Professional Documents
Culture Documents
გვიანფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრება
გვიანფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრება
ამ ეპოქამ უფრო მეტი ძეგლი დაგვიტოვა ვიდრე წინა ეპოქამ. ძირითადი თემატიკა,
ძირითადი იდეები იგივეა, რაც წინათ იყო. მაშინ, როდესაც დასავლეთ ევროპაში დგება
რენესანსის ეპოქა, საქართვეოში შექმნილი ისტორიული ვითარება აფერხებს ბუნებრივ
განვითარებას. XV-XVIII საუკნეები ჯერ კიდევ ფეოდალიზმის ხანაა, მისთვის დამახასიათებელი
ყველა ნიშნით და თავისებურებებით. აშენებენ ისეთივე ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიებს,
როგორიც XII-XIII საუკუნეთა მიჯაზე შემუშავდა, თუმცა პროპორციები უმეტესად XIII საუკუნის
დასასრულის ნორმებს უახოვდება. ბევრია ერთნავიანი სოფლის ეკლესია. იშვიათად ჩნება
სამნავიანი და სამეკლესანი ბაზილიკა, თავისუფალი ჯვრის ტიპის და კუპენჰალეს ტიპის
ტაძრები. აღარ შენდება ტრიქონკის ტიპის ტაძრები. დიდი როლი უკავია თავდაცვით
ნაგებობებსაც. შენდება ციხესიმაგრეები, რომელთაც წმინდა სამხედრო-სათავდაცვო
დანიშნულება ჰქონდათ. ციხე-დარბაზები, ეკლესია-მონასტრების გალავნები და სხვა დასაცავი
შენობები.
XVI ს-ის მანძილზე კახეთის სამეფო საქართველოს სხვა ნაწილებზე უფრო მოსვენებული იყო
უცხოელ მტერთაგან და ეკონომიური მდგომარეობაც უკეთესი ჰქონდა. ამ დროს ინტენსიური
მშენებლობა წარმოებდა. XVI ს-ში ჩამოყალიბდა სამეფოს დედაქალაქად გრემი, სადაც მდიდარი
სასახლეები, მრავალრიცხოვანი ეკლესიები, ქულბაქები და აბანოები იყო, რომ აღარაფერი
ვთქვათ საცხოვრებელ სახლებზე. გრემი XVII ს-ის დასაწყისში დააქცია შაჰ-აბასმა და მას შემდეგ
ფეხზე აღარ წამომდგარა. XVIს-სვე მიეკუთვნება კახეთის ეკლესიების მთელი ჯგუფი, რომელიც
თავისებური თვისებებით გამოირჩევა. ეს აგურის გუმბათოვანი შენობებია, ძლიერ აზიდული
პროპორციებით. გეგმა წინა საუკუნეებში შემუშავებულ ტრადიციას მისდევს მოკლე
სწორკუთხედი შვერილთა გარეშე, აფსიდიანი საკურთხეველი, სამი სწორკუთხა მკლავი.
ფასადთა დამუშავება ისრული თაღებით (უფრო სწორად - ბრტყელი ისრულ-თაღოვანი ნიშების
სისტემით), აგურის წყობით გამოყვანილი ჯვრები და სახეები ირანული გავლენის შემოღწევას
მოწმობს, თუმცა ტაძრის ძირითადი სტრუქტურა სავსებით ქართულია. ამ ჯგუფის ნიმუშთა
შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ორი: ახალი
შუამთის მონასტრის ეკლესია (ახალი შუამთა
თელავთანაა, ძველი შუამთიდან 2-3კმ.
მანძილზე), აგებული XVI ს-ის ორმოციან
წლებში ლევან კახთა მეფის მეუღლის თინათინ
დედოფლის თაოსნობით. განსაკუთრებით
დამახასიათებელია თავისი "გუთური"
პროპორციების მხრივ (შედარებისათვის XI ს-ის
ალავერდში გუმბათქვეშა სივრცის სიგანისა და სიმაღლის შეფარდებაა 1:2,8; ხოლო ახალ
შუამთაში დაახლოებით 1:3,84 . ეკლესიას ჰქონდა სამმხრივი გარშემოსასვლელი, რომელიც
ახლა აღარ არსებობს. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე - 18 მ., სიგანე - 13მ., სიმაღლე შიგნით
- 24 მ. ეკლესიის გვერდით დიდი მრავალსართულიანი სამრეკლოა, რომელშიც თინათინ
დედოფლის საცხოვრებელი ოთახებიც იყო. გეგმა 8,3 X 8,8 მ., სიმაღლე გარედან 25 მ-მდე.
XVI ს-ის სხვა კახურ ნაგებობათაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი შუამთის მონასტრის
ეკლესია და სამრეკლო, და ნინოწმინდის ტაძრის ოთხსართულიანი სამრეკლო. მისი
პროპორციები და ხუროთმოძღვრულ - დეკორაციული დამუშავება მომწიფებული ოსტატის
ხელს ამჟღავნებს და ნათლად დასმულ მხატვრულ ამოცანებზე მეტყველებს. ჩვენ არ შევცდებით,
თუ XVII ს-ის მშენებლობის ნიმუშად ავირჩევთ ანანურის ციხეს, რომელიც თბილისას
ჩრდილოეთით 66 კმ. მანძილზე მდებარეობს არაგვის ხეობაში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე.
იგი არაგვის ერისთავთა მძლავრ საგვარეულოს ეკუთვნოდა. მისი თავგადასავალი ბევრ
სისხლიან ფურცელს შეიცავს - ეს დამახასიათებელია ფეოდალური აშლილობის ხანისათვის: მას
თავს ესხმოდნენ მეზობელი ფეოდალები, წვავდნენ, აოხრებდნენ, მის მკვიდრთ კი აწიოკებდნენ
და ჟლეტდნენ. ანანური ფერდზე მდებარეობს და ტყიანი მთებითაა გარშემორტყმული. მძლავრი
გალავნის შიგნით მოთავსებულია ორი გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო, წყალსაცავი და
წყარო. თვით გალავანში რამდენიმე კოშკია ჩართული, მათ შორის მთავარია დასავლეთის
კედლის შუაში, ე.ი. მთელი ანსამბლის უმაღლეს წერტილში მდებარე შვიდსართულიანი კოშკი,
ე.წ. შეუპოვარი. მაგრამ მთავარი ნაგებობა მაინც დიდი ეკლესიაა, დათარიღებული 1689 წლის
გრძელი წარწერით. სასახლე აქ არ არის და არც ყოფილა. ანანური ერისთავთა მუდმივი
რეზიდენცია არ იყო. საცხოვრებელი ოთახები შეუპოვარში ჰქონდათ. დიდი ეკლესია თლილი
ქვითაა მოპირკეთებული და მდიდრული მორთულობა აქვს. სწორედ ამის წყალობით აქ უფრო
ადვილია წინა ხანასთან შედარებით მომხდარი ცვლილებების შესახებ მსჯელობა. პირველადვე
თვალში გვხვდება ტაძრის ქვედა კორპუსის სიმძიმე და მასიურობა, რაც მით უფრო საგრძნობია,
რომ მასები ისე მკაფიოღ არაა
დიფერენცირებული, როგორც საერთოდ
არის ქართულ ტაძრებში. აღმოსავლეთ და
დასავლეთ ფასადების შუა ნაწილები, ე.ი.
ჯვრის მკლავები, მცირედ გამოიყოფა
კუთხის ნაწილებისაგან, თითქოს უშუალოდ
აგრძელებს მათი სახურავების ფერდს. თუ X
– XIII საუკუნეთა ძეგლებში დეკორაციული თაღედით ფასადთა დანაწევრება ყოველთვის
შეთანხმებული იყო კედლების საერთო მოხაზულობასა და მასების რიტმთან, ახლა დანაწევრება
აღარ შეესაბამება მასების აღნაგობას. საკმარისია შევხედოთ აღმოსავლეთ ფასადს, მის შუა
თაღოვან არესა და ორ სწორკუთხა არეს მარცხნივ და მარჯვნივ, და შევადაროთ ისინი ფასადის
საერთო მოხაზულობას. მათ შორის თანხმობა არ არის. ყოველი ფასადის შუაში თავმოყრილი
ჩუქურთმები და ფიგურული რელიეფები ტექნიკურად კარგადაა შესრულებული (ზოგი
ოსტატურდაც), მაგრამ უმასშტაბოა, ყოველთვის ვერ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და,
თან, მოკლებულია შესრულების არტისტიზმს, უნაკლო გემოვნებას, რომელიც წინანდელ
ხუროთმოძღვრულ დეკორს ახასიათებდა. მაგრამ ანანურში კიდევ ერთი თავისებურებაა
დამახასიათებელი. ფასადებზე - ისე როგორც დიდი ხნის წინათ იყო, XI ს-ის ნახევრამდე - კვლავ
მომრავლდა რელიეფური ფიგურები - ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებები. ყველა
სიმბოლურ - სარწმუნოებრივი შინაარსისაა. სამხრეთის ფასადის შუა სარკმლების გარშემო
დახვავებული რელიეფები - ვაზის ხე, ირმები და სხვა ცხოველები მის გვერდით, მტრედები,
ჯვრით დათრგუნვილი გველეშაპები, ჯაჭვით დაბმული ლომები (ორი უკანასკნელი მოტივი
განსაკუთრებით პოპულარულია იმ ხანებში) - მოწმობს, რომ აქ მარტო ქრისტიანული
სიმბოლიკა კი არ არის, არამედ უფრო ადრინდელი თემებიც. რომელთა ძირები ძველი
აღმოსავლეთის წინაქრისტიანულ რწმენასა და გადმოცემებშია. ამ თემებმა, რომლებსაც
საუკუნეთა მანძილზე ქართული ხალხური ხელოვნება ინახავდა, ახლა მონუმენტურ
ხელოვნებაში შეაღწია და ხალხური შემოქმეღების, ფოლკლორის ბეჭედი დაასვა მას არა მარტო
შინაარსის მხრივ, არამედ შესრულების თავისებურებითაც. ეს ამ გვიანა ხანის ხელოვნების ერთი
საინტერესო ფაქტთაგანია. რა თქმა უნდა, ანანურისა და სხვა იმდროინდელი ტაძრების
მრავალრიცხოვანი რელიეფები არ არის შეკრული ერთ მთლიან საღვთისმეტყველო პროგრამად,
როგორც ეს XI ს-ის ნიკორწმინდაშია. უფრო მეტიც - შესაძლებელია ცალკეულ სიმბოლოთა აზრი
ოსტატებსა და მორწმუნეთ აღარც კი ესმოდათ, მაგრამ საკმარისი იყო იმის რწმენა, რომ მათ
ტრადიციის თანახმად, რაღაც სარწმუნოებრივ ჯადოსნური მნიშვნელობა და ძალა ჰქონდათ.
დღევანდელ ანსამბლში, გალავნისა და მისი კოშკების გარდა, შედის მცირე გუმბათოვანი
ეკლესია "ღვთაება", ალბათ XVII ს-ის შუა ათეული წლებისა; დიდი ეკლესია, რომელიც სამხრეთი
კედლის გრძელი სამშენებლო წარწერის თანახმად, 1689 წელს ბარძიმ მსაჯულთუხუცესის
თაოსნობით აუგიათ (მშენებლობის ხელმძღვანელი ყოფილა ვინმე ქაიხოსრო ბაღსარაშვილი.
ტაძრის შენებას, რა თქმა უნდა, კარგა ხანს მოუნდებოდნენ, ასე რომ მის თარიღად საერთოდ XVII
ს-ის ბოლო ათეული წლები შეიძლება მივიჩნიოთ) წყარო და წყალსაცავი; ერთნავიანი ეკლესია
"მკურნალი“, რომელიც გალავანს გარეთ გამოდის და უფრო დაბლა დგას, ვიდრე გალავნის
შიგნითა შენობები; სამრეკლო, რომლის ფანჩატურიც შედგმულია "მკურნალის“ ბანზე.
კოშკთაგან მთავარია ყველაზე მაღლა მდგომი "შეუპოვარი“: კვადრატული,
მრავალსართულიანი, კედელში დატანებული კიბით (გალავნის დასავლეთით კედლის შუაშია).
აქ საცხოვრებლად გამოსადეგი ოთახებიც პქონდათ (თითო სართულში თითო), თუმცა
საგანგებოდ კეთილმოწყობილი და მორთული დარბაზი, როგორც XVIII ს-ის ზოგ კოშკშია, აქ არ
არის. ანანური XVIII - ში შეაკეთეს - ზოგი კედელი ან კედლის ნაწილი მაშინდელია. ანანურის
ციხე მას შემდეგაც მოქმედი იყო, რაც 1743 წელს არაგვის საერისთავო ქართველმა მეფეებმა
გააუქმეს.
დასავლეთ საქართველოში სახლები ხისაა. იგი შედგმულია ქვის მცირე სიმაღლის ბოძებზე
ან პერაპტერზე. წინიდან მთელი ფასადის გასწვრივ გადახურული აივანია - ხის ბოძებითა და
მოხარატებული ან რიკულებიანი მოაჯირით. შიგნით უმეტესად სამი ოთახია - ერთი დიდი და
ორი პატარა. ზოგჯერ გამოყენებულია გასახსნელი ტიხრები და საჭიროების შემთხვევაში
ოთახების გაერთიანებაა შესაძლებელი. სამეურნეო სადგომები ცალკეა და არა საცხოვრებელ
სახლში.
სიმაღლით კი 25 მეტრამდე.