You are on page 1of 380

1

მთარგმნელი
ირაკლი სულაძე

2
კვირა

24 ოქტომბერი

მისი ქმარი თითქმის სახლშია. ამჯერად კი ჩაავლებს.


212-ე სახლს არც ფარდები აქვს და არც ჟალუზები. ამ ჟანგისფერ
შენობაში მანამდე მოტსები ცხოვრობდნენ, რომლებიც შემდეგ გა-
შორდნენ და გადავიდნენ. მე არც ერთ მოტსს არ შევხვედრივარ,
მაგრამ კაცს პერიოდულად ინტერნეტში ვათვალიერებ ხოლმე:
„ლინკდინის“ პროფილიც აქვს და „ფეისბუკისაც“, „მეისიზე“ კი
ჯერაც აქტიურია მათი საქორწილო პროფილი და მეც ჯერ ისევ შე-
მიძლია გამოვიყენო შეთავაზება და მათ საჩუქრად მაგიდის ჭურჭე-
ლი ვუყიდო.
როგორც ვთქვი, 212-ე სახლის ფანჯრები სრულიად ცარიელია
და ისიც ამ ფორმით გაჰყურებს ქუჩას. მე კი სახლს გავყურებ და ვაკ-
ვირდები, როგორ ალაგებს დიასახლისი სტუმრებისთვის განკუთ-
ვნილ საძინებელს. რით გამოირჩევა ეს ადგილი? აქ სიყვარული
კვდება.
ქალი სასიამოვნო შესახედაობისაა. ბუნებრივი წითური თმა,
მინდვრისფერი მწვანე თვალები და ზურგზე დაფენილი ხალები ამ-
შვენებს. ბევრად ლამაზია, ვიდრე მისი ქმარი – დოქტორი ჯონ მი-
ლერი – ფსიქოთერაპევტი,რომელიც წყვილებს უწევს კონსულტა-
ციას და და ერთ-ერთი ჯონ მილერია იმ 436 ათასიდან, რომლებიც
ინტერნეტში იძებნებიან. ეს კონკრეტული ინდივიდი „გრემერსი
პარკში“ მუშაობს და დაზღვევას არ აღიარებს. ნასყიდობის ხელშეკ-
რულების მიხედვით, მან ეს სახლი სამი მილიონ ექვსასი ათას დო-
ლარად შეიძინა. როგორც ჩანს, ბიზნესი კარგად მისდის.

3
ცოლზე შედარებით ცოტა რამ ვიცი. ერთი აშკარაა, რომ სანაქე-
ბო დიასახლისი არ უნდა იყოს; მილერები რვა კვირის წინ გადმო-
ვიდნენ და ფანჯრებზე ფარდები ჯერაც არ ჰკიდია. ნწ-ნწ. კვირაში
სამჯერ იოგაზე დადის. ვხედავ, როგორ ჩამოდის ხოლმე კიბეებზე
იოგას შარვლით და მკლავქვეშ ამოჩრილი, დახვეული სპორტული
ხალიჩით. სავარაუდოდ, სადღაც მოხალისედაც მუშაობს. ორშა-
ბათს და პარასკევს სახლიდან თერთმეტის ნახევარზე გადის – მა-
შინ, როცა მე ვიღვიძებ – და ხუთიდან ექვსის ნახევრამდე ბრუნდება
– სწორედ იმ დროს, როცა საღამოს ფილმისთვის ვემზადები. სხვა-
თა შორის, ამ საღამოსთვის შერჩეული მაქვს „კაცი, რომელმაც ზედ-
მეტად ბევრი იცოდა“. უნდა ვაღიარო, რომ იმ ქალების კატეგორიას
მივეკუთვნები, რომლებსაც კინოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.
შევამჩნიე, რომ, ჩემი არ იყოს, შუადღით დალევა მასაც უყვარს.
ნეტავ, ჩემსავით დილით დალევასაც თუ სწყალობს?
ამასთან, ჩემთვის ამოუცნობია მისი ასაკი, თუმცა დოქტორ მი-
ლერზე და ჩემზეც ახალგაზრდა (და უფრო მოქნილიც) უნდა იყოს.
ვარაუდის დონეზე ვიცი მისი სახელიც. გონებაში კი რიტას ვეძახი,
რადგან რიტა ჰეიუორდს ჰგავს „ჯილდაში“. „მე ეს სრულებით არ მა-
ინტერესებს“ – მიყვარს ეს მომენტი.
თავად კი ძალიანაც მაინტერესებს, თუმცა არა მისი სხეული:
ამობურცული მალები, წამოზრდილი ფრთებივით ფართო მხრები,
მკერდზე შემოტმასნილი ბიუსტჰალტერი – ნებისმიერი ამ დეტალის
ჩემს ობიექტივში მოხვედრის შემთხვევაში გვერდზე ვიხედები. არა,
მე მაინტერესებს მისი ცხოვრება, რომელიც ჩემზე ორჯერ მეტი აქვს.
შუადღეა. აგერ, წუთის წინ ქმარმა ქუჩაზე შემოუხვია, ცოლი კი
სახლში კონტრაქტორთან ერთად შევიდა. როგორც წესი, დოქტორი
მილერი კვირაობით ზუსტად ოთხის თხუთმეტ წუთზე ბრუნდება.
ახლა კი კეთილი დოქტორი ბორდიურზე მოაბიჯებს. პირიდან
სუნთქვის ორთქლი გამოსდის, პორტფელს მიაქანავებს და თითზე
საქორწილო ბეჭედი უბრწყინავს.
კადრს ვაახლოვებ ფეხსაცმელზე – პრიალა მუქ წითელ „ოქ-
სფორდებზე“, რომლებიც თითოეულ ნაბიჯზე შემოდგომის მზის სხი-

4
ვებს კრებს და ირეკლავს. კამერას ზევით ვწევ და თავგზე ვაკვირდე-
ბი. ჩემს „ნიკონ D 5500“-ს, თანაც „ოპტეკას“ ლინზით, ვერაფერს გა-
მოაპარებს. ვაკვირდები არააკურატულად გადავარცხნილ სქელ
თმას, სათვალის ვიწრო, იაფფასიან ჩარჩოს და ჩაღრმავებულ კე-
რებს ლოყებზე. აშკარაა, რომ კაცი სახეზე უკეთ ფეხსაცმელს უვ-
ლის.
ვუბრუნდები 212-ე სახლს, სადაც რიტა და კონტრაქტორი ნაჩქა-
რევად იხდიან. შემიძლია ჩავიხედო სატელეფონო ცნობარში, დავუ-
რეკო და გავაფრთხილო, თუმცა ამას არ ვიზამ. ასეთ სცენებზე დაკ-
ვირვება ბუნებაში ფოტოგრაფიას ჰგავს: ველურ ბუნებას ხელი არ
უნდა შეუშალო.
დოქტორი მილერი სახლის კარამდე ნახევარი წუთის მანძილ-
ზეა. მისი ცოლის ტუჩები კონტრაქტორის კისერს ეხება. ის უკვე ზე-
დატანის გარეშეა.
კიდევ ოთხი ნაბიჯი. ხუთი. ექვსი. შვიდი. ოცი წამიღა რჩება.
ქალი კაცის ჰალსტუხს კბილებით იჭერს და უღიმის. კაციც ღი-
მილს უბრუნებს ქალს, რომლის ხელებიც მის პერანგზე დასრიალე-
ბს. კაცი ყურზე კოცნის.
ქმარი ქვის ფილაქანს მიუყვება, ზემოთ ადის და კარს თხუთმეტი
წამის მანძილზე უახლოვდება.
თითქმის მესმის საყელოდან მოხსნილი ჰალსტუხის სრიალის
ხმა. ჰალსტუხს ქალი შორს ისვრის.
ათი წამი. კადრს ისევ ვაახლოებ და ამჯერად ბოლომდე. ქმარი
ხელს ჯიბეში იყოფს და იქიდან გასაღებების აცმას იღებს. შვიდი წა-
მი.
ცოლი ცხენის კუდად შეკრულ თმას იშლის და თმა მხრებზე ეფი-
ნება.
სამი წამი. ქმარი კიბეზე ადის.
ცოლი კაცს მხრებზე ხელებს ხვევს და მაგრად კოცნის.
ქმარი გასაღებს საკეტს არგებს. ტკაც.
ქალის სახეს ვაახლოებ. თვალები უფართოვდება. გაიგონა.
ფოტოს ვიღებ.

5
და უეცრად პორტფელი იხსნება.
ფურცლების დასტას ქარი აფრიალებს. დოქტორ მილერს ტუჩებ-
ზე აშკარად ეტყობა წარმოთქმული გინება, ის პორტფელს დებს, გა-
საღებს კლიტეში ტოვებს, რამდენიმე ფურცელზე პრიალა ფეხსაც-
მლით შედგება, დაიხრება და დანარჩენის აკრეფას ცდილობს. ერთ-
ერთ ფურცელს ხის მოაჯირი აკავებს, მაგრამ ის ამას ვერ ამჩნევს.
ისევ რიტასთან ვარ. სასწრაფოდ იცვამს ზედატანს და თმასაც იკ-
რავს. ჩქარი ნაბიჯით გამოდის ოთახიდან. შემცბარი კონტრაქტორი
ლოგინიდან იატაკზე ხტება, ჰალსტუხს იღებს და ჯიბეში იტენის.
ღრმად ამოვისუნთქე. თითქოს ბუშტიდან ჰაერი გამოუშვეს.
ვერც კი მივხვდი, რომ აქამდე სუნთქვაშეკრული ვიდექი.
მთავარი კარი იღება. რიტა მეუღლეს ეგებება. კაცი ბრუნდება და
ალბათ, ღიმილს აგებებს, თუმცა ამას ვერ ვხედავ. ქალი დაიხრება
და ფურცლების აკრეფას იწყებს.
სახლიდან გამოდის კონტრაქტორიც. ცალი ხელი ჯიბეში უდევს,
მეორეს კი დოქტორ მილერს უქნევს. ისიც ამავე ჟესტით პასუხობს,
პორტფელს იღებს, ზღურბლს უახლოვდება და კაცს ხელს ართმევს.
ორივენი სახლში შედიან. მათ მიჰყვება რიტაც.
როგორც ჩანს, გადაიდო.

6
ორშაბათი

25 ოქტომბერი

წუთის წინ ნელა, ზანტად ჩაიარა კატაფალკის მსგავსმა მანქანამ


და სიბნელეში მისი გაბარიტული ფარების შუქი გაიბნა.
– ახალი მეზობლები, – ვეუბნები ჩემს გოგოს.
– რომელ სახლში?
– პარკს მიღმა, ორას მეშვიდეში.
აჰა, გადმოვიდნენ. ღამის ბინდში მოჩვენებებს ჰგვანან და
ძლივს გასარჩევად ჩანს, როგორ გადმოაქვთ ყუთები საბარგული-
დან.
რაღაცას ღეჭავს.
– რას ჭამ? – ვეკითხები მე. რა თქმა უნდა, ჩინური სამზარეულოს
ღამე გვაქვს და ის ახლა ლო-მეინს მიირთმევს.
– ლო-მეინს.
– კარგი, ოღონდ შეისვენე სანამ დედიკოს ელაპარაკები.
ისევ ღეჭავს და პირს აწკლაპუნებს.
– დეე... – აი, ამაზე კი ბოლო პერიოდია ომი გვაქვს გაჩაღებული.
რატომღაც გადაწყვიტა, რომ „დედიკო“ რაღაც გაურკვეველი მოცუ-
ლობით შეეკვეცა.
– კარგი რა, – მეუბნება ამაზე ედი. ამასობაში ის ჯერ ისევ „მამი-
კოა“.
– უნდა გამოეცნაურო, – მირჩევს ოლივია.
‒ სიამოვნებით, ჩემო ტკბილო. – კიბით მეორე სართულზე ავდი-
ვარ. აქედან უკეთესი ხედია. ოჰ, აქ ყველგან გოგრებია. ყველა მე-
ზობელს აქვს. აგერ, გრეებს სულაც ოთხი უდევთ.
ღვინის ჭიქით ხელში სარკმელს ვუახლოვდები. ტუჩებზე ღვინის
გემოს ვგრძნობ.
– შენთვის გოგრის ყიდვა მინდა. – ჭიქა ახლოს მიმაქვს და ვაჭა-

7
შნიკებ. – მოდი, მამას უთხარი, გიყიდოს. ანდა, ორი იყიდოს. ერთი
შენ, ერთიც მე.
– კარგი.
სააბაზანოს მუქ სარკეში, ოდნავ გასარჩევად, ჩემს ანარეკლს
ვხედავ.
– ბედნიერი ხარ, საყვარელო?
– თავს მარტო ხომ არ გრძნობ? – ნიუ-იორკში ნამდვილი მეგობ-
რები არასოდეს ჰყოლია. ზედმეტად მორცხვი და პატარა იყო.
– არაა.
ურთიერთობა ვერც კატასთან ააწყო. შობის დილა იყო, კლანჭე-
ბი რომ მაჯაზე დაუსვა და ორი სწრაფი მოძრაობით გაავლო ხაზები
ჩრდილოეთიდან სამხრეთის და აღმოსავლეთიდან დასავლეთის
მიმართულებით. მთელ ხელზე კაშკაშა სისხლი სდიოდა. წკაპ-წკუპ.
ედმა კატა კინაღამ ფანჯრიდან მოისროლა. ახლა სწორედ მას ვეძებ.
აგერ, ბიბლიოთეკის სავარძელში გორაობს და მიყურებს.
– მამიკო დამალაპარაკე, ძვირფასო. – მორიგი მგზავრობის-
თვის ვემზადები. ფრთხილად მივაბიჯებ და ფეხქვეშ უხეშ ზედაპირს
ვგრძნობ. როტანგი. რაზე ვფიქრობდით, ეს რომ დავაგეთ? ძალიან
სწრაფად ისვრება.
– ჰეი, უსაქმურო, – მესალმება ედი. – ახალი მეზობლები გყავს?
‒ კი.
– ცოტა ხნის წინაც ახლები არ გადმოვიდნენ?
– ხო, ორი თვის წინ, ორას მეთორმეტეში. მილერები. – ნელ-ნე-
ლა კიბეზე ვეშვები.
– და ეს ახლები სად ცხოვრობენ?
– ორას მეშვიდეში, პარკის იქით.
– იცვლება სამეზობლო.
ჩავაღწიე და ვტრიალდები.
– თან ბევრი არაფერი მოუტანიათ. მსუბუქი მანქანით არიან.
– ალბათ, ავეჯის მანქანა მოგვიანებით მოვა.
– ალბათ.
სიჩუმე. მორიგი ყლუპი.

8
ახლა კვლავ მისაღებ ოთახში, ბუხართან ვდგავარ.
კუთხეში ჩრდილები ირეკლება.
– მისმინე... – იწყებს ედი.
– ბიჭი ჰყავთ.
– რა?
‒ ბიჭი, – ვიმეორებ და შუბლით ფანჯრის ცივ მინას ვეყრდნობი.
ჰარლემის ამ ნაწილში განათება ჯერ არ დაუმონტაჟებიათ და ქუჩა
მხოლოდ რკალისებური მთვარის შუქით ნათდება, თუმცა მიუხედა-
ვად ამისა, მაინც ვარჩევ კაცის, ქალის და მაღალი ბიჭის სილუეტს,
რომელიც ყუთებს ეზიდება და შესასვლელ კართან აწყობს. – მო-
ზარდია, – ვამატებ.
– ფრთხილად, ვეფხვო.
სანამ თავის შეკავებას მოვასწრებდე, ვამბობ:
– ნეტავ აქ იყო.
ამ სიტყვებზე წამიერად ვიბნევი. ედიც, აშკარად. პაუზას მისი
სიტყვები მოსდევს.
– მეტი დრო გჭირდება.
ისევ ჩუმად ვარ.
– ექიმები ამბობენ, რომ ზედმეტი კონტაქტი სასურველი არ
არის.
– ექიმები, თუ ექიმი?
– შენ ერთ-ერთი ხარ მათ შორის.
უკნიდან ტკაცუნი მესმის. ბუხარში ცეცხლი ხმაურით აალდა.
– არ გინდა, ეგ ახალი მეზობლები შენთან დაპატიჟო?
ჭიქას ვცლი.
– მგონი, ღამისთვის საკმარისია.
– ანა.
‒ ედ.
თითქმის მისი სუნთქვა მესმის.
– ვწუხვარ, რომ შენთან არ ვართ.
თითქმის საკუთარი გულისცემაც მესმის.
– მეც ვწუხვარ.

9
პანჩი კიბეზე ჩამომყვა. ცალი ხელით ამყავს და სამზარეულოში
გავდივარ. ტელეფონს დახლზე ვდებ. ძილის წინ ერთ ჭიქასაც დავ-
ლევ.
ბოთლს ყელში ვკიდებ ხელს, ვბრუნდები ფანჯარასთან, ბილიკზე
მოსიარულე სამი მოჩვენებისკენ და მათი მიმართულებით ჭიქას
მაღლა ვწევ.

10
სამშაბათი

26 ოქტომბერი

შარშან ამ სახლის გაყიდვას ვაპირებდით და ბროკერიც დავიქი-


რავეთ. ოლივია მომდევნო წლის სექტემბერში მიდთაუნის სკოლა-
ში ჩაირიცხებოდა, ედმაც „ლენოქს ჰილში“ კარგი სამსახური იშოვა.
– მშვენივრად გავერთობით, – დამპირდა ის. – შენთვის ბიდესაც
დავამონტაჟებ. – ამ სიტყვებზე მხარზე ხელი დავარტყი.
– ბიდე რა არის? – იკითხა ოლივიამ.
თუმცა, ედი წავიდა და ოლივიაც მას გაჰყვა. წუხელ, ისევე რო-
გორც ყოველთვის, ხელახლა შემეკუმშა გული, როცა ჩვენი განცხა-
დების ტექსტი გამახსენდა: შესანიშნავი საცხოვრებელი ჰარლემში.
მე-19 საუკუნის მარგალიტი. ოჯახისათვის ზედგამოჭრილი. ვფიქ-
რობ, შესანიშნავსა და მარგალიტზე დავა შეიძლება. ჰარლემი და
მე-19 საუკუნე (კონკრეტულად კი 1884 წელი) ჭეშმარიტებაა. ისევე
როგორც, პრინციპში, ოჯახზე ზედგამოჭრილობა. კი ბატონო.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს სამფლობელოს და საგუშაგოებს:
სარდაფი: ანუ, როგორც ჩვენი ბროკერი უწოდებს – მეზონეტი.
მთელ სივრცეს იკავებს აპარტამენტები, რომლებსაც ცალკე შესას-
ვლელი აქვს. აქვეა სამზარეულო, სააბაზანო, საძინებელი და პატა-
რა კაბინეტი, სადაც ედი რვა წლის განმავლობაში მუშაობდა. მაგი-
და ხშირად გეგმებითა და ნახაზებით ჰქონდა სავსე, კედელზე კი
კონტრაქტორისთვის განკუთვნილ ჩანაწერებს აკრავდა. ახლა ეს
სივრცე გაქირავებულია.
ბაღი: პაციო, სადაც მეორე სართულიდან შეგიძლიათ გასვლა.
კირქვის ფილები. რამდენიმე ძველი ბაღის სავარძელი და შორეულ
კუთხეში, განმარტოებით მდგარი იფანი, რომელიც ისე ძალიან
ჰგავს უმეგობრო მოზარდს, რომ ხშირად მასთან ჩახუტება მინდება.
პირველი სართული: ბრიტანულად თუ ვიტყვით, გრაუნდ-ფლორ,

11
ფრანგულად კი – პრემიერ-ტაგე (მე არც ერთ ამ კატეგორიას არ მი-
ვეკუთვნები, თუმცა ოქსფორდში სტაჟირებას გავდიოდი, მეზონეტზე
ვცხოვრობდი, ამ ივლისს კი ფრანგულის ონლაინშესწავლაც დავიწ-
ყე).
სამზარეულო – ღია სივრცით, ბაღში გამავალი კარით და კიდევ
ერთი კარით, რომლითაც სკვერში გახვალთ. აქაურ არყის ხის
თეთრ იატაკს ახლა „მერლოს“ ლაქები ამჩნევია. დერეფნით გადი-
ხართ სააბაზანოში, რომელსაც წითელი ფერების გამო პამიდვრის-
ფერ ოთახს ვეძახი. აქ დგას სავარძელი და ყავის მაგიდა, ძირს კი
სპარსული ხალიჩა აგია, რომელიც მიუხედავად ასაკისა, კვლავაც
ძალიან რბილია.
მეორე სართული: ედის ბიბლიოთეკა თაროებზე მჭიდროდ ჩაწ-
ყობილი, კუთხეებმოკეცილი და შეყვითლებულყდიანი წიგნებით.
აქვეა ჩემი კაბინეტიც „იკეას“ მაგიდაზე მოთავსებული „მაკით“, რო-
მელსაც ონლაინჭადრაკის ბრძოლის ველის ფუნქცია აქვს შეთავსე-
ბული. სააბაზანო, დასაჯდომი აბაზანითა და ლურჯი ფილებით გა-
მოყვანილი „ამაღლებით“, რაც საპირფარეშო ოთახს დამატებით
მნიშვნელობას სძენს.
ასევე, საკმაოდ ღრმა კარადა, რომელიც შეიძლება ოდესმე
„ბნელ ოთახად“ გადავაკეთო, თუ ციფრული ფოტოგრაფიიდან ფირ-
ზე გადასვლას გადავწყვეტ. თუმცა, მგონი ამის მიმართ ნელ-ნელა
ინტერესს ვკარგავ.
მესამე სართული: სახლის მეპატრონის საძინებელი და სააბაზა-
ნო. წელს დროის უმეტეს ნაწილს ლოგინში ვატარებ, რეგულირებად
ლეიბზე. ედს თავის მხარეს ლეიბი თითქმის მინიმალურ სირბილემ-
დე ჰქონდა დაყვანილი, ჩემი მაინც ბევრად მკვრივია. – აგურებზე
გძინავს, – მითხრა მან ერთხელ და ზეწარზე თითები დააკაკუნა.
– შენ კი ღრუბლებში, – მივუგე მე. შემდეგ ნელა და ხანგრძლი-
ვად მაკოცა.
მათი წასვლის შემდეგ, ამ შავი და ცარიელი თვეების განმავლო-
ბაში, ლოგინიდან თავს ძლივს ვწევ. ძალიან ნელი მოძრაობით ხან
ერთ მხარეს გადავგორდები, ხან – მეორე, პლედს ხან გადავიხდი,

12
ხანაც დავიფარებ.
მესამე სართულზე გვაქვს, ასევე, საძინებელი სტუმრებისათვის
თავისი პატარა საშხაპით.
მეოთხე სართული: ერთ დროს აქ მოსამსახურის ოთახი იყო, ახ-
ლა კი ოლივიას საძინებელი და მეორე სასტუმრო ოთახია. ხანდა-
ხან უბრალოდ ამოვბორიალდები, მის ოთახში მოჩვენებასავით
დავდივარ, ან ზღურბლზე ვდგები და მზის სხივებში მტვრის ნაწილა-
კებს ვაკვირდები. ზოგჯერ კვირები გადის ისე, რომ ამ ოთახის არსე-
ბობა არც მახსენდება, როგორც წვიმის წვეთები ჩემს კანზე.
ასეა თუ ისე, ხვალ ქმარს და შვილს ისევ დაველაპარაკები. ამა-
სობაში პარკის მიღმა აღარავინ ჩანს.

13
ოთხშაბათი

27 ოქტომბერი

207-ე სახლიდან სასტარტო ნიშნულთან აჩქარებული ცხენივით


გამორბის ტანადი თინეიჯერი და აღმოსავლეთით, ქუჩის გასწვრივ,
ჩემი ფანჯრების პირდაპირ ჩაირბენს. კარგად თვალი ვერ შევავლე
– დილით ადრე გავიღვიძე, გვიანობამდე „წარსულიდან“-ს ვუყუ-
რებდი, ახლა კი ვცდილობ „მერლოს“ დახმარებით გამოვფხიზლდე
– თუმცა მაინც გავარჩიე მისი ქერა თმა და ცალ მხარზე გადაკიდე-
ბული ზურგჩანთა. ბიჭი მალევე თვალს მიეფარა.
ნელა ვწევ ჭიქას, ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვჯდები და „ნიკონს“
ვიღებ. 207-ეს სამზარეულოში ვხედავ მამამისს, მხარბეჭიან კაცს,
რომლის სახესაც ტელევიზორის შუქი ანათებს. კადრს ვაახლოვებ
ტელევიზორზე, ის უყურებს გადაცემას „დღეს“. შემიძლია ქვევით ჩა-
ვიდე, ტელევიზორი ჩავრთო და პარალელურად ვუყურო, ანდა აქ
დავრჩე და ლინზიდან დავაკვირდე.
მეორე ვარიანტს ვირჩევ.

რაღაც დროის შემდეგ ობიექტივს ფასადისკენ მივმართავ, „გუგ-


ლი“ კი ქუჩის ხედს მთავაზობს: თეთრი ქვით ნაგები სახლი ბოზ-არ-
ტის მცირედი ნიშნებით და ეგრეთ წოდებული ქვრივის გადმოსახე-
დით. აქედან, რა თქმა უნდა, მხოლოდ სახლის ერთ კედელს ვხედავ.
აღმოსავლეთის ფანჯრებში კარგად ჩანს სამზარეულო, მეორე სარ-
თულის მისაღები და ზედა სააბაზანო.
გუშინ მტვირთავებმა ავეჯი მოიტანეს და სახლში შეზიდეს სავარ-
ძლები, ტელევიზორი და დიდი ძველებური კარადა. პროცესს ქმარი
ხელმძღვანელობდა, ცოლი კი მათი ჩამოსვლის პირველი ღამის
შემდეგ აღარ გამოჩენილა. ნეტავ, როგორ გამოიყურება.

14
ამ შუადღეს, ის-ის იყო როკ-ენ-როლი უნდა დამეშამათებინა,
რომ დამაფონის ხმა გავიგონე. მაშინვე კიბეზე ჩავედი, მთავარი კა-
რი გავაღე და იქ,როგორც იტყვიან, საბრძოლო შემართებით მდგა-
რი ჩვენი მდგმური დავინახე. სიმპათიური ბიჭია, გამოკვეთილი
ყბით და ნაპრალისებური, მუქი ღრმა თვალებით. პირდაპირ გრეგო-
რი პეკია (სხვათა შორის, ამ მოსაზრებაში მარტო არ ვარ. შემიმჩნე-
ვია –უფრო სწორად, მსმენია, რომ დეივიდი ქალბატონებთან შემ-
თხვევითი ურთიერთობების მოყვარულია).
– ამაღამ ბრუკლინში მივდივარ, – მატყობინებს ის.
ხელს თმაში ვიცურებ.
– გასაგებია.
– წასვლამდე რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? – ეს ჰგავს შეთავა-
ზებას ნუარის ფილმებიდან.
უბრალოდ ტუჩები შეკარი და ჩაბერე.
– გმადლობ. ყველაფერი რიგზეა.
ჩემ უკან იხედება და თვალებს აწვრილებს.
– ნათურა ხომ არ შევცვალო? აქ რაღაც ბნელა.
– მომწონს ბინდი. – ის ჩემი კაცივით შავია. მსურს ეს სიტყვები
დავამატო. მოიცა, ეს ხუმრობა „აეროპლანიდანაა“? – აბა... – რის-
თვის მიდის ბრუკლინში? გასართობად? დროის გასატარებლად?
სექსისთვის?.. – კეთილი მგზავრობა.
ტრიალდება და მიდის.
– იცი,შეგიძლია სარდაფის კარიდან შემოხვიდე ხოლმე, ‒ ვეუბ-
ნები ეშმაკურად. – შესაძლოა ხანდახან სახლში ვიყო. – იმედი
მაქვს, რომ გაეღიმება. ორი თვეა აქ არის და ჯერ მის სახეზე ღიმილი
არ მინახავს.
თავს მიქნევს და მიდის.
კარს ვკეტავ.
სარკეში ჩემს თავს ვაკვირდები. თვალების ირგვლივ წრიული
ნაოჭები მეტყობა. მხრებზე დაფენილ მუქ თმაში აქა-იქ ჭაღარა შემ-
პარვია. მხრებში მოშვებული ვარ, იღლიებთან თმა ამომივიდა, მუ-
ცელიც წამომეზარდა და თეძოებზე ღრმულები გამიჩნდა. მიცვალე-

15
ბულივით ფერმკრთალი ვარ, ხელებსა და ფეხებზე ვენები დამბერ-
ვია.
ღრმულები, ჭორფლები, ღინღლები, ნაოჭები. საკუთარ თავზე
უნდა ვიმუშაო. ადრე ხომ, ბევრის და მათ შორის ედის აზრით, სასია-
მოვნო, შინაურული გარეგნობა მქონდა, რაც ძალიანაც მიხდებოდა.
– მეზობლის გოგოს ჰგავდი, – მითხრა დანაღვლიანებულმა ედმა
უკვე ბოლოსკენ.
კაფელზე ფეხის თითებს დავცქერი. გრძელსა და უნაკლოს, ჩემი
სხეულის ლამაზი ნაწილებიდან ერთ-ერთს (თუ ხუთ-ხუთს?). ახლა
ისინი პატარა მტაცებლის ბრჭყალებს წააგავს. შემდეგ სამედიცინო
უჯრაში, ერთმანეთზე ტოტემის ძელებივით მიწყობილ წამლების
ფლაკონებს შორის, ფრჩხილების საკვნეტს ვპოულობ. ამ პრობლე-
მის მოგვარება მაინც შემიძლია.

16
ხუთშაბათი

28 ოქტომბერი

ნასყიდობის ხელშეკრულება გუშინ გაფორმდა. ჩემი ახალი მე-


ზობლები ალისტერ და ჯეინ რასელები არიან, რომელთაც ამ მოკ-
რძალებულ ქონებაში სამი მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი დო-
ლარი გადაიხადეს. „გუგლის“ ცნობით, ქმარი ბოსტონში მდებარე
საშუალო ზომის საკონსულტაციო კომპანიის პარტნიორია. მიუწ-
ვდომელია მისი მეუღლე. სცადეთ და შეამოწმეთ საძიებო სისტემა-
ში: ჯეინ რასელი.
საცხოვრებლად საკმაოდ მხიარული უბანი აირჩიეს.
ქუჩის გადაღმა მდებარე მილერების სახლი – აქ მომსვლელმა
ყველა იმედი კართან დატოვეთ – ერთ-ერთი იმ ხუთ სახლთაგანია,
რომლებსაც ჩემი საკუთარი სახლის სამხრეთის ფანჯრებიდან ვაკ-
ვირდები. აღმოსავლეთით დგას ორი იდენტური სახლი, დებ გრეი-
ებს1 რომ ვეძახი: ფანჯრებზე ზუსტად ერთნაირი კარნიზებით და მუქი
მწვანე შესასვლელი კარებით. მარჯვნივ მდებარე, შედარებით რუხ
სახლში, როგორც მახსოვს, ჰენრი და ლიზა ვასერმანები ცხოვრო-
ბენ – საკმაოდ დიდი ხანია. „უკვე ორმოცი ათწლეულია, – გვაცნობა
მისის ვასერმანმა, – რაც აქ გადმოვედით". შემოიხედა, რათა ჩვენ-
თვის სახეში მოეხალა, თუ რაოდენ აღშფოთებული იყვნენ ის და „მი-
სის ჰენრი“ „ერთ დროს ჭეშმარიტ სამეზობლოში“ „მორიგი
იუპის“2კლანის გამოჩენით.
ედი განრისხდა, ოლივიამ კი თავის სათამაშო კურდღელს იუპი
დაარქვა.
მას შემდეგ ვასერმანები აღარ გველაპარაკებიან. თუმცა, ახლა მე

1
ნაცრისფერი, რუხი
2
სლენგზე აღნიშნავს ახალგაზრდა, წარმატებულ პროფესიონალებს

17
თავად ვარ კლანი და თან, როგორც შევატყვე, ისინი დიდად არც მე-
ორე გრეის მაცხოვრებლებთან მეგობრობენ. სხვათა შორის, ამ მე-
ორე სახლში გვარად გრეიები ცხოვრობენ. მათ თინეიჯერი ტყუპი
გოგო ჰყავთ, მამა ვიწრო მიმართულების იურიდიული ფირმის, „ემ-
ენდ-ეი“-ს, პარტნიორია, დედა კი ლიტერატურის მოყვარულთა
კლუბის წევრი და დიასახლისი. როგორც მისი „მითაფის“ გვერდი-
დან ჩანს, ამ თვეში წასაკითხად „შეუმჩნეველი ჯუდი“ შეურჩევია,
რომელსაც ახლა შუა ასაკის რვა სხვა ქალთან ერთად მისაღებ
ოთახში განიხილავს.
ეს წიგნი მეც წავიკითხე. შემდეგ კი თავი იმ ლიტერატურული
კლუბის წევრად წარმოვიდგინე ყავასთან მისაყოლებელი ნამ-
ცხვრით ან ღვინით – ალბათ უფრო მეორით – და კრისტინ გრეის
შეკითხვით: „რას ფიქრობ ჯუდიზე, ანა?“ მე ვუპასუხებდი, რომ მას
ბუნდოვან პერსონაჟად მივიჩნევ, რაზეც ჩვენ გავიცინებდით. ისე,
ახლაც იცინიან და მეც ღვინის ყლუპის ფონზე მათი მხიარულების
გაზიარებას ვცდილობ.
მილერებისგან დასავლეთით ცხოვრობს ტაკედას ოჯახი.ქმარი
იაპონელია, ცოლი თეთრი, შვილი კი არამიწიერად ლამაზი. ეს ბიჭი
ვიოლონჩელისტია და ზაფხულობით, როცა ღიაფანჯრებიან მისა-
ღებში მეცადინეობდა, ედიც აღებდა ჩვენს ფანჯრებს. მახსოვს, ერთ
ივნისის ღამეს მე და ედი ბახის სუიტის ფონზე ვცეკვავდით. სამზა-
რეულოში ვირხეოდით, თავი მის მხარზე მედო, მას თითები ჩემს
ზურგზე დაელაგებინა. ქუჩის გადაღმა კი ბიჭი დაკვრას განაგრძობ-
და.
ამ ზაფხულს ისევ უკრავდა მუსიკა. ის მომიახლოვდა მისაღებ
ოთახთან და მინაზე ნაზად დამიკაკუნა: შემომიშვი! მაგრამ, არ გა-
ვუღე. არ შემეძლო. არა, ფანჯრებს აღარ გავაღებ. თუმცა, მისი ჩურ-
ჩული მაინც ცხადად მესმოდა:
გამიღე. გამიღე!
ტაკედების სახლის გვერდით მდებარეობს სახლი ნომრით 206-
208. ამ ორსართულიან დუპლექსში არავინ ცხოვრობს. ორი წლის
წინ ის რომელიღაც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ

18
შეისყიდა, თუმცა არავინ გადმოსულა. დიდად უცნაური ამბავია. და-
ახლოებით ერთი წლის განმავლობაში სახლის ფასადი დაკიდებუ-
ლი ბაღების მსგავსი მცენარეულობით დაიფარა, შემდეგ კი ეს ყოვე-
ლივე მოულოდნელად, ერთ ღამეში გაქრა. ეს მოხდა ედის და ოლი-
ვიას წასვლამდე რამდენიმე თვით ადრე. მას შემდეგ არაფერი შეც-
ვლილა.
ასეთი გახლავთ ჩემი სამხრეთი იმპერია და მისი სუბიექტები.
არც ერთ მათგანთან არ ვმეგობრობ და უმეტესობა სულაც ერთი-
ორჯერ მყავს ნანახი. ალბათ, ეს ქალაქური ცხოვრების ბრალია. ნე-
ტავ ვასერმანებმა თუ იციან რამე ჩემზე მეტი? ან ჩემი ამბავი მაინც
თუ გაუგონიათ.

აღმოსავლეთით ჩემს სახლს თითქმის ებჯინება წმინდა დიმფნას


სახელობის მიტოვებული კათოლიკური სკოლის შენობა, რომლის
დარაბები ყოველთვის დაკეტილია. ადრე ოლივიას ვაშინებდით,
რომ თუ ცუდად მოიქცეოდა, ამ სკოლაში გავგზავნიდით. შენობა ნა-
გებია ჭრელი მოყავისფრო ქვით და ძალიან მუქი ფანჯრები ამშვე-
ნებს. ეს არის ყველაფერი, რაც მის შესახებ მახსოვს. კარგა ხანია
იქით აღარ გამიხედავს.
დასავლეთითკი პარკია,რომელიც მხოლოდ ორ პატარა ნაკვეთს
მოიცავს. პარკი გარშემორტყმულია არც ისე მაღალი აგურის კედ-
ლით, რომელიც ჩვენს ქუჩას ჩრდილოეთით გამავალ ქუჩასთან
აკავშირებს. ქუჩის ორივე ბოლოში აწითლებული ნეკერჩხლები
დგას. ბროკერის თქმით, პარკი ძალიან ორიგინალურადაა მოწყო-
ბილი.
პარკს მიღმა კი გვაქვს სახლი ნომრით 207. ლორდებმა ის ორი
თვის წინ გაყიდეს და მალევე დაცალეს. სამხრეთით, ვეროს სანაპი-
როზე, თავიანთ ვილაზე გაფრინდნენ. სახლში კი ალისტერ და ჯეინ
რასელები შევიდნენ.
ჯეინ რასელი! ჩემს მასაჟისტს მასზე არასოდეს სმენია.
– მამაკაცები ქერათმიანებს ანიჭებენ უპირატესობას, – ვუთხარი
მე.

19
– ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგას ვერ ვიტყვი, – მი-
პასუხა ბინამ, რომელიც ჩემზე ახალგაზრდაა და ალბათ, ასეთი პა-
სუხის მიზეზიც ეს არის.
ეს ყველაფერი ამ დილით მოხდა. მანამ, სანამ შეწინააღმდეგე-
ბას შევძლებდი, ბინას ჩემი ცალი ფეხი უკვე მეორეზე გადაეჭდო და
მარჯვენა მხარეზე მაწვებოდა. ტკივილმა სუნთქვა შემიკრა.
– ეს შენი მუხლქვეშა მყესებისთვისაა საჭირო, – სცადა ჩემი
დარწმუნება.
– შე ძუკნა, – ამოვიგმინე მე.
შემდეგ ჩემი მუხლი იატაკს დააჭირა.
– ფულს იმისთვის ხომ არ მიხდი, რომ მოგეფერო.
ტკივილისგან ავკანკალდი.
– ეგ ფული აქედან წასვლაში რომ გადაგიხადო?
ბინა კვირაში ერთხელ მსტუმრობს და როგორც მე მიყვარს
ხოლმე თქმა – ცხოვრების შეძულებაში მეხმარება. თან, თავისი ინ-
ტიმური ცხოვრების სიახლეებს მაცნობს, რომლებიც ისეთივე საინ-
ტერესოა როგორიც ჩემი.
ოღონდ, იმის გამო, რომ ბინა მომთხოვნია, წუწუნებს:
– აპლიკაციებში ბიჭების ნახევარი ხუთი წლის წინანდელ ფოტო-
ებს ტვირთავს, – მერე გრძელ თმას ცალ მხარეს გადაიგდებს და და-
ამატებს ხოლმე, – მეორე ნახევარს კი ცოლი ჰყავს. არის მესამე ნა-
ხევარიც, რომელსაც გარკვეულ მიზეზთა გამო მარტო ყოფნა ურჩევ-
ნია.
ამ კალკულაციით სამი ნახევარი გამოდის, მაგრამ დამიჯერეთ,
არ ღირს მათემატიკაზე ედავო ადამიანს, რომელიც შენს ხერხე-
მალს ხელზე იხვევს.
„ჰეპნი“ ერთი თვის წინ გადმოვწერე. ვამბობდი, რომ „უბრა-
ლოდ, მინდოდა მენახა“, თუ რა ხდებოდა შიგნით. ბინა მიხსნიდა,
რომ ეს აპლიკაცია ერთმანეთთან უკვე შეხვედრილ ხალხს აკავში-
რებდა. მაგრამ, რა ხდება მაშინ, როცა არავის ხვდები? როცა გამუდ-
მებით ერთსა და იმავე, რამდენიმე სართულზე განაწილებულ ოთხი
ათას კვადრატულ ფუტზე მოძრაობ და მის ფარგლებს არ სცდები?

20
არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, პირველივე პროფილი რომელიც
შემხვდა, დეივიდს ეკუთვნოდა და მეც ჩემი გვერდი მაშინვე წავშა-
ლე.

ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯეინ რასელს თვალი მოვკა-
რი. მის ფორმებს ბუნებრივი აშკარად არ ეთქმის – გამობერილი
მკერდი, ვიწრო წელი – თუმცა, სრულიად ბუნებრივი ხომ არც მე
ვარ. მათი შვილი მხოლოდ ერთხელ, გუშინ დილით დავინახე. ქმა-
რი კი, ფართო მხრებით, კოხტა წარბებით და კეხიანი ცხვირით, მუდ-
მივად თვალში მხვდება. ხან სამზარეულოში კვერცხებს ტეხავს, ხან
მისაღებში კითხულობს, პერიოდულად კი საძინებელში ისე იყურე-
ბა, თითქოს იქ ვიღაცას ეძებს.

21
პარასკევი

29 ოქტომბერი

დღეს ფრანგულის გაკვეთილი მაქვს. ღამით კი ეს ნაძირალა ქმა-


რი – Diaboliques, ცოლი –„პატარა ნაპრალი“, მოსამსახურე, მკვლე-
ლობა და დაკარგული გვამი. წარმოგიდგენიათ, დაკარგული გვამი?
თუმცა, ჯერ მოვალეობები მიხმობს. აბებს ვყლაპავ, სამუშაო მა-
გიდასთან ვჯდები, მაუსს ერთ მხარეს ვაწვები, შემყავს პაროლი და
„აგორაში“ შევდივარ.
ყოველ საათში აქ, მინიმუმ, რამდენიმე ათეული მომხმარებელი
შემოდის და ეს ქსელი მთელ მსოფლიოს მოიცავს. მათ ნაწილს სა-
ხელებით ვიცნობ: ტალია სანაპიროდან, ფილი ბოსტონიდან, იუ-
რისტი, საკმაოდ არაიურისტული სახელით – მიტცი – მანჩესტერი-
დან, ბოლივიელი პედრო, რომლის ინგლისურიც ისეთივე დონეზეა,
როგორზეც ჩემი ფრანგული. დანარჩენები საკონტაქტოდ ნიკნეი-
მებს იყენებენ. თავდაპირველად მე ანაგორაფობი მერქვა, თუმცა
შემდეგ ერთ-ერთ მომხმარებელს ფსიქოლოგად გავეცანი და მას
შემდეგ ჩემი ნიკია – მოვიდაექიმი.
დიახ, ახლავე გაგსინჯავთ.
აგორაფობია თარგმანში ღია სივრცის შიშს ნიშნავს. პრაქტიკუ-
ლად კი აერთიანებს მრავალ ნერვულ აშლილობას. პირველად მისი
დოკუმენტირება 1800-იანების ბოლოს მოხდა,მოგვიანებით კი,და-
ახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ, აღწერეს, როგორც „დიაგნოს-
ტიკის დამოუკიდებელი ობიექტი“. ყველაზე ახლოს ის პანიკურ აშ-
ლილობასთან დგას. თუ დაინტერესდებით, ამ ყველაფრის შესახებ
შეგიძლიათ ფსიქოლოგიური აშლილობების დიაგნოსტიკისა და
სტატისტიკის სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში წაიკითხოთ.
ამ წიგნს მოკლედ DSM-5-ს ეძახიან და მე ეს დასახელება ყოველ-
თვის მახალისებს. რაღაც კინოფრენჩაიზივით ჟღერს. მოგეწონათ

22
ფსიქოლოგიური აშლილობა 4? მაშინ, სიქველითაც ისიამოვნებთ!
როცა საქმე დიაგნოსტიკას ეხება, სამედიცინო ლიტერატურა
თითქმის მხატვრულს ემსგავსება. „აგორაფობიული შიშები... ცოც-
ხლობს, როგორც გარეთ, ისე შიგნით. არ აქვს მნიშვნელობა – ხალ-
ხში ხართ, რიგში დგახართ თუ ხიდზე...“ – ისე, ყველაფერს მივცემ-
დი ხიდზე დგომისთვის. ჯანდაბა, რიგში დგომაზეც იმავეს ვიტყოდი.
აი, ეს ადგილიც მომწონს: „თუნდაც თეატრში, პარტერის შუაში
ბრძანდებოდეთ“. ხო, აბა რა, მე სხვა ადგილი არც შემეფერება.
თუ დაინტერესდით, 113-დან 133-ე გვერდამდე გადაათვალი-
ერეთ.
მრავალი ჩვენგანი – ვინც განსაკუთრებით დაზარალდა პოს-
ტტრავმატული სტრესით – სახლშია გამოკეტილი და უშველებელ,
უხეშ სამყაროს არ ენახვება. ზოგი ხალხმრავლობას ერიდება, ზო-
გიც საავტომობილო საცობებს, მე კი განსაკუთრებით ფართოდ გა-
დაჭიმული ცა, უსაზღვრო ჰორიზონტი, ხალხის წინაშე გამოჩენა და
სახლის გარეთ სამყაროს წნეხი მაფრთხობს. DSM-5 ამ ყოველივეს
ღია სივრცეებს უწოდებს და მოსაზრების გასამყარებლად 186 სქო-
ლიოს იყენებს.
როგორც ექიმმა, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ დროს დაავადებუ-
ლი ეძებს გარემოს, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებს. ასეთია
კლინიკური მიდგომა. როგორც დაზარალებული კი (დიახ, ეს არის
სწორი ტერმინი) ვთვლი, რომ აგორაფობიამ ჩემი ცხოვრება კი არ
დაანგრია, ჩაანაცვლა.

მესალმება „აგორას“ მწვანე ეკრანი. ვათვალიერებ ფორუმის


თემების სათაურებს და ქვესათაურებს. 3 თვეა სახლში ვარ გამოკე-
ტილი. შენი მესმის, კალა88. აგერ უკვე ათი თვეა, მეც აქ ვყურყუტებ.
აგორა ხასიათზეა დამოკიდებული? არა, ეს უფრო სოციალურ ფობი-
ას ჰგავს,დილისტოროლავ, ან ფარისებრის პრობლემას. ჯერ ისევ
ვერ ვიშოვე სამსახური. ოჰ, მეგან, როგორ მესმის შენი. ძალიან
ვწუხვარ. ედის წყალობით,ეგ პრობლემა არ მაწუხებს, მაგრამ ძა-
ლიან ვღელავ ჩემს პაციენტებზე.

23
ელფოსტაზე რომელიღაც ახალბედამ მომწერა. მე მას გაზაფ-
ხულზე შედგენილ თავის გადარჩენის სახელმძღვანელოს ვუგზავნი:
„ანუ, პანიკური აშლილობა გაწუხებს“
– ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები უხეშად არ ჟღერს.
შეკითხვა: როგორ ვიკვებო?
პასუხი: „ბლუ ეპრონი“, „პლეიტიდი“, „ჰელოუფრეში“.. ამერიკა-
ში საჭმლის მიტანის უამრავი სერვისი არსებობს. დარწმუნებული
ვარ, საზღვარგარეთ მცხოვრებლებიც მონახავენ მსგავს კომპანი-
ებს.
შეკითხვა: წამლები როგორ შევიძინო?
პასუხი: დღეს ამერიკის დიდი ფარმაცევტული კომპანიების უმე-
ტესობას ადგილზე მიტანის მომსახურება აქვს. პრობლემა არ იქნე-
ბა.
შეკითხვა: სახლში სისუფთავე როგორ შევინარჩუნო?
პასუხი: დაალაგე! საამისოდ რომელიმე სააგენტო დაიქირავე,
ან თავად მიხედე.
(ისე, მე არც ერთს არ ვაკეთებ. ჩემს სახლს კარგი დალაგება არ
აწყენდა).
შეკითხვა: და ნაგვის გადაყრაზე რა ვქნა?
პასუხი: მაგას დამლაგებელი მიხედავს. ან, შეგიძლია მეგობარი
დაიხმარო.
შეკითხვა: მოწყენილობას რით ვუშველო?
პასუხი: ო, ეს კი რთული შეკითხვაა.
და ა.შ. საბოლოოდ, ჩემ მიერ შედგენილი სახელმძღვანელოთი
მაინც კმაყოფილი ვარ. ამგვარი დახმარება არც მე მაწყენდა.
ეკრანზე ჩეთის ფანჯარა ჩნდება.
სალი4: გამარჯობა, ექიმო!

ვგრძნობ, როგორ ვიღიმი. სალი ოცდაექვსი წლისაა და პერტში


ცხოვრობს. რამდენიმე თვის წინ, აღდგომის კვირას, მას თავს დაეს-
ხნენ. მხარი მოიტეხა და სახე და თვალებიც დაიზიანა. გაუპატიურე-
ბაში ბრალდებული ვერაფრით ამოიცნეს. სალიმ ოთხი თვე ჩაკეტ-

24
ილ კარს მიღმა, მსოფლიოს ყველაზე იზოლირებულ ქალაქში გა-
ატარა, თუმცა უკვე ათი კვირაა, სახლიდან გასვლა დაიწყო და რო-
გორც თავად ამბობს, ეს ძალიან ეხმარება. წაადგა ფსიქოლოგის,
ავერსიული თერაპიისა და „პროპრანოლოლის“ დახმარება. არა-
ნაირი ბეტაბლოკატორები.
მოვიდაექიმი: გაგიმარჯოს! ყველაფერი რიგზეა?
სალი4: დიახ! ამ დილით პიკნიკზე ვიყავი!
ძახილის ნიშნები ყოველთვის უყვარდა. ღრმა დეპრესიაში ყოფ-
ნის დროსაც კი არ ავიწყდებოდა.

მოვიდაექიმი: მერე? როგორ ჩაიარა?


სალი4: გადავრჩი! :)

ხო, სმაილებიც ძალიან უყვარს.

მოვიდაექიმი: ყოჩაღ! „ინდერალზე“ რას შვრები?


სალი4: უკვე 80 მილიგრამამდე დავიყვანე.
მოვიდაექიმი: დღეში 2-ჯერ?
სალი4: 1-ხელ!!
მოვიდაექიმი: მინიმალური დოზა! ფანტასტიკურია! და გვერდი-
თი ეფექტები?
სალი4: თვალების სიმშრალე. სხვა არაფერი.

გაუმართლა. ამ პრეპარატს (სხვა მრავალთან ერთად) მეც ვიღებ


და ხანდახან თავის ტკივილი სრულიად გაუსაძლისია ხოლმე.
„პროპრანოლოლმა“ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, არი-
თმია, სუნთქვის გახშირება, დეპრესია, ჰალუცინაცია, კანის სხვა-
დასხვაგვარი რეაქცია, გულისრევა, დიარეა, შემცირებული ლიბი-
დო,უძილობა და ძილიანობა. – დღევანდელ წამლებს ნამდვილად
აკლია გვერდითი ეფექტები, – მითხრა ერთხელ ედმა.
– სპონტანური დამწვრობა, – შევთავაზე მე.
– კივილის შემოტევა.

25
– ნელი და მტანჯველი სიკვდილი.

მოვიდაექიმი: რეციდივის შემთხვევა არ გქონია?


სალი4: წინა კვირას წავბორძიკდი.
სალი4: მაგრამ გადავლახე. სუნთქვითი ვარჯიშით.
მოვიდაექიმი: ძველი მეთოდით – ქაღალდის პაკეტით,არა?
სალი4: თავს იდიოტად ვგრძნობ, მაგრამ აშკარად მოქმედებს.
მოვიდაექიმი: ასეც არის. ყოჩაღ.
სალი4: მადლობა. :)

ღვინოს ვსვამ. მორიგი ჩატის ფანჯარა იხსნება. ეს ენდრიუა – კა-


ცი, რომელიც კლასიკური ფილმების მოყვარულთა საიტზე გავიცა-
ნი.
ამ კვირაში გრემ გრინის ფილმების სერიასა და „ანჟელიკაზე“
რას იტყვი?
პაუზას ვიღებ. „დაცემული კერპი“ ჩემი საყვარელი ფილმია –
განწირული მსახურთუხუცესი და ბოროტმოქმედი ქაღალდის თვით-
მფრინავი... ამასთან, უკვე თხუთმეტი წელია არ მინახავს „შიშის სა-
მინისტრო“. ცხადია, სწორედ ძველი ფილმების სიყვარულმა დამა-
ახლოვა ედთან.
თუმცა, ენდრიუსთვის ჩემი სიტუაციის შესახებ არ მომიყოლია.
საბოლოოდ „მიუწვდომელზე“ შევჯერდი და სალისთან დავბრუნდი.

მოვიდაექიმი: ფსიქოლოგთან ისევ დადიხარ?


სალი 4: დიახ. :) მადლობა. კვირაში ერთხელ ვსტუმრობ. მეუბნე-
ბა, რომ საგრძნობი პროგრესი მაქვს.
სალი4: და რომ მთავარია წამლები და გამოძინება.
მოვიდაექიმი: კარგად გძინავს?
სალი4: ხანდახან კოშმარებს ისევ ვხედავ.
სალი4: თქვენ?
მოვიდაექიმი: მე ბევრი მძინავს.
ვფიქრობ, ზედმეტად ბევრიც. ამის შესახებ დოქტორ ფილდინგ-

26
თან უნდა ვახსენო, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ამას ვიზამ.
სალი4: თქვენი საქმე როგორაა? იბრძვით?
მოვიდაექიმი: შენსავით სწრაფად წინ ვერ მივიწევ. ეს სტრესი
ნამდვილი მხეცია, მაგრამ მეც მტკიცედ ვდგავარ.
სალი4: აბა, რა!
სალი4: ეს არის და ეს. უბრალოდ, ჩემი აქაური მეგობრების ამ-
ბები მაინტერესებდა. ყოველ თქვენგანზე ხშირად ვფიქრობ!!!

სალის ვემშვიდობები და სკაიპში ჩემი ტუტორი რეკავს.


– Bonjour, ივ, – ვბუტბუტებ ჩემთვის და რამდენიმე წამით ზარის
პასუხისგან თავს ვიკავებ. უკვე თვალწინ მიდგას მისი კუპრივით შა-
ვი თმა, მუქი კანი და ერთმანეთზე გადაბმული წარბები იმ მომენტში,
როცა მას ჩემი გამოთქმა არ მოსწონს. ეს კი საკმაოდ ხშირად ხდება.
თუ ენდრიუ კიდევ გამოჩნდა, დავაიგნორებ. შეიძლება სამუდა-
მოდაც. კლასიკური კინო ის არის, რასაც მე და ედი ვიზიარებთ და
სხვა არავინ.
ჩემს მაგიდაზე ქვიშის საათს ვატრიალებ და ვაკვირდები, რო-
გორ იცლება ზედა პირამიდა ქვიშის ნაწილაკებისგან. წარმოუდგენ-
ლად დიდი დრო გავიდა. თითქმის ერთი წელია სახლიდან არ გავ-
სულვარ.
უფრო სწორად, თითქმის არ გავსულვარ. რვა კვირის განმავლო-
ბაში ხუთჯერ შევძელი, რომ გარეთ, ბაღში გამეხედა ჩემი „საიდუმ-
ლო იარაღის“ გამოყენებით. ასე ეძახის დოქტორი ფილდინგი ჩემს,
უფრო სწორად, ედის ქოლგას, რომელიც „ლონდონ ფოგის“ საკმა-
ოდ ეშმაკური გამოგონებაა.
ბაღში გასვლის წინ ქოლგას ვშლი, პირისპირ ვიჭერ და მისი დახ-
მარებით კარს ვაღებ. შემდეგ ქოლგის შიდა სივრცეს და გვერდებს
ვაკვირდები: მუქი ტარტანი, შიდა ზედაპირის ოთხ სეგმენტზე დატა-
ნილი ოთხი კვადრატი, ერთმანეთის მკვეთი ოთხი თეთრი ზოლი.
ოთხი კვადრატი და ოთხი ზოლი. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ოთხი.
მაგიური ციფრი.ქოლგა დამცავი ფარივით მიპყრია და მის უკან ვი-
მალები.

27
ასე გავდივარ გარეთ.
ამოსუნთქვა. ორი, სამი, ოთხი.
ჩასუნთქვა. ორი, სამი, ოთხი.
ნეილონი მზის სხივებზე პრიალებს. პირველ ნაბიჯს ვდგამ (და
საფეხურიც, რა თქმა უნდა, ოთხია), ქოლგას ნელ-ნელა ცისკენ ვწევ
და სულ ოდნავ ვამჩნევ ექიმის ფეხსაცმელს და შარვალს. პერიფე-
რიული მზერით ვხედავ, რომ ჩემ ირგვლივ სამყარო სითხისებურ მა-
სად არის ქცეული.
– გახსოვდეს, შენ გაქვს საიდუმლო იარაღი, – მეძახის დოქტო-
რი ფილდინგი.
მინდა ვუყვირო, რომ არაფერია ამაში საიდუმლო. რომ უბრა-
ლოდ დღისით, მზისით, ხელში წყეული ქოლგა მიჭირავს.
ამოსუნთქვა, ორი, სამი, ოთხი. ჩასუნთქვა, ორი, სამი, ოთხი... და
მოულოდნელად გამომდის. უფრო გაბედულად ჩავდივარ კიბეზე
(ამოსუნთქვა, ორი, სამი, ოთხი) და გაზონზე რამდენიმე იარდს გავ-
დივარ (ჩასუნთქვა, ორი, სამი, ოთხი). შემდეგ კი პანიკა მიპყრობს,
მოულოდნელი ტალღა თვალებს მიბნელებს, ახშობს დოქტორი
ფილდინგის ხმასაც და შემდეგ... ამის გახსენება უკვე არ ღირს.

28
შაბათი

30 ოქტომბერი

გრიგალია. ქარი იფანს არხევს. უფრო და უფრო სველდება და


მუქდება ქვის ფილები. მახსენდება, როგორ გამიტყდა ერთხელ ჭიქა
შიდა ეზოში. ბუშტივით გასკდა და მინის ნამსხვრევები მოიბნა. სის-
ხლისფერი ღვინო კი ვენებივით დაიტოტა და ფეხებთან მომიახ-
ლოვდა.
ხანდახან, ასეთ ამინდში წარმოვიდგენ, როგორ ვზივარ ზევით,
ღრუბლებში მცურავ თვითმფრინავში და როგორ ვაკვირდები კუნ-
ძულს ქვემოთ: აღმოსავლეთ სანაპიროდან გადაჭიმულ ხიდს, ნათუ-
რასთან მოფრთხიალე ბუზების გუნდს დამსგავსებული მანქანების
ნაკადს.
იმდენი დრო გავიდა რაც წვიმა აღარ მიგრძნია... ან ქარი... კინა-
ღამ ვთქვი ქარის ალერსი-მეთქი, რაც სუპერმარკეტებში ნაყიდი
რომანის ფრაზას წააგავს.
თუმცა, სიმართლეა. აღარ მახსოვს არც თოვლის შეხება. ისე,
თოვლი არასოდეს მყვარებია.
ამ დილით ყოველდღიური ახალგაწურული ატმის წვენის მოტანა
დაავიწყდათ. ნეტავ, როგორ მოახერხეს.
იმ ღამით, როცა მე და ედი ერთმანეთს შევხვდით, არტჰაუსის
ჩვენებაზე „39 საფეხურს“ ვუყურებდით და ერთმანეთის ისტორიებს
ვადარებდით. მე ვუთხარი, რომ დედაჩემი თავდაპირველად თრი-
ლერებსა და კლასიკურ ნუარზე მზრდიდა, თინეიჯერობაში კი, კლა-
სელებთან ერთად, ჯენ ტერნისა და ჯიმი სტიუარტის კომპანიას ვარ-
ჩევდი. – ვერაფრით გადამიწყვეტია, საყვარლობაა თუ საცოდაობა,
აქამდე არც ერთი შავ-თეთრი ფილმი რომ არ მინახავს, – მითხრა
ედიმ, რომელიც ორი საათის შემდეგ ტუჩებში მკოცნიდა.

29
„ალბათ, გინდოდა გეთქვა, რომ მკოცნიდი“, – შემისწორებდა
ედი.
ოლივიას გაჩენამდე ფილმებს კვირაში ერთხელ მაინც ვუყურებ-
დით. ძირითადად, ვინტაჟურს. ჩემი ბავშვობის სასპენსებით ვინტე-
რესდებოდით: „ორმაგი დაზღვევა“, „ნათურა“, „დივერსანტი“, „დი-
დი საათი“.. მონოქრომულად ვცხოვრობდით და ჩემთვის ეს ძველი
მეგობრების სტუმრობის, ედისთვის კი ახლების გაჩენის შესაძლებ-
ლობა იყო.
ვაკეთებდით სიებს, მაგალითად, „გამხდარი კაცის“ ფრენჩაიზის
და ვიწყებდით საუკეთესო (პირველი) ფილმიდან და გავდიოდით
ყველაზე უარესისკენ („გამხდარი კაცის სიმღერა“). შემდეგ ვადგენ-
დით 1944 წლის შედევრების ნაკრებს ჯოზეფ კოტენის საუკეთესო
მომენტებით.
რა თქმა უნდა, შემიძლია სიები თავადაც შევადგინო. მაგალი-
თად: ჰიჩკოკისეული საუკეთესო ფილმები, რომლებიც ჰიჩკოკს არ
გადაუღია. აგერ, ბატონო:
Le Boucher, – კლოდ შაბროლის ფილმი, რომლის გადაღებაც,
როგორც ამბობდნენ, ჰიჩკოკს სურდა. „ბნელი გასასვლელი“ ჰამ-
პრი ბოგარტითა და ლორენ ბეკოლით – სან-ფრანცისკოს ვალენტი-
ნით. სხვათა შორის, ამ კინოსურათს შეიძლება ეწოდოს დასაბამი
ყველა იმ ფილმისა, რომელშიც პერსონაჟი გარეგნობის შესაცვლე-
ლად პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ წვება. „ნიაგარა“ მერლინ
მონროს მონაწილეობით, „შარადა“ ოდრი ჰეპბერნით, „უცაბედი ში-
ში“ ჯოან კროუფორდის წარბებით და ჰეპბერნისვე „დაუცადე დაღა-
მებას“ – სახლის სარდაფში რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი უსი-
ნათლო ქალბატონით. მე ჩემს სარდაფშიც კი ჭკუიდან ვიშლები.
გადავიდეთ პოსტპიჩკოკისეულ ფილმებზე: „გაქრობა“ სულის
შემხუთველი ფინალით. „გააფთრებული“ – დიდოსტატ პოლანსკის
ოდა. „გვერდითი ეფექტები“ – რომელიც იწყება, როგორც ფარმა-
კოლოგიის წინააღმდეგ მიმართული გრძელი და მოსაწყენი ამბავი,
შემდეგ კი სრულიად სხვა ჟანრში ინაცვლებს.
კარგი.

30
ახლა კი ცნობილი მცდარი ციტატები ფილმებიდან.
„კიდევ დაუკარი, სემ“ – თითქოს „კასაბლანკადან“, მიუხედავად
იმისა, რომ ეს სიტყვები არც ბოგის უთქვამს და არც ბერგმანს. „ის
ცოცხალია“ – სინამდვილეში ფრანკენშტაინს არ დაუკონკრეტებია,
ვისზე ან რაზე საუბრობდა, მან, უბრალოდ, თქვა „ცოცხალია".
„ელემენტარულია, ჩემო ძვირფასო უოტსონ“ – ეს ფრაზა ნამდვი-
ლად ჩნდება პირველ ხმოვან ფილმში ჰოლმსის შესახებ, თუმცა მას
კონან დოილის ნაშრომებში ვერსად იპოვით.
კარგი.
შემდეგ, რა გვაქვს?
ლეპტოპკს ვხსნი და „აგორაში“ შევდივარ. მხვდება მანჩესტერე-
ლი მიტცის წერილი არიზონაში კანის ჩაღრმავებებთან ბრძოლაში
მიღწეული წარმატებების შესახებ, საინტერესო არაფერია.

210-ე სახლის მისაღებში ტაკედას ბიჭი ჩელოზე ხემს უსვამს. შო-


რეული აღმოსავლეთით ოთხი გრეი, სიცილ-კისკისით, წვიმისგან
გაქცევას და სახლში შერბენას ცდილობს. პარკს მიღმა ალისტერ
რასელი სამზარეულო ონკანიდან ჭიქას წყლით ავსებს.
ნაშუადღევს ბოკალში კალიფორნიულ „პინო ნუარს“ ვისხამ და
უეცრად კარზე ზარის ხმა მესმის. ბოკალი ხელიდან მივარდება.
იმსხვრევა და არყის ხის თეთრ ზედაპირზე ღვინო იღვრება.
– ამის დედაც, – ვყვირი ხმამაღლა. სხვათა შორის, მარტო როცა
ვარ, უფრო ხმამაღლა და უფრო ხშირად ვილანძღები. ედი გაოცდე-
ბოდა. მეც გაოცებული ვარ.
ხელსახოცებს ხელს ვავლებ და ისევ მესმის ზარის ხმა.
„ვინ ჯანდაბაა?“ – ვფიქრობ მე. თუ ვამბობ? დეივიდი ერთი სა-
ათის წინ აღმოსავლეთ ჰარლემში საქმეზე წავიდა – კაბინეტიდან
ვუყურებდი. არც რაიმე შემიკვეთავს. ფეხზე ვდგები, ვცდილობ ირ-
გვლივ მივალაგო და კარისკენ დავიძრა.
დამაფონის ანთებულ ეკრანზე ვხედავ რასელების მაღალ ბიჭს
მჭიდროდ მომდგარ ქურთუკში, რომელსაც ხელში პატარა თეთრი
ყუთი უჭირავს.

31
საუბრის ღილაკს ვაჭერ.
‒ დიახ? – ვამბობ ხმამაღლა. ეს ხომ ნაკლებად სტუმართმოყ-
ვრულად ჟღერს ვიდრე „გამარჯობა“ და უფრო მეტად თავაზიანად
ვიდრე „მანდ ვინ ჯანდაბაა?“
– იცით, მე პარკის იქით ვცხოვრობ, – მეუბნება ბიჭი და თითქმის
ყვირის. წარმოუდგენლად სასიამოვნო ხმა აქვს.
– დედამ მთხოვა ეს თქვენთვის გადმომეცა. – ვხედავ, როგორ
მიაქვს ყუთი სპიკერთან. შემდეგ, რადგან კამერას ვერ ამჩნევს, დაბ-
ნეულად სწევს საჩუქარს ზევით.
– შეგიძლია, უბრალოდ... – ვფიქრობ, ხომ არ დავატოვებინო ყუ-
თი დერეფანში? გასაგებია, რომ ეს სამაგალითო მეზობლური საქ-
ციელი არ იქნება, მაგრამ მე უკვე ორი დღის დაუბანელი ვარ. თან,
შეიძლება კატამაც დაჩხაპნოს.
ისევ ისე დგას და ყუთი ხელში უჭირავს.
‒ შემოხვიდე, ‒ ვამთავრებ ნათქვამს და ღილაკს თითს ვაჭერ.
მესმის საკეტის ხმა და კარისკენ ვიძრები ფრთხილად, ისე, რო-
გორც ამას პანჩი აკეთებს ხოლმე, როცა უცხო ხალხს უახლოვდება
– ყოველ შემთხვევაში, ასე იქცეოდა, სანამ ჩემს სახლს უცხო ხალხი
სტუმრობდა.
ცივ მინას ყლორტივით წვრილი და გრძელი ჩრდილი ეფინება.
სახელურს ხელს ვკიდებ და ვატრიალებ.
ნამდვილად მაღალია. ბავშვის სახე და ლურჯი თვალები აქვს.
ამშვენებს მოწითალო თმა და იარა, რომელიც წარბიდან შუბლზე
მიუყვება. სადღაც თხუთმეტი წლის უნდა იყოს. მაგონებს ბიჭს, რო-
მელსაც ერთ დროს ვიცნობდი და რომელსაც შემდეგ ვაკოცე. ეს მე-
ნის საზაფხულო ბანაკში მოხდა. მომწონს.
– მე ეთანი მქვია, – მეუბნება ის.
– შემოდი, – ვუმეორებ მე.
შემოდის.
– როგორ ბნელა.
კედელზე ჩამრთველს ვაწვები.
სანამ მე მას ვაკვირდები, ის ოთახს ათვალიერებს: ნახატებს, სავ-

32
არძელზე წამოწოლილ კატას, სამზარეულოს იატაკზე მიყრილ ხელ-
სახოცებს.
– რა მოხდა?
– პატარა უბედური შემთხვევა, – ვეუბნები მე. – მე ვარ ანა. ანა
ფოქსი, – ვამატებ იმ შემთხვევისთვის, თუ ბიჭი ფორმალობებსაა
მიჩვეული. ასაკით დედად – ახალგაზრდა დედად ვეკუთვნი.
ხელს მართმევს და პრიალა, ლენტით შეკრულ ყუთს მაწვდის.
– ეს თქვენ, – მეუბნება მორცხვად.
– სადმე მანდ დადე. რამეს დალევ?
სავარძელში ჯდება.
– წყალი შეიძლება?
‒ რა თქმა უნდა. – სამზარეულოში ვბრუნდები და ნამსხვრევებს
თავს ვუყრი. – ყინულით?
– არა, მადლობა. – წყლით ჯერ ერთ ჭიქას ვავსებ, შემდეგ მე-
ორეს და დახლზე მდგარ ღვინის ბოთლს ყურადღებას არ ვაქცევ.
ყუთი ჩემი ლეპტოპის გვერდით, ყავის მაგიდაზე დგას. „აგორა-
დან" ჯერ არ გამოვსულვარ. ცოტა ხნის წინ დისკომიკისთან მო-
ულოდნელი პანიკური შემოტევის ჩაცხრომა შევძელი და ახლა ეკ-
რანზე დიდი ასოებით წერია „მადლობა”.
– კააარგი, – ვამბობ, ეთანის გვერდით ვჯდები და ჭიქას წინ ვუ-
დებ. – აბა ვნახოთ, რა გვაქვს აქ, – ლეპტოპს ვხურავ და ყუთისკენ
ვიწევი.
ლენტს ვაცლი, თავსახურს ვხსნი და იქიდან ქაღალდში გახვეუ-
ლი სანთელი ამომაქვს. შემდეგ შუქზე ვაკვირდები და სახესთან ვი-
ახლოებ.
– ლავანდაა, – მეუბნება ეთანი.
‒ ასეც ვიფიქრე. – ვამბობ და სანთლის სურნელს ვისუნთქავ. –
მიყვარს ლავანდა.
ეთანი ტუჩის კუთხით იღიმის. თითქოს ვიღაცამ ყელზე მოუჭი-
რაო. აშკარაა, რომ რამდენიმე წელში მისგან სიმპათიური მამაკაცი
დადგება. ქალები დააფასებენ ამ იარას. თუმცა, შესაძლოა უკვე
აფასებენ კიდეც გოგონები. ან ბიჭები.

33
– რამდენიმე დღის წინ დედამ მთხოვა, რომ თქვენთვის მომეტა-
ნა.
‒ ძალიან ჭკვიანური მიდგომაა. თუმცა, საჩუქრებს ახალ მეზობ-
ლებს იქით უნდა ვჩუქნიდეთ.
‒ ერთი ქალბატონი უკვე მოვიდა, – მეუბნება ეთანი, – და გვით-
ხრა, რომ ასეთ პატარა ოჯახს ამხელა სახლი არაფერში გვჭირდება.
– თავს დავდებ, ეს მისის ვასერმანი იქნებოდა.
– დიახ.
– ყურადღება არ მიაქციოთ.
– ეგრეც მოვიქეცით.
პანჩი იატაკზე ჩამოდის და ნელი ნაბიჯით გვიახლოვდება. ეთანი
იხრება, ხელის ზურგს ხალიჩას ადებს და კატას უყურებს. კატა ჩერ-
დება, შემდეგ მასთან მიდის, ხელზე ყნოსავს და ლოკავს. ეთანი
ხითხითებს.
‒ მიყვარს კატების ენები, – მეუბნება ისეთი ხმით, თითქოს ეს-
ესაა რაღაც მნიშვნელოვანი აღიარა.
– მეც. – წყალს ვსვამ. – პატარა ხორკლებითაა დაფარული. პა-
ტარა ნემსებით. – ვამატებ ყოველი შემთხვევისთვის, თუ არ იცის
რას ნიშნავს „ხორკლი“. მერე ვხვდები, რომ მოზარდებთან საუბარი
არ ვიცი. მათგან ყველაზე უფროსი, ჩემი პაციენტი, ხომ მხოლოდ
თორმეტი წლის იყო. – ავანთო სანთელი?
ეთანი მიღიმის და მხრებს იჩეჩს.
– რა თქმა უნდა.
სამუშაო მაგიდის უჯრაში ალუბლისფერი ასანთის შეკვრას ვპო-
ულობ, რომელსაც ამშვენებს წარწერა „წითელი კატა“. მახსოვს ამ
რესტორანში, სადღაც ორი თუ სამი წლის წინ, ედთან ერთად ვისა-
დილე და მგონი ქათმის ტაჯინი ვჭამეთ. ედს იქაური ღვინო მოეწონა.
მე მაშინ ამდენს არ ვსვამდი.
ასანთის ღერს ვანთებ.
‒ შეხედე, – ვამბობ, როცა დაბინდულ ოთახში ცეცხლის ალი აბ-
რიალდება. – რა ლამაზია.
ჩემს სიტყვებს მსუბუქი სიჩუმე მოჰყვება. პანჩი ეთანს კალთაზე

34
ახტება. ეთანი იცინის და ეფერება.
– მგონი მოსწონხარ.
– მეც ასე ვფიქრობ, – მეუბნება და მოხრილი თითით კატას ყუ-
რის ძირში ეფერება.
– როგორც წესი, ხალხი არ მოსწონს. ცუდი ხასიათი აქვს.
ქვმესმის ძრავას ხმის მსგავსი ძალიან ჩუმი ბგერები. პანჩი კრუ-
ტუნებს.
ეთანი იღიმის.
– სახლში ტოვებთ ხოლმე?
– სამზარეულოს კარში სპეციალურად მისთვის გაკეთებული კა-
რია, – ვუხსნი მე. – თუმცა, ძირითადად, სახლშია ხოლმე.
– კარგი ბიჭი ხარ, – ეჩურჩულება ეთანი პანჩს.
– ახალი სახლი როგორ მოგწონს? – ვეკითხები მე.
პასუხის გაცემამდე პაუზას იღებს. თითებით კატას თავზე ეთამა-
შება.
– ძველი სახლი მენატრება, – მეუბნება რამდენიმე წამში.
– ეჭვიც არ მეპარება. აქამდე სად ცხოვრობდით? – ცხადია, ამ
კითხვაზე პასუხი ისედაც ვიცი.
– ბოსტონში.
‒ ნიუ-იორკში რატომ გადმოხვედით? – ამ კითხვის პასუხიც ცნო-
ბილია.
‒ მამამ ახალი სამსახური იშოვა. – ტექნიკურად, ის უბრალოდ
აქეთ გადმოიყვანეს, თუმცა კამათს არ ვაპირებ. – აქ უფრო დიდი
ოთახი მაქვს, – მეუბნება ეთანი ისე, თითქოს ეს აზრი თავში უცაბე-
დად მოუვიდა.
‒ ვინც მანდ თქვენამდე ცხოვრობდა, სერიოზული სარემონტო
სამუშაოები ჩაატარა.
– ხო, დედა ამბობს, ჯოჯოხეთური სამუშაო იქნებოდაო.
– ნამდვილად ჯოჯოხეთური. მეორე სართულზე რამდენიმე ოთა-
ხი გააერთიანეს.
– ჩემს სახლში ნამყოფი ხართ?
– კი, რამდენჯერმე. ლორდებს კარგად არ ვიცნობდი, თუმცა ყო-

35
ველ წელს, შვებულებაში გასვლის წინ, წვეულებას მართავდნენ
ხოლმე. – ბოლოს მათთან დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი, ედ-
თან ერთად. ორ კვირაში კი დამტოვა.
ნელ-ნელა მოვეშვი. თავდაპირველად ეს ეთანის კომპანიას და-
ვაბრალე. ის ხომ ისეთი მშვიდი და სასიამოვნო მოსაუბრეა, რომ კა-
ტასაც კი მოეწონა. თუმცა, შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი სიმშვიდე ანა-
ლიტიკოსის როლის მორგების დამსახურებაა. კითხვა-პასუხი, ცნო-
ბისმოყვარეობა და თანაგრძნობა ხომ ჩემი მთავარი იარაღია.
წამიერად ისევ ჩემს ოფისში აღმოვჩნი. იქ, აღმოსავლეთ ოთ-
ხმოცდამერვეზე, დაბინდულ პატარა ოთახში, სადაც ერთმანეთის
წინ ორი ღრმა სავარძელი დგას, მათ შორის კი ლურჯი ხალიჩა აფე-
ნია. ისმის გამათბობელი რადიატორის სისინი.
კარი იღება და ვხედავ მოსაცდელს, სავარძელსა და ხის მაგიდას
– ზედ დაწყობილი ჟურნალებით „ჰაილაითზი“ და „რეინჯერ რიკი“.
აქვეა „ლეგოს“ სათამაშოები და თეთრი ხმაურის დანადგარი.
აი, უესლის კარიც. უესლი, ჩემი ბიზნესპარტნიორი და სამეცნიე-
რო ხელმძღვანელია. სწორედ მან მიბიძგა კერძო პრაქტიკის დაწყე-
ბისკენ. უესლი ბრილს ჩვენ უესლი ბრილიანტს ვეძახით. მას ამშვე-
ნებს გაწებილი თმა, შეუსაბამო წინდები, უსხარტესი აზროვნების
უნარი და ქვემეხისებური ხმა. აგერ, ვხედავ როგორ ზის ოთახში,
გრძელი ფეხები წინ გაუშლია და კალთაზე წიგნი დაუდევს. ფანჯარა
ღიაა და შიგნით ზამთრის ჰაერი აღწევს. ეწევა. ჩემკენ იხედება.
– გამარჯობა, ფოქს, – მეუბნება ის.
‒ ჩემი აქაური ოთახი წინაზე დიდია, – მიმეორებს ეთანი.
სავარძლის ზურგს ვეყრდნობი და ფეხს ფეხზე ვიდებ. ეს პოზა,
ცოტა არ იყოს, აბსურდული მეჩვენება. არც კი მახსოვს, ბოლოს ასე
როდის ვიჯექი.
– რომელ სკოლაში დადიხარ?
‒ საშინაო სკოლაში, – მპასუხობს ეთანი. – დედა მამეცადინებს.
– და სანამ რაიმეს დამატებას მოვასწრებ, მაგიდაზე მდგარი ფო-
ტოსკენ იხედება. – ეს თქვენი ოჯახია?
– კი. ჩემი ქმარი და ქალიშვილი. ედი და ოლივია.

36
– სახლში არიან?
– არა, აქ არ ცხოვრობენ. ჩვენ დავშორდით.
– აჰ. – პანჩს ზურგზე ეფერება. – რამდენი წლისაა?
– რვის. და შენ?
– თექვსმეტის. თებერვალში ჩვიდმეტის გავხდები.
ოლივიაც ამგვარად მიპასუხებდა. ბიჭი ასაკთან შედარებით აშ-
კარად უფრო პატარა ჩანს.
– ჩემი გოგოც თებერვალშია დაბადებული. ვალენტინობის
დღეს.
– მე კი ოცდარვაში.
– ნაკიან წელიწადს ოდნავ აცდენილხარ.
თავს მიქნევს.
– რას საქმიანობთ?
– ფსიქოლოგი ვარ. ბავშვებთან ვმუშაობ.
ცხვირს იჭმუხნის.
– ბავშვებს ფსიქოლოგი რად უნდათ?
– სხვადასხვა მიზეზი არსებობს. ზოგს სკოლაში აქვს პრობლემე-
ბი, ზოგს სახლში, ზოგსაც საცხოვრებლის გამოცვლა უძნელდება.
ამაზე არაფერს ამბობს.
– რადგან სკოლა სახლში მოგიწყვია, ალბათ მეგობრებს გარეთ
ნახულობ, არა? – ხვნეშის.
– მამაჩემმა ჩემთვის საცურაო ლიგას მიაგნო.
– დიდი ხანია, ცურავ?
– ხუთი წლიდან.
– ალბათ, კარგად გამოგდის.
– არა მიშავს. მამა ამბობს, რომ სათანადო უნარები მაქვს.
თავს ვუკრავ.
– არა, მართლა კარგად ვცურავ, – აღიარებს მორიდებულად. –
და სხვებსაც ვასწავლი.
– ცურვას ასწავლი?
‒ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხალხს. ოღონდ, ფიზი-
კურ შესაძლებლობებს არ ვგულისხმობ, – ამატებს მალევე.

37
– გონებრივს?
– დიახ. ბოსტონში ვასწავლიდი და მინდა აქაც გავაგრძელო.
– საიდან დაიწყო ეს ყველაფერი?
– ჩემი მეგობრის დას დაუნის სინდრომი აქვს. რამდენიმე წლის
წინ ოლიმპიადის ნახვის შემდეგ ცურვის სწავლა მოუნდა. მეც ვას-
წავლე და ბოლოს, მისი სკოლის რამდენიმე ბავშვიც ვამეცადინე.
მერე უკვე მთლიანად ჩავერთე ამ... – აშკარად სათანადო სიტყვას
ეძებს. – სფეროში.
– დიდებულია.
– წვეულებები და ეგეთი გართობა დიდად არ მიყვარს.
– შენი სფერო არაა?
– არა. – იღიმის. – სულაც არა.
თავს ატრიალებს და სამზარეულოს აკვირდება
– იცით, ჩემი ოთახიდან თქვენი სახლი ჩანს. აი, ეგერ არის.
ვიხედები. თუ ჩემს სახლს უყურებს, ესე იგი ხედავს საძინებელ-
საც. თუმცა, ამაზე ფიქრი არ მაწუხებს. ბოლო-ბოლო, ის მხოლოდ
თინეიჯერია. უკვე მეორედ დავეჭვდი, რომ გეია. შემდეგ კი უეცრად
თვალები ეყინება.
– ოჰ...– მარჯვნივ ვიხედები, სადაც ხელსახოცები უნდა იდოს.
უფრო სწორად, სადაც ჩემს ოფისში იდო ხოლმე. იქ კი ოლივიას მო-
ცინარი სახე მხვდება კბილებს შორის ფართო დაშორებებით.
– ბოდიში, – ამბობს ეთანი.
– არა, ბოდიშს ნუ მიხდი. რა მოხდა?
– არაფერი. – ამბობს და თვალებს ისრესს.
ცოტა ხანს ვიცდი. საკუთარ თავს ვახსენებ, რომ ბავშვია. მაღა-
ლი, ბოხი ხმით, მაგრამ მაინც ბავშვი.
– ჩემი მეგობრები მენატრებიან, – ამბობს იგი.
– დარწმუნებული ვარ, ასეა.
– აქ არავის ვიცნობ. – ლოყაზე ცრემლი ეღვრება და მაშინვე ხე-
ლის ზურგით იმშრალებს.
– სახლის შეცვლა ყოველთვის მძიმე გადასატანია. აქ გადმოს-
ვლის შემდეგ მეც კარგა ხანი დამჭირდა, სანამ ვინმეს დავუახლოვ-

38
დებოდი.
ცხვირით ხმაურიანად სრუტენებს.
– როდის გადმოხვედით?
– რვა წლის წინ. უფრო სწორად, უკვე ცხრა წელი გავიდა. კონექ-
ტიკუტიდან გადმოვედი.
ისევ სრუტუნებს და ცხვირზე ხელს ისვამს.
– ბოსტონი ბევრად შორს არის.
– ხო, მაგრამ ასეთი ცვლილებები ნებისმიერ შემთხვევაში რთუ-
ლად შესაგუებელია. – მინდა ჩავეხუტო, მაგრამ მაშინვე თვალწინ
წარმომიდგება სათაური: ადგილობრივმა განდეგილმა მეზობლის
ბავშვი შეაცდინა.
ცოტა ხნით სიჩუმეში ვსხედვართ.
– შეიძლება წყალი დავიმატო? – მეკითხება ეთანი.
– ახლავე მოგიტან.
– არა, ნუ შეწუხდებით, – ამბობს და ფეხზე დგება. პანჩი მის ფეხს
მიჰყვება და ყავის მაგიდის ქვეშ ძვრება.
ეთანი სამზარეულოს ნიჟარას უახლოვდება. ონკანს უშვებს და
ჭიქას წყლით ავსებს. ამასობაში მე ტელევიზორთან მივდივარ და
ცარიელ ყუთს მის ქვეშ ვდებ.
– ფილმები გიყვარს? – გავძახი სამზარეულოში. არაფერს მპა-
სუხობს. როცა სამზარეულოს კარისკენ ვტრიალდები, ვხედავ, რო-
გორ აკვირდება პარკს. მის მიღმა ფლუორესცენციულად კიაფობს
ნაგვის ყუთში ჩაწყობილი ბოთლები.
წამის შემდეგ ჩემკენ ბრუნდება.
– რა მკითხეთ?
– ფილმები გიყვარს? – ვუმეორებ მე. თავს მიქნევს. – მოდი, ეს
ნახე. DVD დისკების საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს. უფრო სწო-
რად, როგორც ჩემი ქმარი ამბობს, ზედმეტად დიდიც.
– მეგონა გაშორდით, – ბუტბუტებს ეთანი და გზას მიჭრის.
– მას მაინც ჩემი ქმარი ჰქვია. – ამ სიტყვებზე მარცხენა ხელზე
საქორწილო ბეჭედს ვაკვირდები და ვატრიალებ.
– თუმცა, მართალი ხარ. – შემდეგ თითს ღია კარადისკენ ვიშვერ

39
– თუ რომელიმე დისკი დაგაინტერესებს, თავისუფლად შეგიძლია
აიღო. DVD პლეიერი გაქვთ?
– მამას ლეპტოპს აქვს დისკის ჩასადები.
– მშვენიერია.
– იქნებ მათხოვოს.
– იმედი ვიქონიოთ. – ალისტერ რასელს უკვე ნელ-ნელა ვეცნო-
ბი.
– რა ტიპის ფილმებია? – კითხულობს ეთანი.
– ძირითადად, ძველები.
– ანუ, შავ-თეთრი?
– უმეტესწილად, კი.
– შავ-თეთრი ფილმი არასოდეს მინახავს.
თვალებს ვაფართოებ.
– წინ დიდი სიამოვნება გელის. ყველა საუკეთესო ფილმი შავ-
თეთრია.
დაეჭვებული მზერა აქვს, მაგრამ კარადაში მაინც იყურება. აქ
დაახლოებით ორასი დისკია ისეთი სერიებიდან, როგორიცაა „კრი-
ტერიონი“, „კინო“, „იუნივერსალის ჰიჩკოკის კოლექცია“, დაჯგუფე-
ბული ნუარის ფილმები, „ვარსკვლავური ომები“ (მეც ხომ ადამიანი
ვარ). რამდენიმე პლასტმასის ყუთს ვაკვირდები და სათაურებს
ვკითხულობ. „ღამე და ქალაქი“, „მორევი“ და უეცრად წამოვიძახებ:
– აი, აქ არის! – ყუთს ვიღებ და ეთანს ვაწვდი.
– „როცა დაღამდება“, – კითხულობს ეთანი.
– დასაწყისისთვის კარგია. დაძაბული სიუჟეტი აქვს, მაგრამ სა-
შიში არაა.
– მადლობა. – ახველებს, მებოდიშება და ისევ წყალს სვამს. –
კატებზე ალერგია მაქვს.
გაოცებული ვარ.
– აქამდე რატომ არ მითხარი? – თან ჩემს კატას ვუყურებ.
– ძალიან საყვარელია, მისი წყენინება არ მინდოდა.
– წარმოუდგენელია, – ვეუბნები მას. – კარგი გაგებით ვამბობ.
მიღიმის.

40
– ჯობს წავიდე. – ამბობს, ყავის მაგიდისკენ ტრიალდება და ჭი-
ქას ზედ დებს. შემდეგ იხრება და მინის მეორე მხარეს პანჩს ეუბნება,
– შენ გამო არ მივდივარ, ძმობილო. კარგი ვინმე ხარ. – ისევ წელში
იმართება და ხელებს ფეხებზე ისვამს.
‒ბეწვის საწმენდი ხომ არ მოგცე? – თუმცა, დარწმუნებული არ
ვარ, რომ მაქვს.
– საჭირო არ არის, – მეუბნება და აქეთ-იქით იყურება. – შეიძ-
ლება საპირფარეშოში შევიდე?
წითელი ოთახისკენ ვანიშნებ.
– შენს განკარგულებაშია.
სანამ შიგნითაა, სარკეში ვიყურები. არა, დღეს, ან ყველაზე გვი-
ან ხვალ დილით, აუცილებლად შხაპს მივიღებ.
სავარძელში ვბრუნდები და ლეპტოპს ვხსნი.
‒ მადლობა დახმარებისთვის, – მწერს დისკომიკი. – თქვენ ჩემი
გმირი ხართ.
მოკლედ ვპასუხობ და ამ დროს წყლის ჩარეცხვის ხმა მესმის.
ეთანი სააბაზანოდან გამოდის და ხელის გულებს ჯინსის შარვალზე
იმშრალებს.
– ყველაფერი რიგზეა, – მატყობინებს და კარისკენ ჯიბეებში ხე-
ლებჩაწყობილი, სკოლის მოსწავლის სიარულის მანერით მიდის.
უკან მივყვები.
– მადლობა, რომ შემომიარე.
– მომავალ შეხვედრამდე, – მეუბნება და კარს აღებს.
მაგაში ეჭვი მეპარება, – ვფიქრობ მე, ხმამაღლა კი ვეუბნები:
– აბა, დროებით.

ეთანის წასვლის შემდეგ ისევ „ლორას“ ვუყურებ: ფილმმა პეიზა-


ჟებით მტკბობი კლიფტონ ვებითა და ვინსენტ პრაისით, რომელიც
სამხრეთული აქცენტის მორგებას ცდილობს, წესით, ჩემზე არ უნდა

41
იმოქმედოს, თუმცა მაინც მოქმედებს. თან ამ ყველაფერს საოცარი
მუსიკაც ემატება.
– მათ გამომიგზავნეს სცენარი და არა პარტიტურა, – დაიწუწუნა
ერთ მომენტში ჰედი ლამარმა.
სანთელი ანთებული დავტოვე. ოთახში მისი ალი ოდნავ კია-
ფობს.
მე „ლორას“ მელოდიას ვღიღინებ, ტელეფონს ვიღებ, ბლოკს
ვხსნი და ინტერნეტში ჩემი პაციენტების – უფრო სწორად, ყოფილი
პაციენტების – შემოწმებას ვიწყებ. ათი თვის წინ ყველა მათგანი
დავკარგე: ცხრა წლის მერი, რომელიც მშობლების დაშორების შემ-
დეგ იტანჯებოდა; რვა წლის ჯასტინი, რომლის ტყუპისცალი ძმაც მე-
ლანომათი გარდაიცვალა; თორმეტი წლის ენ მერი,რომელსაც ჯე-
რაც სიბნელის ეშინოდა. ასევე დავკარგე რაშიდი (თერთმეტი წლის
ტრანსგენდერი) და ცხრა წლის ემილი – ბულინგის მსხვერპლი.
დავკარგე დეპრესიით გატანჯული ათი წლის გოგონა, რომელსაც
ირონიულად ჯოი3 ჰქვია. მე დავკარგე მათი ცრემლები, მათი პრობ-
ლემები, მათი ბრაზი და სიმშვიდე. ჯამში ცხრამეტი ბავშვი დავკარ-
გე, ჩემი გოგოს ჩათვლით კი – ოცი.
რა თქმა უნდა, ვიცი, სად არის ახლა ოლივია. დანარჩენებს პე-
რიოდულად ინტერნეტით ვამოწმებ ხოლმე. ამაში ხან საძიებო სის-
ტემები, ხან „ფეისბუკის“ ყალბი ექაუნთი, ხანაც „ლინკდინის“ მშრა-
ლი პროფილი მეხმარება. ახალგაზრდების შემთხვევაში, როგორც
წესი, „გუგლი“ სრულიად საკმარისია.
ჯერ ავას ორთოგრაფიული შეჯიბრებისა და თეოს სტუდენტური
საბჭოს არჩევნებში ჩართულობის შესახებ წავიკითხე, შემდეგ გრე-
ისის დედის „ინსტაგრამის“ ალბომები გადავათვალიერე, თვალი
გადავავლე ბენის „ტვიტერს“, რომელსაც უცხო ანგარიშებისგან
დამცავი ფუნქციები აქვს გააქტიურებული, ბოლოს კი, ლოყებიდან
ცრემლების წმენდის და სამი ჭიქა წითელი ღვინის შემდეგ, აღმოვა-
ჩინე, რომ ისევ საძინებელში ვარ და ისევ ედს ველაპარაკები.

3
სიხარული, სიამოვნება, მხიარულება

42
– გამოიცანი ვინ ვარ, – ვეუბნები ტრადიციულად.
– მაგრად გამომთვრალხარ, უსაქმურო, – მეხუმრება.
– გრძელი დღე მქონდა. – ცარიელ ჭიქებს ვუყურებ და სინდისის
ქენჯნას ვგრძნობ. – ლივი რას შვრება?
– ხვალისთვის ემზადება.
– ოჰ. რა კოსტიუმი შეარჩია?
– მოჩვენების.
– გაგიმართლა.
– ანუ?
ვიცინი.
– შარშან ამ დროს ხომ სახანძრო მანქანის ფორმა ეცვა.
– მახსოვს რამდენი დრო დახარჯა.
– ეგ დრო მე დავხარჯე.
ვგრძნობ, როგორ იღიმის.
პარკის გადაღმა, მესამე სართულზე, ფანჯარაში მოჩანს ბნელი
ოთახი, კომპიუტერის განათებული ეკრანი, სამუშაო მაგიდა, მაგი-
დის სანათი და ეთანი, რომელიც სვიტერს იხდის. ჩვენი საძინებლე-
ბი ნამდვილად ერთმანეთს უყურებს.
ტრიალდება, თვალებს დაბლა ხრის და პერანგს იხდის.
მე თვალს ვარიდებ.

43
კვირა

31 ოქტომბერი

10

საძინებლის სარკმელში აისი აღწევს. მე გვერდზე ვტრიალდები


და თეძოთი ლეპტოპს ვეხები. წუხელ გვიანობამდე ჭადრაკს ვთამა-
შობდი. ჩემი მხედრები წაქცეული, ეტლები კი დამსხვრეულია.
ძალით შევდივარ საშხაპეში, პირსახოცით თავშეხვეული გამოვ-
დივარ და დეოდორანტს იღლიებში ვისვამ. როგორც სალი ამბობს
ხოლმე, ბრძოლისთვის მზად ვარ.
გილოცავთ ჰელოუინს.
ვინც უნდა დარეკოს, კარს არ გავაღებ. დეივიდი ქალაქის ცენ-
ტრისკენ შვიდ საათზე დაიძრება. მგონი ეგრე თქვა. დარწმუნებული
ვარ, კარგად გაერთობა.
მანამდე კარის წინ ტკბილეულის დატოვება შემომთავაზა, ჯამით,
რაზეც ვუპასუხე, რომ ბავშვები ასეთ ჯამს გარეთ ერთი წუთითაც არ
გააჩერებდნენ.
როგორც ჩანს, ჩემი სიტყვები ეწყინა.
– ბოდიში, რომ ბავშვთა ფსიქოლოგი არ ვარ, – მითხრა მან.
– ფსიქოლოგობა საჭირო არ არის. უბრალოდ, ბავშვობა უნდა
გქონდეს გამოვლილი.
ასე რომ, შუქს ჩავაქრობ და თავს მოვაჩვენებ, რომ სახლში არა-
ვინაა.
ფილმების საიტზე შევდივარ. ენდრიც შემოსულია; გაუზიარებია
პოლინ კელის ესე „თავბრუსხვევაზე“ და მიუწერია: – „სულელური!
და ზედაპირული“. გაუკეთებია სიაც: საუკეთესო ნუარი ხელების მო-
საკიდებლად( „მესამე კაცი“.ისმის ბოლო გასროლა.) კელის სტატი-
ას ვკითხულობ და ამის შესახებ ენდრიუს ვწერ. ხუთ წუთში საიტიდან

44
გადის.
ვერ ვიხსენებ ბოლოს როდის მოვკიდე ვინმეს ხელი.

11

ბახ.
ისევ შემოსასვლელი კარის ხმა. არადა, სავარძელში ვარ ჩაწო-
ლილი და „რიფიფის“ ძარცვის ხანგრძლივ და დაძაბულ სცენას ვუ-
ყურებ. უკვე ნახევარი საათია, არც ხმა ამოუღია ვინმეს და არც მუ-
სიკა ისმის. მხოლოდ კადრს მიღმა არსებული ხმები და სისხლის ხმა
ყურებში. ივმა მირჩია ფრანგულ კინემატოგრაფს მეტი დრო დაუთ-
მეო, თუმცა, სავარაუდოდ, ნახევრად მუნჯურ ფილმებს არ გულის-
ხმობდა.
ისევ ეს ბახ კარზე. უკვე მეორედ.
პლედს ვიხდი, ვდგები, ფილმს მართვის პულტით ვაპაუზებ და
ქვევით ჩავდივარ.
გარეთ უკვე დაბინდებულა. დერეფანში კარს ვუახლოვდები.
ბახ.
ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ამ სახლში არ მიყვარს.
ჩრდილებით დაფარული, მუქ ფერებში ჩაძირული დერეფანი, რომე-
ლიც წყალგამყოფია ჩემს სამფლობელოსა და გარე სამყაროს შო-
რის.
შუშებიანი შემოსასვლელი კარი მაქვს. მას ვუახლოვდები და
ერთ-ერთი შუშიდან ვიხედები.
ისმის ჭახანი და მინა ზანზარებს. მცირე ზომის ნაღმის მსხვერ-
პლი გავხდი. უფრო სწორად, მინას კვერცხი მოხვდა, გატყდა და
შიგთავსი ზედ შერჩა. ვხედავ სამ ბავშვს ქუჩაში, რომლებსაც გაბ-
რწყინებული სახეები აქვთ და ერთ-ერთ მათგანს ხელში მორიგი
კვერცხი უჭირავს.

45
ადგილზე ვირწევი. ხელით კედელს ვეყრდნობი.
ეს ჩემი სახლი, ჩემი ფანჯარაა.
ყელი მეჭიმება. თვალები ცრემლებით მევსება. ჯერ გაკვირვებას
ვგრძნობ, შემდეგ სირცხვილს.
ბახ.
ბოლოს კი – ბრაზს.
ვერ ვაღებ კარს, რომ გავიდე და ისინი აქედან გავყარო. უბრა-
ლოდ, კარს ვურტყამ ხელს...
ბახ.
თითებს მუშტად ვკრავ. ვყვირი. ვღრიალებ· ჩემი ხმა კედლებს
შორის იკარგება, ეს ბნელი დერეფანი კი ექოსმიბრუნებს.
უიმედოდ ვარ.
არა, არ ხარ, – ჩამესმის დოქტორი ფილდინგის ხმა.
ჩასუნთქვა, ორი, სამი, ოთხი.
არა, არ ვარ.
არ ვარ. თითქმის ათი წელი ვსწავლობდი, თხუთმეტთვიან სტა-
ჟირებას გავდიოდი რაიონის დაბალბიუჯეტიან სკოლებში, რასაც
შვიდწლიანი პრაქტიკა მოჰყვა. მე ძლიერი ვარ, – ამას დავპირდი
სალის.
თმას უკან ვიწევ, ვტრიალდები და მისაღებში გავდივარ. ჰაერს
ღრმად ვისუნთქავ და დამაფონის ღილაკს თითს ვაჭერ.
– ჩემს სახლს მოშორდით, – ვლუღლუღებ და ალბათ, ჩემს სიტ-
ყვებს გარკვევით ვერც ვაგონებ.
ბახ.
ჩემი თითი ღილაკთან თრთის.
– მოშორდით ჩემს სახლს!
ბახ.
ოთახიდან გავდივარ, კიბეს მივუყვები და კაბინეტში შევდივარ.
ფანჯრიდან ვხედავ ვანდალებს, რომლებიც ჩემს სახლს შემოსევიან.
მათი ჩრდილები საღამოს ბინდში იკარგება. მინაზე კაკუნს ვიწყებ.
ერთ-ერთი მათგანი ჩემკენ თითს იშვერს და იცინის. ხელი პიჩე-
რის მსგავსად გაუშლია და მორიგ კვერცხს მიმიზნებს.

46
მინას უფრო ძლიერად ვურტყამ. ეს ჩემი კარია. ჩემისახლი.
თვალებზე ბინდი მეფარება.
და უეცრად ქვევით ჩავრბივარ. ისევ მუქ დერეფანში შევრბივარ.
ცივ ფილებზე შიშველი ფეხებით ვდგავარ. ვუახლოვდები კარს, სა-
ხელურს ხელს ვკიდებ. ბრაზი ყელში მებჯინება, თვალებიდან ძლივს
ვიხედები. ჰაერს ჩავისუნთქავ – ერთი, ორი, სამი...
კარს ვაღებ. შუქი და ჰაერი ერთიანად მეტაკება.
წამიერად სიჩუმე მიპყრობს. ფილმებში რომ ხანგრძლივი სიჩუ-
მეა, ისეთი. ვამჩნევ მოპირდაპირე სახლს, სამ ბავშვს და ქუჩას მათ
უკან. დრო გაჩერებულია.
შემიძლია დავიფიცო, რომ ამ მომენტში რაღაცის გატეხვის, სა-
ვარაუდოდ, ხის წაქცევის ხმა მესმის.
შემდეგ კი...
შემდეგ ტალღა მეჯახება. საოცარ სიმძიმეს ვგრძნობ მუცელში.
პირს გაუაზრებლად ვაღებ და შიგ ქარის ქროლას ვგრძნობ. ცარი-
ელ სახლად ვარ ქცეული, რომლის დამპალი ფიცრებიც ქარს მი-
აქვს, სახურავი კი ხმაურით იშლება.
და მე ვკვნესი. დაბლა ვეშვები. ცალი ხელით აგურს ვეჭიდები,
მეორე ჰაერში მაქვს გაწვდილი. თვალები მიტრიალდება, ვხედავ
მომაკვდინებლად წითელ ფოთლებს და წყვდიადს. სადღაც შავებში
ჩაცმული ქალიც მოჩანს.
თვალებზე თეთრი ბინდი გადამეკრა. რაღაც ღრმა და სქელი შეგ-
რძნების აუზში ჩავიძირე. ვცდილობ წამოვიყვირო, მაგრამ პირი
თითქოს ქვიშით მაქვს სავსე. ვგრძნობ ასფალტის და სისხლის გე-
მოს. ვგრძნობ, როგორ ეხება ჩემი კიდურები მიწას. მიწა სხეულზე
მეკვრის. სხეულით კი ჰაერს ვეკვრი.
სადღაც გონების კუნჭულში მახსენდება, რომ ეს ყველაფერი უკ-
ვე მომხდარა. მახსენდება მაშინდელი ხმები და გაურკვეველი შეძა-
ხილები: დაეცა, მეზობელი, ვინმემ, შეშლილი.
ამჯერად აღარაფერი მესმის.
მკლავი ვიღაცის კისერზე მაქვს შემოხვეული. ვგრძნობ თმას,
რომელიც სახეზე მეკვრის, თუმცა ეს ჩემი თმა არ არის. ფეხებით ია-

47
ტაკს ვეხები. ახლა კი შიგნით ვარ. ეს დერეფნის ნაცნობი სიგრილე
და მისაღები ოთახის სითბოა.

12

– თქვენ წაიქეცით!
რასაც ვუყურებ, ყველაფერი „პოლაროიდის“ ფოტოებივით წა-
მიერად სადღაც ქრება. ვუყურებ ჭერს და ერთადერთ ნათურას, რო-
მელიც თავისი მანათობელი თვალით პირდაპირ მე დამცქერის.
– რამეს მოვიტან... ერთი წამით...
თავს გვერდზე ვწევ. ყურებში ჭრაჭუნისებური ხმა ჩამესმის. ეს კი
მისაღები ოთახის სავარძელი უნდა იყოს.
– ერთი წამით, ერთი წამით...
სამზარეულოს ნიჟარასთან დგას ქალი, რომელიც ჩემკენ ტრი-
ალდება. გრძელი შავი თმა უკან აქვს გადაწეული.
ხელები სახესთან მიმაქვს. ვისვამ ცხვირსა და პირზე. ჩავისუნ-
თქავ, ამოვისუნთქავ. მშვიდად. მშვიდად. ტუჩი მტკივა.
– მეზობელთან მივდიოდი, როცა დავინახე, რომ ეს პატარა ყალ-
თაბანდები სახლს კვერცხებს ესროდნენ, – ყვება ქალი. – მაშინვე
მათთან მივვარდი და შევძახე, რას სჩადიხართ, თქვე არგასაზრდე-
ლებო-მეთქი! მერე კი კარიდან თქვენც გამობარბაცდით და... კას-
რივით გაგორდით. – ალბათ, პაუზა იმიტომ აიღო, რომ სინამდვი-
ლეში „ნეხვის კასრის“ თქმა სურდა.
მიახლოვდება ორი ჭიქით, ერთში წყალია, მეორეში კი რაღაც
უფრო მუქი სითხე. იმედი მაქვს, ეს ბრენდია, ჩემი ბარიდან.
– წარმოდგენა არ მაქვს, რა შედეგს გამოიღებს ბრენდი, – ამ-
ბობს ქალი. – თავი „დაუნტონის სააბატოს“ პერსონაჟი მგონია. მე
თქვენი ფლორენს ნაითინგელი ვარ!
– თქვენ პარკის გადაღმა ცხოვრობთ, – ვლულლუღებ. სიტყვები
ტუჩებთან დორბლივით მეკიდება. ძლიერი ვარ.

48
ოხ, კარგი რა.
– რაო?
და მაინც, სიტყვების წარმოთქმას განვაგრძობ:
– თქვენ ჯეინ რასელი ხართ.
ქალი ჩერდება, გაოცებული მაკვირდება და მერე იცინის. ამ ნა-
ხევრად განათებულ ოთახში მისი კბილების ბრწყინვალება თვალ-
ში საცემია.
– ეგ საიდან იცით?
‒ ხომ თქვით, მეზობელთან მივდიოდიო? – ვცდილობ გასაგებად
ვისაუბრო. ირლანდიური მაჯის საათი, – ვფიქრობ ჩემთვის. – უნი-
კალური ნიუ-იორკი4 – ჩემთან თქვენმა ბიჭმა შემოიარა.
მიუხედავად დამძიმებული წამწამებისა, მაინც ვაკვირდები. ეს
არის ქალი, რომელსაც ედი გაფურჩქნილს უწოდებდა. სავსე თე-
ძოები და ტუჩები, წამოზრდილი მკერდი და პრიალა კანი აქვს. მხი-
არული სახე და ღია ლურჯი თვალები ამშვენებს. აცვია ლურჯი ჯინ-
სის შარვალი და მკერდამოღებული შავი სვიტერი. კისერზე ვერ-
ცხლის ყელსაბამი ჰკიდია. ორმოც წლამდე უნდა იყოს. როგორც
ჩანს, ბავშვი ადრიანად გააჩინა. მისი შვილის მსგავსად ისიც მომ-
წონს.
სავარძელს უახლოვდება და მუხლზე მუხლს მარტყამს.
– წამოჯექით, ტვინის შერყევა არ იყოს. – ვემორჩილები და წვა-
ლებით ვეზიდები სხეულს ოდნავ მაღლა. ჭიქებს მაგიდაზე დგამს და
ჩემ წინ, იმ ადგილზე ჯდება, სადაც გუშინ მისი შვილი იჯდა. შემდეგ
ტელევიზორისკენ იხედება და თვალები უფართოვდება.
– რას უყურებთ? შავ-თეთრ ფილმს? – აშკარად გაოცებულია.
პულტს ვწვდები და ეკრანს ვთიშავ.
– აქ ბნელა, – ოთახს თვალს მოავლებს ჯეინი.
– შეგიძლიათ შუქი აანთოთ? – ვთხოვ მე. – ცოტა არ იყოს... –
სათქმელს ვერ ვამთავრებ.
– რა თქმა უნდა. – სავარძლის უკან, ტორშერის ჩამრთველს სწვ-

4
ერთგვარი ენის გასატეხი

49
დება და ოთახი ნათდება.
თავს უკან ვხრი და ჭერზე ლაქას ვაკვირდები. ჩასუნთქვა, ორი,
სამი, ოთხი. დეივიდს დახმარება უნდა ვთხოვო. ამოსუნთქვა, ორი,
სამი, ოთხი.
– აბა, – ამბობს ჯეინი, მუხლებს იდაყვებით ეყრდნობა და გამომ-
ცდელად მიყურებს. – რა მოხდა იქ?
თვალებს ვხუჭავ.
– პანიკური შემოტევა იყო.
– ოჰ, საყვარელო... რა გქვია?
‒ ანა. ფოქსი.
– ანა, ეს უბრალოდ იმ სულელი ბავშვების ბრალია.
– არა, არა. გარეთ ვერ გავდივარ. – დაბლა ვიხედები და ბრენ-
დის ჭიქას ხელს ვკიდებ.
– მაგრამ, გარეთ რომ იყავი? მაგასთან ფრთხილად... – ამატებს
და ბრენდისკენ იხედება.
– გარეთ არ უნდა გავსულიყავი.
– რატომ? ვამპირი ხარ?
რეალურად, ჩემი კანის ფერის გათვალისწინებით, შეიძლება ეს
სიმართლეც იყოს.
– მე მაწუხებს აგორაფობია...
ტუჩები უწვრილდება.
– მეკითხებით?
– არა, ასე იმიტომ ვთქვი, რომ დარწმუნებული არ ვიყავი, იცო-
დით თუ არა მისი მნიშვნელობა.
– რა თქმა უნდა, ვიცი. ღია სივრცის შიში გაქვთ.
ისევ თვალებს ვხუჭავ და თავს ვუქნევ.
– მაგრამ, მეგონა აგორაფობია ლაშქრობების და მსგავსი აქტი-
ვობების შიშს გულისხმობდა.
– მე ვერსად გავდივარ.
ჯეინი ჩაფიქრებული იყურება.
– დიდი ხანია?
ბრენდის ბოლო ყლუპამდე ვცლი.

50
– ათი თვე.
საუბარს აღარ აგრძელებს. მე ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვახ-
ველებ.
– ინჰალატორი ან რამე მსგავსი ხომ არ გინდათ?
თავს ვაქნევ.
– არა, ეგ უარესია. გულს ამიჩქარებს.
ჩემს სიტყვებზე ფიქრობს.
– და ქაღალდის პაკეტი?
ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და წყლისკენ ვიხრები.
– ხანდახან მეხმარება ხოლმე, მაგრამ ახლა არა. ძალიან
მრცხვენია, ასე რომ შეგაწუხეთ.
– ოჰ, არ გინდათ...
– არა, მართლა უხერხულია. გპირდებით, ეს აღარ განმეორდე-
ბა.
ჯეინი ტუჩს იკვნეტს. ვამჩნევ, რომ ტუჩებს აქტიურად ამოძრა-
ვებს. შესაძლოა მწეველია, თუმცა ახლა კარაქის ხის საპნის სურნე-
ლი ასდის. – ესე იგი, მანამდეც დაგმართნიათ? ანუ, გარეთ გასულ-
ხართ და...?
სახე მემანჭება.
– კი, გაზაფხულზე. კურიერმა პროდუქტები კართან დამიტოვა და
მე ვიფიქრე, რომ მათ შიგნით შეტანას შევძლებდი.
– მაგრამ ვერ შეძელით.
– ვერა. თუმცა, ირგვლივ ბევრი ხალხი იყო და მალევე მიხვდნენ,
რომ არც გიჟი ვიყავი და არც უსახლკარო.
ჯეინი ოთახს ათვალიერებს.
– უსახლკარო ნამდვილად არ ხართ. აქაურობა... უაუ. – შემდეგ
ჯიბიდან ტელეფონს იღებს და ეკრანს აკვირდება.
– სახლში უნდა დავბრუნდე, – მეუბნება და ფეხზე დგება.
ვცდილობ მეც წამოვიმართო, მაგრამ ფეხები არ მემორჩილება.
– ძალიან კარგი ბიჭი გყავთ, – ვეუბნები მე. – თქვენი საჩუქარი
მომიტანა. მადლობა.
ქალი მაგიდაზე მდგარ სანთელს უყურებს და ყელსაბამს თითით

51
ეხება.
– ნამდვილად კარგი ბიჭია. ყოველთვის კარგი იყო.
– და სიმპათიურიც.
‒ ყოველთვის ასეთი იყო! – შემდეგ ყელსაბამზე დამაგრებულ
მცირე საკეტს ხსნის და შიგ ჩასმულ ფოტოს მიჩვენებს. ყელსაბამი
ჩემკენ აქვს გამოწეული, მე მას ვეხები და იქმნება ძალიან უცნაური
ინტიმური გარემო. ან იქნებ, უბრალოდ, ხალხთან კონტაქტს გადა-
ვეჩვიე?
ფოტოზე გამოსახულ პატარა ბიჭს გრიგალის შემდეგ ერთმანეთ-
ზე მიწვენილი ღობის მსგავსი კბილები და წარბთან მცირედი იარა
აქვს. ეს აშკარად ეთანის ფოტოა.
– აქ რამდენი წლისაა?
– ხუთის, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უფრო პატარა გეგონათ.
– ოთხის მეგონა.
– ნამდვილად.
– ასე გაზრდა როდის მოასწრო? – ვეკითხები და ყელსაბამს
ხელს ვუშვებ.
საკეტს ნაზად კეტავს.
– ყველაფერი თვალსა და ხელს შუა მოხდა. – იცინის და მალევე
ამატებს, – არა უშავს, რომ წავიდე? ჰიპერვენტილაცია ხომ არ შეგა-
წუხებთ?
– არა, არ შემაწუხებს.
– კიდევ ცოტა ბრენდი ხომ არ გინდათ? – მეკითხება, ყავის მაგი-
დისკენ იხრება და იქიდან ფოტოალბომს იღებს, რომელიც, სავარა-
უდოდ, აქ მოსვლისას თან ჰქონდა. ალბომს იღლიაში ამოიდებს და
ცარიელი ჭიქისკენ მზერას აპარებს.
– იყოს. წყალს დავჯერდები, – ვატყუებ.
– კარგი. – პაუზას იღებს და ფანჯარაში იხედება. – ოჰ, ეს რა სიმ-
პათიური მამაკაცი ჩანს გზის პირას, – მერე მე მიყურებს. – თქვენი
ქმარია?
– უჰ, არა. ეს დეივიდია, ჩემი მდგმური. ქვევით ცხოვრობს.
– რაო? – ჯეინი ღრმად ამოისუნთქავს. – ნეტავ მეც მყავდეს ასე-

52
თი მდგმური!
საღამოს არავის დაურეკავს. არ ვიცი, ჰელოუინზე მორბენლები
სახლში გამეფებულმა სიბნელემ დააფრთხო თუ ფასადზე შემშრალ-
მა კვერცხებმა.
ლოგინში ადრიანად ჩავწექი.
მაგისტრატურის კურსის შუაწელზე შვიდი წლის ბიჭს შევხვდი,
რომელსაც ეგრეთ წოდებული კოტარის სინდრომი აწუხებდა. ეს
არის ფსიქოლოგიური ფენომენი, რა დროსაც ადამიანს სჯერა, რომ
ის მკვდარია. ძალიან იშვიათი აშლილობაა, მით უმეტეს, ბავშვებში.
რეკომენდებული მკურნალობა გულისხმობს ანტიფსიქოტიკურ სა-
შუალებებს, რთულ შემთხვევებში კი ელექტროშოკს. თუმცა მე მას-
თან შედეგს საუბრით მივაღწიე. ეს ჩემი პირველი დიდი წარმატება
იყო. უესლის ყურადღებაც მაშინ მივიპყარი.
ახლა ის ბიჭი თინეიჯერი იქნება – ალბათ, ეთანის თანატოლი და
შესაბამისად, ჩემზე თითქმის ორჯერ პატარაა. ვწევარ და ამ ბიჭზე
ვფიქრობ. თავი მკვდრად არა, მაგრამ ცხოვრებისგან განცალკევე-
ბულად წარმომიდგენია. თითქოს ცხოვრებას შორიდან ვაკვირდები
და მასში ჩარევას ვერ ვახერხებ.

53
ორშაბათი

1-ლი ნოემბერი

13

როცა ამ დილით კიბეზე ჩავედი და სამზარეულოში შევბორიალ-


დი, შემოსასვლელ კართან დაგდებული ფურცელი დავინახე. მივუ-
ახლოვდი, ავიღე, დავაკვირდი და ამოვიკითხე წარწერა: კვერცხები.
დავიბენი,ვერ მივხვდი,დეივიდს საუზმის იდეა მოუვიდა თავში, თუ
რაში იყო საქმე. ბოლოს გადმოვაბრუნე და უკანა მხარეს წავიკით-
ხე: მოვაშორე.
ოჰ, გმადლობ, დეივიდ.
კვერცხები კარგად მენიშნა. გავედი სამზარეულოში და სამი
კვერცხი მოვიმზადე. რამდენიმე წუთში უკვე სამუშაო მაგიდასთან
ვიჯექი, საუზმის ბოლო ლუკმებს მივირთმევდი და „აგორაში“ შეს-
ვლას ვცდილობდი.
როგორც წესი, აგორაფობები დილაობით, ახალგალვიძებულზე
აქტიურობენ ხოლმე. მეც ორი საათი ტრადიციულად მათ დამშვიდე-
ბასა და მხარდაჭერაში გავატარე. დავარიგე წამლების რეკომენდა-
ციები („იმიპრამინი“ დღესდღეობით პოპულარულია, მაგრამ არც
„ქსანაქსი“ გადადის მოდიდან), ჩავერთე ავერსიული თერაპიის
(უდავო) უპირატესობის შესახებ კამათში და, თხოვნისამებრ, მის მი-
ერ გამოგზავნილ ვიდეოკლიპსაც ვუყურე, რომელშიც კატა დოლზე
უკრავდა.
ბოლოს, ის-ის იყო უნდა გამოვსულიყავი, რომ უეცრად ეკრანზე
ჩეთის ფანჯარა ამოხტა.

დისკომიკი: კიდევ ერთხელ დიდი მადლობა დახმარებისთვის,


დოკ.
პანიკური შემოტევა. გამახსენდა, როგორ ვებრძოდი კლავიატუ-

54
რას ორი საათის განმავლობაში მანამ, სანამ როგორც თავად დის-
კომიკი ამბობს, „ჭკუაზე იშლებოდა“.

მოვიდაექიმი: არაფრის. უკეთ ხარ?


დისკომიკი: ბევრად.
დისკომიკი: იცით, რაზე გწერთ, ერთ ქალბატონს ველაპარაკე,
რომელიც აქ ახალია და რომელიც პროფესიონალს ეძებდა. მე მას
თქვენი FAG5 გადავუგზავნე.

ექიმის რეკომენდაცია. საათს ვუყურებ.

მოვიდაექიმი: დღეს შეიძლება დრო ვერ გამოვნახო, მაგრამ მა-


ინც გადმოამისამართე.
დისკომიკი: მაგარია.

დისკომიკი ჩეთიდან გადის.

რამდენიმე წამში მორიგი შეტყობინება მოდის. ამჯერად ეს ბებო-


ლიზია. სახელზე ვაწკაპუნებ და პროფილს ვკითხულობ. სამოცდაა-
თი წლის. ცხოვრობს მონტანაში. საიტს შემოუერთდა ორი დღის წინ.
თვალს ისევ საათისკენ ვაპარებ, თუმცა სამოცდაათი წლის მონ-
ტანელი ქალის ხათრით ჭადრაკი ცოტას კიდევ მოიცდის.
ბებოლიზის ჩეთის ფანჯარაში ვხედავ შეტყობინებას – ბეჭდავს.
ის ახლა ან ძალიან გრძელ რამეს წერს,ან უბრალოდ, როგორც
მშობლების თაობის უმეტესობა – საჩვენებელი თითით ისევე
ფრთხილად კრეფს ასოებს, როგორც ფლამინგო მიიკვლევს გზას.
ჩემი ორივე მშობელი ასეთი იყო, მისალმების დაწერას ნახევარ
წუთს ანდომებდნენ.
ბებოლიზი: გამარჯობა!
მშვენიერია. თუმცა, სანამ ვუპასუხებ, თავადვე აგრძელებს:

5
ხშირად დასმული შეკითხვები (ინგლ)

55
ბებოლიზი: თქვენთან დისკომიკიმ გადმომამისამართა. ძალიან
მჭირდება რჩევა!
ბებოლიზი: შოკოლადის საკითხზეც მსურს რაღაც დახმარება,
მაგრამ ეს სხვა დროს იყოს...
როგორც იქნა სიტყვის ჩაკვეხებას ვახერხებ.
მოვიდაექიმი: გაგიმარჯოს! ამ ფორუმზე ახალი ხართ, არა?
ბებოლიზი: დიახ, ასეა!
მოვიდაექიმი: იმედი მაქვს დისკომიკი კარგად შეგხვდათ.
ბებოლიზი: ნამდვილად ასე იყო.
მოვიდაექიმი: რით შემიძლია დაგეხმაროთ?
ბებოლიზი: შოკოლადთან დაკავშირებით ვშიშობ ვერაფრით და-
მეხმარებით.
ნეტავ სულ ასეთი ნერვიულია?
ბებოლიზი: საქმე ის არის, რომ...
ბებოლიზი: ვერ ვიტან ამაზე ლაპარაკს, მაგრამ... დოლის ხმა...
ბებოლიზი: ერთი თვეა სახლიდან ვეღარ გავდივარ.
ბებოლიზი: პრობლემაც ესაა!
მოვიდაექიმი: სამწუხაროა. შეიძლება ლიზი დაგიძახოთ?
ბებოლიზი: რა თქმა უნდა.
ბებოლიზი: მე მონტანაში ვცხოვრობ და ჯერ ბებო ვარ, მერე კი
ხელოვნების მასწავლებელი!
იქამდეც მივალთ, ოღონდ ჯერ არა.
მოვიდაექიმი: ლიზი, რა მოხდა ერთი თვის წინ?
პაუზა.
ბებოლიზი: ჩემი მეუღლე გარდაიცვალა.
მოვიდაექიმი: გასაგებია. რა ერქვა თქვენს მეუღლეს?
ბებოლიზი: რიჩარდი.
მოვიდაექიმი: გისამძიმრებთ, ლიზი. მამაჩემსაც რიჩარდი ერ-
ქვა.
ბებოლიზი: მამაშენიც გარდაიცვალა?
მოვიდაექიმი: დიახ,დედ-მამა ოთხი წლის წინ დავკარგე. დედას

56
კიბო ჰქონდა, მისი გარდაცვალებიდან ხუთ თვეში მამას გული გა-
უჩერდა. ყოველთვის ვთვლიდი, რომ რიჩარდი ყველაზე კარგ
ხალხს ერქვა.
ბებოლიზი: როგორც ნიქსონს!
კარგია, ერთმანეთს უკვე ვუგებთ.
მოვიდაექიმი: რამდენი წელი იყავით დაოჯახებული?
ბებოლიზი: ორმოცდაშვიდი წელი.
ბებოლიზი: ერთმანეთი სამსახურში გავიცანით და, სხვათა შო-
რის, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო!
ბებოლიზი: ის ქიმიას ასწავლიდა, მე კი ხელოვნებას. რადიკა-
ლურად განსხვავებულებმა ერთმანეთი მივიზიდეთ!
მოვიდაექიმი: დიდებულია. შვილები გყავთ?
ბებოლიზი: ორი ბიჭი და სამი შვილიშვილი – ისინიც ბიჭები.
ბებოლიზი: კარგები არიან ჩემი ბიჭები, მაგრამ შვილიშვილებს
ვერ შეედრებიან.
მოვიდაექიმი: რამდენი ბიჭი გყოლიათ.
ბებოლიზი: აბა,რა!
ბებოლიზი: რა არ გამომივლია და რა არ მინახავს!
შესამჩნევია მისი ინტონაცია – ოპტიმისტური და სასიამოვნო.
საუბრობს პირდაპირ და თავდაჯერებულად. სწორად იყენებს პუნ-
ქტუაციას, იშვიათად უშვებს შეცდომებს და ინტერნეტსლენგთანაც
ახლოსაა. საერთო ჯამში, ის ზრდასრულია, რომელთანაც მუშაობა
შეიძლება.
ბებოლიზი: ისე, ბიჭი ხარ?
ბებოლიზი: ბოდიში, თუ ასეა. უბრალოდ, ხანდახან ექიმები გო-
გოებიც არიან ხოლმე! ყოველ შემთხვევაში, აქ, მონტანაში!
ვიღიმი. მომწონს.
მოვიდაექიმი: მე ნამდვილად გოგო ექიმი ვარ.
ბებოლიზი: კარგია! მეტი შენნაირი გვჭირდება!
მოვიდაექიმი: მითხარით, ლიზი, რა მოხდა რიჩარდის გარდაცვ-
ალების შემდეგ?
და მიყვება ამბავს იმის შესახებ, რომ გასვენებიდან შინ დაბრუნ-

57
ებულს ხალხის სახლში შემოშვების ეშინოდა. ეჩვენებოდა, რომ გა-
რე სივრცე მის სახლში შეჭრას ლამობდა. ამიტომ ჟალუზები ჩამოა-
ფარა. მომიყვა იმასაც, რომ მისი შვილები შორს, სამხრეთ-აღმო-
სავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ. მითხრა, რომ თავს გაურკვევ-
ლად და დაბნეულად გრძნობენ.

ბებოლიზი: ხუმრობა იქით იყოს და უნდა ვთქვა, რომ ეს ყველა-


ფერი ძალიან შემაწუხებელია.

აქ კი ჩემი მკლავების წამოწევის დრო დგება.

მოვიდაექიმი: რა თქმა უნდა, ასეა. ყველაფერი მესმის, რაც მო-


მიყევით. მართალია, რიჩარდმა დაგტოვათ, მაგრამ გარე სამყარო
მის გარეშე არსებობას მაინც განაგრძობს. ეს კი ძნელი მისაღები და
შესაგუებელია.

პასუხს ველოდები. სრული სიჩუმე. შემდეგ კი:

ბებოლიზი: შენი ძალიან მადლიერი ვარ. მართლა-მართლა.


ბებოლიზი: ეს შვილიშვილებმა მასწავლეს. „შრეკში“ მოისმინეს.
მართლა-მართლა.
ბებოლიზი: შეიძლება ცოტა ხანში კიდევ მოგწერო?
მოვიდაექიმი: რა თქმა უნდა.
ბებოლიზი: სერიოზულად?
მოვიდაექიმი: მართლა-მართლა!

რა ვქნა, თავი ვერ შევიკავე.

ბებოლიზი: დისკომიკის მართლა-მართლა მადლიერი ვარ, შენი


თავი რომ გამაცნო. ძალიან საყვარელი ხარ.
ბებოლიზი: ახლახან მივხვდი, რომ შენი სახელი არ ვიცი·
პასუხის გაცემისგან თავს ვიკავებ. „აგორას" არც ერთი მომხმარ-

58
ებლისთვის არ გამიმხელია ჩემი ნამდვილი სახელი, მათ შორის,
არც სალისთვის. არ მსურს რომელიმე მათგანმა მომაგნოს, ჩემი
პროფესიის და მდგომარეობის შესახებ გაიგოს და ყველაფერი ერ-
თმანეთთან დააკავშიროს, თუმცა ლიზის ამბავმა იმდენად იმოქმე-
და ჩემზე, რომ გამონაკლისის დაშვება გადავწყვიტე. საწყალი მო-
ხუცი ქვრივი სახლშია გამოკეტილი, ცისკენ გახედვის ეშინია და მი-
უხედავად ყველაფრისა, იუმორს მაინც ინარჩუნებს.
საოცარი შემთხვევაა.

მოვიდაექიმი: მე ანა მქვია.

ველოდები, რომ ჩეთიდან გავა, მაგრამ ვხედავ, რომ ისევ ბეჭ-


დავს.

ბებოლიზი: მადლობა, ანა.

ბებოლიზი ჩეთიდან გადის.


ვგრძნობ, როგორ ვდუნდები. მე ვიღაცას. დავეხმარე. კონტაქტი
დავამყარე. მოიცა, სად გავიგონე ეს ფრაზა?
სასმელი ნამდვილად დავიმსახურე.

14

ნაჩქარევად ჩავდივარ სამზარეულოში, თავს ვატრიალებ და მა-


ლების ტკაცუნი მესმის. ჩემს ყურადღებას რაღაც იპყრობს. ზევით,
მესამე სართულის კიბის თავზე, იქ, სადაც სახურავზე ასასვლელი
კარია, მუქ ლაქას ვამჩნევ.
დეივიდის კარზე ვაკაკუნებ. ცოტა ხანში მიღებს. ფეხშიშველია,
დაჭმუჭნილი მაისური და საშინაო ჯინსი აცვია. აშკარად ეძინა.

59
– ბოდიში, – ვეუბნები მე. – გაგაღვიძე?
– არა.
მატყუებს.
– შეგიძლია დამეხმარო? მგონი, წყალი ჩამომივიდა.
ბოლო სართულზე ავდივართ, გზად ჩავუარეთ კაბინეტს, ჩემს სა-
ძინებელს და ახლა ოლივიას და სტუმრებისთვის განკუთვნილ საძი-
ნებლებს შორის ვდგავართ.
– რამხელა სახურავის სარკმელია. – ამბობს დეივიდი.
ვერ ვხვდები, ეს კომპლიმენტია?
– ხო, ორიგინალურია, – ვეუბნები მხოლოდ იმიტომ, რომ რამე
ვთქვა.
– ოვალურია.
– ხო.
– ასეთს ბევრგან არ შევხვედრივარ.
– ოვალურს?
თუმცა, რეპლიკების გაცვლა აქ მთავრდება. რაღაცას აკვირდე-
ბა.
– ეს ობია, ‒ ამბობს იმ ექიმის ხმით,რომელიც პაციენტს ცუდ ამ-
ბავს ატყობინებს.
– უბრალოდ რომ მოვაშოროთ?
– არ გამოვა.
– აბა, რა ვქნათ?
დეივიდი ხვნეშის.
– ჯერ სახურავი უნდა შევამოწმო. – შემდეგ სახურავის კარზე და-
მაგრებულ ჯაჭვს ხსნის, კარს აღებს და შიგნიდან აკეცილ კიბეს ექა-
ჩება. სახლში მზის სხივები აღწევს. მე უკან ვიწევი. მგონი, მართლა
ვამპირი ვარ. დეივიდი კიბეს ბოლომდე შლის, შემდეგ ზედ ადის და
ვუყურებ, როგორ უჩინარდება სიბნელეში ჯინსშემოტკეცილი მისი
უკანალი.
– რამეს ხედავ? – ვეძახი ქვემოდან.
პასუხი არ არის.
– დეივიდ?

60
მესმის ჩხარუნი, შემდეგ კი ზემოდან წყალი იღვრება. მე კიდევ
უფრო უკან ვიხევ.
– ბოდიში, – ამბობს დეივიდი, – წყლის სათლი წაიქცა.
– არა უშავს. რამეს ამჩნევ?
პაუზა. შემდეგ კი ისევ დეივიდის, ამჯერად უფრო მოკრძალებუ-
ლი ხმა.
– აქ ჯუნგლები გქონიათ.
ეს ედის იდეა იყო. ოთხი წლის წინ, როცა დედა დამეღუპა, გადაწ-
ყვიტა, რომ თავი რაღაც ახლით უნდა გამერთო და სახლის სახურავ-
ზე ბაღის გაშენება დაიწყო. გვქონდა ყვავილები, ბოსტნეულის ნარ-
გავები, მინიატიურული ბზის ბუჩქები და მთავარი ღირსშესანიშნა-
ობა, რომელსაც ჩვენი ბროკერი pièce de rèsistance-ს6 უწოდებდა –
ექვსი ფუტი სიგანისა და თორმეტი ფუტი სიგრძის ხეივანი, რომე-
ლიც გაზაფხულსა და ზაფხულში, სქელი ფოთლების წყალობით, და-
ბურულ გვირაბად იქცეოდა ხოლმე. შიგნით ედმა მამაჩემის გარ-
დაცვალების შემდეგ მისი მემორიალი გააკეთა და ზედ დააწერა:Ad
astra per aspera– სირთულეებით ვარსკვლავებისკენ. ხანდახან, გა-
ზაფხულ-ზაფხულის საღამოს სახურავზე ავდიოდი, მოოქროსფრო-
მომწვანო ნათების ქვეშ წიგნს ვკითხულობდი და ღვინოს ვწრუპავ-
დი.
ბოლო პერიოდში კი ეს ბაღი საერთოდ არ გამხსენებია.
– ტყედ გადაქცეულა აქაურობა, – დაადასტურა ნათქვამი დე-
ივიდმა.
მინდა, რომ მალე ჩამოვიდეს.
– ამ რაღაც რკინის კონსტრუქციაზე ბრეზენტი გაქვთ გადაფარე-
ბული?
ყოველ შემოდგომას ხეივნის რკინის კონსტრუქციას ბრეზენტით
ვფარავდით. არაფერს ვამბობ, უბრალოდ ვფიქრობ.
– აქ სიფრთხილეა საჭირო, თორემ ამ ოვალურ მინას ფეხს და-
აბიჯებ.

6
მთავარი ღირსშესანიშნაობა (ფრანგ)

61
– მანდ ასვლას არ ვგეგმავ, – შევახსენებ დეივიდს.
დეივიდის ფეხქვეშ მინასთან შეხების ხმა ისმის.
‒ ძალიან მყიფეა. ტოტი რომ დაეცეს, შეიძლება ჩამოამსხვრი-
ოს. – რამდენიმე წამის შემდეგ ამატებს: – საოცარი ადგილია. გინ-
დათ, ფოტო გადავუღო?
– არა, მადლობა. ამ ნესტს რა ეშველება?
კიბეზე ჯერ ცალ ფეხს ვხედავ, მერე მეორეს და დეივიდი დაბლა
ეშვება, კიბეს კი თავის ადგილზე აბრუნებს.
– სახურავი ამ ადგილზე უნდა ამოვქოლო, თუმცა თავად ეს ობის
ფენა საღებავის საფხეკით შემიძლია მოვაშორო, – დეივიდი კარს
კეტავს, – შემდეგ ანაფხეკი ადგილი გავხეხო, გრუნტი და ემულსია
წავუსვა.
– მერე, ეგ ყველაფერი გაქვს?
– გრუნტი და ემულსია უნდა მქონდეს. ისე, აქაურობას განიავება
არ აწყენდა.
ვშეშდები.
– რას გულისხმობ?
– ფანჯრების გაღებას. თუნდაც ქვედა სართულზე.
– ფანჯრებს არსად ვაღებ.
დეივიდი მხრებს იჩეჩს.
– არადა, კარგი იქნებოდა.
კიბისკენ ვტრიალდები. ისიც უკან მომყვება. ხმას არ ვიღებთ.
‒ მადლობა, გარეთ ის სიბინძურე რომ მოაშორე, – ვეუბნები ძი-
რითადად იმისთვის, რომ უბრალოდ, რამე ვუთხრა. ახლა უკვე სამ-
ზარეულოში ვართ.
– ვინ ჩაიდინა?
– ვიღაც ბავშვებმა.
– მათი ვინაობა იცი?
– არა. – პაუზას ვიღებ. – რატომ მეკითხები? ჩემ გამო ყური უნდა
აუწიო? – დეივიდი თვალებს ახამხამებს. მე ვაგრძელებ: – იმედია,
ქვევით კომფორტულად ხარ. – უკვე ორი თვეა, აქ ცხოვრობს.
მდგმურის აყვანა დოქტორმა ფილდინგმა მირჩია. დეივიდი საშინაო

62
საქმეებში მეხმარება, სანაცვლოდ კი ქირას ვუმცირებ.
დეივიდი „კრეგლისტზე“ ჩემს განცხადებას პირველი გამოეხმა-
ურა. მახსოვს, მისი ელექტრონული წერილი ძალიან ლაკონიურად
მომეჩვენა, თუმცა მხოლოდ პირადად გაცნობის შემდეგ მივხვდი,
რაოდენ კარგი მოსაუბრე იყო. ის ცოტა ხნის წინ გადმოვიდა ბოსტო-
ნიდან, ეხერხება ყოველგვარი ხელსაქმე და საბანკო ანგარიშზე
შვიდი ათასი დოლარი უდევს. ქირის პირობებზე მალევე მოვრიგ-
დით.
– ჰო, – ამბობს და ჭერში ჩამონტაჟებული ნათურებისკენ იყურე-
ბა. – არსებობს ასეთი სიბნელის რაიმე კონკრეტული მიზეზი?
ვგრძნობ რომ ავღელდი.
– იცი, ბევრ ადამიანს ჩემს... – აქ რა სიტყვა აჯობებდა? – ..მდგო-
მარეობაში, ზედმეტად კაშკაშა განათება ხელს უშლის. – და ფან-
ჯრებისკენ ხელს ვიშვერ. – ეს სახლი ბუნებრივადაც მშვენივრად
ნათდება.
დეივიდი ჩაფიქრებული მიქნევს თავს.
– შენს ოთახში საკმარისი შუქია? – ვეკითხები მე.
– კი, არა უშავს.
ახლა უკვე მე ვუქნევ თავს.
– თუ მანდ, სადმე, ედის ნახაზებს გადააწყდე, გამაგებინე და შე-
ვინახავ.
შემდეგ პანჩის ფეხების ხმა მესმის.
‒ იცი, ძალიან ვაფასებ ყველაფერს, რასაც ჩემთვის აკეთებ, –
მივადევნებ ზურგში. დეივიდი უკვე გასასვლელი კარისკენ მიდის. –
ეს... ნაგვის გატანა, სახლის ხელსაქმე და რა ვიცი, ყველაფერი. ჩემი
მხსნელი ხარ.
– რა პრობლემაა.
პანჩი პირით რაღაცას მოათრევს და ჩვენ შორის იატაკზე აგ-
დებს. ვუყურებ.
მკვდარი ვირთხა.
დამფრთხალი უკან ვიხევ. მსიამოვნებს იმის შემჩნევა, რომ დე-
ივიდიც ასე იქცევა. პატარა ვირთხაა, გაზეთილი ბეწვით და შავი, გა-

63
ქუცული კუდით. სხეული ნაფლეთებად აქვს ქცეული.
პანჩი ამაყად გვიყურებს.
– ფუფ, – გავძახი პანჩს. ის კი თავს ნიშანმიუცემლად იქნევს.
– მაგრად უმუშავია, – ამბობს დეივიდი.
მე ვირთხას ვაკვირდები.
– ეს შენ უქენი? – ვეკითხები პანჩს და უცებ ვიაზრებ, რომ კატას
დაკითხვას ვუწყობ.
– ერთი ამას შეხედეთ, – ამბობს დეივიდი და უყურებს პანჩს, რო-
მელიც მას შავი აბრიალებული თვალებით შესცქერის.
– სადმე უნდა დავმარხოთ, არა? – ვკითხულობ მე. – ნამდვილად
არ მინდა ნაგვის ურნაში აყროლდეს.
დეივიდი ახველებს.
– ხვალ სამშაბათია, – ამბობს ის. ანუ, ნაგავს წაიღებენ. – მოდი,
გარეთ მე გავიტან. გაზეთი გაქვთ?
– დღეს ვინმეს კიდევ აქვს სახლში გაზეთები? – ვხვდები, რომ
ზედმეტად უხეშად გამომდის და მაშინვე ვამატებ, – სამაგიეროდ, პა-
კეტი მაქვს.
უჯრაში პაკეტს ვპოულობ, დეივიდი ხელს მიწვდის, მაგრამ ჩემი-
თაც ვახერხებ. ხელს ვყოფ პაკეტში, შემდეგ ვირთხას ვუახლოვდე-
ბი, ზემოდან ვაცვამ, შიგნით ვახვევ და პაკეტს ფრთხილად ვუკრავ
თავს.
შემდეგ პაკეტს დეივიდს ვუწვდი, ის მას კიდევ ერთ სანაგვე პო-
ლიეთილენის პარკში ათავსებს. ეს პარკი მან სპეციალური რეზერ-
ვუარიდან ამოიღო, რომლის გახსნის მომენტშიც თითქოს სადღაც
ქვემოდან საკანალიზაციო მილების ხრიალი მომესმა.
ესეც ასე, მშვიდად განისვენე.
შემდეგ დეივიდს ვუყურებ, ის უდარდელად უკრავს პარკს თავს
და მხარზე იკიდებს.
– ამას გარეთ გავიტან, – ამბობს და კარიდან გადის.
არა,მე მისთვის იმ გოგოს სახელის კითხვას არ ვაპირებ.

64
15

– აბა, ვინ ვარ.


‒ დედა.
ნათქვამს არ ვიმჩნევ.
– ჰელოუინმა როგორ ჩაიარა, საყვარელო?
– კარგად. – რაღაცას ღეჭავს. იმედია, ედი მის წონას ყურადღე-
ბას აქცევს.
– ბევრი ტკბილეული მიირთვი?
– ძალიან ბევრი. ამდენი არასოდეს მიჭამია.
– ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა? – რა თქმა უნდა, მიწის
თხილის „ემ-ენდ-ემსი“.
– „სნიკერსი“.
შოკში ვარ.
– ძალიან პატარებია, „სნიკერსის შვილებს ჰგავს.
– და ვახშმად რამე ჩინური ჭამე, თუ მხოლოდ „სნიკერსი“?
– ორივე.
არა, ედის ნამდვილად უნდა დაველაპარაკო.
თუმცა, როცა მასთან ამაზე სიტყვა ჩამოვაგდე, დაცვით პოზიცია-
ში ჩადგა.
– ეს წელიწადში ერთადერთი დღეა, როცა ტკბილეულს ვახშმად
ჭამს.
– არ მინდა პრობლემები შეექმნას.
სიჩუმე.
– კბილების?
– წონის.
ხვნეშის.
– მივხედავ.
ახლა მე ვხვნეში.
– არ ვამბობ, რომ ვერ მიხედავ.
– თუმცა, ასე ჟღერს.
შუბლზე ხელის გულს ვიდებ.

65
– უბრალოდ, რვა წლის ასაკში ბავშვებს ხშირად აქვთ სიმსუქნის
პრობლემა. გოგოებს განსაკუთრებით.
– ფრთხილად ვიქნები.
– თან, ხომ გახსოვს, ერთი პერიოდი როგორი პუტკუნა იყო.
– გინდა გაჩხინკული იყოს?
– არა, ეგეც ცუდია. უბრალოდ მინდა, ჯანმრთელად იყოს.
– კარგი. დღეს ძილის წინ დაბალკალორიულად ვაკოცებ, – ამ-
ბობს ედი. – ეს იქნება დიეტური კოცნა.
ვიღიმი, თუმცა როცა ერთმანეთს ვემშვიდობებით, დაძაბულო-
ბას ვგრძნობ.

66
სამშაბათი

2 ნოემბერი

16

შუა თებერვალში, სახლში გამოკეტვიდან ექვსი კვირის შემდეგ,


როცა უკვე მივხვდი, რომ არაფერი იცვლებოდა, დავუკავშირდი
ფსიქიატრს, რომლის ლექცია – „ატიპური ანტიფსიქოტური და პოს-
ტტრავმატული სტრესული აშლილობა“ ბალტიმორში, ხუთი წლის
წინ გამართულ კონფერენციაზე მოვისმინე. მაშინ ის არ მიცნობდა.
ახლა კი ჩემ შესახებ ბევრი რამ იცის.
თერაპიისგან შორს მდგომი ხალხი მიიჩნევს, რომ თერაპევტი
სტანდარტული, მშვიდად მოსაუბრე, მზრუნველი ხმის პატრონი ადა-
მიანია, რომლის ოთახშიც დგას დივანი, რომელზეც თქვენ წვებით
და ტოსტზე წასმული კარაქივით დნებით. ცხადია, ზოგ შემთხვევაში,
შესაძლოა ეს სტერეოტიპი მართალიც იყოს, მაგრამ დოქტორი ჯუ-
ლიან ფილდინგი სხვა ადამიანია.
ჯერ ერთი, დივანი არ აქვს. სამშაბათობით ედის ბიბლიოთეკაში
ვხვდებით ხოლმე. დოქტორი ფილდინგი ბუხართან რბილ სავარ-
ძელში, მე კი მოხრილი საზურგის მქონე სავარძელში ვჯდები. მარ-
თალია, ისიც დინჯად საუბრობს და ხმა პერიოდულად ძველი კარი-
ვით უჭრაჭუნებს, მაგრამ ყველაფერს ძალიან ზუსტად ხვდება. სწო-
რედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ფსიქიატრი. ედის ხშირად უთ-
ქვამს, რომ ის არის ტიპი, რომელიც ბანაობის დროს საშხაპიდან მო-
საშარდავად გამოდის.
– ანუ, – ამბობს დოქტორი ფილდინგი. სარკმლიდან შემოსული
შუადღის შუქი სახეზე ეცემა და წვრილ სათვალეს გამოუკვეთს. – ამ-
ბობ, რომ შენ და ედმა გუშინ ოლივიას გამო იკამათეთ. ასეთი საუბ-
რები როგორმე გეხმარება?
თავს ვატრიალებ, რასელების სახლისკენ ვიყურები, ნეტავ, ჯეინ

67
რასელი ახლა რას აკეთებს? სიამოვნებით დავლევდი: თითებს კი-
სერზე ვისვამ და ისევ დოქტორ ფილდინგს ვაკვირდები.
ისიც მე მიყურებს, შუბლზე ნაოჭები უფრო ცხადად ეტყობა. ალ-
ბათ, დაიღალა. დღეს ძალიან დატვირთული სეანსი გვქონდა: შევამ-
ჩნიე, რომ აღელდა ჩემი პანიკური შეტევის ამბის მოყოლისას, ყუ-
რადღება არ მიაქცია დეივიდის ისტორიას, ხოლო ედსა და ოლივია-
ზე საუბრისას, ისევ შეშფოთება დაეტყო.
კიდევ ერთხელ თვალს ვარიდებ. არაფერზე ვფიქრობ, ისე ვუყუ-
რებ ედის თაროებზე დაწყობილ წიგნებს – „პინკერტონის დეტექტი-
ვების ისტორიას“, „ნაპოლეონის“ ორტომეულს, „სანაპიროს არქი-
ტექტურას“. ჩემი მეუღლე – აწ ჩემგან ჩამოცილებული – ეკლექტი-
კური მკითხველი გახლავთ.
– თითქოს, ასეთი საუბარი შერეულ შეგრძნებებს გიჩენს, – მეუბ-
ნება დოქტორი ფილდინგი. ეს უკვე კლასიკური, თერაპევტის საუბა-
რია: „თითქოს“, „ვასკვნი რომ...“,„ვფიქრობ, შენი ნათქვამი...". ჩვენ
ყველანი ინტერპრეტატორები და მთარგმნელები ვართ.
– მე უბრალოდ... – ვიწყებ და სიტყვებს ვეძებ. შემიძლია ისევ ამ
გზას დავადგე? მგონი შემიძლია. – უბრალოდ, ისევ იმ მოგზაურო-
ბაზე ვფიქრობ. თავს ამას ვერაფრით ვპატიობ.
ოთახის მეორე ბოლოდან არაფერი ისმის. ალბათ იმიტომ, რომ
მას ეს ამბავი უკვე არაერთხელ მოუსმენია.
– ნეტავ ეს არ მექნა. ნეტავ ეს ჩემი კი არა, ედის, ან ვინმე სხვისი
იდეა ყოფილიყო. – თითებს ვატკაცუნებ. – ნეტავ იქ არასოდეს წავ-
სულიყავით.
თავაზიანი ხმით მეპასუხება:
– მაგრამ წახვედით.
ვხვნეში.
– შენ უბრალოდ საოჯახო მოგზაურობა დაგეგმე. ამის გამო არა-
ვის არ უნდა რცხვენოდეს.
– ნიუ-ინგლენდში. ზამთარში.
– ზამთარში ბევრი ადამიანი დადის ნიუ-ინგლენდში.
– სისულელე იყო.

68
– სულაც არა.
– წარმოუდგენელი სისულელე, – არ ვეშვები.
დოქტორი ფილდინგი აღარ მპასუხობს.
– ეს რომ არა, ისევ ერთად ვიქნებოდით.
მხრებს იჩეჩს.
– შესაძლოა.
– ნამდვილად ასეა.
ცხადად შევიგრძნობ მისი მზერის სიმძიმეს.
‒ გუშინ ვიღაცას დავეხმარე, – ვეუბნები მე. – ქალს, მონტანა-
დან. ბებოა, რომელიც ერთი თვეა სახლშია გამოკეტილი.
ექიმი ჩემი მხრიდან თემის ასეთ უადგილო ცვლილებებს მიჩვე-
ულია. „სინაპთიური ჩავარდნები“ – ასე უწოდებს ამ მოვლენას. მე
მას ბებოლიზის ამბავს ვუყვები და იმასაც ვეუბნები, რომ მას საკუ-
თარი სახელი გავანდე.
– ასე რატომ მოიქეცი?
– ვიგრძენი, რომ ჩემთან დაკავშირებას ცდილობდა. – განა ამის
შესახებ არ წერდა ფორსტერი? მხოლოდ დაკავშირებას? „ჰოვარდ-
ენდს“ ვგულისხმობ, ივლისში შერჩეულ წიგნს. – არა, ალბათ უბრა-
ლოდ მისი დახმარება მინდოდა.
– ანუ, სულგრძელობა გამოიჩინე, – ამბობს ექიმი.
– ალბათ.
სკამზე სწორდება.
‒ ისე ჩანს, თითქოს ადამიანთა აღქმას მათი გადმოსახედიდანაც
იწყებ და არა მხოლოდ საკუთარი პოზიციიდან.
– შესაძლოა.
– ეს პროგრესია.
ოთახში ნელი ნაბიჯით შემოდის პანჩი და ფეხებთან მიახლოვდე-
ბა. მე ფეხებს ადგილებს ვუცვლი და ისევ ერთმანეთზე ვაჯვარედი-
ნებ.
– ფიზიოთერაპიის საქმე როგორ მიდის? – მეკითხება დოქტორი
ფილდინგი.
ხელს ფეხებსა და მკერდზე ვისვამ ისე, თითქოს ეს-ესაა სატელე-

69
ვიზიო გადაცემაში რაღაც პრიზი მოვიგე.
– ეს კი ამ ოცდათვრამეტი წლის სხეულს ეკუთვნის! – უკეთ გა-
მოვიყურები, – ნათქვამს მალევე ვასწორებ. – თუმცა ადრე ბევრად
კარგ ფორმაში ვიყავი. არა, ვიცი, რომ ეს ფიტნესპროგრამა არ
არის. – ვამატებ, სანამ ეს სიტყვები თავად უთქვამს.
– ეს მხოლოდ ფიტნესპროგრამა არ არის, – მაინც მეუბნება
დოქტორი ფილდინგი.
– არა, ვიცი.
– ანუ, საქმე უკეთ მიდის?
– მგონი კი.
ყურადღებით მაკვირდება.
– არა, მართლა. ხერხემალი ბევრად უკეთ მაქვს. არც ნეკნებში
ვგრძნობ ტკაცუნს და აღარც ვკოჭლობ.
– შევამჩნიე.
– ვარჯიშიც მჭირდება და ბინაც მომწონს.
– დამეგობრდით?
– რაღაც მხრივ, კი, – ვაღიარებ მე. – კარგი ადამიანია.
– ოთხშაბათობით დადის ხოლმე, არა?
– როგორც წესი, ასეა.
– კარგია, – ამბობს ისე, თითქოს ოთხშაბათი აერობიკისთვის
ზედგამოჭრილი დღე იყოს. ის ბინას არასოდეს შეხვედრია. საერ-
თოდ, მათ ერთად ვერც წარმოვიდგენ. თითქოს სხვადასხვა განზო-
მილებაში არსებობენ.
ცოტა ხნით ჩუმად ვარ. საათზე დაუხედავადაც ვხვდები, რომ უკვე
დოქტორი ფილდინგის წასვლის დროა.
რამდენიმეწლიანი ურთიერთობის შემდეგ ორივე ზუსტად ვამ-
ჩნევთ ორმოცდაათი წუთის ამოწურვას.
– მინდა, რომ ბეტაბლოკერების მიღება გააგრძელო, – მეუბნება
დოქტორი ფილდინგი. – ორმოცდაათმილიგრამიან „ტოფრენილს“
დღეში ერთხელ სვამ. მინდა, დღეში ორჯერ დალიო, – ამბობს და
იღუშება. – ეს გადაწყვეტილება შენი დღევანდელი საუბრიდან გამ-
ომომდინარეობს. წესით, ხასიათის გამოსწორებაში უნდა დაგეხმა-

70
როს.
– მერე რომ ვირევი ხოლმე? – ვახსენებ მე.
– ირევი?
– ხო, ანუ მებინდებასავით.
– მხედველობას გულისხმობ?
– არა, უფრო... – ამაზე აქამდეც გვისაუბრია. განა, არ ახსოვს? –
გონება მებინდება და ხანდახან ერთდროულად ზედმეტად ბევრ რა-
ღაცაზე ვფიქრობ. ტვინი უამრავი რამით მაქვს სავსე. – ამ სიტყვებზე
ოდნავ ვიცინი და თავს უხერხულად ვგრძნობ.
დოქტორი ფილდინგი წარბზე თითს ისვამს. შემდეგ ამოისუნ-
თქავს.
– ხომ იცი, რომ ეს ზუსტი მეცნიერება არ არის.
– დიახ, ვიცი.
– ბევრ სხვადასხვა წამალს იღებ. რიგრიგობით გავზრდით დო-
ზებს მანამ, სანამ სასურველ შედეგს მივიღებთ.
თავს ვუქნევ. ყველაფერი გასაგებია, თვლის რომ ჩემი მდგომა-
რეობა უარესდება. მკერდი მეჭიმება.
– რაც გითხარი, ის წამალი, დღეში ორჯერ დალიე. შემდეგ კი
ვნახოთ, თუ კონცენტრაციის პრობლემა შეგექმნა, სხვა პრეპარატს
დავამატებთ.
– „ნოოტროპიკს“? – „ადერალი“. ამის შესახებ არაერთ მშო-
ბელს უკითხავს ჩემთვის და ბავშვებისთვის მის გამოწერაზე მუდამ
უარს ვამბობდი. ახლა კი თავად მომიწევს მისი მიღება.
‒ მოდი, ეს მოგვიანებით განვიხილოთ, – ამბობს, რეცეპტების
წიგნაკზე კალმით რაღაცას წერს, ფურცელს მოახევს და ხელის კან-
კალით მიწვდის. რაშია საქმე? ტრემორი თუ დაბალი შაქრიანობა?
ალბათ უფრო პარკინსონის პირველი ეტაპი. ყოველ შემთხვევაში,
ეს ჩემი განსახილველი არ არის.
– მადლობა, – ვეუბნები, ის კი დგება და ჰალსტუხს ისწორებს. –
ამას სათანადოდ გამოვიყენებ.
თავს მიკრავს:
‒ მაშინ, შემდეგ კვირამდე დაგემშვიდობები. – ბრუნდება და კა-

71
რისკენ მიდის. – ანა? – ამბობს და ჩემკენ ტრიალდება.
– დიახ?
ისევ თავს მიკრავს.
– გთხოვ, წამლების სია განაახლე.
დოქტორი ფილდინგის წასვლის შემდეგ წამლის მოთხოვნას ინ-
ტერნეტში ვავსებ. შეკვეთას საღამოს ხუთი საათისთვის მომიტანენ.
მანამდე ერთ-ორ ჭიქას კი მოვასწრებ. თუმცა ჯერ მონიტორის შო-
რეულ კუთხეში ორჯერ ვაწკაპუნებ „ექსელის“ ფაილზე სახელად:
წამლები.
აქ ინახება სრული სია ჩემი წამლების დასახელებების, ასევე –
ყველაფერი მათი დოზირების და მიღების წესების შესახებ. ვამჩნევ,
რომ აგვისტოს შემდეგ ფაილი არ განმიახლებია.
დოქტორი ფილდინგი ამჯერადაც მართალია: ბლომად წამალი
მაქვს დანიშნული, რომელთა დასათვლელადაც ორივე ხელის თი-
თები დამჭირდება. ამას ემატება ის, რომ ხშირად მავიწყდება ზოგი-
ერთის მიღება, ვურევ დოზებს, ვსვამ ალკოჰოლს.. დოქტორ ფილ-
დინგს ეს ყველაფერი განარისხებდა. არა, ნამდვილად უნდა გამოვ-
სწორდე და თავს მივხედო.
ვაწვები Q-ს და „ექსელიდან“ გამოვდივარ. დალევის დროა.

17

ცალ ხელში ბოკალით და მეორეში „ნიკონით“ კაბინეტის კუთხე-


ში, სამხრეთ და დასავლეთ ფანჯრებს შორის ვკალათდები და ვიწყებ
სამეზობლოზე, ანუ როგორც ედის უყვარს ხოლმე თქმა, სასაქონ-
ლო ღირებულებებზე დაკვირვებას. აგერ, რიტა მილერი იოგადან
ბრუნდება. გაოფლილია და მობილურზე ვიღაცას ღიმილით ელა-
პარაკება. ნეტავ ეს ის კონტრაქტორია თუ ქმარი? ან იქნებ სულაც
ვინმე სხვა? გვერდითა, 214-ე სახლის კარიდან მისის ვასერმანი და
ჰენრი გამოდიან და ფრთხილად ეშვებიან კიბეებზე. აქ სრული იდი-

72
ლია სუფევს.
კამერას დასავლეთით ვატრიალებ: დუპლექსის გვერდით ორი
ქვეითი დგას და ერთმანეთს დარაბებზე მიანიშნებენ. „კარგადაა ნა-
შენი" – წარმოვიდგენ როგორ ეუბნება ერთი მეორეს.
ღმერთო, უკვე სხვების სიტყვებს ვიგონებ.
ფრთხილად, ისე, თითქოს მეშინოდეს ვინმემ არ გამომიჭიროს –
თუმცა ამის ნამდვილად მეშინია – ობიექტივს პარკისაკენ მივმარ-
თავ. რასელების სახლის ფანჯრებზე ჟალუზები ისეა ჩამოფარებუ-
ლი, რომ შორიდან ნახევრად დახუჭულ თვალებს მოგაგონებთ.
აგერ, მისაღებში, ზოლიან სავარძელზე ჯეინს და ეთანსაც ვხედავ.
ქალს ღია ყვითელი სვიტერი აცვია, რომლის დეკოლტეშიც მკერ-
დის ღრმა ჭრილი მოჩანს. ყელსაბამი კი შიგ ამაყად მოთავსებულა,
მწვერვალზე მდგარი ალპინისტივით.
ობიექტივს ვატრიალებ, გამოსახულება უფრო აშკარა ხდება. ჯე-
ინი ლაპარაკობს, ხელებს იქნევს და ღიმილის დროს კბილებს აშიშ-
ვლებს. ეთანი თვალებდახრილი ზის, თუმცა ტუჩებზე მორცხვი ღი-
მილი დასთამაშებს.
რასელები დოქტორ ფილდინგთან არ მიხსენებია. ისედაც ვიცი,
რასაც იტყვის, საკუთარი თავის ანალიზი მეც შემიძლია. ეს არის
ჩემთვის ტოქსიკური ოჯახი – დედა, მამა და შვილი – და ისინი ძა-
ლიან ჰგვანან ჩემს საკუთარ ოჯახს. აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზე
ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც, ჩემ შემთხვევაში, ვთვლი რომ
სამუდამოდ დავკარგე. ღვინოს ვსვამ, ტუჩს ვიწმენდ, ისევ „ნიკონს“
ვიმარჯვებ და ობიექტივში ვიხედები. ჯეინი მე მიყურებს.
ეჭვი არ არის: ცხადად ვხედავ, როგორ მაკვირდება და იღიმის.
შემდეგ ხელს მაღლა სწევს და მიქნევს.
დამალვა მინდა.
რა ვქნა, მეც დავუქნიო? თუ გვერდზე გავიხედო ისე, თითქოს ფო-
ტოს სხვა რამეს ვუღებდი და ის შემთხვევით შევამჩნიე? უი, ვერ და-
გინახე?
არა.
სასწრაფოდ ფეხზე ვდგები და კამერა იატაკზე მივარდება.

73
‒ შეეშვი მაგას, – ვიძახი ხმამაღლა და ნაჩქარევად ჩავრბივარ
ჩაბნელებულ კიბეზე.
აქამდე არავის დავუჭერივარ. არც დოქტორს, არც რიტა მი-
ლერს, ტაკედას და ვასერმანსაც კი. არც გრეიებს, არც ლორდებს,
გადასვლამდე, და არც მოტსებს – გაშორებამდე. არასოდეს შევუმ-
ჩნევივარ ტაქსის მძღოლს, ან ფოსტალიონს, რომელსაც ყველა სახ-
ლის კართან ფოტოს ვუღებდი. თვეების შემდეგ კი ვათვალიერებდი
ამ ფოტოებს და ვიხსენებდი სარკმელს მიღმა არსებულ სამყაროს.
ცხადია, გამონაკლისებიც არსებობს – მილერები მართლა მაინტე-
რესებს. ან, ასე იყო მანამ, სანამ რასელები გადმოვიდოდნენ. თან,
ეს „ოპტეკას“ ობიექტივი ნებისმიერ ჭოგრიტზე უკეთესია.
ახლა კი სირცხვილით ვიწვი და ამას მთელი სხეულით შევიგ-
რძნობ. მახსენდება ყველა და ყველაფერი, რაც კი ჩემი კამერით და-
მინახავს: მეზობლები, უცნობები, კოცნა, ყვირილი, მოჭმული
ფრჩხილები, ძირს დავარდნილი ხურდა, ფართო ნაბიჯები, წაბორ-
ძიკება. ტაკედების ბიჭი დახუჭული თვალებით და ვიოლონჩელის
სიმებთან ათრთოლებული თითებით, გრეიები – მაღლა აწეული
ღვინის ჭიქებით და უაზრო სადღეგრძელოებით. ვიხსენებ მისის
ლორდს,რომელიც მისაღებში ტორტზე სანთლებს ანთებს, ასევე
ახალგაზრდა მოტსებს, რომლებიც ქორწინების ბოლო პერიოდში
წითელ სასტუმრო ოთახში ერთმანეთს უყვირიან, მათ შორის კი ია-
ტაკზე ლარნაკი იმსხვრევა.
ვფიქრობ ჩემს მყარ დისკზე, რომელიც მოპარული გამოსახულე-
ბებით არის სავსე. ვფიქრობ ჯეინ რასელზე, რომელიც თვალის და-
უხამხამებლად, პარკის მეორე მხრიდან მიყურებდა. მე უჩინარი არ
ვარ. ცოცხალი ვარ, ყველა მამჩნევს და ძალიან მრცხვენია.
მახსენდება დოქტორი ბრულოვის სიტყვები „მოჯადოებული-
დან“: „ჩემო ძვირფასო გოგონა, არ შეიძლება მუდმივად შუბლი ურ-
ტყა რეალობას და იძახო, რომ ის არ არსებობს“.
სამი წუთის შემდეგ ისევ კაბინეტში ავდივარ. რასელების სავარ-
ძელი ცარიელია. ეთანის საძინებელში ვიხედები. ბიჭი იქ ზის, კომ-
პიუტერთან.იატაკიდან ფრთხილად ვიღებ კამერას. არ გატეხილა.

74
და უცებ ზარის ხმა მესმის.

18

– ალბათ რა საშინელ მოწყენილობას გრძნობ, – ამბობს ქალი,


როცა კარს ვაღებ და მაშინვე მეხუტება. მე ნერვიულად ვიცინი. –
დარწმუნებული ვარ, ეგ შავ-თეთრი ფილმები უკვე გულს გირევს.
ნაჩქარევად შემოდის. მე ჯერაც არაფერი მითქვამს.
‒ რაღაც მოგიტანე, – მიღიმის და ჩანთას ხსნის. –საკმაოდ ცი-
ვია. – შიგნიდან „რისლინგის“ ბოთლს იღებს. პირი მიწყლიანდება.
საუკუნეა თეთრი ღვინო არ დამილევია.
– უჰ, რა საჭირო იყო...
თუმცა, ის უკვე სამზარეულოში იქექება.
ათ წუთში ბოთლს ვცლით. ჯეინი „ვირჯინია სლიმის“ ერთ ღერს
ეწევა, შემდეგ მეორეს და მალევე ჩვენს თავზე სიგარეტის კვამლი
გროვდება. სიგარეტისვე სუნი ასდის ჩემს ღვინოს. ვაკვირდები,
რომ ეს სრულებით არ მაწუხებს. მახსენდება მაგისტრატურის წლე-
ბი, უვარსკვლაგო ცა, ბარების ქუჩები ნიუ-ჰეივენში და კვამლის
სურნელის მქონე კაცების ტუჩები.
– აქ ბლომად „მერლო“ გქონია, – ამბობს ჯეინი და სამზარეუ-
ლოს დახლს აკვირდება.
– ხო, ერთიანად ვუკვეთავ ხოლმე, – ვუხსნი მე. – მომწონს.
– რამდენად ხშირად ავსებ მარაგს?
– წელიწადში რამდენჯერმე. – უფრო სწორად, თვეში ერთხელ
მაინც.
თავს მიქნევს.
– რამდენი ხანია, რაც ასე ხარ? მგონი ექვსი თვეო, არა?
– თითქმის თერთმეტი.

75
– თერთმეტი თვე, – ჯეინი ტუჩებით 0-ს გამოსახავს. – ვერ ვუს-
ტვენ, მაგრამ შეგიძლია ჩათვალო, რომ ახლა სწორედ ეს გავაკეთე.
– შემდეგ სიგარეტს ჩემი ბურღულეულის ჯამში აფერფლებს, თი-
თებს მლოცველის მსგავსად ატყუპებს და ჩემკენ იხრება. – აბა, რას
აკეთებ მთელი დღე?
– კონსულტაციას ვუწევ ხალხს, – ვეუბნები ამაყად.
– რომელ ხალხს?
– ინტერნეტში.
– აჰ.
‒ ასევე, ვესწრები ფრანგული ენის ონლაინგაკვეთილებს და
ვთამაშობ ჭადრაკს.
– ეგეც ონლაინ?
– დიახ.
ჯეინი თავისი ბოკალის კიდეს თითს აყოლებს.
– ანუ, ინტერნეტი, – ამბობს ის, – შენი ერთგვარი ფანჯარაა და-
ნარჩენ სამყაროში.
– ჰო, ამას ემატება ჩვეულებრივი ფანჯრებიც, – ვამბობ და მის
უკან არსებული ფანჯრისკენ თითს ვიშვერ.
– სათვალთვალო სარკმლები, არა? – ამბობს და მე ვწითლდები.
– კარგი, ვხუმრობ.
– ბოდიში, იმ...
მაშინვე ხელს იქნევს და ახალ ღერს უკიდებს.
– კარგი რა, გაჩუმდი. – პირიდან კვამლს უშვებს. – და ნამდვილი
ჭადრაკი არ გაქვს?
– თამაშობ?
– ადრე ვთამაშობდი, – შემდეგ სიგარეტს ჯამში აფერფლებას. –
მოდი მაჩვენე.
გახურებულ თამაშში ვართ, როცა ზარის ხმა ისმის. როგორც
ჩანს, წამლები მოიტანეს. ჯეინი დერეფანში გადის და კარს აღებს.
– მოგესალმებით, წამლებო! – იძახის დერეფნიდან და ამატებს,
– ესენი რამეში გეხმარება?
– სტიმულატორებია, – ვპასუხობ და მეორე ბოთლს ვხსნი, ამჯე-

76
რად „მერლოს”.
– ჩვენ აქ წვეულება გვაქვს.
ვსვამთ, ვთამაშობთ და ვლაპარაკობთ. აღმოჩნდა, რომ ორივეს
დედისერთა შვილები გვყავს, ცხოვრებისეულად ორივენი მცურავე-
ბი ვართ, ოღონდ ჯეინი მარტო ცურვას ამჯობინებს, მე კი დუეტში.
ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო.
ვუყვები ჩემი და ედის თაფლობის თვის შესახებ, რომელიც „ალე-
რიონზე“ – ოცდაცამეტფუტიან იახტაზე გავატარეთ. საბერძნეთის
კუნძულებს შორის დავცურავდით – სანტორინიდან დელოსზე, ნაქ-
სოსიდან მიკანოსზე. – მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, – ვიხსენებ მე.
– ჩვენ და ეგეოსის ზღვა.
– ზუსტად ისე, როგორც „მკვდარ მორევშია“, – ამბობს ჯეინი.
ღვინოს ვსვამ.
– მგონი მანდ წყნარ ოკეანეში დაცურავდნენ.
– მაგის გარდა ყველაფერი ისევე იყო, როგორც „მკვდარ მორევ-
ში“.
– ხო, მაგრამ თან მანდ პერსონაჟები უბედურებისგან თავის
დაღწევას ცდილობდნენ.
– კარგი, კარგი.
– და გაურბოდნენ ფსიქოპათს, რომელიც მათ მოკვლას ცდი-
ლობდა.
– შეიძლება აზრი დავამთავრო?
სანამ ის მოღუშული სახით ჭადრაკის დაფას დასცქერის, მე სამ-
ზარეულოში გავდივარ, მაცივრიდან „ტობლერონს“ ვიღებ, სამზა-
რეულოს დანით შუაზე ვჭრი და უკან ვბრუნდები. ვსხედვართ და ვი-
ღეჭებით. ოლივიას მსგავსად, ვახშმად ჩვენც ტკბილეულს შევექცე-
ვით.
მოგვიანებით:
– სტუმრებს ხშირად იღებ? – მეკითხება და დაფაზე კუს აცურებს.
თავს ვაქნევ და ღვინოს ვცლი.
– მხოლოდ შენ და შენი შვილი.
– და რატომ?

77
– არ ვიცი. მშობლები დამეხოცნენ, სამსახურს კი ზედმეტად ბევრ
დროს ვუთმობდი და მეგობრების გაჩენა ვეღარ მოვასწარი.
– არც კოლეგები?
უესლი მახსენდება.
– ორნი ვმუშაობდით, – ვამბობ მე. – ახლა კი მთელი საქმე მისი
საკეთებელია.
ჯეინი მიყურებს.
– სამწუხაროა.
– ნამდვილად.
– ტელეფონი ხომ მაინც გაქვს?
მე ჯერ სამზარეულოს დახლზე გაყოლებულ ტელეფონის ხაზზე
მივანიშნებ, შემდეგ კი ჯიბეზე ვირტყამ ხელს.
– ძველისძველი „აიფონია“, თუმცა მუშაობს, თუ ჩემი ფსიქიატრი
დამირეკავს, ან ვინმე სხვა. მაგალითად, მდგმური.
– შენი სიმპათიური მდგმური.
– ხო, ჩემი სიმპათიური მდგმური, – მორიგ ყლუპს ვსვამ და ჯე-
ინის დედოფალს ვიღებ.
– კარგი იყო, – მეუბნება, დაფიდან ფერფლს დაბლა ყრის და
ხმამაღლა იცინის.
მეორე პარტიის შემდეგ ჯეინი სახლის დათვალიერებას მთხოვს.
მცირე ხნით თავს ვიკავებ. ბოლო ადამიანი, რომელმაც ჩემი სახლი
თავიდან ბოლომდე მოიარა, დეივიდი იყო, მანამდე კი... ვერც ვიხ-
სენებ. ბინა პირველ სართულს არ გასცდენია, დოქტორი ფილდინგი
მხოლოდ ბიბლიოთეკაში ზის. თავად დათვალიერების იდეა იმდე-
ნად ინტიმური მეჩვენება, რომ ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ახა-
ლი საყვარელი სახლში ხელჩაკიდებული უნდა მოვატარო.
თუმცა ვთანხმდები. სართულ-სართულ ვიწყებ სიარულს და ჯე-
ინს ოთახებს ვათვალიერებინებ.
წითელი ოთახი – ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არტერიაში
ჩამკეტეს. – ბიბლიოთეკა – უჰ, რამდენი წიგნია! ყველა წაკითხული
გაქვს? – თავს ვაქნევ. – ერთი მაინც წაგიკითხავს? – ვხითხითებ.
ოლივიას საძინებელი – ძალიან პატარა არ არის? უფრო დიდი

78
დასჭირდება. აი, ეთანს რომ აქვს, ეგეთი. კაბინეტი – ჰეი! აქ კი გო-
გონა ნამდვილად გაერთობა.
– დროს, ძირითადად, ჩემნაირ ჩაკეტილებთან საუბარში ან ჭად-
რაკის თამაშში ვატარებ. არ ვიცი, რამდენადაა ეს გართობა.
– ნახე, – ამბობს, ჭიქას თაროზე დებს, ხელებს ჯიბეებში იწყობს
და სარკმელში იხედება.
– აი, ჩემი სახლი, – ამბობს იმგვარი სერიოზულობით, რომ მის
ტონში თითქმის სიცივე იგრძნობა. აქამდე მხიარული და ეშმაკური
იყო, ახლა კი ხმა წამიერად შეეცვალა და დასერიოზულდა.
‒ ხო, შენი სახლია, – ვეთანხმები მე.
– ლამაზია, არა? პირდაპირ საოცრება.
– ნამდვილად.
ცოტა ხნით კიდევ იყურება შემდეგ სამზარეულოში ვბრუნდებით.
ცოტა ხანში:
– ამას ხშირად იყენებ? – მეკითხება ჯეინი მისაღები ოთახიდან.
მე კი ჩემს მორიგ სვლაზე ვფიქრობ. ფანჯრებში შემომავალ მზის
სხივებში ჩაძირული ყვითელსვიტერიანი ჯეინი ჩემს სახლში მოჩვე-
ნებასავით დაცურავს. ამჟამად კედელზე მთვრალი კაცივით მიყუდე-
ბულ ქოლგაზე მიმანიშნებს.
– უფრო ხშირად, ვიდრე წარმოგიდგენია, – ვპასუხობ და ვუყვები
დოქტორი ფილდინგის უკანა ეზოს თერაპიაზე, კიბის იმ რამდენიმე
საფეხურსა და ნეილონის ზედაპირზე, რომელიც ჩემთვის დამცავი
ფარის როლს ასრულებს. ასევე გარე სამყაროს მკაფიოობაზე და ქა-
რის ნაკადზე.
– საინტერესოა, – ამბობს ჯეინი.
– ალბათ, გინდოდა გეთქვა „წარმოუდგენელი სისულელეა!“
– მაგრამ, ხომ გეხმარება?
მხრებს ვიჩეჩავ.
– რაღაც მხრივ კი.
– ჰოდა, – ამბობს და ქოლგის სახელურს ძაღლივით ეფერება, –
ძალიანაც კარგი.
– ჰეი, დაბადების დღე როდის გაქვს?

79
– რამის ჩუქებას აპირებ?
– ჰა ახლა...
– ისე, უკვე მალე, – ვეუბნები მე.
– მეც.
– თერთმეტ ნოემბერს.
ჯეინს თვალები უფართოვდება.
– მეც მაგ დღეს ვარ დაბადებული.
– ხუმრობ.
– არა,მეთერთმეტე თვის თერთმეტ რიცხვში! თერთმეტი-თერ-
თმეტი.
მე ჭიქას მაღლა ვწევ.
– თერთმეტი-თერთმეტს გაუმარჯოს.
ჭიქებს ვუჭახუნებთ.
– კალამი და ფურცელი გაქვს?
ორივეს უჯრაში ვპოულობ და ვაწვდი.
– აი, აქ დაჯექი, – მეუბნება ჯეინი. – და გაიპრანჭე, – მე წარბებს
ვახამხამებ.
კალამს ფურცელზე უსვამს მოკლე და სწრაფი მოძრაობებით.
ვხედავ, როგორ ჩნდება იქ ჩემი კონტურები – მუქი თვალები, წვრი-
ლი ყვრიმალები, გრძელი ყბა. – ოღროჩოღრო კბილებიც გამომი-
ჩინე, რა. – თუმცა, ჩემს სიტყვებს არ იმჩნევს.
სამ წუთში ნახატი მზადაა და ჯეინს ჭიქა ტუჩებთან მიაქვს.
– ვუალა, – ამბობს და ფურცელს მაწვდის.
ვაკვირდები. მსგავსება გასაოცარია.
– რა კარგად გცოდნია ხატვა.
– მართლა?
– სხვებსაც ხატავ?
– ანუ, შენ გარდა სხვა ადამიანთა პორტრეტებს? გაგიკვირდება
და კი.
– არა, ვგგულისხმობ ცხოველებს, პეიზაჟებს და ნატურმორტებს.
– არ ვიცი. ძირითადად, ადამიანები მაინტერესებს. შენ გგავარ.
– შემდეგ ფურცლის ერთ კუთხეში ჯეინი ხელს აწერს. – აი, ისიც! თვ-

80
ით ჯეინ რასელი!
მე ნახატს სუფთა თეთრეულის უჯრაში ვდებ, სუფთად რომ შევი-
ნახო.
– ერთი ამას შეხედე, – ამბობს ჯეინი და მაგიდაზე გაშლილ წამ-
ლებს აკვირდება. – ეს რისთვისაა?
– რომელი?
– ვარდისფერი. რვაკუთხედი. არა, ექვსკუთხედი.
– „ინდერალია“, ბეტაბლოკერი.
ყურადღებით აკვირდება.
– ეს ხომ გულის შეტევებისთვისაა?
‒ პანიკურ შემოტევებსაც შველის. გულისცემას ანელებს.
– და ეს? პატარა თეთრი ოვალები?
– „არიპიპრაზოლი". ანტიფსიქოტური საშუალება.
– სერიოზულად ჟღერს.
– განსაკუთრებულ შემთხვევებში ნიშნავენ, თუმცა მე, უბრა-
ლოდ, დამატებით წამლად ვსვამ. საღ აზრს მინარჩუნებს. თან მასუ-
ქებს.
ჯეინი თავს მიქნევს.
– და ეს?
‒ „იმიპრამინი“. „ტოფრანილი“. დეპრესიას ებრძვის. იწვევს ძი-
ლის დროს შარდიანობას.
– ეგეც გაწუხებს?
– ამაღამ შეიძლება შემაწუხოს, – ვამბობ და ღვინოს ვყლუპავ.
– და ეს?
– „ტემაზეპამი“ – საძილე საშუალება. ეგ მოგვიანებით.
ისევ თავს მიქნევს.
– რომელიმე მათგანის ალკოჰოლთან ერთად დალევა შეიძლე-
ბა?
ღვინოს ვსვამ.
– არაა.
და მხოლოდ ახლაღა მახსენდება, რომ დილით უკვე დავლიე ერ-
თი აბი.

81
ჯეინი თავს უკან გადასწევს და პირიდან კვამლს შადრევანივით
უშვებს. – გთხოვ, არ თქვა ქიში და შამათი. – ხითხითებს. – ჩემი ეგო
ზედიზედ მესამე მარცხს ვეღარ გაუძლებს. ხომ ვთქვი, რომ წლებია
არ მითამაშია.
– ეგ შესამჩნევია, – ვეუბნები მე, ჯეინი ფრუტუნებს, იცინის და
ვერცხლისფერ ფიგურებს წინ მილაგებს.
მე ჩემს ნადავლს ვაკვირდები: ორივე ეტლი, ორივე კუ, ბლომად
პაიკი. ჯეინმა მხოლოდ ერთი პაიკი და ერთიც მხედარი მომიკლა.
– მხედარი წაგვექცა, – ამბობს ის. – ვინმემ ვეტერინარს დაუძა-
ხეთ!
– მიყვარს ცხენები, – ვეუბნები მე.
– ამას შეხედეთ! ის სასწაულებრივად განიკურნა. – შემდეგ მხე-
დარს ფეხზე აყენებს და მარმარილოს ფაფარზე თითს უსვამს.
ვიღიმი და წითელ ღვინოს ვცლი. ბოთლიდან ღვინოს მიმატებს,
მე კი მას ვაკვირდები.
– შენი საყურეებიც მომწონს.
თითით ჯერ ერთს ეთამაშება, შემდეგ მეორეს. თითოეულ ყურ-
თან მარგალიტის თვლები აქვს ჩაბნეული.
– ეს ჩემი ყოფილი ბიჭის საჩუქარია, – ამბობს ის.
– ალისტერმა იცის, რომ ამ საყურეებს ხმარობ?
ჯერ ოდნავ ფიქრობს, შემდეგ იცინის.
‒ მეეჭვება რამე იცოდეს. – შემდეგ სანთებელას ანთებს და სი-
გარეტთან მიაქვს.
– არ იცის, რომ მათ ხმარობ, თუ არ იცის, რომ ყოფილის საჩუქა-
რია?
ჯეინი ამოისუნთქავს და კვამლს ცალ მხარეს უშვებს.
– არც ერთი და არც მეორე. იცი, ძალიან რთული კაცია. – ჯეინი
სიგარეტს ჯამში აფერფლებს. – არასწორად არ გამიგო, კარგი ადა-
მიანი და კარგი მამაა, მაგრამ ზედმეტად უყვარს კონტროლი.
– რას გულისხმობ?
– ჩემს ანალიზს აკეთებთ, დოქტორო ფოქს? – მეკითხება ჯეინი
მხიარული ხმით, თუმცა გაცივებული თვალებით.

82
– უფრო შენი ქმრის.
ისევ კვამლს უშვებს და იღუშება.
– ყოველთვის ასეთი იყო. ადამიანებს... ყოველ შემთხვევაში, მე
ნაკლებად მენდობოდა.
– რატომ?
– იცი, ბავშვობიდან ძალიან აშვებული ვიყავი, – ამბობს ჯეინი. –
ასე ვთქვათ, თავქარიანი. – ეს ალისტერის ტერმინია. ამას ემატებო-
და ცუდი გარემოცვა და ცუდი გადაწყვეტილებები.
– მანამ, სანამ ალისტერს შეხვდებოდი?
– მასთან შეხვედრის შემდეგაც. რაღაც დრო დამჭირდა საიმი-
სოდ, რომ გავწმენდილიყავი. – ჩემთვის ვფიქრობ, რომ დიდი დრო
საამისოდ არ უნდა დასჭირვებოდა, რადგან ოც წელს მცირედით უნ-
და ყოფილიყო გადაცილებული, როცა დედა გახდა.
ახლა უკვე თავს აქნევს.
– თავიდან სხვას ვხვდებოდი.
– ვინ იყო?
გრიმასა.
– „იყო“. სწორია, ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. შეცდომებს
ყველა ვუშვებთ.
არაფერს ვამბობ.
– ის ამბავი დასრულდა, მაგრამ ჩემი ოჯახური ცხოვრება მაინც...
„გამძლეობას მოითხოვს“.
არ ვეშვები.
– გამძლეობაში რას გულისხმობ?
ამოისუნთქავს და პირიდან კვამლის იდეალური ფორმის
რგოლს უშვებს.
– აბა, კიდევ გამოუშვი, – ვეუბნები და ვხვდები, რომ უკვე დავ-
თვერი.
– იცი, – ამბობს და ოდნავ ახველებს. – მხოლოდ ერთი მიზეზი
არ არის. ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული. ზოგადად,
ოჯახს დიდი გამძლეობა სჭირდება.
‒ სამაგიეროდ, ეთანი კარგი ბიჭია. როცა ბავშვს ვუყურებ, ამას

83
მაშინვე ვხვდები, – ვამატებ მალევე.
პირდაპირ თვალებში მიყურებს.
– მიხარია, რომ ასე ფიქრობ. გეთანხმები. – სიგარეტს ისევ ჯამში
აფერფლებს. – ალბათ, ოჯახი გენატრება.
– ძალიან. თუმცა, ყოველდღე ველაპარაკები.
თავს მიქნევს, თვალებზე კი ეტყობა რომ სადღაც დაფრინავს.
ალბათ, ისიც დათვრა. – თუმცა, გვერდით ყოფნას ტელეფონით ლა-
პარაკი ვერ შეედრება.
– რა თქმა უნდა.
ისევ თავს მიქნევს.
– აბა, ანა, შეამჩნევდი, რომ არ მიკითხავს, როგორ მოხვედი
აქამდე.
– აქამდე? ანუ ჭარბწონიანობამდე, თუ გაჭაღარავებამდე?
ღვინოს სვამს.
– აგორაფობიამდე.
‒ ჰო.. რადგან გულწრფელად ვსაუბრობთ, გეტყვი, რომ ამის მი-
ზეზი იყო ტრავმა – ისევე, როგორც სხვების შემთხვევაში, რასაც
მოჰყვა დეპრესია, ჩაკეტილობა და მოკლედ, ყველაფერი ის, რისი
გახსენებაც აღარ მინდა.
თუმცა, ჯეინი თავს აქნევს.
– არა, არა, ამას ვხვდები და ჩემი საქმე არც არის, მაგრამ უბრა-
ლოდ, ვთვლი, რომ აუცილებლად მეტი ჰობი უნდა გაიჩინო. ჭადრა-
კი და შავ-თეთრი ფილმები საკმარისი არ არის.
– და შპიონაჟი.
– და შპიონაჟი.
მის ნათქვამზე ვფიქრობ.
– ადრე ფოტოების გადაღება მიყვარდა.
– ეგ მგონი ახლაც გიყვარს.
ეს სიტყვები ჩაცინებას იმსახურებს.
– გეთანხმები, თუმცა ახლა გარე ფოტოგრაფიაზე ვამბობ. ძალი-
ან მომწონდა.
– რაღაც Humans of New York-ის მსგავსი?

84
– არა, უფრო ბუნების ფოტოებს ვგულისხმობ.
– ნიუ-იორკის ბუნების?
– ნიუ-ინგლენდის. პერიოდულად დავდიოდით ხოლმე.
ჯეინი ფანჯრისკენ ტრიალდება.
– ერთი ამას შეხედე, – მეუბნება და დასავლეთისკენ იყურება.
მეც ასე ვიქცევი. კაშკაშა დაისი, მზის უკანასკნელი სხივები, მათი მა-
ნათობელი შუქის ფონზე მდგარი შენობები, რომლებიც თითქოს ქა-
ღალდისგან გამოუჭრიათ. სადღაც ახლოს ჩიტი ფრთხიალებს. – ამ
ბუნებას გულისხმობ, არა?
– ტექნიკურად, კი. უფრო სწორად, მის ნაწილს. იმის თქმა მინდა,
რომ...
– სამყარო მშვენიერი რამ არის, – მაწყვეტინებს და სრული სე-
რიოზულობით მომმართავს. თან კუშტად თვალებში მიყურებს. – ეს
არ დაგავიწყდეს. – შემდეგ სიგარეტს ჯამის სიღრმეში აქრობს და
ამატებს, – და არ გამოგეპაროს.
მე ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ღვინის ჭიქას ფოტოს ვუღებ.
შემდეგ ჯეინს ვუყურებ.
– ყოჩაღ გოგონა, – მეუბნება ხმამაღლა.

19

ჯეინს შვიდის ნახევრისთვის ვაცილებ.


– ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, – მატყობინებს ის.
– მეც, – ვპასუხობ მე.
ორსაათ-ნახევარი. როდის ველაპარაკე ბოლოს ვინმეს ორსა-
ათ-ნახევარი? გონებით წარსულში გადავდივარ, მდინარეში გადაგ-
დებული ბადესავით ვექაჩები დღეებს, თვეებს და სეზონებს. არაფე-
რი. არავინ. დოქტორ ფილდინგთან პირველი შეხვედრის შემდეგ
არავისთან მილაპარაკია. ეს კი შუა ზამთარში მოხდა. მაშინ ლაპარ-
აკი არც შემეძლო – ტრაქეა მქონდა დაზიანებული.

85
უეცრად თავს ისევ ახალგაზრდად ვგრძნობ და თითქოს თავბრუც
მესხმის. შესაძლოა, ეს ღვინის ბრალია, მაგრამ მეეჭვება. ძვირფა-
სო დღიურო, დღეს მეგობარი გავიჩინე.
მოგვიანებით, იმავე საღამოს, როცა კარზე ზარის ხმაა, „რებე-
კას“ ვუყურებ.
პლედს ვიშორებ, კართან მივდივარ და უკნიდან ჯუდიტ ანდერ-
სონის ჩაცინების ხმა მესმის. „რატომ არ მიდიხარ? რატომ არ მიდი-
ხარ მანდერლიდან?“
დამაფონის ეკრანს ვაკვირდები. გარეთ მაღალი, ფართომხრე-
ბიანი გამხდარი კაცი დგას, გვერდზე გადავარცხნილი თმით. მცირე-
დი დაკვირვება მჭირდება, რადგან მის ხილვას უფრო ცოცხალ ფე-
რებში ვარ მიჩვეული, მაგრამ მალევე ვცნობ. ეს ალისტერ რასელია.
– შენ რაღა გინდა? – ვამბობ. თუ ვფიქრობ? მგონი, მაინც ხმამაღლა
ვთქვი. არა, ჯერ ისევ მთვრალი ვარ. ის ტაბლეტები არ უნდა დამე-
ლია.
ღილაკს ხელს ვაჭერ, კლიტე გაჩხაკუნდება და კარი იღება. სახ-
ლში მოღიმარი ფერმკრთალი კაცი შემოდის. ვამჩნევ მის გამოკვე-
თილ ღრძილებსა და კბილებს, ნათელ თვალებს და მათ კუთხეებში
მცირედ ნაოჭებს.
– ალისტერ რასელი, – მეუბნება კაცი. – ჩვენ ორას მეშვიდე სახ-
ლში, პარკის გადაღმა ვცხოვრობთ.
– მობრძანდით, – ვეუბნები და ხელს ვუწვდი. – მე ანა ფოქსი
ვარ.
ჩემს ხელს არ იმჩნევს და წინ მოიწევს.
– ძალიან მერიდება. ალბათ, ხელი შეგიშალეთ. ფილმს უყურებ-
დით?
თავს ვუქნევ.
ისევ მიღიმის. გაბდღვრიალებულ საშობაო ნაძვის ხეს ჰგავს.
– უბრალოდ, მაინტერესებს, ამ საღამოს სტუმრები ხომ არ გყო-
ლიათ?
ვიღუშები. პასუხის გაცემამდე ჩემ უკან დაძაბული სცენის ხმები

86
ისმის. „ხმელეთისკენ დაიძარით! ყველანი სანაპიროზე!“ – მოკ-
ლედ, დიდი ამბებია.
სავარძელთან ვბრუნდები და ფილმს ვაპაუზებ. ისევ ალისტერს
ვუყურებ, რომელიც უკვე მისაღებშია და მცირედი სინათლის ფონზე
გვამს დამსგავსებია. მის უკან, ღიად დატოვებული კარი ფართოდ
დაფჩენილ შავ პირს მაგონებს.
‒ შეგიძლიათ კარი დაკეტოთ? – ვეუბნები და კარს ხურავს. –
მადლობა, – ძალდატანებით წარმოვთქვამ ამ სიტყვას. საუბარი მი-
ჭირს.
– ცუდ დროს შემოგეჭერით?
– არა უშავს. სასმელს შემოგთავაზებთ.
– არა, გმადლობთ. არ ვეტანები.
– წყალი ვიგულისხმე, – დავაზუსტე მე.
ზრდილობიანად აქნევს თავს.
– დღეს სტუმრები გყავდათ? – მიმეორებს შეკითხვას.
ჯეინმა კი გამაფრთხილა, მაგრამ არ ჩანს ისეთი კაცი, რომელიც
ყველაფერს აკონტროლებს. მომრგვალებული თვალები და წვრი-
ლი ტუჩები აქვს, თავისი წაწვეტებული წვერით და აჩეჩილი თმით კი
უფრო მხიარული, ცხოვრებით კმაყოფილი კაცის შთაბეჭდილებას
ტოვებს. თვალწინ მიდგას სცენა, სადაც ის და ედი ერთად სხედან,
ვისკის წრუპავენ და არმიის ამბებს იხსენებენ. თუმცა, ხომ ამბობენ,
გარეგნობა მატყუარააო.
რა თქმა უნდა, რასაც მეკითხება მისი საქმე არ არის, მაგრამ მა-
ინც არ მინდა დაცვითი პოზიცია მეკავოს.
– მთელი საღამო მარტო ვარ, – ვპასუხობ მე. – ფილმების მარა-
თონის შუაში გავედი.
– ეს რა არის?
‒ „რებეკა“. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი. თქვენ...
შემდეგ, ვამჩნევ როგორ იყურება მოღუშული მუქი წარბებით ჩემ
უკან. მე გვერდზე ვიწევი. საჭადრაკო დაფა. ჭიქები კოხტად ჩავაწყვე
ნიჟარაში, მაგრამ დაფა ისევ გაშლილია. ზედ ფიგურებიც აწყვია და
ჯეინის მოკლული მეფეც იქვე გორავს.

87
ალისტერს ვუბრუნდები.
– მე და ჩემი მდგმური ვთამაშობთ ხოლმე, – უემოციოდ ვუხსნი.
მაკვირდება, თვალები უელმდება. მე ვერ ვხვდები, რას ფიქ-
რობს. როგორც წესი, მიჩვეული ვარ ასეთ მდგომარეობას. მე ხომ
თექვსმეტი წელია სხვა ადამიანთა თავებში ვიხედები, მაგრამ დიდი
ხანია პრაქტიკა არ მქონია. ან, უბრალოდ, მთვრალი ვარ და წამლე-
ბიც მოქმედებს.
– თამაშობთ?
პასუხისგან ცოტა ხნით თავს იკავებს.
– კარგა ხანი არ მითამაშია, – ამბობს და ამატებს, – აქ მხოლოდ
თქვენ და თქვენი მდგმური ცხოვრობთ?
– არა. უფრო სწორად, კი. მე და ჩემი ქმარი გავშორდით და ჩემი
გოგოც მასთან ერთადაა.
– გასაგებია. – ჭადრაკის დაფისკენ ერთხელ კიდევ იხედება,
შემდეგ კი კარისკენ მიდის. – მადლობა დროის დათმობისთვის. მო-
მიტევეთ, რომ შეგაწუხეთ.
– რა პრობლემაა, – ვამბობ, როცა დერეფნის კიბეზე აბიჯებს. –
გთხოვთ, თქვენს მეუღლეს სანთლისთვის მადლობა გადაუხადოთ.
უეცრად ჩერდება და მაკვირდება.
– ეთანმა მომიტანა.
– ეგ როდის იყო?
– რამდენიმე დღის წინ. კვირას.
– მოიცა, დღეს რა დღეა?
– ან შაბათს. – უკვე ვღიზიანდები. საერთოდ რატომ მეკითხება?
– რა მნიშვნელობა აქვს?
პაუზას იღებს, პირი შეხსნილი აქვს, თუმცა შემდეგ სახეზე უხერ-
ხული ღიმილი ეფინება და უსიტყვოდ მტოვებს.

სანამ ლოგინში შევწვები 207-ე სახლს ვაკვირდები. რასელების


ოჯახი მისაღებში შეკრებილა: ჯეინი და ეთანი დივანზე სხედან,
ალისტერი კი სავარძელში ზის და რაღაცაზე აქტიურად ელაპარაკე-
ბა. კარგი ადამიანი და კარგი მამა.

88
არავინ იცის, რა ხდება ოჯახში. – ეს ჯერ კიდევ მაგისტრატურაზე
სწავლის დროს გავიგე. – შეიძლება პაციენტებთან მუშაობაში წლე-
ბი გაატარო, მაგრამ მაინც შეძლონ შენი გაოცება, – მითხრა უეს-
ლიმ მას შემდეგ, რაც პირველად ჩამოვართვით ერთმანეთს ხელი
და სწორედ მაშინ შევნიშნე, რომ თითები ნიკოტინისგან გაყვითლე-
ბოდა.
– ეგ როგორ? – ვკითხე მე.
ის სკამს ზურგით მიეყრდნო და თმა უკან გადაიწია.
‒ შეიძლება მოისმინო ადამიანთა საიდუმლოებები, შიშები და
სურვილები, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს ყოველივე თანაარსებობს
იმავე ოთახში მცხოვრებ სხვა ადამიანთა საიდუმლოებებთან და ში-
შებთან ერთად. გსმენია გამოთქმა იმის შესახებ, რომ ყველა ბედ-
ნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს?
‒ „ომი და მშვიდობა“, – ვამბობ მე.
‒ „ანა კარენინა“, თუმცა, ეს მთავარი არ არის. მთავარია ის, რომ
ეს მცდარი აზრია. არც ერთი ოჯახი – ბედნიერი თუ უბედური – არ
ჰგავს სხვას. ტოლსტოი ბევრგან ბოდავდა. დაიმახსოვრე, რასაც გე-
უბნები.
მისი სიტყვები გამახსენდა და ფოკუსის მარეგულირებელი რგო-
ლი ფრთხილად მოვატრიალე. ვაკვირდები საოჯახო პორტრეტს.
თუმცა, კამერას დაბლა ვწევ.

89
ოთხშაბათი

3 ნოემბერი

20

დილით უესლიზე ფიქრით მეღვიძება.


უესლი და ნაბახუსევი. კაბინეტიდან მძიმედ გავდივარ, თითქოს
ნისლს მივაპობ, შემდეგ კი ჩქარა შევრბივარ სააბაზანოში და ვაღე-
ბინებ. ღვთიური ამაღლება.
აღმოვაჩინე, რომ ეს საქმე მაღალ დონეზე გამომდის. როგორც
ედი იტყოდა, პროფი ვარ. ერთ ჩარეცხვაში მთელ სისაძაგლეს ვი-
შორებ, შემდეგ პირში წყალს ვივლებ, ფერმკრთალ ლოყებს სარკე-
ში ვაკვირდები და კაბინეტში ვბრუნდები.
პარკის გადაღმა, რასელების ფანჯრებში, არაფერი ჩანს.შუქიც
არ ანთია. მე და ეს სახლი ერთმანეთს ვუყურებთ. მგონი მეზობლები
მენატრება.
შემდეგ სამხრეთით ვიხედები. ქუჩაზე ტაქსი მიდის. მას კი მიჰ-
ყვება ქალი ხელში ყავის ჭიქით და საბელზე გამობმული გოლდენ-
დუდლით. ტელეფონზე საათს ვამოწმებ. თერთმეტის ოცდარვა წუ-
თია. ასე ადრე როგორ ავდექი?
სწორია: „ტემაზეპამის“ მიღება დამავიწყდა. ისე გავითიშე, რომ
არც გამხსენებია. ეს წამალი გონებას მიბინდავს და საშინელ სიმძი-
მეს ვგრძნობ.
ახლა ნელ-ნელა წუხანდელი ამბებიც კადრებად მახსენდება,
როგორც ატრაქციონი ფილმიდან „უცნობები მატარებელში". ეს
ყველაფერი მართლა მოხდა? დიახ: ჩვენ ჯეინის ღვინო გავხსენით,
ბევრი ვილაპარაკეთ, შოკოლადი ვჭამეთ, ფოტო გადავიღე, ოჯახები
განვიხილეთ, მაგიდაზე დაყრილი წამლების დასახელებებიც ჩამოვ-
თვალე და მერე ისევ დავლიეთ. ოღონდ, ყველაფერი ამ თანამიმდე-

90
ვრობით არ მომხდარა.
სამი ბოთლი ღვინო? თუ ოთხი? ასეც რომ ყოფილიყო, პრაქტი-
კიდან ვიცი, რომ მეტიც შემიძლია. – აბები! – ვიძახი უცებ ისეთი
ხმით, როგორითაც დეტექტივი იტყოდა: „ევრიკა!“ გუშინ ხომ ორმა-
გი დოზა მივიღე. ალბათ ყველაფერი ამ აბების ბრალია. – თავს დავ-
დებ, ეგ წამლები აქვე გაგაგორებს, – სიცილით მითხრა ჯეინმა, რო-
ცა აბებს ღვინოს ვაყოლებდი.
თავი მისკდება, ხელები მიკანკალებს. შემდეგ სამუშაო მაგიდის
უჯრაში გადამალული „ადვილის ფლაკონს ვპოულობ და სამ კაფსუ-
ლას ვსვამ. ამ წამლის შენახვის ვადა ცხრა თვის წინ გავიდა. უეცრად
ვიაზრებ, რომ ამ პერიოდში ჩაისახნენ და გაჩნდნენ ბავშვები. მთე-
ლი ახალი სიცოცხლეები.
ყოველი შემთხვევისთვის მეოთხესაც ვაყოლებ.
მერე.. რა მოხდა მერე? ჰო: ალისტერი მოვიდა და ცოლზე მკით-
ხა.
სარკმელს მიღმა მოძრაობას ვამჩნევ. ვიხედები. ეს დოქტორი
მილერია, რომელიც სახლიდან სამსახურისკენ მიდის. – აბა, ოთხის
თხუთმეტ წუთზე გელოდები, – ვეუბნები მე. – არ დაიგვიანო.
არ დაიგვიანო – ეს უესლის ოქროს წესია. – ზოგიერთი ადამია-
ნისთვის ეს კვირის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორ-
მოცდაათი წუთია, – შემახსენებდა ხოლმე იგი. – და ღვთის გულის-
თვის, რასაც უნდა აკეთებდე ან აფუჭებდე, არ დაიგვიანო.
უესლი ბრილიანტი. უკვე სამი თვეა, აღარ შემიმოწმებია. მაუსს
ხელს ვავლებ და „გუგლში“ შევდივარ. კურსორი საძიებო ველთან
პულსირებს.
ის კვლავ ადიუნქტის თანამდებობას იკავებს, ისევ აქვეყნებს
სტატიებს „თაიმსსა“ და დარგობრივ ჟურნალებში და ისევ პრაქტი-
კას ეწევა. მახსენდება, რომ მისი ოფისი იორკვილში გადავიდა.
ოფისს ვეძახი, თორემ სინამდვილეში, იქ მხოლოდ უესლის და მის
მდივანს, ფიბის შეხვდებით. ასევე, აქვთ ელექტრონული ბარათების
წამკითხველი და უესლის საყვარელი „იმზის“ სავარძელი. მხოლოდ
ის ჰყავს. არ დაოჯახებულა. თერაპია ყოველთვის მისი სიყვარული

91
იყო, პაციენტები კი შვილები. – არ გაბედო დოქტორი ბრილის შე-
ცოდება, ფოქს, – გამაფრთხილა ერთხელ. იდეალურად მახსოვს ის
დღე: ცენტრალ-პარკი, კითხვის ნიშანივით კისრის მქონე გედები,
თელებში ჩაძირული შუადღე. პრაქტიკაზე უმცროს პარტნიორად
ახალი აყვანილი ვყავდი. – ჩემი ცხოვრება უკვე გადავსებულია, –
მითხრა მან. – ამიტომ მჭირდები შენ ან ვინმე შენნაირი. ერთად უფ-
რო მეტ ბავშვს დავეხმარებით.
როგორც ყოველთვის, ამაშიც მართალი იყო.
„გუგლის“ ფოტოებში გადავდივარ და ვნახულობ არც ისე ახალ
და არც ისე მიმზიდველ სურათებს.
– არაფოტოგენური ვარ, – აღნიშნა ერთხელ. ამ დროს თავზე სი-
გარის კვამლი დაჰგროვებოდა, ფრჩხილებზე კი ლაქი ეტყობოდა.
– ნამდვილად, – დავეთანხმე მე.
მან ცალი წარბი ასწია.
– ერთი ეს მითხარი: შენს ქმართანაც ასეთი პირდაპირი ხარ?
– ვარ, ოღონდ მთლად ასეთი არა.
ჩაიცინა.
– არ არსებობს „მთლად“ ჭეშმარიტება, – მითხრა და დაამატა, –
პასუხი ყოველთვის არის ან „კი“ ან „არა“.
– ჭეშმარიტად მართალი ბრძანდებით, – ვუპასუხე მე.

21

– აბა, ვინ ვარ, – მეუბნება ედი.


– სკამზე ვსწორდები. – ეგ ჩემი ფრაზაა.
– რა ხმა გაქვს, უსაქმურო.
– ხმაც და განწყობაც.
– ცუდად ხარ?
– ვიყავი, – ვპასუხობ და თავიდან ვფიქრობ, რომ წუხანდელზე
არაფერს მოვუყვე, მაგრამ ძალიან სუსტად ვარ და თან ედი სიმარ-
თლის მოსმენას იმსახურებს.

92
უკმაყოფილოა.
– კარგი რა, ანა, ასე არ შეიძლება. მით უმეტეს, როცა წამლებს
იღებ.
– ვიცი, – ნათქვამს უკვე ვნანობ.
– არა, მართლა.
– ვიცი.
როცა საუბარს აგრძელებს ხმა უფრო უმშვიდდება.
– ბოლო დროს ბევრი სტუმარი გყავდა, – ამბობს ედი.
– და ბევრი ცდუნება გქონდა, – ამატებს და პაუზას იღებს.– ეგებ
მაგ ხალხმა, პარკის გადაღმა რომ ცხოვრობენ...
– რასელები.
– იქნებ ცოტა ხნით თავი დაგანებონ?
– თუ გარეთ გული არ წამივა, დარწმუნებული ვარ, დამანებებენ.
– რა საქმე აქვთ შენთან?
დარწმუნებული ვარ, სურს დაამატოს: „ან შენ რა საქმე გაქვს
მათთან?“
– დოქტორი ფილდინგი რას ამბობს? – განაგრძობს ედი.
ყოველთვის მას მოიშველიებს ხოლმე, როცა აღარ იცის, რა
თქვას.
– ის ჩემი და თქვენი ურთიერთობით უფრო ინტერესდება.
– ჩვენი?
– ხო.
– გასაგებია.
– მენატრები, ედ.
ამის თქმას არ ვაპირებდი, თუმცა დაფიქრება ვერ მოვასწარი.
სამწუხაროდ, ქვეცნობიერმა დამჯაბნა.
– ბოდიში, ეს იდიმ თქვა, – ვამატებ მალევე.
ცოტა ხნით ჩუმად არის.
ბოლოს ამბობს:
– ახლა კი ედი ლაპარაკობს.
მისი ეს სულელური რეპლიკებიც მომენატრა. მეუბნებოდა ხოლ-
მე, რომ ანა სინამდვილეში „ფსიქო-ანა-ლიზ-იდან“ მოდის.

93
– რა ბოდვაა, – ვეუბნებოდი და ვიცინოდი.
– ხომ ვიცი, რომ მოგწონს, – მპასუხობდა და მართალიც იყო.
ისევ ჩუმად არის.
შემდეგ კი:
– და რა გენატრება ჩემში?
ამას არ ველოდი.
– მენატრება... – ვიწყებ და იმედი მაქვს, რომ სიტყვები თავისით
მოვა თავში.
და სიტყვები მომდის უწყვეტ ნაკადად, რომელსაც კაშხლის გან-
გრევა შეუძლია.
– მენატრება როგორ თამაშობ ბოულინგს, – ვამბობ თავში მო-
სულ პირველივე ფრაზას. – მენატრება, როგორ ვერასდროს სწო-
რად ვერ იკრავ თასმას. მენატრება შენი პარსვის შემდგომი ჭრილო-
ბები. მენატრება შენი წარბები. სანამ ვლაპარაკობ, ვამჩნევ, რომ კი-
ბეზე ავდივარ და საძინებელში შევდივარ.
– მენატრება შენი ფეხსაცმელები, შენი ტონი, რომლითაც დი-
ლით ყავის გაკეთებას მთხოვ. მენატრება ის, თუ როგორ გამოიყენე
ჩემი წამწამების ტუში, რაც შემდეგ ყველამ შენიშნა. მენატრება ის,
თუ როგორ მთხოვდი რაღაცის გაკერვას და როგორი თავაზიანი
იყავი მიმტანებთან.
უკვე ჩემს... ჩვენს ლოგინში ვწევარ.
– მენატრება შენი ერბოკვერცხი, – თუნდაც უაზროდ გათქვეფი-
ლი. – მენატრება ძილის წინ შენი ზღაპრები. „პრინცესამ პრინცებს
უარი უთხრა, რადგან ჯერ სადოქტორო თემაზე ჰქონდა სამუშაო“.
მენატრება ნიკოლას ქეიჯის პაროდია. – მახსენდება „დაწნული კა-
ცი“. – მენატრება ის, თუ როგორ გეგონა ძალიან დიდი ხნის განმავ-
ლობაში, რომ სიტყვა misled7 გამოითქმოდა, როგორც mizled.
– შეცდომაში შეყვანას შეცდომაში შეჰყავდი.
მეცინება და ვხვდები, რომ ვტირი.
– მენატრება ამგვარი სულელური ხუმრობები. მენატრება, რო-

7
შეცდომაში შეყვანა (ინგლ)

94
გორ მოატეხდი ხოლმე შოკოლადის ფილას, ნაცვლად იმისა, რომ
გეკბიჩა იმ დედააფეთქებულისთვის.
– ნუ ილანძღები.
– ბოდიში.
– თან ეგრე უფრო გემრიელია.
– მენატრება შენი გული.
პაუზა.
– ძალიან მენატრები.
ისევ პაუზა.
– ძალიან მიყვარხართ, – სუნთქვა მიჭირს. – ორივე.
აქ არანაირ ტექნიკას არ ვიყენებ. ამაზე არასოდეს მივარჯიშია.
უბრალოდ, მენატრება. მენატრება და მიყვარს. ორივე ძალიან მიყ-
ვარს.
ჩემს სიტყვებს მოჰყვება ხანგრძლივი და მძიმე სიჩუმე.
– მაგრამ, ანა, – მეუბნება თავაზიანად. – თუ...
ქვემოდან ხმა მესმის.
ჩუმი, მოგუდული ხმაა. შეიძლება უბრალოდ ფიცრების ჭრაჭუ-
ნია.
თუმცა, შემდეგ აშკარად მესმის მშრალი ხველების და დუდღუნის
ხმა.
ჩემს სამზარეულოში ვიღაც არის.
‒ უნდა წავიდე, – ვეუბნები ედს.
– რა...
მაგრამ უკვე კარისკენ მივდივარ, ტელეფონის ეკრანს თითებს
ვახებ და 911-ს ვკრებ. ცერა თითი უკვე მწვანე ღილაკთან მაქვს. მახ-
სენდება, ბოლოს რომ დავრეკე ამ ნომერზე. ეს რამდენჯერმე მოხ-
და. ალბათ, ახლა მაინც ვინმე მიპასუხებს.
კიბეზე ჩავდივარ, მოაჯირზე ხელს მივაცურებ და სუნთქვაშეკრუ-
ლი შევდივარ სიბნელეში.
უკვე სამზარეულოს ვუახლოვდები. ხელში მობილური მიკანკა-
ლებს.
ნიჟარასთან ზურგით კაცი დგას. ჩემკენ ბრუნდება. მე მწვანე ღი-

95
ლაკს თითს ვაჭერ.

22

– გამარჯობა, – მეუბნება დეივიდი.


ჯანდაბა. ღრმად ამოვისუნთქე, გამავალი ზარი გავთიშე და მო-
ბილური ჯიბეში ჩავიდე.
‒ ბოდიში, – ამატებს თავად. – ზარზე დაახლოებით ნახევარი სა-
ათის წინ დავრეკე, მაგრამ ალბათ გეძინათ.
– საშხაპეში ვიქნებოდი, – ვამბობ მე.
ამაზე რეაქცია არა აქვს. სავარაუდოდ, აბნევს ის ფაქტი, რომ
თმაზე ერთი წვეთიც არ მეტყობა.
‒ ამიტომ, სარდაფიდან ამოვედი. პრობლემა ხომ არ არის?
– რა თქმა უნდა, არა, – ვეუბნები მე. – ნებისმიერ დროს შეგიძ-
ლია მოხვიდე. – შემდეგ ნიჟარასთან მივდივარ და ჭიქა წყალს ვის-
ხამ. ნერვები აღარ მემორჩილება. – რატომ მეძებდი?
– „იქს-აქტო" მინდოდა.
– რა?
– „იქს-აქტოს“ დანა.
– საკანცელარიო დანას რომ ჰგავს?
– ზუსტად.
– იქს-აქტოლი8 – ვამბობ მე. რა მჭირს?
– ნიჟარის ქვეშ ვეძებე, – თავაზიანად განაგრძობს დეივიდი. –
და სახლის ტელეფონთანაც, უჯრაში. სხვათა შორის, მგონი თქვენი
ტელეფონი გათიშულია.
ვერც კი ვიხსენებ, ბოლოს სახლის ტელეფონი როდის გამოვიყე-
ნე.

8
სიტყვების თამაში: „იქს-აქტოლი“გამოითქმის როგორც exactly- ზუსტად,
დანამდვილებით (ინგლ)

96
– ეგრე იქნება.
– თუ გინდათ, შევაკეთებ.
საჭირო არ არის, – ვფიქრობ ჩემთვის.
კიბეზე ავდივარ. დეივიდიც უკან მომყვება.
– ინსტრუმენტების ყუთში საკანცელარიო დანა უნდა იდოს, – ვე-
უბნები მე.
საკუჭნაოს კარს ვაღებ. შიგნით ბნელა. თოკს ხელს ვკიდებ, ვქა-
ჩავ და ნათურას ვანთებ. ოთახის ბოლოში ყვავილის ქოთნის ფორ-
მის დაკეცილი სანაპიროს სავარძლები და საღებავის ყუთები აწ-
ყვია. აქვეა კედელზე გასაკრავი ქაღალდის რულონი მწყემსი ქალე-
ბის, ვიღაც უცნაური ბიჭის და თავადის გამოსახულებით. თაროზე
ედის ხელუხლებელი ინსტრუმენტების ყუთი დევს. – ხელსაქმე არ
გამომდის, – ამბობს ხოლმე ის. – თუმცა, ჩემი ფიგურის პატრონს ეს
არც სჭირდება.
ყუთს ვხსნი და შიგნით ვიქექები.
‒ აი,‒ დეივიდი ვერცხლისფერ ნივთზე მიმითითებს. მე დანას მა-
შინვე ხელს დავავლებ.
– ფრთხილად.
– ნუ ღელავ, არ დაგჭრი, – ვეუბნები და ნაზად, დანას პირით ჩემ-
კენ ვაწვდი.
– ჩემზე არ ვღელავ, – მეუბნება დეივიდი.
სასიამოვნოა ამის მოსმენა.
– და ეს დანა რისთვის გჭირდება? – თოკს ისევ ხელით ვექაჩები
და ოთახს ვაბნელებ. დეივიდი არ ინძრევა.
უეცრად ვხვდები, რომ სიბნელეში ერთმანეთთან ძალიან ახლოს
ვდგავართ მე – ხალათში, ჩემი მდგმური კი ‒ დანით. ისეთი მომენ-
ტია, რომ თავისუფლად შეიძლება მაკოცოს ან მომკლას.
– მეზობელმა კაცმა დახმარება მთხოვა. ყუთები აქვს გასახსნე-
ლი და რაღაც ნივთები მისალაგებელი.
– რომელი მეზობელი?
– პარკის გადაღმა რომ ცხოვრობს. რასელი. – დეივიდი ოთახი-
დან გადის და კიბისკენ მიაბიჯებს.

97
– როგორ მოგაგნო? – ვეკითხები და უკან მივყვები.
‒ რაღაც ბროშურები გამოვკიდე და ერთ-ერთი მათგანისთვის
ყავის მაღაზიაში თუ რაღაც ეგეთ ადგილას მიუგნია. – ჩემკენ ბრუნ-
დება და მიყურებს. – იცნობთ?
– არა, – ვამბობ მე. – გუშინ შემოიარა. ეს იყო და ეს.
ისევ სამზარეულოში ვართ.
– ყუთები უნდა ამოალაგოს და ავეჯი სარდაფში ჩაიტანოს. წე-
სით, შუადღისთვის დავბრუნდები.
– არა მგონია, ახლა სახლში იყვნენ.
გაკვირვებული მიყურებს.
– საიდან იცით?
მე მათ ვუთვალთვალებ.
– თითქოს სახლში არავინ არის. – ამ სიტყვებზე სამზარეულოს
სარკმლიდან 207-ე სახლის მიმართულებით თითს ვიშვერ. ამასო-
ბაში მისაღებში შუქი ინთება და ვხედავ ალისტერს, რომელსაც მო-
ბილური ლოყასა და მხარს შორის უჭირავს, თმაზე კი ეტყობა, რომ
ახალგაღვიძებულია.
– აი, ეგ კაცია, – მეუბნება დეივიდი და შემოსასვლელი კარისკენ
მიდის. – მოგვიანებით შემოვივლი. დანისთვის მადლობა.

23

ედთან ჩემს ბოლო საუბარს უნდა დავუბრუნდე. დავურეკავ და


ვეტყვი: „აბა, ვინ ვარ?“ ახლა ჩემი ჯერია. თუმცა, დეივიდის გასვლი-
დან რამდენიმე წამში კარზე კაკუნი ისმის. ნეტავ ახლა რაღა უნდა.
კარის მეორე მხარეს ფართომხრებიანი ქალი დგას: ბინა. მობი-
ლურის ეკრანს ვუყურებ – ზუსტად შუადღეა. იქს-აქტო-ლი. ღმერ-
თო.
– დეივიდმა შემომიშვა, – მეუბნება შინ შემოსული ბინა. – ყო-
ველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთ გამოიყურება. ნეტავ ეს რით დამთ-

98
ავრდება?
– იქნებ მაგ ამბავს თავად უნდა მიხედო? – ვეუბნები მე.
– იქნებ უნდა მოკეტო და სავარჯიშოდ მოემზადო? მიდი, ნორმა-
ლური ტანსაცმელი ჩაიცვი.
ასეც ვიქცევი, შემდეგ სავარჯიშო ლეიბს ვშლი და მისაღებ ოთახ-
ში ვარჯიშს ვიწყებთ. ათი თვეა, რაც ბინა ჩემთან დადის. ათი თვეა,
რაც საავადმყოფოდან დაბეჟილი ხერხემლით და დაშავებული ყე-
ლით დავბრუნდი. მას შემდეგ მე და ბინა ძალიან დავახლოვდით.
დოქტორი ფილდინგის აზრით კი, დავმეგობრდით კიდეც.
– დღეს თბილა, – მეუბნება და ზურგის ჩაღრმავებულ ადგილზე
სიმძიმეს მადებს. – ფანჯრები უნდა გააღო.
– არც ერთ შემთხვევაში, – ვპასუხობ მე.
– კარგ რამეზე ამბობ უარს.
– მე ბევრ კარგ რამეზე ვამბობ უარს.
ერთი საათის შემდეგ უკვე მაისური კანზე მეკვრის და ბინა ფეხზე
წამოდგომაში მეხმარება.
– არ გინდა ის ქოლგის ილეთი სცადო? – მეკითხება ის.
მე თავს ვაქნევ. თმა კისერზე მეწებება.
– დღეს არა. და ეგ ილეთი არ არის.
– არადა, შესაფერისი ამინდია. მზე ანათებს და თბილა.
– არა. მე... არა.
– ნაბახუსევზე ხარ?
– ეს ერთ-ერთი მიზეზია.
მსუბუქად ხვნეშის.
‒ ამ კვირაში დოქტორ ფილდინგთან ერთად მაინც სცადე?
‒ კი, – ვატყუებ.
– მერე? გამოვიდა?
– კი.
– რამდენი გაიარე?
‒ ცამეტი ნაბიჯი.
ბინა მაკვირდება.
– კარგი. შენი ასაკის ქალისთვის ნორმალურია.

99
– ხო, ვბერდები.
– დაბადების დღე როდის გაქვს?
– შემდეგ კვირაში. მეთერთმეტე თვის თერთმეტ რიცხვში.
‒ პენსიონერებისთვის განკუთვნილი ფასდაკლების ბარათი უნ-
და გაჩუქო. – იხრება და სიმძიმეებს ჩემოდანში აწყობს. – მოდი,
ვჭამოთ.
მზარეულობით დიდად არასოდეს გამოვირჩეოდი. ძირითადად,
ეს საქმე ედს ებარა. ახლა პროდუქტები პირდაპირ ჩემს კართან მო-
აქვთ: გაყინული სადილები, მიკროტალღური ღუმლისთვის განკუთ-
ვნილი საკვები, ნაყინი, ღვინო (ღვინო შეკვრებად). ასევე, ხილი და
დაბალკალორიული პროდუქტი – ბინასთვის, მისი აზრით კი ჩემ-
თვისაც.
ჩვენს ლანჩებს სეანსებთან კავშირი არა აქვს. უბრალოდ, რო-
გორც ჩანს, ბინას ჩემთან ურთიერთობა სიამოვნებს.
– ამაში რამეს ხომ არ გადამახდევინებ? – ვკითხე ერთხელ მე.
– საჭმელს ისედაც მიმზადებ და რაღა საჭიროა, – მიპასუხა მან.
დღეს მენიუში ნესვი, თაფლი და რამდენიმე ღერი გამომშრალი
ბეკონი გვაქვს.
– უვნებელია? – მეკითხება ბინა.
– სრულებით.
– გმადლობ, ქალბატონო. – ხილს კოვზით პირში იდებს და ტუ-
ჩიდან თაფლს იწმენდს. – ცოტა ხნის წინ ვკითხულობდი სტატიას
იმის შესახებ, რომ თურმე ყვავილის მტვრის ძიებაში ფუტკარს თა-
ვისი სკიდან ექვსი მილის მანძილზე შეუძლია იფრინოს.
– ეგ სად წაიკითხე?
– „ეკონომისტში".
– ოჰ, „ეკონომისტში".
– მაგარია, არა?
– დამთრგუნველია. მე სახლიდანაც კი ვერ გავსულვარ.
– ხო, მაგრამ სტატია შენზე არ იყო.
– ვითომ?
– და თურმე ცეკვავენ. ამას ჰქვია...

100
– ფრთხიალით ცეკვა.
ბეკონის ჩხირს შუაზე ტეხავს.
– შენ საიდან იცი?
– ოქსფორდში ყოფნისას პიტ-რივერსზე, ეროვნულ-ისტორიული
მუზეუმის შორიახლოს, მეფუტკრეობის გამოფენა იყო და იქ მოვის-
მინე.
– ოჰ, ოქსფორდში ყოფნისას.
– ფრთხიალით ცეკვა იმიტომ დამამახსოვრდა, რომ შემდეგ მისი
იმიტირება ვცადეთ და მოუხერხებლად ვიფართხალეთ. დაახლოე-
ბით ისე, როგორც აერობიკის დროს.
– მთვრალები იყავით?
– ფხიზლები არ გვეთქმოდა.
– იმ სტატიის შემდეგ სულ ფუტკრები მესიზმრება, – განაგრძობს
ბინა. – ნეტავ ეს რას უნდა ნიშნავდეს?
– ფროიდისტი არ ვარ, სიზმრები რომ აგიხსნა.
– და მაინც, რომ შეეცადო?
– რომ შევეცადო, გეტყოდი, რომ მაგ სიზმრის მიხედვით, შენ
სასწრაფოდ უნდა შეწყვიტო ჩემთვის სიზმრების ახსნების თხოვნა.
ლუკმას ღეჭავს.
– შემდეგში აუცილებლად დაგტანჯავ.
ჭამას სიჩუმეში ვაგრძელებთ.
– დღეს აბები მიიღე?
– კი. – არ მიმიღია. რომ წავა, მერე დავლევ.
რამდენიმე წუთში მილებში წყლის ხმა ისმის. ბინა კიბისკენ იხე-
დება.
– ეს ტუალეტის ხმა იყო?
– კი.
– აქ კიდევ ვინმეა?
თავს ვაქნევ და ლუკმას ვყლაპავ.
– როგორც ჩანს, დეივიდს მეგობარი ჰყავს.
– ბოზი.
– არც ეგ ბიჭია ანგელოზი.

101
– იცნობ მაგ გოგოს?
– არასოდეს შევხვედრივარ. ეჭვიანობ?
– ცხადია, არა.
– დეივიდთან ფრთხიალით ცეკვაზე რას იტყოდი?
ბეკონის ნაჭერს მაწვდის.
‒ შემდეგ ოთხშაბათს დავა მაქვს. იგივე, რაც წინა კვირაში.
– შენს დასთან?
– ხო. ისევ მეტს ითხოვს. ხუთშაბათს რომ მოვიდე, არა უშავს?
– არანაირი პრობლემა არ მაქვს.
– ვაშა! – ისევ ღეჭავს, შემდეგ წყალს აყოლებს. – დაღლილი
ჩანხარ, ანა. საერთოდ, ისვენებ?
თავს ვუკრავ, მაგრამ მალევე უარყოფის ნიშნად ვაქნევ.
– არა. – მინდოდა მეთქვა „კი“. – თუმცა, ბოლო პერიოდია უფ-
რო და უფრო მიჭირს. უკვე ძალიან აუტანელია... ეს ყველაფერი. –
ვამბობ და ხელებს ვშლი.
– მესმის. აბა, რა იქნება.
– ვარჯიშიც მიძნელდება.
‒ თუმცა, დამიჯერე, უკეთ და უკეთ გამოგდის
– თერაპიაც. ძალიან რთულია ამ პროცესში მეორე მხარეს ჯდო-
მა.
– წარმომიდგენია.
ღრმად ვსუნთქავ. არ მინდა ნერვებს ავყვე.
ოღონდ, კიდევ ერთი რამ:
– ლივი და ედი მენატრებიან.
ბინა ჩანგალს თეფშზე დებს.
– ეს სრულებით ბუნებრივია, – მეუბნება ისეთი თბილი ღიმი-
ლით, რომ ტირილი მინდება.

102
24

ბებოლიზი: გამარჯობა, დოქტორო ანა!

ეკრანზე ჩეთის ფანჯარა წკაპუნით იხსნება. მე ჭიქას გვერდით


ვდებ და საჭადრაკო პარტიას ვწყვეტ. ბინას წასვლის შემდეგ სამი-
დან სამი ხელი მოვიგე. ფენომენალური დღე მაქვს.
მოვიდაექიმი: გამარჯობა ლიზი! თავს როგორ გრძნობ?
ბებოლიზი: უკეთ. დიდი მადლობა.
მოვიდაექიმი: მიხარია.
ბებოლიზი: რიჩარდის ტანსაცმელი ჩვენს ეკლესიას შევწირე.
მოვიდაექიმი: დარწმუნებული ვარ, სათანადოდ დააფასებდნენ
ამ საქციელს.
ბებოლიზი: რა თქმა უნდა.
ბებოლიზი: ასე იქნება და რიჩარდსაც გაუხარდებოდა.
ბებოლიზი: ჩემმა მესამე კლასელებმა კი უშველებელი ბარათი
მისახსოვრეს, გამოჯანმრთელების სურვილებით. ბრჭყვიალაა და
ბამბის ქულებით არის მორთული.
მოვიდაექიმი: რა საყვარლები არიან.
ბებოლიზი: გულწრფელად რომ გითხრა, ამ ნამუშევარში წელში
გამართულ საშუალო ქულას დავუწერდი, მაგრამ მთავარი ხომ მონ-
დომებაა.
მეცინება, ვკრებ L0L-ს, მაგრამ მაშინვე ვშლი.

მოვიდაექიმი: მეც ბავშვებთან ვმუშაობდი.


ბებოლიზი: მართლა?
მოვიდაექიმი: ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ.
ბებოლიზი: ხანდახან მგონია, რომ მეც ეგ ვარ...
ისევ ვიცინი.
ბებოლიზი: უი, უი, კინაღამ დამავიწყდა!
ბებოლიზი: ამ დილით შევძელი და ცოტა გავისეირნე. ჩემი ძვე-

103
ლი მოსწავლე მესტუმრა და სახლიდან გამიყვანა.

ბებოლიზი: მხოლოდ ერთი წუთით, მაგრამ ნამდვილად ღირდა.


მოვიდაექიმი: რა მნიშვნელოვანი ნაბიჯია! ნელ-ნელა უფრო გა-
გიადვილდება.

შესაძლოა, ამაში ვცდებოდე, მაგრამ იმედია,ბებოლიზის გა-


უმართლებს.

მოვიდაექიმი: რა კარგია, ყოფილ მოსწავლეებს ასე რომ უყვარ-


ხართ.
ბებოლიზი: მას სემი ჰქვია. ხატვის არანაირი ნიჭი არ ჰქონდა,
მაგრამ ძალიან კარგი ბიჭი იყო. ახლა კი კარგი კაცია.
ბებოლიზი: თუმცა, გარეთ გასულს სახლის გასაღები შინ დამ-
რჩა.
მოვიდაექიმი: ეს სრულიად ბუნებრივია!
ბებოლიზი: და მცირე ხნით შინ შესვლა გამიძნელდა.
მოვიდაექიმი: იმედია, ძალიან არ შეშინდი.
ბებოლიზი: კი ავღელდი, მაგრამ სათადარიგო გასაღებს ყვავი-
ლის ქოთანში ვინახავ. ძალიან ლამაზი, აყვავებული იები მაქვს.
მოვიდაექიმი: ნიუ-იორკში მაგის ფუფუნება არ გვაქვს!
ბებოლიზი: ვიცინი ხმამაღლა!

ვიღიმი. ჩეთის ტერმინოლოგია ჯერ ასათვისებელი აქვს.

ბებოლიზი: ახლა ლანჩზე უნდა გავიდე. ჩემი მეგობარი მოდის.


მოვიდაექიმი: ძალიან კარგი. მიხარია, რომ შემეხმიანეთ.
ბებოლიზი: მადლობები!
ბებოლიზი: :)

104
ხუთი საათია და ყველაფერი რიგზეა. ჩემს მატჩს ვამთავრებ
(4:0!), ღვინოს ვცლი და ქვევით, ტელევიზორთან ჩავდივარ. რო-
გორც კი DVD-ს კარადას ვაღებ, ვფიქრობ, რომ ამაღამ ჰიჩკოკის
ორ ფილმს ვნახავ. ერთი ალბათ „თოკი“ (დაუფასებელი შედევრი)
იქნება, მეორე კი „უცნობები მატარებელში“. ორივე მათგანში გეი
მსახიობები თამაშობენ. – ალბათ, ამიტომ დავაწყვილე ისინი? ან
ჯერ მეორეს ვნახავ და მერე პირველს, – ვეუბნები საკუთარ თავს.
საერთოდ, ბოლო პერიოდია, საკუთარ თავს ხშირად ველაპარაკე-
ბი. ამაზე ყურადღება დოქტორ ფილდინგთან უნდა გავამახვილო.
იქნებ, „ჩრდილოეთისკენ ჩრდილოეთ-დასავლეთიდან“?
ან ეგებ „გაუჩინარებული ქალბატონი“ ჯობდეს?
უეცრად საშინელი, ხორხისმიერი კივილი მესმის.
სასწრაფოდ სამზარეულოს ფანჯრებისკენ ვტრიალდები.
აქ მარტო ვარ. ოთახში არაფერი ისმის. გული გამალებით მი-
ცემს.
საიდან გაისმა ეს ხმა?
გარეთ ნელ-ნელა ბინდდება. ხეებს ქარი ოდნავ არხევს. ქუჩიდან
გავიგონე, თუ...
კივილი მეორდება. მძიმე, სისხლის გამყინავი ხმაა. ვხვდები,
რომ ის 207-ე სახლიდან მოდის. სახლს ვაკვირდები. მისაღებში
ფანჯრები ღიაა. ქარი ფარდებს აფრიალებს. – დღეს თბილა, – თქვა
ბინამ. – ფანჯრები უნდა გააღო.
ისევ სახლს ვაკვირდები და თვალებს სამზარეულოსა და მისა-
ღებს შორის ვაცეცებ. შემდეგ ეთანის საძინებელს ვაკვირდები და
ისევ სამზარეულოსკენ ვბრუნდები.
ქმარმა ხომ არ დაარტყა? ზედმეტად უყვარს კონტროლი.
მათი ნომერი არ მაქვს. სასწრაფოდ ჯიბიდან „აიფონს“ ვიღებ და
ძირს მივარდება. – შენი დედაც. – ვცდილობ სატელეფონო ბიუროს
ნომერი ავკრიბო.
– მისამართი მითხარით, – მესმის ოპერატორის ავტომატური
ხმა. ის მალევე მკარნახობს ათ ციფრს, რომელთა გამეორებასაც
შემდეგ ესპანურ ენაზე მთავაზობს. ზარს ვთიშავ და ნომერს ტელეფ-

105
ონში ვიწერ.
ვრეკავ და ტელეფონი ყურთან მიმაქვს.
ზარი გადის ერთხელ.
მეორედ.
მესამედ.
მეო...
– ალო?
ეთანი. ჩუმი, დამფრთხალი ხმა აქვს. მათ სახლს ვაკვირდები,
მაგრამ ბიჭს ვერ ვხედავ.
– ანა ვარ, პარკის აქეთ რომ ვცხოვრობ.
ცხვირს ასრუტუნებს.
– გამარჯობა.
– რა ხდება? ყვირილის ხმა გავიგონე.
– აჰ, არა, – ახველებს. – არაფერი. ყველაფერი რიგზეა.
– გავიგონე, ვიღაც ყვიროდა. დედაშენი იყო?
– ყველაფერი რიგზეა, – მიმეორებს. – უბრალოდ, მამა აღელდა.
– დახმარება გჭირდებათ?
პაუზა.
– არა.
ყურში სამი მკაცრი ბგერა ჩამესმის. გათიშა.
მისი სახლი ჩვეულებრივად გამოიყურება.
დეივიდი – დეივიდი ხომ დღეს მათთან უნდა ყოფილიყო. ნეტავ
დაბრუნდა? სასწრაფოდ პირველ სართულზე ვეშვები და წამით
ვგრძნობ შიშს, რომ კარს ვიღაც უცნობი გოგო გამიღებს, ნამძინა-
რევი ხმით მეტყვის, რომ დეივიდი ჯერ არ დაბრუნებულა და მკით-
ხავს, ჩემი ნებართვით, შეუძლია თუ არა ლოგინში დაბრენება.
არა უშავს.
ნეტავ მანაც გაიგონა? ან რამე დაინახა? სასწრაფოდ დეივიდის
ნომერზე ვრეკავ.
ოთხი გაბმული აუჩქარებელი ზარი გადის და შემდეგ სტანდარ-
ტული ავტომოპასუხის ხმა ირთვება: ვწუხვართ, მაგრამ ადამიანი,
რომელსაც თქვენ ურეკავთ... – ქალის ხმა არის. ყოველთვის ასეა.

106
ალბათ, ჩვენ მობოდიშება უკეთ გამოგვდის.
ზარის გაუქმების ღილაკს ვაწვები და მობილურს ხელს ისე ვუს-
ვამ, თითქოს სადაცაა იქიდან ჯინი ამოვა, სიბრძნეს გამიზიარებს და
სურვილებს ამისრულებს.
ჯეინმა დაიყვირა. ორჯერ. მისი შვილი ამბობს, რომ ყველაფერი
რიგზეა. პოლიციას ვერ გამოვიძახებ. თუ ჩემთან არ აღიარა, ფორ-
მიანებს მით უმეტეს არაფერს ეტყვის. ფრჩხილებით ხელის გულს
ვაწვები და ზედ მცირედი ჩაღრმავებები ჩნდება.
არა. მას ისევ უნდა დაველაპარაკო. ანდა აჯობებს – პირდაპირ
ჯეინს. ისევ რასელების ნომერზე ვრეკავ. პირველივე ზარის შემდეგ
მპასუხობენ.
‒ დიახ? – ეს ალისტერია, თავისი დინჯი ხმის ტემბრით.
სუნთქვა მეკვრის.
წინ ვიხედები. აგერ, სამზარეულოში დგას და ყურთან ტელეფონი
უჭირავს. მეორე ხელში კი ჩაქუჩი. მე ვერ მხედავს.
– ანა ფოქსი ვარ, ორას მეცამეტე სახლიდან. ჩვენ შევხვდით...
– დიახ, მახსოვს. გამარჯობა.
– გამარჯობა, – ვეუბნები და საუბარში აყოლას ვნანობ. – ცოტა
ხნის წინ ყვირილის ხმა გავიგონე და მსურდა შემემოწმებინა...
ჩემკენ ზურგით ტრიალდება და ჩაქუჩს ტუმბოზე დებს. ნეტავ ჯე-
ინს ამ ჩაქუჩის შეეშინდა?
– უკაცრავად, რა თქვით?
ამ შეკითხვას არ ველოდი.
– ყვირილი... – არა, უფრო მკაცრი უნდა ვიყო. – ცოტა ხნის წინ
ყვირილის ხმა გავიგონე.
– ყვირილის? – მეკითხება ისე, თითქოს ეს სიტყვა პირველად ეს-
მის. – ბირილი, ტვირილი, ყვირილი.
– დიახ.
– საიდან?
– თქვენი სახლიდან. – შემობრუნდი, მინდა შენი სახე დავინახო.
– არა... აქ არავის უყვირია. გარწმუნებთ. – მესმის მისი ჩაცინება
და ვხედავ, როგორ ეყრდნობა კედელს.

107
– მაგრამ, რომ გავიგე? – ამას შენი შვილიც ადასტურებს, –
ვფიქრობ, თუმცა ხმამაღლა ამას არ ვიტყვი. შეიძლება უფრო გავა-
ღიზიანო.
– ალბათ მოგესმათ, ან სადღაც სხვაგან ყვიროდნენ.
– არა, ზუტად ვიცი, რომ ხმა თქვენი სახლიდან მოდიოდა.
– სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართ. მე არ მიყვირია და
დარწმუნებული ვარ, არც მას.
– მაგრამ, გავიგონე...
– მისის ფოქს, მაპატიეთ, მაგრამ უნდა წავიდე, მეორე ხაზზე მი-
რეკავენ. ყველაფერი რიგზეა. გარწმუნებთ, აქ არავინ ყვირის.
– თქვენ...
‒ კარგად ბრძანდებოდეთ. ისიამოვნეთ დღევანდელი ამინდით.
ვხედავ, როგორ კიდებს ყურმილს. ისევ ის ორი ბგერა მესმის.
შემდეგ ტუმბოდან ჩაქუჩს იღებს და მისაღებს შორეული კარიდან
ტოვებს.
უნდობლად დავყურებ ტელეფონს. თითქოს ამ ყველაფრის ახ-
სნას მისგან მოველი.
წუთის შემდეგ ჩემს ყურადღებას ისევ რასელების სახლი იპ-
ყრობს. ვხედავ, როგორ ჩამოდის კიბეზე ჯეინი. ჯერ აქეთ-იქით იყუ-
რება, შემდეგ კი მტაცებლის ანთებული თვალებით ეზოდან გამო-
დის და დასავლეთით, გამზირისკენ მიემართება. მისი თმის ბუჩქი
მზის სხივებზე ბრიალებს.

25

კარის ჩარჩოში იხრება. მაისურზე ოფლის მუქი ლაქები ეტყობა.


თმა აწეწილი აქვს. ცალ ყურში ყურსასმენი უკეთია.
– რა ხდება?
‒ რასელების სახლიდან ყვირილი შენც გაიგონე? – ვუმეორებ
შეკითხვას. გავიგონე, როგორ დაბრუნდა შინ ჯეინის სახლიდან წას-

108
ვლის შემდეგ, დაახლოებით ნახევარ საათში. მთელი ამ დროის გან-
მავლობაში ჩემი „ნიკონის“ ობიექტივი რასელების სახლზე ისე იყო
ჩასაფრებული, როგორც მელიის სოროსთან ძაღლი.
– არა, მაგათგან სადღაც ნახევარი საათის წინ წამოვედი და სენ-
დვიჩის საჭმელად კაფეში შევიარე, – მეუბნება დეივიდი. შემდეგ მა-
ისური სახესთან მიაქვს და ოფლს იწნმენდს. მუცელზე კუნთები ეტ-
ყობა. – ყვირილი გაიგონეთ?
‒ ორჯერ. აშკარა და ხმამაღალი, სადღაც ექვსი საათისთვის.
დაჰყურებს მაჯის საათს.
‒ შეიძლება მაგ დროისთვის ისევ იქ ვყოფილიყავი, – მეუბნება
და მეორე ყურსასმენზე მიმანიშნებს, რომელიც მის თეძოსთან ქანა-
ობს. – მაგრამ არაფერი გამიგონია, გარდა სპრინგსტინისა.
პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ დეივიდმა თავისთვის სა-
ინტერესო თემაზე სიტყვა ჩამოაგდო, თუმცა ახლა ამისთვის არ მცა-
ლია.
‒ მისტერ რასელს არ უთქვამს, რომ შენც იქ იყავი. თქვა, სახლში
მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვართო.
– მაშინ, ალბათ უკვე წამოსული ვიყავი.
– გირეკავდი. – ეს უკვე დადანაშაულებასავით ჟღერს.
ბიჭი იღუშება, ჯიბიდან ტელეფონს იღებს და კიდევ უფრო წარ-
ბშეკრული ეკრანს აკვირდება.
– ვახ. რამე გჭირდებოდათ?
– ანუ, ყვირილი არ გაგიგონია.
– არაფერი მსგავსი.
ვტრიალდები.
– რამე ხომ არ გჭირდებათ? – მეკითხება, მაგრამ მე უკვე ფანჯა-
რასთან ვარ და ხელში კამერა მიპყრია.
ვხედავ, როგორ გამოდის სახლიდან. კარს კეტავს, კიბეზე ეშვება
და ჩემი სახლის მიმართულებით მოდის. როცა კარზე ზარს რეკავს,
უკვე დამაფონთან ვარ და კარს ვუღებ. მესმის კარის გაღების და ჩა-
კეტვის ხმა. დერეფანში გავდივარ და აგერ, სიბნელეში მდგარ, ათ-
რთოლებულ და თვალებაცრემლებულ ეთანს ვხედავ.

109
– დიდი ბოდიში, – მეუბნება და ზღურბლთან მოუსვენრობს.
– კარგი რა, შემოდი.
მთვარეულივით დალასლასებს. ჯერ სავარძლის მიმართულე-
ბით მიდის, მერე სამზარეულოში.
– რამეს შეჭამ? – ვეკითხები მე.
– არა, ვერ დავრჩები, – თავს აქნევს და სახეზე ცრემლები ეღ-
ვრება. ეს ბავშვი ორჯერ იყო ჩემს სახლში და ორჯერვე ტიროდა.
ცხადია, ანერვიულებულ ბავშვებთან აქამდეც მქონია საქმე: მათ
ცრემლებთან, ქვითინთან, ყვირილთან, დაგლეჯილ თოჯინებთან,
დახეულ წიგნებთან, თუმცა აქამდე ჩახუტებით მხოლოდ ოლივიას
ჩავხუტებივარ. ახლა კი ხელებს ფართოდ ვშლი, ეთანთან მივდივარ
და გულში ვიკრავ. ისიც უხერხულად მიახლოვდება.
წამით წარმოვიდგენ, რომ ისევ ჩემს გოგონას ვეხუტები – სკო-
ლის პირველ დღეს, საცურაო აუზში, ბარბადოსში გატარებული შვე-
ბულებისას, ციდან ჩამოსული თოვლის ფიფქების ქვეშ. ვგრძნობ
მის გულისცემას, რომელიც ჩემსას ემთხვევა და თითქოს ორივეს
ვენებში საერთო სისხლი მოძრაობს.
ჩემს მხართან ეთანი რაღაცას გაურკვევლად ბურტყუნებს.
– რა ხდება?
– ძალიან დიდი ბოდიში, – მიმეორებს, თავს ითავისუფლებს და
სახელოთი ცხვირს იწმენდს. – მართლა ძალიან ვწუხვარ.
– არა უშავს. მაგას ნუ ამბობ. ყველაფერი რიგზეა. – სახეზე ჩა-
მოფარებულ თმას უკან ვიწევ და ეთანსაც ასე ვექცევი. – რა ხდება?
– მამაჩემი... – ჩუმდება და ფანჯრიდან თავის სახლს უყურებს.
სიბნელეში ის დიდი ზომის თავის ქალას წააგავს. – მამაჩემი ყვირო-
და და სახლიდან გაქცევა მომინდა.
– დედა სად არის?
ქსუტუნებს და ისევ ცხვირს იწმენდს.
– არ ვიცი. – რამდენჯერმე მძიმედ ამოისუნთქავს და თვალებში
მიყურებს. – ბოდიში. არ ვიცი, სად არის, მაგრამ კარგადაა.
– მართლა?
აცემინებს და დაბლა იყურება. მის ფეხებს შორის პანჩი დამდგა-

110
რა და კოჭთან ეყუდება.
– უნდა დავბრუნდე, მამა გაბრაზდება.
– მგონი უკვე გაბრაზებულია. – მაგიდიდან სკამს გამოვწევ და
ეთანს მასზე ვანიშნებ. სკამს აკვირდება, შემდეგ ისევ ფანჯრისკენ
იხედება.
– არა, უნდა წავიდე. აქ საერთოდ არ უნდა მოვსულიყავი. უბრა-
ლოდ...
– უბრალოდ, სახლიდან გასვლა გჭირდებოდა, – ვამთავრებ მის
ნაცვლად. – შენი მესმის. მაგრამ, შინ დაბრუნება უსაფრთხოა?
ჩემდა გასაკვირად, ეთანი იცინის, თუმცა ოდნავ ნერვიულად.
– უბრალოდ, ხმამაღლა ყვირის ხოლმე, თორემ შიშით არ მეში-
ნია.
– მაგრამ დედას ეშინია.
ამაზე არაფერს ამბობს.
რამდენადაც ვაკვირდები, ფიზიკური ძალადობის კვალი ეთანს
არ აღენიშნება: სახესა და მკლავებზე არაფერი ეტყობა და ადეკვა-
ტურად იქცევა (თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე ორჯერ
ატირდა). ჰიგიენა დამაკმაყოფილებელია. თუმცა დგას ჩემ წინ და
პარკის გადაღმა თავის სახლს დამფრთხალი თვალებით გაჰყუ-
რებს.
სკამს თავის ადგილზე ვაბრუნებ.
– მინდა ჩემი მობილურის ნომერი ჩაიწერო, – ვეუბნები მე.
თავს მიქნევს. შეიძლება სიამოვნებით არა, მაგრამ მაინც ჩაი-
წერ.
– შეგიძლიათ ფურცელზე დამიწეროთ?
– ტელეფონი არ გაქვს?
თავს აქნევს.
– ის... მამა მიკრძალავს. – ქსუტუნებს. – არც ელფოსტა მაქვს.
არ მიკვირს. უჯრიდან ძველ რეცეპტს ვიღებ და ზედ ოთხ ციფრს
ვწერ, თუმცა შემდეგ ვხვდები, რომ ეს ჩემი სამსახურის ცხელი ხაზის
ნომერია, რომელსაც პაციენტებს ვაძლევდი ხოლმე. „1-800-ანა-
გისმენთ“ – ხუმრობდა ხოლმე ედი.

111
– ბოდიში, შემეშალა, – ვამბობ, ციფრებს ვშლი და სწორ ნომერს
ვწერ. ეთანისკენ ვიხედები. სამზარეულოს კართან დგას და ისევ
სახლს გაჰყურებს.
– იქ დაბრუნება აუცილებელი არ არის, – ვეუბნები მე.
ბრუნდება. პაუზას იღებს და თავს აქნევს.
– უნდა წავიდე.
თავს ვუკრავ და ფურცელს ვაწვდი. ეთანი მას ჯიბეში იდებს.
– შეგიძლია ნებისმიერ დროს დამირეკო, – ვეუბნები მე. – და
გთხოვ, ეს ნომერი დედასაც მიეცი.
– კარგი. – კარისკენ მიდის, ჩემი შეფასებით, საბრძოლოდ შე-
მართული, ფართოდ გაშლილი მხრებით.
– ეთან?
ტრიალდება. ცალი ხელი კარის სახელურზე უდევს.
– სერიოზულად გეუბნები. ნებისმიერ დროს.
თავს მიკრავს, კარს აღებს და გადის.
სარკმელთან ვბრუნდები. ვხედავ, როგორ კვეთს პარკს, ადის კი-
ბეზე, გასაღებს კლიტეს არგებს, შემდეგ წამით თავს იკავებს, ღრმად
ჩაისუნთქავს და შიგნით უჩინარდება.

26

ორი საათის შემდეგ ღვინის ბოლო წვეთებსაც ვცლი, ბოთლს ყა-


ვის მაგიდაზე ვდგამ და წვალებ-წვალებით აქეთ-იქით ვიხრები.
არა. თავს ძალა უნდა დავატანო და საძინებლამდე... სააბაზა-
ნომდე მივაღწიო.
შხაპის შხეფების ქვეშ ვდგავარ და თავში ბოლო დღეებში მომ-
ხდარი ამბების ნიაღვარი მიტრიალებს. ეს ნიაღვარი ავსებს შრეებს
ჩემს სხეულზე: ატირებული ეთანი, დოქტორი ფილდინგის სათვალე,
ბინა – ჩემს ხერხემალზე დაჭერილი ფეხით, ის ვნებათაღელვით

112
სავსე ღამე ჯეინთან ერთად, ედის ხმა, დეივიდი დანით, ალისტერი –
კარგი ადამიანი და კარგი მამა. კივილის ხმები.
შამპუნის ბოთლს ხელს ვუჭერ და ხელზე ვისხამ. შემდეგ თმაში
ვიზელ და ფეხებთან მოგროვებულ ქაფს ვაკვირდები.
აბები? ღმერთო ჩემო, აბები. – ეს სერიოზული ფსიქოტროპული
საშუალებებია, – მითხრა დოქტორმა ფილდინგმა პირველი შეხ-
ვედრისას. მაშინ მე ამ აბებს ჯერ კიდევ ტკივილგამაყუჩებლად ვხმა-
რობდი. – მათი გამოყენებისას ყურადღებით იყავით.
ხელისგულს კედელს ვადებ და სახეზე შავი თმის გროვა მეფარე-
ბა. რაღაც ხდება, რაღაც იცვლება ჩემში. ახალი და სახიფათო. მას
სარეველასავით აქვს ფესვები გადგმული და იზრდება. ჩემს ნაწლა-
ვებს, ფილტვებს და გულს ფარავს. – აბები, – ვამბობ ჩურჩულით,
თუმცა ჩემი ხმა შხაპის ხმაურის ფონზე თითქმის არ ისმის. თითქოს
წყალქვეშ ვლაპარაკობ.
ჩემი ხელი მინაზე რაღაც იეროგლიფებს გამოსახავს. თვალები-
დან წყალს ვიშორებ და ნაწერს ვკითხულობ. ისევ და ისევ, საშხაპის
კარზე ჯეინ რასელის სახელს ვწერ.

113
ხუთშაბათი

4 ნოემბერი

27

ის ზურგზე წევს. მე თითებით ჭიპსა და მკერდზე დაფენილ შავ


თმაზე ვეთამაშები.
– შენი სხეული მომწონს, – ვეუბნები მე.
ღრმად ამოისუნთქავს და მიღიმის.
– ნუ ჩქარობ, – მეუბნება, ჩემი თითი კისერთან შერჩენილ ია-
რასთან მიაქვს და ფრთხილად, ნელ-ნელა სხეულის სხვა წერტი-
ლებს შეახებს: მშრალ კანს, რომელიც ტერაცოს ფილას მომაგო-
ნებს, ყინულებს შორის მდგარ ესკიმოსს დამსგავსებულ ეულ ხალს,
დეფორმირებულ ცერა თითს, დაკოჟრილ მაჯებს და მცირე იარას
ნესტოსთან.
ამ იარას თითს ვუსვამ და ოდნავ ნესტოში ვუღიტინებ.
ეცინება.
– ეს როგორ მოხდა? – ვეკითხები მე.
ჩემს თმას ცერზე იხვევს.
– ჩემმა ბიძაშვილმა ჩაიდინა.
– არ ვიცოდი ბიძაშვილი თუ გყავდა.
– თან ორი. ეს რობინმა ქნა. ცხვირთან საპარსის პირი მომიტანა
და მკითხა, მინდოდა თუ არა, რომ ჩემთვის ერთი ნესტო დაეტოვე-
ბინა. ხოლო როცა უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ცხვირიც გავიჭერი.
– ღმერთო.
ამოისუნთქავს.
– ხო, ვიცი. თანხმობის ნიშნად თავი რომ დამექნია, ყველაფერი
რიგზე იქნებოდა.
მეღიმება.

114
– რამდენი წლის იყავი?
– უჰ, ეს წინა სამშაბათს მოხდა.
ახლა უკვე ვიცინი. მასაც ეცინება.
ვფხიზლდები და სიზმარიც წყალივით იღვრება. სადღაც უჩინარ-
დება. ვცდილობ ხელი ჩავავლო, მაგრამ თითებს შორის ქრება.
ხელს შუბლზე ვიდებ და იმედი მაქვს, რომ ნაბახუსევის კვალი სა-
ბოლოოდ გაქრება. ლოგინიდან მძიმედ გადმოვდივარ და კარადამ-
დე პიჟამაში მივდივარ. კედლის საათზე ვხედავ, რომ თერთმეტის
ათი წუთია. ციფერბლატს აპრეხილი ულვაშები ეტყობა. კარგა
თორმეტი საათი მძინებია.
გუშინდელი დღე დამჭკნარი ყვავილივით გაუჩინარდა. რაღაც
ოჯახურ კამათს მოვკარი ყური, თუმცა მნიშვნელოვანს არაფერს.
როგორც ედი ამბობს ხოლმე, ეს ალბათ მართლა არ არის ჩემი საქ-
მე. სანამ ამაზე ვფიქრობ, კაბინეტშიც შევდივარ.
ცხადია, მართალია. თავს ზედმეტად იტვირთავ. ნამდვილად
ასეა. ბევრი მძინავს, ბევრს ვსვამ და ბევრს ვფიქრობ. ზედმეტად
ბევრს. აგვისტოში, მილერების ამბავშიც ზედმეტად არ ჩავერიე?
ისინი ხომ ჩემთან არასოდეს ყოფილან, მაგრამ მე მაინც მათი ყოვე-
ლი ნაბიჯი ვიცოდი. შესაბამისად, არც რასელების მიმართ მამოძრა-
ვებს განსაკუთრებული ინტერესი. უბრალოდ, აქვე არიან.
ბუნებრივია, ჯეინზე ვღელავ. განსაკუთრებით კი ეთანი მაფიქ-
რებს. უბრალოდ, ხმამაღლა ყვირის ხოლმე – დარწმუნებული ვარ,
ძალიან მძიმე ხასიათის კაცია. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერც ბავ-
შვთა დაცვის სამსახურს გამოვიძახებ, რადგან საკმარისი საფუძვე-
ლი არ მაქვს. სიტუაციას ეს კიდევ უფრო დაამძიმებს. დანამდვილე-
ბით ვიცი. ჩემი მობილურის ხმა ისმის.
ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ვიბნევი. ტელეფონს ხალათის
ჯიბეებში ვერ ვპოულობ, ხოლო როცა საძინებელში ვბრუნდები, აღ-
მოვაჩენ, რომ ზეწრებში დამრჩენია და ამ დროისთვის უკვე აღარც
რეკავს.
ეკრანზე ჯულიან ფილდინგის სახელს ვკითხულობ. შემოსულ
ნომერზე ვრეკავ.

115
– ალო?
– გამარჯობა, დოქტორო ფილდინგ. თქვენს ზარს ვერ მოვუსწა-
რი.
– გამარჯობა, ანა.
– დიახ... გამარჯობა. – თავი მისკდება.
– გირეკავ, რათა... ერთი წუთით, – ხმა წყდება, შემდეგ ბრუნდე-
ბა. – ლიფტში ვარ. იმიტომ გირეკავ, რომ დავაზუსტო, ჩემს ბოლო
მითითებებს თუ მიჰყვები.
რა მითითებებს? ა, ხო, აბების ახალი დოზირება.
– დიახ, ცხადია.
– კარგია. იმედია არ გწყინს, რომ გამოწმებ.
ცხადია, მწყინს.
– არა, რას ბრძანებთ.
‒ წესით, შედეგი მალევე უნდა დაინახო.
– აუცილებლად გაგაგებინებთ, თუმცა ეს ალბათ, ზემოქმედება
უფრო იქნება, ვიდრე შედეგი, – ვარწმუნებ და კაბინეტისკენ მივდი-
ვარ.
ეს კაცი ხომ საშხაპიდან მოსაშარდავად გამოდის.
– ჩვენმა ბოლო სეანსმა შემაშფოთა.
პაუზას ვიღებ.
– მე... – არ ვიცი, რა ვთქვა.
– იმედი მაქვს, წამლები დაგეხმარება.
ისევ ვერაფერს ვამბობ.
– ანა?
– დიახ, მეც ამის იმედი მაქვს.
ხმა უთრთის.
– უკაცრავად?
წამის შემდეგ კი მტკიცე ხმით მეუბნება:
– ამ წამლების მიღება ალკოჰოლთან ერთად დაუშვებელია.

116
28

სამზარეულოში აბებს „მერლოს“ ვაყოლებ. დოქტორი ფილდინ-


გის შეშფოთების მესმის. ისიც ვიცი, რომ თავად ალკოჰოლი დეპრე-
სანტია და შესაბამისად, დეპრესიის დროს ცუდ შედეგებამდე მივყა-
ვარ. ამის შესახებ თავადაც ვწერდი „პედიატრიული ფსიქოლოგიის
ჟურნალში“ (37-ე ტომი, მე-4 ნომერი), რომელშიც გამოვაქვეყნე
სტატია სათაურით „ბავშვთა დეპრესია და ალკოჰოლის მავნე მოხ-
მარება". თანაავტორი უესლი ბრილი. საჭიროების შემთხვევაში ამა-
ვე სტატიიდან საკუთარი ფრაზების ციტირებაც შემიძლია. როგორც
ბერნარდ შოუ ამბობდა: „მე ხშირად ვციტირებ საკუთარ თავს, რად-
გან ამით ნათქვამს მეტ სიმძაფრეს ვძენ“. შოუ ასევე ამბობდა, რომ
ალკოჰოლი არის ანესთეზია, რომლითაც სიცოცხლის ოპერაციას
ვატარებთ. კეთილი, მოხუცი შოუ.
ასე რომ, კარგი რა, ჯულიან, ეს აბები ხომ ანტიბიოტიკები არაა.
თანაც, უკვე ერთი წელია წამლებთან ერთად ალკოჰოლსაც ვიღებ
და აბა, რას მიწუნებ?
ჩემი ლეპტოპი სამზარეულოს მაგიდაზე, მზის სხივების ქვეშ
დევს. მივდივარ, ვხსნი და „აგორაში“ შევდივარ. ვამუშავებ ორ
ახალბედას, შემდეგ კი მედიკამენტების შესახებ მორიგ კამათში
ვერთვები (დამაჯერებლად ვამტკიცებ, რომ არც ერთი მათგანის
ალკოჰოლთან ერთად მიღება არ შეიძლება). ერთხელ, მხოლოდ
ერთხელ ვიჭყიტები რასელების სახლისკენ. ეთანი კომპიუტერის
კლავიშებზე აკაკუნებს – ალბათ თამაშობს, ან დავალებას წერს.
ფაქტია, რომ ინტერნეტში არ დაძრომიალობს.
ქვევით, ალისტერი მუხლებზე პლანშეტით ზის. ესეც ოცდამეერ-
თე საუკუნის ოჯახი. ჯეინი არ ჩანს. ძალიან კარგი. ჩემი საქმე მაინც
არ არის. მათ ზედმეტად დიდ ყურადღებას ვუთმობ.
‒ კარგად ბრძანდებოდეთ, რასელებო, – ვამბობ და ყურადღება
ტელევიზორისკენ გადამაქვს. ინგრიდ ბერგმანის „ნათურა“ – მომ-
ხიბვლელი, ნელი ნაბიჯით განვითარებადი სიგიჟე.

117
29

ლანჩის შემდეგ ცოტა ხანში ლეპტოპთან ვბრუნდები და ვხედავ,


რომ „აგორაში“ ბებოლიზი შემოდის. მისი სახელის გვერდით მოღი-
მარი ავატარი ჩნდება. ვგრძნობ, რომ ფორუმზე შესვლა მსიამოვ-
ნებს. ამჯერად ვცდილობ მისალმება დავასწრო.

მოვიდაექიმი: გამარჯობა, ლიზი!


ბებოლიზი: გამარჯობა, დოქტორო ანა!
მოვიდაექიმი: მონტანაში როგორი ამინდია?
ბებოლიზი: გარეთ წვიმს, რაც ჩემნაირი, სახლის გოგოსთვის,
კარგი ამინდია!
ბებოლიზი: ნიუ-იორკში?
ბებოლიზი: ისე, ძალიან სოფლელივით გამომდის, ნიუიორკს
რომ ვწერ და არა ენ-უაის?
მოვიდაექიმი: არც ერთი არაა პრობლემა! აქ მზეა. როგორ ხარ?
ბებოლიზი: სიმართლე გითხრა, დღეს უფრო მძიმედ, ვიდრე გუ-
შინ. ჯერჯერობით ასეა.
ღვინის ყლუპს ენით ვეთამაშები.
მოვიდაექიმი: ხდება ხოლმე. პროგრესი ყოველთვის სწრაფი ნა-
ბიჯებით არ მიდის.
ბებოლიზი: მაგას ვხვდები. იცი, დღეს პროდუქტებს მეზობლები
მომიტანენ.
მოვიდაექიმი: რა კარგია, ირგვლივ მყოფი ხალხი გვერდში რომ
გიდგას.
მხოლოდ ორი მცირედი შეცდომა ორი ჭიქა ღვინის შემდეგ. საკ-
მაოდ ღირსეული შედეგია, ვერაფერს იტყვი. ამ ფიქრებში მორიგ
ყლუპს ვსვამ.
ბებოლიზი: მაგრამ: მთავარი ახალი ამბავი არის ის, რომ... ამ უქ-
მეებზე ჩემი ბიჭები მესტუმრებიან. როგორ მინდა, გარეთ მათთან
ერთად გასვლა შევძლო. მართლა მართლა!
მოვიდაექიმი: თავს ზედმეტად ძალას ნუ დაატან. ყველაფერს თა-

118
ვისი დრო აქვს.
პაუზა.
ბებოლიზი: ვიცი, ამის თქმა ცუდია, მაგრამ ჩემთვის ძნელია ასე,
„გარეკილის“ როლში ყოფნა.

ნამდვილად ცუდია და გულში ჩხვლეტას მეც ვგრძნობ. ჭიქას


ვცლი, სახელოებს ვიკაპიწებ და კლავიატურზე კაკუნს ვიწყებ.

მოვიდაექიმი: სულაც არ გაქვს გარეკილი. შენ, უბრალოდ, გარე-


მოებათა მსხვერპლი ხარ. ის, რა მდგომარეობაშიც ახლა ხარ, ჯო-
ჯოხეთურად რთული გადასატანია. უკვე ათი თვეა, სახლში ვარ გა-
მოკეტილი და კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს. ძალიან გთხოვ, საკუ-
თარ თავს გარეკილს ნუ უწოდებ, რადგან შენ ძალიან ძლიერი და
საზრიანი ადამიანი ხარ, საკმარისი სიმამაცე გაგაჩნია, რომ დახმა-
რება ითხოვო. შენი შვილები შენით უნდა ამაყობდნენ და შენც უნდა
ამაყობდე საკუთარი თავით.
არაპოეტური და არც მთლად გამართული ინგლისურით ნაწერი
ტექსტი გამომივიდა, მაგრამ სამაგიეროდ, თითოეული სიტყვა სრუ-
ლი სიმართლეა.

ბებოლიზი: საოცარია.
ბებოლიზი: დიდი მადლობა.
ბებოლიზი: არ მიკვირს ფსიქოლოგი რიმ ხარ. ზუსტად იცი, ადა-
მიანს რა უნდა უთხრა.

ვგრძნობ, როგორ მეშლება ტუჩებზე ღიმილი.

ბებოლიზი: შენ გყავს ოჯახი?

ღიმილი ქრება.
სანამ ვუპასუხებ ჭიქას ღვინით პირამდე ვავსებ და დიდ ყლუპს
ვსვამ. რამდენიმე წვეთი ტუჩთან მეღვრება და ნიკაპის გავლით ხა-

119
ლათზე მეცემა. კიდევ კარგი, ედი არ მიყურებს. კიდევ კარგი, არავინ
მიყურებს.

მოვიდაექიმი: მყავს, მაგრამ ერთად არ ვცხოვრობთ.


ბებოლიზი: კი მაგრამ, რატომ?

მართლაც. რატომ? რატომ არ ცხოვრობთ ერთად, ანა?


ჭიქა პირთან მიმაქვს და ისევ მაგიდაზე ვდგამ. ჩემ თვალწინ ია-
პონური მარაოს მსგავსად იშლება სცენა: თოვლით დაფარული არე-
მარე, შოკოლადის შეკვრის გარეკანის ნახატის მსგავსი სასტუმრო
და ძველისძველი ყინულის დანადგარი
და, ჩემდა გასაკვირად, მოყოლას ვიწყებ.

30

განქორწინება ათი დღით ადრე გადავწყვიტეთ. შეიძლება ათ-


ვლის წერტილად ეს მომენტი ავიღოთ. თუმცა, სიმართლე რომ ით-
ქვას, ეს გადაწყვიტა ედმა, მე კი დავეთანხმე. უნდა ვაღიარო, რომ
ადვოკატის აყვანის შემდეგაც კი ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყოველივე
მართლა მოხდებოდა. თავისუფლად შეიძლებოდა, საქმე მის მორიგ
ხუმრობასთან მქონოდა.
ყოველ შემთხვევაში, ამ დეტალებში გარკვევა ლიზისთვის ახლა
საინტერესო არ იქნებოდა. ალბათ, სხვაგვარად იტყოდა უესლი,
რადგან მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო პასუხი კითხვაზე
„რატომ?“, ხოლო მე ამ მომენტში შემეძლო უბრალოდ მიმეყოლე-
ბინა პასუხი შეკითხვებზე „როდის?“ და „სად?“
წინა დეკემბერს, ვერმონტში.
ჩვენ ოლივია „აუდში“ ჩავსვით და 9A გზატკეცილს დავადექით.
შემდეგ გავიარეთ ჰენრი ჰადსონის ხიდი და მანჰეტენსაც გავცდით.
ორი საათის შემდეგ, ნიუ-იორკის ჩრდილოეთი ნაწილი რომ უკან მო

120
ვიტოვეთ, აღმოვჩნდით ერთ ისეთ გზაზე, როგორსაც ედი შემოვ-
ლით გზებს უწოდებდა და რომელზეც, მისი თქმით, „ყოველ ფეხის
ნაბიჯზე ფენქეიქების ჯიხურები იდგა“, – ამას დაპირდა კიდეც ოლი-
ვიას.
– დედიკოს ფენქეიქები არ უყვარს, – თქვა ოლივიამ.
– არა უშავს, მას შეუძლია სახელოვნებო მაღაზიებში შეიაროს.
– არც ეგ რომ არ უყვარს? – ვთქვი მე.
აღმოჩნდა, რომ არანაირი ფენქეიქების ჯიხურები და სახელოვ-
ნებო მაღაზიები ამ გზაზე არ იდგა. საბოლოოდ, ნიუ-იორკის შორე-
ულ აღმოსავლეთით, ერთ მარტო მდგომ სასადილოში აღმოვ-
ჩნდით, სადაც ოლივია, მენიუს თუ დავუჯერებთ, ადგილობრივი
მომწოდებლისგან მიღებულ ნეკერჩხლის სიროფიან ვაფლებს ჩან-
გლით ეთამაშებოდა, ხოლო მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მჯდომი
მე და ედი ერთმანეთს თვალებით ვჭამდით. გარეთ უკვე ოდნავ თოვ-
და და თოვლის ფიფქები ფანჯრის მინას პატარა კამიკაძეებივით
ეხეთქებოდა. ოლივია ფიფქებს ჩანგალს უმიზნებდა და კისკისებდა.
მე მისი ჩანგალი ჩემით ჩამოვწიე და ვუთხარი, რომ „ბლუ რი-
ვერში“ ბევრად დიდი თოვლი დახვდებოდა. სწორედ ეს იყო ჩვენი
საბოლოო დანიშნულების წერტილი. სათხილამურო კურორტი ცენ-
ტრალურ ვერმონტში, სადაც ოლივია თავის მეგობარს, უფრო სწო-
რად, კლასელს სტუმრობდა.
მანქანაში დავბრუნდით და გზა განვაგრძეთ. ძირითადად, ჩუმად
ვიყავით. ოლივიასთვისაც არაფერი გვითქვამს. არ გვინდოდა არ-
დადეგები ჩაგვეშხამებინა. ეს გადაწყვეტილება მე მეკუთვნოდა, ედი
კი დამეთანხმა.
ამ სიჩუმეში თვალს ვავლებდი ფართოდ გაშლილ მინდვრებს,
ყინულის თხელი ფენით დაფარულ მცირე ზომის ნაკადულებს და მი-
ტოვებულ სოფლებს. ვერმონტის საზღვართან ქარბუქში მოვხვდით
და ოლივიამ მოულოდნელად დაიწყო სიმღერა „მდელოებს მიღმა
და ტყეების გავლით".
მე შევეცადე ავყოლოდი, მაგრამ ეს წარმატებით არ გამომივიდა.
– შენ არ იმღერებ, მამიკო? – სთხოვა ოლივიამ. ყოველთვის ასე

121
იქცეოდა: არაფერს მოგთხოვდა, მხოლოდ გთხოვდა, რაც ბავშვის-
თვის იშვიათია. პრინციპში, რომ ვუფიქრდები, ყველასთვის იშვი-
ათია.
ედმა ყელი ჩაიწმინდა და ამღერდა. ხმას დაუწია მხოლოდ მაშინ,
როცა მიწიდან ამოზრდილ უშველებელ მხრებს დამსგავსებულ,
მწვანე მთებს მივუახლოვდით. ოლივიას განცვიფრებისგან სუნთქვა
შეეკრა.
– ასეთი გასაოცარი არაფერი მინახავს, – თქვა და იმაზე დავფიქ-
რდი, თუ სად ჰქონდა მოსმენილი ეს სიტყვები.
– მოგწონს მთები? – ვკითხე მე.
– დაჭმუჭნილ პლედებს ჰგავს.
– ნამდვილად.
– გოლიათის ლოგინის პლედს.
– გოლიათისას? – გაიმეორა ედმა.
– ხო. თითქოს, ეგ პლედები გოლიათებს აფარიათ. დაჭმუჭნი-
ლიც მაგიტომაა.
– ხვალ ერთ-ერთ მაგ მთაზე ისრიალებ, – დაჰპირდა ედი და
მკვეთრად მოუხვია. – ჯერ ავალთ ზევით-ზევით-ზევით, შემდეგ კი
დავეშვებით ქვევით-ქვევით-ქვევით.
– ზევით-ზევით-ზევით, – გაიმეორა ოლივიამ.
– სწორია!
– ქვევით-ქვევით-ქვევით.
– ესეც სწორია!
– ნახე, ის მთა ცხენს ჰგავს. აგერ, მისი ყურები, – თქვა და შორს
მდგარ წყვილ მწვერვალზე მიგვანიშნა. ოლივია ამ დროს იმ ასაკში
იყო, როცა ყველაფერი ცხენს გაგონებს.
ედმა გაიღიმა.
– ცხენი რომ გყავდეს, რას დაარქმევდი, ლივ?
– თუმცა, ცხენი არ გვეყოლება, – დავამატე მე.
– რას და, მელიას.
– მელია ხომ სხვა ცხოველია, – უთხრა ედმა. – თუმცა, რა პრობ-
ლემაა.

122
– მელიასავით სწრაფი იქნებოდა!
ამ სიტყვებზე ორივენი ჩავფიქრდით.
– შენ რას დაარქმევდი ცხენს, დე?
– არ გინდა დედიკო დამიძახო?
– კარგი.
– კარგი?
– კარგი, დედიკო.
– რას და, ცხადია, ცხადიას. – ედის გავხედე. არაფერი.
– რატომ?
– როგორც იმ გადაცემის სიმღერაშია.
– რომელ სიმღერაში?
– ძველი გადაცემა რომ არის, მოლაპარაკე ცხენზე.
– მოლაპარაკე ცხენზე? – ოლივიამ ცხვირი შეიჭმუხნა.
– რა სისულელეა.
– გეთანხმები.
– მამიკო, შენ რას დაარქმევდი ცხენს?
ედმა უკანა ხედვის სარკეში გახედა.
– მელია მეც მომწონს.
– ვაშა, – შესძახა ოლივიამ.
მე კი გვერდზე გავიხედე.
ჩვენ წინ ფართო სივრცე გაიშალა. უშველებელი დაღმართი, მის
ბოლოს კი, როგორც დიდი ორმოს ძირში, მარადმწვანე ხეების ტყე
მოჩანდა. ალაგ-ალაგ ნისლის ნაგლეჯები მიცურავდა. დაღმართზე
მივქროდით და მეჩვენებოდა, რომ ჩვენც ჰაერში მივცურავდით და
სამყაროს ჭაში ვეშვებოდით.
– ნეტავ, იქამდე რა მანძილია? – იკითხა ოლივიამ.
– ძალიან დიდი, – ვუპასუხე და ედს მივუბრუნდი. – ცოტა ვერ შე-
ანელებ?
– შევანელო?
– ხო, შეანელე. უფრო ნელა ვერ ვივლით?
მანქანა ოდნავ შენელდა.
– მეტს ვერ შეანელებ?

123
– ყველაფერი რიგზეა, – მითხრა ედმა.
‒ მეშინია, – თქვა ოლივიამ ათრთოლებული ხმით და ხელები
თვალებზე აიფარა. ედმა მუხრუჭს დააჭირა.
– არა, საყვარელო, მოდი, მე შემომხედე, – ვუთხარი და ხელები
გამოვართვი. – მოდი, დედიკოს უყურე.
ასეც მოიქცა. ფართოდ დაჭყეტილი თვალებით მიყურებდა.
– ყველაფერი რიგზეა, – ვეუბნებოდი და თითებზე ვეფერებოდი.
– უბრალოდ, დედიკოს უყურე.
სასტუმრო „ორ ფიჭვში“, კურორტიდან ნახევარი საათის სავალ-
ზე გვქონდა დაჯავშნილი. ცენტრალური ვერმონტის საუკეთესო ის-
ტორიული სასტუმრო – ასე შემოგვეგება აქაურობა „ფიშერ არმზის“
საიტზე, თუმცა რეალურად დაგვხვდა სხვადასხვაგვარი ბუხრისა და
ყინულით დაფარული ფანჯრების ბანალური ერთობლიობა.
მანქანა მცირე ზომის პარკინგზე დავაყენეთ. შესასვლელი კარის
თავზე, სახურავის კალთებზე, ეშვების მსგავსი ყინულის ლოლუები
ეკიდა, შიგნით კი ნიუ-ინგლენდის სოფლური ინტერიერი ბატონობ-
და: სამკუთხა ჭერი და ბუხრის წინ დაწყობილი ძველებური ავეჯი,
რომელიც განუყრელია ნებისმიერი კატალოგისთვის. შემოგვეგება
ფუმფულა ახალგაზრდა ქერა ადმინისტრატორი, რომელსაც სამ-
კერდე ბარათზე ეწერა – „მერი“. ის სარეგისტრაციო მაგიდასთან
მიგვიძღვა და ბლანკების შევსება გვთხოვა. წამით გავიფიქრე, რომ
ის აუცილებლად მოგვმართავდა სიტყვით „ხალხო".
– აბა, სასრიალოდ ჩამოხვედით, ხალხო?
– დიახ, – ვუთხარი მე. – „ბლუ რივერში“.
– ძალიან კარგი, – მერიმ ოლივიას გახედა. – ქარბუქი გვიახ-
ლოვდება.
– ნორისტერი? – იკითხა ედმა ისე, თითქოს ადგილობრივი ყო-
ფილიყო.
ქალმა მოღიმარი სახით აათვალიერა.
– არა, ნორისტერი სანაპიროებისთვის დამახასიათებელი გრი-
გალია, სერ.
ედი კინაღამ შეკრთა.

124
– აჰ.
– ეს უბრალოდ პატარა ქარბუქია, ხალხო. ახლა კი თქვენს
ოთახში მოეწყვეთ და ფანჯრების დაკეტვა არ დაგავიწყდეთ.
მინდოდა მეკითხა, შობამდე ერთი კვირით ადრე, ოთახში ფან-
ჯრები ღია რატომ იყო, მაგრამ მერიმ მაშინვე ხელში გასაღები მო-
მაჩეჩა და ხალხს სასიამოვნო საღამოს გატარება გვისურვა.
ჩემოდნები დერეფანში გავაგორეთ. საინტერესოა, რომ „ყო-
ველმხრივ სასიამოვნო“ სასტუმრო პორტიეს მომსახურებას არ მო-
იცავდა. ჩვენ შევედით ოთახში, რომლის კედელზეც ხოხბების ფო-
ტოები ეკიდა, ლოგინების კიდეებზე კი დახვეული პლედები ელაგა.
ოლივია მაშინვე ტუალეტში შევიდა, ოღონდ კარი ღია დატოვა,
რადგან უცხო ტუალეტების ყოველთვის ეშინოდა.
– მშვენიერია, – წავილუღლუღე მე.
– ლივ, – გასძახა ედმა, – სააბაზანო როგორ მოგწონს?
– ცივა.
– რომელ ლოგინზე დაწვები? – მკითხა ედმა. როცა ვისვენებ-
დით, როგორც წესი ცალ-ცალკე ლოგინებზე გვეძინა, რათა ღამით
თუ ოლივია შემოგვიწვებოდა, უხერხულობა არ ეგრძნო. თუმცა, ამ
შემთხვევაშიც ხდებოდა ისე, რომ ხან ედის ლოგინში აღმოჩნდებო-
და და ხანაც ჩემთან. ედი ამ დროს მას ეძახდა პონგს „ატარის“ თა-
მაშიდან, რომელშიც ბურთი ორ მართკუთხედს შორის დახტუნავს.
– ფანჯარასთან შენი იყოს, – ვუთხარი, ლოგინის კიდეზე ჩამოვ-
ჯექი და ჩემოდნის ელვაშესაკრავი გავხსენი. – ოღონდ, დარწმუნდი,
რომ ფანჯარა დაკეტილია.
ედმა ჩანთა მატრასზე დააგდო და ჩვენ-ჩვენი ნივთების ამოლა-
გება დავიწყეთ. ფანჯრებს მიღმა, ბინდში, თოვლის მოთეთრო-მო-
ნაცრისფრო ფარდა ფრიალებდა.
რაღაც მომენტში ედმა მითხრა:
– იცი რა... – მე მისკენ შევბრუნდი.
ამასობაში ტუალეტიდან წყლის ჩარეცხვის ხმა გამოვიდა და
ოთახში ერთი ფეხიდან მეორეზე მოხტუნავე ოლივია შემოვარდა.
– სასრიალოდ როდის წავალთ?

125
ჩვენი სადილი მოიცავდა მიწის თხილის და ხილფაფის სენდვი-
ჩებს და წვენებს მუყაოს შეკვრებში. თუმცა, სვიტერებს შორის ასევე
შენახული მქონდა თეთრი „სოვენიონი“, რომელიც იმ დროისთვის
უკვე ოთახის ტემპერატურამდე გამთბარიყო. ედს კი ძალიან მშრა-
ლი და ძალიან ცივი თეთრი ღვინო უყვარდა. ამიტომ, ადმინისტრა-
ტორთან დავრეკე და ყინული მოვითხოვე.
‒ იცით, დერეფანში, თქვენი ოთახის გვერდით დგას ყინულის
დანადგარი, – მითხრა მერიმ. – ოღონდ, თავსახურს ხელი ძლი-
ერად აჰკარით.
ტელევიზორის ქვეშ მოთავსებული მინიბარიდან ყინულის სათ-
ლი გამოვიღე და მივედი ყინულის დანადგართან, წარწერით „ულუ-
ფა კომფორტი“.
– რა რეაქტიულ ხმებს გამოსცემ, – ვუთხარი დანადგარს და თავ-
სახური ძლიერად ავხადე. შიგნიდან ამოვარდნილი ყინულის ორ-
თქლი სახეზე მომედო და მენთოლის საღეჭი რეზინის რეკლამები
გამახსენა.
პირსახოცი არსად ჩანდა. ამიტომ, ყინულის ნატეხების ხელით
ამოღება და სათლში ჩაყრა მომიხდა. ყინული თითებზე მეკრობოდა
და „კომფორტს“ ნამდვილად არ მაგრძნობინებდა.
სწორედ ამ დროს მომაგნო ედმა.
მოულოდნელად ჩემ გვერდით აღმოჩნდა. თავდაპირველად
ვცდილობდი არ შემემჩნია. დანადგარს ისე დავყურებდი, თითქოს
იქ რაღაც გასაოცარს ვხედავდი. თან ყინულების ამოღებას განვაგ-
რძობდი. ერთი სული მქონდა, ედი წასულიყო... ან ჩამხუტებოდა.
– რამე საინტერესოა?
თავის მოკატუნებით დავიღალე და მისკენ შევბრუნდი.
– მისმინე, – მითხრა და გონებაში ეს სიტყვა რამდენიმენაირად
დავამთავრე. „მოდი, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ“, ან „მგონი,
ზედმეტი მომივიდა“-ც შეიძლებოდა.
ამის სანაცვლოდ, მან ჩაახველა – იმ წვეულების შემდეგ აშკა-
რად გაცივდა – და მე დავიცადე.
შემდეგ კი ალაპარაკდა:

126
– არ მინდა, რომ ასე მოხდეს.
მუშტში მოქცეულ ყინულის ნატეხებს თითები მოვუჭირე.
– როგორ, ასე? – გულის წასვლამდე ცოტა მაკლდა. – რა არ გინ-
და, რომ მოხდეს?
– ეს, რა, – ძლივს გასაგონად წაისისინა და ხელები გაშალა. –
მთელი ეს... ბედნიერი ოჯახის ერთობლივი დასვენება. შემდეგ კი,
შობის მეორე დღესვე...
გულისცემა შემინელდა, თითებზე კი წვა ვიგრძენი.
– აბა, რა გინდა? ახლავე უნდა უთხრა?
ამაზე არაფერი უპასუხია.
დანადგარიდან ხელები ამოვყავი და სახურავი დავკეტე. თუმცა
არა საკმარისად მყარად. ბოლომდე არც დაიხურა. სათლი იღლიის
ქვეშ ამოვიდე და დანადგარს დავუწყე წვალება. ედი მოვიდა და თა-
ვად დახურა.
სათლი ხელიდან გამივარდა და ყინულის ნატეხები ხალიჩაზე გა-
იბნა.
– ჯანდაბა.
‒ შეეშვი, – მითხრა ედმა. – არაფრის დალევა არ მინდა.
– სამაგიეროდ, მე მინდა, – მუხლებზე დავდექი და ყინულის სათ-
ლში მოგროვება დავიწყე. ედი მიყურებდა.
– რაში უნდა გამოიყენო?
– აბა, აქ დავტოვო და გალღვეს?
– კი.
ავდექი და სათლი დანადგარზე დავდგი.
– მართლა დღეს გინდა მოუყვე?
ამოიხვნეშა.
– ვერ ვხვდები, რატომ...
– იმიტომ, რომ უკვე აქ ვართ. უკვე... – და ჩვენი ლუქსის კარის-
კენ თითი გავიშვირე.
თავი დამიქნია.
– მაგაზე მეც ვიფიქრე.
– ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობ.

127
გაჩუმდა და ამ მომენტში მოპირდაპირე კარის ხმა გავიგონე.
ოთახიდან შუახნის ქალი გამოვიდა და დერეფანში ჩვენი მიმართუ-
ლებით დაიძრა. მორცხვად გაიღიმა, იატაკზე დაყრილ ყინულის ნა-
ტეხებს თვალი მოავლო და დერეფნის ბოლოში გაუჩინარდა.
‒ ვფიქრობდი, მკურნალობას თავიდანვე დაიწყებდი. პაციენ-
ტებს ყოველთვის ამას ეუბნებოდი.
– არა... ნუ მახსენებ, რას ვეუბნებოდი ან არ ვეუბნებოდი პაციენ-
ტებს.
ამაზე არაფერი მითხრა.
– ბავშვებს ეგრე არ ველაპარაკები ხოლმე.
– სამაგიეროდ, მათ მშობლებს ელაპარაკები.
– ნუ მასწავლი, ვის როგორ ველაპარაკები.
ისევ სიჩუმე.
– და მას ჰგონია, რომ სამკურნალო არაფერია.
ისევ ამოიხვნეშა და ერთ-ერთ ნატეხს ფეხი დააბიჯა.
– ანა, საქმე ის არის, რომ... – ამ მომენტში თვალებში საოცარი
სევდა ჩაუდგა და სქელი წარბები ისე მოეღუშა, რომ თითქმის შეუმ-
ჩნეველი გახდა. – უბრალოდ, მეტი აღარ შემიძლია.
დაბლა, უკვე გამდნარ ყინულებს დავხედე.
არც ერთი არ ვიღებდით ხმას. არც ვინძრეოდით. არ ვიცოდი, რა
მეთქვა.
შემდეგ კი გავიგონე ჩემი მშვიდი ხმა.
– გული რომ დაწყდება, მე არ დამაბრალო.
ისევ პაუზა. ამჯერად უკვე მისი, ბევრად უფრო მშვიდი ხმა:
– შენ გაბრალებ. – ჩაისუნთქა და ამოისუნთქა. – მეგონა ჩემი
მეზობლის გოგონა იყავი, – მითხრა ედმა.
და მე უარესისთვის მოვემზადე.
– ახლა კი, შენი დანახვა აღარ მინდა.
თვალები მაგრად დავხუჭე. ყინულის ცივი ორთქლი შევისუნთქე
და გავიხსენე არა ჩვენი ქორწილის ან ოლივიას დაბადების ღამე,
არამედ დილა, როცა ნიუ-ჯერსიში ძახველს ვაგროვებდით. მზისგან
დამცავი კრემით აპრიალებული, რეზინის ჩექმაში გამოწყობილი

128
ოლივია ყვიროდა და კისკისებდა, ზემოდან უსაზღვრო ცა და სექ-
ტემბრის მზე დაგვყურებდა. ირგვლივ მოვარდისფრო კენკრის ბუჩ-
ქებით ვიყავით გარშემორტყმული. ედი იქვე, სავსე ხელებით და
გაბრწყინებული თვალებით იდგა. მე ჩემი გოგონას გატკბილულ ხე-
ლებს თითებს ვუჭერდი. მახსოვს, გუბეში ჩავარდნას ბეწვზე გადა-
ვურჩით, მაგრამ ფეხები კი დავისველეთ.
თავი ავწიე და შევაგებე ედის თვალებს – მუქ წაბლისფერს, რომ-
ლებსაც თავად ჩვენს მეორე პაემანზე „სრულიად ჩვეულებრივი
თვალები“ უწოდა, მე კი ძალიან მელამაზებოდა. ახლა ამ თვალებში
ვერაფერს ვკითხულობდი.
ისიც მე მაკვირდებოდა, ჩვენ შორის კი ყინულის დანადგარი ზუ-
ზუნებდა.
შემდეგ წავედით და ყველაფერი ოლივიას ვუამბეთ.

31

მოვიდაექიმი: შემდეგ წავედით და ყველაფერი ოლივიას ვუამ-


ბეთ.
პაუზა. კიდევ რისი გაგება აინტერესებს? რამდენის გახსენებას
გავუძლებ? უკვე ვგრძნობ, როგორ მტკივა მკერდთან ერთად გუ-
ლიც.
ერთი წუთი გადის და ისევ არ მოდის პასუხი. ალბათ, ძალიან გა-
უჭირდა ლიზის ჩემი და ჩემი ქმრის განშორების ამბის გადატანა მა-
შინ, როცა საკუთარ მეუღლეს სულ ცოტა ხნის წინ სამუდამოდ დაემ-
შვიდობა. ალბათ...

ბებოლიზიმ ჩეთი დატოვა.

ეკრანს მივშტერებივარ.
ახლა კი იმ ამბის მარტო გახსენება მომიწევს.

129
32

– მარტოობა არ მოგწყინდათ?
ძილიდან ეს შეკითხვა მაფხიზლებს. კაცის მტკიცე ხმაა. თვალებს
ოდნავ ვახელ.
– როგორც ჩანს, მარტოობისთვის ვარ განწირული, – ახლა უკვე
ქალის, ხავერდოვანი კონტრალტო.
ვხედავ ბინდში გაბნეულ მცირე ნათებას. ეს ნამდვილად „ბნელი
გასასვლელი“ უნდა იყოს, ბოგი და ბეკოლი ყავის მაგიდასთან სხე-
დან და ერთმანეთს თვალებით ჭამენ.
– მკვლელობის საქმეების სასამართლო პროცესებს მაგიტომ
ესწრებით?
ყავის მაგიდაზე კი ჩემი ვახშმის ნარჩენი აწყვია: ორი ცარიელი
ბოთლი და აბების ოთხი ფლაკონი.
– არა, იმიტომ დავდივარ, რომ თქვენი შემთხვევა ძალიან ჰგავს
მამაჩემისას.
დისტანციური მართვის პულტს ხელში ვილებ და ღილაკს ვაწვე-
ბი. ამ მოძრაობას ორჯერ ვიმეორებ.
– ვიცი, რომ მას ჩემი დედობილი არ მოუკლავს... – ტელევიზო-
რის ეკრანი შავდება და იგივე ემართება სასტუმრო ოთახსაც.
რამდენი დავლიე? ასეა: მთელი ორი ბოთლი. ამას დავუმატოთ
ლანჩის დროს დალეული ღვინის ნახევარი და... არა, ნამდვილად
ბევრია. ვაღიარებ.
პლუს წამლები: ნეტავ ამ დილით საკმარისი დოზით მივიღე? სა-
ერთოდ, ეგ წამლები უნდა დამელია? ნამდვილად არ მახსოვს. არ
მიკვირს რატომ თვლის დოქტორი ფილდინგი, რომ ჩემი მდგომა-
რეობა უარესდება. – ცუდად იქცევი, – ვეუბნები საკუთარ თავს.
შემდეგ ფლაკონებს ხელს ვავლებ. ერთ-ერთი მათგანი ცარი-
ელია, მეორეში კი რამდენიმე კაფსულა მოჩანს.
ღმერთო, როგორი მთვრალი ვარ.
ზევით ვიხედები, სარკმელს ვუყურებ. გარეთ უკვე ბნელა. ვეძებ
ჩემს ტელეფონს. ვერ ვპოულობ. ბაბუის საათი,რომელიც კუთხეში

130
ბუნდოვნად მოჩანს, წიკწიკებს და ჩემი ყურადღების მიპყრობას
ცდილობს. ცხრა საათი და ორმოცდაათი წუთია. – ცხრა და ორმოც-
დაათი, – ვამბობ მე. არა, მოდი, აბა, მეორენაირად სცადე. – ათს
უკლია ათი წუთი. – ასე ჯობს. საათს თავს ვუკრავ. – გმადლობ, –
ვეუბნები, ის კი საზეიმო იერით მიყურებს.
ახლა სამზარეულოსკენ მივბარბაცებ. გამობარბაცდითო, არა?
როგორ მითხრა ჯეინ რასელმა, როცა კვერცხის მსროლელი ბავშვე-
ბის და ჩემი გათიშვის ამბავს იხსენებდა? გახსოვთ მსახურთუხუცესი
ლარჩი „ადამსების ოჯახიდან?“ ოლივიას მათი მთავარი მუსიკალუ-
რი თემა მოსწონს – ტკაც-ტკუც.
ონკანს ხელს ვკიდებ, თავს მაღლა ვწევ, წყალს ვუშვებ და ხარ-
ბად ვეწაფები. პირს წყლით ვივსებ და დიდ ყლუპებად ვსვამ.
ცალ ხელს სახეზე ჩამოვისვამ, საძინებელში ბანცალით ვბრუნ-
დები და რასელების სახლს ვაკვირდები. მოჩვენებას დამსგავსებუ-
ლი ეთანი კომპიუტერთან ზის და წელში არის მოხრილი. სამზარეუ-
ლო ცარიელია. მხიარულად განათებულ პირველ სართულზე ჯეინს
ვხედავ. თოვლივით თეთრი ზედატანი აცვია და ზოლიან სავარძელ-
ში ზის. ხელს ვუქნევ. ვერ მხედავს. ისევ ვუქნევ.
ისევ ვერ მხედავს.
ჯერ ერთი ფეხი, შემდეგ მეორე. ჯერ ერთი, მერე მეორე. სავარ-
ძელში ჩავესვენები, თავს მხარზე ვიდებ და თვალებს ვხუჭავ.
რა დაემართა ლიზის? რამე არასწორად ვთქვი? ვგრძნობ, რომ
ვწუხვარ.
ვხედავ ძახველის ტბას. ვხედავ ოლივიას, რომელიც ხელს მკი-
დებს.
და ვხედავ იატაკზე დაყრილ ყინულებს.
ალბათ, ფილმის ყურებას დავამთავრებ.
თვალებს ვახელ, პულტს ვწვდები და მალე დინამიკებში ორღა-
ნის მუსიკა გაისმის. აგერ ბეკოლიც, რომელიც ვიღაცას დამალობა-
ნას ეთამაშება. – კარგად იქნები, – ჰპირდება ქალი. – სუნთქვა შე-
იკავე და თითები გადააჯვარედინე. – სცენა, რომელშიც ბოგი ნარ-
კოზის ქვეშაა. მის წინ კი აჩრდილები ეშმაკისეულად როკავენ. – წა-

131
მალი უკვე სისხლში გაქვს. – გრძელდება ორღანის ხმები. – შემო-
მიშვი, – აგნეს მურჰედი ობიექტივზე აკაკუნებს. – შემომიშვი. – ნა-
თება კრთება. – სინათლე? – კითხულობს ტაქსისტი.
სინათლე.
თავს ვატრიალებ და რასელების სახლს ვუყურებ. ჯეინი კვლავ
მისაღებშია, თუმცა უკვე ფეხზე დგას და უხმოდ ყვირის.
სავარძელში ვწრიალებ. მესმის სიმების ხმა. მათ ფონზე ორღან-
ზე უკრავენ. ვერ ვხედავ, ვის უყვირის. ოთახის ერთ-ერთი კედელი
მეფარება.
– სუნთქვა შეიკავე და თითები გადააჯვარედინე.
სახე ალისფერი უხდება. მე ვამჩნევ, რომ ჩემი „ნიკონი“ სამზა-
რეულოს დახლზე დევს.
– ის ახლა შენს...
– უკვე სისხლში გაქვს.
სავარძლიდან ვდგები. სამზარეულოში შევდივარ და კამერას
ხელში ვიღებ. ფანჯარას ვუახლოვდები.
– შემომიშვი. შემომიშვი. შემომიშვი.
ლინზაში ვიხედები და კამერა თვალთან მიმაქვს. ჯერ ბნელა,
შემდეგ ნელ-ნელა კონტურები იკვეთება. ვაკვირდები ჯეინს, რო-
მელსაც თვალები უწვრილდება, პირი კი უფართოვდება. ცალი ხე-
ლით ჰაერს ეპოტინება – სინათლე? – ისევ ის ხმა. სახეზე ჯეინს თმა
ეფინება და ლოყაზე ეკვრის.
გამოსახულებას ვაახლოებ. ჯეინი მარცხნივ იხრება და სადღაც
ქრება.
– სუნთქვა შეიკავე,– ტელევიზორთან ვბრუნდები. ისევ ბეკოლი.
თითქმის კვნესის. – თითები გადააჯვარედინე, – ვიმეორებ მასთან
ერთად. ისევ სარკმელში ვიხედები.
როცა ჯეინი კვლავ გამოჩნდება, ის ნელი მოძრაობით, ბარბაცით
მოიწევს წინ. ზედატანზე მუქი ალისფერი კვალი ამჩნევია. ვაკვირ-
დები სქელ ლაქას მის მუცელზე. ხელები უთრთის და მკერდზე აქვს
მიბჯენილი. მკერდიდან რაღაც ვერცხლისფერი, სახელურის მაგვა-
რი საგანი მოჩანს.

132
ნამდვილად სახელურია.
სისხლი უკვე პირიდან მოსდის და კანს წითლად უფარავს. სახე
აქვს სრულიად ამღვრეული.
ამ სახელურს თითებს ჩაავლებს და ცალი ხელით ექაჩება, მე-
ორეს კი ფანჯრისკენ იშვერს.
პირდაპირ ჩემკენ იშვერს.
კამერა ხელიდან მივარდება და ფეხზე მეცემა. ღვედი თითებს
შორის მიცურდება.
ჯეინის მკლავი ფანჯარას ეკვრის. მუდარით სავსე თვალები
უფართოვდება. რაღაცას ამბობს, მაგრამ არ მესმის. შემდეგ ცალ
მხარეს იხრება და მინაზე სისხლის კვალს ტოვებს. დრო თითქოს
ნელდება, ბოლოს კი სულაც ჩერდება.
ერთ ადგილზე ვარ გაყინული.
ვერ ვინძრევი.
ოთახში სიჩუმეა. სიჩუმეა სამყაროში.
შემდეგ დრო სვლას განაგრძობს და მეც ვინძრევი.
ვბრუნდები, კამერის ღვედს ხელს ვკიდებ და სადღაც მოვისვრი.
თეძოთი სამზარეულოს მაგიდას ვეჯახები, შემდეგ ტელეფონთან
მივრბივარ, ყურმილს ვიღებ და ჩართვის ღილაკს ვაწვები.
არაფერი. გათიშულია.
საიდანღაც მახსენდება დეივიდის სიტყვები, რომელიც ამას
ადასტურებს. „მგონი თქვენი ტელეფონი გათიშულია“.
დეივიდი.
ყურმილს ხელს ვუშვებ და ქვედა სართულისკენ გავრბივარ. თან
მის სახელს გავკივი. სასწრაფოდ მივვარდები კარის სახელურს და
მაგრად ვექაჩები.
არაფერი.
ავრბივარ კიბეზე. ზევით. ზევით. კედელს ვეჯახები. ორჯერ. მე-
ორე სართულზე ავდივარ და კაბინეტისკენ მივიწევ.
სამუშაო მაგიდას ვამოწმებ. მობილური არც აქ არის. არადა,
თავს დავდებ, აქ დავტოვე.
„სკაიპი“.

133
ხელებს ვერ ვასვენებ. ძლივს ვეჭიდები მაუსს და მაგიდის ზედა-
პირზე ვასრიალებ. ღილაკზე ორჯერ დაჭერით „სკაიპში“ შევდივარ,
ვკრებ 91 1-ს და დარეკვას ვცდილობ, თუმცა ეკრანზე წითელი სამ-
კუთხედი ჩნდება და ეწერება:
გადაუდებელი ზარები ხელმისაწვდომი არ არის.
„სკაიპი“ტელეფონის შემცვლელი არ გახლავთ.
‒ შენი „სკაიპი“ და შენი დედაცI! – ვყვირი მე.
ოთახიდან გავრბივარ და საძინებელში შევრბივარ. ვხედავ ჩემს
ტუმბოს, ზედ ღვინის ჭიქას, ჩარჩოში ჩასმულ ფოტოს, ოდნავ მოშო-
რებით კი, მაგიდაზე, ორ წიგნს და სამკითხველო სათვალეს.
ლოგინი – ნუთუ, მობილური ისევ ლოგინში მიგდია? – ელვის
სისწრაფით პლედს ჰაერში ვაფრიალებ და ვხედავ, როგორ ეცემა
მობილური ძირს. სასწრაფოდ გამომაქვს სავარძლის ქვეშიდან, ეკ-
რანზე თითს ვუსვამ, კანკალით შემყავს პაროლი – როგორც ჩანს
არასწორი – და ხელმეორედ ვცდი.
ჩნდება მთავარი ეკრანი. ვაწვები „აიფონის“ ლოგოს, გამომაქვს
ღილაკების პანელი და 911-ს ვკრებ.
– 911 გისმენთ. რით დაგეხმაროთ?
– ჩემი მეზობელი, – ბოლო ოთხმოცდაათი წამის განმავლობაში
პირველად ვჩერდები და ლაპარკს ვიწყებ, – მას... დანა დაარტყეს.
ღმერთო, გთხოვთ, დაეხმარეთ!
– ცოტა ნელა, ქალბატონო. – ზანტად ლაპარაკობს. აქცენტი
ჯორჯიულს მიუგავს. – თქვენი მისამართი მითხარით.
ვიხსენებ ჩემი გონების კუნჭულებიდან. ვცდილობ ინფორმაცია
მივაწოდო. ამასობაში კი რასელების ფერადი მისაღებისკენ ვიხედე-
ბი. ფანჯარას, კამუფლიაჟისთვის სახეზე წასმული საღებავის მსგავ-
სი სისხლის კვალი ეტყობა.
მისამართს იმეორებს.
– დიახ. დიახ.
– და ამბობთ, რომ თქვენს მეზობელს დანა ჩაარტყეს?
– დიახ. დაეხმარეთ. სისხლისგან იცლება.
– რა?

134
– დაეხმარეთ-მეთქი! რატომ არ ეხმარებით? – ჰაერს ხარბად ვი-
სუნთქავ. ვახველებ და ისევ ვისუნთქავ.
– დახმარება უკვე გზაშია, ქალბატონო. აუცილებლად უნდა დამ-
შვიდდეთ. თქვენი სახელი?
– ანა ფოქსი.
‒ კარგი, ანა. თქვენი მეზობლის სახელი მითხარით.
– ჯეინ რასელი. ო, ღმერთო.
– ახლა მასთან ხართ?
– არა. ის... ის პარკის გადაღმა სახლში ცხოვრობს.
– ანა, თქვენ...
ყურში მისი სიტყვების ნაკადი მეღვრება, მაგრამ არაფერი მეს-
მის. როგორ აჰყავთ სასწრაფო დახმარების ოპერატორად ასე ნელა
მოსაუბრე ადამიანები? – უეცრად კოჭთან შეხებას ვგრძნობ. ვიხე-
დები და ჩემთან მოკრულ პანჩს ვხედავ.
–რა?
– თქვენს მეზობელს დანა თქვენ ჩაარტყით?
ფანჯრის ბნელ ანარეკლში ვხედავ, როგორ ვაღებ პირს.
– არა.
– კარგი.
– ფანჯრიდან დავინახე როგორ დაარტყეს.
– გასაგებია. იცით ვინ დაარტყა?
ვცდილობ ფანჯარაში გავიჭყიტო და რასელების მისაღებს და-
ვაკვირდე. ახლა ეს ოთახი ჩემგან ერთი სართულით ქვევითაა. ჯეინი
აღარ ჩანს. მე გამძლეობას ვიკრებ, ფეხის თითებზე ვიწევი და კი-
სერს ვიგრძელებ.
ისევ ვერაფერს ვხედავ.
შემდეგ კი უეცრად თაროზე ხელი ჩნდება.
ჯარისკაცივით თითქოს სანგრიდან მოძვრება, თითებით ეჭიდება
და ფრთხილად მოიწევს ზევით. თან სისხლის კვალს ტოვებს.
ჯერ ისევ ცოცხალია.
– ქალბატონო? იცით ვინ...
მაგრამ,მისი სიტყვები აღარ მესმის. ოთახიდან გავრბივარ. მობ-

135
ილური უკვე სადღაც გდია. უკან კი კატის კნავილი მესმის.

33

ქოლგა თავისთვის, კუთხეშია მიყუდებული. თითქოს ეშინია,


რომ ვინმე მიუახლოვდება. მე მის ცივ და პრიალა სახელურს ჩემს
სველ ხელს დავავლებ.
სასწრაფო დახმარების მანქანა არ ჩანს, მაგრამ ვჩანვარ მე და
მე მისგან რამდენიმე ნაბიჯზე ვარ. რამდენიმე კედლის და ორი კა-
რის მანძილზე. როდესაც მჭირდებოდა ის ჩემს დასახმარებლად მო-
ვიდა. ახლა კი მას მკერდში დანა აქვს ჩასობილი. მახსენდება ფსი-
ქოთერაპევტის ფიცი: პირველ რიგში, არავის უნდა ვავნო. ვფიცავ,
რომ გავაკეთებ ყველაფერს პაციენტის გამოსაჯანმრთელებლად და
სხვათა ინტერესებს საკუთარზე მაღლა დავაყენებ.
ჯეინი პარკის გადაღმაა და სისხლისგან იცლება.
დერეფნის კარს ვაღებ.
კარს მიღმა ძალიან ბნელა. ქოლგის მომზადების დროა. ღილაკს
ხელს ვაჭერ და ქოლგას წყვდიადში ვშლი. რკინის ბოლოები კე-
დელს თითებივით ეკვრის.
ერთი. ორი.
სახელურს ვეჭიდები.
სამი.
განძრევა მიჭირს.
ოთხი.
ვგრძნობ, როგორ ცდილობს გარე სამყარო შიგნით შემოღწევას.
ნეტავ, როგორ გადალახა ეს ლიზიმ? კარებზე მაწვება, კუნთებს ჭი-
მავს და შინ შემოღწევას ლამობს. მესმის მისი სუნთქვა, მისი ნეს-
ტოების რხევა და კბილების ღრჭიალი. ფეხქვეშ გამთელავს, შუაზე
გამგლეჯს, გამანადგურებს.
თავით კარს ვაწვები. ერთი. ორი. სამი. ოთხი.

136
ქუჩა ნამდვილი კანიონია. ღრმა და ფართო კანიონი. ზედმეტად
დაუცველია. ამას ვერასოდეს შევძლებ.
ჯეინი კი რამდენიმე ნაბიჯშია. პარკის გადაღმა.
პარკის გადაღმა.
დერეფნიდან ქოლგასთან ერთად სამზარეულოში ვბრუნდები. აი
ისიც, ჭურჭლის სარეცხი მანქანის გვერდით – უკანა კარი, რომე-
ლიც პირდაპირ პარკისკენ გადის. თითქმის ერთი წელია არ გამო-
მიყენებია. მის წინ მიდგას ნაგვის ურნა, რომლიდანაც ახლა ცარიე-
ლი ბოთლები დატეხილი კბილებივით მოჩანს.
ნაგვის ურნას გვერდით ვწევ, მესმის მინის გაჭახუნება და კარის
საკეტს ვხსნი.
მაგრამ, ეს კარი რომ ჩემი გასვლის შემდეგ დაიხუროს და შინ ვე-
ღარ დავბრუნდე? კლიტეს ვაკვირდები, სასწრაფოდ გასაღებს ვაძ-
რობ და ჩემი ხალათის ჯიბეში ვიგდებ.
სახის წინ ვშლი ქოლგას – ჩემს საიდუმლო იარაღს. ჩემს ხმალს
და ჩემს ფარს. წელში ვიხრები, კარის სახელურს ვწვდები და ვატრი-
ალებ.
წინ ვაწვები.
გარედან შემოსულ ცივ და მკაცრ ჰაერს კანის ზედაპირზე
ვგრძნობ. თვალებს ვხუჭავ.
სიჩუმე. წყვდიადი.
ერთი. ორი.
სამი.
ოთხი.
გარეთ გავდივარ.

34

პირველ საფეხურს ვტოვებ, მძიმედ ვეშვები მეორეზე, წყვდიადს


ვერწყმი და ვცდილობ ქოლგას ამოვეფარო. მორიგ ნაბიჯს ვდგამ,
ფრთხილად ჩავდივარ კიბეზე და საბოლოოდ, ბალახს ვეხები.თვა-
ლებს მაგრად ვხუჭავ, თავით ქოლგის ცენტრს ვეყრდნობი. ქოლგა

137
კი კარავივით მაქვს გადაფარებული.
თავდახრილი წინ მივიწევ და ცალი ხელი წინ გამიშვერია. რო-
გორც იქნა, მივაგენი მორიგ კიბეს. იმ ხელით მოაჯირს ვეპოტინები.
ფრთხილად ავდივარ საფეხურებზე და როგორც იქნა, ბოლო საფე-
ხურსაც ვიპყრობ. აი, იქ ღია კარი უნდა იყოს. სამზარეულოდან კი
ოქროსფერი ნათება გამოდის. ფრთხილად ვიძრები და ხელს წინ
ისე ვიშვერ,თითქოს ვცდილობ ამ სინათლეს მოვეჭიდო და ჩემკენ
მოვქაჩო.
ჯეინი კი ოდნავ წინ, მისაღებში კვდება.
ისევ ქოლგის ცენტრს ვაკვირდები. ოთხი შავი კვადრატი და ოთ-
ხი თეთრი ზოლი.
ხელს კიბის აგურის მოაჯირზე მოვაცურებ და ვცდილობ ძალა
მოვიკრიბო. წინ. წინ. წინ.
ზემოდან ტოტების ტკაცუნის ხმა მესმის. ცოტ-ცოტა ჰაერის ჩა-
სუნთქვას ვცდილობ. დამვიწყებია ცივი ჰაერის გემო.
და ‒ ერთი, ორი, სამი, ოთხი – სვლას განვაგრძობ. ფრთხილად,
მთვრალივით მივბანცალებ, თუმცა ამ დროს მახსენდება, რომ
მთვრალი ვარ.
ერთი, ორი, სამი, ოთხი.
რეზიდენტურის მესამე წელს შევხვდი ბავშვს, რომელსაც ეპი-
ლეფსიაზე ქირურგიული ოპერაციის შემდეგ უჩვეულო ხასიათი დას-
ჩემდა. ლობექტომიამდე სრულიად ჩვეულებრივი, ბედნიერი ათი
წლის ბავშვი იყო, თუ არ ჩავთვლით პერიოდულ ეპილეფსიურ ეპი-
ზოდებს (როგორც ერთმა ენაკვიმატმა თქვა – „ეპილეპიზოდებს").
შემდეგ კი სრულიად განეშორა ოჯახს, არ იმჩნევდა უმცროს ძმას და
მშობლების შეხებაზეც კი იკრუნჩხებოდა.
თავდაპირველად მასწავლებლებმა იფიქრეს, რომ საქმე ოჯახურ
ძალადობასთან ჰქონდათ, თუმცა შემდეგ ვიღაცამ შენიშნა, რომ გო-
გონა განსაკუთრებით მეგობრული იყო იმ ხალხის მიმართ, რომელ-
თაც თითქმის არ იცნობდა. ეხუტებოდა ხოლმე ექიმებს, ხელს ჰკი-
დებდა ქუჩაში გამვლელებს და გამყიდველებს ძველი მეგობარივით
ელაპარაკებოდა. პარალელურად კი ყველა ახლობელს – უფრო სწ-

138
ორად, ყოფილ ახლობელს – ზედაც არ უყურებდა.
ასეთი ქცევის მიზეზს ვერაფრით მივაკვლიეთ, მაგრამ მის მდგო-
მარეობას შერჩევითი ემოციური განდგომილობა ვუწოდეთ. ნეტავ
სად არის ახლა ის გოგო და რას აკეთებს მისი ოჯახი?
მახსენდება იგი, უცხოებისადმი მისი სიყვარული და მივდივარ
პარკში იმ ქალის გადასარჩენად, რომელიც სიცოცხლეში სულ ორ-
ჯერ მყავს ნანახი.
ამ ფიქრებში უეცრად ქოლგა რაღაცას ეჯახება და ჩემს სვლას
აჩერებს.
ეს პარკის სკამია.
ერთადერთი სკამი, რომელიც ამ პარკში დგას – გაცვეთილი ხის
სკამი მომრგვალებული სახელურებით და საზურგის ადგილზე და-
მაგრებული მემორიალური დაფით. ხანდახან, ჩემი არწივის ბუდი-
დან ვაკვირდებოდი ხოლმე, როგორ ისხდნენ ამ სკამზე ედი და
ოლივია. ედის ხელში პლანშეტი ეჭირა, ოლივიას წიგნი, შემდეგ ამ
ორ ნივთს ერთმანეთში ცვლიდნენ.
– საბავშვო ლიტერატურა გიტაცებს? – ვკითხე ერთხელ ედს.
– ექსპელიარმუს9 – მიპასუხა მან.
ქოლგის წვერი სკამის ფიცრებს შორისაა გაჭედილი. მე მას
ფრთხილად უკან ვწევ, შემდეგ კი ვიაზრებ, თუ მახსენდება, რომ:
რასელების სახლს პარკიდან შესასვლელი კარი არ აქვს. ყველა
ვარიანტში ქუჩიდან მისვლა მომიწევს.
ამდენი აღარ მიფიქრია.
ერთი. ორი. სამი. ოთხი.
უკვე პარკის შუაში ვარ. დანით დაჭრილი ქალის სახლისკენ მი-
ვიწევ და ჩემი ერთადერთი აღჭურვილობა ნეილონისა და ბამბისგა-
ნაა დამზადებული.
მესმის ღამის ღმუილი. ფილტვებზე მის შეხებას ვგრძნობ და მის
ტუჩებს ენას ვუსვამ.
მე ეს შემიძლია – ვფიქრობ, როცა მუხლებში თრთოლას ვგრძნ-

9
განიარაღების შელოცვა „ჰარი პოტერში“

139
ობ. – მიდი: წინ, წინ, წინ.
ერთი, ორი, სამი, ოთხი.
ოდნავ წინ ვიხრები და მოკლე, მაგრამ მაინც ნაბიჯს ვდგამ..
ვფიცავ, რომ გავაკეთებ ყველაფერს პაციენტის გამოსაჯანმრთე-
ლებლად.
ახლა კი ღამემ გულში კლანჭები ჩამავლო. მიჭერს და მალე ავ-
ფეთქდები.
და სხვათა ინტერესებს საკუთარზე მაღლა დავაყენებ.
მოვდივარ, ჯეინ. თავს ძალას ვატან, რომ მორიგი ნაბიჯი გადავ-
დგა. სადღაც ვიძირები.
ერთი, ორი, სამი, ოთხი.
შორიდან მესმის მგლოვიარეთა გოდების მსგავსი სირენების
ხმა. ქოლგის შიდა მხარეს სისხლისფერი სინათლეა. საკუთარი ნე-
ბის საწინააღმდეგოდ სირენის ხმისკენ მივიწევ.
ქარი ღმუის. მოახლოებული შუქი მაბრმავებს.
ერთი-ორი-სამი...

140
პარასკევი

5 ნოემბერი

35

– ალბათ, ჯობდა კარი ჩაგვეკეტა, – წაილუღლლულა ედმა, რო-


ცა ოლივია დერეფანში გავარდა.
მე მისკენ მივტრიალდი.
– რას ელოდი?
– მე არ...
– რა გეგონა? არა, რა გეგონა?
ისე, რომ პასუხს არც დავლოდებივარ, ავდექი და ოთახიდან გა-
ვედი. უკან ედის ნაბიჯის ხმაც დამეწია.
მისაღებში თავისი სამუშაო მაგიდიდან მერი შემოგვიერთდა.
– მშვიდობაა, ხალხო? – გვკითხა მოღუშული სახით.
– არა, – ვუპასუხე მე, ედმა კი ჩემთან ერთად უთხრა, – დიახ.
ოლივია ბუხართან მდგარ სავარძელში აცრემლებული იჯდა და
სახე ბუხრის ნათების ფონზე უპრიალებდა.
– ლივი, – დაიწყო ედმა.
– არა, – უპასუხა ოლივიამ განრისხებით და თავი აქეთ-იქეთ გა-
დააქნია.
ედმა კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დინჯად სცადა:
– ლივი.
– შენი დედაც, – დაიკივლა ოლივიამ.
ორივენი გავოცდით. მე კინაღამ წავიქეცი. მერი სამუშაო მაგი-
დის უკან იდგა და ყველანაირად ცდილობდა არ შევემჩნიეთ ჩვენ –
ხალხი.
– ეს სიტყვა სად ისწავლე? – ვკითხე მე.
– ანა, – მითხრა ედმა.
– ჩემგან ვერ გაიგებდა.

141
– ეგ მთავარი არ არის.
და მართალი იყო.
– საყვარელო, – ვუთხარი ოლივიას და თმაზე ხელი გადავუსვი.
თავი მაშინვე გააქნია და თავი ბალიშში ჩარგო. – საყვარელო.
ედმა ხელზე ხელი დაადო, მაგრამ ისიც მოიშორა.
შემდეგ უიმედო თვალებით ამომხედა.
რას იზამთ, თუკი თქვენს კაბინეტში ბავშვი ტირილს დაიწყებს? –
მახსენდება ფსიქიატრიის პირველი გაკვეთილი. უფრო სწორად,
პირველი ათი წუთი. პასუხი: ტირილი უნდა აცადოთ. შეიძლება რა-
ღაც უთხრათ, გაამხნევოთ, მაგრამ ტირილი უნდა აცადოთ. შეეცა-
დეთ, რომ ღრმად ისუნთქოს და ბოლომდე იქვითინოს.
– ღრმად ჩაისუნთქე, საყვარელო, – ვლუღლუღებ მე და თავზე
ხელისგულს ვადებ.
ახველებს.
კიდევ ერთი წუთი გავიდა. ოთახში აცივდა. ჩემ უკან ბუხარში
ცეცხლი აბრიალდა. ამასობაში ოლივიას ხმაც გაისმა.
– რა? – ჰკითხა ედმა.
ოლივიამ აწითლებული ლოყებით თავი ასწია, ფანჯარაში გაიხე-
და და თქვა:
– სახლში მინდა.
ვაკვირდებოდი მის სახეს, მის აკანკალებულ ტუჩს, სველ
ცხვირს. შემდეგ კი გავხედე ედს, მის დანაოჭებულ შუბლს და ჩაცვე-
ნილ თვალებს.
ეს ყველაფერი მე ჩავიდინე?
ფანჯრებს მიღმა თოვდა. ვხედავდი, როგორ ეცემოდა მინაზე
ფიფქები, როგორ ვირეკლებოდით მასში ჩვენ სამნი. უკან კი ბუხარ-
ში ცეცხლი გიზგიზებდა.
ისევ სიჩუმე.
ავდექი და სამუშაო მაგიდასთან მივედი. მერი შემეგება და დაძა-
ბულად გამიღიმა. მეც ღიმილითვე ვუპასუხე.
– გრიგალი, – წამოვიწყე მე.
– დიახ, ქალბატონო.

142
– ეს.. რამდენად მალე დაიწყება? მგზავრობა უსაფრთხოა?
მოიღუშა და კლავიატურაზე თითები ააკაკუნა.
– ძლიერი ქარბუქი კიდევ რამდენიმე საათი არ იქნება, – თქვა
მან. – თუმცა...
– მაშინ... – შევაწყვეტინე მე. – ბოდიში.
– იმის თქმა მინდოდა, რომ ზამთრის ამინდის პროგნოზირება
ძალიან ძნელია. – შემდეგ ჩემს მხარს უკან გაიხედა. – ხალხო, წას-
ვლას აპირებთ?
შევტრიალდი და დავაკვირდი სავარძელში მჯდომ ოლივიას და
მის გვერდით დახრილ ედს.
– დიახ, მგონი ასეა.
– მაშინ, – მითხრა მერიმ. – ალბათ, ჯობს უკვე წახვიდეთ.
თავი დავუქნიე.
– თუ შეიძლება, ანგარიში გამოგვიწერეთ, გეთაყვა.
რაღაც მიპასუხა, თუმცა მე მხოლოდ მქროლავი ქარის და შეშის
წვის ხმები ჩამესმოდა.

36

მესმის გამოხარშული ბალიშისპირის შრაშუნი.


სადღაც ახლოდან ნაბიჯების ხმა.
შემდეგ სიჩუმე. ოღონდ, რაღაც უჩვეულო. სულ სხვა ხარისხის
სიჩუმე.
თვალები ღია მაქვს.
გვერდზე ვწევარ და რადიატორს ვუყურებ.
რადიატორის ზემოთ კი ფანჯარას.
მინის მეორე მხარეს ზიგზაგოვან სახანძრო კიბეს და ტრან-
სფორმატორს.
კიდევ ერთ შენობას.
ორსაწოლიან ლოგინში, ზეწრებში ვარ გახვეული. მოძრაობას
ვიწყებ და წამოჯდომას ვცდილობ.

143
ბალიშს ვეყუდები, ოთახს ვათვალიერებ. პატარა, მოკრძალებუ-
ლად მოწყობილი ოთახია: ერთ-ერთ კედელთან პლასტმასის სკამი
დგას, ლოგინთან კი კაკლის ხის მაგიდა. მაგიდაზე ხელსახოცების
ღია ვარდისფერი ყუთი დევს. აქვეა სანათი და ვიწრო ლარნაკი. ცა-
რიელი. ძირს უფერული ლინოლეუმი აგია, ჩემ პირდაპირ დაბუ-
რულშუშებიანი კარი დაკეტილია. ზემოთ ვხედავ მობათქაშებულ
ჭერს ფლუორესცენციული ნათურებით.
თითებით ლოგინს ვეჭიდები.
იწყება.
შორეული კედელი კიდევ უფრო მცილდება. კარი მის სიღრმეში
შეიწოვება. გვერდითა კედლებიც ერთმანეთს შორდება. ჭერი კონ-
სერვის ქილის ახდილი სახურავივით ჭრაჭუნებს. ჩემი ფილტვები-
დან გამოდევნილი ჰაერი მის სიღრმეში შეიწოვება. იატაკი გრუხუ-
ნებს. ლოგინი ირხევა.
და აი, ვწევარ მოძრავ მატრასზე, ამ დეფორმირებულ ოთახში და
სუნთქვას ვეღარ ვახერხებ. ამ ლოგინში ვიხრჩობი. ამ ლოგინში
ვკვდები.
– დამეხმარეთ, – ვყვირი, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ
ჩურჩულია, რომელიც წვალებით ამოდის ყელიდან და ჩემს ენასთან
ძალას ძლივს იკრებს. – მი-შვე-ლეთ, – ისევ ვცდილობ. ამჯერად
შემთხვევით ენას ვიკვნეტ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს კბილე-
ბი შიშველ ელექტროსადენს ჩავავლე. თითქოს დენმა დამარტყა და
ჩემი ხმა როგორღაც აფეთქდა.
ვყვირი.
მესმის ხმები და ვხედავ ჩრდილთა ერთიანობას, რომლებიც
გარს მეკვრიან. ისევ ვყვირი. წრე ვიწროვდება.
‒ მიშველეთ, – ვემუდარები მათ და სხეულიდან უკანასკნელ ჰა-
ერს ვდევნი.
შემდეგ მხარში ნემსის წვერი მესობა. კარგად გააკეთეს, თით-
ქმის არაფერს ვგრძნობ.
სხეულზე უხმო და რბილი ტალღა გადამივლის. ვტივტივებ და
რაღაც გრილ რადიაციულ წყვდიადში ვიძირები.

144
ჩემგან სიტყვები ცოცხალი თევზებივით მოძვრებიან.
–... უბრუნდება, – ლუღლულებს ვიღაც.
– ...სტაბილურია, – ამბობს სხვა.
შემდეგ კი, ვგრძნობ, თითქოს ზედაპირზე ამოვყვინთე და ყურე-
ბიდან წყალი გამოვუშვი. – სწორედ რომ დროულად.
ბალიშზე თავს ძალიან ნელი მოძრაობით ვაბრუნებ.
– უკვე წასვლას ვაპირებდი.
ახლა კი ვხედავ. თითქმის სრულად ვარჩევ მის ნაკვთებს. ისე კი
ვგრძნობ (მეტი რავიცი),რომ წამლებით ვარ გაჭყეპილი. ღმერთო
დიდებულო, რამხელა კაცია: ძალიან მუქი შავი კანით, დიდრონი
მხრებით, ფართოდ წამოზრდილი მკერდითა და უხეში შავი თმით.
პიჯაკი მჭიდროდ ეკვრის სხეულზე და თავის მოვალეობას აშკარად
ძლივს ართმევს თავს.
– გამარჯობა, – მეუბნება დინჯი და სასიამოვნო ხმით. – მე დე-
ტექტივი ლიტლი ვარ.
თვალებს ვახამხამებ. მისი იდაყვის სიმაღლეზე მედდის ყვითელ
ხალათში გამოწყობილი ქალის სილუეტს ვხედავ.
– ჩვენი გესმით? – მეკითხება ქალი.
თვალებს ისევ ვახამხამებ. შემდეგ თავს ვუკრავ.ირგვლივ ჰა-
ერის მოძრაობას ვგრძნობ. თითქოს ჰაერს ფორმა აქვს. ისევ მგო-
ნია, რომ ვტივტივებ.
– ეს „მორნინგსაიდის“ კლინიკაა, – მეუბნება ქალი. – პოლიცია
დილიდან თქვენს გაღვიძებას ელოდება. – ისეთი ტონი აქვს, როგო-
რითაც უსაყვედურებ ადამიანს, რომელმაც კარზე შენი ზარის ხმა
ვერ გაიგონა.
– რა გქვიათ? შეგიძლიათ თქვენი სახელი გვითხრათ? – მეკით-
ხება დეტექტივი ლიტლი.
პირს ვაღებ და ხავილივით ამომდის. პირი გამომშრალი მაქვს.
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კარგა ხანი მტვერს ვსუნთქავდი.
ექთანი ლოგინს წრეს არტყამს, მაგიდას უახლოვდება და მეც
მზერას ვაყოლებ. შემდეგ ჩემთან ბრუნდება და ჭიქას მაწვდის.
ვსვამ. ოდნავ თბილი წყალია.

145
– დამამშვიდებელი გაგიკეთეთ, – მეუბნება იგი, ახლა უკვე თით-
ქმის მობოდიშების ტონით. – ცოტა აღელვებული იყავით.
დეტექტივის შეკითხვა ჰაერშია გამოკიდებული. თვალებით მთა-
ლიტლს ვუბრუნდები.
– ანა, – ვამბობ და სიტყვები ისეთი შესვენებებით გამომდის პი-
რიდან, თითქოს ჩემი ენა მწოლიარე პოლიციელის როლს ასრუ-
ლებდეს.
– რა გვარის ბრძანდებით, ანა? – მეკითხება კაცი
კიდევ ერთ ყლუკს ვსამ.
– ფოქსი. – ჩემი გვარი ძალიან გრძელი მეჩვენება.
– აჰა. – კაცი მკერდის ჯიბიდან ბლოკნოტს იღებს და შიგნით რა-
ღაცას აკვირდება. – შეგიძლიათ თქვენი მისამართი მითხრათ?
თავს ამ დავალებასაც წარმატებით ვართმევ.
ლიტლი თავს მიქნევს.
– გახსოვთ, სად აგიყვანეს, მის ფოქს?
– დოქტორი, – ვეუბნები მე.
ჩემ გვერდით ექთანი მოუსვენრობს.
– იცით, დოქტორი ახლავე მოვა.
– არა, – თავს ვაქნევ. – მე ვარ დოქტორი.
ლიტლი მაკვირდება.
– მე დოქტორი ფოქსი ვარ.
მის სახეზე ღიმილი იშლება. კბილები სითეთრისგან თითქმის
ანათებს.
– დოქტორო ფოქს, – აგრძელებს და ბლოკნოტზე თითს ათამა-
შებს. – გახსოვთ, სად აგიყვანეს წინა ღამით?
წყალს ვსვამ და კაცს ვაკვირდები. ექთანი ჩემ გვერდით ცქმუ-
ტავს.
‒ ვინ ამიყვანა? – სწორია, აქ შეკითხვები მეც უნდა დავსვა.
‒ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, – მპასუხობს კაცი
და მაშინვე ამატებს, – ჰანოვერ-პარკში გნახეს. უგონოდ იყავით.
– უგონოდ, – მიმეორებს ექთანი ყოველი შემთხვევისთვის.
– თქვენი ზარი დაახლოებით თერთმეტის ნახევარზე შემოვიდა.

146
პარკში აბაზანის ხალათით იყავით, რომლის ჯიბეშიც ეს იდო, – და
მე მის ხელისგულზე ჩემი სახლის პრიალა გასაღებს ვხედავ. – გვერ-
დით კი ეს ეგდო. – ამბობს და მუხლებზე ჩემს გაღუნულ ქოლგას
იდებს.
მუცელში რაღაც მოძრაობას ვგრძნობ, რომელიც ფილტვებში
გადაინაცვლებს, გულს გაივლის და კბილებთან იყრის თავს.
ჯეინი.
– ბატონო? – მოღუშული მეკითხება დეტექტივი.
ექთანი ლიტლს უყურებს.
– თქვა, ჯეინიო.
‒ ჩემი მეზობელი. დავინახე როგორ ჩაასვეს დანა. – სანამ სიტ-
ყვებს თავს ვუყრი და ხმამაღლა წარმოვთქვამ, საუკუნე გადის.
– დიახ. 911-ის ზარის შესახებ მაცნობეს, – მეუბნება ლიტლი
911. იგივე ღამე. სამხრეთელი ოპერატორი. შემდეგ გზა ჩემი
სახლიდან პარკში. ტოტების ხმა ზემოთ და სინათლის სხივები წინ,
ჩემი ქოლგის მიღმა. მზერა მებინდება. სუნთქვა მიჭირს.
‒ სცადეთ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, – მეუბნება ექთანი.
ღრმად ამოვისუნთქავ. ვახველებ.
– მშვიდად, – მიმეორებს ექთანი.
მე თვალებით ლიტლს ვპოულობ.
– ყველაფერი რიგზეა, – ეუბნება დეტექტივი.
ვიძაბები, თავს ზევით ვწევ და ვცდილობ სხეულით წამოვიწიო.
ვბრაზდები. საიდან იცის, რომ ყველაფერი რიგზეა? ფილტვებში სიმ-
ძიმეს ვგრძნობ. ისევ გაჭირვებით ვსუნთქავ. ნეტავ პოლიციელს
პირველად ვხვდები? თუ ეს აქამდეც მომხდარა? მგონი სხვისი ბილე-
თი შემხვდა.
მზერა ისევ მებინდება. რაღაც ზოლებს ვხედავ და ძალდატანე-
ბით ვცდილობ თვალებით მის სხეულზე ალპინისტის მსგავსად ავ-
ცოცდე. ძალიან დიდია და სქელი, თუმცა კეთილშობილური ტუჩები
აქვს.
და ვაკვირდები. ამასობაში თითებს ზეწრის ზედაპირს ვუსვამ და
ვგრძნობ, რომ ჩემი სხეული მშვიდდება, მკერდი მიმსუბუქდება და

147
გამოსახულებაც უფრო აშკარა ხდება. არ ვიცი, რა გამიკეთეს, მაგ-
რამ ის აშკარად მოქმედებს.
– კარგად არის, – ამბობს ლიტლი. ექთანი თითის სახსრებზე მე-
ფერება. ყოჩაღ, კარგი გოგო ხარ.
თავს უკან ვწევ და თვალებს ვხუჭავ. საშინლად ვარ გამოფიტუ-
ლი და დაცარიელებული.
– ჩემს მეზობელს დანა ჩაასვეს, – ვჩურჩულებ მე. – მისი სახე-
ლია ჯეინ რასელი.
მესმის ლიტლის სკამის ჭრაჭუნი. ის ჩემკენ იხრება. – დაინახეთ,
ეს ვინ ქნა?
– არა. – ვცდილობ ავწიო ქუთუთოები, რომლებიც ავტოფარეხის
დაჟანგულ კარებს მაგონებს. ლიტლი ბლოკნოტს აკვირდება. თან
თავს მიქნევს და თან კოპები აქვს შეკრული.
– მაგრამ, დაინახეთ, რომ სისხლი სდიოდა?
– დიახ. – ნეტავ ბლუყუნს შევწყვეტდე. ნეტავ ეს დაკითხვა დამ-
თავრდებოდეს.
– სვამდით?
ბევრს. – სულ ოდნავ, – ვაღიარებ მე. – მაგრამ... – ჩავისუნთქავ
და ახლა უკვე ახალ პანიკურ შემოტევას ვგრძნობ. – უნდა დაეხმა-
როთ. ის... შეიძლება უკვე მკვდარია.
– მოდი, ექიმს დავუძახებ, – ამბობს ექთანი და კარისკენ მიდის.
ოთახიდან გადის, ლიტლი კი ისევ თავს მიქნევს.
– იცით, ვის შეიძლება ევნო თქვენი მეზობლისათვის?
ნერწყვს ვყლაპავ.
– მის ქმარს.
ისევ თავს მიქნევს და უფრო იღუშება. შემდეგ ბლოკნოტს ხუ-
რავს.
– მოკლედ, ანა ფოქს, – მეუბნება უეცრად სერიოზული,საქმიანი
ხმით. – ამ დილით რასელებს ვესტუმრე.
– კარგად არის?
‒ მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდეთ და განცხადება დაწეროთ.
ლათინოამერიკული გარეგნობის ექიმი იმდენად ლამაზია, რომ

148
სუნთქვა მეკვრის. დარწმუნებული ვარ, ამასთან მის მიერ გაკეთე-
ბულ „ლორაზეპამს“ კავშირი არ აქვს.
– გყავთ ვინმე, ვისაც გსურთ დავურეკოთ? – მეკითხება ექიმი.
ის-ისაა ედის სახელი უნდა ვუხსენო, რომ უეცრად ვხვდები, რომ
აზრი არ აქვს.
– არა, აზრი არ აქვს, – ვამბობ მე.
– ანუ?
– არავინ მყავს, – ვამბობ ისევ. – ყველაფერი რიგზეა. – თითოე-
ულ სიტყვას ისე ფრთხილად ვარჩევ, თითქოს ორიგამის ვაწყობდე.
– თუმცა...
– არც ოჯახის წევრები? – ექიმი ჩემს საქორწილო ბეჭედს დას-
ცქერის.
– არა, – ვამბობ და მარჯვენა ხელს მარცხენას ვაფარებ. – მე და
ჩემი ქმარი... ჩვენ ერთად აღარ ვართ.
– მეგობარი? – ამაზეც თავს ვაქნევ. ვის შეიძლება, რომ დაურე-
კონ? დეივიდს და უესლის ნამდვილად არა, ბინა? ბინა შეიძლება,
მაგრამ მე ხომ ყველაფერი რიგზე მაქვს, ჯეინისგან განსხვავებით.
– თქვენი ექიმი?
‒ ჯულიან ფილდინგი, – ვპასუხობ ავტომატურად, თუმცა მაშინვე
საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები. – არა, მას არა.
ვუყურებ, როგორ გადახედავენ ერთმანეთს. ექთანი ლიტლს აკ-
ვირდება, ის კი ექიმს გახედავს. ნამდვილი მექსიკური ჩიხია. მინდა
ჩავიცინო.
არა, მე არა. ჯეინი.
– როგორც იცით, პარკში უგონოდ გიპოვეს, – განაგრძობს ექი-
მი, – და რადგან სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვენი ამოცნობა
ვერ შეძლეს, „მორნინგსაიდში“ მოგიყვანეს. როცა გამოფხიზ-
ლდით, პანიკური შეტევა დაგეწყოთ.
– თან საკმაოდ სერიოზული, – ხაზს უსვამს ექთანი.
ექიმი თავს უქნევს.
‒ ნამდვილად სერიოზული. – შემდეგ თავის ფურცლებიან დაფას
აკვირდება. – ეს განმეორდა ამ დილითაც. რამდენადაც ვხვდები, ექ-

149
იმი ხართ, არა?
– დიახ, თუმცა სამედიცინო კუთხით არა, – ვეუბნები მე.
– რას გულისხმობთ?
– მე ფსიქოლოგი ვარ. ბავშვებთან ვმუშაობ.
– გაქვთ...
– ქალს დანა ჩაასვეს, – ვამბობ ათრთოლებული ხმით.
ექთანი უკან იხევს ისე, თითქოს მისთვის მუშტი მომეღერებინოს.
– რატომ არავინ არაფერს აკეთებს?
ექიმი მზერას ლიტლისკენ აპარებს.
– პანიკური შეტევების ისტორია გაქვთ? – მეკითხება მე.
ასე და ამგვარად, მე მას ვუყვები ყველაფერს: ისტორიას ჩემი
აგორაფობიის, დეპრესიის და პანიკური აშლილობის შესახებ. ვუყ-
ვები ჩემი მედიკამენტური რეჟიმის, ათთვიანი გამოკეტილობის,
დოქტორი ფილდინგისა და მისი ავერსიული თერაპიის ამბავსაც. ამ
ყველაფერზე საკმაო დრო მეხარჯება, რადგან თითოეული სიტყვა
უდიდესი სირთულით ამომდის პირიდან და თან მხოლოდ წვეთი
წყლის დალევის შემდეგ.
როცა ვამთავრებ ბალიშს ვეყუდები. ექიმი თავის დაფას ჩასცქე-
რის და თავს ნელა აქნევს.
– კეთილი, – ამბობს ის. – გასაგებია. – მერე ზევით იხედება, –
თუ შეიძლება, დეტექტივს გავესაუბრები, – და დეტექტივს კარისკენ
ანიშნებს, – წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, რომ...
ლიტლი ფეხზე დგება, ამ დროს სკამი ჭრაჭუნებს, კაცი მიღიმის
და ექიმთან ერთად ოთახიდან გადის.
მის გარეშე ოთახი ძალიან ცარიელი ჩანს. შიგნით მხოლოდ მე
და ექთანი ვრჩებით.
– კიდევ დალიეთ წყალი, – მირჩევს იგი.
რამდენიმე წუთში ბრუნდებიან. არ ვიცი, შეიძლება მეტი დროც
გავიდა. აქ საათი არ არის.
– დეტექტივმა თქვა, რომ სახლამდე გაგაცილებთ, – ამბობს ექი-
მი. მე ლიტლს ვაკვირდები, ისიც მზერას მიბრუნებს. – მოგვიანებით
დასალევად „ატივანს“ გაგატანთ, თუმცა დანამდვილებით უნდა ვიც-

150
ოდე, რომ შინ მისვლამდე შეტევა არ განმეორდება. ამისთვის კი სა-
უკეთესო გზაა...
ძალიან კარგად ვიცი ეგ საუკეთესო გზა. ექთანს ნემსი უკვე შე-
მართული აქვს.
– გვეგონა ვიღაცამ იხუმრა, – განმიმარტავს დეტექტივი. – ჰო,
მათ ეგონათ ასე, თუმცა ვამბობ, ჩვენ-მეთქი, რადგან ჩვენ ხომ საერ-
თო საქმეს ვემსახურებით.ხვდებით,ხომ? ერთი გუნდი! თუ რაღაც
ეგეთი. ‒ სიჩქარეს უმატებს. – თუმცა, მე იქ არ ვყოფილვარ და ამი-
ტომ არც მიფიქრია, რომ ეს ხუმრობა იყო. ამის შესახებ არაფერი ვი-
ცოდი. მისმენთ?
არ ვუსმენ.
გზატკეცილზე ჩვეულებრივი სედანით მივდივართ, რომელსაც
დამატებითი აღნიშვნები არ აქვს. მზის სხივები ფანჯრის მინაში ტბის
ზედაპირზე მოხტუნავე ბრტყელი ქვის მსგავსად აღწევს. მინას პე-
რიოდულად ვურტყამ თავს, რომელიც მოღრეცილია და მხარზე მა-
დევს. კისერთან ხალათი დამჭმუქნია.
სრულ შენელებას ვგრძნობ ტვინსა და სხეულში.
‒ შემდეგ კი, ცხადია, მინდორზე გაწოლილი გნახეს და რადგან
თქვენი სახლის კარი ღია იყო, ჯერ შიგნით შეიხედეს, რათა გაერკვი-
ათ, რა მოხდა. ხომ ხვდებით...იმის გამო, რაც ტელეფონში თქვით.
თავს ვუქნევ. ზუსტად ვერც იმას ვიხსენებ, მაშინ რა ვილაპარაკე.
– შვილები გყავთ? – ახლაც თავს ვუქნევ. – რამდენი? ვცდილობ
ერთი თითი მაღლა ავწიო. – დედისერთა? ჰეჰ! მე კი ოთხი მყავს. უფ-
რო სწორად, მეოთხე იანვარში გაჩნდება. ჯერ შეკვეთილია, – ჩემ-
გან განსხვავებით, ამ სიტყვებზე იცინის. ტუჩებსაც კი ძლივს ვამოძ-
რავებ. – ორმოცდაოთხი წლის ვარ და მეოთხე შვილს ველოდები.
როგორც ჩანს, ოთხი ჩემი იღბლიანი ციფრია.
ერთი, ორი, სამი, ოთხი, – ვფიქრობ მე. – ჩაისუნთქე და ამოი-
სუნთქე. ვენებში „ლორაზეპამის“ მოძრაობას ვგრძნობ, რომელიც
ჩიტების გუნდის ფრენას მაგონებს.
დეტექტივი წინ მიმავალ მანქანას მოკლედ უსიგნალებს და ისიც
სიჩქარეს უმატებს.

151
– ლანჩის პიკის საათია, – მეუბნება კაცი.
ფანჯარაში ვიხედები. ათი თვეა არც ქუჩაში ვყოფილვარ და არც
მანქანაში ვმჯდარვარ, არც მანქანით მივლია.
ათი თვეა, სამყაროს ჩემი სახლის სარკმლიდან ვაკვირდები. ძა-
ლიან უჩვეულო და უცხო შეგრძნებაა. თითქოს მომავლის ცივილი-
ზაციას ვათვალიერებ. შენობები, რომლებიც ცაში აშვერილ თითებს
წააგავს, დაუჯერებლად მაღლები მეჩვენება. ვხედავ სხვადასხვა და-
წესებულების წარწერებს – „ახალი პიცა 99 ცენტად!!!“ „სტარბაქსი“,
„ჰოულ ფუდსი“(ეს როდის ააშენეს?) და – ძველ სახანძრო შენობას,
რომელიც ჰოსტელადაა გადაკეთებული (ლოგინი 1.99 დოლარი-
დან). გრილი ბნელი ხეივნები და მზის სხივებით აპრიალებული ფან-
ჯრების მინები. უკნიდან მესმისსირენის ხმა და რამდენიმე წამში
ჩვენ გვერდითა ზოლში გადავდივართ, რათა სასწრაფო დახმარე-
ბის მანქანას გზა დავუთმოთ.
ვუახლოვდებით გზაჯვარედინს. ვანელებთ და ვჩერდებით. ვაკ-
ვირდები ჯოჯოხეთისებურად განათებულ შუქნიშანს, შემდეგ კი
ბორდიურისკენ ვიხედები ლურჯ ჯინსებში გამოწყობილი ორი დედა
საბავშვო ეტლებს მიაგორებს. წელში მოხრილი მოხუცი კაცი ხელ-
ჯოხს ეყრდნობა, ქალს ფირუზისფერი ჩადრი ამშვენებს. პრეცელე-
ბის ჯიხურს მწვანე ბუშტი აქვს გამობმული. მანქანაში ქუჩის ხმები
შემოდის: თავბრუდამხვევი წივილი, მანქანების ზუზუნი და ველოსი-
პედის ბორბლების ტრიალის ხმა. ფერების უხეში ერთობლიობა და
ხმათა ამბოხი. ჩვენი მანქანა იძვრის და წინ მიიწევს.
– წავედით, წავედით, – ბურტყუნებს ლიტლი.
ამად ვიქეცი? ქალად, რომელიც აკვარიუმის თევზივით გაკვირ-
ვებული აკვირდება პიკის საათს? სხვა სამყაროდან მოსულ სტუმ-
რად, რომელიც ახალი სასურსათო მაღაზიის საოცარი აღმოცენე-
ბით გაკვირვებულია? ჩემი გონების სიღრმეში რაღაც განრისხდება
და შემდეგ მშვიდდება. აი, ამად ვიქეცი. აი, ეს ვარ ახლა.
წამლები რომ არა, ალბათ მანამ ვიკივლებდი, სანამ მინები არ
დაიბზარებოდა.

152
38

– ესეც ასე, – ამბობს ლიტლი, – ახლა აქ უნდა შევუხვიოთ.


ჩვენს ქუჩაზე. ჩემს ქუჩაზე მოვედით.
ქუჩა, რომელზეც თითქმის ერთი წლია აღარ ვყოფილვარ. აგერ,
კაფე კუთხეში, რომელშიც ალბათ ისევ იყიდება მაგარი შავი ყავა.
მის გვერდით ძველებურად დგას ცეცხლისფერი აგურით ნაგები სახ-
ლი, რომლის ქოთნებსაც ქრიზანთემები ამშვენებს. მოპირდაპირე
მხარეს მეგულება ანტიკვარიატის მაღაზია, რომელიც ახლა ჩაბნე-
ლებული და მოწყენილია და აწერია „ქირავდება კომერციული ფარ-
თი“. ვხედავ დიდი ხნის წინ მიტოვებულ, წმინდა დიმფას კათოლი-
კურ სკოლასაც.
სანამ ქუჩა ჩვენ წინ იშლება და გაშიშვლებული ტოტების თაღის
ქვეშ ვმოძრაობთ, ვგრძნობ, როგორ მევსება თვალები ცრემლებით.
ეს ჩემი ქუჩაა. ოთხი კვარტალის წინ ასე იყო. რა უცნაურია, – ვფიქ-
რობ მე.
– რა არის უცნაური? – მეკითხება ლიტლი.
როგორც ჩანს ხმამაღლა გავიფიქერე..
რაც უფრო ვუახლოვდებით სახლს, სუნთქვა მით უფრო მიძნელ-
დება. აი ჩვენი... ჩემი სახლი: შავი შესასვლელი კარი, ზედ სპილენ-
ძით ამოყვანილი ნომრით 2-1-3 და დაბურული მინებით ორივე მხა-
რეს. მინების გვერდით დამონტაჟებული ბრები ნარინჯისფერ ნათე-
ბას გამოსცემს,მათ ზემოთ კი კიდევ ოთხ რიგად გაყოლებული მინე-
ბი მოჩანს. ქვის კედელი ისეთი პრიალა აღარ არის, როგორიც მახ-
სოვს, ფანჯრების ქვეშ კი წყლის კვალი ისე ეტყობა, თითქოს ფან-
ჯრებს ცრემლი დაეღვარათ. აქედანაც ვამჩნევ, რომ ყველა მინა გა-
საწმენდია. – კვარტალის ყველაზე ლამაზი სახლი, – ამბობდა ხოლ-
მე ედი და მეც ვეთანხმებოდი.
მე და ეს სახლი დავბერდით. დავჩაჩანაკდით.
ახლა წინ მივიწევთ და პარკს ვუახლოვდები
– ჩემი სახლი იქ არის, – ვეუბნები ლიტლს და ხელს უკან ვიქნევ.
– ჯერ მინდა მეზობლებს ერთად გავესაუბროთ, – მიხსნის, იქვე

153
მანქანას აყენებს და ძრავას თიშავს.
– არ შემიძლია. – თავს ვაქნევ. როგორ ვერ ხვდება? – შინ უნდა
დავბრუნდე. – შემდეგ უსაფრთხოების ღვედს ვეპოტინები, თუმცა
მალევე ვხვდები, რომ ფუჭად.
ლიტლი მაკვირდება და საჭეს ხელს უსვამს.
– მაშ, როგორ მოვიქცეთ? – ამ შეკითხვას აშკარად საკუთარ
თავს უსვამს.
არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს. სახლში მინდა. თუ გინდა
მეზობლები იქ მოიყვანე, ყველა დაპატიჟე და წყეული წვეულება გა-
მართე, მაგრამ ახლა მე სახლში მინდა. ძალიან გთხოვ.
ლიტლი მაკვირდება და უეცრად ვიაზრებ, რომ ახლაც ხმამაღლა
ვფიქრობდი.
მინაზე ნაჩქარევი კაკუნის ხმა ისმის. ვიხედები და ვამჩნევ ქალს
– კეხიანი ცხვირით, ზეთისხილისფერი კანით და გრძელი პალტო-
თი.
– მოიცა, – ეუბნება ლიტლი და ჩემ მხარეს მინას ქვევით სწევს,
თუმცა მე სახე მემანჭება და ისიც იძულებული ხდება მანქანიდან გა-
დავიდეს.
ქალს მანქანასთან ელაპარაკება. ნაწყვეტ-ნაწყვეტ მესმის სიტ-
ყვები – დაჭრა, დაბნეული, დოქტორი – თვალებს ვხუჭავ და წყალ-
ქვეშ ვეშვები. ირგვლივ ყველაფერი მშვიდდება. პერიოდულად ისევ
მესმის – ფსიქოლოგი, სახლი, ოჯახი, მარტო – და ვითიშები. ცალი
ხელით მეორე ხელის სახელოს ვექაჩები, თითები ჩემს ხალათში ცუ-
რავს და მუცელზე კანის ნაკეცს ეხება.
ჩემი სახლის წინ პოლიციის მანქანაში ვარ გამოკეტილი და ჩემს
ღიპს ვეფერები. კიდევ სადამდე უნდა დავეშვა?
წუთის – თუ ერთი საათის? – შემდეგ ხმები იკარგება,მე ცალ
თვალს ვახელ და ვამჩნევ ქალს, რომელიც ზემოდან მაკვირდება.
თვალს ისევ ვხუჭავ.
ოდნავ იხსნება კარი მძღოლის მხარეს, შიგნით ცივი სუფთა ჰა-
ერი შემოდის და ფეხებზე მეკვრის, შემდეგ ეს ჰაერი სალონში და-
ეხეტება და შინაურდება.

154
– დეტექტივი ნორელი ჩემი პარტნიორია, – მესმის კაცის ოდნავ
მოქუფრული ხმა. – მოვუყევი, რაც შეგემთხვათ. შეიძლება, რომ
თქვენს სახლში ერთი-ორი კაცი მოიყვანოს?
ნიკაპს ოდნავ მაღლა ვწევ.
– კარგი, – სავარძელში სწორდება და მანქანა ამ დროს ოდნავ
გვერდით იხრება. ნეტავ რამდენს იწონის? და მე რამდენს ვიწონი?
– არ გინდათ თვალები გაახილოთ? – მეკითხება. – თუ ასე გირ-
ჩევნიათ?
ისევ ნიკაპის ოდნავი მოძრაობით ვპასუხობ.
მანქანას ძრავს, ჯერ უკან იხევს – კიდევ, კიდევ, კიდევ, შემდეგ
მანქანა სიჩქარეს იკრებს და ადგილიდან წყდება. რამდენიმე წამში
ძრავა ისევ ჩამქრალია.
– აი, მოვედით, – მიცხადებს, მე თვალებს ვახელ და ფანჯრიდან
ვიყურები.
ნამდვილად მოვედით. აგერ, ჩემი სახლის შესასვლელი კარი –
ფართოდ დაღებული შავი პირი და მისგან ენადგადმოშვებული სა-
ფეხურები. ფანჯრების თავზე გაყოლებული ყავისფერი კარნიზები
ოლივიას ყოველთვის ადამიანის სახეებს აგონებდა და ახლა, როცა
მათ ვუყურებ, ამის მიზეზს მეც ვხვდები.
‒ ლამაზი ადგილია, – აღნიშნავს ლიტლი – დიდია. ოთხსართუ-
ლიანია? თუ ეს სარდაფია?
თავს ვუკრავ.
– ესე იგი, ხუთსართულიანი. – პაუზა. ჩემს ფანჯარას მოწყვეტი-
ლი ფოთოლი ეცემა. – აქ სულ მარტო ცხოვრობთ?
– მდგმურიც მყავს, – ვამბობ მე.
– ის სად ცხოვრობს? ზევით თუ სარდაფში?
– სარდაფში.
– ახლა აქ არის?
მხრებს ვიჩეჩ.
– ხანდახან.
სიჩუმე. მონაცემთა პანელზე თითების კაკუნის ხმა მესმის. მე
მისკენ ვტრიალდები. ის თვალებში მიყურებს და მიღიმის.

155
– აი,იქ გიპოვეს, – მახსენებს და ყბას პარკისკენ იქნევს.
‒ ვიცი, – ვბურტყუნებ მე.
– ლამაზი პატარა პარკია.
– დიახ.
– ქუჩაც ლამაზია.
– დიახ. ყველაფერი ლამაზია.
ისევ მიღიმის.
– კეთილი, – ამბობს და ჩემს მხარს მიღმა სახლს გაჰყ-ურებს. –
ეს გასაღები მთავარი შესასვლელი კარისაა თუ უკანასი, საიდანაც
წინა ღამით გამოხვედით? – მეკითხება და თითზე ჩემი სახლის გა-
საღებს ათამაშებს.
– ორივესი, – ვეუბნები.
– მაშ კარგი, – გასაღებს თითზე იხვევს. – გინდათ, რომ შიგნით
შეგიყვანოთ?

39

მანქანის კარს აღებს და გადმომათრევს, მხარზე მომიკიდებს და


ეზოში შედის. გაივლის ჭიშკარს, ადის კიბეზე, მე კი ფეხები უღონოდ
მაქვს ჩამოყრილი და ცალი ხელით ქოლგა მიჭირავს.
ქუთუთოებში თითქმის ცხადად აღწევს მზის სხივები. ზღურ-
ბლთან ჩერდება, გასაღებს კლიტეს არგებს და კარი მალევე ფარ-
თოდ იღება – იმდენად ძლიერად, რომ მინის ჭახუნის ხმა მესმის.
ნეტავ მეზობლები თუ მიყურებენ. ნეტავ მისის ვასერმანმა თუ და-
ინახა, როგორ შემომათრია სახლში უშველებელმა შავმა კაცმა.
თავს დავდებ, უკვე პოლიციაში რეკავს.
დერეფანში მცირედი სივრცეა. ცალ მხარეს ვარ გადახრილი და
მხრებით კედელს ვეკვრი. ლიტლი კარს ფეხით ხურავს. უეცრად
სრულ ბინდში აღმოვჩნდებით. თავს მხარზე ვადებ და უკვე მეორე
საკეტის ხმაც მესმის.

156
აი ისიც: მისაღები ოთახის ნაცნობი სითბო.
სურნელი: ჩემი სახლის დახუთული ჰაერის.
ხმა: ჩემი კატის ხმამაღალი კნავილი.
კატა: პანჩი ხომ სულ დამავიწყდა.
თვალებს ვახელ. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც დავტოვე:
ჭურჭლის სარეცხი მანქანა ღია კარით, სავარძელზე მიყრილი პლე-
დების გროვა, ჩართული ტელევიზორის ეკრანზე DVD-ს შიდა მენიუ
და დაპაუზებული „ბნელი გასასვლელი“, ხოლო ყავის მაგიდაზე
ღვინის ორი გამოცლილი ბოთლი. აქვე აწყვია წამლების ოთხი
ფლაკონი, რომელთაგანაც ერთი მთვრალი კაცივით გვერდზე მდ-
გომს მიყუდებია.
სახლი. გული სიხარულისგან მიფრთხიალებს. ლამისაა ვიტირო.
ქოლგა ხელიდან მივარდება და იატაკზე ეცემა.
ლიტლს სამზარეულოს მაგიდისკენ მივყავარ, თუმცა ხელს მო-
ტოციკლისტივით მარცხნივ ვიშვერ და მივდივართ სავარძლისაკენ,
სადაც ბალიშის გვერდით პანჩია მოკალათებული.
– ესეც ასე, – ამოისუნთქავს ლიტლი და ბალიშებზე მსვამს. კატა
გვაკვირდება. როცა ლიტლი უკან იხევს პანჩი პლედებს შორის ჩემ-
კენ მოაბიჯებს, შემდეგ ჩერდება და ჩემს თანმხლებს შეჰკნავლებს.
– გაგიმარჯოს, – ესალმება ლიტლი.
მე სავარძელში ვჯდები. ვგრძნობ, როგორ მიმშვიდდება გული,
როგორ რიტმულად მოძრაობს სისხლი ვენებში.
რამდენიმე წამის შემდეგ ხალათს ხელს ვკიდებ და საკუთარ
თავს ვუბრუნდები. სახლი. უსაფრთხო. უსაფრთხო. სახლი.
პანიკის კვალიც აღარსად არის.
– ჩემს სახლში რატომ იყვნენ? – ვეკითხები ლიტლს.
– ბატონო?
– თქვით, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები ჩემს სახლში იყ-
ვნენ.
წარბებს მშვიდად ხსნის.
– იმიტომ, რომ პარკში გიპოვეს და უნდა შეემოწმებინათ, სახ-
ლში რა ხდებოდა. თან კარი ღია იყო.

157
სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებ ლივის ფოტოსკენ იხედება.
– თქვენი გოგოა?
თავს ვუკრავ.
– აქ ცხოვრობს?
თავს ვაქნევ.
– მამამისთან, – ვლუღლუღებ.
ახლა მისი ჯერია თავი დააქნიოს.
შემდეგ ტრიალდება და ჩერდება. ყავის მაგიდას აკვირდება.
– აქ ვიღაცამ წვეულება მოაწყო?
ღრმად ჩავისუნთქავ და ამოვისუნთქავ.
– კატამ, – ვამბობ მე. ღმერთო ჩემო! ეს რა იყო? ჩუმად! ეს ხომ
კატაა. შექსპირი? – ვიღუშები. არა, შექსპირისთვის ზედმეტად კეკ-
ლუცურად ჟღერს.
სინამდვილეში ახლა მე ვკეკლუცობ. ლიტლს კი არანაირი ემო-
ცია არ ეტყობა.
– ეს სულ თქვენია? – მეკითხება ღვინის ბოთლებზე. – კარგი
„მერლოა“.
სავარძელში ვსწორდები. თავი ცელქი ბავშვი მგონია.
– დიახ, – ვაღიარებ. – თუმცა... – ნეტავ, ეს ყოველივე გარედან
უფრო ცუდად ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია, თუ სინამდვილეში უფ-
რო ცუდადაა საქმე, ვიდრე გარედან ჩანს?
ლიტლი ჯიბიდან საყვარელი ახალგაზრდა ექიმის მიერ გამოწე-
რილ „ატივანის“ კაფსულიან ტუბს იღებს და ყავის მაგიდაზე დებს. მე
მადლობას ვლუღლუღებ.
შემდეგ კი, ჩემი გონების სიღრმიდან ზედაპირზე ამოდის...
სხეული.
ჯეინის სხეული.
პირს ვაღებ.
პირველად ვამჩნევ იარაღის კაბურას ლიტლის თეძოსთან. მახ-
სენდება, რა გაოცებით აკვირდებოდა ერთხელ ოლივია პოლიცი-
ელს ქალაქის ცენტრში. კარგა ათი წამი თვალებით ჭამდა. მხოლოდ
შემდეგღა მივხვდი, რომ სინამდვილეში ბავშვი მის იარაღს უყურებ-

158
და. მაშინ გამეღიმა და ოლივიას გავეხუმრე, თუმცა ახლა არ მეცი-
ნება. იარაღი აქვე, ერთი ხელის გაწვდენაზეა.
ლიტლი ჩემს მზერას ამჩნევს და კაბურას ქურთუკით ისე იფა-
რავს, თითქოს თვალს მისი პერანგის შიგნით ვაპარებდი.
– ჩემს მეზობელზე რას მეტყვით? – ვეკითხები მე.
ჯიბიდან მობილურს იღებს და თვალებთან ახლოს მიაქვს. რო-
გორც ჩანს, ახლომხედველია. შემდეგ ეკრანს თითს უსვამს და ჩემ-
კენ იხედება.
– ამ სახლში მარტო ხართ? – სამზარეულოსკენ მიდის. – ანუ,
თქვენ და თქვენი მდგმური. – ამატებს მანამ, სანამ ამას მე ვიზამდე.
– ეს კიბეები სარდაფში ჩადის? – ცერა თითს სარდაფის კარისკენ
იშვერს.
– დიახ. და ჩემი მეზობელი?
ისევ მობილურს აკვირდება. შემდეგ ფეხზე დგება და თავის უშვე-
ლებელ სხეულს წამოსწევს. ამ დროს უკვე ცალ ხელში კატის წყლის
ჯამი, მეორეში კი სახლის ტელეფონი უჭირავს. ჯერ ერთს აკვირდე-
ბა, შემდეგ მეორეს, ისე, თითქოს მათ აწონას ცდილობდეს.
– მგონი თქვენს მეგობარს სწყურია, – ამბობს და ნიჟარისკენ მი-
დის.
მის ანარეკლს ტელევიზორის ეკრანში ვაკვირდები. მესმის
წყლის ჩამოსხმის ხმა. ერთ-ერთ ბოთლში მცირედი „მერლოა“ დარ-
ჩენილი. ნეტავ, შეუმჩნევლად დალევას თუ მოვახერხებ.
წყლის ჯამი იატაკს ხმაურით ეხება. ლიტლი ტელეფონს ბუდეში
დებს და გაკვირვებული დაჰყურებს.
– დამჯდარია, – მეუბნება მე.
‒ ვიცი.
‒ ყოველი შემთხვევისთვის გითხარით. – შემდეგ სარდაფის
კარს უახლოვდება. – შეიძლება დავაკაკუნო? – მეკითხება და მე
თავს ვუკრავ.
თითებით კარზე აკაკუნებს და იცდის.
– თქვენს მდგმურს რა ჰქვია?
– დეივიდი.

159
ისევ აკაკუნებს. პასუხს არავინ სცემს.
ჩემკენ ბრუნდება.
– და თქვენი მობილური სად არის, დოქტორო ფოქს?
თვალებს ვახამხამებ.
– ჩემი მობილური?
– დიახ, თქვენი მობილური. – და თავისას მიჩვენებს. – ხომ
გაქვთ?
თავს ვუქნევ.
– როგორც წესი, ადამიანები, პირველ რიგში, თავიანთ მობი-
ლურს ეძებენ ხოლმე.
– არ ვიცი. – მართლა სად არის? – ხშირად არ ვიყენებ.
ამაზე არაფერს ამბობს.
საკმარისია. ხალიჩას ტერფებს მაგრად ვაჭერ და ფეხზე წამოდ-
გომას ვახერხებ. ოთახი ირგვლივ ქანაობს. სხეულში ძალას ვიკრებ,
ხალათის ქამარს მაგრად ვიკრავ და დეტექტივს მივმართავ:
– რა დაემართა ჩემს მეზობელს? – თუმცა, ყურადღებას არ მაქ-
ცევს. ისევ მობილურს ჩაჰყურებს.
ვიმეორებ:
– რა...
– კარგი, – ამბობს ის. – კარგი. უკვე გზაში არიან. – შემდეგ კი
უეცრად მოვარდნილი დიდი ტალღის მსგავსად, გადის სამზარეუ-
ლოში და ოთახს ათვალიერებს. – ეს ის ფანჯარაა, საიდანაც თქვენი
მეზობელი დაინახეთ? – მეკითხება და სარკმლისკენ თითს იშვერს.
– დიახ.
მისი გრძელი ფეხების წყალობით ნიჟარამდე ერთ ნაბიჯშია. ხე-
ლისგულებს დახლზე აწყობს და გარეთ იხედება. ვაკვირდები მის
ზურგს, რომელიც მთლიანად ფარავს ფანჯარას. შემდეგ ყავის მაგი-
დასთან მივდივარ და მილაგებას ვიწყებ.
ჩემკენ ტრიალდება.
‒ არაფერს შეეხოთ. ტელევიზორიც ჩართული დატოვეთ. რა
ფილმია?
– ძველი თრილერი.

160
– გიყვართ თრილერები?
ვშფოთავ. როგორც ჩანს, „ლორაზეპამის“ მოქმედების დრო გა-
ვიდა.
– დიახ. და მილაგება რატომ არ შეიძლება?
‒ გვინდა ყველაფერი ისე იყოს, როგორც შემთხვევის დროს.
– განა ის უფრო მნიშვნელოვანი არ არის, თუ რა ხდებოდა მის
სახლში?
ლიტლი ჩემს სიტყვებს ყურადღებას არ აქცევს.
– და ჯობს ეს კატა სადმე გაიყვანოთ. როგორც ჩანს, მძიმე ხასია-
თი აქვს. არ მინდა ვინმე დაკაწროს. – ისევ ნიჟარასთან მიდის,
წყლით ჭიქას ავსებს და მეუბნება: – დალიეთ, წყალი აუცილებლად
გჭირდებათ. – შემდეგ ოთახს კვეთს, მიახლოვდება და ისე ნაზად
მაწვდის ჭიქას, რომ მისგან ლამის ლოყაზე მოფერებასაც მოველი.
ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს.
კარზე ზარის ხმა ისმის.

40

– მისტერ რასელთან ერთად ვარ, – ყოველგვარი აუცილებლო-


ბის გარეშე გვიცხადებს დეტექტივი ნორელი.
კეკლუცი გოგოს ხმა აქვს, რაც ცოტა არ იყოს არ შეეფერება მის
მაღალყელიან სვიტერსა და ტყავის ქურთუკს. ოთახს ნაჩქარევად
მოავლებს თვალს და შემდეგ მე მათვალიერებს. საკუთარ თავს არ
გამაცნობს. აშკარაა, რომ ის ცუდი პოლიციელია. სამწუხაროდ, ვა-
ღიარებ, რომ ლიტლის უკბილო ხუმრობები ფარსი იყო და მეტი არა-
ფერი.
მის კვალად შემოდის ალისტერიც, ხაკის შარვალსა და სვიტერ-
ში. კოხტად და აკურატულად გამოიყურება, თუმცა კისერთან წითე-
ლი ხაზი ემჩნევა. არ ვიცი, შეიძლება ეს აქამდეც ჰქონდა. მიღიმის
და მესალმება.

161
– გამარჯობა.
ამას კი არ მოველოდი.
ვირხევი. თავს ცუდად ვგრძნობ. ჩემი ორგანიზმი ჯერ ისევ ცუდად
მომუშავე ძრავასავით ნელა რეაგირებს. ჩემი მეზობელი უხერხული
ღიმილით მშორდება.
– კარგად ხართ? – ლიტლი შემოსასვგლელ კარს კეტავს და ჩემ-
კენ მოდის.
თავს ვაქანავებ. კი. არა.
ხელს შემაშველებს.
– მგონი ჯობს...
– კარგად ხართ, მემ? – მოღუშული მეკითხება ნორელი.
ლიტლი ხელს ზევით სწევს.
– კარგად არის, კარგად. დამამშვიდებლის მოქმედების ქვეშაა.
ლოყები მიხურს.
სამზარეულომდე მივყავარ და მსვამს მაგიდასთან, რომელთა-
ნაც ჯეინმა რამდენიმე დღის წინ მთელი შეკვრა ასანთი დაცალა.
შემდეგ ჭადრაკი ვითამაშეთ, ჩვენს შვილებზე ვილაპარაკეთ, მან პე-
იზაჟისთვის ფოტოს გადაღება შემომთავაზა, ამავე მაგიდასთან კი
მოგვიანებით ალისტერს ველაპარაკე.
ნორელი სამზარეულოს ფანჯარასთან მიდის. ხელში მობილური
უჭირავს.
– მის ფოქს, – მეუბნება ის.
ლიტლი აწყვეტინებს:
– დოქტორო ფოქს.
მისკენ იხედება, პაუზის შემდეგ კი აგრძელებს:
‒ დოქტორო ფოქს, რამდენადაც დეტექტივი ლიტლისგან ვიცი,
წუხელ რაღაც დაგინახავთ.
თვალს ვაპარებ ალისტერისკენ, რომელიც ჩემგან მოშორებით
დგას.
– დიახ, დავინახე როგორ ჩაასვეს ჩემს მეზობელს დანა.
– რომელ თქვენს მეზობელს? – მეკითხება ნორელი.
– ჯეინ რასელს.

162
– და ეს ფანჯრიდან დაინახეთ?
– დიახ.
– რომელი ფანჯრიდან?
მის უკან, მინაზე მივანიშნებ:
– აი, მანდედან.
ნორელი ჩემს თითს თვალს აყოლებს. უემოციო თვალები აქვს –
ცივი და ბნელი. ვუყურებ, როგორ აკვირდება რასელების სახლს.
მზერას გაუჩერებლად მარცხნიდან მარჯვნივ აყოლებს ისე, თითქოს
სტრიქონებს კითხულობდეს.
‒ დაინახეთ, ვინ დაჭრა? – მეკითხება და ისევ გარეთ იხედება.
– არა, მაგრამ დავინახე, როგორ სდიოდა სისხლი და როგორ
მოჩანდა მისი მკერდიდან რაღაც.
– რაღაც?
სკამზე ვსწორდები.
– დიახ, რაღაც ვერცხლისფერი. რა მნიშვნელობა აქვს?
– რაღაც ვერცხლისფერი?
თავს ვუკრავ.
ნორელიც თავს მიკრავს და მიყურებს. შემდეგ ჩემ უკან, მისაღებ-
ში იხედება.
– თქვენთან ერთად წუხელ ვინ იყო?
– არავინ.
– ანუ, ეს ყველაფერი, მაგიდაზე, თქვენია?
ისევ ვცქმუტავ.
– დიახ.
– კარგი, დოქტორო ფოქეს, – ახლა ლიტლს უყურებს. – მოდი,
ახლა...
‒ მისი ცოლი, – ვიწყებ ისევ და ხელს მაღლა ვწევ. ალისტერი
ჩვენკენ მოდის.
‒ ერთი წუთით, ‒ წინ მოიწევს ნორელიც და ჩემ წინ, მაგიდაზე
მობილურს დებს. – ახლა 911-ზე თქვენი სატელეფონო ზარის ჩანა-
წერს მოგასმენინებთ, რომელიც წინა ღამით ათ საათსა და ოცდაცა-
მეტ წუთზე განხორციელდა.

163
– მისი ცოლი...
‒ ვფიქრობ, ეს ჩანაწერი ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს. – შემ-
დეგ მობილურის ეკრანს თითს უსვამს და ნაცნობი ხმა გაისმის:
– 911 გისმენთ.
ნორელი მობილურს ხმას უწევს.
– რით დაგეხმაროთ?
– ჩემი მეზობელი, – ვთრთი. – მას... დანა დაარტყეს. ღმერთო,
გთხოვთ, დაეხმარეთ! – ეს მე ვარ. ვცნობ საკუთარ სიტყვებს, თუმცა
არა ხმას. საშინლად მიბნედილი ხმა მაქვს.
– ცოტა ნელა, ქალბატონო, – მისი სიზანტე ახლაც მაცოფებს. –
თქვენი მისამართი მითხარით.
ალისტერს ვუყურებ. შემდეგ ლიტლს. ორივენი ნორელის მობი-
ლურს დასცქერიან.
ნორელი მე მაკვირდება.
– და ამბობთ, რომ თქვენს მეზობელს დანა ჩაარტყეს?
– დიახ. დაეხმარეთ. სისხლისგან იცლება. – ვცახცახებ, თუმცა
თითქმის ვერ ვგრძნობ.
– რა?
– დაეხმარეთ-მეთქი! – ვახველებ, ვიოფლები, ტირილამდე ცო-
ტა მიკლია.
– დახმარება უკვე გზაშია, ქალბატონო. აუცილებლად უნდა დამ-
შვიდდეთ. თქვენი სახელი?
– ანა ფოქსი.
– კარგი, ანა. თქვენი მეზობლის სახელი მითხარით.
– ჯეინ რასელი. ო, ღმერთო. – აქ ხმას ვკარგავ.
– ახლა მასთან ხართ?
– არა. ის... ის პარკის გადაღმა სახლში ცხოვრობს.
ალისტერის მზერას ვგრძნობ. მეც მისკენ ვიხედები.
– ანა, თქვენს მეზობელს დანა თქვენ ჩაარტყით?
პაუზა.
– რა?
– თქვენს მეზობელს დანა თქვენ ჩაარტყით?

164
– არა.
ახლა ლიტლიც მე მიყურებს. სამივენი მაკვირდებიან. მე წინ ვიხ-
რები და ნორელის მობილურს ვუყურებ. ეკრანი შავდება, ხმა კი ისევ
ისმის.
– კარგი.
– ფანჯრიდან დავინახე, როგორ დაარტყეს.
– გასაგებია. იცით, ვინ დაარტყა?
კიდევ ერთი პაუზა. ამჯერად უფრო გრძელი.
– ქალბატონო, იცით ვინ...
რაღაცას გაურკვევლად ვბურტყუნებ, შემდეგ ტელეფონი მივარ-
დება. ეს ზევით, კაბინეტში მოხდა. ალბათ, მობილური ახლაც იქ
არის, ხალიჩაზე.
– ქალბატონო?
სიჩუმე. კისერს ვიგრძელებ და ლიტლს ვაკვირდები. ის ჩემკენ
აღარ იხედება.
ნორელი მაგიდასთან იხრება და ეკრანზე თითებს ათამაშებს.
– ოპერატორი კიდევ ექვსი წუთი დარჩა ხაზზე, სანამ სასწრაფო
დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილს არ მიაკვლია.
შემთხვევის ადგილი. და რა ნახეს ამ შემთხვევის ადგილზე? რა
შეემთხვა ჯეინს?
– ვერაფერი გავიგე, – უცებ ვგრძნობ, რომ დავიღალე.
სასწრაფოდ თვალს ვავლებ მთელ სამზარეულოს, ჭურჭლის სა-
რეცხ მანქანას და ბოთლებით სავსე ნაგვის ურნას.
– რა დაემართა...
‒ არაფერი დამართვია, დოქტორო ფოქს, – მშვიდად მეუბნება
ლიტლი. – არავის.
მე მას ვუყურებ.
– რას გულისხმობთ?
ის თეძოებზე შარვალს ზემოთ აიქაჩავს და ჩემ გვერდით ჩაიცუც-
ქება.
– ეს ყველაფერი თქვენ მიერ დალეული „მერლოს“ და წამლების
შედეგია. ამას დაემატა ფილმი, რომელსაც უყურებდით და, უბრალ-

165
ოდ, ზედმეტად აღელდით. შედეგად, დაინახეთ ის, რაც სინამდვილე-
ში არ მომხდარა.
გაოცებული შევცქერი.
ის კი თვალების ფახულით, მშვიდად მიყურებს.
– ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი მოვიგონე? – ხმა ოდნავ მიკან-
კალებს.
ახლა თავის მასიურ თავს აქნევს.
– არა, ქალბატონო. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ზედმეტად აღელ-
დით, რამაც რეალობა ოდნავ სხვაგვარად დაგანახვათ.
პირდაფჩენილი ვუსმენ.
– თქვენს წამლებს გვერდითი ეფექტი აქვს? – ისევ აგრძელებს
ლიტლი.
– დიახ. – ვამბობ მე. – თუმცა...
– მათ შორის ჰალუცინაციებიც?
– არ ვიცი. – თუმცა ცხადია, ძალიან კარგად ვიცი, რომ ასეა.
– საავადმყოფოს ექიმმა თქვა, რომ თქვენ მიერ მიღებული წამ-
ლები შესაძლოა ჰალუცინაციებს იწვევდეს.
– არანაირი ჰალუცინაცია, ნამდვილად დავინახე, რაც მოხდა. –
ერთ ადგილზე ვეღარ ვჩერდები. ფეხთან კატა მიახლოვდება და შემ-
დეგ მისაღები ოთახისკენ გარბის.
ლიტლი ხელს მაღლა სწევს. ფართო და პრიალა ხელისგულები
აქვს.
‒ ეს-ესაა თქვენივე სატელეფონო ზარი მოისმინეთ. აშკარაა,
რომ საუბარი გიჭირდათ.
ნორელიმ წინ წამოიწია.
– საავადმყოფოში თქვენს სხეულში ალკოჰოლის დონე შეამოწ-
მეს და გაირკვა, რომ ის ორი და ორ პრომილეს აღწევდა, რაც დაშ-
ვებულ ზღვარზე თითქმის სამჯერ მეტია.
– მერე?
მის უკან მდგარი ალისტერი ჩვენ შორის თვალებს აცეცებს.
‒ მე არაფერი მომჩვენებია, – გამოვცრავ კბილებს შორის, თუმ-
ცა ვგრძნობ, როგორ მიჭირს სიტყვების წარმოთქმა. – მე გიჟი არ

166
ვარ.
‒ როგორც ვიცი, ოჯახი თქვენთან ერთად არ ცხოვრობს. – ამ-
ბობს ნორელი.
– ეს შეკითხვაა?
– დიახ, შეკითხვაა.
ერთვება ალისტერი:
– ჩემმა შვილმა თქვა, რომ გაშორებული ხართ.
– უბრალოდ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, – ვუსწორებ ავტომატუ-
რად.
‒ მისტერ რასელის ნათქვამიდან ვიგებთ, – ამბობს ნორელი, –
რომ სამეზობლოშიც თითქმის არავინ გიცნობთ. როგორც ჩანს, გა-
რეთ იშვიათად გადიხართ.
ვერაფერს ვამბობ. ვერაფერს ვაკეთებ.
– აქვე თავს იჩენს კიდევ ერთი თეორია, – განაგრძობს დეტექ-
ტივი. – ყურადღების მიპყრობა გსურდათ.
უკან ვიხევ და სამზარეულოს დახლს ვეჯახები. ხალათი მეხსნება.
– არც მეგობრები,არც ოჯახის წევრები. ბევრი დალიეთ და გა-
დაწყვიტეთ, მცირედი სკანდალი მოგეწყოთ.
‒ გგონიათ, ეს ყველაფერი გავითამაშე? – თავს წინ ვხრი და ხმა-
მაღლა შევძახებ.
ლიტლი ახველებს.
– მე ვფიქრობ, – ამბობს დინჯი ხმით, – რომ შესაძლოა, უბრა-
ლოდ, ბევრი რამ დაემთხვა ერთმანეთს და მართალია, არ ვამბობთ,
რომ ეს განზრახ გააკეთეთ, მაგრამ...
– ეს თქვენ იგონებთ რაღაცებს, – ვამბობ და დანარჩენებისკენ
აცახცახებულ თითს ვიშვერ. – თქვენ ხედავთ ჰალუცინაციებს. მე ამ
ფანჯრიდან აშკარად დავინახე, როგორ სდიოდა სისხლი.
ნორელი თვალებს ხუჭავს და ღრმად ამოისუნთქავს.
– ქალბატონო, მისტერ რასელი ამბობს, რომ მისი მეუღლე ქა-
ლაქში საერთოდ არ ყოფილა და რომ მას არასოდეს შეხვედრი-
ხართ.
სიჩუმე. ოთახი ერთიანად დამუხტულია.

167
– ის აქ იყო, – ვამბობ ნელა და გასაგებად. – ორჯერ.
– ეს არ...
– ჯერ ქუჩაში დამეხმარა. შემდეგ კიდევ ერთხელ მესტუმრა და...
– ახლა ალისტერს ვუყურებ. – მერე ეს ეძებდა.
კაცი თავს მიქნევს.
– მე იმ დღეს შვილს ვეძებდი და არა ცოლს. – ნერწყვს ყლაპავს.
– და მითხარით, რომ აქ არავინ ყოფილა.
– ვიცრუე. ის ამ მაგიდასთან იჯდა. ჩვენ ჭადრაკი ვითამაშეთ.
ახლა ალისტერი შეღონებული თვალებით ნორელის უყურებს.
– მერე კი აყვირე! – ვამბობ მე.
ახლა ისეთივე მზერით ნორელი ალისტერს შესცქერის.
– ამბობს, რომ ყვირილის ხმები გაიგონა, – განმარტავს ლიტლი.
– ნამდვილად გავიგონე. სამი დღის წინ. – ხომ არ მეშლება?
მგონი კი. – შემდეგ ეთანმა მითხრა, რომ ეს ჯეინის ხმა იყო. – შეიძ-
ლება მეშლება, მაგრამ ძალიან არა.
– მოდი, ეთანს ამ ყველაფერში ნუ გავრევთ, – ამბობს ლიტლი.
ვაკვირდები მათ, რომლებიც გარს შემომრტყმიან იმ პატარა ნა-
ძირლების მსგავსად, ჩემს სახლს კვერცხებს რომ უშენდნენ.
მათ ცალკე მივხედავ.
– აბა, სად არის? – ვკითხულობ და ხელებს ფართოდ ვშლი. –
სად არის ჯეინი? თუ ყველაფერი რიგზე აქვს, აქ მოიყვანეთ.
ჩვენ ერთმანეთში მზერას ვცვლით.
‒ მიდით, – ხალათს ვიხვევ და ქამარს ვნასკვავ. ახლა ისევ გულ-
ხელდაკრეფილი ვდგავარ. – მოიყვანეთ.
ნორელი ალისტერისკენ ბრუნდება.
– შეგიძლიათ, რომ... – რაღაცას ეჩურჩულება, შემდეგ კაცი
თავს უქნევს, მისაღებ ოთახში გადის და ჯიბიდან მობილურს იღებს.
– ამის შემდეგ კი, – ახლა ლიტლს მივმართავ. – მინდა, რომ ჩემი
სახლი ყველამ დატოვოთ. თქვენ ფიქრობთ, რომ მე რაღაცები მეჩ-
ვენება. – ამ სიტყვებზე ოდნავ კრთება. – თქვენ ფიქრობთ, რომ ვიტ-
ყუები, – ნორელის რეაქცია არ აქვს. – და ის ამბობს, რომ არასოდეს
შევხვედრივარ ქალს,რომელიც ჩემს სახლში ორჯერ არის ნამყოფი.

168
– ალისტერი ტელეფონზე რაღაცას ბურტყენებს. – მე კი მაინტერე-
სებს, ვინ იყო ჩემს სახლში და როდის მოხდა ეს. – სიტყვებს მძიმედ
წარმოვთქვამ. შემდეგ პაუზას ვიღებ და სულს ვითქვამ. – მაინტერე-
სებს, კიდევ ვინ იყო აქ.
ალისტერი ჩვენთან ბრუნდება.
– ერთ წუთში აქ იქნება, – ამბობს და მობილურს ჯიბეში იცურებს.
თვალში თვალს ვუყრი.
– ეჭვი მაქვს, ეს ერთი წუთი ძალიან გაიწელება.
ხმას არავინ იღებს. ოთახს თვალს ვავლებ. ვაკვირდები ალის-
ტერს, რომელიც საათს დასცქერის, ნორელი, რომელიც მშვიდად
აკვირდება კატას და ლიტლს, ის ერთადერთია, რომელიც მე მიყუ-
რებს.
გადის ოცი წამი.
შემდეგ ორმოცი.
ღრმად ამოვისუნთქავ და ხელებს დაბლა ვუშვებ.
წარმოუდგენელია. მე დავინახე...
კარზე ზარის ხმა ისმის.
თავს ჯერ ნორელისკენ, შემდეგ კი ლიტლისკენ ვატრიალებ.
– მე გავაღებ, – ამბობს ალისტერი და კარისკენ მიდის.
ვაკვირდები, როგორ აჭერს დამაფონის ღილაკს ხელს, შემდეგ
სახელურს ატრიალებს და შემოსასვლელ კარს ფართოდ აღებს.
წამის შემდეგ ოთახში თვალებდახრილი ეთანი შემოდის.
– ჩემს შვილს უკვე შეხვედრიხართ, – ამბობს ალისტერი. – ეს კი
ჩემი მეუღლეა, – ამატებს და ქალის უკან კარს კეტავს.
მე ქალს ვაკვირდები, ის კი მე მიყურებს.
აქამდე ეს ქალი არასოდეს მინახავს.

169
41

მაღალი, ტანადი ქალია. მის მკვეთრად გამოხატულსახის ნაკ-


ვთებს პრიალა შავი თმა, ხოლო მუქ მწვანე თვალებს წვრილი წარ-
ბები ამშვენებს. ჯერ ცივად მაკვირდება, შემდეგ კი სამზარეულოს
კვეთს და ხელს მიწვდის.
– მგონი, აქამდე არ შევხვედრივართ, – ამბობს იგი.
დაბალი, ძალიან მგრძნობიარე ხმა აქვს. ისეთი, როგორიც ბე-
კოლს. ეს ხმა ყურებში ექოდ ჩამესმის.
არ ვინძრევი. არ შემიძლია.
ხელი ჩემი მკერდისკენ გამოწვდილი რჩება. წამის შემდეგ მის
ხელს ვიშორებ.
– ეს ვინ არის?
– ეს თქვენი მეზობელია, – თითქმის ნაღვლიანად მპასუხობს
ლიტლი.
– ჯეინ რასელი, – ამბობს ნორელი.
ჯერ ნორელის, შემდეგ ლიტლს და ბოლოს, ამ ქალს ვაკვირდე-
ბი.
– არა, შენ ის არ ხარ, – ვეუბნები მას.
მერე ისევ დეტექტივებს მივმართავ:
– ის არ არის. ჩემთვის რის თქმას ცდილობთ? ეს ჯეინი არ არის.
– გარწმუნებთ, – იწყებს ალისტერი, – ეს...
– საჭირო არაა რამეში დაარწმუნოთ, მისტერ რასელ, – ეუბნება
ნორელი.
– და მე რომ დავარწმუნო, რამე შეიცვლება? – კითხულობს ქა-
ლი.
წინ ვიწევი და ქალს ვაკვირდები.
– ვინ ხარ? – უხეში, გაღიზიანებული ხმა მაქვს და მსიამოვნებს,
როცა ვამჩნევ, რომ ის და ალისტერი ერთმანეთს უხერხულად უყუ-
რებენ.
‒ დოქტორო ფოქს, – მეუბნება ლიტლი. – მოდით,დავმშვიდდეთ.

170
– და მხარზე ხელს მადებს.
ვღიზიანდები. მის ხელს ვიშორებ, ვცილდები მასაც და ნორელი-
საც. ახლა სადღაც სამზარეულოს ცენტრში ვარ. დეტექტივები ფან-
ჯარასთან დგანან, ალისტერი და უცნობი ქალი კი მისაღებ ოთახში
არიან.
მე მათკენ ვტრიალდები.
– ჯეინ რასელს ორჯერ შევხვდი, – ვამბობ მშვიდად, აუღელვებ-
ლად. – თქვენ ჯეინ რასელი არ ხართ.
ამჟამად უფრო გაბედულია.
‒ შემიძლია ჩემი მართვის მოწმობა გიჩვენოთ, – ამბობს და ჯი-
ბეში ხელს იყოფს.
მე თავს ვაქნევ. ისევ დინჯად და მშვიდად ვეუბნები.
– თქვენი მართვის მოწმობა საჭირო არ არის.
– ქალბატონო, – მომმართავს ნორელი და მე მხარს უკან ვიხე-
დები. მიახლოვდება და ჩვენ შორის დგება. – მგონი საკმარისია.
ალისტერი თვალებგაფართოებული მაკვირდება. ქალს ხელი
ჯერ ისევ ჯიბეში აქვს. მის უკან ეთანი სავარძელში ზის, მის ფეხებთან
კი პანჩი მოკალათებულა.
‒ ეთან, – ვეუბნები და მისი მზერა ისე მეგებება, თითქოს მელო-
დებოდა. – ეთან. – ალისტერსა და იმ ქალს შორის ვდგები. – ამიხ-
სენი, რა ხდება?
ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კი გვერდზე იხედება.
– ის დედაშენი არ არის. – ვამბობ და მხარზე ვეხები. –მათაც უთ-
ხარი.
ბიჭი თავს გვერდზე ხრის, მარცხნივ იხედება, ყბა ეძაბება,
ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ფრჩხილებზე იყურება.
– თქვენ დედაჩემს არასოდეს შეხვედრიხართ, – მეუბნება ლუღ-
ლუღით.
ხელს ვაშორებ.
ნელი მოძრაობით, განცვიფრებული ვტრიალდები. შემდეგ ყვე-
ლა ერთდროულად იწყებს ლაპარაკს:
– შეგვიძლია.. ‒ კითხულობს ალისტერი, თავს კარისკენ იქნევს.

171
ნორელი პასუხობს:
– დიახ, აქ უკვე მოვრჩით.
ლიტლი კი მირჩევს, რომ „ცოტა დავისვენო“.
მე მათ თვალებმოჭუტული გავცქერი.
– შეგვიძლია, რომ... – იმეორებს ალისტერი.
– მადლობა, მისტერ რასელ, – ეუბნება ნორელი. – და მისის რა-
სელ.
ის და ქალი დაეჭვებით მიყურებენ, თითქოს მხეცი ვიყო, რომელ-
საც ეს-ესაა ტრანკვილიზატორი გაუკეთეს.
კარისკენ მიდიან.
– წავედით, – მტკიცედ ამბობს ალისტერი. ეთანი დგება, თვალე-
ბით იატაკს დაჰყურებს და კატას სცილდება.
როცა კარიდან გავლენ, მათ უკან ნორელიც დაიძვრება, თუმცა
ერთხელ მოიხედავს.
– დოქტორო ფოქს, პოლიციის უსაფუძვლოდ გამოძახება სის-
ხლის სამართლის დანაშაულია, – მატყობინებს მე. – ეს გესმით?
გაკვირვებული შევყურებ და მგონი თავსაც ვუქნევ.
– კარგია, – საყელოს ისწორებს. – სულ ეს იყო.
მის უკან კარი იხურება და მესმის საკეტის ხმა.
დავრჩით მე და ლიტლი. მის პოლიციის ემბლემაზე არწივის
ფრთების წვეტიან დაბოლოებებს ვამჩნევ და (რატომ? როგორ?)...
მახსენდება, რომ დღეს ივის ფრანგულის გაკვეთილი გამოვტოვე.
მხოლოდ მე და ლიტლი. Les deux.
– არა უშავს, მარტო რომ დაგტოვოთ? – მეკითხება ის.
თავს ვუქნევ.
– გყავთ ვინმე, ვისაც დაელაპარაკებით?
ისევ თავს ვუქნევ.
‒ აი, – ამბობს და მკერდის ჯიბიდან იღებს სავიზიტო ბარათს,
რომელსაც ხელში მიდებს. ბარათს ვაკვირდები. თხელი ქაღალდია.
დეტექტივი კონრად ლიტლი,ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენ-
ტი. აქვე წერია ორი ნომერი და ელფოსტის მისამართი.
– რაც უნდა დაგჭირდეთ, შეგიძლიათ დამირეკოთ. ჰეი,– ზევით

172
ვიხედები. – ნებისმიერ დროს დამირეკეთ-მეთქი,კარგი?
თავს ვუქნევ.
– კარგი?
სიტყვა ენის წვერზე მადგას და მეორე სიტყვა თითქოს მის დაჯაბ-
ნას ცდილობს.
– კარგი.
‒ კეთილი. არ აქვს მნიშვნელობა, დღე იქნება თუ ღამე. – მობი-
ლური ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს. – ბავშვების წყალობით
მაინც არ მძინავს. – ახლა კი მეორედან პირველში აბრუნებს. ბო-
ლოს თვალს თვალში მიყრის და ერთმანეთს ვუყურებთ. – ყოჩაღად
იყავით, დოქტორო ფოქს. – ლიტლი გასასვლელი კარისკენ მიდის.
ფრთხილად აღებს და ხურავს.
ისევ მესმის ამ კარის გაღების ხმა და კლიტის ჩხაკუნი.

42

უეცარი, დაძაბული სიჩუმე. სამყარო გაჩერდა.


მთელი დღის განმავლობაში პირველად, სრულიად მარტო ვარ.
ოთახს ვაკვირდები. ღვინის ბოთლები, რომლებიც მზის სხივების
ფონზე პრიალებს, სამზარეულოს მაგიდიდან გამოწეული სკამი და
კატა, რომელიც სავარძელს აკონტროლებს.
სხივებში მტვრის ნაწილაკებს ვამჩნევ.
შემოსასვლელ კართან მივდივარ და შიგნიდან ვკეტავ.
ისევ ოთახისკენ ვბრუნდები.
რა მოხდა?
მართლა გადამხდა ეს ყოველივე?
სამზარეულოში დავეხეტები. ბოლოს, ღვინის ბოთლს ვპოულობ,
საცობში გასახსნელს ვარჭობ, საცობს ვაძრობ და ღვინოს ჭიქაში
ვასხამ. ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს.
ჯეინზე ვფიქრობ.
ღვინოს ვცლი და ამჯერად უკვე ბოთლს ვიყუდებ. ხარბად, დიდი

173
ყლუპებით ვსვამ.
ახლა იმ ქალზე ვფიქრობ.
გავდივარ მისაღებში, ორ აბს ხელისგულზე ვიდებ და პირში ვიყ-
რი.
ვფიქრობ ალისტერზე. ეს ჩემი მეუღლეა.
ასე ვდგავარ და ღვინოს ვსვამ მანამ, სანამ ხველება არ მეწყება.
ბოლოს, ბოთლს მაგიდაზე ვდებ და ეთანზე ვფიქრობ. მახსენდე-
ბა, როგორ მარიდებდა თვალს შემოსვლისთანავე, როგორ აკვირ-
დებოდა ფრჩხილებს, როგორ მძიმედ ყლაპავდა ნერწყვს ჩემთვის
პასუხის გაცემამდე და როგორ ბურტყუნებდა.
ცრუობდა.
ამას თავიდანვე მივხვდი – მისი ქცევით, მისი მზერით და ყველა
იმ ნიშნით, რაც ადვილად ყიდის მატყუარას.
თუმცა, ყბის დაძაბულობა სიცრუეს არ ახასიათებს. აქ ცოტა სხვა
რამეშია საქმე.
ეს შიშის ნიშანია.

43

ჩემი მობილური კაბინეტის იატაკზეა – იქ, სადაც დამივარდა. ეკ-


რანს თითს ვუსვამ, სანამ წამლების ფლაკონებს სააბაზანოს სამე-
დიცინო უჯრაში ვაბრუნებ. დოქტორი ფილდინგი? – კი ბატონო, ის
ექიმია და აქვს უფლება გამომიწეროს რეცეპტი, მაგრამ ახლა ის ვე-
რაფერში დამეხმარება.
– შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? – ვეკითხები როგორც კი ბინა ტე-
ლეფონზე მპასუხობს.
პაუზა.
– რა? – შეცბუნებული ხმა აქვს.
– შეგიძლია მოხვიდე? – ჩემს ლოგინამდე მივლასლასებ და ზედ
ვფოფხდები.
– ახლავე? მე ვერ...

174
– გთხოვ,ბინ!
მორიგი პაუზა.
‒ შემიძლია მოვიდე... ცხრის.. ათის-ნახევრისთვის. ვახშამზე
გეგმები მაქვს, – ამატებს მაშინვე.
არ მაინტერესებს.
– კარგი. – ზურგზე ვწვები, თავი ბალიშში მეძირება. გარეთ ტო-
ტები ირხევა, ფოთლები ცვივა, ისინი მინას ეხეთქებიან და ისევ უკან
მიფრინავენ.
– ყველაფერი რიგზეა?
– ჰა? – „ტემაზეპამმა“ ტვინამდე მიაღწია. ვგრძნობ, რომ მალე
მოკლე ჩართვა იქნება.
‒ ყველაფერი რიგზეა-მეთქი?
‒ არა. კი. რომ მოხვალ, მერე აგიხსნი – წამწამები ნელ-ნელა მე-
ხურება.
– კარგი, აბა საღამომდე.
თუმცა, მე უკვე ძილში ვიძირები.
სრული, უსიზმრო წყვდიადი გამოვიარე. ხოლო როცა ქვემოდან
ზარის ხმა ისმის, უკვე გაღვიძებული და საშინლად გამოფიტული
ვარ.

44

ბინა გაოცებული, პირდაღებული მიყურებს.


შემდეგ პირს ნელა ხურავს. ჯერ არაფერს ამბობს.
ედის ბიბლიოთეკაში ვსხედვართ – მე მაღალსაზურგიან სავარ-
ძელში, ბინა კი იქ, სადაც, როგორც წესი, დოქტორი ფილდინგი ზის
ხოლმე და წყალსადენის სიგრძის ფეხები სავარძლის ქვეშ შეულა-
გებია. პანჩი მის კოჭებთან, კვამლივით მოძრაობს.
ბუხარში ნელი ცეცხლი ანთია.
ახლა უკვე თავს მაღლა სწევს და ნაპერწკლებს აკვირდება.
– რამდენი დალიე? – მეკითხება ისეთი სიფრთხილით, თითქოს

175
მისთვის დარტყმას ვაპირებდე.
– იმდენი არა, რომ რამე მომჩვენებოდა.
თავს მიქნევს.
– კარგი. და აბები....
პლედს ხელი დავავლე და ღონივრად შემოვიკეცე.
– მე ჯეინს ორჯერ, სხვადასხვა დღეს შევხვდი.
– კარგი.
‒ მის სახლში ოჯახთან ერთად ვხედავდი. თან არაერთხელ.
– კარგი.
– და დავინახე, როგორ სდიოდა სისხლი. მკერდში დანა ჰქონდა
ჩასობილი.
– ნამდვილად დანა იყო?
– ფაქტია, რომ წყეული გულსაბნევი ნაღდად არ ყოფილა!
– არა, უბრალოდ... კარგი, გისმენ.
– ეს ყველაფერი კამერიდან, ძალიან ცხადად დავინახე.
– მაგრამ, ფოტო არ გადაგიღია.
– არა, მე მის დახმარებას ვცდილობდი და არა ფოტოების გადა-
ღებას.
– კარგი. – ბინა თმის კულულს აწვალებს. – და ახლა ამბობენ,
არავის არავინ დაუჭრიაო. – და ცდილობენ ჯეინი ვიღაც სხვა ქალად
გაასაღონ. თუ, ვიღაც სხვა ქალი გაასაღონ ჯეინად.
თმას ახლა გრძელ თითზე იხვევს.
– დარწმუნებული ხარ, რომ... – იწყებს და მაშინვე ვიძაბები,
რადგან ზუსტად ვიცი, ამას რაც მოჰყვება. – რომ არანაირ გაუგებ-
რობას არ შეიძლება ჰქონდეს ადგილი?
წინ ვიხრები.
– ზუსტად ვიცი, რაც დავინახე.
ბინა ხელს დაბლა უშვებს.
– მე... არ ვიცი, რა გითხრა.
ძალიან ფრთხილად ვსაუბრობ, ისე, თითქოს დანის პირზე მივა-
ბიჯებდე.
– არ აპირებენ დაიჯერონ, რომ ჯეინს სინამდვილეში ის დაემარ-

176
თა, რასაც მე ვამბობ. – ოღონდ ამ სიტყვებს უფრო მეტად საკუთარ
თავს ვეუბნები, ვიდრე ბინას. – მანამ, სანამ არ დარწმუნდებიან,
რომ ის ქალი, რომელიც ჯეინი ჰგონიათ, სინამდვილეში ჯეინი არ
არის.
ცოტა ჩავხლართე, მაგრამ მაინც თავს მიქნევს.
– მაგრამ, განა პოლიცია იმ ქალის საბუთებს არ შეამოწმებდა?
– არა, არა, უბრალოდ მისი ქმრის სიტყვებს ენდობიან. მეტი არა-
ფერი აინტერესებთ. – კატა ნელა მოაბიჯებს ხალიჩაზე და ჩემი სა-
ვარძლის ქვეშ ძვრება. – ის ხომ აქ არავის უნახავს. რასელები რა-
ღაც ერთი კვირის გადმოსულები არიან. ის ქალი ნებისმიერი ვინმე
შეიძლება იყოს ‒ ნათესავი, საყვარელი, ქალი გამოძახებით. – სას-
მელს ვუწყებ ძებნას, მაგრამ მახსენდება, რომ აღარ მაქვს. – მე ჯე-
ინი თავის ოჯახთან ერთად ვნახე. მას ეთანის ფოტოიანი გულსაბნე-
ვი ჰქონდა. ღვთის გულისათვის, თავის შვილს ჩემთან საჩუქრად
სანთელიც გამოატანა.
ბინა ისევ თავს მიქნევს.
– და მისი ქმარი ისე არ იქცეოდა, თითქოს...
– თითქოს ცოტა ხნის წინ ვიღაც დაეჭრა? არა.
– ნამდვილად ის იყო?
– ანუ?
‒ ვინც ჯეინი დაჭრა.
– აბა, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო? მათი შვილი ნამდვილი ანგე-
ლოზია. თან, თუ ვინმეს დანას ჩასცემდა, მხოლოდ მამამისს. –
ხელს ისევ ცარიელ ჭიქას ვკიდებ და ჰაერში ვწევ. – თანაც, მაგ ამ-
ბამდე რამდენიმე წუთით ადრე ეთანი კომპიუტერთან დავინახე. მა-
შინ, მთელი სისწრაფით უნდა ჩაერბინა ქვემოთ და დედამისი დაეჭ-
რა. ვფიქრობ, ბავშვი სუფთაა.
‒ ამის შესახებ ვინმეს მოუყევი?
– ჯერ არა.
– არც ექიმს?
– არა, მაგრამ მოვუყვები.
და კიდევ ედს. მას აუცილებლად უნდა ველაპარაკო.

177
ვუყურებ ბინას და ცეცხლის ფონზე აწითლებულ მის კანს. ვფიქ-
რობ იმაზე, თუ რამდენად სჯერა ჩემი სიტყვები. მესმის, რომ წარმო-
უდგენელი ისტორიაა: ჩემმა მეზობელმა ცოლი მოკლა, ახლა კი ვი-
ღაც თვითმარქვიას თავის ცოლად ასაღებს, ხოლო შვილი ზედმე-
ტად შეშინებულია საიმისოდ, რომ სიმართლე თქვას.
– რას ფიქრობ, სად არის ჯეინი? – დინჯად მეკითხება ბინა.
სიჩუმე.
– წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი მსახიობი არსებობდა, –
ბინა ჩემს მხართან თავდახრილი ზის და მე მხოლოდ მის თმას ვხე-
დავ, რომელიც მაგიდასა და ჩემ შორის ფარდად ჩამოშლილა.
– ორმოცდაათიანების მთავარი ლამაზმანი იყო, – ვბუტბუტებ
მე. – შემდეგ აბორტის წინააღმდეგ ხმალამოღებული იბრძოდა.
– აჰა.
– წარუმატებელი აბორტის შედეგი.
– ჰო.
ჩემს სამუშაო მაგიდასთან ვსხედვართ და ჯეინ რასელის ფოტო-
ებს აგერ უკვე ოცდამეერთე გვერდზე ვათვალიერებთ. უკვე ვიხი-
ლეთ ძვირფასეულობით მორთული („ჯენტლმენები ამჯობინებენ ქე-
რებს”), ნახევრად შიშველი თივაში („კანონგარეშე“), წრეზე მბრუნა-
ვი ბოშურ ქვედაკაბაში („ცხელი სისხლი“). შემდეგ „პინტერესტს“
მივმართეთ, ჩავათვალიერეთ „ინსტაგრამი“, ბოსტონური გაზეთები
და ვებგვერდებიც გადავათვალიერეთ და პატრიკ მაკმალენის ფო-
ტოების გალერეასაც ვეწვიეთ, მაგრამ ვერაფერს მივაკვლიეთ.
– რა საოცარია, – ამბობს ბინა. – ინტერნეტს თუ დავუჯერებთ,
ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ არსებობს.
ალისტერის შემთხვევაში საქმე უფრო მარტივად არის. ორი
წლის წინანდელი ფოტო, რომელზეც მომდგარ კოსტიუმში გამოწ-
ყობილი ალისტერია გამოსახული, „ქონსალთინგ მეგეზინში“ ვნა-
ხეთ. სტატიის სათაურია: „რასელი ატკინსონში გადადის“. მისი
„ლინკდინის“ პროფილზეც იგივე ფოტოა. ვნახეთ „დარტმუტის კურ-
სდამთავრებულთა ბროშურაზეც, სადაც რაღაც საქველმოქმედო სა-
ღამოზე ხელში ჭიქა უჭირავს.

178
მაგრამ, არსად ჩანს ჯეინი.
კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ არც ეთანი იძებნება. არც „ფეის-
ბუკზეა“ და არც „ფორსკვეარზე“, „გუგლი“ კი მხოლოდ მისი სეხნიე-
ბის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას.
– დღეს „ფეისბუკი“ ყველა ბავშვს არ აქვს?
‒ მამამისი უკრძალავს. მობილურიც კი არ აქვს. სკოლაშიც არ
დადის, სახლში ამეცადინებენ. ალბათ, აქ არავის იცნობს.
– ხო, მაგრამ დედამისი ხომ მაინც უნდა იცოდეს ვინმემ? – კით-
ხულობს ბინა. – ბოსტონში, ან... უბრალოდ ვინმემ. – შემდეგ ფანჯა-
რასთან მიდის. – და ფოტოები? დღეს პოლიცია მათ სახლშიც ხომ
იყო?
მის სიტყვებზე ვფიქრობ: თავისუფლად შესაძლებელია, ალის-
ტერს ამ სხვა ქალის ფოტოებიც ჰქონოდა. ხოლო, სახლის გაჩხრეკ-
ვას რომ არ აპირებდნენ, ეს აშკარად დააფიქსირეს.
თავს მიკრავს და რასელების სახლისკენ იხედება.
– ფარდები ჩამოფარებულია.
– რა? – მეც მივდივარ და ფანჯრიდან ვიხედები. სამზარეულო,
მისაღები, ეთანის საძინებელი – ყველგან ფარდებია ჩამოფარებუ-
ლი.
სახლმა თვალები მაგრად დახუჭა.
– ხედავ? – ვეუბნები მე. – აღარ უნდათ, რომ ვუყურო.
– ჰო, ეგ არ მიკვირს.
– ფრთხილობენ. განა ეს არაფერს ამტკიცებს?
– ნამდვილად საეჭვოა, – თავს გვერდზე სწევს. – ფარდებს ხში-
რად აფარებენ?
– არასოდეს. არასოდეს. ხელის გულივით მოჩანს ხოლმე მთე-
ლი სახლი.
ბინა თავს იკავებს.
– არა გგონია, რომ... რომ შესაძლოა საფრთხე გემუქრებოდეს?
ამაზე არ მიფიქრია.
– რატომ? – ვეკითხები ფრთხილად.
– იმიტომ, რომ თუ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდა...

179
ვთრთი.
– ნამდვილად მოხდა!
– მაშინ, შენ... თვითმხილველი ხარ.
ღრმად ჩავისუნთქავ ერთხელ. მეორედ.
– შეგიძლია ამაღამ ჩემთან დარჩე?
წარბებს მაღლა სწევს.
– კარგი რა.
– გადაგიხდი.
დაეჭვებით მიყურებს.
– საქმე ეგ არ არის. უბრალოდ, ხვალ დილიდან საქმეები მაქვს...
– გთხოვ, – თვალებში ღრმად ჩავცქერი. – გთხოვ.
ხვნეშის.

45

სიბნელე – სქელი და უხეში. სანგრის... კოსმოსის სიბნელე...


სადღაც შორს მოჩანს ვარსკვლავი – სინათლის წყარო.
მიახლოვდება.
ეს შუქი თრთის, ფართოვდება, პულსირებს.
გული. ერთი ციდა გული. ცემს. ფრთხიალებს.
ის წყვდიადს ფანტავს და ვერცხლისფერ ჯაჭვს აცისკროვნებს.
ზედატანი – მოჩვენებასავით თეთრი. წყვილი მკლავები – ასევე სხი-
ვებში ჩაკარგული და ყელის ზოლი. ხელი და თითები, რომლებიც
პატარა გულს გარს შემორტყმია.
ზევით კი სახე – ჯეინი. ნამდვილი ჯეინი. ანათებს. მიყურებს. იღი-
მის.
მეც ვუღიმი.
ახლა მის წინ მინის ზედაპირი ჩნდება. ის მინას ხელს ადებს და
ზედ მცირე ზომის თითის ანაბეჭდებს ტოვებს.
მის უკან, უეცრად, სიბნელეში ახალი სცენა იკვეთება:სავარძელი,

180
მოთეთრო-მოწითალო ზოლები, აბდღვრიალებული წყვილი სანა-
თი, ხალიჩა და აყვავებული ბაღი.
ჯეინი მედალიონს დასცქერის. თითებს ნაზად უსვამს. შემდეგ
თეთრად განათებულ პერანგს და საყელოსთან სისხლის ლაქას აკ-
ვირდება. სისხლი ნელ-ნელა ქვევით იღვრება, მატულობს და მის
კანზე ვრცელდება.
შემდეგ თავს მაღლა სწევს და მის ადგილზე უკვე სულ სხვა ქალს
ვხედავ.

181
შაბათი

6 ნოემბერი

46

ბინა რვის ნახევრისთვის მტოვებს. ეს-ესაა მზის სხივებმა ფარ-


დას თითები ჩაავლო. გავარკვიე, რომ ბინა ღამით ხვრინავს. ამ დი-
ლით მზის ნათება, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი მეჩვენა.
მადლობას ვუხდი, შემდეგ კი თავს ბალიშში ვრგავ და ძილს ვიბ-
რუნებ. როცა ვიღვიძებ მობილურს ვამოწმებ. თითქმის თერთმეტი
საათია.
რამდენიმე წამით ეკრანს ვაშტერდები. ცოტა ხანში კი უკვე ედს
ველაპარაკები. ამჯერად „გამოიცანი ვინ ვარ“-ის გარეშე ვიწყებ.
– დაუჯერებელია, – ამბობს პაუზის შემდეგ.
– მაგრამ ეს ნამდვილად მოხდა.
ისევ პაუზა.
– არა, არ ვამბობ, რომ არ მომხდარა, მაგრამ... – აქ სიმტკიცეს
მოვუხმობ, – ამ ბოლო დროს მართლა ბევრ წამალს იღებდი. ამი-
ტომ...
– ანუ, ჩემი არც შენ გჯერა.
ხვნეშის.
– არა, საქმე ეგ არ არის. უბრალოდ...
– იცი, ეს გულს როგორ მტკენს? – ვყვირი მე.
ხმას არ იღებს. ისევ მე ვაგრძელებ.
– ნამდვილად დავინახე ის, რაც მოხდა. მართალია წამლებზე
ვზივარ, მაგრამ ვიღაც სკოლის მოსწავლე არ ვარ, რომელმაც კომ-
პიუტერული თამაშებით აღგზნებულმა სკოლაში სროლა ატეხა.
ედი ისევ ჩუმადაა.
შემდეგ კი: – კარგი, თეორიულად ასეც რომ იყოს, დარწმუნებუ-
ლი ხარ, რომ მან მოკლა?

182
– ვინ „მან“?
– ქმარმა. ეგებ...
– ბინამაც ეგ მკითხა. რა თქმა უნდა! სხვა, ვინ უნდა ყოფილიყო?
– მაგალითად, ის სხვა ქალი?
ახლა მე ვჩუმდები.
ედი ისე საუბრობს, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო:
– დავუშვათ, საყვარლები არიან და ეს ქალი, მაგალითად, ბოს-
ტონიდან ჩამოვიდა. შემდეგ კი ჩნდება მკვლელობის იარაღი – და-
ნა, რომელსაც ის იყენებს და ცოლს კლავს. ქმარი სუფთაა.
მის სიტყვებზე ვფიქრობ. შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა...
– მთავარი ის არ არის, ვინ ჩაიდინა დანაშაული, – ვამბობ მტკი-
ცედ. – მთავარია ის, რომ მე არავინ მიჯერებს. მათ შორის, არც შენ.
სიჩუმე. ვამჩნევ, რომ კიბეზე ავდივარ და ოლივიას საძინებელში
შევდივარ.
– ლივის ამის შესახებ არაფერი უთხრა, – ვეუბნები მე.
ედი იცინის. ცხადად მესმის მისი „ჰაჰ!“.
– არ ვაპირებ. – შემდეგ ახველებს – დოქტორი ფილდინგი რას
ამბობს?
– მასთან ჯერ არ მილაპარაკია. – უკვე დროა.
– უნდა დაელაპარაკო.
– დაველაპარაკები.
პაუზა.
– და სხვა რა ხდება ჩვენს კვარტალში?
უეცრად ვხვდები, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ მაქვს. ნე-
ტავ, რას შვრებიან ტაკედები, მილერები, ვასერმანები? თითქოს ქუ-
ჩაზე ფარდა ჩამოაფარესო. თითქოს აქ მხოლოდ ჩემი და რასელე-
ბის სახლია, შუაში კი – პარკი. საინტერესოა, რიტას კონტრაქტორი
რას შვრება, ან მისის გრეიმ რომელი წიგნი შეარჩია თავისი კლუ-
ბისთვის? ადრე მეზობლების ყველა აქტივობას აღვრიცხავდი და
ქრონიკებად ვინახავდი ჩემს ციფრულ მეხსიერებაში.
ახლა კი...
– არ ვიცი, – ვაღიარებ მე.

183
– ჰო, – ამბობს ედი, – შესაძლოა ასეც ჯობდეს.
საუბრის შემდეგ ისევ მობილურის საათს ვაკვირდები. თერთმე-
ტი საათი და თერთმეტი წუთია. ორი თერთმეტი – როგორც ჩემი...
და ჯეინის დაბადების დღე.

47

გუშინდლის შემდეგ სამზარეულოში და ზოგადად, პირველ სარ-


თულზე ჩასვლას თავს ვარიდებ. თუმცა, ახლა ისევ იმ ფანჯარასთან
ვდგავარ, პარკის მიღმა ვიყურები და ხელში ღვინის ჭიქა მიჭირავს.
მე ვიცი, რა დავინახე. ის სისხლისგან იცლებოდა და დახმარებას
ითხოვდა.
ჯერ არაფერი დამთავრებულა.
ვსვამ.

48

ვხედავ, ფარდები გაწეულია.


თვალებდაღებული მიყურებს სახლი, მე კი მას ვაკვირდები.
კადრს ჯერ ფანჯრებზე ვაახლოვებ, შემდეგ კი მისაღებს ვათვალი-
ერებ.
არაფერი. არავინ მხოლოდ სავარძელი და მაგიდის სანათები.
შემდეგ ობიექტივს ზევით, ეთანის ოთახისკენ ვწევ. ვხედავ, რომ
წელში მოხრილი კომპიუტერთან ზის. თავისუფლად შემიძლია კად-
რი ისე მივაახლოო, რომ დავინახო, რას წერს.
ქუჩაში რაღაც მოძრაობაა. ზვიგენივით პრიალა მანქანა რასელე-

184
ბის სახლის წინ ჩერდება. იღება მძღოლის კარი, რომელიც
ფარფლს მაგონებს და შიგნიდან ზამთრის პალტოში გამოწყობილი
ალისტერი გადმოდის.
სახლისკენ მიდის.
ფოტოს ვუღებ.
როცა კარს უახლოვდება, კიდევ ვუღებ.
არანაირი გეგმა არ მაქვს (ნეტავ, მანამდე მქონდა რაიმე გეგ-
მა?). ფაქტია, რომ მას მე ვერც სისხლიანი ხელებით წავიჭერ და არც
აღსარებით მომადგება სახლში.
თუმცა, შემიძლია დავაკვირდე.
სახლში შედის. კამერას სამზარეულოსკენ მივმართავ, რადგან
ვიცი, რომ მალე იქ გამოჩნდება. ალისტერი შემოდის, გასაღებს
დახლზე დებს, ქურთუკს იხდის და ოთახიდან გადის.
აღარ ბრუნდება.
კამერას ოდნავ ზევით, მეორე სართულისკენ ვწევ.
აი ისიც, გრაციოზული და მოხდენილი, ღია მწვანე სვიტერში გა-
მოწყობილი. „ჯეინი“.
ლინზებს ვასწორებ და ვაკვირდები. ის ჯერ ერთ სანათთან მი-
დის, შემდეგ მეორესთან. ორივეს ანთებს. ვუყურებ მის ლამაზ ხე-
ლებს, გრძელ კისერს და მხრებზე დაფენილ ტალღოვან თმას.
მატყუარა.
შემდეგ თეძოებს კოხტად არხევს და ოთახიდან გადის.
არაფერი. მისაღები ცარიელია. ცარიელია სამზარეულოც და ზე-
მოთ, ეთანის სკამიც. კომპიუტერის ეკრანი გაშავებულია.
ისმის ტელეფონის ხმა.
უეცრად თავს ბუსავით გვერდზე ვატრიალებ და კამერა ხელიდან
მივარდება. ხმა აშკარად ქვემოდან ისმის, თუმცა მობილური აქვე
მიდევს.
როგორც ჩანს, სახლის ტელეფონია.
ოღონდ, სამზარეულოში რომ გვაქვს ის კი არა, მეორე, რომე-
ლიც ედის ბიბლიოთეკაშია.
აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გამოვიყენე. ნეტავ, ვინ უნდა რე-

185
კავდეს?
ისევ რეკავს. შორეული ხმა აქვს.
არ ვინძრევი. არ ვსუნთქავ.
მორიგი ზარი.
ახლა პარკის მიღმა ვიყურები.
ქალი იქ, მისაღების ფანჯარასთან დგას. ყურთან ტელეფონი უჭი-
რავს და მე მაკვირდება.
აქედან გაქცევის დროა. კამერას ხელს ვავლებ და სამუშაო მაგი-
დასთან მივდივარ. წაწვრილებული ტუჩებით ისევ მე მიყურებს.
როგორ გაიგო ჩემი ნომერი?
ალბათ ისე, როგორც მე მათი. სატელეფონო ცნობარის დახმა-
რებით. უკვე წარმოვიდგენ როგორ სთხოვს ოპერატორს ჩემს ნო-
მერს.
მატყუარა.
მე მისკენ ვიხედები. ის ისევ მე მაკვირდება.
კიდევ ერთი ზარი. შემდეგ კი ედის ხმა გაისმის.
– თქვენ დაუკავშირდით ანას და ედს, – ამბობს ბოხი, მკაცრი
ხმით, რომელიც კარგად შეეფერება ფილმის ტრეილერს. მახსოვს,
როცა ამ შეტყობინებას წერდა, ვუთხარი, ნამდვილი ვინ დიზელი
ხარ-მეთქი, რაზეც გაეცინა და ხმა კიდევ უფრო დაიბოხა.
„ახლა გასულები ვართ, თუმცა შეტყობინება დაგვიტოვეთ და
როგორც კი დავბრუნდებით, დაგირეკავთ“! – მახსენდება, როგორც
კი ედმა შეტყობინების ჩაწერა დაასრულა და „სტოპ“ ღილაკს თითი
დააჭირა, მრისხანე ხმით დაამატა, – თუ ამის ხასიათზე ვიქენით. წა-
მიერად თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ედი მირეკავს.
თუმცა, მთელ სახლში წამის შემდეგ ქალის ხმა გაისმის.
– მგონი იცით, ვინც ვარ. – პაუზა. თვალებს ვახელ და ვხედავ,
როგორ მიყურებს. მისი ტუჩები კი იმ სიტყვების ფორმას იღებს,
რომლებიც ახლა ყურში ჩამესმის. – შეწყვიტეთ ჩვენი სახლისთვის
ფოტოების გადაღება, თორემ პოლიციას გამოვუძახებ.
მობილურს ჯიბეში იდებს, მაგრამ ისევ მე მიყურებს.
მეც მზერას ვუბრუნებ.

186
სრული სიჩუმეა.
ბოლოს ოთახიდან გავდივარ.

49

თქვენ გამოგიწვიათ „გერპულმა"!


ეს ჩემი ჭადრაკის პროგრამაა. ახლა მობილურის ეკრანს თითს
ვუსვამ და ყურთან მიმაქვს. ვისმენ დოქტორი ფილდინგის ავტომო-
პასუხის ჩანაწერს. გადმომცემს, რომ სურს შეტყობინება დავუტოვო.
ედის ბიბლიოთეკაში ვარ. კალთას ლეპტოპი მითბობს, ოთახში
შუადღის მზის სხივები აღწევს, აქვე, მაგიდაზე კი ჭიქა და „მერლოს“
ბოთლი დგას.
დალევა არ მინდა. მსურს ყველაფერი საღი გონებით გავაანალი-
ზო. უკვე ოცდათექვსმეტმა საათმა განვლო. ყველაფერი კვამლსა
და ნისლშია გახვეული. ვგრძნობ, როგორ გაშალა ჩემმა სახლმა
მხრები და გარე სამყარო ჩამოიფერთხა.
უნდა დავლიო.
„გერპული“. რა სულელური სახელია. გერპული არა ვირპული.
ტირნი. ბეკოლი. უკვე სისხლში გაქვს.
ნამდვილად ასეა. ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს. სასიამოვნო სითხე პი-
რიდან ყელში გადადის და მის მოქმედებას ვენებში ვგრძნობ.
სუნთქვა შეიკარი, თითები გადააჯვარედინე.
შემომიშვი!
კარგად იქნები.
– კარგად იქნები, აბა რა. – ვფრუტუნებ.
გონება არეულ-დარეული და დაბინდული მაქვს. ვეღარ ვხვდები,
რა არის სიმართლე და რა ტყუილი. რა ჰქვია იმ ხეებს, ჭაობებში
რომ იზრდება და ფესვები ზემოთ აქვს ამოწეული? მანდრიკი? რაღაც
„მან“-ზე უნდა იწყებოდეს.
დეივიდი.

187
ჭიქიანი ხელი ოდნავ მითრთის.
ამ ორომტრიალში დეივიდი სულ გადამავიწყდა.
ის ხომ რასელებს ეხმარებოდა. ჯეინი ნამდვილად უნდა ენახა.
ჭიქას მაგიდაზე ვდებ და ფეხზე ვდგები. ჯერ დერეფანში დავეხე-
ტები, მერე სამზარეულოში შევდივარ, ფანჯრიდან კიდევ ერთხელ
ვიხედები რასელების სახლისკენ, შემდეგ კი კიბეზე ვეშვები და სარ-
დაფის კარს ვუახლოვდები. ფრთხილად ვაკაკუნებ, ნაზად ვახებ თი-
თებს კარის ზედაპირს და მის სახელს ვიძახი.
პასუხი არ არის. ნეტავ, ხომ არ სძინავს? მაგრამ, ჯერ ხომ შუად-
ღეა.
თავში გიჟური აზრი მომდის.
ეს არასწორია, მაგრამ ჯერ ერთი, ჩემს სახლში ვარ და თან ძა-
ლიან საჩქარო საქმე მაქვს.
ზევით ავდივარ და მისაღებ ოთახში სამუშაო მაგიდის უჯრას
ვწევ. ხარახურაში ვერცხლისფერ დაკბილულ ნივთს ვაგნებ. გასა-
ღები.
სარდაფის კართან ვბრუნდები. კიდევ ერთხელ ვაკაკუნებ – ისევ
უშედეგოდ – შემდეგ კი გასაღებს კლიტეს ვარგებ და ვატრიალებ.
კარი იღება.
ჭრიალებს. შიგნით შევდივარ.
აქ სრული წყვდიადი და სიჩუმე სუფევს. ვათვალიერებ ოთახს.
ჟალუზები ბოლომდე ჩამოშვებულია. ვაკვირდები კედლებსა და
იატაკს. თითებით ვეხები შპალერს, ვპოულობ ჩამრთველს და ოთა-
ხს ვანათებ.
ორი თვეა აქ აღარ ვყოფილვარ. ბოლოს დეივიდს ჩამოვყევი,
როცა ამ ოთახის ქირით აღებას ფიქრობდა და დეტალურად ათვა-
ლიერებდა. თავის შავ თვალებს ავლებდა საცხოვრებელ სივრცეს –
ედის სამუშაო მაგიდას, ვიწრო ჭრილს ლოგინისათვის, ქრომსა და
კაკლის ხისგან დამზადებულ პატარა სამზარეულოს და სააბაზანოს.
ბოლოს თავი დააქნია.
აქ თითქმის არაფერი შეუცვლია. ედის სავარძელი ისევ იქ დგას,
სადაც ადრე. სამუშაო მაგიდაც უცვლელად დგას, თუმცა სახაზავი

188
დაფა ჩამოშვებულია. ახლა მაგიდის ზედაპირზე დევს თეფში, ზემო-
დან კი ერთმანეთზე გადაჯვარედინებული დანა-ჩანგალი აწყვია. ინ-
სტრუმენტების ყუთზე ჩემგან ნათხოვარ დანას ვამჩნევ. დანის პირი
ოდნავ წინ არის გამოწეული. აქვე დევს წიგნი, რომელსაც გვერდი
ოდნავ მოხეული აქვს. „ზიდჰარტა".
მოპირდაპირე კედელზე კიდია ფოტო ვიწრო შავ ჩარჩოში. მე და
ოლივია სავარძელში ვსხედვართ და ერთმანეთს ვეხუტებით. აქ ხუ-
თი წლისაა. ორივენი ვიღიმით. ვამჩნევ ოლივიას უსწორმასწორო
კბილებს.
ეს ფოტო აღარც მახსოვდა. გული ოდნავ მითრთის. საინტერე-
სოა, ისევ აქ რატომ კიდია? სირბილით მივდივარ ტიხართან. – დე-
ივიდ? – ჩუმად ვეძახი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ არ არის.
მატრასის ბოლოში აბურდული ზეწრები ყრია. ბალიშები ადგილ-
ადგილ ისე არის დახეული, თითქოს ეს ადგილები სპეციალურად,
მაკრატლით ამოჭრეს. ვათვალიერებ ლოგინის ირგვლივ ნივთებს:
ბალიშისპირზე შემხმარი რამენის ნარჩენები, ნახმარი და სველი
პრეზერვატივი ლოგინის კიდეზე, ასპირინის ფლაკონი კედელსა და
ტუმბოს შორის, კედელზე შემხმარი ოფლი ან სპერმა, ტორშერზე გა-
დაკიდებული პრეზერვატივების ასხმა და თხელი ლეპტოპი მატრა-
სის ბოლოში. ვიხედები სააბაზანოში. ნიჟარაში ვხედავ ნაპარს
თმას, უნიტაზს თავი აწეული აქვს, საშხაპეში კი უბნის მაღაზიაში ნა-
ყიდი შამპუნის ბოთლი და საპნის ნარჩენი დევს. უკან, მთავარ
ოთახში ვბრუნდები. ხელს მოვატარებ სამუშაო მაგიდაზე და გონე-
ბაში რაღაც აზრი გამიელვებს, თუმცა წამსვე მავიწყდება.
ოთახს კიდევ ერთხელ თვალს ვავლებ. არსად ჩანს ფოტოალბო-
მები, რომლებსაც დღეს ალბათ უკვე აღარავინ ინახავს (თუმცა, მახ-
სოვს, რომ ინახავდა ჯეინი),არც – CD ან DVD დისკების შესანახი
ჩანთები. მოკლედ, არაფერი, რაც დეივიდის იდენტობას გასცემდა.
რა საოცარია, ინტერნეტს თუ დავუჯერებთ, ზოგიერთი ადამიანი სა-
ერთოდ არ არსებობს – თქვა ბინამ. არსად ჩანს დეივიდის მოგონე-
ბების კვალი – მუსიკის ან სხვა რაიმე ისეთის ნიშანი, რაც მის შესა-
ხებ ინფორმაციას მომცემდა. ყველა ნიშანი და ფაილი ჩემ ირგვლივ

189
უჩინარ მდგომარეობაში არსებობს. არაფერია ისეთი, რომელსაც
მე შევამჩნევდი. რა საოცარია.
კიდევ ერთხელ ვაკვირდები კედელზე დაკიდებულ ფოტოს. მახ-
სენდება ჩემი მისაღები და დისკების კარადა. ნამდვილი რელიკვია,
წარსულის გადმონაშთი ვარ.
გასასვლელად ვემზადები.
ამ დროს უკნიდან, გარეთ გასასვლელი კარის მხრიდან ხმა მეს-
მის.
კარი იღება და დეივიდი სრულიად გაოცებული მიყურებს.

50

– რა ყლეობა ხდება აქ?


ერთ ადგილზე ვიყინები. არასოდეს გამიგია მისგან გინება.
პრინციპში, მისი საუბარიც კი იშვიათად მესმის.
– რა ყლეობა ხდება-მეთქი?
უკან ვიხევ და პირს ვაღებ.
– უბრალოდ...
– უბრალოდ იფიქრეთ, რომ შეგეძლოთ ასე მარტივად ჩამოსუ-
ლიყავით აქ?
კიდევ ერთი ნაბიჯით ვიხევ უკან და ვბორძიკობ
– ბოდიში...
მიახლოვდება. მის უკან კარი ღიაა. მზერა ოდნავ მებინდება.
– მაპატიე, – ამოვისუნთქავ. – რაღაცას ვეძებდი.
– რას?
ისევ ვხვნეში.
– შენ გეძებდი.
ხელებს მაღლა სწევს და მაშინვე უშვებს. თითებს შორის გასაღე-
ბი უჩხრიალებს.

190
– აჰა, აგერ ვარ. – ამბობს და თავს აქნევს. – აბა, რა ხდება?
– რადა...
– შეგეძლოთ, დაგერეკათ.
– ვერ მოვიფიქრე...
– ნამდვილად. პირდაპირ აქ ჩამოსვლა გადაწყვიტეთ, ხო?
ფრთხილად ვუქნევ თავს და მალევე ვჩერდები. ამსიგრძე დი-
ალოგი მგონი ჯერ არ გვქონია.
– შეგიძლია კარი დახურო? – ვეკითხები მე.
ჯერ მაკვირდება, შემდეგ უკან ბრუნდება და კარს ხმაურით კე-
ტავს.
როცა მზერას მიბრუნებს, ვამჩნევ, რომ ოდნავ დამშვიდებულია,
თუმცა ხმა ისევ მკაცრი აქვს:
– რა გინდოდათ?
თავბრუსხვევას ვგრძნობ.
– შეიძლება დავჯდე?
არ ინძრევა.
სავარძელში ვეშვები და შიგნით ვიძირები. თავად ქანდაკებასა-
ვით დგას. ცალი ხელი გასაღებზე აქვს ჩავლებული. შემდეგ გასა-
ღებს ჯიბეში იდებს, ქურთუკს იხდის და საძინებელში მოისვრის. მეს-
მის როგორ ეცემა ქურთუკი ლოგინზე, შემდეგ კი იატაკამდე მისრი-
ალებს.
– არ შეიძლება ასე მოქცევა.
თავს ვაქნევ.
‒ ვიცი. ასეა.
– არ მოგეწონებოდათ, ასე დაუპატიჟებლად რომ მოვსულიყავი
თქვენს სახლში.
– გეთანხმები.
– გარეკ... ძალიან გაბრაზდებოდით.
– დიახ.
– მარტო რომ არ ვყოფილიყავი?
– ჯერ დავაკაკუნე.
– ეგ არაფერს ცვლის.

191
ხმას არ ვიღებ.
კიდევ ცოტა ხანს მაკვირდება. შემდეგ სამზარეულოში გადის,
გზად ყელიან ფეხსაცმელს იხდის, აღებს მაცივრის კარს, გამოაქვს
„როლინგ როკი“, დახლის კიდეზე ხსნის და თავსახური რადიატო-
რის უკან მიგორავს.
ახალგაზრდა რომ ვიყო, მოვიხიბლებოდი. ბოთლი ტუჩებთან მი-
აქვს და სვამს. შემდეგ ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და ჩემ გვერ-
დით მაგიდას თავისი გრძელი სხეულით ეყუდება. ისევ სვამს.
– აბა? – მეკითხება. – აქ ვარ. გისმენთ.
თავს ვუკრავ და ვაკვირდები.
– პარკის გადაღმა მცხოვრები ქალი თუ გინახავს?
წარბებს მაღლა სწევს.
– ვინ?
– ჯეინ რასელი. პარკის გადაღმა, ნომერ...
– არა.
საოცრად კატეგორიულია.
– მაგრამ, ხომ მათ ეხმარებოდი?
– კი.
– აბა...
– მე მისტერ რასელს ვეხმარებოდი და მის ცოლს საერთოდ არ
შევხვედრივარ. არც კი ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა.
– მაგრამ, მისი შვილი ხომ აქ ცხოვრობს.
– მერე რა, მარტოხელა მამებსაც ჰყავთ შვილები. – ისევ ლუდს
ეწაფება. – აბა, თქვენი შეკითხვა მხოლოდ ეს არის?
ისევ თავს ვუქნევ. თავს უსუსურად ვგრძნობ და საკუთარ ხელებს
დავცქერი.
– აქ ამისთვის მოხვედით?
ისევ თავს ვუქნევ.
– პასუხი ხომ გაიგეთ?
არ ვინძრევი.
– რაში გაინტერესებდათ?
თავს ზევით ვწევ და ვუყურებ. არა, არ დამიჯერებს.

192
– ისე, უბრალოდ, – ვეუბნები, ხელებით სახელურებს ვეჭიდები
და ვცდილობ წამოვდგე.
ხელს მაშველებს, ვკიდებ და წამოდგომაში მეხმარება. მისი კუნ-
თების შეხებას ვგრძნობ.
– მართლა ძალიან ვწუხვარ, – ვეუბნები მე.
თავს მიკრავს.
– ეს აღარ განმეორდება.
ისევ იმავეს იმეორებს.
კიბისკენ მივდივარ. ზურგით მის მზერას ვგრძნობ.
სამ საფეხურს ავდივარ და რაღაც მახსენდება.
– იმ დღეს, რასელებს რომ ეხმარებოდი, ყვირილის ხმა არ გაგი-
გონია? – ვეკითხები, ვტრიალდები და მხრით კედელს ვეყუდები.
– ეს ერთხელ ხომ უკვე მკითხეთ? არაფერი გამიგია, სპრინ-
გსტინს ვუსმენდი.
ვითომ მართლა ვკითხე? უკვე ნელ-ნელა მგონია, რომ ჭკუაზე
ვიშლები.

51

როცა სამზარეულოში შევდივარ, უკნიდან სარდაფის კარის და-


კეტვის ხმა მესმის. ტელეფონზე დოქტორი ფილდინგი მირეკავს.
– თქვენი შეტყობინება მივიღე, – მეუბნება იგი. – აღელვებული
ჩანდით.
ტუჩებს ვხსნი, ცოტაც და მთელ ამბავს მოვუყვები, მაგრამ რა აზ-
რი აქვს? როგორც წესი, აღელვებული თავად არის ხოლმე. ყველა-
ფერზე შფოთავს. ამას წამლების დანიშვნა-მოხსნის ამბებსაც უმა-
ტებს და მოკლედ...
– არა, არაფერია, – ვეუბნები მე.
ჩუმად არის.
– არაფერი?

193
– არა, უფრო სწორად, რაღაც კითხვა მქონდა, – ერთ ყლუპს
ვსვამ. – გენერიკულ წამლებზე გადასვლაზე მინდოდა მეკითხა.
ისევ სიჩუმე.
საუბარს ვაგრძელებ:
– მაგალითად, რომელიმე მათგანი გენერიკულით რომ ჩამენაც-
ვლებინა. სიტყვაზე, ნარკოტიკებით.
‒ მედიკამენტებით, – მისწორებს ავტომატურად.
‒ დიახ, მედიკამენტებს ვგულისხმობდი.
‒ პრინციპში, შეიძლება, – დაეჭვებით მპასუხობს.
– დიდებულია, თორემ ძალიან ძვირი მიჯდება.
– ეგ არის პრობლემა?
– არა, არა, მაგრამ არ მინდა პრობლემად იქცეს.
– გასაგებია. – სინამდვილეში არ არის გასაგები.
სიჩუმე. მაცივრის გვერდით კარადას ვაღებ.
– კეთილი, – განაგრძობს თავად. – ეს სამშაბათს განვიხილოთ.
– კარგი, – ვამბობ და „მერლოს“ ბოთლს ვიღებ.
– იმედია, ეს საკითხი მანამდე მოიცდის.
– დიახ, რა თქმა უნდა. – ბოთლს საცობს ვაძრობ.
– დარწმუნებული ხართ, რომ ყველაფერი რიგზეა?
– სრულებით. – ნიჟარიდან ჭიქას ვიღებ.
– წამლებთან ერთად ალკოჰოლსაც ხომ არ სვამთ?
– არა. – ღვინოს ვასხამ.
– კარგი. მაშინ, დროებით.
– შეხვედრამდე.
კავშირი წყდება. მე ღვინოს ვსვამ.

194
52

მეორე სართულამდე ვმოგზაურობ. ედის ბიბლიოთეკაში ოცი წუ-


თის წინ მიტოვებულ ჭიქას და ბოთლს ვპოულობ, ორივე მზის სხივის
ქვეშ დგას. ვიღებ და კაბინეტში გავდივარ.
სამუშაო მაგიდასთან ვჯდები და ვფიქრობ.
ჩემ წინ კომპიუტერის ეკრანია, მასზე კი ჭადრაკის დაფა. თეთრი
დედოფალი. მახსენდება, როგორ ვემუქრებოდი ჯეინის დედო-
ფალს. ჯეინი – თავის თოვლისფერ კაბაში, სისხლის ლაქებით.
ჯეინი. თეთრი დედოფალი.
კომპიუტერში წკაპუნის ხმა გაისმის.
რასელების სახლისკენ ვიხედები. სიცოცხლის არანაირი კვალი
არ ჩანს.
ბებოლიზი: გამარჯობა, დოქტორო ანა.

ეკრანს ვაკვირდები.
ბოლოს სად გავჩერდით? ჩეთის ფანჯარას ვათვალიერებ და
ვკითხულობ: ბებოლიზიმ ჩეთი 4 საათსა და 46 წუთზე დატოვა, ხუთ-
შაბათს, 4 ნოემბერს.
სწორია: ის-ის იყო, მე და ედმა ოლივიას ყველაფერი ვუამბეთ.
ექვს საათში კი 911-ზე დავრეკე.
მას შემდეგ კი.. ვიმოგზაურე გარეთ. ამას მოჰყვა ღამე სასტუმ-
როში, გასაუბრება ლიტლთან, ექიმთან, შემდეგ გონების დაკარგვა,
ჰარლემში მანქანით სიარული, თვალების მწველი მზე, შიგნით შე-
მოსვლა, პანჩი ჩემს კალთაში, ნორელი, რომელიც ჩემ გარშემო,
წრეებზე დადიოდა, ალისტერი, რომელიც ჩემს სახლში მოვიდა,
მასთან ერთად ეთანიც. ის ქალი.
და ბინა, რომელთან ერთადაც ინტერნეტში ვიქექებოდით. ასევე
მისი ხვრინვა ლამით. ხოლო დღეს: ედი, თავისი უნდობლობით, სა-
ტელეფონო ზარი „ჯეინისგან“,
დეივიდის ოთახი, დეივიდის ბრაზი, დოქტორი ფილდინგის მჩხა-
ვანა ხმა.

195
ეს ყველაფერი ამ ორ დღეში მოხდა?

მოვიდაექიმი: გამარჯობა! როგორ ხარ?

წინა ჯერზე ცივად გავიდა, მაგრამ ამის გახსენებას არ ვაპირებ.

ბებოლიზი: კარგად ვარ, თუმცა ჯერ ის უნდა გითხრა, რომ ძალი-


ან ვწუხვარ, წინა საუბრის შემდეგ ასე მოულოდნელად რომ გავედი.

კარგია.

მოვიდაექიმი: ეგ არაფერი! ყველას გვაქვს ხოლმე საქმეები.


ბებოლიზი: არა, არა, გეფიცები, ყველაფერი სხვაგვარად იყო.
უბრალოდ, ინტერნეტი გამეთიშა. ღმერთმა აცხონოს ჩემი ინტერნე-
ტი.
ბებოლიზი: თვეში რამდენჯერმე ემართება ასე, თუმცა ამჯერად
კომპანიის წარმომადგენლებმა უქმეებამდე მოსვლა ვერ მოახერ-
ხეს.
ბებოლიზი: ამიტომ, ძალიან ვწუხვარ. წარმომიდგენია, რას
იფიქრებდი ჩემზე.
ჭიქა პირთან მიმაქვს და ვსვამ. შემდეგ მაგიდაზე ვდგამ და მე-
ორე ჭიქიდან ვსვამ. ალბათ, ლიზის ჩემი უცნაური ისტორიის მოსმე-
ნა არ სურს. უკვე ვეღარავის ვენდობი.

მოვიდაექიმი: გთხოვ, ნუ მებოდიშები! ასეთი რამეები ხდება


ხოლმე.
ბებოლიზი: ანუ, მაპატიე?
მოვიდაექიმი: საპატიებელი არაფერია! შენკენ რახდება?
ბებოლიზი: კარგად ვარ. ჩემთან ჩემი ბიჭები არიან.
მოვიდაექიმი: რა კარგია! ალბათ როგორ გიხარია.
ბებოლიზი: ნამდვილად, ძალიან მიხარია მათი აქ ყოფნა.
მოვიდაექიმი: რა ჰქვიათ შენს შვილებს?

196
ბებოლიზი: ბოუ და უილიამი.
მოვიდაექიმი: მშვენიერი სახელებია.
ბებოლიზი: მშვენიერი ბიჭებიც არიან. ყოველთვის უზომოდ მეხ-
მარებოდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რიჩარდი ავად იყო.
კარგად აღვზარდეთ!
მოვიდაექიმი: როგორც ჩანს, მართლა ასეა.
ბებოლიზი:უილიამი ყოველდღე ფლორიდიდან მირეკავს. რო-
გორც კი ყურმილს ვიღებ, ხმამაღლა მეუბნება: „გამარჯობა, მეგო-
ბარო!“ და მეც ყოველ ჯერზე მეღიმება.

ახლა მეც ვიღიმი.

მოვიდაექიმი: ჩვენ კი საუბრის დაწყებისას ყოველთვის ვამ-


ბობთ: „აბა, ვინ ვარ“.
ბებოლიზი: ო, ესეც მომწონს!
მოვიდაექიმი: ალბათ, რა სასიამოვნოა, შვილებთან ერთად
ყოფნა.
ბებოლიზი: ანა, წარმოუდგენლად კარგია. თავიანთ ძველ საძი-
ნებლებში სძინავთ და ასე მგონია, რომ „ძველი დრო“ დაბრუნდა.

ლივსა და ედზე ვფიქრობ, მათი ხმები ჩამესმის. ყელი მიშრება


და ღვინოს კიდევ ვსვამ.
ბოლო დღეების განმავლობაში პირველად თავს მშვიდად და
მოშვებულად ვგრძნობ. უფრო მეტიც: სასარგებლოდ. თითქოს, ისევ
იქ, ოთხმოცდამერვის აღმოსავლე-თით, ჩემს კაბინეტში ვზივარ და
პაციენტს ვეხმარები. only connect.
შესაძლოა. ლიზისთან კონტაქტი მასზე მეტად მე მჭირდებოდეს.
და აი, სანამ გარეთ მზე ჩადის და ჩემი სახლის სახურავს ბინდი
ეფინება, მე ათასობით კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ მოხუც
ქალს ველაპარაკები, რომელიც მიყვება, რომ უყვარს მზარეულობა,
რომ მისი „ბიჭების“ საყვარელი კერძი მისი სახელგანთქმული (თუმ-
ცა, ეს შეფასება გადამეტებულია) ფოთ-როუსტია. მიყვება იმასაც,

197
რომ სახანძრო დეპარტამენტისთვის ხაჭოს ბრაუნებს აცხობს ხოლ-
მე. ჰყოლია კატაც – ამ მომენტში მე პანჩს ვახსენებ ‒ თუმცა ახლა
ყავისფერი კურდღელი ჰყავს, სახელად პეტუნია. დიდად კინოზე არ
გიჟდება, თუმცა უყვარს კულინარიული გადაცემები და „სატახტოთა
თამაში“. ეს უკანასკნელი, ცოტა არ იყოს, მაკვირვებს. ცხადია, მიამ-
ბობს რიჩარდზე, რომელიც ყველას ძალიან ენატრება. ის იყო მას-
წავლებელი, მეთოდისტი დიაკონი, მატარებლების მოყვარული
(სარდაფში მისი მოდელების დიდ კოლექციას ინახავენ), მზრუნვე-
ლი მამა და კარგი კაცი.
კარგი კაცი და კარგი მამა. უეცრად ალისტერი მახსენდება.
ვთრთი და ღვინის ჭიქას ვეწაფები.

ბებოლიზი: იმედია, თავი არ მოგაბეზრე...


მოვიდაექიმი: არა, რას ამბობ.

ვიგებ, რომ რიჩარდი, ყველაფერთან ერთად, ძალიან პასუხის-


მგებლიანი კაცი იყო, სახლში ყველანაირ საქმეს აკეთებდა, მათ შო-
რის ელექტრობასთან (უილიამმა „ეფლის“ ტელევიზორი მიყიდა და
მე ჯერაც ვერაფერი გავუგე, – წუწუნებს ლიზი), ბაღის მოვლასთან
და კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ საქმეებს. ლიზის
თქმით, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სრულიად გამოცარიე-
ლებულია.
თითების ბალიშებს მაუსზე ვათამაშებ. მართალია, ეს ბოლომდე
კოტარის სინდრომი არ არის, მაგრამ შემიძლია პრობლემების გა-
დაჭრის რამდენიმე მარტივი მეთოდი შევთავაზო. უეცრად ვგრძნობ,
რომ სისხლი ისევე მიხურს ვენებში, როგორც მაშინ, როცა ჩემი პა-
ციენტების დახმარების გზებს ვეძებდი.
უჯრიდან ფანქარს ვიღებ და ფურცელზე რამდენიმე სიტყვას
ვწერ. ოფისში ყოველთვის „მოლესკინის“ ფურცლებს და მელნიან
საწერკალამს ვხმარობდი.
საოჯახო საქმეები: მოიძიოს სამეზობლოში ვინმე ხელმარჯევე
კაცი, რომელიც კვირაში ერთხელ ესტუმრება ხოლმე.

198
ბებოლიზი: პრინციპში, ასეთი კაცი მარტინია. ჩვენს ეკლესიაში
დადის.
მოვიდაექიმი: დიდებულია!

ელექტრობა: დღეს ახალგაზრდების უმეტესობა კარგად ერკვევა


კომპიუტერსა და ტელევიზორში. მართალია, სავარაუდოდ, ლიზი
ბევრ თინეიჯერს არ იცნობს, მაგრამ...

ბებოლიზი: რობერტსების ბიჭს, რომელიც ჩემს ქუჩაზე ცხოვ-


რობს, „აიპედი“ აქვს.
მოვიდაექიმი: მაშინ, სწორედ ის გჭირდება!

გადასახადები: აქ საქმე ცოტა უფრო რთულადაა, რადგან ონლა-


ინგადახდებში გარკვევა იოლი ნამდვილად არ არის. უმჯობესია,
თითოეული ანგარიშისთვის ერთი და იმავე მომხმარებლის სახელი
და პაროლი გამოიყენოს. ადვილად დასამახსოვრებლად კი, ჯობს
შეარჩიოს შვილის,ან სხვა ახლობელი ადამიანის სახელი და რამ-
დენიმე ასო სიმბოლოთი ჩაანაცვლოს. მაგალითად – უ1ლ1მი.
პაუზა.
ბებოლიზი: ჩემი სახელი იქნება ლ1221
ისევ ვიღიმი.
მოვიდაექიმი: ჭკვიანურია!
ბებოლიზი: ხმამაღლა ვიცინი!
ბებოლიზი: ახალ ამბებში მოვისმინე, რომ შეიძლება „გამტე-
ხონ“. ამაზე ნერვიულობა ღირს?
მოვიდაექიმი: არა მგონია, ვინმემ შენი პაროლი გამოიცნოს!

ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ მონტანაში მცხოვრები


მოხუცის პაროლის გატეხვას არავინ მოინდომებს.
დაბოლოს, ეზოს სამუშაოები: აქ საქმე ცოტა უფრო რთულად
არის, რადგან როგორც ლიზი აღნიშნავს, მასთან საკმაოდ ცივა, ხო-
ლო ზამთარში აუცილებელი იქნება ეზოს თოვლისგან გაწმენდა, სა-

199
ხურავის გადმოთოვლა, მარილის მოყრა და სხვ. „თუნდაც გარეთ
გასვლა მოვახერხო, ამ ყველაფერს მარტო მაინც ვერ შევძლებ“.

მოვიდაექიმი: მაშინ, იმედი ვიქონიოთ, რომ მაგ დროისთვის


სამყაროს დაუბრუნდები, დახმარებას კი, წესით, ეკლესიაში მოსია-
რულე მარტინიც გაგიწევს, ან ბავშვები, თუნდაც შენი მოსწავლეები.
საათში ათ დოლარს ბევრი რამის მოხერხება შეუძლია!
ბებოლიზი: ნამდვილად. კარგი აზრია.
ბებოლიზი: დიდი მადლობა, დოქტორო ანა. თავს ბეეევრად
უკეთ ვგრძნობ.

პრობლემა გადაჭრილია. პაციენტმა დახმარება მიიღო. შვებას


ვგრძნობ და ღვინოს ვსვამ.
შემდეგ კი ისევ ფოთ როუსთს, მის კურდღელს, უილიამს და ბოუს
ვუბრუნდებით.
რასელების მისაღებში შუქი ინთება. მონიტორს მიღმა ვიყურები
და ვხედავ, როგორ შემოდის ოთახში ის ქალი.
ვხვდები, რომ რასელებზე უკვე ერთი საათია არ მიფიქრია. ლი-
ზისთან საუბარი ჩემზე აშკარად კარგად მოქმედებს.

ბებოლიზი: უილიამი საყიდლებიდან დაბრუნდა. წავიდე, ყურად-


ღება მივაქციო, თორემ ჩემთვის მოტანილ ყველა ფუნთუშას მარტო
შეჭამს!
მოვიდაექიმი: ეგ საქმე სასწრაფოდ მისახედია!
ბებოლიზი: ისე, ამასობაში გარეთ გასვლა ხომ არ მოგიხერხე-
ბია?

ამასობაში. საინტერესოა.
თითებს ვჭიმავ და კლავიატურაზე ვაწყობ. ხო, მომიწია გარეთ
გასვლამ. თან ორჯერ.

მოვიდაექიმი: კი, ოღონდ, ვშიშობ, წარუმატებლად.

200
დეტალებში შესვლა საჭირო არ არის.

ბებოლიზი: არა უშავს. იმედი მაქვს, მალე შეძლებ...


მოვიდაექიმი: ორივენი შევძლებთ!

ქალი ჩეთიდან გადის, მე კი ჭიქას ვცლი და მაგიდაზე ვდგამ.


სკამს ნელ-ნელა ვატრიალებ. ოთახიც მასთან ერთად ბრუნავს, ვფი-
ცავ, რომ გავაკეთებ ყველაფერს პაციენტის გამოსაჯანმრთელებ-
ლად. დღეს სწორედ ასე მოვიქეცი.
თვალებს ვხუჭავ. მე დავეხმარე ლიზის, შემზადებულიყო ცხოვ-
რებისთვის. დავეხმარე, ეცხოვრა ცოტა უფრო მსუყედ. დავეხმარე
შვების პოვნაში.
და სხვათა ინტერესებს საკუთარზე მაღლა დავაყენებ. დიახ, თუმ-
ცა ამით მეც ვისარგებლე: თითქმის ოთხმოცდაათი წუთის განმავ-
ლობაში გონებიდან განვდევნე რასელები. ალისტერი, ის ქალი და
ეთანი.
ჯეინიც კი.
სკამი ჩერდება და როცა თვალებს ვახელ დერეფნის მიღმა ედის
ბიბლიოთეკას ვუყურებ.
და ვფიქრობ იმაზე, თუ რისი მოყოლა ვერ მოვასწარი ლიზისთან
და რისი მოყოლა არ ღირს მასთან.

53

ოლივიამ ოთახში დაბრუნებაზე უარი განგვიცხადა. ამიტომ, ედი


მასთან დარჩა მანამ, სანამ მე ჩანთებს ვალაგებდი. გული გამალე-
ბით მიცემდა, როცა მერისთან მივდიოდი და საკრედიტო ბარათს
ვაწვდიდი. მან ხალხს სასიამოვნო საღამო გვისურვა და ფართოდ
დაჭყეტილი თვალებითა და ღიმილით გაგვაცილა.

201
ოლივია მომიახლოვდა. მე ედს გავხედე, რომელსაც ორივე
მხარზე ჩანთები გადაეკიდა. ჩვენი გოგონას ცხელ ხელს თითები ჩა-
ვავლე.
მანქანა პარკინგის შორეულ წერტილში გვყავდა გაჩერებული.
როცა მივუახლოვდით, უკვე ძლიერად ბარდნიდა. სანამ ედი ჩან-
თებს მანქანაში ალაგებდა, მე საქარე მინაზე დაყრდნობილი ვიდე-
ქი. ოლივია კი უკანა სავარძელზე მოუსვენრობდა. წამის წინ კი კარი
ხმამაღლა მოხურა.
როცა საქმეს მორჩა, ედმა მანქანის სახურავის ზემოდან უცნაუ-
რად გამომხედა. ასე ვიდექით მე და ედი და ერთმანეთს ვუყურებ-
დით. ჩვენ შორის კი თოვლის ფიფქები ცვიოდა. დავინახე როგორ
გაამოძრავა ტუჩები.
– რა? – ვკითხე მე.
ნათქვამი ამჯერად უფრო ხმამაღლა გაიმეორა.
– საჭესთან შენ დაჯდები.
ასეც მოხდა.
პარკინგის ტერიტორიიდან გავედით, გავიგონე ყინულზე საბუ-
რავების შეხებით გამოწვეული წრიპინი და გავიჭერი გზაზე. ფიფქე-
ბი უკვე გამალებით ეცემოდა საქარე მინას, მე კი გზატკეცილზე სიბ-
ნელესა და ამ თეთრ წინაღობას მივაპობდი.
ხმას არავინ იღებდა. ისმოდა მხოლოდ ძრავას ხმა. ჩემ გვერდით
ედს მკვდრის ფერი ედო. უკანა ხედვის სარკეში გავიხედე და დავი-
ნახე ოლივია, რომელიც სავარძელს მიყრდნობოდა, თავი მხარზე
ჩამოედო და ნახევრად დახუჭული თვალებით ძილს ებრძოდა.
მოსახვევში შევედით და საჭე მკვეთრად დავატრიალე
უეცრად ჩვენ წინაშე უშველებელი უდაბნო გადაიშალა. მთვარის
ქვეშ აქა-იქ ამოსული ხეები მოჩვენებებს წააგავდა. არემარე თეთრ
თოვლთან ერთად ვერცხლისფერ-შავ ფერებში იყო განათებული და
ჩვენ სადღაც ქვევით ვეშვებოდით.
სიჩქარის პედალიდან ფეხი ავუშვი.
უკანა ხედვის სარკეში გავხედე ოლივიას, რომელიც ფანჯარაში
იხედებოდა, ლოყებზე კი სიწითლე ემჩნეოდა.

202
ისევ მარტომ, ჩუმად იტირა.
გული დამეწვა.
და ჩემი მობილურის ზარის ხმა გაისმა.
ორი კვირის წინ მე და ედი მიგვიწვიეს ლორდების მიერ გამარ-
თულ წვეულებაზე, სადაც სტუმრებს უცნაური ფორმის ჭიქებით კოქ-
ტეილებს გვთავაზობდნენ. მოვიდნენ ტაკედები და გრეები, ხოლო
ვასერმანებმა, როგორც მასპინძელმა მითხრა, მოპატიჟებაზე უარი
თქვეს. ცოტა ხნით მოვიდა ლორდების ბიჭიც, თავის მეგობარ გოგ-
ონასთან ერთად და, ასევე, ბერტის კოლეგები ბანკიდან – მთელი
ლეგიონი. მოკლედ, იქაურობა ბრძოლის ველს წააგავდა, სადაც ყო-
ველ ფეხის ნაბიჯზე სტუმრები ერთმანეთს ჰაეროვან კოცნებს უგზავ-
ნიდნენ, ფამილარულად უთათუნებდნენ მხარზე და სიცილ-კისკისი
ადგილ-ადგილ ნაღმებივით ფეთქდებოდა.
საღამოს შუაწელზე, როცა მე უკვე მეოთხე ჭიქას ვსვამდი, ჯოსი
ლორდი მომიახლოვდა.
– ანა!
– ჯოსი!
ერთმანეთს გადავეხვიეთ და მე ზურგზე მისი ხელის შეხება ვიგ-
რძენი.
– რა საოცარი კაბა გაცვია, – ვუთხარი მე.
– ხო, არა?
წარმოდგენა არ მქონდა ამაზე რა მეთქვა.
– აბა, რა!
‒ და შენი შლაკსები?
მეც შევიფერე:
– აბა, კარგად შემომხედე!..
– იძულებული ვიყავი, წუთის წინ მხრებიდან შარფი მომეშორე-
ბინა, საძაგელი ბერტი, – მითხრა მან. – ოხ, მადლობა ანა, – დაამა-
ტა, როცა ხელთათმნიდან ბეწვი მოვაშორე.
– უხ, რა ცუდი ბიჭია! – ავყევი მე.
– არადა, ვუთხარი, რომ ეს პრობლემებს შეგვიქმნიდა. უკვე მე-
ორედ ხდება... უხ, მადლობა, ანა.

203
– მეორედ, იმავე მოსახვევზე?
– არა, არა.
ისეთი კბილები აქვს, რომ ვედელის სელაპს მახსენებს, რომლის
შესახებაც ცოტახნის წინ სატელევიზიო გადაცემაში მოვისმინე.
თურმე ეს სელაპი კბილების გამოყენებით ანტარქტიკის ყინულოვან
ზედაპირზე ხვრელებს აჩენს.
‒ მისი კბილები, – ამბობდა კომენტატორი, – მალე ცვდება. –
ამის დასადასტურებლად შესაბამისი დოკუმენტური ვიდეოჩანაწე-
რიც აჩვენეს.
– რა ხდება, ვინ გირეკავს მთელი ღამე? – მკითხა ვედელის სე-
ლაპმა.
არაფერი მითქვამს. ჩემი ტელეფონი მართლა მთელი საღამო არ
გაჩერებულა. პერიოდულად ამოვიღებდი, ეკრანს დავხედავდი და
ვიბრაციას ვთიშავდი ხოლმე. მეგონა, ამას შეუმჩნევლად ვაკეთებ-
დი.
– სამსახურიდან არიან, – ავუხსენი მე.
– ასეთ დროს ბავშვს რა უნდა სჭირდებოდეს? – მკითხა ჯოსიმ.
გავუღიმე.
– ხომ ხვდები, კონფიდენციალური თემაა.
– ცხადია, ცხადია. ყველაფერს პროფესიონალურად უდგები,
ძვირფასო.
და მიუხედავად წვეულების თანამდევი ხმაურის, უაზრო კითხვა-
პასუხის და ჩემს ვენებში მქროლავი ალკოჰოლისა, მე მაინც მხო-
ლოდ მასზე ვფიქრობდი.

***

ტელეფონმა ისევ დარეკა.


საჭეს ხელები მაშინვე გავუშვი. მობილური იქვე, წინა ორ სავარ-
ძელს შორის მედო. შევნიშნე, რომ მას ედიც უყურებდა.
მორიგი ზარი. თვალებს სარკეში ვაპარებ. ოლივია ფანჯარაში

204
იყურება.
სიჩუმე. სვლას განვაგრძობთ.
მორიგი ზარი.
– გამოიცანი, ვინ არის, – ამბობს ედი.
პასუხს არ ვცემ.
– დარწმუნებული ვარ,ის არის.
არ ვეკამათები.
ედი მობილურს იღებს და ეკრანს აკვირდება. ამოისუნთქავს.
გზას სიჩქარით მივუყვები და მოსახვევში შევდივარ.
– გინდა უპასუხო?
მას ვერ ვუყურებ. მზერა საქარე მინისკენ მაქვს მიპყრობილი.
თავს ვაქნევ.
– მაშინ მე ვუპასუხებ.
– არა, – ვამბობ და ვცდილობ მობილური წავართვა.
ედი არ მაძლევს.
ზარი ისევ შემოდის.
– მე მინდა ვუპასუხო, – ამბობს ედი. – მისთვის რაღაც მაქვს
სათქმელი.
– არა, – ვეუბნები, მობილურს ხელიდან ვაცლი და ძირს მივარ-
დება.
– ანა, – სუნთქვას აყოლებს ედი.
პირდაპირ ვიხედები. გზა უჩინარდება. უფსკრულის პირას ვართ
და წყვდიადისკენ მივექანებით.

54

კარზე კაკუნი.
გაბრუებული ვარ. ნელ-ნელა წამოვიწევი და ვამჩნევ, რომ ფან-
ჯრებს მიღმა ბნელა.
ისევ მესმის კაკუნი. ვხვდები, რომ ხმა სარდაფიდან მოდის. კიბე-
ზე ჩავდივარ. დეივიდი, როგორც წესი, მთავარი კარიდან შემოდის

205
ხოლმე. როგორც ჩანს, ეს ვიღაც მისი სტუმარია.
თუმცა, როცა სამზარეულოში შუქს ვანთებ და სარდაფის კარს
ვაღებ, იქ დეივიდი მხვდება.
– ვიფიქრე, დროა ეს გზაც ვისწავლო მეთქი, – მეუბნება ის.
ხმას არ ვიღებ, თუმცა შემდეგ ვხვდები, რომ ცდილობს იხუმროს.
– სწორი მიდგომაა, – ვეუბნები და ერთი ნაბიჯით წინ მივიწევ.
თავად ჩემი სამზარეულოსკენ მოდის. სარდაფის კარს ვხურავ. ერ-
თმანეთს ვუყურებთ. ვფიქრობ, ვიცი, რომ სურს ჯეინზე მელაპარა-
კოს.
– მინდოდა... ბოდიში მომეხადა, – იწყებს დეივიდი.
ადგილზე ვიყინები.
– წინანდელის გამო.
თავს ვაქნევ და მხრებზე თმის შეხებას ვგრძნობ.
– არა, ბოდიში მე მაქვს მოსახდელი.
– თქვენ ხომ უკვე მომიხადეთ?
– ხო, მაგრამ ამას სიამოვნებით გავიმეორებ.
‒ საჭირო არ არის. მინდა ყვირილის გამო ბოდიში მოგიხადოთ,
– თავს მიკრავს. – ასევე იმის გამო, რომ კარი ღია დავტოვე. ვიცი,
რომ ეს გაწუხებთ.
ამის აღნიშვნა საჭირო არ იყო, მაგრამ არა უშავს.
– ყველაფერი რიგზეა. – მე ჯეინის შესახებ მინდა მოვისმინო.
ვკითხო?
– უბრალოდ... – ამბობს და სამზარეულოს დახლს ხელს უსვამს.
– უბრალოდ, საკუთარი ტერიტორიის დაცვას ვარ მიჩვეული. ალ-
ბათ, ჯობდა ეს აქამდეც მეთქვა.
თითქოს, ამ წინადადებას ბოლოში „მაგრამ“ აკლია.
– მაგრამ? – ვეუბნები მე.
თვალებს მუქ წარბებქვეშ აატრიალებს. მკაცრი და პირდაპირია.
– ლუდი გაქვთ?
– ღვინო მაქვს, – მახსენდება ორი ბოთლი და ორი ჭიქა ჩემს სა-
მუშაო მაგიდაზე, რომლებიც ალბათ, უკვე დავცალე. – გავხსნა
ბოთლი?

206
– ცხადია.
კარადასთან მივდივარ, ის ეშმაკურად მიღიმის და მე ღვინის
ბოთლს ვიღებ.
– „მერლოს“ არა უშავს?
– არც კი ვიცი, ეგ რა არის.
– კარგი წითელი ღვინოა.
– საინტერესოდ ჟღერს.
ბოთლს ვხსნი, შემდეგ კარადიდან ორ ჭიქას ვიღებ და დახლზე
ვალაგებ. როცა ღვინოს ჭიქებში ვასხამ, დეივიდი მიახლოვდება.
– გაგვიმარჯოს, – ამბობს და სვამს. – საქმე ის არის, – ამბობს
და ხელში ჭიქას ატრიალებს. – ნაჯდომი ვარ.
თავს ვუკრავ, თუმცა თვალები მიფართოვდება. ამ სიტყვების
მოსმენას ნამდვილად არ ველოდი.
– ციხეში? – მესმის, რა სულელურად ვსვამ შეკითხვას.
მიღიმის.
– ხო, ციხეში.
ისევ თავს ვუკრავ.
– რა... რა დააშავე?
პირდაპირ თვალებში მიყურებს.
– ფიზიკური ძალადობა, – შემდეგ კი ამატებს, – მამაკაცის წინა-
აღმდეგ.
ვაკვირდები.
– აღელდით? – მეკითხება.
– არა. – ტყუილის სუნი მცემს. – უბრალოდ, გაკვირვებული ვარ,
– ვეუბნები.
‒ ალბათ, ეს აქ გადმოსვლამდე უნდა მომეყოლა, – მეუბნება და
ყბა ეძაბება. – თუ გინდათ, რომ გადავიდე, პრობლემა არ არის.
ვერ ვხვდები, რას გულისხმობს. რას ქვია, „გადავიდეს“?
– რა... რა მოხდა? – ვეკითხები მე.
ხვნეშის.
‒ ჩხუბი ბარში. ისეთი არაფერი. – მხრებს იჩეჩს. – უბრალოდ, ეს
განმეორებითი შემთხვევა იყო. მანამდეც ვიჩხუბე.

207
– მმმ, – ვამბობ ისე, თითქოს მის ნათქვამზე ვფიქრობდე.
– სახელმწიფოს მიერ აყვანილი ჩემი ადვოკატი კი მთვრალი
იყო.
– მმმ, – ვიმეორებ მე. – ადვოკატი.
– ასე რომ, ციხეში თოთხმეტი თვე გავატარე.
– ეგ სად მოხდა?
– ჩხუბი თუ ციხე?
– ორივე.
– ორივე მასაჩუსეტსში.
– აჰ.
– დეტალები გაინტერესებთ?
ცხადია.
– აჰ, არა.
– სისულელე იყო. სიმთვრალის შედეგი.
– გასაგებია.
– თუმცა, მას შემდეგ შევეჩვიე ამ... საკუთარი ტერიტორიის დაც-
ვას.
– გასაგებია.
ვდგავართ ასე, თვალდახრილები და საცეკვაო მოედანზე მდგარ
ორ თინეიჯერს ვგავართ.
– და რამდენი... რამდენი ხნის წინ იჯექი?
ელაპარაკეთ პაციენტს თავისივე ტერმინოლოგიით.
– აპრილში გამოვედი. ზაფხული ბოსტონში გავატარე და შემდეგ
აქ წამოვედი.
– გასაგებია.
– სულ მაგ სიტყვას იმეორებთ, – მეუბნება მეგობრული ხმით.
ვიღიმი.
– ნუ... – ყელს ვიწმენდ. – მე შენს ტერიტორიაზე შემოვიჭერი, ეს
არ უნდა მექნა, თუმცა შენ შეგიძლია დარჩე. – მართლა ამის თქმა
მინდოდა? მგონი, კი.
ღვინოს სვამს.
– უბრალოდ, მინდოდა გცოდნოდათ, – და ჭიქას ჩემკენ სწევს. –

208
ეს კი მშვენიერი რამ არის.
– ჭერი არ დამვიწყებია.
სავარძელში ვსხედვართ. სამ-სამი ჭიქა უკვე დავლიეთ. უფრო
სწორად, მე სამი, დეივიდმა კი ოთხი, თუმცა ამას რა მნიშვნელობა
აქვს
– რომელი ჭერი?
‒ ზევით, – ვეუბნები და ისე ვიხედები ზევით, თითქოს ყველაფ-
რის მიღმა დანახვა შემეძლოს.
– მახსოვს მითხარით, რომ როგორც კი გარეთ გასვლას შეძ-
ლებდით, მაგ საქმეს მიხედავდით.
ოდნავ ვუღიმი და თავს გვერდით ვწევ.
– მაგას დააგვიანდება. – შემდეგ ჭიქას ყავის მაგიდაზე დგამს და
მეკითხება, – სააბაზანო სად არის?
სკამზე ვსწორდები.
– აი, იქით.
– მადლობა. – დგება და წითელი ოთახისკენ მიდის.
მე სავარძელს ზურგით ვეყრდნობი. თავში რამდენიმე ფრაზა
მიტრიალებს. დავინახე, როგორ დაჭრეს ჩემი მეზობელი. იმ ქალს
კი არასოდეს შევხვედრივარ. არც მე და არავინ. გთხოვ, დამიჯერე.
მესმის უნიტაზში შარდვის ხმა. ედიც ისე ხმაურიანად შარდავს
ხოლმე, რომ დახურულ კარს მიღმაც ისმის. თითქოს ფაიფურს ბურ-
ღით ხვრეტდეს.
წყლის ჩარეცხვის, შემდეგ კი სახურავის დახურვის ხმა.
იმ სახლში ვიღაც ცხოვრობს. ვიღაც, ვინც თვალთმაქცობს.
სააბაზანოს კარი იღება და იკეტება.
ქმარი და შვილი ცრუობენ. ყველა ცრუობს. სავარძელში უფრო
ღრმად ვეშვები.
ჭერს ვუყურებ. ნათების რგოლები სახეზე დარჩენილ ჩაღრმავე-
ბებს მახსენებს.
დამეხმარე, რომ ვიპოვო ის.
ჭრაჭუნი. ანჯამის ხმა. ალბათ, დეივიდი თავის ოთახში შევიდა.
დამეხმარე, რომ ვიპოვო ის.

209
თუმცა, როცა თვალებს ვახელ, ისევ სავარძელში ზის. ვუღიმი და
ისიც ღიმილს მიბრენებს.
საყვარელი ბავშვია.
ჩემ მიღმა იყურება. მე ოლივიას ფოტოსკენ ვიხედები.
– მისი ფოტო ქვევითაც გაქვს, – ვეუბნები მე. – კედელზე.
– სწორია.
– რატომ არ ჩამოხსნი?
მხრებს იჩეჩს.
– არ ვიცი, რით ჩავანაცვლო. – ჭიქას ცლის. – ახლა სად არის?
– მამამისთან. – მეც ღვინოს ვეწაფები.
პაუზა.
– გენატრებათ?
‒ კი.
‒ მამამისიც?
‒ პრინციპში, კი.
– ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე?
– გამუდმებით. ბოლოს გუშინ ველაპარაკე.
– როდის ნახავთ?
– არ ვიცი, მაგრამ წესით მალე. იმედი მაქვს.
ამ თემაზე და მათზე საუბარი არ მსურს. მირჩევნია პარკის გა-
დაღმა მცხოვრებ ქალზე ვილაპარაკო.
– აბა, შევამოწმოთ ჭერი?
კიბეზე სიბნელეში ავდივართ. წინ მე ვარ, დეივიდი უკან მომყვე-
ბა.
კაბინეტს რომ ჩავუვლით, ფეხზე რაღაც შეხებას ვგრძნობ. პანჩი
ქვევით მიდის. – კატა იყო? – კითხულობსდეივიდი.
– ხო, კატა იყო, – ვპასუხობ მე.
გვერდზე ჩავუვლით საძინებლებს – ორივეგან ბნელა. ავდი-
ვართ ზედა სართულზე და როგორც კი შუქს ვანთებ, ვამჩნევ, რომ
დეივიდი შემომყურებს.
– თითქოს არ გაუარესებულა, – ვამბობ და ჭერზე მივანიშნებ. ეს
ლაქა კანზე დარჩენილ ჩალურჯებას მაგონებს.

210
– არა, – მეთანხმება. – მაგრამ, მაინც გასაკეთებელია. ამ კვი-
რაში მივხედავ.
სიჩუმე.
– ძალიან ხარ დაკავებული? ბევრი საქმე გაქვს?
არაფერი.
ნეტავ, ღირს, რომ ჯეინზე მოვუყვე? თუმცა, სანამ ფიქრებში ამ
კითხვას ვუპასუხებდე, დეივიდი მკოცნის.

55

იატაკზე ვწევართ. კანზე ხალიჩის უხეშ შეხებას ვგრძნობ. ხელში


ავყავარ და უახლოეს საძინებლამდე მივყავარ.
ტუჩებში მკოცნის. ლოყებსა და ნიკაპზე უხეშ შეხებას ვგრძნობ.
ვცდილობ ჰაერი ღრმად ჩავისუნთქო, ის კი უფრო ძლიერად მკოც-
ნის. კოცნის ჩემს კისერს, ჩემს მხრებს.
Out flem the web, and floated wide;
The mirror crack’ d from side to side;
“I am half-sick of shadows”,
cried TheLady of Shalott.

რატომ ტენისონი? რატომ ახლა?


დიდი ხანი ეს არ მიგრძნია. ძალიან დიდი ხანი.
მინდა, რომ ვიგრძნო. მინდა. მოჩვენებებმა ძალიან დამღალეს.
მოგვიანებით, სიბნელეში, ჩემი თითები მის მკერდს, მუცელს და
თმის ზოლს მიუყვება. მშვიდად სუნთქავს. მეც ნელ-ნელა ვითიშები.
მესიზმრება მზის ჩასვლა და ჯეინი, რაღაც მომენტში მესმის იატაკის
ჭრიალიც. იმედი მაქვს, ლოგინში დაბრუნდება.

211
კვირა

7 ნოემბერი

56

როცა ვიღვიძებ, თავში სიმძიმეს ვგრძნობ. დეივიდი წასულია.


მის ბალიშზე გრილა. სახით ვაწვები. მისი ოფლის სუნი აქვს.
ჩემს მხარეს ვგორდები. ვცილდები ფანჯარას და სინათლეს.
რა ჯანდაბა მოხდა?
ვსვამდით – რა თქმა უნდა. თვალებს ვხუჭავ. შემდეგ ზემოთ ამო-
ვედით, სხვენის კარის ქვეშ გავჩერდით. მერე უკვე ლოგინში ვიყა-
ვით. არა, ჯერ იატაკზე, მერე ლოგინში.
ოლივიას ლოგინში.
თვალებს ფართოდ ვახელ.
ჩემი გოგონას ლოგინში ვწევარ და შიშველ სხეულზე მისი ზეწ-
რები მაფარია. ზეწრებს ასდის იმ კაცის ოფლის სუნი, რომელსაც
თითქმის არ ვიცნობ. ღმერთო, ლივი, მაპატიე.
ვიხედები გასასვლელი კარისკენ და დერეფანს ვავლებ თვალს.
შემდეგ წამოვჯდები და მკერდზე ზეწარს ვიხვევ – ოლივიას ზეწარს
პატარა პონების ნახატებით. ძალიან უყვარდა, მხოლოდ მათ იფა-
რებდა ხოლმე.
ფანჯრისკენ ვტრიალდები. გარეთ ყველაფერი მუქ ფერებში მო-
ჩანს. ნოემბრის სუსხი დგას, ფოთლებიდან წვიმის წვეთები ცვივა.
პარკის გადაღმა რასელების სახლი დგას. აქედან შემიძლია ეთანის
საძინებელში შევიხედო. ოთახი ცარიელია.
ვთრთი.
ჩემი ხალათი იატაკზე ისე გდია, რომ მანქანის საბურავის კვალს
მაგონებს. ლოგინიდან გადმოვდივარ და ხელებს ერთმანეთს ვატ-
ყუპებ. რატომ მიკანკალებს? ერთ ჩუსტს ლოგინის ქვეშ ვპოულობ,
მეორე ოდნავ მოშორებით, იატაკზე გდია.

212
კიბის თავთან ღრმად ჩავისუნთქავ. ჰაერში ნესტი იგრძნობა. დე-
ივიდი მართალია, უნდა გავანიავო, მაგრამ ამას არ ვიზამ.
კიბეზე ჩავდივარ. შემდეგ ქუჩისკენ ვიხედები. საძინებლებში სი-
ჩუმე გამეფებულა. მე და ბინას რომ ერთად გვეძინა, მას შემდეგ ზეწ-
რები ხელუხლებელია. „ერთად გვეძინა“ – რა ორაზროვნად ჟღერს.
ნაბახუსევზე ვარ.
ისევ ქვევით მივიწევ. ვიხედები ბიბლიოთეკაში, კაბინეტში და
ვგრძნობ რასელების სახლის მზერას პარკის იქითა მხრიდან, ის აკ-
ვირდება, თუ როგორ დავდივარ სახლში.
სანამ დავინახავ, ხმა მესმის.
და როცა ვხედავ, ის სამზარეულოშია. ჭიქიდან წყალს სვამს.
აქაურობას ფანჯრის მიღმა არსებული სამყაროს ჩრდილები დაპატ-
რონებია.
ვაკვირდები მის ადამის ვაშლს, რომელიც კისერზე მოძრაობს,
თმას – მის კეფაზე და თეძოს – პერანგის ქვეშ. წამიერად თვალებს
ვხუჭავ და ვიხსენებ, როგორ ვეფერებოდი ამ თეძოს, როგორ ვკოც-
ნიდი მის კისერს.
როცა თვალებს ვახელ, მე მიყურებს. მისი შავი თვალები ბინდში
თითქოს კიდევ უფრო ფართოდ მოჩანს.
– უცნაური ბოდიში გამოვიდა, არა? – ამბობს ის.
ვგრძნობ, რომ ვწითლდები.
– იმედია, არ გაგაღვიძე. – მეუბნება და ჭიქას მაღლა სწევს. –
უბრალოდ, მომწყურდა. მალე წავალ. – დარჩენილ წყალს ცლის და
ჭიქას ნიჟარაში დგამს. ხელებს თეძოებზე იმშრალებს.
არ ვიცი, რა ვთქვა.
როგორც ჩანს, ამას თავადაც ხვდება.
– არ შეგაწუხებ, – ამბობს და მიახლოვდება. ვიძაბები, თუმცა მა-
ლევე უხვევს სარდაფის კარისკენ. გვერდზე ვიწევი, რომ გავატარო.
როცა მხრით მხარზე მეხება, ჩემკენ ტრიალდება და ჩუმი ხმით მეუბ-
ნება:
– არ ვიცი, მადლობა უნდა გითხრა თუ ბოდიში.
თვალებში ვუყურებ და სიტყვების პოვნას ვცდილობ.

213
– მაგაზე არ იფიქრო, – ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ მიჭირს
საუბარი. – სანერვიულო არაფერია.
ჩემს სიტყვებზე ფიქრობს და თავს მიკრავს.
– როგორც ჩანს, ბოდიშის თქმა ჯობს.
თვალს ვარიდებ. მცილდება და სარდაფის კარს აღებს.
‒ ამაღამ კონექტიკუტში მივდივარ საქმეზე. წესით ხვალ დავ-
ბრუნდები.
არაფერს ვამბობ.
მესმის, როგორ კეტავს კარს. ამოვისუნთქავ. მივდივარ ნიჟარას-
თან, მის ჭიქას წყლით ვავსებ და ტუჩებთან მიმაქვს. ვფიქრობ, მას
ჯერაც მთელი სხეულით შევიგრძნობ.

57

რაც მოხდა მოხდა.


ვერ ვიტან ამ გამოთქმას. ზედმეტად უსირცხვილოდ ჟღერს. თუმ-
ცა, აგერ, აქ ვარ და ფაქტია, რომ:
რაც მოხდა მოხდა.
ხელში ჭიქა მიჭირავს, სავარძლამდე მივდივარ, ზედ პანჩი მოკა-
ლათებულა და აქეთ-იქეთ ირხევა, მის გვერდით ვჯდები, ფეხებშო-
რის ჭიქას ვიჭერ და თავს უკან ვხრი.
მორალური მხარე გვერდზე გადავდოთ. ან, რა კავშირი აქვს
მდგმურთან სექსს მორალთან? უბრალოდ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩე-
მი გოგონას ლოგინში მოხდა. რას იტყოდა ედი? არა, ცხადია ამის
შესახებ არასოდეს გაიგებს, მაგრამ მაინც. ზედმეტად უხერხულია.
მსურს ყველა ის ზეწარი დავწვა თავისი პონებით.
სახლი ჩემთან ერთად სუნთქავს. მესმის ბაბუის საათის მსუბუქი
პულსირება. მთელი ოთახი ჩრდილებშია. ტელევიზორის ეკრანში
საკუთარი თავის ანარეკლს – ჩემს მოჩვენებას ვხედავ. საინტერე-
სოა, რას ვიზამდი, ერთ–ერთი იმ ფილმის პერსონაჟი რომ ვყოფი-

214
ლიყავი, რომლებსაც ამ ეკრანზე ვუყურებ ხოლმე? ტერეზა რაიტი-
ვით სახლიდან გავიდოდი და გამოძიებას დავიწყებდი, როგორც ეს
„ეჭვის ჩრდილში“ ხდება, თუ მეგობარს დავუძახებდი, „ეზოში გამა-
ვალი ფანჯრის“ ჯიმი სტიუარტის მსგავსად?
ფაქტია, ხალათში გახვეული აქ არ ვიჯდებოდი და არ ვიფიქრებ-
დი იმაზე, თუ როგორ მოვიქცე.
ჩაკეტილობის სინდრომი. ამის გამომწვევი შესაძლოა იყოს გუ-
ლის შეტევა, ტვინის გარსის დაზიანება, გაფანტული სკლეროზი და
შხამიც კი. ერთი სიტყვით, ეს უფრო მეტად ნევროლოგიური მდგო-
მარეობაა და არა ფსიქოლოგიური. თუმცა ფაქტია, რომ ვზივარ სახ-
ლში გამოკეტილი, დახშული მაქვს კარები და ფანჯრები, რადგან
მსურს სინათლეს მაქსიმალურად დავემალო, პარკის მეორე მხარეს
კი მოკლეს ქალი, რის შესახებაც ჩემ გარდა არავინ იცის. მე კი ალ-
კოჰოლით ვარ გაჟღენთილი, დაშორებული ვარ ოჯახს, ვჟიმავ ჩემს
მდგმურს, მეზობლებისთვის გიჟი ვარ, პოლიციელებისთვის დაცინ-
ვის ობიექტი, ექიმებისთვის – განსაკუთრებული შემთხვევა და სავა-
ლალო პაციენტი თერაპევტისთვის. სამყაროს მოწყვეტილი ადამი-
ანი.
არც გმირი, არც დეტექტივი.
ჩაკეტილი ვარ და ეს ჩემი ნებით ხდება.
რაღაც მომენტში ფეხზე ვდგები, კიბესთან მივდივარ, ნელ-ნელა
ვაბიჯებ საფეხურებზე და ის-ისაა ჩემს კაბინეტში უნდა შევიდე, რომ
უეცრად ვხედავ საკუჭნაოს ღია კარს. წამიერად გული მიჩერდება.
მაგრამ რატომ? ის ხომ წინა დღეს მე თვითონ გავაღე დეივიდის-
თვის.
თუმცა, შემდეგ თავადვე დავკეტე. ღია რომ დამრჩენოდა, აქამდე
ვერ შევნიშნავდი?
ვდგავარ და ცეცხლის ალივით ვირხევი. ვენდობი საკუთარ
თავს?
მიუხედავად ყველაფრისა,კი.
საკუჭნაოს ვუახლოვდები, ხელს სახელურს ვკიდებ და ფრთხი-
ლად ვაღებ. შევდივარ, თავს ზემოთ თოკს ვექაჩები და სრულ წყვდი-

215
ადში უეცრად სინათლე იღვრება.
მიმოვიხედავ. ახალი არაფერია. არც დაკარგული ჩანს რამე.
ისევ აქაა საღებავის ქილები და სანაპიროს შეზლონგი.
აქვეა ედის ინსტრუმენტების ყუთიც.
რატომღაც ვიცი, რა დამხვდება შიგნით.
ვუახლოვდები, საკეტს ვხსნი და თავსახურს ფრთხილად ვწევ ზე-
ვით.
სწორედ მას ვხედავ პირველს. საკანცელარიო დანას, რომელიც
ვერცხლისფრად პრიალებს.

58

ბიბლიოთეკის სავარძელში ვზივარ. მანამდე კაბინეტში ვიყავი,


თუმცა იქიდან ჯეინის სამზარეულოში ის უცხო ქალი დავინახე და მა-
შინვე ოთახიდან გამოვედი. წარმოგიდგენიათ? საკუთარ სახლში
უკვე აკრძალული ზონები მაქვს.
ბუხრის თაროზე საათს ვუყურებ. თითქმის თორმეტია. დღეს არ
დამილევია, რაც ვფიქრობ, ძალიან კარგია.
ვთვლი, რომ ჩემს მდგომარეობაშიც კი შესაძლებელია გამოსავ-
ლის პოვნა. ეს ამბავი საჭადრაკო პარტიას წააგავს. ჭადრაკს კარ-
გად ვთამაშობ. კონცენტრაცია, – ვფიქრობ ჩემთვის. – და სვლა.
ჩემი ჩრდილი მთელ ხალიჩაზეა გაწელილი ისე, თითქოს ჩემგან
განცალკევებას ლამობდეს.
დეივიდმა მითხრა, რომ ჯეინს არ შეხვედრია. არც ჯეინს უხსენე-
ბია, რომ ოდესმე შეხვედრია მას, თუმცა ეს შესაძლოა მომხდარიყო
მას შემდეგ, რაც ჩვენ ოთხი ბოთლი ღვინო გამოვცალეთ. როდის
ვათხოვე დეივიდს საკანცელარიო დანა? ეს იმავე დღეს მოხდა, რო-
ცა მე ჯეინის ყვირილი გავიგონე? იმ დანით დაემუქრა? შემდეგ კი ეს
არ იკმარა? ფრჩხილს ვიკვნეტ. თავში ერთ დროს მთელი კარტოთე-
კა მქონდა, ახლა კი მხოლოდ აქა-იქ მიყრილ ფურცლებს ვპოულობ.

216
არა. მოიცადე. თავი უნდა აკონტროლო.
მშვიდად.
რა ვიცი დეივიდის შესახებ? ვიცი, რომ „იჯდა“ ფიზიკური ძალა-
დობისთვის. თან ეს ერთხელ არ მომხდარა. ვიცი, რომ მას საკანცე-
ლარიო დანა ვათხოვე.
ვიცი ისიც, რაც დავინახე. არ მაინტერესებს, რას ამბობს პოლი-
ცია, ან ბინა, ან ედი.
ქვემოდან კარის დახურვის ხმა მესმის. მაშინვე ფეხზე ვდგები,
კიბეზე ჩავდივარ, კაბინეტში შევდივარ და ფანჯარაში ვიხედები. რა-
სელები არ ჩანან.
ვხედავ დეივიდს, რომელიც ჩვეულ სტილში მიაბიჯებს. შარვალი
თეძოებამდე აქვს ჩაჩაჩული, მხარზე კი ზურგჩანთა გადაუკიდია.
ალმოსავლეთით მიდის. ვაკვირდები, ნელ–ნელა როგორ უჩინარ-
დება.
ფანჯრის რაფას ვცილდები, უკან ვიხევ და პარკში გამეფებულ შუ-
აღამეს ვაკვირდები. მოპირდაპირე სახლში სრული სიცარიელეა.
ვგრძნობ, რომ ველი როდის გამოჩნდება ის თვითმარქვია და რო-
დის შემომხედავს, თუმცა უშედეგოდ.
ხალათი ოდნავ შემეხსნა. ის სასოწარკვეთილია. ეს კი წიგნი უნ-
და იყოს. საიდან მახსოვს? არასოდეს წამიკითხავს.
ღმერთო, როგორი არეული მაქვს გონება. ხელებს თავზე ვიკი-
დებ და მაგრად ვუჭერ. იფიქრე! იფიქრე! შემდეგ კი, ყუთში დამალუ-
ლი ზამბარიანი სათამაშოს მსგავსად, ერთი ფიქრი ისეთი სისწრა-
ფით ხტება ზევით, რომ უკან ვიხევ: საყურე. სწორედ ამაზე ვფიქრობ-
დი გუშინ – დეივიდის ლოგინთან, ტუმბოზე ნანახი საყურე. სამი პა-
ტარა მარგალიტი. ჯეინს ასეთი არ ჰქონდა? წინა ღამით თავად არ
მიჩვენა? – ყოფილი ბიჭის საჩუქარია, – თქვა და საყურეს თითის ბა-
ლიშებით შეეხო. – მეეჭვება ალისტერმა რამე იცოდეს. ყელში წითე-
ლი ღვინის შეხებას ვგრძნობ.
ოხ, ის პატარა მარგალიტები. მართლა ჯეინს ეკუთვნოდა? თუ ეს
ჩემი წარმოსახვის ნაყოფია? ხომ შეიძლებოდა დეივიდს ვინმე სხვა
ქალის საყურე ჰქონოდა? თუმცა არა. თავს ვაქნევ, ლოყებზე თმის

217
შეხებას ვგრძნობ. არა, ჯეინის უნდა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში
კი...
ხალათის ჯიბეში ხელს ღრმად ვყოფ, ვგრძნობ კანზე ქაღალდის
შეხებას და სავიზიტო ბარათს ვიღებ. დეტექტივი კონრად ლიტლი,
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი.
არა. ბარათს ჯიბეში ვაბრუნებ.
ვტრიალდები, ოთახიდან გამოვდივარ და მიუხედავად იმისა,
რომ ფხიზელი ვარ, ბანცალით ჩავდივარ კიბეზე. შემდეგ სამზარეუ-
ლოში სარდაფის კარს ვუახლოვდები. ურდულს ვკეტავ. უკან ვიხევ,
კარს ვაკვირდები და კიბეზე ვბრუნდები. ერთი სართულით ზემოთ,
საკუჭნაოში ნათურის თოკს ვქაჩავ და შორეულ კედელთან გასაშ-
ლელ კიბეს ვპოულობ.
სამზარეულოში ვბრუნდები, კიბეს სარდაფის კარის სახელურის
ქვეშ მტკიცედ ვაყუდებ. ფეხს ვურტყამ რომ გაიჭედოს. კიდევ ვურ-
ტყამ და ცერას ვიტკენ. კიდევ ერთხელ მაგრად ვურტყამ ფეხს. კარი
გაჭედილია. ესეც ასე. მინუს ერთი შემოსასვლელი.
და ცხადია, მინუს ერთი გასასვლელიც.

59

ჩემი ვენები საშინლად გამომშრალია. დასალევი მჭირდება.


კარს ვცილდები და პანჩის ჯამს ფეხს წამოვდებ. ის იატაკზე მიცუ-
რავს და წყალი იატაკზე იღვრება. უნდა მოვბილიზდე და ვიფიქრო.
„მერლო“ დამეხმარება.
მის ხავერდისფერ გემოს ყელში ვგრძნობ. სუფთა და სასიამოვ-
ნოა. ვგრძნობ, როგორ მიგრილებს სისხლს. შემდეგ ბოკალს მაგი-
დაზე ვდგამ. ოთახს ვაკვირდები. ყველაფერს კარგად ვამჩნევ, ტვი-
ნი დაზეთილი მაქვს. მე ვარ მანქანა. გონიერი მანქანა. მოიცა, ეს
რომელმა პერსონაჟმა თქვა? მგონი რომელიღაც ჟაკის საუკუნის წი-
ნანდელმა დეტექტივმა. რკინის ლოგიკის დოქტორი იყო, რომელს-

218
აც ნებისმიერი თავსატეხის ამოხსნა შეეძლო, როგორც მახსოვს,
„ტიტანიკზე“ დაიღუპა, თუმცა მანამდე ცოლის ნავში ჩასმა მოას-
წრო. როგორც თვითმხილველები იხსენებდნენ, ბოლოს ის ჯეკ ას-
ტორთან ერთად გემის კიჩოზე იდგა და პირიდან სიგარეტის კვამლს
რგოლებად უშვებდა. ალბათ, მაშინ გამოსავალი ფიზიკურად არც
არსებობდა.
მეც დოქტორი ვარ და მეც რკინის ლოგიკა მაქვს.
კარგი, შემდეგი სვლა.
ვინმემ უნდა დაადასტუროს ის, რაც მოხდა,ან ის მაინც, თუ ვის
შეემთხვა ეს ამბავი. თუ ჯეინით დაწყებას ვერ ვახერხებ, დავიწყებ
ალისტერიდან, რომელსაც ყველაზე მეტი კვალი აქვს დატოვებული.
თან, შესაბამისი წარსული სწორედ მას აქვს.
კაბინეტში ავდივარ, ყოველ ნაბიჯზე ჩემი გეგმის დეტალებზე
ვფიქრობ. როცა მაგიდასთან ვჯდები და პარკის მიღმა ვიხედები, უკ-
ვე ვხედავ იმ ქალს, რომელიც მისაღებშია და ყურთან ვერცხლისფე-
რი მობილური აქვს მიტანილი. მე გამაჩნია სტრატეგია და თან საკ-
მაოდ ფხიზლად ვარ (ამას საკუთარ თავს რამდენჯერმე ვუმეორება).
მაუსი. კლავიატურა. „გუგლი“.მობილური – ჩემი ინსტრუმენტე-
ბი. რასელების სახლისკენ კიდევ ერთხელ ვიხედები. ამჯერად ჩემ-
კენ ზურგი – ქიშმირის კედელი – აქვს მოშვერილი. ძალიან კარგი.
ეგრე იყავი. ეს ჩემი სახლი და ჩემი ხედია.
დესკტოპის ეკრანზე პაროლი შემყავს. წუთის შემდეგ უკვე საძიე-
ბო სისტემას ვიყენებ. თუმცა, სანამ მობილურში სათანადო კოდს შე-
ვიყვანდე, პაუზას ვიღებ: ჩემს მობილურს ხომ არ ამოიცნობენ?
ვიღუშები და მობილურს მაგიდაზე ვდებ. მაუსს ხელს დავავლებ
და კურსორით დესკტოპის ეკრანზე „სკაიპის“ ხატულას ვპოულობ.
რამდენიმე წამში უკვე მესმის: „ატკინსონი“ გისმენთ.
– გამარჯობა, – ვეუბნები და ყელს ვიწმენდ. – მე ალისტერ რა-
სელს ვეძებ. უფრო სწორად, მის თანაშემწეს და არა თავად ალის-
ტერს, – პაუზას ვიღებ და ვამატებ, – ეს სიურპრიზია.
ისევ პაუზა. მესმის კლავიატურის ხმა. შემდეგ კი: იცით, ალისტერ
რასელი ჩვენთან უკვე ერთი თვეა აღარ მუშაობს.

219
– აღარ მუშაობს?
– დიახ, მემ, – გოგონას აშკარად ასწავლეს, რომ ასე ესაუბრა,
თუმცა ნამდვილად უხეშად ჟღერს.
– რატომ? – რა სულელური შეკითხვაა.
– წარმოდგენა არ მაქვს, მემ.
– შეგიძლიათ მის ოფისთან გადამრთოთ?
– ხომ გითხარით, რომ...
– არა, ყოფილი ოფისი ვიგულისხმე.
– ანუ, ბოსტონის ოფისთან, – ზოგიერთ ახალგაზრდა გოგონას
წინადადების ბოლოს ხმის აწევა ახასიათებს. ვერ ვხვდები ეს ბოლო
შეკითხვაა თუ მტკიცება.
– დიახ, ბოსტონში.
– უკვე გაკავშირებთ. – ირთვება მუსიკა. შოპენის ნოქტიურნია.
წლების წინ ზუსტად გეტყოდით მის ნომერს. მოიცა, გონება ნუ გე-
ფანტება. იფიქრე. ამაში სასმელი დამეხმარება.
პარკის მიღმა ქალი ჩემი ხედვის არეალიდან ქრება. ნეტავ ალის-
ტერს ხომ არ ელაპარაკება? როგორ მინდა ტუჩების მოძრაობის წა-
კითხვა შემეძლოს.
‒ „ატკინსონი“ გისმენთ, – ამჯერად კაცის ხმა გაისმის.
– ალისტერ რასელის ოფისთან მსურს დაკავშირება.
იმწამს მპასუხობს:
‒ ვშიშობ, მაგრამ მისტერ რასელი...
‒ დიახ, ვიცი, რომ თქვენთან აღარ მუშაობს, მაგრამ არ შეგიძ-
ლიათ, რომ მის თანაშემწესთან... უფრო სწორად, ყოფილ თანაშემ-
წესთან გადამრთოთ? პირადი საქმე მაქვს.
წამის შემდეგ ისევ კაცი ლაპარაკობს:
– შემიძლია მის კაბინეტთან დაგაკავშიროთ.
– ძალიან... – თუმცა, სანამ სათქმელს დავამთავრებდე, ისევ
ფორტეპიანოს ხმა გაისმის. ეს მგონი მე-17 ნომერი უნდა იყოს, სოლ
მაჟორში. თუ მე-3 ნომერი? თუ მე-9? არადა, ვიცოდი.
კონცენტრირდი. თავს და მხრებს სველი ძაღლივით ვაქნევ.
– გამარჯობა, ალექსი გისმენთ. – მგონი, ესეც კაცია, თუმცა ხმა

220
ისეთი წვრილი აქვს, რომ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ამაში
ვერც მისი სახელი მეხმარება.
– მე მქვია... – გამოგონილი სახელი მჭირდება. – ალექსი. მეც
ალექსი ვარ. – ღმერთო, უარესს ვერაფერს მოვიფიქრებდი.
რომ არსებობდეს ალექსებს შორის დამკვიდრებული ხელის ჩა-
მორთმევა, ეს ალექსი შესაბამისი მოქმედებისგან აშკარად თავს შე-
იკავებდა.
– იცით,მე ალისტერის... მისტერ რასელის ძველი მეგობარი ვარ.
ეს-ესაა ნიუ-იორკის ოფისში დავრეკე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კომ-
პანიიდან წასულა.
– სწორია, – ქსუტუნებს ალექსი.
– თქვენ მისი... – თანაშემწე? მდივანი?
– მე მისი თანაშემწე ვარ.
– აჰ, მშვენიერი. რამდენიმე რამ მაინტერესებს. სამსახურიდან
როდის წავიდა?
მორიგი ქსუტუნი.
– ოთხი... არა, ხუთი კვირის წინ.
– რა უცნაურია, – ვამბობ მე. – არადა,ყველას ისე გვიხაროდა
მისი ნიუ-იორკში გადასვლა.
– იცით, – ამბობს ალექსი ჩართული ძრავასავით თბილი ხმით.
აშკარაა, რომ რაღაც ჭორი უნდა გამიმხილოს. – ნიუ-იორკში სახ-
ლიც კი იყიდეს. როგორც ჩანს, კომპანიაში დიდხანს აპირებდა დარ-
ჩენას.
– მართლა?
‒ დიახ, დიდი სახლი იყიდეს ჰარლემში. ინტერნეტში მივაგენი.
პატარა ინტერნეტგამოძიება ჩავატარე. – განა კაცი ასეთ დეტალებს
გამიმხელდა? ალბათ, ალექსი მაინც უფრო ქალია. ღმერთო, რა
სექსისტი ვარ. – თუმცა, არ ვიცი ზუსტად რა მოხდა. დარწმუნებული
ვარ თავად უკეთ გეტყვით ყველაფერს. – ქსუტუნი. – მაპატიეთ, მაგ-
რამ თქვენ მას საიდან იცნობთ?
– ალისტერს?
–დიახ.

221
– უჰ, ძველი, კოლეჯის მეგობრები ვართ.
– დარტმუტში სწავლობდით?
‒ დიახ. – ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. – და ეს გადაწყვეტი-
ლება თავად მიიღო, თუ... მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის და – გააგ-
დეს?
– არ ვიცი. ამის შესახებ არავინ არაფერი იცის.
– კარგი, თავად ვკითხავ.
– არადა, აქ ყველას მოსწონდა, – ამბობს ალექსი. – კარგი კა-
ცია. ვერ ვიჯერებ, რომ ვინმეს გაეშვა, ან რაღაც მსგავსი.
გულისხმიერების გამომხატველ ხმას გამოვცემ.
‒ კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს: მის ცოლზე მაინტერესებს.
ქსუტუნი.
– ჯეინზე?
– მე მას არასოდეს შევხვედრივარ. ალისტერი უფრო განზე
მდგომი ტიპაჟია. – ხმა ოდნავ მიკანკალებს. იმედია, ალექსი ვერ ამ-
ჩნევს. – თუმცა ნიუ-იორკში გადასვლის აღსანიშნავად, მსურს მას
საჩუქარი გავუკეთო. არადა, წარმოდგენა არ მაქვს, რა მოსწონს.
ქსუტუნი.
– თავიდან ვიფიქრე შარფს ვაჩუქებ-მეთქი, მაგრამ არც ის ვიცი,
რა ფერები მოსწონს. – ჩვეულებრივი ბოდვაა. – ვიცი, ბოდვასავით
ჟღერს, მაგრამ...
– იცით, – ამბობს ალექსი ოდნავ უფრო ჩუმი ხმით, – მას არც მე
შევხვედრივარ.
ეგებ ალისტერის განზე მდგომობა სწორი შეფასება იყო? დიდი
მიხვედრილი ვინმე ვარ.
– იმიტომ, რომ მართლა ძალიან განზე მდგომია! – განაგრძობს
ალექსი. – ზუსტად ეგ სიტყვა შეეფერება!
– ვიცი! – ვეთანხმები მე.
– მასთან თითქმის ექვსი თვე ვიმუშავე და ჯეინს არასოდეს შევ-
ხვედრივარ. ერთხელ, მხოლოდ მის შვილს შევხვდი.
– ეთანს.
– კარგი ბიჭია. ცოტა მორცხვი. თქვენ შეხვედრიხართ?

222
– კი. საუკუნის წინ.
– კარგი ბიჭია. ერთხელ შემოიარა, როცა ის და მამამისი „ბრუ-
ინზის“ თამაშზე მიდიოდნენ.
– ანუ, ჯეინის შესახებ ვერაფერს მეტყვი, – ვახსენებ ალექსს.
– არა. გაინტერესებდათ, როგორ გამოიყურება, არა?
– დიახ.
– მგონი, კაბინეტში მისი ფოტო უნდა იყოს.
‒ ფოტო?
‒ ნიუ-იორკში მისთვის გასაგზავნი პირადი ნივთების ყუთი ჯერაც
აქ დევს. მგონი, იქ ჯეინის ფოტოც უნდა იყოს. – ქსუტუნებს და ახვე-
ლებს. – ახლავე ვნახავ.
ამჯერად შოპენის ხმა აღარ ისმის. ალექსი ტელეფონს მაგიდაზე
დებს. მე ტუჩს ვიკვნეტ. სამზარეულოში ქალი საყინულის სიღრმეში
იყურება. რაღაც მთვარეული ფიქრით წარმოვიდგენ, რომ იქ ჯეინი
ჰყავთ ყინულით დაფარული პრიალა თვალებით. ტელეფონის მე-
ორე ბოლოდან ხმა ისმის. ·
– აგერ,წინ მაქვს, – ამბობს ალექსი. – ფოტოს ვგულისხმობ.
სუნთქვა მეკვრის.
– მუქი თმა და ღია ფერის კანი აქვს.
ამოვისუნთქე. ეს ორივე ქალს საერთო აქვს. ვერაფერი დახმა-
რებაა. წონაზეც ვერაფერს ვიკითხავ. – კეთილი... კარგი, – ვამბობ
მე. – კიდევ რა შეგიძლია მითხრა? იცი, ფოტო რომ გადაუღო და გა-
მომიგზავნო?
პაუზა. ვხედავ როგორ კეტავს ქალი საყინულის კარს და ოთახი-
დან გადის.
– ჩემს ელექტრონული ფოსტის მისამართს გეტყოდი,‒ ვეუბნები
მე
ისევ სიჩუმე. შემდეგ კი:
– თქვით, რომ მეგობარი ხართ, არა?
– კი, ალისტერის.
–იცით,არა მგონია,ამგვარი პერსონალური მონაცემების თქვენ-
თან გაზიარების უფლება მქონდეს. თუ რამე გაინტერესებთ, თავად

223
ჰკითხეთ. – ამჯერად აღარ ქსუტუნებს. – შემახსენეთ, ალექსი გქვი-
ათ, არა?
– დიახ.
– და გვარი?
პირს ვაღებ, შემდეგ კი კავშირს ვწყვეტ.
ოთახში სიჩუმეა დერეფნის მიღმა, ედის ბიბლიოთეკიდან სა-
ათის წიკწიკი მესმის. სუნთქვას ვიკავებ.
ახლა ალექსი ალისტერს დაურეკავს? ჩემს ხმას აღუწერს, შემ-
დეგ კიმობილურის ნომრით მომაგნებენ? სამუშაო მაგიდაზე რამდე-
ნიმე წამით მობილურს ვაკვირდები ისეთი სიფრთხილით, თითქოს
მძინარე ცხოველი იყოს. ველოდები, როდის ამოიღებს ხმას. ნეკნებ-
ზე გულის დარტყმებს ვგრძნობ.
მობილური არც ხმას გამოსცემს და არც ვიბრაცია იგრძნობა. მო-
ბილურს მობილურობა სრულად აქვს დაკარგული. ჰეჰ.
ყურადღება მოიკრიბე.

60

ისევ სამზარეულოში ვარ. ფანჯარას წვიმის წვეთები ეცემა. ბო-


კალში „მერლოს“ ვისხამ და დიდ ყლუპად ვსვამ. ეს ნამდვილად
მჭირდებოდა.
ყურადღება მოიკრიბე.
რა შევიტყვე ჯერჯერობით? ალისტერი სამსახურებრივ და ოჯა-
ხურ ცხოვრებას ერთმანეთში არ ურევს. ეს საკმაოდ დამახასიათე-
ბელი თვისებაა დამნაშავისთვის, თუმცა მტკიცებულებად არასაკმა-
რისია. ასევე გავარკვიე, რომ ნიუ-იორკის ფილიალში გადასასვლე-
ლად სრულიად მზად იყო, უძრავი ქონებაც შეიძინა და ოჯახიც სამ-
ხრეთში გადაიყვანა, თუმცა... მერე მოხდა რაღაც, რამაც გეგმები
შეაცვლევინა.
რა მოხდა?

224
მაჟრჟოლებს. აქ უკვე ცივა. ბუხარს ვუახლოვდები, სახელურს
ვწევ და ცეცხლი მაშინვე აგიზგიზდება.
ჭიქით ხელში სავარძელში, ბალიშებს შორის ვჯდები და ხალათს
წელზე ვიხვევ. კარგი იქნებოდა ხალათი გამერეცხა. მეც შხაპს მივი-
ღებდი.
თითებს ჯიბეებში ვიწყობ, ისევ ვეხები ლიტლის ბარათს და ისევ
ხელს ვუშვებ.
საკუთარ თავს კვლავ ტელევიზორის ეკრანში ვაკვირდები. ვინ
არის ეს ქალი, ბალიშებს შორის ჩემი ხალათით რომ ჩამჯდარა? ნამ-
დვილ მოჩვენებას ვგავარ და თავსაც მოჩვენებად აღვიქვამ.
არა. ყურადღება მოიკრიბე. მორიგი სვლა. ჭიქას ყავის მაგიდაზე
ვდებ, იდაყვებით მუხლებს ვეყრდნობი.
და უეცრად ვხვდები, რომ შემდეგი სვლა აღარ მაქვს. შეუძლებე-
ლია დავამტკიცო ჯეინის – ჩემი ჯეინის არსებობა და კიდევ უფრო
შეუძლებელია მისი გაუჩინარების დამტკიცება. ან კიდევ უარესის...
სიკვდილის.
ვფიქრობ ეთანზე, რომელიც სახლშია გამოკეტილი.
კარგი ბიჭია.
თითები ნელ-ნელა თმაში მიცურდება. თავი ლაბორატორიის
თაგვი მგონია. პატარა არსება ერთი ბეწო თვალებით და თოკის
მსგავსი კუდით. მახსოვს, როგორ ვაგულიანებდით სტუდენტობის
პერიოდში, ვიცინოდით და ასეთ თაგვებზე ნაძლევებს ვდებდით.
ახლა აღარ ვიცინი. ახლა იმაზე ვფიქრობ, ხომ არ ჯობს მართლა
ლიტლს დავურეკო.
თუმცა, ვურეკავ ედს.
– რაო, გაგიჟდა უსაქმური?
ვხვნეში და ფეხებით ხალიჩას ვეხები. ჟალუზები სპეციალურად
ჩამოვწიე, რათა იმ ქალს არ დავენახე. ოთახში გალიის მსგავსად,
ზოლებად შემოდის სინათლე.
‒ თავს სრულიად უუნაროდ ვგრძნობ. ასე მგონია, ფილმის შემ-
დეგ ყველა წავიდა და მე კინოთეატრში მარტო დავრჩი. დავრჩი და
ვცდილობ გავარკვიო, რა მოხდა სინამდვილეში.

225
ეცინება.
– რა? სასაცილო რა არის?
– უბრალოდ, მართლა ეგრე დაგემართა. თითქოს კინოში ხარ.
– მართლა?
– მართლა.
– ბოლო დროს ხუმრობას ძნელად ვხვდები.
– კარგი, კარგი.
წინა ღამეზე არაფერი მითქვამს. ამის გაფიქრებაც კი მზარავს.
თუმცა, დეივიდის სახლში ნანახი საყურის, თვითმარქვია ქალის სა-
ტელეფონო ზარის და ალექსთან საუბრის შესახებ ყველაფერს მო-
ვუყევი.
– ეს ყველაფერი ფილმის სიუჟეტს ჰგავს, – ვიმეორებ მე. – მეგო-
ნა, უფრო შეშფოთებული იქნებოდი.
– რაზე?
– სულ მცირე, იმაზე მაინც, რომ ჩემს მდგმურს თავის საძინე-
ბელში გარდაცვლილი ქალის სამკაული აქვს.
– შენ ხომ არ იცი, რომ მისია.
– ვიცი. დარწმუნებული ვარ.
– ვერ იქნები. დარწმუნებული იმაშიც კი არ ხარ, რომ ეგ ქალი...
– რა?
– ხომ ხვდები.
– რას?
ახლა ის ამოიხვნეშავს.
– ცოცხალია.
– არ ვფიქრობ, რომ ცოცხალია.
– იმის თქმა მინდა, რომ დარწმუნებულიც არ ხარ, რომ ის საერ-
თოდ არსებობს. უფრო სწორად...
– მაგაშიც დარწმუნებული ვარ! ჰალუცინაციები არ მაქვს.
სიჩუმე. მისი სუნთქვის ხმა მესმის.
– არ ფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა პარანო...
სანამ სათქმელს დაასრულებდეს, ვაწყვეტინებ: – პარანოია არ
მაქვს! ეს ყველაფერი რეალურია.

226
სიჩუმე. ამჯერად აღარ მყვება.
როცა ლაპარაკს ვაგრძელებ ხმა მებზარება.
– ძალიან სამწუხაროა, როცა ჩემში ეჭვი შეგაქვს. ძალიან, ძალი-
ან სამწუხაროა, აქ რომ ვარ გამოკეტილი. ამ სახლში... ამ... – მსურს
დავამატო ხაფანგში-მეთქი, თუმცა სანამ სიტყვის წარმოთქმას მო-
ვასწრებდე, ედი მეჩრება:
– ვიცი.
– არ იცი.
– მაშინ, წარმომიდგენია. მისმინე, ანა, – აგრძელებს, სანამ შე-
წინააღმდეგებას მოვასწრებდე. – ბოლო ორი დღეა ზედმეტად იტ-
ვირთავ თავს. მთელი უქმეებია ამაზე ფიქრობ. ახლა ყველაფერს
ისიც დაემატა, რომ დეივიდი შესაძლოა რაღაცაში იყოს გარეული,
– ახველებს. – ამჩნევ, რომ თითზე იხვევ მოვლენებს? იქნებ ჯობდეს,
ამაღამ ფილმი ნახო, ან რამე წაიკითხო და ცოტა ადრე დაწვე? –
ისევ ჩახველება. – წამლებს დროულად იღებ?
არა.
– კი.
– ალკოჰოლთან ერთად ხომ არ სვამ?
რა თქმა უნდა.
– რა თქმა უნდა, არა.
პაუზა. ვერ ვხვდები, სჯერა თუ არა ჩემი.
– გინდა ლივის ელაპარაკო?
შვებით ამოვისუნთქე.
‒ მინდა. – მინაზე დაცემული წვიმის ხმას ყურს ვუგდებ. წამის
შემდეგ ოლივიას მსუბუქი და მხიარული ხმა გაისმის.
‒ დედიკო?
თავს უკეთ ვგრძნობ.
– გამარჯობა, საყვარელო.
– გამარჯობა.
– კარგად ხარ?
– კი.
– მენატრები.

227
– მმ.
– ეგ რას ნიშნავს?
– მე ვთქვი „მმ“.
– ანუ, „მეც მენატრები, დედიკო"?
– კი. მანდ რა ხდება?
– სად?
– ნიუ-იორკ სიტიში. – ყოველთვის ასე ოფიციალურად ეძახის
ხოლმე.
– ანუ, ჩვენს სახლში? – გული მიფრიალებს. ჩვენი სახლი.
– ხო, ჩვენს სახლში.
‒ ისეთი არაფერი. უბრალოდ, რაღაც გაუგებრობაა ჩვენს ახალ
მეზობლებთან.
შემდეგ ისევ ედის ხმა ისმის:
– მისმინე, ანა, ბოდიში შემოჭრისთვის, ბავშვო, მაგრამ თუ მარ-
თლა ღელავ დეივიდზე, უმჯობესია, პოლიციას დაუკავშირდე. იმი-
ტომ კი არა, რომ ის უეჭველად... გარეულია იმ ამბავში, მაგრამ ბო-
ლო-ბოლო კრიმინალური წარსული აქვს და არ შეიძლება საკუთა-
რი მდგმურის გეშინოდეს.
თავს ვაქნევ.
– ხო.
– კარგი?
ისევ თავს ვაქნევ.
– იმ პოლიციელის ნომერი ხომ გაქვს?
– ლიტლის. კი, მაქვს.
ჟალუზებს შორის ვიჭყიტები. პარკის მიღმა მოძრაობას ვამჩნევ.
რუხ სივრცეში თეთრი სხივი იკვეთება.
რასელების კარი გაიღო.
– კარგი, – ამბობს ედი, მაგრამ მე მას უკვე აღარ ვუსმენ.
როცა კარი იხურება, ქალი უკვე კიბესთან დგას. მუხლამდე სიგ-
რძის ალისფერი ქურთუკი აცვია, თავს ზემოთ კი ქოლგა აქვს გაშ-
ლილი, რომელიც შორიდან ნახევარმთვარეს მაგონებს. სამუშაო
მაგიდიდან კამერას ვიღებ და ვუმიზნებ.

228
– რა თქვი? – ვეკითხები ედს.
– ვთქვი, რომ მინდა, თავს მიხედო.
ისევ ჟალუზებს შორის ვიჭყიტები. მის ქოლგაზე წვიმის წვეთები
იღვრება და ვიზუალურად ეს ვარიკოზულ ვენებს მახსენებს. ობიექ-
ტივს მის სახეზე ვაახლოებ. თვალების ქვეშ შავი რგოლები ამჩნე-
ვია. როგორც ჩანს, არ უძინია.
იმ დროისთვის, როცა ედს ვემშვიდობები, ქალი თავისი მაღალი
ჩექმით უკვე კიბეზე ჩადის, ჯიბიდან მობილურს იღებს, ეკრანს აკ-
ვირდება, ისევ ჯიბეში იდებს და აღმოსავლეთით, ჩემი მიმართულე-
ბით ტრიალდება. ქოლგის ქვეშ მისი სახე თითქმის არ მოჩანს.
უნდა ველაპარაკო·

61

ახლა. სანამ მარტოა. სანამ ალისტერი ხელს არ შეგვიშლის. ახ-


ლა, სანამ ვენებში სისხლი მიდუღს.
ახლა.
დერეფანში ნაჩქარევად გავრბივარ და კიბეზე ვეშვები. არ უნდა
ვიფიქრო. თუ არ ვიფიქრებ, ამის გაკეთებას შევძლებ. – სიგიჟის
განსახიერებაა, ფოქს, – მახსენებდა ხოლმე უესლი, აინშტაინის პე-
რიფრაზს რომ აკეთებდა, – ერთი და იმავეს გამუდმებით კეთება და
ყოველ ჯერზე განსხვავებული შედეგის მოლოდინი. – ასეა რომ, უნ-
და შევწყვიტო ფიქრი და დავიწყო მოქმედება.
ცხადია, ასევე ვმოქმედებდი სამი დღის წინ და საბოლოოდ, თავი
საავადმყოფოს ლოგინზე ამოვყავი. ამ ყველაფრის ხელახლა ცდა
კი ნამდვილი სიგიჟეა.
ასეა თუ ისე, უნდა შევეგუო, რომ გიჟი ვარ და უკვე საკუთარ სახ-
ლშიც არ ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ.
სამზარეულოს იატაკზე ჩემი ფლოსტების ტკაპა-ტკუპის ხმა ისმ-

229
ის. სავარძელს სასწრაფოდ წრეს ვურტყამ, ყავის მაგიდიდან „ატი-
ვანის“ ფლაკონს ვაღებ, ათრთოლებული ხელებით სამ აბს ხელის
გულზე ვიგდებ და პირში ვიტენი. თავი მგონია ელისი, რომელმაც
ეს-ესაა მოსვა სითხე ფლაკონიდან წარწერით – „დამლიე“.
კარისკენ გავრბივარ. მუხლებზე ვემხობი და ქოლგას ვიღებ.
ფეხზე ვდგები, ვაჭერ ღილაკს და ქოლგას ვხსნი.
დერეფანში ვარ. კარის მინაზე წვიმის წყალი იღვრება.
ვსუნთქავ: ერთი, ორი. ქოლგას სახეზე ვიფარებ და ხელს კარის
სახელურისკენ ვაცეცებ. მთავარია ვისუნთქო. მთავარია არ გავჩერ-
დე.
არ ვჩერდები.
ხელით სახელურს ჩამოვწევ. თვალებს მაგრად ვხუჭავ და კარს
ვაღებ. ვგრძნობ გრილი ჰაერის ნაკადს. ქოლგა კარს აწვება და მე
კარის ჭრილში ვძვრები.
ახლა უკვე სიცივე მეკვრის გარს. მეხუტება. კიბეზე ვეშვები. ერ-
თი, ორი, სამი, ოთხი. ქოლგა ჰაერს გემივით მიაპობს. მე თვალებს
ვერ ვახელ, კანზე კი უკვე შემაწუხებელ სიცივეს ვგრძნობ. შემდეგ
ვეხები რაღაც მეტალის საგანს. ჭიშკარი უნდა იყოს. ხელს ვკიდებ,
ვაღებ და გარეთ გავდივარ. ფლოსტებით ბეტონის ზედაპირზე მივა-
ბიჯებ, მივუყვები ბორდიურს და უკვე თმასა და კანზე წვიმის ნემსი-
სებური წვეთების შეხებას ვგრძნობ.
უცნაურია: რამდენი თვეა ამ ქოლგის ექსპერიმენტს ვატარებთ
და არც მე და, როგორც ჩანს, არც დოქტორ ფილდინგს, თავში აზ-
რად არ მოგვსვლია, თვალები დამეხუჭა. მართალია, გარე სამყა-
როს სრულიად შევიგრძნობ კანით და სურნელით, მახსოვს რომ
ჩემს თავზე ოკეანესავით ზეცაა გადაჭიმული, მაგრამ თვალებდახუ-
ჭული თავს მაინც უკეთ ვგრძნობ. თან ვფიქრობ ჩემს სახლზე, ჩემს
კაბინეტზე, სამზარეულოზე, სავარძელზე, კატაზე, კომპიუტერსა და
ფოტოებზე.
მარცხნივ ვუხვევ. აღმოსავლეთით.ბრმად მივუყვები ბორდიურს.
თვალები უნდა გავახილო, დავინახო, საით მივდივარ.სხვა გზა
არაა. ფრთხილად ვახელ ცალ თვალს. წამწამები ნელა სცილდება

230
ერთმანეთს და წამით თითქმის ბოლომდე ვჩერდები. თვალები მიშ-
ტერებული მაქვს ქოლგის ცენტრზე: ოთხი შავი კვადრატი და ოთხი
თეთრი ზოლი. წარმოვიდგენ, რომ ეს ფიგურები ენერგიითაა დამუხ-
ტული და სითბოს ასხივებს, რომელიც ჩემი სისხლის მოძრაობის
რიტმს ემთხვევა. აბა, ყურადღებით. ერთი, ორი, სამი, ოთხი.
ქოლგას რამდენიმე გრადუსით გვერდზე ვხრი. შემდეგ კიდევ
რამდენიმე გრადუსს ვამატებ და ვამჩნევ ალისფერ ქურთუკს, შავ
ჩექმასა და ნახევარმთვარისებურ ქოლგას. ჩვენ შორის ბორდიურ-
ზე წვიმის წყალი მიედინება.
რას ვიზამ, ჩემგან რომ გაბრუნდეს?
მაგრამ, ასე არ ხდება. ქოლგას ვიფარებ და წინ ისევ თვალებდა-
ხუჭული მივიწევ. ძლივს მივაჩოჩებ ფეხებს, მთელი სხეული მიკან-
კალებს, ზურგზე ოფლი მდის. ვბედავ და ქოლგის მიღმა კიდევ ერ-
თხელ ვიხედები. სადღაც უჩინარდება. ბოლოს თვალი წმინდა დიმ-
ფნას ტაძართან მოვკარი. წითელაგურებიანი შენობის ფანჯრები
აჭედილია. შემდეგ მარჯვნივ ვიხედები, წყვდიადში ჩაძირულ ქუჩას
თვალს შევავლებ და ადგილზე ვშეშდები. მანქანა ჩამივლის. თვა-
ლებს მაგრად ვხუჭავ.
როცა ვახელ, მანქანა აღარსად ჩანს, ხოლო როცა ბორდიურზე
სვლას განვაგრძობ, ქალი იკარგება.
გაქრა. საკმაოდ შორს ვიხედები, მაგრამ არსად ჩანს. ეს როგორ
შეიძლება? კვარტალის ბოლომდე არ მისულა და სად წავიდოდა?
ვგრძნობ, რომ თვალები მიმძიმდება, მუხლები მეკვეთება და მთე-
ლი სხეულით ძირს ვეშვები. თითქოს ასფალტში ვიძირები. ხალათს
ძირს მივათრევ, თმა ზურგზე მეკრობა, ქოლგა კი უაზროდ მიჭირავს.
თუმცა შემდეგ გონებაში აქაურობის რუკას წარმოვიდგენ, თან
თვალწინ ქალის ფართო მხრები და ზურგი მიდგას. მახსენდება, რო-
გორ იდგა ჯეინი ჩემს სამზარეულოში. მოიცა, რა დგას წითელი სახ-
ლის შემდეგ? სწორია, ანტიკვარიატის მაღაზია. მის გვერდით კი...
კაფე. რა თქმა უნდა, ის კაფეში იჯდება. თავს ზევით ვწევ, სახეს ცას
ვუშვერ, ფეხებს ძალას ვატან და ვცდილობ ნელ–ნელა წამოვიწიო.
ქოლგის სახელურს მთელი ძალით ვებღაუჭები. ცოტაც, ცოტაც და

231
გავიმართები. ვგრძნობ, როგორ მისუფთავებს „ატივანი“ ვენებს,
თითქოს დიდი ხნის გამოუყენებელ შლანგში გაშვებული წყალი
იყოს. ერთი. ორი. სამი. ოთხი. წინ მივიწევ. ჯერ ერთ ნაბიჯს ვდგამ,
წამის შემდეგ კი მას მეორეც მიჰყვება. დაუჯერებელია. მე ამას ვა-
ხერხებ. ახლა მანქანების ხმა უფრო ახლოდან და უფრო ხმამაღლა
მესმის.ქოლგის ცენტრს ვაკვირდები, მთელ მზერას ის მიფარავს.
შემდეგ უეცრად რაღაცას ვეჯახები.
– უჰ, მაპატიეთ.
როგორც ჩანს, ვიღაცას ან რაღაცას შევეჯახე. ლურჯ ჯინსის შარ-
ვალს და ქურთუკს მოვკარი თვალი, მინაში საკუთარ ანარეკლს ვხე-
დავ. აჩეჩილი თმა, სველი სახე, კუბოკრული ქოლგა. მინის მეორე
მხარეს კი ვხედავ ქალს. მე კაფეს წინ ვდგავარ.
ვაკვირდები. მზერა ოდნავ მებინდება. ზემოდან ტენტია გადმო-
ფარებული. თვალებს ვხუჭავ და ისევ ვახელ. შესასვლელი ჩემ წინ
არის. თითები მიკანკალებს, თუმცა სანამ სახელურს ხელს მოვკი-
დებდე, კარს შიგნიდან ვიღაც ბიჭი აღებს და გამოდის. ვცნობ, ტაკე-
დების ბიჭია, ბოლოს ერთი წლის წინ ვნახე. ეს ახლოდან, თორემ
ცხადია, ობიექტივში მერეც მინახავს. გაზრდილა – უფრო მაღალია,
ლოყებსა და ნიკაპზე კი მუქი წვერი ამოსვლია. საოცრად სასიამოვ-
ნო ბავშვურ სითბოს ასხივებს, როგორც ლივი და ეთანიც. ბიჭი – უფ-
რო სწორად, ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ვერ მცნობს –
მაწანწალას ვგავარ და საკუთარ თავს მეც ძლივს ვცნობ – თუმცა,
მაინც თავაზიანად მექცევა. ბებოლიზი იტყოდა, რომ ის ნამდვილად
კარგად არის აღზრდილი.
მის გვერდით ჩავივლი და კაფეში შევაბიჯებ. ნელ-ნელა წარსუ-
ლის მოგონებები ცოცხლდება. აქ კვირაში რამდენჯერმე შემოვდი-
ოდი, როცა სახლში ყავის მოდუღებას ვერ ვასწრებდი ხოლმე. კარგ
მაგარ ყავას აკეთებდნენ და ალბათ, ახლაც ასეა. საერთოდ, აქაური
ატმოსფერო ძალიან მომწონდა. აქა-იქ ინტერიერს ვაკვირდები:
გაბზარული სარკე, რომელზეც მარკერით მენიუს აწერენ, ბარის მა-
გიდა ოლიმპიური რგოლების მსგავსი ლაქებით, დინამიკები ძვე-
ლებური სიმღერებით.

232
– მოკრძალებული mise-en-scène – თქვა ედმა, როცა აქ პირვე-
ლად მოვიყვანე.
– მაგ ორი სიტყვის ერთ წინადადებაში თქმა არ გამოდის, – ვუთ-
ხარი მე.
– მაშინ, უბრალოდ მოკრძალებული.
და უცვლელიც. დამამძიმა საავადმყოფოს პალატამ, მაგრამ აქ
სხვაგვარად ვგრძნობ თავს. ეს ნაცნობი ადგილია. წამწამებს ვაფა-
ხულებ, ვათვალიერებ კლიენტებს და თვალს მენიუსკენ ვაპარებ.
ერთი ჭიქა ყავა ახლა ორი დოლარი და ოთხმოცდათხუთმეტი ცენტი
ღირს. ბოლოს, ჩემი აქ ყოფნისას, ორმოცდაათი ცენტით იაფი იყო.
დამპალი ინფლაცია.
ქოლგა დაბლა დავუშვი და მუხლებზე შემეხო. რამდენი ხანია
არსად ვყოფილვარ. რამდენი ხანია აღარ მიგრძნია, აღარ გამიგია
ეს ყველაფერი: ადამიანთა სხეულების სითბო, წინა ათწლეულის
პოპმუსიკა, დაფქული მარცვლების სურნელი. მთელი ეს სცენა, ოქ-
როსფერი ნათების ქვეშ, ნელი მოძრაობით თამაშდება. წამით თვა-
ლებს ვხუჭავ, ღრმად ჩავისუნთქავ და ვიხსენებ. ვიხსენებ, როგორ
ვმოძრაობდი, როგორ შემოვდიოდი ამ კაფეში ზამთარში ქურთუკში
გახვეული, ზაფხულში კი საზაფხულო სამოსით, მუხლებთან მოფ-
რიალე ქვედაკაბით. მახსენდება ადამიანებთან კონტაქტი, მათთან
გაღიმება და საუბარი.
როცა თვალებს ვახელ, ფერები იცვლება. მე დაბინდულ ოთახში,
წვიმით დასველებული ფანჯრის გვერდით ვდგავარ და გული აჩქა-
რებით მიცემს.
ალისფერი ნაპერწკალი ახლა დახლთან ანთია. ქალი ფუნთუ-
შებს აკვირდება. ნიკაპს ოდნავ ზევით სწევს, მინაში საკუთარ თავს
ამჩნევს და თმას ისწორებს.
ვუახლოვდები. ვგრძნობ მზერას – მისას არა, სხვა მომხმარებ-
ლებისას. ხალხით სავსე კაფეში ქალი აბაზანის ხალათში ქოლგას
მოათრევს. ისევ წინ მივდივარ და ქალის უკან ვდგები.
ისე ახლოსაა, რომ შემიძლია ოდნავ წინ წავიწიო, ხელი გავშა-
ლო, თმაში ჩავავლო და მოვქაჩო.

233
ამ დროს ოდნავ გვერდით იწევა, ჯიბიდან უშველებელ „აიფონს“
იღებს და ეკრანზე თითებს უკაკუნებს. ალბათ, ალისტერს სწერს.
– უკაცრავად? – ეუბნება ბარისტა.
ქალი კვლავ მობილურს ჩასჩერებია.
– უკაცრავად?
ახლა კი... რას ვაკეთებ? ოდნავ ვახველებ და ვლულღლუღებ:
– თქვენი ჯერია.
ჩერდება, ჩემი მიმართულებით თავს აქნევს და ამბობს:
‒ უჰ, – შემდეგ დახლთან მდგომ კაცს უბრუნდება. – უცხიმო ლა-
ტე, გეთაყვა. საშუალო ჭიქაში.
ჩემთვის არც კი შემოუხედავს. საკუთარ თავს სარკეში ვუყურებ.
მოჩვენებასავით, შურისძიების ანგელოზივით ვდგავარ. მე აქ მას
მოვაკითხე.
– საშუალო უცხიმო ლატე. არაფერს მიირთმევთ?
სარკეში მის ვიწრო ტუჩებს ვაკვირდები, რომლებიც არაფრით
ჰგავს ჯეინისას. შინაგანად მცირედი ბრაზი მიპყრობს, რომელიც
ჩემს ტვინამდე აღწევს.
– არა, – პასუხობს წამის შემდეგ და ფართოდ იღიმის. – ასე ჯობს.
ჩვენუკან ვიღაც იატაკზე სკამსხმაურიანად გამოსწევს. კარისკენ
ოთხი ადამიანი მიდის. მე მათკენ ვტრიალდები.
ბარისტა მჭექარე ხმით წარმოთქვამს:
– თქვენი სახელი?
სწორედ ამ მომენტში იხედება ქალი სარკეში. მხრები ეძაბება,
ღიმილი ქრება.
წამიერად დრო ჩერდება, ყველაფერი იმას ჰგავს, თითქოს გზი-
დან გადავარდნილი ხევისკენ ეშვები.
და ისე, რომ ჩემკენ არ მოიხედავს და თან სარკეს მზერას არ აცი-
ლებს, ჩვეული ხმის ტემბრით ამბობს:
– ჯეინი.
– ჯეინი.
ამ სახელს მანამდე წარმოვთქვამ, ვიდრე საკუთარი თავის შეჩე-
რებას შევძლებდე. ქალი ჩემკენ ტრიალდება და მაკვირდება.

234
‒ აქ თქვენს ნახვას არ ველოდი. – ისეთივე უემოციო ხმა აქვს,
როგორიც თვალები. ამავდროულად, აქვს ცივი, შეურიგებელი მზე-
რა. მინდა ვთქვა, რომ თავადაც გაკვირვებული ვარ ჩემი აქ ყოფნით,
თუმცა სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
– მეგონა... უარესი მდგომარეობა გქონდათ, – განაგრძობს თა-
ვად.
მე თავს ვაქნევ და ისიც აღარაფერს ამატებს.
ისევ ვახველებ. – სად არის ის და ვინ ხარ შენ? – მინდა ვკითხო.
– სად არის ის და ვინ ხარ შენ? – ჩემ ირგვლივ მრავალი ხმა ისმის,
ეს სიტყვები კი თავში მიტრიალებს.
– რა?
– ვინ ხარ? – ესეც ასე.
– ჯეინი, – თუმცა, ეს მისი კი არა, ბარისტას ხმაა, რომელიც დახ-
ლის მეორე ბოლოდან ისმის. – უცხიმო ლატე ჯეინს!
ქალი ისევ მე მაკვირდება. ისე მიყურებს, თითქოს ელოდება რო-
დის ავფეთქდები. მე კარგი რეპუტაციის ფსიქოლოგი ვარ, – შემიძ-
ლია ვუთხრა. უმჯობესია ვუთხრა. – შენ კი მატყუარა და თაღლითი
ხარ.
‒ ჯეინ? ‒ უკვე მესამედ იძახის ბარისტა. – თქვენი ლატე.
ქალი ტრიალდება, ქაღალდის ჭიქაში ჩამოსხმულ ყავას არ-
თმევს და ისევ მე მომმართავს.
– თქვენ კარგად იცით, ვინ ვარ მე.
მე თავს ვაქნევ
– მე ვიცნობ ჯეინს. შევხვედრივარ. თავის სახლშიც მინახავს. –
შერყეული, მაგრამ გასაგები ხმა მაქვს.
– ის ჩემი სახლია და შენ იქ არავინ გინახავს.
– ვნახე.
– არა, – ამბობს ქალი.
– მე...
– როგორც გავიგე, სვამ და თან წამლებზე ხარ. – უკვე მოძრა-
ობს, ძუ ლომივით ჩემ ირგვლივ წრეზე დადის. მეც ნელ-ნელა ვტრი-
ალებ. ჩვენ ირგვლივ აღარავინ ლაპარაკობს. თვალის კუთხით ტაკ-

235
ედას ბიჭს ვხედავ, რომელიც ისევ კაფის კართან დგას.
– შენ ჩემს სახლს უთვალთვალებ. მე მითვალთვალებ.
ისევ ნელი, სულელური მოძრაობით ვაქნევ თავს.
– ეს უნდა შეწყდეს. ასე ცხოვრება შეუძლებელია. შენთვის შეიძ-
ლება ეს ნორმალურია, მაგრამ ჩვენთვის არა.
– უბრალოდ მითხარი, სად არის, – ვჩურჩულებ მე.
უკვე ერთი სრული წრე შევკარით.
– არ ვიცი, ვის ან რას გულისხმობ. იცოდე, პოლიციაში დავრე-
კავ. – გვერდს მიქცევს, მხარზე მხრით მეჯახება და სარკეში ვხედავ,
როგორ გადის კაფედან.
ისმის ზარის ხმა, იღება კარი და დახურვისას ისევ ჟღარუნი ის-
მის.
ადგილიდან არ ვიძვრი. ოთახში სიჩუმე სუფევს. ჩემი ქოლგისკენ
ვიხედები.
თვალებს ვხუჭავ. თითქოს გარე სამყარო ჩემში შემოღწევას
ცდილობს. სრულიად დაცარიელებული ვარ. თან, ვერც ამჯერად გა-
ვიგე რამე.
გარდა ერთისა: ის არ მეკამათებოდა. ყოველ შემთხვევაში, კი-
დევ სხვა რაღაცას მაგრძნობინებდა.
ვფიქრობ, რაღაცას მთხოვდა.

62

– დოქტორო ფოქს?
ჩუმად მეძახის ვიღაც ჩემ უკან. იდაყვზე კი თავაზიანად მეხება ხე-
ლი. თვალებს ოდნავ ვახელ.
– დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
დახმარება? სახლიდან რამდენიმე ასეულ იარდზე ვარ, შუა კაფე-
ში აბაზანის ხალათით ვდგავარ და თვალები მაგრად მაქვს დახუჭუ-
ლი. არა, დახმარება ნამდვილად მჭირდება.

236
თითებს უფრო მაგრად მიჭერს.
– მოდი, წავიდეთ, – ამბობს ბიჭი.
კაფის ბოლოსკენ მივყავარ. ქოლგას იატაკზე მივათრევ. ირ-
გვლივ უცხო ხალხის საუბრები გაისმის.
შემდეგ ისმის ზარის ჟღარუნი, ბიჭი ზურგზე ნაზად მკიდებს ხელს
და კაფედან გავყავარ.
გარეთ კარგი ამინდია, არ წვიმს. ვგრძნობ, როგორ მართმევს
ქოლგას, მაგრამ ვეწინააღმდეგები და ჩემთვის ვიტოვებ.
ხელს იდაყვზე მკიდებს.
– მოდი, სახლამდე გაგაცილებთ, – ამბობს ის.
სანამ მივდივართ, ხელი მჭიდროდ აქვს ჩავლებული ჩემს
მკლავზე. მეჩვენება, რომ წნევის აპარატი მიკეთია. რა უცნაურია
ასე, ხელჩაკიდებული სიარული, თავი მოხუცი მგონია. მინდა თვა-
ლები გავახილო და ბიჭის სახეს შევხედო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.
ტაკედას ბიჭი ჩემს ნაბიჯს მოჰყვება. ფეხებქვეშ ფოთლების შრიალი
ისმის, ზემოდან ხიდან ჩამოწვეთებულ წვიმის წვეთებს ვგრძნობ. ნე-
ტავ, ის თვითმარქვია ჩვენ წინ მიდის? წარმოვიდგენ როგორ ტრი-
ალდება და ხედავს, რომ უკან მივყვები.
შემდეგ კი:
– ჩემმა მშობლებმა მომიყვნენ რაც შეგემთხვათ, – მეუბნება ბი-
ჭი. – ძალიან ვწუხვარ.
თვალებდახუჭული თავს ვუქნევ. გზას ვაგრძელებთ.
– დიდი ხანია სახლში ხართ, არა?
გასაკვირია, მაგრამ ბოლო პერიოდში უკვე აღარ, თუმცა მაინც
თავს ვუკრავ.
– აი, თითქმის მოვედით.
გული სიხარულით მიფრიალებს.
მუხლზე რაღაც მეჯახება. ეს მისი ქოლგაა, რომელიც მკლავზე
აქვს ჩამოკიდებული.
– ბოდიში, – ამბობს, მე კი პასუხს არ ვცემ.
ბოლოს როდის ველაპარაკე? ჰელოუინზე მის სახლთან მე, ედი
და ოლივია მივედით. ოლივიას სახანძრო მანქანის ფორმა ეცვა.მა-

237
ხსოვს, კოსტიუმი შეუქო, ზურგჩანთაში ტკბილეული ჩაუყარა და
მოგვილოცა. რა კარგი ბიჭია.
ახლა კი, თორმეტი თვის შემდეგ, აგერ, სააბაზანოს ხალათში გა-
მოწყობილი და თვალებდახუჭული სახლისკენ მივყავარ.
კარგი ბიჭია.
ამაზე კი ერთი რამ მახსენდება:
– რასელებს იცნობ? – ოდნავ სუსტი, მაგრამ აღქმადი ხმა მაქვს.
ჩერდება. ალბათ, უკვირს, რომ ხმა ამოვიღე.
– რასელებს?
ვფიქრობ, პასუხი უკვე გასაგებია, თუმცა კიდევ ერთხელ ვცდი:
– ქუჩის გადაღმა რომ ცხოვრობენ.
– აჰ, – ამბობს ის. – ახალი მეზობლები. არ ვიცნობ. დედა მათ-
თან სტუმრობას აპირებდა, თუმცა მგონი ჯერ არ ყოფილა.
ისევ ავაცილე.
– აი, მოვედით, – ამბობს და ნაზად მივყავარ მარჯვნივ.
ქოლგას ზევით ვწევ, ვიფარებ და თვალებს სულ ოდნავ ვახელ.
ვხედავ ჩემს ჭიშკარს და სახლს. მათრთოლებს.
ისევ ის ლაპარაკობს.
– კარი ღიაა.
სწორია. კარი ხომ თავად გავაღე. აქედან თავისუფლად მოჩანს
ნათურებით განათებული მისაღები, რომელიც სახლს გარედან ოქ-
როსფერი კბილივით ამჩნევია.
– თქვენ გააღეთ?
თავს ვუკრავ.
– კეთილი. – ახლა ხელს მხარზე მკიდებს და ფრთხილად მივყა-
ვარ წინ.
– რას აკეთებთ?
ეს მისი ხმა არაა. ტაკედა ხელს მიშვებს. მე ძალაუნებურად თვა-
ლებს ვახელ.
ჩვენ პირდაპირ, დიდი ზომის სვიტერში მდგომი, გაფითრებული
ეთანი დგას, რომელიც კოპებშეკრული გვიყურებს, ჯიბეებში კი თი-
თებს ნერვიულად ათამაშებს.

238
მესმის, როგორ ვლუღლუღებ მის სახელს.
ტაკედების ბიჭი ჩემკენ ტრიალდება:
– იცნობთ ერთმანეთს?
– რას აკეთებთ? – იმეორებს ეთანი და წინ მოიწევს. – სახლიდან
არ უნდა გამოხვიდეთ.
ეგ შენმა ვითომ-დედიკომ გითხრა, არა? – ვფიქრობ მე.
– კარგად არის? – კითხულობს ის.
– მგონი კი, – პასუხობს ტაკედების ბიჭი. უეცრად არსაიდან მახ-
სენდება, რომ მას ნიკი ჰქვია.
ორივეს ვაკვირდები. ტოლები უნდა იყვნენ. ისეთ ასაკში არიან,
როცა უკვე სრულყოფილად ყალიბდება ადამიანის ორგანიზმი. ნი-
კისგან განსხვავებით, ეთანი უფრო სუსტი, მხრებჩამოყრილია და
მის გვერდით მართლა ბავშვს ჰგავს. აქვე საკუთარ თავს ვახსენებ,
რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია.
– შეიძლება... შეიძლება შიგნით მე შევიყვანო? – კითხულობს და
მიყურებს.
ნიკიც ასევე იქცევა. მე თავს ვაქნევ.
– მგონი ჰო.
ეთანი კიდევ ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ზურგზე ხელს მა-
დებს. აქეთ-იქიდან ისე მიდგანან, ჩემს ფრთებსემსგავსებიან.
– თუ წინააღმდეგი არ ხართ, – ამატებს ეთანი,
პირდაპირ თვალებში, ღია ლურჯ თვალებში ვუყურებ.
– კი, – ვაყოლებ სუნთქვას.
ნიკი ხელს მიშვებს და უკან იხევს. სანამ ხმის ამოღებასმოვახერ-
ხებ, მხოლოდ ტუჩებს ვაძლევ შესაბამის ფორმას.
– არაფრის, – ამბობს ბიჭი, შემდეგ ეთანისკენ ტრიალდება, –
ვფიქრობ, შოკი ჰქონდა. ალბათ, წყალი მოუხდებოდა. – და ქუჩის-
კენ იხედება. – გინდათ მოგვიანებით დაგხედოთ? – მე თავს ვაქნევ.
ეთანი მხრებს იჩეჩს.
– შეიძლება. ვნახოთ.
– კარგი, – ამბობს ნიკი და ხელს მიქნევს. – კარგად, დოქტორო
ფოქს.

239
როგორც კი ზურგს გვაქცევს, ძლიერი წვიმა იწყება. გვასველებს
და ქოლგიდან შხეფები ისხმევა.
‒ მოდი, შევიდეთ, – ამბობს ეთანი.

63

ბუხარში ცეცხლი ისე გიზგიზებს, თითქოს ახალი შენთებული


იყოს. წამოსვლისას არ ჩამიქრია. რა უპასუხისმგებლობაა.
მიუხედავად ნოემბრის ორპირი ქარისა, სახლში მაინც თბილა.
როცა უკვე მისაღებ ოთახში ვართ, ეთანი ხელიდან ქოლგას მარ-
თმევს, კეცავს და კუთხეში აყუდებს. მე კი ამასობაში ცეცხლის ნათე-
ბის ფონზე მივბობღავ და იატაკზე მუხლებით ვემხობი.
წამიერად ვითიშები. შემდეგ ჯერ ცეცხლის, შემდეგ კი საკუთარი
სუნთქვის ხმა მესმის. ვგრძნობ, როგორ მიყურებს.
ბაბუის საათი ენერგიას იკრებს და ზარს სამჯერ რეკს.
შემდეგ ეთანი სამზარეულოში გადის, ონკანთან ჭიქას წყლით ავ-
სებს, მიახლოვდება და ჩემ გვერდით დგამს.
ახლა უკვე ღრმად და თანაბრად ვსუნთქავ. მესმის ჭიქის ქვის ზე-
დაპირზე შეხების ხმა.
– რატომ მოიტყუე? – ვეკითხები მე.
პაუზა. ცეცხლის ალს ვაკვირდები და მის პასუხს ველი.
ნაცვლად ამისა, მესმის, როგორ მოუსვენრობს ერთ ადგილზე.
ზემოდან დამყურებს. სახე ბუხრის ფონზე ასწითლებია.
– რას გულისხმობთ? – ამბობს და ტერფებს დაჰყურებს.
მე თავს ვაქნევ.
– კარგად, იცი რასაც.
კიდევ ერთი პაუზა. თვალებს ხუჭავს, წამწამებს ხრის და ამ მო-
მენტში ძალიან, ბუნებრივზე უფრო ბავშვური მეჩვენება.
– ვინ არის ის ქალი? – არ ვეშვები მე.

240
– დედაჩემი, – ამბობს დაბალი ხმით.
– მე დედაშენს შევხვედრივარ.
– არა, თქვენ.. რაღაც გეშლებათ. – ახლა ის აქნევს თავს. – არ
იცით, რას ლაპარაკობთ. ასე მითხრა... – და ჩერდება. – მამამ.

მამამ. ძალებს ვიკრებ, ხელებით იატაკს ვაწვები და ნელ-ნელა


ფეხზე ვდგები.
– ყველა მაგას მეუბნება, – ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. – ჩემი მე-
გობრები და ჩემი ქმარიც კი, თუმცა მე ვიცი, რაც დავინახე.
– მამა ამბობს, რომ გიჟი ხართ.
ამაზე არაფერს ვპასუხობ.
ოდნავ უკან იხევს.
– უნდა წავიდე. ჩემი აქ ყოფნა არ შეიძლება.
ერთი ნაბიჯით წინ ვიწევი.
– სად არის დედაშენი?
არაფერს ამბობს, მხოლოდ გაფართოებული თვალებით მიყუ-
რებს. პაციენტს დელიკატურად მიუდექით, – გვახსენებდა ხოლმე
უესლი, თუმცა მე კარგა ხანია, გავცდი ამ ზღვარს.
– ის მკვდარია?
არანაირი ემოცია. მხოლოდ მის თვალებში არეკლილ ცეცხლის
ენებს ვხედავ.
შემდეგ მისი ტუჩები ფორმას იძენს, მაგრამ არაფერი მესმის.
– რა? – წინ ვიხრები, რომ მისი ჩურჩული გავიგონო,
‒ მეშინია.
და სანამ რამის თქმას მოვასწრებდე, ის უკვე კარისკენ გარბის,
ფართოდ აღებს, გარბის და მის უკან კარი მძიმედ და ხმაურით იკე-
ტება.
მე ბუხრის წინ ვრჩები. წინიდან სიმხურვალეს, ზურგიდან კი სი-
ცივეს ვგრძნობ.

241
64

კარის დახურვის შემდეგ ჭიქას ვიღებ და შიგთავსს ნიჟარაში


ვცლი. შემდეგ „მერლოს“ ბოთლს ვიღებ და ჭიქის კიდეზე ოდნავი
შეხებით ღვინოს ვასხამ. ხელები ჯერ ისევ მითრთის.
ბევრს ვსვამ და ბევრს ვფიქრობ. სრულიად გამოფიტული და ძა-
ლაგამოცლილი ვარ, თუმცა ვგრძნობ შვებასაც ‒ მე გარეთ გავაღ-
წიე და ცოცხალი დავრჩი. ნეტავ, ამის შესახებ დოქტორ ფილდინგს
უნდა მოვუყვე? საერთოდ, მისთვის რისი მოყოლა ღირს? იქნებ
არაფრის? ვიღუშები.
გარდა ამისა, ახლა უფრო მეტი ვიცი ვიდრე მანამდე. ქალი პანი-
კაშია, ეთანი შეშინებული, ჯეინი კი... ჯეინის შესახებ არაფერი ვიცი.
სამაგიეროდ, ეს ყველაფერი ბევრად მეტია ვიდრე ის, რაც აქამდე
ვიცოდი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს პაიკი მომეკლას. მე გონიერი
მანქანა ვარ
ისევ ღვინოს ვსვამ. ამავდროულად, მე მსმელი მანქანაც ვარ.
ვსვამ მანამ, სანამ ნერვები არ მიწყნარდება. ბაბუის საათი ერთი
საათის გასვლას მატყობინებს. ვენებში ღვინის მოძრაობას
ვგრძნობ, რომელიც მაგრილებს და მაძლიერებს. შემდეგ მეორე
სართულისკენ მივლოღავ. კიბის თავთან კატას ვამჩნევ. ისიც მამ-
ჩნევს და კაბინეტისკენ მიიზლაზნება. მე უკან მივყვები.
სამუშაო მაგიდაზე ჩემი მობილური ანათებს. ნომერს ვერ ვცნობ.
ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და მესამე ზარის შემდეგ ეკრანს თითს ვუსვამ.
– დოქტორო ფოქს, – ისმის ბოხი ხმა. – დეტექტივი ლიტლი ვარ.
გახსოვთ, პარასკევს შემხვდით?
პაუზას ვიღებ, შემდეგ მაგიდასთან ვჯდები და ჭიქას გვერდით
ვწევ.
– დიახ, მახსოვხართ.
– კარგი, კარგი, – უეცრად ნასიამოვნები ხმა აქვს. წარმოვიდგენ
როგორ გადაწვება საზურგეზე და კეფის ქვეშ ცალ ხელს ამოიდებს.
– როგორ ბრძანდებით, ექიმო?
– მადლობა, კარგად.

242
– მეგონა შემეხმიანებოდით.
არაფერს ვპასუხობ.
– თქვენი ნომერი „მორნინგსაიდში“ მომცეს. მინდოდა მომეკით-
ხეთ. ხომ კარგად ხართ?
წეღან არ ვუთხარი?
– დიახ, მადლობა.
– კარგი, კარგი. ოჯახში ხომ კარგად?
– ყველა კარგადაა.
– კეთილი, კეთილი. – ნეტავ სადამდე მიჰყავს ეს საუბარი?
შემდეგ უეცრად ხმის ტემბრი ეცვლება.
– რაღაც მინდოდა მეთქვა: პოლიციაში ცოტა ხნის წინ თქვენმა
მეზობელმა დაგვირეკა.
რა თქმა უნდა. კახპა. ხომ გამაფრთხილა? სიტყვაზე „კახპა“ ჩემ
წინ მდგარ ჭიქას ვიღებ.
– თქვა, რომ თქვენს კვარტალში, კაფეში უთვალთვალებდით. –
ელოდება, რას ვეტყვი, მაგრამ ხმას არ ვიღებ. – ალბათ, გარეთ უმი-
ზეზოდ არ გახვიდოდით და არც მასთან შეხვედრა იქნებოდა დამ-
თხვევა, არა?
მიუხედავად ყველაფრისა, თითქმის ვიღიმი.
‒ ვიცი, რომ მძიმე პერიოდი გაქვთ, ეს კვირა კი განსაკუთრებით
რთული გამოდგა. – ვგრძნობ, როგორ ვუქნევ თავს. საკმაოდ დამ-
ყოლი მოსაუბრეა. მისგან კარგი ფსიქოანალიტიკოსი დადგებოდა.
– თუმცა, ამგვარი მოქცევა არავისზე, მათ შორის, არც თქვენზე, სა-
სიკეთოდ არ იმოქმედებს.
ჯერ მისი სახელი არ უხსენებია. ასე გააგრძელებს?
– იმან, რაც თქვენ პარასკევს თქვით, რამდენიმე ადამიანს ძალი-
ან დასწყვიტა გული. ჩვენ შორის დარჩეს და, ერთ-ერთი მათგანი მი-
სის რასელი იყო. – აჰა, თქვა, – რომელიც ძალიან აღელვებული
ჩანს.
დიდი ამბავი, თავს გარდაცვლილ ქალად წარმოაჩენს და აღარც
უნდა აღელდეს?
– და დიდად არც მის შვილს გახარებია.

243
პირს ვაღებ:
– მე ვთქვი, რომ...
– სწორედ ამიტომ... – ჩუმდება. – ბატონო?
ტუჩს ვიკვნეტ.
– არაფერი.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახ.
ოდნავ ფრუტუნებს.
‒ მინდოდა მეთხოვა, რომ დამშვიდდეთ. კარგია, რომ გარეთ
გასვლა შეძელით. – ხუმრობს? – კატა როგორ არის? ისევ მძიმე ხა-
სიათი აქვს?
არ ვპასუხობ, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ აწუხებს.
– და თქვენი მდგმური?
ტუჩზე ვიკვნეტ. მახსენდება სარდაფის კართან მიყუდებული კიბე
და საყურე, რომელიც დეივიდის საძინებელში ვნახე.
‒ დეტექტივო, – ტელეფონს თითებს ვუჭერ. – მართლა არ გჯე-
რათ ჩემი?
დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ ღრმა და მრავლისმთქმელი ამოხვნე-
შა მესმის.
– დოქტორო ფოქს, ვწუხვარ, მაგრამ თქვენ გჯერათ ის, რაც
თქვენი აზრით, დაინახეთ. მე, უბრალოდ, არ შემიძლია...
სხვას არც ველოდი. კეთილი.
– იცით, თუ ვინმესთან დალაპარაკება მოგინდეთ, ჩვენ რამდენი-
მე კარგი კონსულტანტი გვყავს, რომლებსაც შეუძლიათ დაგეხმა-
რონ ან, უბრალოდ, მოგისმინონ.
– მადლობა, დეტექტივო. – მტკიცე ხმა მაქვს.
ისევ სიჩუმე.
– უბრალოდ, ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ, კარგი?
მისის რასელს ჩვენი საუბრის შესახებ შევატყობინებ.
უეცრად მაკანკალებს და ტელეფონს მაშინვე ვთიშავ.

244
65

ღვინოს ვსვამ, მობილურს ხელს დავავლებ და დერეფანში გავ-


დივარ. მსურს დავივიწყო ლიტლი და დავივიწყო რასელები.
„აგორას“ შევამოწმებ. ჩავდივარ კიბეზე, ჭიქას სამზარეულოს
ნიჟარაში ვდებ, შემდეგ მისაღებში გავდივარ და ტელეფონის ეკრან-
ზე პაროლი შემყავს.
პაროლი არასწორია.
ვიღუშები. როგორც ჩანს, სხვა კლავიშზე დამეჭირა. ფრთხილად
ვარჩევ ციფრებს და პაროლი ხელმეორედ შემყავს.
პაროლი არასწორია.
– რა? – ვკითხულობ ხმამაღლა. მისაღებში უკვე ჩამობნელდა.
ტორშერს ვანთებ და კიდევ ერთხელ, ძალიან ფრთხილად ვკრებ: 0
2 1 4.
პაროლი არასწორია.
ეკრანი დაიბლოკა. არაფერი მესმის.
ბოლოს როდის გამოვიყენე? ლიტლმა რომ დამირეკა არ დამ-
ჭირვებია, მანამდე კი ბოსტონში „სკაიპით“ დავრეკე. გონება ნის-
ლში მაქვს გახვეული.
გაღიზიანებული კვლავ კაბინეტში ვბრუნდები. კომპიუტერის ეკ-
რანს ვაკვირდები, შემყავს პაროლი და „ჯიმეილს“ ვხსნი. უკვე შეყ-
ვანილი მხვდება მომხმარებლის სახელი, პაროლს კი ძალიან ნელა
ვკრეფ.
არის! შევედი. მობილურის პაროლის აღდგენა მარტივი პროცე-
დურაა. წესით, ახალი პაროლი სამოც წამში უნდა მივიღო. ასეც ხდე-
ბა, მიღებულ წერილს ვხსნი, ბმულზე გადავდივარ და პაროლს
0214-ით ვცვლი.
და მაინც, რა ჯანდაბა მოხდა? პაროლს მოქმედების ვადა გაუვი-
და? ეგეთებიც ხდება? თუ უბრალოდ თითები ამებლანდა? ფრჩხილს
ვიკვნეტ და ვგრძნობ, რომ გონება გაფუჭებული ძრავასავით მიმუ-
შავებს. ცალი თვალით ღვინის ჭიქას გავხედავ.
ცოტა ხნით შეტყობინებებში ვიქექები. ჯერ ნიგერიელი პრინცის შე-

245
ტყობინებას ვეცნობი, შემდეგ კი „აგორას“ წევრების წერილებს: მან-
ჩესტერელმა მიტციმ ცოტა ხნის წინ დამამშვიდებლები შეცვალა, კა-
ლა88 დაინიშნა, ბებოლიზიმ კი, შვილების დახმარებით, ამ შუად-
ღით მცირე ხნით გასვლა შეძლო. მეც, – ვფიქრობ ჩემთვის.
ექვსის შემდეგ უეცრად დაღლილობა მიპყრობს და სახეს პირდა-
პირ მაგიდაზე ვდებ. ძილი მჭირდება. ამაღამ „ტემაზეპამის“ ორმაგ
დოზას მივიღებ. ხვალ ეთანს მივხედავ. ჩემი ერთ-ერთი პირველი
პაციენტი ყოველ სეანსს ამ სიტყვებით იწყებდა ხოლმე: „ძალიან უც-
ნაურია, მაგრამ...“ – და ჰყვებოდა სრულიად ჩვეულებრივ ამბავს.
ახლა მეც ასე ვგრძნობ თავს. უცნაურია, მაგრამ ის, რაც წუთის წინ
ძალიან მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა, უფრო სწორად, რაზეც ხუთ-
შაბათიდან მოყოლებული ვფიქრობდი, ახლა სრულიად უმნიშვნე-
ლოდ მიმაჩნია. თითქოს მთელი ეს ცეცხლი უეცრად მინელდა. ჯე-
ინი. ეთანი. ის ქალი. ალისტერიც კი.
მივყვები კვამლს. ღვინის კვამლს, – მესმის ედის სიტყვები. ჰა-
ჰა.
მას და ლივის ხვალ დაველაპარაკები.

246
ორშაბათი

8 ნოემბერი

66

‒ ედ.
რამდენიმე წამის, ან სულაც ერთი საათის შემდეგ კი:
– ლივი.
ჩემი ხმა სუნთქვას ამოყოლილ ორთქლს ჰგავდა. თვალწინ ვხე-
დავდი გამყინავ სიცივეში გამკრთალ პატარა, მოთეთრო მოჩვენე-
ბას.
სადღაც შორიახლოს ჭიკჭიკი ისმის. ალელვებული ჩიტის ხმას
მაგონებს.
შემდეგ წყდება.
მზერა მკვეთრი წითელი ნათებით დამებინდა. თავში პულსირე-
ბას ვგრძნობდი, ნეკნებში ტკივილს. ხერხემალი გატეხილი უნდა
მქონოდა.
სახეზე აირბეგი მქონდა აფარებული. მონაცემთა პანელი ალის-
ფრად შეიღება, საქარე მინა კი ჩემკენ ჩაზნექილი და დაბზარული
იყო.
მოვიღუშე. გონებაში რაღაც პროცესი თავისთავად გადაიტვირ-
თა, სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და განგაშის სირენა გაისმა.
ამოვისუნთქე, ჩავახველე და გავიგონე ტკივილისგან როგორ წა-
მოვიკნავლე. თავი გავანძრიე და ჭერს შევეხე. უცნაურია, არა? ვიგ-
რძენი ისიც, რომ ჩემი დორბლი ჭერს ეწვეთებოდა.
ეს როგორ...
სირენა შეწყდა.
გასაგებია. მანქანა ამოტრიალდა.

247
ისევ დამახველა. ხელები ჩამომეყარა და თავთან ნაჭრის ზედა-
პირზე დავუშვი ისე, თითქოს სადაცაა ფეხებით ამწევდნენ და მანქა-
ნიდან ამომიყვანდნენ.
თავი გვერდით შევაბრუნე. დავინახე ედი. საპირისპირო მიმარ-
თულებით იყო შებრუნებული, ხმას არ იღებდა და ყურიდან სისხლი
სდიოდა.
დავუძახე – ყოველ შემთხვევაში, ვცადე და პირთან პატარა ორ-
თქლის ღრუბელი გავაჩინე. ყელი საშინლად მტკიოდა. კისერზე
უსაფრთხოების ღვედი მქონია მოჭერილი.
ტუჩები ავილოკე. ჩემმა ენამ ზედა ღრძილთან სიცარიელეს მი-
აგნო. კბილი მომტეხია.
უსაფრთხოების ღვედი ქამარივით წელზე მქონდა შემოჭერილი.
გამხსნელ ღილაკს თითი დავაჭირე და ვერაფერს გავხდი. შემდეგ
უფრო ძლიერად ვცადე და როგორც იქნა, გავთავისუფლდი. ქამარი
სხეულზე გამისრიალდა და მე კიდევ უფრო მივუახლოვდი ჭერს. გა-
ისმა უსაფრთხოების ღვედის განგაშის სიგნალი, თუმცა მალევე მიწ-
ყდა. ისევ სიჩუმე. ვხედავდი პირიდან სუნთქვას ამოყოლილ
ორთქლს, მონაცემთა პანელზე წითელი ნათება მოჩანდა, მე კი ხე-
ლებს მანქანის ჭერზე ვაცეცებდიდა მოტრიალებას ვცდილობდი.
უკანა სავარძელზე ოლივია იჯდა, თმა ცხენის კუდად ჰქონდა შეკრუ-
ლი, თავი კი გვერდზე გადაეგდო. თვალები დახუჭული ჰქონდა და
არ ინძრეოდა. მისკენ გადავბობღდი, ხელებით ლოყებზე მივწვდი
და ყინულოვანი სიცივე ვიგრძენი.
ფეხები გავშალე, ხელებით კი ჭერზე თავის შემაგრება ვცადე და
ფართოდ გაშლილ ობობას დავემსგავსე. როგორც იქნა, საკმარი-
სად მივუახლოვდი, მხრებში ორივე ხელი ჩავჭიდე და შევანჯღრიე.
დავიყვირე.
მისი სხეული აქეთ-იქით ირხეოდა და თმა აჩეჩოდა.
– ლივი, – ვყვიროდი და ყელში საშინელ წვას ვგრძნობდი. პირ-
ში, ტუჩებზე, სისხლის გემო აშკარა იყო.
– ლივი, – ისევ დავიყვირე და ლოყებზე ცრემლები დამეღვარა.
– ლივი, – სუნთქვას ამოვაყოლე და ამ დროს თვალებიც გაახი

248
ლა.გულმა წამით ფეთქვა შეწყვიტა. შემომხედა, პირდაპირ ჩემში
ჩაიხედა და ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა:
‒ დედიკო.
ცერა თითი მისი ღვედის ღილაკს ჩავაჭირე, ღვედი გასრიალდა
და მის სხეულს მკლავები შემოვხვიე.
შემდეგ ჭერზე ფრთხილად გავაჩოჩე.
– ჩუუ, – ვუთხარი, მიუხედავად იმისა, რომ ხმას არ იღებდა და
თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა. ნამდვილ პრინცესას ჰგავდა.
– ჰეი, – მხარზე ხელი მოვკიდე და შევაქანე. – ჰეი, – გაღიმება
ვცადე, თუმცა მას სრულიად უემოციო სახე ჰქონდა.
კარისკენ ხელი გავწიე, სახელურს მოვეჭიდე და რამდენჯერმე
გამოვქაჩე. ბოლოს ტკაცანის ხმა გავიგონე და მთელი ძალით კარის
შუშას მივაწექი. კარი სიბნელეში უხმოდ გაიღო.
წინ წავიწიე, ხელისგულებით და იდაყვებით თოვლიან ზედაპირს
დავემხე და ნახევრად მანქანიდან გამოძრომა მოვახერხე. ჩემი სხე-
ულის ქვეშ თოვლის ხრაშუნის ხმა გაისმა. კიდევ უფრო წინ გავბობ-
ღდი და ახლა თეძოებიც გამოვაძვრინე. ბოლოს მუხლები, წვივები
და ტერფებიც გარეთ აღმოჩნდა. ხერხემალი საშინლად მტკიოდა –
ასე მეგონა, შიგნით რაღაც ელექტრული ძაბვა გადიოდა. მიუხედა-
ვად ამისა, მუხლებზე დადგომა შევძელი და მიმოვიხედე.
ზევით ავიხედე. თავბრუ მესხმოდა და მზერა მებინდებოდა.
უკიდეგანო ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, უშველებელი
მთვარე კი კაშკაშა ნათებით დაგვყურებდა და თოვლით დაფარულ
ზედაპირზე ხეების ჩრდილებს აჩენდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება,
რომ რაღაც სხვა სამყაროში ვიმყოფებოდი.
და არანაირი ხმა. სრული სიჩუმე. ქარიც კი არ ქროდა და ტოტე-
ბის ხმაც კი არ ისმოდა. ჩვეულებრივი მუნჯური კინო. გაჩერებული
კადრი. მე მუხლებზე შემოვბრუნდი და თოვლის შრიალი გავიგონე.
მორჩა, დედამიწაზე დაბრუნების დროა. მანქანა მიწას ცხვირით
იყო დაჯახებული, უკანა მხარე ოდნავ წამოწეული მოჩანდა. ამობ-
რუნებულ მწერს მაგონებდა. გამათრთოლა და ხერხემალში ტკივი-
ლი ვიგრძენი.

249
კვლავ მანქანასთან დავბრუნდი, ოლივიას ქურთუკს თითები ჩა-
ვავლე, ჩემკენ ფრთხილად გამოვწიე და მანქანიდან გადმოვიყვანე.
მისი მკლავები მხრებზე დავიფინე და ამ მომენტში ისევ გაახილა
თვალები.
– გამარჯობა, – ვუთხარი მე.
თვალები ფრთხილად დახუჭა.
გარეთ გამოვიყვანე, ფრთხილად დავაწვინე თოვლზე და ზემო-
დან დავხედე. აი, ისიც, ზეცას შეჰყურებს და თოვლზე მწოლიარე ან-
გელოზს წააგავს.
გავჩერდი. ვიგრძენი, როგორ ღმუოდნენ ჩემი ფილტვები და
ოლივიას სისხლიან მხარს შევეხე. რეაქცია არ ჰქონია. შემდეგ უფ-
რო მაგრად მოვუჭირე და ახლა კი დაემანჭა სახე.
შემდეგი ედი იყო.
ისევ მანქანასთან მივხოხდი, ოღონდ გვიან მივხვდი, რომ ედს
უკანა კარიდან ვერ გამოვიყვანდი. მანქანის წინა კართან მივედი,
ორჯერ გამოვქაჩე სახელურს და კარი გავაღე.
აი, ისიც. სახეს მონაცემთა პანელის ნათება უწითლებდა. საოცა-
რია, ვერაფრით ვხვდებოდი, როგორ გაძლო მანქანის აკუმულა-
ტორმა ამდენ ხანს. ედს რეაქცია არ ჰქონდა. უსაფრთხოების ღვედი
ავუშვი, ედს ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვქაჩე. მისი სხეული მანქა-
ნის ჭერზე ჩამოცოცდა. ცოტა უფრო შიგნით შევიწიე და სიღრმიდან
ვცადე დაძვრა. ამ დროს თავი სიჩქარეთა გადაცემის ბერკეტს და-
ვარტყი, თუმცა ედის სხეულის გარეთ გადმოგორება მაინც მოვა-
ხერხე. თოვლზე დაწოლილს, სახეზე სისხლი შევნიშნე. ავდექი,
მხრებში ხელები ჩავკიდე და ოლივიასთან გავაჩოჩე. ჩემი ფილტვე-
ბი ისევ ლოკომოტივის ხმაზე გრუხუნებდა. საშინლად ვქოშინებდი.
შემდეგ დავიხარე, ედს კისერთან თითები დავადე და ოდნავ შესამ-
ჩნევი პულსი ვიგრძენი. როცა წამოვიმართე, თითებით საკუთარი
ხერხემალი მოვსინჯე. ერთ მომენტში გამყინავმა ტკივილმა თავი
შემახსენა და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო.
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე. დავაკვირდი და შევნიშნე,
რომ ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ ოლივიას და ედის პირიდანაც ამ-

250
ოდიოდა თბილი ჰაერი.
შემოვბრუნდი.
გავხედე დაახლოებით ასი იარდის სიგრძის ხევს, რომელიც
მთვარის შუქის ქვეშ ფლუორესცენციულად ანათებდა. გზა სადღაც
ზევით, ძალიან შორს მოჩანდა და იქამდე ასვლა შეუძლებელი მო-
მეჩვენა. ჩვენი მანქანა ოდნავ შემაღლებულ ბორცვს დასჯახებოდა,
რომლის მიღმაც წყვდიადი, ვარსკვლავები, თოვლი, ღია სივრცე და
სიჩუმე იყო.
მობილური.
ჯიბეებზე ხელები მივირტყი, ქურთუკიც შევამოწმე. შემდეგ გა-
მახსენდა, რომ გზაში ჩემი მობილური ედს ეჭირა, რომელსაც შემ-
დეგ ის ჩემს ფეხებთან გაუვარდა. ეკრანზე კი ის სახელი იყო გამო-
სახული.
მანქანასთან მესამედ დავბრუნდი. ხელების ჭერზე ცეცებით, რო-
გორც იქნა, საქარე მინასთან მივაგენი. ჩემდა გასაკვირად, ის ჯერ
ისევ მუშაობდა. შემთხვევას, რომლის გამოც სისხლისგან იცლებო-
და ჩემი ქმარი, სავალალოდ დაშავდა ჩემი ქალიშვილი, მძიმედ ვი-
ყავი დაზიანებული მეც, ჩვენი ჯიპი კი სრულებით განადგურებული-
ყო, დაუზიანებელი გადაურჩა ჩემი მობილური – წინა ეპოქის ეს რე-
ლიკვია, რომლის ეკრანიც ახლა თერთმეტის ოცდაშვიდ წუთს უჩვე-
ნებდა. გზიდან თითქმის ნახევარი საათის წინ გადავედით.
მანქანის სალონში ხველებით მობილურის ეკრანს თითი გავუს-
ვი და 911 ავკრიფე. მალე მისი ცივი ზედაპირის შეხება ყურსა და
ლოყაზე ვიგრძენი.
არაფერი. მოვიღუშე.
ზარი გავთიშე, მანქანიდან გადმოვედი და ეკრანს დავაკვირდი.
კავშირი არ იყო. თოვლზე ჩავიმუხლე და კიდევ ერთხელ ავკრიფე.
არაფერი.
მეორედ.
არაფერი. არაფერი.
ავდექი, ხმამაღლა მოლაპარაკეს ღილაკს დავაჭირე და ხელი ჰა-
ერში გავშალე. ისევ არაფერი.

251
მანქანას წრე დავარტყი, კიდევ და კიდევ ვცადე. ოთხჯერ, რვა-
ჯერ, ცამეტჯერ დავრეკე. ვეღარც კი ვითვლიდი.
არაფერი.
არაფერი.
არაფერი.
წამოვიყვირე, გამყინავი ხმა აღმომხდა და საიდანღაც ჩემი ხმის
ექოც მომესმა. ვყვიროდი მანამ, სანამ ენა არ ამეწვა და ხმა თავის-
თავად არ ჩამწყდა.
დაბნეული დავდიოდი აქეთ-იქით, სხვადასხვა ადგილიდან პანი-
კურად ვცდილობდი კავშირზე გასვლას, მაგრამ ვერაფერს ვახერ-
ხებდი.
ისევ ოლივიასთან და ედთან დავბრუნდი. ისევ იქ, ერთმანეთის
გვერდიგვერდ იწვნენ და მთვარის შუქის ქვეშ კვლავ არ ინძრეოდ-
ნენ.
ძალაუნებურად ავქვითინდი და მუხლებზე დავემხე. ჩემს ქმარსა
და ქალიშვილს შორის თოვლში ვიჯექი და გაუჩერებლად ვტიროდი.
როცა გამეღვიძა, პირველს ორი წუთი აკლდა, მობილურის ელე-
მენტს კი თერთმეტი პროცენტის სიცოცხლეღა დარჩენოდა. თუმცა,
რა მნიშვნელობა ჰქონდა? 911-ზე მაინც ვერ ვრეკავდი.
ისევ ვცადე და ისევ ვერ გავედი.
თავი ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ მივაბრუნე. ედი და ლივი სუს-
ტად სუნთქავდნენ, ედს სახეზე სისხლი შეხმობოდა, ოლივიას ლო-
ყებზე კი თმის ღერები მიჰკროდა. თმა სახიდან გადავუწიე და საში-
ნელი სიცივე ვიგრძენი. ნეტავ, მანქანაში დარჩენა ხომ არ ჯობდა?
მაგრამ, მერე მანქანა რომ... აფეთქებულიყო, ან გადაგორებული-
ყო?
წამოვდექი, ისევ მანქანას, შემდეგ კი ცას ავხედე და ნელი მოძ-
რაობით დავიძარი მთისკენ. როცა მივუახლოვდი მობილურზე ფა-
ნარი ჩავრთე და მაღლა ავწიე. ამ ერთი ციდა ვარსკვლავის ნათების
იმედი მქონდა, რომელსაც ამ სიშორეზე ვერავინ დაინახავდა. არა-
ფერი. ვერავინ ვერსად შემამჩნია.
ელემენტის 10 პროცენტი. ორის თერთმეტი წუთი.

252
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თანავარსკვლავედებზე დაკვირ-
ვება. ზაფხულში, საღამოობით, უკანა ეზოში გავიდოდი ხოლმე და
ნახატებით ერთ რულონ ხორცის შესაფუთ ქაღალდს ვავსებდი. ახ-
ლა ისინი ზემოდან დამნათოდნენ, ზამთრის სუსხში თოვლზე ვიწექი
და მათ სახელებს ხმამაღლა წარმოვთქვამდი: ორიონი – დიდი და
კაშკაშა, დიდი ქოფაკი – მის უკან მორბენალი, პლიადეს, კუროს
მხართან, სამკაულივით დაკიდებული, მარჩბივი, პერსევსი და ვეშა-
პი.
თითქოს ამ ძლივს წარმოთქმულ სიტყვებს მაგიურ მნიშვნელო-
ბას ვძენდი, რომელიც ლივის და ედს უნდა დახმარებოდა. ამ მომენ-
ტში მათი თავი მკერდზე მელაგა, ხელები კი მათ თმაში მქონდა შე-
ცურებული.
ყველა ვარსკვლავი ცივად დაგვნათოდა, ჩვენ კი მათ ქვეშ ვიწე-
ქით და გვეძინა.
ხუთს აკლდა ოცდაექვსი წუთი, როცა კანკალით გამეღვიძა. გა-
დავხედე ორივეს, სახეებზე ოდნავი თოვლი დავაყარე. ლივი ოდნავ
შეკრთა, ედს კი რეაქცია არ ჰქონია. დამფრთხალმა მის სახესთან
ლოყა მივიტანე.
– ედ, – დავუძახე, მაგრამ პასუხად არაფერი გამიგია. სამაგი-
ეროდ, ლოყასთან ოდნავი თბილი ჰაერის შეხება ვიგრძენი და მო-
მეშვა. კიდევ უფრო სუსტად, მაგრამ რიტმულად სუნთქავდა.
მუცელმა თავი შემახსენა. მივხვდი, რომ ძალიან მშიოდა. გამახ-
სენდა, რომ არ გვივახშმია. სამაგიეროდ, მანქანაში მიწის თხილის
კარაქიანი და ჯემიანი სენდვიჩები და წვენი უნდა მქონოდა. ისევ წა-
ვედი მანქანასთან, ერთ-ერთი ჩანთა გავხსენი, სენდვიჩი და წვენი
ამოვიღე და ოლივიას მივუტანე.
‒ ჰეი, – ვუთხარი ჩურჩულით და ლოყებზე თითებით მოვეფერე.
– აი, ნახე, – ვუთხარი და პირთან პურის ნაჭერი მივუტანე. ოდნავ
მივაწექი, ტუჩები შევუხსენი და რამდენიმე წამში პური მის პირში გა-
უჩინარდა. ოდნავ ამოძრავებდა ტუჩებს, მე კი ამასობაში წვენის მუ-
ყაოს შეკვრას ვხსნიდი. ნაჩქარევად ჩავარჭე შიგნით საწრუპი და
დავინახე, როგორ დაეცა თოვლის ზედაპირზე წვენის რამდენიმე წვ-

253
ეთი. შემდეგ ოლივიას კეფის ქვეშ ხელი ამოვუდე, დიდი სიფრთხი-
ლით წამოვუწიე თავი და ტუჩებთან საწრუპი მივუტანე. როცა ის უკვე
ტუჩებს შორის ჰქონდა, მუყაოს შეკვრას თითები ოდნავ მოვუჭირე.
პატარ-პატარა ყლუპებად სვამდა, თუმცა თვალებს არ ახელდა. სა-
ბოლოოდ, თავი ისევ თოვლზე დავადებინე.
ახლა ედის ჯერი იყო.
მის გვერდით ჩავიმუხლე, თუმცა არც პირს აღებდა და არც თვა-
ლებს. სრულიად უემოციოდ იწვა. მცირედი თოვლი ისევ მოვუსვი
ტუჩებზე და სახეზე დავაკვირდი. ბოლო-ბოლო ჭამას თუ ვერ შეძ-
ლებდა, წვენს მაინც დალევდა. საწრუპი ტუჩებს შორის მოვუთავსე
და შეკვრას მოვუჭირე.
‒ მიდი, – შევევედრე, მაგრამ რეაქცია არ ჰქონდა. წვენი ყბაზე
ეღვრებოდა.
შემდეგ ისევ თავად ვცადე, გავაღებინე და წვენი პირის ღრუში ჩა-
ვაწვეთე, რათა ყელი დასველებოდა მაინც.
შემდეგ თოვლზე წამოვჯექი და საწრუპს თავად მოვქაჩე. ზედმე-
ტად ტკბილი წვენი იყო, მაგრამ მაინც ბოლო წვეთამდე გამოვაცა-
რიელე.
შემდეგ მანქანიდან სათხილამურო ქურთუკები და შარვლები
გადმოვიღე და ლივის და ედს დავაფარე. მერე ისევ წარმოუდგენ-
ლად ფართო ცას ავხედე.
ჩემს მზერას რაღაც შუქი მოსწვდა.
თვალები წავიწვრილე და სქლად დაფენილი ღრუბლების ფონზე
ბაბუაწვერას ყვავილის ფერი სხივები შევნიშნე. მობილურს დავხე-
დე, რვის ოცდარვა წუთი იყო, ელემენტს კი ხუთი პროცენტის სიცოც-
ხლე დარჩენოდა.
ოლივია ძილში ოდნავ შებრუნებულიყო და ახლა მარცხენა
მხარზე იწვა. ლოყა მიწაზე ედო. მე ისევ ზურგზე გადავაწვინე და
ფრთხილად ჩამოვაცილე თოვლი ლოყიდან და ყურებიდან.
ედი არ განძრეულა. ფრთხილად დავიხარე მის სახესთან და ვიგ-
რძენი, რომ ისევ სუნთქავდა.
შემდეგ მობილური ჯინსის შარვლის ჯიბეში ჩავიდე, თუმცა მაშინ-

254
ვე ამოვიღე და კიდევ ერთხელ ვცადე ბედი. 911-ს ვერც ამჯერად და-
ვუკავშირდი, არადა სანამ ვრეკავდი თითქმის ცხადად მქონდა წარ-
მოდგენილი, როგორ მპასუხობდნენ.
ისევ არაფერი. ეკრანს დავაშტერდი.
მერე მანქანას გავხედე და განათებული გზისკენ გამექცა მზერა.
აღმოჩნდა, რომ შევცდი – გზიდან ორასი იარდის მანძილზე მაინც
ვიქნებოდით. წარმოუდგენელია, ასეთი ვარდნის შემდეგ ცოცხლები
როგორ გადავრჩით.
აქეთ-იქით მიმოვიხედე და ჩემ ზემოთ აღმართულ მთას ავხედე.
შველა არსად ჩანდა. ამ უშველებელი მთის წინ კი, კარგა გვარიანად
უნდა გადაგეწიათ თავი უკან, ცა რომ აშკარად დაგენახათ.
კისრის ტკივილი ვიგრძენი, სახე დავმანჭე და შემოვბრუნდი.
მზერა ოდნავ დამებინდა, თვალები მოვისრისე და ვიგრძენი, რო-
გორ აიბურდა სამყარო ჩემ ირგვლივ. მეც მის საცეცებში გავეხვიე.
რამდენიმე საათის განმავლობაში ედთან და ოლივიასთან ერ-
თად ვთვლემდი. როცა გავიღვიძე დღის თერთმეტი საათი და ათი
წუთი იყო. თოვლი უკვე ტალღებად გვფარავდა და სადღაც შორიახ-
ლოს გრიგალის ღმუილიც მოისმოდა. სახიდან ფანტელები გადავი-
ყარე და ფეხზე წამოვდექი. ამ მომენტში მზერა დამებინდა. თითქოს
წყალში ჩავყვინთე. შემდეგ კი მუხლები მომეკეცა და მიწისკენ და-
ვეშვი. – არა, – ვთქვი სუსტი, მინავლებული ხმით. ხელებით თოვლს
დავეყრდენი და ფეხზე წამოდგომა ვცადე.
რა მჭირდა?
არა, ამაზე ფიქრის დრო არ იყო. ფეხზე მდგარმა ედს და ოლივი-
ას გავხედე.
შემდეგ კი ისინი მანქანისკენ გავაჩოჩე.
რატომ გადიოდა დრო ასე ნელა? თვეები და წლებიც კი უფრო
სწრაფად წარმავალი მეჩვენებოდა, ვიდრე ის დრო, რაც ოლივიას-
თან და ედთან ერთად მანქანაში გავატარე. მე ისინი ფრთხილად მო-
ვათავსე ამობრუნებულ ჭერზე და კარები გამოვკეტე.
ლივის ჩემ მიერ მოფიქრებულ მელოდიაზე საბავშვო სიმღერებს
ვუმღეროდი, გარეთ კი გრიგალის ხმა ძლიერდებოდა. მე მას ყურებ-

255
სა და ლოყებზე ვეფერებოდი, თან ედს მკლავებს ვხვევდი და ფეხებს
შორის ჩემს ფეხებს ვუცურებდი. ხარბად გავათავე სენდვიჩი და ერ-
თი შეკვრა წვენიც გამოვცალე. შემდეგ ღვინის ბოთლი გავხსენი. გა-
მახსენდა, რომ მისი დალევა გაუწყლოებას გამოიწვევდა, მაგრამ
არად ჩავაგდე. ძალიან მინდოდა დალევა.
თითქოს მიწის ქვეშ ვიყავით. სადღაც, სამყაროსგან მოწყვეტილ
წერტილში, ღრმად სიბნელეში ვიყავით დამარხულები. არ ვიცოდი,
როდის და როგორ, თუ საერთოდ ავაღწევდით.
რაღაც მომენტში ჩემი მობილურიც გაითიშა. ბოლოს, რომ დავ-
ხედე ოთხს ოცი წუთი აკლდა და ორი პროცენტი იყო დარჩენილი.
მორიგი გაღვიძების შემდეგ კი ეკრანი უკვე ჩამქრალი დამხვდა.
სრული სიჩუმე იდგა. ისმოდა მხოლოდ ქარის კივილის, ლივის
მძიმე და ედის ხორხისმიერი, ოდნავ გასაგონი სუნთქვის ხმები. მეს-
მოდა ჩემი შინაგანი გრუხუნიც.
სიჩუმე. აბსოლუტური სიჩუმე.
მძღოლის სავარძლის თავზე გამეღვიძა. თვალებიდან ძნელად
ვიხედებოდი, თუმცა ვხედავდი საქარე მინაზე მოწოლილ თოვლს და
წყვდიადს, რომელშიც ჩაძირულები ვიყავით. შემდეგ რაღაც ხმა გა-
ვიგონე – თითქოს მანქანა ცოცხალი ორგანიზმის ხმებს გამოსცემ-
და.
სახელურს ხელი ჩავავლე, მოვქაჩე და მაგრად მივაწექი.
არა.
შემდეგ მუხლებზე დავდექი, ზურგის გაუსაძლისი ტკივილის მი-
უხედავად, კარს ორი ხელით მივაწექი, თოვლის მასა დავძარი, გა-
ვაღე და მანქანაში ცივი ნამქერი შემოვუშვი.
გარეთ მუცელზე ხოხვით გავძვერი. გარეთ გასულმა უცხო სი-
ნათლე შევნიშნე, თვალები მაშინვე დავხუჭე და ცოტა ხანში გავახი-
ლე. მუხლებზე წამოვიმართე, ჩემ ირგვლივ არსებულ ახალ სამყა-
როს თვალი მოვავლე. მთელი ველი თეთრად იყო დაფარული, მო-
შორებით მდინარე მოჩანდა, ჩემს ფეხებთან კი რბილი თეთრი ხა-
ლიჩა გაშლილიყო.
მუხლებზე აქეთ-იქით გადავიხარე. გავიგონე ჭახუნის ხმა და მივ-

256
ხვდი, რომ საქარე მინამ თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.
ოდნავ წინ წავიწიე, მანქანისკენ დავიხარე და გატეხილ მინას
გავხედე. შემდეგ ისევ მგზავრის კართან დავბრუნდი, გამოვაღე და
ფრთხილი მოძრაობით ედი და ლივი გადმოვიყვანე. ჯერ ლივი, შემ-
დეგ ედი. ორივე მიწაზე დავაწვინე. პირიდან ორთქლი გამომდიოდა.
სუნთქვა მიჭირდა და თვალებიდან ვეღარ ვიხედებოდი. თითქოს ცა
ზემოდან მაწვებოდა, თვალები მეხუჭებოდა და გონება მებინდებო-
და.
ამოვიგმინე ცხოველური ხმით, მუცელზე დავემხე და მკლავები
ედსა და ოლივიას მოვხვიე. ორივე ჩემკენ მოვწიე და თოვლში თავი
ჩავრგე.
სწორედ ამ მდგომარეობაში გვიპოვეს.

67

ორშაბათს დილით რომ ვიღვიძებ, უესლისთან დარეკვა მინდე-


ბა.
გამოვძვრები ზეწრებიდან, რომლებსაც ფანჯრე-ბიდან შემოსუ-
ლი მზის სხივები დაჰნათებს. მზის სითბოს ვგრძნობ კანზეც და თავი
უცნაურად ლამაზი მეჩვენება.
მობილური გვერდით, ბალიშზე მიდევს. წამიერად იმაზე ვფიქ-
რობ, რომ შესაძლოა უესლიმ ნომერი შეცვალა, თუმცა ვცდები. ვუ-
რეკავ და მაშინვე მისი ტრადიციულად ბოხი ხმა მესმის: დატოვეთ
შეტყობინება, – ისმის ბრძანება.
არ ვტოვებ. ამის სანაცვლოდ ოფისში ვურეკავ.
‒ ანა ფოქსი ვარ, – ვეუბნები ქალს, რომელიც მპასუხობს. ახალ-
გაზრდის ხმა აქვს.
– დოქტორო ფოქს, ფიბი ვარ.
შევცდი.

257
– ბოდიში, – ვეუბნები მე. ფიბისთან ერთად თითქმის ერთი წელი
ვიმუშავე და ახალგაზრდა მას ნამდვილად არ ეთქმის. – ხმაზე ვერ
გიცანი.
– არა უშავს. ცოტა გავცივდი და ალბათ, მაგის ბრალია. – რო-
გორც წესი, ზრდილობიანია. – როგორ ბრძანდებით?
– მადლობა, კარგად ვარ. უესლი ოფისშია? – ცხადია, ფიბი ოფი-
ციალურობას არ კარგავს, მაგრამ იქნებ ტელეფონთან დაუძახოს...
– დოქტორ ბრილს, – ამბობს ის. – დილიდან სეანსები აქვს, თუმ-
ცა შემიძლია გადავცე, რომ მოგვიანებით დაგირეკოთ.
მადლობას ვუხდი და ჩემს ნომერს ვაწერინებ.
– კეთილი, სულ ეს იყო. – ვამბობ და ტელეფონს ვთიშავ. ნეტავ
თუ გადმომირეკავს.

68

კიბეზე ჩავდივარ. გადაწყვეტილი მაქვს, რომ დღეს არ დავლევ.


ყოველ შემთხვევაში, დილით. უესლისთან... დოქტორ ბრილთან სა-
უბრისას საღ გონებაზე უნდა ვიყო. ჯერ მთავარი: სამზარეულოში
შევდივარ და სარდაფის კარზე მიყუდებულ გასაშლელ კიბეს ვამოწ-
მებ. დილის სხივების ფონზე ვერცხლისფრად კიაფობს და რომ ვუ-
ყურებ, მეჩვენება, თითქოს თავის ორ ფეხზე სადაცაა ჩემკენ დაიძ-
რება. საკმაოდ მსუბუქად იჭერს კარს, დეივიდი ალბათ ამ კარს ერ-
თი მიწოლით გააღებდა. თავი ახლა უკვე ეჭვებით მაქვს გამოტენი-
ლი. კარგი, მის საძინებელში მარგალიტის საყურე ვნახე. მერე, რა?
რაღაც მსგავსი ხომ მეც მაქვს. „შენ ხომ არ იცი, რომ მისია“ – მით-
ხრა ედმა და მართალიცაა.
ისევ კიბეს ვუყურებ, მერე თვალს დახლზე მდგარი „მერლოს“
ბოთლისკენ, შემდეგ კი მის გვერდით, გასაღებისკენ ვაპარებ. არა,
დღეს არანაირი სასმელი. სახლი ისედაც ღვინის ჭიქებით არის სავ-

258
სე (სად მოვისმინე ეს? აჰ, ხო: თრილერი „ნიშნები“ – საშუალო დო-
ნის ფილმი, რომელიც ნიუტონ ჰოვარდის დამსახურებით დამამახ-
სოვრდა.
განვითარების პრობლემის მქონე გოგონა მთელ სახლს ბო-
ლომდე წყლით სავსე ჭიქებით ავსებს, რაც საბოლოოდ უცხო პლა-
ნეტელებს აფრთხობს. – რა უნდათ უცხოპლანეტელებს დედამიწა-
ზე, თუ მათ წყალზე აქვთ ალერგია? – იკითხა ედმა. ეს ჩვენი მესამე
პაემანი იყო).
გონება მეფანტება. კაბინეტში ასვლის დროა. ჩემს სამუშაო მა-
გიდასთან ვჯდები, მობილურს მაუსის გვერდით ვათავსებ. უკვე
თერთმეტს გადასცდა. უფრო გვიანია, ვიდრე მეგონა. „ტემაზეპამის“
აბმა, უფრო სწორად, აბებმა, აშკარად იმოქმედა.
ფანჯრიდან ვიხედები. ქუჩის მეორე მხარეს, დაბარებულივით
სახლიდან გამოდის მისის მილერი და ზურგს უკან კარს კეტავს. ზამ-
თრის მუქი ქურთუკი აცვია. ვხედავ, როგორ გამოსდის პირიდან ორ-
თქლი. მობილურში ამინდის აპლიკაციას ვამოწმებ და ვიგებ, რომ
ახლა ქუჩაში თორმეტი გრადუსია. ფეხზე ვდგები და კიბის თავთან
თერმოსტატს ვამოწმებ.
ნეტავ, რიტას ქმარი რას შვრება? საუკუნეა აღარ დავკვირვები-
ვარ.
ისევ მაგიდას ვუბრუნდები, ოთახს თვალს ვავლებ და შემდეგ
პარკის გადაღმა ვიყურები. რასელების სახლში არაფერი ჩანს. ეთა-
ნი, – ვფიქრობ მე. – ეთანს უნდა ველაპარაკო. წინა ღამით ძალიან
დამფრთხალი იყო. – მეშინია, – მხოლოდ ამის თქმა მოასწრო ფარ-
თო, თითქმის გავეშებული თვალებით. ბავშვი დიდი წნეხის ქვეშ
არის და მე ვალდებული ვარ დავეხმარო. არ ვიცი, რა დაემართა ჯე-
ინს, მაგრამ მე მისი შვილი უნდა დავიცვა.
შემდეგი სვლა?
ტუჩს ვიკვნეტ და საჭადრაკო ფორუმზე შევდივარ.
ერთი საათი გავიდა. შუადღემ გადაიარა, მაგრამ თავში არაფერი
მომდის. ეს-ესაა ღვინით მორიგი ჭიქა ავივსე და ფიქრებში გადავეშ-
ვი. გონებაში მუდმივად ერთი შეკითხვა მიტრიალებს: როგორ გავ-

259
იდე ეთანზე? რამდენიმე წუთით პარკს მიღმა ვიყურები, თითქოს ეს
რაიმეს მომცემი იყოს. ვიცი, რომ ეთანს ვერ დავურეკავ, რადგან მო-
ბილური არ აქვს და ვერც ინტერნეტით დავუკავშირდები, რადგან
მამამისის გამო არც სოციალურ ქსელებს იყენებს. „ზოგიერთი ადა-
მიანი საერთოდ არ არსებობს“. რაიმე ნიშანი რომ მივცე, საშიშია
მანამდე იმ ქალმა ან მამამისმა არ შენიშნონ.
ისიც თითქმის ჩემსავით იზოლირებულია.
სკამის საზურგეს ვეყრდნობი, ღვინოს ვსვამ და ჭიქას მაგიდაზე
ვდგამ. ფანჯრის რაფებზე შუადღის მზის სხივებს ვაკვირდები. კომ-
პიუტერი ხმას გამოსცემს და მეც მხედარს გადავაადგილებ. მეტო-
ქის სვლას ველოდები.
ეკრანზე საათი პირველის თორმეტ წუთს უჩვენებს. უესლისგან
არაფერი ისმის. ხომ არ ჯობს,ისევ მე დავურეკო? მობილურს ხელს
ვავლებ და ეკრანს ვანათებ
უეცრად ეკრანზე „ჯიმეილის“ შეტყობინება მოდის. კურსორი სა-
ჭადრაკო დაფიდან ბრაუზერში გადამაქვს, შეტყობინებებს ვხსნი და
იქ ერთადერთი წერილი მხვდება, მას სათაური არ აქვს, მისი ავტო-
რი კი სქელი ფონტითაა მითითებული: ჯეინ რასელი.
კბილებით ჭიქის კიდეს ვეჭიდები. ეკრანს ვაკვირდები. ჩემ ირ-
გვლივ უეცრად ყველაფერი ქრება. ათრთოლებული ხელით ჭიქას
მაგიდაზე ვდგამ. ღვინო ტორტმანებს. ხელისგულის ქვეშ მტკიცედ
ვგრძნობ მაუსს. აღარ ვსუნთქავ.
კურსორი მიუყვება სახელს: ჯეინ რასელი.
ვაწვები.
იხსნება შეტყობინების თეთრი ველი. არაფერი წერია, თუმცა
ჩანს მიმაგრებული ფაილი, რომელსაც ორჯერ ვაწვები.
ეკრანი შავდება.
იწყება ფოტოს ჩატვირთვა. ნელ-ნელა ემატება ფერები. ყურად-
ღებით ვაკვირდები და ისევ არ ვსუნთქავ.
ბნელ ეკრანზე ზოლები ჩნდება, ემსგავსება ჩამოშვებულ ფარ-
დას. შემდეგ კი... ხის ტოტები? ...არა: თმა. მუქი და აჩეჩილი თმა ახ-
ლო კადრით.

260
სახის ნაკვთები და ღია კანი. დახუჭული თვალები, დაშვებული
წამწამები.ეს ვიღაც არის. მძინარე სახეს ვუყურებ. უფრო სწორად,
საკუთარ სახეს.
უეცრად გამოსახულება იკვეთება და აშკარად ვხედავ სახეს და
ჩემს წარბზე დაშვებულ თმას, ოდნავ შეღებულ პირსა და ბალიშზე
დადებულ ლოყას.
სასწრაფოდ ფეხზე ვდგები. მესმის სკამის უკან გაწევის ხმა.
ჯეინს ჩემი ფოტო აქვს. ტვინს სწვდება ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ მან მე ძილის დროს ფოტო გადამიღო.
ჯეინი ღამით ჩემს სახლში იყო.
ჯეინი ჩემს საძინებელში იყო.
ჯეინი მიყურებდა, როგორ მეძინა.
ვდგავარ სრულ, გამყინავ სიჩუმეში და უეცრად ფოტოს ქვედა
მარჯვენა კუთხეში ვხედავ ციფრებს: დღევანდელ თარიღსა და
დროს – ღამის ორ საათსა და ორ წუთს.
ეს ფოტო ამ ღამითაა გადაღებული. ეს როგორ მოხდა? შემდეგ
გამომგზავნის ელფოსტის მისამართს ვაკვირდები და ვკითხულობ:
abavinvarana@gmail.com

69

ესე იგი, ჯეინი არ არის. ვიღაც მის სახელს იყენებს და მამასხა-


რავებს.
ჩემი ფიქრები ისრების მსგავსად ეშვება ქვედა სართულზე. კარს
იქით დეივიდია. ხალათში მჭიდროდ ვეხვევი. იფიქრე. არ დაპანიკ-
დე. სიმშვიდე შეინარჩუნე.
ნეტავ სცადა კარის გაღება? არა, კიბე ისევ ისე დამხვდა.
ხელებს ნერვიულად ვისვამ სხეულზე. წინ ვიხრები და მაგიდას
ვეყრდნობი. ხომ შეიძლება გასაღების ასლი გაეკეთებინა? იმ ღამ-

261
ით, ერთად რომ ვიწექით, რაღაც ხმები კი მესმოდა. შესაძლოა, გა-
საღები ამ დროს აიღო. მეორე მხრივ, იმ დღესვე... არა, ვნახე, რომ
გასაღები ჩვეულ ადგილზე ეკიდა.
თუ, რა თქმა უნდა, ასლი მანამდე არ დაამზადებინა. ამ შემთხვე-
ვაში, ჩემთან შემოსვლა ნებისმიერ დროს შეეძლებოდა.
ახლა კონექტიკუტშია, არა?
ასე მითხრა, მაგრამ ეს სიმართლეა?
ჩემს სახეს ეკრანში ვაკვირდები – ჩაღრმავებული ქუთუთოები,
ზედა ტუჩის ქვეშ გამოჩენილი კბილების წვრილი ხაზი: სრულიად
მივიწყებული, სრულიად დაუცველი. ვთრთი. ყელში ოდნავ სიმწა-
რეს ვგრძნობ.
abavinvarana და თუ დეივიდი არა, მაშინ – ვინ? ეს ვიღაც არამხო-
ლოდ ჩემს სახლში შემოიჭრა და მძინარეს ფოტო გადამიღო, არა-
მედ სურდა, ეს ყველაფერი გამეგო.
ამ ვიღაცამ ჯეინის შესახებ იცის.
ორივე ხელით ჭიქას ვწვდები და დიდ ყლუპებად ვსვამ. შემდეგ
ისევ მაგიდაზე ვდგამ და მობილურს ვიღებ.
ლიტლს ნელი და ზანტი ხმა აქვს. შესაძლოა, ჯერ ისევ ლოგინში
იწვეს. არა უშავს.
– ჩემს სახლში ვიღაც იყო, – ვეუბნები მე. ახლა უკვე სამზარეუ-
ლოში ვარ, ცალ ხელში მობილური, მეორეში კი ღვინის ჭიქა მიჭი-
რავს და სარდაფის კარს გავცქერი. ხმამაღლა წარმოთქმული ჩემი
სიტყვები სრულიად არარეალური და ნაკლებად სარწმუნო მეჩვენე-
ბა.
– დოქტორო ფოქს, – მეუბნება ოდნავ გამოცოცხლებული ხმით.
– ეს თქვენ ხართ?
– ვიღაც ჩემს სახლში ღამის ორ საათზე შემოიპარა.
– მოიცადეთ, – ხმაზე ვხვდები, რომ მობილურს მეორე ყურზე
იდებს. – რას ჰქვია შემოიპარა?
– ღამის ორ საათზე.
– და აქამდე რატომ არ გაგვაგებინეთ?
– იმიტომ, რომ მეძინა.

262
ხმა უმშვიდდება. თითქოს რაღაცაში გამომიჭირა.
– აბა, რა იცით, რომ ვიღაც თქვენს სახლში შემოიპარა?
– ფოტო გადამიღო და ელფოსტით გამომიგზავნა.
პაუზა.
‒ ფოტო?
– დიახ. ჩემი ფოტო. მძინარის ფოტო.
ახლა მისი ხმა უფრო ახლოდან მესმის.
– დარწმუნებული ხართ?
– დიახ.
– და ახლა... თქვენი შეშინება არ მინდა, მაგრამ...
– უკვე შეშინებული ვარ.
– დარწმუნებული ხართ, რომ ახლა სახლში არავინაა?
ვჩუმდები. ამაზე კი არ მიფიქრია.
– დოქტორო ფოქს? ანა?
– დიახ. არა, აქ ვინ უნდა იყოს? ამას ხომ აქამდე გავიგებდი.
– შეგიძლიათ, რომ... გარეთ გახვიდეთ?
მინდა გავიცინო. თუმცა, უბრალოდ ღრმად ვსუნთქავ.
– არა.
– კეთილი. უბრალოდ მანდ დარჩით. არსად წახვიდეთ. გინდათ,
ტელეფონი არ გავთიშო?
– მინდა, რომ აქ მოხვიდეთ.
– უკვე მოვდივართ. – „თ“ – ესე იგი, ნორელიც მოდის.
კარგია, მინდა, რომ ფოტო მანაც იხილოს. ეს ხომ აშკარად რე-
ალურია.
ლიტლი საუბარს განაგრძობს, ტელეფონში მისი სუნთქვის ხმა
მესმის.
– ახლა მინდა, რომ შესასვლელ კართან მიხვიდეთ, ანა. ყოველი
შემთხვევისთვის, წასასვლელად მზად რომ იყოთ. უკვე გზაში ვართ,
მაგრამ მაინც...
დერეფნის ბოლოს კარს ვაკვირდები და მისკენ ვიძრები.
– უკვე მანქანაში ვართ. მალე ვიქნებით.
ნელი მოძრაობით თავს ვაქნევ და კარს ვუახლოვდები.

263
– ბოლო დროს რამე ფილმი ნახეთ, დოქტორო ფოქს?
თავს ძალას ვერ ვატან, რომ გავაღო. ვერ წარმოვიდგენ, როგორ
ვაბიჯებ იმ სახიფათო ზონაში. თავს ვაქნევ და ლოყებზე თმის შეხე-
ბას ვგრძნობ.
– რომელიმე ძველი თრილერი?
ისევ თავს ვაქნევ და თითქოს მისთვის პასუხის გაცემასაც ვაპი-
რებ, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ხელში ისევ ჭიქა მიჭირავს და ველი
დაუპატიჟებელ სტუმარს, თუ ვიღაც ასეთს. ამ ფორმით როგორ დავ-
ხვდები? არა, ჭიქა უნდა მოვიშორო.
თუმცა, ხელი მიკანკალებს და ვხედავ,როგორ მეწვეთება ღვინო
ხალათზე. ზედ გულთან, ლაქა ჭრილობიდან გამოსული სისხლის
კვალს წააგავს.
ლიტლი ისევ მელაპარაკება.
– ანა? კარგად ხართ? – მე კი სამზარეულოში ვბრუნდები, მობი-
ლურს ყურთან მხრით ვიჩერებ, ხალათს ვიხდი და ჭიქას ნიჟარაში
ვდებ. – ყველაფერი რიგზეა?
– დიახ, – ვეუბნები მაისურსა და პიჟამაში მდგარი და ხალათს
ნიჟარაში ვაგდებ. წყალს ვუშვებ, ვაკვირდები, როგორ იღებება წყა-
ლი ვარდისფრად და ვავლებ. ცივი წყლისგან თითები ოდნავ მითეთ-
რდება.
– შეგიძლიათ შემოსასვლელ კართან მოხვიდეთ?
– დიახ.
ონკანს ვთიშავ, ხალათს ვიღებ და ვწურავ.
– კარგი. მანდ დარჩით.
ხალათს ვბერტყავ და უეცრად ვამჩნევ, რომ ხელსახოცები გამ-
თავებია. მეტალის ღერძი ცარიელია. ხელსახოცების ამოსაღებად
უჯრას ვაღებ და უეცრად ისევ საკუთარ თავს ვხედავ.
ოღონდ, არა მძინარეს და ნახევრად ბალიშში ჩარგულს, არამედ
მოღიმარს, თმაგადაწეულს და თვალებგაბრწყინებულს. ეს მელნია-
ნი კალმით შესრულებული პორტრეია.
‒ აი ისიც! თვით ჯეინ რასელი! – მითხრა ჯეინმა მაშინ და ნახატზე
ხელი მოაწერა.

264
70

ფურცელი ხელში მითრთის და კუთხეში გაკეთებულ ხელმოწე-


რას ვაკვირდები. თითქმის მეც შევიტანე ეჭვი მასში, თუმცა აი, იმ
ღამის სამახსოვრო სუვენირი. მემენტო. მემენტო მორი. გახსოვდეს
სიკვდილი.
მახსოვს.
და კიდევ მახსოვს ჭადრაკი და შოკოლადი, მახსოვს სიგარეტე-
ბი, ღვინო, ექსკურსია ჩემს სახლში და ყველაზე კარგად მახსოვს ჯე-
ინი – მოღიმარი და მხიარული აქ, ჩემს მისაღებ ოთახში. მახსოვს,
როგორ დაიხარა ფანჯარასთან, საკუთარ სახლს გახედა და თქვა: –
სამყარო მშვენიერი რამ არის.
ის აქ იყო.
– თითქმის მოვედით, – ამბობს ლიტლი.
– მე მაქვს, – ვამბობ და ვახველებ. – მე მაქვს...
თუმცა, მაწყვეტინებს.
– უკვე შემოვუხვიეთ...
მისი სიტყვები აღარ მესმის, რადგან ფანჯრის მიღმა ვხედავ სახ-
ლიდან გამოსულ ეთანს. როგორც ჩანს, აქამდე სულ შინ იყო, რად-
გან პერიოდულად იქით მუდმივად თვალს ვაპარებდი. ახლაც ხე-
ლახლა ვათვალიერებ საძინებლის და პირველი სართულის ფან-
ჯრებს. მიკვირს, როგორ გამომეპარა მისი მოძრაობა.
– ანა? – ლიტლს ოდნავ დამფრთხალი ხმა აქვს. ქვევით ვიხედე-
ბი, ვხედავ ხელში მობილური მიჭირავს, იატაკზე კი ხალათი გდია.
შემდეგ მობილურს დახლზე, ნახატს კი ნიჟარის გვერდით ვდებ და
ჭიქას მაგიდაზე ხმაურით ვაკაკუნებ.
– ანა? – ისევ მეძახის ლიტლი, მაგრამ არ ვიმჩნევ.
ჭიქას კიდევ უფრო მაგრად ვურტყამ მაგიდას და ფანჯარაში ვი-
ხედები. ეთანი ტროტუარს მოუყვება და ჩემი სახლისკენ მოდის. ნამ-
დვილად ასეა.
ვიცი, რაც უნდა ვქნა.
მივდივარ ფანჯარასთან, რაფას ხელს მაგრად ვკიდებ, გული გამ-

265
ალებით მიცემს, მაგრამ უკან არ ვიხევ. თვალებს მაგრად ვხუჭავ და
ფანჯარას მთელი ძალით მაღლა ვწევ.
სუფთა ჰაერი მთელ სხეულზე მეკვრის. ლამისაა გული წამივი-
დეს. ვგრძნობ მის შეხებას ტანსაცმელზე, სხეულზე და თითქოს ში-
ნაგანად ვიყინები.
მაგრამ, ამავდროულად ერთი ხმამაღალი კივილით და მხოლოდ
ორი მარცვლის გამოყენებით მის სახელს გავიძახი:
– ე-თააან! – მესმის როგორ ირღვევა სიჩუმე. ხეებიდან აფრე-
ნილ ჩიტებსაც წარმოვიდგენ. შემდეგ კი მოულოდნელად ჩემს ტუ-
ჩებს მორიგი სიტყვა სწყდება: – მე ვიცი! ვიცი, რომ დედაშენი ის ქა-
ლია, ვისზეც მე ვამბობ. ვიცი, რომ აქ იყო და ვიცი, რომ ცრუობ
ფანჯარას მაგრად ვხურავ, მინას შუბლს ვადებ და თვალებს ვა-
ხელ.
ერთ ადგილზე გაშეშებული დგას, დიდი ზომის ქურთუკი და შე-
დარებით პატარა ზომის ჯინსის შარვალი აცვია. მისი თმა მსუბუქი
ბრიზის ფონზე შრიალებს. მე მიყურებს და ტუჩებთან სუნთქვის ორ-
თქლი იკრებს თავს. მეც მას ვაკვირდები, გული უკვე საათში ოთ-
ხმოცდაათი მილის სიჩქარით მიფეთქავს.
ეთანი თავს აქნევს და გზას განაგრძობს.

71

ვაკვირდები მანამ, სანამ თვალს მიეფარება. სუნთქვა მიჭირს,


მხრები ჩამოშვებული მაქვს. სამზარეულოში ცივი ჰაერი ტრიალებს.
ეს იყო ჩემი საუკეთესო გასროლა. რაც მთავარია, შინისკენ არ გა-
იქცა.
მაგრამ მაინც. დეტექტივები წუთი წუთზე აქ იქნებიან. პორტრეტი
აქ მაქვს. ვიხრები და ხალათს ხელში ვიღებ. შემდეგ ზარის ხმაც მეს-
მის. ლიტლი.მობილურს ვიღებ, ჯიბეში ვიდებ და დამაფონისკენ ჩქა-

266
რი ნაბიჯით მივდივარ. ღილაკს ხელს ვაჭერ, კარის მინებში ვიხედე-
ბი და ნელ-ნელა სახლში შემოდის ჩრდილი, რომელიც მალევე
ფორმებს იძენს.
ხელში ფურცელი მიკანკალებს, ვეღარ ვითმენ.სახელურს ხელს
ვკიდებ და კარს ვაღებ.
ეთანია.
ზედმეტად გაკვირვებული ვარ საიმისოდ, რომ მივესალმო.
ვდგავარ უაზროდ, ხელში ფურცელი მიჭირავს, იატაკზე კი ჩემი ხა-
ლათიდან წყალი წვეთავს.
ლოყები სიცივისგან ასწითლებია. თმა უკვე შესაჭრელი აქვს:
წარბებამდე ჩამოშვებია, ყურებთან კი კულულები ეტყობა. თვალებ-
გაფართოებული მიყურებს.
ერთმანეთს შევცქერით.
– ასე ყვირილი არ შეიძლება, – მეუბნება ჩუმად.
მოულოდნელია. სანამ თავს შევიკავებდე, ვპასუხობ:
– არ ვიცოდი სხვაგვარად როგორ მომეწვდინა ხმა.
ფეხებთან წყლის წვეთებს ვგრძნობ. ხალათს ხელზე ვიხვევ.
პანჩი კიბიდან ოთახში შემოდის და ეთანს უახლოვდება.
– რა გინდათ? – მეკითხება და დაბლა იხედება. ვერ ვხვდები მე
მელაპარაკება თუ კატას.
– ვიცი, რომ დედაშენი აქ იყო, – ვეუბნები მე.
ხვნეშის და თავს აქნევს.
‒ რაღაცები გეჩვენებათ. – ამ სიტყვებს სრულიად უჩვეულოდ
წარმოთქვამს. მას არ ჰგავს. გასაგებია საიდან, ვისგან გაიგონა ჩემი
ამგვარი შეფასება.
საპასუხოდ მეც თავს ვაქნევ.
– არა, – ვეუბნები და ტუჩებს ღიმილს ვაძალებ. – არა. აი, რა ვი-
პოვე. – ვეუბნები და ნახატს ვუჩვენებ.
აკვირდება.
სახლში სრული სიჩუმე დგას. ისმის მხოლოდ ეთანის ჯინსის შარ-
ვალზე პანჩის შეხების ხმა.
– ეს რა არის? – მეკითხება ეთანი.

267
– ეს მე ვარ.
– ვინ დახატა?
თავს მაღლა ვწევ და ერთი ნაბიჯით ვუახლოვდები.
– ხელმოწერა წაიკითხე.
ფურცელს მართმევს და თვალები უწვრილდება.
– მაგრამ...
ორივეს ზარის ხმა გვაფრთხობს. კარისკენ ვიხედებით. პანჩი სა-
ვარძლისკენ გარბის.
ეთანი მიყურებს, როგორ მივდივარ დამაფონთან, ღილაკს ხელს
ვაჭერ, კარს ვაღებ და მალევე სახლში მრისხანე ტალღასავით შემო-
ვარდება ლიტლი. მის ნაბიჯებს ნორელიც მოჰყვება.
ორივენი პირველად ეთანს აკვირდებიან.
– აქ რა ხდება? – კითხულობს ნორელი და მკაცრად მიყურებს.
– მითხარით, რომ სახლში ვიღაც იყო, – ამბობს ლიტლი.
ეთანი ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კი გასასვლელი კარისკენ იხე-
დება.
– მანდ დარჩი, – ვეუბნები მე.
– შეგიძლია წახვიდე, – ამბობს ნორელი.
– დარჩი, – მყეფარე ხმით ვეუბნები და ეთანი ადგილიდან არ იძ-
ვრის.
– სახლი შეამოწმეთ? – კითხულობს ლიტლი. მე თავს ვაქნევ.
შემდეგ ნორელს ანიშნებს და ისიც ჯერ სამზარეულოში შედის,
შემდეგ კი სარდაფის კიბის თავთან ჩერდება. ჯერ კართან მიყუდე-
ბულ ასაკეც კიბეს აკვირდება, შემდეგ მე მიყურებს.
– მანდ ჩემი მდგმური ცხოვრობს, – ვეუბნები მე.
კიბეზე უსიტყვოდ ადის.
ისევ ლიტლისკენ ვბრუნდები. ხელები ჯიბეებში აქვსჩაწყობილი
და მტკიცედ მაკვირდება. მე ღრმად ვსუნთქავ.
– ძალიან... ძალიან ბევრი რამ მოხდა, – ვეუბნები მე.
– ჯერ ეს მივიღე... – ხელს ხალათის ჯიბეში ვიყოფ, მობილურს
ვიღებ, ელექტრონული ფოსტის ფანჯარას ვხსნი და კადრს ვაახლო-
ვებ.

268
ლიტლი აკვირდება და შეკრთობა ეტყობა. შემდეგ თავისი ზორბა
ხელით მობილურს მართმევს.
სანამ ეკრანს უყურებს ვგრძნობ, როგორ გრილა. პრაქტიკუ-
ლად, ნახევრად შიშველი ვარ, თმა კი ლოგინიდან ადგომის შემდეგ
არ დამივარცხნია. ცოტა არ იყოს, დაბნეული ვარ.
როგორც ჩანს, ასეა ეთანიც. ადგილზე ვერ ისვენებს, ლიტლის
გვერდით კი ისეთი გამხდარი ჩანს, რომ მინდა ჩავეხუტო.
დეტექტივი ეკრანს ცერს უსვამს.
– ჯეინ რასელი.
‒ ეს წაიკითხეთ, – ვეუბნები და ელექტრონული ფოსტის მისა-
მართზე ვანიშნებ.
ლიტლი თვალებს აწვრილებს.
– აბავინვარანა-ედ-ჯიმეილ-ქომ, – ამბობს ჩაფიქრებული.
მე თავს ვუკრავ.
– ეს ღამის სამის ორ წუთზეა გადაღებული, წერილი კი შუადღით,
პირველის თერთმეტ წუთზე მოვიდა.
ისევ თავს ვუკრავ.
‒ მსგავსი ტიპის წერილები აქამდე მიგიღიათ?
– არა. შეგიძლიათ, რომ... გამომგზავნს მიაგნოთ?
ჩემ უკან ეთანის ხმა ისმის.
– ეგ რა არის?
– ფოტოა, ‒ ვიწყებ, თუმცა ლიტლი განაგრძობს. – თქვენს სახ-
ლში ვინმე როგორ შემოვიდოდა? განა სიგნალიზაცია არ გაქვთ?
– ისედაც სულ აქ ვარ და რაში მჭირდება... – ვიწყებ ენერგი-
ულად, თუმცა პაუზას ვიღებ და ლიტლის შეკითხვას ვპასუხობ, –
არა.
– რა ფოტო? – კითხულობს ეთანი.
ამჯერად ლიტლი მისკენ ბრუნდება.
‒ საკმარისია შეკითხვები. მანდ დაჯექი, – ამბობს და ეთანი ოდ-
ნავ უკან იხევს. შემდეგ სავარძელს უახლოვდება და პანჩის გვერ-
დით ჯდება.
ლიტლი სამზარეულოში შედის და პარკში გასასვლელ კარს უახ-

269
ლოვდება.
– ანუ, ვიღაცას სახლში შემოსვლა შეეძლო. – მტკიცე ხმა აქვს.
სახელურს ხელს ჰკიდებს, კარს აღებს და კეტავს. ოთახში ცივი ჰა-
ერი შემოდის.
– ვიღაც უკვე შემოვიდა აქ, – ხაზს ვუსვამ მე.
– ვიგულისხმე, რომ შემოსვლა სიგნალიზაციის ჩართვის გარეშე
შეეძლო.
– დიახ.
– სახლიდან რამე არის წაღებული?
ამაზე არ მიფიქრია.
– არ ვიცი, – ვაღიარებ. – კომპიუტერი და მობილური ადგილზეა,
თუმცა შეიძლება... არ ვიცი. არ შემიმოწმებია. შეშინებული ვიყავი.
მზერა უმსუბუქდება.
– მესმის. – ახლა კიდევ უფრო თბილად ჟღერს: – რას ფიქრობთ,
ვის შეიძლებოდა თქვენთვის ფოტო გადაეღო?
პაუზას ვიღებ.
– ერთადერთი ადამიანი ვისაც შეიძლება, რომ გასაღები ჰქონო-
და, ჩემი მდგმურია. დეივიდი.
– და სად არის იგი?
– არ ვიცი. მითხრა, რომ ქალაქიდან გადიოდა, მაგრამ...
– ანუ, მას აქვს გასაღები, თუ შეიძლება, რომ ჰქონოდა?
მკერდზე ხელებს ვიკრეფ.
– შეიძლება. მის ოთახს ცალკე გასაღები აქვს, თუმცა შეიძლე-
ბა... ჩემთვის მოეპარა.
ლიტლი თავს მიქნევს.
– დეივიდთან პრობლემები გაქვთ?
– არა. არანაირი.
ისევ თავს მიქნევს.
– კიდევ?
– კიდევ... რა ვიცი, ცოტა ხნის წინ საკანცელარიო დანა ვათხოვე,
რომელიც ჩემთვის უთქმელად უკანვე დააბრუნა.
– შიგნით სხვა ვერავინ შემოვიდოდა?

270
– ვერავინ.
– მოდი, ხმამაღლა ვიფიქრებ, – ამბობს და ჰაერს ისე ღრმად ჩა-
ისუნთქავს, რომ ნერვები მიტოკდება. – ჰეი, ვალ?
– ჯერ ისევ ზევით ვარ. – ეძახის ნორელი.
– ნახე რამე?
სიჩუმე. ვიცდი.
– არაფერი, – ყვირის პასუხად.
– არეულობა?
– არანაირი არეულობა.
– კარადაში არის ვინმე?
– კარადაში არავინაა. – მესმის როგორ ჩამოდის კიბეებზე. – უკ-
ვე მოვდივარ.
ლიტლი მე მიბრუნდება.
– ანუ, გვაქვს შემთხვევა: თქვენს სახლში ვიღაც – არ ვიცით ვინ
– შემოიპარა და მძინარეს ფოტო გადაგიღოთ.
– დიახ. – ნუთუ ისევ ეჭვი ეპარება? ჩემს მობილურზე მივანიშნებ,
რომელიც ხელში უჭირავს ისე, თითქოს მას შეეძლოს შეკითხვებზე
პასუხის გაცემა. თუმცა ასეც არის.
– უკაცრავად, – მეუბნება და მობილურს მიბრუნებს.
ნორელი სამზარეულოში შემოდის. ქურთუკი ბოლომდე აქვს
ჩახსნილი.
– აბა, მშვიდობაა? – ეკითხება ლიტლს.
– მშვიდობაა.
ლიტლი მიღიმის.
– ნაპირი სუფთაა, – მეუბნება, თუმცა მე არ ვპასუხობ.
ნორელი გვიახლოვდება.
– სახლში შეპარვაზე რას ამბობდით?
მე მობილურის ეკრანს ვუჩვენებ. ის არ მართმევს, მხოლოდ ყუ-
რადღებით აკვირდება.
– ჯეინ რასელი? – კითხულობს ნორელი.
შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მივანიშნებ.
– ასეთი წერილი აქამდეც გამოუგზავნიათ?

271
‒ არა. უკვე ვუთხარი, რომ არა.
‒ „ჯიმეილია“, – ამბობს და ლიტლს მრავალმნიშვნელოვნად
უყურებს.
– დიახ, – ამიტომ ვერ გაარკვევთ, ვინ მომწერა?
– იცით, – ამბობს და ოდნავ უკან იხევს, – პრობლემაც ეგ არის.
– რატომ?
პარტნიორისკენ თავს ოდნავ ხრის და მეუბნება:
– „ჯიმეილია“.
– მერე?
– მერე ის, რომ „ჯიმეილი“ აი-პი მისამართს მალავს.
– არ ვიცი, ეგ რას ნიშნავს.
– ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერაფერს გავარკვევთ, – განაგრძობს
ის.
გაკვირვებული ვუყურებ.
– იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, თა-
ვისუფლად შეიძლება ეს წერილი საკუთარი თავისთვის მიგეწერათ.
სიცილი წამსკდა.
– რა? – ვამბობ ხმამაღლა. განა სხვა რა შეიძლება ვთქვა?
– შეგეძლოთ ელექტრონული წერილი საკუთარი თავისთვის გა-
გეგზავნათ და ამას ვერავინ გაარკვევდა.
– რატომ? რა-ტომ? – ძლივს ვლუღლუღებ. ნორელი ჩემს აჩა-
ჩულ ხალათს დასცქერის. მე წესრიგის ილუზიის შექმნას ვცდილობ
და ხალათს ვიკეცავ.
– ეს ფოტო კი შუაღამის სელფის ჰგავს.
– მძინავს, – ვეკამათები.
– უფრო სწორად, თვალები გაქვთ დახუჭული.
– იმიტომ, რომ მძინავს.
– ან იმიტომ, რომ ფოტოში ჩანდეს, თითქოს გძინავთ.
ლიტლისკენ ვბრუნდები.
– დოქტორო ფოქს, – მეუბნება ის – ამ ყველაფერს სხვა კუთხი-
დან შეხედეთ. ვერც უცხო პირის სახლში ყოფნის კვალს მივაგენით,
არც რამეა დაკარგული და ორივე კარის საკეტი წესრიგშია. – ამბო-

272
ბს და კარებისკენ იხედება. – ამასთან, ამბობთ, რომ გასაღები არა-
ვის შეიძლებოდა ჰქონოდა.
– არა, მე ვთქვი, რომ ჩემს მდგმურს შეეძლო ჩემთვის მოეპარა.
– განა ეს არ ვთქვი? უკვე გონება მებინდება. ერთიანად ვთრთი. მცი-
ვა.
ნორელი გასაშლელი კიბისკენ თითს იშვერს.
– მანდ რა ხდება?
– კამათი მდგმურთან, – პასუხობს ლიტლი მანამ, სანამ ამას მე
გავაკეთებდე.
– და ჰკითხე თავისი... ქმრის შესახებ? – ნორელის ხმაში არის
რაღაც მინორული ტონი, რასაც სახელს ბოლომდე ვერ ვუძებნი. ახ-
ლა წარბებაწეული ჩემკენ ბრუნდება. – მის ფოქს, – კარგი, ამჯერად
აღარ შევუსწორებ. – ხომ გაგაფრთხილეთ დროის დაკარგვასთან...
– არა, ეს თქვენ კარგავთ დროს უაზროდ, – ვღრიალებ მე. – დი-
ახაც, თქვენ! ჩემს სახლში ვიღაც იყო, მტკიცებულებაც მაქვს და ახ-
ლა მარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი გამოვიგონე. წინაზეც ზუსტად
ასე იყო. დავინახე, როგორ დაჭრეს ადამიანი და არ დამიჯერეთ. რა
გავაკეთო, რომ როგორღაც...
პორტრეტი.
ვბრუნდები, მივდივარ ეთანთან, რომელსაც კალთაში პანჩი
უზის და სავარძელზე დაწებებულს წააგავს.
– მოდი აქ, – ვეუბნები მე. – და ნახატი მოიტანე.
‒ მოდი, მას ნუ ჩავრევთ, – მაწყვეტინებს ნორელი, მაგრამ ეთა-
ნი უკვე ჩემკენ მოდის. ცალი ხელით კატას იშორებს, მეორეთი კი
ფურცელს მოაფრიალებს, რომელსაც თითქმის ცერემონიულად
მაწვდის.
– ხედავთ? – ვეკითხები ნორელის და ნახატს ვუჩვენებ. ის ერთი
ნაბიჯით უკან იხევს. – ხელმოწერას დააკვირდით.
წარბები ეღუშება.
და დღეს უკვე მესამედ, კარზე ზარის ხმა გაისმის.

273
72

ლიტლი ჯერ მე მიყურებს, შემდეგ კი დამაფონისკენ მიდის და ღი-


ლაკს ხელს აჭერს.
– ვინ არის? – ვკითხულობ, თუმცა სანამ პასუხს გამცემდეს, კარი
იღება და სახლში ალისტერ რასელი შემოდის. შალის ჯემპრი აცვია,
სახეზე სიცივის კვალი ამჩნევია. ახლა უფრო ასაკოვანი მეჩვენება
ვიდრე მანამდე.
თვალებს არწივის მზერით აცეცებს. ბოლოს ეთანზე ჩერდება.
– ახლავე სახლში წადი, – ეუბნება შვილს. ეთანი არ იძვრის. –
კატას შეეშვი და წადი.
– მინდა, რომ ეს ნახოთ, – ვიწყებ და ნახატს ვუჩვენებ, თუმცა არ
მიმჩნევს და ლიტლს მიმართავს.
– მოხარული ვარ, რომ აქ ბრძანდებით, – ამბობს, თუმცა სიხა-
რულის არაფერი ეტყობა. – ჩემმა მეუღლემ გაიგონა, როგორ უკიო-
და ეს ქალი ეთანს ფანჯრიდან. შემდეგ კი თქვენი მანქანაც დავინა-
ხე. – წინა სტუმრობისას უფრო ზრდილობიანი, შეწუხებულიც კი
იყო. ახლა მსგავსი აღარაფერი ეტყობა.
ლიტლი უახლოვდება.
– მისტერ რასელ...
– ის ჩემს სახლში რეკავდა. იცოდით? – ლიტლი არ პასუხობს. –
და შემდეგ ჩემს ძველ სამსახურშიც დარეკა. გესმით? ჩემს ძველ სამ-
სახურში!
როგორც ჩანს, ალექსმა გამთქვა.
– რატომ გაგიშვეს? – ვეკითხები და თითოეულ სიტყვას მრისხა-
ნებით წარმოვთქვამ.
– გუშინ კი ჩემს ცოლს უთვალთვალებდა. არც ეს იცით? ალბათ,
არ მოგიყვათ. კაფემდე აედევნა.
– ეს ჩვენთვის ცნობილია.
– და მასთან... კონფლიქტში შესვლა სცადა. – მე ეთანს ვაკვირ-
დები. როგორც ჩანს, მამისთვის არ უთქვამს, რომ შემდეგ მე მნახა.
– უკვე მეორედ ვარ აქ, – ალისტერის ხმა ოდნავ მშვიდდება. –

274
ჯერ ირწმუნებოდა, რომ ჩემს სახლში დაჭრის ფაქტი დაინახა. ახლა
კი ჩემს შვილს სახლში იტყუებს. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს! –
პირდაპირ მე მიყურებს. – ის სახიფათოა.
მე ისევ ფოტოს ვიშველიებ:
– მე ვიცნობ თქვენს ცოლს...
– არ იცნობთ! – მიყვირის ალისტერი.
მე ვჩუმდები.
– არავის იცნობთ! სახლში ხართ გამოკეტილი და ხალხს უთვალ-
თვალებთ.
მთელ კისერზე წამოწითლებას ვგრძნობ. ხელი დაბლა მივარდე-
ბა.
ჯერ არ დაუმთავრებია.
– მოიგონეთ, თითქოს შეხვდით ვიღაც ქალს, რომელიც ჩემი ცო-
ლი არაა და საერთოდ... – ველოდები, სანამ წინადადებას დაასრუ-
ლებს. – საერთოდ, არც არსებობს. ახლა კი ჩემს შვილს არ ასვე-
ნებთ.
ოთახში სიჩუმეა.
ისევ ლიტლი იწყებს:
– კეთილი.
‒ ის შეშლილია, – ამატებს ალისტერი. ესეც ასე. მე ვუყურებ ეთა-
ნს, რომელიც იატაკს დასცქერის.
– კარგი, კარგი, – იმეორებს ლიტლი. – ეთან, შენი შინ წასვლის
დროა. თქვენ კი, იქნებ ცოტა ხნით დარჩეთ, მისტერ რასელ...
თუმცა, ახლა ჩემი ჯერია.
‒ აქ დარჩით, – ვეთანხმები. – იქნებ, თქვენ მაინც ამიხსნათ, რა
არის ეს. – და ფოტოს კიდევ ერთხელ, პირდაპირ თვალებთან ვუფ-
რიალებ.
– ეს რა არის? – კითხულობს და ნახატს მართმევს.
– ეს არის პორტრეტი, რომელიც თქვენმა ცოლმა დახატა.
სახე უფითრდება.
– როცა აქ იყო და ამ მაგიდასთან იჯდა.
– ამას როგორ ახსნით? – კითხულობს ლიტლი და ალისტერს უა-

275
ხლოვდება.
– ჯეინმა ეს მე დამიხატა.
– ეს თქვენ ხართ, – ამბობს ლიტლი.
მე თავს ვუკრავ.
– ის აქ იყო. ეს ამ ნახატით მტკიცდება.
ალისტერი სათქმელს თავს უყრის.
– ეს არაფერს ამტკიცებს, – გამოსცრავს ბოლოს, – გარდა იმი-
სა, რომ მტკიცებულების გაყალბება სცადეთ. – ფრუტუნებს. – ჭკუ-
აზე ხართ შეშლილი.
ბაც, ჭკუაზე ხარ შეშლილი, – ვფიქრობ მე. – „როზმარის ბავშვი“.
ვგრძნობ როგორ ვიღუშები. – რას გულისხმობთ მტკიცებულების
გაყალბებაში?
– ეს თავად დახატეთ.
ამასობაში ნორელი გვეჩრება.
‒ ისევე როგორც, თავისუფლად შეგეძლოთ ფოტო გადაგეღოთ
საკუთარი თავისთვის. ჩვენ კი საპირისპიროს ვერ დავამტკიცებ-
დით.
უკან ვიხევ. თითქოს დამარტყეს.
– მე...
– კარგად ხართ, დოქტორო ფოქს? – კითხულობს ლიტლი და მი-
ახლოვდება. ხალათი კვლავ ხელიდან მივარდება. ლიტლი ჩემს
მხართან იხრება, ეთანი ისევ იქ დგას, მის მხართან კატას ვხედავ.
ოთახი ჩემ ირგვლივ ბრუნავს. ადამიანებიც ბრუნავენ. მიწა მეცლე-
ბა, ფეხს ვეღარსად ვაბიჯებ. – მე ეს ნახატი არ დამიხატავს. ეს ჯეინი-
საა. აი, აქ იჯდა. არც ის ფოტო გადამიღია. რაღაც ხდება. რაღაც ხდე-
ბა და თქვენ მე არ მეხმარებით. – შემეძლო ეს ყველაფერი სხვაგვა-
რადაც მეთქვა, თუმცა უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ნელი მოძ-
რაობით მივღოღავ ეთანამდე და მხარზე ხელს ვავლებ. – რაღაც
ხდება.
– რა ხდება?
ყველანი ერთი მიმართულებით ვტრიალდებით.
– კარი ღია იყო, – ამბობს დეივიდი.

276
73

კარის ჩარჩოში ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და მხარზე ზურგჩან-


თაგადაკიდებული დგას.
– რა ხდება? – კითხულობს და მე ეთანს მაშინვე ხელს ვუშვებ.
ნორელი გულზე ხელებს იკრეფს.
– თქვენ ვინ ხართ?
დეივიდიც იმავეს აკეთებს.
– მე ქვევით ვცხოვრობ.
– აჰა, – ამბობს ლიტლი, – ესე იგი, თქვენ ხართ ის ცნობილი დე-
ივიდი.
– ამის შესახებ არ ვიცოდი.
– გვარი გაქვთ, დეივიდ? როგორც ადამიანთა უმეტესობას.
‒ ვინტერსი, – ვამბობ და წარსულიდან მის გვარს ვიხსენებ.
დეივიდი არ მიმჩნევს.
– თქვენ ვინ ხართ?
‒ პოლიცია, – პასუხობს ნორელი. – მე დეტექტივი ნორელი ვარ,
ეს დეტექტივი ლიტლია.
დეივიდი ყბას ალისტერისკენ იქნევს.
– მაგას ვიცნობ.
ალისტერი თავს უკრავს.
‒ იქნებ შენ მაინც აგვიხსნა, რა სჭირს ამ ქალს?
– და ვინ თქვა, რომ რამე სჭირს?
შინაგან მადლიერებას ვგრძნობ და უეცრად სუნთქვა მიადვილ-
დება. ვიღაც მაინც აღმოჩნდა ჩემს მხარეს.
თუმცა, შემდეგ მახსენდება ვინ არის ეს ვიღაც.
– წუხელ სად იყავით, მისტერ ვინტერს? – ეკითხება ლიტლი.
‒ კონექტიკუტში, საქმე მქონდა. – ხელს ნიკაპზე ისვამს. – რა-
ტომ მეკითხებით?
– დოქტორ ფოქსს ძილში ვიღაცამ ფოტო გადაუღო. ეს დაახ-
ლოებით ღამის ორ საათზე მოხდა და შემდეგ ეს ფოტო ელექტრონუ-

277
ლი ფოსტით გაეგზავნა.
დეივიდს თვალებზე გაკვირვება ეტყობა.
‒ მოიცა, – და მე მიყურებს, – ვიღაც სახლში შემოიპარა?
ლიტლი პასუხის გაცემას არ მაცდის.
– ვინმეს შეუძლია დაადასტუროს, რომ წუხელ კონექტიკუტში
იყავით?
დეივიდი ადგილზე ქანაობს.
– ქალს, რომელთანაც ვიყავი.
– და ვინ არის ეგ ქალი?
– გვარი არ ვიცი.
– მობილური აქვს?
– როგორც ადამიანთა უმეტესობას.
‒ მისი ნომერი დაგვჭირდება, – ამბობს ლიტლი.
‒ფოტოს სხვა ვერავინ გადამიღებდა, – დაჟინებით ვიძახი მე.
ხმამაღალი განაცხადი გამომივიდა. დეივიდი წარბებს მაღლა
სწევს.
– რა?
ახლა მეც მას ვუყურებ და მის უძირო თვალებს ვაკვირდები. მზად
ვარ პირდაპირ ვკითხო.
– ფოტო შენ გადამიღე?
ოდნავ ჩაიცინებს.
– ფიქრობ, აქ მოვედი და...
– ამას არავინ ფიქრობს, – ამბობს ნორელი.
– ჩემ გარდა, – ვეუბნები მას.
– არ ვიცი, რა ჯანდაბაზე ლაპარაკობ, – თითქმის მოწყენილი
ხმით ამბობს დეივიდი, – მაგრამ აგერ ტელეფონი და დაურეკეთ. მას
ელიზაბეტი ჰქვია, – ამბობს და ნორელის მობილურს აწვდის. ნორე-
ლი მისაღებიდან გამოდის.
სასმლის გარეშე ერთ სიტყვასაც ველარ ვიტყვი. ლიტლს ვშორ-
დები და სამზარეულოსკენ მივდივარ. უკნიდან მისი ხმა მესმის.
‒დოქტორი ფოქსი ამბობს, რომ დაინახა,როგორ დაესხნენ თავს
ქალბატონს მისტერ რასელის სახლში. ამის შესახებ რამე იცით?

278
– არა. ესე იგი, ამიტომ მკითხა ყვირილი ხომ არ გაგიგონიაო? –
არ ვტრიალდები, უკვე ბოკალში ღვინოს ვასხამ. – როგორც უკვე
ვთქვი, მე არაფერი გამიგონია.
– რა თქმა უნდა, – აღნიშნავს ალისტერი.
ვტრიალდები და ჭიქით ხელში პირდაპირ მას ვუყურებ.
– მაგრამ, ეთანმა თქვა, რომ...
– ეთან, აქედან მოშორდი, რა, – ყვირის ალისტერი. – რამდენ-
ჯერ უნდა...
– დამშვიდდით, მისტერ რასელ. ახლა მაგის გაკეთებას არ გირ-
ჩევდით, დოქტორო ფოქს, – მეუბნება ლიტლი და ჩემკენ თითს იშ-
ვერს. მე ბოკალს დახლზე ვდგამ, მაგრამ ხელს არ ვუშვებ. თავს
უხერხულად ვგრძნობ.
ისევ დეივიდს უბრუნდება.
– პარკის გადაღმა მდებარე სახლში რამე უჩვეულო ხომ არ შე-
გინიშნავთ?
‒ მის სახლში? – კითხულობს და იხედება ალისტერისკენ, რომე-
ლიც დაძაბული მეჩვენება.
– ეს ხომ... – რაღაცის თქმას ცდილობს.
– არა, არაფერი შემინიშნავს, – დეივიდის მხრიდან ზურგჩანთა
ცურდება, რომელსაც მაშინვე ხელით იჭერს და ისევ მხარზე იკი-
დებს. – იქითკენ დიდად არც ვიხედები ხოლმე.
ლიტლი თავს უკრავს.
– აჰაა. და მისის რასელს შეხვედრიხართ?
– არა.
– მისტერ რასელს საიდან იცნობთ?
– ერთხელ დავიქირავე, – იწყებს ალისტერი, თუმცა ლიტლი ხე-
ლისგულს უჩვენებს და აჩერებს.
– რაღაც სამუშაოზე დამიქირავა, – ამბობს დეივიდი. – თუმცა,
მის ცოლს არ შევხვედრივარ.
– მაგრამ, საძინებელში მისი საყურე გაქვს, – ვერთვები მე. –
ლოგინის გვერდით, ტუმბოზე. ეს ჯეინის საყურეა – სამი პატარა
მარგალიტით.

279
დეივიდი ხვნეშის.
– არა, ეგ ქეთრინს ეკუთვნის.
– ქეთრინს? – ვამბობ მე.
თავს მიკრავს.
– ქალს, რომელსაც ვხვდებოდი. უფრო სწორად, სულ რამდენ-
ჯერმე იყო ჩემთან.
– ეს როდის მოხდა?
– წინა კვირაში. რა მნიშვნელობა აქვს?
– არანაირი, – არწმუნებს ნორელი, დეივიდთან ბრუნდება და
მობილურს აწვდის. – ელიზაბეტ ჰიუზი ადასტურებს, რომ თქვენ მას-
თან ერთად იყავით დერიენში, წუხელ შუაღამიდან დილის ათ სა-
ათამდე.
– მერე პირდაპირ აქ მოვედი, – ამბობს დეივიდი.
– და თქვენ მის საძინებელში რა გინდოდათ? – მეკითხება ნორე-
ლი.
– მითვალთვალებდა, – პასუხობს დეივიდი.
ვწითლდები, თუმცა თავადაც შეტევაზე გადავდივარ.
– შენ მე საკანცელარიო დანა გამომართვი.
წინ მოიწევს. ვხედავ როგორ იძაბება ლიტლი.
– თავად მომეცი.
– ხო, მაგრამ მერე ისე დამიბრუნე, რომ ამის შესახებ არაფერი
გითქვამს.
– იმიტომ, რომ ჯიბეში მედო და როცა მოსაფსმელად გავედი, ბა-
რემ თავის ადგილზე დავდე. არაფრის!
– და სრულიად შემთხვევით სწორედ იმ დროს დამიბრუნე, როცა
ჯეინი უკვე...
– საკმარისია, – კბილებს შორის გამოსცრის ნორელი.
ჭიქა ტუჩებთან მიმაქვს და ყველა მიყურებს, როგორ ვსვამ ერთ
ყლუპს.
პორტრეტი. ფოტო. საყურე. საკანცელარიო დანა. ყველაფერი
გააბათილეს, ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდა. აღარაფერი
დამრჩა.

280
თითქმის არაფერი.
ღვინოს ვყლაპავ. ვსუნთქავ.
– იცით, რომ ის ციხეში იჯდა.
ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგაც კი მიჭირს დაჯერება, რომ
ეს მართლა მე ვთქვი.
‒ ციხეში იჯდა, – ვიმეორებ უღონოდ და ვაგრძელებ, – ფიზიკური
ძალადობისთვის.
დეივიდის ყბას დაძაბულობა აღარ ეტყობა. ალისტერი მას უყუ-
რებს, ნორელი და ეთანი და მეც, ლიტლი კი... საოცრად სევდიანია.
– ამას რატომ არ ამოწმებთ? – ვკითხულობ მე. – დავინახე, რო-
გორ მოკლეს ქალი, – მობილურს ჰაერში ვიქნევ, – და მეუბნებით,
რომ ეს ყველაფერი მომეჩვენა. ამბობთ, რომ ვცრუობ. – მობილურს
დახლზე ვდებ. – გაჩვენებთ ნახატს, რომელიც მან დახატა და რო-
მელსაც ხელი მოაწერა, – მივანიშნებ ალისტერზე, რომელსაც ხელ-
ში პორტრეტი უჭირავს, – და ამბობთ, რომ ეს თავად გავაკეთე. იმ
სახლში ცხოვრობს ქალი, რომელიც თავს სხვა ადამიანად წარმოა-
ჩენს და მის გადამოწმებასაც კი არ ცდილობთ.
ერთი პატარა ნაბიჯით წინ მივიწევ, თუმცა ყველა ისე ფრთხება,
თითქოს მოახლოებული გრიგალი, ან რაღაც საშიში მხეცი ვიყო. ძა-
ლიან კარგი.
‒ ჩემს სახლში ვიღაც შემოდის, მძინარეს ფოტოს მიღებს და ამა-
საც მე მაბრალებთ. – ხმაში ბზარი მეპარება. ლოყებზე ცრემლები
ჩამომდის, მაგრამ ვაგრძელებ: – არც გიჟი ვარ და არც რაიმეს ვი-
გონებ. – ათრთოლებულ თითს ალისტერისა და ეთანისკენ ვიშვერ.
– არც არაფერი მეჩვენება. ზუსტად ვიცი, რომ დავინახე, როგორ ჩა-
სცეს დანა მის ცოლს და მის დედას. ამას უნდა იძიებდეთ და ამ შე-
კითხვაზე პასუხის გაცემას უნდა ცდილობდეთ. ნუ მეუბნებით, რომ
არ დამინახავს ის, რაც აშკარად დავინახე.
სიჩუმე. ყველანი ადგილზე გაიყინნენ. ნამდვილი ცოცხალი ნახა-
ტია. პანჩიც კი უძრავად დგას და კუდისთვის კითხვის ნიშნის ფორმა
მიუცია.
სახეს და ცხვირს ხელის ზურგით ვიწმენდ და სახეზე ჩამოფარებ-

281
ულ თმას უკან ვიწევ. შემდეგ ჭიქა პირთან მიმაქვს და ბოლომდე
ვცლი.
ლიტლი ცოცხლდება. მიახლოვდება. ნელი და ფართო ნაბიჯით
კვეთს სამზარეულოს და დაჟინებით მიყურებს. ცარიელ ჭიქას დახ-
ლზე ვდებ. ერთმანეთს ვუყურებთ.
ის ხელს ჭიქას ადებს და თავისკენ სწევს ისე, თითქოს ეს სახიფა-
თო იარაღი იყოს.
– საქმე ის არის, ანა, – მეუბნება დინჯად და ზანტად. ‒გუშინ, ჩვე-
ნი სატელეფონო ზარის შემდეგ, მე თქვენს ექიმს ველაპარაკე.
პირი მიშრება.
– დოქტორ ფილდინგს, – განაგრძობს. – რომელიც საავადმყო-
ფოში ახსენეთ. უბრალოდ, მინდოდა ვინმე თქვენს ახლობელს დავ-
ლაპარაკებოდი.
გულში სისუსტეს ვგრძნობ.
– ის ძალიან ღელავს თქვენზე. ძალიან მაწუხებდა ის, რაც მოგ-
ვიყევით და ზოგადად, ეჭვის თვალით ვუყურებდი თქვენს ასეთ დიდ
სახლში მარტო ყოფნას, რადგან მითხარით, რომ თქვენი ოჯახი
შორს ცხოვრობს, აქ კი დამლაპარაკებელი არავინ გყავთ. მოკ-
ლედ... – მოკლედ. და ზუსტად ვიცი, რასაც მეტყვის. მადლიერი ვარ,
რომ ამას მისგან მოვისმენ, რადგან მას კეთილი და თბილი ხმა აქვს.
სხვაგვარად ვერ გადავიტანდი.
თუმცა, მას ნორელი აწყვეტინებს.
‒ როგორც გაირკვა, თქვენი ქმარი და შვილი გარდაცვლილები
არიან.

282
74

ეს სიტყვები ამ თანამიმდევრობით აქამდე არავის უთქვამს.


არც ექიმს, რომელმაც გადაუდებელი დახმარების პალატაში
მითხრა: – თქვენი მეუღლე ვერ გადარჩა, – ამ დროს ხერხემალი და
ტრაქეა მქონდა დაზიანებული.
არც ექთანს, რომელმაც ორმოცი წუთის შემდეგ მითხრა: – ძა-
ლიან ვწუხვარ, მისის ფოქს, – და ამით ყველაფერი იყო ნათქვამი.
არც მეგობრებს – ძირითადად, ედის მეგობრებს. მწუხარებით
აღმოვაჩინე, რომ მე და ლივის ძალიან მცირე საერთო წრე გვყავდა.
გასვენებაზე და შემდეგ დღეებში კი ედის მეგობრები მოდიოდნენ,
მეუბნებოდნენ: – წავიდნენ, ჩვენთან აღარ არიან. ყველაზე უტაქ-
ტოებისგან კი ვისმენდი: – დაიხოცნენ.
თუმცა, ამგვარად არც ბინას და არც დოქტორ ფილდინგს არ უც-
ნობებია.
ნორელიმ კი მოახერხა. ჯადო გაარღვია და უთქმელი ფრაზა
წარმოთქვა: თქვენი ქმარი და შვილი გარდაცვლილები არიან.

***

დიახ, არიან. ვერ გადარჩნენ. წავიდნენ. დაიხოცნენ. ამას არ


უარვყოფ.
– მაგრამ ვერ ხედავ, – ახლა კი დოქტორი ფილდინგის თითქმის
მუდარისებური ხმა ჩამესმის: – ეს უარყოფაა.
ჭეშმარიტად ასეა. მაგრამ:
როგორ ავუხსნა ვინმეს – ლიტლს, ნორელის, ალისტერს, ეთანს,
დეივიდს ან ჯეინს? როგორ ავუხსნა, რომ მე მესმის მათი ხმა. ჩემში
და ჩემ გარეთ არსებობენ. მესმის მათი, როცა მათი დაკარგვით, არ-
ყოფნით, შემიძლია ვთქვა, მათი სიკვდილით გამოწვეული ტკივილი
ყველაზე მეტად მიპყრობს. მესმის მათი, როცა მათთან დალაპარაკ-

283
ება მსურს. მესმის მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოველი. –
აბა, ვინ ვარ, – იტყვიან და გულიც მაშინვე შვებით მევსება.
და მე ვპასუხობ.

75

მისი სიტყვები ჰაერში კვამლივით ტივტივებს.


ლიტლის მხრებს მიღმა თვალებგაფართოებულ ალისტერსა და
ეთანს ვუყურებ. ვხედავ დეივიდს, რომელსაც პირი აქვს ღია. ნორე-
ლი კი რატომღაც იატაკს დასცქერის.
– დოქტორო ფოქს? – ლიტლი. ვცდილობ ფოკუსი გავასწორო
და მისი სახე შუადღის მზის ფონზე სათანადოდ გავარჩიო. – ანა, –
ამბობს ის.
არ ვინძრევი. არ შემიძლია.
ღრმად ჩაისუნთქავს და განაგრძობს:
– დოქტორმა ფილდინგმა თქვენი ამბავი მიამბო. – თვალებს
მაგრად ვხუჭავ. მხოლოდ წყვდიადს ვხედავ. მხოლოდ ლიტლის ხმა
მესმის. – მითხრა, რომ მაშველებმა ხევის ძირში გიპოვეს.
დიახ. მახსოვს მათი ხმა და ის ხევის ძირიც.
– თქვენ ორი ღამე გაატარეთ ქარბუქში, შუა ზამთარში.
გზიდან გადახვევის შემდეგ ოცდაცამეტი საათი გავიდა მანამ, სა-
ნამ მაშველების ვერტმფრენი გამოჩნდებოდა. მახსოვს, როგორ გუ-
გუნებდა ჩვენს თავზე მისი ფრთები და ქარიშხალს წარმოქმნიდა.
– მითხრა, რომ როცა გიპოვეს, ოლივია ჯერ ისევ ცოცხალი იყო.
– დედიკო, – მახსოვს, როგორ მითხრა ჩურჩულით, როცა მისი
პატარა სხეული პლედში გაახვიეს.
– თუმცა, თქვენი მეუღლე უკვე აღარ.
არა. ისიც ცოცხალი იყო. იქ მყავდა, ჩემ გვერდით. შინაგანი და-
ზიანებები, – მითხრეს მე. – რასაც ზედმეტი სიცივეც დაემატა. თქვენ
ვერაფერს იღონებდით.

284
უამრავი რამ შემეძლო მეღონა.
– აქედან დაიწყო თქვენი პრობლემები. პოსტტრავმატული
სტრესი. ვერც კი წარმოვიდგენ ამ მდგომარეობის სიმძიმეს.
ღმერთო, როგორ ვუფრთხოდი სასტუმროს განათებას, როგორ
მეშინოდა მანქანაში ჩაჯდომის და როგორ ვკარგავდი გონებას, რო-
ცა თავდაპირველად სახლიდან გავდიოდი. ერთხელ, ორჯერ და მე-
რე უკვე შიგნით ჩავიკეტე.
ჩავკეტე კარი.
დავხურე ფანჯრები.
და დავიფიცე, რომ დავიმალებოდი.
– უსაფრთხოდ ყოფნა გინდოდათ. ამას ვხვდები. იქ ნახევრად გა-
ყინული გიპოვეს. ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარეთ.
ფრჩხილებით ხელის გულებს ვაწვები.
– დოქტორმა ფილდინგმა თქვა, რომ ხანდახან თქვენ... გესმით
მათი.
თვალებს კიდევ უფრო მაგრად ვხუჭავ და წყვდიადს ვეგებები. –
ხომ იცით, რომ ეს ჰალუცინაციები არაა, – ვუთხარი მას. – უბრა-
ლოდ, მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ თითქოს აქ არიან. შე-
გუებითი მექანიზმია. ვიცი, რომ ზედმეტი კონტაქტი ჯანსაღი არ
არის.
– და ხანდახან ელაპარაკებით კიდეც.
ლოყაზე მზის შეხებას ვგრძნობ.
– უმჯობესია, ამით ხშირად არ დაკავდე, – მაფრთხილებდა დოქ-
ტორი ფილდინგი. – ეს შენი ცხოვრების ნაწილი არ უნდა გახდეს.
‒ იცით, თავდაპირველად ცოტა დაბნეული ვიყავი, რადგან მით-
ხარით, რომ ისინი უბრალოდ სხვაგან იყვნენ. ‒ არ ვეკამათები იმის
მტკიცებით, რომ ტექნიკურად ეს სიმართლეა. სრულიად გამოცა-
რიელებული ვარ.
– მითხარით, რომ დაშორდით და რომ თქვენი ქალიშვილი მა-
მასთან ცხოვრობს. – ისევ იგივე. ძალიან დავიღალე. არც ის მით-
ქვამს, რომ ისინი სხვაგან ცხოვრობენ. ამ საკითხში ყოველთვის
ფრთხილი ვარ ხოლმე, თუმცა ამას აღარანაირი მნიშვნელობა აღარ

285
აქვს.
ლიტლი დახლზე ხელს დებს, ჩემკენ აჩოჩებს და თითებზე მეჭი-
დება.
– ვფიქრობ, რომ საშინელი პერიოდი გამოიარეთ. ვფიქრობ,
გულწრფელად გჯერათ, რომ შეხვდით ქალს. ამის გჯერათ ისევე,
როგორც ედთან და ოლივიასთან საუბრების. – ვამჩნევ, რომ ედის
სახელის წარმოთქმამდე პაუზას იღებს. ალბათ დარწმუნებული არ
არის, რომ ასე ჰქვია, ან უბრალოდ დაძაბულობის გაფანტვას ცდი-
ლობს. მე მის უძირო თვალებში ვიყურები. – თუმცა, ეს არ არის რე-
ალობა, – თოვლივით მსუბუქი ხმა აქვს. – და მინდა, რომ ეს კარგად
გაიაზროთ.
ვამჩნევ, რომ თავს ვუქნევ, რადგან მართალია. შევტოპე. ეს ყვე-
ლაფერი უნდა შეწყდეს! – თქვა ალისტერმა.
‒ იცით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თქვენზე ზრუნავენ.
– ლიტლი თითებზე მიჭერს და სახსრების ტკაცუნის ხმა ისმის. –
დოქტორი ფილდინგი, თქვენი ფიზიოთერაპევტი. – და? – მინდა
ვკითხო. და? – და... – წამით გული მიტოკდება. კიდევ ვინ ზრუნავს
ჩემზე? – მათ სურთ, რომ დაგეხმარონ.
დახლისკენ და მის ხელში მოქცეული ჩემი თითებისკენ ვიხედე-
ბი. ვამჩნევ მის საქორწილო ოქროს ბეჭედს და ჩემსას ვაკვირდები.
ამჯერად უფრო ჩუმად განაგრძობს:
– დოქტორმა თქვა, რომ თქვენი წამლები ჰალუცინაციას იწვევს.
და დეპრესიას. და უძილობას. და სპონტანურ შფოთვას. თუმცა,
მე ჰალუცინაციები არ მქონია. მე...
– და შესაძლოა ეს ყოველივე თქვენთვის ნორმალურია. ყოველ
შემთხვევაში, ჩემთვის ნორმალური იქნებოდა.
უეცრად ნორელი ერთვება.
– ჯეინ რასელი...
თუმცა, ლიტლი, ისე რომ კვლავ მე მიყურებს, მისკენ თავისუ-
ფალ ხელს იშვერს. ნორელი ჩუმდება.
‒ მისი ვინაობა გადაამოწმეს, – ამბობს იგი. – ორას მეშვიდე
სახლში მცხოვრები ქალი. ნამდვილად ის არის. ხოლო ქალი, რომ-

286
ელსაც თქვენი აზრით, თქვენ შეხვდით...
ჩემდა გასაკვირად, ისევ თავს ვუქნევ. მაგრამ, მაშინ როგორ...
თუმცა, თავადვე აგრძელებს:
– თქვით, რომ ის ქუჩიდან შემოსვლაში დაგეხმარათ. შესაძლოა,
ეს თქვენ თვითონ მოახერხეთ. ან... არ ვიცი, უბრალოდ, დაგესიზ-
მრათ.
თუ ვხედავ სიზმრებს, როდესაც მღვიძავს... ეს სად მოვისმინე?
ცოცხლად, ფილმის კადრებად წარმოვიდგენ ყველაფერს: რო-
გორ მივხოხავ საფეხურებზე, როგორ შემაქვს ჩემი სხეული კარის
ჩარჩოში და სახლამდე ვაღწევ. თითქმის მახსენდება.
– თქვით, რომ ის თქვენთან ერთად ჭადრაკს თამაშობდა და ხა-
ტავდა. თუმცა, აქაც...
ხო, გასაგებია. ო, ღმერთო. ყველაფერს ხელახლა ვხედავ: ბოთ-
ლებს, ფლაკონებს, პაიკებს, დედოფლებს, ჩემს ხელს, რომელიც
ვერტმფრენის მსგავსად ზემოდან უახლოვდება ფიგურებს, მელნით
დასვრილ თითებს და კალამს თითებს შორის. მე ხომ ჯეინის ხელ-
მოწერაზე ვვარჯიშობდი, საშხაპის მინაზე რამდენჯერ გამოვწერე და
რამდენჯერ გაქრა ჩემ თვალწინ.
‒ თქვენი ექიმი ამბობს, რომ ამ ყველაფრის შესახებ მისთვის
არაფერი გითქვამთ. – პაუზას იღებს. – ვიფიქრე, ალბათ არ გსურ-
დათ, რომ შეგწინააღმდეგებოდათ.
ვგრძნობ თავის მოძრაობას. ვაქნევ.
– არ ვიცი, რა ყვირილი გაიგონეთ, მაგრამ...
ასე იყო. ამას არც ეთანი უარყოფდა. იმ შუადღით, დედამისთან
ერთად აქ რომ იყო, თვალებს მარიდებდა და იატაკს დაჰყურებდა.
ახლა კი ვუყურებ, როგორ ფაქიზად სვამს პანჩს იატაკზე და და-
ჟინებით შემომცქერის.
– ფოტოზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. დოქტორი ფილდინ-
გის თქმით, ხანდახან იმპულსურად იქცევით. შესაძლოა, ამ გზით
შველას ითხოვთ.
ეს ყველაფერი მე ჩავიდინე? მე?
რა თქმა უნდა: აბა ვინ ვარ – ასე არ ვესალმებოდი ედს და ლივის?

287
აბავინვარანა.
– მაგრამ, რაც იმ ღამით დაინახეთ...
მე ვიცი, რაც დავინახე. ვუყურე ფილმს, ძველ გაფერადებულ
თრილერს. ვუყურე „ეზოში გამავალ ფანჯარას“, „მონაცვლე სხე-
ულს“, „ფოტოგადიდებას“ და კიდევ უამრავ თრილერს არქივიდან.
ვნახე მკვლელობა მკვლელის და მსხვერპლის გარეშე. ვნახე ცა-
რიელი მისაღები და ცარიელი სავარძელი. შემდეგ დავინახე ის, რი-
სი დანახვაც მჭირდებოდა. „მარტოობა არ მოგწყინდათ?“ – ჰკითხა
ბოგიმ ბეკოლს. სინამდვილეში კი – მე „მარტოობისთვის ვარ გან-
წირული", – უპასუხა მან.
მე კი მარტოობის მსხვერპლად ვიქეცი.
თუკი გამოვიგონე ედთან და ლივისთან საუბრები, რატომ ვერ
შევძლებდი მკვლელობის ამბის წარმოდგენას? განსაკუთრებით,
ქიმიური ჩარევის დახმარებით. განა გამუდმებით რეალობას არ ვე-
წინააღმდეგებოდი? განა ფაქტების აღიარებაზე უარს არ ვამბობდი?
ჯეინი – ნამდვილი ჯეინი, ცხადია ის არის, ვინც თავს ჯეინად
წარმოაჩენს.
და, რა თქმა უნდა, დეივიდის ოთახში ნაპოვნი საყურე იმ ქეთ-
რინს თუ ვიღაცას ეკუთვნის. და, რა თქმა უნდა,არც ჩემთან ყოფილა
წუხელ ვინმე.
ეს ყოველივე ძლიერ ტალღასავით მეჯახება და ჩემს ნაპირებს
მიწასთან ასწორებს. ტოვებს მხოლოდ ზღვისკენ თითებივით გაშვე-
რილ ქვიშის ზოლებს.
ვცდებოდი.
უფრო მეტიც: ყველაფერი მეჩვენებოდა.
უფრო მეტიც: ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ვარ.
თუ ვხედავ სიზმრებს, როდესაც მღვიძავს... ესე იგი, ჭკუიდან ვიშ-
ლები. სწორია, ეს ფრაზა „ნათურიდან“ არის.
სიჩუმე. მცირედი ნიავის ხმაც კი არ ისმის.
და შემდეგ:
‒ ესე იგი, აი, რაშია საქმე. – ალისტერი თავს აქნევს და ტუჩები
ეხსნება. – მე...ვახ, ღმერთო. – მტკიცედ მიყურებს. – ღმერთო ჩემო.

288
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ.
კიდევ მცირე ხანს მაკვირდება, პირს აღებს და მალევე მუწავს.
თავს კიდევ ერთხელ აქნევს.
ბოლოს თავის ბიჭს გასასვლელისკენ ანიშნებს.
– მივდივართ.
ეთანი დერეფანში მიჰყვება, გზად ჩემკენ თვალებგაცისკროვნე-
ბული იყურება.
– ძალიან ვწუხვარ, – ამბობს ჩუმი ხმით.
ტირილი მინდა.
წავიდნენ. კარი ზურგს უკან მოიხურეს.
ოთხნი დავრჩით.
დეივიდი თითის წვერებზე წინ მოიწევს.
– ანუ, ქვემოთ რომ ფოტოა, ის ბავშვი გარდაცვლილია?
არ ვპასუხობ.
– და როცა მითხარით, ნახაზები შემენახა, ეს ნახაზები მკვდარ
კაცს ეკუთვნოდა?
არ ვპასუხობ.
– და... ‒ კართან მიყუდებულ კიბეზე მიანიშნებს, მაგრამ აღარა-
ფერს ამბობს. როგორც ჩანს, პასუხი ისედაც იცის. შემდეგ მხარზე
ზურგჩანთას ისწორებს, ტრიალდება და კარიდან გადის.
ნორელი ზურგში აკვირდება.
– მას ხომ არ დაველაპარაკოთ? გაწუხებთ? – მეკითხება ლიტ-
ლი. მე თავს ვაქნევ. – კეთილი, – ამბობს და ხელს მიშვებს, – მე
ვალდებული ვარ, საქმე აქ დავხურო და უზრუნველვყო, რომ ყველა
უსაფრთხოდ იქმნება. მათ შორის, თქვენც. ვიცი, რომ ეს ყველაფერი
თქვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა გთხოვთ, დღესვე დაურეკოთ
დოქტორ ფილდინგს. ძალიან სურს თქვენთან საუბარი და ვფიქრობ
ეს მნიშვნელოვანია.
ნორელის განცხადების შემდეგ ერთი სიტყვაც არ მითქვამს.
თქვენი ქმარი და შვილი გარდაცვლილები არიან. ვერც კი წარმო-
ვიდგენ, როგორი ხმა მექნება ამ ახალ რეალობაში, ამ სიტყვების
წარმოთქმის შემდეგ რომ შეიქმნა.

289
ლიტლი საუბარს განაგრძობს:
– ვიცი, რომ გიჭირთ, – წამით ჩუმდება, შემდეგ საუბარს უფრო
დაბალ ხმაზე აგრძელებს. – ვიცი, რომ გიჭირთ.
თავს ვუკრავ. ისიც ასევე იქცევა:
– როგორც ჩანს, აქ ყოფნისას ერთი და იმავე კითხვის გამეორე-
ბა მიხდება. მარტო დარჩენას შეძლებთ?
ძალიან ნელა ვუკრავ თავს.
– ანა? – მაკვირდება. – დოქტორო ფოქს?
ისევ დოქტორ ფოქსზე გადავედით. პირს ვაღებ:
– დიახ. – მესმის ჩემი ხმა ისე, თითქოს ყურსასმენები მეკეთოს.
სადღაც შორიდან, ჩემამდე ყრუ ბგერები აღწევს.
– სინათლეზე, – იწყებს ნორელი, მაგრამ ლიტლი მას ისევ ხე-
ლით აჩერებს. საინტერესოა, რის თქმას აპირებდა.
‒ ჩემი ნომერი გაქვთ, – მახსენებს კაცი. გთხოვთ, დაურეკეთ
დოქტორ ფილდინგს. არ გვანერვიულოთ. არც მე და არც ველი, –
ამბობს და პარტნიორზე მიმანიშნებს. ‒ გულის სიღრმეში ის ძალიან
კეთილი ადამიანია.
ნორელი მაკვირდება.
ლიტლს ისეთი სახე აქვს, თითქოს სადაცაა გატრიალდება.
– და როგორც გითხარით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენს
კონსულტანტებს ელაპარაკოთ, თუ ამის სურვილი გექნებათ. – ნო-
რელი დერეფანში გადის. მესმის მისი ჩექმის ფილებზე კაკუნის ხმა.
შემდეგ კარის დაკეტვის ხმაც მოისმის.
მე და ლიტლიღა დავრჩით. ის ჩემ მიღმა, ფანჯარაში იყურება.
‒ იცით, ‒ ამბობს რამდენიმე წამის შემდეგ. – არც კი ვიცი, რას
ვიზამდი მსგავსი რამ ჩემს გოგონებს რომ შემთხვეოდათ, – თვალს
თვალში მიყრის. – არც კი ვიცი. – შემდეგ ახველებს და ხელს მაღლა
სწევს: – კარგად. – დერეფანში გადის, კარს აღებს და ზურგს უკან
კეტავს.
სამზარეულოში ვდგავარ. მზის შუქზე მტვრის პატარა ნაწილაკე-
ბის გალაქტიკას ვხედავ.
ხელს ჭიქას ვკიდებ, ფრთხილად ვწევ მაღლა, ხელში ვატრიალებ,

290
სახესთან მიმაქვს და ვყნოსავ.
შემდეგ მთელი ძალით ვესვრი კედელს და ვყვირი ხმამაღლა.
ისე, როგორც ცხოვრებაში არასოდეს მიყვირია.

76

ჩემი ლოგინის კიდეზე ვზივარ და პირდაპირ ვიყურები. კედელზე


ჩრდილები თამაშობს. შანდალში პატარა ფრანგული სანთელი
ავანთე. ეს ორი წლის წინ, შობაზე, ლივიმ მაჩუქა. ლეღვის სურნელი
აქვს. უყვარს ლეღვი.
უყვარდა.
ოთახში მოჩვენება დაცურავს. ალი ნელ-ნელა ირხევა და პატ-
რუქს ექაჩება.
გადის ერთი, შემდეგ მეორე საათი.
სანთელი სწრაფად იწვის. პატრუქი გალღობილ ცვილში ქრება.
ისევ იქ ვზივარ, სადაც ვიჯექი. ხელები ფეხებს შორის მაქვს მოქცე-
ული.
ღამე ფარდასავით ეშვება.
აქედან დაიწყო თქვენი პრობლემები, – თქვა ლიტლმა.
საავადმყოფოში მითხრეს, რომ შოკში ვიყავი. შოკი შიშში გა-
დაიზარდა. შიშმა კი მუტაცია განიცადა და პანიკად იქცა. ამ დროის-
თვის სცენაზე უკვე დოქტორი ფილდინგიც გამოჩნდა და მე „აგორა-
ფობიის მძიმე შემთხვევა“ აღმოვჩნდი.
ჩემი სახლის ნაცნობი საზღვრები მჭირდება, რადგან ორი ღამე
სრულიად უკაცრიელ ადგილზე, უსასრულოდ დიდი ცის ქვეშ გავა-
ტარე.მჭირდება გარემო, რომელსაც გავაკონტროლებ, რადგან მე
ვუყურე, როგორ ნელ-ნელა კვდებოდნენ ჩემი ოჯახის წევრები.
შეამჩნევდი, რომ არ მიკითხავს როგორ მოხვედი აქამდე, – მით-
ხრა ჯეინმა.

291
ალბათ, უფრო მე ვუთხარი საკუთარ თავს.
ცხოვრებამ აქამდე მომიყვანა.
– აბა, ვინ ვარ?
თავს ვაქნევ. ახლა ედთან ლაპარაკი არ მინდა.
– რას შვრები, უსაქმურო?
ისევ თავს ვაქნევ. არ შემიძლია და არ ვილაპარაკებ.
–დე?
არა.
– დედიკო?
თავს ვარიდებ.
არა.
რაღაც მომენტში გვერდზე ვწვები და ვიძინებ. როცა მეღვიძება
კისერი მტკივა. სანთელი თითქმის ბოლომდეა ჩამწვარი. ალი სულ
ოდნავ, მოლურჯოდ კანკალებს ჰაერში. ოთახი წყვდიადშია ჩაძირუ-
ლი.
ვჯდები, შემდეგ ვდგები და ჟანგიანი კიბესავით ვჭრაჭუნებ. სა-
აბაზანოში გავდივარ.უკან დაბრუნებული რასელების სახლისკენ
ვიხედები, რომელიც შორიდან თოჯინების სახლივით განათებუ-
ლია.მეორე სართულზე ეთანი კომპიუტერთან ზის, სამზარეულოში
ალისტერი დაფაზე რაღაცას ჭრის. სამზარეულოს განათების ქვეშ
მაგიდაზე სტაფილოებს ვამჩნევ. იქვე ღვინის ჭიქა დგას. პირი მიშ-
რება. ქალი, რომელსაც ალბათ, ჯობს უკვე ჯეინი დავუძახო, მისა-
ღებში ზის.
ჯეინს ხელში მობილური უჭირავს და კლავიატურაზე თითებს
ათამაშებს. ალბათ, საოჯახო ფოტოებს ათვალიერებს, პასეანსს
შლის, ან რომელიმე სხვა თამაშს თამაშობს.შესაძლოა, მეგობრებ-
საც ელაპარაკება. გახსოვთ, ის ჩემი გიჟი მეზობელი...?
მუცელში სიმძიმეს ვგრძნობ. ფანჯარასთან მივდივარ და ფარ-
დებს ვაფარებ. სიბნელეში ვდგავარ. მცივა, უკიდეგანოდ მარტო ვარ
და შიშს ვყავარ მოცული. და კიდევ, ვგრძნობ რაღაც ძალიან ძლი-
ერი სურვილის მსგავსს.

292
სამშაბათი

9 ნოემბერი

77

შუადღემდე ლოგინში გავატარე. ძილს ვებრძვი. ვამჩნევ, რო-


გორ ვწერ დოქტორ ფილდინგს: „დღეს არა“.
ხუთი წუთის შემდეგ მირეკავს და ხმოვან შეტყობინებას მიტო-
ვებს. არ ვუსმენ.
სამი საათისთვის მუცელი ბუყბუყს მიწყებს. ქვევით ჩავდივარ,
მაცივრიდან დარბილებულ პამიდორს ვიღებ.
სანამ პამიდორს ვჭამ, ჩემთან დალაპარაკებას ედი ცდილობს.
შემდეგ ოლივია. ორივეს თავს ვარიდებ. ნიკაპზე პამიდვრის წვენი
მეწვეთება.
კატას ვაჭმევ. „ტემაზეპამს“ ვსვამ. მეორე... მესამე აბსაც ვაყო-
ლებ და ძილს ვუბრუნდები.
ძილის მეტი არაფერი მინდა.

293
ოთხშაბათი

10 ნოემბერი

78

შიმშილი მაღვიძებს. სამზარეულოში „გრეიპ ნატსის“ ყუთს ვიღებ


და ბურბუშელას ჯამში ვყრი. ვამატებ რძეს, რომელსაც ვადა დღეს
გასდის. არ მომწონს „გრეიპ ნატსი”,აი, ედს კი მოსწონს. მოსწონდა.
ბურბუშელა ყელსა და ლოყებზე შიგნიდან მეხახუნება. არ ვიცი, რა-
ტომ ვყიდულობ.
თუმცა, არა. ვიცი.
ლოგინში დაბრუნება მინდა, თუმცა მისაღებში გავდივარ, კარა-
დას ვაღებ და „თავბრუსხვევას“ ვარჩევ. შეცდომა იდენტობაში – უფ-
რო სწორად, იდენტობის მცდარი აღქმა. ამ ფილმის დიალოგები ზე-
პირად ვიცი. უცნაურია, მაგრამ ვიცი, დამამშვიდებს.
– რა გჭირს? – უყვირის პოლიციელი ჯიმი სტიუარტს. – ხელი მო-
მეცი! – შემდეგ ის წონასწორობას კარგავს და სახურავიდან ეშვება.
უცნაურია, მაგრამ მამშვიდებს.
შუა ფილმში კიდევ ერთ ჯამს ვივსებ. სანამ მაცივრის კარს დავ-
კეტავ, ედი რაღაცას მებურტყუნება. შემდეგ ოლივიაც ერთვება. სა-
ვარძელში ვბრუნდები და ტელევიზორს ხმას მაღლა ვუწევ.
‒ მისი ცოლი? – კითხულობს ქალი მომწვანო „იაგუარში“. ‒ საწ-
ყალი. არ ვიცნობდი. მართალია, რომ მას სჯეროდა, თითქოს...
ბალიშებში ღრმად ვიძირები. ძილი მერევა.
რაღაც დროის შემდეგ, გადაცემის სცენის დროს („არ მინდა მიც-
ვალებულივით მეცვას!“) ჩემი მობილური რხევას იწყებს და ყავის
მაგიდის მინის ზედაპირზე ოდნავ ბზუის. დოქტორი ფილდინგი იქნე-
ბა. მობილურისკენ ხელს ვწევ.

294
– ესე იგი, მე აქ ამისთვის ვარ? – ყვირის კიმ ნოვაკი. – რომ ფიქ-
რობდე, თითქოს ხარ მასთან, ვინც მკვდარია?
ეკრანზე წერია უესლი ბრილი.
წამიერად ვშეშდები.
შემდეგ ფილმს ხმას დაბლა ვუწევ, ეკრანს ცერა თითს ვუსვამ და
ყურთან მიმაქვს.
როგორც აღმოჩნდა, ვერ ვლაპარაკობ, თუმცა არც არის საჭი-
რო. მცირეხნიანი სიჩუმის შემდეგ თავად მესალმება:
– შენი ხმა მესმის, ფოქს.
თითქმის თერთმეტი თვეა მისი მჭექარე ხმა აღარ გამიგონია.
‒ ფიბიმ მითხრა, რომ დაგირეკავს, – განაგრძობს ის. ‒ გუშინ
მინდოდა გადმომერეკა, მაგრამ ვერ მოვახერხე. უამრავი საქმე
მქონდა.
არაფერს ვამბობ. წუთით ისიც ჩუმადაა.
– მისმენ, ფოქს?
– გისმენ, – და ბოლო დღეების განმავლობაში პირველად მეს-
მის საკუთარი ხმა. უჩვეულოდ ჟღერს. თითქოს ვიღაც ჩემ შიგნიდან
ლაპარაკობს.
– კარგია. რაღაც ასეთს ვფიქრობდი. – სიტყვებს შორის პაუზებს
აკეთებს. ვიცი, რომ კბილებში სიგარეტი აქვს. – ჩემი ჰიპოთეზა სწო-
რი აღმოჩნდა. – ჰაერის გამოშვების ხმაც მესმის. პირიდან კვამლს
უშვებს.
– შენთან ლაპარაკი მინდა, – ვიწყებ მე.
ჩუმდება. ვგრძნობ, რომ იცვლება. ამას ვგრძნობ მის ხმაში, მის
სუნთქვაში. ამ მომენტში უკვე ფსიქოთერაპევტის ამპლუაშია.
– მინდოდა მეთქვა, რომ...
გრძელი პაუზა. ის ახველებს. ნერვიულობს. ვხვდები, რომ რა-
ღაც რიგზე ვერ არის. უესლი ბრილიანტი ღელავს.
– რთული პერიოდი მქონდა. – აჰა.
– კონკრეტულად, რას გულისხმობ? – მეკითხება ის.
იმას, რომ ჩემი ქმრისა და ქალიშვილის სიკვდილს ვერ ვეგუები,
– მინდა ვიყვირო.

295
– რას და...
– მმ-მმ. – ელოდება, რას ვიტყვი?
– იმ ღამით... – არ ვიცი როგორ დავასრულო ეს წინადადება. თა-
ვი კომპასის ისარი მგონია, რომელიც ერთ ადგილზე ვერ გაჩერებუ-
ლა.
– რაზე ფიქრობ, ფოქს? – მაცდური შეკითხვაა. პრაქტიკაში მე,
როგორც წესი, პაციენტებს საუბარს ვაცდი ხოლმე, უესლი კი უფრო
სწრაფია.
– იმ ღამით...
----
იმ ღამით, გზიდან გადავარდნიდან ცოტა ხნით ადრე დამირეკე.
არაფერს გაბრალებ, არც ამ ამბავში მინდა გაგხვიო. უბრალოდ მინ-
და, რომ იცოდე.
იმ ღამით უკვე ყველაფერი დამთავრებული იყო. ტყუილების ოთ-
ხი თვე. ჩვენ ვატყუებდით ფიბის, რომელსაც შეეძლო ოფისში ყვე-
ლაფერი გაერკვია და ვატყუებდით ედს, რომელმაც ყველაფერი მა-
შინ გაიგო, როცა დეკემბრის იმ შუადღეს შენთვის გამიზნული ტექ-
სტი, შემთხვევით, მას გავუგზავნე.
იმ ღამით მე ვნანობდი ყველა იმ წუთს, რომელიც ერთად გაგვი-
ტარებია: დილებს სასტუმროში, ფარდებს შორის შემოღწეულ მზის
სხივებს, საათობით მიმოწერას მობილურზე და იმ ღვინის ჭიქას,
რომლითაც ყველაფერი დაიწყო შენს ოფისში.
იმ ღამით ჩვენი სახლი გასაყიდად უკვე ერთი კვირის გამოტანი-
ლი გვქონდა, ბროკერი უკვე დამთვალიერებლების განრიგს ადგენ-
და. მე ედის პატიებას ვევედრებოდი, ის კი ზედაც არ მიყურებდა. მე-
ზობლის გოგოს ვგავდი.
იმ ღამით...
***

თუმცა, მაწყვეტინებს.
– ძალიან გულწრფელად რომ გითხრა, ანა, – თავს იკავებს.
თითქოს გულწრფელად არც არაფრის თქმა შეუძლია. უჩვეულოა

296
ისიც, რომ სახელით მეძახის. – ვცდილობდი, ყველაფერი უკან მო-
მეტოვებინა. – ისევ პაუზა. –ვცდილობდი და დიდწილად გამომდიო-
და კიდეც.
ოჰ.
– შემდეგ ჩემი ნახვა აღარ გინდოდა. გახსოვს, სასტუმროშიც მო-
ვედი? გითხარი, შინ წამოგყვები-მეთქი, მაგრამ არ მოისურვე. აღარ
დამიბრუნდი. – ისე ცურავს თითოეულ სიტყვაზე, როგორც ყინულზე
მდგარი კაცი. როგორც ქალი, რომელიც თოვლიან ზედაპირზე და-
ლეწილ მანქანას წრეებს ურტყამს.
‒ არ ვიცოდი და არ ვიცი, ვინმეს ხვდები თუ არა. ვგულისხმობ
პროფესიონალს. სიამოვნებით გირჩევდი ვინმეს. – პაუზა. – ან, თუ
ყველაფერი ასე გირჩევნია... კი ბატონო. – კიდევ ერთი, ამჯერად
უფრო გრძელი პაუზა.
დაბოლოს: – არ ვიცი რა გინდა ჩემგან.
შევცდი. ფსიქოლოგის როლი არ მოურგია. არც ჩემს დახმარე-
ბას ცდილობს. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გადმომირეკა. უბრა-
ლოდ, უნდა თავიდან მომიშოროს.
და მე რა მინდა მისგან? არც რამეში ვადანაშაულებ, არც მძულს
და არც მეზიზღება. რატომ დავრეკე მის ოფისში? ღმერთო, ეს მხო-
ლოდ ორი დღის წინ იყო? შემდეგ კი ნორელიმ ის მაგიური სიტყვები
წარმოთქვა და სამყარო შეიცვალა. ახლა ამას მნიშვნელობა აღარ
აქვს.
როგორც ჩანს, ბოლო ფრაზა ხმამაღლა წარმოვთქვი.
– რას არ აქვს მნიშვნელობა? – მეკითხება ის.
შენ, – ვფიქრობ, მაგრამ ხმამაღლა არ ვამბობ.
უბრალოდ ვთიშავ.

297
ხუთშაბათი

11 ნოემბერი

79

ზუსტად თერთმეტზე კარზე ზარის ხმა ისმის. ლოგინიდან ვძვრე-


ბი და ფანჯრებიდან ვიყურები. კართან ბინა დგას. მისი შავი თმა დი-
ლის მზის სხივებზე ბრწყინავს. საერთოდ გადამავიწყდა, დღეს რომ
უნდა მოსულიყო.
ოდნავ უკან ვიხევ და ქუჩას ვაკვირდები. აღმოსავლეთიდან და-
სავლეთით ვაკვირდები დებ გრეიებს, მილერებს, ტაკედებს და მი-
ტოვებულ ორსართულიან შენობას. ესეც ჩემი სამხრეთის იმპერია.
ისევ ზარის ხმა.
კიბეზე ჩავდივარ, დერეფანში დამაფონის ეკრანზე ბინას ვხედავ
და მიკროფონის ღილაკს თითს ვაჭერ.
– დღეს თავს ცუდად ვგრძნობ, – ვეუბნები მე.
ვუყურებ, როგორ მპასუხობს.
‒ შემოვიდე?
– არა, კარგად ვარ.
– შეიძლება, შემოვიდე?
– არა. გმადლობ. მარტო ყოფნა მირჩევნია.
ტუჩს იკვნეტს.
– ყველაფერი რიგზეა?
– უბრალოდ მარტო ყოფნა მინდა, – ვუმეორებ მე.
თავს მიქნევს.
– კარგი.
ველოდები, რომ წავიდეს.
– დოქტორმა ფილდინგმა მომხდარის შესახებ მიამბო. თავად

298
პოლიციისგან გაუგია.
არაფერს ვამბობ. მხოლოდ თვალებს ვხუჭავ და გრძელ პაუზას
ვაგებებ.
– კარგი... მაშინ შემდეგ კვირას შევხვდებით, – ამბობს ბინა. –
ოთხშაბათს, როგორც ყოველთვის.
მეეჭვება.
– ხო.
– და თუ რამე დაგჭირდა დამირეკე, კარგი?
არ დაგირეკავ.
– კარგი.
თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ისევ თავს მიკრავს. შემდეგ
ბრუნდება და კიბეზე ჩადის.
ესეც ასე. ჯერ დოქტორი ფილდინგი, ახლა ბინა. ვინმე დარჩა?
ივი. ხვალ. მივწერ, რომ გაკვეთილი გააუქმოს. ინგლისურად მივ-
წერ.
კიბესთან დაბრუნებამდე პანჩის ჯამებს წყლითა და საჭმლით
ვავსებ. ნელი ნაბიჯით მიახლოვდება და ენას „ფენსი ფისტის“ პორ-
ციაში ყოფს. შემდეგ ყურებს წააწვეტებს.
მილებში წყლის ხმა ისმის.
ქვევით დეივიდია. ის სულ გადამავიწყდა.
სარდაფის კართან ჩავდივარ, პაუზას ვიღებ, შემდეგ კარზე ვაკა-
კუნებ და სახელით ვეძახი.
პასუხს არავინ მცემს. კიდევ ერთხელ ვეძახი.
ამჯერად ნაბიჯების ხმა მესმის. საკეტს ვაღებ და ხმამაღლა ვეძა-
ხი.
– გავაღე და თუ მოგინდება, შეგიძლია ამოხვიდე.
თუმცა, სანამ დავამთავრებდე, კარს აღებს და ჩემ წინ, ორი სა-
ფეხურით ქვევით, საშინაო ფართო მაისურსა და მომდგარ ჯინსის
შარვალში დგას.
საუბარს მე ვიწყებ.
– მინდოდა...
– რაღაცებს ვალაგებდი, – ამბობს ის.

299
თვალებს ვახამხამებ.
– ყველაფერი აირ-დაირია...
თავს ვუქნევ.
შემდეგ უკანა ჯიბეში ხელს იყოფს, რაღაც ქაღალდს იღებს და
მაწვდის.
უსიტყვოდ ვართმევ და ვკითხულობ.
არ გამოდის. წყენისთვის ბოდიში. გასაღებს კარის ქვეშ ვტოვებ.
ისევ თავს ვუქნევ. ოთახის ბოლოდან ბაბუის საათის წიკწიკი მეს-
მის.
– კარგი, – ვამბობ მე.
– აი, გასაღები, – მეუბნება და გასაღებს მაწვდის.
გასაღებს ვართმევ. კიდევ ერთი პაუზა.
თვალებში მიყურებს.
– ის საყურე.
– კარგი რა, არაა საჭირო.
– ეკუთვნოდა ქალს სახელად ქეთრინი. რასელის ცოლს კი არ
ვიცნობ.
– ვიცი. – ვეუბნები მე. – ბოდიში.
ახლა ის მიქნევს თავს და კარს ხურავს.
გასაღებით არ ვკეტავ.
საძინებელში ვბრუნდები, დოქტორ ფილდინგს ვწერ, რომ კარ-
გად ვარ და სამშაბათს შევხვდებით. მაშინვე მირეკავს, გაბმულად
მესმის მობილურის ზარი, მაგრამ არ ვპასუხობ. ბინა, დეივიდი,
დოქტორი ფილდინგი. სახლს ვალაგებ.
საშხაპესთან ვჩერდები და გალერეაში ნანახი ნახატის მსგავსად
მინას ვაკვირდები. თავს ვახსენებ, რომ ეს ფიქრები უნდა მოვიშო-
რო. შემდეგ ხალათს ვარჩევ და ვიცი, რომ წინა ხალათი უნდა გავ-
რეცხო, თუმცა ღვინის ლაქები უკვე ღრმად არის ქსოვილში გამჯდა-
რი. შემდეგ კაბინეტში გავდივარ.
სამი დღეა კომპიუტერთან არ ვმჯდარვარ. ვჯდები, მაუსს ხელს
ვკიდებ და ვაქანავებ. ეკრანი ინთება, შემყავს პაროლი და კიდევ ერ-
თხელ ვხედავ ჩემს მძინარე სახეს.

300
სკამის საზურგეს ვეყრდნობი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ფო-
ტო შავი ეკრანის უკან იმალებოდა. მაუსით კურსორი კუთხეში გამ-
ყავს, წითელ ღილაკს ვაწვები და ფოტოს ვაქრობ.
ახლა ელექტრონული ფოსტის მისამართს ვაკვირდები.
აბავინვარანა.
აბა, ვინ ვარ. არ მახსოვს როდის შევქმენი ეს ანგარიში. როგორ
თქვა ნორელიმ? ეს ფოტო კი შუაღამის სელფის ჰგავს. გულწრფე-
ლად ვამბობ, არაფერი მახსოვს. თუმცა, ეს ჩვენი სიტყვებია. თან,
დეივიდსაც აქვს ალიბი. აქამდე არავის ვიცნობდი ალიბით, ან ალი-
ბის გარეშე. აშკარაა, რომ ჩემს საძინებელში არავინ ყოფილა. არ
გამეორებულა „ნათურის“ სიუჟეტი.
...ალბათ, ფოტო ჩემს კამერაში უნდა მქონდეს შენახული, არა?
ვიღუშები.
ასე იქნება. თუმცა, შეიძლება წავშალე. მოკლედ, არ ვიცი.
„ნიკონი“ სამუშაო მაგიდის კიდეზე მიდევს. ვიღებ, ვრთავ და ფო-
ტოების არქივს ვხსნი. ბოლო ფოტო ზამთრის ქურთუკში გახვეული
ალისტერ რასელისაა, რომელიც შაბათს, 6 ნოემბერს მაქვს გადა-
ღებულიო. მას მერე არაფერი გადამიღია.
თუმცა, „ნიკონი“ სელფისთვის ისედაც ძალიან დიდია. ფოტოს,
ალბათ მობილურში უფრო ვიპოვი.
მაშინვე ხელში ვიღებ მობილურს, ეკრანზე პაროლი შემყავს,
ვაწვები „ფოტოების“ ხატულას და მაშინვე ვხედავ ჩემს სახეს – ოდ-
ნავ გაღებულ პირს, სახეზე ჩამოფარებულ თმას და დაკუჭულ ბა-
ლიშს. ფოტო გადაღებულია ორ საათსა და ორ წუთზე.
პაროლი ჩემ გარდა არავინ იცის.
კიდევ რაღაცის შემოწმება შეიძლება, თუმცა ამის შედეგიც ჩემ-
თვის აშკარაა.
ბრაუზერს ვხსნი და ვკრებ gmail.com-ს. ფანჯრა მაშინვე იხსნება.
მომხმარებლის სახელში უკვე შეყვანილია აბავინვარანა.
მართლა მე გავაკეთე. აბა, ვინ ვარ. ანა.
ცხადია, მე ვიქნებოდი. ჩემი კომპიუტერის პაროლი სხვამ არავინ
იცის. თუნდაც დეივიდს აქამდე შემოეღწია, კომპიუტერს ვერ გამოი-

301
ყენებდა.
თავი ჩავქინდრე.
გეფიცებით, არაფერი მახსოვს.

80

მობილურს ისევ ჯიბეში ვიდებ, ღრმად ჩავისუნთქავ და „აგორა-


ში“ შევდივარ. ბლომად შეტყობინება მხვდება, ძირითადად ნაცნო-
ბებისგან: დისკომიკი, პედრო ბოლივიიდან, ტალია სანაპიროდან..
სალი4-იც კი გამოჩნდა: ღიპიანი ვარ!!! აპრილში ვაჩენ!!!! – მწერს
იგი.
ეკრანს მცირე ხნით ვაკვირდები. გული მტკივა.
გადავდივარ ახალბედებზე. ოთხნი არიან და დახმარება სჭირდე-
ბათ, თუმცა მე როგორ უნდა დავეხმარო ვინმეს აშლილობასთან
ბრძოლაში?
ყველა შეტყობინებას ერთიანად ვნიშნავ და წაშლის ღილაკს
თითს ვაჭერ.
უკვე გამოსვლას ვაპირებ, როცა ჩეთის ფანჯარა იხსნება.

ბებოლიზი: როგორ ხარ, დოქტორო ანა?

რატომაც არა? ყველას დავემშვიდობე და...

მოვიდაექიმი: გამარჯობა ლიზი! შვილები ისევ შენთან არიან?

მხოლოდ უილიამი!
კარგია! აბა, როგორი პროგრესი გაქვს?
დიდებული! უკვე რეგულარულად გავდივარ გარეთ.
შენ როგორ ხარ?

302
ყველაფერი რიგზეა. დღეს ჩემი დაბადების დღეა.
ღმერთო, – ვფიქრობ მე. მგონი ეს სიმართლეა. სრულიად დამა-
ვიწყდა. ამ კვირაში დაბადების დღე არც გამხსენებია
გილოცავ! რამხელა გახდი?
არც ისე დიდი, თუ 39-ს დიდად არ თვლი!
ეხ, ნეტავ 39-ის ვიყო...
შენი ოჯახისგან რა ისმის?
მაუსს თითებს მაგრად ვუჭერ.
მსურს გული გადაგიშალო.
???
ჩემი ოჯახის წევრები დეკემბერში დაიღუპნენ.
კურსორი ციმციმებს.
ავტოსაგზაო შემთხვევაში.
მე ქმარს ვღალატობდი. მე და ჩემი ქმარი გზაში ამაზე
ვჩხუბობდით.
და მე საჭე ვეღარ დავიმორჩილე.
რეგულარულად ვესაუბრები ფსიქიატრს, რათა სინდისის ქენჯნა-
სა და აგორაფობიასთან ბრძოლაში დამეხმაროს.
მინდა სიმართლე იცოდე.
ჩემო საბრალო გოგო!
ვხედავ, რომ კიდევ წერს, მაგრამ არ ველოდები. ფანჯარას ვთი-
შავ და გამოვდივარ.
მორჩა „აგორა“.

303
81

სამი დღეა, არ დამილევია.


ამას კბილების ხეხვის დროს ვიაზრებ (ჩემი სხეული გაძლებს სი-
სუფთავის გარეშე, მაგრამ პირი ვერა). სამი დღე. ბოლოს ამდენ
ხანს როდის გავძელი?
თავს ვხრი და ვაფურთხებ.
ჩემი სამედიცინო კარადა ტუბებით, ფლაკონებით და წამლების
ყუთებითაა სავსე. ოთხ მათგანს ვიღებ.
ქვევით ჩავდივარ. გარედან მზის უკანასკნელი სხივები შემოდის.
სავარძელზე ვჯდები. ფლაკონს ვიღებ და ყავის მაგიდაზე ოთხ
აბს ვაწყობ, რომლებიც პურის ნაფხვენებს მაგონებს.
ვაკვირდები. ვითვლი და ერთ-ერთს თითის წვერებით ვიღებ და
ტუჩებთან მიმაქვს.
არა. ჯერ ადრეა.
მალე ღამდება.
ფანჯარაში ვიხედები და პარკის მიღმა ვუყურებ იმ სახლში – ჩემი
მშფოთვარე გონების თეატრს. ოხ, რა პოეტურია, – ვფიქრობ მე.
ფანჯრებში ნათება მოჩანს. დაბადების დღის სანთლები მახსენ-
დება. ოთახი ცარიელია. ვგრძნობ, რომ სიგიჟე მტოვებს. ვთრთი.
კიბეზე ავდივარ და ჩემს ოთახში შევდივარ. ხვალ ჩემს საყვა-
რელ ფილმებს გადავიმეორებ: „შუაღამის მაქმანს“, „უცხოელ კო-
რესპონდენტს“, – ქარის წისქვილის სცენას მაინც. „23 ნაბიჯს ბე-
იკერ სტრიტზე“ და შესაძლოა, კიდევ ერთხელ ვნახო „თავბრუსხვე-
ვაც“, რადგან წინაზე ჩამეძინა.
ზეგ კი...
ლოგინში ვწევარ. ნელ-ნელა ძილი მიპყრობს. ვუსმენ სახლის
პულსისცემას – ბაბუის საათის წიკწიკს. შემდეგ ცხრაჯერ ჩამოკ-
რავს.
– დაბადების დღეს გილოცავ! – ერთად ყვირიან ედი და ლივი.
მეორე გვერდზე ვბრუნდები. მათ ხმებს ვშორდები.
მახსენდება, რომ დღეს ჯეინის დაბადების დღეცაა. დაბადების

304
დღე, რომელიც მე გამოვუგონე. თერთმეტი-თერთმეტი.
მოგვიანებით, ღამის შუაწელზე, როცა ოდნავ მეფხიზლება, მეს-
მის კიბეზე ამობობღებული კატის ფეხის ხმა.

305
პარასკევი

12 ნოემბერი

82

მზე ცის კაბადონს ანათებს და სამზარეულოშიც ისე აღწევს, რომ


მის სხივებში ვიძირები. სხვა მხრივ სახლში ბნელა. ყველა ფარდა
ჩამოვაფარე და ყველა დარაბა დავხურე. სიბნელეს ისეთი კვამლი-
სებური სისქე აქვს, რომ თითქმის მის სურნელს ვგრძნობ. ტელევი-
ზორში „თოკის“ბოლო სცენა გადის. ორი სიმპათიური მამაკაცი,
მოკლული კლასელი, რომლის გვამიც სარდაფში, ანტიკვარულ
სკივრში ინახება და ჯიმი სტიუარტი. თითქოს მთელი სცენა ერთ
დუბლშია გადაღებული, არადა ათ-ათ წუთიან მონაკვეთებად იღებ-
დნენ და აბამდნენ, თუმცა ნაწყვეტები თითქმის შეუმჩნეველია. თან
ფილმს 1948 წელს იღებდნენ.
– კატა და თაგვი, კატა და თაგვი, – ისმის ფერლი გრენჯერის ხმა,
შემდეგ რეპლიკას კი უკვე მე წარმოვთქვამ ხმამაღლა, – მაგრამ,
ვინ არის კატა და ვინ არის თაგვი?
ჩემი კატა სავარძლის საზურგეს ეხახუნება და კუდი გველივით
აქვს მოხრილი. მარცხენა თათი იტკინა. დილით შევნიშნე, როგორ
კოჭლობდა. შემდეგ ჯამები რამდენიმე დღის საკმარი საჭმლით
ავუვსე, რათა...
კარზე ზარის ხმა ისმის.
ბალიშებში ვიძირები და თავს კარისკენ ვხრი.
ვინ ჯანდაბა უნდა იყოს?
არც დეივიდი და არც ბინა არ იქნებიან. მით უმეტეს, არც დოქტო-
რი ფილდინგი, რომელმაც რამდენიმე ხმოვანი შეტყობინება დამი-
ტოვა. თუ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ რომელიმე შეტყობინებაში
არ მეუბნებოდა.
ისევ რეკს ზარი. მე ფილმს ვაპაუზებ, იატაკზე ფეხებს ვდგამ, ვდგე-

306
ბი და დამაფონთან მივდივარ.
ეკრანზე ეთანს ვხედავ. ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია, კისერზე შარ-
ფი აქვს შემოხვეული, თმა კი მზის სხივებზე ალისფრად მოჩანს.
მიკროფონის ღილაკს თითს ვაჭერ.
– შენმა მშობლებმა იციან, აქ რომ ხარ?
– ყველაფერი რიგზეა, – ამბობს ის.
პაუზა.
– ძალიან ცივა, – ამატებს.
ღილაკს ხელს ვაჭერ.
წამის შემდეგ შიგნით შემოდის და სუსხიც მოჰყვება.
– მადლობა, – ამბობს ეთანი. აჩქარებული სუნთქვა აქვს. – გა-
რეთ ყინავს. – ირგვლივ იხედება. – აქ კი ძალიან ბნელა.
– ეგ იმიტომ, რომ სინათლიდან შემოხვედი, – ვეუბნები, თუმცა
მართალია. მაშინვე ტორშერს ვანთებ.
– გავხსნა დარაბები?
– ცხადია. თუმცა, არა, ყველაფერი რიგზეა. ასე არ არის?
‒ კი ბატონო, – მეუბნება ეთანი.
სავარძელში ვჯდები.
‒ შეიძლება აქ დავჯდე? – კითხულობს ეთანი მეორე სავარძელ-
ზე. „შეიძლება, შეიძლება“ – მოზარდი ბიჭისთვის ზედმეტად თავა-
ზიანია.
– რა თქმა უნდა. – ჯდება. პანჩი უახლოვდება და სწრაფად ძვრე-
ბა სავარძლის ქვეშ.
ეთანი ოთახს ათვალიერებს.
– ეს ბუხარი მუშაობს?
– გაზზეა, თუმცა კი. გინდა ჩავრთო?
– არა, უბრალოდ მაინტერესებდა.
სიჩუმე.
‒ ეს აბები რისთვისაა?
ყავის მაგიდისკენ თვალს ვაპარებ და აბებს ვაკვირდები. ოთხი
ფლაკონი – ერთი ცარიელი.
– უბრალოდ ვითვლი ხოლმე, – ვუხსნი მე. – რომ არ ამერიოს.

307
– აჰა, კარგი.
ისევ სიჩუმე.
– მოვედი, რათა... – იწყებს, თუმცა მის სახელს წარმოვთქვამ და
ვაწყვეტინებ.
წინ მივიწევ.
– ბოდიში.
თავს მაღლა სწევს.
– უბრალოდ, ძალიან ვწუხვარ, – ახლა ის თავის კალთას დაჰყუ-
რებს, მაგრამ მე არ ვჩუმდები. – ვწუხვარ იმის გამო, რაშიც გაგხვიე.
იცი... უბრალოდ, მართლა მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მოხდა.
იატაკს თავს უკრავს.
–მე...ძალიან მძიმე წელი მქონდა. – თვალებს ვხუჭავ და როცა
ვახელ, ვხედავ რომ მიყურებს დამკვირვებელი, ნათელი თვალე-
ბით. – ჩემი შვილი და ქმარი დავკარგე. – ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ.
მიდი, თქვი! – დაიხოცნენ. მკვდრები არიან. – ისუნთქე. ისუნთქე.
ერთი, ორი, სამი, ოთხი. – მას მერე დავიწყე სმა და საკუთარი გა-
დაწყვეტილებით წამლების მიღება, რაც ძალიან სახიფათო და
არასწორია. – დაჟინებით მაკვირდება. – საქმე ის არ არის, რომ
თითქოს მართლა მჯერა, რომ ველაპარაკები სადღაც...
– მეორე ბოლოში, – დაბალი ხმით ამბობს ეთანი.
– ზუსტად. – სავარძელში ვსწორდები და წინ ვიხრები. – ვიცი,
რომ წავიდნენ. რომ დაიღუპნენ. თუმცა, მომწონს მათი ხმის გაგო-
ნება და მათი... შეგრძნება. ძალიან ძნელი ასახსნელია.
– თითქოს მათთან კავშირი გაქვს?
თავს ვუკრავ. რა უცნაური მოზარდია.
– ბევრი რამ კი... უბრალოდ არ მახსოვს. ალბათ, მსურდა სხვა
ადამიანებთანაც დამემყარებინა კავშირი, ან უბრალოდ, ეს მჭირდე-
ბოდა. – თავს ვაქნევ და ლოყებზე თმის შეხებას ვგრძნობ. – არ მეს-
მის. – პირდაპირ ვუყურებ. – მაგრამ, ძალიან ვწუხვარ. – ვახველებ,
მხრებში ვიმართები, – ვიცი, რომ აქ უფროსების ტირილის საყურებ-
ლად არ მოსულხარ.
– თქვენთან ერთხელ მეც ხომ ვიტირე, – აღნიშნავს ეთანი.

308
მეღიმება.
– მართლაც.
– გახსოვთ, თქვენგან ფილმი წავიღე? – ქურთუკის ჯიბიდან დის-
კის ყუთს იღებს და ყავის მაგიდაზე დებს.
„როცა დაღამდება“. მის შესახებ სულ დამავიწყდა.
– მოახერხე ყურება? – ვეკითხები მე.
–კი.
– რას ფიქრობ?
– მძაფრია. ის ტიპი...
– რობერტ მონგომერი.
– დენი, ხო?
– კი.
‒ მაგარი საშიში იყო. ის მომენტი მომეწონა, გოგოს რომ ეკით-
ხება... ისა...
– როზალინ რასელს.
– ოლივია, ხო?
–კი.
– როცა ეკითხება, მოსწონს თუ არა, და გოგო რომ პასუხობს,
არაო, მერე ეს – არადა, ყველას მოვწონვარ. – ხითხითებს და მეც
მეღიმება.
– გამიხარდა, რომ მოგეწონა.
– აჰა.
– შავ-თეთრი ფილმები არც ისე ცუდია.
– არა, კარგი იყო.
– შეგიძლია ნებისმიერი წაიღო.
– მადლობა.
‒ თუმცა, შენს მშობლებთან პრობლემები არ მინდა. – ახლა უკვე
თვალს მარიდებს და ბუხარს აკვირდება. – ვიცი, რომ ახლა ძალიან
ბრაზობენ, – ვაგრძელებ თავად.
ოდნავ ქსუტუნებს.
– მათ თავიანთი პრობლემები აქვთ, – მზერა ისევ ჩემზე გადმო-
აქვს. – მათთან ცხოვრება ძალიან ძნელია. ზედმეტად ძნელიც კი.

309
– მგონი ყველა ახალგაზრდა მაგ აზრზეა.
– არა, ესენი სხვა შემთხვევაა.
თავს ვუქნევ.
– ერთი სული მაქვს, კოლეჯში როდის ჩავაბარებ, – ამბობს ეთა-
ნი. – კიდევ ორი წელი დარჩა. ამდენიც კი არა.
– იცი, სად გინდა წასვლა?
თავს მიქნევს.
– არა, თუმცა სადმე შორს. – ხელს უკან სწევს და ზურგს იფხანს.
– აქ მეგობრები მაინც არ მყავს.
– არც მეგობარი გოგო? – ვეკითხები მე.
ისევ თავს აქნევს.
– და ბიჭი?
გაკვირვებული მიყურებს და მხრებს იჩეჩს.
– ვცდილობ მაგ ყველაფერში ახლა გავერკვე.
– ლოგიკურია. – ნეტავ, მისმა მშობლებმა თუ იციან.
ბაბუის საათი ჩამოკრავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ.
– იცი, – ვეუბნები მე. – ქვედა სართულზე ბინა ცარიელია.
ეთანი იღუშება.
– იმ ბიჭს რა მოუვიდა?
– წავიდა. – ისევ ვახველებ. – თუმცა, შეგიძლია გამოიყენო. კარ-
გად მესმის რაოდენ მნიშვნელოვანია პერსონალური სივრცის ქო-
ნა.
ნუთუ ჯეინს და ალისტერს სამაგიეროს ვუხდი? ასე არ ვფიქრობ,
მაგრამ ვინმეს აქ ყოფნა ნამდვილად კარგი იქნებოდა, თუნდაც ეს
ვინმე მარტოსული თინეიჯერი იყოს.
უკვე გამყიდველივით ვლაპარაკობ.
‒ ტელევიზორი არ არის, მაგრამ შემიძლია ვაიფაის პაროლი
მოგცე. სავარძელიც დგას. – საკმაოდ თავისუფლად და დამაჯერებ-
ლად ვლაპარაკობ. – მშვენიერი ადგილია მარტო დასარჩენად და
სახლისგან მოსაშორებლად.
მაკვირდება. – მაგარი იქნება.
სანამ გადაიფიქრებდეს, ფეხზე ვდგები, სამზარეულოს დახლიდან

310
დეივიდის ვერცხლისფრად მოელვარე გასაღებს ვიღებ და პირდა-
პირ ეთანს ვაწვდი, რომელიც უკვე ფეხზე დგას.
– მაგარია, – იმეორებს და გასაღებს ჯიბეში იჩურთავს.
– როცა გინდა, მაშინ მოდი, – ვეუბნები მე.
ახლა კარისკენ იხედება.
– ალბათ, ჯობს შინ დავბრუნდე.
– რა თქმა უნდა.
– მადლობა... – ამბობს და ჯიბეზე ხელს ირტყამს. – და ფილმის-
თვისაც.
– არაფრის. – ვეუბნები და დერეფანში ვაცილებ.
წასვლამდე ბრუნდება და სავარძლისკენ ხელს იშვერს.
– ეს ვაჟკაცი დღეს რაღაც წყნარია, – ამბობს და შემდეგ მე მიყუ-
რებს. – იცით, მე მობილური მაქვს, – აცხადებს ამაყად.
– მომილოცავს.
– გინდათ, ნახოთ?
– რა თქმა უნდა.
ეთანი დაკაწრულ „აიფონს“ მაწვდის.
– ნახმარია, მაგრამ არა უშავს.
– რას ამბობ, მაგარია.
– თქვენი რომელი თაობისაა?
– წარმოდგენა არ მაქვს. და შენი?
– მეექვსე. თითქმის ყველაზე ახალი.
– ვახ, მაგარია. მიხარია, რომ უკვე გაქვს მობილური.
– იცით, მე თქვენი ნომერი უკვე შევიყვანე მასში. თქვენ გინდათ
ჩემი?
– შენი ნომერი?
– ჰო.
– რა თქმა უნდა. – ეკრანზე რამდენჯერმე აკაკუნებს და შემდეგ
უეცრად ჩემი ხალათის ჯიბის სიღრმეში ვიბრაციას ვგრძნობ. – ესეც
ასე, ახლა ჩემი ნომერიც გაქვთ, – მიხსნის და თიშავს.
– მადლობა.
სახელურს სწვდება, აღებს და უეცრად სერიოზული სახით მიყუ-

311
რებს.
– ვწუხვარ იმის გამო, რაც შეგემთხვათ, – ამბობს ისეთი თბილი
ხმით, რომ ყელში ბურთი მეჭედება.
თავს ვუკრავ.
მიდის და ზურგს უკან კარს ხურავს.
ისევ სავარძელში, ყავის მაგიდასთან ვბრუნდები და ვაკვირდები
ვარსკვლავებივით გაშლილ აბებს. წინ ვიწევი, მართვის პულტს ვი-
ღებ და გაგრძელების ღილაკს ვაწვები.
– სიმართლე გითხრა, – ამბობს ჯიმი სტიუარტი, – ცოტა არ იყოს,
მეშინია.

312
შაბათი

13 ნოემბერი

83

თერთმეტის ნახევარია და თავს განსხვავებულად ვგრძნობ.


შესაძლოა ეს გამოძინების (ორი აბი „ტემაზეპამი“" და თორმეტ-
საათიანი ძილი), ან ჭამის დამსახურება იყოს. რაც ფილმის დასრუ-
ლების შემდეგ ეთანი წავიდა, სენდვიჩი გავიკეთე და ეს იყო პირვე-
ლი, ნორმალურთან მიახლოებული საჭმელი, რომელიც ბოლო ერ-
თი კვირის განმავლობაში გავსინჯე.
ასეა თუ ისე, თავს აშკარად განსხვავებულად...
უკეთ ვგრძნობ.
შხაპს ვიღებ. წყლის შხეფების ქვეშ ვდგავარ და წყალითმასა და
მხრებზე მეღვრება. გადის თხუთმეტი. ოცი. ოცდაათი წუთი. შამპუ-
ნის ჩამობანვის და გამოსვლის შემდეგ მეჩვენება, რომ კანი გამო-
ვიცვალე. შემდეგ სვიტერს და ჯინსს ვიცვამ. ღმერთო, ბოლოს ჯინ-
სის შარვალი როდის მეცვა?
სააბაზანოდან ფანჯარასთან მივდივარ. ფარდებს ვწევ და ოთახი
სინათლით ივსება. თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ, როგორ მათბობს
მზის სხივები.
თითქოს მზად ვარ, ვიბრძოლო, ახალ დღეს შევეგებო,
და ერთი ჭიქა ღვინოც დავლიო. მხოლოდ ერთი.
კიბეზე ვეშვები, თითოეულ ოთახში შევდივარ და ფარდებს ვწევ.
მთელი სახლი სინათლით ივსება.
შემდეგ სამზარეულოში შევდივარ, „მერლოს“ ვისხამ რამდენიმე
თითზე. („თითებით მხოლოდ სკოჩს ზომავენ“ – მესმის ედის ხმა,
რომელსაც მაშინვე ვიშორებ და ჭიქაში ღვინოს ვამატებ).
ახლა კი: „თავბრუსხვევა“, მეორე რაუნდი. სავარძელში ვკალათ-
დები, ფილმს თავიდან ვრთავ და სახურავის ლეტალურ სცენას ვუყ-

313
ურებ. კადრში ჩნდება ჯიმი სტიუარტი, რომელთანაც ბოლო დროს
ხშირი ურთიერთობა მაქვს.
ერთ საათში, როცა უკვე მესამე ჭიქაზე ვარ, მესმის:
– მზად იყო ცოლი კლინიკაში მოეთავსებინათ, – ამბობს სასა-
მართლოს თანამშრომელი. – სადაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელო-
ბა პროფესიონალთა მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა. – მოუსვენ-
რობას ვგრძნობ, ვდგები და ჭიქას ვივსებ.
გადაწყვეტილი მაქვს ამ შუადღით ჭადრაკი ვითამაშო,კლასიკუ-
რი ფილმების პორტალზე დავრეგისტრირდე და მეორე სართულის
ოთახები დავასუფთავო, თორემ იქაურობა უკვე მტვერს მიაქვს. მე-
ზობლებს არც ერთ შემთხვევაში არ დავაკვირდები.
მათ შორის, არც რასელებს.
განსაკუთრებით რასელებს.
ახლა სამზარეულოს ფანჯარასთან ვდგავარ და მათი სახლისკენ
არც კი ვიხედები. ზურგს ვაქცევ, სავარძელში ვბრუნდები და ვწვები.
გადის რამდენიმე წუთი.
– სამწუხაროა, რომ მიუხედავად მისი სუიციდური მისწრაფებე-
ბისა...
მაგიდის ზედაპირზე დაწყობილ აბებს თვალს ვავლებ. წამოვჯდე-
ბი, ფეხებს ხალიჩაზე ჩამოვდგამ და ნელ-ნელა აბებს ხელისგულზე
ვაგროვებ.
‒ ნაფიც მსაჯულთა აზრით, მედლინ ელსტერმა თავი ფსიქიკური
აშლილობის პირობებში მოიკლა.
ცდებით, – ვფიქრობ მე. – სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვა-
რად იყო. აბებს რიგრიგობით ვყრი ფლაკონებში. შემდეგ თვალებს
მაგრად ვხუჭავ, ზურგზე ვწვები და ვფიქრობ ეთანზე. ნეტავ დღესაც
მოვა? იქნებ ვინმესთან ლაპარაკი მოუნდეს.
– მეტი ვერ შევძელი, – მოღუშული ამბობს ჯიმი.
‒ მეტი ვერ შევძელი, – ვიმეორებ მე.
გადის კიდევ ერთი საათი. სამზარეულო დასავლეთის სხივებით
ნათდება. სასმელი საკმარისად მაქვს მოკიდებული. ოთახში კოჭლ-
ობით შემოდის კატა, მიახლოვდება და როცა ფეხს ვუმოწმებ, მწუხა-

314
რედ კრუტუნებს.
ვიღუშები. წელს საერთოდ გამხსენებია ვეტერინარი?
– ძალიან უპასუხისმგებლოდ გექცევი, – ვეუბნები პანჩს.
თვალებს აფახუნებს და ჩემს ფეხებ შორის ძვრება.
ეკრანზე ჯიმი სტიუარტი კიმ ნოვაკს სამრეკლოს კიბეზე ასვლას
აიძულებს. – მე მას ვეღარ გავყევი, – ამბობს ის. – მაგრამ, ღმერთია
მოწმე, ვცადე. – ყვირის და კიმს მხრებზე ეჯაჯგურება. – მეორე შანსი
ბევრს აღარ ეძლევა. მინდა მოვიშორო ეს აჩრდილები.
‒ მინდა მოვიშორო ეს აჩრდილები, – ვამბობ მე. თვალებს ვხუ-
ჭავ და ისევ ამ ფრაზას ვიმეორებ, კატას ვეფერები და ჭიქას ვიღებ.
– ბოლოს კი ის მოკვდა და არა შენ. მისი ნამდვილი ცოლი, – ყვი-
რის ჯიმი და ხელები უკვე ქალის კისერზე აქვს ჩავლებული. – შენ
მხოლოდ მისი თვითმარქვია ორეული იყავი.
ტვინში უეცრად რაღაც, რადარის სიგნალის მსგავსი ხმა გაიელ-
ვებს. თანაბარი და ხმამაღალი ხმაა, თუმცა მის შესახებ მალევე მა-
ვიწყდება და ღვინის მორიგ ყლუპს ვსვამ.
მონაზონი, ყვირილი, ზარის ხმა და ფილმი სრულდება.
– აი, ასეთი სიკვდილი მინდა, – ვატყობინებ კატას.
შემდეგ ვდგები, პანჩს ვიშორებ და სამზარეულოში გავდივარ.
ჭიქას ნიჟარაში ვდგამ. სახლში სისუფთავე უნდა იყოს. რა ვიცი, რო-
დის გადაწყვეტს ეთანი შემოვლას. ჰევიშემივით ხომ ვერ ვიქნები?!
(ესეც კრისტინის კლუბის კიდევ ერთი წიგნი. ისე, უნდა შევამოწმო,
ახლა რას კითხულობენ. ამით არაფერი დაშავდება).
მეორე სართულზე, კაბინეტში საჭადრაკო ფორუმზე შევდივარ
და ორი საათის განმავლობაში ზედიზედ სამ მატჩს ვიგებ. აღნიშვნის
დროა. სამზარეულოდან „მერლოს“ ბოთლი ამომაქვს. როცა დამუხ-
ტული ვარ, ყოველთვის უკეთ ვთამაშობ. კიდევ ორი საათი გადის და
კიდევ ორ მატჩს ვიგებ. ფენომენალურად გამოვიყურები.
პარალელურად ვსვამ „მერლოს“ და წინა ორი კვირისმოვლე-
ნებზე ვფიქრობ. თითქოს, ჰიპნოზი გამიკეთეს, როგორც ჯენ ტირნის
„მორევიდან“, ან ინგრიდ ბერგმანს „ნათურიდან“. ვაკეთე რაღაცე-
ბი, რომელთა შესახებაც არაფერი მახსოვს და მახსოვს ისინი, რომ-

315
ლებიც არ მიკეთებია. ისტერიკის მორიგი ეპიზოდი? დოქტორი
ფილდინგი, ალბათ...
ჯანდაბა.
შემთხვევით დედოფალი გავწირე, არადა კუს შეწირვა მინდოდა.
შევიგინე და მივხვდი, რომ ასე დიდი ხანია აღარ მოვქცეულვარ.
არა უშავს, ეს ხომ დედოფალი იყო. პასუხს როქ-ენროლიც არ
ახანებს: რაა??? – წერს ის. – ეს რა სვლა იყო?“
ვუხსნი, რომ შემეშალა და ჭიქა პირთან მიმაქვს.
და ვშეშდები.

84

იქნებ...
იფიქრე.
ფიქრი წყალში ჩაწვეთებული სისხლის მსგავსად იხსნება ჩემში.
ჭიქას ხელს მაგრად ვუჭერ.
იქნებ...
არა.
კი.
იქნებ:
ჯეინი – ქალი, რომელსაც ჯეინის სახელით ვიცნობდი – არასო-
დეს ყოფილა ჯეინი?
...არა.
···კი.
იქნებ:
იქნებ ის სულ სხვა ვინმე იყო?
ლიტლმაც ეს მითხრა. არა, ლიტლს ამის ნახევარიც არ უთქვამს.

316
საქმე ის არის, რომ მისი სიტყვებით, 207-ე სახლში მცხოვრები ქა-
ლი ნამდვილად ჯეინ რასელია. კეთილი. გასაგებია.
მაგრამ, იქნებ ის ქალიც, რომელსაც შევხვდი, თუ მგონია, რომ
შევხვდი, ასევე რეალურია? უბრალოდ, სხვა ადამიანია, რომელიც
თავს ჯეინად ასაღებდა? ის, ვინც შეცდომით სხვა ვინმე მეგონა? კუ,
რომლის ნაცვლადაც შემთხვევით დედოფალი გავწირე?
იქნებ, სწორედ ის იყო ორეული – ვინც დაიღუპა? იქნებ, ის იყო
თვითმარქვია?
ჭიქა კვლავ ტუჩებთან მაქვს. ჭიქას მაგიდაზე ვდგამ და ჩემგან ვი-
შორებ.
მაგრამ, რატომ?
იფიქრე. დავუშვათ, ეს სიმართლეა. მართალია, ლიტლის სიტ-
ყვებისა და ლოგიკის მიღმაა, მაგრამ მაინც დავუშვათ, რომ სიმარ-
თლეა. დავუშვათ, ის ქალი, რომელიც ჩემს სახლში იყო, ნამდვი-
ლად არსებობდა. ის იყო აქ და იყო რასელების სახლშიც. მაშ, რა-
ტომ უარყოფენ მის არსებობას? მათ არამხოლოდ უარყვეს, რომ ქა-
ლი ჯეინი იყო, არამედ ერთი ნაბიჯითაც დაწინაურდნენ. ან მან სა-
იდან იცოდა ამდენი რამ რასელების ოჯახის შესახებ? რატომ წარ-
მოაჩენდა თავს ჯეინად?
– თავად ვინ უნდა ყოფილიყო? – მეკითხება ედი.
არა. შეწყვიტე.
ვდგები და ფანჯარასთან მივდივარ. რასელების სახლისკენ... იმ
სახლისკენ ვიყურები. ალისტერი და ჯეინი სამზარეულოში ლაპარა-
კობენ. კაცს ცალ ხელში ლეპტოპი უჭირავს, ქალს გულზე ხელები
აქვს დაკრეფილი. მიდი, გამოიხედეთ, – ვფიქრობ მე. – კაბინეტის
სიბნელეში თავს უსაფრთხოდ და უჩინრად ვგრძნობ.
თვალი ზევით გამირბის. მეორე სართულზე, საძინებელში ეთა-
ნის სილუეტი მოჩანს, რომელიც წამის შემდეგ ფანჯრასთან შეშდე-
ბა. ვაკვირდები და ვარჩევ, რომ მინას ხელებს ადებს და თითქოს ჩე-
მი მიმართულებით იხედება. ცოტა ხნის შემდეგ ხელს ზევით სწევს
და მიქნევს.
პულსი მიჩქარდება. ნელი მოძრაობით მეც ხელს ვუქნევ.

317
შემდეგი სვლა.

85

ბინა პირველივე ზარს პასუხობს.


– კარგად ხარ?
–მე...
– შენმა ექიმმა დამირეკა. ძალიან ღელავს შენ გამო.
– ვიცი. – კიბეზე ვზივარ და მთვარის სუსტი განათების ქვეშ, ფე-
ხებთან ღვინის ლაქას ვხედავ. აუცილებლად უნდა მოვწმინდო.
– მითხრა, რომ შენთან დარეკვას ცდილობდა.
– ხო. კარგად ვარ. გადაეცი, რომ კარგად ვარ. მისმინე...
– სვამდი?
– არა.
– თითქოს პირში რაღაც გაქვს.
– არა. უბრალოდ მეძინა. მისმინე. ვფიქრობდი და...
– აკი მეძინაო?
ამას ყურადღებას არ ვაქცევ. – რაღაცაზე ვფიქრობდი.
– რაღაცაზე? – მეკითხება ფრთხილად.
– აი, იმ სახლზე, პარკის გადაღმა რომ დგას. და იმ ქალზე.
– ოხ, ანა, – ხვნეშის. – ეს... ამაზე ლაპარაკი მეც მინდოდა, მაგ-
რამ სახლში არ შემომიშვი.
– ვიცი, ხო. ბოდიში. თუმცა...
– ის ქალი არ არსებობდა.
– არა, უბრალოდ ვერ ვამტკიცებ, რომ არსებობს. არსებობდა.
– ანა. ეს სიგიჟეა. ყველაფერი დამთავრდა.
ჩუმად ვარ.
– დასამტკიცებელი არაფერია. – მტკიცე, თითქმის ბრაზიანი ხმა
აქვს. ასეთი არასოდეს მახსოვს. – არ ვიცი, რას ფიქრობდი, მაგრამ

318
ეს ყველაფერი დასრულდა. შენს ცხოვრებას თავდაყირა ნუ აყენებ.
მისი სუნთქვის ხმას ვუსმენ.
– ამას რაც უფრო დიდხანს არ მოეშვები, მით უფრო დიდხანს
გასტანს რეაბილიტაციის პერიოდი.
სიჩუმე.
– მართალი ხარ.
– სერიოზულად?
ვხვნეში. – კი.
– გთხოვ მითხარი, რომ სისულელეს არ ჩაიდენ.
– არ ჩავიდენ.
– დამპირდი.
– გპირდები.
– მინდა თქვა, რომ ეს ყველაფერი თავად გამოიგონე.
– ეს ყველაფერი თავად გამოვიგონე.
სიჩუმე.
– მართალი ხარ, ბინა. მაპატიე. უბრალოდ, შოკის შემდგომი რა-
ღაც იყო. სიკვდილის შემდეგ აქტიურად დარჩენილი ნეირონების
მსგავსი.
– ჰო, – ოდნავ შემთბარი ხმით ამბობს. – ამის შესახებ არაფერი
ვიცოდი.
– ბოდიში. სისულელეს არაფერს ჩავიდენ.
– და ამას მპირდები?
– გპირდები.
‒ კარგი, მაშინ როცა შემდეგ კვირას მოვალ, შენგან რაღაც უც-
ნაურს არაფერს მოვისმენ.
– გარდა იმ უცნაურობებისა, რასაც ზოგადად ისმენ.
ვგრძნობ რომ იღიმის.
– დოქტორმა ფილდინგმა მითხრა, რომ სახლიდან კიდევ ერ-
თხელ, ამჯერად კაფეში გახვედი.
კი, საუკუნის წინ.
– ასე იყო.
– მერე, როგორი იყო?

319
– უჰ, საშინელი.
– ეგეც საქმეა.
– ეგეც საქმეა.
კიდევ ერთი პაუზა.
– უკანასკნელად... – ამბობს ის.
– გპირდები. ეს ყველაფერი მე მოვიგონე.
ერთმანეთს ვემშვიდობებით და ვთიშავ.
ხელს კეფაზე ვისვამ. როცა ვიტყუები, ხშირად ასე ვიქცევი ხოლ-
მე.

86

სანამ მოქმედებას დავიწყებ, კარგად უნდა დავფიქრდე. შეცდო-


მის დაშვების უფლება არ მაქვს. მოკავშირეები არ მყავს.
უფრო სწორად, ერთი შეიძლება მყავდეს, მაგრამ ჯერ მასთან და-
კავშირება არ მინდა. არ შემიძლია. ვიფიქრო. უნდა ვიფიქრო. თუმ-
ცა, ჯერ უნდა დავიძინო. ალბათ, ღვინის ბრალია, მაგრამ უეცრად
ძლიერ დაღლილობას ვგრძნობ. მობილურს ვაკვირდები. თითქმის
თერთმეტის ნახევარია. დრო გარბის.
მისაღებში ვბრუნდები, ტორშერს ვთიშავ, შემდეგ კაბინეტში ავ-
დივარ და კომპიუტერსაც ვთიშავ (მხვდება როქ-ენ-როლის შეტყო-
ბინება: სად წახვედი???). კიდევ უფრო ზევით, საძინებელში ავდი-
ვარ. პანჩი კოჭლობით მომყვება. როგორღაც უნდა მივხედო. იქნებ,
ეთანი მის ვეტერინართან წაყვანაზე დამთანხმდეს.
სააბაზანოში ვიხედები. ზედმეტად დაღლილი ვარ სახის დასაბა-
ნად და კბილების გასახეხად. თან, დილით ორივე გავაკეთე. დანარ-
ჩენი ხვალ იყოს. ტანსაცმელს ვიხდი, კატას გადავაბიჯებ და ლოგინ-
ში ვწვები.
პანჩიც ზეწრებზე ხტება და შორ კუთხეში მოიკალათებს. მისი
სუნთქვის ხმას ვუსმენ.

320
და ისევ – ალბათ ეს ღვინის ბრალია, მაგრამ – დაძინებას ვერ
ვახერხებ. ზურგზე ვწევარ და ჭერის მორთულობას ვაკვირდები.
გვერდზე ვტრიალდები და დერეფნის წყვდიადში ვიხედები. მუცელ-
ზე ვწვები და სახეს ბალიშს ვაჭერ.
„ტემაზეპამი“. ფლაკონი ისევ ყავის მაგიდაზე დგას.
უნდა წამოვდგე და კიბეებით ქვევით ჩავიდე. ახლა მეორე გვერ-
დზე ვტრიალდები და გარეთ, რასელების სახლისკენ ვიხედები. მიწ-
ყნარებულან. ქვევით ბნელა, ზევით კი ეთანის კომპიუტერის მონი-
ტორი ანათებს.
ამ სცენას ვუყურებ სანამ თვალები არ ამეწვება.
– რის გაკეთებას აპირებ, დედიკო?
ისევ გვერდს ვიცვლი და სახეს ბალიშში ვრგავ. თვალებს ნაძა-
ლადევად ვხუჭავ. როგორღაც სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო.
ჯეინზე.
ვფიქრობ გავიხსენო ბინასთან საუბარი. შემდეგ ეთანს, ფანჯრის
მინაზე მიკრულ მის თითებს ვიხსენებ და ყველა კადრს ნელ-ნელა
უკან-უკან ვახვევ. აგერ „თავბრუსხვევა", ეთანის სტუმრობა, მარტო
გატარებული საათები ამ კვირაში და ჩემი სამზარეულო თავისი
სტუმრებით – ჯერ დეტექტივები, შემდეგ დეივიდი, ალისტერი და
ეთანი. ახლა კადრების უკან სვლა უფრო ჩქარდება. თვალს ვავლებ
კაფეს, საავადმყოფოს, ღამეს, როცა მკვლელობა ვიხილე, კამერას,
რომელიც კალთიდან იატაკს დაეცა. კიდევ უფრო უკან. ნიჟარასთან
მდგარი ჯეინი მე მიყურებს.
შეჩერდი. ზურგზე ვბრუნდები და თვალებს ვახელ. ჭერი – ეკრა-
ნის პროექცია – ზემოდან დამყურებს.
ეკრანზე ჯეინი ჩნდება. ქალი, რომელსაც ჯეინის სახელით ვიც-
ნობდი. ის სამზარეულოს ფანჯარასთან დგას. ზურგზე მისი კაბის ზო-
ნარს ვამჩნევ.
სცენა ნელი მოძრაობით მეორდება.
კადრს მის ნათელ სახესთან ვაახლოვებ. ელექტრული, მკვეთრი
თვალები და ვერცხლის ყელსაბამი. ახლა უკან ვიხევ, კადრს ვაფარ-
თოებ და ვხედავ: ცალ ხელში წყლის, მეორეში კი ბრენდის ჭიქა უჭი-

321
რავს. – წარმოდგენა არ მაქვს, რა შედეგი ექნება ბრენდის, – მესმის
მისი გამყინავი ხმა.
ამ კადრს ვაჩერებ.
რას იტყოდა უესლი? – მოდი, შეკითხვები დავაზუსტოთ, ფოქს.
შეკითხვა პირველი: რატომ გამაცნო თავი ჯეინ რასელად?
დამატება პირველ შეკითხვაზე: გამაცნო კი? პირველმა საუბარი
მე არ გავუბი?
ისევ უკან ვახვევ და მივდივარ იმ მომენტამდე, როცა მისი ხმა
პირველად გავიგონე. ისევ ნიჟარისკენ ტრიალდება. ვაგრძელებ: –
მეზობელთან მივდიოდი...
დიახ. ასე იყო. სწორედ ამ მომენტში გადავწყვიტე, ვინ იყო. ამ
მომენტში წავიკითხე სუბტიტრები არასწორად.
კარგი, შეკითხვა მეორე: რა მიპასუხა? – სწრაფად ვაშორებ კა-
მერას ჭერს, მის სახეს და პირს ვაახლოვებ და საკუთარი ხმა მესმის:
– თქვენ პარკის გადაღმა ცხოვრობთ, – ვამბობ მე. – თქვენ ჯეინ რა-
სელი ხართ.
ის წითლდება და ტუჩებს ხსნის. ამბობს...
თუმცა, ახლა უეცრად სხვა, კადრს მიღმა არსებული ბგერები
მესმის.
ქვედა სართულზე მინა გატყდა.

87

911-ზე რომ დავრეკო, რამდენ ხანში მოვლენ? ლიტლს რომ და-


ვურეკო, აიღებს? ხელებს ვაცეცებ. მობილურს ვერ ვპოულობ. ბა-
ლიშს გვერდზე ვდებ და ზეწრებში ვიქექები მობილური არსადაა.
იფიქრე. იფიქრე. ბოლოს როდის გამოვიყენე? კიბეზე ბინას რომ
დავურეკე. მერე მისაღებში შუქის ჩასაქრობად დავბრუნდი, ამოვე-

322
დი და... კაბინეტში დავტოვე?
ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ფაქტია, რომ თან არ მაქვს. ხმა კი
მეორდება. ისევ მინის ჭახანი.
ლოგინიდან გადმოვდივარ, ფეხებს ხალიჩაზე ვაწყობ და ვდგები.
სკამზე გადაკიდებულ ხალათს ვპოულობ, ვიცვამ და კარში გავდი-
ვარ.
აქაურობა უკვე ნაცრისფერი ბინდით არის სავსე. ფრთხილად
ვეკვრი კედელს და კიბეზე ჩავდივარ. სუნთქვა შეკრული მაქვს, გუ-
ლი კი აჩქარებული.
მეორე სართულამდე ჩავაღწიე. აქ სრული სიჩუმეა. ნელა, ნელა,
ფეხის წვერებზე ვუახლოვდები კაბინეტს. შიგნით ვიხედები და სამუ-
შაო მაგიდას ვაკვირდები. მობილური იქ არ დევს.
ვტრიალდები. უცნობისგან უკვე ერთი სართულის სიშორეზე,
სრულიად შეუიარაღებელი ვარ. ვერსად დავრეკავ.
ქვემოთ ისევ მინის ჭახანის ხმა ისმის.
ვთრთი და თეძოთი საკუჭნაოს კარის სახელურს ვედები.
საკუჭნაო.
სახელურს ფრთხილად ვკიდებ ხელს, ვატრიალებ და კარს ჩუ-
მად ვაღებ.
ჩემ წინ ნახშირისებური სიშავეა. წინ მივიწევ.
ხელების ცეცებით ვეხები თაროებს. თავზემოთ ნათურა უნდა
იყოს. გავრისკო? არა, სინათლე ძალიან შესამჩნევი იქნება. ისევ
სიბნელეში, უსინათლო ადამიანის მოძრაობებით მივიწევ წინ და
ერთ-ერთ თაროზე ინსტრუმენტების ყუთის ცივი მეტალის ზედაპირს
ვამჩნევ. ყუთს ვხსნი და თითებით მას ვპოულობ.
საკანცელარიო დანა. ესეც ასე. იარაღი ხელთ მიპყრია. დანის
პირს ვაშიშვლებ, ხელს წინ ვიშვერ და საკუჭნაოდან ფრთხილად გა-
მოვდივარ.
უკვე კიბის თავში ვარ. ცალ ხელს მოაჯირს ვკიდებ, ის-ისაა უნდა
დავეშვა, რომ უეცრად ბიბლიოთეკის ტელეფონი მახსენდება, რო-
მელიც ჩემგან რამდენიმე იარდში დევს. უკან ვბრუნდები.
თუმცა, სანამ მოძრაობას გავაგრძელებდე, ქვემოდან ახალი ხმე

323
ბი მომესმის:
– მისის ფოქს, – მეძახის ვიღაც. – მობრძანდით, სამზარეულოში
გელოდებით.

88

ვცნობ ამ ხმას.
სანამ კიბეზე ფრთხილად ჩავდივარ, ცალ ხელში დანა მითრთის,
მეორეს კი მოაჯირის პრიალა ზედაპირზე მივაცურებ. ღრმად ჩავი-
სუნთქავ და ვცდილობ, არ ვიხმაურო, მიუხედავად იმისა, რომ იცის,
აქ ვარ.
– მოდით, მოდით.
მოვდივარ.
სამზარეულოში მთვარის შუქია გაბნეული. ვერცხლისფერი ნა-
თება ფანჯარასთან მდგარ ცარიელ ბოთლებს ავსებს. ოდნავ პრია-
ლებს ონკანი და ნიჟარა. ხის ზედაპირიც კი ბრწყინავს.
სამზარეულოს დახლს ეყუდება, თეთრ, ჩრდილისებურ სილუე-
ტად მოჩანს და ფეხებთან მინის ნამსხვრევები უყრია. მის გვერდით
ღვინის ბოთლები და ჭიქები მოჩანს.
– დიდი ბოდიში... – ამბობს და ხელებს ფართოდ შლის. – ამ აურ-
ზაურისთვის. უბრალოდ, ზემოთ ამოსვლა არ მინდოდა.
არაფერს ვამბობ, მხოლოდ საკანცელარიო დანას თითებს უფ-
რო ძლიერად ვუჭერ.
‒ ძალიან ბევრი ვითმინე, მისის ფოქს, – სუნთქვას ამოაყოლებს
ალისტერი და გვერდზე იხედება. მთვარის შუქზე მისი პროფილი –
მაღალი შუბლი და კეხიანი ცხვირიმოჩანს. – თუ დოქტორო ფოქს...
არ ვიცი, როგორ ეძახით საკუთარ თავს. – სიტყვებს მძიმე-მძიმედ
წარმოთქვამს.
ვხვდები, რომ ძალიან მთვრალია. – ძალიან ბევრი ვითმინე, –

324
იმეორებს ის. შემდეგ ქსუტუნებს, ბოკალს იღებს და ხელებს შორის
ათამაშებს, – ჩვენ, ყველამ, თუმცა განსაკუთრებით მე. – ახლა უფ-
რო ცხადად ვარჩევ. ქურთუკზე ელვა ბოლომდე აქვს შეკრული და
ხელებზე მუქი ხელთათმანები უკეთია. ყელი მეჭიმება.
ისევ არ ვპასუხობ. მხოლოდ ხელს ვწევ ჩამრთველისკენ.
უეცრად ბოკალს იატაკზე ანარცხებს. მე უკან ვხტები.
– შუქის ჩართვა არ გაბედო, ამის დედაც, – მესმის მისი ყეფა.
ადგილზე ვშეშდები და თითებს კარის სახელურს ვკიდებ.
– ვიღაცას თქვენ შესახებ უნდა გავეფრთხილებინეთ, – თავს აქ-
ნევს და იცინის.
ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ. მისი სიცილის ხმა იკარგება. კვდება.
– თქვენ ჩემს შვილს თქვენი სახლის გასაღები მიეცით, – ამბობს,
გასაღებს მაღლა სწევს და დახლის ზედაპირზე დებს. – მე კი, თუნ-
დაც წყეული გონება შერყეული არ გქონდეთ, მაინც არ მსურს ჩემს
შვილს უფროს ქალთან ურთიერთობა ჰქონდეს.
– პოლიციაში დავრეკავ, – ვამბობ ჩურჩულით.
ამაზე ეცინება.
– კი ბატონო. აი, თქვენი ტელეფონი. – დახლიდან მობილურს
იღებს და ჰაერში რამდენჯერმე ათამაშებს.
მახსენდება. მობილური სამზარეულოში დავტოვე. ველოდები,
რომ მას ახლა კედელზე ან იატაკზე დაანარცხებს, თუმცა მას
ფრთხილად, გასაღების გვერდით დებს.
– პოლიცია სერიოზულად არ აღგიქვამთ, – ამბობს და ჩემკენ იძ-
ვრება. მე საკანცელარიო დანას მაღლა ვწევ.
– უჰ! – იცინის. – უჰ! მაგით რას მიზამთ? – კიდევ უფრო ახლოს
მოდის.
ამჯერად მეც წინ მივიწევ.
– ჩემი სახლიდან მოშორდი, – ვეუბნები ათრთოლებული ხელე-
ბით. დანის პირი – პატარა ვერცხლისფერი ნაჭერი – მთვარის შუქზე
პრიალებს.
აღარ მოძრაობს. აღარ სუნთქავს.
– ვინ იყო ის ქალი? – ვეკითხები მე.

325
და უეცრად ხელებს კისერზე მიჭერს. ზურგით კედელს ვენარცხე-
ბი და თავს მაგრად ვურტყამ. ვყვირი, მისითითები კი ღონივრად მი-
ჭერს.
– გიჟი ხარ, – სუნთქვას ამოაყოლებს და ალკოჰოლის მძიმე სუ-
ნით მაბრუებს. – თავი დაანებე ჩემს შვილს და ჩემს ცოლს!
ვხროტინებ და სუნთქვას ვცდილობ. ცალი ხელით მის თითებს
ვეჭიდები და ვცდილობ მოვიშორო. მეორით კი დანას ვიქნევ.
თუმცა, მიზანს ვაცილებ, დანა კი ხელიდან მივარდება. ხელებს
მაშორებს, უკან იხევს და მე მძიმედ ვახველებ.
– არ გაბედო ჩვენთან მოახლოება, შენი დედაც! – სიტყვებს მძი-
მედ ამოაყოლებს სუნთქვას.
გადის წამები.
კიდევ რამდენიმე.
მზერა მებინდება, ლოყებზე ცრემლები მეღვრება.
და გონებას ვკარგავ...
ნელ-ნელა, ქოშინით იატაკზე ვეშვები.
ის ზემოდან დამყურებს, საკანცელარიო დანას მკაცრად კრავს
ფეხს და კუთხეში გააცურებს.
– ეს კარგად დაიმახსოვრე, – მეუბნება ათრთოლებული ხმით.
მძიმედ სუნთქავს. მე მისკენ ვერ ვიხედები.
თუმცა, მესმის კიდევ ერთი მოკლე სიტყვა, რომელსაც ჩუმად,
თითქმის თბილად წარმოთქვამს:
– გთხოვ.
სიჩუმე. ვხედავ მისი სქელძირიანი ფეხსაცმელის მოძრაობას.
ჯერ სამზარეულოში შედის, დახლიდან ჭიქებს და ბოთლებს იატაკზე
გადმოყრის, ისმის ხმაურიანი მსხვრევის ხმა, შემდეგ კი დერეფანში
გადის და ზურგს უკან კარს აჯახუნებს. ვცდილობ ვიყვირო, მაგრამ
ყელი არ მიშვებს.თავს ვიკავებ, ცალი ხელი კისერზე მიდევს, მეორე
კი ტანზე და ვქვითინებ.
როცა პანჩი კოჭლობით მიახლოვდება და თითებს მილოკავს,
კიდევ უფრო ძლიერად მოვთქვამ.

326
კვირა

14 ნოემბერი

89

სააბაზანოს სარკეში კისერს ვაკვირდები. დალურჯებები და თი-


თების ნაკვალევი მეტყობა. დავხედავ პანჩს, რომელიც კაფელზე
ზის და ნატკენ ფეხს აკვირდება. მაგარი წყვილი ვართ, რა.
წუხანდლის შესახებ პოლიციაში არ განვაცხადებ. უბრალოდ არ
შემიძლია. ცხადია, ჩემს კანზე დარჩენილი კვალი აშკარა მტკიცებუ-
ლებაა, მაგრამ ჯერ იმის გარკვევას შეეცდებიან, თუ რა უნდოდა
ალისტერს ჩემთან. სიმართლე კი ის არის, რომ... ჰო, მე მოზარდი
ბიჭი, რომლის ოჯახსაც მანამდე ვუთვალთვალებდი და პრობლე-
მებს ვუქმნიდი, ჩემს სარდაფში დროის გასატარებლად დავპატიჟე.
ამის მიზეზი კი ის იყო, რომ როგორღაც ჩემს ცხოვრებაში ჩემი გარ-
დაცვლილი ქმარი და შვილი ჩამენაცვლებინა. არა, ცუდად გამოჩ-
ნდება.
– ძალიან ცუდად გამოჩნდება, – ვამბობ ხმამაღლა და საკუთარ
ხმას ვამოწმებ. მინავლებულ, სუსტ ბგერებს გამოვცემ.
სააბაზანოდან გამოვდივარ და კიბეზე ჩავდივარ. ხალათის ჯიბის
სიღრმეში მობილურის წვივთან შეხებას ვგრძნობ.
ვასუფთავებ მინის ნამსხვრევებს, ბოთლებს და ჭიქებს. იატაკს
ვასუფთავებ და ყველაფერს ნაგვის კონტეინერში ვყრი. ვცდილობ
არ ვიფიქრო, როგორ მოვიდა აქ, როგორ მახრჩობდა, მერე ზემო-
დან როგორ დამყურებდა და როგორ ამსხვრევდა ჭურჭელს.
ფეხქვეშ მინის ნარჩენებს ქვიშასავით ვგრძნობ. სამზარეულოს
მაგიდასთან ვდგავარ და საკანცელარიო დანას წინ და უკან ვათამა-
შებ.
პარკის მიღმა ვიყურები. რასელების სახლი მზერას მიბრუნებს.
ფანჯრებში არავინ ჩანს. ნეტავ სად არიან. სად არის.

327
უკეთ უნდა დამემიზნებინა და კარგად დამერტყა. უკვე წარმო-
ვიდგენ, როგორ ხევს დანის პირი მის ქურთუკს და კანში ესობა.
და სახლში გვამი მექნებოდა.
დანას მაგიდაზე ვდებ და ტუჩებთან ჭიქა მიმაქვს. ჩაი არ მაქვს,
რადგან ედს დიდად არ უყვარდა, მე კი სხვა სასმელებს ვამჯობინებ-
დი. ამიტომ ოდნავ მარილიან თბილ წყალს ვსვამ, რომელიც ყელს
მიწვავს და ოდნავ მათრთოლებს.
ისევ პარკს მიღმა ვიყურები. შემდეგ ვდგები და ფანჯრებზე ფარ-
დებს ვაფარებ.
წუხანდელი ღამე სიზმრად მახსენდება. ჩემი ჭერის ეკრანი. მინის
გატეხვის ხმა. საკუჭნაოს წყვდიადი. დახვეული კიბე და ის, რომე-
ლიც ქვევით მელოდებოდა და მეძახდა.
საკუთარ კისერს ვეხები. არ მითხრათ, რომ ეს სიზმარი იყო. რომ
ეს არასოდეს მომხდარა. საიდან? ხო, „ნათურადან“.
იმიტომ, რომ ეს არ ყოფილა სიზმარი (ეს არ არის სიზმარი! ეს
რეალობაა! – მია ფეროუ „როზმარის ბავშვი!..) ჩემს სახლში შემო-
იჭრნენ, ჩემი საკუთრება გაანადგურეს, დამემუქრნენ და ფიზიკუ-
რად იძალადეს ჩემზე. საპასუხოდ კი ვერაფერს ვაკეთებ.
საერთოდ არაფერი შემიძლია. სამაგიეროდ, ახლა ვიცი, რომ
ალისტერი მოძალადეა. ვიცი, რისი გამკეთებელია, თუმცა ის მარ-
თალია: პოლიცია მე არ მომისმენს. დოქტორი ფილდინგიც ფიქ-
რობს, რომ ვაფრენ. ბინას კი დავპირდი, რომ ამ ამბებს შევეშვებო-
დი. ეთანი მიუწვდომელია, უესლი წასული. არავინ დარჩა.
– აბა, ვინ ვარ?
ამჯერად ოლივიაა. ოდნავ გასარჩევი ხმა აქვს.
არა. თავს ვაქნევ.
ვინ იყო ის ქალი? – ვკითხე ალისტერს.
თუ საერთოდ არსებობდა ის.
არ ვიცი. ამას ვერასოდეს გავიგებ.

328
90

მთელი დილა და შუადღის დიდი ნაწილი ლოგინში გავატარე.


ვცდილობდი არ მეტირა და არ მეფიქრა წუხანდელზე. არც დღევან-
დელზე, არც ხვალინდელზე და არც ჯეინზე. ფანჯრებს მიღმა ცა
იქუფრება. მობილურში ამინდის აპლიკაციას ვამოწმებ და ვხედავ,
რომ საღამოს ჭექა-ქუხილია მოსალოდნელი.
ნელ-ნელა მუქ ფერებში ბინდდება. ფარდებს ვაფარებ და ლეპ-
ტოპს ვხსნი. გვერდით ვიდებ, სანამ მე „შარადას“ ვუყურებ, ის ზეწ-
რის ზედაპირს ათბობს.
– რა გავაკეთო შენს დასაკმაყოფილებლად? – მკაცრად კითხუ-
ლობს კერი გრანტი. – მორიგ მსხვერპლად ვიქცე?
ვთრთი.
იმ დროისთვის, როცა ფილმი სრულდება, უკვე ნახევრად მძი-
ნავს. ჩამესმის დასკვნითი მუსიკა. ხელით ლეპტოპს ზემოდან ვაწვე-
ბი და ვხურავ.
ცოტა ხნის შემდეგ მობილურის ვიბრაციის ხმა მაღვიძებს.
საგანგებო შეტყობინება
აღმოსავლეთის სასაათო სარტყელში ღამის 3 საათამდე წყალ-
დიდობაა მოსალოდნელი. მოერიდეთ ამ ტერიტორიას.თვალი
ადევნეთ ადგილობრივ სამაუწყებლო საშუალებებს. – ეროვნული
მეტეოროლოგიური სამსახური.
როგორი ყურადღებიანები არიან ამ ეროვნულ მეტეოროლოგი-
ურ სამსახურში. სახიფათო ზონას თავს ნამდვილად ავარიდებ.
მთქნარებით გადმოვდივარ ლოგინიდან და ფარდებს ვწევ.
გარეთ ბნელა. ჯერ წვიმა არ დაწყებულა, თუმცა ცა მოქუფრუ-
ლია, ღრუბლები დაბლაა დაშვებული. ნეკერჩხლის ტოტების შრი-
ალი და ქარის ზუზენი მესმის. ხელს მკლავზე ვიკიდებ.
რასელების სამზარეულოში შუქი ინთება. ალისტერი მაცივრის
კარს აღებს და სავარაუდოდ, ლუდის ბოთლს იღებს. როგორც ჩანს,
ისევ დათრობას აპირებს.
თითებს კისერზე დავატარებ,ჩალურჯებებთან ტკივილს ვგრძნობ.

329
ფარდებს ვაფარებ და ლოგინში ვბრუნდები. მობილურიდან შეტ-
ყობინებას ვშლი. დროს ვამოწმებ: ათის ოცდაცხრა წუთია. კიდევ
ერთი ფილმის ნახვას, ან ცოტას დალევას მოვასწრებდი.
თითები ეკრანთან მიშეშდება. ვფიქრობ სასმელზე. მხოლოდ ერ-
თი ჭიქა, თორემ ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირს.
საკუთარ თითებს, შემდეგ მობილურის ეკრანს ვაკვირდები. შევ-
დივარ გალერეაში, ვნახულობ საკუთარ ფოტოს, რომელიც თით-
ქოსდა თავად გადავიღე. წამიერად ვფიქრობ და ვშლი.
წამიერად ეკრანზე შემდეგი ფოტო ჩნდება.
თავიდან ვერ ვცნობ. მერე მახსენდება: ეს ფოტო სამზარეულოს
ფანჯრიდან გადავიღე. ნარინჯისფერი მზის ჩასვლა, კბილებად
ამოზრდილი შორეული შენობები, მზის სხივებით ოქროსფრად ქცე-
ული ქუჩა და ფრთებგაშლილი, ჰაერში გაშეშებული ერთადერთი
ჩიტი.
მოშორებით კი, ფანჯრის ანარეკლში, ქალი, რომელსაც ჯეინის
სახელით ვიცნობდი.

91

ძნელად გასარჩევი, ოდნავ მკრთალი, მაგრამ მაინც ჯეინია. ეჭვი


არ არის, ფოტოს ქვედა მარჯვენა კუთხეში ეს მოჩვენებისებური სი-
ლუეტი სწორედ მას ეკუთვნის. კამერისკენ იყურება, მშვიდი მზერა
და ოდნავ შეხსნილი ტუჩები აქვს. ცალი ხელი გვერდით აქვს გაწეუ-
ლი და ჯამში სიგარეტს აქრობს. მახსენდება როგორ იკვრებოდა ბო-
ლი მის თავზე. ფოტო საღამოს შვიდის ოთხ წუთზეა გადაღებული.
თითქმის ორი კვირის წინ. ჯეინი. ეკრანს დავცქერი და ძლივს ვსუნ-
თქავ.
ჯეინი.
სამყარო მშვენიერი რამ არის, – თქვა მან.
ეს არ დაგავიწყდეს. და არ გამოგეპაროს, – თქვა მან.

330
ყოჩაღ, გოგონა, – თქვა მან.
ეს ყველა სიტყვა მას ეკუთვნის და ეს რეალურია.
ჯეინი.
სასწრაფოდ გადავდივარ საწოლიდან, ლოგინი ირევა, ლეპტოპი
იატაკზე ვარდება. ფანჯრებთან მივდივარ და ფარდებს ვწევ.
რასელების მისაღებში, იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, უკვე
შუქი ანთია. ცოლ-ქმარი სავარძლებში სხედან. რასელს ხელში ლუ-
დის ბოთლი უჭირავს, ქალს კი ფეხები სავარძლის ქვეშ შეუწყვია და
ბზინვარე თმაზე ხელს ისვამს.
მატყუარები.
ვუყურებ მობილურს ჩემს ხელში.
რა გავაკეთო?
უკვე ვიცი, რასაც მეტყვის ლიტლი: ფოტო არაფერს ამტკიცებს
გარდა იმისა, რომ ფალსიფიცირებულია. თან, უცნობია, ვინ არის ეს
ქალი.
დოქტორი ფილდინგიც არ მოგისმენს, – მეუბნება ედი.
მოკეტე.
თუმცა, მართალია.
იფიქრე. იფიქრე.
– და ბინა, დედიკო?
შეწყვიტე.
იფიქრე.
ერთადერთი სვლა არსებობს. თვალებს მისაღებიდან მეორე
სართულზე, ბნელი საძინებლისკენ, ვაპარებ.
პაიკი უნდა ავიყვანო.
– ალო?
ბარტყის ხმა. დამფრთხალი და სუსტი. ბნელ ოთახს ვაკვირდები,
თუმცა მისი კვალი არსად ჩანს.
– ანა ვარ, – ვამბობ მე.
– ვიცი. – თითქმის ჩურჩულებს.
– სად ხარ?
– ჩემს ოთახში.

331
– ვერ გხედავ.
წამის შემდეგ ფანჯარასთან აჩრდილივით ჩნდება წვრილი და
ფერმკრთალი სხეული, რომელსაც თეთრი მაისური აცვია. ხელი მი-
ნასთან მიმაქვს.
– მხედავ? – ვეკითხები მე.
– კი.
– მინდა ჩემთან მოხვიდე.
– არ შემიძლია. – თან თავს აქნევს. – მიკრძალავენ.
მზერას მისაღებისკენ ვაპარებ. ალისტერი და ჯეინი არ იძვრიან.
‒ ვიცი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნე-
ლოვანი.
– მამამ გასაღები წამართვა.
– ვიცი.
– პაუზა. – თუ მე გხედავთ... – ჩუმდება.
– რა?
‒ მაშინ ისინიც დაგინახავენ.
სასწრაფოდ უკან ვიხედები, ფარდას ვაფარებ და გასახედად ვიწ-
რო სივრცეს ვტოვებ. მისაღებში არაფერი იცვლება.
– უბრალოდ მოდი, – ვეუბნები მე. – გთხოვ. ვერ...
– რა?
– ვერ... სახლიდან როგორღაც ვერ გამოხვალ?
კიდევ ერთი პააუზა. ვხედავ, როგორ აკვირდება მობილურს და
შემდეგ კვლავ ყურთან მიაქვს.
– ჩემი მშობლები „კარგ ცოლს“ ათ საათზე უყურებენ ხოლმე. შე-
მიძლია მაგ დროს გამოვიდე.
ახლა მობილურს უკვე მე ვაკვირდები. იქამდე ოცი წუთია.
– კარგი, კარგი.
– ყველაფერი რიგზეა?
– კი. – არ გაანერვიულო. საფრთხის ქვეშ ხარ. – მაგრამ, სას-
წრაფოდ შენთან დალაპარაკება მჭირდება.
– ისე, ხვალ უკეთესი იქნებოდა.
– ხვალამდე ეს საქმე ვერ მოიცდის. მართლა...

332
ქვემოთკენ ვიხედები. ჯეინი კალთაზე იყურება, ხელებით ლუდის
ბოთლი უჭირავს, ალისტერი კი სადღაც გამქრალა.
– მობილური გათიშე, – განგაშისებური ხმით ვეუბნები.
– რატომ?
– გათიშე.
პირს აღებს.
მისი ოთახი სინათლით ივსება.
კარის ჩარჩოში ალისტერი დგას და ხელი ჩამრთველზე უდევს.
ეთანი ბრუნდება და მესმის, როგორ წედება კავშირი.
სცენას უჩუმრად ვაკვირდები.
ალისტერი ლაპარაკობს, ეთანი წინ მიიწევს, ხელს სწევს და მო-
ბილურს აწვდის.
რამდენიმე წამით ჩუმად არიან.
შემდეგ ალისტერი შვილს უახლოვდება და მობილურს ართმევს.
ეთანს უყურებს.
ფანჯრებთან მოდის და გარეთ იხედება. მე საძინებელში კიდევ
უფრო ღრმად ვიმალები.
ხელებს შლის, დარაბებს ხურავს.
ოთახი ყოველმხრივ ჩარაზა.
ქიში და შამათი.

92

ფარდებს ვშორდები და მის საძინებელს ვაკვირდები. არ წარმო-


მიდგენია, რა ხდება იქ, ჩემი ზარის შემდეგ. კიბეზე მძიმედ ჩავდი-
ვარ. გზად ეთანზე ვფიქრობ, რომელიც ახლა იქ მამამისთან ერთად
მარტოა.
ქვევით ვეშვები, შევდივარ სამზარეულოში, ჭიქას ნიჟარაში
ვცლი და გრუხუნის ხმა მესმის. ფარდებს შორის ვიხედები. ღრუბ-
ლები უფრო სწრაფად იკრიბება, ქარი ხის ტოტებს აშრიალებს. ჭექა

333
-ქუხილი გვიახლოვდება.
მაგიდას ვუზივარ და „მელროს" ვსვამ. იარლიყზე აწერია „ვერ-
ცხლის სანაპირო, ახალი ზელანდია“ და ოკეანეში შესული გემი ახა-
ტია. იქნებ ახალ ზელანდიაში გადავიდე და ახალი ცხოვრება დავიწ-
ყო? მომწონს „ვერცხლის სანაპიროს“ დასახელება. მინდა ისევ მოვ-
ხვდე გემზე.
თუკი ოდესმე ამ სახლიდან გავაღწიე.
ფანჯარასთან მივდივარ და ჟალუზებს ვხსნი. ბაღს წვიმა ასვე-
ლებს. პარკის მიღმა ვიყურები და ვხედავ, რომ დარაბები ისევ და-
ხურულია.
მაგიდასთან დაბრუნებისთანავე კარზე ზარის ხმა ისმის.
ეს ხმა სიჩუმეს მაღვიძარასავით არღვევს, მე ხელი მითრთის და
ღვინო ძირს იღვრება. კარისკენ ვიხედები.
ის არის. ალისტერი.
პანიკა მიპყრობს, თითებს ჯიბეში ვაცურებ და მობილურს ვთი-
შავ. მეორე ხელით საკანცელარიო დანას ვიღებ.
სამზარეულოდან ნელი ნაბიჯით გავდივარ. დამაფონს ვუახლოვ-
დები, ძალას ვიკრებ და ეკრანს ვაკვირდები.
ეთანია.
ფილტვებში სიმშვიდეს ვგრძნობ.
ეთანი კართან მოუსვენრობს და გულხელდაკრეფილი დგას. ღი-
ლაკს ხელს ვაჭერ და კარს ვუღებ. მაშინვე შიგნით შემოდის და ია-
ტაკს წვიმის წვეთებით ასველებს.
– აქ რას აკეთებ?
მაკვირდება.
– ხომ მითხარით, მოდიო.
– მეგონა მამაშენმა...
კარს კეტავს და მისაღებში შემოდის.
– ვუთხარი, რომ ეს ჩემი მეგობარი იყო, რომელთან ერთადაც
ცურვაზე დავდივარ.
– ნომერი არ შეამოწმა?
‒ მობილურში სხვა სახელით მყავხართ დამახსოვრებული.

334
– და რომ გადმოერეკა?
– ხომ არ გადმოურეკავს. – მხრებს იჩეჩს ეთანი და დანას უყუ-
რებს.
– ეს არაფერია, – ვამბობ და ჯიბეში ვიდებ.
– შეიძლება ტუალეტში შევიდე?
თავს ვუკრავ.
სანამ წითელ ოთახშია, მე მობილურში ვიქექები და შემდეგი
სვლისთვის ვემზადები.
წყლის ჩარეცხვის და ონკანის მოშვების ხმა ისმის. ეთანი ბრუნ-
დება და მიახლოვდება.
– სად არის პანჩი?
– არ ვიცი.
– თათი როგორ აქვს?
– კარგად. – ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებს. – მოდი რაღაც
გაჩვენო. – ვეუბნები და მობილურს ვაწვდი. – ფოტოებში შედი.
მიყურებს და იღუშება.
– უბრალოდ, შედი, რა, – ვუმეორებ მე.
ასეც იქცევა და მე მის სახეს ვაკვირდები. ბაბუის საათი რეკას იწ-
ყებს. სუნთქვა შეკრული მაქვს.
თავიდან არაფერი ხდება. უგრძნობი სახე აქვს.
– ჩვენი ქუჩა. მზის ამოსვლა, – ამბობს ის. – თუ არა... ეს დასავ-
ლეთია. მზის ჩასვლა ყოფ...
ჩუმდება.
აჰა.
გადის რამდენიმე წამი.
საათი ჩამოკრავს ექვსჯერ. შვიდჯერ.
თვალები უფართოვდება.
რვა. ცხრა.
– რა... – იწყებს.
ათი.
– მგონი სიმართლის დროა, – ვეუბნები მე.

335
93

როცა ბოლო მძიმე ზარი ჩამოკრავს ეთანი ჩემ წინ უსიტყვოდ


დგას და ძლივს სუნთქავს. მკლავზე ხელს ვკიდებ და სავარძელზე
ვსვამ. მეც მის გვერდით ვჯდები. მობილური ჯერ ისევ ხელში უჭი-
რავს.
არაფერს ვამბობ. თითქმის არც ვუყურებ. გული დატყვევებული
ჩიტივით მიფრთხიალებს. კანკალის შესაჩერებლად ხელებს ფეხებს
შორის ვიქცევ.
რაღაცას ჩურჩულებს.
– რა?
ახველებს.
– როდის გაარკვიეთ?
– დღეს. სანამ დაგირეკავდი ცოტა ხნით ადრე.
თავს მიქნევს.
‒ ვინ არის?
– ისევ მობილურს დაჰყურებს. რაღაც მომენტში მგონია, რომ ჩე-
მი შეკითხვა ვერ გაიგო.
– ვინ...
– დედაჩემი.
ვიღუშები.
– არა. დეტექტივმა ხომ თქვა, რომ დედაშენი...
– არა, ნამდვილი დედა. ბიოლოგიური.
გაოცებული ვაკვირდები.
– აყვანილი ხარ?
არაფერს ამბობს, მხოლოდ თავს მიქნევს და თვალებს დაბლა
ხრის.
– ანუ... – წინ ვიხრები და ხელებს ჰაერში ვწევ. – ანუ...
– ის... არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ, გამოვერკვიო. ახლა მას გვერ-
დში დგომა სჭირდება. ამის გაკეთებას შევძლებ.

336
სხეულით მისკენ ვტრიალდები. პრიალა ხალათი თეძოებზე მეკ-
ვრის.
– როდის გიშვილეს? – ვეკითხები მე.
ამოიხვნეშავს და სავარძლის საზურგეს ეყუდება. მისი სხეულის
ქვეშ ბალიშები იჭყლიტება.
– ხუთი წლის ვიყავი.
– ასე გვიან რატომ?
– იმიტომ, რომ ის... ნარკოტიკებს იღებდა. – ნაწყვეტ-ნაწყვეტ
საუბრობს და ახალფეხადგმული კვიცის ნაბიჯებს მახსენებს. ნეტავ,
ამის შესახებ აქამდე რამდენჯერ მოუყოლია. – ნარკოტიკებს იღებ-
და და ძალიან ახალგაზრდა იყო.
მახსენდება, რომ ჩემს თვალშიც საკმაოდ ახალგაზრდულად გა-
მოიყურებოდა.
– შემდეგ საცხოვრებლად დედასთან და მამასთან გადავედი. –
მის სახეს ვაკვირდები. ტუჩებს ენის წვერით ისველებს. საფეთქლებ-
ზე წვიმის წვეთები აქვს შერჩენილი.
– სად იზრდებოდი? – ვეკითხები მე.
– ბოსტონამდე?
– ხო.
– სან-ფრანცისკოში. მშობლებმა იქიდან წამომიყვანეს.
ვეწინააღმდეგები მისი შეხების სურვილს. ამის მაგივრად ხელი-
დან მობილურს ვართმევ და მაგიდაზე ვდებ.
– შემდეგ, როცა თორმეტი წლის გავხდი, მიპოვა, – განაგრძობს
ეთანი. – ბოსტონში ჩამოვიდა, სახლში მოგვაკითხა და მამას ჰკით-
ხა, შეეძლო თუ არა ჩემი ნახვა. მამამ უარით გაისტუმრა.
– და შენ მას არ დალაპარაკებიხარ?
– არა. – პაუზას იღებს და ღრმად ჩაისუნთქავს. თვალები
უელავს. – მშობლები ძალიან გაბრაზდნენ. გამაფრთხილეს, რომ
თუ ის კიდევ შეეცდებოდა ჩემს ნახვას, მაშინვე მათთვის მეთქვა.
თავს ვუქნევ და მეც საზურგეს ვეყუდები. ახლა უფრო თავისუფ-
ლად საუბრობს.
– შემდეგ აქ გადმოვედით.

337
– მაგრამ, მამაშენმა სამსახური დაკარგა.
– დიახ.
– ეგ როგორ მოხდა?
იბნევა.
– რაღაც მისი უფროსის ცოლს უკავშირდებოდა. ზუსტად არ ვი-
ცი. მახსოვს, ამის გამო ბევრი იყვირეს.
ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, – მახსენდება ალექსის სიტ-
ყვები. ახლა კი გასაგებია. როგორც ჩანს, პატარა სკანდალთან
გვქონდა საქმე. ისეთი არაფერი. ნეტავ, ამად თუ ღირდა მაინც.
– შემდეგ დედა ბოსტონში, ჩემი საქმეების მოსაგვარებლად წა-
ვიდა. ალბათ, მამასგან გაქცევაც უნდოდა. მამასაც რაღაც საქმე გა-
მოუჩნდა და ერთი ღამით მარტო დამტოვეს. ასე მანამდეც მოქცე-
ულან. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მეორედ.
– შენს ბიოლოგიურ დედას გულისხმობ?
‒ კი.
– რა ჰქვია?
ქსუტუნებს. ხელს ცხვირზე ისვამს.
– ქეთი.
– და თქვენს სახლში მოვიდა.
– ხო. – ისევ ქსუტუნი.
– ზუსტად როდის?
– არ მახსოვს. – თავს აქნევს. – თუმცა არა. ჰელოუინიიყო.
ღამე, როცა მე შევხვდი.
– მითხრა, რომ... აღარ იჯდა, – ამბობს ეთანი და სიტყვებს უფ-
რთხილესად არჩევს. – ნარკოტიკებს შეეშვა.
თავს ვუკრავ.
– მითხრა, რომ მამაჩემის აქ გადმოყვანის შესახებ ინტერნეტში
წაიკითხა და ისიც გაარკვია, რომ ნიუ-იორკში გადმოვდიოდით. შემ-
დეგ იცდიდა და ფიქრობდა, რა ექნა, როცა ჩემი მშობლები ბოსტონ-
ში წავიდოდნენ. – პაუზას იღებს და ერთ ხელს მეორით იქავებს.
– მერე, რა მოხდა?
– მერე... – ახლა თვალები დახუჭული აქვს. – ჩვენს სახლში მო-

338
ვიდა.
– და ელაპარაკე?
– კი. შემოვუშვი.
– ეს ჰელოუინზე მოხდა, არა?
– დიახ. დღის განმავლობაში.
– მე კი მას შუადღით შევხვდი, – ვამბობ მე.
თავს მიკრავს.
– სასტუმროში ფოტოალბომის წამოსაღებად წავიდა. სურდა
ჩემთვის ძველი ფოტოები ეჩვენებინა. ბავშვობის სურათები, რა. და
სანამ ბრუნდებოდა თქვენ შეგხვდათ.
მახსენდება მისი ხელები და მისი თმა, რომელიც ლოყაზე მეხე-
ბოდა.
– თუმცა, დედაშენის სახელით გამეცნო. მითხრა, რომ ჯეინ რა-
სელი იყო.
ისევ თავს მიქნევს.
– ეს იცოდი?
– დიახ.
– რატომ? თავის სხვა ადამიანად მოჩვენება რაში დასჭირდა?
როგორც იქნა მიყურებს.
– მითხრა, რომ თავად მიიჩნიეთ დედაჩემად. შემდეგ კი ვეღარ
მოიფიქრა, ყველაფერი როგორ აეხსნა. იქ ხომ სრულიად შემთხვე-
ვით მოხვდა. – შემდეგ ხელით ჩემს ოთახზე მიანიშნებს. – აქაც შემ-
თხვევით იყო. – ჩერდება, ხელებს ისრესს, – თან, მგონი მოსწონდა
კიდეც, რომ თითქოს... ხომ ხვდებით... თითქოს დედაჩემი იყო.
ისეთი გრუხუნის ხმა ისმის, თითქოს ცა გაიპოო. ორივენი ად-
გილზე ვხტებით. მცირე ხნის შემდეგ ისევ ვეკითხები:
– მერე, რა მოხდა? მას შემდეგ, რაც მე დამეხმარა?
მზერა თითებზე გადააქვს.
– დაბრუნდა და ცოტა კიდევ ვილაპარაკეთ. მიყვებოდა, როგო-
რი ვიყავი ღრმა ბავშვობაში და რას აკეთებდა მას შემდეგ, რაც ჩემ-
ზე უარი თქვა. ფოტოებიც მაჩვენა.
– მერე?

339
– მერე წავიდა.
– სასტუმროში დაბრუნდა?
ისევ თავს აქნევს. ამჯერად უფრო ნელა.
– სად წავიდა?
ჰო, მაშინ არ ვიცოდი.
მუცელი მჭრის.
– სად წავიდა?
თვალებს ისევ ჩემკენ სწევს.
– აქეთ წამოვიდა.
საათის წიკწიკი.
– რას გულისხმობ?
– იმ ბიჭს შეხვდა, აქ რომ ცხოვრობს, თუ ცხოვრობდა.
გაოცებული ვარ.
– დეივიდს?
ახლა კი თავს მიკრავს.
მახსენდება ის დილა, ჰელოუინის შემდეგ და წყლის ჩარეცხვის
ხმა სარდაფში. ამ დროს მე და დეივიდი მკვდარ ვირთხას ვაკვირდე-
ბოდით. მახსენდება ტუმბოზე ნანახი საყურეც. „ეკუთვნოდა ქალს,
სახელად ქეთრინი". ქეთი.
– ჩემს სარდაფში იყო, – ვამბობ მე.
– ეს მოგვიანებით გავიგე.
– აქ რამდენ ხანს იყო?
– მანამ, სანამ... – ხმა ყელში უკანკალებს.
– სანამ, რა?
ახლა თითქოს თითებზე ითვლის.
– ჰელოუინის მომდევნო დღეს დაბრუნდა და ცოტა ხანს კიდევ
ვილაპარაკეთ. ვუთხარი, რომ მშობლებს მის შესახებ მოვუყვებოდი
და ვეტყოდი, რომ მისი ნახვის ნება მოეცათ ხოლმე, რადგან თით-
ქმის ჩვიდმეტი წლის ისედაც ვარ, თვრამეტი წლიდან კი, რაც მინდა
იმის გაკეთებას შევძლებ. ამიტომ, შემდეგ დღეს ჩემებს დავურეკე
და ველაპარაკე.
– მამაჩემი გაგიჟდა, – განაგრძობს ეთანი. – დედასაც ეს რეაქცია

340
ჰქონდა, მაგრამ მამა სრულიად გაცოფდა. მაშინვე აქეთკენ წამო-
ვიდა და როცა მოვიდა, სურდა მისი ვინაობა გაეგო, თუმცა არაფერი
ვუთხარი. შემდეგ... – თვალიდან ცრემლი ეღვრება.
მხარზე ხელს ვადებ.
– დაგარტყა? – ვეკითხები მე.
უსიტყვოდ მიქნევს თავს. სიჩუმეში ვსხედვართ.
ეთანი ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავს. კიდევ ერთხელ.
– ვიცოდი, რომ აქ იყო, – ამბობს ხმის კანკალით. – დავინახე.
როგორ მოვიდა. – სამზარეულოსკენ იხედება. – ჩემი საძინებლი-
დან ჩანდა. საბოლოოდ, მაინც ვუთხარი. ძალიან ვწუხვარ. – ახლა
უკვე ტირის.
– უჰ... – ვამბობ და ხელს ზურგზე ვუსვამ.
– უბრალოდ, როგორღაც თავიდან უნდა მომეშორებინა.
– მესმის.
– ანუ.. – თითებს ცხვირზე ისვამს. – ნანახი მქონდა, როგორ გა-
მოვიდა თქვენი სახლიდან. შესაბამისად, ვიცოდი, რომ აქ ვერ ნა-
ხავდა. სწორედ ამ დროს გესტუმრათ.
– სწორია.
– გიყურებდით და ვლოცულობდი, რომ თქვენზე არ გაბრაზებუ-
ლიყო.
– არა, არ გაბრაზებულა. „უბრალოდ მაინტერესებს, ამ საღამოს
სტუმრები ხომ არ გყოლიათ?“ – მკითხა მან. მოგვიანებით კი: „მე იმ
დღეს შვილს ვეძებდი და არა ცოლს”.
– შემდეგ, როგორც კი შინ დაბრუნდა, ისევ გამოჩნდა. არ იცოდა,
რომ მამა ასე მალე დაბრუნდებოდა. წესით შემდეგ დღეს უნდა ჩა-
მოსულიყო. კარზე დარეკა და მამამ კარი მე გამაღებინა. მითხრა,
რომ შინ შემომეპატიჟებინა. ძალიან შემეშინდა.
არაფერს ვამბობ. უბრალოდ ვუსმენ.
– მასთან დალაპარაკება ორივემ ვცადეთ.
– მისაღებში, – ვლუღლუღებ მე.
თვალებს აფახულებს. – დაინახეთ?
– კი. – მახსოვს, როგორ ისხდნენ მისაღებში ეთანი და ჯეინი –

341
ქეთი – არავინ იცის რა ხდება ოჯახში?
‒ საქმე ცუდად წავიდა, – უკვე მძიმედ სუნთქავს. სლოკინებს. –
მამამ უთხრა, რომ თუ კიდევ გამოჩნდებოდა, პოლიციას გამოუძა-
ხებდა და ჩვენი შეწუხებისთვის მის თავს დააჭერინებდა.
ისევ ის კადრი მახსენდება: ბავშვი, მამა, დედა. არავინ იცის, რა
ხდება...
შემდეგ რაღაც მახსენდება.
– მეორე დღეს კი... – ვიწყებ მე.
თავს მიქნევს და იატაკს აკვირდება. ხელებს კალთაში იგრეხს.
‒ ისევ დაბრუნდა. მამამ თქვა, რომ მოკლავდა და კისერში ხე-
ლები წაუჭირა.
სიჩუმე. ეს სიტყვები ექოდ ჩამესმის. მოკლავდა. ხელები წაუჭი-
რა. მახსენდება როგორ მიმაყუდა ალისტერმა კედელთან და რო-
გორ მახრჩობდა.
– და მან იყვირა. – ვამბობ ჩუმად.
– დიახ.
– და ამ დროს დაგირეკეთ.
ისევ თავს მიკრავს.
– სიმართლე რატომ არ მითხარი?
– იქვე იყო. ძალიან მეშინოდა, – ამბობს ოდნავ ძლიერი ხმით და
სველი ლოყებით. – მინდოდა, მაგრამ აქ მაშინ მოვედი, რაც ის ჩვე-
ნი სახლიდან წავიდა.
‒ ვიცი, ვიცი.
– ყველანაირად ვცადე.
– ვიცი.
– თუმცა, მომდევნო დღეს დედა ჩამოვიდა ბოსტონიდან. – ქსუ-
ტუნებს. – იმ ღამით მოვიდა ქეთიც. ალბათ ფიქრობდა, რომ დედას-
თან ლაპარაკი უფრო გაუადვილდებოდა. – სახეს ხელებში რგავს,
ტირის.
– შემდეგ რა მოხდა?
ცოტა ხნით არაფერს ამბობს. მხოლოდ თვალის კუთხიდან, თით-
ქმის დაეჭვებით მიყურებს.

342
– მართლა არ დაგინახავთ?
– არა. მხოლოდ ვიღაცის ყვირილი გავიგონე. შემდეგ კი, მას... –
ხელი მკერდისკენ გამირბის. – აქ... რაღაც. – სიტყვა მიწყდება. –
მეტი არაფერი ვიცი.
ამჯერად უფრო ბოხი და მტკიცე ხმით აგრძელებს.
– სალაპარაკოდ ზედა სართულზე ავიდნენ. დედა, მამა და ქეთი.
საძინებელში ვიყავი, მაგრამ ყველაფერი მესმოდა. ქეთი ამბობდა,
რომ ჩემი დედა იყო, ჩემი ნახვის უფლება ჰქონდა და ჩემი მშობლები
ამაში ხელს ვერ შეუშლიდნენ.
დედამ უყვირა, ეუბნებოდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რომ
მას მე აღარასოდეს ვენახე. მერე უცებ ყველაფერი მიწყნარდა. ცო-
ტა ხანში ქვევით ჩავედი და ის...
სახე უფითრდება, ქვითინი უძლიერდება, ღრმად სუნთქავს, მარ-
ცხნივ იყურება და ერთ ადგილზე ვეღარ ისვენებს.
– იატაკზე იწვა. დაჭრა. – ახლა მკერდზე ეთანი მიმანიშნებს. –
კონვერტის გასახსნელი დანით.
თავს ვუკრავ. ის ჩუმდება.
‒ მოიცა, ვინ დაჭრა?
ახველებს.
– დედამ.
გაოცებული ვუყურებ.
– თქვა, რომ ჩემს თავს არავის დაუთმობდა. – სლოკინი. – ...და-
უთმობდა. – უკან იხრება, ხელები წარბებს ზემოთ აქვს მიკრული,
მკლავები უთამაშებს და კანკალით ტირის.
დედამ. არასწორად გავიგე. თავიდანვე არასწორად გავიგე.
– თქვა, რომ შვილის ყოლას ძალიან დიდხანს ელოდა და...
თვალებს ვხუჭავ.
– ...და თქვა, რომ ჩემთვის ზიანის მოყენებას არავის აპატიებდა.
მესმის როგორ ქვითინებს მსუბუქად.
გადის რამდენიმე წუთი. მე ვფიქრობ ჯეინზე. ნამდვილ ჯეინზე და
მის ძუ ლომის დედობრივ ინსტინქტზე, რომელმაც იმ ცივ ხეობაში
გამაძლებინა. თქვა, რომ შვილის ყოლას ძალიან დიდხანს ელოდა

343
და თქვა, რომ ჩემთვის ზიანის მოყენებას არავის აპატიებდა.
როცა თვალებს ვახელ, მას ცრემლები ოდნავ შემშრალი აქვს.
ახლა ეთანი მხოლოდ ქვითინებს. ისე მძიმედ სუნთქავს, თითქოს
დიდი მანძილი ერბინოს.
– მან ეს ჩემთვის გააკეთა, – ამბობს ის. – ჩემს დასაცავად.
გადის კიდევ რამდენიმე წუთი.
ჩაახველებს.
‒ შემდეგ შტატის მეორე მხარეს, ჩვენს სახლში წაიყვანეს და იქ
დაკრძალეს. – ხელებს კალთაში ილაგებს.
– ახლაც იქ არის? – ვკითხულობ მე.
ძალიან ღრმად, სუნთქვას ამოაყოლებს:
– დიახ.
– და რა მოხდა, როცა მეორე დღეს პოლიცია მოვიდა?
– ძალიან შემეშინდა, – ამბობს ეთანი. – სამზარეულოში ვიყავი,
მაგრამ მესმოდა მისაღებში რას ლაპარაკობდნენ. ჩემებმა ყველა-
ფერი უარყვეს, შემდეგ კი, როცა თქვენ შესახებ გავიგეთ, უკვე აშკა-
რა იყო, ვის დაუჯერებდა პოლიცია. ჩვენ გარდა ხომ ქეთი არავის
უნახავს.
– მაგრამ დეივიდმა ხომ ნახა? მასთან ერთად... – ვცდილობ თა-
რიღები გავიხსენო. – ოთხი ღამე გაატარა.
– ეგ მოგვიანებით გავიგეთ, როცა ქეთის მობილური შევამოწ-
მეთ. მამამ თქვა, რომ სარდაფში მცხოვრები ბიჭის სიტყვებს არავინ
დაიჯერებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მამამ თქვა, თქვენ... – ჩუმ-
დება.
– რა მე?
ნერწყვს ყლაპავს.
– არამდგრადი ფსიქიკა გქონდათ და ბევრს სვამდით.
ამაზე არაფერს ვპასუხობ. მინაზე წვიმის ხმა მესმის.
– მაშინ თქვენი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცოდით.
თვალებს ვხუჭავ და თვლას ვიწყებ. ერთი. ორი. სამზე უკვე ეთანი
აგრძელებს ლაპარაკს. დაძაბული ხმა აქვს.
– ვგრძნობ, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ საიდუმლოს ვინახ-

344
ავ. მეტი აღარ შემიძლია.
თვალებს ვახელ. მისაღების ბინდში, ტორშერის მკრთალი ნათე-
ბის ფონზე ის ანგელოზს წააგავს.
– პოლიციაში უნდა დავრეკოთ.
ეთანი წინ იხრება და მუხლებზე ხელებს აწყობს. შემდეგ იმართე-
ბა და რამდენიმე წამით მიყურებს. ბოლოს გვერდზე იხედება.
– ეთან.
– ვიცი, – ძლივს გასაგონად მპასუხობს.
მესმის კნავილის ხმა, ვბრუნდები და სავარძელთან მოტუზულ
პანჩს ვხედავ.
– აი, სად ყოფილა, – ამბობს ეთანი და კატისკენ ხელს სწევს,
თუმცა პანჩი არ ეკარება, ბრუნდება და გარბის. – აღარ მოვწონვარ,
– ამბობს მშვიდად.
‒ მისმინე, – ვეუბნები და ვახველებ. – ძალიან, ძალიან სერიო-
ზული ამბავია. დეტექტივ ლიტლს დავურეკავ და ვეტყვი, რომ აქ მო-
ვიდეს, რათა ეს ყველაფერი მასაც უამბო.
– შეიძლება ჯერ მათ ვუთხრა?
ვიღუშები. – მათ? შენს...
– დედას. და მამას.
– არა, – ვეუბნები და თავს ვაქნევ. – ჩვენ...
– გთხოვთ, რა, გთხოვთ. – ხმა საშინლად უკანკალებს.
– ეთან, ჩვენ...
– გთხოვთ. გთხოვთ. – თითქმის უკვე ყვირის. სახეზე ვაკვირდე-
ბი: სველი თვალები, აწითლებული სახე, თითქმის შეშლილი, პანი-
კური მზერა.
ისევ აგრძელებს და სიტყვები ნიაღვარად მოდის.
– ის ასე ჩემ გამო მოიქცა, – თვალებს ახამხამებს, – ჩემ გამო. მე
ვერ... ვერ მოვექცევი ასე. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემთვის გა-
აკეთა.
ჰაერი ყელში მეჭედება.
– მე...
– უკეთესი არ იქნება, რომ ამ ყველაფერს მომზადებული შეხვდნ-

345
ენ? – მეკითხება ის.
ამ სიტყვებზე ვფიქრობ. მათთვის, თუ მისთვის უკეთესი? თუმცა...
– ამ ამბავზე თავიდანვე ძალიან ბევრს ნერვიულობდნენ. მარ-
თლა გიჟებს ჰგვანან. – ცინგლით და ოფლით დაფარული ზედა ტუჩი
უპრიალებს. ზედ ხელს ისვამს. – მამამ დედას უთხრა, რომ პოლი-
ციაში უნდა წასულიყვნენ. მე აუცილებლად მომისმენენ.
–მე არ.
– არა, მართლა. – თავს მტკიცედ მიკრავს და ღრმად ამოისუნ-
თქავს. – ავუხსნი, რომ თუ ამას თავად არ გააკეთებენ, პოლიციაში
თქვენ დარეკავთ.
– დარწმუნებული ხარ, რომ... – რომ შეგიძლია ენდო დედაშენს?
და ალისტერი შენზე არ იძალადებს? ისე, როგორც ეს ჩემ შემთხვე-
ვაში გააკეთა?
– შეგიძლიათ უბრალოდ დაიცადოთ მანამ, სანამ მე მათ დავე-
ლაპარაკები? ვერ დავუშვებ, რომ პოლიციამ უამისოდ წაიყვანოს
ისინი. მე ვერ... – საკუთარ ხელებზე დაჰყურებს. – უბრალოდ ამას
ვერ დავუშვებ... არ ვიცი... არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებ ამის შემდეგ.
– ისევ ათრთოლებული ხმა აქვს. – ისე, რომ ჯერ შანსი არ მივცე. –
საუბარს ძლივს აგრძელებს. – ის დედაჩემია.
ჯეინს გულისხმობს.
პრაქტიკაში მსგავსი არაფერი გამომიცდია. ვფიქრობ, რას მირ-
ჩევდა უესლი.
– ყველაფერი შენით უნდა გადაწყვიტო, ფოქს.
გავუშვა სახლში? იმ ხალხთან?
თუმცა, ის როგორღა დავუშვა, რომ მთელი ცხოვრება სინდისის
ქენჯნამ შეაწუხოს? მე ხომ ძალიან კარგად ვიცი, როგორია ეს ტკი-
ვილი. არა, ვერ დავუშვებ, ეთანმაც იგივე იგრძნოს.
– კეთილი, – ვეუბნები მე.
თვალებს ახამხამებს.
– მართლა?
– კი. მიდი, დაელაპარაკე მათ.
ახლა ისეთი გამომეტყველება აქვს, თითქოს ჩემი სიტყვების არ

346
სჯერა. წამის შემდეგ კი შედარებით ცოცხლდება.
– დიდი მადლობა.
– გთხოვ, ძალიან ფრთხილად იყავი.
– ფრთხილად ვიქნები. – ამბობს და დგება.
– რას ეტყვი?
ისევ ჯდება და ფიქრებში მიდის.
– ალბათ... ვეტყვი... რომ ყველაფერი იცით და მტკიცებულებაც
გაქვთ. – თავს მიკრავს. – ხო, სიმართლეს ვეტყვი. რომ ყველაფერს
მოგიყევით და პოლიციაში უნდა დარეკონ, თორემ ამას თქვენ იზა-
მთ. – თვალებს ისრესს.– როგორ ფიქრობთ, რა მოელით?
პაუზას ვიღებ. ვცდილობ საპასუხო სიტყვები სწორად შევარჩიო.
– არ ვიცი... ალბათ, პოლიცია გაითვალისწინებს იმას, რომ შენს
მშობლებს აწუხებდნენ, რომ ქეთი მუდმივად გითვალთვალებდა და
რომ შვილად აყვანის შეთანხმების გარკვეულ პირობებს არღვევდა.
ვფიქრობ, იმასაც მიაქცევენ ყურადღებას, რომ ეს შემთხვევა კამათს
მოჰყვა.
თავს ფრთხილად მიკრავს და ტუჩს იკვნეტს.
– რთული იქნება.
თვალებს ხრის.
– არა, – მძიმედ სუნთქავს და ისე მიყურებს, თითქოს მიბრძანებს
არ გავინძრე. – მადლობა.
–მე...
– არა, მართლა, – ნერწყვს ყლაპავს და ამატებს, – დიდი მად-
ლობა.
თავს ვუკრავ.
– მობილური ხომ გაქვს?
ხელს ქურთუკის ჯიბეზე ირტყამს.
– დიახ.
– გამაგებინე, რა მოხდება, კარგი?
– კარგი. – ისევ დგება, მეც მასთან ერთად ვდგები და გასასვლე-
ლი კარისკენ მივდივართ.
– ეთან...

347
ჩემკენ ბრუნდება.
– რაღაც უნდა ვიცოდე მამაშენზე.
მაკვირდება.
– ღამით ჩემს სახლში მოსულა?
იღუშება.
– კი, მგონი წინა ღამით იყო.
– არა, წინა კვირას ვგულისხმობ.
ეთანი არაფერს ამბობს.
– იმიტომ გეკითხები, რომ უამრავ რამეზე მითხრეს,მოგეჩვენა
და შენით გამოიგონეო, მაშინ, როცა ყველაფერი სხვაგვარად იყო.
მეუბნებოდნენ, რომ ჩემი პორტრეტი თავად დავხატე, რაც სრული
სიცრუე აღმოჩნდა. ასევე მიმტკიცებდნენ, რომ მძინარეს ფოტო სა-
კუთარ თავს თავად გადავუღე. ამიტომ... ზუსტად მინდა ვიცოდე, რა
მოხდა.
– არ ვიცი, – ამბობს ეთანი. – აქ როგორ უნდა შემოეღწია?
ამაზე პასუხი არ მაქვს.
კარამდე ერთად მივდივართ. შემდეგ სახელურს ხელს ჰკიდებს,
მე კი მის მხარს ვეჭიდები და ჩემკენ ახლოს ვწევ.
– გთხოვ, ფრთხილად იყავი, – ვეუბნები ჩურჩულით.
რამდენიმე წამით სიჩუმეში ვდგავართ და ფონად ძლიერი წვიმის
ხმა ისმის. ქარი გამალებით ზუზუნებს.
ერთი ნაბიჯით მშორდება, სევდიანად მიღიმის და კარიდან გა-
დის.

94

ფარდებს ვწევ და ვაკვირდები, როგორ ადის კიბეზე. საკეტში გა-


საღებს არგებს და კარს აღებს. შემდეგ კეტავს და უჩინარდება.
სწორად მოვიქეცი, რომ გავუშვი? ხომ არ ჯობდა ჯერ ლიტლის-
თვის დამერეკა? ალისტერი და ჯეინი ჩემს სახლში ხომ არ უნდა და-

348
მებარებინა?
უკვე გვიანია.
პარკს მიღმა ვიხედები. ცარიელი ფანჯრები, ცარიელი ოთახები.
სადღაც ამ სახლის სიღრმეში კი ეთანი მშობლებს ელაპარაკება და
მათი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზებს ეუბნება. სწო-
რედ ამას ვგრძნობდი ყოველდღე ოლივიას მიმართ. გთხოვ,
ფრთხილად იყავი.
თუკი არსებობს რაღაც, რაც ბავშვებთან ამდენწლიანი მუშაობის
შემდეგ ვისწავლე, არის ის, რომ ბავშვები საოცრად სიცოცხლისუ-
ნარიანები არიან. მათ შეუძლიათ გაუძლონ ისეთ ზეწოლას და
წნეხს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებოდნენ უფროსები. ჩემი გული
ეთანისთვის ფეთქავს. მას ეს სიცოცხლისუნარიანობა ახლა ყველა-
ზე მეტად სჭირდება. უნდა გაუძლოს.
რა საშინელი ისტორიაა. ვთრთი და მისაღებში ვბრუნდები. ტორ-
შერს ვაქრობ. საწყალი ქალი. საწყალი ბავშვი. მეცოდება ჯეინიც.
ალისტერი არა, მაგრამ ის თანაგრძნობას ნამდვილად იმსახურებს.
ლოყაზე ცრემლი მეღვრება. თითით ვიშორებ და ცრემლის
წვეთს ახლოდან ვაკვირდები. შემდეგ თითს ხალათზე ვიმშრალებ.
ქუთუთოები მიმძიმდება. საძინებლამდე ავდივარ. ვშფოთავ და
ვიცდი.ფანჯარასთან ვდგავარ, პარკს გადაღმა სახლს ვაკვირდები.
სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჩანს.
ფრჩხილს ისეთი სიძლიერით ვიკვნეტ, რომ ბოლოს თითიდან
სისხლი გამომდის. ოთახში დავბორიალებ. მობილურს ვაკვირდე-
ბი. ნახევარი საათი გავიდა.
უნდა დავმშვიდდე და ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. მა-
გალითად, ვნახო რაიმე ნაცნობი, სასიამოვნო ფილმი.
„ეჭვის ჩრდილი“. ტორნტონ უაილდერეის სცენარი და ჰიჩის საყ-
ვარელი ფილმი საკუთარ ფილმებს შორის. გულუბრყვილო ახალ-
გაზრდა ქალი შეიტყობს, რომ მისი გმირი სინამდვილეში ის არ
არის, რადაც თავს მოაჩვენებდა.
– თითქოს უბრალოდ დინებას მივყვებით. არაფერი ხდება,‒ წუ-
წუნებს ის. – გაჭედილები ვართ. ვჭამთ, გვძინავს და ყველაფერი ამ-

349
ით მთავრდება. ნამდვილი საუბრებიც კი არ გვაქვს. – ასე გრძელ-
დება მანამ, სანამ სტუმრად ძია ჩარლი არ მოვა.
სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია, რაც ეს პერსონაჟი თავისი
ერთფეროვნების გამო აღარ მომწონს.
ფილმს ლეპტოპში ვუყურებ და ნატკენ თითს ვლოკავ. რამდენი-
მე წუთით შორიახლოს კატაც დააბიჯებს. შემდეგ ლოგინში ამოხტე-
ბა. მე მას თათზე თითს ვაჭერ და ის კნავის.
სანამ სიუჟეტური კვანძი იკვრება, ჩემს გონებაში რაღაც ახალი
ფიქრი ჩნდება, რომელსაც სახელს ვერ ვუძებნი. ნეტავ რა ხდება
პარკის გადაღმა.
ბალიშის მეორე მხარეს ჩემი მობილური ვიბრირებს. სასწრა-
ფოდ ეკრანს ვაკვირდები.
პოლიციაში მივდივართ.
თერთმეტ საათსა და ოცდაცამეტ წუთზე ჩამთვლიმა. თუმცა, მა-
შინვე მეღვიძება, ლოგინიდან გადმოვდივარ და ფანჯარასთან მივ-
დივარ. პარკის გადაღმა ჭექა-ქუხილში სახლი კიდევ უფრო მუქი
ჩანს. წვიმის წვეთები საარტილერიო ტყვიებივით ეხეთქება ფანჯრის
მინებს.
– ბევრი რამ არის, რაც შენ არ იცი.
ჩემს ზურგს უკან ფილმი გრძელდება.
‒ სიზმარში ცხოვრობ, – გესლიანად ამბობს ძია ჩარლი. – ბრმა
მთვარეული ხარ. რა იცი სამყაროს შესახებ? იცი, რომ სახლიდან თუ
გააღწევ, უამრავ ნაძირალას აღმოაჩენ? დროა გაიზარდო და გა-
მოცდილება შეიძინო.
საძინებელში ჩავდივარ. რაიმე აბი უნდა დავლიო და დაძინება
ვცადო. იქნებ „მელატონინი“ დამეხმაროს. ამაღამ ის აუცილებლად
დამჭირდება.
აბს ვყლაპავ, ეკრანზე კი ვიღაცის სხეული ვარდება, მატარებე-
ლი კივის და ჩნდება ტიტრები.
„აბა, ვინ ვარ“.
ამჯერად ვერ ვიშორებ, რადგან უკვე მძინავს, თუმცა სიზმარი
საკმაოდ გარჩევადია. მაინც ვცდილობ.

350
– შემეშვი, ედ.
– კარგი რა, მელაპარაკე.
– არა.
ვერ ვხედავ. ვერც მას და ვერც ვერაფერს, თუმცა მოიცა... რაღაც
სილუეტი ჩანს. მხოლოდ ჩრდილი.
– მგონი უნდა ვილაპარაკოთ.
– არა. წადი.
სიბნელე. სიჩუმე.
– რაღაც რიგზე ვერ არის.
– არა. – თუმცა, მართალია. რაღაც რიგზე ვერ არის და ამიტო-
მაც შფოთვისგან ჭკუაზე ვიშლები.
– ეს ალისტერი რა ნაგიჟარი აღმოჩნდა, არა?
– ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
– კინაღამ დამავიწყდა, ლივის რაღაც შეკითხვა ჰქონდა.
– არც მისი გაგონება მსურს.
– კარგი რა, მხოლოდ ერთი შეკითხვა. – ვხედავ პრიალა კბი-
ლებს და ეშმაკურ გაღიმებას. – მარტივი შეკითხვაა.
– არა.
– მიდი, საყვარელო, ჰკითხე დედიკოს.
– ხომ გითხარი...
თუმცა, მისი პირი უკვე ჩემს ყურთანაა და ისე მეკითხება, თით-
ქოს დიდ საიდუმლოს მიმხელდეს.
– პანჩს თათი როგორ აქვს?
წამიერად მეღვიძება, თითქოს სახეზე წყალი შემასხესო. თვალე-
ბი ფართოდ მაქვს გახელილი და ჭერზე გამავალ სინათლის ზოლს
ვუყურებ.
ლოგინიდან წამოვხტები, პლედებს ფარდებისკენ მოვისვრი,
ვდგები და მათ ისევ ლოგინზე ვაბრუნებ. ფანჯარაში მქუხარე ცის
ქვეშ რასელების სახლს ვაკვირდები. სადღაც ზემოთ ელვა ანათებს,
რასაც მძიმე გრუხუნიც მოჰყვება.
ლოგინში ვბრუნდები. იქვე პანჩი მშვიდად კრუტუნებს.
აი, რა არ მასვენებდა.

351
როცა წინა დღეს ეთანი აქ იყო, პანჩი იატაკზე ჩახტა, შემდეგ კი
სავარძლის ქვეშ გაძვრა. თვალებს ვავიწროებ და ამ სცენას ყველა
კუთხიდან ვიხსენებ. არა, ეთანი ვერ შეამჩნევდა, რომ პანჩი კოჭ-
ლობდა.
თუ შეამჩნევდა? დღეს კი არც კი მიეკარა. მობილურს ვაკვირდე-
ბი. ორის ათი წუთია. ციფრული საათი თვალებს მიწვავს. თვალებს
მაგრად ვხუჭავ, შემდეგ ვახელ და ჭერს ვაკვირდები.
– შენი თათის შესახებ საიდან გაიგო? – ვეკითხები კატას სიბნე-
ლეში.
– საიდან და ღამღამობით გსტუმრობთ ხოლმე, – ამბობს ეთანი.

352
ორშაბათი

15 ნოემბერი

95

მთელი სხეული გამიქვავდა. კარისკენ ვიყურები. ოთახს ელვა


თეთრად აბდღვრიალებს. ის კართან დგას და კარის ჩარჩოს ეყუდე-
ბა. თავი წვიმისგან აქვს სველი, კისერზე კი შარფი შემოუხვევია.
პირიდან სიტყვები უაზროდ მწყდება.
– მეგონა სახლში... წახვედი.
– ასე იყო. – ჩუმი, მაგრამ კარგად გასარჩევი ხმა აქვს.
‒ ჩემებს ღამე ნებისა ვუსურვე, დავიცადე, სანამ დაიძინებდნენ
და წამოვედი. საერთოდ, აქ ხშირად მოვდივარ ხოლმე.
– რა? – არაფერი მესმის. რა ხდება?
– იცი, – ამბობს ის, – ბევრ ფსიქოლოგს შევხვედრივარ, მაგრამ
პირველი ხარ, ვინც პიროვნული აშლილობის დიაგნოზი არ დამის-
ვა. – წარბებს მაღლა სწევს. – როგორც ჩანს, მსოფლიოს საუკეთე-
სო მჩხიბავი ნამდვილად არ ხარ.
პირს ფართოდ ვაღებ და ხმას ვერ ვიღებ.
‒ მაინც დამაინტერესე, – ამბობს ის. – ნამდვილად ასე იყო და
ამიტომაც ვბრუნდებოდი შენთან. თუმცა, შენზე უფრო ასაკოვანი ქა-
ლები მხიბლავს. – აქ იღუშება. – ხომ არ გეწყინა?
ვერ ვინძრევი.
–იმედია,არა. – ღრმად ჩაისუნქავს. – მამაჩემის უფროსს ჰყავდა
ცოლი, რომელიც მაინტერესებდა. ჯენიფერი ერევა. მომწონდა და
მასაც მოვწონდი. თავისებურად. უბრალოდ.. – სხეულს ტლანქად
ამოძრავებს, გვერდზე იწევა და ჩარჩოს საპირისპირო მხარეს ეყუ-
დება. – მერე რაღაც გაუგებრობა მოხდა. აქ გადმოსვლამდე ცოტა
ხნით ადრე მათ სახლში ვიყავი და მას ეს არ მოეწონა. ან უბრალოდ

353
თქვა, რომ არ მოეწონა. – ახლა მე მაკვირდება. – კარგად იცოდა,
რასაც აკეთებდა.
შემდეგ ვხედავ, რა უჭირავს მუშტში.
ვერცხლისფერი ბასრი პირი აქვს. კონვერტის გასახსნელი დანა.
ჯერ მე, მერე კი საკუთარ ხელს დაჰყურებს. ყელში ბურთი მაქვს
გაჩრილი.
‒ ქეთიზე ეს გამოვიყენე, – მიხსნის მშვიდად. – იმიტომ, რომ უბ-
რალოდ თავს აღარ მანებებდა. არადა, ვუთხარი. ბევრჯერ გავუმეო-
რე შემეშვი-მეთქი, მაგრამ.. – თავს აქნევს. – არ გაჩერდა. – ქსუტუ-
ნებს. – რაღაცით შენ გგავდა. – მაგრამ, – ოდნავ ვხრიალებ, – დღეს
ხომ... – ხმა მინელდება. ვჩუმდები.
– რა?
ტუჩებს ვილოკავ.
– დღეს მითხარი, რომ...
‒ დღეს ბევრი რამ გითხარი. ბოდიში, მაგრამ როგორღაც უნდა
გამეჩუმებინე. ვწუხვარ, მაგ ფორმით რომ მოგიყევი, რადგან მარ-
თლა მომწონხარ, მაგრამ როგორღაც უნდა დამემშვიდებინე. შენ
პოლიციაში დარეკვას აპირებდი, მე კიდევ დრო მჭირდებოდა.
თვალის კუთხით მოძრაობას ვამჩნევ. კატა ლოგინის გვერდით
მოძრაობს. ეთანს უყურებს და კნავის.
‒ ეს საძაგელი კატა, – ამბობს ეთანი. – ბავშვობაში ძალიან მიყ-
ვარდა ეგ ფილმი. – ამბობს და პანჩს უღიმის.
‒ მგონი, რაღაც მოვტეხე, მაგრამ რა მექნა? არაფრით მომეშვა.
მე კიდევ არ მინდოდა, რომ გამეღვიძებინე. მთელ სახლში დამყვე-
ბოდა და ბოლოს უკვე ნერვები მომეშალა. თან, ხომ გითხარი, რომ
მასზე ალერგია მაქვს. გახსოვს? არ მინდოდა, რომ დამეცემინებინა.
ცუდია, ახლაც ჩაძინებული რომ არ დამხვდი.
– აქ ღამით მოხვედი?
ოდნავ წინ მოიწევს და დანის პირი ღამის წყვდიადში უკეთ
ბრწყინავს.
– თითქმის ყოველ ღამე აქ ვიყავი.
ვგრძნობ როგორ ამომდის ხმა სუნთქვასთან ერთად.

354
– როგორ?
ისევ იღიმის.
– შენი გასაღები ავიღე მაშინ, როცა ფურცელზე შენს ნომერს
წერდი. შევატყვე, რომ დიდად გასაღების არქონას ვერ ამჩნევდი.
ალბათ, საერთოდ არ იყენებ. ამიტომ, ასლიც გადავიღე და ორიგი-
ნალი თავის ადგილზე დავაბრუნე. – ისევ ღიმილი. – ძალიან მარ-
ტივად.
ახლა კი ხითხითებს და თავისუფალ ხელს პირზე იფარებს.
– მაპატიე. უბრალოდ... როცა დღეს დამირეკე, მეგონა ყველა-
ფერს მიხვდი. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის ესეც ჯიბეში მედო.
– ამბობს და კონვერტის გასახსნელს ჰაერში იქნევს. – მაგრამ, მერე
ჩემი ქვითინის მოსმენა მოგიხდა. ოხ, როგორი ბრაზიანია მამაჩემი,
არა? არც მობილურის ქონის უფლებას მაძლევენ. პრაქტიკულად
ყველაფერზე თავს მიქნევდი. არა, ხომ ვთქვი, რომ საუკეთესო მჩხი-
ბავი არ ხარ. ეი! – ყვირის უეცრად. – იდეა მაქვს. მოდი, გამაანალი-
ზე. გინდა ჩემი ბავშვობის შესახებ მოგიყვე? ჩემი ბავშვობა ყველას
აინტერესებს ხოლმე.
თავს სულელურად ვუქნევ.
– მოგეწონება. ეს ყველა ფსიქოლოგის ოცნებაა. მოკლედ, ქეთი
– ამ სიტყვას საოცარი ზიზღით წარმოთქვამს, – სერიოზული ნარკო-
მანი იყო. ნამდვილი წამლის ბოზი. უფრო სწორად, ჰეროინის ბოზი.
არასოდეს უთქვამს, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მამა. თავად კი ისეთი
იყო, არ შეიძლება მას დედა უწოდო. – დანას დასცქერის. – წამალ-
ზე, ერთი წლის რომ ვიყავი, მაშინ შეჯდა. ეს ჩემი მშობლებისგან ვი-
ცი, რადგან ბავშვობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, ხუთი წლის ასაკ-
ში უკვე მათ ამიყვანეს. კარგად მახსოვს, რომ ხშირად მშიოდა. მახ-
სოვს ბევრი ნემსი და მახსოვს მისი მეგობარი ბიჭი, რომელიც პე-
რიოდულად გემრიელად მბეგვავდა ხოლმე. – სიჩუმე. – ნამდვილი
მამა ასე არ მოიქცეოდა.
არაფერს ვამბობ.
– მახსოვს ისიც, თუ როგორ ჩააკვდა ხელში ერთ-ერთი მეგობა-
რი ზედმეტი დოზისგან. პირდაპირ ჩემ წინ მოკვდა. ეს ჩემი პირველი

355
მოგონებაა. მაშინ ოთხი წლის ვიყავი. – კიდევ უფრო ხანგრძლივი
სიჩუმე. მძიმედ სუნთქავს.
– ნელ-ნელა ქცევის ცუდი მანერები გამოვავლინე. ჩემი გაკონ-
ტროლება სცადა, მაგრამ თავად ეს არაფრით შეეძლო. ასე მოვხვდი
ბავშვთა სახლში. მერე კი დედამ და მამამ წამომიყვანეს. – მხრებს
იჩეჩს. – ხო... მათ ჩემთვის ნამდვილად ბევრი რამ გააკეთეს. – ისევ
ხვნეშის. – და ვიცი, რომ ბევრი პრობლემა შევუქმენი. ამიტომ გამო-
მიყვანეს სკოლიდან. მამაჩემმაც სამსახური იმიტომ დაკარგა, რომ
მე ჯენიფერის ახლოს გაცნობა მინდოდა. ამაზე სრულიად გაცეც-
ხლდა, მაგრამ... ხომ ხვდები, – სახე ეღუშება. – მძიმე ხვედრი აქვს.
ოთახი კვლავ ნათდება. ისმის საზარელი გრუხუნი.
– ასეა თუ ისე, ქეთიმ ბოსტონში მომძებნა, – ამბობს და ფანჯა-
რაში პარკის გადაღმა იყურება. – თუმცა, დედაჩემი ჩემთან დალა-
პარაკების უფლებას არ აძლევდა. მერე ნიუ-იორკშიც მოგვაგნო და
ჩემთან მაშინ მოვიდა, როცა მარტო ვიყავი. დაველაპარაკე, ჩემი სუ-
რათიანი მედალიონიც მანახა, თუმცა მიუხედავად ბევრი თხოვნისა,
ჩემს ნამდვილ მამაზე არაფერი მითხრა.
ახლა უკვე ჩემკენ იხედება.
– იცი როგორია, მუდმივად ეჭვობდე, რომ შენი ნამდვილი მამა
დედაშენივით უვარგისია? უბრალოდ იმედი უნდა იქონიო, რომ ასე
არ არის, ხო? მისთვის კი ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
მაჩვენებდა ფოტოებს, სადაც არსად იყო მამა, თავად კი სიმართლეს
არ მიყვებოდა. ჰო... – ახლა ოდნავ ნამძინარევი სახე აქვს. – ის ყვი-
რილი ხომ გახსოვს? ვეღარ მოვითმინე და ყელში ვწვდი. უკვე ძალი-
ან დამღალა და მინდოდა, რომ წასულიყო. საბოლოოდ გარეკა,
არაფრით ჩუმდებოდა. ბოლოს მამაჩემიც ემუდარა, სახლიდან მო-
შორდი, სანამ რამე საშინელება ჩაუდენიაო.
შემდეგ კი შენ დარეკე და იძულებული ვიყავი შეშინებულის ხმა
მიმეღო. მეორედაც დარეკე და მამამ თავი მოიკატუნა, თითქოს ყვე-
ლაფერი რიგზე იყო. – თავს აქნევს. – ის ბოზი კი მეორე დღეს ისევ
მოვიდა. იმ დროისთვის უკვე სერიოზულად დამღალა. აღარც მამა-
ჩემის ფოტოები მაინტერესებდა და აღარც სიმართლე მის შესახებ.

356
მივხვდი, რომ მასზე ლაპარაკს არ აპირებდა. შეიძლება, მას სა-
ერთოდ არც იცნობდა. – ქსუტუნებს. – ასე რომ, როცა დაბრუნდა, მე
ჩემს ოთახში ვიყავი და მესმოდა, როგორ ეკამათებოდა მამა. უკვე
ვეღარ ვითმენდი, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ერთხელ და სამუ-
დამოდ დამთავრებულიყო. მინდოდა გამქრალიყო ჩემი ცხოვრები-
დან. ამიტომ, სამუშაო მაგიდიდან ამ დანას ხელი დავავლე, – ამ-
ბობს და კონვერტის გასახსნელს ისევ მაღლა სწევს. – გავედი და...
ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ არც კი უყვირია.
მახსენდება, როგორ მომიყვა ნახევარი საათის წინ, თუ როგორ
ჩაასო დანა ჯეინმა ქეთის. ამ მომენტში თვალები მარცხნივ გაექცა.
ახლა უფრო ნათელი თვალებით იყურება.
– იცი, როგორი შვება ვიგრძენი, როცა მივხვდი, რომ ყველაფე-
რი არ დაგინახავს? – მტკიცედ თვალებში ჩამცქერის.
ლოგინისკენ ნელა დგამს ნაბიჯს. შემდეგ მეორეს.
– დედას წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა. იმ დღეს სახლში არ
იყო. მამამ დამაფიცა, რომ მას არაფერს მოვუყვებოდი. მისი კარგად
მესმის. სურს, რომ დამიცვას, თუმცა ძალიან ძნელია მეუღლისთვის
ასეთი საიდუმლოს დამალვა. – მესამე ნაბიჯსაც დგამს. – შენზე კი
ფიქრობს, რომ გარეკილი გაქვს.
კიდევ ერთი ნაბიჯი და უკვე ჩემ წინაა. დანა ჩემი კისრის სიმაღ-
ლეზე უჭირავს. – აბა? – ამბობს ის.
შოკირებული ვარ, ზუზუნივით ხმას გამოვცემ.
ის ლოგინის კიდეზე ჯდება.
– აბა, გამაანალიზეთ. – თავს უკან სწევს. – განმკურნეთ.
ვთრთი. არა, ამას ვერ შევძლებ.
შეძლებ, დედიკო.
არა. არა. მორჩა.
მიდი, ანა.
მას იარაღი აქვს.
შენ კი ტვინი.
კარგი. კარგი.
ერთი, ორი, სამი, ოთხი.

357
‒ მე ვიცი რაც მჭირს, – ამბობს ეთანი მშვიდი და სასიამოვნო
ხმით. – ეს დამეხმარება?
ფსიქოპათი. პიროვნულობის არასტაბილური შეგრძნება. აფექ-
ტურობა. ხელში კონვერტის გასახსნელი.
– ბავშვობაში.. ცხოველებს აწვალებდი, – ვცდილობ მტკიცე ხმა
მქონდეს.
– სწორია. თუმცა, ეგ მარტივია. შენს კატასაც მივუგდე მაშინ
მკვდარი ვირთხა. სარდაფში ვიპოვე და მოვკალი. საძაგელი ქალა-
ქია. – ისევ დანას დასცქერის და მზერას მიბრუნებს. – სხვა? მიდი,
ვიცი, რომ მეტი შეგიძლია.
ღრმად ჩავისუნთქავ და ვცდილობ გავაგრძელო.
– ადამიანებით მანიპულირება გსიამოვნებს.
– ხო. იცი... – ამბობს და კეფას ჭიმავს. – კარგად ვერთობი და
თან ადვილია. შენთან ძალიან ადვილი იყო. – ამბობს და თვალს
მიკრავს.
ხელზე ოდნავ შეხებას ვგრძნობ. ცალ თვალს იქით ვაპარებ. ბა-
ლიშთან ჩემი მობილური გდია.
– ჯენიფერთან შედარებით, უბრალოდ, ძალიან ძლიერი ვიყავი.
– ამბობს ჩაფიქრებული ხმით. – მეტისმეტი იყო. ცოტა ნელა უნდა
მემოქმედა. – ამბობს და თან დანის პირს ჯინსის ზედაპირს ისე უს-
ვამს, თითქოს ლესავდეს. – ამიტომ, არ მინდოდა, რომ სახიფათო
გგონებოდი. ამიტომ მოგიყევი, რომ მეგობრები არ მყავს. გაფიქრე-
ბინე, რომ შესაძლოა გეი ვიყო. რამდენჯერმე ვიტირე კიდეც, რათა
შეგცოდებოდი და ჩემზე მცდარი წარმოდგენა შეგქმნოდა.– აქ პა-
უზას იღებს და ამატებს, – თან, როგორც გითხარი, ძალიან დამაინ-
ტერესე.
თვალებს ვხუჭავ, მობილური ხელში მიჭირავს და მის განათე-
ბულ ეკრანს წარმოვიდგენ.
– ფანჯარასთან რომ რამდენჯერმე გამოვიცვალე არ დაგინა-
ხავს? ასე სპეციალურად ვიქცეოდი. ვიცი, რომ ერთხელ ნამდვილად
დამინახე.
ნერწყვს ვყლაპავ. მობილურს ფრთხილად ხელის გულზე ვათავს-

358
ებ.
– კიდევ? პრობლემები მამასთან? ჩემს ნამდვილ მამას ვგულის-
ხმობ და არა ალისტერს. ალისტერი უბრალოდ ერთი საცოდავი კა-
ცია.
ვგრძნობ როგორ ვეხები ცერა თითით მობილურის გრილ ეკ-
რანს.
– შენ არ...
– ჰა?
– შენ არ სცემ პატივს სხვა ადამიანთა პირად სივრცეს.
– ეგ აშკარაა. მე ხომ ახლა აქ ვარ?
ისევ თავს ვუკრავ და ეკრანს ცერა თითს ვუსვამ.
– როგორც გითხარი, ძალიან დამაინტერესე. იმ ბებერმა ბოზმა,
ჩვენმა მეზობელმა, შენზე რაღაცები მიამბო, მაგრამ არა ყველაფე-
რი. დანარჩენის გარკვევა თავად მომიხდა. სანთელიც ამიტომ მო-
გიტანე. დედაჩემს წარმოდგენა არ ჰქონდა, თორემ ამის უფლებას
ნამდვილად არ მომცემდა. – ამბობს და სახეზე მაკვირდება. – დარ-
წმუნებული ვარ, ადრე ლამაზი იყავი.
შემდეგ კონვერტის გასახსნელი ჩემს სახესთან მოაქვს, მის პირს
ლოყაზე მისვამს და ისევ უკან სწევს. მე ოდნავ ვფართხალებ.
– იმ ქალმა მითხრა, რომ მთელ დროს სახლში ატარებ. ეს კიდევ
უფრო საინტერესო აღმოჩნდა. უცნაური ქალი, რომელიც სახლიდან
არ გადის. მაგარი მძაფრი რამეა.
ცერა თითით მობილურის ეკრანზე პაროლის შეყვანას ვცდი-
ლობ. ათასჯერ გამიკეთებია ეს და იმედი მაქვს, ახლა, სიბნელეშიც
შევძლებ. პაროლი შემყავს და ეკრანის გახსნის ლილაკს ვაწვები,
თან ოდნავ ვახველებ, მობილურის ვიბრაცია რომ გადავფარო.
– დარწმუნებული ვიყავი, რომ უკეთ უნდა გამეცანი. ჩემი მშობ-
ლები... – იწყებს, ფანჯრისკენ იხედება და ჩუმდმება.
თავს მასთან ერთად ვამოძრავებ. მობილურის ეკრანის ნათება
მინაში ირეკლება.
მძიმედ ჩაისუნთქავს. მეც ასე ვიქცევი. შემდეგ თვალებს ჩემკენ
ატრიალებს და მიყურებს.

359
ბოლოს იღიმის.
– კარგი, ვხუმრობ. – მობილურზე დანით მიმანიშნებს. – სანამ
გეძინა, მაგის პაროლი უკვე შევცვალე. მეტი საქმე არ მქონდა, აქ
მობილურთან ერთად დამეტოვებინე. სხვათა შორის, მერე რომ არ
გაგიკვირდეს, ბიბლიოთეკის ტელეფონს ელემენტები ამოვაცალე.
ვეღარ ვსუნთქავ. ვენებში სისხლი მოძრაობას წყვეტს.
კარისკენ მიმანიშნებს.
– უკვე ორი კვირაა ყოველ ღამით აქ დავდივარ. მომწონს ამ სახ-
ლში სეირნობა და შენი დაკვირვება. აქ ყოველთვის ბნელა და სიჩუ-
მეა. – ჩაფიქრებულიხმა აქვს. – თან საინტერესოცაა, ამხელა სახ-
ლში მარტო რომ ცხოვრობ. ასე ვთქვათ, შენზე კვლევას ვაწარმოებ.
დოკუმენტური ფილმივით, რა. – იღიმის, – ერთხელ ფოტოც გადა-
გიღე, თუმცა ალბათ ეს მეტისმეტი იყო. ასე არ ფიქრობ? ახლა კი,
მიდი, მკითხე როგორ განვბლოკე შენი მობილური.
არაფერს ვამბობ.
– მკითხე, – მუქარანარევი ხმა აქვს.
– როგორ განბლოკე ჩემი მობილური? – ვჩურჩულებ მე.
მიღიმის იმ ბავშვის ფართო ღიმილით, რომელსაც ჰგონია, რომ
სადაცაა რაღაც ჭკვიანურს იტყვის.
– ეს თავად მითხარი.
თავს ვაქნევ.
– არა.
თვალებს ატრიალებს.
– კარგი, ხო. პირდაპირ მე არა, მაგრამ იმ ბებერ მონტანელ ბოზს
ხომ უთხარი?
– ლიზის?
თავს მიკრავს.
– ჩვენც გვითვალთვალებდი?
ძალიან ღრმად ჩაისუნთქავს.
– ღმერთო, რა სულელი ხარ. სხვათა შორის, არანაირ პრობლე-
მურ ბავშვებს ცურვას არ ვასწავლი. მეტი საქმე არ მაქვს. არა, ანა,
ლიზი მე ვარ.

360
ყბა მივარდება.
– უფრო სწორად, ვიყავი, – ამბობს ეთანი. – ამ ბოლო დროს სახ-
ლიდან უფრო და უფრო ხშირად გადის, რაშიც შვილები ეხმარებიან.
რა ჰქვიათ?
– ბოუ და უილიამი, – ვპასუხობ დაუფიქრებლად.
ისევ ხითხითებს. – ღმერთო დიდებულო. ვერ ვიჯერებ, რომ გახ-
სოვს. – ახლა უკვე თამამად იცინის. – ბოუ. გეფიცები, ეგ სახელი
დაუფიქრებლად მოგწერე.
განცვიფრებული ვაკვირდები.
– პირველად აქ რომ მოვედი, ლეპტოპში ეგ სულელური საიტი
გქონდა გახსნილი. მაშინვე გადავწყვიტე, რომ ყალბი ანგარიში შე-
მექმნა. მალევე გავიცანი დანარჩენი ხელმოცარულები. აი, დისკო-
მიკიმ კი შენამდე მომიყვანა. ღმერთო, რა სულელური სახელია, –
ისევ იცინის. – მაგრამ, რა მექნა, როგორღაც ხომ უნდა მოგწვდო-
მოდი. ასეა თუ ისე, ლიზის თავად ურჩიე, რომ ასოები ციფრებით
ჩაენაცვლებია. ესეც ასე, კარგად მეყოლოს „ნასა“.
ვცდილობ ნერწყვი ჩავყლაპო, მაგრამ არ გამომდის.
– ან, დაბადების დღის თარიღი გამოიყენეო. მე კი მითხარი, რომ
შენი გოგო ვალენტინობის დღეს არის დაბადებული. ორი და თოთ-
ხმეტი. ესეც შენი მობილურის პაროლი. მერე ხვრინვის დროს ფო-
ტოც გადაგიღე და გასართობად პაროლიც შეგიცვალე. – ამ სიტ-
ყვებზე ჩემკენ თითს იშვერს. – მერე კომპიუტერის პაროლიც გაგი-
ტეხე. რა თქმა უნდა, ოლივიას სახელი გამოიყენე, ოღონდ ასოები
გადაანაცვლე – როგორც ეს ლიზის უთხარი. შემდეგ „ჯიმეილის“
ახალი ანგარიშიც შევქმენი. – ამბობს და თავს აქნევს. – ვახ, რა სა-
ოცრად შტერი ხარ, არა?
არაფერს ვამბობ.
მაკვირდება.
– შეკითხვა დაგისვი. რა საშინლად შტერი...
– ძალიან, – ვამბობ მე.
– ძალიან – რა?
– ძალიან შტერი.

361
‒ ვინ?
–შე.
– ძალიან შტერი ხარ.
– დიახ.
თავს მიქნევს. მინას ისევ წვიმის წვეთები ეცემა.
– რადგან ლიზის მოუყევი, რომ შენებს „აბა, ვინ ვარ“ სიტყვებით
ესალმებოდი, სახელად სწორედ ეს ავარჩიე – აბა, ვინ ვარ, ანა? –
იცინის. – მერე ფოტო მეილზე გადმოგიგზავნე. ნეტავ, მაგ დროს შე-
ნი სახე მენახა. – შემდეგ ჩემკენ იხრება და დანას მიახლოვებს. –
თან, ქმარსაც ღალატობდი, შე ძუკნა, და ბოლოს ოჯახიც ამოხოცე.
ვერაფერს ვამბობ. აღარაფერი დამრჩენია.
– მერე ქეთის ამბავმა გაგარეკინა. სრული სიგიჟე იყო და შენც
გიჟივით იქცეოდი. იცი, ვნახე მამაჩემი, რომლის თვალწინაც ქეთი
მოვკალი და მასაც ეგრე ჰქონდა გარეკილი. თუმცა, ვფიქრობ, ძა-
ლიანაც მოეშვა. უკვე ზედმეტად გვაწუხებდა.
ლოგინზე ოდნავ წამოიწევა და მიახლოვდება.
– გარდა ამისა, – მე ფეხებს ვიკეცავ და ვმჭიდროვდები. – ფან-
ჯრების შემოწმება დამავიწყდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან სწრა-
ფად მოხდა. თან, ცდუნება ზედმეტად დიდი იყო. მეცოდება, მაგრამ
რა ვქნა. ვიცი, რომ ჩემს დაცვას ცდილობდა.
‒ შენი ჩემგან დაცვა უნდოდა, – ვეუბნები მე. – მიუხედავად იმი-
სა, რომ იცოდა...
– არა, – მაწყვეტინებს მტკიცე ხმით. – ის ცდილობდა, რომ ჩემ-
გან შენ დაეცავი. არ მსურს ჩემს შვილს უფროს ქალთან ურთიერ-
თობა ჰქონდეს, – თქვა ალისტერმა. ამას ეთანისთვის კი არა, ჩე-
მთვის მეუბნებოდა.
– მაგრამ, რა უნდა ქნა? როგორც ერთ-ერთმა მჩხიბავმა ჩემს
მშობლებს უთხრა, მე უბრალოდ ცუდი ბავშვი ვარ. მაგარია. ძალიან
მაგარია, ამის დედაც.
ბრაზი, ლანძღვა, გაღიზიანება. საფეთქლებში სისხლის მოძრაო-
ბას ვგრძნობ. ყურადღება მოიკრიბე. გაიხსენე. იფიქრე.
– იცი, პოლიციელებიც შემეცოდნენ. ის ტიპი მაგრად გედგა გვერ-

362
ში. ნამდვილი წმინდანია. – ისევ ქსუტუნი. – ის მეორე კიდევ სუფთა
ძუკნაა.
თითქმის აღარ ვუსმენ.
– დედაშენზე მომიყევი, – ვლუღლუღებ.
ამომხედავს.
– რა?
– დედაშენზე, – ვეუბნები და თავს ვუქნევ. – მომიყევი.
პაუზა. გარეთ ისევ გრუხუნია.
– ანუ... რას მოგიყვე? – მეკითხება დაბნეული.
ვახველებ.
– თქვი, რომ მისი მეგობარი ბიჭი ცუდად გექცეოდა. თვალებში
მიყურებს.
– არა. ვთქვი, რომ გემრიელად მბეგვავდა ხოლმე.
– ხო. ეს ალბათ ბევრჯერ მომხდარა.
‒ კი. – ისევ მიყურებს. – მერე?
– თქვი, რომ „უბრალოდ ცუდი“ გიწოდეს.
– ვთქვი, რომ ასე ერთ-ერთმა მჩხიბავმა თქვა.
– მე კი ამის არ მჯერა. არ მჯერა, რომ უბრალოდ ცუდი ხარ.
თავს ოდნავ წამოსწევს.
– არ გჯერა?
– არა. – ვცდილობ მშვიდად ვისუნთქო. – არ მჯერა უბრალოდ
ცუდი ადამიანების არსებობა. – ოდნავ ვიმართები და ბალიშებს ვეყ-
რდნობი, ზეწრებს კი ფეხებზე ვიფარებ. – შენ თავიდანვე ასეთი არ
ყოფილხარ.
– არა? – დანას უკვე ოდნავ ნაკლებად უჭერს.
‒ ბავშვობაში ბევრი რამ გადაგხდა. ბევრი რამ ნახე, რასაც შენ
ვერ აკონტროლებდი. – ჩემი ხმა ძალას იძენს. – ბევრ რამეს გადა-
ურჩი.
ოდნავ ტოკდება.
– მართალი ხარ, რომ ის კარგი დედა არ იყო. – ნერწყვს ყლა-
პავს. მეც ასე ვიქცევი. – და იმ დროისთვის, როცა შენმა მშობლებმა
გიშვილეს, უკვე ძალიან იყავი ტრავმირებული. ვფიქრობ... – გავრ-

363
ისკო? – ვფიქრობ, მათ ძალიან უყვარხარ და შენზე ზრუნავენ, მიუხე-
დავად იმისა, რომ შესაძლოა იდეალური მშობლები არ იყვნენ.
თვალებში მიყურებს. მზერაში რაღაც ეცვლება.
– მათ ჩემი ეშინიათ, – ამბობს ეთანი.
თავს ვუქნევ.
– ეს თავადაც თქვი, – ვახსენებ მე. – როცა თქვი, რომ ალისტერი
ჩემს შენგან დაცვას ცდილობდა.
არ იძვრის.
– თუმცა, ვფიქრობ, ის ამავდროულად შენც გიცავდა, – მკლავს
ვშლი. – საერთოდ, ვთვლი, რომ სახლში წაყვანით გადაგარჩინეს.
ისევ მაკვირდება.
– მათ უყვარხარ, – ვამბობ მე. – შენ იმსახურებ ამ სიყვარულს
და ვფიქრობ, რომ დაველაპარაკო, შენს დასაცავად ყველაფერს გა-
აკეთებენ. ვიცი, რომ... შენთან ყოფნა სურთ.
ხელით ოდნავ ვწვდები მის მხარს.
– ის რაც ბავშვობაში დაგემართა შენი ბრალი არ იყო, – ვჩურჩუ-
ლებ. – და...
– საკმარისია ეს ბოდვა, – ამბობს უეცრად და ჩემს ხელს იშო-
რებს.
დავკარგე. ვგრძნობ როგორ ვიცლები სისხლისგან და როგორ
მიშრება პირი.
ჩემკენ იხრება, თვალებში ჩამცქერის და მეკითხება, – რისი სუნი
ამდის?
თავს ვაქნევ.
– მიდი, მიყნოსე. რისი სუნი ამდის?
ჩავისუნთქავ. მახსენდება სანთელი და ლავანდის სურნელი ჩვე-
ნი პირველი შეხვედრისას.
– წვიმის, – ვპასუხობ მე.
– და?
თავს ძალას ვატან.
– სუნამოს.
– რალფ ლორენის „რომანსი“, – ამატებს თავად. – მინდოდა შე-

364
ნთვის მესიამოვნებინა.
ისევ თავს ვაქნევ.
– უბრალოდ, ერთი რამ ვერ გადამიწყვეტია. კიბეებიდან ჩამო-
ვარდნა, თუ აბების გადამეტებული მიღება? ბოლო პერიოდია, ძა-
ლიან მოწყენილი ხარ და ყავის მაგიდაც წამლებით გაქვს სავსე,
თუმცა უბედური შემთხვევა და ერთი არასწორი ნაბიჯიც რომ კარ-
გად ჟღერს?
არ მჯერა რომ ეს ხდება. ვუყურებ კატას, რომელსაც ლოგინის კი-
დეზე სძინავს.
– ჩემ გარდა არავის მოენატრები. არავინ შეამჩნევს შენს არ-
ყოფნას.
ფეხებს ლოგინის ქვეშ ვკეცავ.
– შესაძლოა, შენს მჩხიბავს გაახსენდე, მაგრამ მეეჭვება. ალ-
ბათ, მასაც თავი მოაბეზრე. ლიზის ხომ უთხარი, ჩემი ფსიქოლოგია
ჩემს აგორაფობიას და დანაშაულის გრძნობას უკვე შეეგუაო. ღმერ-
თო ჩემო, ესეც მორიგი წყეული წმინდანი.
თვალებს მაგრად ვხუჭავ.
– როცა გელაპარაკები თვალებში მიყურე, ბოზო!
ფეხს მთელი ძალით ვიქნევ.

96

ფეხს მუცელში ვარტყამ, შემდეგ წელში მოხრილს, სახეშიც ვახ-


ვედრებ. სასწრაფოდ ლოგინიდან გადმოვხტები და ოთახიდან გავ-
რბივარ. ფანჯარაში კიდევ ერთხელ იელვებს, უეცრად ფეხი ხალი-
ჩაზე წამომედება და მუხლებზე ვეცემი. ხელით მოაჯირს ვეჭიდები,
წამოვდგები და გავრბივარ.
ქვევით, ქვევით, ქვევით.
ბნელა. ჩემ წინ კიბე უნდა იყოს, თუმცა არაფერი ჩანს. მხოლოდ
წვიმის ხმა ისმის.

365
წინ მივიწევ, საფეხურებს მივუყვები, ფონად კი გრუხუნის ხმა მომ-
დევს.
‒ შე ბოზო, – მესმის ზემოდან. შეწუხებული ხმა აქვს. – შე ბოზო.
– როგორც ჩანს, კიბის მოაჯირს ეჭიდება. ხის ჭრაჭუნის ხმა მესმის.
სამზარეულოში უნდა მოვხვდე. იქ, მაგიდაზე საკანცელარიო და-
ნა დევს, ნაგვის ურნაში კი მინის ნამსხვრევები ყრია. ან, უნდა მი-
ვაღწიო დამაფონამდე.
კარამდე.
მაგრამ, გარეთ რომ ვერ გახვალ? – მეკითხება ედი ჩურჩულით.
უნდა გავიდე. შემეშვი.
სამზარეულოში დაგეწევა. ვერ გაასწრებ. რომც გაასწრო...
ქვედა სართულზე ჩავრბივარ და ვცდილობ გადავწყვიტო: ჩემ
ირგვლივ ოთხი კარია: კაბინეტის, ბიბლიოთეკის, საკუჭნაოს და სა-
აბაზანოსი.
ერთი აირჩიე.
მოიცა...
ერთი აირჩიე.
სააბაზანო. ამაღლება. სახელურს ხელს ვკიდებ, კარსვაღებ,
შიგნით შევდივარ და იქვე, კართან ვდგები.
კიბეზე ჩამოდის. მე არ ვსუნთქავ.
ჩერდება. ჩემგან ოთხ ნაბიჯშია. ჰაერის მოძრაობასვგრძნობ.
რამდენიმე წამით წვიმის წვეთების გარდა არაფრის ხმა არ მესმის.
ზურგზე ოფლი მეღვრება.
– ანა. – ჩუმი, ცივი და საძაგელი.
კარის ჩარჩოს ხელს მაგრად ვკიდებ და დერეფნის სიბნელეს
ვაკვირდები.
ფრთხილად მოძრაობს. ბნელა, თუმცა მისი მხრების ფორმებს
მაინც ვარჩევ. ხელებს აცეცებს. რა თქმა უნდა. ჩემგან განსხვავე-
ბით, ის ხომ სიბნელეს შეჩვეული არ არის.
ნელი მოძრაობით ბრუნდება, ჯერ ბიბლიოთეკის კარს უმზერს,
შემდეგ კი საკუჭნაოს უახლოვდება. გამცდა. ვერ შემამჩნია.
არ ვინძრევი. არც შემიძლია.

366
– ანა, – ამბობს დინჯად.
ტუჩები მეხსნება. გული გამალებით მიცემს.
აქვეა, ჩემ წინ. სადაცაა ვიყვირებ.
კიდევ უფრო ახლოს მიდის საკუჭნაოს კართან, კარს აღებს და
შიგნით ფრთხილად იხედება. ახლა ვხედავ, რომ ხელში რაღაც უნა-
თებს. მობილური უჭირავს და მისი ეკრანით გზის გაგნებას ცდი-
ლობს.
– ანა, – მეძახის, მობილურს ფრთხილად აქეთ-იქით აქნევს და
კიბისკენ მიდის.
ერთხელ კიდევ ბრუნდება უკან, ხელს მაღლა სწევს, მობილური
დერეფანს შუქურის მსგავსად ანათებს და ამჯერად კაბინეტისკენ მი-
დის. ოთახს შიგნიდან ათვალიერებს, შემდეგ კი გამოდის და ბიბ-
ლიოთეკისკენ მიაბიჯებს. მე მის ზურგს ვაკვირდები.
ქვევით, ქვევით, ქვევით.
მაგრამ, ის დაგიჭერს.
სხვა გზა არ მაქვს.
გაქვს.
სად?
ზევით, ზევით, ზევით.
მანამ უნდა ვიმოძრაო, სანამ...
ბიბლიოთეკიდანაც გამოვიდა. ახლა ჩემკენ შემობრუნებული
დგას, მე კი ხის ჩარჩოს ძლიერად ვეჭიდები. მორჩა, შემამჩნია.
ვერაფერს ვხედავ. დრო გაჩერდა.
‒ აი, სად ყოფილხარ, – სიტყვებს სუნთქვას ამოაყოლებს.
და ამ მომენტში სააბაზანოდან გამოვრბივარ. ოდნავ მოხრილი
მუცელში მხრით ვეჯახები,ის უკან იწევა და ვერ ვხედავ, თუმცა
ვხვდები, რომ კიბეზე დაგორდა. საფეხურებზე მეწყერივით ეშვება
და იატაკზე ეცემა.
ზევით, ზევით, ზევით, – ჩურჩულებს ოლივია.
უკან ვბრუნდები, სიბნელეს ოდნავ შეჩვეული მზერით თავს ძა-
ლას ვატან, რომ საფეხურებზე ავიდე. ზედა სართულზეც სრული
წყვდიადია. აქ ჩემი და სტუმრების საძინებელია.

367
ზევით, ზევით, ზევით.
სადღა ზევით? იქ მხოლოდ ერთი თავისუფალი ოთახი და მეორე,
შენი საძინებელია.
ზევით.
სახურავზე?
ზევით.
მაგრამ, როგორ? როგორ მოვახერხებ?
უსაქმურო, – მეუბნება ედი, – არჩევანი არ გაქვს.
ორი სართულით ქვევით ეთანი კიბეზე მძიმედ ამოდის. როტან-
გზე გავრბივარ, საფეხურები ჩემ ფეხქვეშ ჭრაჭუნებს. ბოლო სართუ-
ლამდე ავდივარ, ჭერში ამავალი კარის ქვეშ ვდგები, ხელებით
ჯაჭვს ვეჭიდები და ქვემოთ ვქაჩავ.

97

კარი ჭრაჭუნით იღება და წვიმის წყალი სახეზე მესხმევა. მეტა-


ლისებური ღრჭიალის ფონზე კიბეს ქვემოთ ვქაჩავ და ზედ ასვლას
ვიწყებ. ქვემოთ ეთანი ყვირის, თუმცა ქარი მის ხმას ფარავს.
წვიმაში თვალებს მაგრად ვხუჭავ და ზევით მივცოცავ. ერთი,
ორი, სამი, ოთხი. საფეხურები ცივი და პრიალაა, ჩემი წონის ზემოქ-
მედებით კიბე ფეხებქვეშ ჭრიალებს. მეშვიდე საფეხურზე ვხვდები,
რომ სახურავის სიმაღლეზე ვარ, თუმცა უეცარი ხმა...
კინაღამ ძირს მაგდებს.
საზარელი გრუხუნის ხმას გაძლიერებული ქარის ქროლა ემატე-
ბა და ჭექა-ქუხილი ნადირის ნელი ნაბიჯით მიახლოვდება. კანზე
წვიმის წვეთებს წვეტიანი კბილების ჩავლებასავით ვგრძნობ. წვიმა
მეღვრება თვალებზე, სახეზე და უეცრად ეთანი კოჭზე ხელს მკი-
დებს. ფეხს ვიქნევ, თავს ვითავისუფლებ და კიდევ უფრო ზევით ავდ-

368
ივარ. ჩემსა და ეთანს შორის მობილურის ნათებას ვამჩნევ, მე კი უკ-
ვე მინის ზედაპირს ვეყრდნობი.
ჩემ ირგვლივ სამყარო ბრუნავს. ჭექა-ქუხილის ფონზე საკუთარი
ღნავილის ხმა მესმის.
სიბნელეშიც კი ვამჩნევ სახურავზე გადაზრდილ მცენარეებს,
რომლებიც თითქოს ერთიანად ამოხეთქილან ქოთნებიდან. სავენ-
ტილაციო ჯიხურს ზედაპირის დიდ ნაწილზე სურო მოსდებია.
და ამ ყველაფრის თავზე უბრალოდ კი არ წვიმს, წყალი ზედ ისე
იღვრება, თითქოს სათლიდან ასხამენო. ხალათი სხეულზე მჭიდ-
როდ მაქვს მოკრული.
ნელი მოძრაობით ვდგები მუხლებზე და თვალს ვავლებ ჩემ ირ-
გვლივ, ოთხივე მიმართულებით არსებულ სამყაროს. აღმოსავლე-
თით წმინდა დიმფნას ტაძრის სახურავი მწვერვალს წააგავს, ჩემ ირ-
გვლივ კი ღია სივრცეა გაშლილი. ზემოდან ცა გადამფარებია. ფეხე-
ბი მითრთის, სუნთქვა მიჭირს, ხმა კი ძლიერდება.
ვამჩნევ, რომ კარის ჩარჩოდან ხელი ამოდის.
ვთრთი, უკან ვიხევ და ფეხქვეშ მინას ვგრძნობ. ცოტაც და ჩავტე-
ხავ. ამის შესახებ დეივიდი მაფრთხილებდა. ტოტი რომ დაეცეს, შე-
იძლება ჩამოამსხვრიოს.
ჩრდილი მიახლოვდება. ვკივი, მაგრამ ქარი თავის ხელს პირზე
მაფარებს და ჩემს ხმას ხმელი ფოთოლივით სადღაც მიაქროლებს.
წამიერად გაკვირვებული ეთანი ოდნავ უკან იხევს. შემდეგ იცი-
ნის:
– შენს ხმას ვერავინ გაიგონებს, – მეძახის ქარის ღმუილის ფონ-
ზე. – ჩვენ აქ... – თუმცა, მისი სიტყვებიც სადღაც იკარგება.
მეტს უკან ვეღარ დავიხევ, თორემ მინას ჩავამსხვრევ. უეცრად
ფეხით რაღაცას ვედები, დაბლა დავიხედავ და იმ სათლს ვხედავ,
რომელმაც ადრე დეივიდი გააბრაზა.
ეთანი მძიმე ქოშინით მიახლოვდება, მის აბრიალებულ თვა-
ლებს ვამჩნევ. მე სათლს ვიღებ, მსურს ვესროლო, თუმცა თავბრუ
მესხმის და ხელიდან მივარდება.
მიახლოვდება.

369
გავრბივარ.
წყვდიადსა და გაუკვალავ სივრცეში გავრბივარ. ვცდილობ გო-
ნებაში სახურავის გეგმა გავიხსენო. მარცხნივ გაზონის ზოლია და
იქვე ყვავილებიც. მარჯვნივ ცარიელი ხის ქოთნები, რომელთა შო-
რისაც ერთმანეთზე მთვრალი კაცებივით მიყუდებული მიწის ტომ-
რები უნდა ელაგოს, ჩემ პირდაპირ კი რკინის ხეივანია.
ელვა და გრუხუნი არ წყდება. ამ მცირედი ნათების და თავსხმა
წვიმის ფონზე წინ მივიწევ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება ვეღარ
გავუძლო ცის სიახლოვეს და გავითიშო. გული გიჟურად მიფეთქავს
და ვენებს მითბობს,მე კი უკვე ხეივანში წვიმის ფარდაში გავდივარ.
მესმის როგორ ვქოშინებ, როგორ ვსველდები, რამდენიმე ნაბიჯში
უკვე მემორიალსაც ხელს ვკიდებ. სირთულეებით ვარსკვლავების-
კენ.
ის ამ ხეივნის ბოლოში უნდა იყოს, არა? მისკენ მივიწევ, რამდე-
ნიმე წამში ხელების ცეცებით ვეჭიდები და ვტრიალდები.
ჩანჩქერში სილუეტი შემოდის. ასეთი იყო, როცა პირველად ვნა-
ხე. მახსოვს ჩემი კარის მინებს მიღმა შემჩნეული ეს აჩრდილი.
მიახლოვდება.
– დიდებულია, – ამბობს და სახიდან წყალს იშორებს. ქურთუკი
წყლით აქვს გაჟღენთილი, კისერზე ისევ შარფი ახვევია, ხელში კი
კონვერტის გასახსნელი დანა უჭირავს.
– შენთვის კისრის მოტეხას ვაპირებდი, მაგრამ ეს ჯობია. – ცალ
წარბს მაღლა სწევს. – იმდენად გარეკე, რომ სახურავიდან გადახ-
ტი.
მე თავს ვაქნევ.
ახლა მიღიმის.
– ასე არ ფიქრობ? ეგ რა არის?
და ხედავს იმას, რაც ხელში მიჭირავს.
ეს მებაღის დიდი მაკრატელია – საკმაოდ მძიმე, თუმცა ათრთო-
ლებული ხელებით მაინც ვახერხებ მის დაჭერას და ეთანისთვის
მკერდში დამიზნებას.
უკვე აღარ იღიმის.

370
– ეგ ძირს დადე.
ისევ თავს ვაქნევ და ვუახლოვდები. დაბნეული ჩანს.
– ძირს დადე მეთქი, – მიმეორებს.
კიდევ უფრო ახლოს მივდივარ. აბრიალებული თვალებით მაკ-
რატლის ბასრ პირებს შესცქერის.
უკან იხევს და წყლის ფარდაში შედის.
მკერდში სუნთქვაშენახული ველოდები, მაგრამ არ ჩანს.
ძალიან ნელი მოძრაობით მივიწევ წინ, წყალში გავდივარ და
ვჩერდები. სახეზე წყლის შხეფებს ვგრძნობ, თავს აქეთ-იქით ვატ-
რიალებ და ვცდილობ შევამჩნიო, თუმცა სახურავზე მისი ნიშანწყა-
ლიც არ ჩანს.
ერთ ადგილზე ვშეშდები წყლით გაჟღენთილი ხალათით და
თმით. ეთანი არსად არის. არც გაზონთან ჩანს, არც სავენტილაციო
ჯიხურთან და არც ყვავილებთან. ისევ გაიელვებს, სახურავი თეთ-
რად ნათდება, თუმცა ბიჭი არსად ჩანს. თუ ასეა, ის ჩემ...
უეცრად უკნიდან მეჯახება იმდენად სწრაფად, რომ ყვირილსაც
ვერ ვასწრებ. მუხლებით ძირს ვეცემი, მაკრატელი ხელიდან მივარ-
დება და ხელისგულებით სველ ზედაპირზე ვემხობი. მესმის ტკაცუ-
ნის ხმა. პირი სისხლით მევსება.
ერთად მივგორავთ ასფალტის ზედაპირზე და როცა ვჩერდებით,
ხელებს კისერზე მაგრად მაჭერს.
– შე ბოზო, – მესმის ყურთან ახლოს და მაშინვე ფართხალს ვიწ-
ყებ. – ძალიან გამითამამდი, – მეუბნება ქოშინით. – ახლა ადგები
და ამ სახურავიდან გადახტები, თუ არა და მე გადაგაგდებ.
ვხედავ ჩემ გვერდით, ასფალტზე ჩამოღვრილ წვიმის წვეთებს.
– რომელ მხარეს აირჩევ? პარკისკენ გირჩევნია თუ ქუჩისკენ?
თვალებს ვხუჭავ.
– დედაშენმა... – ვამბობ ჩურჩულით.
– რა?
– დედაშენმა...
კისერზე ოდნავ მოუშვებს ხელებს.
– დედაჩემმა?

371
თავს ვუქნევ.
– რა, დედაჩემმა?
– მითხრა...
ახლა უფრო მაგრად მიჭერს, თითქმის მახრჩობს.
– რა გითხრა?
თვალებს ვახელ, პირს ვაღებ და ვხავი.
მოჭერას ისევ ამსუბუქებს.
– რა გითხრა?
ღრმად ჩავისუნთქავ.
– მითხრა, ვინ იყო მამაშენი.
არ ინძრევა. სახეზე წვიმის წყალი ეღვრება. პირში სისხლი მიგ-
როვდება.
– ცრუობ.
ვახველებ და კეფას ასფალტის ზედაპირს ვურტყამ.
– არა.
– დედაჩემს არც კი იცნობდი, – მეუბნება ის. – სხვა ვიღაც გეგო-
ნა. ახლა გაიგე, რომ აყვანილი ვარ. – ახლა კისერზე ფეხს მაჭერს.
– როგორ...
– მითხრა. მე ვერ.. – ვცდილობ ნერწყვი ჩავყლაპო. ყელი საშინ-
ლად გამომშრალი მაქვს. – ვერ მივხვდი, მაგრამ ნამდვილად მით-
ხრა...
ისევ სიჩუმე. ყელში ოდნავ ვგრძნობ ჰაერის შეხებას.
– ვინ?
ხმას არ ვიღებ.
‒ ვინ? – ყვირის და მუცელში ფეხს მირტყამს. ვცდილობ ჩავისუნ-
თქო. ის მაისურში ჩამავლებს ხელს და ცალ მუხლზე წამომაყენებს.
შემდეგ ცალ ხელს კისერზე ისევ მომიჭერს. – რა გითხრა? – ყვირის.
ხელები კისერთან მიმაქვს. ნელ-ნელა წამომწევს, ძლივს ვამოძ-
რავებ ფეხებს და როცა საბოლოოდ ვდგები, თვალებში მიყურებს.
წვიმაში უფრო ახალგაზრდა და სათუთი ჩანს. სავსე ტუჩები
აქვს,შუბლზე კი სველი თმა ჩამოჰფარებია. ძალიან კარგი ბიჭია. მის
უკან პარკს და მისი სახლის ჩრდილს ვხედავ, ქუსლებით კი მინასთ-

372
ან შეხებას ვგრძნობ.
– მითხარი!
ხმის ამოღებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის.
– მითხარი.
– ოდნავ ვხრიალებ.
კისერზე აღარ მიჭერს. მე თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ხელ-
ში ისევ დანა უჭირავს.
– ის არქიტექტორი იყო, – ამ სიტყვებს სუნთქვას ამოვაყოლებ.
მიყურებს. ჩვენ შორის, ჩვენ ირგვლივ წვიმის წყალი იღვრება.
– მას შავი შოკოლადი უყვარდა, – ვამბობ მე. – და დედაშენს
ხუმრობით უსაქმურს ეძახდა. – კისრიდან ხელს მიშვებს.
– ფილმები უყვარდა. ორივეს უყვარდათ. მათ...
იღუშება.
– ეს როდის გითხრა?
‒ იმ ღამით, როცა სახლში მესტუმრა. მითხრა, რომ ძალიან უყ-
ვარდა.
– რა დაემართა? სად არის?
თვალებს ვხუჭავ.
– გარდაიცვალა.
– როდის?
თავს ვაქნევ.
– დიდი ხანია. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისი სიკვდილის შემ-
დეგ დედაშენს ცხოვრება თავზე დაენგრა.
ისევ კისერზე მიჭერს ხელს და თვალებს წამიერად ვაფართოვებ.
– აქვს! როდის...
– მთავარი ის არის, რომ უყვარდი, – ვხრიალებ მე.
შეშდება. ხელს მაშორებს.
– უყვარდი, – ვიმეორებ მე. – ორივეს ძალიან უყვარდი.
ხელში კონვერტის გასახსნელით ეთანი თვალებში მიყურებს, მე
კი ღრმად ვსუნთქავ.
და ვეხუტები. მტკიცედ დგას, თუმცა არ იძვრის. ასე ვდგავართ
წვიმაში, მას ხელები ჩამოშვებული აქვს, მე კი ორივე ხელით ჩემკენ

373
მყავს მოზიდული. ფეხზე დგომა მიჭირს, ოდნავ წავიბორძიკებ, ისიც
უკან იხევს და მე ვტრიალდები. ადგილები გავცვალეთ. ახლა ხელე-
ბი მის მკერდზე მაქვს დაწყობილი და მისი გულის ფეთქვას
ვგრძნობ.
– ორივეს ძალიან უყვარდი, – ვეუბნები ჩურჩულით.
შემდეგ კი მთელი სხეულით მისკენ ვიხრები და სახურავის ფან-
ჯრისკენ ვაწვები.

98

ზურგით ეცემა. მინა იბზარება.


არაფერს ამბობს, უბრალოდ დაბნეული მიყურებს ისე, თითქოს
მისთვის რთული შეკითხვა დამესვას.
დანა გვერდით უვარდება, ხელებით მინის ზედაპირსაწვება და
წამოდგომას ცდილობს. გული მიჩერდება. დროც ჩერდება.
და უეცრად მინა იმსხვრევა, თუმცა ქუხილის ხმის ფონზე არაფე-
რი ისმის.
წამიერად სადღაც ქრება. შესაძლოა ყვირის კიდეც, მაგრამ ხმა
ჩემამდე არ აღწევს.
ფანჯრის კიდესთან ვდგავარ, სახლს ზემოდან ვაკვირდები. ჩემ
წინ შავი ორმოა, რომელშიც სახურავიდან წვიმის წყალი იღვრება.
სადღაც ქვემოთ მინის ნამსხვრევებს ვამჩნევ. ფრთხილად ვიხევ
უკან და ნელ-ნელა ვუახლოვდები კარს. სრულიად გაოცებული ვარ.
ისევ გაუჩერებლად წვიმს.
კიბეზე ჩავდივარ. ქვევით, ქვევით, ქვევით. თითებით რკინის სა-
ფეხურებს ვეჭიდები.
ვეხები სველ იატაკს, გავდივარ დერეფანში და გავივლი სახურა-
ვიდან ჩამოღვრილ წვიმის ჩანჩქერსაც.

374
ვჩერდები ოლივიას საძინებელთან. შიგნით ვიხედები.
ჩემო პატარა. ჩემო ანგელოზო. მაპატიე.
რამდენიმე წამის შემდეგ ვბრუნდები და კიბეზე ჩავდივარ. ხალი-
ჩა მშრალი და უხეშია, კედლებს კი წვიმის კვალი ამჩნევია. ვჩერდე-
ბი ჩემს საძინებელთანაც, შიგნით ვიხედები და ფანჯარაში პარკს
მიღმა რასელების სახლის აჩრდილს თვალს შევავლებ.
ისევ წვიმის შხაპის ქვეშ მიწევს გავლა, ისევ კიბით ვეშვები და ახ-
ლა უკვე ბიბლიოთეკაში... ედის ბიბლიოთეკაში ვარ. ფანჯრიდან
წვიმის წვეთებს ვაკვირდები. ბუხარზე მდგარი საათი მაჩვენებს,
რომ ღამის ორი საათია.
აქაურობას თვალს ვარიდებ და გამოვდივარ.
ამ სართულის კიბის მოაჯირიდან უკვე ვხედავ მის სხეულს. ია-
ტაკზე დაცემული ანგელოზი წევს.
კიბეზე ვეშვები. ვამჩნევ მისი თავიდან გადმოღვრილ მუქ
სისხლს. ცალი ხელი ხელზე უდევს და მე მიყურებს.
სხვა მიმართულებით ვიხედები.
და გვერდით ჩავუვლი.
სამზარეულოში შევდივარ, ხაზის ტელეფონს ვრთავ და დეტექ-
ტივ ლიტლს ვურეკავ.

375
ექვსი კვირის
შემდეგ
99

ერთი საათის წინ უკანასკნელი ფიფქები ჩამოცვივდა. ახლა შუ-


ადღის მზე ლურჯად გადაჭიმულ ცის კაბადონს ანათებს. ცა, რომე-
ლიც „შექმნილა არა ხორცის გასათბობად, არამედ თვალის საამებ-
ლად", – როგორც ამას ნაბოკოვი წერს „სებასტიან ნაითის ნამდვილ
ცხოვრებაში“. მე ჩემი პირადი სამკითხველო გეგმა შევადგინე. აღა-
რანაირი დისტანციური ლიტერატურული კლუბები.
თვალს ნამდვილად აამებს. ისევე, როგორც პირდაპირ, თეთრად
მოელვარე, ქვაფენილით დაფარული ქუჩა. ამ დილით თოვლის
საფრის სიმაღლემ თოთხმეტ დუიმს მიაღწია. ჩემი საძინებლის ფან-
ჯრიდან ვაკვირდებოდი, როგორ სქლად ეფინებოდა თოვლი ქუჩებ-
სა და ბორდიურებს, როგორ ხალიჩასავით ეგებოდა საფეხურებს,
როგორ ავსებდა ყვავილების ქოთნებს. სადღაც ათი საათის შემდეგ
ოთხი გრეი მხიარული ყიჟინით სახლიდან თოვლში გამოცვივდა და
მალევე ერთი კვარტალის მოშორებით მზერას მიეფარა. ქუჩის გა-
დაღმა რიტა მილერი ბუნების მშვენიერებით დასატკბობად ზღურ-
ბლთან ჭიქით გამოვიდა. მალე უკნიდან ქმარიც მოადგა, ხელები შე-
მოხვია და ნიკაპი მხარზე დაადო. რიტამ მას ლოყაზე აკოცა.
სხვათა შორის, ქალის ნამდვილი სახელიც გავიგე. მეზობლების
გამოკითხვის შემდეგ ლიტლმა მითხრა, რომ სიუ რქმევია. იმედი გა-
მიცრუვდა.
პარკი ბზინვარე თოვლით არის დაფარული. პარკის გადაღმა კი
დარაბებდახურული სახლი დგას. გაზეთების დიდმა ნაწილმა მას
უწოდა „ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების სახლი, რომელ-
შიც მკვლელი მოზარდი ცხოვრობდა!“ – მე ვიცი, რომ სინამდვილე-
ში მისი ფასი ნაკლებია, მაგრამ მესმის, რომ სამი მილიონ ოთხას
ორმოცდაათი ათასი დოლარი დამაინტრიგებლად არ ჟღერს.
უკვე რამდენიმე კვირაა ეს სახლი ცარიელია. იმ დილით, მას
შემდეგ, რაც მოვიდა პოლიცია, სასწრაფო დახმარების მანქანით კი

376
მისი სხეული წაიღეს, ლიტლი ჩემთან მეორედ მოვიდა და მაცნობა,
რომ ალისტერ რასელი დაუჭერიათ მკვლელობაში თანამონაწი-
ლეობის ბრალდებით. თურმე, როგორც კი შვილის ამბავი გაიგო,
მაშინვე აღიარებითი ჩვენება მისცა. მისი თქმით, ყველაფერი ზუს-
ტად ისე მოხდა, როგორც ეთანმა აღმიწერა. როგორც ჩანს, ალის-
ტერი გატყდა. უფრო ძლიერი აღმოჩნდა ჯეინი, თუმცა არ ვიცი ის ახ-
ლა სად არის. ნეტავ, თუ იცოდა ამ ყველაფრის შესახებ.
‒ ბოდიში უნდა მოგიხადოთ, – ჩაიბუტბუტა ლიტლმა თავის ქნე-
ვით. – და ვალიც... იცით, ძალიან ნანობს.
მისი ბოდიში მივიღე.
მომდევნო დღესაც შემომიარა. ამ დროისთვის უკვე ამიკლეს
ჟურნალისტებმა და მეც ყოველ ჯერზე დამაფონის შემოწმება და მა-
თი უგულებელყოფა მიწევდა. რა-რა და, ბოლო თვეების განმავლო-
ბაში ეს უნარი ნამდვილად მაღალ დონეზე ავიყვანე.
– როგორ ბრძანდება ანა ფოქსი? – იკითხა ლიტლმა. – ეს კი,
ალბათ ის ცნობილი ფსიქოლოგი უნდა იყოს, არა?
დოქტორი ფილდინგი, ჩემს კვალად, ბიბლიოთეკიდან გამოდის
და როგორც ჩანს, დეტექტივის დანახვით ოდნავ შეცბუნებულია.
ლიტლი მართლა საოცარი გაბარიტების პატრონია.
– მოხარული ვარ, რომ მას თქვენ ჰყავხართ, სერ, – უთხრა ლიტ-
ლმა და ხელი ჩამოართვა.
– მეც ძალიან მიხარია, – უპასუხა დოქტორმა ფილდინგმა.
იმავეს თქმა შემიძლია მეც. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში
ნერვები საგრძნობლად დავიმშვიდე. ჭერის ფანჯარა შეაკეთეს,
პროფესიონალმა დამლაგებელმა კი ჩემი სახლი თავიდან ბოლომ-
დე დაალაგა. წამლებს თავის დროზე ვიღებ და ნაკლებს ვსვამ. პრაქ-
ტიკულად, საერთოდ აღარ ვსვამ, რაც დიდწილად სასწაულმოქმე-
დი, ტატუირებული პემის დამსახურებაა.
– ყველა სახის ხალხთან და სიტუაციასთან მქონია შეხება, –
მითხრა პირველი სტუმრობის დროს.
– ეს შესაძლოა სრულიად ახალი გამოცდილება იყოს, – მივუგე
მე.

377
ვცადე დეივიდისთვის ბოდიში მომეხადა. ბევრჯერ დავურეკე,
მაგრამ არც ერთხელ არ მიპასუხა. ნეტავ სად არის. ნეტავ უსაფ-
რთხოდ თუა. სხვათა შორის, სარდაფში, ლოგინის ქვეშ, მისი ყურ-
სასმენები ვიპოვე, წამოვიღე და ყოველი შემთხვევისთვის, თუ გად-
მომირეკა, უჯრაში შევინახე.
რამდენიმე კვირის წინ „აგორას“ დავუბრუნდი. აქ ჩემი ტომია,
ჩემი ერთგვარი ოჯახი. ვფიცავ, რომ გავაკეთებ ყველაფერს პაციენ-
ტის გამოსაჯანმრთელებლად.
ედს და ლივის ძირითადად თავს ვარიდებ, თუმცა ყოველთვის ვე-
რა. ხანდახან, ღამღამობით, მათი ხმები ჩამესმის და პასუხად რაღა-
ცებსაც ვლუღლუღებ, მაგრამ დიალოგები დამთავრდა.
– მოდი.
ბინას მშრალი ხელი აქვს, მე სველი.
– მოდი, მოდი.
ბაღის კარი ფართოდ გააღო, სახლში ცივი ქარი შემოიჭრა.
– შენ ეს სახურავზე, წვიმაში შეძელი.
ხო, მაგრამ მაშინ განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყავი. სი-
ცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდი.
– ეს შენი ბაღია, რომელიც ახლა მზით არის განათებული.
სწორია.
– და თან, ზამთრის ჩექმა გაცვია.
ესეც სწორია. ჩექმას კარადაში მივაგენი, ვერმონტის იმ ღამის
შემდეგ პირველად მაცვია.
– აბა, რაღას უცდი?
არაფერს. უკვე არაფერს. ვუცდიდი ოჯახის დაბრუნებას, რაც არ
მოხდება და ვუცდიდი დეპრესიის გავლას, რაც ჩემი ჩარევის გარეშე
არ მოხდება.
ველოდებოდი სამყაროსთან შეყრას და ამის დროც დადგა.
ახლა, ჩემს სახლს მზე დაჰნათის, დამშვიდებული და ფხიზელი
ვარ, ბინას სახლიდან გავყავარ და საფეხურებზე მიმიძღვის.
ის მართალია: მე ეს სახურავზე, წვიმის დროს შევძელი. მაშინ სი-
ცოცხლისთვის ვიბრძოდი, რაც ნიშნავს, რომ სიკვდილი არ მსურს.

378
და თუ არ მსურს სიკვდილი, დროა დავიწყო ცხოვრება.
რას ელოდები? ერთი, ორი, სამი, ოთხი.
ხელს მიშვებს, ბაღში გადის და თოვლზე ნაფეხურებს ტოვებს.
შემდეგ ჩემკენ ბრუნდება და თავისკენ მიხმობს.
– მოდი.
თვალებს ვხუჭავ.
ვახელ.
და სინათლეში გავდივარ.

379
380

You might also like