You are on page 1of 9

ასურეთი

რა ისტორიული პროცესია აღნიშნული რუკაზე


ა) ეგვიპტელთა ლაშქრობების
ბ) ასურეთის იმპერიის ჩამოყალიბების
გ) ბაბილონის სამეფოს შექმნის
ძველი წელთაღრიცხვის რომელ საუკუნეში შემოიჭრნენ ასურელები არაბეთის
ნახევარკუნძულიდან წინა აზიაში
ა) III ათასწლეულის მეორე ნახევარში
ბ) II ათასწლეულის პირველ ნახევარში
გ) IV ათასწლეულის მეორე ნახევარში
სადაური წარმოშობის ხალხი იყვნენ ასურელები
ა) სემიტური ბ) ქამიტური გ) ინდოევროპული
რა იყო ასურელთა მთავარი ღვთაება
ა) მარდუქი ბ) აშური გ) აჰყრამაზდა
სად შექმნეს ასურელებმა თავისი ქალაქ-სახელმწიფო
ა) მცირე აზიაში ბ) სამხრეთ კავკასიში გ) ჩრდილოეთ მესოპოტამიაში
რომელი მდინარის შუა და ზემო წელზე მდებარეობდა ასურეთი
ა) ევფრატის ბ) ტიგროსის გ) ნილოსის
რა გეოგრაფიული თავისებურება ახასიათებდა ასურეთს
ა) მდებარეობდა უდაბნოში
ბ) მდებარეობდა ორ მდინარეს შორის
გ) შემოსაზღვრული იყო მთებით
რა პირობა შეიძლება გამომდინარეობდეს დებულებიდან რომ ასურელებს არ ჰქონდათ
ბუნებრივი საზღვრები(მთები და ზღვები)
ა) უადვილდებოდათ მიწათმოქმედება
ბ) ტერიტორიის დასაცავად უწევდათ გამუდმებული ომები
გ) ეს ყველაფერი მათ ვაჭრობას უადვილებდა
რით გამოირჩეოდნენ ასურელები უძველეს ხალხთა შორის?
ა) ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა პირველ მიწათმოქმედებად აქცია;
ბ) გამუდმებული ომების გამო საუკეთესო მეომრებად ჩამოყალიბდნენ;
გ) დააარსეს სავაჭრო კოლონიები ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე;
დ) შექმნეს იმ დროისთვის საუკეთესო ფლოტი ხმელთაშუა ზღვაზე.
სხვა მიზეზებთან ერთად რამ გამოიწვია ასურელების მეომარ ხალხად ჩამოყალიბება
ა) თავიდანვე ცდილობდნენ საკუთარი შეიარაღების დემონსტრირებას
ბ) ტერიტორიისა და სავაჭრო გზების დაცვამ
გ) არაბებთან გამუდმებულმა ომებმა მეომარ ხალხად ჩამოაყალიბეს
ვისგან შეითვისეს ასურელებმა რკინის იარაღი
ა) ურარტუელებისაგან ბ) ხეთებისაგან გ) ბაბილონელებისაგან
რომელმა ხალხმა მოახდინა ძველ დროში ებრაელი ხალხის დეპორტაცია
ა) ასურელებმა და ურარტუელებმა ბ) ასურელებმა და ბაბილონელებმა გ) დიაოხმა და კოლხამ
ბაბილონის რომელმა მეფემ გაიმეორა იუდეას ებრაელების დეპორტაცია
ა) ხამურაბიმ ბ) ნაბუქოდონოსორმა გ) ასურბანიფალმა
რაში ხარჯავდა ასურეთი მთავარ რესურსებს
ა) განათლებაში ბ) ზღვაოსნობაში გ) სამხედრო საქმეში
ვისი სახელი უწოდეს ასურელებმა თავის ქალაქ-სახელმწიფოს
ა) მეფის ბ) ღვთაების გ) ქურუმის
რა იყო ასურეთის სახელმწიფოს დედაქალაქი
ა) ტუშპა ბ) ნინევია გ) ბაბილონი
ძველი წელთაღრიცხვის რომელ საუკუნეებში მოღვაწეობადა ასურეთის მეფე
ტიგლათფილისერ პირველი
ა) XII-XI ბ) XIII-XII გ) XI-X
რა ეწოდებოდა ასურეთის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნების გაერთიანებას რომელიც
თიგლათფილისერ პირველმა დალაშქრა
ა) ნაირი ბ) უნია გ) სქიზმა
რომელი ქალაქი აიღო ტიგლათფილისერ პირველმა შუამდინარეთში ერთერთი ლაშქრობის
დროს
ა) ეკბატანა ბ) მემფისი გ) ბაბილონი
რა იყო ტიგლათფილისერ I-ის სამხედრო წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი
ა) ძლიერი ფლოტის შექმნა
ბ) ეგვიპტესთან სამხედრო კავშირი
გ) საბრძოლო ეტლების აქტიური გამოყენება
რომელი ქვეყანა უქმნიდა საფრთხეს ასურეთს ჩრდილოეთიდან
ა) ხეთები ბ) ურარტუ გ) ბაბილონი
ვის სახელს უკავშირდება ასურეთში ადმინისტრაციულ-სამხედრო რეფორმების გატარება
ა) ტიგლათფილისერ პირველის ბ) ტიგლათფილისერ მესამის გ) სარგონ მეორის
რა რეფორმა არ უკავშირდება ძვ.წ. VIII საუკუნეში თიგლათფილისერ მესამის სახელს
ა) შექმნა სამხედრო არისტოკრატიის პრივილეგირებული ფენა
ბ) ბრინჯაოს იარაღი შეცვალა რკინის იარაღით
გ) არმიაში შექმნა კავალერია
დ) გამოიგონა საომარი ეტლი
ვინ გამოაცხადა ნინევია ასურეთის ახალ დედაქალაქად
ა) სარგონმა ბ) ტიგლათფილისერმა გ) სინაქერიბმა
რომელ საუკუნეებში იქცა ჰეგემონად ასურეთი წინა აზიაში
ა) IX-VII ბ) VIII-VII გ) VII-VI
ძვ.წ. რომელ წელს დაეცა ასურეთის დედაქალაქი ნინევია
ა) 614 ბ) 612 გ) 605
ვინ გაანადგურა ასურეთი საბოლოოდ
ა) ბაბილონმა და მიდიამ ბ) ეგვიპტემ და ხეთებმა გ) ურარტუმ და კოლხამ
რომელ ბრძოლაში გაანადგურა საბოლოოდ ნაბუქოდონოსორმა ასურეთი
ა) ქარხემიშის ბ) ნინევიის გ) ასურის
ძველი წელთაღრიცხვის რომელ წელს მოხდა ქარხემიშის ბრძოლა
ა) 614 ბ) 612 გ) 605
ვინ იყო ასურეთის უკანასკნელი მეფე
ა) სინაქერიბი ბ) სარგონ მეორე გ) ასურუბალიტი
ვისი დახმარებით გაანადგურეს ბაბილონმა და მიდიამ ასურეთი
ა) ჰუნების ბ) სკვითების გ) კიმირიელების
სხვა მიზეზებთან ერთად რამ გამოიწვია ასურეთის იმპერიის დაცემა
ა) შინაგანმა კრიზისმა
ბ) ეგვიპტელებთან ხანგრძლივმა დაპირისპირებამ
გ) ზღვის ხალხებთან დაპირისპირებამ
რას იყენებდნენ ასურელები საამშენებლო მასალად
ა) ლოდებს ბ) გამოუწვავ თიხას გ) ხეს
ხეთები

რა ისტორიული პროცესია აღნიშნული რუკაზე


ა) ასურელთა ექსპანსიის
ბ) ხეთების სახელმწიფოს შექმნის
გ) ურარტუს სახელმწიფოს შექმნის
სად ცხოვრობდნენ ხეთები
ა) მცირე აზიაში ბ) შუამდინარეთში გ) სამხრეთ კავკასიაში
სადაური წარმოშობის ხალხი იყვნენ ხეთები
ა) სემიტური ბ) ინდოევროპული გ) იბერიულკავკასიური
ძვ.წ რომელ საუკუნეში ჩამოყალიბდა ხეთების ერთიანი სამეფო
ა) XVI ბ) XVII გ) XVIII
რას უწოდებდნენ ხეთების სამეფოს სხვანაირად
ა) მებრძოლთა ქვეყანას ბ) ათასი ღვთაების ქვეყანას გ) უხვმიწიან ქვეყანას
რა გახდა ხეთების სამეფოს დაწინაურების ერთ-ერთი მიზეზი
ა) მიწათმოქმედების განვითარება
ბ) ზღვაოსნობის განვითარება
გ) სამხედრო საქმის ორგანიზება
რომელი ქალაქი გახდა ხეთების სამეფოს დედაქალაქი
ა) ქანესი ბ) ხათუსა გ) ქუსარა
რომელი ქალაქი აიღეს ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ხეთებმა შუამდინარეთში მათი მეფე
მურსილის მეთაურობით
ა) ეკბატანა ბ) მემფისი გ) ბაბილონი
რომელ დინასტიას მოუღეს ბოლო ხეთებმა ბაბილონში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს
ა) ხამურაბის ბ) ნაბუქოდონოსორის გ) ნაბოფალასარის
რა შედეგით დასრულდა ქადეშის ბრძოლა ძვ.წ 1274 წელს
ა) ეგვიპტის გამარჯვებით და ხეთების მეფის ტყვედ ჩავარდნით
ბ) ხეთების გამარჯვებით და ფარაონის სასიკვდილოდ დაჭრით
გ) ბრძოლამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა და მხარეები დაზავდნენ
ვის მიერ განადგურდა ხეთების სამეფო
ა) კიმირიელებისა და სკვითების ბ) ზღვის ხალხების გ) ბაბილონელების
რომელ წელს დაეცა ხეთების სამეფო საბოლოოდ
ა) 1200 ბ) 1300 გ) 1250
რა ეწოდებოდა ხეთების მთავარ ღვთაებას
ა) ხალდი ბ) არიანა გ) აჰურამაზდა
რისი ქალღმერთი იყო არიანა
ა) მდინარის ბ) მთვარის გ) მზის
რას უწოდებდნენ სხვანაირად ხეთების სამეფოს
ა) ათასი მეომრის ქვეყანას ბ) ათასი ოქროს ქვეყანას გ) ათასი ღვთაების ქვეყანას
რა გამოიყენეს ხეთებმა ერთერთმა პირველებმა საომარი მოქმედებების დროს
ა) შუბი ბ) საომარი ეტლი გ) ხმალი
რომელი მსჯელობაა მართებული ხეთების სამეფოს შესახებ
ა) ხეთების სამეფო კაცობრიობის ისტორიაში პირველი მილიტარისტული სახელმწიფი იყო
ბ) უძველესი საზავო ხელშეკრულება პირველად ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის დაიდო
გ) პირველი ლურსმული დამწერლობის კვალი აღმოჩნდა ხეთების ტერიტორიაზე

ურარტუ

რომელი ტბის მიდამოში აღმოცენდა ურარტუს სახელმწიფო


ა) ვანის ბ) სევანის გ) ფარავნის
რომელი ქვეყნების შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო ურარტუ თავდაპირველად ასურული
ტექსტების მიხედვით
ა) ნაირის ბ) მესოპოტამიის გ) მცირე აზიის
რა ტიპის დამწერლობა მოგვითხრობს ურარტუს სამეფოს შესახებ
ა) ანბანური ბ) პიქტოგრაფიული გ) ლურსმული
რომელი ტომებით იყო დასახლებული ურარტუ
ა) ხეთებით ბ) ხურიტებით გ) ხალიბებით
რომელი ქვეყნის მეფეები არიან მენუა და არგიშთი
ა) ასურეთის ბ) ურარტუს გ) ბაბილონის
ჩამოთვლილთაგან რომელი არაა ურარტუს მეფე
ა) არგიშთი ბ) მენუა გ) სარდური დ) ტიგლათფილისერი
რომელ საუკუნეებში წარმოადგენდა მნიშვნელოვან ძალას ურარტუ წინა აზიაში
ა) IX-VII ბ) VIII-VII გ) VII-VI
რომელი ხალხები უქმნიდნენ საფრთხეს ჩრდილოეთიდან ურარტუს
ა) არამეელები ბ) მიდიელები გ) კიმირიელები და სკვითები
რომელი ქალაქის მშენებლობაში მიუძღვით წვლილი ურარტუელებს
ა) თბილისის ბ) ერევნის გ) ანკარას
რას იყენებდნენ ურარტუელები მშენებლობაში
ა) ბაზალტს ბ) თიხას გ) ხეს
რომელი ქვეყნის მეფე იყო სარდურ მეორე
ა) ბაბილონის ბ) ურარტუს გ) ასურეთის
რომელი ქვეყნის წარწერები გვამცნობენ ურარტუს შესახებ
ა) ასურთის ბ) ბაბილონის გ) ხეთების
რომელ წელს განადგურდა ურარტუ საბოლოოდ
ა) ძვ.წ 600 წ ბ) ძვ.წ 580 წ გ) ძვ.წ 590 წ
ვინ გაანადგურა ურარტუ
ა) მიდიამ ბ) ბაბილონმა გ) ასურეთმა
რა იყო ურარტუს სამეფოს დედაქალაქი
ა) ქუსარა ბ) ტუშპა გ) ნინევია
რომელი ხალხის საგულისხმო ნიშანია არალეს კულტი
ა) ხეთების ბ) ურარტუელების გ) ასურელების

დიაოხი და კოლხა

როდის მგამოდიან წინა აზიის ასპარეზზე ქართველური წარმოპშობის ტომები


ა) ძვ.წ. X ს ბ) ძვ.წ XII ს გ) ძვ.წ XIII ს
რა ცნობილმა მოვლენამ განაპირობა ქართველური ტომების აქტიურად გამოსვლა წინა აზიის
ასპარეზზე
ა) ეგვიპტის დაცემამ ბ) ხეთებისა და მითანის სამეფოს დაცემამ გ) ბაბილონის დაცემამ
ვინ ითვლებიან მესხების ქართველური ტომის წინაპრად
ა) ქასქები ბ) მუშქები გ) ხალდები
რომელი ქვეყნის მეფეა ტიგლათფალასარ პირველი
ა) ასურეთის ბ) ურარტუს გ) ხეთების
რომელი ქართული გაერთიანება დალაშქრა ტიგლათფილისერ პირველმა
ა) კოლხა ბ) დაიაენი გ) კულხა
რა ეწოდება ურარტულ წყაროებში დაიაენს
ა) ტაოხი ბ) დიაოხი გ) ხათები
ვინ იყო ტიგლათფილისერ პირველის თანამედროვე დაიაენის მეფე
ა) სიენი ბ) აიეტი გ) უტუფურსი
ვის წარწერებში იხსენიება დაიაენის მეფე სიენი
ა) ურარტუს მეფე მენუას
ბ) ასურეთის მეფე ტიგლათფილისერის
გ) ურარტუს მეფე სარდურ მეორის
ურარტუს რომელმა მეფეებმა დალაშქრეს დიაოხი
ა) მენუამ და არგიშთიმ ბ) სარდურ მეორემ და კიაქსარმა
გ) ნაბუქოდონოსორმა და ნაბოფალასარმა
დიაოხის რომელი მეფე დაიმორჩილა ურარტუს მეფე მენუამ
ა) სიენი ბ) უტუფურსი გ) აიეტი
რომელ საუკუნეში განადგურდა დიაოხი
ა) ძვ.წ VII ბ) ძვ.წ VIII გ) ძვ.წ IX
ვინ გაანადგურა საბოლოოდ დიაოხი
ა) ურარტუმ და ასურთმა ბ) მიდიამ და ბაბილონმა გ) ურარტუმ და კოლხამ
რომელი ხალხის საგულისხმო ნიშანია არალეს კულტი
ა) ურარტუს ბ) ასურეთის გ) ხეთების
რომელ სახელმწიფოსთან ბრძოლაში განადგურდა დიაოხი?
ა. ასურეთის ბ. ხეთების
გ. ურარტუს დ. სპარსეთის
რა გახდა დიაოხის განადგურების მიზეზი?
ა. მეზობელ სახელმწიფოებთან დაპირისპირება ბ. სტიქიური მოვლენით გამოწვეული ნგრევა
გ. მომთაბარეთა სისტემატური შემოსევები დ. მრავალწლიანი მოუსავლიანობა
რომელ სახელმწიფოთა მმართველების წარწერები მოგვითხრობს უძველესი ქართული
პოლიტიკური გაერთიანებების, დიაოხისა და კოლხას შესახებ?
ა. ასურეთისა და ხეთების ბ. ხეთებისა და სპარსეთის
გ. სპარსეთისა და ურარტუს დ. ურარტუსა და ასურეთის
რომელი ქართველური ტომები იყვნენ განთქმული რკინის წარმოებით სამხრეთ კავკასიში
ა) ქასქები ბ) მუშქები გ) ხალიბები
რამ დააჩქარა კოლხურ ტომებში სახელმწიფოს ჩამოყალიბება
ა) ბრინჯაოს მეტალურგიამ ბ) რკინის მეტალურგიამ გ) მიწა\მოქმედებამ
შავი ზღვის სამხრეთში მცხოვრები რომელი ქართველური ტომები იყვნენ ცნობილი რკინის
წარმოებით
ა) მუშქები ბ) ხალიბები გ) მოსინიკები
ურარტუს რომელმა მეფემ დალაშქრა ორჯერ კოლხა
ა) მენუამ ბ) არგიშთიმ გ) სარდურ მეორემ
რომელმა მეფემ აიღო კოლხას სამეფო ქალაქი ილდამუშა
ა) ურარტუს მეფე მენუამ
ბ) ასურეთის მეფე ტიგლათფილისერმა
გ) ურარტუს მეფე სარდურმა
რა ეწოდებოდა ურარტული წყაროს მიხედვით კოლხას სამეფო ქალაქს
ა) ტუშპა ბ) ილდამუშა გ) აციხაია
ვინ გაანადგურა კოლხა საბოლოოდ
ა) მიდიამ და ბაბილონმა ბ) კიმირიელებმა და სკვითებმა გ) ასურეთმა და ურარტუმ
რომელი მხრიდან შემოვიდნენ კიმირიელები და სკვითები კავკასიასა და მახლობელ
აღმოსავლეთში
ა) ჩრდილოეთიდან ბ) სამხრეთიდან გ) დასავლეთიდან
რომელ საუკუნეში შემოდიან კიმირიელები და სკვითები კავკასიასა და მახლობელ
აღმოსვლეთში
ა) ძვ.წ VIII ბ) ძვ.წ VII გ) ძვ.წ IX
რომელ საუკუნეში შეწყვიტა არსებობა კოლხამ
ა) ძვ.წ VIII ბ) ძვ.წ VII გ) ძვ.წ IX
დამწერლობის რომელ ტიპს განეკუთვნება ურარტუს მეფეთა წარწერები, სადაც შემონახულია
ცნობები კოლხას შესახებ?
ა. ანბანურს ბ. იეროგლიფურს გ. ლურსმულს დ. სილაბურს
რა დასკვნის საფუძველს გვაძლევს მითი არგონავტების შესახებ
ა) კოლხეთში მოსახლეობა დაყოფილი იყო ოთხ ფენად
ბ) კოლხეთში განვითარებული იყო მეტალურგია
გ) კოლხები ბერძნებთან ერთად იბრძოდნენ მომთაბარეებ ის წინააღმდეგ

დაალაგეთ ქრონოლოგიური პრინციპით უძველესიდან უახლესისაკენ

a) xamurabis mmarTveloba babilonSi


b) egviptis gaerTianeba erT samefod
g) tiglaTfiliser I-is mmarTveloba asureTSi

asureTis mefeebi qronologiurad

a) sinaqeribi
b) sargon II
g) tiglaTfiliser III

ა) ტიგლათფილისერის მიერ ნაირის ქვეყნების დალაშქვრა


ბ) სარგონ მეორის მიერ ურარტუს დალაშქვრა
გ) ქარხემიშის ბრძოლა

ურარტუს მეფეები ქრონოლოგიურად

ა) სარდურ მეორე
ბ) არგიშთი პირველი
გ) მენუა

a) diaoxis ganadgureba
b) ურარტუს განადგურება
g) asureTis ganadgureba
d) kolxas ganadgureba

ა) skviTebisa da kimirielebis Semoseva კავკასიაში


ბ) amenxotep IV-is reforma
გ) xeTebis samefos dacema

a) xeTebis saxelmwifos Seqmna


b) urartus mefeebis laSqrobebi diaoxsa da kolxaSi
g) piramidebis epoqa egvipteSi
ა) ქარხემიშის ბრძოლა
ბ) ნაბუქოდონოსორ მეორის მიერ ებრაელების გადასხლება
გ) მიდიის მიერ ურარტუს განადგურება

ა) ხათუსილი პირველის მიერ სირიის დაპყრობა


ბ) ქადეშის ბრძოლა
გ) ხეთების სამეფოს დაცემა

მოვლენის შეფასება

ძვ.წ. მეორე ათასწლეულში მახლობელ აღმოსავლეთში შეიქმნა ასურეთის ძლევამოსილი


იმპერია

კითხვები:

1. დაასახელეთ ამ ისტორიული პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი


2. შეაფასეთ ამ შედეგის მნიშვნელობა აღნიშნული რეგიონისთვის და მოიყვანეთ არგუმენტი
საკუთარი მოსაზრების განსამტკიცებლად

მხოლოდ რუკაზე არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე უპასუხეთ დასმულ კითხვებს:


(2) 1. ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომელი საუკუნეების ვითარებაა ასახული რუკაზე?
(1) 2. რომელ სახელმწიფოებს შორის მომხდარი ბრძოლებია ასახული რუკაზე?
(2) 3. რომელი სახელმწიფოს გაძლიერებაა ასახული რუკაზე და მასზე არსებული რა
ინფორმაცია ადასტურებს თქვენ მოსაზრებას?
(1) 4. დაასახელეთ ისტორიული მხარეები, რომლებიც არც ერთ სახელმწიფოში არ შედის და
სადაც არავის ულაშქრია.
(1) 5. დაასახელეთ ისტორიული მხარე, რომელიც ერთ-ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში
მაინც შედის.

ტიგლათფილისერ პირველის წარწერა

"იმ დროს ღვთაება ასურის, ჩემი მეუფის დიადი ძალით, მამაცი ღვთაება შამაშის
ერთგული წყალობით, დიად ღვთაებათა შემწეობით, მე ტიგლათფილესერი, რომელიც
სამყაროს ოთხივე მხარეზე სამართლიანად ვმბრძანებლობ, რომელსაც არ მყავს
მძლეველი ომში და ტოლი ბრძოლაში, შორეულ მეფეთა ქვეყნებისაკენ, რომელნიც
ზემო ზღვის ნაპირას ცხოვრობენ, და რომელთაც არ იცოდნენ თუ რა არის მორჩილება,
ღვთაება ასურმა, მეუფემ, გამგზავნა. გავემართე გაუვალი გზებითა და მძიმე
გადასასვლელებით, რომელთა წიაღიც არ უხილავს წინათ არცერთ მეფეს. დახშული
გზებითა დაჩაკეტილი ბილიკებით გადავლახე მთები: - 16 უზარმაზარი მთა. კარგ
ადგილას ჩემი ეტლით მივდიოდი, ხოლო ძნელად გასავლელებში კი ბრინჯაოს
წერაქვებით ვიკვლევდი გზას. მთის ხეები მოვჭერი და ხიდები გავდე ჩემი ჯარების
გასავლელად. გადავედი მდინარე ევფრატზე.
ნაირის ქვეყნების 23-მა მეფემ. მათ შორის დაიაენის მეფემაც შეკრიბეს თავიანთ
ქვეყნებში ეტლები და ჯარები, და ბრძოლისა და ომისათვის გამოემართნენ. ჩემი
თავზარდამცემი იარაღის სიშმაგით თავს დავატყდი მე მათ. ღვთაება ადადის
ნიაღვრის მსგავსად აღვასრულე მათი მრავალრიცხოვანი ჯარების განადგურება. მათი
მეომრების გვამები მიმოვფანტე მთების მწვერვალებსა და მათი ქალაქების
მახლობლად. მათი 120 შეჭურვილი ეტლი ბრძოლაში ხელთ ვიგდე, ნაირის ქვეყნების
60 მეფეს, რომელიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ, ჩემი შუბით ზემო ზღვამდე
მივსდიე, მათი დიდი ქალაქები დავიპყარი, მათი ნადავლი, მათი ქონება, მათი სარჩო-
საბადებელი, წამოვიღე. მათი ქალაქები ცეცხლში დავწვი, დავარბიე, დავანგრიე,
ნანგრევთა გორაკებად და ნამსხვრევებად ვაქციე ისინი. ცხენების, ჯორების, ჯორ-
ცხენების, მრავალრიცხოვანი ჯოგები და მათი მინდვრების პირუტყვი ურიცხვი
წამოვიყვანე. ნაირის ყველა მეფე ჩემმა ხელმა ცოცხლად დაატყვევა, ეს მეფეები
შევიწყალე. მე მათ სიცოცხლე შევუნარჩუნე. ისინი, დატყვევებულნი და შებოჭილნი
შამაშ ღვთაების, ჩემი მეუფის წინაშე გავათავისუფლე და ფიცი მსახურებისა ჩემს
დიად ღვთაებათადმი დავადებინე მომავლის დღეთათვის და სამარადისოდ. მათი
ძენი, მათი სამეფო ნაშიერნი, მძევლებად გამოვართვი. 1200 ცხენი, 2000 სული
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ხარკად დავადე და თავიანთ ქვეყნებში გავუშვი მე
ისინი. სიენი - მეფე დაიაენის ქვეყნისა (როგორც დანარჩენთა მოთავე), რომელიც არ
ემორჩილებოდა ღვთაება ასურს, ჩემს მეუფეს, დატყვევებული და შებოჭილი ჩემს
ქალაქ ასურში წავიყვანე და იქ შევიწყალე იგი. ჩემს ქალაქ ასურიდან დიდ ღვთაებათა
მორჩილი გავუშვი მე იგი მორჩილებისა და სიცოცხლისათვის. ნაირის ვრცელ
ქვეყნებს მთლიანად დავეუფლე, და მათი ყველა მეფე ჩემს ფერხთ წინაშე დავამხე."

კითხვები:

1. წყაროს მიხედვით რით ხსნის ტიგლათფილისერი თავისი ლაშქრობის მიზეზს


2. წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს რომ ტიგლათფილისერი ასურეთის მეფეა
3. წყაროს მიხედვით რა არის ასურელთა ლაშქრობის მიზანი
4. რას უწოდებენ ასურელები ქვეყნების გაერთიანებას რომლის წინააღმდეგ გალაშქრებაცაა
წყაროში აღწერილი
5. რომელი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება იხსენიება წყაროში
6. ლაშქრობის შემდეგ რა მეთოდს იყენებს ასურეთის ვმეფე იმისთვის, რომ დაპყრობილი
ქვეყნები მორჩილებაში ჰყავდეს
7. დაწვრილებით ჩამოთვალეთ რა ნადავლი დარჩათ ასურელებს და ხარკის სახით რა წაიღეს
დალასქრული ქვეყნებიდან
8. წყაროს მიხედვით მეურნეობის რა დარგები იყო განვითარებული დალაშქრულ ქვეყნებში
9. რომელი საუკუნის დასასრულისა და რომელი საუკუნის დასაწყისში მეფობდა
ტიგლათფილისერ პირველი.

You might also like