You are on page 1of 2

მარინა მანველიშვილი

აღმასრულებელი სუ შეფი: „ტაკერია“(შეფი თეკუნა გაჩეჩილაძე), „ელ ჩაპო“(შეფი ფრანჩესკო


მანალო),
ჯუნიორ სუ შეფი: „პულმანი აქსის თაუერსი თბილისი“(შეფი ანდრეას მენჩ),
აღმასრულებელი შეფი: „კანტორა 19“
+995 574114000
Manvelishvilimari44@gmail.com

ბატონ/ქალბატონ

ჩემთვის დიდი პატივია რეკომენდაცია გავუწიო ლიულა(ლიკა) ვეზდენს ნებისმიერ


პოზიციაზე სამუშაოდ.

პირველად, როცა ლიულა შემოუერთდა ჩვენს გუნდს „ტაკერიაში“, რესტორანი იყო ახალი
გამოწვევა ქართულ გასტრონომიაში, ვინაიდან შევეჭიდეთ სრულიად უცხო - მექსიკურ
სამზარეულოს, ერთად მუშაობის პერიოდში ლიულამ გამოიჩინა თავი და დაამტკიცა, რომ ის
იყო უზადოდ შრომისმოყვარე და საიმედო თანამშრომელი.

მისით აღფრთოვანებული იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეული


თეკუნა გაჩეჩილაძე, რომელთანაც ლიულას ჰქონდა რამდენიმე წლიანი ძალიან
წარმატებული თანამშრომლობა, მის არაერთ რესტორანში: „კულინარიუმ ხაშერია“ „კაფე
ლიტერა“ „გუდაური ლობი“.

ლიულას თავიდანვე მკაცრად ჰქონდა მიზანი დასახული, რომ არ შეუშინდებოდა ახალ


გამოწვევებს და მუდმივად იქნებოდა ორიენტირებული, როგორც ქართული, ასევე უცხოური
სამზარეულოების შესწავლაზე.

მასთან მუშაობა ყველასთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო, ვინაიდან არის ძალიან


გამგებიანი, მიმღებელი და მეგობრული.

2018 წლიდან ლიულა ცდილობდა განევითარებინა საკუთარი უნარ-ჩვევები სამზარეულოში,


შეესწავლა თანამედროვე ტექნიკები, როგორიცაა: სუ ვიდი, დეჰიდრალიზაცია,
ფერმენტირება, კონდიტერია და სხვა.

თვითგანვითარებამ, შეუწყვეტელმა შრომამ და მისმა ჩამოყალიბებულმა ხასიათმა შედეგი


გამოიღო და ახლა ჩვენს წინაშეა, გამოცდილი, მცოდნე, ძლიერი მენეჯერი და შეფი,
რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა თავისი სიყვარული და ერთგულება სამზარეულოსადმი.

მას შეუძლია, როგორც მართვა და სწორი მიმართულებით დიდი გუნდის წაყვანა ასევე რიგი
ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა და მოგვარება, რომ არაფერი ვთქვათ, მის
გურმანობაზე და ახლის ძიების უდიდეს სურვილზე.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, რეკომენდაციას ვუწევ ლიკა ვეზდენს და ვუსურვებ მას
წინსვლასა და წარმატებას. გთხოვთ, დამიკავშირდეთ ნებისმიერ დატალზე, თუკი რამე
დაგაინტერესებთ.

პატივისცემით,

მარინა მანველიშვილი

You might also like