You are on page 1of 9

ტროპის სახეები//მხატვრული ხერხები?

//
მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები...
მეტაფორა
სიტყვა ან გამოთქმა, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს და ემყარება მსგავსებას, შედარებას, ანალოგიას.

ჩვენ ვამბობთ–'' ბუნებამ გაიღვიძა” , რადგან მსგავსებას ვპოულობთ ბუნებასა და ადამიანს შორის და ცოცხალი ადამიანის
თვისებაც– „ გაღვიძება„ ბუნებაზე გადაგვაქვს. 

მეტაფორის ნიმუშებია:

ცა” განრისხდა”, მთაწმინდა „ ჩაფიქრებულა”, ვარსკვლავები „ფერხულს უვლიან, ღამემ „იცის” ჩემი საიდუმლო, გული


„გაქვავდა” და ა. შ. როდესაც ვამბობთ „გული გაქვავდა, ამით გამოვხატავთ იმ აზრს, რომ „გული ქვასავით გახდა”. ეს კი უკვე
შედარებაა. ამრიგად, მეტაფორას საფუძვლად უდევს მხატვრული შედარება. ყოველგვარი მეტაფორა შეიძლება მხატვრულ
შედარებად გადაიქცეს და მხატვრული შედარება მეტაფორად. მაგალითად, შედარება: „ივანეს რკინასავით ნებისყოფა აქვს, ჩვენ
შეგვიძლია მეტაფორად გადავაკეთოთ–”ივანეს რკინის ნებისყოფა აქვს”.

მეტაფორა, თუმცა შედარებას ეყრდნობა, მაგრამ იგი მაინც არ არის ჩვეულებრივი შედარება. შედარების დროს ჩვენ ვამბობთ:
„აღტაცებამ მდინარესავით ჩაიქროლა”. ეს შედარებაა, რადგან დასახელებულია ისიც, თუ რას ვადარებთ და ისიც, თუ რასთან
ვადარებთ, ე.ი. შედარების ორივე წევრი გვაქვს. იგივე შედარება ჩვენ შეგვიძლია გადავაკეთოთ მეტაფორად. ამისათვის
საჭიროა მოვსპოთ შედარების ორი წევრის დამაკავშირებელი სიტყვები ან ნაწილაკები(„ვით”, „ როგორც”) და ორი ცნება–
აღტაცება და მდინარე ერთ საგანში გავაერთიანოთ. ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ „აღტაცების მდინარემ ჩაიქროლა”. 

შედარების დროს ჩვენ ორი საგანი გვქონდა: აღტაცება და მდინარე. ორივე მათგანი დამოუკიდებელ მოვლენად გვქონდა
გათვალისწინებული, ისინი ორ საგანს შეადგენდნენ. მეტაფორაში კი ჩვენ ვამბობთ: „აღტაცების მდინარე” და ამ გამოთქმაში
ჩვენ წარმოვიდგენთ არა ორ ცალ– ცალკე არსებულ მოვლენას(აღტაცებასა და მდინარეს), არამედ– ერთ საგანს, ერთ მოვლენას.
აღტაცებაში ერთდება მდინარე და თვით მდინარეში კი აღტაცება. ე.ი. აღტაცება წარმოგვიდგება მდინარის სახით. 

შედარების დროს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და ყურადღებას ორი, სავსებით გარკვეული ცნების
შეფარდება იპყრობს. მეტაფორაში კი სიტყვები არაპირდაპირი მნიშვნელობით იხმარება და მეორე საგნის თვისება უშუალოდ
ერთდება მეტაფორულად განმარტებულ საგანში.

ამის გამო ლიტერატურის ზოგიერთი თეორეტიკოსი მეტაფორას განმარტავს როგორც შემოკლებულ


შედარებას. მეტაფორისათვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ერთი საგნის თვისების მეორეზე გადატანას განურჩევლად იმისა, თუ
რა საგნიდან რა საგანზე გადაგვაქვს აღნიშნული თვისება. ჩვენ შეგვიძლია მეტაფორის მეშვეობით: 

ა) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ უსულოზე(„ბუნებამ გაიღვიძა, „თავს იწონებს ნაზი ია”).

ბ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ სულიერზე(„როსტომი ღელავდა”).

გ) სულიერი საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ სულიერზე(„ატირდა ხარი ნიკორა”).

დ) უსულო საგნის თვისება გადავიტანოთ ისევ უსულო საგანზე(„სამშობლოვ, ჩემო ლამაზო, ზურმუხტო, ანუ ალმასო!).

როგორც ვხედავთ, მეტაფორის საზღვრები ბევრად ვრცელია.ამიტომ იგი ტროპის ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას
უხვად იყენებენ როგორც ფოლკლორში, ისე სიტყვაკაზმულ მწერლობაში:
''იამა გშობა შობითა, 
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგავხარ სურნელებითა”(ხალხური)

''გვადი სირცხვილში ჩავარდა”(ლ. ქიაჩელი)

„მთები თავჩაჩქნიანები,
ფიქრს მისცემიან მწარესა”(ვაჟა–ფშაველა).
ასევე როგორც და ძვ. ქართ. ებრ...

ეპითეტი
მსაზღვრელი სიტყვა, რომელიც დაერთვის საგანს ან მოვლენას და ხაზს უსვამს მის დამახასიათებელ თვისებას. 

იმისათვის, რომ ყველა ზედსართავი ან ყოველგვარი განსაზღვრება არ მივიჩნიოთ ეპითეტად, ერთმანეთისაგან უნდა
გავარჩიოთ მხატვრული და ლოგიკური განსაზღვრება. 
წინადადებაში „სკოლა დავამთავრე”, არ არის განსაზღვრული კერძოდ რომელი სკოლა დავამთავრე, ხოლო წინადადებაში
„საშუალო სკოლა დავამთავრე”, უკვე განსაზღვრულია, დაკონკრეტებულია სკოლის ტიპი. ამ მაგალითში სიტყვა
„საშუალო” ლოგიკური (აზრობრივი) განსაზღვრებაა. გამოთქმებში „ნაზი ია”, „მოციმციმე
ვარსკვლავი” , „შავი ყორანი”, „ანკარა წყარო” – ხაზგასმული სიტყვები მსაზღვრელები არიან, მაგრამ პირველი განსაზღვრება

1
(„საშუალო”) ლოგიკური(აზრობრივი) განსაზღვრებაა. მეორე ჯგუფის განსაზღვრება კი არ არის ლოგიკური. ისი გამოყენება არ
არის აუცილებელი აზრის გასაგებად, რადგანაც ია რომ ნაზია, ვარსკვლავი რომ მოციმციმეა, წყარო რომ ანკარაა (წმინდაა),
ყორანი რომ შავია, ჩვენთვის ეს ისედაც გასაგებია. უკანასკნელი ჯგუფის მსაზღვრელი სიტყვები უფრო მხატვრულად
გვისახავენ საგნებს და აძლიერებენ შთაბეჭდილებას. ასეთ განსაზღვრებას მხატვრული განსაზღვრება ანუ ეპითეტი ეწოდება.

ხშირად გვხვდება ისეთი მხატვრული განსაზღვრებაც, რომელიც ერთსა და იმავე დროს ეპითეტიც არის და მეტაფორაც.
მხატვრულ ეპითეტ–მეტაფორას მეტაფორული ეპითეტი ეწოდება. მეტაფორული ეპითეტის ნიმუშებია – მოალერსე ნიავი
(ნიავს არ ახასიათებს სულიერი საგნის თვისებები), „მხიარული გაზაფხული”, „ანთებული გული”, „ჭაღარა თბილისი”,
„თეთრწვერა ზამთარი” და ა.შ.

ზოგჯერ ერთსა და იმავე სიტყვასთან მუდმივად ხმარობენ ერთსა და იმავე ეპითეტს. როგორიცაა, მაგალითად, „კუდა–მელია”,
„ტრიალი მინდორი” – ასეთ ეპითეტებს მუდმივ ეპითეტებს უწოდებენ.

ეპითეტებად ძირითადად ზედსართავ სახელებს მოიხმარენ, მაგრამ ასევე გვხვდება მიმღეობისაგან („მოალერსე ნიავი” ,


„მოდუდუნე მტკვარი”) ან არსებითი სახელისაგან („მხეცი ბატონი”, ცეცხლის ხმები”) წარმოშობილი ეპითეტებიც.

სიმბოლო
ფართო მნიშვნელობის ალეგორია.

ჩვეულებრივ სიმბოლოს ნიშანს უწოდებენ. 


ამ ტერმინს ორგვარი პირველადი მნიშვნელობა აქვს: სიმბოლო არის ნიშანი და ამავე დროს სიმბოლური სიტყვა– სიტყვით
ნიშნავს შეერთებულს(„ სიმბოლო”– ბერძნ. ვაერთებ). 
სიმბოლურ სახეში ან საგანში, როგორც სხვა საგნის ნიშანში, მართლაც შეერთებულია თვით საგნის პირველად
მნიშვნელობასთან სხვა მნიშვნელობა.

სიმბოლური სახის ნიმუში გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „მერი”:


„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი, 
მერი, იმ ღამეს, მაგ თვალთა კრთომა, 
სანდომიან ცის ელვა და ფერი, 
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”

აქ, ერთი შეხედვით, პოეტი ცის ფერზე ლაპარაკობს, მაგრამ სინამდვილეში ცა რაღაც მოვლენის სიმბოლოა, იგი სხვა
მოვლენასთან არის შეერთებული. შესაძლებელია გავიგოთ რისი სიმბოლოა „ცა”.
ამავე ლექსის პირველი ვარიანტი იწყებოდა ასე:

„შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი, 


მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კრთომა, 
მაგ უცხო სახის ელვა და ფერი,
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა”

ამ სტროფში მერის სახეზეა ლაპარაკი. მეორე ვარიანტში კი პოეტმა მერის კონკრეტული სახის ნაცვლად „ცა” დაგვისახელა.
ამ შემთხვევაში „ცა” გალაკტიონისათვის არის მერის სახის სიმბოლო. მაგრამ სიმბოლური სახის დაზუსტება მკითხველისათვის
ძნელია.სიმბოლური მნიშვნელობით არის გამოყენებული სანთლები გ. ტაბიძის ლექსის ქვემოთ მოყვანილ ნაწყვეტში:

„შორს, თვალუწვდენელ ლაჟვარდს იქით სანთელი ჩანდა, 


დასასვენებლად მიიწევდა იქ მეზღვაური.
ერთხელ ზღვა გაწყრა, აირია, გაჟინიანდა,
ტალღებმა შექმნეს ვაი– ვიში, აურზაური
და გემს უმიზნოდ, საუკუნოდ დააგვიანდა
” ამ ლექსში იგრძნობა, რომ სანთელები არის სიმბოლო რაღაც შორეული მიზნის, საითკენაც ისწრაფვოდა პოეტი.

თავისი ბუნებით სიმბოლო ალეგორიას უახლოვდება, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება.
ალეგორიული ისეთი სახეა, რომელსაც არა აქვს დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომელიც სხვა სახის წარმოდგენის
საშუალებად არის გამოყენებული.
აკაკის „განთიადში” გვხვდება ალეგორიული გამოთქმები: „რაინდი”, „თავდადებული” , „მგოსანი”. 
ამ სიტყვებში არ იგულისხმება ყველა რაინდი, ყველა თავდადებული ან ყველა მგოსანი, არამედ იგულისხმება კონკრეტული
პიროვნება– დიმიტრი ყიფიანი.
ალეგორიული სახეების შეთავაზების დროს ზოგჯერ პირდაპირ არის მითითებული იმაზე, თუ კერძოდ ვის ან რას
გულისხმობს ავტორი, რა მოვლენაზეა ლაპარაკი(მაგალითად, იგავ– არაკებში).
სიმბოლური სახის შინაარსის გადატანა ერთ გარკვეულ მოვლენაზე ძნელია. 
სიმბოლურ სახეს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს და მისი კავშირი სხვა მოვლენებთან მხოლოდ იგრძნობა;
სიმბოლური სახე არ იზღუდება ერთი მოვლენით. მისმა შინაარსმა მთელი რიგი მოვლენები უნდა განგვაცდევინოს.

.ალეგორია
ქარაგმული სახე, რომელსაც არა აქვს პირდაპირი მნიშვნელობა და სხვა საგნის ან მოვლენის გამოხატვას ემსახურება.

„ალოს ეგოროვო” ბერძნულად ნიშნავს „სხვას ვამბობ, სხვას ვგულისხმობ”.


ალეგორია მეტაფორას უახლოვდება, მაგრამ მაინც განსხვავდება ამ უკანასკნელისაგან. 

2
მეტაფორაში ჩვენ არაპირდაპირი, ანუ გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობთ ცალკეულ სიტყვას, გამოთქმას, ან ფრაზას.
ალეგორიაში სიტყვები და ფრაზები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ვიხმაროთ, მაგრამ მთელი შინაარსი კი
არაპირდაპირი მნიშვნელობით გაიგება.
კრილოვის იგავში „მგელი და კრავი” ცალკეული სიტყვები და გამოთქმები შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ –
” ბეკეკას დასცხა და წყალი მოსწყურდა”, „მდინარის პირას მიადგა” და ა.შ. შეგვიძლია მდინარეში მართლაც ვიგულისხმოთ
მდინარე, წყურვილში მართლაც წყურვილი, მაგრამ მთელი შინაარსი ამ ალეგორიული ნაწარმოებისა კი ცხოველების
ნაცვლად ადამიანებზე უნდა გადავიტანოთ.

ამ ნაწარმოებში წარმოდგენილი ცხოველთა ურთიერთდამოკიდებულების ჩვენებით ავტორმა ის აზრი გამოთქვა, რომ ძლიერი
უსამართლოდ ჩაგრავს უძლურს. მართალია, ასე ხდება როგორც ადამიანთა შორის, ისე ცხოველთა სამეფოშიც, მაგრამ ავტორს
ამ შემთხვევაში აინტერესებს არა ცხოველთა ურთიერთობა, არამედ ადამიანთა უსამართლობის გაკიცხვა. ამიტომ, რასაც ის
ამბობს ცხოველებზე, ე.ი. ნაწარმოების მთელი შინაარსის აზრი (ძლიერი უძლურს უსამართლოდ ჩაგრავს) ადამიანებზე უნდა
გადავიტანოთ.

აკაკის აქვს ერთი ალეგორიული ნაწარმოები „პირუტყვების არჩევანი”. მასში პოეტს დასახელებული ჰყავს ვირი, აქლემი,
ვეფხი, მგლები და სხვ. ეს ნაწარმოები გადაკრულად, ქარაგმულად გვიხატავს ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა
წინამძღოლის არჩევას ძველ დროში და ცხოველების სახით გამოყვანილი ჰყავს ნამდვილი ადამიანები.

ალეგორიულია, მაგალითად, ანდაზა: „ყვავს არ ჰქონდა, ბუს გაჰქონდაო”. ეს ანდაზა იხმარება არა იმ მიზნით, რომ ყვავი და
ბუ დაახასიათოს, არამედ იგი ახასიათებს ადამიანებს და ალეგორიულად გამოხატავს შემდეგ აზრს: როცა ერთ ადამიანს არა
აქვს – რა, მისგან მეორე ადამიანიც ვერაფერს წაიღებს.

ალეგორიული შინაარსის მოთხრობებსა და ლექსებში უმთავრესად ცხოველებია გამოყვანილი, ზოგჯერ კი მცენარეები,


ადამიანები და სხვ. ალეგორიული შინაარსისაა იგავ-არაკები, ანდაზები, ზოგჯერ მთელი მოთხრობები, რომანები და სხვ.
მაგალითად, ცნობილ „გულივერის მოგზაურობაში” ლილიპუტების სახით გამოყვანილია ჩვეულებრივი ადამიანები. ზოგჯერ
ალეგორიულად გაიგება ცალკეული სიტყვებიც: მაგ. „საქართველოს„ ნაცვლად აკაკი ხმარობს შემდეგ ალეგორიულ სიტყვებს
– „ამირანს” , „ნესტანს” , „სატრფოს” , ვაჟა – „არწივს” („არწივი ვნახე დაჭრილი”). საქართველოს მტრებს ვაჟა ალეგორიულად
უწოდებს „ყვავ–ყორნებს”.

ალეგორიულად აზრის გამოხატვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს დღესაც. ალეგორიას ხშირად მიმართავდა აკაკი
წერეთელი. თავის ლექსებში ის ლაპარაკობს ამირანის შესახებ, უმღერის სატრფოს, სულიკოს , ნესტან–დარეჯანს და ყველა ამ
ხაზგასმულ სიტყვაში არ იგულისხმება არც ზღაპრული ამირანი, არც პოეტის ვინმე მიჯნური ქალი, არც რუსთველის ნესტანი,
არამედ იგულისხმება საქართველო. აი, როგორ მოგვითხრობს აკაკი ალეგორიულად საქართველოს თავგადასავალს, ვითომდა
ამირანის თავგადასავლის სახით:

„კავკასიის ქედზე იყო


ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ–ყორნები ეხვეოდა, 
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის 
გულს ცეცხლი არ ნელდებოდა
და რაღაცა მანქანებით
გული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება,
არც კვნესოდა, არც ოხვრიდა,
მონურად ქედს არ უხრიდა
უსამართლო ძლიერებას.
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!... ყველა გააოცა!...
და ის ღვაწლი, მაგალითად,
მიწის შვილთა მან გადმოსცა...”

რასაც პოეტი მოგვითხრობს ამირანის შესახებ, ის ყველაფერი საქართველოს გადახდენია. ზოგჯერ პოეტი კიდეც განმარტავს
თავის ალეგორიას. ამ ლექსის ბოლოს აკაკი ამბობს:

„კავკასიის მაღალ ქედზე .


მიჯაჭვული ამირანი,
არის მთელი საქართველო 
და მტრები კი – ყვავ-ყორანი.
. მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!....
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი!”.

ალეგორიის გახსნა აკაკიმ მოახერხა იმით, რომ ამ ლექსით აამღერა მეათე საუკუნეში საბერძნეთიდან საქართველოში
დაბრუნებული ჯარი. ცენზურამ ვერ გაითვალისწინა, რომ აკაკი ამ ლექსში წარსულთან ერთად მისი დროის საქართველოს
აწმყოსაც და მომავალსაც გამოხატავდა.
ალეგორიული ხასიათისაა ნ. ბარათაშვილის „სუმბული და მწირი”, ვაჟას „კლდე და მდინარე”, „არწივი” და სხვ.
See also: ალეგორიული სახე, იგავ–არაკი, მეტაფორა, ნოველა

3
Source: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც..
- თბ. : განათლება, 1977

მხატვრული შედარება
ტროპის ისეთი სახეობა, რომელშიც უფრო ნათლად გამოსახვის მიზნით ერთი საგანი ან მოვლენა შეფარდებულია სხვა, უფრო
ნაცნობ მოვლენასთან. 

იგი ტროპის უძველესი სახეობაა, რადგან ერთი საგნის თვისების მეორე საგანზე გადატანა მეტაფორის შემდეგ ყველაზე უფრო
მკვეთრად შედარებაში ხორციელდება.

„მალია, როგორც ხირიმის ტყვია


და ტყვიასავით დაუნდობელი”(ი. ჭავჭავაძე).

ამ შედარებაში ორი წევრია(დასაშვებია მეტი), ერთი მთავარია, მეორეს კი დამხმარე მნიშვნელობა აქვს. დამხმარე მნიშვნელობა
აქვს შედარების მეორე წევრს–” ხირიმის ტყვიას” და პერსონაჟის ბუნების შედარებით ხირიმის ტყვიასთან ხორციელდება
ტყვიის თვისებების გადატანა კაკოს ბუნებაზე.

შედარება ორგვარი ხასიათისაა: 


ზოგჯერ შედარების გამომხატველი ფრაზის შინაარსი ჩვენ გვესმის პირდაპირი მნიშვნელობით–შავი ზღვის საშუალო
ტემპერატურა ბათუმში ისეთივეა, როგორიც ხმელთაშუა ზღვისა სიცილიის ნაპირებთან; ჭოროხის ხეობა დარიალივით
ვიწროა; „ელმავლის სიჩქარე აღმართში ისეთივეა, როგორც დაღმართში” და სხვ.

ასეთი შედარება არ ახასიათებს მხატვრულ ენას. მხატვრული შედარების დროს ორი სხვადასხვა მოვლენა შეფარდებულია
ერთიმეორესთან არა სრული მსგავსების, არამედ ერთ– ერთი რომელიმე ნიშნის მსგავსების ნიდაგზე მოვლენის მხატვრულად
გამოსახვის მიზნით. მაგ:

„პავლია მამასახლისი
მაღალია ხესავითა,
ბოქაულს რომ დაინახავს
მაშინ წავა თხლესავითა”

პავლია მამასახლისის სიმაღლის ზუსტად გათვალისწინება ხის სიმაღლესთან შედარების საშუალებით შეუძლებელია, რადგან
თვით ხეები სხვადასხვა სიმაღლისა არიან და არ ვიცით ზუსტად– როგორი სიმაღლის ხეზეა ლაპარაკი. სამაგიეროდ, ხის
საერთო წარმოდგენა ჩვენში ზემოაღნიშნული სიტყვის წაკითხვისთანავე აღძრავს სიმაღლის შთაბეჭდილებას. ჩვენ შეგვიძლია
ვთქვათ: პავლია მაღალია. შეგვიძლია ასეც გამოვთქვათ: პავლია ხესავით მაღალია. 

ცხადია, უკანასკნელი ფრაზა, რომელშიც პავლიას სიმაღლე ხის სიმაღლესთან არის შედარებული, თუმცა არა სიზუსტით, არა
პირდაპირი გაგებით, გამოხატავს პავლიას თვისებას, მაგრამ იგი უფრო ნათლად, უფრო თვალსაჩინოდ ახასიათებს მოვლენას
და იწვევს გაცილებით მდიდარ შთაბეჭდილებას, ვიდრე შედარების გამოუყენებლობის დროს.

აი, რა ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს, რა თანაგრძნობისა და პატივისცემის გრძნობას აღძრავს მკითხველში ტარიელ გოლუას
მიმართ ავტორი მხატვრული შედარების გამოყენების გზით:

„ტარიელ გოლუა ისე იდგა მათ შორის , როგორც დროის ქარიშხლით ტოტებ– შემომსხვრეული, აქა–იქ კანდაკორძებული,
მაგრამ ფესვებმაგარი და ტანძლიერი ძველი მუხა დგას ხოლმე ახალ ავარდნილ მწვანე ნორჩ ტყეში”

შედარებისათვის აუცილებელია ორი მოვლენა: რა უნდა შევადაროთ და რას უნდა შევადაროთ. უმეტეს შემთხვევაში,
წინადადებაში, ეს მოვლენები ერთმანეთს უკავშირდებიან გრამატიკული კავშირებით: „როგორც” , „ვითარცა” , „ თითქოს” ,
„მსგავსად” ,ან ნაწილაკებით: „ვით” , „ებრ” და სხვ. ზემოაღნიშნული სიტყვები და ნაწილაკები, ცნებათა დაკავშირებასთან
ერთად ხაზს უსვამენ შესადარებელ საგნებს შორის საზღვრის არსებობას, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, თვით წარმოადგენენ
ასეთ საზღვარს. 

აი, მხატვრული შედარების ნიმუშები:

1.„მაღლით ბრძოლის ველს, როგორც ხელის გულს, ისე დაჰყურებს მთავარსარდალი” (აკაკი). 

2. „ღუღუნი იგი ჩამრჩენია გულს,


მწუხარე არის ვით გლოვის ზარი, 
მაგრამ თუ ნაღველს მოჰბერს დაჩაგრულს,
უკუ– ჰყრის კიდეც, ვით ღრუბელს ქარი” (ი. ჭავჭავაძე).

3. „დგას საქართველო ოქროს თასივით,


შენი ლექსების ნექტარით სავსე” (ალ. აბაშელი).

4. „ხალხში რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და მოისმა კიჟინი: დაუკარით, დაუკარითო! უცბად შეჩერდა აბდუშაჰილი და აქეთ– იქით
დაიწყო ყურება. წრეში ვეფხვივით შემოვარდა ერთი ვიღაც ტანწვრილი, მაღალი, მხარბეჭიანი და თმაგაჩეჩილი ახალგაზრდა.
შეხედა მოპირდაპირეს და შეჩერდა. თათარმა ტორტმანი დაიწყო და ხელების შლა. უცებ გაექანა შურდულივით ახალგაზრდა,

4
შეუვარდა ფეხებში, გამოჰკრა ორივე ხელი, ჯირკვივითგადააგორა ფალავანი და გამოიჭრა წრიდან”(აკაკი)

ზოგჯერ შედარებაში გამოყენებული არ არის კავშირი და ნაწილაკი. ასეთ შედარებას უკავშირო შედარებას უწოდებენ

. „ჩემი სამშობლო ჩემი გულია”(აქ კავშირი არ არის, მაგრამ იგულისხმება– სამშობლო ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია,
როგორც ჩემი გული).

„სანთური ხარ, ქამანჩა ხარ, ტაში ხარ” (საიათნოვა. სანთური და ქამანჩა სამუსიკო იარაღებია).

ოთარაანთ ქვრივი მსჯელობს კესოსთან სამოჯამაგიროდ მიმავალი გიორგის შესახებ: 

„სურვილია, იღბალია, ... ჯერ დაუდუღარი მაჭარია და ბუყბუყებს”(ილია).

უკავშირო შედარების ნიმუშებია აგრეთვე ქვემოთ მოტანილი მაგალითები, რომლებიც შედგენილია სახელის ვითარებით
ბრუნვაში დასმით და ხარისხების გამოყენების საშუალებით: 

„ცოლი სტიროდა ჯოყოლას,


ცრემლს ასხურებდა ხშირადა,
არჩვი ყელგადაგდებული, 
თმახშირი, მთვარე პირადა
ეკვრებოდა გულმკერდზე 
ქმარს მარგალიტის ღილადა”(ვაჟა– ფშაველა).

„მგზავრის წერილებში” ილია ჭავჭავაძე ერთმანეთს ადარებს თერგსა და მყინვარს, დღესა და ღამეს. იგი ამ შედარების დროს
შესადარებელი საგნების , ე.ი. დღისა და ღამის , თერგისა და მყინვარის ვრცელ სურათს გვიხატავს. ასეთ
შედარებას გავრცობილი შედარება ეწოდება.

შედარების ერთ– ერთი სახეობააა აგრეთვე უარყოფითი შედარება.

„იმას(ბატონს) კაცებრი გული არ ჰქონდა,
რომ მამაჩემი შებრალებოდა”(ილია ჭავჭავაძე)

უარყოფითი შედარება ლიტერატურაში იშვიათად გვხვდება. 

Source: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც..
- თბ. : განათლება, 1977

.
ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც ცოცხალი, გრძნობიერი,
გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების გადატანის საშუალებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ: „მუხა იგრძნობს ალიონს, „სიზმარმა ფრთები შეისხა”, „არაგვი მორბის”, „დღემ დაიხურა პირბადე” –
ეს მეტაფორის ნიმუშებია, რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს
გაპიროვნებაა, რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა
გადატანილი. 
არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე გადატანილია ადამიანის, ან სულიერი საგნის
რამდენიმე თვისება:

„ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს. უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ.
ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” (ვაჟა–ფშაველა)

ან კიდევ:

„ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა, 
მინდიას გაუმარჯოსო, 
ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ, 
ბუნება იწყებს ბიბინსა, 
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
„მე ვარო ამის წამალი”,
სხვა გაიძახის – „იმისა” (ვაჟა–ფშაველა)

ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები. მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ


მთლიანობაში ეს ეპიზოდი არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი მთელი
რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსება.

ზოგჯერ გაპიროვნებულია განყენებული მოვლენა: სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება
და სხვ. განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია:

5
1. სასოებამ ფრთა გაშალა, 
გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი) 

2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,


ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, 
გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” (ალ. ჭავჭავაძე)

„საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს! როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა
ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა, ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო
ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზედა შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (ჭ.
ლომთათიძე). 

ნოდარ დუმბაძე ნოველაში „ძაღლი” ბაბუის და შვილიშვილის (სპირიდონის და გოგიტას) ძაღლთან დამოკიდებულებით


ამ პერსონაჟებისუმაღლეს გულკეთილობას ასახიერებს. ძაღლიც გრძნობს მათ მზრუნველობას, მინდობილია მათზე და არა
მარტო გრძნობს, ადამიანივით ფიქრობს, აზროვნებს და ამ ხერხით პირუტყვის გაპიროვნების ხარისხი უმაღლეს წერტილს
აღწევს.
See also: ეპიზოდი, მეტაფორა, ნოველა, ტროპი
Source: გაჩეჩილაძე, სიმონ. სიტყვიერებისა და ლიტერატურის თეორია : IX-X კლ. სახელმძღვ.. - მე-2 გადამუშ. და შევს. გამოც..
- თბ. : განათლება, 19770

გაპიროვნება
ტროპი, რომლითაც უსულო საგანი, ცხოველი ან რაიმე განყენებული მოვლენა გვეხატება როგორც ცოცხალი, გრძნობიერი,
გონიერი არსება მასზე ადამიანის რამდენიმე ან მთელი რიგი თვისებების გადატანის საშუალებით.

როდესაც ჩვენ ვამბობთ: „მუხა იგრძნობს ალიონს, „სიზმარმა ფრთები შეისხა”, „არაგვი მორბის”, „დღემ დაიხურა პირბადე” –
ეს მეტაფორის ნიმუშებია, რადგან მოვლენის ერთი თვისება გადატანილია მეორე მოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს
გაპიროვნებაა, რადგან დასახელებულ ნიმუშებში ადამიანის თვისებები უსულო საგნებზე, ან განყენებულ მოვლენებზეა
გადატანილი. 
არის ისეთი შემთხვევაც, როდესაც უსულო საგანზე, ან განყენებულ ცნებაზე გადატანილია ადამიანის, ან სულიერი საგნის
რამდენიმე თვისება:

„ბუნება თვლემდა... ტყე გაყუჩებულიყო, ხეებმა თელას თვალიერება დაუწყეს. უსურვაზი ინაზებოდა, ხეები წყრებოდნენ.
ხეების ტოტებმა თახთახი დაიწყეს სიბრაზისგან. მთვარემ ბადესავით გადააფარა ტყეს თავისი სხივები” (ვაჟა–ფშაველა)

ან კიდევ:

„ყვავილნი ყელგადაგდებით,
დახატულები კალმითა, 
მინდიას გაუმარჯოსო, 
ერთხმადა სტეხენ ყიჟინსა,
ხეები ფოთლებს არხევენ, 
ბუნება იწყებს ბიბინსა, 
და მერე სათითაოდა
ყველა მოჰყვება ტიტინსა:
„მე ვარო ამის წამალი”,
სხვა გაიძახის – „იმისა” (ვაჟა–ფშაველა)

ამ მაგალითებში მრავლადაა მეტაფორული გამონათქვამები. მასში თითოეული ფრაზა მეტაფორას წარმოადგენს, მაგრამ


მთლიანობაში ეს ეპიზოდი არის გაპიროვნება, რადგან უსულო საგნებზე გადატანილია ადამიანის დამახასიათებელი მთელი
რიგი თვისება, რის შედეგად ბუნება ჩვენ გვეხატება როგორც ცოცხალი არსება.

ზოგჯერ გაპიროვნებულია განყენებული მოვლენა: სიცოცხლე, სიყვარული, სევდა, იმედი, სიხარული, თავისუფლება, ოცნება
და სხვ. განყენებულ მოვლენათა გაპიროვნების ნიმუშებია:

1. სასოებამ ფრთა გაშალა, 
გულსა მკრა და ამაძგერა” (აკაკი წერეთელი) 

2. „სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს,


ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხვრას ხარკად არა გცემდეს,
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა, 
გულები გყავს ქვეშევდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა” (ალ. ჭავჭავაძე)

„საზიზღარი, აუტანელი სევდა, რომელსაც თმის ბალანიც კი იგრძნობს! როგორც ღალატი საყვარელი ადამიანისა
ისე იკბინება შიგ გულში, როგორც განწირულობა, ისე ადუნებს ყველაფერს, ღონეს მართმევს... მოდი, მოდი, ჩემო ძველო
ოცნებავ, მოდი, მომიალერსე! შემიჯინე ზურგზედა შენი მსუბუქი ფრთებით მატარე ჩემს საყვარელ ქვეყანაში” (ჭ.

6
ლომთათიძე). 

ჰიპერბოლა-გაზვიადება მოვლენის...

ლიტოტესი (ბერძნ. λιτότης) — არის ჰიპერბოლის საპირისპირო მხატვრული


ხერხი, ტროპის მარტივი სახე. ლიტოტესი ნიშნავს დამცირებას და
წარმომდგარია ბერძნულისიტყვისაგან „მცირე“.

ირონია
ირონია (ბერძნ. είρωνεία (eironeia) – მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა) – თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი
გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა).

სოკრატესეული ირონი
მოჩვენებითი გულუბრყვილობა მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტის გამოსავლენად. ბერძ. ფილოსოფოსმა სოკრატემ ეს
მეთოდი ჩამოაყალიბა, როგორც დიალექტიკა, ანუ, როგორც შემდგომში უწოდებენ - "სოკრატესეული ირონია". კამათის ასეთი
მეთოდი მოიცავდა გულუბრყვილო მიუკერძოებელ სკეპტიციზმს გარკვეული დოგმის ან საყოველთად მიღებული მოსაზრების
მიმართ, რომელიც მოკლებული იყო ლოგიკისა ან აზრის ბაზისს. სოკრატეს გულუბრყვილო გამოკითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ
ააშკარავებს მოწინააღმდეგის არგუმენტის ამაოებასა ან ილოგიკურობას დიალოგის პარტნიორის შეხედულებების
გაუზიარებლობით. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თანადამსწრეები გათვითცნობიერებულნი არიან, რომ სოკრატე
გაცილებით ჭკვიანია ვიდრე წარმოაჩენს თავს და მხოლოდ ეტაპობრივად, მოწინააღმდეგის არგუმენტების საკუთარი
პასუხებით განიარაღებით ამტკიცებს საკუთარ უპირატესობას.

სოკრატესეული ირონია კამათის ელეგანტური, მიუკერძოებელი და თავაზიანი ხერხია, რომლითაც დოგმატური დებატების
წარმართვა ბალანსის დარღვევისა და კომპრომისის გარეშე ხერხდება.

ზოგიერთი მოსაზრებით სოკრატეს ირონია მოჩვენებითი გულუბრყვილობის ნაცვლად ფილოსოფიური სკეპტიციზმის ფორმაა.

რომაული ირონია
რომის იმპერიის პერიოდში, ირონიას იყენებდნენ სახალხო გამოსვლებში და რიტორიკაში, რომელშიც გამოყენებლ სიტყვებს
საპირისპირო მნიშვნელობა ან დანიშნულება ჰქონდათ.

შექსპირმა რომაული ირონიის იმიტაცია განახორციელა პიესაში "იულიუს ცეზარი", მარკ ენტონის ნაწილში: "მეგობარნო,
რომაელებო, თანამოქალაქენო, დამიგდეთ ყური! მოვედი, რათა დავმარხო ცეზარი, არა ვადიდო იგი" (III, ii, 78-79 / თარგმანი
პირობითია). მონოლოგის გაგრძელებაში ინტენსიურად გამოყენებულია ირონია, რომელიც ცეზარის განდიდებისკენაა
მიმართული - მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შერჩეული სიტყვები მოჩვენებით მკვლელებს უჭერს მხარს, თუმცა
სინამდვილეში მისი მიზანი საპირისპიროა.

ირონია და სარკაზმი
მძიმე ირონია, რომელშიც მოსაუბრე ემფატიურად სინამდვილის საპირისპიროს აცხადებს, სხეულის ენა კი საპირისპიროზე
მეტყველებს, სარკაზმი ხდება. სარკაზმი ირონიის უფრო დამცინავი ფორმაა. სარკაზმის გავრცელებული ფორმაა ირონიულად
რაიმე პოზიტიურის თქმა, მაშინ როდესაც იმის საპირისპირო მნიშვნელობა იყო გამიზნული. თუმცა სარკაზმში ირონიის რაღაც
წვლილიც არის, ამ ორ ტერმინს როგორც წესი განაცალკევებენ ხოლმე.

სარკაზმის მაგალითი შეიძლება იყოს გაბრაზებული ტონით ნათქვამი "კარგი გიქნია", მაშინ როდესაც მხედველობაში აშკარად
საპირისპირო მოქმედება იყო. ვინაიდან ორივე მხარისთვის ნეგატიური მიმართვა აშკარაა, პოზიტიური გამოთქმის ინციდენტი
ირონიად ამ შემთხვევაში არ აღიქმება.

ირონიის მაგალითი სარკაზმის გარეშე იქნებოდა ფრაზა "არა უშავს რა", ნათქვამი რაიმე შთამბეჭდავი საქმის შესაფასებლად.
მთქმელიც და გამგონიც ამ შემთხვევაში ისმენენ პირდაპირი მნიშვნელობით "კარგია, მაგრამ დიდი არაფერი", თუმცა ამასთან
ესმით ამ ფრაზის მიღმა ფარული შექება. ორივე მხარე იზიარებს ირონიას.

7
ირონია გამოყენებაში
ბედის ირონია
გამოთქმა "ბედის ირონია" მოდის ცნებიდან, რომ ღმერთები (ან ბედის ანგელოზები) ერთობიან მოკვდავთა გონებათა თამაშით,
გამიზნული ირონიით. მაგ.:

 ბეთჰოვენის მიერ ყურთასმენის დაკარგვა.


 1956 წელს ჰარვარდის მემორიალური ჰოლის სასაათე კოშკში ხანძრის გაჩენა, მაშინ როდესაც მუშები მის აღდგენაზე
მუშაობდნენ.
 ბაღჩის მორწყვის შემდეგ უმალ წვიმის წამოსვლა, მაშინ როდესაც წვიმის ლოდინში ბაღჩა რამდენიმე დღის განმავლობაში
მოურწყველი იყო.

ტრაგიკული ირონია
ტრაგედიაში, ირონიას დრამატული სიტუაციის ინტენსიურობის გასაძლიერებლად იყენებენ. ტრაგიკული ირონია
განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ძველ-ბერძნული დრამისთვის. სოფოკლეს "მეფე ოიდიპოსი" ტრაგიკული ირონიის
გამოხატვის კლასიკური მაგალითია.

ჰიპერბოლა (ბერძ. hyperbole გაზვიადება) — ტროპის ისეთი სახე, რომელსაც საგანსა თუ მოვლენას გაზვიადებულად


წარმოადგენს. ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და გადაჭარბებას, გაზვიადებას ნიშნავს.

პოეტური ხერხები//მხატვრულ-
გამომსახველობითი საშუალებები...
რეფრენი
1.ლიტ. ტაეპები, რომლებიც ლექსში გარკვეული წესით მეორდება. 
2.მუს. კუპლეტური ფორმის ვოკალური ნაწარმოების ნაწილი, რომელიც უცვლელად მეორდება;
მისამღერი.

რეფრენი (ფრანგ. refrain < ძვ. ფრანგ. refraindr - დამსხვრევა), 1. ტაეპები, რომლებიც ლექსში


გარკვეული წესით მეორდება. რეფრენზე აგებული მყარი სალექსო
ფორმებია: ტრიოლეტი, რონდელი, რონდო, ბალადა და ა.შ. 2. იგივეა, რაც მისამღერი, ანუ კუპლეტის
ნაწილი, რომელიც მეორდება. განვითარდა ხალხური სასიმღერო ლექსიდან, სადაც გუნდი სოლისტის
ნათქვამს იმეორებდა. მისამღერი რამდენიმე სახისაა: ა) უბრალოდ იმეორებს სტროფის ტაეპს
(მთლიანად ან ნაწილობრივ), ბ) გამეორებას ემატება ან ხმაბაძვითი სიტყვები, რომლებსაც,
შესაძლებელია, ადრე რაიმე საწესჩვეულებო მნიშვნელობა გააჩნდა, ანდა მისამღერის ტრადიციული
ფორმა შეიძინეს. გ) დასრულებული ფრაზა ტაეპის სახით, ტექსტთან დაკავშირებული და
სიმღერიდან სიმღერაში გადასული. დ) რამდენიმე ტაეპი, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული
ტექსტთან.

.ალიტერაცია
Lit.
L. alliteratio
პოეტური ხერხი - ლექსის ტაეპში ერთი და იმავე თანხმოვნის რამდენჯერმე გამეორება. მაგ.: კარვის
კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე (რუსთაველი).
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

8
ალიტერაცია (ლათ. alliteratio) — ერთი და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო
სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური
ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ
თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური როდესაც მას თან ახლავს
გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია
მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.

მაგალითები
„ლეილას თვალები ელავენ ბნელიდან, დედოფალს ახლავან მხევალნი მცველებად ყვავილის
მწველია ლეილას ხელიდან, დალალნი დაშლილან ელვარე გველებად.“

(პაოლო იაშვილი)

ალიტერაცია შეიძლება იყოს პროზაულიც. იგი რიტმული პროზის ერთ-ერთ ძირიათად კომპონენტად
ითვლება:
„ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით. “

(კონსტანტინე გამსახურდია, დიდოსტატის მარჯვენა )

„ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან “

(კონსტანტინე გამსახურდია, დიდოსტატის მარჯვენა )

„ბნელში დაბუდებული ბუს მართვე ბნელს უჩიოდა ხილნარში “

(კონსტანტინე გამსახურდია, დიდოსტატის მარჯვენა )

„მარგო, რამ გარგო აგრე


რიგად “

(მიხეილ ჯავახიშვილი, ჯაყოს
ხიზნები )

ასონანსი - ხმოვანი ბგერების გამეორებას ეწოდება. მაგ: აისი, დაისი


მაისი...
ალუზია
Fr. allusion
"გადაკრული სიტყვა"
რიტორიკული ხერხი - გადაკვრით ხსენება რაიმე ცნობილი ისტორიული ამბის ან ლიტერატურული
ნაწარმოებისა. ბიბლიური იგავებისა
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

You might also like