You are on page 1of 3

ბაირონის „მანფრედი“

დრამატული ლექსი არის დრამა, რომელიც დაიწერა 1816–1817 წლებში ლორდ


ბაირონის მიერ.ამ დრამატულ ლექსს აქვს აგებული თემა. აქ დანაშაულის გრძნობა
დიდ როლს ასრულებს მთელ დრამაში.მანფრედი არის დრამატული პოემის მთავარი
გმირი, რომელიც გრძნობს დანაშაულს.მთელი ლექსის განმავლობაში მანფრედი
იღებს პასუხისმგებლობას და მიდის უფრო შორს.და სიყვარულის თემა ასევე
შეიძლება მოიძებნოს მანფრედში.დრამა გმირის, მანფრედისაა. ლექსი ამახვილებს
ყურადღებას მის სიყვარულზე საყვარელი ადამიანის მიმართ. აქ მთავარი გმირი
ხდება საყვარელი და ჩადენილი დანაშაულის ერთგული.მანფრედი წარმოადგენს
ბაირონის ხედვას ბაირონის გმირის შესახებ.მთელ ამ ლექსში ნათლად ჩანს, რომ
სინანული და დანაშაული გრძნობს, ვის მიმართ და რისთვის არის ეს სხვა
საკითხია.ზოგი თვლის, რომ მისი დანაშაული მიმართულია საყვარლის, ასტარტის
მიმართ.ამ ლექსში, არის დანაშაულის გრძნობა,და სიკვდილი არის ალბათ,
ერთადერთი გამოსავალი.

მანფრედის პერსონაჟი არის დიდგვაროვანი, რომელიც ცხოვრობს ალპებში, იტანჯება


უცნობი დანაშაულის გამო, რომელიც მოიცავს მის გარდაცვლილ საყვარელს,
ასტარტს. მანფრედი მოუწოდებს შვიდ სულს, რომლებიც წარმოადგენენ დედამიწას
და მის ელემენტებს ის მათგან ითხოვს „დავიწყება“ მაგრამ ვერ შეძლეს მისთვის იმის
მიცემა, რაც სურს.ის ე ჩანს რომ თითქმის მანფრედი ისეთ დეპრესიაშიაა საიდანაც
არანაირი გამოსავალი არ არის ,და ჩანს რომ თვითმკვლელობას სურს ,მაგრამ ეს
უფრო ნათელი გახდება როცა მანფრედი დგას ალპებში მთის მწვერვალზე და
ცდილობს მთიდან გადაგდებას,მაგრამ ამ ჟამად მონადირე ხვდება და დროულად
აიტაცებს.

გმირის შინაგან ცხოვრებაში, პოეტი აჩვენებს მისი გმირის ფსიქიკური უთანხმოების


ტრაგედიას. მანფრედი,იმედგაცრუებული იყო ცოდნით.

ბუნების ელემენტებზე ზეადამიანური ძალაუფლების მიღების შემდეგ, მანფრედი,


ამავე დროს, ჩავარდა სასტიკი შიდა კონფლიქტის მდგომარეობაში.
სასოწარკვეთილებითა და მძიმე სინანულით შეპყრობილი ალპების სიმაღლეებზე
დახეტიალობს, ვერც დავიწყებას პოულობს და ვერც მშვიდობას. მანფრედს
დაქვემდებარებული სულები არ შეუძლიათ დაეხმარონ მას საკუთარი თავისგან
თავის დაღწევის მცდელობაში.

„მანფრედში“ ბაირონი გაცილებით მეტი დარწმუნებით, მიუთითებს იმ რომლებიც


იმალება მის თანამედროვე ინდივიდუალისტურ ცნობიერებაში.მანფრედი თავის
თავში ატარებს ჯოჯოხეთს და სამოთხეს და თავად აკეთებს განაჩენს საკუთარ
თავზე. სწორედ ის წარმოადგენს კაცობრიობის ყველაზე ძვირფას დაპყრობას,
რომელიც გადაიხადეს სისხლისა და ტანჯვის ფასად.

ასევე საინტერესოა მისი სიტყვები "მე ვგრძნობ იმპულსს - მაგრამ მე არ ვიძირები; მე


ვხედავ საფრთხეს - მაგრამ არ ვიხევ უკან; და ჩემი ტვინი ტრიალებს - და მაინც ჩემი
ფეხი მტკიცეა..." აქ ვხედავთ რომ ის უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ თავს და
გარემოცვას, მაგრამ არ ხტება სიკვდილამდე.

მანფრეტის შინაგანი სამყარო სავსეა წინააღმდეგობებით. ის არის


დაფარული ,დამალული და ბოლომდე ვერ გავიგებთ თუ რა აწუხებს მას.

პოემის მთავარი გმირი თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილია და იგი მზადაა


მოუწოდოს სულებს, რათა მათ აუსრულონ ერთადერთი სურვილი:მასთან მივლენ
სტიქიები და მისი სურვილი იმდენად შეუძლებელი იქნება მათთვის ვერ
შეუსრულებენ. რადგან მას არაფერი უნდა, გარდა დავიწყებისა. ცუდი ისაა, რომ
ადამიანის მეხსიერებაში დიდხანს და ხშირად სამუდამოდ რჩება ძირითადად, ისეთი
ფაქტები და მოვლენები, რომლებიც ღრმად მოქმედებენ მასზე.დროს შეუძლია
დაგავიწყოს ბევრი რამ, მაგრამ არის რაღაცეები, რაც ცხოვრების ბოლომდე
შენთანაა.ასევე აქ ვვხედავთ მონადირეს რომელიც რჩევას აძლევს: „მოთმინება,
სიმშვიდე და რწმენა ღვთისადმი“.მონადირე მანფრედს ნერვების დასამშვიდებლად
ჭიქა ღვინოს სთავაზობს. შეშლილ მდგომარეობაში მყოფ მანფრედს ჭიქა სისხლით
სავსე ჰგონია. ის ამბობს, რომ მხოლოდ სიკვდილი უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ის
მონადირეზე ახალგაზრდაა, მანფრედი გრძნობს, რომ სამუდამოდ ცხოვრობდა.უფრო
ღრმავდება მასში სინანული და ხვდება რომ მას უკვე აღარ შეუძლია
გამოსაწოროსმისი შეცდომები მაგრამ მას თითქოს სურს დაივიწყოს ყველა ის ცოდვა
რაც ჩაიდინა დაგაინთავისუფლოს ,გამოისყიდოს საკუთარი თავი.

ბაირონი კარგად აჩვენებს ადამიანის ნამდვილ ბუნებას.თავის ძიებაში ჯადოქარი


მთებში ტრიალებს, სულებს მიმართავს, ხვდება სხვა გმირებს (თვითმკვლელ
მონადირეს, ფერიას), მაგრამ ვერავინ დაეხმარება.

ფინალში ჯარისკაცების ციხესიმაგრეში მოდის აბატი, რომელსაც სურს ბოროტი


ჯადოქარი სიბინძურისგან გაწმინდოს, ცდილობს განკურნოს მისი სული, მაგრამ ვერ
ახერხებს.

ის ცოდნის მწვერვალზეა, აქვს განსაკუთრებული ძალა, შეუძლია ელემენტებს


უბრძანოს, თავად ბუნება ემორჩილება მას, რომ არაფერი ვთქვათ უმნიშვნელო
ადამიანებზე. თუმცა, მანფრედი სასოწარკვეთილებაშია – ის, მიუხედავად მთელი
სიდიადისა, ვერ პოულობს საკუთარ თავს, ხვდება თავის ბედს.მანფრედი იბრძვის
სიმშვიდის მოსაპოვებლად.ის მიდის დასკვნამდე, რომ ცოდნა არავითარ შემთხვევაში
არ არის ხსნა, არამედ უდიდესი ბოროტება, რომელიც ადამიანს სასიკვდილოდ
სწირავს.

მართალია, ჩვენ ვერასდროს გავიგეთ რა ტანჯავდა მანფრედს, თუმცა სიუჟეტის


განვითარება იმდენად ჰგავდა რეალობას, თითქოს გმირი წარმოადგენდა ადამიანთა
ჯგუფს, რომლებმაც არ იციან რა უნდათ ამ ცხოვრებიდან. ისიც შეიძლება
დავამატოთ, რომ ბაირონის გმირები ზუსტად ჰგვანან ერთმანეთს.თავისი უცნაური
და გაუგებარი წარსულით.

You might also like