You are on page 1of 11

CU

IBM SPSS Statistics 20


პრაქტიკული სამუშაო

ა. ჭანტურია

5/7/2019

ინფორმატიკის დეპარტამენტი / Department of Informatics


ნაწილი VIII1 - მონაცემთა ანალიზი

პრობლემა 31. Age და Income ცვლადებისათვის შეასრულეთ განზომილების შესაბამისი


სტატისტიკური ანალიზი.
შესრულება:
Age და Income ცვლადები წარმოადგენენ რაოდენობრივ ცვლადებს, მათი განზომილება არის
Scale, შესაბამისად ცვლადებისათვის უნდა შესრულდეს საშუალოების ანალიზი, აღწერითი
სტატისტიკის მახასიათებლებით(საშუალო, მოდა, მედიანა და სხვა).

ცვლადებისათვის აღწერითი სტატისტიკის მახასიათებლების მიღება შესაძლებელია


როგორც Frequencies ასევე Descriptives ბრძანებით.

Descriptives ბრძანებით Age და Income ცვლადებისათვის სტატისტიკური ანალიზის


შედეგების მიღებისათვის შეასრულეთ:

Analyze  Descriptive Statistics  Descriptives… (სურ.1):

სურ. 1

Descriptives დიალოგური ფანჯრის Variable(s) ველში გადაიტანეთ ცვლადები Age და Income


 ბრძანება Options… (სურ.2):

1
დავალებების შესასრულებლად გამოიყენეთ მონაცემთა ფაილი part 2 - Data.sav , სამუშაო პროცესში
შექმენით Output ფაილი სახელით part 5 - data.spv

Page 2 of 11
სურ. 2

Descriptives: Options დიალოგურ ფანჯარაში მონიშნეთ თქვენთვის ცნობილი სტატისტიკური


მახასიათებლები  Display Order მიუთითეთ: Descending means/საშუალოების მიხედვით
კლებით დახარისხება  Continue  Descriptives დიალოგურ ფანჯარაში OK ( (სურ.3) :

სურ. 3

შენიშვნა: Frequencies ბრძანებისაგან განსხვავებით Descriptives ბრძანებით ცვლადებისათვის


დიაგრამების აგება არაა შესაძლებელი.

Page 3 of 11
Descriptives ბრძანების შესრულების შემდეგ Age და Income ცვლადებისათვის Output/part 5 -
data.spv ფაილში მიიღებთ სტატისტიკის მახასიათებლების მნიშვნელობათა ცხრილს,
კლებით დახარისხებული საშუალოების(Mean სვეტი) მიხედვით (სურ. 4):

სურ. 4

პრობლემა 32.
a) Custom Tables ცხრილზე ასახეთ Job satisfaction(Jobsat)-ის განაწილება(დამოკიდებულება)
Level of education(ED) -ის მიხედვით;

b) Custom Tables ცხრილზე ასახეთ Job satisfaction(Jobsat) -ის დამოკიდებულება Level of


education(ED) -ზე, შრეებად წარმოადგინეთ Income category in Thousands-Bin(Inccat_Bin)
ცვლადის მიხედვით.

a) პრობლემის შესრულება:

Analyze  Tables  Custom Tables … (სურ.5-6):

Page 4 of 11
სურ. 5

სურ. 6

Custom Tables დიალოგური ფანჯრის Rows ველში გადაიტანეთ Job satisfaction(Jobsat) ცვლადი,
ხოლო Column ველში - Level of education(ED)  აირჩიეთ დამოკიდებულების წარმოდგენის
Normal ფორმა (სურ. 7):

Page 5 of 11
სურ. 7

ორი სიდიდის დამოკიდებულება აისახება Custom Tables ცხრილში(იხ. სურ.8):

სურ. 8

Page 6 of 11
b) პრობლემის შესრულება:

Analyze  Tables  Custom Tables …

წინა დავალების მიხედვით შეავსეთ Custom Tables დიალოგური ფანჯრა(სურ.7) 


გაააქტიურეთ Layers ბრძანება  Layers ველში გადაიტანეთ Income category in Thousands-
Bin(Inccat_Bin) ცვლადი (სურ.9):

სურ. 9

Custom Tables ცხრილზე აისახება Job satisfaction(Jobsat) -ის დამოკიდებულება Level of


education(ED) -ზე, Income category in Thousands-Bin(Inccat_Bin) ცვლადის კატეგორიისათვის
„<= $25.00-ზე“(სურ. 10):

Page 7 of 11
სურ. 10 Inccat_Bin ცვლადის კატეგორია <= $25.00-ზე

Income category in Thousands-Bin(Inccat_Bin) ცვლადის სხვა კატეგორიაზე გადასვლისათვის


უნდა შესრულდეს ცხრილის რედაქტირება(სურ.11):

სურ. 11 Inccat_Bin ცვლადის კატეგორიის შეცვლა

Page 8 of 11
სურ. 12 Inccat_Bin ცვლადის კატეგორია $765.00+-ზე

პრობლემა 33. Household Income in Thousands (Income) ცვლადისათვის შეასრულეთ


შედარებითი საშუალოების/Compare Means ანალიზი Level of education (ED) მიხედვით.

შესრულება:
Analyze  Compare Means  Means… (სურ.13):

სურ. 13
შეავსეთ დიალოგური ფანჯარა ამოცანის პირობის მიხედვით(სურ.14):

Dependent List ველში ჩასვით დამოკიდებული ცვლადი Household Income in Thousands


(Income);

Independent List ველში - დამოუკიდებული ცვლადი Level of education (ED);


Page 9 of 11
სურ. 14

Options ბრძანებით მიღებულ Means: Options დიალოგური ფანჯრის Cell Statistics: ველში
(სურ.15) გადაიტანეთ საკვლევი სტატისტიკური მახასიათებლები (Median, Sum, Minimum, …)
 Continue (სურ. 16):

სურ. 15

Page 10 of 11
სურ. 16

Means… დიალოგურ ფანჯარაში OK ბრძანების შესრულების შემდეგ Output ფაილში


ანგარიშის/Report სახით მიიღებთ Household Income in Thousands (Income) ცვლადისათვის
სტატისტიკური მახასიათებლების მნიშვნელობათა ცხრილს Level of education (ED)-ის
თითოეული კატეგორიისათვის(სურ. 17):

სურ. 17

Page 11 of 11

You might also like