You are on page 1of 4

ნატო ოსაძე 11.06.

2022

ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს


დადგენილება N11

2022 წლის 11 ივნისი

ქ. ლამაზქალაქი

ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე „წითელქუდას ტყეში“


მოძრაობის წესის დადგენის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16


მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2
პუნქტის საფუძველზე, ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის საკრეულომ, დაადგინა:

მუხლი 1
დადგინდეს, ქალაქ ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე
„წითელქუდას ტყეში“ მოძრაობის წესები.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ლამაზქალაქიის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე დომენიკო დოჩანაშვილი

ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე „წითელქუდას ტყეში“


მოძრაობის წესები

მუხლი 1. რეგულირების სფერო


1. წინამდებარე წესი არეგულირებს ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არსებულ „წითელქუდას ტყეში“ მოძრაობის წესებს.
2. წინამდებარე წესი არ არეგულირებს:

ა) წითელქუდას ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობის წესებს


ბ) წითელქუდას ტყემდე მისასვლელ გზაზე მოძრაობის წესებს

გ) წითელქუდას ტყეში ქცევის ზოგად წესებს( გარდა მოძრაობისა)

მუხლი 2. წითელქუდას ტყეში მოძრაობის წესების ამოცანები


წინამდებარე წესის ამოცანებია:

ა) წითელქუდას ტყეში უსაფრთხოდ გადაადგილება

ბ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა

გ) წითელქუდას ტყის ლანდშაფტის დაცვა

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება


წინამდებარე წესის მიზენბისათვის წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:

ა) მიმდებარე ტერიტორია - შემოღობილი ტყის გარე ტერიტორია (200 მეტრის რადიუსით)

ბ) ქცევის ზოგადი წესები - წესები, რომლებიც ჯდება საზოგადო მორალის ფარგლებში

გ) უსაფრთხოდ გადაადგილება - წითელქუდას ტყეში არსებული ნადირისგან გვერდის


ავლით, მონადირე/რეინჯერებთან ერთად გადაადგილება უსაფრთხო ბილიკებზე.

დ) ქვეითად მოსიარულეთა ინტერესები - ადამიანების გადაადგილება ისე რომ დაცული


იყოს მათი ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე.

ე) მოძრაობის წესი - ფეხით მოსიარულე პირებისთვის, ტყეში მოძრაობის წესი, რაც


გულისხმობს იმას რომ ფიზიკურ პირებს გადაადგილება შეეძლებათ უაფრთხო ბილიკებზე,
შესაბამისი მიმანიშვნებელი ნიშნების დახმარებით.

მუხლი 4. მოძრაობის ტრაქეტორია

1.ფიზიკურ პირებს მოძრაობა შეეძლებათ ტყეში არსებულ სამ ძირითად ბილიკზე.

2. ფიზიკური პირები ტყეში მოძრაობას დაიწყებენ სამხრეთ შესასვლელიდან

მუხლი 5. მოძრაობის ტრაექტორიის მიმანიშნებელი აღნიშვნები


მე-4 მუხლის მიზნებისთვის მოძრაობის ტრაქეტორიის მიმანიშნებელ აღნიშვნებს
მიეკუთვნება:
ა) მიმანიშნებელი ვექტორული ისრები
ბ) რუკა

გ) კილომეტრაჟის აღნიშვნები

დ) „ბილიკზე გადახვევა აკრძალულია“ აღნიშვნები

ე) მონადირე/რეინჯერების ქოხის აღნიშვნები

მუხლი 6. მოძრაობის წესის დარღვევა


1.წითელქუდას ტყეში მოძრაობის წესის დარღვევას მიეკუთვნება:

ა) სამი ძირითადი ბილიკის ავლით სხვა გზით მოძრაობა

ბ) მოძრაობის მიმანიშნებელი აღნიშვნების უგულებელყოფა

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოძრაობის წესის დარღვევით მიყენებულ ზიანზე

წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტი პასუხისმგებლობას


არ იღებს ფიზიკური პირის მხრიდან მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების
უგულებელყოფით მიყენებულ ზიანზე.

მუხლი 8. მოძრაობის წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის


დაკისრება და მისი აღსრულება

1.თუ ლამაზქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის


(შემდგომ, სტრუქტურული ერთეული) უფლებამოსილი პირი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე დაუსწრებლად გამოწერს საჯარიმო
ქვითარს, ამ ჯარიმის გადახდა პირს ეკისრება

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზრვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი


გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით,

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა უნდა


გადაიხადოს მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

4. ჯარიმის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, ამ


მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს სტრუქტურული ერთეული ან
უფლების მქონე პირი დაარიცხავს საურავს საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 1254 მუხლის შენიშვნით გათვალისწინებული შესაბამისი
ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის
გადაუხდელობის შემთხვევაში, პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

You might also like