You are on page 1of 1

While ციკლები

პროგრამირებაში for ციკლებთან ერთად ხშირად იყენებენ while ციკლებს. ორივე მათგანი
შინაარსით აბსოლიტურად იდენტურია (მათი გამოყენებით პითონის ერთ ან რამდენიმე ბრძანებას
ვამეორებთ იმდენჯერ რამდენჯერაც დაგვჭირდება). თუმცა არის შემთხვევები როცა while ციკლის
გამოყენება ბევრად უფრო კომფორტულია ვიდრე for-ის. while არის ინგლისური სიტყვა და
ქართულად ნიშნავს „სანამ“. ციკლის მუშაობაც ამ სიტყვის განმარტებიდან გამომდინარეობს.
While ციკლის დანიშნულებაა შეასრულოს ჩვენთვის საჭირო ბრძანებეი მანამ სანამ რაღაც პირობა
ჭეშმარიტია. განვიხილოთ while ციკლის პროგრამული კოდები:

პირობა

ბრძანება

მოცემული კოდის გაშვებისას სიტყვა “loop” დაიბეჭდება უსასრულოდ. რადგან 1<2 უტოლობა
ყოველთვის ჭეშმარიტია.

ამ შემთხვევაში კი პროგრამა არაფერს დაბეჭდავს, რადგან


პირობა 1>2 არის მცდარი.
განვიხილოთ სხვა მაგალითები:

ამ შემთხვევაში სიტყვა “loop” დაიბეჭდება 5-ჯერ, რადგან i ცვლადის თავდაპირველი


მნიშვნელობა არის 5. ციკლის ყოველ ჯერზე კი მისი
მნიშვნელობა 1-ით კლებულობს. რადგან ციკლი
მუშაობს მანამ სანამ i>0, როდესაც i-ს მნიშვნელობა 0
გახდება ციკლი შეწყვეტს ბეჭვდას.

დავალება:

მოცემული დავალებები შეასრულეთ while ციკლის გამოყენებით.

1) მოცემული გაქვთ 5 ელემენტიანი მასივი a=[1,3,5,7,9]. ციკლის გამოყენებით დაბეჭდეთ


მასივის თითოეული ელემენტი.
2) შექმენით 100 ელემენტიანი მასივი რომლის ელემენტთა მნიშვნელობები მოთავსებული
იენქბა (1;1000) შუალედში.
3) დაწერეთ პროგრამა რომლებიც გამოიტანს რიცხვებს 1-დან 1000-ის ჩათვლით კლებადობით.
4) დაწერეთ პროგრამა რომელიც მომხმარებელს მოსთხოვს რაიმე სიტყვის ან წინადადების
შეყვანას და გამოიტანეთ ეს შეტანილი მონაცემი შებრუნებულად.
5) დაწერეთ პროგრამა რომელიც მომხმარებელს მოსთხოვს რაიმე სიტყვის ან წინადადების
შეყვანას და გამოიტანეთ შეტანილი მონაცემიდან მხოლოდ ხმოვანი სიმბოლოები.
6) დაბეჭდეთ რიცხვები 1 დან 1000-ის ჩათვლით.
7) დაბეჭდეთ 1 დან 1000-ის ჩათვლით ყველა ლუწი რიცხვი.
8) დაბეჭდეთ ყველა ისეთი რიცხვი 1 დან 1000-ის ჩათვლით, რომლებიც იყოფიან 8-ზე.

You might also like