You are on page 1of 2

მიტოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიტოზი — უჯრედის არაპირდაპირი გაყოფა. მისი


ხანგრძლივობა მთელი ციკლის 1/7–1/10 ნაწილს შეადგენს.

მიტოზი ოთხი თანმიმდევრული ფაზისგან შედგება:

პროფაზაში ქრომოსომები სპირალურად იხვევა,


მოკლდება და პროფაზის ბოლოს მათი დანახვა სინათლის
მიკროსკოპში შესაძლებელია.

უჯრედის ცენტრის ორი ნაწილი ცენტრიოლები დაშორდებიან


ერთმანეთს და მიემართებიან ერთმანეთის საწინააღმდეგო
პოლუსებისაკენ; მათ შორის წარმოიქმნება ცილოვანი ძაფები;
ქრომოსომებს კარგად ეტყობა გაორმაგება; ბირთვის გარსი ქრება

მეტაფაზაში ქრომოსომები განლაგდებიან უჯრედის ეკვატორულ სიბრტყეში და


მიემაგრებიან ცილოვან ძაფებს. თითო პოლუსიდან წამოსული ცილოვანი ძაფები
ემაგრება ქრომოსომის თითო ქრომატიდს.
ანაფაზაში ქრომატიდები ერთმანეთს სცილდებიან და თითისტარას ძაფების
მეშვეობით მიემართებიან უჯრედის საწინააღმდეგო პოლუსებისაკენ.
ტელოფაზაში ქრომოსომები დესპირალიზდება და ცუდად ჩანს სინათლის
მიკროსკოპში. ციტოპლაზმის მემბრანული სტრუქტურებისგან წარმოიქმნება ბირთვის
გარსი და ჩნდება ბირთვაკი (ბირთვში მოთავსებული მცირე ზომის სხეულაკი,
რომელშიც ხდება რიბოსომების ნაწილაკების წარმოქმნა). ტელოფაზის დროს
ციტოპლაზმაც იყოფა, რის შედეგადაც ორი შვილეული უჯრედი სცილდება ერთმანეთს.

რესურსები ინტერნეტში
მიტოზის პროცესის მულტიმედიური მოდელი
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
(https://www.youtube.com/watch?v=7hQ5xXJS
mK4) მიტოზი

მიტოზის პროცესის მულტიმედიური


მოდელი(2) (https://www.youtube.com/watch?v=VlN7K1-9QB0&feature=related)
მიტოზი (http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=3&t=25875)
სხვაობა - მიტოზი და მეიოზი (http://allmed.ge/?p=90/)

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მიტოზი&oldid=4098564“-დან

ეს გვერდი ბოლოს დარედაქტირდა: 23:47, 15 იანვარი 2021.

ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს


დამატებითი პირობები.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების პირობები.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო
ნიშანი.

დაგვიკავშირდით

You might also like