You are on page 1of 4

XII-საუკუნის მეორე ნახევარი და XIII საუკუნის

დასაწყისი არის სასახლის ლიტერატურის აყვავების


ეპოქა დასავლეთ ევროპის სინამდვილეში.

პროვანსულ ლირიკაში გამოიხატა არისტოკრატიის


მისწრაფებანი, მან დასავლეთ ევროპის სინამდვილეში
პირველად გამოხატა ინტიმური გრძნობები და
ადამიანის თვალი მიაპყრო ამქვეყნიური ცხოვრებით
დატკბობას.

პროვანსელმა პოეტებმა, ტრუბადურებმა (პროვანსულად


ტრობარ-ნიშნავს პოვნას, გამოგონებას, შეთხზვას)
შეიმუშავეს გარკვეული პოეტური ფორმები, რომელთაც
ზოგჯერ დამოუკიდებელ ჟანრებადაც კი თვლიან :

1. კანსონა ანუ კანცონა – ლექსი - ზოგჯერ


რელიგიური, უმთავრესად კი სატრფიალო
თემატიკით.იგი ნერგავს სიყვარულის კულტს და
ქალურობის იდეალს.
2. სირვენტა _ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
თემატიკას ამუშავებს. პოეტი აქებს თავის
სიუზერენს ან ქირდავს მტერს, პირადსა თუ
საზოგადობრის.
3. გოდება – უახლოვდება სირვენტას, პოეტი მოთქვამს
პირადი მფარველის ან მახლობელი ადამიანის
გარდაცვალების გამო.
4. ბალადა – საცეკვაო სიმღერაა, შინაარსობრივად
ჩამოგავს სხვა სატრფიალო სიმღერებს.
5. პასტორელა _ ლირიკული ნაწარმოებია, რომელიც
ხალხურ ნიშნებს ატარებს, მასში ხშირად
დახატულია რაინდისა და მწყემსი გოგონას
შეხვედრა ბუნების წიაღში.ზოგი პასტორელა
დიდაქტიკურ ხასიათს ატარებს.
6. ტენსონა _ (პაექრობა) არის გალექსილი დიალოგი
ორ ტრუბადურს შორის, საუბრობენ სხვადასხვა
თემაზე, ლიტერატურულ ან მორალურ თემაზე.
7. სერენადა _ საღამოს სიმღერა, რომელსაც მიჯნური
უმღეროდა თავის სატრფოს.
8. ალბა _ დილის სიმღერა, რითაც მეგობარი ამცნობს
მიჯნურს დილის დადგომას, ეს უკანასკნელი კი
ემშვიდობება თავის სატრფოს, რომელიც სხვისი
ცოლია.

კურტუაზიული რომანის 3 ტიპი არსებობს :

1. ანტიკური ციკლის რომანები ;(რომანი


ალექსანდრეზე, რომანი ენეას შესახებ, რომანი
ტროას შესახებ (ტროილისა და ბერძენი ტყვე ქალის
ბრიზეიდას სატრფიალო ამბავი, romelic შემდგომში
დაამუშავა ჩოსერმა და ბოკაჩომ, ასევე შექსპირმა)
2. კელტურ-ბრეტონული რომანები ; (თქმულებები
მეფე ართურის (ინგლისის მეფე) შესახებ, რომელიც
Eებრძოდა მოძალადე ანგლებსა და საქსებს) ასევე აქ
გაერთიანებულია „მრგვალი მაგიდის“ და
„გრაალის“ მოტივები.

დავალება !!! (გაეცანით მრგვალი მაგიდის და გრაალის


მოტივებს) გვ 74.
თავის მხრივ იდეური შინაარსით ბრეტონული
მოთხრობები იყოფა 4 ჯგუფად :
 ბრეტონული ლე (გალექსილი ნოველა) მარიამ
ფრანგი – ავტორი 18 ნოველის ;
 ართურის რომანები, რომელიც ძირითადად
დაკავშირებულია ქრეტიენ დე ტრუას
სახელთან. XII ს
 რომანები წმინდა გრაალზე (ქ.დე ტრუას
პარციფალი, ანუ თქმულება გრაალზე,)
 რომანები ტრისტანისა და იზოლდას შესახებ
(შექმნეს კელტებმა, ხოლო დაასრულეს
ტრუვერებმა და პოემად XII საუკუნეში აქციეს,
ძეგლის 2 ვარიანტი არსებობს, ბერულს
ეკუთვნის ძველი, ახალი – თომასს,

3. ბედის უკუღმართობის მაჩვენებელი რომანები.


(მიჯნურთა შორის განსხვავება არის სოციალური ან
რელიგიური თვალსაზრისით, და ხდება მათი
დაცილება რიგი მიზეზების გამო, ხოლოს ბოლოს
ერთდებიან « ფლუარა და ბლანშეფლერი »,
« ოკასენი და ნიკოლეტი » (პიკარდული დიალექტი,
რაინდობის ნორმისა და იდეალის დაცინვა).

ანტიფეოდალური მოძრაობის ლიტერატურა,


(ბიურგერული ლიტერატურა) გამოხატავს
საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს და
უპირისპირდება სასახლის ლიტერატურას. გამოხატავს
ყველა ფენის ცხოვრებას.

შინაარსი სატირულია, გავრცელებული ჟანრია მცირე


ზომის სათავგადასავლო ამბავი, _ წოდებული
საფრანგეთში ფაბლიოდ, გერმანიაში _ შვანკად. მათში
გაქილიკებული და გაკრიტიკებულია, მხილებულია
ადამიანთა საზოგადოებრივი ფენების უარყოფითი და
მანკიერი თვისებები.

ქალაქურმა ლიტერატურამ შექმნა საერო თეატრი. შექმნა


მხიარული დრამატურგიული ჟანრი : საფრანგეთში ფ ა
რ ს ი, ხოლო გერმანიაში _ ფ ა ს ტ ნ ა ხ ტ შ პ ი ლ ი.
ფაქტიურად ეს არის ფაბლიოსა და შვანკის გადაკეთება
სასცენო სანახაობად, სადაც მხილებული იყო ძალადობა
და თვითნებობა, ჩინოვნიკების ხრიკები.

You might also like