაკლების დროს
სცენაზე რომელიმე დიდი ვარსკვლავის გამოჩენას სწორედ ამ ფრა-
ზით ეგებებოდნენ.
– დეიდა, ნუთუ მართლა ფიქრობ, რომ ამ კიმონოს გაფუჭებაში
რაიმე წვლილი მიმიძღვის? – ჰკითხა ჰაცუმომომ. – ასეთი რამ რა-
ტომ უნდა გამეკეთებინა?
– ყველამ იცის, როგორ გძულს მამეჰა, – უპასუხა დეიდამ, – შენ
ყველა გძულს, ვინც წარმატებულია.
– თუ ასეა, მაშ, შენზე მზე და მთვარე უნდა ამომდიოდეს! – თქვა
ჰაცუმომომ.
– ნუღარ გააგრძელებთ! – გააწყვეტინა დედამ. – ახლა კი ყური
მიგდე, ჰაცუმომო: ხომ არ გგონია, რომელიმე ჩვენგანი ისეთი ცალ-
ტვინაა, რომ შენი ზღაპრები დაიჯეროს? ოკიაში ასეთ საქციელს
აღარ ავიტან, შენგანაც კი! მამეჰას დიდ პატივს ვცემ და არ მსურს,
რომ მსგავსი ჩივილი მისგან მეორედ გავიგო. რაც შეეხება კიმო-
ნოს, მისი საფასური ვიღაცამ უნდა გადაიხადოს. არ ვიცი, გუშინ ღა-
მით რა მოხდა, მაგრამ ფუნჯი ვის ეჭირა, სადავო ნამდვილად არ
არის. მოახლემ თავისი თვალით ნახა ეს ბავშვი ფუნჯით ხელში. ჰო-
და, გადამხდელიც ეს იქნება! – თქვა და ყალიონი კვლავ პირში ჩა-
იდო.
ამასობაში ოთახიდან ბებო გამოვიდა და მოახლეს ბამბუკის
გრძელი ჭოკის მოტანა უბრძანა.

106
– ჩიოს თავისი ვალიც ეყოფა, არ მესმის, ჰაცუმომოს ნაცვლად
რატომ უნდა დაიხარჯოს? – ჩაერია დეიდა.
– კმარა ლაპარაკი! – გააწყვეტინა ბებომ. – ეს გოგო უნდა გა-
ილახოს და კიმონოს საფასურიც მან უნდა გადაიხადოს, მორჩა და
გათავდა! სად არის ბამბუკი?!
– მე თვითონ ვცემ, – თქვა დეიდამ, – არ მინდა სახსრები ისევ
იტკინო, ბებო. წამოდი, ჩიო!
ამასობაში მოახლემ ჭოკი მოიტანა და დეიდამ ეზოში გამიყვანა.
გაგულისებულს ნესტოები დაჰბეროდა, თვალები ისე ჰქონდა დაძა-
ბული, როგორც მთელი ძალით შეკრული მუშტები. ოკიაში მოს-
ვლის დღიდან ყოველთვის ვფრთხილობდი, ისეთი არაფერი გამეკე-
თებინა, რომ საქმე ცემამდე მისულიყო. უცებ ალმური მომედო და
ჩემ ფეხქვეშ დაგებული ფილები თანდათან ბუნდოვან ლაქებად იქ-
ცა... მაგრამ დეიდამ ჭოკი საწყობის კედელს მიაყუდა და ჩუმად ჩა-
მილაპარაკა:
– რა დაუშავე ჰაცუმომოს ასეთი, შენი განადგურება ოცნებად
რომ აქვს ქცეული? ასეთი რამ უმიზეზოდ არ მოხდებოდა. და მე მინ-
და ეს მიზეზი ვიცოდე!
– დამიჯერე, დეიდა, პირველივე დღიდან ასე მექცევა. არ ვიცი,
რა დავუშავე.
‒ ბებო რეგვენს კი ეძახის, მაგრამ ჰაცუმომო უჭკუო ნამდვილად
არ არის. თუ შენი კარიერის ჩაშლა განიზრახა, უკან არ დაიხევს. თუ
რაღაცის გამო აბრაზებ, ჯობს, ამაზე ხელი აიღო.
– ასეთი არაფერი გამიკეთებია, დამიჯერე, დეიდა.
– არასოდეს ენდო, თუნდაც დახმარება შემოგთავაზოს. უკვე იმ-
დენი ვალი აგკიდა, რამდენიც უნდა იმუშაო, ვერასოდეს აუხვალ.
– ვერ გავიგე, რა ვალი?
– თუ ვერ გაიგე, აგიხსნი: კიმონოსთან დაკავშირებული ეს მისი
ხრიკი იმდენი ფული დაგიჯდება, თვალით რომ არასოდეს გინახავს.
– კი მაგრამ, როგორ უნდა გადავიხადო?!

107
– როცა გეიშად მუშაობას დაიწყებ, ოკიის ამ ზარალის ანაზღაუ-
რებაც მოგიწევს და სხვა ხარჯებისაც – საჭმელი იქნება ეს, გაკვეთი-
ლები თუ ექიმის გასამრჯელო. ამ ყველაფერს თვითონ უნდა გაუმ-
კლავდე. როგორ გგონია, ოთახში ჩაკეტილი დედა მთელი დღე რა-
ტომ იქექება თავის დავთრებში? ოკიას ის თანხაც კი უნდა აუნაზღა-
ურო, შენს შესაძენად რომ გადავიხადეთ!
გიონში გატარებული რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაკ-
ვირველია, მივხვდი, რომ ჩემი და საცუს სახლიდან წამოყვანა აღებ-
მიცემობის შედეგი იყო. ხშირად მახსენდებოდა ყურმოკრული სა-
უბარი, რომელიც მამაჩემსა და ბატონ ტანაკას შორის შედგა. ქალ-
ბატონმა ცქმუტიამ რომ თქვა, „შესაფერისები“ არიანო, არც ეგ დამ-
ვიწყებია. „ნუთუ ბატონმა ტანაკამ ჩვენი გაყიდვით იხეირა? ნეტავ რა
ფასი გვედო?“– ხშირად მიტრიალებდა თავში ეს კითხვები, მაგრამ
ამ თანხების ანაზღაურება თუ მე მომიწევდა, ნამდვილად ვერ წარ-
მოვიდგენდი.
– გადახდა რომ შეძლო, გეიშად დიდხანს უნდა იმუშაო, – განაგ-
რძო დეიდამ, – მაგრამ თუ ჩემსავით წარუმატებელი გეიშა აღმოჩ-
ნდი, ამას ვერ გააკეთებ. ხომ არ გინდა, მომავალში შენც ასე იცხოვ-
რო?
ჩემთვის იმ წუთებში სულერთი იყო, როგორი მომავალი მელო-
და.
– თუ გინდა, რომ გიონში საქმე ცუდად წაგივიდეს, ამისთვის უამ-
რავი გზა არსებობს, – განაგრძო დეიდამ, – შეგიძლია, გაქცევა სცა-
დო. თუ ამას ერთხელ მაინც გაბედავ, დედა შენში ფულის დაბანდე-
ბას არახელსაყრელად მიიჩნევს. ან კი რატომ უნდა დაახარჯოს ფუ-
ლი ისეთ ვინმეს, ვინც ნებისმიერ წუთში შეიძლება გაუჩინარდეს?
ასეთ დროს გაკვეთილებს უნდა დაემშვიდობო, უსწავლელად კი გე-
იშა ვერასოდეს გახდები. არის სხვა ხერხებიც: მაგალითად, შეგიძ-
ლია შენს მასწავლებლებთან თავი არ გამოიჩინო და სამუდამოდ
დაუკარგო მათ სურვილი, რომ ხელი შეგიწყონ (არადა, მათი ხელ-
შეწყობა ძალიან გჭირდება), სხვა გზასაც დაგისახელებ: ჩემსავით

108
მახინჯი ქალი უნდა დადგე. როცა ჩემმა მშობლებმა ბებოს მიმყი-
დეს, ასეთი უშნო გოგო სულაც არ ვიყავი, მაგრამ დროთა განმავ-
ლობაში აღარ ვივარგე და ამისთვის ბებომ სამუდამოდ მომიძულა.
ერთხელ რაღაცის გამო სასტიკად მცემა და ცალი თეძო ჩამილეწა.
აი, მაშინ დამთავრდა ჩემი გეიშობა. შენი ცემაც სწორედ იმიტომ ვი-
კისრე, რომ ბებოს ხელში არ ჩავარდნოდი.
ამ სიტყვებით დეიდამ ხიდურში შემიყვანა და პირქვე დაწოლა
მიბრძანა. ჩემთვის სულერთი იყო, მცემდა თუ არა. ასე მეგონა, რაც
მჭირდა, იმაზე უარეს მდგომარეობაში უკვე აღარასდროს აღმოვ-
ჩნდებოდი. ყოველ ჯერზე, როცა ჩემი სხეული ბამბუკის ჭოკის ქვეშ
ხტოდა, ისე ხმამაღლა ვკიოდი, რამდენადაც გამბედაობა ამის საშუ-
ალებას მაძლევდა, თან თვალწინ მედგა ჰაცუმომოს ლამაზი სახე,
რომელიც ახლა ალბათ ზემოდან ღიმილით დამცქეროდა.
როცა ჩემს ცემას მორჩა, დეიდამ აცრემლებული იქვედამტოვა.
უცებ ვიგრძენი, როგორ შეაზანზარა ხიდურის ფიცრული იატაკი ვი-
ღაცის ნაბიჯებმა. წამიც და, თავზე ჰაცუმომო წამომადგა.
– ჩიო, ძალიან მადლიერი დაგრჩები, თუ გზიდან ჩამომეცლები.
– თქვენ ხომ შემპირდით, რომ დას მაპოვნინებდით, ჰაცუმომო?
– დიახ, შეგპირდი!
ჰაცუმომო დაიხარა და სახე სულ ახლოს მომიტანა. მეგონა, მეტ-
ყოდა, ჯერ ჩემთვის საკმარისი სამსახური არ გაგიწევია და როცა კი-
დევ ერთ საქმეს გამოგიჩენ, დის ამბავსაც მაშინ გაგიმხელო, მაგ-
რამ სულ სხვა რამ გავიგონე.
– შენი და ჯორო-იაშია, რომელსაც „ტაცუიო“ ეწოდება, ‒ მით-
ხრა უცებ, – ცნობისთვის: ეს დაწესებულება გიონის სამხრეთით, მი-
აგავას უბანშია! – დასძინა მან და ფეხი წამკრა.
მეც ავდექი და გზა დავუთმე.

109
თავი მეექვსე

სიტყვა „ჯორო-ია“ მანამდე არასოდეს გამეგო. ამიტომ მეორე სა-


ღამოს, როცა დეიდას საკერავით სავსე ლანგარი ხელიდან გაუვარ-
და და ნივთების აკრეფა მთხოვა, ვკითხე:
– დეიდა, რა არის ჯორო-ია?
დეიდამ არ მიპასუხა და კოჭზე ძაფის დახვევა გააგრძელა.
‒ დეიდა! – დავუძახე კიდევ ერთხელ.
‒ ეს ის ადგილია, სადაც ჰაცუმომო ამოყოფს თავს, თუ ოდესმე
ის მიიღო, რისი ღირსიც არის! – მიპასუხა მოხუცმა.
საუბრის გაგრძელება აშკარად არ სურდა, ამიტომ იძულებული
გავხდი, ამით დავკმაყოფილებულიყავი. ჩემი შეკითხვა, არსები-
თად, უპასუხოდ დარჩა, მაგრამ გარკვეული შთაბეჭდილება მაინც
ჩამომიყალიბდა: საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ საცუს ჩემზე მეტი
სატანჯველი ადგა. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ პირველივე
შესაძლებლობისთანავე „ტაცუიოში“ შევპარულიყავი.
ჩემდა საუბედუროდ, მამეჰას კიმონოს დაზიანებისთვის, სხვა
ბევრ სასჯელთან ერთად, ორმოცდაათდღიანი შინაპატიმრობაც და-
მიწესეს. სკოლაში სიარული მხოლოდ გოგრას თანხლებით შემეძ-
ლო, მაგრამ სხვადასხვა საქმეზე ქალაქში აღარავინ მიშვებდა. იქ-
ნებ მომეხერხებინა კიდეც გარეთ გასვლა, მაგრამ ჭკუა მყოფნიდა,
რომ ასეთი სისულელე არ ჩამედინა. დავიწყოთ იმით, რომ ხსენე-
ბული „ტაცუიოს“ ადგილმდებარეობა არ ვიცოდი; მაგრამ ყველაზე
უფრო შემზარავი სხვა რამ იყო: როგორც კი ჩემს გაუჩინარებას შე-
იტყობდნენ, ბატონ ბეკუს ან სხვა ვინმეს დამადევნებდნენ. მეზობე-
ლი ოკიიდან იმ დღეებში ახალგაზრდა მოახლე გაიქცა, მეორე დი-
ლითვე დააბრუნეს და რამდენიმე დღე ისე სცემდნენ, მისი კივილის-
გან გული საგულეში აღარ გვქონდა. ზოგჯერ ყურებზე ხელს ვიფა-
რებდი, რომ ეს ხმა არ გამეგონა. გადავწყვიტე, შინაპატიმრობის ვა-
დის ამოწურვამდე მომეთმინა, მანამდე კი შევეცადე, ჰაცუმომოსა

110
და ბებოსთვის მათი სიავის გამო სამაგიერო გადამეხადა. ჰაცუმო-
მოს შემდეგნაირად მივაგე საკადრისი: ეზოში მიმობნეულ ქვებზე
მტრედების სკორე ავფხიკე და მის მალამოს შევურიე. მისგანვე ვი-
ცოდი, რომ ეს საცხი ბულბულის სკორეს შეიცავდა, ამიტომ ჰაცუმო-
მოს, სავარაუდოდ, არაფერი დაუშავდებოდა, მე კი კმაყოფილი დავ-
რჩი. ბებოს იმით გადავუხადე, რომ მის ღამის პერანგს შიგნიდან
ფეხსალაგის გასაწმენდი ჩვარი ამოვუსვი, მერე კი სიამოვნებით ვა-
დევნებდი თვალს, როგორ წრიალებდა და ყნოსავდა თავის პე-
რანგს. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ჩემი დასჯა მზარეულმაც
იკისრა, თუმცა მისთვის ეს არავის უთხოვია. სასჯელი იმაში მდგო-
მარეობდა, რომ ჩემთვის თვეში ორჯერ გამოყოფილი შებოლილი
თევზის ულუფა შეამცირა. დიდხანს ვფიქრობდი, როგორ მეძია შუ-
რი. ერთხელ დავინახე, როგორ მისდევდა თაგვს საბეგველით ხელ-
ში, და მივხვდი, რომ კატაზე მეტად თვითონ სძულდა თაგვები. ამით
ვისარგებლე, მთავარი სახლის საძირკველში თაგვის ცურცლი მო-
ვაგროვე და სამზარეულოში მიმოვაბნიე. ესეც არ ვიკმარე: წვეტიანი
ჩხირი მოვიმარჯვე და ბრინჯით სავსე ტილოს ტომარა გამოვხვრი-
ტე. იძულებული გახდა, განჯინებიდან ყველაფერი გამოეწყო და
მღრღნელების კვალი ეძებნა.

***
ერთხელ, როცა ჰაცუმომოს მოლოდინში ვფხიზლობდი, ტელე-
ფონის ზარი ჩამესმა. ცოტა ხანში ოთახიდან იოკო გამოვიდა და კი-
ბეს აუყვა. რომ მობრუნდა, ხელში ჰაცუმომოს შამისენი ეჭირა. დაშ-
ლილი საკრავი მოჭიქულ კოლოფში იდო.
– ეს ჩაის სახლ „მიძუკიში“ უნდა წაიღო, – მითხრა იოკომ, – ჰა-
ცუმომომ სანაძლეო წააგო და შამისენის თანხლებით უნდა იმღე-

111
როს. არ ვიცი, რა ჭია შეუჯდა, მაგრამ ჩაის სახლის მიერ შეთავაზე-
ბული საკრავი დაიწუნა და თავისას ითხოვს. ალბათ დროს იგებს,
იმიტომ, რომ შამისენისთვის წლებია, ხელი არ დაუკარებია.
იოკომ აშკარად არ იცოდა ჩემი დატუსაღების ამბავი, რაც სულაც
არ იყო გასაკვირი. მნიშვნელოვანი სატელეფონო ზარი რომ არ გა-
მოჰპარვოდა, მსახურების ოთახიდან გამოსვლის უფლებას იშვია-
თად აძლევდნენ და ოკიის ცხოგრებაში ჩართული არ იყო. იოკოს
საკრავი გამოვართვი, როგორც კი მან მიძუკის ადგილმდებარეობა
ამიხსნა, დერეფანში გავედი და ფეხზე ჩავიცვი. მთელ ტანში მწიწ-
კნიდა მღელვარებისგან, ვაითუ ვინმეს შემოესწრო და გავეჩერები-
ნე. მოახლეებს, გოგრას და სამ უფროს ფარეშს ეძინა. იოკოც წუთი
წუთზე აპირებდა გასვლას. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ ბოლოს
და ბოლოს, დის პოვნის შესაძლებლობა გამომიჩნდა.
უცებ ხმადაბლა, მოგუდულად დაიქუხა. წვიმის სუნი ვიგრძენი,
ნაბიჯს ავუჩქარე და ჩავუყევი ქუჩებს, რომლებსაც ჯგუფ-ჯგუფად უკ-
ვე მოსდებოდნენ მამაკაცები და გეიშები. ზოგიერთი მათგანი გა-
ოცებული მიყურებდა. საქმე ის იყო, რომ იმხანად ჯერ კიდევ არსე-
ბობდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც შამისენის დამტარებ-
ლების ფუნქციას ასრულებდნენ და ლუკმაპურს სწორედ ამ გზით
შოულობდნენ, მაგრამ ისინი მეტწილად ხანდაზმულები იყვნენ. ამ
საქმეს ბავშვებს არასოდეს ავალებდნენ, ამიტომ არ იყო გამორიცხ-
ული, რომ გამვლელებს საკრავის ქურდი ვგონებოდი.
ჩაის სახლს რომ მივაღწიე, გაწვიმდა, მაგრამ შენობას ისეთი დი-
დებული შესასვლელი ჰქონდა, შიგნით ფეხის შედგმაც კი მომერი-
და. ზღურბლთან დაკიდებული კრეტსაბმელი ოდნავ გადაწეული
იყო და შიგნიდან მოჩანდა შეფიცრული კედლები, რომლებსაც ნაზი
ნარინჯისფერი დაჰკრავდა.
ვეებერთელა ლარნაკში, რომლისკენაც პრიალა ქვებით მოკირ-
წყლული ბილიკი მიიკლაკნებოდა, შემოდგომის წითელი, ულამაზე-
სი ფოთლებით დახუნძლული, ნეკერჩხლის დაგრეხილი ტოტების-
გან შექმნილი კომპოზიცია მოეთავსებინათ.

112
გამბედაობა მოვიკრიბე და კრეტსაბმელი ბოლომდე გადავწიე.
ცალ მხარეს ვრცელი სასტუმრო ოთახი გადაშლილიყო. მის იატაკზე
უხეშად გამოთლილი გრანიტი იყო დაგებული. მახსოვს, გაოგნებუ-
ლი დავრჩი, როცა მივხვდი, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო მისაღები
ოთახი. მე ახლა მისკენ მიმავალ ბილიკს ვხედავდი მხოლოდ. ირ-
გვლივ საუცხოო სილამაზე მეფობდა; სხვანაირად ვერც იქნებოდა,
რადგან ახლა მთელ იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე საუცხოო და ფე-
შენებელურ ჩაის სახლში ვიმყოფებოდი, თუმცა ამის შესახებ მაშინ
არაფერი ვიცოდი.
აქვე გეტყვით, რომ ჩაის სახლი მხოლოდ ჩაის მისართმევად არ
არის განკუთვნილი. ეს გახლავთ ადგილი, სადაც მამაკაცები გეიშე-
ბის მეშვეობით თავს იქცევენ.
როგორც კი მისაღებში ფეხი შევდგი, ჩემ წინ კარი სრიალით გა-
იღო და ერთი საფეხურით მაღალ იატაკზე მუხლმოყრილი მოახლე
დავინახე, რომელიც ზემოდან დამცქეროდა. როგორც ჩანს, ქვის ია-
ტაკზე ჩემი ხის ქოშების ბაკუნი ჩაესმა და კართან გამომეგება. ნაც-
რისფრად სადად მოჩითული, მუქი ლურჯი კიმონო ეცვა. ერთი წლის
წინ რომ მენახა, ალბათ ვიფიქრებდი, რომ ის ამ ძვირად ღირებული
დაწესებულების დიასახლისი იყო, მაგრამ გიონში გატარებული
რამდენიმე თვის შემდეგ უკვე იმდენად გათვითცნობიერებული ვი-
ყავი, რომ მაშინვე მივხვდი: მისი კიმონო გეიშასთვის ან ჩაის სახ-
ლის დიასახლისისთვის მეტისმეტად სადა იყო. თუმცა იოროიდოში
ამაზე უკეთეს სამოსს ვერ ნახავდით. ცხადია, თმაც სადად ჰქონდა
დავარცხნილი, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემზე გაცილე-
ბით მოხდენილად გამოიყურებოდა და დამცინავი ზიზღით გადმომ-
ცქეროდა.
– უკნიდან შემოდი, – მითხრა უცებ.
– ჰაცუმომოს თხოვნით მოვედი...
– უკნიდან შემოდი-მეთქი! – გამიმეორა და კარი ისე მიმიხურა,
პასუხს არ დალოდებია.

113
ამასობაში წვიმამ იმატა. შენობას ვიწრო ჩიხით შემოვუარე და
უკანა შესასვლელს მივადექი. როცა გასაწევი კარი გაიღო, დავინა-
ხე, რომ ზღურბლთან დაჩოქილი იგივე მოახლე მელოდა. ამჯერად
შამისენის კოლოფი უსიტყვოდ გამომართვა.
– ქალბატონო, ერთი შეკითხვა მაქვს, ხომ ვერ მასწავლით, სად
არის მიაგავა-ჩოს უბანი?
– მიაგავა-ჩოში რა გინდა?
– რაღაც უნდა წამოვიღო...
ცერად შემომხედა, მაგრამ გზა მაინც მიმასწავლა. მისი მითითე-
ბით, სანაპიროს მინამიძას თეატრამდე უნდა ჩავყოლოდი. სწორედ
იქ იწყებოდა მიაგავა-ჩოს უბანი. გადავწყვიტე, გამოდარებამდე ჩა-
ის სახლის კარნიზებქვეშ დამეცადა.
როცა ვიდექი და იქაურობას ვათვალიერებდი, თვალი მოვკარი
შენობის ერთ-ერთ ფრთას, რომელიც ჩემ წინ, მესრის ღრიჭოებში
მოჩანდა. მესერს თვალი გავაყოლე და მშვენიერი ბაღი დავინახე.
ბაღში რაღაც შენობა იდგა და ერთ-ერთი ფანჯრის შუშებიდან თბი-
ლი ნარინჯისფერი შუქი იღვრებოდა. ლამაზ ვასიცუში23 მამაკაცებსა
და გეიშებს მოეყარათ თავი. მაგიდა საკესა და ლუდის ჭიქებით იყო
სავსე. ჰაცუმომოც იქ ბრძანდებოდა. გვერდით ვიღაც მზერადაბინ-
დული მოხუცი კაცი ეჯდა, რომელიც აშკარად ყურადღების ცენტრში
იყო. ჰაცუმომოს ეტყობოდა, რომ რაღაც ძალიან ახალისებდა, თუმ-
ცა მოხუცის ნაამბობი ნაკლებად აინტერესებდა და თვალს არ აშო-
რებდა ჩემკენ ზურგით მჯდომ მეორე გეიშას. უნებურად გამახსენდა
შემთხვევა, როცა ბატონი ტანაკას ქალიშვილთან, კუნიკოსთან ერ-
თად, ჩაის სახლის ფანჯარაში ვიჭვრიტებოდი. ამ მოგონებამ კი, თა-
ვის მხრივ,ისევ მომგვარა სიმძიმის ის უსიამოვნო გრძნობა, მამაჩე-
მის პირველი ოჯახის საფლავებთან დგომისას რომ განვიცადე ერ-
თხელ... თითქოს მიწა თავისკენ მექაჩებოდა... უცებ ჩემს გონებაში
ერთი აზრი დაიძრა და თანდათან ძალა ისე მოიკრიბა, რომ მისი

23მრავალფუნქციური ოთახი, ძირითადად სასტუმრო ოთახის დანიშნულება


ჰქონდა

114
წაყრუება უკვე აღარ შემეძლო. ძალიან მინდოდა მისგან თავის დაღ-
წევა, მაგრამ როგორც ქარი ვერ იშლის ქროლას, მეც ასე გამიძ-
ნელდა გონებიდან მისი ამოგდება. ნაბიჯი უკან გადავდგი, სადარბა-
ზო კარისკენ ზურგშექცევით, ქვის საფეხურზე ჩამოვჯექი და ავტირ-
დი. საქმე ის იყო, რომ ბატონი ტანაკა მომაგონდა და ახლა სწორედ
ამ მოგონებას ვებრძოდი. ამ კაცმა დედ-მამას ჩამომაშორა, მონად
გამყიდა, ჩემი და კიდევ უარეს დღეში ჩააგდო... არადა, ერთ დროს
კეთილ, დარბაისელ ბრძენკაცად მეჩვენებოდა.
რა სულელი ბავშვი ვიყავი! გადაწყვეტილი მქონდა, იოროიდოში
აღარასდროს დავბრუნებულიყავი. ერთადერთი მიზნით თუ გავაკე-
თებდი ამას: ბატონ ტანაკას უნდა გაეგო, თუ როგორ მძულდა. რო-
გორც იქნა, წამოვდექი და სველი ხალათის სახელოთი ცრემლი მო-
ვიწმინდე. ამასობაში წვიმამაც იკლო და ირგვლივ ნისლი ჩამოწვა.
ქვაფენილი ფარნების შუქს ოქროსფრად ირეკლავდა. გეზი ტომინა-
გა-ჩოდ წოდებული უბნისკენ ავიღე და მინამიძას თეატრს მივუახ-
ლოვდი. როცა ბატონ ბეკუს მე და საცუ რკინიგზის სადგურიდან მოვ-
ყავდით, ამ შენობამ თავისი უშველებელი, კრამიტით გადახურული
სახურავით სასახლე მომაგონა. მოახლის მითითებით, მდინარის
ნაპირს უნდა ჩავყოლოდი და თეატრს გავცდენოდი, მაგრამ სანაპი-
რო ქუჩა უეცრად თეატრთან შეწყდა. ამიტომ მინამიძას უკნიდან შე-
მოვუარე, რამდენიმე კვარტალი გავიარე და თითქმის უკაცრიელ,
გაუნათებელ სივრცეში აღმოვჩნდი. იმ დროს არ ვიცოდი, რომ ეს
ქუჩები მეტწილად დიდი დეპრესიის გამო დაიცალა ხალხისგან. ამ-
ბობდნენ, რომ სხვა ეპოქებში მიაგავა-ჩო გიონზე უფრო საქმიანი
უბანი იყო, მე კი იმ საღამოს ძალიან სევდიან ადგილად მომეჩვენა
და ვფიქრობდი, რომ ყოველთვის ასე იქნებოდა.
ხის ფასადები გიონის შენობების ფასადებს მოგაგონებდათ, მაგ-
რამ არც ხეები ჩანდა სადმე, არც თვალწარმტაცი სირაკავა და არც
დიდებული სადარბაზოები. გარე განათება სახლების კარებთან ჩა-
მოკიდებული ნათურებით შემოიფარგლებოდა. ერთ-ერთ კართან
ძელსკამებზე დედაბრები და ახალგაზრდა ქალები ისხდნენ. ამ უკა-
ნასკნელებს კიმონოებიცა და ვარცხნილობაც გეიშებს მიუგავდათ,

115
მაგრამ სარტყლები ზურგის ნაცვლად მუცელზე ჰქონდათ გაკვანძუ-
ლი.
ასეთი რამ ადრე არ მენახა და, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ახლა
უკვე ვიცი, რომ ეს მეძავობის ნიშანია. ქალი, რომელსაც ქამრის
შეხსნა ერთ ღამეში რამდენჯერმე უწევს, ცხადია, ზურგზე მისი შეკ-
ვრით თავს არ შეიწუხებს. „ტაცუიოს“ ერთ-ერთი მათგანის დახმარე-
ბით, მიყრუებულ ჩიხში მივაგენი, სადაც კიდევ სამიოდე შენობა იდ-
გა. ყველა მათგანს კარებზე წარწერა ჰქონდა მიკრული. ნამდვილად
ვერ შევძლებ იმის ზუსტად აღწერას, რა განცდა დამეუფლა, როცა
სიტყვა „ტაცუიო“ ამოვიკითხე. ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მთელ
სხეულში უცნაური ჩხვლეტა ვიგრძენი. ასე მეგონა, ცოტაც და, ავ-
ფეთქდებოდი.
ტაცუიოს კართან, ძელსკამზე მოხუცი ქალი იჯდა და ვიწრო შუკის
მოპირდაპირე მხარეს, ასეთსავე ძელსკამზე მოკალათებულ ახალ-
გაზრდა ქალთან სჯა-ბაასი ჰქონდა გამართული, თუმცა უნდა ით-
ქვას, რომ ძირითადად თვითონ ლაპარაკობდა. მოხუცი ზურგით კა-
რის წირთხლს ეყრდნობოდა, მისი ნაცრისფერი ხალათის კალთა
ოდნავ გადაწეულიყო და ძორებში გაყრილი ფეხები მოუჩანდა. ჭი-
ლოფისგან უხეშად დაწნული ძორები იყო, ასეთებს მხოლოდ
იოროიდოში თუ ნახავდით. მათ არაფერი ჰქონდა საერთო იმ ულა-
მაზეს ძორებთან, რომლებსაც ჰაცუმომო თავის კიმონოებს უხამებ-
და ხოლმე. თანაც მოხუცი ფეხშიშველი იყო. აბრეშუმის ტაბები არ
ეცვა და თავის ოღროჩოღრო ფრჩხილებს ისე გულმოდგინედ აჩენ-
და, თითქოს სურდა, ისინი ყველა გამვლელს ენახა.
– კიდევ სამი კვირა და, მე აქ მომბრუნებელი აღარ ვარ, – თქვა
მან, – დიასახლისს ჰგონია, რომ მოვბრუნდები, მაგრამ ცდება. ჩემი
რძალი კარგად მომივლის. ჭკუა დიდად არ უჭრის, მაგრამ მშრომე-
ლი ქალია. ხომ იცნობ?
– ალბათ მინახავს, მაგრამ არ მახსოვს, – უპასუხა ახალგაზრდამ,
– ეს პატარა გოგო, მგონი, შენ გელოდება. ნახე, რაღაცის თქმა უნ-
და!

116
სწორედ ამ დროს გამომხედა დედაბერმა პირველად. თქმით
არაფერი უთქვამს, მაგრამ თავის დაკვრით მანიშნა, გისმენო.
– ქალბატონო, ერთ გოგოს ვეძებ. საცუ ჰქვია. იქნებ აქა გყავთ?
– აქ არავითარი საცუ არა გვყავს! – იყო პასუხი.
ისეთი ელდა მეცა, საპასუხო სიტყვებს თავი ვეღარ მოვუყარე,
მაგრამ უცებ დედაბერმა ყურები ცქვიტა. ამ დროს ვიღაც მამაკაცმა
გვერდი ამიარა და შენობის შესასვლელისკენ გაემართა. მოხუცი
წამოდგა, მუხლებზე ხელებდაწყობილმა რამდენჯერმე თავი დაუხა-
რა და უთხრა:
– მობრძანდით!
როცა უცნობი შენობაში შევიდა, მოხუცი ისევ ჩამოჯდა და ფეხები
კვლავ წინ გაიშვირა.
– რაღას უდგახარ? ხომ გითხარი, რომ არავითარ საცუს არ ვიც-
ნობ?!
– იცნობ! – გამოსძახა მოულოდნელად ახალგაზრდა ქალმა ქუ-
ჩის მეორე მხრიდან. – იმ თქვენს იუკიოს განა საცუ არ ერქვა? აბა,
გაიხსენე!
– შეიძლება, ერქვა. გააჩნია, ვინ გეკითხება. მუქთად შარში ნამ-
დვილად ვერ გავეხვევი! – უპასუხა მოხუცმა.
თავიდან ვერ გავიგე, რას გულისხმობდა, მაგრამ საუბარში
ახალგაზრდა ქალი ჩაერია და მითხრა, რომ გიყურებ, არა მგონია,
ჯიბეში ერთი სენი მაინც გეგდოსო. მართალი იყო. სენი, რომელიც
ღირებულებით იენის მხოლოდ მეასედს შეადგენდა, იმ დროისთვის
ჯერ კიდევ მიმოქცევაში იყო, მაგრამ ერთი სენით ქუჩის მოვაჭრის-
გან ცარიელ ჭიქასაც კი ვერ იყიდდა კაცი. საერთოდ, რაც კიოტოში
ჩამოვედი, ხელში მონეტა არ მჭერია. როცა სადმე მგზავნიდნენ,
გამყიდველებს ვეუბნებოდი, რომ საქონლის ღირებულება ნიტას
ოკიისთვის მოეთხოვათ.
– თუ ფულზეა საქმე, საცუ გადაგიხდით, – ვუთხარი მოხუცს.
– შენნაირებთან დასალაპარაკებლად ფული რატომ უნდა დახა-
რჯოს? – დაეჭვდა მოხუცი.
– მე მისი უმცროსი და ვარ, – ვუპასუხე მე.

117
დედაბერმა თითით მომიხმო. რომ მივუახლოვდი, ხელი ჩამავ-
ლო და მთელი ტანით მომატრიალა.
– ერთი ამას შეხედე! – გასძახა მეორე ქალს. – იუკიოს დისას
ამას რა უგავს? იუკიო რომ ასეთი ლამაზი იყოს, მუშტარი არ გამოგ-
ველეოდა და ქალაქში პირველები ვიქნებოდით! მატყუარა ხარ და
მეტი არაფერი! – დამიცაცხანა და ხელი მკრა.
ვაღიარებ, ძალიან შევშინდი, მაგრამ სამოქმედოდ ისე ვიყავი
შემართული, შიშმა მაინც ვერ მძლია. თანაც ამსიშორიდან უკან გაბ-
რუნებას ნამდვილად აღარ ვაპირებდი მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ქა-
ლებს ჩემი არ სჯეროდათ. მოვტრიალდი, დედაბერს თავი დავუკარი
და ვუპასუხე:
– ბოდიშს გიხდით, თუ მატყუარად გეჩვენებით, ქალბატონო.
მაგრამ მე მატყუარა არა ვარ. იუკიო ჩემი დაა. თუ სიკეთეს გამოი-
ჩენთ და გადასცემთ, რომ ჩიომ მოაკითხა, რაც საჭირო იქნება, გა-
დაგიხდით.
როგორც ჩანს, სწორედ ეს უნდა მეთქვა. მოხუცმა ახალგაზრდა
ქალს გახედა და უთხრა:
– ჩემ ნაცვლად შენ ადი, ამაღამ საქმე არაფერი გაქვს, თანაც კი-
სერი მაწუხებს. მე აქ დავრჩები და ამ გოგოს ვუდარაჯებ.
ახალგაზრდა ქალი ძელსკამიდან წამოდგა, შუკა გადაჭრა და
„ტაცუიოში“ შევიდა. მესმოდა, კიბეზე როგორ ადიოდა. ცოტა ხანში
დაბრუნდა და მითხრა:
– იუკიოს კლიენტი ჰყავს. როცა მორჩება, ეტყვიან, რომ ჩამოვი-
დეს.
მოხუცმა ქალმა გვერდზე გამიყვანა და მიბრძანა, სადმე ჩრდილ-
ში ჩავცუცქულიყავი, რომ არავის დავენახე. არ ვიცი, რამდენი დრო
გავიდა. სულ უფრო და უფრო ვღელავდი იმის გამო, რომ ოკიაში
ვინმე მომიკითხავდა.
მიუხედავად იმისა, რომ საპატიო მიზეზი მქონდა, ვიცოდი, დედა
მაინც გამიბრაზდებოდა. თანაც ასეთი შეყოვნების გასამართლებ-
ლად ნამდვილად ვერაფერს მოვიმიზეზებდი.

118
როგორც იქნა, შენობიდან მამაკაცი გამოვიდა. გზადაგზა კბი-
ლებს ჩხირით იჩიჩქნიდა. მოხუცი ქალი წამოდგა და სტუმრობის-
თვის მადლობა მოახსენა. მერე კი ჩამესმა ყველაზე საამური ხმა,
რომლის მსგავსი კიოტოში ჩამოსვლის დღიდან არ მსმენია:
– მე მეძებთ, ქალბატონო?
საცუს ხმა იყო!
ფეხზე წამოვხტი და მისკენ გავექანე. ზღურბლზე იდგა, უჩვეუ-
ლოდ ფერმკრთალი მომეჩვენა, სახეზე ნაცრისფერიც კი დაჰკრავ-
და, თუმცა შესაძლოა, ეს იმის ბრალი იყო, რომ მისი კიმონო მყვი-
რალა ფერებში, წითლად და ყვითლად იყო მოხატული, ტუჩებზე კი
ისეთი მკვეთრი ფერის პომადა ჰქონდა წასმული, როგორსაც ჩვენი
ოკიის დედა ხმარობდა.
ამ წუთებში ზუსტად ისე იბნევდა თავის ქამარს მუცელზე, რო-
გორც ის ქალები, წეღან რომ გზაზე შემხვდნენ. რა შვება მომგვარა,
როგორ ამაღელვა მისმა დანახვამ! თავი ძლივს შევიკავე, რომ
მკლავებში არ ჩავვარდნოდი. თვითონაც სიხარულით შეჰყვირა და
პირზე ხელი იტაცა.
– დიასახლისი გამიბრაზდება, – გააფრთხილა მოხუცმა ქალმა.
– ახლავე დავბრუნდები! – უთხრა საცუმ და „ტაცუიოს“ ოთახებ-
ში გაუჩინარდა. თუმცა უცებვე გამოვიდა და მოხუცს რამდენიმე მო-
ნეტა გაუწოდა. მოხუცი ქალი პირველ სართულზე, თავისუფალი
ოთახებისკენ გაგვიძღვა.
– როცა წამოვახველებ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დიასახლისი
მოდის. იჩქარეთ, – უთხრა საცუს.
მე და ჩემი და „ტაცუიოს“ ჩაბნელებულ მისაღებში შევედით. უც-
ნაური განათება იყო, ელექტრონულ შუქს ყვითლის ნაცვლად თით-
ქოს ყავისფერი დაჰკრავდა; ირგვლივ ოფლის სუნი ტრიალებდა. კი-
ბის ქვეშ რელსიდან გადმოვარდნილი კარი დავინახე. სანამ შეაღებ-
და და კვლავ მიხურავდა, საცუ კარგა ხანს ეჯაჯგურა. აღმოვჩნდით
პაწაწინა ვასიცუში, რომელსაც ერთადერთი სარკმელი ჰქონდა.
ჩარჩოებში აქაც შუშის ნაცვლად ქაღალდი იყო ჩატანებული. გარე-
დან შემოსულ შუქზე მხოლოდ საცუს სხეულის მოყვანილობას ვხე-

119
დავდი და არა სახეს.
– ოჰ, ჩიო! – წამოიძახა, ხელები ასწია და სახე მოიქავა. უფრო
სწორად, მე მომეჩვენა ასე, რადგან კარგად ვერ ვხედავდი. ბოლოს
მივხვდი, რომ ტიროდა. ცრემლები ვერ შევიკავე და ავყვირდი:
– ბოდიშს გიხდი, საცუ! ყველაფერი ჩემი ბრალია!
ბორძიკ-ბორძიკით დავიძარით ადგილიდან და ერთმანეთს ჩავე-
კარით. თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა ‒როგორი გაძვალ-
ტყავებული გახდა ჩემი და... თმაზე ისე მეფერებოდა, რომ დედაჩვე-
ნი გამახსენდა და თვალები ამიწყლიანდა.
– დაწყნარდი, ჩიო–ჩან, – წამჩურჩულა საცუმ.
სახე სულ ახლოს მოეტანა ჩემს სახესთან. ლაპარაკის დროს პი-
რიდან რაღაც მძაფრი სუნი ამოსდიოდა.
‒ დიასახლისმა რომ გამიგოს შენი მოსვლის ამბავი, მცემს! ამ-
დენ ხანს სად იყავი?
– ოჰ, საცუ, გთხოვ, მაპატიო! ვიცი, რომ ერთხელ ჩემს ოკიაში
მოხვედი!
– ეს თვეების წინ იყო, – შემახსენა საცუმ.
– ქალი, რომელიც იქ დაგხვდა და გელაპარაკა, ნამდვილი
ურჩხულია. ეს ამბავი ძალიან დიდხანს არ გამაგებინა!
– მე უნდა გავიქცე, ჩიო. აქ მეტხანს ვეღარ გავჩერდები.
– მეც გამოგყვები!
‒ მეორე სართულზე, ტატამების ქვეშ მატარებლების განრიგი
მაქვს შენახული. ფულს ვიპარავ, რამდენჯერაც შესაძლებლობა მო-
მეცემა. ქალბატონი კიშინოს გასასტუმრებლად უკვე საკმარისი
თანხა დამიგროვდა. როცა გოგოები გარბიან, ამ ქალს სცემენ ხოლ-
მე, ამიტომ სანამ არ გადავუხდი, არსად გამიშვებს.
– ქალბატონი კიშინო ვინ არის?
– აი,ის მოხუცი ქალია, კართან რომ ზის. მასაც უნდა აქედან წას-
ვლა. არ ვიცი, მის ადგილს ვინ დაიკავებს. მე კი მეტს ვეღარ მოვიც-
დი! აქაურობა საშინელებაა. ეცადე, მსგავს ადგილას არასოდეს
ამოყო თავი, ჩიო! ახლა კი ჯობს, წახვიდე. საცაა, დიასახლისი თავზე
დაგვადგება.

120
– მოიცადე! როდის უნდა გავიქცეთ?
‒ კუთხეში დამელოდე და ხმა არ ამოიღო. ზევით უნდა ავიდე.
ასეც მოვიქეცი. სანამ გასული იყო, წინკართან მჯდომი დედაბ-
რის ხმა გავიგონე. მორიგ მამაკაცს ესალმებოდა. შემდეგ სტუმრის
მძიმე ნაბიჯების ხმაც ჩამესმა. ცოტა ხანში ვიღაცამ კიბეზე სწრაფად
ჩამოირბინა და კარი გააღო. შიშისგან შევკრთი, მაგრამ საცუ აღ-
მოჩნდა. საშინლად გაფითრებული იყო.
– ხუთ დღეში, სამშაბათს, გვიან ღამით უნდა გავიქცეთ. ახლა კი
ზემოთ უნდა ავიდე, ჩიო. მუშტარი მოვიდა.
– მოიცადე, საცუ. სად შევხვდეთ? რა დროს?
– ჯერ არ ვიცი. ერთი მატარებელი დილით გადის, მაგრამ დროს
ვერ გეტყვი.
მინამიძას თეატრთან შეხვედრა შევთავაზე, მაგრამ საცუს აზ-
რით, იქ ადვილად გვიპოვიდნენ, ამიტომ შევთანხმდით, რომ დათ-
ქმულ დროს იმავე თეატრის გადასწვრივ, ნარის გაღმა ნაპირზე შევ-
ხვედროდით ერთმანეთს.
– ახლა კი უნდა წავიდე, – გაიმეორა ჩემმა დამ.
– კი მაგრამ, საცუ... გამოსვლა რომ ვერ მოვახერხო? ან ერთმა-
ნეთს რომ ავცდეთ?
– უნდა მოხვიდე, ჩიო! მე სხვა შესაძლებლობა აღარ გამომიჩ-
ნდება. რამდენიც შემეძლო, ვითმინე. ახლა კი წასვლა მოგიწევს, სა-
ნამ დიასახლისი თავზე დაგვდგომია. თუ თვალი შეგასწრო, აქედან
ვერასოდეს გავაღწევ!
იმდენი რამის თქმა მინდოდა მისთვის, მაგრამ საცუმ ვესტიბი-
ულში გამიყვანა და კარი ჩარაზა. კიბეზე რომ ადიოდა, თვალი გავა-
ყოლე, მაგრამ ზღურბლთან მჯდარმა მოხუცმა არ მაცალა, მკლავში
ხელი ჩამავლო და ჩაბნელებულ ქუჩაში გამაგდო.

121
***
მიაგავა-ჩოდან თავქუდმოგლეჯით გამოვიქეცი, მაგრამ ოკიაში
ჩვეული სიმშვიდე რომ დამხვდა, შვებით ამოვისუნთქე. ოთახებში
შევიპარე, მუხლებზე დავიჩოქე, შუბლიდან და კისრიდან ოფლი სა-
ხელოთი მოვიხოცე და სულის მოთქმა ვცადე. რადგან მოვახერხე
და თავი არავის გამოვაჭერინე, თანდათან დავმშვიდდი. მაგრამ
უცებ საფარეშოსკენ გავიხედე და შევამჩნიე, რომ კარი ოდნავ გამო-
ღებული იყო.
ღრიჭოში მხოლოდ ხელის გაყოფა შეიძლებოდა. ეს რომ დავი-
ნახე, გამაცივა. ამ ოთახის კარს ღიად არავინ ტოვებდა. თუ ძალიან
არ ცხელოდა, მას ყოველთვის კეტავდნენ. ახლა კი შევყურებდი გა-
მოღებულ კარს და ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ოთახიდან რაღაც შა-
რიშური ჩამესმოდა. იმედს არ ვკარგავდი, რომ ეს ვირთხა იყო, სხვა
შემთხვევაში უნდა მეფიქრა, რომ ოთახში ჰაცუმომო იმყოფებოდა,
თავის საყვარელთან ერთად. ვინატრე, ნეტავ მიაგავა-ჩოში არ წავ-
სულიყავი-მეთქი. ისე მგზნებარედ ვინატრე, შესაძლებელი რომ ყო-
ფილიყო, დრო ჩემი ნატვრის ძალით თვითონ დაიწყებდა უკუსვლას.
წამოვდექი და დერეფანს ფეხაკრეფით ჩავუყევი. მღელვარებისგან
რეტი მესხმოდა და ყელი გვალვიან მიწასავით მიშრებოდა. საფარე-
შოს რომ მივუახლოვდი, კარის ღრიჭოში შევიჭვრიტე. გარკვევით
ვერაფერს ვხედავდი. იმ დღეს წვიმიანი ამინდი იყო და იოკოს იქვე
მიდგმულ მაყალში ნახშირი ადრიანი დილიდან შეეკეთებინა. მთელ
ოთახში ის ერთი წერტილი ბჟუტავდა და ამ შუქზე რაღაც პატარა და
უფერული არსება წრიალებდა. წამოყვირებას არაფერი მაკლდა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ვირთხა იყო. თითქოს რაღაცას ღეჭავ-
და და თავს აქეთ-იქით იქნევდა. შეშფოთებულს, მისი პირის წკლა-
პუნიც კი მომესმა. რაღაც გაურკვეველ საგანზე იდგა. მოგვიანებით
გავარჩიე ძელის ფორმის ორი დიდი საგანი, სავარაუდოდ, ქსოვი-
ლის თოფები, და მომეჩვენა, რომ ცხოველი სწორედ მათ შუაში,
ღეჭვით მიიკვლევდა გზას. სავარაუდოდ, რაღაცას ისეთს ჭამდა,
რაც იოკოს ოთახში დარჩა. შემეშინდა, დერეფანში არ გამოსული-
ყო, ამიტომ კარის მიხურვა დავაპირე, მაგრამ სწორედ ამ დროს ქა-

122
ლის კვნესა შემომესმა. უცებ, სწორედ იმ ადგილიდან, სადაც ვირ-
თხა ილუკმებოდა, ვიღაცამ თავი ამოყო. ჰაცუმომო იყო. პირდაპირ
მე მიყურებდა. ერთი ნახტომით მოვცილდი კარს. ის, რაც თავიდან
ქსოვილის თოფებად მომეჩვენა, მისი ფეხები აღმოჩნდა. ვირთხა კი
სინამდვილეში ჰაცუმომოს საყვარლის სახელოდან გამოჩრილი
ფერმკრთალი ხელი იყო.
– რა ხდება? ვინ არის? – იკითხა ახალგაზრდა კაცმა.
– არავინ, – წასჩურჩულა ჰაცუმომომ.
– კართან ვიღაც დგას!
– არა. მეც ჩამესმა რაღაც ხმები, მაგრამ იქ არავინაა.
ეჭვი წამითაც არ შემპარვია, რომ ჰაცუმომომ დამინახა, მაგრამ
აშკარად არ უნდოდა, რომ ახალგაზრდა კაცს ეს სცოდნოდა. ნაჩქა-
რევად დავუბრუნდი ჩემს ადგილს და მუხლებზე დავდექი. თავს ისე
ვგრძნობდი, თითქოს ტრამვაიმ გადამიარა.
დერეფანში რომ გამოვიდნენ, ახალგაზრდა კაცმა პირდაპირ მე
შემომხედა და თქვა:
– როცა მოვედი, ეს გოგო აქ არ იყო.
– მოდი, ნუ მიაქცევ ყურადღებას. ეს ცუდი გოგოა, დღეს დააშავა,
ოკია უნებართვოდ დატოვა. მოგვიანებით გავუსწორდები, – უთხრა
ჰაცუმომომ.
– ესე იგი, ვიღაც გვითვალთვალებდა. რატომ მატყუებ?
– კოიჩი-სან, გატყობ, ამაღამ ვერა ხარ გუნებაზე!
– ამ ბავშვის აქ ყოფნა დიდად არ გაგკვირვებია. შენ იცოდი, რომ
ის მთელი ღამე აქ იყო!
ამ სიტყვებით ჭაბუკი აჩქარებული ნაბიჯით დაიძრა გასასვლე-
ლისკენ. რომ მომიახლოვდა, გაჩერდა და თვალები დამიბრიალა.
იატაკს თვალს არ ვაშორებდი. ვგრძნობდი, წითლად როგორ მიღ-
ვიოდა სახე.
არ მახსოვს, ჰაცუმომოს ვინმესთვის მსგავსი ტონით მიემარ-
თოს. პირველად გავიგონე მისი მავედრებელი, თითქმის ტირილნა-
რევი ხმა:‒ კოიჩი-სან, გთხოვ, დამშვიდდე. გაოცებული ვარ,რა გე-
მართება ამ საღამოს?! ხვალ შეგიძლია ისევ მოხვიდე.

123
– აღარ მინდა ხვალ შენი ნახვა!
– ვერ ვიტან, როცა დიდხანს მალოდინებ. სადაც ისურვებ, იქ
შეგხვდები, თუნდაც დამშრალი მდინარის ფსკერზე!
– ვერსად ვერ შეგხვდები. ჩემი ცოლი გამწარებული მითვალ-
თვალებს.
– მაშინ აქ მოდი ხოლმე. საფარეშოში შეგვიძლია...
– გეტყობა, ძალიან მოგწონს, ჩუმ-ჩუმად რომ დაძვრები და ვი-
ღაცები გითვალთვალებენ! გამიშვი, ჰაცუმომო. სახლში უნდა წავი-
დე.
– გთხოვ, ნუ გამიბრაზდები, კოიჩი-სან. არ მესმის, ასე რატომ იქ-
ცევი! შემპირდი, რომ მოხვალ. თუნდაც სხვა დროს იყოს!
– ერთ დღესაც იქნება, საერთოდ ვეღარ მნახავ. ეგ ადრეც მით-
ქვამს და ახლაც გეუბნები!
გავიგონე, როგორ გაიღო და ისევ დაიხურა სადარბაზოს კარი.
ცოტა ხანში ჰაცუმომო მისაღებში შემობრუნდა და დერეფანს უაზრო
მზერა მოავლო, უცებ ჩემკენ მოტრიალდა და აწყლიანებული თვა-
ლები მოიწმინდა.
– მაშ, ასე, პატარა ჩიო, იმ შენი მახინჯი დის სანახავად წახვედი,
არა?
– ჰაცუმომო-სან, გევედრებით...
– მერე კი დაბრუნდი და მე ჩამისაფრდი... – განაგრძო ჰაცუმო-
მომ ისე ხმამაღლა, რომ ერთ-ერთმა მოახლემ გაიღვიძა, იდაყვზე
წამოიწია და მოგვაჩერდა,
‒ დაეგდე და დაიძინე, შე ჩლუნგო დედაბერო! – უყვირა ჰაცუმო-
მომ.
მოახლემ თავი გაიქნია და დაწვა.
– ჰაცუმომო-სან, ყველაფერს შეგისრულებთ. არ მინდა დედას-
თან უსიამოვნება მომივიდეს!
– რა თქმა უნდა, შემისრულებ, ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
უსიამოვნება კი უკვე მოგივიდა!
– თქვენი შამისენის წასაღებად ვიყავი გასული...
– იმის მერე ერთ საათზე მეტი გავიდა. შენი დის საძებნად წახვე-

124
დი და მასთან ერთად გაქცევა დაგეგმე. მერე მოხვედი და თვალთვა-
ლი დამიწყე. შენ მე სულელი ხომ არ გგონივარ?!
– გთხოვთ, მაპატიოთ! არ ვიცოდი, რომ იმ ოთახში იყავით. მე
მეგონა...მინდოდა ვირთხა მეხსენებინა, მაგრამ არ ვიყავი დარწმუ-
ნებული, რომ ამ შედარებას კეთილგანწყობით მიიღებდა.
ცოტა ხანს ჯიქურ მომჩერებოდა, მერე თავის ოთახში ავიდა და
რომ მობრუნდა, მომუშტულ ხელში რაღაც ეჭირა.
– დასთან ერთად გინდა გაიქცე, არა? კარგი აზრია. რაც უფრო
მალე წახვალ ოკიიდან, ჩემთვის უკეთესი იქნება. ზოგიერთს ჰგო-
ნია, რომ გული არა მაქვს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. პირდაპირ
ვდნები, როცა წარმოვიდგენ, შენ და ის გასივებული ძროხა ლუკმა-
პურის საშოვნელად მარტოდმარტო რომ მოედებით დუნიას! რაც
უფრო მალე მოშორდები აქაურობას, მით უკეთესი იქნება ჩემთვის.
ადექი!
შიშით წამოვხტი, იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რას მიპირებდა. აშ-
კარად უნდოდა, ჩემი ხალათის სარტყელში შეეჩურთა ის რაღაცა,
მუჭში რომ ჰქონდა ჩაბლუჯული, მაგრამ როცა ჩემკენ ნაბიჯი გად-
მოდგა, უკან დავიხიე.
– აი, შეხედე! – მითხრა უცებ და მუჭი გაშალა. ხელისგულზე და-
კეცილი ქაღალდის კუპიურები ედო. ამდენი ფული ერთად არასო-
დეს მენახა, ამიტომ ერთი შეხედვით რაოდენობის განსაზღვრა გა-
მიჭირდა.
– ეს ფული შენია. ახლა გამოვიტანე ჩემი ოთახიდან. მადლობას
ნუ მეტყვი, უბრალოდ, აიღე. ოლონდ კიოტოდან სამუდამოდ აიბარ-
გე ისე, რომ არასოდეს გნახო. შენი მადლობაც ეგ იქნება.
თავის დროზე დეიდამაც გამაფრთხილა, რომ ჰაცუმომოს ნდო-
ბით არასოდეს მოვკიდებოდი, თუნდაც დახმარება შემოეთავაზები-
ნა. მისი თქმა არც მჭირდებოდა. ჩემს თავს კიდევ ერთხელ შევახსე-
ნე, თუ რა უსაზღვროდ ვძულდი ამ ადამიანს, და მივხვდი, რომ სი-
ნამდვილეში ეს დახმარება არ იყო. ჰაცუმომო საკუთარ თავს შვე-
ლოდა და ცდილობდა, როგორმე თავიდან მოვეშორებინე. გაუნ-
ძრევლად ვიდექი.

125
მომიახლოვდა და ფული სარტყელში შემიცურა. ვიგრძენი, რო-
გორ გამისვა კანზე თავისი პრიალა ფრჩხილები. ზურგით მიმაბრუნა
და სარტყელი უფრო მჭიდროდ შემიკრა, რათა ფული ძირს არ დაც-
ვენილიყო. მერე კი ძალზე უცნაური რამ გააკეთა – მთელი ტანით
ისევ შემომატრიალა და თავზე ხელი ჩამომისვა. მის მზერაში თით-
ქმის დედობრივი სიყვარული იგრძნობოდა. გამაოგნებელი იყო
იმის გაფიქრებაც კი, რომ ჰაცუმომო ჩემ მიმართ კეთილად იყო გან-
წყობილი.
ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს შხამიანი გველი მომიახლოვ-
და და კატასავით მომელაქუცა. სანამ გონს მოვიდოდი, თავში თი-
თებით ჩამაფრინდა, კბილები დაკრიჭა, თმაში მწვდა და ისე მომქა-
ჩა, მუხლებზე დავემხე და ხმამაღლა ავზლუქუნდი. ჰაცუმომომ მა-
შინვე წამომაყენა და კიბისკენ თმით წამათრია, მე კი ისეთი კივილი
მოვრთე, მთელი ქუჩა რომ ფეხზე წამომეგდო, არ გამიკვირდებოდა.
კიბისთავამდე რომ ავაღწიეთ, ჰაცუმომომ დედას კარებზე დააბ-
რახუნა და დაუძახა. დედამ კარი სწრაფად გააღო. პირგამეხებული
იდგა ზღურბლზე და ქამარს იბნევდა.
– რა ამბავში ხართ, რა გჭირთ?!
– ჩემი სამკაულები! აი, ეს ჩლუნგი გომბიო!... წამოიძახა ჰაცუ-
მომომ და ისევ დამიწყო ცემა. რას გავხდებოდი, იატაკზე მოვიკუნტე
და ვევედრე, რომ გაჩერებულიყო. დედამ, როგორც იქნა, მოახერხა
მისი გაკავება. ამასობაში დეიდაც წამოეშველა.
–დედა, ოკიაში რომ ვბრუნდებოდი, მომეჩვენა, რომ ქუჩის ბო-
ლოში პატარა გოგო ვიღაც მამაკაცს ელაპარაკებოდა. ყურადღება
არ მივაქციე, რადგან ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ჩიო იყო. ეგ
ხომ, წესით, ოკიიდან ცხვირს არ უნდა ყოფდეს... მაგრამ ჩემს ოთახ-
ში რომ ავდიოდი, სამკაულების ზარდახშაში არეულობა დამხვდა.
გარეთ გამოვვარდი და დავინახე, რომ იმ კაცს რაღაცას აწვდიდა.
გაქცევა სცადა, მაგრამ დავიჭირე! – თქვა ჰაცუმომომ.
დედა იდგა და ხმას არ იღებდა.
‒ ის კაცი წავიდა, – განაგრძო ჰაცუმომომ, – მაგრამ ვფიქრობ,
რომ ჩემი სამკაულები მას მიჰყიდა. ფულს აგროვებს და ოკიიდან გა-

126
საქცევად ემზადება. წარმოიდგინეთ,დედა, ჩვენ გვიკეთებს ამას,
ვისგანაც ამდენი სიკეთე ახსოვს!
– კარგი, ჰაცუმომო, საკმარისია! – გააწყვეტინა დედამ. –შენ და
დეიდა ოთახში ადით და გაარკვიეთ, რა სამკაულები გაკლია.
მე და დედა მარტო დავრჩით. ჯერ კიდევ მუხლებზე ვიდექი. ქვე-
მოდან ავხედე და წავჩურჩულე:
– დედა, ეს არ არის სიმართლე! ჰაცუმომო მოახლეების ოთახში
იყო თავის ბიჭთან ერთად. რაღაცაზე გაბრაზებულია და ჩემზე იყრის
ჯავრს. მე მისთვის არაფერი მომიპარავს!
დედა კვლავ ხმაამოუღებლად იდგა. იმაშიც კი შემეპარა ეჭვი,
რომ ჩემი ნათქვამი გაიგონა. მალე ჰაცუმომო გამოვიდა და გამოაც-
ხადა, რომ ობის შესაკრავი საკინძე აკლდა.
– ჩემი ზურმუხტის საკინძე! – განუწყვეტლივ იმეორებდა და მსა-
ხიობივით ოსტატურად „ქვითინებდა“. – წარმოიდგინეთ, იმ საში-
ნელ კაცს მიჰყიდა! ეს ნივთი ხომ ჩემი იყო! როგორ გაბედა ჩემი ნივ-
თის მიკარება!
– გაჩხრიკეთ ეს გოგო! – ბრძანა დედამ.
ერთხელ, ექვსიოდე წლის რომ ვიყავი, ვიჯექი და თვალს ვადევ-
ნებდი, როგორ აბამდა ობობა ოთახის კუთხეში აბლაბუდას. სანამ
თავის საქმეს დაასრულებდა, კოღო მოფრინდა და პირდაპირ აბლა-
ბუდას დაასკუპდა. ობობას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ფუს-
ფუსი განაგრძო. რომ მორჩა, თავისი წვეტიანი საცეცებით მაშინღა
მიეპარა საწყალ კოღოს და სასიკვდილოდ დაგესლა. როცა ჰაცუმო-
მო თავისი თლილი თითებით ქამარზე მეპოტინებოდა, უკვე ვიცო-
დი, რომ როგორც ხაფანგში, ისე ვიყავი გამომწყვდეული აბლაბუ-
დაში, რომელიც ჩემთვის საგანგებოდ იქსოვებოდა. ცხადია, დედას
ვერაფრით ავუხსნიდი, ქამარში ფული რატომ მქონდა შენახული.
დედამ ფული ამოიღო, გადაითვალა და მითხრა:
– დიდი სისულელე დაგემართა, ზურმუხტის სამკაული ასე იაფად
რომ გაყიდე! მით უმეტეს, რომ მისი ანაზღაურება ბევრად მეტი და-
გიჯდება.
ამ სიტყვებით ფული საღამურის უბეში შეინახა და ჰაცუმომოს მი-

127
უბრუნდა: – ამაღამ ოკიაში კაცი გყავდა, არა?
ჰაცუმომო შეცბა, მაგრამ უკან არ დაიხია:
– ეგ რამ გაფიქრებინათ, დედა?
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დედამ დეიდას გადაულაპარაკა:
– ხელები დაუჭირე.
დეიდამ ჰაცუმომოს მკლავებში ხელი წაავლო, უკნიდან ამოუდგა
და გააკავა, დედამ კი მისი კიმონოს ნაკერი თეძოებთან გაარღვია.
მეგონა, ჰაცუმომო გაუძალიანდებოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა.
იდგა და ცივად მიყურებდა. ამასობაში დედამ კოსიმაკი აუწია და ფე-
ხები ძალით გაუშალა, ფეხებშუა ხელი შეუყო, სველი თითები ერ-
თმანეთს გაუსვ-გამოუსვა და დაყნოსა, შემდეგ სილა გააწნა და ღაწ-
ვზე სველი კვალი დაამჩნია.

128
თავი მეშვიდე

ჰაცუმომო არ იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც იმ დღეს გა-


მიბრაზდა. დედამ ბრძანება გასცა, რომ ექვსი თვის მანძილზე შებო-
ლილი თევზის კუთვნილი ულუფა არც ერთი მოახლისთვის აღარ გა-
მოეყოთ,იმის გამო, რომ ჰაცუმომოს საყვარლის ვიზიტებზე თვა-
ლებს ხუჭავდნენ.
მოახლეებისთვის საჭმელი საკუთარი ხელით რომ ამეწაპნა, ალ-
ბათ ასე არ დაიბოღმებოდნენ ჩემზე. გოგრამ ტირილიც კი დაიწყო.
მე კი დიდად არ შევწუხებულვარ იმის გამო, რომ ყველა თვალებს
მიბრიალებდა და ჩემს ვალებს კი ის საკინძეც დაემატა, თვალით
რომ არასდროს მინახავს და არ გავკარებივარ. ყველაფერი, რაც
ცხოვრებას მირთულებდა, მხოლოდ საფუძველს უმყარებდა ჩემს
მტკიცე გადაწყვეტილებას გაქცევის შესახებ. ჩემი აზრით, დედას არ
სჯეროდა,რომ ობის საკინძე მე მოვიპარე, თუმცა თუ ახალ საკინძეს
ჩემი ფულით ვიყიდდი და ჰაცუმომოს გავაბედნიერებდი, ამით
მხოლოდ კმაყოფილი დარჩებოდა. სამაგიეროდ, ოკიიდან რომ გა-
ვიპარე, ამაში ეჭვი არ შეჰპარვია, რადგან ეს ფაქტი იოკომ დაუდას-
ტურა. მას შემდეგ გარეთ გასვლას ვეღარ ვახერხებდი. დედამ სა-
დარბაზოს კარის ჩაკეტვის ბრძანება გასცა. ეს რომ გავიგე, ვიგრძე-
ნი, თვალსა და ხელს შუა როგორ მეცლებოდა ხელიდან საკუთარი
ცხოვრება. რა ხერხით უნდა დამეღწია თავი ოკიიდან? გასაღები
მხოლოდ დეიდას ჰქონდა და ზონრით კისერზე მაშინაც კი ეკიდა,
როცა ეძინა. სიფრთხილის დამატებითი ზომებიც მიიღეს და საღამო-
ობით კართან მორიგეობა გოგრას გადააბარეს, რომელსაც ჰაცუ-
მომოს დაბრუნებისთანავე დეიდა უნდა გაეღვიძებინა. ღამღამობით
ფუტონზე ვიწექი და ფიქრებით სამოქმედო გეგმას ვუტრიალებდი,
მაგრამ სამშაბათი დღე (სწორედ ის დღე, როცა მე და საცუს გაქცევა
გვქონდა განზრახული) ისე მოახლოვდა, ვერაფერი მოვიფიქრე.
დარდი თანდათან მერეოდა და ძალა ისე გამომეცალა, ჩემს ყოველ-
დღიურ მოვალეობებს ვეღარ ვასრულებდი. მოახლეები წარამარა

129
მტუქსავდნენ იმის გამო, რომ იატაკზე, მისი გაპრიალების ნაცვლად,
ჩვარს ცუდუბრალოდ დავათრევდი, დერეფანს კი ცოცხს ყასიდად
ვუსვამდი. ორშაბათს, დღის საათებში კარგა ხანს ვიკატუნებდი
თავს, რომ ეზოში სარეველებს ვიღებდი, სინამდვილეში უბრალოდ
ქვებზე ვიყავი ჩაცუცქული და ვფიქრობდი. მოგვიანებით ერთ-ერ-
თმა მოახლემ სველი ჩვრით იმ ოთახის გამოწმენდა დამავალა, რო-
მელშიც იოკო ტელეფონთან მორიგეობდა. სწორედ ამ დროს მოხდა
საკმაოდ უჩვეულო რამ: წყლით გაჟღენთილი ჩვარი იატაკს დავაწუ-
რე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩვეულებრივად, კარის მიმართუ-
ლებით ედინა, წყალი ოთახის ერთ-ერთი შორეული კუთხისკენ და-
იძრა
– შეხედე, შეხედე, წყალი აღმა მიდის! – შევძახე იოკოს.
ცხადია, წყალი აღმა ვერ ივლიდა. მხოლოდ მე მეჩვენებოდა ასე.
განცვიფრებულმა, ჩვარს კიდევ ერთხელ მოვუჭირე ხელი და თვა-
ლი გავაყოლე წყალს, რომელიც უწინდებურად კუთხეში მოგროვ-
და. აი, მაშინ კი დაიწყო... არც კი ვიცი, როგორ მოხდა ყველაფერი,
მაგრამ უცებ წარმოვიდგინე, რომ თვითონ მე მივედინებოდი აღმა.
წარმოსახვაში ჯერ მეორე სართულისკენ მიმავალ კიბეს ავუყევი,
იქიდან კი მისადგმელი კიბის ხარიხებით ჭერში გაჭრილ პატარა
კარს მივაღწიე და სახურავზე, წყლის ავზის გვერდით აღმოვჩნდი.
სახურავი! ამ ფიქრმა უცებ ისე გამაოგნა, რომ დამავიწყდა, სად ვიმ-
ყოფებოდი. ამიტომ, როცა იოკოს ტელეფონმა დარეკა, შეშფოთე-
ბულმა ლამის წამოვიყვირე. ნამდვილად არ ვიცოდი, სახურავზე ას-
ვლისას რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ცხადი იყო: ქუჩაში ჩასვლას
თუ მოვახერხებდი, საცუსთან ნანატრი შეხვედრა მეღირსებოდა.

***
იმ საღამოს მთელი წარმოდგენა მოვაწყვე: მთქნარებად ვიქეცი
და ფუტონზე ბრინჯით სავსე ტომარასავით მივეგდე. ვისაც არ უნდა
ვენახე, ყველა გაიფიქრებდა, რომ ერთ წამში წამიღო ძილმა, არა-
და, ისე ვფხიზლობდი, როგორც არასდროს. ვიწექი და ვფიქრობდი

130
მშობლიურ სახლზე. თვალწინ მედგა, რა სახით ამომხედავდა მაგი-
დასთან მიმჯდარი მამაჩემი, როცა ზღურბლზე გამოვჩნდებოდი. ალ-
ბათ თვალის უპეები მოეჩვარებოდა და ტირილს დაიწყებდა, ან პირი
თავისებურად, უცნაურად მოექცეოდა, რაც მისი სხეულის ენაზე გა-
ღიმებას ნიშნავდა. დედაზე ფიქრს საკუთარ თავს კატეგორიულად
ვუკრძალავდი. თვალზე ცრემლი მადგებოდა, როცა წარმოვიდგენ-
დი, რომ მას ოდესმე კიდევ ვნახავდი.
ამასობაში მოახლეებმაც მოიმზადეს ფუტონები და გვერდით მო-
მიწვნენ, გოგრამ კი თავისი ადგილი დაიკავა და ჰაცუმომოს დაუწყო
ლოდინი. მცირე ხანს ყურს ვუგდებდი ბებოს, რომელიც, ჩვეულები-
სამებრ, ძილის წინ, წამღერე ბით იმეორებდა სუტრებს24 შემდეგ ოდ-
ნავ შეღებულ კარში შევიხედე და თვალთვალი დავუწყე. მოხუცი ფუ-
ტონთან იდგა და საღამურის ჩაცმას აპირებდა. როცა ხალათი მხრე-
ბიდან ძირს ჩამოუცურდა, ნანახმა თავზარი დამცა, რადგან ბოლომ-
დე გაშიშვლებული მანამდე არასოდეს მენახა. თუკი მხრებისა და
კისრის არეში მისი კანი ქათმისას მაგონებდა, მოხუცის შიშველი
სხეულის დანახვისას სულ სხვა სურათი ვიხილე. კანი გახუნებულ,
დაჭმუჭნილ ტანსაცმელს მიუგავდა. საცოდავი შესახედავი იყო, რო-
ცა მაგიდიდან დაკეცილი საღამური აიღო და ძლივძლივობით გაშა-
ლა. სხეულის ყველა ნაკვთი მოჩვარული ჰქონდა. ასე გასინჯეთ, თი-
თისწვერებივით წაგრძელებულ ძუძუს კერტებსაც კი უღონოდ ჩა-
ექინდრათ თავი. რაც მეტხანს ვუყურებდი, მით უფრო მიმძაფრდე-
ბოდა განცდა, რომ მის დაბინდულ, ბებრულ გონებას ზუსტად ისევე
არ ასვენებდა ფიქრები საკუთარ დედ-მამაზე (რომლებმაც, სავარა-
უდოდ, ბავშვობაში გაყიდეს), როგორც მე მტანჯავდა საკუთარ
მშობლებზე ფიქრი. იქნებ მასაც და ჰყავდა დაკარგული? ადრე ბე-
ბოსთვის ამ კუთხით არასოდეს შემიხედავს. უნებურად გამიჩნდა
კითხვა, ნეტავ მისი ცხოვრების დასაწყისი ჩემსას თუ ჰგავდა? მნიშ-
ვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ ის ავი ბერიქალი იყო, მე კი განსაც-

24 ბუდისტური წმინდა ტექსტები, აფორიზმები და გამონათქვამები

131
დელში ჩავარდნილი პატარა გოგონა. შეეძლო თუ არა გაუკუღმარ-
თებულ ცხოვრებას ადამიანის გაავება? უცებ გამახსენდა ბიჭი, რო-
მელმაც ერთხელ იოროიდოს გუბურასთან ბუჩქებში ხელის კვრით
შემაგდო. სანამ იმ ბუჩქიდან ამოვფორთხდებოდი, ისე გავცეც-
ხლდი, მეგონა, ხეს კბილებით დავღრღნიდი. თუკი წუთიერმა დის-
კომფორტმა ასე გამაბრაზა, ხომ წარმოგიდგენიათ, წლობით ტან-
ჯვას რა შედეგი უნდა გამოეღო? სიპი ქვაც კი ილევა ბევრი წვიმის-
გან. გაპარვა გადაწყვეტილი რომ არ მქონოდა, უდავოდ შიშით
ამავსებდა იმის გაფიქრებაც კი, თუ რა წამებას მიქადდა გიონში
ცხოვრება. დარწმუნებული ვიყავი, მეც ბებოს მსგავს ბოროტ დედაბ-
რად გადავიქცეოდი. ისღა მანუგეშებდა, რომ ხვალინდელი დღიდან
ჩემი გონებიდან გიონის სახსენებელიც კი ამოიშლებოდა. სახურა-
ვამდე როგორ ამეღწია, უკვე ვიცოდი. ძირს როგორ უნდა ჩამოვცო-
ცებულიყავი...
აი, ეს კი ნამდვილად არ მქონდა ბოლომდე წარმოდგენილი. ერ-
თი რამ უდავო იყო: სიბნელეში უნდა მემოქმედა, რადგან წინ ბევრი
ხათაბალა მელოდა, თუნდაც სახურავიდან მშვიდობით ჩამოვსული-
ყავი და ქუჩამდე მიმეღწია. რაგინდ მტანჯველი უნდა ყოფილიყო გი-
ონში ცხოვრება, აქედან გაპარვის შემდეგ კიდევ უარესი ვაინაჩრო-
ბა მემუქრებოდა. სამყარო მეტისმეტად ბოროტი იყო. როგორ უნდა
გამეტანა თავი? ვიწექი ჩემს ფუტონზე, ვწრიალებდი და ჩემს თავს
ვეკითხებოდი: მეყოფოდა კი ძალა ამ ყველაფერთან გასამკლავებ-
ლად? მაგრამ საცუ მელოდა, მას კი ალბათ ეცოდინებოდა, რა უნდა
გაეკეთებინა.
სანამ ბებო საწოლში მოიკალათებდა, კარგა ხანი გავიდა. მოახ-
ლეები უკვე ხმამაღლა ხვრინავდნენ. თავი მოვიკატუნე, ვითომ ძილ-
ში გვერდზე გადავბრუნდი, და თვალი ფრთხილად გავაპარე გოგ-
რასკენ, რომელიც იქვე ჩაცუცქულიყო.
მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება
მქონდა, რომ თანდათან თვლემა ერეოდა. თავდაპირველი ჩანა-
ფიქრით მის ჩაძინებას უნდა დავლოდებოდი, მაგრამ არ ვიცოდი, ეს

132
როდის მოხდებოდა. გარდა ამისა, წუთი წუთზე ჰაცუმომო უნდა დაბ-
რუნებულიყო. რაც შემეძლო, ჩუმად წამოვდექი. ვინმეს რომ შევემ-
ჩნიე, გადაწყვეტილი მქონდა, საპირფარეშოში შევსულიყავი და
კვლავ დავწოლილიყავი. მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. და-
კეცილი ხალათი, რომელიც დილით უნდა ჩამეცვა, იატაკზე იდო. ხე-
ლი ვტაცე და პირდაპირ კიბისკენ გავემართე. დედას ოთახთან შევ-
ყოვნდი და კართან მივაყურადე. დედა არ ხვრინავდა ხოლმე, ამი-
ტომ ზუსტად ვერ ვიტყოდი, ეძინა თუ არა. ტელეფონით რომ არ ლა-
პარაკობდა, ცხადი იყო. არც რაიმე სხვა ხმები მესმოდა. საერთოდ,
მის ოთახში სრული სიჩუმე არასოდეს იყო, იმის გამო, რომ მისი პა-
ტარა ძაღლი ტაქუ ძილში უცნაურ, ხიხინა ბგერებს გამოსცემდა. რაც
მეტხანს ვაყურადებდი, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ძაღლის ეს
ხმები ისე ჟღერდა, თითქოს ვიღაც ჩემს სახელს წარმოთქვამდა:
„ჩიო-ო... ჩიო-ო...ჩიო-ო-ო... ”
სანამ დედა არ დაიძინებდა, ოკიიდან გასაპარად მზად არ ვიყავი,
ამიტომ გადავწყვიტე, კარი გამეღო და ოთახში შემეხედა. თუ ეღვი-
ძა, უბრალოდ ვეტყოდი, რომ ძახილი მომესმა. ბებოს მსგავსად, დე-
დასაც ძილის დროს ლამპარი ენთო,ამიტომ, როცა კარი ოდნავ შე-
ვაღე და ოთახში შევიჭვრიტე, საბნიდან გამოჩრილი მისი ფეხისგუ-
ლები დავინახე. ტაქუ ფეხებშუა ეწვა და გამოსცემდა ჩვეულ ბგე-
რებს, რომლებიც ჟღერადობით ასე მაგონებდა ჩემს სახელს. კარი
მივხურე და ზემო სართულის ვესტიბიულში ტანსაცმელი გამოვიც-
ვალე. ახლა ერთადერთი რამ მაკლდა – ფეხსაცმელები. მათ გარე-
შე სადმე გასვლა უკვე ვერ წარმომედგინა, რაც, თავის მხრივ, იმაზე
მიუთითებდა, თუ რამდენად შევიცვალე ერთი ზაფხულის განმავ-
ლობაში. მინდოდა, მისაღები ოთახიდან წამომეღო ხის ქოშები,
რომლებსაც სოხანიან დერეფანში გასვლისას ვხმარობდი, მაგრამ
იქ გოგრა იჯდა, ამიტომ ზედა სართულის საპირფარეშოში სახმარ,
გაცილებით უარესი ხარისხის ქოშებს დავწვდი, ფეხზე ტყავის ერთა-
დერთი ღვედით რომ მაგრდებოდა. საქმეს ისიც აჭირვებდა, რომ
ისინი ზომით სრულიად შეუფერებელი იყო, მაგრამ სხვა არჩევანი

133
არ მქონდა. სხვენში გაჭრილი პატარა კარი მივხურე, საღამური პე-
რანგი წყლის ავზის ქვეშ შევჩურთე, სახურავზე ავბობღდი და მის
კეხს ზემოდან მოვექეცი. ვერ დავიჩემებ, რომ შეშინებული არ ვიყა-
ვი. შორიდან ადამიანების ხმები ჩამესმოდა. მაგრამ რა დროს შიში
იყო, როცა ნებისმიერ წამს შეიძლებოდა, ჩემს საძებრად გამოსულ
ერთ-ერთ მოახლეს, ან სულაც დეიდას და დედას სხვენში ამოეყოთ
თავი. ფეხსაცმელები რომ არ ჩამომცურებოდა, ხელში დავიჭირე და
სახურავის კუზს ხტუნვა-ხტუნვით ჩამოვუყევი, რაც გაცილებით უფ-
რო ძნელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. კრამიტები იმდენად
სქელი იყო, რომ წიბოები პატარა საფეხურებივით ჰქონდა გამოშვე-
რილი, მაგრამ თუ ნაბიჯს მაქსიმალურად არ ვანელებდი, ისინი სიმ-
ძიმისგან ხმამაღლა ჩხაკუნებდნენ და თითოეულ ბგერას ახლომახ-
ლო სახურავებიდან ექო ბანს აძლევდა. რამდენიმე წუთი დამჭირდა
იმისთვის, რომ ოკიის მეორე მხარეს გადამენაცვლებინა. გვერდი-
თა შენობის სახურავი ჩვენი ოკიის სახურავზე ოდნავ დაბალი იყო.
იქით გადავცოცდი და წამით დავფიქრდი. ქუჩაში ჩასვლა არ იყო ად-
ვილი საქმე. მთვარიანი ღამის მიუხედავად, გაუვალი სიბნელის
გარდა, ვერაფერს ვხედავდი. ჩვენი სახურავი იმდენად მაღალი და
დაქანებული იყო, რომ ფრონტონზე ჩამოსრიალება არც კი მიფიქრ-
ია. დარწმუნებული ვიყავი, არც მეორე სახურავი იქნებოდა ამ მხრივ
უკეთესი.
თანდათან პანიკური შიში შემეპარა, მაგრამ კუზიან სახურავებზე
ფორთხვას იქამდე ვაგრძელებდი, სანამ კვარტალის ბოლოში არ
აღმოვჩნდი, სადაც ერთ მხარეს შიდა ეზო მოჩანდა. წყალსადენი ღა-
რით ჩამოსრიალებას თუ მოვახერხებდი, იმედი მქონდა, რომ მი-
ვაღწევდი შენობამდე, რომელიც სააბაზანო ფარდულს ჩამოჰგავდა.
ამ დაბალი შენობის სახურავიდან კი ეზოში ადვილად ჩამოვცოც-
დებდი. ნამდვილად არ მხიბლავდა ის აზრი, რომ ვიღაცის ოთახებში
უნდა მომედინა ზღართანი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ეს ოკია იყო.
ჩვენი კვარტალის გაყოლებაზე სხვა დანიშნულების შენობები არ
იდგა. დიდი ალბათობით, გეიშას მოლოდინში, წინკართან აქაც ვი-

134
ღაც იჯდა, და გარეთ გავარდნას თუ დავაპირებდი, ხელს წამავლებ-
და. ან იმ შემთხვევაში რა უნდა მეღონა, აქაური კარი ჩვენი ოკიის
კარის მსგავსად, ჩაკეტილი რომ დამხვედროდა? მე რომ სხვა არჩე-
ვანი მქონოდა, ამ მარშრუტზე ფიქრიც კი არ ღირდა, მაგრამ უსაფ-
რთხოების მხრივ საუკეთესო გამოსავალს სწორედ მასში ვხედავდი.
სახურავის კეხზე კარგა ხანს ვიჯექი და ეზოს ხმებს დაძაბულად
ვაყურადებდი, მაგრამ საგულისხმოს ყური ვერაფერს მოვკარი. ქუ-
ჩიდან მხოლოდ სიცილი და გადალაპარაკება მესმოდა. წარმოდგე-
ნა არ მქონდა, რა დამხვდებოდა,ეზოში რომ ჩავმხტარიყავი, მაგრამ
ისიც ცხადი იყო, რომ უნდა მემოქმედა, სანამ ოკიაში მომიკითხავ-
დნენ. წარმოდგენა რომ მქონოდა, საკუთარ თავს სამომავლოდ რა
ზიანს ვაყენებდი, სასწრაფოდ მოვტრიალდებოდი და ისევ მივუბ-
რუნდებოდი იმ ადგილს, საიდანაც წამოვედი. მაგრამ მაშინ არ ვი-
ცოდი, რა იდო ფსონად. ბავშვი ვიყავი, პატარა ბავშვი, რომელიც
ფიქრობდა, რომ რაღაც დიდ თავგადასავალში ჩაება. კეხიდან ფეხი
ჩამოვიღე და ერთ წამში გადმოვეკიდე დაქანებული სახურავიდან.
კეხს თითებით დიდი გაჭირვებით ვებღაუჭებოდი. ელდა მეცა, როცა
აღმოვაჩინე, რომ სახურავი გაცილებით უფრო დამრეცი იყო, გიდ-
რე მეგონა· გამოვექანე და უკან ახტომა ვცადე, მაგრამ ვერაფერს
გავხდი.
საპირფარეშოს ფეხსაცმელები ხელზე მქონდა წამოცმული, ამი-
ტომ ჩაჭიდებას ვერ ვახერხებდი და მხოლოდ მუშტებით ვცდილობ-
დი თავის დამაგრებას. მივხვდი, რომ გავები, რადგან უკან აძრომას
ნამდვილად ვეღარ მოვახერხებდი: ახლა ხელი რომ მომედუნებინა,
ინერციით გადმოვსრიალდებოდი.
ეს ფიქრები თავში გამალებით დამირბოდა, მაგრამ სანამ გა-
დაწყვეტილებას მივიღებდი და სახურავს ხელს გავუშვებდი, სახუ-
რავმა თვითონ გამიშვა. თავიდან ნელა მივსრიალებდი, რაც ჩემ-
თვის მოულოდნელი იყო. ჩემი ანგარიშით, სახურავის ქვედა ნა-
წილში, იქ, სადაც სახურავის კიდეები აპრეხილი იყო, თავისით უნდა
გავჩერებულიყავი. მაგრამ გზადაგზა ფეხით ერთ-ერთ კრამიტს წა-
მოვედე, კრამიტი ხრიალით მოსწყდა ადგილიდან, ეზოში ჩავარდა

135
და დაიმსხვრა. ამასობაში ხელიდან ცალი ფეხსაცმელიც გამის-
ხლტა და გვერდით ჩამიქროლა. გარკვევით გავიგონე რბილი ტლა-
შუნი, მაგრამ მას ბევრად უარესი ხმები მოჰყვა – ეზოში გასასვლე-
ლი გადახურული ხიდურით ვიღაც ეზოსკენ მოაბიჯებდა.
არაერთხელ მინახავს, როგორ ისხდნენ ბუზები კედელზე, ან ჭერზე
ისე ძალდაუტანებლად, თითქოს ეს ჰორიზონტალური ზედაპირი
იყო. არ ვიცოდი, წებოვანი საცეცების თუ თავიანთი მცირე წონის
წყალობით ახერხებდნენ ამას, მაგრამ როცა ქვევიდან ეს ხმები მომ-
წვდა, გადავწყვიტე, მეც ბუზივით ავკროდი სახურავს, ოღონდ საამი-
სოდ რაღაც ხერხი უნდა მეპოვა, თანაც სასწრაფოდ. თუ ეს არ მოხ-
დებოდა, რამდენიმე წამში ეზოს შუაგულში გავიშხლართებოდი.
თავს ძალა დავატანე და კრამიტებს თითებით ჩავაფრინდი, შემდეგ
კი იდაყვები და მუხლებიც წავაშველე. ეს უკანასკნელი, სასოწარ-
კვეთილი მცდელობა იყო. სწორედ ამ დროს ჩავიდინე ყველაზე სუ-
ლელური რამ: ფეხსაცმელი მეორე ხელიდანაც წავიძრე და კრამი-
ტებზე ხელისგულებით ვცადე დაყრდნობა, მაგრამ როგორც კი ოფ-
ლით გაჟღენთილი ხელისგულებით სახურავის ზედაპირს შევეხე,
მოძრაობის შენელების ნაცვლად, პირიქით, სიჩქარის აკრეფა და-
ვიწყე. მესმოდა, შიშინით როგორ მივიწევდი ქვევით. ცოტაც და, სა-
ხურავი ხელიდან გამომეცალა, რამდენიმე წამმა ისე ჩაიარა, შემაძ-
რწუნებელი, ყრუ სიჩუმის გარდა სრულიად არაფერი მესმოდა. თუმ-
ცა ჰაერში ყოფნისას ერთმა მკაფიო აზრმა მაინც გამიელვა: ეზოში
გამოსული ქალი ალბათ ჯერ ნამსხვრევებად ქცეულ კრამიტს დააც-
ქერდებოდა, შემდეგ კი ზემოთ აიხედავდა და დაინახავდა, როგორ
ვეცემოდი თაგზე. მაგრამ სინამდვილეში ასე არ მოხდა. სანამ დავე-
ცემოდი, გადავტრიალდი და მიწას ცალი გვერდით დავენარცხე. თა-
ვის ქალა რომ არ დამეზიანებინა, ხელის მოშველიება მოვისაზრე,
მაგრამ მიუხედავად ამისა, ისე მწარედ დავეცი, გონება დამებინდა.
არ ვიცი, ის ქალი სად იდგა, ან იყო თუ არა ეზოში იმ დროს, როცა
ციდან დავეშვი. თუმცა ვფიქრობ, მან თავიდანვე დაინახა, როგორ
მოვფორთხავდი სახურავიდან. მიწაზე გაშოტილს და რეტდახმულს
მისი სიტყვები ჩამესმა:

136
– ამას რას ვხედავ! გოგოების წვიმა მოდის!
სიამოვნებით წამოვხტებოდი და გავიქცეოდი, მაგრამ ეს არ შე-
მეძლო. ტკივილი უკვე ითრევდა თავის მორევში ჩემი სხეულის ცალ
მხარეს. თანდათან გამოვერკვიე და დავინახე, რომ ჩემ გვერდით
მუხლებზე ორი ქალი იდგა. ერთი მათგანი რაღაცას განუწყვეტლივ
იმეორებდა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. მცირე ხანს ილაპარა-
კეს, შემდეგ ხავსიანი მიწიდან წამომაყენეს, ხელში ამიყვანეს და და-
ხურულ ტალანში ჩამომსვეს. მათი საუბრიდან მხოლოდ ერთი ნაწ-
ყვეტი მომწვდა:
– გეუბნებით, ქალბატონო, სახურავიდან ჩამოდიოდა!
– ტუალეტის ფოსტლები რისთვისღა ეჭირა ხელში? სახურავზე
საპირფარეშოს ხომ არ ეძებდი, პატარა გოგო? გესმის ჩემი?ეს ხომ
ძალიან საშიშია! გაგიმართლა, ნაწილებად რომ არ დაიშალე!
– არაფერი ესმის, ქალბატონო. შეხედეთ მის თვალებს!
– როგორ არ ესმის! მითხარი რამე, პატარავ!
მაგრამ მე ლაპარაკის თავი არ მქონდა. მხოლოდ ფიქრი შემეძ-
ლო და თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებდა: საცუ მინამიძას თე-
ატრთან სულ ტყუილად მელოდა.

***
მოახლე მაშინვე აფრინეს ქუჩაში, სადაც ყველა სახლის კარზე
უნდა მიეკაკუნებინა და გაერკვია; რომელ ოკიას ვეკუთვნოდი. ვიჯე-
ქი მობუზული, უცრემლოდ ვტიროდი და სასტიკად ნატკენ მკლავს
ვისრესდი. უცებ ვიღაცამ ფეხზე წამომაგდო და სილა გამაწნა.
– შე ბრიყვო, შენა! – ჩამძახა ხმამ.
თავზე გაცოფებული დეიდა მედგა. ფეხზე წამომაგდო და ქუჩაში
გამომიყვანა. როცა ჩვენს ოკიას მივადექით, კარებთან მიმაყენა და
კიდევ ერთი სილა გამაწნა.
– აბა, თუ გესმის, რა ჩაიდინე?!
პასუხი არ გავეცი.

137
‒ ნეტავ ვიცოდე, რას ფიქრობდი?! მორჩა, დაღუპული ხარ. არა,
ამაზე დიდი სისულელე თუ გაგონილა! უჰ, შე ყეყეჩო, შენა!
ვერ წარმომედგინა, რომ დეიდას ასეთი გაცეცხლება შეეძლო.
ეზოში შემათრია და ხიდურის იატაკზე პირქვე დამაწვინა. აქ კი მთე-
ლი ძალით ავბღავლდი, რადგან უკვე ვიცოდი,რაც მელოდა. მაგრამ
ამ ჯერზე ყასიდად ცემა აღარ მაკმარა. პირიქით, წინასწარ ერთი
ვედრო წყალი გადამასხა, რომ წკეპლა უფრო მტკივნეული ყოფი-
ლიყო და ისეთი ძალით დამცხო, სუნთქვა შემეკრა. ცემას რომ მორ-
ჩა, წკეპლა ძირს დააგდო, ზურგზე გადამაწვინა და დამჩხავლა:
– გეიშა ვეღარასდროს გახდები! მე გაგაფრთხილე, რომ მსგავსი
შეცდომა არასოდეს დაგეშვა! ახლა კი ვერც მე გიშველი და ვერც
სხვა ვინმე!
ამის შემდეგ მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი ვეღარ გავიგო-
ნე, რადგან ხიდურის მეორე ბოლოდან კივილ-წივილი გაისმა: ბებო
გოგრას ურტყამდა იმისთვის, რომ თვალი ვერ მიმადევნა.

***
როგორც გაირკვა, დაცემისას ხელი მოვიტეხე. მეორე დილით
ექიმი მოვიდა და ახლომდებარე საავადმყოფოში წამიყვანა. შუად-
ღე უკვე გადასული იყო, როცა ოკიაში თაბაშირიანი ხელით დამაბ-
რენეს. სასტიკი ტკივილი ჯერ კიდევ მიტევდა, მაგრამ დედამ თავის
ოთახში დაუყოვნებლივ გამომიძახა. კარგა ხანს მიყურებდა, თან
ცალი ხელით ტაქუს ეფერებოდა, მეორით კი პირში გაჩრილ ყალი-
ონს აწვალებდა.
– შენ თუ იცი, რა დამიჯდა შენი ყიდვა? – მკითხა ბოლოს.
– არა, ქალბატონო, – ვუპასუხე, – ვიცი, რომ უფრო მეტი გადაი-
ხადეთ, ვიდრე ვღირვარ!
ვერ ვიტყოდი, რომ ეს თავაზიანი პასუხი იყო. კაცმა რომ თქვას,
დარწმუნებული ვიყავი, ამ სიტყვებისთვის სილას მივიღებდი, მაგ-
რამ ჩემთვის უკვე სულერთი იყო. ასე მეგონა, რომ ამ სამყაროში სა-
სიკეთო უკვე აღარაფერი მეღირსებოდა. დედამ კვლავ გაიცინა იმ

138
თავისი უცნაური სიცილით –კბილები დააკრაჭუნა და რამდენჯერმე
წამოახველა.
– ეგ მართალი თქვი, – მითხრა უცებ, – ნახევარი იენიც კი ზედ-
მეტია შენთვის. ისე, უფრო გონიერი გოგო მეგონე: შენ კი ჭკუა ნამ-
დვილად არ გეყო, რომ გაგეგო, რა უფრო წაგადგება ცხოვრებაში.
მცირე ხანს ყალიონს აბოლებდა, მერე კი განაგრძო:
– მე შენ სამოცდათხუთმეტ იენად გიყიდე, შენ კი რა ჩაიდინე?
ჯერ იყო და, სხვისი კიმონო გააოხრე, მერე საკინძე მოიპარე, ახლა
ხელი მოიტეხე და შენი ვალები სამკურნალო ხარჯებით გაზარდე.
ამას დავამატოთ საჭმლისა და გაკვეთილების ფული; ეგ კიდევ არა-
ფერი. ამ დილით ტაცუიოს დიასახლისისგან შევიტყვე, რომ შენი უფ-
როსი და გაიქცა. ამ ქალს ჩემი ვალი აქვს და დღემდე ვერ მოუცია,
ახლა კი მეუბნება, რომ არც გადამიხდის! ამასაც შენ გაზღვევინებ-
დი, მაგრამ განა რა შეიცვლება? შენ უკვე იმდენი ვალი გაქვს, რომ
ვერასოდეს გაისტუმრებ!
მაშ ასე. საცუ გაიქცა. მთელი დღე ამაზე ფიქრში გავატარე, და აი,
პასუხიც მივიღე. გულით მინდოდა, სიხარული განმეცადა, მაგრამ
არაფერი გამომდიოდა.
– თუ გეიშა გახდი, ვალის გასტუმრებას ალბათ ათი-თხუთმეტი
წელი მოუნდები, – არ ცხრებოდა დედა, – თანაც იმ შემთხვევაში, თუ
წარმატებული გეიშა იქნები. მაგრამ გოგოსთვის, რომელიც ოკიი-
დან გარბის, ერთ იენსაც კი არავინ გაიმეტებს, ასე არ არის?
დამაჯერებელი პასუხი ვერ მოვიფიქრე და ესღა წავილუღლულე:
– ძალიან ვწუხვარ.
მანამდე შედარებით თავაზიანად მელაპარაკებოდა,მაგრამ ამ
მობოდიშების შემდეგ პირიდან ყალიონი ამოიღო და ყბა ისე გამოს-
წია, რომ იერიშისთვის მზადმყოფ ცხოველს დაემსგავსა.
– წუხხარ, არა?! სულელი ვარ, ამდენი ფული პირველ რიგში შენ
რომ დაგახარჯე! მთელ გიონში ალბათ ყველაზე ძვირად ღირებული
მოახლე შენა ხარ! შენი ძვლებით შენი ვალის ნაწილობრივ მაინც
დაფარვა რომ შემეძლოს, ალბათ იმ ძვლებს სათითაოდ ამოგაგ-
ლეჯდი ხორციდან!

139
ამ სიტყვების შემდეგ ოთახიდან გასვლა მიბრძანა და ყალიონი
კვლავ პირში ჩაიდო.
ოთახიდან რომ გამოვედი, ტუჩები მიკანკალებდა, მაგრამ ჩემი
გრძნობები გულში შევინახე, რადგან იქვე, კიბისთავზე ჰაცუმომო
იდგა. ბატონი ბეკუ უკვე ამთავრებდა მის შემოსვას და ობის უკრავ-
და, დეიდა კი მის წინ ცხვირსახოცით ხელში იდგა, თვალებში ჩას-
ცქეროდა და ეუბნებოდა:
– მთელი სახე მოთხვრილი გაქვს, მე ვეღარაფერს გამოვასწო-
რებ. ისღა დაგრჩენია, ღნავილს მორჩე და სახე ხელახლა შეიღებო.
ჰაცუმომოს ტირილის მიზეზი ზუსტად ვიცოდი. მისმა ახალგაზ-
რდა საყვარელმა პაემნებზე ხელი აიღო მას შემდეგ, რაც ჰაცუმო-
მოს ოკიაში მისი დაბარება აუკრძალეს. ეს წინა დღეს გავიგე და მივ-
ხვდი, რომ გამწარებული ჰაცუმომო ამიერიდან ჯავრს ჩემზე იყრი-
და. ძალიან ვეცადე, კიბეზე ისე ჩავსულიყავი, ჰაცუმომოს არ შევემ-
ჩნიე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. დეიდას ცხვირსახოცი ხელიდან გა-
მოჰგლიჯა და ხელით მანიშნა, მომიახლოვდიო. ამის სურვილი,
ცხადია, არ მქონდა, მაგრამ მაინც დავემორჩილე.
– ჩიოსთან არაფერი გესაქმება. სჯობს, შენს ოთახში შეხვიდე და
სახის მოხატვა დაასრულო, – უთხრა დეიდამ.
ჰაცუმომომ არაფერი უპასუხა, თავის ოთახში შემათრია,კარი მი-
ხურა და მითხრა:
– არაერთი დღე შევალიე იმაზე ფიქრს, როგორ დამენგრია შენ-
თვის ცხოვრება. ახლა გაქცევა სცადე და ჩემი მადლი მოისხი! თუმცა
არც კი ვიცი, უნდა მიხაროდეს თუ არა, იმიტომ, რომ გაქცევას მე
თვითონ ვგეგმავდი.
ძალიან თავხედური საქციელი კი იყო, მაგრამ ჰაცუმომოს თავი
დავუხარე და ოთახიდან ისე გამოვიძურწე, პასუხიც კი არ ვაღირსე.
რომ ვეცემე, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ასე არ მოქცეულა, უბრა-
ლოდ, დერეფანში გამომყვა დამითხრა:
– თუ გაინტერესებს, როგორია მთელი ცხოვრება მოახლედ მუ-
შაობა, დეიდას გაესაუბრე! თქვენ უკვე ჰგავხართ ერთი ზონრის ორ

140
ბოლოს. მას თეძო აქვს ჩალეწილი, შენ კი ხელი მოიტეხე. ერთ მშვე-
ნიერ დღეს დეიდასავით იქნებ შენც მამაკაცს დაემსგავსო!
ამ დროს დეიდა მოგვიახლოვდა და წასასვლელად გამზადებულ
ჰაცუმომოს მიაძახა:
– აბა, შენ იცი, ჰაცუმომო! დაატრიალე შენებური ეშხი!

***
ხუთი თუ ექვსი წლის რომ ვიყავი და კიოტოს არსებობის შესახებ
ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი, ჩვენს დაბაში ერთი ბიჭი ცხოვრობდა,
სახელად ნობურუ. ცუდი ბიჭი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ძალიან
უსიამოვნო სუნი ასდიოდა და ვფიქრობ, სწორედ ამ მიზეზით მოიძუ-
ლა ყველამ. მის ლაპარაკს ყურს ისევე არ უგდებდნენ, როგორც ჩი-
ტის ჟღურტულს ან ბაყაყის ყიყინს. საწყალი, ჩამოჯდებოდა ხოლმე
მიწაზე და იწყებდა ტირილს. ჩემი წარუმატებელი გაქცევის შემდეგ
რამდენიმე თვეში მივხვდი, რა დღეც ადგა იმ უბედურს. თანამობი-
ნადრეები ხმას მხოლოდ მაშინ მცემდნენ, როცა რამეს მიბრძანებ-
დნენ. დედა ყურადღებას ადრეც ისევე არ მაქცევდა, როგორც კვამ-
ლის ფთილას, რადგან ბევრად მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონ-
და. მაგრამ ახლა მოახლეებიც, მზარეულიცა და ბებოც ასევე იქცე-
ოდნენ. მთელი ის სუსხიანი ზამთარი საცუზე, დედასა და მამაზე ფიქ-
რში გავლიე. შფოთვისგან ქანცგამოცლილი ვიწექი ჩემს ფუტონზე
და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემს სულში მთელი სამყარო-
სოდენა ღრუ იყო, რომელიც ვეებერთელა, უკაცრიელ დარბაზს
ჰგავდა. თავი რომ დამემშვიდებინა, თვალებს ვხუჭავდი და წარმო-
ვიდგენდი, როგორ მივუყვებოდი ბილიკს იოროიდოს ზღვისპირა ქა-
რაფებზე. ისე ცოცხლად დამიდგებოდა ხოლმე თვალწინ იქაურობა,
თითქოს საცუსთან ერთად მართლაც მომეხერხებინა კიოტოდან გა-
პარვა და მშობლიურ სახლამდე მიღწევა.
გონებაში სულ ჩემი მთვრალი სახლისკენ მივექანებოდი საცუს-
თან ერთად. ხელიხელჩაკიდებულნი გავრბოდით,თუმცა ცხადში მი-
სი ხელი არასოდეს მჭერია. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩვენს დედ-

141
მამას სულ რამდენიმე წამში დავუბრუნდებოდით, მაგრამ ამ ფანტა-
ზიებში სახლამდე ვერასოდეს ვაღწევდი; ვინ იცის, შიში არ მიშვებ-
და, რაკი არ ვიცოდი, იქ რა დამხვდებოდა. მაინც ნუგეშს მგვრიდა
თუნდაც იმ ჩემი ნაცნობი ბილიკით გასეირნება. მერე უცებ რომელი-
მე მოახლე წამოახველებდა ჩემ გვერდით, ან ბებო წამოიკვნესებდა
და ძილში ქარებს გაუშვებდა. იმავ წამს გაიფანტებოდა ზღვის სუნი
და ბილიკის აყალო მიწა კვლავ ჩემი ფუტონის ზეწრებად გადაიქცე-
ოდა. ისევ საწყის მდგომარეობას ვუბრუნდებოდი და ჩემს მარტოო-
ბასთან პირისპირ ვრჩებოდი.
ამასობაში გაზაფხულდა და მარუიამას პარკში ალუბალი აყვავ-
და. კიოტოს მცხოვრებლებს სალაპარაკო სხვა აღარაფერი ჰქონ-
დათ. ალუბლის ყვავილობასთან დაკავშირებული მრავალრიცხო-
ვანი რიტუალის გამო ჰაცუმომო დღის საათებში ადრინდელზე უფ-
რო დაკავებული იყო. მისი მჩქეფარე ცხოვრებისა და ყოველდღიუ-
რი სამზადისის შემხედვარეს შური არ მასვენებდა. უკვე აღარ მქონ-
და იმედი, რომ ერთ ღამეს გამეღვიძებოდა და ჩვენს ოკიაში ჩემ გა-
დასარჩენად ჩუმად შემოპარულ საცუს ვიხილავდი, ან კიდევ
იოროიდოდან რაიმე ახალი ამბავი ჩამომივიდოდა.
ერთ დილით, როცა დედა და დეიდა ბებოს პიკნიკზე წასაყვანად
ამზადებდნენ, მეორე სართულიდან ჩამოვედი და წინკართან ამანა-
თი დამხვდა. დაახლოებით ჩემი მკლავის სიგრძე, უხეშ ქაღალდში
გახვეული და გაცრეცილი ბაწრით შეკრული კოლოფი იატაკზე იდო.
არც მიფიქრია, რომ ეს ამბავი მე მეხებოდა, მაგრამ მაინც ფრთხი-
ლად მიმოვიხედე,
კოლოფს მივუახლოვდი და წარწერა წავიკითხე. ზედ დიდი ასოე-
ბით ეწერა გვარ-სახელი და მისამართი:
საკამოტო ჩიო.
ო. ნიტა კაიოკო.
გიონი, ტომინაგა-ჩო.
ქალაქი კიოტო, კიოტოს პრეფექტურა.

142
ისე გავოგნდი, რომ კარგა ხანს პირზე ხელაფარებული ვიდექი.
ალბათ იმ წუთებში თვალები საცრისოდენა გამიხდა. უკან დასაბრუ-
ნებელი მისამართი, რომელიც ამანათზე დაკრული რამდენიმე მარ-
კის ქვეშ მიეწერათ, ბატონ ტანაკას ეკუთვნოდა. წარმოდგენა არ
მქონდა, რა უნდა ყოფილიყო ამანათში, მაგრამ ბატონი ტანაკას
გვარის დანახვისას... რაც უნდა აბსურდულად მოგეჩვენოთ, იმედი
გამიჩნდა! ამ საშინელ ადგილას რომ მიკრა თავი, დანაშაულს აღია-
რებს და ახლა ისეთ რამეს მიგზავნის, რაც ოკიიდან გაქცევაში და-
მეხმარება-მეთქი, გავიფიქრე. დღეს ხომ ნამდვილად არ ვიცი, რო-
გორ შეუძლია ამანათს პატარა გოგონას მონობიდან დახსნა. ასე გა-
სინჯეთ, ამის წარმოდგენა მაშინაც კი მიჭირდა. მაგრამ გულის სიღ-
რმეში მწამდა, რომ ამანათის გახსნისთანავე ჩემი ცხოვრება სამუ-
დამოდ შეიცვლებოდა.
სანამ რაიმეს მოვიფიქრებდი, მეორე სართულიდან დეიდა ჩამო-
ვიდა, დამიცაცხანა და კოლოფს ჩამომაშორა, მიუხედავად იმისა,
რომ მისი ადრესატი მე ვიყავი. ერთი სული მქონდა, ჩემი ხელით გა-
მეხსნა, მაგრამ დეიდამ დანა მოატანინა, ბაწარი გადაჭრა და ფუთას
ქაღალდი შემოხსნა. ქაღალდის ქვეშ ბადის ამოსაკემსი ძაფით გა-
კერილი უხეში ჯვალოს ერთი ფენა იყო. ამ შალითას ერთ კუთხეში
მიკერებული ჰქონდა კონვერტი, რომელზეც ჩემი გვარ-სახელი ეწე-
რა. დეიდამ კონვერტი ჩამოჭრა, შალითა გაარღვია და მუქი ფერის
ხის კოლოფი ამოიღო. უკვე მოსვენებას ვკარგავდი, მაინტერესებ-
და, რა იყო შიგნით, მაგრამ როცა დეიდამ კოლოფს სახურავი ახადა,
ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა მთელი სხეული: კოლოფის ნაკეცე-
ბიან სარჩულზე სულის მოსახსენიებელი ფირფიტები იყო ჩარიგებუ-
ლი. ასეთი ფირფიტები ჩვენს მთვრალ სახლში, საკურთხეველთან
ეწყო ხოლმე, მაგრამ ორი მათგანი შედარებით ახალი ჩანდა და ახ-
ლა პირველად ვხედავდი. ორივე ფირფიტაზე ჩემთვის უცხო ბუდის-
ტური სახელები ეწერა, თანაც ისეთი იეროგლიფებით, რომლებსაც
ჯერ არ ვიცნობდი. შიშით შეკითხვასაც კი ვერ ვუსვამდი თავს, რა-
ტომ გამოგზავნა ისინი ბატონმა ტანაკამ. დეიდამ ფირფიტებიანი კო-

143
ლოფი იატაკზე დატოვა, კონვერტი გახსნა და წერილის კითხვას შე-
უდგა. შიშმა ისე შემიპყრო, ზედმეტ ფიქრსაც კი ვერ ვბედავდი. დე-
იდამ მძიმედ ამოიოხრა, მკლავში ხელი წამავლო და მისაღებ ოთახ-
ში გამიყვანა. მაგიდასთან რომ დავიჩოქე, კალთაში ჩაწყობილი ხე-
ლები ამიკანკალდა, იქნებ იმიტომ, რომ იმ საშინელ ფიქრებს ძა-
ლას ვატანდი და ზედაპირზე ამოტივტივებას არ ვაცლიდი. მაინც არ
მტოვებდა იმედი: იქნებ სულაც კარგს მოასწავებდა ეს ყველაფერი?
ხომ შესაძლებელი იყო, ბატონ ტანაკას სულის მოსახსენიებელი
ფირფიტები მხოლოდ იმიტომ გამოეგზავნა, რომ ჩემი ოჯახი საც-
ხოვრებლად კიოტოში გადმოდიოდა, ოჯახს ახალი საკურთხეველი
უნდა შეეძინა და ეს ფირფიტები ამისთვის დაგვჭირვებოდა? ან იქნებ
საცუმ გადაწყვიტა უკან მობრუნება და ითხოვა, რომ ისინი ჩემთვის
გამოეგზავნათ?
ჩემს ამ ფიქრებს დეიდამ დაუსვა წერტილი.
– ჩიო, ახლა უნდა წაგიკითხო წერილი, რომელსაც ვინმე ტანაკა
იჩირო გწერს, – თქვა მან.
უცნაურად მძიმედ, შენელებულად ლაპარაკობდა. სანამ ფურ-
ცლებს მაგიდაზე გაშლიდა, ვგონებ, სუნთქვაც კი შევწყვიტე.
„ძვირფასო ჩიო:
წელიწადის ორი დრო მიილია მას შემდეგ, რაც იოროიდოდან
წამოხვედი. ხეები, საცაა, კვლავ იფეთქებს და დაიბადება კვირტების
ახალი თაობა. ახალი ყვავილები, დამჭკნარი ძველი ყვავილების
ნაცვლად აღმოცენებულნი, შეგვახსენებენ, რომ არსებობს სიკვდი-
ლი, რომელიც ერთ დღეს ყველას მოგვაკითხავს. მე, როგორც ადა-
მიანი, რომელმაც ობლობა თვითონაც იწვნია, და როგორც ერთი
მოკრძალებული კაცი, მწუხარებით გაუწყებ იმ საშინელი ტვირთის
შესახებ, რომლის ტარება ამიერიდან მოგიწევს. კიოტოში ახალი
ცხოვრების დასაწყებად რომ გაემგზავრე, ექვს თვეში შენი ღირსეუ-
ლი დედის სატანჯველს ბოლო მოეღო, სულ რამდენიმე კვირაში კი
სააქაო ღირსეულმა მამაშენმაც დატოვა. ეს მოკრძალებული პი-
როვნება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარწმუნებს, რომ შენი

144
დარბაისელი მშობლები ამჟამად სოფლის სასაფლაოზე განისვენე-
ბენ, მათი სულების მოსახსენიებლად სენძურუს ჰოკო-ძის ტაძარში
რელიგიური რიტუალები ჩატარდა, იოროიდოს მკვიდრმა ქალებმა
კი სათანადო სუტრები წართქვეს. ეს მოკრძალებული პიროვნება
დარწმუნებულია, რომ ორივე შენმა სასიქადულო მშობელმა სა-
მოთხეში დაიმკვიდრა ადგილი.
მოწაფე გეიშას გზა რთული გზაა. და მაინც, ეს მოკრძალებული
პიროვნება აღტაცებით შეჰყურებს მათ, ვისაც ძალუძს, ტანჯვას პირი
სასიკეთოდ უქციოს და გახდეს დიდი ხელოვანი.
რამდენიმე წლის წინ გიონს ვესტუმრე და მქონდა პატივი, დავ-
სწრებოდი გაზაფხულის ცეკვებს, აგრეთვე, წვეულებას ჩაის სახ-
ლში. ყოველივე ამან ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება დატოვა. გარკვე-
ულ კმაყოფილებას მანიჭებს ისიც, რომ ამ სამყაროში შენთვის
უსაფრთხო ადგილი მოიძებნა, ჩიო, და, რომ შენ აღარ მოგიწევს
წლების მანძილზე მტანჯველ გაურკვევლობაში ყოფნა. ამ მოკრძა-
ლებულმა პიროვნებამ საკმაოდ დიდხანს იცოცხლა ამქვეყნად, მის
წინ ბავშვების მთელი თაობები გაიზარდა და მან იცის, რა იშვიათად
შობს უბრალო ფრინველი გედს. გედი, რომელიც მშობლების ბუდე-
ში აგრძელებს ცხოვრებას, კვდება; ამიტომაც არის, რომ ლამაზსა
და ნიჭიერს ამ ცხოვრებაში საკუთარი გზის პოვნა ტვირთად აწევს.
შენმა დამ, საცუმ, შემოდგომის მიწურულს იოროიდოში გამოი-
არა, მაგრამ იმ დღესვე გაიპარა ბატონი სუჯის ვაჟთან ერთად. ბა-
ტონ სუჯის დიდი იმედი და სურვილი აქვს, ისე არ წავიდეს ამქვეყნი-
დან, რომ თავისი საყვარელი ვაჟი ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ
ნახოს, ამიტომ გთხოვს, დაუყოვნებლივ შეატყობინო, თუ დისგან
რაიმე ცნობა მიიღე.
გულწრფელად, შენი
ტანაკა იჩირო.“

დეიდას წერილის ჩამთავრებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლდა, მე


კი, დუღილის დროს ქოთნიდან გადმოღვრილი წყალივით, უცებ წამ-
სკდა ცრემლები. არც ერთი მშობელი აღარ მყავდა. თითქოს ეს არ

145
კმაროდა და ერთადერთი დაც სამუდამოდ დავკარგე. ჩემი სული
უცებ გადაიქცა დამტვრეულ ლარნაკად, რომელსაც ფეხზე მყარად
დგომა აღარ შეეძლო. ოთახის კედლებშიც კი სრულიად გზააბნეულ
ადამიანად ვგრძნობდი თავს. ალბათ ძალიან მიამიტად გეჩვენებით,
აქამდე რომ იმედი ბჟუტავდა ჩემში, დედაჩემი რომ ჯერ კიდევ ცოც-
ხალი მეგონა, მაგრამ რა მექნა, ამქვეყნად საიმედო ძალიან ცოტა
რამ მეგულებოდა და ხელჩასაჭიდს ვეძებდი.
დეიდამ გულისხმიერება გამოიჩინა და გონს მომიყვანა:
– გაუძელი, ჩიო, გაუძელი. ამ ცხოვრებაში ეგღა დაგვრჩენია!
როცა მეტყველების უნარი დამიბრუნდა, დეიდას ვთხოვე, ფირ-
ფიტები ისეთ ადგილას გადაემალა, რომ არ მენახა; თანაც ჩემს ნაც-
ვლად ელოცა, რადგან თავად ჩემთვის ეს მეტისმეტად მტკივნეული
იქნებოდა. დეიდამ გადაჭრით იუარა, წინაპრებისთვის ზურგის შექ-
ცევა დიდი სირცხვილიაო, დამამუნათა და ფირფიტები კიბის ქვეშ,
თაროზე შემომაწყობინა, სადაც დილაობით ლოცვას შევძლებდი.
– არასოდეს დაივიწყო ისინი, ჩიო, – დამარიგა ბოლოს, –სულ
ეს არის, რაც ბავშვობიდან შემოგრჩა!

146
თავი მერვე

სამოცდაექვსი წელი რომ შემისრულდა, მეგობარმა ქალმა გა-


მომიგზავნა სტატია სათაურით „გიონის ოცი უდიდესი გეიშა“. ზუს-
ტად არ მახსოვს, შესაძლოა, ოცდაათიც იყო, მაგრამ მთავარი ის
გახლავთ, რომ ნუსხაში მეც ვირიცხებოდი. ამ წერილში ჩემ შესახებ
მოკლე ცნობები ამოვიკითხე, მათ შორის ისიც, რომ თურმე კიოტო-
ში დავბადებულვარ, რაც, ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება,
ვერც იმას დავიჩემებ, რომ გიონის დიდ ოცეულში საპატიო ადგილი
აუცილებლად მეკუთვნის. ზოგი მართლა დიდია, ზოგიც მხოლოდ
იმით გამოირჩევა, რომ მისი სახელი სმენიათ· ამ ორ კატეგორიას
შორის სხვაობას კი ბევრი ვერ ამჩნევს. ვფიქრობ, უფრო გამიმარ-
თლებდა, სხვა უამრავი ღარიბი გოგოს მსგავსად, ერთ უხეირო გე-
იშად რომ დავრჩენილიყავი. ალბათ ასეც მოხდებოდა, ბატონი ტა-
ნაკასგან წერილი რომ არ მიმეღო, რომელშიც ჩემი მშობლების
გარდაცვალების ამბავსაც მატყობინებდა და იმაზეც მიმანიშნებდა,
რომ საკუთარ დას, სავარაუდოდ, ვეღარასოდეს ვნახავდი.
ალბათ გახსოვთ ჩემი ნათქვამი იმის შესახებ, რომ ბატონ ტანა-
კასთან შეხვედრის დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო და,
ამავე დროს, ყველაზე უარესი იყო. უარესი რატომ იყო, ვგონებ, გან-
მარტებას აღარ საჭიროებს, მაგრამ ალბათ გიჩნდებათ კითხვა, სა-
სიკეთო რა უნდა გამოსულიყო ამ ვითარებიდან? ცხადია, ბატონ ტა-
ნაკას აქამდე ჩემთვის ტანჯვის მეტი არა მოუტანია რა, მაგრამ, ყვე-
ლაფერთან ერთად, მან სამუდამოდ შეცვალა ჩემი თვალსაწიერი.
ჩვენი ცხოვრება ფერდობზე ჩამომდინარ წყალსა ჰგავს. თავიდან
ერთი მიმართულებით მივიწევთ, სანამ რაღაცას არ წავაწყდებით,
რაც გეზის შეცვლას გვაიძულებს. ბატონ ტანაკას რომ არ შევხვედ-
როდი, ჩემი ცხოვრება იქნებოდა ჩვენი მთვრალი სახლიდან ოკეა-
ნისკენ ჩამომდინარე უბრალო ნაკადული. ბატონმა ტანაკამ შეცვა-
ლა ეს ვითარება.მკრა ხელი და გამიშვა სოფელ-ქვეყანას. ოღონდ
ნურავინ იფიქრებს, რომ მშობლიური სახლიდან გასვლა მისთვის

147
საბოლოოდ ზურგის შექცევას ნიშნავს. როცა ბატონი ტანაკას წერი-
ლი მივიღე, გიონში უკვე ექვსი თვე მქონდა გატარებული და ამ ხნის
განმავლობაში წამითაც არ მტოვებდა რწმენა, რომ ერთ მშვენიერ
დღეს, სადმე სხვა ადგილას, ჩემი ოჯახის დარჩენილ წევრებთან ერ-
თად უკეთეს ცხოვრებას ვეწეოდი. გიონში მხოლოდ ჩემი ერთი ნა-
ხევარი ცხოვრობდა, მეორე კი სახლში დაბრუნებაზე ოცნებებს შე-
ეხიზნა. ამიტომ არის ოცნება ასე საშიში. ის ცეცხლის მსგავსად ღვი-
ვის, მაგრამ ერთ დღესაც მთლიანად გვშთანთქავს.
თანდათან გაზაფხულიც მიიწურა და ზაფხულიც, მე კი ნისლში
გახვეული ტბის პირას მოხეტიალე, გზააბნეული ბავშვივით
ვგრძნობდი თავს. ერთმანეთში რაკრაკით გარდამავალი დღეები
ერთ ვეება, მღვრიე მორევს ერწყმოდა. იმ დღეებიდან, მუდმივი ში-
შისა და სასოწარკვეთილების გარდა, მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტი
მოგონებები შემომრჩა.
ერთ სუსხიან საღამოს მოახლეების ოთახში ვიჯექი და დიდხანს
გავცქეროდი, როგორ ათოვდა ჩვენი ოკიის პატარა ეზოს. წარმო-
ვიდგინე, როგორ ახველებდა ჩვენი ეული სახლის ეულ მაგიდასთან
მიმჯდარი მამაჩემი; თვალწინ დამიდგა დედა, რომლის სხეული ისე-
თი უსუსური და გალეული იყო, რომ ფაფუკ ფუტონს მისი სიმძიმე
არც კი ეტყობოდა. ბარბაცით გავედი ეზოში, რათა სასოწარკვეთი-
ლებას როგორმე გავქცეოდი, მაგრამ იმას, რაც ჩვენში ბუდობს,
ვერსად წავუვალთ. ადრეული გაზაფხული იყო, ერთი წელი გასული-
ყო იმ დღიდან, რაც ჩემი ოჯახის შესახებ თავზარდამცემი ცნობა მო-
მივიდა. სწორედ მაშინ მოხდა ერთი ამბავი. აპრილში ალუბლის ხე-
ები ისევ გაიკვირტა. თითქმის თორმეტი წლის ვიყავი და უკვე ოდნავ
დამეტყო დაქალების პირველი ნიშნები, მაშინ, როცა ჩემზე უფროს
გოგრას ჯერ კიდევ პატარა გოგოს იერი ჰქონდა. სიმაღლით თით-
ქმის მივაღწიე იმ ზომებს, რომლებსაც შემდგომში ბევრი არაფერი
მომატებია. ჩემს სხეულს კიდევ ორიოდე წელიწადს შემორჩა სიფ-
რიფანა და გაურანდავი ფორმები, მაგრამ სახეს უკვე ჩამოსცილდა
ბავშვური სილბო, ნიკაპისა და ყვრიმალების არეში მკვეთრი შტრი-
ხები გამოიკვეთა და სახე თანდათან გადაიტკიცა, რამაც თვალებს

148
ნუშისებური ფორმა შესძინა. ადრე მამაკაცები ქუჩაში ისე გულგრი-
ლად მიყურებდნენ, როგორც მტრედს. ახლა კი გვერდით რომ ჩა-
ვუვლიდი, თვალს მაყოლებდნენ. ძალიან მეუცხოებოდა, ამდენი
ხნის უგულებელყოფის შემდეგ ყურადღების ობიექტი რომ გავხდი.
აპრილის ერთ დილით ადრიანად გავიღვიძე. წინაღამით ნანახ უც-
ნაურ სიზმარში ვიღაც წვერმოშვებული მამაკაცი გამომეცხადა.
უსაშველოდ ხშირი წვერის გამო მის ნაკვთებს ბუნდოვნად ვარჩევ-
დი, თითქოს ვიღაცას მისთვის სახე რეტუშით წაეშალა. ეს კაცი ჩემ
წინ იდგა. არ მახსოვს, რას მეუბნებოდა, მაგრამ უცებ ქაღალდის და-
რაბა ხმაურით ჩამოსწია. გაღვიძებისას მეგონა, რომ ეს ხმა ჩვენს
ოთახში გაისმა. მოახლეები ძილში ოხრავდნენ. თავისი მრგვალი
სახით ბალიშში ჩაფლული გოგრა ჩუმად იწვა. ჩვეულ გარემოში ვი-
ყავი, არაფერი მეუცხოვა, საკუთარი შეგრძნებების გარდა. ისე
ვგრძნობდი თავს, თითქოს ერთ ღამეში შეცვლილ და ჩემთვის აწ უც-
ნობ სამყაროს ახლა სწორედ იმ ფანჯრიდან ვუჭვრეტდი, რომელიც
სიზმარში ჩემ წინ გაიღო. ალბათ ამ სიზმრის მნიშვნელობას ვერ
ჩავწვდებოდი, მაგრამ ფიქრი წამითაც არ შემიწყვეტია და, როცა
ეზოს მოკირწყლულ ბილიკს ვგვიდი, უცებ ჩემს თავში რაღაც უცნაუ-
რი ბზუილი ატყდა. ასე ხდება, როცა ფიქრი აგეკვიატება, ქილაში
მომწყვდეული ფუტკარივით უვლის წრეებს და გასასვლელს ვერ
პოულობს. ცოცხი განზე გადავდე და სოხანიან დერეფანში ჩამოვჯე-
ქი. მთავარი სახლის საძირკვლიდან საამური, გრილი ჰაერი ამო-
დიოდა და ზურგზე მესალბუნებოდა. სწორედ მაშინ გამახსენდა ერ-
თი ამბავი, რომელზეც კიოტოში ჩამოსვლის პირველი დღეებიდან
აღარ მიფიქრია.
ჩემს დას რომ დავშორდი, ორიოდე დღეში ჩვრების გარეცხვა
დამავალეს. უცებ ციდან ფარვანა ჩამოფარფატდა და მკლავზე და-
მასკუპდა. ხელი რომ ავუქნიე, მეგონა გაფრინდებოდა, მაგრამ ჰა-
ერში ატყორცნილი კენჭივით გაექანა, ეზოს გადაევლო და მიწაზე
დაეშვა. არ ვიცი, ძირს დაშვებისას უკვე მკვდარი იყო, თუ მე შემომა-

149
კვდა, მაგრამ შემძრა მისმა წამიერმა მწერულმა აღსასრულმა. აღ-
ტაცებით შევათვალიერე მისი ხატულა ფრთები, ერთ-ერთ ჩვარს
დავწვდი, შიგ გავახვიე და სახლის საძირკველში გადავმალე.
მას შემდეგ ის ფარვანა ერთხელაც არ გამხსენებია. მაგრამ ახ-
ლა მომაგონდა, მუხლებზე დავიჩოქე, სახლის ქვეშ ჩავიხედე და პა-
ტარა ფუთა მოვძებნე. ჩემს ცხოვრებაში იმ დროისთვის უამრავი რამ
შეცვლილიყო, მათ შორის ჩემი გარეგნული იერიც კი, მაგრამ როცა
მკვდარ ფარვანას თავისი სუდარა შემოვაცალე, ისევ ის თვალწარ-
მტაცი არსება შემრჩა ხელში, რომელიც იმ დღეს აკლდამაში ჩავას-
ვენე. მკრთალი მოყავისფრო-ნაცრისფერი კაბა ეცვა. სწორედ ასე-
თი კაბით დადიოდა დედაჩემი ღამღამობით მაჯონგის სათამაშოდ.
ეს ქმნილება ზედმიწევნით მშვენიერი და სრულყოფილი იყო და,
რაც მთავარია, სრულიად ხელუხლებელი. ნეტავ ჩემს ცხოვრებაში
ერთი რამ მაინც ყოფილიყო ისე უცვლელი, როგორც კიოტოში გა-
ტარებული ის პირველი კვირა. ამის გაფიქრება იყო და, ჩემს გონე-
ბაში თითქოს ქარიშხალმა ჩამოიქროლა. მივხვდი, რომ ჩვენ – მე
და ის ფარვანა – ორ ურთიერთსაწინააღმდეგო უკიდურესობას წარ-
მოვადგენდით. ჩემი ცხოვრება სრულიად არასტაბილურად მიედი-
ნებოდა, წყალივით მიიწევდა წინ და გზადაგზა ათასნაირად იცვლე-
ბოდა, ფარვანა კი ქვასავით უძრავი იყო და იოტისოდენა ცვლილე-
ბაც კი არ ეტყობოდა. ამ ფიქრებში რომ ვიყავი, ფარვანისკენ მკლა-
ვი გავიწვდინე. მინდოდა, მის ხავერდისებრ ფრთებზე ხელი ჩამო-
მესვა, მაგრამ როგორც კი თითის წვერით ოდნავ შევეხე, წამის მე-
ასედში მტვრად გადაიქცა. ერთი ბგერაც კი არ გამიგია, თვალიც კი
ვერ შევასწარი, როდის დაიფშვნა.
გაოგნებულს ხმამაღალი შეძახილი აღმომხდა. უცებ ჩაცხრა
ჩემს გონებაში ატეხილი გრიგალიც, რომლის ეპიცენტრში მანამდე
ისე ცხადად ვგრძნობდი თავს, თითქოს ფეხი მის შუაგულში წარმოქ-
მნილ ხვრელში ჩამცდენოდა. ჩვარი მოვიქნიე და მტვრის პატარა
გროვა მიწაზე გავაბნიე. მაშინღა ჩავწვდი იმას, რაც დილიდან საგო-
ნებელში მაგდებდა. დახშული ჰაერი გაიწმინდა. წარსულმა ჩაიარა.
დედა და მამა გარდაცვლილები იყვნენ და ამას ვაღარაფრით შევცვ-

150
ლიდი. ჯერ კიდევ გასულ წელს მეც თავისებურად მკვდარი ვიყავი.
რაც შეეხება ჩემს დას... დიახ, ისიც წავიდა. აი, მე კი არსად წავსულ-
ვარ. არა მგონია, აქედან რაიმე აზრი გამოიტანოთ, მაგრამ შევეც-
დები გადმოგცეთ ჩემი იმწუთიერი განცდა: თითქოს მოვტრიალდი,
ირგვლივ მიმოვიხედე, წარსულს სახე ავარიდე და მომავლისკენ
ვიქციე პირი. ახლა ჩემ წინაშე ერთი კითხვა იდგა: როგორი უნდა
ყოფილიყო ეს მომავალი?
რა წამსაც ეს კითხვა გონებაში მომიმწიფდა, დანამდვილებით
ვიცოდი, რომ იმ დღეს აუცილებლად მივიღებდი რაიმე ნიშანს, რო-
მელიც ამ კითხვაზე მიპასუხებდა. ამიტომაც გამიღო სიზმარში ფან-
ჯარა იმ წვეროსანმა. აი, რა იყო მისი მთავარი სათქმელი:
„დაელოდე იმას, რაც ახლა თავისით გამოჩნდება. სწორედ ეს იქ-
ნება შენი მომავალი“.
მაგრამ ფიქრის დრო აღარ იყო.
– ჩიო! ჩქარა მოდი! – დამიძახა დეიდამ.

***
თითქმის გონმიხდილი ჩავუყევი სოხანიან დერეფანს. არ გამიკ-
ვირდებოდა, დეიდას რომ ეთქვა: „გინდა იცოდე, რა გელის? კეთი-
ლი. აბა, ყურადღებით მომისმინე!“
მაგრამ ამის ნაცვლად თეთრი აბრეშუმის ოთხკუთხა ქსოვილზე
დაწყობილი ორი თმის სარჭი გამომიწოდა და მითხრა:
– გამომართვი. ღმერთმა უწყის, რას აკეთებდა წუხელ ჰაცუმო-
მო, მაგრამ ოკიაში სხვა ქალის სარჭებით დაბრუნდა. ალბათ საკე
ჩვეულ დოზაზე მეტი მოუვიდა. სკოლაში გაიქეცი, ჰაცუმომო მოძებ-
ნე, გაიკითხეთ, ვისია ეს ნივთები და პატრონს დაუბრუნეთ.
როცა სარჭები გამოვართვი, დეიდამ ფურცლის ნაგლეჯი გამო-
მიწოდა. აქ უკვე სხვა დავალებების სია იყო ჩამოწერილი. როცა ყვე-
ლა მათგანს შევასრულებდი, ოკიაში უნდა დავბრუნებულიყავი.
სხვისი თმის სარჭებით ღამით შინ დაბრუნება თითქოს უცნაური არ
უნდა იყოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს იგივეა, შინ სხვისი საცვლებ-

151
ით დაბრუნდე. საქმე ის არის, რომ გეიშები, თავიანთი მორთულ-მო-
კაზმული ვარცხნილობების გამო, თმას ყოველდღე არ იბანენ. ამი-
ტომ თავსამკაული ძალიან ინტიმური ნივთია. დეიდა ამ ნივთებს
ხელსაც არ ჰკიდებდა, ამიტომაც დაამწკრივა ისინი აბრეშუმის ხელ-
სახოცზე, შემდეგ კი გაახვია და მე გამომიწოდა. ამ პატარა ფუთამ ის
ფუთა მომაგონა, რომელშიც ფარვანა განისვენებდა და რომელიც
სულ რამდენიმე წუთის წინ ხელში მეჭირა. ცხადია, ნიშანი თავისთა-
ვად არაფრის მომასწავებელია, თუ მისი მნიშვნელობის ახსნა არ
შეგიძლია. აბრეშუმის შეკვრას იქამდე მივჩერებოდი, სანამ დეიდამ
არ შემომძახა:
– აიღე, რაღას უცდი!
მოგვიანებით სკოლისკენ მიმავალ გზაზე ხელსახოცი გავხსენი
და სარჭებს დავხედე. ერთი კბილანებიანი, შავად მოჭიქული, ჩამა-
ვალი მზის ფორმის სარჭი იყო და ოქროსფერი კიდეები ყვავილებით
ჰქონდა მოარშიებული; მეორე ღია ფერის ხის ჩხირი იყო, რომელ-
საც ბოლოში ორი მარგალიტი და პაწაწინა ქარვის ბურთულა ჰქონ-
და დამაგრებული. სკოლის ეზოში იქამდე ვიცდიდი, სანამ არ გაისმა
ზარის ხმა,რომელიც გაკვეთილების დასრულებას გვამცნობდა. მა-
ლე შენობიდან ლურჯად და თეთრად მოჩითულ კაბებში გამოწყო-
ბილი გოგონები გამოიშალნენ. ჰაცუმომომ დამასწრო, პირველმა
დამინახა და უცნობ გეიშასთან ერთად მომიახლოვდა. ალბათ გიჩ-
ნდებათ კითხვა, რა უნდოდა სკოლაში ჰაცუმომოს, რომელიც ცეკვა-
ში უკვე საკმარისად იყო გაწაფული და გეიშასთვის აუცილებელ
სხვა უნარებსაც ზედმიწევნით ფლობდა? საქმე ის გახლდათ, რომ
ცეკვის მაღალი საფეხურების დაუფლების მიზნით გაკვეთილებს
თვით განთქმული გეიშებიც კი ესწრებოდნენ და ამას მთელი კარიე-
რის მანძილზე განაგრძობდნენ, ზოგჯერ ორმოცდაათი ან სამოცი
წლის ასაკშიც კი.
– ერთი ამას დამიხედე?! ეს ალბათ სარეველაა. ნახე, რამოდენა
გაიზარდა! – მიმართა ჰაცუმომომ თავის მეგობარ ქალს.
ასე დამცინოდა ხოლმე მას შემდეგ, რაც სიმაღლით ოდნავ, სულ
რაღაც ერთი თითის დადებით გავუსწარი.

152
– დეიდამ გამომგზავნა, ქალბატონო. აი, ამ თმის სარჭების პატ-
რონი უნდა მოვძებნო, – ვუთხარი მე.
ჰაცუმომოს ნირი ეცვალა და ღიმილი ბაგეზე შეაცივდა. პატარა
შეკვრა ხელიდან გამომგლიჯა, გახსნა და ჩაილაპარაკა:
– ჰო, ჩემი ნამდვილად არ არის... საიდან მოიტანე?
– ჰაცუმომო-სან, ნუთუ არ გახსოვს, შენ და კანაკომ, მოსამარ-
თლე უვაძუმისთან ერთად, რაღაც სულელური თამაშის დროს თმი-
დან სარჭები რომ ამოიღეთ? ალბათ მაშინ შეგეშალათ, კანაკოს შე-
ნი სარჭები გაჰყვა სახლში, შენ კი – მისი! – შეახსენა მეორე გეიშამ.
– რა საზიზღრობაა! – თქვა ჰაცუმომომ. – როგორ ფიქრობ, კა-
ნაკომ თმა ბოლოს როდის დაიბანა? ისე, მისი ოკია, მგონი, შენს მე-
ზობლადაა. მოდი, შენ წაუღე და გადაეცი, რომ მოგვიანებით მივა-
კითხავ. ოღონდ არ გაბედოს და ჩემი სარჭები არ შეირჩინოს! ·
მეორე გეიშამ სარჭები გამოართვა და წავიდა. ჰაცუმომო კი მე
მომიბრუნდა და მითხრა:
– ნუ წახვალ, პატარა ჩიო! რაღაც მინდა განახვო. აი, იმ გოგოს
თუ იცნობ, ჭიშკართან რომ დგას? იჩიკიმი ჰქვია.
– არა, არ ვიცნობ, – ვთქვი მე.
– ან კი საიდან უნდა იცნობდე? არაფერს წარმოადგენს. ცოტა წა-
იჩლუნგებს კიდეც. თან ხეიბარივით მოუხერხებელია. მაგრამ ვფიქ-
რობ, უნდა დაგაინტერესოს იმ ფაქტმა, რომ ის მალე გეიშა გახდება,
შენ კი – ვერასოდეს! – მიპასუხა ჰაცუმომომ.
უარესს ნამდვილად ვერაფერს მეტყოდა. უკვე წელიწადნახევა-
რი გასულიყო, რაც მოახლის მძიმე ჭაპანს ვეწეოდი. ისეთი განცდა
მქონდა, თითქოს ჩემი ცხოვრება არსაით მიმავალი ბილიკივით გა-
დაჭიმულიყო ჩემ წინ. ვერ ვიტყვი, რომ გეიშობა მწყუროდა, მაგრამ
მოახლედ დარჩენა ნამდვილად არ მინდოდა. დიდხანს ვიდექი სკო-
ლის ეზოში და ჩემს ტოლ გოგონებს ვაკვირდებოდი, რომლებიც ირ-
გვლივ დაცქრიალებდნენ. ალბათ წასახემსებლად თუ მიდიოდნენ,
მაგრამ მეჩვენებოდა, რომ რაღაც ცხოვრებისეული მიზანი ამოძრა-
ვებდათ. მე კი ამ დროს კვლავ ოკიაში უნდა დავბრუნებულიყავი, სა-
დაც ერთადერთი „მომხიბლველი“ საქმიანობა მელოდა: ეზოში ფი-

153
ლები უნდა მეხეხა.
როცა ბაღი დაიცალა, შეწუხებულმა გავიფიქრე, რომ სწორედ ეს
იყო მინიშნება, რომელსაც ასე ველოდი: სხვა გოგონები წინ ივლიდ-
ნენ, მე კი მათ ჩამოვრჩებოდი. ამ აზრმა ისეთი თავზარი დამცა, რომ
ბაღში განმარტოებას ვეღარ გავუძელი, შიჯოს გამზირზე გავედი და
მდინარე კამოს სანაპიროსკენ გავუხვიე. მინამიძას თეატრის ფა-
სადზე გამოკრული ვეებერთელა ბანერები კაბუკის თეატრის წარ-
მოდგენის შესახებ იუწყებოდნენ. წარმოდგენას შიბარაკუ ეწოდებო-
და. ეს ჩვენში ერთ-ერთი ცნობილი პიესაა, თუმცა იმ დროს კაბუკის
თეატრის შესახებ არაფერი ვიცოდი. თეატრის კიბეს ზღვა ხალხი აწ-
ყდებოდა. დასავლურ ყაიდაზე, მუქ კოსტუმებსა ან კიმონოებში გა-
მოწყობილ მამაკაცებს შორის უამრავი გეიშა ირეოდა. კაშკაშა ფე-
რებით ისინი მდინარის მრუმე ზედაპირზე მოფარფატე შემოდგომის
ფოთლებს ჩამოჰგავდნენ. კვლავ ვიგრძენი, რომ მჩქეფარე ცხოვ-
რება გვერდს მივლიდა. გამზირიდან სწრაფად გადავუხვიე და ვიწ-
რო ქუჩას მივადექი, რომელიც სირაკავას ნაპირს მიუყვებოდა. მაგ-
რამ ამ მიყრუებულ ჩიხშიც კი ყოველ ნაბიჯზე მხვდებოდნენ მამაკა-
ცები და მათი თანმხლები გეიშები, რომლებიც სადღაც მიზანმიმარ-
თულად მიიჩქაროდნენ. ამ ტკივილისმომგვრელი ფიქრების ჩასახ-
შობად პირი სირაკავასკენ ვიქციე, მაგრამ ჩემს ჯიბრზე ისიც გამა-
ლებული მილიკლიკებდა ჯერ მდინარე კამოსკენ, შემდეგ კი, ოსაკას
სრუტის გავლით, ზღვისკენ. ერთი სიტყვით, საითაც გავიხედავდი,
ყველგან ერთი და იგივე მინიშნება მელოდა. სირაკავას ყრუ კედე-
ლივით მიუყვებოდა ქვის ჯებირი. ზედ დავემხე და ავქვითინდი. მე
ახლა ვიყავი ეული კუნძული ოკეანის შუაგულში. წარსული ხომ თა-
ვისთავად გამომეცალა, მაგრამ აღარც მომავალი იყო ჩემს ხელთ.
მეგონა, ისეთ ადგილს მივაღწიე, სადაც ადამიანის ხმა აღარ მომ-
წვდებოდა, მაგრამ სწორედ ამ დროს გაისმა მამაკაცის ხმა:
‒ ასეთ მშვენიერ დღეს ასე დაღონება გაგონილა?
ჩვეულებრივ, გიონის ქუჩებში მამაკაცები ჩემს მსგავს გოგონებს
ვერც კი ამჩნევდნენ, მით უმეტეს, ისეთ ჩერჩეტებს, რომლებიც ქუ-
ჩაში ტირიან. რომც შევემჩნიე, ალბათ არ გამომელაპარაკებოდნენ.

154
დიდი-დიდი, რამეს მიბრძანებდნენ, ან მეტყოდნენ, გზიდან ჩამოგ-
ვეცალეო. ეს ადამიანი კი არათუ გამომელაპარაკა, არამედ დამიყ-
ვავა კიდეც. თან ისე მომმართავდა, თითქოს წარჩინებული ქალბა-
ტონი ან მისი მეგობრის შვილი ვიყავი. წამით წარმოვიდგინე სამყა-
რო, ჩემთვის ნაცნობი სამყაროსგან სრულიად განსხვავებული; სამ-
ყარო, სადაც სამართლიანად, მეტიც – კეთილად მეპყრობოდნენ;
სამყარო, სადაც მამები ქალიშვილებს არ ყიდდნენ. წარმოვიდგინე
და ჩემ ირგვლივ უცებ შეწყდა შემართებით სავსე, მიზანსწრაფული
ადამიანების ნაკადი. ან იქნებ მე თვითონ მიმავიწყდა მისი არსებო-
ბა.
როცა თავი ავწიე და იმ კაცს შევხედე, ისეთი გრძნობა დამეუფ-
ლა, თითქოს ჩემი გასაჭირი იმ ქვის ჯებირზე სამუდამოდ დავტოვე.
სიამოვნებით აღგიწერდით ამ ადამიანს, მაგრამ ამას ალბათ ერთა-
დერთი გზით თუ მოვახერხებ: იოროიდოს ზღვისპირა კლდის ქიმზე
რომ ხე იდგა, მასზე გიამბობთ. მუდმივი ქარების გამო ამ ხის მერქა-
ნი ნაპირზე გამორიყული კუნძის მერქანივით გლუვი იყო. ოთხი თუ
ხუთი წლის ვიყავი, როცა ერთხელ ამ მერქნის ზედაპირზე მამაკა-
ცის სახე ვიხილე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ეს იყო თეფშივით გა-
ნიერი და მომრგვალებული უსწორმასწორო ლაქა, რომელსაც კი-
დეებზე ორ ადგილას ამობურცული კორძები ემჩნეოდა, რაც ყვრი-
მალების ასოციაციას იწვევდა. ამ კორძების მუქი ჩრდილები თვა-
ლის ფოსოების ეფექტს ქმნიდნენ, ჩრდილებქვეშ კი ამოზრდილიყო
ლამაზად მოყვანილი კიდევ ერთი ბორცვაკი – ცხვირი. სახე ოდნავ
გვერდზე იყო გადახრილი და თითქოს გაკვირვებული მიმზერდა. ეს
კაცი მთელი თავისი იერით მიმანიშნებდა, რომ ამ სამყაროში თავი-
სი ადგილი ზუსტად ისევე მტკიცედ ჰქონდა გათავისებული, რო-
გორც იმ ხეს. მისი ჩაფიქრებული გამომეტყველების შემხედვარეს
წამით გამიელვა, რომ ხეზე ბუდას სახე აღმოვაჩინე. მამაკაცს, რო-
მელიც ქუჩაში გამომელაპარაკა, სწორედ ასეთი განიერი, მშვიდი
სახე ჰქონდა. მისი უშფოთველი და გაწონასწორებული ნაკვთების
შემყურეს, ასე მეგონა, იქიდან ფეხს აღარ მოიცვლიდა, სანამ ეს გუ-
ლისტკენა არ გადამივლიდა.

155
დაახლოებით ორმოცდახუთი წლის იქნებოდა, ჭაღარა თმა შუბ-
ლზე კოხტად ჰქონდა გადავარცხნილი. ისეთი მოხდენილი მეჩვენა,
რომ სახე ამიჭარხლდა, მზერა ავარიდე და თვალი დიდხანს ვეღარ
გავუსწორე. გვერდით ორი ახალგაზრდა კაცი ედგა. მეორე მხარეს
კი – უცნობი გეიშა. გავიგონე, როგორ წასჩურჩულა გეიშამ:
– ეს ხომ უბრალო მოახლეა! ალბათ სადღაც გაგზავნეს და გზაში
ფეხი იტკინა. ჩამოივლის ვინმე და დაეხმარება...
– ნეტავ მეც ასე მწამდეს ადამიანების, იძუკო-სან! – უპასუხა მა-
მაკაცმა.
– წარმოდგენა წუთი წუთზე დაიწყება, თავმჯდომარევ, მართლაც
არ ღირს დროის დაკარგვა! – არ ცხრებოდა გეიშა.
როცა გიონის ქუჩებში სხვადასხვა დავალებებზე დავრბოდი,
ხშირად მესმოდა, რომ მამაკაცებს ხან „დეპარტამენტის უფროსს”
უწოდებდნენ და ხან „ვიცე პრეზიდენტს“, მაგრამ სიტყვა „თავმჯდო-
მარე“ იშვიათად მესმოდა. ისინი უმეტესად მელოტი, პირქუში მამა-
კაცები იყვნენ, ქუჩაში ამპარტავნულად დააბიჯებდნენ და უკან ფა-
ციფუცით მისდევდათ ხელქვეითების ამალა. ეს ადამიანი კი ჩვე-
ულებრივი თავმჯდომარეებისგან იმდენად განსხვავდებოდა, რომ
მცირეწლოვნობისა და გამოუცდელობის მიუხედავად, მივხვდი – ის
არ იყო რაღაც განსაკუთრებულად წარჩინებული წრიდან. ასეთი კა-
ცი მე ნამდვილად არ გამომელაპარაკებოდა.
– იმის თქმა გინდა, რომ აქ დგომა და მისი დახმარება დროის
ფუჭი ფლანგვაა, არა? – ჰკითხა თავმჯდომარემ გეიშას.
– არა, რას ამბობთ! – უპასუხა გეიშამ. – უბრალოდ, ცოტა დრო
გვაქვს. პირველ სცენას ალბათ უკვე ვეღარც მოვუსწრებთ!
‒ იძუკო-სან, იყო დრო, როცა მსგავს მდგომარეობაში შენც ყო-
ფილხარ. თავს ისე ნუ მომაჩვენებ, თითქოს გეიშას ცხოვრება ყო-
ველთვის იოლია. ვფიქრობ, ყველაზე მეტად სწორედ შენ...
– მე ვიყავი მის მდგომარეობაში?! თავმჯდომარევ... როგორ
გგონიათ, ქუჩაში სახალხო წარმოდგენებს ვმართავდი?!
თავმჯდომარე ორ ახალგაზრდა კაცს მიუბრუნდა და სთხოვა,
რომ იძუკო თეატრამდე მიეცილებინათ. ჭაბუკებმა თავი დაუკრეს და

156
გზა განაგრძეს. თავმჯდომარემ ადგილიდან ფეხი არ მოიცვალა.
კარგა ხანს მიყურებდა, მე კი კვლავინდებურად თვალის გასწორე-
ბას ვერ ვუბედავდი.
– მართალს ამბობს, ბატონო. მე ერთი სულელი გოგო ვარ,
გთხოვთ, ჩემ გამო ნუ დააგვიანებთ! – ვთქვი ბოლოს.
– აბა, ერთი წუთით წამოდექი, – მითხრა თავმჯდომარემ.
არ შევწინააღმდეგებივარ, თუმცა ვერ ვხვდებოდი, რა სურდა
ჩემგან. გაირკვა, რომ განსაკუთრებულს არაფერს მთხოვდა. ჯიბი-
დან ცხვირსახოცი ამოიღო და ქვის ჯებირზე პირქვე დამხობისას
ჭუჭყით მოსვრილი სახე ჩამომწმინდა. როცა მივუახლოვდი და წინ
დავუდექი, ვიგრძენი, რომ მის პრიალა კანს ტალკის სუნი ასდიოდა,
ამ სუნმა კი ის ერთი დღე გამახსენა,როცა ჩვენს პატარა იოროიდო-
ში იმპერატორ ტაისოს ძმისწული გვესტუმრა. ისეთი არაფერი გა-
უკეთებია. მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენს პატარა ყურეს მიუახლოვ-
და, უკან დაბრუნდა და მის წინ მუხლმოყრილ ხალხხს თავი დაუკ-
რა. აკრძალვის მიუხედავად, მეც ჩუმად ვუჭვრეტდი და იმ დღეს პირ-
ველად ვნახე დასავლური საქმიანი კოსტუმი. ტაისოს ულვაშებიც
კარგად დამამახსოვრდა. კოხტად ჰქონდა გაკრეჭილი, ჩვენი მამა-
კაცებისგან განსხვავებით, რომლებსაც მოუვლელი თმა გზისპირა
სარეველასავით მოსდებოდათ სახეზე. ასეთი მნიშვნელოვანი პი-
როვნება ჩვენს დაბაში აქამდე არასოდეს ჩამოსულა. ყველანი შეგ-
ვძრა მისმა დიდებულებამ და კეთილშობილებამ. ცხოვრებაში დრო-
დადრო ვაწყდებით ხოლმე ისეთ რამეს, რასაც ბოლომდე ვერ ვი-
გებთ, რადგან მსგავსი რამ სხვა დროს არასოდეს გვინახავს.
იმპერატორის ძმისწულმა სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დატო-
ვა ჩემზე. ახლა კი იგივე მოხდა თავმჯდომარის შემთხვევაშიც. როცა
სახიდან ჭუჭყი და ცრემლები ჩამომაცილა, თავი ამიწია და მითხრა:
– ესეც ასე. ლამაზი გოგო ხარ. სასირცხვილო სრულებით არა-
ფერი გაქვს, შენ კი შიშით თვალს ვერ მისწორებ. გატყობ, ვიღაც ძა-
ლიან ბოროტად მოგექცა... ან იქნებ თვითონ ცხოვრებაა ბოროტი...
– არ ვიცი,ბატონო, – ვუპასუხე, თუმცა ყველაფერი მშვენივრად
ვიცოდი.

157
– სამყარო არც ერთი ჩვენგანისთვის არ იმეტებს იმდენ სიკეთეს,
რამდენსაც ვიმსახურებთ, – მითხრა თავმჯდომარემ და წამით თვა-
ლები ისე მოჭუტა, თითქოს ამით მიმანიშნებდა, რომ მისი სიტყვები
სრული სერიოზულობით უნდა მიმეღო. ამ წუთებში ყველაზე მეტად
მსურდა მისი გლუვი პირისკანისთვის, განიერი შუბლისთვის, თით-
ქოს მარმარილოსგან გამოთლილ ქუთუთოებში მოქცეული სათნო
თვალებისთვის კიდევ ერთხელ შემეხედა, მაგრამ ჩვენ შორის ვე-
ებერთელა სოციალური უფსკრული იყო. მხოლოდ ერთი წამით შე-
ვავლე თვალი, გავწითლდი და ისე სწრაფად გავიხედე განზე, ალ-
ბათ ვერც კი მიხვდა, მზერა რომ შევაგებე. არ ვიცი, როგორ აღგიწე-
როთ, რაც იმ ერთ წამში ვნახე. ეს კაცი ისე მიყურებდა, როგორც
დაკვრის დაწყებამდე მუსიკოსი დასცქერის თავის საკრავს, საქმის
მცოდნე ოსტატის თვალით. მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ შიგ-
ნიდან მხედავდა, თითქოს მისი განუყოფელი ნაწილი ვიყავი. რო-
გორ ვინატრე, რომ მართლა გავმხდარიყავი მისი საკრავი!
უცებ ჯიბიდან რაღაც ამოიღო და მკითხა:
– დაშაქრული ქლიავი გიყვარს თუ ალუბალი?
– რას გულისხმობთ, ბატონო?
– ახლახან ქუჩის მოვაჭრეს ჩავუარე. სიროფმოსხმულ ყინულის
ბურბუშელას ყიდდა. პირადად მე მხოლოდ ზრდასრულ ასაკში გავ-
სინჯე, არადა, ბავშვობაში ნამდვილად არ დავიწუნებდი. ეს ხურდა
გამომართვი და იყიდე. ჩემი ცხვირსახოციც წაიღე, რომ პირი მოიწ-
მინდო, – მითხრა მან, მონეტა ცხვირსახოცში გაახვია და შეკვრა გა-
მომიწოდა.
იმ წუთიდან, რაც ეს კაცი გამომელაპარაკა, სულ დამავიწყდა,
რომ მომავლის მაუწყებელ ნიშნებს ველოდი. მაგრამ ამ პატარა შეკ-
ვრამ სუდარაში გახვეული ფარვანა ისე მკაფიოდ მომაგონა, მივ-
ხვდი, რომ ეს ნიშანი უკვე მიღებული მქონდა. თავმჯდომარეს ფული
გამოვართვი, მადლობის ნიშნად თავი რაც შეიძლება დაბლა დავუ-
ხარე და შევეცადე, მადლიერება სიტყვიერადაც გამომეხატა, თუმცა
ვიცოდი, რომ ჩემი გრძნობები სრულყოფილად ვერ გადმოვეცი. მე
მას არც ფულისთვის ვუხდიდი მადლობას და არც იმისთვის, რომ

158
თავი შეიწუხა და ჩემი დახმარება სცადა. სხვა რამემ მომგვარა ეს
გრძნობა. არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ. ალბათ იმისთვის ვემად-
ლიერებოდი, რომ ამქვეყნად, ბოროტების გარდა, კიდევ რაღაცის
არსებობაში დამარწმუნა. მწუხარებით გავაყოლე თვალი, ოღონდ
ეს მწუხარება გულზე მეფონებოდა, თუკი ასეთი რამ შესაძლებელია.
წარმოიდგინეთ, რომ საღამო სასიამოვნოდ გაატარეთ, მისი დასრუ-
ლება სევდას გგვრით, მაგრამ მაინც მადლიერი რჩებით იმის გამო,
რომ თქვენს ცხოვრებაში ეს მოხდა. დაბნეული პატარა გოგო, რო-
მელსაც ცხოვრების გზაზე მხოლოდ სიცარიელე ელოდა, თავმჯდო-
მარესთან იმ ხანმოკლე შეხვედრისას გადაიქცა ადამიანად, რო-
მელსაც ცხოვრებისეული მიზანი გამოუჩნდა. შეიძლება უცნაურად
მოგეჩვენოთ, ერთი უბრალო, წუთიერი შეხვედრა ასეთი ცვლილე-
ბის გამომწვევი რომ გახდა. მაგრამ დამეთანხმეთ, ასეთია ცხოვრე-
ბა. ეჭვიც არ მეპარება, იქ რომ ყოფილიყავით, იგივე რომ გენახათ
და იგივე განცდები გამოგევლოთ, თქვენც ამ ხვედრს გაიზიარებ-
დით.
როცა თავმჯდომარე თვალს მიეფარა, ქუჩას სირბილით ავუყევი
და ყინულის ბურბუშელის გამყიდველს დავუწყე ძებნა. იმ დღეს ძა-
ლიან არ ცხელოდა და ყინული არაფერში მჭირდებოდა, მაგრამ მი-
სი მირთმევა თავმჯდომარესთან ჩემს შეხვედრას როგორღაც გა-
ახანგრძლივებდა. კონუსისებურად დახვეული ქაღალდის პარკში
ჩაყრილი ალუბლის სიროფმოსხმული ბურბუშელა ვიყიდე და
კვლავ ქვის ჯებირზე ჩამოვჯექი. სიროფსაც რაღაც სხვანაირი, მძაფ-
რი გემო დაჰკრავდა, ალბათ ჩემი ამაღლებული განწყობის გამო.
„იმ იძუკოს მსგავსი გეიშა რომ ვიყო... ალბათ ასეთ კაცებთან
მექნებოდა ურთიერთობა“, გამიელვა უცებ ფიქრმა. ვერასდროს
წარმომედგინა, რომ გეიშას შურის თვალით შევხედავდი. ცხადია,
კიოტოში იმ მიზნით ჩამომიყვანეს, რომ გეიშა გავმხდარიყავი, მაგ-
რამ აქამდე მხოლოდ გაქცევაზე მეჭირა თვალი, ახლა კი მივხვდი,
რა გამომრჩა მხედველობიდან: მთავარი გეიშად ქცევა კი არა, გე-
იშად ყოფნა იყო. საეჭვოა, რომ ვინმეს გაუჩნდეს სურვილი, გეიშად
ქცევის პროცესი ცხოვრების მიზნად დაისახოს, მაგრამ გეიშად ყოფ-

159
ნა...ამ პერსპექტივას უკვე ისე აღვიქვამდი, როგორც რაღაც ეტაპის
დასაწყისს. არ ვიცი, სწორად განვსაზღვრე თუ არა თავმჯდომარის
ასაკი, მაგრამ ვფიქრობ, ორმოცდახუთიოდე წლის კაცი იყო. ოცი
წლის ასაკში ბევრმა გეიშამ უდიდეს წარმატებას მიაღწია. იძუკოც
ალბათ ოცდახუთი წლის თუ იქნებოდა. თავად მე ჯერ კიდევ სულ
ბავშვი ვიყავი, თორმეტიოდე წლის პატარა გოგო... კიდევ თორმეტ
წელიწადში ოცს გავცდებოდი. თავმჯდომარე კი იმ დროისთვის ბა-
ტონი ტანაკას ახლანდელ ასაკს მიაღწევდა ალბათ. ფული, რომე-
ლიც მან მომცა, ყინულის ბურბუშელის საფასურს ბევრად აჭარბებ-
და. ქუჩის მოვაჭრემ სამი სხვადასხვა ზომის მონეტა დამიბრუნა. თა-
ვიდან გადავწყვიტე, ისინი სამახსოვროდ შემენახა, მაგრამ მოგვია-
ნებით მივხვდი, რომ ეს თანხა გაცილებით მნიშვნელოვან მიზანს
მოემსახურებოდა. შიჯოს გამზირს ბოლომდე სირბილით ჩავუყევი
და გიონის აღმოსავლეთ, უკიდურეს საზღვარს მივაღწიე, სადაც
გიონის სალოცავი იდგა. კიბეზე ავედი, მაგრამ ტაძრის ორსართუ-
ლიანმა ვეება კარიბჭემ, რომელსაც თავზე წვეტიანი სახურავი ადგა,
ცოტა არ იყოს, დამაფრთხო. ამიტომ გადავწყვიტე, შენობისთვის
გვერდიდან შემომევლო. ქვა-ღორღით მოფენილი შიდა ეზო გადავ-
ჭერი, კიდევ რამდენიმე საფეხური ავიარე და სალოცავში პირდაპირ
ტორიის კარიბჭის გავლით შევაღწიე. მონეტები (ამ ფულით, სხვათა
შორის, გიონიდან წასვლაც კი შემეძლო) შესაწირისთვის განკუთ-
ვნილ ყუთში ჩავაგდე და ღმერთებს ჩემი მოსვლის შესახებ სამგზის
ტაშის შემოკვრითა და ქედის მოხრით ვაუწყე. თვალებდახუჭული და
ხელისგულებშეტყუპებული ვიდექი და შევთხოვდი მათ, მოეღოთ
წყალობა და გეიშად ვექციე. უმძიმეს წვრთნას ავიტანდი, ნებისმიერ
სიძნელეს გავუძლებდი, ოღონდაც კიდევ ერთხელ მიმეპყრო თავ-
მჯდომარის მსგავსი მამაკაცის ყურადღება. თვალები რომ გავახი-
ლე, ჰიგასი ოძის გამზირის ხმაური ჯერ კიდევ ჩამესმოდა. ქარის ყო-
ველ წამოქროლებაზე ხეებიც ისე შრიალებდნენ, როგორც რამდე-
ნიმე წუთის წინ. არაფერი შეცვლილიყო. რაც შეეხება ღმერთებს,
ცხადია, არ ვიცოდი, შეისმინეს თუ არა ჩემი სათხოვარი. სხვა არა-
ფერი დამრჩენოდა: თავმჯდომარის ცხვირსახოცი უბეში შევინახე

160
და ოკიაში დავბრუნდი.

თავი მეცხრე
ერთ დილით, ზემოთ აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე თვის
შემდეგ, როცა ცხელ ამინდში ჩასაცმელ, მსუბუქი ბლონდისგან შე-
კერილ ქვედა ხალათებს (ასეთ სამოსს იაპონურად რო ეწოდება) კა-
რადებში ვინახავდით და სექტემბრისთვის განკუთვნილი, უსარჩუ-
ლო, ჰიტოდ წოდებული ამგვარივე ქვედა ხალათები კარადებიდან
გამოგვქონდა, უცებ ისეთი ამაზრზენი სუნი მეცა, რომ რამდენიმე
მათგანი ერთდროულად გამივარდა ხელიდან.
სუნი ბებოს ოთახიდან გამოდიოდა. მივხვდი, რომ რაღაც უბედუ-
რება ტრიალებდა და დეიდას დავუწყე ძებნა. დეიდა კიბეზე კოჭლო-
ბით, რაც შეეძლო სწრაფად ჩამოვიდა და ოთახში შესულმა იატაკზე
გართხმული, მკვდარი ბებო აღმოაჩინა. მოხუცს საკმაოდ უცნაური
აღსასრული ეწია: ჩვენს ოკიაში ერთადერთი ელექტროგამათბობე-
ლი სწორედ მის ოთახში იდგა. ბებო მას ყოველღამე იყენებდა, ზაფ-
ხულის გარდა. სექტემბრის დადგომისთანავე, როცა ზაფხულის სა-
მოსის შენახვა დავიწყეთ, ბებომ კვლავ დაიწყო მისი ხმარება. ეს სუ-
ლაც არ ნიშნავს, რომ იმ დღეებში სიგრილე იყო.
ჩვენ სამოსის გამოცვლისას კალენდარს ვითვალისწინებთ და
არა ტემპერატურას. ბებოც ამ პრინციპით მოქმედებდა. თანაც ამ
ნივთზე რაღაც აუხსნელი მიზეზით იყო მიჯაჭვული, სავარაუდოდ,
იმიტომ, რომ ცხოვრების განმავლობაში სიცივისგან არაერთხელ
გამწარებულა. დილაობით ჩვევად ჰქონდა: გამათბობელს ელექ-
ტროზონარს შემოახვევდა ხოლმე და კედელს მიადგამდა. ლითონ-

161
ის სიმხურვალემ ზონარში გაატანა, ელექტრომავთული გაშიშვლდა
და მთელი ეს მოწყობილობა დენით დაიმუხტა. პოლიციის თქმით, იმ
დილით ბებომ, სავარაუდოდ, მავთულს ხელი მოჰკიდა და მყისვე
უსულოდ დაეცა. გარდაცვალება, როგორც ჩანს, წამიერი იყო. წაქ-
ცევისას მოხუცი გამათბობლის გახურებულ ზედაპირზე პირქვე დამ-
ხობილიყო და ის საშინელი სუნიც ამან გამოიწვია. ჩემდა საბედნი-
ეროდ, სიკვდილის შემდეგ აღარ მინახავს, თუ არ ჩავთვლით ფე-
ხებს, რომლებსაც ოდნავ გამოღებულ კარში მოვკარი თვალი და
დაჭმუჭნილ აბრეშუმში გახვეულ ორ წვრილ ტოტს მივამსგავსე.

***
ბებოს გარდაცვალების შემდეგ აუარებელი საქმე გამოგვიჩნდა.
ორი კვირა შეუსვენებლად ვმუშაობდით. ვგულისხმობ არა მხო-
ლოდ ხეხვა-წმენდას (შინტოს რწმენის მიხედვით, სიკვდილი უკიდუ-
რესად უწმინდური მოვლენაა), არამედ სხვა სამზადისსაც: მთელ
სახლში სანთლების ანთება იქნებოდა ეს თუ შესაწირი სანოვაგით
ლანგრების ავსება, შემოსასვლელთან ქაღალდის ფარნების ჩამო-
კიდება თუ ჩაის პატარა მაგიდების გაწყობა, სტუმრების მიერ შემო-
ტანილი თანხებისთვის თავღია კოლოფების მომზადება თუ სხვა.
ისეთი გადატვირთულები ვიყავით, რომ ერთ საღამოს მზარე-
ული ავად გაგვიხდა და ექიმი გამოვუძახეთ. გაირკვა, რომ გასულ
დღე-ღამეში მხოლოდ ორი საათი ეძინა, მთელი დღის განმავლობა-
ში ერთხელაც არ ჩამომჯდარიყო და, ერთი ჯამი ნახარშის გარდა,
არაფერი ეჭამა. მისი ავადმყოფობის მიზეზიც მხოლოდ ეს იყო. ჩემ-
და გასაკვირად, დედა ფულს არ ზოგავდა და ისეთ ღონისძიებებს
გეგმავდა, როგორიც იყო ტიონ-ინის ტაძარში ბებოს სახელზე სუტ-
რების გალობა და გაკვირტული ლოტოსისგან აწყობილი კომპოზი-
ციების შეძენა. არადა, ეს ის დრო გახლდათ, როცა დიდი დეპრესია
ძალას იკრებდა. უნებურად მიჩნდებოდა კითხვა: იყო თუ არა მსგავ-
სი ნაბიჯები ბებოსადმი ღრმა სიყვარულით ნაკარნახევი? თუმცა
მოგვიანებით მივხვდი, რას ნიშნავდა ეს ყოველივე: ჩვენს ოკიას ბე-

162
ბოსთვის პატივის მისაგებად იმ დღეებში, ფაქტობრივად, მთელი გი-
ონი მოაწყდა. მოგვიანებით, დაკრძალვაზე დასასწრებად, ყველანი
ტაძარშიც მოვიდნენ; დედას სჭირდებოდა ეს წარმოდგენა. რამდე-
ნიმე დღის განმავლობაში მართლაც გიონის თითოეულმა მცხოვ-
რებმა მოინახულა ჩვენი ოკია, ყოველ შემთხვევაში, ასეთი შთაბეჭ-
დილება იქმნებოდა. ამ ადამიანებს ჩაითა და ტკბილეულით ვეგებე-
ბოდით. ვის აღარ მასპინძლობდნენ დედა და დეიდა: სხვადასხვა ჩა-
ის სახლებისა და ოკიების დიასახლისებს თუ მოახლეებს, რომლე-
ბიც ბებოს იცნობდნენ; მაღაზიების მეპატრონეებს, პარიკების და-
მამზადებლებსა თუ დალაქებს, რომელთა უმრავლესობა მამაკაცი
იყო... და, რა თქმა უნდა, უამრავ გეიშას. ასაკოვანი გეიშები ბებოს
ჯერ კიდევ მუშაობის დროს იცნობდნენ, მაგრამ უფრო ახალგაზ-
რდებს მისი სახელიც კი არ სმენოდათ და მხოლოდ დედას პატივის-
ცემით მოდიოდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა მათი მოსვლის
მიზეზი ჰაცუმომოსთან ნაცნობობა იყო.
ამ ფუსფუსა დღეებში ჩემი მოვალეობა გახლდათ სტუმრების მი-
საღებ ოთახში შეყვანა, სადაც მათ დედა და დეიდა ელოდნენ (ეს
ოთახი სულ რამდენიმე ნაბიჯში იყო, მაგრამ სტუმრები ხშირად იბ-
ნეოდნენ); გარდა ამისა, თვალი უნდა მედევნებინა, ვის რომელი
ფეხსაცმელი ეცვა. საქმე ის იყო, რომ შემოსასვლელი ოთახის ფეხ-
საცმელებისგან განტვირთვაც მე მევალებოდა. ამ მიზნით, ფეხსაც-
მელები დროებით მოახლეების ოთახში გადამქონდა და საჭირო
დროს პატრონებს უკან ვუბრუნებდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა.
მოურიდებლობად რომ არ ჩაეთვალათ, სტუმრებს თვალებში ჯიქურ
ვერ ვუყურებდი, თვალის ერთი შევლება კი ნამდვილად არ კმარო-
და იმისთვის, რომ მათი სახეები დამემახსოვრებინა. ბოლოს გამო-
სავალი მოვნახე: მათ კიმონოებს ვაკვირდებოდი და ვიმახსოვრებ-
დი.
ბებოს გარდაცვალებიდან მეორე თუ მესამე დღეს, მოსაღამოე-
ბულზე, კარი გაიღო და შემოვიდა კიმონო, რომლის მსგავსი არც
ერთ ჩვენს სტუმარს არ სცმია. ვითარებიდან გამომდინარე, სამოსი
თალხი გახლდათ. ეს იყო სადა შავი, სადა კიმონო საგვარეულო გე-

163
რბით. მხოლოდ კალთის ქვედა ნაწილს არშიის სახით მოჰყვებოდა
მომწვანო-ოქროსფერი ბალახის გამოსახულება. ერთ ნახვად ღირ-
და ეს ყველაფერი. უნებურად გავიფიქრე, რომ იოროიდოელი მე-
თევზეების ცოლებსა და ქალიშვილებს თვალი ზედ დარჩებოდათ. ამ
სტუმარს პირისფარეში ახლდა, ამიტომ გავიფიქრე, რომ ის ჩაის
სახლის ან ოკიის დიასახლისი იყო, რადგან გეიშებიდან ცოტას თუ
ჰქონდა ასეთი ფუფუნება. სანამ სტუმარი შემოსასვლელში ჩვენს პა-
წია, შინტოს საკურთხეველს შეჰყურებდა, დრო ვიხელთე და მისკენ
თვალი გავაპარე.
იდეალურად მოყვანილი, ოვალური სახე ჰქონდა. იმწამსვე გა-
მახსენდა დეიდას ოთახში კედელზე ჩამოკიდებული გრაგნილი, რო-
მელზეც ათასი წლის წინანდელი ჰეიანის პერიოდის კურტიზანი ქა-
ლის პორტრეტი იყო ტუშით გამოსახული. ჩვენი სტუმარი ჰაცუმო-
მოსავით თვალწარმტაცი არ იყო, მაგრამ სრულყოფილად ჩამოქ-
ნილ მის ნაკვთებს თვალი რომ შევავლე, თავი კიდევ უფრო უბად-
რუკ არსებად ვიგრძენი... და უცებ მივხვდი, ვინც იყო ჩვენი სტუმარი.
მამეჰა! სწორედ ის გეიშა, რომლის კიმონო ჰაცუმომომ ჩემი ხელით
გაანადგურა. ის, რაც მამეჰას კიმონოს დაემართა, სრულებით არ
იყო ჩემი ბრალი, მაგრამ ახლა ჩემს ბოლო კაბას დავთმობდი, ოღო-
ნდ ამ ადამიანს პირისპირ არ შევჩეხებოდი. სანამ ოთახისკენ მივუძ-
ღვებოდი, თავი დავხარე, რათა მას და მის მოახლეს ჩემი სახე არ
დაენახათ. თუმცა მალე დავრწმუნდი, რომ ვერ მიცნეს. ზუსტად მახ-
სოვდა, რომ კიმონოს დაბრუნებისას მოახლეს ჩემი სახე არ უნა-
ხავს. გარდა ამისა, ამ შემთხვევის შემდეგ უკვე ორი წელი გასული-
ყო. მეტსაც გეტყვით, ეს მსახური სულაც არ იყო ის ახალგაზრდა,
თვალზე ცრემლმომდგარი ქალი, რომელმაც იმ ღამით კიმონო გა-
მომართვა. მაინც შვება ვიგრძენი, როცა სტუმრებს თავი დავუკარი
და გავეცალე.
ოც წუთში, როცა მამეჰამ და მისმა მოახლემ წასვლა დააპირეს,
მათ ფეხსაცმელებს ხელი ვტაცე და სადარბაზოს კიბეზე დავაწყვე.
თავის აწევა ვერც ამჯერად გავბედე, რადგან კვლავინდებურად ვღე-
ლავდი. როცა მოახლემ თავის ქალბატონს კარი გაუღო, ვიფიქრე,

164
რომ ჩემს წამებას ბოლო მოეღო, მაგრამ მამეჰა რატომღაც დერე-
ფანში შეყოვნდა. აქ კი საბოლოოდ დავკარგე მოსვენება და მზერა
გონებას ვერ დავუმორჩილე, თუმცა კარგად ვიცოდი, რომ ამ ქა-
ლისთვის არ უნდა შემეხედა. როცა ზემოდან დამაჩერდა, შიშის ზა-
რი დამეცა და თვალები დავხარე.
– რა გქვია, პატარა გოგო? – მკითხა, როგორც მომეჩვენა, მკაც-
რი ტონით.
– ჩიო მქვია, ქალბატონო.
– ერთი წუთით წამოდექი და დამენახე, ჩიო.
თხოვნა შევუსრულე, მაგრამ გარწმუნებთ, საკუთარი სახის ერთ
წამში ჩამოხმობა ან ჭამის დროს პირში შესრუტულ ატრიასავით გა-
უჩინარება რომ შემძლებოდა, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად
ასე მოვიქცეოდი.
– გასწორდი, მინდა შემოგხედო. ისე იქცევი, თითქოს ფეხის თი-
თებს ითვლი! – მისაყვედურა მამეჰამ.
თავი ავწიე, მაგრამ მზერა მაინც ვერ გავუსწორე. მამეჰამ ამოი-
ოხრა და ბრძანება გაიმეორა.
– რა უჩვეულო თვალები აქვს! – თქვა ბოლოს. – მეგონა, მომეჩ-
ვენა. ტაცუმი, რას იტყვი, რა ჰქვია ამ ფერს?
გარეთ გასული მოახლე კვლავ შემოვიდა, თვალი შემავლო და
უპასუხა:
‒ მოცისფრო-ნაცრისფერი, ქალბატონო.
– მეც ასე ვიტყოდი. როგორ ფიქრობ, გიონში ბევრ გოგოს აქვს
ასეთი თვალები?
გაუგებარი იყო, მე მელაპარაკებოდა თუ ტაცუმის, ამიტომ შე-
კითხვაზე არც ერთმა არ ვუპასუხეთ. უცნაურად მომჩერებოდა, თით-
ქოს რაღაცაზე დაძაბულად ფიქრობდა.
მერე, როგორც იქნა, მოიბოდიშა და წავიდა, რამაც უდიდესი
შვება მომგვარა.

165
***
ბებო ერთ კვირაში, მარჩიელის მიერ შერჩეულ დღეს დაიკრძა-
ლა. ამის შემდეგ კვლავ შევუდექით ოკიის მოწესრიგებას, ოღონდ
ამჯერად გარკვეული ცვლილებებით: დეიდამ პირველ სართულზე,
ბებოს ოთახში გადმოინაცვლა, ხოლო გოგრამ, რომელიც გეიშო-
ბისთვის უკვე სერიოზულად ემზადებოდა, მეორე სართულზე, დე-
იდას ყოფილი ოთახი დაიკავა. შემდეგ კვირას კიდევ ორი მოახლე
დაგვემატა. შუახნის ქალები იყვნენ, ძალიან ენერგიულები. ოჯახის
წევრთა რაოდენობის შემცირების მიუხედავად, მოახლეების დამა-
ტება შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ
ბებო ბევრ ხალხს ვერ იტანდა და ამის გამო ოკია ყოველთვის მომ-
სახურე პერსონალის ნაკლებობას განიცდიდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ის გახლდათ, რომ გოგ-
რა თავისი მოვალეობებისგან გაათავისუფლეს. ამიერიდან მთელი
დრო მეცადინეობისთვის უნდა დაეთმო და ხელოვნების სხვადასხვა
სფეროში გაწაფულიყო, რაზეც მისი წარმატება იქნებოდა დამოკი-
დებული. სხვა მოწაფეებს სწავლისთვის ამდენ დროს არ აძლევდნენ
ხოლმე, მაგრამ საბრალო გოგრას სწავლა უჭირდა და მეტი დრო
სჭირდებოდა. მძიმე საყურებელი იყო, როცა ხიდურის იატაკზე მუხ-
ლმოყრილი პატარა გოგონა საათობით აწვალებდა თავის შამისენს;
თან ენა ისე ჰქონდა გამოჩრილი, თითქოს საკუთარი ლოყის გა-
ლოკვას ცდილობდა. როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა,
ჩაიღიმებდა ხოლმე. მართლაც ძალიან კეთილგანწყობილი ვინმე
იყო გოგრა, მე კი პირიქით – სულ უფრო და უფრო მიძნელდებოდა
მოთმინების მძიმე ტვირთის ტარება და თუნდაც სულ პაწაწინა, მაგ-
რამ ჩემთვის ერთადერთ შანსად ქცეული, ნანატრი გარღვევის ამაო
მოლოდინი, მით უმეტეს, თვალნათლივ ვხედავდი, რომ სხვა ადა-
მიანის წინაშე შესაძლებლობების კარი ფართოდ იყო გაღებული.
ღამღამობით, როცა დასაძინებლად ვწვებოდი, დავავლებდი ხოლმე
ხელს თავმჯდომარის ცხვირსახოცს და ტალკის მსუყე სურნელს ვი-
სუნთქავდი. ყველა სხვა ფიქრი ჩამოვიშორე, ახლა მხოლოდ მისი
სახე მიტრიალებდა გონებაში, ვიხსენებდი, როგორ ათბობდა მზე

166
ჩემს ღაწვებს და ქვის ჯებირს, რომელზეც მასთან შეხვედრის დროს
ვიჯექი. ახლა ის იყო ჩემი ბოდჰისათვა – ათასმკლავიანი არსება,
რომელიც მხსნელად უნდა მომვლენოდა. ვერ წარმომედგინა, რო-
გორ გააკეთებდა ამას, მაგრამ ამისთვის ვლოცულობდი.
ბებოს გარდაცვალებიდან ერთ თვეში ჩვენმა ერთ-ერთმა ახალ-
მა მსახურმა მაცნობა, რომ კართან სტუმარი მელოდა. იმ დღეს ოქ-
ტომბრისთვის შეუფერებელი სიცხე იყო და ოფლად ვიყავი გაღვრი-
ლი, რადგან მეორე სართულზე, დეიდას ყოფილ და ამჟამად გოგრას
კუთვნილ ოთახში ძველი მტვერსასრუტით ტატამებს ვასუფთავებ-
დი. გოგრას ჩვევად ჰქონდა: ბრინჯის ხრაშუნებს იპარავდა და მე-
ორე სართულზე აჰქონდა, ამიტომ მის ტატამებს მოწესრიგება ხში-
რად სჭირდებოდა. სველი პირსახოცით ოფლი რაც შეიძლებოდა
სწრაფად ჩამოვიწმინდე და კიბეზე ჩავირბინე. სადარბაზოსთან მო-
ახლის ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი მელოდა.
ჩავიმუხლე და თავი დავუხარე. მეორედ რომ შევხედე, მაშინღა ვი-
ცანი: სწორედ ის პირისფარეში იყო, რამდენიმე კვირის წინ ჩვენს
ოკიაში სტუმრობისას მამეჰას რომ ახლდა. მისმა გამოჩენამ ძალიან
შემაშფოთა. ეჭვი არ მეპარებოდა, შარში ვიყავი გახვეული. სტუმარ-
მა ხელით მანიშნა, რომ კიბეზე ჩამოვსულიყავი. ფეხზე ჩავიცვი და
გარეთ გავყევი.
– ქალაქში თუ გგზავნიან ხოლმე, ჩიო? – მკითხა მოახლემ.
ჩემი გაქცევიდან იმდენი ხანი გასულიყო, რომ ოკიაში აღარ მამ-
წყვდევდნენ. ვერ ვხვდებოდი, რატომ დამისვა ეს შეკითხვა, მაგრამ
ვუპასუხე, რომ სხვადასხვა საქმეზე ქალაქში ხშირად მგზავნიდნენ.
– კეთილი, – თქვა მოახლემ, – საქმე ისე მოაწყვე, რომ ხვალ,
დღის სამი საათისთვის სადმე გაგიშვან. მე და შენ სირაკავას პატარა
ხიდზე ერთმანეთს უნდა შევხვდეთ.
– მოვალ, ქალბატონო. მაგრამ იქნებ ამიხსნათ, რა ხდება.
– მაგას ხვალ გაიგებ, – მიპასუხა მოახლემ და ცხვირი ისე სასა-
ცილოდ მოჭმუხნა, ხომ არ მეხუმრება-მეთქი, გავიფიქრე.

167
***
ცხადია, არ მესიამოვნა, მამეჰას მოახლეს სადღაც რომ უნდა
გავყოლოდი. სხვა რა უნდა მეფიქრა? მამეჰასთან მივყავდი, სადაც
ჩადენილი დანაშაულის გამო უნდა გავეჯორე.
მეორე დღეს გოგრა მაინც დავიყოლიე, რომ სადმე გავეგზავნე,
თუმცა არაფერი სჭირდებოდა. თავიდან უსიამოვნებების შეეშინდა,
მაგრამ შევპირდი, რომ ვალში არ დავრჩებოდი; დამთანხმდა და სა-
მი საათისთვის ეზოდან გამომძახა:
– ჩიო-სან, იქნებ გაიქცე და შამისენისთვის ახალი სიმები და კა-
ბუკის ჟურნალი მიყიდო? (კაბუკის ჟურნალებს მასწავლებლების მი-
თითებით კითხულობდა, განათლების მიღების მიზნით). ცოტა ხანში
კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა:
– დეიდა, საწინააღმდეგო ხომ არაფერი გაქვს?
მაგრამ დეიდა მეორე სართულზე თვლემდა და არ გამოეხმაურა.
ოკიიდან გამოვედი და სირაკავას სანაპიროს მივადექი. კუზიანი
ხიდი ჩვენს უბანს გიონის ერთ-ერთ უბანთან – მოტოიოსი-ჩოსთან
აკავშირებდა. თბილი ამინდი იყო და სასეირნოდ უამრავი მამაკაცი
და გეიშა გამოსულიყო. აღტაცებით უმზერდნენ ძირს დახრილი ხვე-
ული ტოტებით წყლის ზედაპირზე გადმოკიდებულ მტირალა ალუბ-
ლებს.
სანამ ხიდთან ვიცდიდი, განთქმული გიონის დასათვალიერებ-
ლად ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს თვალი შევავლე. კიოტოში უც-
ხოელები სხვა დროსაც მინახავს, მაგრამ ესენი რაღაც უცნაურ ადა-
მიანებად მომეჩვენნენ. დიდცხვირა ქალებს გრძელი კაბები ეცვათ
და თმა კაშკაშა ფერებში ჰქონდათ შეღებილი; ახოვანი, თავდაჯერე-
ბული მამაკაცები ქვაფენილზე ქუსლების კაკუნით დააბიჯებდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა უცხო ენაზე რაღაც ჩაილაპარაკა და ჩემზე მი-
უთითა. ყველამ ჩემკენ გამოიხედა. ძალიან უხერხულად ვიგრძენი
თავი; ჩავიცუცქე და თავი მოვიკატუნე, ვითომ მიწაზე რაღაცას ვე-
ძებდი.
როგორც იყო, მოაღწია მამეჰას მოახლემ, მაგრამ ჩემი შიშიც გა-
მართლდა: ქალმა ხიდზე გადამიყვანა და ზუსტად იმ სახლის კარს

168
მიმაყენა, სადაც ჰაცუმომომ და კორინმა იმ დღეს კიმონო მიმატა-
ნინეს. საშინელი უსამართლობა იყო, ოდესღაც მომხდარი შემთხვე-
ვის გამო კვლავაც რომ სიმწარე უნდა მეწვნია, მაგრამ სხვა გზა არ
მქონდა, და როგორც კი მოახლემ კარი გამიღო, მწვანე შუქით განა-
თებულ კიბეს ავუყევი. კიბისთავზე ორივემ ფეხზე გავიხადეთ და ბი-
ნაში შევედით.
– ჩიო მოგიყვანეთ, ქალბატონო! – გასძახა მოახლემ მამეჰას.
– კარგია! დიდი მადლობა, ტაცუმი! – შეეხმიანა მამეჰა უკანა
ოთახიდან.
ახალგაზრდა ქალმა ღია ფანჯარასთან მიმიყვანა. იქვე მაგიდა
იდგა. ბალიშებზე ჩავიმუხლე და შევეცადე, მღელვარება არ შემემ-
ჩნია. სულ ცოტა ხანში მეორე მოახლე გამოჩნდა და ფინჯნით ჩაი გა-
მომიტანა. თურმე მამეჰას, ერთის ნაცვლად, ორი მოახლე ჰყავდა.
რასაკვირველია, არ ველოდი, რომ ჩაის მომართმევდნენ. ბატონი
ტანაკას ოჯახში რომ ვივახშმე, მას აქეთ მსგავსი რამ ჩემს ცხოვრე-
ბაში ნამდვილად არ მომხდარა... მადლობის ნიშნად თავი დავუკარი
და ზრდილობისთვის ჩაი ოდნავ მოვწრუპე. კარგა ხანს ვიჯექი და
რაკი სხვა საქმე არაფერი მქონდა, სირაკავას ჩუხჩუხს ვაყურადებ-
დი. მამეჰას ბინა დიდი არ ჩანდა, მაგრამ ძალიან კოხტად იყო მოწ-
ყობილი. ახალთახალ ლამაზ ტატამებს მომწვანო-მოყვითალო
ბზინვარება გადასდიოდა. ირგვლივ ჩალის მსუყე სუნი იდგა. თუ
ოდესმე ტატამი ახლოდან დაგითვალიერებიათ, ალბათ შეამჩნევ-
დით, რომ მათი კიდეები ყოველთვის ქსოვილითაა მოპირკეთებუ-
ლი. ხშირ შემთხვევაში ეს არის მუქი ფერის ბამბის ან სელის წვრი-
ლი სირმა. მაგრამ მამეჰას ჭილოფები მწვანედ და ოქროსფრად მო-
ხატული აბრეშუმით იყო მოარშიებული. იქვე ეკიდა გრაგნილი
ულამაზესი ხელნაწერით. როგორც გაირკვა, ეს გრაგნილი მამეჰამ
ცნობილი კალიგრაფის – მაცუდაირა კოიცისგან მიიღო საჩუქრად.
მის ქვეშ, საკურთხევლის ხის კვარცხლბეკზე ე.წ. დაბზარული ჭიქუ-
რით დამუშავებული, უსწორმასწორო ფორმის შავ ლარნაკში შინ-
დის გაკვირტული ტოტების კომპოზიცია მოეთავსებინათ. ძალიან
მეუცხოვა ეს ნივთი. მოგვიანებით გავიგე, რომ მამაჰამ იგი საჩუქრ-

169
ად თავად იოსიდა საკუჰესგან – სეტოგუროს სტილის კერამიკის
უდიდესი ოსტატისგან მიიღო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ ცოცხალ ეროვნულ საგანძურად გამოაცხადეს.
ამასობაში უკანა ოთახიდან თვითონ მამეჰაც გამოვიდა. ნაღე-
ბისფერი, საუცხოო კიმონო ეცვა. კალთის ქვედა ნაწილს არშიის სა-
ხით მოჰყვებოდა წყლის გამოსახულება.
მისკენ მივტრიალდი, დავიხარე და თავით ჭილოფს შევეხე. მამე-
ჰამ მაგიდის გვერდით ჩაიმუხლა, მოახლის მორთმეული ჩაი მოსვა
და დაიწყო:
– მაშ, ასე. ჩიო გქვია, არა? იქნებ მიამბო, როგორ მოახერხე
ოკიიდან გამოსვლა? რამდენადაც ვიცი, ქალბატონ ნიტას არ უყ-
ვარს, როცა მისი მოახლეები პირად საქმეებზე ქალაქში გადიან.
ამგვარ შეკითხვას ნამდვილად არ ველოდი. სათქმელს თავი ვერ
მოვუყარე, თუმცა მესმოდა, რომ შეკითხვის უპასუხოდ დატოვება
თავხედობა იყო. მამეჰა ჩაის წრუპავდა, მზერას არ მაშორებდა და
კვერცხივით მომრგვალებულ სახეზე სიკეთე გადაჰფენოდა.
– შენ ალბათ გგონია, რომ გიწყრები, მე კი უბრალოდ მაინტერე-
სებს, აქ მოსვლით თავი საფრთხეში ხომ არ ჩაიგდე?
ამ სიტყვებმა დიდი შვება მომგვარა.
– არა, ქალბატონო, – ვუპასუხე, – მათ ჰგონიათ, რომ ქალაქში
კაბუკის ჟურნალებისა და შამისენის სიმების საყიდლად გავედი:
– ძალიან კარგი. ერთიც და მეორეც თავზე საყრელად მაქვს, –
მიპასუხა მამეჰამ, მერე მოახლე იხმო და უბრძანა, რომ ეს ყველა-
ფერი ჩემ წინ, მაგიდაზე დაელაგებინა.
– როცა ოკიაში დაბრუნდები, თან წაიღე და კითხვები აღარავის
გაუჩნდება. ახლა კი ეს მითხარი: იმ დღეს თქვენს ოკიაში რომ მივე-
დი, დაახლოებით შენი ასაკის გოგო ვნახე..
– მრგვალსახა გოგოს თუ გულისხმობთ, გოგრა იქნებოდა.
– გოგრას რატომ ეძახი?
მიზეზი რომ ავუხსენი, გაეცინა.
– ეს გოგრა-გოგო ჰაცუმომოს როგორ ეგუება?
‒ რა გითხრათ, ქალბატონო, ვფიქრობ, ჰაცუმომო მას ისევე არ

170
აქცევს ყურადღებას, როგორც ეზოში შემოფარფატებულ ფოთოლს.
– რა პოეტური შედარებაა! „ეზოში შემოფარფატებული ფოთო-
ლი...“ შენც ასე გეპყრობა ჰაცუმომო?
პასუხი დავაპირე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა სწო-
რი სიტყვების შერჩევა. მამეჰაზე ბევრი არაფერი ვიცოდი, თანაც
ოკიის კედლებს გარეთ ჰაცუმომოზე აუგის თქმა ვერ იქნებოდა მარ-
თებული საქციელი. ეტყობა, მამეჰამ ჩემი აზრები ამოიკითხა და
მითხრა:
– შეგიძლია, არ მიპასუხო. მშვენივრად ვიცი, როგორც გექცევა
ჰაცუმომო: დაახლოებით ისე, როგორც გველი – თავის მორიგ საკ-
ბილოს.
– ნება მომეცით, გკითხოთ, ქალბატონო: ეგ ვინ გიამბოთ?
– არავინ, – მიპასუხა მამეჰამ, – მე და ჰაცუმომო ერთმანეთს იმ
დროიდან ვიცნობთ, როცა მე ექვსი წლის ვიყავი, თვითონ კი –
ცხრის. როცა ადამიანის უსაქციელობას ასე დიდხანს უყურებ, ძნე-
ლი არ არის მისი შემდგომი ნაბიჯების ამოცნობა.
– არ ვიცი, ასე რამ შეაძულა ჩემი თავი.
– ჰაცუმომოს ისევე ადვილად შეიძლება გაუგო, როგორც კატას.
კატა მაშინ არის ბედნიერი, როცა მზეს ეფიცხება და ირგვლივ სხვა
კატები არ ეგულება. მაგრამ თუ შეატყო, რომ მის სალაფავს ვინმე
შეეხო....-ნუთუ შენთვის არავის უამბია, როგორ ამოაკვეთინა ჰაცუ-
მომომ ფეხი გიონიდან ნორჩ ჰაცუოკის?
– არა, არავის.
– უნდა გენახა, რა გოგო იყო ჰაცუოკი! – დაიწყო მამეჰამ. – გუ-
ლითადი მეგობრები ვიყავით. ეგ და შენი ჰაცუმომო დები იყვნენ.
იმის თქმა მინდა, რომ ორივეს ერთი გეიშა წვრთნიდა, სახელდობრ,
დიდი ტომიჰაცუ, რომელიც იმ დროისთვის უკვე მოხუცი ქალი იყო.
შენს ჰაცუმომოს ჰაცუოკი გულზე არც მანამდე ეხატებოდა, მაგრამ,
როცა ორივენი შეგირდები გახდნენ, მეტოქედ იგულა და შეიჯავრა.
ადგა და მთელ გიონს მოსდო ჭორი, თითქოს ჰაცუოკის ერთ ღამეს
რომელიღაც ბნელ ჩიხში ახალგაზრდა პოლიციელთან ცუდ საქმეზე
წაასწრეს. რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ იყო. ჰაცუმომოს მთელი

171
უბანი კარდაკარ რომ შემოევლო და ეს ამბავი სათითაოდ ყველას-
თვის პირისპირ ეთქვა, მაინც არავინ დაუჯერებდა. ხალხმა იცოდა,
როგორ შურდა მას ჰაცუოკის. ამიტომ შემდეგ ხერხს მიმართა: თუ
ვინმეს მთვრალს მოიხელთებდა (გეიშა იქნებოდა ეს, მოახლე, ან
თუნდაც გიონის სტუმარი მამაკაცი), ამის შესახებ ყურში ჩასჩურჩუ-
ლებდა, ამ ადამიანებს კი მეორე დღეს უკვე აღარ ახსოვდათ, რომ
ინფორმაციის წყარო ჰაცუმომო იყო. მალე საბრალო ჰაცუოკის სა-
ხელი ისე გაუფუჭდა, რომ ჰაცუმომოს მის გასაძევებლად მხოლოდ
რამდენიმე დამატებითი, წვრილმანი ხრიკი დასჭირდა. უცნაურია,
მაგრამ შვება ვიგრძენი, როცა შევიტყვე, რომ ჰაცუმომო ჩემ გარდა
სხვასაც ურჩხულივით მოექცა.
– ჰაცუმომო მეტოქეებს ვერ იტანს, – განაგრძო მამეჰამ, – ამი-
ტომაც გეპყრობა ასე.
– არა მგონია, მეტოქედ მივაჩნდე, ქალბატონო. მე ისეთივე მე-
ტოქე ვარ მისთვის, როგორც პატარა გუბე – ოკეანისთვის, – ვუპა-
სუხე მე.
– გიონის ჩაის სახლებში ალბათ ასეა, მაგრამ ოკიის კედლებ-
ში... ერთი ეს მითხარი, უცნაურად არასდროს მოგჩვენებია, რომ
ქალბატონმა ნიტამ ჰაცუმომო არ იშვილა? ნიტას ოკია მთელ გიონ-
ში უმდიდრესია, მაგრამ მემკვიდრე არ ჰყავს. ჰაცუმომოს შვილად
აყვანით ქალბატონი ნიტა ამ პრობლემას გადაჭრიდა, ჰაცუმომოს
შემოსავალი კი მთლიანად ოკიას დარჩებოდა, ისე რომ, თვითონ
ერთ სენსაც არ მიიღებდა. თანაც ჰაცუმომო ძალიან წარმატებული
გეიშაა!
ქალბატონ ნიტას, რომელსაც ფული ასე უყვარს, წესით, დიდი
ხნის წინ უნდა ეშვილებინა. რადგან ამას არ აკეთებს, რაღაც სერიო-
ზული მიზეზი უნდა ჰქონდეს, ასე არ არის?
ცხადია, ამ საკითხებზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ მამეჰას
რომ მოვუსმინე, მივხვდი, რა მიზეზზეც საუბრობდა,
– ჰაცუმომოს შვილად აყვანა იგივეა, ვეფხვი რომ გალიიდან გა-
მოუშვა! – იყო ჩემი პასუხი.
– დიახ, ასეა. ვფიქრობ, ქალბატონმა ნიტამ მშვენივრად იცის, რა

172
შვილობასაც გაუწევს ჰაცუმომო. ასეთი „შვილები" დედებს სახლი-
დან აგდებენ ხოლმე. ჰაცუმომო პატარა ბავშვივით სულსწრაფია,
ჭილოფის გალიაში ცოცხალ ჭრიჭინასაც კი არ გააჩერებს, ორიოდე
წელიწადში თქვენი ოკიის კიმონოების კოლექციას მთლიანად გაყი-
დის და სამსახურს თავს გაანებებს. ამიტომაც სძულხარ ასე ძალიან,
ჩემო პატარა ჩიო. რაც შეეხება იმ გოგრა-გოგოს, არა მგონია, ჰაცუ-
მომოს ძალიან ეშინოდეს იმისა, რომ ქალბატონი ნიტა მას იშვი-
ლებს.
– მამეჰა-სან, ალბათ გახსოვთ, თქვენი კიმონო რომ გაანადგუ-
რეს... – დავიწყე მე.
– არ მითხრა, რომ ჩემი კიმონო მელნით შენ მოთხვარე!
– დიახ, ქალბატონო. დარწმუნებული ვარ, ხვდებით, რომ ამ საქ-
მის უკან ჰაცუმომო იდგა, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, ოდესმე მოვა-
ხერხებ და დაგარწმუნებთ, როგორ ვწუხვარ მომხდარის გამო.
მამეჰა დიდხანს უსიტყვოდ მიყურებდა. ვერ ვხვდებოდი, რაზე
ფიქრობდა.
– თუ სურვილი გაქვს, შეგიძლია ახლაც მომიბოდიშო, – მითხრა
ბოლოს.
მაგიდას ჩამოვშორდი, უკან დავიხიე და ისე დაბლა დავიხარე,
რომ ჭილოფებს შუბლით მივეხალე, მაგრამ სანამ რამის თქმას მო-
ვასწრებდი, მამეჰამ გამაწყვეტინა:
– კიოტოში პირველად ჩამოსული ფერმერი რომ იყო, მიხრა-
მოხრას არ დაგიწუნებდი, მაგრამ თუ გინდა, რომ უფრო დახვეწილი
ადამიანის შთაბეჭდილება დატოვო, აი, ასე უნდა დახარო თავი. შე-
მომხედე: მაგიდას კიდევ რამდენიმე ნაბიჯით მოშორდი, ჩაიმუხლე,
მკლავები წინ გამოსწიე და ჭილოფს თითებით დაეყრდენი. ოღონდ
მხოლოდ თითისწვერებით. თითებს ისე ნუ გაშლი, რომ მათ შორის
სივრცე დარჩეს. კარგია. ახლა ჭილოფებს შეეხე. ხელის მტევნები
ერთმანეთს შეატყეუპე. მშვენიერია! ახლა, რაც შეიძლება დაბლა
დაიხარე, მაგრამ თან შეეცადე, რომ კისერი ბოლომდე გამართული
გქონდეს. თავს ნუ ჩაქინდრავ... და, თუ ღმერთი გწამს, მთელი წო-
ნით ნუ დააწვები ხელებს, თორემ მამაკაცს დაემსგავსები. კარგია!

173
ახლა მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ. კვლავ დავხარე თავი და ღრმა
წუხილი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ლამაზი კი-
მონოს განადგურებაში მონაწილეობა მივიღე.
– მშვენიერი კიმონო იყო, არა? კარგი, მოდი, დავივიწყოთ. სხვა
რამე უფრო მაინტერესებს: მეცადინეობა რა მიზეზით შეწყვიტე? შე-
ნი მასწავლებლები ამბობენ, რომ მშვენივრად სწავლობდი, მაგრამ
რატომღაც გაკვეთილებს აღარ ესწრები. არადა, დროა, წარმატე-
ბულ კარიერას იწყებდე. რატომ შეწყვიტა ქალბატონმა ნიტამ შენი
წვრთნა? – მკითხა მამეჰამ.
ავდექი და წვრილად ვუამბე ჩემი ვალების შესახებ. ისიც დავძი-
ნე, რომ მთავარ ვალს მისი კიმონოს საფასური და თითქოსდა ჩემ
მიერ მოპარული ჰაცუმომოს საკინძის საფასურიც დაემატა. მამეჰა
ცივ მზერას არ მაშორებდა, მაშინაც კი, როცა საუბარი დავასრულე.
– აქ რაღაც სხვა ამბავია და არ მიმხელ! – მითხრა ბოლოს.
– თუ ვალებზეა საუბარი, ქალბატონი ნიტა უფრო მონდომებული
უნდა იყოს, რომ წარმატებული გეიშა გახდე. მოახლედ თუ დარჩი,
ამ ვალს ხომ ვერასოდეს გადაუხდი?
როგორც ჩანს, ჩემდა უნებურად თვალები დავხარე და მამეჰამ
ჩემი აზრები უცებ წაიკითხა.
– გაქცევა სცადე, არა?
– დიახ, ქალბატონო. მე და მყავს. ჩვენ დაგვაშორეს, მაგრამ ერ-
თმანეთის პოვნა მაინც მოვახერხეთ. ერთ ღამეს უნდა შევხვედრო-
დით და ერთად გავპარულიყავით, მაგრამ სახურავიდან ჩამოვვარ-
დი და ხელი მოვიტეხე.
– სახურავიდან?! შენ ალბათ ხუმრობ! სახურავზე რა გინდოდა?
წასვლის წინ კიოტოს ხედებით ტკბებოდი?
მიზეზი ავუხსენი და იქვე დავძინე:
– ვიცი, სისულელე ჩავიდინე. ამიერიდან დედა ჩემი გაკვეთილე-
ბისთვის ერთ სენსაც აღარ გაიმეტებს, რადგან შიშობს, რომ ისევ გა-
ვეპარები.
– სხვა მიზეზიც არსებობს: ოკიებიდან გოგოების გაქცევა მათ დი-
ასახლისებს ჩრდილს აყენებს. „ამ ქალს რა უნდა მოჰკითხო, როცა

174
მოახლეებიც კი გაურბიან!“ – ასე ფიქრობენ გიონელები. მაინც რას
აპირებ, ჩიო? შენ ის გოგო არ ჩანხარ, ვინც მთელი ცხოვრება მო-
სამსახურის ხვედრს დასჯერდება, – თქვა მამეჰამ.
– ქალბატონო, ყველაფერს გავაკეთებ ჩემი შეცდომების გამო-
სასწორებლად! – ვუპასუხე. – უკვე ორი წელი გავიდა. აქამდე მოთ-
მინებით ვიცდიდი, იმ იმედით, რომ რაღაც შესაძლებლობა გამო-
მიჩნდებოდა.
– მოთმინებით ლოდინი საშენო საქმე არ არის. ვხედავ, შენს პი-
როვნებაში ბევრი წყალია. წყალი არასოდეს იცდის. ის ფორმას იც-
ვლის, მოვლენებსა და საგნებს ზედ ევლება და ისეთ საიდუმლო ბი-
ლიკებს აგნებს, სხვას რომ აზრად არასოდეს მოუვა, სახურავში გა-
მოხვრეტილი ერთი ციდა ჭუჭრუტანა იქნება ეს თუ კოლოფის ფსკე-
რი. ხუთი მთავარი სტიქიიდან წყალი უდავოდ ყველაზე უფრო მოქ-
ნილია. მიწის გადარეცხვაც შეუძლია და ცეცხლის ჩაქრობაც; შეუძ-
ლია, ლითონი გაცვითოს და ნაპირზე გამორიყოს; ხეც კი, რომე-
ლიც მისი ბუნებრივი გაგრძელებაა, ვერ ძლებს, თუ წყალმა არ გა-
მოკვება. როგორც გატყობ, ცხოვრებაში თავის გასატანად ეს შესაძ-
ლებლობები ჯერ არც ერთხელ არ გამოგიყენებია. ხომ ასეა?
– სწორედ წყლის დინებამ მიმანიშნა, რომ სახურავით შემეძლო
გაპარვა, ქალბატონო.
– უდავოდ ჭკვიანი გოგო ხარ, ჩიო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შენი
ცხოვრების ამ ეპიზოდში დიდი გონიერება გამოიჩინე. ჩვენ, ვის პი-
როვნებაშიც წყალი ჭარბობს, გასაძრომს როდი ვეძებთ. ჩვენ დინე-
ბის მიმართულებას ლანდშაფტი გვკარნახობს.
– ასე მგონია, მდინარე ვარ, რომელსაც წინ კაშხალი ეღობება.
ეს კაშხალი ჰაცუმომოა, – ვთქვი მე.
– ალბათ ასეა, – მიპასუხა მამეჰამ და მზერა მშვიდად გამისწო-
რა, – მაგრამ მდინარეები ზოგჯერ კაშხალს არღვევენ!
იმ წუთიდან, რაც მის ბინაში ფეხი შევდგი, თავში ერთი კითხვა
მიტრიალებდა: რატომ დამიბარა მამეჰამ? ცხადია, მივხვდი, რომ
მის გაფუჭებულ კიმონოსთან ამ ამბავს არავითარი კავშირი არ
ჰქონდა. მაგრამ მხოლოდ ბოლო წუთებში ამეხილა თვალი და დავ-

175
ინახე ის, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე ისედაც ნათელი იყო: მამე-
ჰას აშკარად გადაწყვეტილი ჰქონდა, ჰაცუმომოსთვის შურის საძი-
ებლად გამოვეყენებინე. მეტოქეები რომ იყვნენ, ამას წყალი არ გა-
უვიდოდა. აბა, რისთვისღა უნდა დასჭირვებოდა ჰაცუმომოს მამეჰას
კიმონოს განადგურება? ეჭვი არ იყო, რომ მამეჰა ხელსაყრელ მო-
მენტს ელოდა და ეს მომენტი დადგა კიდეც. ამ ქალმა გადაწყვიტა,
ჩემთვის სარეველის როლი მიენიჭებინა, ბაღის სხვა მცენარეებს გა-
საქანს რომ არ აძლევს ხოლმე. თუ არ მეშლებოდა, მას განზრახუ-
ლი ჰქონდა, ჰაცუმომო საბოლოოდ მოეშორებინა თავიდან.
– ნებისმიერ შემთხვევაში, ვითარება იქამდე არ შეიცვლება, სა-
ნამ ქალბატონი ნიტა მეცადინეობის განახლების ნებას არ დაგ-
რთავს, – მითხრა მამეჰამ.
– დიდი იმედი არა მაქვს, რომ ოდესმე დავიყოლიებ.
– დაყოლიებაზე ნუ ჯავრობ. სწორი დროის შერჩევაა მთავარი.
იმ დროისთვის ცხოვრებამ უკვე ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ
მოთმინების უნარი ჯერ კიდევ არ მქონდა გამომუშავებული, ყოველ
შემთხვევაში, იმდენად არა, რომ მამეჰას სიტყვებს ბოლომდე ჩავ-
წვდომოდი და გამეგო, რას გულისხმობდა იგი „დროის სწორად
შერჩევაში“.
– თუ მასწავლით, რა უნდა ვილაპარაკო, იქნებ დედას ხვალვე
გავესაუბრო, – ვუთხარი ბოლოს.
– ბორძიკ-ბორძიკით ცხოვრებაში შორს ვერ წახვალ, ჩიო, –გა-
მაწყვეტინა მამეჰამ, – ყველაფერს დრო და ადგილი უნდა შეურჩიო,
ამას კი სწავლა სჭირდება. თაგვი, რომელიც კატის მოტყუებას აპი-
რებს, სოროდან მაშინ კი არ უნდა გამოხტეს, როცა მოეგუნებება!
იმედია, სამთვარიოებს კითხულობ ხოლმე...
არ ვიცი, გინახავთ თუ არა ოდესმე სამთვარიო. რომ გადაშლით,
მის ფურცლებზე უამრავ რთულ ცხრილსა და გაუგებარ იეროგლიფს
იხილავთ. ადრეც მითქვამს, რომ გეიშები ძალზე ცრუმორწმუნე
ხალხია. დედა, დეიდა, მზარეული თუ მოახლეები სამთვარიოსთან
შეუთანხმებლად ისეთ უბრალო გადაწყვეტილებასაც კი არ იღებ-
დნენ, როგორიც იყო, მაგალითად, ახალი ფეხსაცმლის ყიდვა, მაგ-

176
რამ პირადად მე ეს ცხოვრებაში არასოდეს გამიკეთებია.
‒ ჰოდა, არც არის გასაკვირი, ამდენი უბედურება რომ შეგემ-
თხვა, – მითხრა მამეჰამ, – ნუთუ გაპარვა ისე სცადე, რომ არ გაგირ-
კვევია, იღბლიანი დღე იყო თუ არა?!
ავუხსენი, რომ ჩვენი გაპარვის დღე ჩემმა დამ შეარჩია. მამეჰამ
თარიღის დაზუსტება მთხოვა და როცა ცხრილებში ჩავიხედეთ, რიც-
ხვი უცებ გავიხსენე. 1929 წლის ოქტომბრის ბოლო სამშაბათი აღ-
მოჩნდა. მხოლოდ რამდენიმე თვე იყო გასული იმ დღიდან, რაც მე
და საცუ მშობლიური სახლიდან წამოგვიყვანეს. მამეჰამ მოახლეს
იმ წლის სამთვარიო მოატანინა და ჩემი ნიშანი (მაიმუნის წელიწა-
დი) დააზუსტა. სხვადასხვა ცხრილს კარგა ხანს ჩაჰკირკიტებდა.
შემდეგ იმ გვერდსაც გადახედა, სადაც ამ წელს დაბადებული ადამი-
ანებისთვის ერთი თვის პროგნოზი იყო გაწერილი. ბოლოს ხმამაღ-
ლა წაიკითხა:
„უკიდურესად არაკეთილსასურველი თარიღი. ნებისმიერ ფასად
უნდა ერიდოთ ნემსს, უჩვეულო საკვებს და მოგზაურობას“.
მამეჰა უცებ დადუმდა, შემომხედა და მკითხა:
– გესმის თუ არა? მოგზაურობასო! აქვე კიდევ არის ჩამონათვა-
ლი, თუ რას უნდა მორიდებოდი. აბა, ვნახოთ: „ბანაობას მამლის სა-
ათში“, „ახალი ტანსაცმლის შეძენას“, „ახალი საქმის წამოწყებას“,
და ...რაც მთავარია – „საცხოვრებლის გამოცვლას!“
აქ მამეჰამ წიგნი დახურა, ალმაცერად გამომხედა და მკითხა:
– აბა, რომელი გაფრთხილება გაითვალისწინე?
ბევრ ადამიანს მსგავს მარჩიელობაში ეჭვი ეპარება, მაგრამ იო-
ტისოდენა ეჭვიც კი გაგიქარწყლდებოდათ, იქ რომ ყოფილიყავით
და გენახათ, რაც ამას მოჰყვა. მამეჰამ ჩემი დის ნიშანი მკითხა და
ამჯერად მისი მონაცემები შეამოწმა.
– მაშ ასე, – ჩაილაპარაკა მცირე ხნის შემდეგ, – პატარა ცვლი-
ლებებისთვის სასიკეთო დღეა. ისეთი ამბიციური გეგმის განსახორ-
ციელებლად, როგორიც გაქცევაა, საუკეთესო დღე ვერ არის, მაგ-
რამ წინა დღეებს გაცილებით სჯობს!
ნამდვილი საოცრება კი შემდეგ მოხდა.

177
– აი, კიდევ რას გვეუბნება სამთვარიო: „კეთილსასურველი
დღეა ვერძის მიმართულებით სამოგზაუროდ“, – კითხვა განაგრძო
მამეჰამ და როცა რუკაზე იოროიდო მოძებნა, გაირკვა, რომ ჩვენი
დაბა კიოტოდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა, რაც
მართლაც შეესაბამებოდა ვერძის ზოდიაქოსთან დაკავშირებულ
მიმართულებას. საცუმ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, რო-
გორც ჩანს, თავის სამთვარიოში ჩაიხედა. ალბათ ამიტომაც დამტო-
ვა იმ კიბისქვეშა ოთახში მარტო, როცა იმ დღეს „ტაცუიოში“ მივა-
კითხე. რა მეთქმის... სწორადაც მოიქცა. თვითონ გაიპარა, მე კი ეს
ვერ მოვახერხე.
დადგა წუთი, როცა თანდათან დავიწყე ჩემი სრული უცოდინა-
რობის გაცნობიერება. ვგულისხმობ არა მარტო ოკიიდან გაქცევის
სწორად დაგეგმვას, არამედ ყველა სხვა საკითხსაც. თურმე აქამდე
სრულებით არ გამეგებოდა, რამდენად მჭიდრო ურთიერთკავშირ-
შია ჩვენი გარესამყარო.
ამას რომ ვამბობ, მხოლოდ ზოდიაქოს როდი ვგულისხმობ. ჩვენ,
ადამიანები, გაცილებით დიდი მოცემულობის მცირე ნაწილს წარ-
მოვადგენთ მხოლოდ. როცა დავდივართ, შეიძლება უნებურად ხო-
ჭოს დავადგათ ფეხი, ან მოძრაობისას ჰაერის ნაკადს ისე შევუცვა-
ლოთ მიმართულება, რომ გაფრენილმა ბუზმა უცებ პირი იქციოს და
სრულიად სხვა ადგილას აღმოჩნდეს. მოდით, მივმართოთ იმავე პა-
რალელს, ოღონდ ამჯერად მწერის როლში საკუთარი თავი წარმო-
ვიდგინოთ, ხოლო გარესამყაროს ის როლი მივანიჭოთ, რაც წამის
წინ წარმოსახვაში თავად შევასრულეთ. შედეგად, დღესავით ნათე-
ლი ხდება, რომ ჩვენ ყოველდღიურად განვიცდით გარკვეული ძა-
ლების ზეგავლენას, და მათ ზუსტად ისევე ვერ ვაკონტროლებთ,
როგორც საბრალო ხოჭო ვერ აიცდენს ადამიანის გიგანტურ
ტერფს. რა უნდა ვქნათ? ყველა ხერხს უნდა მივმართოთ, რათა სამ-
ყაროს დინამიკას ჩავწვდეთ და ჩვენი ნაბიჯები ისე გავთვალოთ,
რომ დინებებთან იძულებითი ბრძოლის ნაცვლად ამ დინებებს ავ-
ყვეთ.
მამეჰამ კვლავ ჩახედა სამთვარიოს და მომდევნო კვირში მნიშ-

178
ვნელოვანი ცვლილებებისთვის კეთილსასურველი სხვადასხვა თა-
რიღი შეარჩია. ვკითხე, ერთ-ერთ ასეთ დღეს შემეძლო თუ არა დე-
დასთან გასაუბრება, თანაც ვთხოვე განემარტა, სათქმელი როგორ
უნდა ჩამომეყალიბებინა.
– მე ახლა ქალბატონ ნიტასთან სასაუბროდ არ გაქეზებ,– მიპა-
სუხა მან, – ვიცი, რომ მყისვე უარით გამოგისტუმრებს. მეც ასე მო-
ვიქცეოდი! მან იცის, რომ გიონში თავისი სურვილით უფროს დად
არავინ დაგიდგება.
– მაშ რა უნდა ვქნა, მამეჰა-სან? – ვკითხე შეწუხებულმა.
– დაბრუნდი შენს ოკიაში, ჩიო, და არავისთან წამოგცდეს, რომ
მელაპარაკე, – მიპასუხა მან და ისე შემომხედა, მივხვდი, იმწამსვე
თავი უნდა დამეკრა და გავცლოდი. რაც გავაკეთე კიდეც. ისეთი
აფორიაქებული ვიყავი, რომ ჟურნალებიც დამავიწყდა და შამისე-
ნის სიმებიც. თუმცა მამეჰას მოახლემ ეს ყველაფერი გზაში დამაწია.

179
თავი მეათე

ალბათ უნდა განგიმარტოთ, რას გულისხმობდა მამეჰა „უფროს


დაში“, თუმცა იმხანად ამის შესახებ თავადაც ბევრი არაფერი ვიცო-
დი. როცა ყმაწვილი ქალი საბოლოოდ მზადაა დებიუტისთვის, მას
უფრო გამოცდილ გეიშასთან გარკვეული ურთიერთობა უნდა ჰქონ-
დეს დამყარებული. მამეჰამ ახსენა კიდეც ჰაცუმომოს უფროსი და –
დიდი ტომიჰაცუ, რომელიც უკვე მოხუცებული იყო,როცა ჰაცუმომო
დაიმოწაფა. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ ე.წ. უფროსი და შე-
გირდზე ასაკით ბევრად უფროსი იყოს. ნებისმიერ გეიშას შეუძლია,
ყმაწვილ ქალს უფროსი დობა გაუწიოს, თუნდაც მასზე მხოლოდ ერ-
თი დღით ადრე იყოს დაბადებული.
როცა ახალგაზრდა ქალები დებად სახელდებიან, იმართება
ქორწილის მსგავსი ცერემონია, რის შემდეგაც ისინი თითქმის ოჯა-
ხის წევრებად მოიაზრებიან და ერთმანეთს „უფროს დას“ და „უმ-
ცროს დას“ უწოდებენ. ზოგიერთი გეიშა ამ როლს, შესაძლოა, სათა-
ნადო სერიოზულობით არ მოეკიდოს, მაგრამ თავისი მოვალეობის
წესიერად შემსრულებელი უფროსი და შეგირდის ცხოვრებაში მნიშ-
ვნელოვანი ფიგურა ხდება. ის ყველა ღონეს ხმარობს, რომ უმცროს-
მა დამ, ანუ, როგორც იაპონელები უწოდებენ, „მაიკომ“ მამაკაცის
უხამსი ხუმრობის შემთხვევაში მორცხვობას მხიარული და ლაღი
გადაკისკისება მარჯვედ შეუხამოს და კოსმეტიკის ხმარებისას ცვი-
ლის სწორი გამოყენებაც ისწავლოს. მაგრამ ეს როდი კმარა· უფრო-
სი გეიშა ზრუნავს იმაზე, რომ უმცროსმა საჭირო ხალხის ყურადღება
მიიპყროს. ამ მიზნით უმცროს დას მთელ გიონს შემოატარებს და
ყველა განთქმული ჩაის სახლის დიასახლისს, სასცენო წარმოდგე-
ნებისთვის საგანგებო პარიკების დამამზადებელ მამაკაცებს თუ დი-
დი რესტორნების მზარეულებს პირადად წარუდგენს. ეს თავისთა-
ვად დიდი ჯაფაა, მაგრამ დღის განმავლობაში გიონის დაწესებულე-
ბების ამგვარი შემოვლა უფროსი დის მოვალეობების მხოლოდ ნა-

180
წილია, რადგან გიონი მიმქრალ ვარსკვლავს ჰგავს, რომელიც მთე-
ლი თავისი დიდებულებით მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ გამობ-
რწყინდება ხოლმე. ღამღამობით უფროს დას უმცროსი გასართო-
ბად მიჰყავს და დიდი ხნის ნაცნობ კლიენტებსა და მფარველებს შემ-
დეგი სიტყვებით წარუდგენს:
– გაიცანით ჩემი უმცროსი და: ესა და ეს. გთხოვთ, დაიმახსოვ-
როთ მისი სახელი, რადგან ის დიდი ვარსკვლავი უნდა გახდეს! იმე-
დია, ნებას დართავთ, რომ გეახლოთ, როცა გიონს კვლავ ესტუმრე-
ბით!
რა თქმა უნდა, ძნელად მოიძებნება მამაკაცი, რომელიც თოთ-
ხმეტი წლის გოგონასთან ფუჭი ლაყბობის გამო ფულს დახარჯავს.
ამიტომ მას ხსენებული გოგონას გამოძახების სურვილი, სავარა-
უდოდ, არ გაუჩნდება. მაგრამ უფროსი და და ჩაის სახლის დიასახ-
ლისი მის დაყოლიებას იქამდე გააგრძობენ, სანამ მიზანს არ მიაღ-
წევენ. თუ ამ მამაკაცს რაღაც მიზეზით გოგონა არ მოსწონს – ეს უკვე
სხვა ამბავია, მაგრამ თუ ეს დაბრკოლება არ არსებობს, გარკვეული
დროის შემდეგ ის, სავარაუდოდ, მისი მფარველი ხდება და ზუსტად
ისევე მიეჯაჭვება, როგორც მის უფროს დას. გეიშა, რომელიც უფ-
როსი დის როლს ითავსებს, მთელ ქალაქში ბრინჯით სავსე ტომრით
მოსიარულე ადამიანს ემსგავსება, უმცროსი და უფროსზე ისევეა და-
მოკიდებული, როგორც მგზავრი – მატარებელზე. გარდა ამისა,
ახალბედას უსაქციელობაზეც მისი უფროსი და აგებს პასუხს. დაკა-
ვებული და წარმატებული გეიშა ამ ხათაბალას საკუთარ თავზე ერ-
თადერთი მიზეზით იღებს: როცა ახალბედა ამართლებს, გიონში
ყველა ხეირობს. თვითონ შეგირდი, ანუ მაიკო, ცხადია, იმით არის
მოგებული, რომ ვალს დროზე იხდის, და თუ გაუმართლა, მდიდარი
კაცის საყვარელი ხდება; უფროსი და მისი შემოსავლიდან წილის
მიღებით იღებს სარგებელს; ეს იმ ჩაის სახლების დიასახლისებსაც
ეხება, სადაც ხსენებული ქალიშვილი სტუმრებს იქცევს. იგივე ით-
ქმის პარიკის დამამზადებლებსა და იმ მაღაზიის მფლობელებზეც
კი, სადაც მაიკო თავსამკაულებს ან კლიენტისთვის მისართმევ
ტკბილეულს ყიდულობს. შესაძლოა, ეს უკანასკნელები მისი უშუა-

181
ლო მეწილეები არ იყვნენ, მაგრამ ნებისმიერი წარმატებული გეიშა,
რომელიც გიონში შეძლებულ კლიენტებს იზიდავს, მათთვის მხო-
ლოდ ხეირის მომტანია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ
ახალგაზრდა ქალი უფროს დაზე ყველა თვალსაზრისით არის დამო-
კიდებული, მაგრამ არჩევანის გაკეთების დროს სიტყვა ნაკლებად
ეთქმის. შემდგარი გეიშა თავის რეპუტაციას საფრთხის ქვეშ ნამდვი-
ლად არ დააყენებს და უსახურ ან თავისი მუდმივი კლიენტისთვის
მიუღებელ ქალს ხელს არასოდეს მოჰკიდებს. მეორე მხრივ, ვერც
მაიკოს სწავლა-განათლებისთვის დიდი ხარჯის გამღები ოკიის დი-
ასახლისი დაჯდება გულხელდაკრეფილი, ერთი ვინმე რიგითი, არ-
ცთუ მიმზიდველი გეიშას მოლოდინში, რომელიც ხსენებული მა-
იკოს უფროს დობას მოინდომებს. ასეთ ვითარებაში წარმატებულ
გეიშებს იმდენი მოთხოვნა შემოსდით, რომ ყველას დაკმაყოფილე-
ბას ვერც აუდიან,ამიტომ ზოგს უარყოფენ, ზოგს კი თანხმდებიან.
სწორედ ამმიზეზით შიშობდა დედა, რომ გიონში არც ერთი გეიშა
არ მოისურვებდა ჩემი უფროსი დის მოვალეობის შესრულებას, რაც
მამეჰამაც ივარაუდა.
როცა ოკიაში პირველად დავსახლდი, დედა ჩემს უფროს დად აშ-
კარად ჰაცუმომოს ამზადებდა. აქვე უნდა ითქვას ერთი რამ: ჰაცუ-
მომოსთვის ობობას რომ ეკბინა, ალბათ კბენითვე უპასუხებდა, მაგ-
რამ გიონის ნებისმიერი შეგირდი უმცროს დობაზე სიხარულით და-
თანხმდებოდა. აკი ის უკვე იყო გიონში არანაკლებ ცნობილი ორი
გეიშას უფროსი და. თანაც მათ ჩემსავით არ აწამებდა, პირიქით, კე-
თილად ეპყრობოდა. ეს მისი არჩევანი იყო და ამ შემთხვევებში შე-
მოსავლის მიღების მოტივი ამოძრავებდა. მაგრამ მე ნამდვილად
არ უნდა მქონოდა იმის იმედი, რომ ჰაცუმომო დახმარებას გამიწევ-
და და იმ ორიოდე იენით დაკმაყოფილდებოდა, რომელსაც ამ საქ-
მისგან მიიღებდა. ეს იგივე იყო, ძალღლისთვის რომ კატა მიგებარე-
ბინათ, იმ იმედით, რომ პირს არ დააკარებდა. ერთ ოკიაში რომ
ვცხოვრობდით, ეგ არაფერი. მთავარი ის იყო, რომ ჰაცუმომო კიმო-

182
ნოების ნაკლებობას განიცდიდა და ოკიის კოლექციაზე იყო დამო-
კიდებული. ამიტომ შეიძლება ვინმეს ეფიქრა, რომ დედას დაემორ-
ჩილებოდა, მაგრამ პირადად მე არ მეგულებოდა ამქვეყნად ძალა,
რომელიც ჰაცუმომოს ამ საქმეზე ადვილად დაიყაბულებდა.დარ-
წმუნებული ვარ, ჩაის სახლ მიძუკიში ჩემი წაყვანა რომ ეთხოვათ,
სანაცვლოდ მდინარის სანაპიროს მიმაყენებდა და შემდეგი სიტყვე-
ბით, „კამო, გაიცანი – ეს ჩემი უმცროსი დაა!“ წყალში გადამიძახებ-
და.
შეეძლოთ თუ არა სხვა გეიშებს, ჩემი სწავლა-განათლება თავის
თავზე აეღოთ? რა გითხრათ... აქ უკვე მათი და ჰაცუმომოს გზები იკ-
ვეთებოდა, გიონში კი ძნელად თუ მოიძებნებოდა ვინმე, ვისაც სა-
ამისოდ სითამამე ეყოფოდა.

***
ერთხელ, ნაშუადღევს, ჩემი და მამეჰას შეხვედრიდან რამდენი-
მე კვირაში, დედას და მის სტუმარს მისაღებ ოთახში ჩაი მივართვი.
უცებ დეიდამ კარი გამოაღო და დედას მიმართა: :
– ბოდიშს გიხდით, რომ შემოგეჭერით, მაგრამ იქნებ ერთი წუ-
თით შეწუხდეთ და გამობრძანდეთ, კაიოკო-სან, კართან სტუმარი
დგას.
კაიოკო დედას ნამდვილი სახელი იყო, მაგრამ ოკიაში ეს სახე-
ლი იშვიათად გვესმოდა.
დედამ თავისებურად ჩაიცინ-ჩაახველა და თქვა:
– დღეს რაღაც უხეირო დღე გაქვს, დეიდა. როდის იყო სტუმრე-
ბის მოსვლას შენ გვაუწყებდი? მოახლეები რას რას მიკეთებენ?
– ალბათ ჯობდა, რომ ეს ამბავი ჩემგან შეგეტყოთ. მამეჰა გვეს-
ტუმრა, – უპასუხა დეიდამ.
შიშით გავიფიქრე, რომ მამეჰასთან ჩემს ამასწინანდელ შეხვედ-
რას რაღაც შარი მოჰყვა, მაგრამ ოკიაში მისი უეცარი გამოჩენა მა-
ინც ისე მეამა, სახეზე სისხლი მომაწვა და ნათურასავით წამოვენთე.

183
ოთახში მცირე ხანს სრული სიჩუმე იდგა. შემდეგ დედას სტუმარმა
თქვა:
– მამეჰა-სანი მობრძანდა. მშვენიერია! ახლა გავიქცევი, მაგრამ
შემპირდით, რომ მისი ვიზიტის მიზეზს ხვალ მიამბობთ!
სტუმრის წასვლით ვისარგებლე და ოთახიდან გავიპარე. სწო-
რედ ამ დროს დერეფანში გამოსულმა დედამ დეიდას ისეთი რამე
უთხრა, ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი. ჯერ საფერფლეზე ყა-
ლიონი მიაკაკუნა, შემდეგ საფერფლე მე გამომიწოდა და ჩაილაპა-
რაკა:
– დეიდა, მოდი, თმა გამისწორე, გეთაყვა!
აზრად არასდროს მომსვლია, რომ დედა თავის გარეგნობას იო-
ტისოდენა ყურადღებას მაინც აქცევდა, მიუხედავად იმისა, რომ ყო-
ველთვის მოხდენილად ეცვა. დიახ, მისი ოთახი ლამაზი ნივთებით
გახლდათ სავსე, მაგრამ თავად ოთახი მაინც უსაშველოდ პირქუში
და მოჟამული იყო; თვითონ დედა საუცხოო ქსოვილებში იყო გამო-
ხვეული, მაგრამ თვალებში ისეთი ზინთი ჩასდგომოდა, წამხდარ და
აყროლებულ თევზს რომ ჩამოსდის ხოლმე კანზე. თმა მისთვის იყო
რაღაცა, რაც თავისი სხეულის ზედა ნაწილში ეგულებოდა, სხვა
მხრივ მასზე ფიქრით თავს ისევე არ იწუხებდა, როგორც მატარებე-
ლი არ ფიქრობს თავის საკვამურზე...
სანამ დედა კარს აღებდა, მოახლეების ოთახში ვიდექი და სა-
ფერფლეს ვწმენდდი. ისე გამწარებული ვცდილობდი მათი საუბრის
მიყურადებას, დაძაბულობისგან ლამის ყურის კუნთები დამაწყდა.
– ბოდიშს გიხდით, კართან რომ გალოდინეთ, მამეჰა-სან. ჩემ-
თვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა, – გაისმა დედას ხმა.
– იმედია, მომიტევებთ, ასე მოულოდნელად რომ გეწვიეთ,ქალ-
ბატონო ნიტა, – დაახლოებით ასეთი, ან რაღაც ამის მსგავსი ბანა-
ლური პასუხი გასცა მამეჰამ. საუბარი ამ სახით კარგა ხანს გრძელ-
დებოდა, მაგრამ თუ წარმოიდგენთ ადამიანს, რომელმაც ციცაბო
აღმართზე მძიმე ზანდუკი აათრია და ბოლოს აღმოაჩინა, რომ შიგ

184
უბრალო ქვების მეტი არაფერი ეყარა, ჩემს ძალისხმევასაც დაახ-
ლოებით ასეთივე „სასიკეთო“ შედეგი მოჰყვა. როგორც იქნა, მიაღ-
წიეს მისაღებ ოთახამდე. მათი საუბრის მიყურადებას ისე თავგამო-
დებით ვცდილობდი, რომ მოახლეების ოთახიდან ჩვარიც კი გამო-
ვიტანე და ვესტიბიულის იატაკის წმენდა დავიწყე. სხვა დროს, სტუმ-
რის რიდით, ასეთ აქტიურობას დეიდა აუცილებლად დამიშლიდა,
მაგრამ ამჯერად მიყურადებით ჩემზე არანაკლებად იყო დაკავებუ-
ლი და არაფერი უთქვამს.
როცა მოახლემ სტუმარს ჩაი მიართვა და ოთახიდან გამოვიდა,
დეიდამ კარი ოდნავ ღია დატოვა და თვითონ კარსუკან მიიმალა.
სმენად ქცეულს, როგორც ჩანს, ირგვლივ ყველაფერი მიმავიწყდა,
ამიტომ თავიდან ვერც კი შევამჩნიე, რომ გოგრა მომადგა და სახეში
ჯიქურ მომაშტერდა.
ისიც მუხლებზე იდგა და იატაკს აპრიალებდა, მიუხედავად იმისა,
რომ ამ საქმით უკვე მე ვიყავი დაკავებული, თანაც მას საოჯახო საქ-
მეები აღარ ევალებოდა.
– მამეჰა ვინ არის? – წამჩურჩულა გოგრამ.
როგორც ჩანს, იმ მოახლეების ლაპარაკს მოჰკრა ყური, რომ-
ლებიც ახლა სოხანიან დერეფანში ერთმანეთის გვერდით მიყუჟუ-
ლიყვნენ.
– ის და ჰაცუმომო მეტოქეები არიან, – ვუპასუხე ჩურჩულით, –
ეს ის ქალია, ვისი კიმონოც ჰაცუმომომ მელნით მომასვრევინა!
გოგრას კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა, მაგრამ უცებ მამეჰას ხმა
გავიგონეთ:
– ქალბატონო ნიტა, იმედია, მომიტევებთ, ასეთი მოუცლელო-
ბის ჟამს რომ შეგაწუხეთ, მაგრამ ჩიოს შესახებ მსურს გაგესაუბ-
როთ.
‒ ოჰ, არა! – აღმოხდა გოგრას და სინანულით სავსე მზერით მი-
მანიშნა, რომ ასეთი დავიდარაბისთვის ნამდვილად არ ვემეტებო-
დი.
– ეს ჩვენი ჩიო ცოტა აბეზარა კი არის, მაგრამ იმედია, არ გაწუ-
ხებთ, – უთხრა დედამ სტუმარს.

185
– არა, რას ბრძანებთ. უბრალოდ, შევნიშნე, რომ ბოლო რამდე-
ნიმე კვირაა, გაკვეთილებს აღარ ესწრება. არადა, შევეჩვიე იმას,
რომ სკოლის დერეფანში დროდადრო ვხვდებოდი ხოლმე. ავად
ხომ არ გაგიხდათ? კარგ ექიმს ვიცნობ და, თქვენის ნებართვით, შე-
მოივლიდა... – თქვა მამეჰამ.
‒ დიდი მადლობა, მაგრამ ალბათ სხვა გოგოს გულისხმობთ, –
უთხრა დედამ, – ჩიოს სკოლის ვესტიბიულში ნამდვილად ვერ შეხ-
ვდებოდით, რადგან სკოლაში ორი წელია არ უვლია.
– იქნებ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. ლამაზი გოგოა, საოცარი მო-
ცისფრო-მონაცრისფრო თვალები აქვს.
– დიახ, უჩვეულო თვალები აქვს, მაგრამ გიონში მისი მსგავსი
იქნებ სხვაც მოიძებნოს?
– ნუთუ ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს ბავშვი სკოლაში
ვნახე... – ჩაილაპარაკა მამეჰამ. – ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება
დატოვა, თითქოს გუშინ მოხდა. ერთი ეს მიბრძანეთ, ქალბატონო
ნიტა, თავს ხომ კარგად გრძნობს?
– დიახ, ნორჩ ხესავით ჯანსაღია, და მე ვიტყოდი, ზუსტად მასავით
ურჩი.
– გაკვეთილებს კი მაინც არ ესწრება... უცნაურია...
– ასეთი ახალგაზრდა და პოპულარული გეიშასთვის, როგორიც
თქვენ ბრძანდებით, გიონში თავის რჩენა ადვილია, მაგრამ თქვენ
იცით, რომ ახლა რთული დროა და პირველ შემხვედრში ფულს ვერ
დავაბანდებ. როგორც კი მივხვდი, რა შეუფერებელია ამ საქმის-
თვის ჩიო...
– უკვე ეჭვი აღარ მეპარება, რომ გვეშლება და ორ სხვადასხვა
გოგონაზე ვსაუბრობთ, – გააწყვეტინა მამეჰამ, –ასეთი გამჭრიახი
და საქმიანი ქალბატონი, როგორიც თქვენ ხართ, ქალბატონო ნიტა,
ჩიოს „შეუფერებელს“ ვერ უწოდებდა!
‒ დარწმუნებული ხართ, რომ იმ გოგონას ჩიო ჰქვია? – ჰკითხა
დედამ, თან უცებ წამოდგა და პატარა ოთახის კარი ისე სწრაფად გა-
აღო, გონს მოსვლა ვერ მოვასწარით. წამიც და, უკვე დეიდას დაც-

186
ქვეტილ ყურებს მისჩერებოდა. დეიდა კი სამალავიდან ისე გამოვი-
და, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ვფიქრობ, დედამაც არაფერი
შეიმჩნია, მხოლოდ მე შემომხედა და მიბრძანა:
– ჩიო-ჩან, ერთი წუთით შემოდი.
სანამ ოთახში შევიდოდი, კარს მივიხურავდი და ჭილოფზე
მუხლს მოვიყრიდი, დედა თავის ადგილს მიუბრუნდა და მამეჰას მი-
მართა:
– აი, ჩვენი ჩიოც მოვიდა!
– სწორედ ის გოგოა, ვისზეც ვფიქრობდი! – წამოიძახა მამეჰამ.
– გამარჯობა, ჩიო-ჩან! მიხარია, ასე ჯანსაღად რომ გამოიყურები!
ამწუთას ვეუბნებოდი ქალბატონ ნიტას, რომ შენს გამო უკვე ნერ-
ვიულობა დავიწყე, მაგრამ როგორც ვხედავ, მშვენივრად ხარ!
‒ დიახ, ქალბატონო, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, –ვუპასუხე.
– მადლობა, ჩიო, – მითხრა დედამ, მეც თავი დავხარე და წას-
ვლა დავაპირე, მაგრამ მამეჰამ გამაჩერა:
– მართლაც საყვარელი გოგოა. ქალბატონო ნიტა, რამდენჯერ-
მე მომივიდა აზრად, თქვენთვის თხოვნით მომემართა, დაგერთოთ
მისთვის ნება, ჩემი უმცროსი და გამხდარიყო, მაგრამ რაკი მეცადი-
ნეობა შეწყვიტა...
დედა სახტად დარჩა. ჩაის მოწრუპას აპირებდა, მაგრამ შეყოვ-
ნდა და პირთან მიტანილი ფინჯანი ჰაერში გაუშეშდა. სანამ ოთახი-
დან არ გავედი, გაუნძრევლად იჯდა და მამეჰას პასუხი მხოლოდ მა-
შინ გასცა, როცა იატაკზე ჩემი ადგილი დავიკავე.
–თქვნსავით სახელგანთქმულ გეიშას, მამეჰა-სან, შეუძლია, გი-
ონში ნებისმიერი შეგირდი უმცროს დად დაასახელოს.
– მართალი ბრძანდებით. თხოვნით ხშირად მომმართავენ, მაგ-
რამ უკვე ერთი წელია, ხელი არავისთვის მომიკიდია. კაცი იფიქ-
რებს, რომ ამ საშინელი კრიზისის დროს კლიენტების ნაკადმა საგ-
რძნობლად იკლო, მაგრამ სინამდვილეში ასე დაკავებული არასო-
დეს ვყოფილვარ. ხომ იცით, მდიდარი მდიდარია, თვით ასეთ მძიმე
დროებაშიც კი!

187
– ახლა უფრო უნდათ გართობა, – კვერი დაუკრა დედამ, – შე-
მახსენეთ, რას ამბობდით...
– ჰო, რაღაცას ვამბობდი... მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს.
დროს აღარ წაგართმევთ. მიხარია, რომ ჩიო ჯანმრთელად არის.
– დიახ, ძალიან ჯანმრთელად. მაგრამ, მამეჰა-სან, თუ არ შეწუხ-
დებით, ერთი წამით შეგაყოვნებთ. მგონი, ახლახან ახსენეთ, რომ
ჩიოს უმცროს დად მოიაზრებთ...
– ასეა, მაგრამ უკვე საუკუნეა, არ უმეცადინია... ეჭვი არ მეპარე-
ბა, რომ ამისთვის საპატიო მიზეზი გქონდათ, ქალბატონო ნიტა. ამი-
ტომ არ გავკადნიერდები და აღარ ჩაგეძიებით.
– გულდასაწყვეტია, ასეთი სავალალო გადაწყვეტილებების მი-
ღება რომ გვიწევს. რას ვიზამთ, ცუდი დროა და მისი სწავლების სა-
ფასურს ვეღარ გავუმკლავდი! მაგრამ თუ, თქვენი აზრით, რაღაც პო-
ტენციალი მაინც აქვს, მამეჰა-სან,დარწმუნებული ვარ, მასში რა
თანხაც არ უნდა დააბანდოთ, ერთიორად აინაზღაურებთ!
ცხადი იყო, დედა ცდილობდა, მამეჰა თავის სასარგებლოდ გა-
მოეყენებინა. უმცროსი დის სწავლის საფასურს არც ერთი გეიშა არ
იხდიდა.
– ნეტავ შეიძლებოდეს... – თქვა მამეჰამ. – მაგრამ ამ საშინელი
დეპრესიის დროს...
– იქნებ რამე მოვახერხო და ხელი შეგიწყოთ, – თქვა დედამ, –
მაგრამ ჩიო ცოტა თავნებაა, თანაც კარგა მოზრდილი ვალი აქვს.
ხშირად მიფიქრია, საოცრება იქნება, მის დაფარვას ოდესმე თავი
თუ გაართვა.
– ასეთმა მიმზიდველმა გოგომ?! პირიქით, საოცრება ის იქნება,
თუ ვერ დაფარა! – მოუჭრა მამეჰამ.
– ცხოვრებაში, ფულის გარდა, კიდევ არსებობს რაღაცები, არ
მეთანხმებით? ასეთი გოგოსთვის რას არ იზამს ადამიანი! იქნებ მეც
მოვახერხო და მეტი თანხა დავახარჯო...მხოლოდ გაკვეთილების-
თვის, ცხადია. ოღონდ საკითხავია,რა შედეგს მივიღებთ? – ჰკითხა
დედამ.

188
– ეჭვი არ მეპარება, რომ ჩიოს ბევრი ვალი აქვს, – თქვა მამეჰამ,
– მაგრამ თუნდაც ასე იყოს, ვფიქრობ, ამ ვალს ოცი წლის ასაკამდე
დაფარავს.
– ოცი წლის ასაკამდე?! – წამოიძახა დედამ. – გიონში გოგო არ
მეგულება, ვისაც მსგავსი რამ ოდესმე მოეხერხებინოს. მით უმეტეს,
ამ გაგანია დეპრესიის დროს!
– დეპრესიას ვერსად წავუვალთ, ცხადია, – დაეთანხმა მამეჰა.
– მე თუ მკითხავთ, კაპიტალდაბანდების მხრივ ჩვენი გოგრა უფ-
რო უსაფრთხო კანდიდატურაა, – თქვა დედამ, – ჩიოს ვალები კი
მხოლოდ გაიზრდება, მით უმეტეს, თუ მისი უფროსი და თქვენ გახ-
დებით.
დედას ჩემი გაკვეთილების საფასური როდი ჰქონდა მხედველო-
ბაში. ამჯერად მამეჰასთვის გადასახდელ საფასურს გულისხმობდა.
საქმე ის იყო, რომ მამეჰას დონის გეიშას, რიგითი გეიშასგან გან-
სხვავებით, უმცროსი დის შემოსავლიდან უფრო დიდი წილი ერგე-
ბოდა.
– მამეჰა-სან, ერთ წუთსაც თუ დამითმობთ... – საუბარი განაგ-
რძო დედამ. – იქნებ ჩემგან ერთი შემოთავაზება მიიღოთ. თუ დიდი
მამეჰა თავისი პირით ამბობს, რომ ჩიო ვალების დაფარვას ოცი
წლის ასაკამდე შეძლებს, მის ნათქვამში ეჭვი როგორ უნდა შევიტა-
ნო? რა თქმა უნდა, ჩიოს მსგავსი გოგონა თქვენნაირი უფროსი დის
გარეშე ვერაფერს მიაღწევს, მაგრამ ჩვენი პატარა ოკია ამ ბოლო
დროს ფინანსურად უკიდურესად შეჭირვებულია და ნამდვილად არ
აქვს საშუალება, ის პირობები შემოგთავაზოთ, რასაც შეჩვეული
ხართ. საუკეთესო შემთხვევაში ჩიოს შემოსავლიდან მხოლოდ იმის
ნახევარს თუ მიიღებთ, რასაც ჩვეულებრივ ელოდებით.
– სწორედ ამ დღეებში უამრავი ხელსაყრელი შემოთავაზება
მქონდა, – თქვა მამეჰამ, – თუ უმცროს დად ვინმე ავირჩიე, ასეთი
შემცირებული გასამრჯელო არას მარგებს.
– ჯერ არ დამისრულებია, მამეჰა-სან, – გააწყვეტინა დედამ, –
აი, რას გთავაზობთ: მართალია, თქვენთვის სასურველი თანხის

189
მხოლოდ ნახევარი შემიძლია გავცე, მაგრამ თუკი ჩიო თქვენს მო-
ლოდინს გაამართლებს და ოცი წლის ასაკისთვის ვალების დაფარ-
ვას შეძლებს, შემოსავლის ნაწილსაც მიიღებდით და დამატებით
ოცდაათ პროცენტსაც. გამოდის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში
მეტი თანხაც კი შემოგივათ.
– რა მოხდება, თუკი ჩიომ ვალები ოცი წლის ასაკისთვის ვერ და-
ფარა? – იკითხა მამეჰამ.
– ვწუხვარ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დავასკვნათ, რომ
ორივემ ფული წარუმატებლად დავაბანდეთ. მსგავს ვითარებაში
ოკია კუთვნილ გასამრჯელოს ვეღარ გადაგიხდით.
სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს კვლავ მამეჰა ალაპარაკდა:
– ქალბატონო ნიტა, ციფრებში ცუდად ვერკვევი, მაგრამ თუ
თქვენს ზრახვებს სწორად ჩავწვდი, გსურთ, ჩვეულებრივზე გაცილე-
ბით ნაკლებ საფასურად ხელი ისეთ საქმეზე მომაკიდებინოთ, რომ-
ლის სისრულეში მოყვანა, თქვენივე აზრით, იქნებ შეუძლებელიც კი
აღმოჩნდეს?! არადა, გიონში უმცროს დობას ყოველგვარი რისკის
გარეშე უამრავი იმედის მომცემი ახალგაზრდა გოგონა გამიწევდა.
ვშიშობ, თქვენი შემოთავაზება უნდა უარვყო.
– ცამდე მართალი ბრძანდებით, – თქვა დედამ, – ოცდაათი
პროცენტი ნამდვილად ცოტაა. თუ წარმატებას მიაღწევთ, ორმაგს
შემოგთავაზებთ.
– ხოლო თუ ხელი მომეცარა – არაფერს. ხომ სწორად მივხვდი?
– „არაფერს“ ვერ ვუწოდებდი. ჩიოს შემოსავლიდან წილი თა-
ვისთავად შემოგივათ. უბრალოდ, ოკია ვეღარ გაიღებს თქვენთვის
კუთვნილ დამატებით თანხას.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მამეჰა უარს იტყოდა, მაგრამ უცებ
თქვა:
– მაინტერესებს, რამდენად დიდია ჩიოს ვალი.
– ახლავე მოვიტან ჩემს დავთარს, – მიუგო დედამ.

190
***
მათი საუბარი ბოლომდე ვერ მოვისმინე, რადგან მოთმინებაგა-
მოლეულმა დეიდამ მიყურადება აღარ მაცალა, ქალაქში გამიშვა და
უამრავი საქმე ამკიდა. მთელი დღე ისე ვბორგავდი, როგორც ქანე-
ბი მიწისძვრის დროს. ცხადია, არ ვიცოდი, საქმე როგორ შემოტრი-
ალდებოდა. თუ დედა და მამეჰა შეთანხმებას ვერ მიაღწევდნენ,
მთელი ცხოვრება მოახლედ დავრჩებოდი, ისევე, როგორც კუ მთე-
ლი ცხოვრება კუდ რჩება.
ოკიაში რომ დავბრუნდი, გოგრა ხიდურის იატაკზე მუხლებზე
იდგა და თავის შამისენს ყურისწამღებად აჟღრიალებდა. ჩემი და-
ნახვა ძალიან გაუხარდა და დამიძახა:
– რამე მოიგონე და დედას ოთახში შედი. მთელი დღე საანგარი-
შოს უკაკუნებს. დარწმუნებული ვარ, რაღაცას გეტყვის, ოღონდ იმ-
წუთას უნდა გამოიქცე და მიამბო!
ეს აზრი მომეწონა. ჩემი ერთ-ერთი დავალება მზარეულისთვის
მუნის საწინააღმდეგო მალამოს ყიდვა იყო, მაგრამ აფთიაქს ეს მა-
ლამო არ აღმოაჩნდა. გადავწყვიტე, მეორე სართულზე ავსულიყავი
და დედასთვის ბოდიში მომეხადა იმის გამო, რომ ხელცარიელი
დავბრუნდი. მესმოდა, რომ მსახურის მალამოსთვის არ სცხელოდა
(იქნებ არც კი იცოდა, რომ ამ საქმეზე ქალაქში გამგზავნეს), მაგრამ
ჩემთვის მშვენიერი საბაბი იყო მის ოთახში შესაღწევად.
დედა კომედიურ რადიოდადგმას უსმენდა. როცა ასეთ წუთებში
ვაწუხებდი, ხელით მანიშნებდა ხოლმე, შემოდიო, თან თავის ჩვე-
ულ საქმიანობას არ სწყდებოდა: რადიოს უსმენდა, თავის დავთარს
ფურცლავდა და ყალიონს აბოლებდა. მაგრამ იმ დღეს, ჩემდა გასა-
ოცრად, რადიო გამორთო და დავთარი დახურა. თავი დავუკარი და
მაგიდასთან მუხლი მოვიყარე.
– მამეჰა რომ გვსტუმრობდა, შეგამჩნიე, დერაფანში იატაკს ხე-
ხავდი. რა გინდოდა? ჩვენი საუბრის მიყურადებას ცდილობდი?
– არა, ქალბატონო. ფიცარზე ნაკაწრი იყო და მე და გოგრა მის
მოშორებას ვცდილობდით.

191
– რა გითხრა... მოხერხებული მატყუარა ვერა ხარ. იმედია, გე-
იშობა უკეთ გამოგივა, – მითხრა სიცილით, ოღონდ ამჯერად მოწე-
ვა არ შეუწყვეტია, სიცილის დროს ყალიონის ღეროში უნებურად ჰა-
ერი ჩაბერა და ლითონის სათუთუნედან ნაცარი ამოაფრქვია. რამ-
დენიმე გაღვივებული ნაპერწკალი ტანსაცმელზე ჩამოუვარდა, ყა-
ლიონი მაგიდაზე დააგდო, კიმონოს კალთა სასწრაფოდ, გულმოდ-
გინედ ჩამოიფერთხა და დაიწყო:
– მაშ ასე, ჩიო. წელიწადზე მეტია, ჩვენს ოკიაში ხარ.
– ორ წელიწადზე მეტია, ქალბატონო.
– ეს დრო ისე გავიდა, შეიძლება ითქვას, ვერც კი გამჩნევდი.
დღეს კი მოდის მამეჰა და მეუბნება, რომ უმცროს დად გირჩევს! ეგ
როგორ გავიგო?
ვხვდებოდი, რომ მამეჰას ჰაცუმომოსთვის ზიანის მიყენება უფ-
რო სურდა, ვიდრე ჩემი დახმარება, მაგრამ ამას დედას ვერ ვეტყო-
დი. უკვე დავაპირე იმის თქმა, რომ წარმოდგენა არ მქონდა, რატომ
დაინტერესდა ჩემით მამეჰა, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი, ოთა-
ხის კარი გაიღო და ჰაცუმომოს ხმა გაისმა:
– უკაცრავად, დედა, არ ვიცოდი, რომ მოახლის დატუქსვით იყა-
ვით დაკავებული!
– ეგ ცოტა ხანში მოახლე აღარ იქნება, – უპასუხა დედამ,– დღეს
ისეთი სტუმარი გვყავდა, რომელიც ალბათ დაგაინტერესებს.
– ვიცი,ვინც იყო. თუ არ ვცდები, მამეჰა გვეწვია და პატარა კვირ-
ჩხლა აკვარიუმიდან ამოიყვანა, – თქვა ჰაცუმომომ, შემდეგ მაგიდ-
იდისკენ ნარნარით წამოვიდა და ჩემ გვერდით ისე ახლოს ჩაიმუხ-
ლა, რომ დავტეულიყავით, უნებურად განზე გავიწიე.
‒ მამეჰას რატომღაც ჰგონია, რომ ჩიო თავის ვალებს ოცი წლის
ასაკისთვის დაფარავს, – თქვა დედამ.
ჰაცუმომო ჩემკენ მოტრიალდა. მისი ღიმილი რომ გენახათ,
იფიქრებდით, მოსიყვარულე დედიკო თავის სათაყვანებელ პატა-
რას შესციცინებსო, მაგრამ თქმით კი, აი, რა თქვა:
– საროსკიპოს მიჰყიდეთ, იქნებ გამოუვიდეს!

192
– კმარა, ჰაცუმომო! – გააწყვეტინა დედამ. – აქ იმიტომ არ მო-
მიწვევიხარ, რომ მსგავსი რამ მომესმინა. მინდა ვიცოდე, ასეთი რა
დაუშავე მამეჰას?
– მის უკდემამოსილესობას ამასწინათ გვერდით ჩავუარე და
მთელი დღე ჩავუშხამე. სხვა რა უნდა დამეშავებინა?
– ცხადზე ცხადია, რომ რაღაც აქვს ჩაფიქრებული. მინდა ვიცო-
დე, რა ხდება.
– რა დიდი საიდუმლო ეგ არის, დედა? იმედი აქვს, რომ ჩემ წინა-
აღმდეგ ამ პატარა ჩერჩეტას გამოიყენებს.
დედამ არაფერი უპასუხა. ეტყობოდა, რომ მის სიტყვებს უფიქ-
რდებოდა·
ბოლოს თქვა:
– რა იცი, იქნებ მართლა ეიმედება, რომ ჩიო ჩვენს გოგრაზე უფ-
რო წარმატებული გეიშა იქნება და ცოტაოდენ ფულს აშოვნინებს?
ვის შეუძლია მისი გამტყუნება?
– მამეჰას სინამდვილეში ჩიო ფულის გასაკეთებლად არ სჭირ-
დება, დედა. ნუთუ უბრალო შემთხვევითობა გგონიათ, სწორედ იმ
გოგოზე რომ შეაჩერა არჩევანი, რომელიც ჩემს ოკიაში ცხოვრობს?
ოღონდ გიონიდან ფეხი ამომაკვეთინოს და ეგ თქვენს პატარა ძაღ-
ლთანაც კი არ ითაკილებს საქმის დაჭერას!
– გაჩერდი, ჰაცუმომო! რატომ უნდა უნდოდეს მამეჰას გიონიდან
შენი გაგდება?
– იმიტომ, რომ მე უფრო ლამაზი ვარ. სხვა მიზეზი არც სჭირდება.
მას უნდა, რომ დამამციროს და ყველას გამოუცხადოს: „გაიცანით,
ეს ჩემი უმცროსი და გახლავთ! ის და ჰაცუმომო ერთ ოკიაში ცხოვ-
რობენ, მაგრამ ეს გოგო ძვირფასი მარგალიტია, რომელიც სწორედ
მე მომაბარეს, იმის ნაცვლად, რომ სკოლაში გაეწვრთნათ!“
– ვერ დავიჯერებ, რომ მამეჰა შეიძლება ასე მოიქცეს, – ჩაილა-
პარაკა დედამ თითქმის ჩურჩულით.
– თუ მართლა ჰგონია, რომ ჩიოს გოგრაზე უკეთეს გეიშად აქ-
ცევს, დიდი გაოცება ელის, – განაგრძო ჰაცუმომომ, – ჩემთვის პირ-

193
დაპირ ნეტარებაა იმის წარმოდგენა, როგორ ჩააცმევენ ჩიოს კიმო-
ნოს და გიონს დიდის ამბით როგორ შემოატარებენ. ეს გოგრასთვის
მშვენიერი შესაძლებლობაა. გინახავთ კნუტი, რომელსაც ძაფის
გორგალზე იერიში მიაქვს? გოგრა გაცილებით უკეთესი გეიშა დად-
გება, როცა ამ ქალბატონზე კბილებს კარგად აილესავს!
დედას ეს აზრი აშკარად მოეწონა. ტუჩის კუთხეები აეპრიხა, თა-
ვისებურად ჩაეღიმა და თქვა:
– ეს რა დღე გამითენდა! დილით რომ გავიღვიძე, ჩვენს ოკიაში
ორი უმაქნისი გოგო ცხოვრობდა, ახლა კი ორივე გამარჯვებისთვის
იბრძვის, თანაც გიონის ორი განთქმული გეიშას ხელმძღვანელო-
ბითა და მეგზურობით!

194
თავი მეთერთმეტე

მეორე დღესვე, შუადღის საათებში, მამეჰამ თავის ბინაში დამი-


ბარა. როცა მოახლემ კარი გამიღო, მამეჰა მაგიდასთან დამხვდა.
შევეცადე, თავი სწორად დამეკრა. რომ მივუახლოვდი, ხელმეორედ
დავიხარე და დავიწყე:
– მამეჰა-სან, არ ვიცი, ამ გადაწყვეტილებამდე რამ მიგიყვანათ,
მაგრამ ვერც კი გამოვხატავ ჩემს მადლიერებას.
– ნუ მემადლიერები, – გამაწყვეტინა მამეჰამ, – ჯერ არაფერი
მომხდარა. ჯობს ის მიამბო, ჩემი წასვლის შემდეგ ქალბატონმა ნი-
ტამ რა გითხრა.
– რა ვიცი, ცოტა დაბნეულია. უკვირს, ყურადღება ჩემზე რატომ
შეაჩერეთ. სიმართლე რომ ვთქვა, მეც მიკვირს. – მეგონა, მამეჰა
რამეს იტყოდა, მაგრამ ამ სიტყვებს დუმილით შეხვდა. – რაც შეეხე-
ბა ჰაცუმომოს...
–მის ნათქვამზე ფიქრით დროს ნუ დაკარგავ, – ისევ გამაწყვეტი-
ნა. – შენ უკვე იცი, რომ მას შენი მარცხი გაახარებს, ისევე როგორც
ქალბატონ ნიტას.
– არ მესმის, რატომ უნდა ნატრობდეს დედაჩემს მარცხს,– გა-
ვიოცე მე, – თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი წარმატების შემთხვე-
ვაში მეტი შემოსავალი ექნება...
– ნუ დაგავიწყდება: თუ შენი ვალი ოცი წლის ასაკამდე მართლაც
დაფარე, ქალბატონ ნიტას ჩემთვის დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
გუშინ მასთან რაღაც სანაძლეოს მსგავსი დავდე.
ამასობაში მოახლემ ჩაი მოგვართვა, მამეჰამ კი განაგრძო:
‒ შენს წარმატებაში ეჭვი რომ მეპარებოდეს, სანაძლეოს ნამ-
დვილად არ დავდებდი. მაგრამ თუ შენი უფროსი და გავხდები, ერთი
რამ შენც უნდა გაითვალისწინო: ასეთ შემთხვევებში ძალიან მკაცრ
პირობებს ვაყენებ ხოლმე.

195
მეგონა, ამ პირობებს ჩამომითვლიდა, მაგრამ უცებ თვალები
დამიბრიალა და მისაყვედურა:
– ჩიო, ჩაის სულს ნუ უბერავ! გლეხის გოგოსავით იქცევი! ასეთ
დროს ფინჯანი მაგიდაზე უნდა ჩამოდგა და ჩაის შეგრილებას და-
ელოდო.
– უკაცრავად. უნებურად მომივიდა, – მოვიბოდიშე.
– დროა, გონს მოხვიდე. გეიშა თავის იერსახეს უნდა მოუფ-
რთხილდეს. მაშ ასე, როგორც უკვე გითხარი, ძალიან მკაცრი პირო-
ბები მაქვს. დავიწყოთ იმით, რომ ჩემი ნათქვამი ეჭვქვეშ არ უნდა
დააყენო. არც შეკითხვები უნდა დამისვა. ვიცი, რომ ჰაცუმომოსა და
ქალბატონ ნიტას დროდადრო ეურჩებოდი ხოლმე. ალბათ ფიქრობ,
რომ ასეთი ქცევის ახსნა იოლია. მაგრამ მე თუ მკითხავ, მორჩილე-
ბა თავიდანვე რომ გამოგეჩინა, ამდენი უსიამოვნება არ შეგხვდებო-
და.
მამეჰა მართალი იყო. სამყარო მას შემდეგ კარგა გვარიანად
შეიცვალა, მაგრამ როცა ბავშვი ვიყავი, უფროსები ურჩ გოგოებს
მყისვე მიუჩენდნენ ხოლმე კუთვნილ ადგილს.
– რამდენიმე წლის წინ უმცროს დებად ორი გოგო ავიყვანე, –
განაგრძო მამეჰამ, – ერთი მათგანი ყველაფერს დაუზარებლად
აკეთებდა, მეორე კი ფეხს ითრევდა. ჩემს ოთახში შემოვიყვანე და
მოვახსენე, რომ აბუჩად აგდებას ამიერიდან ვეღარ ავიტანდი. შედე-
გი ვერ მივიღე. ერთი თვის თავზე დავითხოვე და ვურჩიე, სხვა უფ-
როსი და მოეძებნა.
– მამეჰა-სან, გპირდებით, მსგავსი რამ ჩემს შემთხვევაში არ
მოხდება. თქვენი წყალობით თავს ვგრძნობ ხომალდად, რომელმაც
პირველად შეიცნო ოკეანე. თქვენს გაწბილებას თავს არასდროს ვა-
პატიებ!
– ძალიან კარგი, მაგრამ მე მხოლოდ შრომა არ მაქვს მხედვე-
ლობაში. ჰაცუმომოს ხრიკებს უნდა უფრთხილდე. და ძალიან
გთხოვ, ისედაც ვეებერთელა ვალს კიდევ ნუ გაზრდი. ჩაის ფინჯანიც
კი არ უნდა გატეხო, იცოდე!

196
შევპირდი, რომ ყველანაირად ვეცდებოდი. მაგრამ უნდა ვაღი-
არო: ჰაცუმომოს ხრიკების საფრთხემ დამაფიქრა. ამ შემთხვევაში
ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მისგან თავის დაცვას
მოვახერხებდი, თუკი ჩემთვის ზიანის მიყენებას მოინდომებდა.
– კიდევ ერთი რამ უნდა გითხრა, – თქვა მამეჰამ, – მე და შენ
რაზეც არ უნდა ვიმსჯელოთ, ეს საიდუმლოდ უნდა დარჩეს. ჰაცუმო-
მოს არაფერი უნდა გაუმხილო. თუნდაც ამინდზე ვისაუბროთ. გასა-
გებია? თუ ჩაგეძია, ასე უნდა უპასუხო: „ოჰ, ჰაცუმომო-სან! მამეჰა-
სანი საინტერესოს არასოდეს არაფერს ამბობს! თუ რამე თქვა, უცებ
გადამვარდება ხოლმე გულიდან. ასეთი მოსაწყენი პიროვნება არა-
სოდეს მინახავს!“
– გასაგებია.
– ჰაცუმომო საკმაოდ ჭკვიანი ვინმეა, – განაგრძო მამეჰამ, – ერ-
თი გადაკრული სიტყვა თუ მაინც გაიგონა შენგან, გაოცდები, რა
სწრაფად გამოიტანს სათანადო დასკვნებს!
უცებ მამეჰა ჩემკენ გადმოიხარა და ბრაზიანად დამჩხავლა:
– გუშინ ქუჩაში ერთად გნახეთ. აბა, გამოტყდი, რაზე ლაპარა-
კობდით?!
– არაფერზე, ქალბატონო! – ჩავილაპარაკე გაოგნებულმა. მამე-
ჰა კვლავინდებურად თვალებს მიბრიალებდა, მე კი ვერაფერს
ვხვდებოდი. ისეთი ელდა მეცა, რომ ხმა ვეღარ ამოვიღე.
– რას ნიშნავს „არაფერზე?!“ სჯობს მიპასუხო, შე ჩლუნგო გომ-
ბიო, თორემ ამაღამ, ძილის დროს, ყურში მელანს ჩაგასხამ! – მიყ-
ვირა ისევ.
ბოლოს მივხვდი, რომ მამეჰა ჰაცუმომოს მიბაძვას ცდილობდა.
ვშიშობ, ვერ იყო მთლად სრულყოფილი იმიტაცია, მაგრამ როცა მი-
ვუხვდი, ასე ვუპასუხე:
– დამიჯერეთ, ჰაცუმომო-სან, მამეჰა-სანი ყოველთვის მოსაწყენ
რამეებზე მელაპარაკება! მისი ნათქვამიდან ერთი სიტყვაც კი არ მა-
მახსოვრდება, სიტყვები ფიფქებივით დნეიან! დარწმუნებული
ხართ, რომ გუშინ ქუჩაში სეირნობის დროს მართლა გვნახეთ? ასეც
რომ ყოფილიყო, უკვე ვეღარც კი ვიხსენებ...

197
მამეჰა ჰაცუმომოს არცთუ ოსტატურ მიბაძვას ერთხანს კიდევ აგ-
რძელებდა და შესაფერისი რეაგირებისთვის ბოლოს მეც შემაქო,
თუმცა გულში არ ვეთანხმებოდი. როცა მამეჰა კითხვებს მისვამდა,
ძალიან ცდილობდა, რომ ჰაცუმომოს დამსგავსებოდა, მაგრამ სულ
სხვა იყო, როცა ნამდვილი ჰაცუმომოს წინაშე შეშინებული ვიდექი
და იხტიბარს არ ვიტეხდი.

***
ორ წელიწადში, იმ დღიდან, რაც დედამ მეცადინეობა ამიკრძა-
ლა, თითქმის ყველაფერი მიმავიწყდა, რაც ვისწავლე. ისიც უნდა
ითქვას, რომ ბევრი ვერაფერი ავითვისე, რადგან გონება სხვაგან
გამირბოდა. ამიტომ, როცა მამეჰა უფროს დობაზე დამთანხმდა და
სკოლაში დავბრუნდი, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სწავლა
ცხოვრებაში პირველად დავიწყე. იმ დროისთვის უკვე თორმეტი
წლის ვიყავი და სიმაღლით მამეჰას თითქმის დავეწიე. ასაკის მატე-
ბას ალბათ თავისი სიკეთე ახლავს, მაგრამ გარწმუნებთ, ჩემს შემ-
თხვევაში ასე არ იყო. ჩემი თანასკოლელი გოგონების უმრავლესო-
ბა სწავლას გაცილებით ადრე შეუდგა. ზოგიერთი სულაც სამი წლი-
სა და სამი დღის ასაკში გახდა მოწაფე, როგორც ამას ტრადიცია მო-
ითხოვდა. ასეთები არცთუ ბევრნი, და ძირითადად, გეიშების ქა-
ლიშვილები იყვნენ. ისინი ისე გაიზარდნენ, რომ ცეკვა და ჩაის ცე-
რემონია მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, როგორც ჩემ-
თვის ოდესღაც – სოფლის გუბურაში ცურვა. რამდენადაც მახსოვს,
უკვე აღგიწერეთ, როგორ გვიტარებდა შამისენის გაკვეთილებს თა-
გუნა მასწავლებელი. მაგრამ, შამისენზე დაკვრის გარდა, გეიშა ხე-
ლოვნების უამრავ სხვა დარგსაც ეუფლება. სიტყვა „გეი“ ხელოვნე-
ბის აღმნიშვნელია, შესაბამისად „გეიშა“ ნიშნავს ხელოვანს, ოს-
ტატს.
დილაობით,პირველ გაკვეთილზე, პატარა დოლზე დაკვრას
ვსწავლობდი, რომელსაც ცუცუმის ვუწოდებთ. ალბათ გიჩნდებათ
კითხვა, დოლზე დაკვრა გეიშას რისთვისღა უნდა დასჭირდეს?

198
პასუხი სრულიად მარტივია. გიონში გამართული ბანკეტის ან
სხვა არაოფიციალური შეხვედრის დროს გეიშა, ჩვეულებრივ, შამი-
სენისა და ზოგჯერ ერთი მომღერლის აკომპანემენტის ქვეშ ცეკვავს
ხოლმე, მაგრამ ისეთი საგაზაფხულო წარმოდგენების დროს, როგ-
ორიცაა ძველი დედაქალაქის ცეკვები, ანსამბლის სახით, შამისენის
ექვსი ან მეტი დამკვრელი იყრის თავს. ასეთ შემთხვევებში ფონურ
მუსიკას სწორედ სხვადასხვა ტიპის დასარტყამი ინსტრუმენტი წარ-
მოადგენს, იაპონურ ფლეიტასთან ერთად, რომელსაც ფუეს ვუწო-
დებთ. შესაბამისად, გეიშამ ყველა ამ საკრავზე უნდა სცადოს თავი-
სი ძალები, თუმცა საბოლოოდ, მასწავლებლების ხელშეწყობით,
ერთი ან ორი საკრავის ოსტატად ყალიბდება. როგორც უკვე გითხა-
რით, პირველი გაკვეთილი პატარა დოლს, ცუცუმის ეთმობოდა.
მასზე, ისევე როგორც ჩვენ მიერ ათვისებულ ყველა სხვა მუსიკა-
ლურ ინსტრუმენტზე დაკვრა დაჩოქილ მდგომარეობაში ხდება. ცუ-
ცუმი სხვა დოლებისგან იმით განსხვავდება, რომ დამკვრელი მას
მხარზე იდებს და ხელით უკრავს, განსხვავებით უფრო დიდი ზომის
ოკავასგან, რომელსაც თეძოზე იდებენ, ან ყველაზე დიდი ტაიკოს-
გან, რომელიც გვერდულად, სპეციალურ სადგარზე თავსდება და
მუსიკოსი მასზე დაკვრისას სქელ ჯოხებს იყენებს. სხვადასხვა დროს
ყველა მათგანი შევისწავლე. ადამიანებს დოლი მარტივ საკრავად
ეჩვენებათ. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მასზე ბავშვიც კი იო-
ლად დაუკრავს, მაგრამ სინამდვილეში ყველა მათგანს სხვადას-
ხვაგვარი დარტვყმა სჭირდება, მაგალითად: დიდ ტაიკოზე დაკვრი-
სას მუსიკოსი მკლავს ჯვარედინად იდებს გულზე, რასაც უჩიკომის
ვუწოდებთ. არის სხვა ხერხიც: საკრავს ცალ ხელს რომ დაჰკრავ, მე-
ორეს იმავდროულად ჰაერში სწევ, რასაც სარასი ეწოდება. დაკ-
ვრის მეთოდები მართლაც ბევრნაირია; შედეგად მრავალფეროვან
ბგერებს ვიღებთ, ოღონდ ამ ყველაფერს საკმაოდ ხანგრძლივი ვარ-
ჯიში სჭირდება. გარდა ამისა, ორკესტრი ყოველთვის პუბლიკის
თვალწინ, წინა პლანზე ზის, ამიტომ ყველა ზემოჩამოთვლილი მოძ-

199
რაობა გრაციოზული და მიმზიდველი უნდა იყოს. აღარაფერს ვამ-
ბობ სხვა მუსიკოსებთან შეთანხმებული მუშაობის აუცილებლობა-
ზე. უნდა ეცადო, რომ საკრავმა საჭირო ბგერა გამოსცეს, მაგრამ
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ეს წესების მიხედვით გააკეთო.
დასარტყამი ინსტრუმენტების გაკვეთილს იაპონური ფლეიტის
გაკვეთილი მოჰყვებოდა. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებდით შამისე-
ნზე დაკვრას. ამ საკრავების ათვისების მეთოდები მეტ-ნაკლებად
ერთნაირი იყო. მასწავლებელი იწყებდა რომელიმე ნაწარმოების
დაკვრას, მოწაფეები კი იმავე მელოდიის გამეორებას ცდილობ-
დნენ. ზოგჯერ ზოოპარკში თავმოყრილი ცხოველების მსგავს ბგე-
რებს გამოვცემდით, მაგრამ ეს იშვიათად ხდებოდა, რადგან მასწავ-
ლებლები ცდილობდნენ, გაკვეთილი მარტივი სავარჯიშოებით და-
ეწყოთ. მაგალითად, ფლეიტის პირველ გაკვეთილზე მასწავლებე-
ლი მხოლოდ ერთ ნოტს უკრავდა, ჩვენ კი რიგრიგობით ვიმეორებ-
დით, თუმცა იმ ერთ ნოტსაც უამრავი შენიშვნა მოჰყვებოდა.
– ახლავე ჩამოსწიე ეგ გაფარჩხული ნეკათითი! შენ გეუბნები,
აბა, ერთი აქეთ გამოიხედე! ცხვირს რატომ იჭმუხნი? შენს ფლეიტას
ცუდი სუნი ასდის?!
მასწავლებლების უმრავლესობის მსგავსად, თაგუნაც ძალიან
მკაცრი იყო და, ბუნებრივია, შეცდომის დაშვების ძალიან გვეშინო-
და. მაგალითად, თავისუფლად შეეძლო, რომელიმე საბრალო გო-
გონასთვის ხელიდან ფლეიტა გამოეგლიჯა და მხარზე დაეკრა. ამ-
გვარი სცენები სულაც არ იყო უჩვეულო.
დასარტყამი ინსტრუმენტების, ფლეიტისა და შამისენის გაკვე-
თილებს, განაწესის თანახმად, სიმღერის გაკვეთილი მოჰყვებოდა.
იაპონიაში წვეულებებზე ხშირად ვმღერით. გოგონას, შესაძლოა,
სმენა არ ჰქონდეს და არც საჯაროდ სიმღერა მოეთხოვებოდეს, მაგ-
რამ სიმღერას მაინც სწავლობს, რათა მისი მეშვეობით ცეკვის ხე-
ლოვნებას უკეთ ჩასწვდეს. ეს იმით აიხსნება, რომ ცეკვა, როგორც
წესი, ამა თუ იმ ნაწარმოების მიხედვით იდგმება, რომელსაც მომ-
ღერალი შამისენის თანხლებით ასრულებს. სიმღერის იმდენი სახე-

200
ობა გვაქვს, ალბათ ჩამოთვლაც კი გამიჭირდება, მაგრამ სკოლაში
მხოლოდ ხუთი სახის სიმღერას ვსწავლობდით.
ზოგი პოპულარული ბალადაა, ზოგიც – კაბუკის თეატრის ტრა-
დიციული პიესა, რომლის მეშვეობითაც მუსიკოსი ამა თუ იმ ამბავს
გვიყვება; სხვებს მუსიკალური პოემის მსგავსი მოკლე ნაწარმოების
სახე აქვს. ამ სიმღერების სიტყვიერად აღწერის მცდელობა აზრს
სრულიად მოკლებულია. მხოლოდ ერთ რამეს ვიტყოდი:მაშინ, რო-
დესაც ეს სიმღერები პირადად ჩემზე მომაჯადოებლად მოქმედებს,
უცხოელების აზრით, მათი ხმა ტაძრის ეზოში თავმოყრილი კატების
ღნავილს უფრო წააგავს, ვიდრე მუსიკას. არ უარვყოფ, იაპონურ
სიმღერაში გამყივანი, ხორხისმიერი ბგერები ჭარბობს, თანაც ისე-
თი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ პირის ნაცვლად ცხვირი-
დან ვუშვებთ, მაგრამ ყველაფერი ხომ იმაზეა დამოკიდებული, ჩვე-
ნი სმენა რას არის შეჩვეული. თუმცა მუსიკა და ცეკვები ჩვენი სას-
წავლო პროგრამის მხოლოდ ნაწილი იყო. ხელოვნებაში რაც არ უნ-
და გაიწაფოს, გოგონა წვეულებაზე თავს მართებულად ვერ წარმო-
აჩენს, თუ რიგიანი მიხრა–მოხრა და ქცევის წესები არ აითვისა.
სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მასწავლებლები კარგ მანერებზე
დაჟინებით ამახვილებენ ყურადღებას, მოწაფეების წვრთნას ამ მი-
მართულებით წამითაც არ წყვეტენ და გოგონებს შენიშვნებს დერე-
ფანშიც კი აძლევენ, როცა ეს უკანასკნელები საპირფარეშოში გარ-
ბიან. მაგალითად ისიც კმარა, რომ შამისენის გაკვეთილზე ხმას ვერ
ამოიღებ, თუ სწორად არ მეტყველებ, ან საუბრისას კიოტური კი-
ლოს ნაცვლად რომელიმე კუთხურ კილოზე უქცევ. არც მხრებში
მოხრის უფლება გაქვს და არც ტლანქი ნაბიჯით სიარულის. ყველა-
ზე მკაცრ საყვედურს უსუფთაო ფრჩხილებისთვის, მოურიდებელი
საქციელისა და სხვა მსგავსი ხარვეზებისთვის იღებ და არა ცუდი
დაკვრისა ან სიმღერის ტექსტის დავიწყებისთვის.
ზოგჯერ, როცა უცხოელებს ჩემი მეცადინეობის შესახებ ვუამბობ,
ისინი შემდეგ კითხვას მისვამენ:
– ყვავილების კომპოზიციების შექმნას როდისღა სწავლობდით?

201
ჩემი პასუხია: არასოდეს! ნებისმიერ გეიშას, რომელიც მამაკა-
ცის გართობის მიზნით ყვავილებში იწყებს ხელების ფათურს, დიდი
ალბათობით, მაგიდაზე თავჩამოდებული, მთვლემარე მამაკაცი
შერჩება ხელში. უნდა გახსოვდეთ, რომ გეიშა პირველ რიგში შემ-
სრულებელია. ის გართობას და სანახაობას გთავაზობთ. ჩვენ შეგ-
ვიძლია, მამაკაცს საკე ან ჩაი ჩამოვუსხათ, მაგრამ მისაყოლებლის
შემოტანით თავს არ ვიწუხებთ. კაცმა რომ თქვას, ჩვენი მოახლეები
ისე გვანებივრებენ, რომ თვითმომსახურება და საკუთარი ოთახის
მოწესრიგებაც კი ნაკლებად გვეხერხება, ჩაის სახლის დარბაზების
ყვავილებით მორთვაზე რომ არაფერი ვთქვათ.
ბოლო გაკვეთილი ჩაის ცერემონიას ეთმობოდა. ამ საკითხზე
ბევრი წიგნი დაწერილა, ამიტომ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები.
მხოლოდ ვიტყვი, რომ ცერემონიას, ძირითადად, ერთი ან ორი ადა-
მიანი უძღვება. ისინი სტუმრის წინ სხედან და ჩაის მკაცრად ტრადი-
ციული მეთოდებით აყენებენ, ლამაზი ფინჯნების, ბამბუკისგან დამ-
ზადებული სპეციალური ფუნჯებისა და სხვა ნივთების გამოყენებით.
სტუმარიც ამ რიტუალის ნაწილია, რადგან მან ფინჯანი განსაკუთ-
რებულად უნდა დაიჭიროს და ჩაის სმის დროსაც კი წესები უნდა და-
იცვას. არც იფიქროთ,რომ ამ დროს უბრალოდ სხედხართ და კარგ
ჩაის მიირთმევთ. ეს ერთგვარი ცეკვაა ან, გნებავთ, მედიტაცია, რო-
მელიც მუხლმოყრილ მდგომარეობაში სრულდება. ჩაის ფოთლები
საგანგებოდ იფქვება და მდუღარე წყალში ბამბუკის ფუნჯით იქამდე
ითქვიფება, სანამ ქაფს არ მოიყენებს. ამ ნაზავს მაჩა ეწოდება და
უცხოელებს ძალიან არ მოსწონთ. ვაღიარებ, ეს მასა საპნის მწვანე
ქაფს წააგავს და ისეთი მწარე გემო აქვს, რომ შეუჩვეველი ადამია-
ნისთვის ძნელი დასალევია.
ჩაის ცერემონია გეიშას სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვანი
ნაწილია. კერძო რეზიდენციაში გამართული წვეულება, ჩვეულებ-
რივ, ჩაის არცთუ ხანგრძლივი ცერემონიით იწყება. გიონში სეზონუ-
რი ცეკვების საყურებლად მოსულ სტუმრებსაც გეიშების დაყენე-
ბულ ჩაის მიართმევენ.

202
ჩაის ცერემონიის გამართვას ახალგაზრდა ქალი მასწავლიდა.
ოცდახუთიოდე წლის იქნებოდა, და როგორც მოგვიანებით შევიტ-
ყვე, ძალიან კარგი გეიშა გახლდათ. უნდა ითქვას, რომ ამ რიტუა-
ლით პირდაპირ შეპყრობილი იყო. ისე გვასწავლიდა, თითქოს ცე-
რემონიის დროს ყოველი მოძრაობა რაღაც წმიდათაწმიდა მიზანს
ემსახურებოდა. ამ ენთუზიაზმის გამო შრომას განსაკუთრებულად
ვუფასებდი და უნდა ვაღიარო, რომ დამღლელი სასწავლო დღის
შემდეგ ასეთი უზადო გაკვეთილი ძალიან დიდ სიამოვნებას მანი-
ჭებდა. ამ გაკვეთილებზე ყოველთვის მშვიდი და უშფოთველი ატმო-
სფერო სუფევდა, ამიტომ ჩაის ცერემონია ახლაც ისე მიტკბება, რო-
გორც კარგი ძილი. გეიშას მეცადინეობის პროცესს მხოლოდ ხე-
ლოვნების ამა თუ იმ დარგის დაუფლება როდი ართულებს. არანაკ-
ლებ ძნელია, გაუძლო დაძაბული ცხოვრების რიტმს. გაკვეთილე-
ბით გადატვირთულ დილას შუადღისა და საღამოს საათებში ინტენ-
სიური მუშაობა მოჰყვება. მიუხედავად ყველაფრისა, ძილს მხო-
ლოდ სამი ან ხუთი საათი ეთმობა. ორად რომ გავხლეჩილიყავი, ამ
ყველაფერს ალბათ მაინც ვერ ავუვიდოდი. დედას საოჯახო საქმეე-
ბისგან გოგრას მსგავსად რომ გავეთავისუფლებინე, ძალიან მად-
ლიერი დავრჩებოდი, მაგრამ მამეჰასთან დადებულ სანაძლეოს თუ
გავითვალისწინებთ, არა მგონია, სამეცადინოდ ჩემთვის მეტი დრო-
ის გამოყოფაზე ოდესმე ეფიქრა. მართალია, ჩემი მოვალეობების
ნაწილი მოახლეებს დაეკისრა, მაგრამ მაინც უამრავ რამეზე ვაგებ-
დი პასუხს და დღიური საქმეები თავზე მეყარა. არადა, ნაშუადღევს
ერთი საათი (ზოგჯერ მეტიც) შამისენის დაკვრაში უნდა მევარჯიშა.
ზამთარში მე და გოგრა ხელებს გასაკაჟებლად ყინულიან წყალში
ვაწყობდით და იქამდე ვაჩერებდით, სანამ ტკივილისგან არ ავკივ-
ლდებოდით, შემდეგ კი ღია ცის ქვეშ, სიცივეში ვმეცადინეობდით.
მესმის, რომ ეს ყველაფერი დაუშვებელ სისასტიკედ გეჩვენებათ,
მაგრამ იმ დროს სწორედ ასე ხდებოდა. სიმართლე რომ გითხრათ,
ხელების ამ სახით გაკაჟება დაკვრის ხარისხის გაუმჯობესებაში

203
მართლაც დამეხმარა. საქმე ის არის, რომ სცენის შიში ხელებს ძა-
ლას აცლის, მაგრამ როცა სუსხისგან გაშეშებული ხელებით დაკ-
ვრას ეჩვევი, სცენის შიში ხელს ნაკლებად გიშლის.
თავიდან მე და გოგრა შამისენზე ყოველდღე ერთად ვვარჯიშობ-
დით. ეს შუადღის საათებში ხდებოდა, დეიდასთან ერთად, წერა-
კითხვის ერთსაათიანი გაკვეთილის დასრულების შემდეგ. ჩემი ჩა-
მოსვლის დღიდან დეიდა იაპონურ ენაში გვამეცადინებდა და ქცევის
წესების დაცვას დაჟინებით გვთხოვდა. მაგრამ შამისენზე ერთად
დაკვრის დროს მე და გოგრა ბევრს ვხალისობდით. თუ ხმამაღლა
გაგვეცინებოდა, რომელიმე მოახლე თავზე დაგვადგებოდა და დაგ-
ვტუქსავდა, მაგრამ ვცდილობდით, არ გვეხმაურა, ჩუმად ვსაუბრობ-
დით და თან სიმებს ვაჟღრიალებდით. ასეთ სასიამოვნო ურთიერ-
თობაში დაახლოებით ერთი საათი გადიოდა, ამიტომ დღის ამ მო-
ნაკვეთს მოუთმენლად ველოდი.
ერთხელ, ნაშუადღევს, როცა გოგრას დახმარებით ნოტების
შერწყმის ტექნიკას ვეუფლებოდი, თავზე ჰაცუმომო წამოგვადგა.
გავოცდით, რადგან ისიც კი არ გაგვიგია, ოკიაში როდის დაბრუნდა.
– ერთი ამას დამიხედეთ! თქვენ წინაშეა მამეჰას მომავალი პა-
ტარა და! – თქვა ჰაცუმომომ და მე შემომხედა.
სიტყვა „მომავალი“ იმიტომ ახსენა, რომ მე და მამეჰა დებად
მხოლოდ ჩემი დებიუტის შემდეგ უნდა გამოვეცხადებინეთ.
‒ წესით, შენთვის პატარა ჩერჩეტა უნდა მეწოდებინა. მაგრამ გა-
მომდინარე იქიდან, რაც ახლა ვნახე, ამ მეტსახელს გოგრასთვის
შემოვინახავ! – თქვა ჰაცუმომომ.
ძაღლი რომ კუდს ამოიძუებს, სწორედ ისე შემალა საკრავი ფე-
ხებს შუა საბრალო გოგრამ.
– რამე დავაშავე? – ჰკითხა ჰაცუმომოს.
ჰაცუმომოსთვის არც კი შემიხედავს, ისედაც მივხვდი, როგორ
წამოენთო ბრაზისგან. რაღაც საშინელის მოლოდინში, ძრწოლამ
ამიტანა.
– არაფერიც არ დაგიშავებია! – თქვა ჰაცუმომომ. – უბრალოდ,
მანამდე ვერ ვხვდებოდი, რა ჭკუის კოლოფიც ბრძანდებოდი.

204
– ბოდიშს გიხდით, ჰაცუმომო, – თქვა გოგრამ, – მე მხოლოდ ჩი-
ოს დახმარებას ვცდილობდი!
– ჩიოს შენი დახმარება არ სჭირდება. თუ შამისენზე დაკვრა უჭი-
რს, შეუძლია, თავის მასწავლებელს მიმართოს. მაგრამ რა უნდა გე-
ლაპარაკო, მართლა აყიროსავით რომ გაბია ეგ გასიებული, ფუყე
თავი! – შეუტია ჰაცუმომომ და ტუჩზე ისე უჩქმიტა, გოგრას საკრავი
ხელიდან გაუვარდა და ხის იატაკიდან ქვევით, დერეფნის სოხანეზე
გადაუგორდა.
– მე და შენ უნდა წავისაუბროთ, – განაგრძო ჰაცუმომომ, – ეგ
საკრავი ახლავე მოაშორე, მე კი აქ გიდარაჯებ, რომ კიდევ რამე სი-
სულელე არ ჩაიდინო.
როცა ჰაცუმომომ ხელი გაუშვა, გოგრამ კიბეზე ჩაირბინა, საკ-
რავს ხელი დაავლო და მისი დაშლა დაიწყო. თან საცოდავად შე-
მომხედა. მეგონა, ცოტა ხანში დამშვიდდებოდა, მაგრამ პირიქით –
ტუჩები აუთრთოლდა და სტიქიის დროს მიწა რომ შეიძრება, ზუსტად
ისე აუძიგძიგდა მთელი სხეული. უცებ შამისენის ნაწილები იატაკზე
მიმოფანტა და ხელი იტაცა ტუჩზე, რომელიც უკვე შეშუპებას იწყებ-
და. თან ღაწვებზე ცრემლები ჩამოუგორდა. ჰაცუმომოს სახე ისე მო-
ულბა, თითქოს ნაავდრალმა ზეცამ გადაიკარაო, და კმაყოფილი
ღიმილით ამჯერად მე მომიბრუნდა:
– სხვა პატარა მეგობარი უნდა მოძებნო. მე და გოგრა ერთმა-
ნეთს რომ გავესაუბრებით, ჭკუას ისწავლის და რჩევებს აღარ მოგ-
ცემს. ხომ ასეა, გოგრა?
გოგრამ თავი დაუქნია. სხვა გზა არც ჰქონდა, მაგრამ აშკარად
შევატყვე, როგორ წუხდა.
მას შემდეგ შამისენზე ერთად არასოდეს გვივარჯიშია.

***
როცა მამეჰას მორიგ ჯერზე ვესტუმრე, ამ ინციდენტის შესახებ
წვრილად მოვახსენე.

205
– იმედია, ჰაცუმომოს სიტყვებს კარგად ჩაუფიქრდი, – მითხრა
მამეჰამ, – თუ გოგრას შენთვის სიტყვის თქმა ეკრძალება, ვერც შენ
გამოელაპარაკები. ამით მხოლოდ ხათაბალაში გახვევ. რამე რომ
წამოგცდეს, გოგრას შენი ნათქვამის ჰაცუმომოსთვის გადაცემა
მოუწევს. ამრიგად, თუკი ადრე საბრალო გოგოს ნდობით ეკიდებო-
დი, ახლა ამას ვეღარ გააკეთებ.
მამეჰას სიტყვებმა ისე დამაღონა, რომ კარგა ხანს კრინტი აღარ
დამიძრავს.
– ჰაცუმომოსთან ერთ ოკიაში მცხოვრები ადამიანი ისევე ვერ
გადარჩება, როგორც ღორი – სასაკლაოზე! – ვთქვი ბოლოს.
ამას რომ ვამბობდი, გოგრა მყავდა მხედველობაში, მაგრამ მა-
მეჰამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავს ვგულის-
ხმობდი.
– მართალი ხარ, – მითხრა მან, – ერთადერთი, რითიც შეგიძ-
ლია თავი დაიცვა, ჰაცუმომოზე წარმატებული უნდა გახდე და იქი-
დან გააპანღურო.
– გეთანხმებით, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ჰაცუმომოს პოპუ-
ლარობით ვერავინ შეედრება. ვერ წარმომიდგენია, მასზე უფრო
პოპულარული როგორ უნდა გავხდე!
– მე არ მითქვამს, რომ ის პოპულარულია. მე მას წარმატებული
ვუწოდე, – მიპასუხა მამეჰამ, – წვეულებებზე გაუთავებელი სიარუ-
ლი ჯერ კიდევ ყველაფერს არ ნიშნავს. პირადად მე, დიდი ბინა
მაქვს და ორი მოახლე მემსახურება, ჰაცუმომო კი, რომელიც წვე-
ულებებს ჩემზე ხშირად ესწრება, ჯერ კიდევ ნიტას ოკიაში ცხოვ-
რობს. გეიშას წარმატებული მაშინ ჰქვია, როცა ის დამოუკიდებლო-
ბას მოიპოვებს. თუ გეიშა საკუთარი კიმონოების კოლექციას თავს
ვერ მოუყრის, ან თუ მას ოკიაში ვინმე არ იშვილებს (რაც ერთი და
იგივეა), მთელი ცხოვრება ვიღაცის ძალაუფლების ქვეშ იქნება.
რამდენადაც ვიცი, ჩემი კიმონოების ნაწილი ნანახი გაქვს, ხომ
ასეა? როგორ ფიქრობ,რა გზით მოვიპოვე ისინი?
– მეგონა, რომელიმე ოკიამ გიშვილათ, სანამ ამ ბინაში საცხოვ-
რებლად გადმოხვიდოდით.

206
– ერთ-ერთ ოკიაში ხუთიოდე წლის წინათ მართლაც ვცხოვრობ-
დი, მაგრამ იქაურ დიასახლისს ღვიძლი ქალიშვილი ჰყავდა და სხვა
ვინმეს შვილად არასოდეს აიყვანდა.
– მაშ, ნება მიბოძეთ, გკითხოთ: კიმონოების ეს კოლექცია თვი-
თონ შეიძინეთ?
– როგორ ფიქრობ, ჩიო, გეიშა რამდენ ფულს გამოიმუშავებს?
სეზონზე თითო-ოროლა კიმონო თუ გაქვს, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს
სრულ კოლექციას. ზოგიერთი მამაკაცის ცხოვრება გიონის ირ-
გვლივ ტრიალებს. მათ ძალიან ბეზრდებათ, როცა ყოველ ღამე ერ-
თსა და იმავე ტანსაცმელში გხედავენ.
ცოტა არ იყოს, შევცბი. მაქვს ეჭვი, რომ ეს სახეზეც შემეტყო,
რადგან მამეჰას გაეცინა და მითხრა:
– ნუ დაღონდები, ჩიო. ამ გამოცანაზე პასუხი არსებობს, ჩემი და-
ნა ხელგაშლილი კაცია და ამ ხალათების უმეტესი ნაწილი სწორედ
მან მიყიდა. ამიტომაც ვარ ჰაცუმომოზე წარმატებული. მე მდიდარი
დანა მყავს, ჰაცუმომოს კი დანა წლობით არ ჰყოლია!

***
გიონში უკვე საკმაო დრო მქონდა გატარებული და ვიცოდი, სიტ-
ყვა დანა რასაც ნიშნავდა. ამ ტერმინით ცოლმა, შესაძლოა, ქმარი
მოიხსენიოს. უფრო სწორად, ჩემს დროს იყო ასე, მაგრამ როცა თა-
ვის დანას რომელიმე გეიშა ახსენებს, ის მეუღლეს სულაც არ გუ-
ლისხმობს. გეიშები არასოდეს ქორწინდებიან, და თუ ქორწინდები-
ან, როგორც წესი, გეიშებად აღარ რჩებიან. საქმე ის არის, რომ გე-
იშების მონაწილეობით გამართული წვეულების შემდეგ ზოგიერთი
მამაკაცი უბრალო ფლირტით აღარ კმაყოფილდება და რაღაც მეტს
ითხოვს. ასეთი მამაკაცები ხშირად მიაგავა-ჩოს მსგავს უბნებს
სტუმრობენ და ოფლით კიდევ უფრო მეტად აქოთებენ ისედაც ჩაოხ-
რებულ სახლებს, რომლის მსგავსს ერთ ღამეს მეც ვეწვიე, როცა ჩე-
მი და მოვინახულე. სხვები გამბედაობას იკრებენ, გვერდით მსხდომ

207
გეიშებს თვალებმიბნედილები მიუჩოჩდებიან ხოლმე და ეკითხები-
ან, გასამრჯელოდ რამდენს აიღებდიო? სავსებით შესაძლებელია,
რომ დაბალი კლასის გეიშა ასეთ გარიგებას ადვილად დათანხმდეს
და შემოთავაზებულმა თანხამაც დააკმაყოფილოს. მსგავსი ქალი,
შესაძლოა, თავის თავს გეიშას უწოდებდეს და სარეგისტრაციო ნუს-
ხაშიც ირიცხებოდეს, მაგრამ სჯობს, ჯერ კარგად დააკვირდეთ, რო-
გორ ცეკვავს, როგორ უკრავს შამისენზე და რამდენად ერკვევა ჩაის
ცერემონიაში, სანამ განსჯიდეთ, ნამდვილად არის თუ არა იგი გე-
იშა. ნამდვილი გეიშა თავის სახელს ჩრდილს არასოდეს მიაყენებს
და მამაკაცისთვის ღამის საათებში ხელმისაწვდომ გასართობად
არ გადაიქცევა. ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ გეიშა იოლად არა-
სოდეს ნებდება, თუკი მამაკაცი მიმზიდველად მოეჩვენა, მაგრამ ეს
მისი პირადი საქმეა. არ არის გამორიცხული, რომ გეიშებსაც, სხვე-
ბის მსგავსად, ვნება ამოძრავებდეთ და შეცდომები მოსდიოდეთ. გე-
იშას, რომელიც ასეთ რისკზე მიდის, მხოლოდ იმის იმედი უნდა
ჰქონდეს, რომ არავინ გაუგებს. სასწორზე ხომ მისი რეპუტაცია
დევს. ამ მხრივ თავისი დანას წინაშეც აგებს პასუხს, თუკი ასეთი
ჰყავს. მეტიც – მსგავს შემთხვევებში მან შეიძლება, იმ ოკიის დი-
ასახლისის გულისწყრომა გამოიწვიოს, რომელშიც ცხოვრობს. ვნე-
ბებს აყოლილი გეიშა რისკს არ ერიდება, მაგრამ ასე არასოდეს მო-
იქცევა, როცა საქმე ეხება ფულს, რომელსაც უფრო დასაშვები გზე-
ბით, ასევე იოლად იშოვის. ერთი სიტყვით, პირველი ან მეორე რან-
გის გეიშას ერთი ღამით ვერავინ იყიდის. მაგრამ თუ გამოჩნდა შე-
საფერისი მამაკაცი, რომელსაც სხვა ინტერესი ამოძრავებს, ერთ
ღამეს არ სჯერდება, უფრო ხანგრძლივ ურთიერთობებს მიელტვის
და ქალს მისაღებ პირობებს სთავაზობს, გეიშა ამგვარ გარიგებას
სიხარულით იღებს. წვეულებები და მსგავსი ღონისძიებები, დიახაც,
შემოსავლიანია, მაგრამ ხელშესახები თანხები გიონის გეიშას მხო-
ლოდ დანასგან შემოსდის. გეიშა, რომელსაც ჰაცუმომოს მსგავსად,
დანა არ ჰყავს, ემსგავსება ქუჩის კატას, რომელსაც ლუკმის მიმწო-
დებელი არავინ ჰყავს.

208
ალბათ გგონიათ, რომ ჰაცუმომოსნაირ ლამაზმანს პრეტენდენ-
ტები არ უნდა გამოლეოდა. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნებოდა.
მეტსაც გეტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ჰაცუმომოს ერთხელ ჰყავ-
და კიდეც დანა, მაგრამ თავისი მუდმივი მასპინძელი – მიძუკის დი-
ასახლისი, ამა თუ იმ მიზეზით, ისე განარისხა, რომ მასთან ურთიერ-
თობის მოსურნე მამაკაცებს ჰაცუმომო მიუწვდომელ გეიშად გამო-
უცხადა, რაც ამ უკანასკნელებმა ისე გაიგეს, თითქოს ჰაცუმომოს
დანა ჰყავდა, თუმცა ეს ასე აღარ იყო. დიასახლისთან ურთიერთო-
ბის გაფუჭებით ჰაცუმომომ ყველაზე მეტად საკუთარ თავს ავნო. თა-
ვისი პოპულარობის წყალობით, ჰაცუმომო მხოლოდ იმ თანხას შო-
ულობდა, რომ დედა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ რაკი დანა არ ჰყა-
ვდა, იმდენ თანხას თავი ვეღარ მოუყარა, რომ დამოუკიდებლობა
მოეპოვებინა და ოკიიდან სამუდამოდ წასულიყო. ვერც სხვა ჩაის
სახლში გადაინაცვლა, სადაც დიასახლისი უფრო დამყოლი იქნებო-
და და დანას მოძებნაში დაეხმარებოდა, რადგან მიძუკისთან ურთი-
ერთობის წახდენა არც ერთ დიასახლისს არ სურდა, რა თქმა უნდა,
საშუალო დონის გეიშა ასეთი ხელფეხშეკრული არ არის. პირიქით,
სულ იმის ცდაშია, რომ მამაკაცი მოხიბლოს. ამას იმ იმედით აკე-
თებს, რომ მამაკაცი ჩაის სახლის დიასახლისს მასთან დაკავშირე-
ბით მოთხოვნას წაუყენებს. თუმცა მსგავსი მოთხოვნა მეტწილად
უშედეგოა, მამაკაცის გამოკითხვისას ირკვევა, რომ მას საკმაოდ
მწირი შემოსავალი აქვს, ან ჯიუტად ამბობს უარს, გეიშას საჩუქრად
ძვირად ღირებული კიმონო მიართვას. მაგრამ თუ რამდენიმე კვი-
რიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, გეიშა და მისი
ახალი დანა ისეთსავე ცერემონიას მართავენ, როგორიც ორი გე-
იშას დებად შეყრის დროს იმართება.
უმრავლეს შემთხვევაში ეს ურთიერთობა დაახლოებით ექვს
თვეს, ზოგჯერ კი უფრო მეტხანს გასტანს. მოგეხსენებათ, მამაკაცი
მალე იწყენს ხოლმე. ამ გარიგების პირობების თანახმად, დანას
შემდეგი ვალდებულებები ეკისრება: ის გეიშას ვალების ნაწილსაც
იხდის და მის თვიურ საცხოვრებელ ხარჯებს, მაგალითად, კოსმეტი-

209
კის ან ნაწილობრივ გაკვეთილების საფასურს ფარავს. ამას შეიძ-
ლება დაემატოს სამკურნალო თანხებიც. ამ საკმაოდ დიდი ხარჯე-
ბის გარდა, დანა, სხვა კლიენტების მსგავსად, გეიშას საათობრივა-
დაც უხდის. თუმცა გარკვეული „პრივილეგიებიც“ აქვს მინიჭებული.
ყოველივე ზემოთქმული, ძირითადად, საშუალო რანგის გეიშას ეხე-
ბა. მაღალი რანგის გეიშა (მათი რაოდენობა გიონში დაახლოებით
ოცდაათიდან ორმოცამდე აღწევს) მეტს ითხოვს. უპირველეს ყოვ-
ლისა, მაღალი რანგის გეიშას აზრადაც არ მოუვა, რომ თავის სა-
ხელს ჩრდილი მიაყენოს. ის დანებს ერთმანეთის მიყოლებით არა-
სოდეს იცვლის და მთელი ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ ერთ
ან ორ დანას სჯერდება. ეს პიროვნება არა მხოლოდ მის საცხოვრე-
ბელ ხარჯებს ფარავს (მაგალითად, რეგისტრაციისა და სწავლების
საფასურს ან კვების ხარჯებს), არამედ ქალს ჯიბის ფულითაც უზ-
რუნველჰყოფს, სოლო წარმოდგენებსაც უფინანსებს და კიმონოე-
ბისა და სამკაულების სახით საჩუქრებსაც მიართმევს. რაც შეეხება
მასთან გატარებულ დროს, ის ჩვეული საათობრივი ანაზღაურებით
არ შემოიფარგლება და გაცილებით მეტ თანხას უხდის, რაც მისი
მხრიდან ერთგვარი კეთილი ნების გამომხატველი ჟესტია.
მამეჰა უდავოდ ამ მაღალი კატეგორიის გეიშებს განეკუთვნებო-
და· არსებითად, როგორც ჩემთვის მოგგიანებით გახდა ცნობილი,
ის მთელ იაპონიაში განთქმული, თითზე ჩამოსათვლელი გეიშები-
დან ერთ-ერთი იყო. იქნებ გსმენიათ ცნობილი გეიშას, სახელად მა-
მეცუკის შესახებ, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს იაპო-
ნიის პრემიერ მინისტრთან რომანი ჰქონდა. ამ ამბავმა კარგა გვა-
რიანი სკანდალი გამოიწვია. ეს ქალი მამეჰას უფროსი და იყო. სწო-
რედ ამიტომ იწყებოდა მათი სახელები ორი ერთნაირი მარცვლით.
ახალგაზრდა გეიშები ხშირად მიმართავენ ამ ხერხს: უფროსი დის
სახელიდან აწარმოებენ ხოლმე თავიანთ სახელებს. მამეჰას წარმა-
ტებისთვის ისიც კმაროდა, რომ მამეცუკის მსგავსი და ჰყავდა, მაგ-
რამ მის კარიერაზე სასიკეთო გავლენა კიდევ ერთმა გარემოებამ
იქონია: ოციანი წლების დასაწყისში იაპონიის სამოგზაურო ბიურომ

210
პირველი საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. პოსტე-
რებზე გამოსახული იყო კიოტოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდება-
რე ტოის ლამაზი პაგოდა, რომლის ერთ მხარეს ალუბლის ხე იდგა,
მეორე მხარეს კი – ახალგაზრდა, სანდომიანი მაიკო, მორცხვი,
გრაციოზული და საოცრად ნატიფი. ეს ყმაწვილი ქალი მამეჰა გახ-
ლდათ. შერბილებული ნათქვამი გამომივა, თუ ვიტყვი, რომ მამეჰა
ამის შემდეგ ცნობილი ადამიანი გახდა. მთელი მსოფლიოს დიდ ქა-
ლაქებში ნახავდით ამ პოსტერს, წარწერით: „ესტუმრეთ ამომავალი
მზის ქვეყანას!“
ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, რუსულად და სხვა
ისეთ ენებზე, რომლებიც არც კი მსმენია. მამეჰა იმხანად სულ თექ-
ვსმეტი წლის იყო, მაგრამ მისთვისვე მოულოდნელად, ერთმანეთის
მიყოლებით მიიღო მიწვევები იაპონიაში ჩამოსული ყველა ქვეყნის
მეთაურთან, ინგლისისა თუ გერმანიის ყველა მსახიობსა და ამერი-
კის შეერთებული შტატების ყველა მილიონერთან შესახვედრად.
მან თავის დროზე საკე ჩამოუსხა დიდ გერმანელ მწერალს, თომას
მანს, რის შემდეგაც მისგან თარჯიმნის მეშვეობით რაღაც მოსაწყენი
და დაუსრულებელი ამბავი მოისმინა, რომლის თხრობა ლამის ერ-
თი საათი გრძელდებოდა. მამეჰას ხელიდან მიირთვეს საკე ჩარლი
ჩაპლინმა, სუნ იაცენმა და მოგვიანებით – ერნესტ ჰემინგუეიმ, რო-
მელიც კარგა გვარიანად გამოთვრა და გამოუცხადა, რომ მისმა
ქათქათა სახემ და წითელმა ტუჩებმა თოვლზე დაპკურებული სის-
ხლის წვეთები მოაგონა.
შემდგომში მამეჰას პოპულარობა მხოლოდ გაიზარდა ფართო
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საცეკვაო სოლო-წარმოდგე-
ნების წყალობით, რომლებიც კაბუკის თეატრში იმართებოდა და
ხშირად პრემიერ მინისტრი და უამრავი სხვა გამოჩენილი ადამიანი
ესწრებოდა.
როცა მამეჰამ ჩემთან დაკავშირებით თავისი განზრახვა პირვე-
ლად გაამხილა, ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების შესახებ ჯერ კიდევ
არაფერი ვიცოდი, რაც მხოლოდ სასიკეთოდ წამადგა. ეს ამბები

211
რომ მცოდნოდა, ალბათ ისე დავფრთხებოდი, რომ მისი თანდას-
წრებით ყოველ ჯერზე კანკალი ამიტანდა და აღარაფრად ვივარგებ-
დი.

***
იმ დღეს მამეჰამ სიკეთე გამოიჩინა და ყველაფერი ამიხსნა. რო-
ცა დარწმუნდა, რომ საკითხში კარგად გავერკვიე,კმაყოფილმა დას-
ძინა:
– დებიუტის შემდეგ მაიკოს სტატუსით თვრამეტ წლამდე იმუშა-
ვებ. მერე კი დანა დაგჭირდება, რადგან ვალების დაფარვა მოგი-
წევს. ვგულისხმობ ძალიან შეძლებულ დანას. ჩემი მხრივ, ყველა
ღონეს ვიხმარ, რომ გიონში მანამდე სახელი გაითქვა, მაგრამ ცეკ-
ვის ოსტატობის დახვეწაზე პასუხს შენ აგებ, იცოდე, თუ თექვსმეტი
წლის ასაკამდე მეხუთე რანგს მაინც ვერ მიაღწევ, მე ვეღარ გიშვე-
ლი და ქალბატონი ნიტა სანაძლეოს მოგებას იზეიმებს.
– კი მაგრამ, მამეჰა-სან... არ მესმის, ცეკვას რა კავშირი აქვს ამ
ყველაფერთან?! – გავიოცე მე.
– ცეკვაა, რაც არის! გიონის ყველაზე წარმატებულ გეიშებს თუ
გაიხსენებ, ყველა მათგანი მოცეკვავეა! – მიპასუხა მამეჰამ.

***
ხელოვნების იმ დარგებიდან, რომლებსაც გეიშა ეუფლება, ცეკ-
ვა ყველაზე დიდ პატივშია. ოღონდ, ამ საქმეში დასაოსტატებლად
მხოლოდ განსაკუთრებულად იმედის მომცემ და ლამაზ გეიშებს უწ-
ყობენ ხელს. ტრადიციების სიმდიდრით ამ სფეროს მხოლოდ ჩაის
ცერემონია თუ შეედრება.
ინოუედ წოდებული საცეკვაო სკოლა, რომელსაც გიონის გეიშე-
ბი ეუფლებიან, ნოს თეატრიდან იღებს სათავეს. ნო უძველესი ხე-

212
ლოვნებაა. მას ყოველთვის იმპერატორის კარი უწევდა მფარველო-
ბას, ამიტომ გიონის მოცეკვავეები თავიანთ ხელოვნებას მდინარის
გადაღმა მდებარე უბნის – პონტო-ჩოს სკოლის ცეკვებზე მაღლა
აყენებენ, რომლებიც კაბუკის თეატრში იშვა. აქვე მინდა აღვნიშნო,
რომ კაბუკის დიდი თაყვანისმცემელი ვარ და თავს იღბლიან ადა-
მიანად ვთვლი იმის გამო, რომ ამ თეატრში მოღვაწე, საუკუნის გან-
თქმულ არაერთ მსახიობთან ვმეგობრობდი. მაგრამ კაბუკი ხელოვ-
ნების შედარებით ახალი ფორმაა, ის 1700 წლამდე არ არსებობდა
და ყოველთვის უბრალო ხალხს უფრო იზიდავდა, ვიდრე თეატრის
მფარველებს საიმპერატორო კარიდან.
პონტო-ჩოს ცეკვასა და ინოუეს სკოლის ცეკვას ერთმანეთს ვერც
კი შეადარებთ. ცეკვას ყველა მოწაფე-გეიშა სწავლობს, მაგრამ რო-
გორც უკვე აღვნიშნე, ამ საქმეში დასაოსტატებლად ხელსაყრელი
პირობები მხოლოდ ძალიან იმედის მომცემ და მიმზიდველ გეიშებს
ექმნებათ. ისინი სწორედ პროფესიონალი მოცეკვავეები ხდებიან
და არა შამისენზე დამკვრელები ან მომღერლები. გოგრა, რომელ-
საც ფუმფულა, მრგვალი სახე ჰქონდა, შამისენზე ვარჯიშს ამდენ
დროს იმიტომ უთმობდა, რომ მასწავლებლების აზრით, მოცეკვა-
ვედ ვერასდროს ივარგებდა. რაც შემეხება მე, ვფიქრობ, ისეთი უჩ-
ვეულო სილამაზის პატრონი ნამდვილად არ ვიყავი, რომ ყურადღე-
ბა, ჰაცუმომოს მსგავსად, სწორედ ცეკვაზე გამემახვილებინა. ალ-
ბათ მოცეკვავე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავხდებოდი, მასწავლებ-
ლებს უაღრესად ბეჯითი მუშაობისთვის მზადყოფნას თუ დავუდას-
ტურებდი, მაგრამ ჰაცუმომოს წყალობით, ჩემი მეცადინეობა საკმა-
ოდ ცუდად დაიწყო. ცეკვას ორმოცდაათიოდე წლის ქალი მასწავ-
ლიდა, მეტსახელად „კურტუმო“. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ კი-
სერზე, ზუსტად ნიკაპქვეშ, კანი როგორღაც უცნაურად ეკეცებოდა
და მართლაც ფრინველის კურტუმოს ფორმას იღებდა. ჰაცუმომო
მასაც ისევე სძულდა, როგორც ყველა გიონელს. ჰაცუმომომ ეს
მშვენივრად იცოდა და... აბა, თუ მიხვდებით, რა გააკეთა? კურტუ-

213
მოს ერთხელ თხოვნით ეახლა! ეს ამბავი დღეს უკვე დანამდვილე-
ბით ვიცი, იმიტომ, რომ კურტუმომ წლების შემდეგ თვითონვე მიამ-
ბო.
– მასწავლებელო, ერთი თხოვნა მაქვს და წყალობაზე უარს ნუ
მეტყვით. თქვენს კლასში ერთ მოწაფეს დავადგი თვალი. ძალიან
ნიჭიერი გოგო ჩანს და დიდად მადლიერი დაგრჩებით, თუ მის შესა-
ხებ თქვენს აზრს მომახსენებთ. სახელად ჩიო ჰქვია და ძალიან, ძა-
ლიან მიყვარს. თუ ხელს წააშველებთ, ფრიად დამავალებთ, – ასე-
თი იყო ჰაცუმომოს თხოვნა, რომლის გამეორება შემდგომში აღარ
დასჭირვებია: კურტუმო მასწავლებელმა მართლაც ისე „წამაშვე-
ლა“ ხელი, როგორც ჰაცუმომოს გაუხარდებოდა. ცეკვით არცთუ ცუ-
დად ვცეკვავდი, მაგრამ კურტუმომ თავიდანვე ამითვალწუნა და
სხვებს ჩემი თავი იმის ცოცხალ მაგალითად წარმოუჩინა, თუ რა არ
უნდა გააკეთოს მოცეკვავემ. მახსოვს, ერთ დილით ცეკვის მორიგ
ილეთს გვასწავლიდა. მოცეკვავემ ცალი მკლავი სხეულზე ჯვარედი-
ნად უნდა გადაიჭდოს და ცალი ფეხი ჭილოფზე დააბაკუნოს. ეს ილე-
თი ყველას ერთდროულად უნდა შეგვესრულებინა,მაგრამ, რადგან
დამწყები მოწაფეები ვიყავით, ჩვენი ფეხების ბაკუნი ისე გაჟღერდა,
თითქოს ლობიოთი სავსე ლანგარი ამოყირავდა და მარცვალი ია-
ტაკზე გაიბნა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ერთმანეთს ფეხი ვერ ავუწ-
ყვეთ. დარწმუნებული ვარ, ილეთი სხვებზე უარესად არ შემისრუ-
ლებია, მაგრამ მასწავლებელი მაინც მე მომდგა. ბრაზისგან ნიკაპ-
ქვეშ ის თავისი კურტუმო უთახთახებდა. ჯერ იყო და, მარაო თეძო-
ზე რამდენჯერმე დამკრა, შემდეგ დაკეცა და თავშიც მითავაზა.
– ჩვენ აქ ფეხს არ ვითრევთ, ნიკაპს არ ვძაბავთ და არ ვიმანჭე-
ბით! – მითხრა მან.
ინოუეს სკოლის მიხედვით, მოცეკვავის სახე მართლაც სრული-
ად მოკლებული უნდა იყოს ყოველგვარ გამომეტყველებას, რათა
მაქსიმალურად დაემსგავსოს ნოს თეატრის ნიღაბს, მაგრამ თავისი
ძიგძიგა ნიკაპის პატრონი მე რომ ნიკაპზე მელაპარაკებოდა... აბა,
რა გითხრათ... თან დარტყმაც ძალიან ვიწყინე და თვალზე ცრემლი

214
მომადგა. გოგოებს სიცილი აუტყდათ. მასწავლებელმა არეულო-
ბისთვის მე დამადანაშაულა და კლასიდან გამაგდო.
არც კი ვიცი, ასეთი ადამიანის ხელში რა ბედი მეწეოდა, მამეჰა
რომ არ გასაუბრებოდა და საქმის არსში არ გაერკვია. კურტუმო
მიხვდა, რომ გააცუცურაკეს და ისედაც მოძულებული ჰაცუმომო კი-
დევ უფრო მოიძულა. ის დღე იყო და ის დღე, თავისი საქციელი ისე
ინანა, რომ მალე მისი უსაყვარლესი მოწაფე გავხდი.

***
ვერ ვიტყვი, რომ ცეკვაში ან ხელოვნების სხვა რომელიმე სფე-
როში რაღაც განსაკუთრებული ნიჭით გამოვირჩეოდი, მაგრამ მიზ-
ნის მისაღწევად სხვებზე არანაკლებ გულმოდგინედ ვშრომობდი.
გაზაფხულის იმ დღიდან, როცა ქუჩაში თავმჯდომარეს შევხვდი,
სხვა არაფერზე მიოცნებია: გეიშა უნდა გავმხდარიყავი და ამქვეყ-
ნად ჩემი ადგილი მეპოვა. ახლა, როდესაც მამეჰამ ეს შესაძლებ-
ლობა მომცა, მიზნისკენ შეუპოვრად მივისწრაფოდი, თუმცა პირვე-
ლი ექვსი თვე ძალიან გამიჭირდა. ინტენსიურ სწავლას, დაკისრე-
ბულ დღიურ საქმეებსა და საკუთარი თავისადმი წაყენებულ მოთხ-
ოვნებს ვეღარ ავუდიოდი. მაგრამ სიძნელეების გადასალახავად
თანდათან სხვადასხვა წვრილმანი ფანდი ავითვისე, მაგალითად:
სადმე რომ მგზავნიდნენ, შამისენზე ვარჯიშს მაშინაც კი ვახერხებ-
დი. აი, როგორ ვაკეთებდი ამას: გულში მელოდიას ვღიღინებდი და
თან თვალნათლივ წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მიიწევდა ჩემი
მარცხენა ხელი საკრავის ყელისკენ და როგორ ეხებოდა პლექტრი
საკრავის სიმებს. შედეგად, როცა ნამდვილ საკრავს ხელს ვკიდებ-
დი, ზოგჯერ არცთუ ცუდად ვუკრავდი, თუმცა მანამდე ეს ნაწარმოე-
ბი მხოლოდ ერთხელ მქონდა შესრულებული. ზოგს ეგონა, რომ
სიმღერა ვარჯიშის გარეშე შევისწავლე, მაგრამ რეალურად ამ შე-
დეგს გიონის ქუჩაბანდებში აღმა-დაღმა სირბილის დროს მივაღწიე.

215
სასკოლო პროგრამაში შემავალ ბალადებსა და სიმღერებს სხვა-
დასხვა ხერხით ვსწავლობდი.
მინდა გითხრათ, რომ ეს უნარი ბავშვობიდან მომდგამდა. ერ-
თხელ მოსმენილი ნაწარმოები მეორე დღეს ზედმიწევნით კარგად
მახსოვდა. მიზეზს ვერ ვასახელებ. იქნებ ჩემი გონება იყო ასე უჩვეუ-
ლოდ მოწყობილი... ძილის წინ ქაღალდის ნაგლეჯზე სიტყვებს
ვწერდი, ხოლო გაღვიძებისთანავე, როცა გონება ჯერ კიდევ ცინცხა-
ლია და აღქმა უიოლდება, ტექსტს ხელმეორედ გადავავლებდი
ხოლმე თვალს, როცა ფუტონიდან ჯერ თავიც კი არ მქონდა წამოწე-
ული. ტექსტის დასამახსოვრებლად ესეც კმაროდა, მაგრამ მუსი-
კასთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარად იყო. აქ კიდევ ერთ ხერხს
ვიყენებდი: მელოდიის გასახსენებლად წარმოსახვას მივმართავდი
და სხვადასხვა სურათს წარმოვიდგენდი ხოლმე.
მაგალითად, ხიდან ჩამოვარდნილი ტოტი დოლის ხმას მაგონებ-
და, კლდიდან ჩამომდინარე ნაკადული კი შამისენის მოდრეკილ
სიმს, როცა მუსიკოსი მაღალი ნოტის აღებას ცდილობს. ამიტომ სიმ-
ღერის დროს თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ბუნების წიაღში დავსე-
ირნობდი. მაგრამ რასაკვირველია, ყველაზე დიდი სიძნელე და ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ცეკვა, თვეობით ვცდილობდი ჩემ მი-
ერ აღმოჩენილი და შემუშავებული ათასგვარი ხერხის გამოყენებას,
მაგრამ ისინი ნაკლებად მშველოდა. და აი, ერთ დღესაც, დეიდა სას-
ტიკად შემომწყრა იმის გამო, რომ ჟურნალზე, რომელსაც კითხუ-
ლობდა, ჩაი დავუქციე. უცნაური ის იყო, რომ იმ წუთებში დეიდას მი-
მართ შინაგანად ძალიან კეთილად ვიყავი განწყობილი. ამ ეპიზოდ-
მა ძალიან დამანაღვლიანა და ჩემი და მომაგონა. ისიც სადღაც აქ
იყო, იაპონიაში... ოღონდ უჩემოდ... მომაგონდა დედა, რომელიც,
როგორც ვიმედოვნებდი, ახლა სამოთხეში მშვიდად განისვენებდა;
მომაგონდა მამა, რომელმაც ჩვენი გაყიდვა და დარჩენილი ცხოვ-
რების მარტოობაში გატარება ამჯობინა. როცა ამ აზრებმა გამიელ-
ვა, ჩემმა სხეულმა თანდათან დამძიმება იწყო. კიბეზე ავედი და შე-
ვაბიჯე ოთახში, სადაც მე და გოგრას გვეძინა (მემეჰას ვიზიტის შემ-

216
დეგ დედამ აქ გადმომიყვანა). ამჯედ ჭილოფის ტატამებზე არ დავ-
მხობილვარ, არც ტირილი დამიწყია. ნაცვლად ამისა, უცებ ხელი
აგიქნიე და გულმკერდზე ჩამოვისვი. არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი.
ცეკვის ეს ილეთი იმ დილით ვისწავლეთ და ჩემს მეხსიერებაში ისე
აღიბეჭდა, როგორც ძალიან ნაღვლიანი ჟესტი. ამ ფიქრებში რომ
ვიყავი, თავმჯდომარეც მომაგონდა და უცებ წარმოვიდგინე, რამდე-
ნად უკეთ ვიქნებოდი, ჩემი ცხოვრება ასეთი კაცისთვის რომ მიმენ-
დო. საკუთარი მკლავის მოძრაობას თვალი გავაყოლე. ეს მოძრაო-
ბა თითქოს სწორედ ამ კაეშნისა და ვნების გამომხატველი იყო. დი-
დებული, ღირსებით სავსე ჟესტი გახლდათ. ჩემი ხელი ჰაერში და-
ნარნარებდა, ოღონდ ეს არ ჰგავდა ხიდან ფარფატით მომწყდარი
ფოთლის მოძრაობას; უფრო ლაინერის ცურვას მოგაგონებდათ,
ოკეანის ზედაპირს რომ სრიალით მიაპობს. ღირსება რომ ვახსენე,
ერთგვარი თავდაჯერება ვიგულისხმე ან, გნებავთ, მტკიცე რწმენა,
რომელსაც ნიავის ოდნავ შესამჩნევი წამოქროლება და ტალღის ჩუ-
მი ტლაშუნი, ცხადია, ვერას დააკლებს.
სწორედ იმ წუთებში უცნაური რამ აღმოვაჩინე: როცა სხეული
ასე დამიმძიმდა, ჩემი მოძრაობები უფრო დარბაისლური გახდა, და
როცა წარმოვიდგინე, რომ იმ წუთებში თავმჯდომარე მითვალთვა-
ლებდა, ჩემი მიხრა-მოხრა ისეთი ღრმა გრძნობით განიმსჭვალა,
თითქოს ყველა ჟესტით უშუალოდ მას ვეხმიანებოდი. თავის ოდნავ
მოტრიალება ნიშნავდა: „როდის გავატარებთ ერთად დღეს?“ხელის
გამოწვდენა და მარაოს გაშლა თითქოს მადლობა იყო იმისთვის,
რომ პატივი დამდო და თანამეინახეობა გამიწია; ცეკვის დროს მა-
რაოს სწრაფად დაკეცვით კი თითქოს იმაზე მივანიშნებდი,რომ მის-
თვის სიამოვნების მინიჭებაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრე-
ბაში არაფერი არსებობდა.

217
თავი მეთორმეტე

სწავლის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. 1934 წლის გაზაფხულ-


ზე ჰაცუმომომ და დედამ გადაწყვიტეს, რომ გოგრას დებიუტის
დროც დადგა. რასაკვირველია, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.
გოგრას ნაბრძანები ჰქონდა, არ გამომლაპარაკებოდა, დედას და
ჰაცუმომოს კი აზრადაც არ მოსვლიათ, რომ ჩემთვის რაიმე ცნობის
მისაწოდებლად დროის დაკარგვა ღირდა.
ეს ახალი ამბავი მხოლოდ მაშინ შევიტყვე, როცა გოგრა ნაშუად-
ღევს ოკიიდან გავიდა და დღის ბოლოს ახალგაზრდა გეიშას ვარ-
ცხნილობით დაბრუნდა. ამ ვარცხნილობას მომოვარე, ანუ „გახლე-
ჩილი ატამი“ ეწოდება.
დერეფანში შემოსულს პირველად თვალი რომ მოვკარი,ბოღ-
მით გული ამემღვრა. თვითონ გოგრაც ვერ მისწორებდა თვალს,
მხოლოდ წამით მესროლა ელვისებური მზერა. როგორც ჩანს, კარ-
გად ესმოდა, როგორ იმოქმედა ჩემზე მისმა დებიუტმა. კეფაზე სა-
დად შეკრული კუდის ნაცვლად საფეთქლებზე ლამაზად გადაწეულ-
მა, სფერული ფორმის ვარცხნილობამ მოწიფული ახალგაზრდა ქა-
ლის იერი შესძინა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავინდებურად ბავ-
შვური სახე ჰქონდა. ორივეს წლობით გვშურდა სხვა გოგონების,
რომლებიც ასეთ ლამაზ ვარცხნილობებს ატარებდნენ. დადგა დრო
და გოგრაც შეუდგა გეიშას ცხოვრებას, მე კი ისე ჩამოვრჩი, ამ ახა-
ლი ცხოვრების შესახებ მისი გამოკითხვაც კი მეკრძალებოდა.
და აი, დადგა დღე, როცა შეგირდი-გეიშას სამოსში პირველად
გამოწყობილი გოგრა, ჰაცუმომოსთან ერთად, ჩაის სახლ მიძუკიში
წასასვლელად გაემზადა. სწორედ იქ უნდა შემდგარიყო მათი დებად
შეყრის ცერემონია. დედა და დეიდაც მათ გაჰყვნენ. ჩემი წაყვანა
არავის უფიქრია, მაგრამ სანამ გოგრა მოახლეების თანხლებით კი-
ბეზე ჩამოვიდოდა, მეც მათ გვერდით ვიდექი და ველოდი მის გამო-
ჩენას.

218
გოგრას საუცხოო შავი კიმონო ეცვა, ნიტას ოკიის გერბით, საკუ-
რას ყვავილითა და ოქროსფერი ობით. სახე თეთრად ჰქონდა შეღე-
ბილი, რაც მის ცხოვრებაში აგრეთვე პირველად მოხდა. თითქოს ეს
საუცხოოდ შემკული ვარცხნილობა და კაშკაშა წითელი ტუჩები ამა-
ყად უნდა შეეფერებინა, მაგრამ ამ წუთებში, სხვა განცდებზე მეტად,
ნერვიულობას უფრო ვამჩნევდი.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სიარული ძალიან უჭირდა,
რადგან შეგირდი გეიშას სამოსელი უაღრესად მოუხერხებელია.
დედამ დეიდას ფოტოაპარატი გაუწოდა და სთხოვა, გარეთ გასული-
ყო იმ მომენტის აღსაბეჭდად, როცა გოგრას ზურგს უკან იღბლის
მოსაზიდად კაჟს პირველად დააკვესებდნენ. დანარჩენებს გარეთ
გასვლა გგეკრძალებოდა. მოახლეებმა გოგრას მკლავებში ხელი
წაავლეს, მან კი ფეხები ოკობოდ წოდებული ხის მაღალ ქოშებში შე-
აცურა, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მაიკოები იცვამენ. შემდეგ დედა
უკნიდან ამოუდგა და ფოტოობიექტივის წინ ისეთი პოზა დაიჭირა,
თითქოს თვითონ ასრულებდა კაჟის დაკვესების რიტუალს, თუმცა
სინამდვილეში ამ ფუნქციას ყოველთვის დეიდა ან რომელიმე მოახ-
ლე კისრულობდა. ფოტოს გადაღების შემდეგ გოგრამ ბორძიკით
გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და უკან მოიხედა. იქ სხვებიც იყ-
ვნენ, მაგრამ მან სწორედ მე შემომხედა და თავისი გამომეტყველე-
ბით თითქოს მიმანიშნა, თუ როგორ წუხდა საქმის ამგვარად შემოტ-
რიალების გამო.
დღის ბოლოს გოგრას საჯაროდ დაენათლა თავისი ახალი გე-
იშური სახელი – ჰაცუმიო. სახელის დასაწყისი „ჰაცუ“ ჰაცუმომოს-
გან იღებდა სათავეს. თითქოს ასეთი სახელგანთქმული გეიშას სა-
ხელიდან ნაწარმოებ სახელს გოგრას პოპულარობისთვის ხელი უნ-
და შეეწყო, მაგრამ ასე არ მოხდა: ყველა უწინდებურად, მეტსახე-
ლით მიმართავდა.

219
***
ერთი სული მქონდა, გოგრას დებიუტის შესახებ მამეჰასთვის მო-
მეთხრო, მაგრამ ბოლო ხანს მამეჰა ჩვეულებრივზე მეტად იყო და-
კავებული. თავისი დანას მოთხოვნით, ტოკიოშიც არაერთხელ
მოუწია გამგზავრებამ და ამის გამო ერთმანეთი თითქმის ექვსი თვე
არ გვენახა. ჩაიარა კიდევ რამდენიმე კვირამ. მამეჰამ, როგორც იქ-
ნა, მოიცალა ჩემთვის და თავის ბინაში დამიბარა. როცა ზღურბლზე
ფეხი შევდგი, მოახლემ გაოცებით ამოიოხრა. რამდენიმე წუთში
უკანა
ოთახიდან მამეჰაც გამოვიდა და მასაც აღმოხდა გაოცების შეძახი-
ლი. თავიდან ვერ მივხვდი, რა მოხდა. მამეჰას თავი დავუხარე, მის
წინ ჩავიმუხლე და ვუთხარი, რომ მისი კვლავ ხილვა ჩემთვის დიდი
პატივი იყო. მამეჰამ მოახლეს გადაულაპარაკა:
– ამას რას ვხედავ! ნუთუ ამდენი დრო გავიდა, ტაცუმი? ვეღარ
ვცნობ!
‒ თქვენ გაიხარეთ, ქალბატონო. მე კი ვიფიქრე, რომ მხედვე-
ლობა მღალატობდა! – უპასუხა ტაცუმიმ.
ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ იმ
ექვს თვეში, რაც ისინი არ მენახა, როგორც ჩანს, გარეგნულად გა-
ცილებით მეტი ცვლილება განვიცადე, ვიდრე მეგონა. მამეჰა აქეთ-
იქით მატრიალებდა და დაუსრულებლად იმეორებდა:
– უკვე ჩამოყალიბებული ახალგაზრდა ქალია!
ტაცუმიმ ფეხზეც კი წამომაყენა და ხელები ამაწევინა, რათა ჩემი
წელისა და თეძოების გარშემოწერილობა გაეზომა, შემდეგ კი მით-
ხრა:
– ეჭვი აღარ არის, რომ კიმონო ტანზე ისე მოგერგება, როგორც
ტერფს – წინდა!
მივხვდი, ეს ქათინაური იყო, რადგან ამას რომ ამბობდა, სახეზე
კეთილი გამომეტყველება ჰქონდა. ბოლოს მამეჰამ სთხოვა, უკანა
ოთახში შევეყვანე და ჩემთვის შესაფერისი კიმონო შეერჩია. იმ
დღეს სკოლის ჩვეული ფორმა – ლურჯ-თეთრი ბამბის ხალათი მეც-

220
ვა, მაგრამ ტაცუმიმ მუქლურჯი აბრეშუმის სამოსი მომარგო, რო-
მელსაც კაშკაშა ყვითელი და წითელი ეტლის პაწაწინა ბორბლები
ეხატა. ეს კიმონო სილამაზით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, მაგ-
რამ როცა ტაცუმიმ წელზე კაშკაშა მწვანე ობი შემომარტყა და ჩემს
თავს დიდ სარკეში თვალი შევავლე, ჩემთვისვე მოულოდნელად აღ-
მოვაჩინე: სადა ვარცხნილობა რომ არა, ზედმიწევნით ვგავდი წვე-
ულებისთვის გამზადებულ ახალგაზრდა მაიკოს.
ოთახიდან რომ გამოვედი, თავს საკმაოდ ამაყად ვგრძნობდი.
მეგონა, მამეჰას კვლავაც აღტაცების შეძახილი აღმოხდებოდა, მაგ-
რამ უცებ ფეხზე წამოდგა, ცხვირსახოცი სახელოს ქვეშ შეიკეცა და
პირდაპირ კარისკენ გაემართა. ზღურბლთან რომ მივიდა, ფეხი
მწვანე, მოჭიქულ ძორებში შეაცურა და მხარუკუღმა გამომხედა:
– რას უცდი? წამოდი!
წარმოდგენა არ მქონდა, სად მივყავდი, მაგრამ მამეჰას გვერ-
დით ქუჩაში გამოჩენა ძალიან მიხაროდა. მოახლემ მკრთალი ნაც-
რისფერი, მოჭიქული ძორების ერთი წყვილი მეც მომიტანა. ფეხზე
ჩავიცვი და მამეჰასთან ერთად კიბისქვეშა ბნელ გვირაბს ჩავუყევი.
როგორც კი ქუჩაში გამოვედით, ვიღაც ხანდაზმულმა ქალმა ნაბიჯი
შეანელა და მამეჰას თავი დაუკრა, შემდეგ მომიტრიალდა და მეც
ასევე მომესალმა. მცხუნვარე მზე თვალს მჭრიდა და კარგა ხანს ვერ
მივხვდი, ნაცნობი იყო თუ არა, მაგრამ თავი მეც დავუკარი. ქალმა
გზა გააგრძელა. ჯერ ვიფიქრე, რომ ჩემი მასწავლებელი იყო, მაგ-
რამ ცოტა ხანში მსგავსი რამ კიდევ განმეორდა: ამჯერად ახალგაზ-
რდა გეიშა შეგვხვდა, რომელსაც ყოველთვის აღტაცებით შევცქე-
როდი, მაგრამ თვითონ ზედაც არ მიყურებდა. მივუყვებოდით ქუჩას
და თითქმის ყველა გამვლელი მამეჰას სიტყვიერად ესალმებოდა ან
თავს უკრავდა, შემდეგ მეც ოდნავ თავს მიკრავდა ან წელში იხრე-
ბოდა.
მეც წარამარა ვიმეორებდი იმავე მოძრაობებს და, შედეგად, მა-
მეჰას რამდენიმე ნაბიჯით ჩამოვრჩი. მამეჰა ხედავდა, რა სიძნელეე-
ბიც შემექმნა, ერთ წყნარ ქუჩაბანდზე გამიყვანა და მითითებები

221
მომცა. მისი თქმით, ჩემი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მოძრაო-
ბისას ვერა და ვერ ვისწავლე სხეულის ზედა ნაწილის ქვედა ნაწი-
ლისგან დამოუკიდებლად მართვა. როცა ვინმესთვის თავის დახრა
მინდოდა, ფეხს ვითრევდი და ვჩერდებოდი.
– ნაბიჯის შენელება პატივისცემის გამოხატულებაა, – მითხრა
მან, – რაც უფრო შეანელებ ნაბიჯს, მით მეტი პა-ტივისცემაა. თუ ქუ-
ჩაში მასწავლებელი შეგხვდა, უნდა გაჩერდე კიდეც, მაგრამ დანარ-
ჩენებთან შეხვედრისას ნაბიჯს ზედმეტად ნუ შეანელებ, თორემ და-
ნიშნულების ადგილამდე ვეღარასდროს მიაღწევ! თუ შეგიძლია, სი-
არულის ერთნაირი ტემპი შეარჩიე და მოკლე ნაბიჯები ისე გადად-
გი, რომ შენი კიმონოს კალთა ოდნავ ირხეოდეს. ქალი სიარულის
დროს ქვიშიან ნაპირთან მოლივლივე ტალღას უნდა ჰგავდეს.
ვიწრო ქუჩას რამდენჯერმე ავუყევ-ჩავუყევი, ზუსტად ისე, რო-
გორც მამეჰამ მასწავლა. თან სულ ფეხებზე ვიხედებოდი, რათა დავ-
რწმუნებულიყავი, რომ ჩემი კიმონოს კალთა ისე ირხეოდა, რო-
გორც საჭირო იყო. მამეჰა კმაყოფილი დარჩა და გზა განვაგრძეთ.
შევამჩნიე, რომ ჩვენს ურთიერთმისალმებებს, ძირითადად, ორგვა-
რი სახე ჰქონდა: ახალგაზრდა გეიშები ჩვენთან შეხვედრისას, რო-
გორც წესი, ნაბიჯს ანელებდნენ, ზოგჯერ ჩერდებოდნენ კიდეც და
მამეჰას ქედს ბოლომდე უხრიდნენ, რაზეც მამეჰა ხან კეთილი სიტ-
ყვით,ხანაც თავის ოდნავი დაკვრით პასუხობდა. შემდეგ დაბნეულ
თუ გაკვირვებულ მზერას შემავლებდნენ და ორჭოფულად თავს მიკ-
რავდნენ, რაზეც მე უფრო ღრმა რევერანსით ვპასუხობდი, რადგან
ასაკით ყველა ხსენებულ ქალზე უმცროსი ვიყავი, მაგრამ, როცა ხა-
ანდაზმულ ან შუახნის ქალებს ვხვდებოდით, მამეჰა თითქმის ყო-
ველთვის პირველი იხრებოდა მათ წინაშე, ისინი კი დარბაისლურ,
მაგრამ უფრო ზედაპირულ სალამს სჯერდებოდნენ, შემდეგ მე ამ-
ხედ-დამხედავდნენ ხოლმე და თავს ოდნავ დამიკრავდნენ. პასუხად
მაქსიმალური მოწიწებით ვუხრიდი ქედს, თან ისე, რომ ფეხების
მოძრაობას წამითაც არ ვაჩერებდი.

222
მამეჰას გოგრას დებიუტის შესახებ ვუამბე და შემდეგ თვეობით,
იმედით ველოდი მისგან ცნობას იმის შესახებ, რომ ჩემი შეგირდო-
ბის დროც დადგა, მაგრამ გაზაფხულმა და ზაფხულმა ისე ჩაიარა,
მსგავსი არაფერი წამოსცდენია.
გოგრას ახალი, მჩქეფარე ცხოვრებისგან განსხვავებით, ჩემი
ცხოვრება გაკვეთილებითა და დღიური საქმეებით შემოიფარგლე-
ბოდა. კვირაში რამდენჯერმე მამეჰას ვხვდებოდი და ისიც ცოტაო-
დენ დროს, დაახლოებით ოც წუთს მითმობდა. ზოგჯერ მამეჰას ბი-
ნაში ვიჯექი და მის შეგონებებს ვისმენდი, მაგრამ ხშირად ასეც ხდე-
ბოდა: მამეჰა თავის ერთ-ერთ კიმონოს გადამაცმევდა და მთელ გი-
ონს შემომატარებდა ხოლმე. თან თავის საქმეებს აგვარებდა: ხან
მარჩიელს მიაკითხავდა, ხანაც – პარიკების ოსტატს. წვიმიან ამინ-
დშიც კი, როცა საქმე არაფერი ჰქონდა, მოჭიქული ქოლგებით ხელ-
ში დავსეირნობდით და ერთმანეთის მიყოლებით ვიხედებოდით
სხვადასხვა მაღაზიაში. ხან იმას ვარკვევდით, როდის ჩამოაღწევდა
იტალიიდან ახალი სუნამოების პარტია, ხანაც კიმონოების შემკე-
თებელს ვეკითხებოდით, როდის დასრულდებოდა ამა თუ იმ კიმო-
ნოს განახლება, თუმცა ვიცოდით, რომ სამუშაოს დასრულება შემ-
დეგ კვირამდე არ იგეგმებოდა.
თავიდან მეგონა, მამეჰას აქეთ-იქით იმიტომ დავყავდი, რომ
ჩემთვის ტანის სწორად დაჭერა ესწავლებინა (აკი ზურგზე განუწ-
ყვეტლივ მიკაკუნებდა კიდეც თავის დაკეცილ მარაოს, რომ მხრებში
გავშლილიყავი), თან ისიც ესწავლებინა, თუ როგორ დამეჭირა თა-
ვი ადამიანებთან. თავად ხომ ყველას იცნობდა, არც გაღიმება ავიწ-
ყდებოდა და არც კეთილ სიტყვას იშურებდა, თვით ყველაზე დაბალი
რანგის მსახურებთან შეხვედრისასაც კი, რადგან კარგად ესმოდა,
რომ თავისი აღზევებული მდგომარეობის გამო სწორედ იმ ადამია-
ნებთან იყო ვალში, ვისაც მასზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. მაგ-
რამ ერთ დღესაც, როცა მე და მამეჰა წიგნის მაღაზიიდან გამოვდი-
ოდით, უცებ მივხვდი, რასაც აკეთებდა. სინამდვილეში არც წიგნის
მაღაზია აინტერესებდა, არც პარიკების სახელოსნო და არც საკან-
ცელარიო ნივთები. ეს ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო,

223
თანაც ყოველთვის შეეძლო, ამ საქმეებზე მოახლე გაეგზავნა. სი-
ნამდვილეში მას მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა: გიონე-
ლებს ქუჩაში ერთად უნდა ვენახეთ. ჩემს დებიუტსაც სახვალიოდ
იმიტომ დებდა, რომ ადამიანებისთვის ჩემს შესამჩნევად საკმარისი
დრო მიეცა.

***
ოქტომბრის ერთ მზიან დღეს მე და მამეჰა მისი ბინიდან გამოვე-
დით, სანაპიროს მივადექით და სირაკავას დინების მიმართულებით
ჩავუყევით. თან თვალს ვადევნებდით ალუბლის ხეების ფოთლებს,
რომლებიც წყალში ფარფატით ეშვებოდნენ. უამრავი ხალხი ამავე
მიზნით დასეირნობდა სანაპიროზე. რა თქმა უნდა, მამეჰას ყველა
ესალმებოდა. უსალმოდ არც მე მტოვებდნენ·
– თანდათან საკმაოდ ცნობილი ვინმე ხდები. რას იტყვი? – მკით-
ხა ერთხელ მამეჰამ.
– თქვენ გვერდით ცხვარი რომ მოაბიჯებდეს, ალბათ იმასაც სა-
ლამს მისცემდნენ, მამეჰა-სან, – მივუგე მე.
– ცხვარს განსაკუთრებით... – ჩაილაპარაკა მამეჰამ. – ეს საკმა-
ოდ უჩვეულო იქნებოდა. ისე, რომ იცოდე, ლამაზ, ნაცრისფერთვა-
ლება გოგოს უკვე ბევრი კითხულობს. შენი სახელი ჯერ არ იციან,
მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს, ცოტა ხანში ჩიო მაინც აღარ
გერქმევა.
– ნუთუ იმის თქმა გსურთ, მამეჰა-სან...
– იმის თქმა მსურს, რომ ამასწინათ ვაზა-სანს ველაპარაკე (ასე
ერქვა მამეჰას პირად მარჩიელს) და მან შენი დებიუტისთვის ყვე-
ლაზე იღბლიან დღედ სამი ნოემბერი დამისახელა.
მამეჰა გაჩერდა და შემომხედა. ხესავით ვიდექი ერთ ადგილას.
თვალები ბრინჯის ხრაშუნებივით დამიმრგვალდა. არც სიხარულის

224
შეძახილი აღმომხდენია, არც ტაში შემომიკრავს, მაგრამ ისეთი ნე-
ტარება ვიგრძენი, ენა წამერთვა. ბოლოს მამეჰას თავი დავუკარი
და მადლობა მოვახსენე.
– კარგი გეიშა დადგები, – მითხრა მამეჰამ, – მაგრამ უფრო მეტ
წარმატებას მიაღწევ, თუ იმ სათქმელს, რომელსაც თვალებით გა-
მოხატავ, მეტ აზრობრივ სიღრმეს შესძენ.
– თვალებით რაიმეს თქმა ფიქრადაც არასოდეს მომსვლია, –
მივუგე მე.
– თვალები ქალის ყველაზე მეტყველი ორგანოა, ეს განსაკუთ-
რებით შენ გეხება. ერთი წამით შეჩერდი და რაღაცას გიჩვენებ, –
მითხრა მამეჰამ, კუთხეში გაუხვია და მიყრუებულ ჩიხში მარტო დამ-
ტოვა. შემდეგ უცებ გამოვიდა, გვერდი ამიარა, თვალები კი განზე
ჰქონდა მიქცეული. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, თითქოს რაღაც
მიზეზით ჩემკენ მოხედვას უფრთხოდა.
– წარმოიდგინე, რომ მამაკაცი ხარ, – მითხრა უცებ, – რას იფიქ-
რებდი ასეთ დროს?
– ვიფიქრებდი, რომ ჩემთვის თავის არიდებას მთელი ძალით
ცდილობთ და ამ წუთებში მხოლოდ ეს აზრი გიტრიალებთ თავში.
– იქნებ სახლების საძირკვლებში წყალსადენებს ვათვალიერებ?
– ასეც რომ იყოს, მაინც ვიფიქრებდი, რომ მზერას მარიდებთ.
– სწორედ ამის თქმა მინდოდა. როცა ქალს განსაკუთრებულად
ლამაზი პროფილი აქვს, მამაკაცი ამას ერთმნიშვნელოვნად აღიქ-
ვამს და ცრუ განცდები არ უჩნდება. მაგრამ, რაც შეეხება ქალის თვა-
ლებს, მამაკაცი ყოველთვის ცდილობს ამოიცნოს, ქალი მზერით
რას ეუბნება, მაშინაც კი, როცა ქალს ასეთი განზრახვა არა აქვს.
აბა, კიდევ ერთხელ შემომხედე!
მამეჰამ ისევ სადღაც გადაუხვია და ამჯერად თვალებდახრილი,
მეოცნებე ადამიანის შენელებული ნაბიჯით გამოვიდა. რომ მომიახ-
ლოვდა, მზერა სულ ერთი წამით გამისწორა და კვლავ განზე გაიხე-
და. მინდა გითხრათ, რომ დენის დარტყმის მსგავსი ბიძგი ვიგრძენი.
მამაკაცი რომ ვყოფილიყავი, ვიფიქრებდი, რომ ეს ქალი წამით მი-
ნებდა გრძნობებს, რომლებსაც მანამდე გულმოდგინედ მალავდა.

225
– თუკი ჩემი ჩვეულებრივი თვალებით მსგავსი სათქმელის გად-
მოცემა შემიძლია, – თქვა მამეჰამ, – დაუფიქრდი,შენი თვალებით
რამდენად მეტის თქმას შეძლებდი. არ გამიკვირდება, მამაკაცს აქ-
ვე, ქუჩაში რომ შეუღონდეს გული!
– მამეჰა-სან, მე რომ ამდენი ძალა შემწევდეს, ალბათ ამის შესა-
ხებ მეცოდინებოდა! – შევედავე მე.
– მიკვირს,რომ ვერ გრძნობ. მაშ, მოდი, ასე შევთანხმდეთ: შენი
დებიუტი იქამდე არ შედგება, სანამ მამაკაცს თვალის ერთი შევლე-
ბით ნაბიჯს არ აურევ და გზას არ ააცდენ.
დებიუტი ისეთ ნატვრად მქონდა გადაქცეული, მამეჰას რომ ეთ-
ქვა, მზერით ხე წააქციეო, ალბათ მივიღებდი ამ გამოწვევას და ცდას
არ დავაკლებდი. გადავწყვიტე, რამდენიმე გამვლელზე ექსპერი-
მენტი ჩამეტარებინა და ვთხოვე, თან გამომყოლოდა. სიხარულით
დამთანხმდა.
პირველად ისეთი მოხუცი მამაკაცი გამოჩნდა, ასე მეგონა, კიმო-
ნოში გამოწყობილი ჩონჩხი მიახლოვდებოდა. ყავარჯნის დახმარე-
ბით, ნელა მიუყვებოდა ქუჩას; სათვალე ისე ჰქონდა გაჭვარტლუ-
ლი, შენობას რომ დასჯახებოდა, არ გამიკვირდებოდა. მე არც კი შე-
ვუმჩნევივარ, ამიტომ გზა განვაგრძეთ და გეზი შიჯოს გამზირისკენ
ავიღეთ. ამჯერად საქმიან ევროპულ კოსტუმებში გამოწყობილი
ორი მამაკაცი გამოჩნდა. მივხვდი, რომ ხეირს ვერც მათგან მივი-
ღებდი.
არ ვიცი, მამეჰა იცნეს, თუ ჩემზე ლამაზად მოეჩვენათ, მაგრამ
ცხადი იყო – რომ ჩაგვიარეს, თვალი ვერ მოსწყვიტეს, უკვე ფარ-
ხმლის დაყრას ვაპირებდი, მაგრამ უცებ დავინახე ოციოდე წლის ხე-
ლის ბიჭი, რომელსაც საუზმის პატარა კოლოფებით სავსე ლანგარი
მოჰქონდა. იმ წლებში მთელი გიონის რესტორნები კლიენტებს კერ-
ძების შინ მიტანით ემსახურებოდნენ და ცარიელი კოლოფების მო-
საგროვებლად ნაშუადღევს ბიჭებს დაარბენინებდნენ. ხშირ შემ-
თხვევაში ამ ტვირთს ყუთებში აწყობდნენ, დამტარებლებს კი ისინი

226
ხელით ან ველოსიპედებით დაჰქონდათ. ამ ახალგაზრდა კაცმა კი
ლანგრის გამოყენება გადაწყვიტა. ახლა პირდაპირ ჩემკენ მოიწევ-
და. ერთმანეთს ნახევარი კვარტალი გვაშორებდა. დავინახე, რო-
გორ მიაპყრო თვალი მამეჰამ, მერე კი გადმომილაპარაკა:
– აბა, სცადე და ლანგარი ხელიდან გააგდებინე.
მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ სანამ გავერკვეოდი, კუთხეში გაუხ-
ვია და მიიმალა. არა მგონია, თოთხმეტი წლის გოგომ (ან თუნდაც
ნებისმიერი ასაკის ქალმა) იმდენი მოახერხოს, რომ ახალგაზრდა
კაცს მზერით ხელიდან ნივთი გააგდებინოს. ასეთი რამ ალბათ მხო-
ლოდ ფილმებსა და წიგნებში ხდება. ამის ჩადენას არც კი ვეცდებო-
დი, რომ არა ორი გარემოება: პირველ რიგში შევამჩნიე, რომ ბიჭი
უკვე ისე მიყურებდა, როგორც მშიერი კატა – თაგვს. გარდა ამისა,
გიონის სხვა ქუჩებისგან განსხვავებით, ამ ქუჩას ტროტუარი ჰქონ-
და და ეს ბიჭი ახლა მისი ბორდიურისგან არცთუ შორს იყო. თუ გა-
საქანს არ მივცემდი და ამ მიმართულებით გადაადგილებას ვაიძუ-
ლებდი, სავარაუდოდ, ბორდიურზე წაიბორძიკებდა და ლანგარს ხე-
ლიდან გააგდებდა. თვალები დავხარე, მიწას დავაშტერდი და შევე-
ცადე, გამემეორებინა ის, რაც რამდენიმე წუთის წინ მამეჰამ გააკე-
თა. ბიჭს წამით თვალი გავუსწორე და შემდეგ განზე გავიხედე. რამ-
დენიმე ნაბიჯში იმავე ხერხს კვლავაც მივმართე. ბიჭი უკვე ისე მომ-
ჩერებოდა, ხელში რომ ლანგარი ეჭირა, ისიც კი მიავიწყდა, აღარა-
ფერს ვამბობ ტროტუარის ბორდიურზე. როცა ერთმანეთს მივუახ-
ლოვდით, მიმართულება შევცვალე და თანდათან შევიწროება და-
ვუწყე. ვცდილობდი ისე მომეწყო საქმე, რომ ტროტუარის კიდეზე გა-
დაუბიჯებლად ჩემთვის გვერდი ვეღარ აევლო, მერე კი უცებ ავხედე.
ბიჭი შეეცადა, გზიდან ჩამომცლოდა, როგორც ვიმედოვნებდი,
ბორდიურზე წაიბორძიკა, წაიქცა და კოლოფები ტროტუარზე მიმო-
აბნია.
უნებურად გამეცინა! ჩემდა გასახარად, თვითონაც გაეცინა. კო-
ლოფების აკრეფაში დავეხმარე და ნაზად გავუღიმე. მან კი ისე მდა-
ბლად დამიხარა თავი, როგორც ეს არც ერთ სხვა მამაკაცს არ გა-
უკეთებია, და გზა გააგრძელა.

227
წამიც და, მე და მამეჰა (რომელმაც ყველაფერი დაინახა) კვლავ
ერთად ვიდექით.
– ვფიქრობ, უკვე მზადა ხარ, აღარაფერი გჭირდება! – მითხრა
მამეჰამ, მთავარ გამზირზე გადაუხვია და წამიყვანა თავის მარჩი-
ელთან – ვაზა-სანთან, რომელსაც ახლა იმ ღონისძიებების სავა-
რაუდო თარიღები უნდა შეერჩია, რომლებიც დებიუტის წინადღეებ-
ში მელოდა – ტაძარში მისვლა და ღმერთებისთვის ჩემი ზრახვების
განდობა იქნებოდა, საგანგებო ვარცხნილობის პირველად გაკეთე-
ბა თუ მამეჰასთან ერთად დებად სახელდების ცერემონიის ჩატარე-
ბა.

***
იმ ღამით ძილი არ გამკარებია. ამდენი ხნის ნატვრა ამისრულ-
და! აფორიაქებულს, გულ-მუცელი პირდაპირ მიდუღდა. ხელისგუ-
ლები ოფლისგან მიბზინავდა იმის გაფიქრებაზეც კი, რომ სულ მალე
საუცხოო, ნანატრ სამოსს ჩავიცვამდი და ჩაის სახლის ოთახში თავ-
მოყრილ მამაკაცებს გამოვეცხადებოდი. ეს ფიქრი ყოველ ჯერზე
ისეთ საამურ მღელვარებას მგვრიდა, რომ მუხლიდან მკერდამდე,
მთელ სხეულში მწიწკნიდა. წარმოვიდგინე, როგორ მივადგებოდი
ჩაის სახლს, როგორ გავწევდი ვასიცუს გორგოლაჭებიან კარს, რო-
გორ მოტრიალდებოდნენ ჩემკენ იქ მსხდომი მამაკაცები... რა თქმა
უნდა, მათ შორის იქნებოდა თავმჯდომარეც. ამ კაცს ზოგჯერ ოთახ-
ში განმარტოებულსაც წარმოვიდგენდი ხოლმე. თანაც არა დასავ-
ლურ კოსტუმში, არამედ იაპონურ ეროვნულ სამოსში, რომელსაც
იმხანად საღამოობით ბევრი იცვამდა, რათა თავი უფრო ლაღად ეგ-
რძნოთ.
თავმჯდომარეს მდინარის ნაპირზე გამორიყული ხის ტოტებივით
გლუვ და პრიალა თითებში საკეს ჭიქა ეჭირა, მე კი ამქვეყნად ყვე-
ლაზე მეტად მინდოდა, ის ჭიქა შემევსო მისთვის და მისი მზერა კი-

228
დევ ერთხელ მეგრძნო. სულ თოთხმეტი წლის ვიყავი, მაგრამ ასე
მეგონა, თითქოს უკვე ორი სიცოცხლე გავლიე. ჩემი ახალი ცხოვ-
რება ახლა იწყებოდა, ძველი კი უკვე დასრულებული იყო. რამდენი-
მე წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახის შესახებ სამწუხარო
ცნობა მივიღე და თავადაც გავოცდი, როგორ შეიცვალა მას აქეთ ჩე-
მი გონების ლანდშაფტი. ყველამ ვიცით, რომ ზამთრის ხედს– როცა
ყველაფერი ერთ დღეში გადაიპენტება და ხეებიც კი თოვლის თავ-
შალში იფუთებიან – გაზაფხულზე ვეღარავინ ცნობს. თუმცა მაინც
ვერ წარმომედგინა, რომ მსგავსი რამ ადამიანებსაც გვემართება.
როცა ჩემი ოჯახის ამბავი პირველად შევიტყვე, თითქოს თოვლის
საბანი მეხურა, მაგრამ სასტიკი სუსხი თანდათანობით მიილია და
გამოჩნდა პეიზაჟი, რომლის მსგავსი არათუ ცხადში, წარმოსახვა-
შიც არასოდეს მენახა. არ ვიცი, რამდენად გარკვევით გამოვხატავ
სათქმელს, მაგრამ ჩემი დებიუტის წინ ჩემი გონება ჰგავდა ბაღს,სა-
დაც ყვავილები მხოლოდ ახლა იწყებდნენ მიწიდან თავის ამოყო-
ფას და ჯერჯერობით ვერავინ იტყოდა, რა სახე ექნებოდა ყოველივე
ამას. მღელვარებას გულში ვეღარ ვიტევდი.
ამ წარმოსახვითი ბაღის შუაგულში ქანდაკება იდგა. ეს იყო გე-
იშა. ისეთი, როგორადაც თავი მესახებოდა.

229
თავი მეცამეტე

არაერთხელ გამიგონია, რომ მომავალი გეიშას დებიუტის წინაკ-


ვირა მუხლუხოს პეპლად გარდაქმნის პერიოდის მსგავსია. ფრიად
მომხიბლავი აზრია, მაგრამ მაინც ვერაფრით გამიგია, რატომ მოს-
დით თავში მსგავსი შედარება. მუხლუხო ჭუპრში ეხვევა და კარგა
ხნით იძინებს, მე კი ასეთი მომქანცველი დღეები ცხოვრებაში არ
მქონია. პირველ რიგში უნდა მეზრუნა შეგირდი გეიშას საგანგებო
ვარცხნილობაზე, ეგრეთ წოდებულ „გახლეჩილ ატამზე“, რომელიც
ადრეც ვახსენე. იმხანად გიონში უამრავი დალაქი იყო. მამეჰას პი-
რადი დალაქი გველთევზის კერძების რესტორნის ზემოთ მდებარე,
ხალხით გადაჭედილ ოთახში მუშაობდა, სადაც ჩემი რიგის მოლო-
დინში თითქმის ორი საათი გავატარე. აქ დაახლოებით რვა გეიშას
მოეყარა თავი. ზოგი სად დაჩოქილიყო და ზოგი სად; ზოგიერთი კი-
ბის ქვეშაც კი შეყუჟულიყო. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ირ-
გვლივ უსუფთაო თმის გაუსაძლისი სუნი იდგა. რთული ვარცხნი-
ლობები, რომლებსაც გეიშები იმ დროს ატარებდნენ, იმდენ ძალის-
ხმევასა და ხარჯებს ითხოვდა, რომ ისინი დალაქებთან კვირაში
მხოლოდ ერთხელ დადიოდნენ და კვირის ბოლოს თმაზე სუნამოს
დაპკურებაც აღარ შველოდათ.
ბოლოს და ბოლოს, მოაღწია ჩემმა რიგმა. დალაქმა პირსაბანზე
ისე გადამაწვინა, უნებურად გავიფიქრე, რომ თავის წაცლას მიპი-
რებდა. შემდეგ თმაზე ერთი ბადია თბილი წყალი გადამავლო, სა-
პონი წამისვა და მოჰყვა ხეხვას. თუმცა „ხეხვა“ ალბათ რბილი ნათ-
ქვამია. გლეხკაცი რომ თოხით ყანას დაუვლის, მხოლოდ ამას თუ
შევადარებ მისი თითების მოძრაობას. დღეს უკვე ვიცი, რაც იყო
ამის მიზეზი: გეიშებისთვის ქერტლი დიდი თავსატეხია. დამეთან-
ხმეთ, იშვიათად მოიძებნება უფრო არამიმზიდველი რამ, რაც თმას
ასეთ უსუფთაო შესახედაობას აძლევს. იმის თქმა მსურს, რომ და-
ლაქს ამგვარი ქცევისთვის საპატიო მიზეზი ნამდვილად ჰქონდა,
მაგრამ გადაყვლეფილი კანი ცოტა ხანში ისე ამეწვა, რომ ტირილს

230
აღარაფერი მაკლდა.
– იტირე, თუ ასე ძალიან გინდა! მაშ რისთვისღა გადაგაყუდე
პირსაბანზე? – მითხრა დალაქმა.
ვფიქრობ, თავისი ნათქვამი ძალიან გონებამახვილურ ხუმრო-
ბად ჩათვალა, რადგან ამ სიტყვებს მხიარული ხარხარი მოაყოლა.
როცა თავის ქალა ფრჩხილებით კარგა გვარიანად დამიჯიჯგნა, ჭი-
ლოფზე გვერდულად ჩამომსვა და ხის სავარცხლით თმაში ისეთი
ძალით ჩამაფრინდა, რომ წინააღმდეგობის გაწევისას ლამის კის-
რის ძარღვები დამაწყდა.
როცა აბურდული ბღუჯები ბოლომდე ჩამომივარცხნა, დაკმაყო-
ფილდა და კამელიის ზეთი წამისვა, რომელმაც თმას ბზინვარება მი-
ანიჭა. მეგონა, ყველაზე უსიამოვნო წუთები უკან მოვიტოვე, მაგრამ
სწორედ ამ დროს დაავლო ხელი გამკვრივებული ცვილის პატარა
ნატეხს. მინდა გითხრათ, რომ ცხიმთან შეხება (კამელიის ზეთი იქ-
ნება ეს თუ ცხელი უთოს მეშვეობით დარბილებული ცვილი) თმას
ნამდვილად არ რგებს. მაინც რა ცივილიზებულია ადამიანი! წარმო-
იდგინეთ, ყმაწვილ ქალს შეუძლია მორჩილად დაუჯდეს მოწიფულ
მამაკაცს და თმა გააპოხინოს, თანაც ამ დროს მხოლოდ დროდად-
რო, ჩუმად თუ წაისლუკუნებს. მსგავსი რამ ძაღლს რომ გაუბედოთ,
ისე დაგკბენთ, თქვენი ხელი საცერს დაემსგავსება!
ცვილით დამუშავებას რომ მორჩა, დალაქმა ქოჩორი უკან გადა-
მიწია, დანარჩენ თმასაც დასწვდა და კინკრიხოზე სანემსე ბალიში-
ვით ფაფუკი გორგალი დამადგა. უკნიდან რომ შეგეხედათ, ეს „ბა-
ლიში“ შუაში ისე იყო ჩაკეცილი, თითქოს ვიღაცამ დანით ჩაჭრაო.
სწორედ ამიტომ დაერქვა ამ ვარცხნილობას „გახლეჩილი ატამი“.
მიუხედავად იმისა, რომ ამ სტილის ვარცხნილობას შემდგომში
წლების მანძილზე ვატარებდი, არის მასში რაღაც ისეთი, რასაც
მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, როცა სათანადო განმარტება ერ-
თი მამაკაცისგან მოვისმინე. დიდი ზომის კვანძს, რომელსაც „ბალი-
ში“ ვუწოდე, ქსოვილზე დახვეული თმის მეშვეობით ვიღებთ. უკნი-
დან, სწორედ იმ ადგილას, სადაც კვანძი ორად იყოფა, ქსოვილი მო-
ჩანს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი შეფერილობის და ფაქტურის

231
ქსოვილი, მაგრამ შეგირდი გეიშა, გარკვეულ ეტაპზე მაინც, ამ საქ-
მისთვის, ძირითადად, წითელ აბრეშუმს იყენებს.
ერთხელ ერთმა მამაკაცმა მითხრა:
– ამ უმანკო გოგონების უმრავლესობას ფიქრადაც არ მოსდის,
რამდენად გამომწვევია „გახლეჩილ ატმად“ წოდებული ეს ვარცხნი-
ლობა! წარმოიდგინე, რომ ახალგაზრდა გეიშასთან ერთად მისეირ-
ნობ; თავში ათასგვარი ცუღლუტური და უხამსი აზრი გიტრიალებს
იმის შესახებ, თუ რას უზამდი, რისგან უფრო მიიღებდი ნამდვილ სი-
ამოვნებას... და უცებ ხედავ ამ „გახლეჩილ ატამს“, რომლის ნაპრა-
ლიდან კარგა მოზრდილი შხეფივით იფრქვევა კაშკაშა წითელი ფე-
რი! რას გაიფიქრებ?
ვერაფერიც ვერ გავიფიქრე და ასეც ვუთხარი.
– წარმოსახვა არ გივარგა! – მიპასუხა მან.
ცოტა ხანში მივხვდი, რასაც გულისხმობდა და ისე გავწითლდი,
რომ ჩემს შემხედვარეს სიცილი წასკდა.

***
ოკიაში რომ ვბრუნდებოდი, უკვე არად ვაგდებდი ჩემს უსიამოვ-
ნო შეგრძნებებს. მერე რა, რომ ჩემი საბრალო თავის ქალა ისე
გრძნობდა თავს, როგორც მექოთნის საჭრეთლით დასერილი თიხა.
სამაგიეროდ, რამდენჯერაც მაღაზიის ვიტრინაში ჩემს ანარეკლს
თვალს მოვკრავდი, აშკარად ვგრძნობდი, რომ უკვე ანგარიშგასა-
წევი ვინმე ვიყავი.
აღარსად ჩანდა ნორჩი გოგონა; ჩემ წინაშე იყო ახალგაზრდა
ქალი! ოკიას რომ მივაღწიე, დეიდამ ვარცხნილობა დამითვალიერა
და კეთილი სიტყვები არ დაიშურა. გოგრამაც კი შემომარტყა ერთი
წრე აღტაცებული სახით, თუმცა კარგად იცოდა: ჰაცუმომოს რომ შე-
მოესწრო, შავ დღეს დააყრიდა.

232
აბა, გამოიცანით, დედა როგორ გამოეხმაურა ამ ამბავს? ვარ-
ცხნილობა უკეთ რომ დაენახა, ფეხისწვერებზე წამოიწია (რითიც
ბევრს ვერაფერს მიაღწია, იმიტომ, რომ მასზე მაღალი ვიყავი).მე-
რე კი აწუწუნდა, რაღა მამეჰას დალაქთან წახვედი, ჰაცუმომოს და-
ლაქი სჯობსო...
თავდაპირველად ნებისმიერი მაიკო ამაყობს თავისი ვარცხნი-
ლობით, მაგრამ სამ-ოთხ დღეში ჭირივით სძულდება. როცა დალა-
ქისგან შინ სიქაგამოცლილი ბრუნდება, ბალიშზე თავს ისე არხეი-
ნად ვეღარ დებს,როგორც წინაღამით. ასე თუ არ მოიქცა, მისი ვარ-
ცხნილობა ფორმას დაკარგავს და მეორე დილით, გაღვიძებისთანა-
ვე კვლავ მოუწევს დალაქთან გაქცევა. ამიტომ პირველი ვარცხნი-
ლობის გაკეთების დღიდან შეგირდი გეიშა ძილის ახალ „ხერხებს“
უნდა დაეუფლოს. ამიერიდან ის, ჩვეულებრივი ბალიშის ნაცვლად,
იყენებს ტაკამაკურას, რომელიც ადრეც ვახსენე. ეს მოწყობილობა
კეფის საყრდენს უფრო ჰგავს, ვიდრე ბალიშს.
მის დასამზადებლად მეტწილად ბზით დატენილ ტომარას იყენე-
ბენ, მაგრამ მაინც ისე გრძნობ თავს, თითქოს კისერი ქვაზე გაქვს
ჩამოდებული. წევხარ ფუტონზე, შენი ვარცხნილობა სადღაც ჰაერში
კიდია და გგონია, რომ ყველაფერი რიგზეა, სანამ ძილი არ წაგი-
ღებს. მაგრამ აი, იღვიძებ და ხედავ, რომ ძილში თავი ჩამოგცურე-
ბია და შენი ვარცხნილობა ისეა დატკეპნილი, თითქოს ტაკამაკურა
არც კი გამოგიყენებია. ამ თავსატეხის მოგვარებაში დეიდა დამეხ-
მარა. თავქვეშ, ჭილოფზე ბრინჯის ფქვილით სავსე ლანგარი ჩამიდ-
გა და რამდენჯერაც თავი ძირს გადმომივარდებოდა, თმა ბრინჯის
ფქვილში მეფლობოდა. ფქვილი თმაზე გადასმულ ცვილს ეკვროდა
და ვარცხნილობას ანადგურებდა. გოგრამ ჩემ თვალწინ გაიარა ეს
გამოცდა. ახლა ჩემი ჯერი იყო.
ერთხანს მართლაც ვწვალობდი. დილაობით აღმოვაჩენდი
ხოლმე, რომ ჩემი ვარცხნილობა აღარაფრად ვარგოდა, მერე კი სა-
დალაქოს კართან მორიგი სატანჯველის მოლოდინში საათობით
ვყურყუტებდი.

233
***
დებიუტამდე დარჩენილმა ერთმა კვირამ ასე ჩაიარა. ნაშუად-
ღევს დეიდა მომადგებოდა, ყველა აუცილებელი რეგალიით შემამ-
კობდა და შემდეგ კარგა ხანს დამატარებდა ოკიის სოხანიან დერე-
ფანში. ეს ძალას მმატებდა და ერთგვარად მაკაჟებდა. თავიდან ნა-
ბიჯის გადადგმაც კი მიჭირდა და სულ მეშინოდა, პირაღმა არ გავ-
შოტილიყავი. საქმე ის არის, რომ ყმაწვილი ქალები გაცილებით
უფრო მდიდრულად იკაზმებიან, ვიდრე ხანდაზმულები, რაც ხაზგას-
მულად კაშკაშა ფერებისა და განსაკუთრებულად ეფექტური ქსოვი-
ლების გარდა, გრძელი ქამრების ტარებასაც გულისხმობს. მოწიფუ-
ლი ქალი, ჩვეულებისამებრ, ობის უკან იკრავს. ამას „დოლისებური
კვანძი“ ეწოდება, რადგან მას ცილინდრული ფორმის პატარა, კოხ-
ტა კოლოფის ფორმა აქვს. ამგვარ კვანძს ბევრი ქსოვილი არ სჭირ-
დება, მაგრამ ოცი წლის ქალიშვილი უფრო ეფექტურ ქამრებს ატა-
რებს. შეგირდი გეიშას შემთხვევაში კი ეს ეფექტურობა განსაკუთ-
რებით თვალშისაცემია. ასეთ ქამარს დარარი ობი ანუ „ჩამოკიდე-
ბული ობი“ ეწოდება, იგი ძალიან მაღლა, ბეჭებთან იკვანძება და
ბოლოები თითქმის მიწაზე დასთრევს. რაც არ უნდა მძაფრი ფერის
იყოს თვითონ კიმონო, ობი მის ფონზე უფრო მკვეთრად უნდა გამო-
ირჩეოდეს. როცა მაიკო ქუჩაში თქვენ წინ მისეირნობს, კიმონოზე
მეტად სწორედ მისი თვალისმომჭრელი დარარი იპყრობს თქვენს
ყურაღებას. თვითონ კიმონო თითქმის დაფარულია, მხოლოდ აქა-
იქ, მხრებზე და გვერდებიდან ჩანს მისი ქსოვილი. ამ ეფექტის მი-
საღწევად ობისთვის იმდენად გრძელ ნაჭერს არჩევენ, რომ მისი ბო-
ლოები ოთახის ერთი კედლიდან მეორეს სწვდება. ამგვარი სარ-
ტყლების ტარებას წონა უფრო აძნელებს, ვიდრე სიგრძე, რადგან
ისინი ყოველთვის მძიმე აბრეშუმის ფარჩისგან იკერება. ამ ქამრით
კიბეზე ასვლა ძალიან დამღლელია. ადვილი წარმოსადგენია, რო-

234
გორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც ეს სქელი ღვედები მახ-
რჩობელა გველებივით შემოხვევია წელზე, ხოლო მათი ბოლოები
უკნიდან ისე ამძიმებს, თითქოს ვინმემ ზურგზე ჩემოდანი აჰკიდა.
ყველაზე უარესი ის არის, რომ თავისი გრძელი, ფართხუნა სახელ-
ოების გამო, თვითონ კიმონოც ძალიან მძიმეა. ალბათ შეგიმჩნევი-
ათ, როცა ქალს კიმონო აცვია, ხელის გაწვდენის დროს მისი სახე-
ლო ჯიბის მსგავსად იკეცება. ეს მოჩვარული, დიდი ჯიბე, რომელსაც
ფურის ვუწოდებთ, მაიკოს სამოსის ყველაზე გრძელი ნაწილია. თუ
ქალმა სიფრთხილე არ გამოიჩინა, არ არის გამორიცხული, რომ
ქსოვილი მიწას შეეხოს, ხოლო ცეკვის დროს შეიძლება მისი წყა-
ლობით წაიბორძიკოს კიდეც, თუ მანამდე არ იმარჯვა და მკლავზე
რამდენჯერმე არ დაიხვია.
მინდა წლების წინანდელი ამბავი გავიხსენო. ერთ ღამით კი-
ოტოს უნივერსიტეტის ერთი სწავლული კარგა გვარიანად გამოთ-
ვრა და შეგირდი გეიშას სამოსზე ისეთი რამ მითხრა, არასოდეს და-
მავიწყდება:– ცენტრალური აფრიკის ბინადარი მანდრილი ყველა-
ზე თვალშისაცემ ცხოველად ითვლება პრიმატებს შორის, მაგრამ მე
ასე ვიტყოდი: ყველაზე კაშკაშა შეფერილობის პრიმატი – გიონის
შეგირდი გეიშაა!

***
დადგა ჩემი და მამეჰას დებად შეყრის საზეიმო, ნანატრი დღე.
ადრიანად ვიბანავე და მთელი დილა ჩაცმას მოვანდომე. კოსმეტი-
კასა და ვარცხნილობაში ბოლო შტრიხების შეტანის დროს ხელი
დეიდამ წამაშველა. უცნაური განცდა მქონდა: ცვილისა და თეთრი
უმარილის სქელი ფენის ქვეშ საკუთარ სახეს ვეღარ ვგრძნობდი, თუ
მას ხელით არ ვეხებოდი. ეს იმდენჯერ გავიმეორე, რომ დეიდას ჩე-
მი სახის შეთეთრებამ ხელახლა მოუწია. მაგრამ ყველაზე უცნაური
რამ მოგვიანებით მოხდა, როცა საკუთარი თავი სარკეში ყურადღე-
ბით შევათვალიერე. ვიცოდი, რომ სარკის წინ დაჩოქილი ადამიანი

235
მე ვიყავი, მაგრამ ის უცნობი გოგონაც მე ვიყავი, იქიდან მზერას
რომ მაგებებდა. ხელიც კი გავუწოდე და შევეხე ამ არსებას, რომელ-
საც დიდებულად, გეიშასებურად მოხატულ ქათქათა სახეზე კვირტი-
ვით გადაშლოდა წითელი ბაგეები. ღაწვებზე ძლივს შესამჩნევად
გადასდიოდა მკრთალი ვარდისფერი. თმა აბრეშუმის ყვავილები-
თა და ქერქგაუცლელი ბრინჯის თავთავებით ჰქონდა მორთული.
ტანთ საგარეო შავი კიმონო ემოსა, ნიტას ოკიის კამონითა25 და სა-
კურას მოტივით. რის ვაი-ვაგლახით წამოვიმართე, ამჯერად დერე-
ფანში, დიდ სარკესთან დავდექი და საკუთარ გამოსახულებას აქაც
გაოგნებული მივაშტერდი. ჩემი კიმონოს ცალ კალთაზე, ქობიდან
თეძომდე, მოქარგული დრაკონის დაგრეხილი სხეული მიიკლაკნე-
ბოდა. მისი ფაფარი ულამაზესი, წითელი მოჭიქული ძაფით იყო ამო-
ქარგული. ბრჭყალები და ეშვები ვერცხლისა ჰქონდა, თვალები –
ნამდვილი ოქროსი. სახე ცრემლით რომ არ დამსველებოდა, თავი
ავწიე და ჭერს ავხედე. სანამ ოკიას დავტოვებდი, თავმჯდომარის ნა-
ჩუქარ ცხვირსახოცს დავწვდი და ქამარში შევინახე, იღბლის მოსა-
ზიდად. დეიდამ მამეჰას სახლამდე მიმაცილა.
მამეჰას მადლობა გადავუხადე და სამუდამო მოწიწება და პატი-
ვისცემა აღვუთქვი. შემდეგ სამივენი დავიძარით გიონის ტაძრისკენ,
სადაც მე და მამეჰამ ღმერთებს ტაშისკვრით ვამცნეთ, რომ მალე
დები გავხდებოდით. მათ სამომავლოდაც გამოვთხოვე წყალობა,
შემდეგ თვალები დავხუჭე და მადლი მივაგე იმისთვის, რომ სამ-ნა-
ხევარი წლის წინათ ჩათქმული სურვილი შემისრულეს და გეიშად
მაქციეს.
ცერემონია შედგა „იჩირიკიში“, რომელიც იაპონიაში უდავოდ
ყველაზე განთქმულია. ამ ჩაის სახლს მართლაც დიდი ისტორია
აქვს. მეტწილად იმიტომ, რომ მეთვრამეტე საუკუნეში მას ერთმა სა-
მურაიმ თავი შეაფარა. ოდესმე იქნებ თქვენც გსმენიათ ამბავი ორ-
მოცდაშვიდი რონინისა, რომლებმაც თავიანთი ბატონისთვის შური

25 გერბი, ემბლემა, სიმბოლური გამოსახულება

236
იძიეს და შემდეგ სეპუკუს26 წესით თავადაც მოისწრაფეს სიცოცხლე.
სწორედ მათი წინამძღოლი შეეხიზნა „იჩირიკის“ იმ დღეებში, როცა
ამ შურისძიებას გეგმავდა.
გიონის ჩაის სახლების უმრავლესობა ქუჩიდან არ მოჩანს. მხო-
ლოდ მათ მოკრძალებულ სადარბაზოებს თუ მოჰკრავთ თვალს, მა-
გრამ „იჩირიკი“ შიჯოს გამზირის კუთხეში დგას და ისე ადვილად შე-
ამჩნევთ, როგორც ვაშლს ხის ტოტზე. გარედან კრამიტით გადახუ-
რული მოყვითალო-ნარინჯისფერი გალავანი აქვს შემოვლებული.
ეს შენობა ნამდვილ სასახლედ მომეჩვენა.
ამასობაში მამეჰას უმცროსი დები და დედაც შემოგვიერთდნენ.
როცა ჩაის სახლის ბაღში თავი მოვიყარეთ, მსახური გვეახლა და
ჯერ ვესტიბიულში, შემდეგ კი მიხვეულ-მოხვეული დერეფნით პატა-
რა ვასიცუში შეგვიყვანა. ასეთ ლამაზ გარემოში სხვა დროს არასო-
დეს ვყოფილვარ. ხის ყველა დეტალს პრიალი გაუდიოდა. კედლე-
ბიც იდეალურად იყო მოპირკეთებული. მყისვე მეცა კუროიაკის
მოტკბო სუნი, რომელიც მცენარეების მტვრის სუნს მოგაგონებდათ.
კუროიაკი არის სუნამო, რომელიც ზოგიერთი ჯიშის ხის დანახშირე-
ბით მზადდება. მასა იფქვება და შედეგად ვიღებთ ნაცრისფერ, ფა-
ფუკ ფხვნილს. ეს სუნამო უკვე მოძველებულია. მამეჰაც კი, რომე-
ლიც, როგორც ალბათ თქვენც შეამჩნიეთ, საკმაოდ ტრადიციული
გეიშა იყო, უპირატესობას დასავლურ პარფიუმერიას ანიჭებდა, მაგ-
რამ კუროიაკის გეიშების მთელი თაობები იყენებდნენ და მისი სურ-
ნელი ჩაის სახლ „იჩირიკის“ დღემდე აჩრდილივით სდევს თან. მე
ახლაც მაქვს შემორჩენილი ცოტაოდენი კუროიაკი, რომელსაც ხის
პატარა ჭურჭელში ვინახავ. როცა მას ვყნოსავ, ისევ იქაურობას ვუბ-
რუნდები...
ცერემონია, რომელსაც „იჩირიკის“ დიასახლისი ესწრებოდა,
მხოლოდ ათი წუთი გრძელდებოდა. მოახლემ საკეს ჭიქებით სავსე
ლანგარი მოიტანა და მე და მამეჰამ ერთად დავლიეთ. მე სამჯერ

26 იაპონური თვითმკვლელობის რიტუალია მუცლის გამოფატვრით

237
მოვსვი, შემდეგ ჭიქა მას გადავაწოდე და მანაც სამჯერ მოსვა. ამ სა-
ხით სამი სხვადასხვა ჭიქა ჩავცალეთ და რიტუალიც დასრულდა. ამ
წუთიდან ჩიო აღარ მერქვა. მე გავხდი შეგირდი გეიშა, სახელად
საიური.
შეგირდობის პირველ თვეს ახალგაზრდა გეიშას „მორჩილი“
ეწოდება და უფროსი დის გარეშე კლიენტს ვერც უცეკვებს და ვერც
სხვაგვარად გაართობს. ფაქტობრივად, ის არაფერს აკეთებს, მხო-
ლოდ აკვირდება და სწავლობს. რაც შეეხება ჩემს ახალ სახელს, მა-
მეჰა მის შესარჩევად თავის მარჩიელს საკმაოდ დიდხანს ეთათბი-
რა. საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ სახელის ჟღერადობა არ არის
მთავარი. იეროგლიფების მნიშვნელობაც არანაკლებ როლს თამა-
შობს და წერის დროს გამოყენებული შტრიხების რაოდენობაც,
რადგან ამ რაოდენობის დაჯამებისას მიღებული რიცხვი შესაძლოა
იღბლიანი ან პირიქით, უიღბლო იყოს. ჩემი ახალი სახელის პირვე-
ლი მარცვალი „სა“ ნიშნავს ერთად ყოფნას, „იუ“ ზოდიაქოს ნიშანს
– მამალს უკავშირდება და ჩემს პიროვნებაში სხვა ელემენტებს აბა-
ლანსებს, ხოლო „რი“ გაგებას, ჩაწვდომას ნიშნავს. მამეჰას სახე-
ლიდან ნაწარმოები ყველა კომბინაცია მარჩიელმა, სამწუხაროდ,
არასასურველად მიიჩნია. ახალი სახელი ძალიან მომეწონა, მაგ-
რამ იმის გამო, რომ ამიერიდან ჩიოს აღარავინ დამიძახებდა, ცოტა
არ იყოს, უჩვეულო განცდა დამეუფლა. ცერემონიის შემდეგ სხვა
ოთახში გადავინაცვლეთ, სადაც სადილად ეგრეთ წოდებული „წი-
თელი ბრინჯი“ (ბრინჯისა და წითელი ლობიოს ნაზავი) უნდა მიგვერ-
თმია. უგემურად ვიციცქნებოდი, რადგან საზეიმო განწყობის ნაც-
ვლად რაღაც უცნაურმა მოუსვენრობამ შემიპყრო. დიასახლისმა შე-
კითხვა დამისვა, და როცა საიური მიწოდა, მივხვდი, რაც მაწუხებდა:
ამიერიდან აღარ არსებობდა პატარა გოგონა ჩიო, რომელიც სოფ-
ლის გუბურასა და თავის მთვრალ სახლს შორის ფეხშიშველი მი-
მორბოდა. ვიგრძენი, როგორ გააქრო იგი ახალმა, ქათქათა სახიან-
მა და წითელტუჩება ყმაწვილმა ქალმა, სახელად საიურიმ.
მამეჰას გეგმა ასეთი იყო: დღის პირველ ნახევარში ჩემთან ერ-
თად მთელი გიონი უნდა შემოევლო და ჩაის სახლებისა და ოკიების

238
დიასახლისებისთვის წარვედგინე, რომლებთანაც სხვადასხვა
დროს ურთიერთობა ჰქონია. თუმცა ნასადილევს გარეთ უცებ არ
გავსულვართ, მამეჰამ „იჩირიკის“ ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა და
დაჯდომა შემომთავაზა.
ცხადია, გეიშა, რომელსაც კიმონო აცვია, არასოდეს „ჯდება“, ამ
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იმას, რასაც ჩვენ დაჯდომას
ვუწოდებთ, სხვა ადამიანებისთვის დაჩოქებაა. როგორც იქნა, შე-
ვასრულე მისი თხოვნა, მაგრამ მამეჰა უკმაყოფილოდ დაიჭყანა და
მთხოვა, მოძრაობა ხელახლა გამემეორებინა. ხალათის სიმძიმის
გამო ამ ამოცანის ჯეროვნად შესრულებას რამდენიმე მცდელობა
დასჭირდა. მამეჰამ ყელიანი გოგრის ფორმის მქონე პატარა სამკაუ-
ლი გამომიწოდა და მასწავლა, როგორ უნდა დამემშვენებინა ამ
სიმბოლური ნივთით ჩემი ობი. საქმე ისაა, რომ ყელიანი გოგრა,
რომელიც ცარიელი და მსუბუქია, სხეულის სიმძიმის ერთგვარ სა-
პირწონედ მოიაზრება და ბევრი მოუხერხებელი და ტლანქი ახალ-
გაზრდა შეგირდი მისი მეშვეობით თითქოს წონასწორობის შენარ-
ჩუნებას ცდილობს. მამეჰა მცირე ხნით გამესაუბრა და როცა წასვლა
დავაპირეთ, მთხოვა, მისთვის ერთი ფინჯანი ჩაი დამესხა. ჩაიდანი
ცარიელი იყო, მაგრამ, მამეჰას თხოვნით, თავი მოვიკატუნე, ვითომ
ჩაის ვასხამდი.
მას უნდოდა, ენახა, როგორ ვიწევდი სახელოებს ჩაის დასხმი-
სას. მეგონა, ზუსტად მივუხვდი და ძალიან მოვინდომე, მაგრამ მა-
ინც უკმაყოფილო დარჩა.
– პირველ რიგში ეს მითხარი, ვის ფინჯანს ავსებ? –მკითხა უცებ.
– თქვენსას! – ვუპასუხე.
– ძალიან გთხოვ, ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას ნუ ცდილობ.
წარმოიდგინე, რომ ვიღაც სხვა ვარ. აბა, მითხარი, მამაკაცი ვარ თუ
ქალი?
– მამაკაცი!
– კეთილი. მოდი, კიდევ დაასხი. დავემორჩილე, მაგრამ სანამ
ჩემს საქმეს ვაკეთებდი, მამეჰა ისე გულმოდგინედ ცდილობდა ჩემს
სახელოში შეჭვრეტას, ლამის კისერი მოეგრიხა.

239
– როგორ მოგეწონა? – მკითხა ბოლოს. – აი, ზუსტად იგივე მოხ-
დება, თუ მკლავს ასე მაღლა ასწევ!
მკლავი უფრო დაბლა ჩამოვწიე და კვლავ ვცადე „ჩაის დასხმა“.
ამჯერად მამეჰამ ნაძალადევად დაამთქნარა და მის გვერდით
მჯდომ წარმოსახვით გეიშასთან მუსაიფი გააბა.
– როგორც ვხვდები, იმის თქმა გინდათ, რომ მოგაწყინეთ, არა?
ნეტავ რატომ უნდა მოიწყინოს ადამიანმა, რომელსაც ჩაის უსხამენ?
– ვკითხე.
– შეიძლება, არ გინდოდეს, რომ ვინმემ სახელოში ჩაგხედოს,
მაგრამ არც უკარებად უნდა მოაჩვენო თავი. მამაკაცებს მხოლოდ
ერთი რამ აინტერესებთ. დამიჯერე, სულ მალე მიხვდები, რაზეც გე-
ლაპარაკები. მანამდე კი შენი საქმე გააკეთე. გაახარე მამაკაცი და
აგრძნობინე, რომ ნებას რთავ, შენი სხეულის ისეთი ნაწილები იხი-
ლოს, რომელსაც სხვა ვერ ხედავს. შენ ახლა ჩაი ზუსტად ისე ჩამო-
მისხი, როგორც ამას მოახლეები აკეთებენ. თუ ახალბედა გეიშა ასე
მოიქცა, საბრალო მამაკაცს იმედი გადაეწურება. აბა, კიდევ ერ-
თხელ სცადე. ოღონდ ჯერ მკლავი უნდა მიჩვენო, – მითხრა მამეჰამ.
სახელო იდაყვამდე ავიწიე და მკლავი გავუწოდე. მამეჰამ
მკლავში ხელი წამავლო, შეათვალიერა და თქვა:
– ლამაზად მოყვანილი მკლავები გაქვს, მშვენიერი კანი... უნდა
იზრუნო იმაზე, რომ ყველა მამაკაცმა, რომელიც გვერდით მოგიჯ-
დება, ეს ერთხელ მაინც ნახოს.
ყურადღებით ვუსმენდი და ჩაის კვლავ და კვლავ „ვასხამდი“, სა-
ნამ საბოლოოდ არ დაკმაყოფილდა. მკლავის გამოსაჩენად საკმა-
რისი იყო სახელოს ოდნავ აწევა, მაგრამ, ამავდროულად, ჩემი გან-
ზრახვა ძალიან თვალშისაცემი არ უნდა ყოფილიყო. სახელო იდაყ-
ვამდე რომ ამეკაპიწებინა, სასაცილო იქნებოდა· ამიტომ როგორმე
უნდა მემარჯვა და თავი ისე მომეჩვენებინა, რომ სახელო უბრალოდ
ხელს მიშლიდა, და მკლავი რამდენიმე თითის სიგანეზე გამომეჩი-
ნა. მამეჰას თქმით, მკლავის ყველაზე ლამაზი ადგილი მაჯის შიდა
მხარეა, ამიტომ ვეცადე, ჩაიდანი ისე დამეჭირა, რომ მამაკაცს ჩემი

240
მკლავის სწორედ ეს მონაკვეთი ენახა. მამეჰამ მთხოვა, კიდევ ერ-
თხელ გამემეორებინა ეს ფანდი, ოღონდ ამჯერად წარმომედგინა,
რომ ჩაის „იჩირიკის“ დიასახლისს ვუსხამდი. მაჯა ისევ გამოვაჩინე,
მაგრამ მამეჰამ იმწამსვე უკმაყოფილო სახე მიიღო
– კარგი, რა, მე ხომ ქალი ვარ! რისთვისღა მიჩვენებ შენს
მკლავს?! ალბათ გინდა, რომ გამაბრაზო!
– როგორ თუ გაგაბრაზოთ?!
– სხვა რა უნდა ვიფიქრო? შენს ახალგაზრდობასა და სილამაზეს
მიჩვენებ, მაშინ როცა მე ბებერი და დაჩაჩანაკებული ვარ. ან იქნებ
იმიტომ აკეთებ ამას, რომ ვულგარულობა გიზიდავს?
– რა არის ამაში ვულგარული?
– მაშ, რისთვის მიჩვენე შენი მკლავის ქვედა ნაწილი? ეს იგივეა,
რომ ტერფის ქვედა ან ბარძაყის შიდა ნაწილი მაჩვენო. თუ რამეს
შემთხვევით თვალი მოვკარი, ეგ არაფერი, მაგრამ საგანგებოდ
რომ მიჩვენებ, ეს სულ სხვაა...
კიდევ რამდენჯერმე ჩამოვასხი ჩაი, ოღონდ ამჯერად მიხრა-მოხ-
რის უფრო კდემამოსილი და მისაღები ფორმა შევარჩიე. ბოლოს მა-
მეჰამ გამოაცხადა, რომ გიონში წასასვლელად მზად ვიყავით.
რამდენიმე საათი შეგირდი გეიშას სამოსელში გავატარე, რაც
თავისთავად არ იყო ადვილი, ახლა კი წინ კიდევ ერთი გამოცდა მე-
ლოდა: მთელი გიონი უნდა შემომევლო ფეხსაცმელებით, რომლებ-
საც ოკობოს ვუწოდებთ.
ამ ფეხსაცმელს ხის საკმაოდ მაღალი ძირი და ტერფის დასამაგ-
რებელი, ჭიქურით დამუშავებული, ლამაზი ღვედები აქვს. ზოგს ძა-
ლიან მოხდენილად ეჩვენება ოკობოს ძირის სოლისებური, ქვევით-
კენ თანდათან ჩავიწროებული ფორმა და ზედაპირთან შედარებით
თითქმის ორჯერ მოკლე ლანჩა, მაგრამ რომ ჩავიცვი, ლამაზად გავ-
ლა ძალიან გამიძნელდა. ასე მეგონა, ტერფებზე კრამიტები მქონდა
აკრული.
მე და მამეჰამ არანაკლებ ოც სხვადასხვა ოკიასა და ჩაის სახლს
ჩამოვუარეთ, თუმცა თითოეულ მათგანში მხოლოდ რამდენიმე წუ-
თი დავყავით. კარს, როგორც წესი, მოახლე გვიღებდა, მამეჰა კი

241
თავაზიანად ითხოვდა გასაუბრებას დიასახლისთან, რომელსაც
შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:
– მსურს წარმოგიდგინოთ ჩემი უმცროსი და – საიური!
ამის შემდეგ მასპინძელს თავს მდაბლად ვუკრავდი და ვამბობ-
დი:
– თქვენი წყალობა ნუ მომაკლდება, ქალბატონო!
მამეჰა და დიასახლისი მცირე ხანს წაიმუსაიფებდნენ და შემდეგ
იქაურობას ვტოვებდით. ზოგან ჩაის გვთავაზობდნენ,აქაც ხუთიოდე
წუთით ვრჩებოდით, თუმცა ჩაის დალევის არავითარი სურვილი არ
მქონდა. მხოლოდ ტუჩებს თუ გავისველებდი ხოლმე. მიზეზი ის გახ-
ლდათ, რომ საპირფარეშოთი სარგებლობა კიმონოში გამოწყობი-
ლი ადამიანისთვის ის უნარ-ჩვევა იყო, რომლის ათვისებას საკმაო
ძალისხმევა სჭირდებოდა, მე კი დარწმუნებული არ ვიყავი,რომ ამ
საქმეს თავი ბოლომდე გავართვი. ერთ საათში ისე მოვიქანცე, ძა-
ლა მხოლოდ იმისთვის მყოფნიდა, რომ სიარულის დროს კვნესის-
გან თავი შემეკავებინა. თუმცა მაინც ნაბიჯის შეუნელებლად მივი-
წევდით წინ. იმხანად გიონი პირველი კლასის დაახლოებით ოცდა-
ათ თუ ორმოც და შედარებით დაბალი დონის ასამდე ჩაის სახლს
ითვლიდა. ცხადია, ყველა მათგანს ვერ ვესტუმრებოდით. მამეჰა,
ძირითადად, თხუთმეტ თუ თექვსმეტ მათგანთან თანამშრომლობ-
და.
რაც შეეხება ოკიებს, გიონში ასამდე ასეთი დაწესებულება არსე-
ბობდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანს ვესტუმრეთ,
რომლებთანაც მამეჰას უკვე ჩამოყალიბებული კავშირები ჰქონდა.
ჩვენი ვიზიტები დღის სამ საათზე დავასრულეთ. ოკიაში დაბრუნება-
სა და მცირე ხნით წაძინებას არაფერი მერჩია, მაგრამ მამეჰას სა-
ღამოსთვის სხვა გეგმები ჰქონდა: შეგირდი გეიშას როლში პირველ
ღონისძიებას უნდა დავსწრებოდი.
– წადი, აბაზანა მიიღე. ისეთი გაოფლიანებული ხარ, სახეზე მა-
ლე უმარილის ნასახი აღარ შეგრჩება.
მართლაც ბევრი ვიშრომე შემოდგომის იმ თბილ დღეს.

242
***
დეიდა ტანსაცმლის გახდაში დამეხმარა, შემიბრალა და ნახევა-
რი საათით თვალის მოტყუების საშუალებაც მომცა. რაკი ჩემი სუ-
ლელური შეცდომები უკან მოვიტოვე და ახლა გაცილებით ბრწყინ-
ვალე მომავალი მელოდა, ვიდრე გოგრას, მოხუცს გული კვლავ მო-
უბრუნდა ჩემზე .
ცოტა ხანში გამაღვიძა და აბაზანაში შევირბინე. ხუთი საათის-
თვის ჩაცმა და შეღებვა უკვე დასრულებული მქონდა. ალბათ წარ-
მოგიდგენიათ, რა აღელვებული ვიყავი. წლობით ვადევნებდი
თვალს, როგორ გადიოდა საღამოს საათებში ულამაზესად გამოწ-
ყობილი ჰაცუმომო, და მოგვიანებით, გოგრა. ახლა კი ჩემი ჯერი
იყო! ღონისძიება, რომელსაც პირველად უნდა დავსწრებოდი, გახ-
ლდათ ბანკეტი სასტუმრო „კანსაიში“. ხსენებულ ბანკეტებს, ძირი-
თადად, მშრალი და ოფიციალური ღონისძიებების სახე ჰქონდა.
ასეთ დროს დიდი ვასიცუს კედლების გასწვრივ ერთმანეთის მხარ-
დამხარ ნალისებურად ჩამწკრივდებოდნენ ხოლმე სტუმრები, რომ-
ლებსაც წინ სადგარებზე დამაგრებული ლანგრები ედოთ. გეიშე-
ბი,რომლებიც მათ ართობდნენ, ოთახის ცენტრში, ხსენებული „ნა-
ლის“ შიგნით გადაადგილდებოდნენ. მხოლოდ რამდენიმე წუთით
ჩაიმუხლებდნენ ხოლმე ამა თუ იმ სტუმრის წინ, საკეს ჩამოსასხმე-
ლად და გასაბაასებლად. მხიარულ ღონისძიებას ამას ნამდვილად
ვერ დაარქმევდით. ჩემი როლი მამეჰას როლზე უფრო მდარე და
მოსაწყენი იყო. მის გვერდით ჩრდილივით ვიდექი. როცა სტუმრებს
ეცნობოდა, მეც იმავეს ვაკეთებდი, თავს მდაბლად ვხრიდი და ვამ-
ბობდი:
– ჩემი სახელია საიური. მე გახლავართ მორჩილი და გთხოვთ,
წყალობა არ მომაკლოთ.
ამის შემდეგ ხმას აღარ ვიღებდი. არც მე გამომლაპარაკებია ვინ-
მე.

243
ბანკეტის დასასრულს ოთახის ერთ მხარეს კარი გაიღო და მამე-
ჰამ და კიდევ ერთმა გეიშამ ერთად წარმოადგინეს ცეკვა, სახელწო-
დებით ჩი-იო ნო ტომო („სამარადჟამო მეგობრები“). ეს ლამაზი მუ-
სიკალური ჩანახატი გვიამბობს ორ ერთგულ მეგობარ ქალზე, რომ-
ლებიც დიდი ხნის განშორების შემდეგ ერთმანეთს ხვდებიან. მამა-
კაცების უმრავლესობამ მთელი წარმოდგენა კბილების ჩიჩქნაში
გაატარა. ისინი რეზინის სარქვლების თუ რაღაც ამის მსგავსი პრო-
დუქციის დამამზადებელი დიდი კომპანიის მესვეურები იყვნენ და
კიოტოში ამგვარ ბანკეტებზე ყოველწლიურად იკრიბებოდნენ, არა
მგონია, რომელიმე მათგანს სცოდნოდა,რა განსხვავებაა ცეკვასა
და მთვარეულის ბორიალს შორის. მე კი ამ სანახაობამ ნამდვილად
მომაჯადოვა. გიონის გეიშები ცეკვის დროს დასაკეც მარაოს ყო-
ველთვის ერთგვარ დამხმარე რეკვიზიტად იყენებენ და ამ მხრივ მა-
მეჰა განსაკუთრებული ოსტატი იყო. თავიდან მარაო დაკეცა, და
როცა მთელი სხეულით დაბზრიალდა, მარაო ნატიფი მოძრაობით
შეარხია, რათა მორაკრაკე წყლის ნაკადის შთაბეჭდილება შეექმნა.
შემდეგ მარაო გაშალა და გადააქცია ფიალად, რომელშიც მისმა
მეწყვილემ საკე ჩამოასხა. როგორც უკვე გითხარით, ცეკვა მარ-
თლაც წარმტაცი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა მელოდიაზეც, რომელ-
საც შამისენზე ერთი საოცრად გამხდარი, თვალებაწყლიანებული
გეიშა ასრულებდა.
ოფიციალური ღონისძიებები, ჩვეულებრივ, ორ საათზე მეტხანს
არ გრძელდებოდა. ამიტომ რვა საათისთვის ისევ ქუჩაში ვიყავით.
მამეჰასკენ მივტრიალდი, რათა მისთვის მადლობა გადამეხადა და
ძილი ნებისა მესურვებინა, მაგრამ უცებ მითხრა:
‒ შინ გაშვებას გიპირებდი, მაგრამ როგორც ვხედავ, ჯერ კიდევ
ენერგიით ხარ სავსე. მე კომორიას ჩაის სახლში მივდივარ, გამომ-
ყევი და პირველ არაოფიციალურ წვეულებასაც გაუსინჯე გემო.
აქაურობა უნდა შემოგატარო, თან რაც შეიძლება სწრაფად!
ვერ გამოვუტყდი, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, გრძნობები
მოვთოკე და მასთან ერთად ქუჩას ჩავუყევი. წვეულებას, როგორც

244
მამეჰამ გზაში ამიხსნა, მართავდა კაცი, რომელიც ტოკიოს ეროვ-
ნულ თეატრს ხელმძღვანელობდა. ის თითქმის ყველა გამოჩენილ
გეიშას იცნობდა იაპონიაში.
– როცა შენს თავს წარვუდგენ, ალბათ გულითადად მიგიღებს,
მაგრამ ნუ ელი, რომ ბევრ რამეს იტყვის, – გამაფრთხილა მამეჰამ.
მისი თქმით, ჩემი ერთადერთი ამოცანა ის იყო, რომ ყოველთვის
ლამაზი ვყოფილიყავი და ყურადღება არ მომედუნებინა.
– იცოდე, არაფერი უნდა მოხდეს ისეთი, რაც ცუდად წარმოგა-
ჩენს! – გამაფრთხილა კიდევ ერთხელ.
ჩაის სახლში შევედით და მოახლემ მეორე სართულზე აგვიყვა-
ნა. როცა მამეჰამ დაიჩოქა და კარი გააღო, ოთახში პირდაპირ შე-
ხედვა ვერ გავბედე, მაგრამ დავინახე, რომ ბალიშებზე, მაგიდის ირ-
გვლივ შვიდი თუ რვა მამაკაცი იჯდა. მათ დაახლოებით ოთხი გეიშა
ახლდათ. ყველას თავი დავუკარით და ოთახში შევედით. შემდეგ ჭი-
ლოფებზე მუხლი მოვიყარეთ და კარი მივხურეთ: სწორედ ასე შედი-
ან გეიშები ჩაის სახლების სასტუმრო ოთახებში. მამეჰას მითითები-
სამებრ, თავიდან გეიშებს მივესალმეთ, შემდეგ მაგიდის ერთ კუთ-
ხესთან მიმჯდარ მასპინძელს და სხვა სტუმრებს.
– მამეჰა-სან! რა კარგ დროს მობრძანდით. ალბათ მოგვიყვებით
პარიკების ოსტატის, კონდა-სანის ამბავს! – მიმართა ერთ-ერთმა
გეიშამ.
– ვაიმე, ეს ამბავი სულ აღარ მახსოვდა! – წამოიძახა მამეჰამ.
ყველამ გაიცინა.
წარმოდგენა არ მქონდა, რა ხუმრობაზე იყო ლაპარაკი.
მამეჰამ მაგიდის ირგვლივ შემომატარა და მასპინძლის. წინაშე
დაიჩოქა. მეც მის გვერდით ჩავიმუხლე.
‒ ბატონო დირექტორო. ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი
უმცროსი და, – თქვა მამეჰამ.
ჩემი ჯერიც დადგა. მასპინძელს თავი დავუკარი, გავეცანი და
წყალობა ვთხოვე. მასპინძელი ძალიან ნერვიული,თვალებგად-
მოკარკლული და წიწილივით გალეული კაცი იყო. ჩემთვის არც კი

245
შემოუხედავს, ნამწვებით თითქმის პირთამდე სავსე საფერფლეში
ჩააფერფლა და თქვა:
– რა ისტორიაა პარიკების ოსტატ კონდა-სანზე? – ჰკითხა მამე-
ჰას. – გოგოები მთელი საღამო იხსენებენ, მაგრამ არავინ ჰყვება.
– ნამდვილად არ ვიცი! – უპასუხა მამეჰამ.
‒ ეს იმას ნიშნავს, რომ მამეჰა მორცხვობს, და თუ არ მოჰყვება,
ამის გაკეთება მე მომიწევს! – თქვა ერთ-ერთმა გეიშამ.
მამაკაცებს ეს იდეა აშკარად მოეწონათ, მაგრამ მამეჰამ პასუ-
ხად მხოლოდ ამოიოხრა.
– მე კი მამეჰას ერთ ჭიქა საკეს დავუსხამ, ნერვების დასამშვიდე-
ბლად! – თქვა დირექტორმა და სანამ მამეჰას სასმელს შესთავაზებ-
და, თავისი საკე გადაასხა წყლით სავსე ჯამში, რომელიც მაგიდაზე
სწორედ ამ მიზნით იდგა.
– მოკლედ, ეს კონდა-სანი გიონში პარიკების საუკეთესო ოსტა-
ტია, – დაიწყო ერთ-ერთმა გეიშამ, – ყოველ შემთხვევაში, ყველა
ასე ამბობს. მამეჰა-სანი წლობით დადიოდა მასთან. მას ხომ ყო-
ველთვის ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს, შეხედეთ და თვი-
თონ დარწმუნდებით!
მამეჰამ ვითომ გაბრაზებული სახე მიიღო.
– დამცინავი ჩაღიმებაც ყველაზე უკეთ გამოსდის, – დასძინა
ერთ-ერთმა სტუმარმა მამაკაცმა.
– წარმოდგენის დროს პარიკების ოსტატი ყოველთვის კულისებ-
შია და მონაწილეებს კოსტუმების გამოცვლაში ეხმარება, – განაგ-
რძო გეიშამ, – ხშირად, როცა გეიშები კიმონოებს იცვლიან, აქა-იქ
რაღაც აუცილებლად გამოკრთება ხოლმე. ხან... შიშველი ძუძუ...
ხანაც... ღინღლი! ხომ იცით, ხდება ხოლმე. მაგრამ...
– წლებია ბანკში ვმუშაობ, – გააწყვეტინა ერთ-ერთმა მამაკაცმა,
– ახლა კი პარიკის ოსტატობა მომინდა!
– პარიკის ოსტატობა, შიშველ ქალებზე მიშტერების გარდა, სხვა
უნარებსაც მოითხოვს. რაც შეეხება მამეჰა-სანს,მას ყოველთვის
ზედმეტად მკაცრად უჭირავს თავი და ტანსაცმლის გამოცვლისას
შირმას ეფარება... – თქვა ერთ-ერთმა გეიშამ.

246
– მოდით, ამ ამბავს მე თვითონ მოვყვები, – გააწყვეტინა მამე-
ჰამ, – ჯერ ერთი, ზედმეტად მკაცრი ნამდვილად არა ვარ, უბრა-
ლოდ, კონდა-სანი ისე მოუთმენლად აცეცებდა თვალებს, ვგრძნობ-
დი, ერთი სული ჰქონდა, სამოსს როდის გამოვიცვლიდი. ამიტომ გა-
სახდელში შირმა შემოვატანინე. ისე თავგამოდებით ცდილობდა
მასში მზერით შეღწევას, მიკვირს, თვალებით როგორ არ გახვრიტა!
– ერთხელ მაინც შეეჭყიტა! რა დაგიშავდებოდა, ასეთი წყალობა
რომ გაგეღო? – ჩაერია დირექტორი.
– ამის შესახებ ამ კუთხით არასოდეს მიფიქრია, – უპასუხა მამე-
ჰამ, – მართალი ბრძანდებით, ბატონო დირექტორო. ერთი თვალი
შევლებით რა უნდა დაშავდეს? იქნებ თქვენც გაგემეტებინათ ჩვენ-
თვის ხანმოკლე, ელვისებური სანახაობა?
ყველას სიცილი წასკდა, და სწორედ მაშინ, როცა ჟრიამული მიწ-
ყდა, დირექტორი უცებ წამოდგა, ქამრის შეხსნა დაიწყო და მამეჰას
უთხრა:
– არ დაგზარდები, თუ ჯილდოდ მზერას გაიმეტებ!
– ასეთ რამეს არ შეგპირებივართ, – მიუგო მამეჰამ.
– ვერ ყოფილხარ გულუხვი! – თქვა დირექტორმა.
– გულუხვი ადამიანები გეიშები კი არა, გეიშების მფარ ველები
ხდებიან! – უპასუხა მამეჰამ.
– მაშინ ნუ შეწუხდები, – თქვა დირექტორმა და დაჯდა.
რაღა დაგიმალოთ, შვება ვიგრძენი, რადგან მიუხედავად იმისა,
რომ სხვები მშვენივრად ხალისობდნენ, თავი უხერხულად ვიგრძე-
ნი.
– შემახსენეთ, სად ვიყავი? – იკითხა მამეჰამ. – ჰო, გასახდელში
შირმა შემოვიტანე და მეგონა, რომ კონდა-სანს ამით გადავურჩებო-
დი, მაგრამ ერთხელ, როცა საპირფარეშოდან დავბრუნდი, ეს კაცი
ოთახში აღარ დამხვდა. პანიკურმა შიშმა წამომიარა, რადგან მორი-
გი გამოსვლისთვის პარიკი სასწრაფოდ მჭირდებოდა. თუმცა ბევრი
ძებნა არ დამჭირვებია: მისავათებული და გაოფლიანებული ჩამომ-
ჯდარიყო კედელთან მიდგმულ სკივრზე. მეგონა, გული გაუხდა ცუ-
დად. გვერდით ჩემი პარიკი ედო. როცა დამინახა, ბოდიში მომიხა-

247
და და პარიკის მორგებაში დამეხმარა. მოგვიანებით, იმავე დღეს,
თავისი დაწერილი ბარათი გამომიწოდა...
აქ მამეჰას ხმა მიწყდა.
– და რა ეწერა იმ ბარათში? – იკითხა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
მამეჰამ თვალებზე ხელი აიფარა. ეტყობოდა, ამბის გაგრძელება
ძალიან ეუხერხულებოდა.
დამსწრეთ კვლავ სიცილი წასკდათ.
– კეთილი, დანარჩენს მე გიამბობთ! – თქვა იმ გეიშამ,რომელ-
მაც ეს ამბავი წამოიწყო. – ბარათის შინაარსი დაახლოებით ასეთი
იყო: „ძვირფასო მამეჰა, მთელ გიონში ყველაზე მიმზიდველი გეიშა
ბრძანდებით. როცა პარიკს გამოიყენებთ, მე მას სახელოსნოში ვი-
ნახავ და დროდადრო ვყნოსავ, რომ დღეში რამდენჯერმე შევიგ-
რძნო თქვენი თმის სურნელი. მაგრამ დღეს, როდესაც საპირფარე-
შოში გაიქეცით, ცხოვრებაში უნეტარესი წუთები მაჩუქეთ. სანამ
შიგნით იყავით, კართან მივიმალე და ჩანჩქერის ჟღურტულის
მსგავსმა ულამაზესმა ბგერებმა...“
მამაკაცებმა ისეთი ხარხარი ატეხეს, რომ გეიშას ლოდინმა მო-
უწია, სანამ ამბის გაგრძელებას შეძლებდა.
‒...და ჩანჩქერის ჟღურტულის მსგავსმა ულამაზესმა ბგერებმა
ის ადგილი გამიქვავა, საიდანაც მეც ლიკლიკით ვუშვებ ხოლმე პა-
ტარა ჩანჩქერებს...“ .
– ეგრე არ დაუწერია, – გააწყვეტინა მამეჰამ, – „მშვენიერმა
ლიკლიკა ბგერებმა, ჩანჩქერის ხმაზე მეტად რომ მიტკბობდა ყურს,
ერთიანად ამაზღვავა და ყალყზე შემაყენა, მით უფრო, რომ კარგად
ვიცოდი – ამ დროს თქვენი სხეული შიშველი იყო...“
საუბარში კიდევ ერთი გეიშა ჩაერია:
– მერე კი, აი, რა მისწერა: „ახლა ფეხზე ვეღარ ვდგები და იმედი
მაქვს, რომ მსგავსი საამო წუთები კიდევ მელის!“
რა თქმა უნდა, ყველამ გაიცინა. მეც ყასიდად ავყევი ამ მხიარუ-
ლებას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მიძნელდებოდა იმის დაჯერე-
ბა, რომ ამ მამაკაცებს, რომლებმაც კარგა გვარიანი თანხა გადაიხა-

248
დეს იმისათვის, რომ ამ ულამაზეს ქსოვილებში გამოხვეული ქალე-
ბის მარაქაში გარეულიყვნენ, მართლაც სურდათ ისეთი ამბების
მოსმენა, იოროიდოს გუბურაში მობანავე ბავშვების ნაამბობს რომ
ჰგავდა.
მეგონა, იმ საღამოს ლიტერატურაზე, კაბუკიზე ან სხვა მსგავს
თემებზე ვისაუბრებდით და ჩემს ინტელექტსაც მთელი სიღრმით
წარმოვაჩენდი. ცხადია, გიონის წვეულებებზე არც უამისობა იყო,
მაგრამ ჩემს დებიუტს სწორედ ასეთი, ინფანტილური განწყობის
თავყრილობა დაემთხვა. სანამ მამეჰა ჰყვებოდა, ერთი მამაკაცი გა-
მუდმებით ისრესდა თავის ტალებიან სახეს და ყურადღებას ჩემ გარ-
და არავის აქცევდა. კარგა ხანს მიყურა და ბოლოს მკითხა:
– თვალებზე რა გჭირს? თუ მე დავლიე ზედმეტი?
დალევა მართლაც ბევრი მოუვიდა, თუმცა მისთვის ამის თქმა,
ჩემი აზრით, მთლად რიგიანი საქციელი ვერ იქნებოდა. სანამ რამეს
ვუპასუხებდი, წარბები შეათამაშა და უცებ თავი ისე მძლავრად მო-
იქექა, რომ მის მხრებზე „თოვლის“ კარგა მოზრდილი ფთილა დაეშ-
ვა. თურმე საშინელი ქერტლიანობის გამო ეს კაცი გიონში „ბატონი
თოვლნამქერას“ მეტსახელით იყო ცნობილი. ეტყობა, თავისი პირ-
ველი შეკითხვა დაავიწყდა (ან იქნებ ჩემგან პასუხს არ ელოდა) და
ამჯერად ასაკი მკითხა. თოთხმეტის ვარ-მეთქი, მივუგე.
– ასეთი დაქალებული თოთხმეტი წლის გოგო ჯერ არასოდეს მი-
ნახავს. ჰა, გამომართვი! – მითხრა და საკეს ცარიელი ჭიქა გამომი-
წოდა.
– ოჰ, არა, დიდი მადლობა, ბატონო. მე ჯერ მორჩილი ვარ, – ვუ-
პასუხე ისე, როგორც მამეჰამ დამარიგა. მაგრამ ბატონმა თოვ-
ლნამქერამ არც კი მომისმინა. ჭიქა იქამდე ეჭირა ხელში, სანამ არ
გამოვართვი, შემდეგ კი საკეს ბოთლს დასწვდა და ჩამოსასხმელად
მოემზადა. წესით, საკე არ უნდა დამელია, რადგან შეგირდი გეიშა
(განსაკუთრებით, მორჩილობის ეტაპზე) ბავშვური ქცევით უნდა გა-
მოირჩეოდეს. მაგრამ ამ კაცს წინააღმდეგობა ვერ გავუწიე და ჭიქა

249
გავუწოდე. სანამ სასმელს ჩამოასხამდა, თავში კვლავ იტაცა ხელი,
მე კი ჩემი დამემართა, როცა ქერტლის რამდენიმე ფანტელი ჭიქაში
ჩამივარდა. ბატონმა თოვლნამქერამ ჭიქა შემივსო და მითხრა
– მიდი, დალიე. ეს პირველია. სხვაც ბევრი იქნება!
რა გაეწყობოდა, გავუღიმე და ჭიქა ნელა მივიტანე პირთან, მაგ-
რამ, საბედნიეროდ, მამეჰამ მიხსნა:
– ეს შენი პირველი დღეა გიონში, საიური. დათრობა არას გარ-
გებს. ოდნავ მოსვი და ამით დაკმაყოფილდი.
ეს სიტყვები მე მითხრა, მაგრამ ცხადი იყო, რომ სინამდვილეში
ბატონ თოვლნამქერას მიმართავდა. დავემორჩილე და სასმელით
პირი ოდნავ გავისველე. პირის გასველებაში აი, რას ვგგულისხმობ:
ტუჩები ისე მაგრად მოვკუმე, პირის ირგვლივ მყესები დამეჭიმა, ჭი-
ქა კი ისე გადმოვაპირქვავე,რომ სახეზე სისველე ვიგრძენი. შემდეგ
შემდეგ ჭიქა მაგიდაზე ნაჩქარევად ჩამოვდგი.
– უჰ, უგემრიელესია! – ვთქვი და ქამრიდან ცხვირსახოცი ამო-
ვიღე. დიდი შვება ვიგრძენი, როცა ცხვირსახოცი ტუჩებზე მივისვ-
მოვისვი და დავინახე, რომ ბატონ თოვლნამქერას არაფერი შეუმ-
ჩნევია. ვერც შეამჩნევდა, რადგან მის წინ მაგიდაზე ჩამოდგმულ
სავსე ჭიქას დაჟინებით მისჩერებოდა. უცებ ჭიქას ორი თითით დას-
წვდა და პირდაპირ ყელში ჩაიპირქვავა, შემდეგ წამოდგა და მოგვი-
ბოდიშა, საპირფარეშოში უნდა გავიდეო. შეგირდმა-გეიშამ მამაკა-
ცი საპირფარეშომდე უნდა მიაცილოს და დაბრუნდეს, მაგრამ მორ-
ჩილს ამის გაკეთება არ მოეთხოვება. თუ თავყრილობას შეგირდი
გეიშები არ ესწრებიან, მამაკაცი საპირფარეშოში მარტო ან რომე-
ლიმე გეიშას თანხლებით მიდის. მაგრამ, როცა ბატონი თოვლნამ-
ქერა ერთ ადგილას აიტუზა და დამაშტერდა, მივხვდი, რომ ჩემს ად-
გომას ელოდებოდა.
კომორიას სრულებით არ ვიცნობდი, მაგრამ სამაგიეროდ, ბა-
ტონი თოვლნამქერა კარგად ერკვეოდა აქაური ოთახების განლა-
გებაში. ვესტიბიული გავიარეთ და კუთხეში გავუხვიეთ. საპირფარე-
შოს რომ მივაღწიეთ, განზე გადგა, მე კი კარი გავუღე. კარი რომ მივ-
ხურე, უცებ ნაბიჯების ხმა მომესმა, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ

250
მიმიქცევია. როცა ბატონი თოვლნამქერა თავის საქმეს მორჩა და
ოთახში დავბრუნდით, აღმოვაჩინე, რომ შეკრებილთ კიდევ ერთი
გეიშა შეჰმატებოდა, თავისი შეგირდითურთ. ზურგით კარებისკენ
ისხდნენ, ამიტომ მათი სახეები იქამდე ვერ დავინახე, სანამ ბატონ
თოვლნამქერასთან ერთად მაგიდას არ შემოვუარე და ჩემი ადგი-
ლი არ დავიკავე. ალბათ ადვილად წარმოიდგენთ, რა ელდა მეცა,
როცა ისინი ვიცანი. მაგიდის ერთ მხარეს იჯდა ქალი, რომელსაც
ალბათ თავს ნებისმიერ ფასად ავარიდებდი. ეს გახლდათ ჰაცუმო-
მო. იჯდა და მიღიმოდა, გვერდს კი გოგრა უმშვენებდა.

251
თავი მეთოთხმეტე

სხვების მსგავსად, ჰაცუმომოც მაშინ იღიმებოდა ხოლმე, როცა


ბედნიერი იყო, მაგრამ ბედნიერებას მთელი სისავსით მხოლოდ იმ
დროს გრძნობდა, როცა ვინმეს ტანჯავდა.ამიტომაც გადაეფინა სა-
ხეზე გულითადი ღიმილი, შემდეგი სიტყვების წარმოთქმისას:
– ოჰ, ღმერთო ჩემო! რა უცნაური დამთხვევაა. ესეც ხომ მორჩი-
ლია! დანარჩენს აღარ მოგიყვებით, არ მინდა, ეს საცოდავი უხერ-
ხულ მდგომარეობაში ჩავაგდო.
იმედი მქონდა, რომ მამეჰა დამსწრეთ მოუბოდიშებდა და იქაუ-
რობას გამარიდებდა, მაგრამ მხოლოდ შეშფოთებული მზერა მეს-
როლა. ეტყობა, იგრძნო, რომ ჰაცუმომოსა და ამ მამაკაცების პი-
რისპირ დატოვება იგივე იყო, რაც ალმოდებული სახლიდან გაქცე-
ვა. დარჩენა და ზიანის გამოსწორება ჯობდა.
– მართლაც, არაფერია იმაზე ძნელი, ვიდრე მორჩილის ხვედრი.
რას იტყვი, გოგრა?
იმ დროისთვის გოგრა უკვე ჩამოყალიბებული შეგირდი იყო.
მორჩილობის პერიოდი ექვსი თვის წინ ჰქონდა დასრულებული. თა-
ნაგრძნობის იმედით მისკენ გავიხედე, მაგრამ კალთაში ხელებჩაწ-
ყობილი იჯდა და მაგიდას მიშტერებოდა.
საკმაოდ კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რატომ გამოუჩნდა
ცხვირზე პატარა ნაოჭი: ეს იმის უტყუარი ნიშანი იყო, რომ გოგრა
წუხდა.
– დიახ, ქალბატონო, – ჩაილაპარაკა ბოლოს.
– რა ძნელია ცხოვრების ეს მონაკვეთი, – განაგრძო ჰაცუმომომ,
– დღემდე მახსოვს, როგორ გამიჭირდა. სახელად რა გქვია, პატარა
მორჩილო?
საბედნიეროდ, ხმის ამოღება აღარ დამჭირდა, იმიტომ, რომ მა-
მეჰა ალაპარაკდა:

252
– ალბათ არ ცდები, როცა ამბობ, რომ ეს რთული დრო იყო შენ-
თვის, ჰაცუმომო. მაგრამ მიზეზი ის არის, რომ შენ უფრო მოუხერხ-
ებელი იყავი.
– ამბის დასასრული მაინტერესებს, – გააწყვეტინა ერთ-ერთმა
მამაკაცმა.
– დავასრულო და საბრალო მორჩილი უხერხულ მდგომარეობა-
ში ჩავაყენო?! კეთილი, მოგიყვებით, ოღონდ დამპირდით, რომ ამ
საცოდავ გოგოზე არაფერს იფიქრებთ. შეეცადეთ, მის ნაცვლად
სხვა ვინმე წარმოიდგინოთ, – თქვა ჰაცუმომომ.
რას არ მოაფიქრებინებდა თავისი ჯოჯოხეთური სიავე! დამსწრე
მამაკაცები მანამდე იქნებ ვერც მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ამბავი მე
მეხებოდა, ახლა კი ყველა მათგანი სწორედ მე მიგულისხმებდა.
– მაშ, ასე. შემახსენეთ, სად გავჩერდი? – დაიწყო ჰაცუმომომ. –
ჰო! მორჩილზე გელაპარაკებოდით. სახელს ვერ ვიხსენებ, მაგრამ
ამ საბრალო გოგოში რომ არ შეგეშალოთ, რაღაც სახელი უნდა და-
ვარქვა. მითხარი, რა გქვია, პატარა მორჩილო? ·
– საიური, ქალბატონო, – ვუპასუხე მე და მღელვარებისგან უცებ
ისე დამცხა, არ გამიკვირდებოდა, ჩემი უმარილი რომ დამდნარიყო
და კალთაში ჩამწვეთებოდა.
– საიური. რა ლამაზი სახელია! მაგრამ რაღაც არ გიხდება. კარ-
გი, მოდი, იმ მორჩილს მაიური დავარქვათ. მოკლედ, მივსეირნობ
ერთ დღეს შიჯოს გამზირზე ამ მაიურისთან ერთად. მისი უფროსი
დის ოკიაში მივდივართ. იმ დღეს საშინელი ქარი იყო. აი, ისეთი,
ფანჯრებს რომ აზანზარებს ხოლმე. საბრალო მაიურის კი კიმონოს
ტარების გამოცდილება ჯერ არ ჰქონდა. ფოთოლივით მსუბუქი იყო,
კიმონოების ვეებერთელა სახელოები იალქნებივით მიაქანებდა
ქარში. სწორედ იმ დროს, როცა ქუჩა უნდა გადაგვეჭრა, ეს გოგო
უცებ გაქრა. მესმის, ვიღაც ძლივს გასაგონად ოხრავს და კვნესის.
აქ ჰაცუმომო ჩემკენ მოტრიალდა და შემომხედა.
– მე არ მაქვს ასეთი წრიპინა ხმა. მოდი, შენ სცადე და წამოიკ-
ვნესე.
რა უნდა მექნა? შევეცადე, რაღაც კვნესის მსგავსი ხმები ამომეშვა.

253
– არა, არა, უფრო ხმამაღლა! მიდი, ნუ გეშინია! – ჩამაცივდა ჰა-
ცუმომო, გვერდით მჯდომ მამაკაცს შეხედა და თითქმის ჩურჩულით
დასძინა:
– ნიჭით ვერ დაიკვეხნის, არა?
მერე თავი გაიქნია და განაგრძო:
– მოკლედ, ასე იყო თუ ისე, საბრალო მაიური ქარმა წაიღო. კარ-
გა დიდ მანძილზე, თითქმის ერთი კვარტალი ათრია. მიგორავდა და
ხელ-ფეხს გადაბრუნებულ ხოჭოსავით ასავსავებდა. იმდენი ვიცინე,
წელზე ლამის ობი შემომასკდა, მაგრამ უცებ ტროტუარის კიდიდან
სავალ ნაწილზე გადაგორდა, ზუსტად იმ დროს, როცა მანქანამ ჩა-
მოიარა. კიდევ კარგი, ქარმა კაპოტზე ააგდო! ფეხები აიშვირა, ქარ-
მა კიმონო აუფრიალა და... არა, აღარ მინდა გაგრძელება. ალბათ
ადვილად წარმოიდგენთ, რაც მოხდებოდა...
– უნდა გააგრძელო! – შეუძახა ერთ-ერთმა სტუმარმა.
– ნუთუ წარმოსახვის უნარი სრულებით არა გაქვთ?! –გაიოცა ჰა-
ცუმომომ. – ქარმა კიმონო თეძოებამდე აუფრიალა. რა თქმა უნდა,
არ სურდა, რომ შიშველი ყველას ენახა,ამიტომ მისი კდემამოსილე-
ბა რომ არ შელახულიყო, მთელი ტანით მოტრიალდა. სწორედ აქ
მოხდა რაც მოხდა: ფეხები ორი სხვადასხვა მიმართულებით გაექცა
და ერთი ადგილი მანქანის წინა საქარე მინას, უფრო სწორად, პირ-
დაპირ მძღოლს ცხვირწინ მიუშვირა!
რა თქმა უნდა, ამას მამაკაცების ისტერიული სიცილი მოჰყვა.
მათთან ერთად ახარხარებულმა დირექტორმა თავისი ჭიქა ჩქარ-
ჩქარა დაჰკრა მაგიდას, ავტომატის კაკანის მსგავსი ხმა ამოუშვა და
დაიწუწუნა:
– რატომ მე არასოდეს გადამხდება ხოლმე ასეთი ამბები?!
– მერწმუნეთ, ბატონო დირექტორო, – გააწყვეტინა ჰაცუმომომ,
– დასანანი არაფერია. ის ხომ მხოლოდ მორჩილი იყო! მძღოლი
ბევრს ვერაფერს ნახავდა. აბა, წარმოიდგინეთ, თუნდაც აი, ამ გო-
გოს ინტიმური ადგილი, თქვენ წინ რომ ზის. ეგ ხომ ძუძუთა ბავშვის-
გან ბევრად არ განსხვავდება!
ცხადი იყო, მე მგულისხმობდა.

254
– პატარა გოგონებს ღინღლი თერთმეტი წლის ასაკშიც კი უჩნ-
დებათ, – თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
– რამდენი წლის ხარ, პატარა საიური-სან? – მკითხა ჰაცუმომომ.
– თოთხმეტის გავხდი, ქალბატონო, მაგრამ ეს კარგა ხნის წინ
მოხდა! – ვუპასუხე რაც შეიძლება თავაზიანად.
მამაკაცებს შევატყვე, მოეწონათ ჩემი ნათქვამი. ჰაცუმომოს ღი-
მილს კი, ცოტა არ იყოს, სიხისტე შეეპარა.
– თოთხმეტის? – ჩაილაპარაკა. – დიდებულია! რა თქმა უნდა,
თმა ჯერ არ გაქვს...
– როგორ არა! თანაც ბევრი! – წამოვიძახე და თავზე ხელი ვიტა-
ცე. ალბათ სწორი პასუხი შევარჩიე, თუმცა პირადად მე ეს ნათქვამი
მაინცდამაინც გონებამახვილურად არ მომეჩვენა. მამაკაცები კი-
დევ უფრო გულიანად ახარხარდნენ, ვიდრე ჰაცუმომოს მონათხრო-
ბის მოსმენისას. ჰაცუმომომაც გაიცინა, მაგრამ ვფიქრობ, უფრო
იმიტომ, რომ ჩემი სიტყვები მის დაცინვად არ აღექვათ.
ხორხოცი რომ მიწყდა, მე და მამეჰა ავდექით. ჯერ კარიც არ
გვქონდა მიხურული, სტუმრებს ჰაცუმომომაც მოუბოდიშა და იქაუ-
რობა დატოვა. ის და გოგრა კიბეზე დაგვეწივნენ.
– მამეჰა-სან, რა კარგი იყო, არა? არ მესმის, უფრო ხშირად რა-
ტომ არ ვილხენთ ხოლმე ერთად! – ჩამოსძახა მამეჰას.
– დიახ, კარგი კი იყო. ჯერ სადა ვართ! ვტკბები, როცა წარმოვიდ-
გენ, მომავალი რას გვიქადის! – უპასუხა მამეჰამ და ამჯერად ძალი-
ან კმაყოფილი გამომეტყველებით გადმომხედა. სინამდვილეში
სხვა რამე ახარებდა: ჰაცუმომო მიწასთან იყო გასწორებული!

***
იმ ღამით უმარილი ჩამოვიწმინდე, აბაზანა მივიღე და დერეფან-
ში გამოვედი. დეიდამ შეკითხვები დამისვა და მეც ვუამბობდი, თუ
როგორ გავატარე დღე. უცებ ქუჩიდან ჰაცუმომო შემოვიდა და წინ

255
გადამიდგა. ასეთ დროს არასოდეს ბრუნდებოდა, მაგრამ როგორც
კი შევხედე, მივხვდი, ზუსტად იმიტომ დაბრუნდა, რომ ჩემზე იერიში
მოეტანა. ის თავისი ბოროტი ღიმილიც კი აღარ დასთამაშებდა პირ-
ზე. მხოლოდ ტუჩები მოეკუმა, რაც ძალიან აუშნოებდა. მხოლოდ
ერთი წამი იდგა ასე, შემდეგ ხელი მოიქნია და სილა მტკიცა.
სანამ გამარტყამდა, ჩემ წინ უცებ გაიელვა მარგალიტივით ჩამ-
წკრივებულმა მისმა დაკრეჭილმა კბილებმა. ისე გავოგნდი, დანარ-
ჩენს ვეღარაფერს ვიხსენებ. როგორც ჩანს, ამის შემდეგ დეიდასთა-
ნაც წაკინკლავდა, რადგან ბოლოს ასეთი რამ გავიგონე: – თუ კიდევ
ერთხელ ხალხში შევურცხვენივარ, მეორე ლოყაშიც სიამოვნებით
ვუთავაზებ!
– რითი შეგარცხვინეთ? – ენა შევუბრუნე მე.
– ძალიან კარგად იცი, რაც ვიგულისხმე, როცა თმის შესახებ შე-
კითხვა დაგისვი, სულელად გამომიყვანე! საპასუხო წყალობა ჩემზე
იყოს, პატარა ჩიო. გპირდები, მალე მიიღებ!
თითქოს ოდნავ დაშოშმინდა, მიტრიალდა და ოკიიდან კვლავ
გარეთ გავიდა, სადაც თავის მოწიწებული დაკვრით გოგრა მიეგება.

***
ეს ყველაფერი მეორე დღეს მამეჰას მოვახსენე, მაგრამ წარბიც
არ შეუხრია.
– რა გაწუხებს? მადლობა თქვი, რომ ის სილა სახეზე. არ დაგეტ-
ყო. აბა, რა გეგონა, ძალიან მოგიწონებდა იმ სიტყვებს?!
– მე მხოლოდ ის მაწუხებს, რა შეიძლება მოხდეს, თუ სადმე კი-
დევ ერთხელ შევეჩეხეთ.
– რა უნდა მოხდეს? მოვბრუნდებით და წამოვალთ! მასპინძელმა
იქნებ გაიკვირვოს, რატომ ვტოვებთ წვეულებას,რომელსაც ეს წუ-
თია, შევუერთდით, მაგრამ ისევ წასვლა აჯობებს. ჰაცუმომოს შენი
დამცირების კიდევ ერთი შანსი არამც და არამც არ უნდა მივცეთ.
ისე, რომ იცოდე, იქნებ სასიკეთოდაც კი წაგვადგეს მასთან შეხვედ-
რები!

256
– ეგ როგორ გავიგო?
– როგორ და, თუ ასე გაგვაქცია ჩაის სახლებიდან, უფრო მეტ წვ-
ეულებაზე მოვხვდებით. შენ კი გიონი უფრო სწრაფად გაგიცნობს.
მამეჰას თავდაჯერებამ მხნეობა შემმატა. გარეთ რომ გავედით,
დარწმუნებული ვიყავი: დღის ბოლოს, უმარილის ჩამოშორებისთა-
ნავე, სქელი თეთრი ფენიდან ჩემი კმაყოფილი სახე გამოანათებდა.
ჩვენი პირველი „გაჩერება“ ახალგაზრდა კინომსახიობის წვე-
ულება იყო. ეს კაცი თვრამეტი წლისაც არ იქნებოდა, მაგრამ არც
თმა ჰქონდა შემორჩენილი და არც წარბ-წამწამები. სახელი მხო-
ლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაითქვა, ისიც მხოლოდ თავისი უჩ-
ვეულო სიკვდილის გამო: ტოკიოში ახალგაზრდა მიმტანი ქალი შე-
მოაკვდა და თავი მახვილით განიგმირა. უცნაური კაცი ჩანდა, მაგ-
რამ როცა შევამჩნიე, რომ მიყურებდა, მაინც მეამა. უნდა ვაღიარო,
ოკიის დახშულ სივრცეში იმდენი ხანი გავატარე, რომ ყურადღების
ნებისმიერი გამოვლინება მსიამოვნებდა. აქ ერთ საათზე მეტხანს
გავჩერდით. ჰაცუმომო არ გამოჩენილა. საქმეს თითქოს ისეთი პი-
რი უჩანდა, რომ წარმატებაზე ტყუილად არ ვოცნებობდი.
შემდეგ წვეულებას კიოტოს უნივერსიტეტის რექტორი მასპინ-
ძლობდა. მამეჰამ დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან მუსაიფი გააბა და
მარტო დამტოვა. მაგიდასთან ერთადერთი ადგილი ვიპოვე მოხუცი
კაცის გვერდით, რომელსაც დალაქავებული თეთრი პერანგი ეცვა.
ეტყობოდა, ძალიან სწყუროდა, რადგან ლუდის ჭიქას მხოლოდ მა-
შინ იშორებდა პირიდან, როცა დაბოყინება მოუნდებოდა. მის გვერ-
დით ჩავიმუხლე და თავი გავაცანი. უცებ კარი სრიალით გაიღო. მე-
გონა, მოახლეს სასმელი მოჰქონდა, მაგრამ მის ნაცვლად ვესტიბი-
ულში მუხლმოყრილი ჰაცუმომო და გოგრა ვიხილე.
– უი, ეს რა მომსვლია! – შესძახა მამეჰამ მამაკაცს, რომელსაც
მუსაიფით იქცევდა. – თქვენი საათი ზუსტია?
– ძალიან ზუსტია. ყოველდღე რკინიგზის სადგურის საათის მი-
ხედვით ვასწორებ! – მიუგო თანამოსაუბრემ. ‒ ვშიშობ, მე და საი-
ურის სხვა გზა არ გვაქვს: უნდა გავკადნიერდეთ და დაგტოვოთ. ერთ

257
წვეულებაზე ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ გველოდნენ! ‒ უთხრა
მამეჰამ
წამოვდექით და ფრთხილად გავედით, ჰაცუმომო და გოგრა კი
ოთახში შემოვიდნენ და სტუმრებს შეუერთდნენ.
მამეჰამ ერთ ცარიელ ოთახში შემიყვანა. მის ნაკვთებს ვერ ვარ-
ჩევდი, ბინდბუნდში მხოლოდ მისი ოვალური სახე და თავსამკაულე-
ბით დამშვენებული ვარცხნილობა ილანდებოდა, გვირგვინივით
რომ ადგა თავზე. მკაფიოდ ვერც თვითონ მხედავდა. ამიტომ ჩემი
სახის გამომეტყველებაზე ფიქრით თავი აღარ შევიწუხე, ჰაცუმომოს
დაჟინებული დევნით დაზაფრულმა, ჩემი ემოციები არ დავმალე და
წამით მოვდუნდი.
– რა უთხარი დღეს იმ საშინელ ქალს? – მკითხა უცებ მამეჰამ.
– არაფერი, ქალბატონო.
– მაშ, როგორღა მოგვაგნო?
– მე თვითონ არ ვიცოდი, რომ აქ მოვდიოდით. როგორ ვეტყო-
დი?
– ჩემი შეხვედრების შესახებ მხოლოდ ჩემმა მოახლემ იცის, მაგ-
რამ წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ ჩემი მოახლე... კარგი, მოდი, ასე
ვქნათ: ისეთ ადგილას წავიდეთ, რომელიც ბევრისთვის სრულიად
უცნობია. ამას წინათ ტოკიოს ფილარმონიის მთავარ დირიჟორად
ნაგა ტერუომი დაინიშნა.
დღეს კიოტოში ჩამოდის, რათა აქაურებმაც სცენ თაყვანი. წას-
ვლა არაფრად მეპრიანება, მაგრამ იქ მაინც ვერ მოგვაგნებს ჰაცუ-
მომო.
შიჯოს გამზირი გადავკვეთეთ და ვიწრო ქუჩაბანდს ჩავუყევით.
ირგვლივ საკესა და შებრაწული ბატატის სუნი ტრიალებდა. ჩაის
სახლის კაშკაშა შუქით განათებული ფანჯრებიდან ვიღაცის კისკისი
მოგვწვდა. ახალგაზრდა მოახლემ მეორე სართულზე აგვიყვანა.
ოთახში ზემოხსენებული დირიჟორი იჯდა. თხელი თმა უკან ჰქონდა
გადავარცხნილი, დაღვრემილი ჩანდა, საკეთი სავსე ჭიქას ხელში
მოუსვენრად ატრიალებდა. დანარჩენი მამაკაცები გეიშებს სმაში

258
ეჯიბრებოდნენ. დირიჟორი ამ თამაშში არ მონაწილეობდა. მამეჰას-
თან მცირე ხანს წაისაუბრა, შემდეგ კი სთხოვა, ეცეკვა მისთვის. არა
მგონია, რომ ცეკვისთვის სცხელოდა, უბრალოდ, ამ გზით სურდა,
მოთამაშეებისთვის ხელი შეეშალა და მათი ყურადღება ისევ თა-
ვისკენ მიეპყრო. ამასობაში მოახლემ შამისენი მოიტანა და ერთ-
ერთ გეიშას გაუწოდა, მაგრამ მამეჰამ საცეკვაო პოზის მიღება ვერ
მოასწრო, რომ... ალბათ ხვდებით, რის თქმასაც ვაპირებ.
ძაღლებივით დაგვდევდნენ კუდში. ჰაცუმომო და გოგრა.
უნდა გენახათ, როგორ გაუღიმეს ერთმანეთს ჰაცუმომომ და მა-
მეჰამ. იფიქრებდით, რომ რაღაც ხუმრობა ახალისებდათ, რომელიც
მხოლოდ მათ იცოდნენ, მაგრამ ცხადი იყო: ჰაცუმომოს ის ახარებ-
და, რომ აქაც მოგვაგნო, მამეჰა კი თავისი ღიმილით ბრაზის გადა-
ფარვას ცდილობდა. ცეკვის დროს ქვედა ყბა გამოწეული ჰქონდა,
ნესტოები – დაბერილი. როცა დაასრულა, სუფრას აღარ მიჰბრუნე-
ბია.
– მოწვევისთვის დიდი მადლობა. ვშიშობ, ძალიან გვიანია. მე და
საიური უნდა დაგემშვიდობოთ, – გადაულაპარაკა დირიჟორს.
ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნება ეწერა ჰაცუმომოს სახეზე,
როცა იქაურობას ვტოვებდით. მამეჰას კიბეზე ჩავყევი. ბოლო საფე-
ხურზე გაჩერდა და დამელოდა. ამ დროს იმავე მოახლემ მოირბინა
და კარამდე მიგვაცილა.
– ოჰ, რა ძნელი საქმეა ეს მოახლეობა! ალბათ რამდენი რამე
გინდა, მაგრამ ფული არა გაქვს. მითხარი, რაში მოიხმარ იმ თანხას,
რომელიც ახლახან მიიღე? – ჰკითხა მამეჰამ.
– მე არაფერი მიმიღია ქალბატონო, – უპასუხა მოახლემ, მაგრამ
ნერწყვი ისეთი სიმწრით გადაყლაპა, მივხვდი, რომ ცრუობდა.
– რამდენს დაგპირდა ჰაცუმომო? – ჩაეძია მამეჰა.
მოახლე იატაკს მიაშტერდა. სწორედ მაშინ ჩავწვდი მამეჰას ჩა-
ნაფიქრს. როგორც მოგვიანებით შევიტყვეთ, ჰაცუმომოს გიონის
ყველა საუკეთესო ჩაის სახლში თითო მოახლე ჰყავდა მოქრთამუ-
ლი. როგორც კი მე და მამეჰა ამა თუ იმ წვეულებაზე გამოვჩნდებო-
დით, მათ დაუყოვნებლივ უნდა დაერეკათ იოკოსთვის, რომელიც

259
ჩვენს ოკიაში სატელეფონო ზარებს პასუხობდა. რა თქმა უნდა, ამ
საქმეში იოკოს წვლილზე მაშინ დანამდვილებით არაფერი ვიცო-
დით, მაგრამ მამეჰა არ ცდებოდა: ამ მოახლემ ჰაცუმომოს როგორ-
ღაც ხმა მიაწვდინა. ახლა იდგა და მამეჰას თვალს ვერ უსწორებდა.
მაშინაც კი, როცა მამეჰამ ნიკაპში ხელი წაავლო და თავი აუწია,
მზერა ისე დახარა, თითქოს თვალები ტყვიის ბურთულებად ჰქცე-
ოდა და მათ სიმძიმეს ვერ უმკლავდებოდა. ჩაის სახლიდან გარეთ
გამოვედით. ისეთი ვიწრო ქუჩა იყო, რომ ყოველი მხრიდან ექო
გვეხმიანებოდა. მეორე სართულის ფანჯრიდან ჰაცუმომოს ხმა მოგ-
ვწვდა:
– რა ერქვა იმ გოგოს?
– საიუკო, – უპასუხა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
– საიუკო კი არა, საიური, – შეუსწორა მეორემ.
– სწორია! – წამოიძახა ჰაცუმომომ. – როგორ მორცხვობდა!
საყვარელი გოგო ჩანს...
– ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. თუმცა ძალიან ლა-
მაზია, – თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
– რა უჩვეულო თვალები აქვს! – სიტყვა ჩამოართვა ერთ-ერთმა
გეიშამ.
– თუ იცით, გუშინ ერთმა კაცმა მისი თვალების შესახებ რა ბრძა-
ნა? – იკითხა ჰაცუმომომ. – ასე მითხრა: გასრესილი ჭიებისფერი
თვალები აქვსო!
– გასრესილი ჭიების? ფერის ასეთი აღწერა ადრე არასოდეს
მსმენია.
– ჯანი გავარდეს, გეტყვით, რის თქმასაც ვაპირებდი, –განაგრძო
ჰაცუმომომ, – მაგრამ შემპირდით, რომ არსად წამოგცდებათ: ამ
გოგოს რაღაც დაავადება აქვს და ძუძუები ბებერი ქალივით აქვს ჩა-
მომჭკნარი. ერთხელ აბანოში ვნახე და...
აქამდე მე და მამეჰა წყნარად ვიდექით და ვაყურადებდით, მაგ-
რამ ამის გაგონებისას მამეჰამ მუჯლუგუნი მკრა და იმწამსვე ადგი-
ლიდან მოვწყდით.
მამეჰამ მიმოიხედა და თქვა:

260
– ვფიქრობ და ვერაფერს ვიხსენებ. საით წავიდეთ? თუ ამ ქალმა
აქ მოგვაგნო, ალბათ ყველგან მოგვაგნებს. სანამ რამეს მოვიფიქ-
რებდე, ჯობს ოკიაში დაბრუნდე, საიური.

***
ერთ დღეს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ზემოთ აღწერილი
მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ნეკერჩხლის გაშლილ
ტოტებქვეშ მორიგი წვეულება გაიმართა. ახალგაზრდა სამხედრომ
ბუდიდან რევოლვერი ამოიღო და, ჩემზე შთაბეჭდილება რომ მოეხ-
დინა, ჭილოფზე დადო. მახსოვს, როგორ შემძრა იარაღის სილამა-
ზემ. ლითონს მკრთალი ნაცრისფერი ბზინვარება გადასდიოდა. მი-
სი მდიდრულად მოსევადებული ტარი ცხიმით იყო გაპოხილი. მაგ-
რამ ოფიცრის მონათხრობს ყური რომ მივუგდე, მის ნამდვილ და-
ნიშნულებას ჩავწვდი და მისი სილამაზე ერთბაშად სადღაც გაქრა.
ახლა რაღაც საშინელი ნივთი იდო ჩემ წინ. სწორედ ასეთი ცვლი-
ლება განიცადა ჩემს თვალში ჰაცუმომომ მას შემდეგ, რაც ჩემი დე-
ბიუტი ჩაშალა. იმის თქმას როდი ვცდილობ, რომ მის ურჩხულისებრ
ბუნებას მანამდე არ ვიცნობდი. უბრალოდ, ადრე მისი სილამაზის
ყოველთვის მშურდა, დღეიდან კი ასე აღარ იყო. ნაცვლად იმისა,
რომ ყოველღამე თითო ბანკეტს და ათიდან თხუთმეტ წვეულებას
დავსწრებოდი, ოკიაში ვყურყუტებდი და ცეკვასა და შამისენზე დაკ-
ვრაში ვვარჯიშობდი, თითქოს ჩემს ცხოვრებაში ამ ერთი წლის წინ
არაფერი შეცვლილიყო. როცა გეიშას ყველა რეგალიით შემკული
ჰაცუმომო შინ ბრუნდებოდა და დერეფანში გვერდს ამივლიდა, უმა-
რილით შეთეთრებული მისი სახე ღამის ბინდით მოსილ ცაზე მოცია-
გე მთვარეს მაგონებდა.
ასეთ წუთებში მის სილამაზეს ბრმაც კი დაინახავდა. მაგრამ პი-
რადად მე, სიძულვილის გარდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი. ამ სი-
ძულვილისგან გული მიჩქარდებოდა და ყურები მიხშუოდა. მამეჰამ
რამდენჯერმე დამიბარა და ყოველ ჯერზე ვიმედოვნებდი, რომ ჰაცუ-

261
მომოს რამეს მოუხერხებდა, მაგრამ მხოლოდ იმდღევანდელ საქმე-
ებს მავალებდა, რომლებსაც თავის მოახლეს არ ანდობდა. ერთხელ
ვკითხე, რას ფიქრობდა ჩემს მომავალზე.
‒ ვშიშობ, დღესდღეობით განდეგილი ხარ, საიური-სან. გატყობ,
ამ ბოლო დროს შემართება არ გაკლია და უკვე მზად ხარ იმ ავი ქა--
ლის გასანადგურებლად, მაგრამ,სანამ რაიმე გეგმას არ მოიფიქ-
რებ, ჩემთან ერთად წვეულებებზე სიარული სიკეთეს არ მოგიტანს,
– მიპასუხა მამეჰამ.
რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მაგრამ მამეჰა მართალი იყო. და-
ცინვა მამაკაცების თვალში (ქალების თვალშიც კი!) ისე წამახდენ-
და, რომ შინ დარჩენა ნამდვილად ჯობდა. საბედნიეროდ, მამეჰა
საზრიანი ქალი იყო და დროდადრო მაინც ახერხებდა ისეთი შეხ-
ვედრების შერჩევას, სადაც უსაფრთხოდ მიმესვლებოდა. ჰაცუმო-
მოს შეეძლო, ჩემთვის გიონის კარი დაეხშო, მაგრამ მის ფარგლებს
მიღმა სამყაროდან ფეხს ვერ ამომაკვეთინებდა. როცა მამეჰა გი-
ონს ტოვებდა, ყოველთვის თან მივყავდი. მაგალითად, ერთხელ კო-
ბეში გავემგზავრეთ, სადაც მამეჰამ ახალი ქარხნის გახსნისას ლენ-
ტი გაჭრა. ერთხელაც, კიოტოში ლიმუზინით ჩამოსულ კომპანია
„ნიპონ ტელეფონ-ტელეგრაფის“ ყოფილ პრეზიდენტს ვახლდით. ამ
მოგზაურობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ჩვენი
პატარა გიონის საზღვრებს გარეთ გადაჭიმულ ვრცელ ქალაქს პირ-
ველად ვხედავდი (აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მანქანაში პირვე-
ლად ვიჯექი). თურმე წარმოდგენაც კი არ მქონია, რა უბადრუკი
ცხოვრება ჰქონდათ ადამიანებს იმ წლებში. ეს ყველაფერი მაშინ
დავინახე, როცა ქალაქის სამხრეთისკენ, მდინარის ნაპირს ჩავუყე-
ვით. უსუფთაო ძონძებში გახვეული ქალები რკინიგზის ლიანდაგე-
ბის გასწვრივ, ხეებქვეშ ბავშვებს არწევდნენ, ჭილოფის დაგლეჯილ
სანდლებში ფეხებგაყოფილი მამაკაცები კი სარეველებში ჩაცუცქუ-
ლიყვნენ. ვერ ვიტყვი, რომ გიონს ღარიბები არასოდეს სტუმრობ-
დნენ, მაგრამ მართლაც პირველად ვხედავდი ასეთ დამშეულ
გლეხებს, სიღატაკის გამო ბანაობაც რომ ვერ მოეხერხებინათ. ვე-

262
რასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე – ბოროტი ჰაცუმომოს მიერ და-
ჩაგრულ და დაშინებულ მონას, ამ დიდი დეპრესიის დროს, შედარე-
ბით იღბლიანი ცხოვრება მქონდა. მაგრამ იმ დღეს ამაში დავრწმუნ-
დი.

***
ერთ დილით სკოლიდან დაბრუნებულს, ოკიაში მამეჰას ბარათი
დამახვედრეს. შინ მიბარებდა, თან კოსმეტიკის წამოღებასაც
მთხოვდა. მამეჰას ბინაში დამხვდა ბატონი იჩოდა, ბატონი ბეკუს
მსგავსი მესამოსე, რომელიც მამეჰას დიდი სარკის წინ ობის უბნევ-
და.
– გაიქეცი, სახე შეიღებე. კიმონო უკვე მოგიმზადე, საძინებელ-
შია, – მითხრა მამეჰამ.
გიონის საზომებით მამეჰას ბინა ვეებერთელა იყო. მთავარი
ოთახის გარდა, რომელიც ექვს ტატამს იტევდა, ორი უფრო მცირე
ზომის ოთახიც ჰქონდა: საგარდერობო (რომელიც მოახლეების
ოთახის ფუნქციასაც ითავსებდა) და საძინებელი. საძინებელში, ახ-
ლად გაწყობილ ფუტონზე მოახლის ხელით გაფენილი კიმონო და
მისი აქსესუარების სრული კომპლექტი დამხვდა. ფუტონმა თვალი
მომტაცა. ზეწრები ისე თოვლივით ქათქათებდა, თითქოს მამეჰა წი-
ნაღამით აქ არც კი წოლილიყო. სწორედ ამაზე ვფიქრობდი, როცა
თან მოტანილ ბამბის ხალათს ვიცვამდი. სახის შეღებვა რომ დავიწ-
ყე, მამეჰამ ამიხსნა, რისთვისაც დამიბარა.
– ქალაქში ბარონი დაბრუნდა, – თქვა მან, – სადილად მომაკით-
ხავს და მინდა, გაგაცნო.
ადრე როგორღაც შემთხვევა არ მომეცა, რომ თქვენთვის ბარო-
ნი ერთხელ მაინც მეხსენებინა. მამეჰა გულისხმობდა ბარონ მაცუ-
ნაგა ცუნეიოშის – თავის დანას. იაპონიაში ბარონები და გრაფები

263
აღარ გვყავს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომამდე ამ ტიტულის მატა-
რებლები ჯერ კიდევ არსებობდნენ, და ხსენებული ბარონი მაცუნაგა
უმდიდრესთა შორის უმდიდრესი იყო. მისი ოჯახი იაპონიის ერთ-
ერთ მსხვილ ბანკს აკონტროლებდა და დიდი ფინანსური გავლე-
ნით სარგებლობდა. თავიდან ბარონის ტიტული მისმა უმცროსმა
ძმამ მიიღო, მაგრამ ეს კაცი ინუკაის პრემიერობის დროს ფინანსთა
მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას მოკლეს. მამეჰას დანას, რო-
მელიც იმ დროისთვის ოცდაათიოდე წლის იყო, ძმისგან მემკვიდ-
რეობად არა მხოლოდ ბარონის წოდება, არამედ მთელი ქონება,
მათ შორის, გიონიდან არცთუ შორს მდებარე დიდი მამული ერგო.
ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე, ეს კაცი დიდ დროს ტოკიოში
ატარებდა. თუმცა ამ ქალაქში სხვა რამეც აყოვნებდა: როგორც მოგ-
ვიანებით შევიტყვე, ტოკიოს გეიშების უბანში, აკასაკაში, კიდევ ერ-
თი საყვარელი ჰყავდა. მამაკაცთაგან ბევრი ერთ საყვარელსაც კი
ვერ აუდის, ბარონ მაცუნაგა ცუნეიოშის კი ორი ჰყავდა. მივხვდი,
რატომ ქათქათებდა ასე მამეჰას ლოგინი. და სასწრაფოდ ჩავიცვი
მის მიერ გამზადებული სამოსი – ღია მწვანე ფერის ქვედახალათი
და მოჟღალო-მოყვითალო კიმონო, რომლის კალთაზე ფიჭვის ხე-
ები იყო გამოსახული. ამასობაში მამეჰას მოახლემ უახლოესი რეს-
ტორნიდან კერძებით სავსე გალაქული ყუთი მოარბენინა. კერძები
ისე იყო გამზადებული, რომ ისინი სტუმრისთვის ზუსტად რესტორ-
ნის წესებით მიერთმიათ.
ყველაზე დიდ, მოჭიქულ თეფშზე შებრაწული და დამარილებუ-
ლი ორი აიუ იდო. თევზები მუცელზე იწვნენ, თითქოს ერთად მი-
აპობდნენ უხილავი მდინარის ზვირთებს. თეფშის ცალ მხარეს ორ-
თქლზე მოხარშული ორი პატარა კიბორჩხალაც იდო. ასეთ კიბორ-
ჩხალებს ერთ ლუკმად, დაუნაწევრებლად მიირთმევენ ხოლმე.
თეფშის ზედაპირზე მარილის ზოლი გაევლოთ, თითქოს კიბორჩხა-
ლები ქვიშაზე მიბობღავდნენ.
რამდენიმე წუთში ბარონიც გამოცხადდა. კარის ღრიჭოში შევიჭ-
ვრიტე და შემდეგი სურათი ვიხილე: სტუმარი გარეთ, კიბისთავზე
იდგა, მამეჰა კი ფეხსაცმლის გახდაში ეხმარებოდა. ამ კაცმა ერთი

264
შეხედვით ნუში თუ რაღაც სხვა თხილეული მომაგონა. მის გარეგ-
ნობაში, განსაკუთრებით თვალის უპეებთან, რაღაც სიმძიმე იგ-
რძნობოდა. იმხანად წვერები დიდ მოდაში იყო. ბარონსაც მოსდე-
ბოდა მთელ სახეზე გრძელი ღინღლი, რომელიც მნახველს ალბათ
წვერად უნდა ჩაეთვალა, მაგრამ მე უფრო მწვანილის ან წყალმცე-
ნარეების ღეროები მომაგონა, ბრინჯით სავსე ჯამში საკაზმის სახით
რომ ყრიან.
– ოჰ, მამეჰა, როგორ დავიქანცე, რომ იცოდე. ვერ ვიტან მატა-
რებლით დიდხანს მგზავრობას! – თქვა სტუმარმა, ფეხზე გაიხადა
და ოთახში სწრაფი, მოკლე ნაბიჯებით შემოვიდა. მამეჰას მესამო-
სემ იმ დილით საკუჭნაოდან სპარსული ხალიჩა და რბილი სკამი გა-
მოიტანა და ბარონს ფანჯარასთან ადგილი გაუმზადა. ბარონმა სწო-
რედ აქ მოიკალათა. მერე რა მოხდა, აღარ ვიცი, რადგან მამეჰას
მოახლე მომიახლოვდა, თავის დაკვრით მომიბოდიშა, კარს მსუბუ-
ქად ჰკრა ხელი და მიხურა.
მამეჰას საგარდერობოში დაახლოებით ერთი საათი დავყავი.
მოახლეები სტუმარს ემსახურებოდნენ. დროდადრო მამეჰას ჩურ-
ჩულიც მესმოდა, მაგრამ მეტწილად ბარონი ლაპარაკობდა. ერ-
თხელ მომეჩვენა, რომ მამეჰას უწყრებოდა, მაგრამ ყური მივუგდე
და გავარკვიე, რომ წინადღეს ვიღაც ნაცნობს გაებრაზებინა, რომე-
ლიც მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდა და ზედმეტი შეკითხვა
დაუსვა. როცა სადილი დასრულდა, მოახლემ ჩაის ფინჯნები ჩამოა-
ტარა, მამეჰამ კი მე დამიძახა. ოთახში შევედი და ბარონის წინ ჩა-
ვიმუხლე. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან არისტოკრატებს ადრე
არასოდეს შევხვედრივარ. თავი დავუხარე და, წესისამებრ, კეთილ-
განწყობა ვთხოვე. დარწმუნებული ვიყავი, რამეს მაინც მეტყოდა,
მაგრამ ოთახს ათვალიერებდა და, ეტყობოდა, ვერც კი მამჩნევდა.
– მამეჰა, სად არის ის გრაგნილი, სალოცავ ნიშში რომ გეკიდა?
ნახატი, მგონი, ტუშით იყო შესრულებული და ბევრად სჯობდა იმას,
რასაც ახლა ვხედავ.– ბარონო, ამ გრაგნილზე მაცუდაირა კოიციმ
საკუთარი ლექსი თავისი ხელით დამიწერა. უკვე ოთხი წელია, ეს
გრაგნილი ამ ადგილას კიდია.

265
– ოთხი წელი? როგორ?! წინა თვეს რომ ვიყავი, განა იქ ტუშის
ნახატი არ ეკიდა?
– არა. შეგახსენებთ, რომ მამეჰას ბარონის სტუმრობის პატივი
უკვე სამი თვეა, არ ჰქონია.
– არ არის გასაკვირი, რომ ასე ძალაგამოცლილი ვარ. ამიტომაც
სულ ვამბობ, რომ კიოტოში მეტი დრო უნდა გავატარო. მაგრამ ერ-
თი საქმე მეორეს მოჰყვება და... მოდი, თვალი მაინც შევავლოთ იმ
გრაგნილს ვერ ვიჯერებ, რომ წლებია, არ მინახავს
მამეჰამ მოახლე იხმო და გრაგნილი მოატანინა. მისი გახსნა მე
დამეკისრა, მაგრამ ხელები ისე მიკანკალებდა, რომ ქაღალდი ხე-
ლიდან გამიცურდა.
– ფრთხილად, გოგონა! – მისაყვედურა ბარონმა.
ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი. მინდოდა გამერკვია, მიბ-
რაზდებოდა თუ არა, მაგრამ თავიდან მისთვის თვალის გასწორება
მიჭირდა. როცა გრაგნილს დავწვდი და თვალწინ გადავუშალე, შე-
ვამჩნიე, რომ მე უფრო ყურადღებით მომჩერებოდა, ვიდრე ნახატს.
ეს არ გახლდათ საყვედურიანი მზერა. ცოტა ხანში იმასაც მივხვდი,
რომ ეს იყო ცნობისმოყვარეობა, რამაც თავდაჯერება შემმატა.
– ეს გრაგნილი გაცილებით მიმზიდველია, – თქვა ბარონმა. მა-
მეჰას მიმართავდა, მაგრამ მე მიყურებდა. განზე გახედვა მაშინაც კი
არ უცდია, როცა მზერა შევაგებე.
– კალიგრაფია მოდაში აღარ არის, – განაგრძო მან, –ჯობს
გრაგნილი ჩამოხსნა და ეს პეიზაჟი დაკიდო!
მამეჰას სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა დამორჩილებოდა. ეგ კი არა,
მოახერხა და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მისი იდეა ძალიან მოეწო-
ნა. როცა მოახლემ ნახატი ჩამოკიდა და ძველი გრაგნილი დაახვია,
მამეჰამ დამიძახა და მთხოვა, ბარონისთვის ჩაი დამესხა. ჩვენთვის
ზემოდან რომ დაგეხედათ, დაინახავდით, რომ ერთგვარი პატარა
სამკუთხედი შეიკრა – მამეჰა, ბარონი და მე. მაგრამ, რა თქმა უნდა,
ძირითადად, მამეჰა და ბარონი საუბრობდნენ. მე ბევრი არაფერი
შემეძლო, მუხლმოყრილი ვიჯექი და იქაურობა ისე მეუცხოებოდა,

266
როგორც მტრედს – შევარდნების ბუდე. თვითონაც მიკვირდა, აზ-
რად როგორ მომივიდა, რომ ასეთ ხალხთან ურთიერთობა და მათი
გართობა მეც შემეძლო. ბარონის მსგავს არისტოკრატებსაც ვგუ-
ლისხმობ, თავმჯდომარესაც და თეატრის რეჟისორსაც, რამდენიმე
დღის წინ რომ შევხვდით და ჩემკენ არც კი გამოუხედავს. დიდგვა-
როვნების საზოგადოებაში ყოფნის ღირსად არც ადრე მიმაჩნდა თა-
ვი, მაგრამ ამ წუთებში საბოლოოდ მივხვდი, რომ მეთევზეთა დასახ-
ლებაში გაზრდილი ერთი უბირი გოგო ვიყავი. ჰაცუმომო თავისას
თუ გაიტანდა, სავარაუდოდ, ისეთ ფსკერზე აღმოვჩნდებოდი , რომ
გიონის ნებისმიერი სტუმარი მამაკაცი ჩემთვის მიუწვდომელი გახ-
დებოდა. შესაბამისად, არ იყო გამორიცხული, რომ ბარონ მაცუნა-
გას ახლა უკანასკნელად ვხედავდი, თავმჯდომარეს კი ვერც ვერა-
სოდეს ვნახავდი. ან რა დაუშლიდა მამეჰას, ჩემი მიზნების სრული
უპერსპექტივობა ბოლომდე გაეცნობიერებინა და ოკიაში ისე მივეგ-
დე, როგორც ნახმარი, გაცვეთილი კიმონო, რომელიც ოდესღაც მა-
ღაზიაში ძალიან მიმზიდველად გამოიყურებოდა?
ბარონს ვამჩნევდი, რომ საკმაოდ ნერვიული კაცი იყო. გადმოი-
ხარა და მაგიდაზე რაღაც ლაქას ფრჩხილები ჩამოუსვა. უნებურად
გამახსენდა მამაჩემი, რომელიც ჩვენი განშორების დღეს მაგიდის
ღრმულებიდან ჭვარტლს ჩიჩქნიდა. ნეტავ რას გაიფიქრებდა, ახლა
რომ ვენახე აქ, მამეჰას ბინაში მუხლმოყრილი და ისეთ ძვირად ღი-
რებულ სამოსში გამოწყობილი, როგორიც თვალით არასოდეს ენა-
ხა, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეიშასა და ბარონის სა-
ზოგადოებაში? როგორც უკვე ვთქვი, ეჭვი მეპარებოდა, რომ ასეთი
გარემოცვის ღირსი ვიყავი. მერე უცებ გავაცნობიერე, რომ ჩემი სხე-
ული ჯადოსნური სილამაზის აბრეშუმში იყო გახვეული და ისეთი
განცდა დამეუფლა, რომ თანდათან ვინთქმებოდი ამ სილამაზის მო-
რევში... რადგან სილამაზეც კი იმხანად ტკივილნარევ კაეშანს
მგვრიდ

267
თავი მეთხუთმეტე

ერთ დღეს მე და მამეჰა შიჯოს ხიდზე გადავდიოდით. მამეჰას გი-


ონის საიუველირო მაღაზიები არ მოსწონდა და ახლა თავსამკაულე-
ბის შესაძენად პონტოჩოს მაღაზიისკენ მივემართებოდით. უცებ მა-
მეჰა გაჩერდა. ხიდქვეშ ძველი საბუქსირო გემი წყალს ქშენით მი-
აპობდა. მეგონა, შავმა კვამლმა შეაწუხა, მაგრამ უცებ მომიბრუნდა
და უცნაურად შემომხედა. ვერაფრით მივუხვდი, რა არ ასვენებდა.
– რა მოხდა, მამეჰა-სან?
– მალვას აზრი არა აქვს, სხვებისგან მაინც გაიგებ. შენმა პატარა
დაქალმა გოგრამ ახლახან შეგირდის ჯილდო მიიღო და მოსალოდ-
ნელია, რომ კიდევ მიიღებს, – მითხრა მამეჰამ.
იმ შეგირდებისთვის დაწესებულ ჯილდოს გულისხმობდა, რომ-
ლებიც თვეში მაქსიმალურ თანხას გამოიმუშავებდნენ. ალბათ ასე-
თი ჯილდოს არსებობა უცნაურად მოგეჩვენებათ, მაგრამ ამას თავი-
სი მიზეზი აქვს. ამგვარი წახალისების შედეგად შეგირდი ისეთ გე-
იშად ყალიბდება, რომელიც გიონში ყველაზე მეტად ფასობს, რად-
გან ფინანსური სარგებელი მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არა,
სხვებისთვისაც მოაქვს. მამეჰამ არაერთხელ გამოთქვა ვარაუდი,
რომ გოგრა რამდენიმე წელი იწვალებდა და ბოლოს თითო-ორო-
ლა ერთგული, მაგრამ არცთუ მდიდარი კლიენტის ამარა დარჩებო-
და. მსგავსი ვითარება საკმაოდ სევდიან სურათად მესახებოდა და
ახლა მიხაროდა, რომ გოგრამ მეტს მიაღწია. თუმცა, იმავდრო-
ულად, მოუსვენრობაც მიპყრობდა და ეს უსიამოვნო განცდა გულს
მიღრღნიდა. გოგრა გიონში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეგირდი
გახდა, მე კი – ერთ-ერთი ყველაზე მოკრძალებული და შეუმჩნევე-
ლი.
როცა წარმოვიდგენდი, როგორ აისახებოდა ეს გარემოება ჩემს
მომავალზე, სამყარო ჩემ ირგვლივ წყვდიადში იძირებოდა. ვიდექი
ხიდზე და გოგრას წარმატებაზე ვფიქრობდი. ყველაზე გამაოგნებ-
ლად ის ფაქტი მეჩვენებოდა, რომ მან მოახერხა და ერთ საუცხოო

268
ახალგაზრდა ყმაწვილ ქალს, სახელად რაიჰას აჯობა. რაიჰამ იგივე
ჯილდო რამდენიმე თვის წინ მიიღო. დედამისი ცნობილი გეიშა იყო,
მამა კი – იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე სახელმოხვეჭილი ოჯახის
წარმომადგენელი და აურაცხელი სიმდიდრის პატრონი. როცა რა-
იჰამ გვერდით ჩამისეირნა, ისე ვიგრძენი თავი, როგორც ერთმა უბ-
რალო ცქიმურამ, რომელსაც გვერდით ვერცხლისფერმა ორაგულ-
მა ჩაუსრიალა. ნეტავ როგორ აჯობა გოგრამ? ჰაცუმომოს დებიუტის
პირველივე დღიდან ისეთ დღეში ჰყავდა, რომ წონაში კლებაც კი
დაიწყო და თავის თავს აღარ ჰგავდა. მაგრამ რამდენიც უნდა ემუშა-
ვა, მაინც გაუგებარი იყო, პოპულარობით რაიჰას როგორ გაუსწრო.
– ყურები ნუ ჩამოყარე, პირიქით, უნდა გაიხარო! – მითხრა მა-
მეჰამ.
– ჰო, ძალიან ეგოისტურად გამომივიდა... – ჩავილაპარაკე მე.
– არა, სხვა რამეს ვგულისხმობ: ჰაცუმომოს და გოგრას ეგ ჯილ-
დო ძვირად დაუჯდებათ. ხუთ წელიწადში არავის ეცოდინება, ვინ
არის გოგრა.
– მე კი მგონია, ყველა გაიხსენებს, როგორც ადამიანს, რომელ-
მაც რაიჰა დაჩრდილა!
‒ რაიჰა არავის დაუჩრდილავს. გოგრამ ამ ბოლო დროს, შესაძ-
ლოა, მართლაც ბევრი ფული იშოვა, მაგრამ რაიჰა მაინც ყველაზე
პოპულარული შეგირდი გეიშაა გიონში. წამოდი და ყველაფერს
აგიხსნი.
მამეჰამ პონტოჩოს უბანში, ერთ ჩაის სახლში შემიყვანა, გვერ-
დით მომისვა და დაიწყო.

***
გიონის წესი ასეა: გამორჩეულად პოპულარული გეიშა ყოველ-
თვის ზრუნავს იმაზე (თუკი, ცხადია, თავისი რეპუტაციის შელახვას
არ შეუშინდება), რომ მისმა უმცროსმა დამ სხვებზე მეტი ფული გა-
მოიმუშაოს. მიზეზები უნდა ვეძებოთ ოჰანას ანუ ე.წ. ყვავილების გა-
სამრჯელოს გამოთვლის დიდი ხნის წინ დადგენილ წესში. ძველად ,

269
დაახლოებით ასი წლის წინ, როგორც კი გეიშა წვეულებაზე სტუმ-
რების გასართობად გამოცხადდებოდა, ჩაის სახლის მესაკუთრე
ერთსაათიან არომატულ ჩხირს დაანთებდა, რასაც ოჰანა, ანუ ყვა-
ვილი ეწოდებოდა. გეიშას ანაზღაურება იმაზე იყო დამოკიდებული,
თუ რამდენი ასეთი არომატული ჩხირი ჩაიწვებოდა მის წასვლამდე.
ოჰანას საფასურს, წესისამებრ, გიონის სარეგისტრაციო ბიურო ად-
გენდა. ჩემი შეგირდობისას ეს საფასური სამ იენს შეადგენდა და ამ
თანხით ორი ბოთლი სასმლის შეძენა შეიძლებოდა. თითქოს საკმა-
ოდ დიდი თანხა იყო, მაგრამ არაპოპულარულ გეიშას, რომელიც
საათში ერთ ოჰანას იღებდა, საამური ცხოვრება ნამდვილად არ
ჰქონდა.
სასურველი შეხვედრის მოლოდინში მთელი საღამო ნახშირის
ღუმელთან იჯდა და საუკეთესო შემთხვევაში ერთ ღამეში ათ იენზე
მეტს ვერ შოულობდა, რაც ვალებსაც კი არ უფარავდა· თუ გავითვა-
ლისწინებთ, რა სიმდიდრე შემოდიოდა გიონში, ასეთი გეიშა სხვა
არაფერი იყო, თუ არა პატარა მწერი, რომელიც ჩონჩხს დასტრია-
ლებს თავზე; ჰაცუმომო და მამეჰა კი მასთან შედარებით ძუ ლომები
იყვნენ, რომლებიც უხვი ნადავლით ნადიმობდნენ. გარდა იმისა,
რომ უამრავ მამაკაცს ართობდნენ და ეს შეხვედრები მთელი ღამე
არ წყდებოდა, მათი შემოსავლიანობის მიზეზი ისიც იყო, რომ სამუ-
შაოში დიდ საფასურს. ითხოვდნენ, მაგალითად: ჰაცუმომო ერთსა-
ათიანი ოჰანის ღირებულებას თხუთმეტ წუთში იღებდა, მამეჰა კი
(უნდა ითქვას, რომ მისი მსგავსი გიონში მართლაც არავინ ყოფი-
ლა) ერთ ოჰანად ხუთ წუთს აფასებდა! ცხადია, გეიშებს უჭირთ თა-
ვიანთი შემოსავლის ბოლომდე დაზოგვა. ამას თვით მამეჰაც კი ვერ
ახერხებდა. მიზეზი ის გახლავთ, რომ ჩაის სახლები, რომლებშიც
ისინი ფულს შოულობენ, მათგან წილს ითხოვენ; შედარებით ნაკ-
ლები თანხა გეიშების ასოციაციასაც ერგება; ნაწილი მესამოსის ჯი-
ბეშიც მიდის და ასე ბოლომდე, იმ გასამრჯელოს ჩათვლით, რო-
მელსაც გეიშა თავისი შემოსავლის დაანგარიშებისა და შეხვედრე-
ბის დაგეგმვის საფასურად ოკიას უხდის ხოლმე. შედეგად, მონაგები
თანხიდან გეიშას ნახევარზე ოდნავ მეტი თუ რჩება, თუმცა არაპო-

270
პულარული გეიშას შემოსავალთან შედარებით (რომელიც უძრაო-
ბის წუმპეში დღითი დღე სულ უფრო ეფლობა), ეს მაინც ვეებერთე-
ლა თანხაა. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ჰაცუმომოს მსგავსი გე-
იშები თავიანთი უმცროსი დების განსაკუთრებული პოპულარობის
ხაზგასმასა და გაზვიადებას. დავიწყოთ იმით, რომ პოპულარულ გე-
იშას გიონის თითქმის ყველა წვეულებაზე დიდი ხალისით მასპინ-
ძლობენ. მას შეუძლია, თითოეულ ასეთ წვეულებას მხოლოდ ხუთი
წუთით ესტუმროს, კლიენტები კი მზად არიან, ფული მხოლოდ მი-
სალმებისთვის გადაუხადონ, რადგან იციან: მორიგ ჯერზე იმავე გე-
იშამ,შესაძლოა, ფრიად სასიამოვნო თანამეინახეობა გაუწიოს. რაც
შეეხება შეგირდს, ის ასე იოლად ფონს ვერ გავა. მან ჯერ ბევრი ნაც-
ნობი უნდა გაიჩინოს და კავშირები გაამყაროს. სანამ თვრამეტი წე-
ლი არ შეუსრულდება და სრულფასოვანი გეიშა არ გახდება, წვე-
ულებიდან წვეულებაზე გაუთავებელი სიარულის ფუფუნება არა
აქვს, ამა თუ იმ წვეულებას საათზე მეტხანს ესწრება და მხოლოდ
ამის შემდეგ რეკავს ოკიაში, რათა თავისი უფროსი დის ადგილსამ-
ყოფელი გაარკვიოს და იმ ჩაის სახლში მიაკითხოს, სადაც ეს უკა-
ნასკნელი მას სტუმრების მორიგ წყებას წარუდგენს. თუ მისი სახელ-
განთქმული უფროსი და ოცამდე წვეულებას სტუმრობს, შეგირდს
მხოლოდ ხუთ წვეულებაზე შეუძლია დასწრება. მაგრამ ჰაცუმომო
სხვაგვარად იქცეოდა: სადაც თვითონ დადიოდა, გოგრაც ყველგან
თან დაჰყავდა.
თექვსმეტი წლის ასაკამდე შეგირდი გეიშა ერთ სამუშაო საათს
მხოლოდ ნახევარ ოჰანად აფასებს. გოგრას შეეძლო, წვეულებაზე
ხუთი წუთი დარჩენილიყო, მასპინძლისთვის კი ისეთი ანგარიში წა-
რედგინა, თითქოს მის დაწესებულებაში ერთი საათი გაატარა. ასეთ
ხანმოკლე ვიზიტებს გოგრას არავინ უწონებდა. მამაკაცებს თავი-
დან არაფერი ჰქონდათ საწინააღმდეგო, ჰაცუმომოს რომ უმცროსი
და სულ რამდენიმე წუთით მოეყვანა, მაგრამ დროთა განმავლობა-
ში გაუჩნდათ კითხვა, რითი აიხსნებოდა ასეთი მოუცლელობა და
რატომ ვერ უნდა დარჩენილიყო გოგრა უფრო დიდხანს, როგორც
ამას წესი მოითხოვდა. გოგრას იქნებ მაღალი შემოსავალი ჰქონდა

271
(სავარაუდოდ, საათში სამი-ოთხი ოჰანა), მაგრამ მასაც და ჰაცუმო-
მოსაც ეს ხეირი რეპუტაციის შელახვის ფასად უჯდებოდა.
– ჰაცუმომოს საქციელი მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რამდე-
ნად სასოწარკვეთილია იგი, – დაასკვნა მამეჰამ, – ყველაფერს გა-
აკეთებს, რომ გოგრა კარგად გამოიყურებოდეს. ამის მიზეზი შენც
იცი, ხომ ასეა?
– არ ვარ დარწმუნებული, რომ ვიცი, მამეჰა-სან.
– ჰაცუმომოს გოგრას წარმატება იმიტომ სურს, რომ ქალბატონ-
მა ნიტამ იშვილოს. თუ გოგრა ოკიის შვილი გახდა, მისი მომავალიც
უზრუნველყოფილი იქნება და ჰაცუმომოსიც. რადგან ჰაცუმომო
გოგრას დაა, ქალბატონი ნიტა გარეთ ვეღარ გააგდებს. ახლა ხომ
მიხვდი? გოგრა რომ იშვილონ, ჰაცუმომოსგან თავს ვერასოდეს და-
იხსნი, თუ, რა თქმა უნდა, შენ თვითონ არ გაგაგდეს ოკიიდან!
მიჭირს ჩემი განცდების აღწერა. ალბათ ასე გრძნობს თავს
ოკეანე, როცა მზეს ღრუბელი გადაეფარება.
– იმედი მქონდა, რომ უახლოეს მომავალში ახალგაზრდა შე-
გირდის როლში გიხილავდი, მაგრამ ჰაცუმომო წინ გადაგვიდგა! –
თქვა მამეჰამ.
– დიახ, ასეა.
– რას იზამ. ის მაინც ისწავლე, თუ როგორ უნდა შეიქციო მამაკა-
ცები. აი, გაგიმართლა და ბარონსაც შეხვდი. ამ წუთებში შეიძლება
მართლა არ ვიცი, როგორ მივხედო ჰაცუმომოს, მაგრამ სიმართლე
რომ გითხრა... – მამეჰა გაჩერდა.
– რისი თქმა გსურთ, ქალბატონო?
– აღარ დავასრულებ, საიური.
მამეჰამ აშკარად შეამჩნია ჩემი შეშფოთება და სასწრაფოდ დას-
ძინა:
– შენ და ჰაცუმომო ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ, ხომ ასეა? რაც არ
უნდა ვთქვა, ყველაფერი შეიძლება მის ყურს მისწვდეს.
– ძალიან ვწუხვარ, მამეჰა-სან. რა ცუდი წარმოდგენა გქონიათ
ჩემზე. არ ვიცი, რით დავიმსახურე ასეთი დამოკიდებულება. ეგ რო-
გორ იფიქრეთ, რომ ოკიაში გავიქცევი და ყველაფერს ჰაცუმომოს

272
ჩავუკაკლავ?!
– მნიშვნელობა არა აქვს, შენ როგორ მოიქცევი. ზოგჯერ თაგვი
თავისი ფეხით მირბის იქ, სადაც კატას სძინავს, და უნებურად აღვი-
ძებს მას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას აუცილებლად შეჭმა
ემუქრება. შენ მშვენივრად იცი, რა საზრიანია ჰაცუმომო. უნდა მენ-
დო, საიური.
– დიახ, ქალბატონო, – მივუგე მოკლედ, რადგან სათქმელი მარ-
თლაც სხვა არაფერი მქონდა.
– ერთ რამეს გეტყვი, – მითხრა მამეჰამ და ცოტა არ იყოს აღელ-
ვებული სახით გადმოიხარა ჩემკენ, – შემდეგი ორი კვირის მანძილ-
ზე ისეთ ღონისძიებებს დაგასწრებ, სადაც ჰაცუმომო ნამდვილად
ვერ მოგვაგნებს.
– შეიძლება გკითხოთ, სად?
– რა თქმა უნდა, არა! იმასაც კი არ გაგიმხელ – როდის! უბრა-
ლოდ, მზად იყავი. დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ.

***
ოკიაში რომ დავბრუნდი, მეორე სართულზე ავიპარე და ჩემს
სამთვარიოს თვალი გადავავლე. მომდევნო კვირაში რამდენიმე
დღე გამოირჩეოდა. ერთ-ერთი მათგანი იყო ოთხშაბათი, რომელიც
დასავლეთის მიმართულებით მოგზაურობისთვის იყო ხელსაყრე-
ლი. არ გამოვრიცხავდი, რომ მამეჰა ამ დღეს ქალაქგარეთ გამიყ-
ვანდა. კიდევ ერთი დღე გახლდათ ორშაბათი, რომელიც ექვსდღია-
ნი ბუდისტური კვირიდან ასევე ერთ-ერთი ტაი-ანი, ანუ ყისმათიანი
დღე იყო. დაბოლოს, კვირადღე, რომელსაც საკმაოდ დამაინტრი-
გებელი კომენტარი ახლდა: „კარგისა და ცუდის ბალანსი ბედისწე-
რის კარიბჭესთან მიგიყვანს“.
ოთხშაბათმა ისე ჩაიარა, მამეჰასგან შეტყობინება არ მომ-
სვლია. მართალია, რამდენიმე დღეში დამიბარა (ეს დღე ჩემს სამ-
თვარიოში არაკეთილსასურველ დღედ იყო მიჩნეული), მაგრამ მხ-

273
ოლოდ უმნიშვნელო საგანზე, კერძოდ, ჩაის ცერემონიის გაკვეთი-
ლის გადატანის შესახებ ვიმსჯელეთ: ამის შემდეგ მთელმა კვირამ
ისე ჩაიარა, მამეჰას ერთი სიტყვაც არ შემოუთვლია. და აი, კვირად-
ღეს, შუადღის საათებში ოკიის კარი გაიღო. შამისენი ხიდურის ია-
ტაკზე მივაგდე, სადაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში
ვმეცადინეობდი, და სადარბაზოს კართან მივირბინე. მეგონა, მამე-
ჰას მოახლეს ვნახავდი, მაგრამ აფთიაქარი აღმოჩნდა, რომელსაც
ართრიტით დატანჯული დეიდასთვის ჩინური სამკურნალო ბალახე-
ბი მოეტანა. როცა ოკიის ერთ-ერთმა ასაკოვანმა მოახლემ პაკეტი
გამოართვა, უკან დაბრუნება და მეცადინეობის განახლება დავაპი-
რე, მაგრამ შევამჩნიე, რომ აფთიაქარი ჩემი ყურადღების მიპყრო-
ბას ცდილობდა. კერძოდ, ხელში მხოლოდ ჩემს დასანახად ეჭირა
ქაღალდის ნაგლეჯი.
ჩვენი მოახლე უკვე კარის მიხურვას აპირებდა, მაგრამ აფთია-
ქარმა მითხრა:
– ბოდიში, ქალიშვილო, იქნებ ეს გადამიგდოთ?
მოახლეს გაუკვირდა, მაგრამ ქაღალდი გამოვართვი და ვითომ
მის გადასაგდებად მსახურების ოთახში გავიქეცი. ბარათი ხელმოუ-
წერელი იყო, მაგრამ კალიგრაფიით მივხვდი, რომ მამეჰა მწერდა:
„დეიდას სთხოვე, ჩემთან გამოგიშვას, უთხარი, რომ ჩემს ბინაში
რაღაც საქმე უნდა გააკეთო და ზუსტად პირველ საათ ზე გამოცხად-
დი. ნუ დაიგვიანებ, წასვლის მიზეზი არავის გააგებინო“.
სიფრთხილის ამგვარი ზომები საკმაოდ გონივრული იყო, თუმცა
დედა იმ დღეს მეგობართან სადილობდა, ჰაცუმომო და გოგრა კი
მორიგ შეხვედრას ესწრებოდნენ. ოკიაში არავინ იყო, დეიდასა და
მოახლეების გარდა. დეიდას ოთახში ავედი და ზუსტად იმ დროს შე-
ვუსწარი, როცა ფუტონზე მძიმე საბანს აფენდა და ძილისთვის ემზა-
დებოდა. უკვე ღამის პერანგი ეცვა და სიცივისგან კანკალებდა. რო-
გორც კი შეიტყო, რომ მამეჰა მიბარებდა, მიზეზი არც უკითხავს,
მხოლოდ ხელი აიქნია და საბნის ქვეშ შეძვრა.

274
***
როცა ვესტუმრე, მამეჰა დილის შეხვედრიდან ჯერ არ მობრუნე-
ბულიყო. მოახლემ მის საგარდერობოში შემიყვანა, სახის მოხატვა-
ში დამეხმარა და გამომიტანა კიმონოს კომპლექტი, რომელიც მა-
მეჰას ჩემთვის ჰქონდა გამზადებული. მისი კიმონოების ტარებას უკ-
ვე შეჩვეული ვიყავი, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ გეიშასთვის
თავისი კოლექციიდან კიმონოების ამგვარი სახით განათხოვრება
საკმაოდ უჩვეულო რამ არის. ორ მეგობარს შეუძლია ერთი-ორი
ღამით კიმონოები გაცვალონ, მაგრამ უფროსი გეიშა ნორჩი გოგო-
ნების მიმართ ასეთ სიკეთეს იშვიათად იჩენს. კაცმა რომ თქვას, მა-
მეჰა ჩემ გამო სიძნელეებსაც წააწყდა. ამ გრძელსახელოებიან კი-
მონოებს, რომლებსაც მე მაცმევდა, თვითონ აღარ ატარებდა ხოლ-
მე და თავისი გარდერობიდან მათი ამოღება უწევდა. მე კი, ჩემი
მხრივ, ერთი კითხვა მაწვალებდა: როგორ უნდა გადამეხადა მის-
თვის ეს სიკეთე.
კიმონო, რომელიც იმ დღეს მამეჰამ მომიმზადა, ერთ-ერთი
ულამაზესი იყო: ფორთოხლისფერ აბრეშუმზე ღვარად ჩამოდიოდა
ვერცხლისფერი ჩანჩქერი,რომელიც მოცისფრო-ნაცრისფერ ოკეა-
ნეში ჩადიოდა. ჩქერებს შორის ალაგ-ალაგ გამოსჭვიოდა ყავისფე-
რი კლდეები, ქობის გასწვრივ კი მოჭიქული ძაფებით იყო ამოქარ-
გული დაკორძილი, გამორიყული ტოტები. მაშინ ვერ ვხვდებოდი,
მაგრამ ეს კიმონო გიონში ცნობილი იყო და მისი დანახვისას ყვე-
ლას მამეჰა ახსენდებოდა. მისი ტარების ნებას რომ მაძლევდა, მა-
მეჰა ამით თითქოს საკუთარ აურას გადმომცემდა. როცა ბატონმა
იჩოდამ ყავისფერი ძაფითა და ოქროს სირმებით მოქარგული ჟღა-
ლი ფერის ობი შემომახვია, სახეზე უმარილი ბოლოჯერ გადავისვი
და თმაზე თავსამკაულები მივიმაგრე. თავმჯდომარის ცხვირსახოცი
(რომელიც ყოველთვის თან დამქონდა) ქამარში შევინახე და სარ-
კის წინ საკუთარ გამოსახულებას პირდაღებული მივაჩერდი. ძალი-
ან გამიკვირდა, მამეჰა ჩემს გალამაზებას ასე რომ ცდილობდა, მაგ-
რამ კიდევ უფრო საოცარი ის იყო, რომ თვითონ საკმაოდ უსახური
სამოსი შეარჩია. ეს გახლდათ მთის კარტოფილის ფერი კიმონო.

275
ქსოვილზე გეომეტრიული ფიგურები იყო გამოსახული, მუქლურჯ
ობის სადა შავი რომბები ამშვენებდა. მამეჰას სახეს სადაფის ნატი-
ფი, მკრთალი ელვარება გადასდიოდა, მაგრამ როცა ქუჩაში ერთად
გავედით, ქალები, რომლებიც მას თავის დაკვრით ესალმებოდნენ,
მაინც მე მიყურებდნენ.
გიონის სალოცავიდან რომ გამოვედით, რიქშით დაახლოებით
ნახევარი საათი მივიწევდით ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე უბ-
ნებისკენ, სადაც ადრე არასდროს ვყოფილვარ.
გზად მამეჰამ გამომიცხადა, რომ სუმოს შეჯიბრებას უნდა დავ-
სწრებოდით. ამ ღონისძიებაზე „ოსაკა ივამურა ელექტრიკის“ დამ-
ფუძნებელმა კენ ივამურამ მიგვიწვია. აქვე დავძენ, რომ ჩვენი ბებოს
სიცოცხლე სწორედ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ გამათბობელს
ემსხვერპლა. ივამურას მარჯვენა ხელი – ნობუ ტოსიკაძუ კომპანიის
პრეზიდენტი გახლდათ და იმ დღეს შეჯიბრებას ისიც უნდა დასწრე-
ბოდა. როგორც გაირკვა, ნობუ სუმოს თაყვანისმცემელიც იყო და
იმდღევანდელი ტურნირის ფინანსური მხარდამჭერიც.
– აი, რას გეტყვი, ეს ნობუ ცოტა უცნაური შესახედავია. თუ სწო-
რად მოიქცევი, მასზე, წესით, დიდი შთაბეჭდილება უნდა მოახდინო,
– მითხრა მამეჰამ და მზერით მანიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევა-
ში ძალიან გავაწბილებდი. ჰაცუმომოსთან დაკავშირებით შეგვეძ-
ლო არ გვენერვიულა.
ბილეთები რამდენიმე კვირით ადრე გაიყიდა. როგორც იქნა, მი-
ვაღწიეთ კიოტოს უნივერსიტეტის კამპუსს და საზიდრიდან გადმოვ-
ბობღდით. მამეჰა წინ გამიძღვა. ბილიკს ორივე მხრიდან ჯუჯა ფიჭ-
ვები მიუყვებოდა. ყოველი მხრიდან ევროპული სტილის შენობების
გარემოცვაში აღმოვჩნდით.
ფანჯრები ფერადი ხით პაწაწინა შუშის კვადრატებად იყო დაყო-
ფილი. უნივერსიტეტის ტერიტორია ძალიან მეუცხოვა. თურმე მა-
ნამდე ვერც კი ვხვდებოდი, რამდენად მშობლიური იყო ჩემთვის გი-
ონი. ირგვლივ პირგაპარსული, თმაგადავარცხნილი მამაკაცები
ტრიალებდნენ. ზოგს შარვალი აჭიმებით დაემაგრებინა. როგორც
ჩანს, მე და მამეჰა ისეთ ეგზოტიკურ არსებებად მოვეჩვენეთ, რომ

276
ჩერდებოდნენ, თვალს გვაყოლებდნენ და ერთმანეთში ხუმრობ-
დნენ კიდეც.
რკინის ალაყაფი გავიარეთ და ბრბოში გავერიეთ. ასაკოვან მა-
მაკაცებსა და რამდენიმე ქალს შორის კანტიკუნტად გეიშებსაც მოვ-
კარი თვალი. ქალაქი სუმოს შეჯიბრებისთვის დახურული დარბაზე-
ბის ნაკლებობას განიცდიდა და ამ მიზნით კიოტოს უნივერსიტეტის
საგამოფენო დარბაზსაც იყენებდნენ. ეს შენობა დღეს აღარ არსე-
ბობს, მაგრამ იმ დროს ირგვლივ მყოფ დასავლურ შენობებს ისე
ეხამებოდა, როგორც კიმონოში გამოწყობილი დაჩაჩანაკებული ბე-
რიკაცი – ბიზნესმენების ჯგუფს. კოლოფივით ნაგებობას არცთუ დი-
დი ზომის სახურავი ჰქონდა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება რჩებო-
და, თითქოს ქვაბს შეცდომით სხვა ხუფი დაახურეს. ვეება ჭიშკარი
ცალ მხარეს გადაბრეცილიყო და მის დეფორმირებულ ზედაპირს
გარდიგარდმო ჯვარედინად აკრული რკინის ორძელები ვეღარ აკა-
ვებდა. ამ ოღროჩოღრო კარმა ჩემი მთვრალი სახლი მომაგონა და
სევდა მომგვარა.
როცა ქვის კიბეზე ავდიოდით, ხრეშით მოფენილ ბილიკზე ორი
გეიშა შევნიშნე და თავი დავუკარი. სალამზე მიპასუხეს და ერთმა-
ნეთს რაღაც გადაულაპარაკეს. მეუცნაურა ეს ამბავი, მაგრამ როცა
ორივეს კარგად დავაკვირდი, გული გადამიქანდა. ერთი მათგანი
ჰაცუმომოს მეგობარი კორინი იყო. კიდევ ერთხელ მივესალმე და
ნაძალადევად გავუღიმე. როცა გვერდზე გაიხედეს, მამეჰას წავჩურ-
ჩულე.
– მამეჰა-სან, ამ წუთას ჰაცუმომოს მეგობარი ვნახე.
– არ ვიცოდი, რომ ჰაცუმომოს მეგობრები ჰყავდა.
– კორინია. აქ არის. ყოველ შემთხვევაში ახლახან აქ იყო, ჩემ-
თვის უცნობ გეიშასთან ერთად.
– კორინს ვიცნობ. შენ რა გაწუხებს? რა უნდა დაგიშავოს კორინ-
მა?
ამ შეკითხვაზე პასუხი არ მქონდა, მაგრამ თუკი მამეჰა არ წუხდა,
მე საამისო მიზეზი მით უმეტეს აღარ უნდა მქონოდა.

277
დარბაზში შესვლისას ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთი გახ-
ლდათ: ეს იყო ვეებერთელა ცარიელი სივრცე. მზის შუქი სულ მაღ-
ლა, თითქმის სახურავქვეშ გამწკრივებული სარკმლებიდან იღვრე-
ბოდა. უშველებელი დარბაზი ხმაურითა და მისოსთან ერთად გრი-
ლებზე შებრაწული ბრინჯის ტკბილეულის ოხშივრით იყო სავსე.
ცენტრში მოჩანდა შინტოს საკურთხევლის დარად გადახურული, შე-
მაღლებული ადგილი, სადაც მოასპარეზეები ერთმანეთს უნდა შებ-
მოდნენ. ამ სივრცეს გალობით გარს უვლიდა ბერი, და აქეთ-იქით
იქნევდა წმინდა კვერთხს, რომელსაც ფუნჯივით ჰქონდა გამობმუ-
ლი გრძლად დასერილი ქაღალდი. მე და მამეჰა ერთ-ერთ იარუსს
მივუახლოვდით, ფეხზე გავიხადეთ და ხის ვიწრო ზღუდეს ცერიანი
წინდების ამარა ჩამოვუარეთ. ჩვენი მასპინძლებიც ამ რიგში ის-
ხდნენ, მაგრამ მათი ვინაობა ჯერ არ ვიცოდი. უცებ ერთმა მამაკაცმა
მამეჰას ხელი დაუქნია. იმწამსვე მივხვდი, რომ ეს ნობუ იყო. აღარ
გამკვირვებია, მის გარეგნობასთან დაკავშირებით მამეჰამ საგანგე-
ბოდ რომ გამაფრთხილა. შორიდანაც კი ჩანდა, რომ მისი კანი ჩა-
მოღვენთილ სანთელს ჰგავდა. ოდესღაც სასტიკი დამწვრობა მი-
ეღო და ისეთი ტრაგიკული შესახედავი იყო, თვალნათლივ წარმო-
ვიდგინე, რა ტანჯვაც გამოიარა.
ჯერ იყო და, კორინთან შეხვედრამ ჩამაგდო საგონებელში, ახლა
კი იმის შიში არ მასვენებდა, ნობუს გაცნობისას რაიმე სისულელე
არ ჩამედინა, თუმცა ამ შიშის მიზეზს თავადაც ვერ ვპოულობდი. რო-
ცა მამეჰას ფეხდაფეხ მივდევდი, ჩემი ყურადღება, ნობუს ნაცვლად,
ჭილოფზე მის გვერდით ჩამომჯდარმა მოხდენილმა, ზოლიან კიმო-
ნოში გამოწყობილმა კაცმა მიიპყრო. იმ წუთიდან, რაც მას თვალი
ვკიდე, ჩემში რაღაც უცნაურმა სიმშვიდემ დაისადგურა. ეს ადამიანი
გვერდითა ლოჟაში მჯდომ მამაკაცს ელაპარაკებოდა, ამიტომ ჯერ-
ჯერობით მხოლოდ მის კეფას ვხედავდი, მაგრამ იერით ისე მეცნო,
საკუთარ თვალებს არ დაგუჯერე. ყველა-ყველა და, ეს კაცი აქ არ
უნდა ყოფილიყო! ჩემი უცნაური შეგრძნების მიზეზზე დაფიქრებაც
ვერ მოვასწარი, რომ უცებ თვალწინ დამიდგა ჩვენი პატარა დასახ-
ლების ერთი ქუჩა და ამ ადამიანის სახე. სწორედ ამწუთას მივხვდი:

278
ბატონი ტანაკა იყო! როგორღაც შეცვლილიყო, ოღონდ ზუსტად ვერ
გეტყვით, რაში მდგომარეობდა ეს ცვლილება. შევერცხლილ თმაზე
ხელი რომ ჩამოისვა, შემძრა ამ მოხდენილმა მოძრაობამ. ალბათ
მკითხავთ, მაინც რატომ მომგვარა ასეთი უცნაური სიმშვიდე მისმა
დანახვამ? ვგონებ, იმ წუთებში გონება დამებინდა და ჩემს შეგრძნე-
ბებს ანგარიშს ვერ ვუწევდი. მართლაც, თუკი ამქვეყნად ვინმე
მძულდა, ეს სწორედ ბატონი ტანაკა იყო. ეს აუცილებლად უნდა შე-
მეხსენებინა საკუთარი თავისთვის. ნამდვილად არ ვაპირებდი მის
წინაშე მუხლებზე დამხობას შემდეგი სიტყვებით: „ბატონო ტანაკა!
რომ იცოდეთ, რა პატივია თქვენი კვლავ ხილვა! კიოტოში რამ მო-
გიყვანათ?“ პირიქით, სიამოვნებით გამოვნახავდი გზას იმ გრძნო-
ბების გამოსახატავად, რაც მის მიმართ სინამდვილეში მქონდა,
თუნდაც ეს შეგირდისთვის შეუფერებელი ყოფილიყო. კაცმა რომ
თქვას, ბატონი ტანაკას შესახებ ბოლო წლებში ნაკლებად ვფიქრობ-
დი, მაგრამ ერთი რამ არ მავიწყდებოდა: მის მიმართ კეთილგან-
წყობილი ნამდვილად არ უნდა ვყოფილიყავი და თუ შემთხვევა მო-
მეცემოდა, ჭიქაში ჩასხმის ნაცვლად მისთვის საკე ფეხებში უნდა მი-
მესხა. ალბათ გავუღიმებდი ისე, როგორც წესი და რიგია, მაგრამ ეს
ღიმილი ჰაცუმომოს ღიმილის მსგავსი იქნებოდა. შემდეგ კი ვეტყო-
დი: „ოჰ, ბატონო ტანაკა, ისევ მეცა თევზის მყრალი სუნი... რომ იცო-
დეთ, თქვენ გვერდით ჯდომამ სახლი როგორ მომანატრა!“
წარმომიდგენია, რა თავზარი დაეცემოდა...
ან კიდევ ასე ვეტყოდი: „ბატონო ტანაკა, ახლა კი შემიძლია გით-
ხრათ, რომ წარჩინებულ კაცს ოდნავ მაინც დაემსგავსეთ!“
თუმცა სიმართლე უნდა ითქვას: როცა მის ლოჟას მივუახლოვ-
დი, დავრწმუნდი, რომ სხვებისგან მართლაც გამოირჩეოდა. ამასო-
ბაში მამეჰაც წამომეწია და იატაკზე ჩაიმუხლა. სწორედ მაშინ მოაბ-
რუნა თავი ბატონმა ტანაკამ. სწორედ მაშინ დავინახე მისი განიერი
სახე და ამობურცული ყვრიმალები. ყველაზე მეტად მისი გლუვი,
ბრტყელი და კუთხეებში ოდნავ მოჭმუხნილი ქუთუთოები მეცნო.
უცებ ჩემ ირგვლივ ყველაფერი მიწყნარდა და გაირინდა. თითქოს
ეს კაცი ქარი იყო და ფრთებზე შემოსმულს სადღაც მიმაქანებდა. ნა-

279
ცნობი ნამდვილად იყო – ალბათ ბევრად ნაცნობი, ვიდრე სარკეში
არეკლილი ჩემი საკუთარი გამოსახულება. მაგრამ ეს სულაც არ აღ-
მოჩნდა ბატონი ტანაკა. ეს გახლდათ თავმჯდომარე!

თავი მეთექვსმეტე

ამ კაცს ცხოვრებაში ერთხელ, რამდენიმე წუთით მოვკარი თვა-


ლი, მაგრამ მას შემდეგ სულ ჩემს წარმოსახვაში ტრიალებდა. ასე
ხდება, ერთხელ გაგონილი სიმღერის ნაწყვეტს მთელი ცხოვრება
რომ ღიღინებ, თუმცა დროთა განმავლობაში ნოტები ოდნავ იცვლე-
ბა. მაგალითად, მისი შუბლი უფრო მაღალი მახსოვდა, ჭაღარა თმა
კი – არცთუ ხშირი. წამით ეჭვიც კი შემეპარა, ნამდვილად იყო თუ
არა თავმჯდომარე, მაგრამ ისეთ სიმშვიდეს ვგრძნობდი, საბოლო-
ოდ დავრწმუნდი, რომ ვიპოვე. სანამ მამეჰა ორივეს ესალმებოდა,
მის ზურგს უკან ვიდექი და ჩემს ჯერს ველოდი. უნდა მივსალმებოდი
და თავი დამეკრა, მაგრამ ერთი აზრი არ მასვენებდა: ვაითუ ხმამ მი-
ღალატოს და გაპრიალებულ იატაკზე გასმული ჩვარივით აჭრაჭუნ-
დეს?
სახედაშაშრულმა ნობუმ იმწამსვე დამადგა თვალი, მაგრამ თვი-
თონ თავმჯდომარე, მგონი, ვერც კი მამჩნევდა. მისკენ გახედვას
ვერ ვბედავდი, მაგრამ როცა მამეჰა ჩამოჯდა და კიმონოს კალთები
გაისწორა, აშკარად დავინახე, როგორ მოტრიალდა ჩემკენ. მის
მზერაში ცნობისმოყვარეობა დავიჭირე. უცებ მომეჩვენა, რომ ჩემი
ძარღვები ერთბაშად დაიცალა და მთელი სისხლი სახეზე მომაწვა.
– თავმჯდომარე ივამურა... პრეზიდენტო ნობუ, გაიცანით, ეს ჩემი
უმცროსი დაა, საიური, – თქვა მამეჰამ.

280
ალბათ გსმენიათ „ივამურა ელექტრიკის“ დამფუძნებლის, კენ
ივამურას სახელი. არც ნობუ ტოსიკაძუს ვინაობა უნდა იყოს თქვენ-
თვის უცხო. იაპონიაში ამ ორი ადამიანის ბიზნესპარტნიორობა მარ-
თლაც რომ უპრეცედენტო იყო.
შედარებისთვის, წარმოიდგინეთ ხე და მისი ფესვები, ან კიდევ
ტაძარი და მისი ჭიშკარი. მათი სახელები თოთხმეტი წლის ასაკიდან
მესმოდა, მაგრამ ერთი წამითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ კენ ივა-
მურა სწორედ ის კაცი იყო, ვინც ერთხელ სირაკავას სანაპიროზე
შემხვდა. თავი დავუკარი და ყველა ის სიტყვა წარმოვთქვი, რასაც
წესი ითხოვდა. როცა საუბარი დავასრულე, მათ შუაში ჩავიმუხლე.
ნობუმ მის გვერდით მჯდომ უცნობთან საუბარი გააბა. თავმჯდომა-
რეს კი, რომელსაც ლანგარზე შემოდგმული ჩაის ცარიელი ფინჯანი
მუხლებზე ედო, მამეჰა გამოელაპარაკა. მე პატარა ჩაიდანს დავ-
წვდი, მამეჰას მითითებისამებრ სახელო ავიწიე და ჩაის ჩამოსხმა
დავიწყე. თავმჯდომარემ მზერა ჩემს მკლავზე ჩამოაცურა. რა თქმა
უნდა, ერთი სული მქონდა, საკუთარი თვალებით დამენახა, რასაც
ის ხედავდა. ჩემი მაჯის შიდა მხარეს, ალბათ დარბაზის მკრთალი
განათების გამო, მარგალიტის ნაზი ელვარება გადასდიოდა და სპი-
ლოსძვლის საამო ფერი დაჰკრავდა. ჩემი სხეულის არც ერთ სხვა
ნაწილს არ მოუხდენია ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება. ვგრძნობ-
დითავმჯდომარის გაშეშებულ მზერას და სანამ ასე დამჩერებოდა,
მკლავის გაწევას არ ვაპირებდი.
უცებ მამეჰა დადუმდა. თავიდან მეგონა, საუბარი იმიტომ შეწყვი-
ტა, რომ თავმჯდომარე ჩემს მკლავს თვალებს არ აშორებდა, იმის
ნაცვლად, რომ მისთვის ესმინა. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რაც
ხდებოდა: ჩაიდანი ცარიელი იყო. მეტსაც გეტყვით: როცა ხელში
პირველად ავიღე, მაშინაც კი! წამის წინ თავი დიდ ვინმედ მომქონ-
და, ახლა კი ბუტბუტით მოვიხადე ბოდიში და ჩაიდანი რაც შემეძლო
სწრაფად ჩამოვდგი მაგიდაზე.
– ამ ჩაიდანში ერთი წვეთი ჩაი რომ ჩარჩენილიყო, საიური იმა-
საც გამოადენდა! – გაეცინა მამეჰას.
– რა მშვენიერი კიმონო აცვია შენს უმცროს დას, მამეჰა.თუ არ

281
ვცდები, შეგირდობისას ეს კიმონო შენ გეცვა, – თქვა თავმჯდომა-
რემ.
მანამდე ამ კაცის ვინაობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვორ-
ჭოფობდი, მაგრამ როგორც კი მისი ხმის ნაცნობი, რბილი ინტონა-
ციები ჩამესმა, ეჭვები საბოლოოდ გამეფანტა.
– ალბათ მეცვა. მაგრამ თავმჯდომარეს წლების განმავლობაში
იმდენ კიმონოში ვუნახივარ, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ყველა
მათგანი ახსოვს! – მიუგო მამეჰამ.
– მე სხვა მამაკაცებისგან არაფრით განვსხვავდები. სილამაზე
ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სამაგიეროდ, სუმოს მოჭიდავე-
ებს რომ ვუყურებ, ერთმანეთისგან ვერც კი ვარჩევ.
მამეჰა ჩემკენ გადმოიხარა და წამჩურჩულა:
– თავმჯდომარის ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ მას სუმო არ
უყვარს.
– მამეჰა, ნუთუ ცდილობთ, რომ ნობუს გადამკიდოთ?
– ნუ გეშინიათ, ნობუმ რახანია იცის სუმოს მიმართ თქვენი და-
მოკიდებულების შესახებ!
– შარს მაინც ვერიდები, – თქვა თავმჯდომარემ და უცებ მე მო-
მიბრუნდა:
‒ ერთი ეს მითხარი, საიური, ეს შენი პირველი შეხებაა სუმოს-
თან?
მასთან გამოლაპარაკების საბაბს დიდხანს ვეძებდი, მაგრამ სა-
ნამ ხმას ამოვიღებდი, უცებ იქ მსხდომნი ერთდროულად შეგვაკ-
რთო ყურისწამღებმა გრუხუნმა, რომელმაც მთელი შენობა შეაზან-
ზარა. ყველანი იქით მივტრიალდით, ირგვლივ ყველა გაისუსა, მაგ-
რამ სულ მალე გაირკვა, რომ ეს ხმაური ერთ-ერთი გიგანტური კა-
რის მიხურვას მოჰყვა.
უცებ ანჯამების ღრჭიალი გაისმა და ორმა მოასპარეზემ მუჯლუ-
გუნით, მძიმედ შემოაღო თაღქვეშ მოქცეული კიდევ ერთი კარი. ნო-
ბუსკენ გავიხედე, და რაკი კვლავინდებურად სადღაც განზე იხედე-
ბოდა, თვალი საშინელი იარებისკენ გამექცა, რომლებიც სახის
ცალ მხარეს, კისერსა და დამახინჯებულ ყურზე აჩნდა, მოგვიანებით

282
ისიც შევამჩნიე, რომ მისი ცალი სახელო ცარიელი იყო. ისე ვიყავი
გართული, რომ ადრე ეს არ შემიმჩნევია. ორად გაკეცილი სახელო
ვერცხლის ქინძისთავით მხარზე ჰქონდა დამაგრებული. თუ თქვენ-
თვის ცნობილი არ არის, აქვე გეტყვით, რომ ახალგაზრდა ნობუ ია-
პონურ ფლოტში ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა და 1910
წელს, როცა იაპონიამ კორეის ანექსია მოახდინა, ბომბარდირების
დროს სეულის მიდამოებში მძიმედ დაიჭრა. როცა გავიცანი, მისი ამ
გმირობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი, თუმცა ეს ამბავი
მთელი იაპონიისთვის იყო ცნობილი. თავმჯდომარეს რომ არ და-
კავშირებოდა და „ივამურა ქლექტრიკის“პრეზიდენტი არ გამხდა-
რიყო, როგორც ომის გმირი, ალბათ მივიწყებული იქნებოდა, თუმ-
ცა მისი წარმატება სწორედ ამ სასტიკმა ფიზიკურმა ზიანმა განაპი-
რობა, ამიტომ ერთსაც და მეორესაც ერთდროულად მოიხსენიებ-
დნენ ხოლმე. ისტორიაში კარგად ვერ ვერკვევი (სკოლაში მხოლოდ
ხელოვნების დარგებს გვაზიარეს), მაგრამ რამდენადაც ვიცი, იაპო-
ნიის მთავრობამ რუსეთ-იაპონის ომის მიწურულს კორეაზე კონ-
ტროლი დაამყარა და რამდენიმე წელიწადში მიიღო გადაწყვეტი-
ლება, ეს ქვეყანა თავისი მზარდი იმპერიის განუყოფელ ნაწილად
ექცია.
ეჭვი მაქვს, რომ კორეელებს ეს ამბავი დიდად არ მოსწონდათ.
ნობუ ამ ქვეყანაში მაშველ ძალად და მეთვალყურედ მიავლინეს.
ერთხელ, ნაშუადღევს, მეთაურთან ერთად სეულის მახლობლად
ერთ სოფელს ეწვია. როდესაც იმ ადგილისკენ ბრუნდებოდნენ, სა-
დაც ცხენები ჰყავდათ მიბმული, პატრულს საჰაერო თავდასხმამ მო-
უსწრო. მოახლოებული ჭურვის შემზარავი წივილის ხმა რომ გაიგო-
ნა, მეთაურმა თხრილში ჩაძრომა სცადა, მაგრამ ხანდაზმული კაცი
იყო და ხოხვით მიმავალი კიბორჩხალის სიჩქარით მოძრაობდა
კლდის ნაპრალისკენ. ჭურვის ჩამოვარდნამდე წამები იყო დარჩე-
ნილი, ის კი ჯერ კიდევ ორჭოფობდა და საყრდენი წერტილის პოვნას
ცდილობდა. ნობუ გადაეფარა და მისი გადარჩენა სცადა, მაგრამ
მოხუცმა ვერ გაუგო და თხრილიდან თავი ამოსწია. ნობუმ თავი ჩა-
აწევინა, მაგრამ ამასობაში ჭურვიც გასკდა. მეთაური დაიღუპა, ნო-

283
ბუ კი მძიმედ დაშავდა. იმავე წელს მას ოპერაცია გაუკეთდა და სწო-
რედ მაშინ დაკარგა მარცხენა მკლავი, რომელიც იდაყვს ზემოთ
მოჰკვეთეს. პირველად, როცა ქინძისთავით დამაგრებული მისი სა-
ხელო დავინახე, შეშფოთებულმა, უნებურად თვალი ავარიდე. მა-
ნამდე არასოდეს მენახა ადამიანი, რომელმაც კიდური დაკარგა. გა-
მონაკლისი იყო ბატონი ტანაკას თანაშემწე, რომელმაც ჩემს ბავ-
შვობაში, თევზის წმენდის დროს, თითისწვერი ჩამოითალა. რაც შე-
ეხება ნობუს, მისი დამწვრობის შემხედვარე ადამიანები მკლავის
დასახიჩრებას ნაკლებ უბედურებად მიიჩნევდნენ, რადგან მისი კანი
მართლაც ერთ დიდ იარას ჰგავდა. გამიჭირდება იმის დაწვრილე-
ბით აღწერა, თუ როგორ გამოიყურებოდა ეს ადამიანი. თუმცა,
რომც მეცადა, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არცთუ ლმობიერი საქციე-
ლი იქნებოდა. მხოლოდ ნაცნობი გეიშას ნათქვამს გავიმეორებ,
რომელსაც ერთხელ ყური მოვკარი:
– ყოველთვის, როცა მის სახეს ვუყურებ, ცეცხლზე შებრაწული,
ბუშტუკებით დაფარული კარტოფილი მახსენდება.
როცა გიგანტური კარები დაიხურა, თავმჯდომარეს მივუბრუნდი,
რათა მის შეკითხვაზე მეპასუხა. როგორც შეგირდს, სურვილის შემ-
თხვევაში ისევე უძრავად ყოფნა შემეძლო, როგორც ყვავილების
კომპოზიციას, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, ამ ადამიანთან გასა-
უბრების შესაძლებლობა ხელიდან არ გამეშვა, თუნდაც მტვრიან ია-
ტაკზე ბავშვის პაწია შიშველი ფეხის ნაკვალევივით ზედაპირული
შთაბეჭდილება მომეხდინა მასზე.
საუბარი ასე დავიწყე:
– თავმჯდომარემ მკითხა, პირველად ვესწრები თუ არა სუმოს ას-
პარეზობას. დიახ, პირველად ვესწრები და დიდად მადლობელი
დავრჩები ნებისმიერი განმარტებისთვის, თუკი თავმჯდომარე ინე-
ბებს და ასეთ სიკეთეს გამოიჩენს.
– თუ გსურს გაიგო, რა ხდება, ჯობს მე დამელაპარაკო, – ჩაერია
ნობუ, – რა გქვია, შეგირდო? ამ ხმაურში კარგად ვერ გავიგონე შენი
სახელი.თავმჯდომარეს ზურგი ისე უხალისოდ ვაქციე, როგორც ბავ-
შვი ვერ სწყდება საჭმლით სავსე თეფშს.

284
– საიური მქვია, ბატონო.
– მამეჰას უმცროსი და თუ ხარ, შენი სახელი „მამე“-თი რატომ
არ იწყება? – მკითხა ნობუმ. – ეს ხომ თქვენი ერთ-ერთი სულელური
ტრადიციაა...
– დიახ, ბატონო. მაგრამ მარჩიელის თქმით, ყველა მსგავსი სა-
ხელი ჩემთვის უიღბლო იქნებოდა, – ვუპასუხე მე.
– მარჩიელი... – ჩაილაპარაკა ნობუმ დამცინავი ზიზღით. – ეს
სახელიც მან შეგირჩია?
– არა, მე შევურჩიე, – თქვა მამეჰამ, – მარჩიელი სახელებს არ
ირჩევს, ის მხოლოდ გვკარნახობს, მისაღებია თუ არა ესა თუ ის სა-
ხელი.
– ის დღეც დადგება, მამეჰა, როცა მომწიფდები და ბრიყვებს
აღარ მოუსმენ, – თქვა ნობუმ.
– დაწყნარდი, ნობუ-სან, – გააწყვეტინა თავმჯდომარემ, – ვინ-
მემ რომ მოგისმინოს, იფიქრებს, რომ ამ ქვეყანაში ყველაზე პროგ-
რესული კაცი ხარ. არადა, იშვიათად შემხვედრია ადამიანი, ვისაც
ბედისწერის ასე სწამს.
– ყველა კაცს თავისი ბედი აქვს, – უპასუხა ნობუმ. – მაგრამ მარ-
ჩიელთან სიარული რა საჭიროა? იმის გამოსარკვევად, მშიერი ვარ
თუ არა, აუცილებლად მზარეულთან უნდა გავიქცე?!
– საიური ძალიან ლამაზი სახელია, თუმცა ლამაზი სახელები და
ლამაზი გოგონები ზოგჯერ მთლად შეხმატკბილებულები ვერ
არიან.
„ნეტავ კიდევ რას დასძენს? ვაითუ თქვას: ეს რა მახინჯი ვინმე
დაგისახელებია უმცროს დად, მამეჰა!“ გამირბინა თავში, მაგრამ
შვებით ამოვისუნთქე, როცა მისი სიტყვები გავიგონე:
– ეს ის შემთხვევაა, როცა სახელი და მისი პატრონი ერთმანეთ-
ში მორიგდნენ. ეს გოგო მგონი შენზე ლამაზიც კია,მამეჰა!
– ნობუ-სან! არც ერთ ქალს არ სიამოვნებს იმის მოსმენა, რომ
ამქვეყნად ყველაზე ლამაზი არ არის! – მიუგო მამეჰამ.
– განსაკუთრებით შენ, არა? რას იზამ, უნდა შეეგუო. რაღაც გან-
საკუთრებული თვალები აქვს. აბა, ჩემკენ გამოიხედე, საიური, კიდ-

285
ევ ერთხელ შევხედო შენს თვალებს!
ცხადია, ამ მოთხოვნას ვეღარ წავუყრუებდი და კვლავინდებუ-
რად ჭილოფს ვეღარ მივაჩერდებოდი. თუმცა ვერც სწრაფად გამო-
ხედვა გავუბედე, იმის შიშით, რომ ამას ზედმეტ სითამამედ ჩამით-
ვლიდა. ამიტომ მზერა ისე ნელა გავაცურე მისკენ, თითქოს ყინულ-
ზე ფეხის მოსაკიდებელს ვეძებდი. როგორც იყო, გავბედე და ნიკაპ-
ზე შევჩერდი. ნეტავ შემძლებოდა, საკუთარი თვალებისთვის მებ-
რძანებინა, რომ არაფერი დაენახათ! თიხისგან უხეიროდ შეთით-
ხნილს ჰგავდა ნობუს სახე. ადრეც გითხარით, რომ მაშინ ჯერ კიდევ
არ ვიცოდი იმ ტრაგედიის შესახებ, რომელმაც ეს კაცი ასე დაამა-
ხინჯა. „მაინც რა უნდა შემთხვეოდა?“ ვფიქრობდი და გული წამიწამ
მიმძიმდებოდა.
– მართლაც, რა საოცრად გიბზინავს ეგ თვალები! – მითხრა ნო-
ბუმ.
სწორედ ამ წუთში პატარა კარი გაიღო და დარბაზში შემოაბიჯა
მამაკაცმა, რომლის სამოსი განსაკუთრებული ცერემონიულობით
გამოირჩეოდა, თავზე კი მაღალი, შავი ქუდი ეხურა. ისე გამოიყურე-
ბოდა, თითქოს იმპერატორის კარის მხატვრის ტილოდან გადმოა-
ბიჯაო. ეს კაცი მორკინალების პროცესიას წინ მოუძღოდა. ისეთი
გოლიათები იყვნენ, რომ დარბაზში შემოსვლისას კარის წირ-
თხლქვეშ უნებურად მოიკუნტნენ. მაყურებლების რიგებს რომ ჩაუ-
არეს, ნობუმ მკითხა:
– სუმოს შესახებ რა იცი, გოგონა?
– მხოლოდ ის ვიცი, ბატონო, რომ მორკინალები ვეშაპებივით
დიდები არიან, – ვუპასუხე მე, – გარდა ამისა, ერთ კაცს ვიცნობ, რო-
მელიც გიონში მუშაობს და ოდესღაც სუმოს მორკინალი იყო.
– ალბათ ავაჯიუმის გულისხმობ. აი, იქ ზის, – ნობუმ ცალი ხელი
იმ იარუსისკენ გაიშვირა, სადაც ავაჯიუმი იჯდა და რაღაცაზე იცინო-
და. გვერდით კორინი ეჯდა. კორინმა აშკარად შემამჩნია, ნაზად ჩა-
იღიმა, ავაჯიუმისკენ დაიხარა, რაღაც უთხრა და ჩვენკენ გამოახედა.
– ეგ დიდი მორკინალი არასოდეს ყოფილა. ერთი ილეთი ჰქონ-
და ამოჩემებული – მოწინააღმდეგეს მხარს გაჰკრავდა ხოლმე, მა-

286
გრამ ბევრს ვერაფერს ხდებოდა, ლავიწის ძვალი კი არაერთხელ
ჩაიმტვრია მაგ ბრიყვმა, – თქვა ნობუმ.
ამასობაში სუმოისტები შემოვიდნენ და რინგის ქვემ გამწკრივ-
დნენ. როცა მათი გვარ-სახელები ერთმანეთის მიყოლებით გამოც-
ხადდა, ზემოთ ავიდნენ და პირით მაყურებლისკენ, წრიულად გან-
ლაგდნენ, მოგვიანებით კი დარბაზიდან გასვლა დაიწყეს, რათა ად-
გილი მოწინააღმდეგეთა პროცესიისთვის დაეთმოთ.
– ეს წრიულად გაბმული თოკი რინგის საზღვარია, – გადმომი-
ლაპარაკა ნობუმ, – პირველივე მორკინალი, რომელიც რინგს გას-
ცდება, ან ტერფის გარდა სხეულის სხვა ნაწილით შეეხება, დამარ-
ცხებულია. თითქოს იოლი ჩანს, მაგრამ აბა, სცადე და ამხელა გო-
ლიათს თოკს იქით ფეხი გაადგმევინე!
– მე რომ ვიყო, ხელში ხის სარაკუნოებს დავიჭერდი, უკნიდან მი-
ვეპარებოდი და ისე დავცხებდი, რომ შიშით თვითონ გადახტებოდა!
– სერიოზულად მოიქეცი! – მისაყვედურა ნობუმ.
ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გონებამახვილური აზრი გამოვთქვი,
მაგრამ ეს იყო მამაკაცის თანდასწრებით ჩემი პირველი ხუმრობის
მცდელობა. თავი ისე უხერხულად ვიგრძენი,რომ საყვედურზე ვერა-
ფერი ვუპასუხე. ამ დროს ჩემკენ თავმჯდომარე გადმოიხარა და
მშვიდად მითხრა:
– ნობუ-სანი სუმოს თემაზე არასოდეს ხუმრობს.
‒ ცხოვრებაში სამი რამ არის, რაზეც არასოდეს ვხუმრობ: სუმო,
ბიზნესი და ომი, – თქვა ნობუმ.
– ესეც ხომ თავისებური ხუმრობაა! – შეედავა მამეჰა. –გამოდის,
საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით!
– საომარი მოქმედებისთვის რომ ოდესმე თვალი გედევნებინა
ან საქმიან შეხვედრას დასწრებოდი, ნეტავ თუ გაიგებდი რამეს? –
მკითხა ნობუმ.
არ მესმოდა, რას გულისხმობდა, მაგრამ მისი ტონიდან გამომ-
დინარე, მივხვდი, რომ უარის თქმა აჯობებდა. ამიტომ ასე ვუპასუხე:
– რა თქმა უნდა, ვერაფერს.
– ჰოდა, ვერც სუმოში გაიგებ, რა ხდება. ამიტომ ორი გზა გაქვს:

287
ან მამეჰას მასხრობაზე უნდა იცინო, ან მე მომისმინო და გაერკვე,
რას ნიშნავს ეს ყველაფერი.
– წლებია, ცდილობს, რამე მასწავლოს, მაგრამ ძალიან უნიჭო
მოწაფე გამოვდექი, – წამჩურჩულა თავმჯდომარემ.
– თავმჯდომარე ბრწყინვალე პიროვნებაა. სუმოში უნიჭო მოწა-
ფე იმიტომ არის, რომ მის მიმართ გულგრილია. დღესაც არ მოვი-
დოდა, უბრალოდ, დიდსულოვნება გამოიჩინა და მიიღო ჩემი წინა-
დადება, რომ „ივამურა ელექტრიკს“ ეს შეხვედრა დაეფინანსებინა,
– თქვა ნობუმ.
ამასობაში ორივე გუნდმა რინგზე გამოსვლასთან დაკავშირებუ-
ლი ყველა ცერემონია დაასრულა, რასაც მოჰყვა კიდევ ორი საგან-
გებო ცერემონია, რომელიც ორ იოკოძუნას უნდა ჩაეტარებინა.
– იოკოძუნა სუმოში ისეთივე უმაღლესი რანგია, როგორიც გი-
ონში მამეჰას აქვს მინიჭებული, – ამიხსნა ნობუმ.
მისი ნათქვამის ეჭვქვეშ დაყენების არავითარი მიზეზი არ მქონ-
და, მაგრამ ის დრო, რაც ხსენებულმა იოკოძუნებმა რინგზე შემოს-
ვლას მოანდომეს, მამეჰას რომ ჩაის სახლის დარბაზში შესასვლე-
ლად დაეხარჯა, ალბათ მეორედ იქ აღარავინ მიიწვევდა. ერთ-ერთი
იოკოძუნა ტანმორჩილი კაცი იყო და დანარჩენებისგან სახითაც გა-
მოირჩეოდა. ყოველ შემთხვევაში, სხვებივით დონდლო ნამდვი-
ლად არ იყო, პირიქით – ქვის ქანდაკის მსგავსად ჩამოთლილი,
მკვეთრი ნაკვთები ჰქონდა. მისმა ოთხკუთხა ყბებმა თევზსაჭერი ნა-
ვის კიჩო მომაგონა. პუბლიკა ისეთი ჟრიამულით მიესალმა, რომ
ყურებზე ხელები ავიფარე. სახელად მიაგიამა ერქვა და თუ სუმოში
ოდნავ მაინც ერკვევით, მიხვდებით, რატომ შეხვდა მაყურებელი
ასეთი ზარ-ზეიმით.
– ეს არის უდიდესი მორკინალი, რომელიც კი ოდესმე მინახავს,
– თქვა ნობუმ.
ასპარეზობის დაწყებამდე წამყვანებმა ჯილდოების ნუსხა ჩა-
მოთვალეს. მათ შორის კარგა მოზრდილი თანხა, რომელიც „ივამუ-
რა ელექტრიკის“ პრეზიდენტმა გაიღო. ამის გაგონებისას ნობუ აშ-
კარად გაღიზიანდა და ჩაილაპარაკა:

288
– ბრიყვები! ეს ხომ კომპანიის თანხაა და არა ჩემი! ბოდიშს გიხ-
დი, თავმჯდომარევ, ვინმეს უნდა დავუძახო, რომ გამომცხადებელს
ეს შეცდომა გამოასწორებინოს.
– ეს შეცდომა არ არის, ნობუ. თუ გავითვალისწინებთ, როგორი
დავალებული ვარ შენგან, ეს კიდევ არაფერია, – თქვა თავმჯდომა-
რემ.
– თავმჯდომარე ძალიან დიდსულოვანია. დიდი მადლობა, –
უპასუხა ნობუმ, ჭიქა შეუვსო, გადააწოდა და ორივემ ერთად გადაკ-
რა.
როცა სუმოისტების პირველი წყვილი გამოვიდა, ორთაბრძო-
ლის დაწყებას იმწამსვე ველოდი, მაგრამ ორივემ არანაკლებ ხუთი
წუთი მოანდომა რინგზე მარილის მოყრას. შემდეგ ჩაცუცქულები
კარგა ხანს ქანაობდნენ, ფეხებს იქნევდნენ, დროდადრო თავს
ხრიდნენ და ერთმანეთს თვალებს უბრიალებდნენ. როცა პირველ
შეტევას თითქოს აღარაფერი აკლდა, ერთ-ერთი მორკინალი წა-
მოდგა, კვლავ გაიარ-გამოიარა და ერთი პეშვი მარილი ჩაბღუჯა.
ასპარეზობა ისეთ დროს დაიწყო, როცა უკვე აღარ ველოდი.
მორკინალები შეიბნენ და ერთმანეთს წელზე შემოხვეულ ქსოვი-
ლებში წაავლეს ხელი, თუმცა ერთმა მეორეს წონასწორობა ერთ
წამში დააკარგვინა და მატჩიც დასრულდა.
პუბლიკამ ტაში და ყიჟინა დასცხო, ნობუმ კი თავი გაიქნია და ჩა-
ილაპარაკა:
– ტექნიკა არ უვარგათ.
ორთაბრძოლები გაგრძელდა. ვიჯექი, შევცქეროდი ამ სანახაო-
ბას და მეჩვენებოდა, თითქოს ცალი ყური გონებაზე მქონდა მიბმუ-
ლი, მეორე კი – გულზე. ერთი მხრივ ნობუს საინტერესო მონათ-
ხრობი იპყრობდა ჩემს ყურადღებას, მეორე მხრივ კი – მამეჰასთან
მოსაუბრე თავმჯდომარის ხმა...
ასე გავიდა დაახლოებით ერთი საათი. უცებ ავაჯიუმის ლოჟაში
რაღაცამ თვალისმომჭრელად გაიელვა. ეს იყო ფორთოხლისფერი
აბრეშუმის ყვავილი, რომელიც ქალის თმაში ვნაზად შეირხა, როცა
ამ უკანასკნელმა მუხლი მოიყარა. თავიდან მეგონა, რომ კორინმა

289
კიმონო გამოიცვალა, მაგრამ მოგვიანებით ნათელი გახდა, რაც
მოხდა: ჰაცუმომო მობრძანებულიყო! ნეტავ იცოდეთ, რა მოულოდ-
ნელი იყო ჩემთვის ამ დარბაზში მისი გამოჩენა. უცებ ისეთი ბიძგი
ვიგძენი, თითქოს ელექტრომავთულზე დავაბიჯე. მივხვდი,რომ ეს
ქალი აქ, ამ გიგანტურ დარბაზში, ასობით ადამიანის თვალწინაც არ
ითაკილებდა ჩემს დამცირებას. თუ ბრბოს წინაშე გაბითურება არ
ამცდებოდა, ამასაც არად ჩავაგდებდი. მხოლოდ თავმჯდომარე მა-
დარდებდა. მხოლოდ მის თვალწინ ვერ ავიტანდი შერცხვენას. უცებ
ყელში ისეთი სიმხურვალე ვიგრძენი, რომ ნობუსაც კი, რომელიც იმ
წუთებში მორკინალების მორიგი წყვილის შესახებ რაღაცას მიამ-
ბობდა, მოურიდებლად წავუყრუე. ამასობაში მამეჰამ ჰაცუმომოს-
კენ თვალი გააპარა და თავმჯდომარეს წასჩურჩულა:
– მაპატიეთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ და საიურიც თან წავიყვა-
ნო.
შემდეგ ნობუს თავისი ამბის დასრულება დააცადა და ცოტა ხანში
ორივენი დარბაზიდან გავედით.
– მამეჰა-სან, ეს ქალი ნამდვილი დემონია!
– კორინი ერთი საათის წინ წავიდა. ალბათ მოძებნა და აქეთ გა-
მოუშვა. კაცმა რომ თქვას, უნდა იამაყო იმით, რომ შენს დასატანჯა-
ვად ყველაფერზე მიდის!
– ვერ ავიტანდი,იმ კაცის... იმ ხალხის წინაშე აბუჩად რომ ავეგ-
დე.
– ერთ რამეს გეტყვი და გირჩევ დაფიქრდე: ასე მგონია, ჰაცუმო-
მო სწორედ მაშინ დაგანებებს თავს, როცა რაიმე უხეირო საქციე-
ლით თავს სასაცილოდ გაიხდი.
– მამეჰა-სან, გევედრებით, თავს ნუ ამაგდებინებთ!
ამ საუბარში კიბეს მივადექით, მაგრამ ზევით არ ავსულვართ. მა-
მეჰამ დერეფანში, საპირფარეშოებისკენ გამიყვანა და როცა დარ-
წმუნდა, რომ ადამიანებს კარგა მანძილზე დავშორდით, ასეთი რამ
მითხრა:
– ნობუ-სანი და თავმჯდომარე წლობით ჩემი დიდი ქომაგები იყ-
ვნენ. ზეცაა მოწმე, რომ ნობუს შეუძლია უხეში იყოს ადამიანებთან,

290
რომლებიც არ მოსწონს, მაგრამ მეგობრებს ისე ერთგულობს, რო-
გორც მემამულეს – ყმა. ასეთ სანდო კაცს ვერასოდეს შეხვდები.
როგორ ფიქრობ, ჰაცუმომოს ამ თვისებებისა რამე გაეგება? ნობუს
რომ უყურებს, მხოლოდ ერთ რამეს ფიქრობს და „ბატონ ხვლიკს“
უწოდებს. „მამეჰა-სან, ამასწინათ ბატონ ხვლიკთან ერთად გნახე.
უი, ეს რა ლაქები გაქვს მთელ ტანზე? მისგან ხომ არ გადაგედო?!“ –
ვინ იცის, რამდენჯერ გამიგონია მისგან მსგავსი სიტყვები. ჩემთვის
სულერთია, რას ფიქრობ ამ წუთში ნობუს შესახებ. დრო მოვა და
მიხვდები, რა კარგი ადამიანია. ჰაცუმომომ კი, შეიძლება, ერთხელ
და სამუდამოდ დაგანებოს თავი, თუ დაინახავს, რომ ეს კაცი მოგ-
წონს.
არ ვიცოდი, ამაზე რა მეპასუხა. არც ის მესმოდა, რას მთხოვდა
მამეჰა.
‒ ნობუ-სანი დღეს სუმოზე გელაპარაკებოდა, – განაგრძო მამე-
ჰამ, – შენ კი ისე უსმენდი, ლამის ყველამ დაიჯეროს, რომ მასზე უკვე
მზე და მთვარე ამოგდის. მოდი, ჰაცუმომოსაც მოაჩვენე თავი, ვი-
თომ ამ კაცმა სხვებზე მეტად მოგხიბლა. ეს ამბავი ძალიან სასაცი-
ლოდ მოეჩვენება. შესაძლებელია, ამ სეირმა ისე გაიტაცოს, რომ
გიონიდან ფეხიც აღარ გაადგას!
– მამეჰა-სან, გამიჭირდება თავის მოკატუნება.
– თუ ესეც ვერ მოგიხერხებია, გამოდის, სათანადოდ ვერ გამიწ-
ვრთნიხარ, – მიპასუხა მამეჰამ.
როცა ჩვენს ლოჟას მივუბრუნდით, ნობუ ვიღაც უცნობს ესაუბრე-
ბოდა. ხელს ვერ შევუშლიდი, ამიტომ თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს
რინგზე გამოსული, ორთაბრძოლისთვის გამზადებული მორკინა-
ლების ცქერით ვიყავი გართული.
პუბლიკას თანდათან მოუსვენრობა იპყრობდა. ნობუც სხვები-
ვით განუწყვეტლივ ქაქანებდა. ერთი სული მქონდა, თავმჯდომა-
რისკენ მივტრიალებულიყავი და მეკითხა, ახსოვდა თუ არა ის შო-
რეული დღე, როცა პატარა გოგოს მიმართ სიკეთე გამოიჩინა... მაგ-
რამ აბა, ამას როგორ გავბედავდი. სხვა თუ არაფერი, მისთვის ზედ-
მეტი ყურადღების მიპყრობა ამ წუთებში მხოლოდ უბედურებას მი-

291
ქადდა, რადგან ჰაცუმომო აშკარად მითვალთვალებდა.
ცოტა ხანში ნობუმ ჩემკენ გამოიხედა და თქვა:
– ჯერჯერობით ძალიან მოსაწყენი ორთაბრძოლებია. აი, მიაგია-
მა რომ გამოვა, ნამდვილ ოსტატობას მაშინ ვიხილავთ!
მივხვდი, რომ სწორედ ახლა გამომიჩნდა შესაძლებლობა, „მოვ-
სიყვარულებოდი“ , ამიტომ სიტყვა ჩამოვართვი:
– მე კი მგონია, რომ ის ორთაბრძოლებიც ძალიან შთამბეჭდავი
იყო, რომლებიც უკვე ვნახე! პრეზიდენტმა ნობუმ სიკეთე გამოიჩინა
და იმდენი საინტერესო რამ მიამბო, მიკვირს, საუკეთესო სანახაობა
რომ ჯერ კიდევ წინ გველის!
– ნუ მაცინებ, – გამაწყვეტინა ნობუმ, – ამ მორკინალთაგან არც
ერთი არ არის იმის ღირსი, რომ რინგზე მიაგიამასთან ერთად იდ-
გეს.
ჰაცუმომო ერთ-ერთ იარუსში, ჩვენგან საკმაოდ შორს იჯდა, ამ
წუთებში ავაჯიუმის ესაუბრებოდა და ჩემკენ ერთხელაც არ გამოუ-
ხედავს.
– ვიცი, რომ სულელური კითხვაა, მაგრამ როგორ შეიძლება, მი-
აგიამას მსგავსი ტანმორჩილი მორკინალი ყველაზე ძლიერი იყოს?
– ვკითხე ნობუს.
უნდა გენახათ ამ დროს ჩემი სახე. იფიქრებდით, რომ ამქვეყნად
სხვა არაფერი მაინტერესებდა. ჩემს თავზე მეცინებოდა, ასეთი უმ-
ნიშვნელო საკითხებისადმი ვითომ ღრმა ინტერესს რომ ვიჩენდი.
მაგრამ იმ წუთებში ვისაც არ უნდა ვენახეთ, ეჭვი არ შეეპარებოდა,
რომ მე და ნობუ ერთმანეთს ყველაზე სანუკვარ საიდუმლოებებს ვუ-
ზიარებდით. სწორედ ამ დროს, ჩემდა გასახარად, ჰაცუმომომ ჩემ-
კენ გამოიხედა.
– მიაგიამა ასეთი პატარა იმიტომ ჩანს, რომ სხვები გაცილებით
მსუქნები არიან, – ამიხსნა ნობუმ, – სხვათა შორის, თვითონ თავისი
გაბარიტებით სრულიად კმაყოფილია.
რამდენიმე წლის წინ გაზეთში მისი მონაცემები – ზუსტი სიმაღ-
ლე და წონა გამოაქვეყნეს. რაოდენ დიდი იყო მისი წყენა, როცა მე-
გობარმა თავში ფიცრის ერთი ჩარტყმით წააქცია, შემდეგ ტკბილი

292
კარტოფილი და წყალი არხეინად მიირთვა და გაზეთს დაუმტკიცა,
რომ ეს მონაცემები ზუსტი არ იყო.
რაც არ უნდა ეთქვა ნობუს, ალბათ ყველაფერზე გავიცინებდი
(ჰაცუმომოს ჯიბრზე, ცხადია), მაგრამ იმის წარმოდგენა, თუ როგორ
მინაბავდა თვალებს მიაგიამა მის თავზე გრუხუნით დაშვებული
ფიცრის მოლოდინში, მართლაც სიცილს მოჰგვრიდა კაცს. ამ სუ-
რათს გონებაში ვატრიალებდი და რამდენადაც გამბედაობა ამის სა-
შუალებას მაძლევდა, გულიანად ვიცინოდი. მალე ნობუც ამყვა. ჰა-
ცუმომოს თვალში ალბათ საუკეთესო მეგობრებივით გამოვიყურე-
ბოდით.
გახარებულმა ტაშიც კი შემოჰკრა. უცებ ერთი აზრი მეწვია:გა-
დავწყვიტე, ნობუს ადგილას თავმჯდომარე წარმომედგინა. რამდენ-
ჯერაც ნობუ ხმას ამოიღებდა, მის უკმეხ ტონს წავუყრუებდი ხოლმე
და ვცდილობდი თავი დამერწმუნებინა, რომ მის ნაცვლად უნაზესი
ბგერები ჩამესმოდა. თანდათან შევამჩნიე, რომ უკვე აღარ მიჭირდა
ნობუს ტუჩების ცქერა; თავისუფლად შემეძლო გონებიდან ამომეშა-
ლა მისი ფერგაცლილი, იარებით დასერილი სახე; აღარ მიჭირდა
თავის მოტყუება, რომ ეს თავმჯდომარის ბაგეები იყო, და რომ ხმა,
რომელიც ახლა ჩამესმოდა, ყველა ნიუანსით, ყველა ინტონაციით
მიმანიშნებდა ჩემ მიმართ მის გრძნობებზე. იყო წამი, როცა ისიც კი
წარმოვიდგინე, რომ იმ დარბაზის ნაცვლად, თავმჯდომარესთან ერ-
თად, მყუდრო ოთახში ვიმყოფებოდი, მის გვერდით მუხლმოყრი-
ლი. ვერც კი ვიხსენებდი, როდის ვიგრძენი ბოლოს ამგვარი ნეტა-
რება. ერთი ხელის მოქნევით ზევით ატყორცნილი და ჩამოვარ-
დნამდე წამით ჰაერში ჩამოკიდებული ბურთივით გავშეშდი და ერ-
თბაშად მივნებდი ამ დროისმიღმიერ, საამურ გარინდებას. დარბაზს
კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი. ამჯერად მხოლოდ მისი ხის დე-
კორის გიგანტური დეტალების სილამაზეს ვამჩნევდი და ბრინჯის
ნამცხვრების სურნელით ვტკბებოდი. ასე მეგონა, ეს მდგომარეობა
არასოდეს დასრულდებოდა, სანამ მორიგი შენიშვნა არ გამოვთქვი
(მისი შინაარსი აღარც კი მახსოვს).
– რეებს ამბობ? – შემომიტია უცებ ნობუმ. – მხოლოდ ყეყეჩს შე-

293
უძლია ასეთი სისულელე გაივლოს გულში!
ღიმილი ისე ჩამომესხიპა ბაგიდან, თითქოს ვიღაცამ უხილავი
სიმები დააჭრაო. ნობუ თვალებში ჯიქურ შემომცქეროდა. ჰაცუმომო
შორს იჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ გვითვალთვალებ-
და. უცებ ასეთი კითხვა გამიჩნდა: გეიშას ან ახალგაზრდა შეგირდს
მამაკაცის წინაშე თვალი რომ ცრემლით აევსება, განა ირგვლივ
მყოფებმა ეს ბრმა სიყვარულის გამოვლინებად არ უნდა მიიჩნიონ?
მის მკაცრ შენიშვნაზე, წესით, ბოდიშით უნდა მეპასუხა, მაგრამ უცებ
კვლავ ავამუშავე წარმოსახვა და დავუშვი, რომ ეს უკმეხი საყვედუ-
რი თავმჯდომარისგან მოვისმინე. წამიც და, ტუჩები ამითრთოლდა,
თავი ჩავქინდრე და ბავშვური გაბუტვა შევიფერე.
– გაწყენინე, ხომ? – მკითხა ნობუმ ჩემდა გასაკვირად.
პასუხად ერთი თეატრალური ჩასლუკუნება სულაც არ გამიძ-
ნელდა. ნობუ კარგა ხანს მომჩერებოდა, მერე კი დასძინა:
– მომხიბლველი გოგო ხარ.
დარწმუნებული ვიყავი, რაღაცას კიდევ მეტყოდა, მაგრამ ამ
დროს დარბაზში მიაგიამა გამოჩნდა და ბრბომ ყიჟინა დასცა. მი-
აგიამა და მისი მეტოქე საიჰო რინგის გარშემო გაბღენძილები დაი-
არებოდნენ, მარილს პეშვებით იღებდნენ და ძირს აბნევდნენ, ან კი-
დევ, სუმოს მორკინალების წესისამებრ, ფეხებს იქნევდნენ. რამდენ-
ჯერაც ერთმანეთის პირისპირ ჩაცუცქდებოდნენ, გადასაყირავებ-
ლად გამზადებულ ორ ლოდს მაგონებდნენ. მიაგიამას დახრა აშკა-
რად უფრო ეიოლებოდა, ვიდრე მასზე გაცილებით მაღალ და მსუქან
საიჰოს. ერთმანეთს რომ დაეძგერებიან, საბრალო მიაგიამა ალბათ
უკან დაიხევს-მეთქი, ვფიქრობდი. ვერ წარმომედგინა, რომ ვინმე
მოახერხებდა და საიჰოს რინგიდან ფეხს გაადგმევინებდა. მეტოქე-
ებმა რვაჯერ თუ ცხრაჯერ დაიკავეს თავიანთი პოზიციები, მაგრამ
შეტევაზე გადასვლას არც ერთი მათგანი არ ჩქარობდა. უცებ ნობუმ
წამჩურჩულა:
– ჰატაკი კომი! ამ ილეთის გამოყენებას აპირებს. თვალებს და-
აკვირდი!მისი მითითება შევასრულე, მაგრამ მხოლოდ ის შევამ-
ჩნიე, რომ მიაგიამა საიჰოს ზედაც არ უყურებდა. საიჰოს ამგვარი

294
უგულებელყოფა აშკარად არ სიამოვნებდა. ამას თუნდაც ის ადას-
ტურებდა, რომ მეტოქეს გამძვინვარებული მხეცივით უბრიალებდა
თვალებს. ვეებერთელა ყბების გამო თავი მთას მიუგავდა. დაძაბუ-
ლობისგან სახე თანდათან სულ უფრო უწითლდებოდა, მაგრამ მი-
აგიამას კვლავინდებურად ისე ეჭირა თავი, თითქოს ვერც კი ამჩნევ-
და.
– ეს დიდხანს არ გაგრძელდება... – წამჩურჩულა ნობუმ.
და მართლაც, როცა მორიგ ჯერზე ჩაცუცქდნენ და იატაკს მუშტე-
ბი მიაბჯინეს, საიჰო შეტევაზე გადავიდა. იმ წუთებში რომ გენახათ,
როგორ გადმოიხარა წინ მიაგიამა,იფიქრებდით, რომ საიჰოს მთე-
ლი თავისი წონით დააცხრებოდა, მაგრამ ის სხვაგვარად მოიქცა:
მეტოქის ინერცია სათავისოდ გამოიყენა და ფეხზე ბურთივით, მარ-
დად წამოხტა. მერე საკუთარი ღერძის გარშემო ერთი დაბზრიალდა
და უცებ მისი ხელი საიჰოს კისერზე აღმოჩნდა. ამჯერად საიჰოს სხე-
ულის სიმძიმემ გადაწონა და ისე შეტორტმანდა, თითქოს ცდილობ-
და, კიბეზე არ დაგორებულიყო. მიაგიამამ მთელი ძალით ჰკრა ხე-
ლი და მოწინააღმდეგე თოკებზე მიაგდო. უცებ, ჰოი, საოცრებავ! ეს
მთასავით კაცი რინგიდან გადმოფრინდა და წინა რიგებთან გაიშ-
ხლართა. შემკრთალმა მაყურებლებმა უკან დაიხიეს. ერთ-ერთი მა-
ყურებელი სუნთქვაშეკრული წამოხტა, რადგან საიჰოს მხარი ძალი-
ან მწარედ მოხვდა. ეს შემთხვევა ალბათ რამდენიმე წამს გრძელ-
დებოდა. მარცხით აშკარად დამცირებული საიჰო ყველა იმდღევან-
დელ დამარცხებულზე უფრო უხალისოდ და ძუნწად გამოემშვიდობა
მაყურებელს და მის ღრიანცელში დარბაზიდან გავიდა.
– აი, ამ ილეთს ეწოდება ჰატაკი კომი, – მითხრა ნობუმ.
– საოცარია, არა? – შეეხმიანა უცებ თითქოს ტკბილ ბურანში
მყოფი, მიბნედილი მამეჰა.
– რა არის საოცარი? – ჰკითხა თავმჯდომარემ.
– ის, რაც ახლა მიაგიამამ გააკეთა. მსგავსი არაფერი მინახავს.
– გინახავს. მორკინალები ასეთ რამეებს სულ აკეთებენ.
– რაღაც საინტერესო აზრები ჩამაგონა ამ ამბავმა... – ჩაილაპა-
რაკა მამეჰამ.

295
***
მოგვიანებით, როცა გიონში რიქშით ვბრუნდებოდით, აფორია-
ქებული მამეჰა მომიტრიალდა და მითხრა:
‒ საოცარი აზრი ჩამაგონა იმ სუმოისტმა. ჰაცუმომომ უკვე და-
კარგა წონასწორობა, მაგრამ ეს ჯერ არ იცის. მხოლოდ მაშინ გაი-
გებს, როცა გვიან იქნება!
– რაიმე გეგმა გაქვთ? მამეჰა-სან, გთხოვთ, გამანდეთ!
– ეგ როგორ იფიქრე? ამას ჩემს მოახლესაც არ გავუმხელ. შე-
ეცადე, რომ ნობუ-სანმა შენ მიმართ ინტერესი არ დაკარგოს. ყვე-
ლაფერი მასზე და კიდევ ერთ კაცზეა დამოკიდებული.
– ვის გულისხმობთ?
– კაცს, რომელიც ჯერ არ გინახავს. მორჩა, ამაზე აღარ მელაპა-
რაკო! ალბათ მეტიც კი წამომცდა, ვიდრე საჭირო იყო. ძალიან გა-
გიმართლა, დღეს რომ ნობუ გაიცანი. ეს კაცი შეიძლება მხსნელა-
დაც კი მოგვევლინოს!
უნდა ვაღიარო, ამის გაგონებისას გული ამემღგრა. თუ მხსნელი
მჭირდებოდა, ცხადია, მერჩივნა, რომ ეს ადამიანი თავმჯდომარე
ყოფილიყო და არა ვინმე სხვა.

296
თავი მეჩვიდმეტე

რაკი თავმჯდომარის ვინაობა უკვე ვიცოდი, იმავე ღამით დავიწ-


ყე ძველ ჟურნალ-გაზეთებში ქექვა, იმ იმედით, რომ მის შესახებ
მეტს გავიგებდი. ერთ კვირაში ჟურნალების ისეთი მთები დავაყენე,
რომ ოთახში შემოსულმა დეიდამ როგორც შეშლილს, ისე შემომხე-
და. რამდენიმე სტატიაში მართლაც ვიპოვე ინფორმაცია, მაგრამ
მხოლოდ გაკვრით მოიხსენიებდნენ, ჩემთვის საინტერესო ცნობებს
კი არც ერთი მათგანი არ მაწვდიდა. მაინც არ ვცხრებოდი და გადაყ-
რილ ჟურნალებშიც კი სათითაოდ ვიქექებოდი. ბოლოს ერთი ჩაის
სახლის უკან ძველი ნომრების შეკვრას წავაწყდი. სწორედ აქ აღ-
მოჩნდა ორი წლის წინანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჟურ-
ნალი, რომელსაც „ივამურა ელექტრიკის“ შესახებ სტატია დაებეჭ-
და. გაირკვა, რომ 1931 წლის აპრილში კომპანიას ოცი წლის იუბი-
ლე ეზეიმა. რომ ვუფიქრდები, ახლაც კი მაოცებს ეს ფაქტი, მაგრამ
იუბილე სწორედ იმ დღეს დაემთხვა, როცა სირაკავას სანაპიროზე
თავმჯდომარეს შევხვდი. ძებნა რომ გამეგრძელებინა, მის სახეს
ალბათ ყველა ჟურნალ-გაზეთში ვნახავდი, მაგრამ ამიერიდან სა-
ორიენტაციო თარიღი ვიცოდი და დროთა განმავლობაში ღონის-
ძიების შესახებ საკმაოდ ბევრი სტატია ვიპოვე. ამ მასალების უმეტე-
სობას, ძირითადად, ჩვენს ქუჩაზე მდებარე ერთ ოკიაში მცხოვრები
მოხუცი ქალის სიკვდილის შემდეგ ნაგავში გადაყრილ პრესაში მი-
ვაგენი. როგორც ამ წყაროებიდან შევიტყვე, თავმჯდომარე 1890
წელს დაბადებულა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მისი ჭაღარის მი-
უხედავად, იმ ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ორმოცს ოდნავ გა-
დაცილებული თუ იქნებოდა. იმხანად ისეთი შთაბეჭდილება შემექ-
მნა, რომ ეს კაცი რომელიღაც უმნიშვნელო კომპანიის ხელმძღვა-
ნელი იყო. თურმე ვცდებოდი. სტატიებში ამოკითხული ინფორმა-
ციის თანახმად, „ივამურა ელექტრიკი“ დასავლეთ იაპონიაში თავი-
სი მთავარი მეტოქის – „ოსაკა ელექტრიკის“ მასშტაბებს ვერ აღწე-

297
ვდა, მაგრამ თავმჯდომარემ და ნობუმ, თავიანთი სანაქებო პარ-
ტნიორული ურთიერთობის წყალობით, გაცილებით უფრო მსხვილი
კომპანიების მესვეურებზე მეტად გაითქვეს სახელი. გარდა ამისა,
„ივამურა ელექტრიკი“ ნოვატორობითაც გამოირჩეოდა და უკეთესი
რეპუტაციაც გააჩნდა.
ჩვიდმეტი წლის ასაკში თავმჯდომარემ ქალაქ ოსაკას პატარა
ელექტრონულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა, მალე კი ისეთ ბრიგა-
დას ჩაუდგა სათავეში, რომელიც ქალაქის ქარხნებში ელექტროგაყ-
ვანილობას უზრუნველყოფდა. ეს გახლდათ კერძო სახლებისა და
საჯარო დაწესებულებების ელექტრიფიკაციაზე მზარდი მოთხოვნის
ხანა, ამიტომ საღამოობით ისეთ მოწყობილობაზე მუშაობდა, რომე-
ლიც ორი ნათურის ერთ როზეტში ჩართვის შესაძლებლობას იძ-
ლეოდა. თუმცა კომპანიის დირექტორმა მისი პროექტის განხორ-
ციელება არ ისურვა და 1912 წელს, 22 წლის კენმა, დაქორწინები-
დან სულ მცირე ხანში, საკუთარი კომპანია დააარსა.
პირველი წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ 1914
წელს მის ახალ კომპანიას ოსაკას სამხედრო ბაზის ელექტრიფიცი-
რების კონტრაქტი შესთავაზეს. ნობუ იმ დროს ჯერ კიდევ ჯარში მსა-
ხურობდა, რადგან თავისი ომისდროინდელი იარების გამო სხვა
სფეროში დასაქმება უჭირდა. სწორედ მას დაეკისრა „ივამურა
ელექტრიკის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედამხედველობა.
ნობუ და თავმჯდომარე მალე დამეგობრდნენ, და როცა თავმჯდომა-
რემ კომპანიაში მიიწვია, ნობუ უყოყმანოდ დათანხმდა.
რაც უფრო მეტს ვკითხულობდი მათი პარტნიორული ურთიერ-
თობის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებოდი მათი ტანდემის ჰარმო-
ნიულობაში. თითქმის ყველა სტატიას ერთი და იგივე ფოტო ახლდა:
თავმჯდომარეს შალის სამეული, მოდური კოსტუმი ეცვა, ხელში კი
ეჭირა ორი ნათურისთვის განკუთვნილი კერამიკული როზეტი – მი-
სი კომპანიის პირველი პროდუქცია. ისეთი გამომეტყველება ჰქონ-
და, თითქოს ეს ნივთი ვიღაცამ შეაჩეჩა და ხეირიანად არც კი იცოდა,
როგორ გამოეყენებინა. პირი ოდნავ ღია ჰქონდა, კბილები უჩანდა
და ობიექტივს რაღაც უცნაურად, თითქმის მუქარით მისჩერებოდა,

298
თითქოს ფოტოგრაფს ამ მოწყობილობის სროლას უპირებდა.გვერ-
დით ნობუ ედგა, სრულიად განსხვავებული იერით. თავმჯდომარეზე
თითქმის ერთი თავით დაბალს, ცალი მკლავი ძირს ჩამოეშვა და ხე-
ლი მოემუშტა; ტანთ სერთუკი და წვრილზოლიანი შარვალი ეცვა.
მის ნაიარევ სახეზე ვერაფერს ამოიკითხავდით, თვალებს კი თით-
ქოს რული მორეოდა. თავმჯდომარე ერთი შეხედვით მამად ერგე-
ბოდა (ალბათ თავისი უდროო ჭაღარისა და სიმაღლის გამო), მაგ-
რამ სინამდვილეში მასზე მხოლოდ ორი წლით იყო უფროსი. სტატი-
ებში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ თავმჯდომარეს კომპანიის ხელ-
მძღვანელობა და განვითარება ეკისრებოდა, ნობუს კი – მენეჯმენ-
ტი. ეფექტურობით არც მისი გარეგნობა გამოირჩეოდა და არც სამ-
სახური, მაგრამ თავის ვალდებულებებს, როგორც ჩანს, იმდენად
კარგად ართმევდა თავს, რომ თავმჯდომარე ხშირად საჯაროდ აც-
ხადებდა, ნობუს ნიჭის გარეშე კომპანია ამდენ კრიზისს ვერ გადა-
ურჩებოდაო. სწორედ ნობუმ მოიწვია ინვესტორთა ჯგუფი და ოციან
წლებში კომპანია განადგურებისგან იხსნა. „ნობუსგან იმდენად და-
ვალებული ვარ, ასე მგონია, ვერასოდეს გადავიხდი“– თავმჯდომა-
რის ამ სიტყვებს პრესა ხშირად იმეორებდა.

***
გავიდა რამდენიმე კვირა და მამეჰასგან კვლავ მომივიდა ბარა-
თი. ნაშუადღევს თავის ბინაში მიბარებდა. უკვე შეჩვეული ვიყავი
იმას, რომ მამეჰას მოახლე მისვლისთანავე თავისი დიასახლისის
ფასდაუდებელ კიმონოებს მახვედრებდა, მაგრამ ამჯერად სახტად
დავრჩი: ის იყო, უნდა ჩამეცვა აბრეშუმის საშემოდგომო კიმონო
(მეწამულ და ყვითელ ფონზე, ოქროსფერ ბალახში გაბნეული ხმე-
ლი ფოთლების გამოსახულებით), რომ უცებ მის ზურგზე იმხელა
ნახვრეტი აღმოვაჩინე, ორი თითი თავისუფლად გაეტეოდა. მამეჰა
ჯერ არ დაბრუნებულიყო. სამოსი მოახლეს მივურბენინე და ვუთხა-
რი: – ტაცუმი-სან, ნახეთ, რა სამწუხარო ამბავია. ეს კიმონო გაფუ-
ჭებულია! – არ არის გაფუჭებული, უბრალოდ, შეკეთება სჭირდე-

299
ბა. ქალბატონმა დღეს მეზობელ ოკიაში იქირავა, – მიპასუხა მოახ-
ლემ.
– ალბათ ეს ნაკლი ვერ შეამჩნია. მე ერთხელ უკვე „გავითქვი სა-
ხელი“ კიმონოს გაფუჭებით, მეშინია, ახლაც არ დამბრალდეს რამე!
– არა, იცის, რომ გახეულია, – გამაწყვეტინა ტაცუმიმ, –ქვედა
ხალათსაც იმავე ადგილას აქვს ნახვრეტი.
ნაღებისფერი ქვედა ხალათი უკვე მეცვა და როცა თეძოს მიდა-
მოებში ხელით მოვსინჯე, დავრწმუნდი, რომ ტაცუმი არ ტყუოდა.
– შარშან ერთმა მაიკომ ეს კიმონო შემთხვევით ლურსმანს გა-
მოსდო, – მითხრა მოახლემ, – მაგრამ დიასახლისმა დაბეჯითებით
დამაბარა, რომ დღეს ეს უნდა ჩაიცვა. ასეთია მისი სურვილი.
ვერაფერი გავიგე, მაგრამ მოახლეს უსიტყვოდ დავემორჩილე.
როგორც იქნა, მამეჰამაც მოაღწია, ოთახში შეირბინა და გრიმის
შესწორებას შეუდგა. თავზე დავადექი და განმარტება ვთხოვე.
– ადრე გითხარი, რომ შენი მომავალი ორ მამაკაცზეა დამოკი-
დებული. ნობუ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაიცანი. მეორე პიროვ-
ნება დროებით გასული იყო ქალაქიდან, ახლა კი, ამ გახეული კიმო-
ნოს წყალობით, თქვენი პირველი შეხვედრა მოახლოებულია. რომ
იცოდე, რა ბრწყინვალე აზრი მეწვია, როცა იმ სუმოისტს თვალს ვა-
დევნებდი! ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჰაცუმომოს რეაქციას,
როცა მკვდრეთით აღსდგები. იცი, ამასწინათ რა მითხრა? ჩემი მად-
ლი მოისხი, ეს გოგო იმ დღეს სუმოს შეჯიბრებაზე რომ მოიყვანე,
წვალებად ნამდვილად ღირდა იქ მოხვედრა და იმის დანახვა, თუ
როგორ უჟუჟუნებდა თვალებს ბატონ ხვლიკსო. დარწმუნებული
ვარ, თუ ამ კაცთან ურთიერთობას დაიწყებ, ჰაცუმომო თავს დაგანე-
ბებს, ოღონდ ეს ყველაფერი თავისი თვალით უნდა ნახოს.მისი თან-
დასწრებით ნობუზე რაც მეტს ილაპარაკებ, უკეთესი იქნება, მაგრამ
მეორე მამაკაცზე, რომელსაც ნაშუადღევს შეხვდები, ერთი სიტყვაც
კი არ უნდა წამოგცდეს– მითხრა მამეჰამ.
გული გადამიქანდა, მაგრამ თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მისმა
სიტყვებმა დიდი კმაყოფილება მომგვარა. საქმე ის არის, რომ მამა-
კაცი ისეთ გეიშასთან სიახლოვეს ყოველთვის ერიდება, რომელიც

300
მისი დაახლოებული პირის საყვარელია. რამდენიმე თვის წინ აბა-
ნოში ყური მოვკარი, როგორ ამშვიდებდა ჩემთვის უცნობი ახალ-
გაზრდა ქალი სასოწარკვეთილ გეიშას, რომელმაც იმ დღეებში შე-
იტყო, რომ მისი დანა მისივე საოცნებო მამაკაცის ბიზნესპარტნიო-
რი უნდა გამხდარიყო. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ მეც იმავე
დღეში აღმოვჩნდებოდი!
– ქალბატონო, შეიძლება გკითხოთ? თქვენი გეგმის მიხედვით,
ნობუ ჩემი დანა უნდა გახდეს?
პასუხად მამეჰამ ფუნჯი ძირს დაუშვა და ისეთი მზერა მესროლა,
გაქანებულ მატარებელს გააჩერებდა.
‒ ნობუ-სანი საუცხოო კაცია. იმის თქმა ხომ არ გინდა, რომ მას-
თან ამგვარ კავშირს თაკილობ?
– უბრალოდ, გკითხეთ, მსგავსი რამ აზრადაც არ მომსვლია!
– ჰოდა, ძალიან კარგი. მხოლოდ ორ რამეს გეტყვი. პირველი:
შენ თოთხმეტი წლის გოგო ხარ, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს
მოხვეჭილი. ძალიან გაგიმართლებს, თუ ისეთ გეიშად ჩამოყალიბ-
დი, რომელსაც ნობუ თავს გაუყადრებს და დანობას შესთავაზებს.
მეორე: ნობუ-სანს ჯერ არც ერთი გეიშა არ მოსწონებია ისე, რომ
საყვარლად ექცია. თუ პირველობა შენ გერგო, ამით მხოლოდ უნდა
იამაყო!
ისე გავწითლდი, სახეზე ცეცხლი წამეკიდა. მამეჰა მართალი
იყო. მომავალში ვინც არ უნდა გავმხდარიყავი, მხოლოდ იღბლის-
თვის უნდა მიმეწერა ის, რომ ნობუს მსგავსი კაცის ყურადღება მი-
ვიპყარი. და თუკი ნობუ მიუწვდომელი იყო, თავმჯდომარეზე რაღა
უნდა მეფიქრა? მას შემდეგ, რაც სუმოს ტურნირზე ეს კაცი კვლავ ვი-
პოვე, მივხვდი, რომ ხელიდან არც ერთი შესაძლებლობა არ უნდა
გამეშვა, რომელსაც ცხოვრება მთავაზობდა. მაგრამ მამეჰას სიტ-
ყვების გაგონებისას კვლავ ჩამითრია მწუხარების მორევმა, რო-
მელშიც გზას გაჭირვებით მივიკვლევდი.

301
***
ნაჩქარევად ჩავიცვი, ქუჩაში გავედით და იმ ოკიას მივადექით,
რომელშიც მამეჰამ ექვსი წელი გაატარა, სანამ დამოუკიდებლად
ცხოვრებას დაიწყებდა. კართან ხანდაზმული მოახლე მოგვეგება.
მოხუცმა ტუჩები დააწკლაპუნა და თავი გაიქნია.
‒ საავადმყოფოში უკვე დავრეკეთ. ექიმი ოთხ საათზე შინ მიდის.
უკვე ოთხის ნახევარია!
– არა უშავს, კაძუკო-სან. დავურეკავ და ვთხოვ, რომ დაგველო-
დოს. დარწმუნებული ვარ, უარს არ მეტყვის, – უპასუხა მამეჰამ.
– იმედია! – თქვა კაძუკომ. – საშინელება იქნება, საწყალი გოგო
გასისხლიანებული თუ დარჩა.
– ვინ უნდა დარჩეს გასისხლიანებული?! – შევიცხადე მე.
მოახლემ არაფერი მიპასუხა, მხოლოდ შემომხედა, ამოიოხრა
და ზედა სართულზე აგვიყვანა. ერთი ბეწო ოთახი ხალხით გადაჭე-
დილი დამხვდა. ჩვენ გარდა, აქ იყო სამი ახალგაზრდა ქალი და ტან-
მაღალი, გამხდარი მზარეული, რომელსაც გახამებული წინსაფარი
ეკეთა. ყველა როგორღაც დადარაჯებული ჩანდა, მზარეულის გარ-
და, რომელმაც ხელსახოცი მხარზე შემოიგდო და დანის ლესვა და-
იწყო.ასეთ დანებს, ჩვეულებრივ, თევზის თავის მოსაჭრელად იყე-
ნებდნენ ხოლმე და მეც საბაყლოში ახალმიტანილ თინუსად ვიგ-
რძენი თავი, რადგან უკვე მივხვდი, რომ სწორედ ჩემს დასისხლია-
ნებაზე იყო ლაპარაკი.
– მამეჰა-სან... – ჩავილაპარაკე.
– ვიცი, საიური. ვიცი, რაც უნდა მკითხო, – მითხრა მამეჰამ.
არაფერიც არ ვიცოდი და სმენად ვიქეცი.
– სანამ შენი უფროსი და გავხდებოდი, განა არ შემპირდი,რომ
ყველა ჩემს მითითებას შეასრულებდი?
‒ არ ვიცოდი, რომ ამ მითითებებში ჩემთვის ღვიძლის ამოჭრა
იგულისხმებოდა.
– ღვიძლის ამოჭრას არავინ გიპირებს, – გამაწყვეტინა მზარე-
ულმა. ეტყობოდა, ჩემი დამშვიდება სურდა, მაგრამ მიზანს ნამდვი-
ლად ვერ მიაღწია.

302
– კანი ოდნავ უნდა გაგიჭრათ, – ამიხსნა მამეჰამ, – სულ პატარა
ჭრილობას მოგაყენებთ, მაგრამ ეს საავადმყოფოში წასვლის და
ექიმის გაცნობის კარგი საბაბი იქნება. ხომ გახსოვს, ნობუს გარდა,
კიდევ ერთი მამაკაცი რომ გიხსენე? სწორედ იმ ექიმს ვგულისხმობ-
დი
– განა არ შეიძლება, საავადმყოფოში მუცლის ტკივილით მივი-
დე?
სრულიად სერიოზულად ვიკითხე, მაგრამ ჩემი სიტყვები ყველამ
ხუმრობად აღიქვა. ატყდა ხარხარი. მამეჰასაც კი გაეცინა და მით-
ხრა:
– საიური, ჩვენ ყველანი შენს ინტერესებს ვიცავთ. ოდნავ სის-
ხლი უნდა წამოგივიდეს, სწორედ იმდენი, რომ ექიმმა ყურადღება
მოგაქციოს.
ამასობაში მზარეულმა დანის ლესვა დაასრულა და წინ ისე მშვი-
დად დამიდგა, დანა რომ არ სჭეროდა, ვიფიქრებდი, კოსმეტიკის
შესწორებას მიპირებს-მეთქი. მოხუცმა კაძუკომ ორივე ხელით სა-
ყელო გადამიწია. ვიგრძენი, როგორ წამომიარა პანიკურმა შიშმა,
მაგრამ, საბედნიეროდ, მამეჰამ ხმა ამოიღო:
– ჭრილობა ფეხზე უნდა იყოს!
– რატომ? კისერი გაცილებით ეროტიკულია! – შეედავა კაძუკო.
– საიური, გეთაყვა, მიტრიალდი და კაძუკოს ის ნახვრეტი უჩვე-
ნე, – მთხოვა მამეჰამ და როცა მისი ნათქვამი შევასრულე, მოახლეს
მიმართა:
– კაძუკო-სან, აბა, დაფიქრდი. კიმონოს ნახვრეტი სულ სხვა ად-
გილას აქვს, კისრის ჭრილობის მიზეზი ექიმს როგორღა უნდა ავუხ-
სნათ? ·
– გახეულ კიმონოსა და კისრის ჭრილობას შორის კავშირს ვერ
ვხედავ, – ჩაილაპარაკა კაძუკომ.
– კარგი, ნუღარ ვუსმენთ კაძუკოს ყბედობას. მითხარით, სად
გავჭრა, მამეჰა-სანმ? როგორც თქვენ იტყვით,ისე გავაკეთებ, –
თქვა მზარეულმა.
ალბათ ამ სიტყვებს ჩემთვის კმაყოფილება უნდა მოეტანა, მაგრამ

303
რატომღაც, მსგავსი ვერაფერი ვიგრძენი. მამეჰამ ერთ-ერთ ახალ-
გაზრდა მოახლეს ტუჩების დასაფერი პიგმენტური ჩხირი მოატანი-
ნა, კიმონოს ნახვრეტში გაუყარა და საჭირო ადგილი თეძოს ზედა
ნაწილში სწრაფად მონიშნა.
– აი, აქ უნდა ჩაჭრა, – უთხრა მზარეულს.
პირი გავაღე, მაგრამ მამეჰამ არ დამაცადა.
– საიური, დაწექი და დაწყნარდი. თუ კიდევ ხელს შეგვიშლი, ძა-
ლიან გაგიბრაზდები!
მოგატყუებთ, თუ ვიტყვი, რომ მისადმი დამორჩილების სურვი-
ლი მკლავდა, მაგრამ სხვა არჩევანი, რასაკვირველია, არ მქონდა.
ამიტომ ხის იატაკზე გაშლილ ზეწარზე დავწექი და თვალები დავხუ-
ჭე. მამეჰამ ხალათი ამიწია, თეძო გამომიჩინა და მზარეული დაარი-
გა:
– დაიმახსოვრე, თუ მეტი დასჭირდა, კიდევ უნდა ჩაჭრა.რაც შე-
იძლება, ზედაპირული ჭრილობით დაიწყე.
როცა დანის წვერის შეხება ვიგრძენი, ტუჩი მოვიკვნიტე.მგონი,
წამოვიკვნესე კიდეც. დანის წვერი კარგა გვარიანად მემწარა, მაგ-
რამ მამეჰა არ ცხრებოდა:
– არც ასეთი მსუბუქი ჭრილობა ვარგა, კანის ზედა შრე სულ ოდ-
ნავ არის დასერილი!
– მე თუ მკითხავ, ტუჩებს ჰგავს! – უთხრა კაძუკომ მზარეულს. –
წითლად მონიშნულ ადგილს შუაში თუ ჩაჭრი, ნამდვილი ტუჩები გა-
მოვა და ექიმს სასაცილოდ არ ეყოფა!
მამეჰა დაეთანხმა და წითელი საღებავი წაშალა, რადგან მზარე-
ულმაც დაარწმუნა, მოუნიშნავადაც ყველაფერს მშვენივრად ვხედა-
ვო. წამიც და, კვლავ ვიგრძენი სხეულზე მობჯენილი დანის სიმძიმე.
სისხლის დანახვისას ცუდად სხვა დროსაც გავმხდარვარ. გემახსოვ-
რებათ, როგორ დავკარგე გონება ბავშვობაში, როცა დავეცი და ტუ-
ჩი გავიხლიჩე. ამიტომ ალბათ ადვილად წარმოიდგენთ, რა დღე და-
მადგა, როცა მოვტრიალდი და დავინახე ფეხზე ჩამოწუწული სის-
ხლი, რომელსაც პირსახოცმომარჯვებული მამეჰა სახელდახელოდ
მიმშრალებდა.

304
ისე დავიზაფრე, თითქმის არ მახსოვს, როგორ ჩამსვეს ორთვა-
ლაში ან როგორ გავიარე გზა საავადმყოფომდე. შენობას რომ მივუ-
ახლოვდით, მამეჰამ შემანჯღრია და გონს მომიყვანა·
– აბა, ყური დამიგდე. არაერთხელ გსმენია, რომ შენი,როგორც
შეგირდის, ამოცანაა სხვა გეიშებზე შთაბეჭდილების მოხდენა. ასეა,
რადგან სწორედ ეს ადამიანები ეხმარებიან გეიშებს კარიერის აწ-
ყობაში, მამაკაცების აზრს კი ნაკლები ყურადღება ექცევა. მაგრამ
მოდი, ამაზე ფიქრს თავი დაანებე, იმიტომ, რომ შენს შემთხვევაში
ეს პრინციპი ძალას კარგავს. როგორც უკვე გითხარი, შენი მომავა-
ლი ორ მამაკაცზეა დამოკიდებული, და ახლა ერთ-ერთ მათგანს გა-
იცნობ. მასზე სათანადო შთაბეჭდილება უნდა მოახდინო. მისმენ თუ
არა?
– დიახ, ქალბატონო, ყურადღებით გისმენთ, – წავილუღლულე.
‒ შეკითხვაზე, თუ როგორ გაიჭერი ფეხი, უპასუხე, რომ საპირ-
ფარეშოში წაიქეცი და რაღაც წვეტიან საგანს წამოედე. თქვი, რომ
თვითონაც არ იცი, რა იყო, რადგან გული წაგივიდა. დეტალები გზა-
დაგზა მოიფიქრე. ეცადე, ძალიან ბავშვურად მოაჩვენო თავი. როცა
ექიმთან შევალთ, უმწეო ადამიანის გამომეტყველება უნდა მიიღო.
მოდი, ახლავე მაჩვენე, როგორ მოახერხებ ამას.
საზურგეს მივესვენე და თვალები გადავატრიალე. ეს არ იყო გაზ-
ვიადება, თავს მართლა სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ მამეჰა სულაც
არ დარჩა კმაყოფილი.
– თავი მოიმკვდარუნე-მეთქი, არ მითქვამს. უმწეობა უნდა განა-
სახიერო! აი, ასე...
მამეჰა გაინაბა, თვალები უმისამართოდ ააცეცა და ხელი ღაწვზე
ისე მიიდო, თითქოს გულის შეღონებას აღარაფერი აკლდა. ამ მი-
მიკრიის იმიტირებას იქამდე მაიძულებდა, სანამ დამაკმაყოფილე-
ბელი შედეგი არ მიიღო.
როგორც კი რიქშამ საავადმყოფოს შესასვლელთან ჩამომსვა,
იმ წუთიდან დაიწყო ჩემი „წარმოდგენა“. მამეჰა გვერდით მომყვე-
ბოდა, კაბას მისწორებდა და მაქსიმალურად ზრუნავდა იმაზე, რომ
რაც შეიძლება მიმზიდველი იერი მქონოდა. ხის ბზრიალათი კარი

305
შევაღეთ და საავადმყოფოს დირექტორი ვიკითხეთ, რომელიც, მა-
მეჰას თქმით, უკვე გველოდა. ექთანმა დერეფნის გავლით ერთ
მტვრიან ოთახში შეგვიყვანა. შუაში ხის მაგიდა იდგა, ფანჯრის ჩარ-
ჩოებში მთლიანი, მასიური შუშები იყო ჩასმული. ექიმის მოსვლამ-
დე მამეჰამ ფეხზე შემოხვეული პირსახოცი შემომხხსნა, სანაგვეში
გადააგდო და ჩამსისინა:
– კიდევ ერთხელ შეგახსენებ, საიური: ექიმს რაც შეიძლება უსუ-
სურად უნდა მოაჩვენო თავი. წამოწექი და ისეთი სახე მიიღე, ვითომ
ძალაგამოცლილი ხარ.
ასე მოქცევა სულაც არ გამძნელებია. წამიც და, ექიმმა „კიბორ-
ჩხალამ“ ოთახის კარი შემოაღო. რა თქმა უნდა, ეს არ იყო მისი ნამ-
დვილი გვარი, მაგრამ რომ გენახათ, ამ მეტსახელს ნამდვილად არ
იუცხოებდით. მხრებაწურული მოდიოდა, იდაყვები კი განზე ისე
ჰქონდა გაშვერილი, საგანგებოდ რომ გაეწვრთნათ, ალბათ მაში-
ნაც ვერ შეასრულებდა კიბორჩხალის როლს უკეთ. ცალი მხარი წინ
ჰქონდა გამოწეული და მართლაც კიბორჩხალასავით, გან-გან
დადიოდა.
მამეჰას ნახვა ძალიან ეამა, მაგრამ არ გაუღიმია, გაოცებული
უფრო ჩანდა. მეტისმეტად ორგანიზებული და მოწესრიგებული კაცი
აღმოჩნდა. კარის სახელური ფრთხილად, უხმაუროდ მოატრიალა
და ხელი გულდასმით მიაბჯინა, რათა დარწმუნებულიყო, რომ კარი
საიმედოდ იყო დაკეტილი.
შემდეგ ხალათის ჯიბიდან კოლოფი ამოილო და ისე ფრთხი-
ლად გახსნა, თითქოს რაღაცის გადმოღვრის ეშინოდა. არადა, კო-
ლოფში სხვა არაფერი იყო, მეორე სათვალის გარდა. სათვალე შეც-
ვალა, პირველი კი შეინახა, მერე კოლოფი ჯიბეში ჩაიდო, ხალათზე
ხელი ჩამოისვა და გაისწორა. მხოლოდ ამის შემდეგ მომაქცია ყუ-
რადღება და თავი აღშფოთებით გაიქნია.
– შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, ექიმო, – დაიწყო მამეჰამ, –
მაგრამ საიური პერსპექტიული გოგოა და არ მინდა, ნაიარევი დაეტ-
ყოს, ან ჭრილობაში ინფექცია შეეჭრას. თქვენ გარდა, ვერავის ვენ-
დობი. ამიტომაც მოგიყვანეთ.

306
– თქვენს განკარგულებაში ვარ. აბა, მანახეთ ჭრილობა, – თქვა
ექიმმა კიბორჩხალამ.
– სისხლის დანახვისას გული მისდის, ექიმო. კარგი იქნება, თუ
მიტრიალდება. ბარძაყის უკანა მხარეა დაზიანებული.
– გასაგებია. გასასინჯ მაგიდაზე უნდა დავაწვინოთ, სთხოვეთ,
რომ მუცელზე დაწვეს.
გაუგებარი იყო, ამ თხოვნით პირდაპირ რატომ არ მომმართა,
მაგრამ სრული მორჩილების დასადასტურებლად მამეჰას დაველო-
დე და მხოლოდ მას შემდეგ დავწექი, როცა მანაც იგივე გამიმეორა.
ექიმმა კაბის კალთა თეძოებამდე ამიწია, შემდეგ ტილო და რაღაც
მძაფრი სუნის მქონე სითხე მოიტანა, ნატკენ ადგილას წამისვა და
თქვა: – საიური-სან, კარგი იქნება, თუ მომიყვებით, როგორ მოხდა
ყველაფერი.
ნაძალადევად ამოვიოხრე და მისუსტებული ხმით ჩავილაპარა-
კე:
– იცით რა, ძალიან მეუხერხულება, მაგრამ... ამ დილით ბევრი
ჩაი დავლიე და...
– საიური ახალბედა გეიშაა, – ჩაერია მამეჰა, – დღეს მთელი გი-
ონი შემოვატარე, ხალხი გავაცანი... ბუნებრივია, ყველა ჩაიზე ეპა-
ტიჟებოდა...
– მესმის, მესმის, – ჩაილაპარაკა ექიმმა.
მე კი განვაგრძე:
– ამასობაში უცებ ვიგრძენი, რომ არც კი ვიცი, როგორ გით-
ხრათ...
‒ დიდი რაოდენობით სითხის დალევა შარდის ბუშტის დაცლის
ძლიერ მოთხოვნილებას იწვევს, – სიტყვა ჩამომართვა ექიმმა.
– დიახ, გმადლობთ. ოღონდ ძლიერი მოთხოვნილება ცოტა
შერბილებული ნათქვამია. სულ ცოტაც რომ დამეყოვნებინა, ალბათ
იქაურობას გადავაყვითლებდი. ხომ ხვდებით, რასაც ვგულის-
ხმობ?...
– უამბე, რაც მოხდა, – შემახსენა მამეჰამ.
– ბოდიშს გიხდით. მოკლედ რომ ვთქვა, საპირფარეშომდე ძლი-

307
ვძლივობით მივაღწიე, კიმონოს კალთებში გავიხლართე და წონას-
წორობა დავკარგე. როცა წავიქეცი, ფეხით რაღაც წვეტიან საგანს
წამოვედე. ახლაც არ ვიცი, რა იყო, იმიტომ, რომ მგონი, გული წამი-
ვიდა.
– უცნაურია, როცა გონება დაკარგეთ, შარდის ბუშტი თავისით
უნდა დაცლილიყო... – თქვა ექიმმა.
ამ საუბრის დროს პირქვე ვიწექი, გრიმის გაფუჭების შიშით მაგი-
დას სახეს არ ვაკარებდი და ექიმ კიბორჩხალას თავაწეული ველა-
პარაკებოდი, თვითონ კი კეფაზე დამჩერებოდა. მაგრამ როცა მისი
ეს ბოლო შენიშვნა გავიგონე, მამეჰას ავხედე და თვალი თვალში
გავუყარე. საბედნიეროდ, მამეჰა ჩემზე სხარტად აზროვნებდა და პა-
სუხი არ დაუგვიანა:
– საიურის იმის თქმა უნდა, რომ ჩაცუცქულ მდგომარეობაში იყო
და ადგომისას წონასწორობა დაკარგა.
– გასაგებია, – თქვა ექიმმა, – ჭრილობა ძალიან წვეტიანი საგ-
ნით აქვს მიყენებული. სავარაუდოდ, შუშის ნამსხვრევზე ან ლითო-
ნის ძელზე დაეცა.
– დიახ, ძალიან ბასრი რაღაც იყო, დანასავით შემერჭო სხეულ-
ში! – კვერი დავუკარი მე.
ექიმ კიბორჩხალას აღარაფერი უთქვამს, ჭრილობა ისე უხეშად
დამიმუშავა, თითქოს ჩემთვის ტკივილის მიყენებას განგებ ცდი-
ლობდა. შემდეგ იმ მძაფრსუნიანი სითხით ბარძაყზე მიმხმარი სის-
ხლი ჩამომწმინდა, ამიხსნა, რომ მალამოსა და სახვევების გარდა,
აღარაფერი იყო საჭირო და ჭრილობის მოვლასთან დაკავშირებით
რამდენიმე მითითება მომცა. შემდეგ კაბის კალთა ჩამომიწია, სათ-
ვალე ისე ფრთხილად გადადო გვერდით, თითქოს მისი გატეხის ეში-
ნოდა, და დასძინა:
– ძალიან სამწუხაროა, ასეთი ლამაზი კიმონო რომ წაახდინე.
მაგრამ ნამდვილად კმაყოფილი ვარ, შენთან შეხვედრის შესაძლებ-
ლობა რომ მომეცა. მამეჰა-სანმა იცის, რომ ახალი სახეები ყოველ-
თვის მაინტერესებს.
– მე ყველაზე მეტად ვისიამოვნე, ექიმო, თქვენი გაცნობით!

308
– მალე იქნებ ჩაის სახლ „იჩირიკიში“ გიხილოთ.
– რა დასამალია, ექიმო, ალბათ თავადაც ხვდებით, რომ საიური
განსაკუთრებული შენაძენია. უკვე იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს,
რომ ვეღარ იგერიებს, ამიტომ „იჩირიკის“ შეძლებისდაგვარად ვა-
რიდებ. იქნებ მის ნაცვლად, ჩაის სახლ „შირაეში“ გესტუმროთ?
– დიახ, მეც ასე მირჩევნია, – დაეთანხმა ექიმი კიბორჩხალა,
სათვალეების შეცვლის რიტუალი კვლავ გაიმეორა და ჯიბიდან ამო-
ღებულ პატარა წიგნაკში ჩაიხედა.
– ახლავე გეტყვით... ორ დღეში იქ ვიქნები. იმედია, შეგხვდებით,
– თქვა ბოლოს.
წასვლის წინ მამეჰამ დაარწმუნა, რომ ხსენებულ ჩაის სახლში
აუცილებლად შევივლიდით.

***
როცა რიქშით შინ ვბრუნდებოდით, მამეჰამ შემაქო, ყველაფერს
სწორად აკეთებდიო.
– კი, მაგრამ, მამეჰა-სან, მე ხომ არაფერი გამიკეთებია?!
– მართლა? მაშ, ექიმის შუბლზე გამოსულ ოფლს რითი ახსნი?
– მე მაგიდის მეტს ვერაფერს ვხედავდი.
– სანამ ფეხიდან სისხლს გწმენდდა, შუბლზე ისეთი ხვითქი გა-
დასდიოდა, თითქოს ზაფხულის პაპანაქება იყო, არადა,ოთახში არც
კი თბილოდა. დაფიქრდი!
– არ ვიცი, რა გითხრათ...
– არ იცი და ნუ იცი!
მართლაც ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. ან ექიმთან რა
მიზნით მიმიყვანა, მაგრამ კითხვა ვერ გავუბედე, რადგან თავიდან-
ვე გასაგებად განმიმარტა, რომ თავის გეგმებს არ გამიმხელდა. ზუს-
ტად იმ დროს, როცა რიქშას შიჯოს ხიდით გიონში უნდა გადავეყვა-
ნეთ, მამეჰამ საუბრის თემა შეცვალა და მოულოდნელად მითხრა:
– იცი, საიური, როცა ეს კიმონო გაცვია, თვალები მართლაც
სხვანაირად ლამაზი გაქვს. ეს მეწამული და ყვითელი ფერები შენს

309
თვალებს თითქოს ვერცხლისფერ მბზინვარებას ანიჭებს. ღმერთო
ჩემო, ადრე როგორ ვერ მოვიფიქრე. ძალიან შორს წავედით, აქ გა-
მიჩერე! – შესძახა რიქშის მძღოლს.
– თქვენ ხომ ტომინაგა-ჩო მითხარით, ქალბატონო? ხიდის შუ-
აგულში ვერ გავჩერდები, – შეედავა მძღოლი.
– ან აქ ჩამოგვსვი, ან ხიდზე გადადი და უკან დაგვაბრუნე. რა და-
შავდება?! – არ დაუთმო მამეჰამ.
რიქშის მძღოლმა ხელნები ძირს ჩამოდგა. მე და მამეჰა ორთვა-
ლიდან გადმოვედით. გაბრაზებული ველოსიპედისტების ჯგუფმა ზა-
რების წკარუნით ჩაგვიქროლა, მაგრამ მამეჰას წარბიც არ შეუხრია.
ვფიქრობ, ამ სამყაროში თავისი კუთვნილი ადგილი კარგად იცოდა,
ამიტომაც ვერ წარმოედგინა, როგორ უნდა შეწუხებულიყო ვინმე
მხოლოდ იმის გამო, რომ მოძრაობას აფერხებდა. ხურდის შესანახი
აბრეშუმის ქისიდან ერთმანეთის მიყოლებით, აუჩქარებლად ამოი-
ღო მონეტები, რიქშა გაისტუმრა და ხიდს კვლავ იმ მიმართულებით
ჩავუყევით, რომლითაც მოვედით.
– ახლა უციდა კოსაბუროს სახელოსნოში მივდივართ, –გამო-
მიცხადა მამეჰამ, – საოცარი მხატვარია. დარწმუნებული ვარ, შენი
თვალები ძალიან მოეწონება. ზოგჯერ ცოტა გონებადაფანტული კა-
ცის შთაბეჭდილებას ტოვებს და სახელოსნოშიც არეულობა აქვს,
ამიტომ შენი თვალები, შესაძლოა, უცებ ვერც კი შეამჩნიოს, მაგრამ
მზერას თუ წამითაც არ მოადუნებ, ამ თვალებს ვერსად წაუვა.
მიხვეულ-მოხვეული ქუჩებით კარგა ხანს მივყვებოდი, სანამ
ერთ პატარა ჩიხს არ მივაღწიეთ. ჩიხის ბოლოში შინტოს სალოცა-
ვის წითელი ალაყაფი გამოჩნდა. მინიატიურული ჭიშკარი ორ შენო-
ბას შორის იყო მომწყვდეული. რამდენიმე პავილიონს ჩავუარეთ და
შემოდგომის კაშკაშა ფერებში მორთულ-მოკაზმულ ხეებს შორის
ქვის კიბე დავლანდეთ.
საფეხურებს რომ ავუყევით, კიბისქვეშა ნესტიანი გვირაბიდან
წყაროს წყალივით გრილმა ნიავმა წამოუქროლა და ისეთი გრძნო-
ბა დამეუფლა, თითქოს რაღაც მიღმიერ, განსხვავებულ სამყაროში
ამოვყავი თავი. უცებ ისეთი შხუილი ჩამესმა, ზღვის მოქცევისას ნა-

310
პირისკენ მომავალ წყალს რომ მოსდევს. კიბისთავზე უცნობი მამა-
კაცი იდგა და ყავისფერი, ჩხვლეტია ცოცხით სველ საფეხურებს გვი-
და.
– უციდა-სან, ამას რატომ აკეთებთ, ნუთუ მოახლე არა გყავთ? –
შესძახა მამეჰამ.
მამაკაცი მზის გულზე იდგა და, როცა თვალებმოწკეურულმა
ჩვენკენ გამოიხედა, ალბათ ხეების ჩრდილში ატუზული ორი ლან-
დის მეტი ვერაფერი დაინახა. სამაგიეროდ, მე კარგად ვხედავდი და
მინდა გითხრათ, რომ ძალიან უცნაური სანახავი იყო. ტუჩის კუთხე-
ში იმოდენა ხალი აჯდა, საჭმლის ნარჩენი გეგონებოდათ; დაფანჩუ-
ლი წარბები გრუზა თმის ტევრიდან გამომძვრალ და დასაძინებლად
წამოწოლილ მუხლუხოებს მიუგავდა. ყველაფერი მოუწესრიგებე-
ლი ჰქონდა, არა მხოლოდ თმა, არამედ კიმონოც, რომელიც ისე
გამოიყურებოდა, თითქოს წინაღამით არც კი გაეხადა.
– რომელი ხარ? – გადმოსძახა მამეჰას.
– უციდა-სან, ამდენი წელი გავიდა და ჩემს ხმას მაინც ვერ
ცნობთ! – უსაყვედურა მამეჰამ.
– თუ ჩემი გაბრაზება გინდა, სწორ გზას ადგახარ. მე აქ ხელის
შემშლელები არაფერში მჭირდება. თუ ახლავე არ გითქვამს ვინა
ხარ, ამ ცოცხს გესვრი, იცოდე! – უპასუხა უციდამ.
ისეთი გაგულისებული ჩანდა, ის ხალი რომ მოეკვნიტა და ჩვენ-
კენ გადმოეფურთხებინა, არ გამიკვირდებოდა. მაგრამ მამეჰა
უყოყმანოდ აუყვა კიბეს. მეც ავედევნე, ოღონდ ცოცხის შიშით ფეხს
ვითრევდი.
– სტუმრებს ასე ხვდებით ხოლმე, უციდა-სან? – უსაყვედურა მა-
მეჰამ და მზის სინათლეზე გამოვიდა.
უციდამ თვალები მოჭუტა და ჩაილაპარაკა: ·
– შენა ხარ? მერე, ხმას ვერ ამოიღებ?! აჰა, აიღე ეს ცოცხი და კი-
ბე ჩამორეცხე. მე კი წავალ, არომატულ ჩხირს დავანთებ, თორემ
ჩემს სახლში არ შემოისვლება. ჩემი ერთ-ერთი თაგვი მოკვდა და
ისეთი სუნი დგას, თავი კუბოში გეგონება.

311
ამ სიტყვებით უციდამ ცოცხი ხეზე მიაყუდა და შინ შევიდა, მისი
ქცევით აშკარად გახალისებულმა მამეჰამ კი წამჩურჩულა:
– ძირმაგარა თუ გქონია ოდესმე? როცა უციდას რამე უჭირს, აი,
ასეთ მურტალ გუნებაზე დგება ხოლმე. ამ დროს უნდა გაახელო,
რომ ბრაზი გადმოანთხიოს და დაშოშმინდეს. ძირმაგარა რომ და-
გიცლია ჩირქისგან, ზუსტად ისე! თუ გაბრაზების საბაბს არ მისცემ,
სმას დაიწყებს და უარესად წაუვა საქმე.
– თაგვები ჰყავს მოშინაურებული? ასე თქვა, ჩემი ერთ-ერთი
თაგვი მოკვდაო...
– რას ამბობ?! არა, უბრალოდ ტუშის შენახვა ავიწყდება,თაგვები
მოდიან, ჭამენ და იწამლებიან. ტუშისთვის სპეციალური ჭურჭელი
ვაჩუქე, მაგრამ არ იყენებს.
ამასობაში უციდამ კარს მუჯლუგუნი ჰკრა. მე და მამეჰამ ფეხზე
გავიხადეთ და ოთახში შევედით. უციდას ბინა სოფლელი კაცის საც-
ხოვრებელს ჰგავდა. შორეულ კუთხეში საკმეველი ხრჩოლავდა,
მაგრამ მაინც ვერ ერეოდა მკვდარი თაგვის სუნს, რომელიც ცხვირ-
ზე წებოსავით ამეკრა.
ასეთი დომხალი ჰაცუმომოს ოთახშიც კი არასოდეს მენახა.
ყველგან გრძელი ფუნჯები ეყარა, ერთიანად მომტვრეული ან დაღ-
რღნილი ტარებით. აქა-იქ, ხის დიდ დაფებზე დაუსრულებელი შავ-
თეთრი ნახატები იყო მიკრული. ოთახის შუაგულში ტუშით მოთხუპ-
ნილი, აულაგებელი ფუტონი დავინახე. წამით წარმოვიდგინე, რომ
თვითონ უციდას სხეულიც ტუშით იყო აჭრელებული და უნებურად
მისკენ მივტრიალდი.
– რას მიყურებ? – შემომიბღვირა მასპინძელმა.
– უციდა-სან, ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ ჩემი უმცროსი და,
საიური. თქვენთან შეხვედრა მისთვის ისეთი პატივია, რომ გიონი-
დან წამომყვა და ამხელა გზა გამოიარა! – უთხრა მამეჰამ, თუმცა
სინამდვილეში გიონიდან უციდას სახლამდე არცთუ შორი მანძილი
იყო. მუხლებზე დავდექი და წესისამებრ მოვყევი თავის კანტურს და
წყალობის ხვეწნა-მუდარას, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ
უციდამ მამეჰას ნათქვამიდან ერთი სიტყვა მაინც გაიგონა.

312
– სადილამდე მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი, მერე კი ნახე,
რა მოხდა! – უციდამ შესჩივლა მამეჰას, ერთ-ერთ დაფას დასწვდა
და ზედ მიმაგრებული მორიგი ჩანახატი უჩვენა.ეს იყო ქალის ფიგუ-
რა. ქალი ზურგით იდგა, ხელში ქოლგა ეჭირა და გვერდზე იხედებო-
და. უბედურება კი ის გახლდათ, რომ ქაღალდზე ტუშში ფეხჩადგმულ
კატას გადაერბინა და ნახატს მკაფიოდ აჩნდა თათების ნაკვალევი.
თვითონ კატა ახლა ჭუჭყიანი ტანსაცმლის გროვაში მოკუნტულიყო
და თვლემდა.
– თაგვების დასაჭერად მოვიყვანე და ნახე, რა მიქნა! – არ ცხრე-
ბოდა უციდა. – გადაწყვეტილი მაქვს, უნდა გავაგდო!
– აი, მე თუ მკითხავთ, ძალიანაც ლამაზია, – თქვა მამეჰამ, – მე
მგონი, თათების ნაკვალევი ნახატს ალამაზებს კიდეც. რას იტყვი,
საიური?
ხმის ამოღება სულაც არ მინდოდა, რადგან უციდას შევატყვე,
რომ მამეჰას შენიშვნამ ძალიან გააღიზიანა, მაგრამ მივხვდი – მა-
მეჰა „ძირმაგარის ამორწყვას“ ცდილობდა და რაც შემეძლო, მხნედ
ავუბი მხარი:
– ისეთი ლამაზია, თვალს ვერ ვწყვეტ! ეს კატა, მგონი, თვითონაც
წაიმხატვრებს!
– ალბათ იმიტომ აითვალწუნეთ, რომ მისი ნიჭის გშურთ, – დას-
ძინა მამეჰამ.
– როგორ თუ მშურს?! – შეუტია უციდამ. – თუ შედარებაა, ეს კატა
მხატვარი კი არა, დემონია!
– მაპატიეთ, უციდა-სან! – თქვა მამეჰამ. – მართალი ბრძანდე-
ბით. მაგრამ აბა, ერთი მითხარით, ამ ნახატს რა უნდა უყოთ? თუ გა-
დაგდებას უპირებთ, სიამოვნებით წავიღებ. ვფიქრობ, ჩემს ბინას
დაამშვენებდა, რას იტყვი, საიური?
– ესე იგი, მოგწონს, არა? ძალიან კარგი. ორ ეგზემპლარს გაჩუ-
ქებ! – თქვა უციდამ, დაფას მიეჭრა, ნახატი შუაში გადახია და მამე-
ჰას გაუწოდა.
– აი, ერთი. ესეც – მეორე. ახლა კი მოუსვი აქედან!
– ეს რა ჩაიდინეთ?! ასეთი სილამაზე ჯერ არ შეგიქმნიათ!‒შეიც-

313
ხადა მამეჰამ.
– მოუსვი-მეთქი!
– ოჰ, უციდა-სან, ვერსადაც ვერ წავალ! აქაურობა თუ არ მივა-
ლაგე, თქვენი მეგობარი აღარ მერქმევა, – უპასუხა მამეჰამ.
ამას კი ვეღარ გაუძლო ჩვენმა მასპინძელმა. თვითონ გავარდა
სახლიდან, კარი ღიად დატოვა, ხეზე მიყუდებულ ცოცხს წიხლი ჰკრა
და კიბეზე მოცურებას ძლივს გადაურჩა.
მე და მამეჰამ სახელოსნოს მოწესრიგებას ნახევარი საათი მო-
ვანდომეთ. ამასობაში გამართლდა მამეჰას ვარაუდი: უციდას გუნე-
ბა გამოუკეთდა და დაბრუნდა. თუმცა მხიარული და ხალისიანი არც
ამჯერად ეთქმოდა, მით უმეტეს, რომ ტუჩის კუთხეში დასკუპებული
ხალის ღეჭვა აშკარა ჩვევად ჰქონდა ქცეული, რაც მუდმივად შეწუ-
ხებულ იერს აძლევდა.
ისიც შევამჩნიე, რომ თავისი ამასწინანდელი უსაქციელობა ეჩო-
თირებოდა და მზერას ვერ გვისწორებდა. მე და მამეჰა საბოლოოდ
დავრწმუნდით, რომ ამ კაცს ჩემი თვალებისთვის არ სცხელოდა,
ამიტომ მამეჰამ შემდეგი სიტყვებით მიმართა:
– ეს გოგო რომ ულამაზესია, თუ ხედავთ? ერთხელ მაინც თუ მო-
აბრუნეთ მისკენ თავი?
„სასოწარკვეთა რას არ გაგაკეთებინებს!“ გავიფიქრე და უციდას
რეაქციას დაველოდე, მაგრამ მზერით ისე ელვისებურად დამიარა,
როგორც ნამცეცების ჩამოფერთხვისას ხელი დაუვლის ხოლმე მა-
გიდის ზედაპირს.
დღის შუქი თანდათან ილეოდა, ამიტომ წამოვდექით და წასას-
ვლელად გავემზადეთ. მამეჰამ მასპინძელს უხალისოდ დაუქნია თა-
ვი. როცა გარეთ გამოვედით, უნებურად გავჩერდი. ჩამავალი მზე
შორეულ სერებს ეფარებოდა და ზეცას ვარდისფერი და ჟღალი ფე-
რებით ამკობდა. ეს სანახაობა ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც
ლამაზი კიმონო. თუმცა კიმონოს, რაც არ უნდა საუცხოო იყოს, ნამ-
დვილად არ შესწევს ძალა, ადამიანის ხელებს ნარინჯისფერი ალმუ-
რი წაჰკიდოს. მართლაც, ჩემს ხელებს ამ წუთში თითქოს ცისარტყე-
ლის ყველა ფერი გადასდიოდა. ხელები ავწიე და კარგა ხანს თვალი

314
ვერ მოვაშორე. მამეჰასაც გავძახე, მაგრამ როგორც ჩანს, ეგონა,
მზის ჩასვლაზე დაველაპარაკებოდი და ჰორიზონტს გულგრილად
გახედა.
ამასობაში უციდა სახლის ზღურბლთან თვალებგაშტერებული
ატუზულიყო და ცალ ხელს თავის გრუზა თმაზე ისვამდა. თავიდან მე-
გონა, ისიც მზეს გასცქეროდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ... მე მიყუ-
რებდა!
ალბათ ოდესმე გინახავთ უციდა კოსაბუროს მიერ ტუშით შესრუ-
ლებული ცნობილი ნახატი, რომელზეც თვალებანთებული, აღტაცე-
ბულ პოზაში გაშეშებული, კიმონოში გამოწყობილი ახალგაზრდა
ქალია გამოსახული. უციდა იმთავითვე დაჟინებით ამტკიცებდა,
რომ ეს ჩანაფიქრი მის თავში სწორედ იმ წუთებში მომწიფდა. პირა-
დად მე ამის არასოდეს მჯეროდა. ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი
დიდებული ნამუშევრის შექმნა ერთმა პატარა გოგომ შთააგონა,
რომელიც სულელურად დაშტერებოდა ჩამავალი მზის სხივებით გა-
ნათებულ საკუთარ ხელებს.

315
თავი მეთვრამეტე

საოცარი თვე იყო: კვლავ შევხვდი თავმჯდომარეს; გავიცანი ნო-


ბუ, ექიმი კიბორჩახალა და უციდა კოსაბურო; თავი ისე ვიგრძენი,
როგორც მოშინაურებულმა ჭრიჭინამ, რომელიც ჭილოფის გალიი-
დან გამოიპარა. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად მეღირსა იმ
რწმენით ჩაძინება, რომ გიონში ისე უყურადღებოდ აღარავინ დამ-
ტოვებდა, როგორც ხალიჩაზე შემთხვევით დაპკურებულ ერთ წვეთ
ჩაის. მამეჰას გეგმების შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი, არც ის
მესმოდა, როგორ უნდა მივეყვანე მის ჩანაფიქრს გეიშას წარმატებ-
ულ კარიერამდე, ან ხსენებულ წარმატებას თავმჯდომარესთან რო-
გორ უნდა დავეახლოვებინე. მაგრამ ყოველ ღამე, როცა ფუტონზე
ვიწექი, თავმჯდომარის ცხვირსახოცს ღაწვზე ვიხუტებდი და ჩვენს
შეხვედრას გონებაში განუწყვეტლივ ვატრიალებდი. ტაძრის ზარი-
ვით ვიყავი, ერთხელ რომ ჩამოჰკრავენ და მას შემდეგ კიდევ დიდ-
ხანს ჟღრიალებს.
რამდენიმე კვირამ ისე ჩაიარა, ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანთა-
გან არცერთი არ შემხმიანებია, მაგრამ ერთ დილით „ივამურა
ელექტრიკის“ მდივანმა „იჩირიკიში“ დარეკა და საღამოს წვეულე-
ბაზე ჩემი დასწრება მოითხოვა. მამეჰა სიხარულით ცას ეწია. იმედი
ჰქონდა, რომ წვეულებაზე ნობუ მიწვევდა. მეც გავიხარე, თუმცა ჩე-
მი მხრივ, ვიმედოვნებდი, რომ მასპინძელი ნობუ კი არა, თავმჯდო-
მარე იქნებოდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, დეიდას ჰაცუმომოს თან-
დასწრებით გამოვუცხადე, რომ ნობუს გასართობად მივდიოდი, და
ვთხოვე, კიმონოსა და მისი აქსესუარების შერჩევაში დამხმარებო-
და. ჩემდა გასაოცრად, დახმარება ჰაცუმომომაც შემომთავაზა. იმ
დღეს ვინმეს რომ ვენახეთ, იფიქრებდა, რომ ახლო ნათესავები ვი-
ყავით. ჰაცუმომო აღარ ქირქილებდა, აღარც იგესლებოდა და ხელს
გულწრფელად მიწყობდა. ვფიქრობ, ამ ამბავმა, ჩემ გარდა, დეიდაც
საგონებელში ჩააგდო. არჩევანი ვერცხლისფერი და სინგურისფე-

316
რი ფოთლებით მოხატულ მწვანე კიმონოზე შევაჩერეთ, ოქროს ძა-
ფებით ნაქარგი ობით. ჰაცუმომო შემპირდა, ჩაის სახლში მეც შემო-
ვივლი, რომ შენ და ნობუ ერთად გნახოთო.
იმ საღამოს, როცა „იჩირიკის“ ვესტიბიულში მუხლი მოვიყარე,
ისეთი განცდა დამეუფლა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება იყო გრძელი
გზა, რომელსაც სწორედ ამ მომენტამდე მივყავდი. ყურს ვუგდებდი
სტუმრების მოგუდულ სიცილს და მათ ხმებში თავმჯდომარის ხმის
გარჩევას ვცდილობდი.
კარი რომ გავაღე, ორივე დავინახე. თავმჯდომარე მაგიდასთან
იჯდა, ნობუ კი – მისკენ ზურგშექცევით. თავმჯდომარის ღიმილმა ისე
მომაჯადოვა, რომ საპასუხო ღიმილისგან თავის შეკავება გამიჭირ-
და, თუმცა ვიცოდი, რომ მისი ეს ღიმილი მხოლოდ ამასწინანდელი
სიცილის გაგრძელება იყო.
თავდაპირველად მამეჰას მივესალმე, შემდეგ რამდენიმე უცნობ
გეიშას, ბოლოს კი ექვს თუ შვიდ მამაკაცს. წამოდგომისთანავე, მა-
მეჰას მოთხოვნისამებრ, პირდაპირ ნობუს მივადექი. როგორც ჩანს,
ზედმეტად მივუახლოვდი, რადგან აშკარად გაღიზიანებულმა საკე-
თი სავსე ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დაანარცხა და გვერდზე გაიწია.
ბოდიში მოვუხადე, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია. მამეჰა მოიღუ-
შა. მეც უგუნებოდ გავატარე მთელი საღამო. მოგვიანებით, როცა
ჩაის სახლიდან ერთად გამოვედით, მამეჰამ მითხრა:
‒ ნობუ-სანი ადვილად ღიზიანდება. სხვა დროს სიფრთხილე უნ-
და გამოიჩინო.
‒ ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, მაგრამ ალბათ არც ისე მოვ-
წონვარ, როგორც გეგონათ.
– უი, რას ამბობ. რომ არ მოსწონდე, იქიდან აცრემლებულს გა-
მოგიშვებდა. ზოგჯერ გეჩვენება, რომ ქვა-ღორღით სავსე ტომარა
უფრო რბილია, ვიდრე ამ კაცის ხასიათი, მაგრამ თავისებურად კე-
თილი ადამიანია და ამას მალე შენც დაინახავ.

***

317
„ივამურა ელექტრიკმა“ „იჩირიკიში“ იმავე კვირას ხელმეორედ
მიმიწვია. შემდგომშიც მიწვევდნენ, და არა მხოლოდ მამეჰასთან
ერთად. მამეჰამ გამაფრთხილა, რომ წვეულებებზე დიდხანს არ
დავრჩენილიყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობდა საფრთხე,
რომ საზოგადოებაზე არაპოპულარული გეიშას შთაბეჭდილებას
დავტოვებდი. ამიტომ ერთ-ორ საათში სტუმრებს თავს ვუკრავდი და
ისე ვებოდიშებოდი, თითქოს სხვა წვეულებაზე მიმეჩქარებოდა.
ხშირად, როცა ამ ღონისძიებებისთვის ვემზადებოდი, ჰაცუმომო
გაკვრით შემახსენებდა ხოლმე, რომ თვითონაც შემოივლიდა, მაგ-
რამ სინამდვილეში იქ არასოდეს გამოჩენილა. და აი, ერთ დღეს,
ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მამცნო, რომ თავისუფალი
დრო გამოუჩნდა და მორიგ წვეულებაზე უსათუოდ გამოცხადდებო-
და. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ცოტა არ იყოს, ავ-
ღელდი. საქმეს კიდევ უარესი პირი გამოუჩნდა, როცა ჩაის სახლში
მისულს ნობუ არ დამხვდა. ეს იყო ყველაზე მცირერიცხოვანი წვე-
ულება, რომელსაც გიონში ოდესმე დავსწრებივარ. ოთახში მხო-
ლოდ ორი გეიშა და ოთხი მამაკაცი იჯდა. „რა უნდა ვქნა, ჰაცუმომო
თუ მოვიდა და დაინახა, რომ თავმჯდომარეს ვართობ, ნობუ კი არ-
სად ჩანს?“ გამიელვა გონებაში, მაგრამ სახეირო ვერაფერი მოვი-
ფიქრე. სწორედ ამ დროს კარი გაიღო და, შეშფოთებულმა, ზღურ-
ბლთან დაჩოქილი ჰაცუმომო ვიხილე. სხვა გზა არ მქონდა, მოჩვე-
ნებითი მოწყენილობა უნდა გამეთამაშებინა, თითქოს ჩემთვის სა-
ინტერესო თანამეინახეობის გაწევა ნობუს გარდა არავის შეეძლო.
საქმეს რომ მოეთხოვა, იმ საღამოს მართლაც მხოლოდ მსგავსი
ხერხები თუ მიხსნიდა, მაგრამ, საბედნიეროდ, რამდენიმე წუთში
ნობუ გამოცხადდა. როგორც კი ამ კაცმა ოთახში შემოაბიჯა,ჰაცუ-
მომოს სახეზე სანდომიანი ღიმილი გადაეფინა და ტუჩები ჭრილო-
ბის პირზე მომდგარი სისხლის ბუშტუკებივით ამოებურცა. ნობუმ მა-
გიდასთან მოიკალათა, ჰაცუმომომ კი დედაშვილურად მირჩია,
სტუმრისთვის სასმელი ჩამომესხა.
ნობუს მივუახლოვდი, მის გვერდით ჩავიკეცე და ძალიან შევეცა-
დე, რომ მოხიბლული გოგონას იერი მიმეღო, მაგალითად: როცა

318
რაღაცაზე იცინოდა, ელვისებურ მზერას ვესროდი, ვითომ გრძნობე-
ბის მოთოკვა მიჭირდა. ჰაცუმომო სიამოვნებისგან დნებოდა და ისე
დაუფარავად მოგვჩერებოდა, რომ მგონი, ვერც კი ამჩნევდა, იქ
მყოფი მამაკაცები თვალს რომ ვერ სწყვეტდნენ. თუმცა იქნებ მიჩ-
ვეული იყო ასეთ ყურადღებას...
იმ საღამოს, როგორც ყოველთვის, დამატყვევებლად ლამაზი
იყო. ერთი ახალგაზრდა თანამესუფრე სხვას არაფერს აკეთებდა:
იჯდა, აბოლებდა და ჰაცუმომოს მისჩერებოდა. თავმჯდომარეც კი,
რომელსაც თავისი მოხდენილი თითები საკეს ჭიქისთვის ლამაზად
შემოეჭდო, დროდადრო თვალს მისკენ აპარებდა. „ნუთუ მამაკა-
ცებს სილამაზე ისე აბრმავებთ, რომ მზად არიან, სიცოცხლე დემო-
ნის გვერდით გაატარონ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლამაზია?“ვფი-
ქრობდი ჩემთვის. უცებ წარმოვიდგინე, როგორ შემოაბიჯებდა თავ-
მჯდომარე გვიანი ღამით ჩვენი ოკიის ვესტიბიულში, რათა ჰაცუმო-
მოს შეხვედროდა; ქვაბუნა ქუდით ხელში როგორ აიტუზებოდა კარ-
თან, როგორ შეიხსნიდა პალტოს ღილებს და როგორ გამიღიმებდა.
ნამდვილად არ მეგონა, რომ ეს კაცი ისე მოიხიბლებოდა ჰაცუმო-
მოს სილამაზით, მის სახეზე ბოროტების აშკარა ნიშნებს ვერ შეამ-
ჩნევდა. თუმცა ერთი რამ ცხადი იყო: ჰაცუმომოს რომ მის მიმართ
ჩემი გრძნობების შესახებ შეეტყო, მის ცდუნებას აუცილებლად შე-
ეცდებოდა, თუნდაც იმ მიზნით, რომ ჩემთვის ტკივილი მოეყენებინა.
უცებ დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა, ჰაცუმომო იქაურობას გას-
ცლოდა. ვიცოდი, რომ ჩემი და ნობუს „რომანის განვითარება“ აინ-
ტერესებდა, ამიტომ გადავწყვიტე, არ გამეწბილებინა და შესაბამისი
ნაბიჯები გადამედგა. დავიწყე იმით, რომ კისერსა და თმაზე თითის-
წვერები ჩამოვისვი. ისე მოუსვენრად ვცმუკავდი, კაცი იფიქრებდა,
რომ ჩემს გარეგნულ იერზე ძალიან ვწუხდი. ამასობაში თითი თმის
ერთ-ერთ სამკაულს გამოვკარი და სწორედ მაშინ გამინათდა გონე-
ბა. ცოტა ხანს დაველოდე, როდის გაიხუმრებდა რომელიმე სტუმა-
რი, შემდეგ დრო ვიხელთე და სიცილ-სიცილითა და თმაზე ხელების
ფათურით თანდათან მივუჩოჩდი ნობუს. უნდა აღვნიშნო, რომ ვარ-
ცხნილობის ხშირი გასწორება ჩემი მხრიდან სრულიად უადგილო

319
იყო, რადგან საგულდაგულოდ გაპოხილი თმა ისე მქონდა გახევე-
ბული, ზედმეტ ყურადღებას ნამდვილად არ საჭიროებდა. მაგრამ ამ
შემთხვევაში კონკრეტული მიზანი მქონდა: იმდენი უნდა მომეხერ-
ხებინა, რომ ერთ-ერთ თავსამკაულს (ყვითელი და ნარინჯისფერი
აბრეშუმისგან დამზადებული ალისარჩულების პატარა კონას) რო-
გორმე ნობუს კალთაში ამოეყო თავი. როგორც გაირკვა, ხის კბი-
ლანები, რომლებზეც სამკაული იყო მიკრული, თმაში გაცილებით
ღრმად მქონდა ჩამაგრებული, ვიდრე მეგონა. მაინც ვიმარჯვე და
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს ნივთი ხელიდან გამისხლტა.სარჭი
ჯერ ნობუს მკერდს მიენარცხა, შემდეგ კი მის ფეხებს შუა, ჭილოფზე
დაგორდა. ყველამ შეამჩნია, რაც მოხდა, მაგრამ არავინ იცოდა,
როგორ მოქცეულიყო. ნობუს კალთისკენ ყმაწვილქალური სიმორ-
ცხვით გავიწვდინე ხელი, მაგრამ ლაჯებშუა ხელის შეყოფა ვეღარ
გავუბედე. ნობუმ დამასწრო, ნივთს თვითონ დასწვდა, ხელში ნელა
შეატრიალა და გადმომილაპარაკა:
‒ წადი, ის მოახლე მოძებნე, მე რომ კართან მომეგება. უთხარი,
ჩემი ფუთა გადმოგცეს.
ბრძანება შევასრულე, და როცა ოთახში დავბრუნდი, შევამჩნიე,
რომ ყველა სტუმარი მოუთმენლად მელოდა. ნობუს ჩემი თავსამ-
კაული კბილანებით ეჭირა და ზედ დაკიდებულ ყვავილებს ნაზად
არხევდა. ფუთა რომ მოვუტანე, არ გამომართვა. მხოლოდ მითხრა:
– მოგვიანებით, წასვლის წინ უნდა მეჩუქებინა შენთვის. მაგრამ
როგორც ჩანს, ეს ახლა უნდა გავაკერო·
ამ სიტყვებით ფუთისკენ თავი გაიქნია, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ფუთა ჩემი ხელით უნდა გამეხსნა. ყველას თვალწინ ამის გაკეთება
ძალიან მეუხერხულებოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ქაღალდის
ფუთაში ხის კოლოფი აღმოჩნდა, კოლოფში კი, ატლასის სარჩულ-
ზე, საუცხოოდ მოჩუქურთმებული კბილანებიანი თმის სამაგრი
იდო. კაშკაშა წითელ სავარცხელს ნახევარწრის ფორმა ჰქონდა და
ფერადი ყვავილებით იყო მორთული.
– ძველი ნაკეთობაა. რამდენიმე დღის წინ წავაწყდი, – მითხრა
ნობუმ.

320
თავმჯდომარემ სამკაულს სევდიანი მზერა შეავლო და რაღაც ჩა-
ილაპარაკა. თავიდან ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგონე, რადგან ტუ-
ჩებს თითქმის უხმოდ ამოძრავებდა, მაგრამ ცოტა ხანში ჩაახველა
და უცნაურად სევდიანი ხმით გაიმეორა:
– ნობუ-სან, ასეთი სენტიმენტალური,ნამდვილად არ მეგონეთ!
უცებ ჰაცუმომო წამოდგა. მეგონა, ბოლოს და ბოლოს, მოვახერ-
ხე მისი თავიდან მოშორება, მაგრამ შევცდი. მომიახლოვდა და ჩემ
გვერდით ჩაიმუხლა. საქციელი წამიხდა, მან კი კოლოფიდან თავ-
სამკაული ამოიღო და კეფაზე გაკვანძულ, ბალიშივით ფაფუკ თმის
გორგალზე ფრთხილად მიმაბნია. შემდეგ ნობუს ყვავილებიანი სა-
მაგრი გამოართვა და ისიც დედაშვილური რუდენებით შემიცურა
თმაში. მადლობის ნიშნად თავი ოდნავ დავუკარი, მან კი ნობუს მზე-
რა გაუსწორა და წასჩურჩულა:
‒ ასეთი საყვარელი ქმნილება თუ გინახავთ ოდესმე? – თან ისე
თეატრალურად ამოიოხრა, თითქოს ამის მსგავსი რომანტიკული
მომენტი ცხოვრებაში არასოდეს განუცდია. შემდეგ კი, როგორც ვი-
მედოვნებდი, წვეულება დატოვა.

***
თქმა არ უნდა, რომ მამაკაცები ერთმანეთისგან იმ ბუჩქებივით
განსხვავდებიან, რომლებიც წელიწნადის სხვადასხვა დროს ყვავი-
ლობენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სუმოს ტურნირის შემდეგ ნობუმ
და თავმჯდომარემ ჩემ მიმართ სულ რამდენიმე კვირაში გამოიჩინეს
ინტერესი, ექიმი კიბორჩხალა და მხატვარი უციდა კი თვეების მან-
ძილზე არ შემხმიანებიან. მამეჰა მტკიცედ ადგა იმ აზრს, რომ სხვა-
დასხვა საბაბით მათთვის თავის შეხსენებას ისევ ლოდინი სჯობდა,
მაგრამ ამ გაურკვევლობას ბოლოს თვითონაც ვერ გაუძლო და ერთ
დღეს უციდას მიაკითხა. გაირკვა, რომ ჩვენი სტუმრობის შემდეგ
უციდას კატა მაჩვს დაეკბინა და ცხოველი რამდენიმე დღეში ინფექ-
ციისგან მომკვდარიყო. ამის გამო უციდას კვლავ დაეწყო გაბმით

321
სმა. გამხიარულების მიზნით მამეჰა რამდენიმე დღე აკითხავდა და
როცა გუნება ოდნავ გამოუკეთა, ფერადი ლენტებით შემკულ ღია
ცისფერ კიმონოში გამომაწყო, ევროპული, მსუბუქი მაკიაჟი გამიკე-
თა (როგორც თვითონ განმარტა, „მთავარი შტრიხების ხაზგასასმე-
ლად“) და უციდასთან გამიშვა. თან გამატანა ძღვენი – სადაფისფე-
რი კნუტი, რომელიც უსაშველოდ ძვირი დაუჯდა. ამ საოცარი კნუ-
ტისთვის, რომელსაც თვალს ვერ ვწყვეტდი, უციდას ზედაც არ შე-
უხედავს. იჯდა და მე მომშტერებოდა. თან თვალებს ნაბავდა და
თავს აქეთ-იქით ატრიალებდა. რამდენიმე დღეში თხოვნა შემომით-
ვალა, პოზირებისთვის სახელოსნოში ვწვეოდი. მამეჰამ მკაცრად
გამაფრთხილა, რომ არ გამოვლაპარაკებოდი, და თან თავისი მო-
ახლე ტაცუმი გამაყოლა. მთვლემარე მოახლე მთელი დღე ოთახის
კუთხეში, გამჭოლ ქარში იჯდა და თავს აკანტურებდა, უციდა კი წა-
რამარა ადგილს მიცვლიდა, აფორიაქებული ურევდა ტუშის ფერებს
და ბრინჯის ქაღალდზე ჩანახატებს აკეთებდა.
უციდასთვის იმ ზამთარსაც და შემდგომ წლებშიც ხშირად ვპოზი-
რებდი. იაპონია რომ მოიაროთ და დაათვალიეროთ ის ნამუშევრე-
ბი (თუნდაც მისი ერთადერთი შემორჩენილი ზეთის ტილო, რომე-
ლიც ოსაკას ერთ-ერთი ბანკის სხდომათა დარბაზშია გამოფენი-
ლი), ალბათ იფიქრებთ, რომ ასეთი პიროვნების მოდელობა საუც-
ხოო გამოცდილება იყო ჩემთვის. არადა, სინამდვილეში ამაზე მო-
საწყენი ცხოვრებაში არაფერი განმიცდია. საათზე მეტხანს ვიჯექი
ხოლმე სრულიად მოუხერხებელ ადგილას; გარდა ამისა, წყურვილი
მტანჯავდა, რადგან უციდა სასმელს არასოდეს მთავაზობდა. ზოგ-
ჯერ ჩაი შინიდან მიმქონდა, მაგრამ ჭურჭელს უცებ სტაცებდა ხელს
და სადღაც შორს, ოთახის მეორე ბოლოში უკრავდა თავს, რათა
მისთვის ხელი არაფერს შეეშალა. მამეჰას მითითებისამებრ, მას-
თან საუბარს ვერიდებოდი და ეს წესი არც თებერვლის იმ ავბედით
დღეს დამირღვევია, თუმცა,როგორც შემდგომში გაირკვა, ვითარე-
ბიდან გამომდინარე, ჩემი დუმილი სრულიად უადგილო იყო. იმ
დღეს უციდა წინ დამიჯდა და თვალი თვალში გამიყარა. თან, ჩვე-

322
ულებისამებრ, თავისი ხალის ღეჭვას მოჰყვა. მშრალი ტუშის ბრიკე-
ტები ბლომად ჰქონდა. ფქვავდა, წყალს ურევდა და შავისა და ნაც-
რისფრის ათასგვარ კომბინაციას აზავებდა, მაგრამ მიღებული ფე-
რები არ აკმაყოფილებდა და საღებავს გარეთ, თოვლში ღვრიდა.
თვალებით კარგა ხანს მხვრეტდა და თანდათან სულ უფრო ეკიდე-
ბოდა ბრაზი. ბოლოს დამითხოვა და ორი კვირა არ შემხმიანებია.
მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ ისევ დაეწყო გაბმული სმა, მამეჰამ კი
ამაში მე დამადანაშაულა.

***
რაც შეეხება ექიმ კიბორჩხალას, როცა ეს კაცი გავიცანი, იმასაც
კი შეგვპირდა, რომ მე და მამეჰას ჩაის სახლ შირაეში შეგვხვდებო-
და, მაგრამ მას შემდეგ ექვსი კვირა გავიდა და ერთხელაც არ მოვუ-
კითხივართ. მამეჰა თანდათან მოსვენებას კარგავდა. რა გზით უპი-
რებდა ჰაცუმომოს „მოულოდნელ წაქცევას“ ამის შესახებ ჯერ კიდევ
არაფერი ვიცოდი. მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ მისი ეს გეგმა
ორანჯამიან ალაყაფს ჰგავდა; ერთი ანჯამის როლი ნობუს უნდა შე-
ესრულებინა, მეორე ანჯამისა კი – ექიმ კიბორჩხალას. უციდას რა
ფორმით უპირებდა ამ საქმეში ჩაბმას, არც ეგ ვიცოდი, მაგრამ
ვხვდებოდი, რომ უციდასთან დაკავშირებით მამეჰას ცალკე სქემა
ჰქონდა შემუშავებული, რომელიც მისი გეგმის ძირითად ღერძს ნამ-
დვილად არ წარმოადგენდა.
თებერვლის მიწურულს მამეჰა ექიმ კიბორჩხალას შემთხვევით
„იჩირიკიში“ შეეჩეხა. ექიმმა უამბო, რომ ოსაკაში ახალი საავად-
მყოფოს გახსნით იყო დაკავებული, და იმედი გამოთქვა, რომ ახლა,
როცა ძირითადი სამუშაო უკვე შესრულებული იყო, შირაეში კვლა-
ვაც შევხვდებოდით. გემახსოვრებათ, მამეჰა რომ მიმტკიცებდა,
„იჩირიკიში“ თუ ერთხელ გამოჩნდი, მიწვევებს ვეღარ აუხვალო.
სწორედ ამიტომ გვთხოვა ექიმმა კიბორჩხალამ, რომ ჩვენი შეხვედ-
რა შირაეში შემდგარიყო. ცხადია, მამეჰას საამისოდ თავისი მოტი-
ვი ჰქონდა: ჰაცუმომოსთვის თავის არიდება სურდა. ჩემთვის რომ

323
გეკითხათ, ჰაცუმომო იქაც თავისუფლად მოგვაგნებდა, ამიტომ რო-
ცა ექიმთან შესახვედრად ვემზადებოდი, მშვიდად სულაც ვერ
ვგრძნობდი თავს. მაგრამ როგორც კი შირაეს მივადექით, ლამის
სიცილი წამსკდა. ეს ზუსტად ის ადგილი იყო, რომელსაც ჰაცუმომო
სათოფეზე არ გაეკარებოდ!ა! შენობა, მთელი თავისი იერით, აყვა-
ვებული ხის ტოტზე შემორჩენილ ერთადერთ დამჭკნარ კვირტს მო-
გაგონებდათ.
გიონში ცხოვრება თვით დიდი დეპრესიის ბოლო წლებშიც კი
დუღდა, მაგრამ ჩაის სახლი შირაე, რომელიც თავიდანვე არაფერს
წარმოადგენდა, დღითი დღე მხოლოდ უარესობისკენ იცვლებოდა.
მსგავსი სიმდიდრის პატრონი ასეთ დაწესებულებას რომ მფარვე-
ლობდა, მხოლოდ იმით აიხსნებოდა, რომ ექიმი კიბორჩხალა ყო-
ველთვის მდიდარი არ იყო და ახალგაზრდობაში მისი სახსრები
მხოლოდ შირაეს თუ გასწვდებოდა. თუმცა, როცა „იჩირიკიმ“ თავის
თავის წიაღში გულითადად მიიღო, ექიმს შირაესთან კავშირის გაწ-
ყვეტა აზრადაც არ მოსვლია. მოგეხსენებათ, როცა მამაკაცი საყვა-
რელს გაიჩენს, ცოლს არ ეყრება ხოლმე...
შეხვედრა შედგა. მე საკეს ვასხამდი, მამეჰა კი სხვადასხვა ამ-
ბავს გვიყვებოდა. კიბორჩხალა იმ დღეს ჩვეულებრივზე უფრო მე-
ტად ფარჩხავდა მკლავებს. ეგ კი არა, ჩვენც გაგვკრავდა ხოლმე
იდაყვს და შემდეგ თავის კანტურით გვებოდიშებოდა. როგორც აღ-
მოჩნდა, წყნარი, უსიტყვო კაცი იყო.ერთთავად მაგიდას დასჩერე-
ბოდა და საშიმის ნაჭრებს ისე მალულად შეიცურებდა ხოლმე ულ-
ვაშებქვეშ, როგორც პატარა ბიჭი ინახავს თავის ნივთებს იატაკქვეშ
მოწყობილ სამალავში.
როცა დავიშალეთ, გავიფიქრე, რომ საწადელს ვერ მივაღწიეთ
და ექიმ კიბორჩხალას ვეღარასოდეს ვნახავდით, რადგან ადამიანს,
რომელმაც წვეულებისგან ვერაფერი სიამოვნება მიიღო, გიონში
ხელმეორედ სტუმრობით, წესით, თავი აღარ უნდა შეეწუხებინა. მაგ-
რამ ერთ კვირაში კვლავ შეგვეხმიანა და მას შემდეგ თითქმის ყო-
ველკვირა ვხვდებოდით ერთმანეთს.

324
***
ექიმთან საქმე კარგად მიგვდიოდა, მაგრამ ერთ დღეს ისეთი სი-
სულელე ჩავიდინე, მამეჰას საგულდაგულოდ შემუშავებულ გეგმას
ჩაშლა დაემუქრა. ვიცი, რომ არასწორი საქციელით მომავლის პერ-
სპექტივა ბევრმა ყმაწვილმა ქალმა წაიხდინა. ზოგმა უარი თქვა იმა-
ზე, რასაც მისგან ითხოვდნენ; ზოგმაც მავან ბობოლას აწყენინა და
ა.შ. მაგრამ ჩემი შეცდომა იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ვერც კი
მივხვდი, რა გავაკეთე.
ეს ამბავი ჩვენს ოკიაში, სულ რაღაც ერთ წუთში მოხდა. სუსხიანი
დღე იყო. სადილის შემდეგ ხიდურის ფიცრულ იატაკზე ვიჯექი და შა-
მისენზე ვუკრავდი. ამ დროს საპირფარეშოში მიმავალმა ჰაცუმო-
მომ ჩამოიარა. ფეხსაცმელები რომ თან მქონოდა, სოხანიან დერე-
ფანში ჩავიდოდი და გზას დავუთმობდი, მაგრამ, რადგანაც ფეხშიშ-
ველი ვიყავი, გაყინული კიდურები ძლივს გავატოკე. უფრო სწრა-
ფად რომ მემოძრავა, ალბათ ჩემთან საუბრით თავს არ შეიწუხებდა
და ჩაივლიდა, მაგრამ სანამ წელს ავითრევდი, თავზე დამადგა და
მითხრა:
‒ კიოტოში გერმანიის ელჩი ჩამოდის. გოგრა დაკავებულია. იქ-
ნებ მამეჰას სთხოვო, რომ მის ნაცვლად ელჩთან შეხვედრა შენ და-
გიგეგმოს?
ამის თქმა იყო და, ისე ჩაიხითხითა, თითქოს ამბობდა: ელჩის-
თვის შენი წარდგენა ისეთივე სასაცილო ამბავია, როგორც იმპერა-
ტორისთვის სადილად რკოს ჩენჩოს მირთმევაო.
იმ დროს გიონში გერმანიის ელჩის ფიგურა დიდ ვნებათაღელ-
ვას იწვევდა. საქმე ის იყო, რომ 1935 წელს ამ ქვეყანაში ხელისუფ-
ლება შეიცვალა. პოლიტიკაში ცუდად ვერკვევი, მაგრამ ერთი რამ
ვიცი: იაპონია იმ წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს თანდათან
შორდებოდა და გერმანიის ელჩზე კარგი შთაბეჭდილების მოხდე-
ნას ცდილობდა. ახლა ყველას ერთი კითხვა უტრიალებდა თავში:
მოახლოებული ვიზიტის დროს ვის ერგებოდა ამ პიროვნების მას-

325
პინძლობის პატივი? როცა ჰაცუმომომ ეს ამბავი მამცნო, წესით, თა-
ვი უნდა ჩამექინდრა და დამეწყო მოჩვენებითი მოთქმა-გოდება,
რომ ჩემი უბადრუკი ცხოვრების შედარება გოგრას ცხოვრებასთან
არც კი შეიძლებოდა... მე კი სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი: როგორ
გამომიჩნდა ახალი პერსპექტივები, ან რა მოხერხებულად გამოვა-
პარეთ ჰაცუმომოს მამეჰას მიერ შემუშავებული გეგმა. ამ ფიქრებმა
ღიმი მომგვარა, მაგრამ თავი შევიკავე, სახე ნიღაბივით გავიშეშე და
ფრიად კმაყოფილი დავრჩი საკუთარი თავით იმის გამო, რომ ჩემი
გრძნობები არ გავამჟღავნე. ჰაცუმომომ ისე შემომხედა, მაშინვე უნ-
და მივმხვდარიყავი, რომ მის თავში რაღაც აზრი მომწიფდა. ყურად-
ღება არ მივაქციე, სასწრაფოდ განზე გავიწიე და გავატარე. მეგონა,
ამით დამთავრდა ყველაფერი.
გავიდა რამდენიმე დღე და, მამეჰასთან ერთად, ჩაის სახლ ში-
რაეში ექიმ კიბორჩხალასთან შესახვედრად კიდევ ერთხელ წავე-
დი, მაგრამ როცა კარი გავაღეთ, ზღურბლთან გოგრა დავინახეთ.
ფეხზე იცვამდა და წასასვლელად ემზადებოდა.
„ამას აქ რა უნდა?!“ გავიფიქრე გაოგნებულმა. ამასობაში ჰაცუ-
მომოც გამოჩნდა და, რა თქმა უნდა, ყველაფერს მივხვდი: ჰაცუმო-
მომ ჭკუით გვაჯობა!
– საღამო მშვიდობისა, მამეჰა-სან, – მიესალმა მამეჰას, – ეს ვინ
მოგიყვანია?! ალბათ ის შეგირდია, ექიმი რომ გიჟდება, არა?
მამეჰა ჩემზე არანაკლებ გაოგნებული იყო, მაგრამ არაფერი შე-
იმჩნია და უპასუხა:
– საღამო მშვიდობისა, ჰაცუმომო-სან! ძლივს გიცანი. ისე, რაც
მართალია, მართალია, ლამაზად კი ბერდები!
იმ დროისთვის ჰაცუმომოს ასაკოვანი ნამდვილად არ ეთქმოდა.
მხოლოდ ოცდარვა თუ ოცდაცხრა წლის იყო. ვფიქრობ, მამეჰას უბ-
რალოდ სურდა, მისთვის კბილი გაეკრა.
– ალბათ ექიმთან შესახვედრად მიგეჩქარებათ, – თქვა ჰაცუმო-
მომ, – რა საინტერესო კაცია! იმედს ვიტოვებ, რომ თქვენი ნახვა
კვლავინდებურად ძალიან გაუხარდება. აბა, კარგად იყავით!

326
ჰაცუმომო ძალიან მხიარული სახით დაგვშორდა, მაგრამ გამ-
ზირზე რომ გავიდნენ, ლამპიონის შუქზე კარგად დავინახე, როგორ
ჩამოსტიროდა სახე გოგრას. მე და მამეჰამ ფეხზე უსიტყვოდ გავიხა-
დეთ. ვერც ერთმა ვერ გავეცით ჰაცუმომოს სათანადო პასუხი.
შირაეს პირქუში ატმოსფერო იმ ღამით გუბურის მღვრიე და
ბლანტ წყალს მოგაგონებდათ. ჰაერში დაძველებული უმარილის
სუნი ტრიალებდა, კედლებიდან კი ბათქაში ცვიოდა. რას არ დავ-
თმობდი, ოღონდ უკან გაბრუნება და აქაურობის დატოვება შემძლე-
ბოდა...
კარი გადავწიეთ და დავინახეთ, რომ დიასახლისი ექიმ კიბორ-
ჩხალას უკვე მასპინძლობდა. დიასახლისი, ჩვეულებრივ, ჩვენი
მოსვლის შემდეგ ცოტა ხანი კიდევ რჩებოდა ხოლმე, ალბათ უფრო
იმ მიზნით, რომ ექიმისთვის მასთან გატარებული დროის საფასური
მოეთხოვა. მაგრამ იმ ღამით, როგორც კი ოთახში შევედით, წამოდ-
გა და ისე ჩაგვიარა, ჩვენკენ არც კი მოუხედავს. ექიმი კიბორჩხალა
ზურგით იჯდა, ამიტომ ტრადიციულ მისალმებას და თავის ქნევას
აღარ მოვყევით და მაგიდას მივუსხედით.
– თავს როგორ გრძნობთ, ექიმო? დაღლილი ჩანხართ, –უთხრა
მამეჰამ.
ექიმი ხმას არ იღებდა. იჯდა და ლუდის ჭიქას მაგიდაზე ატრია-
ლებდა, არადა, დროის უქმად ხარჯვა ნამდვილად არ ახასიათებდა.
– დიახ, ძალიან დავიღალე, ლაპარაკის გუნებაზე არა ვარ, –
თქვა ბოლოს, ლუდის ნარჩენი ჩაცალა, წამოდგა და წასასვლელად
გაემზადა. მე და მამეჰამ ერთმანეთს გადავხედეთ.
კართან რომ მივიდა, ჩვენკენ მოტრიალდა და ჩაილაპარაკა:
– ძალიან არ მიყვარს, როცა ადამიანებს, რომლებსაც ვენდობი,
შეცდომაში შევყავარ.
ამ სიტყვებით ისე დაგვტოვა, კარიც არ მიუხურავს. გაოგნებუ-
ლებმა ხმა ვერ ამოვიღეთ. მამეჰა წამოდგა და კარი თვითონ ჩაკეტა.
როცა მაგიდას კვლავ მიუჯდა, კიმონო გაისწორა, ბრაზით ანთებულ-
მა თვალები დახუჭა და წამჩურჩულა:
– აბა, საიური, ახლა კი უნდა მიამბო, რა უთხარი ჰაცუმომოს?

327
– რას ბრძანებთ, მამეჰა-სან! ამდენი მუშაობის შემდეგ საქმეს
როგორ გავაფუჭებდი?!
‒ ექიმმა ცარიელ ტომარასავით მოგიცილა თავიდან. დარწმუნე-
ბული ვარ, საამისო მიზეზი არსებობს, მაგრამ ამას ვერასდროს გა-
ვიგებთ, თუ არ გავარკვევთ, რა უთხრა ამ საღამოს ჰაცუმომომ.
– როგორ უნდა გავარკვიოთ?
– ამ ამბავს გოგრაც ესწრებოდა. უნდა წახვიდე და გამოჰკითხო!
დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გოგრა რამეს გამიმხელდა, მაგ-
რამ მამეჰას შევპირდი, რომ შევეცდებოდი. კმაყოფილი დარჩა, წა-
მოდგა და წასასვლელად გაემზადა, მე კი ადგილიდან ფეხი არ მო-
ვიცვალე. ჩემი შეყოვნების მიზეზი რომ გაერკვია, უკან მოიხედა.
– მამეჰა-სან, შეიძლება შეკითხვა დაგისვათ? ჰაცუმომომ უკვე
იცის, რომ ექიმთან ვურთიერთობ და ალბათ მიზეზსაც ხვდება. ეჭვი
არ მეპარება, რომ მიზეზს ექიმიც ხვდება. გოგრა რომ გოგრაა, სავა-
რაუდოდ, იმანაც იცის მიზეზი! ერთადერთი ადამიანი, რომელმაც
არაფერი იცის, მე ვარ. იქნებ გამოიჩინოთ სიკეთე და ამიხსნათ, რა
ხდება? ნეტავ ეს შეკითხვა არ დამესვა! შევატყვე, ძალიან შეწუხდა.
კარგა ხანს იდგა გაშტერებული და თითქოს ყველაფერს აქცევდა
ყურადღებას, ჩემ გარდა. ბოლოს ამოიოხრა, მაგიდას კვლავ მიუჯდა
და დაიწყო:
– შენ კარგად იცი, რომ უციდა-სანი მხატვრის თვალით აღგიქ-
ვამს. აი, ექიმს კი სხვა რამე უფრო აინტერესებს. იგივე ითქმის ნო-
ბუზეც. იცი თუ არა, რას ნიშნავს „უსახლკარო გველთევზა“?
წარმოდგენა არ მქონდა, რას გულისხმობდა, და ასეც ვუთხარი.
– როგორ გითხრა... გველთევზა მამაკაცებს ზედა აქვთ, ქალებს
კი – არა. თუ გაინტერესებს, იმასაც გეტყვი, რა ადგილას...
– მგონი, ვხვდები, რაზეც მელაპარაკებით, მაგრამ არ ვიცოდი,
რომ გველთევზა ეწოდებოდა, – გავაწყვეტინე მე.
– სინამდვილეში ეს ნამდვილი გველთევზა არ არის, – თქვა მა-
მეჰამ, – მაგრამ, მოდი, ასე ვიფიქროთ: თუ ამ დროს წარმოსახვაში
გველთევზას მოვუხმობთ, მოვლენის არსში უკეთ გავერკვევით. მაშ,

328
ასე. გველთევზა ცხოვრების უმეტეს ნაწილს სახლის ძიებაში ატა-
რებს. როგორ ფიქრობ, ქალს რა აქვს თავის წიაღში? გამოქვაბული,
რომელშიც გველთევზა სიამოვნებით იბუდებს. ეს ის გამოქვაბუ-
ლია, რომლიდანაც ყოველთვიურად სისხლი იღვრება, როცა ღრუბ-
ლები მთვარეს ჩაუვლიან.
საკმაოდ მოწიფული ვიყავი საიმისოდ, რომ მამეჰას სიტყვებს
ჩავწვდომოდი. ღრუბლებისა და მთვარის ამბავი ბოლო წლების
განმავლობაში ჩემთვის უცხო აღარ იყო. მახსოვს, როცა ეს პირვე-
ლად მოხდა, სასტიკმა შიშმა შემიპყრო. რომ დამეცემინებინა და
ცხვირსახოცზე საკუთარი ტვინი მენახა, ასე არ დავფეთდებოდი. ეჭ-
ვი არ შემპარვია, რომ ვკვდებოდი, დეიდას სისხლიანი ჩვრის რეც-
ხვისას რომ არ შემოესწრო და არ განემარტა, რომ სისხლდენა ქა-
ლის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
– გველთევზას ერთი წესი აქვს, რომლის შესახებ, არა მგონია,
რამე იცოდე, – განაგრძო მამეჰამ, – ამ არსებას საკუთარი სივრცის
დაცვის ინსტინქტი ძლიერად აქვს განვითარებული. თუ ერთხელ სა-
სურველი გამოქვაბული შეიგულა, შიგნით შეიყუჟება და კარგა ხანს
აღარ გამოვა, სანამ არ დარწმუნდება, რომ... აბა, როგორ გით-
ხრა... რომ ეს მისთვის მყუდრო საცხოვრებელი იქნება. და როცა სა-
ბოლოოდ გადაწყვეტს, რომ იქ სრული სიმყუდროვეა, ამ გამოქვა-
ბულს, როგორც თავის ტერიტორიას... ფურთხით მონიშნავს. ხომ
გამიგე?
სათქმელი პირდაპირ რომ ეთქვა, შევშინდებოდი, მაგრამ სამა-
გიეროდ, საკითხში უფრო იოლად გავერკვეოდი. წლების შემდეგ შე-
ვიტყვე, რომ თავის დროზე მამეჰას უფროსმა დამაც სწორედ ასე გა-
ნუმარტა ამ მოვლენის არსი.
– ახლა კი მივადგები იმ ნაწილს, რომელიც ალბათ ძალიან უც-
ნაურად მოგეჩვენება, – განაგრძო მამეჰამ, თითქოს ის, რაც უკვე
მითხრა, უცნაურად სულაც არ მომჩვენებია, – მამაკაცებს მოსწონთ
ეს საქმე. მართლა ძალიან მოსწონთ. ისეთი მამაკაცებიც კი არსებო-

329
ბენ, რომლებიც ცხოვრებაში სხვას არაფერს აკეთებენ, გარდა იმი-
სა, რომ ეძებენ გამოქვაბულებს თავიანთი გველთევზების დასაბი-
ნავებლად.
ქალის გამოქვაბული მამაკაცისთვის განსაკუთრებულ ღირებუ-
ლებას მაშინ იძენს, თუ მასში სხვა გველთევზას არასოდეს უცხოვ-
რია. გესმის? ამას მიძაჯეს ვუწოდებთ.
– რას ვუწოდებთ მიძაჯეს?
– როცა მამაკაცის გველთევზა ქალის გამოქვაბულს პირველად
აღმოაჩენს, მიძაჯეც სწორედ ეს გახლავს.
„მიზუ“ წყალს ნიშნავს, „ჯე“ კი აწევას, ან მოთავსებას.გამოდის,
რომ ამ ტერმინს წყლის აწევასთან, ან წყლის ზედაპირზე რაღაცის
მოთავსებასთან აქვს კავშირი. სამ გეიშას რომ გამოელაპარაკო, ამ
ტერმინის წარმოშობაზე სამივეს სხვადასხვა აზრი აღმოაჩნდება. ახ-
ლა, მამეჰას ახსნის შემდეგ უარესად დავიბენი, თუმცა თავი ისე მო-
ვაჩვენე, თითქოს აზრს ჩავწვდი.
– ალბათ ხვდები, რატომ ტრიალებს გიონში ექიმი კიბორჩხალა.
საავადმყოფოდან დიდი ფული შემოსდის, მაგრამ იმ თანხების გარ-
და, რაც ოჯახის სარჩენად სჭირდება, ყველაფერს სწორედ ხსენებუ-
ლი მიძაჯესთვის ხარჯავს. ჰოდა,იცოდე, საიური-სან, შენ სწორედ
ისეთი გოგონების რიცხვში ხარ, ექიმს ყველაზე მეტად რომ მოს-
წონს. ეს ძალიან კარგად ვიცი, რადგან ოდესღაც მათ შორის მეც ვი-
ყავი.
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, გიონში ჩემს დასახლებამდე
ერთი-ორი წლით ადრე ექიმ კიბორჩხალას მამეჰას მიძაჯე რეკორ-
დული თანხა – შვიდასიდან რვაას იენამდე დაუჯდა. თითქოს ბევრი
არ არის, მაგრამ იმ დროს ასეთი თანხა ცხოვრებაში თვით ჩემი ოკი-
ის დიასახლისის მსგავს, მუდამ ფულსა და მომხვეჭელობაზე მოფიქ-
რალ ადამიანებსაც კი მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ თუ ექნებოდათ
ნანახი. მამეჰას მიძაჯეს ასეთ მაღალ ღირებულებას მეტწილად მისი
პოპულარობა განაპირობებდა. მაგრამ, როგორც იმ დღეს თვითონ
ამიხსნა, არსებობდა სხვა მიზეზიც. თურმე ორი მდიდარი კაცი ეჯიბ-
რებოდა ერთმანეთს, ვინ უფრო დიდ თანხას გადაიხდიდა მამეჰას

330
მიძაჯეს მფარველობისთვის. ერთ-ერთი მათგანი ექიმი კიბორჩხა-
ლა იყო, მეორე კი – ბიზნესმენი ფუძიკადო. ზოგადად, გიონში მამა-
კაცების შეჯიბრების ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა. აქ ყველა
ერთმანეთს იცნობდა და ისინი სადავო საკითხების წამოჭრისას
მშვიდობიან შეთანხმებას ამჯობინებდნენ, მაგრამ ფუძიკადო კი-
ოტოდან შორს ცხოვრობდა, გიონს მხოლოდ დროდადრო სტუმ-
რობდა და ექიმ კიბორჩხალას წყენინება არაფრად მიაჩნდა, არის-
ტოკრატულ წარმოშობაზე პრეტენზიის მქონე ექიმს კი სძაგდა ფუძი-
კადოს მსგავსი ადამიანები, რომლებმაც დამოუკიდებლად, საკუთა-
რი ძალებით გაიკვალეს გზა.
თუმცა სინამდვილეში თვითონაც ასეთი იყო. როცა მამეჰამ სუ-
მოს ტურნირის დროს შეამჩნია, რომ ნობუმ თვალი დამადგა, მაშინ-
ვე ეწვია აზრი, რომ ნობუ ძალიან ჰგავდა ფუძიკადოს; დამოუკიდებ-
ლად ფეხზე დამდგარი კაციც იყო და, ექიმ კიბორჩხალას მსგავსი
ადამიანების აზრით, ზიზღის მომგვრელიც. ჰაცუმომოს გადამკიდე
(რომელიც ისე დამდევდა კუდში, როგორც დიასახლისი ტარაკანს)
მამეჰასებრ პოპულარობას ალბათ ვერასოდეს მივაღწევდი და ჩემი
კარიერა, სავარაუდოდ, ძვირად ღირებული მიძაჯეთი არ დაგვირ-
გვინდებოდა. მაგრამ თუ ამ ორ მამაკაცს მივიზიდავდი,ალბათ, ფსო-
ნების ომს წამოიწყებდნენ, მე კი შედეგად ისეთ პოზიციას მივაღწევ-
დი, რომ, ნებისმიერი წარმატებული დამწყები გეიშას მსგავსად, ვა-
ლების დაფარვას შევძლებდი. სწორედ ამას გულისხმობდა მამეჰა,
როცა, სუმოს ილეთისა არ იყოს, ჰაცუმომოს „მოულოდნელ წაქცე-
ვაზე“ საუბრობდა.
ჰაცუმომო სიხარულით აღარ იყო იმის გამო, რომ ნობუს მოვეწო-
ნე, არადა, სრულებით ვერ აცნობიერებდა, რომ ნობუს სიმპათია ჩე-
მი მიძაჯეს ფასს გაზრდიდა. ერთი რამ ცხადი იყო: ექიმი კიბორჩხა-
ლას კეთილგანწყობა როგორმე უნდა დაგვებრუნებინა. წინააღ-
მდეგ შემთხვევაში ნობუ მიძაჯესთვის ნებისმიერ თანხად დამითან-
ხმებდა, თუკი ჩემდამი ინტერესს საერთოდ არ დაკარგავდა. სხვათა

331
შორის, ესეც საკითხავი იყო, თუმცა მამეჰა მარწმუნებდა, რომ მამა-
კაცი თხუთმეტი წლის შეგირდ გეიშასთან ურთიერთობას არასოდეს
იწყებდა, თუ მისი მიძაჯე არ ჰქონდა მიზნად.
– ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ნობუს ინტერესის მთავარი საგანი
შენთან მუსაიფი სულაც არ არის, – მითხრა მამეჰამ, მე კი შევეცადე
თავი ისე დამეჭირა, ვითომ ეს სიტყვები სულაც არ მწყენია.

თავი მეცხრამეტე

ახლა, როცა უკან ვიხედები, მესმის, რომ მამეჰასთან გამარ-


თულმა იმ დიალოგმა ჩემს მსოფლმხედველობაში ბევრი ვერაფერი
შეცვალა. მანამდე მიძაჯეს შესახებ არა ვიცოდი რა. ჯერ კიდევ გუ-
ლუბრყვილო გოგო ვიყავი, რომელსაც ამქვეყნად ცოტა რამ გაეგე-
ბოდა. შემდეგ თანდათან მივხვდი, რასაც მიელტვოდა ექიმი კიბორ-
ჩხალა, როცა გიონში ამდენ დროსა და ფულს ხარჯავდა. ასეთ რა-
მეს, თუკი ერთხელ მის არსს ჩასწვდები, ვეღარასდროს ივიწყებ.

332
ამიტომ უწინდებური დამოკიდებულება, ცხადია, ვეღარც ექიმის მი-
მართ მექნებოდა. იმ ღამით, როცა ოკიაში დავბრუნდი, ჩემს ოთახში
შევედი და დაველოდე, როდის ამოუყვებოდნენ მეორე სართულის
კიბეს წვეულებიდან დაბრუნებული ჰაცუმომო და გოგრა. შუაღამე
დაახლოებით ერთი საათის გადასული იყო, როცა მოაღწიეს. გოგრა
საფეხურებზე ხელისგულებს ისე ხმამაღლა მოატყაპუნებდა (ჩვევად
ჰქონდა, ზოგჯერ კიბეზე ძაღლივით, ოთხით ამოდიოდა ხოლმე),
მივხვდი, რომ ძალიან დაღლილი იყო. სანამ თავიანთი ოთახის
კარს მიიხურავდნენ, ჰაცუმომომ მოახლე იხმო და ლუდი მოითხო-
ვა.
– არა, მოიცადე! ორი ჭიქა მოიტანე, მინდა, გოგრამაც დალიოს
ჩემთან ერთად, – უთხრა მოახლეს.
– გეხვეწებით, ჰაცუმომო-სან, ლუდს ნუ დამალევინებთ.მირჩევ-
ნია, ფურთხი დავლიო! – გავიგონე გოგრას მუდარა.
– სანამ ჩემს ჭიქას ჩავცლი, ხმამაღლა წამიკითხე რამე, თან
დროდადრო ჩაწრუპე. ვერ ვიტან ზედმეტ სიფხიზლეს, საზიზღრობაა!
– თქვა ჰაცუმომომ.
მოახლემ ბრძანება შეასრულა და ცოტა ხანში კიბიდან ლანგარ-
ზე დაწყობილი ჭიქების წკარუნიც ჩამესმა. ჩემი ოთახის კარზე ყურ-
მიდებული კარგა ხანს ვიჯექი და ვუსმენდი გოგრას, რომელიც კაბუ-
კის რომელიღაც მსახიობის შესახებ სტატიას კითხულობდა.ბოლოს
ბოლოს ჰაცუმომო ბორძიკ-ბორძიკით გამოვიდა დერეფანში და სა-
პირფარეშოს კარი გააღო.
– გოგრა! – დაიძახა უცებ. – ატრიის წვნიანი ხომ არ გენატრება?
– არა, ქალბატონო.
– წადი, ატრიით მოვაჭრე მოძებნე. ოღონდ ამჯერად შენც უნდა
დამეწვიო, იცოდე!
გოგრამ ამოიოხრა და კიბეზე ჩავიდა, მაგრამ სანამ ფეხაკრეფით
ავედევნებოდი, ჰაცუმომოს დაველოდე, საპირფარეშოდან რომ გა-
მოვიდა და თავის ოთახში შებრუნდა, მხოლოდ მაშინ გამოვედი სახ-
ლიდან. გოგრას სხვა დროს ალბათ ვერ დავეწეოდი, მაგრამ ამჯე-
რად ძალიან დაქანცული იყო და ისე მიიზლაზნებოდა, როგორც ტა-

333
ლახი – გორაკის კალთაზე. ქუჩაშიც ისე უმიზნოდ დაბორიალებდა,
ძლივძლივობით მივაგენი. დაფეთებულმა შემომხედა და მკითხა,
რა ხდებაო.
– არაფერიც არ ხდება. უბრალოდ, შენი დახმარება ძალიან
მჭირდება, – ვუპასუხე.
– ოჰ, ჩიო-ჩან! – შემომჩივლა გოგრამ (მგონი, ის ერთადერთი
ადამიანი იყო, რომელიც ამ სახელით ჯერ კიდევ მომმართავდა). –
წუთიც კი არ მაქვს თავისუფალი. ჰაცუმომოს ატრია უნდა მივუტანო.
თან, გინდა თუ არა, შენც უნდა ჭამოო... მეშინია, ის წვნიანი თავზე
არ გადავარწყიო!
– საცოდავო... იცი, რას მაგონებ? ყინულს, რომელიც თანდათან
დნობას იწყებს, – ვუთხარი მე.
დაღლილობისგან სახე ჩამოჰღვენთოდა. თითქოს საკუთარი
ტანსაცმელიც კი ემძიმებოდა და მისი წონისგან ძალაგამოცლილი,
საცაა, მიწაზე გაიშოტებოდა.
– მიდი, სადმე ჩამოჯექი, ატრიას მე ვიყიდი, – შევთავაზე.
ისეთი დაღლილი იყო, არ გამძალიანებია, ფული უხმოდ გამომი-
წოდა და სირაკავას ჯებირთან, ძელსკამზე ჩამოჯდა. ატრიით მოვაჭ-
რის ძებნას კარგა ხანს მოვუნდი, მაგრამ ბოლოს ოხშივრიანი ორი
ჯამით ხელში დავბრუნდი. გოგრას თავი ძელსკამის საზურგეზე გა-
დაეგდო და ტკბილად ეძინა. პირი ისე ჰქონდა დაფჩენილი, თითქოს
წვიმის წვეთების ჩაყლაპვას ლამობდა. დილის ორი საათი იქნებო-
და, მაგრამ რამდენიმე გამვლელი მაინც მიუყვებოდა ქუჩას. უცნობი
მამაკაცების ერთმა ჯგუფმა ჩათვალა, რომ გოგრაზე უფრო სასაცი-
ლო რამე დიდი ხანია არ ენახათ. გამოგიტყდებით, მართლაც უცნაუ-
რი სანახავი იყო სრული რეგალიებით შემკული მაიკო, რომელიც
ქუჩის ძელსკამზე მიგდებულიყო და ხვრინავდა. ჯამები მის გვერ-
დით ჩამოვდგი, რაც შემეძლო ფრთხილად გავაღვიძე და ვუთხარი:
– გოგრა, ერთი დიდი სათხოვარი მაქვს შენთან, მაგრამ... არა
მგონია, ძალიან გაგიხარდეს.
– მნიშვნელობა არა აქვს. მე უკვე აღარაფერი გამახარებს.

334
– ამ საღამოს ჩაის სახლში რომ იყავით, ჰაცუმომომ ექიმს რაღაც
უთხრა. შენც იქ იყავი. ვშიშობ, რომ ის საუბარი ჩემს მომავალზე
უარყოფითად იმოქმედებს. ჩანს, რომ ჰაცუმომომ ექიმს ჩემზე რა-
ღაც ისეთი უთხრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დასკვნამდე
იმიტომ მივედი, რომ ექიმს ჩემი დანახვა აღარ უნდა.
ძალიან მძულდა ჰაცუმომო. ერთი სული მქონდა, გამეგო, რა ჩა-
იდინა იმ საღამოს, მაგრამ როგორც კი გოგრას ეს ამბავი ვუხსენე,
იმწამსვე გული სინანულით ამევსო. ისედაც დატანჯული ადამიანის-
თვის ეს ოდნავი ბიძგიც კმაროდა.
სავსე ღაწვებზე უცებ ისე უხვად გადმოუგორდა ცრემლები, თით-
ქოს ამ ცრემლებით მთელი ცხოვრება ივსებოდა.
– არ ვიცოდი, არ ვიცოდი, ჩიო-ჩან! წარმოდგენა არ მქონდა,
გესმის?! – წამოიძახა და ქამარში ცხვირსახოცს დაუწყო ძებნა.
– ან კი საიდან უნდა გცოდნოდა, რის თქმას უპირებდა ჰაცუმომო
ექიმს? წინასწარ ვინ რა იცის?! – გავიოცე მე.
– შენ ვერ გამიგე: არ ვიცოდი, რომ ადამიანი შეიძლებოდა ასეთი
ბოროტი ყოფილიყო! არ მესმის, ეს როგორ ხდება. სრულიად უმიზე-
ზოდ აკეთებს ამ ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანებს
ტკივილი მიაყენოს. ყველაზე მეტად ის მზარავს, რომ ჰგონია, მისით
აღტაცებული ვარ და მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, მას დავემსგავსო.
მე კი მძულს! ასე ცხოვრებაში არავინ მძულებია!
ამასობაში გოგრას ყვითელი ცხვირსახოცი უმარილისგან მთლი-
ანად თეთრად შეიღება. თუკი მანამდე ყინულის მდნარ ნატეხს მაგო-
ნებდა, ახლა გუბედ ქცეულიყო.
– გოგრა, გთხოვ, მომისმინო. არჩევანი რომ მქონდეს, ამ სათ-
ხოვრით არ მოგადგებოდი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, უკან დავ-
ბრუნდე და მთელი ცხოვრება მოახლედ გავატარო, ეს კი აუცილებ-
ლად მოხდება, თუ ჰაცუმომო თავისას გაიტანს. ეს ქალი არ გაჩერ-
დება, სანამ ტარაკანივით ფეხქვეშ არ გამიდებს. იმის თქმა მინდა,
რომ გამსრესს, თუ გაქცევაში არ დამეხმარები!
ჩემმა ნათქვამმა უცებ გაახალისა და ორივეს სიცილი წაგვსკდა.
სანამ ტირილსა და სიცილს ერთდროულად ებრძოდა, ცხვირსახოცი

335
გამოვართვი და უმარილი ჩამოვწმინდე. ჩემ წინ ისევ ის ძველი გოგ-
რა იყო, გოგრა, რომელსაც ოდესღაც მეგობრად ვიგულებდი. ამან
ისე შემძრა, რომ თვალები მეც ცრემლით ამევსო და ბოლოს ერთმა-
ნეთს გადავეხვიეთ.
– რომ იცოდე, სახე რას გიგავს, სულ ცრემლებში აიზილა შენი
თეთრი საღებავი!
– ეგ არაფერი. ჰაცუმომოს ვეტყვი, ვითომ ქუჩაში ვიღაც მთვრა-
ლი მომვარდა და სახეზე ცხვირსახოცი ჩამომისვა, მე კი ჯამები მე-
ჭირა და ხელი ვერ გავანძრიე.
მეგონა საუბარს ამით დაასრულებდა, მაგრამ უცებ ამოიოხრა და
მითხრა:
– მინდა დაგეხმარო, ჩიო, მაგრამ უკვე დიდი ხანია, სახლიდან
გამოსული ვარ. მეშინია, ჰაცუმომო ჩემს საძებნად არ გამოვიდეს.
ერთად თუ დაგვინახა, ხომ იცი...
– სულ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამ, გოგრა. უბრალოდ მით-
ხარი, როგორ გაიგო ჰაცუმომომ, რომ მე ექიმს შირაეში ვართობ-
დი?
– აი, თურმე, რა გაინტერესებს... – ჩაილაპარაკა გოგრამ.– საქ-
მე ისაა, რომ ჰაცუმომოს რამდენიმე დღის წინ გერმანელ ელჩთან
დაკავშირებით გამოუჯავრებიხარ. როცა დაინახა, რომ მისმა ნათ-
ქვამმა სრულებით არ აგაღელვა, მიხვდა,რომ შენ და მამეჰას რაღაც
გქონდათ ჩაფიქრებული. ადგა,სარეგისტრაციო ოფისში ავაჯიუმის
მიაკითხა და გაარკვია, ბოლო დროს რომელი ჩაის სახლებიდან
მოგივიდა ანგარიშები. როცა საჭირო ინფორმაცია მიიღო, სახე აი,
ისეთი გაუხდა, ჩვენ რომ ვიცით. ჰოდა, იმავე ღამეს დავიწყეთ ში-
რაეში სიარული. ორჯერ მოგვიხდა მისვლა, სანამ ექიმს თავზე არ
დავადექით. გავლენიან და ცნობილ ადამიანებს შორის ცოტა თუ
მოიძებნებოდა ისეთი, ვინც შირაეს მუდმივად სტუმრობდა. ამიტო-
მაც მიხვდა ჰაცუმომო ასე უცებ, რომ ეს პიროვნება ექიმი კიბორჩხა-
ლა იყო, და რაკი ეს კაცი გიონში „მიძაჯეს სპეციალისტად“ იყო ცნო-
ბილი, ჰაცუმომო იმასაც ადვილად მიხვდა, თუ რას აპირებდა მამე-
ჰა.

336
– ახლა ისიც უნდა მიამბო, რა უთხრა ამ საღამოს ჰაცუმომომ?
თქვენი წასვლის შემდეგ ექიმმა ჩვენთან გამოლაპარაკებაც კი არ
ისურვა.
‒ რა ვიცი.. ცოტა წაისაუბრეს, მერე ჰაცუმომომ ვითომ სხვათა
შორის წამოიწყო: „ექიმო, არის ერთი ახალგაზრდა შეგირდი, სახე-
ლად საიური, რომელიც ჩემს ოკიაში ცხოვრობს...“ შენი სახელი
რომ გაიგონა, ექიმი ბზიკნაკბენივით წამოხტა. მართლა გეუბნები...
„იცნობ?“ ჰკითხა ჰაცუმომოს. „როგორ არ უნდა ვიცნობდე, როცა
ჩემს ოკიაში ცხოვრობს?“ უპასუხა ჰაცუმომომ. მერე კიდევ წასჩურ-
ჩულა რაღაც, რაც ვერ გავიგონე. ბოლოს კი ჩაილაპარაკა: „სჯობს
გავჩერდე, ამ გოგოს დიდ საიდუმლოს ვუნახავ და არ მინდა, რამე
წამომცდეს“. ეს რომ გავიგონე, ტანში გამცრა. უკვე მივხვდი, რომ
რაღაც უბედურება ჰქონდა ჩაფიქრებული.
– რას გულისხმობდა?
– ვითომ სხვათა შორის უთხრა, რომ ჩვენი ოკიის შორიახლოს
ერთი ახალგაზრდა კაცი ცხოვრობს, რომ შენ და იმ ბიჭს ერთმანეთი
გიყვართ; ისიც უთხრა, რომ დედას ამ მიმართულებით ძალიან ხის-
ტი პოლიტიკა აქვს შემუშავებული, და რადგან ასეთ სიმკაცრეს იჩე-
ნს, ზოგჯერ გეხმარებათ და ხელს გაფარებთ. ისიც კი უთხრა, რომ
ერთხელ, როცა დედა შინ არ იყო, თავისი ოთახი დაგითმოთ. ბო-
ლოს ასე დააგვირგვინა: „ოჰ, ექიმო, ეს რა ვქენი! დედას ყურამდე
რომ მივიდეს, წყალში ჩამეყრება, რაც საიურიზე ამაგი მაქვს“.მაგ-
რამ ექიმმა დაარწმუნა, რომ საიდუმლოს არავის გაუმხელდა და ინ-
ფორმაციისთვის მადლობა გადაუხადა.
გოგრამ ამბავი დაასრულა, მე კი ცხადად წარმოვიდგინე, რა კმა-
ყოფილი დარჩებოდა ჰაცუმომო ამ თავისი ხრიკით.
– გოგრა, იქნებ გაიხსენო, კიდევ რამე ხომ არ თქმულა?
– არა.
დახმარებისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და სინანული გა-
მოვთქვი იმის გამო, რომ ამდენი წელი ჰაცუმომოს მონობაში გაატა-
რა.

337
– ვფიქრობ, ამ საქმიდან ერთი სასიკეთო რამე მაინც გამოვიდა,
– მითხრა გოგრამ, – რამდენიმე დღის წინ დედამ გადაწყვიტა, რომ
მიშვილოს. ასე რომ, ჩემი ოცნება ალბათ ახდება და საცხოვრებელი
საძებნი აღარ მექნება!
გული ამემღვრა, მაგრამ არაფერი შევიმჩნიე და დავარწმუნე,
რომ მოხარული ვიყავი. სინამდვილეში მართლაც გამიხარდა, მაგ-
რამ ისიც ვიცოდი, რომ მამეჰას გეგმის მიხედვით, დედას მე უნდა
ვეშვილებინე.

***
მეორე დღეს მამეჰას ვესტუმრე და ყველაფერი ვუამბე. როცა
„მეზობელი ყმაწვილის“ ამბავს მივადექი, აღშფოთებით გაიქნია თა-
ვი. თვითონაც მივხვდი, მაგრამ მამეჰამ კიდევ ერთხელ განმიმარტა
ჰაცუმომოს მიზანი: ექიმ კიბორჩხალას ჭკვიანურად და ეშმაკურად
ჩააგონა, რომ ჩემი „გამოქვაბული“ უკვე დაიკავა ვიღაცის „გველ-
თევზამ“.
დედა რომ გოგრას შვილად აყვანას უპირებდა, მამეჰამ ეს ამბა-
ვიც არანაკლებ იწყინა და მითხრა:
– ვფიქრობ, სანამ დედა გოგრას იშვილებდეს, რამდენიმე თვე
ჯერ კიდევ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი მიძაჯეს დრო მოახ-
ლოებულია, საიური, ხარ ამისთვის მზად თუ არა...
***
იმავე კვირას მამეჰამ ტკბილეულის მაღაზიაში შეიარა და ჩემ-
თვის ბრინჯის ნამცხვრები შეუკვეთა. ამ ნამცხვრებს ეკუბოს ვუწო-
დებთ, რაც იაპონურად ღრმულს ნიშნავს. ეს სახელწოდება იმით
აიხსნება, რომ თითოეულ მათგანს ზედაპირზე წითლად შეღებილი
პაწაწინა ნაჩვრეტი აქვს. ზოგიერთი ადამიანის აზრით, ეს ერთგვარი
მინიშნებაა. პირადად მე კი ეკუბო პატარა ბალიშს მაგონებდა და
როცა მას დავყურებდი, თვალწინ მიდგებოდა ქალი, რომელსაც ძი-
ლის დროს ამ ბალიშზე ედო თავი. ის წითელი წერტილი კი თითქოს

338
პომადის კვალი იყო, რომლის მოწმენდა ქალს ძილის წინ დაეზარა.
ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შეგირდი გეიშა მიძაჯესთვის მზა-
ობას დაუფარავად იჩენს, თავის მფარველ მამაკაცს ძღვნად სწო-
რედ ეკუბო უნდა მიართვას. ზოგიერთი მაიკო ამ ნამცხვრებით
ათეულობით მამაკაცს ასაჩუქრებს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მხო-
ლოდ ორ მათგანზე იყო საუბარი – ნობუსა და ექიმზე, თუკი, ცხადია,
ბედი გაგვიღიმებდა. ერთი მხრივ, სევდამ დამრია ხელი, ამ ნუგბარს
თავმჯდომარეს რომ ვერ მივართმევდი, მაგრამ მეორე მხრივ, ეს
ყველაფერი იმდენად უსიამოვნოდ მეჩვენებოდა, დიდად არ ვწუხდი
იმის გამო, რომ მას ამ რიტუალში მონაწილეობის მიღება ასცდა.
ნობუსთვის ეკუბოს მირთმევა ძნელი არ იყო. „იჩირიკის“ დიასახ-
ლისმა ერთ საღამოს ჩვეულებრივზე ადრე მოგვიყარა თავი ერთ პა-
ტარა ოთახში, რომლის ფანჯრები შიდა ეზოში გადიოდა. ნობუს
მზრუნველობისთვის დიდი მადლობა გადავუხადე. მართლაც, ბო-
ლო ექვსი თვის მანძილზე საოცრად კეთილი იყო ჩემ მიმართ. გარ-
და იმისა, რომ საღამოებზე ხშირად მიწვევდა (მაშინაც კი, როცა ამ
ღონისძიებებს თავმჯდომარე არ ესწრებოდა), უამრავი საჩუქარიც
მომართვა ერთი მოჩუქურთმებული, კბილანებიანი სარჭის გარდა,
რომელიც იმ ღამით მისახსოვრა, ჰაცუმომო რომ მოულოდნელად
თავზე დაგვადგა.
ამის შემდეგ ქაღალდში გახვეულ და უხეში ზონრით შეკრულ
ეკუბოს დავწვდი, ნობუს თავი დავუხარე და კოლოფი ახლოს მივუ-
ჩოჩე. ნობუმ საჩუქარი მიიღო, მე და მამეჰამ კი კიდევ არაერთგზის
გადავუხადეთ მადლობა და თავი იმდენი ვაკანტურეთ, რომ ბოლოს
ცოტა რეტიც კი დამესხა. ცერემონია ხანმოკლე იყო, ნობუმ საჩუ-
ქარს ხელი დაავლო და თან წაიღო. მოგვიანებით, როცა მას სხვა-
დასხვა წვეულებაზე ვმასპინძლობდი, ეს ამბავი არც ერთხელ არ უხ-
სენებია.
ვფიქრობ, ცოტა არ იყოს, უხერხულად გრძნობდა თავს. ექიმი კი-
ბორჩხალას სახით, ცხადია, სულ სხვა პიროვნებასთან გვქონდა
საქმე. მამეჰამ მთელი გიონის ცნობილი ჩაის სახლები შემოიარა და

339
დიასახლისები გააფრთხილა, თუ გამოჩნდა, მაცნობეთო. რამდენი-
მე დღეში მოგვივიდა შეტყობინება, რომ ექიმი ვიღაც სხვა მამაკაცის
სტუმრის სტატუსით იასინოდ წოდებულ ჩაის სახლში გამოჩნდა. მა-
მეჰასთან გავიქეცი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და აბრეშუმის ოთხ-
კუთხა ქსოვილში გახვეული ეკუბოთი ხელში იასინოს მივადექი. ეს
გახლდათ ზედმიწევნით ევროპულ ყაიდაზე აგებული, სრულიად ახა-
ლი ჩაის სახლი. ინტერიერს თავისებური მოხდენილობა არ აკლდა,
მუქი ხის კოჭებით გაწყობილი ჭერი იქნებოდა ეს თუ სხვა დეტალე-
ბი, მაგრამ ოთახში, რომელშიც იმ საღამოს გვიმასპინძლეს, ტატა-
მებისა და ბალიშებით გარშემორტყმული მაგიდების ნაცვლად,
მკვრივი ხის იატაკი და სპარსული ხალიჩა, ყავის მაგიდა და რამდე-
ნიმე რბილი სკამი დამხვდა. უნდა ვაღიარო, რომ მსგავს სკამზე
ცხოვრებაში არასოდეს ვმჯდარვარ, ამიტომ ხალიჩაზე ჩავიმუხლე
და მამეჰას მოთმინებით დაველოდე, თუმცა იატაკი ქვასავით მაგა-
რი იყო და მუხლები მატკინა. სწორედ ამ პოზაში დავხვდი მამეჰას,
რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში შემოვიდა.
– რას აკეთებ? ეს ხომ იაპონური სტილის ოთახი არ არის?! ჩამო-
ჯექი რომელიმე სკამზე და თავი ისე დაიჭირე, თითქოს აქაურობა სუ-
ლაც არ გეუცხოება! – მითხრა მამეჰამ.
მისი მითითება შევასრულე, მაგრამ როცა ჩემ წინ დაჯდა, შევატ-
ყვე, რომ თვითონაც არანაკლებ შეწუხდა. როგორც გაირკვა, ექიმს
გვერდითა ოთახში მასპინძლობდნენ და მამეჰაც სწორედ იმიტომ
შეყოვნდა, რომ მისი მასპინძლობითა და გართობით იყო დაკავებუ-
ლი. – ლუდი იმდენჯერ ჩამოვუსხი, საპირფარეშოში გასვლა აუცი-
ლებლად მოუწევს. სწორედ ამ დროს დერეფანში წამოვეწევი და
ვთხოვ, რომ აქ შემოვიდეს, შენ კი დროს იხელთებ და ეკუბოს გა-
დასცემ. წინასწარ ვერ ვიტყვი, როგორი რეაქცია ექნება, მაგრამ ჰა-
ცუმომოს ნამოქმედარის გამოსწორებას მხოლოდ ასე თუ შევ-
ძლებთ, – მითხრა მამეჰამ და ოთახიდან გავიდა, მე კი იმ ჩემს სკამ-
ზე კარგა ხანს ვიჯექი და ველოდი. ძალიან მცხელოდა. შიშით აღარ
ვიყავი იმის გამო, რომ ოფლი თეთრ უმარილს ჩამომრეცხავდა და
ჩემს სახეს აულაგებელ, ზეწრებაწეწილ ფუტონს დაამსგავსებდა.

340
ვცდილობდი, თავი რაიმეთი შემექცია, მაგრამ სხვა ვერაფერი მო-
ვიფიქრე, გარდა იმისა, რომ დროდადრო ვდგებოდი და ჩემს სახეს
სარკეში ვათვალიერებდი. როგორც იქნა, მოაღწია რაღაც ხმებმა,
რასაც კარზე დაკაკუნებაც მოჰყვა. მამეჰამ კარი შემოაღო და კი-
ბორჩხალას გადაულაპარაკა:
– ექიმო, ერთი წუთით დამელოდეთ, თუ შეიძლება.
ბნელ დერეფანში ბუნდოვნად გამოკრთოდა ექიმის სახე.ასეთი
მკაცრი და პირქუში სახეები ბანკების ვესტიბიულებში ჩამოკიდე-
ბულ პორტრეტებზე გინახავთ ალბათ. რომ დამინახა, თვალები მო-
ჭუტა და სათვალიდან ერთი გამომხედა.
სხვა დროს თავს მდაბლად დავუხრიდი, ახლა კი დავიბენი და
საქციელი წამიხდა. ისღა მოვახერხე, რომ მის წინ ხალიჩაზე დავი-
ჩოქე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მამეჰა ამას არ მომიწო-
ნებდა. ამის შემდეგ ექიმი ჩემკენ აღარც კი მოტრიალებულა.
– მირჩევნია, ისევ წინა წვეულებას დავუბრუნდე. უკაცრავად,
უნდა დაგტოვოთ, – უთხრა მამეჰას.
– საიურიმ რაღაც მოგიტანათ, ექიმო, ერთი წუთი დაგვითმეთ,
თუ შეიძლება! – სთხოვა მამეჰამ, ოთახში ჟესტით შეიპატიჟა და იზ-
რუნა იმაზე, რომ ექიმი რბილ სკამზე მოხერხებულად მოკალათებუ-
ლიყო, თვითონ კი, სავარაუდოდ, დაავიწყდა, რასაც წუთის წინ ჩა-
მაგონებდა, და ჩემ გვერდით ხალიჩაზე ჩაიმუხლა. დარწმუნებული
ვარ, რომ მის ფეხებთან მუხლმოყრილი საუცხოოდ მორთულ-მო-
კაზმული ორი ქალის დანახვისას ექიმმა თავი დიდ ვინმედ წარმო-
იდგინა.
‒ მომიტევეთ, ექიმო, უკვე დათბა, მე კი ამდენი ხანი არ მოგი-
კითხეთ! – დავიწყე მე.
ექიმმა არაფერი მიპასუხა, მხოლოდ ალმაცერად შემომხედა.
– გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან ეს ეკუბო! – ვუთხარი, თავი დავუხა-
რე და ფუთა პატარა მაგიდაზე, ხელებთან ახლოს დავუდე. ხელები
იმწამსვე კალთაში ჩაიწყო, თითქოს ამბობდა: ღმერთმა დამიფა-
როს, ამას როგორ გავეკარებიო.
– რატომ მაძლევთ?

341
– უკაცრავად, ექიმო, – ჩაერია მამეჰა, – საიურის მე ვუთხარი,
რომ ამ ეკუბოს მიღება ძალიან გეამებოდათ. ნუთუ შევცდი?
– დიახაც,შეცდით. შეცდით, რადგან ამ გოგონას ისე კარგად არ
იცნობთ, როგორც გეგონათ. მამეჰა-სან, თქვენზე საკმაოდ მაღალი
წარმოდგენა მაქვს, მაგრამ მას რომ რეკომენდაცია გაუწიეთ, ეს ცუ-
დად გახასიათებთ!
– მომიტევეთ, ექიმო, მაგრამ თქვენს ამ განწყობაზე წარმოდგენა
არ მქონდა. სულ მეგონა, რომ საიური მოგწონდათ!
‒ კეთილი. ახლა, როცა ყველაფერი გარკვეულია, შემიძლია,
წვეულებას დავუბრუნდე.
‒ ნება მიბოძეთ, ერთი შეკითხვა დაგისვათ. საიურიმ გაწყენი-
ნათ? სრულიად მოულოდნელად შემოტრიალდა ყველაფერი...
– რა თქმა უნდა, მაწყენინა. როგორც უკვე გითხარით,ძალიან
მწყდება ხოლმე გული, როცა ადამიანებს შეცდომაში შევყავარ.
– საიური-სან, გრცხვენოდეს, ექიმს ტყუილი როგორ აკადრე?! –
შემომიტია მამეჰამ. – მაინც რა უთხარი?
– არ ვიცი... – ჩავილაპარაკე რაც შეიძლება გულუბრყვილო ტო-
ნით. – უბრალოდ, რამდენიმე კვირის წინ გამოვთქვი ვარაუდი, რომ
მალე დათბებოდა, მაგრამ შევცდი...
მამეჰამ ისე შემომხედა, მივხვდი, არ ეჭაშნიკა ჩემი პასუხი.
– ეს საკითხი მე არ მეხება. შეგიძლიათ, ერთმანეთში გაარკვი-
ოთ. გთხოვთ, მომიტევოთ... – გვითხრა ექიმმა.
– ჯერ ნუ ინებებთ წაბრძანებას, ექიმო, ამ გაუგებრობის ასე და-
ტოვება არ შეიძლება! – სთხოვა მამეჰამ, საიური გულწრფელი გო-
გოა და შეცდომაში შეგნებულად არ შეგიყვანდათ, მით უმეტეს, მის
მიმართ კეთილგანწყობილ ადამიანს არ ჰკადრებდა ამას!
– მაშინ იქნებ ჰკითხოთ იმ ბიჭის შესახებ, რომელიც მის სამე-
ზობლოში ცხოვრობს! – მოუჭრა ექიმმა.
როგორც იქნა ამოთქვა! შვებით ამოვისუნთქე. ძალიან გულჩათ-
ხრობილი კაცი იყო და არ გამიკვირდებოდა, ეს ამბავი სულ რომ არ
ეხსენებინა.

342
– აი, თურმე რა ხდება! – თქვა მამეჰამ. – როგორც ჩანს,ჰაცუმო-
მოს ესაუბრეთ.
– არ მესმის, ამას რა მნიშვნელობა აქვს, – ჩაილაპარაკა ექიმმა.
– საქმე ის გახლავთ, რომ ჰაცუმომომ ეს ამბავი მთელ გიონს
მოსდო. არადა, ეს წმინდა წყლის სიცრუეა! მას შემდეგ,რაც საიურიმ
ძველი დედაქალაქის ცეკვებში როლი მიიღო,ჰაცუმომო ყველა ღო-
ნეს ხმარობს, რომ სახელი გაუტეხოს!
ძველი დედაქალაქის ცეკვები გიონის ძალზე მნიშვნელოვანი
ყოველწლიური ღონისძიებაა. იმ წელს სეზონი აპრილში გაიხსნა.
ყველა როლი თვეების წინ განაწილდა და როლის მიღება, ცხადია,
ჩემთვისაც დიდი პატივი იქნებოდა. მასწავლებლისგან მივიღე კი-
დეც შემოთავაზება, მაგრამ, როგორც გაირკვა, ჩემი ფუნქცია აკომ-
პანემენტი უნდა ყოფილიყო და არა სცენური წარმოდგენა. ეს მამე-
ჰას დაჟინებული მოთხოვნა იყო, რათა ჰაცუმომოს გაღიზიანება თა-
ვიდან აგვეშორებინა.
ექიმმა გამომცდელად შემომხედა, მე კი თავი ისე დავიჭირე,
თითქოს წარმოდგენაში მართლაც წამყვანი როლი დამაკისრეს და
ეს დიდი ხნის წინ ვიცოდი.
‒ ვშიშობ, ექიმო, რომ ჰაცუმომო ცნობილი მატყუარაა,– განაგ-
რძო მამეჰამ, – მისი ნათქვამის დაჯერება სიკეთეს არავის უქადის!
– ჰაცუმომოს მატყუარობაზე არასდროს არაფერი მსმენია, –
თქვა ექიმმა.
– მაგას ვინ გეტყოდათ, ექიმო? – წასჩურჩულა მამეჰამ მოჩვენე-
ბითი სიფრთხილით. – გეიშები გულწრფელობით არ გამოირჩევიან.
არავის აქვს სურვილი, სხვებს დაასწროს.
მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას: ან მე ვცრუობ თქვენ წინაშე, ან
ჰაცუმომომ იცრუა, როცა ეს ამბავი გიამბოთ. ჩვენ შორის ვის უფრო
მიენდობით, ეგ თქვენი გადასაწყვეტია!
– არ მესმის, რატომ უნდა შეეთხზა ჰაცუმომოს ეს ზღაპრები?
მხოლოდ იმის გამო, რომ საიურის როლი მისცეს? –ჰკითხა ექიმმა.

343
– თქვენ ალბათ იცნობთ ჰაცუმომოს უმცროს დას – გოგრას. რო-
ლი სწორედ მისთვის უნდა მიეცათ, მაგრამ როგორც ჩანს, საბოლო-
ოდ საიურის ერგო! – განუმარტა მამეჰამ. – მე კი ის როლი მივიღე,
რომელიც ჰაცუმომოს უნდა შეესრეულებინა. მაგრამ ესეც არ არის
მთავარი, ექიმო. თუ საიურის ხელუხლებლობა ეჭვქვეშაა, ცხადია,
გასაგები ხდება, რა მიზეზითაც აღარ გსურთ მისი მორთმეული ეკუ-
ბოს მიღება.
ექიმი კარგა ხანს მაკვირდებოდა. ბოლოს თქვა:
– ჩემს საავადმყოფოში ერთ-ერთ ექიმს ვთხოვ, რომ გასინჯოს.
– მსურს, ყველანაირად შეგიწყოთ ხელი, – უთხრა მამეჰამ, –
მაგრამ ამ საკითხის მოგვარება საკმაოდ რთულად მეჩვენება, სანამ
საიურის მიძაჯეს მფარველობაზე თქვენს თანხმობას არ მივიღებთ.
თუ მისი ხელშეუხებლობა ეჭვქვეშაა... მაშინ... მაშინ საიურის შეუძ-
ლია ეკუბო უამრავ სხვა მამაკაცს მიართვას. დარწმუნებული ვარ,
მათი უმეტესობა ჰაცუმომოს ზღაპრებს დიდი ნდობით არ მოეკიდე-
ბა.
მამეჰამ სასურველი ეფექტი მიიღო. ექიმი კიბორჩხალა წამით
დადუმდა, ბოლოს კი თქვა:
– არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. ასეთ უჩვეულო მდგომარეობა-
ში პირველად აღმოვჩნდი.
– გთხოვთ, მიიღოთ ეკუბო, ექიმო, და მოდით, დავივიწყოთ ჰა-
ცუმომოს სისულელეები.
– ხშირად მსმენია, როგორ აგვარებენ უპატიოსნო გოგონები მი-
ძაჯეს ისეთ დღეებში, როცა მამაკაცი ადვილი მოსატყუებელია. მო-
გეხსენებათ, მე ექიმი ვარ და ასე იოლად თავს არავის გავაცურები-
ნებ.
– არც არავინ გიპირებთ გაცურებას, – უპასუხა მამეჰამ.
ექიმი მცირე ხანს კიდევ იჯდა, შემდეგ წამოდგა და, ჩვეულებისა-
მებრ, მხრებაწურული და იდაყვებგაჩაჩხული დაიძრა კარისკენ. მე
რევერანსებით ვიყავი დაკავებული და თვალი ვერ მივადევნე, წა-
იღო თუ არა თან ჩემი მიძღვნილი ეკუბო, მაგრამ, როცა ორივენი

344
ოთახიდან გავიდნენ, მაგიდას დავხედე და ჩემდა გასახარად დავი-
ნახე, რომ იქ აღარაფერი იდო.

***
როცა მამეჰამ ჩემი როლი ახსენა, მეგონა, ეს ამბავი იქვე შეთ-
ხზა, რათა ჰაცუმომოს საქციელი როგორმე აეხსნა. რაოდენ დიდი
იყო ჩემი გაოცება მეორე დღეს, როცა შევიტყვე, რომ მამეჰა სიმარ-
თლეს ამბობდა. თუ ახლა არა, კვირის ბოლოს მაინც გაირკვევა,
რომ ასეაო, დამარწმუნა. იმხანად (საუბარია მეოცე საუკუნის 30-იან
წლებზე) გიონში დაახლოებით შვიდასი-რვაასი გეიშა მუშაობდა.
მაგრამ რადგან ძველი დედაქალაქის ცეკვები სამოცზე მეტ მონაწი-
ლეს არ საჭიროებდა, როლებისთვის ქიშპობას წლების განმავლო-
ბაში არაერთი მეგობრული ურთიერთობა შეეწირა. მამეჰა არ იყო
გულწრფელი, როცა თქვა, რომ როლი ჰაცუმომოს წაართვა. სინამ-
დვილეში მამეჰა იმ მცირერიცხოვან გეიშებს მიეკუთვნებოდა, ვისაც
სოლისტობა ყოველწლიურად გარანტირებული ჰქონდა. არადა, ჰა-
ცუმომოს ერთი სული ჰქონდა,სცენაზე გოგრა ენახა. არ ვიცი, ვინ ჩა-
აგონა ეს აზრი, რომ მსგავსი რამ შესაძლებელი იყო. გოგრამ იქნებ
შეგირდის ჯილდოც მიიღო და საპატიო წოდებებიც, მაგრამ რო-
გორც მოცეკვავე, ოსტატობით არასოდეს გამოირჩეოდა.
სანამ ექიმს ეკუბოს მივართმევდი, ჩვიდმეტი წლის მაიკო, რო-
მელსაც მოახლოებულ წარმოდგენაში სოლისტობა დააკისრეს, კი-
ბიდან ჩამოვარდა და ფეხი დაიზიანა. საწყალი გოგო გაანადგურა ამ
ამბავმა, მაგრამ სამაგიეროდ, გიონის ყველა სხვა გეიშა შეჰხაროდა
ახალ შესაძლებლობას – სხვისი უიღბლობით ესარგებლა და ეს და-
ნაკლისი თვითონ შეევსო. საბოლოოდ ეს როლი სწორედ მე მერგო.
იმ დროისთვის მხოლოდ თხუთმეტი წლის ვიყავი და სცენაზე მანამ-
დე არასოდეს მიცეკვია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ მზად არ
ვიყავი. სხვა შეგირდების მსგავსად, ჩაის სახლებში არ დავდიოდი,
საღამოს ოკიაში ვატარებდი, დეიდა შამისენზე მიკრავდა და ცეკვაში

345
ვვარჯიშობდი. სწორედ ამიტომ მივაღწიე თხუთმეტი წლის ასაკში
მეთერთმეტე საფეხურს, მიუხედავად იმისა, რომ სხვებზე დიდი ნი-
ჭით ცეკვაში ალბათ არც მე გამოვირჩეოდი. მამეჰას რომ ჰაცუმო-
მოს შიშით პუბლიკის მზერისთვის ასე საგულდაგულოდ არ ავერი-
დებინე, ხსენებულ საცეკვაო შოუში მონაწილეობას ალბათ წინა
წელსაც მიმაღებინებდნენ. ზემოხსენებული როლი მარტის შუა რიც-
ხვებში მივიღე, ამიტომ რეპეტიციებისთვის მხოლოდ ორი თვე მქონ-
და დარჩენილი. ჩემდა საბედნიეროდ, ცეკვის მასწავლებელმა ხელი
შემიწყო და ნაშუადღევს ცალკე მამეცადინებდა ხოლმე. დედას ამის
შესახებ არაფერი გაუგია (ჰაცუმომომ არ გაუმხილა), მაგრამ ერთ
საღამოს, მაჯონგის თამაშის დროს, ამ ამბავს სხვისგან მოჰკრა ყუ-
რი და ოკიაში დაბრუნებულმა მკითხა:
– მართალია თუ არა, რომ როლი მოგცეს?
როცა დავუდასტურე, ისეთი გაოცებული სახე მიიღო, თითქოს
მისმა ძაღლმა ტაქუმ მის დავთარში ციფრების ახალი სვეტი ჩაამა-
ტა.
რა თქმა უნდა, ჰაცუმომო განრისხდა, მაგრამ მამეჰას წარბიც არ
შეუხრია. მისი თქმით, მოვიდა ჰაცუმომოს „რინგიდან ჩამოგდების“
დრო.

346
თავი მეოცე

დაახლოებით ერთ კვირაში, ნაშუადღევს, მამეჰამ რეპეტიციების


დროს, შესვენებაზე მომაკითხა. ძალიან აფორიაქებული ჩანდა.
თურმე მასთან საუბრისას ბარონს გაკვრით უხსენებია, რომ უქმეებ-
ზე კიმონოების ოსტატის, ვინმე არაშინოს პატივსაცემად წვეულების
გამართვას აპირებდა. ბარონი მთელ იაპონიაში განთქმული კო-
ლექციის მფლობელი გახლდათ. ძირითადად, ანტიკვარული კიმო-
ნოები ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ ხშირად თანამედროვე ოსტატების-
განაც ყიდულობდა საუცხოო ნახელავს. ამჯერად არაშინოს მიერ
შეკერილი კიმონოს შეძენა ჰქონდა გადაწყვეტილი და ამ წვეულე-
ბის იდეაც სწორედ ამით იყო ნაკარნახევი.
– არაშინოს სახელი ადრეც მსმენია, – მითხრა მამეჰამ, – მაგ-
რამ როცა ბარონმა პირველად მიხსენა, თავიდან ჩვენს ამბებთან
ვერ დავაკავშირე, მოგვიანებით კი გამახსენდა, რომ არაშინო ნო-
ბუს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარია. ხედავ, რა შესაძლებლობები
გამოგიჩნდა? ამაზე დღემდე არ მიფიქრია, მაგრამ ახლა გადავწყვი-
ტე, ბარონი დავიყოლიო და ამ პატარა წვეულებაზე ნობუ და ექიმი
დავაპატიჟებინო. ამ ორ ადამიანს ერთმანეთი არ უყვარს. როცა შე-
ნი მიძაჯესთვის ფასები დასახელდება, დარწმუნებული იყავი, ვერც
ერთი მათგანი ვერ მოისვენებს იმის შიშით, რომ პრიზს მეტოქე და-
ეპატრონება.
დაღლილი ვიყავი, მაგრამ მამეჰას ხათრით ტაში შემოვკარი და
ასეთი გონივრული გეგმისთვის მადლობა გადავუხადე. გეგმის გო-
ნივრულობაში ეჭვი მართლაც არ შემპარვია, მაგრამ მამეჰას ჭკუის
მთავარი უტყუარი დასტური ის იყო, რომ ბარონის ამ საქმეზე დაყო-
ლიება სრულებით არ გასძნელებია.
წვეულებას ორივე მამაკაცი უდავოდ დიდი სიამოვნებით დაეს-
წრებოდა. ნობუ ამას თუნდაც იმიტომ გააკეთებდა, რომ ბარონი
„ივამურა ელექტრიკის“ ინვესტორი იყო (რაც, იმხანად, ჯერ კიდევ

347
არ ვიცოდი); ექიმს კი თავისი მიზეზი ჰქონდა: თავი არისტოკრატად
მოჰქონდა (თუმცა არისტოკრატული გვარის მატარებელი ერთა-
დერთი, არაფრით განთქმული წინაპარი ჰყავდა) და მოვალეობად
მიაჩნდა, დასწრებოდა ნებისმიერ ღონისძიებას, რომელზეც ბარო-
ნი მიიწვევდა. თავად ბარონს რა მოტივები ამოძრავებდა, ნამდვი-
ლად არ ვიცი. ნობუ ხომ, სხვების მსგავსად, არც მას უყვარდა. რაც
შეეხება ექიმ კიბორჩხალას, ბარონი მას მანამდე არასოდეს შეხ-
ვედრია და ეს იგივე იყო, ქუჩიდან რომ ვინმე მიეწვია. ერთ რამეში
ეჭვი აღარ მეპარებოდა: მამეჰას ადამიანების დარწმუნების საოცა-
რი უნარი ჰქონდა. როცა წვეულება დაიგეგმა, ჩემი ცეკვის მასწავ-
ლებელს მომავალ შაბათს რეპეტიციებიდან ჩემი გათავისუფლების
თხოვნით მიმართა და ისიც ადვილად დაითანხმა. ღონისძიება შუ-
ადღისას იწყებოდა და ვახშამსაც მოიცავდა, თუმცა მე და მამეჰა
მხოლოდ მოგვიანებით უნდა გამოვცხადებულიყავით. დღის სამი
საათი იყო, როცა ორთვალაში ავბობღდით. რიქშამ გეზი ბარონის
მამულისკენ აიღო, რომელიც კიოტოს ჩრდილო-აღმოსავლეთით,
მთის ძირას მდებარეობდა. შემძრა ნანახმა. ასეთ თვალისმომჭრელ
გარემოში პირველად აღმოვჩნდი.
შედარებისთვის ვიტყვი, რომ კიმონოს შექმნის დროს ოსტატი
უმცირეს დეტალებს ითვალისწინებს. ბარონის კარ-მიდამოს მოწ-
ყობასაც ასეთივე გულისყურით მოჰკიდებოდნენ და იქაურობის-
თვის მზრუნველი ხელი არ მოეკლოთ. სახლი ბარონს პაპისგან ერ-
გო მემკვიდრეობად, მაგრამ ბაღები, სხვადასხვა ფაქტურების გი-
განტური კასკადის შთაბეჭდილებას რომ ქმნიდნენ, მამამისის გაშე-
ნებული იყო. როგორც ჩანს, სახლი და ბაღები ერთმანეთს არ ეხა-
მებოდა, მაგრამ ბარონის უფროსმა ძმამ, მკვლელობამდე ერთი
წლით ადრე, ტბორს ადგილი შეუცვალა და იქვე ხავსის ბაღიც გააშე-
ნა. დიდი ქვებით მოკირწყლული ბილიკი სახლის გვერდით გაშლი-
ლი, მთვარით ტკბობის ცერემონიისთვის განკუთვნილი კარვების-
კენ მიემართებოდა. ტბორში შავი გედები დასრიალებდნენ და ისე
ამაყად იღერებდნენ კისრებს, რომ ადამიანად, ამ დონდლო და
უგერგილო არსებად ყოფნა მეთაკილა.

348
სტუმრების გართობა ჩაის ცერემონიით უნდა დაგვეწყო, რო-
გორც კი მამაკაცები შემოგვიერთდებოდნენ. ამიტომ ცოტა არ იყოს
დავიბენი, როცა ჩაის პავილიონის ნაცვლად ტბორს მივადექით და
ნავში ჩავსხედით. ნავი დაახლოებით ვიწრო ოთახის ზომის იყო. ძი-
რითად სივრცეს კიდეების გასწვრივ მიმაგრებული ძელსკამები იკა-
ვებდა; ცალ მხარეს ტატამებით მოფენილ ბაქანზე, მინიატიურული,
გადახურული პავილიონი აეწყოთ. პავილიონის კედლებში ქაღალ-
დის დარაბები ჩაეყოლებინათ, გასანიავებლად. ცენტრში ქვიშით
სავსე ხის ოთხკუთხა მოწყობილობა იდგა, რომელიც მაყალის ფუნ-
ქციას ასრულებდა. მამეჰას ხის ნახშირი უკვე ჩაეყარა და ლამაზი ჩა-
იდნით ჩაისთვის წყალს ადუღებდა. სანამ მამეჰა ფუსფუსებდა, ვცა-
დე, მსახურებს ცერემონიისთვის განკუთვნილი ინვენტარის დაბინა-
ვებაში მივხმარებოდი. უკვე ძალიან ვღელავდი. როცა მამეჰამ ჩა-
იდანი ცეცხლზე შემოდგა, მომიბრუნდა და მითხრა:
– ჭკვიანი გოგო ხარ, საიური. ალბათ არ გჭირდება იმის შეხსე-
ნება, რა ბედი გელის, თუ ექიმი კიბორჩხალა და ნობუ შენს მიმართ
ინტერესს დაკარგავენ. ამ ორ ადამიანს არამც და არამც არ უნდა
აფიქრებინო, რომ რომელიმე მათგანს მეტ ყურადღებას უთმობ.
მაგრამ ცხადია, ცოტაოდენი ეჭვიანობა არც ერთს არ აწყენს. დარ-
წმუნებული ვარ, ამ ამოცანას თავს გაართმევ.
დარწმუნებული სულაც არ ვიყავი, მაგრამ ცდას წინ არაფერი ედ-
გა. ნახევარ საათში ბარონი და მისი ათი სტუმარი სახლიდან გამო-
ვიდნენ. გზად წარამარა ჩერდებოდნენ, რათა შორეული მთაგორე-
ბის ხედით სხვადასხვა რაკურსით დამტკბარიყვნენ. ნავში რომ ჩას-
ხდნენ, ბარონმა გრძელი ჭოკი მოიმარჯვა და ნავი ტბორის შუაგუ-
ლისკენ გააცურა,
მამეჰამ კი ჩაი დააყენა და სტუმრებს ფიალებით ჩამოურიგა.
ამის შემდეგ, მამაკაცებთან ერთად ბაღში გავისეირნეთ და მივადე-
ქით ხის ბაქანს, რომელიც წყალს გადაჰყურებდა. ერთნაირ კიმო-
ნოებში გამოწყობილმა მოახლეებმა მამაკაცებს დასაჯდომი ბალი-
შები შესთავაზეს და ლანგრებზე დაწყობილი პატარა სასმისებით
გამთბარი საკე ჩამოურიგეს. ექიმ კიბორჩხალას წინ ჩავიმუხლე, მა-

349
გრამ სანამ საჭირო სიტყვებს მოვიფიქრებდი, ჩემდა გასაკვირად,
დამასწრო და თავად გამომესაუბრა:
– ბარძაყზე რომ ჭრილობა გქონდა, მოგირჩა?
შეგახსენებთ, უკვე მარტი იყო, ის ამბავი კი ჯერ კიდევ ნოემბერ-
ში მოხდა. ამ ხნის მანძილზე ექიმ კიბორჩხალასთან უთვალავი შეხ-
ვედრა მქონდა. გაუგებარი იყო, ამის სათქმელად რაღა ეს მომენტი
აირჩია, თან ამდენი ხალხის თვალწინ.. საბედნიეროდ, არავის არა-
ფერი გაუგონია, ამიტომ ხმას შეძლებისდაგვარად დავუწიე და ვუპა-
სუხე:
– უღრმესი მადლობა, ექიმო, თქვენი დახმარებით ჭრილობა ბო-
ლომდე მომიშუშდა.
– იმედია, დიდი ნაიარევი არ დარჩა, – თქვა ექიმმა.
– არა, პაწაწინა ნაწიბურის გარდა, არაფერი მემჩნევა, ექიმო!
მინდოდა, საუბარი ამით დამესრულებინა ან სხვა საგანზე გადა-
მეტანა და მისთვის საკე ჩამომესხა, მაგრამ უცებ შევამჩნიე, რომ ჩა-
ფიქრებული ცერა თითს ისრესდა. ექიმი ის კაცი იყო, ვინც ტყუილუბ-
რალოდ თითსაც არ გაანძრევდა. ვიცოდი, რომ ახლა ჩემს ბარძაყზე
ფიქრობდა. და თუკი ასეთი ფიქრების დროს ცერს ისრესდა... რაღა
ბევრი გავაგრძელო, მივხვდი, რომ საუბრის თემის შეცვლა ჩემი
მხრიდან ახლა მთლად გონივრული ნაბიჯი ვერ იქნებოდა, ამიტომ
განვაგრძე:
– იარაც არ ეთქმის. ზოგჯერ, როცა აბაზანაში ყოფნისას იმ ად-
გილს ხელით ვეხები, პატარა ბორცვივითაა. აი, დაახლოებით ასე
გამოიყურება!
ამ სიტყვებით ხელი მოვმუშტე, ერთ-ერთი ფალანგა საჩვენებე-
ლი თითით მოვისინჯე და ხელი ექიმსაც გავუწოდე,რათა იგივე გა-
ეკეთებინა, წამით მკლავი აღმართა, მაგრამ შეყოყმანდა, თვალი
თვალში გამიყარა და თითი საკუთარ სახსარზე ჩამოისვა. თან დას-
ძინა:
– ასეთი ჭრილობები ადვილად ხორცდება და, წესით, ნაწიბურს
არ უნდა ტოვებდეს.
– შემეშალა, ამხელა ნამდვილად არ არის. უბრალოდ, ფეხზე ისე-

350
თი მგრძნობიარე კანი მაქგს... წვიმის ერთი წვეთიც რომ დაეცეს,
ტანში მცრის ხოლმე!
ვერ დავიჩემებ, რომ ძალიან აზრიანი რამე ვთქვი. ფეხის კანის
მგრძნობიარობას რა ხელი აქვს ნაწიბურის ზომებთან,ან წვიმა
(თუნდაც ერთი წვეთი) ბოლოს როდის მომხვდა ფეხზე? მაგრამ ახ-
ლა, როცა ექიმი კიბორჩხალას ინტერესის ნამდვილ მოტივს ბო-
ლომდე ჩავწვდი, ზიზღთან ერთად, ერთგვარ კმაყოფილებასაც
ვგრძნობდი, რადგან ცხადად წარმოვიდგინე, რა ხდებოდა ახლა მის
ტვინში. ამასობაში ექიმმა ჩაახველა, ჩემკენ გადმოიხარა და მკით-
ხა:
– ვარჯიშობ?
– რას გულისხმობთ?
– შენ ეს დაზიანება მაშინ მიიღე, როცა წონასწორობა დაკარგე...
ჰოდა... ალბათ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. ხომ არ გინდა, რომ
ასეთი რამ ხელმეორედ გადაგხდეს თავს? ამიტომ ვივარაუდე, რომ
ვარჯიშობ. მაგრამ მიჭირს იმის წარმოდგენა, როგორ უნდა მოახერ-
ხოს ადამიანმა მსგავსი რამ.
ამ სიტყვებით საზურგეზე გადაწვა და თვალები დახუჭა,მივხვდი,
რომ პასუხს ელოდა, თანაც თითო-ოროლა სიტყვით არ დაკმაყო-
ფილდებოდა.
– ალბათ ძალიან სულელად მოგეჩვენებით, მაგრამ ყოველ ღა-
მით...
უცებ გავჩერდი და ჩავფიქრდი. ექიმის დუმილი ზედმეტად გაიწე-
ლა, მაგრამ ამას ვერ გრძნობდა, თვალებს არ ახელდა, იჯდა ბარ-
ტყივით პირდაფჩენილი, და თითქოს დედის ნისკარტს ელოდებოდა.
– ყოველ ღამით, აბაზანაში შესვლისას, სხვადასხვა პოზაში
ვდგები და წონასწორობის შენარჩუნებაში ვვარჯიშობ. ზოგჯერ, რო-
ცა კანზე ცივი ჰაერი დამივლის, კანკალი ამიტანს ხოლმე, მაგრამ
ვცდილობ, პოზა ხუთი-ათი წუთის განმავლობაში არ შევიცვალო.
ექიმმა ჩაახველა (რაც კარგად მენიშნა) და მშვიდად განვაგრძე:
– ჯერ ერთ ფეხზე ვცდილობ ბალანსირებას, შემდეგ მეორეზე.
მაგრამ ერთი უბედურება მჭირს: როცა ტანზე არაფერი მაცვია...

351
აქამდე ბარონი შორიახლოს იდგა და სტუმრებს ესაუბრებოდა,
მაგრამ სწორედ იმ მომენტში ამბის მოყოლა დაასრულა და გაჩუმ-
და, ეს ჩემი ბოლო სიტყვები კი ისე ხმამაღლა გაჟღერდა, თითქოს
ტრიბუნიდან საგანგებო განცხადება გავაკეთე. ხელი პირზე ვიტაცე,
მაგრამ სანამ რამეს მოვიფიქრებდი, ბარონი ალაპარაკდა:
– ოჰო! როგორც ვატყობ, თქვენი საუბარი ჩვენსაზე გაცილებით
საინტერესოა!
მამაკაცებს გაეცინათ. ექიმმა კი არ დაიზარა და „განმარტება“
მიაშველა:
‒ საიური-სანმა შარშან ფეხის დაზიანებით მომმართა.რადგან
ფეხი წაქცევის დროს გაიჭრა, მეც შევთავაზე, რომ წონასწორობის
გაუმჯობესებაზე ევარჯიშა.
– ძალიან ბევრი იმუშავა, კიმონო გაცილებით უფრო მოუხერხე-
ბელი ჩასაცმელია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს! –სიტყვა ჩააკერა
მამეჰამ.
– მოდით, მაშინ გავხადოთ! – თქვა ერთ-ერთმა მამაკაცმა.
რა თქმა უნდა, ხუმრობდა. ყველას გაეცინა.
– მე თანახმა ვარ! – წამოიძახა ბარონმა. – არასდროს მესმოდა,
რატომ იწუხებენ ქალები თავს კიმონოს ჩაცმით. მე თუ მკითხავთ,
არაფერია ისე ლამაზი, როგორც ქალი ტანსაცმლის გარეშე.
– ეს სიმართლეს არ შეესაბამება, როცა კიმონო ჩემი გულითადი
მეგობრის, არაშინოს ნახელავია, – თქვა ნობუმ.
– არაშინოს კიმონოებიც კი არ არის იმაზე ლამაზი, რაც მათ ქვეშ
იმალება! – თქვა ბარონმა და სასმელით სავსე ჭიქის ბაქანზე ჩა-
მოდგმა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და საკე იატაკზე დაღ-
ვარა. მთვრალი ნამდვილად არ ეთქმოდა, თუმცა კარგა გვარიანად
შეზარხოშებულიყო, რასაც მისგან არ ველოდი.
– სხვანაირად ნუ გამიგებთ, – განაგრძო მან, – არაშინოს ნახე-
ლავი მართლა თვალს ახარებს. ასე რომ არ იყოს, ის ახლა ჩემ
გვერდით არ იქნებოდა. მაგრამ, თუ კითხვას დამისვამთ: რას უფრო
სიამოვნებით შევავლებდი თვალს – კიმონოს თუ შიშველ ქალს...
– ამ კითხვის დასმას არავინ აპირებს! პირადად მე სწორედ არა-

352
შინოს ბოლოდროინდელი ნამუშევრის ნახვა მაინტერესებს, – თქვა
უცებ ნობუმ.
არაშინომ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ დასცალდა. ზუს-
ტად იმ დროს ბარონი მორიგ ჭიქას ცლიდა და ნობუსთვის სიტყვის
ჩამორთმევა ისე იჩქარა, რომ საკე გადასცდა და ლამის დაიხრჩო.
– მმმმ... მოიცათ, მოიცათ! ვის ეპარება ეჭვი, რომ შიშველი ქა-
ლის დანახვა ამქვეყნად ნებისმიერ მამაკაცს სიამოვნებს? დავიჯე-
რო, იმის თქმა გინდა, ნობუ, რომ ქალის შიშველი ფორმები არ გა-
ინტერესებს?
– არა, მე იმის თქმა მსურს, რომ დროა, არაშინომ თავისი ნამუ-
შევარი წარმოგვიდგინოს.
– რა თქმა უნდა, ესეც საინტერესოა, – თქვა ბარონმა, – მაგრამ
იცით, რა მხიბლავს? როგორებიც არ უნდა ვჩანდეთ მამაკაცები, ში-
ნაგანად ყველანი ერთნაირები ვართ! ვერც შენ დაიჩემებ, ნობუ,
რომ ამ ყველაფერზე მაღლა დგახარ. სიმართლე არ დაიმალება. ასე
არ არის? ამ ოთახში არ მეგულება მამაკაცი, რომელიც კარგა გვაი-
ან თანხას არ გაიღებდა იმისთვის, რომ საიური აბაზანაში ენახა. ჰა,
რას იტყვით? ვაღიარებ, ეს ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ მოდით, თავს
ისე ნუ მომაჩვენებთ, თითქოს თქვენც იგივე არ გიტრიალებთ თავ-
ში!
– საბრალო საიური ჯერ მხოლოდ შეგირდია. იქნებ ავარიდოთ
ეს საუბარი... – ჩაერია მამეჰა.
– ნურას უკაცრავად! – უპასუხა ბარონმა. – რაც უფრო მალე და-
ინახავს რეალურ სამყაროს, მით უკეთესი იქნება მისთვის. მამაკა-
ცების უმრავლესობა თავს იკატუნებს, თითქოს ქალებს მხოლოდ
იმისთვის არ დასდევენ კუდში, რომ როგორმე მათი კაბის ქვეშ შეჭ-
ვრეტა მოახერხონ. ამიტომაც გეუბნები, საიური, რომ მამაკაცების
მხოლოდ ერთი კატეგორია არსებობს, და რაკი სიტყვამ მოიტანა,
მინდა კარგად დაიმახსოვრო: ყველა აქ დამსწრე მამაკაცს ამა თუ იმ
ფორმით ერთხელ მაინც გაუელვა თავში, რაოდენ დიდ სიამოვნე-
ბას მიანიჭებდა შენი სიშიშვლის ხილვა. აბა, გვითხარი, თავად რას

353
ფიქრობ? კალთაში ხელებჩაწყობილი ვიჯექი, ფიცარნაგს დავ-
ყურებდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მორცხვი და კდემა-მოსი-
ლი გამომეტყველება მიმეღო, არადა, ბარონი პასუხს ითხოვდა და
სხვებმაც ერთბაშად ხმა ჩაიკმინდეს. მაგრამ სანამ რამეს მოვიფიქ-
რებდი, ნობუმ ერთი კარგი საქმე გააკეთა: საკეს ჭიქა ფიცარნაგზე
ჩამოდგა და თქვა:
– უკაცრავად, ბარონო, მაგრამ საპირფარეშოში უნდა გავიდე,
მარტო ვერ მივაგნებ.
ცხადი იყო, იმაზე მიმანიშნებდა, რომ თან უნდა გავყოლოდი. სა-
პირფარეშოს ადგილსამყოფელი ნობუზე უკეთ არც მე ვიცოდი, მაგ-
რამ ამ ხალხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას ხელიდან ვერ
გავუშვებდი. წამოვდექი თუ არა, მოახლემ მეგზურობა შემომთავა-
ზა. ეზოში გავედით და ტბორს წრე შემოვარტყით. ნობუ ფეხდაფეხ
მოგვდევდა.
ღია ფერის ხით მოპირკეთებულ გრძელ ვესტიბიულს ცალ მხა-
რეს ფანჯრები მიუყვებოდა, მეორე მხარეს კი – მზით გაჩახჩახებუ-
ლი დაბალი სამუზეუმო სტენდები, რომლებსაც შუშის სახურავები
ჰქონდა. გეზი ვესტიბიულის ბოლოსკენ ავიღე, მაგრამ ნობუ ძველე-
ბური ხმლებით სავსე სტენდთან შეყოვნდა. მეგონა, ხმლებს დაათ-
ვალიერებდა, მაგრამ იდგა, შუშაზე თითებს აკაკუნებდა და ხშირ-
ხშირად, მძიმედ სუნთქავდა. მივხვდი, რომ ბრაზი ჯერაც არ ჰქონდა
განელებული. მომხდარმა მეც არანაკლებ შემაწუხა და ძალიან ვე-
მადლიერებოდი იმის გამო, რომ დამიხსნა, მაგრამ არ ვიცოდი, ჩემი
გრძნობა როგორ გამომეხატა. მეორე ვიტრინაში სპილოს ძვლის-
გან გამოთლილი პაწაწინა ნეცკეს27 ფიგურები იყო გამოფენილი.
‒ სიძველეები თუ გიყვართ? – ვკითხე ნობუს.
– ბარონის მსგავს სიძველეებს თუ გულისხმობ, რა თქმა უნდა,
არ მიყვარს, – იყო პასუხი,
ბარონზე ვერავინ იტყოდა, მოხუციაო. ნობუზე ბევრად ახალგაზ-
რდაც კი იყო, მაგრამ კარგად მივუხვდი, რასაც გულისხმობდა: ფეო-

27 სპილოსძვლის მინიატურული ფიგურა

354
დალური ეპოქის გადმონაშთს.
– უკაცრავად, მე ამ კარადაში შენახული სიძველეები ვიგულის-
ხმე.
– როცა ამ ხმლებს ვუყურებ, ბარონი მახსენდება; როცა ნეცკეს
ვუყურებ, მაშინაც ბარონზე მეფიქრება. ეს კაცი დღეს ჩვენი კომპანი-
ის ფინანსური მხარდამჭერია და დიდად დავალებულიც ვარ, მაგრამ
თუ აუცილებელი არ არის, მასზე ფიქრს დროს ნამდვილად არ ვუთ-
მობ. არ ვიცი, ვუპასუხე თუ არა შენს შეკითხვას.
თავი დავუხარე და გზა განვაგრძეთ, მაგრამ ისე სწრაფად გაიჭრა
წინ, რომ საპირფარეშოს კარის გაღება ვერ დავასწარი. უკან რომ
დავბრუნდით და ტბორს მივადექით, ჩემდა გასახარად შევნიშნე,
რომ სტუმრები უკვე იშლებოდნენ.
სავახშმოდ მხოლოდ რამდენიმე მათგანი დარჩენილიყო. მე და
მამეჰამ სტუმრები ჭიშკრამდე მივაცილეთ, სადაც მათ მძღოლები
ელოდნენ. ბოლო სტუმარს ქედი მოვუხარე და მსახურს ბარონის
სახლისკენ გავყევი.

***
შემდეგი ერთი საათი მე და მამეჰამ მსახურების სამყოფელში გა-
ვატარეთ, სადაც გემრიელი ვახშამი მოგვართვეს: კერძებს შორის
იყო ტაი ნო უსუგირი. ზღვის კაპარჭინის ქაღალდივით თხელი ნაჭ-
რები ფოთლის ფორმის კერამიკულ თეფშზე მარაოსავით იყო გაშ-
ლილი და ზედ პონძუ28 ჰქონდა მოსხმული. მშვენივრად მოვილხენ-
დი, მაგრამ მამეჰა ვერ იყო გუნებაზე. მხოლოდ რამდენიმე ლუკმას
დასჯერდა და ფანჯრიდან ჩამავალ მზეს დაუწყო ცქერა· მისმა გამო-
მეტყველებამ მაფიქრებინა, რომ ამ წუთებში ერჩივნა ტბორის პი -
რას მჯდარიყო, ტუჩები სიმწრით დაეკბინა და მოქუფრული ცისთვის
რისხვით აეხედა.

28
ტრადიციული სოუსის ნაირსახეობა

355
ბარონს და მის სტუმრებს შუა ვახშმობის დროს შევუერთდით. ამ
ოთახს ბარონი პატარა საბანკეტოს უწოდებდა, არადა, სინამდვი-
ლეში უფრო მცირე ზომის ოთახშიც კი ოცი-ოცდახუთი კაციც კი არ
იგრძნობდა ალბათ თავს ვიწროდ. სტუმრებიდან მხოლოდ ბატონი
არაშინო, ნობუ და ექიმი კიბორჩხალა დარჩნენ სავახშმოდ. როცა
ოთახში შევედით, მდუმარედ მიირთმევდნენ კერძებს. ბარონი ისე-
თი მთვრალი იყო, რომ უმისამართოდ აცეცებულ თვალებს ბუდეებ-
ში ვეღარ იტევდა. მამეჰამ რაღაც საუბარი წამოიწყო, ექიმმა კიბორ-
ჩხალამ კი ულვაშზე ცხვირსახოცი ჩამოისვა და საპირფარეშოში
გასვლა მოითხოვა. იმავე გზით გავიყვანე, თუმცა უკვე მოსაღამოე-
ბული იყო და სტენდების შუშისგან არეკლილ თვალისმომჭრელ
შუქზე საგნებს უფრო ბუნდოვნად ვხედავდი. ექიმი ერთ-ერთ მათ-
განთან გაჩერდა,ხმლებს თვალი შეავლო და მკითხა:
– ალბათ ბარონის სახლის ოთახების განლაგება კარგად იცი,
არა?
– რას ბრძანებთ, ასეთ დიდ შენობებში ყოველთვის ვიბნევი
ხოლმე. აქ იმიტომ მოვაგენი, რომ ნობუ-სანი დღეს უკვე მივაცილე
საპირფარეშოში.
– დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერს გვერდი აუარა. ნობუს
მსგავს კაცებს ასეთი ნივთების დაფასება სად შეუძლიათ! – თქვა
ექიმმა.
არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ექიმმა ნიშნის მოგებით შემომხედა და
მითხრა:
– შენ ბევრი არაფერი გინახავს ამქვეყნად, მაგრამ მოვა დრო და
სიფრთხილეს ისწავლი. ისეთ კაცს უნდა ერიდო,ვისაც ჰყოფნის თავ-
ხედობა, ჯერ მიიღოს ბარონის მსგავსი ადამიანების მიპატიჟება,
შემდეგ კი საკუთარ სახლში ასე უხეშად ელაპარაკოს, როგორც ეს
დღეს ნობუმ გააკეთა
მივხვდი, რომ სხვა სათქმელი არაფერი ჰქონდა, თავი დავუხარე
და საპირფარეშოსკენ გავუძეხი. როცა პატარა საბანკეტოში დავ-
ბრუნდით, დავინახე, რომ მამეჰამ თავისი საქმე ჩვეული სიმშვიდი-
თა და ოსტატობით შეასრულა და მამაკაცები საუბარში ჩააბა.

356
თვითონ მოშორებით იჯდა და სასმელს ჭიქებში ასხამდა. მისგან
ხშირად გამიგონია, გეიშას როლი წვნიანის მორევააო. მართლაც,
ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ილექება ჯამის ფსკერზე ამღვრეული
მისო, მაგრამ საკმარისია ხის ჩხირით მოურიოთ, უცებ ზავდება და
ერთგვაროვანი მასის სახეს იღებს. სწორედ ამას გულისხმობდა მა-
მეჰა.
მალე საუბარი კიმონოებზე ჩამოვარდა და ბარონმა თავის მი-
წისქვეშა მუზეუმში ჩაგვიყვანა. კედლების გასწვრივ ვეებერთელა
პანელები უკვე ღია იყო და მოძრავ ლარტყებზე კიმონოები ეკიდა.
ბარონი ოთახის შუაგულში, ძელსკამზე ჩამოჯდა და იდაყვებით მუხ-
ლებს დაეყრდნო. თვალები კვლავინდებურად დაბინდული ჰქონდა;
უხმოდ იჯდა, კოლექციის დამთვალიერებლებს კი მეგზურობას მა-
მეჰა უწევდა. ერთხმად ვაღიარეთ, რომ ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუ-
ში იყო კიმონო ქალაქ კობეს ხედის გამოსახულებით. ეს ქალაქი
ფერდობზეა შეფენილი, ციცაბო დაღმართი პირდაპირ ოკეანისკენ
მიექანება. კიმონოს მხრების არეში ლაჟვარდოვანი ცა და ღრუბლე-
ბი იყო გამოსახული, მუხლებთან ფერდობის პანორამა იშლებოდა,
ამ ადგილიდან ქსოვილი უკან იხვეოდა და გრძელი შლეიფის სახეს
იღებდა, რომლის ზედაპირზე გადაშლილიყო მოლურჯო-მომწვანო
ზღვა, ლამაზი, ოქროსფრად აქოჩრილი ტალღებითა და წერტილი-
სოდენა ხომალდებით. )
- მამეჰა, ვფიქრობ, მომავალ კვირას ჰაკონეში გამართულ კვირ-
ტებით ტკბობის ზეიმზე სწორედ ეს უნდა ჩაიცვა. კარგი სანახავი კი
იქნება, არა? – თქვა ბარონმა.
– ცხადია, მოხარული ვიქნებოდი, მაგრამ როგორც ამას წინათ
უკვე აღვნიშნე, ვშიშობ, რომ წელს ამ ზეიმს ვერ დავესწრები, – უპა-
სუხა მამეჰამ.
ბარონს აშკარა უკმაყოფილება შევატყვე. უცებ ისე შეჰყარა წარ-
ბები, თითქოს ფანჯრები მიხურაო.
– ასეთი რა შეხვედრა გაქვს, რომ სხვა დროისთვის ვერ გადა-
დებ?
‒ ისე არაფერი მსურს, ბარონო, როგორც ამ ზეიმზე დასწრება,

357
მაგრამ წელს, ვშიშობ, არ გამომივა. ექიმთან ვარ ჩაწერილი და ამ
ვიზიტს ვერ გადავდებ.
– ექიმთან?! ეს რაღას ნიშნავს? განა ექიმებს თარიღების შეცვლა
არ შეუძლიათ? ხვალვე მოელაპარაკე და კვირა დღეს ჩვეულებისა-
მებრ მესტუმრე!
– ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს ვიზიტი რამდენიმე კვირის წინ
თქვენივე თანხმობით დავგეგმე და ახლა ვეღარაფერს შევცვლი.
– როდის მოგეცი თანხმობა? რაღაც ვერ ვიხსენებ. იმედია, აბო-
რტს ან რაღაც ამის მსგავსს არ გულისხმობ!
ხანგრძლივი, უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. მამეჰამ სახელოე-
ბი უხმოდ გაისწორა. დანარჩენები ისე გავისუსეთ, რომ მხოლოდ
ბატონი არაშინოს ხრინწიანი სუნთქვა ჩაგვესმოდა. შევამჩნიე, რომ
ნობუ, რომელიც ამ საუბარს თავიდან ყურადღებას არ აქცევდა,
მოტრიალდა და ბარონის რეაქციას დაელოდა.
– ჰოო... – ჩაილაპარაკა ბარონმა. – დამვიწყებია... კარგია, რომ
შემახსენე! ახლა ნამდვილად არაფერში გვჭირდება, რომ აქ პატარა
ბარონებმა ირბინონ. ერთი კი მიკვირს, ნუთუ ამის შეხსენება კერძო
საუბარში არ შეგეძლო?
– ბოდიშს გიხდით, ბარონო.
– კარგი, თუ ვერ მოდიხარ, რა გაეწყობა. დანარჩენები რას იტ-
ყვით? ამ უქმეებზე ჰაკონეში, ჩემს მამულში, მშვენიერ ნადიმზე გე-
პატიჟებით. ყველანი უნდა წამოხვიდეთ!ალუბლის ყვავილობისას
ასეთ ზეიმებს ყოველ წელს ვმართავ ხოლმე.
ექიმმა და არაშინომ უარი თქვეს. ნობუმ თავიდან ხმა არ გასცა,
მაგრამ ბარონი იქამდე არ მოეშვა, სანამ პასუხი არ მიიღო:
– ბარონო, ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ავიბარგები და ჰაკო-
ნეში ალუბლის ყვავილობის საყურებლად წამოვალ?!
– ალუბლის ყვავილობა მხოლოდ საბაბია კარგი ნადიმისთვის!
არა უშავს, სამაგიეროდ, თქვენი თავმჯდომარე არ მეტყვის უარს.
ყოველ წელს მსტუმრობს ხოლმე, – არ დაიბნა ბარონი.
თვითონვე გამიკვირდა, ასე რატომ ავღელდი თავმჯდომარის
ხსენებისას. მე ხომ ისედაც მთელი დღე მასზე ვფიქრობდი.

358
თავის შეკავება ისე გამიჭირდა, რომ წამით შემეშინდა, ჩემი სა-
იდუმლო არ გამოაშკარავებულიყო.
– ძალიან ვწუხვარ, რომ ვერც ერთი თქვენგანი ვერ მოდის, – გა-
ნაგრძო ბარონმა, – რა მშვენიერი საღამო იყო, სანამ მამეჰამ არ
აურია და ისეთი რაღაცები არ თქვა, რაც წესით, გულში უნდა შეენა-
ხა. მაშ ასე, მამეჰა, საკადრისი სასჯელი მოგიმზადე: აღარ გპატიჟებ.
მეტსაც გეტყვი, მსურს, შენ ნაცვლად საიური გამოუშვა!
თავიდან მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ გულახდილად გეტყვით:
იმწამსვე წარმოვიდგინე, რა სიამოვნება იქნებოდა თავმჯდომარეს-
თან ერთად საუცხოო მამულში გასეირნება, ნობუს, ექიმ კიბორჩხა-
ლასა და თვით მამეჰას გარეშე.
‒ კარგი იდეაა, მაგრამ, სამწუხაროდ, საიურის რეპეტიციები
აქვს და არ ეცლება, – უპასუხა მამეჰამ.
– სისულელეა! უნდა წამოვიდეს. ყოველთვის რატომ მიძალიან-
დები, როცა რაღაცას გთხოვ?! – შეუტია ბარონმა.
კარგა გვარიანად იყო გაბრაზებული. მეტი სიმთვრალისგან
დორბლს ვეღარ იკავებდა. ხელისგულით სცადა მისი მოწმენდა,
მაგრამ ვერაფერს გახდა და გრძელი, შავი წვერი მოისვარა.
– ჩემი ერთი თხოვნა მაინც შეგესმინა როდისმე! მაქვს სურვილი,
რომ საიური ჰაკონეში ვიხილო. მიპასუხე: „დიახ, ბარონო!“ და ამით
მოვრჩეთ!
– დიახ, ბარონო, – ჩაილაპარაკა მამეჰამ.
– კარგია! – თქვა ბარონმა, სკამის საზურგეს კვლავ მიეყრდნო,
ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და სახე ჩამოიწმინდა. ძალიან შე-
მებრალა მამეჰა, მაგრამ რაღა დასამალია, ბარონის წვეულებაზე
დასწრების ამ ახალმა პერსპექტივამ უზომოდ გამახარა. როცა რიქ-
შით გიონში ვბრუნდებოდით, ყურები წარამარა მიწითლდებოდა.
ძალიან მეშინოდა, რომ მამეჰა ამას შეამჩნევდა, მაგრამ განზე იხე-
დებოდა და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ბოლოსღა მომიბრუნდა და
მითხრა:
– საიური, ჰაკონეში ძალიან ფრთხილად უნდა იყო.
‒ დიახ, ქალბატონო

359
– დაიმახსოვრე: შეგირდი, რომელიც მიძაჯეს უახლოვდება, სუფ-
რაზე გამოტანილ კერძსა ჰგავს. არც ერთი მამაკაცი არ მოისურვებს
მის მირთმევას, თუ შეიტყობს, რომ ამ კერძს უკვე სხვამ დაადგა კბი-
ლი.
თვალი ვეღარ გავუსწორე. მშვენივრად ვიცოდი, რომ ბარონს
გულისხმობდა.

თავი ოცდამეერთე

იმ დროისთვის ჰაკონეს ადგილმდებარეობა არც კი ვიცოდი,


თუმცა მალე შევიტყვე, რომ ეს ქალაქი იაპონიის აღმოსავლეთ ნა-
წილში, კიოტოსგან კარგა მოშორებით მდებარეობდა. მთელი ის
კვირა თან მდევდა ფრიად სასიამოვნო განცდა. საკუთარ თავს დრო-
დადრო ვახსენებდი, რომ ალბათ რაღაცას წარმოვადგენდი, რაკი
ასეთი სახელმოხვეჭილი პიროვნება სხვა ქალაქში გამართულ წვე-
ულებაზე მეპატიჟებოდა. როცა მეორე კლასის ვაგონში ჩემი ადგი-
ლი დავიკავე, სიმართლე გითხრათ, ამ სასიამოვნო მღელვარების
მოთოკვა ძალიან გამიჭირდა. მამეჰას მესამოსე, ბატონი იჩოდა რი-
გებს შორის, გასასვლელში ჩამოჯდა,რათა ნებისმიერი მსურველის-
თვის ჩემთან გამოლაპარაკების ყოველგვარი ხალისი დაეკარგა.
მოსაჩვენებლად ჟურნალის კითხვით ვიქცევდი თავს. სინამდვილე-
ში მხოლოდ ყასიდად ვფურცლავდი და თვალს ვაპარებდი გამ-
ვლელ-გამომვლელებისკენ, რომლებიც ნაბიჯს ანელებდნენ, რათა
ჩემთვის შემოეხედათ. ყურადღება ნამდვილად მსიამოვნებდა, მაგ-

360
რამ ნაშუადღევს, როცა შიძუოკეს მივაღწიეთ და ჰაკონეში მიმავალ
მატარებელს დავუწყეთ ლოდინი, უეცრად რაღაც უსიამოვნო შეგ-
რძნებები მომეძალა. სხვა შემთხვევაში ალბათ შევეცდებოდი, რომ
ამისთვის ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ მეტისმეტად ცხადად და-
მიდგა თვალწინ ჩემი თავი, დროის სულ სხვა მონაკვეთში, სულ სხვა
ბაქანზე, სულ სხვა მოგზაურობის დროს – ამჯერად ბატონი ბეკუს
თანხლებით. ეს ის დღე იყო, როცა მე და ჩემი და სახლიდან წამოგ-
ვიყვანეს. მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო: წლების განმავლობა-
ში გულმოდგინედ ვცდილობდი, არ მეფიქრა საცუზე, მამაზე, დედა-
ზე და ჩვენს კლდისპირა, პატარა, მთვრალ სახლზე. მთელი ეს წლე-
ბი თავზე ტომარაჩამოცმული ბავშვივით ვიყავი, გიონის გარდა არა-
ფერი მენახა და მასზე მნიშვნელოვანი დედამიწის ზურგზე არაფერი
მეგულებოდა. მაგრამ როცა კიოტოს გავცდი, დავინახე, რომ ადა-
მიანების უმრავლესობას გიონთან არავითარი შეხება არ ჰქონდა.
ამიტომ, ცხადია, ძალაუნებურად მომაგონდა ძველი ცხოვრება.
მწუხარება უცნაური რამ არის: მის წინაშე ძალიან უმწეოები
ვხდებით. ის ჰგავს ფანჯარას, უეცრად თავისით რომ იღება და ოთა-
ხს სუსხით ავსებს, შენ კი სხვა არაფერი დაგრჩენია, გარდა იმისა,
რომ ზიხარ და კანკალებ. მაგრამ გადის დრო და ყოველ ჯერზე ეს
ღრიჭო სულ უფრო და უფრო წვრილდება, ბოლოს კი მისგან აღარა-
ფერი რჩება.
მეორე დილით მივადექით სასტუმროს, რომელიც ფუძის მთას
გაჰყურებდა. აქ ბარონის ავტომობილით მომაკითხეს და ულამაზე-
სი ტყეებით გარშემორტყმულ, ტბისპირა აგარაკზე წამიყვანეს. რო-
ცა სახლს მივადექით და კიოტოელი მაიკოების ტრადიციული რეგა-
ლიებით თავიდან ბოლომდე შემკულმა მანქანიდან ფეხი გადმოვ-
დგი, ბარონის ყველა სტუმარი ჩემკენ მოტრიალდა. სტუმრებს შო-
რის ქალებიც მრავლად იყვნენ. ზოგს კიმონო ეცვა, ზოგსაც – ევრო-
პული ტანსაცმელი. მოგვიანებით მივხვდი, რომ ისინი, ძირითადად,
ტოკიოდან ჩამოსული გეიშები იყვნენ, რადგან დედაქალაქს მატა-
რებლით სულ რამდენიმე საათის გზა გვაშორებდა.
ამასობაში თვითონ ბარონიც გამოჩნდა. რამდენიმე მამაკაცის

361
თანხლებით ტყიდან გამოვიდა და წამოიძახა:
– აი, მობრძანდა ის, ვისაც ყველანი ასე ველოდით! ეს საყვარე-
ლი არსება გახლავთ გიონელი საიური, რომელიც ერთ მშვენიერ
დღეს აუცილებლად წარდგება ჩვენ წინაშე, როგორც „დიდი გიონე-
ლი საიური!“ გარწმუნებთ, ასეთ თვალებს სხვაგან ვერსად ნახავთ.
ცოტაც დაიცადეთ და იმასაც იხილავთ, რა მიხრა-მოხრა აქვს! აქ
სწორედ იმისთვის მოგიწვიე, საიური, რომ ყველა მამაკაცს ჰქონო-
და შესაძლებლობა, შენთვის თვალი შეევლო. შესაბამისად, შენ ახ-
ლა მნიშვნელოვანი საქმე გაკისრია: აქაურობა უნდა შემოი-
არო.სახლიც, ტბის ნაპირებიც, ტყეც, ყველაფერი, რასაც ირგვლივ
ხედავ! აბა, შეუდექი საქმეს!
ბარონის თხოვნა შევასრულე და კვირტებით დამძიმებული
ალუბლების ხეივანში გავისეირნე. თან დროდადრო სტუმრებს თავს
ვუხრიდი და ვცდილობდი, არავის შეემჩნია, რომ თავმჯდომარეს გა-
ფაციცებით ვეძებდი. თუმცა შორს ვერ წავედი, რადგან მამაკაცები
ყოველ ნაბიჯზე მაჩერებდნენ.
– ღმერთო დიდებულო! კიოტოს მაიკო! – ერთხმად გაიძახოდა
ყველა. ზოგი ჩემთან ერთად ფოტოებს იღებდა, ზოგიც ტბისპირას,
მთვარით ტკბობის ცერემონიისთვის გაშლილი კარვისკენ ან კიდევ
სხვა ადგილებში გასეირნებას მთავაზობდა. ისე იქცეოდნენ, თით-
ქოს რაღაც პრეისტორიული ცხოველი დაიჭირეს და ახლა ერთმა-
ნეთს ამ ნადავლით აწონებდნენ თავს.
მამეჰამ თავიდანვე გამაფრთხილა, რომ ჩემი გარეგნობით ყვე-
ლა მოიხიბლებოდა. გიონის მაიკო განსაკუთრებული მოვლენაა.
ცხადია, არსებობს გიონზე გაცილებით მაღალი დონის გეიშა-უბნები
(მაგალითად, ტოკიოს სინბასი და აკასაკა). როცა ამ უბნებში ქალიშ-
ვილები დებიუტისთვის ემზადებიან, მათ ყველა პირობა აქვთ შექ-
მნილი იმისათვის, რომ ხელოვნების დარგებს საფუძვლიანად დაე-
უფლონ, მაგრამ ეს ის დრო იყო, როცა ტოკიოელი გეიშების უმრავ-
ლესობამ ახალ ცხოვრებას აუწყო ფეხი და ზედმეტად თანამედრო-
ვედ გამოიყურებოდა. სწორედ ამით აიხსნებოდა ისიც, რომ ბარო-
ნის მამულში ევროპულად შემოსილები დასეირნობდნენ.

362
ნადიმი გრძელდებოდა, მე კი შუადღისთვის თავმჯდომარის ნახ-
ვის იმედი საბოლოოდ გადამეწურა. სულის მოსათქმელად ცოტა
ხნით სახლში შესვლა გადავწყვიტე და როცა ვესტიბიულში ფეხი
შევდგი, ადგილზე გავშეშდი. ერთ-ერთი ოთახიდან თავმჯდომარე
გამოვიდა. გზადაგზა ვიღაც მამაკაცს ესაუბრებოდა. ერთმანეთს
რომ გამოემშვიდობნენ, ჩემკენ მოტრიალდა და წამოიძახა:
– საიური! ვხედავ, ბარონს კიოტოდან ჩამოუტყუებიხარ! ეგ რო-
გორ მოხდა? არც კი ვიცოდი, რომ იცნობდი!
მოსაუბრისთვის თვალის გასწორება წესებით იკრძალებოდა,
მაგრამ მისთვის თვალის მოწყვეტა ისევე ძნელი აღმოჩნდა, რო-
გორც კედლიდან ლურსმნების ამოძრობა. როგორც იქნა მოვახერ-
ხე, თავი დავუკარი და ვუპასუხე:
– მამეჰა-სანმა თავის ნაცვლად გამომგზავნა. დიდად ნასიამოვ-
ნები ვარ თქვენი ხილვით, თავმჯდომარევ.
‒ მეც მიხარია შენთან შეხვედრა. ერთ საკითხთან დაკავშირე-
ბით შენი აზრიც მაინტერესებს. მინდა გამომყვე და თვალი შეავლო
საჩუქარს, რომელიც ბარონს ჩამოვუტანე. ისიც კი გავიფიქრე, იქ-
ნებ სულაც არ ვუჩვენო და უკანვე წავიღო-მეთქი...
ცარიელ ოთახში შევყევი. ამ წუთებში თავს ფრანად ვგრძნობდი,
რომელსაც ძაფით ექაჩებოდნენ. მოსახდენი მოხდა: ჰაკონეში ვიყა-
ვი, შორს ყველაფრისგან, რაც აქამდე ჩემთვის ნაცნობი იყო, და ამ
წუთებს იმ მამაკაცთან ვატარებდი, რომელზეც მთელი ცხოვრება გა-
მუდმებით ვფიქრობდი. თვითონაც მიკვირდა, რომ ეს ჩემს თავს
ხდებოდა. აღტაცებული ვადევნებდი თვალს თავმჯდომარეს, რომე-
ლიც წინ მიმიძღოდა. ვხედავდი, რა მოხდენილად ეჭირა თავი კოხ-
ტად შეკერილ შალის კოსტუმში. ვხედავდი მის დაკუნთულ ბარძა-
ყებს, ვხედავდი ხერხემლის გაყოლებაზე ჩაღრმავებულ ადგილს,
რომელიც იმ დვრილს მოგაგონებდათ, ხის ფესვების გაყოფის ად-
გილას რომ ჩნდება ხოლმე. ოთახში რომ შევედით, მაგიდიდან რა-
ღაც ნივთი აიღო და გამომიწოდა. თავიდან მოჩუქურთმებული ოქ-
როს ზოდი მეგონა, მაგრამ კოსმეტიკისთვის განკუთვნილი ანტიკვა-
რული კოლოფი აღმოჩნდა. თავმჯდომარემ განმიმარტა, რომ ეს ედ-

363
ოს პერიოდის ოსტატის, არატა გონროკუს ნახელავი იყო. ოქროს-
ფრად მოჭიქული, ბალიშის ფორმის კოლოფის ზედაპირი გაფრენი-
ლი წეროებისა და მოხტუნავე ბოცვრების ნატიფი შავი სილუეტებით
იყო მოხატული. როცა თავმჯდომარემ ნივთი ხელში ჩამიდო, სუნ-
თქვა შემეკრა.
– აბა,რას იტყვი, მოეწონება? – მკითხა. – წინა კვირას წავაწყდი
და იმწამსვე ბარონი მომაგონდა, მაგრამ...
– რას ბრძანებთ, როგორ არ უნდა მოეწონოს?!
– ამ ადამიანს ყველაფრის კოლექცია აქვს. სულ არ გამიკვირდე-
ბა, თუ ამ კოლოფს მეორეხარისხოვან ნივთად ჩათვლის, – მითხრა
დაეჭვებულმა.
ვცადე დამერწმუნებინა, რომ მსგავს ფიქრს გულში ვერავინ გა-
ივლებდა. როცა კოლოფი დავუბრუნე, აბრეშუმის ქსოვილში გაახ-
ვია და თავის მოძრაობით კარისკენ მიმითითა. დერეფანში რომ გა-
ვედით, ფეხსაცმლის ჩაცმაში დავეხმარე. როცა თითისწვერებით
მის ტერფებს შევეხე, უნებურად წარმოვიდგინე, რომ დღე ერთად გა-
ვატარეთ და ახლა წინ მთელი საღამო გველოდა. ამ ფიქრებმა ისე
გამიტაცა, გონს მოსვლა კარგა ხანს ვერ მოვახერხე. მეტისმეტად
თავდაჯერებულადაც კი ვიგრძენი თავი, და როცა ჩემი ჯერი დადგა,
ოკობოებში ფეხის შეცურებას ჩვეულებრივზე დიდხანს მოვუნდი.
თავმჯდომარე არ შეწუხებულა, მოთმინებით დამელოდა, შემდეგ კი
ტბისკენ გამიძღვა, სადაც ბარონი, ტოკიოდან ჩამოსულ სამ გეიშას-
თან ერთად, ალუბლის ხის ქვეშ, ჭილოფზე იჯდა. ქალები ფეხზე წა-
მოდგნენ, მაგრამ ბარონმა წელი ვერ აითრია. სიმთვრალისგან სახე
წითელი ლაქებით ისე აჭრელებოდა, თითქოს ვიღაცას კარგა მაგ-
რად გაეშოლტა.
– ძალიან მიხარია, რომ მეწვიეთ, – უთხრა თავმჯდომარეს, –
ალბათ იცით, რომ ყოველთვის მსიამოვნებს თქვენი სტუმრობა. იმე-
დია, ეგ თქვენი კორპორაცია ზრდას არ შეწყვეტს. ჰო, მართლა, საი-
ურიმ თუ გითხრათ, რომ წინა კვირას კიოტოში გამართულ წვეულე-
ბაზე ნობუ მსტუმრობდა?
– თვითონ ნობუმ მიამბო ყველაფერი, – უპასუხა თავმჯდომარემ

364
– დარწმუნებული ვარ, თავისას არც იქ მოიშლიდა!
– კი, ეგრე იყო. დამეთანხმეთ, რაღაც უცნაური კაცუნაა! –თქვა
ბარონმა.
გაუგებარი იყო, რა იგულისხმა, მით უმეტეს, რომ თვითონ ბარო-
ნი ნობუზე ტანდაბალი იყო. თავმჯდომარეს ეს შენიშვნა აშკარად არ
მოეწონა და თვალები მოჭუტა. ბარონმა თავისი სიტყვების ახსნა
სცადა, მაგრამ თავმჯდომარემ გააწყვეტინა და კოლოფი გაუწოდა.
– ბარონო, მადლობის სათქმელად და გამოსამშვიდობებლად
გეახელით, თან რაღაც მინდა გადმოგცეთ.
მთვრალ ბარონს ხელის განძრევის თავი არ ჰქონდა, საჩუქარი
ერთ-ერთ გეიშას გაახსნევინა და წამოიძახა:
– რა სილამაზეა! ალბათ ყველანი დამეთანხმებით. შეხედეთ,
მგონი, ეს უფრო იტაცებს თვალს, ვიდრე საუცხოო ქმნილება, რომე-
ლიც გვერდით გიდგათ, თავმჯდომარევ. საიური უკვე გაიცანით თუ
მე გაგაცნოთ?
– მე და საიური ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, – უპასუხა თავ-
მჯდომარემ.
– რამდენად კარგად? – ჩაეკითხა ბარონი. – საეჭვიანოდ ხომ არ
მაქვს საქმე?
თავის ხუმრობაზე თვითონვე გაიცინა, მაგრამ სხვები არ აჰყვნენ.
– ამ გულუხვმა საჩუქარმა შენთვის შემონახული ერთი ნივთი
მომაგონა, საიური. თუმცა სანამ გეიშები არ წავლენ, ვერაფერსაც
ვერ გიჩვენებ. ვაითუ, თვითონ დაადგან თვალი! მოკლედ, სანამ ყვე-
ლა არ დაიშლება, ლოდინი მოგიწევს! – მითხრა ბარონმა.
– ბარონი ძალიან კეთილია, მაგრამ არ მინდა ვინმეს თავი მო-
ვაბეზრო, – ვუპასუხე მე.
– ვხედავ, მამეჰასგან კარგად გისწავლია ყველაფერზე უარის
თქმა. სტუმრები რომ დაიშლებიან, მე და შენ ვესტიბიულში შევ-
ხვდეთ. როცა საიური მანქანამდე მიგაცილებთ, იქნებ თქვენც და-
იყოლიოთ, თავმჯდომარევ!
ასეთი მთვრალი რომ არ ყოფილიყო, ალბათ მიხვდებოდა და
თავმჯდომარეს თვითონაც გააცილებდა, მაგრამ ერთმანეთს იქვე

365
გამოემშვიდობნენ, თავმჯდომარეს კი მე გავყევი.როცა მძღოლმა
მანქანის კარი გაუღო, თავი დავუხარე და სიკეთისთვის მადლობა
მოვახსენე. მანქანაში რომ ჯდებოდა, უცებ გაჩერდა.
– საიური... – დაიწყო და წამით დადუმდა.
– რა გითხრა მამეჰამ ბარონის შესახებ? – მკითხა ბოლოს.
– საგულისხმო არაფერი უთქვამს, ბატონო. მხოლოდ ერთხელ
ახსენა... იქნებ დამიზუსტოთ, რა გაქვთ მხედველობაში?
– იმედია, მამეჰა კარგ უფროს დობას გიწევს და სწორ მითითე-
ბებს გაძლევს.
– დიახ, ბატონო. მამეჰა ისე მეხმარება, ვერც კი გადმოგცემთ!
– ჰოო... მე შენს ადგილას ფხიზლად ვიქნებოდი, ბარონის მსგავ-
სი ადამიანი საჩუქარს რომ შეგპირდება, უნდა გაფრთხილდე.
გამართული პასუხი ვერ მოვიფიქრე და რაღაც ამის მსგავსი ჩა-
ვილაპარაკე
– ჩემზე ფიქრით თავი რომ შეიწუხა, ესეც დიდ სიკეთედ მიმაჩნია.
– დიახ, მის სიკეთეში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ თავს მაინც გა-
უფრთხილდი... – თქვა თავმჯდომარემ, თვალი თვალში გამიყარა
და მანქანაში ჩაჯდა.
ბარონის მამულში სულ რამდენიმე სტუმარი დარჩა და შემდეგი
ერთი საათი მათ დავუთმე. დავსეირნობდი ეზოში და თავმჯდომა-
რესთან გატარებულ წუთებს გზადაგზა დეტალურად ვიხსენებდი.
მის ბოლო გაფრთხილებას სრულებით არ შევუწუხებივარ, ჩემთან
საუბარს ამდენი დრო რომ დაუთმო, ეს მასხამდა ფრთებს. ჩემს გო-
ნებაში სხვა ფიქრებისთვის, უბრალოდ, ადგილი აღარ რჩებოდა და
ბარონთან დიალოგს ამიტომაც არ ჩავღრმავებივარ. ამასობაში სა-
ღამოც მოახლოვდა და თანდათან მილეული დღის შუქით მკრთა-
ლად განათებულ ვესტიბიულში სრულიად მარტო აღმოვჩნდი. სი-
თამამე მოვიკრიბე, ერთ-ერთ ცარიელ ოთახში შევედი, მუხლებზე
დავდექი და ფანჯრიდან მიდამოს გავხედე. თხუთმეტიოდე წუთში ბა-
რონიც გამოჩნდა. გულმა რეჩხი მიყო, რადგან ძალიან შილიფად
ეცვა, შიშველ ტანზე მხოლოდ ბამბის ხალათი ჰქონდა მოცმული,
ცალ ხელში პირსახოცი ეჭირა და წვერ-ულვაშად წოდებულ თავის

366
გრძელ, შავ ბალანს დროდადრო იწმენდდა. მივხვდი, რომ აბაზანი-
დან ახალი გამოსული იყო. წამოვდექი და თავი დავუკარი.
– ოჰ, საიური, რომ იცოდე, რა სულელი ვარ! – წამოიძახა ბარონ-
მა. – ძალიან ბევრი დავლიე! (აქ მართლაც არ ტყუოდა) – სულ და-
მავიწყდა, რომ მელოდი! იმედია, მაპატიებ, როცა ნახავ, რა მაქვს
შენთვის შემონახული!
ამ სიტყვებით ვესტიბიული გაიარა და ოთახებისკენ გაემართა.
ალბათ ეგონა, რომ თან გავყვებოდი, მაგრამ მამეჰას ნათქვამი გა-
მახსენდა (მიძაჯესთვის გამზადებული გეიშა სუფრაზე გამოტანილ
კერძს რომ შეადარა) და ადგილიდან ფეხი აღარ მოვიცვალე.
– რაღას უდგახარ? წამოდი
– ვერ წამოვალ, ბატონო. გთხოვთ, ნება დამრთოთ, აქ დავრჩე.
– რაღაც მინდა გაჩუქო, გამომყევი, ნუ იქცევი სულელი გოგოსა-
ვით.
– სულელი გოგო ვარ და სხვაგვარად მოქცევა არც შემიძლია.
– ხვალ ისევ მამეჰას ფხიზელი მეთვალყურეობის ქვეშ იქნები, აქ
კი ნამდვილად არავინ გყავს თვალის მიმდევნებელი.
იმ წუთებში საღი გონების ნასახი მაინც რომ მქონოდა შემორჩე-
ნილი, ამ საუცხოო პურობაზე მოწვევისთვის მადლობას გადავუხდი-
დი და ვთხოვდი, თუ ძალიან არ შეწუხდებოდა, სასტუმროში კვლავ
თავისი ავტომობილით გავემგზავრებინე, მაგრამ ყველაფერს, რაც
ირგვლივ ხდებოდა, რაღაც სიზმრისეული ელფერი დაჰკრავდა, რა-
საც შოკური მდგომარეობით თუ ავხსნიდი. დანამდვილებით მხო-
ლოდ ის ვიცოდი, რომ ძალიან მეშინოდა.
– გამომყევი, უნდა ჩავიცვა, – არ ცხრებოდა ბარონი, – ამ საღა-
მოს ბევრი საკე დალიე? – მკითხა უცებ.
პასუხი დავუგვიანე. ვგრძნობდი, რომ ჩემი სახე ამ წუთებში სრუ-
ლიად მოკლებული იყო ყოველგვარ გამომეტყველებას, თითქოს ეს
იყო უსულო საგანი, რომელიც თავზე შემთხვევით, უმიზნოდ მქონდა
გამობმული.
– არა, არ დამილევია, – ძლივს ამოვთქვი ბოლოს.
– ალბათ სტუმრების მოგერიდა. წამოდი და იმდენს დაგალევინებ

367
რამდენსაც მოისურვებ!
– ძალიან გთხოვთ, ბარონო, უნდა წავიდე, სასტუმროში მელიან!
– როგორ თუ გელიან?! ვინ გელის?
ვერაფერი ვუპასუხე.
_ გეკითხები, ვინ გელის? არ მესმის, ასე რატომ იქცევი რაღაც
მინდა გაჩუქო: ნუთუ გირჩევნია, რომ ჩემი ხელით მოგიტანო?
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ...
ბარონი აღარ შემედავა, მცირე ხანს უსიტყვოდ მომჩერებოდა.
– კარგი, დამელოდე, – თქვა ბოლოს, ოთახებში შევიდა და სქელ
ქაღალდში გახვეული რაღაც ბრტყელი ნივთით ხელში დაბრუნდა.
დიდი დაკვირვება არ დამჭირვებია იმის მისახვედრად, რომ კიმონო
იყო.
– აჰა, რადგან არ იშლი და თავს ისულელებ, ჩემი ფეხით წავედი
და საჩუქარი მოგართვი. ახლაც არა ხარ კმაყოფილი?
– ძალიან ვწუხვარ, – ჩავილაპარაკე კიდევ ერთხელ.
– ვხედავდი, როგორი აღტაცებით უყურებდი იმ დღეს ამ კიმო-
ნოს, – თქვა ბარონმა, ფუთა მაგიდაზე დადო და ზონრები გახსნა.
თავიდან მეგონა, იმ კიმონოს ვიხილავდი, რომელზეც ქალაქი
კობე იყო გამოსახული. რაღა დავმალო, იმედთან ერთად ჯავრიც შე-
მეპარა გულში, რადგან ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მექნა ასე-
თი დიდებული ნივთისთვის, ან მამეჰასთვის როგორ ამეხსნა, რომ
ის ბარონის ნაჩუქარი იყო. ფუთა რომ გახსნა, დავინახე მოჭიქული
ძაფებითა და ვერცხლმკედით ნაქარგი, მუქი ფერის საუცხოო ქსო-
ვილი. ბარონი კიმონოს დასწვდა და მხრებით დაიჭირა. მეცხრამეტე
საუკუნის სამოციან წლებში, უკანასკნელი სიოგუნის29 – ტოკუგავა
იოშინუბუს ძმისწულისთვის დამზადებული ეს სამოსი თავის დროზე
მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა. ქსოვილის მოხატულობას
თვალი შევავლე: ღამის ცაზე ვერცხლისფერი ფრინველები დანა-
ვარდობდნენ, ქვემოთ კი იდუმალებით მოცული პეიზაჟი გადაშლი-
ლიყო, აშოლტილი, დაბინდული ხეებითა და დიდრონი ლოდებით.

29 სიტყვასიტყვით: დიდი მხედართმთავარი, რომელიც იმორჩილებს ბარბაროსებს

368
– აბა, წამოდი და მოიზომე. ნუ სულელობ. მე ობის შეკვრის დიდი
გამოცდილება მაქვს. ისე სწრაფად გაგხდი და ჩაგაცმევ, ვერავინ
შემოგვისწრებს.
ვითარებიდან რაიმე გამოსავლის პოვნას ისე ვნატრობდი, რომ
ამ შესაძლებლობას ბარონის საუცხოო საჩუქარზეც კი გავცვლიდი,
მაგრამ ისეთ ბობოლასთან მქონდა საქმე, რომელსაც თვით მამეჰაც
კი ვერ ეურჩებოდა. მართლაცვ, თუკი მამეჰას არ შეეძლო მისი სურ-
ვილების უგულებელყოფა, მე ვიღა ვიყავი...
ამასობაში ვიგრძენი, რომ უკვე მოთმინებას კარგავდა. ზეცა
მყავს მოწმედ, სიკეთეს არ ვუკარგავდი. დებიუტის დროს ხელი შე-
მიწყო, ჩემი მირთმეული სადილიც იკადრა და მამეჰასაც სთხოვა,
რომ კიოტოს მამულში გამართულ წვეულებაზე ჩემი თანხლებით გა-
მოცხადებულიყო. სიკეთეს ახლაც იჩენდა და საოცარ კიმონოს მთა-
ვაზობდა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ არჩევანი არ მქონდა.
ცხადი იყო, უნდა დავმორჩილებოდი და რადაც უნდა დამჯდომოდა,
შედეგებზე თავად მეგო პასუხი. თვალები დავხარე და მზერა მორ-
ცხვად მივაპყარი ჭილოფს... ჯერ კიდევ არ მშორდებოდა ის უცნაუ-
რი შეგრძნება, თითქოს ეს ყველაფერი ზმანება იყო. უცებ ბარონმა
ხელი ჩამავლო და დერეფნებით სახლის უკანა ნაწილში გამიყვანა.
ერთ-ერთ დერეფანში მსახური შეგვეჩეხა, მაგრამ ჩვენი დანახვის-
თანავე ქედი მოიხარა და გაგვეცალა. ბარონს გზად სიტყვა არ დას-
ცდენია. დიდ ოთახში შემიყვანა, რომლის ერთი კედელი მთლიანად
სარკეებით დაეფარათ, საპირისპირო კედელზე კი ჩაკეტილი კარა-
დები იყო გამწკრივებული. შიშით ხელები მიკანკალებდა, მაგრამ
ბარონი არაფერს იმჩნევდა. სარკეების წინ დამაყენა და ჩემი ხელი
ტუჩებთან მიიტანა. მეგონა, კოცნას მიპირებდა, მაგრამ ჩემი ხელის-
გული ჯერ ჯაგარივით უხეშ წვერ-ულვაშზე მიიკრა, შემდეგ კი უცნაუ-
რი რამ გააკეთა: სახელო გადამიწია და დამყნოსა. მისმა წვერმა
მკლავი დამიჩხვლიტა, მაგრამ ახლა ამას ვერც კი ვგრძნობდი. სა-
ერთოდ ვეღარაფერს ვგრძნობდი ამქვეყნად. თითქოს შიში, დაბნეუ-
ლობა და ზიზღი სქელ შრეებად, წყება-წყება მეფინა ზემოდან და ამ
მორევში მთლიანად ვიყავი ჩაფლული. შოკური მდგომარეობიდან

369
თავად ბარონმა გამომიყვანა. ზურგს უკან ამომიდგა, მკერდზე ხე-
ლები შემომხვია და ობის დასამაგრებელი ზონრის, ობიძიმეს გახ-
სნა დაიწყო. წამით პანიკურმა შიშმა წამომიარა, რადგან უკვე ცხად-
ზე ცხადი იყო, რომ ტანზე გახდას მართლა მიპირებდა. რაღაცის
თქმა მინდოდა, მაგრამ ჩემი ტუჩები ისე ზანტად ამოძრავდნენ, მათი
დამორჩილება ვერასგზით მოვახერხე. ბარონი ხმას არ იღებდა,
მხოლოდ ჩუმად სისინებდა, რომ გავეჩუმებინე. მისი მოგერიება
ვცადე, მაგრამ ჩემი ხელები სწრაფად მოიშორა და ობიძიმე ბო-
ლომდე შემომხსნა. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ბეჭებთან
შეკრული ობის ჩახლართულ კვანძს კარგა ხანს ეწვალა. მინდოდა
შევვედრებოდი, არ მოეხსნა ჩემთვის ქამარი, მაგრამ ყელი მიშრე-
ბოდა და რამდენჯერაც სიტყვის დაძვრა ვცადე, ხმა ვერ ამოვიღე. ბა-
რონი ყურადღებას არ მაქცევდა და სულ მალე ჩემი განიერი ობის
გახსნაც დაიწყო. ხელები რამდენჯერმე შემომხვია წელზე, შემდეგ
კვლავ უკან დაიხია. ამ ყოფაში რომ ვიყავი, ქსოვილის ნაკეცებიდან
თავმჯდომარის ცხვირსახოცი ამომივარდა და მიწაზე ფარფატით
დაეშვა. ბარონი საქმეს მორჩა,ობი ძირს დააგდო და ახლა დატეძი-
მეს, ანუ ქვედა სარტყელს მიადგა. გული შემიღონდა, როცა ვიგრძე-
ნი, როგორ შემომეცალა კიმონო, ვცადე, სამოსი იდაყვებით დამე-
ჭირა, მაგრამ ბარონმა მკლავები გამაშლევინა. უკვე აღარ შემწევდა
ძალა, ამ ყველაფრისთვის სარკეში მეყურებინა. ისღა მახსოვს, რომ
თვალები დავხუჭე. წამიც და, მძიმე სამოსი მხრებიდან შრიალით ჩა-
მომივარდა. თავიდან მეგონა, რომ სულ ეს იყო ამ კაცის მიზანი.
მართლაც, თავი ისე ეჭირა, თითქოს საწადელი შეისრულა და ამაზე
შორს წასვლას აღარ აპირებდა.
ოღონდ წელზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი მის ხელებს, რადგან ახლა
ქვედა ხალათს ეპოტინებოდა. როცა ბოლოს და ბოლოს თვალები
გავახილე, ზურგს უკან მედგა და ჩემი თმისა და კისრის სურნელით
ტკბებოდა, თან თვალი სარკისკენ ეჭირა. როგორც მომეჩვენა, ამჯე-
რად მისი სამიზნე ქვედა სარტყელი იყო. სწორედ ის სარტყელი, რო-
მელსაც ჩემი ქვედა ხალათი ეჭირა. რამდენჯერაც თითებს გაატო-
კებდა, ვიძაბებოდი და ვცდილობდი, როგორღაც გონების ძალით

370
მომეგერიებინა, მაგრამ მალე მისი თითები მუცელზე ობობებივით
ამომაცოცდნენ, სარტყელში გაიხლართნენ და მის ბოლოებს დას-
წვდნენ. რამდენჯერმე ვცადე მათი შეჩერება, მაგრამ ბარონი ჩემს
ხელებს კვლავინდებურად, ძალით იშორებდა. ბოლოს ქვედა სარ-
ტყელიც გაიხსნა, ბარონმა ერთი მოქაჩა და იატაკზე დაუშვა. როცა
ხალათის უბეში ხელი ჩამავლო, ფეხები ამიკანკალდა და უცებ ჩემ
თვალწინ ოთახი ერთ დიდ ბუნდოვან ლაქად გადაიქცა. უნებურად
კვლავ ჩავაფრინდი ხელებში.
– ასე ნუ ნერვიულობ, საიური, – წამჩურჩულა ბარონმა, –
გთხოვ, დაწყნარდე, ისეთს არაფერს გიპირებ. მხოლოდ თვალი მინ-
და შეგავლო, გესმის? ამაში ცუდი არაფერია. ნებისმიერი მამაკაცი
ასე მოიქცეოდა.
მისი მბზინვარე თმა-წვერი ყურზე მეხახუნებოდა და თავი უნებუ-
რად განზე გავწიე. როგორც ჩანს, ამან აფიქრებინა, რომ მივნებდი,
ყოველ შემთხვევაში ვიგრძენი, რომ ხელები უფრო სწრაფად და ფა-
ციფუცით აამოძრავა. ისევ მიადგა სარტყელს, თითები ნეკნებზე ამი-
თამაშა, ხელი პერანგის ზონრებს წაატანა და თავისას ამჯერადაც
მიაღწია. იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რა სანახაობა გადაიშლე-
ბოდა ახლა მის თვალწინ. თავი გვერდზე მქონდა მიბრუნებული,
მაგრამ მზერა დავძაბე და სარკისკენ გამოვაპარე. პერანგის შეხსნი-
ლი უბიდან გრძელ ზოლად, თითქმის მკერდამდე მოჩანდა შიშველი
კანი. ამასობაში ბარონის ხელები უკვე თეძოებისკენ დაიძრნენ და
კოსიმაკის მიადგნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ იმ დილით კოსიმაკი გან-
საკუთრებული გულმოდგინებით გადავიხვიე წელზე. ბარონმა ჯერ
თავი და ბოლო ვერ უპოვა, მაგრამ რამდენიმე მძლავრი მოძრაობის
შემდეგ მჭიდრო ქსოვილი გახსნა და მთელ სიგრძეზე გაშალა. როცა
აბრეშუმი ჩემს სხეულზე მისრიალებდა, ჩემივე ყელიდან ამოსული
რაღაც ხმაური ჩამესმა. ქვითინის მსგავსი ბგერები იყო. კოსიმაკის
გამეტებით ჩავებღაუჭე, მაგრამ ბარონმა ხელიდან გამომგლიჯა და
იატაკზე დააგდო. შემდეგ სუნთქვაშეკრულმა ფრთხილად და აუჩქა-
რებლად შემომაცალა ხალათი. თითქოს მძინარე ბავშვს საბანს
ხდიდა ან რაღაც დიდებულ ნივთს უპირებდა საბურველის ჩამოხსნ-

371
ას. ვიგრძენი, როგორ ამეწვა ყელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ტირი-
ლის ზღვარზე ვიყავი, თუმცა ცრემლები სიშიშვლეზე არანაკლებ მე-
თაკილებოდა. ამიტომ თავი შევიკავე და სარკეს ისე დაძაბულად და-
ვაშტერდი, წამით მომეჩვენა, რომ დრო გაჩერდა. სიმართლე გით-
ხრათ, ასე ბოლომდე გაშიშვლებულად თავი არასოდეს მიგრძნია.
ღილებით შეკრული წინდები ჯერ კიდევ მეცვა, არც ხალათი მქონდა
ბოლომდე გახდილი, მაგრამ ამ გადაღეღილი საკინძით უფრო გა-
შიშვლებულად ვგრძნობდი თავს, ვიდრე აბაზანაში, როცა ტანთ
სრულიად არაფერი მეცვა. ვხედავდი, როგორ მიჭვრეტდა ბარონი
სარკეში. ჯერ ხალათის უბე გაშალა, ჩემი წელის მოყვანილობას შე-
ავლო თვალი, შემდეგ კი იმ მუქი ბუჩქისკენ გააპარა მზერა, რომელ-
მაც ჩემს სხეულზე იოროიდოდან ჩამოსვლის პირველი დღეებიდან
დაიწყო აყვავება.
აქ კარგა ხანს შეყოვნდა, შემდეგ მზერა მუცელს ააყოლა და ნეკ-
ნების გასწვრივ, ორ ქლიავისფერ პატარა წრეს რიგრიგობით დაად-
გა თვალი. უცებ ცალი ხელი გამიშვა და ქვედა ხალათის უბე იმ მხა-
რეს კვლავ ჩამოეფარა ჩემს სხეულს. ვერ ვხვდებოდი, თავის ხელს
რა უყო, მაგრამ ფაქტია, ამ წუთიდან ვეღარ ვხედავდი. როცა დავი-
ნახე, რომ აბანოს ხალათიდან ცალი მხარი გამოუჩნდა, წამით
კვლავ წამომიარა პანიკურმა შიშმა. დღეს უკვე ზუსტად ვხვდები, რა-
საც აკეთებდა, მაგრამ ამაზე ფიქრს ახლაც კი გავურბივარ. მახსოვს,
მისმა სუნთქვამ უცებ კისერი გამითბო. ამის შემდეგ ვეღარაფერს
ვხედავდი, ცრემლი ვერ შევიკავე და სარკე ერთ დიდ, ბუნდოვან, მო-
ვერცხლისფრო ლაქად გადაიქცა. ამასობაში ბარონის სუნთქვა
თანდათან მინელდა. გახვითქული კანი ისე მიხურდა, რომ სხეული-
დან ჩამოვარდნილი ხალათის ფრიალი გრილი ზღვაურის წამოქ-
როლებად მომეჩვენა. ცოტაც და, ოთახში სრულიად მარტო აღმოვ-
ჩნდი. ბარონი ისე გავიდა, ვერც კი შევამჩნიე. მისი გასვლისთანავე
იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელს ისე გამალებით დავუწყე აკრეფა,
როგორც დამშეული ბავშვი იღებს მიწიდან საჭმლის ნარჩენებს.
აკანკალებული ხელებით ვცადე ჩაცმა, მაგრამ რაკი არავინ მეხმა-
რებოდა, ამ ამოცანას თავი ბოლომდე ვერ გავართვი, მხოლოდ ხა-

372
ლათის საკინძეები შევიკარი და ქვედა სარტყელი ნაჩქარევად შე-
მოვიხვიე. სარკის წინ კარგა ხანს ვიდექი და გულამღვრეული შევ-
ყურებდი უმარილით მოთხვრილ საკუთარ სახეს. საჭიროების შემ-
თხვევაში ალბათ ერთ საათსაც დავიცდიდი, მაგრამ ბარონი სულ
რამდენიმე წუთში დაბრუნდა. აფუებულ ღიპზე მჭიდროდ შემოეკრა
ხალათის სარტყელი. მეც ხმაამოუღებლად წამაშველა ხელი კი-
მონოს ჩაცმაში და წელზე დატეიმეს ზონრები ისე მარჯვედ შემიბნია,
როგორც ამას ბატონი იჩოდა გააკეთებდა შემდეგ ჩემს გრძელ ობის
დასწვდა, რამდენიმე ყულფი შეკრა და ზუსტად იმ დროს როცა წელ-
ზე მის შემოხვევას მიპირებდა, უცებ საშინელი შეგრძნება დამეუფ-
ლა. თავიდან ვერ მივხვდი, რა მემართებოდა, რადგან ეს განცდა ნე-
ლა მოიწევდა ჩემკენ და თანდათან მსჭვალავდა მთელ ჩემს არსე-
ბას, როგორც სითხე ჟღენთს ქსოვილს. ბოლოს გავიაზრე, რაც მა-
წუხებდა: ეს იყო დანაშაულის გრძნობა. ასე, მეგონა, რაღაც მიუტე-
ვებელი უსამართლობა ჩავიდინე. ბარონის წინაშე ტირილს ვერი-
დებოდი, მაგრამ თავს ვერ მოვერიე. თუმცა, რაც ოთახში შემობრუნ-
და, თვალებში ერთხელაც არ შემოუხედავს. ვცადე წარმომედგინა,
რომ ვიყავი სახლი, რომელიც წვიმაში იდგა და ფასადზე წყალი ღვა-
რად ჩამოსდიოდა. ბარონს ეს არ გამოჰპარვია, ოთახიდან კვლავ
გავიდა და თან მოიტანა ცხვირსახოცი, რომელზეც მისი ინიციალები
იყო ამოქარგული. ამ ნივთს თან მატანდა, მაგრამ გამოყენების შემ-
დეგ მაგიდაზე დავტოვე. ბარონმა უსიტყვოდ გამიყვანა ეზოში. მალე
მსახური მომიახლოვდა, თავი მოწიწებით დამიხარა, ქაღალდში
გახვეული ანტიკვარული კიმონო მომართვა და ავტომობილამდე
მიმაცილა.
მთელი გზა ვტიროდი, თუმცა მძღოლი არაფერს იმჩნევდა. მომ-
ხდარის გამო როდი ვღვრიდი ცრემლებს. ამჯერად სხვა რამ უფრო
მაფრთხობდა: ვიცოდი, რომ მისვლისთანავე ბატონი იჩოდა ტან-
საცმლის გახდაში ხელს წამაშველებდა და მის თვალს არაფერი
გამოეპარებოდა, არც ჩემი მოუწესრიგებელი სახე და არც ნაჩქარე-
ვად შეკრული ქამარი. ისიც ვიცოდი, რომ ფუთას აუცილებლად გახ-
სნიდა და ჩემს ძვირად ღირებულ საჩუქარს თავისი თვალით იხილა-

373
ვდა.სანამ მანქანიდან გადმოვიდოდი, თავმჯდომარის ცხვირსახო-
ცით სახის ჩამოწმენდა ვცადე, მაგრამ ბევრს ვერაფერს გავხდი. ბა-
ტონმა იჩოდამ ერთი შემომხედა და ნიკაპი მოიქექა. წყალი არ გა-
უვიდოდა, ყველაფერს იმწამსვე მიხვდა. როცა მეორე სართულზე
ავედით, ქამარი შემომხსნა და რამდენიმე შეკითხვა დამისვა:
– ბარონმა ალბათ ტანზე გაგხადა, არა?
– ვწუხვარ...
– გაგხადა და სარკეში შეგათვალიერა, მაგრამ სიამოვნება ბო-
ლომდე არ მიუღია. ხომ ასეა? მიპასუხე, ხელი თუ შეგახო ან ზემო-
დან თუ დაგაწვა?
– არა.
– მაშინ არა უშავს... – ჩაილაპარაკა და სივრცეს მიაშტერდა
ამის შემდეგ ჩვენ შორის სიტყვაც აღარ თქმულა.

374
თავი ოცდამეორე

ვერ ვიტყვი, რომ მეორე დილით, როცა მატარებელი კიოტოს


სადგურს მიადგა, ჩემი ემოციები უკვე ჩამცხრალი იყო. ქვას რომ გუ-
ბურაში ჩააგდებ, წყლის ზედაპირი კარგა ხანს თრთის, მიუხედავად
იმისა, რომ ქვა უკვე ფსკერზეა. მაგრამ როდესაც ბატონი იჩოდას
თანხლებით, ხის კიბით ბაქნიდან ჩამოვედი, ისეთი ელდა მეცა, წა-
მით ყველაფერი მიმავიწყდა. მინის ვიტრინაში ჩასმული ძველი დე-
დაქალაქის ცეკვების სარეკლამო პოსტერი დავინახე და გავჩერდი.
ამ ღონისძიებამდე ორი კვირა იყო დარჩენილი. პოსტერები წინად-
ღეს დაეკიდებინათ, ალბათ სწორედ იმ დროს, როცა მე ბარონის მა-
მულში დავსეირნობდი და თავმჯდომარესთან შეხვედრას ვნატრობ-
დი. ხსენებულ ცეკვებს თემატური ხასიათი აქვს და ეს თემატიკა წლ-
იდან წლამდე იცვლება. მაგალითად, „კიოტოს წელიწადის ოთხი
დროს ფერები“, ან „ჰეიკეს ზღაპრები“. წლევანდელი თემა გახ-
ლდათ „დილის კაშკაშა მზე“. პოსტერი უდავოდ უციდა კოსაბუროს
დახატული იყო (იგი პოსტერებს 1919 წლიდან ქმნიდა). მწვანედ და
ნარინჯისფრად მოხატულ, ულამაზეს კიმონოში გამოწყობილი
ახალგაზრდა გეიშა თაღოვან ხიდზე იდგა. ხანგრძლივმა მოგზაუ-
რობამ ძალა გამომაცალა და მატარებელში ცუდად მეძინა, ამიტომ
თითქოს ბურანში ვიყავი, პოსტერის წინ გაშეშებული ვიდექი და მის
მომწვანო-ოქროსფერ ფონს მივჩერებოდი. მხოლოდ მოგვიანებით
დავაკვირდი ხიდზე მდგომ ყმაწვილ ქალს, რომელიც თავისი გასაო-
ცარი მოლურჯო-ნაცრისფერი თვალებით მზეს ასცქეროდა. თავი
რომ შემემაგრებინა, მოაჯირს წავეპოტინე. ის ყმაწვილი ქალი მე ვი-
ყავი! გზად ბატონმა იჩოდამ კიდევ რამდენიმე ასეთ პოსტერზე მიმი-
თითა. ბოლოს რიქშის მძღოლს სთხოვა, მარშრუტი შეეცვალა და
ძველი დაიმარუს კედლები დამათვალიერებინა, რომლებიც მთლი-
ანად ასეთივე პოსტერებით დაეფარათ. ქალაქის ყველა კუთხე-კუნ-
ჭულში საკუთარ გამოსახულებას ვხედავდი, მაგრამ ვერ ვგრძნობ-
დი იმ სიხარულს, რომელიც, წესით, უნდა განმეცადა. უნებლიეთ

375
მახსენდებოდა სარკის წინ ატუზული უმწეო გოგონა, რომელსაც
ასაკოვანი კაცი წელიდან ქამარს ხსნიდა. სხვათა შორის, იმ დღეებ-
ში უამრავი მილოცვა მივიღე, და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ
ასეთი პატივი ადამიანს ყოველთვის ძვირად უჯდება. მას შემ-
დეგ,რაც მამეჰამ საფესტივალო ცეკვებში როლი გამომიყო, ჩემი მი-
სამართით არაერთი უსიამოვნო შენიშვნა გავიგონე. ამ პოსტერებმა
მდგომარეობა მხოლოდ გააუარესა. მაგალითად, ჩემ მიმართ ჯერ
კიდევ ერთი კვირის წინ მეგობრულად განწყობილმა ერთმა ახალ-
გაზრდა მაიკომ მეორე დილით ჩემი დანახვისას გვერდზე გაიხედა
და სალამზე არ მიპასუხა.
იმ დღესვე მამეჰას ვესტუმრე. ჩემი ამბავი ისე ეამაყებოდა, თით-
ქოს იმ პოსტერებზე თვითონ იყო გამოსახული. ბარონის მამულში
გამგზავრებას ნამდვილად არ მიწონებდა, მაგრამ ჩემი წარმატებით
მაინც ხარობდა, თან, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ადრინდელზე უფ-
რო მეტადაც კი. თავიდან ვშიშობდი, რომ ბარონთან იმ საშინელ ინ-
ციდენტს ღალატად ჩამითვლიდა (ეჭვი არ მეპარებოდა, ბატონი
იჩოდა ამის შესახებ აუცილებლად მოახსენებდა), მაგრამ ასეც რომ
ყოფილიყო, მამეჰას ეს საკითხი აღარასდროს წამოუჭრია. მეც დუ-
მილი ვარჩიე და მას აქეთ კრინტი აღარ დამიძრავს.

***
ჩაიარა რამდენიმე კვირამ და საფესტივალო წარმოდგენა დაიწ-
ყო. პირველ დღეს კაბურენჯოს თეატრის გასახდელში ვიცდიდი.
უზომოდ ავღელდი, როცა მამეჰამ მოირბინა და მამცნო, რომ მაყუ-
რებელთა შორის თავმჯდომარე და ნობუც იქნებოდნენ. სახე უმარი-
ლით დავიმუშავე, თავმჯდომარის ცხვირსახოცი ხალათის უბეში შე-
ვინახე. თმა უკან მქონდა გადავარცხნილი და აბრეშუმის ზონრით
შეკრული, რადგან სცენაზე ტრადიციული პარიკით უნდა გამოვსუ-
ლიყავი. როცა ჩემს თავს სარკეში ამ ჩვეული „ჩარჩოს“ გარეშე შე-
ვავლე თვალი, ნაკვთები (განსაკუთრებით, ღაწვებსა და თვალის
უპეებში) რაღაც სხვა რაკურსით დავინახე. შეიძლება, უცნაურად

376
მოგეჩვენოთ, მაგრამ როცა საკუთარი სახის მოყვანილობა ასე მო-
ულოდნელად მეუცხოვა, სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ ცხოვ-
რებაში არაფერია ისე მარტივი, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია.
ერთ საათში, სხვა შეგირდებთან ერთად, თეატრალური პარიკი
მოვირგე და მოვემზადე პირველი ცეკვისთვის, რომლითაც ზეიმი
უნდა გაგვეხსნა. ყველას ერთნაირი, წითელ-ყვითელი კიმონოები
გვეცვა, ნარინჯისფერ-ოქროსფერი ობებით, ამიტომ სათითაოდ ყვე-
ლა ჩვენგანი კაშკაშა მზის სხივს ჰგავდა. როცა დოლების პირველი
ბაგაბუგი გაისმა და ყველა შამისენი ერთდროულად აჟღრიალდა,
მძივების ასხმასავით დავმწკრივდით და ერთდროულად ავცეკ-
ვდით. მკლავებგაწვდილებს ცალ ხელში მარაო გვეჭირა. ერთი
მთლიანობის განუყოფელ ნაწილად ასე აშკარად თავი არასდროს
მიგრძნია. ამ შესავლის შემდეგ კიმონოს გამოსაცვლელად მეორე
სართულზე ავირბინე. მორიგ ცეკვას, რომელშიც სოლისტის სახით
უნდა წარვმდგარიყავი, ეწოდებოდა „დილის მზე ზღვის ტალღებზე“.
ეს არის ამბავი ქალიშვილისა, რომელიც დილით ოკეანეში ბანაობს
და მოჯადოებული დელფინი შეუყვარდება. ტანთ მეცვა დიდებული
ვარდისფერი კიმონო, რომელზეც ნაცრისფრად წყალი იყო გამო-
სახული, ხელში მეჭირა ერთად შეკონილი გრძელი ლურჯი ზონრე-
ბი, როგორც წყლის ჭავლების სიმბოლო. მოჯადოებული და დელ-
ფინად ქცეული უფლისწულის როლს ასრულებდა გეიშა, სახელად
უმიო. სხვა გეიშები ქარის, მზის შუქისა და წყლის შხეფების როლებს
ასრულებდნენ. ნახშირივით შავ კიმონოში გამოწყობილი რამდენი-
მე მონაწილე უკანა პლანზე მოძრაობდა და განასახიერებდა დელ-
ფინებს, რომლებიც უფლისწულს თავისკენ მოუხმობდნენ. კოსტუმი
ისე სწრაფად გამოვიცვალე, რომ კულისებიდან მაყურებელთა შე-
სათვალიერებლად ცოტაოდენი დროც კი დამრჩა.
სცენას შემოვუარე, ერთ-ერთ საორკესტრო ჯიხურს ამოვეფარე,
სხვა შეგირდებთან ერთად, დარბაზს ჭუჭრუტანიდან გავხედე და
თვალებით ნობუ და თავმჯდომარე მოვძებნე. გვერდიგვერდ ის-
ხდნენ, თუმცა მომეჩვენა, რომ თავმჯდომარემ ნობუს უკეთესი ადგი-

377
ლი დაუთმო. ნობუ სცენას მზერას არ აშორებდა, მაგრამ ჩემდა გა-
საოცრად აღმოვაჩინე, რომ თავმჯდომარეს თვლემა ერეოდა. მუსი-
კას ყური რომ მივუგდე, მივხვდი, მამეჰას ცეკვა იწყებოდა. ამჯერად
ისეთი სათვალთვალო ადგილი მოვნახე, საიდანაც სცენა კარგად
მოჩანდა. მამეჰას ცეკვას სულ რამდენიმე წუთი ვადევნებდი თვალს,
მაგრამ ეს შთაბეჭდილება ჩემი გონებიდან არასოდეს ამოიშლება.
ინოუეს სკოლის ცეკვების უმრავლესობა სხვადასხვა ამბავს გვიყვე-
ბა. მამეჰას ცეკვას ეწოდებოდა „კარისკაცი ცოლს უბრუნდება“. ამ
ამბავს საფუძვლად უდევს ჩინური პოემა კარისკაცის შესახებ, რო-
მელსაც იმპერატორის სეფექალთან ხანგრძლივი რომანი აქვს.
ერთ ღამეს კარისკაცის ცოლი სასახლის მიდამოებს მიაშურებს, რა-
თა მეუღლის დაგვიანების მიზეზი შეიტყოს. გამთენიისას ბუჩქებში
ჩაუსაფრდება და თავისი თვალით ხედავს, როგორ ემშვიდობება მი-
სი მეუღლე თავის სატრფოს. ამასობაში ქალი სასტიკად ცივდება,
ავად ხდება და კვდება.
ჩვენი საგაზაფხულო წარმოდგენისთვის ეს ჩინური პოემა იაპო-
ნურ ყაიდაზე საგანგებოდ გადაკეთდა, თუმცა ამბავი ამბად დარჩა.
მამეჰა ღალატით გულგატეხილი და უამინდობაში სასიკვდილოდ
დასნეულებული ცოლის როლს ასრულებდა, ხოლო გეიშა კანაკოს
მისი ქმრის - კარისკაცის როლი ერგო. სანახაობას იმ წუთიდან ვა-
დევნებდი თვალს, როცა კარისკაცი თავის მიჯნურს ემშვიდობებო-
და. აისის ნაზი შუქით გასხივოსნებულ სცენას თვალს ვერ მოსწყვეტ-
და კაცი. სცენის სიღრმიდან გულისცემასავით, რიტმულად მოისმო-
და შამისენის გაბმული ჰანგი. თავიდან კარისკაცი ერთად გატარე-
ბული ღამისთვის მიჯნურისადმი მადლიერებას განასახიერებდა
სხვადასხვა საცეკვაო მოძრაობით. შემდეგ ამომავალი მზისკენ და-
იძრა, რათა მისი სითბო ხელებში მოემწყვდია და სატრფოსთვის
ეწილადებინა.
დადგა მამეჰას გმირის ჯერი. მანამდე სცენის განაპირას იდგა და
ქმარსა და მის საყვარელს შორიდან უთვალთვალებდა, ახლა კი თა-
ვისი გაუსაძლისი სადარდებელი ცეკვით უნდა გადმოეცა. ვერ გეტ-
ყვით, მამეჰას ცეკვა იყო ასე მშვენიერი თუ თვითონ ამბავი, მაგრამ

378
მისი ცქერისას თავადაც მომიცვა მწუხარებამ, თითქოს ამ სასტიკი
ღალატის მსხვერპლი მეც ვიყავი. ცეკვის ბოლოს სცენა მზის შუქით
აივსო, მამეჰამ კი მიაშურა პატარა ჭალას, სადაც ამჯერად სიკვდი-
ლის სცენა წარმოადგინა. ვერ გეტყვით, რა მოხდა ამის შემდეგ. სა-
ნახაობამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ვეღარ გავძელი და სცენას თვა-
ლი მოვაშორე. თანაც ჩემი მორიგი გამოსვლისთვის უნდა მოვმზა-
დებულიყავი. სანამ კულისებში ვიცდიდი, უცნაური გრძნობა მეწვია,
თითქოს თეატრის შენობა მთელი თავისი წონით ზედ მაწვებოდა. მე
ხომ ასე მჩვეოდა – სევდა ყოველთვის უცნაურად მემძიმებოდა
ხოლმე...
კარგი მოცეკვავე ერთი ზომით პატარა წინდებს იცვამს, რათა
ტერფით კარგად იგრძნოს სცენის ფიცარნაგის ყველა ნაწიბური,
მაგრამ როცა ვიდექი და წარმოდგენისთვის ძალის მოკრებას ვცდი-
ლობდი, მხრებზე იმხელა ტვირთს ვგრძნობდი, რომ მხოლოდ ფიც-
რების ნაწიბურებს კი არა,წინდების ნაკერებსა და ქსოვილების ბო-
ჭკოებსაც ვგრძნობდი. და აი, მუსიკაც გაისმა. კვლავ აბრაგუნდნენ
დოლები, კვლავ აჟღრიალდნენ შამისენები და სცენისკენ მიმავალ-
მა მოცეკვავეებმა ტანსაცმლის შარიშურით ჩამირბინეს. ძალიან მი-
ჭირს იმის გახსენება, თუ რა მოხდა შემდეგ.
დაკეცილი მარაო ხელში მოვიმწყვდიე, მკლავები აღვმართე და
მუხლებში მოვიხარე. სწორედ ამ პოზაში უნდა წარვმდგარიყავი მა-
ყურებლის წინაშე. რამდენადაც ვიცი, სცენაზე გამოსვლა არ დამიგ-
ვიანია, მაგრამ რეალობის შეგრძნება ნამდვილად დაკარგული
მქონდა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ გაოცებული შევყურებდი საკუ-
თარ მკლავებს და მათი მტკიცე, ჰარმონიული და თანაზომიერი მოძ-
რაობებით ვტკბებოდი.
ამ ცეკვაში საკმაოდ ბევრი ვივარჯიშე და შედეგიც მივიღე: მიუხე-
დავად იმისა, რომ სცენაზე გამოსვლისას გონება სრულიად დახშუ-
ლი მქონდა, ჩემი როლი ყოველგვარი სიძნელეებისა და ნერვიუ-
ლობის გარეშე შევასრულე.
ყოველი ახალი წარმოდგენისთვის შემდგომშიც სწორედ ასე
ვამზადებდი თავს: „კარისკაცის დაბრუნების“ სიუჟეტს ვიხსენებდი

379
და ფიქრებით იქამდე ვუტრიალებდი, სანამ სევდა არ დამრევდა
ხელს. ადამიანები განსაკუთრებული ქმნილებები ვართ – თანდა-
თან ყველაფერს ვეჩვევით ხოლმე, მაგრამ როცა მამეჰას გმირის –
ქმრისა და მისი საყვარლის თვალს მოფარებული ქალის მგლოვია-
რე როკვა თვალწინ დამიდგებოდა, იმ ნაცნობ, ნაღვლიან განცდას
ისევე ვერ ვუძალიანდებოდი, როგორც სუფრაზე სახელდახელოდ
დაჭრილი ვაშლის სურნელს.

***
წარმოდგენების დასრულებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი.
მე და მამეჰა გასახდელში, ერთ-ერთ გეიშასთან საუბარს გვიანო-
ბამდე შევრჩით. როცა თეატრს ვტოვებდით, ვიცოდით, რომ გარეთ
აღარავინ დაგვხვდებოდა. მართლაც, ქუჩა სრულიად გაუკაცრიე-
ლებული იყო, მაგრამ უცებ ერთ-ერთი მანქანიდან უნიფორმიანი მძ-
ღოლი გადმოვიდა და უკანა კარი გააღო. გზის გაგრძელებას ვაპი-
რებდით, მაგრამ მანქანიდან ნობუმ გადმოაბიჯა.
– ნობუ-სან! – წამოიძახა მამეჰამ. – ვხედავ, რომ საიურის საზო-
გადოებაში ყოფნა აღარ გაინტერესებთ და სიმართლე გითხრათ,
ამის გამო უკვე ნერვიულობას ვიწყებ. ეს ბოლო თვეა, ყოველდღე
სასოებით ველით თქვენგან მოკითხვას!
– თქვენი ჩივილი უადგილოა, ლამის ერთი საათია, თეატრის
კართან გიცდით! – უპასუხა ნობუმ.
– თქვენც ახლა გამოხვედით წარმოდგენიდან? ჩვენი საიური
ნამდვილი ვარსკვლავი გახდა! – თქვა მამეჰამ.
– რაღა „ახლა“, ერთი საათია, რაც ცეკვები დასრულდა. ამასო-
ბაში მძღოლის დაბარებაც კი მოვასწარი და რაღაც მოვატანინე! –
უპასუხა ნობუმ და ცალი ხელით მანქანის ფანჯარაზე ისე დააბრახუ-
ნა, დამფრთხალ მძღოლს თავიდან კეპი გადმოუვარდა. ფანჯარა ჩა-
მოსწია და ნობუს ევროპულ სტილში, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუ-

380
თული ნივთი გადმოაწოდა. ნობუ ჩემკენ მოტრიალდა. თავი მოწიწე-
ბით დავუხარე და მოვახსენე, რომ მისი ხილვა ჩემთვის დიდი ბედ-
ნიერება იყო.
– ძალიან ნიჭიერი მოცეკვავე ხარ, საიური. მე საჩუქრებს უმიზე-
ზოდ არ ვარიგებ ხოლმე, – მითხრა მან, თუმცა დღესაც არ მგონია,
რომ ეს სიმართლეა, – იქნებ ამიტომაც არის, რომ მამეჰას და და-
ნარჩენ გიონელებს ისე არ მოვწონვარ, როგორც სხვა მამაკაცები
მოსწონთ!
– ნობუ-სან! ეგ ვინ გითხრათ?! – წამოიძახა მამეჰამ.
– გეიშებს მშვენივრად გიცნობთ, ოღონდ მამაკაცმა დაგასაჩუქ-
როთ და ათასგვარ სისულელეს შეეგუებით! – უპასუხა ნობუმ და პა-
ტარა ფუთა გამომიწოდა.
– ნობუ-სან, ნეტავ, მე რომელ სისულელესთან მომთხოვთ შეგუ-
ებას? – ვკითხე უცებ. რა თქმა უნდა, ვხუმრობდი, მაგრამ ნობუმ ეს
ხუმრობად სულაც არ აღიქვა და შემომიღრინა:
– მე მგონი, უკვე გითხარით, რომ სხვებს არ ვგავარ.‒ეს გეიშები
ადამიანის ნათქვამს რატომ არ იჯერებთ ხოლმე?! თუ სურვილი თუ
სურვილი გაქვს, დროზე გამომართვი, სანამ გადამიფიქრებია!
მადლობა გადავუხადე და ფუთა გამოვართვი, ნობუმ კი მანქანის
ფანჯარას ისევ დაუშინა მუშტი. მძღოლი გადმოხტა და კარი გაუღო.
თავდახრილები ვიდექით, სანამ მანქანამ კუთხეში არ გაუხვია, შემ-
დეგ მამეჰამ კაბურენჯოს თეატრის ბაღში წამიყვანა. იქ, კობრებით
სავსე ტბორთან, ქვის სკამზე ჩამოვსხედით და ფუთა გავხსენით. ოქ-
როსფერ ქაღალდში გახვეულ, წითელი ლენტით შეკრულ პაწაწინა
კოლოფზე ცნობილი საიუველირო მაღაზიის შტამპი იყო ამოტვიფ-
რული. კოლოფში თვითნაბადი პატიოსანი თვალი იდო. ეს იყო ლა-
ლი, დაახლოებით ატმის კურკის ზომისა. ტბორის ფონზე მზის შუქით
გაცისკროვნებული, სისხლის გიგანტური წვეთივით ელავდა. როცა
ხელში შევათამაშე, მისმა ათინათებმა სახეზე ასკინკილით გადა-
მირბინეს, ჩემი გული კი ყოველ მათ გატოკებას ბაგაბუგით ეხმიანე-
ბოდა.

381
– ვხედავ, როგორ ღელავ, – თქვა მამეჰამ, – მეც ძალიან შევხა-
რი შენს წარმატებას. ოღონდ იცოდე, ზედმეტი არ მოგივიდეს. ცხოვ-
რებაში კიდევ ბევრ ძვირფას თვალს მიიღებ, საიური. ალბათ უამ-
რავს... მაგრამ ასეთი შესაძლებლობა აღარასდროს გამოგიჩნდება.
ეს ლალი ოკიაში წაიღე და დედას გადაეცი
შევცქეროდი ამ მშვენიერებას, ვტკბებოდი მისი მოკიაფე შუქით,
რომელიც ჩემს ხელისგულს ვარდისფრად აფერადებდა, და დედაზე
ვფიქრობდი. თვალწინ დამიდგა ავადმყოფურად ჩაყვითლებული
მისი თვალები და უმი ხორცისფერი ქუთუთოები. რაღა ბევრი გავაგ-
რძელო, მისთვის ამ განძის გადაცემა იგივე იყო, მაჩვი რომ აბრეშუ-
მის სამოსელში გამომეწყო, მაგრამ მამეჰას სიტყვას ნამდვილად
ვერ გადავუხვევდი. .
‒ როცა გადასცემ, – განაგრძო მამეჰამ, – ძალიან ტკბილად უნ-
და დაელაპარაკო: „დედა, ასეთი სამკაული ნამდვილად არ მჭირდე-
ბა. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ მიიღებთ. მე ხომ წლების მან-
ძილზე ასე შეგაწუხეთ!“
მეტს ნურაფერს ეტყვი, იცოდე, თორემ იფიქრებს, რომ დასცინი.
როცა მოგვიანებით ჩემს ოთახში ვიჯექი და ნობუსთვის წერილის
მისაწერად მყარი მელნის ბრიკეტს ვფქვავდი, თანდათან ჩამოწვა
ბინდი ჩემს სულში. ეს ძვირფასი თვალი მამეჰას რომ ეთხოვა ჩემ-
თვის, სიხარულით ვაჩუქებდი, მაგრამ დედას?! ნობუს მიმართ დღი-
თი დღე სულ უფრო თბილი გრძნობა მამოძრავებდა და გული მწყდე-
ბოდა, რომ მისი ძვირად ღირებული საჩუქარი ასეთი ქალისთვის უნ-
და ჩამეგდო ხელში. დანამდვილებით ვიცოდი: ეს რომ თავმჯდომა-
რის საჩუქარი ყოფილიყო, ვერაფრით გავიმეტებდი!
ბარათის წერა დავასრულე და დედას ოთახში შევაკითხე. ბინ-
დბუნდში იჯდა, თავის ძაღლს ეფერებოდა და აბოლებდა.
– რა გინდა? ახლა ვაპირებდი მოახლის დაძახებას, რომ ჩაიდანი
მოეტანა.
– შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, დედა, მაგრამ დღეს, როცა მე
და მამეჰა თეატრიდან გამოვედით, გარეთ პრეზიდენტი ნობუ ტოსი-
კაძუ მელოდა.

382
– ალბათ მამეჰას ელოდა.
– არ ვიცი, დედა. საჩუქარი მე გადმომცა. ლამაზი ნივთია, მაგ-
რამ მე არ მჭირდება.
მინდოდა მეთქვა, რომ საჩუქრის მიღებით დიდ პატივს დამდებ-
და, მაგრამ დედა არ მისმენდა. ყალიონი მაგიდაზე დადო და სანამ
კოლოფს გავუწვდიდი, თვითონ გამომართვა. ისევ ვცადე საქმის ვი-
თარების ახსნა, მაგრამ ყური არც ამჯერად მათხოვა, კოლოფი გად-
მოაბრუნა და ლალი თავის გაზინთულ ხელისგულებში მოიქცია.
– ეს რა არის?
– ეს ნობუს საჩუქარია, დედა. ნობუ ტოსიკაძუს ვგულისხმობ,
„ივამურა ელექტრიკის“ პრეზიდენტს.
– მეგონა, იცოდი, რომ ნობუ ტოსიკაძუს ვიცნობ!
ამ სიტყვებით წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ქაღალდის დარა-
ბა გადასწია და ლალს მიმწუხრის შუქზე გახედა. ზუსტად ისე ატრია-
ლებდა თითებით, როგორც ამას მე ვაკეთებდი თეატრის ბაღში. ისიც
ჩემსავით ადევნებდა თვალს მისი სხივების თამაშს. ბოლოს დარაბა
კვლავ მიხურა, თავის ადგილს დაუბრუნდა და მითხრა:
– შენ ალბათ რაღაც გეშლება. დავიჯერო, ნობუს არ უთქვამს,
რომ ეს საჩუქარი მამეჰასთვის უნდა გადაგეცა?
– მამეჰა თან მახლდა, – ვუპასუხე მე.
ცხადლივ წარმოვიდგინე, რაც ხდებოდა ახლა მის გონებაში:ისე-
თი ორომტრიალი იყო, როგორც ტრანსპორტით გადატვირთულ
გზაჯვარედინზე. ძვირფასი თვალი მაგიდაზე დადო და ყალიონი ისევ
მოქაჩა. კვამლის ფთილებს შევცქეროდი და მეჩვენებოდა, რომ დე-
და მათი სახით თავის პატარა, არეულ ფიქრებს უშვებდა ჰაერში.
– გამოდის, რომ ნობუ ტოსიკაძუ შენით დაინტერესდა, – ჩაილა-
პარაკა ბოლოს, ყალიონი ისევ მაგიდაზე მიაგდო, თითქოს ამ ჟეს-
ტით მიმანიშნა, რომ საუბარმა გაცილებით სერიოზული სახე მიიღო.
– თვალი ვერ მიგადევნე, როგორც საჭირო იყო. თუ შეყვარებუ-
ლები გყავს, დროა, ახლა გამიმხილო, – მითხრა უცებ.
– ერთი შეყვარებულიც კი არასოდეს მყოლია, დედა, – ვუპასუხე
მე.

383
არ ვიცი, დამიჯერა თუ არა. მომეჩვენა, რომ ჩემს სიტყვებს ყურში
არც კი უშვებდა. მამეჰას მითითებისამებრ, იმის თქმაც კი ვერ მო-
ვასწარი, რომ ლალს საჩუქრად ვთავაზობდი. შევეცადე, როგორმე
მომეფიქრებინა, რა ფორმით შევხებოდი ამ საკითხს, მაგრამ როცა
საუბარი დავაპირე და ძვირფას თვალს დავხედე, ალბათ იფიქრა,
რომ უკან მიმქონდა, სიტყვის თქმა აღარ დამაცადა, ხელი სტაცა და
მუშტში ჩამალა.

***
რამდენიმე დღეში ეს საუბარი მაინც შედგა. საღამო ხანს ოკიაში
მამეჰა გვეწვია, მისაღებ ოთახში დამიმარტოხელა და მაუწყა, რომ
ჩემი მიძაჯესთვის ფასების დასახელება უკვე დაწყებული იყო. ამის
შესახებ შეტყობინება იმ დილით „იჩირიკის“ დიასახლისისგან მოს-
ვლოდა.
– ცუდ დროს დაემთხვა ეს ამბავი, – დაიჩივლა მამეჰამ, – დღეს
ტოკიოში მივემგზავრები. თუმცა მე შენ არ გჭირდები, თვითონაც მი-
ხვდები ყველაფერს. თუ ფასები ავარდა, ამას რაღაც-რაღაცები მოჰ-
ყვება.
– არ მესმის, რა უნდა მოჰყვეს?
– ათასნაირი რამე... – მიპასუხა მამეჰამ და ისე დაგვტოვა, ჩა-
იზეც კი არ დაგვეწვია.
ტოკიოში სამი დღე დაჰყო. მსახური რომ მომიახლოვდებოდა,
ახალი ამბის მოლოდინში ელეთ-მელეთი მომდიოდა, მაგრამ ორმა
დღემ ყოველგვარი სიახლის გარეშე ჩაიარა. მესამე დღეს დეიდამ
ამბავი მომიტანა, მეორე სართულზე დედა გელოდებაო. კიბის პირ-
ველ საფეხურზე ფეხი არ მქონდა შედგმული, როცა გასაცურებელი
კარის ხმაური გავიგონე. უცებ დედას ოთახიდან გოგრა გამოენთო.
ბადიიდან გადმოსხმული წყლის სიჩქარით მოექანებოდა, ფეხებით
თითქოს არც კი ეხებოდა იატაკს. კიბეზე ჩამოსვლისას მოაჯირზე
თითი მიიჭეჭყა. ალბათ ეტკინა, რადგან ბოლო საფეხურზე გაჩერდა
და თითი ჰაერში აიშვირა.

384
– სად არის ჰაცუმომო? – იკითხა ტკივილისგან გამწარებულმა.
– უნდა ვიპოვო!
– ეტყობა, არ გეყო, რაც იტკინე და ახლა ჰაცუმომოს დაეძებ,
რომ კიდევ დაგიმატოს, არა? – შეუტია დეიდამ.
გოგრა ძალიან დაზაფრული ჩანდა და ამის მიზეზი მხოლოდ ნატ-
კენი თითი არ იყო. მაგრამ ჩემს შეკითხვებს არ უპასუხა, კარს ეცა
და გარეთ გავიდა.
ოთახში რომ შევედი, დედა მაგიდასთან იჯდა და ყალიონის და-
ტენას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და გვერდზე გადადო. ერთ-
ერთ თაროზე, სადაც მისი დავთრები ეწყო,ევროპული ნაკეთობის
შუშის ბუდეში ჩასმული ლამაზი საათი იდგა. დედა საათს ხშირ-ხში-
რად უყურებდა, მაგრამ რამდენიმე წუთი ისე გავიდა, ჩემთვის ხმა
არ გაუცია. ბოლოს ისევ მე ავლაპარაკდი:
– შეწუხებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ მითხრეს, რომ ჩემი
ნახვა გსურდათ.
– ექიმი იგვიანებს. დაველოდოთ.
რადგან ექიმი ახსენა, გავიფიქრე, რომ ჩემს მიძაჯესთან დაკავში-
რებულ საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ ექიმი კიბორჩხა-
ლა უნდა მოსულიყო. ასეთ რამეს არ ველოდი. მუცელში უსიამოვნო
ჟრჟოლამ დამიარა. დედა არ ჩქარობდა და დრო ძაღლის ფერებაში
გაჰყავდა. ბოლოს ცხოველს მისი გადამეტებული ყურადღება მოჰ-
ბეზრდა და ღრენა დაუწყო.
როგორც იქნა, მოაღწია ქვედა სართულიდან ჩვენი მოახლეების
ხმებმა. შემოსასვლელში ვიღაცას ესალმებოდნენ. სტუმრის მისაგე-
ბებლად დედა ქვევით ჩავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში, ექიმ კი-
ბორჩხალას ნაცვლად, უცნობი ახალგაზრდა კაცის თანხლებით
დაბრუნდა.
სტუმარს ვერცხლისფერი, კოხტად გადავარცხნილი თმა ჰქონ-
და, ხელში ტყავის ჩანთა ეჭირა.
– აი, ეს გოგონაა, – უთხრა დედამ.
მე და ახალგაზრდა ექიმი თავის დაკვრით მივესალმეთ ერთმა-
ნეთს.

385
– ქალბატონო, საით მიბრძანებთ?– ჰკითხა სტუმარმა დედას.
ეს ოთახიც ივარგებსო, უპასუხა დედამ და კარი ისე გულმოდგი-
ნედ მიხურა, მივხვდი, რომ რაღაც უსიამოვნო ამბავი მელოდა. დე-
დამ ობი შემხსნა, დაკეცა და მაგიდაზე დადო. შემდეგ კიმონო გამხა-
და და კუთხეში, სადგარზე ჩამოკიდა. დავრჩი ყვითელი ქვედა ხალა-
თის ამარა. თავიდან საკმაოდ მშვიდად ვიყავი, მაგრამ როცა დედა
მის ზონრებსაც წაეპოტინა, თავი ვეღარ შევიკავე და გავუძალიანდი.
ამაო მცდელობა იყო. ჩემი ხელები ზუსტად ისე ჩამოიშორა, რო-
გორც ამას ბარონი აკეთებდა. ძარღვები ამიშალა ამ უსიამოვნო მო-
გონებამ. როცა ქვედა სარტყელი ჩამომხსნა, კოსიმაკიც ზუსტად ისე
შემომაცალა, როგორცეს ჰაკონეში მოხდა. არც ამან გამიხარა გუ-
ლი, თუმცა, ბარონისგან განსხვავებით, ხალათის უბე არ გაუხსნია,
პირიქით, ტანზე შემომახვია და ჭილოფებზე დაწოლა მიბრძანა.
ექიმმა ჩემს ფეხებთან ჩაიმუხლა, ბოდიში მომიხადა, ხალათი ამი-
წია და ფეხები გამიშიშვლა. მამეჰას მიძაჯეს შესახებ ჩემთვის ბევრი
არაფერი უთქვამს, ახლა კი მივხვდი, რომ აჯობებდა, გაცილებით
მეტი ინფორმაცია მქონოდა. „ნეტავ რა ხდება? ყველაზე მაღალი ფა-
ასი ამ ახალგაზრდა ექიმმა დაასახელა? ექიმ კიბორჩხალასა და ნო-
ბუს რა ბედი ეწიათ?“ – ვფიქრობდი ჩემთვის. ისიც კი მომივიდა აზ-
რად, რომ დედა გამიზნულად უშლიდა ხელს მამეჰას გეგმებს. ამა-
სობაში ახალგაზრდა ექიმმა ფეხები გამაშლევინა და ლაჯებშუა ხე-
ლი გამიყარა. იქვე შევნიშნე, რომ მასაც თავმჯდომარესავით ნატი-
ფი ხელები ჰქონდა. თავი ისე დამცირებულად და დაუცველად ვიგ-
რძენი, რომ სახეზე ინსტინქტურად ხელი ავიფარე. მინდოდა ფეხები
შემეტყუპებინა, მაგრამ ვშიშობდი, რომ ამით ექიმს საქმეს გავუძ-
ნელებდი და ამ ორთაბრძოლას მხოლოდ გავაჭიანურებდი.
თვალდახუჭული და სუნთქვაშეკრული ვიწექი და ვფიქრობდი,
რომ სწორედ ასე გრძნობდა თავს პატარა ტაქუ, როცა ერთხელ ნემ-
სი გადასცდა და დეიდამ ხახა გაუღო, დედა კი ყელში თითებით ჩა-
აფრინდა. ამასობაში ექიმი გამალებით მუშაობდა. საჭირო დროს
ორივე ხელიც კი მოიშველია, მაგრამ როგორც იქნა, თავი დამანება
და ხალათი ჩამომიწია.

386
როცა თვალები გავახილე, უკვე ხელებს ტილოთი იწმენდდა.
– გოგონა ხელუხლებელია, – თქვა მან.
– ძალიან კარგი! – უპასუხა დედამ. – როგორ ფიქრობთ, ბევრი
სისხლი იქნება?
– არავითარი სისხლი, მე არაფერს შევხებივარ, მხოლოდ და-
ვათვალიერე.
– ვგგულისხმობ, მიძაჯეს დროს...
– ვერაფერს გეტყვით. ჩვეულებრივი რაოდენობით, ალბათ.
როცა ახალგაზრდა თმაშევერცხლილმა ექიმმა იქაურობა დატო-
ვა, დედა ჩაცმაში დამეხმარა და მაგიდასთან დამსვა. შემდეგ ყო-
ველგვარი გაფრთხილების გარეშე ყურის ბიბილოში მწვდა და ისე
ძლიერად მომქაჩა, ხმამაღლა შევკივლე. კარგა ხანს ვეჭირე ყუ-
რით. ვისხედით ასე, თავებით ერთმანეთზე შეტყუპებულები, დედა
კი ყურში ჩამძახოდა:
– ძალიან ძვირად ღირებული საქონელი ხარ, ჩემო პატარავ. სა-
თანადოდ არ გაფასებდი. გამიმართლა, აქამდე არაფერი რომ არ
მოხდა. ერთი რამ იცოდე: დღეიდან თვალს უფრო ყურადღებით მიგ-
ადევნებ. იმისთვის, რაც მამაკაცებს შენგან უნდათ, დიდ ფასს გადა-
იხდიან, იცოდე. გესმის ჩემი?
– დიახ, ქალბატონო! – ვუპასუხე (ყურზე ისე გამეტებით მექაჩე-
ბოდა, რას აღარ დავთანხმდებოდი!).
– თუ მამაკაცს უფასოდ მისცემ იმას, რისთვისაც ფული უნდა გა-
დაიხადოს, ეს ოკიის მოტყუებად ჩაგეთვლება. შენ ჩემი ვალი გაქვს
და მე ამ თანხას აუცილებლად მივიღებ. ეს არ არის მხოლოდ ფუჭი
ლაპარაკი! – დასძინა დედამ და ცალი ხელით რაღაც შემზარავი
ბგერა გამოსცა: თითები ხელისგულზე ჩამოისვა და ყურისმომჭრე-
ლად დაატკაცუნა.
– დიახ, მამაკაცები ამაში ფულს გადაიხდიან, – განაგრძო მან, –
მაგრამ შენთან უბრალო გამოლაპარაკებაც ძვირი დაუჯდებათ.
იცოდე, თუ თვალი შეგასწარი, რომ მამაკაცთან შესახვედრად სადმე
მიძვრები, თუნდაც ორიოდე სიტყვის სათქმელად...

387
აზრი არ დაუსრულებია, მაგრამ კვლავაც ისე გააფთრებით
მწვდა ყურში, ყველაფერი გასაგები გახდა. დიდი გაჭირვებით მო-
ვითქვი სული. როცა ვიგრძენი, რომ მეტყველების უნარი დამიბრუნ-
და, ვუთხარი:
– დედა, თქვენთვის ასეთი არაფერი დამიშავებია
– ჯერ არა. თუ გონება გიჭრის, არც დააშავებ, – იყო პასუხი.
წასვლა დავაპირე, მაგრამ არ გამიშვა, ცარიელ ყალიონს თითე-
ბი მიუკაკუნა, დატენა, მოუკიდა და გამოაცხადა:
– გადაწყვეტილება უკვე მივიღე. ამ ოკიაში შენი სტატუსი იცვლე-
ბა.
სახტად დარჩენილმა პირი გავაღე, მაგრამ ლაპარაკი არ დამა-
ცალა:
– იმ კვირაში მე და შენ ცერემონია უნდა ჩავატაროთ. ამის შემ-
დეგ ჩემი ქალიშვილი ხდები. ღვიძლი ქალიშვილი. თითქოს ამქვეყ-
ნად მე გაგაჩინე. გადავწყვიტე, გიშვილო. ერთ მშვენიერ დღეს ეს
ოკია შენი იქნება.
პასუხი ვერ მოვიფიქრე. ხეირიანად არც ის მახსოვს, რა მოხდა
შემდეგ. დედა ლაპარაკს განაგრძობდა და მეუბნებოდა, რომ ქალი-
შვილის სტატუსის გათვალისწინებით მალე უფრო დიდ ოთახს დავი-
კავებდი, რომელშიც ახლა ჰაცუმომო და გოგრა ცხოვრობდნენ, ეს
ორი კი შედარებით მომცრო ოთახში გადაინაცვლებდა, სადაც ამჟა-
მად მე ვიყავი დაბინავებული. ცალი ყურით ვუსმენდი და თანდათან
ვაცნობიერებდი, რომ ამიერიდან ჰაცუმომოს ტირანიისგან აღარ
დავიტანჯებოდი. მამეჰას ჩანაფიქრიც იმთავითვე სწორედ ამას გუ-
ლისხმობდა, თუმცა პირადად მე არასოდეს მჯეროდა, რომ ეს სინამ-
დვილეში მოხდებოდა. ამასობაში დედა ჩემს დამოძღვრას განაგ-
რძობდა. შევცქეროდი მის მოჩვარულ ქვედა ტუჩს და ჩაყვითლე-
ბულ თვალებს და ვფიქრობდი: „თქმა არ უნდა, ამაზრზენი ქალია,
მაგრამ ამ ამაზრზენი ქალის შვილობა იმით მარგებს, რომ ჰაცუმო-
მო ვეღარ მომწვდება!“
უცებ ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე თვითონ ჰაცუმომო გა-
მოჩნდა.

388
– რა გინდა? დაკავებული ვარ! – მიახალა დედამ.
– გადი აქედან, დედას უნდა დაველაპარაკო, – გადმომილაპა-
რაკა ჰაცუმომომ.
– თუ ჩემთან საუბარი გინდა, საიურის უნდა ჰკითხო, ინებებს თუ
არა ოთახის დატოვებას, – თქვა დედამ.
– ქენი სიკეთე და დაგვტოვე, საიური, – დამცინავად მომიგდო
ჰაცუმომომ.
და აი, ცხოვრებაში პირველად შევუბრუნე ენა ისე, რომ საპასუხო
სასჯელის არ შემშინებია:
– მხოლოდ იმ შემთხვევაში გავალ, თუ დედა ისურვებს!
– დედა, ქენი სიკეთე და სთხოვე პატარა ქალბატონ ჩერჩეტას,
რომ დაგვტოვოს, – თქვა ჰაცუმომომ.
– კმარა, ნუ გამიწყალე გული! – შეუტია დედამ. – შემოდი და
მითხარი, რა გინდა!
ჰაცუმომო აიმრიზა, მაგრამ დაემორჩილა და მაგიდასთან ისე ახ-
ლოს ჩამომიჯდა, მისი სუნამოს სურნელი ვიგრძენი.
– ამასწინათ საწყალმა გოგრამ მოირბინა ჩემთან, – დაიწყო მან,
უსაშველოდ შეწუხებული იყო. შევპირდი, რომ გაგესაუბრებოდით,
დედა. ძალიან უცნაური რაღაც მითხრა, დედამ აზრი შეიცვალაო! მე
არ დავუჯერე.
– ნეტავ, რას გულისხმობდა? ამ ბოლო დროს აზრი არაფერზე შე-
მიცვლია...
– მეც ეგ ვუთხარი, რომ თქვენს სიტყვას არასოდეს გადაუხვევთ.
მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავს უკეთ იგრძნობს, თუ ამას თქვენი
პირით ეტყვით.
– რა უნდა ვუთხრა?
– რომ მისი შვილად აყვანა არ გადაგიფიქრებიათ.
– რატომ მოუვიდა თავში ასეთი აზრი? ვინ უთხრა, რომ შვილად
აყვანას სწორედ მას ვუპირებდი?
გული მომეწურა. თვალწინ დამიდგა გულმოკლული გოგრა, რო-
მელიც კიბეზე კისრისტეხით ჩარბოდა. მისი ასეთი რეაქცია სულაც

389
არ იყო გასაკვირი, რადგან ამიერიდან ვერავინ იტყოდა, რას უქად-
და ცხოვრება.
ამ საუბრის დროს ჰაცუმომოს ბაგეზე ჩვეული ღიმილი გადაჰფე-
ნოდა, რომელიც მას ფაიფურის ქანდაკებას ამსგავსებდა, მაგრამ
დედას სიტყვებმა მასზე ისე იმოქმედა, თითქოს ქვები დაუშინესო.
სიძულვილით გადმომხედა და თქვა:
– ესე იგი, მართალი ყოფილა! შვილად საიური უნდა აიყვანოთ.
არადა, გოგრას უპირებდით შვილად აყვანას, ნუთუ არ გახსოვთ,
დედა? ეს ამბავი სწორედ ჩემი პირით შეუთვალეთ!
– გოგრას რა ამბავი მიუტანე, ჩემი საქმე არ არის. გარდა ამისა,
ვთვლი, რომ ამ გოგოს ისეთი მასწავლებლობა ვერ გაუწიე, რო-
გორიც მოგეთხოვებოდა. თავიდან არა გიშავდათ, მაგრამ ბოლო
დროს...
– თქვენ ხომ დაგვპირდით, დედა... – ჩაილაპარაკა ჰაცუმომომ
რაღაც უცნაური ტონით, რომელმაც, ცოტა არ იყოს, დამაფრთხო.
– თავს ნუ ისულელებ! შენ კარგად იცი, რომ საიურის თვალი დი-
დი ხნის წინ დავადგი. გოგრას რისთვისღა ვიშვილებდი?! – შეუტია
დედამ.
მშვენივრად ვიცოდი, რომ დედა ტყუოდა. ესეც არ იკმარა, მე მო-
მიბრუნდა და მკითხა:
– საიური-სან, გაიხსენე, როდის დაგელაპარაკე ამ საკითხზე
პირველად? მგონი, ერთი წლის წინ, არა?
ალბათ გინახავთ დედა კატა, რომელიც კნუტებს ნადირობას ას-
წავლის, უმწეო თაგვს თათებით დასწვდება ხოლმე და მათ თვალწინ
ნაფლეთებად აქცევს. ეს ქალი ახლა იმავეს აკეთებდა: მაძლევდა
შესაძლებლობას, ისეთი გავმხდარიყავი, როგორიც თვითონ იყო.
ამისთვის ერთადერთი რამ იყო საჭირო – ზუსტად მასავით უნდა
მეცრუა: „დიახ, დედა, ეს საკითხი ჩემთან არაერთხელ გიხსენები-
ათ!“ ეს იქნებოდა ჩემთვის პირველი ნაბიჯი. ერთ მშვენიერ დღეს
მეც გავხდებოდი მოჟამულ ოთახში თავის დავთრებთან ერთად შე-

390
ყუჟული თვალებჩაყვითლებული მოხუცი ქალი. მაგრამ მე ამის გა-
კეთება არ შემეძლო – მისი მიმხრობაც ისევე მეთაკილებოდა, რო-
გორც ჰაცუმომოსი.
ჰაცუმომოს ბრაზისგან სახე აუჭრელდა. წამოდგა და კარისკენ
გაემართა, მაგრამ დედამ შეაჩერა:
- საიური ერთ კვირაში ჩემი ქალიშვილი გახდება. ამასობაში უნ-
და ისწავლო, როგორ მოექცე მას სათანადო პატივისცემით. ქვევით
რომ ჩახვალ, რომელიმე მოახლეს უთხარი, მე და საიურის ჩაი
ამოგვიტანოს.
ჰაცუმომომ თავი ოდნავ დაუკრა და ოთახიდან გავიდა.
– ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი დავიდარაბის მიზეზი გავხდი,
დედა. დარწმუნებული ვარ, ჰაცუმომო ცდება, როცა ამბობს, რომ
გოგრასთან დაკავშირებთ რაიმე გეგმები გქონდათ, მაგრამ... თუ
ნებას დამრთავთ, ერთ კითხვას დაგისვამთ: არ შეიძლება, მე და
გოგრა ერთდროულად გვიშვილოთ?
– ყოჩაღ, შენ თურმე ბიზნესში მშვენივრად ერკვევი! – წამოიძახა
დედამ. – როგორც მივხვდი, ცდილობ, ოკიის მართვა მასწავლო,
არა?
რამდენიმე წუთში მოახლე შემოვიდა და ლანგრით ჩაიდანი და
ფინჯანი მოიტანა. დიახ, მხოლოდ ერთი ფინჯანი. თუმცა დედას
ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ჩაი დავუსხი. იჯდა, ჩაის წრუპა-
ავდა და თავის წითლად მოარშიებულ თვალებს არ მაშორებდა.

391
თავი ოცდამესამე

როცა მეორე დღეს ქალაქში დაბრუნებულმა მამეჰამ შეიტყო,


რომ დედა შვილად აყვანას მიპირებდა, ისეთი სიხარული ვერ შე-
ვატყვე, როგორსაც ველოდი. აშკარად კმაყოფილი ჩანდა, თავი და-
მიქნია, მაგრამ არ გაუღიმია. საქმე სხვანაირად ხომ არ მოტრიალ-
და და იმედები ხომ არ გაგიცრუვდათ მეთქი, ვკითხე.
– არა, ექიმ კიბორჩხალასა და ნობუს შორის გაჩაღებულმა ვაჭ-
რობამ ზუსტად ისე ჩაიარა, როგორც ვიმედოვნებდი.ბოლოს კარგა
გვარიანი თანხა დასახელდა. იმ წუთიდან, რაც ეს გავიგე, ვიცოდი,
რომ ქალბატონი ნიტა აუცილებლად გიშვილებდა. რასაკვირველია,
ძალიან გამიხარდა! – მიპასუხა მამეჰამ.
თქმით სწორედ ეს მითხრა, მაგრამ სიმართლე, როგორც შემ-
დგომში ჩემთვის თანდათანობით გახდა ცნობილი, სულ სხვაგვა-
რად გამოიყურებოდა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ექიმ კი-
ბორჩხალასა და ნობუს შორის დაწყებული ვაჭრობა ექიმ კიბორჩხა-
ლასა და ბარონს შორის ორთაბრძოლად გადაიქცა. არ ვიცი, რამ-
დენად განიცადა ეს ფაქტი მამეჰამ, მაგრამ ვფიქრობ, ჩემ მიმართ
მისი მოულოდნელი, დროებითი სიცივე სწორედ ამან განაპირობა
და სიმართლეც ამავე მიზეზით დამიმალა. არ იფიქროთ, რომ ნობუს
ამ საქმეში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. პირიქით, ჩემი მიძა-
ჯესთვის საკმაოდ ენერგიულად იბრძოდა, მაგრამ მხოლოდ პირ-
ველ დღეებში, სანამ ციფრი 8000 იენამდე ააღწევდა. ნობუ რომ ამ
პროცესს გამოეთიშა, ამის მიზეზი ფასის აწევა სულაც არ გახლდათ.
მამეჰამ იცოდა, რომ ნობუ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერ
ადამიანს შეეჭიდებოდა. სირთულე სხვა რამეში მდგომარეობდა,
რაც მამეჰამ წინასწარ ვერ განჭვრიტა. საქმე ის გახლდათ, რომ ნო-
ბუ ჩემი მიძაჯეს მიმართ საკმაოდ ზედაპირულ ინტერესს იჩენდა.
მხოლოდ გარკვეული კატეგორიის მამაკაცები ხარჯავენ დროსა და

392
ფულს მიძაჯესთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ნობუ მათ რიცხვს
არ მიეკუთვნებოდა. გეხსომებათ ალბათ, რამდენიმე თვით ადრე მა-
მეჰამ რომ მითხრა, მამაკაცი თხუთმეტი წლის შეგირდ გეიშასთან
ურთიერთობას არასოდეს იწყებს, თუ მისი მიძაჯე არ აქვს მიზნადო.
ესეც დასძინა:
– ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ნობუს ინტერესის მთავარი საგანი
შენთან ფუჭი მუსაიფი სულაც არ არის.
ფუჭ მუსაიფს რაც შეეხება, იქნებ მართალიც იყო, მაგრამ ნობუს
რომ არც ჩემი მიძაჯე იზიდავდა, ესეც ცხადი გახდა.
რაც შეეხება ექიმ კიბორჩხალას, ის სწორედ იმ მამაკაცების
რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომლებიც ნობუს მსგავსი ადამიანისთვის
მიძაჯეს დათმობას ალბათ ძველი ტრადიციული წესით თავის მოკ-
ვლას ამჯობინებდნენ. ვაჭრობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ექი-
მის მეტოქე ნობუ აღარ იყო, მაგრამ ექიმმა ამის შესახებ არაფერი
იცოდა, რადგან „იჩირიკის“ დიასახლისმა გადაწყვიტა, მისთვის ეს
ფაქტი არ გაემხილა. მას საამისოდ თავისი მოტივები ჰქონდა: სურ-
და, ფასები უფრო მაღლა ასულიყო. ამიტომ, როცა ექიმს ტელეფო-
ნით დაელაპარაკა, მხოლოდ ეს უთხრა:
– ექიმო, ოსაკადან ამ წუთში მომივიდა ამბავი, რომ ხუთი ათას
იენას გვთავაზობენ!
არ იყო გამორიცხული, ქალაქ ოსაკადან მსგავსი ინფორმაცია
მართლაც მოსვლოდა, მით უმეტეს, რომ იქ მისი და ცხოვრობდა,
მაგრამ დიასახლისი ღია სიცრუეს ერიდებოდა და კონკრეტულად
არავინ დაასახელა. ექიმმა კი ოსაკას ხსენებისას ივარაუდა, რომ ეს
შემოთავაზება ნობუსგან მოდიოდა. არადა, სინამდვილეში ეს პი-
როვნება ბარონი გახლდათ.
ბარონმა, თავის მხრივ, მშვენივრად იცოდა მეტოქის ვინაობა,
მაგრამ მისთვის სულერთი იყო. მას მიძაჯე სწყუროდა და იმის გა-
ფიქრებაზეც კი პატარა ბიჭივით იბუტებოდა, რომ ამ ორთაბრძოლა-
ში დამარცხება ელოდა. მოგვიანებით ერთმა გეიშამ მიამბო, რა სა-
უბარი ჰქონდა ბარონთან დაახლოებით იმ დღეებში

393
– გაიგე, რა ხდება? მიძაჯესთვის ვემზადები, მაგრამ ვიღაც ექიმი
გზაზე მეღობება. მხოლოდ ერთ მამაკაცს შეუძლია ამა თუ იმ ტერი-
ტორიის პირველაღმომჩენი გახდეს, და მაქვს სურვილი, რომ ეს მა-
მაკაცი მე გავხდე, მაგრამ არ ვიცი, რა ვქნა! ამ შლეგ ექიმს, მგონი,
არც კი ესმის, რომ ამ ციფრების უკან, რომლებსაც ასე გაუაზრებ-
ლად ასახელებს, რეალური თანხები დგას! – შესჩივლა ბარონმა გე-
იშას.
ამასობაში ფასებმა ისე მაღლა აიწია, რომ უკან დახევა ბარონ-
მაც კი გადაწყვიტა. ციფრი იმდენად მიუახლოვდა რეკორდულ მაჩ-
ვენებელს, რომ „იჩირიკის“ დიასახლისმა გადაწყვიტა, მოვლენების
განვითარება დაეჩქარებინა და ამ მიზნით ბარონიც, ექიმის მსგავ-
სად, შეცდომაში შეიყვანა. ტელეფონით ესაუბრა და აუწყა, რომ „უც-
ნობმა ბატონმა ძალიან მაღალი ფასი დაასახელა, თუმცა ბევრი
ფიქრობს, რომ ეს კაცი გადამხდელი არ არის“. მსგავსი რამ შესაძ-
ლოა, სხვებს დაეჯერებინათ კიდეც, მაგრამ არა „იჩირიკის“ დიასახ-
ლისს. ამ ქალბატონს კარგად მოეხსენებოდა: ბარონს რა ფასიც არ
უნდა დაესახელებინა, ექიმი ნებისმიერ შემთხვევაში მეტს გადაიხ-
დიდა. ბოლოს ექიმი კიბორჩხალა 11 500 იენის გადახდას დათან-
ხმდა.
მიძაჯესთვის მსგავსი თანხა არათუ გიონში, მთელ იაპონიაშიც
კი არავის გადაუხდია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გეიშას დრო საათში
ოთხი იენით ფასდება, ძვირად ღირებული კიმონო კი, შეიძლება,
1500 იენად გაიყიდოს. შეიძლება, დიდ თანხად არ მოგეჩვენოთ,
მაგრამ ეს ბევრად მეტია, ვიდრე, ვთქვათ, მუშის წლიური შემოსა-
ვალი. უნდა ვაღიარო: ფულთან დაკავშირებულ საკითხებში კარგად
ვერ ვერკვევი. გეიშების უმრავლესობას ნაღდი ფული თან არასო-
დეს დააქვს. ისინი მიჩვეულები არიან საქონლის ნისიად აღებას.
ნიუ–იორკშიც კი, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, მაღაზიებში ყველა მი-
ცნობს და გამყიდველები ჩემთვის სასურველი ნივთების სიებს ად-
გენენ, ხოლო თვის ბოლოს, როცა ანგარიში მომდის, ამ ხარჯებს ჩე-
მი მშვენიერი თანაშემწე ფარავს. ამიტომ დანამდვილებით ვერ

394
გეტყვით, რამდენ ფულს ვხარჯავ, ან რამდენად აღემატება რომელი-
მე ჟურნალის ფასს, ვთქვათ, სუნამოს ერთი ფლაკონის ფასი. შესა-
ბამისად, თუ ფულთან დაკავშირებული საკითხები გაინტერესებთ,
მრჩევლად ნამდვილად არ გამოგადგებით. მაგრამ მინდა გიამბოთ
ის, რაც ერთხელ მითხრა ახლო მეგობარმა, რომელმაც, ჩემი ღრმა
რწმენით, კარგად იცის, რასაც ამბობს, თუნდაც იმიტომ, რომ 60-იან
წლებში იაპონიის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. მისი
თქმით, რაკი ვალუტის კურსი წლიდან წლამდე იცვლება, მამეჰას
მიძაჯე 1929 წელს გაცილებით მეტი ღირდა, ვიდრე ჩემი, რომელიც
1935 წელს შედგა, თუმცა ჩემი მიძაჯეს ღირებულება 11 500 იენს შე-
ადგენდა, მისი კი – შვიდიდან რვა ათასამდე იენს. ცხადია, იმ დრო-
ისთვის, როცა ჩემი მიძაჯე გაიყიდა, ყოველივე ზემოთქმულს მნიშ-
ვნელობა არ ჰქონდა. საყოველთაო აღიარებით, მე ახალი რეკორ-
დი დავამყარე და ამ რეკორდმა 1951 წლამდე გასტანა, როცა ასპა-
რეზზე, ჩემი აზრით, მეოცე საუკუნის უდიდესი გეიშა – კაცუმიო გა-
მოვიდა. თუმცა ჩემი მეგობრის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის
თქმით, ნამდვილი რეკორდი 60-იან წლებამდე მაინც მამეჰას ეკუთ-
ვნოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო რეკორდსმენი – მე, კაცუმიო, მა-
მეჰა თუ ასპარეზზე ოთხმოციან წლებში გამოსული მამემიცუ, ერთი
რამ ცხადად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: როგორ აექავა დედას თა-
ვისი პატარა, ფუმფულა ხელები, როცა შეიტყო, რომ რეკორდული
ოდენობის ნაღდი ფულის ხელში ჩაგდება შეეძლო. ბევრი მტკიცება
არ სჭირდება იმას, რომ მან სწორედ ამიტომ მიშვილა. ჩემი მიძაჯეს
ღირებულება საკმარისზე მეტი იყო ოკიის ვალების დასაფარავად.
რომ არ ვეშვილებინე, ამ თანხის ნაწილი ჩემს ხელთ იქნებოდა, რა-
ზეც მის რეაქციას ალბათ ადვილად წარმოიდგენთ. როცა ოკიის მემ-
კვიდრე გავხდი, ვალი მოვიშორე, რადგან ოკიამ ეს თანხა მთლი-
ანად შეიწოვა. მაგრამ საქმე ის იყო, რომ მიძაჯედან მიღებული შე-
მოსავლის გარდა, ჩემი სხვა შემოსავლებიც ოკიას ხმარდებოდა და
ასე უნდა გაგრძელებულიყო ბოლომდე.

395
შვილად აყვანის ცერემონია შემდეგ კვირას შედგა. მოგეხსენე-
ბათ, სახელი უკვე შეცვლილი მქონდა, იმ დღიდან კი გვარიც შემიც-
ვალეს.
იქ, ჩემს კლდისპირა, მთვრალ სახლში, ჩიო საკამოტო ვიყავი,
ახლა კი საიური ნიტა გავხდი.

***
გეიშას ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს მორის მიძაჯე მარ-
თლაც რომ პირველობს. ჩემი მიძაჯე შედგა 1935 წელს, როცა
თხუთმეტი წლის ვიყავი. დაიწყო იმით, რომ ნაშუადღევს, მე და ექიმ-
მა კიბორჩხალამ ჩვენი შეერთებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სა-
კე მივირთვით. ამ ცერემონიის არსი შემდეგში მდგომარეობდა: მი-
უხედავად იმისა, რომ თვითონ მიძაჯე დიდხანს არ გასტანდა, ექიმი
კიბორჩხალა ჩემი მიძაჯეს მფარველად სიცოცხლის ბოლომდე უნ-
და დარჩენილიყო, რაც, თავისთავად, იმას სულაც არ ნიშნავდა,
რომ რაიმე განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებდა.
ცერემონია ჩაის სახლ „იჩირიკიში“, დედას, დეიდას და მამეჰას
თანდასწრებით ჩატარდა. „იჩირიკის“ დიასახლისიც აქ იყო და ჩემი
მესამოსე – ბატონი ბეკუც, რადგან მესამოსეები მსგავს ცერემონი-
ებში ყოველთვის მონაწილეობენ, როგორც გეიშების ინტერესების
გამტარებელი პირები. ცერემონიაზე შეგირდი გეიშას განსაკუთრე-
ბული აღკაზმულობით გამოვცხადდი. შავი ხუთკამონიანი კიმონო
მეცვა, წითელი ქვედა ხალათით, რომლის ფერი სიმბოლურად გა-
ნასახიერებდა ახლის დასაწყისს. მამეჰამ დამარიგა, რომ ძალიან
დინჯად უნდა დამეჭირა თავი, თითქოს იუმორის გრძნობა საერთოდ
არ გამაჩნდა. მისი მითითების შესრულება სულ არ გამძნელებია,
ისე ვნერვიულობდი, როცა „იჩირიკის“ ვესტიბიულში შევაბიჯე და
ჩემი კიმონოს შლეიფი ფეხებზე ტალღებად შემომეხვია.
ცერემონიის შემდეგ რესტორან „კიჩოში“ ვივახშმეთ. ესეც საკმა-

396
ოდ სერიოზული ღონისძიება იყო. ძალიან ცოტას ვჭამდი და თით-
ქმის არ ვლაპარაკობდი. ვახშმობისას ექიმ კიბორჩხალას ალბათ
უკვე იმ წუთებზე ფიქრები ეწვია, რომლებიც მოგვიანებით დაუდგე-
ბოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იშვიათად მინახავს მამაკაცი, რო-
მელიც ასე მოწყენილად გამოიყურებოდა. დამსწრეთათვის თავი
უცოდველ კრავად რომ მომეჩვენებინა, მზერას არავის ვუსწორებ-
დი, მაგრამ დროდადრო მაინც ვაპარებდი თვალს ამ კაცისკენ და
ყოველ ჯერზე ვხედავდი, რომ სათვალის შუშებიდან საქმიან შეხ-
ვედრაზე მოსული ადამიანის გამომეტყველებით გვიმზერდა.
ვახშმობა რომ დასრულდა, ბატონმა ბეკუმ რიქშით ნანსენ-იის
ტაძრის მიმდებარე ლამაზ სასტუმროში წამიყვანა. მან ჯერ კიდევ წი-
ნადღით დაიჭირა თადარიგი და ხსენებულ სასტუმროში, ჩვენთვის
დაჯავშნილი ოთახის მეზობელ ნომერში ჩემი ბარგი დააბინავა. ნო-
მერში რომ შევედით, კიმონოს გახდაში დამეხმარა და შინაურულად
გამომაწყო. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი კიმონოს ობის უკანა კვანძს
ამჯერად სპეციალური სატენი არ მოჰყვებოდა, რათა ექიმს მისი გახ-
სნა არ გასძნელებოდა. თვითონ კვანძი კი ბატონმა ბეკუმ, გამიზნუ-
ლად, ისე მსუბუქად შეკრა, რომ იოლად გახსნილიყო. როცა ჩემი
ჩაცმა დასრულდა,ისე ავღელდი, რომ ბატონმა ბეკუმ ჩემს ოთახში
ხელით გამიყვანა და ექიმ კიბორჩხალას შესაგებებლად კართან
დამსვა. ისეთმა სასტიკმა შიშმა წამომიარა, თითქოს წინ ოპერაცია
მელოდა და ჩემთვის თირკმლები ან ღვიძლი უნდა ამოეჭრათ. მალე
ექიმი კიბორჩხალაც გამოჩნდა და მთხოვა, მისთვის საკე შემეკვე-
თა, თვითონ კი აბაზანაში შევიდა. ალბათ ელოდა, რომ ტანსაცმლის
გახდაში დავეხმარებოდი, და რაღაც უცნაურად შემომხედა, მაგრამ
ხელები ისე მქონდა გაყინული და გაშეშებული, ამას ვერასგზით მო-
ვახერხებდი. რამდენიმე წუთში აბაზანიდან ხალათის ამარა გამოვი-
და და ბაღში გასასვლელი კარები გააღო. ხის პატარა აივანზე დავ-
სხედით, საკეს დავეწაფეთ და ყური ჭრიჭინის ხმასა და პატარა ნაკა-
დულის ჩუხჩუხს მივუგდეთ. სასმელი კიმონოზე დამეღვარა, მაგრამ
ექიმს არაფერი შეუმჩნევია. ასე მგონია, საერთოდ ვერაფერს ამ-
ჩნევდა, ტბორში მოსხმარტალე თევზის გარდა. მეც ისე საგანგებოდ

397
მთხოვა, ამ სანახაობისთვის ყურადღება მიმექცია, თითქოს მსგავ-
სი რამ სხვა დროს არასოდეს მენახა. სანამ აივანზე ვისხედით,
ოთახში მოახლე შემოვიდა და გვერდიგვერდ ორი ფუტონი გაგვიშა-
ლა. ექიმმა აივანზე დამტოვა და შიგნით შევიდა. პოზა ოდნავ შევიც-
ვალე და მზერა მოხერხებულად გავაპარე მისკენ. ჩემოდნიდან ორი
თეთრი პირსახოცი ამოიღო, მაგიდაზე დააწყო და კარგა ხანს კეცავ-
და. შემდეგ ერთ-ერთ ფუტონს მიადგა და ბალიშებსაც დიდხანს ას-
წორებდა. საქმეს რომ მორჩა, კარებთან აიტუზა და ჩემს წამოდგო-
მას დაელოდა.
ოთახში რომ შევედი, ობი შემომხსნა და ერთ-ერთ ფუტონზე მო-
ხერხებულად მოკალათება შემომთავაზა. ყველაფერი ისე მეუცნაუ-
რებოდა და მაფრთხობდა, რაც არ უნდა გამეკეთებინა, მოხერხებუ-
ლად თავს მაინც ვერ ვიგრძნობდი, მაგრამ სხვა გზა არ იყო, ზურგზე
დავწექი და მუხუდოთი დატენილ ბალიშს კეფით მივგეყრდენი. ექიმ-
მა ხალათი გამხადა და საცვლებს მიადგა. ნაბიჯ-ნაბიჯ, აუჩქარებ-
ლად მოქმედებდა და დროდადრო ფეხებს მიზელდა, ალბათ იმ მიზ-
ნით, რომ მოვდუნებულიყავი. ეს პროცესი კარგა ხანს გრძელდებო-
და. ბოლოს ჩემოდნიდან ამოღებულ ორ პირსახოცს დასწვდა, თე-
ძოების წამოწევა მთხოვა, პირსახოცები ქვეშ გამიფინა და წაიბუტ-
ბუტა:
– პირსახოცები სისხლს შეიწოვენ.
მიძაჯეს რომ გარკვეული რაოდენობით სისხლდენა ახლავს, ეგ
ვიცოდი, მაგრამ ჩემთვის არავის განუმარტავს, რატომ ხდებოდა
ასე. წესით და რიგით, თავი მშვიდად უნდა დამეჭირა და პირსახოცე-
ბის გაფენისთვის მადლობაც კი მომეხსენებინა, მაგრამ ნაცვლად
ამისა, დაუფიქრებლად წამოვროშე:
– რა სისხლს?!
ამ სიტყვების წარმოთქმისას რაღაც უცნაურად ჭრიალა ხმა აღ-
მომხდა, რადგან ყელი გამშრალი მქონდა. ექიმმა განმიმარტა, რომ
საქალწულე აპკს (ამ ტერმინის მნიშვნელობა სრულებით არ ვიცო-
დი) დაზიანების შემთხვევაში ხშირად სისხლდენა ახასიათებს. ამ
სიტყვებმა ისე შემაშფოთა,რომ ფუტონიდან წამოვინთე, მაგრამ ექ-

398
იმმა მხრებში ხელები მომკიდა და ფრთხილად დამაწვინა. სხვა მა-
მაკაცებს ალბათ მადა დაეკარგებოდათ, მაგრამ ექიმი ასეთი ადამი-
ანების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა. როცა ახსნა-განმარტებებს მორ-
ჩა, აი, რა მითხრა:
– უკვე მეორედ მეძლევა შესაძლებლობა, შენი სისხლის ნიმუში
შევინახო. გინდა, გიჩვენო?
ადრეც შევამჩნიე, რომ ტყავის სამგზავრო ჩანთასთან ერთად,
ხის მომცრო ყუთიც ჰქონდა მოტანილი. კარადაში ჩამოკიდებული
შარვლის ჯიბიდან გასაღებების ასხმულა ამოიღო, ყუთი გახსნა,
თავსახური ახადა და ერთგვარ სადემონსტრაციო სტენდად აქცია.
კოლოფის ორივე მხარეს, თაროებზე პაწაწინა შუშები იყო გამწკრი-
ვებული, თითოეული მათგანი საცობით თავდახურული და ადგილზე
ღვედებით მიმაგრებული. ქვედა თაროზე რამდენიმე ხელსაწყო და-
ვინახე, მათ შორის, მაკრატელი და პინცეტი. დანარჩენი სივრცე
მთლიანად სინჯარებს ეჭირა. დაახლოებით ორმოცი ან ორმოცდაა-
თი ასეთი სინჯარა დავითვალე. ზედა თაროზე რამდენიმე მათგანი
ცარიელი იყო, დანარჩენები რაღაც გაურკვეველ შიგთავსს შეიცავ-
და: ექიმმა ლამპარი მოიშველია და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ
თითოეულ სინჯარას თეთრი იარლიყი ჰქონდა მიკრული, გეიშების
სახელებით. მამეჰას სახელსაც მოვკარი თვალი. დიდი მამეკიჩისა
და სხვა უამრავი გეიშას ნაცნობმა სახელებმაც გაიელვა, მათ შო-
რის, ჰაცუმომოს მეგობრის, კორინის სახელმაც.
- აი,ეს კი შენია! – მითხრა ექიმმა და ერთ-ერთი სინჯარა გამო-
მიწოდა.
სინჯარას ჩემი სახელი არასწორად ეწერა (ბოლო მარცვალი
„რი“ სხვა იეროგლიფებით იყო აღნიშნული). შიგნით რაღაც გამხმა-
რი ნაკუწი ეგდო. თავიდან ქლიავის მწნილი მეგონა, თუმცა ყავის-
ფერი უფრო დაჰკრავდა, ვიდრე იისფერი. ექიმმა შუშას საცობი მოხ-
სნა, ის გაურკვეველი რაღაც პინცეტით ამოიღო და მითხრა:
– ეს შენი სისხლით გაჟღენთილი ბამბის ტამპონია. ფეხი რომ გა-
იჭერი, იმ დროიდან ვინახავ. საერთოდ, პაციენტების სისხლს არ
ვაგროვებ ხოლმე, მაგრამ შენ რაღაც... სხვანაირად ჩამივარდი გუ

399
ლში. როცა ამ სინჯს ვინახავდი, სწორედ მაშინ გადავწყვიტე, შენი
მიძაჯეს მფარველი გავმხდარიყავი. დამეთანხმები ალბათ, რომ ეს
უჩვეულო ნიმუშია. მიძაჯეს დროს დაღვრილი სისხლი ერთია, ნაჭ-
რილობევი სისხლი კი – სულ სხვა!
როცა ექიმმა სხვა სინჯარები მაჩვენა, თავს ძალა დავატანე და
ზიზღი არ შევიმჩნიე. მამეჰას სინჯარაში, ბამბის ნაცვლად, ჟანგის-
ფრად შეღებილი, გახევებული თეთრი ქსოვილის ნაფლეთი ეგდო.
ექიმი კიბორჩხალა ამ ნიმუშებით აშკარად მოჯადოებული ჩანდა, მე
კი მხოლოდ ზრდილობისთვის შევავლე თვალი და როგორც კი
ექიმმა განზე გაიხედა, მზერა ავარიდე.
როგორც იქნა, დახურა ის თავისი ყუთი, შემდეგ სათვალე მოიხ-
სნა და გვერდით მაგიდაზე დადო. შიშით გავიფიქრე, რომ დადგა გა-
დამწყვეტი მომენტი, და არც შევმცდარვარ.
ექიმმა კიბორჩხალამ ფეხები გამაშლევინა და ჩემ წინ მუხლებზე
დადგა. დამფრთხალი თაგვივით, გამალებით მიცემდა გული. როცა
ექიმმა ხალათის ქამარი შეიხსნა, თვალები დავხუჭე და პირზე ხე-
ლის აფარება დავაპირე, მაგრამ გონს დროზე მოვეგე იმის შიშით,
რომ არასასურველ შთაბეჭდილებას მოვახდენდი, და ხელი თავ-
ქვეშ ამოვიდე. ექიმი კიბორჩხალა ხელების ფათურს კარგა ხანს მო-
უნდა, რამაც რამდენიმე კვირის წინ იმ თმაშევერცხლილი ექიმის
ქცევა მომაგონა და არანაკლებ შემაწუხა. შემდეგ დაიხარა და მთე-
ლი სხეულით ზედ გადმომეკიდა. მთელი არსებით მაქსიმალურად
დავიძაბე და ყველა ღონე ვიხმარე, რომ ჩემსა და ამ კაცს შორის ერ-
თგვარი გონებრივი ბარიერი შემექმნა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღ-
მოჩნდა. მაინც ცხადად ვიგრძენი, როგორ დამეძგერა ლაჯებში მისი
„გველთევზა“ (როგორც მამეჰა იტყოდა). ლამპარი ჯერ კიდევ ბჟუ-
ტავდა, და ყურადღება სხვა რამეზე რომ გადამეტანა, ჭერზე აკრულ
ჩრდილებს გავაყოლე თვალი. ექიმი უკვე ისე ძლიერად მაწვებოდა,
რომ ბალიშზე თავს ვეღარ ვაჩერებდი და მოუსვენრად ვწრიალებ-
დი. არ ვიცოდი, ხელები სად წამეღო, ამიტომ ბალიშს ჩავაფრინდი
და თვალები დავხუჭე. მალე ჩემს თავს დიდი ამბები დატრიალდა.
თუმცა არანაკლები აქტიურობა შეინიშნებოდა ჩემს წიაღშიც, ამას-

400
ობაში, როგორც ჩანს, საკმაო რაოდენობით სისხლიც დავღვარე,
რადგან ჰაერში ლითონის უსიამოვნო სუნი აიჭრა. საკუთარ თავს
სულ ვახსენებდი, რამდენი ფული დახარჯა ექიმმა ამ პრივილეგიის-
თვის, და იმედი მქონდა, რომ მან ჩემთან შედარებით გაცილებით
მეტი სიამოვნება მიიღო. ჩემს განცდებს თუ იკითხავთ, ალბათ იმაზე
მეტი სიამოვნება არ მიმიღია, რასაც ვიგრძნობდი, შიგნიდან ვინმეს
ქლიბით რომ გავეხეხე და დავესისხლიანებინე.
როგორც იქნა, უსახლკარო გველთევზამ თავისი ტერიტორია
მონიშნა, გახვითქული ექიმი კი ზედ დამემხო მისი ასეთი სიახლოვე
სრულებით არ მესიამოვნა. ეს ტვირთი რომ როგორმე ჩამომეცილე-
ბინა, თავი ისე მოვაჩვენე, ვითომ სუნთქვა მიჭირდა. კარგა ხანს არ
განძრეულა, შემდეგ უცებ მუხლებზე წამოიმართა და კვლავ საქმია-
ნად აფუსფუსდა.
მზერას ვარიდებდი, მაგრამ ცალი თვალით მაინც დავინახე, რომ
სხეულს პირსახოცით იწმენდდა. შემდეგ ხალათის ქამარი შეიკრა
და სათვალე გაიკეთა. ერთ-ერთ შუშაზე მისხურებული სისხლის წვე-
თი არც კი შეუმჩნევია, ამჯერად მე მომადგა და პირსახოცით, ბამბის
ტამპონებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით ფეხებს შუა სისხლი
ჩამომწმინდა.
ჩემი თავი კვლავ საავადმყოფოში, გასასინჯ ოთახში მეგონა,
მაგრამ ვიგრძენი, რომ თანდათან დავწყნარდი; ყოველ შემთხვევა-
ში, ისეთ დისკომფორტს აღარ ვგრძნობდი; რაღა დაგიმალოთ, აღ-
ფრთოვანებულიც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ურ-
ცხვად გაჩაჩხული ვიწექი.
ექიმმა ხის ყუთი გახსნა და იქიდან მაკრატელი ამოიღო, სისხლი-
ან პირსახოცს ნაკუწი ჩამოჭრა და, ბამბის ნახმარ ტამპონთან ერ-
თად, სინჯარაში ჩატენა, რომელზეც ჩემი გვარ-სახელი შეცდომით
ეწერა. შემდეგ თავი ოფიციალურად დამიკრა და თქვა:
– დიდი მადლობა.
მწოლიარე მდგომარეობაში პასუხად თავს, ცხადია, ვერ დავუკ-
რავდი; მაგრამ ამის საჭიროება არც იყო, ექიმი იმწამსვე ადგა და
აბაზანაში გავიდა. მანამდე ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ მღელვა-

401
რებისგან ძალიან მძიმედ და ხშირ-ხშირად ვსუნთქავდი. როცა ყვე-
ლაფერი დასრულდა და სული მოვითქვი, ისეთი შვება ვიგრძენი,
რომ უნებურად გულიანად გამეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ ოპე-
რაციაგადატანილ ავადმყოფს ვგავდი. საოცარ აბსურდად მომეჩვე-
ნა ნანახი და განცდილი. რაც მეტს ვუფიქრდებოდი, უფრო მეტად მა-
ხალისებდა ეს ამბავი. წუთიც და, სიცილი წამსკდა. ექიმი იქვე, აბა-
ზანაში ბანაობდა და თავის შეკავება მმართებდა, მაგრამ იმის გა-
ფიქრებაც კი გამაოგნებელი იყო, რომ ჩემი მომავალი ცხოვრების
გეზი ამ უცნაურ რაღაცას უნდა შეეცვალა. წარმოვიდგინე, „იჩირი-
კის“ დიასახლისი, რომელიც აუქციონის დროს გამალებით ურეკავ-
და ნობუსა და ბარონს; წარმოვიდგინე, რა ფული დაიხარჯა და რა
ხათაბალა გამოიარა ყველამ; წარმოვიდგინე, რა უცნაური იქნებო-
და იგივე სცენა ნობუსთან, რომელიც ბოლო დროს მეგობრადაც კი
მიმაჩნდა; აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა სახეს მიიღებდა ყოვე-
ლივე ეს, მოქმედი გმირი ბარონი რომ ყოფილიყო...
სანამ ექიმი ბანაობდა, ბატონი ბეკუს კარზე დავაკაკუნე. ოთახში,
ზეწრების გამოსაცვლელად, მოახლე შემოიჭრა,ბატონი ბეკუ კი ხა-
ლათის ჩაცმაში დამეხმარა. მოგვიანებით, როცა ექიმს ჩაეძინა,
კვლავ წამოვდექი და მშვიდად ვიბანავე.
მამეჰას მითითების თანახმად, მთელი ღამე ფხიზლად უნდა ვყო-
ფილიყავი, იმ შემთხვევისთვის, ექიმს რომ გაღვიძებოდა და რამე
დასჭირვებოდა. ძალიან ვეცადე, მაგრამ თვლემა მაინც მომერია,
თუმცა დილით თვალი დროზე გავახილე და ექიმის გაღვიძებამდე
თავის მოწესრიგება მოვასწარი.
საუზმის შემდეგ ექიმი სადარბაზომდე მივაცილე და ფეხსაცმლის
ჩაცმაში დავეხმარე. ერთად გატარებული საღამოსთვის წასვლის
წინ მადლობა გადამიხადა და პატარა პაკეტი გადმომცა. ძნელი სათ-
ქმელი იყო, ნობუს საჩუქრის მსგავსი პატიოსანი თვალი იდო შიგ თუ
წინაღამით დასისხლიანებული პირსახოცის ჩამონაჭერი. ოთახში
შევბრუნდი, სითამამე მოვიკრიბე და როცა პაკეტი გავხსენი, ხელში
შემრჩა ჩინური ბალახეულობა, რომლის დანიშნულებაზე წარმოდ-
გენა არ მქონდა. განმარტებისთვის ბატონ ბეკუს მივმართე. მისი

402
თქმით, ეს ბალახები დღეში ერთხელ უნდა დამეყენებინა, ორსუ-
ლობის თავიდან ასაცილებლად.
– ფრთხილად იხმარე, ძალიან ძვირად ღირებული ბალახებია.
მაგრამ ზედმეტ სიფრთხილესაც ნუ გამოიჩენ, რადგან ისინი აბორ-
ტზე იაფი ჯდება, – დამარიგა ბატონმა ბეკუმ.

***
უცნაური და ძნელად ასახსნელია, მაგრამ მიძაჯეს შემდეგ სამყა-
რო გადასხვაფერებული მეჩვენა. გოგრა, რომელსაც მიძაჯე ჯერ არ
ჰქონია, ახლა ერთ გამოუცდელ, ბავშვურად მიამიტ ადამიანად მეჩ-
ვენებოდა, თუმცა ჩემზე უფროსი იყო. დედას და დეიდას, ისევე რო-
გორც ჰაცუმომოსა და მამეჰას, ეს ყველაფერი გამოვლილი ჰქონ-
დათ, თუმცა მე უფრო ცხადლივ ვაცნობიერებდი იმ ფაქტს, რომ ეს
უცნაური მოვლენა ყველას გვაერთიანებდა.
მიძაჯეს შემდეგ მაიკოები ვარცხნილობას იცვლიან და კეფაზე
დაგორგლილ, სანემსე ბალიშივით ფაფუკ თმაში, ჭრელი აბრეშუ-
მის ნაცვლად, წითელი აბრეშუმის ლენტს იყოლებენ. რომელ შე-
გირდს ეკეთა წითელი ლენტი და რომელს – ჭრელი? ჩემი ყურადღე-
ბა სულ აქეთკენ იყო მიპყრობილი და ქუჩაში ან სკოლის დერეფნებ-
ში სეირნობისას სხვას თითქოს ვერაფერს ვამჩნევდი. მეტი პატივის-
ცემით შევცქეროდი მათ, ვინც მიძაჯე უკვე გამოიარა, ხოლო მათთან
შედარებით, ვისაც ეს განცდილი არ ჰქონდა, თავი გაცილებით უფ-
რო მიწიერ და დაბრძენებულ ადამიანად მიმაჩნდა. დარწმუნებული
ვარ, მიძაჯეს შემდეგ ეს გარდაქმნა ნებისმიერ შეგირდს ელის, მაგ-
რამ ჩემს შემთხვევაში ცვლილება მხოლოდ იმით არ შემოიფარ-
გლებოდა, რომ გარესამყაროს ახლებურად ვხედავდი. საქმე ის
იყო, რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრებაც გადასხვაფერდა, რადგან
დედა ამიერიდან სულ სხვა თვალით მიყურებდა. ალბათ ხვდებით,
ეს ის პიროვნება იყო, ვინც საგნებსა და მოვლენებს მხოლოდ იმ
შემთხვევაში ამჩნევს, თუ მათ ფასის აღმნიშვნელი იარლიყი აქვთ
მიკრული.როცა ქუჩას მიუყვებოდა, მისი გონება საანგარიშოსავით

403
მუშაობდა: „აჰა! აი, მოდის პატარა იუკიო, რომლის სიბრიყვე მის
საცოდავ უფროს დას შარშან თითქმის ასი იენი დაუჯდა! აი, იჩიმი-
ცუც გამოჩნდა, რომელიც თავისი ახალი დანასგან მიღებული გასამ-
რჯელოთი ერთობ კმაყოფილი ჩანს“.
გაზაფხულის მშვენიერ დღეებში, როცა ადამიანები სირაკავას
სანაპიროზე დასეირნობენ და თვალდათვალ ხედავენ,მტირალა
ალუბლების კლერტებიდან როგორ ჩაედინება წყალში თვით სილა-
მაზე, ეს ქალი ალბათ ვერაფერს ამჩნევდა, და თუ ამჩნევდა... რო-
გორ გითხრათ... ალბათ ამ ხეების სარფიანი გაყიდვის გეგმა ან რა-
ღაც ამის მსგავსი უტრიალებდა თავში.
ვფიქრობ, ჩემს მიძაჯემდე დედას ნაკლებად ადარდებდა ის გა-
რემოება, რომ ჰაცუმომო მავიწროებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მა-
ღალი ფასის აღმნიშვნელი იარლიყი მომაკრეს, ჰაცუმომოს მავნებ-
ლობას ისე დაუსვა წერტილი, ჩემს თხოვნას არც კი დალოდებია. არ
ვიცი, ეს როგორ გააკეთა. სავარაუდოდ, სათქმელი სულ რამდენიმე
სიტყვით ამოწურა: „ჰაცუმომო, თუ შენი საქციელით საიურის პრობ-
ლემებს შეუქმნი და ამით ჩვენი ოკია იზარალებს, დანაკლისს სწო-
რედ შენ აანაზღაურებ!“
მას შემდეგ, რაც დედა ავად გამიხდა, ნამდვილად მძიმე ცხოვრე-
ბა გამოვიარე, მაგრამ ამიერიდან საოცრად გამარტივდა ყველაფე-
რი. ვერ ვიტყვი, რომ დაღლას და გულაცრუებას აღარ ვგრძნობდი.
პირიქით – თითქმის სულ დაღლილი ვიყავი. გიონი ხომ მოდუნების
საშუალებას არასოდეს აძლევს ქალს, რომელსაც აქ თავის რჩენა
უწევს. მაგრამ ჰაცუმომოს მუქარისგან გათავისუფლება უდავოდ
დიდი შვება იყო ჩემთვის. ოკიის ჭერქვეშაც სხვანაირი, მე ვიტყოდი,
სასიამოვნო ცხოვრება დამიდგა. როგორც შვილობილი, იმდენ საჭ-
მელს მივირთმევდი, რამდენიც მსურდა; კიმონოს არჩევისას გოგ-
რას პირველობას აღარ ვუთმობდი; თუ სამოსი გადასაკეთებელი
იყო (გვერდების ჩაკერვა იქნებოდა ეს თუ შიდა საყელოს მილამ-
ბვა), დეიდა ჰაცუმომოს სამოსს თითსაც არ დააკარებდა, სანამ ჩემს
კიმონოს არ მიხედავდა. ამ და სხვა პრივილეგიების გამო დაბოღმი-
ლი ჰაცუმომოს ზიზღით სავსე მზერა სულ თან დამყვებოდა, მაგრამ

404
არაფრად ვაგდებდი. სამაგიეროდ, გაუსაძლის ტკივილს ვგრძნობ-
დი, როცა გოგრა დამწუხრებული სახით გვერდს მივლიდა და მზე-
რას მაშინაც კი მარიდებდა, როცა ერთმანეთს პირისპირ ვხვდებო-
დით. ყოველთვის მჯეროდა: გარემოებები რომ არა, ჩვენი მეგობ-
რობა თანდათან მხოლოდ გაძლიერდებოდა. მაგრამ ბოლო დროს
ასე აღარ ვფიქრობდი.

***
როგორც კი მიძაჯე უკან მოვიტოვე, ექიმმა კიბორჩხალამ ჩემი
ცხოვრებიდან თითქმის სამუდამოდ ამოიკვეთა ფეხი. თითქმის-მეთ-
ქი ვამბობ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მე და მამეჰა შირაეში
აღარ ვმასპინძლობდით, გიონის სხვა დაწესებულებებში დროდად-
რო მაინც ვეჩეხებოდი ხოლმე. რაც შეეხება ბარონს, იმ დღის შემ-
დეგ მართლაც აღარასდროს მინახავს. ჩემთვის ჯერ კიდევ არ იყო
ცნობილი, თუ რა როლი ითამაშა მან ჩემი მიძაჯეს ფასის გაზრდაში,
მაგრამ ახლა, როცა უკან ვიხედები, კარგად მესმის, რატომ სურდა
მამეჰას ჩვენი დაშორება. ვფიქრობ, ჩვენი სიახლოვით მამეჰა უფრო
დაზარალდებოდა, ვიდრე მე. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი: ეს ორი მა-
მაკაცი თვალში ნამდვილად არ მაკლდა. სამაგიეროდ, იყო ადამი-
ანი, რომლის ნახვასაც გამუდმებით ვნატრობდი. ალბათ უთქმელა-
დაც მიხვდებით, რომ ეს იყო თავმჯდომარე. მას მამეჰას გეგმის გან-
ხორციელებაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, ამიტომ იმის
შიში სრულებით არ მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემი მიძაჯეს
გამო შეიცვლებოდა ან დასრულდებოდა. და მაინც,ვაღიარებ, შვე-
ბით ამოვისუნთქე, როცა რამდენიმე კვირაში შემომითვალეს, რომ
„ივამურა ელექტრიკი“ წვეულებზე ჩემს დასწრებას ითხოვდა.
იმ საღამოს წვეულებას თავმჯდომარეც ესწრებოდა და ნობუც.
სხვა დროს ალბათ ნობუს მივუჯდებოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც
დედამ მიშვილა, ვალდებული სულაც აღარ ვიყავი, ეს კაცი მხსნე-
ლად ჩამეთვალა. მოხდა ისე, რომ თავმჯდომარის გვერდით ადგი-
ლი თავისუფალი იყო, მეც დრო ვიხელთე და სიამოვნებით მივუჯექი.

405
როცა საკე ჩამოვუსხი, გულითადად შემომღიმა და სანამ დალევდა,
მადლობის ნიშნად ჭიქაც კი ასწია, თუმცა მას შემდეგ ჩემკენ ერთხე-
ლაც აღარ გამოუხედავს. ნობუს კი სულ სხვაგვარად ეჭირა თავი.
რამდენჯერაც მისკენ გავიხედავდი, ისეთ დაჟინებულ მზერას მაგე-
ბებდა, თითქოს ოთახში ჩემ გარდა არავინ იყო. კარგად ვიცოდი მო-
ნატრების ფასი, ამიტომ წვეულების ბოლოს გადავწყვიტე, მისთვის
ცოტაოდენი დრო დამეთმო. შემდგომშიც სულ ვცდილობდი, უყუ-
რადღებოდ არ დამეტოვებინა.
გავიდა დაახლოებით ერთი თვე. ერთ საღამოს, მორიგ წვეულე-
ბაზე, ნობუსთან საუბრისას სხვათა შორის ვახსენე, რომ მამეჰას
ინიციატივით ჰიროსიმაში გამართულ მორიგ ზეიმში მონაწილეობა
უნდა მიმეღო. დარწმუნებული სულაც არ ვიყავი, რომ მისმენდა,
მაგრამ მეორე დღეს, როცა გაკვეთილების შემდეგ ოკიაში დავ-
ბრუნდი, ჩემს ოთახში ახალთახალი ხის ჩემოდანი დამხვდა, რომე-
ლიც ნობუს საჩუქრად გამოეგზავნა. სილამაზით იმ ჩემოდანსაც კი
სჯობდა, ბარონის მამულში სტუმრად გამგზავრებისას დეიდამ რომ
მათხოვა.
სასტიკად შემრცხვა საკუთარი თავის. გულში როგორ გავივლე
ის აზრი, რომ ნობუსთვის, რაკი იგი მამეჰას გეგმებში წამყვან როლს
აღარ ასრულებდა, ასე იოლად შემეძლო ხელი მეკრა! წერილობით
მადლობა შევუთვალე და შევპირდი, რომ ჩემს მადლიერებას ერთ
კვირაში, „ივამურას“ მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაგეგ-
მილ წვეულებაზე პირადად დავუდასტურებდი. მაგრამ მოხდა უცნაუ-
რი რამ: წვეულების წინა დღეებში მივიღე შეტყობინება, რომ „ივამუ-
რა“ ჩემს დასწრებას აღარ საჭიროებდა. იოკოს, რომელიც ჩვენს
ოკიაში სატელეფონო ზარებს პასუხობდა, ისეთი შთაბეჭდილება
დარჩა, თითქოს წვეულება რაღაც დროით გადაიდო,მაგრამ მოხდა
ისე, რომ იმ ღამით „იჩირიკიში“ მაინც მომიწია მუშაობამ. როცა მი-
საღებში მუხლი მოვიყარე, ჩემ თვალწინ უცებ დიდი საბანკეტო ოთა-
ხის კარი გაიღო და იქიდან გამოვიდა ახალგაზრდა გეიშა, სახელად
კაცუე. სანამ კარს გამოიხურავდა, ოთახიდან თავმჯდომარის სიცი-
ლი მომესმა. ამ ამბავმა საგონებელში ჩამაგდო. კაცუეს წამოვეწიე

406
და ვკითხე: – შეწუხებისთვის დიდ ბოდიშს გიხდი, მაგრამ ერთი რა-
ღაც მაინტერესებს: იმ წვეულებას, საიდანაც ახლა გამოხვედი, „ივა-
მურა ელექტრიკი“ მართავს?
– კი, ეგრეა. უნდა ნახო, რა ამბავია. ოცდახუთამდე გეიშა და და-
ახლოებით ორმოცდაათამდე მამაკაცი ესწრება, – მიპასუხა კაცუემ.
– თავმჯდომარე და ნობუ-სანიც აქ არიან? – ვკითხე.
– ნობუ არ მოვიდა. დილიდან ვერ იყო კარგად. ალბათ ძალიან
ინანებს, ასეთ რამეს რომ გამოაკლდა. მაგრამ თავმჯდომარე აქ
არის. რატომ მეკითხები? – მკითხა კაცუემ.
აღარც კი მახსოვს, პასუხად რა ჩავილუღლუღე, კაცუემ კი გზა გა-
ნაგრძო.
ამრიგად, თუკი მანამდე ჯერ კიდევ შემეძლო წარმომედინა, რომ
თავმჯდომარე ჩემთან ურთიერთობას ნობუზე არანაკლებ აფასებ-
და, ამჯერად კითხვა გამიჩნდა: იყო თუ არა ეს მხოლოდ ილუაზია,
ნობუ კი – ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ვაინტერესებდი?

407
თავი ოცდამეოთხე

დედასთან დადებული სანაძლეო მამეჰას, სავარაუდოდ, მოგე-


ბული ჰქონდა, მაგრამ ჩემი სამომავლო პერსპექტივებით ჯერ კიდევ
სასიცოცხლოდ იყო დაინტერესებული. ამიტომ მომდევნო რამდენი-
მე წელი იმაზე მუშაობას მოანდომა, რომ ჩემი სახე მისი საუკეთესო
კლიენტებისა და გიონის სხვა გეიშებისთვის ნაცნობი გამხდარიყო.
ეს ის დრო გახლდათ, როცა ჯერ კიდევ დიდი დეპრესიის ტყვეობაში
ვიმყოფებოდით. ოფიციალური ბანკეტები ისეთი ჩვეული მოვლენა
აღარ იყო, როგორც მამეჰა ისურვებდა, მაგრამ არაოფიციალური
ღონისძიებები ხშირად ტარდებოდა. ეს იყო არა მხოლოდ ჩაის სახ-
ლებში გამართული წვეულებები, არამედ ნავებით გასეირნება,
ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, კაბუკის წარმოდგენები და
ა.შ. ზაფხულის ხვატში, როცა ყველა მოდუნებული იყო, ეს ლაღი
თავყრილობები ხშირად ძალიან გვახალისებდა, მათაც კი, ვისაც
მასპინძლობისა და სტუმრების გართობის მოვალეობა მძიმე შრო-
მას აკისრებდა.
ერთხელ რამდენიმე მამაკაცმა მდინარე კამოზე ვიწრო კარჭა-
პებით გასეირნება მოისურვა. ისხდნენ, საკეს წრუპავდნენ და ფე-
ხებს წყალში ასხმარტალებდნენ. ჯერ იმ ასაკში არ ვიყავი, რომ ღრე-
ობაში მონაწილეობა მიმეღო, ამიტომ ჩემი მოვალეობა მხოლოდ
ნაყინისთვის ყინულის ბურბუშელის დამზადებით შემოიფარგლა.
მაინც სასიამოვნო გამოცდილება იყო ჩემთვის. ზოგჯერ შეძლებუ-
ლი ბატონები ან არისტოკრატები გეიშების მონაწილეობით ღამის
წვეულებებს აწყობდნენ და მათთან ერთად შუაღამემდე ცეკვავ-
დნენ, მღეროდნენ და სვამდნენ. მახსოვს, ერთი ასეთი ნადიმის და-
სასრულს ჩვენი მასპინძლის მეუღლე კართან დადგა და წასვლის
წინ კონვერტებით გულუხვი ფეხის ქირა ჩამოგვირიგა. მამეჰას, ერ-
თის ნაცვლად, ორი კონვერტი გაუწოდა და სთხოვა, მეორე კონვერ-
ტი გადაეცა გეიშა ტომიძურუსთვის, რომელმაც, მისივე თქმით, წვე-

408
ულება „თავის ტკივილის გამო ნაადრევად დატოვა“. სინამდვილეში
მან ჩვენზე უკეთ იცოდა, რომ ტომიძურუ მისი ქმრის საყვარელი იყო
და ახლა სახლის ერთ-ერთ ფლიგელში ღამეს ერთად ატარებდნენ.
გიონში გამართულ ბევრ ბრწყინვალე ნადიმს მხატვრები, მწერ-
ლები და კაბუკის მსახიობები ესწრებოდნენ, ამიტომ ზოგჯერ ეს ღო-
ნისძიებები მართლაც საინტერესო იყო, რასაც, სამწუხაროდ, ვერ
ვიტყოდი გეიშების მონაწილეობით გამართული საშუალო დონის
მოსაწყენი წვეულებების შესახებ. ასეთ პურობას ხშირ შემთხვევაში
პატარა კომპანიის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი მას-
პინძლობდა, საპატიო სტუმრებად კი თავის მიმწოდებლებს ან ახ-
ლახან დაწინაურებულ მუშაკებს იწვევდა. ჟამიჟამ ყურს ვუგდებდი
რომელიმე კეთილისმსურველი გეიშას შეგონებებს იმის შესახებ,
რომ როგორც შეგირდს, სილამაზის გარდა, სიდინჯეც მომეთხოვე-
ბოდა. ჩუმად უნდა ვმჯდარიყავი და ყური მიმეგდო სხვების საუბრე-
ბისთვის, რათა შემდგომში თავადაც გავმხდარიყავი გონიერი მოსა-
უბრე. არადა, იმას, რასაც ასეთ წვეულებებზე ვისმენდი, გონივრულ
საუბრებს ნამდვილად ვერ ვუწოდებდი, მაგალითად: მამაკაცს შეეძ-
ლო გეიშასკენ მიტრიალებულიყო და ასეთი რამ ეკითხა:
– რაღაც უჩვეულოდ თბილი ამინდია დღეს, არა?
– დიახ, ძალიან! – პასუხობდა გეიშა და იწყებდა მასთან „სმაში
გაჯიბრებად“ წოდებულ თამაშს, ან ცდილობდა ყველა სტუმარი ერ-
თხმად აემღერებინა. ზემოხსენებული მამაკაცი კი წვეულების ბო-
ლოს უკვე ისეთი გალეშილი იყო, აღარც კი ახსოვდა, რომ დრო ისე
ვერ გაატარა, როგორც იმედოვნებდა. ასეთი წვეულებები ყოველ-
თვის დროის ფუჭ ფლანგვად მიმაჩნდა. გასაგებია, რომ მამაკაცი გი-
ონს სალაღობოდ აკითხავს, მაგრამ თუკი მისი გართობა „ქვა-მაკ-
რატელი-ქაღალდის“' მსგავს ბავშვურ თამაშს ვერ გასცდა, ჩემი აზ-
რით, ჯობს შინ დარჩეს და საკუთარ შვილებს ან შვილიშვილებს ეთა-
მაშოს, რომლებსაც შესაძლოა, უფრო მეტი ჭკუა აღმოაჩნდეთ, ვიდ-
რე ზოგიერთ უხეირო გეიშას, მისდა სავალალოდ, ზოგჯერ რომ თა-
ნამეინახეობას უწევდნენ.
თუმცა მე მქონია პატივი, ჭკვიანი გეიშების საუბრისთვისაც მო-

409
მესმინა. მამეჰა ნამდვილად ერთი მათგანი იყო. მისი საუბრებიდან
ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, თუ მამაკაცი თბილი ამინდის შე-
სახებ ხსენებულ შეკითხვას დაუსვამდა, მამეჰას ათამდე პასუხი
ჰქონდა მომზადებული. თუ ხანდაზმულ მუსუსთან ჰქონდა საქმე,
ალბათ ასე უპასუხებდა:
– თბილი? იქნებ იმიტომ გეჩვენებათ ასე, რომ ირგვლივ ამდენი
ლამაზი ქალია?!
თუ ქედმაღალი და თავგასული ახალგაზრდა ბიზნესმენისთვის
უწევდა იმავე კითხვაზე პასუხის გაცემა, მოულოდნელად შეუტევდა
ხოლმე შემდეგი სიტყვებით:
– ირგვლივ ხუთი გეიშა გახვევიათ, თქვენ კი მხოლოდ ამინდზე
ლაპარაკობთ. სხვა ვერაფერი მოიფიქრეთ?!
ერთხელ მამეჰას ქცევას, ჩვეულებისამებრ, თვალს ვადევნებდი.
მან ერთი ძალიან ახალგაზრდა კაცის გვერდით ჩაიმუხლა. ოციოდე
წლის ჭაბუკი გეიშების მონაწილეობით გამართულ წვეულებას, სა-
ვარაუდოდ, სხვა დროს არასოდეს დასწრებია (თუ მსგავსი წვეულე-
ბების უშუალო მასპინძელი მამამისი არ იყო), შესაბამისად, მათი
თანდასწრებით ვერც სიტყვა-პასუხს აბამდა თავს და ვერც ჯეროვ-
ნად ირჯებოდა. ამის გამო აღელვებული კი იყო, მაგრამ იხტიბარი
მაინც არ გაიტეხა და მამეჰას თამამად მიმართა:
– თბილა, არა?
– თბილა და მერე როგორ! – გადაულაპარაკა მამეჰამ მოგუდუ-
ლი ხმით. – ერთი გენახეთ, ამ დილით აბაზანიდან რომ გამოვედი!
სხვა დროს სიშიშვლე ძალიან მსიამოვნებს ხოლმე, სხეული გრილ-
დება და საამურ მოდენებას ვგრძნობ, მაგრამ ამ დილით კანი ერ-
თთავად ოფლით დამეცვარა. ეს ცვარი მთელ სხეულს მოედო – ბარ-
ძაყებს... მუცელს... სხვა ადგილებს...
საბრალო ყმაწვილმა სასმელით სავსე ჭიქა მაგიდაზე თითების
კანკალით დადგა, ის საღამო კი, დარწმუნებული ვარ, არასოდეს და-
ვიწყებია.
ალბათ მკითხავთ, რატომ იყო ამ წვეულებების უმრავლესობა
ასეთი მოსაწყენი. ორ მიზეზს დავასახელებდი. ჯერ ერთი, მშობლებ-

410
ის მიერ გაყიდულ და ნორჩი ასაკიდან გეიშად გამოწვრთნილ გოგო-
ნას ჭკუა ყოველთვის არ მოეკითხება და საინტერესოც ბევრი არა-
ფერი აქვს სათქმელი. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ზემოთქმული
მამაკაცებსაც ეხება.
მათ შეიძლება ჰქონდეთ საკმარისი ფული საიმისოდ, რომ გიონ-
ში თავიანთ ნებაზე გაინავარდონ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს,
რომ მათთან ურთიერთობა რამედ ღირს. მამაკაცები მეტწილად
შეჩვეულები არიან მათ მიმართ მოწიწებულ დამოკიდებულებას.
მუხლებზე ხელებჩამოწყობილები და წარბშეკრულები რომ ჩამოს-
ხდებიან ხოლმე, მათთან მუშაობა არანაკლებ ძნელია, ვიდრე წი-
ნასწარ ჩამოყალიბებული გეგმის მიხედვით მათი გართობა. მე შე-
ვესწარი შემთხვევას, როცა მამეჰა დაახლოებით ერთი საათის გან-
მავლობაში უამბობდა სხვადასხვა ამბავს მამაკაცს, რომელიც მის-
კენ არც კი იხედებოდა. სანამ მამეჰა საუბრობდა, მამაკაცი სხვების
თვალიერებით იყო გართული. უცნაურია, მაგრამ მას ურთიერთო-
ბის სწორედ ასეთი ფორმა მოსწონდა და როცა ქალაქში იყო, მამე-
ჰას ხშირად იძახებდა.

***
ორ წელიწადზე მეტი წვეულებებსა და პიკნიკებზე გავატარე. თან
სწავლას ვაგრძელებდი და საცეკვაო წარმოდგენებში შეძლების-
დაგვარად ვმონაწილეობდი. ამის შემდეგ შეგირდის სტატუსიდან
გადავინაცვლე და გეიშა გავხდი. ეს მოხდა 1938 წლის ზაფხულში,
როცა თვრამეტი წლის ვიყავი. ამ ცვლილებას „საყელოს გამოც-
ვლას“ ვუწოდებთ, რადგან შეგირდს წითელი საყელო უკეთია, უფ-
როს გეიშას კი – თეთრი. თუმცა როცა თქვენ წინაშე მაიკო და უკვე
ჩამოყალიბებული გეიშა გვერდიგვერდ დგანან, მათ საყელოებს
ალბათ ყველაზე ბოლოს შეამჩნევთ. პირველი, დეტალებით გადატ-
ვირთული, გრძელსახელოებიანი კიმონოთი და გრძელი ობით ია-
პონურ თოჯინას უფრო მოგაგონებთ, მეორე კი გაცილებით სადად
გამოიყურება და უფრო ქალურიცაა.

411
ის დღე, როცა საყელო გამოვიცვალე, დედას ცხოვრებაში უბედ-
ნიერესი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ნასიამოვნები მანამდე
არასდროს მენახა. მაშინ მიზეზი არ მესმოდა, მაგრამ ახლა მშვენივ-
რად ვიცი, რა ზრახვებიც ედო გულში.
საქმე ის გახლავთ, რომ, შეგირდისგან განსხვავებით, გეიშა მა-
მაკაცისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება და მხოლოდ ჩაის ჩა-
მოსხმით აღარ შემოიფარგლება (ცხადია, მისაღები პირობების
გათვალისწინებით). მამეჰასთან კავშირისა და გიონში მოპოვებუ-
ლი პოპულარობის წყალობით ისეთ სიმაღლეებს მივაღწიე, რომ
დედას სიხარულისთვის მართლაც უამრავი მიზეზი ჰქონდა, სიხარუ-
ლი და ფული კი მისთვის სინონიმები იყო.
მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკში გადმოვბარგდი, გავიგე, რას ნიშ-
ნავს დასავლეთის მკვიდრისთვის სიტყვა „გეიშა“. დროდადრო,
ელეგანტურ წვეულებებზე მაცნობენ ხოლმე საუცხოოდ გამოწყო-
ბილ, ძვირფასი სამკაულებით მორთულ-მოკაზმულ ახალგაზრდა
ქალებს. როცა ერთ-ერთი ასეთი ქალი იგებს, რომ ოდესღაც კიოტო-
ში ვცხოვრობდი და გეიშა ვიყავი, ცდილობს, პირის მოძრაობით ღი-
მილის მსგავსი რამ გამოსახოს, მაგრამ ტუჩის კუთხეები არ ემორ-
ჩილება და ზევით ისე არ მიიწევს, როგორც საჭიროა. არც იმაზე აქვს
წარმოდგენა, რა უნდა თქვას. საუბრის წარმართვა ისევ იმ ადამიანს
უწევს, ვინც ჩვენი გაცნობა ითავა, მით უმეტეს, რომ მე ინგლისურ
ენას ხეირიანად ამდენი წლის შემდეგაც კი ვერ დავეუფლე. კაცმა
რომ თქვას, ცდასაც აღარ აქვს აზრი, რადგან ჩემი თანამოსაუბრეე-
ბის პირველივე ფიქრი ასეთი გახლავთ: „ღმერთო ჩემო, მე ხომ მე-
ძავს ველაპარაკები!“ სწორედ ამ დროს მხსნელად მოევლინება
ხოლმე თავისი კავალერი, რომელიც მასზე არანაკლებ ოცდაათი-
ორმოცი წლით უფროსია. მე კი ჩემსას ვფიქრობ: „ნეტავ რატომ ვერ
გრძნობს ეს ქალი, რამდენი რამ გვაქვს საერთო?“ ალბათ გესმით,
რასაც ვგულისხმობ: ის მამაკაცების კმაყოფაზე მყოფი ქალია და
თავის დროზე მეც ასეთი ვიყავი. ამ საუცხოო კაბებში გამოწყობილ
ახალგაზრდა ქალებზე შესაძლოა, ბევრი რამ მართლაც არ ვიცოდე,
მაგრამ ხშირად მიჩნდება გრძნობა, რომ მდიდარი ქმრების ან საყვ-

412
არლების გარეშე მათი უმრავლესობა თავს ვერ გაიტანდა და საკუ-
თარ თავზეც არ ექნებოდა ამხელა წარმოდგენა. ცხადია, იგივე ეხე-
ბა პირველი კლასის გეიშებსაც. კარგია, რომ ისინი წვეულებიდან
წვეულებაზე გადადიან და მამაკაცებში დიდი პოპულარობით სარ-
გებლობენ, მაგრამ გეიშა, რომელიც ვარსკვლავობას მიელტვის,
მთლიანად დანაზეა დამოკიდებული. მამეჰაც კი, რომელმაც პოპუ-
ლარობა სარეკლამო კამპანიის წყალობით მოიპოვა, თავის მაღალ
სტატუსს მალევე დაკარგავდა და რიგით გეიშად გადაიქცეოდა, ბა-
რონს რომ მისი კარიერის განვითარებისთვის ხარჯები არ გაეღო.
ერთ დღეს, საყელოს შეცვლიდან სამი კვირის თავზე, მისაღებ
ოთახში ვიჯექი და სადილის წინ ვისვენებდი. უცებ თავზე დედა და-
მადგა და ყალიონის ხრჩოლვით მაგიდასთან ჩამომიჯდა. ჟურნალს
ვკითხულობდი, მაგრამ ზრდილობისთვის გავჩერდი, თუმცა დედას
თავიდან ვერ შევატყვე, რომ ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი. ცოტა
ხანში ყალიონი გვერდზე გადადო და თქვა:
– ეს ყვითელი მწნილი30 პირში აღარ ჩაიკარო, იცოდე. კბილებს
დაგილპობას. ნახე, ჩემს კბილებს რა უქნა!
თურმე გულწრფელად სჯეროდა, რომ მისი ჩაჟანგული კბილები
მწნილის ჭამის შედეგი იყო, რაც ვერაფრით წარმომედგინა. თავისი
პირის ღრუ კარგად რომ დამათვალიერებინა, ყალიონს დასწვდა და
ნაფაზი დაარტყა.
– დეიდას ყვითელი მწნილეული ძალიან უყვარს, ქალბატონო,
მაგრამ კბილები საღი აქვს, – შევედავე მე.
– მერე რა, რომ საღი აქვს, ვის სჭირდება მისი კბილები? ეგ
ფულს თავისი ლამაზი ტუჩ-პირით კი არ შოულობს! მზარეულს უთ-
ხარი, აღარ მოგცეს ხოლმე... და საერთოდ, მე აქ მწნილზე სალაპა-
რაკოდ არ მოვსულვარ. იმის სათქმელად მოვედი, რომ ერთ თვეში
დანა გეყოლება.
– დანა?! კი მაგრამ, დედა, მე ხომ სულ თვრამეტი წლის ვარ!

30სავარაუდოდ, საუბარია ბოლოკის ნაირსახეობა ტაკუანზე, რომელიც


დამწნილებისა ყვითელ ფერს იღებს

413
– ჰაცუმომოს დანა ოცი წლის ასაკამდე არ ჰყოლია და, როცა გა-
მოუჩნდა, ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. წესით, ძალიან კმაყოფი-
ლი უნდა იყო.
– ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ დანას გული რომ მოიგო, ბევ-
რი დრო უნდა დაახარჯო, მე კი მამეჰასგან ვიცი, რომ რამდენიმე წე-
ლი რეპუტაციის გამყარებაზე უნდა ვიმუშაო.
– მამეჰაო?! როდის იყო, მამეჰა ბიზნესში ერკვეოდა? სუფრას-
თან გაცინება რომ მომინდება, ნებართვა მამეჰასგან უნდა ავიღო?!
დღეს ყმაწვილი ქალები (იაპონიაშიც კი) დედებისთვის ენის შებ-
რუნებას შეეჩვივნენ. წამოუხტებიან ხოლმე და უყვირიან. ჩვენ კი
ასეთ შემთხვევებში თავს მოწიწებით ვხრიდით და ვამბობდით:
„დიახ, ქალბატონო!“ თან შეწუხებისთვის ბოდიშსაც ვიხდიდით. მეც
ზუსტად ასე მოვიქეცი.
– საქმიანი გადაწყვეტილებების მიღება მე უნდა მომანდო, – გა-
ნაგრძო დედამ, – მხოლოდ ბრიყვი არ მიიღებს ნობუ ტოსიკაძუს შე-
თავაზებას!
ამის გაგონებისას ლამის გული გამიჩერდა. ცხადზე ცხადი იყო,
რომ ნობუ ერთ დღეს დანობას შემომთავაზებდა. ბოლოს და ბო-
ლოს, რამდენიმე წლის წინ ჩემს მიძაჯეშიც მიიღო მონაწილეობა და
წვეულებებზეც გაცილებით უფრო ხშირად მიხმობდა, ვიდრე სხვა
მამაკაცები. ამ საქმეს წინ თითქოს აღარაფერი დაუდგებოდა, მაგ-
რამ მაინც ვუძალიანდებოდი იმ აზრს, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ
ამ გზით წარიმართებოდა. იმ დღეს, როცა სუმოს ტურნირზე ნობუს
პირველად შევხვდი, ჩემმა სამთვარიომ ასეთი რამ მაუწყა:„კარგისა
და ცუდის თანაფარდობამ, შესაძლოა, ბედის კარიბჭე გაგიხსნას“.
მას შემდეგ ამ წინადადებას თითქმის ყოველდღე ვუფიქრდებოდი
და სხვადასხვა კუთხით განვიხილავდი. რას ნიშნავდა „კარგი და ცუ-
დი?“ – უდავოდ მამეჰას და ჰაცუმომოს; ჩვენი ოკიის „დედის” მიერ
შვილობილად ჩემს აყვანასა და მიძაჯეს, რომელიც ამას მოჰყვა და,
რა თქმა უნდა, თავმჯდომარესა და ნობუს. არ იფიქროთ, რომ ნობუ
არ მომწონდა. პირიქით. მაგრამ მისი საყვარელი თუ გავხდებოდი,
თავმჯდომარისთვის ჩემი ცხოვრების კარი სამუდამოდ უნდა დახშუ-

414
ლიყო! როგორც ჩანს, დედას ჩემი შეშფოთება არ გამოჰპარვია. ყო-
ველ შემთხვევაში, ჩემი რეაქცია ძალიან არ მოეწონა, მაგრამ სანამ
მიპასუხებდა, უცნაური ხმები ჩაგვესმა, თითქოს ვესტიბიულში ვი-
ღაც იდგა და ხველების შეკავებას ცდილობდა. წამიც და, ზღურბლზე
ჰაცუმომო გამოჩნდა. ბრინჯით სავსე ჯამი ეჭირა, რაც მისი მხრიდან
დიდ თავხედობად ითვლებოდა, რადგან სუფრიდან საჭმლით ხელში
ადგომა ყოვლად დაუშვებელი იყო. როცა ლუკმა გადაყლაპა, ერთი
ჩაიფხუკუნა და თქვა:
– რას მიშვრები, დედა, ხომ არ გინდა, დამახრჩო?!
როგორც ჩანს, ჩვენს საუბარს ყურს უგდებდა და თან სადილს მი-
ირთმევდა.
– მაშ ასე! – დაიწყო მან. – სახელგანთქმული საიურის დანა ნო-
ბუ ტოსიკაძუ ხდება! რა მშვენიერია, არა?!
– თუ რამე სახეირო გაქვს სათქმელი, დროზე თქვი, – უთხრა დე-
დამ.
– დიახ, მაქვს, – უპასუხა ჰაცუმომომ დინჯად, ოთახში შემოვიდა
და მაგიდასთან ჩაიმუხლა.
– საიური-სან, არ ვიცი, რამდენად გათვითცნობიერებული ხარ,
მაგრამ გეიშასა და მისი დანას ურთიერთობას, სხვა ბევრ რამესთან
ერთად, ორსულობაც მოჰყვება. ხომ გესმის? მამაკაცებს კი ძალიან
სწყინთ, როცა მათი საყვარლები ბავშვებს სხვებისგან აჩენენ. ამ
მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე სწორედ შენ მოგეთხოვება.
აბა, ნობუს რას გამოაპარებ? თუ ბავშვს, თითქმის ყველა ჩვენგანის
მსგავსად, ორი ხელი გამოჰყვა, ნობუ უცებ მიხვდება, რომ ეს მისი
შვილი არ არის!
ჩანდა, რომ ეს თავისი ოხუნჯობა ძალიან სასაცილოდ ეჩვენებო-
და.
– მოდი, ცალი ხელი მოიჭერი, ჰაცუმომო. იქნებ ამან, ნობუ ტო-
სიკაძუს მსგავსად, შენც გაგითქვას სახელი! – უთხრა დედამ.

415
– მარტო ეგ არ უშველის საქმეს. საამისოდ სახეც, აი, ასეთი უნდა
მქონდეს! – ჩაიღიმა ჰაცუმომომ და ჯამში ჩაგვახედა. ბრინჯში აძუ-
კის31 მარცვლები იყო გაბნეული და ეს ნაზავი შემზარავად წააგავდა
დამწვრობის ბუშტუკებით დაფარულ კანს.

***
უკვე საღამოვდებოდა. ვგრძნობდი, რომ თანდათან რეტი მეს-
ხმოდა და თავში რაღაც უცნაური ბზუილი ჩამესმოდა. ამიტომ გა-
დავწყვიტე, მამეჰას გავსაუბრებოდი და ამ მიზნით სახლში ვეწვიე.
ზაფხულის ცხელი დღე იყო, ვიჯექი მაგიდასთან, ჩაცივებულ ქერის
ნაყენს ვწრუპავდი და ვცდილობდი, ჩემი განცდები სააშკარაოზე არ
გამომეტანა.მთელი ეს წლები, სანამ გეიშად მწვრთნიდნენ, ერთა-
დერთი სტიმული მამოძრავებდა – მსურდა, თავმჯდომარეს მივ-
წვდომოდი. თუ მთელი ცხოვრება მხოლოდ ნობუს, სოლო ცეკვები-
სა და გიონური წვეულებების ამარა უნდა დავრჩენილიყავი, ამდენი
ტანჯვა და ბრძოლა რისთვისღა გამოვიარე?
სანამ მამეჰას ჩემი სტუმრობის მიზეზს შევატყობინებდი, დიდ-
ხანს ვდუმდი, მაგრამ როცა ჭიქა მაგიდაზე ჩამოვდგი და ლაპარაკი
დავაპირე, შემეშინდა, რომ ხმა მიმტყუნებდა. დასამშვიდებლად კი-
დევ რამდენიმე წუთი დამჭირდა. როგორც იქნა, ნერწყვი გადავყლა-
პე და ამოვთქვი:
– დედამ მითხრა, რომ, სავარაუდოდ, ერთ თვეში დანა მეყოლე-
ბა.
– ვიცი, – მიპასუხა მამეჰამ, – ისიც ვიცი, რომ ეს პიროვნება ნობუ
ტოსიკაძუ იქნება.
ტირილისგან თავის შეკავებას ისე თავგამოდებით ვცდილობდი,
რომ ლაპარაკი ვეღარ გავაგრძელე.
– ნობუ-სანი კარგი კაცია, თან ძალიან მოუწევს შენკენ გული, –
თქვა მამეჰამ.

31 მუხუდოს ნაირსახეობა

416
– დიახ, ასეა. მაგრამ, მამეჰა-სან... არ ვიცი, როგორ გითხრათ...
ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი!
– რას გულისხმობ? ნობუ-სანი ყოველთვის კეთილად გეპყრო-
ბოდა.
– გეთანხმებით, მაგრამ მე არ მინდა ეს სიკეთე!
– როგორ თუ არ გინდა? მე კი მეგონა, სიკეთე ყველა ჩვენგანის-
თვის ნანატრი რამ არის. როგორც ჩანს, იმის თქმა გსურს, რომ რა-
ღაც მეტი გწყურია, ამ მეტს კი, შენი მდგომარეობიდან გამომდინა-
რე, ნამდვილად ვერ მოითხოვ.
მამეჰა უდავოდ მართალი იყო. როცა ეს სიტყვები გავიგონე,
ცრემლებმა თავისით გამოარღვიეს ის მყიფე კედელი, რომელიც
მათ აქამდე აკავებდა. უზომოდ შემრცხვა, მაგიდაზე სახით დავემხე,
ცრემლებს გზა მივეცი და მანამ ვტიროდი, სანამ ბოლომდე არ და-
ვიცალე. მამეჰამ პაუზა გააკეთა და საუბარი მხოლოდ მაშინ განაგ-
რძო, როცა დავმშვიდდი:
– რას ელოდი, საიური?
– რაღაც სხვას ველოდი!
– მესმის, რომ ნობუს ცქერა ვერ იქნება შენთვის ადვილი, მაგ-
რამ...
– მამეჰა-სან, განა ამის თქმა მინდა. ნობუ-სანი, როგორც თქვენ
ამბობთ, კარგი კაცია, მაგრამ საქმე ის არის, რომ...
– საქმე ის არის, რომ შიძუეს ბედს შენატრი. ხომ ასეა? მიუხედა-
ვად იმისა, რომ შიძუე პოპულარული გეიშა სულაც არ იყო, მას გი-
ონში ყველაზე ბედნიერ ქალად თვლიდნენ. ოცდაათი წლის განმავ-
ლობაში იგი ფარმაცევტის საყვარელი იყო. ამ კაცს მდიდარი არ ეთ-
ქმოდა. არც შიძუე გახლდა მზეთუნახავი, მაგრამ მთელი კიოტო
რომ შემოგევლო, ვერსად იპოვიდი ორ ადამიანს, რომლებსაც ერ-
თად ყოფნა ასეთ ნეტარებას ჰგვრიდა!
მიჭირდა ამის აღიარება, მაგრამ როგორც ყოველთვის, მამეჰას
ნათქვამი ახლაც ძალიან ახლოს იყო სიმართლესთან.
– ჯერ თვრამეტი წლისა ხარ, საიური, – განაგრძო მან, – არც მე
და არც შენ არ ვიცით, რა ბედი გველის. ამას ვერც ვერასოდეს გავი-

417
გებთ. ბედისწერა მხიარულ ნადიმს როდი ჰგავს, დღის ბოლოს რომ
ზუსტად იცი, როგორ დასრულდება, ზოგჯერ ის სხვა არაფერია, თუ
არა სატანჯველი, რომელსაც მთელი ცხოვრება, დღითი დღე უნდა
გაუძლო.
– რა საშინელებაა!
– გეთანხმები, მაგრამ ბედისწერას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გა-
დაუვა.
– გთხოვთ, გამიგოთ. ბედისწერას არ გავურბივარ. როგორც
თქვენ ამბობთ, ნობუ კეთილშობილი კაცია. ისიც მესმის, რომ მისი
ასეთი დაინტერესება ჩემში მხოლოდ მადლიერებას უნდა იწვევდეს.
მაგრამ... მე იმდენ რამეზე ვოცნებობდი...
– და თუ ერთხელ ნობუმ ხელი დაგაკარა, გეშინია, რომ ამ ოცნე-
ბებიდან არც ერთი აღარ შეგრჩება, არა? როგორ ფიქრობ, საიური,
რა არის გეიშას ცხოვრება? განა გეიშები იმიტომ ვხდებით, რომ
ცხოვრებამ მხოლოდ კმაყოფილება მოგვანიჭოს? გეიშები იმიტომ
ვხდებით, რომ სხვა არჩევანი არა გვაქვს!
– მომიტევეთ, მამეჰა-სან, ნუთუ ასეთი სულელი ვარ? გამოდის,
სულ ტყუილად ბჟუტავდა ჩემს გულში იმედი, რომ ერთ მშვენიერ
დღეს...
– გოგონებს ათასი სისულელის იმედი აქვთ, საიური. იმედი თავ-
სამკაულს ჰგავს. გოგონებს უნდათ, რაც შეიძლება მეტი თავსამკაუ-
ლი ჰქონდეთ, მაგრამ რომ დაბერდებიან, ერთი მათგანიც კი ბრიყ-
ვულ იერს ანიჭებთ, – თქვა მამეჰამ.
გადავწყვიტე, თავს მოვრეოდი და ცრემლები შემეკავებინა. მხო-
ლოდ თითო-ოროლა ცრემლმა გამოჟონა ჩემი თვალებიდან, მცენა-
რის წვენივით, წვეთ-წვეთად რომ მოადგება ხოლმე ხის მერქანს.
– მამეჰა-სან, მინდა გკითხოთ: ბარონის მიმართ ძლიერი
გრძნობა გაქვთ? ·
– ბარონი ჩემთვის კარგი დანაა.
– რა თქმა უნდა. მაგრამ რა გრძნობებს იწვევს თქვენში, რო-
გორც მამა კაცი? ვიცი, რომ ზოგიერთ გეიშას თავისი დანა ძლიერ
იზიდავს.

418
– ჩვენი ურთიერთობა ბარონისთვის კომფორტულია, ჩემთვის
კი – მომგებიანი. ჩვენს გარიგებას ვნება რომ ახლდეს როგორ გით-
ხრა ეს გრძნობა შეუმჩნევლად გადაიზრდებოდა ეჭვიანობაში; მეტ-
საც გეტყვი – სიძულვილშიც კი. რა თქმა უნდა, გავლენიან მამაკაცს
გულს ვერ ვატკენ. წლების განმავლობაში დიდი ჯაფა დამადგა, რა-
თა გიონში საკუთარი ადგილი დამემკვიდრებინა, მაგრამ გავლენი-
ანმა მამაკაცმა ჩემი განადგურება რომ განიზრახოს, უკან არ და-
იხევს! თუ წარმატება გინდა, საიური, მამაკაცის გრძნობების მართვა
უნდა შეგეძლოს. ბარონი ზოგჯერ აუტანელია, მაგრამ მას უამრავი
ფული აქვს და მის ხარჯვას არ ერიდება.
ზეცას მადლს ვწირავ, რომ შვილებიც არ მოისურვა. ნობუ დიდი
გამოცდა იქნება შენთვის. მან ძალიან კარგად იცის,რა უნდა. არ გა-
მიკვირდება, თუ მეტი მოგთხოვა, ვიდრე ბარონი ჩემგან ითხოვს.
– კი მაგრამ, მამეჰა-სან, თქვენს გრძნობებზე რას იტყვით? ნუთუ
არ არსებობს მამაკაცი...
მინდოდა მეკითხა, ნუთუ არ არსებობდა მამაკაცი, რომელმაც
ვნება აღუძრა, მაგრამ შევამჩნიე, რომ მისმა გაღიზიანებამ, რომე-
ლიც აქამდე მხოლოდ ჩანასახის სახით იგრძნობოდა, ახლა მთელი
ძალით იფეთქა. მუხლებზე ხელები დაიდო და წამოიწია. ვფიქრობ,
უკვე მზად იყო ჩემს დასატუქსად, მაგრამ დაუყოვნებლივ ბოდიში
მოვუხადე და ისევ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა.
– შენსა და ნობუს შორის ენია, საიური. ამას ვერსად წაუხვალ, –
თქვა მამეჰამ.
მაშინაც კი ვიცოდი, რომ მამეჰა მართალი იყო. ენი გახლავთ
კარმული კავშირი, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება. დღეს
ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათ ცხოვრებისეულ გზას მთლიანად მა-
თივე არჩევანი განაპირობებს, მაგრამ იმ დროს საკუთარ თავს ისე
ვუყურებდით, როგორც თიხის ქანდაკებებს, რომლებსაც სამუდა-
მოდ ემჩნევა მათი ნათითურები, ვისაც მათთვის ხელი ერთხელ მა-
ინც შეუვლია. ვგრძნობდი, რომ ნობუმ სხვებზე ღრმად დამატყო თა-
ვისი ხელი. გადაჭრით ვერავინ მეტყოდა, რომ სწორედ ეს კაცი გახ-
ლდათ ჩემი ბედისწერა, მაგრამ ჩვენ შორის მუდამ იგრძნობოდა ეს

419
ხსენებული ენი. ნობუს ფიგურა ჩემი ცხოვრების ლანდშაფტის განუ-
ყოფელი ნაწილი იყო. მაგრამ ნეტავ იმ მწარე გაკვეთილებიდან,
რაც ცხოვრებისგან ვიწვნიე, ყველაზე უმწარესი ჯერ კიდევ წინ თუ
მელოდა? ნუთუ მართლა მომიწევდა ყველა იმედის გვერდზე გადა-
დება და ისეთ ადგილას გადანახვა, სადაც მათზე თვალი აღარავის
მიუწვდებოდა, მათ შორის, მეც?
– ოკიაში დაბრუნდი, საიური, და მორიგი წვეულებისთვის მოემ-
ზადე. მუშაობას არაფერი ჯობს, როცა გულგატეხილობას ებრძვი, –
მითხრა მამეჰამ.
ერთიც შევხედე იმ იმედით, რომ ჩემს თხოვნას შეისმენდა, მაგ-
რამ მისი სახის გამომეტყველება რომ დავინახე, უკან დავიხიე. არ
ვიცი, რაზე ფიქრობდა, მაგრამ თითქოს სიცარიელისთვის მიეშვირა
უზადოდ ჩამოქნილი ოვალური სახე, რომელსაც დაძაბულობისგან
მხოლოდ ტუჩისა და თვალების კუთხეებში აჩნდა წვრილ-წვრილი
ნაოჭები. შემდეგ მძიმე ოხვრა აღმოხდა და ჩაის ჭიქას ჩახედა.
როგორც მომეჩვენა, თვალებში სიმწარე ედგა.

***
ქალს, რომელიც დიდებულ სახლში ცხოვრობს, ალბათ თავისი
ლამაზი ნივთებიდან ყველა ერთნაირად ეამაყება, მაგრამ როგორც
კი ხანძარი გაჩნდება და მის ყურს ცეცხლის ტკაცუნი მისწვდება, არ-
ჩევანს იმ ნივთზე აჩერებს, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებს. მა-
მეჰასთან საუბრის შემდეგ სწორედ ასეთი განცდა დამეუფლა: თით-
ქოს ჩემს ცხოვრებას ცეცხლი ეკიდა. შესაბამისად, მეც ვეცადე, მე-
პოვა თუნდაც ერთი რამ, რაც ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იქნებოდა
მას შემდეგ, რაც ნობუ ჩემი დანა გახდებოდა. მაგრამ უნდა მომიტე-
ვოთ – ვერაფერსაც ვერ გავხდი! ერთ საღამოს, როცა ჩაის სახლ
„იჩირიკიში“ მაგიდასთან ვიყავი მუხლმოყრილი და ვცდილობდი,
ჩემს სასოწარკვეთილ მდგომარეობაზე ნაკლებად მეფიქრა, უცებ
თოვლიან ტყეში დაკარგული ბავშვი დამიდგა თვალწინ. თვალი შე-
ვავლე თეთრთმიან მამაკაცებს, რომლებსაც იმ საღამოს ვმასპინძ-

420
ლობდი, და ელდა მეცა:ისინი ისე ჰგავდნენ დათოვლილ ხეებს, რომ
წამით მეწვია საზარელი აზრი, თითქოს ამქვეყნად ერთადერთი
ცოცხალი ადამიანი მხოლოდ მე ვიყავი. მაგრამ შემიძლია დავასა-
ხელო ღონისძიებები, რომლებიც, მათი არცთუ დიდი მასშტაბის მი-
უხედავად, ჯერ კიდევ მმატებდნენ რწმენას, რომ ჩემი ცხოვრება
მთლად აზრმოკლებული არ იყო. ეს გახლდათ წვეულებები, რომ-
ლებსაც სამხედრო პირები ესწრებოდნენ.
1938 წელს მანჯურიაში გაჩაღებული ომის შესახებ ხშირ ცნო-
ბებს ყველა ჩვენგანმა ყური შეაჩვია. ოკეანის გადაღმა გადახვეწილ
ჩვენს ჯარისკაცებს თუნდაც კოლოფში ჩაწყობილი მათი მზა სადი-
ლები გვაგონებდა, რომლებსაც „ამომავალი მზის ლანჩბოქსებს“
უწოდებდნენ. საქმე ის იყო, რომ ბრინჯით სავსე კოლოფის ცენტრში
დამწნილებული ქლიავი იდო, ეს „კომპოზიცია“ კი ძალიან ჰგავდა
იაპონიის დროშას.
ქვეითი ჯარისა და ფლოტის ოფიცრები გიონს საუკუნეების მან-
ძილზე აკითხავდნენ სულის მოსაბრუნებლად, მაგრამ ამ ბოლო
დროს, შვიდ თუ რვა ჭიქა საკეს რომ გადაკრავდნენ, თვალებაწ-
ყლიანებულები გვიმტკიცებდნენ, რომ მათ მებრძოლ სულისკვეთე-
ბას ისე არაფერი ამაღლებდა, როგორც გიონში სტუმრობა. არ ვიცი,
იქნებ სამხედროები ყველა ქალს ასე ელაპარაკებიან, მაგრამ წარ-
მოიდგინეთ, რა ემოციებს იწვევდა ჩემში ის აზრი, რომ ზღვისპირე-
თიდან გადმოხვეწილ ერთ უბრალო გოგოს შემეძლო, ჩემი ერის
ცხოვრებაში თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შემეტანა! ვერ ვიტყვი,
რომ ეს წვეულებები ჩემს სასოწარკვეთას ოდნავ მაინც ანელებდა,
მაგრამ მათი წყალობით ნამდვილად მივხვდი, თუ რამდენად ეგოის-
ტური იყო ჩემი პირადი განცდები.

***
გავიდა რამდენიმე კვირა. ერთ საღამოს „იჩირიკის“ ვესტიბიულ-
ში მამეჰა შემხვდა და მითხრა, რომ მოვიდა დრო, დედასთვის სანაძ-
ლეო შეეხსენებინა. ალბათ გახსოვთ მათი სანაძლეოს შინაარსი.

421
საკითხი ასე იდგა: დავფარავდი თუ არა ოცი წლის ასაკამდე ჩემს
ვალს. მოხდა ისე, რომ ეს გაცილებით ადრე, თვრამეტი წლის ასაკში
მოვახერხე.
– საყელო უკვე გამოცვლილი გაქვს, ამიტომ მგონია, რომ ლო-
დინი საჭირო აღარ არის, – დასძინა მამეჰამ.
თქმით მხოლოდ ეს მითხრა, მაგრამ, ვფიქრობ, სინამდვილეში
უფრო რთულად იყო საქმე. მამეჰამ იცოდა, რომ დედა ვალების დაბ-
რუნებაზე მწყრალად იყო და როცა ფსონები მაღლა აიწევდა,
მთლად გაჯიქდებოდა. დანა რომ გამომიჩნდებოდა, ჩემი შემოსავა-
ლი საგრძნობლად გაიზრდებოდა, დედა კი, შესაბამისად, თავდაც-
ვით ზომებს გააძლიერებდა.
როგორც ჩანს, მამეჰამ ამჯობინა, კუთვნილი თანხა დროულად
მიეღო, შემდგომ შემოსავლებზე ზრუნვა და წუხილი კი სამომავ-
ლოდ გადაედო. რამდენიმე დღეში ჩვენი ოკიის სასტუმრო ოთახში
დამიბარეს. მამეჰა და დედა მაგიდასთან ისხდნენ და ამინდზე საუბ-
რობდნენ. მამეჰას თან ახლდა თმაჭაღარა მოხუცი – ქალბატონი
ოკადა, რომელსაც ადრე რამდენჯერმე შევხვედრივარ. ქალბატონი
ოკადა იმ ოკიის დიასახლისი იყო, რომელშიც მამეჰა ოდესღაც
ცხოვრობდა და, გარკვეული გასამრჯელოს ფასად, დღემდე აწარ-
მოებდა მისთვის საბუღალტრო აღრიცხვას. ასე სერიოზულად გან-
წყობილი სხვა დროს არასოდეს მინახავს. თავჩაქინდრული იჯდა,
მაგიდას დასჩერებოდა და საუბარში არ მონაწილეობდა.
– აი, შენც მოხვედი! – წამოიძახა დედამ. – შენმა უფროსმა დამ
სიკეთე გამოიჩინა, გვეწვია და ქალბატონი ოკადაც მოგვიყვანა. აბა,
შენ იცი, როგორ უმასპინძლებ. შემოგვიერთდი!
– ქალბატონო ნიტა, – ალაპარაკდა ქალბატონი ოკადა ისე, რომ
მაგიდისთვის თვალი არ მოუშორებია, – როგორც მამეჰასგან სატე-
ლეფონო საუბრისას გავიგე, ჩვენს სტუმრობას უფრო საქმიანი ხა-
სიათი უნდა ჰქონოდა, ვიდრე მეგობრული. საიურის დასწრება სა-
ვალდებულო არ არის. თან ალბათ სხვა საქმეებიც ბლომად აქვს...
– არა, ვერ დავუშვებ, რომ საიურიმ მსგავსი უპატივცემლობა გა-
მოიჩინოს! ჯობს, ეს რამდენიმე წუთი თქვენთან გაატაროს, ‒ უპასუ-

422
ხა დედამ. დედას გვერდით ჩამოვუჯექი, მოახლემ ჩაი მოგვართვა,
მამეჰამ კი დაიწყო:
‒ ქალბატონო ნიტა, უნდა იამაყოთ თქვენი ქალიშვილის წარმა-
ტებებით. საქმე ისე წაუვიდა, რომ, მგონი, ყველა მოლოდინს გადაა-
ჭარბა! არ მეთანხმებით?
– რატომ გგონიათ, რომ თქვენი მოლოდინების შესახებ ბევრი
რამ ვიცი? – კითხვა შეუბრუნა დედამ, კბილები დაკრიჭა, თავისებუ-
რად, უცნაურად გაიცინა და თითოეულ ჩვენგანს სათითაოდ შეგვავ-
ლო თვალი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისი ენაწყლიანობა სა-
თანადოდ შევაფასეთ.
არავის გასცინებია. ქალბატონმა ოკადამ სათვალე გაისწორა და
ჩაახველა, დედამ კი დასძინა:
– რაც შეეხება ჩემს პირად მოლოდინებს, ნამდვილად ვერ ვიტ-
ყვი, რომ საიურიმ მათ გადააჭარბა.
– როცა მის პერსპექტივებზე რამდენიმე წლის წინ ვიმსჯელეთ,
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მისგან ბევრს არაფერს ელო-
დით. მახსოვს, ისიც კი არ გსურდათ, რომ მისთვის ხელი მომეკიდა,
– უთხრა მამეჰამ.
– მაპატიეთ, მაგრამ გარეშე პირისთვის საიურის მომავლის მინ-
დობა გონივრულ ნაბიჯად არ მიმაჩნდა, მით უმეტეს, რომ ოკიაში ჰა-
ცუმომო გვყავს! – უპასუხა დედამ.
– აბა, რას ამბობთ, ქალბატონო ნიტა! – გაეცინა მამეჰას. – ეგ
ხომ უმალ დაახრჩობდა საწყალ გოგოს, სანამ რამეს ას-წავლიდა!
– ვაღიარებ, რომ ჰაცუმომო რთული პიროვნებაა. მაგრამ, როცა
საიურის მსგავსი, განსხვავებული გოგო გყავს ხელში, დარწმუნებუ-
ლი უნდა იყო, რომ დროულ და სწორ გადაწყვეტილებას იღებ. გამო-
დის, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ, მამეჰა-სან. დღეს კი, როგორც
ვხვდები, ანგარიშის გასასწორებლად მეწვიეთ, ხომ ასეა?
– ქალბატონმა ოკადამ სიკეთე გამოიჩინა და ციფრები ჩამოწე-
რა. ძალიან დამავალებთ, თუ გადახედავთ, – უპასუხა მამეჰამ.
ქალბატონმა ოკადამ სათვალე გაისწორა და ჩანთიდან, რომე-
ლიც კალთაში ედო, დავთარი ამოიღო. მამეჰამ დავთარი მაგიდაზე

423
გადაშალა და დედას სვეტებად ჩამოწერილი ციფრები დაათვალიე-
რებინა.
– ეს საიურის შარშანდელი შემოსავალია? – გააწყვეტინა დედამ.
– ღმერთო ჩემო, ნეტავ ისეთი შეძლებულები ვიყოთ, როგორც
თქვენ გგონიათ! ამდენი ფული ჩვენს ოკიაში არასდროს შემოსულა!
– დიახ, ფრიად შთამბეჭდავი ციფრებია. მაგრამ მათ სიზუსტეში
ეჭვს ვერავინ შეიტანს, ყველაფერი გიონის სარეგისტრაციიო ბი-
უროში გადავამოწმე, – თქვა ქალბატონმა ოკადამ.
დედამ კბილები დაკრიჭა და ნაძალადევად გაიცინა. ვფიქრობ,
თავი უხერხულად იგრძნო იმის გამო, რომ სიცრუეში ამხილეს.
– შეიძლება, ჩემს დავთარს ისე ყურადღებით არ ვადევნებდი
თვალს, როგორც საჭირო იყო... – ჩაილაპარაკა ბოლოს.
ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ შეჯერდნენ იმ ციფრზე, რომელიც
დებიუტის დღიდან მიღებულ ჩემს მთლიან შემოსავალს აღნიშნავ-
და. ქალბატონმა ოკადამ ჩანთიდან პატარა საანგარიშო ამოიღო.
მცირე ხანს კიდევ რაღაცას ანგარიშობდა და ციფრებს დავთრის ცა-
რიელ ფურცელზე იწერდა. როგორც იქნა, გამოიყვანა საბოლოო
ციფრი და ხაზი გაუსვა.
– მაშ ასე. აი, თანხა, რომელიც მამეჰა-სანს ეკუთვნის.
– თუ გავითვალისწინებთ, როგორ შეუწყო ხელი საიურის, დარ-
წმუნებული ვარ, მამეჰა-სანი მეტსაც კი იმსახურებს, – თქვა დედამ,
– სამწუხაროდ, ჩვენი პირობების თანახმად, მამეჰას მხოლოდ იმის
ნახევარი უნდა მიეღო, რაც მისი რანგის გეიშას ეკუთვნოდა, სანამ
საიური თავის ვალს არ დაფარავდა. ახლა, როცა ვალი გასტუმრე-
ბულია, მამეჰას უდავოდ აქვს უფლება, ხსენებული მეორე ნახევარი
მიიღოს, რათა კუთვნილი თანხა მთლიანად ერგოს, – თქვა დედამ.
– ვიცი, რომ მამეჰა ნახევარზე დათანხმდა, – თქვა ქალბატონმა
ოკადამ, – მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ საიურის წარმატების
შემთხვევაში ორმაგი უნდა მიეღო. ამიტომაც წავიდა ასეთ რისკზე.
იმ შემთხვევაში, თუ საიური ვალს ვერ გაისტუმრებდა, მამეჰა იმ ნა-
ხევრის ამარა დარჩებოდა, მაგრამ საიურიმ წარმატებებს მიაღწია
და მამეჰას ორმაგი თანხა ეკუთვნის.

424
– აბა, დაფიქრდით, ქალბატონო ოკადა, ასეთ პირობებზე რო-
გორ უნდა დავთანხმებულიყავი?! გიონში ყველამ იცის, როგორ
ვფრთხილობ, როცა საქმე ფულს ეხება. მამეჰას, დიახაც, ამაგი აქვს
საიურიზე, მაგრამ მე ორმაგს ვერ გადავიხდი. შემიძლია, მხოლოდ
დამატებითი ათი პროცენტი შევთავაზო. გამოიჩინეთ დიდსულოვნე-
ბა და გაითვალისწინეთ: ჩემი ოკია დღეს ნამდვილად ვერ არის იმ
მდგომარეობაში, რომ ფული ასე უზრუნველად ვფლანგო! –თქვა
დედამ.
მსგავსი სტატუსის მქონე ქალის სიტყვას ფასი ედო და სხვა შემ-
თხვევაში ალბათ უტყუარი საბუთიც კი იქნებოდა, მაგრამ ეს ყველას
ეხებოდა, მის გარდა. მას უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება,
რომ ბოლომდე ეცრუა.
ყველანი გავჩუმდით. ბოლოს ქალბატონმა ოკადამ თქვა:
– ქალბატონო ნიტა, თქვენ მე მაბნევთ. ძალიან კარგად მახსოვს,
მამეჰამ რაც მითხრა!
– ეჭვი არ მეპარება, რომ გახსოვთ, – უთხრა დედამ, – მამეჰას
თავისებურად ამახსოვრდება ესა თუ ის საუბარი, მე კი – ჩემებურად.
მესამე მხარე გვჭირდება და, საბედნიეროდ,ასეთი პიროვნება
გვყავს. საიური იმ დროს ჯერ მთლად ბავშვი იყო, მაგრამ ციფრებში
კარგად ერკვევა.
– დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი მეხსიერება აქვს, – თქვა
ქალბატონმა ოკადამ, – მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მას პირადი
ინტერესი არ ამოძრავებს. ის ხომ ოკიის ქალიშვილია!
– დიახ, ასეა, – თქვა მამეჰამ, რომელმაც კარგა ხნის შემდეგ ხმა
პირველად ამოიღო, – მაგრამ საიური პატიოსანი გოგოა. მზად ვარ,
მივიღო მისი პასუხი, ცხადია, თუკი ის ქალბატონი ნიტასთვისაც მი-
საღები აღმოჩნდება.
– რა თქმა უნდა, – თქვა დედამ და ყალიონი გვერდზე გადადო,
– აბა, საიური, გისმენთ!
ამ წუთებში რომ არჩევანის წინაშე დავმდგარიყავი – სახურავი-
დან ჩამოვსრიალებულიყავი და ისევ ხელი მომეტეხა თუ ამ ოთახში
ვმჯდარიყავი და დასმულ კითხვაზე პასუხი გამეცა. ალბათ, კვლავ

425
უყოყმანოდ ავბობღდებოდი სახურავზე. გიონში მცხოვრები ქალე-
ბიდან მამეჰას და დედას ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდათ ჩემს
ცხოვრებაზე, ახლა კი ჩემთვის ცხადი იყო, რომ ერთ-ერთი მათგანი
უნდა გამენაწყენებინა. სიმართლე ძალიან კარგად მომეხსენებოდა,
მაგრამ, მეორე მხრივ, დედასთან ერთად ოკიაში ცხოვრება ხომ უნ-
და გამეგრძელებინა? არადა, მამეჰას მართლაც ყველაზე დიდი ამა-
გი ჰქონდა ჩემზე, და მის წინააღმდეგ დედას მხარს ვერ დავუჭერდი.
– გისმენთ! – მითხრა დედამ.
– როგორც მახსოვს, მამეჰამ გასამრჯელოს ნახევარი მიიღო,
მაგრამ ბოლოს ორმაგი თანხა უნდა მიეღო, დედა. მაპატიეთ, მაგ-
რამ მე ასე მახსოვს.
მცირე პაუზის შემდეგ დედამ თქვა:
– რა ვქნა, აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა. ეს უკვე პირველი შემ-
თხვევა არ არის, როცა მეხსიერება მღალატობს.
– მსგავსი პრობლემა დროდადრო ყველას გვაწუხებს, ‒უპასუხა
ქალბატონმა ოკადამ.
‒ ერთი ეს მიბრძანეთ, ქალბატონო ნიტა. რას გულისხმობდით,
როცა მამეჰასთვის დამატებითი ათი პროცენტის შემოთავაზებაზე
საუბრობდით? მე ასე გავიგე, რომ თქვენ ამ ათ პროცენტს იმ ორმაგ
თანხაზე უმატებდით, რომლის გადახდის შესახებაც თავიდანვე შე-
უთანხმდით.
– ნეტავ მქონდეს ისე საქმე, რომ ეს შემეძლოს! – თქვა დედამ.
– კი მაგრამ, თქვენ ხომ ეს სულ რამდენიმე წუთის წინ ბრძანეთ?
ასე უცებ აზრი როგორ შეიცვალეთ?
ქალბატონი ოკადა ამჯერად მაგიდას აღარ უყურებდა და პირდა-
პირ დედას მისჩერებოდა. კარგა ხნის დუმილის შემდეგ თქვა:
‒ მოდით, დროებით შევწყვიტოთ ეს საუბარი. ერთი დღისთვის
საკმარისი გავაკეთეთ. ხომ შეგვიძლია, სხვა დროს შევხვდეთ და
ციფრები დავაჯამოთ?
დედა უკმაყოფილოდ აიმრიზა, მაგრამ თანხმობის ნიშნად თავი
დაუკრა და სტუმრობისთვის ორივეს მადლობა გადაუხადა.
– დარწმუნებული ვარ, ძალიან ნასიამოგნები ხართ, საიურის მა-

426
ლე დანა რომ ეყოლება, – თქვა ქალბატონმა ოკადამ და საანგარი-
შო გვერდზე გადადო, – ის ხომ მხოლოდ თვრამეტი წლისაა! ასეთ
ნორჩ ასაკში ამხელა ნაბიჯი ხუმრობა არ არის!
– ამ ასაკში თვით მამეჰასთვისაც კი გასაოცარი წარმატება იქნე-
ბოდა, დანა რომ ჰყოლოდა, – უპასუხა დედამ.
– ბევრი გოგონასთვის ეს მართლაც ნორჩი ასაკია, –სიტყვა ჩა-
მოართვა მამეჰამ, – მაგრამ საიურის შემთხვევაში ქალბატონმა ნი-
ტამ უდავოდ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
დედა ერთხანს უხმოდ აბოლებდა და მამეჰას თვალს არ აშორებ-
და. ბოლოს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
– ჩემი რჩევაა, მამეჰა-სან: თქვენ საიურის თვალების ლამაზად
მინაბვა ასწავლეთ, ხოლო როცა ბიზნესთან დაკავშირებულ გადაწ-
ყვეტილებებზე მიდგება საქმე, მე მომენდეთ.
– თქვენთან ბიზნესის საკითხებზე მსჯელობას ვერასდროს გავ-
ბედავდი, ქალბატონო ნიტა. დარწმუნებული ვარ,თქვენი გადაწყვე-
ტილება საუკეთესო იქნება. მაგრამ, თქვენი ნებართვით, ერთი კით-
ხვა უნდა დაგისვათ: მართალია, რომ ყველაზე გულუხვი შემოთავა-
ზება ნობუ ტოსიკაძუსგან მიიღეთ?
– ის ერთადერთი იყო და გულუხვიც იმიტომ ჩანს.
– ერთადერთი? რა საწყენია.. პირობები გაცილებით ხელსაყრე-
ლია, როცა ბევრი მამაკაცი ეჯიბრება ერთმანეთს. განა ასე არ არის?
– როგორც უკვე გითხარით, მამეჰა-სან, ბიზნესთან დაკავშირე-
ბული გადაწყვეტილებები მე უნდა მომანდოთ. ნობუ ტოსიკაძუ ხელ-
საყრელ პირობებზე რომ დავითანხმო, საამისოდ უმარტივესი გეგმა
მაქვს მომზადებული.
– თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, ამ გეგმას სიამოვნებით
გავეცნობოდი.
დედამ ყალიონი გვერდზე გადადო. მეგონა, მამეჰას დატუქსავ-
და, მაგრამ მხოლოდ ეს უთხრა:
– დიახ, სიამოვნებით გაგიმხელთ. იქნებ დამეხმაროთ კიდეც.
ჩემი აზრით, ნობუ ტოსიკაძუ უფრო ხელგაშლილი გახდება, როცა
გაიგებს, რომ ჩვენი ბებო „ივამურა ელექტრიკის“ გამათბობელმა

427
მოკლა. რას იტყვით?
– როგორ გითხრათ... ბიზნესისა ბევრი არაფერი გამეგება, ქალ-
ბატონო ნიტა, – უპასუხა მამეჰამ.
– იქნებ თქვენ ან საიურიმ საუბარში შეაპაროთ ეს ამბავი, როცა
შეხვდებით? აგრძნობინეთ, რა საშინელი დარტყმა იყო ეს ჩვენთვის.
ვფიქრობ, აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, რომ ზარალი აგვი-
ნაზღაუროს.
‒ გულდასაწყვეტია, რა თქმა უნდა, მაგრამ უდავოდ კარგი აზ-
რია, – თქვა მამეჰამ, – სხვათა შორის, არის კიდევ ერთი პიროვნება,
რომელიც საიურის მიმართ ინტერესს იჩენს, – თქვა მამეჰამ.
– ასი იენი ასი იენია, მნიშვნელობა არა აქვს, რომელი მამაკაცი
გაიკრავს ჯიბეზე ხელს, – უპასუხა დედამ.
– ხშირ შემთხვევაში ასეა, მაგრამ პიროვნება, რომელიც მე ვი-
გულისხმე, გახლავთ გენერალი ტოტორი ჯუნოსუკე!
აი, აქ კი დავიბენი და მათი საუბრის შინაარსს თვალი ვეღარ მი-
ვადევნე. სავარაუდოდ, მამეჰა ნობუსგან ჩემს დახსნას ცდილობდა.
ცხადია, მსგავს რამეს არ ველოდი და საგონებელში ვიყავი ჩავარ-
დნილი. მართლაც გაურკვეველი იყო, ჩემი დახმარება გადაიფიქრა
თუ მხარდაჭერისთვის მადლობას მიხდიდა... რა თქმა უნდა, არც ის
იყო გამორიცხული, რომ ჩემი დახმარება სინამდვილეში სულაც არ
სურდა და რაღაც სხვა მიზანი ამოძრავებდა. ეს ფიქრები გამალე-
ბით დამირბოდა გონებაში. ·
უცებ დედამ ყალიონის ტარით მკლავზე მომიკაკუნა და გადმო-
მილაპარაკა:
– გონს მოდი!
– დიახ, ქალბატონო.
– გენერალს თუ იცნობ-მეთქი, გკითხე.
‒ რამდენჯერმე შევხვედრივარ, დედა. გიონში ხშირად სტუმ-
რობს ხოლმე.
არ ვიცი, ასე რატომ ვუპასუხე. გენერალს სინამდვილეში არაერ-
თხელ შევხვედრივარ. გიონის წვეულებებზე თითქმის ყოველ კვი-
რას მოდიოდა, ხშირ შემთხვევაში რომელიმე სხვა პიროვნების სტ-

428
უმრის სტატუსით. ჩია კაცი იყო, ტანად ჩემზე დაბალიც კი, მაგრამ ამ
ტიპის ადამიანები შეუმჩნევლები არასდროს რჩებიან. ისევე, რო-
გორც ალბათ ვერ აუვლიდით გვერდს ავტომატურ იარაღს. ძალიან
მკვირცხლად მოძრაობდა და სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა, ამი-
ტომ კვამლის ბოლქვები მუდამ ისე დასტრიალებდა თავზე, რო-
გორც რელსებზე ზლაზვნით მიმავალ მატარებელს.
ერთ საღამოს, ცოტა არ იყოს, შეზარხოშებულ გენერალს ჩემთან
საუბარი გაუგრძელდა. ეს საუბარი სამხედრო წოდებებს ეხებოდა
და გენერალი ძალიან გაახალისა იმან, რომ მათ ერთმანეთში ვუ-
რევდი. თავად გენერალ ტოტორის წოდება გახლდათ შო-ჯო, რაც
„პატარა გენერალს“ ნიშნავდა. სავარაუდოდ, იგულისხმებოდა გე-
ნერალთა შორის ყველაზე ტანდაბალი, მე კი ჩემი უვიცობით გადავ-
წყვიტე, რომ ტერმინი მის არცთუ მაღალ წოდებაზე მიანიშნებდა.
თვითონ გენერალი ალბათ მოკრძალების გამო ამცირებდა თავისი
წოდების მნიშვნელობას, მე კი გავბრიყვდი და დავუჯერე.
მამეჰამ დედას ისიც აუწყა, რომ გენერალმა ახალი თანამდებო-
ბა მიიღო. ამჯერად მისთვის „სამხედრო შესყიდვების სამმართვე-
ლოდ“ წოდებული უწყება ჩაებარებინათ. მამეჰამ სცადა, მისი ფუნ-
ქციები განემარტა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს
ეს სამსახური ბაზარში მოსიარულე დიასახლისის მოვალეობების-
გან არაფრით განსხვავდებოდა. მაგალითად, თუ ჯარს, ვთქვათ,
შტემპელის ბალიშები შემოაკლდებოდა, გენერლის მოვალეობა
იყო, ხსენებული საქონელი მისთვის საჭირო რაოდენობითა და მაქ-
სიმალურად ხელსაყრელი ფასებით მიეწოდებინა.
– ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, გენერალს ალბათ სა-
შუალება მიეცემა, საყვარელიც გაიჩინოს, მე კი ეჭვი არ მეპარება,
რომ საიურიმ უკვე აღუძრა გარკვეული ინტერესი, – თქვა მამეჰამ.
– ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, აღუძრა თუ არა? ეს სამხედ-
როები გეიშებზე ისე ვერ ზრუნავენ, როგორც ბიზნესმენები და არის-
ტოკრატები, – თქვა დედამ.
– ალბათ ასეა, ქალბატონო ნიტა, მაგრამ ვფიქრობ, გენერალ
ტოტორის ახალი თანამდებობა თქვენი ოკიისთვის დიდი შეღავათი

429
იქნებოდა.
‒ სისულელეა! ჩემს ოკიას დახმარება არაფერში სჭირდება. ერ-
თადერთი, რაც ჩემთვის აუცილებელია, არის სტაბილური და უხვი
შემოსავალი, რასაც სამხედრო პირისგან ნამდვილად ვერ მივიღებ!
– გიონელებს ჯერჯერობით ბედი გვწყალობს, მაგრამ ომი თუ
გაგრძელდა, დეფიციტი არც ჩვენ აგვცდება.
– ომი თუ გაგრძელდა, გეთანხმებით. მაგრამ საქმე ისაა, რომ
ომი ექვს თვეში დასრულდება! – თქვა დედამ.
– აი, როცა დასრულდება, სამხედროების პოზიციები ადრინ-
დელზე მეტად გამყარდება, – სიტყვა ჩამოართვა მამეჰამ, – ქალბა-
ტონო ნიტა, ნუ დაგავიწყდებათ, გეთაყვა, რომ გენერალი ტოტორი
ის კაცია, რომელიც არმიის ყველა რესურსს აკონტროლებს. იაპო-
ნიაში არ მეგულება ადამიანი, ვინც უკეთ უზრუნველგყოფდათ ყვე-
ლაფრით, რასაც მოისურვებდით. თანაც არა აქვს მნიშვნელობა,
დასრულდება ომი თუ არა. იაპონიის პორტში შემოსული ყველა სა-
ქონელი მის ხელში გადის.
როგორც მოგვიანებით შევიტყვე, მამეჰას ნათქვამი სიმართლეს
ბოლომდე არ შეესაბამებოდა. გენერალი ხუთი ადმინისტრაციული
ერთეულიდან მხოლოდ ერთს მეთვალყურეობდა, მაგრამ რაკი
სხვებზე უფროსი იყო, პასუხს ყველაფერზე აგებდა.
უნდა გენახათ, როგორ იმოქმედა დედაზე ამ ცნობებმა. ლამის
თვალნათლივ ჩანდა, რომ მისი გონება გამალებით მუშაობდა და
თავში სულ ის უტრიალებდა, თუ რა ხეირი უნდა მიეღო გენერალ
ტოტორის რანგის პიროვნებისგან.
ჯერ ჩაიდანს დახედა და, სავარაუდოდ, ასეთი რამ გაიფიქრა:
„ჰოო... ჩაისთან დაკავშირებით ჯერჯერობით პრობლემა არ მაქვს...
მაგრამ ფასები ისე ავარდა...“ შემდეგ (როგორც ჩანს, ყოვლად გაუ-
აზრებლად) ხელი ქამრისკენ წაიღო და იქიდან თამბაქოს ქისა ამო-
აძვრინა, თითქოს ამოწმებდა, რამდენი თამბაქო ჰქონდა დარჩენი-
ლი.
შემდეგი კვირა დედამ გიონში კარდაკარ ხეტიალს მოანდომა.
თან დაუსრულებლად პასუხობდა სატელეფონო ზარებს, სურდა, გე-

430
ნერალ ტოტორიზე, რაც შეიძლება, მეტი ცნობა მოეგროვებინა. ამ
საქმიანობამ ისე გაიტაცა, რომ , ზოგჯერ ჩემი ლაპარაკი არც კი ეს-
მოდა. ფიქრებში ჩაფლული მისი გონება ჰგავდა ლოკომოტივს, რო-
მელიც მეტისმეტად ბევრ ვაგონს მიათრევს.
როცა ნობუ გიონში ჩამოდიოდა, კვლავინდებურად ვხვდებოდი
და ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ თავი ისე დამეჭირა, თითქოს
არაფერი შეცვლილიყო. სავარაუდოდ, საყვარლები ივლისის შუა
რიცხვებში უნდა გავმხდარიყავით,
მაგრამ, აი, ეს თვეც მოახლოვდა, მოლაპარაკებებს კი თითქოს
არსაით მივყავდით. რამდენჯერ დამიჭერია მისი შეფიქრიანებული,
დაბნეული მზერა. ერთ საღამოს „იჩირიკის“ დიასახლისის მიმართ
აქამდე არნახული უგულისყურობა გამოიჩინა. შემოსვლისთანავე
გვერდი ისე აუარა, თავის დაკვრაც კი არ ინება. ნობუს, როგორც
კლიენტს, დიასახლისი ძალიან აფასებდა, ამიტომ გაოცებული და
შეწუხებული სახით გადმომხედა. იმ საღამოს ნობუს სტუმარი ვიყა-
ვი, თვალს ვადევნებდი და სიბრაზის უტყუარი ნიშნები არ გამომპარ-
ვია: ყბაზე კუნთი გამალებით უთამაშებდა, საკეთი სავსე ჭიქებს რა-
ღაც უცნაური, მკვეთრი მოძრაობით ცლიდა. ამ გაცხარებისთვის არ
დამიძრახავს. ცხადი იყო, უგულობაში ჩამომართვა, მის სიკეთეს
დაუდევრობით რომ ვუპასუხე. ჯავრიანმა ფიქრებმა ახალი ძალით
შემომიტია, მაგრამ უცებ მაგიდაზე დადგმული ჭიქის წკარუნმა გა-
მომაფხიზლა. რომ ავიხედე, ნობუ მიყურებდა. სტუმრები მხიარუ-
ლად იცინოდნენ და ილხენდნენ, ის კი იჯდა, თვალს არ მაშორებდა
და თავის საფიქრალს ისევე მისცემოდა, როგორც მე – ჩემსას. ახლა
ჩვენ ნახშირის გავარვარებულ ღველფებში ჩავარდნილ წყლის ორ
წვეთს ვგავდით.

431
თავი ოცდამეხუთე

იმავე წლის სექტემბერში, როცა ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ვი-


ყავი, „იჩირიკიში“ გამართული ცერემონიის დროს გენერალ ტოტო-
რისთან ერთად საკეს ვსვამდი. ცერემონია ზედმიწევნით ჰგავდა იმ
ღონისძიებებს, რომლებიც ჩემი და მამეჰას დებად შეყრის ან ექიმ
კიბორჩხალასთან მიძაჯეს აღსანიშნავად გაიმართა. შემდგომში დე-
დას კარგა ხანს ულოცავდნენ ამ ხელსაყრელი ალიანსის შექმნას.
იმავე ღამეს, გენერლის მითითებით, კიოტოს ჩრდილო-დასავლე-
თით მდებარე ერთ პატარა სასტუმრო „სურუიას“ მივადექი. შენობა
სულ სამი ოთახისგან შედგებოდა. იმ დროისთვის ფუფუნებასა და
საუცხოო გარემოს ისე ვიყავი შეჩვეული, რომ „სურუიას“ უბადრუკ-
მა ინტერიერმა გამაოცა. ოთახებში ობის სუნი იდგა, ნესტისგან გა-
ფუყული ტატამები ფეხის დადგმისას ისეთ ხმებს უშვებდნენ, თით-
ქოს სიმწრით ოხრავენო; კედლის კუთხეებში ბათქაში ცვიოდა;
გვერდითა ოთახიდან მესმოდა უცნობი ბერიკაცის ხმა, რომელიც
ჟურნალს კითხულობდა. რაც უფრო დიდხანს ვიჯექი ოთახში, მით
უფრო მეძალებოდა უგუნებობა, ამიტომ, როცა გენერალი გამოჩ-
ნდა, დიდი შვება ვიგრძენი. თუმცა მხოლოდ მისალმებით შემოი-
ფარგლა, რადიო ჩართო, ჩამოჯდა და ლუდის სმა დაიწყო. მცირე
ხნის შემდეგ საბანაოდ შევიდა, აბაზანიდან გამოსულმა ხალათი იმ-
წამსვე გაიხადა და ოთახში სრულიად შიშველმა გაიარ-გამოიარა.
დადიოდა და თმას პირსახოცით იმშრალებდა, მკერდქვეშ პატარა,
მომრგვალებული ღიპი გამოსჩროდა, ღიპქვეშ კი თმის კარგა მოზ-
რდილი ბღუჯა მოუჩანდა. შიშველი მამაკაცი ადრე არასოდეს მენახა
და მისმა მოჩვარულმა უკანალმა ღიმი მომგვარა, მაგრამ როცა ჩემ-
კენ მოტრიალდა, ვაღიარებ, თვალი პირდაპირ... მოკლედ რომ
ვთქვა, პირდაპირ იმ ადგილისკენ გამექცა, სადაც „გველთევზა“ მე-
გულებოდა. თავიდან ძლივს მოვკარი თვა ლი გაუგებრად მოფარ-
თხალე რაღაცას, მაგრამ როცა გენერალი ზურგზე დაწვა და ტანსაც-
მლის გახდა მიბრძანა, ამ რაღაცამ თავი იჩინა. ეს ცეროდენა კაცუნა

432
სრულიად დაუმორცხვებლად და მოურიდებლად მითითებდა, რა
უნდა გამეკეთებინა. თავიდან მეშინოდა, რომ მის საამებლად რა-
ღაც ხერხებისთვის თავად უნდა მიმემართა, მაგრამ აღმოჩნდა,რომ
მხოლოდ მისი ბრძანებების შესრულება მომეთხოვებოდა. ჩემი მი-
ძაჯეს შემდეგ სამი წელი გასულიყო და უკვე დავიწყებული მქონდა,
რა თავზარი დამეცა, როცა ექიმი კიბორჩხალა ზედ დამემხო. ახლა
ისევ მომაგონდა ის წუთები, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად ისეთი
ძრწოლა აღარ განმიცდია. ოდნავ გულს მაზიდებდა, ეგ იყო და ეგ.
გენერალს, რადიოსთან ერთად, შუქიც ჩართული დაეტოვებინა,
თითქოს სურდა, რომ ეს უსახური ოთახი, ნაწვიმარ ჭერზე გამოსუ-
ლი ლაქის ჩათვლით, კარგად დამეთვალიერებინა.
გავიდა თვეები. გულისრევის შეგრძნება გაქრა, ჩემი და გენერ-
ლის შეხვედრები კი უსიამოვნო რუტინად გადაიქცა, რომელიც კვი-
რაში ორჯერ მეორდებოდა. დროდადრო გამიელვებდა ხოლმე შე-
კითხვა: ნეტავ როგორი სახე ექნებოდა ამ ყველაფერს, მის ადგი-
ლას თავმჯდომარე რომ ყოფილიყო? მართალი გითხრათ, ცოტა
მაფრთხობდა ის აზრი, რომ იმგვარივე უმსგავსობის მოწმე გავხდე-
ბოდი, რაც ექიმთან და გენერალთან ურთიერთობისას ვნახე. თუმცა
მოგვიანებით ისეთი რამ მოხდა, რამაც მოვლენები სხვა კუთხით და-
მანახვა. დაახლოებით იმავე პერიოდში გიონის რეგულარული სტუ-
მარი გახდა ახალგაზრდა კაცი, სახელად იასუდა აკირა. მის ფოტოს
იმხანად ყველა ადგილობრივ ჟურნალში ნახავდით, რადგან ახალ-
მა გამოგონებამ – ველოსიპედის მაშუქებმა – დიდი წარმატება მო-
უტანა. „იჩირიკიში“ მისთვის არც ერთხელ არ უმასპინძლიათ (შე-
საძლოა, ამის საშუალება არც ჰქონდა), მაგრამ კვირაში სამ-ოთხ
საღამოს ჩვენი ოკიის შორიახლოს, გიონის ერთ-ერთ უბანში – ტო-
მინაგაჩოში მდებარე პატარა ჩაის სახლში, ტატემაცუში ატარებდა.
პირველად 1939 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდი. მაშინ ცხრა-
მეტი წლის ვიყავი. თავმჯდომარის მსგავსად, მასაც ღირსეულად
ეჭირა თავი და რაღაცით ჰგავდა კიდეც. ძალიან მიმზიდველი მეჩვე-
ნა, როცა სახელოებდაკაპიწებული ჩამოჯდა და პიჯაკი უკან, ჭილო-
ფებზე მიაგდო. წამით თვალი მის გვერდით მჯდომ ბერიკაცს შევავ-

433
ლე – მოშუშული ტოფუს პატარა ნაჭერი ჩხირზე წამოაცვა და როცა
მის შესასანსლავად პირი დააღო, ასე მეგონა, კარი გაიღო და შიგ-
ნით ნელი ნაბიჯით კუ შებობღდა. ხოლო როცა იასუდამ თავისი მოხ-
დენილი, დაკუნთული მკლავით შებრაწული ხორცი პირთან მიიტანა
და ვნებიანი ტუჩებით ჩაკბიჩა, კონტრასტმა ისე გამაოგნა, რომ ვე-
ღარ გავძელი, მამაკაცებს ირგვლივ შემოვუარე, იასუდას მივუახ-
ლოვდი და გავეცანი.
– იმედია, მაპატიებ, – მითხრა უცებ.
– რა უნდა გაპატიოთ? რამე ჩაიდინეთ? – ვკითხე.
‒ ძალიან თავხედურად ვიქცეოდი – მთელი საღამო თვალს არ
გაშორებდი, – მიპასუხა მან.
ხელი იმპულსურად გავიწვდინე ობისკენ, სადაც სავიზიტო ბარა-
თებით სავსე ფარჩის საქაღალდეს ვინახავდი. ერთი ბარათი
ფრთხილად ამოვიღე და გავუწოდე. გეიშებს, ბიზნესმენების მსგავ-
სად, სავიზიტო ბარათები მუდამ თან დააქვთ. ჩემი ბარათი სტანდარ-
ტულ სავიზიტოებზე გაცილებით პატარა ზომის იყო. ბრინჯის უხეშ
ქაღალდზე ლამაზი კალიგრაფიით ორად ორი სიტყვა ეწერა:
„გიონი“ და „საიური“. გაზაფხული იყო და ბარათის ფონს ქლიავის
აყვავებული რტოების გამოსახულება ამშვენებდა. სანამ პერანგის
ჯიბეში შეინახავდა, იასუდა-სანმა ბარათს აღტაცებული მზერა შეავ-
ლო. დარწმუნებული ვიყავი: რაც არ უნდა გველაპარაკა, ჩვენი სა-
უბარი ნამდვილად ვერ იქნებოდა ისეთი მრავლისმეტყველი, რო-
გორც ეს რამდენიმე უსიტყვო მოძრაობა. იასუდას თავი დავუხარე
და მორიგ მამაკაცთან გადავინაცვლე. იმ დღიდან მოყოლებული,
ტატემაცუში თითქმის ყოველ კვირას მიწვევდა, თუმცა ასე ხშირად
მასთან შეხვედრას ვერასდროს ვახერხებდი. ერთ დღესაც, ჩვენი
გაცნობიდან დაახლოებით სამი კვირის თავზე, საჩუქრად კიმონო
მომართვა. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, მიუხედავად იმისა, რომ
სამოსს გემოვნებიანი და დახვეწილი ნამდვილად არ ეთქმოდა: საკ-
მაოდ დაბალი ხარისხის აბრეშუმი მყვირალა ფერებით, ყვავილები-
სა და პეპლების მოყირჭებული მოტივებით იყო მოხატული. იასუდას
თხოვნით, კიმონო უახლოეს წვეულებაზე უნდა ჩამეცვა,შევპირდი,

434
რომ თხოვნას შევუსრულებდი, მაგრამ ღამით, როცა ოკიაში დავ-
ბრუნდი, დედამ ფუთა წამართვა, კიმონო დამცინავი ღიმილით შე-
ათვალიერა და გამომიცხადა, რომ ამ სიმახინჯეს არ ჩამაცვამდა,
კიმონო კი მეორე დღესვე გაყიდა. ეს ამბავი რომ შევიტყვე, სითამა-
მე მოვიკრიბე და ვუთხარი:
– ეს ნივთი პირადად მე მომართვეს და არა ოკიას. თქვენ არ
გქონდათ მისი გაყიდვის უფლება!
– მართალი ხარ, სამოსი შენი იყო, მაგრამ რაკი ოკიის ქალიშვი-
ლი ხარ, შენი კუთვნილება ოკიის კუთვნილებაა, ოკიის კუთვნილება
კი – შენი, – მიპასუხა დედამ.
ისე გავბრაზდი, კარგა ხანს მისი შეხედვაც კი მიჭირდა.იასუდა-
სანთან კი თავი ასე ვიმართლე:
– კიმონოს შეფერილობიდან და მასზე გამოსახული პეპლების
მოტივიდან გამომდინარე, მისი ჩაცმა მხოლოდ ადრეულ გაზაფ-
ხულზეა მისაღები, და რადგან ახლა ზაფხულია, ამის გაკეთება ალ-
ბათ მთელი წელი აღარ მომიწევს!
როგორც შევატყვე, ეს ამბავი დიდად არ სწყენია. თვალი თვალ-
ში გამიყარა და მითხრა:
– წელიწადი რა არის? მეტსაც მოვიცდი. გააჩნია, რას ელოდები!
ოთახში მარტო ვიყავით. უცებ ლუდით სავსე ჭიქა მაგიდაზე ისე
დადგა, რომ უნებურად წამოვწითლდი. შემდეგ ხელი გამომიწოდა
და მკლავზე წამეპოტინა. დავემორჩილე, მეგონა, ჩემს მკლავს მცი-
რე ხნით ხელებში მოიმწყვდევდა და ამით დაკმაყოფილდებოდა,
მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, უცებ ტუჩებით დაეწაფა და მაჯა ისე ვნე-
ბიანად დამიკოცნა, ჟრჟოლამ ლამის მუხლებამდე დამიარა. თავს
მორჩილ ადამიანად ვთვლი. ყოველ შემთხვევაში, როცა არჩევანი
არ მქონდა, ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც დედა და მამეჰა მიბრძა-
ნებდნენ. თვით ჰაცუმომოსაც კი არასოდეს შევწინააღმდეგებივარ,
მაგრამ ამ წუთებში დედაზეც გაგულისებული ვიყავი, და იასუდას
ალერსიც მწყუროდა. ორი ძლიერი განცდის ამ ნაზავმა უყოყმანოდ
გადამაწყვეტინა იმის გაკეთება, რასაც დედა ერთმნიშვნელოვნად
მიკრძალავდა: იასუდას ვთხოვე, ამავე ჩაის სახლში შუაღამით შემ-

435
ხვედროდა.ჩაის სახლში დანიშნულ დროზე ადრე მივედი და ახალ-
გაზრდა მოახლეს მოველაპარაკე, ეზრუნა იმაზე, რომ მეორე სარ-
თულის ერთ-ერთ ოთახში ჩემთვის და იასუდასთვის ნახევარი სა-
ათის განმავლობაში ხელი არავის შეეშალა. სანაცვლოდ, შე-
უფერებლად დიდ თანხას შევპირდი. შემდეგ ოთახში შევედი და სიბ-
ნელეში ლოდინი დავიწყე. უცებ მოახლემ კარი გააღო და ოთახში
იასუდა-სანმა შემოაბიჯა. ფეტრის ქუდი ჭილოფებზე მიაგდო, ხელი
ჩამავლო და ფეხზე ისე სწრაფად წამომახტუნა, მოახლემ კარის მი-
ხურვაც კი ვერ მოასწრო. ისეთი კმაყოფილების მომგვრელი აღმოჩ-
ნდა მისი მკვრივი სხეულის შეხება, როგორც დიდი ხნის ნაშიმშილა-
რი ადამიანისთვის – გემრიელი სადილი. რაც უფრო ძლიერი იყო ეს
წნეხი, მით უფრო ძლიერად ვეკვროდი მეც. შიშველი კანისკენ გზა
რომ გაეკვალა, ტანსაცმლის ნაკეცებში საოცარი ოსტატობითა და
სიმარჯვით შემიცურა ხელები.
ვერ ვიტყოდი, რომ ამ წუთებში სრულებით არ მიგრძნია ის უხერ-
ხულობა, რასაც გენერალთან ურთიერთობისას შეჩვეულიც კი ვიყა-
ვი, მაგრამ ეს რაღაც სხვა იყო. გენერალთან შეხვედრების დროს
თავს ისე ვგრძნობდი, როგორც ბავშვობაში,ხეზე აძრომისას, როცა
ფოთლის მოსაწყვეტად ხის კენწეროსკენ წვალებით მივიწევდი.
ასეთ დროს ფრთხილად უნდა მემოძრავა და სანამ მიზანს მივაღწევ-
დი, ნებისმიერი დისკომფორტი ამეტანა. იასუდა-სანთან კი ისე
ვგგრძნობდი თავს, როგორც ბავშვი, რომელიც თავდაღმართში ლა-
ღად მიექანება.
მოგვიანებით, როცა დაოსებულები ჭილოფზე ვიწექით,პერანგი
ავუწიე და ხელი მუცელზე დავადე, რათა მისი სუნთქვა შემეგრძნო.
ადამიანთან ამგვარი სიახლოვე არასოდეს განმიცდია, თუმცა ერ-
თმანეთისთვის სიტყვაც კი არ გვითქვამს. მაშინღა მივხვდი, რომ
ექიმთან და გენერალთან ერთად ფუტონზე მორჩილად გაშოტვა
სხვა რამ იყო, თავმჯდომარესთან კი ამ ყველაფერს სულ სხვა ელ-
ფერი ექნებოდა.

436
***
დანა რომ გამოუჩნდება, გეიშას ცხოვრება ხშირად მკვეთრად
იცვლება ხოლმე, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მსგავსი ცვლილებები
ნაკლებად შესამჩნევი იყო. ღამღამობით კვლავინდებურად ვტრი-
ალებდი გიონის დაწესებულებებში. დროდადრო (ძირითადად,
დღის მეორე ნახევარში), ექსკურსიებშიც ვმონაწილეობდი. ზოგჯერ
საკმაოდ უცნაურ საქმეზეც მიწევდა გასვლა. მაგალითად, ერთხელ
კლიენტს ძმის სანახავად საავადმყოფოში გავყევი. რაც შეეხება მო-
სალოდნელ ცვლილებებს (დანას მიერ დაფინანსებულ საცეკვაო
წარმოდგენებს, გულუხვ საჩუქრებსა თუ ორდღიან დასვენებებს),
აბა, რა გითხრათ... მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარა. ზედმი-
წევნით ზუსტად ახდა დედას სიტყვები, სამხედროები გეიშებზე ისე
არ ზრუნავენ, როგორც ბიზნესმენები და არისტოკრატებიო. დიახ,
დიდ ცვლილებებს ადგილი არ ჰქონდა, მაგრამ გენერლისა და ჩვენი
ოკიის ეს ალიანსი, გარკვეული თვალსაზრისით, ფასდაუდებელიც
კი აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, დედას გადმოსახედიდან ასე
იყო. როგორც ჩემი დანა, ის ბევრ ჩემს ხარჯს ფარავდა, სწავლის სა-
ფასური იქნებოდა ეს, სარეგისტრაციო ბიუროში შესატანი ყოველ-
წლიური თანხა თუ სამკურნალო ხარჯები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩე-
მი წინდების საფასურსაც იხდიდა... მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვა-
ნი ის იყო, რომ მამეჰას ნათქვამი გამართლდა: ჯარის მომმარაგე-
ბელს ბევრი ისეთი რამ შეეძლო, რასაც სხვა დანები ვერ ახერხებ-
დნენ. მაგალითად, 1939 წლის მარტში, როცა დეიდა ავად გაგვიხ-
და, ექიმებმა ვერაფერი გააწყვეს და ნერვიულობით აღარ ვიყავით,
გენერალთან ერთმა ზარმა იკმარა: კამიოს ოლქის სამხედრო ჰოს-
პიტლიდან ცნობილი ექიმი გვეწვია, დეიდას ერთი შეკვრა წამალი
მოუტანა და მოარჩინა. მართალია, გენერალი თავისი სახსრებით
ტოკიოში საცეკვაოდ არ მიშვებდა და ძვირფას თვლებს არ მჩუქნი-
და, მაგრამ ვერავინ იტყოდა, რომ ჩვენს ოკიას მის ხელში არ
უხეირია. ეს კაცი რეგულარულად გვიგზავნიდა ჩაის, შაქარსა და
შოკოლადს, რომელიც ამ ბოლო დროს გიონშიც კი ძნელად იშოვე-
ბოდა.აქვე აღვნიშნავ, რომ ომის დასრულების ვადებთან დაკავშირ-

437
ებით დედა შეცდა. ამის დაჯერება გვიჭირდა, მაგრამ ეს იმიტომ ხდე-
ბოდა, რომ შავბნელი წლების მოახლოებას ჯერ კიდევ ვერ ვამჩნევ-
დით.

***
შემოდგომაზე, როცა გენერალი ჩემი დანა გახდა, ნობუმ ერ-
თხელ და სამუდამოდ შეწყვიტა ჩემი მიპატიჟება იმ წვეულებებზე,
რომლებზეც ასე ხშირად ვართობდი. არც ის გამომპარვია, რომ
„იჩირიკიდან“ თვითონაც ამოიკვეთა ფეხი: ასეთ ქცევას ვერაფრით
ავხსნიდი, გარდა იმისა, რომ თავს მარიდებდა. როცა ამ საკითხზე
„იჩირიკის“ დიასახლისს გავესაუბრე, ამოიოხრა და დამეთანხმა,
ალბათ მართალი ხარო. ახალ წელს ნობუს, ისევე როგორც ჩემს
სხვა მფარველებს, ღია ბარათი გავუგზავნე, მაგრამ არ მიპასუხა. ახ-
ლა უკან მოხედვა მეიოლება და შემიძლია არხეინად გიამბოთ,ამ
დუმილში რამდენი თვე გავიდა, მაგრამ მაშინ ნამდვილად ვიტანჯე-
ბოდი. ვგრძნობდი, რომ უსამართლოდ მოვექეცი ადამიანს, რომ-
ლისგანაც მხოლოდ სიკეთე მახსოვდა; ადამიანს, რომელიც მეგობ-
რად ვიგულე! სხვა რამეც მაწუხებდა: მას შემდეგ, რაც ნობუს მფარ-
ველობა მომაკლდა, „ივამურა ელექტრიკის“ მიერ გამართულ წვე-
ულებებზეც აღარავინ მეპატიჟებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ
ამიერიდან თავმჯდომარის ნახვის შანსიც ნაკლებად მქონდა. რა
თქმა უნდა, თავმჯდომარე „იჩირიკის" კვლავინდებურად სტუმრობ-
და, მიუხედავად იმისა, რომ ნობუ იქ აღარ ჩნდებოდა. ერთხელ ჩაის
სახლის ვესტიბიულში იურიდიულ კონსულტანტს რაღაცას საყვედუ-
რობდა და თავისი სიტყვების დასტურად საწერ-კალამს მთელი ძა-
ლით იქნევდა, მაგრამ აღარ მივესალმე, რათა მისთვის ხელი არ შე-
მეშალა. მეორედ დერეფანში წავაწყდი, როცა საპირფარეშოში მი-
დიოდა. თან ახლდა შეგირდი გეიშა, სახელად ნაოცუ, რომელსაც
შეწუხებული სახე და უშნოდ გამოწეული ქვედა ყბა ჰქონდა. თავ-
მჯდომარემ თვალი მომკრა, ნაოცუ მიატოვა, მომიახლოვდა და გა-
მომელაპარაკა. ერთმანეთი თავაზიანად მოვიკითხეთ.

438
საუბრისას ოდნავ იღიმებოდა. ასე იღიმებიან ხოლმე მამაკაცე-
ბი, როცა სიამაყით შეჰყურებენ საკუთარ შვილებს.
სანამ გზას გააგრძელებდა, ვუთხარი:
– თავმჯდომარევ, თუ რომელიმე საღამოზე ერთი ან ორი გეიშა
დაგჭირდათ...
ძალიან გავთამამდი, მაგრამ შვება ვიგრძენი, როცა დავრწმუნ-
დი, რომ ჩემი სიტყვები არ იუკადრისა.
– კარგი იდეაა, საიური, უსათუოდ დაგიძახებ, – მიპასუხა, მაგ-
რამ რამდენიმე კვირა ისე გავიდა, მსგავსი არაფერი მომხდარა.
ერთ საღამოს, მარტის მიწურულს, კიოტოს პრეფექტურის გუ-
ბერნატორმა ჩაის სახლ „შუნჯუში“ მხიარული ნადიმი გამართა.
სტუმრებს მეც შევუერთდი. მას ესწრებოდა თავმჯდომარეც, რო-
მელსაც თანამეინახეებთან „სმაში გაჯიბრება“ წაეგო. დაქანცული
ჩანდა; პერანგის სახელოები აეკაპიწებინა, ჰალსტუხი შემოეხსნა.
როგორც შევიტყვე, გუბერნატორსაც ბევრჯერ წაეგო, მაგრამ
სასმელს თავმჯდომარეზე უკეთ იტანდა.
– რა კარგია, რომ მოხვედი, საიური, – მითხრა თავმჯდომარემ,
– უნდა დამეხმარო, გასაჭირში ვარ!
პრიალა სახისკანი აჭრელებული ჰქონდა, აკაპიწებული სახე-
ლოებიდან შიშველი მკლავები უჩანდა. გამახსენდა იასუდა-სანი,
რომელსაც წინაღამით ტატემაცუში შევხვდი. წამით მომეჩვენა,
თითქოს ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ერთბაშად გაქრა და ოთახში
მხოლოდ ორნი დავრჩით; შექეიფიანებული თავმჯდომარისკენ თა-
მამად დავიხარე, მანაც ხელები შემომხვია და ტუჩით ტუჩზე მომეკ-
რა. ამ ფანტაზიამ ისე აშკარად გამიელვა თავში, რომ თავი მორ-
ცხვად დავხარე, თითქოს თავმჯდომარეს ამ აზრების წაკითხვა შეეძ-
ლო. თუმცა ერთი რამ ვიცოდი: მისი დამოკიდებულება მაინც არ შე-
იცვლებოდა. რაც შეეხება მის თხოვნას, მისთვის დახმარების გაწევა
მხოლოდ ამ გზით შემეძლო: სხვა გეიშას მოველაპარაკე და თამა-
შის ტემპი შევანელეთ. თავმჯდომარე მადლიერი დამრჩა. როცა თა-
მაში დასრულდა, გვერდით მომიჯდა და დიდხანს მელაპარაკებოდა,
თან წამდაუწუმ წყალს სვამდა, რომ გამოფხიზლებულიყო.ბოლოს

439
ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო (ზუსტად ისეთი, როგორც ქამარ-
შიმქონდა გაჩრილი), შუბლი მოიწმინდა, გრუზა თმა უკან გადაიწია
და მითხრა:
– ბოლოს როდის ელაპარაკე შენს ძველ მეგობარ ნობუს?
– კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ. სიმართლე გითხრათ,ასე მგო-
ნია, რომ ნობუ-სანი მიბრაზდება.
თავმჯდომარემ ცხვირსახოცს დახედა, დაკეცა და ჩაილაპარაკა:
– მეგობრობა ძვირფასი რამეა, საიური. ხელი არ უნდა ჰკრა...

***
ამ საუბარს ფიქრებით შემდგომში ხშირად ვუბრუნდებოდი. აპ-
რილის ერთ დღეს, როცა ძველი დედაქალაქის ცეკვებისთვის ვემზა-
დებოდი და სახეს თეთრად ვიღებავდი, მომადგა ახალგაზრდა მა-
იკო, რომელსაც წესიერად არც კი ვიცნობდი. ჯაგრისი გვერდზე გა-
დავდე და ავხედე. იმხანად ჩვენი ოკია ჯერ კიდევ უზრუნველყოფი-
ლი იყო ბევრი ისეთი რამით, რასაც სხვები ისაკლისებდნენ, თუმცა
ამ დეფიციტთან შეგუება თანდათან ისწავლეს. ამიტომ დარწმუნებუ-
ლი ვიყავი, რომ რაღაც ყოფითი ხასიათის სათხოვარი ჰქონდა. მაგ-
რამ შეგირდი სულ სხვა საკითხს შეეხო.
– შეწუხებისთვის დიდ ბოდიშს გიხდით, საიური–სან. ტაკაძურუ
მქვია და დახმარებისთვის მოგმართავთ. ვიცი, რომ ოდესღაც თქვენ
და ნობუ-სანი კარგი მეგობრები იყავით...
ნობუს შესახებ თვეობით ვფიქრობდი და სირცხვილით აღარ ვი-
ყავი იმის გამო, რაც ჩავიდინე, ამიტომ მისი სახელის ასე მოულოდ-
ნელად ხსენებისას თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ქარმა დახშული და-
რაბა გამოაღო და ოთახში სუფთა ჰაერის პირველი მძლავრი ნაკა-
დი შემოიჭრა.
– ერთმანეთს შეძლებისდაგვარად ყოველთვის უნდა დავეხმა-
როთ, ტაკაძურუ. თუ შენი პრობლემა მასთანაა დაკავშირებული,
განსაკუთრებული ინტერესით მოგისმენ. იმედია, კარგად არის.
– დიახ, კარგად არის, ქალბატონო. ყოველ შემთხვევაში,ასე ჩანს

440
აღმოსავლეთ გიონში, ჩაის სახლ „ავაძუმიში" დადის ხოლმე. იც-
ნობთ ამ დაწესებულებას?
– დიახ. მაგრამ არ მეგონა, რომ ნობუ-სანი იქ დადიოდა.
– დიახ, ქალბატონო, საკმაოდ ხშირად, – თქვა ტაკაძურუმ, – თუ
ნებას დამრთავთ, ერთი კითხვა მაქვს, საიური-სან: თქვენ მას დიდი
ხანია იცნობთ... ნობუ-სანი კეთილი კაცია?
– ტაკაძურუ-სან, რატომ მეკითხებით? თუ მასთან დრო გაგიტა-
რებიათ, თავადაც გეცოდინებათ, კეთილია თუ არა!
– ვიცი, რომ სისულელე გკითხეთ, მაგრამ ძალიან დაბნეული
ვარ. როგორც კი გიონში გამოჩნდება, პირველ რიგში მე მიძახებს
ხოლმე. ჩემი უფროსი და მეუბნება, უკეთეს მფარველზე ვერც ერთი
გოგონა ვერ იოცნებებსო. მაგრამ ახლა ძალიან გაბრაზებულია ჩემ-
ზე, იმიტომ, რომ მის თვალწინ რამდენჯერმე ვიტირე. ვიცი, ცუდად
მოვიქეცი, მაგრამ ვერავის შევპირდები, რომ ეს აღარ განმეორდე-
ბა.
– ცუდად გექცევა? – ვკითხე.
საბრალო ტაკაძურუმ ათრთოლებული ტუჩები მოკუმა.წამიც და,
ქუთუთოების კუთხეებში იმდენი ცრემლი დაუგროვდა, ასე მეგონა,
მისი პატარა, მრგვალი თვალები გუბეებიდან ამომცქეროდნენ.
– ზოგჯერ ნობუ-სანმა არც კი იცის, რა უკმეხად ჟღერს მისი სიტ-
ყვები. მაგრამ, როგორც ჩანს, მოსწონხარ, ტაკაძურუ-სან. რომ არ
მოსწონდე, რისთვისღა გიხმობდა?
– ასე მგონია, იმიტომ მიძახებს, რომ ჩემზე ჯავრი იყაროს! – შე-
მომჩივლა ტაკაძურუმ. – ერთადერთხელ მაღირსა ქათინაური: თავ-
ზე სუფთა თმის სუნი აგდისო, მაგრამ იქვე დაამატა, რა სასიამოვნო
ცვლილებააო!
– მიკვირს, ასე ხშირად რომ ხედავ. თვეებია, ვნატრობ, რომ სად-
მე შემთხვევით მაინც წავაწყდე, – ვუთხარი მე.
– ნუ იზამთ ამას, საიური-სან! ისედაც სულ მეუბნება, რომ თქვენ-
თან ახლოსაც ვერ მოვალ. თუ გნახავთ, მხოლოდ უარესად ამით-
ვალწუნებს. ვიცი, რომ ჩემი გასაჭირით არ უნდა შეგაწუხოთ, მაგრამ
იქნებ თქვენ მიკარნახოთ, როგორ მოვიგო მისი გული? მას უყვარს

441
მას უყვარს, როცა თანამოსაუბრეს ლაპარაკის საღერღელი აეშლე-
ბა ხოლმე, მაგრამ რა ვქნა, სათქმელს თავს ვერასოდეს ვუყრი. ყვე-
ლა მეუბნება, რომ ნიჭი მაკლია, – თქვა ტაკაძურუმ.
კიოტოში ადამიანებს მსგავსი აზრების გამოთქმას საგანგებოდ
ასწავლიან, მაგრამ ამჯერად გავიფიქრე, რომეს საბრალო გოგო სი-
მართლეს ამბობდა. სრულებით არ მიკვირდა, რომ ნობუსთვის ის
უბრალოდ ხე იყო, რომელზეც ვეფხვი ბრჭყალებს ილესავს. არ ვი-
ცოდი, რითი მეშველა, მხოლოდ ვურჩიე, რომელიმე საინტერესო
ისტორიული მოვლენის შესახებ წიგნი წაეკითხა, შემდეგ კი შინაარ-
სი ნობუსთვის ნაწილ-ნაწილ მოეთხრო. დროდადრო მეც ასე ვიქცე-
ოდი, რადგან ისეთ მამაკაცებს შევხვედრივარ, რომლებსაც სხვა
არაფერი სურდათ, გარდა იმისა, რომ ნებივრად გადაწოლილიყ-
ვნენ, თვალები დაეხუჭათ და ქალის ხმისთვის ყური მიეგდოთ. დარ-
წმუნებული არ ვიყავი, რომ ნობუს შემთხვევაში ეს ხერხი გაჭრიდა,
მაგრამ აზრის მიწოდებისთვის ტაკაძურუ ძალიან მადლობელი დამ-
რჩა.

***
უკვე ვიცოდი, სად უნდა მეძებნა ნობუ. მტკიცე გადაწყვეტილება
მივიღე, ის ადგილი მომენახულებინა და მასთან შეხვედრა მეცადა.
უზომოდ ვწუხდი იმის გამო, რომ გავანაწყენე, გარდა ამისა, იმედი
არ მქონდა, რომ მის გარეშე თავმჯდომარეს ოდესმე კიდევ ვნახავ-
დი. ნობუსთვის ტკივილის მიყენება ნამდვილად არ მსურდა, მაგრამ
ვფიქრობდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი მეგობრობა განახ-
ლდებოდა. საქმეს ის აძნელებდა, რომ „ავაძუმიში“ დაუპატიჟებ-
ლად მისვლა არ შემეძლო, რადგან ამ დაწესებულებასთან ოფიცია-
ლური ურთიერთობა არ მქონდა. ბოლოს გადავწყვიტე, ჩაის სახ-
ლის მიდამოებში საღამოობით გამესეირნა, იმ იმედით, რომ ნობუს
სადმე წავაწყდებოდი. მის ჩვევებს საკმაოდ კარგად ვიცნობდი, ამი-
ტომ მიახლოებით ვიცოდი, როდის უნდა გამოჩენილიყო. რვა თუ

442
თუ ცხრა დღემ ჩაიარა, და, აი, ერთ საღამოს, როგორც იქნა, თვა-
ლი მოვკარი. ჩაბნელებულ ქუჩაბანდს ლიმუზინით მოადგა. როცა
მანქანიდან გადმოდიოდა, მაშინვე ვიცანი მისი სილუეტი – მხარზე
ქინძისთავით მიმაგრებული ცარიელი სახელო ვინაობას შორიდან-
ვე უცდომლად მიანიშნებდა.
როცა მივუახლოვდი, მძღოლი პორტფელს აწვდიდა. ქუჩის ფარ-
ნის ქვეშ შევჩერდი და აღტაცების ნიშნად სუნთქვაშეკრულმა, მინა-
ზებული ხმით წამოვიყვირე. როგორც ვიმედოვნებდი, ჩემკენ მაშინ-
ვე გამოიხედა და ჩაილაპარაკა:
– ესეც ასე... ადამიანებს ზოგჯერ ავიწყდებათ, რა წარმტაცად გა-
მოიყურებიან ხოლმე გეიშები!
ისეთი დაუდევარი ტონით საუბრობდა, ეჭვიც კი შემეპარა, რომ
მიცნო.
– ბატონო ჩემო! თქვენს ხმას ჩემი ძველი მეგობრის, ნობუ-სანის
ხმას ვამსგავსებ, მაგრამ არ მჯერა, რომ მას ვხედავ, რადგან ამ ადა-
მიანმა გიონიდან ფეხი ამოიკვეთა! – იყო ჩემი პასუხი. ამასობაში
მძღოლმა კარი მიხურა. სანამ მანქანა თვალს მიეფარებოდა, მდუ-
მარედ ვიდექით.
– რა შვებაა ნობუ-სანის კვლავ ხილვა! როგორ გამიმართლა,
რომ ის ახლა ჩრდილში დგას!
– ზოგჯერ ვერაფრით ვხვდები, რას ამბობ, საიური. ასეთი საუბა-
რი ალბათ მამეჰამ გასწავლა. თუმცა არ ვიცი, იქნებ მსგავს რამეებს
ყველა გეიშას ერთნაირად ასწავლიან...
– როცა ნობუ-სანი ჩრდილში დგას, მის გაბრაზებულ სახეს ვერ ვხე-
დავ!
– გასაგებია. ესე იგი, ფიქრობ, რომ შენზე გაბრაზებული ვარ?
– სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ძველი მეგობარი რამდენიმე
თვით უჩინარდება? ვიცი, ახლა მეტყვით, რომ „იჩირიკიში“ სტუმრო-
ბა მოუცლელობის გამო შეწყვიტეთ.
– ასეც რომ იყოს, რა არის ამაში დაუჯერებელი?
– შევიტყვე, რომ გიონს ხშირად სტუმრობთ. ნუ მკითხავთ, სა-
იდან გავიგე ეს ამბავი. მაინც არ გაგიმხელთ, სანამ გასეირნებაზე

443
არ დამთანხმდებით.
– კარგი. რადგან ასეთი სასიამოვნო საღამოა...
– მაგას ნუ იტყვით, ნობუ-სან! ჯობდა, ასე გეთქვათ: „რადგან დი-
დი ხნის უნახავ ძველ მეგობარს ასე უეცრად გადავაწყდი, უკეთესს
რას მოვიფიქრებ, გარდა იმისა, რომ მასთან ერთად გავისეირნო!“
– კარგი, გავისეირნებ შენთან ერთად, ჩემი ამ ნაბიჯის მოტივე-
ბის გარკვევა კი შენთვის მომინდვია.
თავი დინჯად დავუქნიე, ქუჩაბანდს ჩავუყევით და გეზი მარუი-
ამას პარკისკენ ავიღეთ.
– თუ ნობუ-სანს სურს დამარწმუნოს, რომ ჩემზე გაბრაზებული
არ არის, თავი უფრო მეგობრულად უნდა დაიჭიროს და არ დაემ-
სგავსოს ჯიქს, რომელსაც თვეობით ამშევდნენ. სრულებით აღარ
მიკვირს, რომ საბრალო ტაკაძურუ ასე ძრწის თქვენ წინაშე!
– ტაკაძურუ გელაპარაკა?! ნეტავ ამ გოგოს მოთმინებიდან არ
გამოვყავდე!
– თუ არ მოგწონთ, ასე ხშირად რისთვისღა იძახებთ?
– არასდროს გამომიძახებია! ერთხელაც კი! ამ გოგოს მისი უფ-
როსი და მაჩეჩებს ხოლმე! თითქოს ის არ მეყოფოდა, რომ გამახსე-
ნე, ახლა ჩვენი შემთხვევითი შეხვედრით სარგებლობ და ცდილობ,
მისაყვედურო, რომ არ მომწონს!
– სიმართლე თუ გინდათ, ნობუ-სან, ჩვენი შეხვედრა სულაც არ
არის შემთხვევითი. რამდენიმე კვირაა, ამ მიდამოებში გამიზნულად
დავეხეტები და დაგეძებთ.
როგორც ჩანს, ამ სიტყვებმა დააფიქრა, რადგან კარგა ხანს უხ-
მოდ მივიწევდით წინ.
– არც მიკვირს. კარგად ვიცი, რა ცბიერი ვინმე ხარ! – თქვა ბო-
ლოს.
– ნობუ-სან, სხვა რა უნდა მექნა? მეგონა, სამუდამოდ გაუჩინარ-
დით! ალბათ ვერც ვერასდროს მოგაგნებდით, აცრემლებულ ტაკა-
ძურუს ამბავი რომ არ მოეტანა იმის შესახებ, თუ რა ცუდად ეპყრო-
ბოდით!
– ჰო... ალბათ უსამართლოდ მოვექეცი მაგრამ ეგ არც შენსავით

444
ჭკვიანია და, თუ გნებავს, არც შენსავით ლამაზი. თუ მართლა ასე
ფიქრობ, რომ შენზე გაბრაზებული ვარ, მინდა გითხრა, რომ არ შემ-
ცდარხარ.
‒ შეიძლება ვიკითხო, ასე რითი გავანაწყენე ჩემი ძველი მეგო-
ბარი?
ნობუმ ნაბიჯი შეანელა და საოცრად სევდიანი მზერა მომაპყრო.
უცებ ისეთი თბილი გრძნობა დაიძრა ჩემში, რომლის მსგავსი ალ-
ბათ სულ რამდენიმე მამაკაცის მიმართ თუ განმიცდია. ძალიან მომ-
ნატრებოდა. უსამართლოდ რომ მოვექეცი, ამასაც არ უარვყოფდი,
მაგრამ, ჩემდა სამარცხვინოდ, უნდა ვაღიარო, რომ ამ სითბოს ერ-
თგვარი სიბრალულის გრძნობაც ახლდა.
– სხვათა შორის, კარგა გვარიანი ძალისხმევა დამჭირდა შენი
დანას ვინაობის გასარკვევად, – მითხრა ნობუმ.
– ნობუ-სანს რომ ეთხოვა, სიხარულით გავუმხელდი.
– არ მჯერა შენი. თქვენ, გეიშები, ყველაზე ენაშენახული ხალხი
ხართ ამქვეყნად. მთელი გიონი გამოვკითხე, მაგრამ თავი ყველამ
ისე მომაჩვენა, თითქოს არაფერი იცოდნენ. სიმართლეს ვერც ვე-
რასდროს შევიტყობდი, ერთ საღამოს მიჩიზონო რომ არ დამემარ-
ტოხელებინა, – თქვა ნობუმ.
მიჩიზონო, რომელიც იმ დროისთვის ორმოცდაათიოდე წლის
იყო, გიონში ერთგვარ ლეგენდად ითვლებოდა. ლამაზი ქალი არ
გახლდათ, მაგრამ ნობუსნაირ კაცებსაც კი კარგ გუნებაზე აყენებდა,
როცა მისალმების პასუხად ცხვირს სასაცილოდ იჭმუხნიდა.
– მიჩიზინოს სმაში გავეჯიბრე, – განაგრძო ნობუმ, – ვიგებდი და
ვიგებდი, სანამ ის უბედური კარგა გვარიანად არ დავათვრე. ისე გა-
ილეშა, რაც არ უნდა მეკითხა, პასუხს ყველაფერზე მივიღებდი.
– რა გიმუშავიათ?!
– ნუ დარდობ. მასთან ყოფნა ერთი სიამოვნება იყო. ამ პროცესს
მუშაობისა არაფერი ეცხო. შენ კი, აი, რას გეტყვი: პატივს აღარ გცემ
მას შემდეგ, რაც შევიტყვე, რომ შენი დანა ერთი პატარა ფორმიანი
კაცუნაა, რომელიც თვალში არავის მოსდის.
‒ ნობუ-სანი ისე მსჯელობს, თითქოს მე ვწყვეტდე, ვინ უნდა იყოს

445
ჩემი დანა და ვინ – არა. მე მხოლოდ კიმონოს არჩევა შემიძლია,
ისიც...
– ხვდები თუ არა, რატომ აქვს იმ კაცს კაბინეტური სამუშაო? იმი-
ტომ, რომ მნიშვნელოვანს ვერავინ ვერაფერს ანდობს. ჯარის ამბე-
ბი კარგად ვიცი, საიური. ასეთები უფროსებსაც არაფერში სჭირდე-
ბათ. ეს იგივეა, რომ საქმე მათხოვართან დაიჭირო. ოდესღაც ნამ-
დვილად მომწონდი,მაგრამ...
– ოდესღაც?! ესე იგი, ნობუ-სანს აღარ მოვწონვარ?
– მე სულელები არ მომწონს.
– ეს რა სიტყვები მესმის! მაინცდამაინც უნდა ამატიროთ?! ნობუ-
სან, თქვენი აზრით, სულელი იმიტომ ვარ, რომ ჩემი დანა თქვენი
მოსაწონი კაცი არ არის?
– ეს გეიშები აუტანლები ხართ. წარამარა იჭყიტებით იმ თქვენს
სამთვარიოებში და ამბობთ: „უი, დღეს აღმოსავლეთის მიმართუ-
ლებით ვერ წავალ, იმიტომ, რომ ცუდი დღეა! “ მაგრამ როცა საკვან-
ძო მოვლენებზე მიდგება საქმე, წარბსაც არ იხრით, ვითომც აქ არა-
ფერიაო.
– უბრალოდ, თვალებს ვხუჭავთ იმაზე, რისი შეჩერებაც არ შეგ-
ვიძლია.
– არის კი ასე? აბა, რა გითხრა... იმ დღეს მთვრალ მიჩიზონოს
საკმაოდ ბევრი რამ დავაცდენინე. შენ ოკიის ქალიშვილი ხარ, საი-
ური. თავს ნუ იკატუნებ, თითქოს გავლენა სრულებით არ გქონდეს.
გავლენით კი ადამიანმა აუცილებლად უნდა ისარგებლოს, თუ არ
უნდა, რომ მკვდარი თევზივით ამოყირავებულმა იტივტივოს მდინა-
რის ზედაპირზე.
– ნეტავ შემეძლოს იმის დაჯერება, რომ ცხოვრება სხვა რამეა.
სამწუხაროდ, ის მართლაც ჰგავს მდინარეს, რომელიც მკვდარი
თევზებივით მუცელამობრუნებულებს მიგვაქანებს სადღაც.
– თუნდაც ასე იყოს, ის მაინც ხომ შეგიძლია გადაწყვიტო, რო-
მელ ნაკადს გაჰყვე? მდინარე ხომ ნაკადებად იყოფა. თუ აქეთ-იქით
მიაწყდები, იფართხალებ, გაიბრძოლებ და ყველა შენი უპირატესო-
ბით ისარგებლებ...

446
– ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი უპირატესობები მარ-
თლაც გაგაჩნია!
– თავი რომ შეგეწუხებინა, ამ უპირატესობების პოვნა არ გაგი-
ჭირდებოდა! პირადად მე ხელში თუნდაც ერთი... გამოხრული ატმის
კურკა რომ ჩამივარდეს, იმასაც კი არ გავუშვებ ხელიდან. ხოლო
როცა მისი გადაგდების დრო მოვა, გარწმუნებ, ისეთ ვინმეს ვესვრი,
ვინც არ მიყვარს!
– ესე იგი, მირჩევთ, რომ ატმის კურკები ვისროლო?
– ყბას ნუ მიქცევ. მშვენივრად იცი, რასაც გეუბნები. ჩვენ ძალიან
ვგავართ ერთმანეთს, საიური. მე ვიცი, რომ „ხვლიკს“ მიწოდებენ და
სხვა მსგავსი მეტსახელებით მომიხსენიებენ, შენ კი მთელ გიონში
ერთ-ერთი ულამაზესი ქმნილება ხარ. მაგრამ როცა წლების წინ სუ-
მოს დარბაზში პირველად გნახე... რამდენი წლის იქნებოდი, ალბათ
თოთხმეტის, არა?.. მაშინვე მივხვდი, რომ ჭკუა გიჭრიდა.
– ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ნობუ-სანი ისეთ ღირსებებს მო-
მაწერდა, რომლებიც არ გამაჩნია.
– ალბათ ასეა. მართლაც მეგონა, რომ შენში რაღაც იყო, საი-
ური. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არც კი გესმის, რა არის შენი
ხვედრი. აბა, იმ გენერლის მსგავს კაცთან საკუთარი ბედის დაკავ-
შირება როგორ შეიძლებოდა?! შენ კარგად იცი, რომ არაფერს მო-
გაკლებდი. ამაზე ფიქრიც კი ჭკუიდან მშლის! როცა ის გენერალი შე-
ნი ცხოვრებიდან წავა, სამახსოვროდ არაფერს დაგიტოვებს, იცო-
დე. მაშ, რაზე ფლანგავ შენი ახალგაზრდობის წლებს? ქალი, რომე-
ლიც სულელურად იქცევა, დიახაც, სულელია!
თუ ქსოვილს დიდხანს გახეხავთ, ის გაცვეთილ ჩვრად გადაიქცე-
ვა. ნობუს სიტყვებმა ისე მწარედ გამკენწლა, ვგრძნობდი, დიდხანს
აღარ შემრჩებოდა ჭიქურივით პრიალა, ნატიფი გარსი, რომელსაც,
მამეჰას დაჟინებული რჩევით, მთელი ამ დროის მანძილზე თავს ვა-
ფარებდი. კიდევ კარგი, ჩრდილში ვდგავარ, თორემ წყენისგან არე-
ულ ჩემს სახეს რომ ნახავს, უფრო ამითვალწუნებს-მეთქი, გავიფიქ-
რე. მაგრამ ჩემმა დუმილმა, ეტყობა, მაინც გამცა. ნობუმ ცალი ხელი
ჩამავლო, ფარნისკენ მიმატრიალა და როცა მის შუქზე თვალებში

447
ჩამხედა, მძიმედ ამოიოხრა. გულდაწყვეტილი კაცის ოხვრას ჰგავ-
და ეს ხმა.
‒ ასაკით ბევრად უფროსი რატომ მეჩვენები, საიური? ზოგჯერ
მავიწყდება, რომ ჯერ კიდევ პატარა გოგო ხარ! ახლა ალბათ მეტყვი,
რომ ძალიან უხეშად გექცეოდი.
– ნობუ-სანისგან არასდროს ველოდი, რომ სხვებივით მოიქცე-
ოდა.
– იმედგაცრუებაზე ძალიან ცუდად ვრეაგირებ, საიური. შენ ეს
უნდა გცოდნოდა. არ ვიცი, რატომ დამაღალატე. ახალგაზრდობით
მოგივიდა თუ უბრალოდ ის ქალი არ ხარ, რომელიც მეგონე, მაგრამ
მაინც ხომ დამაღალატე?
– ნობუ-სან, მაშინებს თქვენი სიტყვები. ალბათ გამიჭირდება,
ცხოვრებაში იმ საზომებით ვიხელმძღვანელო, რომლებსაც ჩემს
განსასჯელად იყენებთ.
– რა საზომებზე ლაპარაკობ? მე მხოლოდ ის მინდა, რომ თვა-
ლები გაახილო და ისე იცხოვრო! თუ საკუთარ ბედზე იფიქრებ, შენი
ცხოვრების ყოველი წუთი მასთან მიახლოების რეალურ შესაძლებ-
ლობად გადაიქცევა. ტაკაძურუს მსგავსი სულელი გოგოებისგან
ასეთ შეგნებულ ქცევას ნამდვილად არ ველი, მაგრამ...
– განა მთელი საღამო მეც სულელს არ მიწოდებდა ნობუ-სანი?
– ჭკუას უნდა მოუხმო და ყურადღება არ მიაქციო იმას, რასაც
გაბრაზებულ გულზე გეუბნები.
– ნობუ-სანი აღარ მიბრაზდება? მაშინ იქნებ კეთილი ინებოს და
„იჩირიკიში“ მესტუმროს ან თავად მიმიწვიოს? კაცმა რომ თქვას,
განსაკუთრებულად არც დღეს მეჩქარება სადმე. ნობუ-სანმა რომ
მთხოვოს, ახლავე წამოვიდოდი.
ამასობაში ერთი კვარტალიც გავიარეთ და ჩაის სახლს მივადე-
ქით.
– არაფერსაც არ გთხოვ! – მიპასუხა უცებ და კარი გააღო.
ამ სიტყვების გაგონებისას, ჩემდა უნებურად, კარგა დიდი ოხვრა
აღმომხდა. დიდს ვამბობ იმიტომ, რომ მასში პატარ-პატარა ოხვრე-
ბიც იმალებოდა: ზოგი – გაწბილების გამომხატველი, ზოგი ‒ იმედ-

448
გაცრუების, ზოგი – სევდის... და კიდევ ვინ იცის, რის...
– ოჰ, ნობუ-სან, ზოგჯერ ძალიან მიჭირს თქვენი გაგება!
– მე ძალიან მარტივი კაცი ვარ, საიური. უბრალოდ, არ მომწონს,
როცა ცხვირწინ მიტრიალებენ იმას, რაც ჩემი ვერ გახდება.
სანამ რამეს ვუპასუხებდი, ჩაის სახლში შეაბიჯა და კარი მიიხუ-
რა.

449
თავი ოცდამეექვსე

1939 წლის ზაფხულში ხშირი მიწვევებით, გენერალთან პერიო-


დული შეხვედრებით, საცეკვაო წარმოდგენებითა და სხვა მსგავსი
ღონისძიებებით ისე ვიყავი გადატვირთული, რომ დილაობით, ფუ-
ტონიდან წამოდგომისას, თავს ლურსმნებით სავსე ყუთად
ვგრძნობდი. დღის მეორე ნახევარში როგორღაც ვახერხებდი ჩემი
დაღლილობის მივიწყებას, მაგრამ ხშირად მიჩნდებოდა ერთი
კითხვა: მაინც რამდენი შემოსავალი მოჰქონდა ჩემთვის ასეთ შრო-
მას? მიჭირდა ამის განსაზღვრა, ამიტომ ჩემთვის დიდი მოულოდნე-
ლობა იყო, როცა დედამ თავის ოთახში მიხმო და გამომიცხადა,
რომ ჩემმა შემოსავალმა ბოლო ექვს თვეში ჰაცუმომოსა და გოგრას
ერთობლივ შემოსავალსაც კი გადააჭარბა.
– რაც იმას ნიშნავს, რომ ოთახები უნდა გაცვალოთ, – დასძინა
დედამ.
ამ სიტყვებს ისე არ გავუხარებივარ, როგორც ვინმემ შეიძლება
წარმოიდგინოს. მე და ჰაცუმომომ ბოლო პერიოდში როგორღაც
მოვახერხეთ დისტანცირება, მიუხედავად იმისა, რომ გვერდიგვერდ
ვცხოვრობდით, მაგრამ მას ჩაძინებულ ვეფხვად უფრო აღვითქვამ-
დი, ვიდრე დამარცხებულად. ისიც ვიცოდი, რომ ოთახების გაცვლის
დედასეულ გეგმას სულ სხვა თვალით შეხედავდა და „ოთახის წარ-
თმევად“ აღიქვამდა. საფრთხე დიდი იყო: საცაა, კვლავ იფეთქებდა
ცეცხლი, რომელიც ჰაცუმომოს სულში ღვიოდა. იმ საღამოს მამეჰას
შევხვდი, დედას სიტყვებიც გადავეცი და ჩემი ეს შიშიც გავუზიარე.
– ძალიან კარგი, – თქვა მამეჰამ, – ეგ ქალი საბოლოოდ დამარ-
ცხებული ვერ იქნება, სანამ სისხლს არ დავინახავთ, ჩვენ კი სისხლი
ჯერ არ გვიხილავს. მოდი, ვაცალოთ და ვნახოთ, ამჯერად რა დავი-
დარაბაში გაყოფს თავს.

450
დილით დეიდა ოკიის მეორე სართულზე ადრიანად ამოვიდა და
ჩვენი ბარგის გადატანის თადარიგი დაიჭირა. დაიწყო იმით, რომ ჰა-
ცუმომოს ოთახში გადამიყვანა და გამოაცხადა, რომ ერთ-ერთი
კუთხე მე მეკუთვნოდა. ამ ადგილას შემეძლო, ნებისმიერი ნივთი
მომეთავსებინა, სადაც მისი შეხების უფლება არავის ჰქონდა. შემ-
დეგ ჰაცუმომო და გოგრა ჩემს მომცრო ოთახში გადაიყვანა და ბარ-
გის დასაბინავებლად დროებითი სივრცე მათაც გამოუყო. ოთახე-
ბის გაცვლის პროცესი საბოლოოდ დასრულებული მაშინ იქნებო-
და, როცა ყველა ნივთს კუთვნილ ადგილს მივუჩენდით. მუშაობას
შევუდექი და ვესტიბიულის გავლით ნივთების გადატანა დავიწყე.
ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ დროთა განმავლობაში ლამაზ ნივ-
თებს მოვუყარე თავი, რაც ჩემს ასაკში მამეჰამ მოახერხა. საქმე ის
გახლდათ, რომ ქვეყანაში განწყობა საგრძნობლად შეიცვალა. კოს-
მეტიკა და პიგმენტური საღებავები სამხედრო მთავრობამ არცთუ
დიდი ხნის წინ აკრძალა, როგორც ფუფუნების საგნები. თუმცა ჩვენ,
გიონელებს, გავლენიანი მამაკაცების სათამაშოებად ქცეულთ, ამ
მხრივ მეტ-ნაკლები თავისუფლება ჯერ კიდევ გვქონდა შემორჩენი-
ლი. რადგან გულუხვ საჩუქრებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, წლების
განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ნივთი დამიგროვდა: მათ შო-
რის იყო გრაგნილები, მელანტერიტი, თასები და ცნობილი ხედების
სტერეოსკოპური ფოტოები, სუფთა ვერცხლისგან დამზადებული
ლამაზი პროექტორითურთ, რომელიც კაბუკის მსახიობმა, ონოე
იოეგორო XVII–მ მაჩუქა. ახალ ოთახში ვესტიბიულის გავლით სა-
თითაოდ გადავიტანე ყველაფერი – კოსმეტიკა იქნებოდა თუ საც-
ვლები, წიგნები თუ ჟურნალები, მაგრამ დღემ ისე ჩაიარა, ჰაცუმო-
მოსა და გოგრას თავიანთი ნივთებისთვის ხელი არ უხლიათ. მესამე
დღეს, როცა მეცადინეობიდან ვბრუნდებოდი, გადაწყვეტილება მი-
ვიღე: თუ სარკიან კარადაზე ჰაცუმომოს ბოთლები და ნელსაცხებ-
ლებით სავსე ქილები დამხვდებოდა, დასახმარებლად დეიდასთვის
მიმემართა. კიბე რომ ავიარე, გავოცდი: ორივე ოთახის კარი ღია
დამხვდა. ვესტიბიულის იატაკზე ნელსაცხებლის ჭურჭლის ნამ-

451
სხვრევები ეყარა. რაღაც აშკარად ვერ იყო რიგზე. როცა ოთახში შე-
ვედი, მივხვდი, რაც ხდებოდა. ჰაცუმომო ჩემს მაგიდასთან იჯდა, პა-
ტარა ჭიქით, როგორც მომეჩვენა, წყალს წრუპავდა და ჩემს უბის
წიგნაკში იქექებოდა! გეიშებს ნაცნობ მამაკაცებთან დაკავშირებუ-
ლი ინფორმაციის გაცემისას სიფრთხილე და თავდაჭერილობა მარ-
თებთ. ამიტომ ალბათ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ რამდენი-
მე წლის წინ, ჯერ კიდევ შეგირდობისას, საკანცელარიო მაღაზიას
ვეწვიე და დღიურისთვის ლამაზი უბის წიგნაკი ვიყიდე. ჭკუა მყოფ-
ნიდა და წერილობით არასოდეს გადმოვცემდი იმას, რაც გეიშამ, წე-
სით, არ უნდა გაამხილოს. მხოლოდ ჩემს აზრებსა და გრძნობებს
აღვწერდი. როცა რომელიმე კონკრეტულ მამაკაცს ვეხებოდი, მათ
პირობითი სახელებით მოვიხსენიებდი. მაგალითად, ნობუს „ბატო-
ნი ცუ“ შევარქვი, რადგან დამცინავი ზიზღის გამოსახატავად ზოგჯერ
მართლაც გამოსცემდა ხოლმე მსგავს ბგერას. თავმჯდომარეს კი
„ბატონი ჰაა“ დავანათლე. მიზეზი ის იყო, რომ ერთხელ, საუბრისას,
ღრმად ჩაისუნთქა და ამოსუნთქვისას სწორედ ასეთი ხმა ამოუშვა,
მე კი, ჩემი მხრივ, იმწამსვე წარმოვიდგინე, რომ გვერდით მეწვა და
ეს ხმა ახალგაღვიძებულს აღმოხდა, რამაც ჩემზე საკმაოდ ძლიერი
შთაბეჭდილება მოახდინა. რას ვიფიქრებდი, რომ ჩემს ნაწერს
ოდესმე ვინმე ნახავდა!
– უი, საიური, რა კარგია, რომ მოხვედი! – წამოიძახა ჰაცუმო-
მომ. – რამდენი ხანია, გელი. ერთი სული მქონდა, მეთქვა, რომ შე-
ნი დღიურით დიდად ვისიამოვნე! ზოგიერთი ფრაგმენტი განსაკუთ-
რებით საინტერესოა. შენი წერის მენერა ხომ თავისთავად მომხიბ-
ვლელია! მართალია, შენმა კალიგრაფიამ დიდი შთაბეჭდილება
ვერ მოახდინა, მაგრამ...
– სხვათა შორის, პირველ გვერდზე საგულისხმო რამ მიწერია.
შემთხვევით ხომ არ შეგიმჩნევია?
– ვერ ვიხსენებ. მოდი, ერთად ვნახოთ. „გარეშე პირთათვის წა-
კითხვა აკრძალულია“. ოო, აი, თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რაც
ახლა კალიგრაფიაზე გითხარი!

452
– ჰაცუმომო, გთხოვ, წიგნაკი ადგილზე დადო და ჩემი ოთახი და-
ტოვო.
– მართლა?! შენ მე მაოცებ, საიური! მე ხომ ვცდილობ დაგეხმა-
რო! აი, მომისმინე და თვითონვე დარწმუნდები. რატომ შეურჩიე ნო-
ბუ ტოსიკაძუს მეტსახელად „ცუ“? მას ეს მეტსახელი სულაც არ შე-
ეფერება. სჯობდა, „ბატონი წყლული“ ან „ბატონი ცალხელა“ დაგერ-
ქმია, უფრო მოუხდებოდა. არ მეთანხმები? არც ახლაა გვიან, შეგიძ-
ლია შეცვალო და ჩემი დამსახურება სრულებითაც არ აღნიშნო.
– ვერ ვხვდები, რას ამბობ, ჰაცუმომო. ნობუს შესახებ ერთი სიტ-
ყვაც არ დამიწერია.
ჰაცუმომომ მძიმედ ამოიხვნეშა, თითქოს მეუბნებოდა, ტყუილის
თქმა შენი საქმე ნამდვილად არ არისო, შემდეგ ჩემი დღიურის ფურ-
ცვლა განაგრძო და მითხრა:
– თუკი ის კაცი, ვისზეც წერ, ნობუ არ არის, იმ ადამიანის ვინაობა
მაინც გამიმხილე, რომელსაც, აი, აქ ახსენებ. მოდი, ვნახოთ... აჰა,
ვიპოვე: „ზოგჯერ, როცა გეიშა დაჟინებით მიაჩერდება, „ბატონ ცუს“
სახე ბრაზით აენთება ხოლმე. მაგრამ პირადად მე შემიძლია, იმდენ
ხანს ვუყურო, რამდენიც მომესურვება, და ვატყობ, რომ ეს მხოლოდ
სიამოვნებს. ვფიქრობ, მისი ეს სითბო იმით აიხსნება, რომ მისი და-
შაშრული კანი და ნაკლული მკლავი ისეთ თავზარს არ მცემს, რო-
გორც სხვა გოგონებს“. თუ სწორად გავიგე, იმის თქმა გინდა, რომ
ვიღაცას ისეთს იცნობ, ვინც ნობუს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მე
მგონი, ეს ორი კაცი ერთმანეთს უნდა გააცნო! წარმოიდგინე, რამ-
დენი რამ აღმოაჩნდებათ საერთო!
ვერ აგიწერთ, როგორ ამემღვრა გული. ერთია, როცა თქვენი სა-
იდუმლო უეცრად სააშკარაოზე გამოდის, მაგრამ სულ სხვაა, როცა
ეს თქვენი სისულელის გამო ხდება. ამ წუთებში თუ ვინმეს სიამოვ-
ნებით დავწყევლიდი, ისევ საკუთარ თავს – იმისთვის, რომ დღიური
გამოსაჩენ ადგილას დავდე და ჰაცუმომოს ხელში ჩავუგდე. ნოქა-
რი, რომელსაც მაღაზიის ფანჯარა ღია რჩება, საქონლის წახდენის-
თვის კოკისპირულ წვიმას არ უნდა გაუბრაზდეს. მაგიდას მივუახ-
ლოვდი და დღიურის წართმევა დავუპირე, მაგრამ წიგნაკი მკერ-

453
დზე მიიკრა და წამოდგა, მეორე ხელით კი ჭიქას დასწვდა.
თავიდან მეგონა, ის ჭიქა წყლით იყო სავსე, მაგრამ როცა მივუ-
ახლოვდი, საკეს სუნი მომწვდა. ეს სულაც არ გახლდათ წყალი. ჰა-
ცუმომო მთვრალი იყო.
‒ ვიცი, საიური, რომ დღიურის დაბრუნება გინდა, –მითხრა და
უცებ ოთახიდან გასვლა დააპირა, – აუცილებლად დაგიბრუნებ,
მაგრამ, სამწუხაროდ, მისი კითხვა ჯერ არ დამისრულებია. მოდი,
წავიღებ ჩემს ოთახში, და თუ წინააღმდეგი არ იქნები, დედასაც ვუჩ-
ვენებ. ალბათ დააინტერესებს ის რამდენიმე პასაჟი, რომელიც მას
მიუძღვენი!
ადრეც ვახსენე, რომ ვესტიბიულის იატაკზე ნელსაცხებლით სავ-
სე შუშის ნამსხვრევები ეყარა. ეს ჰაცუმომოს სტილი იყო: არეულო-
ბას ქმნიდა და შემდეგ მოახლის დაძახებითაც კი არ იწუხებდა თავს.
მაგრამ როცა ოთახიდან გავიდა, ის მიიღო, რაც დაიმსახურა. სიმ-
თვრალის გამო ალბათ დავიწყებული ჰქონდა იმ ჭურჭლის გატეხის
ამბავი, ამიტომ პირდაპირ ნამსხვრევებს დააბიჯა და წამოიკივლა.
თვალი შევასწარი, როგორ დახედა თავის ტერფს და ამოიოხრა,
მაგრამ შემდეგ გზა გააგრძელა. როცა თავის ოთახში შევიდა, პანი-
კურმა შიშმა დამრია ხელი. ერთი პირობა დღიურის ძალით წართმე-
ვა დავუპირე, მაგრამ გამახსენდა, რა დასკვნები გააკეთა მამეჰამ
სუმოს ტურნირზე. ჰაცუმომოს რომ გამოვკიდებოდი, ჩემს ზრახვებს
ფარდა აეხდებოდა. უმჯობესი იყო, მომეცადა იქამდე, სანამ მოდუნ-
დებოდა და თავს გამარჯვებულად იგრძნობდა, დღიური კი ისეთ
დროს წამომეღო, როცა ამას სრულებით არ ელოდა. თავიდან ეს აზ-
რი მომეწონა, მაგრამ უცებ წარმოვიდგინე, რომ შეეძლო წიგნაკი
ისეთ ადგილას შეენახა, სადაც ვერასოდეს მივაგნებდი. ჰაცუმომომ
თავისი ოთახის კარი მიხურა, მე კი კართან დავდექი და ჩუმად ჩავი-
ლაპარაკე:
– ჰაცუმომო-სან, მაპატიე ჩემი გაცხარება. შეიძლება შემოვიდე?
– არა, არ შეიძლება! – გამომძახა.
მაინც გამოვაღე კარი. ოთახში საშინელი უწესრიგობა იყო. რო-
გორც ჩანს, მოძრაობა უჭირდა და გზადაგზა ნივთებს აქეთ-იქით

454
ფანტავდა. დღიური მაგიდაზე იდო, თვითონ კი სისხლიან ფეხს პირ-
სახოცით იწმენდდა. არ ვიცოდი, მისი ყურადღება რითი მომედუნე-
ბინა, მაგრამ დღიურის გარეშე ოთახის დატოვებას აღარ ვაპირებ-
დი. ამ ადამიანს ხასიათის თვისებებით წყლის ვირთხას თუ შეადა-
რებდით, მაგრამ უჭკუო არამც და არამც არ ეთქმოდა. ფხიზელი
რომ ყოფილიყო, მის მოტყუებას არც კი ვეცდებოდი, მაგრამ მისი
ახლანდელი მდგომარეობით ნამდვილად შემეძლო მესარგებლა.
დავხედე იატაკზე უწესრიგოდ მიმოფანტულ საცვლებს, სუნამოს
ფლაკონებსა და სხვა ნივთებს; აღმოჩნდა, რომ კედლის კარადის
კარიც ღია იყო და იმ პაწაწინა სეიფისაც, სადაც სამკაულებს ინახავ-
და. სეიფის შიგთავსის ნაწილი ჭილოფზე ეყარა, თითქოს მთვრალი
ჰაცუმომო დილიდან იქ იჯდა და სამკაულებს რიგრიგობით ირგებ-
და.
უცებ ჩემი ყურადღება ერთმა ნივთმა ისე თვალნათლივ მიიპ-
ყრო, როგორც ჩაბნელებულ ცაზე მოკაშკაშე ეულმა ვარსკვლავმა.
ეს იყო ზურმუხტის საკინძე. სწორედ მისი მოპარვა დამწამა ჰაცუმო-
მომ წლების წინ, იმ ღამით, როცა მოახლეების ოთახში საყვარელ-
თან შევუსწარი. როგორ ვიფიქრებდი, რომ ამ ნივთს ოდესმე კიდევ
ვნახავდი! კარადასთან მივიჭერი და საკინძეს წავეპოტინე.
– მშვენიერი აზრია! მიდი, მიდი, მომპარე რომელიმე სამკაული.
ნივთს ნამდვილად მირჩევნია ნაღდი ფული, რომლის გადახდა მო-
გიწევს, – მითხრა ჰაცუმომომ.
– კარგია, რომ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს! საინტერესოა,
ამისთვის რამდენს მომთხოვ? – ვკითხე და საკინძე ცხვირწინ და-
ვუტრიალე. მისი სხივოსანი ღიმილი, აქამდე პირზე რომ გადაჰფენ-
ოდა, უეცრად ისე ჩაქრა, როგორც მზის ამოსვლისთანავე ქრება
უკუნი სიბნელე. სანამ აზრებს მოიკრებდა, დღიურს დავწვდი, მის
რეაქციას აღარ დაველოდე, ოთახიდან გავედი და კარი გამოვიხუ-
რე. თავიდან მინდოდა, ნაპოვნი ნივთის საჩვენებლად პირდაპირ
დედასთან ავსულიყავი, მაგრამ დღიურით ხელში ვერ მივადგებო-
დი, ამიტომ კიმონოების შესანახ განჯინას ვეცი და წიგნაკს ჩინურ ქა-
ღალდში გახვეულ ორ კიმონოს შორის ვუკარი თავი.

455
ამ საქმეს სულ რამდენიმე წამი დასჭირდა, მაგრამ ზურგი მეწვო-
და იმის შიშით, რომ კარს გამოაღებდა და თვალს შემასწრებდა. გან-
ჯინა სწრაფად მივხურე, ჩემს ოთახში გავიქეცი და კომოდის უჯრები
გამალებით ავახმაურე, ვითომ დღიურს იქ ვინახავდი. როცა დერე-
ფანში გავედი, უკვე კართან იდგა და პირზე ისეთი ღიმილი დასთა-
მაშებდა, თითქოს ეს ყველაფერი ძალიან ახალისებდა. შევეცადე,
შეწუხებული იერი მიმეღო (რაც სულაც არ იყო ძნელი), საკინძე დე-
დას შევუტანე და მაგიდაზე დავუდე. დედამ ჟურნალი გვერდზე მიაგ-
დო, სამკაულს ხელი დაავლო და აღტაცებით შეათვალიერა.
– ლამაზია! მაგრამ შავ ბაზარზე დღესდღეობით შორს ვერ წავა.
ასეთ ქვებში ბევრ ფულს აღარავინ იხდის.
– მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ჰაცუმომოს ეს ნივთი ძვირი და-
უჯდება, დედა. ის საკინძე თუ გახსოვთ, რომლის მოპარვაში წლების
წინ დამადანაშაულა და რომლის საფასური ჩემს ვალებს დაემატა?
აი, ისიც! ამ წუთში ვიპოვე სამკაულების კოლოფთან, იატაკზე.
– იცით, რას გეტყვით? – გაისმა უცებ ჰაცუმომოს ხმა (ოთახში
შეუმჩნევლად შემოსულიყო და ახლა ზურგს უკან მედგა). – ჩემი აზ-
რით, საიური მართალია. ეს ის საკინძეა, რომელიც მე დავკარგე!
ყოველ შემთხვევაში, ჰგავს. რას ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ
ნივთს ვნახავდი!
‒ ნივთების პოვნა არ არის ადვილი, როცა მუდმივად მთვრალი
ხარ. კოლოფში უფრო ყურადღებით უნდა ჩაგეხედა! – ვუპასუხე მე.
დედამ საკინძე მაგიდაზე დადო და ჰაცუმომოს თვალები დაუბ-
რიალა.
‒ მის ოთახში ვიპოვე, – თავი იმართლა ჰაცუმომომ, – კომოდის
უჯრაში ჰქონდა შენახული.
– შენ რაღას დაეძებდი მის უჯრებში? – ჰკითხა დედამ.
– გამხელა არ მინდოდა, მაგრამ საიურის მაგიდაზე რაღაც დარ-
ჩა და ვიფიქრე, შევუნახავ-მეთქი. ვიცი, რომ იმწამსვე თქვენთან უნ-
და მომეტანა, მაგრამ... რაღა ბევრი გავაგრძელო, საიური დღიურს
წერს. ეს დღიური ჯერ კიდევ შარშან მაჩვენა. აქ ზოგიერთ მამაკაცზე

456
მამხილებელ ფაქტებს ნახავთ და... სიმართლე რომ გითხრათ...
ალაგ-ალაგ თქვენც გახსენებთ!
თავიდან ყველაფრის გადაჭრით უარყოფა დავაპირე, მაგრამ
მივხვდი, რომ ამის საჭიროება აღარ იყო. ჰაცუმომო შარში გაეხვია
და ამ წუთიდან რაც არ უნდა ეთქვა, მის მდგომარეობას ვეღარაფე-
რი შეცვლიდა. ათი წლის წინ, როცა ჰაცუმომო ოკიის ერთადერთი
მარჩენალი იყო, ალბათ შეეძლო, ჩემთვის ყველაფერი დაებრალე-
ბინა, რაც მოესურვებოდა. თუნდ ეთქვა, რომ მისი ოთახის იატაკზე
დაგებული ტატამები შევჭამე, დარწმუნებული ვარ, დედა ახალი ტა-
ტამების საფასურს მე მაზღვევინებდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს,
დადგა წამი და სხვა სიომ დაუბერა. ჰაცუმომოს ბრწყინვალე კარიე-
რა თანდათან შეახმა ტოტს, ჩემი კი მხოლოდ ახლა იწყებდა აყვავე-
ბას. მე ოკიის ქალიშვილი და მთავარი გეიშა ვიყავი და დედას აშ-
კარად აღარ აინტერესებდა, ვინ იყო ჩვენ შორის მართალი.
– არავითარი დღიური არ არსებობს, დედა. ჰაცუმომო იგონებს!
– ვთქვი მე.
‒ ვიგონებ? მაშინ წავალ და მოვძებნი. დედა რომ წაიკითხავს,
თვითონ ნახავს, რას ვიგონებ და რას არა, – თქვა ჰაცუმომომ და ჩე-
მი ოთახისკენ დაიძრა. დედა უკან გაჰყვა. დერეფნის იატაკზე საში-
ნელება ხდებოდა. ჰაცუმომომ ნელსაცხებლით სავსე ჭურჭელი რომ
დაამსხვრია და ზედ დააბიჯა, ეგ კიდევ არაფერი. ერთმანეთში არეუ-
ლი ნელსაცხებლისა და სისხლის კვალი მთელ დერეფანში დაეტო-
ვებინა და, რაც ყველაზე უარესი იყო, ჩვენს ოთახებში ტატამები ერ-
თიანად მოეთხვარა. ჩემს მაგიდას რომ მიადგა, ჩაიმუხლა და უჯ-
რებში აუჩქარებლად ააფათურა ხელები. შევატყვე, ვეღარ იყო დიდ
გულზე.
– რა დღიურზე ლაპარაკობს? – მკითხა დედამ.
– თუ დღიური არსებობს, დარწმუნებული ვარ, იპოვის, – იყო ჩე-
მი პასუხი.
ჰაცუმომომ ხელები კალთაში ჩაიწყო და ისე ჩაიცინა, თითქოს ეს
ყველაფერი თამაში იყო და მეტოქეებმა ჭკუით აჯობეს.

457
– ჰაცუმომო, – მიმართა დედამ, – შენ გადაუხდი საიურის იმ სა-
კინძის საფასურს, რომლის მოპარვაც დააბრალე. მეტსაც გეტყვი:
მის ოთახში სისხლიან ტატამებს ვერ გავაჩერებ. ისინი უნდა გამოვ-
ცვალოთ და ესეც შენ უნდა იკისრო. როგორც ხედავ, ძალიან ხარ-
ჯიანი დღე გაგითენდა, არადა, ჯერ შუადღეც არ დამდგარა. შემიძ-
ლია წავიდე და შენი ხარჯები დავაჯამო, მაგრამ თუ ჯერ არ დაგის-
რულებია, ცოტასაც მოვიცდი.
ვფიქრობ, ჰაცუმომოს მისი სიტყვები არც კი ესმოდა, იჯდა და რა-
ღაც უცნაურად მომჩერებოდა.

***
მაინც როდის დადგა ჩვენს ურთიერთობაში გადამწყვეტი მომენ-
ტი? ეს კითხვა ჩემთვის ახალგაზრდობაში რომ დაგესვათ, ალბათ
გეტყოდით, რომ ე.წ. შემობრუნების წერტილი ჩემი მიძაჯე იყო. მარ-
თალია, ამ მოვლენამ ისეთ სიმაღლეზე მიმიჩინა ადგილი, ჰაცუმო-
მო ვეღარასდროს მომწვდებოდა, მაგრამ ერთმანეთის გვერდიგ-
ვერდ, სიბერემდე ცხოვრებას მაინც შევძლებდით, თუკი სხვა უსია-
მოვნება არ მოხდებოდა. ახლაღა ვხვდები, რომ ეს კრიტიკული მო-
მენტი სწორედ იმ დღეს დადგა, როცა ჰაცუმომომ ჩემი დღიური წა-
იკითხა, მე კი ის საკინძე ვიპოვე, რომლის მოპარვაშიც თავის დრო-
ზე დამადანაშაულა. განმარტებისთვის გიამბობთ, რა განაცხადა ერ-
თხელ „იჩირიკიში“ ადმირალმა იამამოტო ოძიროკუმ.
ვერ დავიჩემებ, რომ ახლოს ვიცნობდი ამ კაცს, რომელსაც ია-
პონური ფლოტის მამამთავრად მოიხსენიებდნენ, მაგრამ მქონდა
პატივი, რამდენიმე ღონისძიებას მასთან ერთად დავსწრებოდი.
ტანმორჩილი კაცი იყო, მაგრამ ნუ დაგავიწყყდებათ, რომ შესახედა-
ვად დინამიტის მასრაც პატარა ზომისაა. წვეულებაზე ადმირალის
გამოჩენა ყოველთვის დიდ ჟრიამულს იწვევდა. იმ საღამოს, სხვა
სტუმრებთან ერთად, „სმაში გაჯიბრება“ გააჩაღა. უკვე ბოლო ხელს
თამაშობდნენ და შეთანხმებულები იყვნენ, რომ წაგებულს უახლო-
ეს აფთიაქში პრეზერვატივი უნდა ეყიდა. ამ „ჯარიმის“ ერთადერთი

458
მიზანი ის იყო, რომ მყიდველს თავი უხერხულად უნდა ეგრძნო, მაგ-
რამ ადმირალს ამჯერადაც გაუმართლა და მოიგო. გაისმა ტაში და
ყიჟინა.
‒ კიდევ კარგი, რომ არ წააგეთ, ადმირალო, – უთხრა ერთ-ერ-
თმა ადიუტანტმა, – წარმოიდგინეთ ფარმაცევტის მდგომარეობა,
როცა თავს აწევდა და დახლთან ადმირალ იამამოტო ოძიროკუს
იხილავდა!
ყველას გაეცინა, ადმირალმა კი უპასუხა, რომ თავის გამარჯვე-
ბაში ეჭვი წამითაც არ ეპარებოდა.
– მაგას ნუ იტყვით! – გააწყვეტინა ერთ-ერთმა გეიშამ. – დრო-
დადრო ყველა აგებს, თქვენც კი, ადმირალო!
– დროდადრო რომ ყველა აგებს, გეთანხმები, მაგრამ მე –არა-
სოდეს! – განაცხადა ადმირალმა.
დამსწრეთაგან ბევრმა ეს ნათქვამი ალბათ გულზვიადობაში ჩა-
მოართვა, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნებოდი. ადმირალი
ნამდვილად მიმაჩნდა ისეთ კაცად, რომელიც მოგებას შეჩვეული
იყო. ბოლოს ვიღაცამ სთხოვა, გაემხილა თავისი წარმატების სა-
იდუმლო.
– მე არასოდეს ვცდილობ მეტოქის დამარცხებას, – განმარტა
ადმირალმა, – მე მის თავდაჯერებაზე მიმაქვს იერიში. ეჭვებით
აფორიაქებული გონება გამარჯვებისკენ სავალ გზას ვეღარ მიაპ-
ყრობს მთელ ყურადღებას. ორი ადამიანი თანასწორია. ეს ნამდვი-
ლად ასეა. ოღონდ იმ შემთხვევაში, როცა ორივე ერთნაირად თავ-
დაჯერებულია!
ვგფიქრობ, იმ დროს ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი ამას, მაგ-
რამ მას შემდეგ, რაც მე და ჰაცუმომო დღიურის გამო ერთმანეთს
წავეკიდეთ, მისი გონება, როგორც ადმირალი იტყოდა, ეჭვებმა აა-
ფორიაქა. ჰაცუმომო მიხვდა, რომ დედა მხარს არავითარ შემთხვე-
ვაში აღარ დაუჭერდა. ახლა ის ჰგავდა ქსოვილს, რომელიც თბილი
კარადიდან გამოიღეს და გარეთ გავიდეს, სადაც უამინდობა საბო-
ლოოდ გამოუყვანდა წირვას. თუმცა მამეჰასთან მსგავსი რამ რომ
მეთქვა,აუცილებლად შემედავებოდა. ის ჰაცუმომოს სულ სხვა თვა-

459
ლით უყურებდა. მისი აზრით, ეს ქალი თვითგანადგურებით იყო და-
კავებული და ჩვენი ერთადერთი ამოცანა იყო, ტკბილი სიტყვით
მიგვეტყუებინა იმ გზაზე, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში დაად-
გებოდა. შესაძლოა, მამეჰა მართალიც იყო. ვერ გეტყვით. მხოლოდ
ის ვიცი, რომ ჩემი მიძაჯეს შემდეგ ჰაცუმომოს ხასიათის სენი შეეყა-
რა, თუკი ასეთი რამ არსებობს. მაგალითად, მან სრულიად დაკარგა
საკუთარ თავზე კონტროლი, როცა საქმე სასმელს ან სისასტიკის შე-
ტევებს ეხებოდა. სანამ მისი ცხოვრება ასე წახდებოდა, სისასტიკეს
მხოლოდ გამიზნულად მიმართავდა. ასე იქცევა სამურაი, რომელიც
ხმალს იმიტომ როდი იქნევს, რომ ერთმანეთის მიყოლებით ყველა
დახოცოს, არამედ იმიტომ, რომ მხოლოდ მტრებს გაავლოს მუსრი.
მაგრამ დადგა დრო, როცა ჰაცუმომო მტერსა და მოყვარეს ვეღარ
არჩევდა და ზოგჯერ გოგრასაც კი მისდგებოდა ხოლმე. ხანდახან,
წვეულებების დროს, იმ მამაკაცებსაც კი ჰკადრებდა შეურაცხმყო-
ფელ შენიშვნებს, რომლებსაც ართობდა. კიდევ ერთი რამ მსურს
აღვნიშნო: უწინდებურად ლამაზი აღარ იყო. კანი ცვილისფერი გა-
უხდა, ნაკვთები შეუშუპდა. ან იქნებ მე მეჩვენებოდა ასე. მოგეხსენე-
ბათ, ხე შეიძლება ისევ ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ როცა
ამჩნევ, რომ რტოებს მავნებელი მწერი შეესია და ფერი უცვალა, ხის
ტანიც კარგავს ძველებურ დიდებულებას. ისიც ყველამ იცის, რომ
დაჭრილი ვეფხვი საშიშია, ამიტომ მამეჰას დაჟინებული მოთხოვნა
ასეთი იყო: რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰაცუმომოს საღა-
მოობით კვალში უნდა ჩავდგომოდით და გიონის სხვადასხვა დაწე-
სებულებაში მასთან ერთად გვევლო. ერთი მხრივ, მამეჰას სურდა,
თვალი სჭეროდა ჰაცუმომოზე, რადგან გასაკვირი სულაც არ იქნე-
ბოდა, რომ მას ნობუ მოეძებნა, ჩემი დღიურის ჩანაწერების შინაარ-
სიც გადაეცა და ბატონი „ჰააც“ეხსენებინა, რომელშიც ნობუს თავი-
სუფლად შეეძლო თავმჯდომარის ამოცნობა. მაგრამ მამეჰას უმ-
თავრესი მიზანი მაინც სხვა იყო: მას სურდა, ჰაცუმომოს ცხოვრება
გაუსაძლის ტანჯვად ექცია.
– როცა დაფის დამტვრევა გინდა, მისი შუა ნაწილის გაბზარვა
მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ნამდვილი წარმატება მაშინ მოდის,

460
როცა მთელი წონით შედგები და ზედ იქამდე იხტუნავებ, სანამ ბო-
ლომდე არ გააპობ, – ამბობდა მამეჰა.
ამრიგად, ყოველ საღამოს, თუ გადაუდებელი შეხვედრა არ
ჰქონდა, შებინდებისას ჩვენს ოკიას მოადგებოდა და გარეთ გამო-
სულ ჰაცუმომოს ფეხდაფეხ მისდევდა. ასეთ დროს ერთად ყოფნა
ყოველთვის არ გამოგვდიოდა, მაგრამ ჩვეულებრივ, ერთ-ერთი
ჩვენგანი მაინც ახერხებდა ამ საქმისთვის საღამო საათების გამო-
ყოფას. ასე დავდევდით ჰაცუმომოს, რომელიც წვეულებიდან წვე-
ულებაზე გადადიოდა. პირველ ღამეს ჰაცუმომომ თავი ისე მოგვაჩ-
ვენა, ვითომ ეს ამბავი ძალიან ახალისებდა, მაგრამ მეოთხე წვე-
ულების დასასრულს უკვე თვალებმოჭუტული და განრისხებული შე-
მოგვყურებდა და კლიენტ მამაკაცებთან მხიარულად თავის დაჭერა
უჭირდა.
შემდეგი კვირის პირველსავე დღეებში ასეთი რამ მოხდა: ჰაცუ-
მომო ერთ-ერთ ქუჩაბანდს მიუყვებოდა. ჩვენ უკან მივდევდით. უცებ
მკვეთრად მოტრიალდა, პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა და გვითხრა:
– აბა, დამენახვეთ, პატრონს ადევნებულო ძაღლებო! თუკი ასე
კუდში დამდევთ ცხვირების ცმაცუნითა და ყნოსვა-ყნოსვით, მაშინ
ალბათ ისიც გინდათ, რომ ძაღლებივით მოგეპყრონ, არა? ახლავე
გიჩვენებთ, რას ვუშვრები ხოლმე ძაღლებს, რომლებიც თვალში არ
მომდის!
ამ სიტყვებით უკან დაიხია, მამეჰას ხელი მოუქნია და თავში ჩარ-
ტყმა დაუპირა. მე დავიკივლე. ამან გააჩერა და თავის საქციელზე
დააფიქრა. ერთხანს იდგა, დაჟინებით მომშტერებოდა და თვალები-
დან ცეცხლს აფრქვევდა. ბოლოს ეს ცეცხლიც მიინავლა მის თვა-
ლებში, და მალევე გაგვეცალა. ყველა გამვლელმა შეამჩნია, რაც
მოხდა. რამდენიმე მათგანი მამეჰას მიუახლოვდა და ჰკითხა, ხომ
ხომ კარგად ხარო. მამეჰამ დაარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო
და სევდიანად დასძინა:
– საბრალო ჰაცუმომო! ალბათ ექიმი არ შემცდარა. ყველაფერი
ზუსტად ისეა, როგორც მან თქვა. ნამდვილად კარგავს გონებას!

461
ცხადია, მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ მამეჰას სიტყვებმა
მისთვის სასურველი შედეგი გამოიღო: მალე გიონს მოედო ჭორი,
რომ ექიმმა ჰაცუმომო ფსიქიკურად დაავადებულად შერაცხა.

***
ჰაცუმომო წლობით მეგობრობდა კაბუკის მსახიობ ბანდო შოძი-
რო მეექვსესთან. შოძირო ონა გატა (ასე ვუწოდებთ მსახიობებს,
რომლებიც ყოველთვის ქალების როლს თამაშობენ) გახლდათ. ერ-
თხელ შოძირომ რომელიღაც ჟურნალისადმი მიცემულ ინტერვიუში
განაცხადა, რომ ჰაცუმომო იყო ყველაზე ლამაზი ქალი, რომელიც
მას უნახავს, და რომ სცენაზე ის ყოველთვის მის ჟესტებს ბაძავდა,
რათა თავი უფრო მიმზიდველად წარმოეჩინა. რაღა თქმა უნდა, რო-
ცა შოძირო ქალაქში იყო, ჰაცუმომო მას ყოველთვის სტუმრობდა.
ერთ დღეს შევიტყვეთ, რომ შოძირო იმ საღამოს მდინარე გიონის
მეორე ნაპირზე, გეიშების უბან პონტო-ჩოს ერთ-ერთ ჩაის სახლში
წვეულებას ესწრებოდა. ეს ამბავი მაშინ გავიგე, როცა შვებულებაში
მყოფი ფლოტის რამდენიმე ოფიცრისთვის ჩაის ვაყენებდი. მოგვია-
ნებით ოკიაში გავიქეცი, მაგრამ ჰაცუმომოს უკვე ტანთ ჩაეცვა და გა-
პარულიყო. მან გააკეთა ის, რასაც დროდადრო მეც ვაკეთებდი:
ოკიიდან ადრე გავიდა, რომ არავინ ასდევნებოდა. ერთი სული
მქონდა, ახალი ამბავი მამეჰასთვის მიმერბენინებინა.
ამიტომ პირდაპირ მის ბინაში გავიქეცი, მაგრამ მოახლემ მით-
ხრა, ნახევარი საათის წინ „კერპებს ეახლაო“. ვიცოდი, ეს რასაც
ნიშნავდა. მამეჰა გიონის აღმოსავლეთით მდებარე ერთ პატარა ტა-
ძარში დადიოდა, რათა იქ მისივე ხარჯებით დადგმული, ჯიძოდ წო-
დებული სამი პაწაწინა ქანდაკების წინაშე ელოცა. საქმე ის გახლა-
ვთ, რომ ჯიძო გარდაცვლილი ბავშვების სულთა მფარველია, მამე-
ჰას კი, ბარონის მოთხოვნით, სამი აბორტი ჰქონდა გაკეთებული.
სხვა გარემოება რომ ყოფილიყო, მის საძებნელად გავიქცეოდი,
მაგრამ ასეთ დროს ხელს ნამდვილად ვერ შევუშლიდი. შესაძლოა,

462
არც ჰქონდა სურვილი, რომ ჩემთვის მისი იქ ყოფნა ცნობილი ყო-
ფილიყო, ამიტომ გადავწყვიტე, დავლოდებოდი, ტაცუმის კი ნება
დავრთე, ჩემთვის ჩაი მოერთმია.
როგორც იქნა, მოაღწია მამეჰამ. რატომღაც დაღონებული ჩან-
და. არ მინდოდა თავიდანვე იმ საკითხს შევხებოდი, ამიტომ მცირე
ხანს ეპოქების ზეიმის32 შესახებ ვისაუბრეთ,რომელშიც მამეჰას
„გენძის ამბის“33ავტორი, ქალბატონი მურასაკი შიკიბუ უნდა განე-
სახეირებინა. ამ წუთებში მამეჰა მუქ ჩაის მიირთმევდა (ტაცუმის
სწორედ მისი ფოთლების ხალვისას მივუსწარი). უცებ სავსე ფინჯანს
თვალი მოსწყვიტა და ღიმილით ამომხედა, მე კი ახალი ამბავი მო-
ვახსენე.
– მაგას რა ჯობს! – თქვა მამეჰამ. – ჰაცუმომოს ჰგონია, რომ
ჩვენგან გათავისუფლდა და ამ საღამოს გალაღებას აპირებს, შოძი-
როს გადამეტებული ყურადღება კი, რა თქმა უნდა, საგრძნობლად
გამოაცოცხლებს. ამ დროს მე და შენ უახლოესი ქუჩაბანდიდან უეც-
რად შემოსული საშინელი სუნივით შევიჭრებით დარბაზში და საღა-
მოს ჩავაშხამებთ!
თუ ჰაცუმომოს ჩემდამი დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ,
სისასტიკითა და სიძულვილით სავსეს, ამ გეგმას, წესით, ჩემთვის
ფრთები უნდა შეესხა, მაგრამ, როცა მის საწამებლად პირი შევკა-
რით, ნამდვილად ვერ ვიგრძენი ის სიამოვნება, რომელსაც ველო-
დი. უნებურად გამახსენდა ერთი ამბავი: პატარა ვიყავი და ერთ დი-
ლით ჩვენი მთვრალი სახლის შორიახლოს, ტბორში ვბანაობდი.
უცებ მხარი სასტიკად ამეწვა. აღმოჩნდა, რომ ბზიკმა მიკბინა და ახ-
ლა ჩემი კანიდან ნესტრის გამოთავისუფლებას ცდილობდა. მე კი-
ვილ-წივილს შევრჩი და ვეღარ მოვისაზრე, რა გამეკეთებინა, მა-
გრამ ერთ-ერთმა ბიჭმა მწერს ხელი დაავლო, კანიდან მომგლიჯა
და ფრთებით დაიჭირა. ბიჭს თავზე დავადექით და დავიწყეთ ბჭობა,
როგორი სიკვდილი მიგვესაჯა ბზიკისთვის. ტკივილისგან ისე ვიყავი

32 ტრადიციული ზეიმი, იმართება ოქტომბერში


33 ჰეიანის ეპოქაში შექმნილი იაპონური კლასიკური ლიტერატურის მარგალიტი

463
გამწარებული, ცხადია, მის მიმართ კეთილგანწყობილი ვერ ვიქნე-
ბოდი, მაგრამ გული მომიკლა პაწაწინა, მოფართხალე არსების სა-
ცოდაობამ, თავს ვერასგზით რომ ვეღარ დაიძვრენდა სიკვდილის-
გან, რომელსაც წამები აშორებდა. ზუსტად იგივე სიბრალული ვიგ-
რძენი ჰაცუმომოს მიმართ. საღამოობით, როცა მის ფეხდაფეხ გი-
ონს მოვედებოდით ხოლმე, ოკიაში მხოლოდ იმისთვის ბრუნდებო-
და, რომ ჩვენგან თავი დაეხსნა, მე კი თავს მტარვალად ვგრძნობდი.
საღამოს ცხრა საათისთვის ხიდი გადავიარეთ და პონტოჩოს მი-
ვადექით. გიონი დიდ მანძილზეა გადაჭიმული და რამდენიმე კვარ-
ტალს მოიცავს, პონტოჩო კი წარმოადგენს ერთ გრძელ ქუჩას, რო-
მელიც მდინარის ნაპირს მიუყვება. წაგრძელებული ფორმის გამო
ხალხი ამ უბანს „გველთევზას ლოგინსაც“ კი უწოდებს. შემოდგომის
საღამო იყო და ცოტა გრილოდა, მაგრამ წვეულება ტარდებოდა ღია
ცის ქვეშ, ხის ვერანდაზე, რომელიც ხიმინჯებით წყალში იდგა. შუ-
შის კარი რომ შევაღეთ, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ვერანდა ქა-
ღალდის ფარნებით ლამაზად იყო განათებული, მდინარის ზედა-
პირს კი გაღმა ნაპირზე მდებარე რესტორნის ციმციმა შუქებისგან
ელვარება გადასდიოდა. ყველა უსმენდა შოძიროს, რომელიც თა-
ვისი მელოდიური ხმით გატაცებით ჰყვებოდა რაღაც ამბავს. ნეტავ
გენახათ ჰაცუმომოს დამჟავებული სახე, როცა თვალი მოგვკრა.
უნებურად გამახსენდა დაჟეჟილი მსხალი, რომელიც წინა დღეს
ხელში მეჭირა. სხვების მხიარული სახეების ფონზე მისი სახე მარ-
თლაც ისე გამოიყურებოდა, როგორც ჯანსაღ კანზე ლილისფერი
ლაქა.
მამეჰამ პირდაპირ ჰაცუმომოს წინ, ჭილოფზე ჩაიმუხლა, რაც,
ჩემი აზრით, დიდი გაბედულება იყო, მე კი ვერანდის მეორე ბოლო-
ში მჯდომ ერთ კეთილშობილ მოხუც კაცს მივუცუცქდი. როგორც
გაირკვა, ეს იყო კოტოზე34 დამკვრელი ტაჩიბანა ძენსაკუ, რომლის
ჩანაწერები ძველი, ერთიანად დაფხაჭნილი ფირფიტების სახით ახ-
ლაც მაქვს შემორჩენილი. როგორც იმ ღამით შევიტყვე, ტაჩიბანა

34 ძველებური იაპონური სიმებიანი საკრავი

464
უსინათლო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებას სულ სხვა
მიზნით ვესტუმრე, ძალიან კმაყოფილი დავრჩებოდი, საღამო ამ
მომხიბლავ და სანდომიან მოხუცთან მუსაიფში რომ გამეტარებინა.
მაგრამ როგორც კი საუბარი გავაბით, უცებ ხარხარი ატყდა. შოძი-
რო შესანიშნავი პაროდისტი იყო. ტირიფის წკნელივით მოქნილსა
და ელეგანტურს, თითების აუჩქარებელი მოძრაობისა და უჩვეუ-
ლოდ გრძელი სახის წყალობით, მართლაც საკვირველი გარდასახ-
ვა შეეძლო. მაიმუნების გუნდსაც კი შეცდომაში შეიყვანდა და აფიქ-
რებინებდა, რომ ერთი მათგანი იყო. ამ წუთებში მის გვერდით
მჯდომ ორმოცდაათიოდე წლის გეიშას ჰბაძავდა. ქალური ჟესტები-
თა და მიმიკებით, სასაცილოდ მოკუმული ტუჩებითა და მიბნედილი
თვალებით, ისე დამსგავსებოდა ამ ადამიანს, რომ აღარც კი ვიცო-
დი, მეც სხვებთან ერთად მეცინა თუ გაოგნებულს, პირზე ხელი ამე-
ფარებინა. შოძირო სცენაზეც მყავდა ნანახი, მაგრამ რასაც ახლა
აკეთებდა, გაცილებით უკეთესი იყო.
ტაჩიბანა ჩემკენ გადმოიხარა და ჩურჩულით მკითხა:
– რას აკეთებს?
– გვერდით მჯდომ ასაკოვან გეიშას ჰბაძავს.
– აჰა! ეს ალბათ იჩივარია, – თქვა ტაჩიბანამ და ზურგზე თითები
მომიკაკუნა, შემომხედეო.
– მინამიძას თეატრის დირექტორი... – წამჩურჩულა და მაგიდის
ქვეშ მალულად ნეკათითი მიჩვენა. იაპონიაში ნეკათითის გამოშვე-
რა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანს საყვარელი ჰყავს. ტაჩიბანა
ამით მეუბნებოდა, რომ გეიშა იჩივარი თეატრის დირექტორის საყ-
ვარელი იყო. წვეულებას თვითონ დირექტორიც ესწრებოდა და
სხვებზე ხმამაღლა იცინოდა. უცებ ეშხში შესულმა შოძირომ თითი
ცხვირში შეიყო. ირგვლივ ისეთი ხარხარი ატყდა, რომ მთელი ვერა-
ნდა შეზანზარდა. თურმე ცხვირში ქექვა იჩივარის ამოჩემებული
ჩვევა იყო, რაც მანამდე არ ვიცოდი. ქალი გაწითლდა და სახეზე კი-
მონოს სახელო მიიფარა, შოძირომ კი, რომელსაც კარგა ბლომად
საკე ჰქონდა მირთმეული, მისი ეს ჟესტიც გაიმეორა. პუბლიკამ ამ-
ჯერად თავდაჭერილად გაიცინა.

465
მხოლოდ ჰაცუმომოს ეტყობოდა კმაყოფილება, რადგან შოძი-
რომ ზღვარს გადააბიჯა და მისი იუმორი სისასტიკეში გადაიზარდა.
ბოლოს თეატრის დირექტორმა თქვა:
– აბა, აბა, შოძირო-სან! ცოტა ენერგია ხვალინდელი წარმოდგე-
ნისთვისაც შემოინახე! არ იცი, რომ გიონის უდიდესი მოცეკვავის
გვერდით ზიხარ? სთხოვე, გვიცეკვოს!
რა თქმა უნდა, დირექტორი მამეჰას გულისხმობდა.
– ოჰ, არა! ცეკვის ყურება სულაც არ მინდა, ისედაც მშვენივრად
ვერთობი! – განაცხადა შოძირომ.
წლების შემდეგღა მივხვდი მისი ამგვარი ქცევის მიზეზს: მას ერ-
ჩივნა, ყურადღების ცენტრში თვითონ ყოფილიყო.
– შოძირო-სან, სახელგანთქმული მამეჰას ხილვის შესაძლებ-
ლობა, ვფიქრობ, ხელიდან არ უნდა გავუშვათ! – გაუმეორა დირექ-
ტორმა, რომელსაც ხმაზე ეტყობოდა, რომ ამჯერად სულაც არ ხუმ-
რობდა.
რამდენიმე გეიშამ მხარი აუბა და შოძირო დაიყოლიეს, მამეჰას-
თვის თხოვნით მიემართა. შოძირო ურჩი ბავშვივით, უხალისოდ
დაჰყვა მათ ნებას. დავინახე, როგორ არ ესიამოვნა ეს ამბავი ჰაცუ-
მომოს. მან და შოძირომ ერთმანეთს საკე ჩამოუსხეს და ხანგრძლი-
ვი მზერით თითქოს ერთმანეთს ანიშნეს, რომ წვეულება ჩაუშხამ-
დათ.
ამასობაში მოახლეს შამისენი მოატანინეს, ერთ-ერთმა გეიშამ
ინსტრუმენტი ააწყო და დასაკრავად მოემზადა. მამეჰამ შორეულ
კუთხეში ადგილი დაიკავა და რამდენიმე მოკლე სცენა წარმოადგი-
ნა. ვერავინ უარყოფდა, რომ მამეჰა სასიამოვნო ქალი იყო, მაგრამ
ცოტა მოიძებნებოდა ისეთი, ვინც მას ჰაცუმომოზე უფრო ლამაზად
მიიჩნევდა.
ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, რამ მიიზიდა შოძირო. იქნებ ბევრი
საკე დალია, იქნებ მამეჰას უჩვეულო ცეკვის მანერამ მოხიბლა. შო-
ძირო ხომ თავადაც მოცეკვავე იყო... როცა მამეჰა მის მაგიდას მიუ-
ახლოვდა, აშკარად აღტაცებულმა შოძირომ სთხოვა, მის გვერდით

466
დამჯდარიყო. როცა მამეჰამ თხოვნა შეუსრულა, შოძირომ საკე და-
უსხა და ჰაცუმომოს ზურგი ისე შეაქცია, თითქოს ის მისი მორიგი
თაყვანისმცემელი და უბრალო შეგირდი იყო. ჰაცუმომოს კრიჭა შე-
ეკრა და თვალები დაუწვრილდა. რაც შეეხება მამეჰას, არასდროს
მინახავს, ვინმესთან ასე გატაცებით ეკეკლუცა. მინაზებული ხმით
ალაპარაკდა, თვალებს მოუსვენრად აცეცებდა, ხან შოძიროს მკერ-
დზე შეაჩერებდა მზერას, ხან სახეზე, შემდეგ ისევ მკერდზე... დრო-
დადრო თითისწვერები კისერთან მიჰქონდა, თითქოს მორცხვობდა
და წითელი ლაქების დაფარვას ცდილობდა. სინამდვილეში არავი-
თარი ლაქები არ ემჩნეოდა, მაგრამ ისე დამაჯერებლად იქცეოდა,
ახლოდან დათვალიერების გარეშე ამას ვერავინ მიხვდებოდა.
უცებ ერთმა გეიშამ შოძიროს ჰკითხა, ბაძირუ-სანზე რა ისმისო.
– ბაძირუ-სანმა დამტოვა! – წამოიძახა შოძირომ მისთვის დამა-
ხასიათებელი ხაზგასმული დრამატიზმით.
წარმოდგენა არ მქონდა, ვისზე იყო საუბარი, მაგრამ მოხუცმა
ტაჩიბანამ სიკეთე გამოიჩინა და ჩურჩულით მამცნო,რომ ბაძირუ-
სანი იყო ინგლისელი მსახიობი რეთბოენი, რომელზეც ადრე არა-
ფერი მსმენოდა. შოძიროს წლების წინ ლონდონში ემოგზაურა და
იქ კაბუკის წარმოდგენა დაედგა.
რეთბოუნი ისე აღფრთოვანდა, რომ თარჯიმნის მეშვეობით ამ
ორ ადამიანს შორის თითქმის მეგობრული ურთიერთობა ჩამოყა-
ლიბდა. შოძირო მამეჰასა და ჰაცუმომოს მსგავს ქალებს ყურადღე-
ბას ნამდვილად არ აკლებდა, მაგრამ მისი ჰომოსექსუალობა ყვე-
ლასთვის ცნობილი ფაქტი გახლდათ.
ამ ინგლისური ტურნეს შემდეგ მოარულ ხუმრობად იქცა მისი
ნათქვამი იმის შესახებ, რომ მამაკაცების მიმართ ბაძირუ-სანის
გულგრილობის გამო გულგატეხილობისთვის იყო განწირული.
– რა დასანანია, როცა რომანტიკული სიყვარული შენს თვალწინ
კვდება! – ჩაილაპარაკა ერთმა გეიშამ.
ყველამ გაიცინა, ჰაცუმომოს გარდა, რომელიც შოძიროს კვლა-
ვინდებურად თვალებს უბრიალებდა.

467
– ახლავე გაჩვენებთ, რა განსხვავებაა ჩემსა და ბაძირუ-სანს შო-
რის, – თქვა უცებ შოძირომ, წამოდგა და მამეჰას სთხოვა, ამყევიო.
წარმოდგენისთვის თავისუფალი სივრცე შეარჩიეს და შოძირომ და-
იწყო:
– როცა ჩემს სამუშაოს ვასრულებ, აი, ასე გამოვიყურები...
ამ სიტყვებით ვერანდის ერთი კუთხიდან მეორეში ნარნარით
გაიარ-გამოიარა, თან მარაოს მაჯის მარჯვე მოძრაობით იქნევდა და
თავს ისე აკანტურებდა, რომ ცირკის აიწონა-დაიწონაზე მოგორავე
ბურთი მოგაგონდებოდათ.
– ახლა კი გიჩვენებთ, როგორ გამოიყურება მუშაობის დროს ბა-
ძირუ-სანი! – გამოაცხადა შიჯირომ და მამეჰას დაეძგერა. უნდა გე-
ნახათ მამეჰას გაოგნება, როცა შოძირომ ლამის იატაკზე გადააწვი-
ნა (ეს მოძრაობა ვნებიანი ხვევნის იმიტაცია იყო) და მთელი სახე
დაუკოცნა. ყველა სტუმარმა ყიჟინა და ტაში დასცხო, ჰაცუმომოს
გარდა.
– რას აკეთებს? – კვლავ იკითხა ტაჩიბანამ. ეს სიტყვები ისე ხმა-
დაბლა წარმოთქვა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი,რომ ვინმე გა-
იგონებდა, მაგრამ უცებ ჰაცუმომომ წამოიძახა:
– რას აკეთებს და, თავს ისულელებს!
– ოჰო, ჰაცუმომო-სან! შენ მგონი ეჭვიანობ! – გამოსძახა შოძი-
რომ.
– რა თქმა უნდა! – სიტყვა ჩამოართვა მამეჰამ. – ახლა ის უნდა
გვიჩვენოთ, როგორ შერიგდებით. მიდით, შოძირო-სან,ნუ მორ-
ცხვობთ. ოღონდ ზუსტად იმდენჯერ და ზუსტად იმგვარად უნდა ეამ-
ბოროთ, როგორც მე. დამიჯერეთ, მის მადლს მოისხამთ!
შოძირომ ჰაცუმომო ძლივძლივობით წამოაყენა, მათ ირგვლივ
თავმოყრილი ხალხის თვალწინ ხელი მოჰხვია და წელში მოხარა,
მაგრამ იმწამსვე მკვეთრი მოძრაობით აიქნია თავი, შეჰყვირა და
ტუჩზე ხელი იტაცა. საქმე ის იყო, რომ ჰაცუმომომ უკბინა! მართა-
ლია, არ დაუსისხლიანებია, მაგრამ ტკივილით კი გაამწარა. ესეც არ
აკმარა. თვალებმოჭუტული და კბილებდაკრეჭილი გადაუდგა წინ,

468
ხელი მოიქნია და სილის გაწვნა დაუპირა, თუმცა საკეთი გალეშილ-
მა მიზანს ააცდინა და შოძიროს მისი ხელი თავში მოხვდა.
– რახდება? – მკითხა ტაჩიბანამ. იმ სიჩუმეში მისი ხმა ისე მკა-
ფიოდ გაჟღერდა, თითქოს ვიღაცამ ზარს ჩამოჰკრაო. არ ვუპასუხე,
მაგრამ როცა შოძიროს სლუკუნი და ჰაცუმომოს მძიმე სუნთქვა გა-
იგონა, ყველაფერს თვითონ მიხვდა.
– ჰაცუმომო-სან, გთხოვ, დამდე პატივი და შეეცადე დამშვიდდე,
– მიმართა მამეჰამ ისეთი სათნო ხმით, რომელიც ამ ვითარებაში
ცოტა უადგილოდაც კი ჟღერდა.
მიჭირს ზუსტი დასკვნების გამოტანა. შესაძლოა, მამეჰას ამ სიმ-
შვიდით სწორედაც რომ მდგომარეობიდან მისი გამოყვანა სურდა.
თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ჰაცუმომოს გონება უკვე მარ-
თლაც შერყეული იყო. თვალის დახამხამებაში დაეძგერა შოძიროს
და ცემა-ტყეპა დაუწყო.
დიახ, ეს ერთგვარი აშლილობა იყო. მართალია, აღქმა ბო-
ლომდე ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ამ წუთებში მისი
ქმედება ნამდვილად ამოვარდნილნიყო საერთო სურათიდან.
თეატრის დირექტორი წამოდგა, ჰაცუმომოს მიეჭრა და გააკავა.
ამასობაში მამეჰა შეუმჩნევლად გაძვრა სადღაც და დიასახლისთან
ერთად დაბრუნდა. თეატრის დირექტორს ჰაცუმომო ხელებით ეჭი-
რა. მეგონა, კრიტიკულმა მომენტმა ჩაიარა, მაგრამ უცებ შოძირომ
ისე შეჰყვირა, ექომ მდინარე გიონის სანაპიროზე ჩამომწკრივებულ
ყველა სახლს ჩამოუ არა:
– შე ურჩხულო! როგორ გაბედე ჩემი კბენა!
არ ვიცი, რა გვეშველებოდა, რომ არა დიასახლისის სიმშვიდე.
მან შოძიროს დაუყვავა, თეატრის დირექტორს კი ხელით ანიშნა, ჰა-
ცუმომო იქაურობისთვის მოეცილებინა. როგორც მოგვიანებით შე-
ვიტყვე, დირექტორს ჰაცუმომო ჩაის სახლის ერთ-ერთ ოთახში არ
გაუყვანია, კიბეზე ჩაათრია და ქუჩაში კინწისკვრით გააგდო
***
ჰაცუმომო იმ ღამით ოკიაში აღარ დაბრუნებულა. მხოლოდ მე-
ორე დღეს გამოჩნდა. გაჩეჩილი იყო და ნარწყევის სუნი ასდიოდა.

469
დედამ დაუყოვნებლივ გამოიძახა. ჰაცუმომომ მის ოთახში კარგა
ხანს დაჰყო, რამდენიმე დღეში კი ოკია სამუდამოდ დატოვა. ტანთ
ეცვა ბამბის უბრალო ხალათი, რომელიც დედამ სამადლოდ მისცა.
თმა მხრებზე ჩამოშლოდა, რაც ადრე არასოდეს მინახავს. ხელში
ჩანთა ეჭირა, რომელშიც პირადი ნივთები და სამკაულები ეწყო.
არც ერთ ჩვენგანს არ გამომშვიდობებია. უბრალოდ, ქუჩაში გავი-
და. ეს არ იყო ნებაყოფლობითი წასვლა. ჰაცუმომო დედამ გააგდო.
სხვათა შორის, მამეჰას არაერთხელ გამოუთქვამს აზრი, რომ დედა
მის თავიდან მოშორებას წლობით ცდილობდა. ვერ გეტყვით, ასე
იყო თუ არა, მაგრამ დედას ნამდვილად უხაროდა, ერთი მჭამელი
რომ მოგვშორდა. საქმე ის იყო, რომ ჰაცუმომოს ბოლო დროს
ოკიაში აღარაფერი შემოჰქონდა, საკვები კი იოლი მოსაპოვებელი
არ იყო. ჰაცუმომო რომ თავისი სიავით არ ყოფილიყო ცნობილი,
რომელიმე ოკიას იქნებ შეეკედლებინა კიდეც (იმის მიუხედავად,
რაც შოძიროს დამართა), მაგრამ ეს ქალი გახურებულ ჩაიდანს
ჰგავდა, რომელიც განურჩევლად ყველას დასწვავდა ხელს, ვინც არ
უნდა გაჰკარებოდა. გიონში ეს ნებისმიერ ადამიანს კარგად ესმო-
და.
არ ვიცი, რა ბედი ეწია ჰაცუმომოს. ომის დასრულების შემდეგ
რამდენიმე წელიწადში გავიგე, რომ მიაგავა-ჩოს უბანში თავს მეძა-
ვობით ირჩენდა. თუმცა, როგორც ჩანს, დიდხანს არც იქ გაჩერებუ-
ლა, რადგან იმ ღამით, როცა ეს ამბავი შევიტყვე, წვეულების ერთ-
ერთმა სტუმარმა მამაკაცმა დაიფიცა, ვიპოვი და დავასაქმებო. წა-
ვიდა კიდეც მის მოსაძებნად, მაგრამ ჰაცუმომო არსად ჩანდა. სავა-
რაუდოდ, სმით მოისწრაფა სიცოცხლე. თუმცა ის ნამდვილად არ
იყო ერთადერთი გეიშა, რომელიც სმას გადაჰყვა.
ჩვენი ოკია ჰაცუმომოს ისე ეგუებოდა, როგორც ადამიანი ფეხის
ტკივილს ეჩვევა. ვფიქრობ, მაშინ ბოლომდე ჯერ კიდევ არ გვესმო-
და, რა ზიანს გვაყენებდა. ეს მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გავაცნობ-
იერეთ, როცა თანდათან დაიწყო განკურნება იმან, რაც სნეულება
არც კი გვეგონა. მაშინაც კი, როცა ჰაცუმომო არაფერს აკეთებდა და
მხოლოდ ეძინა, მოახლეებს მისი არსებობა არ ავიწყდებოდათ და

470
კარგად იცოდნენ, რომ დღის განმავლობაში მათ მიმართ სისასტი-
კეს აუცილებლად გამოიჩენდა. მათი დაძაბული ცხოვრება ჰგავდა
მოყინულ ტბორზე გადასვლას, როცა იცი, რომ ყინული შეიძლება
ნებისმიერ წამში ჩატყდეს. რაც შეეხება გოგრას, ვფიქრობ, დროთა
განმავლობაში ძალიან დამოკიდებული გახდა თავის უფროს დაზე
და ახლა უჩვეულოდ გზააბნეული ჩანდა.
ოკიისთვის ამიერიდან ყველაზე ძვირფასი რესურსი მე ვიყავი,
მაგრამ ჰაცუმომოს გადამკიდეს, ბევრი ისეთი უცნაურობა დამჩემ-
და, რომლის აღმოსაფხვრელად კარგა ხანი დამჭირდა, მაგალი-
თად: თუ რომელიმე მამაკაცი ალმაცერად შემომხედავდა, ძალაუ-
ნებურად ვფიქრობდი, რომ ჰაცუმომოსგან ჩემზე აუგი ჰქონდა მოს-
მენილი. ამ მდგომარეობაში მისი წასვლის შემდეგაც კარგა ხანს ვი-
ყავი. ოკიის მეორე სართულზე ასასვლელ კიბეზე ფეხს რომ შევ-
დგამდი, თავს ვერ ვწევდი იმის შიშით, რომ კიბისთავზე მორიგი მავ-
ნებლობისთვის მზადმყოფი ჰაცუმომო დამხვდებოდა. რამდენჯერ
მომსვლია ასეთი რამ. კიბისთავს რომ მივაღწევდი, ვხვდებოდი,
რომ ჰაცუმომო აღარ იყო და არც არასოდეს გამოჩნდებოდა, მაგ-
რამ ირგვლივ გამეფებული სიცარიელე თითქოს მაინც მიმანიშნებ-
და, რომ მისი ორანი ჯერ კიდევ იქ ტრიალებდა. უკვე მოხუცი ვარ,
მაგრამ ახლაც კი, სარკეზე ჩამოფარებულ ფარჩის ფარდას რომ გა-
დავწევ, წამით გამიელვებს ხოლმე შიში, რომ სარკეში კვლავაც
თვალს მოვკრავ გესლიანად გაღიმებულს.

471
თავი ოცდამეშვიდე

პერიოდს, რომელიც დეპრესიის დაწყებიდან მეორე მსოფლიო


ომის მიწურულამდე გრძელდებოდა, იაპონელები კურეტანის ვუწო-
დებთ, რაც წყვდიადის ველს ნიშნავს. ეს ის დრო იყო, როცა უამრავი
ადამიანი თავს ტალღებქვეშ მოყოლილ პატარა ბავშვად გრძნობდა.
თუმცა გიონელებს, როგორც ყოველთვის, ზარალი ნაკლებად შეგ-
ვეხო. როცა სხვა იაპონელები ხსენებულ „წყვდიადის ველზე“ მთე-
ლი 30-იანების განმავლობაში ცხოვრობდნენ, ჩვენ ჯერ კიდევ ვე-
ფიცხებოდით აქა-იქ შემორჩენილ მზის თბილ სხივებს. მიზეზი, ჩემი
აზრით, განმარტებას არ საჭიროებს. ქალებს, რომლებიც მინის-
ტრთა საბჭოს წევრებისა და ფლოტის მეთაურების საყვარლები იყ-
ვნენ, დიდძალ ქონებაზე მიუწვდებოდათ ხელი და ამ ქონებას სხვებ-
საც გადასცემდნენ. შეიძლება ითქვას, რომ გიონი იყო მთის მწვერ-
ვალზე მოქცეული პატარა ტბორი, რომელიც წვიმის წყლით უხვად
იკვებებოდა. საიდანღაც მეტი ჩადიოდა, საიდანღაც – ნაკლები, მაგ-
რამ მთლიანობაში ამ წყალსატევს კვება არ აკლდა.
გენერალ ტოტორის წყალობით ჩვენი ოკია სწორედ ასეთი წერ-
ტილი იყო, სადაც წყაროს წყალი უხვად ჩაედინებოდა. წლების მან-
ძილზე ვითარება დღითი დღე უარესდებოდა. უკვე დიდი ხნის დაწყე-
ბული იყო საკვების ნორმირებულად გაცემა, ჩვენ კი რეგულარუ-
ლად ვიღებდით სხვადასხვა სურსათის მარაგს: ჩაის, სელს და თვით
ფუფუნების საგნებსაც კი, მაგალითად: კოსმეტიკას და შოკოლადს.
ეს ყველაფერი, წესით, უნდა დაგვეზოგა და უფრო კარჩაკეტილად
გვეცხოვრა, მაგრამ ეს გიონის წესი არ არის. დედა ამ საქონლის
უმეტესობას არიგებდა და ეს სულაც არ მიაჩნდა ფლანგვად. ცხადია,
ეს მისი გულუხვობით არ აიხსნებოდა. უბრალოდ, ყველანი ვგავდით
ობობებს, რომლებიც ერთ აბლაბუდაში გაეხვივნენ. დროდადრო
ადამიანები მოდიოდნენ და დახმარებას გვთხოვდნენ. ჩვენც სი-
ამოვნებით ვეხმარებოდით, როცა შეგვეძლო. მაგალითად, 1941
წლის შემოდგომაზე სამხედრო პოლიციამ ერთ-ერთი ოკიის მოახ-

472
ლეს სურსათის ტალონებით სავსე კოლოფი უპოვა. მათი რაოდენო-
ბა ათჯერ აღემატებოდა ხსენებული ოკიისთვის განკუთვნილი ტა-
ლონების რაოდენობას. სანამ დიასახლისს სოფლად გაამწესებ-
დნენ, მან ტალონების შენახვის მიზნით ჩვენ მოგვმართა.
გიონის ყველა ოკია ჩუმად ინახავდა ტალონებს. რაც უფრო მა-
ღალი დონის იყო ოკია, მით მეტ ტალონს ფლობდა.ის მოახლე კი
სწორედ ჩვენთან გამოგზავნეს, რადგან, გენერალი ტოტორის გან-
კარგულებით, სამხედრო პოლიცია არასოდეს გვაწუხებდა. ამრი-
გად, თვით მთის მწვერვალზე მოქცეულ იმ ტბორშიც კი, როგორიც
გიონი გახლდათ, ჩვენ ვიყავით თევზები, რომლებიც ყველაზე თბილ
წყლებში დაცურავდნენ.

***
ამასობაში იაპონია თანდათან წყვდიადში ეფლობოდა და ბო-
ლოს დადგა წუთი, როცა სინათლის ის პაწაწინა წერტილიც კი, რო-
მელსაც ასე თუ ისე ვინარჩუნებდით, ერთ წამში ჩაქრა. 1942 წლის
დეკემბერი იყო. ახალ წლამდე სულ რამდენიმე კვირა რჩებოდა.
ვსაუზმობდი, როცა სადარბაზოს კართან ვიღაცამ დაიძახა. თუმცა
რაღა საუზმე იყო, დილიდან მოახლეებთან ერთად ოკიის დალაგე-
ბასა და საახალწლო მზადებას შევრჩი და პირში ლუკმის ჩადება
მხოლოდ იმ წუთს მეღირსა. მეგონა, სურსათი მოიტანეს, ამიტომ ძა-
ხილს ყურადღება არ მივაქციე და ჭამა მშვიდად გავაგრძელე. ცო-
ტა ხანში მოახლემ ამბავი მომირბენინა, სამხედრო პოლიციელი
მოგვადგა, დედას კითხულობსო.
– სამხედრო პოლიციელი? უთხარი, რომ დედა გასულია.
– ვუთხარი, ქალბატონო. თქვენთან უნდა საუბარი.
დერეფანში რომ გავედი, სტუმარი ფეხზე იხდიდა. იარაღი ტყავის
ბუდიდან არ ჰქონდა ამოღებული, რაც ალბათ ნებისმიერ ადამიანს
შვებას მოჰგვრიდა, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჩვენს ოკიას
თავისი წესები ჰქონდა. პოლიციელი სხვა სტუმრებზე მორიდებული

473
უნდა ყოფილიყო, რადგან მისი გამოჩენა ადამიანებს აფრთხობდა.
ეს კი ისე დაჟინებით ექაჩებოდა თავის ფეხსაცმელებს, რომ უცებ
მივხვდი – ჩვენს მიპატიჟებას არ დაელოდებოდა. თავი დავუკარი
და მივესალმე, მან კი უსიტყვოდ შემომხედა, თითქოს მეუბნებოდა,
მოიცა, შენ მოგვიანებით მოგხედავო. როგორც იქნა, ფეხსაცმელე-
ბი გაიძრო, წინდებიც ზედ მიაყოლა და ქუდიც მოიხადა. შემდეგ ვეს-
ტიბიულში გავიდა და გამოგვიცხადა, რომ ჩვენი ბოსტნის დათვა-
ლიერება სურდა. ასე, თვალის დაუხამხამებლად. შეწუხებისთვის
ერთი სიტყვითაც არ მოუბოდიშებია. საქმე ის იყო, რომ იმხანად კი-
ოტოს თითქმის ყველა მცხოვრებმა (იქნებ მთელი ქვეყნის მცხოვ-
რებლებმაც კი) თავიანთი დეკორატიული ბაღები ბოსტნებად აქცი-
ეს. ყველამ – ჩვენს გარდა. ბოსტანში ქექვა ნამდვილად არაფერ-
ში გვჭირდებოდა, რადგან გენერალი ტოტორი სურსათით საკმარი-
სად გვამარაგებდა. უწინდებურად ვტკბებოდით ჩვენი პოლიტრიქუ-
მით, არდიზიითა და ჯუჯა ნეკერჩხლით, რომელიც ბაღის კუთხეში
იზრდებოდა. რადგან ზამთარი იყო, იმედი მქონდა, პოლიციელი მო-
ყინული მიწის მხოლოდ იმ მონაკვეთებს დაათვალიერებდა, სადაც
მცენარეები უკვე გადამხმარი იყო. მას, სავარაუდოდ, ეგონა, რომ
დეკორატიულ მცენარეებს შორის გოგრა და ბატატი გვექნებოდა
დათესილი. ამიტომ, როცა ეზოში გავიყვანე, სიტყვა არ მითქვამს.
უხმოდ შევცქეროდი, როგორ დაიხარა და ნიადაგი თითებით მოსინ-
ჯა. ალბათ აინტერესებდა, წინასწარ გვქონდა თუ არა მიწა ნარგავე-
ბისთვის დამუშავებული. უცებ მასთან გამოლაპარაკების ისეთი და-
უძლეველი სურვილი გამიჩნდა, რომ ერთბაშად წამოვროშე, რაც
ენაზე მომადგა:
– ეს წვრილი თოვლი ოკეანის ქაფს არ გაგონებთ?
არაფერი მიპასუხა, ფეხზე წამოდგა და მკითხა, რომელი ბოს-
ტნეულის მოყვანას აპირებთო.
‒ ოფიცერო, უზომოდ ვწუხვარ, მაგრამ ბოსტნეულის ვერც ერთი
სახეობა ვერ გავახარეთ. ახლა კი, როცა მიწა ასე გაქვავებულია...
‒ ესე იგი, თქვენი უბნის თვითმმართველობას სიმართლე უთ-
ქვამს... – ჩაილაპარაკა, ჯიბიდან ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და

474
ჩვენი ოკიის მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გრძელი ნუსხის კით-
ხვას შეუდგა. ყველა დანაშაულს ვეღარც ვიხსენებ: ბამბის ქსოვილე-
ბის გადანახვა, ომის საჭიროებებისთვის ლითონისა და რეზინის ნა-
კეთობების ჩაბარებაზე უარის თქმა, კვების ბარათების არასწორი
გამოყენება და ასე შემდეგ. რა დასამალია, ამ მხრივ, გიონის სხვა
ოკიების მსგავსად, ჩვენც ვცოდავდით. მაგრამ განსაკუთრებული
დამნაშავეების შთაბეჭდილებას, სავარაუდოდ, იმიტომ ვტოვებდით,
რომ უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, ყველა დანარჩენ გი-
ონელზე გაცილებით მეტი სარჩო დაგვიგროვდა, უფრო მეტხანს
გავძელით და უკეთეს ფორმაში ვიყავით.
სწორედ ამ დროს, ჩემდა საბედნიეროდ, დედაც დაბრუნდა. სამ-
ხედრო პოლიციელის დანახვა სრულებით არ გაჰკვირვებია, მაგრამ
სიმართლე უნდა ითქვას, ასეთი მოწიწებით სტუმარს არასოდეს და-
ლაპარაკებია. მისაღებ ოთახში შეიპატიჟა და უპატიოსნო გზით მო-
პოვებული ჩაი მიართვა.
კარი დაკეტილი იყო, მაგრამ მათი საუბარი დიდხანს ჩამესმოდა.
შემდეგ დედა რაღაცის ასაღებად გამოვიდა, გვერდზე გამიყვანა და
მითხრა:
– ამ დილით გენერალი ტოტორი დაუკავებიათ. გაიქეცი და თუ
რამე გვაქვს, გადამალე, თორემ ხვალ ამ ყველაფერს თვალით ვე-
ღარ ვნახავთ.

***
როცა იოროიდოში ვცხოვრობდი, ტბორზე გაზაფხულის გრილ
დღეებშიც დავდიოდი. ბანაობის შემდეგ ტბორის პირას, ქვებზე გავ-
წვებოდი ხოლმე და მზის თბილ შუქს ვისრუტავდი. თუ მზე უეცრად
ღრუბელს მიეფარებოდა (რაც საკმაოდ ხშირად ხდებოდა), სუსხია-
ნი ჰაერი ლითონის ფირფიტასავით მეკვროდა კანზე. იგივე ვიგრძე-
ნი ახლაც, როცა გენერლის უბედურების ამბავი შევიტყვე. თითქოს
მზე უცებ გაქრა, სამუდამოდ გადაიკარგა და ამ წუთიდან, სველსა და

475
შიშველს, სუსხიან ჰაერზე დგომა მქონდა მისჯილი. პოლიციელის
ვიზიტიდან ზუსტად ერთ კვირაში მოგვადგნენ და ჩვენგან ისეთი ნივ-
თები გაქრა, რომლებსაც სხვა ოჯახები დიდი ხნის წინ გამოემშვი-
დობნენ. მათ შორის: საკვების მარაგი, საცვლები და სხვა მისთანა-
ნი. ადრე მამეჰას ჩაით ჩვენ ვამარაგებდით. მეგონა, თავის მხრივ,
მამეჰაც ვიღაცას იმადლიერებდა, მაგრამ ჩვენზე მეტი მარაგი აღმო-
აჩნდა და ამჯერად თვითონ გამოგვიწოდა დახმარების ხელი.
თვის ბოლოს უბნის თვითმმართველობამ კერამიკის ნაკეთობე-
ბისა და გრაგნილების კონფისკაცია დაიწყო. ეს ნივთები „ნაცრის-
ფრად“ წოდებულ ბაზარზე იყიდებოდა. „ნაცრისფერი ბაზარი“ „შავი
ბაზრისგან“ განსხვავდებოდა. „შავ ბაზარზე“ მეტწილად საწვავი,
საკვები, ლითონები და სხვა მსგავსი საქონელი საღდებოდა. ეს ის
საქონელი იყო, რომელიც ან ნორმირებულად გაიცემოდა, ან რომ-
ლით ვაჭრობა კანონით იკრძალებოდა. „ნაცრისფერი ბაზარი“ ამ
მხრივ შედარებით „უწყინარი“ იყო. აქ, ძირითადად, დიასახლისები
ყიდდნენ თავიანთ ძვირფასეულობას, რათა ნაღდი ფულისთვის თა-
ვი მოეყარათ. თუმცა ჩვენი ნივთები უფრო იმ მიზნით გაიყიდა, რომ
დავესაჯეთ, ამონაგები ნაღდი ფული კი სხვას მოხმარებოდა. ჩვენი
უბნის თვითმმართველობის ხელმძღვანელი ჩვენი მეზობელი ოკიის
დიასახლისი იყო და ძალიან შეწუხდა, როცა ჩვენი ნივთების წასა-
ღებად მოვიდა, მაგრამ ეს სამხედრო პოლიციის ბრძანება იყო და ამ
ბრძანებას ვერ გადაუხვევდა.
თუკი ომის პირველი ეტაპი ღია ზღვაში საამურ გასეირნებას
ჰგავდა, 1943 წლის მეორე ნახევარში ყველამ გავაცნობიერეთ, რომ
ჩვენი ხომალდი ამოდენა ტალღებს ვეღარ მოერეოდა. მივხვდით,
რომ ჩაძირვა გვემუქრებოდა და ბევრს სწორედ ეს ბედი ეწია. ჩვენი
ყოველდღიური ცხოვრება რომ დღითი დღე სულ უფრო უბადრუკი
ხდებოდა, ეგ კიდევ არაფერი. უკვე ომის მოსალოდნელი შედეგებიც
გვაწუხებდა, თუმცა ამის ხმამაღლა აღიარებას ვერავინ ბედავდა.
საბოლოოდ დაესვა წერტილი მხიარულებასა და გართობას.
ბევრს მიაჩნდა, რომ დროის სასიამოვნოდ გატარებაც კი პატრიო-
ტიზმის ღალატი იყო. ხუმრობის მაგვარი რამ იმ პერიოდში მხოლ-

476
ოდ ერთხელ გავიგონე ნაცნობი გეიშას პირიდან, რომელსაც სახე-
ლად რაიჰა ერქვა. თვეობით გვესმოდა მითქმა-მოთქმა იმის შესა-
ხებ, რომ სამხედრო ადმინისტრაცია იაპონიის მასშტაბით გეიშების
ყველა უბნის დახურვას აპირებდა. ბოლო დროს ვხვდებოდით, რომ
ეს გარდაუვალი იყო და გვაინტერესებდა, რა ბედი გველოდა. სწო-
რედ მაშინ თქვა რაიჰამ ის, რაც თქვა:
– ასეთ რამეებზე ფიქრით დროს ნუ დავკარგავთ. მომავალზე უფ-
რო ბუნდოვანი არაფერია... წარსულის გარდა!
შეიძლება ეს სასაცილოდ სულაც არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩვენ
იმდენი ვიხარხარეთ, თვალზე ცრემლი მოგვადგა. ცხადი იყო, სულ
ცოტა ხანში გეიშების უბნები მართლაც დაიხურებოდა, ხოლო როცა
ეს მოხდებოდა, უდავოდ ქარხნებში ამოვყოფდით თავს. ქარხნულ
ცხოვრებაზე წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ნება მიბოძეთ, ჰაცუმო-
მოს მეგობარი ქალის, კორინის ამბავი გიამბოთ. გასულ ზამთარს
მას თავს დაატყდა უბედურება, რომელსაც გიონის ყველა გეიშა უფ-
რთხოდა. ოკიის მოახლე აბაზანას ამზადებდა, წყლის გასაცხელებ-
ლად გაზეთები დაწვა და ცეცხლის გავრცელება ვეღარ შეაკავა.
მთელი ოკია ნაცარტუტადიქცა, კიმონოების კოლექციასთან ერ-
თად. კორინმა კი ქალაქის სამხრეთით, ერთ ქარხანაში ამოყო თა-
ვი. მას საჰაერო ბომბდამშენებში ლინზების ჩასმა ევალებოდა.
დროდადრო გიონშიც შემოივლიდა ხოლმე და თვიდან თვემდე ისე
იცვლებოდა, შეძრწუნებულები შევცქეროდით. სულ უფრო დაბეჩა-
ვებულად რომ გამოიყურებოდა, ეგ იქით იყოს. ბედნიერება არც
ჩვენ გვეწერა სახეზე და ამას შეძლებისდაგვარად ვეგუებოდით, მაგ-
რამ ბოლო დროს ხველა დასჩემდა და ეს ხველა ისეთივე ორგანუ-
ლი და ბუნებრივი რამ გახდა მისთვის, როგორც ფრინველისთვის
გალობა. კანი ისე ჰქონდა დალაქავებული, თითქოს მელანში ამო-
ავლესო. საქმე ის იყო, რომ ქარხნებში იყენებდნენ ცუდი ხარისხის
ნახშირს, რომელიც წვის დროს ირგვლივ ყველაფერს მურით ფა-
რავდა. საბრალო კორინს ორ ცვლაში უწევდა მუშაობა. არადა,
დღეში მხოლოდ ერთ ჯამ ატრიის წვნიანს ან კიდევ კარტოფილით
შეზავებულ წყალწყალა ბრინჯის ფაფას აძლევდნენ.ალბათ, ადვილ-

477
ად წარმოიდგენთ, როგორ გვაფრთხობდა ქარხნებზე ფიქრი. დი-
ლით რომ ვიღვიძებდით და ვხედავდით, რომ გიონი ჯერ კიდევ არ
დაეხურათ, გული მადლიერებით გვევსებოდა.
გავიდა ერთი წელი. იანვრის ერთ დილით ბრინჯის მაღაზიასთან
რიგში ვიდექი. თოვდა. ხელში სურსათის ტალონები მეჭირა. უცებ
მეზობელი მაღაზიის გამყიდველმა კარში თავი გამოყო და გამოგ-
ვძახა:
– ეს უკვე მოხდა!
ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. გლეხურ სამოსზე (კიმონო
დღის საათებში უკვე აღარავის ეცვა) მხოლოდ სქელი შალი მქონდა
მოხვეული და გაუსაძლისი სუსხისგან სრულიად დაჩლუნგებულმა
მისი ნათქვამი არად ჩავაგდე. ბოლოს ერთმა გეიშამ, რომელიც
გვერდით მედგა, წარბებიდან თოვლი ჩამოიფერთხა და დააზუსტა:
– რას გულისხმობ? ომი ხომ არ დამთავრდა?
– მთავრობამ გეიშების უბნების დახურვა გადაწყვიტა.
ბრძანება უკვე გამოსულია... ხვალ დილით ყველანი სარეგის-
ტრაციო ბიუროში უნდა გამოცხადდეთ! – უპასუხა ნოქარმა.
ყური მივუგდეთ რადიოს ხმას, რომელიც მისი მაღაზიიდან გამო-
დიოდა. მაგრამ კარი ხმაურით მიიხურა და უკვე აღარაფერი გვეს-
მოდა, თოვლის ჩუმი შრიალის გარდა. გეიშების სასოწარკვეთილ
სახეებს გადავხედე და მივხვდი, რომ იმ წუთებში ყველას ერთი სა-
ფიქრალი გვქონდა: ნაცნობი მამაკაცებიდან რომელი გვიხსნიდა
ქარხნისგან? მართალია, ჯერ კიდევ შარშან გენერალი ტოტორი ჩე-
მი დანა იყო, მაგრამ მე არ ვიყავი ერთადერთი გეიშა, რომელიც მას
იცნობდა, და ახლა როგორმე ხმა უნდა მიმეწვდინა მისთვის, სანამ
სხვა დამასწრებდა. ამინდის შესაფერისად არ მეცვა, მაგრამ ბარა-
თები ჩემი გლეხური შარვლის ჯიბეში შევინახე და ქალაქის ჩრდი-
ლო-დასავლეთისკენ გავემართე. დადიოდა ხმები, რომ გენერალი
„სურუიაში“, სწორედ იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელშიც წლე-
ბის განმავლობაში, კვირაში ორჯერ, საღამოობით ვხვდებოდით.
სუსხისგან სახეალეწილმა და თოვლში ამოგანგლულმა დაახლოე-
ბით ერთ საათში მივაღწიე „სურუიას“, დიასახლისი გაოცებული მო-

478
მაშტერდა, თავის დაკვრით მომიბოდიშა და გამომიცხადა, რომ
წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი.
– ქალბატონო, მე ვარ, საიური! გენერალს მინდა გავესაუბრო.
– საიური-სან, ამას რას ვხედავ?! ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ
გლეხურად ჩაცმულს გნახავდით!
ამ სიტყვებით დაუყოვნებლივ შემიპატიჟა ოთახში, მაგრამ სანამ
გენერალს მიმგვრიდა, მეორე სართულზე ამიყვანა და თავისი კიმო-
ნო ჩამაცვა. ეგ კი არა, სახეზე ცოტაოდენი გადანახული უმარილიც
კი გადამისვა, რათა გენერალს ჩემი ცნობა არ გასჭირვებოდა. როცა
ოთახში შევედი, გენერალი ტოტორი მაგიდასთან იჯდა და რადიო-
დადგმას უსმენდა. ბამბის ხალათის უბე შეხსნილი ჰქონდა და ნაც-
რისფერი ღინღლით დაფარული, გაძვალტყავებული მკერდი უჩან-
და.
ეტყობოდა, რომ შარშან ჩემზე გაცილებით უარესი დღე დაადგა.
ის ხომ მძიმე დანაშაულებებში ამხილეს: დაუდევრობა, არაკომპე-
ტენტურობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ა. შ. პატიმ-
რობა რომ ასცდა, გაუმართლაო, ამბობდა ხალხი. ერთ-ერთი ჟურ-
ნალის სტატიაში წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში იაპონური
ფლოტის დამარცხებაც კი დაბრალდა, თითქოსდა იმ მოტივით, რომ
მან მეზღვაურთა მომარაგება დააგვიანა.
გააჩნია, ვინ როგორ იტანს ძნელბედობას. ერთი შეხედვითაც
ჩანდა – შარშანდელმა გასაჭირმა ეს ადამიანი ისე გასრისა, რომ
ძვლები დაურბილდა და სახის დეფორმაციაც კი განიცადა. ადრე ნა-
ირნაირი მწნილეულის სუნი ასდიოდა, ახლა კი, როცა მის წინ ჭი-
ლოფებზე დავიხარე, სიმჟავის სუნი ისევ მეცა, ოღონდ სულ სხვა მი-
ზეზით.
– ძალიან კარგად გამოიყურებით, გენერალო, – ვუთხარი მას-
პინძელს, რაც, ცხადია, სრული სიცრუე იყო, – რა სიამოვნებაა
თქვენი კვლავ ხილვა!
გენერალმა რადიო გამორთო.
– შენ პირველი არა ხარ, ვინც აქ მეახლა. ვერაფრით დაგეხმარე-
ბი, საიური, – მიპასუხა მან.

479
– ნეტავ იცოდეთ, რა სისწრაფით მოვრბოდი! ვერ წარმომიდგე-
ნია, სხვებმა როგორ დამასწრეს!
– ერთი კვირაა, გიონის ყველა ნაცნობი გეიშა რიგრიგობით მა-
კითხავს, მაგრამ ხელისუფლებაში მეგობრები აღარ მყავს. არ მეს-
მის, შენი დონის გეიშა ჩემთან რატომ უნდა მოდიოდეს. შენ ხომ იმ-
დენ გავლენიან მამაკაცს მოსწონდი!
– მოწონება ერთია. სულ სხვაა ნამდვილი მეგობარი, რომელიც
დახმარების ხელს ხალისით გამოგიწვდის!
– მართალი ხარ. რა სახის დახმარებას ითხოვ ჩემგან?
– რაღაცით მაინც მიშველეთ, გენერალო. ამ დღეებში ყველას
ერთი რამე აკერია პირზე. რომ იცოდეთ, რა საცოდავ დღეშია ყვე-
ლა, ვისაც ქარხანაში უწევს მუშაობა!
– საცოდავ დღეში ის აღმოჩნდება, ვისაც გაუმართლებს, დანარ-
ჩენები კი ომის დასრულებას ვერ მოესწრებიან.
– არ მესმის.
– მალე აქაურობა დაიბომბება. ეჭვი არ შეგეპაროს, რომ ყველა-
ზე მეტი ბომბი სწორედ ქარხნებს მოხვდება. თუ გინდა, რომ ომის
დასრულებამდე გაატანო, ჯობს, ისეთი ვინმე მონახო, ვინც სადმე,
უსაფრთხო ადგილას გადაგმალავს. ვწუხვარ, რომ ეს ადამიანი მე
არ ვარ. რაც გავლენა მქონდა, უკვე ამოვწურე, – მიპასუხა გე-
ნერალმა, შემდეგ დედა და დეიდა მოიკითხა და გამომემშვიდობა.
მხოლოდ კარგა ხნის მერე გავიგე, რას გულისხმობდა „გავლე-
ნის ამოწურვაში“. „სურუიას“ მესაკუთრეს ახალგაზრდა ქალიშვილი
ჰყავდა. გენერალმა მოახერხა და იაპონიის ჩრდილოეთით, ერთ ქა-
ლაქში გახიზნა.
ოკიაში რომ ვბრუნდებოდი, მივხვდი – მოქმედების დრო დადგა,
თუმცა ჯერ აზრად არაფერი მომდიოდა. ისიც კი დაუძლეველ ამოცა-
ნად მეჩვენებოდა, რომ პანიკური შიში როგორმე მომეთოკა და ახ-
ლოს არ მომეშვა. გზად მამეჰას იმჟამინდელ საცხოვრებელს ჩავუ-
არე. საქმე ის იყო, რომ ბარონთან მის ურთიერთობას რამდენიმე
თვის წინ წერტილი დაესვა და მამეჰას გაცილებით პატარა ბინაში
მოუწია გადაბარგებამ. მეგონა, იცოდა, რა გზას დავდგომოდი, მა-

480
გრამ აღმოჩნდა, რომ პანიკა ჩემზე არანაკლებ მორეოდა.
– ბარონი თითსაც არ გაანძრევს ჩემთვის, – მითხრა მწუხარე-
ბისგან ფერმიხდილმა, – ვერც სხვა ნაცნობ მამაკაცებს მივწვდი.
ვინმე გაიხსენე, საიური, და რაც შეიძლება სწრაფად მიაკითხე!
ნობუსთან კონტაქტი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ გავწყვიტე და ასე
მეგონა, სათოფეზე ვეღარ გავეკარებოდი.
რაც შეეხება თავმჯდომარეს... რა საბაბს არ ჩავებღაუჭებოდი,
ოღონდ მასთან გამოლაპარაკების საშუალება მქონოდა, მაგრამ
სათხოვრით ნამდვილად ვერ მივადგებოდი.
ჩაის სახლების დერეფნებში თბილად კი მხვდებოდა, მაგრამ წვე-
ულებებზე არასოდეს მეპატიჟებოდა, მაშინაც კი, როცა გეიშების რა-
ოდენობამ იკლო. გული მწყდებოდა, მაგრამ რა უნდა მექნა? სურვი-
ლის შემთხვევაშიც კი ვერ დამეხმარებოდა, რადგან ბოლო დროს
სამხედრო ადმინისტრაციასთან მისი დაპირისპირების შესახებ გა-
ზეთებიც კი წერდნენ. ერთი სიტყვით, მას თავისი გასაჭირი ეყოფო-
და.
მთელი ის სუსხიანი დღე ჩაის სახლებში სიარულს მოვანდომე.
დავდიოდი და ვკითხულობდი მამაკაცებს, რომლებიც კვირაობით
ან სულაც თვეობით არ მენახა, მაგრამ მათი ადგილსამყოფელი არც
ერთმა დიასახლისმა არ იცოდა. იმ საღამოს იჩირიკიში გამოსამშვი-
დობებელი წვეულებები გაიმართა. საოცარი სანახავი იყო, რა სხვა-
დასხვაგვარად გამოეხმაურნენ გეიშები ამ ახალ ამბავს. ზოგს ისეთი
იერი ჰქონდა, თითქოს ვიღაცამ საბოლოოდ ჩაკლა მათი სული.
სხვები ბუდას ქანდაკებებს დამსგავსებოდნენ – მშვიდებსა და წარ-
მტაცებს თან სევდის ელფერი დაჰკრავდათ. ვერ ვიტყვი, თავად რო-
გორ გამოვიყურებოდი, მაგრამ ჩემი გონება საანგარიშოს ჰგავდა.
ფარული გეგმებით შეპყრობილს, ფიქრები გამალებით დამირბოდა
და სულ ის მიტრიალებდა თავში, რომელი მამაკაცისთვის მიმემარ-
თა ან ეს რა ფორმით მექნა. ამ ფიქრებში წასულს არც კი გამიგია
მოახლის ხმა, რომელმაც ამბავი მომიტანა, ერთ-ერთი ოთახიდან
გიხმობენო. მეგონა, მამაკაცების ჯგუფი წვეულებაზე მიძახებდა,
მაგრამ მოახლემ მეორე სართულზე ამიყვანა და გრძელი დერეფნ-

481
ით დაწესებულების ყველაზე მიყრუებულ ოთახს მივადექით.
მოახლემ კარი შეაღო. პატარა ვასიცუ იყო, რომელშიც ადრე ფე-
ხი არასოდეს შემიდგამს. მაგიდასთან ეულად იჯდა ნობუ ტოსიკაძუ.
წინ ლუდის კათხა ედგა.
– რატომ გამაწბილე, საიური-სან?! – მკითხა, სანამ მისალმებას
მოვასწრებდი.
– თქვენ მე მაოცებთ, ნობუ-სან! ოთხი წელია, თქვენთან ურთი-
ერთობის პატივი არ მქონია, ამ ერთ წამში როგორ მოვასწრებდი
თქვენს გაწბილებას?
– საკუთარ თავს პატარა სანაძლეო დავუდე, რომ ჩემი დანახვი-
სას პირი ღია დაგრჩებოდა!
– რაღა დაგიმალოთ, გაოგნებისგან მართლა გავშეშდი!
‒ შემოდი და მოახლეს კარი დააკეტვინე, ჰო მართლა, ლუდის
ერთი კათხაც მოატანინე, მე და შენ ერთი სადღეგრძელო უნდა დავ-
ლიოთ.
დავემორჩილე და მაგიდასთან ჩავიმუხლე. ერთმანეთს მაგიდის
კუთხე გვაშორებდა. ნობუ ჩემს სახეს ისე დაჟინებით მისჩერებოდა,
რომ მის მზერას შეხებასავით ცხადად ვგრძნობდი. ისე გავწითლდი,
თითქოს თაკარა მზეს ვეფიცხებოდი. თურმე დამვიწყებოდა ის სა-
ამური განცდა, როცა აღტაცებით შემოგცქერიან.
– ნაკვთები შეგეცვალა, – თქვა ნობუმ, – ახლა არ მითხრა, რომ
სხვებივით შენც შიმშილობ. ასეთ რამეს შენგან არ ველი!
– ნობუ-სანი თავადაც ცოტა შეფერთხილი ჩანს...
– საჭმელი საკმარისად მაქვს, უბრალოდ, ჭამისთვის დრო არ
მრჩება!
– მოხარული ვარ. დასაქმებული მაინც ყოფილხართ!
– ასეთი უცნაური რამ პირველად მესმის! როცა კაცი, ძირითა-
დად, იმითაა დაკავებული, რომ ტყვიებს იცდენს, ეგ რა დასაქმებაა?
– იმედია, ნობუ-სანს იმის თქმა არ სურს, რომ მისი ცხოვრება
საფრთხეშია...
– მოსაკლავად არავინ დამდევს, თუ ამას გულისხმობ. მაგრამ
თუ „ივამურა ელექტრიკი“ ჩემი ცხოვრებაა, ის დიახაც საფრთხეშია.

482
ახლა ეს მითხარი: იმ შენს დანას რა ბედი ეწია?
– მგონი, არც გენერალია ჩვენზე უკეთეს დღეში. რა კეთილი
ხართ, რომ მოიკითხეთ!
– მე ის სიყვარულით არ მომიკითხავს.
– მისთვის ამ ბოლო დროს სიკეთე ძალიან ცოტა ვინმეს სურს.
მაგრამ მოდით, საუბრის თემა შევცვალოთ, ნობუ-სან. გამოდის,
რომ იჩირიკიში ყოველღამე დადიოდით, მაგრამ მეორე სართულის
ამ უცნაურ ოთახში ჩემგან იმალებოდით?
– მართლაც თავისებური ოთახია, არა? ვფიქრობ, ეს ერთადერ-
თი ოთახია ამ ჩაის სახლში, რომელიც ბაღს არ გადაჰყურებს. თუ ამ
ქაღალდის დარაბებიდან ერთ-ერთს გააღებ, პირდაპირ ქუჩაში გა-
იხედავ.
– ნობუ-სანს კარგად შეუსწავლია აქაურობა.
– არც ისე კარგად. რომ იცოდე, აქ პირველად ვარ!
დამცინავად დავიმანჭე, ნიშნად იმისა, რომ მისი სიტყვები არ და-
ვიჯერე.
– რაც გინდა, იფიქრე, საიური, მაგრამ ეს სიმართლეა. ამ ოთახ-
ში აქამდე არასდროს ვყოფილვარ. თუ არ ვცდები, დიასახლისი მას
ღამისთევით მოსულ სტუმრებს სთავაზობს ხოლმე, მაგრამ როცა ჩე-
მი აქ მოსვლის მიზანი გავუმხილე, სიკეთე გამოიჩინა და ამაღამ აქ
შემოსვლის ნება დამრთო.
– რა იდუმალებით მოცული ამბავია. ესე იგი, რაღაც კონკრეტუ-
ლი მიზნით მობრძანდით. იქნებ მეც გამიმხილოთ?
– მსახური გვიახლოვდება, ლუდი მოაქვს. როცა წავა, მაშინ გეტ-
ყვი, – თქვა ნობუმ.
კარი გაიღო და მოახლემ ლუდის კათხები მაგიდაზე დადგა. ლუ-
დი იმ დღეებში დეფიციტური საქონელი იყო, ამიტომ კათხიდან თან-
დათან ამოფუებული ოქროსფერი სითხის ცქერა ერთ რამედ ღირ-
და. როცა მოახლე წავიდა, კათხები ავწიეთ და ნობუმ თქვა:
– აქ იმისთვის მოვედი, რომ შენი დანას სადღეგრძელო დავ-
ლიო!
კათხა ძირს დავუშვი და ვუპასუხე:

483
– ერთი რამე უნდა გითხრათ, ნობუ-სან. ვფიქრობ, სამხიარულო
ბევრი აღარაფერი შეგვრჩენია, მაგრამ რამდენიმე კვირა რომ ვი-
ფიქრო, ალბათ მაინც ვერ მივხვდები, რატომ უნდა გაგჩენოდათ
მსგავსი სურვილი.
– ნათქვამში მეტი სიზუსტე უნდა შემეტანა. მოდი, შენი დანას სიბ-
რიყვეს გაუმარჯოს! ოთხი წლის წინ გითხარი, რომ ტოტორი უღირსი
კაცი იყო, და თავისი საქციელით ჩემი სიტყვები გაამართლა კიდეც-
შენ ასე არ ფიქრობ?
– სიმართლე თუ გინდათ... ის ჩემი დანა უკვე აღარ არის.
– აქაც გამართლდა ჩემი ნათქვამი! თუმცა, რომც იყოს, შენთვის
ვეღარაფერს გააკეთებდა, ხომ ასეა? ვიცი, რომ გიონი საცაა, უნდა
დაიხუროს და ამის გამო ყველა დაფეთებულია. ამასწინათ სამსა-
ხურში ერთმა გეიშამ დამირეკა. არ დავასახელებ, ვინ იყო. ნეტავ
იცოდე, რა მკითხა: „ივამურა ელექტრიკში“ სამუშაო ხომ არ გექნე-
ბათო?
– თუ საიდუმლო არ არის, რა უპასუხეთ?
– აღარ არის სამუშაო ადგილები. ჩემთვისაც კი! მეტსაც გეტყვი,
თვითონ თავმჯდომარეც კი შეიძლება უმუშევარი დარჩეს და ციხეში
ამოყოს თავი, თუ მთავრობის ბრძანებების შესრულებას არ დაიწ-
ყებს. ერთხელ უკვე დაარწმუნა, რომ ხიშტებისა და ტყვიის მასრების
საწარმოებლად რესურსები არ გვაქვს, მაგრამ ახლა საჰაერო გამა-
ნადგურებლების წარმოება მოგვთხოვეს! არ გეხუმრები, მართლა
თვითმფრინავებზეა ლაპარაკი! არადა, ჩვენი კომპანია ელექტრო-
მოწყობილობების მწარმოებელია! ზოგჯერ ვფიქრობ, რა ჭკუაზეა ეს
ხალხი?!
– ჩუმად ილაპარაკეთ, ნობუ-სან.
– ვინ გაიგონებს ჩემს ლაპარაკს? ის შენი გენერალი?
– რადგან გენერალზე სიტყვა ჩამოვარდა, გეტყვით, რომ სწო-
რედ დღეს მივაკითხე და დახმარება ვთხოვე.
– გაგიმართლა, რომ ცოცხალი დაგხვდა.
– ავად ხომ არ იყო?
– ავად არ ყოფილა, მაგრამ ამ დღეებში, თუ ვაჟკაცობა ეყო, ალ-

484
ბათ თავი უნდა მოიკლას.
– ნობუ-სან, გთხოვთ...
– რა თქმა უნდა, არ დაგეხმარა. ხომ ასეა?
– ასეა. თუ რამე გავლენა მქონდა, ამოვწურეო, მითხრა.
– ამისთვის დიდი დრო არ დასჭირვებია. შენთვის რატომ არ შე-
მოინახა ცოტაოდენი გავლენა?
– ერთ წელიწადზე მეტია, არ მინახავს.
– მე ოთხ წელიწადზე მეტია არ გინახავვარ, მაგრამ გავლენა ჯერ
კიდევ შემომრჩენია და შემიძლია, შენ სასარგებლოდ გამოვიყენო.
რატომ აქამდე არ მომაკითხე?
– მთელი ეს წლები მეგონა, გაბრაზებული იყავით ჩემზე. შეხე-
დეთ თქვენს თავს, ნობუ-სან, აბა, როგორ უნდა მოვსულიყავი
თქვენთან?
– რატომაც არა? მე შემიძლია ქარხნებისგან გიხსნა. ერთი იდეა-
ლური თავშესაფარი მეგულება, რომელზეც ხელი მიმიწვდება. და-
მიჯერე, ისეთივე ზედგამოჭრილი იქნება შენთვის, როგორც ფრინ-
ველისთვის ბუდე! შენ ერთადერთი ხარ, ვისთვისაც ეს სიკეთე მემე-
ტება, საიური. თუმცა აქვე გეტყვი, რომ არც შენ გაღირსებ, სანამ ია-
ტაკამდე თავს არ დამიხრი და არ მომიბოდიშებ იმისთვის, რაც ოთ-
ხი წლის წინ მოხდა. დიახ, შენ არ შემცდარხარ. მართლაც გაბრაზე-
ბული ვარ შენზე! შეიძლება ისე დავიხოცოთ, რომ ერთმანეთი ვე-
ღარც ვნახოთ. მე ალბათ ერთადერთი შანსი დავკარგე მაშინ. მაგ-
რამ ხელი რომ მკარი, ეგ კიდევ არაფერია. საუკეთესო წლები რეგ-
ვენს რომ შეალიე, აი, რა არის უბედურება. ეს ის კაცია, რომელიც
ვალს საკუთარ ქვეყანასაც კი არ უხდის, არამცთუ შენ... თანაც ისე
აგრძელებს ცხოვრებას, თითქოს არაფერი დაუშავებია!
ჩემს ემოციებს ალბათ ადვილად წარმოიდგენთ. ნობუ ის კაცი
იყო, ვინც სიტყვებს ქვებივით გტყორცნიდათ. თანაც სიტყვების
მნიშვნელობას ისეთი ზემოქმედება არ ჰქონდა, როგორიც – ტონს!
თავიდან მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რაც არ უნდა ეთქვა, ტი-
რილისგან თავი შემეკავებინა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ნობუს
სწორედ ჩემი ატირება სურდა. ეს კი სულაც არ იყო ძნელი.

485
ისე ვყრიდი ცრემლებს, როგორც ხელიდან უცაბედად გაცვენილ
ქაღალდის ფურცლებს. თითოეული ცრემლის უკან, რომელიც ჩემს
ღაწვს სრიალით მიუყვებოდა, სხვადასხვა მიზეზი იმალებოდა. რამ-
დენი მწუხარება დამგროვებია, დავტიროდი ნობუს, დავტიროდი სა-
კუთარ თავს, დავტიროდი ჩვენს ბუნდოვან მომავალს, დავტიროდი
გენერალ ტოტორისაც კი; დავტიროდი კორინს, რომელსაც ქარხა-
ნაში მუშაობამ სახე დაუკარგა და გამოფიტა...
წამოვდექი და ნობუს მოთხოვნა შევასრულე: მეტი სივრცისთვის
უკან დავიხიე, ჩავიმუხლე, თავით იატაკზე დავემხვე და წარმოვ-
თქვი:
– მაპატიეთ ჩემი უგუნურება!
– ადექი! მე ისიც დამაკმაყოფილებს, თუ შემპირდები, რომ იმავე
შეცდომას აღარ დაუშვებ.
– გპირდებით.
– ფუჭად იყო გაფლანგული იმ კაცთან გატარებული ყოველი წა-
მი! ხომ გითხარი, რომ ასე მოხდებოდა? იქნებ მომავალში მაინც ის-
წავლო, როგორ აუწყო ფეხი შენს ბედისწერას!
– ვისწავლი, ნობუ-სან. სხვა არც არაფერი მსურს ცხოვრებისგან.
– მოხარული ვარ. როგორ ფიქრობ, შენს ბედისწერას საით მიჰ-
ყავხარ? ·
– კაცისკენ, რომელიც „ივამურა ელექტრიკს“ მართავს, –იყო ჩე-
მი პასუხი. რა თქმა უნდა, თავმჯდომარეს ვგულისხმობდი...
– ესეც ასე, – ჩაილაპარაკა ნობუმ, – ახლა კი მოდი, დავლიოთ.
ოდნავ გავისველე ტუჩები, რადგან თავგზააბნეულსა და დაზაფ-
რულს, წყურვილი არც კი გამხსენებია. სწორედ ამის შემდეგ მიამბო
ნობუმ იმ „ბუდის“ შესახებ, რომელიც ჩემთვის ჰქონდა შემონახული.
აღმოჩნდა, რომ ეს იყო მისი საუკეთესო მეგობრის, კიმონოს ოსტა-
ტის, არაშინო ისამუს სახლი. არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ეს
კაცი საპატიო სტუმარი იყო ბარონის მამულში წლების წინ გამარ-
თულ წვეულებაზე, რომელსაც ნობუ და ექიმი კიბორჩხალაც ესწრე-
ბოდნენ. ბატონი არაშინოს კარ-მიდამო, რომელიც, ამავდრო-
ულად, მისი სახელოსნოც იყო, მდინარე კამოს ზემოწელში, მის წყა-

486
ლმარჩხ ნაწილთან, გიონიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში
მდებარეობდა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ის, ცოლთან და ქა-
ლიშვილთან ერთად, ე.წ. იუზენის ტექნიკის გამოყენებით ულამაზეს
კიმონოებს ქმნიდა და სახელიც სწორედ ამით გაითქვა, მაგრამ ბო-
ლო დროს კიმონოს ყველა ოსტატს პარაშუტების კერვას აიძულებ-
დნენ, რადგან ისინი აბრეშუმთან მუშაობას შეჩვეულები იყვნენ.
ნობუმ დამარწმუნა, რომ ამ ხელობას სწრაფად ავითვისებდი,
არაშინოს ოჯახი კი სიამოვნებით მიმასპინძლებდა. იმასაც შემპირ-
და, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთანე ამ საკითხზე მოლაპა-
რაკებას თვითონ იკისრებდა. შემდეგ ბატონი არაშინოს მისამართი
ქაღალდის ნაგლეჯდზე დამიწერა და გამომიწოდა. რამდენჯერმე გა-
მოვხატე ჩემი მადლიერება, ნობუ კი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო
კმაყოფილი ჩანდა საკუთარი თავით. ის იყო, ახალდათოვლილ ქუ-
ჩებში ერთად გასეირნება უნდა შემეთავაზებინა, მაგრამ კათხაში
ჩარჩენილი ლუდი სწრაფად ჩაწრუპა, საათს დახედა და მითხრა:
– საიური, არ ვიცი, კიდევ როდის ვნახავთ ერთმანეთს ან როგო-
რი იქნება მსოფლიო, როცა შევხვდებით. ალბათ ბევრი საშინელება
გვექნება ნანახი, მაგრამ ყოველთვის შენზე ვიფიქრებ, როცა ჩემი
თავისთვის იმის შეხსენება დამჭირდება, რომ ამქვეყნად არსებობს
სილამაზე და სიკეთე.
– ნობუ-სან! თქვენ პოეტი უნდა ყოფილიყავით!
– ძალიან კარგად იცი, რომ ჩემში პოეტური არაფერია.
– ეს მომხიბლველი სიტყვები იმას ნიშნავს, რომ უნდა დამტო-
ვოთ? მე კი იმედი მქონდა, რომ თოვლში გავისეირნებდით.
– ძალიან ცივა. მაგრამ შეგიძლია კარამდე მიმაცილო და ერ-
თმანეთს იქ გამოვემშვიდობოთ.
კიბეზე ჩავყევი. კართან რომ მივედით, მუხლებზე დავდექი და
ფეხსაცმელების ჩაცმაში დავეხმარე. შემდეგ თვითონაც შევაცურე
ფეხი მაღალლანჩიან ხის გეტებში (რომლებსაც თოვლიან ამინდში
ვხმარობდი) და ნობუსთან ერთად ქუჩაში გავედი. წლების წინ, ასეთ
ვითარებაში, მას უთუოდ მანქანა დაელოდებოდა, მაგრამ ბოლო
დროს ავტომობილები მხოლოდ მთავრობის ხალხს ჰყავდა, რადგან

487
საწვავის შოვნა თითქმის შეუძლებელი იყო. მინდოდა, ტრამვაიმდე
მიმეცილებინა, მაგრამ უარი მითხრა:
– არა, ნუღარ გამომყვები. დისტრიბუტორს უნდა შევხვდე და
ათასი საფიქრალი მაქვს.
– რაღა დაგიმალოთ, ნობუ-სან, იქ, ოთახში გაცილებით უკეთ გა-
მომემშვიდობეთ.
– მაშინ, სხვა დროს იქ დარჩი ხოლმე.
თავი დავუკარი და გამოვემშვიდობე. სხვა მამაკაცი ალბათ ერ-
თხელ მაინც მოტრიალდებოდა და გამომხედავდა, მაგრამ ნობუ
მძიმე ნაბიჯით დაიძრა და იქამდე მიაბოტებდა თოვლში, სანამ ში-
ჯოს პროსპექტზე არ გადაუხვია და თვალს არ მიეფარა.
ქაღალდი, რომელზეც არაშინოს მისამართი ეწერა, მუშტში ისე
ძლიერად მოვიმწყვდიე, შესაძლებელი რომ ყოფილიყო, ალბათ
დაიფშვნებოდა. თავიდან არ მესმოდა, რა მაშფოთებდა და მაფ-
რთხობდა ასე, მაგრამ როცა თოვლის ამ დაუსრულებელ კორიან-
ტელში კვლავ მიმოვიხედე და ნობუს ნაბიჯების ღრმა ნაკვალევს შე-
ნობის კუთხემდე თვალი მივადევნე, უცებ მივხვდი ამის მიზეზს.
როდისღა ვნახავდი ამ ადამიანს? ან თავმჯდომარეს? ან თუნდაც
გიონს? ერთხელ, ბავშვობაში, უკვე მომწყვიტეს მშობლიურ სახლს.
ვფიქრობ, სწორედ იმ წლების საშინელმა მოგონებამ მაგრძნობინა
თავი ასე მარტოსულად.

488
თავი ოცდამერვე

ალბათ ფიქრობთ, რაკი ასეთი წარმატებული ახალგაზრდა გეიშა


ვიყავი და უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, დახმარების ხელს,
ნობუს გარდა, ვინმე სხვაც გამომიწვდიდა და გადამარჩენდა. მაგ-
რამ გასაჭირში ჩავარდნილი გეიშა სულაც არ ჰგავს ქუჩაში დაგდე-
ბულ ძვირფას თვალს, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი სიამოვნე-
ბით აიღებს. გიონში ასობით გეიშა იყო და ყველა მათგანი იმისთვის
იბრძოდა, რომ ეპოვა ბუდე, სადაც ომს დაემალებოდა. მე კი ერთი
იმ მცირეთაგანი ვიყავი, ვისაც გაუმართლა და ეს ბუდე ეღირსა. ამი-
ტომ ვგრძნობდი, რომ არაშინოს ოჯახში გატარებული ყოველი
დღისთვის ნობუსგან ვიყავი დავალებული. გაზაფხულზე საბოლო-
ოდ მივხვდი, როგორ გამიმართლა.
ეს მაშინ მოხდა, როცა შევიტყვე, რომ გეიშა რაიჰა ტოკიოს სა-
ჰაერო დაბომბვისას დაიღუპა. ეს ის რაიჰა გახლდათ, რომელმაც
ერთხელ თქვა, მომავალივით ბუნდოვანი არაფერია, წარსულის
გარდაო, და ბევრიც გვაცინა. ის და დედამისი განთქმული გეიშები
იყვნენ, მამა კი ვაჭრების ცნობილი ოჯახიდან იყო. ჩვენთვის, გიონე-
ლებისთვის რომ გეკითხათ, ომისგან ისე არავინ უნდა ყოფილიყო
დაცული, როგორც რაიჰა. იმხანად, როგორც ვიცი, ტოკიოს უბან დე-
ნენჩოფუში ცხოვრობდა და სიკვდილის წინა წუთებში თავის ერთ-
ერთ დისშვილს წიგნს უკითხავდა. დარწმუნებული ვარ, იქ ისევე
უსაფრთხოდ გრძნობდა თავს, როგორც ოდესღაც კიოტოში. უცნა-
ურია, მაგრამ იმავე საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა, აგრეთვე,
დიდი სუმოისტი მიაგიამა. არადა, ორივე შედარებით კომფორტუ-
ლად ცხოვრობდა.
აი, გოგრამ კი, რომელიც ასე თავგზააბნეული ჩანდა, მოახერხა
და ომს გადაურჩა, მიუხედავად იმისა, რომ მისი სამუშაო ადგილი –
ოსაკას გარეუბანში მდებარე ლინზების ქარხანა – ხუთ-ექვსჯერ და-
იბომბა. იმ წელს მივხვდი, რომ ყველაზე რთული საქმეა, წინასწარ

489
განჭვრიტო, თუ ვინ გადაურჩება ომს და ვინ არა. მამეჰა, რომელიც
ფუკუის პრეფექტურის პატარა საავადმყოფოში მედდის თანაშემწედ
მუშაობდა, გადარჩა, მაგრამ მისი მოახლე ტაცუმი ნაგასაკიში ჩამო-
ვარდნილ საშინელ ბომბს ემსხვერპლა; მამეჰას მესამოსე – ბატონი
იჩოდა საჰაერო თავდასხმის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა,
ხოლო ბატონი ბეკუ, რომელიც ოსაკას საზღვაო ბაზაზე მუშაობდა,
სიკვდილს როგორღაც დაუძვრა. იგივე შეიძლება ითქვას გენერალ
ტოტორიზე, რომელიც ბოლომდე სასტუმრო „სურუიაში“ ცხოვრობ-
და და მხოლოდ ორმოცდაათიან წლებში გარდაიცვალა. ორმოცდა-
ათიან წლებს ბარონმაც მიაღწია, მაგრამ მოკავშირეების მიერ ია-
პონიის ოკუპირების დროს თავის ულამაზეს ტბორში დაიხრჩო თა-
ვი, რადგან ტიტულიც ჩამოართვეს და ქონების დიდი ნაწილიც.
ვფიქრობ, ის მაინც ვერ იგუებდა ამ ახალ სამყაროს, სადაც ყველა
ხუშტურს ვეღარ დაიკმაყოფილებდა. რაც შეეხება დედას, წამითაც
არ შემპარვია ეჭვი, რომ გადარჩებოდა. მას ჰქონდა საოცარი უნა-
რი, სხვების ტანჯვასა და გაჭირვებაზე ეხეირა, ამიტომ „ნაცრისფერ
ბაზარზე“ ისე ბუნებრივად და ძალდაუტანებლად მუშაობდა, თით-
ქოს მთელი ცხოვრება ამ საქმით იყო დაკავებული. პირიქით – ომის
დროს გამდიდრდა კიდეც, რადგან ადამიანების საოჯახო რელიქ-
ვიების ყიდვა-გაყიდვას მიჰყო ხელი. როცა ბატონ არაშინოს ფული
შემოაკლდა და თავისი კოლექციიდან ერთ-ერთი კიმონო გაყიდა,
დედასთან დაკავშირება მთხოვა იმ იმედით, რომ დედა ამ ნივთს გა-
მოიხსნიდა. ბევრმა კიმონომ, რომელიც იმხანად კიოტოში გაიყიდა,
სწორედ მის ხელში გაიარა. ბატონი არაშინოც ვარაუდობდა, რომ
დედა მისი ხათრით მოგებაზე უარს იტყოდა, ნივთს რამდენიმე წელი
შეუნახავდა და მისი გამოსყიდვის საშუალებას მისცემდა, მაგრამ
დედამ კიმონო ვეღარ იპოვა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვით-
ხრა.
იმ წლების განმავლობაში, რაც მათ ოჯახში გავატარე, არაში-
ნოები ძალიან კეთილად მეპყრობოდნენ. დღის საათებში მათთან
ერთად პარაშუტებს ვკერავდი, ღამღამობით კი მათი ქალიშვილისა
და შვილიშვილის გვერდით, სახელოსნოს იატაკზე დაგებულ ფუტო-

490
ნზე მეძინა. ნახშირი ძალიან ცოტა გვქონდა და ოთახების გასათბო-
ბად რას აღარ ვწვავდით: დაპრესილ ფოთლებს, ჟურნალ-გაზეთებს,
ყველაფერს, რაც ხელში ჩაგვივარდებოდა. რა თქმა უნდა, საკვების
მარაგიც დღითი დღე გველეოდა. ვერ წარმოიდგენთ, რა სახის საჭ-
მელთან ვისწავლეთ შეგუება. ვჭამდით სოიის ჩენჩოს, რომელსაც
ჩვეულებრივ, საქონლის დასაპურებლად იყენებდნენ; ვჭამდით ნუ-
კაპანად წოდებულ საზიზღრობას, რომელიც ხორბლის ფქვილისა
და მოხალული ბრინჯის ქატოს ნაზავს წარმოადგენდა. ეს საკვები
ძველ, გამომშრალ ტყავს ჰგავდა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ
ტყავი გაცილებით გემრიელია. ძალიან იშვიათად ვშოულობდით
ცოტაოდენ ჩვეულებრივ კარტოფილს ან ბატატს; ვჭამდით ვეშაპის
გამხმარ ხორცს, სელაპის ხორცისგან დამზადებულ ძეხვეულს და
ზოგჯერ სარდინებს, რომლებსაც იაპონელები სხვა დროს მხოლოდ
სასუქად ვიყენებდით. ამ პერიოდში ისე გავილიე, რომ გიონის ქუ-
ჩებში ალბათ ვეღარავინ მიცნობდა. იყო დღეები, როცა არაშინოე-
ბის შვილიშვილი, პატარა ჯუნტარო შიმშილისგან ტიროდა. სწორედ
მაშინ ყიდდა არა შინო თავის კიმონოებს. იაპონელები ამ პერიოდს
„ხახვის ცხოვრებას“ ვუწოდებთ, რადგან ერთმანეთის მიყოლებით,
ფურცელ-ფურცელ ვიფცქვნებოდით და თან განუწყვეტლივ ვიცრემ-
ლებოდით. ერთ ღამით, 1944 წელს, როცა არაშინოების ოჯახში
სულ რაღაც სამი თუ ოთხი თვის მისული ვიყავი, პირველი საჰაერო
თავდასხმის მოწმენი გავხდით. ცა ისე იყო მოწმენდილი, მკაფიოდ
ვხედავდით ბომბდამშენების სილუეტებს, რომლებიც თავზე დაგ-
ვტრიალებდნენ. ვხედავდით, აგრეთვე, მანათობელ წერტილებს,
რომლებიც მეტეორებად გვეჩვენებოდა, ოღონდ ისინი მიწას სწყდე-
ბოდნენ და ჰაერში, ბომბდამშენების შორიახლოს ფეთქდებოდნენ.
სულ გვეშინოდა, რომ საცაა გავიგონებდით ამაზრზენ სტვენას
და ჩვენი თვალით ვიხილავდით, ჩვენ ირგვლივ როგორ იფეთქებდა
ცეცხლის ალში გახვეული კიოტო. აი, მაშინ კი დადგებოდა ჩვენი
აღსასრული, თუნდაც ფიზიკურად გადავრჩენილიყავით. რადგან კი-
ოტო ისე მყიფე და ნატიფი იყო, როგორც ფარვანის ფრთები. ეს ქა-
ლაქი რომ დანგრეულიყო, ოსაკას, ტოკიოსა და ბევრი სხვა ქალაქ-

491
ისგან განსხვავებით, ვეღარასოდეს აღდგებოდა. მაგრამ ბომბდამ-
შენებმა იმ ღამითაც მშვიდობით ჩაგვიარეს და შემდგომშიც. საღა-
მოობით ვისხედით და გავცქეროდით მთვარეს, რომელსაც ოსაკას
ხანძრებისგან წითელი ფერი დაჰკრავდა. ზოგჯერ შემოდგომის
ფოთლებივით ჰაერში მოფარფატე ნაპერწკლებსაც ვხედავდით,
რომლებიც მთელი ორმოცდაათი კილომეტრით ჩვენგან დაშორე-
ბული კიოტოდანაც კი აღწევდა.
ალბათ წარმოგიდგენიათ, როგორ მაწუხებდა თავმჯდომარისა
და ნობუს ბედი. მათი კომპანია ოსაკაში იყო ბაზირებული, სახლები
კი ოსაკაშიც ჰქონდათ და ტოკიოშიც. ცხადია, ჩემს დაზე, საცუზეც
ვფიქრობდი. სად იყო? რა ბედი ეწია? ალბათ ვერ ვაცნობიერებდი,
მაგრამ მისი გაპარვის დღიდან, სადღაც, გონების შორეულ კუნჭულ-
ში, მუდამ ვატარებდი შეფარულ რწმენას, რომ ჩვენი ცხოვრების
გზები კვლავ შეიყრებოდა. „იქნებ ოკიაში წერილი გამომიგზავნოს
ან სულაც კიოტოში ჩამომაკითხოს?“ – გამიელვა რამდენჯერმე. ერ-
თხელ, ნაშუადღევს, როცა მე და პატარა ჯუნტარო მდინარის პირას
ვსეირნობდით და წყალში კენჭებს ვისროდით, უცებ მივხვდი, რომ
საცუ კიოტოში ჩემ მოსაძებნად არასოდეს ჩამოვიდოდა. მას შემ-
დეგ, რაც ღარიბული ცხოვრება თავადაც ვიგემე, თვალნათლივ და-
ვინახე, რომ შორეულ ქალაქში გამგზავრებაზე (რაც არ უნდა ყოფი-
ლიყო ამ მგზავრობის მიზანი) ლაპარაკი ზედმეტი იყო. რომც ჩამო-
სულიყო, მე და საცუ ქუჩაში ერთმანეთს ალბათ ვერ ვიცნობდით.
რაც შეეხება წერილთან დაკავშირებულ ჩემს ფანტაზიებს... რა გით-
ხრათ... მათ რომ ჩავუფიქრდი, ისევ იმ სულელ გოგოდ ვიგრძენი
თავი, როგორიც ოდესღაც ვიყავი. ნუთუ ამდენი წელი სჭირდებოდა
იმის მიხვედრას, რომ საცუს ჩემი ოკიის ზუსტი მისამართი არ ეცო-
დინებოდა? ის ხომ სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ მომწერდა, თუ
დასახმარებლად ბატონ ტანაკას არ მიმართავდა, ამას კი, ჩემი ღრმა
რწმენით, არასოდეს იზამდა.
სანამ პატარა ჯუნტარო მდინარეში ქვებს ისროდა, მის გვერდით
ჩავცუცქდი და ცალი ხელით სახეზე წყალი შევისხურე. თან ბავშვს
ვუღიმოდი და თავს ისე ვაჩვენებდი, ვითომ ასე გასაგრილებლად

492
ვიქცეოდი. ჩემმა პატარა ხრიკმა გაჭრა და ჯუნტარო ვერაფერს მიხ-
ვდა. ბედის უკუღმართობა ძლიერ ქარსა ჰგავს. მხოლოდ იმას რო-
დი ვგულისხმობ, რომ გასაქანს არ გვაძლევს და სასურველი ადგი-
ლებისკენ გზას გვიღობავს. ის ერთბაშად შემოგვაცლის ხოლმე ყვე-
ლაფერს, რაც კი შესაძლებელია, და ჩვენს თავს ნამდვილი, და არა,
ჩვენთვის სასურველი სახით წარმოგვიჩენს, მაგალითად, ბატონი
არაშინოს ქალიშვილმა ომის დროს მეუღლე დაკარგა, რის შემდე-
გაც მთლიანად მინებდა ორადორ საქმიანობას: თავის პატარა ბიჭუ-
ნაზე ზრუნვასა და ჯარისკაცებისთვის პარაშუტების კერვას. თითქოს
სხვა არაფერი იყო მისი ცხოვრების მიზანი. ის დღითი დღე ილეოდა,
მაგრამ თვალნათლივ ჩანდა, სად მიდიოდა მისი თითოეული გრამი.
ომის მიწურულს ბავშვს ისე იყო ჩაფრენილი, როგორც უფსკრულში
გადაჩეხის შიშით შეპყრობილი ადამიანი ებღაუჭება კლდის კიდეს.
განსაცდელი მეც გამოვიარე, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ
თავზე რამე ახალი შევიტყვე. მხოლოდ უკვე მივიწყებული ძველი
ჭეშმარიტება გამახსენდა. სახელდობრ ის, რომ მოხდენილი ტან-
საცმლით, დახვეწილი ცეკვითა და ჭკვიანური საუბრით შენიღბული
ჩემი ნამდვილი ცხოვრება სრულებით არ იყო რთული. პირიქით, ისე
მარტივად მიედინებოდა, როგორც ჰაერში ატყორცნილი ქვა მიწის-
კენ მიექანება. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩემი ერთადერთი
მიზანი თავმჯდომარის გულის მონადირება იყო. ყოველდღე გავცქე-
როდი მდინარე კამოს წყალმარჩხ ნაკადს, რომელიც არაშინოს სა-
ხელოსნოს წინ მიედინებოდა. ზოგჯერ წყალში ყვავილის ფურცელს
ან ჩალის ღერს ვაგდებდი· ვიცოდი, სანამ ზღვას შეუერთდებოდა,
მდინარე მათ ქალაქ ოსაკაში ჩაატარებდა. ნეტავ თუ გადაიხედავს
ფანჯრიდან თავის სამუშაო მაგიდასთან მჯდომი თავმჯდომარე, ნე-
ტავ ამ ფურცლის ან ჩალის ღერის დანახვისას თუ მომიგონებს-მეთ-
ქი, ვფიქრობდი. მაგრამ მალევე შემომეპარებოდა გულდასაწყვეტი,
შემაშფოთებელი აზრი: „ნახავს კი? და თუ ნახავს, იქნებ სავარძლის
საზურგეს მიეყრდნოს და ათასგვარი სხვა ფიქრი აეშალოს? იქნებ იმ
ყვავილმა თუ ჩალის ღერმა ათასი სხვა რამ მოაგონოს, მაგრამ ამ
მოგონებებში სულაც არ აღმოჩნდეს ჩემი ადგილი?

493
ერთ რამეს ნამდვილად ვერ უარვყოფდი: ეს კაცი ხშირად ძალი-
ან კეთილი იყო ჩემ მიმართ; არასოდეს იმჩნევდა, ოდნავი მინიშნე-
ბითაც კი არასოდეს უგრძნობინებია, რომ მე ის გოგო ვიყავი, ერ-
თხელ ქუჩაში რომ ანუგეშა ან ჩემი გრძნობის შესახებ რომ იცოდა.
მივხვდი, რომ ჩემი და საცუს კვლავ ერთად შეყრა საეჭვო იყო, მაგ-
რამ ამას სხვა, გაცილებით მტკივნეული მიგნება მოჰყვა. წინა ღამეს
თავში განუწყვეტლივ მიტრიალებდა ერთი აზრი: ვაითუ ცხოვრება
ისე დამესრულებინა, რომ თავმჯდომარისგან ერთი მოკითხვაც აღა-
რასდროს მღირსებოდა? მეორე დილით სამთვარიო ყურადღებით
შევისწავლე. იმედი მქონდა, რაიმე მინიშნებას ვიპოვიდი და დავ-
რწმუნდებოდი, რომ ჩემი ცხოვრება უმიზნოდ არ ჩაივლიდა. გული
ისე დამიმძიმდა, რომ ეს ბატონ არაშინოსაც არ გამოჰპარვია. გუ-
ლის გადასაყოლებლად ჩვენი სახლიდან ოცდაათი წუთის სავალზე
ერთ პატარა საბაყლოში, ნემსების საყიდლად გამიშვა. როცა უკან
ვბრუნდებოდი, მზე ჩადიოდა. უცებ შარაგზაზე სამხედრო მანქანა
გამოჩნდა და ლამის გამიტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა
სიკვდილს თითქმის აღარაფერი მაშორებდა. მხოლოდ მეორე დი-
ლით გამახსენდა, რომ ჩემი სამთვარიო ამის შესახებ მაფრთხილებ-
და, ვირთხის მიმართულებით მოგზაურობას ერიდეო. იმ მაღაზიის
მდებარეობა სწორედ ამ მიმართულებას ემთხვეოდა. სამთვარიოში
მხოლოდ თავმჯდომარესთან დაკავშირებულ მინიშნებებს ვეძებდი,
ეს კი მხედველობიდან გამომრჩა
ამ გამოცდილებამ ერთ დასკვნამდე მიმიყვანა: ადამიანი არარ-
სებულის ძიებას არ უნდა გადაჰყვეს. წარმოიდგინეთ, რა აუტანელი
მწუხარება შემიპყრობდა აღსასრულის წინ, როცა საბოლოოდ მივ-
ხვდებოდი, რომ თურმე სინამდვილეში გემოს ვერც კი ვატანდი იმას,
რასაც მივირთმევდი, და ვერც იმ ადგილებს ვხედავდი, რომლებსაც
ვსტუმრობდი. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ გამუდმებით თავმჯდომა-
რეზე ვფიქრობდი, ცხოვრება კი გვერდს მივლიდა და თვალსა და
ხელს შუა მეცლებოდა. მაგრამ, მოდით, წარმოვიდგინოთ, რა მოხ-
დებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოვახერხებდი და მასზე ფიქრს შევ-
წყვეტდი. ალბათ დავემსგავსებოდი მოცეკვავეს, რომელიც ბავშვო-

494
ბიდან ვარჯიშობს და ემზადება წარმოდგენისთვის, რომელიც არა-
სოდეს გაიმართება.

***
ჩვენთვის ომი 1945 წლის აგვისტოში დასრულდა. ნებისმიერი
იაპონელი გეტყვით, რომ ეს იყო ყველაზე უნუგეშო მომენტი „ბნე-
ლით მოსილ უსასრულო ღამეში“. ჩვენი ქვეყანა კი არ დამარცხდა,
განადგურდა. არ ვგულისხმობ მხოლოდ ბომბებს, რაც არ უნდა შემ-
ზარავი ყოფილიყო ისინი.
როცა შენი ქვეყანა ომს აგებს და მის მიწაზე დამპყრობელი ჯარი
შემოდის, ისე გეჩვენება, თითქოს ეშაფოტს შენი ფეხით, ხელებშეკ-
რული უახლოვდები, იჩოქებ და ელი, როდის დაეშვება შენს კისერ-
ზე მახვილი. წელიწადზე მეტხანს არ გამიგონია სიცილის ხმა, თუ არ
ჩავთვლით პატარა ჯუნტაროს კისკისს, რომელსაც არაფერი გაეგე-
ბოდა. თუმცა, როცა ჯუნტარო იცინოდა, ბაბუამისი ხელის ქნევით
აჩუმებდა.
ხშირად დავკვირვებივარ, რომ ადამიანები, რომელთა ბავშვო-
ბის წლები იმ პერიოდს დაემთხვა, განსაკუთრებულად სერიოზულე-
ბი არიან, რადგან პატარაობაში სიცილი თითქმის არ ესმოდათ.
1946 წლის გაზაფხულისთვის ყველანი მივხვდით, რომ მარცხით
მოგვრილი სიმძიმილი გადალახული გვქონდა. გამოჩნდნენ ისეთე-
ბიც, ვისაც სჯეროდათ, რომ იაპონია ერთ მშვენიერ დღეს განახლე-
ბის გზას დაადგებოდა. ყველაფერი მონაჩმახი აღმოჩნდა, რაც ამე-
რიკელი ჯარისკაცების შესახებ მანამდე გვესმოდა, აქაოდა, გვხოცა-
ვენ და გვაუპატიურებენო. თანდათან ყველანი მივხვდით, რომ სი-
ნამდვილეში ამერიკელები საკმაოდ კეთილი ხალხია. ერთხელ
ჩვენს მხარეში მათმა კოლონამ ჩამოიარა. სხვა ქალებთან ერთად,
მეც ვიდექი და კოლონას გავცქეროდი. გიონში გატარებული წლე-
ბის შედეგად ჩემს თავს რაღაც განსაკუთრებული სამყაროს წარმო-
მადგენლად აღვიქვამდი, რაც დანაჩენი ქალებისგან განმასხვავებ-

495
და. მართლაც, განვლილი წლების მანძილზე მათგან იმდენად გა-
მიჯნულად ვგრძნობდი თავს, რომ ერთხელაც არ დამისვამს კითხვა:
როგორ ცხოვრობდნენ სხვა ქალები, თუნდაც იმ მამაკაცების ცოლე-
ბი, რომლებსაც მე ვართობდი. ახლა დაფლეთილი შარვალი მეცვა,
აბურდული თმა ზურგზე უწესრიგოდ მეყარა და რამდენიმე დღის და-
უბანელი ვიყავი, რადგან შემოლეულ ნახშირს წყლის გასათბობად
ყოველდღე ვეღარ ვხმარობდით. შესაბამისად, იმ ამერიკელი ჯა-
რისკაცების თვალში, რომლებმაც სამხედრო მანქანებით ჩაგვი-
არეს, ჩემ ირგვლივ მდგომი ქალებისგან აღარაფრით განვსხვავდე-
ბოდი. ვინ შეამჩნევდა ამ განსხვავებას? თუკი აღარც ფოთლები შეგ-
რჩენია, აღარც მერქანი და აღარც ფესვები, შენს თავს ხე როგორღა
უნდა უწოდო?
„მე გლეხის ქალი ვარ და არა გეიშა“, – ვუთხარი ჩემს თავს. გუ-
ლი შემიწუხდა, როცა ჩემს გაუხეშებულ ხელებს დავხედე. შიშს რომ
არ ავყოლოდი, ყურადღება ისევ სამხედრო მანქანებზე გადავიტანე.
განა ეს ის ჯარისკაცები არ იყვნენ, რომელთა სიძულვილს ჩაგვაგო-
ნებდნენ და რომლებიც ჩვენს ქალაქებს რაღაც საშინელი იარაღით
ბომბავდნენ?ახლა ისინი ჩვენს მიდამოებში მანქანებით დაიარე-
ბოდნენ და ბავშვებს კანფეტებს უყრიდნენ.

***
ჩვენი დანებების შემდეგ ერთ წელიწადში ბატონ არაშინოს ისევ
მიეცა საშუალება, კიმონოების კერვა დაეწყო. კიმონოებზე სხვა
არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, თუ როგორ მეტარებინა ისინი. ამი-
ტომ სარდაფში, სახელოსნოს დამხმარე სათავსში გამამწესეს, სა-
დაც დილიდან საღამომდე ავზებში მოთუხთუხე საღებავებს ვადევ-
ნებდი თვალს. საშინელი სამუშაო იყო, პირველ რიგში, იმიტომ,
რომ ტადონის გარდა, სხვა საწვავზე ხელი არ მიგვიწვდებოდა, ტა-
დონი კი ნახშირის ნაირსახეობაა – ნახშირის მტვრისა და კუპრის
ერთგვარი ნაზავი, რომელიც წვის დროს წარმოუდგენლად ყარს.

496
არაშინოს ცოლმა თანდათან მასწავლა ამ საქმისთვის საჭირო სა-
ღებავების დაყენება ფოთლების, ღეროებისა და ხის ქერქისგან. ეს
უკვე დაწინაურებას ჰგავდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთ-ერთი, ჩემ-
თვის დღემდე უცნობი ნივთიერება კანს სასტიკად მიღიზიანებდა.
მოცეკვავის სათუთი ხელები, რომლებსაც ოდესღაც საუცხოო მა-
ლამოებით ვუვლიდი, ხახვის ფურცლის დარად ამექერცლა და და-
ჟეჟილივით გამილურჯდა. სწორედ ამ დროს გავაბი ხანმოკლე რო-
მანი ტატამების ოსტატთან, რომელსაც ინოუე ერქვა. ვფიქრობ, ეს
სიმარტოვემ მაიძულა. მე თუ მკითხავთ, მშვენიერი ყმაწვილი იყო.
მის ნატიფ კანზე თითქოს ვიღაცას ტუშით სახელდახელოდ მიეხატა
ფაფუკი წარბები. თვალს მოგტაცებდათ იდეალურად მოყვანილი
ტუჩ-პირიც. რამდენიმე კვირის მანძილზე, ყოველღამე ვიპარებოდი
სახელოსნოს მიწისქვეშა სათავსში და კარს ჩუმად ვუღებდი. ადრე
ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი, რა საშინელი შესახედავი იყო ჩემი
ხელები, მაგრამ ერთ ღამეს, ავზებქვეშ მოგიზგიზე ცეცხლის შუქზე
ერთმანეთი კარგად დავინახეთ. ინოუემაც სწორედ მაშინ მოჰკრა
თვალი ჩემს ხელებს და მას შემდეგ სათოფეზე აღარ გამიკარა.
ხელები ოდნავ მაინც რომ მომეშუშებინა, ბატონმა არაშინომ
ზაფხულში სხვა დავალება მომცა: ქლოროფიტუმის ყვავილები უნდა
მომეგროვებინა. ამ მცენარის წვენს აბრეშუმის შესაღებად იყენე-
ბენ, რის შემდეგაც ქსოვილი სახამებლით მუშავდება და კვლავ იღე-
ბება. ქლოროფიტუმი წვიმიან სეზონზე გუბურებისა და ტბების ნაპი-
რას იზრდება. მეგონა, მისი შეგროვება სიამოვნებას მომგვრიდა,
ამიტომ ივლისის ერთ დილით ზურგჩანთამოკიდებული, საკმაოდ
სასიამოვნო განწყობით გავედი სახლიდან. თუმცა მალე აღმოვაჩი-
ნე, რომ ამ მცენარეს რაღაც ჯოჯოხეთურად მზაკვრული ზნე ჰქონდა.
თუ რამ მწერი იყო იაპონიაში, ყველას იზიდავდა და მოკავშირედ იხ-
დიდა. საკმარისი იყო, ყვავილისთვის ხელი ჩამევლო, რომ ტკიპე-
ბისა და კოღოების მთელი ურდოები იმწამსვე იერიშზე გადმოდი-
ოდნენ. ყველაზე საშინელი კი ის გახლდათ, რომ ერთხელ ფეხი სა-
ზიზღარ პატარა ბაყაყსაც დავაბიჯე. მთელი კვირა ვიტანჯებოდი და
ბოლოს ისეთ რამეს მივყავი ხელი, რაც ყვავილების მოკრეფაზე გა-

497
ცილებით იოლ საქმედ მესახებოდა. ვგულისხმობ მოკრეფილი ყვა-
ვილებისგან წვენის გამოდენას. მაგრამ თუ ქლოროფიტუმის სუნი
არასოდეს გიგრძნიათ... აბა, რა გითხრათ... მოხარული ვიყავი, რო-
ცა კვირის ბოლოს კვლავ მოთუხთუხე საღებავებს დავუბრუნდი.
იმ წლებში ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაგრამ ყოველღამე, ძი-
ლის წინ, გიონზე ფიქრი არ მასვენებდა. დანებების შემდეგ რამდე-
ნიმე თვეში ქვეყანამ გეიშების ყველა უბანი გახსნა, მაგრამ სანამ
დედა არ გამომიძახებდა, უკან დაბრუნების უფლება არ მქონდა. დე-
და კიმონოებს, ხელოვნების ნიმუშებსა და იაპონურ ხმლებს ამერი-
კელ ჯარისკაცებზე ყიდდა და მშვენიერი შემოსავალიც ჰქონდა, ამი-
ტომ იმჟამად, დეიდასთან ერთად, კიოტოს დასავლეთით მდებარე
ერთ ფერმაში ცხოვრობდა, სადაც პატარა მაღაზია გახსნა. მე კი
უწინდებურად არაშინოს ოჯახში ვრჩებოდი. გიონს სულ რამდენიმე
კილომეტრი მაშორებდა და შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მას
ხშირად ვსტუმრობდი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ხუთი წლის
განმავლობაში ერთადერთხელ მოვინახულე. ეს მოხდა გაზაფხულ-
ზე, ომის დასრულებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, როცა პა-
ტარა ჯუნტაროსთვის წამლის შესაძენად კამიიგოს პრეფექტურის
საავადყოფოში მისვლამ მომიწია. კავრამჩისა და შიჯოს გამზირები
გავიარე და გიონის ხიდი გადავჭერი. ელდა მეცა მდინარის პირას
თავმოყრილი გაღატაკებული ოჯახების დანახვისას. გიონში რამდე-
ნიმე გეიშა ვიცანი. რა თქმა უნდა, თავად ვერ მიცნეს, მაგრამ მათ-
თან გამოლაპარაკებას მეც ავარიდე თავი. მსურდა, იქაურობისთვის
ერთხელ მაინც გადამეხედა უცხო ადამიანის თვალით. თუმცა, როცა
გიონი დავიარე, მხოლოდ ზმანებასავით მოუხელთებელი მოგონე-
ბები გადამეშალა თვალწინ. სირაკავას სანაპიროს რომ ჩავუყევი,
გამახსენდა დღეები, როცა მე და მამეჰა აქ დავსეირნობდით.
შორიახლოს იმ ძელსკამსაც მოვკარი თვალი, რომელზეც მე და
გოგრა ვისხედით ჯამებით ხელში, როცა მას დახმარებისთვის მივ-
მართე. იქვე იყო ქუჩაბანდი, სადაც ნობუმ დამტუქსა იმისთვის, რომ
გენერალი ჩემი დანა გახდა. ნახევარი კვარტალი რომ გავიარე და
შიჯოს გამზირისკენ გადახვევა დავაპირე, გამახსენდა, როგორ გავა-

498
გდებინე ხელიდან ახალგაზრდა კაცს მზა სადილები, რომლებიც
სადღაც შეკვეთით მიჰქონდა. ყველა ამ სამახსოვრო ადგილმა ისე-
თი განწყობა შემიქმნა, თითქოს მოცეკვავე ვიყავი, რომელიც ცეკ-
ვის დასრულების შემდეგ სცენაზე დგას, ცარიელ თეატრს კი ისე ჩა-
მოსწოლია მძიმე სიჩუმე, როგორც არემარეს თოვლის ხილაბანდი.
ბოლოს ჩვენს ოკიას მივადექი და დარდიანი მზერა შევავლე რკინის
მძიმე ბოქლომს. როცა ამ სახლში ჩაკეტილი ვიყავი, გარეთ გასვლა
მწყუროდა, ახლა კი შიგნით მიმიწევდა გული. თუმცა მე უკვე მოწი-
ფული ქალი გახლდით და, სურვილის შემთხვევაში, თავისუფლად
შემეძლო, გიონი სამუდამოდ დამეტოვებინა.

***
ნოემბრის ერთ უსაშველოდ სუსხიან დღეს, ომის დასრულებიდან
სამ წელიწადში, სათავსში ვიჯექი და საღებავით სავსე ავზთან ხე-
ლებს ვითბობდი. ამ დროს ქალბატონმა არაშინომ ჩამომაკითხა და
მითხრა, ერთი ვინმე გკითხულობსო.
მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ სტუმარი, უბრა-
ლოდ, მეზობელი ქალი არ იყო, მაგრამ ალბათ ადვილად წარმოიდ-
გენთ ჩემს განცვიფრებას, როცა კიბეზე ავედი და ნობუ დავინახე! ბა-
ტონ არაშინოსთან ერთად, სახელოსნოში იჯდა და ხელში ჩაის ცა-
რიელი ფინჯანი ეჭირა. კაცი იფიქრებდა, რომ კარგა ხნის წინ მოსუ-
ლიყო და დრო მასპინძელთან ხანგრძლივ მუსაიფში გაეტარებინა.
როცა ბატონმა არაშინომ დამინახა, წამოდგა და თქვა:
– გვერდითა ოთახში რაღაც სამუშაო მაქვს, ნობუ-სან. თქვენ
ორს შეგიძლიათ აქ დარჩეთ და ისაუბროთ. მოხარული ვარ, რომ
გვინახულეთ.
– თავს ნუ იტყუებ, არაშინო. მე საიური ვინახულე და არა შენ! –
უპასუხა ნობუმ.

499
ჩემი აზრით, ვერ იყო მთლად ლმობიერი ნათქვამი. არც სასაცი-
ლოდ მომეჩვენა, მაგრამ ბატონმა არაშინომ გაიცინა, სახელოსნო-
დან გავიდა და კარი გაიხურა.
– მეგონა, მთელი სამყარო შეიცვალა. მაგრამ ასე არ ხდება. აი,
ნობუ-სანი ისევ ისეთივეა, როგორიც ყოველთვის იყო, – ვთქვი მე.
– მე არასოდეს შევიცვლები, – მიპასუხა მან, – მაგრამ აქ სალაყ-
ბოდ არ მოვსულვარ. მინდა, გავიგო, რა გჭირს.
– რა უნდა მჭირდეს? განა ნობუ-სანი ჩემს წერილებს არ იღებდა?
– შენი წერილები ლექსებივით იკითხება! შენ არასოდეს არა-
ფერს მწერ „მდინარის საამური ჩუხჩუხისა“ და მსგავსი სისულელეე-
ბის გარდა.
– მაშ, ამიერიდან წერილს აღარასოდეს გაღირსებთ, ნობუ-სან!
– თუ ასე წერა გააგრძელე, მეც მირჩევნია, რომ აღარ მომწერო.
რატომ არასდროს მწერ იმას, რისი გაგებაც მინდა? მაგალითად,
როდის დაბრუნდები გიონში? იჩირიკიში ყოველთვე ვრეკავ და
გკითხულობ, მაგრამ დიასახლისი ხან რას იმიზეზებს და ხან რას. მე-
გონა, რაღაც საშინელი სენი შეგეყარა, მაგრამ საკმაოდ ჯანსაღად
გამოიყურები, მიუხედავად იმისა, რომ უწინდელზე გამხდარი ხარ.
რა ხდება? რა გბორკავს ასე?
– გიონის შესახებ მეც ყოველდღე ვფიქრობ.
‒ შენი მეგობარი მამეჰა დაახლოებით ერთი წლის წინ დაბრუნ-
და. ბებერი მიციზინოც კი გამოჩნდა იმავე დღეს, როგორც კი გიონი
გაიხსნა. მაგრამ ვერავინ ამიხსნა, რატომ არ ბრუნდება საიური!
– სიმართლე თუ გინდათ, ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის. ვე-
ლოდები, როდის გახსნის დედა ოკიას. მეც ისე შევნატრი გიონს,
როგორც ნობუ-სანი შენატრის ჩემს იქ ყოფნას.
– მერე, დაურეკე იმ შენს დედას და უთხარი, რომ დრო მოვიდა!
ბოლო ექვსი თვე მოთმინებით გელოდი. ნუთუ ვერ გაიგე, რას გწერ-
დი ჩემს წერილებში?
– როცა მწერდით, რომ გიონში ჩემი დაბრუნება გსურდათ, მეგო-
ნა, უახლოეს მომავალში ჩემი ნახვის იმედს გამოთქვამდით.
– როცა გწერდი, რომ გიონში შენი დაბრუნება მსურდა, მხოლოდ

500
ერთ რამეს ვგულისხმობდი ბარგი უნდა ჩაგელაგებინა და გიონში
დაბრუნებულიყავი! არ მესმის, იმ შენს დედას რატომ ელოდები. თუ
ვერ ხვდება, რომ უნდა დაბრუნდე, სულელი ყოფილა.
‒ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მასზე კარგი რამ
აქვს სათქმელი, მაგრამ ერთ ჭეშმარიტებაში შემიძლია დაგარწმუ-
ნოთ: სულელი ნამდვილად არ არის. უკეთ რომ გაიცნობდეს, ვფიქ-
რობ, ნობუ-სანის აღტაცებასაც კი გამოიწვევდა. ის ახლა ამერიკე-
ლი ჯარისკაცებისთვის სუვენირების მიყიდვით ირჩენს თავს.
– ჯარისკაცები აქ სამუდამოდ არ დარჩებიან. უთხარი, რომ შენი
კარგი მეგობარი ნობუ გიონში შენს დაბრუნებას ითხოვს!
‒ ამ სიტყვებით, დასწვდა რაღაც პაკეტს, ჩემ გვერდით ჭილო-
ფებზე მიაგდო, ჩაის დაეწაფა და უსიტყვოდ მომაჩერდა.
– ეს რა მესროლეთ, ნობუ-სან?
– საჩუქარი მოგიტანე. აბა, გახსენი.
– თუ ასეა, მაშინ ნობუ-სანს ჯერ თავად უნდა მივართვა საჩუქა-
რი!
ამ სიტყვებით წამოვდექი და ოთახის კუთხეში მიდგმულ ჩემო-
დანში დასაკეცი მარაო მოვნახე. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მქონდა
გადაწყვეტილი, ეს ნივთი ნობუსთვის მეჩუქებინა. აბა, მარაო რა სა-
ჩუქებელი იყო კაცისთვის, რომელმაც ქარხანაში მუშაობას გადა-
მარჩინა? მაგრამ გეიშებს, რომლებიც მარაოს ცეკვის დროს იყენე-
ბენ, ის რაღაც წმიდათაწმინდა ნივთად მიაჩნიათ. აქვე დავძენ, რომ
ეს არ იყო რიგითი მოცეკვავის მარაო. იგი ჩემმა მასწავლებელმა
მაშინ მაჩუქა, როცა ინოუეს სკოლაში შიშოს საფეხურს მივაღწიე.
მანამდე არასოდეს მსმენოდა, რომელიმე გეიშას მსგავსი ნივთი
ვინმესთვის გაემეტებინა. ჰოდა, სწორედ ამ მიზეზით გადავწყვიტე
ნობუსთვის მისი ჩუქება. მარაო ბამბის ქსოვილში გავახვიე და გავუ-
წოდე. როგორც ველოდი, გაოგნებულმა დახედა, მე კი გულდასმით
განვუმარტე, რატომ მსურდა, რომ მარაო მისი გამხდარიყო.
– დიდი მადლობა, მაგრამ მე ამ ნივთის ღირსი არა ვარ. ისეთ
ვინმეს მიეცი, ვინც ცეკვას ჩემზე მეტად აფასებს.
– არ არსებობს სხვა ადამიანი, რომელსაც ამ მარაოს ვაჩუქებდი.

501
ის ჩემი ნაწილია და მე მას მხოლოდ ნობუ-სანს ვჩუქნი!
– ამ შემთხვევაში ძალიან მადლიერი ვარ და თვალისჩინივით
მოვუფრთხილდები. ახლა კი ამ ფუთას მიხედე.
ქაღალდში გახვეულ ნივთს ზონარი შევხსენი. შიგ რამდენიმე გა-
ზეთში გახვეული მუშტისხელა ქვა აღმოჩნდა. მისი დანახვისას ალ-
ბათ ისევე გაოგნებული დავრჩი, როგორც ნობუ ჩემმა ნაჩუქარმა მა-
რაომ გააკვირვა. როცა ნივთს ახლოდან დავაკვირდი, დავინახე,
რომ ეს ქვა კი არა, ბეტონის ნატეხი იყო.
– შენ ახლა ხელში გიჭირავს ოსაკაში მდებარე ჩვენი ქარხნის
ნამსხვრევი, – მითხრა ნობუმ, – ჩვენი ორი ქარხანა განადგურებუ-
ლია. არსებობს საფრთხე, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენი კომპა-
ნია ჩაძირვას ვერ გადაურჩება. რაკი ამბობ, რომ შენი განუყოფელი
ნაწილი მაჩუქე, მეც გიძღვნი ჩემს განუყოფელ ნაწილს.
– თუ ასეა, სათუთად გავუფრთხილდები.
– ამისთვის არ მომიცია. რა შესანახი ეს არის?! მინდა, დამეხმა-
რო და ეს ბეტონის ნატეხი ლამაზ ძვირფას ქვად გადამაქცევინო,
რომელიც სახსოვრად მართლაც გამოდგება.
– თუ ნობუ-სანს ასეთი ჯადოქრობა ეხერხება, მეც მასწავლოს და
ყველანი გავმდიდრდებით!
‒ გიონში ერთი დავალება უნდა შემისრულო. თუ ჩემი იმედი გა-
მართლდა და ეს საქმე მოგვარდა, ჩვენი კომპანია დაახლოებით
ერთ წელიწადში კვლავ ფეხზე დადგება. როცა ბეტონის ამ ნამ-
სხვრევს უკან მოგთხოვ და მას ძვირფასი თვლით ჩავანაცვლებ, მა-
შინ დამიდგება ის წუთი, როცა ბოლოს და ბოლოს, შენი დანა გავ-
ხდები.
ამის გაგონებისას კანი შუშასავით გამეყინა, მაგრამ არაფერი
შევიმჩნიე.
– რაღაც იდუმალებით მოცული ამბავია, ნობუ-სან. რა დავალე-
ბაა ასეთი? ნუთუ მეც კი გავუმკლავდები? ვერ ვიჯერებ, რომ „ივამუ-
რას“ რამეში წავადგები!
– არ მოგატყუებ, შემზარავი დავალებაა. გიონის დახურვამდე
ორი წლით ადრე ერთი კაცი, სახელად სატო, პრეფექტურის გუბერ-

502
ნატორის ხშირი სტუმარი გახდა. მინდა, რომ გიონში დაბრუნდე და
ეს კაცი გაართო·
აბა, ამაზე როგორ არ გამცინებოდა?
– რა შემზარავი დავალება ეგ არის? რაც უფრო ცუდია მის მი-
მართ ნობუ-სანის დამოკიდებულება, მით უფრო ცუდად გავართობ
და ეგ იქნება!
– თუ ეგ კაცი გახსოვს, ისიც კარგად გეცოდინება, რა საშინელი
ვინმეა. ძალიან გამაღიზიანებელია, ღორივით იქცევა. სულ ერთსა
და იმავეს მეუბნება: თურმე მაგიდასთან ყოველთვის ისე ჯდებოდა,
რომ შენთვის ეყურებინა! ძირითადად, უსიტყვოდ ზის ხოლმე, მაგ-
რამ თუ ხმა ამოიღო, მხოლოდ შენზე ლაპარაკობს. იქნებ პრესაში
შენც მოჰკარი თვალი? ამასწინათ ახსენებდნენ. ერთი თვის წინ ფი-
ნანსთა მინისტრად დაინიშნა.
– ოჰო! ალბათ ჭკვიანია, არა?
– ამ წოდებას ჩვენში სულ თხუთმეტიოდე კაცი იმსახურებს. სა-
ტოს ჭკუა მხოლოდ ერთ რამეში უჭრის: პირში საკეს ოსტატურად
ჩასხმა ეხერხება. რამდენადაც ვიცი, ხეირიანად სხვას ვერაფერს
აკეთებს. ტრაგედიაა, როცა ამხელა კომპანიის მომავალი ასეთი
ადამიანის ხელშია. საშინელ დროში ვცხოვრობთ, საიური!
– ნობუ-სან, ნუ ამბობთ ასე!
– რატომაც არ უნდა ვთქვა? აქ ხომ არავინ მისმენს?!
– მნიშვნელობა არა აქვს, გისმენენ თუ არა. ეს არასწორი დამო-
კიდებულებაა! ასე არ უნდა იფიქროთ!
– აბა, როგორ უნდა ვიფიქრო? კომპანია ასეთ დღეში არასოდეს
ყოფილა. თავმჯდომარე მთელი ომის განმავლობაში ეწინააღმდე-
გებოდა მთავრობის მოთხოვნებს. ბოლოს თანამშრომლობაზე და-
ითანხმეს, მაგრამ ომი უკვე თითქმის დასრულებული იყო და მათი
შეკვეთით გამოშვებული ჩვენი ნაწარმიდან ბრძოლის ველზე არა-

503
ფერი, სრულიად არაფერი გატანილა! თუმცა ამერიკელებს ამან ხე-
ლი არ შეუშალა, ივამურასთვის“, „მიცუბიშის“ მსგავსად, ძაიბაცუს35
კლასიფიკაცია მიენიჭებინათ. სასაცილოა! „მიცუბიშისთან“ შე-
დარებით ლომის ფეხებთან მოხტუნავე ბეღურას ვგავდით.
ეგ კიდევ არაფერი: თუ ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცეთ,„ივა-
მურას“ სხვა ჩაიგდებს ხელში, მისი ქონება კი ომით მიყენებული ზა-
რალის ასანაზღაურებლად გაიყიდება! ორი კვირის წინ ვიტყოდი,
რომ ამაზე უარესი აღარაფერი მოხდებოდა, მაგრამ ახლა ჩვენს საქ-
მეზე რეკომენდაციის გაწევა სატოდ წოდებულ ამ ვაჟბატონს და-
ეკისრა. ამერიკელებს ჰგონიათ, რომ იაპონელის დანიშვნით გო-
ნივრული ნაბიჯი გადადგეს, არადა, მაგ თანამდებობაზე ძაღლის და-
ნიშვნას უფრო მივესალმებოდი!
უცებ ნობუ გაჩერდა და ხელებზე დამხედა:
– ეს რა დაგმართნია?!
იმ წუთიდან, რაც სათავსიდან ამოვედი, ხელებს შეძლებისდაგ-
ვარად ვმალავდი, მაგრამ ნობუმ, როგორც ჩანს, მაინც ჰკიდა მათ
თვალი.
– ბატონმა არაშინომ სიკეთე გამოიჩინა და საღებავების დამზა-
დება მანდო.
– იმედია, იცის, როგორ მოგაშოროს ეგ ლაქები.
‒ ნობუ-სან, ახლა ჩემი ხელები ყველაზე ნაკლებად მადარდებს.
დარწმუნებული არ ვარ, რომ გიონში დაბრუნებას როდისმე შევ-
ძლებ. რა თქმა უნდა, ყველა ღონეს ვიხმარ, რომ დედა დავიყოლიო,
მაგრამ დამიჯერეთ, გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ. იქნებ დახმა-
რებისთვის სხვა გეიშას მიმართოთ?
– არავითარი სხვა გეიშა! ყური მიგდე! ამას წინათ მინისტრი სა-
ტო და კიდევ ათიოდე კაცი ჩაის სახლში მივიწვიე. სატოს ერთი სა-
ათი ხმა არ ამოუღია, მერე უცებ ჩაახველა და გამოაცხადა: „ეს იჩი-
რიკი არ არის!“ „მართალი ხართ, ნამდვილად არ არის“, ვუპასუხე
მე. ღორივით ჩაიღრუტუნა და დასძინა:„იჩირიკიში“ საიური მასპი-

35მსხვილი ჰოლდინგი იაპონიაში, რომელის ქვეყნის მრავალრიცხოვან


კომპანიებს აკონტროლებს

504
ნძლობს!“ „მინისტრო, საიური რომ გიონში იყოს, რა თქმა უნდა, მო-
ვიდოდა და გიმასპინძლებდათ. მაგრამ როგორც უკვე გითხარით,
ის გიონში არ იმყოფება“, ვუპასუხე, საკეს წრუპვა გააგრძელა და
უცებ...
– იმედია, მას უფრო თავაზიანად უთხარით ეს ყველაფერი.
– რა თქმა უნდა, არა! მის გვერდით ყოფნას ნახევარ საათზე მეტ-
ხანს ვერ ვუძლებ. გადის ნახევარი საათი და ამის შემდეგ ჩემს სიტ-
ყვებზე პასუხს აღარ ვაგებ ხოლმე. სწორედ ამიტომ მინდა შენი იქ
ყოფნა! და ნუღარ გამიმეორებ, რომ გადაწყვეტილებებს შენ არ
იღებ. შენ ჩემი ვალი გაქვს და ეს კარგად იცი. თუმცა, სიმართლე
რომ ითქვას, შენთან დროის გატარების შემთხვევას ალბათ არც მე
გავუშვებდი ხელიდან...
– ნობუ-სანთან მეც სიამოვნებით გავატარებდი დროს.
– როცა გიონში ჩამოხვალ, გთხოვ, ილუზიები არ მოიყოლო თან.
– ბოლო რამდენიმე წელია, მგონი, არც ერთი ილუზია აღარ შემ-
რჩა. თუმცა მაინტერესებს, მაინც რას გულისხმობს ნობუ-სანი?
– არც იფიქრო, რომ შენი დანა ერთ თვეში გავხდები – აი, რას
ვგულისხმობ. სანამ „ივამურა“ არ აღდგება, მსგავს რამეს ვერავის
შევთავაზებ. ძალიან მაწუხებს კომპანიის მომავალი, მაგრამ სიმარ-
თლე გითხრა, საიური, შენი ნახვის შემდეგ ეს მომავალი გაცილე-
ბით უკეთ მესახება.
– დიდი მადლობა!
– ნუ სულელობ. არ გეგონოს, თითქოს ამას შენს საამებლად ვამ-
ბობდე. ჩვენი ბედი გადახლართულია, მაგრამ შენი დანა იქამდე არ
გავხდები, სანამ „ივამურა ელექტრიკი“ ფეხზე არ დადგება. იმედია,
მის აღორძინებასაც ისევ განგება ინებებს, როგორც თავის დროზე
ჩვენი გაცნობა ინება.
ომის ბოლო წლებში განგების ნებაზე ფიქრს თავი დავანებე. მე-
ზობლის ქალებს ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე, რომ გიონში დაბრუ-
ნება სათუოდ მიმაჩნდა, მაგრამ სინამდვილეში ყოველთვის ვიცო-
დი, რომ დავბრუნდებოდი. ჩემი ბედი –როგორიც არ უნდა ყოფილი-
ყო – იქ მელოდა.

505
***
წლების განმავლობაში ერთი რამ ვისწავლე: წყლისთვის, რომ-
ლისგანაც ჩემი არსება შედგებოდა, გასაქანი რომ არ მიმეცა, ყინუ-
ლად ვაქციე. მხოლოდ ასე, საკუთარი ფიქრების ბუნებრივი დინების
შეჩერებით შემეძლო მომქანცველი მოლოდინის ატანა. ახლა, რო-
ცა ჩემი ბედი ნობუმ ახსენა, ვიგრძენი, როგორ დაიძრა ჩემში ეს ყი-
ნული და სურვილები კვლავ გააღვიძა.
– ნობუ-სან, მინისტრზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა მნიშ-
ვნელოვანი საქმეა, მაგრამ როცა ამ ადამიანს უმასპინძლებთ, იქნებ
თავმჯდომარისთვისაც გეთხოვათ მობრძანება?
– თავმჯდომარე ძალიან დაკავებული კაცია.
– არადა, მინისტრის ფიგურა სწორედ მისი კომპანიის მომავალ-
თან დაკავშირებით არის ასე მნიშვნელოვანი.
– მთავარია მოხვიდე, კომპანიის მომავალზე ფიქრი კი მე მომან-
დე. ძალიან გამაწბილებ, თუ გიონში თვის ბოლომდე არ ჩახვალ.
ნობუ წამოდგა, რადგან შეღამებამდე ოსაკაში უნდა ჩასულიყო.
წინკარამდე მივაცილე, პალტოსა და ფეხსაცმელების ჩაცმაში მი-
ვეხმარე და ფარფლებიანი ქუდიც დავახურე. როცა საქმეს მოვრჩი,
მცირე ხანს იდგა და მიყურებდა. ასეთ დროს ქათინაურები სჩვეოდა
ხოლმე. მეც მოვემზადე იმისთვის, რომ სილამაზეს შემიქებდა, მაგ-
რამ, აი, რა მითხრა:
– ღმერთო ჩემო, საიური, მართლა როგორ დაემსგავსე გლეხის
ქალს!
სხვა არაფერი უთქვამს, წარბები შეჰყარა და მიტრიალდა.

506
თავი ოცდამეცხრე

იმავე ღამით, როცა არაშინოებს ეძინათ, სათავსში ჩავედი და სა-


ღებავების მოსახარში ავზის ქვეშ მხრჩოლავი ტადონის შუქზე დე-
დას წერილი მივწერე. არ ვიცი, ჩემმა წერილმა სათანადო ზემოქმე-
დება იქონია თუ დედა ისედაც მზად იყო ოკიის გასახსნელად, მაგ-
რამ ერთ კვირაში არაშინოების კართან ვიღაც მოხუცმა ქალმა და-
იძახა. კარი გავაღე და დეიდა შემრჩა ხელში! ნაკლული კბილების
ადგილას ღაწვები ჩასცვენოდა, სახეზე კი ისეთი რუხი ფერი დაჰ-
კრავდა, როგორც ღამით თეფშზე დატოვებულ საშიმის36თუმცა ისიც
შევამჩნიე, რომ ჯერ კიდევ ჯანზე იყო: ცალ ხელში ნახშირით სავსე
ტომარა ეჭირა, მეორეში – სურსათით. ჩემი კეთილი მასპინძლების-
თვის მადლობის ნიშნად ძღვენი მოეტანა.
მეორე დღეს აცრემლებული დავემშვიდობე ყველას, გიონში
დავბრუნდი და, დედასთან და დეიდასთან ერთად,ოკიის მოწესრი-
გებას შევუდექი. როცა იქაურობას თვალი შევავლე, უცებ გავიფიქ-
რე, რომ სახლი უყურადღებოდ მიტოვებისთვის გვსჯიდა. ყველაზე
რთულ საქმეებს ოთხი თუ ხუთი დღე მოვანდომეთ: ავეჯზე სქლად
გადაფენილი მტვრის გადაწმენდა იქნებოდა ეს, ჭიდან მკვდარი
მღრღნელების ამოღება თუ დედას ოთახის დალაგება, სადაც ჩი-
ტებს ტატამები დაეწიწკნათ და ჩალის ღერები სამლოცველო ნიშში
ბუდის ასაშენებლად გამოეყენებინათ. ჩემდა გასაოცრად, დედა
ჩვენსავით თავგამოდებით მუშაობდა, თუნდაც იმ მიზეზით, რომ ბევ-
რი მსახურის აყვანის ფუფუნება აღარ გვქონდა და მხოლოდ მზა-
რეულისა და ერთი მოახლის ამარა ვიყავით დარჩენილები. თუმცა
გვყავდა კიდევ ერთი ნორჩი გოგონა, სახელად ეცუკო – სწორედ იმ
ფერმერის ქალიშვილი, რომელთანაც დედა და დეიდა ომის დროს
ცხოვრობდნენ. ეცუკო ცხრა წლის იყო. თითქოს განგებას ჩემთვის
იმის შეხსენება სურდა, თუ რამდენი წელი გასულიყო მას შემდეგ,
რაც ცხრა წლის ბავშვმა კიოტოში ამოვყავი თავი; ეს გოგონაც ისე-

36 უძველესი იაპონური კერძი, მზადდება ზღვის პროდუქტის ან ხორცისაგან

507
თივე შიშით შემომყურებდა, როგორც მე ოდესღაც ჰაცუმომოს მივ-
ჩერებოდი, თუმცა, ჰაცუმომოსგან განსხვავებით, ყოველთვის ვუღი-
მოდი. იატაკის საწმენდი ჯაგრისივით აწოწილი, თხელ-თხელი გო-
გო იყო; ოთახებში ფაციფუცით დარბოდა და გრძელ თმას დააფრია-
ლებდა; ბრინჯის მარცვალივით ვიწრო სახე ჰქონდა და უნებურად
ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს მასაც უკრავდნენ თავს ქვაბში, გა-
აფუებდნენ, გაათეთრებდნენ და საჭმელად გაამზადებდნენ.
როცა ჩვენი ოკია კვლავ წესიერ საცხოვრებელს დავამსგავსეთ,
ნაცნობების მოკითხვა დავიწყე და გიონი შემოვიარე. პირველად მა-
მეჰას ვესტუმრე, რომელიც იმჟამად ტაძართან ახლოს, აფთიაქის
ზემოთ, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. ერთი წლის წინ დაბრუნე-
ბულიყო, მაგრამ უკვე აღარ ჰყავდა დანა, რომელიც უფრო ვრცელი
ფართის ხარჯებს გასწევდა. რომ დამინახა, შეცბა. მისი თქმით, ჩემ-
მა ზედმეტად გამოკვეთილმა ყვრიმალის ძვლებმა გააკვირვა.
სიმართლე გითხრათ, მეც არანაკლებ შევცბი მისი დანახვისას.
მართალია, მისი იდეალური სახის ოვალი უცვლელი დარჩენილი-
ყო, მაგრამ კისერი ძალიან დაძარღვოდა და ასაკთან შედარებით,
მოჰბერებოდა. ყველაზე უცნაური ის გახლდათ, რომ პირი ზოგჯერ
მოხუცი ქალივით უნაოჭდებოდა. თითქოს კბილები არ აკლდა, მაგ-
რამ ომის დროს ყველა მორყეოდა და ტკივილები დღემდე აწუხებ-
და. ერთხანს ვისაუბრეთ, შემდეგ ვკითხე, გაზაფხულზე ისევ თუ გა-
ნახლდებოდა ძველი დედაქალაქის ცეკვები, რომლებიც უკვე წლე-
ბია, არავის ენახა.
– რატომაც არა? ამჯერად წარმოდგენის თემა შეიძლება იყოს
„ცეკვა ნაკადულში!“ – მიპასუხა მამეჰამ.
თუ ოდესმე სამკურნალო ცხელი წყლების კურორტებზე ყოფილ-
ხართ და იქ გინახავთ მეძავები, რომლებიც თავს გეიშებად ასაღე-
ბენ, მამეჰას ამ ოხუნჯობის მნიშვნელობას აუცილებლად მიხვდებო-
დით. „ცეკვა ნაკადულში“, რეალურად, სტრიპტიზის მსგავსი სანახა-
ობაა. ქალი წყალს ფონს უპოვის და მიაბიჯებს თავთხელში, თუმცა
წყალი თანდათან ღრმავდება და ქალიც კიმონოს სულ უფრო მაღ-
ლა იწევს, რომ კალთა არ დაუსველდეს, მაყურებელი მამაკაცები კი

508
საწადელს აღწევენ: მათ წინაშე ბოლოს და ბოლოს, გადაიშლება
ის, რისი ნახვაც ასე სწყურიათ. დასცხებენ ხოლმე ტაშსა და ყიჟინას
და ერთმანეთს საკეს ჭიქებს უჭახუნებენ.
– ახლა გიონი ამერიკელი ჯარისკაცებით არის სავსე, – თქვა მა-
მეჰამ, – ამიტომ ცეკვაზე მეტად ინგლისური წაგადგება. ყოველ შემ-
თხვევაში, კაბურენჯოს თეატრი კაბარედ გადაკეთდა.
ევროპული კაბარეს მონათესავე ეს სიტყვა ადრე არასდროს გა-
მეგონა. მისი მნიშვნელობა საკმაოდ მალე გავიგე. ჯერ კიდევ არა-
შინოებთან ცხოვრების დროს მომდიოდა ამბები ამერიკელი ჯარის-
კაცებისა და მათი ხმაურიანი წვეულებების შესახებ. მაინც ელდა მე-
ცა, როცა ერთ საღამოს ჩაის სახლის ზღურბლს მივუახლოვდი და
კიბის ძირში, მამაკაცის ჩვეულებრივი ფეხსაცმელების ნაცვლად,
ჯარისკაცული ყელიანი ფეხსაცმელები დავინახე. თითოეული მათ-
განი დედას ძაღლის – ტაქუსოდენა მაინც იქნებოდა. პირველი, რაც
თვალში მომხვდა, ამერიკელი ჯარისკაცი იყო, რომელიც საცვლე-
ბის ამარა დარჩენილიყო და საკურთხევლის თაღქვეშ გაძრომას
ცდილობდა, ორი გეიშა კი სიცილით ცდილობდა იქიდან მის გამოთ-
რევას. ჯარისკაცს მკლავებზე, მკერდზე (ზურგზეც კი!) მუქი ფერის
თმა მოსდებოდა.
ნადირთან ადამიანის ასეთი მსგავსება სხვა დროს არასოდეს
მენახა. როგორც ჩანს, თავისი ტანსაცმელი „სმის შეჯიბრში“ წაეგო
და ახლა დამალვას ცდილობდა. ბოლოს მაინც დანებდა ქალებს. მა-
თაც გამოათრიეს და ოთახის კართან მიიყვანეს. მოქეიფეები სტვე-
ნითა და ყიჟინით შეეგებნენ.
ერთ კვირაში უკვე მეც მზად ვიყავი ვიზიტებისთვის.
მთელი დღე დალაქსა და მარჩიელთან დავრბოდი, აქა-იქ შე-
მორჩენილი ლაქების მოსაცილებლად ხელებს სხვადასხვა სითხეში
ვილბობდი და საჭირო კოსმეტიკის ძიებაში ვლაშქრავდი გიონის
ქუჩებს. უკვე ოცდაათს ვუახლოვდებოდი და თეთრი უმარილის წას-
მა, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, აღარ მჭირდებოდა.
მაგრამ იმ დღეს სარკესთან ნახევარი საათი ვიდექი და ბოლოდრო-
ინდელი სიგამხდრის შესანიღბავად ევროპულ პუდრს ვიყენებდი.

509
როცა ბატონი ბეკუ ჩემს ჩასაცმელად მოვიდა, პატარა ეცუკო წინ
დამიდგა და ზუსტად ისე მომაჩერდა, როგორც ოდესღაც ჰაცუმო-
მოს შევყურებდი. სარკეში ვხედავდი, რა გაოგნებული გამომეტყვე-
ლება ჩასდგომოდა თვალებში, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა,
რომ ნამდვილი გეიშას იერი მქონდა.
როცა ბოლოს და ბოლოს, სახლიდან გავედი, მთელ გიონს საბა-
ნივით გადაჰფენოდა ლამაზი თოვლი, რომელიც ისეთი მშრალი და
ფხვიერი იყო, რომ სახურავების გადასაწმენდად სიოს ერთი წამოქ-
როლებაც კმაროდა. კიმონოზე შალი მქონდა მოსხმული, ხელში
მოჭიქული ქოლგა მეჭირა და ახლა ისეთივე ძნელად საცნობი ვიყა-
ვი, როგორიც იმ დღეს, როცა გიონში ომის შემდეგ ჩამოვედი და
გლეხის ქალს ვგავდი. იმ გეიშებიდან, რომლებიც გზად მხვდებოდ-
ნენ, მხოლოდ ნახევარი ვიცანი. ადვილი მისახვედრი იყო, ვინ ცხოვ-
რობდა გიონში ომამდე და ვინ – არა. ერთნი არ მიცნობდნენ, მაგ-
რამ მაინც მოწიწებით მიკრავდნენ თავს, სხვები კი თავს ოდნავ აკან-
ტურებდნენ და გვერდს მივლიდნენ.
ქუჩაში წარამარა ჯარისკაცებს ვაწყდებოდი. არ ვიცოდი, იჩირი-
კიში რა დამხვდებოდა და შიშით აღარ ვიყავი, მაგრამ ჩაის სახლის
ზღურბლთან, ჯარისკაცური ჩექმების ნაცვლად, ჩინოვნიკების პრი-
ალა, შავი ფეხსაცმელები გამწკრივებულიყო, ოთახებში კი, ჩემდა
გასაოცრად, გაცილებით მეტი სიწყნარე სუფევდა, ვიდრე ჩემი შე-
გირდობის წლებში.
ნობუ ჯერ არ გამოცხადებულიყო, ყოველ შემთხვევაში, მის იქ
ყოფნაზე არაფერი მიმანიშნებდა. მოახლეებმა მითხრეს, საცაა გა-
მოჩნდებაო და ქვედა სართულზე, ერთ-ერთ დიდ ოთახში შემიყვა-
ნეს. სხვა დროს ალბათ დერეფნის ბოლოში, საფარეშოში მოვიცდი-
დი, ხელებსაც გავითბობდი და ერთ ფინჯან ჩაისაც მივირთმევდი.
გეიშებს არ უყვართ, როცა მამაკაცები მათ უქმად ყოფნის დროს მი-
უსწრებენ ხოლმე, მაგრამ რაკი ნობუს ველოდებოდი, ჩემთვის ამას
მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თანაც დიდ პატივად მივიჩნიე, ასეთ
ოთახში რამდენიმე წუთით განმარტოების საშუალება რომ მომეცა.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე სილამაზეს დანატრებული ვიყავი.

510
ეს ოთახი კი მართლაც გაგაოგნებდათ თავისი მშვენიერებით. კედ-
ლებზე ბაცი ყვითელი აბრეშუმი იყო მიკრული. ქსოვილის ფაქტურა
სიმყუდროვის საოცარ ეფექტს ქმნიდა, თითქოს ამ კედლების წიაღ-
ში ისე ვიყავი გამომწყვდეული, როგორც კვერცხის შიგთავსი თავის
ნაჭუჭში.
მეგონა, ნობუ მარტო მეწვეოდა, მაგრამ ნაბიჯების ხმით მივ-
ხვდი, რომ მინისტრი სატოც თან ახლდა. როგორც უკვე გითხარით,
მოლოდინის პროცესში ნობუ თუ მომისწრებდა, ეგ ნაკლებად მა-
დარდებდა, მაგრამ მინისტრზე არაპოპულარული გეიშას შთაბეჭდი-
ლება რომ დამეტოვებინა, საქმე ცუდად წაგვივიდოდა. ამიტომ ცოტა
ხნით გვერდითა ოთახში შევიპარე და ჩემდა უნებურად გავხდი მოწ-
მე, როგორ ცდილობდა ნობუ თავაზიანი მასპინძლის როლის მორ-
გებას.
– ოთახიც ამას ჰქვია, რას იტყვით, მინისტრო? – მიმართა სტუ-
მარს.
პასუხად ყრუ ღრუტუნი გავიგონე.
– ეს ოთახი საგანგებოდ თქვენთვის მოვითხოვე. ძენის სტილის
ეს ნახატიც ერთ რამედ ღირს, არა?
ხანგრძლივი პაუზა.
– მშვენიერებაა, – განაგრძო ნობუმ, – ჰო, მართლა! თქვენთვის
ადრე არ მიკითხავს: იჩირიკის საფირმო საკე თუ გიგემიათ როდის-
მე?
მსგავსი საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა. ნობუ დაახლოებით
ისე გრძნობდა თავს, როგორც სპილო, რომელიც ცდილობს, თავი
პეპლად გაასაღოს. დერეფანში გავედი, ოთახის კარს გარედან მი-
ვადექი და გადავწიე. ჩემი დანახვისას ნობუმ აშკარა შვება იგრძნო.
მინისტრს ყურადღებით მხოლოდ მაშინ დავაკვირდი, როცა თავი
წარვუდგინე და მაგიდასთან ჩავიმუხლე. ეს კაცი ნამდვილად არ
მეცნობოდა, თუმცა თავად ამტკიცებდა, რომ წვეულებებზე ჩემი ცქე-
რით საათობით ტკბებოდა. არ ვიცი, როგორ მოვახერხე მისი დავიწ-
ყება, რადგან ძალიან თვალშისაცემი გარეგნობა ჰქონდა. არავინ
მეგულება ამქვეყნად, ვისაც საკუთარი სახე ასე ემძიმებოდა. ნიკაპი

511
მკერდზე ისე ჩამოედო, გეგონებოდა, თავის აწევა არ შეეძლო, ქვე-
და ყბა კი ისე უსაშველოდ ჰქონდა გამოწეული, თითქოს ამონა-
სუნთქს პირდაპირ ნესტოებში უშვებდა. მას შემდეგ, რაც თავი ოდ-
ნავ დამიკრა და გამეცნო, მისგან კარგახანს აღარაფერი გამიგია,
ღრუტუნის გარდა, რადგან ეს იყო მისი ერთადერთი პასუხი თით-
ქმის ყველაფერზე. დიდი მონდომებით შევუდექი მასთან საუბარს,
მაგრამ ვერაფერს გავხდი. ბოლოს მოახლემ მიხსნა: შემოვიდა და
ლანგრით საკე მოგვართვა. მინისტრს ჭიქა შევუვსე და სახტად დავ-
რჩი: სასმელი ქვედა ყბაში ისე ჩაისხა, როგორც წყალსადენ მილში.
წამით პირი დამუწა და მხოლოდ მაშინ გააღო, როცა საკემ ხორხში
გაიარა. არც ერთი მიმიკა თუ მოძრაობა, რომელიც ბუნებრივად ახ-
ლავს ყლაპვის პროცესს. კაცმა რომ თქვას, არც კი ვიყავი დარწმუ-
ნებული, რომ სასმელი მართლა გადაყლაპა, სანამ ცარიელი ჭიქა
არ გამომიწოდა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით თხუთმეტი წუთი.
თავი რომ ლაღად ეგრძნო, კვლავაც ვცადე სხვადასხვა ამბითა და
ოხუნჯობით მისი შექცევა.
რამდენიმე კითხვა დავუსვი, მაგრამ მალე მივედი იმ აზრამდე,
რომ „ლაღი მინისტრები“ არ არსებობენ. ეს კაცი ერთხელაც კი არ
შემსიტყვებია. ბოლოს სმაში გაჯიბრება შევთავაზე. ისიც კი ვკითხე,
სიმღერა ხომ არ გიყვართ-მეთქი. ერთადერთი ხანგრძლივი დი-
ალოგი ჩვენ შორის მაშინ შედგა, როცა მკითხა, თუ ცეკვავო.
– დიახ, რა თქმა უნდა. მოკლე ნაწარმოებს შეგისრულებთ, თქვე-
ნი ნებართვით.
– არა, ‒ მიპასუხა, და დიალოგიც ამით დასრულდა. მას აშკარად
არ უყვარდა ადამიანების თვალებში ჩახედვა, მაგრამ ერთი ჩვევა
ჰქონდა – საჭმლის თვალიერება. ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა მოახ-
ლემ მას და ნობუს სადილი მიართვა. სანამ პირში რამეს ჩაიდებდა,
ჩხირზე წამოაცვამდა, ხელში აქეთ-იქით ატრიალებდა და უჭვრეტ-
და. თუ კერძს ვერ ცნობდა, შეკითხვით მე მომმართავდა.
– ეს სოიის სოუსსა და შაქარში ჩაშუშული ბატატია, – განვუმარ-
ტე, როცა ჩხირზე ნარინჯისფერი უფორმო რაღაც წამოაცვა და გამო-

512
მიწოდა. სინამდვილეში არც მე მქონდა წარმოდგენა, ბატატი იყო,
ვეშაპის ღვიძლი თუ სხვა რამ, მაგრამ ასეთი გაურკვეველი პასუხის
მოსმენა ალბათ მისთვის სასურველი არ იქნებოდა. მოგვიანებით,
როცა დამარინადებული საქონლის ხორცის ნაჭერი ჩხირზე წამოაც-
ვა,გადავწყვიტე, ცოტა გამომეჯავრებინა:
– ოოო, აი, ეს კი ტყავის ნაჭერია. ეს ამ ჩაის სახლის საფირმო
კერძია! სპილოს კანისგან მზადდება. უკაცრავად,სპილოს ტყავი უნ-
და მეთქვა!
– სპილოს ტყავი?
– მინისტრო, გაგეხუმრეთ! ეს საქონლის ხორცია! რატომ ათვა-
ლიერებთ საჭმელს ასე დაჟინებით? ნუთუ გგონიათ, რომ აქ ძაღლის
ხორცით გაგიმასპინძლდებიან?
– ძაღლის ხორცი ნაჭამი მაქვს! – მითხრა უცებ.
– ძალიან საინტერესოა, მაგრამ ამაღამ ძაღლის ხორცს ვერ მო-
გართმევთ. ამიტომ კერძებს ასე ყურადღებით ნუღარ დააკვირდე-
ბით.
მალე სმაში გაჯიბრება დავიწყეთ. ნობუ ამ თამაშს ვერ იტანდა,
მაგრამ თვალებით ვანიშნე, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალა. რო-
გორც ჩანს, ზედმეტი მოგვივიდა და მინისტრი რამდენჯერმე ზედი-
ზედ დავამარცხეთ. როცა მისთვის უცნობი ამ თამაშის წესების ახსნა
ვცადეთ, გაგრძელება აღარ ისურვა და თვალები, ჩქარ დინებაში
მოყოლილი სათეგზაო ტივტივებივით მოუსვენრად აუთამაშდა.
უცებ წამოდგა და ოთახის შორეულ კუთხეში აიტუზა.
– მინისტრო, როდის ინებებთ წაბრძანებას? – ჰკითხა ნობუმ.
მინისტრმა პასუხად დააბოყინა, რითიც, ჩემი აზრით, ვითარების
არსი საკმაოდ მკაფიოდ გამოხატა, რადგან ვხედავდი: საცაა, გული
აერეოდა. მე და ნობუ დასახმარებლად მივცვივდით, მაგრამ ამასო-
ბაში უკვე იტაცა პირზე ხელი.
ვულკანი რომ ყოფილიყო, ალბათ კვამლს ამოუშვებდა. სხვა გზა
არ გვქონდა, კარი სწრაფად გავაღეთ, ბაღში გავიყვანეთ და მივე-
ცით საშუალება, თოვლში ერწყია. ასეთი საუცხოო დეკორატიული
ბაღების ნათხევარით წაბილწვა ალბათ თქვენში ზიზღს გამოიწვევს,

513
მაგრამ მინისტრი ამ მხრივ გამონაკლისი არ იყო. ჩვენ, გეიშებს,
ხშირად გვიწევდა მამაკაცების დერეფანში გაყვანა და საპირფარე-
შომდე მიცილება, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვასწრებდით ხოლმე. როცა
მოახლეებს ვეუბნებოდით, რომ ამა თუ იმ სტუმარმა „ბაღი მოინახუ-
ლა“, ისინი ყველაფერს ხვდებოდნენ და ბაღისკენ ჩვრებით ხელში
გარბოდნენ. მე და ნობუ ზღურბლთან დაჩოქილ და თოვლზე გადა-
ყუდებულ მინისტრს მთელი ძალით ვებღაუჭებოდით, თუმცა, ჩვენი
მონდომების მიუხედავად, მაინც თავით ჩაემხო ნამქერში. მე გვერ-
დზე გადავაბრუნე, რათა თავისი საქმე ჯერაც წაუბილწავ თოვლში
დაესრულებინა, მაგრამ ხორცის დიდი ნაჭერივით ტლანქსა და ზონ-
ზროხას ძვრა ძლივს ვუყავი. ისღა მოვახერხე, რომ დაცემისას გვერ-
დზე გადავაბრუნე. მე და ნობუს სხვა არაფერი დაგვრჩენოდა, ვიდე-
ქით და შეშფოთებულები შევცქეროდით ერთმანეთს. მინისტრი კი
ფაფუკ თოვლში ისე უძრავად ეგდო, როგორც ხიდან ჩამოვარდნი-
ლი ტოტი.
– ნობუ-სან, ნამდვილად არ ვიცოდი, რომ თქვენი სტუმარი ასე
გამახალისებდა.
– მგონი, მოვკალით და, მე თუ მკითხავ, დაიმსახურა. რომ იცო-
დე, როგორ მაღიზიანებს!
– საპატიო სტუმრებს ასე არ ექცევიან. წესით, ქუჩაში უნდა გაიყ-
ვანოთ და ცოტა გაასეირნოთ, რომ გამოფხიზლდეს.ცივი ჰაერი თა-
ვისას იზამს.
– თოვლში აგდია, ამაზე მეტი სიცივე რაღა გინდა?!
– ნობუ-სან!
ვფიქრობ, ამ ერთი შეძახილით საკმაოდ მკაფიოდ გამოვხატე ჩე-
მი საყვედური, რადგან ნობუმ მძიმედ ამოიოხრა, ბაღში წინდების
ამარა გავიდა და მინისტრის ჭკუაზე მოყვანას შეუდგა. სანამ ამ საქ-
მით იყო დაკავებული, მოახლეს დავუწყე ძებნა, რადგან ვერ წარმო-
მედგინა, როგორ შეძლებდა ნობუ ცალი ხელით მინისტრის ოთახში
შემოთრევას. შემდეგ ორივეს მშრალი წინდები მივაწოდე და მოახ-
ლე გავაფრთხილე, რომ ბაღი გაეწმინდა. ოთახში რომ დავბრუნდი,
ნობუ და მინისტრი კვლავ მაგიდასთან ისხდნენ, ალბათ, ადვილად

514
წარმოიდგენთ, ეს უკანასკნელი როგორ გამოიყურებოდა და
როგორ... ყარდა. იძულებული ვიყავი, სველი წინდები ჩემი ხელით
გამეხადა მისთვის, მაგრამ ვცდილობდი, თავი რაც შეიძლება შორს
დამეჭირა. როცა საქმეს მოვრჩი, ჭილოფებზე დაგორდა და კვლავ
დაკარგა გონება.
– როგორ ფიქრობთ, ესმის ჩვენი ლაპარაკი? – ვკითხე ნობუს.
– მაგას ჩვენი ლაპარაკი მაშინაც არ ესმის, როცა გონზეა!
– მიპასუხა ნობუმ. – ერთი ეს მითხარი, ასეთი ტლუ ვინმე ცხოვ-
რებაში ოდესმე თუ შეგხვედრია?
– ნობუ-სან, ჩუმად! – წავჩურჩულე მე. – როგორ ფიქრობთ, ამ
საღამოს თუ ისიამოვნა? უფრო ზუსტად რომ ვთქვა: სწორედ ეს
გქონდათ ჩაფიქრებული?
– მთავარი ის კი არ არის, მე რა ჩავიფიქრე, მთავარია, მას რა
ჰქონდა თავში!
– იმედია, იქით კვირას იმავეს არ გავიმეორებთ.
– თუ დღეს კმაყოფილი დარჩა, მეც კმაყოფილი დავრჩები.
– ნუთუ? რაღაც ვერ გატყობთ კმაყოფილებას, ნობუსან. ასეთი
სასოწარკვეთილი არასოდეს მინახავხართ. მინისტრის მდგომა-
რეობას თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს არც
მისთვის იყო ცხოვრებაში საუკეთესო ღამე.
– როცა საქმე მინისტრს ეხება, ვერაფერსაც ვერ ვივარაუდებთ
– დარწმუნებული ვარ, უკეთ გაატარებს დროს, თუ უფრო... სა-
ზეიმო ატმოსფეროს შევუქმნით. არ მეთანხმებით?
– თუ გგონია, რომ საქმეს ეს უშველის, მორიგ ჯერზე მეტი გეიშა
მოიყვანე, – მითხრა ნობუმ, – უქმეებზე გავიმეოროთ. შეგიძლია,
შენი უფროსი დაც მოიწვიო.
– მამეჰა ჭკვიანია, მაგრამ მინისტრის გართობა ძალიან მომქან-
ცველია. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ისეთი გეიშა გვჭირდება, რომე-
ლიც... როგორ გითხრათ... ბევრს იხმაურებს და ყველას ყურადღე-
ბას მიიპყრობს. იცით, ახლა რომ ვუფიქრდები... მგონი, აჯობებს, გე-
იშას ნაცვლად კიდევ ერთი სტუმარი მოვიწვიოთ.
– რა საჭიროა? არ მესმის.

515
– თუ მთელი საღამო სმის და ჩემკენ თვალის გაპარების მეტს
არაფერს გააკეთებს, თანდათან უფრო და უფრო მოგაბეზრებთ თავს
და, შედეგად, დიდი ვერაფერი საღამო გამოგვივა. იცით, რას გეტ-
ყვით, ნობუ-სან, ალბათ აჯობებს, შემდეგ წვეულებაზე თავმჯდომარე
მოიყვანოთ! – ვთქვი მე.
ცხადია, გაგიჩნდებათ კითხვა: საუბრის ამ მიმართულებით წარ-
მართვა წინასწარ თუ მქონდა დაგეგმილი. არ დაგიმალავთ, გიონში
დაბრუნების შემდეგ გამალებით ვეძებდი თავმჯდომარესთან შეხ-
ვედრის შესაძლო გზებს. და აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი,
რომ მასთან ერთ ოთახში ჯდომა, მასთან ჩურჩული და მისი კანის
სურნელით დატკბობა მწყუროდა. თუ ცხოვრება სიამოვნებას მხო-
ლოდ ამ სახით შემომთავაზებდა, ჯობდა, სინათლის ეს კაშკაშა წყა-
რო სამუდამოდ დამეხშო და მზერა წყვდიადისთვის შემეჩვია. უკვე
ეჭვი ნაკლებად მეპარებოდა, და ბოლოდროინდელი მოვლენებიც
იმას მიდასტურებდა, რომ ცხოვრების გზას ნობუსკენ მივყავდი, ისე-
თი უგუნური კი ნამდვილად არ ვიყავი, მეფიქრა, რომ ბედისწერას
გეზს შევაცვლევინებდი. მაგრამ იმედის ეს ბოლო ნაპერწკალი მა-
ინც არ მეთმობოდა.
– თავმჯდომარის მოწვევა მეც მომივიდა აზრად, – მიპასუხა ნო-
ბუმ, – მან მინისტრზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ არ
ვიცი, საიური. ერთხელ უკვე გითხარი, რომ ეს კაცი ძალიან დაკავე-
ბულია.
უცებ ჭილოფზე გაწოლილი მინისტრი ისე შეხტა, თითქოს ვიღა-
ცამ უჩქმიტაო. შემდეგ წელი რის ვაი-ვაგლახით აითრია და მაგიდას
მიუჯდა. ნობუს მისი ტანსაცმელი ისე შეეზიზღა, რომ მოახლესთან
გამიშვა და სველი პირსახოცი მოატანინა. როცა მოახლემ მინის-
ტრის პიჯაკი გაწმინდა და ოთახიდან გავიდა, ნობუმ შემდეგი სიტ-
ყვებით მიმართა:
‒ მაშ ასე, მინისტრო, საღამო მშვენივრად გავატარეთ! შემდეგი
საღამო კიდევ უფრო სახალისო იქნება, რადგან მორიგ ჯერზე ჩემ
ნაცვლად თავმჯდომარეს ან ერთ-ორ გეიშას დაარწყევთ თავზე!

516
თავმჯდომარის ხსენებამ გული კი დამიამა, მაგრამ ნობუს რი-
დით არაფერი შევიმჩნიე.
– მე ეს გეიშა მომწონს, სხვები არ მინდა! – თქვა მინისტრმა.
– მისი სახელია საიური. გიჯობთ ასე დაუძახოთ, თორემ სხვა
დროს აღარ გესტუმრებათ. ახლა კი წამოდექით, მინისტრო, დროა,
სახლში წაგიყვანოთ.
ორივე წინკარამდე მივაცილე, პალტოებისა და ფეხსაცმელების
ჩაცმაში დავეხმარე და თოვლში მიმავალთ თვალი გავაყოლე. მი-
ნისტრი ისეთ მდგომარეობაში იყო, ცოტაც და, ჭიშკარს დაეჯახებო-
და, მაგრამ ნობუმ იმარჯევა, იდაყვში ხელი წაავლო და მიმართულე-
ბა შეაცვლევინა.

***
იმავე ღამით მე და მამეჰამ მორიგ წვეულებაზე შევიარეთ. ამე-
რიკელი ოფიცრებისგან ოთახში ტევა არ იყო. თარჯიმნისთვის იმ-
დენი საკე მიეძალებინათ, ჩვენი გამოჩენისას ადამიანად აღარ ვარ-
გოდა. სამაგიეროდ, მამეჰა თითქმის ყველა ოფიცერმა იცნო. ჩემდა
გასაოცრად, უცებ სულყველამ ერთად დაიწყო ღიღინი და ხელების
ქნევა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მამეჰას უნდა ეცეკვა: მეგონა, დინ-
ჯად დავსხდებოდით და ვუყურებდით, მაგრამ როგორც კი მამეჰა
აცეკვდა, რამდენიმე ოფიცერი წამოხტა და მასთან ერთად ჩამოუ-
არა. სხვას რომ ეთქვა, ეჭვი შემეპარებოდა, მაგრამ ჩემი თვალით
ვნახე! რაღა დაგიმალოთ, სიცილი წამსკდა. დიდი ხანი არ მიმხია-
რულია ასე. ბოლოს მე და მამეჰამ ერთგვარი თამაში წამოვიწყეთ:
შამისენზე რიგრიგობით უნდა დაგვეკრა, ამერიკელ ჯარისკაცებს კი
მაგიდების ირგვლიგ უნდა ეცეკვათ. როგორც კი დაკვრას შევწყვეტ-
დით, დაჯდომა უნდა მოესწროთ. ვინც დააგვიანებდა, ჯარიმის სახით
ერთი ჭიქა საკე უნდა გადაეკრა. შუა წვეულების დროს მამეჰას გა-
დავულაპარაკე:
– უცნაურია, ერთმანეთის ენა არ ვიცით, საღამო კი ასეთი სახა-
ლისო გამოვიდა. წინა შეხვედრა ორი იაპონელის საზოგადოებაში

517
გავატარე, მაგრამ ნეტავ არ მივსულიყავი.
მამეჰამ გამოკითხვა დამიწყო და როცა წინა წვეულების ამბები
მოვუყევი, აი, რა მითხრა:
– ვფიქრობ, სამი კაცი ძალიან ცოტაა. მით უმეტეს, თუ ნობუ მურ-
ტალ ხასიათზე იყო.
– მორიგ ჯერზე თავმჯდომარის მიწვევა შევთავაზე. ერთი გეიშაც
დაგვჭირდება ალბათ. ვინმე ხმაურიანი და ხალისის მომგვრელი.
– გეთანხმები. იქნებ მე შემოგიაროთ, – თქვა უცებ მამეჰამ.
თავიდან მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. მართლაც, ამქვეყნად ალ-
ბათ არავინ მოიძებნებოდა ისეთი, ვინც მამეჰას „ხმაურიან და ხა-
ლისის მომგვრელ“ ადამიანად დაახასიათებდა. ჩემი მოსაზრების
დაზუსტება დავაპირე, მაგრამ ერთმანეთს რომ არასწორად გავუ-
გეთ, თვითონვე მიხვდა და თქვა:
– მე ჩემი ინტერესი მაქვს და სიამოვნებით შემოვივლიდი, მაგ-
რამ თუ მართლა ხმაურიანი და ხალისის მომგვრელი ვინმე გინდა,
შენს ძველ მეგობარს, გოგრას მოელაპარაკე.
იმ დღიდან, რაც გიონში დავბრუნდი, ირგვლივ თითქმის ყველა-
ფერი გოგრას მაგონებდა. ოკიაში პირველად ფეხი რომ შევდგი, გი-
ონის დახურვის დღეს ჩვენი დამშვიდობება გამახსენდა. თავი ძლივს
დამიქნია, თითქოს ამ სიხისტით ხაზს უსვამდა იმას, რომ ოკიის შვი-
ლობილი ვიყავი და ვალდებულებას იხდიდა. როცა ოკიას ვალაგებ-
დით, მაშინაც სულ გოგრა მიტრიალებდა თავში. ერთხელ, როცა
მოახლეს ავეჯის გაწმენდაში ვეხმარებოდი, უცებ წარმოვიდგინე გა-
დახურულ ხიდურში მიყუჟული პატარა გოგრა, რომელიც შამისენზე
დაკვრაში ვარჯიშობდა. ახლა ამ ცარიელს სივრცეში საოცარი სევ-
და სუფევდა. ნუთუ ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე და გოგ-
რა პატარა დობილები ვიყავით? სხვა შემთხვევაში მსგავს ფიქრებს
ალბათ ადვილად დავაღწევდი თავს, მაგრამ ვერაფრით ვეგუებოდი
იმ აზრს, რომ ჩვენი მეგობრობა ასე მიინავლა. ამის უპირველეს მი-
ზეზად ის სასტიკი მეტოქეობა მიმაჩნდა, რომელიც ჩვენ შორის ჰა-
ცუმომომ გააჩაღა. ჩემი შვილად აყვანა, ცხადია, ბოლო დარტყმა
იყო მისთვის, მაგრამ ამ ყველაფერზე ჩემს წილ პასუხისმგებლობას

518
მეც ვგრძნობდი. გოგრასგან სიკეთის მეტი არაფერი მახსოვდა და
მადლიერება როგორღაც უნდა გამომეხატა.
უცნაური ის იყო, რომ სანამ გოგრასთან შეხმიანება მამეჰამ არ
შემომთავაზა, თავად არც კი გამხსენებია. ეჭვი არ მეპარებოდა,
რომ პირველი შეხვედრისას ერთგვარ უხერხულობას ვიგრძნობ-
დით, მაგრამ ამაზე მთელი ღამე ვიფიქრე და იმ აზრამდე მივედი,
რომ გოგრა, სავარაუდოდ, მადლიერიც კი დარჩებოდა, თუკი ჯარის-
კაცული ღრეობების ნაცვლად შედარებით დახვეწილი და წარჩინე-
ბული საზოგადოების წინაშე წარდგებოდა. ცხადია, სხვა მოტივიც
მამოძრავებდა: იმედი მქონდა, რომ ამდენი წლის შემდეგ მეგობრო-
ბას განვაახლებდით.

***
ამ წუთში ნამდვილად არ ვიცოდი, რა ხდებოდა მის თავს. ამიტომ
გადავწყვიტე, გავსაუბრებოდი დეიდას, რომელმაც რამდენიმე
წლის წინათ მისგან წერილი მიიღო. თურმე წერილში იხვეწებოდა,
ოკიას რომ გახსნით, კვლავ მიმიღეთ, თორემ აღარსად წამესვლე-
ბაო. დეიდა ალბათ ხელს არ ჰკრავდა, მაგრამ დედამ უარი თქვა იმ
საბაბით, რომ გოგრაში ფულის დაბანდება აღარ ღირდა.
‒ ჰანამი-ჩოს ოლქში, ერთ დაქცეულ პატარა ოკიაში ცხოვრობს,
– მითხრა დეიდამ, – მაგრამ ნუ შეიცოდებ და აქ სტუმრად ნუ მოგ-
ვიყვან. დედას მისი ნახვა არ უნდა. მე ისიც კი არ მესმის, რისთვის
მიდიხარ!
– უნდა ვაღიარო, არასდროს ვამართლებდი ჩემს თავს იმის გა-
მო, რაც ჩემსა და გოგრას შორის მოხდა, – ვთქვი მე.
– თქვენ შორის არაფერი მომხდარა, – გამაწყვეტინა დეიდამ, –
გოგრამ მოლოდინები არ გაამართლა, შენ კი წარმატებას მიაღწიე.
ეგ იყო და ეგ. თუმცა ბოლო დროს ძალიან მოყოჩაღდა. გავიგე, რომ
ამერიკელებს მასზე პირდაპირ მზე და მთვარე ამოსდით. ხომ იცი,
რა გაუთლელია, ჰოდა, ალბათ, ამიტომაც მოუვიდათ თვალსი, რომ

519
რომ მათ ჰგავს!
იმავე საღამოს შიჯოს გამზირს ჩავუყევი, გიონის ჰანამი-ჩოს მი-
ვადექი და ის პატარა, უბადრუკი ოკია ვიპოვე, რომელიც დეიდამ
დამისახელა. თუ ჰაცუმომოს მეგობარი კორინი გახსოვთ, ისიც გეხ-
სომებათ, როგორ დაიწვა მისი ოკია ომის ყველაზე შავბნელ წლებ-
ში. იმ ხანძარმა მეზობელი ოკიაც დააზიანა და გოგრა ახლა სწორედ
იქ ცხოვრობდა. კედლების ნაწილი ერთიანად გამურული იყო, კრა-
მიტით გადახურული სახურავის დაზიანებული ნაწილი ხის ფიცრე-
ბით უშნოდ და ტლანქად შეეკეთებინათ. ეს ამბავი ტოკიოსა და ოსა-
კაში რომ მომხდარიყო, მსგავსი შენობა ალბათ ყველაზე ნაკლებად
დაზიანდებოდა, მაგრამ ის კიოტოს ცენტრში იდგა. ახალგაზრდა მო-
ახლემ მისაღებ ოთახში შემიყვანა, სადაც სველი ნაცრის სუნი ტრი-
ალებდა. მოგვიანებით იმავე მოახლემ სუსტად დაყენებული ჩაი მო-
მართვა. კარგა ხანს მომიხდა ლოდინი. როგორც იქნა, მოაღწია
გოგრამ და გორგოლაჭებიანი კარი გადასწია. დერეფანში ბნელო-
და და სანამ ზღურბლზე იდგა, ვერც კი ვხედავდი, მაგრამ მისმა იქ
ყოფნამ გული ისე გამითბო, წამოვდექი და მისკენ გავექანე. მინდო-
და, გულში ჩამეკრა, მაგრამ ოთახში რომ შემოაბიჯა, დაიჩოქა და
ისე ოფიციალურად დამიკრა თავი, თითქოს ჩემ ნაცვლად მის წინ
დედა იდგა. შევცბი და ადგილზე გავშეშდი.
– გოგრა, რა მოგდის? ეს ხომ მე ვარ!
არც კი შემომხედა, თავი ჩაქინდრა და მზერა ჭილოფს მიაპყრო,
როგორც ამას ბრძანებების მოლოდინში მოახლეები აკეთებენ. გაწ-
ბილებულმა უკან დავიხიე და კვლავ ჩემი ადგილი დავიკავე:·
ომის მიწურულს, როცა ერთმანეთს ბოლოს შევხვდით, გოგრას
ისევ ის ბავშვური, მომრგვალებული და სავსე სახე ჰქონდა, თუმცა
თვალებში დარდი ჩასდგომოდა. მას აქეთ კარგა გვარიანად შეც-
ვლილიყო. იმ დროს არ ვიცოდი, რომ მისი დროებითი სამუშაო ად-
გილის – ლინზების ქარხნის დახურვის შემდეგ მას ოსაკაში ორი
წლის მანძილზე მეძავობით მოუხდა თავის გატანა. პირი თითქოს
დაჰპატარავებოდა, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სულ მოკუმული
ჰქონდა. განიერი სახის მიუხედავად,ღაწვები ჩამოსთხელებოდა და

520
ამ მჭლე, გალეული ადამიანის თავისებური ეშხი და მოხდენილობა
გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ვერ ვიტყოდი, გოგრა ისე-
თი მზეთუნახავი გახდა, ჰაცუმომოსაც კი გაუწევდა მეტოქეობას-
მეთქი, მაგრამ დრომ მის სახეს ერთგვარი ქალური ხიბლი შესძინა,
რაც ადრე ნამდვილად აკლდა.
– ბევრი სიძნელე გადაიტანე ალბათ, გოგრა. თუმცა მშვენივრად
გამოიყურები.
არაფერი მიპასუხა, მხოლოდ თავი ოდნავ დახარა იმის ნიშნად,
რომ ჩემი სიტყვები გაიგონა. წარმატებები მივულოცე და შევეცადე,
გამომეკითხა, როგორ ცხოვრობდა ომის დროს, მაგრამ ისეთი
არაფრის მთქმელი გამომეტყველებით იჯდა, იქ მისვლა ვინანე. ბო-
ლოს, ხანგრძლივი უხერხული სიჩუმის შემდეგ, როგორც იქნა, ხმა
ამოიღო:
– სალაყბოდ მოხვედი, საიური? მაშინ უნდა გითხრა, რომ ისეთს
ვერაფერს გიამბობ, რაც დაგაინტერესებს.
‒ საქმე ისაა, რომ ამასწინათ ნობუ ტოსიკაძუს შევხვდი და... მოკ-
ლედ, გოგრა, ნობუ გიონში დროდადრო მოიყვანს ხოლმე ერთ
კაცს. ჰოდა, მეც აზრად მომივიდა, მის გართობაში შენც დაგვეხმა-
რო.
– მაგრამ როცა დამინახე, რა თქმა უნდა, გადაიფიქრე, არა?
– სულაც არა! არ ვიცი, ამას რატომ ამბობ. გაცილებით მარტი-
ვად არის ყველაფერი. ნობუ ტოსიკაძუ და თავმჯდომარე, ივამურა
კენი, შენს საზოგადოებას დიდად დააფასებენ.
რამდენიმე წუთი ჩუმად იდგა მუხლებზე და ჭილოფებს დასჩერე-
ბოდა.
ბოლოს თქვა:
– მე უკვე აღარ მჯერა, რომ ცხოვრებაში რაიმე მარტივად შეიძ-
ლება იყოს. ალბათ ბრიყვად გეჩვენები, მაგრამ...
– გოგრა!
– ...მაგრამ ასე მგონია, რაღაც სხვა მიზეზით მოხვედი და გამხე-
ლა არ გინდა.
გოგრამ თავი ოდნავ დახარა. ამ მოძრაობის მნიშვნელობა ჩემთ-

521
ვის გამოუცნობი იყო. ვერ მივხვდი, მებოდიშებოდა თუ მემშვიდობე-
ბოდა.
‒ კაცმა რომ თქვას, სხვა მიზეზიც მაქვს. სიმართლე გითხრა, მე-
გონა, ამდენი წლის შემდეგ კვლავ მეგობრები გავხდებოდით, რო-
გორებიც ერთ დროს ვიყავით. ჩვენ ხომ იმდენი რამე გადავიტანეთ
ერთად... მათ შორის, ჰაცუმომო! ამიტომ სრულიად ბუნებრივად მი-
მაჩნდა, რომ ერთმანეთი კვლავაც უნდა გვენახა.
გოგრამ არაფერი მიპასუხა.
– თავმჯდომარე ივამურა და ნობუ მომავალ შაბათს იჩირიკიში
მინისტრს უმასპინძლებენ. თუ შემოგვიერთდები,ძალიან გამახა-
რებ, – ვუთხარი ბოლოს.
მისთვის საჩუქრად ჩაის ერთი შეკვრა მქონდა წამოღებული, ფუ-
თას აბრეშუმის ქსოვილი შემოვხსენი და მაგიდაზე დავდე. მინ-
დოდა, ალერსიანად გამოვმშვიდობებოდი, მაგრამ ისეთი დაბნეუ-
ლი ჩანდა, გადავწყვიტე, უხმოდ გავცლოდი იქაურობას.

522
თავი ოცდამეათე

ხუთიოდე წლის განმავლობაში, რაც თავმჯდომარე არ მენახა,


დროდადრო გაზეთებიდან ვიგებდი იმ სიძნელეების შესახებ, რომ-
ლებიც მან გადაიტანა. საუბარია არა მხოლოდ ომის ბოლო წლებში
სამხედრო ადმინისტრაციასთან მის უთანხმოებაზე, არამედ წინააღ-
მდეგობის გაწევაზეც საოკუპაციო ძალებისადმი, რომლებიც მისი
კომპანიის დაპატრონებას ცდილობდნენ. სულაც არ გამიკვირდე-
ბოდა, ამდენი ვაინაჩრობის შემდეგ კარგა გვარიანად მობერებული
რომ მენახა. გაზეთ „იომიურიში“ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტო-
ზე ისეთი დაძაბული მზერა ჰქონდა, ბატონი არაშინოს ერთი მეზო-
ბელი მომაგონა, რომელიც დაბომბვის მოლოდინში მოჭუტული
თვალებით წარამარა ცას აჰყურებდა.
უქმეები რომ მოახლოვდა, თავს შევახსენე, რომ ნობუს მისი მოწ-
ვევა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ ჰქონდა, ამიტომ, თავის დაიმე-
დების გარდა, სხვა არაფერი დამრჩენოდა.
შაბათ დილით ადრე ავდექი და ქაღალდის დარაბა ჩამოვწიე.
ფანჯრებს ცივი წვიმა უშენდა. ქვევით, პატარა ჩიხში, მოყინულ ქვებ-
ზე მოცურებული ახალგაზრდა მოახლე ფეხზე წამოდგომას ცდი-
ლობდა. ისეთი უღიმღამო და უსიხარულო დღე იყო, სამთვარიოში
ჩახედვაც კი ვერ გავბედე. შუადღისთვის ტემპერატურა კიდევ უფრო
დაეცა. როცა მისაღებ ოთახში ვსადილობდი, პირიდან ორთქლი
ამომდიოდა, ფანჯრიდან კი სუსხიანი წვიმის რაკარუკი ჩამესმოდა.
რადგან ქუჩაში სიარული საშიში იყო, იმ დღეს არაერთი წვეულება
გადაიდო. ამიტომ შეღამებისას დეიდამ „იჩირიკიში“ დარეკა და გა-
დაამოწმა, ძალაში რჩებოდა თუ არა ივამურას მიერ დანიშნული
წვეულება. დიასახლისმა უპასუხა, რომ ოსაკასთან სატელეფონო
კავშირი გაწყვეტილი იყო და ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდა. მაინც
ვიბანავე, ჩავიცვი და „იჩირიკიში’ გავემართე. გზად ბატონი ბეკუ
მკლავს მაშველებდა.
თვითონ რეზინის კალოშები ეცვა, რომლებიც პონტოჩოში მცხო-

523
ვრებმა, მისივე ხელობის მიმდევარმა უმცროსმა ძმამ ათხოვა.
„იჩირიკიში“ დიდი არეულობა დაგვხვდა. საფარეშოებში წყლის
მილი გამსკდარიყო და მსახურები ისეთი დაკავებულები იყვნენ,
ვერც ერთი მათგანი ვერ დავიმარტოხელე.
ვესტიბიულს ჩავუყევი და იმ ოთახისკენ გავემართე, სადაც ერთი
კვირის წინ ნობუსა და მინისტრს ვმასპინძლობდი. ნამდვილად არ
მეგონა, რომ იქ ვინმე დამხვდებოდა, რადგან ნობუ და თავმჯდომა-
რე ოსაკადან უნდა ჩამოსულიყვნენ და, ჩემი ვარაუდით, ჯერ კიდევ
გზაში იქნებოდნენ. ვიცოდი, რომ ქალაქიდან მამეჰაც გასული იყო
და მისი დროულად და შეუფერხებლად დაბრუნებაც მეეჭვებოდა.
სანამ კარს გავაღებდი, მუხლებზე დავდექი, ნერვების დასაწყნარებ-
ლად წამით თვალები დავხუჭე და ხელი მუცელზე მივიდე. უცებ მივ-
ხვდი, რომ ირგვლივ რაღაც უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. ოთახიდან
ჩურჩულიც კი არ ისმოდა. დავრწმუნდი, რომ ოთახი ცარიელი იყო
და გულზე შემომეყარა. უკვე წამოდგომას და წასვლას ვაპირებდი,
მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის კარი მაინც შევაღე. მაგიდასთან
თავმჯდომარე იჯდა. ხელში გაზეთი ეჭირა და სათვალის ზემოდან
მომჩერებოდა.
გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამო-
ვიღე:
– ამას ვის ვხედავ! ნუთუ მართლა თქვენა ხართ? ასე მარტოკა
ვინ მიგატოვათ? დიასახლისმა რომ გაიგოს, ძალიან შეწუხდება!
– სწორედ დიასახლისმა მიმატოვა. გამკვირვებია, ნეტავ რა იქ-
ნა? – მიპასუხა მან და გაზეთი დაკეცა.
– ერთი წვეთი სასმელიც კი არ გაქვთ, ნება მიბოძეთ, ცოტაოდე-
ნი საკე მოგართვათ!
– საკეს დიასახლისიც შემპირდა, მაგრამ ასეთი ტემპით თუ
იმოძრავებ, არც შენს დაბრუნებას დაადგება საშველი და მთელი
ღამე ჟურნალის ამარა დავრჩები. ჯობს, აქ დარჩე.
ამ სიტყვებით სათვალე მოიხსნა, ჯიბეში ჩაიდო და თვალებმოჭუ-
ტული კარგა ხანს მაკვირდებოდა. როცა წამოვდექი და მისკენ გავე-
მართე, გაშლილი ოთახი თავისი აბრეშუმგადაკრული ყვითელი კე-

524
ლებით უცებ ძალიან პატარა მეჩვენა, რადგან ჩემს გრძნობებს ალ-
ბათ ვერანაირი სივრცე ვერ დაიტევდა. მონატრებული ადამიანის
ხილვამ, სიხარულის ნაცვლად, რაღაც აუხსნელი დარდითა და სა-
სოწარკვეთილებით ამავსო. ჩვენი განშორების წლებში ხშირად
ვწუხდი, რომ თავმჯდომარე ომის დროს ისევე მინებდებოდა სიბე-
რეს, როგორც ეს დეიდას დაემართა. შორიდანაც კი შევამჩნიე, რომ
თვალის კუთხეები უფრო დანაოჭებული ჰქონდა.ტუჩების ირგვლივ
კანი ოდნავ მოეჩვარა, მაგრამ მის ღონიერ ქვედა ყბას ეს შტრიხი
თითქოს უფრო აკეთილშობილებდა. როცა მაგიდასთან ჩავიმუხლე,
მისკენ თვალი გავაპარე და აღმოვაჩინე, რომ კვლავინდებურად,
ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე მომჩერებოდა. ის იყო, სა-
უბარი უნდა წამომეწყო, მაგრამ პირველად თვითონ ალაპარაკდა:
– ჯერ კიდევ ლამაზი ქალი ხარ, საიური.
‒ ოჰ, თავმჯდომარევ, ამ წუთიდან თქვენს არც ერთ სიტყვას არ
დავიჯერებ! ნახევარი საათი მოვანდომე სარკის წინ ჩემი ჩაცვენილი
ლოყების უმარილით დაფარვას!
– ცოტაოდენი წონის დაკარგვა არაფერია. დარწმუნებული ვარ,
ამ ბოლო წლებში გაცილებით უარესი განსაცდელი გამოიარე. პი-
რადად მე, ნამდვილად არ დამადგა კარგი დღე.
– თუ ნებას მომცემთ, რაღაც უნდა გითხრათ. ნობუ-სანისგან ცო-
ტა რამ შევიტყვე იმ სირთულეების შესახებ, რომელსაც თქვენი კომ-
პანია წააწყდა.
– დიახ. მაგრამ, მოდი, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ზოგჯერ იმის
წარმოდგენაც კი გტანჯავს ადამიანს, თუ როგორი იქნებოდა სამყა-
რო, ჩვენი ოცნებები ოდესმე რომ ახდენილიყო, – თქვა და სევდია-
ნად გამიღიმა. ეს ღიმილი ისეთი მშვენიერი იყო, რომ ნახევარმთვა-
რისებურად, უზადოდ მოყვანილ მის ტუჩ-პირს თავდავიწყებით მივა-
ჩერდი.
– ახლა კი გეძლევა შესაძლებლობა, შენს მომხიბლველობას გა-
საქანი მისცე და საუბრის თემა შეცვალო, – მითხრა მან.
პასუხის გაცემა ვერ მოვასწარი. უცებ კარი გაიღო და ოთახში მა-
მეჰა შემოვიდა. ფეხდაფეხ გოგრა მოსდევდა. გამაოცა გოგრას დან-

525
ახვამ, რადგან არ ველოდი, რომ მოვიდოდა. რაც შეეხება მამეჰას,
ნაგოიადან სულ ახალი ჩამოსული იყო და იჩირიკიში ისე ფაცხაფუ-
ცით შემოირბინა, აშკარად ეგონა, რომ ძალიან დააგვიანდა. ჯერ
თავმჯდომარეს მიესალმა და რაღაც საქმეში ერთი კვირის წინ გა-
წეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი იკითხა,
რატომ არ იყვნენ ნობუ და მინისტრი. თავმჯდომარემ უპასუხა, რომ
იგივე შეკითხვა მასაც გაუჩნდა.
– რა უცნაური დღე იყო, – ისე ჩუმად ჩაიდუდუნა მამეჰამ, თით-
ქოს თავისთავს ელაპარაკებაო, – მატარებელი კიოტოს გარეუბან-
ში ერთი საათით გაჩერდა და ვეღარ ჩამოვედით. ორი ახალგაზრდა
კაცი ფანჯრიდან გადახტა. ერთი, მგონი, დაშავდა კიდეც. როგორც
იქნა, მოვაღწიე იჩირიკიმდე, აქ კი კაციშვილი არ ჭაჭანებს. საბრა-
ლო გოგრა დერეფნებში გზააბნეული დაეხეტებოდა! გოგრას ალ-
ბათ იცნობთ, არა, თავმჯდომარევ?
მანამდე გოგრას ახლოდან არ დავკვირვებივარ, მოგვიანებით
კი შევამჩნიე, რომ რაღაც საოცარი, ნაცრისფერი კიმონო ეცვა,
წელქვემოთ კაშკაშა ოქროსფერი წინწკლებით. მერეღა მივხვდი,
რომ ქსოვილზე ციცინათელები იყო ამოქარგული. ნახატს ფონად
მთების პეიზაჟი და მთვარით განათებული წყლის გამოსახულება
გასდევდა. ჩემი და მამეჰას ჩაცმულობა ამ სილამაზესთან ახლოსაც
ვერ მივიდოდა.
ეტყობა, თავმჯდომარეც არანაკლებ გაოგნებული დარჩა, რად-
გან გოგრას სთხოვა, წამომდგარიყო და მის წინ გაევლ-გამოევლო.
გოგრა მოკრძალებულად წამოდგა, ერთ-ორჯერ დაბზრიალდა და
თქვა:
– ჩემი ყოველდღიური კიმონოებით იჩირიკიში ფეხს ვერ შემო-
ვადგამდი. ოკიაში დიდი ვერაფერი არჩევანი გვაქვს, თუმცა ამერი-
კელებისთვის სულერთია, განსხვავებას მაინც ვერ ხედავენ.
– ასეთი გულწრფელობა რომ არ გამოგეჩინა, გოგრა, ვიფიქრებ-
დით, რომ ეს შენი ყოველდღიური სამოსია, – უთხრა მამეჰამ.
– დამცინით? ასეთი ლამაზი კიმონო ცხოვრებაში არ მცმია! მე-
ზობელმა ოკიამ მომაქირავა. არ დაიჯერებთ, რა თანხა მომთხოვეს,

526
მაგრამ სულ ტყუილად ელოდებიან. ამხელა ფული, აბა, სად მაქვს?
შევამჩნიე, როგორ გაახალისა მისმა სიტყვებმა თავმჯდომარე.
გეიშებს მამაკაცების თანდასწრებით არ სჩვევიათ ასეთი როყიო შე-
ნიშვნები. ისინი კიმონოს ფასებზე არასოდეს საუბრობენ. მამეჰა
თავმჯდომარეს მიუბრუნდა, უნდოდა, რაღაც ეთქვა, მაგრამ გოგრამ
გააწყვეტინა:
– მეგონა, ამაღამ აქ დიდი ვინმე დამხვდებოდა.
– თავმჯდომარის შესახებ რას იტყვი? შენი აზრით, დიდი ვინმე
არ არის? – ჰკითხა მამეჰამ.
– ეგ თვითონ უკეთ იცის. ჩემი თქმა არ სჭირდება, – ჩაილაპარა-
კა გოგრამ.
თავმჯდომარემ მამეჰას შეხედა და წარბები დამცინავად აწკიპა.
– რა ვიცი, საიურიმ ვიღაც სხვა ჯეელი მიხსენა... – დააზუსტა
გოგრამ.
– ვისაც შენ გულისხმობ, სატო ნორიტაკა ჰქვია, გოგრა. ფინან-
სთა ახალი მინისტრია, – უთხრა თავმჯდომარემ.
– ვიცი ეგ სატოა თუ ვინცაა. დიდ ღორს მაგონებს! – თქვა გოგ-
რამ.
ყველას გაგვეცინა.
– რას აღარ იტყვი, გოგრა! – წამოიძახა მამეჰამ.
სწორედ ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ნობუ და მინისტრი შე-
მოვიდნენ. სიცივისგან ორივეს სახე აჭარხლებოდა. უკან მოახლე
მოსდევდათ სასმელებითა და მისაყოლებლებით სავსე ლანგრით
ხელში. ნობუს ცალი ხელი ტანზე შემოეხვია და ფეხებს აბაკუნებდა,
მინისტრმა კი გვერდი აუარა და პირდაპირ მაგიდისკენ წაბაჯბაჯდა.
შემდეგ გოგრას შეხედა, ერთი ჩაიღრუტუნა, თავის მოძრაობით მი-
ანიშნა, რომ გვერდზე გაწეულიყო, და ჩემ გვერდით ჩაეჭეჭყა. მი-
კითხვ-მოკითხვისა და ერთმანეთის წარდგენის შემდეგ გოგრამ
თქვა:
– მინისტრს გაუმარჯოს! სანაძლეოს ვდებ, რომ არ გახსოვართ.
აი, მე კი თქვენ შესახებ ბევრი რამ ვიცი!
მინისტრმა საკე პირში ჩაისხა და გოგრას შეხედა, უფრო სწორად,

527
როგორც მე მომეჩვენა, შეუბღვირა.
– მაინც რა იცი? აბა, ერთი გვიამბე! – მიმართა მამეჰამ გოგრას.
– ვიცი, რომ მინისტრს უმცროსი და ჰყავს, რომელიც ტოკიოს
მერს გაჰყვა ცოლად, – თქვა გოგრამ, – ისიც ვიცი, რომ ოდესღაც
კარატეში ვარჯიშობდა და ერთხელ ხელიც მოიტეხა.
მინისტრი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ჩანდა, რაც იმაზე მი-
უთითებდა, რომ გოგრა არ ტყუოდა.
– კიდევ, ერთ გოგოს ვიცნობ, რომელსაც თქვენც იცნობდით, მი-
ნისტრო, – განაგრძო გოგრამ, – ამ გოგოს ნაოიცუკო ჰქვია. ოსაკის
გარეუბნის ქარხანაში ერთად ვმუშაობდით. იცით, რა მითხრა? ერთ-
ორჯერ მე და მინისტრმა „ცოტა წავიცელქეთო".
შიშით გავიფიქრე, რომ მინისტრი გაბრაზდებოდა, მაგრამ უცებ
სახე მოულბა და თანდათან ისე გაიბადრა, მივხვდი – სიამაყით
აღარ იყო.
– ლამაზი გოგო კია ის იცუკო, – თქვა მან და ნობუს თავშეკავე-
ბული ღიმილით გადახედა.
– ოჰო, მინისტრო! არ ვიცოდი, ასეთი მუსუსი თუ ბრძანდებო-
დით! – უთხრა ნობუმ.
მისი სიტყვები თითქოს ძალიან გულწრფელად ჟღერდა,მაგრამ
ვხედავდი, ზიზღის დაფარვა უჭირდა. თავმჯდომარემ თვალი თვალ-
ში გამიყარა. ჩანდა, რომ ეს სიტყვიერი დუელი ძალიან ახალისებ-
და.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო და სამმა მოახლემ სადილი შე-
მოიტანა. ცოტა არ იყოს, მოშიებული ვიყავი და მზერა უნებურად
ავარიდე გინგკოს თხილით შეზავებულ ყვითელ კრემს, რომელიც
სელადონის37 ლამაზი ფიალებით მოგვართვეს. მოგვიანებით მოახ-
ლეებმა გრილზე შებრაწული, ფიჭვის წიწვებში ჩაწყობილი ტროპი-
კული თევზიც ჩამოატარეს.
ეტყობა, ნობუმ შეამჩნია, რომ მშიოდა და კერძის გასინჯვა დაჟი-
ნებით მომთხოვა. თავმჯდომარემ ერთი ლუკმა მამეჰასაც შესთავა-

37 ჩინური ფაიფურის ნაირსახეობა

528
ზა და გოგრასაც, მაგრამ გოგრამ იუარა და გამოაცხადა:
– მაგ თევზს არაფრით გავეკარები. შეხედვაც კი არ მინდა!
– რატომ? რას უწუნებ? – ჰკითხა მამეჰამ.
– რომ გითხრათ, დამცინებთ, – თქვა გოგრამ.
– გვითხარი, გოგრა! – სთხოვა ნობუმ.
– რა საჭიროა? ეს ძალიან გრძელი ამბავია, თანაც არავინ დამი-
ჯერებს.
– ცრუპენტელა! – წამოვიძახე მე.
არ იფიქროთ, რომ მართლა მატყუარობას ვწამებდი, უბრალოდ,
გიონის დახურვამდე ერთი თამაში გვქონდა ამოჩემებული, რომელ-
საც „ცრუპენტელას“ ვუწოდებდით. ყოველ მონაწილეს ორ-ორი ამ-
ბავი უნდა მოეთხრო, მათგან მხოლოდ ერთი უნდა ყოფილიყო ნამ-
დვილი, და მოთამაშეებსაც სწორედ ის უნდა გამოეცნოთ. ვინც ვერ
გამოიცნობდა, ჯარიმის სახით საკე უნდა დაელია.
– მე არ ვთამაშობ! – გამოაცხადა გოგრამ.
– მაშინ მხოლოდ თევზის ამბავი მოგვიყევი. მეორე ამბავს აღარ
მოგთხოვთ, – უთხრა მამეჰამ.
გოგრა უკმაყოფილოდ აიმრიზა, მაგრამ მე და მამეჰამ თვალები
დავუბრიალეთ და დაიწყო.
– კარგი, აბა, ყური დამიგდეთ: მე საპოროში დავიბადე. იქ ერთი
მებადური ცხოვრობდა. ერთხელ რაღაც უცნაური თევზი დაიჭირა,
რომელსაც ლაპარაკი შეეძლო.
მე და მამეჰამ ერთმანეთს გადავხედეთ და ავხარხარდით.
– იცინეთ, თუ გინდათ, მაგრამ იცოდეთ: ეს სრული სიმართლეა,
– თქვა გოგრამ.
– მიდი, გოგრა, განაგრძე. გისმენთ, – უთხრა თავმჯდომარემ.
– აი, რა მოხდა: მებადურმა თევზის გამოფატვრა დააპირა, მაგ-
რამ უცებ თევზმა ენა ამოიდგა. ადამიანის ლაპარაკს ჰგავდა, თუმცა
მებადურმა ვერაფერი გაუგო. შეყარა სხვა მებადურები და ახლა
ყველამ ერთად მიუგდო ყური. თევზი წყლიდან კარგა ხნის ამოყვა-
ნილი იყო და სულს ღაფავდა. ამიტომ გადაწყვიტეს, დრო აღარ და-
ეკარგათ, მაგრამ უცებ ბრბოს ერთი მოხუცი გამოეყო და გამოაცხა-

529
და, ეგ თევზი რუსულად ლაპარაკობს და ყველაფერი გავიგეო!
აგვიტყდა ხარხარი. მინისტრმაც კი ჩაიღრუტუნა თავისებურად.
– ვიცოდი, რომ არ დაიჯერებდით, არადა, ეს სრული სიმარ-
თლეა! – თქვა გოგრამ, როცა დავწყნარდით.
– ძალიან მინდა გავიგო, რას ამბობდა ის თევზი, – თქვა თავ-
მჯდომარემ.
– სულთმობრძავი იყო და ამიტომ კი არ ლაპარაკობდა, ლუღ-
ლუღებდა. ის მოხუცი დაიხარა და ყური ტუჩებზე მიადო... – განაგ-
რძო გოგრამ.
– თევზებს ტუჩები არა აქვთ! – გავაწყვეტინე მე.
– კარგი, იმაზე მიადო, რასაც ეძახით... – განაგრძო გოგრამ. –
ჰოდა, თევზს უთქვამს: „ამ ხალხს უთხარი, ნუღარ აყოვნებენ, გა-
მომფატრონ, სიცოცხლე მაინც აღარაფრად მიღირს, რადგან, აი, ის
თევზი, ახლა რომ სული განუტევა, ჩემი ცოლი იყო!“
– ესე იგი, თევზები ქორწინდებიან! – წამოიძახა მამეჰამ.
– ქმრებიც ჰყავთ და ცოლებიც!
– ეგ ომამდე იყო, – სიტყვა ჩამოვართვი მე, – რაც ომი დაიწყო,
ქორწინების თავი აღარ აქვთ. დაცურავენ და სამუშაოს დაეძებენ!
– ეს ამბავი ომამდე დიდი ხნით ადრე მოხდა, – თქვა გოგრამ, –
დი-იდი, დიდი ხნის წინ. ის კი არა, ჯერ დედაჩემიც კი არ იყო დაბა-
დებული!
– თუ ასეა, რა იცი, რომ ეს მართალია? – ჰკითხა ნობუმ. – ახლა
არ მითხრა, რომ იმ თევზმა თვითონ გიამბო!
– ის თევზი იქვე მოკვდა და როგორ მიამბობდა? თან ჯერ არც და-
ბადებული ვიყავი და არც რუსული ვიცი!
– კარგი, გოგრა, – გავაწყვეტინე მე, – როგორც ვხვდები, იმის
თქმა გინდა, რომ თავმჯდომარის მორთმეული ეს თევზიც მოლაპა-
რაკე იყო?
– მე ეგ არ მითქვამს, მაგრამ ზუსტად იმ თევზივით გამოიყურება.
შიმშილით რომ ვკვდებოდე, პირს არ დავაკარებ! – თქვა გოგრამ.
– თუ იმ დროს არც შენ იყავი დაბადებული და არც დედაშენი, რა
იცი, როგორ გამოიყურებოდა ის თევზი? – ჰკითხა თავმჯდომარემ.

530
– ის მაინც ხომ ყველამ იცით, როგორ გამოიყურება ჩვენი პრე-
მიერ-მინისტრი? მაგრამ, აბა, პირისპირ რომელი თქვენგანი შეხ-
ვედრია? თუმცა თქვენ კი შეხვდებოდით ალბათ... მოდით, უკეთეს
მაგალითს მოვიყვან: ყველამ იცით, როგორ გამოიყურება იმპერა-
ტორი, მაგრამ მისი ნახვის პატივი არასდროს გქონიათ! – თქვა გოგ-
რამ.
– თავმჯდომარეს ეს პატივი დიახაც ჰქონია, გოგრა, – თქვა ნო-
ბუმ.
– კარგად ხვდებით, რასაც ვგულისხმობ, – უპასუხა გოგრამ, –
ყველამ იცის, როგორ გამოიყურება იმპერატორი. ამის თქმა მინდა.
– იმპერატორის სურათები არსებობს. იმ თევზის სურათებს კი
ნამდვილად ვერ ნახავდი, – უთხრა ნობუმ.
– ეგ თევზი ჩემს მხარეში ცნობილია. მის შესახებ დედაჩემმაც
ბევრი რამ მიამბო. ამიტომ გეუბნებით, ზუსტად იმას ჰგავს, რაც ახ-
ლა მაგიდაზე გიდევთ! – გაიმეორა გოგრამ.
‒ შენისთანა ადამიანებისთვის ზეცას მადლობა უნდა შევწიროთ,
გოგრა, – თქვა თავმჯდომარემ, ‒ შენთან შედარებით საკმაოდ მო-
საწყენ და არცთუ ჭკვიან ხალხად გამოვიყურებით!
– სულ ეგ იყო. მეორე ამბავს არ მოვყვები. თუ თამაშის გაგრძე-
ლება გინდათ, ნება თქვენია! – თქვა გოგრამ
– მე მოვყვები, – თქვა მამეჰამ, – აი, ჩემი პირველი ამბავი: მაშინ
დაახლოებით ექვსი წლის ვიყავი. ერთ დილით წყლის ამოსაღებად
ჩვენი ოკიის ჭასთან მივედი. უცებ მამაკაცის ჩახველება გავიგონე.
ეს ხმა აშკარად ჭიდან ამოდიოდა. დიასახლისი გავაღვიძე. ისიც მი-
ვიდკ ჭასთან და ყური მიუგდო. შიგნით ჭრაქი ჩავანათეთ და ვერავინ
ვიპოვეთ, მაგრამ ეს ხმები იქამდე გვესმოდა, სანამ მზე კარგად არ
ამოიწვერა. ამის შემდეგ ხმები მიწყდა და მას აქეთ არასდროს გაგ-
ვიგონია.
– ეს ნამდვილი ამბავი უნდა იყოს. თუმცა პირველად კი მესმის,
– თქვა ნობუმ.
– ერთიც უნდა მოვყვე. ყური დამიგდეთ, – თქვა მამეჰამ, – ერ-
თხელ, რამდენიმე გეიშასთან ერთად, ოსაკაში, აკიტამასაიცის ოჯა-

531
ხში გავემგზავრე სტუმრების გასართობად. აკიტა ცნობილი ბიზნეს-
მენი იყო, ქონება ჯერ კიდევ ომამდე შეიძინა. კარგა ხანს ვსვით და
ვიმღერეთ. ბოლოს აკიტა-სანს ჭილოფზე მიეძინა, ერთ-ერთმა გე-
იშამ კი გვერდითა ოთახში მალულად შეგვიყვანა და პორნოგრაფი-
ით სავსე სკივრი გახსნა. ქსილოგრაფიებიც ამოვქექეთ. მათ, შორის
ჰიროსიგეს38 ნამუშევრებიც იყო...
– ჰიროსიგეს პორნოგრაფიული გრავიურები არ აქვს, – გააწყვე-
ტინა გოგრამ.
– აქვს, გოგრა. მეც მინახავს რამდენიმე! – თქვა თავმჯდომარემ.
‒ იმ სკივრში მსუქანი ევროპელი ქალებისა და მამაკაცების ფო-
ტოებიც ვნახეთ და რამდენიმე კინოფირიც, – თქვა მამეჰამ.
– აკიტა მასაიცის კარგად ვიცნობდი. არა მგონია, სახლში პორ-
ნოგრაფიული კოლექცია ჰქონოდა. შენი წინა ამბავია ნამდვილი და
არა ეს, – უთხრა თავმჯდომარემ.
– გამოდის, რომ ჭიდან ამოსული ხმისა უფრო გჯერათ? – გაიკ-
ვირვა ნობუმ.
– მჯერა თუ არ მჯერა, მთავარი მაინც ის არის, მამეჰა რას ფიქ-
რობს, – თქვა თავმჯდომარემ.
გოგრამ და თავმჯდომარემ ჭის კაცის ამბავს მისცეს ხმა, მინის-
ტრმა და ნობუმ – პორნოგრაფიას. რაც შემეხება მე, თავის დროზე
ორივე მქონდა გაგონილი და ვიცოდი, რომ ნამდვილი ჭის კაცის ამ-
ბავი იყო. მინისტრმა საჯარიმო ჭიქა მორჩილად გადაკრა, ნობუ კი
უკმაყოფილოდ აბუზღუნდა. ამიტომ სიტყვა მას გადავეცით.
– მე აღარ ვთამაშობ, – გამოგვიცხადა უცებ.
– თუ არ ითამაშებთ, ყოველ ჯერზე საჯარიმოს დალევა მოგი-
წევთ, – უთხრა მამეჰამ.
– კარგი, თუ ორი ამბავი გინდათ, ორივეს გიამბობთ, – თქვა ნო-
ბუმ, – აი, პირველი: ერთი პატარა, თეთრი ძაღლი მყავს, ქუბო
ჰქვია. ერთხელ ღამით შინ დავბრუნდი და რას ვხედავ: ჩემს ძაღლს

38XIX საუკუნის იაპონელი მხატვარი, ერთ-ერთი ტრადიციული სტილის, უკიოს -ე-


ს მიმდევარი

532
ბეწვი ერთიანად გალურჯებია!
– მჯერა! რომელიღაც ავსულმა გაიტაცა ალბათ, – თქვა გოგრამ.
ნობუმ ისე შეხედა, თითქოს ვერც კი წარმოედგინა, რომ გოგრას
სერიოზულად საუბარი შეეძლო.
– მეორე დღესაც იგივე მოხდა, – განაგრძო ყოყმანით, – ოღონდ
ამჯერად ქუბო კაშკაშა წითელი ფერის ბეწვით დამხვდა.
– ნამდვილად დემონების ოინებია! – თქვა გოგრამ. – მათ უყ-
ვართ წითელი ფერი. ეს ხომ სისხლის ფერია!
ამჯერად ნობუ სერიოზულად გაბრაზდა, მაგრამ თხრობა მაინც
განაგრძო:
– ახლა კი მეორე ამბავიც მოისმინეთ. წინა კვირას ოფისში ისე
ადრე მივედი, მდივანსაც კი დავასწარი! აბა, რომელია ნამდვილი
ამბავი?
რა თქმა უნდა, ყველამ მდივნის ვარიანტი ავირჩიეთ,გოგრას
გარდა, რომელსაც საჯარიმოს დალევამ შუშის ჭიქით მოუწია. დიახ,
სწორედ შუშის ჭიქას ვგულისხმობ და არა საკეს პატარა ფინჯანს.
სასმელი მინისტრმა დაუსხა. წვეთ-წვეთად ასხამდა და იქამდე არ
გაჩერდა, სანამ ჭიქა პირთამდე არ გაალიცლიცა. გოგრაც მიადგა
და წრუპა, სანამ ჭიქის ხელში დაჭერა შეეძლო. შეწუხებული ვუყუ-
რებდი, რადგან ვიცოდი, რომ ალკოჰოლს ძალიან ცუდად იტანდა.
– არ მჯერა, რომ ძაღლის ამბავი ტყუილია. ასეთ რამეს როგორ
შეთხზავდით? – ძლივს ამოილუღლუღა მან, როცა ჭიქა ჩაცალა.
– როგორ შევთხზავდი? ერთი ეს ვიკითხოთ: შენ როგორ დაიჯე-
რე? ძაღლები არ ლურჯდებიან. არც წითლდებიან... და არც დემონე-
ბი არსებობენ! – მიუგო ნობუმ.
ამასობაში ჩემი ჯერიც დადგა და დავიწყე:
– ჩემი პირველი ამბავი ასეთია: რამდენიმე წლის წინ, ღამის წვე-
ულებაზე, კაბუკის ერთი მსახიობი იოეგორო კარგა მაგრად გამოთ-
ვრა და გამომიცხადა, რომ ყოველთვის ლამაზ ქალად მივაჩნდი.
– ეს არ არის მართალი, იოეგოროს ვიცნობ! – თქვა გოგრამ.
– ვიცი, რომ იცნობ, მაგრამ მართლა ასე მითხრა და მას შემდეგ
დროდადრო წერილებსაც მწერდა. თითოეული წერილის კუთხეში

533
შავი თმის კულული იყო მიწებებული.
თავმჯდომარეს გაეცინა, ნობუ კი გაბრაზებული სახით წამოჯდა
და თქვა:
– ოჰ, ეს კაბუკის მსახიობები, რა აუტანელი ხალხია!
– რა შავ კულულზე ლაპარაკობ? ვერაფერი გავიგე! –თქვა გოგ-
რამ, მაგრამ ეტყობოდა, რომ პასუხი უკვე გამოიცნო.
ყველა გაჩუმდა და ჩემს მეორე ამბავს დაელოდა. როცა თამაში
დავიწყეთ, უკვე ვიცოდი, რაც უნდა მეამბა, თუმცა ვღელავდი, რად-
გან დარწმუნებული არ ვიყავი, რამდენად მართებული იყო ჩემი გან-
ზრახვა. მაინც წამოვიწყე:
– ერთხელ, ბავშვობაში, რაღაცამ ძალიან შემაწუხა; მივადექი
სირაკავას სანაპიროს და ავტირდი...
როგორც კი თხრობა დავიწყე, უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,
თითქოს მაგიდის მეორე მხარეს მჯდომ თავმჯდომარეს ხელი მივაწ-
ვდინე და თითებით შევეხე. ჩემს სიტყვებში სხვებს იქნებ უჩვეულო
ვერაფერი აღმოეჩინათ, მაგრამ მეგონა, თავმჯდომარე ამ ჩემს იდუ-
მალ, პირადულ ამბავს კარგად ჩასწვდებოდა. ყოველ შემთხვევაში,
ასე მეიმედებოდა. თითქოს ამ წუთებში ჩვენ შორის ინტიმური საუბა-
რი გაიბა, როგორიც არასდროს გვქონია. ამ დროს ცხადად
ვგრძნობდი, თანდათან როგორ მითბებოდა გული. სანამ ამბავს გა-
ვაგრძელებდი, თავმჯდომარეს ავხედე. მეგონა, მის გაოცებულ მზე-
რას დავიჭერდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზედაც არ მიყურებდა. უცებ
თავი პატარა, პრანჭია გოგოდ წარმოვიდგინე, რომელიც ბრბოს წი-
ნაშე თავის მოსაწონებლად გაჯგიმული მიაბიჯებს, მაგრამ უცებ
აღმოაჩენს, რომ ქუჩა ცარიელია.
ამასობაში ჩემი ლოდინით ყველა დაიღალა.
– მერე რა მოხდა? განაგრძე! – შემომძახა მამეჰამ.
გოგრამაც ჩაიბუტბუტა რაღაც, მაგრამ ვერ გავიგონე.
– მოდი, სხვა ამბავს მოვყვები! – ვთქვი უცებ. – გეიშა ოკაიჩი თუ
გახსოვთ, ომის დროს უბედურმა შემთხვევამ რომ იმსხვერპლა?
ომამდე რამდენიმე წლის წინ საუბარს შევყევით და უცებ ასეთი რამ
მითხრა: სულ მეშინია, რომ თავზე ხის ყუთი დამეცემა და მოვკვდე-

534
ბიო. მართლაც ასე დაიღუპა, თაროდან ჯართით სავსე ყუთი ჩამო-
ვარდა და თავზე დაეცა!
ისე ვიყავი გართული, ბოლო წუთამდე ვერ გავაცნობიერე, რომ
ამ ორი ამბიდან ნამდვილი არც ერთი არ იყო. ორივე შემთხვევაში
ნახევარსიმართლე ვუამბე ჩემს მსმენელებს, მაგრამ ეს ნაკლებად
მაწუხებდა, რადგან ამ თამაშის დროს მონაწილეები ხშირად ტყუ-
ოდნენ. დაველოდე, როდის დაასახელებდა თავმჯდომარე „ნამ-
დვილ“ ამბავს. მან არჩევანი იოეგოროსა და მის შავ კულულებზე შე-
აჩერა და მეც გამოვაცხადე, რომ არ შემცდარა, გოგრასა და მი-
ნისტრს კი საჯარიმოს დალევამ მოუწიათ.
დადგა თავმჯდომარის ჯერი.
– ასეთი თამაშები არ მეხერხება, – თქვა მან, – ყოველ შემთხვე-
ვაში, გეიშებს, ტყუილების დიდოსტატებს, ნამდვილად ვერ შეგედ-
რებით!
– თავმჯდომარევ! – წამოიძახა მამეჰამ ხუმრობანარევი საყვე-
დურით.
– გოგრას მდგომარეობა მაწუხებს, ამიტომ შევეცდები, მარტივი
ამბებით დავკმაყოფილდე. კიდევ ერთი ჭიქის მიყუდება თუ მოუხდა,
არა მგონია, გაუძლოს, – თქვა თავმჯდომარემ.
მართლაც, გოგრას უკვე მზერის ფოკუსირება უჭირდა და თავ-
მჯდომარეს, მგონი, არც კი უსმენდა, სანამ ამ უკანასკნელმა მისი სა-
ხელი არ წარმოთქვა.
– აბა, ყურადღებით მომისმინე, გოგრა, – დაიწყო თავმჯდომა-
რემ, – ჩემი პირველი ამბავი ასეთია: ამ საღამოს იჩირიკის ვესტუმ-
რე. ახლა კი მეორე ამბავი: რამდენიმე დღის წინ ოფისში თევზმა შე-
მომაკითხა... უჰ, არა, ეგ დაივიწყე! შენ ხომ მოსიარულე თევზის არ-
სებობას ადვილად დაიჯერებ. აბა, იქნებ ეს მოგეწონოს: რამდენიმე
დღის წინ ჩემი სამუშაო მაგიდის უჯრა გამოვაღე. უცებ იქიდან პატა-
რა, ფორმიანმა კაცუნამ ისკუპა და ცეკვა-სიმღერა გააჩაღა. ჰა, რო-
მელია სიმართლე?
– იმედია, არ გგონიათ, რომ უჯრიდან ამომხტარი კაცუნას ამბავს
დავიჯერებ! – თქვა გოგრამ.

535
– აირჩიე. რომელი ამბავია ნამდვილი?
– პირველი. ოღონდ უკვე აღარ მახსოვს, რას ეხებოდა, – თქვა
გოგრამ.
– საჯარიმოს დალევა მოგიწევთ, თავმჯდომარევ, – გამოაცხადა
მამეჰამ.
როგორც კი გოგრამ სიტყვა „საჯარიმოს“ მოჰკრა ყური,იფიქრა,
ისევ რაღაც შემეშალაო, საკეს ეცა და სანამ გონს მოვიდოდით, ნა-
ხევარი ჭიქა ჩაცალა. თავმჯდომარემ სხვებზე ადრე შენიშნა, რომ
მთლად ჯანსაღად ვეღარ გამოიყურებოდა, ჭიქა გამოართვა და და-
ტუქსა:
– გეყოფა, გოგრა, წყალსადინარი მილი ხომ არა ხარ?! მაგრამ
გოგრა ისე უაზროდ მიაშტერდა, რომ თავმჯდომარე ჩაეკითხა, ჩემი
თუ გესმისო.
– იქნებ ესმის, მაგრამ ვეღარ გხედავს, – უთხრა ნობუმ თავმჯდო-
მარეს.
– წამოდი, გოგრა, სახლამდე მიგაცილებ. ან, თუ საჭირო იქნა,
მიგაჩოჩებ! – უთხრა თავმჯდომარემ.
მამეჰამ დახმარება შესთავაზა და გოგრა ორივემ ერთად გაიყვა-
ნა. სუფრას მე, მინისტრი და ნობუ შევრჩით.
‒ აბა, მინისტრო, როგორ ისიამოვნეთ ამ საღამოს? –ჰკითხა ნო-
ბუმ.
მინისტრი გოგრაზე არანაკლებ მთვრალი იყო, მაგრამ მაინც წა-
იბუტბუტა, რომ ძალიან ისიამოვნა.
– მართლა კარგი იყო! – გაიმეორა თავის კანტურით და შესავსე-
ბად ჭიქა გამომიწოდა, მაგრამ ნობუმ ჭიქა ხელიდან გამოჰგლიჯა.

536
თავი ოცდამეთერმეტე

მთელი ზამთარი და გაზაფხული დაატარებდა ნობუ მინისტრს გი-


ონში. ჩვეულებრივ, კვირაში ორჯერ ან სამჯერ მოჰყავდა ხოლმე.
ურთიერთობა თვეობით უწევდათ და, შესაბამისად, მინისტრი უნდა
მიმხვდარიყო, რომ ნობუს თვალში ის იგივე იყო, რაც წერაყინის-
თვის ყინულის ლოდი. მაგრამ, თუნდაც მიმხვდარიყო, არაფერს იმ-
ჩნევდა. თუმცა, ვეჭვობ, მას რაიმეს შემჩნევა შესძლებოდა, გარდა
ორი გარემოებისა: მის გვერდით მუხლებზე თუ ვიდექი და მისი ჭიქა
სავსე თუ იყო. მისი ეს ახირებული გატაცება ზოგჯერ ცხოვრებას მიძ-
ნელებდა. როცა მინისტრს ზედმეტ ყურადღებას ვაქცევდი, ნობუ
უცებ წამოენთებოდა და სახის შედარებით საღი ნაწილი ჭარხალი-
ვით გაუწითლდებოდა ხოლმე. სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ამ წვე-
ულებებზე თავმჯდომარის, მამეჰასა და გოგრას დასწრება. ისინი
ყუთში ჩაფენილი ჩალის როლს ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, თავ-
მჯდომარის იქ ყოფნას სხვა მიზეზითაც ვაფასებდი. ამ ბოლო თვეებ-
ში ისე ხშირად ვხედავდი, როგორც არასდროს, და იმ აზრამდე მივე-
დი, რომ მისი სახება, რომელიც ღამღამობით ფუტონზე მწოლიარეს
მუდამ თვალწინ მედგა, მის ნამდვილ გარეგნობას არ შეესაბამებო-
და, ყოველ შემთხვევაში, ისე ზუსტად არა, მაგალითად. ჩემს წარ-
მოდგენაში მას სრულიად გლუვი და თითქმის უწამწამო ქუთუთოები
ჰქონდა, სინამდვილეში კი თვალებს პატარა ჯაგრისებივით ხშირი
და ფაფუკი წამწამები უმშვენებდა. პირიც გაცილებით უფრო მეტყვე-
ლი აღმოაჩნდა, ვიდრე მეგონა. ისეთი მეტყველი, რომ ხშირად
გრძნობების დამალვა ეძნელებოდა. როცა რაღაც ახალისებდა, მაგ-
რამ ამის გამხელა არ სურდა, ვამჩნევდი, როგორ უთრთოდა ტუჩის
კუთხეები. ფიქრი რომ გაიტაცებდა, საკეს ჭიქას მაგიდაზე ატრია-
ლებდა და ტუჩ-პირის ირგვლივ, ლამის ნიკაპამდე, კანი უცნაურად
ეჭმუხნებოდა. როცა ფიქრებს ასე გაჰყვებოდა ხოლმე, თავისუფ-
ლად და მოურიდებლად შემეძლო მისთვის მემზირა. რაღაც გამო-
უთქმელად მიმზიდველი ახლდა ამ დაღარულ სახესა და კუშტ გამო-

537
მეტყველებას. ჩანდა, რა საფუძვლიანად უფიქრდებოდა ეს კაცი ყვე-
ლაფერს, რა სერიოზულად აღიქვამდა გარესამყაროს. ერთ საღა-
მოს, როცა მამეჰა რაღაც ამბავს ჰყვებოდა, მისმა ცქერამ ზედმეტად
გამიტაცა. გონს რომ მოვედი, მივხვდი: ვინც თვალს შემასწრებდა,
აუცილებლად გაიკვირვებდა. საბედნიეროდ, მინისტრი სმით იყო
გართული და არაფერი შეუმჩნევია. ნობუც რაღაცას ღეჭავდა, ჩხი-
რებით თეფშში იქექებოდა და არც მე და არც მამეჰას ყურადღებას
არ გვაქცევდა. აი, გოგრა კი, როგორც ჩანს, კარგა ხანს მითვალ-
თვალებდა და იღიმებოდა, ოღონდ ამ ღიმილის აზრი ჩემთვის გა-
უგებარი დარჩა.

***
ერთ საღამოს, თებერვლის ბოლოს, გოგრამ გრიპი აიკიდა და
იჩირიკიში ვეღარ მოვიდა. იმ ღამეს თავმჯდომარესაც დააგვიანდა,
ამიტომ მე და მამეჰას ნობუსა და მინისტრის მასპინძლობამ მარტო
მოგვიწია. ბოლოს გადავწყვიტეთ, გვეცეკვა. ოღონდ ამჯერად ჩვენი
მიზანი მათი გართობა სულაც არ იყო. ცეკვა საკუთარი სიამოვნე-
ბისთვის უფრო დავიწყეთ. ნობუ ცეკვის დიდი მოყვარული არ გახ-
ლდათ; მინისტრსაც ეტყობოდა, რომ ეს საქმე სრულებით არ აინტე-
რესებდა. ცეკვას, როგორც დროის გაყვანის საშუალებას, პირვე-
ლად არ მივმართავდით, მაგრამ სხვა გასართობი ვერც ამჯერად
მოვიფიქრეთ. ჯერ მამეჰამ წარმოადგინა რამდენიმე მოკლე მუსიკა-
ლური სცენა, მე კი შამისენზე აკომპანიმენტი გავუწიე. შემდეგ რო-
ლები შევცვალეთ. სწორედ იმ დროს, როცა საწყისი პოზა დავიკავე
(მთელი სხეულით მხარეს ისე ვიყავი გადახრილი, რომ მარაო თით-
ქმის იატაკს სწვდებოდა, მეორე ხელი კი ჰაერში მქონდა გაშვერი-
ლი), კარი სრიალით გაიღო და თავმჯდომარე შემოვიდა. მივესალ-
მეთ და დაველოდეთ, როდის მიუჯდებოდა მაგიდას.
სიხარულით ცას ვეწიე. ვიცოდი, რომ სცენაზე ნანახი ვყავდი,
მაგრამ ასეთი ინტიმური ანტურაჟის ფონზე პირველად მხედავდა.
თავიდან „მთრთოლარე ფოთლების“ შესრულება“ მქონდა განზრა-

538
ხული, მაგრამ გადავიფიქრე და მამეჰას ვთხოვე, „სასტიკი წვიმა “
დაეკრა. ეს ნაწარმოები მიჯნურის თავგამოდებით გულაჩუყებული
ახალგაზრდა ქალის ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც შეყვარე-
ბულმა ყმაწვილმა კოკისპირული წვიმის დროს თავისი მოკლე კი-
მონო გადააფარა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყმაწვილს ძლი-
ერი ჯადო ედო და იცოდა, რომ მისი სხეული დასველებისთანავე
დადნებოდა.
ჩემი მასწავლებლები ყოველთვის მაქებდნენ იმისთვის, თუ რო-
გორ გამოვხატავდი სიბრალულს. ცეკვის იმ მონაკვეთში, როცა მუხ-
ლებზე ნელა ვეშვებოდი, სხვა მოცეკვავეებისგან განსხვავებით, ფე-
ხები თითქმის არასოდეს მიკანკალებდა. მგონი, ერთხელ ვახსენე,
რომ ინოუეს სკოლის ცეკვებში სახის გამომეტყველება ისევე მნიშ-
ვნელოვანია, როგორც კიდურების მოძრაობა. ერთი მხრივ, ცეკვის
დროს თავმჯდომარისკენ თვალის გაპარება ძალიან მინდოდა, მე-
ორე მხრივ, ვითარება ითხოვდა, რომ მზერა სულ სხვა მიმართულე-
ბით წარმემართა. ორივეს მოხერხება რთული აღმოჩნდა, ცეკვის-
თვის მეტი ემოციურობა რომ მიმენიჭებინა, გადავწყვიტე, ისეთ რა-
მეზე მეფიქრა, რაც ყველაზე მეტად დამამწუხრებდა. მაგალითად,
წარმოვიდგინე, რომ ჩემს გამოსვლას ამ წუთებში ჩემი დანა ესწრე-
ბოდა, ოღონდ ეს პიროვნება თავმჯდომარე კი არა, ნობუ იყო. რო-
გორც კი ამ აზრმა დასრულებული სახე მიიღო, ჩემ ირგვლივ ყვე-
ლაფერმა თითქოს ერთბაშად მოიწყინა და თავი ჩაქინდრა.
ბაღში, სახურავის კარნიზებიდან შუშის მძივებივით იბნეოდა
შხაპუნა წვიმა. ჭილოფებიც კი თითქოს უფრო მჭიდროდ ეკვროდნენ
იატაკს. მახსოვს, გავიფიქრე, რომ ამ წუთებში ცეკვით იმ ასულის
ტკივილს კი არ გამოვხატავდი, თავისი მოჯადოებული მიჯნური რომ
დაკარგა, არამედ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი რამის დაკარგვის
გამო საკუთარ თავს დავტიროდი. უნებურად ჩემი დაც ამომიტივტივ-
და გონებაში, და ახლა ამ ცეკვით ჩვენი მარადიული განშორებით
მოგვრილ სიმწარესაც გამოვხატავდი. შედეგად, მწუხარებამ მარ-
თლაც დამრია ხელი, მაგრამ იმისთვის კი ნამდვილად არ ვიყავი
მზად, რაც უცებ დავინახე, როცა თავმჯდომარისკენ კიდევ ერთხელ

539
მივტრიალდი. მაგიდის კიდესთან ისე იჯდა, რომ ჩემ გარდა, მის სა-
ხეს ვერავინ ხედავდა. თავიდან მომეჩვენა, რომ გაკვირვებული
იყო, რადგან თვალებგაფართოებული მომჩერებოდა, მაგრამ უცებ
ტუჩის კუთხეები აუთამაშდა. ასეთი რამ მაშინ სჩვეოდა, როცა ღიმი-
ლის მიჩქმალვას ცდილობდა, ახლა კი აშკარად ჩანდა, რომ ეს და-
ძაბული მიმიკა სულ სხვა განცდამ გამოიწვია. დარწმუნებული არ
ვარ, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. კა-
რისკენ გაიხედა, რათა თითი უჩუმრად ამოესვა თვალის უპეში, შემ-
დეგ ვითომ ცხვირი მოიქექა და წარბებიც ისე გაისწორა, თითქოს მი-
სი შეწუხების მიზეზი მხოლოდ ეს იყო. სახეზე ისეთი ტკივილი ეხატა,
თავგზა ამებნა, სცენაზე ვეღარ გავჩერდი და სუფრას დავუბრუნდი.
მამეჰამ და ნობუმ საუბარი გააბეს, მაგრამ რამდენიმე წამში თავ-
მჯდომარემ გააწყვეტინა:
– გოგრა სად არის?
– ავად გახდა, – უპასუხა მამეჰამ.
– რას გულისხმობ, ამ საღამოს არ მოვა?
– ვერ მოვა. კარგიცაა, რადგან კუჭ-ნაწლავის ვირუსი აქვს, –
უპასუხა მამეჰამ და ნობუსთან საუბარი განაგრძო.
თავმჯდომარემ მაჯის საათზე დაიხედა და მღელვარებისგან ჯერ
კიდევ ათრთოლებული ხმით ჩაილაპარაკა:
– მამეჰა, უნდა მაპატიო, ამ საღამოს ვერც მე ვგრძნობ თავს კარ-
გად.
როცა თავმჯდომარე ოთახიდან გადიოდა, ნობუმ რაღაც გაიხუმ-
რა და ყველა გააცინა, მე კი ამასობაში ერთი ფიქრი მეწვია, რომელ-
მაც ძალიან დამაფრთხო. ცეკვის დროს სწორედ ადამიანის არყოფ-
ნით გამოწვეული ტკივილის გამოხატვას ვცდილობდი. საწადელს
მივაღწიე და ეს სიმწარე იმ წუთებში მართლაც განვიცადე, მაგრამ
საქმე ის გახლდათ, რომ აფორიაქება თავმჯდომარესაც შევატყვე.
ახლა საკითხავი ეს იყო: როგორ უნდა დამეჯერებინა, რომ იმ წუ-
თებში გოგრაზე ფიქრობდა? მართალია, იმ საღამოს სწორედ გოგ-
რა გვაკლდა, თუმცა ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ კაცს ცრემ-
ლი გოგრას ავადმყოფობის გამო ან რაღაც მსგავსი მიზეზით მოსდ-

540
გომოდა. იქნებ ჩემი ცეკვით სხვა, გაცილებით რთული და იდუმალი
განცდები ავუშალე?
მან წარმოდგენის დასრულებისთანავე გოგრა იკითხა და სწო-
რედ მაშინ დაგვტოვა, როცა მისი ავადმყოფობის ამბავი გაიგო. ამ
კაცს გრძნობა მამეჰას მიმართ რომ გასჩენოდა, ასე არ გამიკვირდე-
ბოდა. მაგრამ გოგრა?! როგორ უნდა გაეტაცებინა ეს ადამიანი
ქალს, რომელსაც დახვეწილობა ასე აკლდა? ალბათ იფიქრებთ,
რომ ფხიზლად მოაზროვნე ნებისმიერი ქალი მსგავს ვითარებაში
იმედს დაკარგავდა. მართლაც, კარგა ხნის განმავლობაში თითქმის
ყოველდღე დავრბოდი მარჩიელთან და ჩემს სამთვარიოს ადრინ-
დელზე გაცილებით მეტი ყურადღებით ვკითხულობდი. ვეძებდი სა-
თანადო მინიშნებებს – დავმორჩილებოდი თუ არა იმას, რაც გარ-
დაუვალ ხვედრად მესახებოდა. ჩვენთვის, იაპონელებისთვის, ეს
იყო დამსხვრეული იმედების ათწლეული.
ამიტომ სულ არ გამიკვირდებოდა, უამრავი სხვა ადამიანის
მსგავსად, იმედები მეც რომ გამცრუებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ,
ბევრს სჯეროდა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ მშვენიერ დღეს აღორძინ-
დებოდა, ოღონდ ყველას გვესმოდა, რომ ეს არასდროს მოხდებო-
და, თუ ნანგრევებში სამუდამოდ ცხოვრებას შევეგუებოდით. ყო-
ველთვის, როცა გაზეთში მორიგ ინფორმაციას წავაწყდებოდი, თუნ-
დაც ველოსიპედის ნაწილებით მოვაჭრე პატარა მაღაზიის შესახებ,
რომელმაც ომის შემდეგ თავისი ბიზნესი კვლავ ააწყო, ჩემს თავს
ვეუბნებოდი: თუ მთელი ქვეყანა შეძლებდა თავისი „წყვდიადის ვე-
ლიდან“ გამოსვლას, იქნებ ჩემი ბნელეთიდან მეც გამეღწია.
მარტის დასაწყისიდან გაზაფხულის მიწურულამდე მე და მამეჰა
ძველი დედაქალაქის ცეკვებისთვის მზადებით ვიყავით დაკავებუ-
ლი. ომის მიწურულს გიონი რომ დაიხურა, მას შემდეგ ეს წარმოდ-
გენა მაყურებელს პირველად უნდა ეხილა. მოხდა ისე, რომ ამ პერი-
ოდში თავმჯდომარეცა და ნობუც სულ უფრო და უფრო დაკავებულე-
ბი იყვნენ და მინისტრი გიონში მხოლოდ ერთხელ მოიყვანეს. ერთ
დღეს, ივნისის პირველსავე კვირას, შემატყობინეს, რომ „ივამურა
ელექტრიკი“ იჩირიკიში მიძახებდა. რამდენიმე კვირით ადრე მქონ-

541
და დანიშნული შეხვედრები, რომლებსაც ხელაღებით ვერ გავაც-
დენდი, ამიტომ, როცა ამ წვეულებაზე ნახევარი საათის დაგვიანე-
ბით გამოვცხადდი, ჩემდა გასაოცრად, ჩვეული შემადგენლობის
ნაცვლად მრგვალ მაგიდასთან მხოლოდ ნობუ და მინისტრი დამ-
ხვდნენ. ნობუ აშკარად გაბრაზებული ჩანდა. მივხვდი: მე მიბრაზდე-
ბოდა იმის გამო, რომ მინისტრთან ამდენ ხანს განმარტოებით მო-
უწია ურთიერთობამ. თუმცა ამ ორზე ისევე ვერ იტყოდით, ურთიერ-
თობენო, როგორც ერთ ხეზე მცხოვრებ ციყვსა და მწერებზე. გაცო-
ფებული ნობუ მაგიდას თითებს უკაკუნებდა, მინისტრი კი ფანჯარას-
თან იდგა და ბაღს გადაჰყურებდა.
– კმარა, მინისტრო, – გასძახა ნობუმ, როცა მაგიდასთან მოვი-
კალათე, – ბუჩქების თვალიერებას თავი დაანებეთ, მთელი ღამე
თქვენ ხომ არ დაგელოდებით?
მინისტრი შეცბა, მობოდიშების ნიშნად თავი ოდნავ დაგვიკრა და
ჩამოჯდა ბალიშებზე, რომლებიც მისთვის საგანგებოდ გავამზადე.
ჩვეულებრივ, მასთან ურთიერთობისას სასაუბრო საგნის შერჩევა
მიჭირდა, მაგრამ ამჯერად ჩემი ამოცანა გაცილებით იოლად შესას-
რულებელი იყო, რადგან ერთმანეთი დიდი ხანი არ გვენახა.
– მინისტრო, მგონი, აღარ მოგწონვართ! – დავიწყე მე.
– რაო?! – ჩამეკითხა და დიდი გაჭირვებით მოახერხა თავისი გა-
შეშებული სახისთვის გაოცებული გამომეტყველება მიეცა.
– თვეზე მეტია, არ გინახავვარ! ეს იმიტომ, რომ ნობუ-სანი უგუ-
ლოდ იქცეოდა და გიონში ისე ხშირად აღარ მოჰყავდით, როგორც
საჭირო იყო.
– ნობუ-სანი უგულო არ არის. ისედაც ზედმეტად შევაწუხე, –
თქვა მინისტრმა და ამოიხვნეშა.
– თქვენს თავს ერთი თვე რომ არ გვაკარებდა, ეგ არაფერი?! დი-
ახაც უგულოა! ახლა რამდენი დანაკლისის ანაზღაურება მოგვიწევს!
– ჰო... ბევრი სმა ნამდვილად მოგვაკლდა! – თქვა ნობუმ.
‒ აი, ამ საღამოსაც უგუნებოდაა. მთელი საღამო ასე ბუზღუნებ-
და. თავმჯდომარე, მამეჰა და გოგრა სად არიან? დღეს არ შემოგვი-
ერთდებიან?

542
– თავმჯდომარე ამ საღამოს დაკავებულია, – თქვა ნობუმ, –
სხვების ამბავი არ ვიცი. ეს შენი საზრუნავია.
უცებ კარი გაიღო და ორმა მოახლემ მამაკაცებს ლანგრებით
ვახშამი შემოუტანა. სანამ ვახშმობდნენ, თანამეინახეობას ბეჯითად
ვუწევდი. ჯერ ნობუ გამოვიწვიე, მაგრამ სასაუბროდ განწყობილი არ
იყო. შემდეგ მინისტრის ალაპარაკებაც ვცადე, მაგრამ ალბათ მის
თეფშზე დაწყობილ კვირჩხლებს უფრო ადვილად ამოაღებინებდა
კაცი ხმას. რაღას ვიზამდი, თავი მივანებე და მას შემდეგ ჩემთვის
ვტიტინებდი მარტოხელა დედაბერივით, რომელიც ძაღლებს ელა-
პარაკება. სტუმრებს საკეს არ ვაკლებდი, ორივეს უხვად ვუსხამდი,
მაგრამ ნობუ სასმელს არ ეძალებოდა, მინისტრი კი ყოველ ჯერზე
მადლიერად მიწვდიდა ჭიქას. როცა ჩვეულებისამებრ მზერა გა-
უშეშდა, ნობუ თითქოს უეცრად მოეგო გონს, ჭიქა მაგიდაზე ჩამოდ-
გა, ტუჩებზე ხელსახოცი მოისვა და თქვა:
– ამ საღამოსთვის კმარა, მინისტრო. შინ წასვლის დროა.
– ნობუ-სან! მე კი მეგონა, თქვენი სტუმარი სწორედ ახლა იწყებ-
და ეშხში შესვლას!
– საკმარისად ისიამოვნა. ერთხელ მაინც გავუშვათ სახლში
დროულად. წამობრძანდით, მინისტრო, თქვენი მეუღლე მადლიერი
დაგრჩებათ!
– მე დაქორწინებული არა ვარ, – თქვა მინისტრმა, მაგრამ უცებ
წინდების გასწორება დაიწყო და ასადგომად გაემზადა.
ორივენი სადარბაზოს კარამდე მივაცილე და მინისტრს ფეხსაც-
მლის ჩაცმაში დავეხმარე. ბენზინის ნორმირების გამო ტაქსები ჩვე-
ულ რეჟიმში ჯერ კიდევ არ მუშაობდნენ, მაგრამ მოახლემ რიქშა გა-
მოიძახა და მინისტრს ორთვალაში ჩაჯდომისას ხელი წააშველა. მი-
სი უცნაური ქცევა ადრეც მქონდა შემჩნეული, მაგრამ ამჯერად ყვე-
ლა მოლოდინს გადააჭარბა – მზერა საკუთარ მუხლებს მიაპყრო და
არც კი გამოგვემშვიდობა!
ნობუ შენობიდან არ გამოსულა, ზღურბლზე იდგა და ღამის ცას
ისე ამრეზით აჰყურებდა, თითქოს საავდრო ღრუბლების შეყრას
ელოდა, თუმცა საკმაოდ დარიანი და სასიამოვნო საღამო იყ

543
– ნობუ-სან, იქნებ გამაგებინოთ, რა გემართებათ ამ ორ ადამი-
ანს? – ვკითხე მე.
ნობუმ დამცინავი ზიზღით გადმომხედა და მიტრიალდა. ოთახში
რომ შევედი, საკეს ცარიელ ჭიქას მაგიდაზე აკაკუნებდა. თავიდან
ვიფიქრე, რომ საკეს ჩამოსხმას მთხოვდა, მაგრამ მივხვდი, ასე არ
იყო, რადგან ზედაც არ მიყურებდა; გარდა ამისა, ბოთლიც დაცა-
რიელებულიყო. მეგონა, რაღაცის თქმა სურდა და დაველოდე, თუმ-
ცა ბოლოს ისევ მე ავლაპარაკდი:
– შეხედეთ თქვენს თავს, ნობუ-სან, რა ღრმა ნაოჭი გაგიჩნდათ
თვალის უპეებში. შარაგზაზე დატოვებულ ბორბლის კვალსა ჰგავს!
ამის გაგონებისას სახის კუნთები ოდნავ მოადუნა და ის ნაოჭიც
თითქოს გასწორდა.
‒ შენ იცი, რომ ის ახალგაზრდა კაცი აღარა ვარ, რაც ვიყავი.
– ეს რაღას ნიშნავს, ნეტავ?
– იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი ნაოჭი დროთა განმავლობაში
სახის ნაკვთივით განუყოფელი ნაწილი ხდება, ჩვენს სურვილებს
აღარ ემორჩილება და არსად მიდის.
– არსებობს კარგი ნაოჭები და ცუდი ნაოჭები, ნობუ-სან. ეს არას-
დროს დაგავიწყდეთ.
– იცი, რას გეტყვი? შენც აღარა ხარ ის ნორჩი გოგონა, ოდესღაც
რომ იყავი.
– ახლა უკვე ჩემს შეურაცხყოფასაც აღარ თაკილობთ! მართლაც
ძალიან უგუნებოდ ბრძანებულხართ დღეს. სასმელი რატომ არ
არის? თქვენ ახლა დალევა გჭირდებათ.
– ეს შეურაცხყოფა კი არა, ფაქტია.
– არსებობს კარგი ნაოჭები და ცუდი ნაოჭები. არსებობს, აგრეთ-
ვე, კარგი ფაქტები და ცუდი ფაქტები. ამ უკანასკნელებს თავი უნდა
ავარიდოთ.
ამ სიტყვებით მოახლე ვიხმე და ვისკი და წყალი მოვატანინე. თან
ისიც გამახსენდა, რომ ნობუს წესიერად არ უვახშმია. ამიტომ მისა-
ყოლებლად შებოლილი კალმარიც შევუკვეთე, წყლით სავსე ჭიქაში
ვისკი ჩავასხი და ნობუს წინ დავუდგი:

544
– ინებეთ. წარმოიდგინეთ, რომ წამალია და უცებ გადაკარით!
ნობუმ სასმელი ოდნავ მოწრუპა.
– ბოლომდე! – შევუძახე მე.
– მე ჩემი ტემპი მაქვს, – მიპასუხა ნობუმ.
– როცა ექიმი პაციენტს წამლის დალევას უბრძანებს, პაციენტი
მის ბრძანებას ასრულებს. დალიეთ, ახლავე!
ნობუმ ჭიქა გამოცალა, მაგრამ ამის შემდეგ ჩემთვის აღარ შე-
მოუხედავს. სასმელი კიდევ დავუსხი და ვუბრძანე, დაელია.
– შენ ექიმი არა ხარ! ისე დავლევ, როგორც მომესურვება
– ნობუ-სან, რამდენჯერაც პირს გააღებთ, უარეს შარში ეხვევით.
რაც უფრო ავად არის პაციენტი, მით მეტი წამალია საჭირო.
– არ დავლევ, ვერ ვიტან მარტო სმას!
– კეთილი, მეც შემოგიერთდებით!
ჭიქაში ყინულები ჩავყარე და გავუწოდე. ჩაეღიმა (არ ვაჭარბებ,
იმ საღამოს მის სახეზე ღიმილი მართლაც პირველად ვნახე), ორჯერ
მეტი ვისკი დამისხა და წყალი ოდნავ დაამატა. მის ჭიქას ხელი და-
ვავლე, ვისკის ნარჩენი ჯამში ჩავაპირქვავე და სასჯელის სახით ჩვე-
ული ულუფა გავუორმაგე. როცა ჭიქებს ვცლიდით, უნებურად და-
ვიმანჭე, რადგან ვისკის სმა ჩემთვის ისეთივე „სასიამოვნო“ იყო,
როგორც შარაგზის გუბიდან ნაწვიმარი წყლის ხვრეპა. ვფიქრობ,
ჩემმა მანჭვა-გრეხამ სასიკეთო შედეგი გამოიღო, რადგან მას შემ-
დეგ ნობუ იმდენს აღარ ბუზღუნებდა. სული რომ მოვითქვი, ნობუს
ვუთხარი:
– არ ვიცი, ამ საღამოს რა შეგიჩნდათ ან თქვენ, ან თუნდაც მი-
ნისტრს.
– ეგ კაცი არ მიხსენო, ძლივს მიმავიწყდა! – მითხრა ნობუმ. –
იცი, რა მითხრა შენს მოსვლამდე?
‒ ნობუ-სან, თქვენი გამხიარულება ჩემი მოვალეობაა. გსურთ
თუ არა, უნდა დალიოთ. ალბათ ხედავდით, ყოველ ღამე როგორ
თვრებოდა მინისტრი. ახლა კი დროა, თქვენც გამოთვრეთ.
ნობუმ კიდევ ერთხელ ამრეზით გადმომხედა, ჭიქა ეშაფოტისკენ
მიმავალ გზაზე ახალფეხშედგმული ადამიანის გამომეტყველებით

545
აიღო ხელში და სანამ მიიყუდებდა, თვალს დიდხანს არ აშორებდა.
შემდეგ მაგიდაზე ჩამოდგა და ხელის ზურგით თვალები ისე მოიფ-
შვნიტა, თითქოს ცრემლებს იწმენდდა.
– საიური, – ჩაილაპარაკა ბოლოს, – რაღაც უნდა გითხრა. ადრე
თუ გვიან მაინც მოგიწევს ამის მოსმენა. ერთი კვირის წინ მე და თავ-
მჯდომარე იჩირიკის მესაკუთრეს ველაპარაკეთ და დავაყენეთ სა-
კითხი იმის შესახებ, რომ მინისტრი შენი დანა გამხდარიყო.
– მინისტრი?! ნობუ-სან, არ მესმის. ნუთუ მართლა გინდათ, რომ
ეს მოხდეს?
– რა თქმა უნდა, არა. მაგრამ მინისტრმა განუზომლად დიდი
დახმარება გაგვიწია და სხვა არჩევანი აღარ მქონდა. საქმე ისაა,
მზად იყვნენ „ივამურასთვის“ საბოლოო განაჩენის გამოსატანად და
ჩვენთვის – კომპანიის ჩამოსართმევად. რამდენადაც ვხვდები, მე
და თავმჯდომარეს ბეტონის ჩამოსხმა ან რაღაც ამდაგვარი უნდა
გვესწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის სფეროდან სამუდა-
მოდ უნდა ამოგვეკვეთა ფეხი, მაგრამ მინისტრმა აიძულა, ჩვენი
საქმე ხელახლა განეხილათ, და მოახერხა მათი დარწმენება იმაში,
რომ ჩვენ მიმართ ზედმეტი სიხისტე გამოიჩინეს, რაც, მოგეხსენება,
სიმართლეს სავსებით შეესაბამება.
– მიუხედავად ამისა, ნობუ-სანი მინისტრს ათასგვარი სალან-
ძღავი სიტყვით მოიხსენიებს, – სიტყვა ჩავაკერე მე.
– ეგ ყველა სალანძღავი სიტყვის ღირსია, რაც კი ადამიანს თავ-
ში მოუვა! – გამაწყვეტინა ნობუმ. – ძალიან არ მომწონს ეგ კაცი,
საიური. და არც ის მხიბლავს, მის წინაშე ასე დავალებული რომ
ვარ.
– გასაგებია. ესე იგი, მინისტრის ხელში იმიტომ უნდა ჩაგეგდეთ,
რომ...
– მინისტრის ხელში ჩაგდებას არავგინ გიპირებდა. შენს დანო-
ბას ეგ ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გაუმკლავდებოდა. უბრალოდ,
მას მიაჩნდა, რომ ფულის გადახდას „ივამურა ელექტრიკი“ შეძლებ-
და, რისი ვალდებულებაც სრულებით არ გვქონდა. პასუხი წინასწარ
რომ არ მცოდნოდა, შეკითხვასაც არ დავსვამდი. ვერ წარმოიდგენ,

546
რა გაწბილებული დარჩა. წამით შემეცოდა კიდეც! – მითხრა ნო-
ბუმ.
თითქოს სასაცილოს არაფერს ამბობდა, მაგრამ თავი ვერ შევი-
კავე და გავიცინე. თვალწინ დამიდგა მინისტრი ჩემი დანას როლში.
აი, დგას ყბაგამოშვერილი, აი, დაიძრა და თანდათან მიახლოვდე-
ბა... უკვე მისი სუნთქვაც კი მწვდება...
– გეცინება, არა?
– რა გითხრათ, ნობუ-სან... ვწუხვარ, მაგრამ იმის წარმოდგენაც
კი მიჭირს, რომ ეს კაცი...
– არ მინდა ამის წარმოდგენა! ისიც მეყოფა, რომ გვერდით მეჯ-
და, როცა იჩირიკის დიასახლისს ველაპარაკებოდი!
ნობუს ვისკი კიდევ ერთხელ გავუზავე. მანაც იგივე გააკეთა ჩემ-
თვის, ეს კი ნამდვილად არაფერში მჭირდებოდა, რადგან უკვე მეჩ-
ვენებოდა, რომ ოთახი ბურუსში ჩაძირულიყო. მაგრამ თავისი ჭიქა
რომ ასწია, სხვა გზა არ მქონდა და მასთან ერთად დავლიე. ნობუმ
პირი მოიწმინდა და თქვა:
– საშინელ დროში ვცხოვრობთ, საიური.
– ნობუ-სან, მეგონა იმისთვის ვსვამდით, რომ ერთმანეთი გაგ-
ვემხიარულებინა.
– ერთმანეთს კარგა ხანია, ვიცნობთ, საიური თხუთმეტი წელი
იქნება, არა? ნუ მიპასუხებ! რაღაც მინდა გითხრა, შენ კი უნდა დაჯდე
და ყური დამიგდო. კარგა ხანია, შენთვის ამის თქმა მინდოდა და, აი,
დროც მოვიდა. იმედია, მისმენ, რადგან იცოდე, ამას მხოლოდ ერ-
თხელ ვიტყვი. მაშ ასე: ალბათ იცი, რომ გეიშები დიდად არ მიყვარს,
მაგრამ ყოველთვის გგრძნობდი, რომ შენ სხვებს არ ჰგავხარ.
გაგრძელებას დაგელოდე, მაგრამ ნობუ გაჩუმდა.
– სულ ეს არის, ნობუ-სან?
– განა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენთვის ბევრი რამ უნდა გამეკე-
თებინა? მაგალითად... ჰა-ჰა-ჰა... ძვირფასი თვლები უნდა მეყიდა...
‒ დიახ, აკი მიყიდეთ კიდეც. თქვენ ყოველთვის კეთილი იყავით.
ოღონდ ჩემ მიმართ. ეგ ყველაზე არ ითქმის!

547
– ჰოო... მეტსაც იმსახურებდი. მაგრამ ახლა ამაზე არ არის სა-
უბარი. მიჭირს აზრის ჩამოყალიბება. იმის თქმას ვცდილობ, რომ
თანდათან ვხვდები, რა ბრიყვიც ვარ. ამას წინათ მინისტრი შენი და-
ნას როლში რომ წარმოიდგინე, გაგეცინა. მაგრამ, აბა, ერთი, მე შე-
მომხედე: ცალხელა კაცი, რომელსაც კანი... აი, იმას უგავს... შემახ-
სენე, რასაც მეძახით, მგონი, ხვლიკს, არა?
‒ ოჰ, ნობუ-სან, თქვენს თავს ასეთ სიტყვებს ნუ ჰკადრებთ!
– დადგა მომენტი, რომელსაც წლობით ველოდი. ჯერ იყო და, იმ
გენერალთან შენი სულელური კავშირის დასრულებას არ დაადგა
საშველი. რამდენჯერაც მასთან ერთად წარმოგიდგენდი... მოკ-
ლედ... ამაზე ფიქრიც კი არ მინდა. ახლა ეს იდიოტი მინისტრი მაკ-
ლდა! არ მახსოვს, გიამბე თუ არა, გუშინ რა მითხრა? ყველაზე შემ-
ზარავი სწორედ ეგ იყო.
როგორც კი გაიგო, რომ შენი დანა ვერ გახდებოდა, კარგა ხანს
ნეხვის გროვასავით იდო ერთ ადგილას, ბოლოს თვქვა: „მე მეგონა,
მეტყოდით, რომ საიურის დანა გავხდებოდი!"
დანამდვილებით არაფერი გვითქვამს. ცდა არ დავაკელით,
მინისტრო, მაგრამ არაფერი გამოვიდა-მეთქი, ვუპასუხე.იქნებ ერ-
თხელ მაინც მომიგვაროთ ეს საქმეო, გვთხოვა. ყურებს არ დავუჯე-
რე და ჩავეკითხე: „როგორ თუ ერთხელ?! საიურის დანა სულ ერ-
თხელ გინდათ გახდეთ? ერთადერთ საღამოს გულისხმობთ?!“
შენ წარმოიდგინე, თავი დამიქნია! „მაშ ასე, მინისტრო.ისიც საკ-
მარისია, რომ ამ საკითხზე ხმა ამოვიღეთ და იჩირიკის დიასახლის-
თან საუბრისას თუნდაც სიტყვიერად დავუშვით, რომ თქვენისთანა
კაცი საიურისთანა ქალის დანა უნდა გამხდარიყო! მშვიდად ვიყავი,
რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ ეს არ მოხდებოდა. ახლა კი ნურც
იფიქრებთ...“ „თქვენ ასე არ გითქვამთ!“ – გამაწყვეტინა მინისტრმა.
„სწორედ ასე გითხარით. თუ გგონიათ, რომ ხელს შეგიწყობთ და
თუნდაც წამის მეასედით დაგანებებთ მის დამარტოხელებას... ერთი
ეს მიბრძანეთ, მაინც რატომ უნდა გახდეს ეს ქალი თქვენი? დავიწ-
ყოთ იმით, რომ ის ჩემი საკუთრება არ არის და თუნდაც ამ მიზეზით,
ნივთივით ვერ გადმოგცემთ ასე ხელაღებით. ნურც იმის იმედი გექ

548
ნებათ, რომ ამ თხოვნით მას მივმართავ!“
– ნობუ-სან, იმედია, მინისტრი ძალიან არ გიწყენთ ამ ყველა-
ფერს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ივამურას“ ასე დაეხმა-
რა...
– დამაცადე! მე არ დავუშვებ, რომ უმადურ კაცად ჩამთვალო!
დახმარება იმიტომ გაგვიწია, რომ ეს მისი მოვალეობა იყო. მთელი
ეს ბოლო თვეები განუწყვეტლივ ვმასპინძლობდი და ამას არც ახლა
შევწყვეტ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადვილად შეველევი და და-
ვუთმობ იმას, რასაც ათი წელი ველოდი! ნეტავ რას მეტყოდი, შენ-
თან რომ მოვსულიყავი და მისი ეს სურვილი გადმომეცა? ნუთუ ასე
მიპასუხებდი: „ეგრე იყოს, ნობუ-სან, მე ამას თქვენთვის გავაკე-
თებ!“
– ნობუ-სან, ნუ მტანჯავთ! აბა, როგორ უნდა გიპასუხოთ მსგავს
შეკითხვაზე?
– როგორ და, სულ იოლად! უბრალოდ, მითხარი, რომ ამას
არასდროს გააკეთებდი.
– მე ხომ ისეთი დავალებული ვარ თქვენგან... რამე რომ გეთხო-
ვათ, უარის თქმას იოლად ნამდვილად ვერ შევძლებდი.
– აი, ეს კი რაღაც ახალია! ნეტავ რა მოხდა, საიური? ამ ბოლო
დროს შეიცვალე თუ კარგად არ გიცნობდი?
– ადრეც არაერთხელ მიფიქრია, რომ ნობუ-სანს ჩემზე ზედმე-
ტად მაღალი წარმოდგენა ჰქონდა.
– ადამიანების არასწორი შეფასება არ მჩვევია. თუ ისეთი ქალი
არ ხარ, როგორიც მგონიხარ, მაშინ ამ სამყაროზეც მცდარი შეხე-
დულება მქონია. მაინც რისი თქმა გინდა? რომ საკუთარი თავი მი-
ნისტრის მსგავსი კაცისთვის გემეტება? ავ-კარგის გარჩევის უნარი
არ შეგწევს თუ ეს იმის ბრალია, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი
გიონში გაატარე?
– ნობუ-სან... წლებია, ასეთი გაცეცხლებული არ მინახავხართ!
აი, ეს კი არ უნდა მეთქვა. სახეზე უცებ ალმური წაეკიდა, ჭიქას
ხელი დაავლო და ძირს ისეთი ძალით დაანარცხა, რომ ჭიქა გატყდა
და ყინულის კუბები იატაკზე დაგორდა. ხელისგულზე რომ დაიხედა,

549
სისხლი დავინახე.
– ოჰ, ნობუ-სან!
– მიპასუხე!
– ნობუ-სან, ახლა ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია. გთხოვთ, ნება
დამრთოთ, სახვევი მოვიტანო!
– მიპასუხე, დაანებებდი თუ არა შენს თავს მინისტრს, ვისაც არ
უნდა მოემართა შენთვის ამ თხოვნით? თუ ამის ჩამდენი ხარ, მინდა,
ახლავე გახვიდე ამ ოთახიდან და ხმა აღარასდროს გამცე!
წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მიიღო ჩვენმა საუბარმა ასეთი
სახიფათო მიმართულება, მაგრამ ცხადზე ცხადი იყო: ამ ადამიანის-
თვის ახლა მხოლოდ ერთადერთი პასუხის გაცემა შემეძლო. სახვე-
ვის მოტანა მეჩქარებოდა, რადგან უკვე მაგიდაც კი სისხლით იყო
მოსვრილი, მაგრამ თვალებს ისე მიბრიალებდა, განძრევა ვერ გავ-
ბედე და ჩავილაპარაკე:
– არა, მსგავს რამეს არასოდეს ჩავიდენდი.
მეგონა, ეს დააშოშმინებდა, მაგრამ კიდევ კარგა ხანს მიბღვერ-
და. ბოლოს ამოიხვნეშა და თქვა:
– დროზე ამოიღე ხოლმე ხმა, სანამ პასუხის მოლოდინში ხელს
გავიჭრიდე!
დრო ვიხელთე, ოთახიდან გავვარდი და დავუძახე დიასახლისს,
რომელიც რამდენიმე მსახურის თანხლებით შემოვიდა და წყლით
სავსე ჯამი და პირსახოცები მოიტანა.
ნობუმ ექიმის გამოძახების უფლება არ მისცა, თუმცა, სიმართლე
რომ ითქვას, ჭრილობა ისეთი ღრმა არც აღმოჩნდა, როგორც ვში-
შობდი. საუბრის წამოწყება ვცადე, მაგრამ ვერაფრით დავაინტერე-
სე.
– ჯერ იყო და, ვერ დაგაწყნარეთ, ახლა კი თქვენი ალაპარაკება
მიჭირს. არც კი ვიცი, რა ვიფიქრო: სასმელი მოგაკელით თუ პირი-
ქით, სწორედ სასმელმა გავნოთ?
– სასმელი ნამდვილად არ მოგვკლებია, საიური. დროა,წახვიდე
და ის ქვა დამიბრუნო.
– რომელი ქვა?

550
– აი, ის, შემოდგომაზე რომ მოგეცი. ქარხნის ნანგრევი. წადი და
მომიტანე!
ამ სიტყვების გაგონებისას ტანში გამცრა. მშვენივრად ვიცოდი,
რისი თქმაც სურდა: მოვიდა დრო, როცა ამ კაცს ჩემთვის უნდა მო-
ემართა თხოვნით – გამხდარიყო ჩემი დანა!
– ნობუ-სან, იმდენი დავლიე, არა მგონია, სიარული შევძლო! იქ-
ნებ ანგარიში გამიწიოთ და ეს საქმე სხვა დროისთვის გადადოთ?
– არა, ეს ამაღამ უნდა მოხდეს! როგორ ფიქრობ, მინისტრის წას-
ვლის შემდეგ აქ რისთვისღა დავრჩი? გაიქეცი და მოიტანე, მე კი აქ
მოგიცდი.
მინდოდა, მოახლე გამეგზავნა, მაგრამ მივხვდი, რომ ვერაფრით
ავუხსნიდი, სად ვინახავდი ამ ნივთს. ამიტომ რის ვაი-ვაგლახით წა-
მოვდექი, დერეფანში გავედი, ფეხი ქოშებში შევაცურე და გიონის
ქუჩებს ჩავუყევი. კარგა გვარიანად მთვრალი ვიყავი და მეჩვენებო-
და, რომ გაჭირვებით მივფრატუნებდი. ოკიას რომ მივაღწიე, ჩემს
ოთახში შევედი და აბრეშუმის ქსოვილში გახვეული, განჯინის თა-
როზე შემოდებული ბეტონის ნამსხვრევი მოვძებნე. ფუთა გავხსენი
და ქსოვილი რატომღაც იატაკზე დავაგდე. როცა ოთახიდან გავდი-
ოდი, კიბისთავზე დეიდა მომეგება. როგორც ჩანს, ჩემი არეული ნა-
ბიჯების ხმა გაიგონა და როცა ამბის გასაგებად გამოვიდა, დაინტე-
რესდა, რატომ მეჭირა ხელში ქვა.
– ნობუ-სანთან მიმაქვს, დეიდა, – ვუპასუხე, – გთხოვ, გამაჩერო!
– რა გემართება, საიური? შენ მთვრალი ხარ!
– ჩემი ცხოვრება ამით დასრულდება, დეიდა. გთხოვ, გამაჩერო!
– გამობრუჟულხარ, დაგიღია პირი და ზლუქეუნებ! ჰაცუმომოზე
უარესი ხარ! ასეთ მდგომარეობაში ვერსად წახვალ!
– მაშინ გევედრები, „იჩირიკიში“ დარეკო და სთხოვო, გადასცენ
ნობუ-სანს, რომ ვერ მოვდივარ!
– რატომ ელოდება ამ ქვას ნობუ-სანი?
– ვერ აგიხსნი. არ შემიძლია.
– ამას მნიშვნელობა არა აქვს. რადგან გელოდება, უნდა წახვი-

551
დე, – მითხრა დეიდამ, ხელი მტაცა, ოთახში დამაბრუნა, სახე გამიწ-
მინდა და ლამპრის შუქზე ჩემს გრიმს ხელი შეავლო. ისე ვიყავი მოჩ-
ვარული, თავი რომ არ ჩამომვარდნოდა, ნიკაპით ვეჭირე. ბოლოს
მოთმინება დაკარგა, კინკრიხოში ორივე ხელით ჩამაფრინდა და
მიბრძანა, თავი გამესწორებინა. – არ მახსოვს, როდისმე ასე მოქ-
ცეულიყავი,
‒ საიური. ნეტავ ვიცოდე, რა მოგდის?!
– ბრიყვი ვარ, დეიდა!
– ამ საღამოს ჭკუა მართლა არ მოგეკითხება. თუ ისეთი რაღაც
ჩაიდინე, რაც შენ მიმართ ნობუ-სანის გრძნობებზე ცუდად იმოქმე-
დებს, დედა ძალიან გაგიბრაზდება, იცოდე!
– ჯერ არ ჩამიდენია, მაგრამ იქნებ შენ მიკარნახო რამე...
– ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია! – მითხრა დეიდამ და სანამ გრიმს
მიწესრიგებდა, ხმა აღარ ამოუღია.
კვლავ დავადექი იჩირიკის გზას. მძიმე ნატეხი ორივე ხელით მე-
ჭირა. არ ვიცი, მართლა ისეთი მძიმე იყო თუ სიმთვრალის გამო
მკლავები აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ როცა იჩირიკიში დავ-
ბრუნდი, ვიგრძენი, რომ ენერგიისგან მთლიანად ვიყავი დაცლილი.
ახლა თუ ნობუ საყვარლობას მომთხოვდა, დარწმუნებული არ ვიყა-
ვი, რომ ჩემი უსიამოვნო გრძნობების მოთოკვას შევძლებდი. ბეტო-
ნის ნატეხი მაგიდაზე დავდე. ნობუ თითებით დასწვდა, ხელზე შემოხ-
ვეული პირსახოცი მოიხხსნა და ქვას შემოახვია.
– იმედია, ამ ზომის ძვირფას ქვას არ შეგპირებივარ. ამდენი ფუ-
ლი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ ახლა ბევრი ისეთი რამ გახდა შე-
საძლებელი, რაც ადრე წარმოუდგენელიც კი იყო, – თქვა მან.
პასუხად თავი დავუხარე და შევეცადე, უსიამოვნო განწყობა არ
შემემჩნია.
შეეძლო, განმარტებებით თავი არ შეეწუხებინა, ყველაფერი გა-
საგები იყო.

552
თავი ოცდამეთორმეტე

იმავე ღამით, როცა ფუტონზე ვიწექი და ჩემ ირგვლივ ოთახი ირ-


წეოდა, გადავწყვიტე, იმ მებადურისთვის მიმებაძა, რომელსაც ბა-
დიდან საათობით ამოაქვს ხოლმე დაჭერილი თევზები. თავმჯდომა-
რეზე ფიქრები რომ წამომეშლებოდა, მეც ასე უნდა ამომეგდო ისინი
გონებიდან, სანამ მათი ნასახიც კი არ დარჩებოდა. არცთუ ურიგო
ხერხი ჩანდა, მისი გამოყენება რომ შემძლებოდა. მაგრამ ამაოდ
ვცდილობდი: ერთ ფიქრსაც რომ წამოეყო თავი, მის მოხელთებას
ვერასგზით ვახერხებდი, ხელიდან მისხლტებოდა და ისევ იმ ადგი-
ლისკენ მიმაქანებდა, საიდანაც ვერეკებოდი. რამდენჯერმე შევუძა-
ხე საკუთარ თავს: „თავი დაანებე ამ კაცს! მის ნაცვლად ნობუზე
იფიქრე!“ თან გულით ვეცადე, წარმომედგინა, როგორ ვხვდებოდი
ნობუს კიოტოს რომელიმე უბანში, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა
ხელს, მაგალითად: როცა წარმოსახვაში ჩვენი შეხვედრის ადგილს
ვირჩევდი, გული ისევ იმ ადგილებისკენ მიმიწევდა, სადაც თავ-
მჯდომარეს ოდესმე შევხვედრივარ, რის შემდეგაც მასზე ფიქრებს
უკვე ვეღარ ვიგერიებდი.
ამ ყოფაში ვიყავი რამდენიმე კვირა. როგორ არ ვცადე საკუთარი
თავის მორჯულება. ზოგჯერ, როცა თავმჯდომარეზე ფიქრი დრო-
ებით მაინც დამეხსნებოდა, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემს
სხეულში დიდი ორმო აფჩენდა ხახას.
მადა მაშინაც არ მეხსნებოდა, როცა პატარა ეცუკოს ღამღამო-
ბით ბულიონით სავსე ჯამი მოჰქონდა. რამდენჯერმე ვცადე, ყურად-
ღება მთლიანად ნობუზე გადამეტანა, მაგრამ ერთბაშად ვშეშდებო-
დი და შეგრძნების უნარს ვკარგავდი.
როცა უმარილს ვიდებდი, სახე საკიდზე გადაფენილი კიმონოსა-
ვით მქონდა მოჩვარული. დეიდა მეუბნებოდა, მოჩვენებას ჰგავხა-
რო. იმ დღეებში ჩვეულებისამებრ ვესწრებოდი ნადიმებსა და წვე-
ულებებს, მაგრამ სტუმრებს ხმას არ ვცემდი. ვიდექი მუხლებზე,

553
კალთაში ხელებჩაწყობილი, ვდუმდი. ვიცოდი, რომ ნობუ საცაა და-
ნობას შემომთავაზებდა და დღეებს ამ ახალი ამბის მოლოდინში ვა-
ტარებდი. მაგრამ რამდენიმე კვირამ ერთმანეთის მიყოლებით,
ზლაზვნით ჩაიარა, მას კი ერთი სიტყვაც არ შემოუთვლია. ერთხე-
ლაც, ივნისის მიწურულს, ნობუსთვის ბეტონის ნატეხის დაბრუნები-
დან ზუსტად ერთი თვის თავზე დედამ გაზეთი მოიტანა. გავშალე და
დავინახე სტატიის სათაური: „ივამურა ელექტრიკს“ ბანკი „მიცუბი-
ში“ დააფინანსებს“. მეგონა, იქვე ნობუსაც არაერთხელ ახსენებ-
დნენ და თავმჯდომარესაც, მაგრამ სტატია მეტწილად ისეთ ინფორ-
მაციას შეიცავდა, რომელიც ბოლომდე აღარც კი მახსოვს. მაგალი-
თად, ნათქვამი იყო, რომ საოკუპაციო ძალების ოფიციალურმა წარ-
მომადგენლებმა „ივამურას“ კატეგორია შეუცვალეს. სტატიის თა-
ნახმად, ეს იმას ნიშნავდა, რომ კომპანიას ამიერიდან კონტრაქტე-
ბის დადების, სესხის აღებისა და სხვა მსგავსი უფლებები აღარ შე-
ეზღუდებოდა. შემდეგი რამდენიმე აბზაცი საპროცენტო განაკვე-
თებსა და კრედიტის ლიმიტს ეხებოდა, ბოლოს კი გვატყობინებდნენ
ვეებერთელა სესხის შესახებ, რომელსაც კომპანია ბანკ „მიცუბი-
შისგან“ მიიღებდა. ციფრებისა და ბიზნესტერმინების გამო სტატია
რთული წასაკითხი იყო. დედა მაგიდის მეორე მხარეს მუხლებზე იდ-
გა. კითხვას რომ მოვრჩი, მკითხა:
– „ივამურა ელექტრიკის“ ფინანსური მდგომარეობა რადიკალუ-
რად იცვლება. რატომ ადრე არ მითხარი ამის შესახებ?
– დედა, მე იმის გაგებაც კი მიჭირს, რაც ახლა წავიკითხე.
– გასაკვირი არ არის, ბოლო დღეებში ნობუ ტოსიკაძუ მოსვენე-
ბას რომ არ გვაძლევს. გატყობინებ, რომ შემოთავაზება მიღებულია
და ის შენი დანა უნდა გახდეს. არადა, თავიდან უარის თქმას ვაპი-
რებდი. ვის სჭირდება გაურკვეველი მომავლის მქონე კაცი? ეს რამ-
დენიმე კვირაა, ძალიან გონებაგაფანტული ხარ. უკვე ვხვდები ამის
მიზეზს. შეგიძლია დამშვიდდე, მოსახდენი მოხდა. ყველამ ვიცით,
რომ წლებია, ნობუზე გიჟდები.
როგორც წესიერ ქალიშვილს შეეფერება, თავჩაქინდრული ვი-
ჯექი და იატაკს დავჩერებოდი, მაგრამ აბა, რას გამოვაპარებდი. იმ-

554
წამსვე შემომიტია:
– რას ჩამოგიყრია ყურები, როცა ასეთი კაცი ნატრობს შენთან
დაწოლას? მართალია, ჯანზე ვერა ხარ, მაგრამ ამამიდან რომ დაბ-
რუნდები, ექიმს გამოგიძახებ.
ამამიზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს იყო ოკინავას შორიახლოს
მდებარე პატარა კუნძული. ყურებს არ დავუჯერე, რომ სწორედ ამ
კუნძულზე იყო საუბარი, მაგრამ დედამ ამაში სულ მალე დამარწმუ-
ნა. თურმე „ივამურა ელექტრიკის“ წარმომადგენლებს სწორედ იმ
დილით დაურეკავთ „იჩირიკის“ დიასახლისისთვის და შაბათ-კვი-
რას ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით ცნობა მიუწვდიათ, თანაც
თხოვნით მიუმართავთ, რომ მე, მამეჰა, გოგრა და კიდევ ერთი გე-
იშა, რომლის სახელი დედას არ ახსოვდა, თან უნდა ვხლებოდით.
გამგზავრება პარასკევს იყო დაგეგმილი.
– დედა, ეს უაზრობაა! უქმეებზე ასე შორს წასვლა რა საჭიროა?!
ერთი დღე გემით მოგზაურობას მოვუნდებით!
– არავითარი გემი! თვითმფრინავზეა ლაპარაკი! ივამურას ხალ-
ხმა უკვე დაიჭირა ფრენის თადარიგი! – მომიჭრა დედამ.
ერთ წამში მიმავიწყდა ნობუსთან დაკავშირებული უსიამოვნო
ფიქრები და წელში ისე სწრაფად გავიმართე, თითქოს ვიღაცამ
გვერდში ქინძისთავი შემარჭო.
– დედა, მე თვითმფრინავში ვერ ჩავჯდები!
– აი, რომ ჩაჯდები და რომ აფრინდება, ვეღარაფერსაც ვეღარ
იზამ!
ალბათ ეგონა, რომ მისი ეს ოხუნჯობა ძალიან სასაცილო იყო,
რადგან თავისებურად, ხიხინ-ხიხინით ჩაიცინა.

***
ვფიქრობდი, რომ ბენზინის ასეთი დეფიციტის პირობებში თვით-
მფრინავით მგზავრობა შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადავწყვი-
ტე, არ მენერვიულა, მაგრამ მეორე დღეს „იჩირიკის“ დიასახლისმა

555
ვითარებაში გამარკვია. თურმე ამერიკელი სამხედროების დიდი
ნაწილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კუნძულ ოკინავას ყოველ
შაბათ-კვირას სტუმრობდა და სწორედ საჰაერო ტრანსპორტით
სარგებლობდა.
თვითმფრინავი კიოტოში ცარიელი მოფრინავდა და რამდენიმე
დღეში მგზავრების წამოსაყვანად კვლავ კუნძულზე ბრუნდებოდა.
„ივამურამაც“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი რეისით გადაწყვიტა გამ-
გზავრება. ერთი სიტყვით, ამამიზე მხოლოდ იმიტომ მივდიოდით,
რომ ცარიელი თვითმფრინავი ხელმისაწვდომი იყო. სხვა შემთხვე-
ვაში ალბათ ცხელი სამკურნალო წყლების რომელიმე კურორტს
ვეწვეოდით და სიკვდილის შიშიც აგვცდებოდა.
– გამიმართლა, რომ შენ მიფრინავ და არა მე! – მითხრა ბოლოს
„იჩირიკის“ დიასახლისმა.
პარასკევს, სისხამ დილით მატარებლით გავემგზაგრეთ ქალაქ
ოსაკაში. ბატონ ბეკუს აეროპორტამდე უნდა მივეცილებინეთ და ჩე-
მოდნების გადატანაში დაგვხმარებოდა.
ჩვენი პატარა ჯგუფის შემადგენლობა ასეთი იყო: მამეჰა,გოგრა,
მე და ერთი ასაკოვანი გეიშა, სახელად შიძუე. გიონელები შიძუეს
არ ვიცნობდით, რადგან ის პონტოჩოს მკვიდრი გახლდათ. ამ ქალს
რაღაც უსახური სათვალე ეკეთა და ჭაღარა თმაზე ვერცხლისფერი
დაჰკრავდა, რაც კიდევ უფრო აბერებდა. მაგრამ ყველაზე უარესი ის
იყო, რომ ნიკაპის შუაგულში ძალიან ღრმა ღარი ჰქონდა და ეს გა-
ყოფილი ნიკაპი ძუძუ-მკერდს მიუგავდა. ჩვენ ისე გვიყურებდა, რო-
გორც მაღალი კედარი დასცქერის მის ძირში ამოზრდილ სარევე-
ლებს. ძირითადად, ფანჯარაში იხედებოდა, მაგრამ თავის მოწითა-
ლო-ნარინჯისფერ ჩანთას წარამარა ხსნიდა და იქიდან კანფეტები
ამოჰქონდა. ასეთ დროს ალმაცერად გადმოგვხედავდა ხოლმე,
თითქოს ფიქრობდა, ნეტავ ამათ აქ რა ესაქმებათო.
ოსაკას რკინიგზის სადგურიდან აეროპორტში გავემგზავრეთ პა-
ტარა ავტობუსით, რომელიც ზომით მსუბუქ ავტომობილს არ აღემა-
ტებოდა. ავტობუსი ნახშირზე მუშაობდა და ძალიან ბინძური იყო.
დაახლოებით ერთ საათში ჩამოგვსხეს ვერცხლისფერ თვითმფრინ-

556
ავთან, რომელსაც ფრთებზე ორი დიდი პროპელერი ჰქონდა. ვერ
გეტყვით, რომ პაწაწინა ბორბლის დანახვამ, რომელსაც თვით-
მფრინავის კუდი ეყრდნობოდა, მხნეობა შემმატა. სალონში სკამებს
შორის გასასვლელი ისეთი დაქანებული იყო, რომ თვითმფრინავის
გაუმართაობაში ეჭვი არ შემპარვია. მამაკაცები – თავმჯდომარე,
ნობუ და მინისტრი – უკვე ბორტზე იყვნენ. მათ ახლდათ უცნობი მო-
ხუცი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ის ბანკ „მიცუბიშის“ რეგიონული
ოფისის დირექტორი იყო. გვერდით ოცდაათიოდე წლის მამაკაცი
ეჯდა, რომელსაც შიძუეს მსგავსად, გაყოფილი ნიკაპი ჰქონდა და
მასავით სქელშუშიანი სათვალე ეკეთა. როგორც გაირკვა, შიძუე
ბანკის დირექტორის დიდი ხნის საყვარელი იყო, ეს ახალგაზრდა
კაცი კი – მათი ვაჟი.
ქალებმა წინა ადგილები დავიკავეთ, მამაკაცებმა კი თავიანთი
მოსაწყენი საუბარი გააბეს. მალე ხველების მსგავსი ხმა ჩამესმა და
თვითმფრინავიც აძიგძიგდა. ფანჯარაში რომ გავიხედე, გიგანტური
პროპელერი უკვე მოძრაობდა. რამდენიმე წამიც და, უკვე ლამის
ჩემ ცხვირწინ ბზრიალებდა მისი ხმლებივით წაგრძელებული ფარ-
ფლები, რასაც უსაშველოდ შიშის მომგვრელი ზუზუნი ახლდა თან.
დარწმუნებული ვიყავი, რომ პროპელერი საცაა თვითმფრინავს გა-
არღვევდა, სალონში შემოიჭრებოდა და შუაში გამაპობდა.მამეჰამ
დააპირა ფანჯარასთან დავესვი, იმ იმედით, რომ ჰაერში ყოფნისას
ლამაზი ხედები სიმშვიდეს მომგვრიდა, მაგრამ პროპელერის მოძ-
რაობებმა ისე დააფრთხო, ადგილი აღარ გამიცვალა.
ამასობაში ძრავის გუგუნმა იმატა და თვითმფრინავი ჯაყჯაყით
დაიძრა, თან დროდადრო სხვადასხვა მიმართულებით უხვევდა. ბო-
ლოს ხმაურმა მაქსიმალურ სიმძლავრეს მიაღწია, დაქანებული
თვითმფრინავი გასწორდა, ერთი ყრუ დარტყმა ჩაგვესმა და ჩვენი
აღმასვლაც დაიწყო. მიწას კარგა გვარიანად რომ დავშორდით, მა-
შინღა გამიმხილა ვიღაცამ, რომ დანიშნულების ადგილამდე შვიდა-
სი კილომეტრი იყო გასავლელი და ფრენა დაახლოებით ოთხი სა-
ათი გაგრძელდებოდა. ამის გაგონებისას თვალები ამიწყლიანდა,
თანამგზავრებმა კი დაცინვა დამიწყეს. ფანჯარას ფარდა ჩამოვაფა-

557
რე და შევეცადე, თავი ჟურნალის კითხვით დამემშვიდებინა. კარგა
ხნის შემდეგ, როცა მამეჰას ჩემ გვერდით ჩაეძინა, ამოვიხედე და
სკამებშუა გასასვლელში ნობუ დავინახე.
– საიური, ხომ კარგად ხარ? – მკითხა ჩუმად, რათა მამეჰა არ გა-
ეღვიძებინა.
– რაღაც ვერ ვიხსენებ, ნობუ-სანს ჩემთვის მსგავსი რამ ოდესმე
ეკითხოს. ალბათ ძალიან მხიარულ გენებაზეა.
– სხვა დროს მომავალი ასე იმედის მომცემად არასოდეს მესა-
ხებოდა.
ჩვენი საუბარი რომ ჩაესმა, მძინარე მამეჰა შეიშმუშნა, ამიტომ
ნობუს სხვა აღარაფერი უთქვამს, გზა გააგრძელა და საპირფარე-
შოსკენ გაემართა. სანამ კარს გააღებდა, უცებ მოიხედა და უკან
მჯდომ მამაკაცებს დააცქერდა. წამით, სხვა თვალით შევხედე ამ
კაცს და ისეთი რამ შევატყვე, რაც ადრე იშვიათად შემინიშნავს.
თითქოს გონებას მთელი ძალით ძაბავდა და აზრებს იკრებდა. როცა
მზერა ჩემკენ გამოაპარა, გავიფიქრე, რომ ჩემს ქარაგმულ ნათ-
ქვამს, წესით, უკეთ უნდა ჩასწვდომოდა. მე ხომ იმას ვგულისხმობ-
დი, რომ მომავალი ორივეს სხვადასხვაგვარად გვესახებოდა: მე
კარგს არაფერს ველოდი,ის კი მხნედ იყო. თუმცა სულ ტყუილად
მიკვირდა, ასე ცუდად რომ ესმოდა ჩემი. გეიშა, რომელიც თავისი
დანასგან გულისხმიერებას ელის, გველისგან თანაგრძნობის მომ-
ლოდინე თაგვსა ჰგავს. განა გაემტყუნებოდა, რომ ჩემს პიროვნულ
თვისებებში ბოლომდე ვერ ერკვეოდა? ის ხომ ჩემში მხოლოდ გე-
იშას ხედავდა, მე კი ჩემს ნამდვილ არსს საგულდაგულოდ ვმალავ-
დი! თავმჯდომარე იყო ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც გეიშა
საიურის სახელით ვურთიერთობდი, მაგრამ ოდესღაც ჩიოს სახე-
ლითაც მიცნობდა. ამ კუთხით ვითარებას არასოდეს ჩავფიქრები-
ვარ და ახლა ეს აზრი თავისი სიახლით, ცოტა არ იყოს, მეუცხოვა.
ნეტავ რას იზამდა ნობუ, იმ დღეს, სირაკავას სანაპიროზე თავმჯდო-
მარის ნაცვლად რომ ვენახე? ვფიქრობ, გვერდს ამივლიდა. ნეტავ
ასე ყოფილიყო... ჩემთვისაც რა იოლად ჩაივლიდა ყველაფერი! სა-
ნატრელ მამაკაცზე ფიქრი ღამეებს თეთრად აღარ გამათევინებდა.

558
დროდადრო კოსმეტიკის მაღაზიებში აღარ ვირბენდი, რათა შემეგ-
რძნო დაფხვნილი ტალკის სუნი, რომელიც მას მაგონებდა; თავს
აღარ ავიტკივებდი იმაზე ოცნებით, რომ საითაც არ უნდა გამეწია,
მხარს დამიმშვენებდა. ალბათ მკითხავთ, რა იწვევდა ამ სურვი-
ლებს? კითხვითვე გიპასუხებთ: რატომ არის მწიფე ხურმა ასე გემ-
რიელი? რატომ ასდის შეშას კვამლის სუნი, როცა იწვის?
ერთი სიტყვით, ჩემსას არ ვიშლიდი და კვლავაც პატარა გოგო-
სავით ვცდილობდი შიშველი ხელებით თაგვის დაჭერას...
მაინც რატომ ვერ ვანებებდი თავს თავმჯდომარეზე ფიქრს? ალ-
ბათ ჩემი ეს სატანჯველი სახეზე მკაფიოდ მეხატა, როცა საპირფარე-
შოს კარი გაიღო და ციმციმა შუქი ჩაქრა. ნობუს რომ ამ მდგომა-
რეობაში ვენახე, ვერ გადავიტანდი, ამიტომ ფანჯარას მივეყრდენი
და თავი მოვიმძინარე. როცა ჩაიარა, კვლავ გავახილე თვალები და
უცებ აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოძრაობით, უნებლიეთ, ფანჯარაზე
აფარებული ფარდა გადამეწია. რაც ასაფრენ ზოლს მოვწყდით, მას
შემდეგ თვითმფრინავიდან პირველად გადავიხედე და ვიხილე მომ-
წვანო-მოცისფრო ოკეანის ფართოდ გადაშლილი პანორამა. წყლის
ზედაპირს, მამეჰას ერთ-ერთი თავსამკაულივით, ნეფრიტისფერი
წინწკლები გასდევდა. მწვანედ აფორაჯებული ოკეანე წარმოსახვა-
შიც კი არასდროს მენახა, რადგან იოროიდოში, ჩვენი ზღვისპირა
კლდიდან დანახული წყალი ყოველთვის რუხი ფერის იყო. ვეება
სივრცე თვალუწვდენელ მანძილზე გადაჭიმულიყო და ცისკიდურზე
შალის ძაფივით გაბმულ ჰორიზონტს აღწევდა. ეს ხედი სრულებით
არ იყო შიშის მომგვრელი, პირიქით – ენით უთქმელი მშვენიერება
გადაიშალა ჩემ წინ. ამჯერად ყველაფერი ლამაზად მეჩვენებოდა.
ელვის სისწრაფით მობზრიალე პროპელერის ბუნდოვანი დისკოც
კი მტაცებდა თვალს;
თვითმფრინავის ვერცხლისფერი ფრთაც კი, ამერიკული სამ-
ხედრო თვითმფრინავებისთვის ჩვეული სიმბოლიკა რომ ამშვენებ-
და, რაღაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ალბათ როგორ ვი-
უცხოებდით ამ სიმბოლოებს ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ. ჩვენ ხომ
მძვინვარე ომში ვიყავით ჩაბმულნი, როგორც მოსისხლე მტრები,

559
ახლა კი საბოლოოდ შეველიეთ საკუთარ წარსულს. სხვათა შორის,
ყველაზე კარგად სწორედ ეს მესმოდა: მე ხომ ადვილად დავთმე ჩე-
მი წარსული. ნეტავ, რაღაც მანქანებით, მომავლის დათმობაც ასევე
შემძლებოდა!
ამის გაფიქრება იყო და უცებ შემაძრწუნებელი სურათი დამიდგა
თვალწინ: მკაფიოდ დავინახე, როგორ ჩავჭერი ბედისწერის ის ძა-
ფი, რომელიც ნობუსთან მაკავშირებდა, და თვალი გავაყოლე, რო-
გორ ვარდებოდაეს კაცი ჩვენ ქვევით გადაშლილ ოკეანეში. ეს არც
განყენებული იდეა იყო და არც ზმანება. ეს გახლდათ მიგნება! ბო-
ლოს და ბოლოს, მოვისაზრე, რა ნაბიჯებიც უნდა გადამედგა. რა
თქმა უნდა, ნობუს ოკეანეში გადაშვებას არ ვუპირებდი, მაგრამ ერ-
თმა აზრმა, რომელმაც მასთან ურთიერთობის სამუდამოდ გაწყვე-
ტის გზა დამისახა, უეცრად ისე მკაფიოდ გამიელვა, თითქოს ჩემს
გონებაში ფანჯარა გაიღო. როგორც მეგობარი, ნამდვილად არ მე-
მეტებოდა, მაგრამ ისიც მესმოდა, რომ თავმჯდომარისკენ მიმავალ
გზაზე აშკარად მაბრკოლებდა და ამ დაბრკოლებას გვერდს ვერსაი-
დან ვუვლიდი. ამ წუთებში კი უცებ მივხვდი: დიახაც შემეძლო, ისე
მომეწყო საქმე, რომ ეს კაცი საკუთარი რისხვის ცეცხლში ჩანთქმუ-
ლიყო! აკი, სულ რამდენიმე კვირის წინ, „იჩირიკიში“ ხელი რომ გა-
იჭრა, მისდა უნებურად, თავისი პირით მიკარნახა, რა გზას დავდგო-
მოდი. მინისტრს თუ თავი გაუყადრე და დანებდი, ცხოვრებაში ხმა
აღარ გამცეო, განა ასე არ მითხრა იმ დღეს? როგორ აღგიწეროთ,
რა განცდები მომგვარა ამ ახალმა აზრმა!
ერთბაშად, ციებიანივით, ოფლად გავიღვარე. ზეცას მადლობა
შევწირე იმის გამო, რომ მამეჰას ეძინა, თორემ აუცილებლად დაინ-
ტერესდებოდა, რატომ მეკვროდა სუნთქვა ან ასე გამალებით რა-
ტომ ვიწმენდდი ოფლს თითისწვერებით...
ახლა საკითხავი ეს იყო: შევძლებდი კი ამის გაკეთებას? მინის-
ტრის ცდუნებას არ ვგულისხმობ, მშვენივრად ვიცოდი, რომ ამას
უდავოდ მოვახერხებდი. წარმოვიდგენდი, რომ ექიმთან ნემსის გა-
საკეთებლად ვიყავი მისული, ცოტა ხნით გვერდზე გავიხედავდი და
ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ ნობუ როგორ უნდა გამეწირა,

560
რა საშინელება იქნებოდა ამის ჩადენა, მისი სიკეთის სანაცვლოდ!
გეიშებს მამაკაცები ხშირად მტანჯველებად ევლინებიან. მათგან
განსხვავებით, ნობუ საკმაოდ სასურველი დანა უნდა ყოფილიყო.
მაგრამ როგორ უნდა გამეტარებინა ცხოვრება სამუდამოდ ჩამქრა-
ლი იმედებით? ბოლო რამდენიმე კვირა დაუსრულებლად ვცდი-
ლობდი საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ ამის ძალა შემ-
წევდა. მაგრამ იყო კი ასე სინამდვილეში? ახლა უკვე ვხვდებოდი,
თუ რამ მიიყვანა ჰაცუმომო ასეთ გაავებამდე, ან ასეთ მავნებლად
რამ აქცია ჩვენი ოკიის ბებო. თუნდ გოგრას მაგალითიც ავიღოთ:
ჯერ ოცდაათისაც არ იყო და გულაცრუებული, გაწბილებული
ადამიანის იერი წლობით არ შორდებოდა. ერთადერთი, რაც მსგავს
ხვედრს ამაცდენდა, იმედი გახლდათ. მაგრამ ნუთუ ამ იმედის შესა-
ნარჩუნებლად ასეთი ამაზრზენი რამ უნდა ჩამედინა? როგორც უკვე
გითხარით, მინისტრის ცდუნებას არ ვგულისხმობ. ნობუსათვის
ნდობის გაცრუება – აი, რა მეძნელებოდა ყველაზე მეტად!
ფრენის ბოლომდე ამ ფიქრებს ვებრძოდი. მიჭირდა იმის დაჯე-
რება, რომ მსგავს ზრახვებს სისრულეში მოვიყვანდი, მაგრამ ჩემი
ეს ნაბიჯები თანდათან რომელიღაც სამაგიდო თამაშის სვლებად
წარმოვიდგინე: მინისტრს სასტუმროში... არა, სადმე სხვა ადგილას
დავიმარტოხელებდი და საქმეს ისე მოვაწყობდი, რომ ნობუს ჩვენ-
თვის შემოესწრო. თუმცა ალბათ ისიც იკმარებდა, რომ ეს ამბავი
სხვისგან შეეტყო...
ადვილად წარმოიდგენთ, რა ილაჯგაწყვეტილი გადმოვედი
თვითმფრინავიდან, როცა ეს მოგზაურობა დასრულდა. დანა პირს
არ მიხსნიდა, მიუხედავად იმისა, რომ მამეჰა განუწყვეტლივ მამხნე-
ვებდა, ახლა მაინც რაღა გაწუხებს, ხომ დამთავრდა ფრენა და სიკ-
ვდილს გადარჩიო!
მზის ჩასვლას დაახლოებით ერთი საათი აკლდა, როცა სასტუმ-
როში დავბინავდით. ჩემს თანამგზავრებს ძალიან მოეწონათ ნომე-
რი, რომელშიც ყველას ერთად უნდა გვეცხოვრა, მე კი ისე ვიყავი
აფორიაქებული, რომ აღტაცებას მხოლოდ სხვების მოსაჩვენებლად
გამოვხატავდი. ეს ნომერი სიხალვათით „იჩირიკის“ ყველაზე დიდ

561
ოთახს არ ჩამოუვარდებოდა და პრიალა იატაკზე გაფენილი ტატა-
მებით, იაპონურ სტილში, საუცხოოდ იყო მოწყობილი. ერთ კედელს
მთელ სიგრძეზე შემინული კარები მიუყვებოდა. გარედან მოჩანდა
უჩვეულო ტროპიკული მცენარეები, რომლებსაც ლამის ადამიანის
ზომის ფოთლები ჰქონდა. სასტუმროს შენობასა და სამკურნალო
წყაროებს ხშირი მცენარეულით დაბურული, სახურავიანი ხიდურები
აკავშირებდა.
ბარგი რომ დავაბინავეთ, აბაზანის მისაღებად მოვემზადეთ.
სასტუმროს ადმინისტრაციამ დასაკეცი შირმები დაგვირიგა და
ოთახი შუაში გადავტიხრეთ, რათა ჩვენი კერძო სივრცით გვესარ-
გებლა. შემდეგ ბამბის ქსოვილის სამოსი გადავიცვით, ერთმანეთში
გარდამავალი, მწვანეში ჩაფლული ხიდურების მთელი წყება გავია-
რეთ და მივადექით საუცხოო აუზს, რომელშიც ცხელი წყაროები ჩა-
ედინებოდა. მამაკაცებისა და ქალების გასასვლელებიც გადატიხ-
რული იყო და ფილებით მოპირკეთებული საბანაოებიც, მაგრამ რო-
გორც კი ტიხრებს გავცდით, მამაკაცებმა და ქალებმა მღვრიე
წყლით სავსე საერთო აუზში ერთად ამოვყავით თავი. ბანკის დი-
რექტორი მე და მამეჰას განუწყვეტლივ გვეხუმრებოდა, იქნებ რო-
მელიმე თქვენგანი მახლობელ ტყეში გამეგზავნოს კენჭებისა და
ფიჩხების მოსატანადო, რაც, ცხადია იმას ნიშნავდა, რომ ერთი სუ-
ლი ჰქონდა, შიშვლები ვენახეთ. ამასობაში მისი ვაჟი გოგრას ვერ
შორდებოდა. მიზეზის მისახვედრად დიდი ხანი არ დაგვჭირვებია.
საქმე ის გახლდათ, რომ გოგრას გათქვირული ძუძუები წყლის ზე-
დაპირზე ტივტივებდა, ის კი, როგორც ყოველთვის, ვერაფერს ამ-
ჩნევდა და თავდავიწყებით ქაქანებდა.
ქალებისა და მამაკაცების ეს ერთობლივი ბანაობა და ერთ ნო-
მერში დაბინავება შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გეიშე-
ბისა და მათი კლიენტების ურთიერთობაში მსგავსი რამ ხშირად
ხდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემს დროს ასე იყო. გეიშას, რომე-
ლიც თავის რეპუტაციას უფრთხილდება, მარტოს ვერასოდეს შეის-
წრებთ მამაკაცთან, თუ ხსენებული მამაკაცი მისი დანა არ არის. მაგ-
რამ ამგვარი ჯგუფური ბანაობა შედარებით უწყინარი რამ არის, რა-

562
დგან სხეულებს ამ დროს მღვრიე წყალი ფარავს. რაც შეეხება საერ-
თო საძინებელს, იაპონურ ენაში ამ მოვლენის შესატყვისი ტერმინიც
კი გვაქვს – ძაკონე, რაც თევზის ძილს ნიშნავს. შეეცადეთ, წარმო-
იდგინოთ კალათში ჩაყრილი მაკრელი. ვფიქრობ, ეს სიტყვა სწო-
რედ ამას ნიშნავს. ჯგუფური ბანაობით, როგორც უკვე აღვნიშნე,
არაფერი შავდებოდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უად-
გილო ადგილას ხელი არასოდეს წასცდენია. სწორედ ეს ფიქრი მიტ-
რიალებდა თავში იმ დღეს, როცა ქაფქაფა წყალში სხვებთან ერთად
ვლბებოდი. ნობუსთან შეხუმრება რომ ადვილი საქმე ყოფილიყო,
ალბათ მოვიტყუებდი, ჩემკენ გამოცურავდა და ცოტაოდენი წამუ-
საიფების შემდეგ უეცრად თეძოში, ან კიდევ სადმე წამავლებდა
ხელს. მე წამოვიკივლებდი, ნობუ გადაიხარხარებდა და ეს შეთამა-
შებაც ამით დასრულდებოდა. მაგრამ ნობუ ამ ყაიდის კაცი არ გახ-
ლდათ. ბანაობის დროს თავმჯდომარესთან საუბარში იყო გართუ-
ლი, ახლა კი ქვაზე იჯდა, წყალში მხოლოდ ფეხები ჰქონდა ჩაყოფი-
ლი, თეძოებზე პატარა, სველი პირსახოცი შემოეხვია; ჩვენ, დანარ-
ჩენებს, ყურადღებას არ გვაქცევდა, კუნძივით ჩამოსხეპილ ხელს ან-
გარიშმიუცემლად ისრესდა და წყალს დასჩერებოდა. ამასობაში მზე
ჩავიდა და იქაურობას მწუხრის ბინდი გადაეფინა, მაგრამ ნობუ ქა-
ღალდის ფარნის შუქზე იჯდა და ასე ღიად და შეუნიღბავად პირვე-
ლად ვხედავდი. მანამდე მეგონა, რომ ნაიარევი ყველაზე უარესად
სახეს უმახინჯებდა. აღმოჩნდა, რომ ცალი მხარი არანაკლებ დასა-
ხიჩრებოდა, მაშინ როდესაც მეორე მხარი კვერცხივით გლუვი და
კოხტად მოყვანილი ჰქონდა. ამ წუთებში მის დაღალატებაზე ფიქ-
რიც კი მზარავდა. ის ხომ აუცილებლად დაასკვნიდა, რომ ეს ერთა-
დერთი მიზეზით – მისი ხეიბრობის გამო გავაკეთე, სიმართლეს კი
ვერასდროს მიხვდებოდა. გადაწყვეტილება, რომ მისთვის ტკივილი
უნდა მიმეყენებინა და ჩემ მიმართ მისი დამოკიდებულება შემეცვა-
ლა, აუტანელი მეჩვენებოდა. სრულებით არ ვიყავი დარწმუნებული,
რომ ამას გავუძლებდი.

563
***
მეორე დღეს, საუზმის შემდეგ, ტროპიკული ტყის გავლით გავი-
სეირნეთ მახლობელი ქარაფებისკენ, საიდანაც ჩვენი სასტუმროს
წყარო თვალწარმტაცი ჩანჩქერის სახით გადმოსჩქეფდა და ოკეანე-
ში ჩადიოდა. კარგა ხანს ვტკბებოდით ამ სანახაობით. უკვე წასვლას
ვაპირებდით, მაგრამ თავმჯდომარე იქაურობას ვერ მოსწყდა. უკან
დაბრუნებისას ფეხდაფეხ მივდევდი ნობუს, რომელიც ასეთი ხალი-
სიანი არასდროს მენახა. ამის შემდეგ სამხედრო მანქანის ძარაზე,
საგანგებოდ დამაგრებულ სკამებზე დავსხედით და კუნძული შემო-
ვიარეთ. ირგვლივ ბანანისა და ანანასის ხეები იზრდებოდა და ლა-
მაზი ფრინველები დანავარდობდნენ. გორაკების მწვერვალებიდან
ოკეანე მუქლურჯად დაკოპლილ, დაჭმუჭნილ, ფირუზისფერ საბანს
ჰგავდა.
იმ დღეს პატარა სოფლის ბინძური შუკებიც დავიარეთ და მივა-
დექით ხის ძველ შენობას, რომელსაც ისლით გადახურული, დაქა-
ნებული სახურავი ჰქონდა და ერთი შეხედვით საწყობს ჰგავდა. შე-
ნობას უკნიდან შემოვუარეთ, ნობუ ქვის კიბეს აუყვა და დარბაზის
კუთხეში მზით განათებულ, შეფიცრულ სცენას მიადგა. სავარა-
უდოდ, შენობა ოდესღაც მართლაც საწყობის ფუნქციას ასრულებ-
და, ახლა კი ამ პატარა დასახლების თეატრი იყო. როცა დარბაზში
პირველად შევაბიჯე, არაფერი მიფიქრია, მაგრამ როგორც კი კარი
ბრახუნით მიიხურა და გარეთ გავედით, კვლავ ციების შეტევასავით
წამომიარა ნაცნობმა განცდამ. ანაზდად წარმოვიდგინე, მინის-
ტრთან ერთად როგორ გავიშოტებოდი ამ ოღროჩოღრო იატაკზე.
როცა კარი ჭრიალით გაიღებოდა, მზე პირდაპირ მოგვანათებდა და
სამალავს ვეღარსად ვიპოვიდით. ნობუს რაღა გამოეპარებოდა! და-
ახლოებით ასეთი ადგილი მჭირდებოდა და აი, ვიპოვე კიდეც. ბევრი
ფიქრი და განსჯა არ დამიწყია. საერთოდ იმას, რაც ჩემს თავში ხდე-
ბოდა, ფიქრს ვერ ვუწოდებდი. უბრალოდ, ვცდილობდი, წესრიგში
მომეყვანა აზრები, რომლებიც ახლა გახვრეტილი ტომრიდან გად-
მოფრქვეულ ბრინჯს მაგონებდნენ.
როცა აღმართს ავუყევით და სასტუმროსკენ გავემართეთ, ჯგუფს

564
ჩამოვრჩი, რათა სახელოდან ცხვირსახოცი ამომეღო. შუადღის მზე
პირდაპირ სახეში გვაცხუნებდა და ძალიან დამცხა. მე ერთადერთი
არ ვიყავი, ვინც ოფლად იღვრებოდა, მაგრამ ნობუ წამომეწია და
მკითხა, ხომ კარგად ხარო. პასუხი ვერ გავეცი, მაგრამ იმედი მქონ-
და, რომ ჩემს გაოფლიანებას აღმართზე ასვლით გამოწვეულ დაძა-
ბულობას მიაწერდა.
– ეს დღეები რაღაც ვერ გამოიყურები კარგად, საიური. ალბათ
კიოტოში უნდა დარჩენილიყავი.
– მერე, ამ ლამაზ კუნძულს როდისღა ვნახავდი?
– ალბათ სახლიდან ასე შორს პირველად ხარ. ეს კუნძული კი-
ოტოდან ისეთივე მანძილითაა დაშორებული, როგორც ჰოკაიდო.
სანამ ვსაუბრობდით, ჩვენმა თანამგზავრებმა გზიდან გადაუხვი-
ეს და წინ გაგვისწრეს. ხშირი ფოთლებიდან უკვე ილანდებოდა სას-
ტუმროს სახურავის კარნიზები. მინდოდა ნობუსთვის მეპასუხა, მაგ-
რამ უნებურად იმავე ფიქრმა წამიღო, რომელიც ჯერ კიდევ თვით-
მფრინავში არ მაძლევდა მოსვენებას. დიახ, ნობუს ჩემი სრულებით
არ ესმოდა. კიოტო არ იყო ჩემი სახლი. ყოველ შემთხვევაში იმ გა-
გებით, როგორც მან იგულისხმა. ეს არ იყო ჩემი მშობლიური ადგი-
ლი, რომელსაც ვერასოდეს მოვწყდებოდი. ზუსტად ამ წუთებში,რო-
ცა თაკარა მზის სხივებით გაცისკროვნებულ ნობუს მივჩერებოდი,
საბოლოოდ გადავწყვიტე, მაინც ჩამედინა ის, რისიც ასე მეშინოდა.
ნობუსთვის უნდა მეღალატა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა იდგა და
ალერსიანად შემომყურებდა.
ცხვირსახოცი აკანკალებული ხელებით კვლავ სახელოში ჩავი-
ჩურთე და გზა უსიტყვოდ გავაგრძელე. სასტუმროს ნომერში თავ-
მჯდომარე და მამეჰა უკვე მაგიდას მისხდომოდნენ და ბანკის დი-
რექტორის წინააღმდეგ გოს თამაში წამოეწყოთ, შიძუე და მისი ვაჟი
კი თამაშს თვალს ადევნებდნენ.
შემინული კარი ღია იყო; მინისტრი იჯდა და სეირნობიდან გამო-
ყოლილ ლერწმის ღეროს კანს აცლიდა. ვშიშობდი, ნობუს არ ჩა-
ვეთრიე საუბარში, რომელსაც ვერ გავექცეოდი, მაგრამ ჩემი შიში
არ გამართლდა, ნობუ მაგიდას მიუახლოვდა და მამეჰას გამოელა-

565
პარაკა. ჯერ კიდევ არ მქონდა მოფიქრებული, როგორ შემეტყუები-
ნა მინისტრი თეატრის შენობაში. კიდევ უფრო ბუნდოვნად მქონდა
წარმოდგენილი, როგორ მომეწყო საქმე ისე, რომ ნობუს ჩვენთვის
შემოესწრო. „იქნებ გოგრას ვგთხოვო, რომ ნობუ იმ მიდამოებში სა-
სეირნოდ გამოიყვანოს?“ გამიელვა უცებ. მამეჰას ამგვარი თხოვ-
ნით ნამდვილად ვერ მივმართავდი. რაც შეეხება გოგრას, მართა-
ლია, დეიდას სიტყვებს ვერ გავიმეორებდი და „გაუთლელს“ ვერ ვუ-
წოდებდი, მაგრამ როგორც ბავშვობის მეგობარს, კარგად ვიცნობ-
დი და ვიცოდი, რომ მის ხასიათს უდავოდ დაჰყვებოდა ერთგვარი
სიუხეშე; აქედან გამომდინარე ვიმედოვნებდი, რომ ჩემი გეგმაც
ნაკლებად შეაშფოთებდა. ოღონდ მკაფიოდ უნდა ამეხსნა მისთვის
ყველაფერი. აუცილებელი იყო, რომ ნობუ სწორედ ძველ თეატრში
მოეყვანა და არსად გადაეხვია.
მუხლებზე ვიდექი, მზით გაჩახჩახებულ ფოთლებს მივჩერებოდი
და ვნატრობდი, რომ ამ საამური ტროპიკული საღამოს მშვენიერება
ბოლომდე შემეგრძნო. საკუთარ თავს გამუდმებით ვეკითხებოდი,
ეს რა ჩაიფიქრე, სრულ ჭკუაზე თუ ხარ–მეთქი, მაგრამ ცუდი წინათ-
გრძნობა და შიში მაინც ვერ გამაჩერებდა.
ახლა როგორმე მინისტრი უნდა დამემარტოხელებინა. თავიდან,
როცა მისი ყურადღების მიპყრობა ვცადე, ზედაც არ შემომხედა, მო-
ახლე იხმო და საჭმელი მოატანინა. იჯდა ფეხმორთხმით, ლუდს
ყლურწავდა, დამარილებული კალმარების ლორწოვან ნაფლეთებს
ჩხირებით იღებდა და ხახაში იყრიდა. ეს კერძი ბევრისთვის ალბათ
გულის ამრევია, მაგრამ გარწმუნებთ, დამარილებული კალმარის
შიგანს იაპონიის რესტორნებსა და ბარებში აქა-იქ ახლაც ნახავთ.
მამაჩემსაც ძალიან უყვარდა, მაგრამ მე პირში ვერ ვიკარებდი.
– მინისტრო, – ჩუმად მივმართე, – იქნებ რამე უფრო მადის აღ-
მძვრელი მოგართვათ?
– არა, არ მშია! – გავიგონე პასუხი, რომელმაც, რაღა დაგიმა-
ლოთ, ლოგიკური კითხვა გამიჩინა: მაშ, რატამღა ჭამდა?
ამასობაში დინჯად მოსაუბრე მამეჰა და ნობუ უკანა კარიდან გა-
რეთ გავიდნენ, სხვებმა კი, გოგრას ჩათვლით, გოს დაფასთან მოი-

566
ყარეს თავი. ეტყობა, თავმჯდომარემ რაღაც შეცდომა დაუშვა. ყვე-
ლამ ხმამაღლა გაიცინა. მივხვდი, რომ დადგა შესაფერისი მომენტი.
მინისტრს მივუახლოვდი და დავიწყე:
– თუ მხოლოდ მოწყენილობის გასაქარვებლად მიირთმევთ, მი-
ნისტრო, იქნებ სასტუმრო დაგვეთვალიერებინა? სულ მინდოდა,
მაგრამ ვერ მოვიცალე...
მის პასუხს აღარ დაველოდე, ავდექი და ოთახიდან გავედი. გულ-
ზე მომეშვა, როცა წამოდგა და დერეფანში გამომყვა. დერეფანს
უსიტყვოდ ჩავუყევით. მოსახვევს რომ მივადექით, მიმოვიხედე. რო-
ცა დავრწმუნდი, რომ ირგვლივ არავინ ჩანდა, გავჩერდი და გადა-
ვულაპარაკე:
– მინისტრო, უკაცრავად, იქნებ სოფელში ერთად გაგვესეირნა?
მინისტრი დაიბნა, მე კი გავაგრძელე:
– შებინდებამდე რამდენიმე საათი დარჩა, ძალიან მინდა ერთი
რაღაცის ნახვა.
– ჯერ საპირფარეშოში უნდა შევიდე, – მიპასუხა ხანგრძლივი პა-
უზის შემდეგ.
– კეთილი, შებრძანდით. რომ მორჩებით, აქ დამელოდეთ და
ერთად გავისეირნოთ. უჩემოდ არსად წახვიდეთ!
დამთანხმდა და საპირფარეშოსკენ გაემართა, მე კი ჩვენს საერ-
თო ნომერში შევბრუნდი. ახლა, როცა გეგმის განხორციელების
გზას რეალურად დავადექი, უცებ რეტი დამესხა და თითები ისე გა-
მიშეშდა, კარის გაღებისას მის ზედაპირს ვეღარ ვგრძნობდი. გოგრა
მოთამაშეებს ჩამოსცილებოდა, თავის სამგზავრო ჩანთაში იქექე-
ბოდა და რაღაცას ეძებდა.
გამოლაპარაკება ვცადე, მაგრამ თავიდან ხმა ვერ ამოვიღე.ბო-
ლოს ჩავახველე და ვუთხარი:
– ბოდიშს გიხდი, გოგრა, მაგრამ ერთი წუთით მჭირდები.ვერ
ვიტყვი, რომ თავის საქმიანობას ხალისით მოსწყდა, მაგრამ
არეულ-დარეულ ჩანთას თავი მიანება და დერეფანში გამოვიდა.
მცირე ხანს წინ მივუძღოდი, შემდეგ მოვუტრიალდი და ვუთხარი:
– გოგრა, სათხოვარი მაქვს შენთან.

567
მეგონა, მეტყოდა, რომ სიხარულით დამეხმარებოდა,მაგრამ
იდგა და უსიტყვოდ მომჩერებოდა.
– იმედია, საწინააღმდეგო არ გექნება, თუ ერთ რამეს გთხოვ.
– მთხოვე.
– მე და მინისტრი სასეირნოდ მივდივართ. ძველ თეატრში ვაპი-
რებ მის წაყვანას.
– რისთვის?
– მინდა, რომ მარტო დავრჩეთ.
– მინისტრი?! – ყურებს არ დაუჯერა გოგრამ.
– მერე აგიხსნი ყველაფერს. ჩემი სათხოვარი კი, აი, ეს არის:
მინდა, რომ იქ ნობუ მოიყვანო... გოგრა, ალბათ ძალიან უცნაურად
მოგეჩვენება, მაგრამ შენ და ნობუმ უნდა მოგვაგნოთ.
– ეგ რაღას ნიშნავს?
– ნობუ უკანა კარიდან უნდა შემოიტყუო და საქმე ისე მოაწყო,
რომ დაგვინახოს.
სანამ ამ განმარტებებს ვაძლევდი, გოგრამ შეამჩნია, რომ მინის-
ტრი ფოთლებით დაბურულ ხიდურში იდგა და მელოდა. შემდეგ ისევ
ჩემზე გადმოიტანა მზერა და მკითხა:
– რეებს აკეთებ, საიური?!
– ახლა ამის ახსნის დრო არ მაქვს, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნე-
ლოვანია, გოგრა. მართალი გითხრა, ჩემი მომავალი ახლა შენს
ხელშია. იცოდე, მხოლოდ შენ და ნობუ უნდა გახდეთ ამის მომსწრე.
ძალიან გთხოვ, თავმჯდომარე ან სხვა ვინმე არ დამაყენო თავზე!
ისე გადაგიხდი, როგორც მოისურვებ...
დიდხანს მიყურა და ბოლოს ჩაილაპარაკა:
– ისევ დაგჭირდა გოგრა, არა?
წესიერად ვერ გავიგე, რას გულისხმობდა, მაგრამ იმის ნაც-
ვლად, რომ თავისი სიტყვები განემარტა, უცებ გამეცალა.
არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გოგრა დახმარებაზე დამთან-
ხმდა. მაგრამ ამ წუთში სხვა არაფერი დამრჩენოდა. ფიგურალურად
რომ ვთქვათ, ექიმთან ნემსის გასაკეთებლად უნდა წავსულიყავი და
იმედი არ დამეკარგა, რომ ნობუ თავზე დამადგებოდა. მინისტრს წა-

568
მოვეწიე და ერთად გავუდექით დაფერდებულ გზას. შარაგზაზე რომ
გავუხვიეთ და სასტუმრო უკან მოვიტოვეთ, უნებურად გამახსენდა
ის დღე, როცა მამეჰამ ფეხი გამიჭრა და ექიმ კიბორჩხალასთან მი-
მიყვანა. ბოლომდე გაუცნობიერებელი, გაურკვეველი საფრთხის
მოახლოების განცდა იმდღევანდელივით, ამჯერადაც მეწვია. საღა-
მოს მზისგან სახე ისე მიხურდა, თითქოს ჰიბაცისთან39 ახლოს ვიჯე-
ქი. მინისტრს ოფლი საფეთქლიდან კისერში ჩასდიოდა. თუ ყველა-
ფერი სასურველი გზით წარიმართებოდა, მალე ამ კისრის შეხებას
ვიგრძნობდი. ამის გაფიქრებისას ობიდან დასაკეცი მარაო ამოვიღე
და იქამდე ვინიავებდი, სანამ მკლავი არ დამეღალა. ვცდილობდი,
ჩემი თავიც გამეგრილებინა და თანამგზავრიც. თან განუწყვეტლივ
ვესაუბრებოდი. რამდენიმე წუთში ისლით გადახურულ ძველ თეატ-
რთან შევჩერდით. მინისტრმა, რომელიც აშკარად საგონებელში
იყო ჩავარდნილი, ჩაახველა და ცას ახედა.
– იქნებ ერთი წუთით შევიხედოთ, მინისტრო? – ვკითხე.
თავიდან დაიბნა, მაგრამ როცა შენობას ბილიკით შემოვუარე,
მძიმე ნაბიჯით გამომყვა უკან. ქვის კიბე ავიარე და კარი შევაღე. წა-
მიერი ყოყმანის შემდეგ მინისტრიც შემომყვა.
გეიშა, რომელიც განცალკევებულ ადგილას მამაკაცის დამარ-
ტოხელებას ცდილობს, უდავოდ სასწორზე დებს თავის რეპუტაციას,
პირველი რანგის გეიშა კი ამას ხელაღებით არასოდეს აკეთებს. მი-
ნისტრი გიონის მუდმივი სტუმარი რომ ყოფილიყო, ალბათ მიხვდე-
ბოდა, რომ გულში რაღაც ზრახვები მედო, მაგრამ ახლა თეატრის
შუაგულში მზის შუქით განათებულ ადგილას ისე იდგა, თითქოს ავ-
ტობუსს ელოდებოდა. როცა მარაოს ვკეცავდი და ქამარში ვინახავ-
დი, ხელები ისე მითრთოდა, სრულებით არ ვიყავი დარწმუნებული,
რომ განაზრახს ბოლომდე მივიყვანდი. კარის მიხურვაც კი გამიძ-
ნელდა და ამ მარტივმა მოძრაობამ თითქოს უკანასკნელი ძალა გა-
მომაცალა. სარკმლებიდან ოთახში მკრთალი შუქი ჟონავდა. მინის-
ტრი ინერტული გამომეტყველებით იდგა და სცენის კუთხეში ერთ-

39
მაყალი, რომელზეც დიდი ცეცხლია დანთებული

569
მანეთზე შემოწყობილ ჭილოფის ლეიბებს გასცქეროდა
‒ მინისტრო...
ჩემი ხმის ექო პატარა დარბაზში ისე მკაფიოდ გაისმა, რომ სა-
უბარი ჩუმად გავაგრძელე:
– ვიცი, რომ „იჩირიკის“ დიასახლისთან ჩემ შესახებ საუბარი
გქონდათ. ხომ არაფერი მეშლება?
მინისტრმა ღრმად ჩაისუნთქა მაგრამ ჩემი კითხვა უპასუხოდ და-
ტოვა.
– მინისტრო, თუ ნებას მომცემთ, ერთი გეიშას ამბავს გიამბობთ.
მას კაძუიო ჰქვია, ამჟამად გიონში აღარ ცხოვრობს, მაგრამ თავის
დროზე კარგად ვიცნობდი. ერთმა ძალიან პატივცემულმა კაცმა –
აი, ასეთმა, როგორიც თქვენ ბრძანდებით – გაიცნო და მასთან ურ-
თიერთობით იმ საღამოს ისე ისიამოვნა, რომ გიონის ყოველდღიუ-
რი სტუმარი გახდა. ღამღამობით მოდიოდა ხოლმე კაძუიოს სანახა-
ვად;
რამდენიმე თვეში დანობაც შესთავაზა, მაგრამ ჩაის სახლის დი-
ასახლისმა ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ეს შეუძლებელი
იყო. მამაკაცი გაწბილებული დარჩა, მაგრამ ერთ საღამოს კაძუიომ
ამ ცარიელი თეატრის მსგავსი მშვიდი ადგილი შეარჩია და როცა
განმარტოვდნენ, აუხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დანა ვერ
გახდები, საქმე არც ისე ცუდადააო...
მინდორს რომ ღრუბლები გადაეცლება და ერთბაშად მზე დააც-
ხუნებს, ზუსტად ისე შეეცვალა მინისტრს სახე, როგორც კი ეს ბოლო
სიტყვები წარმოვთქვი. ადგილიდან დაიძრა და ტლანქად გადმოა-
ბიჯა ჩემკენ, მე კი საკუთარი გულის ცემა ყურებში დოლის ბაგაბუგი-
ვით ჩამესმა. მზერა ავარიდე და თვალები დავხუჭე, მაგრამ როცა
კვლავ გავახილე, უკვე ისე ახლოს იყო, ერთმანეთს თითქმის ვეხე-
ბოდით.
ცოტაც და, მისი გაოფლიანებული, ხორციანი სახე ღაწვებზე მეკ-
ვროდა. სულ უფრო ძლიერად ვგრძნობდი მისი სხეულის წნეხს. ბო-
ლოს ერთმანეთს ჩავეკარით. მკლავებში ხელი წამავლო და ფიცარ-
ნაგზე გადაწვენა დამიპირა, მაგრამ შევაჩერე:

570
– სცენა ძალიან მტვრიანია. გთხოვთ, იმ ჭილოფებიდან ერთი აქ
გადმოიტანოთ.
– ჯობს ზემოთ ავიდეთ, – შემომთავაზა მინისტრმა.
სადღაც, შორეულ კუთხეში რომ მივწოლილიყავით, ნობუ კარის
გაღებისას მზის შუქზე ვერ დაგვინახავდა, ამიტომ უარი ვთქვი:
– არა, აქ აჯობებს.
მინისტრმა ჩემი თხოვნა შეასრულა, შემდეგ დოინჯშემოყრილი
განზე გადგა და შორიდან დამაკვირდა. ამ მომენტამდე კიდევ შემეძ-
ლო მეფიქრა, რომ რამე ხელს შეგვიშლიდა, მაგრამ უკვე ვხედავდი,
რომ ეს მოსალოდნელი არ იყო.
დრო თითქოს შენელდა. როცა ძორები გავიხადე და ჭილოფზე
გადმოვაბიჯე, საკუთარი ფეხები მეუცხოვა. მინისტრმაც თითქმის
იმწამსვე წაიძრო ფეხსაცმელები, დამეძგერა და ჩემს ქამარს წვა-
ლება დაუწყო. კიმონოს გასახდელად მზად ნამდვილად არ ვიყავი.
ამიტომ ხელი ჩავავლე და გავაჩერე.
დილით, როცა ვიმოსებოდი, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ
მქონდა მიღებული, მაგრამ მზად რომ ვყოფილიყავი, საგულდაგუ-
ლოდ შევარჩიე ერთი ნაცროსფერი ქვედა ხალათი, რომელიც დი-
დად არ მომწონდა, რადგან მქონდა ეჭვი, რომ დღის ბოლოს ლაქე-
ბით დაიფარებოდა. ზედ აბრეშუმის ბლონდისგან შეკერილი ლავან-
დისფერი კიმონო გადავიცვი და წელზე გამძლე, ვერცხლისფერი
ობი შემოვირტყი. რაც შეეხება საცვლებს, ჩემი კოსიმაკი დავამოკ-
ლე და წელთან გადავკეცე, რათა მინისტრს, თუკი მის ცდუნებას სა-
ბოლოოდ გადავწყვეტდი, ჩახლართულ ქსოვილში გზის გაკვლევა
არ გასძნელებოდა. როცა მისი ხელები მოვიშორე, გაოცებულმა შე-
მომხედა. ალბათ ეგონა, რომ უარს ვამბობდი, მაგრამ ჭილოფზე
რომ დავწექი, გულზე მოეშვა. ეს არ გახლდათ ტრადიციული ტატა-
მი, ჩალისგან დაწნული უბრალო საგები იყო, რომლის ქვეშ იატაკის
სიმკვრივეს ვგრძნობდი. ცალი ხელით ხალათის კალთა გვერდზე
გადავიწიე და ფეხი მუხლამდე გამოვიჩინე. მინისტრი ჯერ კიდევ
ჩაცმულ-დახურული იყო, მაგრამ ბევრი ყოყმანის გარეშე ზედ დამემ
ხო. ამ სიმძიმის ქვეშ მოქცეულს ქამრის კვანძი უკნიდან ისე ძლიერ-

571
ად მომაწვა, შვება რომ მეგრძნო, ცალი თეძო ოდნავ წამოვწიე. თა-
ვიც გვერდულად მედო ჭილოფზე, რადგან იმ დღეს ცუბუსი სიმადად
წოდებული ვარცხნილობა მეკეთა და კეფაზე დაგორგლილი დიდე-
ბული შინიონი სწორად დაწოლის შემთხვევაში აუცილებლად დაიშ-
ლებოდა. ცხადია, ყველა ეს დეტალი დიდ დისკომფორტს მიქმნიდა,
მაგრამ ეს ნამდვილად არაფერი იყო იმ უხერხულობასა და შფოთ-
ვასთან შედარებით, რომელსაც შინაგანად ვგრძნობდი. ჩემს თავს
ვკითხე, წინასწარ თუ მქონდა მკაფიოდ გაცნობიერებული, რა
რთულ მდგომარეობაში ვიყენებდი თავს. უცებ მინისტრი ცალი
მკლავით წამოიმართა, ჩემი კიმონოს კალთის ქვეშ ხელები ააფთუ-
რა და თეძოები ფრჩხილებით ჩამომიფხაჭნა. დაუფიქრებლად, მთე-
ლი ძალით ჩავაფრინდი მხრებში, მინდოდა ხელი მეკრა, მაგრამ იმ-
წამსვე წარმოვიდგინე ნობუ ჩემი დანას როლში, წარმოვიდგინე იმე-
დისგან დაცლილი ჩემი ცხოვრება და ხელები კვლავ ჩამოვწიე. ამა-
სობაში მინისტრის თითები სულ მაღლა და მაღლა, მოუსვენრად მი-
უყვებოდნენ ჩემს ბარძაყს. შეუძლებელი იყო, ეს არ გეგრძნო, მაგ-
რამ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა მაინც ვცადე და კარს მივაშ-
ტერდი. იმედი მქონდა, რომ ეს კარი მანამდე გაიღებოდა; სანამ მი-
ნისტრი ბოლომდე შეტოპავდა. სწორედ ამ დროს გავიგონე მისი
ქამრის ბალთის ჟღარუნი და შარვლის ელვაშესაკრავის ზუზუნი. წა-
მიც და, უკვე მძლავრი და უხეში ბიძგებით მიიკვლევდა გზას ჩემს
სხეულში, მე კი ისევ თხუთმეტი წლის გოგოდ წარმოვიდგინე თავი,
რადგან ამ ვითარებამ მყისვე მომაგონა ექიმი კიბორჩხალა. საკუ-
თარი სლუკუნიც კი ჩამესმა. მინისტრი იდაყვებზე იყო დაყრდნო-
ბილი და ზემოდან გადმომყურებდა, მე კი მხოლოდ გვერდულად,
ცალი თვალით ვხედავდი მის სახეს. მაგრამ როცა მისი წინ გამოშ-
ვერილი ქვედა ყბა თანდათან მომიახლოვდა, ცხოველს უფრო მი-
ვამსგავსე, ვიდრე ადამიანს. ეგ კიდევ არაფერი. დეფორმირებული
ყბის გამო მისი ქვედა ტუჩი მაგონებდა ფინჯანს, რომელშიც გუბესა-
ვით ჩამდგარიყო ნერწყვი. იქნებ იმიტომ, რომ რამდენიმე წუთის წინ
კალმარის შიგანი ჰქონდა ნაჭამი, ნერწყვს რაღაც ბლანტი, ნაცრის-
ფერი ლაფის შესახედაობა ჰქონდა, რომელიც თევზის გაწმენდის

572
შემდეგ საჭრელ დაფაზე რჩება ხოლმე. იმ დილით, როცა ვიცვამდი,
ქამარში სითხის შემწოვი ბრინჯის ქაღალდის რამდენიმე ფურცელი
შევინახე. მათ გამოყენებას უფრო მოგვიანებით ვვარაუდობდი, რო-
ცა მინისტრს სხეულის ჩამოწმენდა დასჭირდებოდა (თუკი, ცხადია,
ამ ჩანაფიქრს ბოლომდე მივიყვანდი), ახლა კი საქმეს ისეთი პირი
უჩანდა, რომ ქაღალდი გაცილებით ადრე, საკუთარი სახისთვის უნ-
და გამომეყენებინა, რადგან საცაა ზედ ნერწყვი ჩამომეღვრებოდა.
მაგრამ ამხელა ტვირთის ქვეშ რომ აღმოვჩნდი, ქამარს ხელი ვეღარ
მივაწვდინე და სიმწრით რამდენჯერმე ამოვიგმინე. ვშიშობ, მინის-
ტრმა ეს ექსტაზის გამოვლინებად აღიქვა. ყოველ შემთხვევაში, ამის
შემდეგ უფრო ენერგიულად ამოქმედდა, მის ტუჩქვეშ დაგუბებული
ნერწყვი კი ერთბაშად ისე აზვირთდა, ვერც კი ვიჯერებდი, რომ ჯერ
კიდევ ადგილზე იყო და ჩანჩქერივით ზედ არ მეფრქვეოდა. სხვა გზა
აღარ მქონდა, თვალები დავხუჭე და დაველოდე. თავბრუ ისე მეხვე-
ოდა, თითქოს პატარა ნავის ფსკერზე ვიწექი, ტალღები აქეთ-იქით
დამაქანებდნენ და თავს ფიცრებზე მარტყმევინებდნენ. უცებ მინის-
ტრმა ამოიგმინა და მიყუჩდა, ღაწვზე კი მისი ნერწყვი გადმომეღვა-
რა. ისევ ვცადე ობიდან ქაღალდის ამოღება, მაგრამ მინისტრი ზედ
დამმხობოდა და ისე ქოშინებდა, თითქოს წუთის წინ დოღში მიეღო
მონაწილეობა.
როცა გარედან რაღაც ფხაკუნი მომესმა, მზად ვიყავი, ხელი მეკ-
რა მისთვის, რადგან იმ წუთებში ზიზღმა ყველა სხვა განცდა გადა-
ფარა, მაგრამ როცა ნობუ გამახსენდა, გულმა რეჩხი მიყო. კიდევ
გავიგონე ფხაკუნი. ვიღაც კიბეზე ამოდიოდა. მინისტრს აშკარად
წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ელოდა.
წამოიწია და კარისკენ მსუბუქად აიქნია თავი, თითქოს კართან
ჩიტი ეგულებოდა. ამასობაში კარი ჭრიალით გაიღო და მზის შუქი
ნიაღვარივით გადმოგვეფრქვა. სინათლემ თვალი მომჭრა, მაგრამ
ზღურბლზე მაინც დავლანდე ორი ფიგურა. ერთი მათგანი გოგრა
იყო. თხოვნა შემისრულა და თეატრში მოვიდა... მაგრამ მის გვერ-
დით მდგომი მამაკაცი, რომელიც ახლა ზემოდან თვალებმოჭუტუ-
ლი დაგვყურებდა, ნობუ სულაც არ გახლდათ. გოგრამ მის ნაცვლად

573
თავმჯდომარე მოიყვანა, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა, რატომ
გააკეთა ეს.

თავი ოცდამეცამეტე

ხეირიანად ვერც კი ვიხსენებ, რა მოხდა იმ კარის გაღების შემ-


დეგ. ისე გავშეშდი და გავიყინე, მეგონა, ჩემი ძარღვები ერთბაშად
დაიცალა სისხლისგან. მხოლოდ ის მახსოვს, რომ მინისტრი ჩემი
სხეულიდან როგორღაც გადმობობღდა (ან იქნებ მე ვკარი ხელი).
კიდევ ის მახსოვს, რომ ქვითინით ვეკითხებოდი, მანაც თუ ნახა ის,
რაც მე ვნახე, და მართლა თავმჯდომარე იდგა თუ არა იმ კარის
ზღურბლზე. თუმცა თავად თავმჯდომარის გამომეტყველებიდან ბევ-
რი ვერაფერი გავიგე, რადგან საღამოს მზე, რომელიც უკნიდან აც-
ხუნებდა, თვალს მჭრიდა... და მაინც, როცა კარი კვლავ მიიხურა,
მისი სახის გამომეტყველება აღვიდგინე და მომეჩვენა, რომ ჩემზე
არანაკლებ თავზარდაცემული ჩანდა. ზუსტად ნამდვილად არ ვიცო-
დი, რამდენად დიდი დარტყმა მიაყენა ნანახმა. მხოლოდ ვეჭვობდი,
რომ ასე იყო. როცა ტკივილს ვგრძნობთ, გვეჩვენება, რომ აყვავე-
ბული ხეებიც კი მწუხარებით დახუნძლულან. ზუსტად იმავეს ვიტყო-
დი თავმჯდომარეზე. თუმცა იმ წუთში რისთვისაც არ უნდა შემეხე-
და,ალბათ, ყველაფერში ჩემს ტკივილს ამოვიკითხავდი. თუ დავუშ-
ვებთ იმ აზრს, რომ მინისტრი იმ ძველ თეატრში საკუთარი თავის
საფრთხეში ჩასაგდებად შევიყვანე და ახლა ხორცის საჭრელი და-
ფისკენ მთელი ძალით გამოქანებულ დანას ვგავდი, დარწმუნებული
ვარ, გამიგებთ. მართლაც, იმ შფოთვას, შიშსა და ზიზღს, რომელმაც

574
იმ წუთებში მის წამლეკა, სასიამოვნო მღელვარებაც უდავოდ ახ-
ლდა.ზუსტად წამის წინ, სანამ ის კარი გაიღებოდა, თითქმის ხელ-
შესახებად ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება ჰგავდა მდინარეს, რო-
მელმაც ადიდება დაიწყო, რადგან ჩემი სამომავლო გეზის შესაც-
ვლელად ასეთი რადიკალური ნაბიჯები ადრე არასოდეს გადამიდ-
გამს. ამ წუთებში ვგავდი ბავშვს, რომელიც ფრიალო კლდეზე დგას,
თითისწვერებზე წამოწეულა და ზღვას გადაჰყურებს. და მაინც, რა-
ტომღაც ვერ წარმომედგინა, რომ მის ზედაპირზე ამხელა ზვირთი
წამოყოფდა თავს, მომაწყდებოდა და ყველაფერს წალეკავდა. რო-
ცა გრძნობების ეს ქაოსი ჩაცხრა და თანდათან გონს მოვეგე, დავი-
ნახე მუხლებზე დაჩოქილი მამეჰა, რომელიც თავთან მეჯდა. გაოგ-
ნებულმა ისიც აღმოვაჩინე, რომ იმ ძველი თეატრის ნაცვლად, ჩვენი
სასტუმროს ერთ პატარა, ჩაბნელებულ ოთახში, ტატამებით მოფე-
ნილი იატაკიდან ავცქეროდი მამეჰას. აღარ მახსოვდა, თეატრიდან
როგორ წამოვედი, მაგრამ ცხადი იყო, ეს როგორღაც მოვახერხე...
მოგვიანებით მამეჰამ მიამბო, რაც მოხდა: თურმე სასტუმროს
მეპატრონისთვის თხოვნით მიმიმართავს, სულის მოსათქმელად
სადმე მშვიდი ადგილი მიეჩინა ჩემთვის.
სასტუმროს მეპატრონე მიხვდა, რომ თავს კარგად ვერ ვგრძნობ-
დი და მამეჰა მოძებნა. საბედნიეროდ, მამეჰამ დამიჯერა, რომ მარ-
თლაც ავად ვიყავი და ოთახში განმარტოების საშუალება მომცა.
მოგვიანებით, როცა ჩვენი საერთო ნომრისკენ რეტდასხმული მივ-
ბორიალებდი, ხიდზე გოგრა დავინახე. თვალი რომ მომკრა, გაჩერ-
და, მაგრამ არ მოხდა ის, რასაც გულის სიღრმეში ველოდი: ბოდი-
შის მოხდის ნაცვლად მოტრიალდა და მზერით ნელ-ნელა ამომიღო
მიზანში, როგორც ამას თაგვის დანახვისას გველი აკეთებს ხოლმე.
– გოგრა, მე ნობუს მოყვანა გთხოვე და არა თავმჯდომარის. ვერ
გამიგია...
– დიახ, ძნელი გასაგებია, საიური, როცა ცხოვრება ისე იდეალუ-
რად ვერ მიგდის, როგორც მოგესურვება!
– იდეალურად?! ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო? ნუთუ
ჩემი თხოვნა არასწორად გაიგე?

575
– შენ მართლა სულელი ხომ არ გგონივარ?!
სახტად დავრჩი და კარგა ხანს ხმაამოუღებლად ვიდექი.
– მეგონა, ჩემი მეგობარი იყავი... – ვთქვი ბოლოს.
– ერთ დროს მეც მეგონე ჩემი მეგობარი, მაგრამ ეს დიდი ხნის
წინ იყო.
– ისე მელაპარაკები, გოგრა, თითქოს რაღაც დაგიშავე, მაგ-
რამ...
– რა თქმა უნდა, შენ ხომ ასეთ რამეს არასდროს იკადრებდი! შენ
ხომ სრულყოფილი ქალბატონი ნიტა საიური ბრძანდები! ოკიის შვი-
ლობილი რომ გახდი და ჩემი ადგილი დაიკავე, ეგ არაფერია, არა?
იქნებ აღარც გახსოვს? რა არ გავაკეთე შენთვის. ჯერ იყო და, იმ
ექიმთან... არ მაგონდება, რა ერქვა... შენს დასახმარებლად თავზე
ხელი ავიღე, მერე თავი საფრთხეში ჩავიგდე იმის გამო, რომ შენი
დახმარებისთვის ჰაცუმომო გამიბრაზდა! შენ კი მომიბრუნდი და
მომპარე ის, რაც მე მეკუთვნოდა. ეს რამდენიმე თვეა, სულ ამას
ვფიქრობ: მაინც რატომ გამრიე ამ ხალხში? რატომ გინდოდა, რომ
მინისტრის ამალაში მეტრიალა? ვწუხვარ, მაგრამ ამჯერად ვეღარ
გამომიყენებ!
– კი მაგრამ, გოგრა, ნუთუ არ შეიძლებოდა, უბრალოდ უარი
გეთქვა ჩემს დახმარებაზე? თავმჯდომარის იქ მოყვანა რაღა საჭი-
რო იყო?!
გოგრა წელში გაიმართა.
– ძალიან კარგად ვიცი, რა გრძნობები გაქვს ამ კაცის მიმართ.
როცა არავინ გიყურებს, თვალებით ისე ჩამოეკიდები ხოლმე, რო-
გორც ბეწვი კიდია ძაღლის ტანზე!.
ისეთი გაცეცხლებული იყო, რომ ტუჩზეც კი იკბინა და კბილებზე
პომადის ლაქა დააჩნდა. უკვე ვხვდებოდი: გადაწყვეტილი ჰქონდა,
არ დავეზოგე და რაც შეეძლო გავემწარებინე.
– მაშინ, დიდი ხნის წინ, შენ ხელცარიელი დამტოვე, საიური. აბა,
ახლა მითხარი – როგორი ყოფილა?!
ლაპარაკის დროს ნესტოები ებერებოდა, სახეზე ისე მოსდებოდა
ბრაზი, როგორც ხის ტოტს ცეცხლი ედება. თითქოს წლების განმავ-

576
ლობაში მასში ჰაცუმომოს სული იყო გამომწყვდეული, რომელმაც
ახლა გასაქანი იპოვა და მთელი ძალით ამოხეთქა.

***
იმ საღამოს რაც ხდებოდა, მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს. შიშით
და ძრწოლით ველოდი ყოველ მომდევნო წუთს. სხვები სვამდნენ და
ხორხოცებდნენ, მე კი არაფრის თავი არ მქონდა, მხოლოდ ვიჯექი
და მათ მოსაჩვენებლად ნაძალადევად ვიცინოდი. როგორც ჩანს,
სახეზე ალმური ამდიოდა, რადგან მამეჰა დროდადრო ლოყაზე
ხელს მადებდა, სიცხე ხომ არ გაქვსო. თავმჯდომარისგან რაც შეიძ-
ლება შორს დავჯექი, რათა ერთმანეთს მზერით არ შევჩეხებოდით.
უნდა ითქვას, რომ ეს მართლაც მოვახერხე: მთელმა საღამომ ისე
ჩაიარა, მის პირისპირ ყოფნამ ერთხელაც არ მომიწია.
მაგრამ მოგვიანებით, როცა ყველანი დასაძინებლად ვემზადე-
ბოდით, ხიდურზე ისეთ დროს გამოვედი, როცა ის ნომერში ბრუნდე-
ბოდა.წესით, გზიდან უნდა ჩამოვცლოდი, მაგრამ ისე შემრცხვა, თა-
ვი ოდნავ დავუკარი და სწრაფად ჩავუარე, თუმცა წამითაც არ
ვცდილვარ ჩემი დაღონებული სახის დამალვას.
ეს იყო ტანჯვით სავსე საღამო. მახსოვს, როცა ყველას ჩაეძინა,
სასტუმროდან გამოვეხეტე და კლდის ქიმს ზემოდან მოვექეცი. ვი-
დექი, წყვდიადს ჩავშტერებოდი და წყლის ღრიალს ვაყურადებდი·
მწარე ვაებასავით ჩამესმოდა ოკეანის მოძახილი. მეჩვენებოდა,
რომ ყველაფერს, რასაც ახლა ირგვლივ ვხედავდი, სარჩულად სი-
ავე და სისასტიკე ედო, ოღონდ ამ ქვედა შრეს მანამდე ვერ ვამჩნევ-
დი. თითქოს ხეებსაც, ქარსაც და თვით იმ კლდეებსაც; რომლებზეც
ახლა ვიდექი, პირი შეეკრათ ბავშვობისდროინდელ ჩემს მტერთან
– ჰაცუმომოსთან. ქარის ღმუილსა და ხეების ტოტების რხევასაც კი
დაცინვად აღვიქვამდი. ნუთუ ჩემი ცხოვრების მდინარე სამუდამოდ
ორად გაიტოტა? სახელოდან თავმჯდომარის ცხვირსახოცი ამოვი-
ღე (იმ საღამოს ლოგინშიც არ ვიშორებდი, რომ თავი როგორმე მე-

577
ნუგეშებინა), სახეზე ჩამოვისვი და ქარს მივუშვირე. ის იყო, წყვდი-
ადისთვის ფრიალ–ფრიალით უნდა გამეტანებინა, რომ უცებ მომა-
გონდა სულის მოსახსენიებელი პაწაწინა ფირფიტები, რომლებიც
ბატონმა ტანაკამ წლების წინ გამომიგზავნა. ჩვენ აუცილებლად
გვჭირდება იმ ადამიანების სახსოვარი, რომლებმაც სამუდამოდ
დაგვტოვეს. ეს ფირფიტები, აქამდე რომ ოკიაში ვინახავდი, ბავშვო-
ბიდან შემორჩენილი ერთადერთი ძვირფასი რამ იყო. თავმჯდომა-
რის ცხვირსახოცი კი – შემდგომი ცხოვრების ერთადერთი დანატო-
ვარი.

***
კიოტოში რომ დავბრუნდი, სწრაფი ნაკადივით ამიტაცა აქტიურ-
მა საქმიანობამ. სხვა გზა არ მქონდა, ჩვეულებისამებრ, სახე უმარი-
ლით უნდა შემეღება და დავსწრებოდი ჩაის სახლებში გამართულ
შეხვედრებს, თითქოს არაფერი შეცვლილიყო. საკუთარ თავს გა-
მუდმებით ვახსენებდი იმას, რაც ერთხელ მამეჰამ მითხრა: როცა
გულგატეხილობას ებრძვი, მუშაობას არაფერი ჯობსო, მაგრამ ჩემი
სამუშაო აშკარად აღარ მშველოდა. „იჩირიკიში“ წარამარა მახსე-
ნებდნენ, რომ ნობუ ერთ მშვენიერ დღეს გამომიძახებდა და სამზა-
დისის დასრულებას მამცნობდა. მის ბოლოდროინდელ მოუცლე-
ლობას თუ გავითვალისწინებთ, მისგან შეტყობინების მიღებას კი-
დევ ორიოდე კვირას არ ველოდი, მაგრამ ოთხშაბათს დილით, კუნ-
ძულიდან ჩამოსვლის მესამე დღეს, მომიტანეს ამბავი, რომ „ივამუ-
რა ელექტრიკიდან“ „იჩირიკიში" ზარი შემოვიდა და იმ საღამოს წვე-
ულებაზე ჩემს დასწრებას ითხოვდნენ. ნაშუადღევს მწვანე ქვედა ხა-
ლათზე აბრეშუმის ბლონდისგან შეკერილი ყვითელი კიმონო გადა-
ვიცვი და მუქლურჯი, წელზე ვერცხლით ნაქარგი ობი შემოვიხვიე.
დეიდამ გამომიცხადა, რომ ულამაზესად გამოვიყურებოდი, მაგ-
რამ როცა საკუთარ თავს სარკეში თვალი შევავლე, დამარცხებული
ქალი დავინახე. ცხადია, წარსულშიც მქონია წუთები, როცა ოკიი-
დან გამოსვლის წინ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილო დავრჩე-
ნილვარ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვახერხებდი თუნდაც ერთი შტ-

578
რიხის პოვნას, რომელიც იმ საღამოს სასიკეთოდ წამადგებოდა. მა-
გალითად შემიძლია მოვიყვანო ჩემი ერთ-ერთი ქვედა ხალათი,
რომელსაც ხურმისფერი დაჰკრავდა. მის ფონზე, რაგინდ მოქანცუ-
ლიც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემს ნაცრისფერ თვალებში მოლურჯო
ფერი ჭარბობდა. მაგრამ ამ საღამოს ისე მეჩვენებოდა, თითქოს
ყვრიმალებს ქვემოთ სახის ნაცვლად ფუღურო მქონდა, მიუხედავად
იმისა, რომ ევროპული კოსმეტიკა გამოვიყენე.
ასე გასინჯეთ, ჩემი ვარცხნილობაც კი ავითვალწუნე, რადგან
მომეჩვენა, რომ გვერდზე უხეიროდ იყო გადაბრეცილი. ამ ყველაფ-
რის გამოსასწორებლად ვერაფერი მოვიფიქრე, მხოლოდ ბატონ ბე-
კუს ვთხოვე, რომ ობი ერთი თითით მაღლა აეწია, რაც, ჩემი აზრით,
ჩემს დამწუხრებულ იერს მეტ ხალისს შესძენდა.
პირველი შეხვედრა ერთი ამერიკელი პოლკოვნიკის მიერ კი-
ოტოს პრეფექტურის ახალი გუბერნატორის პატივსაცემად გამარ-
თული ბანკეტი გახლდათ. ნადიმი სუმიტომოს ოჯახის ყოფილ მა-
მულში გაიმართა, რომელიც ამჟამად ამერიკული ჯარის მეშვიდე
დივიზიის შტაბად იყო გადაკეთებული. ბაღში რომ შევედი, გამაკ-
ვირვა თეთრად გადაღებილმა ულამაზესმა ქვებმა და აქა-იქ ხეებზე
მიმაგრებულმა ინგლისურმა წარწერებმა, რომლებსაც, ცხადია,
ვერ ვკითხულობდი. როცა წვეულება დასრულდა, „იჩირიკის” გზას
დავადექი. მოახლემ მეორე სართულზე, სწორედ იმ უცნაურ ოთახში
ამიყვანა, სადაც ნობუ გიონის დახურვის ღამეს შემხვდა. პირველად
სწორედ აქ შევიტყვე იმ თავშესაფრის შესახებ, რომელიც მან შე-
მირჩია, რათა ომისგან დავეცავი;
როცა ნობუ ჩემი დანა გახდებოდა, სრულიად კანონზომიერი
იყო, რომ ეს მოვლენაც ამ ოთახში აღგვენიშნა საზეიმოდ, თუმცა
ჩემთვის ეს ყველაფერი იქნებოდა, ზეიმის გარდა. მაგიდის ერთ
კუთხესთან ჩავიმუხლე და ნობუს ისეთი ადგილი გავუმზადე, რომ
პირით სალოცავი ნიშისკენ მჯდარიყო. იმაზეც ვიზრუნე, რომ მო-
ხერხებულად მოკალათებულიყო და საკეს დასხმისას თავისი ერთა-
დერთი ხელი თავისუფლად ემოძრავებინა, მით უმეტეს, რომ რიტუა-
ლის დროს ერთი ჭიქის შევსებას ჩემთვისაც მოისურვებდა. ნობუსა-

579
თვის ეს სასიამოვნო ღამე იქნებოდა, და მე ყველა ღონე უნდა მეხმა-
რა, რომ ეს ღამე არ ჩამემწარებინა.
მკრთალი განათება და ჩაისფერი კედლებიდან არეკლილი მო-
წითალო ათინათები მართლაც ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროს
ქმნიდა. უკვე მივიწყებული მქონდა ამ ოთახის თავისებური სურნე-
ლი (მტვრისა და იატაკის მოსაპრიალებელი ზეთის ნაზავი), მაგრამ
ახლა, როცა კვლავ ჩავისუნთქე, უცებ მომაგონდა ნობუსთან წლე-
ბის წინ გატარებული საღამოს დეტალები, სხვა შემთხვევაში რომ
ვერაფრით გამოვიხმობდი მეხსიერებიდან. მაგალითად, მომაგონ-
და, რომ ნობუს გახეული წინდები ეცვა და ერთი ნახვრეტიდან დიდი
ცერი მოუჩანდა, კოხტად მოვლილი ფრჩხილით. ნუთუ იმ საღამოს
შემდეგ მხოლოდ ხუთ-ნახევარმა წელმა ჩაიარა? თითქოს მას აქეთ
მთელი თაობა მოვიდა და წავიდა. უამრავი ადამიანი, რომელსაც
ვიცნობდი, უკვე გარდაცვლილი იყო. ნუთუ ასეთი ცხოვრებისთვის
დავუბრუნდი გიონს? ზუსტად ამის თაობაზე მითხრა მამეჰამ: ჩვენ
გეიშები იმიტომ როდი ვხდებით, რომ ბედნიერ ცხოვრებას მიველ-
ტვით, არამედ იმიტომ, რომ არჩევანი არა გვაქვსო.
დედაჩემი ცოცხალი რომ ყოფილიყო, მეც დედა და მეუღლე გავ-
ხდებოდი იმ ჩემს ზღვისპირეთში, კიოტოს შესახებ კი მხოლოდ ის
მეცოდინებოდა, რომ ეს არის შორეული ქალაქი, სადაც სატვირთო
ხომალდებით თევზი გადააქვთ. ნეტავ ამაზე უარესი იქნებოდა ჩემი
ცხოვრება?
ერთხელ ნობუმ მითხრა, მე ძალიან მარტივი კაცი ვარ, მაგრამ
არ მიყვარს, როცა ცხვირწინ იმას მიტრიალებენ, რაც ჩემი ვერ გახ-
დებაო. ალბათ ჩემზეც იგივე ითქმოდა. გიონში გატარებული მთელი
ჩემი ცხოვრების მანძილზე თავმჯდომარე მედგა თვალწინ და ვიცო-
დი, რომ ის ჩემი ვერ გახდებოდა.
ამასობაში ნობუს ლოდინში ათი-თხუთმეტი წუთი გავიდა. უკვე
გამიჩნდა კითხვა: აპირებდა კი მოსვლას? ვიცოდი, რომ ეს არ უნდა
გამეკეთებინა, მაგრამ რადგან ბოლო დროს ცუდად მეძინა, დასას-
ვენებლად თავი მაგიდაზე ჩამოვდე.

580
არ ჩამძინებია, უბრალოდ, მცირე ხნით ისევ მივნებდი სასოწარ-
კვეთილების ჩვეულ განცდას. უცებ უცნაური ზმანება მეწვია. მომეჩ-
ვენა, რომ შორიდან დოლების ბაგაბუგის ხმა და ონკანის წყლის ში-
შინი ჩამესმა, შემდეგ კი მხარზე თავმჯდომარის ხელის შეხება ვიგ-
რძენი. არაფერი შემშლია, როცა მაგიდიდან თავი წამოვწიე, ეს კაცი
მართლაც თავზე მადგა! დოლების ბაგაბუგი სინამდვილეში მისი ნა-
ბიჯების ხმა იყო, შიშინი კი მისი შემოსვლის დროს რელსზე გაცუ-
რებულმა კარმა გამოსცა. ახლა ის თავზე წამომდგომოდა მოახლეს-
თან ერთად, რომელიც მის ზურგს უკან იდგა.
თავი დავუკარი და ჩაძინებისთვის მოვუბოდიშე. ისე დავიბენი,
წამით დავეჭვდი კიდეც, რომ ეს ცხადში ხდებოდა. თავმჯდომარე იმ
ბალიშზე ჩამოჯდა, რომელზეც ნობუ უნდა მჯდარიყო, თავად ნობუ კი
არსად ჩანდა. სანამ მოახლე მაგიდასთან ფუსფუსებდა, ჩემს გონე-
ბას თანდათან ერთი საზარელი აზრი დაეპატრონა. ნუთუ ნობუს რა-
ღაც შეემთხვა და ახლა თავმჯდომარე ამის შესატყობინებლად მო-
ვიდა?
სხვა რა მიზეზს უნდა შეეფერხებინა ნობუ? უკვე ვაპირებდი თავ-
მჯდომარისთვის ამ შეკითხვის დასმას, მაგრამ ამ დროს ოთახში დი-
ასახლისმა შემოიხედა.
– მოგესალმებით, თავმჯდომარევ, რახანია არ მინახავხართ!
დიასახლისი სტუმრებს ყოველთვის თავაზიანად ეგებებოდა,
მაგრამ ამჯერად დაძაბული ხმა ჰქონდა და მივხვდი, რომ გონებაში
რაღაც სხვა აზრებიც უტრიალებდა. შესაძლოა, ნობუს მოუსვლე-
ლობა აფიქრებდა. თავმჯდომარეს საკე დავუსხი, დიასახლისი კი
ოთახში შემოვიდა და მაგიდასთან ჩაიმუხლა. სანამ თავმჯდომარე
სასმელს დაეწაფებოდა, დიასახლისი მკლავში სწვდა და მისკენ და-
იხარა, რათა ალკოჰოლის სუნი შეეგრძნო.
– თავმჯდომარევ, ნამდვილად არ მესმის, რატომ ანიჭებთ უპი-
რატესობას საკეს ამ სახეობას? დღეს ნაშუადღევს გავხსენით საუკე-
თესო საკე, როგორიც წლობით არ გვქონია. დარწმუნებული ვარ,
ნობუ-სანი სათანადოდ შეაფასებს, როცა მობრძანდება.
– ამაში ეჭვი არც მე მეპარება, ოღონდ, სამწუხაროდ, ნობუ-სანი

581
ამაღამ ვერ მოვა, – უპასუხა თავმჯდომარემ.
გულმა რეჩხი მიყო, მაგრამ მაგიდისთვის მზერა არ მომიშორე-
ბია. დიასახლისიც განცვიფრებული დარჩა და საუბრის თემა სწრა-
ფად შეცვალა:
– კეთილი. არ ფიქრობთ, რომ ჩვენი საიური დღეს მომხიბვლე-
ლად გამოიყურება?
– რას ბრძანებთ, განა როდის არ არის საიური მომხიბვლელი?
ამ გახსენებაზე... რაღაც მოვიტანე და უნდა განახვოთ, – თქვა და მა-
გიდაზე ლურჯ აბრეშუმში გახვეული მომცრო ფუთა დადო, რომე-
ლიც თავიდან არ შემიმჩნევია.
ფუთა გახსნა, მოკლე, სქელი გრაგნილი ამოიღო დამისი გაშლა
დაიწყო. სიძველისგან დაბზარულ ქაღალდზე საუცხოო ფერებში,
მინიატურულად იყო გამოსახული იმპერატორის კარის სცენები. თუ
ოდესმე მსგავსი გრაგნილი გინახავთ, გეცოდინებათ, რომ მისი გაშ-
ლა მთელი ოთახის სიგრძეზე შეიძლება. თქვენ წინ პანორამის სა-
ხით გაცოცხლდება იმპერატორის საბრძანებელი – ჭიშკრიდან სა-
სახლემდე.
თავმჯდომარემ გრაგნილი ერთი ხელტარიდან მეორემდე
მთლიანად გაშალა და თანდათან გამოჩნდა სხვადასხვა სცენა: ერ-
თგან ნადიმი იყო გამართული, მეორეგან წარჩინებულებს კიმონოს
კალთები ლაჯებშუა ამოეკეცათ და ბურთს დააგორებდნენ, ბოლოს
გამოჩნდა ახალგაზრდა ქალის პორტრეტიც, რომელსაც ულამაზესი
თორმეტშრიანი40 კიმონო ეცვა და იმპერატორის ერთ-ერთ პალატ-
ში ხის იატაკზე იყო დაჩოქილი.
– აბა, ამაზე რას ფიქრობთ? – გვკითხა თავმჯდომარემ.
– ერთ რამედ ღირს, – თქვა დიასახლისმა, – სად მიაგენით ამ
გრაგნილს?
– წლების წინ ვიყიდე. შეხედეთ ამ ქალს. სწორედ მის გამო შევი-
ძინე ხელოვნების ეს ნიმუში. ვერაფერს ამჩნევთ?

40
მსგავსი კიმონოები, ძირითადად, სეფექალებს ეცვათ

582
ნახატს ჯერ დიასახლისი დააკვირდა, შემდეგ თავმჯდომარემ
ჩემკენ შემოატრიალა. ახალგაზრდა ქალის გამოსახულება ზომით
დიდ მონეტას არ აღემატებოდა, მაგრამ ყველა დეტალი ნატიფად და
მკაფიოდ იყო გამოყვანილი. თავიდან არ შემიმჩნევია, მოგვიანე-
ბითღა დავინახე, რომ ქალს მკრთალი თვალები ჰქონდა... და როცა
უკეთ დავაკვირდი, აღმოჩნდა, რომ ამ თვალებს მოცისფრო-ნაც-
რისფერი დაჰკრავდა. ამ გამოსახულებამ მყისვე მომაგონა უციდას
ნახატი, რომლის მოდელად ოდესღაც მე გამომიყენა. წამოვწით-
ლდი და რაღაც გაურკვევლად წავიბუტბუტე გრაგნილის სილამაზის
შესახებ. დიასახლისმაც აღტაცება გამოხატა და წასვლა დააპირა.
– კეთილი, მე ახლა დაგტოვებთ და იმ ახალ საკეს, ამას წინათ
რომ ვახსენე, ჩაცივებულს ამოგიგზავნით. თუმცა იქნებ ნობუ-სანის-
თვის აჯობებს მისი შენახვა, როცა მობრძანებას ინებებს?
‒ ნუ შეწუხდებით, იმას დავჯერდებით, რაც გვაქვს, – უპასუხა
თავმჯდომარემ.
– ნობუ-სანი... ხომ მშვიდობით ბრძანდება? – იკითხა დიასახ-
ლისმა.
– დიახ. კარგად არის.
შვებით კი ამოვისუნთქე, მაგრამ ერთი კითხვა მაინც არ მასვე-
ნებდა და გულში სირცხვილიც შემეპარა. თუ თავმჯდომარეს ნობუს
შესახებ ჩემთან გასაუბრება არ ჰქონდა მიზნად, მაშ, რამ მოიყვანა?
იქნებ იმისთვის უნდა დავეტუქსე, რაც კუნძულზე ჩავიდინე? კიოტო-
ში დაბრუნებისას ვცდილობდი, თავიდან ამომეგდო იმაზე ფიქრი,
თუ რას შეასწრო თვალი ძველ თეატრში შესულმა თავმჯდომარემ:
მინისტრის ჩახდილ შარვალს თუ აბურდული კიმონოდან გამოშვე-
რილ ჩემს შიშველ ფეხებს...
როცა დიასახლისი ოთახიდან გავიდა, კარი ისე გაიხურა, თით-
ქოს ქარქაშიდან ხმალი იშიშვლა. მე კი დავიწყე:
– ნება მიბოძეთ მოგახსენოთ, თავმჯდომარევ, რომ ჩემი საქციე-
ლი იქ, კუნძულზე...
– ვიცი, რასაც ფიქრობ, საიური. მაგრამ აქ შენი ბოდიშების მო-
სასმენად არ მოვსულვარ. რამდენიმე წუთი მშვიდად დაჯექი. მინდა,

583
გიამბო იმის შესახებ, თუ რა მოხდა წლების წინ.
– თავმჯდომარევ, თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ. გთხოვთ,
მომიტევოთ, მაგრამ...
– უბრალოდ, ყური დამიგდე და მალე გაიგებ, ამას რატომ გეუბ-
ნები. თუ გახსოვს რესტორანი, რომელსაც „ცუმიო“ ეწოდება? დეპ-
რესიის ბოლო წლებში ეს რესტორანი დაიხურა, მაგრამ... ამას
მნიშვნელობა არა აქვს. იმ დროს შენ მთლად ნორჩი იყავი. კარგა
ხნის წინ, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, თვრამეტი წლის წინ, ამ რესტო-
რანში რამდენიმე კომპანიონთან ერთად ვსადილობდი. იმ დღეს
პონტოჩოს უბნელი ერთი გეიშაც გვახლდა, სახელად იძუკო...
ეს სახელი უცებ მეცნო.
– იმხანად ეს ქალი საყოველთაო ფავორიტი იყო, – განაგრძო
თავმჯდომარემ, – სადილობას ცოტა ადრე მოვრჩით და თეატრში
წასვლამდე სტუმრებს სირაკავას სანაპიროზე გასეირნება შევთავა-
ზე...
სანამ თავმჯდომარე საუბრობდა, ობიდან მისი ცხვირსახოცი
ამოვიღე, მაგიდაზე უსიტყვოდ გავშალე და ისე გავასწორე, რომ მო-
ნოგრამა მკაფიოდ გამოჩენილიყო. ცხვირსახოცს წლების განმავ-
ლობაში ერთ კუთხეში ლაქა დააჩნდა, მიტკალიც ერთთავად გაყ-
ვითლებული იყო, მაგრამ თავმჯდომარემ მყისვე იცნო თავისი ნივ-
თი, სიტყვა პირში გაუწყდა და ცხვირსახოცს დასწვდა.
– ეს საიდან გაქვს?!
– თავმჯდომარევ, მთელი ეს წლები თავში ერთი კითხვა მიტრია-
ლებდა: იცოდით თუ არა, რომ ის პატარა გოგონა, რომელსაც მაშინ
გამოელაპარაკეთ, მე ვიყავი? სწორედ იმ დღეს გამომიწოდეთ ეს
ცხვირსახოცი, როცა სპექტაკლ „შიბარაკუზე“ დასასწრებად მიდი-
ოდით. თქვენ იმ დღეს მონეტაც მაჩუქეთ...
– გამოდის... შეგირდობის დროსაც იცოდი, რომ ის კაცი მე ვიყა-
ვი?
– როცა სუმოს შეჯიბრებაზე დაგინახეთ, იმწამსვე გიცანით. მე ის
მიკვირს, თქვენ როგორ დაგამახსოვრდით!
– ზოგჯერ სარკეში უნდა ჩაიხედო ხოლმე, საიური. განსაკუთრებ-

584
ით, ნამტირალევმა. ვერ აგიხსნი, როგორი ხდება შენი თვალები
ასეთ დროს. მაშინ, ჩვენი შეხვედრის იმ პირველ დღეს, ასე მეგონა,
მათში სარკესავით ჩავიხედე. შენ იცი, რომ მეტწილად ისეთ ადამია-
ნებთან მიწევს ურთიერთობა, რომლებიც სიმართლეს ბოლომდე
არასოდეს მეუბნებიან. და უცებ დავინახე გოგონა, რომელსაც ადრე
ჩემთვის თვალიც კი არ მოუკრავს, მაგრამ თავის სულში უყოყმანოდ
ჩამახედა!
აქ თავმჯდომარე გაჩერდა და ასეთი შეკითხვა დამისვა:
– იცი თუ არა, რატომ გახდა მამეჰა შენი უფროსი და?
– მამეჰა? არ მესმის... მამეჰა რა კავშირშია ამ ყველაფერთან?
– მართლა არ იცი?
– საიდან უნდა ვიცოდე?
– საიური, მე ის კაცი ვარ, რომელმაც მამეჰას შენთვის მეურვეო-
ბის გაწევა სთხოვა. დავსვი და ვუამბე, როგორ შემხვდა ერთხელ ქუ-
ჩაში ლამაზი, პატარა, ნაცრისფერთვალება გოგონა, და ვთხოვე,
დაგხმარებოდა, თუკი ოდესმე გიონში წაგაწყდებოდა. იქვე დავძინე,
რომ მის ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში, მე დავფარავდი. სულ
რამდენიმე თვეში მართლაც გადაგეყარა სადღაც, და თუ იმის მი-
ხედვით ვიმსჯელებთ, რაც წლების შემდეგ მიამბო, მისი დახმარების
გარეშე გეიშა ვერასდროს გახდებოდი.
თითქმის შეუძლებელია იმის აღწერა, როგორ იმოქმედა ჩემზე
მისმა სიტყვებმა. ყოველთვის მეგონა, რომ მამეჰამ თვითონ დაისა-
ხა მისია, ჰაცუმომოსგან საკუთარი თავიც გაეთავისუფლებინა და
გიონიც. ახლა, როცა მისი ამ ნაბიჯის ნამდვილი მოტივი გავიგე და
აღმოვაჩინე, რომ მისი მეურვეობის ქვეშ თავმჯდომარის ნება-სურ-
ვილით აღმოვჩნდი, იმ დასკვნამდე მივედი, რომ მამეჰას ყველა შე-
ნიშვნისთვის თავიდან უნდა გადამეხედა და მათში ჭეშმარიტი, შე-
ფარული აზრი ამომეცნო. ამ წუთიდან ჩემს თვალში არა მხოლოდ
მამეჰამ იცვალა ფერი, არამედ უეცრად თავადაც სულ სხვა ქალად
ვიქეცი. მზერა კალთაში ჩაწყობილ საკუთარ ხელებს შევავლე და
გავიფიქრე, რომ ისინი ამ კაცმა ჩამოქნა. ამ აზრმა გამომაცოცხლა,
თუმცა, მადლიერების გრძნობასთან ერთად, შიშიც მომგვარა.

585
მაგიდას მოვშორდი და უკან დავიხიე, რათა მადლობის ნიშნად
ქედი მოწიწებით მომეხარა, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებდი, თავი
ვერ შევიკავე და ვუსაყვედურე:
‒ თავმჯდომარევ, მომიტევეთ, მაგრამ ვისურვებდი, წლების წინ
გაგემხილათ ჩემთვის ეს... ეს ყველაფერი. ვერ წარმოიდგენთ, ამას
რამხელა მნიშვნელობა ექნებოდა.
– რომ ვერ გაგიმხილე და მამეჰასაც დაჟინებით ვთხოვდი დუ-
მილს, საამისო მიზეზი არსებობს, საიური. ეს მიზეზი ნობუსთან არის
დაკავშირებული, – მიპასუხა თავმჯდომარემ.
ნობუს სახელის გაგონებისას თითქოს ყველა გრძნობისგან ერ-
თბაშად დავიცალე, რადგან მივხვდი, საითაც მიჰყავდა მთელი ეს
საუბარი.
– თავმჯდომარევ, ვიცი, რომ თქვენი სიკეთის ღირსი არ ვარ. ამ
უქმეებზე, როცა...
– ვაღიარებ, საიური, – გამაწყვეტინა თავმჯდომარემ, – ვაღი-
არებ, რომ ამამის კუნძულზე მომხდარი ამბავი მეც სულ თავში
მიტრიალებს.
ვგრძნობდი, საუბრისას თვალს არ მაშორებდა, მე კი მზერას ვერ
ვაგებებდი.
– ახლა კი მინდა, რაღაც საკითხზე ვიმსჯელოთ, – განაგრძო მან,
– მთელი დღე ვფიქრობდი, რა ნაბიჯები უნდა გადამედგა. მრავალი
წლის წინ მომხდარზე გამუდმებით ვფიქრობ. იქნებ უკეთ ახსნაც შე-
იძლებოდა... მაგრამ იმედია, სწორად გაიგებ, რის თქმასაც ვცდი-
ლობ...
აქ მან პაუზა გააკეთა, პიჯაკი გაიხადა და იქვე, ჭილოფზე მიაგ-
დო. მის პერანგს სახამებლის სუნი ასდიოდა, რამაც სასტუმრო „სუ-
რუიაში“ გენერალთან სტუმრობა და მისი ნომერი გამახსენა, რო-
მელშიც ხშირად იდგა ახლად დაუთოებული ტანსაცმლის სუნი.
– ადრე, როცა „ივამურა“ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კომპანია იყო,
– დაიწყო თავმჯდომარემ, – ერთი კაცი გავიცანი, სახელად იკედა.
ქალაქის შორეულ უბანში ჩვენს ერთ-ერთ მიმწოდებელს ემსახურე-
ბოდა ელექტროგაყვანილობის პრობლემების მოგვარებაში. მარ-

586
თლაც რომ გენიოსი იყო. ზოგჯერ, როცა დანადგარების დამონტაჟე-
ბისას სიძნელეებს ვაწყდებოდით, ამ კაცს ვიძახებდით ხოლმე და
ისიც ყველაფერს გვიგვარებდა. ერთხელ, ნაშუადღევს, როცა სამსა-
ხურიდან სახლში მივიჩქაროდი, იკედას აფთიაქში შევეჩეხე. „რა
ბედნიერებაა, რომ შეგხვდით! მე ხომ სამსახურს თავი დავანებე!“
მითხრა მან. მიზეზი რომ ვკითხე, ასე მიპასუხა: „დრო მოვიდა და და-
ვანებე!“
დაუყოვნებლივ ავიყვანე სამუშაოდ. რამდენიმე კვირაში ისევ
ვკითხე: „იკედა-სან, მაინც რატომ მიატოვეთ ის სამსახური?“ აი, რა
მიპასუხა:
„ბატონო ივამურა, წლობით ვნატრობდი თქვენს კომპანიაში
მოხვედრას, მაგრამ თქვენ დუმდით. როცა გჭირდებოდით, ყოველ-
თვის მიძახებდით, მაგრამ სამუშაოდ არასოდეს მიწვევდით. ერთ
დღესაც მივხვდი, რომ ამას არასოდეს გააკეთებდით, რადგან ჩემი
გადმობირებით მიმწოდებელთან საქმიანი ურთიერთობის გაფუჭე-
ბას ერიდებოდით. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ჩემს დაქირავებას
მხოლოდ მაშინ შეძლებდით, როცა სამსახურიდან თვითონ წამოვი-
დოდი. ჰოდა, მეც წამოვედი“.
ვიცოდი, რომ თავმჯდომარე ჩემს პასუხს ელოდებოდა, მაგრამ
ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი.
– ახლა კი აი, რას ვფიქრობ, – განაგრძო მან, – იქნებ მინის-
ტრთან დაკავშირებული ის ინციდენტი სწორედ იკედას მიერ სამსა-
ხურის მიტოვებას ჰგავს. გეტყვი, რატომაც მეწვია ეს აზრი. იმ ძველი
თეატრიდან რომ ვბრუნდებოდით, გოგრამ რაღაც გამიმხილა. ძა-
ლიან გაბრაზებული ვიყავი და დაჟინებით მოვთხოვე აეხსნა, რატომ
მოიქცა ასე. კარგა ხანს დუმდა, შემდეგ კი ისეთი რამ მითხრა, თავი-
დან წარმოუდგენელ უაზრობად მეჩვენა. თითქოს შენ იმ თეატრში
ნობუს მიყვანა სთხოვე!
– თავმჯდომარევ, გემუდარებით... – წამოვიწყე გაუბედავად. –
საშინელი შეცდომა დავუშვი!
– სანამ საუბარს გააგრძელებდე, მე გეტყვი, რატომაც გააკეთე
ეს. იქნებ ივამურასთვის ერთგვარი... კეთილი სამსახურის გაწევა

587
გსურდა? მიჭირს დანამდვილებით თქმა... ან იქნებ მინისტრის წინა-
შე ძალიან დავალებული ხარ და მე-არ ვიცი.
ალბათ უნებურად თავი დავუქნიე, რადგან თავმჯდომარე უცებ
დადუმდა.
– სასტიკად მრცხვენია, თავმჯდომარევ. მაგრამ მხოლოდ და
მხოლოდ პირადული მოტივი მამოძრავებდა, – როგორც იქნა,
ამოვთქვი ბოლოს.
თავმჯდომარე მცირე ხანს დუმდა. შემდეგ ჭიქას ხელი დაავლო
და ბოლომდე ჩაცალა. სასმელს ხელმეორედ რომ ვუსხამდი, ასე მე-
გონა, სხვისი ხელები მქონდა გამობმული.
თავმჯდომარე კვლავ საკეს დაეწაფა და სანამ ჩაყლაპავდა, ცოტა
ხნით პირში გაიჩერა. სასმელით სავსე მის პირს წამით თვალი რომ
შევავლე, ჩემი თავი სირცხვილით პირამდე სავსე ჭურჭლად წარმო-
ვიდგინე.
– კეთილი, საიური, – თქვა ბოლოს, – გაგიმხელ ჩემს სათხო-
ვარს. შენ ამაღამ ჩემი აქ მოსვლის მიზეზს ვერასდროს ჩასწვდები
და ვერც იმას მიხვდები, თუ რატომ გეპყრობოდი ასე წლების მან-
ძილზე, თუ ნობუს მიმართ ჩემი დამოკიდებულების ჭეშმარიტ არსში
არ გაერკვევი. დამიჯერე, ყველაზე კარგად მე ვიცი, როგორი მძიმე
ასატანია ზოგჯერ ნობუ, მაგრამ ის გენიოსია და ამ ერთ კაცს მთელ
ჩვენს გუნდზე მეტად ვაფასებ.
არ ვიცოდი, რა მეთქვა, ან როგორ მოვქცეულიყავი. აკანკალე-
ბული ხელებით დავწვდი ბოთლს, თავმჯდომარის ჭიქის ხელახლა
შესავსებად, მაგრამ ამჯერად ჭიქა აღარ გამომიწოდა (რაც ძალიან
ცუდად მენიშნა) და განაგრძო:
– ერთხელ, როცა მე და შენ ჯერ კიდევ სულ ახალი ნაცნობები
ვიყავით, ნობუმ თავსამკაული გიყიდა და სტუმრების თვალწინ სა-
ჩუქრად მოგართვა. იმ წუთამდე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რამდენად
ეძვირფასებოდი. ალბათ სხვა დროსაც ავლენდა ამის ნიშნებს, მაგ-
რამ ყურადღება არ მიმიქცევია. როცა მივხვდი, რას გრძნობდა შენ
მიმართ, როცა დავინახე, როგორ გიყურებდა იმ საღამოს... აბა, რა
გითხრა... მაშინვე ვუთხარი ჩემს თავს, რომ ვერასოდეს წავართმე-

588
დი იმას, რაც ასე აშკარად და დაუფარავად სწყუროდა. თუმცა შენი
კეთილდღეობისთვის ზრუნვის სურვილი წამითაც არ გამნელებია.
წლიდან წლამდე სულ უფრო მიძნელდებოდა, გულგრილად მესმინა
ნობუსთვის, როცა ის შენზე მელაპარაკებოდა.
თავმჯდომარე გაჩერდა.
– საიური, მისმენ?
– დიახ, რა თქმა უნდა!
– აბა, საიდან უნდა გცოდნოდა, რომ ნობუს წინაშე ძალიან დავა-
ლებული ვარ? მართალია, კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვა-
ნელი მე გახლავარ, მაგრამ როცა „ივამურა ელექტრიკი“ ჯერ კიდევ
სულ ახალგაზრდა იყო, ფინანსებთან დაკავშირებით საშინელი
პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით და ბიზნესზე ლამის ხელი ავიღეთ.
კომპანიაზე კონტროლის დაკარგვა არ მსურდა და როცა ნობუ ინ-
ვესტორების მოზიდვაზე მეჩიჩინებოდა, ყურს არ ვუგდებდი.ბოლოს
თავისი გაიტანა, თუმცა ეს დროებითი განხეთქილების ფასად დაგ-
ვიჯდა. მან გადადგომა დააპირა და მეც არ შევწინააღმდეგებივარ,
მაგრამ, რა თქმა უნდა, ის სავსებით მართალი იყო, მე კი ვცდებოდი.
ნობუ რომ არ ყოფილიყო, კომპანიას დავკარგავდი. რა ეკუთვნის
ადამიანს ამგვარი სიკეთის სანაცვლოდ? იცი თუ არა, რატომ მიწო-
დებენ თავმჯდომარეს და არა პრეზიდენტს? იმიტომ, რომ ეს წოდება
ნობუს დავუთმე, თუმცა თვითონ უარზე იყო. ჰოდა, იმ წუთიდან, რო-
გორც კი მის გულში ჩავიხედე, გადავწყვიტე, რომ შენს მიმართ ინ-
ტერესს აღარ გამოვიჩენდი და შენს თავს დავუთმობდი. ცხოვრება
სასტიკად მოექცა, საიური. მას ძალიან ცოტა სიკეთე უნახავს ამქვეყ-
ნად...
გეიშობის წლები ისე გავატარე, საკუთარი თავი წამითაც კი ვერ
დავარწმუნე იმაში, რომ ამ კაცს რამედ ვუღირდი. ახლა კი, როცა შე-
ვიტყვე, რომ მას თურმე განზრახული ჰქონდა, ჩემი თავი ნობუსთვის
დაეთმო...
– ასე უყურადღებოდ შენი დატოვება, ცხადია, არ მსურდა, – გა-
ნაგრძო თავმჯდომარემ, – მაგრამ ჩემგან თუნდაც იოტისოდენა მი-
ნიშნება რომ ეგრძნო, ნობუ შენზე იმწამსვე ხელს აიღებდა

589
ბავშვობიდან მოყოლებული, ერთი ნატვრა მქონდა: თავმჯდომა-
რე სიყვარულში გამომტყდომოდა. თუმცა არასდროს მჯეროდა,
რომ ეს სინამდვილეში მოხდებოდა. ახლა კი ნანატრი სიტყვებიც გა-
მაგონა და თან გამომიცხადა, რომ ნობუს იქით გზა არ მქონდა! ამას
ვინღა იფიქრებდა! დაე, იმ მიზანს, რომლისკენაც მთელი ცხოვრება
მივილტვოდი, გვერდი საბოლოოდ აევლო ჩემთვის, ერთი რამ ხომ
მაინც ჩემს ხელთ იყო: ახლა, როცა მომეცა საშუალება, მასთან
ოთახში პირისპირ დავმჯდარიყავი, გული ბოლომდე უნდა გადამე-
შალა!
როგორც იქნა, მოვახერხე ხმის ამოღება:
– გთხოვთ, მაპატიოთ იმისთვის, რის თქმასაც ახლა ვაპირებ... –
დავიწყე ბორძიკ-ბორძიკით, მაგრამ ჩემმა ყელმა სწორედ იმწუთას
მიმტყუნა და გადაწყვიტა, რომ ნერწყვი გადაეყლაპა. თუმცა მე ასე
ვიტყოდი: ეს სულაც არ იყო ნერწყვი. ეს იყო ყელთან მომდგარი
ემოციის ქვასავით გამკვრივებული კვანძი, რომელსაც კვლავ უკან,
ყელში მივერეკებოდი, რადგან ჩემს სახეზე მისთვის ადგილი არ
იყო.
– ნობუ ძალიან მიყვარს, მაგრამ ის, რაც ამამიზე ჩავიდინე...
საუბრისას ყელი ამეწვა და კარგა ხანი დამჭირდა, სანამ ხმის ამო-
ღებას ხელახლა შევძლებდი.
– ..ის, რაც ამამიზე ჩავიდინე, მხოლოდ თქვენდამი გრძნობამ ჩა-
მადენინა, თავმჯდომარევ. გიონში გატარებული ბავშვობიდან მო-
ყოლებული, ნებისმიერ ნაბიჯს მხოლოდ თქვენთან დაახლოების
იმედით ვდგამდი.
როცა ეს სიტყვები წარმოვთქვი, სხეულში დაგროვილი მთელი
სიმხურვალე ზევით აიჭრა და ჩემს სახეზე მოიყარა თავი. ისეთი
გრძნობა მქონდა, თითქოს ცეცხლიდან ამოვარდნილი ფერფლის
ფანტელივით, საცაა, ჰაერში ავფარფატდებოდი. ვეცადე, ყურადღე-
ბა რაიმე ნივთზე შემეჩერებინა, თუნდაც მაგიდის ზედაპირზე ლაქა
მეპოვა, მაგრამ თვითონ მაგიდასაც უცებ ბინდი გადაეკრა და ჩემ
თვალწინ გაუჩინარდა.
– შემომხედე, საიური.

590
გულით მინდოდა, მისი თხოვნა შემესრულებინა მაგრამ სრული-
ად უძლური აღმოვჩნდი.
– რა უცნაურია... – მშვიდად, თავისთვის ჩაილაპარაკა თავ-
მჯდომარემ. – ქალს, რომელიც ნორჩ ასაკში ასე გულწრფელად
მისწორებდა მზერას, ახლა ეს ვერასგზით გაუბედავს.
თითქოს არც ისე რთული ამოცანა იყო, მაგრამ ალბათ მთელი
კიოტოს წინაშე სცენაზე მარტო რომ ვმდგარიყავი, ასე არ ვინერვიუ-
ლებდი. მაგიდის კუთხეში ვისხედით ორივენი. ისე ახლოს ვიყავით
ერთმანეთთან, რომ, როცა ბოლოს და ბოლოს თვალებზე ხელი ჩა-
მოვისვი და მზერა გავუსწორე, მისი თვალების ფერადი გარსის ირ-
გვლივ მუქი წრეები შევნიშნე. იქნებ ჯობდეს, თვალი ავარიდო, თავი
დავუხარო და საკე ჩამოვუსხა-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ვხედავ-
დი, ამ დაძაბულობის განტვირთვას ვერც ამ გზით შევძლებდი.
სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, საკეს ბოთლი და ჭიქა გვერდზე გას-
წია, საყელოში ხელი წამავლო და თავისკენ მიმიზიდა. წამიც და,
ჩვენი სახეები ისე მიუახლოვდა ერთმანეთს, მისი კანის სითბო ვიგ-
რძენი. ძალას კვლავინდებურად არ ვიშურებდი, რომ გავრკვეული-
ყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს, რა უნდა მექნა ან რა უნდა მელაპარა-
კა. სწორედ ამ დროს უფრო ახლოს მიმიზიდა და მაკოცა. შეიძლება
გაგიკვირდეთ, მაგრამ იმ დღეს მამაკაცმა პირველად მაკოცა! როცა
გენერალი ტოტორი ჩემი დანა იყო, ზოგჯერ ტუჩით ტუჩზე მომეკრო-
ბოდა ხოლმე, მაგრამ ამას სრულიად უემოციოდ, ვნების გარეშე
აკეთებდა. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობდი, რომ ასეთ წუთებში უბრა-
ლოდ ცდილობდა, სახისთვის სადმე ადგილი მიეჩინა. იმავეს თქმა
იასუდა აკირაზეც კი შემეძლო ‒იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელმაც
კიმონო მიყიდა და რომელიც ჩაის სახლ „ტატემაცუში“ ვაცდუნე. მას
არაერთხელ უკოცნია ჩემთვის კისერსა და სახეზე, მაგრამ ჩემს ბა-
გეს ბაგით არასდროს შეჰხებია.
ალბათ მიმიხვდებით, რომ ეს კოცნა (ერთადერთი ნამდვილი
კოცნა ჩემს ცხოვრებაში) ყველაზე ინტიმური მომენტი იყო, რაც კი
ოდესმე განმიცდია. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მან იმ წუთებ-
ში რაღაც ძალიან ძვირფასი და პირადული გაიღო ჩემთვის, ისეთი,

591
ადრე რომ არავისგან მიმიღია. განსაკუთრებული და თავისებური
გემო ახლდა ამ ამბორს, რომელიც ხილის თუ ტკბილეულის გემოს
ჩამოჰგავდა. მხრები უღონოდ ჩამოვყარე და მუცელში რაღაც ბორ-
გვა ვიგრძენი, რადგან ჩემთვის გაუგებარი მიზეზით ამ გემომ მეხ-
სიერებაში უამრავი სხვა სცენა ამომიტივტივა. ოღონდ ვერ ვხვდე-
ბოდი, რა კავშირი ჰქონდა მათ მოცემულ ვითარებასთან. მაგალი-
თად, მომაგონდა ჩვენი ოკიის სამზარეულო და ბრინჯის მოსახარში
ქვაბიდან ამოვარდნილი ოხშივარი, როცა ჩვენი მზარეული ქვაბს
სახურავს მოხდიდა. თვალწინ დამიდგა, აგრეთვე, პატარა ქუჩაბან-
დი – პონტოჩოს მთავარი არტერია, რომელზეც ერთ საღამოს თავი
მოიყარეს კიჩისაბუროს თაყვანისმცემლებმა, როცა მან ბოლო
სპექტაკლი ითამაშა და კაბუკის თეატრიდან წავიდა. კიდევ უამრავ-
მა რამემ გამიელვა თავში, რადგან ჩემს გონებას თითქოს ზღუდეები
შემოეცალა და იქიდან მოგონებებმა ამოხეთქა. მაგრამ ამასობაში
თავმჯდომარემ უკან დაიხია და კვლავ მიაწვა სკამის საზურგეს. ცა-
ლი ხელი კვლავინდებურად ჩემს კისერზე ჰქონდა შემოხვეული. ისე
ახლოს იყო, რომ მის ტუჩებზე სისველესაც კი ვამჩნევდი და ჯერ კი-
დევ ვგრძნობდი ჩვენი ახლად დასრულებული ამბორის სურნელს.
– მითხარით, რატომ?... – წავჩურჩულე.
– რას გულისხმობ?
– ყველაფერს! რატომ მაკოცეთ? თქვენ ხომ რამდენიმე წუთის
წინ ისე მახსენებდით, როგორც ნობუს საჩუქარს.
– ნობუმ დაგთმო, საიური. მე მისთვის არაფერი წამირთმევია.
აფორიაქებულმა ბოლომდე ვერ გავიგე, რას გულისხმობდა.
‒ როცა იმ დღეს, ძველ თეატრში, მინისტრთან ერთად გნახე, ზუს-
ტად ისეთი გამოხედვა გქონდა, როგორიც მაშინ, სირაკავას სანაპი-
როზე. ისე შემომცქეროდი, თითქოს მეუბნებოდი, თუ არ დამეხმარე,
უთუოდ დავიხრჩობიო. რაკი გოგრამ განმიმარტა, რომ ეს სანახაო-
ბა ნობუსთვის გქონდა შემონახული, გადავწყვიტე, ნობუსთვის აღა-
რაფერი დამემალა. რომ იცოდე, როგორ იფეთქა! მე კი, აი, რას გეტ-
ყვი: თუ ამ ნაბიჯს ვერ გპატიობს, გამოდის, რომის შენი ბედი სინამ-
დვილეში არასოდეს ყოფილა.

592
ერთხელ, ნაშუადღევს, როცა ბავშვი ვიყავი და ჯერ კიდევ
იოროიდოში ვცხოვრობდი, პატარა ბიჭი, რომელსაც გისუკე ერქვა,
ხეზე ავიდა და იქიდან გუბურაში ჩახტომა დააპირა. ზედმეტი მოუვი-
და და ძალიან მაღლა აცოცდა, არადა, გუბურის წყალი არც ისე
ღრმა იყო. ვთხოვეთ, არ ჩამომხტარიყო, მაგრამ შიშით ნელ-ნელა
ჩამოცოცებასაც ვერ ახერხებდა, რადგან ქვევით ციცაბო კლდე იყო.
სოფელში გავიქეცი და მამამისი, ბატონი იამაშიტა მოვძებნე. ეს კა-
ცი ფერდობზე ისე მშვიდად ამოდიოდა, დავეჭვდი, ბოლომდე თუ
ჰქონდა გაცნობიერებული ის საფრთხე, რომელიც მის შვილს ემუქ-
რებოდა. ხესთან ზუსტად იმ დროს გაჩერდა,როცა ბიჭი (რომელმაც
მამის იქ ყოფნა არ იცოდა) ტოტს ვეღარ ჩაეჭიდა და ძირს ჩამოვარ-
და. ბატონმა იამაშიტამ ჰაერში ისე ადვილად დაიჭირა, თითქოს ვი-
ღაცამ ხიდან ტომარა ჩამოუგდო. ფეხზე რომ წამოაყენა, ყველამ ყი-
ჟინა დავცხეთ და გუბურის ნაპირს ასკინკილით ჩამოვუარეთ, გისუ-
კე კი იდგა, თვალებს აფახულებდა და განცვიფრებულს, წამწამებზე
ცრემლი უციმციმებდა.
ახლა უკვე ზუსტად ვიცოდი, რას გრძნობდა მაშინ გისუკე. მე
კლდეებისკენ მივექანებოდი, თავმჯდომარემ კი მომისწრო და ჰაერ-
ში დამიჭირა. სხეული ისე მომერღვა, ნიაღვარივით გადმომსკდარი
ცრემლების ჩამოწმენდაც კი ვერ მოვახერხე. მის სილუეტს ბუნდოვ-
ნად ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მოიწევდა ჩემკენ. უცებ
მომიახლოვდა, თბილი საბანივით ჩამბღუჯა და კიმონოს საყელოს-
თან, ზუსტად იმ ადგილას, სადაც პატარა სამკუთხედის სახით შიშვე-
ლი ხორცი მოჩანდა, ბაგით მომეკრა. ვგრძნობდი მის სუნთქვას,
ვგრძნობდი, როგორ ხარბად, გამალებით დამეწაფა, თითქოს ჩემი
ჩაყლაპვა სურდა.
კვლავ მომაგონდა ერთი მომენტი ჩვენი ოკიის ცხოვრებიდან.
ერთხელ სამზარეულოში ჩვენს მოახლეს შევუსწარი, თეფშის სა-
რეცხ ნიჟარაზე დახრილიყო და ნამალევად ახრამუნებდა მწიფე
მსხალს, რომლის წვენი კისერში ჩასდიოდა. რა ვქნა, ძალიან მო-
მინდაო, შემომჩივლა და მევედრა, დედასთვის არაფერი გამემხი-
ლა.

593
თავი ოცდამეთოთხმეტე

ახლა, თითქმის ორმოცი წლის შემდეგ, ვზივარ და მასთან გატა-


რებულ იმ საღამოს ვუბრუნდები. ეს იყო მომენტი, როცა ჩემში ერ-
თბაშად მიწყდა დარდით აღსავსე ყველა ხმა. რაც იოროიდო დავტო-
ვე, სულ იმას ვწუხდი, რომ ცხოვრების ჩარხის ყოველი შემობრუნე-
ბა სავალ გზაზე ახალ დაბრკოლებას მიქმნიდა. ცხადია, სწორედ ეს
წუხილი და ტანჯვა სძენდა ჩემს ცხოვრებას რეალურობის ცინცხალ
ელფერს.
როცა მდინარეს რის ვაი-ვაგლახით აღმა მივყვებით და ლოდე-
ბით სავსე წყალქვეშა დინებას ვებრძვით, ერთი სული გვაქვს, ფეხის
მოსაკიდებელს წავაწყდეთ სადმე. მაგრამ მას შემდეგ, რაც თავ-
მჯდომარე ჩემი დანა გახდა, ცხოვრება მოლბა და ფერი იცვალა. თა-
ვი ვიგრძენი ხედ, რომელმაც ნოყიერი ნიადაგის ღრმა წიაღში, ბო-
ლოს და ბოლოს, მყარად გაიდგა ფესვები. მანამდე არასდროს მქო-
ნია იმის საფუძველი, რომ საკუთარი თავი იღბლიან ადამიანად მი-
მეჩნია, ამიერიდან კი ამაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. თუმცა უნდა
ვთქვა, რომ ეს კმაყოფილება მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა უკან
მოვიხედე და განვლილი ცხოვრების სიმძიმე და უნუგეშობა გავაც-
ნობიერე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ამბავსაც ვერ მოგიყვებო-
დით. არა მგონია, რომელიმე ჩვენგანმა შეძლოს ტკივილზე საუბა-
რი იქამდე, სანამ ამ ტკივილს არ მოერევა.
ერთ საგულისხმო ამბავსაც მოგიყვებით. ერთხელ, „იჩირიკიში“
გამართული ცერემონიის დროს, მე და თავმჯდომარე საკეს მივირ-
თმევდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ როცა პატარა ჭიქიდან ცოტაო-
დენი საკე მოვწრუპე, სასმელის პირში გამოვლება მოვისურვე. სწო-
რედ ამ დროს მომწყდა ტუჩის კუთხიდან ერთი წვეთი და ძირს გად-
მომივარდა. იმ დღეს ხუთკამონიანი კიმონო მეცვა. შავ ფონზე წითე-
ლი და ოქროსფერი ძაფებით დრაკონი იყო ამოქარგული. მისი სხე-
ული წრიულად მიუყვებოდა კიმონოს ქვედა ნაწილს.

594
მახსოვს, წვეთი ჯერ მკლავქვეშ მომექცა, შემდეგ თეძოს არეში,
აბრეშუმის ქსოვილზე გადაგორდა და დრაკონის ვერცხლმკედით
ამოქარგულ კბილებზე გაჩერდა. გეიშების უმრავლესობას საკეს
დაქცევა ცუდად აქვს დაცდილი, მაგრამ პირადად მე ისეთი განცდა
დამეუფლა, თითქოს სითხის ეს ერთი ნამცვრევი, რომელიც ცრემ-
ლივით მომწყდა, ჩემს თავგადასავალს ჰყვებოდა. მან ვარდნისას
ცარიელი სივრცე ისე გამოიარა, რომ თავის ხვედრს სრულიად ვერ
განაგებდა, აბრეშუმის ბილიკს გორვა-გორვით ჩაუყვა და ბოლოს
დრაკონის კბილებზე პოვა მყუდრო სავანე. გამახსენდა ყვავილის
ფურცლები, რომლებსაც არაშინოს სახელოსნოსთან,მდინარე კა-
მოში ვყრიდი, იმ იმედით, რომ ისინი თავმჯდომარემდე მიაღწევ-
დნენ. ჰოდა, ახლა მეჩვენებოდა, რომ მიაღწიეს კიდეც...

***
სულელურ ოცნებებში, რომლებიც ბავშვობიდან ასე მეძვირფა-
სებოდა, ყოველთვის იდეალურად მესახებოდა საკუთარი ცხოვრე-
ბა, თუკი თავმჯდომარის საყვარელი გავხდებოდი. ეს ბავშვური ფიქ-
რი მოწიფულობამდე გამყვა. არადა, მეტი გონიერება მმართებდა:
რამდენჯერ ჩამიტარა ცხოვრებამ მტკივნეული გაკვეთილი, რითიც
შემახსენა, რომ ხორციდან ამოღებული ეკალი ზოგჯერ ნაწიბურს
ტოვებს, რომელიც ბოლომდე არასოდეს შუშდება! ჩემი ცხოვრები-
დან ნობუს განდევნით არა მხოლოდ მისი მეგობრობა გამომეცალა
ხელიდან, არამედ თავადაც განდევნილი აღმოვჩნდი გიონიდან. მი-
ზეზი იმდენად მარტივია, რომ ეს წინასწარ ნამდვილად უნდა მცოდ-
ნოდა. ადამიანი, რომელმაც თავისი მეგობრისთვის სასურველი და
ნანატრი ჯილდო თვითონ მოიგო, რთული არჩევნის წინაშე დგება:
ან ეს ჯილდო უნდა დაუმალოს, ან, თუ ძალა შესწევს, თვალი გაუს-
წოროს იმას, რომ მეგობარს დაუშავა. აკი ამ თავსატეხმა ჩემსა და
გოგრას შორისაც იჩინა თავი: ჩვენი მეგობრობა არასოდეს განახ-
ლებულა მას შემდეგ, რაც ოკიაში შვილად ამიყვანეს.დედასთან
თავმჯდომარის მოლაპარაკებებმა რამდენიმე თვე გასტანა. ბოლოს

595
შეთანხმდნენ, რომ ის ჩემი დანა გახდებოდა, მაგრამ მე გეიშას
ცხოვრებას აღარ მივუბრუნდებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ გიონი,
ჩემ გარდა, არაერთმა გეიშამ დატოვა. ზოგი გაიქცა, ზოგი დაქორ-
წინდა და მეუღლის სტატუსით წავიდა გიონიდან; სხვებმა საკუთარი
ჩაის სახლები და ოკიები გახსნეს. მე კი სადღაც შუაში გავიხიდე:
თავმჯდომარეს სურდა, რომ გიონს გავცლოდი და ნობუს თვალს სა-
მუდამოდ მივფარებოდი, მაგრამ, ამავე დროს, ცოლად შერთვას არ
მიპირებდა, რადგან უკვე დაქორწინებული იყო. ბოლოს საუკეთესო
გადაწყვეტილება მანვე შემომთავაზა: გამეხსნა ისეთი ჩაის სახლი
ან სასტუმრო, რომელსაც ნობუ არასოდეს გაეკარებოდა. მაგრამ ამ-
ჯერად დედა მომევლინა დაბრკოლებად: მას არ სურდა, რომ ოკია
დამეტოვებინა, რადგან თუკი ნიტას ოჯახის წევრი აღარ ვიქნებოდი,
ჩემი და თავმჯდომარის ურთიერთობისგან ხეირს არ ელოდა. ამი-
ტომ თავმჯდომარე დათანხმდა, ოკიისთვის ყოველთვიურად კარგა
მოზრდილი თანხა ეხადა, იმ პირობით, რომ დედას ჩემთვის კარიე-
რის დასრულების ნება დაერთო.
კვლავინდებურად ოკიაში ვცხოვრობდი, მაგრამ დილაობით
სკოლაში აღარ დავდიოდი; არც გიონში ვტრიალებდი, განსაკუთრე-
ბულ თარიღებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე. და,
რა თქმა უნდა, საღამოობით სტუმრებს აღარ ვართობდი. ალბათ
იმის გამო, რომ გეიშობა თავიდანვე მხოლოდ თავმჯდომარესთან
დასაახლოებლად მქონდა განზრახული, გიონს, წესით, ადვილად
უნდა შევლეოდი, მაგრამ წლების განმავლობაში უამრავი საინტე-
რესო ადამიანი დავიმეგობრე არა მხოლოდ გეიშებს, არამედ იმ მა-
მაკაცებს შორისაც, რომლებსაც წლობით ვმასპინძლობდი. ვერ
ვიტყვი, რომ გიონელი ქალების საზოგადოებიდან სტუმრების გარ-
თობაზე უარის თქმის გამო გავირიყე. უბრალოდ, მათ, ვინც გიონში
თავს ირჩენდა, ურთიერთობისთვის დრო არ ჰყოფნიდათ. ხშირად
გული შურით მევსებოდა, როცა ვხედავდი ორ გეიშას, რომლებიც
მორიგ შეხვედრაზე მიიჩქაროდნენ და სიცილ-კისკისით იხსენებ-
დნენ წინა შეხვედრაზე მომხდარ რაიმე სახალისო ამბავს. მათი გა-
ურკვეველი ყოფა რაღა შესაშური იყო, მაგრამ კარგად მახსოვდა და

596
მენატრებოდა ის განცდა, როცა წვეულებაზე მიგეჩქარება და იცი,
რომ იქ რაღაც ონავრული, მაცდური სიამეები გელის.
მამეჰას ხშირად ვხედავდი. კვირაში რამდენჯერმე ჩაის ერთად
ვსვამდით. თუ გავითვალისწინებთ იმ სიკეთეს, რომელიც მისგან
ბავშვობიდან მივიღე, აგრეთვე, იმ განსაკუთრებულ როლს, რომე-
ლიც მან ჩემს ცხოვრებაში თავმჯდომარესთან დაკავშირებით შეას-
რულა, ალბათ მიხვდებით, რამდენად დავალებულად ვგრძნობდი
თავს მის წინაშე. ერთხელ მაღაზიაში მეთვრამეტე საუკუნის ნამუშე-
ვარს წავაწყდი. აბრეშუმის ქსოვილზე გამოსახული იყო ქალი, რო-
მელიც პატარა გოგოს კალიგრაფიაში ავარჯიშებდა. მასწავლებელს
საუცხოოდ მოყვანილი, ოვალური სახე ჰქონდა და მოწაფეს ისეთი
კეთილმოსურნე გამომეტყველებით შესცქეროდა, იმწამსვე მამეჰა
გამახსენდა და ნახატი საჩუქრად ვუყიდე.
ერთ წვიმიან საღამოს, როცა მამეჰამ სურათი თავისი ჩაბნელე-
ბული, პირქუში ბინის კედელზე ჩამოკიდა, უნებურად მივუგდე ყური
ჰიგასი ოჯის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობას. გულდაწყვეტილ-
მა გავიხსენე მისი კოხტა ბინა, რომელშიც წლების წინ ცხოვრობდა
და სირაკავას ჩუხჩუხის საამური ხმა, რომელიც ფანჯრიდან შემოდი-
ოდა. თავად გიონი საუცხოო ანტიკვარულ ქსოვილს მაგონებდა მა-
შინ. მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა მამეჰას სადა,
ერთ ოთახიან ბინაში დაძველებული ჩაისფერი ჭილოფები იყო და-
გებული და ქვედა სართულზე განლაგებულ ჩინურ აფთიაქში ნაყიდი
ბალახეულის ნაყენების სუნი ტრიალებდა. ეს სუნი ისეთი ძლიერი
იყო, რომ დროდადრო მამეჰას კიმონოებსაც კი ასდიოდა. მამეჰამ
ტუშით შესრულებული ნახატი კედელზე ჩამოკიდა და დიდხანს ტკბე-
ბოდა მისი მშვენიერებით, შემდეგ მაგიდას მიუბრუნდა, ხელები ოხ-
შივარადენილ ფინჯანს შემოაჭდო და შიგ ისე ჩაიხედა, თითქოს სა-
ჭირო სიტყვები მის ფსკერზე ეგულებოდა. გავოცდი, როცა მის ხე-
ლებზე ხანდაზმულებისთვის დამახასიათებელი, ამობურცული ძარ-
ღვები შევნიშნე, მან კი სევდანარევი ხმით ჩაილაპარაკა:
– ყოველთვის საინტერესოა, რას გვიმზადებს მომავალი. იცოდე,
საიური, ფრთხილად იყავი. მეტისმეტს არასდროს ელოდო.

597
ეს სრული სიმართლე იყო. ზუსტად ვიცი, რომ ასე არ დავიტანჯე-
ბოდი, ნობუს მხრიდან პატიების იმედს დროზე რომ დავმშვიდობე-
ბოდი. მაინც ვკითხე მამეჰას, ნობუს ხომ არ ვუკითხივარ-მეთქი. გუ-
ლი მეტკინა, როცა პასუხად სევდიანად ამოიოხრა და გამოთქვა წუ-
ხილი იმის გამო, რომ ამგვარი იმედებით თავის დამშვიდება ჩემი
მხრიდან ვერაფერი ჭკუა იყო.

***
გაზაფხულზე, როცა თავმჯდომარის საყვარელი გავხდი, მან კი-
ოტოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საუცხოო სახლი შეიძინა და
ეისინ-ანი ანუ „სიმართლის მადლიანი სავანე“ უწოდა. ეს კარ-მიდა-
მო კომპანიის სტუმრების მისაღებად იყო განკუთვნილი, მაგრამ,
რეალურად, მას ყველაზე ხშირად თვითონ სტუმრობდა. საღამოო-
ბით აქ კვირაში სამ-ოთხჯერ, ზოგჯერ კი უფრო ხშირადაც ვხვდებო-
დით ერთმანეთს. როცა ძალიან მოუცლელი იყო, ისე გვიან მოდი-
ოდა, რომ მხოლოდ ცხელ აბაზანაში ნებივრობა, ჩემი საუბრის მოს-
მენა და ძილი სურდა. მაგრამ მეტწილად შინ დროულად, მზის ჩას-
ვლისას ბრუნდებოდა ხოლმე. ვვახშმობდით, ვმუსაიფობდით და
თვალს ვადევნებდით მსახურებს, რომლებიც ბაღში ფარნებს ანთებ-
დნენ. თავიდან მის სამუშაო დღეს განვიხილავდით. საუბარი ახალ
პროდუქციასთან დაკავშირებულ სიძნელეებს, გადაზიდვის დროს
მომხდარ საგზაო შემთხვევებსა და სხვა მისთანებს ეხებოდა. ცხა-
დია, სიხარულით ვუსმენდი, მაგრამ მშვენივრად ვიცოდი: მხოლოდ
იმიტომ არ მიამბობდა, რომ ეს ფაქტები აუცილებლად უნდა მცოდ-
ნოდა. ის თავის გონებას ცლიდა ამ ყველაფრისგან,ზუსტად ისე, რო-
გორც ბადიას ცლიან წყლისგან. ამიტომ ინტონაციებს უფრო ვაყუ-
რადებდი, ვიდრე სიტყვებს. მოგეხსენებათ, ბადიის დაცლას თავისე-
ბური ხმა ახლავს. როცა თავმჯდომარე ლაპარაკობდა, ხმა თანდა-
თან ურბილდებოდა. შესაფერის მომენტში თემას ვცვლიდი და ცო-

598
ტა ხანში უკვე ყველაფერზე ვსაუბრობდით, ისეთი სერიოზული სა-
კითხის გარდა, როგორიც ბიზნესია. მაგალითად, მიამბობდა, რა შე-
ემთხვა იმ დილით სამსახურში მიმავალს; ან კიდევ ეისინ-ანში რამ-
დენიმე დღის წინ ნანახ ფილმს განვიხილავდით, ან მე ვუამბობდი
რამე სასაცილო ამბავს, რომელიც მამეჰასგან მოვისმინე (ეს უკა-
ნასკნელი დროდადრო საღამოობით გვსტუმრობდა ხოლმე).
მოკლედ რომ ვთქვა, ეს მარტივი პროცესი, რომელიც ეტაპობ-
რივად მოიცავდა მისი გონების დაცლას და შემდეგ ხალისიანი სა-
უბრით მისთვის შვების მოგვრას, მზისგულზე დაკიდებული პირსა-
ხოცის თანდათან გაშრობის პროცესს მაგონებდა. როცა სამსახური-
დან ბრუნდებოდა, ხელებს ცხელ წყალში დასველებული ტილოთი
ვუზელდი და ვგრძნობდი, რომ თითები ერთთავად გაფიჩხებული
ჰქონდა, მაგრამ როცა წავისაუბრებდით, მათ საამური სილბო მშე-
ეპარებოდათ ხოლმე, როგორც მძინარე ადამიანის მოდუნებულ თი-
თებს.
სხვანაირად უკვე ვერც წარმომედგინა ჩემი ცხოგრება:საღამო
თავმჯდომარისთვის უნდა დამეთმო, დღის საათები კი სურვილისა-
მებრ გამეტარებინა. მაგრამ 1952 წლის შემოდგომაზე ამერიკის შე-
ერთებულ შტატებში მეორედ რომ იმოგზაურა, მეც თან გავყევი. ამ
ქვეყანას წინა ზამთარსაც სტუმრობდა და მსგავსი შთაბეჭდილება
მასზე ცხოვრებაში არაფერს მოფუხდენია. მისი თქმით, პირველად
მაშინ მიხვდა, თუ რას ნიშნავს კეთილდღეობა. იაპონელების უმრავ-
ლესობას იმხანად დენი მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობა-
ში მიეწოდებოდა, ამერიკული ქალაქები კი დღედაღამ გაჩახჩახებუ-
ლი იყო. ჩვენ კიოტოს სადგურის იატაკზე დაგებული მოძველებული
ფიცრების ბეტონით შეცვლა გვეამაყებოდა, ამერიკის რკინიგზის
სადგურები კი მთლიანად მარმარილოთი იყო მოპირკეთებული.
მანვე მიამბო, რომ თვით პატარა ამერიკულ ქალაქებშიც კი კინო-
თეატრები ზომით ჩვენს ეროვნულ დრამატულ თეატრს აღემატებო-
და, ხოლო საზოგადოებრივი საპირფარეშოები იდეალურად სუფთა
იყო.განსაკუთრებით ის აკვირვებდა, რომ ყველა ოჯახს ჰქონდა მა-
ცივარი, რომელსაც ამერიკაში თვიური ხელფასით საშუალო მუშაც

599
კი ყიდულობდა, მაშინ როცა იაპონელ მუშას მსგავსი ნივთის შესა-
ძენად თხუთმეტი თვე უნდა ემუშავა. შესაბამისად, ასეთ ფუფუნებას
ყველას ჯიბე ვერ გასწვდებოდა.
როგორც უკვე გითხარით, თავმჯდომარემ ნება დამრთო, ამერი-
კაში მეორედ მოგზაურობისას თან ვხლებოდი. ტოკიომდე მატარებ-
ლით მარტო ვიმგზავრე, იქიდან კი ორივენი ჰავაიზე გადავფრინ-
დით, სადაც რამდენიმე საუცხოო დღე გავატარეთ. თავმჯდომარემ
საცურაო კოსტუმი მიყიდა.
მსგავსი ნივთი მანამდე არასოდეს მქონია. როცა ამ კოსტუმით
პლაჟზე წამოვსკუპდი და თმა მხრებზე კოხტად ჩამოვიშალე, ირ-
გვლივ მყოფი ქალებისგან აღარაფრით განვსხვავდებოდი. უცნა-
ურია, მაგრამ ჰავაიმ კუნძული ამამი მომაგონა. თავიდან ვშიშობდი,
რომ იგივე ფიქრი თავმჯდომარესაც ეწვეოდა, მაგრამ ასეც რომ ყო-
ფილიყო, თქმით არაფერი უთქვამს. ჰავაიდან ლოს ანჯელესის გავ-
ლით ნიუ იორკში გავემგზავრეთ. შეერთებული შტატების შესახებ
არაფერი ვიცოდი, გარდა იმისა, რაც ფილმებში მენახა; კაცმა რომ
თქვას, ბოლომდე არც კი მჯეროდა, რომ ნიუ იორკის ის გიგანტური
შენობები რეალურად არსებობდა. სასტუმრო „უოლდორფ ასტორი-
აში“, ცალკე ნომერში დავბინავდი. ფანჯრიდან თვალი შევავლე ირ-
გვლივ მთებივით წამომართულ შენობებს, დავხედე კრიალა ქუჩებს
და თითქოს ისეთ სამყაროში აღმოვჩნდი, სადაც ყველაფერი შესაძ-
ლებელი იყო. ვაღიარებ, თავიდან მეგონა, დედის ძუძუს მოწყვეტილ
თოთო ბავშვად ვიგრძნობდი თავს, რადგან იაპონია ადრე არასო-
დეს დამიტოვებია და ვერ წარმომედგინა, რომ ამგვარი უცხო გარე-
მო რაიმე სხვა განცდას მომგვრიდა, შიშის გარდა. საბოლოოდ მა-
ინც თავმჯდომარის ენთუზიაზმმა განაპირობა ის, რომ ამ ქალაქში
ჩემს ხანმოკლე სტუმრობას ასეთი ხალისითა და კეთილგანწყობით
ჩაევლო. თვითონ ცალკე ნომერი დაიკავა და მას, ძირითადად, საქ-
მიანი შეხვედრებისთვის იყენებდა, მაგრამ იმ ლუქსში, რომელიც
პირადად ჩემთვის შეუკვეთა, ყოველღამე მაკითხავდა. არაერთხელ
გამღვიძებია უდროო დროს იმ უცნაურ საწოლში. თავს წამოვწევდი
ხოლმე, რათა სიბნელეში მისთვის დამეხედა. ხშირად სავარძელში,

600
ფანჯარასთან იჯდა, გამჭვირვალე ფარდა გადაწეული ჰქონდა და
პარკ ავენიუს გადასცქეროდა. ერთხელ, დაახლოებით დილის ორ
საათზე, ხელი ჩამკიდა და ფანჯარასთან მიმიყვანა. ქუჩის კუთხეში
ახალგაზრდა წყვილი იდგა. თითქოს სამეჯლისოდ გამოწყობილიყ-
ვნენ. ლამპიონქვეშ იდგნენ და ერთმანეთს კოცნიდნენ.
მას შემდეგ, სამი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში კი-
დევ ორჯერ ვიმოგზაურეთ. დღის საათებში, სანამ ის ბიზნესით იყო
დაკავებული, მე და ჩემი მოახლე მუზეუმებსა და რესტორნებს
ვსტუმრობდით. ერთხელ ბალეტიც კი ვნახე, რომელმაც ისე მომხიბ-
ლა, რომ დარბაზში სუნთქვაშეკრული ვიჯექი. უცნაურია, მაგრამ ნიუ
იორკში ნანახი არცთუ მრავალრიცხოვანი იაპონური რესტორნები-
დან ერთ-ერთის მეპატრონე აღმოჩნდა მზარეული, რომელსაც გი-
ონში ომამდე ვიცნობდი. ერთხელ კი მოხდა ისე, რომ ამავე რეს-
ტორნის ერთ მყუდრო ოთახში ძველებურად ვუმასპინძლე უამრავ
მამაკაცს, რომლებიც წლები არ მყავდა ნანახი.
ესენი იყვნენ: კომპანია „ნიპონ ტელეფონ-ტელეგრაფის“ ხელ-
მძღვანელი, იაპონიის ახალი გენერალური კონსული (რომელიც
ადრე ქალაქ კობეს მერი გახლდათ) და კიოტოს უნივერსიტეტის
პროფესორი პოლიტოლოგიის დარგში.
იმ დღეს თითქოს კვლავ გიონში აღმოვჩნდი...

***
1956 წლის ზაფხულში თავმჯდომარემ, რომელსაც მეუღლისგან
მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა, უფროსი მათგანის დაქორწინე-
ბის თადარიგი დაიჭირა. სასიძოს ნიშიოკა მინორუ ერქვა. თავმჯდო-
მარის განზრახვით, მას ივამურას გვარი უნდა აეღო და მისი მემ-
კვიდრე გამხდარიყო, მაგრამ ბოლო წუთს ბატონ ნიშიოკას გუნება
ეცვალა და გამოაცხადა, რომ დაქორწინება აღარ სურდა. თავმჯდო-
მარის შეფასებით, ნიშიოკა ბობოქარი და მოუთოკავი, მაგრამ
ბრწყინვალე ახალგაზრდა კაცი იყო. ამიტომ მისი უარის შემდეგ მთ-

601
ელი ერთი კვირა უგუნებოდ გაატარა და ჯავრს მსახურებსა და ჩემზე
იყრიდა, თუმცა საამისოდ იოტისოდენა საბაბი არ მიგვიცია. ასეთი
შეწუხებული არასოდეს მენახა. ჩემთვის არავის არასდროს უთ-
ქვამს, რატომ გადაიფიქრა ნიშიოკა მინორუმ ქორწინება. არც იყო
საჭირო. წინა ზაფხულს იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი სადაზღვევო
კომპანიის დამფუძნებელმა საკუთარ შვილს კომპანიის ხელმძღვა-
ნელობა ჩამოართვა და ეს თანამდებობა გაცილებით ახალგაზრდა
კაცს – თავის უკანონო შვილს გადასცა, რომელიც ერთმა ტოკიო-
ელმა გეიშამ გაუჩინა. მაშინ ამ ამბავს დიდი სკანდალი მოჰყვა. ია-
პონიაში მსგავსი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მაგრამ გაცილებით
უფრო მცირე მასშტაბით – მაგალითად: ოჯახურ მაღაზიებში, საკონ-
დიტროებსა თუ კიმონოებით მოვაჭრე წერტებში. სადაზღვევო კომ-
პანიის დამფუძნებელმა თავისი პირველი შვილი გაზეთებში ასე და-
ახასიათა: „სერიოზული ახალგაზრდა კაცია, მაგრამ ნიჭით, სამწუ-
ხაროდ, ვერ შეედრება...“ და აქ მან თავისი უკანონო შვილი დაასა-
ხელა. თანაც გაკვრითაც არ უხსენებია, თუ ვინ იყო ის მისთვის. ან
რა მნიშვნელობა ჰქონდა, ახსენებდა თუ არა? სიმართლე მაინც ყვე-
ლამ ძალიან მალე გაიგო!
ნიშიო კამინორუ უკვე თანახმა იყო, თავმჯდომარის მემკვიდრე
გამხდარიყო, მაგრამ დასაშვებია მსგავსი ვარაუდი: შესაძლოა, მას
ყურში ვიღაცამ ჩააწვეთა, რომ თავმჯდომარემ უკანონოდ დაბადე-
ბული ბავშვი იშვილა. ასეთ შემთხვევაში მისი უარი სრულიად გასა-
გები იქნებოდა. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ თავმჯდომარე
უძეობას ძლიერ განიცდიდა და თავის ორ ქალიშვილზე მზე და მთვა-
რე ამოსდიოდა. განა უსაფუძვლო იქნებოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ
უკანონო ვაჟზეც ისე იქნებოდა მიჯაჭვული, რომ სიკვდილის წინ აზ-
რი შეეცვალა და თავისი კომპანია სწორედ მისთვის გადაელოცა?
რაც შეეხება შეკითხვას, მართლა გავუჩინე თუ არა ვაჟი თავმჯდო-
მარეს?.. ასეც რომ იყოს, მასზე საუბარს ნამდვილად არ მოვისურ-
ვებდი, თუნდაც იმის შიშით, რომ მისი ვინაობა საჯაროდ გაცხადდე-
ბა. ეს ხომ არავის აძლევს ხელს. დუმილი ჩემთვის საუკეთესო არ-
ჩევანია. დარწმუნებული ვარ, გამიგებთ.

602
***
გავიდა ერთი კვირა მას შემდეგ, რაც ნიშიოკა მინორუმ ქორწი-
ნება გადაიფიქრა. გადავწყვიტე, თავმჯდომარისთვის ძალიან დე-
ლიკატური საკითხი წამომეყენებინა. იმ დღეს ეისინ-ანში ვიყავით;
ვერანდაზე ვისხედით და ვახშმის შემდეგ ხავსის ბაღს გადავყურებ-
დით. თავმჯდომარე ჩაფიქრებული იყო და სანამ ვვახშმობდით, ხმა
არ ამოუღია. მეც დავიწყე:
– ოდესმე თუ მიხსენებია თქვენთვის, დანა-სამა,41 რომ ამ ბოლო
დროს რაღაც უცნაური განცდა მაქვს?
ამ სიტყვებს რომ ვამბობდი, ყურადღებით ვაკვირდებოდი, მაგ-
რამ ვერაფერზე შევატყვე, რომ მისმენდა.
– ხშირად მახსენდება ჩაის სახლი „იჩირიკი“, – განვაგრძე მე, –
და სიმართლე გითხრათ, უკვე ვიწყებ იმის გაცნობიერებას, თუ რამ-
დენად მომნატრებია სტუმრების გართობა.
თავმჯდომარემ ნაყინი ოდნავ მოციცქნა და კოვზი გვერდზე გა-
დადო.
– რა თქმა უნდა, გიონში სამუშაოდ ვერ დავბრუნდები. ეს მშვე-
ნივრად ვიცი. მაგრამ მაინც მაინტერესებს, დანა-სამა: ნიუ იორკში
ხომ არ გეგულებათ ადგილი პატარა ჩაის სახლისთვის?
– არ მესმის, რას ამბობ. ვერ ვიგებ, იაპონია რა მიზეზით უნდა
დატოვო.
– ამ ბოლო დროს ნიუ იორკში ჩამოსული იაპონელი ბიზნესმენე-
ბი და პოლიტიკოსები აქ ისე ბუნებრივად გრძნობენ თავს, როგორც
კუები ტბორში. უმრავლესობას წლებია,ვიცნობ. მართალია, იაპო-
ნიიდან წამოსვლა ჩემთვის ძალიან მკვეთრი ცვლილება იქნება,
მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ დანა-სამა შეერთებულ
შტატებში სულ უფრო და უფრო მეტ დროს გაატარებს...
ჩემი ნათქვამის სიმართლეში ეჭვი არ მეპარებოდა, რადგან მის-
განვე ვიცოდი, რომ ამერიკაში თავისი კომპანიის ფილიალის გახ-
სნას აპირებდა.

41
მოწიწებული მიმართვა

603
– ახლა არ ვარ საამისო გუნებაზე, საიური, – მიპასუხა მან.
ვფიქრობ, მეტის თქმა უნდოდა, მაგრამ საუბარი ისე გავაგრძე-
ლე, თითქოს არაფერი გამეგო:
– ამბობენ, რომ ორ კულტურას შორის გაზრდილი ბავშვი ხში-
რად სიძნელეებს აწყდება. ამიტომ ბუნებრივია, რომ დედამ, რომე-
ლიც ბავშვთან ერთად ასეთ ადგილას ჩამოდის, როგორიც შეერთე-
ბული შტატებია, ალბათ ჭკუას უნდა მოუხმოს და აქაურობა მუდმივ
საცხოვრებელ ადგილად აქციოს.
– საიური...
– რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არჩევნის გაკეთების შემთხვევა-
ში ქალი თავის შვილს იაპონიაში აღარასდროს დააბრუნებს.
როგორც ჩანს, მიხვდა, რასაც ვთავაზობდი: იაპონიიდან იმიტომ
უნდა წავსულიყავი, რომ მისთვის ჩამომეშორებინა ერთადერთი
დაბრკოლება, რომელმაც თავის დროზე ხელი შეუშალა, ნიშიოკა
მინორუ თავის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. თავიდან შეცბა. შემ-
დეგ, სავარაუდოდ, იფიქრა, რომ სამუდამოდ ვტოვებდი და ეს სურა-
თი თანდათან ისე მკაფიოდ წარმოუდგა თვალწინ, რომ უეცრად
მოლბა. აქამდე არ ტყდებოდა, მაგრამ ამ წუთიდან მის ჭირვეულ და
უხიაგ გუნება-განწყობას ისე შეეპარა ბზარი, როგორც კვერცხის ნა-
ჭუჭს. უცებ ცალი თვალი აუწყლიანდა და ღაწვზე გადმოგორებული
ერთადერთი ცრემლი ისე უცებ ჩამოიფერთხა, თითქოს ბუზს იშო-
რებდა.
იმავე წლის აგვისტოში ნიუ იორკში სამუდამოდ გადმოვბარგდი
და პატარა ჩაის სახლი გავხსენი იაპონელი ბიზნესმენებისა და პო-
ლიტიკოსებისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში ჩამოდიან.
ცხადია, დედა ცდილობდა, ჩემ მიერ ნიუ იორკში წამოწყებული ნე-
ბისმიერი ბიზნესი ნიტას ოკიის სასარგებლოდ გამოეყენებინა, მაგ-
რამ თავმჯდომარემ მსგავსი სქემის განხილვაც კი არ მოისურვა. დე-
დას ჩემზე ძალაუფლება იქამდე ჰქონდა, სანამ გიონში ვიყავი, ჩემი
წასვლით კი მასთან ყოველგვარი კავშირი გავწყვიტე. მოგვიანებით
თავმჯდომარემ თავისი ორი ბუღალტერი მიავლინა მასთან, რათა
ჩემთვის უკანასკნელ იენამდე ჩაეთვალა კუთვნილი თანხა.

604
***
ვერ დავიკვეხნი, რომ სრულებით არ შემშინებია, როცა „უოლ-
დორფში“ ჩემი აპარტამენტის კარი პირველად გამოვიხურე, მაგრამ
ნიუ იორკი საოცარი ქალაქია. სულ მცირე ხანში აქ ისე გავშინა-
ურდი, როგორც გიონში. თავმჯდომარესთან ერთად ამერიკის შეერ-
თებულ შტატებში გატარებულ რამდენიმეკვირიან ვიზიტებს თვალს
რომ გადავავლებ ხოლმე, ისინი, გარკვეული თვალსაზრისით, ბევ-
რად უფრო სისხლსავსედ მეჩვენება, ვიდრე იაპონიაში გამოვლილი
მთელი ჩემი წარსული ცხოვრება. მეხუთე ავენიუზე, ძველი კლუბის
მეორე სართულზე განთავსებულმა ჩემმა პატარა ჩაის სახლმა თა-
ვიდანვე მოიპოვა მოკრძალებული პოპულარობა. ჩემთან სამუშაოდ
გიონიდან რამდენიმე გეიშა ჩამოვიდა. ზოგჯერ მამეჰაც კი გვსტუმ-
რობს. ბოლო დროს იქაურობას მხოლოდ მაშინ ვაკითხავ, როცა ქა-
ლაქში ძველი ნაცნობი ან მეგობარი ჩამოდის, დღის საათებში კი
ათასგვარი სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული. დილაობით უბანში
მცხოვრები იაპონელი მწერლებისა და მხატვრების ჯგუფებს ვხვდე-
ბი და ჩვენთვის საინტერესო, ძირითადად, პოეზიასა და მუსიკასთან
დაკავშირებულ საკითხებს ვსწავლობთ. ერთხელ ნიუ იორკის ისტო-
რიის ერთთვიანი კურსიც გავიარეთ. თითქმის ყოველდღე მეგობარ-
თან ვსაუზმობ, ნაშუადღევს კი სარკესთან ვიჩოქებ და მორიგი წვე-
ულებისთვის ვემზადები. ზოგჯერ ეს წვეულებები აქ, ჩემს ბინაში
იმართება. როცა ჩემს სარკეს ფარჩის საბურველს გადავხდი, უნებუ-
რად მახსენდება თეთრი უმარილი, გიონში ასე ხშირად რომ ვიყე-
ნებდი. მახსენდება მისი სუნიც, რატომღაც რძის სუნს რომ მაგო-
ნებს...
გულით ვნატრობ, ოდესმე გიონს ვესტუმრო, მაგრამ მგონია,
რომ იქაური ცვლილებები გულს დამწყვეტს. როცა კიოტოში მოგ-
ზაურობის შემდეგ მეგობრებს ფოტოები ჩამოაქვთ, გიონს ხშირად
ვადარებ გამეჩხრებულ, ცუდად მოვლილ ბაღს, რომელსაც სარევე-
ლა მორევია. დედას სიკვდილიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ
ნიტას ოკია დაანგრიეს და ბეტონის პატარა შენობით შეცვალეს.
პირველ სართულზე ახლა წიგნის მაღაზიაა, მეორეზე კი‒ საცხოვრ-

605
ებელი ბინები. როცა გიონში პირველად დავსახლდი, იქ რვაასი გე-
იშა მუშაობდა, ახლა კი მათი რიცხვი სამოცს ვერ აღწევს. შეგირდი
ხომ მთლად ერთი მუჭა დარჩა და ეს რაოდენობაც დღითი დღე იკ-
ლებს. რა გაეწყობა, ცვლილებების ტემპი არასოდეს ნელდება, რა-
გინდ დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს ასე არ არის.
ნიუ იორკში თავმჯდომარის ბოლო ვიზიტის დროს ერთად გავი-
სეირნეთ ცენტრალურ პარკში. საუბარი წარსულს შეეხო და როცა
ფიჭვების ხეივანს მივადექით, თავმჯდომარე უცებ გაჩერდა. ადრე
ხშირად მიამბობდა ხოლმე ოსაკას გარეუბანში, მისი ბავშვობის ქუ-
ჩის გასწვრივ გამწკრივებულ ფიჭვებზე. უსიტყვოდ მივხვდი, რომ ახ-
ლაც ისინი მოაგონდა. თავისი მისუსტებული ხელებით დაეყრდნო
ყავარჯენს, თვალები დახუჭა და ხარბად შეისუნთქა წარსულის სურ-
ნელი.
– ზოგჯერ მგონია, რომ ის, რაც მახსოვს, უფრო რეალურია, ვიდ-
რე ის, რასაც ვხედავ, – თქვა ბოლოს და ამოიოხრა.
ახალგაზრდობაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ვნება ასაკთან
ერთად ილევა, აი, ზუსტად ისე, როგორც ღამით მაგიდაზე დატოვე-
ბული სავსე ჭიქა უშვებს ჰაერში თავის შიგთავსს. მაგრამ, როცა სას-
ტუმროში დავბრუნდით, ერთმანეთს ისეთი ჟინით დავეწაფეთ, ასე
მეგონა, ყველაფრისგან დამცალა, რაც კი გამაჩნდა, მაგრამ, ამავ-
დროულად, ამავსო ყველაფრით, რაც გაიღო. ამის შემდეგ ღრმა
ძილმა წამიღო და მესიზმრა, რომ გიონში, ნადიმზე ვიყავი და უცნობ
მოხუცს ვესაუბრებოდი. ჩემი საყვარელი ცოლი მკვდარი არ არის,
რადგან ის დრო, როცა ერთად ვიყავით და ვნეტარებდით, ჩემში ახ-
ლაც ცოცხლობსო, მიმტკიცებდა ბერიკაცი. როცა ამ სიტყვებს ამ-
ბობდა, წინ ჯამი მედგა და მივირთმევდი ყველაზე უცნაურ წვნიანს,
რომელიც ოდესმე გამესინჯა. ბანგივით მათრობდა თითოეული მი-
სი წვეთი.
თანდათან ვგრძნობდი, რომ ადამიანები, რომლებსაც ოდესღაც
ვიცნობდი, შემდეგ კი გარდაიცვალნენ და სამუდამოდ მიმატოვეს,
სინამდვილეში არსად წასულან. ისინი ჩემში ცოცხლობდნენ, ზუს-
ტად ისე, როგორც იმ ბერიკაცის ცოლი ცოცხლობდა თავისი ქმრის

606
გულში. შევექცეოდი ხსენებულ წვნიანს და ისეთი განცდა მქონდა,
თითქოს ყველა მათგანს ვსვამდი: ჩემს დას – საცუს, რომელიც გა-
იქცა და სრულიად ნორჩ ასაკში მარტო დამტოვა; დედაჩემსა და მა-
მაჩემს; ბატონ ტანაკას, რომელსაც სიკეთის შესახებ რაღაც გა-
უკუღმართებული წარმოდგენა ჰქონდა; ნობუს, რომელმაც პატიება
არ მაღირსა; თვით თავმჯდომარესაც კი...
ეს წვნიანი იმ ყველაფრით იყო სავსე, რაც ასე მიყვარდა ცხოვ-
რებაში. როცა მას მივირთმევდი, ის ბერიკაცი თითქოს შიგ გულში
ჩამძახოდა იმ თავის სიტყვებს.
რომ გავიღვიძე, ცრემლები საფეთქლებზე ჩამომდიოდა. თავ-
მჯდომარის ხელს დავწვდი და შიშით გავიფიქრე, რომ მოკვდეს და
მიმატოვოს, ვერ გადავიტან-მეთქი. ძილშიც კი ისეთი მისუსტებული
ჩანდა, რომ უნებურად ლოგინად ჩავარდნილი დედაჩემი გამახსენ-
და. მაგრამ, როცა სულ რამდენიმე თვეში მართლაც გარდაიცვალა,
მივხვდი, რომ თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მიწურულს ისე ბუ-
ნებრივად დამტოვა, როგორც ფოთლები სწყდება ხეებს.
ძნელი სათქმელია, რა გვამოძრავებს ამ ცხოვრებაში,მაგრამ
ჩემს თავზე აი, რას ვიტყოდი: თავმჯდომარეს ისე მივენარცხე, რო-
გორც ქვა ენარცხება მიწას. ტუჩი რომ დავისერე და ბატონ ტანაკას
რომ შევხვდი, დედა რომ მომიკვდა და ულმობლად რომ გამყიდეს –
ეს ყველაფერი იმ ჩანჩქერს მაგონებს ახლა, ქარაფებიდან რომ მოს-
ჩქეფს და ბოლოს ოკეანეში ჩაედინება. ადამიანი აღარ არის, მაგ-
რამ მაინც ჩემია და ჩემს სისხლსავსე მოგონებებში ცოცხლობს. რო-
ცა ყველაფერი გიამბეთ, ჩემი ცხოვრება ხელახლა გავიარე. ზოგ-
ჯერ, როცა პარკ ავენიუს ჩავუვლი, ანაზდად უცნაური გრძნობა შე-
მიპყრობს. რა ეგზოტიკურია ჩემ ირგვლივ გარემო: ყვითელი ტაქსე-
ბი, გვერდით რომ ჩამიქროლებენ ხოლმე საყვირების ჭყვიტინით;
პორტფელიანი ქალები, რომლებსაცასე აოცებთ ქუჩის კუთხეში მდ
გომი, კიმონოში გამოწყობილი პატარა იაპონელი მოხუცი ქალის
ნახვა... მაგრამ მოდი, ვთქვათ: განა იოროიდო ნაკლებად ეგზოტი-
კურ ადგილად მომეჩვენება, იქ რომ დავბრუნდე? ბავშვობაში ასე
მჯეროდა: ბატონ ტანაკას ჩემი მთვრალი სახლიდან რომ არ წამო-

607
ვეყვანე, სიძნელეებთან ჭიდილი ამცდებოდა.ახლა კი დანამდვილე-
ბით ვიცი: საწუთროს ისევე ვერ ვუწოდებთ მუდმივსა და წარუვალს,
როგორც ოკეანის ზედაპირზე წამოქოჩრილ ზვირთს. რაც არ უნდა
ვიტანჯოთ ან ვიზეიმოთ, როგორც არ უნდა განვიცადოთ ტრიუმფი
თუ მარცხი, ეს ყველაფერი ისე ხუნდება, როგორც ქაღალდზე წყალ-
წყალა მელნით გამოყვანილი ასოები.

608

You might also like