You are on page 1of 2

მერანი

მერანი შედის იმ ჩამონათვალში, რომელიც ქართველს ახსენდება ქართულ პოეზიაზე


ფიქრისას...ლექსის დაწერის საფუძველი- 1842 წელს ილია ორბელიანი( ტატოს ბიძა,
მეგობარი) დაატყვევა შამილმა და იგი 8 თვე იმყოფებოდა იგი ამ ტყვეობაში... ბარათაშვილმა
ეს ლექსი გაუგზავნა წერილით გრიგოლ ორბელიანს. ეს იყო რეალური იმპულსი, თუმცა ამ
ლექსის დაყვანა მხოლოდ ამ მოვლენამდე არ შეიძლება. ამ ლექსში ბარათაშვილი ამტკიცებს,
რომ ამ ლექსს ილია ამბობს და არა მეო, თუმცა ლექსის ლირიკული გმირი თვითონ
ნიკოლოზ ბარათაშვილია, რომელიც ამ მერნით თითქოს წინ უსწრებს საუკუნესა და
თანამედროვეებს. მხედარი თავის მერანს მოუწოდებს, გაკვეთოს ქარი, გააპოს წყალი, ყველა
კლდე-ღრე გადაიაროს , ანუ ყველანაირი დაბრკოლება უკან მოიტოვოს. მხედრის სურვილია,
წინსვლა, შუპოვრობა და მიზნის მიღწევა. ამ გზაზე იგი არ უნდა სეუშინდეს არაფერს, მათ
შორის, იმასაც , რომ შესაზლოა სატრფომ ვერ დაიტიროს, ნათესავთა ნაცვლად სვავებმა
გამოიგლოვონ და მშობლიური საფლავიც არ ეღირსოს, მაგრამ მიზანი ამად ღირს. აქ
გვახსენდება ავთანდილი:
• თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა დამამხობელმან,
• ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან,
• ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, -

• მუნ შემიწყალოს თქვენმანვე გულმან მოწყალე-მლმობელმან.

ამ ლექსში იგრძნობა სურვილი თავისუფლებისა და უსაზღვრო, მოუთმენელი მისწრაფება


თავისუფლებისაკენ.. .რა არის მერანი? - ცხენი? - ცხადია, არა.
თუ ლიტერატურა მხატვრული სახის კულტურაა, პირველ რიგში, სწორედ ეს სახე უნდა
გავარკვიოთ. რას ნიშნავს „უგზო-უკვლოდ“? რას ნიშნავს ყორანი?
ბედისწერის საზღვარს? და რა არის ბედისწერა? ეს არის შემოსაზღვრულობა არჩევნისა,
უფრო სწორად, არჩევნის საერთოდ არარსებობა- როდესაც ადამიანის ნების
საწინააღმდეგოდ რაღაც ხდება...წინასწარ განჩინებული რაღაც და რაც უნდა ქნა, საშველი არ
ჩანს და მაინც ისე მოხდება, როგორც ბედით არის გადაწყვეტილი.
სწორედ ამ ბედის შემოსაზღვრულობას, გარდაუვალობას უპირისპირდება, ერკინება პოეტი.
დროითა და ჟამით შემოსაზღვრულია ადამიანი -მას არ შეუძლია ერთდროულად ორ
ადგილას ყოფნა... ადამიანი მოკვდავია და ეს მისი ბედისწერაა...აი, მერანი არის უკვდავობის
ერთგვარი ნოსტალგია. ადამიანმა იცის, როგორ შექმნა იგი ღმერთმა- ხატად ღვთისა.
ადამიანის სხეული მოკვდავია, სხეული მიწაა და მიწად იქცევა, მაგრამ სული მარადიულია,
ღვთიურია. თითოეულ ადამიანს ახსოვს სამოთხე სულის კუნჭულში, ისიც ვიცით, რომ იქ
ვიყავით და დავკარგეთ იგი. ამიტომ, ნოსტალგია უკვდავობისა, არის თანმდევი ფიქრი
ყველა ადამიანის.
ამ თვალსაზრისით, მერანი შეიძლება იყოს სახეობრივი გამოხატულება ამ სწრაფვისა, ამ
ნოსტალგიისა, რომელიც მარადისობისკენ ეძახის ადამიანს, ხოლო შავი ყორანი იქნება
სიკვდილის სიმბოლო, რომელიც ადამიანის ყველა ოცნებას ფრთებს უკვეცავს.
მერანი ყველაშია ისევე, როგორც ყორანია ყველა ჩვენგანში (ორივე იმპულსი ჩვენშია) ...
ამიტომ არის ეს ლექსი ტრაგიკული ოპტიმიზმის გამოვლინება.
ადამიანისთვის ტრაგედიაა ის, რომ ის სიკვდილის შვილია, მაგრამ ამ განცდას თან უნდა
ახლდეს რწმენით გასხივოსნებული განცდა, ლტოლვა მარადიული სინათლისაკენ... ამ გზაზე
არ შეიძლება, რაიმე დაბრკოლება არსებობდეს. ამ გზაზე დათმობს ყველაფერს...
რომანტიზმს აქვს ორი საფუძველი: ბიბლიური ცნობიერება და კლასიკური ლიტერატურა.
პავლე ინგოროყვამ შენიშნა მსგავსება „ვეფხისტყაოსანთან“- რუსთველური ავთანდილობა...
ბიბლიური თვალსაზრისით, სამყარო დინამიკურია, ანტიკურისაგან განსხვავებით,
რომელიც სამყაროს წრედ მიიჩნევს- იმ წრედ, სფეროდ, რომელსაც წესრიგი განაგებს.
(„კოსმოს“- წესრიგი- მოწესრიგებული ჯარი, პითაგორამ გამოიყენა სამყაროს
მოწესრიგებულობის გამოსაყენებლად).
სამყაროში, მის წესრიგში ადამიანმა მისი წვლილი უნდა შეიტანოს- ლუარსაბი, რომელიც
არც სიცოცხლით, არც სიკვდილით არაფერს მატებს სამყაროს.
თუ ადამიანმა თავისი წილი გზა არ გაიარა, მაშინ მის შემდეგ მოსულმა არა თავისი, არამედ
მისი წილი საკეთებელიც უნდა აკეთოს.ადამიანმა უნდა გაიაროს ის გზა, რომელიც მისი
დასაძლევია - არ უნდა იყო ლუარსაბი ანუ არაფრობა!
შეუპოვრობა, მიზნის ერთგულება, ადამიანური მისიის აღსრულება ( არა ბიოლოგიური
არსებობა) პიროვნული მეს გამოვლინება- ეს არის მთავარი. განწირულის სულისკვეთება _
ასეთი ადამიანი განწირულია გამარჯვებისათვის, ასეთ კაცს ყორანი ვერ მოერევა, რადგან ის
დაძლევს „სიძნელეს გზისას“!მოიხადო ვალი ღვთისა და კაცის წინაშე -ამის შემდეგ ამ გზაზე
ადვილად გამოივლის ჩემი მომდევნო თავისი წილი ვალითა და სათქმელით...

You might also like