You are on page 1of 21

II თავი. ეკონომიკა როგორც სისტემა ეკონომიკის სუბიექტები და ობიექტები.

ეკონომიკური ურთიერთობების სისტემური ხასიათი. ეკონომიკური სისტემების ტიპები.


შერეული ეკონომიკა. მსოფლიო განვითარების ტენდენციები. ეკონომიკური მოდელების
მრავალფეროვნება. ეკონომიკური სისტემა და ბიზნეს გარემო. ეკონომიკური სისტემისა და
სამეწარმეო გარემოს გავლენა ბიზნესის უსაფრთხოებაზე.

1 უსაფრთხოების ეკონომიკური პოლიტიკა

ნებისმიერი საზოგადოება არსებობს და ვითარდება სახელმწიფოს ფარგლებში. სა-


ხელმწიფო წარმოიშვა საზოგადოების განვითარების განსაზღვრულ საფეხურზე, როდე-
საც მოხდა მოსახლეობის სოციალურ ფენებად დაყოფა და გარდა ინდივიდუალური
მოთხოვნილებებისა (ინტერესებისა) წარმოიშვა ჯგუფური ინტერესები. აღნიშნული
წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან და იწვევდა კონფლიქტს.
ჩვენი წინაპრები მიხვდნენ, რომ საზოგადოებაში განსაზღვრული წესრიგი იყო საჭირო,
რომელიც დაიცავდა მათ, და ამავდროულად აიძულებდა პატივი ეცათ ერთმანეთისთვის.
შედეგად, როგორც პირველ თავში აღვნიშნეთ, სწორედ საფრთხეებისაგან დაცვის ანუ
უსაფრთხოების იდეა დაედო საფუძვლად პირველი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას.
შეიქმნა ინსტიტუტი, რომელიც საზოგადოებაზე მაღლა დადგა და მართვის სისტე-
მით და შესაბამისი პოლიტიკით მოახდინა საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და
მოთხოვნილებების ჰარმონიზაცია.
სახელმწიფო არის ხელისუფლების განსაკუთრებულად ორგანიზებული ინსტიტუტი,
რომელსაც გააჩნია მართვისა და იძულების სპეციალური აპარატი. ხელმძღვანელობს რა
საზოგადოებას, ხელისუფლება უზრუნველყობს მის ინტეგრაციას, როგორც ქვეყნის
შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ.1
სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი პირობებია: სუვერენიტეტი, ტერიტორია,
დიპლომატიური აღიარება და შიდა ორგანიზაცია. ამ უკანასკნელში იგულისხმება, რომ
ქვეყანას უნდა გააჩნდეს გარკვეული პოლიტიკურ-ეკონომიკური სტრუქტურა. მისი
გამოხატულებაა ხელისუფლება, კერძოდ მთავრობა, რომელიც ახორციელებს მართვას
და უზრუნველყოფს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვას და
ტერიტორიის უსაფრთხოებას.
სახელმწიფო ქმედებებს, რომელიც მიმართულია ბიზნეს ურთიერთობათა მდგრადი
განვითარებისაკენ ეკონომიკური პოლიტიკა ეწოდება. აღნიშნილი ცნება საკმაოდ რთუ-
ლი და ტევადი კატეგორიაა. იგი გულისხმობს საზოგადოებაში სოციალურ-ეკონომიკურ
პროცესებზე ზემოქმედებისათვის სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიოებების
ერთობლიობას.

1
დათაშვილი ზ., ნაციონალიზნმი და გლობალიზაცია, თბ.2003.-445გვ.
1
შეიძლება ითქვას სახელმწიფოს როლი ეკონომიკური მეცნიერების ყველაზე მეტად
დამუშავებული სფეროა. დაწყებული მერკანტილისტებიდან ეკონომიკური თეორიის
ყველა სკოლაში მიმდინარეობს დავა სახელმწიფოს როლის შესახებ. ჩამოყალიბდა
განსხვავებული მიდგომები, სახელმწიფო ჩარევის აუცილებლობას არც ერთი ცნობილი
სკოლა არ უარყოფს. თუმცა ყველა განსხვავებულად გვთავაზობს რეგულირების მიზ-
ნებსა და მეთოდებს.
სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშნები ეკონომიკაში:
1. იმპერატიული სტატუსი - სახელმწიფო არის ერთად ერთი სუბიექტი, რომლის
მოთხოვნებიც ყველასათვის სავალდებულოა შესასრულებლად;
2. სახელმწიფო შემოსავლების არასაბაზრო წარმომავლობა - შემოსავლების
უდიდესი ნაწილი, გარდა სახელმწიფო სექტორისა, ყალიბდება გადასახადებისა და
მოსაკრებლების სავალდებულო მობილიზაციის გზით.
სახელმწიფოს ფუნქციები:
1. უსაფრთხოების - სახელმწიფო მოვალეა დაიცვას ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობა და საზოგადოებრივი წესრიგი. ბიზნესი გამოწვევებისაგან და მოსახლეობის
უსაფრთხოება, მათი უფლებები და თავისუფლებები;

2. აფექტაციის (Affectation - განსაკუთრებული მოვლენა). მოსახლეობა უფასოდ ან


თითქმის უფასოდ ღებულობს ე.წ. `საზოგადოებრივ სიკეთეებს~. ესაა გარემომცველი
გარემოს დაცვა. გზების, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტების მშენებლობა-ფუნქცი-
ონირება. აღნიშნული სიკეთეები ნაწილობრივ შეიძლება კერძო სექტორმაც აწარმოოს,
მაგრამ მისი განვითარების პოლიტიკა და პროპორციები სახელმწიფოს პრეროგატივაა;
3. ინსტიტუციონალური. ქმნის ქცევის ფორმალურ (კანონებს) და არაფორმალურ
ნორმებს (იცავს ტრადიციებს, ჩვეულებებს). ასევე ადგენს `ეკონომიკური თამაშის~
წესებს. შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკით არეგულირებს ქვეყანაში ბიზნეს-
ობიექტების საქმიანობას. მართავს ფულის მიმოქცევას, ინფლაციურ პროცესებს და ა.შ.;
4. ინტეგრალური. სივრცესა და დროში ბიზნეს სუბიექტების შესაძლებლობების
რაციონალური ორგანიზაცია, მათივე კეთილდღეობის ასამაღლებლად;
5. სტაბილიზაციის – მოსახლეობის დასაქმება, უმუშევრობის ლიკვიდაცია, ბიზნესის
სტიმულირება, ფასების სტაბილიზაცია. საზოგადოებაში არსებული სოციალური უთა-
ნაბრობის შერბილება პროგრესული საგადასახადო სისტემით;
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება ესაა საკანონმდებლო, საშემსრულებლო და
საკონტროლო ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებსაც ახორციელბს ცენტრალური ხე-
ლისუფლება და უფლებამოსილი ადგილობრივი (მუნიციპალური) ორგანოები არსებული
სისტემის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2
ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების კონკრეტული მიმართულებები, ფორმები და
მეთოდები განისაზღვრება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ხასიათით
დროის მოცემულ პერიოდში.
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმში უკეთ გარკვევისთვის
დავახასიათოთ რეგულირების სუბიექტები, ობიექტები, მიზნები და განვითარების
ეტაპები.
სახელმწიფო რეგულირების სუბიექტია თავად სახელმწიფო, მისი ოფიციალური
უწყებები. ხოლო რეგულირების ობიექტი - ეკონომიკა. ეკონომიკის სახელმწიფო
რეგულირების მთავარი მიზანია საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლება,
მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ქვეყნის ეკონომიკური
განვითარება, დასაქმება, ინფლაციის შემცირება და ა.შ.
ეკონომიკური რეგულირების სუბიექტები არიან ბიზნეს ინტერესების მატარებლები,
გამომხატველები და შემსრულებლები. ინტერესების მატარებლები არიან მოსახლეობის
სხვადასხვა სოციალური ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან
შემოსავლებით, საკუთრებით, პროფესიით და შესაბამისი ინტერესებით. მათ რიცხვს
განეკუთვნება სახელმწიფო მოხელეები და მეწარმეები, დაქირავებული პერსონალი და
აქციონერები, ბანკირები და სპორცმენები და ა.შ.

ყველა სოციალურ ჯგუფს გააჩნია საკუთარი ინტერესი, რომლებსაც ისინი


გამოხატავენ სხვადასხვა საშუალებებით მედიით, კოლექტიური მიმართვებით,
მიტინგებით და ა.შ.
ეკონომიკური ინტერესების მატარებლები გაერთიანებულნი არიან მრავალრიცხოვან
კავშირებში და ასოციაციებში - პროფკავშირებში, მეწარმეთა და გადამხდელთა
კავშირებში და ა.შ.
ეკონომიკური ინტერესების შემსრულებლები არიან ხელისუფლების სამი შტოს -
საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლოს წარმომადგენლები.
სახელმწიფო ეკონომიკური რეგულირების ობიექტებია: 1. ეკონომიკური ციკლი -
კრიზისი, დეპრესია, გამოცოცხლება, აღმავლობა; 2. ეკონომიკის სტრუქტურა - სოცია-
ლური, დარგობრივი, კვლავწარმოებითი, გარე სავაჭრო და რეგიონული; 2 3. საგადასა-
ხადო სისტემა; 3. ფულადი მიმოქცევა; 4. კონკურენცია; 5. ფასები; 6. სამეცნიერო-ტექ-
ნიკური პროგრესი; 7. კაპიტალის დაგროვება; 8. სოციალური დაცვა; 9. ეკოლოგია; 10.
საგარეო ეკონომიკური კავშირები.

2
ეკონომიკა საკმაოდ რთული სტრუქტურით ხასიათდება. მაგალითად, მხოლოდ მრეწველობაში
შემავალი დარგებია: სათბობ-ენერგეტიკული, ქიმიური, ნავთობ-ქიმიური, მომპოვებელი და
გადამამუშავებელი (კვების, მსუბუქი და ა.შ.), მანქანათმშებებლობა, არსებობს საერთო და
ავტომობილთმშენებლობა, თვითმფრინავთმშენებლობა, გემთმშენებლობა, ელექტრონიკა,
მიკრობიოლოგია და ა.შ.

3
სახელმწიფოს რეგულირების საშუალებებია (ინსტრუმენტები):
ა. ადმინისტრაციული - აკრძალვის, ნებართვის, იძულების;
ბ. ეკონომიკური - ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო.
ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების უმაღლესი ფორმაა სახელმწიფო პროგრამი-
რება (დაგეგმვა). დროის მიხედვით არსებობს: 1. მოკლევადიანი (1 წლამდის); 2. საშუა-
ლოვადიანი (1-5 წელი); 3. გრძელვადიანი (5 წლის ზემოთ).
სახელმწიფო პროგრამები არსებობს ეროვნული, საგანგებო და მიზნობრივი.
საგანგებო პროგრამები მუშავდება კრიტიკულ სიტუაციებში. კრიზისის პირობებში -
ბუნებრივი კატასტროფების, პანდემიების, ჰიპერინფლაციის და ა.შ. დროს.
საბაზრო ეკონომიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ხორციელდება მიზნობრივი
პროგრამები. მაგალითად, რომელიმე რეგიონში, ვთქვათ გურიის რეგიონში ჩაის
ბიზნესის აღორძინება. ეკონომიკურ ისტორიაში ცნობილია ასევე ქვეყნის ეკონომიკის
აღორძინების საერთო ნაციონალური პროგრამები, რომლებიც თავის დროზე ბევრ
ქვეყანაში განხორციელდა საბჭოთა კავშირში (1945-1950 წ.), დასავლეთ გერმანიაში
(1945-1948 წ.), ჩინეთში (1978-1988 წ.) და ა.შ. კარგი იქნება თუ საქართველოშიც
რეალურად განხორციელდება მსგავსი პროგრამა.

2 ბიზნესის მხარდაჭრის პოლიტიკა


ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო სექტორის
წილი. მისი ოპტიმალური მასშტაბები ე.წ. `ოქროს შუალედი~ არის 38%-ან 62%.
სახელმწიფო სექტორი არსებობს უძველესი დროიდან, ის უზრუნველყოფს სახელმწიფო
ფუნქციების შესრულებას. მაგალითად, ეროვნული ბანკი, შინაგან საქმეთა სამინისტრო,
სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ა.შ. ასევე საბაზრო ინფრასტრუქტურის ნაკლებად
რენტაბელური განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები - საჯარო სკოლები და ბაგა-
ბაღები, ინფექციური და სხვა კლინიკური საავადმყოფოები და ა.შ. აგრეთვე ისეთი
ობიექტები, რომლებიც საჭიროებენ დიდ ინვესტიციებს: ხიდებისა და გვირაბების
მშენებლობა. მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება და
ა.შ.
სახელმწიფოს გააჩნია აგრეთვე საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების
რეგულირების ინსტიტუტები - საგარეო საქმეთა სამინისტრო, საბაჟო, სავაჭრო პალატა
და ა.შ.

სახელმწიფო სექტორის წილიდან გამომდინარეობს ბიზნეს პროცესებში ჩარევის მას-


შტაბები. ამ შემთხვევაში პირობითად არსებობს ორი ვარიანტი:
1. სახელმწიფოს მინიმალური მონაწილეობა ეკონომიკის მართვაში. ასეთ ქვეყნებში
ჭარბობს კერძო ბიზნესი სახელმწიფო სექტორთან შედარებით. არსებული ეროვნული

4
სიმდიდრის 20-30 % ეკუთვნის სახელმწიფოს.3 ამ დროს სახელმწიფო ასრულებს მინი-
მალურად აუცილებელ ფუნქციებს:
- ეკონომიკური ზრდის სტიმულირება;
- სამართლებრივი ბაზით უზრუნველყოფა;
- კონკურენციის დაცვა;
- ფინანსური უზრუნველყოფა;
- შემოსავლებისა და სიმდიდრის გადანაწილება (ზომიერად);
- რესურსების გადანაწილებაზე, დასაქმებასა და ინფლაციაზე კონტროლი;
- საზოგადოებრივი სიკეთეების რეგულირება;
- გარე ეფექტების მართვა და ა.შ.
აღნიშნული პოლიტიკის დროს სახელმწიფო უმთავრესად იყენებს ზემოქმედების
ეკონომიკურ და ნაკლებად ადმინისტრაციულ საშუალებებს.
2. მაქსიმალურად დასაშვები სახელმწიფო რეგულირება. ქვეყანაში არსებული ეროვ-
ნული სიმდიდრის 50-60% სახელმწიფო სექტორს ეკუთვნის. აღნიშნული მოდგომა
განვითარებულია აღმოსავლეთ აზიის (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და ა.შ.)
და ჩრდილოეთ ევროპის, განსაკუთრებით სკანდინავიის ქვეყნებში: შვედეთი, ნოევეგია,
ფინეთი, დანია და ა.შ. ამ ვარიანტის დროს სახელმწიფო ასრულებს მნიშვნელოვან
ფუნქციებს:
- პირობების შექმნა ბიზნესის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის (თამაშის წესების
დაწესება: საბანკო სისტემის განვითარება, საგადასახადო სისტემის ეფექტიანობის უზ-
რუნველყოფა და ა.შ.;
- ეკონომიკური განვითარების (ზრდის) სტაბილიზაცია - მართავს ინფლაციას და
არეგულირებს ეკონომიკურ ციკლს;
- სოციალური ურთიერთობების რეგულირება: სამართლიანობის დაცვა, მინიმალური
ხელფასი და პენსია, სოციალური შემწეობები და ა.შ.
გამოიყენება, როგორც ადმინისტრაციული ისე ეკონომიკური რეგულირების ინ-
სტრუმენტები. მაგრამ საჭიროა გონივრული მიდგომა რა დროს, როგორ და რომელი
საშუალება რა პროპორციებით გამოვიყენოთ? გეგმები ძირითადად ატარებს არა სავალ-
დებულო (ადმინისტრაციულ) არამედ ინდიკატორულ (რეკომენდაციულ) ხასიათს.
სახელმწიფო სექტორის მასშტაბები განსაზღვრავს თანაფარდობას სახელმწიფოსა და
მოსახლეობის მოხმარებას შორის ქვეყნის მშპ-ში. მეცნიერულად დადგენილია და
პრაქტიკით დადასტურებული თუ სახელმწიფო მოხმარების წილი აჭარბებს 70%-ს
მაშინ იზრდება ეკონომიკის სახელმწიფო მონოპოლიზაცია.
აღნიშნული სახიფათო ზღვარი არსებობდა თავის დროზე საბჭოთა კავშირსა და
ზოგიერთ სოციალისტურ ქვეყნაში, რამაც ისინი ეკონომიკურ კოლაფსამდე მიიყვანა.
იგივე პრობლემა დადგა გასული საუკუნის დასასრულს შვედეთის წინაშეც. მაგრამ
თავის დროზე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ხარჯებისა და
გადასახადების შესამცირებლად.
თუ სახელმწიფო მოხმარების წილი ნაკლებია 20%-ზე, ხელმწიფო ასევე ვეღარ
ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს. ოპტიმალურ შუალედად მიჩნეულია 30-60%.
ამასთან ე.წ. საბაზრო ეკონომიკის ლიბერალურ ქვეყნებში: აშშ, ინგლისი, ავსტრალია

3 აღნიშნული მიდგომის კლასიკური ქვეყანაა - აშშ, რომელსაც საკმაოდ ეფექტური ეკომომიკური


სისტემა გააჩნია, მაგრამ კრიზისების პერიოდში იგი ნაკლებად ქმედითუნარიანი აღმოჩნდა, რაც
თვალნათლივ გამოჩნდა 2020 წლის მსოფლიო პანდემიის დროს, როდესაც სახელმწიფოს გაუჭირდა
სოციალური ფუნქციების შესრულება, რადგან მათ ძირითადად ასრულებს კერძო სექტორი.
5
სახელმწიფო ხარჯები 30%-ან ახლოსაა. სოციალური ორიენტაციის მქონე ქვეყნებში:
გერმანია, ავსტრია, საფრანგეთი კი 60%-ან.
ეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლის - ნეოკლასიკური
სინთეზის მიხედვით ერთდროულად და შეთანხმებულად უნდა გამოიყენებოდეს, რო-
გორც სახელმწიფო ისე საბაზრო რეგულატორები. შერეული ტიპის ახალი მოდელი, სა-
შუალებას იძლევა შეერწყას სახელმწიფო მართვის რეგულირება, საბაზრო
ეფექტურობის მოქნილობას, რაც ოპტიმალურად აწონასწორებს ერთობლივ მოთხოვნა-
მიწოდების თანაფარდობას.
ამასთან ეკონომიკური კრიზისის დროს იზრდება სახელმწიფოს როლი, რაც კიდევ
ერთხელ დადასტურდა 2020-2021 წლებში. აღნიშნული თეორიის პიონერია პოლ
სამუელსონი (1970 წლის ნობელის პრემიის ლაურიატი ეკონომიკაში). ნიუ-იორკის
უნივერსტიტეტის პროფესორი. მისი ცნობილი სახელმძღვანელო `ეკონომიქსი~ 1948
წელს გამოვიდა პირველად და 17 გამოცემას გაუძლო. დღეს ამ სახელმძღვანელოს
მილიონობით ეგზემპლიარია დაბეჭდილი მსოფლიოს სხვადასხვა ენებზე.4

ეკონომიკურ პოლიტიკაში გამოყოფენ მის ცალკეულ მიმართულებებს -


სამრეწველო პოლიტიკა, საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკა, ფულად-საკრედიტო
პოლიტიკა, სავალუტო პოლიტიკა და ა.შ., ყველას მიზანია: ეკონომიკური ზრდა,
მოსახლეობის დასაქმება, დაბალი ინფლაცია, დადებითი საგადასახადო ბალანსი და ა.შ.
საბოლოო ჯამში ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები ემსახურება მოსახლეობის
კეთილდღეობის ამაღლებას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული წარმოების განვითარების
პოლიტიკას.5 ამ კუთხით განასხვავებენ ბიზნესის განვითარების შემდეგ ძირითად
სტრატეგიებს: 6

1. სანედლეულო სტრატეგია. ორიენტირებულია ნედლეულისა და სათბობ-ენერგეტი-


კული რესურსების მოპოვებაზე და მათ ექსპორტზე. აღნიშნულ სტრატეგიას მიმართავენ
ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნები: ქუვეიტი, საუდის არაბეთი, ერაყი, თურ-
ქმენეთი და ა.შ.;

4
Самуельсон П.А., Экономика. Вводный курс, пер. с англ. Т1, М.: 1993 ст. 4.
5 მრეწველობა პირობითად იყოფა ორ სექტორად: პირველადი მრეწველობა _ მომპოვებელი
დარგები სასარგებლო წიაღისეულის: ნავთობის, გაზის, შავი და ფერადი ლითონების და ა.შ.
მეორადი მრეწველობა ესაა ძირითადად გადამამუშავებელი მრეწველობა, სადაც ფიზიკური სახით
იქმნება ახალი ნაწარმი. მაგალითად, სავტომობილო წარმოება.
6
Экономическая безопасность. Производство–Финансы–Банки./Под ред. В.К.Сенчагова.- М.: ЗАО
«Финстатинформ», 1998-621 с.
6
2. დუბლირების სტრატეგია. მანქანათმშენებლობის, მსუბუქი და კვების მრეწველო-
ბის, გადამამუშავებელი ბიზნესების განვითარება ხდება ეკონომიკურად განვითარებუ-
ლი ქვეყნების ანალოგიური ტექნოლოგიების შეძენის გზით. აღნიშნული სტრატეგია
ორიენტირებულია იაფ სამამულო ნედლეულზე და სამუშაო ძალაზე. ასეთი ქვეყნების
რიცხვს განეკუთვნება აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული სახელმწიფოები: სამ-
ხრეთ კორეა, ტაივანი, ჰონკონგი, სინგაპური, მალაიზია და ა.შ.;
3. ავანგარდული სტრატეგია. ინოვაციურ ბიზნესებში მნიშნელოვანი ინვესტიციების
ჩადების გზით მოწინავე ტექნოლოგიური ბიზნესების განვითარება. მიმართავენ
ეკონომიკურად მაღაგანვითარებული ქვეყნები: აშშ, ჩინეთი, იაპონია, გერმანია, ინგლი-
სი, კანადა და აშ.;
4. კომბინირებული სტრატეგია. ზემოთჩამოთვლილი სტრატეგიების ოპტიმალური
შეხამების პოლიტიკა. სანედლეულო სტრატეგია სათბობ-ენერგეტიკული მიმართულების
ბიზნესებისთვის. დუბლირების - გადამამუშავებელი დარგებისთვის. ავანგარდული -
მოწინავე ტექნოლოგიების მიმართულებით.
ჩვენი აზრით საქართველოს ბიზნესის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე
მისაღები იქნება მეოთხე - კომბინირებული სტრატეგია.
ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ბიზნეს ურთიერთობების
მონაწილეთა ოპტიმალური რეგულირების მექანიზმის ძიება წარმოადგენდა. მხოლოდ
პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში, შერეული ეკონომიკური სისტემის პირობებში, მო-
ხერხდა აღნიშნული გამოწვევის გადაჭრა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მოსახლე-
ობის ცხოვრების დონე.
სოციალური საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები მომდინარეობს მეორე მსოფლიო
ომის შემდგომი გერმანული ეკონომიკიდან. მისი ძირითადი იდეაა: საბაზრო ეფექტურო-
ბასა და სოციალურ სამართლიანობას შორის ოპტიმალურ ბალანსის შენარჩუნება სამო-
ქალაქო საზოგადოებასთან ერთად.
სახელმწიფოს სოცალურ-ეკონომიკური განვითარებისას ერთმანეთს ავსებს სამი
ინსტიტუტი: 1. სახელმწიფო; 2. საზოგადოება: 3. ეკონომიკა (ბიზნესი). სახელმწიფო
ახდენს ბიზნესის რეგულირებას და სტიმულირებას, რითაც ხელს უწყოფს
საზოგადოების ორგანიზებულობას. ბიზნესი განსაზღვრავს სახელმწიფოს
შესაძლებლობასა და სიძლიერეს, რითაც ხელს უწყობს საზოგადოების ეკონომიკური
ინტერესების ფორმირებას. სარგებლობს რა საზოგადოებრივი სიკეთეებით
საზოგადოება, თავის მხრივ, აკვალიანებს სახელმწიფოს, მიუთითებს ბიზნესის
განვითარების მიზნებსა და ამოცანებზე. 1

სახელმწიფოს როლი ეკონომიკურიEთეორიის ერთ-ერთი ყველაზე დამუშავებული


სფეროა, ამ დროს აქცენტი გადატანილია სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთდამო-
კიდებულებაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია საზოგადოების როლი (მიკრომასშტაბში -
კოლექტივი, სოციალური ჯგუფი და მაკრომასშტაბში - ქვეყნის მოსახლეობა).
ცივილიზირებული განვითარება მაშინაა შესაძლებელი როდესაც ხდება ზემოთ აღ-
ნიშნული სამი ინსტიტუტის ჰარმონიული განვითარება. მაგალითად, ეკონომიკურად
მაღლგანვითარებულ ქვეყნებში (აშშ, კანადა, შვედეთი) სამივე ინსტიტუტი - სახელმწი-
ფო, საზოგადოება და ბიზნესი ძლიერია.
სხვა ქვეყნებში ერთ-ერთი ინსტიტუტი სუსტია, მაგალითად ჩინეთში და სინგაპურ-
ში ძლიერია სახელმწიფო და ეკონომიკა, თუმცა სუსტია საზოგადოება. ზოგიერთში
ორი ინსტიტუტია სუსტი. მაგალითად ისეთ ტოტალიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა
ჩრდილოეთ კორეა, ვიეტნამი ძლიერი სახელმწიფოს პირობებში სუსტია საზოგადოება

7
და ბიზნესი. პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში სამივე ინსტიტუტი
მოიკოჭლებს. 7

ეკონომიკურ პოლიტიკაში სახელმწიფოს როლის შესახებ უმეტეს შემთხვევაში აქცენ-


ტი კეთდება რეგულირების ობიექტურ საფუძვლებზე. შედარებით ნაკლები ყურადღება
ეთმობა სახელმწიფრო როლის სუბიექტურ-ფსიქოლოგიურ მომენტებს. არსებობს რიგი
ფაქტორებისა, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფოს ეკონომი-
კურ პოლიტიკაზე:8
- მოსახლეობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარებისა და სამოქალაქო ცნო-
ბიერების დონე;
- ისტორიული განვითარების შედეგად შექმნილი ქვეყნის პოტენციალი;
- სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არჩეული მოდელის ხასიათი (შინაარსი);
- ქვეყნის მიერ დაგროვილი გამოცდილება, ტრადიციები;
- ერის მენტალიტეტი, ფასეულობები;
- ლიდერობის ინსტიტუტი.
ფსიქოლოგიური ანალიზისათვის საინტერესოა ბოლო ორი ფაქტორი.
ერის მენტალიტეტი ერის სოციალურ-ფსიქოლოგიური თვისებების ერთობლიობა, ფა-
სეულობების სისტემა, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული ბიზნესის
ხელშეწყობის პოლიტიკის გატარებისას.
ბუნებრივია, რომ სხვადასხვა ხალხი დიფერენცირებულად აღიქვამს ცხოვრების
სხვადასხვა ასპექტს. მაგალითად, სამხრეთის ქვეყნების მოსახლეობისათვის დამახასია-
თებელია მაღალი ემოციურობა (ინდოეთი, აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ევროპა). ასეთ
ქვეყნებში მიმზიდველი საწყისი სიცოცხლის სიხარულია - ინდივიდმა უნდა იცხოვროს
და ნახოს ბედნიერება გარემომცველ სამყაროში. დრო არ აღიქმება დეფიციტურ ფაქტო-
რად, აფრიკის ზოგიერთ ეროვნებაში დროის ცნების გაგება საერთოდ არც არსებობს.
ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის, აშშ, კანადის მოსახლეობა უფრო რაციონა-
ლურია და მეტად გამოირჩევა ანალიზის უნარით. ცხოვრების საზრისი იქ არა მხო-
ლოდ მხიარული ემოციები, არამედ ახალი რეზულტატის მიღწევაა. დრო ამ ქვეყნებში
მუდმივად დეფიციტია.
თავის დროზე, ჩრდილოეთ ამერიკაში (აშშ, კანადა) ძირითადად გადასახლდნენ
ემიგრანტები ჩრდილოეთ ევროპიდან (ინგლისი, ირლანდია, სკანდინავიის ქვეყნები,
საფრანგეთი). ხოლო სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში (არგენტინა, კოლუმბია,
ვენესუელა, ბრაზილია, კუბა, მექსიკა), სამხრეთ ევროპელი (ესპანეთი, პორტუგალია,
იტალია) და აფრიკელი მოსახლეობა. სწორედ აღნიშნულია ერთ-ერთი ძირითადი
მიზეზი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის ეკონომიკურ განვითარებაში დღეს
არსებული მნიშვნელოვანი სხვაობის.
ლიდერობის ინსტიტუტი. პირველ ყოვლისა ლიდერი უნდა იყოს ერის ნამდვილი
შვილი და პატრიოტი. მან ბოლომდე უნდა გაუგოს საკუთარ ხალხს. შეიძლება ითქვას,
რომ ქართველ ერს ყველაზე უკეთ ილია ჭავჭავაძემ გაუგო.

7
Клейнер Г., Петросян А., Беченов А., Ещё раз о роли государства и государственного сектора в экономике,
ж. Вопросы экономики , 2004, №4, ст. 25-42.
8
Соколинский М., Психологические основы экономики, М., 1999.- 226 с.
8
მოკლედ განვიხილოთ მეცნიერული შეხედულებები სახელმწიფო მართვაში პოლი-
ტიკური ლიდერის როლზე.
კომუნისტური იდეოგოგიის მიხედვით ისტორიას ქმნის ხალხი და პიროვნებას შეუძლია
მხოლოდ დააჩქაროს ან შეანელოს მისი „სვლის ბორბალი“. მაგრამ რეალობა სხვაგვარია,
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ისტორიას ქმნიან პიროვნებები.
გარდამავალ პერიოდში მყოფი საქართველოსთვის სადაც საკმარისად არაა დახვეწი-
ლი სახელმწიო მართვის სისტემა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს პოლიტიკური
ლიდერის ინსტიტუტი.9 გარდა საყოველთაოდ აღიარებული მონაცემებისა: განსწავლუ-
ლობა, ნიჭი, მომთხოვნელობა, ლიდერს უნდა გააჩნდეს შინაგანი სამართლიანობის
გრძნობა, რაც მის არაკორუმპირებულობაში ვლინდება. აღნიშნული უფრო თანდაყოლი-
ლი მონაცემია და მისი შეძენა შეუძლებელია. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი ფაქტორი
ქვეყნის ცივილიზირებული განვითარებისათვის.
როგორი მონაცემებითაც არ უნდა იყოს დაჯილდოებული ლიდერი. თუ იგი ახ-
ლობლების, მეგობრების, ნათესავების მიმართ იჩენს სუბიექტივიზმს ქვეშევრდომებიც
მას ბაძავენ. ლიდერის მიღვაწეობის საუკეთესო შედეგია ხალხის ნდობა და სიყვარული.
პოლიტიკური ლიდერის ფენომენი უძველესი დროიდან იქცა მოაზროვნეთა განსა-
კუთრებული დაინტერესების ობიექტად. აღნიშნულ პრობლემას მნიშვნელოვანი შრომე-
ბი მიუძღვნეს ჯერ კიდევ ანტიკური სამყაროს მკვლევარებმა: ჰეროდიტემ, ქსენოფონ-
ტემ, პლუტარქმა და სხვებმა. ასევე გვიან შუა საუკუნეების მოაზროვნეებმა: ნ. მაკია-
ველმა, ჯ. ლოკმა, შ. მონტესკიემ, ფ. ვოლტერმა, ჟ. რუსომ, დ. დიდრომ, გ. ჰეგელმა, ფ.
ნიტცშემ, ზ. ფროიდმა და ა.შ.10
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სოციალური სახელმწიფოს ანუ საყოველთაო
კეთილდღეობის თეორია (ფუძემდებელი და განმხორციელებელი - ლუდვიგ ერჰარდი),
რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მართვა წარმოადგენს საზოგადოებრივ ინსტიტუტს,
რომელმაც უნდა გამოხატოს მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესი და ჯანსაღი კონკუ-
რენციის გზით უზრუნველყოს თანაბარი პირობების შექმნა, რომ საზოგადოების ყველა
ფენამ შეძლოს მონაცემების (ადამიანისეული კაპიტალის) პოზიტიური რეალიზაცია.11

3 საქართველოს მდგრადი განვითაერების თავისებურებები

9 ოთინაშვილი რ., ეკონომიკური უსაფრთხოება, ანალიზის ანტიკრიმინალური ასპექტები,


თბილისი: სტუ, 2005.-440გვ.
10 ბუცხრიკიძე ა., პოლიტიკური ლიდერი, თბილისი, თსუ-ს. გამომც., 1996.-246 გვ. Mosca G. , The

Ruling Class. Nev York: Mcgraw – Hill, 1939.- 412 p.


11 Ludwig Erhard, Social market economy and economic miracle, Univ of North Carolina Press, 2004 -

Biography & Autobiography - 278 p

9
საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა, რომელთა მიზანი იყო
ბიზნესის განვითარების და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი
გარემოს შექმნა. ეკონომიკის ლიბერალიზაციის, საგადასახადო ტვირთის შემცირების და
სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების შედეგად ქვეყანამ ბიზნესის ზრდის გარკვეულ
მაჩვენებლებს მიაღწია.
ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი ქართული პროდუქციის ექსპორტზე გატანის
კარგ შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა ჩვენი ბიზნეს-ბაზრებზე არსებული მდგომარეობა ამის
მასშტაბურ საშუალებას ნაკლებად იძლევა.
ექსპორტის დაბალი მაჩვენებელი ქვეყნის სუსტ კონკურენტუნარიანობაზე მეტყველებს.
ერთი შეხედვით ექსპორტის მოცულობა იზრდება მაგრამ დაბალი ტემპებით. სამაგიეროდ
როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ იმპორტის წილი ქვეყნის შიდა მოხმარებაში 70%-ს
აღწევს, რაც ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი უარყობითი მხარეა. მისი
შედეგია ეროვნული ბიზნესის შეზღუდვა, უმუშევრობის მაღალი მასშტაბები, ლარის
დაბალი გაცვლითი კურსი და არაკონვერტირებადობა. შეიძლება ითქვას
პროტექციონისტული პოლიტიკა საქართველოში თითქმის არ ტარდება.
ასევე მაღალია იმპორტის წილი კვების პროდუქტებზე და დღეისათვის 2/3-ს, ხოლო
თბილისის მასშტაბით თითქმის 4/5-ს შეადგენს. ხშირია შემთხვევები უხარისხო,
გენმოდიფიცირებული და ვადაგასული ნაწარმის შემოტანის. აღნიშნული მნიშვნელოვან
გამოწვევას უქმნის ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, რისი შედეგიცაა ონკოლოგიური
დაავადებების მკვეთრად მზარდი სტატისტიკა.
დიდი პერსპექტივები არსებობს საქართველოსთვის ტრადიციული სასოფლო
კულტურების: მეჩაიეობის, მეციტრუსეობის, თამბაქოს კულტურის, მევენახეობის,
მეხილეობის, მეაბრეშუმეობის და ა.შ. აღორძინებაში. მათ ბაზაზე უნდა განვითარდეს
კვების მრეწველობის ისეთი დარგები, როგორიცაა ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი
და საკონსერვო ბიზნესები.
დღეს სოფლად ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 40%, სადაც დასაქმებულია
ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ ძალზედ მცირეა
ამ დარგის წილი ქვეყანაში შექმნილ დამატებით ღირებულებაში. დაბალია ასევე
შრომის მწარმოებლურობა.
ნათესი ფართობების 80% მოდის ოჯახურ მეურნეობებზე და მხოლოდ 20%
ფერმერულზე. საბანკო სექტორის მიერ აგრარულ ბიზნესზე გაცემული სესხების
მოცულობა მხოლოდ 3%-ია. აღნიშნული 15-ჯერ ჩამორჩება უძრავი ქონების შესაძენად
გაცემული სესხებს.
სოფლის მეურნეობის გაძღოლის მდიდარი ტრადიციები საუკუნეების მანძილზე
გადაეცემოდა თაობიდან თაობას. შრომისმოყვარე ქართველი მოსახლეობის მიერ
გამოყვანილია სასოფლო სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშები, იხვეწებოდა მათი
მოვლისა და მოყვანის ტექნოლოგიები.12 მაგალითად მსოფლიოში არსებული ყურძნის
4000 ჯიშიდან 500 საქართველოშია გამოყვანილი.

12
ქეშელაშვილი ო., საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკა, თბ.2008-75გვ.
10

მაგალითისათვის თევზის ბიზნესი, ზღვისპირა და წყლის რესურსებით მდიდარი


ქვეყანა ვართ უნიკალური ფლორით და ფაუნით. აღნიშნული პოტენციალით ევროპაში
მესამე ადგილზე ვართ შვეიცარიისა და ავსტრიის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს
მოსახლეობაში თევზი ტრადიციული მოხმარების პროდუქტია მისი 80% იმპორტულია და
მხოლოდ 20% ადგილობრივი წარმოების, მაშინ როცა პირიქით უნდა იყოს.

ასევე დიდი პერსპექტივევი არსებობს მეაბრეშუმეობის დარგში, რომელიც დღეს


კრიზისშია. საბჭოთა პერიოდში საქართველოში მზადდებოდა 2 ათასი ტონა აბრეშუმი.
ის სტრატეგიულ ნედლეულად ითვლებოდა და გამოიყენება საავიაციო-საპარაშუტო და
კოსმოსურ მრეწველობაში. ქართული აბრეშუმის სიმტკიცის კოეფიციენტი ფოლადის
სიმტკიცის კოეფიციენტის 0,42-ს შეადგენს. ასეთი თვისება მსოფლიოში მხოლოდ სამი
ქვეყნის აბრეშუმს გააჩნია - ჩინეთის, იაპონიის და საქართველოს.
ცნობილია, რომ XVI საუკუნეში, მეფე თეიმურაზ I-ის დროს კახეთში 5000
საპალნემდე აბრეშუმი მოჰყავდათ, საიდანაც ირანის შაჰი ხარკად მხოლოდ მეათედს
თხოულობდა.

შუა აზიის აბრეშუმი მხოლოდ საფეიქრო მრეწველობაში გამოიყენება. სოფლად


მაცხოვრებელ ერთ ოჯახს თავისუფლად შეუძლია მიიღოს 100 კილოგრამი ნედლეული.

11
მსოფლიო ბაზარზე ერთი კილოგრამი აბრეშუმის ძაფის ფასი სულ მცირე 10
დოლარია. მარტივი გაანგარიშებით მხოლოდ მეაბრეშუმეობას შეუძლია მოგვცეს
რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი წელიწადში.
საჭიროა დამუშავდეს სოფლის მეურნეობის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია,
რომლის ძირითადი მიმართულებები იქნება:
- დადგინდეს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი იმ პროდუქციის
ჩამონათვალი, რომელსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ აწარმოებს, და პირიქით
განისაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი რომელსაც ადგილობრივი ბაზარი
აწარმოებს. აღნიშნული ხელს შეუწყობს ეროვნული ბაზრის დაცვის მექანიზმის
სრულყოფას და ზომიერი პროტექციონისტური პოლიტიკის გატარებას.
- დაიხვეწოს და გაიზარდოს აგრარულ ბიზნესში კომერციული რისკების დაზღვევის
სისტემა. ყველა ფერმერს უნდა შეეძლოს დაბალპროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის
აღება;
- შეიქმნას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საინჟინრო და
აგროსერვისული მომსახურება;
- განვითარდეს საკონტრაქტო ურთიერთობების სისტემა, სადაც განსაკუთრებული
როლი დაეთმობა სასურსათო პროდუქტებზე სახელმწიფო შეკვეთებს და
განხორციელდება ფერმერთა პროდუქციის გარანტირებული შესყიდვა;
- დაიხვეწოს საბითუმო ვაჭრობის საშუამავლო სისტემა, რომელიც გააღრმავებს
კავშირებს საოფლის საქონელმწარმოებლებსა და რეალიზატორებს შორის;
საჭიროა ანტიდემპინგური კანონის რეალური ამოქმედება, რომელიც იმპორტიორებს
აუკრძალავს შიდა ბაზრის ფასებთან შედარებით დაბალი ფასების დაწესებას, რადგანაც
ასეთი ქმედების მიზანი ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი ბიზნესების „ჩაძირვაა“.
შეგვიძლია მოვიყვანოთ მრავალი ქართული კომპანიის და ნაწამის კრიზისი დემპინგის
გამო. მაგალითად ჩაის ბიზნესი, შოკოლადის ნაწარმი და ა.შ.
თურქეთის და ირანის მთავრობის მიერ სუბსიდირებული ხილი და ბოსტნეული,
საქართველოში იმდენად დაბალ ფასად შემოდის, რომ ადგილობრივი პროდუქცია
კონკურენციას ვერ უწევს.
დემპინგური ფასებით ხასიათდება ქართული ავიასივრცეც – რუსეთის სახელმწიფოსგან
სუბსიდირებულმა კომპანიებმა ბილეთის ისეთი ფასი დააგდეს, რომ ქართულ
ავიაკომპანიებს მომხმარებლის 70% წაართვეს. 13

ქვეყანას დღეს ბიზნესის უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისი ეროვნული საბაჟო


პოლიტიკა არ გააჩნია. იგი ვერ უზრუნველყოფს ზომიერად პროტექციონისტული პო-
ლიტიკის გატარებას. საბაჟო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება უნდა გახდეს სა-
საქონლო ნომეკლატურის ცალკეულ ჯგუფებად კლასიფიკაცია და თითოეული მათგა-
ნის მიმართ სპეციალური პოლიტიკის გატარება.14
უნდა გამოიყოს საქონელთა ჯგუფი, რომლის შემოტანა (იმპორტი) საქართველოს არ
ესაჭიროება. მაგალითად სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი პროდუქცია და ამAჯგუ-
ფის მიმართ განისაზღვროს მაღალი სატარიფო განაკვეთები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველო ისტორიულად ითვლებოდა აგრარულ
ქვეყნად. ჩვენთან არსებობს ტრადიციები უმეტესი სასოფლო-სამეურნეო კულტურის

13
http://topnews.com.ge/news/7894
14 მესხია ი., რუხაია ფ., საბაჟო პოლიტიკა როგორც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების
ინდიკატორი, ჟ. მაკრო მიკრო ეკონომიკა,2003,#4,გვ.37-40.
12
მოყვანის. მიუხედავად ამისა იმპორტული სასოფლო ნაწარმი მრავლადაა და მათი
გასაყიდი ფასი არც თუ ისე მაღალია.
მაგალითად, იაპონიაში ბრინჯის იმპორტზე დაწესებულია 600%-იანი საბაჟო
ტარიფი. ვინაიდან ამ ქვეყანას ძალუძს აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივი
წარმოებით მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. განსხვავებით
ენერგომატარებლების იმპორტისგან, რომელზედაც ნულოვანი საბაჟო გადასახადია
დაწესებული.
მეორე ჯგუფში უნდა გაერთიანდეს საქონელი, რომლის წარმოება არ ხდება საქარ-
თველოში.Mმაგალითად, ავტომობილები, რადიო და ტელე აპარატურა, კომპიუტერული
ტექნიკა და ა.შ. ამ ჯგუფის საქონელზე საჭიროა დაწესდეს შედარებით დაბალი ან
ნულოვანი ტარიფი.
მესამე ჯგუფში - საქონელი, რომელიც საქართველოში იწარმოება მაგრამ მოთხოვ-
ნილების სრულიად დაკმაყოფილების მიზნით საჭიროა მისი იმპორტი.Mმაგალითად,
ხორბალი, სამკურნალო საშუალებები, ნავთობპროდუქტები და ა.შ.
მნიშვნელოვანია საბაჟო-სატარიფო განაკვეთების ისეთ დაბალანსება, რომელიც
ერთის მხრივ გააკონტროლებს იმპორტს, მეორე მხრივ კი ადგილობრივ საბიზნესს
უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს.
ბიზნესის უსაფრთხოდ განვითარებისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტად მიიჩნევა
განახლებადი ენერგო რესურსების ეფექტური გამოყენება (წყლის, მზის, ქარის, ზღვის
ტალღების, გეო თერმული წყლების, ბიო მასის და სხვ). ეს განსაკუთრებით
პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისათვის რამდენადაც მას გააჩნია უზარმაზარი ჰიდრო
რესურსები, რომლის გამოყენების კოეფიციენტი დღევანდელი მდგომარეობით ძალიან
მოკრძალებულია.
ბიზნესის ეკოლოგიური პრობლემები ბოლო ათწლეულების მსოფლიო მეცნიერული
აზრის განსაკუთრებული ყურადღების საგანი და სამეცნიერო-პრაქტიკული
15
კონფერენციების და საჯარო დისკუსიების ობიექტია.
ყოველი ბიზნეს-პროექტი წინასწარ უნდა იქნეს შეფასებული მისი ეკონომიკური
სარგებლიანობისა და საზოგადოებაზე და ბუნებაზე მიყენებული ზიანის
გათვალისწინებით მდგრადი განვითარების პრინციპების ფარგლებში. სტრატეგიული
გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მთავარი პრიორიტეტების გამოყოფას, მის ეკონომიკურ და
ეკოლოგიურ დასაბუთებას და საბოლოო შედეგებზე ორიენტირებული განხორციელების
ოპტიმალური გზების ძიებას.
საჭიროა სამინისტროების, დეპარტამენტებისა და უწყებების მუშაობის ადმინისტრი-
რების გაუმჯობესება. მათ შორის, კოორდინაციის ისეთი მეთოდოლოგიის და მექანიზ-
მების დანერგვა (ინფორმაციების გადაკვეთა, მონაცემების ე.წ. `სარკისებური~ მეთოდით
შეჯერება და ა.შ.), რაც გამორიცხავს ჩრდილოვანი ურთიერთობების განვითარების ალ-
ბათობას, ხოლო თუ ასეთს მაინც ექნება ადგილი სპეციალურმა სამსახურმა უნდა გა-
მოიკვლიოს უზუსტობის მიზეზები.
სახელმწიფო თანამდებობის პირს უნდა მიეცეს ღირსეული ანაზღაურება, რომელიც
შეესაბამება მის მიერ დაკავშირებულ თანამდებობას. უნდა განხორციელდეს კანონმდებ-

15
https://act-
global.com/news/%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%
83%A0%E1%83%98-
%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98
13
ლობის ანტიკორუფციული ექსპერტიზა. კანონის აღსრულებაზე დაწესდეს სისტემატიუ-
რი კონტროლი და ანალიზი თუ რომელ ეტაპზე იქმნება პრობლემა.16
ქართველი ერის ეროვნულ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე ან-
ტიკორუფციული პოლიტიკის რეალიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩრდილო-
ვანი ურთიერთობების პოზიტიური საბაზრო საწყისების მხარდაჭერა და ლეგალიზაცია.
აღნიშნული შესაძლებელია ლობიზმის ინსტიტუტის დანერგვით, მხოლოდ მის საქმია-
ნობაზე და მზარდ როლზე შესაბამისი რეგულირებით.17
ცივილიზებულ ქვეყნებში (აშშ, გერმანია, კანადა, ავსტრალია) ლობიზმი სულ უფ-
რო მეტად გამოდის ჩრდილოვანი ურთიერთობებიდან და კანონიერი საქმიანობის სა-
ხეს ღებულობს. ყალიბდება მისი შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. დასავლეთის გა-
მოცდილების გათვალისწინება და ლობიზმის ინსტიტუტის საქართველოში დანერგვა
ხელს შეუწყობს არაოფიციალური ურთიერთობების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევას.
ბიზნესის და სამთავრობო სტრუქტურების ურთიერთობების ახლებურ გააზრებას.18
დიდი პოტენციალი არსებობს ტურიზმის განვითარებისათვის, როგორც ისტორიულ-
კულტურული ისე ბუნებრივ-რესურსული. XX საუკუნის 70-80-იან წლებში
საქართველოს საკურორტო-ტურისტული კომპლექსი 2 მილიონ ადამიანს ემსახურებოდა.
დღეს ტურისტული ბიზნესის მზარდი განვითარების საჭიროა ძველი დარგების
აღდგენა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით განვითარება. ასევე ისეთი
მიმართულებების განვითარება, როგორიცაა: საოჯახო ტურიზმი, სამონადირეო
ტურიზმი, ეკოტურიზმი, სათავგადასავლო, სამკურნალო-გამაჯანსარებელი და ა.შ.
ოპტიმალური მაკროეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ბიზნესის სხვადასხვა
სფეროებს, დარგებს და ქვედარგებს შორის რაოდენობრივი პროპორციების დაცვის
გარეშე. ხშირად ეკონომიკური განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი -
სტრუქტურული დისპროპორციებია. შედეგად, ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა
არსებობდეს ოპტიმალური თანაფარდობა ბიზნესის ხვადასხვა დარგებს შორის.
ბუნებრივია უნდა გამოირჩეოდეს ზემოთ ხსენებული პრიორიტეტული დარგები.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ყოველთვის არაა დამოკიდებული რესურსების
რაოდენობაზე. მიუხედავად მოსახლეობის და ტერიტორიის სიმცირისა მრავალ
ქვეყანაში ბევრად მეტი პროდუქცია იწარმოება, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც ეს
რესურსი გაცილებით მეტია. მაგალითად, ისრაელში 15.8-ჯერ, დანიაში 32,5-ჯერ,
ფინეთში 23,3-ჯერ მეტი პროდუქცია იწარმოება ვიდრე საქართველოში.19
ისეთი ქვეყანა, როგორიცაა ლუქსემბურგი, რომლის მოსახლეობა 13-ჯერ ნაკლებია,
ჩვენზე აწარმოებს 18,9 მლრდ დოლარის, ე.ი. 6,3-ჯერ მეტ ღირებულების ნაწარმს.
აღნიშნული ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ბიზნესის განვითარება დამოკიდებულია
არა იმდენად ტრადიციულ რესურსებზე, რამდენადაც ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა
ბიზნესის ხელშეწყობის მაკრო ეკონომიკური პოლიტიკა და მოსახლეობის სამეწარმეო
უნარ-ჩვევები.

16 თურნავა ნ., კანონმდებლობის ანტოკორუფციული ექსპერტიზის საფუძვლები, თბ.:


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვით.-ის ცენტრი, ბიულეტინი #37, 2000, გვ.26.
17
ოთინაშვილი რ., ეკონომიკური უსაფრთხოება, ანალიზის ანტიკრიმინალური ასპექტები,
თბილისი: სტუ, 2005.-440გვ.;

18 კიკნაძე გ., რობაქიძე გ., ჩიქოვანი ი., ხიდაშელი ვ., ლობიზმის სამართლებრივი რეგულირება,
თბილისი: კორუფციის კვლევითი ცენტრი, 1998.- 64 გვ.7
19 ჩაგელიშვილი პ., რატომ არ ვითარდება მცირე ბიზნესი, ჟ. საქართველოს ეკონომიკა, 2006,
#3.
14
ბიზნესის ზრდის აუცილებელი პირობაა დაგროვება და ინვესტიციები.
ინვესტიციების მოცულობასა და მშპ-ს ზრდას შორის პირდაპირპროპორციული
დამოკიდებულება არსებობს. ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში,
ინვესტიციის 1%-იანი ზრდა ეკონომიკური ზრდის 0,55%-ით მატებას იწვევს.20 ამ დროს
ადგილი აქვს `მულტიპლიკატორულ~ ეფექტს.
განვითარებულ ქვეყნებში ინვესტიციები მშპ-ს მიმართ საშუალოდ 20%-ს აღწევს,
ხოლო იაპონიაში ამ მაჩვენებელმა 30%-ს გადააჭარბა. რაც შეეხება მოხმარების
მაჩვენებელს, განვითარებულ ქვეყნებში საშუალოდ 80%. ამ მხრივაც იაპონია გამოირჩევა,
სადაც ეს მაჩვენებელი მშპ-ს მიმართ 70%-ს არ აღემატება (დანარჩენი მიდის
დაგროვებასა და ინვესტიციებში).
როგორც ნიმუში რესურსების რაციონალურად და ეფექტურად გამომყენებებლი
ქვეყნისა ალბათ სინგაპური უნდა დასახელდეს. სადაც მოხმარების მაჩვენებელი მშპ-ს
მიმართ 50%-ს არ აღემატება. ხოლო ინვესტიციებში სინგაპურელები ხარჯავენ 1/3-ზე
მეტს. ამიტომ ერთ სულზე მშპ-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.
მხოლოდ ღარიბი ქვეყნისათვისაა დამახასიათებელი მთელი მშპ-ს მოხმარება, ხოლო
ზოგიერთ მათგანს ისიც არ ყოფნის.
საქართველოს ეკონომიკის მოდერნიზაციისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური
ინვესტიციები (FDI). 2008 წლის ომამდე FDI იზრდებოდა. მოგვიანებით გლობალური
ეკონომიკური კრიზისის გამო ინვესტიციების რაოდენობა მნიშვნელოვნად დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ შეინიშნება გაუმჯობესება, ეს რაოდენობა არ დაბრუნებია
2007 წლის მაჩვენებელს.21
დღეს შემოსული უცხოური ინვესტიციების ნაკადი, სიმცირის გამო, ეკონომიკაზე დიდ
გავლენას ვერ ახდენს. დაბალია დანაზოგის დონე, მოსახლეობის დიდ ნაწილს არა გააჩნია
ღირსეული შემოსავალი. აღნიშნული პირდაპირ კავშირშია ბიზნესის ინვესტირებასთან, რაც
უფრო აუცილებელს ხდის საზღვარგარეთული ინვესტიციების მოზიდვის საჭიროებას.
შიდა ბიზნეს-გარემოს გარდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე
დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა მსოფლიოში.
მართალია უცხოური ინვესტიციები ზრდის ტენდენციით ხასიათდება მაგრამ ეს არაა
დიდი დაბანდებები. უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანის მასშტაბით ინვესტიციები
არათანაბრად ნაწილდება. ყველაზე კონკურენტუნარიანი ერთეულია თბილისი,
რომელზედაც მოდის ინვესტიციების 75-85%. 22
მიმზიდველობის თვალსაზრისით ქართული ეკონომიკა თავიდანვე აღმოჩნდა
საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. აღნიშნულზე უარყობითად იმოქმედა გასული
საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისის კრიზისმა. მნიშვნელოვანი გამოწვევაა

20
ვანიშვილი მ., მექვაბიშვილი ა., ეკონომიკის საფუძვლები: ლექციების კურსი, წიგნი II, თბ.,2007.-
540გვ.
21

https://www.geostat.ge/media/31835/%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9
8%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-
%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9
4%E1%83%91%E1%83%98-2020-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-I-
%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-
%28%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%29.pdf
22
ოთინაშვილი რამაზ, უშვერიძე ლილი, კონკურენცია ბიზნესში“, მონოგრაფია, თბილისი 2019. -230
გვ.;

15
ინვესტიციებისთვის და ზოგადად ბიზნეს გარემოსთვის ოკუპაცია, ეთნოკონფლიქტები და
პოლიტიკური არასტაბილურობა.
საინვესტიციო გარემოს შეფასება XX საუკუნის 70 წლებიდან იწყება. ამ სფეროში
ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა ჰარვარდის სკოლის მეცნიერებმა ჩაატარეს.
მოგვიანებით მეთოდიკა დაიხვეწა და მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
1. მშპ და ეშ ერთ სულზე: წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების
პროპორციების დინამიკა. ჩატარებული და მიმდინარე პრივატიზაციის თავისებურებები.
ადგილობრივი კანონმდებლობის მდგომარეობა. კონკრეტული საინვესტიციო ბაზრების,
მათ შორის საფონდო ბაზრის განვითარების დონე;
2. ქვეყნის (რეგიონის) ეკონომიკური პოტენციალი. რესურსების (საკადრო,
ენერგოშემცველები) მდგომარეობა;
3. საბაზრო (ეკონომიკური) გარემოს მდგომარეობა: კონკურენციისა და მეწარმეობის
განვითარების დონე;
4. პოლიტიკური ფაქტორები: ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნდობა,
სოციალური სტაბილურობა;
5. სოციალური ფაქტორები: ცხოვრების დონე. მათი საყოფაცხოვრებო პირობები.
დამნაშავეობის და ნარკომანიის მასშტაბები, რეალური საშუალო ხელფასი, მიგრაცია და
ა.შ.
6. ორგანიზაციულ-სამართლებრივი: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,
სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის ობიექტურობა და ეფექტურობა;
7. ფინანსური: ბიუჯეტის შემოსავლები, კრედიტების ხელმისაწვდომობა, პროცენტი
მათზე;
8. საინვესტიციო პოტენციალი და საინვესტიციო რისკები.
აღნიშნული ფაქტორების კომპლექსური ანალიზით საქართველოში საინვესტიციო
გარემო ნაკლებად სახარბიელოა. მაგალითად საფონდო ბაზარი ჩვენთან თითქმის არ
არსებობს. აუცილებელია დამყარდეს მაკრო ეკონომიკური სტაბილურობა, შემცირდეს
ინფლაცია, დამნაშავეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მაშტაბები. ჩამოყალიბდეს
ცივილიზირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა აუცილებელია როგორც საინვესტიციო ბაზრის
ოპტიმალური ფორმირების აუცილებელი პირობა. იგი უზრუნველყოფს ქართული
ბიზნესის გლობალურ ეკონომიკაში რეალურ ჩართვას და გვევლინება ეკონომიკის
კრიზისული მდგომარეობის გადალახვის, მისი სტრუქტურული გარდაქმნის, ბიზნეს-
პოტენციალის თანამედროვე ტექნოლოგიურ დონეზე გადაყვანის მნიშვნელოვან
საშუალებად. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კაპიტალუკუგება 2-ჯერ მეტია
ადგილობრივთან შედარებით.
მნიშვნელოვანია საინვესტიფიო ბაზრის სახელმწიფო რეგულირება. საგადასახადო
შეღავათების ქმედითი სისტემის დაწესება. ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის
მასშტაბების შეზღუდვა. მიზნობრივი ობლიგაციებისა და კრედიტების შემოღება.
საბაზრო ინფრასტრუქტურის დახვეწა და რაც მთავარია ანტიმონოპოლიური
ღონისძიებების გატარება.
საჭიროა ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა,
ეკონომიკის გახსნილობის უზრუნველყოფა, ასევე საინვესტიციო საქმიანობის
კოორდინაცია, სახელმწიფო გარანტიები და ინვესტორების უფლებების დაცვა. ქვეყნის
საინვესტიციო საქმიანობის პროგნოზირება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა,

16
კონკურენტული გარემოს შექმნა ყველა ინვესტორისათვის, მათი განთავსება ეკონომიკის
პრიორიტეტულ სფეროებში, სადაზღვეო რისკების განვითარება და ა.შ.
გლობალური ტენდენციაა ინვესტორების უფლებების დაცვა. განვითარებულ ქვეყნებში,
შესაბამისი ეკონომიკური პოლიტიკით, ყალიბდება ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატი.23
მიმდინარე გარდაქმნების ფონზე უნდა შეიქმნას პირობები მსხვილი უცხოური კომპანიების
ქართულ ბაზარზე შემოსვლისათვის. შეიძლება ითქვას არც ერთ ცნობილ ტნკ-ს
საქართველოში ფილიალი არ გააჩნია.
უცხოური ინვესტიციები ბუნებრივია კარგია მაგრამ მოიცავს გარკვეულ საფრთხეებს.
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გამოიყენება მოქმედების შეფარული ტაქტიკა.
თავდაპირველად ხდება პარტნიორის ნდობის მოპოვება. მასთან პატიოსანი
თანამშრომლობა. როდესაც იფანტება ეჭვები ფირმის სანდოობაზე, საქმე მიჰყავთ მსხვილ
გარიგებამდე და სხვადასხვა მიზეზის საბაბით აღარ ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს.
შედეგად, აუცილებელია თითოეული ინვესტორის სკურპულოზურად შესწავლა
უსაფრთხოების კუთხით, რაშიაც კერძო ბიზნესს სახელმწიფოს დახმარება სჭირდება. ჩვენი
აზრით, ბიზნესის უსაფრთხოების ცენტრის ერთ-ერთი ფუნქცია უცხოელი ინვესტორების
შესწავლა უნდა იყოს.
საინვესტიციო მიმზიდველობას ასევე საფრთხეს უქმნის ის, რომ ქვეყანა ღარიბია
ბუნებრივი რესურსებით. თუმცა ამავე დროს ინვესტიციებს იზიდავს საქართველოს
გეოპოლიტიკური მდებარეობა, რისი წყალობითაც ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტის
სექტორზე მოდის.
როგორც ცნობილია ბაზრის არსი გაცვლით ურთიერთობებში ვლინდება, რისთვისაც
აუცილებელია განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
პირველი სატრანსპორტო საშუალებები ბაზართან ერთად წარმოიშვა. მის განვითარებაში
რევოლუციურ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის მიერ ბორბლის გამოგონება.
მასთან ერთად განვითარდა სახმელეთო ტრანსპორტის პირველადი საშუალებები. როგორც
ვარაუდობენ აღნიშნული პირველყოფილი თემური საზოგადოებრვ-ეკონომიკური
ფორმაციის რღვევის პერიოდში, ჩვენს წელთ აღრიცხვამდე IV საუკუნეში მოხდა.

დღეს ტრანსპორტის სტრუქტურა მიოცავს: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, შიდა


საწყალოსნო, მილსადენების (ნავთობის, ბუნებრივი აირის და ა.შ.) და საჰაერო დარგობრივ
სფეროებს. ყოველწლიურად მსოფლიოში გადააქვთ 100 მილიარდ ტონაზე მეტი ტვირთი და
გადაჰყავთ ერთ ტრილიონზე მეტი ადამიანი. სამუშაოებს ასრულებს 40 ათასი საზღვაო გემი,
200 ათასი მატარებელი, მილიარდზე მეტი ავტომობილი და 12 ათასი სამგზავრო და
სატრანსპორტო თვითმფრინავი.

23 ქოქიაური ლ., ინვესტიციების თეორიული გენეზისი, თბ.:თსუ-ის გამომცემლობა, 2007.- 945 გვ.
17
წელიწადში დედამიწის ყოველ მცხობრებზე სხვადასხვა საქონლის ტვირთბრუნვა
შეადგენს 15-16 ტონას. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა მით მეტს მგზავრობს
(მობილურია) მისი მოსახლეობა.
როგორც ეკონომიკაში სატრანსპორტო ბიზნესშიც არსებობს მიკრო დონის (კონკრეტული
ბიზნეს ერთეულის ფირმის, კომპანიის) სატრანსპორტო სისტემა. მაკრო - ქვეყნის
სატრანსპორტო სისტემა და მეგა დონის მსოფლიო სატრანსპორტო სისტემა. რაც უფრო
განვითარებულია ქვეყანაში ბიზნესი მით უფრო განვითარებულია მისი სატრანსპორტო
ინფრასტრუქტურა და უკეთესი გზები გააჩნია. მშპ-ში ტრანპორტის წილი ეკონომიკურად
განვითარებულ ქვეყნებში 8%, ხოლო განვითარებადში 4%. მსოფლიო მშპ-ში ტრანსპორტის
წილი 6%.
სატრანსპორტო ბიზნესი უფრო მობილურია სხვა ბიზნესებთან შედარებით, მის გარეშე
ვერ ვითარდება ვერც ერთი დარგი. იგი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მაკრო
ეკონომიკური პროპორციების რეგულირების და პრიორიტეტული ბიზნეს-სფეროების
განვითარებისთვის. სწორედ ამ კუთხით უნდა მოხდეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
განვითარება ჩვენს ქვეყანაში.
საქართველო ჯეროვნად ვერ მიჰყვება თანამედროვე ბიზნეს-ტენდენციებს.
დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ციფრული ტექნოლოგიები ქვეყნების კრიზისიდან
გამოყვანის უძლიერესი ინსტრუმენტია. ამ მიმართულებით არის საჭირო სახელმწიფო
ინსტიტუტების ჩართულობა ბიზნესთან მიმართებაში, ვინაიდან ელექტრონული
კომერციის, ორგანიზაციული პროცესების კომპიუტერიზებული მართვისა და ციფრული
ინფრასტრუქტურის ზრდის ტემპი ბიზნესის განვითარების მთავარი სტიმულატორია.

ბოლო რამდენიმე წელიწადში მილიონობით სამუშაო ადგილი აშშ-ში და ჩინეთში


მობილური აპლიკაციების ინდუსტრიაში შეიქმნა. ევროპის ქვეყნები ჯერ კიდევ მიმდევრის
პოზიციაში არიან. საყურადღებოა შემდეგი სტატისტიკა:24
• ციფრულ ბიზნესში დასაქმებულია 400 მილიონი ადამიანი;
• 2020 წელს 50 მილიარდი უკაბელო მოწყობილობა დაუკავშირდა ერთმანეთს, რამაც 15-
ჯერ გაზარდა გადაცემული ინფორმაციის მოცულობა;
• ინტელის მონაცემებით მსოფლიოში 25 მილიონი პროგრამისტია, მათი რიცხვი 2022
წელს 30 მილიონამდე გაიზრდება;
• 2021 წელს ახალი სამუშაოს დაწყების მსურველი კანდიდატების 90% დგება
სავალდებულო მოთხოვნის წინაშე - იცოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება;
საერთაშორისო გამოცდილებით ცხადი გახდა რომ ციფრული ბიზნესი ქვეყნის მშპ-ის
ზრდის ყველაზე სწრაფ და ეფექტიან გზას წარმოადგენს. მაგალითისთვის დღევანდელი
მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ათეულს თუ ავიღებთ, უმეტესობა ტექნოლოგიური
ბიზნეს-ობიექტებია: amazon; googl; facebook; apple და ა.შ.
24
http://forbes.ge/news/1007/cifruli-ekonomika%3A-krizisidan-gamosvlis-inovaciuri-gza
18
ციფრული სამეწარმეო კულტურის გაძლიერება მნიშვნელოვანია. ქვეყნის ეკონომიკური
პოლიტიკის განსაზღვრისას გასააზრებელია რომ „ელექტრონული ბიზნესი“ არ
გულისხმობს მხოლოდ მაღალტექნოლოგიური სტარტაპებს. მთავარია, ციფრული
ტექნოლოგიების დანერგვა ყველა შესაძლო სექტორში მოხდეს. ბიზნესის მასშტაბური ზრდა
სხვაგვარად შეუძლებელია.
განვითარებულ ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მდიდარი
გამოცდილება არსებობს. მისი საქართველოს პირობებთან ადაპტაციისათვის, საჭიროა: 25
- საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება;
- საგადასახადო შეღავათების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ლეგალურ
ბიზნესის განვითარებას;
- შეღავათიანი მიზნობრივი დაკრედიტება. ფინანსური დახმარების პროგრამები,
ბიზნესის დაწყების, გაფართოებისა და მოდერნიზაციისათვის;
- მცირე ფირმების ინოვაციური მოღვაწეობის და სამეცნიერო-კვლევითი
სამუშაოების განვითარების პროგრამები;
- საჭირო ინფორმაციის შეგროვება, შენახვა, ანალიზი და პროგნოზირება;
- სანედლეულო, მატერიალურ-ტექნიკურ და სხვა სახის რესურსებთან
მისაწვდომობის შეღავათიანი პირობების შექმნა;
- თანამშრომლების და მენეჯერების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაში
დახმარება;
- მეწარმეობის ახალი დარგებისა და მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
- მცირე ბიზნესის განვითარების რეგიონული ცენტრების ფორმირება ცენტრალური
და ადგილობრივი რესურსების კოორდინაციისათვის.
- დახმარება საგარეო-ეკონომიკური მოღვაწეობის განხორციელებაში საერთაშორისო
ეკონომიკურ ურთიერთობებში: ექსპორტ-იმპორტის, სამეცნიერო-ტექნიკურ, უცხოური
ინვესტიციების მოზიდვაში მხარდაჭერა;
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ეკონომიკის არაეფექტური
სტრუქტურა, დისპროპორციები ბიზნესის დარგებსა და შესაბამის საბაზრო სეგმენტებს
შორის. ამისათვის უნდა დაიხვეწოს მცირე ბიზნესის მაკრო ეკონომიკური რეგულირება,
რომელიც უნდა წარმოადგენდეს ლოგიკურად გამართულ ერთიან სისტემას. რაც შეეხება
ბიზნეს დარგების მაღალი მონოპოლიზაციის ხარისხს აქ საჭიროა რეალური
ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება ხელისუფლების მიერ.
მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელია:
1. ქვეყანას ყავდეს პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც აღჭურვილი იქნება მტკიცე
პოლიტიკური ნებით და ექნება ჩამოყალიბებული ბიზნესის უსაფრთხოდ განვითარების
გონივრული სტრატეგია;
2. რეფორმების განხორციელების მკაცრი ალგორითმის არსებობა: აშკარად დაყენებუ-
ლი მიზანი, ეტაპების განსაზღვრა, კავშირი მათ შორის, პასუხისმგებლობა განხორციე-
ლებაზე და ა.შ.
3. განმტკიცდეს მართლწესრიგი, მოხდეს ეკონომიკის დეკრიმინალიზაცია;
4. უზრუნველყოფილი იყოს კერძო საკუთრების უსაფრთხოება. ჯანსაღი
კონკურენციისა და საბაზრო ეკონომიკის ფუძემდებლური პრინციპების დაცვა;

25
ოთინაშვილი რ., ეკონომიკური უსაფრთხოება, ანალიზის ანტიკრიმინალური ასპექტები,
თბილისი: სტუ, 2005.-440გვ.;

19
6. მოსახლეობის ადამიანისეული კაპიტალის პოზიტიური რეალიზაცია.
ექსპერტული შეფასებებით, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში
აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 7-8%-ით გამოიყენება.
შემოსავლებში განსხვავების პირველი მიზეზი არის განსხვავება ადამიანისეულ
კაპიტალში. ძველ დროში, ათასწლეულების მიღმა, ქვეყნის მდგრადობისა და სიმდიდ-
რის მთავარ წყაროს დაპყრობითი ომების წარმოება ნადავლისა და მონების წამოყვანა
წარმოადგენდა. ეკონომიკური თეორიის, როგორც მეცნიერების წარმოშობის შემდეგ, ჩა-
მოყალიბდა აზრი, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების საფუძველი, ჭარბი
ბუნებრივი რესურსების, განსაკუთრებით სტრატეგიული რესურსების (ენერგოშემცველე-
ბის - ნავთობი, გაზი; ძვირფასი და იშვიათი წიაღისეულის - ბრილიანტი, ოქრო და
ა.შ.) არსებობაა. ჩვენი აზრით, ბუნებრივი რესურსები, ხელსაყრელი გეოპოლიტიკური
მდებარეობა წარმოადგენს ხელშემწყობ და არა გადამწყვეტ ფაქტორს ქვეყნის ეკონომი-
კური განვითარებისათვის.
მეოცე საუკუნის დასასრულიდან ეკონომიკურ მეცნიერებაში სულ უფრო მეტად
დომინირებს აზრი, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მთავარი ფაქტორი
არის ადამიანისეული კაპიტალი. რომლის წილი, ქვეყნის ფანვითარების ფაქტორებს
სორის 60-70%-ს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნისათვის (იაპონია, გერმანია, სამხრეთ კორეა)
75%-ს შეადგენს. დანარჩენი ყველა მონაცემი ერთად: ბუნებრივი რესურსები, გეოპოლი-
ტიკური მდებარეობა, ბუნებრვ -კლიმატური პირობები, აბრეშუმის გზა, ნავთობსადენი
და ა.შ. მხოლოდ 20-30%-ს.26 მაგალითად, მსოფლიო ბანკის მონაცემებით აშშ-ს ეროვ-
ნულ სიმდიდრეში ფიზიკურ რესურსებს (შენობა ნაგებობებს, მანქანა-დანადგარებს უკა-
ვიათ) - 20%; ბუნებრივ რესურსებს - 6%, ხოლო ადამიანურ კაპიტალს -74%. დასავლეთ
ევროპაში შესაბამისი მაჩვენებლებია 23%; 4% და 73%.27
მაგალითისათვის განვიხილოთ ორი სახელმწფო: რუსეთი და იაპონია. რუსეთის
წილი მსოფლიოს ბუნებრივ რესურსებში შეადგენს 28-30%-ს. მის ბუნებრივ-რესურსულ
პოტენციალს 340-380 ტრილიონ აშშ დოლარად აფასებენ, რაც ორჯერ მეტია ა შ შ -ზე,
ექვსჯერ გერმანიისაზე და 22-ჯერ იაპონიისაზე.28 არ არსებობს დედამიწის ზურგზე
რესურსი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ იყოს. მიუხედავად ამისა, ცხოვრების
დონით მას საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია მსოფლიოში.
90-იანი წლების `რეფორმების~ შედეგად რუსეთის მ შ პ –ის მოცულობა შემცირდა
2-ჯერ, რაც არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. დღეს რუსეთის ეკონომი-
კა მ შ პ -ს მოცულობით 10-ჯერ ნაკლებია ამერიკის, 5-ჯერ იაპონიის, 3-ჯერ - გერმა-
ნიის მაჩვენებელზე, ეს რაც შეეხება აბსოლუტურ მონაცემებს, ხოლო თუ ერთ სულ
მოსახლეზე გაანგარიშებით შევაფასებთ ტაილანდისა და სამხრეთ აფრიკის დონეზეა.29
პირიქით იაპონია ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ ღარიბი ქვეყანაა, ამას ემატება
ომი, ატომური იარაღი, მიწისძვრები, რაც ამ ქვეყანამ გადაიტანა. მაგრამ ეკონომიკური
განვითარების დონით იაპონია მოწინავე პოზიციებზეა მსოფლიოში.
ადამიანია ყველას და ყველაფრის შემოქმედი, მან უნდა შექმნას კანონი და დაიც-
ვას იგი. ადამიანმა უნდა ჩამოაყალიბოს, ეკონომიკური პოლიტიკა და უზრუნველყოს
მისი ეფექტური ფუნქციონირება. ადამიანმა უნდა აღკვეთოს კრიმინალი და აღადგინოს

26 Москвин Л. Б., Новые социальные измерения в современном мире, / Ж.: Общественные науки и современность,
1999, #3, ст. 24-32.
27 Мамардашвили М., Kак я понимаю философию, М.: Прогресс, 1990,ст. 326.
28 Экономическая безопасность российской федерации: Учебник для вузовю Ч1 (II)/ Под обш. ред. Степашина С.В.,
М.: СПб, Санкт-Петербург: Лань, 2001 – 608 (640)с.
29 Лебедев с., Наука и информационная безопастность Росии, Ж.Безопастность Увразии, 2001, №2,ст.526-546.

20
წესრიგი, ანუ ადამიანი აშენებს ქვეყანას, მაგრამ კარგად რომ აშენოს, ცოდნაა საჭირო,
ცოდნას კი სწავლა სჭირდება.
ადამიანი საზოგადოების მთავარი საწარმოო ძალაა, მარქსიზმის ამ თეზისს ეთანხმე-
ბა ეკონომიკური თეორიის ყველა მიმართულება, თუმცა რაოდენ გასაკვირიც არ უნდა
იყოს, ეკონომიკურმა თეორიამ თავად ადამიანს ყურადღება მიაქცია მხოლოდ მეოცე
საუკუნის დასასრულს, მანამ კვლევის ობიექტი იყო მისი ხელფასი, შრომის ნაყოფიე-
რება და ა.შ.
საჭიროა მოსახლეობის პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია. შეიძლება ითქვას,
საქართველოს განვითარების ისტორიის ყველაზე რთულ და გადამწყვეტ პერიოდებშიც
ასე აქტუალური არ ყოფილა უსაფრთხოების პრობლემა. როგორც მეორე თავში
აღვნიშნეთ, საჭიროა დამუშავდეს ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატე-
გია. სადაც განისაზღვრება უსაფრთხოების არსებითი მახასიათებლების (ინდიკატორე-
ბის) ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების სისტემა. რომელიც წინასწარ
მიგვანიშნებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.
აღნიშნული სტრატეგია, ორიენტირების განსაზღვრით უნდა გახდეს სახელმწიფოს
ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი, ხოლო ეს უკანასკნელი დასახული მიზნების
მიღწევისა და რეალიზაციის საშუალება. საერთო ჯამში ეკონომიკური უსაფრთხოების
სახელმწიფო სტრატეგია და სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ურთიერთკავშირში
უნდა იმყოფებოდნენ.
ბიზნესის უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკაში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ
ადგილობრივი კონკურენტული უპირატესობები - გეოპოლიტიკური მდებარეობა,
ბუნებრივ-რესურსული პოტენციალი, განსაკუთრებით - ინტელექტუალური რესურსი.
ჩვენი შეფასებით ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მშპ-ის
ზრდამ 8-10% შეადგინოს, საუკეთესო შედეგი იქნება, 12-14%, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის
ეკონომიკის 5-6 წელიწადში გაორმაგებას.

კითხვები გამეორებისთვის:

1. სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშნები და ფუნქციები ეკონომიკაში;


2. ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ობიექტები, სუბიექტები და
საშუალებები (ინსტრუმენტები);
3. სახელმწიფო პროგრამირება და მისი ჩარევის ვარიანტები ბიზნესში კრიზისის
და აღმავლობის პერიოდებში;
4. სამრეწველო ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი სტრატეგიები;
5. მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებები და მაკრო ეკონომიკური
რეგულირების ძირითადი ასპექტები;
6. ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის სუბიექტურ-ფსიქოლოგიური ფაქტორები;
7. აგრარული ბიზნესის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში;
8. საბაჟო პოლიტიკის ნაკლოვანებები და მისი გაუმჯობესების გზები;
9. ინვესტიციები და საინვესტიციო გარემოს ფაქტორები;
10. სატრანსპორტო ბიზნესის თავისებურებები;
11. როგორ გესმით ეკონომიკური უსაფრთხოების სახელმწიფო სტრატეგის კავშირი სა-
ხელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკასთან?

21

You might also like