You are on page 1of 173

შოთა გუჯაბიძე

ბუნებრივი გაზის რეგიონული


ეკონომიკური ჰაბი საქართველოში

წარმოდგენილია დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

სადოქტორო პროგრამა - ეკონომიკა

შიფრი - 0311

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისი, 0160, საქართველო

2023 წ

საავტორო უფლება © 2023 წელი შოთა გუჯაბიძე


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

2023 წ

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა


ავტორი: შოთა გუჯაბიძე ფაკულტეტი

დასახელება: „ბუნებრივი გაზის რეგიონული ეკონომიკური ჰაბი საქართველოში“


სადოქტორო პროგრამა: ეკონომიკა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ეკონომიკის დოქტორი
სხდომა
ჩვენ,ჩატარდა
ქვემორე________________________
ხელისმომწერნი ვადასტურებთ, რომ გავეცანით სახელი,
გვარი მიერ შესრულებულ სადისერტაციო ნაშრომს დასახელებით: “ბუნებრივი
გაზის რეგიონული ეკონომიკური ჰაბი საქართველოში” და ვაძლევთ
ინდივიდუალური პიროვნებების ან ინსტიტუტების მიერ
რეკომენდაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ
ზემომოყვანილი დასახელების დისერტაციის გაცნობის მიზნით მოთხოვნის
სოციალურ საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოში მის განხილვას
შემთხვევაში მისი არაკომერციული მიზნებით კოპირებისა და გავრცელების
დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად.
უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს.
- - - - - -, - - - - - - 2023 წელი

სამეცნიერო ხელმძღვანელი/ხელმძღვანელები: პროფესორი

ავტორის ხელმოწერა _____________________პროფესორი

რეცენზენტი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ავტორი ინარჩუნებს დანარჩენ საგამომცემლო უფლებებს და არც
მთლიანი ნაშრომის და რეცენზენტი:––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არც მისი ცალკეული კომპონენტების გადაბეჭდვა ან სხვა
რაიმე მეთოდით რეპროდუქცია დაუშვებელია ავტორის წერილობითი
ნებართვის გარეშე.
ავტორი ირწმუნება, რომ ნაშრომში გამოყენებული საავტორო უფლებებით
დაცულ მასალებზე მიღებულია შესაბამისი ნებართვა (გარდა იმ მცირე ზომის
ციტატებისა, რომლებიც მოითხოვენ მხოლოდ სპეციფიურ მიმართებას ლიტერა-
ტურის ციტირებაში, როგორც ეს მიღებულია სამეცნიერო ნაშრომების შესრულე-
ბისას) და ყველა მათგანზე იღებს პასუხისმგებლობას. 2
რეზიუმე

ნაშრომი ეძღვნება კასპიის გაზის მდიდარი რეგიონიდან საქართველოსა და


შავი ზღვის გავლით ბუნებრივი გაზის ევროპაში ტრანსპორტირების
ეკონომიკურად დასაბუთებული ტექნოლოგიების კვლევა და შერჩევა.
შესწავლილია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების
ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხები.
გაკეთებულია ევროპის გაზით მომარაგების პრობლემების ანალიზი,
გამოვლენილია მათი გამომწვევი მიზეზები და შემოთავაზებულია
ეკონომიკურად დასაბუთებული ახალი გადაწყვეტილებები.
ნაშრომში შესწავლილია საქართველოს შესაძლებლობები და როლი ამ
მიმართულებით არსებული გამოწვევების მოგვარების გზაზე. დადგენილია შავი
ზღვის რეგიონში გაზის წარმოებისა და მოხმარების თავისებურებანი.
გამოვლენილია რეგიონში არსებული გაზის რეზერვები ე.წ. “ზაფხულის გაზი“-ს
სახით, კერძოდ აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალი გაზსადენი, გაზის
სეზონურად არათანაბარი მოხმარების გამო, არათანაბრადაა დატვირთული. მისი
სრულად დატვირთვის შემთხვევაში, გაზაფხული - ზაფხული - შემოდგომის
თვეებში შესაძლებელია 2,5 მლრდ. მ3 - მდე დამატებითი გაზის მიღება.
აზერბაიჯანში „ზაფხულის გაზი“-ს გამოუყენებელი რეზერვები 6 მლრდ. მ 3 / წ
შეადგენს. ირანში, თურქმენეთში, ყაზახეთსა და უზბეკეთში ე.წ. ზაფხულის
გაზის“-ს მოცულობები რამოდენიმე ათეულ მლრდ. მ3 - ს შეადგენს. გაზის ეს
მოცულობები TANAP - ის მაგისტრალური მილსადენების მაქსიმალური
დატვირთვის პირობებშიც კი აუთვისებელი დარჩება. კასპიის გაზის
მწარმოებელი ქვეყნებიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მოწყობილ
მიწისქვეშა გაზსაცავში ე.წ. „ზაფხულის გაზის“ აუთვისებელი რესურსის
აკუმულირება, შემდეგ კი ზამთრის პერიოდში შავი ზღვის გავლით ევროპის
ქვეყნებში მიწოდება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ ენერგეტიკულ
უსაფრთხოებას.
ნაშრომში მოცემულია საქრთველოს შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ
გეოლოგიურ სტრუქტურებში დიდი მოცულობის, საერთაშორისო
დანიშნულების მიწისქვეშა გაზსაცავთა (UGS) სისტემის მშენებლობის
ეკონომიკური ასპექტები. შესწავლილია კასპიის რეგიონის ქვეყნებიდან
საქართველოში გაზის არსებული და მშენებარე ინფრასტრუქტურა და
დადგენილია საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე მისი ტრანსპორტირების
შესაძლებლობები.
თეორიული კვლევების საფუძველზე შემუშავებულია LNG-სა და UGS-ის
მასშტაბირებადი* საწარმოების ეკონომიკური მოდელი. ნაჩვენებია, რომ
მოდულური წარმოების მასშტაბირების ეფექტის გამოყენების შედეგად LNG
ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ღირებულება 50%-მდე მცირდება.
LNG-სა და UGS-ის მასშტაბირებადი საწარმოების ეკონომიკური მოდელის
გამოყენებით შემუშავებულია გაზის საზღვაო ტრანსპორტირების
ტექნოლოგიების შედარებითი ეკონომიკური მეთოდოლოგია შავი ზღვის
რეგიონისათვის. ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით დადგენილია საქართველოს
შავი ზღვის სანაპიროდან ევროპის პორტებში გაზის ტრანსპორტირების
თანამედროვე ტექნოლოგიების (LNG-ს, CNG-სა და „მილსადენის“)

3
რეალიზაციისათვის საჭირო კაპიტალური და საექსპლოატაციო დანახარჯები.
გაანგარიშებულია გაზის ტრანსპორტირების ტარიფები ევროპის სამიზნე
პორტებამდე. გაკეთებულია მათი შედარებითი ანალიზი, გამოვლენილია LNG-ს
ტექნოლოგიების უდავო ეკონომიკური უპირატესობები სხვა მეთოდებთან
შედარებით და დასაბუთებულია საქართველოს შავი ზღვის პორტში მცირე და
საშუალოტონაჟიანი გათხევადებული ბუნებრივი გაზის (LNG) საექსპორტო
ტერმინალის მშენებლობის ეკონომიკური ეფექტურობა. ნაჩვენებია მისი
უპირატესობანი არსებულ "White stream“ და „AGRI“ პროექტებთან შედარებით.
კვლევის შედეგების საფუძველზე, შემუშავებული და ეკონომიკურად
დასაბუთებულია პროექტი „Black sea LNG”, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში
გაზის დამატებითი მოცულობების მიწოდების მიზნით, საქართველოს შავი
ზღვის სანაპიროსთან, ყულევის პორტში, მოდულური წარმოების
მასშტაბირებადი LNG-ს ტერმინალისა და მის სიახლოვეს მიწისქვეშა გაზსაცავის
მშენებლობას. ნაჩვენებია აღნიშნული პროექტის ფარგლებში კასპიის
რეგიონიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროპაში დამატებითი
მოცულობის გაზის დივერსიფიცირებული, როგორც რუსეთისაგან ასევე
თურქეთისაგან დამოუკიდებელი, გზით მოკლე დროში მიწოდების
ეკონომიკური უპირატესობა.
აღნიშნული საკითხების მოგვარება საშუალებას მისცემს საქართველოს
იზრუნოს კიდევ ერთ ახალ ინიციატივაზე - შავი ზღვის სანაპიროზე გაზის
რეგიონალური ჰაბის ფორმირებაზე. ამის საშუალებას იძლევა კასპიის რეგიონის
ხუთივე ქვეყანასთან (აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან, ყაზახეთთან, ირანთან და
რუსეთთან) არსებული და მშენებარე ინფრასტრუქტურული კავშირები და
ალტერნატიულ გაზზე მოთხოვნები სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე
რეგიონში.

4
ABSTRACT

This paper is dedicated to the research and selection of economically substantiated


technologies for transporting natural gas from the Caspian gas-rich region to Europe via
Georgia and the Black Sea. We have studied the issues of energy independence and security
of Central and South-Eastern European countries. We present analysis of gas supply
problems in Europe, define their reasons and propose new economically justified solutions.
We have explored capabilities and role of Georgia on the road of solving the
challenges in the given direction. The peculiarities of production and consumption of gas in
the Black Sea region have been studied. Existing gas reserves in the region have been
identified in the form of "summer gas" - namely, the gas pipeline coming from Azerbaijan to
Georgia is unevenly loaded due to the uneven seasonal consumption of gas during the year.
In the event of its full load, it is possible to receive up to 2.5 bcm of additional gas during
the spring-summer-autumn months. Unused reserves of "Summer Gas" in Azerbaijan
amount to 6 bcm/year. In Iran, Turkmenistan, Kazakhstan and Uzbekistan, the volumes of
the so-called "summer gas" amount to several tens of bcm. These volumes of gas will
remain unconsumed even under the conditions of maximum load of TANAP main pipelines.
Accumulating the unconsumed resource of the so-called "summer gas" from the Caspian
gas-producing countries in the underground gas storage on the Black Sea coast of Georgia,
and then supplying it to European countries via the Black Sea during the winter period will
significantly improve the energy security of these countries.
This paper presents the economic aspects of the construction of a large-volume
international UGS system in the geological structures near the Black Sea coast of Georgia.
We have explored the existing and under-construction infrastructure of gas from the
countries of the Caspian region to Georgia and found the possibilities of its transportation
through sea coast of Georgia.
Based on research, an economic model of scalable LNG and UGS enterprises has been
developed. It is proven that the investment cost of LNG terminal construction is reduced by
up to 50% as a result of using the scaling effect of modular production.
Using the economic model of scalable LNG and UGS enterprises, a comparative
economic methodology of marine gas transportation technologies has been developed for the
Black Sea region. Using this methodology, we have determined capital and operating costs
necessary for the implementation of modern gas transportation technologies from the Black
Sea coast of Georgia to European ports. We have made their comparative analysis and
revealed uncontested economic advantages of LNG technologies compared to other
methods. We have substantiated economic efficiency of the construction of a small and
medium-tonnage liquefied natural gas (LNG) export terminal in the Black Sea port of
Georgia.
Based on the results of the research, the "Bleck sea LNG" project has been developed
and economically substantiated. The project envisages construction of a scalable LNG
terminal of modular production and an underground gas storage facility near the Black Sea
coast of Georgia, with the purpose of supplying additional volumes of gas to Europe. We
have proven economic advantage of delivering additional volumes of gas from the Caspian
region to Europe via Georgia and the Black Sea in a diversified way, independently from
Russia and Turkey.
Solving the mentioned issues will allow Georgia to take care of another new initiative
- the formation of a regional gas hub on the Black Sea coast. This is possible thanks to
existing and being under-construction infrastructure connections with all five countries of

5
the Caspian region and alternative gas demands in the target region of South-Eastern
Europe.

შინაარსი

რეზიუმე...............................................................................................................................4
ABSTRACT............................................................................................................................6
შინაარსი...............................................................................................................................7
ცხრილების ნუსხა...............................................................................................................9
ნახაზების ნუსხა...............................................................................................................11
ნაშრომში გამოყენებული ტერმინებისა და აბრივიატურების ნუსხა.....................13
შესავალი............................................................................................................................15
ლიტერატურის მიმოხილვა............................................................................................21
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარების
ეკონომიკური მეთოდებისა და გაზით ვაჭრობის ორგანიზაციული
სტრუქტურების შესახებ ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი...........................21
გაზის ჰაბები-ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი...........................27
შედეგები და მათი განსჯა...............................................................................................33
თავი 1. ბუნებრივი აირის მოხმარების თავისებურებები და ევროპის
ენერგეტიკული უსაფრთხოება......................................................................................33
1.1. ბუნებრივი აირის მოხმარება და გამოწვევები.....................................................33
1.2. ევროპაში მოქმედი გაზის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი
დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი......................................................................38
1.3. ევროკავშირის სტრატეგია.......................................................................................43
1.4. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები............................................................44
1.4.1. გაზის ინფრასტრუქტურა რეგიონში...........................................................46
1.4.2. გათხევადებული ბუნებრივი გაზი...............................................................49
1.4.3. მილსადენებით გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია.................................54
1.4.4. მიწისქვეშა გაზსაცავები................................................................................60
1.5. ინიციატივა რეგიონში „ზაფხულის გაზი“-ს არსებული რესურსების
ათვისების შესახებ............................................................................................................68
1.6. ძირითადი დასკვნები...............................................................................................76
თავი 2. შავ ზღვაზე გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარებითი
ეკონომიკური მოდელირება...........................................................................................78
2.1. მასშტაბირებადი მოდულური წარმოების ეკონომიკური მოდელირება........78
2.2. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ეკონომიკური ასპექტები......................85
2.2.1. გეოლოგიური საძიებო და კვლევითი სამუშაოები.....................................85
2.2.2. პროექტირება.................................................................................................86
2.2.3. საამშენებლო სამუშაოებზე გასაწევი ხარჯების წინასწარი შეფასება..........89
2.2.4. გაზსაცავის ექსპლოატაციის ეკონომიკური ასპექტები...............................90
2.2.5. გაზის შენახვის თვითღირებულება.............................................................93
2.3. გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარებითი ეკონომიკური
მეთოდოლოგია.................................................................................................................94

6
2.4. ძირითადი დასკვნები...............................................................................................98
თავი 3. საქრთველოდან შავი ზღვის გავლით გაზის ტრანსპორტირების
ტექნოლოგიების შედარებითი ეკონომიკური შეფასება...........................................99
3.1. საწყისი მონაცემები საზღვაო ტრანსპორტირების მოდელირებისათვის....101
3.2. კაპიტალური დანახარჯების ანგარიში...............................................................112
3.3. ტრანსპორტირების ტარიფები და მიღებული შედეგების ანალიზი.............118
3.4. ძირითადი დასკვნები.............................................................................................121
თავი 4. კვლევის შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა.......................................123
4.1. პროექტი „Black sea LNG”........................................................................................124
4.1.1. ტერმინალის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები...........................125
4.1.2. მიწისქვეშა საცავი და მცირეტონაჟიანი LNG.............................................127
4.1.3. სახმელეთო ტერმინალის მშენებლობის და ექსპლოატაციის ეკონომიური
ეფექტურობა.........................................................................................................128
4.1.4. ტერმინალის განლაგების ადგილი............................................................134
4.1.5. ტერმინალის ტექნიკური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები..................137
4.1.6. შესაძლო კონკურენტები.............................................................................140
4.1.7. პროექტ „Black sea LNG”-ის ძირითადი მაჩვენებლები...............................143
4.1.8. ძირითადი დასკვნები.................................................................................147
4.2. ინიციატივა საქართველოში რეგიონალური გაზის ჰაბის ფორმირების
შესახებ..............................................................................................................................149
4.2.1. გაზის კრიზისი და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის
გზები....................................................................................................................149
4.2.2. შავ ზღვაზე გაზის ჰაბის ფორმირების წინაპირობები და შესაძლო
კონკურენტები......................................................................................................152
4.2.3. საქართველოში რეგიონალური გაზის ჰაბის შექმნის მექანიზმები..........156
4.2.4. ძირითადი დასკვნები.................................................................................160
დასკვნა.............................................................................................................................162
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა.......................................................................166

პირდაპირი საინვესტიციო დანახარჯები მცირე და მსხვილ ტონაჟიანი LNG-ის წარმოებაში

პირდაპირი საინვესტიციო დანახარჯები მცირე და მსხვილ ტონაჟიანი LNG-ის წარმოებაში

7
ცხრილების ნუსხა

ცხრილი 1 ბუნებრივი გაზის ჰაბის ტიპები და მახასიათებლები 29


ცხრილი 2 ევროპის გაზის ჰაბების განვითარების დონეები 32
ცხრილი 3 აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის დარგის განვითარების
სტრატეგიული გეგმები 45
ცხრილი 4 გაზსადენი-ინტერკონექტორები ევროპაში 46
ცხრილი 5 ევროპაში იმპორტირებული LNG მოცულობები 51
ცხრილი 6 მიწისქვეშა გაზსაცავები ევროპაში 61
ცხრილი 7 UGS-დან ამოღებულ გაზზე დღეღამური მოთხოვნი სუზრუნველყოფის
კოეფიციენტი 63
ცხრილი 8 რუსული გაზის მიწოდების 6 თვით შეწყვეტის შედეგები 64
ცხრილი 9 რეგიონში არსებული „ზაფხული გაზის“ ჯამური რეზერვები. 73
ცხრილი 10 პირდაპირი საინვესტივიო დანახარჯები მცირე და მსხვილ
ტონაჟიანი LNG წარმოებაში 82
ცხრილი 11 გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებზე საჭირო დანახარჯები 88
ცხრილი 12 UGS-ის მშენებლობისთვის საჭირო დანახარჯების შეფასება 89
ცხრილი 13 UGS-ების მომსახურების ევროპული სტანდარტები 91
ცხრილი 14 უკრაინის გაზსაცავებში გაზის ტარიფების ცვლილების დინამიკა
93
ცხრილი 15 გაზის შენახვის თვითღირებულების ანგარიში ანალოგების
მიხედვით 94
ცხრილი 16 მანძილები პორტ ყულევიდან სამიზნე პორტებამდე 100
ცხრილი 17 ეკონომიკური ეფექტიანობის დასადგენად საჭირო საწყისი
მონაცემები და დაშვებები 101
ცხრილი 18 საპროექტო ობიექტების შემადგენლობა 102
ცხრილი 19 განსახილველი დისტანციები და გაზის ტრანსპორტირების
მოცულობები 102
ცხრილი 20 1079 კმ-იანი საზღვაო გაზსადენის ტექნიკური მაჩვენებლები 104
ცხრილი 21 2000 კმ-იანი საზღვაო გაზსადენის ტექნიკური მაჩვენებლები 105
ცხრილი 22 LNG ქარხნის გაზსადენის განშტოების ტექნიკური მაჩვენებლები
106
ცხრილი 23 მიმღები ტერმინალის გაზსადენის განშტოების ტექნიკური
მაჩვენებლები 106
ცხრილი 24 LNG ტექნოლოგიით ტრასპორტირების გაანგარიშებისათვის საჭირო
საწყისი მონაცემები 109
ცხრილი 25 LNG ტუმბოების მწარმოებლობა 109
ცხრილი 26 LNG-ის გაზმზიდების საანგარიშო რაოდენობა და ტევადობა 109
ცხრილი 27 CNG-ის დაატვირთვისთვის 5 კმ სიგრძის მილსადენის განშტოების
ტექნიკური მაჩვენებლები 110
ცხრილი 28 27 CNG-ის განტვირთვის 5 კმ სიგრძის მილსადენის განშტოების
ტექნიკური მაჩვენებლები 111

8
ცხრილი 29 CNG-ს გაზმზიდების რაოდენობა 112
ცხრილი 30 კაპიტალური დანახარჯები 1079 კმ სიგრძის საზღვაო გაზსადენზე
112
ცხრილი 31 კაპიტალური დანახარჯები 2000 კმ სიგრძის საზღვაო გაზსადენზე
113
ცხრილი 32 კაპიტალური დანახარჯები გაზის LNG-ის სახით ტრანსპორტირების
ტექნოლოგიისათვის 114
ცხრილი 33 კაპიტალური დანახარჯები გაზის CNG-ის სახით ტრანსპორტირების
ტექნოლოგიისათვის 115
ცხრილი 34 ხვედრითი კაპიტალური დანახარჯები საზღვაო გაზსადენებზე
117
ცხრილი 35 ხვედრითი კაპიტალური დანახარჯები LNG-ის ტექნოლოგიაზე
117
ცხრილი 36 ხვედრითი კაპიტალური დანახარჯები CNG-ის ტექნოლოგიაზე
117
ცხრილი 37 გადაზიდვის ტარიფები 118
ცხრილი 38 გაზის საექსპორტო ტერმინალის მოწყობის ტიპების შედარება
126
ცხრილი 39 LNG ტერმინალის საცავის საშუალო საექსპლოატაციო ხარჯები
127
ცხრილი 40 ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 1079კმ)
128
ცხრილი 41 ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 2000კმ)
129
ცხრილი 42 ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 3092კმ)
130
ცხრილი 43 ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 3997კმ)
131
ცხრილი 44 ყულევის პორტის ნავმისადგომის მახასიათებლები 136
ცხრილი 45 LNG-ის ქარხნის პროექტის რეალიზაციის პირობითი სქემა 139
ცხრილი 46 კასპიის რეგიონის ქვეყნების გაზის მარაგები 153

9
ნახაზების ნუსხა

ნახ. 1 ევროპის გაზის ჰაბები 31


ნახ. 2 ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის პროგნოზი 2050 წლამდე. 33
ნახ. 3 გაზზე მოთხოვნის პროგნოზი 2010-2030 წ. 33
ნახ. 4 ევროპის ქვეყნების მიერ მოხმარებული გაზი და რუსეთის როლი
მათი გაზით მომარაგებაში. 34
ნახ. 5 ევროპის რეგიონებად დაყოფის სქემა. 35
ნახ. 6 გაზის დარგის მაჩვენებლები ევროპის ქვეყნებისათვის. 35
ნახ. 7 რუსეთის წილი ევროპაში მოხმარებული გაზის იმპორტში 36
ნახ. 8 გაზის მოხმარების პროგნოზი ევროპაში წლების მიხედვით 37
ნახ. 9 გაზის მოცულობების ზრდის პროგნოზი მომავალი 10 წლისთვის.
38
ნახ. 10 ევროპის გაზის ვერტიკალური დერეფანი. 49
ნახ. 11 გათხხევადებული ბუნებრივი გაზი მსოფლიო ომპორტში 50
ნახ. 12 სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის LNG-ის ტერმინალები 52
ნახ. 13 ევროპის გაზით მომარაგების ძირითადი წყაროები 54
ნახ. 14 პროექტი TAP 57
ნახ. 15 პროექტი AGRI 59
ნახ. 16 ევროპის ქვეყნების უზრუნველყოფა გაზსაცავებით 62
ნახ. 17 გაზის მოხმარების სეზონურობა საქართველოში 69
ნახ. 18 ზაფხულის გაზის რეზერვები საქართველოში 69
ნახ. 19 ელ. ენერგიის გამომუშავებაზე გაზის მოხმარების სეზონურობა
აზერბაიჯანში 70
ნახ. 20 ელ.ენერგიის გამომუშავების სეზონურობით გამოწვეული
„ზაფხულის გაზის“ რეზერვები აზერბაიჯანში. 71
ნახ. 21 მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარების სეზონურობა აზერბაიჯანში
71
ნახ. 22 „ზაფხულის გაზი“-ს რეზერვი აზერბაიჯანში მოსახლეობის მიერ
მოხმარებულ გაზზე. 72
ნახ. 23 გაზსადენ TANAP-ში წლის განმავლობაში გატარებული გაზის

10
უთანაბრობა. 72
ნახ. 24 TANAP-ის „ზაფხულის გაზის“ რეზერვები 73
ნახ. 25 მცირეტონაჟიანი LNG-ის წარმოების ინვესტიციები წლების მიხედვით
83
ნახ. 26 პროექტ AGRI-ის ინვესტივიების მოცულობა წლების მიხედვით 83
ნახ. 27 პროექტ AGRI-ის და მცირეტონაჟიანი LNG-ის წარმოების ჯამური
კაპიტალური დანახარჯების შედარება 83
ნახ. 28 დანახარჯების სტრუქტურა მგს-ს მშენებლობაზე სხვადასხვა ქვეყნებში
90
ნახ. 29 კაპიტალური დანახარჯები 1079 კმ სიგრძის საზღვაო გაზსადენზე
113
ნახ. 30 კაპიტალური დანახარჯები 2000 კმ სიგრძის საზღვაო გაზსადენზე
113
ნახ. 31 კაპიტალური დანახარჯების სტრუქტურა საზღვაო გაზსადენებისთვის
114
ნახ. 32 კაპიტალური დანახარჯების სტრუქტურა LNG ტექნოლოგიებზე 115
ნახ. 33 შავ ზღვაზე გაზის ტრანსპორტირების ტარიფები 119
ნახ. 34 ტარიფები 2000 კმ-იანი დისტანციისთვის 119
ნახ. 35 ტარიფები 3092 კმ-იანი დისტანციისთვის 119
ნახ. 36 ტარიფები 3997 კმ-იანი დისტანციისთვის 120

ნახ. 37 ზღვაზე გაზის გადაზიდვის ვარიანტების შეფასება კაპიტალური


დანახარჯების მიხედვით 126
ნახ. 38 LNG-ის წარმოების დანახარჯების სტრუქტურა 127
ნახ. 39 სახმელეთო ტერმინალის მშენებლობის კაპიტალური დანახარჯები
132
ნახ. 40 სახმელეთო ტერმინალის ეკონომიკური ეფექტურობა სხვადასხვა
დისტანციაზე 132
ნახ. 41 სხვადასხვა დისტანციაზე გადაზიდვის ტარიფები 132
ნახ. 42 მცირე, საშუალო და მსხვილტონაჟიანი LNG-ის საექსპლოატაციო
დანახარჯები 133
ნახ. 43 დანახარჯების სტრუქტურა გაზის 1079 კმ ტრანსპორტირების
შემთხვევაში (LNG ტექნოლოგიით) 133
ნახ. 44 დანახარჯების სტრუქტურა გაზის 3997 კმ ტრანსპორტირების
შემთხვევაში (LNG ტექნოლოგიით) 134
ნახ. 45 ფოთის საზღვაო ნავსადგური 135
ნახ. 46 ყულევის პორტი 135
ნახ. 47 ყულევის პორტში LNG-ს ტერმინალის გეგმა 137
ნახ. 48 მცირეტონაჟიანი LNG-ის ქარხნის მოდულების სქემა 137
ნახ. 49 ყულევის საპროექტო LNG-ის ტერმინალის ვიზუალიზაცია 138
ნახ. 50 აშშ-დან ევროპაში გაზის ექსპორტის ღირებულების სტრუქტურა 142

11
ნაშრომში გამოყენებული ტერმინებისა და აბრივიატურების ნუსხა

TANAP - ტრანს -ანატოლიის მილსადენი;


TAP - ტრანს-ადრიატიკული მილსადენი;
AGRI - აზერბაიჯან-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორი;
WS - (White Stream) გაზსადენი „თეთრი ნაკადი“;
USGS -აშშ-ს გეოლოგიური სამსახური;
Unbundling - კომპანიების საქმიანობის განცალკევების პროცესი, რომელიც
ნიშნავს, რომ ერთი კომპანია ერთად აღარ განახორციელებს განაწილებისა და
მიწოდების საქმიანობას.
OIES – Oxford Institute Of Energy Studies - ენერგეტიკის კვლევის ოქსფორდის
ინსტიტუტი.
EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი;
EBRD - ევროპის ბანკი განვითაარებისა და რეკონსტრუქციისათვის;
ERDF - რეგიონალური განვითარების ევროპული ფონდი;
KFW - გერმანული განვითარების ბანკი;
EaPTC - ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ტერიტორიული
თანამშრომლობის ფონდი;
IBR - ბულგარეთისა და რუმინეთის დამაკავშირებელი გაზსადენი -
ინტერკონექტორი;
ITB - ბულგარეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი -
ინტერკონექტორი;

12
IBS - ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენი -
ინტერკონექტორი;
IGB - ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელი გაზსადენი -
ინტერკონექტორი;
ROHUAT - რუმინეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენი -
ინტერკონექტორი;
EEPR - ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ნახშირწყალბადების შენახვის
ხელშემწყობი ევროპის ენერგეტიკული რეაბილიტაციის პროგრამა;
SCP - სამხრეთ კავკასიური მილსადენი;
CEF - მაგისტრალური ქსელების, თხევადი გაზის ტერმინალებისა და გაზ-
საცავების პროექტების ხელშემწყობი ევროპის ჩართულობის ფონდი;
CCS - ნახშირწყწლბადების შენახვისა და მართვის ხელშემწყობი პროგრამა
CF - ევროპის ქვეყნების შეკავშირებისა და ეკონომიკური უთანაბრობის
შემცირებისაკენ მიმართული ფონდი;
SGC - გაზის სამხრეთის კორიდორი
VGC - გაზის ვერტიკალური დერეფანი;
FSRU - მცურავი სარეგაზიფიკაციო გაზსაცავი;
TPA - Third Party Access გამოხატავს გაზსაცავებზე მესამე პირთათვის
არადისკრიმინაციულ წწვდომას;
LNG - გათხევადებული ბუნებრივი გაზი;
დაკ - დღიური ამოღების კოეფიციენტი(გაზის);
IGB - გაზსადენი საბერძნეთი-ბულგარეთი;
IGT - ინტერკონექტორი კარაჯაიბეი-კომოტინი;
DEPA - საბერძნეთის გაზის კორპორაცია;
CFE - Connecting Europe Facility - დაფინანსების პროგრამა ევროპაში ახალი
ტრანსსასაზღვრო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა ან
არსებულის რეაბილიტაციისა და განახლებისთვის;
CNG - შეკუმშული ბუნებრივი გაზი;
Nabucco - საერთაშორისო გაზსადენი ნაბუქო;
ITGI - საერთაშორისო გაზსადენი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია;
TCP - ტრანსკასპიური მილსადენი;
SEEP - სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის გაზსადენი;
IRR - მომგებიანობის შიდა ნორმა;
NPV - წმინდა მიმდინარე ღირებულება;
DPI - დისკონტირებული მომგებიანობის ინდექსი;
GIIGN - გათხევადებული გაზის საერთაშორისო კვლევის ჯგუფი;
SOCAR - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია „სოკარი“;
IGU - გაზის საერთაშორისო გაერთიანება;
Marmara Ereglis - თურქეთის LNG ტერმინალი მარმარილოს ზღვაში.
Alexandroupolis LNG - ბულგარეთისა და საბერძნეთის ერთობლივი LNG
ტერმინალი ქ.ალექსანდრუპოლისში. ეგეოსის ზღვაზე;
ROMGAZ - გაზის მწარმოებელი რუმინული სახელმწიფო კომპანია;
MVM Zrt - უნგრეთის ენერგეტიკული კომპანია;
UGS - მიწისქვეშა გაზსაცავი;

13
IRIS - საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების
ინსტიტუტი;
GIE - ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის ოპერირების კომპანია;
IMF - საერთაშორეისო სავალუტო ფონდი;
BP - კომპანია „ბრიტიშ პეტროლიუმ“-ი;
IMO - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია;
VERCOCY - ნიდერლანდური ბიზნეს კონსალტინგური კომპანია;
ARERA - იტალიის ენერგეტიკის, ქსელებისა და გარემოს მარეგულირებელი
ორგანო;
Henry Hub - გაზის ჰაბი ამერიკაში(ლუიზიანა);
NBP - National Balancing Point - გაზის ჰაბი დიდ ბრიტანეთში);
TTF - Title Transfer Facility - გაზის ჰაბი ნიდერლანდებში;
ZEE - გაზის ჰაბი ბელგიაში (ბრიუგე);
NTMEX - New York Mercantile Exchange - ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟა;
TEP - Ehird Energy Package - ევროკავშირის საკანონმდებლო პაკეტი
საერთაშორისო ენერგო ბაზრის გაუმჯობესებისა და განვითარებისთბის;

შესავალი

თემის აქტუალობა. თანამედროვე საქართველოს ევროპასთან ინტეგრა-ციის


პროცესებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კასპიის ნახშირწყალბად-ებით
მდიდარი რეგიონის ათვისება, რაც ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული
უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი გახდა. გაიზარდა
ინტერესი საქრთველოს მიმართ და დაიწყო ნავთობისა და გაზის ევროპაში
ტრანსპორტირების თანამედროვე ინფრასტუქტურის ფორმირება.
სახელგანთქმულმა მეცნიერმა დ. მენდელეევმა 1880 წელს წამოაყენა იდეა
ბაქოდან-ბათუმამდე საექსპორტო ნავთობსადენის შენებლობის შესახებ.
მართლაც, ნავთობსადენი აშენდა 1897 წელს და ექსპლოატაციაში შევიდა 1907
წელს. ამ ნავთობსადენის ბაზაზე 1997-1999 წლებში აშენდა ბაქო-სუფსის
ნავთობსადენი. 2005-2006 წლებში აშენდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ-
სადენი. 2008 წლიდან დაიწყო ნავთობსადენით ყაზახეთის ნავთობის, ხოლო 2011
წლიდან კი თურქმენეთის ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირება.

14
ტრანსანატოლიური მილსადენის (TANAP) იდეა პირველად გაჟღერდა 2011
წელს, სტამბოლში ორგანიზებული მესამე შავი ზღვის ენერგეტიკისა და
ეკონომიკის ფორუმზე. ამავე წელს თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობ-ებმა
ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანიდან
საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპაში მიმავალი საექსპორტო
გაზსადენის პროექტის განვითარების შესახებ. მისი რეალიზაცია მოხდა 2015-
2018 წლებში. მომავალში დაგეგმილია TANAP-ის გამტარუნარიანობის
ეტაბობრივი გაზრდა.
ამ მილსადენების მშენებლობით საფუძველი ჩაეყარა „აღმოსავლეთ-
დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ ფორმირების პროცესს, რასაც დასაბამი
მიეცა 1992 წელს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „დიდი
აბრეშუმის გზის“ აღდგენის კონცეფციით.
„აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტების
განხორციელებით საქართველომ შეიძინა სატრანზიტო ქვეყნის სტრატეგიული
ფუქცია. ამ პროცესებმა ხელი შეუწყვეს საქართველოსადმი ევროპის
განვითარებული ქვეყნების მზარდ მხარდაჭერას, მის უსაფრთხო, მშვიდობიან და
დემოკრატიულ განვითარებას და უცხოური საინვესტიციო სახსრების
დაბანდებისათვის მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბებას.
გაზის მიღების გზების დივერისიფიკაცია და ბუნებრივი გაზის
დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ევროპის ქვეყნებისათვის ძალზე
აქტუალური საკითხია.
საჭიროა ახალი იდეები და ინიციატივები, რათა საქართველომ უფრო
სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები ამ
მიმართულებით.
ნაშრომის მიზანია გაზის ზღვაზე ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
შედარებითი ეკონომიკური ანალიზის მეთოდის შემუშავება და ეკონომიკურად
დასაბუთებული ვარიანტის შერჩევა შავი ზღვის რეგიონისათვის, რაც ხელს
შეუწყობს კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის მიწოდების გაზრდას და შექმნის
გაზის რეგიონალური ჰაბის ფორმირების აუცილებლობას.
ჩატარებული კვლევები. ნაშრომში გაკეთებულია ევროპის გაზით
მომარაგების პრობლემების ანალიზი, გამოვლენილია მათი გამომწვევი მიზეზები

15
და შემოთავაზებულია ეკონომიკურად დასაბუთებული ახალი
გადაწყვეტილებები.
ევროპის ბუნებრივი გაზით მომარაგების თავისებურებებისა და მის წინაშე
მდგარი ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ
საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავსი ჩართულობა მათი
მოგვარების საქმეში. ამას ხელს უწყობს ევროპაში, ენერგეტიკის სფეროში, დღეს
მოქმედი რეგულაციები და საქართველოს შესაძლებლობები.
ენერგეტიკული უსაფრთხოების უმთავრესი საკითხები რუსეთიდან გაზის
მიწოდების შეწყვეტის სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში მათი მოქმედების
სტრატეგიას ეხება. გაზის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში რუსეთი
არაერთხელაა შემჩნეული. ამის კარგი მაგალითია, 2021 წლის შემოდგომაზე
რუსეთის მიერ ევროპის გაზსაცავების ხელოვნურად დაცარიელება, რამაც გაზის
არნახული კრიზისი გამიწვია. 2022წლის თებერვალში, კი რუსეთის უკრაინაში
შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ევროპის გაზით მომარაგება. ევროპას
ენერგეტიკული კრიზისის საფრთხე დაემუქრა. ამიტომაა, რომ მიწისქვეშა
გაზსაცავებში საჭირო რაოდენობის მარაგების შექმნა და გაზის მიწოდების
წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების
ქვაკუთხედადაა აღიარებული.
მიწისქვეშა გაზსაცავების მშენებლობა განსაკუთრებული გეოლოგიური
აგებულების მქონე სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. ასეთი სტრუტურები
ევროპის კონტინენტზე არათანაბრადაა განაწილებული - მეტია დასავლეთ
ევროპის ქვეყნებში და ნაკლებია (ან საერთოდ არ არის) ცენტრალურ და სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ანალოგიური მდგომარეობაა გაზის მიწოდების
წყაროების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებითაც. გაზის მიწოდების
რუსეთისაგან დამოუკიდებელი წყაროები ადვილად გამოძებნეს ევროპის
სანაპიროებზე განლაგებულმა ქვეყნებმა. ისინი გაზს ახალ-ახალი
მომწოდებლებიდან (აშშ-დან, ნორვეგიიდან, კატარიდან, ეგვიპტიდან და სხვა)
გათხევადებული სახით იღებენ სპეციალური გაზმზიდი გემების საშუალებით.
ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები კი მოკლებულნი
არიან ასეთ შესაძლებლობას-ნაწილს საერთოდ არა აქვს ზღვაზე გასასვლელი,
ნაწილი კი განლაგებულია შავი ზღვის რეგიონში, რომელიც დარდანელისა და

16
ბოსფორის სრუტეებზე თურქეთის მიერ დაწესებული აკრძალვების გამო
შეუღწეველია გაზმზიდი გემებისათვის.
მეცნიერული სიახლე და ძირითადი შედეგები. ჩატარებული კვლევების
საფუძველზე:
შესწავლილია ევროპაში გაზის სექტორის არსებული მდგომარეობა,
გამოწვევები და ტენდენციები. ნაჩვენებია ბუნებრივი გაზის მიწოდების
წყაროების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა რუსეთზე დამოკიდებულების
შესამცირებლად. დადგენილია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების
გაზსაცავები ვერ უზრუნველყოფენ მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას როგორც
დღეღამური ამოღების მაჩვენებლით - ისე მუშა (აქტიური) მოცულობით.
დეფიციტი შეადგენს 12,5 მლრდ.მ3/წ-ში.
დადგენილია უკვე არსებული AGRI და White Stream პროექტების
რეალიზაციის შემაფერხებელი ეკონომიკური და ტექნიკური გარემოებები,
კერძოდ - არ გაკეთებულა: საქართველოს გავლით ევროპაში გაზის ტრანსპო-
რტირების ყველა არსებული მეთოდის შედარებითი ეკონომიკური შეფასება;
წარმოებისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული
ეკონომიკური კვლევა და ოპტიმალური ვარიანტების შეჩევა; აზერბაიჯანის
გაზის რესურსების ობიექტურად შეფასება და საქართველოზე გასატარებელი
გაზის საპროგნოზო სატრანზიტო მოცულობების დადგენა.
გამოვლენილია რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის რეზერვი ე.წ.
„ზაფხულის გაზის“-ს სახით (საქართველოსა და აზერბაიჯანში მისი მოცულობა 8
მლრდ.მ3/წ-ზე მეტია. კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნებში აღნიშნული გაზის
რეზერვი ჯამურად 40 მლრდ.მ3/წ-აჭარბებს), რომლის ტრანსპორტირებაც ვერ
მოხერხდება TANAP-ის ან სხვა მაგისტრალური მილსადენის საშუალებით და
დასაბუთებულია მინიმალური დანახარჯებით მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში ტრანსპორტირების ტექნოლოგია;
შემუშავებულია გაზის საზღვაო ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
შედარებითი ეკონომიკური მეთოდი შავი ზღვის რეგიონისათვის და
გაკეთებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ევროპის პორტებში გაზის
ტრანსპორტირების თანამედროვე ტექნოლოგიების (LNG-ს, CNG-სა და

17
„მილსადენის“) ეკონომიკური შედარება და დასაბუთებულია გაზის თხევადი
სახით მიწოდების ეკონომიური ეფექტურობა;
დასაბუთებულია, რომ შავი ზღვის ფარგლებში 13 მლრდ.მ 3/წ-მდე გაზის
მისაწოდებლად ყველაზე ეფექტური ვარიანტია მისი LNG-სახით მიწოდება და
სამაცივრო საცავის ნაცვლად მგს-ის გამიყენება, ამ შემთხვევაში ტარიფი 19-8
ევროა/ათას.მ3 (100კმ-ზე). 13 - 22,75 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში საზღვაო
მილსადენების უპირატესობა უმნიშვნელოა, ტარიფი 8-5 ევრო/ ათას.მ 3-ია (100კმ-
ზე). 0,72-4,0 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში საზღვაო მილსადენით ტრანსპორტირება
ყველაზე ცუდი ვარიანტია და ტარიფი 50-20 ევრო/ათას.მ3-ს (100კმ-ზე) შეადგენს.
0,72-8,0 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში LNG*-სა და CNG-ს ტარიფები დაახლოებით
თანაბარია, საზღვაო მილსადენების ტარიფებზე დაბალია და 15-10 ევრო/ათას.მ 3
(100კმ-ზე) დიაპაზონში იცვლება.
გამოკვლეულია საქართველოს შავი ზღვის პორტ ყულევში გაზის
გათხევადების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისა და ევროპის ქვეყნებში
თხევადი გაზის ტრანსპორტირების ახალი ეკონომიკურად მომგებიანი
შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს შავი ზღვისა და მდ. დუნაის
რეგიონების ქვეყნებს ეფექტურად გადაჭრან გაზის დივერსიფიკაციის პრობლემა
და თხევადი სახით მიიღონ ის საქართველოს პორტიდან.
დასაბუთებულია, რომ აღნიშნული საკითხების მოგვარება საშუალებას
მისცემს საქართველოს იზრუნოს კიდევ ერთ ახალ ინიციატივაზე - შავი ზღვის
სანაპიროზე გაზის რეგიონალური ჰაბის ფორმირებაზე. ამის საშუალებას იძლევა
კასპიის რეგიონის ხუთივე ქვეყანასთან (ირანთან, აზერბაიჯანთან,
თურქმენეთთან, ყაზახეთთან, და რუსეთთან) არსებული და მშენებარე
ინფრასტრუქტურული კავშირები და ალტერნატიულ გაზზე მოთხოვნები
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე რეგიონში.
პრაქტიკული მნიშვნელობა. ჩატარებული კვლევების საფუძველზე:
დადგენილია, რომ კასპიის რეგიონიდან აღმოსავლეთ ევროპაში ბუნებრივი
გაზის მიწოდების ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი გზაა მცირე და
საშუალოტონაჟიანი LNG-ს სახით მისი ტრანსპორტირება საქართველოსა და შავი
ზღვის გავლით გავლით;

18
ნაჩვენებია, გარემოზე ზემოქმედების შემცირების თვალსაზრისით, შავ
ზღვაზე ბუნკერირებისათვის LNG-ს მიწოდების მნიშვნელობა;
დასაბუთებულია, რომ LNG და UGS საწარმოს ერთობლივი ფუნქციონირება
70%-მდე ამცირებს საექსპლოატაციო დანახარჯებს გაზის შენახვაზე;
მოცემულია საქართველოში დიდი მოცულობის (20 მლრდ.მ3-მდე)
საერთაშორისო დანიშნულების მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და
ექსპლოატაციის ეკონომიკური გაანგარიშება. დადგენილია, რომ აქტიური
მოცულობის 0,88 მლრდ.მ3-დან 19,71 მლრდ.მ3-მდე ეტაბობრივად ზრდის
შემთხვევაში საჭირო ინვესტიციების მოცულობა შესაბამისად 0,78 და 9,97
მლრდ.აშშ დოლარს შადგენს. გაზსაცავში გაზის შენახვის (1000 მ 3/თვეში) ტარიფი
1,86-2,26 აშშ.დოლარის ფარგლებშია;
შემუშავებული და ეკონომიკურად დასაბუთებულია პროექტი „Black sea
LNG”. ის ითვალისწინებს ევროპაში გაზის დამატებითი მოცულობების
მიწოდების მიზნით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან, ყულევის პორტში
LNG-ის ტერმინალისა და მის სიახლოვეს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას.

ტერმინალის საწყისი პილოტ-პროექტის სიმძლავრე სავარაუდოდ 0,5-1,5


მლნ.ტ/წ. ღირებულება 0,2-0,4 მლრდ.აშშ დოლარია. საჭირო UGS-ის აქტიური
მოცულობა პილოტ-პროგრამისათვის 0,2-0,6 მლრდ.მ 3-ია. მისი მშენებლობის
ღირებულება 0,15-0,45 მლრდ.დოლარია. მცირეტონაჟიანი LNG-ს მშენებლობის
მოდულური პრინციპის გამოყენება 6-8 თვემდე შეამცირებს მისი
ექსპლოატაციაში შესავლის ვადას (მაშინ, როცა 5-6 წელია საჭირო
მსხვილტონაჟიანისათვის) და რეგიონში LNG-ზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად
მოხდება სიმძლავრეების შესაბამისი მასშტაბირება
შემოთავაზებულია საქართველოს შავი ზღვის პორტ ყულევში გაზის
გათხევადების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისა და ევროპის ქვეყნებში
თხევადი გაზის ტრანსპორტირების ახალი, ეკონომიკურად მომგებიანი
შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცემს შავი ზღვისა და მდ.დუნაის
რეგიონების ქვეყნებს ეფექტურად გადაჭრან გაზის დივერსიფიკაციის პრობლემა
და LNG სახით მიიღონ ის საქართველოს პორტიდან.
გამოვლენილი და დასაბუთებულია გაზის საექსპორტო მოცულობები „ Black
sea LNG”-ის პროექტისათვის რეეგიონში არსებული ე.წ. „ზაფხულის გაზი“-ს

19
სახით, რომლის ექსპორტიც ევროპაში არსებული საერთაშორისო გაზსადენებით
ვერ ხდება;
წარმოჩენილია გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არგუმენტები
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისათვის. შემოთავაზებულია
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე რეგიონალური გაზის ჰაბის ფორმირების
ინიციატივა და მექანიზმები.
აღნიშნული ინიციატივები ერთის მხრივ საშუალებას მისცემს საქართველოს
სატრანზიტო ქვეყნიდან გადაიქცეს თხევადი გაზის წარმოებისა და ვაჭრობის
რეგიონულ ცენტრად, მეორეს მხრივ კი მნიშვნელოვნად გაზრდის აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ლიტერატურის მიმოხილვა

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარების ეკონომიკური


მეთოდებისა და გაზით ვაჭრობის ორგანიზაციული სტრუქტურების შესახებ
ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი.

ბუნებრივი გაზი საზღვაო ტრანსპორტირება გაზსადენების, LNG და CNG


ტანკერების დახმარებით ხორციელდება. დღეს გაზსადენების დახმარებით
მიწოდებული გაზის წილი, თუმცა არა მნიშვნელოვნად, მაგრამ კვლავ აღემატება
LNG-ისა და CNG-ის წილს. ამაში დიდი როლი ითამაშა მილსადენის
ტრანსპორტის დიდი რაოდენობის პროექტების განხორციელებამ და მიწოდების
ოფშორული გაზსადენების სისტემების შექმნამ. ოფშორული გაზსადენებით
ტრანსორტირების ძირითადი მიმართულებები, გაზის ტრანსპორტირებაა
ევროპის ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მიწოდებაა. ამ მიწოდებაში ყველაზე
დიდი მოცულობები რუსეთზე მოდის. [1]

20
მიუხედავად ამისა, საზღვაო ტრანსპორტირების ყველა მეთოდი დაკავ-
შირებულია გარკვეულ ეკონომკურ, ტექნიკურ და ეკოლოგიურ რისკებთან.
საზღვაო ტრასპორტირების ყველაზე ხელსაყრელი ეკონომიკური ეფექტის
მისაღწევად, აუცილებელია ამ მეთოდების დეტალური ანალიზი.
აღნიშნული პრობლემის კვლევები მოცემულია BP Statistical Review of World
Energy, Shell LNG Outlook, Global Voice of Gas ISSUE 01 -ის ყოველწლიურ გამოცემებში

და სხვა კვლევებში. [2]


ჩვენს მიერ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების მეთოდოლოგია
ეფუძნება ისეთი კვლევის მეთოდებს, როგორებიცაა დაკვირვება და ფაქტების
შეგროვება, მოდელირება, შეგროვებული ინფორმაციის ანალიზი და სინთეზი და
სხვა.
ტექნოლოგიური თვალსაზრისით [2] გაზის საზღვაო მილსადენებით
ტრანსპორტირება ყველაზე მარტივი მეთოდია, რადგან ის არ საჭიროებს გაზის
ღრმა მომზადებას მომხმარებლამდე მისაწოდებლად. თუმცა 1500 კმ-ზე მეტი
დისტანციების შემთხვევაში საჭირო ხდება შუალედური საკომპრესოპო
სადგურების მშენებლობას, რაც მნიშვნელოვან კაპიტალურ დანახარჯებთანაა
დაკავშირებული. გარდა ამისა, დღეს მრავალ მოქმედ საბადოზე ხდება გაზის
მოპოვების თანდათანობით შემცირება და ახალი საბადოების გახსნა. ეს
უკანასკნელნი ხშირად განლაგებულნი არიან რთულად მისადგომ რეგიონებში
და არსებული მილსადენების სისტემისაგან დიდი დაშორებით, რაც ზღუდავს
გასაღების მსხვილ ბაზრებზე წვდომას [3], აქედან გამონდინარე აქტიალური
ხდება LNG-ისა და CNG-ის ტექნოლოგიების გამოყენება. მილსადენის გაზთან
შედარებით მათი გამოყე-ნება უზრუნველყოფს მიწოდების მობილურობას,
თუმცა აუცილებელი ხდება გაზის გამცემი და მიმღები ტერმინალების
მშენებლობა.
CNG-გან განსხვავებით, LNG-ს სახით გაზის ტრანსპორტირება ფართოდ

გავრცელებულია. მისი გამოყენება ევროპაში კიდევ უფრო გაიზარდა 2019


წლიდან რუსეთ - უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. CNG ტექნოლოგიებზე
დაფუძნებული პროექტები რეალიზაციისათვის საჭიროებენ ნაკლებ დროს და
საკმაოდ ეკონომიურნი არიან მცირე და საშუალო დისტანციებზე ტრანს-
პორტირებისათვის. ისინი ძალზე ეფექტურნი არიან ასევე ნავთობის მოპოვების

21
რეგიონებში, სადაც იწვება დიდი რაოდენობის თანმდევი ბუნებრივი აირი.
გარდა ამისა, CNG-სათვის არ არის საჭირო გაზის წინასწარი ღრმა გაწმენდა,
როგორც ეს LNG-ს შემთხვევაშია აუცილებელი. მისი გამოყენების დროს
მცირდება დანახარჯები, გათხევადებაზე, შენახვაზე და რეგაზიფიკაციაზე. არ
მოითხოვს მაღალ-ტექნოლოგიურ დანადგარებსა და ძვირადღირებულ სანაპირო
ნაგებობებს. გაზის ჩატვირთვა შესაძლებელია პირდაპირ მილსადენთა
სისტემიდან ან შელფის ჭაბურღილიდან, განტვირთვა კი შესაძლებელია
პირდაპირ მგს-ში ან მაგისტრალურ მილსადენში.
LNG და CNG ტექნოლოგიების შედარების დროს აუცილებელია იმის

გათვალისწინება, რომ LNG-ს სახით გაზის ტრანსპორტირების დროს მისი


მოცულობა დაახლოებით 600-ჯერ მციდება, CNG-ის შემთხვევაში კი მხოლოდ
200-250-ჯერ. ეს საშუალებას გვაძლევს გადავზიდოთ ბევრად დიდი მოცულობის
გაზი და მივიღოთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი დიდ დისტანციებზე
CNG-სთან შედარებით.

ასევე არსებობს კომპრომისული ვარიანტი[4]: გაზის LNG-სა და CNG-ს სახით


ტრანსპორტირებისათვის შესაძლებელია გამოვიყენოთ თანამედროვე LNGRV-ის
ტიპის ტანკერები და უნავმისადგომო ტერმინალები. ამ შემთხვევაში LNG გადის
რეგაზიფიკაციას და შემდეგ მიეწოდება მილსადენთა სიტემას, CNG კი მას
მიეწოდება წინასწარი გადამუშავების გარეშე. ამგვარი გადაწყვეტა საშუალებას
იძლევა მოქნილად გამოვიყენოთ ბაზრებზე ფასების ცვლილება და ფორსირება
გავუკეთოთ მიწოდების დივერსიფიკაციას.
ნაშრომში [5] “Potential Greenhouse Gas Emissions Associated with Shale Gas
Extraction and Use” (ავტორები David J C MacKay, Timothy J Stone) განსაზღვრულია
გაზის LNG-სა და CNG-ს სახით საზღვაო ტრანსპორტირების ეკონომიური
ეფექტურობის ზონები გადასაზიდი გაზის მოცულობებისა და
ტრანსპორტირების დისტანციების მიხედვით. ამ ტექნოლოგიებით გაზის
საზღვაო ტრანსპორტირების შეფასების ძირითად კრიტერიუმად მიღებულია
ტრანსპორტირების ტარიფი, რაც ჩვენი აზრით სწორი შეფასების საშუალებას
იძლევა. თუმცა, ვარიანტების შეფასებისას გათვალისწინებულია მხოლოდ
საექსპლოატაციო დანახარჯები და უგულვებელყოფილია კაპიტალური
დანახარჯები, რაც მეთოდის ნაკლოვან მხარედ უნდა ჩაითვალოს.

22
ზემოთმოყვანილი შრომების ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია
გაკეთდეს შემდეგი დასკვნები: საზღვაო მილსადენებით გაზის ტრანსპორტირება
ეკონომიურად მომგებიანია 1800 კმ-მდე დისტანციებზე, 16 მლნ.ტ.წ-მდე; CNG-ს
სახით საზღვაო ტრანსპორტირება ეკონომიურად მომგებიანია 3-16 მლნ.ტ/წ
მოცულობის გაზის ტრანსპორტირება 1000 – 3000 კმ დისტანცი-ებზე; სხვა
შემთხვევებში და უფრო დიდი დისტანციებზე ტრანსპორტირების შემთხვევაში
უპირატესობა უნდა მიენიჭოს LNG-ს სახით ტრანსპორტირებას.
აღნიშნულ ნაშრომებში არ არის გათვალისწინებული მცირე და საშუალო
ტონაჟიანი LNG-ის მოდულური სისტემის გამოყენების შესაძლებლობები და მათი
გავლენა პროექტების საინვესტიციო ღირებულებაზე. ასევე არ არის დადგენილი
გაზის მიმღებთა ოპტიმალური რაოდენობა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
წარმოების მდგრადობასა და სტაბილურობაზე. ნაშრომში გამოკვლეულია
რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირების 6 ვარიანტი (Усть-Луга-
Грайфсвальд, დისტანცია 1224კმ, მოცულობა 16 მლნ.ტ/წ; Выборг-Грайфсвальд,
დისტანცია 1234კმ, მოცულობა 15 მლნ.ტ/წ; Усть-Луга Синиш, დისტანცია 3 700კმ,
მოცულობა 10 მლნ.ტ/წ; Пригородное-Тобата, დისტანცია 2642კმ, მოცულობა 6
მლნ.ტ/წ; Анапа-Люлебургаз, დისტანცია 930კმ, მოცუ-ლობა 8 მლნ.ტ/წ; Архипо-
Осиповка-Самсун, დისტანცია 396 კმ, მოცულობა6 მლნ.ტ/წ) ცალ-ცალკე და არ
არის მეთოდოლოგია ერთი პურქტიდან გაზის რამოდენიმე მომხმარებელთან
მიწოდების ეკონომიურობის შესაფასებლად.
განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს საერთაშორისო საქმიანი კონგრესის
ინიციატივით რეალიზებული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევა
(Эколого-экономическая оценка морской транспортировки сжатого газа) [6], სადაც
მოცემულია გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარებითი
ეკონომიკური ანალიზის მეთოდოლოგია. ის საშუალებას იძლევა
ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტის შედარების დროს გავითვალისწინოთ
თითოეული ვარიანტისათვის საჭირო კაპიტალური და საექსპლოატაციო
დანახარჯები. ტრანსპორტირების ტარიფები განისაზღვრება ამ მაჩვენებლების
საფუძველზე, თუმცა ნაჩვენებია, რომ ტრანსპორტირების ტარიფები ცალკეული
ვარიანტისათვის არ წარმოარდგენენ მუდმივ სიდიდეებს და დამოკიებულნი
არიან პროექტის რეალიზაციის თავისებურებებზე ე.ი. აუცილებელია პროექტის

23
რეალიზაციის კონკრეტული პირობების გათვალისწინება. შემოთავაზებულ
მეთოდში კაპიტალური და საექსპლოატაციო დანახარჯები დაყვანილია გაზის
ერთეული მოცულობის (1000 მ3) ერთეულ მანძილზე (100 კმ)
ტრანსპორტირებაზე, რაც საშუალებას იძლევა ობიექტურად შევადაროთ
ტარნსპორტირების ვარიანტები ერთმანეთს და შევარჩიოთ მათ შორის
საუკეთესო განსახილველი პირობებისათვის. სხვა მეთოდებისაგან განსხვავებით
ნაშრომში, ვარიანტების შედარების პროცესში გათვალისწინებულია თითოეული
ვარიანტის ეკოლოგიური ასპექტები. ნაშრომში საერთოდ არ არის განხილული
მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს ტექნიკური და ეკონომიკური საკითხები.
ნაშრომში - “The Economics of Compressed Natural Gas Sea Transport” [7]
შესწავლილია გაზის LNG-სა და CNG-ის სახით ტრანსპორტირების ეკონომიკური
მოდელი კონკრეტული პირობებისათვის, კერძოდ სახალინის კუნძულისათვის,
სადაც გადაზიდვის მანძილისა და ადგილობრივი რელიეფის გამო
მილსადენების მშენებლობა ძალზე გართულებულია. ნაშრომში ნაჩვენებია, რომ
მცირე დისტანციებზე (500კმ), 1-2 მლრდ.მ3/წ მოცულობით გაზის
ტრანსპორტირების შემთხვევაში გაზის CNG-ის სახით ტრანსპორტირება LNG-ზე
ეკონომიკურად უფრო მოგებიანია. ნაშრომში ასევე გამოკვლეულია გაზის
ფასების გავლენა LNG-სა და CNG-ის პროექტების ღირებულებებზე და
დადგფენილია მომგებიანობის წერტილები გაზზე მოცემული მოთხოვნის
პირობებში.
ნაშრომში - “The Technical and Economical comparison between marine CNG and
LNG Transportation” [8] მოცემულია ზღვაზე გაზის LNG-სა და CNG სახით

ტრანსპორტირების ტექნიკური და ეკონომიკური შედარება. ნაჩვენებია, რომ თუ


გადაზიდვის მანძილები 2500 – 3000 კმ-მდეა აღნიშნული ტრანსპორტირების
მეთოდები შესაძლებელია კონკურენტუნარიანნი აღმოჩნდნენ. უფრო დიდ
მანძილებზე LNG-ს უპირატესობა უდავოა. დასაბუთებულია საშუალო
პროექტებში LNG-ის უპირატესობები 1240 კმ-მდე ზიდვის მანძილებზე, რაც
გამოიხატება ჩატვირთვისა და განტვირთვის ობიექტების მოწყობის სიმარ-
ტივეში, კაპიტალური დანახარჯების სიმცირესა (70%) და გარემოზე ნაკლებ
ზემოქმედებაში. ამავე დროს ნაჩვენებია, რომ პოლიტიკურად სარისკო
რეგიონებში, მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს გეოპოლიტიკურ

24
რისკებს. ნაშრომში ნაჩვენებია დიდ მანძილებზე ტრანსპორტირების დროს LNG-
ის ეკონომიკური უპირატესობები. მათგან განსაკუთრებულია LNG-ის

მასშტაბირების შესაძლებლობები, თუმცა ეკონომიკური შედარების დროს არ


არის გათვალისწინებული მასშტაბირების შედეგად მიღებული ეკონომიკური
ეფექტი. კვლევები ჩატარებულია რუსეთის აღმოსავლეთს რეგიონებიდან
ხმელთაშუა ზღვისა და შორეული აღმოსავლეთის (იაპონიაში) რეგიონებში გაზის
ტრანსპორტირებისათვის.
ნაშრომში „Экономическая оценка вариантов транспортировки природного
газа Восточной Сибири независимыми компаниями“ [9] შემუშავებულია გაზის
ტრასპორტირების ალგორითმი აღმოსავლეთ ციმბირიდან.
შრომების დიდი ნაწილი ეძღვნება საზღვაო ტრანსპოპრტირების
თითოეული ტექნოლოგიის შიგნით არსებული ტექნიკურ და ეკონომიკურ
პრობლემებს. ასე მაგალითად, ნაშრომში „Optimization of unloading modes of
compressed natural gas that is transported by container ships” [10] მოცემულია
შეკუმშული ბუნებრივი აირის გადმოტვირთვის რეჟიმების ოპტიმიზაცია,
რომელიც ტრანსპორტირდება საკონტეინერო გემებით. კვლევის მიზანია
მოძრავი მილსადენის გემის გადმოტვირთვის პარამეტრების გამოთვლა, როგორც
ტვირთის გეგმის ნაწილი.
შემუშავებულია CNG ხომალდის, კონტეინერების სისტემის მილსადენის
მიმაგრების ეკონომიური ტექნოლოგიური სქემა და CNG გემზე სხვადასხვა
სქემების დამაგრების პირობებში, გაზის ნაკადის პარამეტრების გამოსათვლელი
მეთოდი.
ნაშრომის მეცნიერული სიახლეა კონტეინერის ბლოკების ტექნოლოგიური
დამაგრების დასაბუთება და გადმოტვირთვის პროცესის ეკონომიკური
დასაბუთება 12 საათამდე. შემოთავაზებული მილსადენის კომუნიკაციის სქემა
უზრუნველყოფს გემის ერთგვაროვან გადმოტვირთვას.
ნაშრომში „Development of natural gas ocean transportation Chain by means of
natural gas hydrate (ngh)” [11] მოცემულია გაზის ჰიდრატებისა და მიწისქვეშა
გაზსაცავის ერთობლივი ფუნქციონირების ეკონომიკური ეფექტურობა.

25
ნაშრომში - „CNG Compressed Natural Gas CNG Marine Transport” მოცემულია
CNG-ის ტრანსპორტირების რეალიზებული პროექტები და ეკონომიკური
შედეგები.[12]
ნაშრომში -„Compressed Natural Gas (CNG): An Alternative to Liquefied Natural Gas
(LNG), SPE Production & Operations“ - განხილულია CNG-ს ტრანსპორტირებისა და

შენახვის კომერციული ტექნოლოგიები "Coselle" და "Votrans" და 2500კმ-ზე გაზის


ტრანსპორტირების ტარიფები. [13]
ნაშრომში Морской перегрузочный комплекс сжиженного природного газа в
камчатском крае [14] - მოცემულია LNG-ის საზღვაო გადასატვირთი კომლექსის
გარემოზე ზეგავლენის ეკონომიკური შეფასება.
არსებული ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე შეიძლება გავაკეთოთ
შემდეგი დასკვნები:
გაზის საზღვაო გადაზიდვის ტექნოლოგიების ეკონომიკური შედარების
არსებული მეთოდები შემუშავებულია კონკრეტული რეგიონებისათვის და
ითვალისწინებს მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და გეოგრაფიულ თავის-
ებურებებს. შავი ზღვის რეგიონისათვის ასეთი კვლევები არ ჩატარებულა;
ბუნებრივი გაზის შავ ზღვაზე ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
ეკონომიკური შედარების მეთოდი უნდა დაეფუძნოს ამ მიმართულებით
არსებულ მოწინავე გამოცდილებას. კერძოდ, ეკონომიკური მოდელის ფორმ-
ირების პროცესში აუცილებელია ცალკეული ტრანსპორტირების ტექნოლო-
გიების შეფასების დროს და საექსპლოატაციო დანახარჯებთან ერთად
კაპიტალური დანახარჯების გათვალისწინება;
ბუნებრივი გაზის შავ ზღვაზე ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
ეკონომიკური შედარების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს არსებულ საგა-
დასახადო კანონმდებლობას და ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებს
(მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს მოდულური მშენებლობისა და
ექსპლოატაციის შესაძლებლობები);
ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგების საუკეთესო გამოცდილება
გვიჩვენებს მიწიქვეშა გაზსაცავებისა და გაზის მიწოდების ტექნოლოგიების
შერწყმის ეფექტურობას. მიწოდების ტექნოლოგიების ეკონომიკურ ანგარიში

26
გათვალისწინებული უნდა იქნას ასეთი ობიექტების მშენებლობასა და
ექსპლოატაციაზე გაწეული ხარჯები.

გაზის ჰაბები-ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი

გაზის წარმოებისა და მოხმერების ზრდამ და ინფრასტრუქტურის


არათანაბარმა განვითარებამ გარკვეულ ეტაპზე გაზის სეგმენტში ბაზრის
დიპროპორციები წამოშვა. ამან გამოიწვია ბაზრის ერთ სეგმენტებზე შეთავა-
ზებების გაზრდისა და მეორეზე დეფიციტის გაჩენა, რასაც ფასების მნიშვნე-
ლოვანი დიფერენციაცია და გაზის ჰაბების ფორმირება მოჰყვა. ჰაბის გაჩენა და
მისი განვითარება გაზის ბაზრის სიმწიფეზე მიუთითებს. ის გამყიდველისა და
მყიდველის ინტერესების დაბალანსების მექანიზმს წარმოადგენს.[15]
დღეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული ჰაბებია:
 Henry Hub (აშშ);
 NBP (National Balancing Point, დიდი ბრიტანეთი);
 TTF (Title Transfer Facility, ნიდერლანდები).
ამათგან, Henry Hub-ი გაზის რეალური ჰაბია, სადაც შერწყმულია გაზის
ფიზიკური მოცულობები და ვაჭრობის ფინანსური ინსტრუმენტები. NBP და TTF -
ვირტუალური გაზის ჰაბებია, სადაც გაზის მიწოდება არ არის მიბმული ჰაბის
ფიზიკური განლაგების ადგილთან.
მიუხედავად იმისა ვირტუალურია თუ რეალური ჰაბი, ის როგორც წესი,
განლაგებულია რეგიონში, რომლისათვისაც სრულდება შემდეგი პირობები:
 განლაგება გაზის დიდი მოცულობით მოპოვების/მოწოდების რეგიონში.
 ინფრასტრუქტურის ობიექტებთან (გაზსადენებთან, UGS-ებთან, LNG

ტერმინალებთან) მესამე პირების არადისკრიმინირებული წვდომა;


 სახელმწიფოს შეზღუდული გავლენა და მოთხოვნა-მიწოდებაზე
დაფუძნებული ფასწარმოქმნა;
ჰაბი არის ვაჭრობის ადგილი, სადაც მყიდველები და გამყიდველები
ერთმანეთში ცვლიან გაზზე ფლობის უფლებას. საკუთრებასი ფლობის უფლება
იცვლება ან რისკების მართვის გარიგებებში (ფიუჩერსული-ფინანსური
გარიგება), ან მოხმარების (ბალანსირების) მიზნით დადებულ ფიზიკურ

27
გარიგებებში. ჰაბს აქვს ერთიანი ფასების ზონა, სადაც არ არის არავითარი
განსხვავება საქონლის ღირებულებაში. ის შესაძლებელია იყოს ისეთივე მაღალი,
როგორც ნაციონალურ ქსელში (მაგ.: დიდი ბრიტანეთის NBP და ნიდერლანდების
TTF) ან დაბალი, როგორც ქსელთაშორის დამაკავშირებელი წერტილისა (მაგ.:

Henry Hub აშშ-ი). ცხრილ 1 - ში მოცემულია სხვადასხვა სახის ჰაბების

მახასიათებლები.[16]
ფინანსური რისკების სამართავად, ლიკვიდური სავაჭრო ჰაბებისათვის
საჭიროა ფიუჩერსული ბაზრები დაფარვის ხანგრძლივი ვადებით.
ბეჩმარკერული ჰაბები ინტეგრირებულნი არიან გაზსატრანსპორტო
ინფრასტრუქტურასთან და კარგი ლიკვიდურობის ადგილობრივ ბაზრებთან.
ისინი ფართედ იყენებენ, რამოდენიმე წლით წინსწრებით, ფიუჩერსული
ვაჭრობის ინსტრუმენტებს. საქმიანობენ სრულიად გამჭვირვალედ და
ხემლისაწვდომნი არიან მონაწილეთა ფართე წრისათვის.
ბირჟა და ჰაბი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ბირჟა სპეციალური
სავაჭრო პლატფორმაა, რომელიც სასაქონლო გაზით ვაჭრობს (მოცულობით
ერთეულებში ან ენერგიის ერთეულებში), გაზის ჰაბი კი კი ფუნქციონირებს,
როგორც საქონლის მოცემულ წერტილში მიმწოდებელი. ზოგიერთ შემთხვევაში
ბირჟისა და ჰაბის განლაგება ერთმანეთს ემთხვევა. მაგალითად, ZEE-ფიზიკური
ჰაბი და გაზის ბირჟაა, HH-კი უბრალოდ ფიზიკური კვანძია და არა გაზის ბირჟა.
ჰენრი ჰაბი NYMEX-ი, ცენტრალური განლაგებისა და დიდი რაოდენობის
გაზსადენების გამო, წარმოადგენს მიწოდების პუნქტს.
ცხრილი 1

ბუნებრივი გაზის ჰაბის ტიპები და მახასიათებლები

№ ჰაბის ტიპი მაგალითი ძირითადი მახასიათებლები

საქონლის გადაცემის
ფიზიკური ადგილი
გაზის წარმოების დიდი
(მილსადენი, LNG, LNG
1 ფიზიკური მოცულობები/მაღალგანვითარებული
ტერმინალი, ქარხანა და სხვა)
ვაჭრობა სატრანსპორტო ქსელი/მონაწილეთა
ფასის ფორმირების
სიმრავლე.
წერტილი: ჩრდილოეთ
ამერიკის ჰაბები.

2 ლიკვიდური NBP, TTF, HH მონაწილეთა დიდი რაოდენობა;


ვაჭრობა წარმოების დიდი მოცულობა;

28
ფიუჩერსული ვაჭრობა დიდი ვადით
(რამოდენიმე წელი);
ვირტუალური-ფიზიკურტი გადაცემის
წერტილი.

3 ტრანზიტული გადაყიდვის-გადატვირთვის-
აზიის LNG-ს ჰაბები
ვაჭრობა რეექსპორტის წერტილი.
ადგილობრივი ბაზრის კარგი
ლიკვიდურობა;
4 ბენჩმაკერული
HH, NBR, TTF ვაჭრობის ინსტრუმენტების
ვაჭრობა
ფიუჩერსით გაძლიერება რამოდენიმე
წლის წლით წინსწრებით
სპეციალური ტრეიდერული
5 ბირჟა პლატფორმები საკუთრების უფლებისა
NYMEX, ICE და სხვა.
და ვაჭრობისა ანგარიშგებისათვის.

 წყარო: OIES. ოქსფორდის ენერგეტიკული სწავლებების ისსტიტუტი.

ამრიგად, ჰაბი გეოგრაფიულად განსაზღვრული ადგილი (მაგ.: Henry Hub)


ან ვირტუალური სივრცეა (მაგ.: NBP და TTF) მოხერხებული
ტრანზაქციებისათვის, სადაც ხდება საქონელზე ფლობის უფლების გაცვლა.
ბირჟა საბაზრო მოედანია, სადაც იყიდება ერთი ან რამოდენიმე ჰაბის საქონელი.
წარმატებულ გაზის ჰაბებზე ფასები დგინდება „გაზი-გაზზე“ კონკურენციის
საფუძველზე. ჰაბს, როგორც ერთიანი ფასების ზონას უნდა გააჩნდეს კარგად
დაკავშირებული ინფრასტრუქტურა, რომელშიც შესაძლებელია გაზის
თავისუფალი ტრანსპორტირება. შესაბამისად, საბითუმო ბაზარი მთლიანად
უნდა იყოს ლიბერალიზირებული, რათა მრავალ გამყიდველს/მყიდველს
შეეძლოს ყიდვა/გაყიდვაში ერთმანეთთან გამჭვირვალე კონკურირება.[17]
ბაზარზე საკუთარი ჰაბის ქონა, მფლობელს უდიდეს უპირატესობას
ანიჭებს. გაზის საექსპორტო ან საიმპორტო ფასების მისადაგება საკუთარი ჰაბის
ფასებთან ვალიუტისა და ფასების რისკების მნიშვნელოვნად შემცირების
საშუალებას იძლევა. ასე მაგალითად, აშშ-ში LNG-ის ისეთი საექსპორტო
პროექტები, როგორებიცაა Sabine Pass LNG და Corpus Christi LNG გაზის გაყიდვის
გრძელვადიანი კონტრაქტების ფასების ინდექსაციას Henry Hub-ის ფასებთან
ახდენენ. ამ პროექტებში LNG-ის ფასები, HH-ის ფასებთანაა მიბმული და
მოიცავენ სხვა კაპიტალურ და სოპერაციო ხარჯებს დამატებული ფიქსირებული
მარჟა. ფასების ასეთი მექანიზმი „დანახარჯები +“ გარანტირებულად

29
უზრუნველყოფენ ფიქსირებულ წლიურ შემოსავალს, პროდუქციაზე მსოფლიო
ფასებისაგან დამოუკიდებლად. ეს უზრუნველყოფს პროექტის ეკონომიკის
მდგრადობას შიგა და საერთაშორისო ბაზრებზე ფასების თამაშის მიუხედავად.
HH-ის ვაჭრობის დიდი მოცულობის შედეგები გავლენას ახდენს გაზის ფასებზე

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში. ანალოგიური მდგომარეობაა სამხრეთ-


დასავლეთ ევროპის გაზის ბაზარზეც, გრძელვადიანი კონტრაქტები ასევე
მთლიანად ან ნაწილობრივ მიბმულნი არიან NBP-სა და TTF-ის რეგიონალურ
ფასებზე. გაზის დიდი მოცულობების ხელმისაწვდომობა, ლიკვიდური ბაზარი
და რისკების მართვის ინსტრუმენტები უზრუნველყოფენ მომხმარებემზე გაზის
მიწოდების საიმედობას. ასეთი უპირატესობები შესაძლებელია მხოლოდ
აქტიურად მოვაჭრე ნაციონალური ან რეგიონალური ჰაბის ფუნქციონირების
პირობებში.
გაზის ჰაბების ფორმირებას წინ უძღოდა მრავალი მარეგულირებელი
ბარიერის მოხსნა, რამაც შესაძლებელი გახადა 1990 წლის აპრილში აშშ-ს შტატ
ლუიზიანაში, ბირჟა NYMEX-ზე, ახლადშექმნილმა გაზის ჰაბმა Henry Hub-ს
მოეხდინა პირველი ფიუჩერსული გაყიდვა. დღეს აშშ გეოგრაფიულად
დაყოფილია რამოდენიმე სავაჭრო ზონად, სადაც მოქმედებს 31 გაზის ჰაბი.
ინგლისში აღნიშნული სექტორის განვითარების თარიღად ითვლება 1997
წელი. ამას საფუძველი ერთი წლით ადრე ჩაეყარა, როცა სახელმწიფო
რეგულატორების მიერ შემოღებული შეზღუდვების საფუძველზე, გაზის
უმსხვილესმა კომპანიამ BG-მ (British Gas) თავისი ბიზნესი გაყო ორ ნაწილად:
1) Centrica: გაზის მოპოვება, გაყიდვები და მიწოდება;
2) BG plc: გაზის ტრანსპორტირება და შენახვა.
პროცესი დასრულდა გაზის კონკურენტუნარიანი ბაზრის ფორმირებით და
გაზის ვაჭრობის წესების დადგენით.
ევროკავშირში გაზის ჰაბების ფორმირება ცოტა მოგვიანებით მოხდა. 2011
წელს მესამე ენერგეტიკული პაკეტის (Third Energy Package, TEP) (2009) და გაზის
შესახებ წესების № 715 მიღებამ დააჩქარა გაზის ჰაბების ფორმირების პროცესი,
ხოლო ნორმატიული ბაზის სრულყოფის შემდეგ ეს პროცესი მთელ ევროპაში
განვითარდა. ევროპის გაზი ჰაბები ნაჩვენებია ნახ. 1-ზე, მათი განვითარების
დონეები კი ცხრილ 2-ში.

30
ნახ. 1. ევროპის გაზის ჰაბები. წყარო: OIES

ნიდერლანდიური TTF (Title Transfer Facility) ყველაზე ლიკვიდურ და


განვითარებულ ჰაბად ითვლება კონტინენტალურ ევროპაში. წარმატების
საიდუმლო არ შემოიფარგლება მხოლოდ რეგულირების ასპექტით. ის მოიცავს
რიგ ფაქტორებს, როგორებიცაა გაზის მოცულობები, კარგად განვითარებული
გაზის ინფრასტრუქტურა, ვაჭრობის არსებული ფინანსური ინსტრუმენტები,
ბაზრის ბალანსირების სიტემა, LNG-ს ევროპაში მიწოდების ზრდა და საკუთარი
წარმოების შემცირება და რაც მთავარია ქვეყნის ხელმძღვანელობის
პოლიტიკური და კომერციული ნება ნიდერლანდები გამხდარიყო ვაჭრობის
ცენტრი ევროკავშირში.
შავი ზღვის რეგიონში გაზის ჰაბები არა გვაქვს, თუმცა ისინი ფუნქციო-
ნირებენ მის მახლობლად. ბულგარეთის გაზის ჰაბი იურიდიულად გაფორმდა
2019 წელს. საბერძნეთი ინტენსიურად აშენებს ინფრასტრუქტურას, რომლის
სიმძლავრეც მის შიგა ნაციონალურ ინტერესებს მრავალჯერ აღემატება და
ამზადებს პირობებს გაზის ჰაბის ფორმირებისათვის. ევროკავშირი აქტიურად
უჭერს მხარს საბერძნეთისა და ბულგარეთის ძალისხმევას. აფინანსებს

31
ინტერკონექტორებისა და ტერმინალების მშენებლობას სამხრეთ ევროპაში, აშშ კი
მაქსიმალური ფასდაკლებით მიაწოდებს თხევად გაზს.

ცხრილი 2

ევროპის გაზის ჰაბების განვითარების დონეები


 მაღალი ლიკვიდურობა;
კარგად
 მნიშვნელოვანი ფორვარდული
1 ფორმირებული ნიდერლანდები
ბაზრები;
ჰაბები  ფასები ინდექსი სხვა ჰაბებისათვის.
 მაღალი ლიკვიდურობა; ესპანეთი;
 დამოკიდებულება საცალო საფრანგეთი;
განვითარებული
2 პროდუქტზე; ბელგია; გერმანია;
ჰაბები
 დაბალი ლიკვვიდურობა გრძელვადიან ჩეხეთი; ავსტრია;
პროდუქტებზე. იტალია;
 გაფართოებადი ლიკვიდურობა; შვედეთი;
განვითარებადი
3  გრძელვადიან პროექტებზე დიდი პოლონეთი;
ჰაბები
დამოკიდებულება; დანია; უნგრეთი;
ირლანდია;
პორტუგალია;
 დაბალი დონის ლიკვიდურობა;
ფინეთი; ლატვია;
 ძირითადი ყურადღება გრძელვადიან
ლიტვა; ესტონეთი;
პროდუქტებზე;
ადრეული სლოვაკეთი;
4  ადრეული სტადიის ორგანიზებული
სტადიის ჰაბები რუმინეთი;
ბაზარი;
ბულგარეთი;
 სისტემის „შესვლა-გამოსვლა“
საბერძნეთი;
დამუშავების ეტაპი.
სლოვენია;
ხორვატია;

წყარო: ACER Market Monitoring Report 2019 – Gas Wholesale Market Volume.

თურქეთი ძალზე აქტიურად ანვითარებს შესაბამის ინფრასტრუქტურას და


მუშაობს გაზის დიდი მოცულობების მიღების უსაფრთხო გზებზე, რათა იქცეს
რეგიონალურ გაზის ჰაბად. სამივე ეს ობიექტი, თურქეთის სრუტეების გავლის
პრობლემის გამო, განლაგებულია ბოსფორის სრუტის გარეთ.
შედეგები და მათი განსჯა

თავი 1. ბუნებრივი აირის მოხმარების თავისებურებები და ევროპის


ენერგეტიკული უსაფრთხოება
1.1. ბუნებრივი აირის მოხმარება და გამოწვევები

აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, 2013 წელს მთელ


მსოფლიოში დაწყებული ნავთობის და კონდენსატის შემცირების ტენდენცია

32
2050 წლამდე გაგრძელდება (ნახ.2). 2040 წლისათვის მოთხოვნა გაზზე 5,4
ტრლნ.მ3-ს მიაღწევს. ყოველწლიური მატების ტემპი 1,4% იქნება. გაზი გახდება
ძირითადი ენერგეტიკული ნედლეული. COVID19-ით გამოწვეულმა პანდემიამ
გარკვეული კორექტივები შეიტანა მსოფლიოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნის
პროგნოზებში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით [18]
პოსტკოვიდური პერიოდის მომავალ ათწლეულში, გაზის სქტორში
მოსალოდნელია მოთხოვნის ზრდის პიკი, რის შემდეგაც 2030 წლამდე
მოსალოდნელია მოთხოვნის უმნიშვნელო კლება (ნახ.3).

ნახ.2. ნავთობსა და გაზზე მოთხოვნის პროგნოზი 2050 წლამდე.


(წყარო: აშშ-ს გეოლოგიური სამსახური)

ნახ. 3. მოთხოვნა გაზზე 2010-2030. (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო)

დღეს ბუნებრივ აირს უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ევროპის


ენერგეტიკულ ბალანსში. ევროპაში (თურქეთის ჩათვლით) გაზის წლიური
მოხმარება ბოლო ათ წელიწადში საშუალოდ 580 მლრდ.მ 3-ს შეადგენდა (ნახ.4)
(2018 წ. მოხმარების შემცირება ეკონომიკური ზრდის შემცირებით აიხსნება).
ნახაზიდან ჩანს, რომ ევროპის ქვეყნები მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული

33
რუსულ გაზზე (ევროპაში გაზის ძირითადი მწარმოებლები ნორვეგია და დიდი
ბრიტანეთია).

ნახ. 4. ევროპის ქვეყნების მიერ მოხმარებული გაზი და რუსეთის როლი მათი გაზით
მომარაგებაში. (წყარო: Gactograph. „ეკონომიკა“)

2019 წელს რუსული გაზის წილი კიდევ უფრო გაიზარდა და მთელი


მოხმარების 49% შეადგინა, მაშინ როცა გაზის მეორე მსხვილი მიმწოდებლის -
ნორვეგიის წილი 1%-ით შემცირდა. ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება.
რუსეთის გაზზე ენერგეტიკის ძლიერი დამოკიდებულება ფუნდამენ-
ტალური გამოწვევაა ევროპის ქვეყნებისათვის. ეს დამოკიდებულება
არათანაბარია ევროპის რეგიონებისათვის. ნახ.5-ზე ნაჩვენებია ევროპის
რეგიონებად დაყოფის სქემა, ხოლო ნახ.6-ზე გაზის დარგის მაჩვენებლები
ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის [19]. ამ
რეგიონში პირობითად განვიხილავთ ალბანეთს, ბულგარეთს, ბოსნია და
ჰერცოგოვინას, უნგრეთს, საბერძნეთს, მაკედონიას, რუმინეთს, სერბეთს,
სლოვაკეთს, სლოვენიას, თურქეთს, ხორვატიას, ჩერნოგორიას და ჩეხეთს.

34
ნახ.5. ევროპის რეგიონებად დაყოფის სქემა. (წყარო: wikipedia)

ამ მონაცემებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ ცენტრალურ და სამხრეთ


აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალზე სუსტადაა წარმოდგენილი გაზის დარგი.
მცირეა ადგილობრივი გაზის წარმოება და დიდია მისი მოხმარება, რის გამოც
ისინი ძირითადად დამოკიდებლნი არიან გაზის იმპორტზე (ნაჩვენები ექსპორტი
მთლიანადაა განპირობებული მათი ტერიტორიების გავლით არსებული გაზის
ტრანზიტით მეზობელ ქვეყნებში).
აღსანიშნავია, რომ გაზის ექსპორტი ამ ქვეყნებში ძირითადად რუსეთიდან
ხორციელდება. თუ ევროპის ქვეყნებში რუსული გაზის წილი ათ წლიან
პერიოდში (2010-2017წწ.) ძირითადად 27-37%-ს შეადგენდა (საშუალოდ 32%),
ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ის 50%-ს
აჭარბებს (ნახ. 7).

მლრდ.კუბ.მ

35
ნახ.6. გაზის დარგის მაჩვენებლები (ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ) ევროპის
ქვეყნებისათვის.
(წყარო: U.S. Energy Information Administration)

ნახ.7. რუსეთიდან იმპორტის წილი ევროპაში მოხმარებული გაზის მოცულობაში


(წყარო-Evrogas).

პერსპექტივაში მოსალოდნელია რეგიონში გაზის მოხმარებისა და


იმპორტის ზრდა, პირველ რიგში იმის გამო, რომ პოლონეთისა და ჩეხეთის
ეკონომიკები ეკოლოგიური მოთხოვნების გამკაცრების გამო, ინტენსიურად
ანაცვლებენ ქვანახშირს გაზით. მეორე მხრივ კი რეგიონის ქვეყნების მზარდი
ეკონომიკები (2-3% წ. IMF) სიმძლავრეების გაზრდას განაპირობებენ.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკის განვითარების
სტრატეგიული გეგმებით გაზზე მოთხოვნის ზრდა განპირობებული იქნება
სათბობენერგეტიკული და ელექტროენერგეტიკული სექტორების მოთხოვ-
ნებითაც. ამ ფაქტორების გავლენით 2017-2030 წლებში მოსალოდნელია [20]:
ჩეხეთში - 7%, უნგრეთსი - 10%, ბულგარეთში - 9%, სერბეთში - 25%,
სლოვაკეთში - 15%, თურქეთში - 14% -ით მოხმარების გაზრდა. ნახ.8-ზე
ნაჩვენებია ბუნებრივი აირის მოხმარების პროგნოზი წლების მიხედვით.
კვლევები გვიჩვენებენ [21], რომ 2030 წლისათვისათვის გაზის წლიური
მოხმარება თურქეთში (53,6 მლრდ.მ3 2017წ), 60-62 მლრდ.მ3-მდე გაიზრდება.
გაზის მოცულობების მნიშვნელოვანი ზრდა განპირობებული იქნება ერთი
ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორითაც. რეგიონის ქვეყნები სერიოზულ
სატრანზიტო ფუნქციასაც ასრულებენ. ისინი განლაგებულნი არიან გაზის

36
უმსხვილეს მომპოვებელ ქვეყნებსა (რუსეთი, შუა აზია) და მომხმარებლებს
(დასავლეთ ევროპა) შორის.

ნახ.8. გაზის მოხმარების პროგნოზი ევროპაში წლების მიხედვით.


(წყარო ევროკავშირის ენერგეტიკის მარეგულირებელთა თანამშრომლობის სააგენტო)

არსებული კვლევების თანახმად, რეგიონში მომავალი 10 წლის


განმავლობაში გაზზე მოთხოვნა 300 მლნ.ტ/წ-ით გაიზრდება საიდანაც 104
მლნ.ტ/წ უკვე ჩამოყალიბებულ განვითარებად ბაზრებზე მოდის, ხოლო 196
მლნ.ტ/წ-ში კი შავ ზღვასა და მდ.დუნაიზე ამჟამად ფორმირების სტადიაში
მყოფი ბაზრების წილია (ნახ. 9).[22]
ევროპის ბუნებრივი გაზით მომარაგების თავისებურებებისა და ენერ-
გეტიკული უსაფრთხოების პრობლემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საქარ-
თველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს მისი ჩართულობა ამ
პრობლემების მოგვარების გზაზე.
დღეს სამიზნე რეგიონს სხვადასხვა სახით გაზი მიეწოდება რუსეთიდან და
აზერბაიჯანიდან მილსადენებით, ალჟირიდან, კატარიდან, ნიგერიიდან კი LNG
სახით. 2020 წელს ამ ქვეყნებიდან მიწოდებული გაზის მოცულობამ 105 მლრდ.მ3-
ს მიაღწია, აქედან აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით მიწოდებული იყო 16
მლრდ.მ3 რაც საერთო მიწოდების 15,2%-ია. თუ დავუშვებთ, რომ სამიზნე
რეგიონის უკვე ჩამოყალიბებულ ბაზრებზე (შავ ზღვასა და მდ. დუნაიზე
ბუნკერირებაზე ამჟამად ფორმირებადი მოთხოვნის გათვალისწინების გარეშე)
მომავალ 10 წელიწადში მოთხოვნა 104 მლნ.ტ/წ-ით გაიზრდება და საქართველოს

37
გავლით მიწოდებული გაზის მოცულობა იმავე 15,2%-ის ფარგლებში დარჩება,
მაშინ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ საქართველოდან ევროპაში საექსპორტო
LNG-ის წლიური მოცულობა 15,8 მლნ.ტ-ს შეადგენს.

ნახ. 9. გაზის მოცულობების ზრდის პროგნოზი მომავალი 10 წლისთვის.


(წყარო:26 НЕФТЕГАЗОВАЯ ВЕРТИКАЛЬ, №1/2018)

სამომავლო პროგნოზით, რუსეთის გაზის მოცულობა შემცირდება,


კავკასიიდან, შუა აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან კი გაიზრდება [19].
ცხადია, ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა კიდევ უფრო გაამწვავებს დღეს
არსებულ პრობლემებს.

1.2. ევროპაში მოქმედი გაზის ინფრასტრუქტურის მარეგულირებელი


დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი

ევროპის (მათ შორის სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის) ქვეყნების


სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი მიზანი ენერგერგეტიკული უსაფრთხოების
უზრუნველყოფაა. ეს უკანასკნელი ძირითადად სამი გზით მიიღწევა, ესაა:
 ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
 გაზის სახეების, წყაროების და მარშრუტების დივერსიფიკაცია;
 მარაგების შექმნა დიდი მოცულობის მგს-ების მშენებლობა;
აღნიშნულის განხორციელება მძლავრ საკანონმდებლო ბაზას და ფინანსურ
მხარდაჭერას მოითხოვს. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები
მოხდა გაზის ევროპულ ბაზარზე. მიღებულმა საკანონმდებლო აქტებმა [23][24]
აუცილებელი გახადეს გაზის სექტორის რეორგანიზაცია, მათ შორის გაზით

38
ვაჭრობისაგან მისი ტრანსპორტირებისა და განაწილების გამიჯვნა.
ევროკავშირში გაზის სექტორის მარეგულირებელი დირექტივები აისახა
„ენერგრტიკულ კანონში“ (10.04.1997 წ) და მომდევნო საკანონმდებლო აქტებში.
თუმცა, ევროპაში გაზის ბაზარის ცვლილების პროცესზე ყველაზე წონადი
გავლენა 2009 წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა მესამე ენერგეტიკულმა
პაკეტმა მოახდინა. ის შემდეგი დოკუმენტებისაგან შედგებოდა:
1. Directive 2009/72/EC of the European Parliament and of the Council of 13
July 2009 concerning common rules for the internal market in electricity and repealing
Directive 2003/54/EC (Электроэнергетическая директива);
2. Directive 2009/73/EC of the European Parliament and of the Council of 13 July
2009 concerning common rules for the internal market in natural gas and repealing Directive
2003/55/EC (Газовая директива);
3. Regulation (EC) No 714/2009 of the European Parliament and of the Council of 13
July 2009 on conditions for access to the network for cross-border exchanges in electricity
and repealing Regulation (EC) No 1228/2003 (Документ по регулированию
электроэнергетики);
4. Regulation (EC) No 715/2009 of the European Parliament and of the Council of 13
July 2009 on conditions for access to the natural gas transmission networks and repealing
Regulation (EC) No 1775/2005 (Документ по регулированию газового рынка);
5. Regulation (EC) No 713/2009 of the European Parliament and of the Council of 13
July 2009 establishing an Agency for the Cooperation of Energy Regulators (Агентство по
регулированию).
აღნიშნული პაკეტის საფუძველზე ევროპარლამენტი ევროკავშირის
მონაწილე ქვეყნებისაგან, გაზისა და ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქ-
ტურების ოპერატორების იურიდიული, ორგანიზაციული და მმართველობითი
საქმიანობის დამოუკიდებლობის პრინციპის შემოღებას ითხოვს. ასეთი მიდგომა
ე.წ. „Unbundling” ბაზრზე ყველა მომხმარებლის გარანტირებულ თანაბარ
წვდომას უზრუნველყოფს. ევროკავშირში ენერგეტიკული ბაზრების
ლიბერალიზაციის მესამე ეტაპის ძირითადი ამოცანებია:
 გაზის მოპოვებისა და ბრუნვის გამიჯვნა მისი ტრანსპორტირებისაგან;
 მარეგულირებელი უფლებამოსილებების გაზრდა;
 მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
 დაუცველი მომხმარებლების დაცვა.

39
დირექტივა 98/30/ ЕС უზრუნველყოფს გაზსაცავებთან, როგორც ბუნებრივი
აირის ქსელის ნაწილთან შეუფერხებელ წვდომას.
ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივა (1968 წ, 1972 წლის
შესწორებებით) კრიზისული სიტუაციების მართვის შესახებ. მასში მოცემულია
ნავთობპროდუქტების იმპორტზე ევროპის თანამეგობრობის დიდი
დამოკიდებულების გამო, შესაძლო შედეგების შერბილებისა და ბაზრის
ტრანსპარანტული ფუნქციონირების ინსტრუმენტები.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უზრუნველყოფილია აუცილებელი
მარაგების შექმნის იურიდიული ბაზა. კერძოდ, წევრი ქვეყნები ვალდებული
არიან მუდმივად იქონიონ მარაგები, როგორც მინიმუმ გასული კალენდარული
წლის 90 დღიანი საშუალო ყოველდღიური მოხმარებისა. ქვეყანაში შიდა
წარმოების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მარაგების შემცირება, მაგრამ
არანაკლებ 15%-სა.
კონკრეტულად ბუნებრივ აირთან დაკავშირებით, 3.12.2014 - დან
ევროკავშირში მოქმედებს წესი N-1. ამ წესის თანახმად, მხოლოდ ერთ გაზსა-
დენზე ან მხოლოდ ერთ მიწისქვეშა გაზსაცავზე დამოკიდებული კავშირის წევრი
(ასოცირებული წევრი) ქვეყანა სრულად უნდა იკმაყოფილებდეს გაზზე
მოთხოვნას ექსტრემელურად ცივ დღეებში, მოწოდების სრული შეწყვეტის
პირობებშიც კი [25]. კრიზისული სიტუაციების მართვის მეორე
უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ევროკავშირის დირექტივა ერთი ქვეყნის მიერ
მეორე ქვეყანაში მარაგების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. ასე, მაგ.: 2003
წელს მიღებული ბაზრის ლიბერალიზაციის ღონისძიებები უზრუნველყოფენ
მესამე მხარის არადისკრიმინაციულ წვდომას (Third Party Access ( TPA))
გაზსაცავებზე.
მესამე ენერგეტიკული დირექტივა გაზის შესახებ, უზრუნველყოფს
გაზსაცავის მოწყობას ყველგან, წევრი და ასოცირებული წევრი ქვეყნების
ტერიტორიებზე, სადაც საბაზრო ურთიერთობები ამის საშუალებას იძლევა.
მასში ნათქვმია, რომ ასეთი რეჟიმი საუკეთესოა ინვესტიციების მოზიდვისა და
ბაზრის განვითარებისათვის.

40
მნიშვნელოვანია აგრეთვე ევროკავშირის სპეციალური კვლევებისა და
ტექნოლოგიების შემუშავების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის
ღონისძიებები. ამ მხრივ ძალზე საინტერესო იყო eu EU-ს პროგრამა THERMIE.
ნახშირწყალბადების ტექნოლოგიის პროგრამის მიზნები იყო ტექნო-
ლოგიების განვითარების გაღრმავება ევროკავშირისთვის ნავთობისა და გაზის
მიწოდების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. აღნიშნული პროგრამის
საფუძველზე ევროკავშირის მხარდაჭერა ფარავს პროექტის საერთო
დანახარჯების 40%-ს. განსახილველად მიღებული პროექტები უნდა შევიდეს
კონსორციუმებისაგან, რომელთა შემადგენლობის არანაკლებ ორი მონაწილე
უნდა იყოს იურიდიული პირები ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებიდან, ან
ერთი უნდა იყოს ევროკავშირის წევრი მეორე კი ასოცირებული წევრი.
პროექტები შეიძლება ხორციელდებოდეს, როგორც ევროკავშირის შიგნით ასევე
მის ფარგლებს გარეთაც.
დღეს წარმატებით ფუნქციონირებენ მსხვლბიუჯეტიანი ევროპული
ფონდები და პროგრამები, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
კომპონენტი რისკების შემცირება და განვითარების მხარდაჭერაა.
ასეთი ფონდებია მაგ.: სოციალური დისბალანსის გამოსწორებისა და
ეკონომიკური გაძლიერებისა მიზნით მომქმედი, რეგიონალური განვითარების
ფონდი (ERDF), მისი ხუთწლიანი გეგმით გათვალისწინებული ბიუჯეტი 371
მლრდ. ევროა; ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ტერიტორიული
თანამშრომლობის ფონდი (EaPTC) (15,4 მლრდ. ევრო), რომლის მიზანიცაა
ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებთან საერთო პრობლემების გადაწყვეტა და
ინტერესების დამკვიდრება; ინფრასტრუქტურის განვითარებისა და
ნახშირწყალბადების შენახვის ხელშემწყობი ევროპის ენერგეტიკული
რეაბილიტაციის პროგრამა (EEPR) (5,85 მლრდ. ევრო); მაგისტრალური ქსელების,
თხევადი გაზის ტერმინალებისა და გაზსაცავების პროექტების ხელშემწყობი
ევროპის ჩართულობის ფონდი (CEF) (33 მლრდ. ევრო); ენერგეტიკული
პროექტების (მათ შორის ენერგიის დაგროვებისა და ქსელების) კვლევების
დამფინანსებელი პროგრამა „ჰორიზონტი“ (5,9 მლრდ. ევრო);
ნახშირწყწლბადების შენახვისა და მართვის ხელშემწყობი პროგრამა (CCS) (2,86
მლრდ.ევრო); ევროპის ქვეყნების შეკავშირებისა და ეკონომიკური უთანაბრობის

41
შემცირებისაკენ მიმართული ფონდი (CF) (63,4 მლრდ.ევრო); ევროპის
სატრანსპორტო იფრასტრუქტურების ერთმანეთთან დაკავშირების ხელშემწყობი
ფონდი (CEF) (30,6 მლრდ. ევრო) და სხვა. ამ ორგანიზაციათა საქმიანობა
ასტიმულირებს და ხელს უწყობს კერძო ინვესტიციების მოზიდვას ევროპის
ენერგოუსაფრთხოების პროექტებში.
27.06.2014-ში ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა
ასოცირების ხელშეკრულებას ორმხრივი თანამშრომლობის ახალი ჩარჩოს
შესაქმნელად, რომელიც მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს საქართველოს
პოლიტიკური გაერთიანებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგ-
რაციისთვის. უფრო კონკრეტულად იგი ითვალისწინებს საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის 300 სამართლებრივ აქტთან.
ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამ-
შრომლობა ენერგეტიკის სფეროში. ის მოიცავს: საერთო ინტერესებზე
დაფუძნებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ხელს
შეუწყობს ენერგორესურსების, მიმწოდებლების და ტრანსპორტირების
მარშრუტების (ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მისაღები ფორმით) დივე-
რსიფიცირებას; ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას; ევროკავშირის
ენერგორესურსებთან შესაბამისობას; თანამშრომლობის განვითარებას ისეთ
სფეროებში, როგორებიცაა ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და ნავთობის
ძებნა, წარმოება და ტრანსპორტირება, განახლებადი ენერგია და
ენერგოეფექტურობა. ხელშეკრულება ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ
საქართველო გაწევრიანდეს ევროპულ ენერგეტიკულ საზოგადოებაში.
ასოცირების შესახებ შეთანხმების ენერგეტიკულ და კონკრეტულად
ბუნებრივი გაზის ნაწილში თანამშრომლობის დებულებები მოიცავს შემდეგ
მნიშვნელოვან საკითხებს:
 ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის 2009/73/EC
დირექტივა ბუნებრივი გაზის შიდა ბაზრის საერთო წესების შესახებ;
 ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 13 ივლისის რეგულაცია (EC)
7715/2009 რეგულირება ბუნებრივი გაზის გადაცემის ქსელებზე წვდომის
პირობების შესახებ;

42
 ევროპული საპარლამენტისა და საბჭოს 2008 წლის 22 ოქტომბრის 2008/92/EC
დირექტივა, რომელიც ეხება საზოგადოების პროცედურას ინდუსტრიული
საბოლოო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის და გაზის ფასების
გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით;
 ევროპული პარლამენტისა და საბჭოს 2010 წლის 20 ოქტომბრის რეგულაცია
994/2010 გაზმომარაგების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

1.3. ევროკავშირის სტრატეგია

სულ ცოტა ხნის წინ ევროკავშირში არ არსებობდა ერთიანი ენერგეტიკული


სტრატეგია. ლისაბონის მოლაპარაკებების შემდეგ ევროკავშირმა მნიშვნელოვნად
გაააქტიურა საქმიანობა ამ მიმართულებით. საკითხს განსაკუთრებული
აქტუალობა შესძინა დასავლეთის გადაწყვეტილებამ შეამციროს რუსეთზე
ენერგეტიკული დამოკიდებულება მოწოდების ალტერნატიული გზების
მოძიებით. ამ ამოცანის რეალიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2005 წელს
გადაიდგა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული
თანამეგობრობის შექმნით.
ხელშეკრულების მხარეებია ევროკომისია, ბოსნია და ჰერცოგოვინა,
მაკედონია, სერბეთი, ჩერნოგორია, ხორვატია, კოსოვო და ალბანეთი. ამ
თანამეგობრობის ნორმატიულ-სამართლებრივი საფუძველი 1991 წლის
ენერგეტიკული ქარტიაა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკული თანამეგობრობის მთავარი
მიზანია კასპიის რეგიონიდან ახალი გაზსადენებისა და გათხევადებული გაზის
მიწოდების მარშრუტების განვითარებით ევროკავშირში ენერგომატარებლების
მიწოდების საიმედობის გაზრდა და რუსეთზე დამოკიდებულების შეცირებაა.
ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.
უწევს მათ კონკრეტულ ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას, რათა შეიქმნას
ევროპის სტაბილური ენერგეტიკული ბაზარი.
ენერგეტიკული თანამშრომლობის განვითარებაში განსაკუთრებული
წვლილი შეიტანა ევროკომისიის მიერ 2009 წელს შემუშავებულმა ინვესტირების

43
სამუშაო პროგრამამ [26] ხუთი ქვეყნისათვის, ესენია: ალბანეთი, ბოსნია და
ჰერცოგოვინა, მაკედონია, კოსოვო, და ხორვატია. პროგრამა შერეული
ფინანსირების მექანიზმია ევროკავშირში. ფინანსირების მონაწილეები არიან,
როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები (EIB, EBRD, KFW, მსოფლიო
ბანკის ჯგუფი და სხვა), ასევე ქვეყნები (ავსტრია, კანადა, ჩეხეთი, სლოვაკეთი,
სლოვენია, დიდი ბრიტანეთი და სხვა).
დასახული მიზნების მისაღწევად ევროკავშირი არ შემოიფარგლება
ენერგეტიკული თანამეგობრობის შექმნით. 2015 წელს ევროკავშირმა დაამტკიცა
ენერგეტიკული კავშირის შექმნის სტრატეგია, რასაც უკრაინიდან გაზის
მიწოდებაში წარმოშობილმა კრიზისმა შეუწყო ხელი.
ევროკომისიის გეგმებით აუცილებელია თურქეთთან, აზერბაიჯანთან,
თურქმენეთთან და ახლო აღმოსავლეთის გაზის რესურსებით მდიდარ
ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის დამკვიდრება. ამისათვის კი ძალზე
მნიშვნელოვანია სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებთან, მათ შორის
საქართველოსთან თანამშრომლობა. პირველ რიგში, განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს მათ გეოგრაფიულ მდებარეობას.
ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის შექმნა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებისა
და ალბანეთის მონაწილეობის გარეშე კი შეუძლებელია. ეს რეგიონი
გარემოცულია ქვეყნებით, რომლებიც უკვე გახდნენ ევროკავშირის წევრები
(საბერძნეთი, ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი და ა.შ.).
რეგიონში არსებული ენერგეტიკული პრობლემებისა (რუსულ გაზზე დიდი
დამოკიდებულება, სუსტი ინფრასტრუქტურა და სხვა) და ევროკავშირის
ენერგეტიკული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით მათი
თანამშრომლობა ურთიერთ-ხელსაყრელი და მომგებიანია.

1.4. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბუნებრივი აირის დარგის


განვითარების გრძელვადიან სტრატეგიული გეგმები ზემოთაღნიშნული
გამოწვევების მოგვარებისაკენაა მიმართული. ცხრილ 3 - ში მოცემულია ამ
გეგმების ძირითადი ასპექტები. მათში ძირითადი ადგილი უჭირავს პრობლემის

44
მოგვარების ზემოთაღნიშნულ სამივე კომპონენტს: გაზის ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესებას, ბუნებრივი აირის სახეების, წყაროებისა და მარშრუტების
დივერსიფიკაციას და მარაგების შექმნას მიწისქვეშა გაზსაცავების გაფართოებასა
და ახლის მშენებლობას.
ცხრილი 3
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაზის დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმები

გაზის გაზის
მოხმარება მოხმარების
ქვეყანა დარგის განვითარების გრძელვადიანი გეგმები
(წილი ენერგო მოსალოდნელ
ბალანსში) 2016 ი ზრდა 2030 წ.
- ელექტროენერგიის ჩანაცვლება გაზით გათბობისა და სამეურნეო
მიზნებისათვის;
- გაზის იმპორტის დივერსფიფაცია (მათ შორის გათხევადებული
3,2 მლრდ. მ3 გაზისა და გაზსადენი-ინტერქონექტორების მიწოდების ხარჯზე
ბულგარეთი +8%
(14,8 %) მეზობელ ქვეყნებთან);
- გაზის ახალი საბადოების შემუშავება (მათ შორის ფიქლის გაზი და შავ
ზღვაში);
- “სამხრეთის დერეფნის“ პროექტში მონაწილეობა;
ბოსნია 0,2 მლრდ. მ3 - გაზსადენი-ინტერქონექტორების მშენებლობა მეზობელ ქვეყნებთან
- (პირველ რიგში ხორვატიასთან);
ჰერცოგოვინა (2,7 %)
- გაზის იმპორტის დივერსფიკაცია (ახალი გაზსადენი-
ინტერქონექტორების მშენებლობისა და არსებული მილსადენების
10,1 მლრდ. მ3 გამტარუნარიანობის გაზრდის ხარჯზე მეზობელ ქვეყნებთან,
უნგრეთი + 11 %
(31,3 %) გათხევადებული გაზის ტერმინალებთან წვდომისათვის პოლონეთში,
ხორვატიაში, სლოვენიასა და იტალიაში);
- “სამხრეთის დერეფნის“ პროექტში მონაწილეობა;
4,1 მლრდ. მ3
საბერძნეთი + 46 % - გაზის მოხმარების გაზრდა წარმოებასა და საცხოვრებელ სექტორში;
(15,4 %)
- გაზის მოხმარება ელექტროენერგიის სფეროში პიკური
დატვირთვების დასაფარად და სიმძლავრეების რეზერვის
შესაქმნელად ქარის ელ.სადგურებისთვის;
შენარჩუნებულ- გაზის იმპორტის დივერსფიკაცია;
19 მლრდ. მ3
პოლონეთი ია 2017 წლის - საკუთარი რესურსების მოპოვების განვითარება და გაზის წარმოება
(14,7 %) ნახშირის გაზიფიკაციის მეთოდით;
დონეზე
- გაზის სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზაცია;
- გათხევადებული გაზის მიმღები ტერმინალის მოცულობის გაზრდა;
- გაზსაცავების განვითარება;
11,3 მლრდ. მ3
რუმინეთი - - გაზის მოხმარების გაზრდა წარმოების სექტორში;
(28,4 %)
- ელექტროენერგიის გაზით გათბობის მიზნით ჩანაცვლება;
- რეგიონების გაზიფიკაცია;
- გაზსადენი-ინტერქონექტორების მშენებლობა მეზობელ ქვეყნებთან
2,4 მლრდ. მ3
სერბეთი + 24 % (ბულგარეთთან, რუმინეთთან, ხორვატიასა და მაკედონიასთან);
(12,4 %) - მიწისქვეშა გაზსაცავის - „ბანატსკი დვორის“ მოცულობის გაზრდა და
ქვეყნის მასშტაბით გაზსაცავების ერთიანი სისტემის შექმნის
შესაძლებლობა;
- ქვანახშირის ჩანაცვლება გაზით, პიველ რიგში თბოენერგეტიკის
დარგში;
4,7 მლრდ. მ3 - შეკუმშული გაზის გამოყენების გაფართოვება გაზის
სლოვაკეთი + 15 %
(23,6 %) ტრანსპორტირების სექტორში;
- გაზსადენი-ინტერქონექტორების მშენებლობა მეზობელ ქვეყნებთან
(მაგ. პოლონეთთან);
- გაზის პრიორიტეტული მოხმარება ენერგეტიკასა (განახლებადი
0,9 მლრდ. მ3
სლოვენია - ენერგორესურსებიდან ელექტროენერგიის არათანაბაარი მოპოვების
(10,4 %) დასაბალანსებლად) და საცხოვრებელ სექტორში;
თურქეთი 46,6 მლრდ. მ3 + 14 % - გაზის წილის შემცირება ელექტროენერგიის გენერაციაში ქვანახშირის
(28 %) ხარჯზე;
- გაზის იმპოტის დივერსიფიკაცია (მაგ. გათხევადებული გაზის
მიწოდების ხარჯზე);

45
- საკუთარი მოპოვების განვითარება;
- გაზსაცავების მოცულობების გაზრდა;
- მიწისქვეშა გაზსაცავისა და გათხევადებული გაზის ტერმინალის
2,6 მლრდ. მ3
ხორვატია + 99 % მშენებლობა;
(25,6 %) - ქვეყნის გაზის სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება;
- გაზის მოხმარების გაფართოვება ენერგეტიკასა და ტრანსპორტში;
8,5 მლრდ. მ3 - გაზის იმპოტის დივერსიფიკაცია (მათ შორის გათხევადებული გაზის
ჩეხეთი +7%
(16,9 %) მიწოდებით);
- ჩეხეთისთვის გაზის ტრანზიტორის როლის შენარჩუნება;

წყარო: МЭА, Оксфордский Институт Энергетических исследований (потребление газа в 2016-2017 годах).
Аналитический центр на основе стратегических документов стран Восточной Европы в сфере энэргетики
(потребление газа в 2030 году)

1.4.1. გაზის ინფრასტრუქტურა რეგიონში

გაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიზნად ისახავს ქსელის მზარდი


მოთხოვნებისათვის საჭირო გამტარუნარიანობის უზრუნველყოფას და მეზობელ
(მომპოვებელ და მომხმარებელ) ქვეყნებთან მათი კავშირების გაუმჯობესებას.
ევროპული გაზსადენების ერთიან და ურთიერთდაკავშირებულ სისტემაში
ქსელში ინტეგრირება ენერგოუსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
განუხრელად იზრდება ორმხრივ რეჟიმში მომუშავე ტრანს-სასაზღვრო
მილსადენების წილი. ბევრი ევროპული ქვეყანა კარგად არიან ინტეგრირებულნი
ტრანსევროპულ გაზგამტარ სისტემაში (ცხრილი 4).
ცხრილი 4

გაზსადენი-ინტერქონექტორები ევროპაში
გაზსადენი-ინტერქონექტორების
ქვეყანა შესასვლელ-გამოსასვლელების კავშირი ევროპის ქვეყნებთან
რაოდენობა
ავსტრია ჰაბი უნგრეთი, გერმანია, იტალია, სლოვაკია, სლოვენია;
ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი, გერმანია,
ბელგია 18
საფრანგეთი, ლუქსემბურგი;
ტრანზიტული მილსადენი
საბერძნეთში, მაკედონიასა და
ბულგარეთი რუსეთი-უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის დერეფანი;
თურქეთში. 20 მლრდ მ3
წელიწადში სიმძლავრით;
ჩეხეთი 5 გერმანია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი;
დანია 2 შვედეთი, გერმანია;
ესტონეთი 3 რუსეთი, ლატვია;
საფრანგეთი 11 ბელგია, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი;
ფინეთი 1 რუსეთი;
საბერძნეთი 2 ბულგარეთი, თურქეთი;
უნგრეთი 6 უკრაინა, ავსტრია, ხორვატია, სერბეთი. რუმინეთი;
იტალია 10 ავსტრია, შვეიცარია, გერმანია, საბერძნეთი, სლოვენია;
ლატვია 3 რუსეთი, ესტონეთი, ლიტვა;
ლიტვა 3 რუსეთი, ბელარუსია, ლატვია;
ნიდერლანდები 17 ბელგია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი;

46
ნორვეგია, რუსეთი, ჩეხეთი, ავსტრია,
გერმანია მრავალი
ნიდერლანდები;
პოლონეთი 5 გერმანია, ჩეხეთი, ბელარუსია, უკრაინა;
პორტუგალია 2 ესპანეთი;
რუმინეთი 9 უნგრეთი, ბულგარეთი, უკრაინა;
სლოვაკეთი 4 უკრაინა, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი;
სლოვენია 3 იტალია, ავსტრია, ხორვატია;
ესპანეთი 2 პორტუგალია, საფრანგეთი;
შვედეთი 1 დანია;
4+
დიდი ბრიტანეთი ნორვეგია, ბელგია, ნიდერლანდები, ირლანდია;
(რამდენიმე ნორვეგიასთან)

წყარო: ჟურნალი - "Нефтегазовая Вертикаль", DNV KEMA - ს მასალებზე დაყრდნობით;

ევროკომისიის სტრეს-ტესტის ანალიზი გვიჩვენებს, რომ გაზის მიწოდებაში


შეფერხების წარმოშობის შემთხვევაში ყველაზე რთულ მდგომარეობაში
აღმოჩნდება ევროკავშირის 9 ქვეყანა: ბალტიის რეგიონის ქვეყნები და
ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და ხორვატია.
ევროკომისიის რეკომენდაციით სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
აუმჯობესებენ გაზის ინფრასტრუქტურებს და მათ კავშირებს. ამ ქვეყნების
დამაკავშირებელი მაგისტრალების მშენებლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების
გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების მიმართულებით
გაზის დარგში განხორციელებულ პროექტებს განეკუთვნებიან:
ბულგარეთისა და რუმინეთის დამაკავშირებელი გაზსადენი-
ინტერკონექტორი (IBR). 2011 წელს ბულგარეთმა დაიწყო რუმინეთთან
დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა. მისი ღირებულება 29 მლნ. ევროა.
აქედან 9 ფინანსდება ევროკავშირიდან, 11-ბლგარეთიდან, 4 კი რუმი-ნეთიდან.
მისი სიგრძე 25 კმ-ია. აქედან 15,4 კმ ბულგარეთის ტერიტორიაზე გადის, 2,1 კმ
კი რუმინეთის. პროექტი დასრულდა 2016 წელს.
ბულგარეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი-
ინტერკონექტორი (ITB). ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთებისათვის პროექტმა
მიიღო EFС-ის გრანტი. მისი სიგრძე 205 კმ-ია. მილსადენის იმ ნაწილის სიგრძე,
რომელიც ლოზანას აკავშირებს თურქეთის საზღვართან 70 კმ-ია. თურქული
ნაწილ 130 კმ-ია, რომლითაც საზღვარი კავშირდება Botas - გაზის სატრანსპორტო
სისტემას, უბანზე - “Onerler-Sarkov”. მშენებლობა დაიწყო 2016 წელს. საპროექტო
გამტარუნარიანობა 3 მლრდ.მ3-ია.

47
ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენი-
ინტერკონექტორი (IBS). მშენებლობა დაიწყო 2019 წელს. გაზსადენის სიგრძე 150
კმ-ია. აქედან 50 კმ ბულგარეთის ტერიტორიაზეა. მისი გამტარ-უნარიანობა
საწყის ეტაპზე 1,9 მლრდ.მ3-ია ორთავე მიმართულებით. სამომავლოდ მისი
მოცულობის გაზრდა შესაძლებელია 4,5 მლრდ.მ3-მდე.
ბულგარეთისა და საბერძნეთის დამაკავშირებელი გაზსადენი-
ინტერკონექტორი (IGB). 2019 წელს მშენებლობა დაიწყო ბულგარეთის
სამხრეთში. მისი სიგრძე 169,5 კმ-ია. მისი სასუალებით 5 მლრდ.მ3 გაზი
მიეწოდება ბულგარეთსა და სამხრეთ ევროპას. IGB - ის დახმერებით ბულგარეთი
ჩაერთვება TAP-ის პროექტში.
რუმინეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენი-ინტერკონექტორი
(ROHUAT). გაზსადენი დააკავშირებს ერთმანეთთან ბულგარეთის, რუმინეთის,
უნგრეთს და ავსტრიის გაზის ინფრასტრუქტურებს ერთმანეთსა და სამხრეთ
კავკასიის რეგიონის გაზის რესურსებთან. მისი გამტარუნარიანობა 5,9 მლრდ.მ 3-
ია. რუმინეთისა და უნგრეთის დამა-კავშირებელი მილსადენი „Сегед-Арад“
ექსპლოატაციაში შევიდა 2010 წ-ს.
უნგრეთის FGSZ და Eustream მუშაობენ უნგრეთსა და სლოვაკეთს შორის
მილსადენის „ჯამფერის“ გაფართოებაზე. მისი მთავარი ამოცანაა ბულგარეთი -
რუმინეთი - უნგრეთი - სლოვაკეთი - ავსტრიის მარშრუტზე სამხრეთის გაზის
რესურსების მოწოდების უზრუნველყოფა. აღნიშნული პროექტები ემსახურებიან
ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის ვერტიკალური
დერეფნის რეალიზაციას (Vertical Gas Corridor, VGC).
გაზის ვერტიკალური დერეფანი (ნახ.10). არსებული კონცეფციით,
სამხრეთის დერეფანის (SGC) გაგრძელებაა და საშუალებას იძლევა ევროპის
გაზის სისტემის ხაზები დაუკავშირდნენ იზოლირებულ ქვეყნებს. ამ პროექტით
დაინტერესებულნი არიან საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, რუმინეთი,
თურქეთი და სერბეთი.
პროექტით განსაკუთრებულადაა დაინტერესებული საბერძნეთი, რადგან
სამხრეთიდან გაზის მიღება და ევროპის სხვა ქვეყნებში ტრანსპორტირება უნდა
მოხდეს საბერძნეთიდან, რაც ამ უკანასკნელს გაზის „ჰაბის“ ქვეყნის ამბიციებს
უღვიძებს.

48
საბერძნეთის გავლით ევროპაში ტრანსპორტირებული გაზის მოცულობამ
შეიძლება 34 მლრდ.მ3-ს მიაღწიოს. გაზის ვერტიკალურ დერეფანთან
დაკავშირებით საფუძველი დაედო ახალი სტრატეგიის წარმოშობას. 2014 წელს
საბერძნეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის მთავრობებმა განაცხადეს
ვერტიკალური დერეფნის ჩრდილოეთით გაფართოებაზე უნგრეთისა და
ბალტიის ქვეყნების მონაწილეობით. მომავალში არის შესაძლებლობა ამ
მარშრუტით გაზი მიეწოდოს სერბეთს, მოლდავეთსა და უკრაინასაც. ასევე
საბერძნეთისათვის განიხილება მცურავი გაზსაცავების 2 პროექტი FSRU. მათი
განთავსება გათვალისწინებულია TAP-ის, მარშრუტის მახლობლად.

ნახ.10. ევროპის გაზის ვერტიკალური დერეფანი.


(წყარო: კვლევითი ორგანიზაცია - Researchgate. The Southern Gas Corridor)

1.4.2. გათხევადებული ბუნებრივი გაზი

გათხევადებულ გაზზე (LNG) მოთხოვნა მსოფლიოში განუხრელად


იზრდება. თუ გაზის საერთო ბალანსში დღეს მილსადენის გაზსა და თხევად
გაზს შორის თანაფარობა 60%-40%-ზეა, 2040 წლისათვის ეს თანაფარდობა 40%-
60%-ზე გახდება (ნახ.11). თხევადი გაზის მიწოდების დღევანდელი
შესაძლებლობები საფუძველში ცვლიან მსოფლიო გაზის მრეწველობის სახეს.
შეიქმნა თხევადი გაზის გადაზიდვისა და მიღების მძლავრი ტექნოლოგიები.
დარგის უმსხვილეს მოთამაშეებს, შორის (აშშ, ავსტრალია, ნიგერია) ან/და

49
კუნძულზე განლაგების გამო (ინდონეზია, ტრინიდადი და ტობაკო) არ შეეძლოთ
ყოფილიყვნენ მილსადენი გაზის მომწოდებლები.
დღეს, დიდი მოცულობის სპეციალური გაზმმზიდი გემებით აწარმოებენ
გაზის ექსპორტს. იზრდება გლობალური შეთავაზებები და მწვავდება
კონკურენცია. გათხევადებული გაზის ექსპორტს 18 ქვეყანა ახდენს. 2017 წელს
მიწოდების მოცულობებმა 323 მლრდ.მ3 შეადგინა.
გათხევადებულ გაზზე (LNG) მოთხოვნა მსოფლიოში განუხრელად
იზრდება. თუ გაზის საერთო ბალანსში დღეს მილსადენის გაზსა და თხევად
გაზს შორის თანაფარობა 60%-40%-ზეა, 2040 წლისათვის ეს თანაფარდობა 40%-
60%-ზე გახდება (ნახ.11). თხევადი გაზის მიწოდების დღევანდელი
შესაძლებლობები საფუძველში ცვლიან მსოფლიო გაზის მრეწველობის სახეს.
შეიქმნა თხევადი გაზის გადაზიდვისა და მიღების მძლავრი ტექნოლოგიები.
დარგის უმსხვილეს მოთამაშეებს, შორის (აშშ, ავსტრალია, ნიგერია) ან/და
კუნძულზე განლაგების გამო (ინდონეზია, ტრინიდადი და ტობაკო) არ შეეძლოთ
ყოფილიყვნენ მილსადენი გაზის მომწოდებლები.
დღეს, დიდი მოცულობის სპეციალური გაზმმზიდი გემებით აწარმოებენ
გაზის ექსპორტს. იზრდება გლობალური შეთავაზებები და მწვავდება
კონკურენცია. გათხევადებული გაზის ექსპორტს 18 ქვეყანა ახდენს. 2017 წელს
მიწოდების მოცულობებმა 323 მლრდ.მ3 შეადგინა.

ნახ. 11. გათხევადებული ბუნებრივი გაზი მსოფლიო იმპორტში.


(წყარო: კვლევითი ორგანიზაცია - Researchgate. LNG prognosis)

LNG-ის მიწოდებაში ლიდერობს კატარი. მას სწრაფი ტემპებით ეწევა აშშ და


ავსტრალია. დიდი შესაძლებლობები გააჩნიათ მალაიზიას, ინდონეზიას, ალჟირს
და ნიგერიას.

50
გაზის მიღების წყაროების დივერსიფიკაციის უმნიშვნელოვანესი
კომპონენტია გათხევადებული გაზის მოხმარება. ამ მხრივ შესაძლებელია
მიწოდების წყაროების გაზრდა. დღეს ევროპაში, გაზის მიწოდების
ალტერნატიულ ვარიანტად, ინტენსიურად განიხილება გათხევადებული
ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა,
რომ LNG მილსადენის გაზზე ძვირია, ის ევროპის ენერგეტიკული
უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ცხრილ 5-ში მოცემულია
ბოლო წლებში ევროპაში იმპორტირებული LNG გაზის მოცულობები და ზრდის
ტენდენციები.
ცხრილი 5

ევროპაში იმპორტირებული LNG მოცულობები და ზრდის ტენდენციები (მლნ.ტ)


ქვეყანა 1-4 კვარტ. 2017 წ. 1-4 კვარტ. 2018 წ. 1-4 კვარტ. 2019 წ. ცვლილება (%)
ყატარი 24,1 23,4 -0,7 -2,9
ნიგერია 12,6 13,2 0,6 4,8
ალჟირი 14,3 13 -1,3 -9,1
რუსეთი 0,1 6,7 6,6 6600,0
აშშ 2,6 3,7 1,1 42,3
ტრინიდადი და
1,8 3,7 1,8 100,0
ტობაგო
ნორვეგია 3,9 3,6 -0,3 -7,7
პერყ 4,1 2,6 -1,5 -36,6
ეგვიპტე 0,3 0,9 0.6 200,0
ანგოლა 0,6 0,7 0,1 16,7
 წყარო: კვლევითი ორგანიზაცია - ICIS. დამოუკიდებელი სასაქონლო დაზვერვის სერვისი.

ცენტრალურ და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპაში გათხევადებული გაზის


ინფრასტრუქტურა (კომპრესიის / რეკომპრესიის ტერმინალები). საექსპორტო
დანიშნულების ტერმინალები ძირითადად იგეგმაბა შავი ზღვის სანაპიროზე.
შიგა მოხმარების ტერმინალები კი მდ. დუნაის აუზთან, გაზის შიგა მოხმარების
მიზნით ტრანსპორტირებისათვის (ნახ.12).
ხსენებული ინფრასტრუქტურა სუსტადაა განვითარებული. მიუხედავად ამისა
ევროკავშირის მთავრობების დიდი ფინანსური და საკანონმდებლო მხარდაჭერის
წყალობით აქაურმა კომპანია-ოპერატორებმა მნიშვნელოვნად გაუსწრეს რუსეთს.
ყოველწლიურად რეალიზაცია უკეთდება სულ ახალ და ახალ პროექტებს.
ევროკავშირმა შეიმუშავა ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის კონკურენციის

51
ხელშემწყობი ეკონომიკური სატრანსპორტო სტრატეგია TEN-T, რაც ხელს უწყობს
თხევადი გაზის ინდუსტრიის ზრდისადმი ინტერესს.
სტრატეგიის ფარგლებში შეიქმნა ორგანიზაცია Pro Danube Management,
რომელიც აერთიანებს რეგიონალურ სამთავრობო ორგანიზაციებს და
დამოუკიდებელ კომპანია-ოპერატორებს.

ნახ. 12. სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის LNG-ის ტერმინალები.


(წყარო: პორტალი neftegaz.ru)

Pro Danube Management-მა შექმნა თხევადი გაზის ინფრასტრუქტურის


კომპლექსური განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ტერმინა-
ლების მშენებლობას: კონსტანცაში (რუმინეთი. სიმძლავრე - 8 მლრდ.მ3/წ.
ექსპლოატაციაში შევა 2025 წელს); გალაცში (რუმინეთი. სიმძლავრე - 0,72
მლრდ.მ3/წ. ექსპლოატაციაში შევა 2025 წ). 2020 წელს ესპლოატაციაში შევიდა
ტერმინალი კომარნოში (სლოვაკია) სიმძლავრით 0,432 მლრდ.მ3/წ. [27]
2016 წელს ექსპლოატაციაში შევიდა ტერმინალი რუსეში (ბულგარეთი.
სიმძლავრით - 0,72 მლრდ.მ3/წ). რუსეს ტერმინალი შიგაევროპული სამდინარო
კორიდორის რეინ-მაინ-დუნაის ექსპლოატაციისათვის.

52
გალიცის ტერმინალი განკუთვნილია ზღვისა და შიგაევროპული ხაზების
გემების თხევადი გაზით ბუნკერირებისათვის.
ტერმინალი კომარნოში (სლოვაკეთი) ემსახურება გაზის მიწოდების
დივერსიფიკაციის პროგრამის რეალიზაციას და გამიზნულია კატარიდან და აშშ -
დან იმპორტისათვის.
კონსტანცის ტერმინალი თავიდან ორიენტირებული იყო კატარიდან
თხევადი გაზის მისაღებად. 2010 წელს ინიცირებული იყო პროექტი AGRI
აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის მიერ, რომლის მიხედვითაც
აზერბაიჯანი მილსადენებით მოახდენდა გაზის მიწოდებას საქართველოში შავი
ზღვის სანაპირომდე, მოხდებოდა მისი გათხევადება და სპეციალური
ტანკერების საშუალებით კონსტანცის ტერმინალამდე ტრანსპორტირება. აქედან
გაზი მილსადენების მეშვეობით მიეწოდებოდა მეზობელ ქვეყნებს. პროექტის
ტექნიკურ-ეკონომიკურმა დასაბუთებამ მოწონება დაიმსახურა. პროექტის
დაფინანსებასა და რეალიზაციისათვის მონაწილე ქვეყნები ცდილობენ
მიიზიდონ ევროკავშირი და მსხვილი ევროპული კომპანიები. მიუხედავად ამისა
პროექტის რეალიზაციის ვადები დღემდე გაურკვეველია. კონსტანცის
ტერმინალის დანიშნულება გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია და გარე
მომწოდებლებისაგან თხევადი გაზის მიღება წარმოადგენს.
ევროპის ზღვისპირა ქვეყნებისათვის პრიორიტეტულია LNG-ის იმპორტის
წილის მნიშვნელოვანი გაზრდა. ამისთვის კი აუცილებელი ხდება
რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობა (ხორვატიის, საბერძნეთისა და
ალბანეთის პროექტები). LNG ინფრასტრუქტურის განვითარებით წარმატებულია
თურქეთი. მან 2016-2018 წლებში ექსპლოატაციაში შეიყვანა თხვადი გაზის ორი
ტერმინალი ჯამური სიმძლავრით 12 მლრდ.მ3 [19].
საბერძნეთი განიხილავს აგრეთვე მცურავი გაზსაცავის FSRU-ს

2 პროექტს. ეს გაზსაცავები უნდა განლაგდნენ ბულგარეთისა და თურქეთის


ბაზრების სიახლოვეს, გაზსადენების TAP, IGB და IGT-ის მიმდებარედ.
FSRU-ს პროექტს ბერძნული GASTRADE ამუშავებს. მისი მოცულობა
170 000მ3-ია. ის დადგება ალექსანდრეპოლისის პორტთან, გამტარუნარი-ანობით
6,1 მლრდ.მ3/წ-ში. მისი რესურსი იქნება გაზის იმპორტი თხევადი გაზის
სხვადასხვა წყაროებიდან.

53
DEPA ცდილობს FSRU პროექტის რეალიზაციას 150,170 ათასი.მ3 მოცუ-
ლობით (ასევე ალექსანდრეპოლისთან) გამტარუნარიანობით 5 მლრდ.მ3 წ.
SRU-ს ორთავე პროექტი აღნიშნულია როგორც ევროკავშირის საერთო
ინტერესების პროექტი. პროექტები ფინანსდებიან CEF-ის მიერ.

1.4.3. მილსადენებით გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია

ევროპა, როგორც ენერგიის მთავარი მომხმარებელი, მრავალი გამოწვევის


წინაშე დგას, მომავალი ენერგიის საჭიროებების გათვალისწინებით. მათ შორის
არის სწრაფად მზარდი გლობალური მოთხოვნილება და ენერგორესურსების
კონკურენცია განვითარებადი ეკონომიკის ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა
ჩინეთი და ინდოეთი. ენერგიის წარმოების ისეთი რეგიონების მუდმივი
არასტაბილურობა, როგორიცაა შუა აღმოსავლეთი, ფრაგმენტული შიდა
ევროპული ენერგეტიკული ბაზარი და საწვავის შეცვლის მზარდი
მოთხოვნილება კლიმატის ცვლილების პოლიტიკასთან მიმართებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებს ბუნებრივი აირი რამდენიმე
წყაროდან მიეწოდებათ (ნახ.13), ენერგომომარაგების უსაფრთხოება გახდა
ევროკავშირისა და ევროპული სახელმწიფოების უმთავრესი საზრუნავი.

ნახ. 13. ევროპის გაზით მომარაგების ძირითადი წყაროები.

54
(The U.S. Energy Information Administration)

ევროკავშირის ენერგომომარაგების სტრატეგიის მთავარი ელემენტი იყო


ბუნებრივი გაზის უფრო მეტ მოხმარებაზე გადასვლა. მთლიანობაში ევროპა
ბუნებრივი გაზის მთავარი იმპორტიორია.
მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილი უკავია ნორვეგიას, როგორც
ევროპის მიმწოდებელს, რუსეთი რჩება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვან მიმწოდებლად. სავარაუდოდ, ევროპის ბუნებრივი გაზის
მოხმარება გაიზრდება, ხოლო საკუთარი ბუნებრივი გაზის წარმოება კვლავ
შემცირდება. თუ ტენდენციები გაგრძელდება, როგორც პროგნოზირებულია,
სავარაუდოდ, ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში შეიძლება საინტერესო იყოს ბუნებრივი
აირის ალტერნატიული წყაროების კვლევა, გაურკვეველია, შეუძლია თუ არა
ევროპას შეცვალოს იმპორტის მნიშვნელოვანი დონე რუსეთიდან.
რუსეთი მიზანდასახულია, როდესაც საქმე ევროპული ბუნებრივი გაზის
ბაზარზე თავისი წილის დაცვას ეხება. მოსკოვი, მათ შორის სახელმწიფოს
კონტროლირებადი კომპანია „გაზპრომი“, შეეცადნენ შეეთავაზებინათ ევროპის
მიერ მხარდაჭერილი მილსადენების პროექტები, რომლებსაც თვითონ
აკონტროლებენ. მილსადენების კონკურენტი პროექტების შეთავაზებით და
ევროპულ კომპანიებთან თანაარსებობის მცდელობებით, ამ და სხვა პროექტებში
აქციების შეთავაზებით რუსეთი შეეცადა დაერწმუნებინა პოტენციური
მომწოდებლები (განსაკუთრებით შუა აზიიდან) ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილ გეგმებში მონაწილეობაში.
ბულგარეთი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ბუნებრივი აირის
დივერსიფიკაციის საქმეში და გახდეს გაზის ჰაბი სამხრეთ-აღმოსავლეთ
ევროპაში. ბუნებრივი აირის წლიური მოხმარება ბულგარეთში 3,47 მლრდ.მ3-ს
შეადგენს, აქედან 3,17 მლრდ.მ3 იმპორტირებულია. მისი ძირითადი პარტნიორი
შპს „გაზპრომ ექსპორტია“. 2012 წელს დადებული გრძელვადიანი ხელშეკრუ-
ლების საფუძველზე ის 2022 წლამდე ბულგარეთს ყოველწლიურად 2.9 მლრდ.მ 3
გაზს მიაწვდის. 2006 წელს ბულგარგაზთან გაფორმებული მემორანდუმით
გათვალისწინებულია 2030 წლამდე 17.8 მლრდ.მ 3 რუსული გაზის ტრანზიტი

55
ბულგარეთის ტერიტორიის გავლით, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში გაზის
მისაწოდებლად განკუთვნილი გაზსადენის - „თურქული ნაკადი“-ს მეორე ხაზის
ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ გახდება შესაძლებელი [28].
ბულგარეთი ცდილობს მოახდინოს დივერსიფიცირება, კერძოდ ორჯერ
შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება თხევადი ბუნაბრივი აირისა (აშშ-დან)
და აზერბაიჯანული (შაჰდენიზი-2-დან) გაზის ხარჯზე. ასეთი მიდგომა
საშუალებას მისცემს ბულგარეთს დააკმაყოფილოს აშშ-ს მოთხოვნები (როგორც
ცნობილია აშშ წინააღმდეგია გაზსადენის „თურქული ნაკადი“-ს მეორე ხაზის
გაგრძელების მშენებლობისა და რუსული გაზის ბულგარეთის ტერიტოტიის
გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში მიწოდებისა. აშშ ამ გაზსადენს
განიხილავს, როგორც რუსულ გეოსტრატეგიულ პროექტს ევროპის ინტერესების
გაყოფისა და უკრაინაში დესტაბილიზაციისათვის) და ამავე დროს გახდეს უფრო
უსაფრთხო პარტნიორი, მოახდინოს ლავირება გაზის ორ მომწოდებელს შორის
ფასების შემცირების მიზნით, რათა საბოლოოოდ დაიკმაყოფილოს თავისი
ამბიციები და გახდეს ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე. ბულგარეთმა შექმნა
რეგიონალური გაზის ბირჟა „ბულგარული ჰაბი“, რათა გაყიდოს გაზი მეზობელ
ქვეყნებში. „ბულგარგაზის“ ჰაბმა 2020 წელს ბაზარზე გასაყიდად გამოიტანა 200
მლნ.მ3 გაზს, ხოლო 2024 წელს კი მოცულობას 1 მლრდ.მ3-მდე გაზრდის.
აშშ-ს წარმატებულმა ადმინისტრაციებმა და კონგრესებმა განიხილეს
ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება, როგორც აშშს ეროვნული ინტერესი.
ევროპის ბუნებრივი გაზით მომარაგების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა,
განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში კასპიის რეგიონიდან გაზის
სამხრეთი დერეფნის მაქსიმალურად ათვისების გზით, როგორც რუსული
ბუნებრივი გაზის ალტერნატივა, გახდა აშშ-ს ენერგეტიკული პოლიტიკის
საკვანძო წერტილი ევროპასა და ევრაზიაში.
ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ ამ საკითხს გეოპოლიტიკური თვალსაზ-
რისით შეხედა და მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთი, რადგან ენერგიის მარაგი
გამოიყენა როგორც საშუალება სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენისთვის.
ობამას ადმინისტრაციამ ასევე მოითხოვა დივერსიფიკაცია, მაგრამ თავი
შეიკავა რუსეთის მხრიდან რეგიონალური ენერგეტიკული პოლიტიკის გამო

56
შეშფოთების გამოხატვისგან, შესაძლოა, მოსკოვთან ურთიერთობების
გაუარესების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდება კასპიის
რეგიონსა და ცენტრალური აზიადან განხორციელდა, აშშ-ს მრავალჯერადი
ადმინისტრაციისა და ევროკავშირის მიზანი შორს არის შესრულებისაგან. არ
არის მიღწეული რეგიონიდან იმ მოცულობის გაზის ექსპორტი, რაც
მნიშვნელოვანი იქნება რუსული ექსპორტის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
ამრიგად, სამხრეთის გაზის დერეფანი, ბოლო წლებში, წარმოადგენს გაზის
მიწოდების დივერსიფიკაციისა და ევროკავშირის ენერგეტიკული
უსაფრთხოების გაძლიერების ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ კონცეფციას. იგი
აღიარებულია ევროკავშირის საგარეო ენერგოპოლიტიკისა და მოწოდების
უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ პროექტად. კონცეფცია
მოიცავს რამდენიმე უკვე არსებულ, მშენებარე ან დაგეგმილ საერთაშორისო
ინფრასტუქტურულ პროექტებს, როგორებიცაა: SCP, Nabucco, ITGI, WS, TCP,
TANAP, TAP, SEEP და AGRI.

გაზის ახალ წყაროდ პირველ ეტაპზე განიხილება აზერბაიჯანი, შემდგომში


- შუა აზიის ქვეყნები: თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ირანი. 2018 წელს
მწყობრში ჩადგა გაზსადენი TANAP (16 მლირდ.მ3), რომელმაც, შეაერთა
თურქეთის დასავლეთი სანაპირო, საქართველო და აზერბაიჯანი. 2020 წელს
ექსპლოატაციაში შევიდა TANAP-ის ევროპამდე გაგრძელების პროექტი TAP (10
მლრდ.მ3) (ნახ.14). ის საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით თურქეთს
იტალიასთან დააკავშირებს.

57
ნახ. 14. პროექტი TAP. (წყარო - ანალიზური ცენტრი GIIGN).

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აზერბაიჯან - საქართველო - რუმინეთის


პროექტი (AGRI), აზერბაიჯანული გაზის კომბინირებული მეთოდით ევროპამდე
ტრანსპორტირებას გულისხმობს. კერძოდ, აზერბაიჯანის გაზის
ტრანსპორტირებას მილსადენით, საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი
ზღვის სანაპირომდე, სადაც მოხდებოდა LNG-ის წარმოება და შემდგომში
საზღვაო ტანკერების დახმარებით რუმინეთის ქალაქ კონსტანცამდე
ტრანსპორტირება. აქედან ბუნებრივი გაზი არსებული მილსადენების სიტემით,
მათი რეგაზიფიკაციის შემდეგ, მიეწოდება რუმინეთს, ბულგარეთს, და სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა
გაიზრდება, როცა მასში გაერთიანდება უნგრეთიც. ხოლო უკრაინამ,
ბულგარეთმა და ლიტვამ მიიღეს გადაწყვეტილება, უზრუნველყონ
გათხევადებული გაზის მიღება კასპიის აუზიდან, საქართველოს შავი ზღვის
სანაპიროზე მოწყობილი LNG ტერმინალიდან.
პროექტის ერთ-ერთი სამუშაო ვერსია ითვალისწინებს სამხრეთ-კავკასიური
გაზსადენის სისტემიდან გაზის მიღებას საქართველოს ტერიტორიაზე
დამატებითი მიმღები კვანძის მოწყობით ან მაგისტრალური აზერბაიჯან-
საქართველოს გაზსადენების სისტემით აზერბაიჯანიდან შავი ზღვის
სანაპირომდე (მაგისტრალი „აღმოსავლეთ-დასავლეთი“) არსებული
ინფარსტრუქტურის რეაბილიტაცია-განვითარების შემდეგ. რუმინეთის შავი

58
ზღვის სანაპიროზე მოწყობილი რეგაზიფიკაციის ტერმინალიდან კი გაზი
მიეწოდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის არსებული ან/და ახლად აშენებული
მილსადენებისა და ინტერკონექტორების მეშვეობით. განიხილება პროექტის
სავარაუდო მწარმოებლობის 3 ვარიანტი: 2, 5 და 8 მლრდ.მ3.
2010 წლის სექტემბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და რუმინეთის
პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს ე.წ. ბაქოს
დეკლარაციას AGRI პროექტის განხორციელების შესახებ. 2011 წლის თებერვალში
მონაწილე მხარეების: SOCAR (აზერბაიჯანი), ROMGAZ (რუმინეთი), MVM Zrt
(უნგრეთი) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ერთობლივი
გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა ერთობლივი საწარმო SC AGRI LNG Project
Company SRL. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ტექნიკურ-ეკონომიკური
დასაბუთებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მომზადება პროექტის
რეალიზაციის შემდგომი ეტაპების შესახებ. პროექტის რაელიზაცია გაჭიანურდა
აზერბაიჯანის „შახდენიზი-2“ საბადოს ექსპლოატაციაში შესვლის გაჭიანურების
გამო.
დღეს აღნიშნული პრობლემა მოხსნილია. მეტიც, კასპიის ქვეყნები
შთანხმდნენ რეგიონის გაზის საბადოების ერთმანეთში განაწილების შესახებ (რაც
აქაური რესურსების ევროპის ბაზარზე გატანის ერთ-ერთი ძირითადი
შემაფერხებელი საკითხი იყო) და გაჩნდა AGRI პროექტში მათი ჩართვის
შესაძლებლობა, რაც პროექტს მეორე სიცოცხლეს შესძენს.
კონცეფციის დონეზე განიხილება, აგრეთვე, კასპიის გაზის ევროპულ
ბაზარზე მიწოდების ალტერნატიული, „თეთრი ნაკადის“ (WS) მარშრუტი
რუმინეთის ტერიტორიის გავლით (ნახ.15.). კონცეფცია ითვალისწინებს
დაგეგმილი მილსადენის მიერთებას სამხრეთკავკასიური გაზსადენის
სისტემასთან და განშტოების მშენებლობას საქართველოს ტერიტორიაზე შავი
ზღვის სანაპირომდე. შემდეგ გათვალისწინებულია რუმინეთამდე პირდაპირი
1100 კმ სიგრძის ოფშორული წყალქვეშა მილსადენის მშენებლობა.

59
ნახ. 15. პროექტი AGRI (წყარო: GUEU-White Stream Pipeline Company Limited)

მაგისტრალის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ სისტემას ექნება


დაახლოებით 8 მლრდ.მ3 გაზის გატარების შესაძლებლობა, მეორე ეტაპზე 16,
ხოლო მესამეზე 32 მლრდ.მ3 - მდე ზრდის პერსპექტივა [29].
ამრიგად, კასპიის რეგიონიდან სამხრეთ კავკასიური დერეფნის რეალი-
ზებული და პერსპექტიული პროექტები პირველ რიგში უზრუნველყოფენ
რუსეთზე ძალზე დამოკიდებული (50–100%-ით) სამხრეთ - აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნების ენერგეტიკულ უსაფრთხოებას გაზის მიწოდების გზების
დივერსიფი-კაციით, შემდეგ კი გაზი მიეწოდებათ ცენტრალური ევროპის
ქვეყნებსაც.
სამხრეთ კავკასიურ დერეფნში მოქმედი (20 მლრდ.მ3/წ) და დაგეგმილი (30
მლრდ.მ3/წ) გაზის სატრანსპორტო მაგიტრალების უსაფრთხო ფუნქციო-
ნირებისათვის აუცილებელია მათში გატარებული გაზის მინიმუმ 15%-ის
მოცულობის (3 - 6 მლრდ.მ3) მქონე მიწისქვეშა გაზსაცავი. დღეს ევროპისაკენ
მიმავალი გაზის მაგისტრალები TANAP-ი და TAP-ი არსად მთელ სიგრძეზე არ
არიან უზრუნველყოფილი მიწისქვეშა გაზსაცავით.

1.4.4. მიწისქვეშა გაზსაცავები.

60
მიწისქვეშა გაზსაცავები (UGS) უზრუნველყოფენ გაზის მიწოდების
უსაფრთხოებას და უზრუნველყოფენ მოთხოვნას მაღალი მოხმარების პერიოდში.
მსოფლიოს მიწისქვეშა გაზსაცავების 70% მოწყობილია ნავთობისა და გაზის
გამოფიტულ საბადოებზე, ხოლო 30% კი მიტოვებულ შახტებსა და მარილის
მასივებში. ევროპის ქვეყნების გაზის მოხმარების საშუალოდ 25-30%-ს მიწისქვეშა
გაზსაცავები უზრუნველყოფენ.
იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც არა აქვთ პირდაპირი კონტაქტი მომწო-
დებელ ქვეყნებთან და სარგებლობენ სატრანზიტო ქვეყნებით, მგს-ებს
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ. ევროპაში დღეს მოქმედებს 144
მიწისქვეშა გაზსაცავი [30], რომელთა საერთო მოცულობა 100 მლრდ.მ 3-მდეა. ეს
გაზსაცავები მათი დაცვაა ყველა მოწოდების წყაროდან მოწოდების შეწყვეტის
შემთხვევისათვის. 2014 წელს ევროპის გაზის სისტემის სტრეს-ტესტის ჩატარებამ
აჩვენა, რომ რუსეთიდან ექვსი თვით გაზის მოწოდების შეჩერების შემთხვევაში
UGS-ების მოცულობების დეფიციტი 70 მლრდ.მ 3-ს შეადგენს, ხოლო თუ ავიღებთ

მხოლოდ ზამთრის სამ თვეს - 40 მლრდ.მ 3-ს. საქმეს ართულებს ის გარემოებაც,


რომ UGS-ის სიმძლავრეები განაწილებულ-ია არათანაბრად (მათი მოწყობისათვის
საჭირო სპეციალური გეოლოგიური სტრუქტურები ევროპის ტერიტორიაზე
არათანაბრადაა განლაგებული).
ამ მხრივ დიდი უპირატესობა აქვს ჩრდილო-დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.
ცხრილ 6- ში ნაჩვენებია გაზსაცავების მოცულობები ევროპის ქვეყნებისათვის.
GIE-ს მონაცემებით 2015 წელს დასავლეთ ევროპის 11 ქვეყნის მიწისქვეშა

გაზსაცავებში 63,69 მლრდ.მ3 გაზი იყო (მაქს. მოცულობა 74,7 მლრდ.მ 3),
ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი მხოლოდ 13,58
მლრდ.მ3 (მაქს. მოცულობა 18,7 მლრდ.მ3).
გაზის შენახვის ინდუსრტია ყველაზე მეტად განვითარებულია გერმანიაში,
იტალიასა და საფრანგეთში. მათზე მოდის გაზსაცავების ჯამური მოცულობის
52%. გაზსაცავები არა აქვთ საბერძნეთს, მაკედონიას, ალბანეთს, მოლდავეთს,
სლოვენიას, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, ლიტვას, ესტონეთს და ფინეთს.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან გაზსაცავები აქვთ მხოლოდ თურქეთს
(არასაკმარისი მოცულობის) და სერბეთს.
ცხრილი 6

61
მიწისქვეშა გაზსაცავები ევროპაში
მიწისქვეშა გაზსაცავების მუშა სიმძლავრე მაქსიმალური სიმძლავრეები
ქვეყანა
რაოდენობა (მლნ მ3 ) * * დღიურად. მლნ მ3 დღეში *
გერმანია 50 21 974 626,0
იტალია 10 16 558 274,6
საფრანგეთი 16 11 955 212,0
ავსტრია 7 9 780 85,1
უნგრეთი 5 6 330 80,0
ნიდერლანდები 5 5 078 * 177,0
დიდი
8 4 601 154,0
ბრიტანეთი
ესპანეთი 4 2 274 12,8
ჩეხეთი 8 3 272 57,3
რუმინეთი 8 3 400 30,3
სლოვაკია 1 3 313 43,0
თურქეთი 1 2 661 * 20,0
ლატვია 1 2 300 30,0
პოლონეთი 8 2 524 36,6
დანია 2 995 25,2
ბელგია 2 770 57,0
ბულგარეთი 1 600 4,2
ხორვატია 1 550 5,8
ირლანდია 1 230 * 2,7
პორტუგალია 3 239 7,1
შვედეთი 1 9 0,9
სულ 143 96 734 1941,7
* - EUROGAS - ის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის მდგომარეობით;

* * - Gas Storage Europe - ის მონაცემების მიხედვით, 2014 წლის მდგომარეობით;

ნახ.16-ზე ნაჩვენებია ევროპის ქვეყნების UGS-ებით უზრუნველყოფის დონე


პროცენტებში გაზის საერთო მოხმარებიდან. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებიდან აქ მოხვდნენ მხოლოდ უნგრეთი(50%-ზე მეტი), რუმინეთი(10-15%)
და ბულგარეთი(10-15%). რეგიონის დანარჩენი ქვეყნები არაა ნაჩვენები, რადგან
ისინი უზრუნველყოფილი არიან მხოლოდ 0-5% ით.
GSE-ს მიერ 2015 წელს ჩატარებული UGS-ის პროექტების ანალიზი
გვიჩვენებენ, რომ ევროკავშირის ქვეყნები 2025 წლისათვის გეგმავენ მიწისქვეშა
გაზსაცავების ჯამური სიმძლავრის 22 მლრდ.მ3-ით, ხოლო 2035 წლისათვის 41
მლრდ.მ3-თ გაზრდას (ტალიაში, გერმანიაში და ბრიტანეთში).

62
ნახ. 16. ევროპის ქვეყნების უზრუნველყოფა გაზსაცავებით.
(წყარო: BP Statistical Review 2010. Gas Storage Europe)

GIE-ს-ს მონაცემებით თუ ევროკავშირი არ გაზრდის მიწისქვეშა


გაზსაცავების სიმძლავრეებს დაგეგმილ მოცულობამდე, საშუალოვადიან
პერსპექტივაში გაჩნდება სერიოზული დეფიციტი. ეს იმიტომ, რომ
ექსტრემალურ სიტუაციებში UGS-ის მოცულობასთან ერთად უმნიშვნელოვანესი
ფაქტორია მაქსიმალური დღეღამური ამოღების მაჩვენებელიც (ცხრ.7.), რაც
სერიოზულ გავლენას ახდენს ქვეყნის ენეროუსაფრთხოებაზე რუსული გაზის
მოწოდების ექვსთვიანი შესაძლო შეწყვეტის შემთხვევაში.
ცხრილ 8-ში ნაჩვენებია მიწოდების ექვსთვიანი შესაძლო შეწყვეტის
შემთხვევაში გაზის დეფიციტი ევროკავშირის ყველაზე რთულ მდგომარეობაში
მყოფი ქვეყნებისათვის. თუ შევხედავთ UGS-დან დღეღამური მოთხოვნის
ამოღების კოეფიციენტს (დაკ) და საშუალო დღე-ღამურ მოხმარებას ევროპის
ქვეყნებში, ვნახავთ, რომ 10 ქვეყანაში გაზის საშუალო დღეღამური მოხმარება
მეტია ვიდრე მოქმედი UGS-ების შესაძლებლობები. მათ შორის სამხრეთ-
აღმოსავლეთ ქვეყნების დეფიციტი მოქმედ UGS-ებში გაზის ამოღების
მაჩვენებლით 122 მლნ.მ3/დღეში-ია. რაც ექვს თვეში შადგენს 2,2 მლრდ.მ 3-ს.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებიდან ამ კატეგორიის ქვეყნებია: ბულგარეთი,
რუმინეთი, პოლონეთი, ხორვატია და თურქეთი.

63
ცხრილი 7

UGS-დან ამოღებულ გაზზე დღე-ღამური მოთხოვნის უზრუნველყოვის კოეფიციენტი


UGS-ის მაქსიმალური დღე- გაზის საშუალო დღე- დღე-ღამური მოთხოვნის
ქვეყანა ღამური მწარმოელობა ღამური მოხმარება უზრუნველყოფის
2013 წ. მლნ მ3 დღეში 2013წ. მლნ მ3 დღეში კოეფიციენტი
ლატვია 30 4 7,5
ავსტრია 85,1 23 3,7
უნგრეთი 80 24 3,3
სლოვაკია 43,0 15 2,9
გერმანია 626,0 229 2,7
ჩეხეთი 57,3 23 2,5
დანია 25,2 10 2,5
საფრანგეთი 212 117 1,8
იტალია 274,6 176 1,6
ნიდერლანდები 177,0 102 1,5
ბელგია 57,0 46 1,2
რუმინეთი 30,3 34 0,9
დიდი ბრიტანეთი 154,0 200 0,8
პოლონეთი 36,6 46 0,8
ბულგარეთი 4,2 7 0,6
ხორვატია 5,8 9 0,6
პორტუგალია 7,1 11 0,6
შვედეთი 0,9 3 0,3
ესპანეთი 12,8 80 0,2
ირლანდია 2,7 12 0,2
თურქეთი 20,0 125 0,2
ევროპა 1946,7 1495 1,3
 წყარო: Eurocomision

გასათვალისწინებელია, რომ ესტონეთის 2,2 მლნ.მ 3-იანი გაზსაცავი


(ფინეთში), რომლიც განკ-უთვნილია ამ ქვეყნების დეფიციტის დასაფარად,
სრულად რუსულ გაზზეა დამოკიდებული.
განვიხილოთ რთულ მდგომარეობაში მყოფი, სამხრეთ - აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა. როგორც ავღნიშნეთ გაზსაცავები
არა აქვთ საბერძნეთს, ალბანეთს, ბოსნია და ჰერცოგოვინას. დანარჩენ ქვეყნებში
გაზსაცავების მხრივ ასეთი სურათი გვაქვს:
სერბეთი. გაზსაცავის „ბანატსკი დვორ“ მოცულობა 450 მლნ.მ3-ია. რუსეთი
დაინტერესებულია მისი გაფართოებით 750 მლნ.მ3-მდე, რადგან მის შესავსებად
გამოყენებული იქნება რუსული გაზი[31]. ამრიგად, გაზსაცავით და გაზის
მიწოდებით ის მთლიანადაა დამოკიდებული რუსეთზე.

64
ცხრილი 8

რუსული გაზის მიწოდების 6 თვით შეწყვეტის შედეგები


გაზის დეფიციტი რუსული მაქსიმალური დანაკლისი 6 თვის მანძილზე,
ქვეყანა გაზის მიწოდების 6 თვიანი ყოველთვიური მოხმარების %-ული
შეწყვეტით. მლნ მ3 მაჩაჩვენებელი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები:
ესტონეთი 204 100
ლატვია 39 15
ლიტვა 693 59
ფინეთი 2 255 100
ბულგარეთი 670 100
საბერძნეთი 109 100
რუმინეთი 1 361 31
უნგრეთი 2 170 35
ხორვატია 41 12
ასოცირებული ქვეყნები:
ბოსნია ჰერცოგოვინა 139 100
მაკედონია 126 100
სერბეთი 631 100
უკრაინა 5 000

 წყარო - ევროკომისია

ბულგარეთი. არსებული გაზსაცავის „ჩირენ“-ის მოცულობა 550 მლნ.მ 3-ია.


„ბულგარ-ტრანსგაზი“ გეგმავს ამ მოცულობის გაზრდას 1 მლრდ.მ3-მდე. ამ
მოცულობის გაზსაცავი საკმარისია გაზის სტაბილური მიწოდებისათვის, მაგრამ
UGS-დან გაზის ამოღების შესაძლებლობა 4,2 მლნ.მ3 დღეში არასაკმარისია
პიკური სიტუაციებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს ქვეყნის
საჭიროებების დასაკმაყოფილებლად (დაკ=0,6) [28].
ჩეხეთი. არსებული გაზსაცავის „დამბორჟიცე“-ს მუშა აქტიური მოცულობა
193 მლნ.მ3-ია. მისი გაფართოების შემდეგ მოცულობა 456 მლნ.მ3 გახდება, რაც
უზრუნველყოფს მის ენერგოუსაფრთხოებას გაზის მიწოდების შეწყვწტის
შემთხვევაში. საჭირო მოცულობის გაზი მიეწოდება რუსეთიდან.
ხორვატია. არსებული მიწისქვეშა გაზსაცავებია: „OKOLI“ აქტიური
მოცულობით 550 მლნ.მ3. ამოღების შესაძლებლობა 6,72 მლნ.მ 3 დღეში; „GRUBIŠNO
POLJE” აქტიური მოცულობით 25 მლნ.მ3 დღეში, ამოღების შესაძლებლობა 2,4

მლნ.მ3 დღეში; „ANCI“-ის აქტიური მოცულობა უმნიშვნელოა - 2 მლნ.მ 3.

65
ხორვატია ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებას UGS-ების
მოცულობით და ვერც ამოღების შესაძლებლობებით (დაკ=0,6).
მოლდავეთი. არა აქვს სკუთარი გაზსაცავი და სურს უკრაინის გაზსაცავის
გამოყენება. ის გაზის მოხმარების (2,9 მლრდ.მ3/წ) 99%-ს იღებს რუსეთიდან.
ამრიგად, ის მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული.
რუმინეთი. მოიხმარს 12 მლრდ.მ3-ს. აქედან 30% იმპორტულია. UGS-ის
მოცულობა 3,2 მლრდ.მ3-ია. ამოღება 30,3 მლნ.მ3 დღეში. მოხმარება
34 მლნ.მ3 დღეში. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია საჭირო მოცულობის
გაზსაცავები, რუმინეთი სრულად ვერ უზრუნველყოფს საკუთარ
ენერგოუსაფრთხოებას გაზის დარგში, რადგან ექსტრემალურ სიტუაციებში
მოხმარება აჭარბებს UGS-დან ამოღების შესაძლებლობებს (დაკ=0,9).
პოლონეთი. პოლონეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიაში
(PGNiG) შემავალი მიწისქვეშა გაზსაცავების (ПХГ Хусув, ПХГ Вежховице, ПХГ
Страхочина, ПХГ Сважув, УГС Бжезница, КУГС Могильно и КУГС Косаково ) ჯამური

აქტიური მოცულობა 2,544 მლრდ.მ3-ია. 2019 წელს მან მოიხმარა 19 მლრდ.მ3


გაზი. 4 მლრდ.მ3 პოლონეთშია მოპოვებული 15 მლრდ.მ3 კი იმპორტირებულია.
აქედან 9 მლრდ.მ3 რუსული გაზია. იმპორტირებული გაზის მოწოდების
სამოცდღიანი შეფერხების შემთხვევაში UGS-ში არსებული გაზის მარაგი უნდა
შეადგენდეს 3,75 მლრდ.მ3, რაც 1.206 მლრდ.მ3-ით მეტია გაზსაცავების
მოცულობაზე. გარდა ამისა დღეღამური მოხმარებისა და UGS-იდან გაზის

ამოღების მოცულობათა შორის სხვაობა გვაძლევს 564 მლნ.მ3 დეფიციტს


(დაკ=0,8). ამრიგად, პოლონეთი სრულად ვერ აკმაყოფილებს ენერგოუსაფრ-
თხოების მოთხოვნებს, მგს-ს მოცულობით და ამოღების შესაძლებლობებით.
სლოვაკეთი. UGS-ები განლაგებულია ქვეყნის დასავლეთში, ვენის
ნავთობგაზის აუზში. მგს-ების მშენებლობა დაიწყო კომპანია NAFTA-მ 1973 წელს
და შემდეგ მუდმივად აფართოებს მის მოცულობას. 2014 წელს UGS „Gajary-
Baden“-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ მგს-ების აქტიური მოცულობა 3,3
მლრდ.მ3-მდე გაიზარდა. გაზის წლიური მოხმარება 5 მლრდ. მ3-მდეა. ის გაზის
ექსპორტს თითქმის მთლიანად რუსეთიდან ახდენს.

66
სლოვენია. სლოვენია მოიხმარს 850 მლნ.მ3 გაზს წელიწადში. 600 მლნ.მ3-ის
ექსპორტი ხდება რუსეთიდან. მას საკუთარი გაზსაცავი არ გააჩნია. მის
ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ავსტრიაში განლაგებული UGS
«Хайдах», რომლის მფლობელებიცაა ООО «Газпром экспорт», ВИНГАЗ და
ავსტრიული კომპანია РАГ. UGS-ის აქტიური მოცულობა 2,89 მლრდ.მ3-ია.
გაზსაცავი საერთაშორისო დანიშნულებისაა და უზრუნველყოფს რუსეთიდან
ექსპორტირებული გაზის ტრანსპორტირების საიმედობას სლოვენიაში,
ხორვატიაში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიაში, სლოვაკიასა და იტალიაში.
როგორც გაზის ექსპორტით, ასევე მისი მოწოდების უსაფრთხოებით, სლოვენია
ძლიერაა დამოკიდებული რუსეთზე.
თურქეთი. ბოლო მონაცემებით, ახალი UGS-ის „Tuz Gölü“-ს
ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, თურქეთის გაზსაცავების ჯამურმა
მოცულობამ 5,4 მლრდ.მ3 შეადგინა, ხოლო მოხმარებამ 50 მლრდ.მ3 (სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები). ამრიგად, თურქეთი საჭიროებს მიწისქვეშა
საცავების დამატებით მოცულობებს. გარდა ამისა, გაზსაცავების ტექნიკური
მაჩვენებლების გამო წარმოიშვება დამატებითი დეფიციტი, რადგან
ექსტრემალურ სიტუაციებში მოხმარება მნიშვნელოვნად აჭარბებს UGS-დან
ამოღების შესაძლებლობებს (დაკ=0,2).
აღნიშნული ქვეყნების არასაკმარისი აქტიური მოცულობების გამო მათი
ჯამური დეფიციტი შეადგენს 5,3 მლრდ.მ3-ს (ცხრ.8). UGS-ების მოცულობაში
თურქეთს დეფიციტი აქვს 5 მლრდ.მ3.
თავისი გავლენების გასძლიერებლად რუსეთი გაზის იფრასტრუქტურულ
პროექტებს ინტენსიურად ანხორციელებს ევროპაში: „Для обеспечения
бесперебойных поставок «голубого топлива» зарубежным потребителям в периоды
повышенного спроса и проведения ремонтных работ на газотранспорт-ных системах,
а также для реализации дополнительных продаж газа Группа Газпром реализует
стратегию развития системы подземных хранилищ газа (ПХГ). Потенциальные
хранилища должны находиться вблизи газопроводов, по которым транспортируется
природный газ. Строительство ПХГ, как правило, осуществляется в сотрудничестве с
местным партнером“[31]. გაზპრომი მონაწილეობს გაზსაცავების პროექტებში
ქვეყნებში, რომელთა ტერიტორიებზეც გადის რუსული გაზის ძირითადი

67
მოცულობები ასეთებია: «Реден» მოცულობით 4,7 მლრდ.მ3, «Катарина»
მოცულობით 310, «Этцель» მოცულობით 350 მლნ.მ3 და «Йемгум» მოცულობით
800 მლნ.მ3 გერმანიაში; «Хайдах» მოცულობით 2,89 მლნ.მ3 - ავსტრიაში;
«Банатский двор» - 450 მლნ.მ3 - სერბეთში; «Бергермеер» - 1,9 მლრდ.მ3;
«Дамборжице» - 193,0 მლნ.მ3 - ჩეხეთში.
თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდის მიზნით „გაზპრომი“
განიხილავს საკუთარ ტერიტორიაზე განლაგებული UGS-ების გამოყენების
საკითხს, „თურქული ნაკადი“-ს გაზსდენის შეუფერხებელი
ფუნქციონირებისათვის.
ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან საკუთარი
UGS არა აქვთ: საბერძნეთს, მაკედონიას, ალბანეთს, მოლდავეთს, სლოვენიას,

ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, ლიტვას და ესტონეთს.


არსებული გაზსაცავები თავისი ტექნ. მაჩვენებლებით (მოცულობა; დაკ)
ექსტრემალურ სიტუაციებში ვერ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების მოთხოვნებს:
ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ხორვატია, თურქეთი.
საინტერესოა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დაკავ-
შირებით მსგავსი დასკვნებია გაკეთებული რუსეთის მიერ. მან ამ ქვეყნებს
ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდისა და რუსეთიდან გაზის გარანტი-
რებული და შეუფერხებელი მიწოდებისათვის საკუთარი გაზსაცავები
(«Кущевская», «СевероСтавропольская» და «Краснодарская ») შესთავაზა [32] და ეს
ხდება მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები თავიანთი ენერგეტიკული უსაფრ-
თხოებისათვის ძირითად რისკებს სწორედ რუსეთში ხედავენ. აღნიშნული
გაზსაცავები კი მათ კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულს გახდიან რუსეთზე.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის
მიწოდების უსაფრთხოება დღეს არ არის უზრუნველყოფილი.[33] სპეციალი-
სტების აზრით ისეთი მსხვილი პროექტის რელიზააციის დროს, როგორიცაა
სამხრეთის დერეფანი, აუცილებელია მის მარშრუტზე ახალი მგს-ს აშენება.
ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, რომ საქართველოს შავი
ზღვის სანაპიროსთან არის გეოლოგიური სტრუქტურები, სადაც შესაძლებელია
დიდი მოცულობის (20 მილრდ.მ3) საერთაშორისო დანიშნულების მიწისქვეშა
გაზსაცავთა სისტემის მოწყობა [34]. ამ შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენება

68
საშუალებას მოგვცემს უფრო ეფექტურად ჩავერთოთ ევროპის ენერგეტიკული
უსაფრთხოების მოგვარების საქმეში.
1.5. ინიციატივა რეგიონში „ზაფხულის გაზი“-ს არსებული რესურსების
ათვისების შესახებ

დღეს კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის ექსპორტს მხოლოდ აზერ-


ბაიჯანი აწარმოებს. ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგია
ითვალისწინებს რუსეთზე დამოკიდებულების ეტაპობრივ შემცირებას და
დივერსიფიცირებული წყაროებიდან (მათ შორის კასპიის რეგიონიდან) გაზის
იმპორტის მოცულობის გაზრდას. კასპიის რეგიონიდან მიღებული გაზის
მოცულობის გაზრდის მიზნით კასპიის ზღვაზე იგეგმება გაზის
„ტრანსკასპიური“ მაგისტრალის მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს თურქ-
მენეთიდან ევროპაში გაზის ახალი მოცულობების მიღებას. განიხილება
ყაზახეთიდან და ირანიდან გაზის მიღების შესაძლებლობებიც.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა გამალებით ეძებს საჭირო მოცულობის
გაზის მიღბის ახალ-ახალ შესაძლებლობებს. დღეს უკვე არსებული, გაზის
აზერბაიჯანული სიმძლავრეები არაეფექტურადაა გამოყენებული, რის გამოც
აზერბაიჯანის არსებული შესაძლებლობების მხოლოდ 60%-ის ათვისება ხდება.
საქმე იმაშია, რომ აქ გაზის მოხმარების სეზონურობის გამო აუთვისებელია ე.წ.
„ზაფულის გაზის“ მნიშვნელოვანი მოცულობები.
ამის კარგი მაგალითია საქართველო. მოხმარებული გაზის 99,7%
აზერბაიჯანულია [35]. იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარში თბოსადგურები
სრული დატვირთვით მუშაობს და მოსახლეობა გათბობას ხმარობს
მოხმარებული გაზის თითქმის 40% ზამთარზე მოდის, ზაფხულში კი 14%-ზე
ნაკლები იხარჯება.
გაზის მოხმარება საქართველოში თვეების მიხედვით ძალიან არათანაბარია.
ნახ.17-ზე მოცემულია გაზის მოხმარება 2019-2020-2021 წლებში, ხოლო ნახ.18-
ზე მოცემულია გამოუყებებელი „ზაფხულის გაზის“ მოცულობები იმავე
პერიოდში. „ზაფხულის გაზის“ მოცულობები დათვლილია, როგორც სხვაობა
მომწოდებელ გაზსადენში მოცემული წლის ზამთრის თვეში გატარებული

69
მაქსიმალური მოცულობისა და თვეების მიხედვით რეალურად მიწოდებული
გაზის მოცულობებს შორის და საშუალოდ 2233 მლნ.მ3/წ-ს შეადგენს.

450

400

350

300
მლნ. კუბ.მ.

250

200

150

100

50

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
თვეები

ნახ. 17. გაზის მოხმარების სეზონურობა საქართველოში [საქსტატი].

400

350

300
მლნ. კუბ.მ.

250

200

150

100

50

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

თვეები

ნახ. 18. „ზაფხულის გაზის“ რეზერვები საქართველოში.

გაზის მოხმარების სეზონურობა აზერბაიჯანთან ურთიერთობაში ერთ-


ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. მისი „გათვალისწინება“
აზერბაიჯანისათვის ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს აკეთებს იმისათვის,
რომ პრობლემა არ შეგვექმნას, მაგრამ, ადრე თუ გვიან ეს პრობლემა დადგება.
იმიტომ რომ, სეზონური მიწოდება ძალიან რთულია[36]. საქმე იმაშია, რომ
საქართველოს არა აქვს გაზსაცავი რათა შეძლოს წლის განმავლობაში,
ყოველთვიურად, გაზის თანაბარი რაოდენობით მიღება.

70
აზერბაიჯანი იძულებულია შეამციროს გაზის მოწოდება ზაფხულში და
გაზარდოს ზამთარში. ამის გამო ყოველწლიურად საშუალოდ გამოუყენებელი
რჩება 2,233 მლრდ.მ3-მდე ე.წ. „ზაფხულის გაზი“, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი
რეზერვი იყოს ევროპაში ექსპორტის გაზრდისათვის.
ამრიგად, ბოლო წლების განმავლობაში „ზაფხულის გაზის“ რეზერვები
საქართველოში იზრდება. 2019 წელს ის შეადგენდა 1903,6 მლნ.მ 3 -ს, 2020 წ -2290,5
მლნ.მ3-ს, ხოლო 2021 წელს - 2505,9 მლნ.მ3-ს. საშ≈2333,3 მლნ.მ3.წ.
ანალოგიური მდგომარეობაა აზერბაიჯანშიც. ის ყოველწლიურად მოიხმარს
13 მლრდ.მ3-მდე გაზს. მიუხედავად იმისა, რომ მას გააჩნია ორი მგს ჯამური
მოცულობით 3,5 მლრდ.მ3, ელ. ენერგიის მოხმარების სეზონურობის გამო
(ნახ.19) „ზაფხულის გაზის“ გამოუყენებელი მოცულობები 2017 წ - 436,4 მლნ.მ3;
2018 წ - 397 მლნ.მ3, ხოლო 2019წ - 323 მლნ.მ3 იყო (ნახ.20). (საჯარო
ინფორმაციის არ არსებობის გამო მონაცემები აღებულია აზერბაიჯანის
რეგიონების მონაცემების მიხედვით [37]).

250

200
მლნ. კუბ.მ.

150

100

50

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12

თვეები

ნახ. 19. ელ.ენერგიის გამომუშავებაზე გაზის მოხმარების სეზონურობა აზერბაიჯანში


(წყარო: UNDP; British Embacy Baku)

71
90

80

70

60

მლნ. კუბ.მ. 50

40

30

20

10

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
თვეები

ნახ.20. ელ.ენერგიის გამომუშავების სეზონურობით გამოწვეული „ზაფხულის გაზის“


რეზერვები აზერბაიჯანში.
ამრიგად, აღნიშნული სამი წლის განმავლობაში ელ. ენერგიის
გამომუშავების სეზონურობით გამოწვეული „ზაფხულის გაზის“ რეზერვები
აზერბაიჯანში, საშუალოდ 385 მლნ.მ3/წ-ია.
ამ მონაცემების საფუძველზე მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარების
სეზონურობით (ნახ. 21) მიღებული „ზაფხული“-ს გაზის რეზერვი (ნახ.22)
საშუალოდ 5450 მლნ.მ3/წ-ია.
ამრიგად, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე სულ აზერბაიჯანში
ელ.ენერგიის გამომუშავებასა და მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის
სეზონურობის გამო ზაფხულის გაზის ჯამური საშ/წ. რეზერვი 5850 მლნ.მ3-ა.

900

800

700

600
მლნ. კუბ.მ

500

400

300

200

100

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
თვეები

ნახ. 21. მოსახლეობის მიერ გაზის მოხმარების სეზონურობა აზერბაიჯანში


(წყარო: პატფორმა crudeoilpeak.info).

72
800

700

600

მლნ. კუბ.მ
500

400

300

200

100

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
თვეები

ნახ. 22. „ზაფხულის გაზი“-ს რეზერვი აზერბაიჯანში მოსახლეობის მიერ მოხმარებულ


გაზზე.

ევროპის მიერ გაზის მოხმარების სეზონურობის გამო წლის განმავლობაში


არათანაბრადაა დატვირთული აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში
მიმავალი საერთაშორისო გაზსადენი TRANAP-ც (ნახ 23) [38].

2,000

1,800

1,600

1,400
მლნ. კუბ.მ.

1,200

1,000

800

600

400

200

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
თვეები

ნახ. 23. გაზსადენ TRANAP-ში წლის განმავლობაში გატარებული გაზის უთანაბრობა.

წლის განმავლობაში გაზის სტაბილური, მაქსიმალური მოცულობით


გატარების შემთხვევაში ევროპა შესძლებს ზაფხულის თვეებში დამატებითი გაზის
მიღებას (ნახ.24). მაგრამ ზაფხულში აღნიშნული გაზსადენი ნაკლებადაა
დატვირთული, რადგან თურქეთსა და სამხრეთ-ღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში
გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის პერიოდში გაზის მოხმარება მცირდება.

73
ამ მონაცემების საფუძველზე დათვლილი „ზაფხულის გაზი“-ს საშუალო
წლიური რეზერვები 3892 მლნ.მ3-ია. ცხრილ 9-ში მოცემულია რეგიონში
არსებული „ზაფხული გაზის“ ჯამური რეზერვები.

700

600

500
მლნ. კუბ.მ.

400

300

200

100

0
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
თვეები

ნახ. 24. TRANAP-ის „ზაფხულის გაზი“-ს რეზერვები.

ამრიგად, დღეს რეგიონში გვაქვს აუთვისებელი რეზერვი 12 მლრდ.მ3/წ -


მდე „ზაფხულის გაზის“ სახით. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი გახდება
ზაფხულის თვეებშიც TRANAP-ის მაქსიმალურად დატვირთვა, რეგიონში
ზაფხულის გაზის რეზერვები მაინც მნიშვნელოვანი იქნება (8 მლრდ.მ3/წ).

ცხრილი 9

რეგიონში არსებული „ზაფხული გაზის“ ჯამური რეზერვები.


„ზაფხულის გაზი“-ს საშუალო წლიური მოცულობები

რეზერვი მლნ.კუბ.მ/წ
1 საქართველოს „ზაფხულის გაზი“ 2 233
2 აზერბაიჯანის „ზაფხულის გაზი“ 5 850
3 TANAP-ის „ზაფხულის გაზი“ 3 892
4 სულ 11 950

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სეზონების მიხედვით გაზის წარმოების


უთანაბრობა მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის აზერბაიჯანს. 2021 წლის
ზაფულში მან გააფორმა ხელშეკრულება რუსეთთან ბუნებრივი გაზის სეზონური
გაცვლის თაობაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებს ზაფხულის პერიოდში

74
აზერბაიჯანიდან რუსეთში გაზის მიწოდებას, ხოლო ზამთრის თვეებში
ანალოგიური მოცულობების რუსეთიდან მიღებას, რაც აზერბაიჯანს გაზის
იფრასტრუქტურის გარკვეული სტაბილიზაციის საშუალებას მისცემს. თუმცა
აღნიშნული ხელშეკრულება მოკლე ვადიანია და გაზის მცირე მოცულობების
გაცვლას ითვალისწინებს და რუსეთი ამ გაზს იყენებს დაღესტნის
მომარაგებისათვის [39]. აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე აზერბაიჯანი ზაფხულის
თვეებში, გამოუყენებელი გაზის უკუჩაჭირხვნას ახდენდა.
ყულევში, ჩვენს მიერ შემოთავაზებული LNG-ის ქარხნის მიმდებარედ UGS-
ის მშენებლობის შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა მოიხსნება და საქართველო
შეძლებს აზერბაიჯანიდან მიიღოს გაზის დამატებითი მოცულობები
გაზაფხული-ზაფხული-შემოდგომის თვეებში და შავი ზღვის გავლით LNG-ს
სახით მიაწოდოს ევროპის ქვეყნებს. ამით აზერბაიჯანის გაზის წარმოებასაც
მოეხსნება პრობლემები და შეიძენს სტაბილურობას - შეძლებს სტაბილურად,
გაზრდილი მოცულობით აწარმოოს გაზი და მოახდინოს მისი ექსპორტი მთელი
წლის განმავლობაში, მოახდინოს მეტი მოცულობის გაზის ექსპორტი და
გაზარდოს შემოსავლები.
ანალოგიური მიდგომის რეალიზაცია შესაძლებელი იქნება კასპიის
რეგიონის სხვა ქვეყნებიდან (ირანიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან)
ევროპაში გაზის ექსპორტის შემთხვევაშიც. ჩვენი მონაცემებით ირანში
„ზაფხულის გაზის“ რეზერვები 20 მლრდ.მ3, თურქმენეთში - 30 მლრდ.მ3,
ყაზახეთში კი 35 მლრდ.მ3-ია, რაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება ევროპის
ენერგერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის საქმეში.
დღეს ევროკავშირი ინტენსიურად მუშაობს აზერბაიჯანიდან დამატებითი
გაზის მოცულობების მიღების გზების მოძიებაზე, რათა TANAP - ის გამოყენებით
აზერბაიჯანიდან მიიღოს გაზის მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა - 30
მლრდ.მ3/წ-ში. ძალზე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. კერძოდ, TANAP-ის
მაქსიმალურად დატვირთვის შემთხვევაშიც კი „ზაფხულის გაზი“-ს გატარება
მასში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამრიგად საჭიროა ამ მნიშვნელოვანი
რესურსის გამოყენებისათვის ტრანსპორტირების ახალი გზებისა და
ტექნოლოგიების მოძიება.

75
აზერბაიჯანიდან საქართელოს შავი ზღვის პორტამდე „ზაფხულის გაზი“-ს
ტრანსპორტირების რამოდენიმე ვარიანტი შეიძლება განვიხილოთ:
1) აზერბაიჯანიდან საქართველოში მომავალი მაგისტრალური გაზსადენის
„გაჯიქაბული - კაზახი - საგურამო“ საპროექტო გამტარუნარიანობა 8,7 მლნ. მ3/წ-
ია [40]. დღეს მისი ფაქტიური გამტარობა 3 მლრდ.მ 3/წ-ია. ამ გასადენით SOCAR-ი
ყოველწლიურად აწვდის 1,6 - 1,8 მლრდ.მ3/წ გაზს საქართველოს. გაზსადენის
რეაბილიტაციის (ან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახალი მილ-სადენის
მშენებლობის) შემთხვევაში შესაძლებელი იქნება აზერბაიჯანიდან
საქართველომდე დამატებით 7 მლრდ.მ3/წ-მდე „ზაფხულის გაზი“- ს მიღება,
შემდეგ კი საქრთველოს შიგა „აღმოსავლე-დასავლეთი“ გაზსადენით, მის შავი
ზღვის პორტამდე ტრანსპორტირება. ამ უკანასკნელის საპროექტო გამტარობა 8
მლრდ.მ3/წ-ია და მისი რეაბილიტაცია სავსებით შესაძლებელია.
2) სამხრეთკავკასიური გაზსდენის გამტარიანობა გაფართოების შემდეგ 24,04
მლრდ.მ3/წ-ს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში მისი სიმძლავრე შეიძლება
გაიზარდოს 31 მლრდ.მ3/წ-მდე [41]. გაზსადენის გაფართოება დაგეგმილია
აზერბაიჯანში გზის მოპოვების მნიშვნელოვანი გაზრდის შემდეგ, მაგრამ მისი
მაქსიმალური სიმძლავრის გამოყენება დღესვეა შესაძლებელი „ზაფხულის
გაზი“-ს აზერბაიჯანიდან საქართველოში ტრანსპორტირებისათვის. ამ
შემთხვევაში 10 მლრდ.მ3/წ - მდე გაზის ტრანსპორტირება SCP-ის გამოყენებით
მოხდება ვალემდე, შემდეგ კი „ვალე - ვანის“ 70 კმ - იანი გაზსადენით მოხდება
მისი მიერთება „აღმოსავლეთ - დასავლეთის“ მილსადენთან ვანში. აღნიშნული
მილსადენის მშენებლობა გათვალისწინებულია 10 წლიანი გეგმით და 8
მლრდ.მ3/წ-ში გამტარებლობის შემთხვევაში მისი მშენებლობის ღირებულება 93
მლნ. აშშ დოლარის ფარგლებშია [42].
3) რეგიონში დღეს არსებული „ზაფხული“-ს გაზის მარაგების აკუმულირება
შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ გეოლოგიურ
სტრუქტურებში მოწყობილ საერთაშორისო გაზსაცავში (დღეს საქართველოში
ასეთი გაზსაცავის მოწყობის ყველა პირობა არსებობს), შემდეგ კი საზღვაო
ტრანსპორტირების ერთ-ერთი (საზღვაო მილსადენების, LNG და CNG
ტექნოლოგიების) გამოყენებით შესაძლებელი იქნება გაზის ევროპაში მიწოდება.

76
1.6. ძირითადი დასკვნები

კასპიის რეგიონის გაზის მომპოვებელი ქვეყნებიდან UGS-ის შესავსებად


საჭირო მოცულობის გაზის საქართველოს ტერიტორიაზე მიღების
შესაძლებლობათა შესწავლამ გვიჩვენა:
ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უპიეველესი
ამოცანა დღეს გაზის მიწოდების გზების დივერსიფიკაცია და რუსეთზე
დამოკიდებულების შემცირებაა;
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების არსებული UGS - ები
ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ ვერც დღეღამური ამოღების
შესაძლებლობებით (დეფიციტი 2,2 მლრდ.მ3/წ) და ვერც მოცულობით
(დეფიციტი 10,3 მლრდ.მ3/წ. ჯამური დეფიციტი წელიწადში 12,5 მლრდ.მ 3-ია.
აუცილებელია მიწისქვეშა გაზსაცავების მოცულობების შესაბამისი გაზრდა;
აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის მიღება შესაძლებელია სამხრეთ-
კავკასიური მაგისტრალური მილსადენის საშუალებით, მასში არსებული
რეზერვებისა და თურქეთსა და ევროპაში გაზის მოთხოვნაზე სეზონური
ცვლილებების გათვალისწინებით.
თეორიულად შესაძლებელია ირანიდან გაზის მიღების განხორციელება
ირან-სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური გაზსადენით, შემდეგ კი
ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის სომხეთის განშტოების 1000
მმ-იანი მილსადენის რევერსულ რეჟიმზე გადაყვანით. ირანული გაზის მიღება
შესაძლებელია აზერბაიჯანის გავლითაც, რომელთანაც მას 1474 მ-იანი
მილსადენი აკავშირებს და საიდანაც 36 წლის წინ მარაგდებოდა ამიერ-კავკასიის
ქვეყნები. ირანიდან გაზის მიღების ორივე ვარიანტი საჭიროებს გარკვეული
სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას;
თურქმენეთიდან გაზის მიღება შესაძლებელია ირანის გავლით.
თურქმენეთთან ირანს ორი მილსადენი აკავშირებს, რომელთა საერთო
გამტარუნარიანობა წელიწადში 20 მლრდ.მ3-ია, თუმცა ფაქტიურად მხოლოდ 40 -
60% დატვირთვით მუშაობს. შემდეგ ირან - სომხეთისა და ირან - აზერბაიჯანის
დამაკავშირებელი მილსადენებით გაზი საქართველოში ტრანსპორტირდება. ამ

77
შემთხვევაში თავს იჩენს სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების
ჩატარების აუცილებლობა.
რუსეთიდან საქართველოში გაზის ტრანსპორტირებისათვის არსებობს ორი
მილსადენი: „ვლადიკავკაზი - თბილისი“ და „ჩრდილოეთკავკასია -
ამიერკავკასია“. მიუხედავად იმისა, რომ ამ მილსადენების რეზერვი მაღალია
(11,7-13,7 მლრდ.მ3/წ, ისინი საჭიროებენ გარკვეული სახის სარემონტო
სამუშაოების ჩატარებას;
ყაზახეთიდან სამხრეთ-კავკასიურ მაგისტრალში და შესაბამისად საქა-
რთველოში გაზის მიღება დაკავშირებულია ტრანსკასპიური მაგისრტალის
მშენებლობასთან, თუმცა შესასწავილია ორი საინტერესო მარშრუტი არსებული
მილსადენების გამოყენებით ყაზახური გაზის საქართველოში
ტრანსპორტირებისათვის, ესენია: „მაკატ - ასტრახან - ჩერვლენაია - მოზდოკ“ -
ისა და „ნეფტეზუმსკ - მოზდოკი“ - ს გაზსადენის ტექნიკური მდგომარეობა და
სატრანზიტო შესაძლებლობები. თეორიულად, ამ მილსადენებით გაზის
მოწოდება შესაძლებელი იქნება „ჩრდილოკავკასია - ამიერკავკასიის“
მილსადენის საშუალებით საგურამომდე;
დღეს რეგიონში გვაქვს 12 მლრდ.მ3/წ-მდე „ზაფხულის გაზი“-ს გამოუ-
ყენებელი რესურსები. თურქმენეთის, ირანის და ყაზახეთის გაზის ევროპაში
ტრანსპორტირების პროცესში ჩარტის შემდეგ, რეგიონში „ზაფხულის გაზი“-ს
მოცულობები რამოდენიმე ათეულ მლრდ.მ3/წ-ში იქნება. აღნიშნული რეზერვის
საქართველოს ტერიტორიამდე ტრანსპორ-ტირება შესაძლებელია არსებული
მგაზსადენების: „გაჯიქაბული - კაზახი - საგურამო“ - სა და „სამხრეთკავკასიური
გზსადენი“-ს რეზერვების გამოყენებით;
რეგიონში დღეს არსებული „ზაფხული“-ს გაზის რეზერვების აკუმუ-
ლირება შესაძლებელია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან არსებულ
გეოლოგიურ სტრუქტურებში მოწყობილ საერთაშორისო დანიშნულების
გაზსაცავში (დღეს საქართველოში ასეთი გაზსაცავის მოწყობის ყველა პირობა
არსებობს), შემდეგ კი საზღვაო ტრანსპორტირების ერთ-ერთი (საზღვაო
მილსადენების, LNG და CNG ტექნოლოგიების) გამოყენებით შესაძლებელი იქნება
გაზის ევროპაში მიწოდება.

78
თავი 2. შავ ზღვაზე გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
შედარებითი ეკონომიკური მოდელირება

ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ანალიზი და 2022 წელს


განვითარებული საერთაშორისო მოვლენები (რუსეთ-უკრაინის ომი)
გვიჩვენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დღეს ევროპისათვის კასპიის
რეგიონიდან გაზის ახალი, გაზრდილი მოცულობების მიღება. პირველ თავში
ნაჩვენებია რეგიონში დღეს არსებული ე.წ. „ზაფხულის გაზის“ საქრთველოს შავი
ზღვის სანაპიროდან ევროპაში მიწოდების შესაძლებლობა. ამიტომ,
განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ზღვაზე გაზის ტრანსპორტირების
არსებული ტექნოლოგიებიდან რომელი აღმოჩნდება ყველაზე ეკონომიური და
გამართლებული ჩვენი ევროპელი პარტნიორებისათვის.

2.1. მასშტაბირებადი მოდულური წარმოების ეკონომიკური მოდელირება

გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების ეკონომიკური შეფასების


მეთოდების ანალიზი გვიჩვენებს, არსებული მეთოდები შექმნილია კონკრე-
ტული რეგიონებისათვის და მათი დადებითი და უარყოფითი მხარეების
გათვალისწინება საშუალებას მოგვცემს შევქმნათ გაზის ტრანსპორტირების
ტექნოლოგიების ეკონომიკური შეფასების მეთოდი შავი ზღვის რეგიონისათვის
და დავადგინოთ ეკონომიურად უფრო მოგებიანი ვარიანტი.
არსებული ლიტერატურის ანალიზი გვიჩვენებს, სრულყოფილი მეთო-
დოლოგიის შექმნის გზაზე, ჩვენს პირობებში აუცილებელია მასშტაბირებადი
მოდულური წარმოების ეკონომიკური მოდელირება, რადგან არსებულ
მეთოდებში არ ჩანს მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ის ეკონომიკური
უპირატესობები, როცა მწარმოებლობის ზრდა მათი მასშტაბირების საფუძველზე
მიიღწევა.
ვთქვათ, ერთი Vმსხ. მწარმოებლობის მქონე მსხვილტონაჟიანი LNG ქარხნის
ნაცვლად გარკვეული რიგითობით ვაშენებთ n რაოდენობის მცირეტონასჟიანი
ქარხანის მოდულებს, თითოეულის მოცულობა ავღნიშნოთ - Vმოდ., მაშინ

79
მცირეტონაჟიანი ქარხნის მწარმოებლობა - Vმც. მოდულების ჯამური
მწარმოებლობის ტოლი იქნება:
Vმც = n Vმოდ.. (2.1)

ამასთან უნდა დაკმაყოფილდეს პირობა:

Vმსხ.= Vმც.= n Vმოდ. (2.2)

დავუშვათ, რომ მცირეტონაჟიანი ქარხნის მწარმოებლობის მასშტაბირება


ხდება დროის გარკვეულ მონაკვეთებში ეტაპობრივად ერთტიპიური (ერთნაირი
მწარმოებლობის) მოდულების დამატებით. თითოეული მოდულის
საინვესტიციო ღირებულება ავღნიშნოთ A1-ით. I ეტაპზე ვაშენებთ ერთ
მოდულს და ეტაპის ბოლოს ვუშვებთ ექსპლოატაციაში, II-ეტაპზე - მეორეს და
ეტაპის ბოლოს ვუშვებთ ექსპლოატაციაში და ამგვარად ვაშენებთ და
ექსპლოატაციაში ვუშვებთ n მოდულს. თითოეულ ეტაპზე ჯამური
საინვესტიციო ღირებულებაა An. ამასთან თითოეულ ეტაპზე (გარდა პირველისა)
ხდება წინა ეტაპზე მიღებული მოგების რეინვესტირება. გეგმიური მოგება
ავღნიშნოთ k-თი. მცირეტონაჟიანი ქარხნის მოდულური მასშტაბიტების
თითოეულ ეტაპისათვის ჯამური (ინვესტიცებს + რეინვესტიციები) ღირებულება
ტოლი იქნება:
 I ეტაპისათვის: A1;
 II-ეტაპისათვის: A2 = A1 + kA1= A1(1+k);
 III-ეტაპისათვის: A3 = A1 + kA1 + kA2 = A1 + kA1 + kA1+k 2 A1= =A1
(1+2k+k 2 ¿ = A1 (1+k)2;
 IV-ეტაპისათვის: A4 = A1 + k A1 + k A2 + k A3 = A1 + k A1 +k A1(1+k)+
+k A1 (1+k)2= A1 (1+k+k+k+k2+2k2+ k 3 ¿=¿ A1 (1+3k+3k2 +k3) =A1 (1+k)3
და ა.შ. მე-n -ე ეტაპისათვის:

An = A1(1+k) n-1. (2.3)

ცხადია, ახალ-ახალი მოდულების ექსპლოატაციაში შესვლა იწვევს


რეინვესტიციების ზრდას და გარკვეულ ეტაპზე რეინვესტიციების მოცულობა

80
გაუტოლდება პირდაპირი ინვესტიციების მოცულობას. ამ შემთხვევაში უნდა
შესრულდეს პირობა:
A1(1+k) n-1- A1 = A1 (2.4)

ე.ი.:

(1+k) n-1=2. (2.5)

სადაც k¿ 0 და n¿1.

საბოლოოდ საჭირო ციკლების (მოდულების) რაოდენობა იანგარიშება


ფორმულით:

n=1+log (1+k) 2,0 . (2.6)

მაშინ:
 10%-იანი მოგების შემთხვევაში (k=0,1) (2.12)-დან მივიღებთ: n=8,3 ეტაპს;
 15%-იანი მოგების შემთხვევაში (k=0,15) - n=6 ეტაპს;
 20%-იანი მოგების შემთხვევაში (k=0,20) - n=4,8 ეტაპს;
ყოველი n ეტაპისათვის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა იანგარიშება
ფორმულით:

An = n A1 (2.7)

ხოლო რეინვესტირების მოცულობა იანგარიშება ფორმულით:

რ . ინვ .
An = A1(1+k) n-1- n A1 = A1[(1+k) n-1-n]; (2.8)

ამრიგად, მცირეტონაჟიანი LNG-ს წარმოების მოდულური განვითარების


შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტის საინვესტიციო
ღირებულებას.
გარდა აღნიშნული ეკონომიკური ეფექტისა მცირეტონაჟიანი ქარხნის
მოდულურობა საშუალებას იძლევა პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა
მნიშვნელოვნად შევამციროთ და ამავე დროს მივიღოთ სხვა მნიშვნელოვანი
ეფექტები, რაც შეუძლებელია მსხვილტონაჟიანი ქარხნის შემთხვევაში

81
(შედარებით იაფია მზა მოდულების ადგილზე აწყობა, მცირდება დანახარჯ-ები
მათი საძირკვლების მოწყობაზე, მცირდება მშენებლობის დრო და სხვა).
ვთქვათ, მოცემული გეგმიური მოგების k - ს მნიშვნელობისათვის
მსხვილტონაჟიანი LNG-ს ქარხნის მშენებლობის სრული ღირებულება ტოლია
Cსრ. მაშინ (2.9)-ის გათვალისწინებით მივიღებთ:

Cსრ = A1(1+k) n-1 (2.9)

აქედან ადვილად მივიღებთ საინვესტიციო ციკლების (მოდულების) საჭირო


რაოდენობის საანგარიშო ფორმულას:

n= log 1 +k Cსრ +1 (2.10)

ან:
ln C სრ
n= +1 (2.11)
ln (1+k )

რეინვესტიციების მოცულობა კი განისაზღვრება (2.19)-ის დახმარებით.

An = A1(1+k) n-1-n A1= A1[(1+k) n-1-n]; (2.12)

ზემოთ მოყვანილი მეთოდოლოგია მასშტაბირებადი (მცირე და


საშუალოტონაჟიანი LNG) და არამასშტაბირებადი (მსხვილტონაჟიანი LNG)
ქარხნების მშენებლობის ეკონომიკური ეფექტურობის ერთმანეთთან შედარების
საშუალებას გვაძლევს.
ამრიგად, მცირეტონაჟიანი LNG-ს წარმოების მოდულური განვითარების
შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს პროექტის საინვესტიციო
ღირებულებას.
გარდა აღნიშნული ეკონომიკური ეფექტისა, მცირეტონაჟიანი ქარხნის
მოდულურობა საშუალებას იძლევა 20-50%-ით შევამციროთ პირდაპირი
კაპიტალური დანახარჯები მშენებლობაზე და მივიღოთ სხვა მნიშვნელოვანი
ეფექტები, რაც შეუძლებელია მსხვილტონაჟიანი ქარხნის შემთხვევაში

82
(შედარებით იაფია მზა მოდულების ადგილზე აწყობა, მცირდება დანახარჯები
მათი საძირკვლების მოწყობაზე, მცირდება მშენებლობის დრო და სხვა).
მაგალითისათვის განვიხილოთ პროექტი AGRI-ი. ოფიციალური ინფო-
რმაციით მისი საინვესტიციო ღირებულება 4,5 მლრდ. დოლარია, მწარმოებლობა
8 მლრდ.მ3. ეს იქნება მსხვილტონაჟიანი LNG-ს ქარხანა და მის მშენებლობას 4
(ზოგიერთი მონაცემით 5) წელი სჭირდება ინვესტიციები კი წლების მიედვით
შემდეგნაირად ნაწილდება (იხ.ცხრილი 10): I-5%; II-15%; III-50%; IV- 30%.
პროექტის მიხედვით 1 მლრდ.მ3-ის ღირებულება 562 მლნ აშშ. დოლარია. თუ
მსხვილ ტონაჟიანის ნაცვლად ავაშენებთ მცირე ტონაჟიანი 1 მლრდ.მ3/წ
მწარმოებლობის მოდულებით აწყობილ ქარხანას, დაგვჭირდება 8 მოდული.
თითოეული მოდულის მშენებლობის (მონტაჟის) ხანგრძლივობა ავიღოთ 6 თვე,
როგორც ეს თანამედროვე პრაქტიკაშია მიღებული. პროექტი სრულდება 4 წელში.
თითოეულ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციები შეადგენენ 0,325 მლრდ.
აშშ. დოლარს, მშენებლობისათვის საჭირო დანარჩენი თანხები მიიღება
რეინვესტიციის შედეგად. (ცხრილი 10)

ცხრილი 10

პირდაპირი საინვესტიციო დანახარჯები მცირე და მსხვილ ტონაჟიანი LNG-ის წარმოებაში


მწარმოებლობა დანახარჯები,
V, მლრდ.კუბ.მ მლრდ.აშშ.დოლ.
მშენებლობ მშენებლობის
№ ის წლები k მციეტონაჟიანი
ხანგრძლივობა, მცირეტონაჟ.
AGRI LNG AGRI
თვე LNG
Anინვ. Anრ.ინვ. An
1 6 0,2 - 0,325 0 0,325
I - 0,225
2 6 0,2 1,0 0,325 0,065 0,39
3 6 0,2 1,0 0,325 0,143 0,468
II - 0,675
4 6 0,2 1,0 0,325 0,236 0,561
5 6 0,2 1,0 0,325 0,349 0,674
III - 2,500
6 6 0,2 1,0 0,325 0,483 0,808
7 6 0,2 1,0+1,0 0,325 0,645 0,971
IV 8,0 1,350
8 6 0 1,0 - 0,299 0,299
სულ დანახარჯები 2,275 2,225 4,500 4,500

ინვესტიციებისა და რეინვესტიციების მოცულობები წლების მიხედვით


ნაჩვენებია ნახ. 25 და ნახ. 26-ზე. ჯამური დანახარჯები ნაჩვენებია ნახ. 27 -ზე.
ჩატარებული ანგარიშის თანახმად, ორთავე ვარიანტისათვის საინვესტიციო

83
ღირებულება 4,5 მლრდ. აშშ. დოლარია, თუმცა მცირეტონაჟიანი LNG-ს
მოდულური მშენებლობის პრინციპის გამოყენების შედეგად პირდაპირმა
ინვესტიციებმა შეადგინეს 1,275 მლრდ. აშშ. დოლარი დანარჩენ 2,225
მლრდ.აშშ. დოლარს, მშენებლობის პროცესში ექსპლოატაციაში უკვე გაშვებულინ
მოდულების მუშაობით მიღებული მოგების რეინვესტიციები შეადგენენ. ამის
შედეგად პროექტის საინვესტიციო ღირებულება, AGRI-ს მსხვილტონაჟიან
პროექტთან შედარებით, 49,4%-ით შემცირდა (ნახ.25).

ინვესტიციების წლების მიხედვით, მლრდ .აშშ.დოლარი


(მცირეტონაჟიანი LNG)

0.832

0.379 0.944
0.065

0.625 0.625 0.625


0.325

I წელი II წელი III წელი IV წელი

ინვესტიციები რეინვესტიციები

ნახ. 25. მცირეტონაჟიანი LNG-ის წარმოების ინვესტიციები წლების მიხედვით.

ინვესტიციების მოცულობა წლების მიხედვით , მლრდ .აშშ.დოლ .


(AGRI)

2.5

1.35
0.675
0.225
I წელი II წელი III წელი IV წელი

ინვესტიციები

ნახ. 26. პროექტ AGRI-ს ინვესტიციების მოცულობა წლების მიხედვით.

84
ჯამური კაპიტალური დანახარჯები, მლრდ.აშშ.დოლარი

2.225

4.5

2.275

მცირეტონაჟიანი LNG AGRI

ინვესტიციები რეინვესტიციები

ნახ. 27. პროექტ AGRI-ის და მცირეტონაჟიანი LNG წარმოების ჯამური კაპიტალური


დანახარჯების შედარება.
AGRI პროექტის სამ ეტაპად განხორციელების შემთხვევაში (I-ეტაპზე 2

მლრდ.მ3; II-ზე - 3 მლრდ.მ3 და III-ზე - 3 მლრდ.მ 3), მშენებლობის ხანგრძლივობა


15 წლამდე იზრდება და საინვესტიციო დანახარჯებს შორის განსხვავება კიდევ
უფრო იზრდება.
როგორც ავღნიშნეთ, სამაცივრო საცავის ნაცვლად დიდი მოცულობის
მიწისქვეშა გაზსაცავის გამოყენება კიდევ უფრო ამცირებს (70-80%-ით
დანახარჯებს მშენებლობასა და 30%-თ ექსპლოატაციაზე) და მცირე და
საშუალოტონაჟიანი მრავალ მოდულიანი მასშტაბირებადი პროექტი კიდევ
უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისათვის. [43]
საქართველოს მთავრობას აღებული აქვს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებ-
ლობის ვალდებულება და მის რეალიზაციას სამგორის სამხრეთ თაღში აპირებს,
თუმცა უმჯობესი იქნებოდა ეს ყულევი-საღვამიჩეოს ზოლის ერთ-ერთ
სტრუქტურაში მომხდარიყო, რადგან შავი ზღვის სანაპიროსთან სიახლოვის
გარდა ის დიდი გაფართოებისა და საერთაშორისო მიზნებისათვის გამოყენების
შესაძლებლობასაც მოგვცემდა.
მგს-ს ჩართვა აღნიშნულ პროექტში სხვა მნიშვნელოვანი ეკონომიკური
ეფექტის მომტანიცაა. ის საშუალებას მოგვცემს საჭირო რაოდენობის გაზი
შევიძინოთ ზაფხულში, როცა მასზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასებიც
დაბალია, და რეალიზაცია LNG-ის სახით მოვახდინოთ ზამთრის თვეებში, როცა
მასზე მოთხოვნა დიდია და შესაბამისად ფასებიც მაქსიმალურია.
მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ პროექტი AGRI ჩაფიქრებულია
საქართველოდან რუმინეთში გაზის მისაწოდებლად (ანალოგიურ მიზნებს

85
ემსახურება საზღვაო მილსადენის პროექტი “White Stream”), საიდანაც, რუმინეთი
არსებული ინფრასტრუქტირის მეშვეობით გაზს გადანაწილებს უკრაინაში,
სლოვაკეთში, ჩეხეთში, გერმანიაში და მეზობელ ქვეყნებში. ამ პროექტების
რეალიზაციის შემდეგ საქართველო ფაქტიურად სატრანზიტო ფუნქციას
შეასრულებს. შემოთავაზებული მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ის პროექტის
განვითარება კი საშუალებას მოგვცემს შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებში
გაზის ექსპორტი მოხდეს საქართველოს ერთ-ერთი პორტიდან ე.ი. გაზით
ვაჭრობა მოხდება საქართველოში, რაც დიდ ეკონომიკურ სარგებელს მისცემს
ქვეყანას.

2.2. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ეკონომიკური ასპექტები

ჩატარებულმა კვლევებმა გვიჩვენეს საქართველოში საერთაშორისო


გაზსაცავის (UGS) მშენებლობის აუცილებლობა. გაზის ტრანსპორტირების
ტექნოლოგიების შეფასების პროცესში აუცილებელია UGS-ის მშენებლობისა და
ექსპლოატაციისათვის საჭირო დანახარჯების გათვალისწინება. ამ ობიექტის
ფორმირებისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო იქნება დანახარჯების გაწევა
შემდეგ სამუშაოებზე: გეოლოგიური საძიებო და კვლევითი სამუშაოები;
საპროექტო სამუშაოები; სამშენებლო და ექსპლოატაციაში გაშვებასთან
დაკავშირებული სამუშაოები.

2.2.1. გეოლოგიური საძიებო და კვლევითი სამუშაოები

საღვამიჩაო-ყულევის მარაოსებრი შენაწევრებული ელემენტების ზოლები


იძლევა ძებნის ერთიანი სისტემის შექმნის საშუალებას, რაც მოკლე ვადაში და
ნაკლები დანახარჯებით შესაძლებლობას მოგვცემს ერთდროულად
დავახასიათოთ ყველა გამოვლენილი სტრუქტურის შედგენილობა.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს სეისმო-საძიებო სამუშაოების ჩატარებას 400
გრძივი მეტრის მოცულობის სტრუქტურების გავრცელების ჯვარედინ
გადაკვეთაზე. გეოლოგიურ - ძებნითი სტადიების შედეგს წარმოადგენს დასკვნა
შემდგომი სამუშაოების ჩატარების და დეტალურ ძიებაზე გადასვლის
მიზანშეწონილობისა, საძიებო ჭაბურღილების განლაგების დასაბუთებით.

86
პირველი ჭაბურღილის გაბურღვისთვის ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენს
ანტიკლინების თაღები. სეისმური მასალებისა და პირველი საძიებო
ჭაბურღილების მონაცემების ინტერპრეტაციის საფუძველზე, შემდგომი
ჭაბურღილები უნდა გაიბურღოს სეისმოპროფილების განივ და გრძივ
გადაკვეთაზე სტრუქტურების პერეკლინალურ ნაწილში. ჭაბურღილების
ძებნითი ფუნქციების შესრულების შემდეგ ისინი გამოყენებული იქნება გაზის
ჩატუმბვის და ამოღებისათვის, აგრეთვე გაზის შესაძლო გადაადგილების
კონტროლისა და დაკვირვებისათვის.
გეოლოგიური საძიებო და კვლევითი სამუშაოებით დაზუსტდება:
 კვლევის ზონაში განივი სეგმენტის ლითოლოგიური სტრატიგრაფიული
მახასიათებელი;
 საძიებო ადგილის ტექტონიკური სტრუქტურა;
 ნავთობის ველის ექსპლუატაციის ტექნოლოგიური მახასიათებლები;
 ნავთობისა და გაზის დარჩენილი მოცულობები;
 არსებული ჭაბურღილების ტექნიკური მდგომარეობა;
 სტრუქტურული რუქა რეკომენდებული გაზის შენახვისა და კონტროლის
ჰორიზონტის ზემოთ და ბოლოში;
 სტრუქტურის სტრატიგრაფია;
 გეოლოგიური პროფილები სტრუქტურების გავრცელების ჯვარედინ
გადაკვეთაზე;
 რეზერვუარის ფორიანობა, ნაპრალოვნება, გამტარიანობა და ჰიდრო-
დინამიკური მახასიათებლები.
 წყალსაცავის ეფექტური სისქის რუკა;
ჩატარებული კვლევების საფუძველზე მოხდება გეოლოგიურ-
გეოფიზიკური, გეოქიმიური, გაზ-ჰიდროდინამიკური და ბურღვის მონაცემების
რეინტეპრეტაცია.

2.2.2. პროექტირება

პროექტში მოცემული და გადაწყეტილი იქნება შემდეგი საკითხები:

87
1. ზოგადი მონაცემები წიაღის გამოყოფილ ნაწილზე: გეოლოგიური
შესწავლისა და დაზვერვის ისტორია; გეოლოგიური შესწავლისა და დაზვერვის
ისტორია; მოკლე ისტორია რაიონის შესახებ; მონაცემები წიაღით მოსარგებლის
შესახებ.
2. ასაშენებელი UGS-ის საანგარიშო პარამეტრები: UGS-ის როლი სამხრეთ-
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საქმეში;
მშენებლობის ეტაპები და ვადები; UGS-ის მწარმოებლობის დინამიკა ჩაჭირხვნის
პერიოდში; ჩაჭირხვნის პერიოდის ხანგრძლივობა; აქტიური გაზის მოცულობა;
საწყისი საანგარიშო პარამეტრები UGS-ის ტექნოლოგიური პროექტირებისათვის.
3. UGS-ის მშნებლობისა და ექსპლოატაციისათვის გამოყოფილი წიაღის უბნის

გეოლოგიურ-საწარმოო დახასიათება: ფენი-კოლექტორისა და საკონტროლო


ჰორიზონტების გეოლოგიური აგბულება; ჰორიზონტების ამგები
სტრუქტურების გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური დახასიათება;
ჭაბურღილების გაზო-დინამიკური, გეოფიზიკური და ჰიდროქიმიური
მონაცემების ანალიზი; გაზის სადაზვერვო ჩატუმბვის შედეგების ანალიზი;
ფენი-კოლექტორის გერმეტულობის ანალიზი; ნავთობის მოპოვების შედეგების
ანალიზი; ნარჩენი მარაგების შეფასება; ჭაბურღილების არსებული ფონდის
მდგომარეობის ანალიზი, მათი ექსპლოატაციის ვადების შეფასება და
რეკომენდაციების შემუშავება მათი შემდგომი გამოყენების შესახებ; პლასტ-
კოლექტორის ჰერმეტულობის კონტროლი და წყალმომარაგება;
4. UGS-ის ციფრული გეოლოგიური მოდელი გეოლოგიური მოდელის აღწერა;

გეოლოგიურ მოდელში გამოყენებული საწყისი მონაცემები; გეოლოგიური


მოდელის საწყის მონაცემებთან ადაპტაციის შედეგები.
5. ტექნოლოგიური ნაწილი: ფენის მაქსიმალური წნევის დასაბუთება;
ჩაჭირხვნისა და ამოღების დღეღამური ტემპების დასაბუთება; აქტიური და
ბუფერული გაზის მოცულობების დასაბუთება; UGS-ის გავრცელების მაქსი-
მალური კონტურის განსაზღვრა; ციკლური მუშაობის საექსპლოატაციო
პარამეტრების გაანგარიშება; სეზონური ამოღება; საექსპლოატაციო ჭაბურ-
ღილებისა და UGS-ის მწარმოებლობა; საექსპლოატაციო ჭაბურღილების ხასიათი
და რაოდენობა; სამეთვალყურეო, საკონტროლო, გეოფიზიკური და საჭირხნი
ჭაბურღილების რაოდენობა და განლაგების სქემა; საკმპრესორო სადგურის

88
შეჩევა; ჭაბურღილების კონსტრუქცია. მიწისზედა და მიწისქვეშა
მოწყობილობები.
6. ეკონომიკური ნაწილი: კაპიტალური დანახარჯების შეფასება;
ეკონომიკური ეფექტურობის შეფასება; ეკონომიკური რისკების შეფასება.
7. წიაღის დაცვის ღონიძიებები.
8. გარემოს დაცვა.
გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებზე საჭირო დანახარჯები მოცემულია ცხრილ.
11.-ში.

ცხრილი 11

გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებზე საჭირო დანახარჯები


ხარჯების ხარჯი ხარჯი
მდგენელები შენიშვნა
კატეგორია აშშ $ სულ აშშ $
გეოლოგიური და სტრუქტურულ
გეომორფოლოგიური გადაღება.
გეოლოგიურ- გეოქიმიური, ჰიდროგეოლოგიური
გეოფიზიკური კვლევები. გრავიმეტრია, 11.510.800
სამუშაოები ელეკტროდაზვერვა, სეისმიკა, პარამეტ-
რული და სტრუქტურული
ჭაბურღილების ბურღვა.
საშუალო და მსხვილი მასშტაბის
სტრუქტურული გეოლოგიური
გეოლოგიური მოედენების მომზადება
გადაღება, დეტალური
საძიებო ღრმა საძიებო 13.517.250
სეისმოდაზვერვა, საწირო შემთხვევებში 1.285.500
სამუშოები ბურღვისათვის.
გრავიმეტრია. ელექტრო-დაზვერვა,
ბურღვა და ძიება.
სტრუქტურული დაპარამეტრული
ბურღვა.
ფენ-კოლექტორის განაწილება
კატეგორიების მიხედვით. თითოეულის
პლასტ-კოლექტორის გეოლოგიურ ეკონომკური შეფასება.
721.750
კვლევა მათი მოცულობების შეფასება. UGS-ის
პროექტირებისატვის პარამეტრების
შერჩევა
სამშენებლო შენობა-ნაგებობებისა- ორტესებრი ძელები, არმატურა, 11.608.000
მასალების თვის ძიორითადი ბეტონის ფილები, ხიმინჯები, კიბის 11.520.000
შეძენა კკონსტრუქციები უჯრედები.
მოსაპირკეტებელი აგური, ბლოკი, ბეტონი, ცემენტი, შუშა
5.335.000
მასალები და სხვა
საკანალიზაციო და წყალმომარაგების
საკომუნიკაციო
მილები, კავშირგაბმულობისა და 3.876.000
სისტემების მასალები
კომუნიკაციის სისტემები.
UGS-ის სატუმბე 1.245.000

89
აგრეგატებისათვის,კომპრესორებისათვის
მოწყობილობათა
, შლეიფის მილსადენებისათვის,
ნაგებობები
საექსპლოატაციო ჭაბურღილებისათვის
გაზის ფენში ჩასაწნეხად და წინასწარ
კომპრესორები 17.345.000
შესაკუმშად
გაზის პლასტში ჩასატუმბად წინასწარი
ტუმბოები 11.726.000
კუმშვის გარეშე.
UGS-ის მილსადენების, ჭაბურღილებისა
UGS-ის ჩამკეტი და გამშვები
და შლეიფებისათვის. გაზის გაჟონვის 8.465.000
მოწყობილობ სარქველები და სხვა
თავიდან ასაცილებლად. 300.657.600

საექსპლოატაციო UGS-ში გაზის ჩატუმბვისა და
252.181.200
ჭაბურღილები ამოღებისათვის
საკონტპოლო UGS - ში გაზის წნევის, მოცულობის და
23.450.000
ჭაბურღილები შემადგენლობის მონიტორინგის
მრიცხველები და UGS-ის ყველა დანადგარის
19.128.500
სენსორები მონიტორინგი
UGS-ის
მოწყობილობ აღებულია
--
ების მოწყობილობის 11.699.870 11.699.870
შემოტანა და ღირებულების 6%.
მონტაჟი
დადგენილება
-- 700.000
მშენებლობის შესახებ
დოკუმენტაც
უბნის გამოკვლევის
იის -- 400.000 1.700.000
აქტი
გაფორმება
ობიექტის მშენებლობის
-- 600.000
პასპორტი
10 ბრიგადა
10 ბრიგადა х 15 კაცი = 150კაცი.
ბრიგადაში 20 კაცი
150კაცი х 3.000 დოლ./კაცი = 450.000 აშშ.
საშუალო ხელფასი
$/კაცი. 16.200.000
ხელფასი 3.000 აშშ.დოლ./კაცი 18.144.000
450.000 აშს.დოლ./კაცი х 36 თვე =
მშენებლობის დრო - 3 16.2000.000 აშშ.$./წელი
წელი (36 თვე)
დამატებითი ხელფასი ძირითადი ხელფასის 12% 1.944.000
ხელფ.+დამ.
დაზღვევა -- 5.443.200 5.443.200
ხელფ.-ის 30%
1კ ვტსთ-ის მშენებლობის დროს გაზის ამოღება არ
ღირებულება -3,9 ხდება. მიმდინარეობს მხოლოდ
აშშ.დოლ. ჩაჭირხვნა.
საკომპრესორო T=25% წლის. ე.ი. T=92 დღეს ანუ 2 208
დანახარჯები დანადგარების საათს.
ელ რაოდენობა - 5ც W=5х 2=10მვტ.=10.000კვტ. 86.112.000 86.112.000
.ენერგიაზე სიმძლავრე 2,5 მვტ მაშინ:
ციკლი -1 წელი
მუშაობის დრო:
10.000კვტ х 3,9 დოლ. х 2 208 სთ =
ჩატვირთვ ციკლის 25%
= 86 112 000 აშშ.დოლ.
ამოღება - 25%
ჯამური დანახარჯები UGS-ის მშენებლობაზე 437.273.920

2.2.3. საამშენებლო სამუშაოებზე გასაწევი ხარჯების წინასწარი შეფასება

90
UGS-ის მშენებლობის დანახარჯების მოცულობის განსაზღვრა პროექტითაა

გათვალისწინებული, მაგრამ საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია


მათი მოცულობის წინასწარი შეფასება.
ცხრილი 12

UGS-ის მშენებლობისათვის საჭირო დანახარჯების სავარაუდო შეფასება.


საჭირო ინვესტიციების მოცულობა, მლრდ.$
№ დასახელება კონსერვატიული ზომიერი ოპტიმისტური
პროგნოზი პროგნოზი პროგნოზი
1 აღმოსავლეთ ჭალადიდი 0,437 0,780 1,170
2 დასავლეთ ჭალადიდი 0,299 0,673 1,000
3 საღვამიჩეო 0,649 1,047 1,570
4 ყულევი 3,319 4,149 6,220
სულ ინვესტიციები 4,713 6,649 9,973

ცხრილ 11-ში მოცემულია აღმოსავლეთ ჭალადიდის UGS-ის (Vა=880


მლნ.მ3) მშენებლობისათვის საჭირო დანახარჯების სავარაუდო შეფასება. ის
გაკეთებულია მიწსქვეშა გაზსაცავების არსებული გამოცდილების შესწავლისა და
დანახარჯების სტრუქტურის (ნახ.28) ანალიზის საფუძველზე შერჩეული
ანალოგების მიხედვით და გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს საჭირო
ინვესტიციების შესახებ. ანალოგიური გათვლები ჩატარდა დანარჩენი სამი
სტრუქტურისათვის. შედეგები მოცემულია ცხრილ 12. -ში.

91
ნახ. 28. დანახარჯების სტრუქტურა მგს-ს მშენებლობაზე სხვადასხვა ქვეყანაში
(წყარო: ანალიტ. პლატფირმა Вокс Україна. სექტორი:Енергетика. ავტ.: Марина Моісеєва)

2.2.4. გაზსაცავის ექსპლოატაციის ეკონომიკური ასპექტები

სტრატეგიული დანიშნულების გაზსაცავის ეკონომიკური მაჩვენებლები


დამოკიდებულია მის ძირითად ფუნქციებზე. ფუნქცები განსხვავებული
ეკონომიური ეფექტიანობით ხასიათდება. სტრატეგიული დანიშნულების
გაზსაცავის ძირითადი ფუნქციებია, მარაგების შექმნა:
 ანომალურად ცივი ზამთრებისათვის;
 გაზის ექსპორტის დარღვევის რეგულირებისათვის;
 გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროცესში შექმნილი ფორს-
მაჟორული სიტუაციებისათვის;
 გაზზე სეზონური მოთხოვნის ცვლილებების კომპენსირებისათვის.
ევროპული მომსახურების სტანდარტები. განვიხილოთ ევროპის UGS-ების
სატარიფო პოლიტიკა. ყველა ტარიფები განისაზღვრება საბაზო ერთეულის
(units) საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს გაზის მოცულობისა და ჩატუმბვის
და/ან ამოღების კომბინაციას. შეკვეთის მიცემა შეიძლება ერთ-ერთი მდგენელის -
მოცულობის ან სიჩქარის მიხედვით. შეკვეთილი მდგენელის სიდიდის
მიხედვით დგინდება ბაზური ერთეულების რაოდენობა, რომლის მიხედვითაც
იანგარიშება სხვა მდგენელებიც და ყოველთვიური გადასახადიც. UGS-ების
მოსახურების ევროპული სტანდარტები იყოფა პაკეტურ და არაპაკეტურ
მომსახურეობებად. ცხრილ 13-ში მოცემულია მათი ძირითადი მახასიათებლები.

ცხრილი 13

UGS-ების მოსახურების ევროპული სტანდარტები


პაკეტური მომსახურებები (bundled) არაპაკეტური მომსახურებები (unbundled)
აერთიანებს მიწოდების, შენახვისა და მომხმარებელი თვითონ ირჩევს საჭირო მომსახურებას.
მათი უზრუნველყოფის ოპერაციებს. მომხმარებელზე დაკისრებულია ყოველდღიური
კლიენტისაგან არ არის საჭირო განაცხადები შენახვის შესახებ. შენახვის მომსახურება
ყოველდღიური განაცხადი. ხვდება მიეწოდება დიკრეტულად. მომხმარებელი იმყოფება
მომარაგება/მოხმარების პერიოდულ ყოველდღიური ბალანსირების რეჟიმში.
ბალანსირებაში. თავაზობს მომსახურების სახეებია:

92
მომსახურების შემდეგ პაკეტებს: ჩატუმბვის სიჩქარე:
-კლასიკური ფიქსირებული: მინიმალური ვადა - 1 დღე-ღამე;
8,96 MBт სთ/სთ - ჩატუმბვის მინიმალური რაოდენობა - 10 MBт სთ/სთ.
სიჩქარით, 11,20 MBт სთ/სთ -
ამოღების სიჩქარე:
ამოღების სიჩქარით, 22,40 ГВт
მინიმალური ვადა - 1 დღე-ღამე;
სტ/სთ - მოცულობაა, რომელიც
მინიმალური რაოდენობა - 10 MBт სთ/სთ ან მისი
შეიძლება ჩაითვირტოს და ამოღებულ
ჯერადი.
იქნას კლიენტისათვის.
მინიმალური ვადა - 1წელია, გაზის მოცულობა:
ჩატუმბვისა და ამოღების მინიმალური ვადა - 1 დღე-ღამე;
სპეციალურად განსაზღვრულ მინიმალური რაოდენობა - 10 MBт სთ/სთ ან
პერიოდებში. ინკრემენტები.
-კლასიკური მოქნილი: ჩატუმბვისა და ამოღების ფიქსირებული სიჩქარეები:
8,96 MBт სთ/სთ - ჩატუმბვის მინიმალური ვადა - 1 დღე-ღამე;
სიჩქარით, 11,20 MBт სთ/სთ - მინიმალური რაოდენობა - 10 MBт სთ/სთ ან მისი
ამოღების სიჩქარით, 22,40 ГВт ჯერადი;
სტ/სთ - მოცულობაა, რომელიც ჩატუმბვისა და ამოღების სპეციალურად განსაზღვრულ
შეიძლება ჩაითვირტოს და ამოღებულ დროს.
იქნას კლიენტისათვის. ჩატუმბვისა და ამოღების სიჩქარეების მოქნილი
მინიმალური ვადა - 1 წელია. პირობები:
ჩატუმბვა და ამოღება შესაძლებელია მინიმალური ვადა - 1 დღე-ღამე;
ნებისმიერ დროს. მინიმალური რაოდენობა - 10 MBт სთ/სთ ან მისი
ჯერადი;
ჩატუმბვა და ამოღება ნებისმიერ დროს.
 წყარო: Storage Specification Version 13.0 –03.04.2019 GSA LLC

უკრაინის „Укртрансгаз“-ის გაზსაცავებში 01.08.2019-დან აგვისტოდან,


ევროპელი მომხმარებლისათვის "таможенный склад" რეჟიმში, 1000მ3. გაზზე
მოქმედებს ტარიფები: ჩატუმბვაზე- 4,392 აშშ.$, ამოღებაზე - 4,584 აშშ.$.[44]
კომერციის ელემენტები. ევროპაში გაზის ბაზრების განვითარებამ აჩვენა,
რომ UGS-ები საჭიროა არა მარტო ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების
მოსაგვარებლად არამედ, შეიძლება იყვნენ საბაზრო ინფრასტრუქტურის
სრულფასოვანი კომერციული წევრი და აუცილებელი რგოლი.
UGS -ები არიან გაზით ვაჭრობის განუყოფელი ელემენტები. გაზის დაბალ

ფასებში შესყიდვა და UGS-ებში მისი ოპერატიულად შენახვის შესაძლებლობა


ფასების ხელსაყრელი კონიუნქტურის პირობებში, მოთამაშეებს უფართოებს
მანევრირების ველს და კიდევ უფრო ზრდის გაზის ბირჟებზე ვაჭრობის
მიმზიდველობას.
UGS-ებში არსებული გაზის თავისუფალი რეზერვები ძალზე მოთხოვნადია

ელექტროენერგეტიკის საცალო ვაჭრობაში. ფასებს შორის შესამჩნევი სხვაობის


დროს, გაზის გარკვეული მოცულობების ოპერატიული გადასროლა უფრო

93
მაღალი ფასების ზონებში, საშუალებას აძლევს მიმწოდებლებს
ენერგეტიკოსებთან კოოპერაციაში მიიღონ დამატებითი მოგება.
მაგალითად: 2012 წელს უკრაინამ თავისი მიწისქვეშა საცავებიდან
უზრუნველყო თურქეთში ყოველდღიურად 11 მლნ.მ3. გაზის მიწოდება დღე-
ღამეში, ე.ი. სამი თვის განმავლობაში 990 მლნ.მ3 თუ გავითვალისწინებთ რომ
1 000 მ3-ზე მინიმალური სავარაუდო მოგება შეადგენდა 100$-ს, მივიღებთ რომ
უკრაინამ მხოლოდ ამ ოპერაციაში მოიგო 99 მლნ.$. ანუ გაზსაცავში არსებული
მარაგების უმნიშვნელო რაოდენობის რეალიზაციით სრულად დაფარა ჩვენთვის
მოსალოდნელი სეზონური ხარჯები.
2006 წელს კომპანია RosUkrEnergo-მ უკრაინის მიწისქვეშა საცავებიდან 150$-
ად შეიძინა 7.8 მლრდ.მ3 გაზი და 250$-ად გაყიდა აღმოსავლეთ ევროპაში, რის
შედეგადაც მიიღო 780 მლნ.$ მოგება [45].
ენერგერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, როგორც ზემოთ
ავღნიშნეთ მნიშვნელოვნად განსაზღვრავს საჭირო მოცულობის მგს-ების
არსებობა. ხშირად მათ უსაფრთხოების პარალელურად ეკონომიკური ეფექტიც
მოაქვთ. ისინი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსში განსაკუთრებულ როლს
თამაშობენ. მაგალითად, 2018 წელის აპრილ-მაისში ევროპის მიწიქვეშა
გაზსაცავებში ჩაიტვირთა 74,9 მლრდ.მ3 გაზი, რაც 8,8 მლრდ.მ3-ით მეტი იყო წინა
წელთან შედარებით. ამან გამოიწვია შიგა მოპოვების შემცირება (-9,9 მლრდ.მ 3,
ანუ -3,7%) და იმპორტის გაზრდა (+14 მლრდ.მ3, ანუ +4,5%) შემცირებული
სეზონური ფასების პირობებში. ამავე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილი
ამინდების ფონზე მიწისქვეშა გაზსაცავებიდან საჭირო გახდა მხოლოდ 18,4
მლრდ.მ3 გაზის ამოღება (8,2 მლრდ.მ 3-ით ნაკლები წინა წელთან შედარებით),
რამაც გამოიწვია იმპორტირებულ რუსულ გაზზე მოთხოვნის შემცირება
ზამთრის (პიკური ფასების) პერიოდში.

2.2.5. გაზის შენახვის თვითღირებულება

გაზის შენახვის ტარიფები გათანაბრებისაკენ მიდის, შენახვის თვითღი-


რებულება კი სხვადასხვაა. ცხადია, რომ იქ სადაც თვითღირებულება დაბალია
მაღალ მოგებას იღებენ და პირიქით. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში

94
სწრაფად მატულობს შენახვის ტარიფები და თანდათან ევროპულს უტოლდება.
ეს ძირითადად ექსპორტზე ორიენტირებულ UGS-ებს ეხება. ცხრილ 14-ში
მოცემულია უკრაინის გაზსაცავებში გაზის ტარიფების ცვლილების დინამიკა.

ცხრილი 14

უკრაინის გაზსაცავებში გაზის ტარიფების ცვლილების დინამიკა


ტარიფი, გრინვა/1000 მ3.
ოპერაცია
2013 წ. 2018 წ. 2019 წ.
ჩატუმბვა 32,900 64,400 93,300
ამოღება 32,900 67,100 97,200
შენახვა 46,200 0,172 0,172
სულ 112,000 131,672 190,672
 წყარო: Ukrtransgaz. Tariffs & Prices.

აშკარაა, რომ ამ ქვეყნებს გაზის შენახვა ევროპულ UGS-ებთან შედარებით


ბევრად იაფი უჯდებათ იაფი მუშახელისა და სხვა გარემოებათა გამო.
(ცხრილი15)
უნდა აღინიშნოს, რომ 2018-2019 წლებში უკრაინული გრინვის კურსი აშშ.$-
თან მიმართებაში უმნიშვნელოდ შეიცვალა 1 აშშ. დოლ ≈ 27 გრინვა-დან 1 აშშ.$
≈ 25,5 გრინვამდე, ტარიფმა კი გარე მომხმარებლებისათვის 45%-ით მოიმატა. 2013

წელთან შედარებით კი 70%-ით. რუსეთში „გაზპრომი“-ს UGS-ებში 1000 მ3/თვეში


გაზის შენახვა დაახლ. 44,5 რუბლია. მისი შვილობილი კომპანიების UGS-ებში კი
30-40%-ით მეტია [46].

ცხრილი 15

გაზის შენახვის თვითღირებულების ანგარიში ანალოგების მიხედვით


ხარჯი აქტიური გაზის
მოცულობაზე
№ მაჩვენებელი ერთეული სულ
3,5
5,0 მლრდ.მ3
მლრდ.მ3
1 გაზის ჩატუმბვა მლრდ.მ3 3.5 5,0
2 გაზის ამოღება მლრდ.მ3 3,5 5,0
3 შემოსავალი შენახვიდან მლნ.აშშ.$ 11,85 5,55 6,30
4 მიმდინარე ხარჯები: ----- 10,31 4,89 5,42
5 - ჩატუმბვაზე ----- 4,36 2,05 2,31
6 - ამოღებაზე ----- 5,24 2,52 2,72
7 - სხვა დანახარჯები ----- 0,26 0,11 0,15
8 - გადასახადები ----- 0,45 0,21 0,24
9 - მოგება ----- 1,54 0,66 0,88
10 - მოგების გადასახადი მლნ.დოლ 0,271 0,116 0,155

95
11 - სუფთა მოგება მლნ.დოლ 1,269 0,544 0,725
3 3
12 ჩატუმბვის ტარიფი(1000 მ /თვეეში) აშშ.$/1000 მ 0,86 1,02
3 3
13 ამოღების ტარიფი(1000 მ /თვეში) აშშ.$/1000 მ 1,00 1,14
14 სულ აშშ.$/1000 მ3 1,86 2,26

უნდა ვივარაუდოთ, რომ საქრთველოში UGS-ის ფუნქციონირების


შემთხვევაში გაზის შენახვის თვითღირებულება უკრაინისა და რუსეთის
ანალოგიური იქნება. ცხრილ 15-ში მოცემულია გაზის შენახვის თვით-
ღირებულების ანგარიში ანალოგების მიხედვით და საქართველოში მოქმედი
საგადასახადო პოლიტიკის გათვალისწინებით.

2.3. გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარებითი ეკონომიკური


მეთოდოლოგია

ეკონომიკური მოდელის საფუძვლად გამოვიყენეთ საერთაშორისო


ეკონომიკური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით
საერთაშორისო საქმიანი კონგრესის ინიციატივით რეალიზებულ პროექტში [47]
შემუშავებული მეთოდოლოგია, რომელიც გადამუშავდა და შეივსო საკვლევი
რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით. კერძოდ:
 მეთოდოლოგიაში გათვალისწინებულია მცირე (1 მლნ.ტ/წ-მდე) და საშუალო
ტონაჟიანი (1-დან 3 მლნ.ტ/წ-მდე) LNG-ს ტერმინალების მშენებლობისა და
ექსპლოატაციის მოდულური ტექნოლოგიები ჩვენს მიერ თავ 2.2-ში
შემუშავებული მასშტაბირებადი მოდულური წარმოების ეკონომიკური
მოდელირების საფუძველზე;
 ეკონომიკურ მოდელში დამატებულია მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებ-
ლობისათვის საჭირო დანახარჯები მისი საწყისი და საბოლოო ტევადობისა
და შუალედური მასშტაბირების თავისებურებათა გათვალისწინებით.
 შერჩეულია LNG-ს ტერმინალების საექსპორტო და მიმღები სამიზნე პორტები
და საექსპორტო ტერმინალის მშენებლობის ადგილი (ყულევში);
 დადგენილი და გათვალისწინებულია სამიზნე პორტებამდე საზღვაო
მანძილები. შერჩეულია გადზიდვის ტექნოლოგიები.
ტრანსპორტირების ტექნოლოგიები შედარებისათვის ყველა მოცულობითი
მაჩვენებელი დაყვანილია გაზის ექვივალენტურ მოცულობაზე (მ3).

96
კრიტერიუმად, ტრანსპორტირების ტექნოლოგიების ეკონომიკური
ეფექტურობის შედარების დროს, მათი ფორმების ცვლილების შესაძლებლობების
გათვალისწინებით, როგორც წესი გამოიყენება დისკონტირებული დანახარჯების
მინიმუმი.
გაზის ტრანსპორტირების განსახილველი ვარიანტების შედარებისათვის
აუცილებელია თითოეულისათვის დამახასიათებელი კაპიტალური და
საექსპლოატაციო დანახარჯების გათვალისწინება. თუმცა ზოგადად
ტრანსპორტირების ტარიფი თითოეული ვარიანტისათვის არ არის მუდმივი
სიდიდე და დამოკიდებულია ტრანსპორტირების პროექტის რეალიზაციის
პირობებზე. ტრანსპორტირების ღირებულების ძირითადი პარამეტრებს
განეკუთვნებიან ტვირთბრუნვა (გადაზიდვის მოცულობა) და მანძილი.
აღნიშნული პარამეტრების სხვადასხვა მნიშვნელობის დროს ტრანსპორტირების
მეთოდები შეიძლება აღმოჩნდნენ ეფექტურნი დაბალი ტარიფის გამო.
შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ტრანსპორტირების მეთოდის ტარიფი
განსახილველი ტვირთბრუნვისა და მანძილების მთელი განსახილველი
დიაპაზონისათვის აღმოჩნდეს ყველაზე დაბალი. ან გარკვეულ პირობებში
შესაძლებელია მოხდეს ლიდერის ცვლილება და ეკონომიურად უფრო ეფექტური
აღმოჩნდეს ტრანსპორტირების სხვა მეთოდი. სწორედ ამ საკითხების გარკვევას
ემსახურება ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები.
ტრანსპორტირების ტექნოლოგიის შეფასების ძირითადი კრიტერიუმია -
ტრანსპორტირების ტარიფი (ევრო/ათასი.მ3 თითოეული მეთოდით 100 კმ-ზე
ტრანსპორტირებისას).
დამხმარე კრიტერიუმია - ხვედრითი კაპიტელური დანახარჯები (ევრო
/ათასი.მ3 თითოეული მეთოდით 100 კმ-ზე ტრანსპორტირებისას).
სატრანსპორტო ტარიფის გაანგარიშების კრიტერიუმია - შემოსავლიანობის შიგა
ნორმა (IRR). კომერციული ეფექტიანობა ტოლია 12%-ის, დისკონტირების
განაკვეთი 10%-ს.
გაზის ტრანსპორტირების თითოეული ვარიანტი განხილულია, როგორც
დამოუკიდებელი საინვესტიციო პროექტი. ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
შედარებისათვის ჩატარდა შემდეგი კვლევები:
 ანგარიშისათვის საჭირო საწყისი მონაცამების დამუშავება;

97
 ტრანსპორტირების თითოეული ვარიანტისათვის საჭირო ფინანსური
ნაკადების ანალიზი;
 ტარიფების გაანგარიშება ტრანსპორტირების სხვადასხვა მანძილისა და
მოცულობისათვის;
 ეკონომიური ეფექტიანობის ზონების დადგენა გაზის ტრანსპორტირების
თითოეული ტექნოლოგიისათვის ყულევის პორტიდან გაზის
ტრანსპორტირების შემთხვევაში;
 გაზის ტრანსპორტირების ეკონომიურად ეფექტური ტექნოლოგიური
ბლოკის პარამეტრების დადგენა (საჭირო საზღვაო ფლოტის შემადგენლობა,
მცურავი საშუალებების მოცულობები და რაოდენობა, პილოტპროექტის
შემადგენლობა და მისი მასშტაბირების გეგმა დროსა და სივრცეში,
კაპიტალური და საექსპლოატაციო დანახარჯების მოდელირება).
კაპიტალური და საექსპლოატაციო დანახარჯების შეფასება მოხდა პროექტ-
ანალოგების მონაცემების საფუძველზე. გაანგარიშებებში გათვალისწინებულია
ტრანსპორტირების განსახილველი ვარიანტებისათვის დამახასიათებელი
განსაკუთრებული საგადასახადო რეჟიმი, კერძოდ, თხევადი გაზის საექსპორტო
გადასახადი 0%-ის ტოლია. ყველა განსახილველი ვარიანტისათვის საერთო
მახასიათებლები შემდეგია: მოგების გადასახადი-20%; საანგარიშო პერიოდი - 25
წელი; დისკონტიტების განაკვეთი -10%; ამორტიზაციის სახე-წრფივი, 25 წელი.
ინვესტიციების პერიოდი-4 წელი, ხოლო ინვესტიციების გრაფიკი წლების
მიხედვით: 5%, 15%, 50% და 30% შესაბამისად. თითოეული წლის ფულადი
ნაკადები მოიცავენ შემოსავლებსა და გასავლებს თითოეული ვარიანტისათვის.
დისკონტირების მეთოდით ფულადი ნაკადების ანალიზი საშუალებას
გვაძლევს მივიღოთ ეკონომიკური ეფექტურობის შემდეგი მახასიათებლები:
წმინდა მიმდინარე ღირებულება (NPV); შემოსავლიანობის შიდა ნორმა (IRR) და
დისკონტირებული მომგებიანობის ინდექსი (DPI).
სუფთა დისკონტირების ინდექსი გამოთვლილია ფორმულით:

T
NPV =∑ α t F t ,
t =0

სადაც:

98
F t- ფულადი ნაკადია t წელს; α t -დისკონტირების კოეფიციენტია t წელს და

გამოითვლება ფორმულით:

1
∝t =
(1+ E)t

აქ t - განსახილველი წლის რიგითი ნომერია, t=1,2,3,4;


T- საანგარიშო პერიოდია; E - დისკონტირების განაკვეთია.
IRR-ი დისკონტირების ისეთი განაკვეთია, რომლის დროსაც საანგარიშო
პერიოდში NPV ნულის ტოლი ხდება. ამასთან ყოველთვის, როცა E ¿ IRR,
პროექტის NPV¿0 და როცა E¿ IRR მაშინ პროექტის NPV¿0. IRR-ის მნიშვნელობა
გამოითვლება გამტოლებიდან:
T

∑ F t (1+ 1IRR)t = 0.
t =0

დისკონტირებული ინვესტიციების რენტაბელობა (DPI) გამოითვლება


ფორმულით:
NPV
T
DPI = + 1,
∑ ∝t I t
t =1

სადაც I t - ინვესტიციების მოცულობაა t წელს.


ფულად ნაკადებში ტარიფების გაანგარიშების დროს გათვალისწინებული იყო
მოთხოვნა პროექტის კომერციული ეფექტიანობის შესახებ (IRR=12%).

2.4. ძირითადი დასკვნები

ბუნებრივი გაზის საზღვაო ტრანსპორტირების ტექნოლოგიების ეკონო-


მიკური შედარების არსებული მეთოდები შემუშავებულია კონკრეტული
რეგიონებისათვის და ითვალისწინებს მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და
გეოგრაფიულ თავისებურებებს. შავი ზღვის რეგიონისათვის ასეთი კვლევები არ
ჩატარებულა;
ბუნებრივი გაზის შავ ზღვაზე ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
ეკონომიკური შედარების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს არსებულ საგა-

99
დასახადო კანონმდებლობას და ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებს
(მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს მოდულური მშენებლობისა და
ექსპლოატაციის შესაძლებლობები);
შემუშავებულია მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს მოდულური
მშენებლობისა და ექსპლოატაციის ეკონომიკური მეთოდოლოგია.
დასაბუთებულია მასშტაბირებადი მოდულური წარმოების ეკონომიკური
უპირატესობები მსხვილტონაჟიანი LNG-ს წარმოებასთან შედარებით;
ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგების საუკეთესო გამოცდილება
გვიჩვენებს მიწიქვეშა გაზსაცავებისა და გაზის მიწოდების ტექნოლოგიების
შერწყმის ეფექტურობას. მიწოდების ტექნოლოგიების ეკონომიკურ ანგარიში
გათვალისწინებული უნდა იქნას ასეთი ობიექტების მშენებლობასა და
ექსპლოატაციაზე გაწეული ხარჯები;
დადგენილია საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა
დაექსპლოატაციის ეკონომიკური მაჩვენებლები;
შემუშავებულია შავ ზღვაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების
ტექნოლოგიების შედარებითი ეკონომიკური მეთოდოლოგია.

თავი 3. საქრთველოდან შავი ზღვის გავლით გაზის


ტრანსპორტირების ტექნოლოგიების შედარებითი ეკონომიკური
შეფასება

დღეს ნავთობისა და გაზის მსხვილი კომპანიების წინაშე ხშირად დგება


თავიანთი პროდუქციის მომხმარებლამდე მიწოდების მარშრუტებისა და
მეთოდების შერჩევის პრობლემა. როგორც ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ,
საქართველოდან ევროპაში გაზის მიწოდების შემთხვევაში სამიზნე ქვეყნებად
შეიძება მიჩნეული იქნან შავი ზღვის, მდ. დუნაისა და დარდანელისა და სუეცის
არხების გავლით ცენტრალური ევროპის ქვეყნები. ამ უკანასკნელში დღეს დიდი
მოთხოვნაა გათხევადებულ გაზზე.

100
საწყის ეტაპზე ამ ქვეყნებში ეგეოსის, ხმელთაშუა და ადრიატიკის ზღვების
გავლით გაზის მიწოდებისა და გასაღების რისკების შემცირების თვალსაზრისით
(შავ ზღვასა და მდ. დუნაიზე LNG-ის ბაზარები ფორმირების სტადიაშია)
საუკეთესო სტრატეგია იქნება მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ის წარმოების
შექმნა და შემდგომ მასშტაბირება რაც, როგორ ავღნიშნეთ ხშირად გამოიყენება
თანამედროვე პრაქტიკაში. ასეთი ქარხნებიდან LNG-ის ტრანსპორტირება
შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალოტონაჟიანი ტანკერებითა და
კრიოგენული ტანკ-კონტეინერებით, რომლებიც დააკმაყოფილებენ თურქეთის
სრუტეებში გავლის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
პროექტში თურქული ტერმინალის „Marmara Ereglis”-ის (განლაგებულია
მარმარილოს ზღვის ჩრდილოეთში, სტამბოლიდან 120 კმ-ში) ჩართვა
გაამარტივებს აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტას. საქმე იმაშია, რომ
2007 წელს ტერმინალზე შეიქმნა მცირეტონჟანი LNG-ის სიმძლავრეები. აქ
ფუნქციონირებს 20-50 მ3/სთ-ში სიმძლავრის ექვსი პლატფორმა გაზის
სატვირთოებში გადასატვირთად (150 სატვირთო დღეღამეში). თურქეთის
სრუტეების გავლის შემდეგ, შესაძლებელი იქნება LNG მივაწოდოთ ქ.ალექსა-
ნდროპოლისიდან 10 კმ-ით განლაგებულ საბერძნეთისა და ბულგარეთის
ერთობლივ საკუთრებაში მყოფ მიმღებ ტერმინალს „Alexandroupolis LNG“ (FSRU)
და კუნძულ კრკ-ზე განლაგებულ ხორვატიის მიმღებ ტერმინალებსაც.
საქართველოდან ტრანსპორტირებული LNG-ის შავ ზღვაზე მიმღები
სამიზნე პორტებია: კონსტანცა (რუმინეთი), რენი (უკრაინა) და ვარნა
(ბულგარეთი); მდ. დუნაიზე შავი ზღვის სანაპიროდან რეინ-მეინ-დუნაის
დამაკავშირებელ არხამდე განლაგებული პორტები ისეთ მსხვილ ქალაქებში,
როგორებიცაა: ვენა (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), ბრატისლავა
(სლოვაკეთი), ბელგრადი (სერბეთი), გალაცი (რუმინეთი), ბრიზლა (რუმინეთი),
ლინცი (ავსტრია), რუსე (ბულგარეთი), რეგენბურგი (გერმანია), იზმაილი
(უკრაინა), პასსაუ (გერმანია), ვიდინი (ბულგარეთი) და ვუკოვარი (ხორვატია);
ეგეოსის ზღაში განლაგებული პორტი ალექსანდრეპოლისი; ადრიატიკის ზღვაში,
კუნძულ კრკ-ზე (ხორვატია) განლაგებული LNG-ის მიმღები ტერმინალი.
საზღვაო მანძილები პორტ ყულევიდან აღნიშნულ სამიზნეებამდე მოცემულია
ცხრილ 16-ში.

101
ამ მონაცემების მიხედვით გაზის ტრანსპორტირების მანძილი იცვლება
1000-დან 4000 კმ-მდე. ამ მანძილებზე გაზის ტრანსპორტირების სხვადასხვა
საშუალებას თავისი უპირატესობები და უარყოფითი მხარეები გააჩნიათ.

ცხრილი 16

მანძილები პორტ ყულევიდან სამიზნეებამდე პორტებამდე


საზღვაო
№ მარშრუტი მიმღები
მანძილი, კმ
ყულევი - კონსტანცა
1 1 079 ტერმ.-ის მშენებლობა დაგეგმილია 2022-2026 წწ.
(რუმინეთი)
2 ყულევი - რენი (უკრაინა) 1 137 ტერმ.-ის მშენებლობა დაგეგმილია 2022-2026 წწ.
რუსეს მოქმედი LNG ტერმინალი (ბულგარეთი).
ყულევი -
3 3 997 ბრატისლავა, კონსტანცა, გალაცი, კომაროვო
რეინ-მეინ-დუნაის არხი
(ტერმ.-ების მშენებლობა დაგეგმილია 2021-2026 წწ.)
ყულევი-
მოქმედი ტერმინალი:
4 ალექსანდროპოლისი 1 355
Alexandroupolis LNG
(საბერძნეთი)
5 ყულევი - კრკ (ხორვატია) 3 092 მოქმედი ტერმინალი: LNG Croatia
ყულევი - MarmaraEreglis
6 1 215 მოქმედი ტერმინალი: Marmara Ereglis
(თურქეთი)

ისინი მრავალ (გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, ტექნიკურ, ეკონომიკურ,


პოლიტიკურ და სხვა) ფაქტორზე არიან დამოკიდებულნი. ლოჯისტიკური
სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით ჩვენ მოვახდინეთ ზემოთმოყვანილი სამი
მეთოდით (საზღვაო მილსადენებით, LNG-ის ან CNG-ის სახით) მომხმარებლამდე
მიწოდების დანახარჯების შეფასება და ერთმანეთთან შედარება.

3.1. საწყისი მონაცემები საზღვაო ტრანსპორტირების მოდელირებისათვის

ბუნებრივი გაზის საზღვაო ტრანსპორტირების ეკონომიკური ეფექტიანობის


დასადგენად საჭირო საწყისი მონაცემები და დაშვებები მოცემულია ცხრილ 17-
ში, ხოლო დასაპროექტებელი ობიექტების შემადგენლობა განსახილველი
ტრანსპორტირების ტექნოლოგიებისათვის - ცხრილ 18-ში.
ცხრილი 17

102
ეკონომიკური ეფექტიანობის დასადგენად საჭირო საწყისი მონაცემები და
დაშვებები
№ მაჩვენებელი მნიშვნელობა განზომილება
ტექნოლოგიების შეფასების სატრანსპორტო ევრო/ათასი
1
ძირითადი კრიტერიუმი ტარიფი კუბ.მ. 100 კმ-ზე
ხვედრითი
ტექნოლოგიების შეფასების დამხმარე ევრო/ათასი
2 კაპიტალური
კრიტერიუმი კუბ.მ. 100 კმ-ზე
დანახარჯები
IRR სატრანსპორტო ტარიფის
3 12 %
კომერციული ეფექტურობისათვის
4 დისკონტირების ნორმა 10 %
5 საბაჟო გადასახადი გაზზე და CNG-ზე 30 %
6 საბაჟო გადასახადი გაზზე და LNG-ზე 0 %
7 მოგების გადასახადი 20 %
8 დღგ 18 %
9 ქონების გადასახადი 1,3 %
საინვესტიციო პერიოდი:
10 2 წელი
მცირეტონაჟიანი LNG
საინვესტიციო პერიოდი:
11  საშუალო და მსხვილტონაჟიანი LNG 4
წელი
 მცირეტონაჟიანი LNG* 1
ინვესტიციების გრაფიკი წლების
 I-100%;
მიხედვით:
12  I-5%; II-15%; %
მცირეტონაჟიანი LNG:
III-50% IV-30%.
საშუალო და მსხვილტონაჟიანი LNG:
ტრანსპორტირებული გაზის ექსპლოატაციის
13
მოცულობები I წელი-100%
კომერციული ექსპლოატაციის
14 25 წელი
პერიოდი
15 ამორტიზაციის პერიოდი 25 წელი
16 ამორტიზაციის სახე წრფივი
17 საანგარიშო ვალიუტა ევრო

ცხრილი 18.

საპროექტო ობიექტების შემადგენლობა


LNG ტექნოლოგიები
საზღვაო (ტონაჟი) CNG
№ ობიექტების დასახელება
მილსადენი საშუალო და ტექნოლოგიები
მცირე
მსხვილი
1 მილჩამწყობი გემები + - - -
მაგისტრალური + - - -
2
მილსადენები
3 მილსადენები - + + +
4 საკომპრესორო სადგური - - - +
5 დამტვირთავი - + + +

103
ტერმინალი
6 მიმღები ტერმინალი + + +
7 LNG ქარხანა - + + -
8 საზღვაო პორტი - + - +
9 LNG გემები - - + +
LNG ტანკ-ცისტერნები,
კონტეინერები- - + - -
10
ცისტერნები,
ავტოცისტერნები
11 CNG გემები - - - +

ცხრილი 19

განსახილველი დისტანციები და გაზის ტრანსპოპრტირების მოცულობები


ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
დისტანცია, 0.5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
№ კმ ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

1 1 079 + + + + + + +
2 2 000 + + + + + + +
3 3 092 + + + + + + +
4 3 997 + + + + + + +

LNG ტექნოლოგიების დროს გაზი მომზადება და რეგაზიფიკაცია


გათვალისწინებულია LNG-ის ქარხანაში. ანგარიშში არ არის გათვალისწინებული
ფსკერის გაღმავებისა და ტალღების ჩამქრობის მოწყობაზე საჭირო დანახარჯები.
დატვირთვისა და განტვირთვისთვის გათვალისწინებულია როგორც ბუის ტიპის
ასევე სტაციონალური დოკები.
გაანგარიშებებისათვის გაზის ტრანსპორტირების დისტანციები აღებულია
ცხრილ 11-ის მონაცემების საფუძველზე ოთხი ვარიანტისათვის და შადგენს: 1079
კმ, 2000 კმ (ეს უკანასკნელი აღებულია მანძილი 1079 კმ-სა და 3092 კმ-ს შორის
შუალედური პუნქტისათვის), 3092 კმ და 3997 კმ-ს. ტრანსპორტირებული გაზის
მაქსიმალური მოცულობა აღებულია 15,8 მლნ.ტ/წ (როგორც 1.1-თავში
ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, რეგიონში უკვე ფორმირებული
ბაზრებისათვის, მომავალი 10 წლის მოცულობიდან 15,8 მლნ.ტ/წ
საქართველოდან ექსპორტირებულ გაზს შეუძლია დაიკავოს).

104
ცხრილ 19-ში მოცემულია გაანგარიშებებეში განსახილველი გაზის
ტრანსპორტირების დისტანციები და მოცულობები. აქედან (0,5-1,0) მლნ.ტ/წ
დიაპაზონი აღებულია მცირეტონაიანი LNG-სთვის, (1,0-3,0) მლნ.ტ/წ-საშუალო
ტონაჟიანისათვის, ხოლო 3,0-15,8) მლნ.ტ/წ - მსხვილ ტონაჟიანისათვის.
დღეს საქართველოში არსებული კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული
LNG-ის რქსპორტზე საბაჟო გადასახადის ნორმა. ცხრილ 17 - ში მოყვანილი

მონაცემებით გათვალისწინებულია, რომ გადასახადი LNG-ს ექსპორტის დროს


დაწესდება ნულის ტოლად, ისე როგორც ევროპის ქვვეყნებშია მიღებული.
საზღვაო გაზსადენებით ტრანსპორტირება. ცხრილ 20-ში მოცემულია 1079 კმ
სიგრძის, ხოლო ცხრილ 21-ში - 2 000 კმ საზღვაო მაგისტრალის ტექნიკური
მაჩვენებლები. უფრო დიდი სიგრძის საზღვაო მილსადენები არ განიხილება,
რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ შემთხვევაში მათი ეკონომიკური
ეფექტურობა სხვა სატრანსპორტო ტექნოლოგიებთან შედარებით ძალზე
დაბალია.
საზღვაო მილსადენებით გაზის ტრანსპორტირების დროს, ტექნიკურ
მაჩვენებლებში გათვალისწინებულია ბუნნებრივი გაზის დანაკარგები, რაც
მილსადენების ექსპლოატაციის დროს გვექნება.
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით საკომპრესორო
სადგურში გათვალისწინებულია მუშა და სარეზერვო აგრეგატების დამატება,
რაც საშუალებას მოგვცემს გატარებული გაზის 0,72 მლრდ.მ3-დან 22,75 მლრდ.მ3-
მდე ეტაპობრივად გასაზრედელად საკომპრესორო სადგურის სიმძლავრე
გავზარდოთ 12,5 მვტ-დან 128 მვტ-მდე. სიმძლავრის ზრდასთან ერთად
გათვალისწინებულია მილის დიამეტრის 12,0 დიუმიდან 24,0 დიუმამდე გაზრდა
და შესაბამისად მილის კედლის სისქის 16,0 მმ-დან 24,0 მმ-მდე გაზრდა.
ცხრილი 20

1079 კმ-იანი საზღვაო გაზსადენის ტექნიკური მაჩვენებლები.


მახასიათებლები გაზის მოცულობა მლრდ.კუბ.მ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
მწარმოებლობა, მლრდ.კუბ.მ/წ
 სრული 0,721 1,460 4,365 7,260 10,868 14,462 22,890
 სასაქონლო 0,720 1,440 4,310 7,180 10,780 14,370 22,750
მილსადენის
0,01 0,020 0,055 0,080 0,088 0,092 0,135
საჭიროებისათვის,მლრდ,მ3/წ

105
წრფივი ნაწილი 26 24,0 22,0 20,0 17,0 16,0 15,0
 მუშა წნევა,მპა 12,0 14,0 22,0 28,0 35,0 40,0 48,0
 მილების დიამეტრი, დიუმი
 მილის კედლის სისქე,მმ 16,0 18,0 17,0 19,0 20,0 22,0 24,0
 ბეტონის სისქე,მმ 50 50 50 50 50 50 50
სანაპიროს საკომპრესორო სადგური
საკომპრესორო სადგურების 1 1 1
1 1 1
რაოდენობა
აგრეგატების რაოდენობა
1+1 2+2 4+2 6+2 4+2 4+2 6+2
(მუშა+რეზერვი),ცალი
საკომპრესორო სადგურის 12,5 25,2 60 80 96 96 128
სრული დადგმილი სიმძლავრე,
მვტ
 აგ-6,3 12,5 25,2 - - - - -
 აგ-10 - - 60 80 - - -
 აგ16 - - - - 96 96 128

მილის დიამეტრის გაზრდა შესაძლებლობას იძლევა, მილსადენის წრფივ


ნაწილში მუშა წნევა ეტაპობრივად 26 მპა-დან 15,0 მპა-მდე შევამციროთ.
ანგარიშში გათვალისწინებულია ერთი სანაპირო საკომპრესორო სადგურის
მშენებლობა, რადგან მოცემულ დისტანციაზე შუალედური საკომპრესორო
სადგურის მშენებლობა საჭირო არ იქნება.
ტრანსპორტირება LNG-ის სახით. ცხრილ 22-ში მოცემულია LNG ქარხნის
გაზსადენის განშტოების ტექნიკური მაჩვენებლებლები 7,4 მპა წნევისა და 5კმ
სიგრძის შემთხვევაში, ხოლოდ ცხრილ 23-ში მიმღები ტერმინალის გაზსადენის
განშტოების ტექნიკური მაჩვენებლები 5,4 მპა წნევისა, 8 კმ-იანი საზღვაოუბნისა
და 5 კმ-იანი სახმელეთო უბნის პირობებში.

ცხრილი 21

2 000 კმ-იანი საზღვაო გაზსადენის ტექნიკური მაჩვენებლები.


გაზის მოცულობა მლრდ.კუბ.მ
მახასიათებლები
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
3
მწარმოებლობა, მლრდ.მ /წ
 სრული 0,732 1,481 4,421 7,342 10,957 14,557 23,040
 სასაქონლო 0,720 1,440 4,310 7,180 10,780 14,370 22,750
გაზი მილსადენის
0,120 0,041 0,111 0,162 0,177 0,187 0,274
საჭიროებისათვის, მლრდ.მ3/წ
წრფივი ნაწილი
 მუშა წნევა,მპა 26 24,0 22,0 20,0 17,0 16,0 15,0

106
 მილების დიამეტრი, 12,0 14,0 22,0 28,0 35,0 40,0 48,0
დიუმი
 მილის კედლის სისქე,მმ 16,0 18,0 17,0 19,0 20,0 22,0 24,0
 ბეტონის სისქე,მმ 50 50 50 50 50 50 50
სანაპიროს საკომპრესორო სადგური
საკომპრესორო სადგურების
1 1 1 1 1
რაოდენობა
აგრეგატების რაოდენობა
1+1 2+2 4+2 6+2 4+2 4+2 6+2
(მუშა+რეზერვი),ცალი
საკომპრესორო სადგურის 12,5 25,2 60 80 96 96 128
სრული დადგმილი
სიმძლავრე, მვტ
 აგ-6,3 12,5 25,2 - - - - -
 აგ-10 - - 60 80 - - -
 აგ-16 - - - - 96 96 128
გაზი საკომპრსორო
0,110 0,021 0,056 0,082 0,089 0,095 0,139
სადგურისათვის, მლრდ.მ3
საკომპრესორო სადგური პლატფორმაზე
საკომპრესორო სადგურების
1 1 1 1 1
რაოდენობა
აგრეგატების რაოდენობა
1+1 2+2 4+2 6+2 4+2 4+2 6+2
(მუშა+რეზერვი),ცალი
საკომპრესორო სადგურის 12,5 25,2 60 80 96 96 128
სრული დადგმილი
სიმძლავრე, მვტ
 აგ-6,3 12,5 25,2 - - - - -
 აგ-10 - - 60 80 - - -
 აგ-16 - - - - 96 96 128
გაზი საკომპრსორო
0,022 0,055 0,080 0,088 0,092 0,135
სადგურისათვის, მლრდ.კუბ.მ

ცხრილი 22

LNG ქარხნის გაზსადენის განშტოების ტექნიკური მაჩვენებლებლები 7,4 მპა წნევისა


და 5კმ სიგრძის შემთხვევაში.
მოცულობა, მლნ.ტ/წ
მახასიათებლები
0,5 1,0 3,0 5,0 7,5 10,0 15,8
გაზის
0,65 1,56 4,68 7,80 11,70 15,59 23,90
მოცულობა,მლრდ.მ3/წ
მილების დიამეტრი, მმ 200 300 500 700 800 1 000 1 000
მილის კედლის სისქე, მმ 3,0 4,0 6,6 8,9 10,1 12,1 12,6

107
ცხრილი 23

მიმღები ტერმინალის გაზსადენის განშტოების ტექნიკური მაჩვენებლები 5,4 მპა


წნევისა, 8 კმ-იანი საზღვაოუბნისა და 5 კმ-იანი სახმელეთო უბნის პირობებში.
მოცულობა, მლნ.ტ/წ
მახასიათებლები
0,5 1,0 3,0 5,0 7,5 10,0 15,8
გაზის
0,72 1,44 4,31 7,18 10,78 14,37 21,55
მოცულობა,მლრდ.მ3/წ
მილების დიამეტრი, მმ 400 400 700 700 900 1 000 1 200
მილის კედლის სისქე, მმ 7,0 7,0 10,0 10,0 12,0 13,5 16,0

LNG-ის გადატვირთვის სისტემაში შედის შემდეგი ძირითადი ელემენტები:

 LNG-ის გემების სატვირთო ნავმისადგომები;

 LNG-ის ტანკ-ცისტერნების, კონტეინერ-ცისტერნების და


ავტოციცტერნების მისადგომები;
 LNG-ის გადატვირთვის დროს აორთქლებული გაზის გადატვირტვისა და

მიღების სტენდერები;
 კრიოგენული მილსადენი, შენახვის სისტემიდან ნავმისადგომის სათაო
ნაწილამდე LNG-ის გადატვირთვისა და აორთქლებული გაზის მიღებისა
და სტენდერებამდე ტრანსპორტირებისათვის;
 მილსადენი, LNG-ის საცავიდან და გაზმზიდი ტანკერიდან აორთქლებული
გაზის, საკომპრესორო სადგურამდე და დაბალი წნევის ამაალებლამდე
მისაყვანად;
LNG-ის გადამტვირთავი სისტემა შესდგება შემდეგი ძირითადი
ელემენტებისაგან:
 LNG-ის გადამტვირთავი ორი სტენდერისაგან;

 აორთქლებული გაზის დამაბრუნებელი ერთი სტენდერისაგან;


 ორმაგი დანიშნულების ერთი სტენდერისაგან;
 სტენდერების სამართავი ერთი ელექტრონული ბლოკისაგან.
სტენდერების დიამეტრი უნდა უზრუნველყოფდეს LNG-ის გაზმზიდზე
ჩატვირტვისათვის საჭირო ხარჯს და დამოკიდებულია გაზმზიდის
ტვირთტევადობაზე, მისი ბორტის სიმაღლეზე, ნავმისადგომის სიმაღლეზე და
ზღვის მდგომარეობაზე. ამ მახასიათებლების გაანგარიშება ხდება მწარმოებლის
მიერ საწყისი მონაცემების შესწავლის საფუძველზე.

108
სტენდერის დიამეტრი და ზომები განისაზღვრება გადმოსატვირთი LNG-ის
მოცულობის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ დამოკიდებულია გაზმზიდი
გემის ტევადობაზე.
ნავმისადგომების საჭირო რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
 მცირეტონაჟიანი წარმოებისათვის საკმარისია 1 ნავმისადგომი;
 საშუალოტონაჟიანისათვის- 1 ან 2 ნავმისადგომი;
 მსხვილტონაჟიანისათვის- 2 ნავმისადგომი.
ანგარიშისათვის გამოყენებული იყო გაზმზიდი გემები და მცურავი
საშუალებები ტვირთტევადობით: 19100, 31000, 65000, 149700 და 170000 მ3.
LNG-ის გაზმზიდების საჭირო რაოდენობა - N გამოითვლება ფორმულით:

Qქ
N= , (3.1)
qVწ

სადაც Qქ - LNG-ის წლიურად წარმოებული მოცულობაა; q - LNG-ის სიმკვრივეა;


Vწ - ერთი გემის მიერ წლის განმავლობაში გადაზიდული LNG-ის მაქსიმალური
მოცულობაა. ანგარიშით მიღებული არამთელი რიცხვები მრგვალდებოდა
მეტობის მხარეს. ერთი გემის მიერ წლის განმავლობაში გადაზიდული LNG-ის
მაქსიმალური მოცულობა იანგარიშება ფორმულით:

365
Vწ = Vგაზმზიდი , (3.2)
T რეისი

აქ Vგაზმზიდი -გაზმზიდის მოცულობაა;


Tრეისი - გაზმზიდის წრიული რეისისათვის საჭირო დროა, რომელიც
განისაზღვრება ფორმულით:
L L
Tრეისი=Tდატ.+Tგასვ.1+ +Tშემ.1+Tგანტ.+Tგასვ.2+ +Tშემ.2, (3.3)
v v

Tდატ. -გაზმზიდის დატვირტთვის დროა;


Tგასვ.1-ნავმისადგომიდან გაზმზიდის გასვილსა და მასთან დაკავშირებული
ოპერაციებისათვის საჭირო დროა;
L
- რეისისათვის საჭირო დროა;
v

109
Tშემ.1 - ნავმისადგომზე გაზმზიდის შემოსვილსა და მასთან დაკავშირებული
ოპერაციებისათვის საჭირო დროა;
Tგანტ. - გაზმზიდის განტვირთვის დროა;
Tგასვ.2 - განტვირთვის შემდეგ ნავმისადგომიდან გაზმზიდის გასვილსა და მასთან
დაკავშირებული ოპერაციებისათვის საჭირო დროა;
Tშემ.2 - მიმღებ პუნქტში გაზმზიდის შესვლისა და მასთან დაკავშირებული
ოპერაციების ხანგრძლივობა, სთ
გაზმზიდის დატვირთვა (განტვირთვის) დრო იანგარიშება ფორმულით:

V გაზმზიდი
Tდატ.= , (3.4)
Q ტუმბ.

სადაც Qტუმბ -ტუმბოების მწარმოებლობაა.


(3.4), (3.3) და (3.2)-ის დახმარებით გამოთვლილი პარამეტრების (3.1)-ში შეტანით
მივიღებთ მოცემულ მარშრუტზე გაზმზიდების საჭირო რაოდენ-ობას.
მიღებული შედეგი მრგვალდება მეტობით უახლოეს მთელ რიცხვამდე.
გაანგარიშების მოცემული მეთოდიკა იძლევა გამსხვილებულ შედეგებს და
არ ითვალისწინებს შესაძლო შეფერხებებს გემის მოძრაობის მარშრურზე.
შეფერხებები შესაძლებელია გამოწვეული იყოს რთული კლიმატური პირობებით
ან სხვა ტექნიკური მიზეზებით, რაც გასათვალისწინებელია გაანგარიშების უფრო
დეტალურ სტადიაზე შეფერხებების ალბათობა, ხანგრძლივობა და სიხშირე
განისაზღვრება თითოეული მარშრუტისათვის ინდივიდუალურად.
გაანგარიშებისათვის საჭირო საწყისი მონაცემები ყველა განსახილველი
ვარიანტისათვის მოცემულია ცხრილებში: 24, 25 და26.

ცხრილი 24

LNG ტექნოლოგიით ტრანსპორტირების გაანგარიშებისათვის საჭირო საწყისი მონაცემები


№ პარამეტრები სიდიდე აღნიშვნა
1 LNG ქარხნის მწარმოებლობა,მლნ.ტ/წ 0,5-15,8 Qქ
2 LNG-ის სიმკვრივე,ტ/კუბ.მ 0,43 q
3 გაზმზიდის სიჩქარე, კმ/სთ 32,41 ν
4 მიმღებ პუნქტიდან გაზმზიდის გასვლისა და მასთან 4,5 Tგასვ.1

110
დაკავშირებული ოპერაციების ხანგრძლივობა, სთ
დანიშნულების პუნქტში გაზმზიდის შესვლისა და
5 10,5 Tშემ.1
მასთან დაკავშირებული ოპერაციების ხანგრძლივობა, სთ
6 LNG ტუმბოების მწარმოებლობა, კუბ.მ/სთ * Qტუმბ
დანიშნულების პუნქტიდან გაზმზიდის გამოსვლისა და
7 6,5 Tგასვ.2
მასთან დაკავშირებული ოპერაციების ხანგრძლივობა, სთ
მიმღებ პუნქტში გაზმზიდის შესვლისა და მასთან
8 10,5 Tშემ.2
დაკავშირებული ოპერაციების ხანგრძლივობა, სთ
9 მანძილი LNG-ის მომხმარებლამდე, კმ 1097-3 997 L

ცხრილი 25

LNG ტუმბოების მწარმოებლობა


გაზმზიდის მოცულობა, ტუმბოების დატვირთვის

კუბ.მ მწარმოებლობა, კუბ.მ/სთ (განტვირთვის) დრო, სთ
1 19 100 2 300 8,3
2 31 000 4 400 7,0
3 65 000 5 500 11,8
4 130 000 10 100 12,9
5 149 700 11 400 13,1
6 170 000 12 800 13,3

ცხრილი 26

LNG-ის გაზმზიდების საანგარიშო რაოდენობა და ტევადობა


ქარხნის მანძილი LNG-ის მომხმარებლამდე, კმ
მწარმოებლობა, 1 079 2 000 3 092 3 997
მლნ.ტ/წ გაზმზიდების საანგარიშო რაოდენობა და მოცულობა
0,5 1х19 100 მ3 2х19 100 მ3 3х19 100 მ3 4х19 100 მ3
1х 65 000 მ3 ან 3
3 1х130 400 მ ან
1,0 1х31 000 მ3 1х 65 000 მ
2 х 31 000 მ3 2х 65 000 მ3
3
1х130 400 მ ან
3,0 1х 149 700 მ3 2х 130 400 მ3 2х 149 700 მ3
2х 65 000 მ3
5,0 1х 170 000 მ3 2х 130 400 მ3 2х 170 000 მ3 3х 149 700 მ3
7,5 2х 130 400 მ3 3х 130 400 მ3 3х 170 000 მ3 4х 170 000 მ3
10,0 2х 170 000 მ3 3х 170 000 მ3 4х 170 000 მ3 5х 170 000 მ3
15,8 3х 170 000 მ3 5х 149 700 მ3 6х 170 000 მ3 6х 170 000 მ3
შეკუმშული (CNG) გაზის ტრანსპორტირება.
CNG-ს დამტვირთავი სისტემის შემადგენლობაში შედის:
 CNG-ს დატვირთვის მაღალი წნევის სტენდრები;
 მილსადენი, მწარმოებელი ქრხნიდან, ნავმისადგომის სათაო ნაწილის
განტვირთვის სტენდერებამდე;
ერთი გადამტვირთავი კომპლექსი შედგება შემდეგი ძირით. ნაწილებისაგან:

111
 CNG-ს გადატვირმთავი მაღალი წნევის სტენდერი;
 სტენდერების მართვის საერთო ელექტროჰიდრავლიკური ბლოკი.
ცხრილ 27-ში მოცემულია CNG-ს დატვირთვის, ხოლო ცხრილ 28-ში
განტვირთვის 5 კმ სიგრძის მილსადენის განშტოების ტექნიკური
მახასიათებლები.
CNG- გაზმზიდების საჭირო რაოდენობა იანგარიშება ფორმულით:

Qქ
N= +1, (3.5)
Vწ
ცხრილი 27

CNG-ს დატვირთვის 5 კმ სიგრძის მილსადენის განშტოების ტექნიკური მახასიათებლები.


გაზის მოცულობა მლრდ.კუბ.მ
მახასიათებლები
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
მწარმოებლობა, მლრდ.მ3/წ
 სრული 0,731 1,465 4,379 7,290 10,932 14,569 23,025
 სასაქონლო 0,720 1,440 4,310 7,180 10,780 14,370 22,750
მილსადენის საჭიროებისათვის, მლრდ.მ3/წ 0,011 0,023 0,063 0,100 0,139 0,184 0,275
წრფივი ნაწილი
 მუშა წნევა,მპა 26,0 26,0 26,0 26,0 26,0 26,0 26,0
 მილების დიამეტრი, მმ 500 500 500 500 700 700 800
 მილის კედლის სისქე,მმ 18,0 18,0 18,0 18,0 24,0 24,0 27,5
სანაპიროს საკომპრესორო სადგური
საკომპრესორო სადგურების რაოდ. 1 1 1 1 1 1 1
აგრეგატების რაოდენობა
2+2 4+2 4+2 6+2 6+2 6+2 8+2
(მუშა+რეზერვი),ცალი
საკომპრესორო სადგურის სრული 60 60 60 80 128 200 250
დადგმილი სიმძლავრე, მვტ
 აგ-6,3 60 - - - - - -
 აგ-10 - 60 60 80 - - -
 აგ-16 - - - - 128 - -
 აგ-25 - - - - - 200 250

ცხრილი 28

CNG-ს განტვირთვის 5 კმ სიგრძის მილსადენის განშტოების ტექნიკური მახასიათებლები.


გაზის მოცულობა მლრდ.კუბ.მ
მახასიათებლები
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
3
მწარმოებლობა, მლრდ.მ /წ
 სრული 0,721 1,442 4,316 7,190 10,793 14,385 22,718
 სასაქონლო 0,720 1,440 4,310 7,180 10,780 14,370 22,750

112
მილსადენის საჭიროებისათვის, მლრდ.მ3/წ 0,001 0,002 0,006 0,010 0,013 0,015 0,018
წრფივი ნაწილი
 მუშა წნევა,მპა 25,0 25,0 25,0 25,0 25,0 25,0 25,0
 მილების დიამეტრი, დიუმი 600 700 700 800 1 000 1 200 1 400
 მილის კედლის სისქე,მმ 18,0 23.5 23,5 26,5 33,0 39,0 45,0
სანაპიროს საკომპრესორო სადგური
საკომპრესორო სადგურების რაოდენობა 1 1 1 1 1 1 1
აგრეგატების რაოდენობა
1+1 2+1 2+1 3+1 3+1 3+1 3+1
(მუშა+რეზერვი),ცალი
საკომპრესორო სადგურის სრული 25,2 30 30 40 64 64 100
დადგმილი სიმძლავრე, მვტ
 აგ-6,3 25,2 - - - - - -
 აგ-10 - 30 30 40 - - -
 აგ-16 - - - - 64 64 -
 აგ-25 - - - - - - 100

„+1“ - ერთი დამატებითი გაზმზიდი აუცილებელია დატვირთვისა და


განტვირთვის გეგმიური მოცულობის უწყვეტი რეჟიმის უზრურველყოფისათვის.
ანგარიშით მიღებული არამთელი რიცხვები მრგვალდებოდა მეტობის მხარეს.
დანადგარების გაჩერების შედეგად მიღებული ზედმეტი გაზი ბრუნდება
გაზგამანაწილებელ სისტემაში ან მიწისქვეშა გაზსაცავში. გაზმზიდის
დატვირტვისა და განტვირთვის დრო აღებულია ერთმანეთის ტოლად და
იანგარიშება ფორმულით:

V გაზმზიდი
Tდატ.= . (3.6)
Qქ .

(3.6), (3.5) და (3.2)-ის დახმარებით გამოთვლილი პარამეტრების (3.1)-ში


შეტანით მივიღებთ მოცემულ მარშრუტზე CNG--ის გაზმზიდების საჭირო
რაოდენობას. მიღებული შედეგი მრგვალდება მეტობით უახლოეს მთელ
რიცხვამდე. გაანგარიშებებისათვის CNG-ს გადასაზიდად შერჩეულია 22,5 მლნ.მ3
ტევადობის გაზმზიდები. ცხრილ 29-ში მოცემულია ანგარიშით მიღებული
გაზმზიდების რაოდენობა.
ცხრილი 29

CNG-ს გაზმზიდების რაოდენობა.


ქარხნის მანძილი CNG-ის მომხმარებლამდე, კმ
ნავმისადგომების მინიმალური
მწარმოებლობა, 1 079 2 000 3 092 3 992
რაოდენობა
მლრდ.კუბ.მ/წ გაზმზიდების საანგარიშო რაოდენობა
0,72 2 2 2 3 3

113
1,44 2 2 3 3 4
4,31 2 6 7 8 10
7,18 2 7 9 11 14
10,78 2 9 12 15 19
14,37 3 10 15 19 24
22,75 3 14 20 27 34

3.2. კაპიტალური დანახარჯების ანგარიში

ზემოთ მოყვანილი საწყისი მიონაცემების საფუძველზე ნაანგარიშებია


კაპიტალური დანახარჯები (მლნ.ევრო) შავ ზღვაზე გაზის საზღვაო
მილსადენებით ტრანსპორტირების ტექნოლოგიისათვის (ცხრ. 30 და 31) 1079კმ
და 2000კმ დისტანციებზე გაზის ტრანსპორტირების დროს. როგორც უკვე
ავღნიშნეთ უფრო დიდ მანძილებზე გაზის საზღვაო მილსადენებით
ტრანსპორტირება დაბალი ეკონომიკური ეფექტურობით ხასიათდება და არც
წარმოადგერნს ჩვენი ინტერესის საგანს, რადგან შავი ზღვის ფარგლებში გაზის
ტრანსპორტირების ასეთი დისტანციები არა გვაქვს (იხ.ცხრ.31).
ცხრილი 30

კაპიტალური დანახარჯები 1079 კმ-ის სიგრძის საზღვაო გაზსადენზე


ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
№ კაპიტალური 0.5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
დანახარჯები ერთეული
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
მილსადენების
1. მლნ.ევრო 2740 3049 3404 3774 4021 4360 4960
მშენებლობა
საკომპრესორო
2. სადგურები მლნ.ევრო 105 157 314 442 440 510 782

3. სულ მლნ.ევრო 1745 3206 3718 4216 4461 4870 6048

კაპიტალურ დანახარჯებში არ არის შესული ტრანსპორტირების ხარჯები. ეს


უკანასკნელი გათვალისწინებულია გადაზიდვის ტარიფის გაანგარიშების
პროცესში.ჩვენთვის საინტერესო დისტანციებზე (1079კმ და 2000კმ) „საზღვაო
მილსადენებით“ ტრანსპორტირების შემთხვევაში მანძილისა და
გამტარუნარიანობის ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება კაპიტალური
დანახარჯები (ნახ.29 და 30) და რაც მთავარია იზრდება შუალედურ

114
საკომპრესორო სადგურების მოწობაზე გაწეული კაპიტალური დაბანდებების
წილი (ნახ.31)
ცხრილი 31

კაპიტალური დანახარჯები 2000 კმ-ის სიგრძის საზღვაო გაზსადენზე


ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
№ კაპიტალური 0.5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
დანახარჯები ერთეული
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
მილსადენების
1. მლნ.ევრო 4511 4608 4951 5381 5843 6331 7452
მშენებლობა
საკომპრესორო
2. სადგურები მლნ.ევრო 253 497 929 1229 1234 1305 1748

3. სულ მლნ.ევრო 4764 5105 5840 6610 7077 7636 9200

კაპიტალური დანახარჯები საზღვაო მილსადენზე (1079კმ )


6,000

5,000
მლნ.ევრო

4,000

3,000

2,000

1,000

0
0 ,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

მლრდ.კუბ.მ.

მილსადენების მშენებლობა საკომპრესორო სადგურები

ნახ. 29. კაპიტალური დანახარჯები საზთვაო მილსადენზე (1079კმ)

კაპიტალური დანახარჯები საზღვაო მილსადენზე (2 000კმ )

8,000
7,000
6,000
მლნ.ევრო

5,000
4,000
3,000
2,000
1,000
0
0 ,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

მლრდ.კუბ.მ.

მილსადენების მშენებლობა საკომპრესორო სადგურები

ნახ. 30. კაპიტალური დანახარჯები საზთვაო მილსადენზე (2000 კმ)

115
სიგრძე: 1079 კმ; სიგრძე: 1079 კმ;
გამტარობა: 0,72 მლრდ .მ 3/წ გამტარობა: 22,75 მლრდ.მ3/წ

4%
14%

86%
96%

მილსადენების მშენებლობა საკომპრესორო სადგურები მილსადენების მშენებლობა საკომპრესორო სადგურები

სიგრძე: 2000 კმ; სიგრძე: 2000 კმ;


გამტარობა: 0,72 მლრდ .მ 3/წ გამტარობა: 22,75 მლრდ .მ 3/წ

5%
19%

81%
95%

მილსადენების მშენებლობა საკომპრესორო სადგურები მილსადენების მშენებლობა საკომპრესორო სადგურები

ნახ. 31 კაპიტალური დანახარჯების სტრუქტურა საზღვაო მილსადენებისათვის.

ცხრილ 32-ში და ცხრილ 33-ში მოცემულია კაპიტალური დანახარჯები


გაზის 1079 კმ, 2000 კმ, 3092 კმ და 3997კმ დისტანციებზე LNG - ის და CNG - ს
სახით სახით ტრანსპორტირების ტექნოლოგიისათვის შესაბამისად. ნახ. 32
(ა,ბ,გ,დ) - ზე მოცემულია კაპიტალური დანახარჯების სტრუქტურა LNG
ტექნოლოგიების რეალიზაციის შემთხვევაში.
ცხრილი 32

კაპიტალური დანახარჯები გაზის LNG-ის სახით ტრანსპორტირების ტექნოლოგიისათვის


ობიექტები გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
0,5 1,0 3,0 5,0 7,5 10,0 15,8
კომპლექსთან მომავალი მილსადენი 3 4 6 7 7 9 9
LNG-ს წარმოების, შენახვისა და
511 950 2375 085 3857 4602 6445
გადატვირთვის კომპლექსი
LNG-ს გემები
ტრასის სიგრძრე - 1079კმ 83 125 236 262 472 522 830
ტრასის სიგრძრე - 2000კმ 116 182 227 438 658 730 1292
ტრასის სიგრძრე - 3092კმ 120 190 451 501 752 1004 1555
ტრასის სიგრძრე - 3997კმ 145 218 437 681 973 1215 2480
რეგაზიფიკაციის ტერმინალი 112 224 673 1122 1683 2244 3544
ტერმინალიდან გამომავალი მილსადენი 8 11 14 14 16 18 19

116
ცხრილი 33

კაპიტალური დანახარჯები გაზის CNG-ის სახით ტრანსპორტირების ტექნოლოგიისათვის.


გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
ობიექტები
0,5 1,0 3,0 5,0 7,5 10,0 15,8
შემომავალი მილსადენი 150 229 229 301 302 360 472
წრფივი ნაწილი 10 13 13 14 15 16 19
საკომპრესორო სადგური 165 215 215 287 287 344 451
CNG-ს გემები
ტრასის სიგრძრე - 1079კმ 290 586 1 758 2 051 2637 2930 4103
ტრასის სიგრძრე - 2000კმ 440 879 2 051 2 637 3516 4396 6154
ტრასის სიგრძრე - 3092კმ 445 879 2 344 3 223 4396 5568 8307
ტრასის სიგრძრე - 3997კმ 615 1 172 2 930 4 103 5568 7033 10461
მიმღები ტერმინალი 30 59 176 294 441 882 1322
გამომავალი მილსადენი 60 116 116 152 154 157 188
წრფივი ნაწილი 6 8 8 9 11 13 16
საკომპრესორო სადგური 80 108 108 144 144 144 172

ა) ტრასის სიგრძე: 1079 კმ, მწარმოებლობა:


1 მლნ.ტ/წ

1%
მილსადენები;
17%

LNG-ს წარმოების, შენახვისა და გადატვირთვის


10% კომპლექსი

LNG გემები;
72%
რეგაზიფიკაციის ტერმინალი;

ბ) ტრასის სიგრძე: 3997 კმ, მწარმოებლობა :


1 მლნ.ტ/წ

9%1%
მილსადენები;
17%
LNG-ს წარმოების,შენახვისა და გადატვირთვის
კომპლექსი

LNG გემები;
73%

რეგაზიფიკაციის ტერმინალი;

117
გ) ტრასის სიგრძე:1 079კმ, მწარმოებლობა :
10 მლნ.ტ/წ

0%
მილსადენები;

30%
LNG-ს წარმოების,შენახვისა და გადატვირთვის
კომპლექსი

62% LNG გემები;


7%

რეგაზიფიკაციის ტერმინალი;

დ) ტრასის სიგრძე: 3 997კმ, მწარმოებლობა :


10 მლნ.ტ/წ

0%
მილსადენები;
28%

LNG-ს წარმოების,შენახვისა და გადატვირთვის


კომპლექსი;
57%

15% LNG გემები;

რეგაზიფიკაციის ტერმინალი;

ნახ. 32 კაპიტალური დანახარჯების სტრუქტურა LNG ტექნოლოგიებზე.

კაპიტალური დანახარჯების სტრუქტურის ანალიზით დგინდება, რომ


ტრანსპორტირების მაძილის გაზრდა იწვევს ტრანსპორტირების საშუალებებზე
დახრჯული თანხების წილის ზრდას და რეგაზიფიკაციაზე გაწეული
დანახარჯების წილის შემცირებას, ხოლო გაზიფიკაციაზე (მწარმოებლობის
გაზრდაზე) გაწეული ხარჯების გაზრდა რეგაზიფიკაციის დანახარჯების წილის
ზრდას. ყველა შემთხვევაში დანახარჯების წილი მილსადენების შიგა
ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მინიმალურია, ხოლო დანახარჯების წილი LNG-
ის წარმოებასა და შენახვაზე მაქსიმალური.
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ამ უკანასკნელის მნიშვნელოვანი შემცირება
შესაძლებელია გაზის ძვირადღირებული სამაცივრო საცავის ნაცვლად
მიწისქვეშა გაზსაცავის გამოყენების შემთხვევაში. ამის კარგი მაგალითებია
ტერმინალი „Alexandroupolis LNG“, რომელშიც ეფექტურადაა გამოყენებული
სამხრეთ კავალას მგს[47] და ტერმინალი Skulte LNG ინგაჩაურის მგს-ით
ლატვიაში [48].
ცხრილებში 34, 35 და 36 მოცემულია ხვედრითი კაპიტალური დანახარჯები
(დანახარჯები 1000 მ3 გაზის კმ-ზე ტრანსპორტირებისათვის ევრო/ათასი მ3/კმ)

118
შესაბამისად, „საზღვაო მილსადენების“, გაზის LNG-ს და CNG-ს სახით
ტრანსპორტირების ტექნოლოგიებისათვის.
ცხრილი 34

ხვედრითი კაპიტალური დანახარჯები საზღვაო გაზსადენებზე


ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
0.5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
№ დისტანცია,
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
კმ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
1 1 079 2,246 1,948 0,725 0,483 0,343 0,285 0,213
2 2 000 3,34 1,77 0,68 0,46 0,33 0,27 0,211

ცხრილი 35

მ ხვედრითი
ც კაპიტალური
ი დანახარჯები
რ LNG-ს ტექნოლოგიაზე
ე ტ ო ნ
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
დისტანცია, 0.5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
№ კმ ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
1 1 079 0.923 0.845 0.710 0.579 0.519 0.477 0.442
2 2 000 0.521 0.483 0.38 0.324 0.292 0.261 0.248
3 3 092 0.339 0.310 0.264 0.213 0.189 0.177 0.164
4 3 997 0.271 0.244 0.203 0.171 0.152 0.141 0.137

გათვალისწინებული სამაცივრო საცავის მშენებლობისა და ექსპლოატაციის


ხარჯები, რადგან საჭირო მოცულობის გაზის შესანახად შეიძლება გამოყენებული
იქნას ყულევის ანტიკლინური გეოლოგიური სტრუქტურა, რომელის
ეკონომიკური ანალიზიც მოცემულია თავი - 2.3.3-ში.
ცხრილი 36

ხვედრითი კაპიტალური დანახარჯები CNG-ს ტექნოლოგიაზე


ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
№ დისტანცია, 0.5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
კმ ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
1 1 079 1.018 0.858 0.563 0.420 0.343 0.312 0.275
2 2 000 0.653 0.565 0.334 0.267 0.226 0.220 0.193
3 3 092 0.425 0.365 0.240 0.199 0.172 0.168 0.156
4 3 997 0.388 0.335 0.220 0.185 0.161 0.156 0.144

ცხრილი 37

გადზიდვის ტარიფები (ევრო/ათასი.კუბ.მ, 100კმ-ზე).

119
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლნ.ტ/წ
0,5 1,0 3,0 5,0 7,5 10 15,8
№ ტრანსპორტირების ტიპი
ტრანსპორტირებული გაზის მოცულობა, მლრდ.კუბ.მ/წ
0,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75
1 საზღვაო მილსადენები 88,4 50,2 19,0 12,7 9,0 7,3 5,4
2 LNG 26,9 22,8 19,1 15,6 14,2 13,1 12,1
3 LNG* 52,1 18,2 14,5 10,8 10,4 10,0 9,8
4 CNG 27,1 20,8 16,1 12,2 10,1 9,9 9,4

საქართველოდან, შავი ზღვის ფარგლებში (1079 კმ - პორტი კონსტანცა,


1137 კმ - პორტი რენი. ანგარიშში აღებულია საშუალო მანძილი - 1108კმ)
სხვადასხვა ტექნოლოგიებით მისაწოდებელი გაზის გადაზიდვის ტარიფები
მოცემულია ცხრილ 37-ში.

3.3. ტრანსპორტირების ტარიფები და მიღებული შედეგების ანალიზი

ნახ. 33-დან ჩანს, რომ შავი ზღვის ფარგლებში 13 მლრდ.მ 3/წ გაზის
მისაწოდებ-ლად ყველაზე ეფექტური ვარიანტია მისი LNG-სახით მიწოდება
სამაცივრო საცავის გამოყენების გარეშე. 13 - 22,75 მლრდ.მ 3/წ დიაპაზონში
საზღვაო მილსადენების უპირატესობა უმნიშვნელოა. 0,72-4,0 მლრდ.მ3/წ
დიაპაზონში საზღვაო მილსადენით ტრანსპორტირება ყველაზე ცუდი
ვარიანტია. 0,72-8,0 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში LNG*-სა და CNG-ს ტარიფები
დაახლოებით თანაბარია და საზღვაო მილსადენების ტარიფებზე დაბალია.
უფრო დიდ მანძილებზე, შავი ზღვის გარეთ - რეინის არხამდე გაანგა-
რიშებულია ორი დისტანცია 2000 კმ და 3997 კმ; ყულევიდან მარმარას,
ალექსანდროპოლისისა და ხორვატიის კუნზულ კრკ-ზე განლაგებულ
ტერმინალებამდე, შესაბამისად 1215 კმ, 1355 კმ და 3092 კმ მანძილებზე გაზის
ტრანსპორტირების ტარიფები მოცემულია ნახაზებზე 34, 35 და 38.

120
ნახ. 33 შავ ზღვაზე გაზის ტრანსპორტირების ტარიფები.

ნახ. 34 ტარიფები 2000 კმ-იანი დისტანციისათვის.

ნახ. 35. ტარიფები 3092 კმ-იანი დისტანციისათვის.

121
ნახ. 36 ტარიფები 3 997 კმ-იანი დისტანციისათვის.

2000 კმ-ინ დისტანციაზე მწარმოებლობის თითქმის მთელ დიაპაზონში


LNG-სა და CNG-ს საზღვაო გადაზიდვის ტარიფები საზღვაო მილსადენების

ტარიფებზე დაბალია. მათი ტარიფები კი პრაქტიკულად არ განსხვავდებიან


ერთმანეთისაგან.
3092 კმ და 3997 კმ-იან დისტანციებზე საზღვაო მილსადენის ტარიფები არ
არის მოყვანილი, რადგან ეს უკანასკნელნი ამ დიაპაზონში არაკონკუ-
რენტუნარიანნი არიან. რაც შეეხება LNG-სა და CNG-ს რატიფებს, 2000 კმ-დან
3997კმ-მდე დიაპაზონში LNG გარკვეული უპირატესობით სარგებლობს.
ანალოგიური დასკვნებია გაკეთებული ნაშრომში [49]. ჩატარებული
კვლევების საფუძველზე ავტორების მიერ დადგენილია, რომ LNG-ს

ტრანსპორტირების ღირებულება მილსადენის გაზზე მნიშვნელოვნად ნაკლებია,


თუ მიწოდების მანძილი აღემატება 950 კმ-ს, ხოლო მიწოდების მიმართულებაზე
არის არანაკლებ ხუთი მომხმარებლისა.
ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები მთლიანადაა დაკმაყოფი-
ლებული. ამრიგად, ჩატარებული კვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ,
რომ საქართველოდან ევროპაში შავი ზღვის გავლით გაზის ტრანსპორტირების
ცნობილი ტექნოლოგიებიდან უპირატესობა მცირე და საშუალოტონაჟიან LNG-ის
უნდა მივანიჭოთ. მისი უპირატესობა დასტურდება, როგორც ტექნიკური და
ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური (იხსნება თურქეთის სრუტეების გავლის
პრობლემა) არგუმენტებით.

122
3.4. ძირითადი დასკვნები

თხევადი გაზის წარმოების თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ,


საქართველოდან ევროპის მიმართულებით გაზის მიწოდება მეტად რენტა-
ბელური და ეკონომიკურად მოქნილია მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს
ტერმინალებისა და გემ გაზ მზიდების უპირატესობების მაქსიმალურად
გამოყენებით, რაც სხვა ეფექტებთან ერთად მოგვცემს შესაძლებლობას 50%-ით
შევამციროთ ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის
საინვესტიციო ღირებულება.
მცირეტონაჟიანი LNG ტერმინალის მშენებლობის მოდულური პრინციპის
გამოყენება 6-8 თვემდე შეამცირებს მისი ექსპლოატაციაში შესავლის ვადას
(მაშინ, როცა 5-6 წელია საჭირო მსხვილტონაჟიანისათვის) და რეგიონში LNG-ზე
მოთხოვნის ზრდასთან ერთად მოხდება სიმძლავრეების შესაბამისი
მასშტაბირება. გარდა ამისა, მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG საშუალებას
მოგვცემს გაზი მივაწოდოთ არა მარტო შავი ზღვისა და მდ.დუნაის აუზისა
ქვეყნებს, არამედ ცენრალური ევროპის სხვა ქვეყნებსაც.
ჩატარებული კვლევების საფუძველზე დადგენილია, რომ LNG-ს

ტრანსპორტირების ღირებულება მილსადენის გაზზე მნიშვნელოვნად ნაკლებია,


თუ მიწოდების მანძილი აღემატება 950 კმ-ს, ხოლო მიწოდების მიმართულებაზე
არის არანაკლებ ხუთი მომხმარებლისა. ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული
მოთხოვნები მთლიანადაა დაკმაყოფილებული. ამრიგად, ჩატარებული
კვლევების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოდან ევროპაში
შავი ზღვის გავლით გაზის ტრანსპორტირების ცნობილი ტექნოლოგიებიდან
უპირატესობა მცირე და საშუალოტონაჟიან LNG-ის უნდა მივანიჭოთ. მისი
უპირატესობა დასტურდება, როგორც ტექნიკური და ეკონომიკური, ასევე
პოლიტიკური (იხსნება თურქეთის სრუტეების გავლის და რუსეთის გაზისგან
დამოკიდებულების პრობლემა) არგუმენტებით.
გაკეთებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ევროპის პორტებში
გაზის ტრანსპორტირების თანამედროვე ტექნოლოგიების (LNG-ს, CNG-სა და
„მილსადენის“) ეკონომიკური შედარება და დასაბუთებულია გაზის თხევადი
სახით მიწოდების ეკონომიური ეფექტურობა.

123
დასაბუთებულია, რომ შავი ზღვის ფარგლებში 13 მლრდ.მ 3/წ-მდე გაზის
მისაწოდებლად ყველაზე ეფექტური ვარიანტია მისი LNG-სახით მიწოდება
სამაცივრო საცავის ნაცვლად UGS-ის გამოყენება, ამ შემთხვევაში ტარიფი 19-8
ევროა/ათას.მ3 (100კმ-ზე). 13 - 22,75 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში საზღვაო
მილსადენების უპირატესობა უმნიშვნელოა, ტარიფი 8-5 ევრო/ ათას.მ 3-ია (100კმ-
ზე). 0,72-4,0 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში საზღვაო მილსადენით ტრანსპორტირება
ყველაზე ცუდი ვარიანტია და ტარიფი 50-20 ევრო/ათას.მ3-ს (100კმ-ზე) შეადგენს.
0,72-8,0 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში LNG*-სა და CNG-ს ტარიფები დაახლოებით
თანაბარია, საზღვაო მილსადენების ტარიფებზე დაბალია და 15-10 ევრო/ათას.მ 3
(100კმ-ზე) დიაპაზონში იცვლება.
დასაბუთებულია, რომ რეგიონში არსებული “ზაფხულის გაზი“-ს
აკუმულირება ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია საქართველოში მიწის-ქვეშა
გაზსაცავში, შემდეგ კი მინიმალური კაპიტალური და საექსპლოატაციო
დანახარჯებით, უმოკლეს დროში, შავი ზღვის გავლით ევროპაში ტრანსპორ-
ტირება მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს მოდულური მასშტაბირების
მეთოდის გამოყენებით;

124
თავი 4. კვლევის შედეგების პრაქტიკული მნიშვნელობა

ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე შესაძლებელია


გავაკეთოთ დასკვნები და წარმოვაჩინოთ ახალი იდეები და ინიციატივები, რათა
საქართველომ უფრო სრულად და ეფექტურად გამოიყენოს თავისი
შესაძლებლობები კასპიის რეგიონის ევროპასთან დამაკავშირებელი
ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის მნიშვნელოვანი გაფართოებისათვის.
პროექტების ეკონომიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ამ მიმართულებით
ევროპისათვის დღემდე შეთავაზებული პროექტები AGRI და White stream-ი არ
იყო სათანადოდ დამუშავებული: არ გაკეთებულა საქართველოს გავლით
ევროპაში გაზის ტრანსპორტირების ყველა არსებული მეთოდის შედარებითი
ეკონომიკური შეფასება; არ გაკეთებულა წარმოებისა და ტრანსპორტირების
ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული ეკონომიკური კვლევა და
ოპტიმალური ვარიანტების შეჩევა; არ გაკეთებულა აზერბაიჯანის გაზის
რესურსების სწორად შფასება და საქართველოზე გასატარებელი გაზის
საპროგნოზო სატრანზიტო მოცულობების დადგენა. ყოველივე ამის გამო
აღნიშნულმა პროექტებმა ვერ გამოიწვიეს ინვესტორების დაინტერესება.
კვლევებით გამოვლენილია რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის
რეზერვი ე.წ. „ზაფხულის გაზის“-ს სახით (მხოლოდ საქართველოსა და
აზერბაიჯანში ის 8 მლრდ.მ3/წ-ზე მეტია. კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნებში კი
ჯამურად 40 მლრდ. მ3/წ აჭარბებს), რომლის გადაზიდვაც ვერ მოხერხდება
TANAP-ის არსებული მაგისტრალური მილსადენით და რომლის აკუმულირებაც

ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია საქართველოს მგს-ში, შემდეგ კი


მინიმალური კაპიტალური და საექსპლოატაციო დანახარჯებით, უმოკლეს
დროში, შავი ზღვის გავლით ევროპაში ტრანსპორტირება მცირე და საშუალო
ტონაჟიანი LNG-ს მოდულური მასშტაბირების მეთოდის გამოყენებით.
მიღებული შედეგების საფუძველზე ჩვენს მიერ შემუშავებულია პროექტი
„Black sea LNG”, რომლიც საუკეთესო პირობებს შექმნის ახალი ინიციატივის
რეალიზაციისათვის - საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გაზის
რეგიონალური ჰაბის ფორმირებისათვის

125
4.1. პროექტი „Black sea LNG”

ჩატარებულ კვლევებს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. მიღებული


შედეგების საფუძველზე საფუძველზე ჩვენს მიერ შემოთავაზებულია პროექტი
„Black sea LNG”, რომელიც ითვალისწწინებს საქართველოში LNG-ის საექსპორტო
ტერმინალისა და დიდი მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას. მათი
ერთობლივი ფუნქციონირება ხელს შეწუყობს კასპიის რეგიონიდან გაზის ახალი
ნაკადების ევროპაში ტრანსპორტირებას. ქვემოთ ნაჩვენებია საკითხის ასეთი
გადაწყვეტის ტექნიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური უპირატესობანი.
მიღებული შედეგები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ საქართველოში LNG-ის
საექსპორტო ტერმინალის ძირითადი ტექნიკური, ტექნოლოგიური და
ეკონომიკური პარამეტრები და შევარჩიოთ მშენებლობის ადგილი.
ტექნიკური და ტექნოლოგიური პარამეტრების დადგენა პირველ რიგში
გულისხმობს ტერმინალის ტიპის დადგენას. ტერმინალი შეიძლება განლაგდეს
სანაპიროზე ან მცურავ საშუალებაზე ( FRSU ). მათი შერჩევა მრავალ ფაქტორზეა
დამოკიდებული, მათ შორის უმთავრესია ექსპლოატაციაში შესვლის
სისწრაფე და ექსპლოატაციის ვადა.
ტექნიკური და ტექნოლოგიური პარამეტრების დადგენის დროს
ძირითადი საკითხია მისი მწარმოებლობა, გაფართოების შესაძლებლობა და
მიღებული პროდუქციის ბაზარზე მიწოდების სიმარტივე. გადამწყვეტი
მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიური ციკლის ცალკეული სეგმენტების
სწორად შერჩევას, რათა მიღწეული იქნას მაქსიმალური ეფექტიანობა და
მინიმალური დანახარჯები.
ეკონომიკური საკითხების კვლევა გულისხმობს ტერმინალის მშენე-
ბლობისა და ექსპლოატაციის ძირითადი მაჩვენებლების დადგენას, გადაზიდვის
ყველა შესაძლო მანძილისა (1072; 2000; 3092 და 3997) და მწარმოებლობისათვის
(0,72 მლრდ. მ3; 1,44 მლრდ. მ3; 4,32 მლრდ. მ3; 7,18 მლრდ. მ3; 10,78 მლრდ.მ3; 14,78
მლრდ. მ3 და 22,75 მლრდ. მ3). ეს მაჩვენებლებია: კაპიტალური დანახარჯები;
საექსპლოატაციო დანახარჯები; დანახარჯები სატრანსპორტო საშუალებების
შეძენაზე; გადაზიდვის ტარიფი; მოგება და სხვა. ამის საფუძველზე შესაძლებელი

126
გახდება მრავალვარიანტიანი კვლების ჩატარება და კონკურენტუნარიანი
შესაძლებლობებიდან საუკეთესოს გამოყოფა.
ჩატარებული კვლევები საშუალებას მოგვცემს შევარჩიოთ საქართველოს
შავი ზღვის პორტებიდან LNG-ს გადასატვირთად გამოსადეგი საუკეთესო

ვარიანტი და ქარხნის განლაგების ადგილი. ამის შემდეგ მოხდება ტერიტორიის


დაგეგმარება და ქარხნის იფრასტრუქტურის ცალკეული ელემენტების
განთავსებისათვის ოპტიმალური უბნების გამოყოფა. ბოლოს შესაძლებელი
გახდება LNG-ს ქარხნის მშენებლობის კალენდარული გეგმის შედგენა და
ექსპლოატაციის სტადიების დაგეგმარება.
აღნიშნული გამოკვლევები დაგვეხმარება ინვესტიციების მოძიებასა და
პროექტის რეალიზაციის სწორი გეგმის შემუშავებაში.

4.1.1. ტერმინალის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები

ტერმინალის ტიპი. საექსპორტო ტერმინალების მოწყობის ორი


ვარიანტია გავრცელებული: ტერმინალის განთავსება სანაპიროზე და მცურავ
საშუალებებზე ( FRSU). თანამედროვე პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე
შეიძლება გამოვყოთ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები
(ცხრილი 38).
დანახარჯების ექსპლოატაციის ვადებზე დამოკიდებულება ორთავე
ვარიანტისათვის მოცემულია ნახ. 37-ზე. ნახზიდან ჩანს, რომ თუ
ექსპლოატაციის დრო აღემატება 9 წელს, მაღალი საექსპლოატაციო
დანახარჯების გამო, უპირატესობა ხმელეთზე განლაგებულ LNG ტერმინალს
უნდა მივანიჭოთ. ზემოთ ჩატარებულმა ბაზრის კვლევამ გვიჩვენა, რომ
ჩვენი სამიზნე ევროპის ქვეყნების ბაზრის ნიშა ფორმირების სტადიაშია და
ეს პროცესი ათი წელს გასტანს.
ამდენად, პროექტი გრძელვადიანია და ცხრილ 38-ში მოცემული
დადებითი მხარეები სწორედ სახმელეთო ტერმინალის მშენებლობის ან ან
FRSU-ს ლიზინგის სასარგებლოდ მეტყველებენ.

127
ცხრილი 38

გაზის საექსპორტო ტერმინალის მოწყობის ტიპების შედარება


ვარიანტი დადებითი მხარეები უარყოფითი მხარეები სხვა მხარეები რეკომენდაციები
- გაფართოების
მოქნილობა;
- წვდომის მაღალი
დონე (99,4%);
- საჭიროებს მიწის - მოითხოვს
- გამოცდილი
ნაკვეთს და პორტის ხანგრძლივ კაპ.
სანაპიროს ტექნოლოგია;
ნაგებობებს; დაბანდებებს; რეკომენდირებული
საექსპორო - უსაფრთხოების
გრძელვადიანი
ტერმინალ მაღალი მაჩვენებლები;
- მოითხოვს - ადეკვატურობა პროექტებისათვის.
ი - კვალიფიციური ადგ-
საზოგადოების გაზის ხანგრძლივი
ილობრივი კადრები;
მხარდაჭერას; მიწოდებისათვის;
- ეფექტური იზოლაცია
(0,05%);
- მცირე კაპიტალური
დანახარჯები.
- გაფართოების
- შემცირებული სირთულე;
ვიზუალური - ნაკლებად
ზემოქმედება; გამოცდილი
- ლიზინგის ტექნოლოგია;
ალტერნატივის - ნაკლები საშუალება
- სწრაფი
არსებობა; რელევანტური რეკომენდირებული
გადაწყვეტილებები;
- საბოლოო მოწყობილობებისათვ სასწრაფოდ
მომხმარებელთან ის სარეალიზაციო
- საჭიროებს პორტს;
ახლოს განლაგება, - შეზღუდვა პროექტებისათვის
FRSU შესაბამისი საპორტო მეტეოროლოგიური და
- დროებითი
ინფრასტრუქტურის პირობებით; პროექტებისათვის
გადაწყვეტა
შემთხვევაში; -ეკიპაჟის მართვა; მაღალი გარემოს
სანაპიროზე
-დაბალი კაპიტალური -მაღალი საექსპლო- დაცვითი
ტერმინალის
დანახარჯები მცირე და ატაციო დანახარჯები; მოთხოვნებით.
მშენებლობამდე.
საშუალოვადიანი -პერიოდული შე-
პროექტებისათის; მოწმებები(4 წელი);
- საწვწვის სწრაფი -იზოლაციის
შეცვლის ეფექტურობა (0,15%);
შესაძლებლობა. -წარმოების დაბალი
სიმძლავრეები;
 წყარო: საზღვაო ენერგეტიკის ინოვაციური ტექნოლოგიების კონცერნი Wartsila.

ნახ. 37. ზღვაზე გაზის გადაზიდვის ვარიანტების შეფასება კაპიტალური


დანახარჯების მიხედვით. (წყარო: საზღვაო ენერგეტიკის ინოვაციური ტექნოლოგიების
კონცერნი Wartsila )

128
4.1.2. მიწისქვეშა საცავი და მცირეტონაჟიანი LNG

ხმელეთზე განლაგების შემთხვევაში LNG-ის ღირებულების ფორმირებაში


დიდი ადგილი უჭირავს სამაცივრო საცავის მშენებლობისა და ექსპლოატაციის
ხარჯებს. ნახ. 38-ზე მოცემულია LNG-ის წარმოების ღირებულებაში, მისი
საწარმოო ჯაჭვის ცალკეული კომპონენტების პროცენტული თანაფარდობა [50].

ნახ. 38. LNG-ის წაემოების დანახარჯების სტრუქტურა.

ყველაზე დიდი დანახარჯები გაზის გათხევადების ბლოკისა (50%) და


სამაცივრო საცავის (18%) მშენებლობაზე მოდის, რაც ჯამში მთელი საწარმოს
მშენებლობის ღირებულების 68%-ს შეადგენს. ამ დანახარჯების არსებითად
შემცირება შესაძლებელია მსოფლიო პრაქტიკაში წარმატებით აპრობირებული
თანამედროვე მოწინავე გამოცდილების საფუძველზე. კერძოდ, სამაცივრო
საცავის ნაცვლად მგს-ის გამოყენება საშუალოდ ამცირებს 70-80%-ით
დანახარჯებს მშენებლობასა და 30%-თ ექსპლოატაციაზე [43].
ცხრილ 39-ში მოცემულია LNG-ის ტერმინალის საცავის საშუალო საექ-
სპლოატაციო დანახარჯები[51] (2,26* ევრო/გვტ.სთ.დღეში, არის საქართველოს
მგს-ში შენახვის საპროგნოზო ღირებულებაა. (თავი 2.3.5. ცხრ. 15).
ჩვენს შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია აგრეთვე მცირეტონაჟიანი
LNG ის დადებითი მხარეების მაქსიმალურად გამოყენება. პრაქტიკა
გვიჩვენებს, რომ ამ ორი ფაქტორის გათვალისწინება უმნიშვნელოვანესი იქნება
საქართველოში ეკონომიურად ეფექტური LNG-ის საწარმოს
ფუნქციონირებისათვის.[52]
ცხრილი 39

LNG ტერმინალის საცავის საშუალო საექსპლოატაციო ხარჯები


LNG ტერმინალის ხვედრთი საექსპლოატაციო დანახარჯები,

საცავის ვარიანტები ევრო/გვტ.სთ.დღეში
1 სამაცივრო საცავით 32,4

129
2 მიწისქვეშა საცავით 11,0 ( 2,26* ჩვენი ანგარიშებით)
4.1.3. სახმელეთო ტერმინალის მშენებლობის და ექსპლოატაციის ეკონომიური
ეფექტურობა

ცხრილებში 40, 41, 42 და 43 მოცემულია თავ 3.1.1-ში მოყვანილი საწყისი


მონაცემების საფუძველზე ნაანგარიშები, სახმელეთო ტერმინალის მშენებლობის
და ექსპლოატაციის ეკონომიური ეფექტურობის მაჩვენებლები ჩვენთვის
საინტერესო სამიზნე დისტანციებისათვის.

130
ცხრილი 40. ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 1079 კმ)

131
ცხრილი 41. ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები
(დისტანცია 2000 კმ)

132
ცხრილი 42. ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 3092 კმ)

133
ცრილი 43. ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები (დისტანცია 3997 კმ)

134
ნახ. 39, 40, 41 და 42-ზე ნაჩვენებია კაპიტალური დანახარჯები, სუფთა
მოგება, ტრანსპორტირების ტარიფები და საექსპლოატაციო დანახარჯები
შესაბამისი დისტანციებისათვის.

კაპიტალური დანახარჯები

15000
13000
მლნ.ევრო

11000
9000
7000
5000
3000
1000
-1000 0 ,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

მლრდ.კუბ.მ.

დისტანცია 1079 კმ დისტანცია 2000 კმ დისტანცია 3092 კმ დისტანცია 3997 კმ

ნახ.39. კაპიტალური დანახარჯები სახელეთო ტერმინალის მშენებლობისათვის.

სუფთა მოგება
35,000
მლნ. ევრო

30,000

25,000

20,000

15,000

10,000

5,000

0
0 ,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

მლრდ .კუბ .მ.

დისტანცია 1079 კმ დისტანცია 2000 კმ დისტანცია 3092 კმ დისტანცია 3997 კმ

ნახ. 40. სახმელეთო ტერმინალის ეკონომიკური ეფექტურრობა სხვადასხვა


დისტანციაზე.
ევრო/1 00კუბ. მ.x100კმ

ტრანსპორტირების ტარიფი
30

25

20

15

10

0
0 ,72 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

მლრდ .კუბ .მ.

დისტანცია 1079 კმ დისტანცია 2000 კმ დისტანცია 3092 კმ

დისტანცია 3 997კმ.

ნახ.41. სხვადასხვა დისტანციაზე გადაზიდვის ტარიფები.

135
ს აექს პლ ო ატ აცი ო დ ან ახ არ ჯ ები

22,794
20,878
19,575
17,960
მლნ.ევრო

15,438
14,465
12,520
13,492
12,244
11,286
10,102
10,969
8,840
8,077
7,105
7,866
5,156

6,032
6,014
5,204
5,156

2,507
2,363
2,357
1,050

1,303
1,305

0 ,72 1,274 1,44 4,32 7,18 10,78 14,37 22,75

მლრდ .კუბ.მ.

დისტანცია 1079 კმ დისტანცია 2000 კმ დისტანცია 3092 კმ დისტანცია 3997 კმ

ნახ. 42. მცირე, საშუალო და მსხვილტონაჟიანი LNG-ს საექსპლოატაციო დანახარჯები.

ანგარიშის შედეგები LNG-ს მაღალ ეკონომიკურ ეფექტურობაზე მეტყვე-


ლებენ. კერძოდ, სუფთა მოგება საშუალოდ ორჯერ აღემატება კაპიტალურ და
ერთნახევარჯერ - საექსპლოატაციო დანახარჯებს. მართალია, შავი ზღვის
ფარგლებში (1079კმ) ტრანსპორტირების ტარიფები სხვა დისტანციებთან
შედარებით მაღალია, მაგრამ მას მცირე ადგილი უჭირავს საერთო დანახარჯებში.
გაზის მოცულობებისა და ტრანსპორტირების მანძილების ზრდასთან ერთად
დანახარჯები გაზის ტრანსპორტირებაზე კიდევ უფრო მცირდება, მისი წილი კი
საერთო დანახარჯებთან შედარებში მნიშვნელოვნად იკლებს (ნახ. 43 და ნახ.44),
ამიტომ მცირეტონაჟიანი LNG-ის დადებითი მხარეების ეფექტურად გამოყენების
შემთხვევაში მიღებული ეკონომიკური ეფექტი მთლიანად ფარავს აღნიშნულ
ხარჯებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოგებას.

ტ რასის სიგრძე: 1079 კმ , მწარმოებლობა: 1 მლნ .ტ /წ

13%

35%

52%

კაპიტალურ ი დანახარ ჯები საექსპლოატაცისო დანახარჯები დანახარჯები ტრანსპორტზე

ტ რასის სიგრძე: 1079 კმ , მწარმოებლობა : 15,8 მლნ .ტ /წ

1%

37%

62%

კაპიტალური დანახარ ჯები საექსპლოატაცისო დანახარჯები დანახარ ჯები ტრანსპორტზე

ნახ. 43 დანახარჯების სტრუქტურა LNG-ის 1079 კმ ტრანსპორტირების შემთხვევაში.

136
ტრასის სიგრძე: 3997 კმ , მწარმოებლობა : 1 მლნ .ტ /წ

3%

37%

60%

კაპიტალური დანახარჯები საექსპლოატაცისო დანახარჯები დანახარჯები ტრანსპორტზე

ტრასის სიგრძე: 3997 კმ, მწარმოებლობა: 15,8 მლნ.ტ/წ

0,5%

35%

64%

კაპიტალური დანახარჯები საექსპლოატაცისო დანახარჯები დანახარჯები ტრანსპორტზე

ნახ. 44. დანახარჯების სტრუქტურა LNG-ის 3997კმ ტრანსპორტირების შემთხვევაში.

4.1.4. ტერმინალის განლაგების ადგილი

დღეისათვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის და შესაბამისი ინფრასტრუ-


ქტურის არ არსებობის გამო საქართველოს არც ერთ პორტს არ გააჩნია პანამაქსის
და პოსტპანამაქსის ტიპის გემების მიღების შესაძლებლობა.
საქართველოში გაზის შესაბამის ინფრასტრუქტურასთან ახლოს
მდებარეობენ ფოთისა და ყულევის პორტები.
ფოთის საზღვაო ნავსადგური (ნახ. 45) საქართველოში ყველაზე დიდი
ნავსადგურია. იგი უზრუნველყოფს საქართველოს გავლით მოძრავი კონტე-
ინერების დაახლოებით 80%-ის ოპერირებას. ნავსადგური ასევე ემსახურება
სომხეთის, აზერბაიჯანის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთებს.
დღეისთვის, ნავსადგური მრავალფუნქციური ტერმინალია, რომელსაც აქვს
15 ნავმისადგომი, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ის ვერ უზრუნველყოფს
საკონტეინერო ტვირთების მზარდი ნაკადების შეუფერხებელ მომსახურებას.
მომავალში მოსალოდნელია ტვირთების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა,

137
რაც უფრო საგულისხმოა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტვირთების
გატარების პერსპექტივით.

ნახ. 45 ფოთის საზღვაო ნავსადგური.

არსებული ნავსადგურის ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით


დიდი საკონტეინერო გემების მიღება ვერ ხერხდება. ფოთის პორტის სიღრმე 8,4
მეტრია, რაც დღევანდელი სტანდარტებიდან გამომდინარე საკმაოდ დაბალია და
ქვეყანას დიდი გემების მიღების საშუალებას არ აძლევს.
მრიგად, დღეს ფოთის პორტის სიღრმე ვერ აკმაყოფილებს საჭირო
მოთხოვნებს. დაგეგმილი დაღრმავების სამუშაოების დასრულების შემდეგ ის
შეიძლება გამოყენებული იქნას აღნიშნული მიზნებისათვის.
ყულევის პორტი ძირითადად ნავთობპროდუქტებს ემსახურება (ნახ. 46).
ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 10 მლნ ტონამდე ნავთობ-
პროდუქტის გადატვირთვის საშუალებას იძლევა.

ნახ. 46. ყულევის პორტი.

138
2010 წლის პორტმა დიდტონაჟიანი ტანკერების (100 000 ტონაზე მეტი
ტვირთამწეობის) მომსახურების აუცილებლობისათვის ფსკერის დაღრმავების
სამუშაოები განახორციელა. ტერმინალის ტექნიკური აღჭურვილობა ტანკერების
რეკორდულად მცირე დროში (რეგიონის სხვა ტერმინალებთან შედარებით 2-
ჯერ ნაკლები) დატვირთვის საშუალებას იძლევა.
პორტში შესასვლელი არხის სიგრძე შეადგენს 2,4 მილს. საპროექტო სიგანე –
210 მეტრს. საპროექტო სიღრმე – 18 მეტრს. შემობრუნებადი აუზის დიამეტრი –
500 მეტრს. მარცხენა სანაპიროზე, მდინარე ხობის შესართავთან განლაგებულია
სანავმისადგომო ზოლი 610 მ სიგრძის, რომელზეც განლაგებულია სამი
ნავმისადგომი. ნავმისადგომების მახასიათებლები მოცემულია ცხრილ 44-ში.

ცხრილი 44

ყულევის პორტის ნავმისადგომების მახასიათებლები


№ ნავმისადგომის № ნავმისადგომის სიგრძე ნავმისადგომისსაპროექტო სიღრმე

1 ნავმისადგომი №1 290 მ 17,10 მ


2 ნავმისადგომი №2 230 მ 13,60 მ
3 ნავმისადგომი №3 60 მ 5,50 მ

კვლევითი ორგანიზაცია შპს „გერგილი“. ყულევის პორტის სკრინინგის ანგარიში. 2021წ.

ყულევის პორტის №1 და №2 ნავმისადგომების სიღრმე სავსებით


საკმარისია LNG-ს თანამედროვე ტანკერების მისაღებად. მნიშვნელოვანია ისიც,
რომ პორტის ტერიტორია განლაგებულია საღვამიჩაო-ყულევის ზოლის
გეოლოგიური სტრუქტურის, ყულევის ანტიკლინის თავზე. აქ, როგორც
ავღნიშნეთ შესაძლებელია დიდი მოცულობის მიწისქვეშა გაზსაცავის მოწყობა.
LNG-საექსპორტო ტერმინალის მოწყობის თვალსაზრისით, ეს ორი ფაქტორი

დღეს უპირატესობას ყულევის პორტს ანიჭებს.


ნახ. 47-ზე ნაჩვენებია ყულევის პორტის ტერიტორიის ადმინისტრაციული
საზღვრები. მდ. ხობისწყლის შავ ზღვასთა შესართავთან, მდ. ხობისწყლის
მარჯვენა სანაპიროსთან, გვაქვს აუთვისებელი ტერიტორია, სადაც შესაძლებელი
იქნება LNG-ს ქარხნის განთავსება.

139
ნახ. 47. ყულევის პორტში LNG-ს ტერმინალის გეგმა.

4.1.5. ტერმინალის ტექნიკური და ტექნოლოგიური მაჩვენებლები

ქარხნისათვის საჭირო ტერიტორიის ფართობი 4 კვ.კმ-ია. აქედან 1,2 კვ. კმ


შესაძლებელია პილოტ-პროექტის რეალიზაცია, სადაც განლაგდება ქარხნის
პირველი 4 მოდული, თითოეული 0,5 მლნ.ტ/წ მწარმოებლობით (ნახ.48).
მოდულების მშენებლობა და ექსპლოატაციაში გაშვება მოხდება ეტაპობრივად,
გასაღების ბაზრების ათვისების კვალდაკვალ ცნობილი კომპანია LINEX-ის
თანამედროვე მოდულური ტექნოლოგიების გამოყენებით (ნახ.48). პილოტ-
პროექტის ფარგლებში ქარხნის ჯამური მწარმოებლობა 2 მლნ.ტ/წ იქნება.

ნახ. 48. მცირეტონაჟიანი LNG-ს ქარხნის მოდულების სქემა.

140
ტერმინალის ვიზუალიზაცია ნაჩვენებია ნახ. 49-ზე. მშენებლობის
მოდულური მეთოდის გამოყენებისა და მგს-ით უზრუნველყოფის შემთხვევაში
პილოტ-პროექტის საინვესტიციო ღირებულება 360 მლნ.აშშ $-ის ფარგლებში
იქნება. პროექტის რეალიზაციის პროცესში შესაძლებელი იქნება
ევროკავშირიდან ნაწილობრივი დაფინანსებისა და გრანტების მიღება.

ნახ. 49. ყულევის საპროექტო LNG-ს ტერმინალის ვიზუალიზაცია.

მშენებლობას დასჭირდება 24 თვე. პროექტის რეალიზების სავარაუდო


გრაფიკი მოცემულია ცხრილ 45-ში.
პროექტის რეალიზაციის პირობითი სქემა შეიძლება შემდეგნაირად
წარმოვიდგინოთ. პირველ რიგში საჭირო იქნება კასპიის რეგიონის ქვეყნებთან
შეთანხმება გაზის დამატებითი მოცულობების მიღების მიზნით.
შემდეგი ნაბიჯი იქნება თურქეთთან შეთანხმება მცირე და საშუალო-
ტონაჟიანი LNG-ს გემებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების

შეუფერხებელი გავლის შესახებ. ამის შემდეგ კი თურქეთთან, ბულგარეთთან,


საბერძნეთთან, რუმინეთთან, უკრაინასთან და მოლდოვეთთან მოლაპარაკებების
გამართვა გაზის მიწოდების მოცულობებისა და გრაფიკის თაობაზე. გაზის
პირველი პარტიების მიწოდება მოხდება თურქეთისა და ბულგარეთ-
საბერძნეთის არსებულ ტერმინალებზე.

141
რუმინეთთან, უკრაინასთან და მოლდოვეთთან მოლაპარაკებების საგანი
ამავე დროე იქნება ამ ქვეყნებში მიმღები ტერმინალების მშენებლობის ვადები და
მათი მასშტაბირების გრაფიკები.
ცხრილი 45

LNG ქარხნის პროექტის რეალიზაციის პირობითი სქემა


წლები
ფაზები
I II III IV

დაპროექტება დაპროექტება

მშენებლობის
ნებართვების აღება ნებართვა

საკონტრაქტო კონტრაქტების
პერიოდი გაფორმება

გაზმზიდების გაზმზიდების
მოწოდება მოწოდება

ნავმისადგომებისა და
მილსადენის კომპლექტაცია მშენებლობა მშენებლობა
მშენებლობა

ტერმინალის კომპლექტაც მშენებლობა მშენებლობა


მშენებლობა ია

პროექტის გრანტები,
ინვესტიციებ
დაფინასება ი

პროდუქციის რეალიზაცია რეალიზაცია


რეალიზაცია

ამრიგად, მშენებლობის დაწყებიდან პირველი ექვსი თვის გასვლის შემდეგ


ექსპლოატაციაში შევა პირველი მოდული მწარმოებლობით 0,5 მლნ.ტ/წ და
წარმოებული თხევადი გაზი მიეწოდება თურქეთის მოქმედ მიმღებ ტერმინალს
Marmara Ereglisi-ში. კიდევ ექვს თვეში მწარმოებლობა გახდება 1,0 მლნ.ტ/წ და
მიწოდებაში ჩაერთვება ბულგარეთისა და საბერძნეთის მიმღები ტერმინალი
Alexandroupolis LNG. მშენებლობის დაწყებიდან 1,5 წლის შემდეგ
ექსპლოატაციაში შევა მესამე მოდული და მწარმოებლობა გახდება 1,5 მლნ.ტ/წ.
ამ პერიოდში უკრაინის პორტ რენიში (ან პორტ „იუჟნი“-ში) აშენდება და
ფუნქციონირებას დაიწყებს მიმღები ტერმინალი 0,5 მლნ.ტ.წ მწარმოებლობით.

142
მომდევნო ექვს თვეში ექსპლოატაციაში შევა ქარხნის მეოთხე მოდული და
მწარმოებლობა გახდება 2,0 მლნ.ტ/წ. ამ დროისათვის რუმინეთის პორტ
კონსტანცაში ექსპლოატაციაში შევა მიმღები ტერმინალი 0,5 მლნ.ტ/წ
მწარმოებლობით და დაიწყებს ამ მოცულობის გაზის მიღებას. ქარხნების
შემდგომი მასშტაბირება მოხდება აღნიშნულ ქვეყნებსა და მდ.დუნაის აუზის
ქვეყნებში გაზზე მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ.
აღნიშნული ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება
საკითხის ეფექტურად გადაწყვეტა და ევროპაში გაზის ახალი, დივერ-
სიფიცირებული, მარშრუტით მიწოდება მინიმალური კაპიტალური
დანახარჯებით უმოკლეს დროში.

4.1.6. შესაძლო კონკურენტები

შავ ზღვაზე LNG-ით ვაჭრობაში საქართველოს კონკურენტები შეიძლება


იყვნენ რუსეთი და აშშ. მათ გეგმებში შედის შავ ზღვაზე LNG-ით ვაჭრობის
გამოცოცხლება.
რუსეთი თვლის, რომ მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინება და
მცირეტონაჟიანი LNG-ის სწრაფი განვითარება მისთვის საციცოცხლოდ
აუცილებელია. შავი ზღვის სანაპიროსთან მცირე ან საშუალოტონაჟიანი თხევადი
გაზის ქარხნის მშენებლობა მას გზას გაუხსნის ბუნებრივი გაზის გასაღების
ახალი ბაზრებისაკენ, როგორც შავი ზღვის ასევე მდ. დუნაის აუზსა და
ხმელთაშუა ზღვაში [53][54]
რუსეთს აღნიშნული პროექტის რეალიზაციაში უპირატესობას ანიჭებს
„სამხრეთის ნაკადი“/“თურქული ნაკადი“ პროექტების ფარგლებში უკვე
არსებული მაგისტრალური მილსადენების რეზერვები, რომელთა გამოყენებაც
შესაძლებელია შავი ზღვის სანაპიროზე თხევადი გაზის ქარხნისათვის გაზის
მისაღებად.
რუსეთმა ამ მიმართულებით პრაქტიკული ნაბიჯებიც გადადგა. 2017 წელს
პეტერბურგში, გაზის VII საერთაშორისო ფორუმზე ავსტრიულმა კომპანიამ OMV-
მ და რუსულმა „გაზპრომმა“ გააფორმეს ურთიერთგაგებისა და
ურთიერთქმედების შესახებ [55].

143
დოკუმენტი ითვალისწინებს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ
ევროპისათვის გაზის მიწოდების მიზნით გაზსატრანსპორტო ინფრასტრუ-
ქტურის განვითარებაში ძალისხმევის კოორდინაციას. აქვე მოეწერა ხელი ჩარჩო-
ხელშეკრულებას მცირეტონაჟიანი LNG-ის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები განიხილავდნენ რუსეთის შავი ზღვის
სანაპიროზე LNG-ის ტერმინალის მშენებლობას წარმოებისა და ტრანსპორტი-
რებისათვის სიმძლავრით 0,5-1,0 მლნ.ტ/წ (0,7-1,4 მლრდ.მ3/წ ბუნებრივი აირი).
რესურსულ ბაზად გამოყენებული იქნება კირინსკის (გაზის მარაგით 106,8
მლრდ.მ3) და სამხრეთ-კირინსკის (გაზის მარაგით 611,7 მლრდ.მ3) საბადოები
(სახალინი) [56].
პროექტის პოტენციალურ ბაზრებად დასახელებული იყო შავი ზღვის
ქვეყნები, მასთან ახლოს მდებარე ხმელთაშუა ზღვის რეგიონი და მდ.დუნაის
აუზი. პერსპექტივაში განიხილებოდა მდ. დონსა და იქედან მდ. ვოლგის
გასწვრივ კასპიის ზღვამდე გაზის მიწოდებაც. ერთი წლის შემდეგ კომპანიებმა
გადაავადეს პროექტის რეალიზაცია. მათი სიფრთხილის მიზეზი გასაგებია: შავ
ზღვაზე და მასში ჩამავალ მდ.დუნაიზე სუსტად არის განვითარებული LNG-ის
ინფრასტრუქტურა. უკრაინა და რუმინეთი კი, რომლებიც დაინტერესებულნი
არიან შავი ზღვის სანაპიროზე LNG-ის ტერმინალების მშენებლობით
(შესაბამისად, ოდესის მახლობლად პორტ „იუჟნი“-ში და ქ.კონსტანცაში) არ
არიან დაინტერესებულნი რუსული გაზის მიღებით. პირიქით, მათი სტრატეგია
ითვალისწინებს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ხელშეკრულების მხარეები ელოდებიან
IMO-ში მიმდინარე განხილვების შედეგებს ზღვაოსნობაში გამოყენებული
საწვავში გოგირდის შემცველობის 0,1%-მდე შეზღუდვის შესახებ. ასეთი
გადაწყვეტილება ძლიერ სტიმულს მისცემდა რუსეთს LNG-ს ტერმინალის
მშენებლობისათვის, რადგან მკვეთრად გაიზრდებოდა მოთხოვნა LNG-ზე,
როგორც შეუცვლელ და უკონკურენტო საწვავზე შავ ზღვაზე ნაოსნობისათვის.
პროექტის რეალიზაციაში შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს იმ
გარემოებამ, რომ უკრაინისა და რუმინეთის მსგავსად სამიზნე რეგიონის ყველა
ქვეყანის ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკა მოითხოვს გაზის მიღების
ახალი, დივერსიფიცირებული წყაროების მოძიებას.

144
აშშ. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპაში რუსულ გაზზე
დამოკიდებულების შემცირების მიზნით, ყოველწლიურად ზრდის ამერიკული
თხევადი გაზის ექსპორტს. ანალოგიური მიდგომა აქვს მას შავი ზღვის
რეგიონთან მიმართებაშიც. მათი მიზანია დაიყოლიონ ანკარა ხელშეკრულებაზე,
რომელიც ითვალისწინებს ბოსფორზე ტანკერების მიმოსვლას. ამ შემთხვევაში
ამერიკა შეძლებს კარდინალურად შცვალოს სიტუაცია შავ ზღვაზე. ის ააშენებს
LNG-ის ტერმინალებს უკრაინაში, ბულგარეთში, რუმინეთში და მოლდოვეთში

რათა შემოიტანოს თავისი თხევადი გაზი (ლუიზიანადან) [57]. აღსანიშნავია, რომ


ამერიკული თხევადი გაზის დიდი ნაწილი (40%) ევროპაში შემოდის ზამთრის
პერიოდში, როცა მოთხოვნა გაზზე იზრდება და ფასებიც მაღლა იწევს. აშშ-დან
LNG-ის ევროპაში მიწოდების დროს მნიშვნელოვნად იზრდება LNG-ის
ღირებულება (ნახ. 50.). [58]

9 აშშ -დან ევროპაში გაზის ექსპორტის ღირებულების სტრუქტურა .

0
ევროპა (გრძელვადიანი ზღვრული ევროპა კაპ. დანახარჯ. გარეშე.
ღირებულება) (მოკლევადიანი ზღვრული ღირებულება)

გაზის ღირებულება გათხევადება ტრანსპორტირება

ნახ. 50. აშშ-დან ევროპაში გაზის ექსპორტის ღირებულების სტრუქტურა.


(წყარო: energypolicy.ru)

როგორც ნახაზიდან ჩანს, აშშ-დან ევროპამდე გაზის თხევად მდგომა-


რეობაში ტრანსპორტირების ხარჯები მის საწყის ღირებულებას უტოლდება, რის
გამოც ევროპაში ჩამოსული გაზის ღირებულება ფაქტიურად ორმაგდება.
LNG-ის ევროპაში მიწოდების შემთხვევაში საზღვაო მანძილი შავ ზღვამდე

12 000 კმ-ს აღემატება, მაშინ, როცა მანძილი ყულევიდან კასპიის რეგიონამდე


დაახლოებით 900 კმ-ია. წინასწარი ეკონომიკური გათვლები გვიჩვენებენ, რომ
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ყულევის LNG-ის ტერმინალს,

145
აშშ-დან ტრანსპორტირებული თხევადი გაზი, რეგიონში კონკურენციას ვერ
გაუწევს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ზამთრის პერიოდში რეგიონში
გაზის დეფიციტის წარმოშობის შემთხვევაში, ყულევიდან შესაძლებელი იქნება
გაზის უმოკლეს დროში მიწოდება, რაც აშშ-ის LNG-ით ვერ მოხერხდება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ UGS-ისა და LNG-ს შემოთავაზებული
პროექტების გაერთიანება ერთ პროექტში პირობითი დასახელებით „Black sea
LNG” კიდევ უფრო გაზრდის თითოეული მათგანის ეფექტურობას, რადგან

მოხდება საექსპლოატაციო დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება და


ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ორი ძირითადი მოთხოვნის
ერთდროულად დაკმაყოფილება: ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების
დივერსიფიკაცია და მგს-ებში საჭირო რაოდენობის მარაგების შექმნა.
აღნიშნულ რეგიონში ძალზე რთული მდგომარეობაა გარემოზე ზემოქ-
მედების თვალსაზრისითაც. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გამკაც-
რებული მოთხოვნების შესაბამისად ზღვებზე აკრძალულია ისეთი საწვავის
გამოყენება რომელშიც გოგირდის შემცველობა 0.1%-ს აჭარბებს. გამონაკლისი
შავი ზღვაა, სადაც დღემდე გოგირდის შემცვველობის 0,5%-იანი შეზღუდვა
მოქმედებს. მომავალი წლიდან გემთმფლობელები იძულებულნი გახდებიან
უარი თქვან მაზუთის გამოყენებაზე, ეკოლოგიურად უფრო სუფთა საწვავის
LNG-ს სასარგებლოდ (გოგირდის შემცველობა - 0%), რაც კიდევ უფრო გაზრდის

რეგიონში მოთხოვნას LNG-ზე.


არსებული პროგნოზებით, რეგიონში გაზზე მოთხოვნა 2030 წლისათვის 300
მლნ.ტ/წ-ით გაიზრდება, შავ ზღვასა და მდ. დუნაიზე გემების (ბუნკერი-
რებისათვის) LNG საწვავზე მოთხოვნა კი 100-150 მლნ.ტ/წ-ში იქნება.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დღეს ევროპისათვის, როგორც
ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების, ასევე გარემოზე ზემოქმედების
შემცირების თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება შავ ზღვაზე LNG-ს
მიწოდების ალტერნატიული წყაროს გამოჩენა.

4.1.7. პროექტ „Black sea LNG”-ის ძირითადი მაჩვენებლები

საქართველოსა და შავ ზღვაზე გადის კასპიის რეგიონიდან სამხრეთ-


აღმოსავლეთ ევროპისაკენ მიმავალი უმოკლესი გზა. შავი ზღვის რეგიონის

146
ქვეყნებში: რუმინეთში, უკრაინაში, მოლდავეთში, თურქეთსა და ბულგარეთში,
შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებში, საქართველოდან გაზის ტრანსპორ-
ტირებისათვის LNG-ის ექსპორტს არავითარი პრობლემები არ შეექმნება (არ
იქნება საჭირო დარდანელის/ბოსფორის გავლა). ეს ქვეყნები მრავალი წელია
ცდილობენ მიიღონ LNG რუსეთისაგან დამოუკიდებელი წყაროებიდან, მაგრამ
მხოლოდ თურქეთმა და ბულგარეთმა მიაღწის გარკვეულ შედეგს.
პროექტი ითვალისწინებს დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის
სანაპიროზე, პორტ ყულევთან, ევროპაში LNG-ის ექსპორტისათვის საჭირო
კომპლექსური ინფრასტრუქტურის შექმნას. კომპლექსი შედგება LNG

ტერმინალისაგან და მიწისქვეშა გაზსაცავისაგან (UGS). ამ უკანასკნელის


მოსაწყობად იქვე, საღვამიჩაო-ყულევის ზოლის ზედაცარცულ-დანიურ
ნალექებში გვაქვს ოთხი გეოლოგიური სტრუქტურა 15-დან 20 მლრდ.მ 3 გაზის
ჯამური აქტიური მოცულობით. ეს საშუალებას მისცემს რეგიონის ქვეყნებს
შეიქმნან საჭირო მოცულობის გაზის მარაგები. პროექტის მიხედვით კასპიის
რეგიონიდან გაზის მიღება მოხდება გაზსაცავში, ხოლო მისი გათხევადება კი
მოხდება უშუალოდ გემში ჩატვირთვის წინ. ამრიგად, საჭირო აღარ იქნება
ძვირადღირებული LNG-ის სამაცივრო საცავის მშენებლობა, რომელიც
ტერმინალის მთლიანი ღირებულების 70-80%-ს შეადგენს. მნიშვნელოვნად
მცირდება სექსპლოატაციო დანახარჯებიც. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს
შევიძინოთ გაზი ხელსაყრელ ფასებში ზაფხულში და შევინახოთ ის მიწისქვეშა
გაზსაცავში, რეალიზაცია კი მოვახდინოთ ზამთარში მაღალი მოთხოვნისა და
ფასების პირობებში. გაზსაცავი შესაძლებელია გამოყენებული იქნას აგრეთვე
ავარიების შემთხვევაში TANAP-ის გაზსადენის დაზღვევისათვის (დღეს ის არსად
მთელ სიგრძეზე არსად არ არის უზრუნველყოფილი UGS -ით).
საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურული კავშირი კასპიის გაზით
მდიდარი რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანასთან: აზერბაიჯანთან,
თურქმენეთთან (არსებული, ირანზე გამავალი გაზსადენები და მშენებარე
„ტრანსკა-სპიური“ მილსადენი), ირანთან (არსებული გაზსადენი, რომლითაც
1980 წ-მდე ხდებოდა გაზის მოწოდება ამიერკავკასიაში), რუსეთთან (გაზსადენი
„ჩრდილოეთი-სამხრეთი“, რომელიც დღეს პრაქტიკულად უმოქმედოა) და
ყაზახეთთან („ტრანსკასპიური“ მილსადენის მშენებლობის შემდეგ, ან რუსეთის

147
ტერიტორიაზე არსებული გაზსადენების გამოყენებით შეძლებს საჭირო
მოცულობის გაზის მოწოდებას). საერთაშორისო დანიშნულების მაგისტრალური
„სამხრეთ-კავკასიური“ მილსადენი (SCP) 70 კმ-ითაა დაშორებული
„აღმოსავლეთ-დასავლეთის“ გაზსადენისაგან (საჭიროების შემთხვევაში მათ
დასაკავშირებლად შეიძლება აშენდეს ვალე-ზესტაფონის 70კმ-იანი გაზსადენი).
საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენი
„აღმოსავლეთი-დასავლეთი“ შესაძლებელია გამოყენებული იქნას კასპიის
რეგიონიდან მიღებული გაზის შავი ზღვის პორტ ყულევამდე
ტრანსპორტირებისათვის (მილსადენი აგებულია სწორედ ანალოგიური
მიზნებისათვის). აღნიშნულ გაზსადენებზე საჭირო იქნება გარკვეული
მოცულობის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.
თხევადი გაზის წარმოების თანამედროვე ტენდენციების კვალდაკვალ,
პროექტით გათვალისწინებულია მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს

უპირატესობების მაქსიმალურად გამოყენება, რაც სხვა ეფექტებთან ერთად


მოგვცემს შესაძლებლობას 50%-ით შევამციროთ პროექტის საინვესტიციო
ღირებულება. ყულევის ტერმინალის საწყისი პილოტ-პროექტის სიმძლავრე
სავარაუდოდ 0,5-1,5 მლნ.ტ/წ. ღირებულება 0,2 - 0,4 მლრდ.აშშ დოლარია.
საჭირო UGS-ის აქტიური მოცულობა პილოტ-პროგრამისათვის 0,2 - 0,6 მლრდ.მ 3-
ია. მისი მშენებლობის ღირებულება 0,15-0,45 მლრდ.დოლარია. მცირეტონაჟიანი
LNG-ს მშენებლობის მოდულური პრინციპის გამოყენება 6-8 თვემდე შეამცირებს
მისი ექსპლოატაციაში შესავლის ვადას (5-6 წელია საჭირო
მსხვილტონაჟიანისათვის) და რეგიონში LNG-ზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად
მოხდება სიმძლავრეების შესაბამისი მასშტაბირება. გარდა ამისა, მცირე და
საშუალოტონაჟიანი LNG საშუალებას მოგვცემს გაზი მივაწოდოთ არა მარტო შავი
ზღვისა და მდ.დუნაის აუზისა ქვეყნებს, არამედ ცენტრალური ევროპის სხვა
ქვეყნებსაც.
პროექტ „Black sea LNG”-ის უპირატესობები. მრავალი წელია განიხილება
კასპიის რეგიონიდან შავი ზღვის გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების
პროექტები: "White stream“-ი და „AGRI“, მაგრამ მათი რეალიზაცია დღემდე ვერ
ხერხდება. მთავარი შემაფერხებელი მიზეზებია ამ პროექტებისათვის საჭირო
გაზის დიდი (8–32 მლრდ.მ3/წ) მოცულობები (აზერბაიჯანის „შახდენიზი-2“

148
საბადოზე არ აღმოჩნდა საჭირო რაოდენობის გაზი) და მათი დიდი
საინვესტიციო ღირებულება. გარდა ამისა, პროექტის მთავარ მონაწილეს
ევროპიდან, რუმინეთს, საკუთარი გაზის საბადოს აღმოჩენისთანავე პროექტების
მიმართ ინტერესი გაუნელდა და თავი აარიდა მათი რეალიზაციისათვის საჭირო
დიდ ხარჯებს. დღეს გადაწყვეტილია „ტრანსკასპიური“ გაზსადენის მშენებლობა
და გაზის მოწოდებაში თურქმენეთის ჩართვა. პროექტ „Black sea LNG”-ის
რეალიზაციის შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტებთან შედარებით საინვესტიციო
ღირებულება ორჯერ შემცირდება; პროექტი ითვალისწინებს გაზის
ტრანსპორტირებას შავი ზღვის ყველა ქვეყანაში, რაც საშუალებას მოგვცემს
რამოდენიმე ქვეყანაზე გადავანაწილოთ მისი რეალიზაციისათვის საჭირო
ხარჯები; პროექტი მოქნილია, LNG-ის წარმოება იწყება სწრაფად (პილოტ-
პროექტის რეალიზაციისათვის საკმარისია 6 - 8 თვე) და მოთხოვნის ზრდის
კვალდაკვალ შესაძლებელია წარმოების მასშტაბირება; პილოტ-პროექტის
რეალიზაციისათვის საჭირო გაზის მოცულობა მცირეა (0,7-1,5 მლრდ.მ 3) და მისი
მიღება შესაძლებელია მოკლე დროში, არსებული გაზსადენების რეაბილიტაციის
გზით; პილოტპროექტის ამოქმედებისათვის საკმარისი იქნება საექსპორტო
ტერმინალის მშენებლობა საქართველოს შავი ზღვის პორტში. მდ. დუნაისა და
შავიზღვისპირა ქვეყნებში მიმღები ტერმინალების მშენებლობამდე შესაძლებელი
იქნება მცირე და საშუალოტონაჟიანი გაზმზიდებით LNG-ის ტრანსპორტირება
თურქეთის MarmaraEreglis და საბერძნეთის Alexandroupolis LNG მოქმედ
ტერმინალებში, რადგან ასეთი გაზ-მზიდებისათვის თურქეთის სრუტეების
გავლის პრობლემა აღარ იარსებებს; პროექტი ითვალისწინებს საქრთველოს შავი
ზღვის სანაპიროსთან, LNG ქარხნის უშუალო სიახლოვეს, მიწისქვეშა
გაზსაცავების მშენებლობას, რაც საშუალებას მოგვცემს გაზი შევიძინოთ
ზაფხულში დაბალი ფასებისა და მოთხოვნის პირობებში; დიდი მოცულობისა და
ამოღების კოეფიციენტის მქონე მგს-თა სისტემა საშუალებას მისცემს ევროპის
დაინტერესებულ ქვეყნებს შეიქმნან აქ საჭირო მოცულობის გაზის მარაგები; ამავე
დროს მგს საშუალებას მოგვცემს დავაზღვიოთ TANAP-ის გაზსადენი შესაძლო
ავარიებისა და სხვა შემაფერხებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში (დღეს
მაგისტრალური გასადენი TANAP-ი არსად არ არის დაზღვეული მგს-ით);

149
კონკურენტები. შავ ზღვაზე LNG-ით ვაჭრობაში საქართველოს კონკურენტი,
რეალურად შესაძლებელია იყოს მხოლოდ რუსეთი, რადგან თურქეთის
სრუტეების გავლის გარეშე მხოლოდ მას შეუძლია შავი ზღვისა და მდ. დუნაის
აუზის ქვეყნებს მიაწოდოს თხევადი გაზი. მას ამისათვის გააჩნია ყველა პირობა
(გაზის რესურსები, ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები), მაგრამ
ევროპისათვის ეს არ იქნება გაზის მოწოდების დივერსიფიკაცია. აღნიშნულის
გამო წარმოდგენილი პროექტი დღეს უალტერნატივოა.
პერსპექტივები. პროექტის დროულად რეალიზაციისა და სათანადოდ
განვითარების შემთხვევაში ჩვენი პროგნოზით, შესაძლებელი იქნება მწარმ-
ოებლობის 15,8 მლნ.ტ/წ-მდე გაზრდა. ამ შემთხვევაში, საქართველოს შავი ზღვის
სანაპიროზე შესაძლებელი იქნება გაზის რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბება,
რადან გარკვეული პერიოდის შემდეგ აქ თავს მოიყრიან გაზის გაყიდვის
მსურველები კასპიის რეგიონის ხუთი ქვეყნიდან და მისი შეძენის მსურველები
შავი ზღვისა და მდ.დუნაის აუზის მინიმუმ 12 ქვეყნიდან.

4.1.8. ძირითადი დასკვნები

ჩატარებული კვლევების საფუძლზე შესაძლებელია გავაკეთოთ შემდეგი


დასკვნები:
შავი ზღვის რეგიონისა და მეზობელი ქვეყნების (ცენტრალური და
სამხრეთ-აღმოსვლეთ ევროპის ქვეყნების) ბუნებრივი აირით მომარაგების
უმთავრესი პრობლემა, გაზის მიღების წყაროების დივერსიფიკაციის
აუცილებლობაა.
ლოკალურ ბაზრებზე მცირე ტონაჟიანი LNG ტერმინალების ეფექტური
გამოყენების თანამედროვე მსოფლიო პრაქტიკის საფუძველზე, შესაძლებელია
შავი ზღვის რეგიონისა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსვლეთ ევროპის
ქვეყნების ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემის მოგვარება და მათი
ენერგოუსაფრთხოების ამაღლება.
საქართველოს აქვს ისტორიული შანსი შავ ზღვაზე შექმნას გაზის რეგი-
ონალური ჰაბი და საფუძველი ჩაუყაროს LNG-ით ვაჭრობას რეგიონში. მისი
შესაძლო კონკურენტების აშშ და რუსეთის პოზიციები საქართველოსთან
შედარებით აშკარად წამგებიანია. აშშ-ს კონკურენცია შეუძლებელი იქნება

150
ქართული პროექტის ძლიერი ეკონომიკური უპირატესობის გამო. რუსეთის
ვარიანტი კი პარტნიორებისათვის პოლიტიკურად მიუღებელია.
ყაზახეთისათვის საინტერესო იქნება ყულევის LNG-ის ტერმინალის
მშენებლობაში მონაწილეობის მიღება. ამით ყაზახეთი ჩაერთვება კასპიის
რეგიონის გაზის ევროპაში მიწოდების პროექტში და ამავე დროს მას საშუალება
ექნება რეალიზაცია გაუკეთოს საკუთარ გაზსაც ახალი მარშრუტებით.
ყულევის LNG-ის ტერმინალისათვის სამიზნე გასაღების ბაზრებია: შავი
ზღვის ქვეყნები: თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი და უკრაინა; მდ.დუნაის
აუზის ქვეყნები; ცენტრალური ევროპის ქვეყნები; შავ ზღვაზე ბუნკერირება; მდ.
დუნაიზე ბუნკერირება;
გასაღების რისკის ნიველირების მიზნით, საუკეთესო გადაწყვეტაა ყულევში
მცირეტონაჟიანი LNG ქარხნის მშენებლობა და მოთხოვნის ზრდის მიხდვით
შემდგომი მასშტაბირება. ასეთი მიდგომა დააჩქარებს პროექტის რეალიზაციის
ვადებს, 50%-ით შეამცირებს საწყისი ინვესტიციების მოცულობას და უფრო
ეფექტურს გახდის ტერმინალის მუშაობას.
UGS-ისა და LNG-ს პროექტების გაერთიანება ერთ პროექტში პირობითი
დასახელებით „Black sea LNG” მნიშვნელოვნად გაზრდის თითოეული მათგანის
ეფექტურობას და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას;
პროექტ „Black sea LNG”-ის რეალიზაციის შემთხვევაში, არსებულ ("White
stream“-ი და „AGRI“) პროექტებთან შედარებით საინვესტიციო ღირებულება
ორჯერ შემცირდება. პროექტი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას შავი
ზღვის ყველა ქვეყანაში, რაც საშუალებას იძლევა რამოდენიმე ქვეყანაზე
გადავანაწილოთ მისი რეალიზაციისათვის საჭირო ხარჯები ("White stream“-ი და
„AGRI“ -ის მთავარ მონაწილეს ევროპიდან, რუმინეთს, საკუთარი გაზის საბადოს
აღმოჩენისთანავე პროექტების მიმართ ინტერესი გაუნელდა და თაავი აარიდა
მათი რეალიზაციისათვის საჭირო დიდ ხარჯებს, რამაც პროექტები გაურკვეველი
ვადით შეაჩერა). პროექტი მოქნილია, LNG-ის წარმოება იწყება სწრაფად (პილოტ-
პროექტის რეალიზაციისათვის 6-8 თვეა საკმარისი). პილოტპროექტის
რეალიზაციისთვის საჭირო გაზის მოცულობა მცირეა (0,5-2,0 მლრდ.მ3) და მისი
მიღება შესაძლებელია მოკლე დროში, არსებული გაზსადენების რეაბილიტაციის
გზით. პილოტ-პროექტის ამოქმედებისათვის საკმარისი იქნება საექსპორტო

151
ტერმინალის მშენებლობა საქართველოს შავი ზღვის პორტში. მდ. დუნაისა და
შავიზღვისპირა ქვეყნებში მიმღები ტერმინალების მშენებლობამდე
შესაძლებელია მცირე და საშუალო-ტონაჟიანი გაზმზიდებით LNG-ის

ტრანსპორტირება თურქეთის Marmara-Ereglis და საბერძნეთის Alexandroupolis LNG


მოქმედ ტერმინალებში, რადგან ასეთი გაზმზიდებისთვის იხსნება თურქეთის
სრუტეების გავლის პრობლემა;
შავი ზღვის სანაპიროსთან, LNG ქარხნის უშუალო სიახლოვეს, მგს
საშუალებას მოგვცემენ გაზი შევიძინოთ ზაფხულში დაბალი ფასებისა და
მოთხოვნის პირობებში. დიდი მოცულობისა და ამოღების კოეფიციენტის მქონე
UGS -თა სისტემა საშუალებას მისცემს ევროპის დაინტერესებულ ქვეყნებს

შეიქმნან აქ საჭირო მოცულობის გაზის მარაგები. ამავე დროს UGS საშუალებას


მოგვცემს დავაზღვიოთ TANAP-ის გაზსადენი შესაძლო ავარიებისა და სხვა
შემაფერხებელი გარემოებების დადგომის შემთხვევაში (გასადენი TANAP-ი
არსად მთელ სიგრძეზე არ არის დაზღვეული UGS -ით).

4.2. ინიციატივა საქართველოში რეგიონალური გაზის ჰაბის ფორმირების შესახებ


4.2.1. გაზის კრიზისი და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაზრდის
გზები

2021 წელს განვითარებულმა გაზის კრიზისმა ურთულეს მდგომარეობაში


ჩააყენა ევროპის ქვეყნები. სრული სიმწვავით იჩინა თავი ენერგეტიკული
უსაფრთხოების სფეროში არსებულმა პრობლემებმა. ისინი ძირითადად დაკ-
ავშირებულნი არიან ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის, მარაგების
შექმნის და თხევადი გაზის ბაზრის განვითარების საკითხებთან.
2021 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სამიტზე, იტალიის პრემიერ
მინისტრმა, მარიო დრაგიმ, გაერთიანებას მოუწოდა, დაუყოვნებლივ
დაეწყოთ მუშაობა სტრატეგიული გაზის რეზერვების ერთობლივი შენახვის
სისტემების შექმნის გეგმაზე. ევროკავშირის სამიტის შემდეგ დრაგიმ აღნიშნა,
რომ ბრიუსელს გაზის მარაგების შედგენა სჭირდება, რომელიც ბლოკის წევრი
ყველა სახელმწიფოსათვის იქნება ხელმისაწვდომი. იტალიამ ენერგეტიკასთან

152
დაკავშირებით ევროპულ დონეზე დაუყოვნებლივი ჩარევის აუცილებლობაზე
გაამახვილა ყურადღება.
ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ: იტალიამ, საბერძნეთმა და
ესპანეთმა – ევროკავშირის ქვეყნებს გაზის ერთობლივი შესყიდვის ახალი
სტრატეგიული რეზერვის შექმნის ინიციატივით მიმართეს [59].
საკმაოდ საინტერესო იდეა წამოაყენა ესპანეთმა, რაც ევროკავშირის მიერ
გაზის ერთიანი საცავის შექმნას გულისხმობს. შესაბამისად, შეიქმნება 450-
მილიონიანი ერთობლივი ბაზარი და გაზის შეძენისას ისინი ერთნაირი
პირობებით ისარგებლებენ. [60].
როიტერის ინფორმაციით, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ გაზის
ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობას დაბლოკში შემავალ ქვეყნებში
ენერგიის ფასების ზრდისგან თავდაცვის სხვადასხვა გზებს განიხილავს.
ევროკავშირი გამოაქვეყნებს იმ ზომებს – „ინსტრუმენტთა პანელს“,
რომელიც  გაზისა და ელექტროენერგიის  ფასების რეკორდული ზრდის
საპასუხოდ წევრმა ქვეყნებმა შეიძლება მიიღონ.
08.10.2021-ში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრის შემდეგ
გადაწყდა, რომ ევროპის კომისია მოამზადებს „ინსტრუმენტების ნაკრებს“,
რომელთა გამოყენებაც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს გადალახონ
ფასების ნახტომისებური ზრდა, ენერგომომარაგების ბაზრის წესების დარღვევის
გარეშე. ევროკომისია აპირებს წლის ბოლოსთვის გაზის ბაზრის რეფორმის
შემოთავაზებას და ამ კონტექსტში განვიხილავს შენახვისა და მიწოდების
უსაფრთხოების საკითხებს. [60]
როიტერის ინფორმაციით, ევროკავშირი წევრი ქვეყნების მიერ გაზის
ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ბლოკში შემავალი
ქვეყნები ენერგიის ფასების ზრდისგან თავდაცვის გზებს განიხილავენ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კომისია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ
ბუნებრივი აირის ერთობლივი შესყიდვით მიღებულ შესაძლო სარგებელსაც
განიხილავს.[61]
ექსპერტების აზრით, ევროპის ბაზარზე სიტუაციის დაძაბვის ერთ-ერთი
ფუნდამენტალური მიზეზი LNG-ის დეფიციტია[62]. გაზის საერთაშორისო
გაერთიანების პრეზიდენტის ჯოე მ.კანგის განცხადებით წარმოქმნილი

153
პრობლემების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესი როლი თხევადი გაზის
ინფრასტრუქტურისა და ბაზრის განვითარების საკითხებს ეკუთვნით [63].
დასავლელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ევროპა უკიდურესად
საჭიროებს „გაზის სმხრეთის დერეფნის“ გაფართოებას [64]. ისინი გაზის
კრიზისს უკავშირებენ რუსეთიდან მისი მოწოდების შეზღუდვას და აზიაში
გაზზე გაზრდილ მოთხოვნას. დღეს ევროპაში არსებულმა კრიზისმა კიდევ
ერთხელ გვიჩვენა, თუ რა მნიშვნელობა აქვს გაზის მარშრუტებისა და წყაროების
დივერსიფიკაციას. ნიდერლანდური კონსალტინგური კომპანიის VERCOCY-ის
თანამფლობელი და ენერგეტიკისა და პოლიტიკური რისკების ექსპერტი სირილ
ვიდერსხოვენი, საერთაშორისო კონსალტინგური კომპანიის Wood Mackenzie-ს
მთვარი ანალიტკოსი ევროპასა და კასპიის რეგიონში ეშლი შერმანი,
საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის
(IRIS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ფრანსის პერერი. იტალიის
ენერგეტიკის, ქსელებისა და გარემოს მარეგულირებელი ორგანოს (ARERA)
მმართველობის წევრი სტეფანო სალია და სხვა ცნობილი ექსპერტები
დაბეჯითებით მიუთითებენ კასპიის რეგიონიდან ევროპაში გაზის მიწოდების
გაზრდის აუცილებლობაზე. მათი აზრით ალჟირიდან და ნორვეგიიდან
მილსადენის გაზის დამატებით მოწოდება ან თხევადი გაზის იმპორტი
ეგვიპტიდან, ვერ დააკმაყოფილებს ევროპის მოთხოვნებს. კასპიის რესურსების
მზარდი მოწოდება სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტრატეგიას წყაროების
დივერსიფიკაციისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. მათი
აზრით დივერსიფიკაციის საკითხი განხილული უნდა იყოს გლობალური
მასშტაბით. საჭიროა მომწოდებელი ქვეყნების, მომწოდებელი კომპანიების,
საიმპორტო მარშრუტების და მოწოდების ტექნოლოგიების (მილსადენებით და
თხევადი სახით) დივერსიფიკაცია.
ევროპის ბუნებრივი გაზით მომარაგების თავისებურებებისა და მის წინაშე
მდგარი ენერგეტიკული უსაფრთხოების პრობლემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ
საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს თავსი ჩართულობა ამ
პრობლემების მოგვარების გზაზე. ამას ხელს უწყობს ევროპაში, ენერგეტიკის
სფეროში, დღეს მოქმედი რეგულაციები (იხ. თავი 1.2.) და საქართველოს
შესაძლებლობები (იხ.თავები 3, 4, 5, 6 და 7). ეს პირველ რიგში ეხება საქრთველოს

154
გეოპოლიტიკურ მდებარეობას, რაც საშუალებას აძლევს მას უფრო სრულად
აიღოს თავის თავზე, ენერგორესურსებით მდიდარი კასპიის რეგიონიდან
ევროპაში გაზის პირდაპირი მიმწოდებლის ფუნქცია. არანაკლებ მნიშვნელოვანია
შემდეგი გარემოებებიც:
 შავი ზღვა ერთადერთია ევროპის კონტინენტზე, სადაც არ არსებობს LNG-
ის მიწოდებისა და ვაჭრობის პრაქტიკა. საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანაა
და შეუძლია ამ თვალსაზრისით შავი ზღვის გამოცოცხლება კასპიის რეგიონიდან
ევროპაში გაზის მიწოდების ახალი, რუსეთისა და თურქეთისგან
დამოუკიდებელი უმოკლესი მარშრუტების ფორმირებით (იხ.თავი 2);
 საქართველოს გააჩნია მგს-ების მოსაწყობად ვარგისი გეოლოგიური
სტრუქტურები, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას მეზობელი ქვეყნების მიერ,
საკუთარი ენერგოუსაფრთხოების ამაღლებისათვის (იხ. თავი 3 და 4);
 საქართველოში საკმაოდაა განვითარებული გაზის ინფრასტრუქტურა რათა
კასპიის რეგიონის გაზის მწარლოებელი ყველა ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან,
ირანიდან, რუსეთიდან, თურქმენეთიდან და უზბეკეთიდან მიიღოს გაზი და
მოახდინოს მისი ტრანსპორტირება შავი ზღვის პორტებამდე.
ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ძლიერ საწყის პირობებს ქმნიან
იმისათვის, რომ საქართველოს სატრანზიტო-ენერგეტიკული ფუნქცია ევროპის
ენერგეტიკული უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცეს.
აღნიშნული ფაქტორების სწორი შერწყმის საფუძველზე შესაძლებელია
საქართველოში გაზით ვაჭრობის რეგონალური ცენტრის ე.წ გაზის ჰაბის
ჩამოყალიბება, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებს არსებულ გაზსატრანსპორტო
სისტემას, განავითარებს მას და მოადენს გაზის მიღებას კასპიის რეგიონის
სხვადასხვა მომწოდებლისაგან და გარანტირებულად მიაწვდის შავი ზღვისა და
მეზობელი რეგიონების მომხმარებელებს.
რამდენად საკმარისია არგუმენტირება მიზნის მისაღწევად და როგორია
მსოფლიოს გამოცდილება ამ მიმართულებით განვიხილოთ შემდეგ თავში.

4.2.2. შავ ზღვაზე გაზის ჰაბის ფორმირების წინაპირობები და შესაძლო


კონკურენტები

155
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, გაზის ჰაბის ფორმირებისათვის ერთ-ერთი
უმთავრესი პირობა არის მისი განლაგება გაზის დიდი მოცულობით მოპოვების
ან მოწოდების რეგიონში. ამ მხრივ საქართველოს ძალზე ხელსაყრელი
გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. საქართველოსა და შავ ზღვაზე გადის
უმოკლესი გზა გაზის დიდი მარაგების მქონე კასპიის რეგიონიდან, მსოფლიოში
ყველაზე დიდი მოთხოვნისა და გაზზე ფასების მქონე რეგიონამდე-ევროპამდე.
BP-ის ერთ-ერთი შეფასებით (ცხრ. 46) სულ კასპიის რეგიონის გაზის
მარაგები 145,1 ტრლ.მ3-ითაა შეფასებული. აქედან აზერბაჯანის საპროგნოზო
მარაგები 1,4 ტრლ.მ3-ია მლრდ.მ3, ირანის - 26,7 ტრლ.მ3, თურქმენეთის - 2,9
ტრლ.მ3, ყაზახეთის - 1,9 ტრლ.მ3, რუსეთის - 47,0 ტრლ.მ3.[65]
ეს რესურსები საკმაოდ დიდია და მთელი მსოფლიოს გაზის მარაგების
45%-ს აჭარბებს. ამიტომაა, რომ ევროპა დიდ იმედებს ამყარებს კასპიის გაზის
რესურსებზე და მასში ხედავს თავისი პრობლემების (იხ.თავი 1) მოგვარების
გასაღებს. ეს პირველ რიგში ეხება შავი ზღვისა და სამზრეთ-აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებს და მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ცხრილი 46

კასპიის რეგიონის ქვეყნების გაზის მარაგები


ბუნებრივი გაზის მარაგები
№ ქვეყნები წილი მსოფლიოს მარაგებში,
ტრლ.კუბ.მ
%
1 აზერბაიჯანი 1,4 0,8
2 ირანი 26,7 15,2
3 ყაზახეთი 1,9 1,1
4 რუსეთი 47,0 26,7
5 თურქმენეთი 2,9 1,6
სულ 145,1 45,4

 წყარო: BP.

ამრიგად, საქართველოს მდებარეობა სრულად აკმაყოფილებს ჰაბის


ფორმირებისათვის საჭირო პირობის ორთავე მოთხოვნას - ის მდებარეობს დიდი
მოცულობით გაზის მოპოვებისა და დიდი მოცულობით გაზის მოხმარების მქონე
ორ უმსხვოლეს რეგიონს შორის, რაც უზრუნველყოფს მრავალრიცხოვანი

156
გამყიდველების, მყიდველების, ტრეიდერების, მარკეტინგული და
სატრანსპორტო კომპანიების მოზიდვას.
მეორე პირობაა ინფრასტრუქტურის ობიექტები (გაზსადენებთან, UGS-
ებთან, LNG ტერმინალებთან) და მესამე პირების არადისკრიმინირებული
წვდომა. ამ მხრივ თავ.4-ში ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, რომ გაზის
არსებული ინფრასტრუქტურა (გარკვეული სარეკონსტრუქციო, სარემონტო და
სამშენებლო სამუშაოების ჩარტარების შემდე) საშუალებას იძლევა გაზი მივიღოთ
კასპიის რეგიონის ხუთივე ქვეყნიდან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს
დაგეგმილი ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას, რომელიც 2024 წლამდე
უნდა განხორციელდეს და რომლის მშენებლო-ბის სურვილი გამოთქვა Edison
Technologies GmbH, MMEC Mannesmann GmbH,  Global E&C Solutions და
SINOPEC Engineering Group-ისაგან შემდგარმა კონსორციუმმა.

კასპიის ქვეყნებიდან საქართველოში გაზის შავი ზღვის პორტებამდე (ფოთი,


ყულევი) ტრანსპორტირებისათვის უკვე აშენებულია საერთაშორისო
დანიშნულების გაზის მაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი“ (საჭიროებს
სარემონტო სამუშაოებს) და ფუნქციონირებს პროექტ TANAP-ის შემადგენელი
„სამხრეთ-კავკასიური“ საერთაშორისო მაგისტრალი, რომელიც 70 კმ-იანი
მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელია ასევე დაუკავშირდეს შავი
ზღვის პორტებს.
საქართველოს ფოთისა და ყულევის პორტებთან უშუალო სიახლოვეს გვაქვს
დიდი მოცულობის (9,31-19,71 მლრდ.მ3) მიწისქვეშა გაზსაცავის მოსაწყობად
ვარგისი საღვამიჩაოს, აღმოსავლეთ ჭალადიდის, დასავლეთ ჭალადიდისა და
ყულევის ანტიკლინარული გეოლოგიური სტრუქტურები. საქართველოში
ჯერჯერობით არა გვაქვს LNG-ის საქსპორტო ტერმინალი და ფუნქციონირებადი
UGS-ია, მაგრამ ჩვენს მიერ შემოთავაზებული თხევადი გაზისა (იხ.თავი 2) და

მიწისქვეშა გაზსაცავის (იხ.თავი 3) პროექტების რეალიზაციის შემდეგ ეს


პირობაც დაკმაყოფილებული იქნება.
რაც შეეხება გაზის ჰაბის ფორმირებისათვის საჭირო მესამე პირობას -
სახელმწიფოს შეზღუდული გავლენა და მოთხოვნა-მიწოდებაზე დაფუძნებულ
ფასწარმოქმნას, აქ საჭირო იქნება არსებული ევროპული პრაქტიკის გაზიარება
და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.

157
„ჩრდილოეთი-2“ გაზსადენის ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ (2021
წლის შემოდგომაზე), შავ ზღვაზე გაზის ჰაბის შექმნის იდეა გაჩნდა უკრაინაში. ამ
ფაქტის შემდეგ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა (დიდი მოცულობის
მიწისქვეშა გაზსაცავები, ევროპასთან დამაკავშირებელი გაზსადენები,
რუსეთიდან გაზის მიღების შესაძლებლობები და სხვა) დაუსაქმებელი რჩება.
იმისათვის რომ შევინარჩუნოთ ჩვენი გაზის ინფრასტრუქტურა აუცილებელია
უკრაინა გახდეს ევროპის გაზის ჰაბი: „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის
ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს ევროპული გაზის ჰაბი,
იმისათვის რომ შეინარჩუნოს ფუნქცია მისი გაზსატრანსპორტო სისტემისა“
აცხადებენ უკრაინელი პოლიტიკოსები. გაზის მიღებას ისინი გეგმავენ
თურქეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან ან კატარიდან LNG-ის სახით, თუმცა
ამ ინიციატივას სკეპტიკურად უყურებენ დარგის ექსპერტები: „მთლიანობაში
გეგმა აბსურდულია. უკრაინის გეოგრაფიული განლაგების და მისი ფინანსური
შესაძლებლობების თვალსაზრისით ის ვერ შეძლებს გახდეს ევროპის გაზის ჰაბი,
რადგან მას არ გააჩნია საჭირო რაოდენობის საკუთარი გაზი, ასევე კიევს არ აქვს
კოლოსალური ფინანსური შესაძლებლობები იმისათვის, რომ უზრუნველყოს
შეძენა და გადაყიდვა გაზისა ირანიდან, აზერბაიჯანიდან ან ყატარიდან
გათხევადებული გაზის სახით“-ასეთია უკრაინის ანალიზური ცერნტრის
დირექტორის ალექსანდრე კამელჩუკის მოსაზრება [66], რასაც ძნელია არ
დავეთანხმოთ.
უფრო საფუძვლიანია რუსეთის გეგმები ამ მიმართულებით. უკანასკნელ
წლებში „თურქული ნაკადის“ პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით
აქტიურად ვითარდება გაზის ინფრაქსტრუქტურა რუსეთის სამხრეთში.
ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა და გზის საკუთარი ბუნებრივი
რესურსები რუსეთს უბიძგებს ამბიციური გეგმებისაკენ: ააშენოს LNG-ის

ევროპაში ექსპორტისათვის ქარხანა შავი ზღვის სანაპიროზე და პარალელურად


თავად განავითაროს გაზქიმიური წარმოება შავი ზღვის სანაპიროზე, რაც
საბოლოოდ გაზრდის გაზზე მოთხოვნას და შექმნის პირობებს ჰაბის
ფორმირებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მართლაც გააჩნია ყველა
ტექნიკური პირობა აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად, გადაულახავი
ხელისშემშლელი ფაქტორი პოლიტიკურია. დღეს შავი ზღვისა და სამხრეთ-

158
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული რუსულ
გაზზე (იხ.თავი 1). მათი მთავრი მიზანი ამ დამოკიდებულების შემცირებაა,
რადგან რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს.
ამიტომ რუსეთს ამ მიზნის რეალიზაციისათვის ევროპაში მოკავშირეები არ
ეყოლება.
შავ ზღვაზე გაზის ჰაბის შექმნის სურვილი შესაძლებელია გაუჩნდეს
რუმინეთს „თეთრი ნაკადი“-სა და AGRI-ს პროექტების რეალიზაციის
შემთხვევაში.
ამ პრექტების რეალიზაცია გაურკვეველი ვადითაა გადადებული. ისინი ძალზე
დიდ ინვესტიციებს მოითხოვენ და კომერციული თვალსაზრისითაც შორს არიან
საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტისაგან (იხ. თავი 2). მიუხედავად იმისა, რომ
საქართველო დაინტერესებულია ორთავე ამ პროექტებით, მათი რეალიზაცია
ჩვენთვის ნაკლებეფექტური იქნება, რადგან ორთავე შემთხვევაში ჩვენ
ძირითადად გაზის სატრანზიტო ქვეყნად დავრჩებით.
საქართველოს მთავრობის სათანადო დაინტერესების შემთხვევაში, შავი
ზღვის სანაპიროსთან გაზის რეგიონალური ჰაბის ფორმირების საკითხი
სავსებით რეალურად გამოიყურება. ამას ხელს უყწობს, როგორც ჩვენთან
არსებული ტექნიკური, გეოგრაფიული და გეოლოგიური პირობები, ასევე
შექმნილი გეოპოლიტიკური სიტუაციაც. რეგიონალური გაზის ჰაბის
ფუნქციონირება მნიშვნელოვნად გაზრის ქვეყნის პოლიტიკურ წონას და კიდევ
უფრო გააძლიერებს დასავლეთის დაინტერესებას, ქვეყანა კი მიიღებს უდიდეს
ეკონომიკურ (ჩვენი გათვლებით მოხდება ქვეყნის ბიუჯეტის გაორმაგება) და
სოციალურ ეფექტს.

4.2.3. საქართველოში რეგიონალური გაზის ჰაბის შექმნის მექანიზმები

საქართველოში რეგიონალური გაზის ჰაბის შექმნის გზაზე, პირველ ეტაპზე


აუცილებელი იქნება მოლაპარაკებების წარმართვა აზერბაიჯანთან, რუსეთთან,
თურქმენეთთან, ყაზახეთთან და ირანთან საჭირო რაოდენობით გაზის
მოწოდების შეაძლებლობებისა და გრაფიკების დადგენის მიზნით. მიღებული
შედეგების მიხედვით დაიდება ხელშეკრულებები უკრაინასთან, რუმინეთთან,

159
მოლდოვასთან, ბულგარეთთან და თურქეთთან გაზის მიწოდების
მოცულობებისა და გრაფიკების შესახებ.
ხმელთაშუა ზღვაში IMO-ს ახალი შეზღუდვების დაწესება ავტომატურად
იმოქმედებს მთელ შავ ზღვაზე გემების ტრანსპორტირებაზე. დაიწყება გემების
საწვავად LNG-ს გამოყენებაზე ინტენსიური გადასვლა. აუცილებელი გახდება
გემების ბუნკერირებით დაკავებული კომპანიებთან შეთანხმება და ამ
მიმართულებით LNG-ზე მზარდი მოთხოვნების გათვალისწინება და LNG-ს
მისაწოდებლად კრიოგენული ცისტერნ-კონტეინერების პარკის შექმნა.
ამის შემდეგ დაიგეგმება და ეტაპობრივად შესრულდება გაზის ინფრა-
სტრუქტურის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები. კერძოდ, მოხდება
„აღმოსავლეთი-დასავლეთი“ და „საგურამო-ქუთაისი სოხუმი“ გაზსადენების
რეაბილიტაცია. გაზის მომწოდებელ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებეისა
და მოწოდების გრაფიკების შესაბამისად მოხდება მათთან დამაკავშირებელი
გაზსადენების სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
პარალელურად უნდა მოხდეს თხევადი გაზის პროექტის რეალიზაცია. როგორც
ჩატარებული კვლევები გვიჩვენებენ, მსგავსი პროექტების რეალიზაციის დროს
ეკონომიური ეფექტიანობის გასაზრდელად ძალზე ეფექტურია LNG-ის საწარმოსა
და გაზსაცავის (UGS) ერთობლივი ფუნქციონირება.
საქართველოს არა აქვს მიწისქვეშა გაზსაცავი, რაც აუცილებელია ქვეყნის
ენერგოუსაფრთხოებისათვის და სავალდებულო მოთხოვნაა ევროკავშირის
ქვეყნებისათვის, საითაც ჩვენ მივისწრაფით. ასოცირების შესახებ შეთანხმების
მნიშვნელოვანი კომპონენტია თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში (ნაწილი
VI). ის მოითხოვს საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ენერგეტიკული
ინფრასტრუქტურის განვითარებას. ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების
გაუმჯობესების დირექტივა (N2004/67/EC), რომელიც საქართველომ
ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად მიიღო აღნიშნული
საკითხის მოგვარებას მოითხოვს. დღეს გაზსაცავის მშენებლობისათვის
მობილიზებულია შესაბამისი თანხები (ევროპის საინვესტიციო ბანკი EIB-დან 200
მლნ. დოლ, გერმანიის განვითარების ბანკ KfW-დან 120 მლნ.დოლ) და
საქართველო აპირებს 300 მლნ.მ3 მოცულობის გაზსაცავის მშენებლობას
აღმოსავლეთ საქართველოში. ამისათვის შერჩეულია შესაბამისი გეოლოგიური

160
სტრუქტურა სამგორის სამხრეთი ნაწილის თაღში. კარგი იქნება, თუ უარს
ვიტყვით შერჩეულ სტრუქტურაზე და იგივე მოცულობის გაზსაცავს მოვაწყობთ
ჩვენს მიერ გამოკვლეული ყულევი-საღვამიჩაოს ზოლის ერთ-ერთ
სტრუქტურაში . ასეთი გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანი მიქნება LNG-ის
ქარხნის ეფექტური ფუნქციონირებისათვის (დაიზოგება თანხები
ძვირადღირებული სამაცივრო საცავის მშენებლობასა და ექსპლოატაციაზე და
შემცირდება პროდუქციის თვითღირებულება), შემდგომში კი ძალზე
დაგვეხმარება რეგიონალური გაზის ჰაბის ფორმირების საქმეში. ამ შემთხვევასი
მიწისქვეშა გაზსაცავის მოსაწყობად გაწეული ინვესტიციები დიდი სტიმული
იქნება LNG-ის მშენებლობაში ინვესტორების დაინტერესებისათვის. ამის შემდეგ
გაზსაცავის საწირო მოცულობამდე გაფართოვება (ქვეყნის ენერგეტიკული
ადვილად მისაღწევი იქნება უსაფრთხოებისათვის საჭირო მოცულობის
გათვალისწინებით) ადვილად მისაღწევი იქნება სპეციალური ევროპული
ფონდების დახმარებით. ასეთი პრაქტიკა ხშირია ევროპაში საერთო ინტერესების
მქონე პროექტებისათვის (ამის კარგი მაგალითია პოლონეთის 256 416 ევროს
ღირებულების მქონე, გაზსაცავის გაფართოების პროექტი „Wierzchowice UGS”,
რომელიც რეგიონალური განვითარების ევროპულმა ფონდმა ERDF-მა
დააფინანსა და სხვა).
გაზსაცავის ფუნქცია გარდა პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობის
გაზრდისა, იქნება გაზის არათანაბარი მოხმარების (ზამთარში მოხმარების ზდრა
და ზაფხულში კლება) დარეგულირება და ენერგოუსაფრთხოების ამაღლება, რაც
უმნიშვნელოფანესი ფაქტორია გაზის ჰაბის ფუნქციონირების მაღალი
ლიკვიდურობისა საიმედოობისათვის. გარდა ამისა ჩვენ შეგვეძლება
შევთავაზოთ გაზის მარაგების შექმნა შავი ზღვის ქვეყნებს, რომელთაც ან
საერთოდ არა აქვთ გაზსაცავები (მოლდოვეთი) ან ენერგეტიკული
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროებენ დამატებით მოცულობებს
(თურქეთი და ბულგარეთი). გაზსაცავი შეიძლება ჩაერთოს ევროპის
გაერთიანებულ გაზსაცავთა სისტემაში, რომლის შექმნაზეც ამჟამად
მიმდინარეობს კონსულტაციები ევროპაში.
ფუნქციონირებადი მიწისქვეშა გაზსაცავისა და გაზის შავ ზღვაზე
ტრანსპორტირების საშუალებების პირობებში შესაძლებელი იქნება

161
საერთაშორისო გაზსადენის - TANAP-ის დაზღვევის მიზნით გაფორმედეს
ხელსეკრულება მის მფლობელ კომპანიებთან (მისადენი არსად მთელ ტრასაზე
არ არის დაზღვეული მიწისქვეშა გაზსაცავით.), საჭირო მოცულობის გაზის
მარაგების შექმნისა და ექსტრემალური სიტუაციების წარმოქმნისთანავე მისი
ევროპაში მიწოდების თაობაზე. ასევე შესაძებელი იქნება რეგიონში გაზის
მომპოვებელ ხუთივე ქვეყანასთან თანამშრომლობა საქრთველოს შავი ზღვის
სანაპიროსთან ფუნქციონირებად მიწისქვეშა გაზსაცავში მოახდინონ
გარკვეულოი მარაგების შექმნა გაზის დაბალი მოთხოვნისა და ფასების
პირობებში (ზაფხულში) და მოახდინონ მისი რეალიზაცია მაღალი მოთხოვნისა
და ფასების პერიოდში (ზამთარში). ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს გაზის
მწარმოებელ ქვეყნებს გაზარდონ მოპოვება და საწარმოები ამუშაონ
სტაბილურად მაღალი მწარმოებლობით.
გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში, ხელსაყრელი გეოგრაფიული
მდებარეობა და გაზზე ადვილი ხემლისაწვდომობა, შესაძლებლობას მოგვცემს
განვავითაროთ გაზქიმიური წარმოების საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს
რეგიონში.
თურქეთის სრუტეების გავლის პროცედურების ფორმალიზაცია ახალ
შესაძლებლობებს მისცემს ქართულ LNG-ის, რადგან მცირე და
საშუალოტონაჟიანი წარმოება და ტრანსპორტირება უზრუნველყოფს სრუტეების
გავლის წესებს და გემების უსაფრთხო გავლას. საკითხის წარმატებით
გადაჭრისათვის სერიოზული ფაქტორები იქნება თურქული კომპანია Botas-ისა
და LNG-ის თურქული მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინება. შესაქმნელი
იქნება საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზა UGS-ისა და LNG-ს საწარმოებისა და
გაზის ჰაბის ფუნქციონირების დასარეგულირებლად, რომელიც
უზრუნველყოფს:
მუშაობის საბაზრო პირობებს - ТРА (third party access) მესამე პირთა დაშვება);

 გაზით ვაჭრობის მომზადებას და ჩატარებას FOB ყულევის პირობებით;


 თავისუფალი სატრანსპორტო სიმძლავრეების შესახებ ინფორმაციის
გამჭვირვალობას;

162
 მილსადენებთან წვდომის უფლებისათვის განმეორებითი მიმართვის
შესაძლებლობას;
 გადამმუშავებელი სიმძლავრეების შეყვანას TPA და ტოლინგის პირობებით
(ტოლინგური მოდელი Sabine Pass);
 გაზით ვაჭრობის ინფრასტრუქტურის შექმნას მულტივალიუტურ
საფუძველზე.
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე რეგიონალური ჰაბის შექმნა
უზრუნველყოფს საგრძნობ სინერგეტიკულ ეფექტს, როგორც საქართველო-
სათვის ასევე სხვა მონაწილე სუბიექტებისათვის:
 შეიქმნება გაზით ვაჭრრობის რეგიონალური ცენტრი;
 შემცირდება რეგიონის ქვეყნების რუსულ გაზზე და თურქეთის გავლით
ტრანსპორტირებულ გაზზე დამოკიდებულება;
 განვითარდება გაზით ვაჭრობის ინფრასტრუქტურა დასავლეთ
საქართველოში;
 მოხდება პორტისა და დასვლეთ საქართველოს რეგიონის მძლავრი საწარმოო
განვითარება;

რეგიონში ჩამოყალიბდება გაზქიმიური მრეწველობისა და სასუქების


წარმოების დარგები;
შიქმნება ენერგომატარებლების ახალი სახეობების (წყალბადის, ამიაკის,
მეთანოლის) წარმოებები.

4.2.4. ძირითადი დასკვნები

მსოფლიოში გაზის ჰაბების ფორმირებისა და განვითარების თავისებურებათა


შესწავლა გვიჩვენებს:
დღეს არსებული გარემოებები ძლიერ საწყის პირობებს ქმნიან რათა
საქართველოს სატრანზიტო-ენერგეტიკული ფუნქცია ევროპის ენერგეტიკული
უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტად იქცეს.
შავი ზღვის რეგიონში გაზის ჰაბები არა გვაქვს. LNG-სა და UGS პროექტების
რეალიზაცია საფუძველი იქნება მომავალში საქართველოს შავი ზღვის
სანაპიროსთან გაზის რეგიონალური ჰაბის ფორმირებისათვის.

163
საქართველოში საკმაოდაა განვითარებული გაზის ინფრასტრუქტურა. გაზის
არსებული და მშენებარე ინფრასტრუქტურა კიარგ პირობებს ქმნიან რათა კასპიის
რეგიონის გაზის მწარმოებელი ყველა ქვეყნიდან: აზერბაიჯანიდან, ირანიდან,
რუსეთიდან, თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან მიიღოს გაზი და მოახდინოს
მისი ტრანსპორტირება ევროპის შავი ზღვის პორტებამდე.
საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერა და სამხრეთ-აღმოსავლეთ
ევროპის, კასპიის რეგიონისა და განსაკუთრებით შავი ზღვის ეკონომიკური
თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნებთან (BSEC) აქტიური თანამშრომლობა,
შემოთავაზებული ინიციატივების რეალიზაციის მყარი გარანტია იქნება.

164
დასკვნა

სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია აქტუალური სამეცნიერო პრობლემის


შავი ზღვის რეგიონში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
შედარებითი ეკონომიკური მეთოდოლოგია და გამოვლენილია საუკეთესო
ვარიანტი. მიღებული შედეგების საფუძველზე შემოთავაზებულია კასპიის
რეგიონიდან ევროპაში საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ბუნებრი გაზის
მიწოდების ახალი, ეკონომიკურად დასაბუთებული პროექტი. შემოთავა-
ზებულია ინიციატივა რეგიონალური გაზის ჰაბის ფორმირების შესახებ.
ნაშრომის ძირითადი დასკვნები, მიღებული სამეცნიერო და პრაქტიკული
შედეგები მდგომარეობს შემდეგში:
შესწავლილია ევროპაში გაზის სექტორის არსებული მდგომარეობა,
გამოწვევები და ტენდენციები. ნაჩვენებია ბუნებრივი გაზის მიწოდების
წყაროების დივერსიფიკაციის მნიშვნელობა რუსეთზე დამოკიდებულების
შესამცირებლად. დადგენილია, რომ სამხრეთ-აღმოსაფლეთ ევროპის ქვეყნების
გაზსაცავები ვერ უზრუნველყოფენ მათ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ვერც
დღეღამური ამოღების მაჩვენებლით და ვერც მუშა (აქტიური) მოცულობით.
დეფიციტი შეადგენს 12,5 მლრდ.მ3/წ-ში. დასაბუთებულია კასპიის რეგიონიდან
საქართვერლოსა და შავი ზღვის გავლით გაზის დამატებითი მოცულობების
ევროპაში მიწოდების ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა;
ნაჩვენებია, რომ რეგიონში LNG -ის მიწოდება ხელს შეუწყობს შავ ზღვაზე
ბუნკერირებისათვის საჭირო საწვავის LNG-ით ჩანაცვლება, რაც გამოიწვევს
გოგირდის შემცველობის 0.1%-აინი შეზღუდვიდან 0,5%-იან შეზღუდვაზე

165
გადასვლას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და შავ ზღვაზე ეკოლოგიური
მდგომარეობის გაუმჯობესებას;
დადგენილია უკვე არსებული AGRI და White Stream პროექტების
რეალიზაციის შემაფერხებელი ეკონომიკური და ტექნიკური გარემოებები. არ
გაკეთებულა საქართველოს გავლით ევროპაში გაზის ტრანსპორტირების ყველა
არსებული მეთოდის შედარებითი ეკონომიკური შეფასება; არ გაკეთებულა
წარმოებისა და ტრანსპორტირების ტექნოლოგიური პროცესების სიღრმისეული
ეკონომიკური კვლევა და ოპტიმალური ვარიანტების შეჩევა; არ მომხდარა
აზერბაიჯანის გაზის რესურსების ობიექტურად შეფასება და საქართველოზე
გასატარებელი გაზის საპროგნოზო სატრანზიტო მოცულობების დადგენა.
გამოვლენილია რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის რეზერვი ე.წ.
„ზაფხულის გაზის“-ს სახით (საქართველოსა და აზერბაიჯანში მისი მოცულობა 8
მლრდ.კუმ/წ-ზე მეტია. კასპიის რეგიონის სხვა ქვეყნებში აღნიშნული გაზის
რეზერვი ჯამურად 40 მლრდ.მ3/წ-აჭარბებს), რომლის ტრანსპორტირებაც ვერ
მოხერხდება TANAP-ის ან სხვა მაგისტრალური მილსადენის საშუალებით;
დასაბუთებულია, რომ LNG და UGS საწარმოს ერთობლივი ფუნქციონირება
70%-მდე ამცირებს საექსპლოატაციო დანახარჯებს გაზის შენახვაზე;
მოცემულია საქართველოში დიდი მოცულობის (20 მლრდ.მ3-მდე)
საერთაშორისო დანიშნულების მგს-ს მშენებლობისა და ექსპლოატაციის
ეკონომიკური დასაბუთება. დადგენილია, რომ აქტიური მოცულობის 0,88
მლრდ.მ3-დან 19,71 მლრდ.მ3-მდე ეტაბობრივად ზრდის შემთხვევაში ინვესტი-
ციების მოცულოობა შესაბამისად 0,78 და 9,97 მლრდ.აშშ დოლარს შადგენს.
გაზსაცავში გაზის შენახვის (1000 მ3/თვეში) ტარიფი 1,86-2,26$ ფარგლებშია;
შემუშავებულია მოდულური წარმოების მასშტაბირების ეკონომიკური
მოდელი LNG და UGS საწარმოებისათვის. ნაჩვენებია, რომ მოდულური
წარმოების მასშტაბირების ეფექტის გამოყენების შედეგად საინვესტიციო
ღირებულება 50%-მდე მცირდება;
შემუშავებულია გაზის საზღვაო ტრანსპორტირების ტექნოლოგიების
შედარებითი ეკონომიკური მეთოდი შავი ზღვის რეგიონისათვის;
გაკეთებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროდან ევროპის პორტებში
გაზის ტრანსპორტირების თანამედროვე ტექნოლოგიების (LNG-ს, CNG-სა და

166
„მილსადენის“) ეკონომიკური შედარება და დასაბუთებულია გაზის თხევადი
სახით მიწოდების ეკონომიური ეფექტურობა.
დასაბუთებულია, რომ შავი ზღვის ფარგლებში 13 მლრდ.მ3/წ-მდე გაზის
მისაწოდებლად ყველაზე ეფექტური ვარიანტია მისი LNG-სახით მიწოდება
სამაცივრო საცავის ნაცვლად UGS-ის გამოყენება, ამ შემთხვევაში ტარიფი 19-8
ევროა/ათას.მ3 (100კმ-ზე). 13 - 22,75 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში საზღვაო
მილსადენების უპირატესობა უმნიშვნელოა, ტარიფი 8-5ევრო/ათას.მ3-ია (100კმ-
ზე). 0,72-4,0 მლრდ.მ3/წ დიაპაზონში საზღვაო მილსადენით ტრანსპორტირება
ყველაზე ცუდი ვარიანტია და ტარიფი 50-20 ევრო/ათას.მ3-ს (100კმ-ზე) შეადგენს.
0,72-8,0 მლრდ.მ3 /წ დიაპაზონში LNG*-სა და CNG-ს ტარიფები დაახლოებით
თანაბარია, საზღვაო მილსადენების ტარიფებზე დაბალია და 15-10 ევრო/ათას.მ3
(100კმ-ზე) დიაპაზონში იცვლება.
დასაბუთებულია, რომ რეგიონში არსებული “ზაფხულის გაზი“-ს
აკუმულირება ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია საქართველოში მიწისქვეშა
გაზსაცავში, შემდეგ კი მინიმალური კაპიტალური და საექსპლოატაციო
დანახარჯებით, უმოკლეს დროში, შავი ზღვის გავლით ევროპაში
ტრანსპორტირება მცირე და საშუალოტონაჟიანი LNG-ს მოდულური
მასშტაბირების მეთოდის გამოყენებით;
შემუშავებული და ეკონომიკურად დასაბუთებულია პროექტი „Black sea
LNG”, რომელიც ითვალისწინებს ევროპაში გაზის დამატებითი მოცულობების

მიწოდების მიზნით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროსთან, ყულევის პორტში


LNG-ს ტერმინალისა და მის სიახლოვეს მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობას.
ტერმინალის საწყისი პილოტ-პროექტის სიმძლავრე სავარაუდოდ 0,5-1,5
მლნ.ტ/წ. ღირებულება 0,2-0,4 მლრდ.აშშ დოლარია. საჭირო UGS-ის აქტიური
მოცულობა პილოტ-პროგრამისათვის 0,2-0,6 მლრდ.მ3-ია. მისი მშენებლობის
ღირებულება 0,15-0,45 მლრდ.დოლარია. მცირეტონაჟიანი LNG-ს მშენებლობის
მოდულური პრინციპის გამოყენება 6-8 თვემდე შეამცირებს მისი
ექსპლოატაციაში შესავლის ვადას (მაშინ, როცა 5-6 წელია საჭირო
მსხვილტონაჟიანისათვის) და რეგიონში LNG-ზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად
მოხდება სიმძლავრეების შესაბამისი მასშტაბირება

167
გამოკვლეულია საქართველოს შავი ზღვის პორტ ყულევში გაზის
გათხევადების თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნისა და ევროპის ქვეყნებში
თხევადი გაზის ტრანსპორტირების ახალი ეკონომიკურად მომგებიანი
შესაძლებლობები, რაც საშუალებას მისცევს შავი ზღვისა და მდ.დუნაის
რეგიონების ქვეყნებს ეფექტურად გადაჭრან გაზის დივერსიფიკაციის პრობლემა
და თხევადი სახით მიიღონ ის საქართველოს პორტიდან.
ჩატარებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური კვლევების შედეგების
საფუძველზე, შემოთავაზებულია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე
რეგიონალური გაზის ჰაბის ფორმირების ინიციატივა და მექანიზმები.

168
169
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა

1. BP Statistical Review of World Energy 2019– 68th edition.


https://tinyurl.com/ycknbzcd ნანახია: 10.12.22.
2. Global Voice of Gas - Issue 1, Volume 1, IGU release, June 29, 2020.
https://www.igu.org/news/global-voice-of-gas/ ნანახია: 10.12.2022.
3. Shell Lng Outlook 2019. https://tinyurl.com/2p93fj58 ნანახია: 10.12.2022.
4. Мизенко Д. А. Оценка Экономической Эффективности Проектов Морской
Транспортировки Природного Газа. Образование И Право № 4. 2021. Ст 269-274.
https://tinyurl.com/2p889rpw ნანახია: 10.12.2022.
5. David J C MacKay, Timothy J Stone. “Potential Greenhouse Gas Emissions Associated
with Shale Gas Extraction and Use”. Department of Energy and Climate Change.
London 2013. https://tinyurl.com/ymyvh5mp ნანახია: 10.12.22.
6. Эколого-экономическая оценка морской транспортировки сжатого газа.
Научно-исследовательский институт проблем экологии. 2017. – 248 с.
https://tinyurl.com/4ad4ema8 ნანახია: 10.12.2022.
7. The Economics of Compressed Natural Gas Sea Transport. Matteo Marongiu-Porcu;
Xiuli Wang; Michael J. Economides. SPE Russian Oil and Gas Technical Conference
and Exhibition, Moscow, Russia, October 2008. Paper Number: SPE-115310-MS.
Published: October 28 2008. https://doi.org/10.2118/115310-MS ნანახია: 10.12.2022.
8. The Technical and Economical comparison between marine CNG and LNG
Transportation. Muhammad Akram. Oil & Gas journal “YoungPetro” 7th edition. 1
july 2015 year. https://tinyurl.com/5n944ud6 ნანახია: 10.12.2022.
9. Мамахатов Т. М. Экономическая оценка вариантов транспортировки природного
газа Восточной Сибири независимыми компаниями. Диссертация на соискание
ученой степени. Новосибирск. 2015г. 188 с. https://bit.ly/3JYBM6Y ნანახია:
10.12.2022.
10. Ye.I. Kryzhanivskyy, O.M. Susak, Val.V. Zaytsev. Optimization of unloading modes
of compressed natural gas that is transported by container ships. Journal of
hydrocarbon power engineering. 2014, vol. 1, issue 1.
http://elar.nung.edu.ua/bitstream/123456789/97/4/3515p.pdf ნანახია: 10.12.22.
11. N.Tomonori; O. Nobutaka; I. Hiroshige; M.Hitoshi. Development of natural gas
ocean transportation Chain by means of natural gas hydrate (ngh). The 6th
International Conference on Gas Hydrates. July 6-10, 2008.
https://dx.doi.org/10.14288/1.0041049 ნანახია: 10.12.2022.
12. Compressed Natural Gas CNG Marine Transport. EnerSea. Available from:
www.enersea.com. 16 May 2013. ნანახია: 10.12.2020.
13. Michael J. Economides; Kai Sun; Gloria Subero. Compressed Natural Gas (CNG): An
Alternative to Liquefied Natural Gas (LNG). Journal: SPE Production & Operations,
Volume 21, Issue 02: page 318–324. Paper Number: SPE-92047-PA.
https://doi.org/10.2118/92047-PA ნანახია: 10.12.2022.

170
14. Морской перегрузочный комплекс сжиженного природного газа в камчатском
крае. информационная записка по проектной документации, в т.ч. По
материалам предварительной оценки воздействия на окружающую среду. 2021г.
https://tinyurl.com/ycxpn3vv ნანახია: 10.12.2022
15. Fundaments of gas market. Peter Pozsgai. https://bit.ly/3K1TXZi ნანახია 10.12.22
16. European traded gas hubs: an updated analysis on liquidity, maturity and barriers to
market integration. The oxford institute for energy studies. 2017 year.
https://bit.ly/3E4fltf ნანახია 10.12.22
17. Analysis of factors influencing the Henry Hub natural gas price based on factor
analysis. Hong Li, Hui-Ming Zhang, Yuan-Tao Xie, Di Wang. Pages 9. 2016 year.
https://bit.ly/3RVG2Gr ნანახია 10.12.22
18. International Energy Agency. World Energy Outlook 2021. 13 October 2021.
https://tinyurl.com/45dw3f9j ნანახია: 10.12.2022.
19. MEA. Энергетический бюллетень. Выпуск N68, январь 2019.
20. BP Energy Outlook, 2017. https://tinyurl.com/yc43hxra ნანახია 10.12.2022.
21. The oxford institute for energy studios. Turkey's gas demand decline: reasons and
consequences. April 2017. https://tinyurl.com/yckzhxx6 ნანახია: 10.12.22.
22. Окно возможностей для России. Развитие производства СПГ обеспечит рост
газового экспорта и ряд положительных эффектов для экономики страны.
Александр Новак. Министр энергетики Российской Федерации. Нефтегазовая
Вертикаль, №1/2018. https://tinyurl.com/2ndjkvs6 ნანახია 10.12.2022.
23. Directive 2003/55/EC of the European Parliament and of the Council of 26 June 2003
concerning common rules for the internal market in natural gas and repealing
Directive 98/30/EC. https://tinyurl.com/4df9shvr ნანახია: 10.12.22.
24. Directive 2009/73/EC of the European Parliament and of the Council of 13 July
2009 concerning common rules for the internal market in natural gas and repealing
Directive 2003/55/EC. https://tinyurl.com/53pctaxu ნანახია: 10.12.22.
25. Report on the implementation of Regulation (EU) 994/2010 and its contribution to
solidarity and preparedness for gas disruptions in the EU. -Brussels, 16.10.14 SWD 325
final. https://tinyurl.com/2p8wx38c ნანახია: 10.12.2022.
26. Communication from the commission to the european parliament, the council, the
european economic and social committee and the committee of the regio ns. An
Economic and Investment Plan for the Western Balkans. Brussels, 6.10.2020.
https://tinyurl.com/6337ryx7 ნანახია: 10.12.2022.
27. НГА. Транспорт на альтернативном топливе № 2 (62) / 2018 г.
https://ngvrus.ru/file/journal-history/tat-n-2-62-2018.pdf ნანახია: 10.12.2022.
28. РИА Новости. Газпром продлил контракты на транзит газа через Болгарию до
2030 года. https://ria.ru/20061218/57106633.html ნანახია: 10.12.2022.
29. Giorgi Vashakmadze. The White Stream gas transportation project. GUEU White
Stream Pipeline Company Ltd. 13 may 2009. https://tinyurl.com/mr4m3rty ნანახია:
10.12.2022.
30. GIE Storage Map - Gas Infrastructure Eu. https://agsi.gie.eu ნანახია: 10.12.22.
31. Газпром Экспорт. 2017. https://tinyurl.com/mvdr6smh ნანახია: 10.12.2022.

171
32. А. В. Чугунов. А. А. Михайловский. Перспективы подземного хранения газа в
зоне влияния поставок российского газа по газопроводу «турецкий поток».
Газовая Промышленность. Спецвыпуск № 4 (762). 2017.
https://tinyurl.com/sbcnjdu7 ნანახია: 10.12.2022.
33. С. Мельникова. Европейский Пхг-бум. "тэк. Стратегии Развития" №6
Ноябрь-декабрь 2010.
34. И.К.Гуджабидзе. Т.Г.Барабадзе, Р.Г.Манагадзе. Подземное хранилище газа в
грузии. Технологии освоения недр XIII международная конференция,
Москва(Россия)- Грузия(Тбилиси), 2014 г.
35. გ. ელიზბარაშვილი. საქართველოს ენერგომოხმარებაში ბუნებრივი გაზის
წილი ყველაზე მაღალია და 36.4%-ს შეადგენს. 26.12.2020წ.
https://tinyurl.com/bdhatn9e ნანახია: 10.12.2022.
36. ნ.ხაჩიძე. შეძლებს თუ არა აზერბაიჯანი ბუნებრივ აირზე საქართველოს
გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას და ღირს თუ არა დამატებითი
გაზის „გაზპრომიდან“ მიღება. 26.10.2015წ. http://old.tbiliselebi.ge/index.php?
newsid=268446129. ნანახია: 10.12.2022.
37. Efficient use of energy and minimising energy loss in residential buildings in the
cities of ganja and barda. Undp in azerbaijan. 2022 year.
https://tinyurl.com/bdza7rpb ნანახია: 10.12.2022.
38. Azerbaijan Gas Exports jan 2019-Mar 2021 https://bit.ly/3xlCbsr ნანახია: 10.12.22.
39. РФ и Азербайджан договорились о сезонных поставках газа. Информаци-онное
агентство "Интерфакс". 27 июля 2021 https://bit.ly/40SUcMl ნანახია: 10.12.2022.
40. The Ministry of energy of the republic of Azerbaijan. Gas transportation.
11.05.2019. https://tinyurl.com/3hepm22a ნანახია: 10.12.2022.
41. South Caucasus Pipeline. https://tinyurl.com/bdeuu4xd. ნანახია: 10.12.22.
42. საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების
ათწლიანი გეგმა 2019-2028. თბილისი, 2018 წ. https://tinyurl.com/mu29pkx8
ნანახია: 10.12.2022.
43. Наши на Ямале: как челябинцы помогают осуществлять масштабный газовый
проект в условиях Арктики. https://tinyurl.com/4wrd7ssr ნანახია: 10.12.22.
44. Немецкая компания начала хранить газ в украинских ПХГ. 05 августа 2019.
https://tinyurl.com/27apd8yp ნანახია: 10.12.2022.
45. RosUkrEnergo нашла прибыль в подземных хранилищах Украины
https://lenta.ru/news/2006/11/13/cost/ ნანახია: 10.12.2022
46. «Газпром» может лишиться монополии на хранение газа. Известия.11.04.2014,
https://russian.rt.com/article/27326 ნანახია: 10.12.22.
47. Эколого-экономическая оценка морской транспортировки сжатого газа.
неправительственный экологический фонд имени в.и. вернадского, 2017 г –
248 с. https://tinyurl.com/4ad4ema8 ნანახია: 10.12.2022.
48. Коктейль «Скульте». 24.01.2021. https://bit.ly/3RVEtYI ნანახია: 10.12.2022.
49. Цветков П.С., Притуляк Д.М. Равнительная оценка транспортировки
малотонажного сжиженного природного газа и трубопроводного газа. Север
и ринок.,6(62), 2018г, с. 30-34. https://bit.ly/3Yrpvw2 ნანახია: 10.12.22.

172
50. Б.С. Рачевский.Технико-экономическая оценка проектов производства-
потребления сжиженного природного газа. Научно-технический сборник -
Вести газовой науки. № 2 (34) / 2018. https://bit.ly/3YrqbBA ნანახია: 10.12.22.
51. LNG storage business and related costs. Enagás Gas Assets General Management
Angel Rojo. 10.10.2019. https://bit.ly/3IfSoEX ნანახია: 10.12.22.
52. Общественные слушания по проекту строительства СПГ-терминала в порту
Скулте в Рижском заливе. https://bit.ly/3XsUczP ნანახია: 10.12.22.
53. А. Конопляник, а. Хауг. Голубое топливо для черного моря и дуная.
Перспективы формирования рынка бункеровки спг в черноморско-дунайском
регионе. «нефтегазовая вертикаль» №7/2020.
54. Росийский мало и среднотонажрый спг. Региональная серия: кузбасс, якутия,
дальний восток, сахалин, черное море. Том3. Центр энергетики московской
школы управления сколково. 2019г https://bit.ly/3DY3CfB ნანახია: 10.12.22.
55. Gazprom and OMV signed a memorandum on strategic Cooperation. OMV News,
October 4, 2018 https://bit.ly/40N9zpz ნანახია: 10.12.2022;
56. «Газпром» построит два новых СПГ-завода. Ведомости&. 22.03.2021.
https://bit.ly/3RVwIC5 ნანახია: 10.12.2022.
57. Максим Рубченко. Атака с Юга: США решили Вытеснить «Газпром» из
Турций, РИА Новости. 29.06.2020 https://bit.ly/3HSx0Fj ნანახია: 10.12.2022.
58. Среднетоннажный СПГ в России – между небом и землей. ©2018 Центр
энергетики Московской школы управления Сколково.
https://bit.ly/3XscH7B ნანახია: 10.12.2022.
59. იტალია ევროკავშირს მოუწოდებს, გაზის შენახვის ერთობლივ გეგმაზე
მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყოს. ფორბს ჯორჯია. 27.10.2021.
https://tinyurl.com/4xh7pmpd ნანახია: 10.12.2022.
60. ევროკავშირს ზამთრისთვის საკმარისი გაზი აქვს - სიმსონი. ფორბს
ჯორჯია. 08.10.2021. https://bit.ly/3HXcRy4 ნანახია: 10.12.2022.
61. EU ბუნებრივი აირის ერთობლივად შესყიდვის პერსპექტივას განიხი-ლავს.
ფორბს ჯორჯია. 15.10.2021. https://bit.ly/40N9VMV ნანახია:10.12.22.
62. Почему американский СПГ не спасает Европу? Национальная Ассоциация
Нефтегазового Сервиса. 16.09.2021. https://bit.ly/40U8ixg ნანახია: 10.12.2022.
63. IGU World LNG report – 2021. Joe M. Kang.
https://www.igu.org/wp-content/uploads/2021/05/IGU_WorldLNG_2021.pdf
ნანახია: 10.12.2022.
64. Европа крайне нуждается в расширении азербайджанского «Южного газового
коридора» - западные аналитики. Энергетика. 08.10.2021.
https://www.trend.az/business/energy/3495210.html. ნანახია: 10.12.2022.
65. Арошидзе, П. Л. Энергоресурсы Каспийского моря и роль Грузии в их
транспортировке. Молодой ученый №12(12). С. 131-134. 2009.
https://moluch.ru/archive/12/964/ ნანახია: 10.12.2022.
66. «План абсурдный»: как на Украине предлагают создать европейский газовый
хаб после запуска «Северного потока - 2». лександр Карпов, Алёна Медведева.
24 июля 2021. https://bit.ly/3jSPtK4 ნანახია: 10.12.2022.

173

You might also like