გოგირდი ნიკუშა ქვათაძე

You might also like

You are on page 1of 1

გოგირდი

 პერიოდული სისტემის
მეექვსე ჯგუფის
ელემენტია. მისი
რიგობრივი რიცხვია –16.
მასური რიცხვი 32.
მაშასადამე, ბირთვი
შედგება
16 პროტონისა და 16 ნეიტონისაგან. ბირთვის ირგვლივ
16 ელექტრონია. გოგირდი ტიპური მეტალოიდია, მისი უარყოფითი ვალენტობა ვლინდება
სულფიდებში, ნაერთებში SO2 და SO3 და მათ ნაწარმებში გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არის
+4 და +6. გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი
გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS2 და ეთერში
(C2H2)2O.
გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა ნობილი. ასეთია რომბული, პრიზმული და
პლასტიკური.ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა
მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე
გაცხელებული გოგირდი რომ ცივ წყალში ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს,
რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა.
რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული
მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა
სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება.
პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა
კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.

You might also like