You are on page 1of 4

აღწერისა და დაკვირვების მეთოდი

თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება, საერთაშორისო


ურთიერთობების სპეციალისტისაგან მოითხოვს, საკუთარი დარგის ძირითადი
მეთოდებით სარგებლობას. დღეს საერთაშორისო ურთიერთობების აპარატი,
ძირითადი მახასიათებლების განმტკიცების სტადიაზე იმყოფება: ,,პერიოდი,
როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები სხვა მეცნიერებებისაგან სესხულობდა
მეთოდოლოგიურ მიდგომებს, იცვლება ანალიტიკური ხერხებისა და
პროცედურების სრულყოფილებისა და ვერიფიკაციის პერიოდად. საერთაშორისო
ურთიერთობების კვლევების საფუძვლების, საბაზისო ცნებებად ითვლება საკუთრივ
მეთოდოლოგია (ბერძ. Metohodos - გზა) თეორიული და პრაქტიკული საქმიანობის
ორგანიზაციისა და მშენებლობის პრინციპებისა და ხერხების სისტემა.) და
ეპისტომოლოგია (ბერძ. Episteme - ცოდნა). ფილოსოფიური ტერმინი, რომელიც
იხმარება, შემეცნების შესახებ თეორიის აღსანიშნავად)“ [1].
ორი ცნების განსხვავებულობა, მისი საკვლევი ამოცენების მიმართ
დამოკიდებულებაში მდგომარეობს. მეთოდოლოგიურ აპარატში იგულისხმება,
ადამიანის მოღვაწეობის ყველა ის ასპექტი, რომელშიც გამოიყენება თანმიმდევრული
და მოქმედებითი წესების კონკრეტული სეგმენტები. ეპისტომოლოგიური მხოლოდ
იმ სფეროებს მოიცავს, რომლებიც დაკავშირებულია ახალი ცოდნის მიღებასთან.
სწორედ ამიტომ, მისი გამოყენების არეალი უფრო შეზღუდულია. ამრიგად,
საერთაშორისო ურთიერთობებში მეთოდოლოგია, კონკრეტული კვლევების
პროცედურაში უფრო დიდ როლს თამაშობს, ვიდრე ეპისტომოლოგიური ასპექტები,
რადგან ეს უკანასკნელი დაკავშირებულია საერთაშორისო ურთიერთობების
მეცნიერების ფილოსოფიურ პრობლემებთან.
საერთაშორისო ურთიერთობების მეთოდოლოგიაში ორი ტიპის მეთოდს
გამოარჩევენ - ფორმალურს და არაფორმალურს: ,,ფორმალურის ქვეშ იგულისხმება,
საერთაშორისო ურთიერთობების ყოვლისმომცველი ან მისი ცალკეული პროცესების
შესწავლა, ფორმალური ლოგიკისა და მათემატიკური აპარატის საშუალებით. უფრო
ფართო გაგებით, კვლევის მეთოდიკაში, ცნებებისა და კატეგორიების, შედარებების,
ანალიზის დისციპლინირებული და მკაცრი გამოყენება. არაფორმალურის ქვეშ
იგულისხმება, ისინი, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ მკაცრ რეგლამენტაციაში არ
ხვდებიან თუმცა საკუთარი წესებითა და პრინციპებით მოქმედებენ. სწორედ,
აღნიშნული მეთოდები უდევს საფუძვლად თანამედროვე მეცნიერებას,
საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ. [4: გვ. 22].
ისტორიულად არაფორმალურ მეთოდებს შორის, წამყვანი ადგილი, ისტორიულ-
აღწერილობით მეთოდს უკავია: ,,ის დიპლომატიის ისტორიის, საერთაშორისო
ურთიერთობებისა და ცალკეული სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის, მიმდინარე
საერთაშორისო ურთიერთობების პროცესებისა და მოვლენების ანალიზის
საფუძველია. მისი განშტოებაა პოლიტიკურ-აღწერილობითი მეთოდი, რომელიც
დაკავებულია წყაროების შესწავლაზე. ორივე მეთოდის დაუფასებლობა ნამდვილად
არ შეიძლება, რადგან ისინი იკვლევენ იმ პირველად ფაქტოროლოგიურ მასალას,
რომელზედაც ყველა თეორიული სქემა იგება“ [5].
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების მეთოდოლოგიური პრინციპები ჯერ
კიდევ დისკუსიის თემად რჩებიან. კონკრეტული კვლევების სპეციფიკიდან
გამომდინარე, მეთოდოლოგია შეიძლება ცალკე აღებულ რომელიმე პარადიგმას
მოვარგოთ. ასე მაგალითად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ისეთი
ასპექტების ანალიზისას, როგორიცა არის ძალის ბალანსი ან ინტერესების ბალანსი,
შეიძლება გამოვიყენოთ რეალიზმის, ნეორეალიზმისა და სტრუქტურული
რეალიზმის ფარგლებში შემუშავებული მიდგომები. სახელმწიფოთაშორისი
გაერთიანებებისა და მათი ევოლუციის შესასწავლად, გამოიყენება ლიბერალური
ინსტიტუციონალიზმის (ფუნქციონალიზმი) საშუალებები. მსოფლიო სისტემის ანუ
ცენტრი-პერიფერია, შიგნით ურთიერთობების თავისებურებების გამოსავლენად,
იხმარება ნეომარქსისტული მიდგომები.
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევაში აუცილებელია უნივერსალური
კომუნიკაციის პრინციპის არსებობა (ბუნების ყველა მოვლენის, როგორც უსასრულო
ჯაჭვის ნაწილების ურთიერთკავშირი), და აგრეთვე ყოველმხრივობის პრინციპი
(მოვლენის ყველა კუთხით განხილვა, დეტალების დიდი რაოდენობით გამოყენების
გზით): ,,ამრიგად, საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების მეთოდოლოგიური
და ეპისტომოლოგიური ასპექტები, თავმოყრილია სამი ძირითადი დონის გარშემო -
საერთო (ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის ორგანიზაცია), თეორიული
(მეთოდოლოგიისა და ეპისტომოლოგიის პრობლემური არეალი, რომელიც
ჭეშმარიტების ფუნდამენტურ საკითხებს ადგენს) და პრაქტიკული (კონკრეტული
მეთოდებისა და პროცედურების გამოყენების შესაძლებლობა კვლევის მიზნებიდან
გამომდინარე)“ [8]
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საერთაშორისო ურთიერთობების შესასწავლად
გამოიყენება ის საერთო მეცნიერული მეთოდები და მეთოდური ხერხები, რომლებიც
სხვა საზოგადოებრივ მოვლენებშიც იხმარება. ამასთან ერთად, საერთაშორისო
ურთიერთობების ანალიზისათვის არსებობს განსაკუთრებული, სპეციალური
მეთოდოლოგიური მიდგომები, რომლებიც მსოფლიო პოლიტიკური პროცესების
სპეციფიკით, სხვადასხვა სახელმწიფოს შიგნით მიმდინარე განსხვავებული
პოლიტიკური პროცესებით არის განპირობებული.
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევებში სულ ოთხი კატეგორიის მეთოდი
გამოიყოფა: პირველ კატეგორიას მიეკუთვნება - ემპირიული მეთოდები:
დაკვირვების მეთოდი, დოკუმენტების შესწავლის მეთოდი, აღწერისა და შედარების
მეთოდი; მეორე კატეგორიას - ექსპლიქატიური მეთოდები: კონვენტ-ანალიზი,
ივენტ-ანალიზი, კოგნიტიური კარტირება, ექსპერიმენტი; მესამე კატეგორია -
პროგნოზური მეთოდები: დელფიური მეთოდი, სცენარის აგება, მოდელირება;
მეოთხე კატეგორია - გადაწყვეტილების მიღების ანალიზი, სადაც დიდი ყურადღება
ე. წ. ,,თამაშების თეორიას“ ეთმობა.
საერთაშორისო ურთიერთობების კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი დაკვირვების
მეთოდს უკავია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვხდევათ, ხოლო შემდეგ ვაფასებთ
საერთაშორისო ურთიერთობებში მომხდარ მოვლენებს: ,,ბოლო ხანებში,
სპეციალისტები უფრო ხშირად მიმართავენ ე. წ. ინსტრუმენტულ დაკვირვებას,
რომელიც ტექნიკური საშუალებების დახმარებით ხორციელდება (ტელევიზია,
ინტერნეტი და ა. შ.). მაგალითად, საერთაშორისო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან
მომენტებს: სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრებს, საერთაშორისო
კონფერენციებს, საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ნატო, ევროკავშირი,
ევროსაბჭო, ოპეკი და სხვ.) საქმიანობას, საერთაშორისო კონფლიქტების,
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და მათი მოგვარების მიზნით მიმდინარე
მოლაპარაკებებს, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ტელევიზიისა და ინტერენეტის
საშუალებით“ [9: გვ. 28]. ანალიზისთვის საინტერესო მასალას გვაძლევს ჩართული
დაკვირვება ანუ დაკვირვება, რომელსაც ან მოვლენების უშუალო მონაწილეები ან
სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები აწარმოებენ.
ასეთი დაკვირვების შედეგია ცნობილი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების
მემუარები, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ მივიღოთ ინფორმაცია საერთაშორისო
ურთიერთობების პრობლემებზე, გავაკეთოთ თეორიული და გამოყენებითი
ხასიათის დასკვნები. მემუარები საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის
შესწავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. ანალიტიკური კვლევები,
რომლებიც ეფუძნება საკუთარ დიპლომატიურ და პოლიტიკურ გამოცდილებას,
უფრო ფუნდამენტური და ინფორმაციულია. მათ რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უ. ჩერჩილის ნაშრომი ,,მეორე მსოფლიო
ომი“, 70-80 წლების ცნობილი ამერიკელი პოლიტიკური მოღვაწეების ჰ. კისინჯერისა
და ზ. ბჟეზინსკის მონოგრაფიები: ,,დიპლომატია“ და ,,დიდი საჭადრაკო დაფა“ და
სხვა პოლიტიკური მოღვაწეების ნაშრომები.
აღწერის მეთოდის გამოყენება, ნებისმიერი სამეცნიერო კვლევის განუყოფელი
ეტაპია: ,,მისი მიზანია გარკვეული პრობლემის ან ადამიანთა ჯგუფის შესახებ
ვრცელი ინფორმაციის მიღება, რომელიც შემდეგში საშუალებას მისცემს მკვლვრებს
დაადგინონ, არსებობს თუ არა რაიმე კავშირი ამ პრობლემის სხვადასხვა ელემენტს
შორის. აღწერითი გამოკვლევა სრული კვლევითი პროგრამის შემუშავებას
მოითხოვს” [10]. საერთაშორისო ურთიერთობების კვლევებში მისი გამოყენების
დროს მკვლევარი დაკვირვების ქვეშ მყოფი ობიექტის მოქმედების ან საქციელის
აღწერას ხშირ შემთხვევაში მშობლიური ენის გამოყენებით ახდენს. ეს მეთოდი
თავისთავად მოვლენის სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელოვან ელემენტს
წარმოადგენს, მაგრამ საერთაშორისო კვლევებში მხოლოდ მისი გამოყენებით და
მიღებული ინფორმაციის სხვა მეთოდებით დამუშავების გარეშე, საერთაშორისო
არენაზე მიმდინარე პროცესების შესახებ სრულ ცოდნას ვერ მივიღებთ. ამიტომ,
საერთაშორისო კვლევებში აღწერის მეთოდი რეკომენდირებულია, როგორც
დამხმარე მეთოდი, ინფორმაციის დაჯგუფების, სისტემატიზაციისა და
კლასიფიკაციის მიზნით.

You might also like