Professional Documents
Culture Documents
Untitled
Untitled
წინასიტყვაობა
ლოცვა
I. რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა და რა სიხარულია ამაში
II. როგორ შეიძლება, რომ ტვირთი მსუბუქი იყოს, თუ სატანჯველია მძიმე
III. სიხარული იმაშია, რომ სატანჯველის სკოლა მარადიულობისთვის გვამზადებს
IV. სიხარული იმაშია, რომ ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ
V. სიხარული იმაშია, რომ გზა კი არ არის ვიწრო, არამედ თვით სივიწროვეა გზა
VI. სიხარული იმაშია, რომ თუნდაც დროებითი სატანჯველი უკიდურესად მძიმე იყოს, მარადიული
ნეტარება მაინც გადაწონის მას
VII. სიხარული იმაშია, რომ ადამიანს წმინდა გულითა და თავისუფალს, შეუძლია ტანჯვით აიშოროს
ქვეყნის ძალაუფლება საკუთარ თავზე და შესწევს ძალა, უღირსობა ღირსებად აქციოს, მარცხი კი
გამარჯვებად
შენიშვნები
1
წინასიტყვაობა
ლოცვა
შენ, ვინც ოდესღაც თავად დაეხეტებოდი დედამიწაზე, ტოვებდი რა კვალს, რომელსაც ჩვენ
უნდა გავყოლოდით; შენ, ვინც ზეციდან უმზერ ყველა ყარიბს, მხარს უმაგრებ დაქანცულს, ამხნევებ
გულგატეხილს, გზაზე აბრუნებ გზააბნეულს, ანუგეშებ მებრძოლს: შენ, ვინც ჟამთა აღსასრულს კვლავ
უნდა მოხვიდე იმისათვის, რათა განსაჯო ყოველი, ვინც შენ არ მოგყვებოდა; ღმერთო ჩვენო და
მხსნელო ჩვენო, დე მუდამ ეჩვენოს ჩვენს სულიერ მზერას შენი ხატი, ნისლის განმქარვებელი;
განგვამტკიცე ჩვენ, რათა მხოლოდ მას ვუმზიროთ უწყვეტად, რათა ჩვენ, შენმა მსგავსებმა და შენი
წინამძღოლობით, ვიპოვოთ სათნო გზა შენი სამსჯავროსკენ, - ხომ იმისათვის იბადება ყოველი
ადამიანი, რომ შენი სამსჯავროს წინაშე წარსდგეს, და ასევე იმისათვის, რათა მარადიული ნეტარება
ჰპოვოს შენით სხვა სამყაროში. ამინ.
ლუკა, 14:27. „ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.“
მიყვებოდე ვინმეს, ნიშნავს მიდიოდე ეულად, მიდიოდე მარტო იმავე გზით, რომლითაც
მასწავლებელი მიდიოდა; არ გყავდეს გვერდით ვინმე, ვინც რჩევას მოგცემდა; თავად აკეთებდე
არჩევანს; ფუჭად ყვიროდე, ისევე, როგორც ფუჭად ყვირის ბავშვი, დედა ხომ ვერ გაბედავს მის
ხილულად დახმარებას; ფუჭად წარგეკვეთოს სასო, რადგან შენ ხომ ვერავინ დაგეხმარება, და ვერც
ზეცა შეძლებს შენს დახმარებას ხილული გზით. მაგრამ უხილავი დახმარება სწორედ იმაში
მდგომარეობს, რომ შენ მარტო სიარულს გასწავლიან; ამით შენ გასწავლიან, საკუთარი სულიერი
მდგომარეობა მასწავლებლისას მოარგო, რასაც თვალით ვერ დაინახავ. იარო ეულად! არა, არ არსებობს
ადამიანი, რომელიც შენს მაგივრად გააკეთებდა არჩევანს ან უკანასკნელი და გადამწყვეტი აზრით
მოგცემდა მითითებას იქ, სადაც საუბარი ერთადერთ მნიშვნელოვანს ეხება, მოგცემდა მითითებას იქ,
სადაც საქმე შენს ნეტარებას ეხება; მრავალიც რომ იყოს ამის გაკეთების მსურველი, ეს შენ მხოლოდ
ზიანს მოგაყენებდა. მარტო! თუ შენ უკვე გააკეთე არჩევანი, შეძლებ იპოვნო თანამგზავრი, მაგრამ
გადამწყვეტ წუთს, - და ეს ყოველ ჯერზე სასიკვდილო საფრთხის მატარებელია, - შენ მარტო რჩები.
არავის, არავის ესმის შენი შემპარავი თხოვნა და ვერავინ ამჩნევს შენს მძიმე ჭმუნვას, - და მაინც,
ზეცაზე არ არის შენი დახმარებისა და შენზე ზრუნვის უკმარობა; მაგრამ ეს დახმარება უხილავია და
სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შენ ეულად სიარულს გასწავლიან. ეს დახმარება გარედან არ მოდის,
როდესაც ხელს ჩაგჭიდებენ ხელში; ის არ წარმოადგენს საყრდენს, როგორსაც სიყვარულით აღსავსე
ადამიანი წარმოადგენს ავადმყოფისთვის; ის არ გიხმობს უკან ნაძალადევად, როდესაც გზა აგებნა. არა,
თუ შენ სრულად ემორჩილები, მთელ შენს ნებას მოიკვეთ, უღრმეს ერთგულებას გამოავლენ მთელი
გულითა და მთელი გონებით: მაშინ უხილავი ფორმით მოდის დახმარება; მაგრამ, იქცევი რა ასე,
ეულად მიდიხარ. შეუძლებელია დანახვა ძლევამოსილი ინსტინქტისა, რომლითაც ფრინველი
ხელმძღვანელობს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობისას; ისე არაა, რომ ინსტინქტი მიფრინავდეს წინ,
ფრინველი კი მას მისდევდეს; ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს ფრინველი თავად პოულობს
გზას: ასევეა თვალთაგან დაფარული მასწავლებელი, ხოლო ხილვა მხოლოდ მიმდევარისაა
შესაძლებელი, რომელიც მას ემსგავსება, და ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს მიმდევარი
თავად იგნებდეს გზას, - გამოიყურება მანამ, სანამ ის ჭეშმარიტი მიმდევარია, რომელიც ეულად მიდის
იმავე გზით.
აი, რას ნიშნავს, მიყვებოდე ვინმეს. მაგრამ მიყვებოდე ქრისტეს, ნიშნავს აღიპყრა საკუთარი
ჯვარი ან, როგორც ჩვენს მიერ წაკითხულ ტექსტშია: ატარო შენი ჯვარი. საკუთარი ჯვრის ტარება
საკუთარი თავის უარყოფას ნიშნავს; ქრისტე ხსნის ამას, როდესაც ამბობს: „ვისაც სურს მე მომდიოს,
განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე“ (მათე, 16:24). ესაა „იგივე ზრახვები,
როგორიც ქრისტე იესოს, რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის
სწორად ყოფნა. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2:5 და
შემდეგ). ასეთი ხატი მოგვეცა, ასეთივე უნდა იყოს მიმდევარიც, მიუხედავად იმისა, რომ
თვითგანდგომა - ხანგრძლივი და მძიმე შრომაა, - რომ უნდა აღიპყრა მძიმე ჯვარი, ატარო მძიმე ჯვარი
- ჯვარი, რომელიც, მოცემული ხატის თანახმად, მორჩილად უნდა ატარო სიკვდილამდე, ისე რომ, თუ
მიმდევარი ჯვარზე არ აღესრულება, მიემსგავსება მაინც ამ ხატს იმით, რომ მოკვდება, „მატარებელი
ჯვრისა“. ცალკეული ქველი საქციელი, ცალკეული სულგრძელი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის
თვითგანდგომა. ოჰ, მიწაზე ალბათ იმ მიზეზით ასწავლიან, თითქოს ეს თვითგანდგომა იყოს, რომ
ასეთი შემთხვევაც იმდენად იშვიათია, რომ მასაც განცვიფრებით უმზერენ. მაგრამ ქრისტიანობა სხვას
გვასწავლის. ქრისტეს არ უთქვამს მდიდარი ყმაწვილისთვის: „თუ გსურს სრულყოფილი იყო, წადი,
გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია და მიეცი გლახაკთ“. მრავალს შესაძლოა ეს მოწოდებაც კი
გადაჭარბებულად და უცნაურად მოეჩვენოს; სავარაუდოდ, მრავალი სულაც არ მოვიდოდა
აღტაცებაში, თუ ყმაწვილი ასე მოიქცეოდა, არამედ გაიცინებდა მასზე, როგორც ახირებულზე, ან
შეიბრალებდა, როგორც ავადმყოფს. მაგრამ ქრისტე სხვას ამბობს, იგი ამბობს: წადი, გაყიდე
ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე ღატაკთ, „მერე მოდი, და გამომყევ მე“ (მარკ. 10:21),
ჯვარაპყრობილი. ამგვარად, გაყიდვა ყველაფრისა, რაც გაბადია და ღატაკთათვის დარიგება, ჯერ
კიდევ არ ნიშნავს ჯვრის აპყრობას, ეს - ყველაზე მეტი - დასაწყისია, კარგი დასაწყისია იმისათვის, რომ
შემდეგ ჯვარი აღიპყრო და ქრისტეს გაყვე. ყველაფრის ღატაკთათვის დარიგება - ეს პირველია, ეს -
4
თუკი ლექსიკა უშვებს საპატიებელ გონებამახვილობას - ნიშნავს ჯვრის მოკიდებას ზურგზე, რასაც
უწყვეტი გაგრძელება მოყვება: საკუთარი ჯვრის ტარება. ჯვრის ასეთ ტარებას ადგილი უნდა ჰქონდეს
ყოველდღიურად და არა ერთჯერადად, გამონაკლისის სახით; ეს კი არაფრით, არაფრითაა
შესაძლებელი იმის გარეშე, რომ მიმდევარი მზად იყოს, ყველაფერი დატოვოს, საკუთარი თავის
უარყოფით. არსებითად სრულიად უმნიშვნელოა ის, რითაც საკუთარ თავში უარის თქმა არ გსურს,
წვრილმანია თუ რაიმე დიადი, რადგან წვრილმანი უსასრულოდ მნიშვნელოვნად იქცევა, როგორც
ბრალეულობა, როდესაც ის თვითგანდგომას სცდება. შესაძლოა, არსებობდა ადამიანი, რომელმაც,
იმედოვნებდა რა ამით უზენაესის მოხვეჭას მთელი სისავსით, ხალისით გააკეთა ის, რაზეც უარი თქვა
მდიდარმა ყმაწვილმა, მაგრამ რომელიც, მიუხედავად ამისა, არ იქცა ქრისტეს მიმდევრად, რადგან
გაჩერდა და უკან მიიხედა[2] - და ეს მის მიერ ჩადენილი დიდი გმირობის შემდეგ; ან შესაძლოა წინ
წავიდა, მაგრამ ქრისტეს მიმდევრად იმ მიზეზით არ იქცა, რომ ფიქრობდა, უკვე რაღაც დიადი ჰქონდა
ჩადენილი, ხოლო უმნიშვნელო მოსახდენი ამაზე გავლენას ვეღარ იქონიებდა. ოჰ, საიდან მოდის ის,
რომ წვრილმანებში ყველაზე რთულია საკუთარი თავისგან განდგომა? იქიდან ხომ არა, რომ
თავმოყვარეობასაც, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური სახე აქვს, როგორც ჩანს, ასევე შესწევს
თვითგანდგომის უნარი, მაგრამ რაც უფრო მცირე და უმნიშვნელოა ის, რაშიც უნდა განუდგეს
საკუთარ თავს, მით უფრო შეურაცხმყოფელია ეს თავმოყვარეობისთვის, რადგან როდესაც ასეთი
ამოცანაა წამოყენებული, თავმოყვარის საკუთარი და უცხო მაღალფარდოვანი წარმოდგენები მყისვე
უჩინარდება; მაგრამ მით უფრო მორჩილი იქნება თვითგანდგომა ასეთ შემთხვევაში. როგორ ხდება ის,
რომ ყველაზე რთულია უარყო საკუთარი თავი, როდესაც მარტო ცხოვრობ, თითქოს ბუნაგში? იმ
მიზეზით ხომ არა, რომ თავმოყვარეობას, რომელსაც ერთგვარი კეთილშობილური იერი აქვს, როგორც
ჩანს, ასევე შესწევს თვითგანდგომის უნარი, - როდესაც ამას გაოცებით უმზერენ მრავალნი. მაგრამ
რამდენადაც არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია ის განსხვავებული, რომელშიც ცალკეული ადამიანი
განსაზღვრულ სიტუაციაში საკუთარ თავს განაგდებს, იმდენად ღატაკს უპირობოდ ისევე შეუძლია
განაგდოს საკუთარი თავი, როგორც მეფეს: იმდენად არ აქვს მნიშვნელობა იმ განსხვავებულს,
რომელშიც ადამიანმა შესაძლოა საკუთარი თავი განაგდოს. ეს მძიმე და საძნელო შრომაა.
სავარაუდოდ, ეს შრომა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ გადაიგდო ყოველგვარი ტვირთი, რის
მიზეზით ის შესაძლოა მსუბუქად მოგეჩვენოს; მაგრამ მთელი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ
სწორედ ის ტვირთია გადასაგდები, რომლის ტარება თავმოყვარეობას ხალისით სურს - იმდენად, რომ
თავმოყვარეობას უკვე უჭირს იმის გაგება, რომ ეს არის ტვირთი.
ამგვარად, გაყვე ქრისტეს, ნიშნავს უარყო საკუთარი თავი, და ასევე ნიშნავს, იარო იმავე გზით,
რომლითაც ქრისტემ იარა, მიიღო რა მორჩილი მონის ხატი, - საჭიროებაში მყოფი, განდევნილი,
გალანძღული, არმოყვარე სამყაროსგან და მოძულე მისგან. ეს კი ნიშნავს მარტო სიარულს, რადგან ის,
ვინც თავგანწირვით ამბობს უარს ამ სამყაროზე და ყველაფერზე, რაც მასშია, უარს ამბობს ყველა
ურთიერთობაზეც, რომელმაც შესაძლოა მოხიბლოს და აცდუნოს იგი, „ისე, რომ ის არ მიდის არც
თავის ყანაში, არც სავაჭროდ და არც საქორწინოდ[3]“; მას, ვისაც, თუ საჭირო გახდება, რასაკვირველია
არანაკლებ, ვიდრე უწინ, უყვარს დედა და მამა, და და ძმა, მაგრამ იმდენად უყვარს ქრისტე, მის
შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მას სძულს ისინი: ის ხომ მარტო მიდის, ეულად მთელს სამყაროში.
დიახ, ყოველდღიური საზრუნავის ალიაქოთში ასეთი ცხოვრება რთულად და შეუძლებლად
წარმოგვიდგება, იმის შესახებ მსჯელობაც შეუძლებლად გვეჩვენება, ცხოვრობს თუ არა ვინმე ასე
სინამდვილეში; მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ სწორედ მარადიულობა იმსჯელებს იმაზე, რამდენად
არის გადაწყვეტილი ამოცანა, და რომ მარადიულობის სერიოზულობა გაიძულებს დარცხვენილად
დუმდე იმ მიწიერ მოვლენებზე, რომელთა შესახებ გამუდმებით საუბრობენ ქვეყნად. მარადიულობაში
შენ არ გკითხავენ, რა ოდენობის ქონება დააგროვე, - ამას შენს მერე დარჩენილები კითხულობენ. არც
იმას გკითხავენ, რამდენი ბრძოლა მოიგე, რამდენად ჭკვიანი იყავი, რამდენად ძლიერი იყო შენი
გავლენა, - ეს ყველაფერი დარჩება შენს სიკვდილისშემდგომ დიდებად. არა, მარადიულობა არ
გკითხავს მიწიერის შესახებ, იმის, რაც შენს შემდეგ დარჩება ქვეყნად. მაგრამ ის გკითხავს, რა
სიმდიდრე დააგროვე შენ ზეცაში; იმას, თუ რამდენად ხშირად ამარცხებდი საკუთარ ბიწიერებას; იმას,
თუ რამდენად ბატონობდი საკუთარ თავზე, თუ მისი მონა იყავი; იმას, თუ რამდენად ხშირად
ფლობდი საკუთარ თავს თვითგანდგომისას, თუ არასოდეს განგიხორციელებია ეს; იმას, თუ
5
რამდენად ხშირად იყავი მზად მსხვერპლზე კეთილი საქმისთვის საკუთარი თავის უარყოფისას, თუ
არასოდეს ყოფილხარ ამისთვის მზად; იმას, თუ საკუთარი თავის უარყოფისას რამდენად ხშირად
პატიებდი შენს მტერს - შვიდჯერ თუ „სამოცდაათგზის შვიდჯერ“; იმას, თუ საკუთარი თავის
უარყოფისას რამდენად ხშირად გადაგიტანია მოთმინებით შეურაცხყოფა; იმას, თუ რა იზარალე არა
საკუთარი თავისთვის, არა საკუთარი პატივმოყვარე ზრახვებისთვის, არამედ საკუთარი თავის
უარყოფისას როგორ დაზარალდი ღმერთისათვის. - და ის, ვინც ამის შესახებ გკითხავს, ის არის
მსაჯული, ვის სამსჯავროსაც ვეღარსად გაასაჩივრებ. ის არ იყო მხედართმთავარი, რომელიც ქვეყნებსა
და სამეფოებს დაიპყრობდა, მაგრამ რომელსაც შენს გმირობებს მოუთხრობდი: მისი სამეფო არ არის
მიწიერი; ის არ იყო ადამიანი, რომელიც ძოწეულს ატარებდა, რომელსაც შენ კეთილშობილურ
კომპანიას გაუწევდი: ის ძოწეულში მხოლოდ იმიტომ გამოაწყვეს, რომ დაეცინათ მისთვის. მას არ
ჰქონია დიდი გავლენა, რომ შენს მიწიერ საიდუმლოებებს წვდომოდა: ის იმდენად საძულველი იყო,
რომ ცნობილი ადამიანები მის ხილვას მხოლოდ ღამის საფარველქვეშ ბედავდნენ. ო, ყოველთვის
სანუგეშოა მათთან ერთად დგომა, ვინც შენს სულისკვეთებას იზიარებს; თუ ვინმე მხდალია, ვერ
წარსდგება უნებურად სამხედრო ტრიბუნალის წინაშე; თუ ვინმე თავმოყვარე და საერო განწყობისაა,
ვერ იქნება გასამართლებული თვითგანდგომილთა მიერ. მაგრამ ამ მსაჯულმა არა მხოლოდ იცის, რა
არის თვითგანდგომა, არა მხოლოდ შესწევს უნარი ისე განსჯისა, რომ არაფერი საეჭვო არ იქნას
დაფარული, არა, თავად მისი მუნ-მყოფობაა სამსჯავრო, რომლის წინაშე უნებურად ფერმკრთალდება
და დუმდება ყოველივე მიწიერი, რაც ესოდენი წარმატებით სარგებლობდა ქვეყნად, რასაც
გაოცებულნი შეჰყურებდნენ და რასაც გაკვირვებულები უსმენდნენ. მისი მუნ-მყოფობა არის
სამსჯავრო, რადგან ის იყო თვითგანდგომა. მან, ღმერთის ტოლმა, მონის მორჩილი ხატი მოირგო; ის,
ვისაც ანგელოზთა ლეგიონისა და თვით სამყაროს დასაწყის-დასასრულის განმგებლობა შეეძლო,
მიწაზე დაუცველი დადიოდა; მან, ვისი ძალაუფლებაც ყველაფერზე ვრცელდებოდა, უარი თქვა თავის
ძალაუფლებაზე, ისე, რომ თავისი საყვარელი მოწაფეებისთვისაც კი ვერაფერს აკეთებდა, მხოლოდ
იგივე პირობების შეთავაზება შეეძლო - ყოფილიყვნენ უმნიშვნელონი ამქვეყნად, ყველასგან
უგულვებელყოფილნი; მან, ვინც ყოველი ცოცხალი არსების უფალი იყო, ბუნებაც კი აიძულა,
დადუმებულიყო, რადგან მხოლოდ მას შემდეგ, რაც სული განუტევა, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა
მიწა და დასკდნენ კლდენი[4], ბუნების ძალებმა კი გასცეს, ვინ იყო ის: თუ ეს არ არის თვითგანდგომა,
მაშინ რას ეწოდება იგი?
ჩვენ ვმსჯელობდით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მიმდევრობა; მოდით, ახლა იმის
შესახებ დავფიქრდეთ, რა სიხარულია ამაში.
ჩემო მსმენელო! თუ შენ წარმოიდგენ ყმაწვილს, რომელიც თავისი ზრდასრული ცხოვრების
დასწყისში დგას, - ყმაწვილს, რომლის წინაშე მრავალი გზა იხსნება და რომელიც საკუთარ თავს
ეკითხება, რომელი ასპარეზი აირჩიოს: ნუთუ არ ცდილობს ასეთ დროს ის ზუსტად შეიტყოს, საით
მიჰყავს ცალკეულ გზას, ან, რაც იგივეა, ცდილობს გაიგოს, ვის გაუვლია მანამდე ამ გზით?! მაშინ ჩვენ
მას ვუსახელებთ იმ ადამიანთა ცნობილ, დიდებულ და ხმამაღალ სახელებს, რომელთა მოგონება
კაცთა მოდგმას შემოუნახავს. თავდაპირველად შესაძლოა მრავალი სახელი ვთქვათ, რათა ყმაწვილმა
მათგან არჩევა შეძლოს, თავისი შესაძლებლობებისდა მიხედვით, რათა მისთვის შეთავაზებული
მაგალითები ჭარბად მოიპოვებოდეს; მაგრამ შემდეგ ის, შინაგანი აუცილებლობით აღძრული, აკეთებს
თუნდაც მცირე, მაგრამ არჩევანს, და ასე ირჩევს მანამ, სანამ მას არ დარჩება ერთი, ერთადერთი
სახელი, რომელსაც მის მზერასა და გულში უპირატესობა აქვს სხვა დანარჩენებთან შედარებით. მაშინ
ყმაწვილის გული მძაფრად ძგერს, როდესაც აღტაცებით გაიძახით მისთვის ერთადერთ სახელს და
ამბობს: ამ გზით ვივლი მე, ის ხომ ამ გზით მიდიოდა!
ჩვენ არ გვსურს ყურადღების გაფანტვა ან დროის დაკარგვა მრავალი სახელის ჩამოთვლით;
არსებობს ერთადერთი სახელი ზეცასა და მიწაზე, ერთადერთი, შესაბამისად კი ერთადერთი გზა,
რომლის არჩევაა აუცილებელი, - თუ სერიოზული და მართებული არჩევანი გსურთ. მართლაც
მრავალი გზა უნდა არსებობდეს, რადგან ადამიანს არჩევანის გაკეთება უწევს; მაგრამ ასევე უნდა იყოს
ერთადერთი, რომელიც უნდა აირჩიო, თუ მარადიულობის სერიოზულობა აწევს ამ არჩევანს.
როდესაც არჩევისას თანაბარი წარმატებით შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც ერთი, ისე მეორე, ასეთ
არჩევანს არ გააჩნია მარადიული სერიოზულობა; ხოლო თუ არჩევანს მარადიულობის სერიოზულობა
6
აწევს, უდაოდ შესაძლებელი უნდა იყოს, რომ არჩევისას ყველაფერი მოიგო და ყველაფერი წააგო -
თუმცა, როგორც უკვე ითქვა, ასევე უნდა არსებობდეს შესაძლებლობა კიდევ რაღაცის არჩევისა, რათა
არჩევანი არჩევანს ჰგავდეს.
არსებობს ერთადერთი გზა ზეცასა და მიწაზე, ერთადერთი გზა, ერთადერთი ხატი. ის, ვინც
ქრისტეს მიმდევრობას ირჩევს, ის ირჩევს სახელს, რომელიც ყველა სახელზე მაღალია, ირჩევს ხატს,
რომელიც ზეცაზე მაღლა არის აზიდული, მაგრამ რომელიც იმდენად ადამიანურია, რომ შესაძლოა
მაგალითად გამოდგეს ადამიანისთვის, ხოლო ამ ხატს უზენაესი ეწოდება ზეცასა და მიწაზეც.
არსებობს სახელები და მაგალითები, რომლებიც მხოლოდ მიწაზეა განდიდებული, მაგრამ
უზენაესი, ერთადერთი სახელი სწორედ ამ განსაკუთრებული თვისებით უნდა გამოირჩეოდეს,
რომელიც, თავის მხრივ, მოწმობს მას, როგორც ერთადერთს: ის განდიდებულია, როგორც ზეცაზე, ისე
მიწაზე. ესაა სახელი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და ნუთუ სასიხარულო არ არის, რომ შენ ნება
მოგეცა იმავე გზით იარო, რომლითაც ის მიდიოდა?! ოჰ, ამ მიწიერ, არეულ და გზის დამაბნეველ
საუბარში უბრალო და სერიოზული სიტყვა სამწუხაროდ თითქმის ხუმრობადაა ქცეული. ადამიანი,
რომელმაც უდიდესი მიწიერი ძალაუფლება მოიხვეჭა, ამაყად უწოდებს საკუთარ თავს პეტრეს
მიმდევარს[5]. მაგრამ იყო მიმდევარი ქრისტესი! დიახ, სიამაყეს ამით ვერ აცთუნებ; ეს თანასწორადაა
მისაწვდომი ყველაზე ძლევამოსილისა და ყველაზე მცირესთვის, ყველაზე ბრძენისა და ყველაზე
უმეცარისთვის, და ნეტარნი ხომ მცირენი და უმეცარნი არიან. და ნუთუ ესოდენ შესანიშნავია ყველა
ადამიანზე აღზევება; ნუთუ ეს პირიქით, უსიხარულო არ არის! ნუთუ ესოდენ შესანიშნავია ვერცხლის
ლანგრიდან კვება, როცა სხვები შიმშილობენ; იცხოვრო სასახლეში, როდესაც სხვებს ჭერი არ გააჩნიათ
თავზემოთ; იყო განათლებული, როდესაც ეს მრავალი ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუღწეველია;
სახელის მოხვეჭა, როდესაც იცი, რომ ათასებისათვის ეს შეუძლებელია: ნუთუ ეს ამდენად
შესანიშნავია! და რომ ეს მიწიერ ცხოვრებაში შესაშური განსხვავება უზენაესი ყოფილიყო, ნუთუ ეს
არაადამიანური არ იქნებოდა, და ნუთუ მაშინ ცხოვრება ყველა ამ იღბლიანისთვის გაუსაძლისი არ
გახდებოდა! და რაოდენ საპირისპიროდ გარდაიქცევა ყოველივე, თუ ერთადერთი სიხარული - არის
სიხარული ქრისტეს მიმდევრობისა. არ არსებობს და შეუძლებელია არსებობდეს უფრო მაღალი
სიხარული, ვიდრე სიხარული საკუთარ თავში უზენაესის ხორცშესხმისა; და ვერაფერი აქცევს ამ
სიხარულს უფრო წმინდად, ნეტარად და დამაჯერებლად, ვიდრე სასიხარულო აზრი ზეციური
მოწყალების შესახებ: აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველა ადამიანისთვისაა მისაწვდომი.
ამგვარად, ის ვინც ქრისტეს მიმდევრობას ირჩევს, არჩეულ გზაზე იღწვის; და თუ მას მოუწევს
შეიცნოს სამყარო და ის, რაც სამყაროშია, სამყაროს ძალა და საკუთარი სისუსტე; თუკი ხორცისა და
სისხლის ძაგება სულ უფრო დამაფრთხობელია; თუკი გზა სამძიმოდ იქცევა, მრავალი იქცევა მტრად,
ხოლო მეგობრად - არავინ: მაშინ ტკივილი აიძულებს მას ამოიოხროს: მე ეულად მივდივარ! ჩემო
მსმენელო, თუკი ბავშვი, რომელმაც ეს-ესაა ისწავლა სიარული, ტირილით მივიდოდა ზრდასრულთან
და ეტყოდა: მე დამოუკიდებლად დავდივარ, - ნუთუ არ უპასუხებდა ზრდასრული: ეს ხომ კარგია,
ჩემო პატარავ! იგივეა მართებული, როდესაც ქრისტეს მიყვები. ამ გზაზე, როგორც ხშირად ამბობენ,
ისე უბრალოდ არაა, რომ - რაც დიდია აუცილებლობა, მით ახლოსაა დახმარება, - არა, აქ, ამ გზაზე,
რაც უფრო ძლიერია სატანჯველი, მით უფრო ახლოსაა სრულყოფილება. იცით თუ არა კიდევ
რომელიმე გზა, რომელზეც ეს ასე იქნებოდა? ყველა სხვა გზაზე მართებულია საპირისპირო: როდესაც
სატანჯველი მოდის, მისი სიმძიმე ყველაფერს გადაწონის, გადაწონის იმდენად, რომ ეს შესაძლოა
იმასაც ნიშნავდეს, რომ შენ არასწორი გზა აირჩიე. მაგრამ ამ გზაზე, გზაზე, რომელზეც ადამიანი
ქრისტეს მიმდევარია, რაც უფრო მაღლაა სატანჯველი, მით უფრო ნათელია დიდება; და ამოიოხრებს
რა, ყარიბი საკუთარ თავს ნეტარად მიიჩნევს. უმზირე, თუ ვინმე რომელიმე სხვა გზაზე შეაბიჯებს, მან
წინასწარ უნდა გაარკვიოს, რა სირთულეები შეიძლება შეხვდეს: შესაძლოა მან ეს გზა მშვიდობიანად
და უპრობლემოდ განვლოს, მაგრამ ასევე შესაძლოა, ამ გზაზე იმდენი დაბრკოლება დაგროვდეს, რომ
ის უკვე მათ გადალახვას ვეღარ შეძლებს. პირიქით, თვითგანდგომის გზა, გზა ქრისტეს მიმდევრობისა
საუკუნოდ საიმედოა და მისი გავლა ყოველთვის შეიძლება; სატანჯველი ამ გზაზე - სასიხარულო
ნიშანია იმისა, რომ შენი გზა მართებულია. მაგრამ რა სიხარული შეიძლება იყოს იმაზე დიდი, ვიდრე
სიხარული იმისა, რომ შენ ნება დაგერთო აგერჩია საუკეთესო გზა - გზა, რომელიც მისკენ მიდის, რაც
7
ყველაზე მაღლაა; და კვლავ, რა სიხარული შეედრება იმას, რომ ეს გზა საუკუნოდ სანდო და
ყოველთვის გავლადია!
მაგრამ იმაში, რომ ქრისტეს მიმდევარი იყო, კიდევ ერთი სიხარული, კიდევ ერთი ნეტარებაა.
როგორც ითქვა, „ის“ მიდის არა მიმდევართან ერთად და არა მის წინ, არამედ მან წინათ გაირა ეს გზა
და სწორედ ამაშია მიმდევრის სასიხარულო იმედი: გაყვეს მას. ერთია - მიყვებოდე მას
თვითგანდგომის გზით, და ესეც სასიხარულოა, მეორეა - მიყვებოდე მას ნეტარებაში. როდესაც
სიკვდილმა დააშორა შეყვარებულნი და აი, მეორე მათგანი კვდება, ჩვენ ვამბობთ: ის მას გაყვა, ის
პირველი მოკვდა. ქრისტეც ასევე პირველი წავიდა, და არა მხოლოდ ასე, ის ხომ მიდევრებისთვის
ადგილის მოსამზადებლად წავიდა.
როდესაც ჩვენ ადამიანი-წინამორბედის შესახებ ვსაუბრობთ, მაშინ შესაძლოა საუბარი
შეეხებოდეს იმას, რომ მან, რაიმე გზის გავლის შემდეგ, უფრო იოლი გახადოს იგი მისთვის, ვინც მას
მისდევს; ხოლო თუ გზა, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, რაიმე მიწიერს, დროებითსა და
არასრულყოფილსაა დაკავშირებული, მაშინ შესაძლებელია, რომ მიდევრებისთვის ასეთი გზა
მეტისმეტად იოლი გახდეს. მაგრამ ქრისტიანისთვის, ვინც თვითგანდგომის სრულყოფილ გზას
მიყვება, ასეთი შვება არ არსებობს; ეს გზა არსებითად ერთნაირად რთული რჩება ქრისტეს ყოველი
მიმდევრისთვის. თუმცა ქრისტე, პირველმა გაიარა რა ეს გზა, სრულიად განსხვავებულში გვიბოძებს
მსგავს შვებას: გაირა რა პირველმა, მან არა გზა შეუმზადა მიმდევრებს, არამედ მან, მიდიოდა რა წინ,
მიმდევრებს ადგილი შეუმზადა ზეცაში. ადამიან-წინამორბედს იშვიათად თუ შეუძლია
საფუძვილანად თქვას: ახლა ჩემი გამოყოლა იოლია, გზა გაკვალული და შემზადებულია, ჭიშკარი კი
ფართო; ქრისტეს კი, პირიქით, შეეძლო ეთქვა: შეხედე, შენთვის ადგილია გამზადებული ზეცაში -
თუკი მზად ხარ შეხვიდე თვითგანდგომის ვიწრო ჭიშკარში და ამ ვიწრო გზას მისდიო.
მიწიერ საზრუნავს შორის იმქვეყნიურ სამყაროში განმზადებული ადგილი შესაძლოა
მოჩვენებითი იყოს; მაგრამ ის, ვინც უარი თქვა ქვეყანასა და საკუთარ თავზე, უნდა დარწმუნდეს, რომ
ასეთი ადგილი არსებობს. ხომ უნდა იპოვოს მან საკუთარი თავისთვის ადგილი, მასაც ხომ უნდა
ჰქონდეს სადღაც ნავსაყუდელი; მაგრამ ამ ქვეყანაში, რომელიც მან დატოვა, ის ადგილს ვერ იპოვის:
მაშასადამე, უნდა არსებობდეს სხვა ადგილი, დიახ, ის უნდა იყოს, რათა მან ქვეყანა დატოვოს. ოჰ,
ნუთუ უადვილესი არ არის ამის გაგება ადამიანისთვის, თუკი მან მართლაც უარყო ქვეყანა და
საკუთარი თავი! თანაც, იოლია საკუთარი ცხოვრების გამოცდა იმაში, თუ რამდენად ვართ მართლაც
დარწმუნებულნი, რომ სხვა სამყაროში არსებობს ასეთი ადგილი, იმაში, რომ ჩვენთვის მართლაც
განმზადებულია მარადიული ცხოვრება. მოციქული პავლე ამბობს (1 კორ. 15:19): „თუ მხოლოდ ამ
ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ“. ეს
ცხადია. თუ ადამიანი ქრისტესათვის ამბობს უარს მიწიერ სიამეზე და ამ ქვეყნის მთელს ბოროტებას
იტანს, - მაშინ, იმქვეყნიურ სამყაროში რომ არანაირი ნეტარება არ არსებობდეს, ის მოტყუებული
იქნებოდა, საშინლად მოტყუებული; არანაირი ნეტარება რომ არ არსებობდეს იმქვეყნიურ სამყაროში,
ვფიქრობ, ეს ნეტარება ასეთი ადამიანისადმი თანაგრძნობით უკვე უნდა წარმოშობილიყო. თუ
ადამიანი არ იღწვის და არ ეძებს მიწიერ სიამეებსა და სიხარულის დღეებს; არ ისწრაფის მიწიერი
უპირატესობებისკენ და არ არის ჩაფრენილი მათ, როდესაც ამ უკანასკნელთ მას სთავაზობენ; თუკი ის
ირჩევს მძიმე უღელსა და საწუხარს, დამატებით კი უმადურ შრომას, - რადგან მან რაღაც უკეთესი
აირჩია; თუკი მას, როდესაც იძულებულია ისაკლისებდეს ყოველივე მიწიერს, იმით ნუგეშიც კი არ
შეუძლია, რომ ყველაფერი მოიმოქმედა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, რათა თავი აერიდებინა
მოსაკლისებისთვის: მაშინ ხომ ქვეყანა მას ისე უმზერს, როგორც შეშლილს, მაშინ ის ქვეყნის თვალში
უბედური და საბრალოა. და რომ არ არსებობდეს ნეტარება მიღმურ სამყაროში, ის უბედურთა შორის
უუბედურესი იქნებოდა; სწორედ თვითგანდგომამ აქცია ის ასეთად, ის არა მარტო არ ეძიებს მიწიერ
სიამეთ, არამედ ნებაყოფლობით ამბობს მათზე უარს. ხოლო თუ, პირიქით, იმქვეყნად არის ნეტარება,
მაშინ ის, არის რა უბედური ამ სამყაროს თვალში, იმავდროულად ყველაზე მდიდარია. ერთი საქმეა -
იყო ყველაზე უბედური სამყაროში, თუ არაფერია, რაც ამ სამყაროს აღემატება, და სრულიად სხვაა -
როდესაც საქმე იმას ეხება, რომ უუბედურესი იყო სამყაროში, თუკი მარადიული ნეტარება არსებობს.
პავლეს შესანიშნავი დასტური მოაქვს იმისა, რომ ასეთი ნეტარება არსებობს; არანაირი ეჭვი არ
არსებობს იმაში, რომ თუ არა ეს ნეტარება, ის მართლაც უბედურთა შორის უბედური იქნებოდა. თუკი
8
პირიქით, რწმუნება იმაში, რომ მარადიული ნეტარება არსებობს, იმ ადამიანისგან მოდის, რომელიც
საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობს ამ სამყაროში, ცდილობს საკუთარი თავის
უზრუნველყოფას მიწიერი სიამეებით, ასეთი რწმუნება არადამაჯერებელია: რთულად თუ შეძლებს
სხვების დარწმუნებას ის, რომელმაც საკუთარი თავიც კი ვერ დაარწმუნა. თუმცა, არ არის საჭირო
სხვათა განსჯა ამ მიმართებით, ან განსაჯეთ მხოლოდ საკუთარი თავი, ამ მიმართებით სხვისი განსჯის
სურვილიც ხომ ამ სამყაროში საკუთარი თავის უზრუველყოფის მცდელობაა; საპირისპირო
შემთხვევაში ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ, როგორც სამსჯავრო, ისე ნეტარება, სხვა სამყაროს
კუთვნილებაა.
ოჰ, სანამ დრო წინ მიდის, ხშირად ხდება და გამუდმებით მეორდება, რომ ვიღაც პირველი
მიდის, სხვას კი ენატრება ის და მისი გაყოლა სწყურია: მაგრამ არასდროს არცერთი ადამიანი,
არცერთი შეყვარებული, არცერთი მეგობარი არ მიდის პირველი - რათა ადგილი შეუმზადოს მას, ვინც
შემდეგ მოდის. ქრისტეს სახელი - ერთადერთია მიწასა და ცაზე, ასევე ქრისტე - ერთადერთია, ვინც
წინ წავიდა, რათა ადგილი შეემზადებინა მიმდევრებისთვის. ზეცასა და მიწას შორის ერთადერთი გზა
ძევს: ქრისტეს მიმდევრობა; დროსა და მარადიულობაშიც მხოლოდ ერთი, ერთადერთი არჩევანია: ეს
გზა; მიწაზე ერთადერთი მარადიული იმედია: გაჰყვე ქრისტეს ზეცისკენ. ცხოვრებაში არის
ერთადერთი ნეტარება და სიხარული: ქრისტეს მიმდევრობა; და სიკვდილშიც ერთი უკანასკნელი
ნეტარება და სიხარულია: გაჰყვე ქრისტეს ცხოვრებაში.
II
მათეს სახარება, 11:30. „ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.“
აჰკიდოს ტვირთი; მან თავად იტვირთა სიმძიმე, წაიღო ის სიმძიმე, რომლის გადმოგდებას ყველა
ცალკეულად ისურვებდა სიხარულით: ცოდვის სიმძიმე; მძიმე ტვირთი, რომლის გაწევის ძალა მთელ
კაცთა მოდგმას ერთად არ გააჩნია: მოდგმის ცოდვა. ამასთან ერთად, ეს ტვირთი მას კიდევ უფრო
დაუმძიმეს. ის განკიცხეს, სძულდათ, მას სდევნიდნენ, დასცინოდნენ, და სასიკვდილოდაც კი
გასწირეს ცოდვილებმა. ის ცოდვილებს მტერი ეგონათ და ასევე ჰგონიათ - რადგან ის „მეგობარია
ცოდვილთა“. და მაინც, მას მიაქვს ტვირთი, რომელიც გვარმა დაადო მას ან რომელიც მან თავად
იტვირთა; და არა მხოლოდ ეს ტვირთი: მთელი მისი ცხოვრება და ყოველი წამი მისი ცხოვრებისა იმას
ეძღვნებოდა, რომ სხვისი ტვირთი ეტარებინა. ეს ხომ მისი სიტყვებია: „მოდით ჩემთან ყოველი
მაშვრალნი და ტვირთმძიმენი[7]“; მაგრამ, არსად გაგონილა, რომ მას ეთქვას: არა, დღეს არ მცალია.
დღეს განწყობა არ მაქვს, დღეს მე მხიარული ვარ; დღეს ვერა, მე თავად შემხვდა უბედურება; დღეს
გამიწყდა მოთმინების ძაფი ადამიანების მიმართ, მე ხომ ასე ხშირად მატყუებენ. არა, მსგავსი სიტყვები
არ გაისმის მის ბაგეთაგან, და როგორც სახარება ამტკიცებს და რასაც თრთოლვითაა ჩაფრენილი
რწმენა, არ ყოფილა ზაკვა მის ბაგეებში[8], - რადგან გულშიც კი არ ჰქონია ეს ნააზრევი. არ არსებულა
რაგინდ გნებავთ საზარელი ტანჯვა, რომლის შეტყობა მას არ სურდა, რათა თავისი სიხარული არ
დაემწუხრებინა და ნაღველი არ გაეზარდა; მისი ერთადერთი სიხარული იყო სიმშვიდის მინიჭება
ტანჯული სულისთვის, ხოლო მისი ყველაზე დიდი ნაღველი იყო ის, როცა ტანჯულები მას
დახმარების გაწევის საშუალებას არ აძლევდნენ. სადაც არ უნდა შეხვდე მას, მოშორებით
ადამიანთაგან, რომლებიც განმარტოებას ეძებენ, ტაძარში თუ ბაზრის მოედანზე: ის მყისიერად
მზადაა დასახმარებლად, მას მიზეზად არასოდეს მოუტანია, რომ მოუცლელია. როდესაც მათ, ვინც
თითქოს მისი ყველაზე ახლობელი იყო, ამ ურთიერთობის ბოროტად გამოყენება სცადეს, პრეტენზია
გამოთქვეს მის დროსთან მიმართებით, მან ისინი არ ცნო[9], მაგრამ თუ მის გვერდით გვემული იყო, ის
ყოველთვის უთმობდა მას ყურადღებას. ის მიდიოდა, როდესაც მას ვედრებით მოუწოდებდა
მთავარი[10], და როცა ქალი შეეხო მისი სამოსის კალთას[11], მისგან არ გაისმა, ნუ მაყოვნებ, - არა, ის
ჩერდება. - ო, სიბრძნე რომ ის იყოს, რაც პირველი შეხედვით წარმოჩნდება ცხადად: ის, რომ
ყოველისათვის ყველაზე ახლობელი საკუთარი თავია, - მაშინ იესოს ცხოვრება სიგიჟე იქნებოდა, მისი
ცხოვრება ხომ იმდენად სამსხვერპლოა, რომ თითქოს ის სხვებისთვის ყველაზე ახლობელი იყო,
საკუთარი თავისთვის კი ყველაზე შორეული. მაგრამ თუ ჩვენთვის მისი ხატი უპირობო და
მარადიულ მაგალითს წარმოადგენს, მაშინ მოდით ვისწავლოთ მისგან, როგორც თვითონაც
მოგვიწოდებს ამისკენ, როდესაც ამბობს (მათე, 11:29): „დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ
ჩემგან“. მოდით, მისგან ვისწავლოთ ტვირთის ტარება - საკუთარისა და სხვისი.
იოლია ტვირთის სხვებისთვის აკიდება ფარისევლურად, მაგრამ თავად ზიდვა რთულია.
იოლია სულიერი აღმავლობის მომენტში დაპირება, რომ ზიდავ ტვირთს, მაგრამ რთულია მისი
ზიდვა. ვის ესმის ეს ტანჯულზე უკეთ, რადგან ის სწორედ იმიტომ წარმოადგენს ტანჯულს, რომ
მასზე ტვირთია აკიდებული? ხოლო თუ ვინმეს სურს მოისმინოს ოხვრა, მავედრებელი ძახილი და
ჭმუნვა, ეს ტანჯულთაგან მრავლად გაისმის. მაგრამ ისიც მართალია, რომ სრულებით არაა რთული
წუწუნი და ჭმუნვა და კვნესა წვრილმანების გამოც; ტანჯულს ამის სწავლა არ უწევს, თავად ტკივილი
იგონებს ამ ყველაფერს, გმინვა კი ტკივილს ყოველთვის ხელთ აქვს. მაგრამ, დუმდე და ითმენდე ან
მწარე სატანჯველში სიხარულსაც კი პოულობდე, პოულობდე არა მხოლოდ იმის იმედში, რომ
სატანჯველი ოდესღაც დასრულდება, არამედ იპოვნო იგი თავად სატანჯველში, როგორც ხანდახან
იტყვიან, რომ ნაღველი სიხარულად გარდაიქცევა: ამის სწავლა კი ღირს.
ამას კი სწორედ სახარების წაკითხული სიტყვა გვასწავლის: რადგან, ჩემი სათნოება და ჩემი
ტვირთიც მსუბუქია. და როგორცაა ნათქვამი, ისევეა საქმეზეც, თუნდაც გვემულს ხანდახან უჭირს
ამის გაგება და ჰგონია, რომ ეს თვინიერი სიტყვა ულმობელია, ულმობელია სწორედ იმით, რომ მას
არაფრით ძალუძს მისი ჩაწვდომა, ასე რომ, გვემული გაოცებით კითხულობს:
როგორ შეიძლება ტვირთი ესოდენ მსუბუქი იყოს, როდესაც სატანჯველი ესოდენ მძიმეა?
მოდით, არა ურწმუნობის გაოცებით, რომლის დროს ამ კითხვაში უარყოფა გაისმის, არამედ
განცვიფრებით რწმენისა, რომელიც საკუთარ თავში დამკვიდრების მატარებელია და ღმერთის ქებისას
10
თითქოს დაეჭვებულია, რათა შემდეგ კვლავ ნეტარებით გაოცდეს მისი ხილვისას, - მოდით, რწმენის
განცვიფრებით დავფიქრდეთ ამ საკითხზე. ქრისტეს განზრახვას სრულებით არ წარმოადგენდა
ადამიანების გაყვანა ამ სამყაროდან სამოთხის მხარეებისკენ, სადაც არანაირი გაჭირვება და ნაღველი
არ იქნებოდა, და არც იმაში, რომ ჯადოსნური ჯოხის აქნევით ექცია მიწიერი ცხოვრება მიწიერ
სიხარულად და ნეტარებად. ეს ცდომილებაა, რომელიც იუდეველებს გააჩნდათ, - ცდომილება,
რომლის უკან სინამდვილეში დაუფიქრებლობა დევს; არა, მას სურდა ესწავლებინა ის, რაც მან
გამოცდილებით იცოდა, - ის, რომ ტვირთი მსუბუქია, თუნდაც სატანჯველი იყოს მძიმე. ამგვარად,
ტვირთი გარკვეული აზრით იმად რჩება, რაც იყო, ტვირთია სწორედ სატანჯველი, მძიმე სატანჯველი,
და მაინც, ტვირთი მსუბუქდება. იმისაგან, რომ ქრისტიანობა მოევლინა სამყაროს, ადამიანის ხვედრი
აქ, მიწაზე, არ შეცვლილა. ქრისტიანს ისევე უწევს ტანჯვა, როგორც იტანჯებოდნენ ადამიანები უწინ, -
თუმცა ქრისტიანისთვის ტვირთი მსუბუქდება. უპირველეს ყოვლისა, ამის განსჯა გვსურს; და ცალკე
განვიხილოთ ის, თუ რაა ის მსუბუქი, რაც ქრისტიანმა უნდა იტვირთოს.
როდესაც ტვირთის ზიდვის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა განვასხვაოთ მძიმე და მსუბუქი
ტვირთი; ჩვენ ვამბობთ, რომ ტვირთი, რომლის ზიდვა იოლია - მსუბუქია, ხოლო ტვირთი, რომლის
ზიდვა რთულია - მძიმეა. მაგრამ აქ საუბარი არა ამის შესახებაა, არამედ რაღაც გაცილებით უფრო
მნიშვნელოვანის, შესახებ იმისა, რომ ერთი და იგივე ტვირთი მძიმეა და იმავდროულად მსუბუქი; აქ
სწორედ ამ სასწაულის შესახებაა საუბარი, ნუთუ უფრო დიდი სასწაულია წყლის ღვინოდ ქცევა,
ვიდრე ის, რომ მძიმე ტვირთი კვლავ მძიმეა, და იმავდროულად იგი მსუბუქია?! მიუხედავად ამისა,
დროდადრო ჩვენ ასე ვამბობთ. როდესაც ადამიანი თითქმის ქანცგაწყვეტილია მძიმე ტვირთის ქვეშ,
რომელსაც ის ეზიდება, მაგრამ ეს ტვირთი - ყველაზე ძვირფასია მისთვის იმ ყველაფრიდან, რაც მას
გააჩნია: მაშინ ის ამბობს, რომ ტვირთი, გარკვეული აზრით, მსუბუქია. ამას ამაზრზენი სახე აქვს,
როდესაც ძუნწს ზურგი აქვს გაზნექილი სიმდიდრის სიმძიმის ქვეშ, რომელსაც ის ეზიდება, თუმცა
იმავდროულად თვლის, რომ მისი მძიმე ტვირთი მსუბუქია, რადგან სიმდიდრე მისთვის ყველაფერია.
მდუმარე აღმაფრენით უმზერ იმას, როდესაც ადამიანი ეზიდება იმას, რაც მისთვის
უკეთილშობილესი აზრით ყველაზე ძვირფასია ამქვეყნად, და თუმცა ეს ტვირთი მძიმეა, მისთვის იგი
მსუბუქია. როდესაც საზღვაო კატასტროფის დროს შეყვარებული თითქმის იხრჩობა მისი სიმძიმის
ქვეშ, ვინც უყვარს და ვისი ხსნაც სურს: მაშინ მისი ტვირთი, ცხადია, რომ მძიმეა, მაგრამ, - მხოლოდ
ჰკითხეთ ამის შესახებ, - ის ესოდენ აღუწერლად მსუბუქია მისთვის. თუმცა ორივე სასიკვდილო
განსაცდელის წინაშე იმყოფება, და საყვარელი ქალი ამძიმებს მას, მამაკაცს ერთადერთი სურს, მას
საკუთარი სიცოცხლის ხსნა სურს; ამით ის ამბობს, რომ თითქოს არანაირი ტვირთი არ არსებობს, ის
მას საკუთარ სიცოცხლეს უწოდებს და საკუთარი სიცოცხლის ხსნა სურს.
როგორ ხდება ეს გარდაქცევა? ისე ხომ არა, რომ საქმეში ზრახვა ერთვება, ერთგვარი
შუალედური აზრი? ტვირთი მძიმეა, ამბობს ის და ჩერდება, მაგრამ აქ ეს აზრი ერთვება და იგი ამბობს:
არა, ო არა, ის მაინც მსუბუქია. ორსახა ხომ არ არის, როდესაც ასე ამბობს? არა, თუ ის ჭეშმარიტად
ამბობს ასე, ის მართლაც შეყვარებულია. ამგვარად, აზრის, ზრახვის, შეყვარებულობის მეშვეობით
ხორციელდება გარდაქცევა.
„უღელი ჩემი ამოა“. თუ შენ, როგორც იტყვიან, იღბლიანი ხარ, უფრო ზუსტად კი, თუ შენ
ამავე დროს დაუფიქრებელი ხარ, - რასაკვირველია, შეგიძლია ცხვირაწეულმა და გაბღენძილმა იარო.
მაგრამ თუ ადამიანი ტანჯვის უღელს დაატარებს, იზნიქება რა მისი სიმძიმის ქვეშ, და იმავდროულად
სხვა არაფერი იცის, რომ მხოლოდ წელში გაწყდეს ამ უღლის ქვეშ, მაშინ ის თავჩაქინდრული დადის,
დამუნჯებული და უფიქრელად განადგურებული. უფიქრელად; დიახ, შეცდომა სწორედ იმაში
მდგომარეობს, რომ ის ერთადერთ აზრს მოისაკლისებს, რომელიც საშუალებას მისცემდა წამოეწია
მაინც ეს უღელი. ამისათვის მხოლოდ აზრია საჭირო; თუკი ის ყოველთვის საჭიროა, აქ -
განსაკუთრებით, - ადამიანი უნდა განსხვავდებოდეს პირუტყვისგან. ამიტომაც გამორჩეულად და
ამაღლებულად გაისმის ერთი კეთილშობილი ადამიანის სიტყვა, როდესაც ის, მიწიერი ბრძოლის
შესახებ საუბრისას ერთადერთს ითხოვს: მომეცით მე დიადი აზრი[12]. შეგვიძლია მრავალი
შესანიშნავი და ძვირფასი აზრი ვიპოვოთ, რომლებიც თუ არ აქცევენ უღელს უფრო მსუბუქად,
გვეხმარებიან მაინც მის ზიდვაში; ეს შეიძლება იყოს აზრი უკეთესი დროების შესახებ, რომელზეც
იმედს ამყარებ, აზრი ადამიანის შესახებ, რომელიც გიყვარს და რომლითაც აღტაცებული ხარ, აზრი
11
ვალდებულების შესახებ სხვისა და საკუთარი თავის წინაშე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საბოლოოდ
არსებობს ერთადერთი აზრი, რომელიც ყველაფერს წყვეტს აქ, ერთადერთი აზრი, რომლის წყალობით
რწმენა მძიმე უღელს მსუბუქად აქცევს: აზრი იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი სასიკეთოა, რომ მძიმე
სატანჯველი შენთვის სასიკეთოა.
მაგრამ ის, რომ მძიმე სატანჯველი შენთვის სასიკეთოა, უნდა გწამდეს, ამის დანახვა
შეუძლებელია. მოგვიანებით შესაძლოა შენ დაინახო, რომ ეს შენთვის სასიკეთო იყო, მაგრამ ტანჯვის
დროს ამას ვერც დაინახავ და ვერც გაიგონებ, თუნდაც მრავალი გეუბნებოდეს ამას სიყვარულით: ეს
უნდა გწამდეს. აქ რწმენის აზრი უნდა მუნ-მყოფობდეს, და კვლავ და კვლავ ღრმა ნდობით უნდა
ვუმტკიცოთ ეს აზრი საკუთარ თავს; თუ მართალია ის, რომ სიტყვას შებოჭვის ძალაუფლება გააჩნია,
რომ სიტყვით ადამიანი საუკუნოდ ბოჭავს საკუთარ თავს, ისიც მართალია, რომ სიტყვას გააჩნია
გადაწყვეტის ძალაუფლებაც, მონობის უღელის გადაწყვეტისა, ისე, რომ ადამიანი უკვე თავისუფლად
ეზიდება თავის უღელს; გადაწყვეტა ენისა, ისე, რომ უტყვობა ქრება და ბრუნდება მეტყველება,
მუხლმოდრეკითა და მადლიერებით. ეს უნდა გწამდეს. დაინახო სიხარული, როდესაც მხოლოდ
სიხარულით ხარ გარშემორტყმული, ეს იმდენად ადვილია, რომ ამის შესახებ, როგორც ენა თითქმის
დაცინვით ამბობს, არც ღირს საუბარი; მაგრამ თუ შენ ყოველი მხრიდან უბედურებით ხარ
გარშემორტყმული, შენ კი გწამს და სიხარულს ხედავ: დიახ, მაშინ ყველაფერი რიგზეა. ყველაფერი
რიგზეა იმასთან, როგორც სიტყვაა გამოყენებული: რწმენა, - რწმენა ხომ ყოველთვის იმასთანაა
კავშირში, რასაც ვერ დაინახავთ, იქნება ეს მზერისათვის უხილავი თუ დაუჯერებელი; და ასევე,
ადამიანისთვის ასე უნდა იყოს - მას უნდა სწამდეს.
რწმენის შესახებ ნათქვამია[13], რომ მას მთების გადაადგილება ძალუძს. მაგრამ მთაზე მძიმე
ხომ ვერც ერთი სატანჯველი ვერ იქნება. პირიქით, ლექსიკაში სატანჯველის სიმძიმის ყველაზე
ძლიერი გამოხატულებაა, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანს უბედურებათა მთელი მთა დააწვა. მაგრამ
თუ ტანჯულს სწამს, რომ სატანჯველი მისთვის სასიკეთოა, მაშინ მას მთების გადაადგილება ძალუძს.
ასე რომ, ასეთი ადამიანი, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, ყოველ დღეს, რომელსაც ცხოვრობს, მთებს
გადადგამს. მთის გადასაადგილებლად, მას ქვევიდან უნდა შეუდგე: ოჰ, ასევე მიდის ტანჯული მძიმე
უღლის ქვეშ; ეს მძიმეა. მაგრამ რწმენის გამძლეობა სატანჯველის უღელქვეშ, რწმენა იმისა, რომ
სატანჯველი მისთვის სასიკეთოა, ანიჭებს მას მთის აწევისა და გადაადგილების ძალას. ტანჯვაში
მყოფმა შესაძლოა გულაჩუყებითა და აღელვებით ისმინოს, როგორ ამბობს სხვა სიყვარულით,
თანაგრძნობითა და გამხნევების სურვილით: ეს შენთვის სასიკეთოა; მაგრამ ეს არ ანიჭებს მას მთის
გადაადგილების ძალას; პატიმარი შესაძლოა თვალებზე მომდგარი ცრემლით ისმენდეს
შეყვარებულის ხმას, მაგრამ ეს მას თავისუფლად არ აქცევს, დროდადრო მისი ტყვეობა ამისაგან უფრო
მძიმე ხდება. ტანჯვაში მყოფს შესაძლოა ესმოდეს ხმა, რომელიც ეუბნება, რომ ეს მისთვის სასიკეთოა;
მაგრამ თუ მას ეს ხმა საკუთარ გულში არ ესმის, ის ვერ შეძლებს მთის დაძვრას. მას სასოწარკვეთაში
შესაძლოა არც სურდეს და ესმოდეს ეს ხმა; მაგრამ ეს კიდევ უფრო ნაკლებად დაეხმარება მთის
დაძვრაში. ხოლო თუ პირიქით, თუ მას სწამს, რომ ეს მისთვის სასიკეთოა, მაშინ ის დაძრავს მთას.
უმართებულოა იმის ფიქრი, თითქოს ეს ვეებერთელა მთა უღობავდეს მას გზას, ის კი სიხარულით
ეძებს სხვა გზას ან ამ მთის მოცილებას ცდილობს, - არა, თუ ეს მისთვის სასიკეთოა, მაშინ ხომ მისი
გზაც აქეთ მიდის, ეს მთა კი მის გზაზეა. აზრი იმის შესახებ, რომ ეს სასიკეთოა მისთვის, მთას, - თუ
შეიძლება ასე ითქვას, - ფეხებს ანიჭებს. ჭკვიანმა წარმართმა[14] თქვა: მომეცით საყრდენი წერტილი და
სამყაროს გადავაადგილებ; კეთილშობილმა ადამიანმა თქვა: მომეცით დიადი აზრი: ო, პირველი
შეუძლებელია, მეორე კი საკმაოდ ვერ დაგვეხმარება. არის ერთადერთი რამ, რაც შეიძლება
დაგეხმაროს, მაგრამ ამას სხვა ვერ მოგცემს: გწამდეს და შენ მთებს გადადგამ!
გწამდეს, რომ უღელი სიკეთის მომტანია შენთვის. ეს ამო უღელი არის უღელი ქრისტესი.
მაგრამ მაშინ როგორია იგი? დიახ, ის შეიძლება უკიდურესად განსხვავებული იყოს, მაგრამ მხოლოდ
ის უღელია ქრისტესი, რომელთან მიმართებით ტანჯულს სწამს, რომ ის სასიკეთოა მისთვის.
ამგვარად, თუ ადამიანურად განვსჯით, არანაირი ახალი სატანჯველის დამატება არ ხდება, მაგრამ
არც წინას აკლდება რაიმე; ანუ ყველაფერი უცვლელად რჩება; და მაინც, სწორედ ამით არის
მოცემული ეს დიადი აზრი, რომ ეს საყრდენი წერტილი დედამიწის გარეთ არის: რწმენა. ეს მიწიერი
გონების გამონაგონი არ არის, არ არის მისი წვრილმანი და მოლაყბე საქმოსნობის ნაყოფი, რომელიც
12
დანახვა, მაშინ არ ძალუძს რწმენას ღმერთის ხილვა; მაგრამ როდესაც მიწიერი გონება სატანჯველის
ღამის წყვდიადში ერთ გოჯსაც ვერ ხედავს თვალწინ, მაშინ რწმენას შესწევს ღმერთის დანახვის
უნარი, რწმენა ხომ ყველაზე კარგად სიბნელეში ხედავს. როდესაც მიწიერი გონება ნუგეშს სცემს
ტანჯულს, ის ასე იქცევა. ის ამბობს: „რაღაც დროის შემდეგ ეს საკმაოდ სასიკეთო და სასარგებლო
იქნება“. და ამით იხელთებს წამს, რათა წავიდეს. ეს იმის მსგავსია, როდესაც ექიმი, ავადმყოფის
გასინჯვისას, ამბობს: „რაღაც დროის შემდეგ“, - და მიდის, ისე, რომ ავადმყოფს არასოდეს შეუძლია
ექიმის მხილება და სიტყვაზე დაჭერა, როგორც ფლიდისა, ექიმი ხომ ყოველთვის იტოვებს
თავდასაძვრენს. მაგრამ როდესაც რწმენა ნუგეშს სცემს ტანჯულს, ის მას გვერდით მიუჯდება და
ეუბნება: „სატანჯველი უკვე ახლაა სასიკეთო შენთვის, მხოლოდ გწამდეს ამისი. ირწმუნებ თუ არა,
მყისვე შეძლებ გაგებას. ამიტომ მე მზადყოფნით ვიქნები შენს გვერდით, რათა შენ ჩემზე შეძლო შენი
რისხვის გადმოფრქვევა, თუ მე შენ გატყუებ; მე ხომ არანაირი დრო არ მჭირდება, რათა რაღაცას
დაველოდო, - თითქოს მე რაღაცას ისეთს ველოდე, რაც შესაძლოა არც მოხდეს; მე არანაირი დრო არ
მჭირდება, რათა გავიპარო, - თითქოს მე ვტყუოდე; არა, სატანჯველი უკვე დღესაა შენთვის სასიკეთო.
მხოლოდ ის დაუმატე სატანჯველს, რომ ის სასიკეთოა შენთვის, სასიკეთოა უკვე ახლა, როგორც მე ვარ
ახლა, მე, რწმენა“. ამგვარად, რწმენა განაგებს სიკეთეს, და განაგებს მაშინაც, როდესაც ის
ცთუნებულია, როდესაც ისე მოსჩანს, თითქოს რწმენა ვერ ნახულობს ღმერთის წყალობას, არამედ
მხოლოდ უბიძგებს მას მით უფრო მძიმედ გამოსცადოს ის, რაც უფრო ძლიერია რწმენა, - და მძიმეა
მორწმუნესთვის, რადგან ისე გამოდის, რომ თითქოს ის უნდა ნანობდეს საკუთარ რწმენას, თითქოს
ბედნიერი იყოს ის, ვინც გულგრილად მიაბიჯებს ცხოვრების გზაზე და ნამდვილად არასოდეს
იმძიმებს საკუთარ თავს ღმერთით, არამედ ნებიერად მიდის ფართო გზით, ან მიდის, მოწონებით,
ამქვეყნად ქებული საშუალო გზით და არასოდეს წამოსწევს უღელს და არ შეუდგება რწმენის ვიწრო
გზას. მაგრამ ის, ვინც ასე ცხოვრობს, ვინც არ უნდა იყოს ამის გარდა, სრულებით არ არის ქრისტიანი,
რადგან ქრისტიანისთვის უღელი - სიკეთეა, ანუ მას სწამს ამისი. - ერთი ეზიდება რკინის უღელს,
მეორე - ხისას, მესამე - ოქროსას, მეოთხე - მძიმე უღელს, და მხოლოდ ქრისტიანი ეზიდება ამო
უღელს.
„დრო ჩემი მსუბუქია“. რაში მდგომარეობს თვინიერება, თუ არა იმაში, რომ მძიმე ტვირთი
მსუბუქად ატარო, როგორც მოუთმენლობა და პირქუშობა - იმაში, რომ მსუბუქი ტვირთითაც
დამძიმდე.
არსებობს ენაში შესანიშნავი სიტყვა, რომელიც, სხვა მრავალ სიტყვასთან კავშირში არასოდეს
გამოიყენება ისე, რომ საუბარი სიკეთის შესახებ არ იყოს. ეს სიტყვაა: სიმამაცე; ყველგან, სადაც
მყოფობს სიკეთე, მყოფობს სიმამაცეც; რა ბედისწერაც არ უნდა ასრულებდეს სიკეთეს, სიმამაცე
ყოველთვის მის მხარესაა; სიკეთე ყოველთვის მამაცია, მხოლოდ ბოროტებაა მხდალი და
სულმდაბალი, და ეშმაკი მუდამ ძრწის[16]. ასეთია ეს ძლიერი სიტყვა, რომელიც არასოდეს უჩვენებს
ზურგს საფრთხეს, არამედ ყოველთვის პირდაპირ ხვდება მას; საკუთარ თავში ამაყი და მაინც ესოდენ
მოქნილი, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ შინაგანად მჭიდროდ გადაება სიკეთის ყველა სახეს; ასეთია
ეს ძლიერი სიტყვა, ესოდენ უცხო ყოველგვარი ბოროტებისთვის, მაგრამ ესოდენ მართალი სიკეთის
მრავალფეროვან სახეობებთან შეხამებაში. არსებობს სიმამაცე, რომელიც არ ჰკარგავს გამბედაობას
ნებისმიერი საფრთხისას, არსებობს მამაცი სულგრძელობა, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს ყველა
გარემოებას, არსებობს მამაცი მოთმინება, რომელსაც მოთმინებით გადააქვს ტანჯვა, და მაინც,
ყველაზე გასაოცარია თვინიერებისა და სიმამაცის შეხამება, ის თვინიერი სიმამაცე, რომელიც სიმძიმეს
ეზიდება მსუბუქად. არაფერია გასაოცარი იმაში, რომ რკინისებური ძალით მოჰკიდო ხელი ყველაზე
მყარსა და ჯიუტს; მაგრამ აი, რა არის გასაოცარი: რკინისებური ძალით თვინიერად მოჰკიდო ხელი
ყველაზე ნაზს ან სიმსუბუქით აიღო საკუთარ თავზე სიმძიმე.
ქრისტეც ხომ თვინიერებისკენ მოუწოდებს თავის მიმდევრებს: ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან
მშვიდი ვარ და გულით მდაბალი[17]. დიახ, ის მშვიდი იყო. ის ხომ მძიმე ტვირთს ეზიდებოდა,
რომელიც ბევრად აღემატებოდა ადამიანის ძალებსა და ძალებს მთელი ადამიანური მოდგმისა; და მას
ეს ტვირთი მსუბუქად მიჰქონდა. რადგან, თუ მას, როდესაც ტვირთს ეზიდებოდა, ჰქონდა დრო,
მზადყოფნა, თანაგრძნობა და თავგანწირვა საიმისოდ, რომ გამუდმებით ეზრუნა სხვებზე,
დახმარებოდა სხვებს, განეკურნა სნეულნი, მოენახულებინა უბედურები, ეხსნა სასოწარკვეთილნი:
14
ნუთუ ამით მას ტვირთი მსუბუქად არ მიჰქონდა! ის უმძიმესი ზრუნვის მატარებელი იყო - ზრუნვისა
ადამიანის დაცემულ მოდგმაზე; მაგრამ მას ის იმდენად მსუბუქად მიჰქონდა, რომ მბჟუტავი პატრუქი
არ დაუშრეტია და მოტეხილი ლერწამი არ გადაუტეხავს[18].
იმ ხატის მიხედვით, რომელიც მან მოგვივლინა, უნდა არსებობდეს მიმდევარიც. თუკი ვინმე
ეზიდება მძიმე ტვირთს, მაგრამ ამ დროს სხვათა დახმარებას ეძებს და მათზე გადააქვს ტვირთის
ნაწილი; ან თუ ეზიდება მძიმე ტვირთს, მაგრამ ამ დროს მხოლოდ იმის შესაძებ ძალუძს ფიქრი, რომ
გაუძლოს მას: მაშინ ის, რასაკვირველია, ეზიდება ამ ტვირთს მთლიანად ან ნაწილობრივ, მაგრამ
ეზიდება მას არა თავისუფლად. თუკი ვინმეს მოუწევს თავი მოუყაროს თავის ყველა ძალას, ისე, რომ
ერთი აზრი და ერთი წამიც კი არ დარჩება, რათა სხვას მიუძღვნას, თუკი მას, ამგვარად,
დაძაბულობაში მიაქვს თავისი ტვირთი: მაშინ მას, რასაკვირველია, მიაქვს ის, მაგრამ არ მიაქვს
მსუბუქად; შესაძლოა, მოთმინებით მიჰქონდეს, მაგრამ არ მიაქვს თვინიერად. სიმამაცე ხმაურობს,
სულგრძელობა მაღლდება, მოთმინება დუმს; მაგრამ თვინიერებას თავისი ტვირთი მიაქვს მსუბუქად.
შესაძლოა ვიხილოთ სიმამაცე და სულგრძელობა; და მოთმინებაც შეგვიძლია ვიხილოთ
ძალისხმევაში: მაგრამ თვინიერება ფარავს საკუთარ თავს ყოველგვარი მზერისგან, - ის ესოდენ
მსუბუქად გამოიყურება და მაინც ესოდენ რთულია. როდესაც ადამიანის სულში სიმამაცე ბუდობს,
ამის შესახებ მისი თვალები გვატყობინებენ, ამას გვეუბნება გამომეტყველება და მზერა; მოთმინებას
გასცემს ბაგენი, რომლებიც ამ დროს დუმან: მაგრამ თვინიერების დანახვა შეუძლებელია.
როგორია ასეთ დროს თვინიერების იოლი ტვირთი? ეს იგივე მძიმე ტვირთია, რომელსაც
მსუბუქად ეზიდებიან. მაგრამ როგორიღაა მაშინ თვინიერების მძიმე ტვირთი? ის შესაძლოა
სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ გადამწყვეტი აქ არა ტვირთის თვისება, არამედ თავად თვინიერებაა.
მოუთმენლობის მსუბუქი ტვირთი ასევე შეიძლება, რომ სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ გადამწყვეტს
წარმოადგენს არა თვისება ტვირთისა, არამედ მოუთმენლობა, რომელიც იოლს რთულად აქცევს,
მოუთმენლობა, რომელიც არ უღლდება სიმამაცესთან, არამედ ისეთ დამოკიდებულებაშია მასთან,
როგორც გადაგვარებულთან. და მართლაც, თვინიერებასთან ერთად მძიმე ტვირთი ღვთიური
გაგებით იქცევა მსუბუქად; ისევე, როგორც მწარე სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ მოუთმენლობისას
მსუბუქი ტვირთი მართლაც მძიმედ იქცევა. სიკეთე არის მსუბუქი უღელი, და თვინიერება არის
მსუბუქი ტვირთი. მარად ეჭვშეუვალი იქნება ის, რომ იოლია იმის ზიდვა, რაც სასიკეთოა; ასე რომ,
ეჭვი სხვა რამის წინააღმდეგ მხედრდება; მას შესანიშნავად შეუძლია გაიგოს, რომ ის, რაც სასიკეთოა, -
მსუბუქია; მაგრამ მას არ სურს ირწმუნოს, რომ მძიმე სატანჯველი - სასიკეთოა. მარად ეჭვშეუვალი
იქნება ის, რომ თვინიერება მსუბუქი ტვირთია; ასე რომ ეჭვი სხვა რამის წინააღმდეგ მხედრდება; მას
შესანიშნავად ესმის, რომ თვინიერება მსუბუქია, მაგრამ არ სურს გაიგოს, რომ სიმძიმეს თვინიერება
აქცევს მსუბუქ ტვირთად, რომ ტვირთი მართლაც მსუბუქად იქცევა, რაც ხდება კიდეც სინამდვილეში.
ამიტომაც ის, ვინც დღეს არ იცის, რითი უნდა იცხოვროს ხვალ, თუ ის, მისდევს რა
სახარებისეულ მითითებას (ქრისტე ხომ იმიტომ არ მოსულა ამქვეყნად, რომ კვების შესახებ ზრუნვა
მოეშთო, უბოძებდა რა ყველას საკმარისად), არ ზრუნავს ხვალინდელ დღეზე: მაშინ ხომ მას ეს მძიმე
ტვირთი მსუბუქად მიაქვს. ოჰ, როდესაც ყოველთვის მცირეა იმათი რაოდენობა, ვის შესახებაც
შეიძლება ითქვას, რომ უკვე საკმარისად აქვთ ყოველივე, პირიქით, ყველგან ვხედავთ შეშფოთებას,
რომლის თვალები დაბნეულია იმის გამო, რომ მეტისმეტად შორს იმზირება, - შეშფოთება, რომელსაც
ძალუძს გამოკვების შესახებ ზრუნვა გაავრცელოს დროით, რომელიც ადამიანის ცხოვრებას აღემატება.
ასეთი შეშფოთებით ადამიანს მძიმე ტვირთი მძიმედ მიაქვს. თუნდაც მოთმინებით აღიჭურვოს,
გადაწყვეტს რა, ზიდოს ტვირთი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მისგან მოითხოვება: ის მაინც ვერ ზიდავს
მას მსუბუქად. დრო - უვერაგესი და უძლიერესი მტერია, განსაკუთრებით თუკი ის, დარაზმული,
თარეშით მოემართება და მომავლად იწოდება; ასეთ დროს ის ნისლის მსგავსია, რომელიც ახლოდან
არ ჩანს, მაგრამ რაც უფრო შორს იმზირები, მით უფრო საზარელია ის. როდესაც მოთმინება, უმზერს
რა ამ მომავალს, აზიდავს მას, მაშინ დაინახავ, რამდენად მძიმეა ის; მაგრამ გაბედული თვინიერება
არც კი ზრუნავს ხვალინდელ დღეზე. თვინიერი მყისვე იმორჩილებს მზერას, უმზერს ახლომდებარეს,
და ამიტომ ვერ ხედავს მომავლის უსასრულობას. ხვალინდელი დღეც ხომ მომავალია, ოღონდ
იმდენად ახლო, რამდენადაც ეს შესაძლებელია; იმდენად ფრთხილად აზიდავს თვინიერება
მომავალს, რამდენად თვინიერადაც მიდის წინ. უშუალო სიახლოვისას ნისლი არ ჩანს, მაგრამ
15
საკმარისია ნება მისცე თვალებს, რომ ის დამაფრთხობელ იერს მიიღებს; ასევე, ვერც მომავალს
დაინახავ უშუალო სიახლოვეში: ამიტომ თვინიერება ახერხებს, არ იზრუნოს ხვალინდელ დღეზე.
ნუთუ ეს არ ნიშნავს, ზიდო დროის მძიმე ტვირთი, მომავლის ტვირთი - მსუბუქად? - ასე რომ,
როდესაც ის, ვინც მონის მიერაა შობილი, მისდევდა რა მოციქულის გულისხმიერ მოწოდებას[19]
(ქრისტე ხომ იმისთვის არ მოსულა ამქვეყნად, რომ მონობა გაეუქმებინა, თუნდაც ეს მისი მოვლენის
ერთ-ერთ შედეგად იქცეს), არ ზრუნავს ამის შესახებ, და მხოლოდ შეთავაზების შემთხვევაში ირჩევს
თავისუფლებას: მაშინ მას ეს მძიმე ტვირთი მსუბუქად მიაქვს. რამდენად მძიმეა ეს ტვირთი, იცის
თავად უბედურმა, და ასევე ეს იციან ადამიანებმა, რომლებიც თანაგრძნობას გამოხატავენ მის მიმართ.
თუკი ის ოხრავს ტვირთის ქვეშ, როგორც ისინი ოხრავენ, ვინც თანაგრძნობას უცხადებს მას, მაშინ მას
მძიმედ მიაქვს ტვირთი; და თუ ის, მოთმინებით აღჭურვილი, ეგუება თავის ბედს და მოთმინებით
იმედოვნებს თავისუფლებას, მაშინ მას მაინც მძიმედ მიაქვს იგი. მაგრამ თვინიერს, რომელსაც
ჰყოფნის გამბედაობა, ჭეშმარიტად სწამდეს სულის თავისუფლება, ეს მძიმე ტვირთი მსუბუქად მიაქვს:
ის უარს არ ამბობს თავისუფლების იმედზე, მაგრამ არც ელის, როდის მიენიჭება თავისუფლება.
თავისუფლების საკითხს მართებულად უწოდებენ გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეს; მისთვის, ვინც
მონად დაიბადა, მას შეგვიძლია სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ვუწოდოთ, საკითხი ყოფნა-
არყოფნისა, - და ამ ცხოვრებისეულად მნიშვნელოვან საკითხს მორჩილი იმდენად იოლად უდგება,
თითქოს ამას მასთან არ ჰქონდეს დამოკიდებულება, და კვლავ იმდენად მსუბუქად, რომ ეს მას
მხოლოდ ერთი მიმართებით ეხება, ვინაიდან ის ამბობს: მე არ მაწუხებს ის, რომ მონად დავიბადე,
მაგრამ თუ მე შევძლებ თავისუფლების მოპოვებას, სიხარულით ავირჩევ ამას. ხუნდების დაკბენა
ნიშნავს მათ ტარებას მძიმედ; ხუნდების მოთმინებით ტარება ასევე არ ნიშნავს მათ ტარებას
მსუბუქად, მაგრამ თუ მონად დაბადებული მიათრევს მონობის ხუნდებს, როგორც თავისუფალი -
ჯაჭვს: ეს ნიშნავს მათ ტარებას მსუბუქად.
თვინიერება ყოველთვის ამგვარია. როგორც დროდადრო ხედავ, რომ მომჭირნეობას შესწევს
უნარი კაპიკ-კაპიკ შეგროვებისა, ასევე თვინიერებაა ძლიერი მცირედის კეთებით, რისი წყალობით ის
მძიმე ტვირთს მსუბუქად აქცევს. როგორც იჭვნეული, თავის მღელვარე თავშეკავებაში, რთულად თუ
გაბედავს მიწაზე დაბიჯებას და, ვერც რაიმეს უარყოფს და ვერც რაიმეს ადასტურებს, რათა
მეტისმეტად შორს არ წავიდეს: ასევე აქვს თვინიერს მარადიულობის თავშეკავება; მას არ ეშინია
ადამიანების, ის ხომ, პირიქით, გულწრფელია; ის არ ეჭვობს, მაგრამ მტკიცედ სწამს; ის საღად და
თავისუფლად სუნთქავს რწმენაში, და მაინც მისი სიმამაცე იმდენად თვინიერია, რომ ის, რისი ზიდვაც
მას უწევს, წვრილმანად მოსჩანს. ჭეშმარიტად, ყოველგვარი განწყობა თავის გარშემო ქმნის თავისივე
მსგავსს, თავისივე მსგავსად გარდაქმნის რა ამოცანას. არასწორი იქნება თქმა: იქ, სადაც დიდი
საფრთხეა, ყოველთვის მოიძიება მამაცი; პირიქით: იქ, სადაც მამაცია, ყველგან ჩნდება დიდი
საფრთხეც, რომელიც მას სჭირდება, რომელსაც ის მოითხოვს, რომელსაც საჭიროებს მამაცისთვის
დამახასიათებელი ინსტინქტი სიმამაცის თვითგადარჩენისა. ამოცანა იმის მიხედვით იცვლება, თუ
ვინ წყვეტს მას. იგივე საფრთხე, რომელსაც, შესაძლოა, გადალახავს სულით დაცემული ადამიანი,
საგრძნობლად იზრდება, როდესაც მას მამაცი გადალახავს. იგივე უსამართლობა, რომელსაც ცბიერი
განიცდის, საგრძნობლად მატულობს, როდესაც მას განიცდის სამართლიანი. იგივე ნახტომი,
რომელსაც შიშით აძღრული დევნილი ასრულებს, საგრძნობლად დიდი ხდება, როდესაც მას
სიმსუბუქით ასრულებს მოცეკვავე. ამგვარად, სიმამაცე საფრთხეს ადიდებს, და გადალახავს მას;
სულგრძელობა უსამართლობას ამაზრზენად აქცევს და მაღლდება მასზე; მოთმინება ტვირთს მძიმედ
აქცევს და ზიდავს მას; მაგრამ თვინიერება ტვირთს მსუბუქად აქცევს და მიაქვს იგი მსუბუქად.
ამიტომ, თუ ადამიანურად ვისაუბრებთ, თვინიერება - უმადლო საქმეა. თვინიერება ხომ იმდენად
ჩუმად დადის, რომ ვერავინ ამჩნევს სიმძიმეს, - ვერავინ, ვერც ის, ვინც თვით ჰკიდებს თვინიერს
ტვირთს. ჯილდო სიმამაცისთვის - გამარჯვების სახეობაა; სულგრძელობის ჯილდო - ამაყი მზერა;
მოთმინება მიუზღავს ტანჯვაგამოვლილს; მაგრამ თვინიერება შეუმჩნეველი დარჩება და ვერ
მოიპოვებს აღიარებას. ასე, თვინიერი მონა თვინიერების წყალობით გადაფარავს პატრონის
უსამართლობას. გვეჩვენება, თითქოს მონა კარგად გრძნობს თავს პატრონთან, და ეს ასეც არის, -
თვინიერების შემწეობით. და აი, თუ რომელიმე მოგზაური დაინახავდა, როგორ ოხრავს მონა
ბორკილების ქვეშ, ის შეამჩნევდა ამას, მასში თანაგრძნობა გაიღვიძებდა, ის გზნებით მოყვებოდა
16
მონობის სისასტიკის აღწერას; მაგრამ თვინიერი მონა არ მიიპყრობს მის ყურადღებას, მოგზაურმა კი
შესაძლოა ისიც იფიქროს, რომ მონას კარგი პატრონი ჰყავს. ასევე, როდესაც მშვიდი ქალი თვინიერად
იტანს ყველა სიმძიმეს ქმრის მხრიდან - კაპრიზებს, შეურაცხყოფას, შესაძლოა, ღალატსაც: ამას ვერ
შეამჩნევ გარედან, - თუმცა, რა საჭიროა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურება იგი,
თვინიერებას ხომ ვერ დაინახავთ. თუკი ის მოთმინებით ზიდავდა მას, ეს შესაძლოა შესამჩნევი
ყოფილიყო, მაგრამ თუ სადმე ცხოვრობს ეს მშვიდი და თვინიერი ქალი, შესამჩნევი მხოლოდ
მოსიყვარულე ქმარი და ცოლია, რომელიც ბედნიერია თავის სახლში, ბედნიერია თავის ქმართან.
დიახ, ის ნეტარია - თუნდაც არ იყოს ბედნიერი თავის ქმართან, ის მაინც ნეტარია, როგორც თვინიერი.
„ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი“. დიახ, ქრისტე თვინიერი იყო.
ის რომ თვინიერი არ ყოფილიყო, მაშინ არ იქნებოდა ის, ვინც, მისივე მოწმობით, თვით იყო; მაგრამ ის
რომ თვინიერი არ ყოფილიყო, ის არც ესოდენ ტანჯვას განიცდიდა, მაშინ სამყარო შეირყეოდა იმ
უსამართლობისგან, რომელიც მის თავს ხდებოდა, მაგრამ მისმა თვინიერებამ გადაფარა სამყაროს
დანაშაული. მას არ განუცხადებია საკუთარი სიმართლე, ის არ ეყრდნობობდა საკუთარ
უდანაშაულობას, ის არ საუბრობდა იმის შესახებ, თუ რაოდენ სცოდავდნენ მის წინააღმდეგ, ის არც
ერთი სიტყვით არ მიაქცევს სხვათა ყურადღებას მათს ზეცამდე შეუწყნარებელი დანაშაულისკენ;
უკანასკნელ წამსაც კი მან ასე თქვა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან[20]. ნუთუ
მისი თვინიერება არ გადაფარავს აქ მათ დანაშაულს, რომელიც თითქოს გაცილებით უფრო მცირედ
იქცევა, ვიდრე ის სინამდვილეშია, იმის წაყლობით, რომ ის ასე საუბრობს მის შესახებ; მაგრამ სხვა
აზრით მათი დანაშაული გაცილებით უფრო საზარელი ხდება იმისგან, რომ ისინი თვინიერის
წინააღმდეგ სცოდავენ. როდესაც პეტრემ სამჯერ უარყო იგი, ხოლო ქრისტემ მხოლოდ თვინიერად
შეხედა მას: ნუთუ არ გადაფარა ამ თვინიერებამ პეტრეს დანაშაული და არ შეამცირა იგი! მოისმინეთ,
რას იტყოდა ენა ამის შესახებ: სამჯერ უარყო საკუთარი უფალი წამს, როდესაც ის გაწირეს, როდესაც
ის მტრების გარემოცვაშია, როდესაც მას დასცინიან და შეურაცხყოფენ! შენ გაჟრჟოლებს ამ სიტყვების
გაგონებისას, რომლებიც შენს ყურადღებას იმას მიაპყრობენ, თუ როგორ მოიქცა პეტრე, - სიტყვები,
რომლებიც არც კი აღწერენ, არამედ მხოლოდ სახელდებენ მის მიერ ჩადენილს. ქრისტეს თვინიერება
კი, პირიქით, არავის მზერას არ მიაპყრობს იმას, თუ რამდენად ღრმა იყო პეტრეს დაცემა.
ეს თვინიერება უნდა ვისწავლოთ მისგან, რადგან იგია ქრისტიანის ყველაზე სანდო ნიშანი.
„ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას“ (მათე, 5:39). თვინიერება არაა - არ
დაარტყა საპასუხოდ, თვინიერება არაა - აღმოაჩინო, რომ უსამართლოდ მოგექცნენ, და მიიღო
უსამართლობა, როგორც ასეთი: თვინიერებაა - მარცხენა ყვრიმალის მიშვერა. დიდსულოვნებასაც
შესწევს უნარი, გადაიტანოს უსამართლობა, მაგრამ ამაღლდება რა მასზე, ის ამით აიძულებს
უსამართლობას, რომ უფრო დიდი გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია; მოთმინებას შესწევს
უსამართლობის გადატანის უნარი, მაგრამ ის უფრო მცირედ აქცევს მას, ვიდრე ის სინამდვილეშია;
მხოლოდ თვინიერებას ძალუძს აქციოს უსამართლობა უფრო მცირედ, რადგან ის არ იღებს
უსამართლობას, წყენას, დაცინვას, როგორც ასეთებს, რითიც უსამართლობას მცირედ აქცევს. მოდით
ეს თვალსაჩინოდ განვიხილოთ. მიყენებულია პირველი დარტყმა: ხომ მართალია, რომ ასეთ დროს
თქვენ ყურადღებას უსამართლობა იპყრობს, და შენ ხედავ მას, უმზერ რა დიდსულოვანს, შენ ხედავ
მას, როდესაც უმზერ მომთმენს; მაგრამ როდესაც თვინიერი მშვიდად მიუშვერს მარცხენა ყვრიმალს,
უსამართლობა უკვე ისე აღარ გხვდება თვალში, მას იგი იმდენად იოლად გადააქვს, რომ შენ თითქმის
არანაკლებ აღშფოთებული ხარ დამნაშავით. მორჩილება არაა - შეუნდო შენს მტერს, მაგრამ
მორჩილებაა - შვიდჯერ სამოცდაჩვიდმეტჯერ შეუნდო, რადგან თვინიერი იმდენად ზრუნავს იმის
შესახებ, რომ შეუნდოს, რომ ეს თითქმის ისე გამოიყურება, თითქოს თვით საჭიროებდეს შენდობას -
თვინიერმა ხომ დანამდვილებით იცის, თუ რამდენადაა დამოკიდებული მისი შენდობა ზეციდან
იმაზე, შეუნდობს თუ არა თვითონ, რომ მართლაც საჭიროებს მტრის შენდობას.
ამგვარად, თვინიერება მძიმე ტვირთს მსუბუქად ზიდავს, იმდენად მსუბუქად ზიდავს წყენის
მძიმე ტვირთს, რომ დამნაშავის შეცოდებაც კი თითქოს უფრო მცირედ მოჩანს. ასეთი თვინიერება
უცხოა წარმართობისთვის - თვინიერება, რომელსაც ქრისტიანული აზრით ერთი შესანიშნავი თვისება
აქვს: ის ჯილდოს გარეშეა დარჩენილი ამქვეყნად; შესაბამისად, გააჩნია კიდევ ერთი დიდებული
თვისება: მისი ჯილდო დიადია ზეცად.
17
ამგვარად, ჩვენ ვთქვით იმის შესახებ, თუ როგორ მიაქვს ქრისტიანს მძიმე ტვირთი მსუბუქად;
იმის შესახებ, რომ ის, სხვა ადამიანთა მსგავსად, არ არის თავისუფალი ტვირთისგან, მაგრამ ვინაიდან
ის ქრისტიანია, მძიმე ტვირთს მსუბუქად ეზიდება. თუკი ვინმესთვის ამოა უღელი და ის, მძიმედ
დატვირთული, იოლად ეზიდება ტვირთს, ეს მხოლოდ ქრისტიანია!
მაგრამ როდესაც ქრისტე იოლი ტვირთის შესახებ ამბობს, როდესაც ის ამბობს: „ჩემი ტვირთი“,
შესაძლოა იფიქრო, რომ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ტვირთი, რომელსაც ის მათ ჰკიდებს, ვინც
მისი მიმდევარია. მან მათ იოლად საზიდად მისცა ადამიანთათვის ჩვეული ტვირთი, მაგრამ
ქრისტიანებს ასევე გააჩნიათ განსაკუთრებულად იოლი ტვირთი. როგორია ის? მაგრამ მოდით ჯერ
დავსვათ კითხვა, რომელია ყველა დანარჩენ ტვირთთაგან უმძიმესი? სავარაუდოდ, ესაა ცოდვის
ცნობიერება, რის შესახებ ჩვენ აქ არ ვიკამათებთ. მაგრამ ის, ვინც ცოდვის განცდისგან
გათავისუფლებს, გიბოძებს რა სანაცვლოდ ცნობიერებას, რომ შენ შენდობილი ხარ: ის ხომ მძიმე
ტვირთისგან გათავისუფლებს და მის ნაცვლად იოლს გიძღვნის.
მაგრამ, ნუთუ ტვირთია ის, თუნდაც ის იოლად იყოს წოდებული? დიახ, თუკი ვინმეს არ სურს
გაიგოს, რომ იყო შენდობილი, ესეც ტვირთია, თუნდაც მსუბუქი ტვირთი, მაშინ ის შენდობას ფუჭად
იღებს. შენდობა არ უნდა იყოს დამსახურებული, ამიტომ კი ის მძიმეა; მაგრამ ის არც ისე უნდა
მივიღოთ, როგორც სრული უმნიშვნელობა: არც ამდენად მსუბუქია ის. შენდობა ჯილდოს არ
მოითხოვს, ამიტომ ის ძვირადღირებული არ არის; ის არ მოითხოვს ჯილდოს, მაგრამ ის არც არარად
უნდა ჩაითვალოს: მეტისმეტად ძვირ ფასადაა ის შეძენილი.
შეხედე, აქ კი თვინიერებაა საჭირო, რათა ირწმუნო, რათა ატარო შენდობის იოლი ტვირთი,
რათა ზიდო შენდობის სიხარული. სისხლსა და ხორცს შესაძლოა რთულად მოეჩვენოს ამ იოლი
ტვირთის ზიდვა; მაგრამ თუ ამ იოლი ტვირთის ზიდვა რთული ხდება, საქმე გვაქვს რწმენის
ჭირვეულ უსურველობასთან; ხოლო თუ პირიქით, ეს ტვირთი იმდენად მსუბუქად იქცევა, რომ მას
უკვე ტვირთსაც ვეღარ ვუწოდებთ, გამოდის, რომ ის დაუფიქრებლად იყო მიღებული, მიღებული იყო
ამაოდ. შენდობა, ღმერთთან შერიგება - ესაა ტვირთი, რომლის ზიდვა იოლია, თუმცა ის იოლია
თვინიერებისთვის, რადგან სისხლისა და ხორცისთვის ეს უმძიმესი ტვირთია, კიდევ უფრო მძიმე,
ვიდრე ცოდვის შეგნება, ესაა მეტისმეტად გულისამღვრევი ტვირთი. ამიტომაც ისევე, როგორც
ქრისტიანები ყოველთვის თვინიერების მიხედვით უნდა გამოვიცნოთ, ასევე ყოველივე არსებითად
ქრისტიანული ისეთია, რომ მისი რწმენა მხოლოდ თვინიერად შეიძლება. ნებისმიერი გადახრა,
როგორც ნაღველის, ისე დაუფიქრებლობის მხარეს - უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სინამდვილეში აქ
რწმენას ადგილი არ აქვს. ქრისტე საიმისოდ არ მოვლენია ქვეყანას, რომ იოლად ექცია ცხოვრება იმ
აზრით, როგორც ეს დაუფიქრებელს ესმის, და არც იმისთვის, რომ რთულად ექცია ის, როგორც ეს
დანაღვლიანებულს ესმის, არამედ იმისთვის, რომ მორწმუნეებისთვის ეს იოლი ტვირთი დაედო.
დაუფიქრებელს სურს, რომ ყველაფერი დავიწყებული იყოს, მისი რწმენა ფუჭია; ნაღვლიანს სურს,
რომ არაფერი იყოს დავიწყებული, მისი რწმენა ფუჭია. მაგრამ მას, ვისაც სწამს, სწამს, რომ ყველაფერი
დავიწყებულია, მაგრამ ისე, რომ მას მხოლოდ მსუბუქი ტვირთი მიაქვს, - მას ხომ თან დააქვს
მოგონება იმის შესახებ, რომ მას ყოველივე შეუნდეს?! დაუფიქრებელს კი სურს, რომ ეს მოგონებაც
დავიწყებული იყოს, სურს, რომ ყველაფერი შენდობილი და დავიწყებული იყოს. მაგრამ რწმენა
ამბობს: ყველაფერი დავიწყებულია, გახსოვდეს, რომ შენ ეს შეგინდეს. დავიწყება მრავალგვარად
შეიძლება; შესაძლოა დაივიწყო, რადგან ახლა უკვე სხვა რამის შესახებ ფიქრობ; შესაძლოა დაივიწყო
დაუფიქრებლად; შესაძლოა მიგაჩნდეს, რომ შენ სრულიად დაგივიწყეს, რადგან შენ დაივიწყე
ყოველივე; მაგრამ მარადიულ სამართლიანობას სურს და ძალუძს დავიწყება ერთადერთი გზით:
შენდობით, - მაგრამ ამ დროს მორწმუნემ სწორედ რომ არ უნდა დაივიწყოს, არამედ პირიქით,
ახოსვდეს, რომ მას ეს ყოველივე შეუნდეს. დანაღვლიანებულს არ სურს დავიწყება, მას არ სურს
ახსოვდეს, რომ ეს მას მიუტევეს; მას ეხსომება ბრალი: რადგან მას არ ძალუძს რწმენა. მაგრამ
შენდობასთან ერთად მორწმუნემ ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს, და სწორედ ამიტომ ვერ იქნება
შენდობა დავიწყებული. აქ პედაგოგს უკვე არა კანონი წარმოადგენს, არამედ ქრისტესმიერი შენდობა,
ეს თვინიერი პედაგოგი, რომელიც ვერ ბედავს შეგვახსენოს ის, რაც დავიწყებულია, და მაინც ბედავს
იმდენად, რამდენადაც ამბობს: მხოლოდ ის არ დაგავიწყდეს, რომ შენ ეს მოგეტევა. ეს არა მარტო
დავიწყებულია, არამედ დავიწყებულია მიტევებაში. ყოველ ჯერზე, როდესაც შენ იხსენებ მიტევებას,
18
ის დავიწყებულია, მაგრამ როდესაც შენ ივიწყებ მიტევებას, ის არაა დავიწყებული და შენ კარგავ
მიტევებას.
და ნუთუ ამაში არ მდგომარეობს იოლი ტვირთი? თუკი შენ, ჩემო მსმენელო, ამის განმარტება
სხვაგვარად ძალგიძს, განმიმარტე მე ეს; მე ხომ სხვა არაფერი ვიცი, გარდა რწმენის ამ უბრალოებისა,
რომელიც, სხვათა შორის, რთულ საუბარსაა შეუღლებული, რადგან ყოველთვის რთულია საუბარი,
რომელშიც გვერდიგვერდ ისეთი სიტყვები დგას, როგორიცაა: იოლი და - ტვირთი. დიახ, ეს რთული
საუბარია, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაც ხომ არ მოისაკლისებს სირთულეებს?! მაგრამ ამ რთული
საუბრის დანიშნულება - გაგებაა, ისევე, როგორც ცხოვრების სირთულეებისა - მათი ზიდვა, ხოლო
ქრისტიანისთვის - მათი ზიდვა მსუბუქად, - რადგან უღელი მისი ამოა და ტვირთი მისი მსუბუქი.
III
ბავშვების გაგება ყველაზე კარგად ისეთ დროს შეიძლება, როდესაც მათ თამაშს აკვირდები,
ყმაწვილებისა კი - როდესაც მათ სურვილებს ისმენ, ისმენ იმას, თუ რას ისურვებდნენ, რომ
ცხოვრებაში ეკეთებინათ ან რას ისურვებდნენ ქვეყნისგან. არჩევანი გულისხმობს ცხოვრებისეულ
სერიოზულობას. სულელური არჩევანიც კი, რომელზეც არ შეიძლება არ გაგეცინოს, მაინც
სერიოზულია, სერიოზულია სავალალოდ; მაგრამ სურვილი - თავშესაქცევია, ისევე, როგორც
გამოცნობა, და მაინც ყმაწვილის ამოცნობა ყველაზე კარგად იმის მიხედვით შეიძლება, თუ რა სურს
მას. არჩევანი, რამდენადაც ის თვით არის რაღაც ნამდვილი, სინამდვილის მხრიდან მრავალფეროვან
წინააღმდეგობებს ხვდება; არჩევანის პირობები შესაძლოა შეზღუდული იყოს, არჩევანის რეალური
სიტუაცია მრავალი მიმართებით ზღუდავს ამომრჩეველს, ისევე, როგორც მრავალი მიმართებით
წარმოადგენს მისთვის საყრდენს. სურვილში კი, პირიქით, ყველაფერი ყმაწვილს ემორჩილება,
შესაძლებლის მირაჟი მის სრულ მორჩილებაშია და ამით შეაცდენს მას, გაამხილოს თავისი შინაგანი
ცხოვრება; სურვილში წარმოადგენს ყმაწვილი სრულად საკუთარ თავს და სურვილი გადმოსცემს
ყველაზე ზუსტად, რით ცხოვრობს ყმაწვილი შინაგანად. ხოლო იმაში, რომ სურვილით ყმაწვილი
საკუთარ შინაგან ცხოვრებას ამხელს, არანაირი დანაშაული არ არის, და ეს შესაძლოა სასიკეთოც კი
იყოს მისთვის, რადგან შესაძლოა დაეხმაროს მას საკუთარი თავისა და საკუთარი უმწიფარობის
შეცნობაში. მეტად საშიშია, თუ უფრო ზრდასრულ ასაკში შინაგანად ფარული სურვილი იქცევა მის
მოღალატედ; ვინაიდან, როდესაც ჭეშმარიტად ღიაა, სურვილს არანაირი ვნების მოტანა არ შეუძლია,
მაგრამ, არის რა დაფარული, ის შესაძლოა იოლად იქცეს მოღალატედ.
თუკი ახლა წარმოვიდგენთ ჯგუფს ყმაწვილებისა, რომელთაგან თითოეულს რაღაც სურს,
მაშინ მათ სურვილებში გაცხადდება, რა ოდენობით ძევს თითოეული მათგანის სულში რაღაც ღრმა;
ვინაიდან არ არსებობს უფრო ზუსტი სარკე, ვიდრე სურვილი, ხოლო თუ ეს სარკე დროდადრო
ეპირფერება მას, ვინც მასში იყურება, უჩვენებს მას არა იმ მხრიდან, როგორიც ის სინამდვილეშია,
მაშინ სურვილის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის შესაძლებელი პირფერობის საშუალებით
აცდუნებს ყმაწვილს, ზუსტად დაადგინოს, როგორია, აცდუნებს იმისკენ, რომ იქცეს საკუთარი თავის
მსგავსი. ჩვენ ახლა არ შევუდგებით ამ აზრების განვითარებას, მხოლოდ დავუშვებთ, რომ ამ
ყმაწვილებს შორის მოიძებნება ერთი, რომელიც იტყვის: „არა, მე არც სიმდიდრე მსურს, არც
ძალაუფლება, არც პატივი, არც სიყვარული, - ერთადერთი, რაც მე მსურს, ესაა ბრძოლა და ხიფათი,
სიდუხჭირე და სატანჯველი: მხოლოდ ეს აღავსებს ჩემს სულს აღმაფრენით“. ასე იტყოდა ის, და
შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ზნის მქონე ყმაწვილის სიტყვები სიბრძნეს შეიცავს, თუკი ამ
სიტყვებს გავიგებთ არა პირდაპირ, არამედ ოდნავ განსხვავებულად.
ამგვარად, ესაა ყმაწვილი, რომელიც ამქვეყნად ტანჯვას ისურვებდა. მაგრამ, როდესაც ასე
ამბობდა, მან ზუსტად გამოხატა, რა სურდა, ხომ აშკარაა, რომ მას არა მხოლოდ ტანჯვა სურდა,
არამედ, პირიქით - ბრძოლა. ჩვენ არ უარვყოფთ იმას, რომ მისი სული ღრმაა. მას არ სურს საკუთარი
ცხოვრება სიამოვნებაში გალიოს, არც მოჩვენებითი უპირატესობით ბრწყინვა სურს, არც მხდალად და
განაზებულად მთქნარება მფარველთა ჩრდილში, მას არც ბრძოლა სურს პატივის, ჯილდოსა და
ძალაუფლებისათვის; მას ბრძოლა სურს ბრძოლის, როგორც ასეთისათვის. მაგრამ გსურდეს ბრძოლა
ბრძოლის, როგორც ასეთისთვის, ეს ხომ იგივე არ არის, რომ გსურდეს ტანჯვა, არამედ პირიქით, ამის
19
სრული წინააღმდეგობაა, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მასთან ყველაზე მიახლოვებული. როდესაც
სხვას სურს იცოდეს, რომ ის ყველაზე ძლიერია და სურს ამის საბუთი, რაც პატივში, პრივილეგიებსა
და ძალაუფლებაში გამოიხატება, რომლებსაც ის შეიძენდა, თუ იბრძოლებდა; ასევე სურს ჩვენს
ყმაწვილს კვლავ და კვლავ განიცადოს საკუთარი თავი უძლიერესად ბრძოლაში, ამ განზრახულ
ბრძოლაში ბრძოლის, როგორც ასეთისთვის. მას არ სურს სიმშვიდე, ამისათვის მისი სული
მეტისმეტად ბევრს ითხოვს; მას არ სურს გაიგოს, რომ ბრძოლა უკვე დასრულდა. არა, ისევე, როგორც
მშვილდს ერთადერთი სურს - ბრძოლაში დაჭიმული იყოს და ტყორცნიდეს ისრებს, და ერთადერთი
ანაღვლებს მას - რამდენი ბრძოლაც არ უნდა ჰქონდეს მოგებული, მას ანაღვლებს, როდესაც
მოშვებულს ჰკიდებენ კედელზე; ასევე სურს ჩვენს ყმაწვილს, იცხოვროს და დაიღუპოს ბრძოლით,
დაიღუპოს ბრძოლის დღეს, დასაწყისიდან დასასრულამდე იქნება რა დაძაბულობასა და ბრძოლის
ქარცეცხლში.
ამგვარად, მხოლოდ გაუგებრობის, ცდომილების, გრძნობათა გაყალბების მიზეზით გამოიყენა
ყამწვილმა ეს ბრძნული სიტყვა: ტანჯვა, ტანჯვის სურვილი. თუკი ვინმე ისურვებს, დაუბრუნოს მას
ეს სიტყვა შემდეგის თქმით: დიახ, შენ მართებული არჩევანი გააკეთე, - შემდეგ კი აუხსნის, თუ რას
ნიშნავს ტანჯვის არჩევა: მაშინ ასეთ ყმაწვილს, რომელსაც სურდა მთელი სამყარო საბრძოლველად
გამოეწვია, შესაძლოა დაეკარგა გამბედაობა და ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლის ველზე დაცემულიყო,
ტანჯვის ტვირთის ქვეშ დაუძლურდებოდა. ოჰ, ისურვო ტანჯვა, ისურვო ტანჯვის არჩევა - ეს
სურვილი ხომ ადამიანის გულს არასოდეს ეკარებოდა; ის, ვინც აქ საკუთარ თავს გამონაკლისად
განიხილავს, მხოლოდ თავს იტყუებს. იმისათვის, რომ ჩაწვდე ტანჯვის იდეასა და მის ხარებას, რათა
გაუძლო ტანჯვას და ის მართლაც სასიკეთო იყოს შენთვის, რათა აირჩიო ტანჯვა და ირწმუნო, რომ ეს
მართლაც სიბრძნეა, რომელსაც ნეტარებისკენ მიჰყავხართ, ადამიანს ღვთიური ხელმძღვანელობა
გჭირდება. ბუნებრივ ადამიანს არასოდეს მოუვა აზრად ასეთი სურვილი. ადამიანის თავს ჯერ
უღრმესი ცვლილება უნდა მოხდეს, სანამ ის რწმენით იქნება ნაზიარები სატანჯველის საიდუმლოს; ის
ჯერ ანაზდად უნდა იქნას შეპყრობილი და შემდეგ კეთილ ინებოს ისწავლოს იმ ერთადერთისგან,
რომელიც სამყაროში გამოვიდა, ექნება რა სურვილი და განზრახვა ტანჯვისა, აირჩია და მოითხოვა რა
საკუთარი თავისთვის ტანჯვა. ის გამოვიდა სამყაროში, მაგრამ შემოვიდა არა ისე, როგორც ყმაწვილი
გამოდის მამისეული სახლიდან, ის გამოვიდა ზეციური მამისგან, მან მიატოვა ეს დიდება, და ის
ამისთვის მზად იყო სამყაროს შექმნამდე, დიახ, თავის არჩევანში ის მუდამ თავისუფალი იყო, და ის
მოვიდა სამყაროში - მოამზადა რა საკუთარი თავი სატანჯველისთვის.
მის, უფალ იესო ქრისტეს შესახებ ნათქვამია, რომ თუმცა კი ის ძეა, მაგრამ ტანჯვის გზით
ისწავლა მორჩილება (ებრ. 5:8). სწორედ ამ სიტყვაზე შევჩერდებით, ვიმსჯელებთ რა იმის შესახებ, რომ
თუკი ვერც ერთი ადამიანიც კი ბუნებით ვერ ისურვებს სატანჯველს, მაინც სასიხარულოა, რომ
სატანჯველის სკოლა მარადიულობისკენ გვამზადებს.
როდესაც რომელიმე ადამიანის შესახებ ამბობენ, რომ სატანჯველმა მას მრავალი რამ ასწავლა,
ამ გამოთქმაში არის რაღაც მიმზიდველი და რაღაც განმზიდველი. მიმზიდველია ის, რომ მან მრავალი
ისწავლა. ადამიანებისთვის არ არის დამახასიათებელი სწავლის უსურველობა, ისინი, პირიქით,
ფრიად მოწადინებულნი არიან ისწავლონ, განსაკუთრებით კი უკვე ჰქონდეთ რაღაც ნასწავლი.
ყველაზე მეტად მათ სურთ ისწავლონ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ თუ სწავლის პროცესში მათგან
ძალისხმევას მოითხოვენ, ისინი მზად არიან გარკვეული ძალისხმევაც დახარჯონ. მაგრამ როდესაც
საქმე იმას ეხება, რომ დიდხანს სწავლობდე მცირედს, ამასთან კი სწავლობდე მას საფუძვლიანად,
ასეთ დროს ისინი მოუთმენელნი ხდებიან; ხოლო თუ ასეთი სწავლა დიდხანს გრძელდება, ისინი,
როგორც ეს ფრიად გესლიანად ითქმება ხოლმე, გვარიანად მოუთმენელნი ხდებიან. როდესაც
სატანჯველი მასწავლებლად უნდა იქცეს, უნდა იქცეს სწავლად, მაშინ ისინი სრულიად ჰკარგავენ
ასეთი სწავლის ხალისს, მაშინ ისინი საკუთარ თავს საკმარისად ჭკვიანებად თვლიან, საკმარისად
ჭკვიანებად იმისათვის, რომ გაიგონ: სიბრძნისთვისაც შეიძლება ზედმეტის გადახდა, - მათ ხომ არ
შესწევთ უნარი მყისვე შეადგინონ ხარჯთაღრიცხვა, არ შესწევთ უნარი, წინდაწინ გათვალონ
სატანჯველი და შეაფასონ სარგებელი, რომლის მოტანას ის ჰპირდებათ. და სწორედ მაშინ, როდესაც
სატანჯველი არცთუ ისე დიდი, არცთუ ისე სერიოზულია, არცთუ იმდენად მძიმე და რთულია, რომ
გონებას არ შესწევდეს მისი სარფიანობის დანახვის უნარი: ასეთ დროს არა სატანჯველი იქცევა
20
რომელსაც ყველა სხვა მასწავლებელი უარს ეუბნება, ზეცა არ ეუბნება უარს, მას შეუძლია იმავე
სისავსით დაეუფლოს ტანჯვას, როგორც ნებისმიერი სხვა. შენ, ჩემ მსმენელო, იმით დაიწყე, რომ
წარმოიდგინე ყველაზე უბრალო, არაფრით გამორჩეული ადამიანი; ახლა კი იმის შესახებ დაფიქრდი,
რომ ის, ვის შესახებ წმინდა წერილი ამბობს, რომ მან სატანჯველით ისწავლა მორჩილება, იყო ის, ვინც
მარადიულად მამასთან იმყოფებოდა, იყო ის, ვინც დროის სისავსეში მოვიდა, იყოს ის, ვინც მამის
დაწყებული აღასრულა, ვინც დაასრულა სამყაროს შექმნა და განაახლა მისი ხატი. წმინდა წერილი აქ
მის შესახებ საუბრობს, როგორც უმნიშვნელო ადამიანისა, ის არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ
იყო ის, როგორი იყო, რა შეეძლო, რა აღასრულა, აქ არაფერია ნათქვამი მისი საქმის შესახებ, რომელიც
ყოველგვარ ადამიანურ აზრს აღემატება, მხოლოდ ერთია ნათქვამი: ტანჯვის გზით ისწავლა
მორჩილება! ოჰ, მან, ვინც ყველაფერი იცოდა, ვისი აზრიც ყოველივეს მოიცავს, ვინც ამის გამოისობით
არ საჭიროებდა იმას, რომ რაიმე გაეგო, რადგან არ არსებობს არაფერი, რაც მან არ იცოდა: მან ტანჯვის
გზით ისწავლა მორჩილება.
ქრისტემ მორჩილება ისწავლა; თუმცა კი მისი ნება დასაბამიდან თანხმობაში იყო მამის
ნებასთან, თუმცა მისი თავისუფალი გადაწყვეტილება მამის ნებაც იყო, მაგრამ როდესაც ის დროის
სისავსით მოვიდა, მაშინ მან სატანჯველით ისწავლა მორჩილება; ის იტანჯებოდა, როდესაც
თავისიანებთან მივიდა, მათ კი ის არ მიიღეს[21], როდესაც მან მონის მორჩილი ხატი შეითვისა და
მიჰქონდა ღვთის მარადიული ჩანაფიქრი, როდესაც მისი საუბარი თითქოს ფუჭი იყო; როდესაც ის,
ერთადერთი, რომელშიც არის ხსნა, თითქოს ზედმეტი იყო სამყაროში; როდესაც მან არაფერი
აღასრულა მიწიერი სურვილის მიხედვით, როდესაც არავინ აფასებდა მას ან, რაც კიდევ უფრო მძიმეა,
როდესაც ის უსუსური ცნობისმოყვარეობის საგანი იყო, რომელიც თამაშობდა მასთან. ო, როდესაც
თვით ბოროტება აღიმართა მის წინააღმდეგ ველური აღშფოთებით, აწამებდა რა მას, წმინდას, თვით
სიკვდილამდე; ნუთუ საზარელი არ არის, რომ ის მაშინაც კი ცნობისმოყვარეობის საგანი იყო, რომ
სამყაროს მხსნელს მაშინაც კი არ შეეძლო რაიმეს გაკეთება გზადაკარგულ სამყაროში, გარდა იმისა,
რომ საკუთარი თავის გარშემო პირდაღებული მცონარები შემოეკრიბა, ისე, რომ ხელოსანი ტოვებდა
თავის საქმეს, რათა მისთვის შეეხედა, ვაჭარიც ტოვებდა თავის დახლს, და მოჩქარე ადამიანიც
ცნობისმოყვარე მზერით აკვირდებოდა მას. ნუთუ ძმარი უფრო მძაფრი სასმელი იყო მისთვის, ვიდრე
მცონარეთა დაუფიქრებელი მზერა და ცნობისმოყვარეთა ამაზრზენი ინტერესი, - ეს კი იმ დროს, რომ
ის - ჭეშმარიტებაა! ცოდვის სითამამე წმინდას წინააღმდეგ არ იყო იმდენად მწარე, როგორც ის, რომ ის
ფუჭი ცნობისმოყვარეობის საგანი იყო! - დიახ, მან სატანჯველით ისწავლა მორჩილება; ის
იტანჯებოდა, როდესაც ის, კურთხეული, თითქოს დაწყევლილი იყო ყოველისთვის, ვინც მას
უახლოვდებოდა, და ყოველისთვის, ვინც მას გაურბოდა; როდესაც ის წამება იყო
თანამედროვეებისთვის და წამება - იმ რამდენიმესთვის, ვისაც უყვარდა ის, მათ ხომ მის გვერდით
მოუწიათ ყოფნა მის ყველაზე საზარელ გადაწყვეტილებაში; როდესაც ის დედისთვის უნდა ქცეულიყო
იარაღად, რომელიც მის სულში გაივლიდა[22], მოწაფეთათვის კი ჯვარცმულ სიყვარულად; წამებად
გაუბედავთათვის, რომლებსაც შესაძლოა შინაგანად, თავის სანუკვარ სურვილებში ესმოდათ მისი
სიტყვები, მაგრამ ვერ ბედავდნენ მასთან შეერთებას, რის გამოც მათ სულებში რჩებოდა ნესტარი,
მათში შინაგანად იყო განხეთქილება - მტანჯველი ნიშანი იმისა, რომ ისინი მისი თანამედროვეები
იყვნენ; წამებად ბოროტთათვის, რადგან ის თავისი სისპეტაკითა და სიწმინდით გარდუვალად
ცხადად აქცევდა მათ ჩანაფიქრებს, აქცევდა მათ უფრო დანაშაულებრივად, ვიდრე ოდესმე. ო,
უმძიმესი სატანჯველი: იმისათვის, რომ სამყაროს მხსნელი ყოფილიყო, მას მოუწია ქცეულიყო
შებრკოლების ლოდად! - ტანჯვით ისწავლა მან მორჩილება; ის იტანჯებოდა, როდესაც ის, თუმცა კი
თვით ეძებდა ამას, მაგრამ თითქოს იძულებული იყო ეძებნა ყველას მიერ საძულველი საზოგადოება
ბიწიერებისა და ცოდვილების, როდესაც ვერავინ გაბედა აღიარება, რომ იცნობდა მას, როდესაც
ცნობისმოყვარე კრიტიკულად აქნევდა თავს, ქედმაღალი ამბობდა: უგნური, ხოლო თანამგრძნობი,
ებრალებოდა რა ის, მხრებს იჩეჩავდა; როდესაც მისი მომზირალი ამაყი გაკიცხვით შეჰყურებდა,
მხდალი კი გვერდზე მიხოხავდა; როდესაც დიდგვაროვანი თავს არიდებდა მას, რათა მის შესახებ
ცუდი არ ეფიქრათ, და მის მიმართ საუკეთესოთა დამოკიდებულებაშიც ორსულოვნება იყო, მათ ხომ
მეტისმეტად დიდი დანაკლისის ეშინოდათ; როდესაც ის, ვინც დროულად განუდგა მას, თვლიდა,
რომ მას გაუმართლა, და არავის უფიქრია, რომ ვალი ჰქონოდა მის წინაშე, მაგრამ ყველას მიაჩნდა, რომ
22
ყოველივე დაშვებულია მის წინააღმდეგ თავდაცვის სახით; როდესაც მისი საყვარელი მოწაფეც კი
განუდგა მას[23]. - ტანჯვით ისწავლა მან მორჩილება; ის იტანჯებოდა, როდესაც პილატემ თქვა: აჰა,
კაცი[24]! არა ველურად აღშფოთებული, არა საკუთარი დაუდგრომლობით დაბრმავებული ბრბო
შესძახის ამ სიტყვებს მას; არა, ძოწეულით მოსილი დიდებული ამბობს ამას, უთანაგრძნობს რა მას.
იუდამ ის ოცდაათ ვერცხლად გაყიდა, მაგრამ პილატეს მისი გაყიდვა კიდევ უფრო იაფად სურდა,
გაასაღებდა რა მას უბადრუკ ადამიანად, აქცევდა რა მას თანაგრძნობის ბეჩავ საგნად დაუდგრომელი
ბრბოს თვალში.
და ასე, მთელი მისი ცხოვრება უმძიმესი ტანჯვა იყო. ამ სატანჯველის სიმძიმეს ვერ შეედრება
ვერც ერთი ადამიანის სატანჯველი, მის სიმძიმეს ვერ წარმოიდგენს ვერც ერთი ადამიანი, და ვერც
ერთი ენა ვერ გამოხატავს მას. სწორედ ეს სატანჯველი იყო უზენაესი აზრით ისეთი, რომ მას
მორჩილების სწავლა შეეძლო. რადგან, თუ იტანჯება ის, ვინც დამნაშავეა, მაშინ ასეთი სატანჯველი
არა მარტო არ არის მოკლებული საფუძველს, რომელიც ასეთ შემთხვევაში ყოველთვის სახეზეა,
მაგრამ მასში, ცხადია, არც იმის საფუძველია, რომ ღმერთი აღარ გვწამდეს; ზუსტად ისევე, როგორც
არანაირი განსაკუთრებული დამსახურება არ არის, თუ ასეთი ადამიანი კუთვნილ სასჯელს იხდის.
თუკი, პირიქით, ვინმე უდანაშაულოდ იტანჯება, აქ ღირს რაღაცის სწავლა; ღირს რაღაცის სწვლა,
მაგრამ ეს სავალდებულოდ არ არის მორჩილება. მაგრამ ქრისტემ ტანჯვით ისწავლა მორჩილება. ის
ამბობდა: „მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ -
როგორც შენ[25].“ პირველ რიგში მორჩილება ის იყო, რომ მან თქვა ეს, მეორე კი ის, რომ მან დაცალა ეს
მწარე სასმისი. მას რომ ამ სიტყვების გარეშე დაეცალა მწარე სასმისი, მისი მორჩილება სრულყოფილი
არ იქნებოდა. რადგან მორჩილებას ეკუთვნის ასევე და უპირველეს ყოვლისა ეს მავედრებელი კითხვა
და ეს კითხვითი ვედრება: ხომ ასეთია მამის ნება, ხომ არ შეიძლება სხვაგვარად. ასე იყო მისი
ცხოვრება მორჩილება, მორჩილება სიკვდილამდე, ჯვარცმულ სიკვდილამდე. მან, ვინც იყო გზა,
ჭეშმარიტება და სიცოცხლე[26], მან, ვინც არ საჭიროებდა იმას, რომ რაიმე ესწავლა, მაინც ისწავლა
ერთი რამ: მან მორჩილება ისწავლა. იმდენად ახლო დამოკიდებულებაშია მორჩილება მარადიულ
ჭეშმარიტებასთან, რომ ის, ვინც არის ჭეშმარიტება, სწავლობს მორჩილებას.
მორჩილება რომ უშუალოდ გამომდინარეობდეს სატანჯველიდან, მაშინ, სავარაუდოდ,
მოიძებნებოდა ვიღაც, ვისაც ეყოფოდა სატანჯველის არჩევის გამბედაობა, და ვიღაც, ვინც თავს
ბედნიერად ჩათვლიდა, რადგან მას სატანჯველი ეწვია. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასე არ არის.
მორჩილებას ასე იოლად ვერ ისწავლი. თვით სატანჯველი, თუ ადამიანურად განვსჯით, ეს პირველი
საფრთხეა, მაგრამ სხვა საფრთხე, კიდევ უფრო საზარელი, ეს ისაა, რომ ვერ ისწავლი მორჩილებას!
სატანჯველი არის სწავლა, აღვსილი საფრთხით; თუკი შენ ტანჯვისას, ვერ ისწავლი მორჩილებას, ეს
ისევე სახიფათოა, როგორც ყველაზე ძლიერმოქმედი წამალი, რომელსაც მხოლოდ ვნება მოაქვს. ასეთი
საფრთხისას ადამიანს დახმარება სჭირდება, სჭირდება ღმერთი, სხვაგვარად ის ვერ ისწავლის
მორჩილებას. ხოლო თუ ის მორჩილებას ვერ ისწავლის, მან შეიძლება ისწავლოს ყველაზე
დამღუპველი, ისწავლოს სულმდაბალი დაღვრემილობა, ისწავლოს სულის ჩახშობა, სულში ყოველი
კეთილშობილი ცეცხლის ჩახშობა, ისწავლოს სიჯიუტე და სასოწარკვეთა. მაგრამ სწორედ იმიტომ,
რომ ეს სწავლება ამ ოდენობითაა აღსავსე საფრთხით, ჩვენ საფუძვლიანად ვამბობთ, რომ
სატანჯველის სკოლა მარადიულობისთვის განამზადებს; არც ერთ სხვა სკოლაში არ არის ასეთი
საფრთხე, მაგრამ არც ის არის, რაც შეიძლება სატანჯველის სკოლაში შეიძინო: არც უმაღლესი
საფრთხეა, არც უმაღლესი მოპოვება; მაგრამ მარადიულია სწორედ ის უმაღლესი, რომელიც შეიძლება
მოიპოვო.
ადამიანმა შესაძლოა მრავალი ისწავლოს მარადიულობასთან კავშირის გარეშე. ასე, თუ
ადამიანი სწავლისას გარეთაა მიმართული, მან შეიძლება საკმაოდ ბევრი ისწავლოს, მაგრამ ამ ცოდნის
შეძენის შემდეგ შესაძლოა საკუთარი თავისთვის ამოცანად, უცხოდ დარჩეს. როგორც ქარი მიაქანებს
მძლავრ გემს, მაგრამ ქარს არ ესმის საკუთარი თავის; როგორც მდინარე აბრუნებს წისქვილის ქვას,
მაგრამ მდინარეს არ ესმის საკუთარი თავის: ასევე შეიძლება ადამიანი გასაოცარს სჩადიოდეს,
მრავალფეროვან ცოდნას იღებდეს, იმავდროულად კი არ ესმოდეს საკუთარი თავის. სატანჯველი კი,
პირიქით, ადამიანს შიგნით მიაქცევს. თუკი ეს ხერხდება, თუკი ადამიანს სასო არ წარეკვეთება, არ
გასწევს წინააღმდეგობას, არ ცდილობს საკუთარი უბედურება მიწიერ სიამოვნებაში ჩაახშოს,
23
მოიპოვებ სიმშვიდესა და მოსვენებას. რადგან იქ, სადაც მარადიულია, იქაა სიმშვიდე; შფოთვა კი იქ
არის, სადაც არ არის მარადიული. შფოთვა მყოფობს ქვეყანაში, მაგრამ უპირველეს ყოვლისა შფოთვა
მყოფობს ადამიანის სულში, როდესაც მასში არაფერია მარადიული და ადამიანს შეუძლია „გამძღარი
იყოს ფორიაქით[27]“. მაგრამ თუ გასართობი მოჩვენებითად განდევნის შფოთვას, სინამდვილეში კი
მხოლოდ ზრდის მას: ასეთ დროს სატანჯველი მოჩვენებითად ზრდის შფოთს, სინამდვილეში კი
განდევნის მას. სატანჯველის მკაცრი სერიოზულობა თავდაპირველად სასჯელად გვეჩვენება,
რომელიც ზრდის შფოთს, მაგრამ თუ სატანჯველში მყოფი ისურვებს სწავლას, ის სწორედ
მარადიულის მოსაპოვებლად შეიძენს ცოდნას.
აღმაფერნის პოვნა ნიშნავს სწორედ სწავლას მარადიულის მოსაპოვებლად. არსებითად
ერთადერთი რამ არსებობს, რაშიც აღმაფრენის პოვნა შეიძლება: დაანებო უფალს მეფობა ყველაფერში;
ყველაფერი, რისი შეტყობაც შეუძლია ადამიანს ამის გარდა, ეხება იმას, თუ როგორ ისურვა უფალმა
რაიმეს მართვა. შენდობის შესახებ აზრში არის თავდავიწყება მჭმუნვარე ადამიანისთვის, მაგრამ მან
შეიძლება ვერ მოიპოვოს თავდავიწყება ამ მარადიულ აზრში, თუ მანამ მორჩილების აზრს არ
მიეჩვევა: რომ უფალი უნდა მეფობდეს ყველაფერში, - შენდობა ხომ ღვთიური რჩევაა იმისა, თუ
როგორ იხსნა ადამიანი. აზრში, რომ უფალმა გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, არის თავდავიწყება
მონანიესთვის, მაგრამ მან შეიძლება ვერ მოიპოვოს თავდავიწყება ამ მარადიულ აზრში, თუ მანამ
მორჩილების აზრს არ მიეჩვევა: რომ უფალი უნდა მეფობდეს ყველაფერში, ვინაიდან დანაშაულის
გამოსყიდვაა უფლის მარადიული დარიგება. ღმერთს სურს გიბოძოს წყალობა, რომელშიც არის
თავდავიწყება, მაგრამ შენ შესაძლოა ვერ იპოვო თავდავიწყება მარადიულ აზრში ამის შესახებ, თუ არ
მიეჩვიე აზრს, რომ: უფალი უნდა მეფობდეს ყველაფერში. სხვაგვარად ხომ უფლის წყალობა შენი
დამსახურება იქნებოდა, როდესაც, პირიქით, სწორედ ღმერთი ბადებს ნდომასა და ქმედებასაც[28],
გიბოძებს ზრდას და გიბოძებს სრულყოფილებას, გიბოძებს იმას, რისი გაკეთებაც შენ მთელი შენი
მცდელობით არ ძალგიძს: შენ ერთი წყრთითაც არ შეგიძლია შენი სიმაღლის ზრდა, ერთი გოჯითაც
კი; გიბოძებს იმას, რისი გაკეთებაც შენ საკუთარი თავისთვის მთელი შენი მცდელობისას არ ძალგიძს:
შენ მხოლოდ მოქუფვრა შეგიძლია საკუთარი სულისა და ზრდის შეჩერება. მაგრამ რწმენა და რწმენის
მორჩილება სატანჯველში გეხმარება შენ, რომ სულიერად გაიზარდო, რადგან რწმენის მთელი
ქმანდობა იმაში მდგომარეობს, რომ განაშოროს ყოველივე შენი, ეგოისტური, რათა უფალმა მართლაც
შეძლოს მოსვლა და რომ, როდესაც ის მოვა, დაანებო მეუფება ყველაფერში. რაც უფრო მეტად უძლებ
სატანჯველს, სწავლობ რა იმავდროულად ტანჯვაში, მით უფრო განგშორდება ყოველივე ეგოისტური,
ის აღმოიფხვრება, მის ადგილს კი მორჩილება იკავებს, როგორც კეთილი ნიადაგი, რომელშიც
მარადიულს შეუძლია გაიდგას ფესვები. შენ არ შეგიძლია ამ მარადიულის დასაკუთრება, შენ
შეგიძლია მხოლოდ უძღვნა თავი მას, - ვინაიდან, ხომ შეუძლებელია თავი მიუძღვნა იმას, რასაც
ფლობ, არამედ მხოლოდ იმას, რაც სხვას ეკუთვნის; და ამასაც კი ვერ უძღვნი თავს ნებადართულად,
თუ არ გინდა, რომ საკუთარი თავი მიუძღვნა მას; ხოლო თუ, პირიქით, სხვა ისურვებს შენთვის ამის
მოძღვნას, შენ მიერ შენი თავის მიძღვნა იქნება მასთან ღრმა ურთიერთობების დამყარება. მაგრამ
ღმერთთან და მარადიულობასთან დამოკიდებულებაში საკუთარი თავის მიძღვნა არის მორჩილება,
მორჩილებაში კი თავდავიწყებაა. მარადიულშია თავდავიწყება, ეს მარადიული ჭეშმარიტებაა, მაგრამ
მარადიულის მოპოვება მხოლოდ მორჩილებით შეიძლება, ეს მარადიული ჭეშმარიტებაა შენთვის.
ამგვარად, თუ შენ შეშფოთებული ხარ, ეს იმისგან, რომ არ გსურს მორჩილება; მაგრამ
მორჩილებაში სატანჯველი დაგეხმარება. ამიტომაც, როდესაც სატანჯველში ხარ, მაგრამ
იმავდროულად მორჩილი ხარ სატანჯველში, მაშინ სწავლობ მარადიულობისთვის; მაშინ შენს სულში
არ არის მოუთმენლობის აღტყინება, არ არის არანაირი შფოთვა - არც ცოდვების და არც
საზრუნავისგან. როგორც ედემის შესასვლელთან იდგა ქერუბიმი ცეცხლოვანი, მბრუნავი
მახვილით[29], უქმნიდა რა დაბრკოლებას ადამს უკან დასაბრუნებლად: ასეა სატანჯველი - მფარველი
ანგელოზი, რომელიც გეწინააღმდეგება კვლავ გასხლტე ქვეყანაში; სატანჯველი სკოლაა, რომელსაც
იმავე დროს სურს სკოლაში შეგინარჩუნოს, რათა შენ მართლაც მოემზადო მარადისობისთვის. და
ერთი ძველი წინასწარმეტყველის თანახმად[30], კერპთაყვანისმცემლები ატარებენ თავიანთ ღმერთებს,
მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი თვით ატარებს, ვისაც მისი სწამს, ასევეა მორჩილების ქმნადობა: დაანებო
უფალს იმეფოს ყველაფერში - ესაა ჭეშმარიტი გაძღოლა ერთიანი ჭეშმარიტი ღმერთისა, მაგრამ რაც
25
რომ ადამიანს წლიდან წლამდე ასაკი ემატება და ამიტომ საფუძვლიანად შიშობს, რომ სკოლის წლები
მეტისმეტად გაგრძელდება. მაგრამ, თუ ადამიანი ყოველ წელს უფრო ახალგაზრდა ხდება! ნუთუ
შეიძლება არსებობდეს უფრო დამამშვიდებელი აზრი; მას ძალუძს სწავლის ყველაზე ხანგრძლივი
დრო ყველაზე მოკლედ აქციოს. როდესაც სწავლის ყველაზე მოკლე დრო თუნდაც წელიწადი
გრძელდება, მოწაფე ამ ხნის განმავლობაში მაინც ხდება ერთი წლით უფროსი; მაგრამ როდესაც
სწავლის ყველაზე ხანგრძლივი დრო სამოცდაათ წელიწადს გრძელდება, მოწაფე კი ყოველ წელიწადს
სულ უფრო ახალგაზრდა ხდება: ასეთ დროს სწავლის დრო, რასაკვირველია, უმოკლესია.
აზრი იმის შესახებ, რომ მარადიული ცხოვრება ახალგაზრდობის განახლებაა, ალბათ ყველაზე
მშვენიერი, მომაჯადოებელი და დამრიგებლურია. მაგრამ მე არ მსურს მისი მეტად განვითარება,
რადგან ის, რაც მასში ესოდენ მშვენიერია, სწორედ ეს წარმოადგენს ყველაზე სახიფათოსა და
შესაძლოა ადვილად იქცეს სიცრუედ სწორედ მაშინ, როდესაც ეს აზრი ადამიანის წინაშე მთელი მისი
მაცდუნებლობით წარმოდგება, და ნაცვლად იმისა, რომ აამოძრავოს იგი და მასში ძიების სურვილი
აძღრას, წარმოსახვის ძალას ატყვევებს და ოცნებებში ხატავს, თითქოს ახალგაზრდობა ჯადოსნური
ჯოხის აქნევით ახლდებოდეს, - თითქოს ასეთი გაახალგაზრდავება ხანგრძლივ დროს არ
საჭიროებდეს სხვა აზრით. სინამდვილეში ადამიანი მრავალ რამეში უნდა გამოიწრთოს და
საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს სატანჯველის სკოლაში, სანამ ყველა უფლებით შეძლებს მიმართოს
დამოძღვრისათვის ესოდენ ამაღლებულ აზრს.
ისევე, როგორც ადამიანი ჯერ დაღოღავს, სანამ სიარულს ისწავლიდეს, ასევე აქ ადამიანს ჯერ
სიარული უწევს, სანამ ფრენას დაიწყებდეს, - ახალგაზრდობის განახლების შესახებ აზრს
მარადიულობის მაღალი ფრენა ახასიათებს. ამიტომ უმჯობესია, რომ მე ვისაუბრო დამწყების მარტივ,
ხანგრძლივ და რთულ სიარულზე, რადგან ასეთი სიტყვა ვერავის შეიყვანს შეცდომაში; მეორეს მხრივ,
ვინც ესოდენ შორს შეაბიჯა, რომ უნარი შესწევს ჭეშმარიტად იქნას დამოძღვრილი ახალგაზრდობის
განახლების შესახებ აზრით და მისგან სარგებელი და მხარდაჭერა მიიღოს, ის არ საჭიროებს სხვა
ადამიანის არანაირ სიტყვას, ყველაზე ნაკლებად კი ჩემს სიტყვას, პირიქით, მე უნდა ვისწავლო მისგან.
მაგრამ თუ მე თავად აღარ ვისაუბრებ ამის შესახებ, მაინც მსურს ამ საუბრის დასასრულს
გავშალო მისი თემა: სიხარული იმაშია, რომ სატანჯველის სკოლა მარადიულობისთვის ამზადებს, -
შეგახსენოთ ის, რაც ასე შესანიშნავად გამოხატა ეკლესიის ერთ-ერთმა უძველესმა მამამ, ერთ-ერთმა
მოციქულმა მამამ[31]. თავის წიგნში, მის პირველ ნაწილში, რომელსაც „ხილვები“ ეწოდება, ის
მოგვითხრობს სამი ხილვის შესახებ, რომელიც მას უფალმა მოუვლინა. გარდა მრავალმნიშვნელოვანი
შინაარსისა, ეს ხილვები შეიცავს ერთ უცნაურ ეპიზოდს: ქალი, რომელიც უჩვენებდა და
განუმარტავდა მას ამ ხილვებს, პირველად მის წინაშე წარმოდგა, როგორც დედაბერი, მეორედ - უფრო
ახალგაზრდა იყო და მეტად მხიარული გამომეტყველება ჰქონდა; მესამედ ის ყმაწვილი იყო,
მხიარული, თუმცა სერიოზული, როგორიცაა სიყმაწვილე, ბოძებული მარადიულობის მიერ. ავტორი
ამას ზუსტად განმარტავს და ამბობს: „მას, ვინც გულწრფელად მოინანიებს, ასაკი აკლდება“. აქ ის
იმდენადაა შეჯახებული ამ ძლევამოსილ აზრს, რომ ეს უკანასკნელი უკვე ვერანაირად ვეღარ იქცევა
მაღალფარდოვან მირაჟად, რომელიც არამც თუ არ აქცევს მოწაფეს უფრო ახალგაზრდად, არამედ, -
რაც უარესია, რომ უბრალოდ ასაკი მოემატებინა მისთვის, - აცურებს მას. აქ კი ის, რის შესახებაც
ვსაუბრობდით, ძალაში რჩება: მარადიულობისთვის მომზადებას მხოლოდ სატანჯველის სკოლა
იძლევა. და თუ რომელიმე ადამიანს მსგავსი რამ დაემართება, ეს შესაძლოა მხოლოდ სატანჯველის
სკოლაში მოხდეს.
მაგრამ ამისგან ყველა შემთხვევაში სიხარული იბადება, ის იბადება დასასრულს, როგორც
არის კიდეც ნათქვამი საუბრის ბოლოს: სიხარული იმისგან, რომ არც ერთი სკოლა არ გრძელდება
იმდენ ხანს, რამდენსაც სატანჯველის სკოლა, და რომ ამ მიზეზით მის გარდა არც ერთი სკოლა არ
ამზადებს მარადიულობისთვის, და რომ მარადიულობის სკოლის მოწაფეს შეუძლია
გაახალგაზრდავდეს. ის, რომ არც ხელოვნება, არც ცოდნა, არაფერი, გარდა სატანჯველისა, თუ ამ
უკანასკნელით ადამიანი მორჩილებას სწავლობს, არ ამზადებს მარადიულობისთვის, ისევე
ჭეშმარიტია, როგორც ის, რომ ის, ვინც იყო და არის ჭეშმარიტება, ის, ვინც ყველაფერი იცოდა, მაინც
სწავლობდა ერთს, და სხვას არაფერს - სატანჯველით სწავლობდა მორჩილებას. ადამიანისთვის რომ
შესაძლებელი იყოს, სატანჯველის გარეშე ისწავლოს ღმერთის მორჩილება, მაშინ ქრისტე, როგორც
27
IV
ბოროტმოქმედის სიტყვა ჯვარზე. არ არის ნთქვამი, რანაირი ბოროტმოქმედი იყო, არც მისი სახელია
ნახსენები, არც სხვა რამ, არც ის, უფლის მარცხნივ იყო გაკრული თუ მარჯვნივ. ესეც ხომ სრულიად
უმნიშვნელოა, თუნდაც შეგვეძლოს ბავშვურად დავიკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა, თუ
ჩავთვლით, რომ ბოროტმოქმედი უფლისგან მარჯვნივ იყო ჯვარს გაკრული; სწორედ მათ, ვინც
მარჯვნივაა, ოდესმე ეტყვიან: „მოდით, კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი,
თქვენთვის გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან[36]“, - ხოლო იმ ბოროტმოქმედს ამ სიტყვების
მთქმელმა უთხრა: „დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში[37]“. მეორე ბოროტმოქმედი ბოლომდე
ილანძღებოდა, ჯვარზე გაკრულიც კი სასტიკი იყო, - ამ აზრით ის იყო მარცხნივ.
ლუკა მახარებელმა შეინარჩუნა ბოროტმოქმედის მიერ ჯვარზე ნათქვამი სიტყვა (ლუკა, 23:41):
„რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას არაფერი ცუდი არ ჩაუდენია“.
ახლა გვსურს ეს სიტყვა განვიხილოთ, ვიმსჯელებთ რა იმაზე, თუ რა სიხარულია იმაში, რომ
ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ.
დამნაშავეა? უდანაშაულოა? ეს სერიოზული კითხვაა სასამართლო პროცესის განმავლობისას;
ხოლო საკუთარი თავის შესახებ შეშფოთებასთან მიმართებით ეს კითხვა კიდევ უფრო სერიოზულია,
რადგან თუ ხელისუფლების წარმომადგენლები სახლის ყველაზე იდუმალ კუნჭულებს აგნებენ, რათა
დამნაშავე შეიპყრონ, შეშფოთება საკუთარი თავის შესახებ, დანაშაულის მიგნების მიზნით ნებისმიერ
ადამიანურ სასამართლოზე ღრმად აღწევს, აღწევს გულის ყველაზე ფარულ კუთხეებს, - იქ, სადაც
მხოლოდ ღმერთია მსაჯული.
მანამ, სანამ საუბარი ადამიანურ სასამართლოს და ადამიანსა და ადამიანს შორის
ურთიერთობას ეხება, ჩვენ ვთანხმდებით: იყო უდანაშაულო - ერთადერთია, რაც აქ შეგიძლია
ისურვო; რომ უდანაშაულობა არის აუღებელი ციხესიმაგრე, რომელსაც ვერანაირი ადამიანური
უსამართლობა ან უღიარებლობა ვერ გაანადგურებს და გაასწორებს მიწასთან; რომ უდანაშაულობა
არის სისპეტაკე, რომელსაც ვერ დააბინძურებს ვერც ძალადობა, ესაა მოუწყვლადობა, რომელსაც
სიკვდილიც კი ვერ მოწყლავს სასიკვდილოდ. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, საქმის ვითარება ასეთია
მხოლოდ მანამ, სანამ საქმე ეხება ურთიერთობას, რომელიც თავისი არსით არ წარმოადგენს
ურთიერთობას ორს შორის; ხომ მართალია, რომ ადამიანსა და ადამიანს შორის სიყვარულის ყველაზე
ღრმა და ყველაზე მოწყვლად ურთიერთობაში სიყვარულის უმაღლესი სურვილი შესაძლოა იყოს
სურვილი უმართებულოდ, მეტიც, დამნაშავედ ყოფნისა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანურად უიღბლო
სიყვარულის შესახებ, რომელიც უმძიმეს სატანჯველს წარმოადგენს, მაგრამ უიღბლო სიყვარული
ყველაზე მძიმე, ყველაზე მტანჯველი მაშინაა, როდესაც სიყვარულის საგანი ისეთია, რომ ის -
წინააღმდეგ იმის ღრმა და ერთადერთი სურვილისა, ვისაც უყვარს, - არსებითად შეუძლებელია,
გიყვარდეს. თუკი პირიქით, სიყვარულის საგანი არსებითად შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ უარი მის
ფლობასთან მიმართებითაა მიღებული, მაშინ უიღბლო სიყვარული ნაკლებად უიღბლო და ნაკლებად
მტანჯველია; ასეთ დროს თუმცა კი ფლობაზე უარია მიღებული, მაგრამ თვით საგანი დაკარგული არ
არის, პირიქით, ის მთელ არსობრივ მთლიანობას ფლობს, რომელიც ნეტარად აკმაყოფილებს
სიყვარულის მოთხოვნას. აქ ხომ მოთხოვნა გვაქვს სახეზე; ყველა სიყვარულში - არა ეგოისტურსა,
არამედ ღრმასა და მარადიულობაში ფესვგადგმულში - დაფარულია მოთხოვნა, რომელიც არის კიდეც
სიყვარულის თვით მყოფობა. მოდით წარმოვიდგინოთ გოგონა, რომელსაც უიღბლო სიყვარულით
უყვარს, და მისი ტანჯვაც წარმოვიდგინოთ. ის ალბათ იტყვის: „მართალი ვარ თუ არა მე, ამას არ აქვს
ცხოვრებისეული მნიშვნელობა ჩემთვის, რადგან თუ მე არ ვარ მართალი, ის იოლად მაპატიებს; მაგრამ
თუ ის არ არის მართალი, თუ ის დამნაშავეა, თუ ისეთია, რომ მისი სიყვარული შეუძლებელია, მაშინ
ეს ჩემთვის სიკვდილია, მაშინ ჩემთვის ყველაფერი დაკარგულია. ჩემი სიყვარულის საგანი
ერთადერთია - ეს ის არის, მხოლოდ ის ამქვეყნად, ოჰ, და აი, ის არ შეიძლება იყოს სიყვარულის
საგანი; ო, ეს რომ გარეგანი დაბრკოლება იყოს, მე უბრალოდ სიყვარულს შევინარჩუნებდი მის
მიმართ, და ნაკლებად უბედური ვიქნებოდი; მაგრამ აქ დაბრკოლება მისი არსების შინაგან სიღრმეშია,
აქ დაბრკოლება იმაში მდგომარეობს, რომ ის არსებითად მოისაკლისებს გულისმიერ სიღრმეს, მე კი
უუბედურესი ვარ“. და აი მისი სანუკვარი სურვილია, თვით იყოს მცდარი და, მეტიც, დამნაშავე -
ოღონდ კი საყვარელი ადამიანი იყოს მართალი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ამ გოგონას მართლაც
უყვარს; ის არ კამათობს - არ კამათობს თვით მართალისა და უმართებულოს შესახებ, რაც მას მისგან
29
ვინც უდანაშაულო იყო ღმერთის წინაშე. ამ მიზეზით ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყოველთვის შიშითა
და თრთოლვით, ყველაფერზე უმჯობესია, მუხლმოდრეკილი მდუმარებით ვისაუბროთ ქრისტეს
სატანჯველის შესახებ, - რადგან ადამიანის აზრს იმდენადვე მცირედ შეუძლია ამ საზარლობის მთელი
საშინელების გამოხატვა და გასაგებად განმარტება, როგორც ადამიანის ენას; მორჩილი სიფრთხილით
უნდა ვისაუბროთ ან ვდუმდეთ იმის შესახებ, თუ როგორ იტანჯებოდა ქრისტე, იმიტომ რომ არ
შეგვფერის, ცდუნებულნი ვიყოთ ღვთიური საიდუმლოს მიგნების წყურვილით - წყურვილით,
რომლისათვის წარმართობამაც კი დაადგინა სასჯელად მარად ალმოდებული წყურვილი[39]; ამ
ცდუნებას განსაკუთრებით უნდა ვუფრთხოდეთ ჩვენს დროში, როდესაც ესოდენ მრავალი
საშუალებით ცდილობენ საზარლობად წარმოგვიდგინონ სიცოცხლე რწმენით, თვლიან რა, თითქოს
რწმენა იგივე იყოს, რაც წვდომა, და თითქოს შეუძლებელი იყოს გულწრფელი რწმენა და ნეტარების
მოპოვება რწმენაში, თუკი გაბედულად წვდომა არ შეგიძლია. მხოლოდ ქრისტე იყო უდანაშაულო
ღმერთის წინაშე, და სწორედ ამიტომ მოუწია მას ზეადამიანური სატანჯველის განცდა, მოუწია გავლა
იმ ზღვარზე, სადაც თითქმის მართებულია სასოწარკვეთა, აღარ იცი რა, არის თუ არა ღმერთი
სიყვარული, როდესაც შეჰღაღადა: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე[40]? მაგრამ
ბოროტმოქმედი, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სხვაგვარად იტანჯება. როდესაც მაცხოვარი
ჰღაღადებს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე? - სიტყვას, რომლის შესახებ ჩვენი
ეკლესიის უდიდესი მქადაგებელი, და ასევე მისი ყველაზე მართლმორწმუნე ადამიანი, სიტყვას,
რომლის ქადაგებას ლუთერი, სწორედ რომ თავისი რწმენის ძალის გამოისობით, თითქმის ვერ
ბედავდა, - ბოროტმოქმედი მხსნელის გვერდით ქადაგებს, როგორც მართალი მქადაგებელი,
უპირველეს ყოვლისა მოძღვრავს რა საკუთარ თავს ღვთისმოსავი აზრით: მე დამნაშავე ვარ და
დამსახურების მიხედვით ვიტანჯები. იმ დროს, როდესაც საზარლობის სიღრმე ქრისტეს
სატანჯველში არ შეიძლება ქადაგების საგანი იყოს, ბოროტმოქმედის თემა, პირიქით, ქადაგებისთვის
ჭეშმარიტად ნამდვილი თემაა. ხომ ხშირად გვიწევს ქადაგების სახელის ქვეშ მრავალი მტკნარი და
უგემოვნო სიტყვის გაგონება ღვთიური სიყვარულის შესახებ; თუმცა ეს მონანიე სიტყვა ცოდვისა და
დანაშაულის შესახებ - ერთადერთი უტყუარი ჭიშკარია, საიდანაც შემოდის ღვთიური სიყვარული.
დიახ, მონანიე ბოროტმოქმედი - მქადაგებელია; თუკი მეფეს[41] მქადაგებელი ეწოდება, მით უმეტეს
უნდა ეწოდოს ეს სახელი მონანიე ბოროტმოქმედს. ის - მონანიების ჭეშმარიტი მქადაგებელია;
თუმცაღა აქლემის ბეწვის სამოსი[42] ვიწროა, მაგრამ, იყო ჯვარცმული, კიდევ უფრო დიდი სივიწროვეა;
და თუმცა უდაბნოში ცხოვრება ნიშნავს ცხოვრებას ამქვეყნად მსგავსად ადამიანისა, რომელიც
არაფერს ნიშნავს, მაგრამ იყო ჯვარცმული, უმძიმესი სირცხვილია; და თქმა: გამოსწორდით - არა
იმდენად სრულყოფილი ქადაგებაა მონანიების, როგორც თქმა: მე დამნაშავე ვარ და დამსახურების
შესაბამისად ვიტანჯები. და „თქმა საკუთარი თავის შესახებ“: „მე წინასწარმეტყველი ვარ“ - არა
იმდენად ძლიერი საშუალებაა ადამიანთა გამოღვიძებისთვის, როგორც თქმა: მე ცოდვილი ვარ,
რომელმაც დანაშაულის მიხედვით მიიღო ღირსეული. ბოროტმოქმედი უქადაგებს საკუთარ თავს,
სხვა ბოროტმოქმედს, და ყველას, ვინც იქ იყო: „ყველა თქვენ ცოდვილები ხართ, მხოლოდ ის, ვინც
ჯვარცმულია ჩვენს შორის, ისაა ღმერთის წინაშე უდანაშაულო, ის იტანჯება უდანაშაულოდ“. „ხომ
მართალია, - ამბობს მონანიების ეს მაღალი მქადაგებელი, - ჩვეულებრივ ქვეყნად ბოროტმოქმედი ორი
მხრიდან მიჰყავთ ე.წ. პატიოსან ადამიანებს, მაგრამ ეს ჩვეულებრიობა და ეს მათი პატიოსნება - ეს
არის რაღაც მხოლოდ მოჩვენებითი; აქ კი ჭეშმარიტებაა მოვლენილი: რომ ერთადერთია წმინდანი,
ერთადერთია ჯვარცმული ორ ბოროტმოქმედს შორის. შეხედე, წმინდა წერილი ამბობს ამის შესახებ:
ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, - მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენ, ორი ბოროტმოქმედი,
ადამიანურად თუ ვიტყვით, სხვებზე ცოდვილები ვართ, არა, ჩამომხსენი მე და გააკარი ჩემს მაგივრად,
ვინც გინდა აქ მყოფთაგან, - ის, წმინდანი, მაინც, როგორც მის გვერდით ჯვარცმული,
ბოროტმოქმედთა შორის იქნება შერაცხული; დიახ, რადგან ის, წმინდანი, ადამიანთა შორისაა
შერაცხული, ის ბოროტმოქმედთა შორისაა შერაცხული. ან ნუთუ რომელიმე ადამიანი, რომელიც,
ადამიანურად თუ ვიტყვით, თუნდაც დევნილი ყოფილიყო უდანაშაულოდ, უდანაშაულოდ
ყოფილიყო განსჯილი, უდანაშაულოდ ჯვარცმული, - ნუთუ ის ჯვარცმულის ადგილას შეძლებდა
ეთქვა: „მე უდანაშაულოდ ვარ სატანჯველში!“ ესაა მონანიების ქრისტიანული ქადაგება, რომელიც
მარტვილსაც კი მოაგონებს, რომ ის იტანჯება, რადგან დამნაშავეა ღმერთის წინაშე; ესაა მონანიების
32
რადგან, რა სურს დაეჭვებას ღმერთის სიყვარულში? მას სურს შეაქციოს დამოკიდებულება, მას
სურს, იჯდეს მშვიდად და თავდაჯერებულად მსაჯულის სავარძელში და შეაფასოს, არის თუ არა
ღმერთი ამ შემთხვევაშიც სიყვარული, მას სურს ღმერთი აქციოს განსასჯელად, აქციოს ვიღაცად,
ვისგანაც რაღაცას მოითხოვენ, უსწორებენ რა ამით ანგარიშს. მაგრამ ამ გზაზე ვერსად იპოვი ღმერთის
სიყვარულს, დაეჭვების ძალისხმევა დაწყევლილი იქნება ღმერთისათვის მის წინაშე, რადგან
კადნიერებაა ამ ძალისხმევის დასაწყისი. და პირიქით, რწმენის ნეტარება იმაში მდგომარეობს, რომ
ღმერთი არის სიყვარული. აქიდან არ გამომდინარეობს, თითქოს რწმენას ესმოდეს, რა ფორმითაა
ღვთის დარიგება ადამიანის შესახებ სიყვარული. აქ რწმენის მხოლოდ ბრძოლაა: იმისათვის, რომ
გწამდეს, არ შეგწევს რა გაგების უნარი. და აი, როდესაც რწმენის ასეთი ბრძოლა იწყება, როდესაც
ეჭვებს სურთ აღიმაღლონ ხმა, ან როდესაც „ეჭვი მრავალი დაუდგრომელი აზრით უტევს რწმენას[44]“:
მაშინ რწმენის დასაცავად წამოდგება დანაშაულის ცნობიერება, როგორც დამხმარე ძალა, როგორც
უკანასკნელი დასაყრდენი. შესაძლოა მრავალს მიაჩნდეს, რომ დანაშაულის ცნობიერება მტრული
ძალაა, მაგრამ არა, იგი რწმენის დასაცავად მიისწრაფის, მას სურს დაეხმაროს მორწმუნეს, დაეჭვდეს
არა ღმერთში, არამედ საკუთარ თავში. ნაცვლად ეჭვი განაზრების ცრუ წამოწყებისა - წამოწყებისა,
რომელიც წარმოადგენს კიდეც ეჭვის ყველაზე საშიშ გამონაგონს - დანაშაულის ცნობიერება თავისას
გრგვინავს: შეჩერდი და საკუთარი თავის სახსნელად კვლავ მიმართე რწმენას, სახსნელად, რადგან
მაშინ არანაირი კამათი აღარ იქნება იმის შესახებ, არის თუ არა ღმერთი სიყვარული. რადგან, როგორც
წმინდა წერილის სიტყვის თანახმად, ღმერთმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ[45], ასე რომ, შეკრულია
ყოველი პირი[46], ასევე ეს დამამშვიდებელი, მაგრამ იმავდროულად მხსნელი აზრი საკუთარი
დანაშაულის შესახებ კრავს პირს ეჭვებისათვის. როდესაც ეჭვი ათასი კითხვით ცდილობს შეეკამათოს
რწმენას და ისე წარმოადგინოს ის, თითქოს ღმერთს არ ძალუძს მათზე პასუხის გაცემა, ასეთ დროს
დანაშაულის ცნობიერება ასწავლის მორწმუნეს იმის გაგებას, რომ არა სხვას, არამედ თვით მას არ
ძალუძს მათზე პასუხის გაცემა: ergo ღმერთი არის სიყვარული. თუნდაც შენ არ გესმოდეს, რაოდენ
სრულძალოვანია ეს დასკვნა: რწმენას ესმის ეს. თუნდაც შენ არ გესმოდეს, როგორი სიხარულია იმაში,
რომ ამით სამუდამოდ გარანტირებულია, რომ ღმერთი არის სიყვარული: რწმენას ესმის ეს; მას ესმის,
რომ ეჭვის განაზრების შესაძლებლობა - მოჩვენებითია, მაგრამ რომ სწორედ ამაშია ნეტარება, რადგან
ასეთ დროს შეუძლებელია დაეჭვება. თუკი ვაჟიშვილისთვის საზარელია, იყოს მართალი მამის წინაშე
და დამრიგებლურია აზრი, რომ ვაჟიშვილი ყოველთვის არამართალია მამის წინაშე: ო, მაშინ
ნეტარებაა იმის დაეჭვების შეუძლებლობაშიც, რომ ღმერთი არის სიყვარული. დაე, დადუმდეს
ღმერთის სიყვარულის წარსული ხოტბა, ჭეშმარიტად ღირსეულად ის ასე უნდა განდიდდეს: მე
ვიტანჯები ყოველთვის, როგორც დამნაშავე, - ამიტომ გარდუვალად ცხადია, რომ ღმერთი არის
სიყვარული. ოჰ, წარმართობაში ეს აზრთა შორის უნეტარესი აზრი უფრო მეტად მტკიცე არ არის,
ვიდრე აზრი, თითქოს ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ის მართალია ღმერთის წინაშე:
ქრისტიანობაში ის სამარადისოდაა დამკვიდრებული. და აი, თუ ეს ერთადერთი სასიხარულო აზრი
ზეცასა და მიწაზე, თუკი ეს ერთადერთი უხვი „გიხაროდენ, და კვლავ გეტყვი: გიხაროდენ!“ - რომ
ღმერთი არის სიყვარული: მაშინ სასიხარულოა ისიც, რომ ეს აზრი იმდენად მყარია, რომ ვერანაირი,
ვერანაირი ეჭვი ვერ შეარყევს მას, ვერც კი მიუახლოვდება მას, რომ შეარყიოს. დანაშაულის
ცნობიერება ხომ დიდი ძალაა, რომელიც ამ განძს იცავს; როგორც კი ეჭვი მის ხელყოფას ისურვებს,
როგორც კი ის სასიკვდილოდ სახიფათო ხდება, იმავ წამს ეს ძალა უფსკრულში მოისვრის მას,
არარაში, საიდანაცაა იგი მოსული, და იმავ წამს კვლავ მკვიდრდება რწმენა იმისა, რომ ღმერთი არის
სიყვარული. შესაბამისად, აქ საუბარიც კი არ არის, ცრუ საუბარი, ეჭვის ამ საეჭვო ან, უფრო სწორად,
ერთმნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ: იმისა, რომ განიაზრო დაეჭვება; აქ ერთმნიშვნელოვანი
საუბარია ეჭვის ერთმნიშვნელოვანი სიკდილის შესახებ, მისი ერთმნიშვნელოვანი სიკდილისა
დაბადებისთანავე. იმისათვის, რომ ეჭვს მცირედი საფუძვლიანობის იერი მაინც გააჩნდეს, ის
უდანაშაულობით უნდა იყოს აღჭურვილი, რომელსაც მიმართავდა ხოლმე: უდანაშაულობით არა სხვა
ადამიანებთან შედარებით, და არა ამა თუ იმ ასპექტში, არამედ უდანაშაულობით ღმერთის წინაშე. და
რადგან მას იგი არ გააჩნია, - რაც შეუძლებელია, რომ გაგაჩნდეს, - იგი იმავ წამსაა განადგურებული,
გასრესილია; ის არარადაა ქცეული, - ოჰ, ეს ზუსტად საპირისპიროა იმისა, რომ არარადან დაიწყო.
34
უიმედობაში. მანამ, სანამ არსებობს მიზანი, მანამ, სანამ რაღაცაზე უარს გეუბნებიან, ადამიანი არ არის
დატოვებული უიმედოდ; მანამ, სანამ არსებობს მიზანი, არსებობს დროის გაყვანის საშუალება,
შრომასა და ძალისხმევას შეუძლიათ მისი გაყვანა: მაგრამ როდესაც ვერაფერს აკეთებ, როდესაც არ
არის მიზანი, ვერაგობა კი ქილიკობს იმაზე, რომ მიზანი არ არსებობს, მაშინ არის გამეფებული
უიმედობა, დრო კი სასიკვდილო სიდინჯით მიედინება.
მაგრამ ასეა მხოლოდ ისეთ დროს, როდესაც ვერაფერს აკეთებ, ხოლო ის, ვინც მსგავსს ამბობს,
ღმერთის წინაშე უდანაშაულო უნდა იყოს, - რადგან თუ ის დამნაშავეა, სწორედ მისთვის არსებობს
გარდუვალად საქმე; ასეა მხოლოდ ისეთ დროს, როდესაც ვერაფერს აკეთებ, იმ აზრით, რომ არანაირი
მიზანი არ არსებობს: ასეთ დროს არის გამეფებული უიმედობა. მაგრამ სწორედ მაშინ, როდესაც ამბობ,
რომ ვერაფერს აკეთებ, აქიდან არანაირად არ გამომდინარეობს, რომ მიზანი არ არსებობს, მიზანი ხომ
შეიძლება, რომ მოთმინება იყოს; მაგრამ არანაირი მიზანი რომ არ არსებობდეს და სატანჯველში მყოფს
არ გააჩნდეს დანაშაული ღმერთის წინაშე, მაშინ და მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამეფებული უიმედობა.
თუკი ამ მიზეზით, სატანჯველში მყოფი შესაძლოა მართალი ყოფილიყო ღმერთის წინაშე, თუკი
შესაძლებელი იქნებოდა, რომ არამართალი ყოფილიყო ღმერთი, დიახ, ასეთ დროს მუნ-მყოფი
იქნებოდა უიმედობა მთელი თავისი საზარლობით, მაშინ არანაირი მიზანი არ იარსებებდა. ხომ
მართალია, რომ რწმენის, იმედის, სიყვარულის, მოთმინების, მორჩილების, თვინიერების, ერთი
სიტყვით, - ყველა ადამიანური მიზანი სუფევს მარადიულ გულდაჯერებულობაში, რომელშიც
პოულობენ ისინი თავშესაფარსა და საყრდენს, - გულდაჯერებულობაში იმისა, რომ ღმერთი არის
სიყვარული. ღმერთთან ადამიანის დამოკიდებულებაში რომ ისე მომხდარიყო, რომ უმართლობა
ღმერთის მხარეს აღმოჩენილიყო, მაშინ არანაირი მიზანი არ იარსებებდა; ეს რომ ერთადერთი
ადამიანის თავს მომხდარიყო, არ იარსებებდა მიზანი ადამიანთა მოდგმისთვის. მაშინ არა მხოლოდ ამ
ერთადერთ შემთხვევაში არ იარსებებდა მიზანი; არა, თუ ღმერთი ერთადერთხელ უჩვენებდა, რომ ის
არ არის სიყვარული, თუ ის ყველაზე მცირესა ან ყველაზე დიდში დატოვებდა სატანჯველში მყოფს
მიზნის გარეშე: მაშინ არც ერთი ადამიანისთვის აღარ იარსებებდა მიზანი, მაშინ რწმენა ფუჭი და ამაო
და სულის უქმი წუხილი იქნებოდა, შრომა - შინაგანი წინააღმდეგობა, ცხოვრება კი სატანჯველი.
გულიდან ამოდის სიცოცხლე, ხოლო თუ ადამიანი თავის გულში უშვებს იმას, რაც მას ზიანს აყენებს,
მაშინ მას თავისი ბრალეულობით არ გააჩნია მიზანი, გარდა ცოდვისა და სიცარიელის ამაო შრომისა;
მაგრამ ღმერთის გულიდან ამოდის მთელი სამყაროს სიცოცხლე, ამოდის სიცოცხლე, რომლითაც
ცოცხლები არიან მიზნები. თუკი მართალია, რომ არსება უნდა მოკვდეს, როდესაც ღმერთი ართმევს
მას სულს: მაშინ მართალია ისიც, რომ თუ ღმერთი ერთადერთხელ მაინც უარყოფდა თავის
სიყვარულს, მაშინ განადგურდებოდა ყველა მიზანი და არარად იქცეოდა, და დარჩებოდა მხოლოდ
უიმედობა.
ოჰ, ადამიანთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, დროდადრო განიცდის და აღიარებს საკუთარ
თავს არამართლად ამა თუ იმ საქმეში; თუმცა, მრავალში ასევე ბუდობს პირქუში აზრი, რომ შესაძლოა
ღმერთიც იყოს დამნაშავე იმაში, რომ ადამიანს გზა აებნა. და აი, ადამიანები ცხოვრობენ და ამაოდ
ზრუნავენ სხვა დანარჩენზე; არ მიიჩნევენ საკუთარ თავს სასოწარკვეთილებად, არ მიდიან იქამდე,
რომ შეიძრან თავისი ასეთი მდგომარეობისგან, რადგან შუქი ვერ აღწევს ამ წყვდიადში;
მოქუფრულებს არც სურთ შუქი, რადგან მათ შინაგანში არსებული წყვდიადი მოიცავს მყუდროებას
მოსაკლისებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ შუქის მოფენის შემთხვევაში რთული იქნება იმის გაგება,
თუ რას მოითხოვს ღმერთი ადამიანის სულთან მიმართებით, რთული იქნება იმის გაგება, რომ
ყოველთვის არის მიზანი. ნუთუ მხოლოდ ისაა მოკვდავი, ვინც მკვდარია, ნუთუ პირიქით, ვისთვისაც
სიკვდილი - გარდუვალობაა, მას არ ეწოდება მოკვდავი და წარმოადგენს ასეთს: და ნუთუ ასეთ დროს
არ წარმოადგენს სასოწარკვეთილს ის, ვისაც არც წარკვეთია სასო, თანაც იმ მიზეზით, რომ მან ვერ
შეამჩნია - რომ ის სასოწარკვეთილია! ან, თუ ვაჭარი, რომელიც შედეგებს აჯამებს და ხედავს, რომ
გაკოტრებულია, - და სასო წარეკვეთება, ნუთუ იგი უფრო მეტადაა სასოწარკვეთილი, ვიდრე ის
ვაჭარი, რომელმაც იცის, რომ ეს სიგიჟეა, მაგრამ მაინც აქვს მცირე ხანს კიდევ დროსტარების იმედი;
ნუთუ უფრო დიდი სასოწარკვეთაა - სასოწარკვეთილება ჭეშმარიტებასთან მიმართებით, ვიდრე ის,
რომ ვერ გაბედო ჭეშმარიტებასთან მიახლოვება! ყოველი ადამიანი, ვის შინაგანშიც ბუდობს ეს
პირქუში აზრი ღმერთის შესახებ - სასოწარკვეთილია; და ეს, თუ სულიერად განვსჯით, მისი
36
გამომეტყველებიდან ჩანს; ის ხომ ღმერთთან მიმართებით არ ჰგავს იმას, ვინც თვალებს ხრის,
აცნობიერებს რა საკუთარ დანაშაულს და იმას, რითიცაა ის დამნაშავე ღმერთის წინაშე, ის არც იმას
ჰგავს, ვინც მორჩილად აღაპყრობს მიმნდობ მზერას ღმერთისკენ, არა, ის ალმაცერად იმზირება შუბლს
ქვემოდან.
ჭეშმარიტად უმჯობესია, ვიდრე ალმაცერად იმზირებოდე, განდევნო ეს მოქუფრულობა,
მიხვიდე იმასთან, რომ შეიძრა ამ საზარლობის შესახებ დაფიქრებისგან, - საზარლობისა, რომელიც
არსებითად წარმართობისთვისაა დამახასიათებელი: რომ ღმერთს არ ძალუძს და არ სურს
გულწრფელი დამოკიდებულება ადამიანთან. ხომ მართალია, რომ კერპს არც ის შეუძლია, არარად
აქციოს ადამიანი, და არც ის, რომ დაანახოს ადამიანს ის არარა, რასაც ის წარმოადგენს, - ამისათვის
კერპი მეტისმეტად სუსტია; მაგრამ კერპს ადამიანთა არც გულწრფელი დამოკიდებულება ძალუძს, -
ის ამისათვის არასაკმარისად ძლიერია: ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერპი თვით ასწავლიდა
წარმართს ალმაცერად მზერას შუბლს ქვემოდან. ოდესმე არსებულთაგან ყველაზე ბრძენი წარმართიც
კი, რაოდენ მეტად ბრძენიც არ უნდა ყოფილიყო ის მორწმუნე ქრისტიანთაგან უმცირესზე, ამ
უკანასკნელისგან განსხვავებით თავის შინაგანში ატარებდა მოქუფრულობას, რადგან წარმართისთვის
ვერასოდეს იქცეოდა საბოლოოდ უტყუარი და ცხადი, მისთვის ხომ არ არის დამახასიათებელი
არამართლობა, და ხომ არ შეიძლებოდა ცალკეულ შემთხვევებში ისე ყოფილიყო, რომ არამართალი
ღმერთი ყოფილიყო, და ხომ არ წარმოადგენს ადამიანის მდგომარეობა უიმედოს იმ მიზეზით, რომ
ადამიანი შესაძლოა უდანაშაულო იყოს, რადგან დანაშაული ღმერთის მხარესაა, რომელიც არანაირ
მიზანს არ უტოვებს ადამიანს. წარმართის გასამართლებლად მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს
ასეც არის, ვინაიდან თავად მისი ღმერთია მოქუფრული.
მაგრამ ქრისტიანთა ღმერთი არის თვით გულგახსნილობა, ამიტომ ყოველი ადამიანი მის
წინაშე გამართლების გარეშეა, ყოველგვარი გამართლების გარეშე. მაგრამ თუ შენ ყოველგვარ
გამართლებას გააუქმებ, და თუ ამასთანავე გააუქმებ მის წარმომშობ სიზარმაცეს - სიზარმაცეს,
რომელიც გამართლებას ბადებს, - მაშინ აღარ დარჩება მოქუფრულობა, ხოლო თუ შენ გააუქმებ ყველა
გამართლებას, ცხადი გახდება, რომ ადამიანს არ ძალუძს საკუთარი თავის გამართლება და არასოდეს
არაფრით ძალუძს საკუთარი თავის გამართლება; ხოლო თუ ადამიანი არასოდესაა სუფთა ღმერთის
წინაშე და არასოდეს შეუძლია თავის გამართლება, მაშინ ის ყოველთვის დამნაშავეა, - მაშინაც,
როდესაც სატანჯველშია. ხოლო თუ ის არასოდესაა სატანჯველში უდანაშაულოდ, მაშინ საუკუნოდ
ცხადია, რომ ღმერთი არის სიყვარული, და მაშინ სიხარულია იმაში, რომ ყოველთვის არის მიზანი და
ყოველთვის არის ქმნადობა.
ნუთუ ეს სასიხარულო არ არის? რა? - შესაძლოა იკითხოს ვინმემ, - ის, რომ ადამიანი
ღმერთთან მიმართებით არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ? დიახ, თუ ამას სწორად გავიგებთ -
როგორც იმას, საიდანაც საუკუნოდ ცხადია, რომ ღმერთი არის სიყვარული და ადამიანს ყოველთვის
აქვს მიზანი. შეხედე, ეჭვს სურს სრული მყუდროებითა და უცერემონიო მომაბეზრებლობით
შემოიჭრას ღმერთის თვით არსში და დაამტკიცოს, რომ ღმერთი არის სიყვარული. მაგრამ ეს
მტკიცებითი ხრიკი ვერ გამოდგება, რადგან მისი წყარო - კადნიერებაა. მაგრამ რა არის ასეთი დაეჭვება
თავის უღრმეს საფუძველში, რა არის ის, თუ არა ეს პირქუში წყვდიადი, რა არის ის, თუ არა
ყოველგვარი თვითმართლების წყარო - ისეთი გამართლებისა, რომელიც ამოაბრუნებს
დამოკიდებულებას და დაეჭვებულია ღმერთში. მაგრამ თუ ეს ასეა, თუ ეს მართებულია - რომ
ადამიანს ეჭვი უნდა შეჰქონდეს ღმერთის სიყვარულში, მაშინ ხომ გამართლებული ყოფილა ადამიანი.
მაგრამ თუ, პირიქით, ეჭვის შეტანა ღმერთის სიყვარულში - კადნიერებაა, მაშინ სწორედ რომ ადამიანს
არ ძალუძს საკუთარი თავის გამართლება, მაშინ ის მხილებულია, ის დამნაშავეა, და მას აქვს მუდმივი
ვალი და მიზანი; ეს კანონია, მაგრამ მასში სიხარულიცაა: ის, რომ ამგვარად ყოველთვის არის მიზანი.
როდესაც დასაწყისი - ეჭვია, ღმერთი დასასრულამდე დიდი ხნით ადრეა დაკარგული, და ადამიანი
თავისუფალია იმისგან, რომ ყოველთვის ჰქონდეს მიზანი, მაგრამ ასევე იმისგანაც, რომ ყოველთვის
გააჩნდეს იმედი, რომელიც იმასთანაა შეუღლებული, რომ ყოველთვის არის მიზანი. მაგრამ როდესაც
დასაწყისი - დანაშაულის ცნობიერებაა, მაშინ ეჭვით დასაწყისი შეუძლებლად იქცევა, ეს კი
სიხარულია იმისა, რომ ყოველთვის არის მიზანი.
37
მაშინ არის სიხარული იმისა, რომ საუკუნოდ ცხადია: ღმერთი არის სიყვარული; მაშინ,
უახლოესი განხილვისას, არის სიხარული იმისა, რომ ყოველთვის არის მიზანი; სანამ არის სიცოცხლე,
არის იმედი, მაგრამ სანამ არის მიზანი, არის სიცოცხლე, ხოლო სანამ არის სიცოცხლე, არის იმედი;
ამასთანავე, მიზანი - არა მხოლოდ რაღაცის იმედია მომავალში, არა, ეს სასიხარულო აწმყოა.
მორწმუნე, რომელიც იაზრებს, რომ ადამიანი ღმერთთან მიმართებით არასოდეს იტანჯება
უდანაშაულოდ, ბედავს თქვას: „მაშასადამე, რაც არ უნდა მოხდეს ჩემს თავს, ჩემთვის ყოველთვის
მოიძებნება ქმნადობა, და ყველაფერი, რაც ხდება, ყოველთვის მიზანია; უიმედობა საშინელებაა,
რომელიც არასოდესაა სათანადო, თუ ადამიანს კადნიერად არ სურს საკუთარი თავის უარყოფა.
ამიტომ თუკი ჩემს თავს მოხდებოდა რაღაც უმძიმესი, ისეთი, რაც არასოდეს არავის გადახდენია და
თუკი ამას ვერაფერს, ვერაფერს მოუხერხებდი: მაინც იქნებოდა სიხარული იმაში, რომ აქ მიზანი
იქნებოდა, იქნებოდა მიზანი ამ ყოველივეს მოთმინებით გაძლებისა. და თუნდაც საჭირო ყოფილიყო
უკიდურესი მოთმინება, როგორიც არასოდეს არც ერთი ადამიანისგან არ მოუთხოვიათ: მაინც
იქნებოდა სიხარული იმაში, რომ აქ მიზანი იქნებოდა, იქნებოდა მიზანი, არ დაგეკარგა მოთმინება,
თუნდაც უმძიმესი ყოფილიყოს გასაძლები“. დანაშაულის ცნობიერება შეუძლებლად აქცევს იმ ეჭვთან
მიახლოვებას, რომ ღმერთი არის სიყვარული: და მაშინ საუკუნოდ ცხადია, რომ ღმერთი არის
სიყვარული. მაგრამ თუ ეს საუკუნოდ ცხადია, მაშინ ყოველთვის არის მიზანი, რადგან ყველა მიზანს
საფუძველი ღმერთში აქვს. ხოლო თუ ღმერთთან მიმართებით ადამიანი არასოდეს იტანჯება
უდანაშაულოდ, მაშინ ყოველთვის არის მიზანი. ამგვარად, ის, რომ ყოველთვის არის მიზანი, და ის,
რომ ღმერთი არის სიყვარული, ერთი და იგივეა, ეს კი იქიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანი
არასოდეს იტანჯება უდანაშაულოდ ღმერთთან მიმართებით.
მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მონანიე ბოროტმოქმედი. ნუთუ ვერ ვიტყვით მის
შესახებ, რომ ის იმედს აცხადებს, სანამ შენ იტანჯები, ვითარცა დამნაშავე, - იმედს, რომელიც იმას
უკავშირდება, რომ ამ დროს ყოველთვის არის მიზანი? შეიძლება მოგვეჩენოს, რომ ბოროტმოქმედს
საამისო საბაბი არ აქვს; ჯვარცმულს არცთუ ისე ბევრი დრო დარჩა და, სავარაუდოდ, ამ მიზეზით
მისთვის საუბარიც კი აღარ უნდა არსებობდეს მიზნების შესახებ. და მაინც, ეს ასე არ არის. ადარებს რა
საკუთარ ტანჯვას მეორე ჯვარცმულის ზეადამიანურ სატანჯველს, ბოროტმოქმედი ნუგეშსა და შვებას
პოულობს აზრში, რომ ის იტანჯება, როგორც დამნაშავე, და ამიტომ ამაში პოულობს მიზანს,
უკანასკნელ მიზანს, მაგრამ ეს ხომ მისი ცხოვრების უკანასკნელი საათია. სწორედ იმ მიზეზით, რომ ის
იტანჯება, როგორც დამნაშავე, მისთვის არის ნუგეში და შვება იმაში, რომ აქ არის ამოცანა, და ეს
ამოცანაა - კვნესა და დანანება. მაშინ, როდესაც სამყაროს მხსნელი ოხრავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო
ჩემო, რად მიმატოვე მე? - მონანიე ბოროტმოქმედი მორჩილად იგებს, თუმცა ამაში შვებასაც პოულობს,
რომ ღმერთმა კი არ მიატოვა ის, არამედ თვით მან მიატოვა ღმერთი, და მონანიედ ეუბნება მას, ვინც
მის გვერდითაა ჯვარცმული: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს სასუფეველში! ეს მძიმე
ადამიანური სატანჯველია: სამარცხვინო სიკვდილის წუთს, სასიკვდილო შიშსა და დაგვიანებულ
მონანიებაში სტაცო ხელი ღმერთის წყალობას, - და მაინც, მონანიე ბოროტმოქმედი შვებას პოულობს
თავის სატანჯველში, როდესაც ის მას ზეადამიანურ სატანჯველს ადარებს: იყოს მიტოვებული
ღმერთის მიერ. რადგან, იყო მიტოვებული ღმერთის მიერ - ნიშნავს სწორედ იმას, რომ დარჩე მიზნის
გარეშე, შესაბამისად კი არ გქონდეს უკანასკნელი, რაც ყოველთვის აქვს ყოველ ადამიანს: მოთმენის
მიზანი, რომელსაც თავისი საფუძველი იმაში უდევს, რომ ღმერთმა არ მიატოვა სატანჯველში მყოფი.
ამიტომ იესოს ტანჯვა ზეადამიანურია, და მისი მოთმინებაც ზეადამიანურია, ასე რომ, არც ერთ
ადამიანს არ ძალუძს ჩაწვდეს ან ერთს და ან მეორეს. და ნუთუ სათნოებაა, როდესაც სრულიად
ადამიანურად საუბრობენ ქრისტეს ვნების შესახებ? - რადგან თუ ამის შესახებ მხოლოდ იმას ამბობენ,
რომ იგი იქცა ადამიანად, რომელმაც ყველაზე მეტი იტანჯა, ეს მკრეხელობაა: თუმცა მისი
სატანჯველი ადამიანურია, იმავდროულად ის ზეადამიანურიც არის, ხოლო მის სატანჯველსა და
ნებისმიერი სხვა ადამიანის სატანჯველს შორის საუკუნოდ დამკვიდრებულია პირდაღებული
უფსკრული. - შესაძლოა ბოროტმოქმედის გულში სხვა აზრიც გაკრთა, შესაძლოა მან უთხრა საკუთარ
თავს: ამ წუთს რომ პროკურატორის ბრძანება მოვიდეს ჯვარცმულთა ჩამოხსნისა და მათთვის
სიცოცხლის ბოძების შესახებ: მაშინ მე, ვინაიდან მე ვიტანჯე, როგორც დამნაშავემ, მექნება იმედი, რომ
ჩემთვის ჯერ კიდევ მოიძებნება მიზანი, მაგრამ ის, წმინდა, უდანაშაულო, - მისთვის არანაირი მიზანი
38
მივაჩუმათებთ, რამდენად უფრო ახლოსაა ბოროტმოქმედთან შეხებაში ის, რომ იგი იტანჯება,
როგორც დამნაშავე, მიეზღვება რა ნამოქმედარის მიხედვით. სხვა სიტყვებით, ჩვენ მკვეთრ ზღვარს
ვავლებთ იმას შორის, რომ იყო არამართალი, და იმას შორის, რომ იტანჯო, როდესაც დამნაშავე ხარ;
ხომ მართალია, რომ იქიდან, რომ ადამიანი არამართალია, ჯერ კიდევ არ გამომდინარეობს, რომ ის
იტანჯება, ვითარცა დამნაშავე და ნამოქმედარის მიხედვით მიეზღვება. აქიდან გამომდინარეობს სამი
დებულება, რომლებზეც უნდა შევაჩეროთ ჩვენი ყურადღება: თუ ადამიანი, ადამიანურად თუ
ვიტყვით, დამნაშავეა, ის იტანჯება, როგორც დამნაშავე ღმერთისა და ადამიანთა წინაშე; თუ ადამიანი,
ადამიანურად თუ ვიტყვით, უდანაშაულოდ იტანჯება, მაშინ ჩვენ, ადამიანები, ღმერთისადმი მისი
დამოკიდებულების შესახებ ვამბობთ, რომ ის არ არის მართალი ღმერთის წინაშე; ღმერთთან
მიმართებით ადამიანი ყოველთვის იტანჯება, როგორც დამნაშავე და არასოდეს იტანჯება
უდანაშაულოდ.
თუკი რომელიმე ადამიანი, თუ ადამიანურად ვიტყვით, დამნაშავეა, ის იტანჯება, როგორც
დამნაშავე ღმერთისა და ადამიანთა წინაშე; ესაა ბოროტმოქმედის შემთხვევა: ისაა დამნაშავე,
რომელიც თავისი ნამოქმედარისთვის იტანჯება. ჭეშმარიტებისგან მასში ისაა, რომ ის სრულად და
ღრმად აღიარებს: ის იტანჯება, ვითარცა დამნაშავე. სამწუხაროდ ზოგჯერ მსგავს შემთხვევაში
დამნაშავე წარმოთქვამს მკრეხელ სიტყვას, რომლითაც ის საკუთარი ბრალეულობის უარყოფისკენ
ისწრაფვის: კადნიერი და უსინდისო სიტყვა იმის შესახებ, თითქოს ბოროტების სურვილი მას თან
დაჰყვა, თითქოს მისი დანაშაული ბავშვური მიშვებულობის შედეგი იყო, და სხვა რამ იმავე
სულისკვეთებით.
ესაა პირველი შემთხვევა. მეორეა, როდესაც ადამიანი, თუ ადამიანურად ვიტყვით,
უდანაშაულოდ იტანჯება, როდესაც ჩვენ, ადამიანები, ღმერთთან მისი დამოკიდებულების შესახებ
ვამბობთ, რომ ის არ არის მართალი ღმერთის წინაშე. ასეთი დამოკიდებულებისთვის საგანგებო
გამოთქმა არსებობს: ღმერთი ცდის ადამიანს. მოდით გავიხსენოთ ერთ-ერთი უდიადესი მაგალითი
ადამიანისა, რომელსაც ღმერთი ცდიდა და რომელმაც გაუძლო გამოცდას, მოდით გავიხსენოთ იობი:
ვის მოუვა აზრად თქვას, რომ, თუ ადამიანურად ვიტყვით, იობი როგორც დამნაშავე, ისე
იტანჯებოდა?! ასეთი სიტყვა მკრეხელობა რომც არ ყოფილიყო, ის მაინც კადნიერი გამოხტომა
იქნებოდა მის წინააღმდეგ, ვინც პატივისცემის ღირსია, იობის წინააღმდეგ, რომელიც უნდა
გამხდარიყო, გახდა და წარმოადგენს მაგალითს ადამიანთა მოდგმისთვის: ვინ გაბედავს ადამიანთა
შორის მის შესახებ ასეთის თქმას! ზეციური ღმერთიც კი მის შესახებ ერთგვარი სიყვარულითა და
ესოდენ ადამიანურად საუბრობს; ის თითქოს ამაყობს იობით, ის ეუბნება სატანას: „თუ შეგინიშნავს
ჩემი მორჩილი იობი[47]?“ - ადამიანი ასე მშვენიერების შესახებ საუბრობს, იმისა, რაც მას ეკუთვნის და
რითიც ის ამაყობს; ასე ადამიანი მის შესახებ საუბრობს, ვისშიც იმდენადაა დარწმუნებული, რომ
ბედავს თავად გამოსცადოს იგი განსაცდელში, მხოლოდ იმისთვის, რომ გაიხაროს, იხილავს რა მას
გამარჯვებულს.
ამგვარად, იობი იტანჯება, თუ ადამიანურად ვისაუბრებთ, უდანაშაულოდ, მას არც
გადაცდომა აქვს, არც დანაშაული, რომელსაც იგი საკუთარ თავს უსაყვედურებდა; პირიქით, ის
ცხოვრობდა და ვიდოდა ღმერთის წინაშე, და ქებული იყო ადამიანთა შორის, რადგან იობი ხომ
მწუხარების დღეს არ იქცევა მაგალითად ადამიანთათვის, ის ასეთი უკვე კეთილდღეობისას იყო, და
ამითაა ის მზად საიმისოდ, რომ გაუძლოს განსაცდელს. თუმცა, იობი გამუდმებით დამნაშავეა
ღმერთის წინაშე. ღვთიური შთანაფიქრი ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ადამიანთა აზრები, რის
გამოც ადამიანის ყოველგვარი წარმოდგენა ბედნიერებისა და უბედურების შესახებ, იმის შესახებ, თუ
რა არის სასიხარულო და რა - სამწუხარო, მცდარი აზრია; მყოფობს რა წარმოდგენათა წრეში, ადამიანი
ყოველთვის არამართალია ღმერთის წინაშე, ხოლო ამ წრეს თავს აღწევს მხოლოდ იმის აღიარებით,
რომ ღმერთის წინაშე ის ყოველთვის არამართალია.
მაგრამ თუ ამ, ადამიანურად თუ ვიტყვით, უსამართლოდ ტანჯულში, მასში, ვისაც ღმერთი
ცდის, მოუთმენლობა იღვიძებს; თუკი ის იმის გამოისობით, რომ, ადამიანურად თუ ვიტყვით,
მართალია - მართალია ამა თუ იმ გაგებით - და რამენაირად მართალი აღმოჩნდება ღმერთის წინაშე:
მაშინ რა? ნებადართულია თუ არა მისთვის - ან: შეძლებს ის - პირი უცვალოს დამოკიდებულებას და
მართალი აღმოჩნდეს ღმერთის წინაშე (ეს ხომ შექცეული დამოკიდებულებაა; ვინაიდან ადამიანი
40
ცხოვრების შედარება გზასთან - ჩვეული ხატია, რომელსაც ყველა იყენებს და მყარად გაიდგა
ფესვი ლექსიკაში; ცხოვრებისა და გზის მსგავსება მრავალ რამეს ჰფენს შუქს სხვადასხვა მხრიდან,
მაგრამ ეს ხატი აუცილებლობის ძალით გულისხმობს განსხვავებასაც, რომელიც არანაკლებ
იმსახურებს იმას, რომ მას ყურადღება დავუთმოთ. ჩვეულებრივი აზრით გზა - გარეშე სინამდვილეა:
გზა არის გზა იმისდა მიუხედავად, მიაბიჯებს ვინმე მასზე თუ არა, და მიუხედავად იმისა, როგორ
მიუყვება მას ცალკეული ადამიანი. სულიერი აზრით კი გზაზე თითით ვერ მივანიშნებთ; თუმცა,
ალბათ, გარკვეული აზრით, ისიც იმისგან დამოუკიდებლად არსებობს, მიაბიჯებს თუ არა ვინმე
მასზე, მაგრამ მაინც სხვა აზრით არსებობს გზა ჭეშმარიტად ან გამოჩნდება მხოლოდ ყოველ ცალკეულ
ადამიანთან ერთად, ყოველ ერთადერთთან, რომელიც ამ გზით მიდის; გზას არის ის, როგორც მიდიან
მასზე. სათნოების გზას ვერ მივუთითებთ და ვერ ვიტყვით: აი, აქ გადის სათნოების გზა, მხოლოდ
იმის თქმა შეიძლება, თუ როგორ მიდიან სათნოების გზით; ხოლო თუ ვინმეს არ სურს ზუსტად ასე
სიარული, მაშინ ის რაღაც სხვა გზით მიდის. და პირიქით, სრული უგნურება იქნება სოფლის შარის
დახასიათება იმით, თუ როგორ მიდიან მასზე. მიუყვება მას ანცი - მსუბუქად, თითქოს ცეკვავდეს,
ხალისიანი განწყობითა და თავაწეული, თუ ადამიანი, წლებით დაქანცული, მძიმედ და თავდახრილი
მიუყვება მას; იღბლიანი მიქრის მასზე წინ, დასახული მიზნისკენ, თუ მდუმარედ მიდის მწუხარე
მგზავრი, რომელსაც საკუთარი სურვილები ზურგს უკან აქვს დატოვებული; ფეხით მიუყვება მას
ღატაკი ყარიბი, თუ მდიდარი ადამიანი მიქრის თავისი მსუბუქი ეკიპაჟით; შარა ყველასთვის ერთია,
ის არის და რჩება ასეთად ყველასთვის - სოფლის იმავე შარად.
ხატისათვის დამახასიათებელი ეს განსხვავება ყველაზე ზუსტად იქ ვლინდება, სადაც საუბარი
ერთდროულად მიმდინარეობს გზის, როგორც უბრალოდ შარისა და გზის შესახებ სულიერი აზრით.
ასე, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ წმინდა სახარებას მოწყალე სამარიელის შესახებ[48], მასში ნახსენებია
გზა იერუსალიმიდან იერიხონამდე; მასში საუბარია, სულ ცოტა, სამი, სინამდვილეში კი ხუთი
ადამიანის შესახებ, რომელიც ერთი და იგივე გზით მიდიოდა, „ამ გზით“, როდესაც სულიერი აზრით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ, პირიქით, ყველა თავის გზას მიუყვებოდა, - დიახ, გზა მათთვის
განსხვავებული არ არის, განსხვავება აქ სულიერია, ესაა - გზათა განსხვავება. პირველი იყო ადამიანი,
რომელიც მშვიდობიანად მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხონს - შესაძლოა - დავალებით, შესაძლოა -
ღვთისმოსავი განზრახვით, ყოველ შემთხვევაში, ეს იყო ადამიანი, როელიც მშვიდობიანად მიდიოდა
ნებადართული გზით. მეორე იყო ყაჩაღი, რომელიც „ამ გზით“ მიდიოდა - თუმცაღა უკანონობის
გზით. მას შემდეგ მიდიოდა მღვდელი „ამ გზით“. მან დაინახა უბედური, რომელსაც ყაჩაღები
დაესხნენ, შესაძლოა წამით მასზე იმოქმედა ამ ამბავმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან განაგრძო
სიარული დაუფიქრებლობის ჩვეული გზით, რომელზეც სწრაფად იმსჭვალები შთაბეჭდილებებით,
მაგრამ სიღრმის გარეშე. შემდეგ ერთი ლევიტელი მიდიოდა „ამ გზით“; მან დაინახა უბედური, მაგრამ
ამან არ იმოქმედა და მან განაგრძო გზა, - ოჰ, გზა არავის ეკუთვნოდა მათგან, ვინც მასზე მიდიოდა,
თუმცა ლევიტი წავიდა „ამ გზით“ თავისებურად - ეგოიზმისა და გულცივობის გზით. დაბოლოს,
ჩამოიარა „ამ გზით“ სამარიელმა; მან იპოვა უბედური მოწყალების გზაზე, მან საკუთარი მაგალითით
უჩვენა, როგორ უნდა მოწყალების გზით სიარული, მან უჩვენა, რომ სულიერი აზრით გზა არის ის, თუ
როგორ მიდიან მასზე. ამიტომაც ეუბნება სახარება დასამოძღვრავს: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“, -
ანუ, როდესაც შენ გზით ისე მიდიხარ, როგორც ეს სამარიტელი, შენ მიდიხარ მოწყალების გზით,
რადგან გზას იერუსალიმსა და იერიხონს შორის ხომ არანაირი უპირატესობა არ ენიჭება მოწყალების
გამოხატვის აზრით. ყველაფერი მოხდა ერთ გზაზე, „იმ გზაზე“, და მაინც, ერთის გზა იყო გზა
ნებადართული, მეორისა - გზა უკანონობის, მესამის - გზა დაუფიქრებლობის, მეოთხის - გზა
გულცივობის, მეხუთის - გზა მოწყალების; იყო ხუთი მოგზაური, რომელიც, სახარების სიტყვით, „ამ
გზით“ მიდიოდა, თუმცა ყველა თავის გზას მიუყვებოდა.
ამგვარად, განსხვავება აქ სულიერია, და ესაა განსხვავება გზებს შორის; იმისა, თუ როგორ
მიდიან ადამიანები ცხოვრებისეულ გზაზე. თუ გზას ადარებენ სიცოცხლეს მის საყოველთაობაში,
სიცოცხლეს ზოგადად, მაშინ ეს ხატი გამოსახავს მხოლოდ საყოველთაოს, იმას, რასაც
დამოკიდებულება აქვს ყოველივე ცოცხალთან იმდენად, რამდენადაც ის ცოცხლობს, - ასე რომ, ყველა
43
ერთი და იმავე გზით მიდის, ყველა ცხოვრებისეულ გზაზე იმყოფება. მაგრამ როდესაც სერიოზულობა
იჩენს თავს ცხოვრებასთან მიმართებით, მაშინ ისმება კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იარო,
რათა ცხოვრების გზაზე მართებულად იარო. ამას კითხულობს ასეთ დროს მგზავრი, სვამს რა კითხვას
არა ისე, როგორც სხვა შემთხვევებში: სად გადის ეს გზა, - არამედ: როგორ მიდიან ამ გზაზე და როგორ
არის საჭირო სიარული. თუმცა, უბრალოდ იმისათვის, რათა განუხრელად ასე დავსვათ კითხვა,
საჭიროა სულის ერთგვარი მყოფობა, რადგან მოუთმენლობა ხომ სიხარულითაა მზად, იქნას
მოტყუებული და, საუბრობს რა გზის შესახებ სულიერი აზრით, მაინც დასვას კითხვა: სად გადის გზა,
- თითქოს საქმის ვითარება აქ ზუსტად ისეთივე იყოს, როგორც როცა მგზავრი სოფლის შარას დაეძებს.
ქვეყნიერი სიბრძნეც სიხარულითაა მზად მოსატყუებლად, კვლავ და კვლავ პასუხობს რა კითხვას: სად
გადის გზა, - როდესაც აქ პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ სულიერი აზრით გზა არის ის, თუ როგორ
მიდიან მასზე. ქვეყნიური სიბრძნე სწრაფად აღმოაჩენს ასეთ დროს, რომ გზა გადის გერიციმსა და
მორიაზე[49], ან რომ ის რაიმე ცოდნაზე გადის, ან რომ გზა არის რაიმე დებულება მოძღვრებაში, ან
რაიმე გარეშე ქმნადობა; ასეთ დროს ადამიანებს არ სურთ აღიარონ საკუთარ თავთან, რომ ეს
ყველაფერი სიცრუეა - ვინაიდან გზა ხომ ის არის, როგორც მიდიან. როგორც წმინდა წერილი ამბობს,
შესაძლოა ორი იყოს ერთ საწოლში, მაგრამ ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება[50]. ორი შესაძლოა
შევიდეს ტაძარში, ფარისეველი და მებაჟე. ერთი ხსნილი დაბრუნდება შინ, მეორე - ცდომილი[51]; ორი
შესაძლოა ერთსა და იმავე აღმსარებლობას ქადაგებდეს, ერთი შესაძლოა დახსნილ იქნას, მეორე კი
დაიღუპოს. როგორ არის ეს შესაძლებელი, თუ არა იმის ძალით, იცოდე, რომ თუ სად გადის გზა,
გაგებული სულიერი აზრით, არის სიყალბე, - რადგან გზა ისაა, როგორც მიდიან.
მაგრამ ისიც, ვინც მართებულად ისწავლა კითხვის დასმა: როგორ უნდა იარო, ასევე სხვა
რამესაც კითხულობს: საით მიდის გზა. გზის სრულყოფილების ხოტბა შესაძლოა არაფერს ნიშნავდეს,
თუ გზას სრულყოფილებისკენ არ მივყავართ, - ოჰ, რაც უფრო სრულყოფილი იქნებოდა გზა,
რომელსაც თუმცაღა დაღუპვისკენ მივყავართ, მით უფრო სამწუხარო იქნებოდა. მეორეს მხრივ,
რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს სიარული, რა შრომასაც არ უნდა მოითხოვდეს ეს, - თუ გზას
სრულყოფილებისკენ მივყავართ, ამ გზით სიარული მაინც სასიხარულოა.
და მაინც, როგორ მიდიან სრულყოფილების გზით? სიამოვნების გზით იოლად მიდიან,
თითქოს ცეკვავენო; პატივის გზით ამაყად მიდიან, გვირგვინით შემკობილი თავით; იღბლის
დამყოლი გზით ისე მიდიან, რომ ყველა სურვილი ექვემდებარება ასრულებას. მაგრამ,
სრულყოფილების გზით როგორ მიდიან? ის, ვინც სერიოზულად სვამს კითხვას, ის, ვინც გზასაა
შემდგარი და სვამს კითხვას უძველესი ბილიკების შესახებ, მან ასევე სერიოზული პასუხი უნდა
მიიღოს, უძველესი პასუხი: რომ ეს გზა ვიწროა, რომ ადამიანი სრულყოფილების გზაზე სივიწროვეს
განიცდის. რჩევისათვის ძველი აღთქმის მცნებებს მიმართავ თუ ახლის, ამ საკითხში მათ შორის
ერთსულოვნებაა; პასუხი მრავალია, მაგრამ ყველა მთგანი ერთს ამბობს, ასე რომ პასუხი ყველგან
ერთია, მხოლოდ მათი ხმებია განსხვავებული, ვინც პასუხს იძლევა, რათა ამ განსხვავების მეშვეობით
ხმამ მრავალ ადამიანს მიაღწიოს. წმინდა წერილში იმდენად განსაზღვრულად და ცხადადაა
გამეფებული ერთსულოვნება იმასთან მიმართებით, რომ სრულყოფილების გზა - ვიწროა, რომ
შესაძლოა წმინდა წერილში სხვა არაფრის შესახებაა იმდენი ადგილი, რომელიც ერთი და იგივეს
შესახებ ამბობს: იმისა, რომ „თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“
(სიბრ. ზირ. 2:1), რომ „მრავალი მწუხარებით უნდა შევიდეთ ღვთის სასუფეველში“, რადგან „უნდა
ვიტანჯოთ“ (1 თეს. 3:3), და ასე შემდეგ.
სწორედ ამ მიზეზით ჩვენ არ მოვიტანთ ბიბლიის რომელიმე ცალკეულ ნაწილს, არამედ
წმინდა წერილის სისრულისა და მთლიანობის მომხრენი ვიქნებით იმ მოძღვრებასთან მიმართებით,
რომ სრულყოფილების გზით სიარულისას სივიწროვეს განიცდიან, და ასევე სატანჯველში მყოფის
დამოძღვრისას (ჩვენი საუბრები ხომ სატანჯველის სახარებაა) იმაზე დაფიქრებისა, თუ რა სიხარულია
იმაში, რომ გზა კი არ არის ვიწრო, არამედ სივიწროვე წარმოადგენს გზას.
ამგვარად, სრულყოფილების გზით სიარულისას სივიწროვეს განიცდიან; საუბრის საგანს კი
წარმოადგენს სიხარული, რომელიც ტანჯულისათვის მყოფობს ამ აზრში. ასე რომ, ჩვენი საუბარი არა
შეგონებაა იმისა, თუ როგორ იარო ვიწრო გზით, არამედ სიხარულის ხარება სატანჯველში
მყოფისთვის - სიხარულისა, რომ სივიწროვე არის როგორ, რომელიც სრულყოფილების გზას
44
გვიჩვენებს. სულიერი აზრით გზა არის ის, თუ როგორ მიდიან. მაშინ, რა განასხვავებს
სრულყოფილების გზას, ანუ როგორ მიდიან სრულყოფილების გზით? მიდიან და განიცდიან
სივიწროვეს. ესაა პირველი როგორ, მეორეა: როგორ უნდა იარო ამ ვიწრო გზით. ცხადია, რომ ეს მეორე
არასოდეს - არც დასაწყისსა და არც დასასრულს - არ უნდა დაგვავიწყდეს, მაგრამ ის ხომ არც არის
დავიწყებული, პირიქით, ჩვენ ის გვახსოვს, და სატანჯველში მყოფსაც ექნება საბაბი ახსოვდეს მის
შესახებ, თუკი მან მართებულად იპოვა საკუთარი თავისთვის სიხარული იმაში, რომ
სრულყოფილების გზა სივიწროვეშია, - მან, ვინც ტანჯვისას სწორედ რომ სივიწროვეს განიცდის.
თუკი გზას თვით სივიწროვე წარმოადგენს, მაშინ აი რაშია სიხარული: იმაში, რომ ამით
სატანჯველში მყოფისთვის მყისვე ცხადი ხდება და მან ერთმნიშვნელოვნად იცის, რაში მდგომარეობს
აქ მიზანი, ასე რომ, მას არ სჭირდება დროის დახარჯვა, არ სჭირდება ძალიხსმევის დახარჯვა იმაზე
ფიქრისთვის, უნდა მდგომარეობდეს თუ არა მიზანი რაიმე სხვაში.
რაშია იმის საიდუმლო, რომ ბავშვს, - თუნდაც მოზრდილთან შედარებით, რომელიც აღსავსეა
ძალებით, - შეუძლია ის, რის დაძლევას რთულად თუ შეძლებს ძალით აღსავსე მოზრდილი? რაშია
ბავშვის უპირატესობა, რა ეხმარება მას? ბავშვს, სავარაუდოდ, ის ეხმარება, რომ მას არ აქვს შრომის
აუცილებლობა, რათა შეიტყოს, რაში მდგომარეობს მისი მიზანი, რა უნდა აკეთოს, - ბავშვი ხომ
მხოლოდ უნდა მორჩილებდეს. მიზნის განსჯა და მასზე ფიქრი - მშობლების ან უფროსების საქმეა:
ბავშვისთვის მიზანი იქმნება მყისიერად, როგორც კი მას რაიმეს გაკეთებას ავალებენ. ბავშვს არაფერი
ესაქმება იმასთან, რამდენად მართებული თუ უმართებულოა ეს, მას არა თუ არ მართებს, წამის
დახარჯვაც არ უნდა გაბედოს ამის განსასჯელად; პირიქით, ის მყისვე უნდა დაემორჩილოს. ძალებით
აღსავსე მოზრდილთან შედარებით ბავშვი ამით სუსტია, მაგრამ მის სისუსტესთანაა დაკავშირებული
ერთი ფრიად არსებითი უპირატესობა: ბავშვს ნებისმიერ პირობებში შესწევს უნარი თავისი ყველა
ძალის მობილიზება მოახდინოს მიზნის მისაღწევად, თანაც იმდენად რიგიანად, რომ ერთ წამსა და
ძალის ერთ მისხალსაც არ ხარჯავს ეჭვზე მიზანთან მიმართებით. მიზანი უდაოა, იგი ხომ
ავტორიტეტის ძალითაა განსაზღვრული, - აი, რაში მდგომარეობს უპირატესობა. ხოლო როდესაც
მიზანი განსაზღვრულია, ბავშვს კიდევ უფრო აჩქარებენ, უმატებენ რა: გააკეთე ეს ახლავე! - და აი
ბავშვი რაღაც გასაოცარს სჩადის, დიახ, ბავშვს ასეთ დროს ჭეშმარიტად შესწევს უნარი გააკეთოს ის,
რასაც უკიდურესად იშვიათად თუ შეძლებს ძალებით აღსავსე ზრდასრული. ვის არ შეუნიშნავს ეს
საოცრება - რისი გაკეთება ძალუძს ბავშვს! როდესაც დედა ან მამა, ან ძიძა, ამბობენ, - მაგრამ
ავტორიტეტულად, - ახლავე დაიძინე! - ბავშვი იძინებს. ქვეყნად მრავალი ადამიანური გმირობის
შესახებ დადის ხმა, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანის შესახებ[52], რომელსაც ერთადერთს უწოდებენ,
მოგვითხრობენ, რომ მას სურვილის შესაბამისად შეეძლო, ნებისმიერ წუთს დაეძინა. ნებისმიერი
ზრდასრული განვიხილოთ, თუნდაც ძალებით აღსავსე; აი, ის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც,
- როგორც მშობლები მიიჩნევენ, - ბავშვი იმყოფება: მას ძილი სურს. ის ეუბნება საკუთარ თავს:
შენთვის ისე კარგი იქნებოდა, ისე წაგადგებოდა ძილი, - მაგრამ ნუთუ ძალუძს მას მყისვე ჩაიძინოს,
როგორც ამას ბავშვი აკეთებს. ოჰ, საკმარისია, თავი ბალიშზე დადოს, რომ სწორედ საპირისპირო
ხდება: ამ წუთს იწყებს მშფოთვარე აზრები გაღვიძებას. და ის შესაძლოა სრულად იბნევა მათში და
უკვე ეჭვი შეაქვს, რომ ახლა ძილი - სწორია, იწყებს ფიქრს იმის შესახებ, სამუშაოს ხომ არ აგვიანებს,
და სხვა მრავალგვარი ეჭვით იტანჯება; შემდეგ მას კვლავ სურს დაძინება, მაგრამ არ შეუძლია.
საბოლოოდ ის მოთმინებას ჰკარგავს და ამბობს: რისთვის ვიწვე თუ ვერ ვიძინებ; ის კვლავ დგება,
მაგრამ არა იმისთვის, რომ იმუშაოს: ახლა მას არც ძილი შეუძლია და არც მუშაობა. რადგან, ძილისას
დასვენების შემდეგ ახალი ძალებით დგები, დროდადრო შესაძლოა დაყვე კიდეც ცდუნებას, რომ ცოტა
ხანს კიდევ იწვე: მაგრამ დაძინების უნაყოფო მცდელობის შემდეგ ადგომა, რასაკვირველია, სხვა
მიზეზითაა რთული: დაძინების უნაყოფო მცდელობის შემდეგ კიდევ უფრო დაქანცული დგები.
სირთულე ზრდასრულისთვის, - რომელსაც, რა თქმა უნდა, ავტორიტეტისა და სიმწიფის
უპირატესობა უკავშირდება, - იმაში მდგომარეობს, რომ ზრდასრულს ორმაგი შრომა უწევს: მან უნდა
იშრომოს, რათა მიზანი დაადგინოს და თავდაჯერებით განსაზღვროს იგი, შემდეგ კი იშრომოს ამ
მიზნის მისაღწევად. და შესაძლოა ყველაზე რთული - მიზნის თავდაჯერებით დასახვა იყოს ანუ
კონკრეტულად დადგენა, თუ რაში მდგომარეობს იგი. შესაძლოა ადამიანები ასე მოუმზადებლები არ
ყოფილიყვნენ დროისა და ძალისხმევის დასახარჯად, და მათ მოხერხებაც ეყოფოდათ, - თუკი უდაოდ
45
ცხადი შეიქნებოდა, თუ რაში მდგომარეობს მიზანი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამის მზა ფორმით
გარედან შეტყობინება შეუძლებელია; აქ აუცილებელია თვით დაინტერესებული პიროვნების
მონაწილეობა. ზრდასრული სრულწლოვანია, ის თვით უნდა იყოს საკუთარი თავის პატრონი. მაგრამ
ის - არის პატრონი და მბრძანებელი, რომელმაც საკუთარ თავს მიზანი უნდა დაუსახოს, - ისევე,
როგორც მშობლები და ზრდასრულები უსახავენ მიზანს ბავშვს. ამიტომ ზრდასრული ერთდროულად
ბატონიცაა და მონაც; ის, ვინც ბრძანებებს უნდა გასცემდეს და ის, ვინც მათ უნდა ასრულებდეს, ერთი
და იგივე ადამიანია. ის, რომ ბრძანების გამცემი და შემსრულებელი ერთი და იგივე ადამიანია,
რასაკვირველია, ართულებს დამოკიდებულებას მათ შორის; ამასთან, შესაძლოა იოლად მოხდეს, რომ
მსახური ჩაერთვება მიზნის განხილვაში, და პირიქით, ბატონი მეტისმეტად დიდ ყურადღებას
დაუთმობს მსახურის საჩივარს იმის შესახებ, რომ მიზანი რთულად მისაღწევია. ოჰ, და აი ასე იქმნება
უთავბოლობა და ადამიანი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი იყოს, მერყევი,
არათანმიმდევრული, გაუბედავი ხდება, ერთიდან მეორეზე დახტის, ანგრევს და კვლავ აშენებს,
იწყებს რა ყველაფერს თავიდან; მას ნიავის მონაბერიც კი აქით-იქით ისვრის, და ის მაინც არ იძვრის
ადგილიდან, - ხოლო ბატონსა და მსახურს შორის ურთიერთობა საბოლოოდ მასში იმდენად
მახინჯდება, რომ მისი მთელი ძალები მიზნის ახალ-ახალი ფორმულირებების გამოგონებაზე
იხარჯება; მსგავსად მცენარისა, რომელსაც ყლორტები ეზრდება, მასაც ეზრდება ამაო განხილვათა და
უნაყოფო სურვილთა ყლორტები. ის გარკვეული აზრით დიდ დროს, დიდ ძალისხმევასა და
გულმოდგინებას ხარჯავს: სულ ამაოდ, რადგან მიზანი არ არის დასახული ბატონის უმყოფობის გამო,
- ის ხომ თვით უნდა ყოფილიყო საკუთარი თავის ბატონი. - როდესაც ცხენების წყვილმა მძიმე
ტვირთი უნდა დაძრას ადგილიდან, რით შეიძლება მათ დაეხმაროს მეეტლე? თვითონ ეტლში ვერ
შეებმება; საშუალო ხარისხის მეეტლემ შესაძლოა გაამათრახოს, ეს ყველას შეუძლია, მაგრამ რით
შეიძლება მათ დაეხმაროს კარგი მეეტლე? მას შეუძლია დაეხმაროს დაიძრან ერთსა და იმავე
მომენტში, ბიძგით, მოიკრებენ რა ყველა ძალას, - და დაძრან ეტლი ადგილიდან. თუკი პირიქით,
მეეტლე მათ გაუგებრობის საბაბს აძლევს, თუკი ის ისე ეწევა აღვირს, რომ ცხენები ფიქრობენ, თითქოს
მომდევნო ბრძანებისთვის უნდა მოემზადონ, - როდესაც თავად მეეტლე თვლის, რომ სწორედ ეს არის
დაძვრის ბრძანება; ან თუ ის აღვირს განსხვავებული სიძლიერით ეწევა, ისე, რომ ერთი ცხენი
ფიქრობს, რომ უკვე უნდა დაიძრას, როდესაც მეორე ფიქრობს, რომ მეეტლე მას ჯერ მხოლოდ
მზადყოფნას თხოვს, - ასეთ შემთხვევაში ეტლი არ დაიძვრება, თუნდაც ცხენებს საკმარისი ძალა
ჰქონდეთ. და ისევე, როგორც არცთუ მწუხარების გარეშე უმზერ ამ სანახაობას, როდესაც ხედავ, რომ
ძალა საკმარისია, მაგრამ ის, ვინც უნდა გასცემდეს ბრძანებებს ანუ მეეტლე, აფუჭებს მთელ საქმეს:
ასევე არცთუ მწუხარების გარეშე გვიწევს იმის ხილვა, რომ რაღაც ამის მსგავსი ემართება ადამიანს.
ადამიანს ძალების უკმარობა არ აფერხებს, - ეს მას არასოდეს ემართება, - ის თავად აქცევს საკუთარ
თავს უვარგისად, ის, ვინც ბატონი უნდა იყოს (საკუთარი თავის), მთელ საქმეს აფუჭებს. ასეთი
ადამიანი მართებულად თავისი ძალების ერთ მესამედს თუ იყენებს, ხოლო ორ მესამედზე მეტს -
უმართებულოდ, ანუ საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. აი, ის ტოვებს სამუშაოს, რათა კვლავ შეუდგეს
მასზე ფიქრს; აი, ის მუშაობს, ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს; აი, ის არასწორად ეწევა აღვირს; აი, მას
სურს, რომ ერთიცა და მეორეც ერთდროულად გააკეთოს - და, იმავდროულად, ადგილიდან არ
იძვრის, იმავდროულად ცხოვრება თითქოს ჩერდება, მას არ ძალუძს მიზნის ჩამოყალიბება, ამის
დასრულება - და მთელი ძალისხმევა იმას მიუძღვნას, რომ განახორციელოს მიზანი. მიზანი ასეთ
დროს არ იქცევა ტვირთად, მაგრამ ის ყურებამდეა ჩაფლული მძიმე საქმეში: ის მიზნის გარშემო
ფუსფუსებს, რათა შეძლებისდაგვარად მყარად ჩამოაყალიბოს ის. მაგრამ ასე, რასაკვირველია, ის ვერ
მიდის ტვირთის ზიდვამდე, რადგან მას არაფრით შეუძლია მიზნის ფეხზე წამოყენება; ზუსტად იმ
წუთს, როდესაც მას თითქოს სურს, ზურგით დადგეს მიზნისკენ, რათა ტვირთი მოიგდოს, ტვირთი
თითქოს ძირს ეცემა, მან კი კვლავ ფეხზე უნდა წამოაყენოს ის. ოჰ, უმზერ რა იმას, თუ როგორ
ცხოვრობენ ადამიანები, ხშირად მწუხარებით აღნიშნავ: მათ თავად არ იციან, რა ძალები გააჩნიათ,
ისინი მეტად თუ ნაკლებად თავად უშლიან საკუთარ თავს ამის გაგებაში, რადგან ისინი მთელი
სიბეჯითით ხარჯავენ ძალებს საკუთარი თავისთვის წინააღმდეგობაზე.
მოდით ახლა უფრო ახლოდან განვიხილოთ ამ საუბრის საგანი. სატანჯველში მყოფი
სივიწროვეს განიცდის: დიახ, ეს ასეა. თუ ის მართლაც თავდაჯერებით განსაზღვრავს მიზანს, ის
46
სავსებით შეძლებს მის გაწევას; თუკი მან იმთავითვე ერთმნიშვნელოვნად იცის, რაში მდგომარეობს
მიზანი, საქმე უკვე წინაა წაგდებული. მაგრამ სწორედ ამისთვის ხელის შეშლა სურს ეჭვს; მას სურს
ვერაგულად დაეუფლოს მის ძალებს, აიძულოს ის დახარჯოს ძალები არა იმისთვის, რაც საჭიროა:
აიძულოს ეძებოს, რაში მდგომარეობს მიზანი, ან ათასჯერ გამოიგონოს, რაში შეიძლება იგი
მდგომარეობდეს. თუკი ეს მოხერხდება, თუკი გაიმარჯვებს ეჭვი, თუკი ის შეძლებს სატანჯველში
მყოფის გაბრიყვებას, და ბრძოლაში ჩაებმება იქ, სადაც ის არ უნდა იბრძოდეს, მაშინ ის იმგვარად
დაეცემა, რომ სივიწროვეს ვერ აზიდავს.
ნუთუ ასეთ დროს სასიხარულო არ არის, რომ გზას თავად სივიწროვე წარმოადგენს; ამით ხომ
მყისვე ცხადი ხდება, თუ რაში მდგომარეობს მიზანი. ეჭვს სურს შთაუნერგოს სატანჯველში მყოფს,
რომ იქნებ შესაძლებელი იყოს სივიწროვის ჩამოშორება ისე, რომ მან გზა ისევე განაგრძოს -
სივიწროვის გარეშე. მაგრამ თუ გზას თვით სივიწროვე წარმოადგენს, მაშინ შეუძლებელია მისი
მოშორება ისე, რომ გზა იგივე დარჩეს. - ეჭვს სურს შთაუნერგოს სატანჯველში მყოფს, რომ მას
შესაძლოა გზა შეეშალა, რომ შესაძლოა სივიწროვე იმას ნიშნავს, რომ მას გზა აერია. მაგრამ თუ გზას
თვით სივიწროვე წარმოადგენს, მაშინ ის, რომ გზაზე სივიწროვის მოპოვება ხდება, არ შეიძლება
ნიშნავდეს, რომ ის არასწორად მიდის, პირიქით, ეს იმის ნიშანია, რომ ის სწორ გზაზე დგას. - ეჭვს
სურს შთაუნერგოს მას, რომ მაინც შესაძლებელია სხვა გზით სიარული. მაგრამ, თუ გზას სივიწროვე
წარმოადგენს, მაშინ ხომ შეუძლებელია რაიმე სხვა გზით სიარული. ასე რომ, არანაირი ეჭვი არ
შეიძლება არსებობდეს იმასთან მიმართებით, თუ რაში მდგომარეობს მიზანი; არ არის საჭირო ერთი
წამისა და ძალის ერთი მისხალის დახარჯვა იმაზე, რომ დამატებით იფიქრო ამის შესახებ; ის, რომ
მიზანს სივიწროვე წარმოადგენს, მიზანს მთელი განსაზღვრულობით აყალიბებს, ცხადად და
განსაზღვრულად აქცევს, თუ რაში მდგომარეობს მიზანი. და ჭეშმარიტად, რამდენად მძიმე
სატვირთელიც არ უნდა იყოს ხანგამოშვებით სივიწროვე, არ არსებობს უფრო დამამძიმებელი
სივიწროვე, ვიდრე ის, რომელიც შემაშფოთებელი აზრებისგან მოდის, რომლებიც გაუბედავ და მერყევ
სულშია დაბუდებული.
და აი, სატანჯველში მყოფი გამაგრებულია, ის სრულყოფილების გზით მიდის და უძლებს
სივიწროვეს, - მაგრამ სივიწროვე სულ უფრო მძიმდება. დიახ, ეს ასეა. მაგრამ თუ მიზანი სრული
განსაზღვრულობითაა ჩამოყალიბებული, მაშინ საქმე წინაა წაგდებული; ჩვენ კი სრულებით არ
გვსურს ხელი შევუწყოთ იმ ცრუ იგავის გავრცელებას, თითქოს ვიწრო გზაზე თანდათან სვლა
იოლდება, თითქოს ეს გზა ვიწრო მხოლოდ დასაწყისშია. საქმე სწორედ რომ საპირისპიროშია: გზა
სულ უფრო ვიწრო ხდება. ამაში დარწმუნება რთული არ არის მისთვის, ვინც ადამიანებს დააკვირდება
და ამის დანახვას ისურვებს. შესაძლოა დროდადრო გვხვდებიან ადამიანები, ვისაც არასოდეს
წამოუწყია რაიმე სასიკეთო, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა სწორედ ისეთ დროს ამბობს უარს კეთილ
წამოწყებაზე, როდესაც აღმოჩნდება, რომ გზა სულ უფრო ვიწრო ხდება, ნაცვლად იმისა, რომ
გაიოლდეს. როდესაც ადამიანი ყალბად აღარ ინუგეშებს თავს იმით, რომ ისურვოს სიკეთე
განსაზღვრული ოდენობით, არ ინუგეშებს თავს იმით, რომ სიკეთე, - მხოლოდ განსაზღვრული
ოდენობით, - ჯილდოს იმსახურებს ამქვეყნად; როდესაც მას მართლაც სერიოზულად სურს სიკეთე:
გზა პირველად იქცევა ვიწროდ და იმ წუთიდან სულ უფრო ვიწროვდება. ყოველთვის მეტად
მართებულია ამის პირდაპირ თქმა, და არა გამოკვება ადამიანებისა ზღაპრებით, მოხიბლავ რა მათ
წამით, რათა შემდეგ წამს მათ მეტად დაკარგონ მოთმინება. მაგრამ ის, რაშიც არანაირი სიყალბე არ
არის, ისაა, რომ სამარადისოდ ცხადია: გზას თვით სივიწროვე წარმოადგენს. ასე რომ, არ არის საჭირო
ერთი წამისა და ძალის ერთი მისხალის დახარჯვაც დამატებით განაზრებაზე: მიზანი
განსაზღვრულობითაა ჩამოყალიბებული, გზას თვით სივიწროვე წარმოადგენს.
ამგვარად, როდესაც ვინმეს სურს შთააგონოს სატანჯველში მყოფს, თითქოს სხვა იმავე გზით
იოლად მიდის, უზრუნველად, სივიწროვის გარეშე, როდესაც თვით მიდის და სივიწროვეს განიცდის,
ეს არანაირად არ აისახება მიზანზე; სატანჯველში მყოფს ამაზე ერთადერთი პასუხი აქვს: გზას თვით
სივიწროვე წარმოადგენს. ამ მიზეზით კი დაე გაგვშორდეს ფარისევლური საუბარი იმის შესახებ,
თითქოს ცხოვრებაში სხვადასხვაგვარად ხდება, თითქოს ვიღაც იმავე გზით სივიწროვის გარეშე
მიდის, სხვები კი სივიწროვეს განიცდიან. თუმცა შესაძლოა ისე მოხდეს, რომ ვიღაც სივიწროვის
გარეშე მიდიოდეს, მაგრამ ის სივიწროვის გარეშე ჭეშმარიტად არ მიდის იმავე გზით, ვინც მიდის და
47
საიმედოობაზე, რომლის მოპოვება განსჯისას ხდება, როდესაც, განსჯისას მიდიან იმაში დაეჭვების
შეუძლებლობასთან, რასაც ეს სიტყვა ამბობს. ოჰ, იქიდან, რომ აზროვნებისთვის შეუძლებელია
დაეჭვება, ჯერ კიდევ არ გამომდინარეობს, რომ ეს შეუძლებელია მოაზროვნე ადამიანისთვის; მას
შესაძლოა, სასოწარკვეთილსა და ჯიუტს, დაეჭვება სურდეს. მაგრამ ის, რომ სივიწროვე გზას
წარმოადგენს, თუმცა კი ეს უფლის უშუალო სიტყვა არ არის, მაგრამ მაინც მისი მოძღვრებაა: ნუთუ ის
არ ასწავლის, რომ სივიწროვე სასიკეთოა ადამიანისთვის? და ამიტომ ის თვით უდგება თავდებად ამ
სიტყვას. ადამიანს ხომ ძალუძს ეს: მას შეუძლია ცხადად და ცხადი აზრებით განავითაროს ის, რასაც
აზრი შეიცავს; მაგრამ აზრისთვის თავდებად დადგომა მას არ ძალუძს, - ეს მხოლოდ სრულწლოვანს
შეუძლია, ხოლო ყველა სრულწლოვანის თავდებობდა ძალუძს მხოლოდ მას - ერთადერთ
სრულწლოვანს, ერთადერთს, ვისაც ეს ძალაუფლება აქვს მინიჭებული.
და აი, როდესაც ამბობენ: ვიწროა გზა, რომელსაც ნეტარებისკენ მივყავართ, - აქ აზრი ასეთია:
ამ კონკრეტულ შემთხვევაში გზა ვიწროა, სივიწროვე - დაბრკოლებაა გზაზე; ეს უნდა გაიარო, მაგრამ
იმავდროულად ამას ნეტარებისკენ მივყავართ. ამგვარად, სივიწროვე დაბრკოლებაა გზაზე, თუმცა ის
უნდა გაიარო. მაგრამ თუ სივიწროვე თვითაა გზა, მაშინ ნუთუ გასაკვირია, რომ ის უნდა გაიარო,
ნუთუ მაშინ გასაკვირია, რომ სივიწროვეს სადღაც მივყავართ! ეჭვს ასე სურს სატანჯველში მყოფს
მოაკლოს სულის თავისუფლება, სურს, რომ ის დაიხუთოს სივიწროვეში, რომ ის დაიღუპოს ამ
სასოწარმკვეთ, ამ ჭეშმარიტად გაბედულ აზრში, რომ ის მიტოვებულია ღმერთის მიერ, თითქოს ის
აღმოჩნდა გზაზე, რომელიც ჩიხში სრულდება, თითქოს მოციქულის სიტყვებში, რომ ჩვენ უნდა
ვიტანჯოთ (1 თეს., 3:3) უნუგეშობა ჟღერდეს, თითქოს სატანჯველის სივიწროვე ჩვენი ხვედრი
რაღაცისთვის არ იყოს, და ჩვენს წილად მხოლოდ სატანჯველი ყოფილიყოს. ხოლო თუ, პირიქით,
სივიწროვე ჩვენი ხვედრია, როგორც გზა, მაშინ აქ მყისვე იქმნება ჰაერი, მაშინ სატანჯველში მყოფს
შეუძლია ისუნთქოს, მაშინ ამას სადღაც უნდა მივყავდეთ; ასეთ დროს ხომ სივიწროვე თვით
წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას. ის არ არის დაბრკოლება გზაზე, მაშინ ხომ, თუ შეიძლება
ასე ითქვას, საჭირო გახდებოდა სხვა საზიდარი, - მაგრამ სივიწროვე თავადაა საზიდარი, თანაც
საუკეთესო; თუკი შენ მიანდობ მართვას, ის დაგეხმარება, ის გაგიყვანს, რადგან სივიწროვე გზას
წარმოადგენს.
ნუთუ სასიხარულო არ არის, რამდენად თავისუფლად შეუძლია სატანჯველში მყოფს ამ
აზრით სუნთქვა! სატანჯველში მყოფი არა მხოლოდ იძულებით მიენდობა ღმერთს და მიდის
სივიწროვის გავლით, არა, ის ამბობს: სივიწროვე ჩემთვის - ჩემდამი კეთილგანწყობის ნიშანია,
სივიწროვე - ჩემი მეგობარია, რადგან სივიწროვე ხომ გზას წარმოადგენს. როდესაც ბავშვი მხდალია
მასწავლებლის წინაშე და ეშინია მისი, მას მრავალის სწავლა შეუძლია; მაგრამ როდესაც ნდობა
განდევნის შიშს და სულის თავისუფლება იმარჯვებს, სწორედ მაშინ იწყება განათლება ამ სიტყვის
უზენაესი აზრით. იგივეა მართებული სატანჯველში მყოფისთვის, როდესაც ის, დარწმუნებული
იმაში, რომ სივიწროვე გზას წარმოადგენს, ამარცხებს სივიწროვეს; ნუთუ ეს გამარჯვება არ არის - ამ
სიტყვის უზენაესი გაგებით - ჭეშმარიტად ისურვო გწამდეს, რომ სივიწროვე გზაა, რომ ის შემწეა!
პავლე მოციქული ამბობს ერთ ადგილას: რწმენა ჩვენი გამარჯვებაა, - ხოლო სხვა ადგილას: დიახ, ჩვენ
გამარჯვებულებზე მეტი ვართ. მაგრამ ნუთუ შესაძლებელია უფრო მეტი, ვიდრე გამარჯვება? დიახ,
თუკი შენ ბრძოლის დასაწყისში მტერი მოყვარედ აქციე. ერთი საქმეა - გამარჯვება სივიწროვეში, მისი
დამარცხება, როგორც მტერს ამარცხებენ, რჩებიან რა იმ აზრზე, რომ სივიწროვე - შენი მტერია; მაგრამ
გამარჯვებაზე მეტია, როდესაც გწამს, რომ სივიწროვე - შენი მეგობარია, რომ ის არ არის დაბრკოლება,
არამედ გზა, რომ ის არ გეღობება, არამედ შენს განვითარებას უწყობს ხელს, გულს კი არ გიმძიმებს,
არამედ გაკეთილშობილებს.
სივიწროვე გავლას უნდა ექვემდებარებოდეს. რას უნდა შევხვდეთ გზაზე, როგორც
დაბრკოლებას, რომ გზა გაუვალი გახდეს? სივიწროვეს. მაგრამ თუ სივიწროვე თვით წარმოადგენს
გზას, მაშინ ასეთი გზა ხომ უპირობოდ ექვემდებარება გავლას. სატანჯველში მყოფს, თუ სურვილი
აქვს, შეუძლია სივიწროვე უფრო და უფრო საზარლად წარმოიდგინოს; ეს არც არაფერს მოაკლებს და
არც არაფერს შეჰმატებს, - საუკუნოდ ცხადია, რომ სივიწროვე - გზაა, და რაკი ასეა, შეუძლებელია
განაზრება სივიწროვისა, რომელსაც ამ გზის დაბრკოლება ძალუძს. აქიდანვე ჩანს ისიც, რომ
სივიწროვეს სადღაც უნდა მივყავდეთ. რა შეაბრკოლებდა გზას, სადმე მივეყვანეთ, თუ არა სივიწროვე;
50
მაგრამ თუ მას არ შეუძლია იქცეს დაბრკოლებად ამ გზაზე, მაშინ ხომ ეს გზა აუცილებლად სადღაც
უნდა მიდიოდეს.
საოცარია, ვიწრო გზა - ერთადერთია, რომელზეც არანაირი დაბრკოლება არ არის, სივიწროვე
ხომ თვით იკვალავს გზას, ნაცვლად იმისა, რომ დაბრკოლება შექმნას მასზე. მაგრამ ნუთუ ეს
სასიხარულო არ არის! რა უფრო უსიხარულოა, როდესაც ის, რომ მგზავრი იძულებულია თქვას: აქ გზა
მთავრდება; და მაშინ რა უფრო სასიხარულოა, როდესაც მგზავრს სრული უფლებით შეუძლია
განაცხადოს: აქ ყოველთვის არის გზა!
სივიწროვე არის გზა, რომელიც არ მოითხოვს ზეადამიანურ ძალას. არა, სივიწროვე რომ
ადამიანის ძალებს აღემატებოდეს, მაშინ გზა გადაღობილი იქნებოდა, და სივიწროვე აღარ იქნებოდა
გზა. პავლე მოციქული ამბობს: „სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდელის გარდა;
მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას, რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს
აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა[54].“ მაგრამ
ღმერთმა განსაცდელი ასატანად იმის წყალობით ხომ არ აქცია, რომ მან იმთავითვე ისე შექმნა, რომ
სივიწროვე წარმოადგენს გზას; და რა შეიძლება იყოს უფრო მართებული საწინდარი იმისა, რომ
განსაცდელიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, თუ არა ის, რომ სივიწროვე თვით წარმოადგენს
გზას, ეს კი ნიშნავს, რომ სივიწროვე თვით არის გამოსავალი, ქველი გამოსავალი ვიწრო ვითარებიდან.
ზეადამიანურ განსაცდელს ადამიანის დათრგუნვა სურს; როგორც მაღალი მთა, რომელიც
მგზავრის სასოწარკვეთას იწვევს, ასევე ზეადამიანური განსაცდელიც ცდილობს დააფრთხოს
სატანჯველში მყოფი, აქციოს იგი მატლად განსაცდელის სიდიდესთან შედარებით; როგორც ბუნების
ძალა იგდებს მასხრად ადამიანურ ძალისხმევას, ასევე ზეადამიანურ განსაცდელს სურს,
ქედმაღლურად ზეასულმა ამაყად დასცინოს საბრალო ტანჯულს. მაგრამ, მადლი ღმერთს, არანაირი
ზეადამიანური განსაცდელი არ არსებობს, ეს ცრუ იგავია, გამოგონილი შიშის ან ცბიერების მიზეზით,
როდესაც სურთ დანაშაული მოიხსნან, შეამცირონ საკუთარი დანაშაული, გაზრდიან რა განსაცდელის
ძალას, შეეცადონ თავის გამართლებას, წარმოსახავენ რა განსაცდელს ზეადამიანურად. წმინდა
წერილი სრულიად საპირისპიროს ამბობს; ის არა მხოლოდ იმას ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი
ზეადამიანური განსაცდელი, მაგრამ სხვა ადგილას, სადაც საუბარი საზარელ უბედურებას ეხება,
რომლის მოლოდინში ადამიანები დაიხოცებიან, ის ეუბნება მორწმუნეთ: „ხოლო როცა დაიწყება
ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი[55].“
ამგვარად, განსაცდელს არ აქვს ზეადამიანური ზომა; პირიქით, რაც უფრო გაუსაძლისია
სივიწროვე, მით უფრო მაღლა აქვს თავი შემართული მორწმუნეს, დიახ, მას ხომ სივიწროვეზე მაღლა
აქვს თავი აწეული. ხოლო თუ სივიწროვე გზაა, მაშინ მორწმუნე სივიწროვეს ზემოდან არის
მოქცეული; რადგან გზა, რომელზეც მიდის ადამიანი, მის თავზე კი არ გადის, - არა, ადამიანი მასზე
ფეხით მიაბიჯებს.
ამგვარად, აზრში, რომ სივიწროვე წარმოადგენს გზას, მხოლოდ სიხარულია მოქცეული.
სატანჯველში მყოფმა მყისვე და განსაზღვრულად იცის, რაში მდგომარეობს მიზანი, მას შეუძლია
მყისვე შეუდგეს მის განხორციელებას მთელი ძალით, ვერანაირი ეჭვი ვერ შეძლებს, მოვიდეს და
ჩაეხერგოს გზასა და სივიწროვე შორის, ისინი ხომ საუკუნოდ განუშორებელნი არიან; და ამიტომ
საუკუნოდ ცხადია, რომ ეს გზა სადღაც უნდა მიდიოდეს, ხომ მართალია, რომ ვერანაირი სივიწროვე
ვერ გადაღობავს ამ გზას, რომელიც ყოველთვის გავლადია, ზუსტად ისევე, როგორც სივიწროვე
არასოდეს აღემატება ადამიანის ძალებს. დაბოლოს, უნდა ვთქვათ იმის შესახებ, რაც არასოდეს უნდა
დაგვავიწყდეს: იმისა, რომ ახლა რიგში სხვა კითხვა დგას: როგორ უნდა იაროს სატანჯველში მყოფმა
ვიწრო გზით. ო, მაგრამ თუ მართალია, რომ მცირე სარგებელი აქვს გულცივი ადამიანისთვის მკვდარ
გონებრივ წვდომას, მაშინ ჭეშმარიტად, გაგებამ, რომელიც ადამიანს მხიარულად და გულმხურვალედ
აქცევს სივიწროვეში, ამაშიც უნდა გაამყაროს იგი: იმაში, რომ მართებულად იაროს ვიწრო გზით. და
რომ გწამდეს, - სულდაჯერებულს, უეჭველად, - რომ სივიწროვე, რომელშიც იმყოფები, ესაა გზა,
ნუთუ ასევე არ ნიშნავს მართებულად სიარულს ვიწრო გზით!
51
VI
როდესაც ადამიანს რაიმეს წამოწყება სურს, - რაიმესი, რაც მან უნდა განიცადოს ან გააკეთოს, -
ის ჯერ ჯდება და გამოითვლის, შეძლებს თუ არა კოშკის აგებას[56], და რა სიმაღლის კოშკისა; ეყოფა
თუ არა ძალები საიმისოდ, რომ ტანჯულმა ჩაყაროს საძირკველი, და რა სიღრმისა. ამგვარად, ის
წინასწარ გამოითვლის ძალებს, სწონის მათ, უფარდებს რა საკუთარ ძალას მიზანს. აწონვის შესახებ აქ
გადატანითი მნიშვნელობითაა საუბარი, მაგრამ, უკიდურესად ცხადად, ამ სიტყვას კი ის უპირატესობა
გააჩნია, რომელიც ყოველთვის აქვს სიტყვას, გამოყენებულს გადატანითი მნიშვნელობით, - სიტყვა,
რომელიც თითქმის ყოველდღიური მოვლენებიდან, თითქოს საიდუმლო კარის მეშვეობით ან
თითქოს ჯადოსნური ჯოხის მოძრაობას აყოლილი, უზენაესი საგნებისკენ ადის, ასე რომ, საუბარია
რაღაც ყველაზე მარტივის შესახებ, მაგრამ იმავდროულად საუბარია ყველაზე ამაღლებულზეც.
სიტყვასთან „აწონვა“ მნიშვნელობით ყველაზე ახლოსაა სიტყვა „გაწონასწორება“ - სასწორის პინების
გაწონასწორება ან იმისა, რაც პინებზე აწყვია. რას ნიშნავს გაწონასწორება? ეს ნიშნავს ორი სიდიდის
გათანაბრებას ან ისე გაკეთებას, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ჰქონდეთ დამოკიდებულება, როგორც
თანასწორებს. ამას აქვს ადგილი სასწორის პინებთან მიმართებით. ანუ სასწორის პინებს ზუსტად
თანაბარი წონა აქვთ, და თუ ერთი მათგანი მეტს იწონის, მეორეს უბრალოდ სიმძიმეს უმატებენ, რათა
არც ერთ და არც მეორე მხარეს ჰქონდეს უპირატესობა. სწორედ ამას ვაფასებთ ჩვენ სასწორში, და
როდესაც ეს ასეა, ვამბობთ, რომ იგი გამართულია. აქ სხვას ვერაფერს ვიტყვით სასწორის შესახებ,
რადგან ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ არანაირი ოსტატობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ ასე
გავზომოთ წონა; ოსტატობა მაშინ იწყება, როდესაც ერთ ან მეორე მხარეს უპირატესობა გააჩნია, და
მაშინ მთელი საქმე იმაშია, რათა საკუთარი ენა გააწონასწორო, მთელი საქმე, - დიახ, მოდით უბრალო
გამოთქმა გამოვიყენოთ, რომელიც, სხვათა შორის, ესოდენ გამომხატველობითია, - იმაშია, რომ ენას
კბილი დააჭირო.
დიახ, სასწორის პინები გაწონასწორებული უნდა იყოს, მაგრამ ადამიანი წონის; ის ამით მეტს
აკეთებს, ვიდრე გაწონასწორებაა იმ აზრით, რომლითაც სასწორის პინებს აწონასწორებენ, ის აწონ-
დაწონის, ეს კი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ აწონვა; ის გაწონასწორებაზე მაღლა დგას, ის არჩევანს
აკეთებს. ამიტომ სრული უფლებით შეიძლება ითქვას, რომ ეს სიტყვა: აწონვა, თუკი მისი აზრი
შენარჩუნებულია, საბოლოოდ მიგვანიშნებს არსებითზე ადამიანის ბუნებაში, მის შემადგენელსა და
იმაზე, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. აწონვისათვის ორი სიდიდე უნდა არსებობდეს, ამ
მიზეზით კი ადამიანს, ვინც აწონვით არის დაკავებული, უბრალოდ იმისათვის, რომ აწონოს, საკუთარ
შემადგენელში ორი სიდიდე უნდა გააჩნდეს. და ეს მართლაც ასეა, ადამიანი დროებითისა და
მარადიულისგან შედგება. დროებითი და მარადიული სულიერი აზრით სიდიდეებია, რომელთა წონა
ურთიერთშედარებულ უნდა იქნას. მაგრამ იმისათვის, რომ აწონოს, ადამიანი, კვლავ, თავად უნდა
იყოს რაღაც მესამე ან ფლობდეს რაღაც მესამეს ამ ორ სიდიდესთან მიმართებით. ეს მესამე - არჩევანია:
ადამიანი ყველაფერს ადარებს წონას, ის წონის, ის ირჩევს. მაგრამ აქ ვერასოდეს მოხდება ის, რაც,
პირიქით, შესაძლოა დაემართოს სასწორს - რომ წონა თანაბარი აღმოჩნდება, რომ ორი სიდიდე
ზუსტად ერთი წონის იქნება. არა, მადლი ღმერთს, ეს ვერასოდეს მოხდება, მართებული გაგებისას ხომ
ცხადია, რომ მარადიულს წინდაწინ აქვს მოპოვებული უდაო უპირატესობა, ხოლო ის, ვისაც ამის
გაგება არ სურს, ვერც აწონვას შეძლებს.
ასე აწონის ადამიანი, სანამ რაიმეს წამოიწყებდეს, ასე აწონის ის, როდესაც ცხოვრებაში უნდა
შეაბიჯოს. მას ჯერ კიდევ არ გააჩნია მდიდარი გამოცდილება, მან ჯერ კიდევ რიგიანად არ იცის
დროებითი; მას მხოლოდ წარმოსახვაში აქვს დროებითისა და მარადიულის ხატი, და ის არჩევანს მათ
შორის აკეთებს. გავბედავთ და განსაზღვრულად ვიტყვით ყოველი ადამიანის შესახებ, რომ ეს მის
თავს ასე იყო დასაწყისში: მისთვის ცხადი იყო, რომ მარადიულობას უპირატესობა აქვს, მეტიც,
უბრალოდ ცხადი კი არ იყო, არამედ ღრმად ხვდებოდა მის გულს, სიღრმემდე ხვდებოდა, - და
ამიტომაც იყო, რომ ყმაწვილი კაცის ეს პირველი არჩევანი ესოდენ ხშირად იწვევდა ცრემლს.
თუმცა, როგორც ჩანს, ამით ყველაფერი არ არის გაკეთებული, ისევე, როგორც ადამიანისთვის
მცირედი სარგებლობა აქვს უმნიშვნელო ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ შეეფარდება ერთმანეთს
დროებითი და მარადიული, ასევე მცირედ სასარგებლოა მისთვის პირველი არჩევანიც, თუკი არჩევანი
52
მის თავს ყველაფერი სასიკეთოდ არ არის, ის იმდენადაა მოხიბლული დროებითით, რომ სულაც არ
მოსდის თავში აზრად, იქ ეძებოს ამის მიზეზი, სადაც საჭიროა. მაგრამ თუ ყურადღებას დაუთმობ, შენ
გაიგონებ, როგორ საუბრობს ის გამუდმებით გაზომვა-აწონვის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ შენ
იოლად დარწმუნდები, რამდენად დაავიწყდა მას ამ სიტყვის ძირითადი აზრი. ოჰ, ალბათ მრავალნი
ცხოვრობენ ასე; ისინი საკუთარ თავს ქრისტიანებსაც კი უწოდებენ, თუმცა ის, რაც გადაჭრითაა
ჩადებული ქრისტიანობის საფუძვლად, სწორედ იმ აზრით უნდა აიწონოს, რომელიც ძირითადს
წარმოადგენს. ალბათ მრავალი ცხოვრობს ასე, მოტყუებული დროებითის მიერ. ნება მომეცით, ამ
დამოკიდებულებას შუქო მოვფინო ერთი მარტივი ხატის მეშვეობით. თუკი შეძლებული ადამიანი
ბნელი, მაგრამ ვარსკვლავებით განათებული ღამით კომფორტულად მგზავრობს საკუთარი
ფარნებანთებული ეკიპაჟით, დიახ, ის თავდაჯერებული მგზავრობს, მას არანაირი სირთულის არ
ეშინია, ის მგზავრობს შუქზე, და მის გარშემო არ არის წყვდიადი; მაგრამ სახელდობრ იმ მიზეზით,
რომ მან ფარნები აანთო, რომ მის სიახლოვეს შუქის მძლავრი წყაროა, ის ვერ ხედავს ვარსკვლავებს:
მისი ფარნები ჩრდილავენ ვარსკვლავებს, რომლებსაც საბრალო გლეხი, რომელიც ფარნების გარეშე
მგზავრობს, შესანიშნავად ხედავს ბნელ, მაგრამ ვარსკვლავებიან ღამეს. ასე ცხოვრობენ დროებითის
მიერ მოტყუებულნი: ან ისინი, ცხოვრებისეული საჭიროებით დამძიმებულნი, მეტისმეტად იჩქარიან
იმის მიღებას, რისი მოლოდინიც აქვთ, ან მათ, შეძლებულებსა და კეთილდღეობაში მყოფთ, თითქოს
ფარნები აენთოთ, რომელთა გარშემო და სიახლოვეს ასე საიმედო და მოსახერხებელია ყოფნა, ამდენ
შუქში, - მაგრამ არ არის ხედი, ხედი, ხედი ვარსკვლავებისა.
თუმცა ასეთი ადამიანები თავად არიან მოტყუებულები, მათ არ აქვთ განზრახვა სხვების
მოტყუებისა, მათი ბრმად ხელმძღვანელობით ან დაბრმავებით, - დროებითის დამაბრმავებელი შუქი
ხომ ისევე სახიფათოა, როგორც ბრმა ხელმძღვანელობა სიბნელეში. იმავდროულად კი არიან ისეთები,
ვინც, გაბედულად ატყუებს რა საკუთარ თავს, ასევე გაბედულად სურს სხვებს ასწავლოს იგივე. მათ
სურთ სრულიად გააუქმონ აზრი მარადიულობისა და მარადი ნეტარების შესახებ, მათ სურთ
ადამიანებს ყოველგვარი მახვილგონივრული გამოგონებების მეშვეობით, რომლებსაც კომფორტი
მოაქვთ, ასწავლონ ადამიანებს იმდენი სიამოვნების მიღება, რამდენის მიღებაცაა შესაძლებელი
დროებითში ამ გამოგონებათა წყალობით, - ისე, რომ ადამიანმა საერთოდ ვეღარ დაინახოს
მარადიული. ან, თუ მათ თუნდაც არ სურდეთ სრულიად გააუქმონ აზრი მარადიულობისა და მარადი
ნეტარების შესახებ, მაინც სურთ მისი ისე გაუფასურება, რომ არანაირი მარადი განსხვავება არ დარჩეს
(დიახ, ნუთუ შეიძლება არსებობდეს აზრის მეტად დაკარგვა) დროებითსა და მარადიულს შორის.
რომელი განსხვავება გაძლებს ასეთ დროს? თუმცა, უდაოა ის, რომ ისევე, როგორც ადამიანი და
ცხოველი განსხვავდებიან ადამიანურის მყოფობა-უმყოფობით, ასევე დროებითსა და მარადიულს
შორის უნდა არსებობდეს მარადი განსხვავება; ნუთუ მათი განსხვავება იმაში არ არის, რომ მათი
ხანგრძლივობაა განსხვავებული; ნუთუ მარადიული შეიძლება მთელ მარადიულობაში
დროებითისგან სხვა რამით განსვავდებოდეს, გარდა იმისა, რომ ის მარადიულია? ასეთ
ცრუმოძღვრებს ფარისევლებსაც კი ვერ ვუწოდებთ; მაგრამ რა არის აქ, საკუთრივ, უარესი:
ფარისეველი, რომელიც უტყუარად გვიჩვენებს მართებულ გზას, მაგრამ თვითონ არ აბიჯებს მასზე,
ფარისეველია, რომლის სიტყვის მიხედვით მე შემიძლია თამამად ვიმოქმედო, იმავდროულად
ღმერთს დავანაბებ რა იმას, რაც არანაირად არ წარმოადგენს ჩემს საქმეს: თვალთმაქცის განსჯას, - ან
ეგრეთ წოდებული გულწრფელი ხელმძღვანელი, რომელიც სინამდვილეში იმავე გზით მიდის,
რომელსაც იგი სხვებს უქებს, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამახინჯებს გზას და თავადაც მიდის მის
მიერ ხოტბაშესხმული გზით ცდომილებისა?
ახლა კი სატანჯველში მყოფი, თუკი ის ყურადღებას არ უთმობს იმას, რომ სერიოზულად
მიიღოს აზრი მარადიულობისა და მარადი ნეტარების შესახებ, თუკი ის, აწონის რა სატანჯველის
სიმძიმეს, წონის მას ნეტარების პერსპექტივით: ნუთუ ასეთ დროს გასაკვირია, რომ ეს დროებითი
სატანჯველი უპირატესობას იღებს, ნუთუ გასაკვირია, რომ ის მას მძიმედ აღიქვამს, უკიდურესად
მძიმედ, - ოჰ, როდესაც მარადიულობა აწონის ერთხელ მას, მისთვის ის ალბათ მეტისმეტად მსუბუქი
იქნება. რადგან, რაც უფრო მძიმე აღმოჩნდება ამ აზრით ადამიანი, მით უფრო ახლოსაა ის იმასთან,
რომ მარადიულობამ იგი მეტისმეტად მსუბუქად აღიქვას. ან თუ სატანჯველში მყოფი ერთადერთხელ
აიღებს მარადიულობის შესახებ ამ აზრს თითქოს საკუთარ ხელში და მის წონას მოისაზრებს, - და
54
აღმოაჩენს, რომ წონა დიდი არ არის: ნუთუ გასაკვირია, რომ დროებითი სატანჯველი უფრო მძიმე
იქნება! და თუ სატანჯველში მყოფი წამის შემდეგ კვლავ განაგდებს - და განაგდებს გულგრილად -
აზრს მარადიულობის შესახებ: ნუთუ გასაკვირი იქნება, რომ მისთვის სატანჯველი გაცილებით მძიმე
იქნება, სასოწარკვეთილებამდე მძიმე, - რადგან ასეთ დროს არა მხოლოდ სატანჯველი დაამძიმებს მას,
არამედ ის თვით აქცევს სატნჯველს მძიმედ კადნიერი აზრით, თითქოს ის ღმერთის მიერ
მიტოვებული იყოს, - რადგან თავად ის განშორდა მარადიულს! ოჰ, ნუთუ გასაკვირია, თუკი ასეთი
ტანჯული ბოლოს და ბოლოს სასოწარკვეთით შეუდგება უკანასკნელი გამოსავლის ძიებას, რათა თავი
დააღწიოს ამ წამებას, - დაუდოს სასრული იმას, რაც მას მარადიულობაში შეხვდება!
ამ ნაღვლიანი მსჯელობის შემდეგ ახლა მოციქულის წაკითხულ სიტყვას დავუბრუნდეთ და
მასზე დავფიქრდეთ; როგორც ჩანს, პავლე მაინც იყო ის ადამიანი, რომელსაც რაღაც გაეგებოდა
გაზომვა-აწონვაში; მართლაც: არ დასჩენია ზაკვა ქრისტეს ბაგეს[57], შესაბამისად, არც მოციქული
წონიდა მზაკვრულად.
„ჩვენი ხანმოკლე მსუბუქი ტანჯვა უზომო სიჭარბით ქმნის მარად დიდებას“. ამგვარად,
ტანჯვა უზომო სიჭარბით ქმნის მარად დიდებას. მაგრამ, თუ სატანჯველი ნებისმიერ წუთს,
შესაბამისად, მაშინაც, როდესაც დროებითი სატანჯველი უკიდურესად მძიმეა, ასეთი სიჭარბით ქმნის
დიდებას: მაშინ ხომ ნეტარება გადაწონის მას. ხომ მართალია, რომ ის, რისი მეშვეობითც იქმნება
რაღაც განსხვავებული, საშუალება, რომლითაც ამ რაღაცის მოპოვება ხდება, როგორც ჩანს,
წარმოადგენს რაღაცას, ნაკლებ მნიშვნელოვანს, ხოლო თავად მიზანი - რაღაცას მეტად ამაღლებულს.
ეს ამდენად მარტივი, ამდენად ჩვეულებრივი, და მაინც, ამდენადვე ღრმა აზრია: ცნებათა ყველაზე
სავალალო, ყველაზე ამაზრზენ აღრევად ჩათვალო, როდესაც ადამიანი პირს უცვლის
დამოკიდებულებას და აქცევს მიზანს, - იმას, რაც თავისთავად წარმოადგენს მიზანს, - საშუალებად,
მაგალითად, აქცევს ჭეშმარიტებას საშუალებად, რომელიც ანგარების, პატივმოყვარეობის ან სხვა
ურიგო ვნების სამსახურში ჩადგებოდა. ზნეობრივი ფილოსოფია, რომელიც იმითაა დაკავებული, რომ
საკუთარ თავში და საკუთარი თავისთვის წარმოადგენს მიზანს, გვასწავლის, რომ საშუალება უფრო
დაბალ საფეხურზე დგას, ვიდრე მიზანი. დიახ, მაშინაც, როდესაც მიზანს რაიმე მიწიერი
წარმოადგენს, ხოლო სხვა მიწიერი - საშუალებაა: ამ თანაფარდობითაც კი საშუალება ნაკლებად
მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზანი, თუნდაც სხვა აზრით მიზანი და საშუალება თანაბრად
უმნიშვნელონი იყვნენ, რადგან ერთიცა და მეორეც მიწიერია. ასე მაგალითდ, როდესაც ვინმე ფულის
ნაცვლად რაიმე მიწიერ სიამეს იძენს, ის ფულს განიხილავს, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანს,
ვიდრე სიამეს, რომელსაც ამ ფულით იძენს; მაშინ, როდესაც სხვა დროს მან შესაძლოა ფული
ჩათვალოს მიზნად, ხოლო რაღაც სხვა - მიწიერ საშუალებად, თუმცა ნაკლები მნიშვნელობის მქონედ,
რომლის საშუალებით ის ფულს შოულობს.
მაგრამ მარადი დიდების უზომო სიჭარბე სულაც არ არის მიწიერი სიკეთე; ეს მიზანი არ
შეიძლება მხოლოდ შემთხვევით იყოს უფრო მაღალი, ხოლო მისი მიღწევის საშუალება - ნაკლებ
მნიშვნელოვანი; დამოკიდებულება აქ არ შეიძლება შეიცვალოს ისე, რომ ეს სიკეთე ერთ შემთხვევაში
მიზანი იქნება, მეორეში კი საშუალება, რომლის მეშვეობით სხვა სიკეთე მოიპოვება. ეს მიზანი
უსასრულოდ უფრო მაღალია, ვიდრე მიზანი საკუთარ თავში და საკუთარი თავისთვის. ასე რომ, თუ
სატანჯველში მყოფი მოიპოვებს ამ სიკეთეს, მაშინ უპირატესობა, - სრულიად ცხადად და უშუალოდ, -
ნეტარების მხარესაა, თუნდაც სატანჯველი უკიდურესად მძიმე იყოს. ასეთი სიკეთე იმდენად
შეუდარებლად აღემატება იმას, რომ საშუალება იყოს, რომ ტანჯვის ყველაზე მძიმე წამსაც კი
გაცნობიერება იმისა, რომ სატანჯველი უზომო სიჭარბით წარმოქმნის მარად დიდებას, ნეტარებას
უპირატესობას ანიჭებს. ის, ვისაც არ სურს ამის გაგება და ამის რწმენა, თვითაა დამნაშავე ამაში, ის ხომ
თვით რთავს ჩახშობის ნებას ცნობიერებას სატანჯველის ყველაზე მძიმე წამს - იმ დიდების
ცნობიერებას, რომელსაც მისი სატანჯველი წარმოშობს.
როდის ამძიმებს ყველაზე საზარლად დროებითი სატანჯველი ადამიანს? ნუთუ არა იმ დროს,
როდესაც მას ეჩვენება, რომ მას არანაირი აზრი არ აქვს, რომ ის არაფერს ქმნის და ვერაფრის
მოპოვებაში შუამდგომლობს; ნუთუ არა იმ დროს, როდესაც სატანჯველი, როგორც მოუთმენელი
გამოხატავს, უაზრო და უმიზნოა? გამოთქვამს თუ არა პრეტენზიას ის, ვინც სარბიელზე საასპარეზოდ
გამოდის, ჩივის თუ არა, თუნდაც მომზადება მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვდეს, ჩივის თუ არა,
55
ჩვენი საუბარი მართლაც მეტისმეტად რთულ მიმართულებას მიიღებს. არა, და მაინც, არა, ამ
შემთხვევაშიც კი ერთმნიშვნელოვნადაა გამოყენებადი მოციქულის სიტყვა სატანჯველის შესახებ,
რომელიც ხანმოკლე და მსუბუქია. მე უკვე ვცდილობდი სხვა ადგილას მემსჯელა იმის შესახებ, რაც,
სავარაუდოდ, ყველასათვის ცნობილია: იმისა, თუ რა სითამამით შეიძლება პავლე მოციქულის შესახებ
თქმა იმისა, რომ ის უკიდურესობამდე გამოცდილი იყო თითქმის ყველა ადამიანურ სატანჯველში. აქ
მე ლაკონური უნდა ვიყო და არაფერი ვიცი მეტად მნიშვნელოვანი იქიდან, რაც ამის შესახებ შეიძლება
ითქვას, რომ პავლე არ იყო განაზებული ადამიანი. მოუთმენელიც არ უნდა აძლევდეს საკუთარ თავს
უფლებას მოტყუვდეს სიტყვათა ფორმით, და იფიქროს, თითქოს მოციქულის სიტყვები - ესაა ბედით
განებივრებულის სიტყვები, რომელიც ხანმოკლე სატანჯველის უმცირეს ნაწილზე საუბრობს.
მოციქულის ეს სიტყვა წაკითხულ უნდა იქნას არა პირდაპირ, არამედ შექცეულად: „რწმენით ველი მე
მარად დიდებას უზომო სიჭარბით, ჩემთვის მარადი ნეტარება - ისეთი სიკეთეა, რომ მასთან
შედარებით მრავალგვარ სატანჯველში გატარებულ 30 წელიწადს ხანმოკლე და მსუბუქ სატანჯველს
ვუწოდებ“. შეხედე, აი ასეთია მოციქულის სიტყვა; შესაძლოა მოვისმინოთ მრავალი უგემოვნებო ქება
მარადი ნეტარებისა, რომელიც, მიმართავს რა დიდებულ გამოთქმებსა და მინაზებულ აღწერებს,
კომედიას თითხნის, ცდილობს რა წარმოადგინოს იგი საგრძნობად. მოციქული შორსაა მსგავსი
რამეებისგან; მას ესმის, რომ მარადი ნეტარების საუკეთესო ხოტბა ისაა, რომ ის - ასეთი სიკეთეა, რომ
მის შესახებ საუბრისას ის თავის არცთუ მცირედ სატანჯველს ხანმოკლესა და მსუბუქს უწოდებს.
ამგვარად, სწორედ მარად ნეტარებასთან შედარებითაა სატანჯველის 30 წელიწადი ხანმოკლე
და მსუბუქი. მაგრამ შედარებაც ხომ შეჯერებას ნიშნავს. ოღონდ შედარებისას ორი სიდიდე ისე არ
შეჯერდება, რომ ისინი დაშორებით იყვნენ ერთმანეთისგან; პირიქით, ისინი იმდენად ახლოს არიან
ერთმანეთთან, რომ ნეტარების მყოფობა ცვლის იმას, თუ როგორ ფასდება სატანჯველი. რამდენადაც
ნეტარების შესახებ აზრი მყოფობს აწმყოში, იმდენადვე მყოფობს ნეტარებაც: ამიტომაც ასე საუბრობს
სატანჯველის შესახებ მოციქული. მაგრამ ეს ხომ სრულიად ჩვეულებრივი რამაა. მეფის
თანდასწრებით ხომ სულ სხვაგვარად საუბრობენ, თუნდაც საუბარი იგივეს შესახებ იყოს!
უსიამოვნებათა შესახებ, რომლებთან დაკავშირებითაც საკუთარ მისაღებში ადამიანები
იბუზღუნებდნენ და აღშფოთებას გამოხატავდნენ, მეფის თანდასწრებით ამბობენ: თქვენო
უდიდებულესობავ, ეს წვრილმანია. შეყვარებულის თანდასწრებით სრულიად განსხვავებულად
საუბრობენ, თუნდაც საუბარი იგივეს ეხებოდეს. იმის შესახებ, რაც ყოველდღიურ ვითარებაში
ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევდა, შეყვარებულის თანდასწრებით ამბობენ: ძვირფასო, ეს
წვრილმანია. სიტყვათწყობის და, პირველ რიგში კი საკუთარი დამოკიდებულების ასეთ ცვლილებას
ჩვენ ერთგული ქვეშევრდომის მოკრძალებას ვუწოდებთ მისი სამეფო უდიდებულესობისადმი,
ვუწოდებთ სიყვარულით სიხარულს შეყვარებულთან მიმართებით, ვუწოდებთ ამაღლებულს
მაღალთან მიმართებით, ხოლო ნაკლებად დაბალთან მიმართებით - თავაზიანობას. თავაზიანობა
პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღება დაუთმო იმას, რომ აქ ვიღაც იმყოფება, და იმას,
თუ ვინ არის ეს ვიღაც, ვინ იმყოფება აქ. მაგრამ რაც შეეხება მარად ნეტარებას, როდესაც იგი მყოფობს
მის შესახებ აზრში: სამწუხაროდ რამდენად ხშირადაა ასეთ დროს, რომ სატანჯველში მყოფი, - უფრო
ხისტად რომ არ გამოვთქვათ, - საკმაოდ უხეშია იმისათვის, რომ არ დაუთმოს ყურადღება ამას, რომ
დაუშვას, თითქოს ის არ მყოფობს, - როდესაც აზრში ის შეიძლება ყოველთვის მყოფობდეს.
მაგრამ ამით ნეტარებას უპირატესობა აქვს. სატანჯველში მყოფს, რომელიც ცდილობს
ისაუბროს ზეციური სამეფო კარის ენაზე, ესმის, რომ ნეტარებას უპირატესობა აქვს. ლუთერი ერთ
ადგილას ამბობს, რომ მორწმუნე ჯვრის სამეფო კარის სამოსს უნდა ატარებდეს. მაგრამ მაშინ ხომ ის
უნდა მიეჩვიოს გულით ისაუბროს ამ ზეციური სამეფო კარის ენაზე. როგორც ნათქვამია,
მჭევრმეტყველურია სიტყვათა ფრქვევა ნეტარების ბრწყინვალების შესახებ - ეს სულელური ყბედობაა;
მაგრამ როგორ დამუწო ბაგენი, აარიდებ რა თავს ნეტარების შესახებ საუბარს, და ამგვარად ისაუბრებ
შენი ცხოვრების სივიწროვის შესახებ, რათა ცხადი შეიქნეს, რომ საუბარი ნეტარებას ეხება: ეს ნიშნავს
საუბარს სამეფო კარის ენაზე.
მაგრამ ეს შეიძლება მხოლოდ გულით ითქვას, - ზეციური სამეფო კარის ენა არანაირ სიცრუეს
არ ცნობს, - როდესაც, ჩვეულებრივ, საფუძვლიანად საუბრობენ სამეფო კარის ენის პირფერობისა და
სიცრუის შესახებ; ის საუბრის რაიმე ყაიდას არ გულისხმობს, როგორც კარის ჩვეულებრივი ენა, ო არა,
57
აქ მთელი საქმე აზრთა წყობაშია. ამიტომაც მართალია ყოველი სიტყვა, რომელსაც მოციქული ამბობს.
ჩვენი სატანჯველი ხანმოკლე და მსუბუქია; ნუთუ 70 წელიწადი მარადიულობაა, ნუთუ 70 წელიწადი
ხანმოკლე დრო არ არის მარადიულობასთან შედარებით! და ნუთუ შესაძლებელია, რომ ეს
სატანჯველი მსუბუქი არ იყოს, თუკი იმავდროულად შენარჩუნებული გვაქვს დიდების სიჭარბის
მოლოდინი, - თუნდაც ის მსუბუქი მხოლოდ იმდენად იყოს, რამდენადაც ასეთი სიჭარბე აქცევს მას
მსუბუქად! ნუთუ სატანჯველი მსუბუქი არ არის, - რას იწონის ყველაზე მძიმე სატანჯველი მარად
დიდებასთან შედარებით! კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, რას იწონის ყველაზე მძიმე სატანჯველი,
არამედ იმაში, თუ რას იწონის ის მარად დიდებასთან მიმართებით.
ამგვარად, ნეტარებას უპირატესობა აქვს, აქ კი მხოლოდ ერთგულება გვჭირდება ამ აზრისა
მარადი ნეტარების შესახებ, რათა გავიგოთ, რომ მას აქვს უპირატესობა, რათა ყველა დროსა და ყველა
სატანჯველში ნიადაგ ვისაუბროთ ამ მარად უცვლელის შესახებ. ხოლო თუ უეცრად სხვაგვარად
იწყებენ გამოთქმას, ამ ცვლილების ფესვი არა ნეტარებაში დევს, არამედ ტანჯულში. შეხედე, ის, ვისაც
სურს ემსახუროს რაიმე საქმეს, სანამ ეს საქმე მის მიზნებს ემსახურება, ამის გამოხატვა მის მიერ
უკიდურესად ცვალებადია; და ისიც, ვისაც სურს, უყვარდეს გოგონა მხოლოდ მანამ, სანამ ეს მის
მიზნებს პასუხობს, ამას ცვალებადი ფორმით გამოხატავს. ასეთი ორპირი ადამიანი ერთ შემთხვევაში
ყალბად ამბობს, რომ აქვს პატივი, ემსახუროს ამ საქმეს, სხვა შემთხვევაში კი მუხანათურად არ სურს
საკუთარი თავის შეურაცხყოფა მასში მონაწილეობით; ერთ შემთხვევაში ის მლიქვნელურად ამბობს,
რომ აქვს პატივი, უყვარდეთ, მეორე შემთხვევაში კი უსინდისოდ უარყოფს - ამ შეურაცხყოფას. მაგრამ
მას, ვინც მორჩილი აღმაფრენით ემსახურება საყვარელ საქმეს, ესმის, რომ ეს უცვლელად მის საქმედ
რჩება, რომლის მსახურების პატივი ერგო მას წილად; ის არა უბრალოდ არ ტოვებს ამ საქმეს, არა
უბრალოდ ყველაფერს იტანს მისთვის, არა, მას ესმის, რომ აქვს პატივი იტანჯოს ამ საქმისთვის. იგი
არასოდეს ივიწყებს იმას, რასაც მას აღმაფრენა ახვედრებს: რომ ამ საქმესთან ის დაკავშირებულია
ღირსების დამოკიდებულებით - დამოკიდებულებით, რომლისათვის სულ ერთია, იმარჯვებს ის თუ
მარცხდება; ეს დამოკიდებულება იმ დროსაც უცვლელია, როდესაც ადამიანს, ემსახურება რა მას, აქვს
პატივი მოიპოვოს გამარჯვება, და მაშინაც, როდესაც აქვს პატივი, იტანჯოს მისთვის! ნუთუ
ღირსეული ერთგული კარისკაცი ემიგრაციაშიც არ მიჰყვება დამხობილ იმპერატორს, ხოლო როდესაც
მისი საიმპერატორო უდიდებულესობა ღარიბულ სამოსშია გამოწყობილი, არ ეუბნება იმავე
ერთგულებითა და მოწიწებით, როგორც ერთ დროს სასახლის დარბაზებში: თქვენო
უდიდებულესობავ, - ის ფეხქვეშ არ ეგებოდა, ძოწეულით არ ცნობდა იმპერატორს, რის გამოისობითაც
შეუძლია ღირსეულად იცნოს იგი ძონძებშიც კი.
ასევეა ამ სიკეთესთან - მარადიულ ნეტარებასთან მიმართებითაც. ერთგულება იმით
ვლინდება, რომ მის შესახებ ერთსა და იმავეს ამბობენ, მაშინ, როდესაც ყველაფერი იცვლება, - იმით,
რომ დროებითი კეთილდღეობისას ფარისევლურად მაღალ ტონებში არ ისაუბრებენ ამ სიკეთის
შესახებ, ხოლო სატანჯველის დღეს მარადიულობისადმი ვერაგულად და საკუთარი თავისადმი
მოღალატურად შეცვლიან სიტყვას. ოჰ, აქ ხომ განსხვავებაა: იმპერატორი გულნატკენი იქნება, თუ
კარისკაცი მისადმი დამოკიდებულებას შეცვლის; მაგრამ ვერავინ წარმოიდგენს, თითქოს მარადი
ნეტარება იტანჯება, როდესაც ადამიანი, მზაკვრულად იქცევა რა მასთან მიმართებით, საკუთარი
თავის მოღალატე ხდება. ამგვარად, თუ ადამიანის ცხოვრება მეტისმეტად არ არის დატვირთული
უსიამოვნებებით, მაშინ ზეციური ნეტარების შესახებ ერთადერთის თქმა შეიძლება; მაგრამ თუ ის
მრავალგვარი სატანჯველითაა გამოცდილი, მაინც ერთადერთის თქმა შეიძლება, ეს სიკეთე ხომ
უცვლელია და არ იცვლება სატანჯველისას, არამედ პირიქით, იცვლება სატანჯველი, უკიდურესად
მძიმედან იქცევა ხანმოკლედ და მსუბუქად.
ნუთუ ეს არ ნიშნავს, გქონდეს უპირატესობა, დიახ, ნუთუ ეს არ ნიშნავს, გქონდეს ისეთი
უპირატესობა, რომ შეუძლებელიც კია სატანჯველის აწონვა ერთ სასწორზე მარად დიდებასთან და
ამიტომ აქ საჭიროებაც არ არის, რომ მარადი ნეტარება სიჭარბით ავიღოთ, და მისი უმცირესი ნაწილიც
კი საუკუნოდ და ჭარბად გადაწონის სატანჯველს! ამის შესახებაცაა საუბარი მოციქულის სიტყვებში.
ჩვენი სატანჯველი, ანუ დროებითი სატანჯველი, რომელიც ხანმოკლე და მსუბუქია, მარად დიდებას
წარმოქმნის: მაგრამ ასეთ დროს მარადიულობას არა მხოლოდ უპირატესობა აქვს, არამედ
დამოკიდებულება მათ შორის ისეთია, რომ შეუძლებელია ეს ორი სიდიდე ერთ სასწორზე დაიდოს.
58
მოდით გავუგოთ ერთმანეთს. ხომ ამბობენ, - რაც უკვე ჩვეულ გამოთქმად იქცა, - რომ ოქროს ფუნტი
და ბუმბულის ფუნტი ერთსა და იმავეს იწონის; ეს თავისებურად მართებულია, თუმცა ადამიანები
ამატებენ, რომ სხვა და უფრო მნიშვნელოვანი აზრით ეს ორი სიდიდე არ შეიძლება აწონილ იქნას ერთ
სასწორზე, - რატომ? - რადგან სასწორი ვერ უჩვენებს, რომ ერთი არის ოქროს ფუნტი, მეორე კი
ბუმბულისა, ანუ იმ მიზეზით, რომ ოქროს სხვა განსაკუთრებული ღირსება გააჩნია, რომელიც
უაზროდ აქცევს ოქროსა და ბუმბულის უშუალო აწონვას ერთ სასწორზე. იგივეა იმ ორ სიდიდესთან
მიმართებითაც, რომელთა შესახებ აქაა საუბარი. განსხვავება აქ არის არა ნეტარებასა და სატანჯველს,
არამედ მარად ნეტარებასა და დროებით სატანჯველს შორის, ისინი კი ერთმანეთის თანაუზომადია;
და ის, რომ ისინი თანაუზომადია, ყველაზე ცხადად იმით ვლინდება, რომ დროებით ბედნიერებასა და
მარად ნეტარებას შორის ასეთივე თანაუზომადობაა, ასე რომ, დროებითი ბედნიერება არარად უნდა
მივიჩნიოთ მარად ნეტარებასთან შედარებით, - ზუსტად ისევე, როგორც დროებითი სატანჯველი.
დროებითი სატანჯველი და მარადი ნეტარება არა მხოლოდ არსობრივად განსხვავდება
ერთმანეთისგან, როგორც ოქრო და ბუმბული, არამედ უსასრულოდ განსხვავებულია თავისი აზრით;
მარადიული ნეტარების უმცირესი ნაწილიც კი უსასრულოდ მეტს იწონის, ვიდრე ყველაზე
ხანგრძლივი მიწიერი სატანჯველი.
ო, რა ენით აუწერელი სიჭარბეა სიხარულისა! თუკი სატანჯველში მყოფი ისურვებს შეიგნოს
ეს, ისურვებს ირწმუნოს ეს, რომ თუკი დროებითი სატანჯველი უკიდურესად მძიმეა, ნეტარება მაინც
გადაწონის მას; თუკი სატანჯველში მყოფი მაინც ისურვებს მართებულად განსაზღვროს წონა, მაშინ ის
არა თუ არ გაისრისება სატანჯველის სიმძიმის ქვეშ, არამედ მეტიც, უმალ ქანცი გაუწყდება მისი
გადამწონი ნეტარებისგან, მაშინ ის ამ ნეტარების წინათგრძნობით თითქოს ამსხვრევს სასწორს და
ამბობს: აქ საუბარიც კი არ შეიძლება იყოს იმის შესახებ, რომ წონები შეადარო. მაგრამ ფრიად
იშვიათად თუ იპოვი ასეთ ტანჯულს, სრულიად განსხვავებულია საქმის ვითარება ქვეყნად! ჩვენ ამას
იმისათვის არ ვამბობთ, რომ ის სიხარული ხელვყოთ, რომელიც ჩვენი საუბრის საგანს წარმოადგენს,
ჩვენ ამას სწორედ იმისათვის ვამბობთ, რომ, თუკი ეს შესაძლებელია, ის სამწუხარო მდგომარეობა
აღმოვფხვრათ, რომელშიც, რაც მნიშვნელოვანია, მრავალი ადამიანი იმყოფება. ნუთუ მრავალი არ
ცხოვრობს იმასთან დაუფიქრებელ თანხმობაში, რომ ნეტარებას უპირატესობა გააჩნია, დაუფიქრებელ
თანხმობაში იმასთან, რომ მარადი ნეტარება - დროებითთან შეუფარდებელი სიდიდეა. და აი, რთავენ
რა ნებას ამ აზრს, მყოფობდეს, მყოფობდეს მთელი თავისი ფასეულობით, ისინი ამ აზრით არ არიან
დაკავებულნი - მათი ცხოვრების დროებით მიზანთან იმდენად შეუფარდებელია მარადი ნეტარება;
ისინი ცხოვრობენ და უხალისოდ სწამთ, თითქოს ჩვენ ყველა მთლიანობაში საკმარისად ნეტარები
ვიყოთ, იმდენად შეუფარდებლად იქცა მათთვის ნეტარება. რა ცვლილებას მოწმობს ასეთ დროს ის,
რაც ოდესღაც იყო: რომ უმძიმესი სატანჯველი მთელი ცხოვრების მანძილზე ღირსი იყო არარად
ჩათვლილიყო მარად ნეტარებასთან შედარებით; რომ ოდესღაც ის, ვინც გაბედულად ხვდებოდა ყველა
დროებით საფრთხეს, იმდენად გაბედულად, რომ თითქმის არასოდეს სურდა მიეჩნია იგი საფრთხედ,
- რომ ის შიშითა და თრთოლვით ქმნიდა საკუთარ ხსნას! რა აღარ გაუღიათ მსხვერპლად ადამიანებს
ასეთი ცვლილებისას! რა აქცევს რომაელებს ესოდენ მამაცებად ბრძოლაში, - რა, თუ არა ის, რომ მათ
ისწავლეს შეშინებოდათ იმის, რაც სიკვდილზე უარესია! მაგრამ რა ანიჭებდა მორწმუნეს მიწიერი
ცხოვრების საფრთხესთან მიმართებით სრულიად განსხვავებულ სიმამაცეს იმისგან, რაც ნებისმიერ
რომაელს გააჩნდა, - რა, თუ არა ის, რომ მისთვის კიდევ უფრო დიდი საფრთხე იყო ცნობილი, მაგრამ
ასევე - მარადი ნეტარება! და რომელია უფრო დიდი დანაშაული ადამიანის გვარისა, რომელი, თუ არა
ის, რომ ადამიანები არ აფასებენ მარად ნეტარებას! აიშორებენ თუ არა ადამიანები სასჯელს; ნუთუ არ
ამბობს წმინდა წერილი: „ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი
ნეტარებისა“ (ებრ. 2:3)[58]!
მაგრამ ამ საუბარში ჩვენ ვინმეს განსჯას არ ვცდილობთ, ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ
ადამიანებმა სხვაგვარად შეაფასონ ცხოვრება; ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ ვახაროთ სატანჯველის
სახარება, რომელიც მთქმელს, რასაკვირველია, თვით არ მოუგონია, და ის, რასაკვირველია, არ
ფიქრობს რაიმეს მიღებას მისი ხარებისთვის, - ამასთანავე, სიხარული, რომელსაც ის ახარებს,
მეტისმეტად დიდია ამისთვის. ალბათ შესაძლებელია სარგებელი მიიღო იქიდან, რომ ესა თუ ის
დროებითი სიხარული ახარო; მაგრამ მარადი ჭეშმარიტება და ნეტარების სიხარული - მეტისმეტად
59
დიდია იმისთვის, რომ იგი უბადრუკი ვაჭრობის საგნად ვაქციოთ. თუკი ადამიანი, რომელიც
გამუდმებით მსხვერპლად წირავს საკუთარ თავს, უმძიმეს სატანჯველში განაგრძობს ამ სიხარულის
ხარებას, მას ხომ აქიდან არანაირი სარგებელი არ აქვს, სიხარული ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს,
რომ როდესაც დროებითი სატანჯველი უკიდურესად მძიმეა, ნეტარება მაინც გადაწონის მას.
დროებითი ჭეშმარიტება შესაძლოა შეურიგდეს იმას, რომ გამუდმებული ურთიერთანგარიშსწორება
ჰქონდეს იმათთან, ვინც მას აუწყებს; მაგრამ მარად ნეტარებას კარტ-ბლანში აქვს, რომელიც
უაზრობად აქცევს ყოველი სახის ურთიერთანგარიშსწორებას, რადგან როდესაც სატანჯველი
უკიდურესად მძიმეა, ნეტარება მაინც გადაწონის მას.
VII
იყვნენ რა ერთი რწმენის აღმსარებლები, მაინც, რაც ნიშანდობლივია, აღმსარებლების სახელი ისეთებს
უწოდეს, ვისაც თუმცა არ მიუტანია საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად, როგორც მარტვილს, მაგრამ
რწმენის აღმსარებლობით მრავალი ტანჯვა გამოსცადა. იმ დროს რწმენის აღმსარებლობა უპირობოდ
ყველას მოეთხოვებოდა; რა სურდა ქვეყანას? - მას სურდა ქრისტიანების იძულება აღიარებისკენ: რომ
ისინი არ არიან ქრისტიანები. წარმართობა ამჯობინებდა ქრისტიანებს ისე მოქცეოდა, როგორც
დამნაშავეებს, ამასთან წარმართები (რასაც ესოდენ ცხადად და შორსმჭვრეტელურად განსჯიდა
ეკლესიის ზოგიერთი მამა) ქრისტიანისგან იმას არ მოითხოვდნენ, რასაც ნებისმიერი სხვა
დამნაშავისგან: იმას, რომ მას საკუთარი დანაშაული ეცნო, - არა, პირიქით, ისინი ქრისტიანისგან
მოითხოვდნენ, რომ მას ეღიარებინა საკუთარი თავი არაქრისტიანად.
მაგრამ ნუთუ საქმის ვითარება ახლა განსხვავებული არ არის: ახლა, როდესაც ქრისტიანობა
ძლევამოსილად აღწევს ყველგან, ახლა, როდესაც ყველა - ქრისტიანია, ახლა, როდესაც ადამიანს
ყველაზე ნაკლებად მოეთხოვება, რომ ის არაქრისტიანობის აღმსარებელი იყოს, ნუთუ საკუთარი
თავის აღიარება ქრისტიანად - ესაა უმაღლესი, რასაც ადამიანისგან მოითხოვენ? მოდით მშვიდად და
გონივრულად დავფიქრდეთ ამის შესახებ. თუ ღმერთი გვანიჭებს ძალისა და სიმტკიცის სულს, იგივე
ღმერთი გვანიჭებს „გონივრულობის სულს[60]“; და თუმცა მდაბალი სიმხდალე და ადამიანთა წინაშე
შიში ყოველთვის ერთნაირად ამაზრზენია, მაგრამ მეტისმეტი წვაც, „შური, მაგრამ უცოდნელად[61]“,
არანაკლებ დამღუპველია, და, სავარაუდოდ, საფუძველში იმდენადვე ამაზრზენია, რამდენადაც
მკრეხელური. თუ წარმართებს შორის ქრისტიანი ქრისტეს აღიარებს, ამით ის ქრისტიანობას ქადაგებს
ადამიანთა შორის, რომლებიც არ იცნობენ ქრისტიანობას. ასეთი აღმსარებლობა წარმართთა არანაირ
სამსჯავროს არ გულისხმობს იმისათვის, რომ ისინი ქრისტიანები არ არიან, წარმართები ხომ საკუთარ
თავს ქრისტიანებად არ ასაღებდნენ. თუკი, პირიქით, ქრისტიანი ცხოვრობს ქრისტიანთა ან ადამიანთა
შორის, რომლებიც საკუთარი თავის შესახებ ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან, მაშინ ქრისტეს
აღიარება - არ ნიშნავს ქრისტიანობის ქადაგებას (რადგან ისინი, ვისკენაც არის მიმართული ასეთი
ქადაგება, გარკვეულნი არიან ქრისტიანობაში, საკუთარი თავის შესახებ ამბობენ, რომ ისინი
ქრისტიანები არიან), არამედ ეს ნიშნავს სხვათა განსჯას, მათ განსჯას, ვინც ამბობს, რომ ისინი
ქრისტიანები არიან, იმისთვის, რომ ისინი მხოლოდ ასაღებენ საკუთარ თავს ქრისტიანებად, ანუ მათ
განსჯას იმისათვის, რომ ისინი ქრისტიანები არ არიან, ანუ საუკეთესო შემთხვევაში მათ განსჯას
დაუფიქრებლობის, ხოლო უარეს შემთხვევაში - პირფერობისთვის.
საქმის ეს ორგვარი ვითარება მაინც საგრძნობლად განსხვავებულია, რისი შენიშვნაც იოლად
შეიძლება, რადგან ერთ შემთხვევაში ქრისტიანი წარმართებით არის გარშემორტყმული, ასეთ დროს კი
ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტეს აღიარება, მეორე შემთხვევაში ქრისტიანი, რომელიც ქრისტიანობის
აღმსარებელია, ქრისტიანებითაა გარშემორტყმული, რომლებიც ასევე ქრისტიანობას აღიარებენ,
ამიტომ კი ქრისტეს სხვა ხარისხით აღიარება ნიშნავს, არ ცნო სხვები ქრისტიანებად. ნება მომეცით,
მეტი სიცხადისთვის ნათქვამის ილუსტრირება ერთი მართებული ხატის მეშვეობით მოვახდინო. რომ
არსებობდეს საკვების გარკვეული სახეობა, რაიმე საკვები პროდუქტი, რომელიც მავანისთვის
რამენაირად იმდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ მის მიმართ ადამიანი უღრმესი გრძნობით
განიმსჭვალებოდა (მაგალითად, ეს შეიძლება იყოს მისი ეროვნული სამზარეულოს კერძი, ან საკვები,
რომელსაც რელიგიური მნიშვნელობა აქვს), ამ მიზეზით ის ვერ შეძლებდა დუმილი შეენარჩუნებინა
მათ წინაშე, ვინც მასხრად აიგდებდა ამ საკვებს, ან მას, როგორც უმნიშვნელოს მოიხსენიებდა:
თავისთავად იგულისხმება, რომ თუ ეს მისი თანდასწრებით მოხდებოდა, იგი მას დაიცავდა და
საკუთარი გრძნობების ქადაგებას მოყვებოდა. მაგრამ მოდით საქმის ოდნავ განსხვავებული ვითარება
წარმოვიდგინოთ. აი, ეს ადამიანი სხვებთან ერთად შეიკრიბა და მათ ეს საკვები შესთავაზეს. როდესაც
კერძს სთავაზობენ, თითეული სტუმარი ამბობს: „ეს საკვები უმშვენიერესი და უძვირფასესია
არსებულთაგან“. მაგრამ სინამდვილეში ადამიანი, რომლის შესახებაც ვსაუბრობთ, გაოცებული
აღმოაჩენს, ან თვლის, რომ აღამოაჩინა, რომ სტუმრები პირს არ აკარებენ ამ კერძს, ისინი მას
ხელუხლებლად ტოვებენ, სხვა კერძებზე არიან გადართულნი, თუმცა იმავდროულად ამბობენ, რომ ეს
საკვები უმშვენიერესი და უძვირფასესია არსებულთაგან: უნდა დაიცვას თუ არა ადამიანმა ასეთ
შემთვევაში საკუთარი მრწამსი? აქ არავინაა, ვინც მის საპირისპიროს იტყოდა, არავინ, ვინც იმისგან
განსხვავებულს იტყოდა, რასაც ის ამბობს. თუ ის ახლა, ამ შემთხვევაში მგზნებარედ იცავს საკუთარ
61
გრძნობებს, მაშინ ან მის ქმედებაში აზრი არ არის (რადგან იმ შემთხევევაში, როდესაც ადამიანები
იგივეს ამბობენ, უაზრობაა საკუთარი შეხედულების აღმსარებლობა, რომელიც იმას თანხვდება, რაშიც
სხვებიც დარწმუნებულები არიან, ეს შეხედულების აღმსარებლობას კი არ ნიშნავს, არამედ მის
გაზიარებას სხვებთან), ან ის სხვებს განსჯის იმისათვის, რომ იმას არ ფიქრობენ, რასაც ამბობენ. იგივეა
იმასთან მიმართებითაც, რომ ქრისტეს აღიარებდე ადამიანთა შორის, რომლებიც საკუთარი თავის
შესახებ ამბობენ, რომ ქრისტიანები არიან, თუკი ის გვეხსომება, რომ მოტანილი ხატი
არასრულყოფილი სწორედ იმით არის, რომ იმით, რამდენად იგემებს ან არ იგემებს საკვებს, რომელსაც
ხოტბას ასხამს, შეგვიძლია ცხადად დავრწმუნდეთ; მაგრამ სულიერი გაგებით მხოლოდ
შორსმჭვრეტელ ადამიანს შეუძლია იცოდეს, რამდენად ფიქრობს ადამიანი იმას, რასაც ამბობს.
სავსებით დასაშვებია შემთხვევა, როდესაც ქრისტიანი გაოცებით აღმოაჩენს ან ფიქრობს, რომ
აღმოაჩინა, რომ მრავალი ადამიანი, რომელიც, როგორც ერთი, ისე ამბობს, რომ ქრისტიანად მყოფობა
უდიდესი სათნოებაა და რომ ისინი თავად არიან ქრისტიანები, როგორც ჩანს, მეტისმეტად მცირე
ყურადღებას უთმობენ ამ უდიდეს სათნოებას; მაგრამ თუ ის აქიდან საბაბს ქმნის იმისათვის, რომ
ქრისტე აღიაროს, ასე ის ქრისტიანობას კი არ აღიარებს, არამედ: განსჯის სხვებს. სიტყვა
„აღმსარებლობა“, როგორც ეს ბიბლიასა და ეკლესიას ესმის, გულისხმობს, რომ არსებობს
წინააღმდეგობა, არსებობს ვიღაც, ვინც ამის საწინააღმდეგოდ გამოდის. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ
არის, აქ ადამიანი, პირიქით, თვლის, რომ აღმოაჩინა, რომ მრავალი ადამიანი საკუთარ თავს
ეწინააღდეგება. ამგვარად, ის ქრისტეს აღიარებს არა მათ საწინააღმდეგოდ, ვინც ქრისტეს უარყოფს,
არამედ მათ საწინააღმდეგოდ, ვინც ასევე აღიარებს ქრისტეს, ანუ ის სხვებს განსჯის არა იმისათვის,
რომ მათი აღმსარებლობა არ არის ჭეშმარიტი, ანუ არა იმისათვის, რომ არაჭეშმარიტია ის, რასაც ისინი
ამბობენ, ისინი ხომ ჭეშმარიტებას ამბობენ, არამედ იმისათვის, რომ ჭეშმარიტების სიტყვა არანაირად
არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას მათში. მოწოდებულია თუ არა ვინმე ისე აღიარებდეს ქრისტეს, რომ
იმავდროულად სხვა არ ცნობდეს ქრისტიანად, სხვას, ვინც იგივე სიტყვებს ამბობს, - ეს სრულიად
განსხვავებული კითხვაა, რომელზე პასუხად უშუალოდ ადრეულ ქრისტიანობას ვერ მოვიშველიებთ;
ეს სრულიად განსხვავებული კითხვაა, რომელიც ალბათ ყველას სერიოზულად დააფიქრებდა.
რასაკვირველია, როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ის ვერ იქნება ისეთი, საიდანაც შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ ასეთი ადამიანი უნდა განთავისუფლდეს იმისგან, რომ ყველაფერი გააკეთოს, რაც
მის ძალებშია, რათა სხვებს დაეხმაროს ქრისტიანებად აღზრდაში. მაგრამ ასწავლო, გაუძღვე, ხელი
შეუწყო სხვას, ვისთანაც შენ არსობრივ ერთი ხარ ქრისტიანობის აღმსარებლობაში, ეს არ ნიშნავს
ქრისტეს აღიარებას. იმ დროს, როდესაც ქრისტიანობა ქრისტეს უარმყოფელ წარმართობას ებრძოდა,
და როდესაც ყოველი ქრისტიანი მოწოდებული იყო ეღიარებინა ქრისტე ქვეყნის წინაშე, ქრისტიანებს,
რასაკვირველია, თავშიც არასდროს მოსვლიათ ეღიარებინათ ქრისტე ერთმანეთის წინაშე, რადგან ის
ცალკეული ქრისტიანი, რომელიც ქრისტეს სხვა ქრისტიანთა წინაშე აღიარებს, ნებას რთავს საკუთარ
თავს უარყოს, რომ სხვები ქრისტიანებს წარმოადგენენ. ამიტომ მუდმივად უნდა გავხსოვდეს, რომ ის,
რაც სიტუაციაში, სადაც ქრისტიანობა წარმართობითაა გარემოცული, ქრისტიანობის აღმსარებლობას
ნიშნავს, ქრისტიანთა გარემოში სექტანტურ ქედმაღლობადა და პატივმოყვარეობად იქცევა.
იმავდროულად, აქ მოტანილი შეხედულებებიდან, რომლებშიც მხოლოდ სიფრთხილის
აუცილებელი ქება გაისმის, სრულებით არ გამომდინარეობს, რომ ე.წ. ქრისტიანულ სამყაროში
გამორიცხულია შემთხვევა, როდესაც ადამიანი იძულებული იქნება ქრისტე აღიაროს. მაგრამ აქ ჩვენ
არაფერს გადავწყვეტთ ამ მიმართებით და მივანდობთ ამას თითოუელის ცალკეულად სერიოზულ
თვითშემოწმებას; ჩვენ არ შევუდგებით ამის საგანგებოდ განხილვას ჩვენს საუბარში - საუბარში
ქრისტეს აღიარების შესახებ. არა, ჩვენ გვახსოვს საკუთარი შეხედულებებისთვის ბრძოლის ყველაზე
ამაღლებული მაგალითი, და ისიც, რომ, ვუმზერთ რა მეტად მაღალს, ჩვენ უმცირესი უნდა
ვისწავლოთ, უნდა ვისწავლოთ ის მართებული ბრძოლა შეხედულებებისთვის, რომელიც შესაძლოა
ჩვენთვის იყოს მონდობილი. თუნდაც ადამიანი არ იქნას ჩაყენებული იმ რთულ მდგომარეობაში,
როდესაც მან უნდა იბრძოლოს და აღიაროს ქრისტე, ის ხომ შეიძლება სხვაგვარად აღმოჩნდეს
აუცილებლობის წინაშე, მიიღოს გადაწყვეტილება და მტკიცედ, ბოლომდე დაიცვას შეხედულებები,
რომლებიც იმასთანაა შესაბამისობაში, რაშიც ის შინაგანადაა დარწმუნებული, და მჭიდრო კავშირშია
მის შეხედულებებთან. მაგრამ ამ შემთხვევაში მართებულია, რომ, როდესაც ადამიანს ხალხის წინაშე
62
და კვლავ შეუდგნენ ქრისტეს ქადაგებას. ამის შემდეგ სინედრიონმა ისინი შეიპყრო და სიკვდილითაც
კი დასჯიდა, გამალიელს რომ არ მოეხდინა ზემოქმედება მის წევრებზე. და მაინც, მოციქულები ჯერ
ჰგვემეს და მერე გაუშვეს. ხოლო გვემის შემდეგ მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ (5:41): „ისინი
გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი
შეიქნენ.“
გვეხსომება რა ეს სიტყვა, ვიმჯელებთ იმ სიხარულის შესახებ, რომელიც არსებობს
ყველასთვის, ვინც შეხედულებებისთვის იტანჯება, სიხარულისა იმაში, რომ ადამიანს წრფელი
გულით და თავისუფალს, უნარი შესწევს ტანჯვით მოსპოს ქვეყნის ძალაუფლება საკუთარ თავზე და
ძალუძს შეურაცხყოფა ღირსებად აქციოს, მარცხი კი გამარჯვებად.
თუკი ყმაწვილს წარმოვიდგენთ, რომელიც ჭეშმარიტების შეცნობითაა აღზრდილი, ჩვენ ხომ
ვერაფრით უარვყოფთ, რომ მისთვის ცნობილია ჭეშმარიტება, მაგრამ მას, ისევე, როგორც მრავალს
მანამდე, როდესაც წამოიზრდება, მოუწევს სრულიად განსხვავებულის შეცნობაც, როდესაც ჯერ
მისთვის მხოლოდ ჭეშმარიტია ცნობილი. ყმაწვილისთვის, რასაკვირველია, ცნობილია ჭეშმარიტი,
მაგრამ მისთვის უცნობია და არ აქვს გამოცდილება იმ ნამდვილი ურთიერთობებისა, იმ რეალური
ვითარებებისა, რომლებშიც ჭეშმარიტებას შუქი უნდა მოეფინოს. იშვიათად ხდება ისე, რომ ამის
გაგებაში ადამიანს ბავშვობიდანვე ბნელი წინათგრძნობა ეხმარებოდეს; როგორც წესი, ყმაწვილისთვის
- და ეს საამოა, - დამახასიათებელია მიმნდობლობა, რომელიც, თუმცაღა, შესაძლოა მისთვის
დამღუპველი აღმოჩნდეს. ყმაწვილი, მისთვის დამახასიათებელი სწრაფვით ცოდნისკენ, სიხარულითა
და დიდი მონდომებით შეითვისებს ჭეშმარიტებას იმ ფორმით, როგორითაც მას აწვდიან; მისი
გამოუცდელი, მაგრამ შესაშური წარმოსხვა ასეთ დროს მას ხატს უსურათებს, - რომელსაც ის ქვეყანას
უწოდებს, - რომელშიც ის, რაც მან ისწავლა, მის წინაშე ისე იშლება, როგორც სცენაზე. როგორც
რიგიანი ყმაწვილი ფიქრობს, ერთი მეორეს ზუსტად შეესაბამება: ჭეშმარიტება, როგორც მან ისწავლა,
მისი უწმინდესი იერით, და ქვეყანა, ეს წარმოსახვითი სცენა, რომელსაც ის თავად ქმნის.
ალბათ ასეთი უნდა იყოს დამოკიდებულება ჭეშმარიტებასა და ქვეყანას შორის, ფიქრობს
ყმაწვილი და ნდობით შეაბიჯებს სინამდვილეში.
მაგრამ რას ხედავს ის? ჩვენ არ შევჩერდებით მთელ იმ არასრულყოფილებასა და
საშუალობაზე, არათანმიმდევრულობასა და წვრილმანობაზე, რომელსაც ის ახლა მის გარემომცველ
სამყაროში ხედავს; ჩვენ არ შევჩერდებით იმ სამწუხარო აღმოჩენებზე, რომლებსაც ყმაწვილი საკუთარ
თავთან მიმართებით აკეთებს, აღმოაჩენს რა, რომ ის სულაც არ არის ისეთი, როგორიც წარმოედგინა,
და არც იმას, თუ როგორ სწავლობს ის გაგებას და შესაძლოა უცნაურად განმარტებას წმინდა წერილის
სიტყვისა: „თვითონაც გარშემორტყმულია უმწეობით“ (ებრ. 5:2), - უფრო ძლიერ სცენებზე გადასვლას
ვიჩქარებთ. კერძოდ, ქვეყანამ შესაძლოა ორი გზით გამოავლინოს იმის საპირისპირო, რისიც რიგიან
ყმაწვილს სწამს. ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ყმაწვილი ამას შიშის გარეშე ვერ უმზერს, და თუნდაც
ერთ შემთხვევაში მას შთაგონებას ანიჭებდეს იმის სიდიადე, რასაც ის ხედავს, და მაინც, როდესაც ის
მას პირველ მზერას მიაპყრობს, შედრკება, რადგან ის, რასაც ის ხედავს, მხოლოდ ღვთისმოშიში
განხილვისას გამოიყურება ესოდენ შთამაგონებლად.
ყმაწვილი აღზრდილია ჭეშმარიტისა და კეთილის შეცნობით, ნასწავლი აქვს, უყვარდეს
სიკეთე ჭეშმარიტებისთვის, და თავის არიდება ბოროტების ჩრდილისთვისაც კი. მაგრამ ქვეყანა მას
ამის საპირისპიროს უჩვენებს. ამ საპირისპიროს შეგვიძლია კადნიერი უსინდისობა ვუწოდოთ, ესენი
არიან ადამიანები, რომლებიც ცნებებს აღრევენ და, როგორც მოციქული ამბობს: „რომელთა ბოლო
წარწყმედაა, ...დიდება კი - სირცხვილი[63]“, რომლებიც „საკუთარი უღირსობით იკვეხნიან“. ამის
შემხედვარე ყმაწვილს, რასაკვირველია, თავზარი ეცემა: ისინი არა მხოლოდ სჩადიან ბოროტებას,
არამედ არც კი ფარავენ ამას; ისინი არამც თუ არ ფარავენ ამას, არამედ ღიად სჩადიან; ისინი შუქისკენ
მიისწრაფიან, თუმცა, ჩვეულებრივ, ადამიანები თვლიან, რომ ბოროტება გაურბის შუქს; ისინი ზევით
აღმართავენ თვალებს და ეს არის ნიშანი, რომლითაც მათი შეცნობა შეიძლება, თუმცა ადამიანები,
ჩვეულებრივ, თვლიან, რომ ადამიანი ბოროტი სინდისით თვალებს ქვევით ხრის; ისინი არა მხოლოდ
სჩადიან ამას ცხადად, არამედ ტრაბახობენ ამით და „ჩამდენთაც თანაუგრძნობენ[64]“.
მაგრამ ქვეყანას შეუძლია სხვა გზითაც უჩვენოს იმის საპირისპირო, რისიც რიგიან ყმაწვილს
სწამდა; ესაა განსხვავებული დაპირისპირებულობა, რომელიც, თუმცაღა, უკიდურესად
64
წავიდეს; ისინი არ ქადაგებდნენ ამბოხებას უფროსთა წინააღმდეგ, პირიქით, ისინი ცნობდნენ მათ
ძალაუფლებას, მაგრამ სატანჯველში მყოფნი ღმერთს მეტად ემორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს;
ისინი არ მოითხოვდნენ ამა თუ იმ სასჯელისგან განთავისუფლებას, არ ბუზღუნებდნენ იმის გამო,
რომ მათ სჯიდნენ, მაგრამ, იტანდნენ რა სასჯელს, კვლავაც ქრისტეს ხარებას განაგრძობდნენ; მათ არ
სურდათ ვინმეს იძულება რაიმესკენ, მაგრამ ისინი მოზეიმედ იმორჩილებდნენ ადამიანებს სწორედ
იმით, რომ თვით მორჩილად ნებდებოდნენ სატანჯველს. თუ ადამიანს ასეთი მიდგომა არ აქვს, მაშინ
ვერც გულისმიერი სიწმინდისა და თავისუფლების სასწაული იქნება მოვლენილი, რადგან ეს
სასწაული ხომ იმაში მდგომარეობს, რომ ის, რაც ყველასათვის მარცხი და დაღუპვაა, მოციქულისთვის
გამარჯვებას წარმოადგენს. ის, ვისშიც გულისმიერი სიწმინდისა და თავისუფლების წვა საკმარისად
ძლიერი არ არის, ის იმოქმედებს, ის სიმართლის მხარეს იქნება და შეეცდება აიძულოს ადამიანები ამ
სიმართლის აღიარება, მაგრამ მას არც ძალა და არც სურვილი ექნება, სატანჯველში მარტვილობის
შეშლილობა ატაროს, რომლის დროს ის, ვისშიც რწმენის იდუმალება მართლაც ქმედითია, ღვთის
დახმარებით მიიჩნევს გამარჯვებად იმას, რასაც მთელი ქვეყანა მარცხსა და დაღუპვას უწოდებს, - ის,
რისკენაც სამყარო წირავს მას, როგორც დაღუპვისკენ; როდესაც მას, ვისშიც რწმენის იდუმალება
მართლაც ქმედითია, ღვთის დახმარებით მიიჩნევს ღირსებად იმას, რასაც მთელი ქვეყანა უღირსობას
უწოდებს, - ის, რისკენაც სამყარო წირავს მას, როგორც უღირსობისკენ.
ამგვარად, მოციქულები „გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს
სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.“ ამგვარად, მოციქულები, გულით შეუსმენდნენ რა
უფალს, შინაგანად მტკიცენი იყვნენ; წმინდა წერილის ამ სიტყვაში არანაირი თვალთმაქცობა არ არის,
მასში არ არის მცდელობა, როგორც ამას ხშირად ადამიანები სჩადიან, შინაგანი გულგრილობის მიღმა
გაბოროტების ცეცხლი იქნას მიმალული, რომელიც სატანჯველშია აალებული. არა, არც ერთი
მოციქულის არც ერთ გამონათქვამში არ არის მტრული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ;
მოციქულები იმდენად იყვნენ შერიგებულნი ღმერთთან და იმ აზრთან, რომ მათი მსახურება
მსხვერპლშეწირვითია, მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო მათი დამოკიდებულება ღმერთთან,
რომ აზრადაც არ მოსდიოდათ ადამიანებთან ურთიერთობების გარკვევა ღმერთთან
დამოკიდებულებასთან კავშირის გარეშე. ისინი სინამდვილეში ადამიანებს არ ებრძოდნენ; ისინი
სინამდვილეში იმაზე არ ზრუნავდნენ, თუ რას დამართებდნენ მათ ადამიანები, ხოლო თუკი
ზრუნავდნენ კიდეც ამაზე, მხოლოდ როგორც საბაბზე ღმერთთან ურთიერთობის გაღრმავებისა, რაც
ერთადერთი იყო, რაც მათთვის, ამქვეყნად სრულიად დაკარგულთათვის, სიცოცხლეს შეადგენდა.
პავლე არ ძრახავს მეფე აგრიპას[69], ის თავს არ ესხმის მას; მიმართვისას ერთი სიტყვითაც კი არ აყენებს
ჭრილობას, პირიქით, ზოგავს მას და მიმართავს რა მორჩილად და მშვიდად, ეუბნება: „ღმერთმა
ინებოს, რომ... მარტო შენ კი არა, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ,
ცხადია, ამ ბორკილების გარეშე[70].“ მოციქული უძლებს სატანჯველს, ის არ ებრძვის ადამიანებს; და ეს
არა იმ მიზეზით, რომ ქედამღლად და ამაყად თვლის საკუთარ თავს მათ გამოხტომაზე მაღლა, ო,
არანაირად, არამედ იმიტომ, რომ მისთვის ერთადერთია მნიშვნელოვანი - როგორ იქცევა თვით
ღმერთთან მიმართებით. ეს უცვლელი საიმედოობით აძლევს მას საშუალებას გადაიტანოს ყურაღდება
თავისი სატანჯველიდან, იმავდროულად კი აზიდავს მას დაუჯერებელ სიმაღლეზე. როდესაც მთელი
ქვეყანა, როგორც ერთი, მოციქულის წინააღმდეგ აღდგება, ქვეყანას არ შესწევს ძალა, გაუმართოს მას
ბრძოლა თანაბარი პირობებით, რადგან მოციქულს ხომ უცვლელად აქვს რაღაც მესამე, რაც მისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ყველაფერს წარმოადგენს მისთვის: დამოკიდებულება ღმერთთან.
შეხედე, იყო დასჯილი, თუ ადამიანურად განვსჯით, უდანაშაულოდ, და მაინც ბაგეზე ხუმრობით
მოკვდე - ეს ამაყი გამარჯვებაა, წარმართობისთვის ეს ტრიუმფია; და იმავდროულად ეს ყველაზე
მაღალია, რაც კი შეიძლება იყოს ადამიანსა და ადამიანს შორის დამოკიდებულებაში, მაგრამ უნდა
აღვნიშნოთ, რომ როდესაც ღმერთი არ არის მხედველობაში მიღებული, როდესაც მთელი ცხოვრება და
მისი უზენაესი გამოვლინება თავისი არსით მხოლოდ თამაშია, რადგან მას ღმერთის გარეშე
თამაშობენ, რადგან ცხოვრება ღმერთით - ეს რაღაც სერიოზულია. მოციქული კი, პირიქით,
ყურადღებას არ აქცევს სხვა დანარჩენს, მიტოვებული აქვს, არ ესმის, მას ესმის მხოლოდ ღმერთისა, და
სწორედ ამიტომ ისმის ტანჯულის მორჩილი სიტყვა: „მადლს ვწირავ ღმერთს, რომ მერგო ბედნიერება
ღირსი ვყოფილიყავი ჯვარცმისა“. ეს სიტყვა არ არის ნათქვამი, როგორც ადამიანთა დაცინვა, არა, ეს
68
მოძღვარი ლანძღვას განიცდიდა; და, ამის შემყურე, მოციქული ქვეყნად გამოდის. შეეცადე, თუკი
შეძლებ, ეს სხვაგვარად წარმოიდგინო, ვიდრე იმგვარად, რომ ამ ადამიანს უთუოდ სურდა, ეს ქვეყანა
მასაც ზუსტად ისევე მოქცეოდა, რომ ეს ადამიანი ღრმა სასოწარკვეთასა და შეშფოთებაში ბრალს
დასდებდა საკუთარ თავს, თუკი ის დევნილი არ იქნებოდა, იმავდროულად კი მას შესაძლოა
ერთადერთის შიში ჰქონოდა: მაინც ძალიან დიდი ხომ არ იქნება პატივი, იყო ჯვარცმული! სცადე,
წარმოიდგინე, თითქოს ის, ვისაც მთელი ქვეყნისთვის უნდა ეუწყებინა, რომ წმინდა - ჯვარცმულ იქნა,
როგორც დამნაშავე ორ ბოროტმოქმედს შორის, ძოწეულით იქნებოდა მოსილი, რომ ამ ადამიანის
ხელთ იქნებოდა ყოველგვარი მიწიერი სიამე - ადამიანის, რომელსაც ჯვარცმულის მოძღვრება უნდა
ეუწყებინა იმის შესახებ, რომ მისი სამეფო - ამქვეყნიური არ არის; სცადე, თუკი საერთოდ შეძლებ
გაუმკლავდე ამ მცდელობას, თუკი ეს შეუძლებელი არ აღმოჩნდება, რადგან თავად აზრი რაღაც
ამდაგვარის შესახებ გაისმის, როგორც მოციქულის კადნიერი დაცინვა. მაგრამ ასეთ დროს ხომ
სწორედაც რომ ასე უნდა იყოს: მოციქულები მოუჩვენებლად და ღმერთის წინაშე გულწრფელად
იყვნენ მოხარულები გვემისა. ან წარმოიდგინე, რომ მოციქულის მიერ ქრისტიანობის ქადაგება,
როგორც იტყვიან, სწრაფად გაიმარჯვებდა, რომ მოციქული ასეთ დროს შეეჩეხებოდა საფრთხეს,
რომელიც გამოცდად იქცევა მომდევნო თაობებისთვის: ძალაუფლებას, ბატონობას და დიდებას
უბოძებდნენ მას - არა იმისათვის, რომ ქრისტეს ქადაგება შეეწყვიტა, არამედ იმისათვის, რომ მას
ექადაგა: ნუთუ მოციქული მართლაც შეძლებდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, მიეღო ეს, ნუთუ
მისთვის მიუწვდომელი არ იქნებოდა, რომ უფალსა და მოძღვარს მოექცნენ, ვითარცა ბოროტმოქმედს,
მოწაფე კი, რომელიც არ არის „თავის მოძღვარზე უმეტესი[71]“, პატივსა და დიდებას იხვეჭს! ნუთუ
საერთოდ ოდესმე მოციქული ისურვებს ისე შეიცვალოს, რომ ნაცვლად იმისა, ეს ქვეყანა ჩათვალოს
ადგილად, სადაც ქრისტიანობას ბრძოლა უნდა უწევდეს, ჩათვალოს ადგილად, სადაც ქრისტიანობა
მოზეიმედ უნდა მსვლელობდეს? ქვეყანაზე ეს მეორე შეხედულება იმ ვარაუდიდან იღებს სათავეს,
რომ უმრავლესობა, ბრბო საშუალოდ ჭეშმარიტების მომხრეა; ამიტომ განსაკუთრებით რიგიანი
ადამიანის ცნობა შეიძლება იმ პატივისა და ძალაუფლების მიხედვით, რომლითაცაა იგი აღჭურვილი.
მაგრამ შეხედულებას სამყაროზე, როგორც ბრძოლის ველზე, მივყავართ იმის გაგებამდე, რომ სიკეთე
შესაძლოა გათელილ იქნას, რომ მის მსახურებს დევნიან, ლანძღავენ, მათ ექცევიან, როგორც
დამნაშავეებსა და შეშლილებს, - ოჰ, სწორედ ამის მიხედვით შეიძლება მათი ამოცნობა, ოჰ, სწორედ
იმიტომ, რომ ესმით ეს, არ სურთ პატივი და ძალაუფლება, - არ სურთ, რათა საკუთარ შეხედულებებს
არ უღალატონ. მხოლოდ მას ძალუძს წრფელი გულით მბრძანებლობა და პატივში ყოფნა, ვინც
ერთგულია შეხედულების, რომ ადამიანის გვარი მთლიანობაში არ არის ურიგო, რაც მის დროს
შესაძლოა ყველას მიერ გაზიარებული ჭეშმარიტება იყოს, ასე რომ, არ გსურდეს იყო აღჭურვილი
პატივითა და ძალაუფლებით, როდესაც ამას იმსახურებ, შეიძლება ჩაითვალოს არაჯანმრთელი
სიფიცხით გამოწვეულ უკიდურესობად.
მოციქულებს უხაროდათ, რომ ნაგვემნი იყვნენ, მათი სიხარული კი არ იყო მოჩვენებითი.
შესაძლოა მათ ის სიტყვაც ახსოვდათ, რომ „ყოველი შესაწირავი მარილით დამარილდება[72]“. არის
ერთი საფრთხე, რომელიც მოციქულებს შესაძლოა ნაკლებად ემუქრებოდათ; იმ დროს ბრძოლა
მიმდინარეობდა არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილისთვის ყოველწამიერად. მაგრამ მოდით მაინც
დავფიქრდეთ ამ საფრთხის შესახებ, რათა უკეთ გავიგოთ მოციქულთა სიხარული, როდესაც მათ
სდევნიდნენ და ლანძღავდნენ. როდესაც ირგვლივ ყველაფერი მშვიდადაა, როდესაც ყველაფერი ასე
საიმედოდ გამოიყურება, როდესაც ადამიანები ამბობენ: მშვიდობა და უშიშობა[73], როდესაც
დროებითი თითქოს ჯადოქრობად იქცევა: ასეთ დრო ყველაზე ახლოსაა საფრთხე იმისა, რომ
ადამიანი თავისთავადაც და, გრძნობს რა ამას სხვებისგანაც, მომხრე იქნება პატივმოყვარედ
მიითვისოს სულის გამოვლინებები. ასე, ადამიანები, როგორც იტყვიან, აღტაცებული იქნებიან იმით,
ვინც ნიჭიერია, აღტაცებული იქნებიან მისი იშვიათი ტალანტით, დაავიწყდებათ რა, რომ ეს
ყველაფერი ღმერთის მიერაა ბოძებული, და დაეხმარებიან რა მას, ვისთვისაცაა ეს ნიჭი ბოძებული,
ასევე დაივიწყებენ ამის შესახებ; ამგვარად ადამიანები ერთმანეთისგან იღებენ პატივს, თამაშობენ,
თითქოს აღტაცებულები იყვნენ და, ბრიყვულად აღტაცებულები ან აღტაცების ობიექტებებად
ქცეულნი, ცხოვრებას ამ რუტინაში ატარებენ, რომელიც ადამიანის ყოფიერებას მტკნარად აქცევს,
რადგან მასში არ არის მარილი, და აქცევს მსგავსად სასუსნავისა, ვინაიდან მასში არ არის
70
ბურბუშელას ჭიქა წყლით აქრობენ, მაგრამ როდესაც ცეცხლს დრო აქვს, მთელ სახლს მოედოს, და აი
უკვე სახლი (ეს სინამდვილეშიც ასე ხდება, თუმცა ხატი სულის რეალობასაც ეკუთვნის) ალითაა
მოცული, - ასეთ დროს მეხანძრეები ამბობენ: ვერაფერს გააწყობ, ცეცხლმა გაიმარჯვა. სამწუხაროა,
როდესაც მეხანძრეები ამბობენ: ცეცხლმა გაიმარჯვა; მაგრამ სასიხარულოა, როდესაც იმარჯვებს
შეხედულების ცეცხლი, მოწინააღმდეგეები კი ამბობენ: ვერაფერს გააწყობ. და ასევე, თუ
შეხედულების ცეცხლს დრო აქვს, თანდათანობით მოიცვას ადამიანი, შემდეგ კი ეს უკანასკნელი,
როცა ამის დრო დადგება, ღრმად ჩაისუნთქავს და გაავრცელებს ალს გულის მთელი სიწმინდით: ასეთ
ადამიანს დამშვიდებული სინდისით, ტანჯვით (მაგრამ ესეც ხომ გარკვეული გაგებით ტანჯვის
ფორმაა, როდესაც ადამიანი ისე ეჭვობს საკუთარ შეხედულებებს, რომ ეს მას ცეცხლის მსგავსად
წვავს[75]) გააუქმოს ქვეყნის ძალაუფლება საკუთარ თავზე, და მას ძალუძს უღირსობა ღირსებად
აქციოს, მარცხი კი გამარჯვებად.
მაშ მოდით თითეული ცალკე და დამოუკიდებლად დავდგეთ ამ განძის მხარეს, ამ
სასიხარულო აზრისა გულისმიერი სიწმინდისა და თავისუფლების შესახებ, რათა არავინ წაგვართვას
გულისმიერი სიწმინდე და თავისუფლება, თუნდაც მზად ვიყოთ იმის აღიარებისთვის, რომ ჩვენი
ბრძოლა ამქვეყნად სრულიად უმნიშვნელოა იმ გასაოცარ ადამიანთა ბრძოლასთან შედარებით,
რომლებსაც საკუთარ გამოცდაში უსაშინლესი უნდა გადაეწყვიტათ, - ამ დროს ხომ სრულიადაც არ
არის უმნიშვნელო, დავკარგავთ თუ არა ჩვენს უმნიშვნელო ბრძოლაში გულისმიერ სიწმინდესა და
თავისუფლებას.
72
შენიშვნები