Professional Documents
Culture Documents
ასურეთი ხეთები ურარტუ დიაოხი კოლხა
ასურეთი ხეთები ურარტუ დიაოხი კოლხა
ურარტუ
დიაოხი და კოლხა
a) sinaqeribi
b) sargon II
g) tiglaTfiliser III
ა) სარდურ მეორე
ბ) არგიშთი პირველი
გ) მენუა
a) diaoxis ganadgureba
b) ურარტუს განადგურება
g) asureTis ganadgureba
d) kolxas ganadgureba
მოვლენის შეფასება
კითხვები:
"იმ დროს ღვთაება ასურის, ჩემი მეუფის დიადი ძალით, მამაცი ღვთაება შამაშის
ერთგული წყალობით, დიად ღვთაებათა შემწეობით, მე ტიგლათფილესერი, რომელიც
სამყაროს ოთხივე მხარეზე სამართლიანად ვმბრძანებლობ, რომელსაც არ მყავს
მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში, შორეულ მეფეთა ქვეყნებისაკენ, რომელნიც
ზემო ზღვის ნაპირას ცხოვრობენ, და რომელთაც არ იცოდნენ თუ რა არის მორჩილება,
ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამგზავნა. გავემართე გაუვალი გზებითა და მძიმე
გადასასვლელებით, რომელთა წიაღიც არ უხილავს წინათ არცერთ მეფეს. დახშული
გზებითა დაჩაკეტილი ბილიკებით გადავლახე მთები: - 16 უზარმაზარი მთა. კარგ
ადგილას ჩემი ეტლით მივდიოდი, ხოლო ძნელად გასავლელებში კი ბრინჯაოს
წერაქვებით ვიკვლევდი გზას. მთის ხეები მოვჭერი და ხიდები გავდე ჩემი ჯარების
გასავლელად. გადავედი მდინარე ევფრატზე.
ნაირის ქვეყნების 23-მა მეფემ. მათ შორის დაიაენის მეფემაც შეკრიბეს თავიანთ
ქვეყნებში ეტლები და ჯარები, და ბრძოლისა და ომისათვის გამოემართნენ. ჩემი
თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ. ღვთაება ადადის
ნიაღვრის მსგავსად აღვასრულე მათი მრავალრიცხოვანი ჯარების განადგურება. მათი
მეომრების გვამები მიმოვფანტე მთების მწვერვალებსა და მათი ქალაქების
მახლობლად. მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე, ნაირის ქვეყნების
60 მეფეს, რომელიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ, ჩემი შუბით ზემო ზღვამდე
მივსდიე, მათი დიდი ქალაქები დავიპყარი, მათი ნადავლი, მათი ქონება, მათი სარჩო-
საბადებელი, წამოვიღე. მათი ქალაქები ცეცხლში დავწვი, დავარბიე, დავანგრიე,
ნანგრევთა გორაკებად და ნამსხვრევებად ვაქციე ისინი. ცხენების, ჯორების, ჯორ-
ცხენების, მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრების პირუტყვი ურიცხვი
წამოვიყვანე. ნაირის ყველა მეფე ჩემმა ხელმა ცოცხლად დაატყვევა, ეს მეფეები
შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე შევუნარჩუნე. ისინი, დატყვევებულნი და შებოჭილნი
შამაშ ღვთაების, ჩემი მეუფის წინაშე გავათავისუფლე და ფიცი მსახურებისა ჩემს
დიად ღვთაებათადმი დავადებინე მომავლის დღეთათვის და სამარადისოდ. მათი
ძენი, მათი სამეფო ნაშიერნი, მძევლებად გამოვართვი. 1200 ცხენი, 2000 სული
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხარკად დავადე და თავიანთ ქვეყნებში გავუშვი მე
ისინი. სიენი - მეფე დაიაენის ქვეყნისა (როგორც დანარჩენთა მოთავე), რომელიც არ
ემორჩილებოდა ღვთაება ასურს, ჩემს მეუფეს, დატყვევებული და შებოჭილი ჩემს
ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან დიდ ღვთაებათა
მორჩილი გავუშვი მე იგი მორჩილებისა და სიცოცხლისათვის. ნაირის ვრცელ
ქვეყნებს მთლიანად დავეუფლე, და მათი ყველა მეფე ჩემს ფერხთ წინაშე დავამხე."
კითხვები: